შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელი არ გამიშვა {4}


29-03-2022, 20:04
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 638

მოსვენება ჰქონდა დაკარგული. არ ჰყოფნიდა ის რასაც იღებდა, მეტი სურდა , უნდოდა ეგრძნო რომ დუდას აკონტროლებდა და სხვისთვის მიუღწევად ნებისმიერ ლოკაციაში შეაღწევდა . განა ადარდებდა მისი სამკაულები, სეიფები და დამალული ძვირფასეულობა, ოდნავადაც არ აღელვებდა არცერთი ნივთი რაც თავად ჰქონდა სხვებისგან ან მისგან საჩუქრად მიღებული ,მხოლოდ პრივილეგია სჭირდებოდა . ბევრი იფიქრა, სად შეიძლება ჰქონოდა სახელოსნო ,მის ახლო მეგობრებს იცნობდა, მაგრამ მათ არ ჰკითხავდა, თავად უნდა გამოეცნო და ბოლოს იპოვნა კიდეც. ეზოში მდგომმა დაცვის წევრებმა და ყველა კუთხეში დამაგრებულმა კამერებმა გაამჟღავნა ხელოვნების სახლი. თავდაჯერებულმა შეაბიჯა ეზოში, დაცვასთან გამკლავება არ გასჭირვებია , გზა მარტივად გაითავისუფლა და პირდაპირ შეიჭრა კაცის პირად სივრცეში
-რა პირობებში იქმნება ხელოვნების ნიმუშები ... რა სჭირდება შემოქმედებითი აფეთქებისთვის ოქრომჭედელს
-აქ რას აკეთებ?- იმაზე მეტად გაბრაზებული მზერა ჰქონდა ვიდრე კირა ელოდა. სათვალე მოიხსნა სავარძლიდან წამოდგა და წარბშეკრული დაიძრა მისკენ- როგორ მიპოვნე
-ფარული უნარებით გამოვირჩევი, თუ მოვინდომებ შეუძლებელსაც შევძლებ მე კი საოცრად არ მომწონდა ამდენ საათის განმავლობაში სამყაროს რომ სწყდებოდი, აქ მობილურსაც კი არ რთავ და ვერ ვიტან,როდესაც შენთან დაკავშირება არ შემიძლია
-მე კი აქ ყოფნის უფლებას არავის ვაძლევ !
-ნუ ღელავ ქურდებთან შეკრული აგენტი არ ვარ - ცდილობდა ჩვეულებრივ კეკლუცი ყოფილიყო,მაგრამ აშკარად არ ჭრიდა
-მუშაობის დროს კონცენტრირება მჭირდება - ისე უყურებდა კიდევ უფრო გამოიწვია ქალი. რაღაც ახალ ,დაფარულ მხარეს უახლოვდებოდა და უკან დახევას არ აპირებდა ,სრულიად შეიცვალა მიმართულება . მაგიდაზე დალაგებულ ძვირფას ქვებს შეეხო, ყველაფერი გვერდით გასწია და თავად დაიკავა მათი ადგილი- კირა , შენი თამაშებისთვის არ მცხელა. სერიოზულად
-მათი ღირებულება შეფასებულია მე კი შეუფასებელი ვარ , ხომ ასეა ? - მოკლე კაბის ქვეშ თითები შეაცურა და ნელ-ნელა დაიწყო საცვლის დაბლა ჩამოწევა - მეტად ღირებული, ძვირფასი და შეუცვლელი
-გეყოფა -მეთქი ! ნუ იქცევი იაფფასიანი ბ.ზივით , რომელსაც ს.ქსის გარეშე დღის გატარება არ შეუძლია და კაცის ცდუნების აზარტშია მუდმივად . მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ჩემი გეგმა და წესები , როდესაც ვმუშაობ , ე.ი ყველაფერი სამყაროში ქრება სულ რომ ომი დაიწყოს სანამ თავში ნაღმი არ მომხვდება მანამ არაფერმა უნდა შემიშალოს ხელი . პატივი ეცი ჩემს ერთადერთ სივრცეს სადაც ვერ და არ შემოგიშვებ
-ანუ ესაა ჩემთვის გადაულახავი ბარიერი ,არა? გამოდის ესენი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის- ყველაზე დიდი თვალი აიღო და ორი თითით დაიჭირა- ახლა ეს რომ გადავაგდო რას გააკეთებ
-ეგ ქვა ყელსაბამში რომ მოთავსდდება მილიონამდე ღირებულების გახდება და საერთოდ არ მხიბლავს ასე უპასუხისმგებლო თამაშები, უაზროდ - ხელიდან გამოსტაცა ზურმუხტის ნატეხი . ისე უყურებდა ნამდვილად არ ჰგავდა ჩვეულებრივ დუდას, რაც კიდევ უფრო მეტად აღაგზნებდა ქალს. ზღვარზე იდგა, დიდ აფეთქებას უახლოვდებოდა ,რომლის შემდეგაც გაიხსნებოდა წყვდიადის კარი
-ეგ ყელსაბამი მინდა - ნახატს დახედა რომლის მიხედვითაც ქმნიდა სამკაულს და ფანქარი აიღო - ოღონდ აქ ესენი არ გაუკეთო
-მას უკვე ჰყავს მეპატრონე , თუ მსგავსი გინდა ერთად დავხატოთ. როგორც კი საჭირო ქვა გამოჩნდება , შევიძენ და გავაკეთებ სპეციალურად შენთვის
-მე ახლა მინდა, რატომ უნდა ველოდო შემდეგს,როცა ქვა უკვე აქ არის . ეს მომწონს
-რა მოგწონს... ეს უნდა დამუშავდეს და ნაწილ -ნაწილ გამოვიყენო
-არ აქვს მნიშვნელობა , ეს მინდა
-ვწუხვარ, მაგრამ არ გამოვა
-ჩემთვის ყელსაბამის გაკეთებაც არ შეგიძლია... ვისთვის ამზადებ? პირდაპირ მისგან მივიღებ საჩუქრად
-გინდა გითხრა ვინ იყიდა რომ ის შეაბა ? სწორად გავიგე? - ისედაც ხომ ცეცხლი ენთო თვალებში,მაგრამ მოსმენილმა სულ შეშალა
-მიზნისთვის ყველაფერი დასაშვებია ... შენ არ მაძლევ სხვისგან მივიღებ. შენ ხომ მუდამ ასე იქცევი, არაფრის გაკეთება შეგიძლია და სხვებთან ვპოულობ სასურველს . მერე გიკვირს რატომ არ ვარ შენი,როცა შენ არაფერს აკეთებ ჩემთვის
-აქედან წადი , ახლავე !- ერთხანს უყურებდა, ათასი სიტყვა უტრიალებდა გონებაში,მაგრამ ბოლოს მხოლოდ სამმა იხეთქა ,ღრიალით შემოიფარგლა და კირა რომ არ გატოკდა კიდევ განაგრძო- წადი ,თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ
-ეგეც შეგიძლია? ზღვარს გადახვიდე და მერე? მოდიი არ აგო პასუხი და მაჩვენე ის რისი გაკეთებაც გინდა ... აქ ვარ, ჩვენს გარდა არავინაა . მხოლოდ მე ,შენ და შენს თავში არსებული ავხორცი აზრები
-ნუ ცდი ჩემში არსებულ ეშმაკს - ისე უღიმოდა, სისხლისფერი გაუხდა თვალები , მანძილი თითქმის აღარ არსებობდა მათ სხეულებს შორის
-აქ დავრჩები, გიყურებ როგორ შექმნი ამ ლამაზ ყელსაბამს და შემდეგ საჩუქრად მივიღებ მისგან ვინაც შეგიკვეთა - წინადადება დასრულებული არ ჰქონდა სახიდან ღიმილი ,რომ გაუქრო კაცის ერთმა მოქმედებამ. ქალის სულ ერთი სუსტი წერტილის შესახებ იცოდა, იცოდა და მის წინააღმდეგ იყენებდა ,როდესაც მაგიდისკენ უბიძგა, გულმკერდით ხის ზედაპირს ააკრა.
-შეწყვიტე ჩემი გამოწვევა თორემ ისე გატკენ,რომ ჩემს შესაძულებლად მიზეზს მოგცემ -მთელი სხეულით მიაწვა და კონტროლდაკარგულს ყურთან ჩასჩურჩულა
-მიდი , ნუ იკავებ თავს გააკეთე რაც გინდა... გადაკვეთე ზღვარი და სამუდამოდ გამიშვი თორემ არასდროს მოგცემ ჩემგან წასვლის საშუალებას . ჩემი მონა იქნები , ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა და შენ ჩემს შესაჩერებლად ძალა არ გეყოფა. შენ უსუსური კაცი ხარ, შენნაირები ჩემნაირებს ვერასდროს დააკმაყოფილებენ -ვერ მიხვდა როგორ მივიდა უბრალო არეულობიდან ამ დონემდე, არ იცოდა რატომ აგრძელებდა საუბარს, წარმოდგენა არ ჰქონდა რას ელოდა, მაზოხისტურად სურდა ტკივილის მიღება, ისეთი ტკივილის დუდას რომ შეაზიზღებდა , უმნიშვნელოს გახდიდა და მისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემდა - მიდი , რას ელოდები ხომ ძალიან გინდა მომერიო, ძალა გამოავლინო, მაჩვენო როგორი ძლიერი ხარ
-მთელი ძალით ცდილობ შემიძულო... როგორ გინდა ვიჩხუბოთ, ვიომოთ და მერე ისევ მარტო დარჩე- ისევ ისე ეკვროდა, ისევ იმ სივრცეში იყო ქალი რომ ვერ იტანდა, გრძნობდა მისი სხეულის მიერ გამოთავისუფლებულ მუხტს, მაგრამ მაინც არ შორდებოდა . ტუჩები ყელზე შეახო , კაბის ელვა გახსნა და თითები შიშველ კანზე აასრიალა- თავს აჯერებ,რომ საშინელი ხარ და მეც ისე მოგექცევი როგორც ყველა - ისევ ყურთან ახლოს ესაუბრებოდა, საკუთარი სიმშვიდის წერტილსაც ეძებდა და მის დამშვიდებასაც ცდილობდა - შემიძლია საშინელი ვიყო, ვარ კიდეც მათთან ვინც იმსახურებს, მაგრამ შენთან , შენთან არასდროს გამოვიყენებ ჩემს ბნელ მხარეს იმ დოზით,რომ სულში ჭრილობები დაგიტოვო - ცხვირი ქალის თმაში ჰქონდა ჩამალული, მის სურნელს სუნთქავდა, ფრთხილად კოცნიდა, გაყინულ სხეულზე თითებს დაატარებდა და ფერებას არ წყვეტდდა მიუხედავად იმისა,რომ ის კვლავ დაჭიმული იყო - ზღვარს გადავლახავ, მაგრამ არა უფსკრულისკენ ...მე და შენ ერთად ავალთ მაღლა, მწვერვალზე და შეუძლებელსაც შევძლებთ - ტუჩებს ჯერ ხერხემლის მალებს ახებდა, შემდეგ წელს მიაღწია, თითებით საჯდომზე ეფერებოდა და შემდეგ ფეხებზე გადადიოდა - გადავლხავთ , დაიჯერე და სულ ოდნავ მოინდომე, მოერიე თავს, იყავი ჩემთან და დაივიწყე ყველაფერი სხვა , დაუბრუნდი საკუთარ თავს - თავი შეაბრუნებინა, სახეში უყურებდა , ცრემლებით დაფარულ ღაწვებზე აკოცა და ქალის სხეულს შეერწყა. ეფერებოდა, კოცნას არ წყვეტდდა, ქალის ემოციების მართვას ცდილობდა ,მისი ყურადღების ცენტრის შეცვლას, ყველა აზრისა და მოგონების გაქრობას -გამომყევი, ჩემთან დარჩი - ჩურჩულებდა და დამფრთხალს, სრულიად უმწეოს ყველა ამოსუნთქვას შეისწავლიდა . ბოლოს იყო სრული მდუმარება, კირა მანძილს ზრდიდა და არაფერს ამბობდა- ორი წუთი დამელოდე, სახლში შევიდეთ და
-მივდივარ და არ მიპოვნო !- მხოლოდ ეს თქვა, გვერდულად გახედა და წავიდა.
……………….
რამდენიმე დღე საქმეს დაუთმო, ცდილობდა კირასგან შორს ყოფილიყო და როგორმე უკან დევნის გარეშე დაებრუნებინა თავისთან , მის ერთ ნაბიჯს ელოდა და სახელოსნოდან არ გამოდიოდა . ყელსაბამი შემკვეთს გაუგზავნეს , კატალოგისთვის ფოტოსესიას სხვა მოდელები აგრძელებდნენ კირა თითქმის მთელი თვე არ ჩანდა. დუდა მისი ძიების პროცესში მიხვდა , რომ ქალს მეგობარი არ ჰყავდა, არავინ ვისაც თავის ნამდვილ სახეს უჩვენებდა, ვისთანაც იქნებოდა გულწრფელი და ვისაც გაანდობდა ყველა ტკივილს. არავინ იყო ისეთი ვისაც მასზე ინფორმაცია ექნებოდა, არავინ ვინც გაუჩინარებულს მოიკითხავდა. მარტოობა დაინახა , გაქცეული ქალის ირგვლივ სრული სიცარიელე დაუხვდა და კიდევ უფრო გააბრაზა საკუთარმა ქცევამ. თავს ვეღარ იმორჩილებდა, არ იყო ის ვინც ყოველთვის , კირა ყველაფერს თავდაყირა აყენებდა და დუდა არათუ მას , საკუთარ ქმედებებსაც ვეღარ განსაზღვავდა .

წვეულებაზე მისული სულ რამდენიმე წუთს აპირებდა დარჩენას , მოვალეობის მოხდის მიზნით გამოჩნდა მაღალ საზოგადოებაში და სრულიად აერია აზრები, როცა კირა დაინახა. ულამაზეს კაბაში, მნათობი , ყურადღების ცენტრში მოქცეული , ყელზე დუდას ბოლო ნამუშევრით . უყურებდა და თვალებს ვერ უჯერებდა, ირგვლივ ყველა მასზე საუბრობდა , მის დახვეწილ მანერებზე, ქცევაზე და გარეგნობაზე, ზოგი ცოდვებსაც უხსენებდა, ქვებს ესროდნენ ისინი ვისაც პირადი ინტერესები ჰქონდათ . შორიდან უდარდელ ლამაზმანს დაინახავდით, დუდა კი გონებაში ბოლოს ნანახი მისი სახე უტრიალებდა, მზერა რომელიც სულის იარებს აშიშვლებდა და მაინც მისი ქცევა კაცს კონტროლს აკარგვინებდა. ისე დალია რამდენიმე ჭიქა არც კი გაუაზრებია, გონება წასვლას სთხოვდა , იქაურობის დატოვებას და ამ ფარსისგან გაქცევას , მაგრამ არ გამოუვიდა. ქალი წვეულების მთავარ გმირს უღიმოდა, თვალების ციმციმით შეჰყურებდა და შემდეგ მის მკლავებში მომწყვდეული ცეკვავდა , დუდა კი ყველა დასაშვებ ზღვარს აბიჯებდა მისკენ დაძრული , მოცეკვავე წყვილებს შორის მდგომი წელზე რომ უცურებდა ხელს და თავისკენ იზიდავდა ცხოვრების სიყვარულს . თითქოს განგებამ იმოქმედა მუსიკა შეიცვალა , ქალის სხეული თავისკენ შეაბრუნა და ისე დაიწყო მასთან ცეკვა გაოგნებული კაცისთვის სიტყვაც არ უთქვამს, მისი აზრი ოდნავადაც არ აღელვებდა , მხოლოდ კირას თვალების სიღრმეში დამალული გრძნობების წაკითხვა სურდა
_ რას ჩადიხარ , იაზრებ მაინც?
_შენც აქ ხარ ? არ გელოდი _დატრიალდა და კვლავ სხეულზე მიეკრო _ საინტერესო საღამოა
_გეყოფა !
_რას გულისხმობ?
_როგორ მიიღე ეს ყელსაბამი
_ასეთ ლამაზს არ ველოდი, გავვოცდი როცა ზურამ მაჩუქა . უკეთესსაც ვიმსახურებდი იმ სიამოვნებისთვის რაც მივანიჭე , მაგრამ ამჯერად დავკმაყოფილდი ... მალე ახალ შეკვეთას მოგცემს . სამაჯური მინდა , ლალის თვლებით _ თითები კაცის ყელზე ჰქონდა შემოხვეული, კეფისაკენ ააცურა და თან მზერას არ აშორებდა
_არ მჯერა ! მასთან არაფერი გქონია , როგორღაც სხვა გზით მიიღე ეს ყელსაბამი და ახლა ჩემზე შურისძიებას ცდილობ
_შურისძიებას , რისთვის? განა შენ მე რაიმე დამიშავე? გგონია ამის შესაძლებლობა გაქვს ? _გადაიკისკისა, თავი უკან გადასწია და კიდევ უფრო თავბრუდამხვევი გახდა _ შენ და მე გართობა შევწყვიტეთ , ახლა მეტად საინტერესო თევზი მყავს ანკესზე
_მაგ თევზს დღეს ქორწინების წლისთავი აქვს, ეგ ყელსაბამი ცოლისთვის შემიკვეთა და ის ქალი ახლა აქვეა , ქმრის გვერდით დგას
_მომავალ წელსაც აღნიშნავენ და მე სულ სხვა ვინმე მაჩუქებს შენს დამზადებულ სამკაულს ანდაც სხვა რაიმე ძვირფასსა და განსაკუთრებულს. რა პრობლემაა , გგონია მან არ იცის მის ქმარს რომ ყელში ამოუვიდა და ღალატობს? ბედნიერი და სტრესისგან თავისუფალი დაუბრუნდება სახლში , მადლიერიც კი იქნება _კაცის ყურთან ჩურჩულებდა , კიდევ უფრო მეტად მიეკრო და საკუთარი სურნელით გაავსო _ ხატვა დაიწყე იმ შენს მომცრო სახელოსნოში გამოიკეტე და შექმენი ხელივნების ნიმუშები ჩემი კაცების ჯიბეების დასაცარიელებლად _ მოშორდა , მაგიდისკენ დაიძრა , ჭიქა აიღო და მომხიბვლელი ღიმილით დაიძრა მასპინძლებისაკენ. კაცს მოურიდებლად შეახო თითები მხარზე, მის წინ მდგომ ქალს უღიმოდა . ყელში გაჩხერილ ბრაზს ძლივს ერეოდა, საკუთარი თავი ებრძოდა , მაგრამ ვერ მოერია როდესაც დაინახა როგორ ეხებოდა კაცი კირას მოშიშვლებულ ფეხზე. გვერდით მდგომ ცოლზე ჰქონდა ხელი მოხვეული, ვიღაცას ესაუბრებოდა და თან კირას ფერებით ირთობდა თავს . იქედან უნდა წასულიყო, აზროვნების უნარი რომ ჰქონოდა იმ წამსვე დაივიწყებდა ამ ქალს ის კი პირიქით მოიქცა . წამში დაფარა მანძილი, კაცი მოულოდნელად შეატრიალა მუშტი მოუქნია და ძირს დავარდნილს დაემუქრა
_გაგანადგურებ კიდევ რომ მიუახლოვდე _ ირგვლივ ქაოსი იყო . ქალი კიოდა, კაცს ცხვირიდან სისხლი სდიოდა და იატაკზე მოკეცილი ეგდო . კირა კი იდგა და კვლავ სასმელს აგემოვნებდა , ყელიდან რომ ჩამოგლიჯა ყელსაბამი და ძირს დააგდო მხოლოდ შემდეგ ჰქონდა რეაქცია
_რას აკეთებ_ იღიმოდა, კმაყოფილი ჩანდა თითქოს დუდა უკვე ვერაფერს აღიქვამდა . გასასვლელისკენ მიჰყავდა და ფონად ესმოდა კაცის მუქარა _აიი ისიც , შენს უპრობლემო ცხოვრებაში პირველი მტერი გაიჩინე, გილოცავ. ჭაობში ჩემთან შემოცურე _ მანქანასთან იყვნენ ხელი რომ გაითავისუფლა და ჩანთაში სიგარეტის ძიება დაიწყო _ იდიოტო ,ხვდები მაინც რა გააკეთე? გაგჭ....ტს !
_დაველოდები მის ნაბიჯს შენ კი მანამდე ჩემი გაგიჟებისთვის პასუხს გაგებინებ
_მაინც როგორ აპირებ მაგას? ვერ ვიხსენებ ჩემი დასჯის საშუალება არსებობდეს ამ სამყაროში
_გაგაშიშვლებ ! გავიგებ რა ხდება შენს თავში და ჩემს წინ იქნები სრულიად შეუნიღბავი
_რა ამბიციური ყოფილხარ ჩემო ბიჭო ... მე წავალ ახლა, შენ კი _საკუთარი მანქანისკენ აპირებდა დაძვრას კაცმა ისევ რომ გადაუღობა გზა _არც კი იფიქრო, მე და შენ მორჩა _მეთქი
_მორჩა , არა ? _გაიცინა და მერე წელზე შემოჰხვია მკლავი , უხეშად უკოცნიდა ტუჩებს, მთელ ბრაზს ამ შეხებაში ატევდა სანამ უჰაერობამ არ აიძულა გაჩერება _ მანქანაში ჩაჯდები და ჩემთან ერთად წამოხვალ
_არა ! _ დაბუჟებულ ტუჩები ერთმანეთს დააშორა და გაოგნებულმა წამოიკივლა კაცმა როგორღაც თავისი რომ გაიტანა _ეს რა ... როგორ კი მაგრამ
_აქედან მივდივართ , შორს და დიდი ხნით !
_არც კი მეკითხები ?
_მადლიერი უნდა იყო ინფორმაციას რომ გაწვდი შენი ქცევის შემდეგ
_ჩემი ქცევის შემდეგ შენ კიდევ აქ რომ ხარ ეგ არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ მემონები
_გაჩუმდი !
_ტიპიური კაცი ხარ, ქალი მხოლოდ მოსაფერებლად გჭირდება . დედა და საყვარელი, არავითარი საუბარი , საწინააღმდეგო აზრი
_შენ უბრალოდ ჩემს მოშორებას ცდილობ, ყოველთვის ასე იქცევი და უკვე აღარ მიკვირს
_იმდენად იდიოტი ხარ წარსულს მახსენებ, მაცოფებ და კიდევ უფრო მინდება რომ თავიდან მოგიშორო. მაღიზიანებ ! ყელში ამომიხვედი, შენს გვერდით ყოფნა სულს მიხუთავს იმდენად უგუნური ხარ
_რაც უფრო მეტად ცდილობ მით უფრო მარწმუნებ რომ რეალურად გინდა ჩემთან იყო
_საიდან ეს სულელური ჰიპოთეზები
_შენი ქმედებებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ გინდა მარტო იყო და არავისზე დამოკიდებული გახდე. გგონია ალექსანდრეს გარდა ვერავინ შეძლებს შენს დახმარებას და გირჩევნია იყო მარტო, სხვების გრძნობებით ითამაშო, ასე გაერთო და ამდენად უაზროდ, ნამდვილი ემოციების გარეშე გაატარო ცხოვრება . ყველაფერი ყალბია შენს ირგვლივ ამ შენი თვალის ფერით დაწყებული მთლიანად შენი ცხოვრებით დასრულებული. არაფერია ნამდვილი
_მხოლოდ შენ და შენი სიყვარული , არა? გინდა შენ გახდე ჩემი საყრდენი? შენ მე ვერ გამიძლებ, ვერ შეძლებ ჩემი რეალობის ზიდვას . თუ მოვიშორებ ყველა ნიღაბს უბრალოდ საკუთარი ცხოვრება შემჭამს, მშთანთქავს ის ვინც მაგ წყეულმა ცხოვრებამ შექმნა, ჩემი წარსული და ის ადამიანები ვინც მასში იყვნენ
_ახლა აღიარებ , რომ ეს ყველაფერი თავდაცვისთვისაა
_ყველაფერი თავდაცვისთვისაა რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ, ყველა ნაბიჯი ფარია. რაღაცას რომ სწავლობ წინასწარ იქმნი იარაღს უმუშევრობისგან დასაცავად, საქმიანობა რომ გაქვს თავს იცავ სიღარიბისგან და უმაქნისობისგან. ჭამაც კი თავდაცვაა , სიკვდილისგან , ცუდად ყოფნისგან . ვიბრძვით ისე როგორც ჩვენს ცხოვრებას შეეფერება, ვიღაც მუდამ ამ პრიმიტიულ იარაღებს იყენებს ჩემნაირებს კი მეტი სჭირდებათ ვიდრე რუტინული მუშაობა , დასვენება, სიყვარული და კიდევ ათასი წვრილმანი
_ასე შედეგამდე ვერ მიხვალ, ეს თვითგანადგურებაა და სულ მალე აღარაფერი დარჩება შენგან ნამდვილი, არაფერი რაც შენია და გიყვარს. სარკეში სულ სხვა ადამიანს დაინახავ და უკან ვეღარ დაიბრუნებ
_დაიგვიანე ! შენ ჩემი შველა უკვე აღარ შეგიძლია, წლები დაგაგვიანდა. არ მოხვედი მაშინ როცა გელოდი, მაშინ როცა შენს გარდა არავის იმედი მქონდა . ჩემი ნდობა სრულიად დაკარგე , ჩემთან ყოფნის შანსთან ერთად
_ისევ ბავშვობას უბრუნდები , ახლა სხვა ვარ და არ შეიძლება
_ამბობ სხვა ვარო ჩემში კი ისევ ის 15 წლის გოგო გინდა გააცოცხლო
_მე მას შემდეგ ვიპოვე საკუთარი თავი, სიმშვიდე და ჰარმონია ჩემში ძალას ქმნის შენ კი დროსთან ერთად დაკარგე კონტროლი
_სად მივდივართ არ იტყვი? როდემდე ვივლით მანქანით
_თვითმფრინავში გადაჯდომამდე . აქედან შორს მივფრინავთ !
_სადაც გინდა იქ გაფრინდი მე არ
_გატაცებული ხარ ! _ ღრმად ჩაისუნთქა და ქალის მორიგი შემოტევისთვის მოემზადა ის კი საპასუხოდ ზედმეტად დიდხანს დუმდა. გზას უყურებდა მხოლოდ, სხვას არაფერს და ვერტმფრენს, რომელიც დუდას ყოფილ მეგობარს ეკუთვნოდა. მასთან მტრობის დავიწყება და მისი დახმარების მიღება მიზნის მისაღწევად კიდევ ერთხელ აოცებდა კირას.
_გიჩივლებ ! _მანქანა რომ გაჩერდა და კაცი გადავიდა მაშინ უთხრა
-თანახმა ვარ- მის მხარეს იდგა, ხელი მოხვია , ჰაერში ასწია და ასე აფართხალებული წაიყვანა ვერტმფრენისკენ, რომელიც უკვე მზად იყო გასაფრენად.
_ დემნა შეგირიგდა? როგორი მიმტევებელია, კაცი რომ საკუთარ ცოლთან ჟ.მაობას გაპატიებს . ისევ მეგობრობთ ანუ და ქალსაც იყოფთ ? ჩემზეც ხომ არ გადმოვა ეს თქვენი შეთანხმება, სულ მომწონდა მისი წითური თმა ბოხი ხმა და მაინტერესებდა ქვემოთაც ისეთი ცეცხლისფერი იყო თუ არა
_გატაცებულები კივიან , ჩხუბობენ და გაქცევას ცდილობენ _ სავარძელში იყო მიწოლილი, თვალები დახუჭა და ცდილობდა კონცენტრირება მოეხდინა, მაგრამ კირა ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა
_ეგ მაშინ ხმელეთზე რომ ვიქნებით, ჰაერში ჩხუბი მეზარება. ს.ქსიც არ გამოვა პილოტი ზედმეტად ახლოსაა და მეშინია არ დაკარგოს კონტროლი თორემ სიამოვნებით ვაყურებინებდი როგორ ამოგხდი სულს
_დაველოდოთ ხმელეთზე დაშვებას
_გინდა ჩუმად და მშვიდად იყო იმ კაცის საკუთრებაში ვისაც ცოლი აახიე?
_ჩემს შესახებ ჭორებს იგებდი,არაფერს ტოვებდი და ყველაფერს იმახსოვრებდი?-ჩაიცინა და გამოიჭირა კიდეც
_შენი ცხოვრება ვის რა ჯანდაბად აღელვებს, დემნას რქების ამბავმა აალაპარაკა ქალაქი . სახალისო იყო იმ სწერვა დედაკაცის გაქრობა... ნეტავ როგორ გადაურჩა
_საკუთარი სიმართლე დაამტკიცა და იქეთ ევედრებიდა დემნა შერიგებას
_მეუბნები რომ მასთან არაფერი გქონია?
_მქონდა , მაგრამ მაშინ როცა დემნას საერთოდ არ იცნობდა და ის კადრებიც ძველისძველი იყო . იმდენად ძველი რომ არც კი მახსოვდა საერთოდ თუ არსებობდა
_შენ რა მართლა ჩაწერილი გქონდა ? ეგ ჭორი მეგონა , შენ აღარ ხუმრობ . მგონი დროა ახლავე დავიწყო კივილი . ჩვენი ჩანაწერებიც ხომ არ გაქვს შემთხვევით
_როცა ახლოს არ ხარ ვუყურებ _ თვალები გაახილა და ისე შეხედა კირამ სახე დაბრიცა
_მეც რა სულელი ვარ ამდენი გამბედაობა შენ საიდან,უფრთო ანგელოზო
_იმ ჩანაწერში უბრალოდ ვკოცნიდით ერთმანეთს, წვეულებაზე ვიყავით და შემთხვევით გამოვჩნდით კადრში . ამოჭრილი იყო ნაწყვეტი და ისე დამუშავებული ,რომ თუ მთლიან ვიდეოს არ ნახავდი ვერ მიხვდებოდი ძველისძველი რომ იყო.
_და შენ როგორც წესიერების განსახირებამ იპოვნე ეს ჩანაწერი და გადაარჩინე შეყვარებული გულები განშორებას... რა საყვარლობაა. რაღაც ერთი _ ორი ქალი გყავდა და მაინცადამაინც ის შეუყვარდა შენს მეგობარს. მერე რომ ჰკითხო საინტერესო ცხოვრება არ აქვს , არადა სულ ამბებშია
_არ ვთამაშობ და არავის ვატყუებ , არც ვღალატობ. მე ჩემი გზა მაქვს და ამ გზაზე ბევრი ისეთი რამ ხდება რასაც ვერ გათვლი,მაგრამ მე მაინც მე ვარ
_მაინც ვინ ხარ , უინტერესო ტიპი რომელსაც ცხოვრება აძლევს შანსს მაგრამ არასდროს იყენებს და ტყუილად ფლანგავს დროს , როდესაც ახალგაზრდობით ტკბობა შეუძლია
_ველოდი როდის გადაიკვეთებოდა ჩვენი გზები , ახლა არსად გაგიშვებ
_შენ რა მიპირებ ამ შენს მოწყენილობაში ჩამითრიო?
_ჩაგითრიო და გაჩვენო ნამდვილი სიმშვიდით მიღებული სიამოვნება .
_სიამოვნება და სიმშვიდე ერთად წარმოუდგენელია
_უბრალოდ აღარ გახსოვს როგორი იყო . მე კი ვიცი გიორგისთან ერთად კითხვა როგორ სიამოვნებას გგვრიდა, დაკვრა და უბრალოდ სეირნობა უცნობი ქალაქის ქუჩებში , ახალი კერძის დაგემოვნება ... ყველაფერს ისე მიყვებოდი , ბედნიერების კვალი დაგყვებოდა ხმაშიც
_მამა აღარ არის !
_მას ვერავინ შეცვლის, მაგრამ არსებობს სხვა ადგილი შენს გულში და
_და რა მის დაკავებას შენ აპირებ?
_თავად თქვი , ჯერ კიდევ 15 წლისას გიყვარდი
_ტყუილია, მე სიყვარული არ მიხსენებია ვთქვი რომ გენდობოდი, გამოგარჩევდი და მნიშვნელოვანი იყავი , მაგრამ ყველაფერი გაანადგურე !
_აუცილებლად მეტყვი სიმართლეს და მერე დავიწყებთ ახალი ფურცლიდან
_შენი რომანტიზმი გულისამრევია
_ყველაზე ფერადი და ნათელი ფანტაზიები გქონდა, ოცნებები და მიზნებიც რომელთა ასრულებაც დღემდე შესაძლებელია
_პატარა საყვარელ დუდიკოს ჩემი ყველა ოცნება ახსოვს? შენთან მეგობრობის პერიოდში რაც კი რამ მითქვამს საზეპიროსავით დაიმახსოვრე , გული ამიჩუყდა _წარბები შეჭმუხნა და ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს მალე ტირილს დაიწყებდა
_შეთანხმება დავდოთ
_ყველა შეთანხმება მოიცავს ჩარჩოებს, მე კი არ ვაპირებ რამე ზღვარი დავუწესო საკუთარ თავს და არც სიტყვის შესრულება მიყვარს დიდად
_უბრალოდ ნუ მეწინააღმდეგები და ცოტა ხნით მაინც მოუსმინე საკუთარ თავს
_ვუსმენ და მხოლოდ იმას მეუბნება რომ რამე უნდა დაგიშავო - არჩეულ მიმართულებას ინარჩუნებდა, ემოციებს მალავდა, აჩქარებულ გულისცემას და შიგნიდან, ერთი წერტილიდან წამოსულ სხიარულის სხივს აჩერებდა სანამ ვერტმფრენი შენობის სახურავზე არ დაფრინდა . სწრაფად დაიძრა გასასვლელისკენ, კარი გაიღო, ზურგს უკან გრძნობდა დუდას სიახლოვეს და წინ ნაბიჯს ვერ დგამდა, რამდენიმე კიბის ჩავლა ვერ შეძლო იმდენად მოშორდა რეალობას. იქ იყო სადაც საკუთარ თავს მოგზაურობა აუკრძალა, იქ სადაც ბოლოს მამასთან ერთად იმყოფებოდა და ხელშეუხებელ მოგონებებს იტოვებდა. მუდამ ეშინოდა , უფრთხოდა იქაურობას ახლა კი შეცვლილ ,მაგრამ მაინც ძველებურ ქალაქს მაღლიდან დაჰყურებდა - ამ თავხედობას არ გაპატიებ!
-ბევრი უპატიებელი დანაშაული დავაგროვე ამ მცირე დროში ,ამასაც ავიტან - მხარზე აკოცა, ხელი წელზე შემოჰხვია და ადგილზე გაშეშებულს მიმართულება მისცა. ვერტმფრენის ხმა ესმოდა, კაბის ბოლო ცისკენ მიიწევდა , არეულ თმები სახეზე ეყრებოდა , ძალაგამოცლილს დუდა იჭერდა და თვალების გახელასაც ვერ ბედავდა იმდენი კადრი გადმოაწყო გონებამ წარსულიდან
-ეს ომია , შენ მე მებრძვი
-ეცადე მომიგო , მთლიანად ჩვენზე კონცენტრირდე - თავისკენ შეაბრუნა, არეული თმა ყურს უკან გადაუწია, გაყინულ კანზე თითები ნაზად შეახო და შემდეგ ისე აკოცა, თითქოს პირველი იყო , ნაზი , ფაქიზი ამბორი სულს რომ აღწევდა კირას ტკივილს აყენებდა, მორგებული ტყავის მოშორება იმაზე რთული იყო ვიდრე წარმოედგინათ.
-არ გამოგივა, ჩემგან ეშმაკს ვერ განდევნი ... მე თავად ვარ ის და შენ ამ იაფფასიანი ხრიკებით ვერაფერს გახდები - თვალები ჯერ კიდევ ამღვრეული ჰქონდა, კუთხეში ბრწყინავდა ეული ცრემლი ის კი კვლავ აგრძელებდა ნიღბის ტარებას- მომიტაცე და ჩემივე სახლში გინდა ვიცხოვროთ? საცოდაობაა , მამას ქონებას ის რომ ყიდდა ვიცი შენ შეისყიდე და ახლა რა ამით მაჩვენებ როგორ გიყვარვარ? ცარიელ კედლებს რა ფასი აქვთ ,როდესაც იქ მთავარი არ არის ,ჩემი ადამიანი
-იქ ყველაფერი ძველებურადაა... მოგონებებითაა სავსე
-მოგონებები, ნივთებზე დამოკიდებულება და კიდევ ათასი საბრალო ადამიანის მოგონილი უაზრობა. ეგ ყველაფერი იმათ სჭირდება ვისაც მეხსიერება ღალატობს და თან დავიწყებაც არ უნდა, თავს ვალდებულად თვლიან, უნდათ იტანჯონ, ჩაიხუტონ რაღაც ჩრჩილის შეჭმული ზედა და მასში ეძებონ საყვარელი სურნელი . ტკივილი დიდი ხნის წინ გადავლახე, ბავშვი აღარ ვარ , უსულო საგნები არ მჭირდება , ჩემს ტვინშია ყველაფერი , მაგრამ შენ ვერ გაიგებ ამას. ცხოვრებაში არასდროს არავინ დაგიკარგავს , შენი საყვარელი ბებიაც კი ისე მხნედ და უდარდელად გრძნობს თავს ჩემს დაკრძალვაზეც მოვა დიდი ალბათობით. სათნოება, უდარდელობა, სიმსუბუქე და ეს მუდმივი მომაბეზრებელი ბედნიერება ნამდვილად მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ,შესანიშნავია მათთვის ვისაც უნდა რომ დიდხანს იყოს ამ ჯოჯოხეთურ სამყაროში,მაგრამ მე ეს ნამდვილად არ მსურს
-გინდა, მთელი არსებით გინდა ისევ იყო ნამდვილი გიყვარდეს საკუთარი თავი, მიიღო წრფელი გრძნობები, იყო ბედნიერი და იცოცხლო დიდხანს , თუნდაც ბანალურად ბედნიერად რომელიც რეალურად არასდროს იქნება მოსაწყენი, შეუძლებელია დაბრკოლებებისა და სირთულეების გარეშე მიაღწიო სიმშვიდეს . ცხოვრება არასდროსაა მოსაწყენი ,როცა ცხოვრობ
-ნუ მელაპარაკები ამ ტონით, მაღიზიანებ როცა ცხოვრებას მასწავლი შენ , კაცი რომელიც ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო ახლა დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა. შენნაირი სუსტი და საცოდავი ადამიანი როგორ ბედავს საერთოდ მიმითითოს როგორ ვიცხოვრო. რა ამბიციები გაქვს, რა გგონია ვინ ხარ ჩემი შეცვლა რომ გინდა. გგონია დაცემული მიპოვნე, ფრთამოტეხილი გამომიჭირე და ამდენწლიან ოცნებას აისრულებ, ისე მათამაშებ შენს ნებაზე თითქოს ეს ცხოვრება ბეჭედია და მე ბრილიანტის თვალი რომელსაც დაამუშავებ და სადაც გინდა იქ ჩასვამ? ჩემ გარდაქმნას ვერ მოახერხებ, ამიტომ დაუბრუნდი იმ პატარა ოთახს სახელოსნოს რომ უწოდებ და ისევ იმ ძვირადღირებულ ბრჭყვიალა ქვებზე გაერთე . უმარტივესო
-ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ ჩემგან შორს ყოფნის სურვილი დააჯერო თავს . ასე როგორ ცხოვრობ, ამდენად როგორ თრგუნავ საკუთარ სურვილებს , როგორ ხარ იმდენად სუსტი ,რომ თავის დასაცავად ეს სულელური გზა აირჩიე- ქალს თვალს არ აშორებდა და ისე პასუხობდა მოლოდინს სრულიად ეწინააღმდეგებოდა
-შენ როგორ ახერხებ მონობას , მორჩილი ტონით საუბარს . ნებისმიერი თავმოყვარე კაცი მომიშორებდა , შენ კი აგრძელებ ბოლოს იმდენს მოახერხებ, რომ ჩემს სათამაშოდ გაქცევ, დამოკიდებულს გაგხდი ყველაფერზე წახვალ . მე არა, მაგრამ შენ ნამდვილად დაგინგრევ მაგ ვითომ ჩამოყალიბებულ და შეცნობილ პიროვნებას . ღმერთმანი, საკუთარ თავს რომ პიროვნებას უწოდებს და პრინციპების ქონაზე აქვს პრეტენზია
.............
წლების წინ განვლილ გზას თავიდან გადიოდა, ნაბიჯებს მყარად დგამდა , მაგრამ შიგნიდან ინგრეოდა. სახლს უყურებდა ფონად კი კადრები ჩანდნენ, გიორგისთან ერთად თამაშობდა , მოუსვენრად დარბოდა მინდორში , ხედავდა კაცის ბრჭყვიალა კეთილ თვალებს და მათგან გადმოღვრილ უდიდეს სიყვარულს, ისეთს სხვას რომ არავის ჰქონდა , ვერავინ ჩაანაცვლებდა, ვერაფერი შეცვლიდა.
სახლის კარი გაიღო თუ არა მაშინვე თვლა დაიწყო, არაფერს უყურებდა, მხოლოდ იატაკს და ისე კვეთდდა მანძილს თავშესაფრამდე . საძინებლის კარი არც მიუხურავს ისე შევიდა სააბაზანოში , გასაღები რამდენჯერმე გადაატრიალა და ერთიანად გამოეცალა ძალა . გონება გადაეწვა, ვეღარ უძლებდა მოგონებებს , კივილი უნდოდა . ტანსაცმელი შემოიგლიჯა და ცივი წყლის ქვეშ დადგა . პირზე ხელი აიფარა, მკერდიდან ამოსული ხმა დაახშო და ცრემლები წყლის წვეთებს შეურია. სუნთქვა ეკვროდა, სივრცე ეცოტავებოდა, უნდოდა კედლები დანგრეულიყვნენ და ცარიელ სივრცეში აღმოჩენილიყო სრულად წაშლილი წარსულუს კადრებით, თეთრი ფურცელით რომელზეც არაფერი იყი დაწერილი .

კარის გაღებისას პირველი დუდა დაინახა, იატაკზე მჯდომი თავდახრილი უთქმელად ელოდა . ერთი სიტყვაც არ უთქვამს ქალმა ზურგი რომ აქცია ფანჯარა გამოაღო სუფთა ჰაერი სჭირდებოსა, სუნთქვა ეკვროდა და ყელში მოჭერილი მარწუხების შეგრძნება არ ტოვებდა. გრძნობდა დუდას მზერას, შემდეგ მის სიახლოვეს და სხეულში მოლოდინის ტალღები ბობოქრობდნენ , ერთ ნაწილს ჩახუტება , ტირილი და ემოციებისგან გათავისუფლება სურდა მეორე კი ბრაზით გაღიზიანებული მასთან სიახლოვეს უსიამოვნო შეგრძნებით ხვდებოდა
_ვერ გიტან ! _ კაცმა წინააღმდეგობის მიუხედავად რომ მოხვია მკლავები და თავი ვერ დააღწია მის მარწუხებს , სახე მის ყელში ჩამალა
_გადალახავ , ტკივილი გაივლის თუ სხვა მხრიდან დაინახავ მოგონებების არსებობას _ ეფერებოდა და ნაზად კოცნიდა მხარზე _ გაივლის
_შენი ფილოსოფიური ხედვები არ მჭირდება ... ჩადენილი დანაშაული უნდა გამოისყიდო _ კაცის სურნელს გრძნობდა, მასთან სიახლოვემ სხეული გაუთბო და გონების გათიშვის ნაცადი ხერხის გამოყენება სცადა. კოცნიდა და თან პერანგის ღილების გახსნას ცდილობდა დუდამ მტევნებზე რომ მოხვია ხელები და გააჩერა
_შენთან არ დავწვები !
_არ დავწვეთ ... როგორც გინდა ისე იყოს _ ვერ მიხვდა რას გულისხმობდა, უბრალოდ არ წაროედგინა მსგავსი რამ
_ს.ქსის გარეშეც შეიძლება სიამოვნების მიღება, განტვირთვა, დამშვიდება და გონების გადატვირთვა . კიდევ არ ვიცი რა თერაპიებს იტარებ , რა გგონია რას აკეთებ ყველასთან ყოფნით , მაგრამ აქ ეგ არ გამოვა
-შეიშალე თუ მე დამცინი _ მოშორდა და სიცილი დაიწყო , კაცი გამომეტყველებას არ იცვლიდა-ანუ გგონია , რომ აქ რაღაც დროით დავრჩებით და შენ მე არ შემეხები . ნეტავ რას აპირებ, პოკერს ვითამაშებთ თუ იოგით დავკავდებით, იქნებ ჩა_ჩა_ჩა ვიცეკვოთ ანდაც კერძების მზადება დავიწყოთ, აა წიგნები ვიკითხოოთ ხო აბაა რაა მაგით გონების გაფერადება ხომ შეიძლება. რა სასაცილოდ მეოცნებე ვინმე ხარ, თან რომ გჯერა იმის რასაც ამბობ _ იცინოდა და ირონიულ ტონსაც არ კარგავდა სხვა ყველაფერს რომ შევეშვათ უბრალოდ ვერ შეძლებ თავის შეკავებას _სხეულზე მოხვეული პირსახოცი მარტივი მოძრაობით მოიშორა და სრულიად შიშველი დარჩა კაცის წინ. სველი თმის ღერებიდან წამოსული წყლის წვეთები სხეულზე მიიკვლევდნენ გზას, სიცივისგან დაბერილი კერტები თითქოს შეხებას ელოდნენ სითბოს მისაღებად
_ეს შენ არ შეგიძლია თავის შეკავება _ პერანგის გახდა დაასრულა, იქვე სკამზე დადო და შარვალიც მის გვერდით მოათავსა _ნებისყოფა საერთოდ გაგაჩნია? როგორ გგონია _იწვევდა , მაგრამ ისეთი ტონი ჰქონდა მარტივად ვერ მიხვდებოდი კირაც გააბა თავის მახეში
_ღმერთო ჩემო თითქოს შენზე ვგიჟდები და სურვილით ვკვდები, უბრალოდ რიგითი სათამაშო ხარ რომელი თავშეუკავებლობა. რაც არ უნდა გააკეთო მაინც არ მომინდები
_პრობლემაც არ ყოფილა ... არ გეძინება ? _კარადიდან თავისი მაისური გამოიღო და მიაწოდა
_აქ რამდენ ხანს ვრჩებით?
_თვის ბოლომდე გეგმები არ მაქვს
_შეიშალე ხომ? გგონია მართლა დავრჩები ?
_მგონია, რომ დასვენების დროა და გამოძინების შემდეგ მოიფიქრე როგორ გამექცევი _თავად გადააცვა ზედა და სველი თმები მაღლა აუკეცა _გაიშრე თორემ გაცივდები
_გავცივდები და შენ იქნები ჩემი ექიმი ... საქმეს გაგირთულებ
_ვერ იტან სურდოს, ბავშვობიდან წკიპზე იყავი განკურნებამდე _ სააბაზანოდან გამოიტანა თმის საშრობი და სკამზე დასვა
_ღმერთო ისე იქცევი როგორ შეიძლება მომინდე...ვერასდროს მაცდუნებ ,.ხო აი ზუსტად ისეთი ხარ მხოლოდ მონა_მოსამსახურეს რომ შეეფერება _იჯდა და ყელში მოწოლილი ცრემლების ბურთს ებრძოდა. ბოლოს მეზობელ ოთახში მამა უშრობდა თმას, ისიც ისე არ აძლევდა სხვაგვარად დაძინების უფლებას. გაორება დაეწყო , ყველაფერი გადაავიწყდა გონებამ დუდას დეტალური აღწერა რომ დაიწყო. ცხელი ჰაერი უბერავდა, მაგრამ მთელს სხეულს კაცის სიახლოვე უთბობდა. თითქოს პირველად აკვირდებოდა , მის სხეულს სწავლობდა, სახესთან მიაღწია და მერე მიხვდა რომ ელაპარაკებოდა
_ხომ არ გწვავს... მგონი ძალიან ცხელია
_მწვავს ... _ გამშრალ ყელში ნერტწყვი ძლივს გადააგორა , თითები კაცის პრესისაკენ წაიღო , მიუახლივდა კიდეც და ის იყო უნდა ეკოცნა თეძოსთან არსებულ ჭრილობას შეახო ხელი _ეს რა ნაკერებია
_აპენდიქსი... ოპერაცია არ გახსოვს?
_ხო, გული გამისკდა რომ დავარდი და იგრიხებოდი . მერე საერთოდ გონება დაკარგე, მეგონა მოკვდი და მიმალავდნენ _ ვერ გაუმკლავდა ნამდვილ ემოციებს _ არა სახლშიც რომ გტკიოდა სკოლაში რატომ წამოხვედი იმ დღეს. სულელი იყავი, გამსკდარი ნაწლავით შეგიყვანეს საავადმყოფოში და იმდენხანს იწექი ლამის გადმოვსახლდი იმ ჯოჯოხეთში. მამაჩემი სახლში რომ მოდიოდა სანამ ვეტყოდი რამეს უკვე იცოდა შენთან წამოსვლას რომ ვთხოვდი. სულელო, რომ დარჩენილიყავი და გეთქვა მტკივაო მალევე გამოგიშვებდნენ
_შენი კონცერტი იყო იმ დღეს, ჟურნალისტები მოდიოდნენ , ღელავდი და გჭირდებოდი. უნდა მოვსულიყავი და გამეძლო მათ წასვლამდე _პირველად ესმოდა ნამდვილი მიზეზი . ზურგით იდგა უკვე , სააბაზანოსკენ დაძრულს გახედა და იგრძნო როგორ აუჩქარდა გულისცემა. _ის რეპორტაჟი ყველაზე კარგი გამოვიდა, არ შეიძლებოდა რომ არ გამოგეყენებინა შანსი . მერე იმ კონკურსშიც ვერ მიიღებდი მონაწილეობას
_გგონია იმდენად ვიყავი დამოკიდებული შენს იქ ყოფნაზე, რომ ცუდი გამოვიდოდა? იდიოტი იყავი თავიდანვე, საკუთარი თავი დაიზიანე თან რისთვის , ხელი ჩამკიდე და მითხარი საუკეთესო ხარო _ ახსოვდა, ყველაფერი დეტალურად ინახებოდა მის გონებაში რაც დუდას უკავშირდებოდა და ეს ამბავი სულაც არ მოსწონდა
_ხელი ჩამკიდე , ოპერაციის შემდეგაც სიარული რომ მიჭირდა . სულ მოდიოდი, გამოფიტულს ხელს ხელზე მომიჭერდი და ენერგიით მავსებდი. შენ რომ გიყურებდი ცუდად ვერ ვიყავი _ თითებზე შეეხო, მტევანზე აკოცა და მთელს სხეულში დამუხტული ტალღები გაუგზავნა
_მერე გამიშვი, ხელი რომ გამოგიწოდე და გითხარი სამუდამოდ შენი ვიქნები_თქო შენ ხელი არ ჩამკიდე ! _ მოშორდა, მაინც იპოვნა საჭირო მოგონება და ფერები გააქრო _შენთან ძილს და შენთვის სიამოვნების მონიჭებას არ ვაპირებ. მე ჩემს ოთახში ვიქნები
_ხომ ვამბობ, თავად არ შეგიძლია იყო ახლოს და არ მეფერებოდე ... _დერეფანში მყოფს დააწია სიტყვები და გააჩერა კიდეც
_მიწვევ , ხომ? _ საწოლში მყოფს ზემოდან დახედა და მაისური მოიშორა _ სხვაგვარად ძილი არ შემიძლია , ხომ იცი _ დაწვა და მაქსიმალურად ახლოს მიიწია . დუდას სიცილის ხმა ესმოდა და ბრაზობდა _სასაცილო რა არის
_მიხარია შენში ისევ რომ არის ბავშვი, რომელსაც მარტივად აურევ გონებას. შენ ჯერ კიდევ იმდენი რამ არ იცი , მათ შორის ის თუ რა არის ნამდვილი ნდომა _ქალს სხეულზე შემოჰხვია მკლავები და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა, მხარზე აკოცა , ყელზე გადავიდა და სურნელი ღრმად ჩაისუნთქა _ შენთან ასე ჩახუტებული ძილი ყველაზე მიუწვდომელი სურვილია, სიმშვიდეს სანამ არ მოგგვრის და თავშესაფრად არ გადაგექცევა ჩემი მკლავები , თავისუფლებას არ მოუტანს შენს არეულ სულსა და გონებას _ ისე მშვიდად საუბრობდა, იმდენად უცხო იყო მისი ქცევა კირა სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებდა , არადა ტვინის ერთი ნაწილი სთხოვდა მარწუხებისგან გათავისუფლებას , ამჯერად მეორემ გაიმარჯვა და ერთხანს შეიგრძნო სიახლოვით განცდილი სიამოვნება.
_ასკეტურ ცხოვრებას რახან გეგმავ და ხორციელ სიამოვნებას უკან სწევ , დაგტოვებ . შანსს მოგცემ, დაველოდები სიამოვნების სხვა მიზეზით განცდას თუ შემაძლებინებ . გავერთობი შენი უშედეგო , საცოდავი მცდელობებით ... მსგავს რომანტიზმს თუ აპირებ , ნამდვილად ვერ მიხვალ მიზნამდე _ საწოლში იჯდა და ზემოდან დაჰყურებდა. წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მაინც ნაბიჯები აშორებდა მყუდრო სივრცეს მარტოობისკენ მიმავალ გზაზე სწრაფად მიმავალს გული ისე ეკუმშებოდა ცრემლებით სავსე ბურთები რიგს იკავებდნენ . ძველი საძინებლის კარი რომ მიხურა და დაინახა უცვლელი გარემო კიდევ ერთხელ გატყდა. მის წინ ბავშვობა იყო , ნათელი ფერებით მოგონებები , კადრები რომელშიც ხედავდა სულ სხვა ადამიანს , მსგავსი სახითა და განსხვავებული ქმედებებით. გოგონა ქერა თმითა და ცისფერი თვალებით , მუსიკის ფონზე ცეკვის ახალ მოძრაობებს იგონებდა. მისი ცხოვრება მუსიკის ირგვლივ ტრიალებდა, ოცნებად ჰქონდა მუზიკლებში მონაწილეობა, მღეროდა, ცეკვავდა და ყველაფერს აკეთებდა რითაც სცენაზე მოხვედრა შეიძლებოდა. შეთავსებით ჟურნალისტობასაც გეგმავდა, ოცნებების იმხელა პალიტრა ჰქონდა , რომ არა დიდი სიყვარული და სიამოვნება რასაც მეცადინეობის დროს იღებდა მათი ასრულების იმედი არ ექნებოდა . ის კი რეალური ხედვებით იყო სავსე, გიორგი აძლევდა სწორ მიმართულებას და ის ბავშვი ოცნებებსა და მიზნებს ერთ ჭრილში აქცევდა. ბოლოს როდის დაუკრა და იმღერა არ ახსოვდა, მისი ეს მხარე ყველამ დაივიწყა , თავადაც აღარ ახსოვდა სილამაზის გარდა სხვა უნარი თუ გააჩნდა . პროფესიად აქცია ის რაც ერთ დროს ყველაზე ბოლო ადგილს იკავებდა საქმიანობების ჩამონათვალში. უყვარდა ფოტოების გადაღება, საკუთარ თავსაც სწორად აფასებდა , მაგრამ მოდელობა მეორად პროფესიად წარმოედგინა მსახიობისა და ჟურნალისტის შემდეგ . ეს გოგონა არასდროს ჩერდებოდა, არ ნებდებოდა , თუ არ გამოსდიოდა ათასჯერ სცდიდა და ბოლოს მაინც შეძლებდა. სწორედ იქ ისწავლა ერთ _ერთი ცეკვა , რომელიც კონკურსზე უნდა შეესრულებინა . იმ კედლებში ვარჯიშობდა საათების განმავლობაში და დაღლილობას არც იმჩნევდა. როცა სიმღერასა და დაკვრას უთმობდა დროს ცეკვით ისვენებდა , ერთმანეთს ანაცვლებდა საყვარელ ქმედებებს. გონიერი იყო , გიორგი ჰყავდა და აწვდიდა ძალას, შავ ფერს ფანტავდა , საყრდენს ქმნიდა და იცავდა ყველა უბედურებისგან . შემდეგ გაჩნდა უზარმაზარი წნეხი, ამოყირავდა სამყარო და ამ სწორად მოაზროვნე გოგონამ რომელსაც მხოლოდ საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლა ჰქონდა ყოველდღიურობად შემდეგ უბრალოდ არსებობისთვის ომში ჩაერთო . ეს სახლი არ ინახავდა დაცემული გოგონას ტკივილს , იქ ბედნიერი იყო . საწოლამდე ძველი ცეკვის მოძრაობებით მივიდა, სხეულს ვერ იმორჩილებდა , თვალებდახუჭულმა დაიწყო სვლები , მელოდია აკლდა ამიტომ იქვე იპოვნა წყარო . ყველაფერი წარსულში დაბრუნდა , მუსიკა ხმამაღლა ჟღერდა იმაზე მეტად ვიდრე ადრე, კლავიშამდეც მიაღწია , მდგომმა დაიწყო დაკვრა და მანამ აგრძელებდა სანამ ენერგია სულ მთლად არ გამოეცალა. საწოლზე რომ დაეშვა რაღაც უცხოს გრძნობდა, იქნებ დავიწყებული ბედნიერების ნაწილი დაუბრუნდა, აღარ ახსოვდა , მაგრამ მოსწონდა. მკერდზე მიიბჯინა ხელები და მისი ცოცხალი რიტმის შეგრძნება განაგრძო . კარში მდგომი მომღიმარი კაცის დანახვისას ბიჭი გაუცოცხლა გონებამ , სათვალიანი , გამხდარი , სრულიად განსხვავებული და მაინც ნაცნობი თბილი ღიმილით . ხელით ანიშნა და დაელოდა როდის მივიდოდა, საწოლზე ფუმფულა ბალიშები ელაგა , ირგვლივ ბევრი სათამაშო იყო და ბიჭს ეხვეოდა რომელიც მაშინ ოცნებად ჰყავდა , ბედნიერების ფერებს შორის ერთ_ერთ მნათობს წარმოადგენდა .
_ჩემი ფანტაზიის მაქსიმალური დიაპაზონი იცი სადამდე მიდიოდა ? შენ აქ შემოდიოდი,ხელს ჩამკიდებდი და ტუჩთან ახლოს მაკოცებდი. ამ დროს ფანჯრიდან გამოჩნდებოდა მზის ჩასვლა და მთვარის ამოსვლა _ თითებზე მართლაც ეხებოდა კაცის თბილი მტევანი , იმ წამს აკოცა ჯერ მაჯაზე და შემდეგ ლოყიდან გზა ტუჩებამდე ნაზი კოცნებით გაიარა. თვალებდახუჭულ ქალს ცრემლები სდიოდა გაყინულ სახეზე , შემდეგ თავად მოეხვია, თავი მკერდზე დაადო და ასე კაცის გულისცემის ფონზე დაიძინა. არც სასმელი ჰქონდა მიღებული, არც სიგარეტის კვამლი იდგა ირგვლივ , კაციც მხოლოდ ეხვეოდა , მაგრამ ძილი იყო მშვიდი ..

გადაკითხვის გარეშე ვტვირთავ და იმედია რამე არეულად არ იქნება
გელით ,როგორც ყოველთვის



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

სანამ მესამე წავიკითხე მეოთხეც დამეწიაა, აი სიურპრიზიც მესმის, ჩემი სამსახურის გადამკიდე პირველად ვწერ პირველ კომენტარს და წაუკითხავად შემოვვარდი დასაწერად

 


№2  offline წევრი აბაშიძე

მარიამ.

Ძილი იყო მᲨვიდი.

მჯერე ერᲗმანეᲗის გარეᲨე მᲨვიდად ვეᲦარ დაიᲫინებენ.

ყველა კირას სისუსტეზე აპელირებს არადა ეს ხომ არსაიდან გაᲩენილი სისუსტე არ არის

ყველა საყრდენი გამოეცალა პატარა ასაკᲨი

საკუᲗარი Თავი დაკარგა
დაივიწყა
გააქრო
ᲨეიᲫულა

დუდა დაკარგა
მისი აუხდენელი ოცნება დაკარგა
ყველაზე მეტად რომ სᲭირდებოდა მაᲨინ

გიორგის სიკვდილიᲗ სამყარო Ჩამოექცა Თავზე

არ მიკვირს და არ ვამტყუვნებ კირას მდგომარეობას

არც დუდას ვამტყუვნებ იმ ბავᲨვის დაბრუნებას რომ ცდილობს

იმიტომ კი არ ცდილობს რომ მხოლოდ ᲗვიᲗონ სურს და სხვანაირს ვერ მიიᲦებდა

მჯერა კირას საკუᲗარი Თავისადმი აუცანლობა ყველაზე რᲗულია მისაᲗვის
ის რომ Თავს ვერ აᲦიქვამს და ყველანაირად ცდილობს Თავი გაისაზიზᲦროს

კირას რომ.Თავი უყვარდეს და და იყოს ის ვინც არის დუდაც მიიᲦებდა მაგრამ იმას ვერ მიიᲦებს რაც ᲗვიᲗონ კირას არ უყვარს

ვიცი კირა კიდე მიქარავს და ნერვებს მომიᲨლის

ალექსანდრეს ამბავი მაინტერესებს

კირას და მისი ურᲗიერᲗობა

კირას ამბავი
რეალური და ნამდვილი მიზეზი ასეᲗად გსხდომის

Ძალიან კარგად მიდის

მიყვარს

Შემდეგამდე.

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

აბაშიძე
მარიამ.

Ძილი იყო მᲨვიდი.

მჯერე ერᲗმანეᲗის გარეᲨე მᲨვიდად ვეᲦარ დაიᲫინებენ.

ყველა კირას სისუსტეზე აპელირებს არადა ეს ხომ არსაიდან გაᲩენილი სისუსტე არ არის

ყველა საყრდენი გამოეცალა პატარა ასაკᲨი

საკუᲗარი Თავი დაკარგა
დაივიწყა
გააქრო
ᲨეიᲫულა

დუდა დაკარგა
მისი აუხდენელი ოცნება დაკარგა
ყველაზე მეტად რომ სᲭირდებოდა მაᲨინ

გიორგის სიკვდილიᲗ სამყარო Ჩამოექცა Თავზე

არ მიკვირს და არ ვამტყუვნებ კირას მდგომარეობას

არც დუდას ვამტყუვნებ იმ ბავᲨვის დაბრუნებას რომ ცდილობს

იმიტომ კი არ ცდილობს რომ მხოლოდ ᲗვიᲗონ სურს და სხვანაირს ვერ მიიᲦებდა

მჯერა კირას საკუᲗარი Თავისადმი აუცანლობა ყველაზე რᲗულია მისაᲗვის
ის რომ Თავს ვერ აᲦიქვამს და ყველანაირად ცდილობს Თავი გაისაზიზᲦროს

კირას რომ.Თავი უყვარდეს და და იყოს ის ვინც არის დუდაც მიიᲦებდა მაგრამ იმას ვერ მიიᲦებს რაც ᲗვიᲗონ კირას არ უყვარს

ვიცი კირა კიდე მიქარავს და ნერვებს მომიᲨლის

ალექსანდრეს ამბავი მაინტერესებს

კირას და მისი ურᲗიერᲗობა

კირას ამბავი
რეალური და ნამდვილი მიზეზი ასეᲗად გსხდომის

Ძალიან კარგად მიდის

მიყვარს

Შემდეგამდე.



მიყვარხარ მე შენ, ჩემო გამორჩეულო !

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

როგორც ყოველთვის სასწაული ხარ

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

ემოციების ზღვა, ბობოქარი ისტორიაა ბობოქარი პერსონაჟებით, დუდას გამძლეობა საერთოდ პიკია, იმედია ეს დაუსრულებელი ბრძოლა საბოლოოდ დამთავრდება

 


№6 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან ემოციური თავი იყო ჩემთვის.იმის მიუხედავად რომ ვამბობდი არ მემეტება დუდა მეთქი.მაინც მინდა რომ დუდას გამოუვიდეს მისი ფერების დაბრუნება და შეცვალოს მისი ცხოვრება.

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნინა
სანამ მესამე წავიკითხე მეოთხეც დამეწიაა, აი სიურპრიზიც მესმის, ჩემი სამსახურის გადამკიდე პირველად ვწერ პირველ კომენტარს და წაუკითხავად შემოვვარდი დასაწერად

კარგია მეხუთემდე გეყოფათ :დ და მერე იმასაც დავდებ .

სტუმარი ანა
როგორც ყოველთვის სასწაული ხარ

♡♡♡♡
მე ნაკლებად ვარ სასწაული, მაგრამ მიხარია ასე რომ მოგეწონათ ისტორია

სტუმარი ნინა
ემოციების ზღვა, ბობოქარი ისტორიაა ბობოქარი პერსონაჟებით, დუდას გამძლეობა საერთოდ პიკია, იმედია ეს დაუსრულებელი ბრძოლა საბოლოოდ დამთავრდება

როგორმე მოვახერხებ დასრულებას და როფორ გამოვა არ ვიცი ნამდვილად

სტუმარი თამო
ძალიან ემოციური თავი იყო ჩემთვის.იმის მიუხედავად რომ ვამბობდი არ მემეტება დუდა მეთქი.მაინც მინდა რომ დუდას გამოუვიდეს მისი ფერების დაბრუნება და შეცვალოს მისი ცხოვრება.

ვინ ვის იმსახურებს ვერ ვიტყვი
ყველაფერი შეიძლება მოხდეს
ვნახოთ რა გამოვა ♡

 


№8 სტუმარი სტუმარი თიკო

ახლა მეც ისე მშვიდად დამეძინება. ტირილი გარდაუვალი იყო რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მშვიდად ვარ ახლა. მჯერა, რომ კირა ფერებს დაიბრუნებს.♡
პ.ს. ერთმა რაღაცამ მიიქცია კიდევ ჩემი ყურადღება. ის დემნა, სხვაგან ხომ არ გყავს ეგ პერსონაჟიც? რადგან სიტუაცია მეცნო და მგონი ,,მხოლოდ ერთი ღამე"-დან, თუ არ ვცდები. მაგრამ არა, რაღაც მახსენდება კიდევ მსგავსი, თუმცა სამწუხაროდ, ზუსტად ვერ ვიხსენებ რომელი შენი ნაწარმოებიდან.

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თიკო
ახლა მეც ისე მშვიდად დამეძინება. ტირილი გარდაუვალი იყო რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მშვიდად ვარ ახლა. მჯერა, რომ კირა ფერებს დაიბრუნებს.♡
პ.ს. ერთმა რაღაცამ მიიქცია კიდევ ჩემი ყურადღება. ის დემნა, სხვაგან ხომ არ გყავს ეგ პერსონაჟიც? რადგან სიტუაცია მეცნო და მგონი ,,მხოლოდ ერთი ღამე"-დან, თუ არ ვცდები. მაგრამ არა, რაღაც მახსენდება კიდევ მსგავსი, თუმცა სამწუხაროდ, ზუსტად ვერ ვიხსენებ რომელი შენი ნაწარმოებიდან.

სხვა ისტორიიდან არავინ მყავს ამდენად არ ავრევდი ყველაფერს :დ

 


№10  offline წევრი duchi_duchi

მაინც ნერვებს მიშლის კირა.....

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

duchi_duchi
მაინც ნერვებს მიშლის კირა.....

რატო ელოდები რო არ მოგიშლის მართლა არ ვიცი ♡

 


№12 სტუმარი სტუმარი მაკა

სასწაული გოგო ხარ მარიამ არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის.მეცოდება ძალიან კირა აბნეულია იმედია ყველაფერი კარგათ წავა მაგრამ ვერ ვგებულობ რატომ მოკლა ბედნიერების წყარო???? მოუთმენლად ველი შემდეგ თავს❤❤❤❤

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მაკა
სასწაული გოგო ხარ მარიამ არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის.მეცოდება ძალიან კირა აბნეულია იმედია ყველაფერი კარგათ წავა მაგრამ ვერ ვგებულობ რატომ მოკლა ბედნიერების წყარო???? მოუთმენლად ველი შემდეგ თავს❤❤❤❤

მიხარია მიუხედავად პერსონაჟების ხასიათისა მაინც რომ კითხულობთ და მომყვებით ♡♡♡ მადლობა დიდი

 


№14 სტუმარი სტუმარი ელენე

ისე გამიხარდა ახალი ისტორია რომ არ ვიცი როგორ გადმოვცე. შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ მაგრამ თქვენს ძველ ისტორიებს ხშირად ვკითხულობ, დრო გადის და ისევ ვუბრუნდები წანაკითხს. მომწონს თითოეული თქვენი პერსონაჟი თავიანთი გამორჩეული ხასიათებით, არც ერთი რომ არ გავს ერთამენთს და ძველს. წარმატებები და ვიცი, არც ეს ისტორია იქნება დავიწყებული როგორც ძველი თქვენი ნამუშევრები

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ელენე
ისე გამიხარდა ახალი ისტორია რომ არ ვიცი როგორ გადმოვცე. შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ მაგრამ თქვენს ძველ ისტორიებს ხშირად ვკითხულობ, დრო გადის და ისევ ვუბრუნდები წანაკითხს. მომწონს თითოეული თქვენი პერსონაჟი თავიანთი გამორჩეული ხასიათებით, არც ერთი რომ არ გავს ერთამენთს და ძველს. წარმატებები და ვიცი, არც ეს ისტორია იქნება დავიწყებული როგორც ძველი თქვენი ნამუშევრები

დიდი ბედნიერებაა ჩემთვის მსგავსი სიტყვების გაგება ... არ ვიცი რა ვთქვა. გული მიჩუყდება როცა ვხვდები, რომ ძველი ისტორიებჯც არ გავიწყდებათ

 


№16  offline წევრი რუსკიმარუსია

წინა ისტორიაში კირა/კატო წინა ისტორიაში ჯერ მაღიზიანებდა, ვერ ვხვდებოდი ქალი ამდენად ზედაპირული როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო, ბოლოს მეცოდებოდა და ახლა აღარ ვიცი.

კირას სხეულში ორი ქალი ცხოვრობს: კირა 15 წლამდე და კირა 15 წლის შემდეგ, რომელსაც იმდენი ნიღაბი აქვს და ისე ოეტატურად მალავს საკუთარ თავს, მგონი ზოგჯერ თავად ავიწყდება ვინ არის სინამდვილეში. დუდა საჭირო დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში, ცოტაც და კირა საკუთარ თავს საბოლოოდ დაკარგავდა.

დუდა კირაზე მეტი თუ არა ნაკლები გიჟი არაა და სწორედ ამ სიგიჟით შეძლებს კირასთვის ფერების დაბრუნებას.

კირას წარსული მაინტერესებს. რა მოხდა ასეთი, მარტო გიორგის ამბავი ვერ შეცვლიდა ასე ძალიან. დუდას ადანაშაულებს ხელი არ ჩამჭიდეო და მგონი პატარა ბიჭისგან, რომელსაც გულრწფელი გრძნობებით უყვარდა, ბევრს ითხოვდა.
ისტორიის ბოლოს სიამოვნებით ვნახავდი ისეთ კირას რომელიც დუდას შეუყვარდა, ისეთ კირას რომელსაც უბრალო ნივთები აბედნიერებს. ყველაზე მეტად კი კირას გულრწფელი სიცილის მოსმენა მინდა❤

ალექსანდრეს და კირას ურთიერთობაც მაინტერესებს.

და მაინც "ძილი იყო მშვიდი."

შემდეგამდე, მარიამო❤

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
წინა ისტორიაში კირა/კატო წინა ისტორიაში ჯერ მაღიზიანებდა, ვერ ვხვდებოდი ქალი ამდენად ზედაპირული როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო, ბოლოს მეცოდებოდა და ახლა აღარ ვიცი.

კირას სხეულში ორი ქალი ცხოვრობს: კირა 15 წლამდე და კირა 15 წლის შემდეგ, რომელსაც იმდენი ნიღაბი აქვს და ისე ოეტატურად მალავს საკუთარ თავს, მგონი ზოგჯერ თავად ავიწყდება ვინ არის სინამდვილეში. დუდა საჭირო დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში, ცოტაც და კირა საკუთარ თავს საბოლოოდ დაკარგავდა.

დუდა კირაზე მეტი თუ არა ნაკლები გიჟი არაა და სწორედ ამ სიგიჟით შეძლებს კირასთვის ფერების დაბრუნებას.

კირას წარსული მაინტერესებს. რა მოხდა ასეთი, მარტო გიორგის ამბავი ვერ შეცვლიდა ასე ძალიან. დუდას ადანაშაულებს ხელი არ ჩამჭიდეო და მგონი პატარა ბიჭისგან, რომელსაც გულრწფელი გრძნობებით უყვარდა, ბევრს ითხოვდა.
ისტორიის ბოლოს სიამოვნებით ვნახავდი ისეთ კირას რომელიც დუდას შეუყვარდა, ისეთ კირას რომელსაც უბრალო ნივთები აბედნიერებს. ყველაზე მეტად კი კირას გულრწფელი სიცილის მოსმენა მინდა❤

ალექსანდრეს და კირას ურთიერთობაც მაინტერესებს.

და მაინც "ძილი იყო მშვიდი."

შემდეგამდე, მარიამო❤

ეჰ იმხელა რამეს შევეჭიდე ამ ისტორიით არც კი ვიცი ჩემ მდგომარეობაში მყოფს შემიძლია თუ არა დასრულება არადა ისე მინდა ისე მჭირდება ...
არ ვიცი რა გითხრა ამ ეტაპზე მომდევნო თავში კიდევ უფრო აირევიან და მერე ხო საერთოდ
რთულია გამოხვიდე იმ ტყავიდან რომელსაც წლების განმავლობაში ირგებდი

 


№18  offline წევრი Marikagogolqdze

როგორ მიშლის კირა ნერვებს. რატო არსებობენ ასეთი ქალები? მერე ხვდებიან მართლა კარგ ადამიანებს ანადგურებენ ბოლომდე და რჩებიან მარტო ჭაობში. სულ რომ ჰეფი ენდით დამთავრდეს ამ პერსონაჟს ვერ შევიყვარებ.
პირველად გამიჩნდა სიძულვილი გმირის მიმართ
იმედი მაქვს ეყოფა დუდას თავმოყვარეობა და არ შეურიგდება კირას.

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

Marikagogolqdze
როგორ მიშლის კირა ნერვებს. რატო არსებობენ ასეთი ქალები? მერე ხვდებიან მართლა კარგ ადამიანებს ანადგურებენ ბოლომდე და რჩებიან მარტო ჭაობში. სულ რომ ჰეფი ენდით დამთავრდეს ამ პერსონაჟს ვერ შევიყვარებ.
პირველად გამიჩნდა სიძულვილი გმირის მიმართ
იმედი მაქვს ეყოფა დუდას თავმოყვარეობა და არ შეურიგდება კირას.

სიყვარული და თავმოყვარეობა ერთად ვერ არსებობენ მაინცადამაინც ...
ყველა პერსონაჟი დადებითი და მისაბაძი ვერ მეყოლებოდა ამიტომ ეს ერთი კირა , იქნება ერთადერთი და განუმეორებელი ჩემ ისტორიაში

 


№20  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ასე მგონია კირას წარსულის ცუდ მოგონებებეი დედა აქტიურად ურევია, მხოლოდ მამაზე სუბრობს დადებითად, დედაზე რაც დაიწერა არც ისე სასიამოვნო, რაღაც მოხდა გიორგის სიკვდილის შემდეგ და ასე მგონია ეს შეიძება სექსუალური ძალადობაც კი იყოს, არ ვიცი მოკლედ ერთის სული მაქ როდის გავიგებ კირას ასეთად ვამოყალიბების ნამდვილ მიზეზს და ერტაი სული მაქ ბავშვის მოშორების შემდეგ დუდასთან ურთიერთობა როგორგანვითარდება.

 


№21  offline წევრი რუსკიმარუსია

sameone crazy girl
რუსკიმარუსია
წინა ისტორიაში კირა/კატო წინა ისტორიაში ჯერ მაღიზიანებდა, ვერ ვხვდებოდი ქალი ამდენად ზედაპირული როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო, ბოლოს მეცოდებოდა და ახლა აღარ ვიცი.

კირას სხეულში ორი ქალი ცხოვრობს: კირა 15 წლამდე და კირა 15 წლის შემდეგ, რომელსაც იმდენი ნიღაბი აქვს და ისე ოეტატურად მალავს საკუთარ თავს, მგონი ზოგჯერ თავად ავიწყდება ვინ არის სინამდვილეში. დუდა საჭირო დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში, ცოტაც და კირა საკუთარ თავს საბოლოოდ დაკარგავდა.

დუდა კირაზე მეტი თუ არა ნაკლები გიჟი არაა და სწორედ ამ სიგიჟით შეძლებს კირასთვის ფერების დაბრუნებას.

კირას წარსული მაინტერესებს. რა მოხდა ასეთი, მარტო გიორგის ამბავი ვერ შეცვლიდა ასე ძალიან. დუდას ადანაშაულებს ხელი არ ჩამჭიდეო და მგონი პატარა ბიჭისგან, რომელსაც გულრწფელი გრძნობებით უყვარდა, ბევრს ითხოვდა.
ისტორიის ბოლოს სიამოვნებით ვნახავდი ისეთ კირას რომელიც დუდას შეუყვარდა, ისეთ კირას რომელსაც უბრალო ნივთები აბედნიერებს. ყველაზე მეტად კი კირას გულრწფელი სიცილის მოსმენა მინდა❤

ალექსანდრეს და კირას ურთიერთობაც მაინტერესებს.

და მაინც "ძილი იყო მშვიდი."

შემდეგამდე, მარიამო❤

ეჰ იმხელა რამეს შევეჭიდე ამ ისტორიით არც კი ვიცი ჩემ მდგომარეობაში მყოფს შემიძლია თუ არა დასრულება არადა ისე მინდა ისე მჭირდება ...
არ ვიცი რა გითხრა ამ ეტაპზე მომდევნო თავში კიდევ უფრო აირევიან და მერე ხო საერთოდ
რთულია გამოხვიდე იმ ტყავიდან რომელსაც წლების განმავლობაში ირგებდი

მე რომ ვიცი იმ მარიამოს ყველაზე არეული სიტუაციის დალაგებაც შეუძლია❤

 


№22  offline წევრი duchi_duchi

sameone crazy girl
duchi_duchi
მაინც ნერვებს მიშლის კირა.....

რატო ელოდები რო არ მოგიშლის მართლა არ ვიცი ♡
მოიცა რას მეუბნები ამან ისტორიის ბოლომდე ასე უნდა მიშალოს ნერვები?ტუტუცი.

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

ablabudaa
ასე მგონია კირას წარსულის ცუდ მოგონებებეი დედა აქტიურად ურევია, მხოლოდ მამაზე სუბრობს დადებითად, დედაზე რაც დაიწერა არც ისე სასიამოვნო, რაღაც მოხდა გიორგის სიკვდილის შემდეგ და ასე მგონია ეს შეიძება სექსუალური ძალადობაც კი იყოს, არ ვიცი მოკლედ ერთის სული მაქ როდის გავიგებ კირას ასეთად ვამოყალიბების ნამდვილ მიზეზს და ერტაი სული მაქ ბავშვის მოშორების შემდეგ დუდასთან ურთიერთობა როგორგანვითარდება.

აქ ვერაფერს გეტყვით თორემ სპოილერი გამიმივა ამიტომ შემდეგ ნაწილებს უნდა დაველოდოთ ♡
არმგონია ბევრი დავწერო

duchi_duchi
sameone crazy girl
duchi_duchi
მაინც ნერვებს მიშლის კირა.....

რატო ელოდები რო არ მოგიშლის მართლა არ ვიცი ♡
მოიცა რას მეუბნები ამან ისტორიის ბოლომდე ასე უნდა მიშალოს ნერვები?ტუტუცი.

ასე გამოდის :დ

 


№24 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ორი დღე ვერ მივიცალე წასაკითხად და როგორ მიხარია კიდევ 1 თავი რომ მელოდება და სავარაუდოდ მალე მეორესაც რომ ატვირთავ ❤

 


№25 სტუმარი სტუმარი ნატალია

დასრულებას ველოდებოდი და დავიწყე კითხვა.
ხოდა ვაიმეეეე, ვაიმეეეეეე
არ ვსუნთქავ კითხვისას, სულ გული მისკდება.
არც კი ვიცი როგორ დასასრულს ველოდეიბი.
იმედია ეშველებათ ამათაც და მეც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent