შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღაზიის ბიჭი(დასასრული)


12-04-2022, 17:29
ნანახია 1 507

ბავშვები იმ დღეს არ შემხმიანებიან. ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი გოგოების ხასიათი, ჯიუტები იყვნენ თუმცა, სუსტი წერტილი მათაც ქონდათ. მთელი დღე ანდრეა და ლაშა ხან კაბინეტში იყვნენ, ხანაც სამსახურში. ნიკასთან და ილიასთან კი ნამდვილად ვერ მოვიწყინე. ხან რას მაიმუნობდნენ, ხან რას და გულიანად ვიცინოდით სამივე. ერთმანეთი გავიცანით ასეთუ ისე. საღამოს მოლში წასვლა შემომთავაზეს საყიდლებზე. ანდრეას მანქანით წავედით. ლაშა და ანდრია წინ ისხდნენ, მე, ილია და ნიკა უკან. მალე მივადექით საბურთალოს სითი მოლს და დავიწყეთ მაღაზიების დალაშქვრა. ZARA-ში მივედით როცა ილიამ საყიდლებზე წასვლის მიზეზი გვამცნო.
-მოკლედ, ხალხო მე და ნიკას ხვალ გვაქვს პაემანი და გვჭირდება დახმარება. ვინაიდან და რადგანაც აქ ერთადერთი გოგო ჩვენი ნიაკოა. - ამ სახელზე გამეღიმა. - მისი რჩევები გვჭირდება. აბა ჩემო ნიაკო გამოავლინე შენი ქალური ძალები და დაგვეხმარე, გოგოებისთვის თავის მოწონებაში.
-გოგონებისთვის თავის მოწონება არც ისე გიჭირთ. - ოდნავ გავიღიმე.
-იცი რა სიტუაციაა? ესენი სხვანაირები არიან, მანქანა და ფული ფეხებზე კიდიათ, სიმარტივე მოსწონთ. - მიპასუხა ნიკამ.
-მაშინ, წავედით ბიჭების სექციისკენ. - უკან უხმოდ მომყვებოდნენ. - დაიწყეთ აირჩიეთ ის რაც მოგწონთ. ოღონდ შარვალ-კოსტუმი არა.
-მეგონა რამე სპეც ოპერაციის ჩატარება მოგვიწევდა.
-იყავით ბუნებრივები, გოგოებს ეგ მოგვწონს. - მთელი მოლი შემოვიარეთ და უამრავი ტანსაცმელი ვიყიდეთ. სახლში დაღლილები დავბრუნდით. საღამოს კი სუში შევუკვეთეთ და ფილმებს ვუყურეთ.
დილით ნინამ დამირეკა.
-ხო ნინ.
-ნია ბოდიში რა, უბრალიდ მეწყინა რომ თავიდანვე არ გვითხარი, მეტს აღარ ვიზამ გპირდები.
-მეც ბოდიში რომ არ გითხარით.
მთელი დღე მხიარულად ვიყავი ნიას ზარით გახარებული. იმ დღეს არც ანდრეა და ლაშა წასულან სადმე და კარგად გავერთეთ. დილით კარტი ვითამაშეთ მაზიანზე(სამ სურვილზე), შუადღეს აუზზე გავედით, საღამოს კი ფილმს ვუყურეთ. საძინებელში გვიან ავედი თუმცა არ მეძინებოდა. საწოლს ვიყავი მიყრდნობილი როცა გვერდით ილია მომიჯდა.
-რაზე ფიქრობ?
-ყველაფერზე.
-ვიცი, რთულია ურთიერთობა უცხოსთან, მაგრამ მისი ემოცია ნამდვილია.
-დღემ როგორ ჩაიარა? - საუბრის თემა შევცვალე, ისიც აღარ მიბრუნებია ამ თემას.
-კარგად, შევხვდით და კარგი დრო გავატარეთ. არ ღირს მათი ხელიდან გაშვება. უკანასკნელი ნაბიჭვრები ვიქნებით თუ მათ დავკარგავთ ან რაიმე ზიანს მოვუტანთ. - ფანჯარას მიშტერებოდა და ისე მელაპარაკებოდა.
-ხოდა არ გაუშვათ, ყველაფერი იღონეთ რომ თქვენთან დარჩნენ, მაგრამ თუ უბედურები იქნებიან ამ ურთიერთობით, ურთიერთობას არ აქვს აზრი. - თავი უხმოდ დამიქნია წამოდგა და გავიდა.
ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ, დავუმეგობრდით. ჩემი და ანდრეას ურთიერთობა კარგად აეწყო. ხან სად დავდიოდით ხან სად, ხან ბიჭებთან ერთად, ხან ბიჭების გარეშე. მათი მეგობრები გავიცანი,ჩემებიც გავაცანი. ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს. ორ თვე ნახევარი ისე მალე გავიდა ვერაფერი გავიგეთ. ნახევარი თვე გვქონდა დარჩენილი და გადაწყდებოდა ჩვენი ბედი.
იმ დღეს წვეულებაზე მოგვიწია წასვლა. მუხლს ზემოთ კაბა მეცვა, მარჯვენა ფეხთან ოდნავ ჩაჭრილი და შავი ფერის. მას შარვალ-კოსტუმი, სიმპათიური იყო ისევე როგორც სხვა დროს. დროს კარგად ვატარებდით, მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობდით და ბევრს ვხუმრობდით. მალევე სადღაც გაქრნენ ოთხივე, ამიტომ სასტუმროს მეორე სართზე დავუწყე ძებნა. ერთ-ერთი ოთახიდან ხმაური გამოდიოდა და მეც იქ შევედი. ლაშა, ილია, ნიკა და ანდრეა იყვნენ, ნინას, მაშოს და მაკასთან ერთად. გაცხარებით კამათობდნენ და ვერც ერთმა შემამჩნია.
-ჩვენ გენდობოდით, გვიყვარდით, თქვენ კი გვიყენებდით. რის გამო? ნიას გამო? მასზე ინფორმაციის გამო? - ყვირიდა ნინა.
- ეს რაში გჭირდებოდათ? ნებისმიერ დროს შეგეძლოთ მასზე ყველა დეტალის გაგება. იმასაც კი თავისუფლად გაიგებდით, დაცემინების შემდეგ ცხვირი ვინ მოწმინდა. მაგრამ მაინც გამოყენება არჩიეთ. ნაბიჭვრები ხართ, და მეტი არავინ, უსუსური არსბები რომლებიც გრძნობებით თამაშობენ. - ეს მაკა იყო. მან ყველას სათქმელი თქვა.
-რა? - გაკვირვებულმა მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. ყველამ ჩემკენ გამოიხედა, არ მოელოდნენ ჩემს იქ დანახვას.
- ნია, მისმინე, არასწორად გაიგე… - დაიწყო ანდრეამ და ჩემკენ წამოვიდა.
-რატომ? - ისევ მოიწევდა ჩემსკენ თუმცა შევაჩერე. - არა, არ მომეკარო. - ვუთხარი და დერეფანში გავვარდი, გავრბოდი შეძლებისდა გვარად. ტაქსი გავაჩერე და მიშოსთან წავედი. კარის გაღებისთანავე მის მხარზე ავტირდი. მანამ ვტიროდი სანამ დაღლილს მის მხარზე თავჩამოდებულს არ დამეძინა.
დილას მიშოს საწოლში გამეღვიძა, ტანზე საბანი მეფარა, მიშო კი არსად ჩანდა. არც მისაღებში იყო, არც სამზარეულოში. ვიფიქრე რომ მაღაზიაში იქნებოდა ჩასული. (სამეგობროს წესი ერთი წესი გვქონდა, ერთმანეთთან ყოველთვის ვტოვებდით საკუთარ ტანსაცმელებს.) მისი გარდერობიდან ჩემი ტანსაცმელი და სააბაზანოში შევედი მოსაწესრიგებლად… იქიდან გამოსულს მიშო მოსული დამხვდა.სამზარეულოში იყო და საუზმეს ამზადებდა. ცოტა მეც მივეხმარე და ჭამას შევუდექით. რაღაცის კითხვა უნდოდა თუმცა ყოყმანობდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და მკითხა.
-ნია რა მოხდა?
-არაფერი, რა უნდა მომხდარიყო?
-რაღაც მოხდა ნია, თორემ შუა ღამისას არ დამადგებოდი თავზე, თანაც მტირალი. - თვალები დავხარე და თეფშზე საჭმელს დავუწყე ჩანგლით წვალება.
-მე და ანდრეამ ვიჩხუბეთ.
-იმედია უბრალოდ იჩხუბეთ და არა დაშორდით. - მართლაც იმედიანი თვალებით შემომხედა.
-არ ვიცი, მგონი დავშორდით.
-არ ღორს ხო ჩაძიება? - თავი ოდნავ დავუქნიე. - ვწუხვარ. - და მაგიდა ავალაგეთ, ის კი სამსახურში წავიდა. ჭურჭელი დავრეცხე და სახლში წავედი. ჩემები არ მელოდებოდნენ თუმცა, გაუხარდათ ჩემი დანახვა. მიხვდნენ რომ თავს ცუდად ვგრძნობდი და კითხვებით არავის შევუწუხებივარ.
ნახევარი თვე აღარ გამოჩენილა ისე გავიდა. ეს ნახევარი თვე კი თავს მაქსიმალურად ვიტვირთავდი რომ მასზე არ მეფიქრა. შეკვეთების მიღება დავიწყე, პატარა კაფე-ბარებს ვაპროექტებდი და ფულსაც ვიღებდი. მთელი დღეები მართლაც არ მეცალა, რადგან თავი სხვადასხვა საკითხებით მქონდა გამოტენილი. მაგრამ როგორც კი ღამე დადგებოდა მასზე ფიქრები ჩუმად მიძვრებოდნენ გონებაში. მახსენდებოდა ჩვენი ურთიერთობის მომენტები. როგორ დავდიოდით რეატორნებსა და კაფეებში,როგორ ვთამაშობდით სხვადასხვა სამაგიდო თამაშებს, როგორ ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს.
ეს დღეც დადგა, ჩვენი შეთანხმება დღეს დასრულდებოდა და საერთო აღარაფერი აღარ გვექნებოდა. საღამოს ერთ-ერთი ბარის ავტორისგან მოვდიოდი როცა მისი მანქანა შევნიშნე სადარბაზოსთან,ყურადღება არ მივაქციე და სადარბაზოშო შევედი. იქ დამხვდა, დალაპარაკებას ცდილობდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.
-ნია! - თითქმის იყვირა და კედელს უხეშად მიმანარცხა ზურგით. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, მის თვალებში სურვილს ვხედავდი და ჩვენი ბაგეები ერთმანეთს შეხვდა რამდენიმე წამს.
-მიყვარხარ ნია! - ჩემს ტუჩებზე ამოთქვა და ისევ დაეწაფა ჩემს ბაგეებს. მისი კოცნა იყო ნაზი და ვნებიანი, მისი ტუჩები კი რბილი და მომთხოვნი.
-მეც მიყვარხარ.

2 წლის შემდეგ…
-თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი და ცხოვრების მეგზური? - ცალ მუხლზე იდგა და ჩემს პასუხს ელოდა.
-თანახმა ვარ გავხდე შენი ცოლი და ცხოვრების მეგზური.

3 თვის შემდეგ…
-ორასულად ვარ.
-რა? მამა გავხდები? - იცინის და ჰაერში მაბზრიალებს.

დასასრული.


P. S ვიცი რომ მალე დავსრულე, მაგრამ ამნთავის დაწერას დიდი დრო მოვანდომე, თან მუზაც არ მქონდა. ამიტომ ვიფიქრე რომ თუ არ დავასრულებდი დაუმთავრებელი დამრჩებოდა.



№1 სტუმარი Ana-maria

როგორც მივხვდი ეს თქვენი პირველი ისტორიაა . კიდევ ერთი ისტორია სიყვარულზე. მართალია შეცდომები იყო,მაგრამ ისიც ვიცით რომ შეცდომებზე ვსწავლობთ.მომავალში უკეთესი იქნება .წარმატებები და ველი ახალ ისტორიებს

 


Ana-maria
როგორც მივხვდი ეს თქვენი პირველი ისტორიაა . კიდევ ერთი ისტორია სიყვარულზე. მართალია შეცდომები იყო,მაგრამ ისიც ვიცით რომ შეცდომებზე ვსწავლობთ.მომავალში უკეთესი იქნება .წარმატებები და ველი ახალ ისტორიებს

მადლობა. მართლა პირველი ისტორიაა, ვეცდები შემდეგი უკეთესი იყოს.
--------------------
ა. ლიპარტელიანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent