შეხვედრა წარსულთან (დასასრული)
2019 წლის დეკემბერი ანაო გულმოდგინედ ემზადება იტალიაში გასამგზავრებლად. ემზადება და მე კიდე გული მეწურება. შაშინლად არ მინდა მისი გაშვება. სამი თვე რა გაძლებს მის გარეშე? მაგრამ ეს მისი კარიერაა და ჩემს გამო უარს ვერ ვათქმევინებ ამ ყველაფერზე. სრული ქაოსია. ჩემოდნები ერთი სახლიდან მეორე სახლში დაგვაქვს. ჯერ სულ არ გადმოსულა ჩემთან საცხოვრებლად და მაგიტომ გვიწევს წინ და უკან სირბილი. მის ბინაში შევდივართ და გეგონებათ მესამე მსოფლიო ომი გამოიარა, ყველაფერი თავდაყირა დგას. შიშისგან ანანომშეკივლა. სასტუმრო ოთახში შევდივარ და გაოგნებული ვუყურებ იქაურობას. ახალაშენებულ კორპუსში, „ხარისხიანი“ კარფანჯარა მთლიანად მოგლეჯილია და ნახევრად ოთახშია გადმოწოლილი. შუშის ჟურნალების მაგიდა წვრილ ნაწილაკებად არის დამსხვრეული, ფარდები ჩამოგლეჯილი, ოთახში ალაგ ალაგ გუბეები დგას. ნაგვით და მტვრით იყო იქაურობა სავსე. შესაფუთდ გამზადებული რამოდენიმე სურათი დაზიანებულია. ანანომ ისეთი თვალებით შემომხედა შიგნით რაღც ჩამწყდა და წარმოვიდგინე მას როგორ სტკიოდა ეხლა ეს ყველაფერი. ბინის მსგავს სიტუაციაში ნახვა უფრო არ ტკიოდა ვიდრე ნახატების დაზიანება. ანანოსთან მივედი და გულზე მივიხუტე თან თმაზე გადავუსვი პატარა ბავშვივით ხელი. -ყველაფერი კარგად იქნება - ვცადე დამემშვიდებინა - გუშინდელი ქარის ბრალია. -მთელი წლის ნამუშევარი წყალში ჩამეყარა - ცრემლებს ძლივს იკავებდა ანანო - რა სულელი ვარ - ბრაზობდა საკუთარ თავზე -არ უნდა ჩამომეხსნა კდელებიდან ნახატები. -სხვა სურათები შევარჩიოთ - ვცადე დამემშვიდებინა და მისი სახე მოვიქციე ხელებში - შემომხედე - გავუღიმე და ოდნავ შევახე ტუჩები - ჯერ დრო კიდევ გვაქვს, ეს სურათები სხვა ნამუშევრებით ჩავანაცვლოთ. ფარ-ხმალი არ დაყარო ამის გამო. -კარგი - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და მანაც მაკოცა -კარგი - ფრთხილად მოვშორდი - მოდი ეხლა ესე მოვიქცეთ, მაიკოს დავურეკავ და ვინმეს გამოგვიგზავნის რომ არეულობას მიხედონ. ჩვენ კი შენ ნივთებს ჩავალაგებთ და საბოლოოდ გადმოხვალ ჩემთან. -ნახევრად ისედაც შენთან არ ვარ ხოლმე? - თავის მართლება დაიწყო ანანომ - თან რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ამას? - მხრები აიჩეჩა და იატაკიდან დაზიანებული სურათი აიღო - ერთ კვირაში მაინც მივფრინავ და რომ ჩამოვალ მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. -თავის დაძვრენას ნუ ცდილობ ქალბატონო - ვცადე გამეღიმებინა და ცხვირზე წავკარი თითი -ერთი ღამე დავრჩი შენთან და ხომ ხედავ რას დაემსგავსა ჩემი სახლი - გაიღიმა და ოთახს მოავლო თავალი. -ანანო, მომისმინე - ტონი გავიმკაცრე - ტყუილად მეჯიუტები, მე მზად ვარ ხვალვე მოვაწეროთ ხელი და ჯვარიც დავიწეროთ. ეს შენ წევ იქით-იქით. შვილიშვილები რომ გვეყოლება მერე აპირებ ჩემთან გადმოსვლას? თუ რას აპირებ ვეღარ ვხვდები. -დუდა კარგი რა - ენის მოჩლექვით მომიახლოვდა და საწყალი ბავშვის თვალებით ამომხედა - ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ? -ხოდა თუ გიყვარვარ დღესვე გამომყევი ცოლად - მტკიცედ დავუსვი საკითხი და თან მაიკოს ნომერი ავკრიფე პასუხად ანანომ გადაიკისკისა და ცადა ცოტა მაინც მიელაგებინა. რამოდენიმე ზარის მერე მიპასუხა მაიკომ. ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე რომ, სანდროსთვის ეთქვა ვინმე გამოეშვა ანანოს სახლის მოსაწესრიგლებლად. ტელეფონი გავთიშე და ჯიბეში დავაბრუნე. ვეცადე ვიტრაჟული კარ-ფანჯარა ცოტათი მაინც გამესწორებინა რომ უფრო გაგვადვილებოდა ცოტა მილაგება. დაახლოებით ერთ საათში ოთხ კაციანი ჯგუფი მოვიდა თავისი ხელსაწყოებით და კარ-ფანჯარის დემონტაჟს შეუდგნენ. მაიკომ მომწერა რომ ცოტახანში კარ-ფანჯარასაც მოიტანდნენ და დაამონტაჟებდნენ. ინვოისი გადმომიგზავნა და თანხა გადავრიცხე.ანანომ საძინებელი საგულდაგულოდ დაათვალიერე. როგორც ჩანს მხოლოდ სასტუმრო ოთახში გადაიარა გრიგალმა. არ მახსოვს იმ ერთმა კვირამ როგორ გაირბინა. არ მეთმობოდა, აეროპორტში რეგისტრატურასთან ვიდექით და ჯერ ისევ ვერ ვიჯერებდი რომ ჩემი ოცნების ქალს ვაცილებდი. ბარგი ჩავაბარეთ, ზედმეტი წონის საფასური გადავიხადეთ და ცოტახანი ჩამოვჯექით იქვე მოსაცდელ სკამებზე. -მგონი ეგოიზმი მერთვება - გამეცინა და ხელი მოვხვიე ანანოს -რატო? - გაეცინა ანანოსაც და თავი დამადო -უკვე მენატრები და როგორ უნდა გაგიშვა ეხლა ვერ წარმომიდგენია. -ამაზე ხომ ვისაუბრეთ? - ეწყინა ანანოს - თან ახალი წლისთვის ჩამოხვალ და ერთად ვიქნებით. -გგონია გერე ადვილია შენი გაშვება? -არც მე მინდა მარტო წასვლა, მაგრამ შენ აქ გაქვს შენი საქმე. -მაშინ პირობას გაძლევ რომ ეს უკანასკნელი მგზავრობაა შენთვის როცა მარტი გიწევს გაფრენა- მაგრად მოვხვიე ხელი დავაკოცე -კარგი - გამიღიმა ანანომ და მანაც მაკოცა - მერაბს კი დაელაპარაკე და ნუ ბავშვობ. -გპირდები - გავუღიმე - უბრალოდ რომ მილავადა მეწყინა. თან იცოდა რომ მე და შენ ისვ ერთად ვიყავით. -გულს ვერ უბრძანებ - გულზე მომადო ხელი - ჩემ გამო საკუთარ ბედნიერებაზე უარი რატომ უნდა ეთქვათ? ან ერთს და ან მეორეს? - გამიღიმა და ლოყაზე მომისვა თავისი ნაზი ხელი - მე არ მაქვს პრობლემა გვანცასთან, არც სოფოსთან სიმართლე რომ გითხრა. -კარგი - გავუღიმე და ხელისგუზე ვაკოცე - ძალიან მიყვარხარ დაიმახსოვრე -ვიცი - გამიღიმა და ხელჩანთას მიწვდა - მალე ჩემ რეისს გამოაცხადებენ. -უკვე მენატრები - მაგრად მოვხვიე ხელები და თმაზე მივეფერე -იცოდე მერაბს შეურიგდი - თითი დამიქნია ანანომ და ექსკალატორისკენ წავიდა -მიყვარხარ - დავუძახე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. წავიდა ანანო და თან გაიყოლა ჩემი გული და გრძნობები. სანამ გამოსასვლელში გამოვედი მანამ მივწერე ანანოს. მერე ავიდოდა თვითმფრინავში და სანამ ჩაფრინდებოდა ჩემი დამემართებოდა. აეროპორტის სადგომზე მანქანაში ვიჯექი და ყურებამდე გაღიმებული ველაპარაკებოდი შეტყობინებებით ანანოს. 2020 წელი ეს ის პერიოდი როცა არა მარტო ჩემი არამედ მთელი მსოფლიოს ცხოვრება შეცვალა. ყველა ახალ წელთან შედარებით ყველზე იდეალურად დაიწყო ეს წელი ჩემთვის. მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მამაკაცი ვიყავი. ახალ წელს ჩემს საყვარელ ქალბატონთან ერთად შევხვდი მილანში და არაფერი მაშინებდა. ცაც და დედამიწაც ჩემი მეგონა. ერთ კვირაზე მეტია ანანოსთან ვარ მილანში. ახალ წელს ერთად შევხვდით. საკმაოდ სუსხიანი ამინდებია და ძირითადად სახლში ვართ. რამოდენიმეჯერ გავისეირნეთ. აქაურ პიცას და პასტას მაზიარა ანანომ და დამიჯერეთ კი, ნამდვილად სხვა გემო აქვს. ის რაც ჩვენთან საქართველოში კეთდება ნამდვილად არ შეესაბამება აქაურ პიცას და პასტას. არ ვიცი ალბათ მათი ნაციონალურ კერძებად რომ ითვლება ამიტომ? ალბათ ჩვენსავით გემრიელად ვერც ჩაქაფულს და ვერც ხინკალს ვერ გააკეთებენ. ამიტომ გულს ვიმშვიდებ რომ არ ვინერვიულო, რადგან საქართველოში მსგავს გემრიელ პიცას და პასტას ვერ შევჭამ. თოვლ-ჭყაპია, ძლივს ვაიძულე ანანო რომ გაგვესეირნა. ბევრი იბუზღუნა ძალიან. სახლში მირჩევნია დარჩენაო. ამასაც თუ სახლი ქვია. ერთი პატარა ოთახია. დაახლოებით 20-30 კვადრატი. სტუდიო ტიპით. უფრო სასტუმროს ოთახს გავს. სიცილით ჩავიარეთ კიბეები და ქუჩაში გავედით. ანანომ ცას ახედა და ისევ უჟმური სახე მიიღო. ქურთუკის საყელო აწია და თავი ჩარგო. ანანოს ამ საქციელზე კიდევ ერთხელ გამეღიმა და ხელი მოვხვიე. საკამოდ კარგი და ნაყოფიერი შვებულება გამომდის. საყვარელ ქალთან ერთად ვატარებ ჩემს დასვენების დღეებს, მაგრამ გული მწყდება რომ მალე უნდა დავბრუნდე საქართველოში და ანანო აქ დავტოვო. საღამოს კაფეში ვისხედით, ყავას და ტირამისუს მივირთმევდით. ისე სწრაფად გაირბინა ამ რამოდენიმე კვირამ, თითქოს გუშინ ჩამოვედი. ანანო მიღიმის და თან თავის დღევანდელ დღეზე მიყვება. აღფრთოვანებულია აქაური მსოფლმხედველობით და ხელოვნებით. თითქოს ახლიდან აღმოეჩინოს სამყარო ისეთი ბედნიერია. -ბედნიერივარ ესეთს რომ გხედავ - გავუღიმე და ხელზე მოვუჭირე ხელი. -მე კიდე შენით ვარ ბედნიერ - მანაც გამიღიმა და თავისი მეორე ხელი დამადო ხელზე. -მზად ვარ იტალიაში გადმოვიდე საცხოვრებლად შენ თუ ასე გაბედნიერებს აქ ყოფნა. -არა - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად - ეს შენ მაბედნიერებ შენი აქ ყოფნით. -ხოდა რომ ჩამოხვალ საქართველოში ყოველგვარი ცერემონიების გარეშე დავიწერთ ჯვარს და მოვაწერთ ხელს. -კარგი - გადაიკისკისა ანანომ და ყავა მოსვა. ორ დღეში საქართველოში დავბრუნდი. ისეთივე ძნელი იყო იქიდან ჩემი წამოსვლა როგორც აქედან გავუშვი ანანო იტალიაში. ყველაზე რთული დამშვიდობების მომენტია. იცი რომ უნდა გაუშვა ან უნდა დატოვო, მაგრამ არ გინდა. შორდები და მთელი სულით და გულით მაინც მასთან რჩები. აეროპორტში მერაბი დამხვდა, ყურებამდე გაკრეჭილი მელოდებოდა. ისეთი ბედნიერი სახით მელოდებოდა თითქოს საუკუნე არ ვყავდი ნანახი. დამინახა თუ არა მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა და გადამეხვია, ხელჩანთა ჩამომართვა და გასასვლელიკენ გამიძღვა. -როგორ ხარ? - გადამეხვია მერაბი - ხომ კარგად იმგზავრე? -კარგად შენ? - მეც მოვხვიე ხელი ჩემს მეგობარს - როგორც ყოველთვის. -აქ ისეთი ამბებია - მიღიმოდა მერაბი -ერთი სული მაქვს როდის მოგიყვები. -ამომასუნთქე მაინც - გამეღიმა მერაბის ენთუზიზმზე -სუნთქვას ვინ ჩივის ისეთ გიგანტს ჩავავლეთ ბრჭყალები. სერიოზული კომპანიაა, აქეთ რომ მოვდიოდი გზაში დამირეკა ირმამ. ყველა პირობაზე გამოგვყვნენ. სრული პაკეტი უნდათ. თავისი სერვერებით და კომპიუტერებით. -კარგი ამბავია ნამდვილად - მხარზე მოვუთათუნე ხელი ჩემოდანი საბარგულში მოვათავსე - მაგრამ მერე განვიხილოთ ეგ ამბები კარგი? -როდის მერე? - ეწყინასავით მერაბს და საჭეს მიუჯდა - მთელი კავშირგაბმულობა ჩვენზე იქნება დამოკიდებული, თუ ხვდები მაიც რამხელა შანსი გვაქვს სვიჩების და მოდემების ბაზარიც რომ დავიკავოთ. ერთ-ერთი ჩინური კომპანია დაბლოკეს ამერიკამ და ევროპამ. საქართველოდანაც მალე გავლენ და მათი ჩნაცვლებისთვის ზუსტადაც რომ საუკეთესო დროა. -ხო ეგ ამბავი მეც გავიგე, მთავარია რამდნად გვეყოფა რესურსი ასათვისებლად. -იმაზე მეტი შეგვიძლია ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. - ამაყად განმიცხადა მერაბმა -ძალიან კარგი. გვანცა როგორ არის? - მოვიკითხე მისი გულისწორი -კარგად რა უჭირს - მხრები აიჩეჩა მერაბმა - შენი გაბუსხვის მერე ცოტა რცხვენია შენთან შეხვედრა. -ნეტა არ ატრაკებდეთ ორივე - ხელი ავიქნიე - თავის დროზე რომ გეთქვათ თქვენი ამბავი და პატარა ბავშვებივით არ დამალულიყავით არ მეწყინებოდა. ეხლა კი გადამიარა და ძალიანაც მიხარია რომ ერთად ხართ. -ვიცი - კმაყოფილი ღიმილით გადმომხედა მერაბმა დრო ისე მიიწელება თითქოს ჩემს ჯინაზე. ყოველ დღე ველაპარაკები ანანოს, მაგრამ ჩემთან რომ არ არის ძალიან მაკლია. ხალისიც არაფრის მაქვს. მთელი საქმეები მერაბზე მაქვს მინდობილი. საღამოობით ძალით თუ გამიყვანენ სადმე რომ მოწყენილობისაგან არ მოვკვდე. ანანოც მეჩხუბება „თუ არ გამოფხიზლდები საერთოდ არ ჩამოვალ“-ო. ამ სიტყვებზე საერთოდ ვგიჟდები და პატარა ბავშვივით ვებუტები „ნუ მაშანტაჟებ“- თქო. რამოდენიმეჯერ სოფოც იყო ჩვენთან ერთად ბარში. არ დამიმალავს ანანოსთვის. არც მიფიქრია. ანანოს შეგნებით და სიმშვიდით აღფრთოვენაბული ვიყავი. სხვა ქალი ალბათ მის ადგილას ყურმილში გამოძვრებოდა და ორივეს ყელს გამოგვჭრიდა ან არ ვიცი რამე სისასტიკეს ჩაიდენდა, მაგრამ არა ანანოს მსგავსი რეაქცია არ ქონია. როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე დროდადრო გვანცასაც ეკონტაქტებოდა ანანო. ორივე ხვდებოდა რომ ხშირად მოუწევდათ ერთმანეთის ნახვა. შესაძლო იყო ყოველ დღეც კი. ანანოს ჩამოსვლის დრო ახლოვდება და მე პატარა ბავშვივით ვცქმუტავ. ათასი იდეა და გეგმა მაქვს მოფიქრებული თუ როგორ უნდა დავხვდე ჩემს საყვარელ ქალს, მაგრამ ჩემს გეგმაბს ახალი COVID-19-ი ანგრევს და მიწასთან ასწორებს. ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო და პანიკაში არ ჩავვარდე. ანანოც მამშვიდებს არაფერი იქნებაო, მაგრამ მე მაინც ვნერვიულობ. ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა უკვე გამოცხადებული. ორი დღის წინ პირველი დადასტურებული შემთხვევა იყო. იტალიაში კი სრული ქაოსია. ბილეთებს ვერ ვშოულობთ ვერცერთ ავია კომპანიაში, რომ ანანო წამოვიდეს. მე აქედან ვეძებ ანანო იტალიაში. მერაბმაც რამოდენიმე ადამიანი შეაწუხა მთავრობაში. საბოლოოდ როგორც იქნა 15 მარტისთვის ვიშოვეთ ბილეთი. ასეთი დათრგუნული და დაძაბული 2008 წლის აგვისტოშიც არ ვიყავი ალბათ. პანიკა მქონდა. ყოველ ხუთ წუთში ვურეკავდი ანანოს და ვკითხულობდი. მერაბი მამშვიდებდა, მაგრამ არ მშველოდა. მინდოად თვალები დამეხუჭა და რომ გავახელდი ანანო უკვე ჩემს გვერდუთ ყოფილიყო. ანანო აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში წაიყვანეს, საკარანტინე პერიოდის გასატარებლად. ერთში გაგვიმართლა, რომ თბილისში იყო და რეგიონში არ მოუწია წასვლამ. რათქმაუნდა მერაბის დამსახურება იყო ეს ამბავი. თითქმის მთელი დღე სასტუმროს ფანჯრებთან ვატარებდი. დილას საუზმე მიმქონდა, შუადღეს სადილი და საღამო ვახშამი. კამერას ჩავრთავდით და ასე დისტანციურად ვსაუბრობდით ხოლმე. ალბათ ეს ორი კვირა საუკუნედ მომეჩვენა. ან იყო კიდევაც საუკუნე. სარკეში რომ ვიხედებოდი სხვა ადამიანი მიყურებდა იქიდან და ვერ ვცნობდი. კარანტინის დასრულების წინა დღეს საგულდაგულოდ მოვემზადე. სახლი დავალაგებინე, ყვავილებით და ბუშტებით მოვართვევინე და მეორე დილას დილა ადრიან გავიქეცი ანანოს გამოსაყვანად. სასტუმროს კარებში მომღიმარი ანანო რომ დავლანდე გულმა გამალებით დამიწყო ცემა, თითქოს უნდა ამომვარდნოდა. პატარა ბავშვს რომ საოცნებო საჩუქარს აჩუქებენ და სიხარულისგან რა გააკეთოს არ იცის, აი ზუსტად ასე ვიყავი ეხლა. ანანო რომ დავინახე კარებში ცრემლები გადმომცვივდა. ბედნიერებისაგან ემოციებს ვეღარ ვთოკავდი, სწრაფად მივირბინე ანანოსთან და ხელში ავიტაცე, ისე მაგრად მოვხვიე ხელები რომ მისი ძვლების ტკაცუნი გავიგე. -გადარეულო - იცინოდა ანანო და თან ისიც მეხუტებოდა - დამსვი სირცხვილია. -არაფერიც - გამეცინა მეც და ნელა დავუშვი მიწაზე. - ამის მერე არასდროს აღარ გაგიშვებ ხელს. ჩვენი ოჯახური ცხოვრება თუ პირდაპირ კარანტინით დაიწყებოდა მართლა არ მეგონა - გადაიკისკისა ანანომ და მანქანაში ჩაჯდა. -ხო მეც სხვანაირად წარმომედგინა - მხრები ავიჩეჩე და საჭეს მივუჯექი - დროებით მოგვიწევს ჩვენი ბედნიერების სხვებისთვის გაზიარება და მხოლოდ ჩვენ ორი დავტკბებით ამ ყველაფრით. -მგონი ასე უკეთესიცაა - გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა - წადი ეხლა სანამ ისევ უკან შემაბრუნეს. -გაბედონ - მუქარით ვთქვი და მანქანა დავძარი. პანდემია და მასთან დაკავშირებული მთელი როგო რეგულაციები ყველამ კარგად ვიცით. მხოლოდ საქართველოში არა. მსოფლიოს შეეხო რეგულაციები და რათქმაუნდა არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისები. სამწუხაროდ ანნაოს საქმიანობის სფერო გაურკვეველი ვადით დაიხურა და არავინ იცოდა როდის განახლდებოდა, სამაგიეროდ ჩემი კომპანიის პროდუქტზე და მომსახურებაზე გაიზარდა მოთხოვნა. პანდემიის პირველი თვე ჩვენც გაჩერებულები ვიყავით, მაგრამ დაზიანებების და ქსელების გადატვირთვის გამო ჩვენს პროდუქტზე თავისთავად გახდა მოთხოვნა. გარემოს უკვე დატყობოდა გაზაფხულის შემოსვლა. საგურამოში ვიყავით ჩემების დაჩაზე ყველა. ერთად ვატარებდით ამ კარანტინს. მე და ანანო ვერანდაზე ვისხედით და ყავას ვსვავდით. ანდრია ეზოში დაკატაობდა „ჰოვერბორდით“, დედა ყვავილებს უფხვიერებდა მიწას, მაიკო და მამა თავიანთ კომპიუტერს მიჯდომოდნენ დათავით იყვნენ შემძვრალები. -როდის აპირებ უთხრა? - ჩურჩულით მკითხა ანანომ და თავი მხარზე მომადო. -არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე - რამე გრანდიოზულად მინდოდა რომ აღმენიშნა. ეხლა კი შენც ხედავ რა მდგომარეობაა. -როგორც შენ გინდა - მხრები აიჩეჩა ანანომაც და გაინაბა. ყველაზე ბედნიერი პერიოდი გვაქვს. ანანოსი არ ვიცი მაგრამ მე ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ. გვერდით მყავს ყველა ჩემი საყვარელი ადამინი. მართალია გამოკეტილები ვართ სახლში, მაგრამ მოსაწყენად ნამდვილად არ გვცალია. ანანო და ანდრია აქტივობებს იფიქრებენ რომ არ მოვიწყინოთ. ხან კითხვის საღამოები გვაქვს, ხან ფილმის, ხან მუსიკის და ხანაც უბრალოდ დალევის. კულინარიაში ძალებს სინჯავენ ანანო და მაიკო. მასტერკლასს დედაჩემი უტარებს. მე და ანანო საგულდაგულოდ ვემზადებით ახალი ამბის გასამხელად. უკვე ორი დღეა ვჩურჩულებთ და ვფუსფუსებთ. ჩემებს რაღც ეჭვი აქვთ მაგრამ ჯერ არაფერს კითხულობენ. ანდრია ეჭვის თვალით გვიყურებს. საღამოს ეზოში დიდი ეკრანზე კომედია ჩავრთეთ და მთელი ოჯახი მოვკალათდით ეკრანის წინ. ანდრია მე და ანანოს მოგვიჯდა. დარწმუნებული ვარ ანდრიას ნახევარი ფილმიც კი არ უნახავს მთელი გონება და ყურები ჩემსა და ანანოს შორის ქონდა ჩალაგებული. ანანომ ძლიან ბევრი იმუშავა იმაზე, რომ ფილმის ბოლოს სლაიდი გასულიყო, საიდანაც ჩვენი ოჯახის წევრები შეიტყობდნენ ჩვენს ოჯახში მატებაზე. რამოდენიმეჯერ დედაჩემი წამოდგა წავალ სხვა საქმეს გავაკეთებ და მერე მომიყევითო, მაგრამ მე და ანანო არ დავნებდით და უკან დავაბრუნეთ ფილმის ბოლომდე სანახავად. როგორც იქნა ფილმი დამთავრდა და ეკრანზე ანანოს ნამუშევარიც გამოჩნდა. თავიდან ექოსკოპიის სურათი, რაზეც ჯერ ვერ გაარჩევდით ვინ იყურებოდა, შემდგომ მონაცვლეობით პატარა ბავშის ჩასაცმელი და ბოლოს ჩვენი სურათ სადაც ანანოს მუცელზე ყური მაქვს მიდებული და ვიღიმებით. ყველამ ერთდროულად გამოგვხედეს. დედას ცრემლები გადმოსცვივდა. მაიკო გაოგნებული გვიყურებდა, მამაც ამაყად გვიღიმოდა, ანდრია კი გამარჯვებული სახით გვიყურებდა „ეგრეც ვიცოდი“-ო ეწერა სახეზე. ჩვენ კიდევ ერთმანეთს გადავხედეთ და მხრები ავიჩეჩეთ. -მალე მშობლები გავხდებით - გავუღიმე და სიჩუმე დავარღვიე -მივხვდით - ტირილნარევი ხმით გაიცინა დედამ და ორივეს გადაგვეხვია - გილოცავთ საყვარლებო. ძალიან გამახარეთ. -ვიცოდი - ბედნიერად წამოხტა ანდრია ფეხზე და გადამეხვია - ზუსტად ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა. -გილოცავთ - რიგში ჩადგა მამაჩემი და ორივეს გადაგვეხვია -მადლობა - ვუღიმოდით და ვუზიარებდით ჩვენს ბედნიერებას ყველას. -აი ძლიან მაგარი ამბავია - გადაგვეხვია მაიკოც - ამაზე კარგი ამბავი ამ ოთხ თვეში ჯერ არ გამიგია. -რამდენი რამე გვექნება მოსასწრები - დაფაცურდა დედაჩემი - ბავშვისთვის ყველაფერი საყიდელი გვექნება. -კარგი დამშვიდდი - გამეცინა და ანანოს მოვხვიე ხელი - ჯერ ორი თვის ვართ. ყველაფერს მოვასწრებთ. ჯერ ისიც არ ვიცით გოგოა თუ ბიჭი. -ზუსტად ვიცი რომ გოგო იქნება - დარწმუნებით თქვა ანანომ და მარჯვენა ხელი მუცელზე დაიდო. -მეც ეგრე ვფიქრობ - მხარი აუბა მაიკომ - ისე გავპრანჭავთ ხოლმე - ოცნებებში წავიდა მაიკო. -მოდი დავწეროთ ჩვენი ვარაუდები და რომ გავიგებთ მერე გავხსნათ - იდეა შემოგვთავაზა ანდრიამ და ფურცლების და კალამის მოსატანად გაიქცა. -კარგი იდეაა - დაეთანხმა მამაჩემიც ანდრიას - და მეც ანანოს ვერსიას ვემხრობი. ანდრიას იდეა მართლაც ყველას მოეწონა და პატარა ყუთში მოვათავსეთ ყველამ ჩვენი ვერსიები. რათქმაუნდა ჩვენთვის არ ქონდა დიდად მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი. მთავარი იყო ჯანმრთელი დაბადებულიყო. არასდროს დავიჯერებ რომ ორსულებს ზამთარში მარწყვი და საზამთრო ენატრებათ და მსგავსი აბსურდული სურვილებით აწუხებდნენ მეუღლეებს. ანანოს მსგავსი არაფერი ქონია. ბედნიერედ და მშვიდად მიდიოდა ანანოს ორსულობა. არც რამე გაუგონარი სურვილები ქონია. უბრალოდ ძალიან მოთენთილი იყო და თითქმის სულ ეძინებოდა. არც სუნებზე ქონდა გართულება. ყველანაირად უპრეტენზიო ორსული იყო. ოქტომბრის ბოლოს ყველასთვის ცნობილი ცერემონიალის ორგანიზება გააკეთა მაიკომ. თავისი ბუშტებით, ტორტებით და ფერადი ბოლით. ემოციების გადმოცემა ძალიან ძნელია სიტყვებით. შუაგულ ოთახში ვიდექით მე და ანანო , თავს ზევით დიდი ბუშტი გვეჭირა ბევრი კითხვის ნიშნით. -მზად ხარ? - გადმომჩურჩულა ანანომ და გამიღიმა -შენთან ერთად ყველაფრისთვის მზად ვარ - გავუღიმე და ვაკოცე -დაგვაწყდა ნერვები - მხიარულად გამოგვძახა ანდრიამ - დროზე ქენით. -ერთი - ერთდროულად დავიწყეთ ყველამ დათვლა სამამდე - ორი, სამი -და ბუშტიც გასკდა, შუშხუნები აინთო, ბოლმაც ნელ ნელა დაიწყო ამოსვლა, და რაც ყველაზე სახალისო იყო, მაიკომ ვერ გათვალა დისტანცია შუშხუნებსა და ბუშტებს შორის რის გამოც ერთმანეთის მიყოლებით სკდებოდნენ ლამაზად გაფორმებული კედელი. ბედნიერებისაგან ანანო ხელში ავიყვანე და დავატრიალე. ბუშტების „ტკაცუნზე“ ყველა იცინოდა. მაიკო ცდილობდა გადაერჩინა თავისი ნაშრომი. ყველგან ფერადი ქაღალდის ფეიერვერკები ეყარა. -ხომ ვამბობდი - გამიღიმა ანანომ და კისერზე მომხვია ხელები - დამიჯერე ხოლმე. -მჯერა - წელზე მოვხვიე ხელი და ჩემსკენ მივიზიდე - შენსავით ლამაზი იქნება. -ნამდვილად - გამიღიმა ანანომ და ჩემს კისერში ჩარგო თავი. 2021 წელი ოთხმა თვემ ისე ჩაიქროლა რომ გააზრებაც კი ვერ მოვასწარი. სადაც რამეს ვნახავდი ბავშვისას ყველაფერს ისტერიკულად ვყიდულობდი. არ ვიცოდი გვჭირდებოდა არ გვჭირდებოდა, მაინც ვყიდულობდი. ანანო და მაიკო დამცინოდნენ „შოპაჰოლიკი“ გახდიო. ვემზადებოდი მამობისთვის სერიოზულად ანანოსთან ერთდ. ვკითხულობდი ყველაფერს ორსულობაზე და ჩვილი ბავშვის შესახებ. თითქმის ყველა სახის ლიტერატურა მქონდა ნაყიდი. დიდი წიგნაკი მქონდა აღებული სადაც ვინიშნავდი ყველა მნიშვნელოვან დეტალს. კვების, ძილის, ბანაობის და ასე შემდეგ. ვუკითხავდი ზღპრებს, ლექსებს. ვასმენინებდი კლასიკა. ანანო დამცინოდა „რომ გაჩნდება მეორე დღესვე ოპერაში მოგთხოვს წაყვანას“ -ო. 4 თებერვალს გამთენიისან ანანო მაღვიძებს. ტკივილისგან სახე მოღრეცვოდა, მაგრამ მაინც ცდილობდა გაეღიმა. საათს გავხედე ტუმბოზე, ჯერ ხუთი იყო. ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა. წამოვდექი და სპორტულ შარვალს მივწვდი და ამოვიცვი. მერე ანანოს წინასწარ გამზადებული ჩანთა და ქურთუკი გამოვუტანე „გარდერობი“-დან მაისურზე პირდაპირ მოვიცვი ქურთუკი და შიშველი ფეხი ჩავყავი ბოტასებში. თან ანანოს ვამშვიდებდი და სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებდი ანანოსთან ერთად. ნელა გავიყვანე ანანო სახლიდან და მანქანაში ჩავსვი, თან მერაბს მივწერე და სამშობიარო სახლისკენ ავიღე გეზი. გზიდან ანანოს ექიმს დავურეკე. მთელი გზა ანანოსთან ერთად ვიმეორებდი სუნთქვით ვარჯიშებს და ყოველ ანანოს ამოკვნესაზე მეც ვკვნესოდი, ამაზე ანანოს ეცინებოდა და თითქოს ცოტას მშვიდდებოდა. ისეთი განცდა მქონდა რომ თითქოს მე მტკიოდა. როგორც იქნა მივაღწიეთ სამშობიარო სახლამდე. პერსონალს ნახევრად ეძინათ. მიმღებში ანანოს საბუთები მივაწოდე და იქვე სავარძელზე ჩამოჯდომაში დავეხმარე ანანოს. მალევე ექიმიც შემოვიდა მიმღებში და განკარგულება გასცა რომ ანანო მოემზადებინათ სამშობიაროდ და მერე მე მომიბრუნდა. -დაესწრებით? - გამიღიმა შუახნის ქალბატონმა და ანანოს გააყოლა თვალი რომელიც უკვე გორგოლაჭებიან სავარძელში მოეთავსებინათ და სამშობიარო ბლოკისკენ მიაგორებდნენ. -ანანოს არ უნდა რომ დავესწრო - დანანებით ვუთხარი და უკან მობრუნებულ ანანოს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. -ძალიანაც კარგი - ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და საათს დახედა - ჭკვიანი მეუღლე გყავთ - განაგრძო შემდგომ - სხვა მატრაკვეცა ქალებს არ გავს. ხელის შეშლის მეტს მაინც არაფერს გააკეთებთ. ყველანაირ ინფორმაციას დროულად მოგაწვდიან თქვენი მეუღლის შესახებს. დამიჯერეთ სანდო ხელშია და სანერვიულოდ არ ღირს. -ვიცი - ვცადე გამეღიმა, მაგრამ არაბუნებრივად მომეღრიცა სახე - მადლობა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი 3 საათი დავყავი სამშობიაროში, შვიდის წუთებისთის მერაბიც უკვე სამშობიარო სახლში იყო, ცოტა მოგვიანებით მაიკო,სანდრო, ანანოს და, ჩემი მშობლები, ანდრია და გვანცა მოვიდნენ. ყველა პერსონალს გავლა გამოვლაზე თვალებში შევციცინებდით, ველოდებოდით როდის გამოვიდოდნენ და გვეტყოდნენ რომ ყველაფერი კარგად იყო. ნერვიულობისაგან უკვე თვალებში მიბნელდებოდა. არღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა და ვინანე რომ არ ვესწრებოდი ანანოს მშობიარობას. ათის თხუთმეტ წუთზე მომღიმარი ექთან გამოდის სამშობიარო ბლოკიდან და ჩემ გვარს იძახის. ვიბნევი. იქ მყოფებს ვავლებ რამოდენიმეჯერ თვალს. დედაჩემი ნელი ბიძგით მაძლევს მიმართულებას რომ ექთანთან მივიდე და მეც ვდგავ რამოდენიმე ნაბიჯს. ექთანიც ჩემსკენ მოდის და მომღიმარი სახით მილოცავს. -გილოცავთ - მიღიმის სათნოდ ქალბატონი - გოგონა 53 სანტიმეტრი 3,100 კილოგრამი. დედაც კარგად არის. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. -მადლობა - სიხარულისაგან ვეხვევი ქალბატონს და გულში ვიკრავ მამაჩემი ძველი ყაიდის კაცია და ფულს უკუჭავს ჯიბეში ექთანს. რაზეც ქალი უარობს, მაგრამ ჯიბეს მაინც უწევს. ისმის შამპანიურის ბოთლის გახსნის ხმა და შეძახილები. მოდიან მილოცავენ, მეხვევიან. უბედნიერესი კაცი ვარ. ლოცავენ ჩემს პატარა პრინცესას. ყველას სახეზე აწერიათ რომ გულწრფელად უხარიათ. ჩემს ბედნიერებას სრულად იზიარებენ. -ნახვა შეიძლება? - მივუბრუნდი ექთანს -ბავშის ნახვა შეგიძლიათ - გამიღიმა ისევ ქალბატონმა - დედა ცოტახანი ინტენსიურში იქნება. შუადღისთვის სავარაუდოდ დედასაც გადმოვიყვანთ პალატაში. -ინტენსიურში რა უნდა? - დენმა დამარტყა თავში და ფეხებამდე გაიარა ინტენსიურის ხსენებაზე. -პროცედურაა ასეთი ბატონო. გართულებების თავიდან ასაცილებლად. სანერვიულო არაფერია. -მხარზე მომითათუნა ხელი ექთანმა და გამეცალა. გრძნობა რომელიც იბადებოდა და ღვივდებოდა ჩემში ენით აღუწერელი იყო. შუშს კედელთან ვიყავი და კედელს იქით ვუყურებდი ჩემს პრინცესას რომელიც მშვიდან აცმაცუნებდა ტუჩებს და დროდადრო მოცუცქნულ თითებს შლიდა და ისევ მუშტებად კრავდა. ვიდექი და ვტკბებოდი მისი არსებობით. თითქოს დრო გაჩერდა. პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო არ შემეძლო რომ ჩემი პრინცესა ჩამეკრა გულში. არ ვიცი როდის მოასწრეს, მაგრამ დედას და მაიკოს სახლში უკვე გაეშალათ სუფრა. რამოდენიმე საათში ანანომ დამირეკა და ვიდეო ზარით ვისაუბრეთ. პალატაში ახალი გადაყვანილი ყავდათ და ელოდებოდა პატარას როდი მიუყვანდნენ. კი მარტო იყო ანანო პალატაში, მაგრამ მაინც თავს ვიკავებდით მასთან შესვლით. ლამის ვიდო ზარის დროსაც კი დავსპირტულიყავი რომ რამე არ გადადებოდათ ჩემს ქალბატონებს. ყველაზე დიდი ემოციები და სიხარული სახლში გამოყვანა და ელენეს ხელში აყვანა იყო. ისეთი პატარა და მოცუცქნული იყო, მეგონა ხელიდან გამივარდებოდა. მეშინოდა რამე არ მეტკინა ბავშვისთვის. ისეთი მსუბუქი და ციცქნა იყო, მაგრამ იმხელა ემოციას და ბედნიერებას იწვევდა ჩემში ბუმბულივით დავფარფატებდი. ვერ ვტკბებოდი მისი ყურებით და ფერებით. ვცდილობდი უხეშად არ შევხებოდი. ოდანვ ძალიან ნაზად ვეხებოდი და მისი სინაზით ჟრუანტელი მივლიდა და ეკალი მაყრიდა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ყველაფერს რასაც მაშინ განვიცდიდი და ვგრძნობდი. ყოველი ახალი დღე ახალი აღმოჩენების იყო ანანოსთან და ელენესთან ერთად. დრო გადიოდა და უფრო მემატებოდა სიყვარული მათ მიმართ. პანდემიის გამო ანანოს პროფესიამ სახე იცვალა. გამოფენებს დისტანციურად ვერ მოაწყობდა, ამის გამო ცადა პროფესიის მიმართულების შეცვლა. თითქოს დაუშვეს მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, მაგრამ რეგულაციების რაღაც პუნქტები მაინც ზღუდავდნენ. ანანო რისი ანანო იყო რომ რამე გამოსავალი არ მოეფიქრებინა. ელენე იზრდებოდა და სწავლობდა ბევრ რამეს. პირველი „აღუ“ , გაღიმება, ხელის მოკიდება, დაჯდომა, ხოხვა, წვნიანის გასინჯვა. ყველაფერი ეს საოცრება იყო რასაც პირველად აკეთებდა ელენე. ძირითადად ბებოსთან ერთად ატარებდა დროს. ანანომ აქტიურად დაიწყო თავის ახალი წამოწყების განხორციელება. გამოფენებს აწყობდა ღია ცის ქვეშ, სავაჭრო ცენტრებში, დარბოდა მოლაპარაკებებზე. არჩევდა ნამუშევრებს. ათანხმებდა მერიასთან. იმდენად მონდომებული იყო რომ ყველანაირად ხელს ვუწყობდით ყველა. -ძალიან დავიღალე - დივანზე მიწვა ანანო და ფეხები აიკეცა - თან ძალიან ცხელა გარეთ. -ლიმნის ფრეშს დალევ? -შევთავაზე ანანოს და გვერდით ჩამოვუჯექი. -წყალს გადავივლებ და მერე - გამიღიმა ანანომ და მხარზე დამადო თავი - ელენიკო გამოიყვანე? -არა დედასთან დავტოვე - ვუთხარი და ხელი მოვხვიე მეუღლეს - ვიცოდი რომ დაღლილი იქნებოდი. -ცოდოა დედაშენი - ამომხედა დასჯილი ბავშვის თვალებით - და სირცხვილიცაა, რას იფიქრებს? საერთოდ შევეშვები ამ საქმეს და დავჯდები სახლში.- გადაწყვიტა მტკიცედ ანანომ. -არაფერსაც არ იფიქრებს - შუბლზე ვაკოცე ანანოს და უფრო მივიხუტე - შენ ძალიან კარგი დედა ხარ და ეს ყველამ კარგად ვიცით. ჯერ ერთი კვირაა რაც მარტო დატოვე და უკვე წუწუნებ? - გამეცინა და თავზე გადავუსვი ხელი - აბა შენ მაგის გათხოვებას გადაიტან? -რა დროს მაგაზე ფიქრია - გაეცინა ანონს და თვითონაც მომეკრა - რამედნი რამ გვაქვს წინ - ამოიოხრა ანანომ და გაინაბა. ყველაფერი ისე იდეალურად და კარგად მიდიოდა, რომ თავი ზღაპარში მეგონა. ანანო დედაჩემთან და მაიკოსთან ერთად ბაკურიანში წავიდნენ დასასვენებლად. ცხელ ამინდებს გაერიდნენ თან ბავშვ ჰაერი შეუცვალეს. მე თბილისში დავრჩი და ორ-სამ დღეში ერთხელ ჩავდიოდი სანახავად. ერთ საღამოს ელენიკომ ჭირვეულობა დაიწყო. რაც ნამდვილად არ ჩვევია. გულიც აერია. მაიკომ დააბრალა რომ მზეზე დიდხანს იყო დღეს და შეიძლება დაისიცხაო. მერე კუჭიც აეშალა. სიცხე დაბალი ქონდა. მაშინვე ჩავალაგეთ ყველაფერი და სასწრაფოდ თბილისისკენ წამოვედით. გზაში რამოდენიმეჯერ მოგვიწია გაჩერება ელენეს გამო. თავიდან დაბალი სიცხე ქონდა. საავადმყოფოში რომ შევიყვანეთ უკვე ოცდაცხრამეტი და სამი ხაზი ქონდა სიცხე. ანანოს სახე წაშლოდა შიშისგან. ტესტი გავიკეთეთ ყველამ. მხოლოდ მაიკოს და ელენიკოს დაუდასტურდათ. მაიკოს არანაირი სიმპტომი არ ქონდა. მხოლოდ ელენეს ქონდა გამოვლენილი სიმპტომრბი. მაიკო იზოლაციაში გადაიყვანეს. ელენიკოს ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს. მე და ანანო მიმღებში ერთმანეთს ვასკდებოდით ნერვიულობით. რამოდენიმე დღის შემდეგ ანონას დაეწყო სიმპტომები. ელენიკო უკვე დადებით დინამიკას აჩვენებდა და მალე გამოწერდნენ კიდევაც. ანანო ბავშვზე ნერვიულობის გამო საკუთარ თავს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ტესტირების შემდეგ მეც და ანანოსაც დაგვიდასტურად ვირუსი. ბავშვთან ანანოს და იყო. ყველანაირ ინფორმაცია გვაწვდიდა. ჩვენ სახლში იზოლაციაში გვიწევდა ყოფნა. მერაბი გვამარაგებდა საკვებით და საჭირო პროდუქტით. თითქოს ყველაფერი დასასრულისკენ მიდიოდა. ელენე უკვე სახლში ყავდა ანანოს დას და ის უვლიდა. გამთენიისას ანანოს არაბუნებრივმა ხველამ და ქოშინმა რომ გამაღვიძა. აივნის ღია კარებში ჩამუხლულიყო ანანო და ცდილობდა ამოესუნთქა ან დაეხველებინა და ძალიან უცნაურ ხმებს გამოსცემდა მისი ფილტვები. მაშინვე სასწრაფოში დავრეკე, მაგრამ როგორც ყოველთვის მომლოდინის რეჟიმში ამოვყავი თავი. ხან წყალი მივაწოდე, ხან სუნთქვითი ვარჯიშები შევთავაზე, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. რამოდენიმე წვალების წუთის შემდეგ როგორც იქნა ამოისუნთქა და ნახველიც ამოაყოლა, ნახველს გულის რევაც მოაყოლა. ძალიან შევშინდი. კიდევ ვცადე სასწრაფოში დარეკვა, მაგრამ ისევ მუსიკის ფონზე მიწევდა ნერვიულობა. სული რომ მოითქვა ანანომ ძირს დაჯდა, ხელები მუხლებს მოხვია და ტირილი დაიწყო. ვერ ვამშვიდებდი. სლუკუნებდა. როგორც იქნა ჩემს ყურმილში ოპერატორის ხმაც გაისმა. -112 გისმენთ -გაისმა ტელეფონში ხმა. -კოვიდდადასტურებულები ვართ, მეუღლე ცუდად არის, სუნთქვა უჭირს, გული ერევა. ძალიან ცუდად არის. -მივაყარე საზეპიროსავით. -რომელ რაიონში ბრძანდებით? -თბილისში, ვაკე საბურთალო, თამარაშვილის ქუჩა. -ოჯახის ექიმი დაგიკავშირდათ. -რა დროს ოჯახის ექიმის? ცუდად არის, გამოუშვით მანქანა. -ოჯახის ექიმმა უნდა მოგცეთ მიმართვა, მე კი ჩავინიშნავ ეხლა ინფორმაციას. -სასწრაფო დახმარების მანქანას ველოდები მაქსიმუმ 10-15 წუთში. - მკაცრად და გარკვევით დავუმარცვლე ოპერატორს - კოვიდ დადასტურებულები ვართ , პაციენტი ანა მხეიძე 31 წლის.- ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. შემდეგ მერაბს გადავურეკე და ყველაფერი ავუხსენი. ყველაზე რთული პერიოდის ათვლა დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ანანო ცუდად იყო. სასწრაფოს მანქანაში გონება დაკარგა. გული ამოვარდნას მქონდა. ყოველ ანანოს თვალის გახელა დახუჭვაზე გული ნაფლეთებად მეგლიჯებოდა, მეწურებოდა და ტკივილიგან ლამის მეც გონება დამეკარგა. შინაგანად ვკანკალებდი, ვერ ვჩერდებოდი, თავს ვიაკვებდი რომ არ მეღრიალა. მიმღებში სკამზე ვიჯექი და თავი ხელებში მქონდა ჩარგული. მერაბი ჩემს გვერდით იჯდა ისიც უხმოდ და დროდადრო მხარზე მადებდა ხელს თანაგრძნობის ნიშნად. არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი ასე. ექიმი მოგვიახლოვდა. და ანანოს მდგომარეობის შესახებ მოგვახსენა. -ფილტვების 15%-იანი დაზინება აქვს. ამ ეტაპისთვის სტაბილურად არის, თქვენ კი ბატონი კარანტინის პირობებს არღვევთ, მესმის რომ მეუღლეზე ნერვიულობთ მაგრამ თქვენი საზოგადოებაში ყოფნა არ შეიძლება. შეიძლება სხვებიც დააინფიციროთ. -აქედან წამსვლელი არ ვარ - მკაცრად ვუთხარი და კოპები შევკარი - შეგიძლიათ ჩემი ჰოსპიტალიზაციაც მოახდინოთ და ჩემს მეუღლესთან ერთად მომათავსოთ პალატაში. -თქვენ არ საჭიროებთ ჰოსპიტალიზაციას - სათვალე შეისწორა ექიმმა და ისე განაგრძო - სახლში წაბრძანდით და დაისვენეთ. სამი დღე დაგრჩათ კარანტინის დასრულების. ყველაფრის საქმის კურსში ჩაგაყენებთ. თქვენს მეუღლეს ჩვენ მივხედავთ. -აქ ყოფნით ვერაფერს უშველი - მხარზე დამადო ხელი მერაბმა - წამოდი, ნუ გაჯიუტდები. როგორ გამოვედით საავადმყოფოდან და სახლში როგორ მივედით არ მახსოვს. ის დღე ჩემი ცხოვრებიდან წაშლილი იყო. თვალწინ ვერაფერს ვხედავდი. მხოლოდ ტკივილი და ანანოს გაფითრებული სახე მედგა. რომ წარმოვიდგენდი როგორ ტკიოდა ანანოს გული სადღაც მეპარებოდა და საშინელს სიცივეს და სიცარიელეს ვგრძნობდი მის ადგილას. ორი დღე ძილბურანში გავატარე. თან მახსოვდა თან არა. თვალი გავახილე, მისაღებ ოთახში დივანზე ვიწექი და პლედი მეფარა. ტელევიზორი უხმო რეჟიმზე იყო და კადრები ცვლიდნენ ერთმანეთს. პულტს მივწვდი და გამოვრთე ტელევიზორი. დივანზე წამოვჯექი. მეორე დივანზე ემბრიონის ფორმაში მოკუნტული მერაბი იყო მიწოლილი და ეძინა. კედელზე ჩამოკიდებულ საათს გავხედე ჯერ შვიდი სრულდებოდა. ნელა წამოვდექი და ფარდები გადავწიე. ვერანდის კარები გავაღე და ვერანდაზე გავედი. მაგიდიდან სიგარეტის კოლოფი ავიღე და მოვუკიდე. ყველაფერს ინსტიქტურად ვაკეთებდი. ნახევარზე მეტს ვერ ვიაზრებდი. გონებაში ღმერთს ვევედრებოდი რომ ანანო გადაერჩინა. „გთხოვ გადამირჩინე“-ს ვიმეორებდი გაფუჭებული კასეტასავით. სხვა ფიქრი და აზრი არ გამაჩნდა. „ღმერთო გადაარჩინე“ – „გთხოვ გადამირჩინე“ ცვლიდნენ ერთმანეთს ჩემს გონებაში. რამოდენიმეჯერ ვიყავი ანანოს სანხავად საავადმყოფოში. გამიღიმა კიდევაც. ლაპარაკი უჭირდა. ინტუბაციის შემდეგ ყელი ტკიოდა და ცდილობდა არ ელაპრაკა. თითქოს ყველაფერი უკეთესობისაკან იცვლებოდა. ჭამითაც ცოტას მაგრამ ჭამდა. პატარა ბავშვივით ვაჭმევდი ჩემი ხელით. მიღიმოდა და ხელს მიჭერდა ხოლმე ხელზე მადლიერების ნიშნად. დილით ანანოს შევუარე როგორც წესი. სოკოს კრემსუპი მოვუტანე. პალატაში არ დამხვდა. ჯერ ერთ ექთანს ვეცი მერე მეორეს. მხრებს იჩეჩავდნენ. ექიმს დაელოდეთო. ისეთი ცუდი შეგრძნება დამეუფლა შინაგანად რომ პატარა ნაწილაკებად დავიშალე. ტკივილმა თავიდან ბოლომდე დამიარა და სხეულში ყინულად ჩაიღვარა, დავბარბაცდი, ზურგით კედელს მივეყრდნე და ჩავიკეცე. ვგრძნობდი ცრემლები თავისით როგორ გადმოგორდნენ ღაწვებზე. „გამთენიისას დამძიმდა“ „ამ ეტაპზე სტაბილურადაა“ „რეანიმაციაიში გვყავს გადაყვანილი“ ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა მათი სიტყვები. დასრულდა. ყველაზე მძიმე პერიოდი, ტკივილის და გოდების ოთხი დღეს. შავები და უამრავი ყვავილი. ტკივილის აუტანელი გრძნობა და ყელში გაჩხერილი ბურთი, მახრჩობს და მგუდავს. კადრებად იცვლება ჩემი ცხოვრება ჩემს თვალწინ. თავი სიზმარში მგონია. ყველაფერს ინერციით ვაკეთებ. სამუდამოდ დამტოვა ანანომ და გაიხურა სახლის კარები. ვერანდაზე ვდგავარ და სიგარეტს ვეწევი, მერამდენე ღერს არ ვიცი. ჰორიზონტს გავყურებ, მაგრამ ვერაფერს ვხედავ. მხოლოდ სიგარეტის ბოლს. ვგრძნობ როგორ ღვივდება და მწიფდება ტკივილი ჩემში. იზრდება და ყელში მიჭერს. ვატყობ საკუთარ თავს რომ ვეღარ ვუძლებ, თვალები დავხუჭე და ვიგრძენი ლოყაზე სისველე, სადღაც შორიდან ჩემი გმინვის ხმა მომესმა და მხარზე ვიგრძენი ხელის შეხება. ნელა მივბრუნდი და მერაბი შემრჩა ხელში. პატარა ბავშივით ჩავეკარი გულში და ემოციებს გზა მივეცი. ცხოვრებამ ფერები დაკარგა, ჩემთვის ეხლა ყველაფერი შავთეთრია, მხოლოდ ელენიკო ანათებს მზის სხივივით . მისთვის ვაგრძელებ ცხოვრებას. ყოველ საღამოს მკლავებში მოვიქცევ ხოლმე და ანანოს სიყვარულს მას ვუზიარებ და ვუნაწილებ. ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორც ანანოს მოეწონებოდა. ვცდილობ ძლიერი ვიყო. ჩემს კაბინეტში ვზივარ და კომპიუტერის ეკრანს მივშტერებივარ. ძალიან ჩუმი და მორიდებული კაკუნი ისმის კარზე. „შემოდი“- ვეძახი თავ აუწევლად. -თქვენთან არიან - მორიდებით შემოყო თავი ირმამ კარებში -შემოუშვი - ხელით ვანიშნე ირმას და ეკრანს მოვშორდი კარებში სოფოს სილუეტი ჩნდება. მოდის და მეგობრულად მკოცნის ლოყაზე. მერე ჩემ წინ სავარძელზე იკავებს ადგილს. -როგორ ხარ? - მომიკითხა სოფომ. -რა ვიცი - მხრებს ვიჩეჩავ - შენ? -კარგად - მიღიმის და ტელეფონს მაგიდაზე დებს - შენი დახმარება მჭირდება და რომ შეგაწუხო ხომ შეიძლება? -კი - ხელები გავშალე თანხმობის ნიშნად - გისმენ აბა? -რამოდენიმე ობიექტზე მჭირდება შიდა ქსელის მოწყობა და თქვენი დახმარება. -მერაბი სახლში არ გყავს? - გავხედე სოფოს ეჭვის თვალით. - მაგ საკითხებს მერაბი კურირებს. -გასაგები - თითქოს სევდიანად ჩაიღიმა სოფომ - უბრალოდ ვიფიქრე ცოტა გულს გადააყოლებდი. -არ არის საჭირო ჩემზე ზრუნვა - ვცადე სიმკაცრე და გაბრაზება დამეფარა ხმაში. -იგივეს იმეორებ - ფეხზე წამოდგა სოფო და ტელეფონს მიწვდა მაგიდაზე - ისევ ხელს გვკრავ ვისაც შენი დახმარება გვინდა. თავი რაღაცნაირად დამნაშავედ მაგრძნობინა სოფომ. ფეხზე წამოვდექი მეც და სოფოს მივუახლოვდი. ძალიან ახლოს ვიდექი სოფოსთან და თვალებში ჩავცქეროდი, თითქოს რამის ამოკითხვა მინდოდა მის თვალებში. -არ უნდა მოვსულიყავი - ცადა თვალი მოერიდებინა -მაპატია - ძალიან ჩუმად ამოვთქვი და გულში ჩავიკარი სოფო. ეს მე უფრო მჭირდებოდა ვიდრე მას - მაპატიე, ეხლა მართლა ძალიან მტკივა. - ვცდილობდი რომ ემოციები ჩემში დამეკავებინა, მაგრამ არ გამომდიოდა. -შენ მარტო არ ხარ -სოფომაც მომხვია ხელები და გაინაბა. დღეები ძალიან უშინაარსოდა და უფერულად მიიწელებოდა. საუკუნედ მექცა ანანოს გარეშე ცხოვრება. ვცდილობდი ყურადღება გადამტანა სხვა რამეზე, რომ ანანოზე ფიქრებს ჭკუიდან არ შევეშალე. ვცდილობდი გონება სხვა რამეს თამეკავებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოვაჩენდი ხოლმე რომ ისევ ანანოზე ვფიქრობდი. საკუთარ დავთან მქონდა დიალოგი გაბმული. მუდმივად ვეკითხებოდი თუ რა დავაკელი, სად შევცდით რომ ანანო ეხლა ჩემს გვერდით აღარ იყო. ანანოს გარეშე ცხოვრება ჩემთვის სრულ ჯოჯოხეთს გავდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მიჭირდა შეგუება. მერაბი აქტიურად ცდილობდა ჩემს გვერდით ყოფილიყო და არ მოეცა საშვალება დეპრესიას მივცემოდი. დამთავრდა, მორჩა. ანანოს საფლავის ქვის წინ ვზივარ და სურათს ვუყურებ. ვცდილობ მის მზერაში დავჭირო რამე, რაც მომცემს საშვალებას ცოტა ამოვისუნთქო. ტკივილი რომელიც აქ, შიგნით მაქვს გაუსაძლისი და აუტანელია. ვგრძნობ როგორი გაქვავევბულია გული. მის სიცივეს ვგრძნობ. ვგრძნობ რომ ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად დავიცალე ემოციებისგან და სათქმელიც აღარაფერი მაქვს ანანოსთვის. იმასაც ვხვდები რომ ამ ლაპარაკსაც აღარ აქვს აზრი. ის მაინც აღარ მცემს პასუხს. მორჩა, ეს დასასრულია, ანანოსთან ერთად დასრულდა ჩემი ცხოვრებაც. დამთავრდა. წავიდა და თან გაიყოლა ყველა გრძნობა და ემოცია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.