არეული გრძნობები 25 თავი
საძინებელში შესვლისთანავე უცნაური მზერით მიაჩერდა ნასვამი ლაშა საწოლზე მჯდომ თვალებაწყლიანებულ გოგონას, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა გამკლავებოდა მოწოლილ ცრემლებს -მოხდა რამე?-ინტერესით ჰკითხა ცოლს და თავზე წამოადგა -განსაკუთრებული არაფერი-ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიამ და ოდნავ ათრთოლებული თითებით კაბის შავი, ნაზი მატერიის წვალებას მოჰყვა -რაღაც უხასიათოდ მეჩვენები-არ მოეშვა ლაშა და მაჯიდან მოხსნილი საათი, იქვე ტუმბოზე, ტელეფონის და მანქანის გასაღების გვერდით ხმაურით დადო -გეჩვენება-არ დანებდა თათია და მისი დარწმუნების მიზნით უღიმღამოდ გაიღიმა -ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი-დაეჭვებით უთხრა ლაშამ და ნიკაპზე ნაზად მოჰკიდა ხელი ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას, თავი ნელა ააწევინდა და გამომცდელი მზერით ჩააცქერდა თვალებში -რაში გამოიხატება?-გაღიზიანდა უცბათ თათია და იმავე წამს გაექცა მის დაჟინებულ გამომწვევ მზერას -ესე იგი ყველაფერი რიგზეა?!-ეჭვნეულად ჰკითხა ლაშამ და სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთქვა აჩქარებულ ცოლს -რიგზეა-ძლივს გასაგონად, უმისამართოდ დაიჩურჩულა თათიამ და წამიერად ქმრის სუსხიან მზერასთან გამკლავება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და ისევ გაექცა მის ცივ, ჩამქრალ ცარიელ თვალებს -ნანობ?-კარგა ხნის სიჩუმის მერე გამყინავი ხმით ჰკითხა ლაშამ და ზემოდან დააცქერდა არეული სახით აფორიაქებულ ცოლს თან ისე რომ ხელი არ გაუშვია მისი ნიკაპისთვის -რას?-დაიბნა თათია და გაოცებული სახით მიაჩერდა ქმარს მონგრეულ სახეზე, ამ დროს მათი ღვრეული თვალები ერნეთს შეხვდა -ჩემთან დაბრუნებას?! -არა-დაუფიქრებლად უპასუხა რომ მისი ყველა ეჭვი მარტივად გაეფანტა -მე ასე არ ვფიქრობ-უმიზეზოდ გაბრაზდა ლაშა და როცა თათიამ მისი ხელი სახიდან მოიშორა და წამოდგომა სცადა, მაშინვე ყბებზე მოუჭირა უხეში თითები, ოდავ დაიხარა დასახე იმდენად მიაუხლოვა რომ ცხვირის წვერით შეეხო შუბლზე -რამეს მიმალავ?-ინტერესით ჰკითხა სახე გადაფითრებულ გოგონას და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა აწყლიანებულ წვანე დანისლულ სფეროებში -მთვრალი ხარ-ზიზღით უთხრა თათიამ და წამოდგომა სცადა მაგრამ ლაშამ უფლება არ მისცა -უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უცნაურად იქცევი-ავარდა ლაშა და კიდევ უფრო მეტად მოუჭირა აკანკალებული თითები ყბებზე დამფრთხალ გოგონას -ხელი გამიშვი-წამოენთო თათია და უხეშად მოიშორა მისი ხელი სახიდან -ჩემგან წასვლა გინდა!-ბოლო ხმაზე იყვირა გაცოფებულმა ბიჭმა და ბრაზის დასაცრობად იქვე ტუმბოზე დადებული ნივთები ძირს გადმოყარა -არანორმალური ხარ-დიაგნოზი დაუსვა დამფრთხალმა გოგონამ და მაშინვე ფეხზე წამოვარდა შეშინებული -მაინც გავიგებ-მუქარით უთხრა ლაშამ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა -გარეთ მოწიე-აგრესიული ტონით უთხრა თათიამ და იქვე სავარძელძე ჩამოჯდა აწყლიანებული თვალებით, თან სახეზე აიფარა, ოდნავ ათრთოლებული თლილი თითები. გაბრაზებულმა ბიჭმა აივნის კარი გამოაღო და უცნაური მზერით მიაჩერდა უკვე თითქმის ატირებულ ცოლს -თათია!-კარგა ხნის სიჩუმის მერე შეეხმიანა და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი, სიგარეტი ტუჩებშორის მოიქცია და სახიდან ხელები მოაშორებინა -თავი დამანებე-ნაწყენი ტონით უთხრა გოგონამ და ზიზღით სავსე მზერით მიაჩერდა სახეში -ასე რატომ იქცევი?- მშვიდი ტონით ჰკითხა ბიჭმა და ფეხზე წამოაყენა -ლაშა გთხოვ-შეეხვეწა თათია და მაქსიმალურად სცადა თავი შეეკავებინა და არ ეტირა -მითხარი რა ხდება-არ მოეშვა ბიჭი და მისი გადაფითრებული სახე ხელებშორის მოიქცია -არაფერი-ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიამ და მზერა გაისწორა მის თაფლისფერ, დანისლულ სფეროებს -კარგი-ბრაზნარევი ტონით უთხრა ლაშამ და ხელი გაუშვა, თათია ისევ საწოლზე დაჯდა და სევდით სავსე მზერა ერთ წერტილს გაუშტერა. -ესე იგი ყველაფერი რიგზე?!- უეცრად თავზე წამოადგა შუბლშეკრული ბიჭი და ზემოდან დააცქერდა არეული თვალებით, თათიამ რაფერი უპასუხა, მხოლოდ თანხმობის ნიშნად შუმჩნევლად დაუქნია თავი და ათრთოლებული თითების მტვრევას მოჰყვა -ძალიან კარგი-კმაყოფილი ტონით უთხრა ლაშამ სუნთქვა აჩქარებულ გოგონას და სახე ზედმეტად მიუახლოვა, წამიერად თვალებში ჩააცქერდა, შემდეგ კი ყელზე მიაწება ცხელი ვნებიანი ტუჩები, ნელ-ნელა საწოლზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა. აივანზე, სავარძელში მჯდომი ნასვამი გიორგი, მერამდენეღაცა ჭიქა ვისკის წრუპავდა აღელვებული, თან ლაშას და თათიას საერთო სოც ქსელის უღიმღამო ფოტოებს ათვალიერებდა, რადგან ლაშაზე გათხოვების შემდეგ თათიამ პირადი გვერიდი გააუქმა და ვერც კი შენიშნა როდის წამოადგა თავზე მაია -რატომ არ გძინავს?-ინტერესით ჰკითხა ქალმა ფიქრებში წასულ გარინდებულ ბიჭს რომელიც მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ ოდნავ დააბნია, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე, სასწრაფოდ ჩააქრო ტელეფონის ეკრანი და ჯიბეში შეინახა -აუ ახლა შენებურები არ დაიწყო რა- უკმაყოფილო სახით ახედა გიორგიმ გაბრაზებულს ქალს, რომლის ცივი მზერა სასმლით სავსე ჭიქაზე იყო მიყინული -ისევ სვამ?!-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა მაიამ შვილს და ამჯერად სევდით სავსე მზერა მის ჩაწითლებულ თვალებს მიაყინა -ჰო ვსვამ მერე რა?- უღიმღამოდ უპასუხა გიორგიმ და რამდენიმე ყლუპი კიდევ მოსვა -ასე იმ შტერი გოგოს გამო იქცევი არა?- წამოენთო მაია -თავიდან ნუ დაიწყე-მომაბეზრებლად უთხრა გიორგიმ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა -საქართველოში მისგამო დაბრუნდი ხომ ასეა? -შენ არ მეხვეწებოდი მთელი წელი დაბრუნდიო?- შეიცხადა გიორგიმ და გაეღიმა -ჩემსგამო კი არა მისგამო დაბრუნდი!- ნაწყენი ტონით უთხრა მაიამ და ბრაზნარევი ტონით განაგრძო -მოწევაც მისგამო დაიწყე და სმაც -აუ კაი რა დე -ვიცი ასე რატომაც იქცევი!-მკაცრი ტონით თქვა მაიამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე ჩამწყდარი ხმით განაგრძო საუბარი -იმ დღეს ჩაგესახა გულში იმედი, როცა ნახე ძალით როგორ წაიყვანა ატრებული თათია ლაშამ -რა შუაშია?!- მოამბეზრებლად ჰკითხა გიორგიმ დაძაბულ ქალს და ხელახლა შეივსო დაცლილი ჭიქა ვისკით -რისი იმედი გაქვს?-წამოანთო მაია- გგონია ის პატარა ინციდენტი ცოლ- ქმარს შორსი რამეს შეცვლის შენი და თათიას ურთიერთობაში? -არ მგონია! -მოიღუშა გიორგი -სწორედ იმ დღის მერე გადაწყვიტე საქართველოში დაბრუნება დარწმუნებული ვარ! გთხოვ თავი შორს დაიჭირე იმ შტერი გოგოსგან, თორემ იცოდე გული გეტკინება ძალიან გეტკინება -დედა!-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი -მასზე ფიქრი შეწყვიტე! დაივიწყე! ის უკვე სხვისი საკუთრებაა... სხვისი ქალი...სხვისი ცოლი...მისთვის რომ რამეს ნიშნავდე ახლა შენს გვერდით იქნებოდა -მის დავიწყებას ვერ შევძლებ...არ შემიძლია იმიტომ რომ მიყვარს გესმის? ძალიან მიყვარს!-აფეთქდა გიორგი და უეცრად ფეხზე წამოვარდა -ცხოვრებას ინადგურებ... -მკ.დია, ყველა და ყველაფერი მკ.დია საერთოდ- ჩამწყდარი ხმით თქვა სახე წაშლილმა ბიჭმა და ერთო მოყუდებით დაცალა სავსე ჭიქა -გულს გატკენს... ძალიან გატკენს... -უკვე მატკინა... გამანადგურა...მეტად ვეღარ მატკენს... ვერ შეძლებს- ბრაზნარევი ტონით თქვა და სიგარეტის ჩამწვარი ღერი საფერფლეში ნერვიუად ჩააჭყლიტა, შემდეგ მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი და სახლში შევიდა -საით?-უკან მიჰყვა მაია კიბეზე ჩამავალ ბიჭს -ისე... უბრალოდ გარწთ გასვლა მინდა -ნასვამი ხარ...საჭესთან არ დაჯდე გთხოვ- შეეხვეწა მაია შვილს -არ დავჯდები-სევდიანად გაუღიმა გიორგიმ დაძაბულ ქალს და ფუმფულა ლოყებზე მოეფერა- იკას დავსვამ არ ინერვიულო- გაუღიმა და საჭეს მიუჯდა -იცოდე დაგელოდები, არ დავიძინებ სანამ არ მოხვალ -დაიძინე რა... მალე მოვალ-თქო ხომ გითხარი არა?!-მანქანა დაქოქა თუ არა ფანჯარა ჩასწია და უკმაყოფილო სახით მიაჩერდა სახეში თვალებაწყლიანებულ ქალს -არ შემიძლია -არ ინერვიულო აქვე ვიქნები უბანში -მპირდები? -გპირდები!-გაუღიმა გიორგიმ და მანქანა საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა. სკოლის ეზოდან გამოსული თამუნა გაბრაზებული სახით მიაჩერდა ზაზას რომელიც მანქანაზე ზურგით მიყრდნობილი სიგარეტს მშვიდად ეწეოდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას -აქ რას აკეთებ- აღელვებულმა შორიდანვე ჰკითხა და სწრაფად მიუახლოვდა -მანქანაში ჩაჯექი-მკაცრი ტონით უთხრა ზაზამ და სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი უმისამართოდ მოისროლა -შენ რა გაგიჟდი?-შეიცხადა გაოგნებულმა ქალმა და უცნაური მზერით მიაჩერდა სახეში ზემოდან მომზირალ კაცს -ჩაჯექი-იგივე ტონალობით გაუმეორა ზაზამ და მანქანის კარი ისე გაუღო წამით თვალი არ მოიშორებია მისი მწვანე ჩამუქებული სფეროებისთვის -რატომ არ გესმის?-ნაწყენი ტონით უთხრა აფორიაქებულმა თამუნამ და თვალი სწრაფად მოავლო ცარიელ ქუჩას შემდეგ კი შეწუხებული სახით ახედა წარბშეკრულ კაცს-კარგი!- მომაბეზრებლად უთხრა და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- ოღონდ სადმე სხვაგან ვილაპარაკოთ თუ შეიძლება -სწორედ მას ვცდილობ-ნიშნის მოგებით უთხრა კაცმა და მანქანაზე მიანიშნა, თამუნამ არაფერი უპასუხა, წინა სავარძელში ადგილი დაიკავა და კარი გამეტებით მიიჯახუნა. ზაზას მის ქცევაზე გაეცინა და მშვიადად მიუჯდა საჭეს. -გთხოვ აქ აღარ მოხვიდე-უხერხული სიჩუმე თამუნას ჩავარსნილმა ხმამ გაფანტა -შენ მაიძულე რომ ასე მოვქცეულიყავი-მკაცრი ტონით უთხრა ზაზამ და მისკენ მიიხედა -უკვე ხომ აგიხსენი-ნაწყენი ტონით უთხრა თამუნამ და სევდით სავსე მზერა საქარე მინას მიაყინა -არა! ერთ საღამოს შენ მე უბრალოდ ტელეფონზე დამირეკე გაბრაზებულმა და გაურკვეველი მიზეზების გამო ამიკრძალე შენთან შეხვედრა და დარეკვა, შემდეგ კი გამითიშე! იმ ღამის მერე ჩემს ყველა ზარს და შეტყობინებს უპასუხოდ ტოვებდი დღემდე! ბოლოს კი ნომერი საერთოდ გამოცვალე!- უეცრად წყობრიდან გამოვიდა გაღიზიანებული კაცი -ხომ იცი რომ ჯერ კიდევ განქორწინების პროცესში ვარ?! -მერე? -არ მინდა რომ ისევ პრობლემები შემექმნას მეორე მოსმენამდე -მე კი არა, პრობლემებს შენი თითქმის ყოფილი ქმარი ქმნის, რომელიც ათასი სულელური მიზეზით ცდილობს რომ სასამართლო პროცესი გააჭიანუროს. -სწორედ ამის ახსნას ვცდილობ შენთვის- დაღლილი ხმით თქვა თამუნამ და ზაზასკენ მიიხედა, ამ დროს მათი ამღვრეული თვალები, წამიერად ერთმანეთს შეხვდა -ადრე თუ გვიან მაინც განქორწინდებით უნდა თუ არა ზურას ეს! ასე რომ ამ უაზროდ გაჭიანურებული სასამართლოს გამო შენთან ურთიერთობის გაწყვეტას არ ვაპირებ-წამოენთო ზაზა და სიჩქარეს მაქსიმალურად უკლო მკვეთრ მოსახვევში -ცოტა ხნით მაინც-აღელდა თამუნა -არა-მეთქი!- ხმა გაიმკაცრა ზაზამ -შენ იცი რომ მე ჯერ კიდევ ზურა მიყვ... -არ გაბედო! წინადადების დამთავრება არ გაბედო!- გაცეცხლდა ზაზა და მისკენ მიიხედა ამღვრეული თვალებით -ისიც კი არ ვიცი, რეალურად მინდა თუ არა შენთან ურთიერთობა- გაბრაზდა თამუნა- ძალიან დაბნეული ვარ... შენ კი დროს არ მაძლევ რომ გონს მოვიდე, აზრები დავალაგო, საკუთარ არეულ გრძნობებში გავერკვიო... უეცრად გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და თავგზა ამირიე! -არც ვაპირებ რომ ფიქრისთვის დრო, და აზრზე მოსვლის შესაძლებლობა მოგცე- მომღიმარი სახით უთხრა ზაზამ გაღიზიანებულ ქალს და მისკენ მიიხედა -რის მიღწევას ცდილობ?-თვალები დააწვრილა თამუნამ -ამ ეტაპზე მხოლოდ შენთან დაახლოების და უკეთ გაცნობის სირვილი მაქვს-გულწრფელად უთხრა ზაზამ და გაუღიმა -რა აზრი აქვს ამ ყველაფერს არ მესმის მაშინ როცა იცი, რომ ყველაფრისდამიუხედავად მე ჯერ კიდევ ზურა მიყვარს -დაივიწყებ!-მკაცრი ტონით უთხრა ზაზამ და სიჩქარეს მოუმატა -იცი? უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა -ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება ნუ ღელავ -ჩვენ? ანუ მე და შენ... ვერ ვხვდები ჩემთან ურთიერთობა რატომ გინდა, რა მიზანი გაქვს? -უკვე აგიხსენი! -ვფიქრობ უფრო შორს მიმავალი გეგმები გაქვს?!- ეჭვნეულად ჰკითხა თამუნამ -ასე რატომ ფიქრობ?-გაეცინა კაცს -ალბათ საამისო მიზეზი მაქვს -რაღაც არასწორად გაიგე-მოიღუშა ზაზა -შენ წლებია ცოლს გაშორებული ხარ... მარტო ცხოვრობ... მეც მალე განვქორწინდები... -მერე? -მგონია რომ... შენ უბრალოდ...მე... -ცდები!-გაბრაზდა ზაზა -მაშინ თავს რატომ არ მანებებ? რატომ არ მიდიხარ ჩემი ცხოვრებიდან? -იმიტომ რომ შემიყვარდი-მკაცრი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა კაცმა გაოგნებულ ქალს და მისკენ მიიხედა -ზაზა მე...-სულ დაიბნა თამუნა -როგორ ფიქრობ ჩემთვის მნიშვნელოვანი, სასურველი და საოცნებო ქალი რომ არ იყო... შენს დაულაგებელ ცხოვრებაში მხოლოდ იმ მიზეზით შემოვიჭრებოდი რომ ერთ ღამიან ურთიერთობაზე დამეკერე? -გთხოვ სახლში წამიყვანე-კარგა ხნის სიჩუმის მერე ძლივს ამოღერღა აფორიაქებულმა ქალმა და როგორც კი ზაზამ მისი სურვილი შეასრულა ოდნავ დამშვიდდა -ნუ იძაბები!-გაბრაზდა ზაზა როცა თამუნასკენ მიიხედა და მის გადაფითრებულ სახეს ჰკიდა თვალი -მე უბრალოდ... -შენი მდგომარეობით არ ვისარგებლებ ნუ ღელავ...ჩემს სიყვარულს და გრძნობეს თავს არ მოგახვევ... -გთხოვ ამაზე სხვადროს ვილაპარაკოთ... ახლა არა- შეევეწა თავგზააბნეული ქალი წარბშეკრულ კაცს. -კარგი როგორც გინდა... მაგრამ იცოდე რომ შენზე უარას არავის და არაფრის გამო არ ვიტყვის -გთხოვ -კარგი!-მოიღუშა ზაზა და სიჩქარეს ოდნავ უმატა. თათია მთელი დღე თავს შეუძლოდ გრძნობდა, მის ამ რთულ მდგომარეობას საღამოს ისიც დაემატა რომ ლაშასთან ჩხუბის მერე უგუნებოდ მყოფ და მისუსტებულ მარიამთან ერთად სრულიად მარტო დარჩა სახლში, რადგან თურქეთიდან ჩამოიყვანა თუ არა ზურამ ის და ნინი, გოგონა მონატრებულ დედასთან გაიქცა, გაგიჟებული ზურას გააფთრებული წინაადეგობის მიუხედავად, რის გამოც მან რამდენიმე მსხვრევადი ნივთი დალეწა სახლშიდა და მერე მანქანით გიჟივით გავარდა გაურკვეველი მამართულებით. -თავს როგორ გრძნობ ჩემო პატარა?-ინტერესით ჰკითხა თათიამ დივნზე მწოლიარე სახე გაფითრებულ პატარას და შუბლზე აკოცა -მეძინება-თითქმის ჩურჩულით უთხრა მარიამმა და თვალები სუსტად მილულა. თათია მალევე დამშვიდდა მარიამს რომ დაეძინა, ეგონა მგზავრობისგან იყო დაღლილი და აიმიტომ იყო უგუნებოდ მაგრამ მალევე პირღებინება რომ დაეწყო პატარას ძალიან შეეშინდა, მაშინვე ლაშას დაურეკა მაგრამ ამად, მას როგორც ყოველთვის გათიშული ჰქონდა ტელეფონი. ზურასთან დარეკვას იცოდა აზრი არ ჰქონდა რადგან უკვე მთვრალი იქნებოდა... ამიტომ სასწრაფოში დარეკა. საავადმყოფოდან თამუნას და ნინის დაურეკა, მაგრამ ვერცერთს ვერ დაუკავშირდა, მიხვდა რომ მათ, ორივემ ზურას მიზეზით გათიშეს ტელეფონები, ამიტომ სრულიად მარტო, შეშინებული და აფორიაქებული, მოუთმენლად ელოდა მარიამის ექიმის გამოჩენას. რაღაც მომენტში ცრემლებიც კი მოეძალა.... სწორედ ამ დროს, ნაცნობი, ზედმეტად მონატრებული და გამყინავი ხმა მიწვდა მის დაძაბულ სმენას -თათია?- გაოგნებული გოგონა გიორგისკენ შეტრიალდა და ცრემლიანი თვალები მინათა მის ჭაობისფერ დანისლულ სფეროებს- მოხდა რამე?... აქ რატომ ხარ? თან ასეთ მდგომარეობაში- ინტერესიტ ჰკითხა გიორგიმ და უცნაური მზერა ააყოლა მის ზედმეტად გამხდარ, სუსტ სხეულს -მე...-აღმოხდა სააოწარკვეთილ გოგონას, რომელიც კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ სიმწრის ცრემლებმა ხმა დაუხშო -აქ მარიამია- თქვა კარგა ნის სიჩუმის მერე როცა თავს მოერია და როგორღაც დამშვიდდა - ლაშას შვილი- ჩურჩულით დაამატა და მაშინვე გაექცა მის დაჟინებულ გამომწვევ მზერას -რამე სერიოზულია? -ინტერესით ჰკითხა გიორგიმ და სრულიად დააიგნორა მისი ცრემლები და წაშლილი სახე -ჯერ არ ვიცი... ექიმი სინჯავს -მარტო ხარ?- კარგა ხნის ფიქრის მერე ჰკითხა დაძაბულმა ბიჭმა დაბნეულ გოგონას -მარტო ვარ... შენ რატომ ხარ აქ? -იკას პატარა მოიწამლა და... -ახლა კარგადაა? -კი უკეთაა, რამდენიმე წუთში გაწერენ- უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც მარიამის სათვალიანი ექიმის ხმამ დაარღვია -სერიოზული არაფერია, არ ინერვიულოთ უბრალოდ კვებითი ინტოქსიკაციაა, გადასხმას გავუკეთებთ და მოგვიანებით შეგიძლიათ სახლში წაიყვანოთ -შეიძლება ვნახო? -რა თქმა უნდა... მოუთმენლად გელით პატარა-გაეღიმა ექიმს -მადლობა-აღმოხდა თვალებაწყლიანებულ ჰოგონას და პალატაში შევიდა. მთელი გადასხმის პროცესში თავთან ეჯდა თათია მარიამს , თმაზე ნაზად ეფერებოდა და მისი ხელი ეჭირა -ბებო ძალიან მომენატრა-ცრემლიანი თვალებით ახედა მისუსტებულმა გოგონამ თათიას -გპირდები როგორც კი შესაძლებლობა მექნება მასთან წაგიყვან -მამა გაბრაზდება -მამა ყველაფერზე ბრაზდება ხომ იცი-გაუღიმა თათიამ პატარას და შუბლზე აკოცა. პალატიდან გასული თათია გაოცებული სახით მიაჩერდა გიორგის -აქ რატომ ხარ?-ინტერესით ჰკითხა და ინტექტურად ტელეფონის ეკრანს დააცქერდა რომელიც შუაღამის სამს უჩვენებდა -თქვენ გელოდებოდით-ურეაქციოდ უთხრა გიორგიმ და პალატის ღია კარიდან მარიამს გახედა -ჩვენ? -სახლში წაგიყვანთ -არარის საჭირო -აქ მარტოს ვერ დაგტოვებთ -გთხოვ -აღარაფერი თქვა-მკაცრი ტონით უთხრა გიორგიმ და ექიმის ნებართვით პალატაში შევიდა, პატარას გაეცნო და ხელში აიყვანილმა გაიყვანა ქუჩაში, მანქანაში ჩასვა და საჭეს მიუჯდა. დაბნეული და აფორიქებული თათია მთელი გზა ერთ ადგილზე მიყინულივით იჯდა და გაოგნებული იყო იმით თუ როგორ შეეძლო გიორგის თავი ისე დაეჭირა თითქოს განსაკუთრებული არაფერი არ ხდებოდა და გაემხიარულებინა მისავათებული პატარა. საშინლად დაიძაბა თათია როცა დაინახა როგორ გაჩერდა მოსახვევში შემოვარდნილი ლაშას მანქანა, უკვე გაჩერებული გიორგის მანქანის წინ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით. იმის გამო რომ რაიმე გაუგებრობა არ მომხდარიყო მარიამთან ერთად სწრაფად გადავიდა შავი X6-დან და ჯერ კიდევ საჭესთან მჯდომი სახე წაშლილი ლაშასკენ წავიდა რომელიც ჭკუიდან გადაიყვანა გიორგის მანქანიდან გადასული ცოლ-შვილის დანახვამ, რის გამოც გაგიჟებული გადავიდა თავისი, შავი ფარგატეხილი ლექსუსიდან და ცოლს მივარდა -ამ ნაბ.ჭვრის მანქანში რას აკეთებ ამ შუაღამიასას-მკლავზე ხელი წაავლო და თავისკენ მიიზიდა -მარიამი-აღმოხდა დაძაბულ გოგონას რომელსაც შეშინებული პატარა სხეულზე მიეკრო -რა მარიამი-გამოსცრა კბილებში სახე მონგრეულმა ბიჭმა და მკვლელი მზერით გახედა უკვე მანქანიდან გადასულ გიორგის რომელიც ნელი დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა მათ -შენი ცოლ-შვილი სააავადმყოფოდან მოვიყვანე, იქ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს- მშვიდი ტონით უთხრა თან თათიას მკლავზე ჩაწერილ ლაშას უხეშ თითებს მიაყინა ცივი მზერა -ეს რას ნიშნავს?-თვალებში ჩააცქერდა ლაშა ცოლს და შეშინებულ პატარას დახედა -მოიწამლა-აღმოხდა დაძაბულ გოგონას და პატარას თმებზე მოეფერა -ამის დედაც-აღმოხდა ლაშას და შვილისკენ დაიხარა -იმედია რამე გაუგებრობას ადგილი აღარ ექნება- მშვიდად დაამატა გიორგიმ და მიტრიალდა -მადლობა -ნაძალადევი ზრდილობით უთხრა ლაშამ მიბრუნებულ ბიჭს და მისუსტებული პატარა ხელში აიყვანა. ამ ამბის მიუხედავად გიორგის და თათიას ურთიერთობა ოდნავადაც არ შეცვლილა. ორივე ისევ ისე შორს იჭერდა თავს ერთმანეთისგან როგორც აქამდე. განსაკუთრებით კი გიორგი , რადგან ზუსტად იცოდა რომ თათიას გვერდით ყოფნის დროს, ბოლომდე ვერ შეძლებდა გრძნობების კონტროლს და ერთ დღეს უბრალოდ ზღვარს გადავიდოდა, ამიტომ მაქსიმალურად გაურბოდა მის სიახლოვეს. თუმცა იმედის ნაპერწკალი მაინც კიაფობდა მის გაყინილ გულში |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.