არეული გრძნობები 27 თავი
-გული ძალიან ვატკინე-ჩამწყდარი ხმით თქვა მაიამ და აწყლიანებული თვალებით ახედა ქმარს -ზოგჯერ ძალიან გვიანია სინანული-ბრაზნარევი ტონით უთხრა თემურიმ ცოლს და ხელგადახვეულმა სახლისკენ წაიყვანა- სხვადროს კარგად დაფიქრდი იმ შედებზე რაც შეიძლება შენმა დაუფიქრებლად ნათქვამმა თითოეულმა სიტყვამ გამოიწვიოს -მეც არ ვიცი ასე საშინლად რატომ მოვექეცი-ასლუკუნდა მაია და მოწოლილი სიმწრის ცრემლების დასაფარად მაშინვე სახეზე აიფარა აკანკალებული ხელები. თემურის გაეღიმა მის ქცევაზე და მაშინვე გულში ჩაიკრა ატირებული ქალი -შენი მესმის-ხმა დაბალი ტონით უმისამართოდ დაიჩურჩულა და მაიამ გაოცებული სახით რომ ახედა, გაეცინა. თუმცა იმავე წამს წარბები შეკრა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ცოლს აწყლიანებულ მწვანე სფეროებში- მის დაცვას ცდილობდი!-მშვიდი ტონით უთხრა და მოულოდნელად მისი არეული სახე ხელებშორის მოიქცია- მაგრამ არასწორი გზით!- ბოლო სიტყვებზე ხმა მეტისმეტად გაიმკაცრა და ისევ ცრემლები რომ მოეძალა აფორიაქებულს ქალს ტუჩებში ნაზად აკოცა-არაფერი მოხდება ნუ გეშინია, დამშვიდდება და მოვა!- დარწმუნებით უთხრა და გაუღიმა. -შენი მჯერა-ლუღლუღით უთხრა მაიამ და მთელი ძალიათ მიეკრო საყვარელი მამაკაცის ძლიერ სხეულს. -ჩემი არა, შენი შვილის უნდა გჯეროდეს- მშვიდი ტონით უთხრა თემურიმ ცოლს და სახლში შეიყვანა ძლივს დამშვიდებული ქალი. მანქანაში მჯდომი გიორგი, მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან ჩაწითლებული თვალებით მიაშტერდა უკიდეგანოდ ბნელ სივრცეს...რაღაც მომენტში საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა... ამიტომ ღვინის თითქმის ნახევრად დაცლილი ბოთლი ზიზღით მოიყუდა და იქამდე არ შეწყვიტა სმა სანამ ყელი არ დაუწვა სისხლისფერმა მჟავე სითხემ -ამის დედასაც შ.ვეცი-უმისამართოდ შეიგინა როცა ალკოჰოლის სიმჟავემ და თრობის ეფექტმა კიდევ უფრო გააბრუა და თავი ცუდად აგრძნობინა-ამის დედაც-აღმოხდა გაცეცხლებულს და წითელი ღვინის თითქმის ბოლომდე დაცლილი ბოთლი გვერდითა სავარძელზე სხვა ცარიელ ბოთლებთან ერთად მიაგდო. იმის მიუხედავად რომ გონების დაკარგვამდე დალია ხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები მაინც ვერ შეძლო თათიას და მისი პატარას დავიწყება, თუნდაც ცოტა ხნით- ჯანდაბა-აღმოხდა სასოწარკვეთილს. მოულოდნელად აკანკალკ ხელები ძლიერად მოუჭირა საჭეს და ბოლო ხმაზე იღრიალა გაურკვეველი ბგერები, როცა სულის ტკივილი ოდნავ დაუამდა ისევ ღვინის ბოთლს მიწვდა. ბოლოს იმდენად აემღვრია გონება ზედმეტი სმისგან რომ საბოლოოდ დაკარგა თავი და სრულიად გაუაზრებლად თათიასთან დარეკა, თუმცა პირველივე ზარის მერე ტელეფონი გათიშა და უმისამართოდ მოისროლა. რასაც ისევ ღვინის სმა მოჰყვა. მაიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა თემომ, უგონოდ მთვრალი გიორგი სახლში შეიყვანა -ხომ გითხარი ვიპოვი-მეთქი-ღიმილით უთხრა კაცმა თვალებაწყლიანებულ ცოლს და დივანზე გაჭირვებით წამოაწვინა სახე წაშლილი ბიჭი -რამდენი დაულევია, რა დგომარეობაშია- გაბრაზდა მაია -ხვალ შენებურები არ დაუწყო-წარბები შეკრა თამომ -თავი დაანებე, აცადე, რომ იარები მოიშუშოს. დილით ყვირილის და ჩხუბის ხმამ გააღვიძა თათია. შეშინებული გოგონა, დაფეთებული წამოვარდა საწოლიდან და მაშინვე დაბლა ჩავიდა -რა ხდება?-იკითხა გაოცებულმა როცა დაინახა როგორ ედგნენ თავზე გაცოფებული ზურა და ლაშა, მაგიდასთან მჯდომ ატირებულ ნინის -არ ჩაერიო!-უბრძანა ლაშამ ცოლს და სულ ერთი წამით მიიხედა მისკენ. თათია ერთ ადგილს მიეყინა და ამ საშინელი სანახაობით გაოგნებულმა ხმის ამოღება ვერ გაბედა მულის დასაცავად. მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე როცა მარიამის ხმამაღალი ტირილის ხმა შემოესმა.მაშინვე მის ოთახში შევარდა, თვალცრემლიანი შეშინებული პატარა გულში ჩაიკრა, თმაზე მოეფერა როგორღაც დაამშვიდა და თავის ოთახში აიყვანა. თამაშით მალევე მოიყვანა ხასიათზე და გაახალისა, თუმცა როგორც კი გაგიჟებული ლაშა ოთახში შევარდა ორივე საშინლად დაიძაბა -შენ იცოდი?-აგრესიული ტონით ჰკითხა გაღიზიანებულმა ბიჭმა, საწოლზე მჯდომ ცოლს და წამში თავზე წამოადგა- მიპასუხე იცოდი-მეთქი?-უღრიალა ბოლო ხმაზე თან მკალვზე ხელი წაავლო, უხეშად წამოაყენა ფეხზე და მკვლელი მზერით მიაჩერდა სახეში -რაა?-თვალები აუწყლიანდა იმავე წამს დამფრთხალ გოგონას -ზაზას შესახებ! -ამის გამო უყვიროდით ნინის?-შეიცხადა თათიამ -ესე იგი იცოდი!-აფეთქდა ლაშა -მათ შორის არაფერი არ ხდება -ამის დედასაც შევ.ციიიი-ბოლო ხმაზე უღრიალა გაგიჟებულმა ბიჭმა ცოლს და ხელი უხეშად გაუშვა მის სუსტ მკლავს. შემდეგ გაცოფებული მიტრიალდა და კარი ისეთი ძალით გაიჯახუნა საძინებლიდან გასვლისას რომ მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტნენ შეშინებული თათია და ხელახლა ატირებული მარიამი. ნინის სახლიდან წასვლის ამბავმა ზურა გააცოფა, გაააგიჟა, ჭკუიდან გადაიყვანა. არანაკლებ, აგრესიული და საშინელი რეაქცია ჰქონდა ამ ამბავზე ლაშას, ამიტომ გაცოცებული მამა-შვილი თამუნას ახლადნაქირავებ, პატარა ბინაში შუაღამისას მიუვარდნენ და ატირებული ნინი ძალის გამოყენებით დააბრუნეს სახლში. -ასე რა უფლებით იქცევით?-ზიზღით შეხედა თათიამ ქმარს და მამათილს -სიტყვებს დაუკვირდი-გამოსცრა კბილებში ლაშამ და მრისხანე მზერით მიაჩერდა ერთმანეთთან ჩახუტებულ ნინის და მარიამს რომელნიც მათი შიშით უხმოდ ტიროდნენ -უფლება არ გაქვთ ნინის აქ დარჩენა აიძულოთ! -ეს შენ არ გეხება-თვალები დაუბრიალა გაცოფებულმა ბიჭმა ცოლს -როტომ უნგრევთ ცხოვრებას ბავშვებს?-აფეთქდა თათია- მათ თამუნასთან ერთად ცხოვრება სურთ... მასთან ორივე ნედბიერია... -ტონს დაუწიე-ლაშა ზედმეტად მიუახლოვდა სახე ალწილ ცოლს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში -აქ ორივე იტანჯება თქვნი ეგოიზმის გამო!- არ დაემორჩილა თათია ქმრის მოთხოვნას და იგივე ტონალობით განაგრძო საუბარი -მორჩი!-აგრესიული ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა და თვალები დაუბრიალა -აქ, თქვენთან ერთად ცხოვრება ჯოჯოხეთია!- მშვიდი ტონით თვა თათიამ და ზურას გახედა- სწორედ ამ მიზეზით წავიდა თამუნა ამ საშინელი სახლიდან-შემდეგ ქმარს მიაჩერდა მონგრეულ სახეზე და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- მეც წავალ -რას ბოდავ- წამოენთო ლაშა და ყბებზე უხეშად მოუჭირა ცივი თითები- რას ბოდავ-მეთქი! -წავალ!-ზიზღით უთხრა თათიამ და მისი ხელი უხეშად მოიშორა სახიდან -საკმარისია-გამოსცრა კბილებში აქამდე ჩუმად მყოფმა ზურამ -არავინ არსად არ წავა!- მბრძანებლური ტონით თქვა და გამომწვევი მზერით მიაჩერდა სახეში რძალს- და ის ვინც წასულია, ძალიან მალე დაბრუნედება უკან! -დედა ამ სახლში არასდროს დაბრუნდება!- ფეხზე წამოდგა ნინი და ცრემლიანი თვალებით გახედა ზურას -დაბრუნდება! ვაიძულებ რომ დაბრუნდეს!- ბოლო ხმაზე უღრიალა გაცოფებულმა კაცმა შეშინებულ გოგონას და ფეხმორყეული სკამი მოისროლა -მას ჩემგან განსხვავაებით ვერაფრის გაკეთებას ვერ აიძულებთ. სწორად მოიქცა რომ წავიდა, ნეტავ მეც შემეძლის წასვლა-დანანებით თქვა ნინიმ და ოთახში მარიამთან ერთად შეიკეტა როცა ზურამ მისკენ გაიწია. -მამაშენი ასეთი დარწმუნებული რატომაა იმაში რომ თამუნა სახლში დაბრუნება? რის გაკეთებას აპირებთ?-ეჭვნეულად შეხედა თათიამ ლაშას მონგრეულ სახეზე როცა გაცოფებული კაცი სახლიდან გავარდა -ზურაზე და თამუნაზე ფიქრს ჯობია შეეშვა და ჩვენს ბიჭზე იფიქრო-მკაცრი ტონით უთხრა ლაშამ ზედმეტად ახლოს მდგომ ცოლს და მაისურის ქვეშ თავხედურად შეუცურა ცივი თითები -გოგოა! -მოიღუშა თათია -ბიჭია!-ხმა გაიმკაცრა ლაშამ რომლის უხეში თითები მთელი ეს დრო თავხედირად დათარეშობდნენ საყვარელი გოგონას ნაზ კანზე. გამაყრიებელი სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ისევ თათიას ჩავარდნილმა ხმამ -იცოდე მამაშენი თუ რამეს დაუშავებს თამუნას... -ჩშშ-ტუჩებზე თითი მიადო მომღიმარი სახით ლაშამ აღელვებულ გოგონას და თვალებში ჩააცქერდა -მამაშენს მხარი კი არ უნდა დაუჭირო პირიქით! უნდა შეაჩერო... ვერ ხვდები რომ მისი ეს ზღვარგადასული ეგოიზმი მასაც და თამუნასაც ცხოვრებას დაუმახინჯებს? -დედაჩემი ამ სახლში უნდა დაბრუნდეს ნებისმიერი გზით-გამოსცრა კბილებში ლაშამ და როცა თათიამ მისი უხეში თითების მოშორება უხეშად სცადა ოდნავ წამოზრდილი მუცლიდან, საშინალდ გაღიზიანდა -რას აკეთებ?- წარბის აწევით ჰკითხა აფორიაქებულ ცოლს და ტუჩებში თავხედურად აკოცა -გინდა რომ დედაშენს ცხოვრება გაუნადგურო?- სხვა თემაზე გადაიტანა სასაუბრი თათიამ რომ როგორმე მარტივად გასხლტომოდა ხელიდან ვნება მორეულ ბიჭს -დედაჩემი ჯერ კიდევ მამაჩემის ცოლია, ასე რომ... -რას გულისხმობ- ჩაეძია თათია -არაფერს-ბოროტულად გაეღიმა ლაშას და სწრაფად შეუცურა ორივე ხელი წელზე- ოთახში ავიდეთ- გამომწვევი ტონით უთხრა დაძაბულ გოგონას და ტუჩებზე დააცხრა -ლაშა მე-რაღაცის თქმა დააპირა თათიამ მაგრამ ლაშამ ხმა ისევ კოცნით დაუხშო და საძინებლისკენ ძალდატანებით წაიყვანა. თათიას მისთვის წინაადეგობის გაწევა არც უფიქრია რადგან ზუსტად იცოდა რა შედეგებამდე მიიყვანდა მისი უარი ჯერ კიდევ გაცოფებულ ბიჭს. მთელი ღამე თეთრად, ტირილში გაათენა თამუნამ, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მომხდარს. თავი კოშმარულ სიზმარში ეგონა. ვერაფრით აკეთებდა იმის დაშვებას რომ ეს საშინელება მისი, ნინი, მარიამის და თათიას რეალობა იყო. გადატანილი საშინელების ფონზე იმდენად დაბნეული, დათრგუნული, შეშინებული და დაძაბული იყო რომ დროდადრო რეალობის აღქმის უნარსაც კი კარგავდა, რასაც უშედეგოდ ებრძოდა დამაშვიდებლებით. დილით იმდენად ცუდად გრძნო თავი რომ სკოლაში წასვლა ვერ შეძლო, ამიტომ სასწავლო ნაწილს დაურეკა, ბოდიში მოუხადა და გათავისუფლება სთხოვა, რაზეც იძულებითი თანხმობა მიიღო. უძილობისგან, ნერვიულობისგან და ტირილისგან თვალებდასიებულმა მაღაზიაში ჩასვლაც ვერ შეძლო, არ უნდოდა ხელახლა აელაპარაკებინა ცნობისმოყვარე ეზობლები, ამიტომ მთელი დღე წამლებით გაბრუებულმა საწოლში გაატარა... გვიან ღამით ძილბურანში მყოფი თამუნას დაძაბულ სმენას კარზე ბრახურნის ხმა სუსტად მიწვდა. დაფეთებული მაშინვე ფეხზე წამოვარდა და, იქვე ტუმბოზე დადებულ გათიშულ მობილურ ტელეფონს ეცა, სასრაფოდ ჩართო და 112 აკრიფა, თან აკანკალებული სხეულით მიუახლოვდა კარს, გაიხედა, ბნელ სადარბაზოში სახე ვერ გაარჩია და ჩამწყდარი ხმით იკითხა -ვინ არის? -როგორც იქნა-მოესმა კარს მიღმა ზაზას საყვედურნარევი ხმა. დაძაბულმა ქალმა შვებით ამოისუნთქა. ტელწფონის ეკრანი ჩააქრო და კარი ფართოდ გააღო -ამ შუაღამისას აქ რას აკეთებ?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა კაცს და აკანკალებული ხელები ზურგს უკან წაიღო დასამალად -მოხდა რამე?-ეჭვნეულად ჰკითხა ზაზამ -არა არაფერი, რა უნდა მომხდარიყო?-შეიცხადა თამუნამ -ცუდად გამოიყურები! -იცი? ზოგჯერ ძალიან პირდაპირი და გამაღიზიანებელი ხარ! -სარკეში რომ ჩაგეხედა ამას არ მეტყოდი!- გაეცინა კაცს და ქაღალდის პატარა პარკი გაუწოდა -ეს რა არის?-უკმაყოფილება ვერ დამალა თამუნამ -ის ის არარის რასაც შენ ფიქრობ- სიცილი აუტყდა ზაზას -უკვე გვიანია, შენი წასვლის დროს-კარის მიხურვა დააპირა თამუნამ -შენი საყვარელი ნამცხვარი მოგიტანე- არ დანებდა ზაზა -ამ შუაღამისას ამიტომ მოხვედი?-გაოცება ვერ დამალა თამუნამ და გაწვდილი პარკი როგორც იქნა გამოართვა-როგორც მახსოვს ბათუმიდან ხვალ დილით უნდა დაბრუნებულიყავი -მთელი დღე გათიშული გქონდა ტელეფონი...- ბრაზნარევი ტონით უთხრა და ზაზამ უკმაყოფილო სახით ააყოლა მზერა მის ზედმეტად გამხდარ სხეულს -არ შემოხვალ?-ძალდატანებული ზრდილობის გამო ჰკითხა თამუნამ და წამიერად მის ცისფერ უძირო სფეროებში ჩაიკარგა -ვფიქრობ არ ღირს-გაუღიმა ზაზამ- მთავარია რომ გნახე და ახლა ვიცი რომ იმაზე უარესად არ ხარ ვიდრე მე წარმომედგინა -შენთვის უთქვამთ რომ ზოგჯერ საშინლად აუტანელი ხარ?-თვალები დააწვრილა თამუნამ -ჩემი წასვლის დროა-გაეცინა ზაზას და ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა დაძაბულ ქალს-ხვალ მანქანით გამოგივლი... სამსახურში წაგიყვან! -არაა საჭირო-გამყინავი ხმით უთხრა თამუნამ -ადრე წასვლა არ სცადო 8 საათიდან იცოდე კორპუსის წინ ვიდგები -კარგი!-მოიღუშა თამუნა როცა ზაზა მიტრიალდა და სულელურად გაეღიმა. თათია მთელი დღე უხასიათოდ იყო, რაც სამსახურიდან დაბრუნებულ ლაშას არ გამოჰპარვია -რა გჭირს?-ინტერესით ჰკითხა ცოლს, როცა გაღიზიანებულმა გოგონამ სავახშმოდ სუფრა გააწყო და საძინებელში შეიკეტა -არაფერი -რას ნიშნავს არაფერი!-გაბრაზდა ლაშა- ჩვენთან ერთად მაგიდასთან რატომ არ დაჯექი? -არ მშია-არეული სახით ახედა თათიამ ქმარს -არაა საჭირო ჭამო! ისე დაჯექი -არ მინდა -ტელეფონის გამო მიჭედავ?-ავარდა ლაშა -არა! -აბა რა ხდება?! -გგონია მას მერე რაც გუშინ შენ და მამაშენმა ჩაიდინეთ ყველაფერი ძველებურად იქნება, ისე თითქოს არაფერი მომხდარა? -რა ჩავიდინეთ?!-ცინიკური ტონით ჰკითხა ლაშამ გაღიზიანებულ გოგონას და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა -გარეთ მოწიე!-დაუღრინა თათიამ -რატომ მიჭედავ მაინც ვერ გავიგე-გაბრაზდა ლაშა და აივნის კარი ფართედ გააღო -გუშინ ძალიან გაღიზიანებული იყავი, ამიტომ ვიფიქრე რომ შენთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა...მაგრამ როგორც ჩანს არც ახლა აქვს აზრი რადგან ეს შენი ჩვეული მდგომარეობაა -რის თქმას ცდილობ? -ზურას თამუნა აღარ შეურიგდება, აღარასოდეს! მითუმეტეს ამ სახლში არ დაბრუნდება მისი ცოლის სტატუსით! ეს ორივემ კარგად იცით შენც და მამაშენმაც... მაგრამ მაინც ჯიუტად ამტკიცებთ რომ ის აქ თავისი ნებით დაბრუნდება... -იმიტომ რომ ასე იქნება! -ხვდები რა შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს? -რატომ ერევი?! -არ მინდა რომ თამუნას ცხოვრება გაუნადგუროს მამაშენმა და შენ ამ ყველაფერის თანამონაწილე გახდე! -გგონია ჩემთვის სულ ერთია დედაჩემი? -ჰო სწორედ ასე მგონია...რადგან რაც ამ სახლიდან წავიდა მისით არასდროს დაინტერესებულხარ...ერთხელაც არ მისულხარ მასთან და არ გიკითხია როგორაა, რა უჭირს, რას გრძნობს, რას განიცდის, რა სტკივა... -ვფიქრობ თავს მშვენივრად გრძნობს!- წამოენთო ლაშა -ასე ზაზას გამო იქცევი არა? იმის გამო რომ თამუნას ცხოვრებაში სხვა კაცი გამოჩნდა მზად ხარ ბოლომდე გაწირო დედაშენი მამაშენი ეგოიზმის და სიამაყის გამო! -რა პრობლემა გაქვს?-გაცეცხლებული ლაშა სწრაფად მიუახლოვდა ცოლს და თვალებში ჩააცქერდა -ზუსტად ისევე მექცევი შენ მე, როგორც ის თამუნას!...იმის მიუხედავად რომ უკვე ძალიან დიდი ხანია განქორწინებაზე გელაპარაკები შენ მაინც ისე გიჭირავს თავი თოთქოს ჩვენს შორის განსაკუთრებული არაფერი არ ხდება... შენთან ყოფნას მაიძულებ იმის მიუხედავად რომ იცი არ მიყვარხარ...-ამოღერღა როგორღაც თათიამ და ზიზღით სავსე მზერით მიაჩერდა სახეში ქმარს -რაა?-ირონია გაერია ხმაში ლაშას- რა თქვი?- მშვიდი ტონით ჰკითხა და ცოტა ხნის სიჩუმის მერე ბოლო ხმაზე უღრიალა- გაიმეორე რაც თქვი -არ მიყვარ...-აღმოხდა საოწარკვეთილ გოგონას მაგრამ სიტყვის დამთავრება ვერ შეძლო რადგან, განრისხებულმა ბიჭმა მაშინვე ტუჩებზე მიადო უხეში თითები და გაჩუმება აიძულა-ლაშა- რაღაცის თქმა დააპირა ისევ მისი მრისხანე მზერით დამფრთხალმა გოგონამ მაგრამ გაავებულმა ბიჭმა უფლება არ მისცა, მაშინვე წელზე შემოაჭდო ძლიერი ხელები, სხეულზე მჭიდროდ მიიკრო მისი სუსტი, ნაზი, სიფრიფანა სხეული და ტუჩებზე დააცხრა. კოცნიდა მომთხოვნად, უხეშად, თავხედურად ყოველგვარი ემოციის და გრძნობის გარეშე, თითქოს ასე ცდილობდა თათიასთვის იმის ხაზგასმას რომ ყველაფერი ლაშას ნებაზე, მის ისტყვაზე და სურვილზე იყო დამოკიდებული. -გთხოვ-შეეხვეწა ერთ ადგილზე მიყინული თათია როცა ლაშას მწველი ტუჩების შეხება ყელზე იგრძნო -იცოდე აღარ გაბედო და მსგავს ყლ..ს აღარ მითხრა- მოულოდნელად ყურს უკან დაუჩურჩულა გაგიჟებულმა ბიჭმა მთელი სხეულით აკანკალებულ გოგონას და ოთახიდან გიჟივით გავარდა. თამუნას ძალიან გაუკვირდა როცა ლაშამ და ნინიმ დაბადების დღეზე სამსახურში მიაკითხეს ტორთით და ვარდების თაიგულით ხელში. შვილების მონატრებით გაწამებულ ქალს მაშინვე გული აუჩუყდა და ცრემლებად დაიღვარა. იმის მიუხედავად რომ ლაშა ცივად ჩაეხუტა სულ რამდენიმე წამით, ისიც მისი კოლეგების დასანახათ თამუნასთვის ესეც საკმარისი იყო რომ თავი ყველაზე ბედნიერ ქალად ეგრძნო. მართალია ეუცნაურა შვილების მოულოდნელი გამოჩენა სკოლის ტერიტორიაზე მითუმეტეს საჩუქრებით მაგრამ ამაზე საფიქრელად დრო არ ჰქონდა, რადგან იცოდა მალე წავიდოდნენ, ამიტომ თითოეულ წუთს მაქსიმაურად იყენებდა იმისთვის რომ მათ შეხებოდა და მოფერებოდა. -საღამოს რესტორანში ავღნიშნოთ შენი 45 წლის იუბილე-უემოციო ტონით უთხრა ლაშამ გაოცებულ ქალს და ნაძალადევად გაუღიმა -რესტორანში?-შეიცხადა თამუნამ-არ მესმის რა საჭიროა... სახლში მოდით ჩემთან -საღამოს 7ზე გამოგივლი- დააიგნორა ლაშამ მისი სიტყვები -ხო მაგრამ -მზად დამხვდი, არ მალოდინო -ლაშა -მამა არ იქნება-დაამშვიდა ნინიმ აფორიაქებული ქალი- მე ავარჩიე რესტორანი, გთხოვ უარი არ თქვა... -კარგი როგორც გინდათ-გაეღიმა თამუნას -ოღონდ არც იფიქრო რომ ნინი შენთან გადმოვა საცხოვრებლად- მკაცრი ტონით უთხრა ლაშამ დაბნეულ ქალს -გასაგებია-ჩამწყდარი ხმით თავ თამუნამ და სევდით სავსე მზერით გაეხდა მზის ოქროსფერი სხივებით განათებულ სივრცეს -არ ინერვიულო დე ხშირად მოვალ ხოლმე... დღეს დილით ტელეფონიც დამიბრუნეს-ჩაეხუტა ნინი ზედმეტად მონატრებულ დედას -დღეს უცნაური დღეა-უემოციო ტონით თქვა თამუნამ და ლაშას გახედა უცნაური მზერით -მარიამს ძალიან ენატრები-თითქოს თავის მართლების მიზნით თქვა გაღიზიანებულმა ბიჭმა და ნინის გადახედა-ჩვენი წასვლის დროა. თათია სევდით სავსე მზერით მიაჩერდა ლაშას როცა მან ახალი ბოლო მოდელის აიფონი გაუწოდა -ხელოსანმა მითხრა რომ შენი არ გაკეთდებოდა- უტიფრად იცრუა და იმის გამო რომ თათიამ ტელეფონი, ხელიდან არ გამაოართვა, გულაცრუებულმა მაგიდაზე მიადგო ყუთიანად- არ მოგწონს?-მაინც ვერ მოითმინა და ინტერესით ჰკითხა მის წინ უემოციო სახით მდგომ გოგონას, რომელმაც მაგიდაზე დაგდებული ტელეფონი უღიმღამოდ აიღო ხელში და უმისამართოდ თქვა -მადლობა-შემდეგ ჯიბეში ჩაიდო და სამზარეულოში შევიდა -ასე რატომ იქცევი?-უკან მიჰყვა გაღიზიანებული ლაშა ცოლს -როგორ?-დაინტერესდა თათია -ასე! -ცოტა უცნაურია რომ ჩემი ტელეფონი სწორედ მაშინ გაგიტყდა შემთხევით როცა ნინის ტელეფონი წაართვით შენ და მამაშენმა, და ახლა თამუნას დაბადების დღესზე ორისვეს ახალი გვიყიდეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.