შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები 31 თავი


11-06-2022, 07:44
ავტორი ნეაკო
ნანახია 17 087

მოუთმენლად ელოდა თათია ლაშას უკან დაბრუნებას რადგან ბევრი ფიქრის, საკუთარ თავთან ბრძოლისა და მარტოობის შიშთან გამკლავების შემდეგ გადაწყვიტა რომ ბოლოსდაბოლოს ძალა მოეკრიბა და განქორწინებაზე დალაპარაკებოდა მას. უღიმღამო, ცივი და ნაცრისფერი დღეები ერთმანეთს სწრაფად ცვლიდნენ და რაც მეტი დრო გადიოდა, მით მეტად რწმუნდებოდა თათია მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში...იმის მიუხედავად რომ იცოდა ამ ყველაფერზე ლაშას საშინელი და მასზე არანაკლებ მძაფრი რეაქცია ექნებოდათ გიგას და ნიკა, რომლებიც ყველანაირად ეცდებოდნენ მისთვის წინაადეგობის გაწევას...
თათიას თავდაჯერებულობდა და საკუთარი თავის რწმენა მარტივად შეარყია, ლაშას მოულოდნელმა დაბრუნებამ საქართველოში, რომელიც გვიან ღამით, გაუფრთხილებლად მივიდა თამუნას ნაქირავებ ბინაში და გაურკვეველი მიზეზების გამო ნერვებზე მყოფმა კარზე საშინელი ბრახუნი ატეხა.
- ამ შუა ღამისას ვინ უნდა იყოს?-უმისამართოდ იკითხა დამფრთხალმა თამუნამ და შეშინებული თვალებით მიაჩერდა დამფრთხალ რძალს და შვილს, თან კარისკენ წავიდა და გაუბრადავად იკითხა -ვინ არის?
-მე ვარ-გამოსცრა კბილებში მოთმინება დაკარგულმა ლაშამ და როგორც კი შიგნიდან კარის საკეტის ხმა გაიგო სახელური უხეშად დაქაჩა და კარი შეაღო
-ლაშა დე?-აღმოხდა გაკვირვეულ ქალს, მაგრამ გაღიზიანებულ ბიჭს მისთვის ყურადღება არ მოქცევია, ჩქარი ნაბიჯით მაშინვე მისაღებში შევიდა და ზედმეტად მონატრებულ ცოლს მოუახლოვდა, წელზე ნაზად შეუცურა უხეში ხელი ტანზე მჭოდროდ მიიკრო მისი სიცივისგან, თუ შიშისგან ოდნავ ათრთოლებული სხეული და ტუჩებში თავხედურად აკოცა
-ლა შა!-ძლივს გასაგონად, საყვედურნარევი ხმით დაიჩურჩულა მისი მოულოდნელი ნახვით და კოცნით გაოგნებულმა გოგონამ და მაშინვე გაექცა მის, სურვილისგან ანთებულ თვალებს -საშინლად მომენატრე-გამომწვევი ტონით, ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა ლაშამ ერთ ადგილზე მიყინულ ცოლს და კიდევ ერთხელ აკოცა ტუჩებში
-უკაცრავად, ჩვენც აქ ვართ-მომაბეზრებელი სიჩუმე ნინის ხმამ დაარღვია რომელსაც თამუნამ თვალები დაირბრიალა გაჩუმების ნიშნად
-უკვე დიდი ხანია ტვინს ტყნ.ვ, მალე შენთვისაც მოვიცლი-მუქარით უთხრა ლაშამ გაბუტულ დას და ცხვირზე უხეშად მოუჭირა ცივი თითები
-დამპალო-ასლუკუნდა უფრო ბრაზისგან ვიდრე ტკივილისგან გაწამებული ნინი, რომელმაც გეტებით ჩაარტა მიბრუნებულ ძმას ზურგზე ხელი
-ქაჯო!-სიცილით უთხრა ლაშამ ისე რომ მისკენ არ მიუხედია და თამუნას მოიახლოვდა რომელსაც მოვალეობის მოხდის მიზნით ლოყაზე ცივად აკოცა
-მამაშენი როგორაა?-უინტერესოდ ჰკითხა მისი ქცევით გაღიზიანებულმა თამუნამ და ფეხმორყეულ სკამზე წვაებით ჩამოჯდა
-უკეთ... ბევრად უკეთ-კმაყოფილი ტონით თქვა ლაშამ და თათიას მიუბრუნდა რომელიც ჯერ კიდევ ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და მთელი ძალით ცდილობდა შინაგანი სიმშვიდე შეენარჩუნებინა -შენი ნივთები ჩაალაგე!- ფაქტიურად უბრძანა და დივანზე ჩამოჯდა
-რა ხდება? -დაიძაბა თამუნა
-ბინა ვიქირავე... იომ იჩალიჩა რა, სანამ მე აქ არ ვიყავი, მოკლედ მე და თათია დღეიდან იქ ვიცხოვრებთ
-ეს რას ნიშავს?-წამოენთო თამუნა
-რას უნდა ნიშნავს?-შეიცხადა ლაშამ
-თათია უკვე 6 თვის ორსულია...
-მერე?-შეიცხადა მოთმინება დაკარგულმა ბიჭმა
-ის რომ მისი მარტო დატოვება არ შეიძლება ხომ იცი რა რთული დგომარეობაც აქვს
-მარტო არ იქნება, ნუ ღელავ, მე სულ მის გვერდით ვიქმები-გაეღიმა ლაშას და იქვე მდგომ ცოლს კმაყოფილი მზერით გახედა
-შენ მუშაობ!
-აუ ნუ შ.მეცი რაა... როგორმე ჩვენ თვითონ მოვგვარდებით-აღმოხდა გაბრაზებულ ბიჭს რომელიც ფეხზე წამოდგომისთანავე ორსულ ცოლს მოუახლოვდა, თავხედურად შეუცურა ცივი თითები მაისურის ქვეშ და ყელში აკოცა
-ლაშა-აღმოხდა მისი უეცარი შეხებით გაღიზიანებულ გოგონას რომელმაც მაქსიმაურად უკან დაიხია და ჩამწყდარი ხმით განაგრძო საუბარი- მე...აქედან წასვლა და შენთან ერთად მარტო ცხოვრება არ მინდა
-შენი სიტყვები როგორ გავიგო?-წამოენთო უეცრად გაღიზიანებული ბიჭი
-დამშვიდდი-მკაცრი ტონოთ მიმართა თამუნამ შვილს და უცნაური მზერით გახედა სახე გადაფითრებულ რძალს
-მე, უბრალოდ აქ დარჩენა მინდა...
-შენ ჩემი ცოლი ხარ და იქ იცხოვრებ სადაც მე მომინდება-გამოსცრა კბილებში გააავებულმა ბიჭმა და სწრაფად მოუახლოვდა ურეაქციოდ მდგომ გოგონა რომლის გაყინულ სახეზეც იმ წაუთებში არავითარი გრძნობა და ემოცია არ იკითხებოდა
-მე შენი საკუთრება არ ვარ!-უმისამართოდ თქვა თათიამ და უცნაური მზერით ახედა ზედმეტად მიახლოებულ ქმარს
-ვერ ვხვდები რატომ მეწინააღმდეგები?!ხომ იცი რომ აქ დარჩენის უფლებას მაინც არ მოგცემ-გამოსცრა კბილებში გაავებულმა ბიჭმა და კარგა ხნის სიჩუმის მერე კმაყოფილი ტონით დაამატა-და მაინც იმის გაკეთება მოგიწევს რაც მე მინდა?
-განქორწინება მინდა!- დაუფიქრებლად მიახალა, მისი თავხედური სიტყვებით გაგიჟებულმა გოგონამ გაცოფებულ ბიჭს და აწყლიანებული თვალებით მიაჩერდა, იმ წამს საძინებლიდან გამოსულ, ნახევრად მძინარე, ფეხშიშველ, შეშინებულ და დაფეთებულ მარიამს, რომელიც მაშინვე თამუნას ჩაუჯდა კალთაში და გულზე მიეკრო
-ბავშვებო ახლა ორივე ძალიან გაღიზიანებულები ხართ, ვფიქრობ ამ საუბრის გაგრძელება ახლა არ ღირს... ჯობია ამაღამ აქ დარჩეთ და ხვალ ზედმეტი ემოციების გარეშე ისაუბროთ-მშვიდად თქვა და მარიამი საძინებელში წაიყვანა
-არა, აქ არ დავრჩებით-სიტყვა მიაწია გაღიზიანებულმა ლაშამ ოთახში შესულ ქალს და მკლავზე უხეშად წაავლო ხელი დამფრთხალ ცოლს, თავისკენ ნაზად მიიზიდა და სრულიად მოულოდნელად ტუჩებში აკოცა
-რას აკეთებ? შენ რა გაგიჟდი?-აღმოხდა სასოწარკვეთილ გოგონას რომელმაც თავისუფალი ხელით ზიზღით მოიწმინდა ნაწვალები ტუჩები და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ქმარს ამღვრეულ თვალებში- ვერ გაიგე წეღან რა ვთქვი?-მკაცრი ტონით ჰკითხა და უხეშად სცადა მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებისგან მკლავის დახსნა
-ჩშშ-მომღიმარი სახით დაუჩურჩულა ლაშამ ჯერ კიდევ მისთვის წინაადეგობის გაწევით გაღიზიანებულ გოგონას, შუბლი მის შუბლს მიაბჯინა და მკაცრი ტონით, ყურს უკან დაუჩურჩულა-ჩავთვალოთ რომ არაფერი გამიგია და არც შენ გითქვამს ჩემთვის ეგ ყლ..ბა- შემდეგ ნიკაპზე უხეშად მოჰკიდა ხელი თავი ზემოთ ააწვინ, რამდენიმე წამით აწყლიანებულ თვალებში ჩააცქერდა და თათიასთვის სრულიად მოულოდნელად ვნებიან ტუჩებში თავხედურად მომთხოვნად და უხეშად აკოცა
- ლაშა-რაღაცის თქმა დააპირა მის ძლიერ მკლავებში მომწყვედულმა გოგონამ მაგრამ სურვილისგან თვალებანთებულმა ბიჭმა უფლება არ მისცა ხმა ისევ კოცნით დაუხშო.
-ბავშვებო დამშვიდდით ხო?-ინტერესით ჰკითხა იმ წამს საძინებლიდან გამოსულმა თამუნამ სახეალეწილ რძალს და მომღიმარ შვილს
-ჩვენი წასვლის დროა-ხელი გადახვია ლაშამ ცოლს და ამჯერად საფეთქელზე აკოცა და ისე რომ მის პასუხს არ დალოდებია გასასვლელისკენ წაიყვანა. მანქანაში ისევ სცადა თათიამ განქორწინებაზე საუბრის დაწყება მაგრამ ამაოდ, ლაშას არაფერის გაგონება არ სურდა, მეტიც ამაზე საუბარი კი არ აფიქრიც აუკრძალა მას, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა თათია მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში.
ახლადნაქირავებ ბინაში მისვლისთანავე დაბეჭდილი ვისკის ბოთლი გამოიღო კარადიდან ლაშამ სწრაფად გახსნა და მოიყუდა, იქამდე სვამდა სანამ ალკოჰოლის სისხლში გასასვლა, სასიამოვნო გაბრუება და სიმსუბუქე არ იგრძნო. მთელი ეს დრო დაძაბული თათია მოწყენილი სახით იჯდა დივანზე
და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას. უძილო, ნამგზავრ, მშიერ და დაღლილ ლაშას სასმელი მალევე მოეკიდა და თათიას ხვეწნის მიუხედავად იქამდე არ შეწყვიტა სმა, სანამ საბოლოოდ არ აემღვრა გონება
-ესე იგი განქორწინება გინდა არა?- უმისამართოდ იკითხა მოულოდნელად და თითქმის დაცლილი ვისკის ბოთლით ხელში თავზე წამოადგა დაბნეულ ცოლს. თათიამ არაფერი უპასუხა რის გამოც კიდევ უფრო გაღიზიანებულმა ლაშამ ყბებზე ოდნავ მოუჭორა უხეში, გრძელი, ცივი თითები, თავი ააწევინა და ზემოდან დააცქერდა წაშლილი სახით- დიდი ხანია რაც ამ ყლ..ბაზე ფიქრობ?-მკაცრი ტონით ჰკითხა და ამჯერადაც რომ ვერ მიიღო პასუხი დამფრთხალი გოგონასგან ბოლო ხმაზე უღრიალა- კითხვაზს მიპასუხე!- ამ დროს თათიას ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა, თუმცა თავს როგორღაც მოერია დამშვიდდა და ურეაქციო მზერით მიაჩერდა სახე მონგრეულ ქმარს ჩაწითლებულ თვალებში, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა რომელიც თათიას გამყინავმა ხმამ დაარღვია
-პირველი ღამის შემდეგ-გულწრფელად უთხრა ქმარს და მოწოლილს სიმწრის ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინაადეგობა რადგან არ უნდოდა, ლაშას მისი უმწეობა, სასოწარკვეთა და მარტოობის შიში ეგრძნო
-ესე იგი ჩემთან გატარებულ ყოველ წამს ნანობ?!- უფრო თავისთვის ვიდრე თათიას გასაგონას იკითხა იმედგაცრუებულმა ლაშამ და ვისკის ბოთლი ერთი მოყუდებით ჩაცალა
-არაფერში გადანაშაულებ-როგორც იქნა ამოღერღა მისი გიჟური რეაქციით დაზაფრულმა გოგონამ და ჩამწყდარი ხმით განაგრძო საუბარი- შეცდომა მე დავუშვი... ცოლად არ უნდა გამოგყოლოდი
-ამის დედაც... ამის დედასაც შევეცი-იღრიალა ბოლო ხმაზე გაცოფებულმა ბიჭმა და ცარიელი ვისკის ბოთლი კედელს შეახეთქა, რის გამოც დაფეთებული თათია ფეხზე წამოვარდა
-შენ რა გაგიჟდი? შეიშალე?-უყვირა ქმარს და როგორც კი გაცოფებულმა ბიჭმა მისკენ ნაბიჯი წადგა უნებურად უკან დაიხია
-რატომ არ გესმის რომ მიყვარხარ-გამოსცრა კბილებში მისი ქცევით გაგიჟებულმა ბიჭმა და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი, უეცრად მკლავებში მოიმწყვდია უნებურად აკივლებული გოგონა და ზემოდან დააცქერდა მონგრეული სახით
-გამიშვი-მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა თათიამ და ოდნავ გაიბრძოლა, რის გამოც ლაშამ კიდევ უფრო ძლიერად მიუჭორაარწუხივით შემოჭდობილი თითები მაჯებზე თუმცა როგორც კი წინაადეგობის გაწევა შეწყვიტა გაღიზიანებულმა გოგონამ მაჯები გაითავისუფლა- მეზიზღები! მეზიზღები გესმის?-ინტერესით ჰკითხა თათიამ მიბრუნებულ ბიჭს რომელმაც ამჯერად ღვინის ბოთლი გამოიღო კარადიდან, სწრაფად გახსნა, მოიყუდა და გონების დაკარგვამდე არ არ შეწყვიტა სმა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მთელი ღამე თეთრად, ტირილში გაათენა თათიამ. რა თქმა უნდა, ეშინოდა ძალიან ეშინოდა პატარასთან ერთად მარტო დარჩენის რადგან ზუსტად იცოდა გიგა და ნიკა ზურგს აქცევდნენ და სრულიად მარტოს მოუწევდა ათას პრობლემასთან გამკლავება, მაგრამ მზად იყო საკუთარი და პატარას თავისუფლებისა და სიმშვიდისთვის ასეთი მძიმე მსხვერპლი გაეღო. თათიას გადაწყვეტილების მიღებაში უგონოდ მთვრალი ლაშაც დაეხმარა რომელიც მთელი ღამე ბორგავდა და ყოფილი ცოლის სახელს ახსენებდა.
თავსხმა წვიმაში, მაღაზიის წინ ბუზღუნით გააჩერა მანქანა ნასვამმა გიორგიმ და სიგარეტის ბოლო ღერს ნერვიულად მოუკიდა, იმის გამო ლურჯმა, მწველმა კვამლმა სრულიად მოიცვა ახალი X6-ის სალონი ფანჯარა ბოლომდე ჩასწია და გონება გაფანტული, უცნაური მზერით მიაჩერდა იქვე ახლოს, ავტობუსის გაჩერებასთან მდგომ ორსულ გოგონას რომლის სახესაც ძლიერი წვიმის გამო ვერ არჩევდა. იმის მიუხედავად რომ რეალურად წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იდგა იქ, მაინც იგრძნო თათიას სიახლოვე, რის გამოც იმავე წამს აემღვრა ცხელი სისხლი ძარღვებში, პულსაცია აუჩქარდა და გულმა გამალებით დაუწყო ცემა. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა, რადგან მალევე შეახსენეს თავი თათასგან მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა, ამიტომ ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებული გადავიდა მანქანიდან კარი გამეტებით მიაჯახუნა და მაღაზიაში ისე შევიდა რომ ავტობუსის გაჩერებას შეფარებული სიცივისგან აკანკალებული თათია არც კი შეიმჩნია. ორი კოლოფი სიგარეტით და ახალი სანთებელათი ხელში, გამოსული გიორგი სწრაფი ნაბიჯით წავიდა მანქანისაკენ, თუმცა გულმა არ მოუთმინა და თათიასაკენ მიიხედა
-ვინმეს ელოდები?-უინტერესოდ ჰკითხა სიცივისგან მთელი სხეულით აკანკალებულ გოგონას და სევდით სავსე მზერა მის წამოზრდილ მუცელს მიაყინა
-მხოლოდ წვიმის გადაღებას-უცნაური ტონით უპასუხა თათიამ და სიცივისგან გაყინული თითებით სახეზე ჩამოყრილი სველი თმა ყურს უკან გადაიწია
-წამოდი წაგიყვან- მანქანზე ანიშნა ჯერ კიდევ თავსხმა წვიმაში მდგომმა ბიჭმა დაბნეულ გოგონას
-არ მინდა შეგაწუხო-გაუბედავად უპასუხა თათიამ და პირველად ინატრა აორთქლება
-არ შევწუხდები!-ბრაზნარევი ტონით უპასუხა გიორგიმ რომელიც იმის მიუხედავად რომ სულ მთლად სველი იყო ვერანაირ სიცივეს ვერ გრძნობდა
-არაა საჭირო-შეეწინაადეგა თათია და თავი დახარა რადგან ვერ გაუძლო მის დაჟინებულ, გამომწვევ მზერას
-ჩაჯექი!-ხმა გაიმკაცრა გიორგიმ, მაგრამ თათიამ მაინც რომ ვერ გაბედა ნაბიჯის წინ წადგმა, ძალიან გაბრაზებული მიუჯდა საჭეს. საბურავების ხრჭიალით დაძრა მანქანა ადგილიდან და უკუსვლით, ფეხებთან მიუყენა. შემდეგ მომთიმარი სახით გახეხა ჯერ კიდევ ჩაწეული ფანჯრიდან და შემრიგებლური ტონით უთხრა- ჩაჯექი რა!- კარგა ხნის ფიქრის მერე, გაბრაზებული სახით მიუახლოვდა თათია მანქანას და სიტყვის უთქმელად დაიკავა უკანა სავარძელი. გიორგი მისთვის უჩვეულოდ ნელა ატარებდა მანქანას, დროდადრო კი სარკიდან აპარებდა თვალს საყვარელი გოგონას არეული სახისკენ- იცი?- გამაყრუებელი სიჩუმე მოულოდნელად გიორგის ჩავარდნილმა ხმამ დაარღვია-საოცრად ლამაზი ორსული ხარ- რის გამოც თათიას უნებურად ცრემლები მოეძალა და აწყლიანებული თვალებით გახედა სარკიდან მომზირალ ბიჭს, ამ დროს მათი ღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა
-გთხოვ არ გინდა-შეეხვეწა თათია და გიორგის შეუნჩნევლად მაჯით მოიწმინდა გადმოდენილი სიმწრის ცრემლები
-იმ ნაბ.ჭვართან ბედნიერი არ ხარ?!- მოულოდნელად გამოსცრა კბილებში გაღიზიანებულმა ბიჭმა და საჭეს ძლიერად მოუჭირა, ბრაზისა და მრისხანებისგან აკანკალებული თითები
-რაც ხდება ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ-ჩამწყდარი ხმით თქვა თათიამ და ცრემლიანი თვალები წვიმის წვეთებით დაცვარულ მინას მიაყინა
-თათია-რაღაცის თქმას აპირებდა გაცეცხლებული ბიჭი მაგრამ აღელვებულმა გოგონამ უფლება არ მისცა
-გთხოვ არაფერი თქვა... არ გინდა...ხომ იცი...მერე უარესად გვეტკინება ორივეს გული
-მეტად ვეღარ მატკენ, ვერ შეძლებ!-ბრაზნარევი ტონით უთხრა გიორგიმ და სიჩქარეს მოუმატა. გიორგის მანქანიდან გადმოსული თათია ადგილზე გაიყინა როცა მის დაძაბულ სმენას, ზურგს უკნიდან ლაშას მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა მიწვდა
-თუ გაგიჭედავს მე დაველაპარაკები მაგ ს.რს- ჩაწეული ფანჯრიდან უთხრა გიორგიმ ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას რომელიც თვალის მოუშორებლად უყურებდა ჯერ კიდევ საჭესთან მშვიდად მჯდომ ბიჭს
-არ ჩაერიო!-მკაცრი ტონით მიმართა თათიმ აღელვეულ ბიჭს თან ისე რომ მისკენ არ გაუხედია
-კარგი-მოუთუშა გიორგი და როგორც კი დისტანციური პულტით სამართავი კარი ბოლომდე გაიღო, მანქანა ბღმუილით შეიყვანა ეზოში.
......-ლაშა-აღმოხდა დაძაბულ გოგონას როცა მანქანიდან გადმოსული გაგიჟებული ბიჭი მისკენ წაშლილი სახით წამოვიდა, მკლავზე უხეშად წაავლო ხელი მანქანისაკენ ძალდატანებით წაიყვანა და თან მბრძანებლური ტონით უთხრა
-მანქანში ჩაჯექი ახლავე! მივდივართ!
-შენთან ერთად არსად წამოსვლას არ ვაპირებ- ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონა და მკვლელი მზერით მიაჩერდა სახეში ქმარს
-უნდა ვილაპარაკოთ მე და შენ! მარტოებმა პირისპირ-გამოსცრა კბილებში გაგიჟებულმა ბიჭმა და გაბრაზებული სახით დააცქერდა ზემოდ ცოლს უგრძნობ სახეზე
-სალაპარაკო აღარაფერია!-მშვიდი ტონით უთხრა თათიამ დაბნეულ ბიჭს მკლავი უხეშად გაითავისუფლა
-მანქანში ჩაჯექი-გამოსცრა კბილებში ლაშამ და სახე ზედმეტად მიუახლოვა აფორიაქებულ ცოლს
-მორჩა გესმის? ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა!
-თათია!
-დღესვე შევიტან განქორწინებაზე განცხადებას და აზრს ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს!
-მორჩი სისულელეების ლაპარაკს და მანქანაში ჩაჯექი!-ხმა გაიმკაცრა ლაშამ
-შენთან ყოფნა აღარ მინდა გესმის?არ მინდა!
-სახლში წავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ-სტრატეგია შეცვალა თათიას შეუპოვრობით დათრგუნულმა ლაშამ
-წუხელ, მთელი ღამე შენი პირველი ცოლის სახელს ბოდავდი... შენ ჯერ კიდევ ხატია გიყვარს... ის გიყვარს...
-შენ მიყვარხარ-მოიღუშა ლაშა
-შენ მე კი არ ჩემში დანახული ხატია გიყვარს! სწორედ ამიტომ ეჭვია აღარ მეპარები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში
-რომელი გადაწყვეტილება... გგონია უფლებას მოგცემ რომ ჩემი ცხოვრებიდან ასე მარტივად წახვიდე მაშინ როცა მუცლით ჩემს შვილს ატარებ?- ავარდა უევრად ლაშა
-შენ და ბავშვს არ დაგაშორებთ
-თათია მორჩი-მეთქი ამ ყლ..ბა ბაზარს და მანქანაში ჩაჯექი
-ვიცი ასე რატომაც იქცევი, ცდილობ ხატიასთან დაშვებული შეცდომები ჩემთან გამოაწორო, მაგრამ ასეთი ქცევით უარეს შეცდომებს უშვებ...
-გგონია მამაშენი ამ სახლში დარჩენის უფლებას მოგცემს?-ცინიკური ტონით ჰკითხა ლაშამ თვალებაწყლიანებულ გოგონას
-ჩემი და მამაჩემის ურთიერთობა შენ არ გეხება
-მეხება იმიტომ რომ ზუსტად ვიცი უკან დაბრუნების უფლებას არასდროს მოგცემს
-გგონია ამის გამო შენთან დავბრუნდები?
-ამ ნაბ.ჭვრის მანქანაში რატომ იჯექი?-სხვა თემაზე გადავიდა უეცრად ლაშა-მე ხომ აგიკრძალე მის მანქანში ჩაჯდომა?
-შენ მე ვერაფერს ამიკრძალავ!
-გგონია არ ვიცი წარსულში რაც თქვენ ორს შორის ხდებოდა?
-რას ბოდავ?-ავარდა თათია
-იცოდე მასთან გატარებულ ყოველ წამს განანებ-მუქარით უთხრა ლაშამ რის გამოც გაგიჟებულმა გოგონამ მთელი ძალით გაარტყა სახეში ხელი
-ავადმყოფო-ზიზღით უთხრა თათიამ და როცა ლაშამ ორივე მაჯაზე მტკივნეულად მოუჭორა ხელები სწორედ ამ დროს მოთმინება დაკარგული გიორგი ქუჩაში გავიდა
-ხელი გაუშვი-მშვიდი ტონით მიმართა ლაშას და ნელ-ნელა მოუახლოვდა მათ
-არ ჩაერიო-მკაცრი ტონით უთხრა თათიამ და ზიზღით სავსე მერით მიაჩერდა ქმარს სახეში. იმის გამო რომ ლაშა გიორგის გამოწვევას თათიასთვის ტკივილის მიყენებით ცდილობდა მალწვე გადაიზარდა მათშორის ხელჩართულ ჩხუბში. უამრავ შეკრებილ ცნობისმოყვარეთა შორის მხოლოდ სამმა მამაკაცმა გაბედა ჩხუბში ჩარევა და გაგიჟებული ბიჭების დაოკება. იმის გამო რომ გიგა და ნიკა ჩხუბის მხოლოდ ბოლო ნაწილს შეესწრნენ გადაწყვიტეს რომ ამ ამბავში მხოლოდ გიორგი იყო დამნაშავე, რა თქმა უნდა ამ ყველფრის მაპროვოცირებლად თათია მიიჩნიეს, რის გამოც მას ხმის ამოღების უფლებაც კი არ მისცეს არათუ თავის მართლების, ისე გადაუარეს, ათას სისაძაგლე დააბრალეს და აიძულეს სახელისა და ღირსების შესანარჩუნებლად ისევ შერიგებოდა ქმარს.
-მე ის არ მიყვარს არ მიყვარს გესმით?-ყვიროდა ბოლო ხმაზე გაგიჟებული გოგონა-მასთან ყოფნა აღარ მინდა... არ შემიძლია მისი შეხების ატანა რატო. არ გესმით
-გიორგის გამო არა? მაგ ნაბ.ჭვრის გამო აქვს ტვინი არეული! -ღრინავდა ნიკა
-რაც გინდა ის იფიქრეთ არ მაინტერესებს... საერთოდ არავის აზრი აღარ მაინტერესებს... - სლუკუნებდა სასოწარკვეთილი გოგონა
-ეჭვიც არ გ ლვეპარება მაგაში-ცინიკური ტონით წარმოსთქვა ნიკამ- წინაადეგ შეთხვევაში მაგ ს.რს მანქანაში არ ჩაუხტებოდი, მითუმეტეს რომ იცოდი ლაშას მაგრად არ ევასებოდა ეგ ..ე
-უბრალოდ მაღაზიიდან სახლამდე მომიყვანა
-მაინც არ უნდა ჩასჯდომოდი მაგ ნაბ.ჭვარს მანქანაში! დაგერეკა და მოგაკითხავდით
-დაგირეკეთ მაგრამ გათიშული გქონდა ორივეს
-შენი ქმრის სახლიდან რომ არ გამოქცეულიყავი ასე ყ..ურად არაფერი მოხდებოდა!
-იმიტომ გამოვიქეცი რომ მასთან ცხოვრება აღარ მინდა! არ მიყვარს, მეზიზღება , მძულს გესმით?
-მაგაზე მაში რატომ არ იფიქრე, პირველივე შესაძლებლობისთანავე ლოგინში რომ ჩაუწექი?-აღრიალდა გიგა
-მამა გთხოვ აქ დარჩენის უფლება მომეცი
-გინდა რომ ბავშვი გიორგის ნაბ.ჭვრად გამოაცხადონ?
-რაა?-აღმოხდა მისავათებულ გოგონას
-ლაშას უკვე ველაპარაკე, საღამოს მოვა...
-გთხოვ ეს არ გააკეთო...-შეეხვეწა ატირებული თათია სახე მონგრეულ კაცს
-მას გაჰყვები... ყოველგარი წინაადეგობის გაწევის გარეშე
-მამა
-თუ გაბედავ და ჩვენს წინაადეგ წასვლას ეცდები იცოდე ცხოვრებას გაგინადგურებ ისე როგორც ამას შენ მიკეთებ!
-იცი, ზუსტად არ ვიცი ლაშა უფრო მეზიზღება თუ შენ-მთელი ბავშვობის ტრამვები, გულის ტკივილი ბოღმა და ბრაზი ჩააქსოვა თათიამ ამ სიტყვებში რის გამოც გიგამ სახეში მთელი ძალით გაარტყა ხელი.
ლაშასთან დაბრუნება თათიასთვის ჯოჯოხეთი იყო, მითუმეტეს რომ იმ დღიდან ის ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა, ტელეფონიც გაუტეხა ვითომ შემთხვევით და ლეპტოპსაც ცხელი ყავა გადაასხა სრულიად შემთხვევით. სახლიდან მარტო გასვლის ყველანაირ შესაძლებლობას უქრობდა, რადგან ხელში არასდროს აძლევდა ფულს. მაგრამ ამ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფს მაინც მასთან ცხოვრება ერჩია გიგასთან დაბრუნებას რადგან 6 თვის ორსულს ყველა ერიდებოდა სამსაურში ასაყვანად. ეს საშინელი და მძიმე დღეები მხოლოდ იმაზე ფიქრით გადაჰქონდა რომ როცა პატარა დაიბადებოდა სამსახურს იპოვიდა ამ სახლიდან წავიდოდა, თიასაც წამოიყვანდა ის მის პატარას მიხედავდა თავად იმუშავებდა, ორგან სამგან... ყველფერს გააკეთებდა, არაფერს ითაკიებდა რომ ქირა გადაეხადა და თავის პატარასთან, თიკასთან და ნიცასთან ერთად მარტოს ეცხოვრა ყოველგვარი სიძულვილისგან, მრისხანებისგან, სიყალბისგა, შიშსგან და ბოროტებისგან შორს.



№1  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო ეს იატორია შემდეგი თავით დასრულდება.

მადლობა რომ გაუძელით ამდენ ნეგატივს, მოზღვავებულ მძიმე ემოციებს და კითხულობდით, მიზიარებდით თქვენს აზრს და მაძლევდით რჩევებს. მგონი პირველად ხდება რომ ჩემივე ისტორიის ნეგატიური ემოციებით მევე დავითრგუნე.
მოკლეთ როგორც იქნა ამ ჩიხიდან გამოვაღწიე და ვფიქრობ ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვან.
მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის რომ მეხმიანებით, მაძლევთ რჩევებს, თუნდაც შენიშვნებს❤❤❤❤❤

 


№2 სტუმარი ელა1

ნეაკო მოუთმენლად ველოდები ახალი შენებური ისტორიით.

 


№3 სტუმარი ელა1

ნეაკო ყველა შენი ისტორია კარგია არის.მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულია გითხრა რომელი აბა თუ მიხვდები.......რათქმა უნდა იძულებითი ქორწინება და ტირანი რა ქნა სანდრო არის ჩვენი ფავორიტი შემიძლია ასე ვთქვა (ელენე თიკო და ნენე ხო მართალი ვარ)მადლობა შენ ამისთვის.

 


№4 სტუმარი მკითხველი

რატო იწელება შენი ისტორიები ასე ძალიან?კარგი ისტორიაა მაგრამ ცოტა გადაჭარბებულად გაწელილია შენს პერსონაჟ გოგონებს რამდენიმე თავი (5დან 10 თავამდწ ხან ცოტა მეტიც) სჭირდებათ რომ სათქმელი თქვან და ბრძოლა დაიწყონ და ყველა თავში ერთი და იგივე ტექსტები აქვთ…ცოტა უფრო გამრავალფეროვნება სჭირდებათ ჩემი აზრით და ასე ძაან დაჩაგრულებიც არ უნდა იყვნენ..ცოტა გამოაცოცხლე სხვა მხრიდან გოგონები დაგვანახე ორი ბუნება ქალის და უფრო მაგარი იქნება ჩემი აზრით…თორემ ისე ძალიან კარგი ისტორიები გაქვს,კარგად წერ…იმედია სწორათ გადმოვეცი აზრი

 


№5  offline წევრი Marikagogolqdze

ფაქტიურად მთელი ეს ნაწარმოები ერთი ბდიდი ნეგატივია. აი კარგადაც თი არ დასრულდა არ ვიცი...... ლაშა და ნიკა და გიგა..ესენიბლხო კაცები არ არიან

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

მშვენივრად ჩავხედე თვალებში და ცოტა ვუჟუჟუნე კიდეც relieved
იმანაც მიჟუჟუნა.
გასკდით გულზე. აი ეგრე! innocent

 


№7 სტუმარი Keira.კირა

დამპალოო!!!

 


№8 სტუმარი სტუმარი ელენე

Keira.კირა
დამპალოო!!!

დამპალი არა ვარ, გადამწიფებული ვარ. ანუ ჩაშაქრებული. ანუ უფრო გემრიელი.

 


№9 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
სტუმარი ელენე
Keira.კირა
დამპალოო!!!

დამპალი არა ვარ, გადამწიფებული ვარ. ანუ ჩაშაქრებული. ანუ უფრო გემრიელი.

აუტანელო ბავშვო!!! joy joy რანაირი ვინმე ხარ რა heart_eyes

kissing_closed_eyes

სტუმარი ელენე
Keira.კირა
დამპალოო!!!

დამპალი არა ვარ, გადამწიფებული ვარ. ანუ ჩაშაქრებული. ანუ უფრო გემრიელი.

Vaimeeee, migkuchav! unamused

 


№10 სტუმარი სტუმარი ელენე

ეს მიგკუჭავო შენ დაწერე კირა?
ჩემს კომენტარად რატო ჩანს? თუ მარტო ჩემთან ჩანს ეგრე?

 


№11 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
სტუმარი ელენე
ეს მიგკუჭავო შენ დაწერე კირა?
ჩემს კომენტარად რატო ჩანს? თუ მარტო ჩემთან ჩანს ეგრე?

საიტი ურევს ელენე.

მივხვდი, მაგრამ ვისი კომენტარი იყო ეგ მაინტერესებდა :დ

 


№12 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
სტუმარი ელენე
nene gelovani
სტუმარი ელენე
ეს მიგკუჭავო შენ დაწერე კირა?
ჩემს კომენტარად რატო ჩანს? თუ მარტო ჩემთან ჩანს ეგრე?

საიტი ურევს ელენე.

მივხვდი, მაგრამ ვისი კომენტარი იყო ეგ მაინტერესებდა :დ

ლექსიკით თუ ვიმსჯელებთ კირასია joy
ეგ კაი და თიკოს სასწრაფო ადგას ისევ თავზე? joy

რატო? ირაკლის გამო? smiley მეტი დარდი არ მისცეს ღმერთმა. smile

 


№13 სტუმარი სტუმარი თიკო

1. ირაკლი შემახსენეთ ვინაა, უმნიშვნელო ხალხი მავიწყდება ხოლმე. ოუუ, თუმცა გამახსენდა, ის ხომ ნამდვილი არც ყოფილა?! ნუ არიან ეგეთი ... რეალობაშიც, კი, მაგრამ მადლობა ღმერთს მე შეხება არ მქონია. არც ვისურვებდი.
2. წინაზე ვეღარ დავწერე, მსახიობს არაფერს ვუწუნებ გარეგნულად, როგორია თავის საქმეში ეგ ცალკე თემაა და არც ვიცი, არ მაქვს მისი მონაწილეობით ნანახი ფილმები. თქვენს ირაკლის იმ კაცს ნუ ურევთ. აი გეგას პერსონაჟიც კარგი იყო და პროტოტიპიც. აი ასეთი ადამიანი მამახსოვრდება. რა დაგვავიწყებს... ზოგს ტკბილად ახსენდება, ზოგს მწარედ... ნუ რას ვიზამთ, არაა საჭირო ყველას გვიყვარდეს.
3. შეხვედრას რაც შეეხება, მიხარია შენს გამო ჩემო ოქროსფერო❤ საინტერესო და ამაღელვებელი იქნებოდა საუბარი მასთან. ნუ ერთ დღეს ჩემთან შეხვედრას რომელი ჰოლივუდის ან ბოლივუდის მსახიობთან შეხვედრა აჯობებს, მაგრამ ასეთი ,,პატარ-პატარა" ნაბიჯებიც კარგია, გავარჯიშდები მანამდე smiley joy

 


№14  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
მშვენივრად ჩავხედე თვალებში და ცოტა ვუჟუჟუნე კიდეც relieved
იმანაც მიჟუჟუნა.
გასკდით გულზე. აი ეგრე! innocent

აუ გაბრაზებული ვარ ბავშვი შენზე!!!!!! მეც მინდა ჩემი ირაკლი ❤❤❤❤❤

ისე კახას ისტორია ვიწყებ უახლოეს მომავალში ოღონ მთლად კახასი არააა,ანუ მხოლოდ მასზე ვერ დავწერ ხო იცი ჩემენურები უნდა გავურიო joy იცოდე მიწასთან გასწორებებს არ ვართ joy აი საშინლად მინდა მასზე და მასზე შურისმაძიებრლ, ცუდ ბიჭზე წერა. ერთი სული მაქ წერა დავიწყო

 


№15 სტუმარი სტუმარი ელენე

ნეაკო
სტუმარი ელენე
მშვენივრად ჩავხედე თვალებში და ცოტა ვუჟუჟუნე კიდეც relieved
იმანაც მიჟუჟუნა.
გასკდით გულზე. აი ეგრე! innocent

აუ გაბრაზებული ვარ ბავშვი შენზე!!!!!! მეც მინდა ჩემი ირაკლი ❤❤❤❤❤

ისე კახას ისტორია ვიწყებ უახლოეს მომავალში ოღონ მთლად კახასი არააა,ანუ მხოლოდ მასზე ვერ დავწერ ხო იცი ჩემენურები უნდა გავურიო joy იცოდე მიწასთან გასწორებებს არ ვართ joy აი საშინლად მინდა მასზე და მასზე შურისმაძიებრლ, ცუდ ბიჭზე წერა. ერთი სული მაქ წერა დავიწყო

კახაზე შურისმძიებელ ბიჭზე?? hushed რა უნდა დაეშავებინა იმ იდეალურად იდეალურ კაცს, რომ ვინმეს შურისძიება მონდომებოდა?! sweat_smile
დაწერე, დაწერე. კახაზე სიამოვნებით წავიკითხავ ყველაფერს. მთავარია იდეალურობა არ დაუკარგო ჩემს თვალში და დანარჩენი ასატანია.

ირაკლიზე ღირსი ხარ! smiling_imp ხომ მაბულინგეთ შენ და ნენემ, ამას მგონი ჩვენზე მეტად უყვარსო და ხო აფორიაქეთ თინათინიც. ხოდა აბა მე ადამინი "მიყვარდეს" და იმან ისე ისეირნოს დედამიწაზე, რო ერთხელ არ გავაფიქრებინო ჩემზე? joy შანსი არაა!
ისე დავალაგე და მოვაკვარახჭინე სიტუაცია ზუმში, მარტო მე და ის ვდიალოგობდით, დანარჩენები გაკრეჭილები გვისმენდნენ.
არა ბიჭოს! innocent

 


№16 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი თიკო
1. ირაკლი შემახსენეთ ვინაა, უმნიშვნელო ხალხი მავიწყდება ხოლმე. ოუუ, თუმცა გამახსენდა, ის ხომ ნამდვილი არც ყოფილა?! ნუ არიან ეგეთი ... რეალობაშიც, კი, მაგრამ მადლობა ღმერთს მე შეხება არ მქონია. არც ვისურვებდი.
2. წინაზე ვეღარ დავწერე, მსახიობს არაფერს ვუწუნებ გარეგნულად, როგორია თავის საქმეში ეგ ცალკე თემაა და არც ვიცი, არ მაქვს მისი მონაწილეობით ნანახი ფილმები. თქვენს ირაკლის იმ კაცს ნუ ურევთ. აი გეგას პერსონაჟიც კარგი იყო და პროტოტიპიც. აი ასეთი ადამიანი მამახსოვრდება. რა დაგვავიწყებს... ზოგს ტკბილად ახსენდება, ზოგს მწარედ... ნუ რას ვიზამთ, არაა საჭირო ყველას გვიყვარდეს.
3. შეხვედრას რაც შეეხება, მიხარია შენს გამო ჩემო ოქროსფერო❤ საინტერესო და ამაღელვებელი იქნებოდა საუბარი მასთან. ნუ ერთ დღეს ჩემთან შეხვედრას რომელი ჰოლივუდის ან ბოლივუდის მსახიობთან შეხვედრა აჯობებს, მაგრამ ასეთი ,,პატარ-პატარა" ნაბიჯებიც კარგია, გავარჯიშდები მანამდე smiley joy

თინუნა ❤
გუშინწინ, ჩემს ნაცნობს ვეკაიფებოდი, სუფთა კნუტი ხარ-მეთქი და შენ კიდე წიწილაო. no_mouth გული გამისკდა კინაღამ. მეთქი ეს საიტზე ხო არაა და იქიდან მინამიოკებს რამეს. მერე მივხვდი, ზედმეტ კონსპირაციებში შევიჭერი და just ჩამოვდნი შენზე joy
უი კიდე ერთი შორთ სთორი. :დ ამჯერად აგროჰაბში ვიყავი გუშინ. ხოდა "ტომი და ჯერიში" ტომი რომ ლამაზ თეთრ კატას დაინახავს და თვალები ეკარკლება გულის ფორმაზე, ისე გადმომეკარკლა ვიღაც ბიჭის დანახვაზე. ძააააან სიმპათიური იყო. laughing ხოდა იქაც შენ გაამხსენდი და ისე გავატრიალე თავი გვერდზე, გეგონება დაქორწინებული ვიყავი laughing joy
ხოდა რატო მოგითხრე ახლა ეს ყველაფერი:
ძააააააააააააააან მიყვარხარ ❤ (ალბათ relieved )

 


№17 სტუმარი სტუმარი თიკო

წიწილას თუ ვინმე გაბედავს და დაგიძახებს, თავისი ადგილი მიასწავლე ცხრა მთას იქით. ეგღა მაკლია წიწილა დაგიძახონ და მერე ჩასახუტებლადაც გამოიწიონ smiley ეგეთს როგორც უნდა დაამთავრებინო, არ შეგეშლება. სიმპათიურს თუ დაინახავ მარჯვენა ხელის არათითზე დაიხედე, ვითომ დანიშნული/დაქორწიბეული ხარ. ვინმეს გარიგებას თუ დაგიპირებენ თქვი რომ რჩეული გყავს უკვე. ორ მეტრზე ახლოს არავინ მოუშვა, ისიც კმარა ბევრ ,,ისეთთან" ერთად რომ გიწევს სუნთქვა. თვალებში არავის უყურო დიდ ხანს ორ წამზე მეტი, რა იცი რა ხდება და რა გადაგიბრუნდება ლამაზ თავში, ზოგი ისე აჟუჟუნებს თვალებს დაშტერებულია თუ შენით შეპყრობილი ვერ გაიგებ. სხვა არ მახსენდება ახლა და მერე გეტყვი ნელ-ნელა. მეც მიყვარხარ❤ ალბათ მოაშორე თორემ შენი ნებით კუთხისკენ წასვლაც ვეღარ გიშველის.
პ.ს. ყველგან მე გელანდები ანუ და სულ შენთან ვარ ხომ? მომწონს, მომწონს.
პ.პ.ს. და კნუტი ვინამაც დაგიძახა, ის ინდივიდი რა სქესის იყო? მაინტერესებს ერთი, ბოლო-ბოლო ბიჭი გგონივარ, ვერ დაგაჯერე რომ გოგო ვარ?

 


№18 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი თიკო
წიწილას თუ ვინმე გაბედავს და დაგიძახებს, თავისი ადგილი მიასწავლე ცხრა მთას იქით. ეგღა მაკლია წიწილა დაგიძახონ და მერე ჩასახუტებლადაც გამოიწიონ smiley ეგეთს როგორც უნდა დაამთავრებინო, არ შეგეშლება. სიმპათიურს თუ დაინახავ მარჯვენა ხელის არათითზე დაიხედე, ვითომ დანიშნული/დაქორწიბეული ხარ. ვინმეს გარიგებას თუ დაგიპირებენ თქვი რომ რჩეული გყავს უკვე. ორ მეტრზე ახლოს არავინ მოუშვა, ისიც კმარა ბევრ ,,ისეთთან" ერთად რომ გიწევს სუნთქვა. თვალებში არავის უყურო დიდ ხანს ორ წამზე მეტი, რა იცი რა ხდება და რა გადაგიბრუნდება ლამაზ თავში, ზოგი ისე აჟუჟუნებს თვალებს დაშტერებულია თუ შენით შეპყრობილი ვერ გაიგებ. სხვა არ მახსენდება ახლა და მერე გეტყვი ნელ-ნელა. მეც მიყვარხარ❤ ალბათ მოაშორე თორემ შენი ნებით კუთხისკენ წასვლაც ვეღარ გიშველის.
პ.ს. ყველგან მე გელანდები ანუ და სულ შენთან ვარ ხომ? მომწონს, მომწონს.
პ.პ.ს. და კნუტი ვინამაც დაგიძახა, ის ინდივიდი რა სქესის იყო? მაინტერესებს ერთი, ბოლო-ბოლო ბიჭი გგონივარ, ვერ დაგაჯერე რომ გოგო ვარ?

კი, ყველგან შენ მელანდები და სულ ჩემთან ხარ ❤
კნუტი მე კი არ დამიძახეს, მე დავუძახე, ჩემს კურსელს (ბოდიში მაგრამ ბიჭია :დ). კნუტივით კრუტუნებდა, ამას ("700 გვერდიან" ესეს) რა დაწერსო. ხოდა ვეხუმრე, კნუტივით ხარ-მეთქი და იმან, შენ წიწილასავითო და გავშრი smiley
პ.ს. ბიჭი არ მგონიხარ. ყველაფერზე გეტყობა რომ გოგო ხარ, ოღონდ ჩემი!!!!!
პ.პ.ს. და ვგიჟდები რა ვარიაციაც არ უნდა მოვუფიქრო შენს სახელს, მაინც რომ იტან ყველაფერს ჩემგან და თან მარტო მე რომ მაძლევ მაგის უფლებას. ❤

 


№19 სტუმარი სტუმარი თიკო

მომწონს შენი დაძახებული ყველა სახელი და რა ვქნა smiley მართლა რაც არ უნდა დამიძახო, არ მაქვს სხვა რეაქცია დადებითის და თბილი ტალღების გარდა. ნუ საკუთარ სახელს რო მისხვანაირებ და მიკეთებ შენს ჭკუაზე, თორე იცოდე, რომ კნუტს და გოჭს არც შენ დაგაძახებინებ (არც ველი, ვიცი არ იზამ, მითუმეტეს ჩემთან :დ) smiley joy
პ.ს. კარგი, ახლა არაფერს ვიტყვი, შემდეგისთვის გამოვიყენებ ამ სხვისთვის დაძახებულ კნუტს და ,,გაშრობას".
პ.პ.ს. და სხვათაშორის, მხოლოდ ჩემს დაძახებულ "წიწილას" უნდა ჰქონდეს ეფექტი.

აუ ახლა იმაზე მეფიქრება, აქ შემოსულ ნენეს დიაბეტი არ ავკიდოთ. ძალიან ჩავტკბით, უჩვეულოდ... არა?!

 


№20 სტუმარი სტუმარი ელენე

მაქვს მაგ დიალოგზე პასუხი და ისიც ვიცი, რა მინდა, რომ თიკომ გიპასუხოს. ამიტომ ახლა გავჩუმდები და დაველოდები რას დაწერს.
მე მერე მოვალ :)

 


№21 სტუმარი სტუმარი თიკო

არა, კარგად ვერ გაშიფრე, სულ სხვნაირადაა ჩემთვის. მთელი ტექსტი წამეშალა, ცოტა ხნით გავედი გვერდიდან და რომ შემოვედი დარეფრეშებული დამხვდა გვერდი. რანაირად დავწერო თავიდან არ ვიცი. მომიტევეთ, მაგრამ მართლა ვერ დავწერ ახლა. ნელ-ნელა ვიტყვი საუბრისას, ნაწილ-ნაწილ. მართლა ბევრი იყო.

 


№22 სტუმარი სტუმარი ელენე

ხოა ეხლა ეს გასაწიწკნი

 


№23 სტუმარი სტუმარი ელენე

დაიცადე, სანამ წახვალ, ცოტა მომეფერე.
ვიღაც იდიოტმა გამაბრაზა დილით, ახალ გაღვიძებულზე. უზრდელი იყო და იუზრდელა. მე კი გავეცი პასუხი, მაგრამ ძალების აღდგენა ხომ მინდა მომავალში სხვა უზრდელებს რომ ვეომო?
ხოდა მიდი მომეფერე relieved

 


№24 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
სტუმარი ელენე
დაიცადე, სანამ წახვალ, ცოტა მომეფერე.
ვიღაც იდიოტმა გამაბრაზა დილით, ახალ გაღვიძებულზე. უზრდელი იყო და იუზრდელა. მე კი გავეცი პასუხი, მაგრამ ძალების აღდგენა ხომ მინდა მომავალში სხვა უზრდელებს რომ ვეომო?
ხოდა მიდი მომეფერე relieved

რა მოხდა?

კაცო დილით არ მოგიყევი რაც მოხდა?! :დ რა გჭირს? smiley

 


№25 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
აა ხო, მივხვდი. არა, მე ვიფიქრე კიდე რაღაც სხვაზე ამბობსთქო.

უი მერე თუ მაგას ყვები ბარემ ბოლომდე მოუყევი. ოღონდ არამგონია მოგეფეროს joy joy უფრო სხვა სურვილები აღეძვრება.

გადი!!!!!!!!!!

 


№26 სტუმარი სტუმარი ელენე

ერთი სახელები და გვარები გამაგებინა იმ ადამიანების, ვისთანაც თიკო დროს ატარებს, სანამ მე აქ ველოდები და მერე მე ვიცი relieved

 


№27 სტუმარი სტუმარი თიკო

სინამდვილეში გელოდები რას იტყვი შენ, ვთქვი რო ნენემ როგორც გაშიფრა ისე არაა-თქო. მართლა ვერ ვწერ მეორედ ყველაფერს, დამიჯერეთ რომ მართლა მქონდა დაწერილი. იმ წამს ყველაფერი რაც მომაფიქრდა დავწერე და ახლა წინადადებას ვეღარ ვაწყობ. საუბარში თან ვიტყვი ნაწილ-ნაწილ ან რასაც იტყვი, დიდი ალბათობით დაგეთანხმები.

 


№28 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი თიკო
სინამდვილეში გელოდები რას იტყვი შენ, ვთქვი რო ნენემ როგორც გაშიფრა ისე არაა-თქო. მართლა ვერ ვწერ მეორედ ყველაფერს, დამიჯერეთ რომ მართლა მქონდა დაწერილი. იმ წამს ყველაფერი რაც მომაფიქრდა დავწერე და ახლა წინადადებას ვეღარ ვაწყობ. საუბარში თან ვიტყვი ნაწილ-ნაწილ ან რასაც იტყვი, დიდი ალბათობით დაგეთანხმები.

ინტერნეტის ეპოქაში გავიზარდე და ონლაინ რეჟიმში ურთიერთობები იმდენად შესისხლხორცებული მაქვს, აბსოლუტურ ნორმად ვიღებ.
მაგის გარდა, ამ ფორმატის ურთიერთობები სულ სხვა ჟანრია ჩემთვის და არ გავს არც კლასიკურ მეგობრობას, არც კლასიკურ შეყავრებულობას და არც ახლობლობას. სხვა არის ეს და ჯერ არ ვიცი რა ქვია.
არც აქვს მნიშვნელობა.
ეს ზოგადი და სერიოზული პასუხი თუ გინდათ და რაც შეეხება ნენეს, ეგ დიალოგი კარგად მახსოვს და ჩემი რეაქციაც. უფრო სწორად, ურეაქციობა. ისეთ რაღაცეებს ვწერდით, ვიცოდი, რომ ვინმე "დაქრაშვას" (მძულს ეს სიტყვა smiley ) დაარქმევდა. ხოდა არ მქონია რეაქცია და ემოცია სინამდვილეში და არც ახლა მაქვს.
ნუ რომ მიყვარხარ ეგ ვიცი. დღეს ხვალ რომ მოგვადგე და შეყვარებული მყავსო გამოგვიცხადო, ეგ რომ არ მესიამოვნება, ეგეც ვიცი. შენს მეგობრებზე რომ ვეჭვიანობ და ნერვებს მიშლიან ესეც ვიცი. :დ
კიდე რა გითხრა...
ა ხო, აგროჰაბში მომხდარზე რაც მოვყევი ეგეც სიმართლე იყო. joy
ხოდა რა ვიცი აბა, მეტი რა დავამატო, სულ ქრაშვა ქვია ამას თუ დაქალობა.
ბევრად დიდია სამყარო და ბევრად უფრო მრავალმხრივია ადამიანების ურთერთობები და გრძნობები, ვიდრე ის "ჩარჩოული" სიტყვები, რაც ამ ურთიერთობების აღსაწერად მოიგონეს.

დავაკმაყოფილე შენი ინტერესი, თიკუნა?

 


№29 სტუმარი სტუმარი ელენე

"სულ მკიდ*#ა ქრაშვა ქვია ამას თუ დაქალობა"-მეთქი მეწერა და ამ ცენზურისტმა და სტალინისტმა საიტმა წამიშალა. joy

 


№30 სტუმარი სტუმარი თიკო

მეც რო ვერაფერი დავარქვი და ათასნაირად მეწერა და ათასჯერ დავწერე რომ აზრზე არ ვარ რა არის-თქო, რომ ვთქვა, ხომ დამიჯერებ?! smiley ზუსტად იგივენაირად შემიძლია აღვწერო მეც ეს დამოკიდებულება/ურთიერთობა. კიდევ მინდა რაღაცეების დამატება მაგრამ ვერ ვამატებ (ნუ ეს ისე არ გაიგოთ, სიზარმაცეს აქვს ადგილი smiley ). მოკლედ განსაკუთრებული ხარ ჩემთვის, ოღონდ ისეთნაირად განსაკუთრებული, არცერთ ჩარჩოში რომ არ ჯდება. სულ სხვა ხარ და მართლა ერთადერთი. კი, მყავს გარშემო ცოტა, ორი-სამი ადამიანი ძლივს, ისეთი, ვინც ზუსტად მიგებს და თავს კომფორტულად მაგრძნობინებს მათთან საუბარი, მაგრამ ასე არასდროს ვყოფილვარ. ზოგადად ყველა ძვირფას ადამიანთან ასე ვარ, ეგოისტი. მეგობრებისთვის გამიმართავს სცენები და დღემდე ასეა სხვათაშორის, რატომ ეკონტაქტები ასე ახლოს სხვას და მისთ.-თქო (რაც მე თვითონ არ მომწონებია ხოლმე), ყველამ იცის ჩემი ეს დამოკიდებულება. ოღონდ უფრო არასერიოზულად იღებენ ხოლმე, ან ზოგჯერ იმაზე სერიოზულად რომ კამათით ვასრულებთ, რაც შერიგებას და ახალი სახელის ხსენებისას, ისევ ახალ წრეზე, მაგრამ მსგავსზე წასვლას გვაიძულებს. არ ვიცი, ზოგჯერ კიდეც მომწონს რომ მათ ვაგრძნობინებ იმას რომ ყველა გამვლეს ისე არ შეხედონ და არ ეკონტაქტონ, როგორც მე მაგალითად, ვისაც წლებია იცნობენ. ბავშვობის მეგობრებთან და ბიძაშვილთან მაქვს ასეთი დამოკიდებულება. ხშირად ეს თვისება მათი დაცვის მიზნითაც გამომიყენებია, რომ რახან მე ნდობის რაღაც პრობლემები მაქვს და არ ვენდობი ასე ხალხს, არც მათ ვაძლევ უფლებას სრულიად უცხოებს ენდონ ადვილად და ვცდილობ ყოველ ახალ გაგებულ სახელზე რაღაც ინფორმაციის გაგებას/მოძიებას ან კონტროლს. პირდაპირ ვეუბნები მათ რომ არ ენდონ და გაარკვიონ რას წარმოადგენენ, არ დააწყონ გეგმები, რაღაც ფუჭი იმედები არ დაამყარონ მათზე რომ გული ნაკლებად ეტკინონ. და ჩემთვის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ნდობის რაღაც პრობლემები არ გვარდება, რაც უფრო ვიზრდები, უფრო მწვავდება და დიდად არც მაწუხებს, თუ იმას არ ჩავთვლით რომ ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ ვინც ჩემთან კონტაქტში შემოსვლას ცდილობს, მიუხედავად იმისა რომ მომწონს როცა ხალხს ან ჩემი ხასიათი მოსწონს, ამ სურთ რომ დამიახლოვდნენ, რა თქმა უნდა მეგობრობის მიზნით, სხვა მიზეზი თუა და ვატყობ, ავტომატურად ვიშორებ იმ ადამიანს, ან ვცდილობ მაინც, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე, რადგან არც სურვილი, არც დრო და არც ნერვები არ მაქვს ვინმეს გადავყვე (თან ამ სიყვარულობანას ამბებში ახლახანს ჩამოვყალიბდი ასე თუ ისე. ანუ, რაღაცეები ისე სხვანაირად გადავხარშე, რომ ჩემთვის ერთ-ერთ საინტერესო სასაუბრო თემად ვაქციე, რომელსაც თქვენთან ერთად დიდი სიამოვნებით განვიხილავდი) smiley ჯერ-ჯერობით და მომავალი რამდენიმე წელი მაინც. მერე ვნახოთ, არ ვიცი. ვცდილობ ნაკლებად მეფანტაზიორე და მეოცნებე ვიყო, რომ შემდეგ არარსებულს და არასდროს მომხდარს ან პირიქით, უაზრო ნერვიულობით არ გადავყვე. მოკლედ, მეზარება-თქო და მაინც შემომეწერა. ხო რა, მეც მიკვრის რომ ასე ადვილად, სრულიად უცხოს, ამდენად დავუხლოვდი, რომ ის ერთ-ერთ, რაღაცნაირად comfort person ად ვაქციე smiley ამიტომ საერთოდ არ ვაპირებ ამ კომფორტული, მყუდრო ზონიდან გამოსვლას და არც შენ მოგცემ უფლებას გახვიდე, ძალიან კარგად ვგრძნობ მე თავს და ვიცი უკვე რომ შენც. ამიტომ ამ უცნაური კავშირის და ურთიერთობის გაგრძელებას მე პირადად დიდ ხანს ვაპირებ და არა მხოლოდ იქამდე, სადამდეც ნეაკო ისტორიების წერას გააგრძელებს. არც შენსას და არც ნენეს დაკარგვას არ ვაპირებ. ორივე იმდენად კარგები ხართ, ვიცი ვინანებ თქვენნაირი ადამიანების ჩამოშორებას. ამიტომ ბოლოჯერ ვიტყვი, ელენე არც ჩემი ,,ქრაშია" (ვერც მე ვიტან ამ სიტყვას), არც ამაზე ,,ცოტა" მეტი და არც დაქალი. ამ ყველაფერზე იმდენად მეტია და იმაზე უფრო უბრალო და ძვირფასი, ვიდრე წარმოუდგენია ვინმეს და ნუღარ მაიძულებთ ამ თემას მოვუბრუნდე, ცოტა არ იყოს, არაკომფორტულად ვგრძნობ თავს smiley

სტუმარი ელენე
"სულ მკიდ*#ა ქრაშვა ქვია ამას თუ დაქალობა"-მეთქი მეწერა და ამ ცენზურისტმა და სტალინისტმა საიტმა წამიშალა. joy

ვაიმე, ხოდა ამ სტალინისტურ საიტს ვეუბნები, რომ არაფერს ვამბობთ ისეთს, ,,ქართველ ახალგაზრდობას" გონებას რომ დაუმახინჯებს smiley და არც არავის ეხება ელენეს გარდა, ამიტომ ვინც ჩაერევა და რამეს გაითვალისწინებს, ან არა, ეს მათ კისერზეა და მათი პრობლემაა, მე აქ ერთადერთ ადამიანს მივმართავ. იმედია წაშლილი არ დამხვდება ეს კომენტარი ,,სითამამის" გამო smiley

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent