სიცრუე ,რომელიც არ ვიცოდი 20
დარლას მსგავსად ის ერთი თვე არც ჩემთვის ყოფილა წყნარი და მშვიდი.თბილისში დავბრუნდი თუ არა მაშინვე სახლს მივაშურე. ვბრაზობდი თუ არა უფროს ჯიშკარიანზე? თავიდან კი .სწორედ ამიტომ ,თითქოს მის ჯინაზე ,კაკისთან ურთიერთობის დალაგება დავიწყე.რომ გითხრათ დიდად რამე გამოვიდა თქომოგატყუბთ,მაგრამ ჩემი ჩალურჯებებისა და ლამის გაუ**** სხეულის ავტორი აღმოვაჩინე. როგორც დარლა ეჭვობდა ეს ყველაფერი კაკის დამსახურება იყო,თუმცა ყურადღება არ მიმიქცეია,რადგან ვიფიქრე უბრალოდ ნასვამმა თავი ვერ გააკონტროლა და ეს ამიტომაც მოხდა-თქო. -დღეს ბევრი საქმე გაქვს? -არა,მაგრამ დღეს ამ თვის ბოლო ხუთშაბათია ,რაც იმას ნიშნავს, რომ დათსა და გოგასთან ერთად უცილობლოდ უნდა დავლიო.თუ გინდა შემოგვიერთდი. ჩემს წინ აისვეტა და ხელები თეძოებზე შემომაწყო,გამომწვევად მიყურებდა.მერე თავის სხეულზე ამიკრა და ნაცრისფერი თვალები შემომანათა. -როგორც შარშან ,ზღვაზე? ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და მისი სიტყები გავიმეორე. -როგორც შარშან,ზღვაზე. ხელები მხრებზე შემოვაწყვე,მისი ტუჩებისკენ წავწიე და ,ბედი არ გინდა? კარი მისმა მდივანმა შემოაღო,სასწრაფოდ მოვშორდი და უხერხულად ვთქვი. -წავედი მე,შენ რას იზავ? -მოვალ,რომელზე ოღონდ? -მორჩები თუ არა მაშინვე.გოგა წესით უკვე ჩემთან იქნება. გამიღიმა და იქაურობა დავტოვე.სახლში მისულს მართლაც დამხვდა გოგა,რომელსაც სასმელები მოემარაგებინა და დათოსთან ერთად პატარა სუფრას აწყობდა ჟურნალების მაგიდაზე.იმ დღეს გათიშვამდე ვსვით.არ ვიცი დამესიზმრა ,თუ მართლა მოხდა,ვერც კაკის ვკითხე,რადგან იმ დროისთვის უკვე გათიშული იწვა ჩემს კალთაში,მახსოვს რომ დათო უეცრად დივნიდან წამოიწია,მის ქვევით მჯდარი ბიჭისკენ დაიხარა მერე გოგას სახე ხელებში მოიქცია და მთელი ვნებით აკოცა,გოგა თავიდან გაკვირვებული იყო,შემდეგ იატკიდან წამოდგა და დივანზე მჯდარი ბიჭის უკან,საზურგეზე,ორივე ხელი მიაყრდნო...მეორე დღეს არცერთს არაფერი არ ახსოვდათ...არ მიკითხავს მაგრამ მივხვდი. ჩემი ბრაზი სევდასა და დეპრესიაში იმ დღის შემდეგ ,ნაბახუსევზე, გადაიზარდა.დარლას სიტყვები ისედაც ატკივებულ თავს უარესად მატკივებდა.ის მართალი იყო,მე არაფერს ვიმსახურებდი.ჩემი ეგოცენტრულობა ყველას მაკარგვინებდა.ერთი ცხოვრებამოძულებული კახპა ვიყავი,რომელიც ყველას რაღაცისთვის სჭირდებოდა.მართალი იყო,ჩემნაირი ქალი ვის უნდა ჰყვარებოდა.არაფრით გამორჩეული ნაგავი ვიყაი ,ის ვისაც სული დალპობოდა და ამ სიმყრალეს ვეღარ იშორებდა. ის ვიყავი ვისთვისაც დამღუპველი საკუთარი თავი იყო და არა სამყარო.მინდოდა დრო უკან დამებრუნებინა და დარლას სიტყვები არასოდეს მომესმინა,მაგრამ დროს ყველაფეი კიდია და მისის ის სიტყვები ჩემს გულს ლოდივით აწვა.აღარ ვჭამდი ,მაგრამ მეძინა.ჩემს თავზე ფიქრს გავურბოდი.თავდაუზოგავად ვმუშაობდი,ბევრს ვიცინოდი და ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.არ გამომდიოდა,ძილის წინ თუ ძილის დროს მახსენდებოდა დარლა და ყველაზე მეტად გული იმ საღამოზე მტკიოდა მასთან ერთად ზღვაში რომ ვცურავდი.ხელებს რომ მხვევდა და სველ,გრძელ თმებს აქეთ-იქით ჩემს გასაწუწად აქნევდა.გული მწყდებოდა იმ 4 დღეზე ასე კარგად რომ გავატარეთ. მტკენდა ის ფატი, რომ შეგვეძლო ერთმანეთთან კარგად ვყოფილყავით,მაგრამ ამის ნაცვლად მან ის საშინელი სიტყვები მითხრა. თავიდან მისი მოკვლა მინდოდა,მერე უკვე ჩემივე თავის,რადგან უფლება მივეცი ჩემი სამყარო ენახა და დავემცირებინე.ყოველთვის ვიცოდი რომ ნაგავი და არარაობა ვიყავი,რომ არავის არაფერში არ ვჭირდებოდი,მაგრამ ამის სხვისგან მოსმენა,სხვისი პირიდან იმის თქმა რომ ხალხს მე კი არ ვიყენებდი,არამედ ისინი მიყენებდნენ საშინელება იყო.ეს ისე გამოიყურებოდა თითქოს კოშკები,რომლებიც 26 წელი ვაშენე თავზე დამენგრა. მხოლოდ ის დღე არ იყო ჩემი დეპრესიის და საკუთარი თავის სიძულვილის მიზეზი,არამედ ყველა განვლილი დღე ,ყველა კაცის შეხება,ყველა მიტოვება,ყველა მოგონება.სხვას რომ მოესმინა ეგონებოდა რომ ნათელი, ბედნიერი მოგონებები აღარ მქონდა,ალბათ ჩემს ,თურმე არსებულ, სინდისსაც ეს სურდა,სურდა დამენახა რმდენად ამაზრზენი ვიყავი.ვიტყოდი ეგოისტი-თქო,მაგრამ ეგეც არ ვიყავი.საზიზღარი არსება ვიყავი ,რომელიც ყველას ღალატობდა.ეგონა ასე უამრავი კაცითა და გაქცევით ცხოვრებას გაიმარტივებდა,მაგრამ ამაოდ.მისი ცხოვრება ფუჭი და არაფრის მომცემი იყო. დასაკარგი ბევრი მქონდა,ძალიან ბევრი,მაგრამ ჯერ თავი უნდა მეპოვნა...თავი, რომელიც უხსოვარი დროის წინ დავკარგე. ჩემი თავი მეზიზღებოდა.მშობლები ჩემზე ორმაგად,მათ გამაჩინეს და რა?ამით პატივი სცეს თავიანთ პრინციპებს და რწმენას.მუცლად ხო არ მოკლავდნენ პაწაწინა არსებას, რომელიც თავად შექმნეს?ის ხომ უცოდველი იყო?მისი მოშორება კი მკვლელობა იყო,მათი აზრით.თავიანთი რწმენის გადასარჩენად გადამარჩინეს და იმ ცხოვრებისთვის გამწირეს,რომელშიც სიკვდიამდე უნდა მეფიქრა,რატომ არავის ვყარდი. სამსახურიდან გვიან მისული საწოლზე დავწვებოდი,თხელ პლედს მივიფარებდი და ცრემლები თავისით მდიოდა.შიგნიდან ვიწვებოდი,მუცელში რაღაც მწველი შეგრძნება არ მასვენებდა,ყელში მებჯინებოდა და ცრემლებად ქცეული ეცემოდა ბალიშს.ზოგჯერ ოთახის კუთხეში მივჯდებოდი და ათასი სალანძღავი სიტყვით ,ტირილითა და ხმამაღალი საუბრით ვლანძღავდი ხან ჯიშკარიანს,ხანაც ჩემს თავს.ბანაობითაც ვეღარ ვბანაობდი მშვიდად.დგუშის ქვეშაც სევდა მომერეოდა და ერთიანად მოიქცევდა ჩემს სიფრიფაა სხეულს საკუთარ კლანჭებში.ყელში ისე მიჭერდა საკუთარ თავზე ბრაზი და სიბრალული,მეგონა ცოტაც და წყლის წვეთებივით ათასად დავშლებოდი.დავიშლებოდი და ბოლოს ზღვად ვიქცეოდი. --------------- -არ შემიძლია გოგა.ყველაფერი ყელში ამოვიდა,ზოგჯერ მინდა რომ უბრალოდ გავქრე.ხანდახან სარკეში ჩახედვისას ისეთი ცარიელი ვარ მეშინია არ დვკარგო.გული მერევა ამ სხეულის დანახვაზე,იმ სულისაც ჩემს თვალებში პატარა ნაგლეჯად რომ შემორჩა.თავს ვერ ვერევი,აღარ შემიძლია. თავი მეგობრის კალთაში მედო და ვტიროდი.ის თმზე მეფერებოდა და მაწყნარებდა.გოგაც არ იყო ჩემზე უკეთ,მაგრამ ის მისჩვეოდა ამ ყოველივეს,მე კი ჯერ ისევ ვერ.მისთვის დათოს გამო ტანჯვა ჩვეულებად იქცა,ამის გარეშე ცხოვრება ვეღარც კი წარმოედგინა. -ყველაფერი გამოსწორდება ნეა აი ნახავ. -არ შეიძლება ვინმეს ისე ვუყვარდე ,როგორც სხვები უყვართ? ვიცი რომ ერთ დღეს ყველა წავა,ადგებიან და უკანმოუხედავად წავლენ.შენ და დათოც,ყელში ამოგივალთ ორივეს და წახვალთ.ვეღარ გაუძლებთ ჩემს ხასიათს,ხუშტურებს და იმას თუ როგორი ვარ.ვერ ვიტან იმ არსებას რაც ვარ. -მაგას ნუ ამბობ,ნეა შენი მიტოვება როგორ უნდა შევძლო?მთელი ცხოვრებაა გიცნობ,ჩემთვის საკუთარ თავზე ძვირფასი ხარ.გგონია მე ან დათო წავალთ?სისულელე.ან ანო და ლევანი?ლადო?კაკი კიდევ შეიძლება,მაგრამ მეგობრები განა ასე გაგწირავთ?შენი მეგობარი ანი გგონია სამსახურიდან გამოგაგდებს და გეტყვის იცი არ მჭირდება შენნაირი გარყვნილი და მსგავსი ხასიათის ადამიანიო? -მაგათმა უკვე დამიკიდეს...ანი არ მგონია მაგრამ მიმატოვებთ ვიცი... -ვერ ხარ შენ ცოტა.ლევანის როგორ უყვარხარ მაინც ვერ გაიგე?ანო?ის ხომ შენი საუკეთესო დაქალია. -რომელმაცჩემივე ბიძაშვილსა და შვილში გამცვალა.გოგა შენი აზრით იმდენად ნაგავი და ნაბ***არი ვარ რომ ამდენ ტკივილს ვიმსახურებ? მე მგონია რომ ყველაფერს ვიმსახურებ.ვიმსახურებ რომ ყველას ვძულდე და ზედაც კი არავინ მიყურებდეს,რომ უკანსკნელი ბო**ვით მექცეოდნენ.მგონია რომ მწიკვ ბედნიერებასაც კი არ ვიმსახურებ. ოდნავ წამომარტყა თავში და მერე შუბლზე მაკოცა.მისი ცრემლი სახეზე დამეცა,მაგრამ არ შევიმჩნიე. -შეიძლება ზოგჯერ აუტაელი ხარ ან ისე არ იქცევი ,როგორც სხვები,მაგრამ მგონია რომ შენ უნდა იყო ყველაზე ბედნიერი,რადგან ისედაც ბევრი გამოიარე. -------------- არაფერმა გაჭრა ,არც დათოს და გოგას დაწყნარებამ,არც ანომ და ლევანიმ.ლადოც ბევრს ეცადა ,მაგრამ ამაოდ.ვიკეტებოდი საკუთარ თავში და მეგონა ამ ციხიდან ვეღარასოდეს გამოვიდოდი. თვის ბოლოს ყელში ამოვიდა გარემოც,ხალხიც ,შეყვარებულიც.ანიმა ყვეალფერი იცოდა(მთლად ყველაფერიც არა) მასთანაც ხშირად ვწუწუნებდი. გავეთავისუფლე და მცხეთაში,მის სახლში, წავედი.დაკეტილი ჰქონდა და იქ მაინც იშვიათად ჩადიოდა.მანქანა სახლში დავტოვე,ტელეფონიდან ჩემი ნომერი ამოვიღე და სამსახურის ნომერი დავიტოვე,რომელიც მხოლოდ ჩემმა კლიენტებმა იცოდნენ.საღამოს ანის დავუეკე. -შე გაფუჭებულო,აქამდე სად იყავი? -შენს უძერსკეს სახლს ვათვალირებდი,აუ ძაან მომწონს.ხომ არ გადმოვსახლებულიყავი აქეთ? -არა იყოს თბილისში მჭირდები რომ იყო. -ჩემი გამოყენება გაქვს განზრახული? -უფრო შენი უნარების,ნებას არ მაძლევ? -რავი აბა... -როგორ ხარ? -არ ვიცი,მგონია რომ მთელი სამყარო მხრებზე მაწევს.თავს ისე ვგრძნობ თითქოს ბედნირი ვეღარ ვიქნები. -მაინც არ მეტყვი რა მოხდა? -ნაგავი ვარ და შემახსენეს. -აი ისევ,მითხარი და ხომ იცი საუბრით უფრო გაგივა? -მაშინ წინარე ისტორიაც უნდა მოგიყვე,ეგ კი ჩემს თავს შეგაძულბს.. ...... --------- იმ დღეს ისე წვიმდა ლამის მთელი მცხეთა წაიღო.ფეხშიშველი,თმა გაშლილი, მოკლე პენუარით წვიმაში ვიდექი და მსხვილი წვეთების მიუხედავად განათებულ ზეცას შევყურებდი, თვალებში მეცემოდნენ, მაგრამ არ ვერიდებოდი.ალბათ საათი მინც ვიყავი ასე.სახლში რომ შევედი ბუხრის დანთება დამეზარა და სველი თმით დავიძინე.გვიან ღამით საშინელმ სიცივემ გამაღვიძა.ადგომაც მეზარებოდა კიდევ ერთი პლედის ასაღებად ან ჩასაცმელად. მთელი ღამე ვერ მოვისენე.საშინლად მცოდა .დილასაც მსგავსად ვიყავი.ფეხზეც ვერ ვდგებოდი ,ყველაფერი მტკიოდა.მერე როგორღაც საპირფარეშოში გასვლა და კიდვე წყლის დალევაც მოვახერხე.ჩანთაში თერმომეტრი მოვძებნე და სიცხე გავიზომე,ზოგადად წამლებთან ერთად ყველგან თან დავატარებდი.ვიცოდი ცუდად ვიყავი და რამე უნდა მექნა,მაგრამ ამაოდ.საწოლიდან ვერც კი ვდგბოდი.ტელეფონსაც ვერ ვიღებდი ხელში.დრო კი უსაშველოდ იწელებოდა.ანი რომ რეკავდა ზარის ხმა საშინელ ხმაურად ჩამესმოდა .ძილითაც ვერ ვიძნებდი.ვიცოდი უნდა ავმდგარიყავი და წამალი დამელია,უნდა მეჭამა და ცოტ გამეოარა ,მაგრამ თავს ვერაფერს ვუერხებდი.მაქსიმუმ წყლის დასალევად ავმდგარიყავი ან ტუალეტისთვის.სიცხესთან ერთად არც უსიამოვნო ფრები მანებებდნენ თავს,მაგის თავი სართოდ როგორ მქონდა ახლაც კი მიკვირს.მეგონა რომ იმ სახლში მარტოდმარტო მოვკვდებოდი. "ისედაც არავის ვადარდებ და ეს ჩემთვის კარგიც უნდ აიყოს.სხვებს ტირთად მაინც არ დავაწვები.თუ მოვკვდები ალბათ უკეთესიც კი იქნება,ვის სჭიდება ჩემნაირი უსახური არსება.დაე სიცოცხლის ბოლომდე ვიტანჯებოდე.ამას ვიმსახურებ,ვიმსახურებ ყვეალფერს რაც მემართება,რადგან საშინელი ადამიანი ვარ." მარტოობის შეგრძნება ყოველ წამს ძლიერდებოდა და მოსვენებას არაფრის დიდებით არ მაძლევდა.თავს ისე ვგრძნობდი ,თითქოს მთელს სამყაროში მხოლოდ მე დავრჩი.ადამიანები ისე გაქრნენ,როგორც გამოჩნდნენ და მარტო მე დავხეტიალებდი უგზო-უკვლოდ,გზა აბნეული,გაბზარულ,გამოფიტულ,გამხმარ მიწაზე.პირი მიშრებოდა,თვალები მეხუჭებოდა,გული გამალებით მიცემდა და ვერ ვიშორებდი იმაზე ფიქრს ,რომ დარლასთან მეც ზედმეტი მომივდა.მერე ყველა ფიქრი ერთბაშად გაქრა,როგორც ადამიანებს სჩვევიათ არ მახსოვს რაზე ფიქრისას ჩამეძინა და მორფეოსის სამყაროს ყველაზე ბნელ კუთხეში აღმოვჩნდი. მესიზმრებოდა ჩემი ცხოვრება,ყველაზე მტკივნეული და შემზარავი მოგონებები.ალბათ ავადმყოფობამ იცის,ის გახსენდება რის დავიწყებასაც ცდილობ. მახსენდებოდა ბავშვობა,როგორ ვიჯექი მარტო და მშობლებს იმედით ველოდი.მათ ნაცვლად კი მუდამ ბიძაჩემი ან მისი ცოლი მოდიოდნენ.ყოველ ჯერზე გული მეფლითებოდა და ჩემში არსებული ზღვა ბობოქარ ტალღებს ისვრიდა.ყოველთვის მშურდა იმ ბავშვების ,რომელთაც დედები აკითხავდნენ.მერე ბავშვობა ახლანდელმა ცხოვრებამ ჩაანაცვლა.სიბნელეში ვიყავი,ოდნავ ანათებდა მოწითალო-მოყვითალო სინათლე.სხეულზე დარლას ნაცვლად ის არაკაცი მეხებოდა.თითქმის ერთი წელი გავიდა,მაგრამ ვერაფრით დავივიწყე ის ბიჭი მეტროდან,მისი ხმა,ამაზრზენი სუნამოს და სიგარეტის სუნი,მისი ბოროტი თვალები და დამცინავი ღიმილი.ხალხი რომელიც მუდამ ქალს ადანაშაულებდა.კოშმარებში ყველაზე ამაზრზენი მოგონებები შემომეგებნენ. ორი დღე გავატარე ასე. მიუხედავად ჩემი სულელური ფირებისა, მინდოდა რომელიმე მეგობარი გამოჩენილიყო და ვეხსენი.სიკვდილი არასდროს მაშინებდა,პირიქით ყოველთვის მსურდა რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ეს ყველდრიურობა.მინდოდა უბრალოდ ჰაერის ნაწილაკად ვცეულიყავი.ველოდი რომ ანი მოვიდოდა და პრინის მაგივრად პრინცესასავით მიხსნიდა.ანის ნაცვლად იმ დღეს დარლას ხმა შორიდან ჩამესმა, მეგონა რომ მომეჩვნა.კარზე კაკუნიც ბუნდოვნად მესმოდა.მთელი ძალის მოკრება მომიწია რომ ავმდგარიყავი.ფეხი იატაკს შევახე თუ არა ტანში ჟრუანტელმა დამაირა.დარლა გამწარებით აბრახუნებდა და ჩემს სახელს გაკიოდა. -ნეა,ნეა გააღე!გეხვეწები გააღე.ნეა....ნეაა. კარისკენ ლასლასით წავედი.თავბრუ მესხმოდა და მეგონა რომ სიზმარში ვიყავი.დარლა ჩემი მეგობრის სახლის კართან?ერთი თვის მერე?ვერ ვიჯერებდი.ცოტა წარმოუდგენელი იყო.კარი გავაღე და რამდენიმე წამით მის ლურჯ თვალებში ჩავიძირე. -მესიზმრები ხო? შენ ჩემთან არასოდეს მოხვიდოდი.არაფერში გჭირდება გოგო,რომელსაც შენი ძმა მოსწონს....სასაცილოა... ის იყო დარლამ პირი გააღო რაღაცის სათქმელად რომ კადრი გაიდღაბნა,გონება ამემღვრა და მხოლოდ ერთი სიტყის თქმა მოვასწარი -თავბრუ... მერე გონება დავკარგე და რომ არა დარლას მკლავები ქვის იატაკზე აღმოვჩნდებოდი.რომ გამეღვიძა დარლა ჩემს სასთუმალთან ჩამუხლილიყო და ცივ საფენებს შუბლზე მადებდა... -მართლა შენ ხარ? -მე ვარპატარავ მე... -რომ გავიღვიძებ შორს იქნები არა?ან ისევ იმ საშინელ სიტყვებს მეტყვი და არც მე დაგაკლებ ლანძღვას. სიმწრისგან გამეცინა და დარლასკენ უფრო მეტად მივიჩოჩე.მინდოდა შევხებოდი და დავრწმუნებულიყავი,რომ ნამდვილად ის იყო. -არა აქ ვიქნები.აღარც იმ სიტყვებს გეტყვი,მაგრამ ჯერ უნდა გამოკეთდე.სიცხისგან იწვი.ასე გაცივება როგორ მოახერე? დამტუსა,მაგრამ შუბლზე კოცნა დამიტოვა და ჯამს დასწვდა.ხელი მკლავზე ვტაცე. -არ დამტოვო რა...დარჩი.აქ -ახლავე მოვალ ნეა... -გთხოვ. -ამას გავიტან და წამლებს მოვძებნი თუ არის.გაქვს? -ჩანთაშია....მგონი წინ.. ის წავიდა ,ჯამი გაიტანა და უკან წყლის ჭიქითა და წამლით ხელში დაბრუნდა.საწოლს რომ მოუახლოვდა ტაბლეტი ამოიღო,მერე ფირფიტა ტუმბოზე მოინაცვლა და ცალი ხელი თავთან ამომიდო. -მოდი ეს დალიე და მერე ცოტახანი არ დაიძინო კარგი? -არ შემიძლია. -მოდი.მენდე,დაგეხმარები. წამოჯდომაში დამეხმარა და წამალიც თავის ხელით დამალევინა.მერე ჩემს გამჭირვალე პერანგს შეხედა და ჩემს მდგომარეობაზე გაშტერდა,მერე კოპები შეკრა და მითხრა -ეგრე რატომ ხარ?არა რა გაგაფრთხილე ეგრე აღარ დამენახო თქო.თან რა დღეშია,სულ სველია.ამით იწექი ამდენ ხანს?სულ გააფრინე ნეა?ახლა მაგას გაგხდი და რამე სხვას ჩაგაცმევ. შეწინააღმდეგებაც ვერ მოვასწარი ისე ჩაძვრა ჩემს ჩემოდანში და შედარებით თბილი საღამურები ნახა.მერე საკუთარი ხელით,ჩემი საცოდავი სახის მიუხედავად გამომიცვალა და ისევ საწოლში ჩამაწვინა. -ცოტახანს არ დაიძინო,რამეს გაგიკეთებ. -არა.ჩემთან დარჩი.გვერდით მომიწექი სანამ ჩამეძინება.მერე ყველაფერს დაგიჯერებ... დარლა ერთხანს ჩაფიქრებული იდგა.მერე საწოლს მოუარა ,ფეხსაცმელები გაიხად და გვერდით მომიწვა.მისკენ გაჭირვებით მივიწიე და თავი მკერდზე დავადე. -იცი?მართალი ხარ,არარაობა ვარ.მთელს სამყაროში ყველაზე ბინძური არსება...ჩემზე საშინელი თავად ეშმაკიც არ არის ალბათ.ყოველთვის ვფიქრობდი რომ მე ვექ...ცეოდი სხვებს თოჯნებივით ,მაგრამ ისინიც არ მაკლებდნენ...ცუდი...ყველაზე ცუდი..იცი.რა არი?მათ ამის ნებას თავად ვაძლევდი. ...უცხოს,ნაცნობსაც უფლებას ვაძლევდი ჩემთვის ყვეალფერი გაეკეთებინათ,მე კი სხვებს ნაგავვით ვეპყრობოდი.მონსტრი ვარ დარლა....გითხარი გახსოვს არასდროს ვაღიაებ ამას თქო,მაგრამ მეც შენნაირი ნაგვი ვარ,კიდევ უარესი.იმ ხალხს ვღალატობ ვსაც ვადარდებ. ვცდილობ არავის მივეჩვიო... მეშინია მიმატოვებენ... პირველი მე მივდივარ. ბავშვობიდან მარტო ვარ.სულ...ყოველთვის...მარტო ვიყავი.მხოლოდ მეგობები ,რომელთაც საშინლად ვექცევი.დედაჩემი რგორია არც კი ვიცი.გამაჩიეს მაგრამ არ გამზარდეს,ჰგონიათ სიცოცხლე მაჩ...უქეს ,მაგრამ მათი წყალობით ყოველდღ ვკვდები.ბავშვი...პატარა რომ ვიყავი...მქონდა იმედი...ვეყვარებოდი მათაც სხვებივით...ამ..ამაოდ.მშობელთა კრებებს ვერ ვიტანდი.ჩემები არ იყვნენ...იქ არ იყვნენ...ბიცოლა იყო...ორივეს მაგივრად ბიცოლა იყო...ლევანისი მშურს,ყოველთვის..ახლაც.მას აქვს...ოჯახი აქ.სულ მინდოდა და არ მქონდა.ვერ ვიტანდი ექვსკურსიებს,იქ არ იყო არც თიკა არც მამუკა.არ მიყვარდა არაფერი რაშიც მშობლები საჭირო იყვნენ..ბავშვები მე დამცინოდნენ...არ ადარდებ და არ უყვარხარ მათო...მინდოდა მხოლოდ ვყვარებოდი...მერე იპოვე თავის დაღწევის გზა...ბიჭები..ყველასთან ვიწექი..სულ სულ ყევალსთან ვისაც ვაინტერესებდი,წამით მაინც.რატო?ასე თავს ვაჯერებდი ვიღაცისთვის ძვირფასი ხარ ნეა-თქო.თავს ვირწმუნებდ,რომ ჩემთვისვე სჯობდა არავის შევჩვეოდი.მარლათი ხარ ყველა მიმატოვებს,არავის სჭირდება ის რაც მე ვარ,ვის ეყვარება ისეთი საოცდავი როგორიც ვარ? მთელი ბავშვობა იმაზე ფიქრში გავატარე თუ რატომ არ ვუყვარდი მშობლებს.პასუხი მარტივია,მათთვის კარიერა ყველაფერია,შეიძლება არც კი ვუნდოდი...-გაჭირვებით ვლაპარაკობდი ,სიტყები და ასოები ემრეოდა,წიანდადებებს მოემნტებში ვერც ვალაგებდი,ყვეალფერს ვამბობდი რაც თავში აზრად მომივიდოდა-მართლა არავს ადარდებს რას ვგრძნობ.-ტირილით ველაპრაკებოდი,დარლა მისმენდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა.ხელს ძლიერად მხვევდა,ცდილობდა გავემხნევებინე.-ყველა ნივთივით მცვა,თითოს მართლა უგრძნობი ვიყო.არავინ ინტერესდება რა მომწონს და რა მინდა.ახლაც შხამად მახსოვს იმ ხორცის გემო...ახლაც ცხადად მახსოვს იმ ბჭის შეხება მეტროში.მახსოვს ხალხი რომელიც ამს უყურებდა და მე მადანულებდა,თურმე მე ვიყავი დამნაშავე ვიღაც ს**მა ჩემი გაუპატიურება რომ სცადა...ვერავის...არავის ვიტან..მეტად ჩემს თავს.დამნაშავ მხოლოდ იმაში ვარ რომ გავჩნდი...ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ-თქო ვერ ვტყვი,მაგრამ ისეთი როგორიც მინდოდა ნამდვილად არა.... ლაპარაკი დიდხანს გამიგრძლდა,დარლას მკერდზე ვქვითინებდი და ამ ქვად ქცეულ ადამიანში,ადამიანს ვაღვიძებდი.ვიტყოდი ჩვენ ბელი და ურჩხული ვართ თქო,მაგრამ ორივენი ურჩხულები ვართ...ყველაფერი რაც ვიცოდის სიცრუე იყო,ცხოვრების გზაც და ჩემ ირგვლივ ყვეალფერი...ეს მანამ ვერ გავიგე სანამ დარლა ჩემთვის ადამიანი არ გახდა...სანამ მისი ატირებული სული არ ვნახე,მანამ სანამ უფროს ჯიშკარიანში ჩემი თავის ანარეკლი არ დავინახე,არ გავიაზრე რომ დიდიხანიიყო ის აღარ მძულდა. -მაპატე იმ სიტყვებისთვის...არ მგონა რომ ცუდი ხარ,ვწუხვარ რომ კაკი ასე გძულს,მაგრამ მე ნუ შემიძულებ.აუტანელი ხარ ,მაგრამ სიყვარულს იმსახურებ.ყველაფერს იმსახურებ და არ ვფირობ რომ ღირსი ხარ ვინმემ მიგატოვოს...შეიძლება სულ ვჩხუბობთ ,მაგრამ ახლა როცა გამახსენდება როგორ გა..ატარეთ ის 4 დღე ჩხუბამდე მგონია რომ ძალიან დიდი ხნის წინ იყო და ბედნიერიც ვიყავი.. -საბოდიშო მე მაქვს ნეა...რაც შენზე ვთქვი არაფერი ხარ.ჭკვიანი და ლამაზი ხარ...ზოგჯერ საშინელი ,მაგრამ მართლა იმსახურებ რომ კარგად იყო. ახლა მე შენ გამოგაკეთებ და გპირდები გულს ეგრე აღარ გატკენ,ოღონდ ეგ ყველაფრი თავიდან ამოიგდე.მე მესმის შენი,არც ჩემი ოჯახი და ცხოვრებაა იდეალური.მეც შენნაირი ვარ. მთელი ძალით ჩამეხუტა და ჩამეძინა.მან იგრძნო რომ შინაგანად ათასნაწილად ვიყავი დამსხვრეული და იმ ზღვაში ვიძირებოდი სულში რომ მქონდა.დარლას უნდოდა ჩემთვის ის დამპალი ნაწლი მოეშორებინა რომელიც მაიძულებდა უბედური ვყოფილიყაი.და გამოსდიოდა კიდევაც. იმ ღამეს მის მკლავებში მშვიდად მეძნა,თითქოს ამაზე უსაფრთხოდ ვერ ვიქნებოდი.დარლა ჩემი საყრდენი გახდა,ის ვისაც გული გადავუშალე და ვენდე.მას ვენდე ვისაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი და თან ბოდიშიც მოვუხადე.ნუთუ ასეთი უსუსური გავხდი.როდის?როდის დავიწყე თოჯინიდან ადამიანად ქცევა და ემოციების ასე აშკარად გამოხატვა.შეიძლება სიცხემაც იმოქმედა,მაგრამ ფაქტი იყო სიმსუბუქე ვგრძენი და მივხვდი რომ მას მართლა ესმოდა.ესმოდა ჩემი გრძნობები და ეს იყო ყველაზე კარგი რაც ჩემი 26 წლიანი ცხოვრბეის მანძილზე მოხდა.მე ვიღაცას,ვინც უწინ მძულდა ჩემი სამყარო ვაჩვენე.მეტიც მასთან ვიტირე.მის მკლავებში თავი დაცულად ვიგრძენი.მართლა ვამბობ ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია,მაშინ გავაცნობიერე რას ნიშნავდა როცა ხალხი ამბობდა თავს სახლში ვგრძნობო.დარლა სახლად ვაქციე... არ მელოდით ასე მალე ხომ?მოკლედ რეაქციებიც მაინტერესებს. შემდეგ თავს თუ დაგიგვიანებთ არ მეჩხუბოთ რა გამიცდები მაქვს თვეზე ნაკლებში და დრო აღარ მრჩება დასაწერად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.