სიცრუე,რომელიც არ ვიცოდი16
ჩემს დაბადების დღემდე მხოლოდ ორი დღე იყო დარჩენილი. კაკის ბოლო დროს ჩემთვის აღარ ეცალა.სულ უფრო იშვიათად ვხვდებოდი.ტელეფონზე ხშირად ვსაუბრობდით,მაგრამ ის სითბო რაც ადრე მას ჩემდამი ჰქონდა,შემცირდა.სამაგიეროდ დარლას თითქმის ყოველ მეორე დღეს ვხედავდი.დიდად არ ვსაუბრობით ხოლმე,მაგრამ მაინც ხშირად ვხედავდი. ჩემს გველ ხასიათს ვერ ვიშორებდი და ყველა სიტყვაზე ვენაგლებოდი.არც ის აკლებდა ამიტომ ომი გვქონდა გამართული.ვერც მე ვიტანდი მას და ვერც დარლა მიტანდა მე. ერთმანეთს, მართლაც რომ, ცოცხლად ვჭამდით. კაკი ჩემს დაბადების დღემდე ორი დღით ადრე ვნახე.პატარა საყვარელ ბარში. -საღამოს საფრანგეთში უნდა გავფრინდე. -დიდხანს იქნები? -ერთი ან ორი კვირა. -კარგი. მართლა მეწყინა,იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე რამე მწყენია. -აუცილებელია რომ წახვიდე? -კი ნეა.კარგი გავიქეცი შეხვედრაზე მაგვიანდება -კარგად. საწყლად ავხედე ,ვიფიქრე მიმიხვდებოდა როგორ არ მინდოდა მისი წასვლა.მინდოდა დარჩენილიყო და ჩემს დაბადების დღეზე ყოფილიყო,მაგრამ როგორც ყოველთვის და ,როგორც ყევლასთან,ახლაც და მასთანაც ჩემი სურვილები ჩემად დავტოვე.ხმა არ ამომიღია. მიმავალს მზერა გავაყოლე და გულზე ჩხვლეტა ვიგრძენი.ჩემი მარტოსული ,მიტოვებული პიროვნება თითქოს მკვდრეთით აღდგაო. ასე ვინმეს წასვლა არასდროს მწყენია.ის სამუდამოდ არ მიდიოდა,მაგრამ ჩემს მშობლებად იქცა,მათსავით აღარ ეცალა ჩემთვის.მისი შრომისმოყვარეობა მომწონდა,მაგრამ არა ასეთი. დილიდან გოგა დამახტა თავზე და ლოყები დამიკოცნა. -გილოცავ ჩემო ერთადერთო ურჩხულო. -გაეთრიეეე,ნუ დამდორბლე..... გოგააა.აუუუუ რანაირად იციი.... ძლივს მოვიშორე და საჩუქრის მოლოდინში შევაჩერდი. -ჩემი თავი რო გაჩუქო ? ინტერესით შემომხედა და თავი ხელებზე დამიდო. -ეგ ვისაც უნდა აჩუქო კრგად იცი შენ. ცხვირი ავიბზუე. -კაი მაშინ სახლში მაქ და მოვიტან დამელოდე. გოგა სახლში გადავიდა და აღარც გამოჩენილა.სამაგიეროდ ლევანი და ანანო დამადგნენ.მათთან და დათოსთან ერთად ბევრი ვიცინე.დილიდან სუფრას ვამზადებდით მე და ანანო,უფრო ანანო, რადგან როგორც იუბილარი თითქმის არაფერს გამაკარა. კაკის ზარს ველოდი ,მაგრამ ამაოდ. ტელეფონის ყოველ ზარზე ვფიქრობდი ის იქნება-თქო.დარლამ ღამით ,თორმეტს რომ გადასცდა მაშინ , მომილოცა. ტელეფონის გაბმულ ზარზე ლევანიმ ლამის დამამხო. -აიღე რა ნეა აიღეეე. სამზარეულოდან ფეხითრევით მივდიოდი,რადგან ვიცოდი ის არ იქნებოდა.წინასწარ მეზარებოდა ნათესავების სამსაათიან საუაბრი. -ხო ხო მოვდივარ უიმეეე. მანამდე ლევანიმ დამასწრო ტეელფონზე ადრესანტის ნახვა და ოთახში წამის შესულს გაკვირვებულმა შემომხედა. -მართლა ლუციფერი ხარ და ჯოჯოხეთს მართავ? -რეებს ბოდიალობ? -აბა დემონიები ნორმალურ ხალხს არ ურეკავენ.უეჭველი ზეციური ბოროტი ქმნილება ხარ. -მომეცი თუ ძმა ხარ. ტელეფონი ხელიდნა გამოვგლიჯე და სააბაზანოში შევედი. -კიდევ ერთხელ გილოცავ.გოგას სახლთან გამო რა. -რატო? -საჩუქარი მაქვს. -მაგისთვის არ მცხელა დარლა. თვალები ავატრიალე და სარკეში საკუთარ თავს თვალი შევავლე. -მართლა საჩუქარი მაქ სხვა არაფერი. -ლევანი დამაკლავს .ისედაც ლამის მაგან გიპასუხა. -მოცია ლევანიმ ნახა ჩემი ნომერი? -ვერ მიხვდება ვინ ხარ მარა კი.კაი გამოვალ 5 წუთში დამელოდე გოგასთან ადი მანამდე რა. -კარგი. ცოტახანს დავიცადე ,მერე მოსაცმელი ავიღე და ის იყო უნდა გავსულიყავი ლევანიმ რომ მკითხა. -სად მიდიხარ? -გოგას გამოვათრევ. -გოგა აქ არ იყო? -ეგ დილას ,წავიდა მერე სახლში. თან ჩემი საჩუქარი არ მოუცია. საყვარლად შევხედე და წამწამები ავუფახუნე. -უიმე რა მატერიალისტი არსება ხარ,წადი მიდი.მანამდე მე ჩემს საცოლეს მივეხმარები. -აუუუ ნუ ეძახი ეგრე .ჯერ ჩემი დაქალია მერე შენი გოგო რა. ცხვირი ავიბზუე და გასვლამდე მხარზე ძლიერად ვუჯიკე. გოგას სახლთან ზუსტად ორ წუთში გავჩნდი.სახლში ისე შევალაჯე არც კი დამიძახებია.გოგაც ჩემსავით მარტო ცხოვრობდა.მისი დედ-მამა 4წლის წინ ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. -მოვედი. -სამზარეულოში ვართ. დარლა სკამზე იჯდა და მე მიყურებდა. -რა გინდოდათ ბატონო დემონო? -დემონი თავი გაბია. -გეშლება ეგ ლუციფერია ძმაო. გოგამ მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა და მე გამომხედა. -ნამდვილად. -გავბრუნდე? -დაგტოვოთ მარტო?ოღონდ აქაურობას ნუ დალეწავთ. -როგორც გინდა. მისთვის არც შეუხედავს ისე უთხრა. დაჟინებით მიყურებდა ,თითქოს ტანსაცმელს თვალებით გამხდიდა. გოგა გავიდა და მის წინ სრულიად მარტო აღმოვჩნდი.ამას მიჩვეული ვიყავი ,მაგრამ მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს. -მანქანაში მაქ.უფრო სწორედ მყავს. -გყავს?რა გყავს? -საჩუქარი. -ცოცხალი არსებაა? -მოგეწონება. მისი საჩუქრის მოლოდინში გავოგნდი.საერთოდ რატომ მჩუქნიდა დარლა მე რამეს?რატომ ცდილობდა მზრუნველი ყოფილიყო?! მისი საქციელი მაშინებდა კიდეც.რაღაცნაირად არ ვიყავი მიჩვეული დაუმსახურებელ ყურადღებას,მე კი დარლას სითბო არაფრით დამიმსახურებია.ბოლოს დარლას მზერა გავუსწორე და ოდნავ შეშინებული და გაკვირვებული ხმით ამოვთქვი. -რატომ აკეთებ ამას? -რას? -რატომ მჩუქნი საჩუქარს? -დაბადების დღე გაქვს. -შენ რატომ?მაშინ რატომ ,როცა შენი ძმა სადღაცაა წასული ისე რომ არც კი მოულოცავს.შენ კი ჩემთვის ისეთი რამ იყიდე ,რაც იცი მომეწონება.რატომ? -ჩემი საყვარელი არ უნდა გავანებივრო?მეგონა საყვარლები მაგისთვის იყვნენ. -იდიოტი ხარ. მის წინ ჩამოვჯექი,მზერა ავარიდე და დაწყნარება ვცადე. ერთდროულად მესიამოვნა მისი ეს ჟესტი და თან გამაღიზიანა. დარლა მზერას არ მაშორებდა.მერე გავიდა და სამი თუ 4 წუთის შემდეგ პატარა არსებით ხელში დაბრუნდა.მის ხელებში მოქცეული კუპრივით შავი,მწვანეთვალება კატა რომ დავინახე თვალები გამიბრწყინდა. ცხოველები ბავშვობიდან მიყვარდა,მაგრამ ყიდვა არასდროს მიფიქრია.ვერ ვიტანდი მათით ვაჭრობას.ვერც იმას ქუჩის ცხოველებს რომ.აწამებდნენ.ამაზე დიდი ბოროტება არ არსებობდა. ყველაზე დიდი ერთი კვირის იქნებოდა. მის მკლავებში მოქცეული პაწია კნუტი გაკვირვებული ათვალიერებდა გარემოს.ვერც კი შევამჩნიე როდის ჩამიმიგორდა თვალებიდან ცრემლი. -რა გატირებს? -ძალიან პატარაა. -არ მიყიდია,ვიცი ვერ იტან ცხოველებს რომ ყიდულობენ. არ ვიცი დედამისი სადაა.გუშინ სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი გზაზე გადადიოდა და ლამის მანქანამ გაიტანა.შემეცოდა და წამოვიყვანე.მე მას ვერ მოვუვლი,მისთვის კი არა ჩემი თავისთვისაც ვერ მომივლია,ჭამაც კი მავიწყდება ხოლმე-გაიცინა და ზღვასავით ლურჯი თვალები აუციმციმდა- ხომ მოუვლი ჩემს ნაცვლად. -კი.-მოუთმენლად ვუთხარი და კნუტი ფრთხილად გამოვართვი-მადლობა. ძალიან პატარა და სუსტია მარტო ყოფნისთვის,ან დემონთან. ნიშნისმოგებით შევხედე და პატარა შავ არსებას გავეთამაშე. -კნუტი გადავარჩინე და კიდე დემონი ვარ? სიცილნარევი ტონით მითხრა და ცალი წარბი სასაცილოდ აზიდა მაღლა.სიცილი ვერ შევიკავე და მეც ყურებამდე გაღიმებულმა მივუგე. -ჩემთვის სულ დემონი იქნები. -ნერვებს ნუ მიშლი. შემომიღრინა და კატისკენ გამოიწია. -აბა საჩუქარიაო? -კი არ მიმყავს,ბავშვია ამის სანახავად. სახეზე ხელი ააფარა და ტუჩებზე ვნებიანად დამაცხრა. კოცნაში რომ არ ავყევი გაჩერდა და ისე დამშორდა რომ ჩემი სახე დაენახა. -არ მცალია ამისთვის ახლა. -გვიან შემოგიარო? ეშმაკურად გამიღიმა და უკან დაიხია. -თუ ძაან გათხლეშილი არ ვიქენი. იგივე მზერით შევხეხე,როგორითაც თავად მიყურებდა.მეტი საუაბრი არ გაგვიგრძელებია.გოგამ ჩემი საჩუქრითურთ კარები გამოიხურა და ძმაკაცი გააცილა. -ხელი როდემდე გაფაროთ? ორივეს გვკითხა და თავლები აატრიალა. -სანამ დარლა არ მოიყვანს ცოლს ან კაკი სამსახურზე მეტ ყურადღებას თავის შეყვარებულს არ მომაქცევს. -ეს ცოლს არასდროს მოიყვანს... -კაკის ვარიანტი გამორიცხე ხო გაფუჭებულო? -კაი წავედი მე. მშობლებთან უნდა გავიდე თორე ტვინი... ხელების ჟესტით აფეთქდაო გვაჩვენა ,მანქანაში ჩაჯდა და ადგილს ისე მოსწყვიტა იფიქრებდი არც არავინ ყოფილა აქო. გვიანობამდე ვსვავდით და ვცეკვავდით.პირველი იყო ლევანი და ანო ლევანისთან რომ გადავიდნენ,ლადოც მათ გაყვა. გოგასთან და დათოსთან ერთად კიდევ ბევრი ვიცინე.ორივე გალეწილი მთვრალები იყვნენ და ვალსს ცეკვავდნენ. მერე გოგამ ჩვენ ჩემთან გადავალთ და იქ გავაგრძელებთ სმასო და დათოსთან ერთად წავიდა. ის ის იყო საწოლში ჩავწექი რომ აივნის კარზე კაკუნის ხმა გავიგე.გული შემიქანდა.ათასი სულელური აზრი ერთდროულად მომაწვა და ვიფიქრე ჩემი ცხოვრება აქვე დასრულდება-თქო. -გძინავს? ბოხი,ოდნავ ხრიწიანი ხმა ჩურჩულებდა და დარლა წამში ამოვიცანი.ლანძღვით წამოვდექი და კარიდან ფარდა გადავწიე. მინის კარებს მოყრდნობილი მოხრილი საჩვენებელი თითით აკაკუნებდა და საწყლად იყურებოდა. კარი გავაღე და დარლა რასაც ქვია შიგნით შევათრიე.თან ეზოს ვათვალიერებდი. -რა ჯანდაბას აკეთებ შენი აზრით?ვინმე დაგინახავს. -მაგალითად? -ლევანი,ანანო ,ბიცლოა, ბიძია... არ ვიცი ვინმე. -ნუ ნერვიულობ ყველაფერს ფრთხილად ვაკეთებდი. -სიფრთხილე და შენ? გამაცინე. სიბნელეში მხოლოდ ჩვენ ვიყავით და მის სილუეტსაც კი ძლივს ვარჩევდი. ჩამრთველს ხელი ავკარი და სინათლე ავანთე.სულ არ გამხსენებია ის ფაქტო რომ მოკლე პენუარი მეცვა.ზედმეტად მოკლე და გამჭირვალე. -ხომ გაგაფრთხილე მეორედ მასე რომ დაგინახავ თავზე პასუხს არ ვაგებ თქო? ბოხი ხმა უფრო დაუბოხდა და ხარბი მზერა მოატარა ჩემს სხეულს. -მართლა? გამომწვევად ვკითხე და მისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი.საწოლთან ძალიან ახლოს იდგა,ხელი ვკარი და ისიც მსუბუქად ზედ დაეცა.სხვა დროს ასე რომ მექნა ძვრას ვერ ვუყოფდი,მაგრამ ახლა წინააღმდეგობისთვის ზედმეტად მოდუნებული იყო. -მოთმინება და შენ ვერ მეგობრობთ ხო? -ვერა. აშაკრად არც შენ ხარ ახლოს მოთმინებასთან. ქვემოდან ეშმაკურად და დამცინავად მოელვარე ლურჯი თვალები ამომანათა. მისკენ წავიწიე და კალთაში ჩავუჯექი. -როგორ მიხვდი? -ბავშვობიდან ნიჭიერი ვარ. -კიდევ რაში ხარ ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებული? გამომწვევად ვკითხე და ხელები კისერზე შემოვხვიე.თითებით მის შავ კულულებს ვეთამაშემოდი და ეშმაკურად ვუღიმოდი. მისი ხელენი ბარძაყებზე ვიგრძენი და უნებურად მიმელულა თვალები. -კიდევ რაში? -ხო.კიდევ რაში ხარ ასეთი დიდადი და კარგი. ტუჩებით ჩემს კისერს აუყვა და კოცნებს შორის ამოილაპარაკა. -თითქოს არ იცოდე. თავი უკან გადავაგდე და თმაზე დავქაჩე. -მაგაში თითქმის დავრწმუნდი. -თითქმის?მე მეგონა უკვე ვეღარ ძლებდი ჩემს გარეშე. -ხო თითქმის.ჯერ ბოლომდე ვერ დამარწმუნე რომ საუკეთესო ხარ. -ახლა დაგარწმუნებ. ტუჩებზე ისე დამაცხრა არც კი ვიცი რის გამო დავიკვნესე,ვნების თუ ტკივილის. ხელებს ჩემს ფეხებსა და წელზე დაასრიალებდა.უფრო მომთხოვნად მაკოცა.ხელები მაისურის ქვეშ შევუცირე და ნავარჯიშებ მუცელზე ავუსრიალე.მერე წელზე და მასაც ჩუმი კვნესა აღმოხდა.ერთი ხელის მოსმით გადავაძრე მაისური და ძირს მოვისროლე. წელზე ხელი ძლიერად შემომხვია და ,როგორც შეეძლო, თავის სხეულზე ამაკრა.ჩვენს შორის ერთი უჯრედისოდენი მანძილიც აღარ დარჩენილიყო.კოცნას სხეულიც ავაყოლე და საბოლოოდ გავაგიჟე.თითქოს ერთმანეთს ვუმტკიცებდით რომ მოთმენა შეგვეძლო,მაგრამ თან არც. -გაჩერდები თუ დაგიმტკიცო როგორი კარგიც ვარ? -დამიმტკიცე. ვნებისგან თითქმის ხმაწართმეულმა ამოვიდუდღუნე და ჩამეღიმა,როცა პენუარი თავზე გადამაძრო და მისი მაისურის გზას გაუყენა. ....... გამთენიისას გამომეღვიძა.დარლა ტანსაცმელს იცვამდა. -უკვე მიდიხარ? -ხო.სიფრთხილეს თავი არ სტკივა ხომ იცი არა?!რაც მალე წავალ მით უკეთესი,ვერავინ დამინახავს. -კარგი.რაღაცას გკითხავ რა. -მიდი. -კაკი როდოს დაბრუნდება? -შემდეგ კვირას.გეწყინა არა აქ რომ არ იყო? -რა თქმა უნდა.მის ნაცვლად ძმა იყო.ვაღიარებ არ მწყენია ,რომ გამომეცხადე ,პირიქით ვიფიქრე რომ მეგობრების გარდა კიდევ ვახსოვდი ვიღაცას. -ნუ ღელავ ,რომ ჩამოვა ალბათ საჩუქარსაც ჩამოგიტანს. -სამი წლის არ ვარ დარლა-გავიცინე და მის ცინიკურ სახეს შევხედე-მხოლოდ ის მინდოდა ჩემს დაბადების დღეზდ გვერდით მყოლოდა და ჩემი სიხარუი გაეზიარებინა,მაგრამ რა გაეწყობა. -გდაიტან.ნეა ის ყოველთვის მაშინ ქრება ,როცა გჭირდება.კაკი საშინლად არაპროგნოზირებადია. არ იცი რას და როდის გააკეთებს.მთლად შტერად და უწყინრად ნუ შეხედავ. ყველაზე დიდი ზიანს ყოველთვის ის გაყენებს ვისზეც ცუდს ვერასდროს ვერაფერს იფიქრებ. ვიცი რონ გიყვარს ,მაგრამ თვალები გაახილე. მხოლოდ მის კარგს ნუ ამჩნევ. გაბრზებულმა მითხრა და შეტრიალდა. -არ ვამჩნევ მხოლოდ კარგს. გავაპრპტესტე ,მაგრამ უკვე გასული იყო.იმ გზით ,რომლითაც რამდენიმე საათის წინ მოვიდა. ........ სიამართლე ,რომ ვთქვა დარლას სიტყვებისთვის დიდად არც მიმიქცევია ყურადღება.მხოლოდ რამდნეიმე საათი ვიჭყლიტე ტვინი იმის გასაგებად ,რას გულისხმობდა. მერე ისე დამავიწყდა ,თითქოს არც უთქვამს.კაკი ივლისის დასაწყისში დაბრუნდა.იმ დროისთვის კიდევ ერთი მწერალი მყავდა,რომელსაც მაინცდამაინც ზაფხულში მოუნდა წერა.ანიმ შვებულება ვერ მომცა და მთელი ივლისის თბილისის მწველ მზეში გატარება მიწევდა. სამაგიეროდ კაკი მეგობრებთან ერთად წავიდა ბორჯომში. მის უყურადღებობას ბოლომდე ვერ აღვიქვამდი და ურბლაოდ დასვენების სურვილს მივაწერე. ისედაც ბევრს მუშაობდა,იმაზე მეტს ვიდრე ნებისმიერი ნორმალური ადამიანი. საქმეების ფონზე ვავიწყდებოდი კიდეც. მახსოვს საფრანგეთიდან რომ დაბრუნდა უგულოდ მომიბოდიშა და დაბადებისდღე გვიან მომილოცა.(ნეტავ ერთი თუ ორი კვირა ტელეფონი სად ჯანდაბაში ჰქონდა დარეკვაც რომ არ სცადა) ბასტეტი რომ დაიანხა გაუკვირდა, ნამდვილად ვერ ვეტყოდი შენმა ძმამ,ესეიგი ჩემმა საყვარელმა, მაჩუქა თქო,ამიტომ, ისევე როგორც ლევანითვის ახსნიას, გოგას მიავწერე დაბადებისდღის საჩუქრად. რაც უფრო მეტ დისტანციას იცავდა კაკი ჩემთან,მითუფრო ვუახლოვდებოდი დარლას. დარლა მოსანახულებლად შემომივლიდა ხოლმე,თან იმის ნახვაც უნდოდა ბასტეტს როგორ ვუვლიდი. პირველად ასე უბრალოდ ჩემი დაბადების დღის მეოთხე ან მეხუთე დღეს შემოიარა. -როგორ ხარ? -შენი ძმისგან დავიწყებული-მხრები ავიჩეჩე და სახლში შევუშვი-შენ? -დაღლილი სამსახურიდან მოვდივარ. -მთელი საქმე შენ შემოგრჩა? -ზუსტად.ისე რაღაც ხოდზე არ ხარ ხო?თუ სხვა სამყაროში გამომეღვიძა და მაგიტომ არ მეჩხუბები? -ხოდზე არ ვარ.-მოკლედ მოვუჭერი. -პატარა როგორაა? -მასე შვილს არ უვლიან მგონი. გავიცინე და დივანზე მოკალათებული პატარა არსებისკენ თავით ვანიშნე. -სახელი დაარქვი? -კი. ყავას დალევ? თავი დამიქნია.ორივენი სამზარეულოში გავედით.თან ყავას ვუკეთებდი თან ვსაუბრობდით. -რა დაარქვი? -ბასტეტი.ეგვიპტურ მითოლოგიაში ერთ-ერთ ქალღმერთს ქვია. -რის ქალღმერთს? -მხიარულების. სხვათა შორის ქალი კატის ვერსიაა, უფროსწორედ ქალი კატის პერსონაჟია მისგან შექმნილი .ნახევრად კატაა ნახევრად ადამიანი. -საინტერესოა... და შენ მაგდენი რამე რატომ იცი? -რავი აბა.რედაქტორი ვარ ბოლოს და ბოლოს. -არ იღლები? -ზოგჯერ,მაგრამ მერე მახსენდება რომ ჩემით გადავწყვიტე დამოუკიდებლად ცხოვრება. ნაწილობრივ მაინც. -რომ შემეძლოს ჩემს ოჯახს ყველანაირად მოვშორდებოდი. -ზუსტად.ზოგჯერ მომწონხარ იცი? -ზოგჯერ მეც.-საყვარლად გამიღიმა,ყავა გამომართვა და მოსვა,ისეთი სახე მიიღო ლამის სასწრაფოში დავრეკე-ეს რაარი გოგო?ასეთი მწარე შენი ენაც არ არის.შაქარი დაგენანა?თუ გამოგელია?ბარე ენა ჩაგეყო და მოვიწამლებოდი. -აჰა და შენით ჩაიყარე.თუ არ მოგწონს შეგიძლია შემდეგში შენით გაიკეთო.ვირო. შეურაცხყოფილმა ქილა მაგიდაზე ბრახუნით დავუდგი . -მაგ ენას ერთხელ იქნება ძირში წაგაჭრი -დესპოტო.შენ ვინ გაგიძლებს. ღმერთო მიშველე!რაღა ეს ყივჩაღი ავირჩიე საყვარლად? არა საყვარელი მაინც იყოს!. -გაგაყივჩაღებ. შემომიღრინა,მაგრამ ურჩხულის ღრენის ვის ეშინოდა?! -ჩემ ტერიტორიაზე ხარ რომ იცოდე. ნიშნისმოგებით ვუთხარი და ხელები გადავიჯვარედინე.გაცოფებული მიყურებდა.ისეთი გამწარწბული მანამდე რომ არასდროს მენახა. არც მე ვიყავი მთლად მშვიდად.იდიოტი -გამაგიჟებ დანელია გამაგაიჟებ. -გიჟები გიჟდებიან ხოლმე? სასხვათაშორისოდ ვიკითხე,მის წინ კომფორტულად მოვკალათდი და ინტერესით მივაჩერდი. -როგორ შეგიძლია ასეთი ბიპოლარი იყო?ერთ წამს უსაყვარლესი ბუნჩულა გოგო ხარ ,მეორე წამს მონსტრი.იმენა ვამპირი ხარ.ოღონდ ტვინ ჭამ შენ. -წყალი ვარ.ვერასოდეს გაიგებ რა მინდა სინანდვილეში და რას გავაკეთებ. შენი ძმის არაპროგნოზირებადობა ჩემთან მონაგონია.ხომ ხედვა შეყავრებულის ძმასთან ვწევარ.იმასთან ვისი ატანაც არ მაქვს. -ესეიგი წყალი? -ხო წყალი.ზღვის ტალღა ან წვიმა. მომეჩვენა რომ წამით ჩაეღიმა და გამიგო რასაც ვამბობდი. -კაკისგან ვიცი,რომ წვიმა გიყვარს. -ხო თავსხმა.ისეთი ზეცა რომ იქცევა. ელავს და გრუხუნებს. ისეთი წვიმა ,როცა გარეთ არცერთი სულიერი არ ჭაჭანებს მისი შიშით. -კიდევ ერთი საერთო გვაქვს. ხელი გამომიწოდა.თავიდან ვერ მივხვდი რატომ,მაგრამ თვალებით ,რომ მანიშნა ჩამოვართვი. -მონსტრებს საერთოებიც აქვთ ხოლმე თურმე. ვუთხარი და გაგვეცინა. -ხვდები რომ აქ მარტო მე არ ვარ არა დემონი? -მაგს შენთან არასდროს ვაღიარებ. ........ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.