შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა, სიცოცხლისა ... (თავი 2)


1-07-2022, 04:12
ავტორი სესილია
ნანახია 9 244

***
კოშმარული სიზმრიდან თავის დაღწევას მთელი ძალით ცდილობდა. ბორგავდა, შფოთავდა... გაიღვიძა. მთელი სხეული ცივი ოფლით ჰქონდა დაცვარული. ყელში დიდი ბურთი ეჩხირებოდა. მთელი გრძნობებით უნდოდა ეყვირა, ყველაფერი დაელეწა, უნდოდა სხეულიდან, გულიდან გამოეშვა ყველა ბრაზი. სუნთქვა ეკვროდა, ჰაერი არ კმაროდა პატარა საკანში. სარკმელს ახედა, შორს მოეჩვენა... სული უფრო შეეგუბა... მთელი სხეული ეჭიმებოდა, რომ არ შეეძლო გამოეხატა ის რაც ოდნავ, ბრაზს და თავზე ჩამოქცეულ სამყაროს, შეუმსუბუქებდა. გრძნობდა უჟანგბადობა, ბრაზის მარწუხები ყელში როგორ ეჩხირებოდა, ხელები მოისვა, უნდოდა მარწუხებისგან გათავისუფლებულიყო...
- აჰჰ, აჰჰ... - გულზე მჯიღებს ირტყამდა, რას არ მისცემდა, რომ ახლა მთელი ძალით ეღრიალა, ეღრიალა დაჭრილი ლომივით, ეტირა, დაელეწა ყველაფერი... რას არ მისცემდა, რომ გონებიდან წაეშალა ის ამაზრზენი კადრები, რომელიც სულს, გულს ყოველწამიერად უგიჟებდა, ჭკუიდან გადაჰყავდა და სურვილი უჩნდებოდა უფრო მეტი სისასტიკე გამოეჩინა. - აჰჰ... - ვეღარ გაუძლო და ჩაიკეცა.
- მაქსიმე, მაქსიმე... - მივარდა თემურა თითქმის გონება დაკარგულს, - თვალები გაახილე, რა გჭირს. ვალერა, დაუძახე ზედამხედველს, ცუდად არის. - ხელებს უსრესდა ფერდაკარგულს. მაქსიმემ თვალები აატრიალა და თავი გვერდზე გადააგდო.
გონზე, რომ მოვიდა საშინელი ნიშადურის სურნელი ტრიალებდა საკანში.
- ექიმო, გონს მოვიდა.
- როგორ ხართ? თავბრუ ხომ არ გეხვევათ? - პულსი შეუმოწმა. - წნევა ნელნელა დაგირეგულირდებათ.
- რა დამემართა? - ამოიბუტბუტა დევდარიანმა.
- გონება დაკარგეთ, ეტყობა წნევა დაგივარდათ და ამან გამოიწვია.
- კარგით. - ღონებამიხდილმა თვალები დახუჭა.
- დღეს თქვენს ადვოკატთან გაქვთ შეხვედრა და შეძლებთ? - ჰკითხა ზედამხედველმა პატიმარს.
- კი, შევძლებ. - თვალები მაგრად დახუჭა, რომ ცრემლებისთვის უფლება არ მიეცა, გაეცა მისი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ნელნელა მის ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახებოდა.
ძალა გამოცლილი ძლივს მილასლასებდა მაქსიმე ადვოკატთან შესახვედრად.
- გამარჯობა.
- გაგიმარჯოს, მაქსმიმე. - ხელი გაუწოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ მეგობარს ნოდარმა. უხალისოდ შეაგება დასუსტებული ხელი და მოცელივით დაეშვა სკამზე. - რა გჭირს? ფერი არ გადევს. - შეშფოთდა ადვოკატი.
- არაფერია... - თავდახრილი იჯდა.
- ცუდად ხომ არ გექცევიან? არ დამიმალო არაფერი.
- არა, უბრალოდ... - თავი ოდნავ მაღლა ასწია და დანისნული თვალებით მიაჩერდა ნოდარს, - უბრალოდ, ვეღარ ვუძლებ... - ხმა აუთრთოლდა და თვალებში ცრემლები მოაწვა.
სიჩუმე ჩამოვარდა. ყველაზე შემზარავი და მტკივნეული, როცა სიტყვებიც არ გაქვს და იძულებული ხარ, მხოლოდ სიჩუმე შეინარჩუნო.
- იტირე... - მეგობრის ასეთ მდგომარეობაში დანახვა ნოდარს ძალიან უჭირდა, - იტირე, გამოუშვი ის რაც გაწუხებს...
- აჰჰ... - მაქსიმემ სახე ხელისგულებში ჩამალა და აქვითინდა. მისტიროდა მის სიყვარულს, მისტიროდა მის ოჯახს, ახლობლებს, მისტიროდა მის წარსულ და მომავალ ბურუსით მოცულ მომავალს... ტკივილი ორმაგი იყო, ტკიოდა საყვარელი მეუღლის ღალატი, ტკიოდა ის, რომ ისევ უყვარდა და ტკიოდა, რომ სიყვარულს, რომელსაც წლები უნდა გაეძლო და სიბერე ზღვის სანაპიროზე, პატარა სახლში უნდა გაეტარებინათ... ასე სასტიკად დასრულდა... ვერ უძლებდა, საკუთარი თავი ეზიზღებოდა, დიდი სიამოვნებით დაასრულებდა მის სიცოცხლეს თვითმკვლელობით, მაგრამ ძალა ვერ იპოვა, ვერ გადადგა ეს ნაბიჯი.
- მაქსიმე, - ნოდარიმ ფრთხილად შეახო ხელი, - ცუდად ხომ არ ხარ?
- ცუდად? - აწითლებული თვალებით ახედა, ტუჩთან ირონიული ღიმილი შეეპარა, - ჰმ, აწი ოდესმე ვიქნები კარგად? მოსიარულე გვამი ვარ, არა მგონია ჩემნაირი ადამიანები ბედნიერებას ოდესმე თუ ჰპოვებენ. საყვარელმა ცოლმა, ქალმა რომელიც ისევ მიყვარს, აჰჰ... - ამოიხავლა, - მისი საქციელით ცოცხლად მომკლა, დამასამარა და ჩემი მოჩვენება დატოვა აქ. ისევ მე ვიტანჯები, ისევ მე უნდა ვზიდო ეს ტვირთი, ისევ მე უნდა ვიცხოვრო ტალახში და ჩემმა ოჯახმა, ჩემმა ძმამ... - მუშტები ისე ძლიერად შეკრა, რომ ლამის თითები დაილეწა.
- მაქსმიმე, რაც მოხდა, მოხდა! მარტივი ცხოვრება აღარასოდეს გექნება, მაგრამ თვითმკვლელობით ვერაფერს შეცვლი. ეს კიდევ დემნამ გამომატანა შენთან. - კონვერტი გადასცა, - წერილია, წაიკითხე და თუ გინდა შენც გამატანე საპასუხო.
თეთრ კონვერტს ნაზად შეეხო, თითქოს ასე გრძნობდა ერთადერთი ძმის სიახლოვეს და სურნელს.
„ როგორ ხარ, ძმაო? არ გამინაწყენდე, რომ ვერ გნახულობ... ძალებს ვიკრებ, შენც უნდა გაძლიერდე, რომ ეს განსაცდელი, რომელიც ჩვენს ოჯახებს დიდ ტვირთად დაატყდა თავს, გავუძლოთ და უკან ჩამოვიტოვოთ, რომ ჩვენს მომავალ თაობებს არ გადავცეთ... კარგად იკვებე, თავს მოუფრთხილდი... ვიცი, ვიაზრებ როგორ გიჭირს, ვერ გეტყვი რომ შენს საქციელს ვამართლებ... იცი, რომ ძალადობას არასოდეს ვამართლებდი, მიჭირს გავიაზრო თუ რა მოხდა ან რატომ მოხდა? ან ეს უბედურება თავს რატომ დაგვატყდა? რამ შეგარყია, ასე რომ ეს ნაბიჯი გადადგი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ჩემი თუ ვერც შენი სიტყვებით რეალობას ვეღარ შევცვლით... ფაქტია, რომ სამი ოჯახი ნაწილებად დაიშალა, დაიფერფლა და ჰაერში მძიმე ფენად გაიფანტა. თუმცა უნდა შევძლოთ, რა არ ვიცი ჯერ, მაგრამ უნდა ვიცხოვროთ... მე აქ ვარ, დავბრუნდი... აქ ჩვენს სახლში დაგელოდები. წლების შემდეგ ციხის კართან გამოსულს მომღიმარი სახით დაგელოდები, ოღონდ ილოცე, ილოცე, რომ ნანუს სულმა მშვიდად განისვენოს, რათა შენმა სინდისმა ოდნავ შვება იგრძნოს... მალე გნახავ... გაძლიერდი...“
წერილი ხელში მოკუჭა, ტანში ცივი ჟრუანტელი უვლიდა, ნერვიულად აკანკალებდა, სუნთქვა გაუხშირდა, ნესტოები დაებერა, ღრმად შეისუნთქა და ჩაწითლებული თვალებით ნოდარს გახედა.
- ჩემს ძმას უთხარი, - კბილებში გამოცრა, - ჩემთან იმ ქალის სახელი აღარ ახსენოს! თორემ არასოდეს ვნახავ! - წამოდგა და პაემნების ოთახი უკან მოუხედავად დატოვა.

***
- ნიაკო... - სამსახურიდან გამოსულს ნაცნობი ხმა მოესმა. შეკრთა და გზა საპირისპირო მხარეს გააგრძელა, - ნიაკო... - იგრძნო მკლავში როგორ დაიჭირეს, მათი სხეულები ჯერ ერთმანეთს მიეკრნენ შემდეგ კი შეჯახებით გამოწვეულმა ძალამ ერთმანეთი განიზიდეს.
- რას აკეთებ? - სუნთქვა აჩქარებით ჰკითხა ბიჭს.
- მე თუ შენ?
- ხელი გამიშვი, ხალხი გვიყურებს.
- ხალხი? რომელი ხალხი? - ბიჭმა ცარიელ ქუჩაზე ირგვლვ მიმოიხედა.
- აი, სალონიდან, იმ ყვავილების სალონიდან, აი იქაც, სკვერიდან...
- ჰმ, არ არსებულ ხალხს როგორ ხედავ? - გაეღიმა ბიჭს გოგოს ფანტაზიებზე.
- გამიშვი. - კვლავ გაუძალიანდა.
- ვერ გაგიშვებ...
- ასე რატომ მექცევი? - სახე აუჭარხალდა გოგოს.
- როგორ გექცევი, ნიაკო?
- ვერ ხვდები? ხომ გითხარი მე იმასთან ვერ ვიქნები, რომელიც ადამიანების გრძნობებით იოლად თამაშობსთქო? უნდა ისწავლო, რომ ჩვენ ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, სათამაშოები არ ვართ! რომელიც როცა მოგბეზრდება მიაგდებ და შემდეგ ახლის საძებნელად წახვალ! - სუნთქვა გაუხშირდა.
- რამდენჯერ უნდა აგიხსნა, რომ ასე არ არის? რომ მიყვარხარ? ამას ვერ გრძნობ? - ხელი გულთან დაადებინა, - გესმის? გესმის როგორ ძგერს? როგორ მძლავრად ფეთქავს? შეიძლება ადამიანმა ადამიანს უთხრას, რომ უყვარს და არ დაიჯეროს, არ ირწმუნოს. თუმცა ჩემს გულს შეხედე? ჩემს აჩქარებულ პულს? ამას როგორ ვითამაშებ? გულს, პულს, სუნთქვას როგორ ავიჩქარებ? როგორ ვითამაშებ ამას? - ხელი ნიაკოს სახეზე ჩამოყრილ თმებს ფრთხილად ჩამოაყოლა, ბიჭის ქცევებმმა და სიტყვებმა სუნთქვა შეუკრა, ცოტახნით ერთმანეთს დაჟინებით უცქერდნენ.
- აბა, როგორ გენდო? შენს ხუთ „ფისოს“ - ხელის თითები თვალებთან დაუტრიალა, - რა ვუყო? იქნებ მე მეექვსე ვარ? ან მერვე? ან … ან ვინ ვარ?
- ნიაკო... - ხმა აუთრთოლდა ბიჭს, - ვიცი, ვიცი ჩემი შეცდომები... როგორ მინდა დაგარწმუნო რომ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა, მას შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭერი, ქაოსი გამოიწვიე და ახლა როცა ვცდილობ დავლაგდე, როცა ვცდილობ შენი სიყვარული მოვიპოვო... აჰ... - შუბლი გოგოს შუბლს მიაბჯინა, - როგორ მიჭირს და როგორ მესმის ჩემი ძმის...
- შენი ძმის? შენი ძმა რა შუაშია?
- რადგან თურმე როგორი რთული ყოფილა როცა შენს წინ დგას შენი ცხოვრების სიყვარული, ქალი, რომელიც გაგიჟებს! თუნდაც მის სურნელს გაუძლო და გულში კი ვერ იკრავდე, ვერ ეხებოდე მის ტუჩებს ... - ცერა თითი ნაზად გადაატარა გოგოს გაბუშუტულ ტუჩებზე, - მთელი სხეულის თითოეული უჯრედი მეწვის უშენობით... როგორ მინდა ძლიერად ჩაგიკრა და ეს სურვილი კი ორმხრივი იყოს... ნიაკო... - ხმა აუთრთოლდა, - მითხარი, მინიშნება მომეცი, როგორ მოვიდე შენამდე, შენს გულამდე? - გულზე ხელი დაადო და აცრელმებული თვალები საყვარელი ქალის თვალებს მიაპყრო.
- იონა... - ბიჭის სიახლოვით, სურნელით და შეხებით გაბრუებული ნიაკო ძლივს მეტყველებდა, - დროს, რომ მივენდოთ?
- დროს? თუ ეს დრო შენს თავს ჩემამდე მოიყვანს... მე თანახმა ვარ...
- მაშინ გამიშვი...
- და რომ არ გაგიშვა? - არ ეთმობოდა საყვარელი ქალი.
- გავბრაზდები! - წარბები შეკრა ნიაკომ, თუმცა ტუჩის კუთხეში შეპარულმა ღიმილმა მისი შინაგანი ბედნიერება მაინც გასცა.
- მაშინ გაგაბრაზებ და წავალ! - მოულოდნელად ტუჩის კუთხეში აკოცა, ხელი უშვა და გაიქცა. ნიაკო კი თითქოს ძეგლად იქცა, ტროტუარზე იდგა ურყევად და სიბნელეში გაუჩნარებულ ბიჭს თვალს არ აცილებდა.
- სად ხარ გოგო? - სალონიდან ნუცა გამობარბაცდა, - ვაი, როგორ დავიღალე დღეს, - მიუახლოვდა დას, თან მზერა იქეთ გააყოლა, საითაც ნიაკო იყურებოდა, - რას უყურებ იქეთ? მოჩვენება ხომ არ დაგინახავს? - ხელი აუფრიალა თვალების წინ.
- აა, არაა, უბრალოდ თვალები გამიშეტრდა სივრცეზე.
- აჰ, მეც მინდა ეგ. დღეს მართლა ძალიან დავიღალე, აწი იცოდე ლაზერზე ამდენი ერთ დღეს არ ჩამიწერო, ვეღარ ვდგები ფეხზე, თვალებიც მეწვის... თან რამ გადარიათ ეს ბიჭები? დღეს 15 პაციენტიდან 10 ბიჭი იყო... არა, ისე ერთის მხრივ კარგია, მიხვდნენ რომ თუ თავს მოიწესრიგებენ, ამით ქართველობას არ დაკარგავენ და მოწერიგებულ ქალებს მოწესრიგებული მამაკაცები მოსწონთ!
- არადა დავიღალეო და რამდენს ქაქანებს... - ლასლასით და ემოიცებ აშლილი უკან მიჰყვებოდა უფროსს დას ნიაკო.
- არა რაა, ეს ბიჭი გადამრევს!
- ვინ ბიჭი? - ყურები ცქვიტა ნიაკომ.
- ოთო, რომ არის ბურდული.
- ხო, მერე?
- თუ მოვწონვარ თქვას, მივლის შორიდან წრეებზე.
- ოჰ, მოგწონს? - მანქანას მიეყრდნო.
- ვინ?
- ვინ და მე? რანაირი კითხვები იცი ხოლმე? - სახე დამანჭა უმცროსმა დამ.
- აჰ, ბურდულზე ამბობ? - ნიკაპზე ხელი ჩამოისვა და დაფიქრებით ჩაილაპარაკა, - ცუდი არ არის, მაგრამ უკეთესიც შეიძლება.
- აჰ, - ხელები ჩამოყარა ნიაკომ, - ამასობაში კი გადააბიჯე ოცდაათს და მიყურე მე და ითვალე ჩემი ex-boyfriend-ები!
- Friend-ებს, მოგცემ მე შენ! იცოდე გაკვირდები! - ორი თითი თვალებთან მიიტანა, შემდეგ კი დისკენ მიმართა, - რა დღეში არიან ეს ახალგაზრდები? თქვენს ასაკში ბიჭი რა იყო არ ვიცოდი...
- ვახ, შენ რომ არ იტყვი... მალე დაძარი მანქანა, სახლში მინდა... - ნიაკომ ღვედი გაიკეთა და საქარე მინას თვალი გაუშტერა.


***
- დეა.
- ხო, თინიკო დეიდა.
- დღეს 2 საათზე კაბის გასასინჯად მოდიან.
- 2-ზე? - რვეულს ჩახედა დეამ, - აჰ, ეს ის გოგოა ქორწილი, რომ არ სურს?
- კი, ეგაა.
- აუ, რატომ არ უნდა ქორწილი? - საუბარში ჩაერთო ნატა.
- ნუ, ყველას არ უნდა ეს 500 კაციანი ქორწილები და ამიტომ.
- ეჰ, აბა ჩემს დროს ნატვრად გვქონდა ქორწილები. ახლა უხდიან და იმაზე წუწუნებენ. - კაბის აჭრა განაგრძო თინიკო დეიდამ.
- კი ეს გასაგებია, მაგრამ ყველას თავისი წარმოდგენა აქვს თავის ბედნიერების დღეზე. ზოგს ზღვის სანაპიროზე სურს იახტაზე მეგობრებთან ერთად, ზოგს კიდევ სადღაც მთაში, მწვერვალებთან... - მარგალიტების გვირგვინი მანეკენს მოარგო დევიძემ.
- შენ გქონდა ისეთი ქორწილი, როგორიც გინდოდა?
- მე? არც მე და არც ჩემს ქმარს გვინდოდა, მაგრამ მშობლებს უნდოდა, ჩვენ ვინ შეგვეკითხებოდა? ამიტომაც, ანდრომ, იმ ფულს ჩვენ არ მოგვცემენ და ქორიწილი მაინც შეგვრჩებაო. ისეთი დამღლელი იყო, მგონი 350 კაციანი ქორწილი იყო და ამდენი უცნობი ხალხის მტლაშა-მტლუში. - დეას ტანში გააჟრჟოლა. - ამიტომაც მესმის ჩვენი მოღუშულ სახიანი დედოფლის, როცა იმის გაკეთებას გაძალებენ რაც არ გინდა და ისე ვერ აკეთებ როგორც შენ და შენს გულს უხარია.
- ისე რატომ იციან ამ მშობლებმა დაძალება? როდის ისწავლიან შვილს ჰკითხონ რა და როგორ უხარიათ?
- არასოდეს.
- რატომ ასე უიმედოდ? - იკითხა ნათიამ.
- იმიტომ, რომ სანამ მშობელის კალთა გჭირდება, ის მანამდე ჩაერევა შენს ცხოვრებაში. აი, როცა შენ დამოუკიდებლად ცხოვრობ და იქეთ ეხმარები მშობლებს და არა პირიქით, ამ შემთხვევაში ის შენზე ვერ ძალმომრეობს, რადგან შენ შენი წონა მის წონასთან გაქვს გათანაბრებული, შეიძლება მეტსაც წარმოადგენ. თან ქართველი მშობლები ხომ ის მშობლები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ უფრო იციან თავიანთ 40 წლის შვილს რა უნდა, ვიდრე იმ 40 წლის შვილმა იცის?! ჰგონიათ, რომ მუდმივად უნდა ერეოდნენ შვილის ცხოვრებაში და ამ შვილის ცხოვრებაში მუდამ ჩარევით, თავიანთი ცხოვრება ლამის ავიწყდებათ. მე, აგერ 50 წლის ვარ, მაგრამ დედაჩემი დღემდე ცდილობს, რომ მაკონტროლოს. ჩემი დედამთილი კი სამზარეულოს არ მაკარებს, მე უნდა მივხედოო. ხოდა მითხარი მე როდის ვიქნები დამოუკიდებელი და ვიცხოვრებ ისე, როგორც მე მინდა? თუმცა ვცდილობ, რომ ჩემი შვილების ცხოვრებაში არ შევიჭრა, რჩევას ვაძლევ, მაგრამ არ ვუჯინებ, რადგან ვიცი როგორი მტკივნეულია, ოცნებების წართმევა და შენი მიზანდასახული გზიდან, სხვა გზაზე გადასროლა.
- ნამდვილად, თინიკო დეიდა. მშობლებს მუდამ პატარები ვგონივართ, ჰგონიათ სულ უნდა მართონ ჩვენი ცხოვრება, ვერ გვიშვებენ, ვერ გველევიან და ამასობაში ბევრი რამ არასწორად მიმდინარეობს... - ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა დეამ და მუშაობა განაგრძო.
- დეაკო, - სამკერვალოში ნია შემოცქრიალდა.
- დიახ.
- თქვენთან არიან.
- მობრძანდით, - სანტიმეტრი კისერზე შეისწორა და შემოსულებს გაეცნო.
- დეა, თქვენ შეიძლება არ გახსოვდეთ, თუმცა თქვენს მშობლებს ახლოს ვიცნობ და ვახლობლობთ. მე კალანდაძეების რძალი ვარ, ქეთინო.
- აჰ, ლევანი ბიძიას მეუღლე ხართ? ძალიან სასიამოვნო.
- კი, კი. სწორად მიხვდით. ალბათ მიხვდებით აქ რატომაც ვართ.
- დიახ, ალბათ ქორწილისთვის ემზადებით. - გახედა მდივანზე მორცხვად მჯდომ გოგოს.
- დიახ. ეს ჩემი რძალია, ადა ადამაშვილი, ეს კი მისი მეუღლე გეგა კალანდაძე.
- ლამაზი პატარძალი გვყავს. კარგი წყვილი ხართ. - თბილი მზერით შათვალიერა დეამ ცოლ-ქმარი.
- დიდი მადლობა.
- აბა როგორი კაბა მოგწონთ? - მიუტრიალდა ადას, - თუმცა პირველ რიგში უნდა მითხრათ ქორწილი როდის არის?
- ქორწილს დამარხვებამდე ვფიქრობთ, თებერვლის შუა რიცხვებში.
- ახლა, იანვრის შუა რიცხვებია. მაშინ დრო არ ითმენს, დროულად უნდა ავირჩიოთ მოდელი, ავაწყო ესკიზი, დეტალები და ამიტომ, როგორი სტილის მოგწონთ? შეგიძლიათ აქედანაც აარჩიოთ, - კატალოგები მიაწოდა. - შეგიძლიათ შეკერილი მოდელებიც ნახოთ.
- ყველა ისეთი ლამაზი და დახვეწილია, არჩევა ძალიან რთულია.
- არ აჩქარდეთ, კარგად მოიფიქრეთ და ავარჩიოთ და შევქმნათ ისეთი, როგორიც თქვენს წარმოსახვაში დაიბადება. - მაცდურად გაუღიმა.
- ჩემს წარმოსახვაში? - თვალები გაუფართოვდა ადას.
- დიახ, - შესცინა დეამ ადას, - ესაა ჩემი ერთ ერთი საიდუმლო, თუ რატომ იქმნება ჩემთან განსხვავებული სადედოფლო კაბები. მე მთელი ხედვით წარმოვიდგენ თქვენს წარმოსახვაში წარმოდგენილ კაბებს და თქვენთან ერთად ხორცს ვასხვამ და ვქმნი.
- აჰ, მართლა? მაშინ უნდა დავფიქრდე, რადგან ქორწილზე არასოდეს ვფიქრობდი, შესაბამისად არც კაბაზე. ამიტომ დიდი დილემის წინაშე ვარ.
- არც ისეთი დიდი დილემის წინაშე დგახართ. უბრალოდ, თვალები დახუჭეთ, შეიგრძენით ის სიდიადე, ის სიფაქიზე რასაც ეს სიყვარული იწვევს შენში და წარმოიდგინე, როგორი კაბით გააოცებ შენს საყვარელ მამაკაცს?
ადამ მორცხვად გახედა მეუღლეს, გეგამ თვალი ჩაუკრა.
- კარგით, მოგენდობით და ჩემს წარმოსახვას შემდეგ მთელი გულით თქვენ მოგანდობთ.
- მაშინ დავიწყოთ, - ფურცელი და ფანქარი მოიმარჯვა დეამ და ადასთან ერთად ესკიზის ხატვას შეუდგა. - აბა როგორია? - ცოტა ხნის შემდეგ აჩვენა.
- ვაი, არ არსებობს! აი, ის არის რაც ჩემს წარმოსახვაში იყო, მართლაც გასაოცარი ხართ! ასე ზუსტად როგორ აღიქვით, ის რაც მე მინდოდა?
- შეიძლება მეც ვნახო? - დაინტერესდა სასიძო.
- აჰ, - ნახატი გულზე აიკრა დეამ, - იცით, შეიძლება ძველმოდურად ჩამთვალოთ, თუმცა მგონია, რომ სიძემ დედოფალი სადედოფლო კაბაში ქორწილამდე არ უნდა ნახოს.
- რატომ? - არ მოეწონა იდეა გეგას.
- იმიტომ, რომ ამბობენ ქორწინება არ შედგებაო! ნუ ეს ხუმრობით, - გაეცინა სასიძოს დაძაბულ მზერაზე, - უბრალოდ, სულ სხვა ემოციაა როცა ქორწილის დღეს ხედავთ სადედოფლო კაბაში. ნება თქვენია, უბრალოდ მე ჩემი რჩევა მოგეცით, გაითვალისწინებთ თუ არა, ეს ისევ თქვენი ნებაა.
- თქვენ დიდი ხნის გამოცდილება გაქვთ, ამიტომ მოგენდობით. - დამორჩილდა უფროსი კალანდაძე.
- კარგით, დიდი მადლობა. მაშინ დღეს, 12 იანვარია ხომ? - კალენდარს გახედა, - მაშინ 20 იანვარს გელოდებით, რომ მოისინჯოთ.
- დიდი მადლობა, დროებით.
- დეა, დეა. - ჩუმად ჩურჩულებდა ნათია.
- ხო, რა იყო?
- ეს გოგო, ის გოგოა ხო?
- ცოტა მარტივად, რომ მიმანიშნო არ გინდა? - გაეცინა ნათიას ცნობისმოყვარეობაზე.
- ანუ ეს ის ადაა, დამლაგებლად რომ მუშაობდა და მერე ოჯახის უფროსს შვილიშვილს რომ შეუყვარდა?
- აჰამ, კი.
- ვაა, რა მაგარია. კონკიას ზღაპარი რეალობად იქცა.
- ასე გამოვიდა.
- ისე რა ლამაზი წყვილია.
- კი, შეეფერებიან ერთმანეთს.


_____________________________________________________

ვინც ჩემს ისტორიებს კითხულობთ ალბათ გეცნოთ ადა და გეგა, თუ ჯერ არ წაგიკითხავთ და მათი ისტორია გაინტერესებთ მაშინ "ზღვარს მიღმა და ზღვარს შორის" უნდა წაიკითხოთ



№1  offline წევრი Marikagogolqdze

კი წაკითხული გვაქვს
ძალიან მომეწონა თავის დროზე. გელოდებით მომდწვნო თავებზე

 


№2  offline წევრი სესილია

Marikagogolqdze
კი წაკითხული გვაქვს
ძალიან მომეწონა თავის დროზე. გელოდებით მომდწვნო თავებზე


როგორ გამახარეთ, მიხარია თუ კითხულობთ ჩემს ისტორიებს heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent