შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერია შეუძლებელი(1,2 თავი)


10-07-2022, 09:24
ავტორი Camellia
ნანახია 10 189

1 თავი
-ანდრო, ადექი, უკვე რვა ხდება, შენ კიდევ ისევ გძინავს - დავუყვირე აბაზანაში მყოფმა, ანდროს
-ვივი, მაცადე რა, ავდგები - ბალიშში თავ ჩარგულმა ამოიბუზღუნა
-ანდრო, რვა საათია - ვუთხარი ოთახში შესულმა
-ავდგები
-ნახევარი საათის წინ იგივე თქვი…-ვუთხარი და საბანი გადავხადე - ადექი დაგაგვიანდება
-ავდექი - მითხრა და წამოიწია, თვალები მოისრისა
-კარგია რომ ადექი, ტოსტი სამზარეულოშია, შეგიძლია მიირთვა - ვუთხარი გაღიმებულმა
-მარტო ცხოვრების დაბრუნება მინდა - ჩაიჩურჩულა, მაგრამ მაინც გავიგე
-რა იყო ანდრო, მოგბეზრდი? - ვუთხარი სიცილით და გადავეხვიე
-არ მომბეზრდი, მაგრამ ძილს მირღვევ - მითხრა და მხარზე მაკოცა
-დღეს შენს უნივერსიტეტში მოვდივარ, ბატონმა ლევანმა ორშაბათს მოდიო
-თუ ბატონმა ლევანმა თქვა - მითხრა და ჯინსი ამოიცვა
-10-ზე უნდა ვიყო მის კაბინეტში - ვუთხარი და კარს მივეყუდე
-დღეს საღამოს ქეთო და ნატა მოდიან ხო? - მკითხა, და თან პერანგის ღილების შეკვრას შეუდგა
-ხო - დავეთანხმე და სამზარეულოში გავედი
ანდრო რამოდენიმე წუთში გამოვიდა სამზარეულოში, ტოსტი აიღო, ხმაურით მაკოცა
-მადლობა ტოსტისთვის და ხო წარმატებები - მითხრა და სახლიდან გავიდა, ღიმილით მოვსვი ყავა, და ნატალიას დავურეკე
-ხო ვივიენ…ელენე, ფანჯარასთან არ მიხვიდე, დადუნა - დაიყვირა ტეფონში
-ელენე გაწვალებს? - სიცილით ვკითხე და მორიგი ყლუპი მოვსვი ჭიქიდან
-ღმერთო ჩემო, გადარეულია - მითხრა - შენ რას შვები? არ წახვედი უნივერსიტეტში? - მკითხა
-ჯერ არ გავსულვარ, ადრეა
-ქალბატონო ვივიენ - გაისმა ტელეფონში ბოხი ხმა, გამეღიმა - როგორ გიკითხოთ?
-კარგად, თავად?
-არ ვიცი, ელენემ შეიძლება შეგშალოს, გადარეულია…შენ რას შვრები, მიეჩვიე თბილისს? - სიცილით მკითხა
-თითქმის დადუნა თითქმის - ვუთხარი და ამოვიოხრე - ხომ მოხვალთ დღეს? - ვკითხე
-რა თქმა უნდა…წავედი, თორემ შეიძლება შენი და მართლა გაგიჟდეს - მითხრა სიცილით
-კარგი - ყურმილი დავუკიდე, და აბაზანაში შევედი. მოვწესრიგდი, კრემისფერი შარვალი ჩავიცვი, თეთრ ნაზი ნაჭრის ბრეტელებიან მაისურზე, შავი დაბალ ძირიანი ფეხსაცელი ამოვიცვი, მანქანის გასაღები და ჩანთა ავიღე, და სახლიდან გავედი. დამღლელი საცობის შემდეგ მივაღწიე უნივერსიტეტს.
შენობაში შესულმა, გარემოს თვალი მოვავლე, ხანში შესული ქალბატონი როცა შევნიშნე, მასთან მივედი, და ღიმილით ვკითხე
-გამარჯობა
-გაგიმარჯოს შვილო - სათნოდ გამიღიმა
-შეგიძლიათ მითხრათ რექტორის კაბინეტი საით არის?
-რა თქმა უნდა, მეორე სართულზე, მარჯვნივ გაუყევი კორიდორს, პირდაპირ დიდ შავ კარს დაინახავ, იქ არის რექტორის კაბინეტი
-მადლობა - ვუთხარი, და კიბეებზე ასვლა დავიწყე, თანდათანობით ვათვალიერებდი უნივერსიტეტს,ბოლოს კი მივადექი შავ კარს, დავაკაკუნე, და როცა ნებართვა ავიღე, შიგნით შევედი. კაბინეტში დიდი მუქი ხის მაგიდა იდგა, ტყავის სავარძელში კი დაახლოებით 60 წლამდე მამაკაცი მჯდარიყო, ჭაღარა შეპარული თმით. სათვალედან ამომხედა, სათვალე მოიხსნა და ღიმილით წამოდგა ფეხზე.
-გამარჯობა, ალბათ ვივიენი არა? - მკითხა და ხელი ჩამომართვა
-დიახ
-დაჯექი შვილო - მითხრა და იქვე მდგარ ტყავის მოზრდილ სავარძელზე მანიშნა. დავჯექი და მას შევხედე - შენს სივს უკვე გავეცანი, გელოდი კიდეც, უნივერსიტეტისთვის შენნაირი ლექტორი ნამდვილად კარგია - გამიღიმა
-მიხარია ამის მოსმენა
-მაშ, ხვალიდან შეგიძლია დაიწყო მუშაობა,ეს განრიგია - ფურცელი გამომიწოდა
-მადლობა, ნახვამდის - სავარძლიდან წამოვდექი ხელი ჩამოვართვი, და ღიმილით გამოვედი კაბინეტიდან.
შენობიდან გამოსულმა, ტელეფონმა დამირეკა, ქეთო იყო
-ბატონო - ვუპასუხე და მანქანაში ჩავჯექი
-რას შვრები?
-უნივერსიტეტიდან გამოვედი ახლა, ხვალ ვიწყებ მუშაობას, შენ? დღეს საღამოს ხომ გამოდიხარ? - მანქანა დავძარი
-რა ვიცი, ალექსმა გამაგიჟა - მითხრა დანაღვლიანებულმა
-რატომ? - ქეთო და ნატალია ჩემი დები იყვნენ, ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილნი
-სიგარეტის მოწევა დაიწყო, აღარ შემიძლია, სახლში ღამის 3-ზე ან გვიან მოდის, ლუკასაც კი აღარ უსმენს
-ხოდა, მე მომისმენს - ვუთხარი და ალექსის გახსენებისას გამეღიმა - ქეთო აზვიადებ, კი, მოწევა ცუდია, მაგრამ თინეიჯერია ვინ არ ეწევა, ან შენ? ხომ არ გაგახსენო როდის დაიწყე მოწევა?
-მერე კარგია? აუცილებელია რომ სიგარეტზე დამოკიდებული გახდეს? სულ გავიდა ზღვარს…აღარავის უსმენს
-ხომ გითხარი მე მომისმენს - ამაყად ვუთხარი - კარგი ქეთო წავედი, საღამოს გნახავ, დეაც წამოყვანე
-ნატას გიჟქალაც მოდის?
-კი, დადუნა და ნატალი გაგიჟდნენ - სიცილით ვუთხარი
-კარგი, წავედი, დეას ბაღიდან გამოვიყვან. - ყურმილი დავკიდე.
სახლში მისულმა, ფეხსაცმელი მისაღებშივე გავიხადე, იქვე მივაგდე და ფეხშიშველა, თმების აწევით სასტუმრო ოთახში გავედი. გამიკვირდა, როცა დივანზე მჯდარი ანდრო დავინახე,რომელსაც თვალები დაეხუჭა
-ანდრო - ვუთხარი, და მხარზე შევეხე - ანდრო - თვალები გაახილა
-რა იყო?
-გეძინა? - ვკითხე, და მის გვერდით მოვთავსდი
-არა, დავიღალე - ამოიხვნეშა - მიხვედი ბატონ ლევანთან?
-კი, ხვალიდან ვიწყებ - გავუღიმე - შენ სახლში რატომ ხარ? ლექციაზე არ უნდა იყო?
-უნდა ვიყო, მაგრამ ბავშვებმა ლექტორი გააგიჟეს, ქალი ტირილით გავარდა აუდიტორიიდან - მითხრა და საზურგეს მიეყუდა
-რა საქციელია? - წარბები შევჭმუხნე, და მას გავხედე - ინგლისურის ლექცია რომელ საათზე გაქვს ხვალ?
-9-ზე, რა მოხდა? - მკითხა, მე კი ღიმილით გავხედე - არა, არა…კარგი რა ვივი, შენ რა ჩემი ლექტორი უნდა იყო?
-აშკარად გჭირდებათ “მკაცრი ხელი”, ინგლისურის ლექტორიც გააგიჟეთ? - ვკითხე დაეჭვებით
-რა შუაშია… - წარბის აწევით შევხედე - კარგი, ხო შუაშია - მითხრა
-მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს
-არც კი იცი როგორი ადამიანები არიან ინგლისურის ლექციაზე, ყველას მიწასთან ასწორებენ
-ხვალ მე გავასწორებ - ნიშნის მოგებით გავხედე, და მხარზე თავი დავადე. ანდრო, ჩემი ბიძაშვილი იყო, იმის მიუხედავად რომ ჩემზე 3 წლით უმცროსი იყო, ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, იმდენად მეგობრული რომ, სახლი ერთად შევიძინეთ, შეძენის შემდეგ ანდრო მარტო ცხოვრობდა, ჩემი ამერიკაში ყოფნის გამო, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მე ამერიკიდან წამოსვლა მომინდებოდა, მაგრამ ვგრძნობდი რომ რაღაც ახალი მჭირდებოდა, ამერიკის შემდეგ კი საქართველო ჩემთვის დიდი სიახლე, თავგადასავალი იქნებოდა.
სიზმრებიდან, ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, დივნიდან წამოვიწიე, ანდრო სახლში აღარ იყო
-ხო - დაბოხებული ხმით ვუპასუხე
-ვიცი რომ გეძინა, მაგრამ 6 ხდება, ისინი კიდევ 7-ზე მოდიან - ანდრო იყო
-შენ სად წახვედი? - ვკითხე, და სახლს მოვავლე მზერა
-საქმე მქონდა, უი და სხვათაშორის, მეგობართან ერთად მოვალ, პრობლემა არ იქნება ხო?
-არა,მოიყვანე თან გავიცნობ კიდეც - ვუთხარი, და ავდექი. - წავედი
-კარგი, მალე მოვალთ, მოყვარხარ - მითხრა და დაკიდა. ადამიანები ჩემს ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებდნენ, ისინი იყვნენ ჩემს გვერდით ყოველთვის, ყველგან, ბევრჯერ გამიგდია კიდეც, მაგრამ მაინც დარჩნენ, ისინი ყველაფერი იყვნენ არაფერში.
უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს ტანსაცმელი არ გამომიცვლია, გამოვიცვალე, შავი ბრეტელებიანი უნრალო მაისური, და გრძელი კოჭებს აცდენილი, ნაზი ქვედაბოლო ჩავიცვი, და სამზარეულოში გავედი, როცა ისევ ტელეფონმა დარეკა, მირა იყო
-ხო
-რას შვრები?
-ნატალია და ქეთო მოდიან ჩემთან
-ნატალიას ის გიჟქალაც მოყავს? - სიცილით მკითხა, ელენე იყო ბავშვი რომელიც ყოველთვის ყველას ამახსოვრებდა თავს, ის იყო ბავშვი, რომელსაც შეიძლება უკიდურეს შემთხვევაშიც გაეღიმებინე, ის ნათელი სხივი იყო რომელიც ყველას და ყველაფერს ედებოდა.
-მოყავთ - სიცილით ვუპასუხე და უჯრიდან სიგარეტი გამოვიღე, ღერი პირში ჩავიდე მოვუკიდე და გავაბოლე, თვალები დავხუჭე ნაპასის დარტყმისას
-ეწევი?
-სამ ღერს დღეში მხოლოდ, მეტს არა - ვუპასუხე - შენ არ მოხვალ? - თემა გადავიტანე
-კი,ნუცას ელაპარაკე?
-კი, მაგრამ მოვლენებაშია წასული, შენ ხომ მოხვალ?
-მოვალ, მოვალ.უნივერსიტეტში იყავი?
-კი, ხვალ ვიწყებ - ვუთხარი და ნაპასი დავარტყი
-კარგი, გავემზადები, და მოვალ - მითხრა და დაკიდა.
საჭმლის მომზადება მინდოდა, მაგრამ კარგი მზარეული ვერასდროს,არასდროს ვიყავი, ამიტომ პიცა შევუკვეთე, და ღიმილით ჩავწვი ღერი საფერფლეში.
ნახევარ საათში, კარის გაღების ხმა ერთი იყო ანდროს ყვირილი მეორე
-მოვედით
-გამოვდივარ - გავყვირე ოთახში შეყუჟულმა.
სასტუმრო ოთახში გასულს, დივანზე მჯდომი უცნობი დამხვდა, რომელსაც თავი დივანის ზურგს მიეყრდნო, თვალები დაეხუჭა. შავი, გიშრისფერი თმები ალაგ - ალაგ შუბლე დაჰყროდა, დამუნჯებული შევცქეროდი, როდესაც ბოხმა ბარიტონმა დაარღვია სიჩუმე
-არ მიყვარს როდესაც მიყურებენ - თვალები გაახილა, ჯანდაბა ორი მეტრის მოშორებითაც კი ჩანდა, მისი თვალის ფერი იმდენად შავი თვალები ჰქონდა, ისეთი თვალს რომ ვერ მოსწყვეტდი. თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე, ის იყო პასუხი უნდა გამეცა, როდესაც ოთახში ანდრო შემოვიდა
-ვივი, გაიცანი დიმა - დიმად ხსენებული ფეხზე წამოდგა, ახლაც კი მახსოვს მისი მანერები, გამოხედვა, ცისფერი პერანგის სახელოები აეკეცა, ნელი დინჯი ნაბიჯებით მომიახლოვდა, ჩემზე ერთი თავით მაღალმა, ხელი გამომიწოდა, შევყურებდი მის გამოწვდილ თითებს, გრძელ ნატიფ თითებს, ჩემი ხელი შევაგებე, ერთიანად დამიარა ტალღამ, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, პირველად ვიყავი ასეთ მდგომარეობაში.
-სასიამოვნოა - გამიღიმა, მას ავხედე შავ თვალებში ჩავხედე, და ძალდატანებული ღიმილით ვუპასუხე
-ჩემთვისაც - ხელი შევუშვი. დიმა თვალს არ მაცილებდა, მე კი ჯიუტად ჩავყურებდი თვალებში.
რამოდენიმე წუთში კი ზარის ხმაც გაისმა, მისაღებში გავედი კარები გავაღე, და გამეღიმა ნატალიას და დადუნას დანახვაზე, დადუნას ელენე კისერზე შემოესვა
-ვივი - ნატალია ჩამეხუტა, და ჩამჩურჩულა - მომენატრე!
-მეც! - რამოდენიმე წუთი ასე ვიდექით
-ვივიენ,როგორ ხარ? - ხელი გადამხვია დადუნამ და ლოყაზე მაკოცა
-კარგად დადუნა, შენ როგორ ხარ?
-ცოტა არ იყოს დაღლილი ვარ - მითხრა და კიდევ მაკოცა ლოყაზე.
-მეც მინდა ვივის ნახვა, მამა გაიწიე! - პატარა ელენე ჯუჯღუნებდა - ვივიენ! - დაიყვირა და შემომახტა, სიცილით ვაკოცე თავზე
-როგორ ხარ ჩემო პატარა,მომენატრე - ვუთხარი, ის კი მეხვეოდა
-მეც მომენატრე - მითხრა ჩემი კისრიდან თავი აიღო, და თმებზე დამიწყო თამაში -ბევრი რამე უნდა მოგიყვე
-მართლა? რაზე? - ვკითხე ღიმილით
-სადუმლოა - ჩამჩურჩულა, სიცილით გავაღე კარი მეორე დაზარინებისას, ელენე იატაკზე დავსვი - ქეთო! - ღიმილით ჩავეხუტე კარშივე მომღიმარ ქეთოს.
-მომენატრე!
-მეც მომენატრე
-ნატა მოვიდა? - მკითხა და სახლში შევიდა
-კი შედი, სასტუმრო ოთახშია დადუნასთან ერთად - ვუპასუხე და ლუკას გადავეხვიე
-ცოლის დავ, თავი მომანატრე გოგო, როგორ ხარ - მკითხა და ჩამეხუტა
-კარგად, შენ?
-შენი დის შვილი გადამრევს
-ვიცი, ხო მითხრა ქეთომ, დაველაპარაკები, დარწმუნებული ვარ მომსიმენს. დეა, შენ როგორ ხარ? - ლუკაზე მიხუტებულ დეას გავხედე, რომელიც მშვიდი ღიმილით შემომყურებდა. დეასაც ჩავეხუტე, ყველამ სასტუმრო ოთახში გადავინაცვლეთ, პიცასთან ერთად.
დიმა დადუნას ესაუბრებოდა,მკაცრი სახით იჯდა, და ჩემსკენ გამოხედავდა ხოლმე, ჯიუტად არ ვიხედებოდი, უცნაური გრძნობა მქონდა როცა მიყურებდა, მთელი ძალით ვცდილობდი რომ არაფერი შეემჩნია, ბოლოს მე ნატა და ქეთო სამზარეულოში ვიჯექით, და სიგარეტს ვაბოლებდით
-ღმერთო ჩემო, სიწყნარე - ღიმილით დაარტყა ნაპასი ნატალიამ - ელენე უფრო გაგიჟდა, ნეტავ იცოდე მერამდენედ გადავღებეთ კედლები, მისის ნახატების გამო, თან არც მალავს - დანანებით იძახის, სამივეს გვეცინება - ღამე გაგვაღვიძა მე და დადუნა, თქვენ დაგხატეთო, ველოდებით ფურცელს როდის გვაჩვენებს,მაგრამ სტუმრების ოთახში გავყავართ. - შუბლზე ხელს იკიდებს, მე და ქეთო კი ვიცინით
-ნეტავ ალექსანდრე მაგას აშავებდეს - თქვა ქეთომ, რომელმაც ძლიერი ნაპასი დაარტყა - მითხრა მოვალო, მაგრამ არსად ჩანს - გამომხედა
-დავურეკავ - ვუთხარი ღიმილით
-ყოველ კვირას მირეკავენ სკოლიდან მისი ჩხუბის გამო, ნეტავ იცოდე როგორ შემრცხვა იმ მშობლების, ვთხოვე, გავუბრაზდი, ვუყვირე, მაგრამ არაფერი ჭრის, არაფერი
-წავალ დავურეკავ ქეთ, არ ინერვიულო, ხომ იცი ესეთი ასაკი ყველას აქვს - გავამხნევე, და სამზარეულოდან ჩემი ოთახის აივანზე გავედი, ტელეფონითა და სიგარეტით, მესამე დარეკვაზე ალექსანდრემ აიღო
-დარწმუნებული ვარ, ახლა ტაქსიში ზიხარ, და ჩემი სახლისკენ მოემართები ალექსანდრე ჯიშკარიანო, გირჩევნია ასე იყოს
-ვივიენ…
-ზუსტად 10 წუთში ჩემს სადარბაზოსთან იყავი ალექს, იცოდე არ დამაღალატო… - გავუთიშე, აივნის კიდეზე ჩამოვდე იდაყვები, და სიგარეტის მოწევა განვაგრძე.სიგარეტის მოწევა ჩემთვის, დამამშვიდებელი წყარო იყო. როცა სიგარეტი საფერფლეში ცავაჭყლიტე, სახლში შესვლას ვაპირებდი, როდესაც დიმა შემეჩეხა
-ამ ოთახში რას აკეთებ? - ვკითხე, და თვალებში ჩავხედე, მაცდური ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე
-ეწევით, ქალბატონო ვივიენ? - მითხრა, და ახლოს მოიწია
-რას აკეთებ, გაიწიე - ვუთხარი სუნთქვა შეკრულმა
-მიხარია რომ გაგიცანით ვივიენ, ხვალ შევხვდებით - გამიღიმა, ჩემსკენ დაიხარა, და ჩამჩურჩულა, კისერზე მაკოცა, შებრუნდა და ოთახიდან გავიდა.გახევებული ვიდექი, ვერ ვინძრრეოდი, გახურებული, ვიდექი და შევცქეროდი კარებს, რომლიდანაც რამოდენიმე წუთის წინ იგი გასულიყო
-ჯანდაბა! - ჩემს თავს შევკურთხე, და ოთახიდან გავედი. დაბალი ფეხსაცმელი და თხელი ჟაკეტი ჩავიცვი, და სახლიდან ყველას გაუფრთხილებლად გავედი. სადარბაზოსთან ალექსს ხუთი წუთი ველოდი, ისიც გამოჩნდა, ღიმილით შევხედე ბიჭს, რომელიც ქეთოს ბიჭი ვერსია იყო
-ვივიენ, შენც უნდა დამარიგო? - ჯიეებ ხელებ ჩაწყობილი მომიახლოვდა
-შეიძლება, წამოდი - თავით მანქანაზე ვანიშნე. როცა მანქანას მივუახლოვდით გასაღები გადავუგდე, შემნ ატარე - ღიმილით შემომხედა.
-საით?
-სადაც გინდა, ჩუმ, წყნარ ადგილას - ვუპასუხე.

-მსოფლიოში ყველაზე მაგარი ვინმე ხარ - გამიღიმა, და ლოყაზე მაკოცა
-მიხარია - ვუთხარი, და ფანჯარაში გავიხედე.
ლისზე ავედით, გადმოვედით მანქანიდან, და სიარული დავიწყეთ
-ალექს, რა ხდება შენს თავს? - გვერდიგვერდ ვიდექით, ხელებ გადაჯვარინებული მივუყვებოდი ბილიკს - მიზნად ლუკას და ქეთოს გაგიჟება გაქვს დასახული? - გავხედე
-გაიგე რომ ვეწევი? - მითხრა, მე კი გამეცინა
-დიდი ხანია ეგ ვიცი - ვუთხარი - კარგი ეწევი, იცი რა რთულია, როდესაც დამოკიდებული ხდები რაღაცაზე? იცი? შემდეგ მოშორება კი ძალიან რთულია, რასაც ეწევი განადგურებს, აჩქარებს იმ ფაქტს რომ მალე ჩაგდებენ მიწაში, და თუ გინდა რომ თავი მოიკლლა, ნელ - ნელა რატომ ცდილობ? მტკვარი უფრო ახლოს არის, შეგიძლია გადახტე…არ მესმის თავს ინადგურებ? შენ გგონია ახლა მე ნატა ქეთო ან სხვები რომლებიც შენს ახლოს არიან, ლუკა თუნდაც კარგია რომ ვეწევით, შენ გგონია ეს მოგვწონს? მაგრამ იმდენად დამოკიდებული ხარ, ამ საზიზღრობაზე რომ უკვე ვერ ძლებ მის გარეშე, ჰაერივით გჭირდება. -
ხმას არ იღებდა - სკოლაში რა მოხდა?
-იმ სი*ზე მეკითხები? - კბილებიდან გამოსცრა
-ხო, რა დაგიშავა?
-ვივიენ, ხო იცი არ მიყვარს ეს მოყოლები? - შემომხედა
-ალექს, გელოდები
-ხომ იცი არასდროს შევეხები ადამიანს უსამართლოდ?
-კი
-ის სი*ი ჭორებს იგონებდა, ვიღაცაზე - რა თქმა უნდა, გონება გამინათდა, ღიმილით გავხედე - რა? - წარბი ავწიე
-ის ვიღაცა, გოგო არის არა?
-რა..საიდან მიხვდი?
-ალექს შეყვარებული ხარ? - შევხედე
-შეიძლება
-რა ქვია?
-ლილიანა - მის გახსენებისას გაეღიმა
-ღმერთო ჩემო, შეყვარებული ხარ - დავიყვირე
-ვივიენ, ჩუმად - გაიცინა, და პირზე ხელი ამაფარა, ხელი გადამხვია
-გოგოების გამო ჩხუბი ხომ იცი
-ვიცი, მდაბიოობაა, მაგრამ უნდა გენახა რეებს ლაპარაკობდა, ნაბი*ვარი - სახე მოეღრუბლა მისის გახსენებისას.
კიდევ 40 წუთი ვიარეთ,შემდეგ კი სახლში წავედით. ალექსანდრესი ყოველთვის მჯეროდა, ვიცოდი რომ ერთხელაც იგი ყველაფერს მიაღწევდა, მე და ალექსი ყოელთვის ვსაუბრობდით, არ ვიცი რატომ თმცა ყოველთვის მე მენდობოდა, ამით კი მე გახარებული ვიყავი, მიხაროდა ალექსი როგორც ადამიანი ჩემს ცხოვრებაში.
სახლის კარი შევაღე თუ არა დავინახე, მირა, რომელიც ღიმილით ესაუბრებოდა ნატას
-მირა,მოხვედი? - ღიმილით წავედი მისკენ და გადავეხვიე
-სად იყავი?
-მე და ალექსმა ცოტა გავისეირნეთ - მირა ახლა ალექს გადაეხვიე. ქეთო ალექსს უყურებდა, ნაწყენი სახით ალექსი მისკენ წავიდა
-სად იყავი ალექსს? - ჰკითხა ქეთომ
-გიორგისთან ერთად ვიყავი ქეთა - უპასუხა, ხელი გადახვია და თავზე აკოცა
-ათასჯერ დაგირეკე - უთხრა ქეთომ ხმაჩამწყდარმა
-ქეთა არ დაიწყო
-არ ვიწყებ, უბრალოდ ერთხელ მაინც გეპასუხა - უთხრა და მას შეხედა
მე კი თვალებს აქეთ - იქით ვაცეცეცებდი, დიმას დასანახად, მაგრამ არსად ჩანდა.
ვუყურებდი ადამიანებს, ვიცინოდი, ვიღიმოდი, მახალისებდა დადუნას და ნატალიას წაკამათება, რომელიც კოცნით მთავრდებოდა, და აწითებული ნატალით, ვუყურებდი ლუკას და ქეთოს, ქეთა ზურგით რომ მიყრდნობოდა ლუკას, ლუკა კი კისერზე კოცნიდა და ტან უჩურჩულებდა ხოლმე რაღაცას, შევყურებდი ალექსს, რომელიც ღიმილით შეჰყურებდა ელენესა და დეას, რომლებსაც ყოველთვის განსაკუთრებული დეიდაშვილობა ჰქონდათ. როცა ანდრო აივანზე შევნიშნე, ღიმილით დავტოვე ბედნიერი საზოგადოება და მისკენ გავემართე
სიგარეტი მოემარჯვა ხელში, და ნაპასებს ძლიერად არტყამდა
-რაზე ფიქრობ? - ღიმილით გავკარი მხარზე მხარი
-შემაშინე - მითხრა და სიოგარეტი საფერფლეში ჩააჭყლიტა.
-რაზე იყავი ჩაფიქრებული…მოიცა - მის სახეს დავაკვირდი
-რა?
-ანდრო, რა იყო, ვინმეზე ხომ არ ნერვიულობ? - სარკასტულად გავუღიმე.
-ვივი, პირდაპირ თქვი - მომაბეზრებლად მითხრა, და მეორე ღერს მოუკიდა
-შემთხვევით, ვინმე ხომ არ გაიგნორებს? თან ის ვირაც, სექსუალურია, შენზე დიდია, მისი დანახვისას ყველას უ*დგება, გავაგრძელო?
-ჯანდაბა… - შეიკურთხა - ვიჩხუბეთ
-მასთან წადი - ვუთხარი ღიმილით
-რა?
-მასთან წადი
-მიყვარხარ! - მითხრა ლოყაზე ხმაურით მაკოცა
-ანდრო - შევაჩერე - ჰორმონებს გაუფრთხილდი
-წადი შენი - სიცილით მითხრა და სახლიდან გავიდა. მე კი ღამის ათონელს გადავხედე, მიყვარდა ეს ქუჩა, ცემი მთელი არსებით, აქ ხომ ცემი ბავშვობა მქონდა გატარებული, დამეღიმა ბავშვობის გახსენებისას. მაშინ შევწყვიტე ფიქრი, როდესაც მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი, ქეთო იყო
-დათომ დაგირეკა? - მკითხა შეპარვითი მზერით
-კი, არ ამიღია, როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ გაიგო რომ მამად არ ვთვლი - ვუთხარი თვალებ დახუჭულმა
-მართალი ხარ, ძალიან მართალი, თუმცა იქნებ გეცადა?
-რა უნდა ვცადო ქეეთ? რომ ისევ მამად ვაღიარო? არ შემიძლია იმის დავიწყება რაც მის გამო მე შენ და ნატამ გადავიტანეთ
-ხო მაგრამ, იქნებ სცადო რომ აპატიო, ერთხელ დაელაპარაკე
-ვერ დაველაპარაკები, და არც, მიხარია რომ შენ და ნატა მას ელაპარაკებით, მაგრამ მე ვერ დაველაპარაკები - ხმა ჩამწყდარმა ვუპასუხე
-რატომ მაქვს შეგრძნება რომ გეშინია რომ აპატიო? - დაეჭვებით შემომხედა
-შეიძლება მეშინია კიდეც… - ვუთხარი და მას შევხედე
-გეშინია, თუ აპატიებ მაგდას უღალატებ ხომ ასეა?
-არ ვიცი… - ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი რომ ის სიმართლეს ამბობდა, ეს ასე იყო, მაგრამ არ ვაღიარებდი, მეშინოდა დათოსთან ლაპარაკი, და მითუმეტეს შეხვედრა. - შეხვდით მის სიყვარულს? - ცინიზმით მოვიხსენიე ქალბატონი ლალი
-კი
-კარგი ადამიანია?
-კი,სასიამოვნო ქალია - მითხრა, და გაჩუმდა. ორივენი ვიდექით, მის მხარზე მქონდა ჩამოდებული ტავი,ქეთო ძალა იყო ჩემში.
გვიან რამით დატოვეს “სტუმრებმა” სახლი, მე კი ფიზიკურად და ემოციურად დაღლილმა საწოლზე მივესვენე, და თავს უფლება მივეცი გონება გათიშულიყო.
2 თავი
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს,თვალების ჭვრეტით გავედი სააბაზანოში,მოვწესრიიგდი, და სამზარეულოში გასულს ანდრომ დამირეკა
-ვივი,მე პირდაპირ აქედან წავალ უნივერსიტეტში
-კარგი,წარმომიდგენია რა კარგი ღამე გაატარე
-წავედი - სიცილით მითხრა ანდრომ, ეტყობოდა რომ ახალი გაღვიძებული იყო.
მე კი ღიმილით დავლიე ყავა, და ჩაცმას შევუდექი.
შავი, მუხლს ქვემოთ კაბა ჩავიცვი, რომელიც წელს გამოჰკვეთდა, ოთხკუთხედი დეკოლტითა, და არც ისე ამოღებული ზურგით. ქვემოთ შავივე დაბალ, წვრილ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, ჩანთა და გასაღები ავიღე, და სახლიდან გავედი.
უნივერსიტეტთან მდგომმა, ღრმად ამოვისუნთქე, და შენობაში შევედი.
აუდიტორიის ოტახი ვიპოვე,და კარი შევაღე. თიტქმის ყველა ლაპარაკობდა,ყურადღება არც მოუქცევიათ, მკაცრი სახით მივედი მაგიდასთან, ცარცი მოვძებნე და დაფაზე სახელი და გვარი დავწერე, შემდეგ კლასს გავხედე
-ვივიენ დევდარიანი - დაიძახა ერთმა ბიჭმა უკანა მერხიდან
-ყოჩაღ, კითხვა შეგიძლიათ, ეს უკვე კარგია - ვუთხარი ყველას, და აუდიტორიას გადავხედე. ოთახში მხოლოდ ჩურჩული არღვევდა სიჩუმეს.
-თუ მორჩით საუბარს - გოგონებს გადავხედე - ან თამაშს, შემიძლია საუბარი დავიწყო, თუ არა დამიჯერეთ მთელი დღე შემიძლია ვიდგე ამ მაგიდსთან და გიყუროთ. - გადავხედე სარკაზმით - სწორედ აღნიშნე - შევხედე ბიჭს უკანა მერხიდან - მე თქვენი ახალი ლექტორი ვივიენ დევდარიანი ვარ, ამას უკვე მიხვდით ალბათ. იმისთვის რომ კარგი ურთიერთობა დავამყაროთ, წესები იქნება
-და თუ არ გვინდა შენთან ურთიერთობის დამყარება? - დაიძახა ქერამ, და ტავის მეგობარს მზარი გაკრა
-პირველ რიგში, თქვენობით ვისაურბოთ დასაწყისში, შემდეგ შეიძლება აღარ დაგვჭირდეს ფორმალობა,რაც შეეხება ურთიერტობას თუ არ მოგინდებათ კარგი ურთიერთობა ან რაიმე სახის, დამიჯერეთ ისეთ ურთიერთობას დავამყარებ თქვენთან, რომ ისევ პ - გადავხედე ქერას - რაც შეეხება წესებს,ხუთი წესი იქნება, რომლის არ დაცვის შემთხვევაში, ჩემს ლექციაზე არ დაიშვებით - ყველა მისმენდა. - პირველი როცა მე ვისაუბრებ, სხვა არავის ისაუბრებს, ეს წესი თქვენც გეხებათ, როცა თქვენი თანაკურსელი ისაუბრებს, სხვა არ დაიწყებს საუბარს მასთან ერთად. მეორე - რაღაცის თქმის შემთხვევაში ჩემს გარდა ყველა ხელს აიწევთ, მესამე წესი, საპირფარეშოში გასვლისთვის ზუსტად 4 წუთი გაქვთ, როგორც მივხვდი და დავინახე საპირფარეშო აუდიტორიასთან ახლოს არის, ამიტომ…მეოთხე - მხოლოდ ერთი წუთით შეგიძლიათ დაგვიანება, ერთ წუთს მაინც თუ გადააცილებთ, ლექციაზე არ შემოხვალთ, და არა დაგეწერებათ, ეს წესი ხვალიდან იმოქმედებს, და მეხუთე წესი, გაცდენის მიზეზად არ ჩავთვლი პირად ან ოჯახურ მგომარეობებს. კითხვები გაქვთ? - ყველას გადავხედე, ერთბაშად გააქნიას თავი - კარგით, მაშინ ეს დღე გაცნობას დავუთმოთ - გავიღიმე - ამ რიგიდან დავიწყოთ - ვანიშნე პირველ რიგზე.
მეხუთე ბავშვი მეცნობოდა, როდესაც კარი გაიღო და აუდიტორიაში დიმამ შემოაბიჯა,არ შემიმჩნევია მისი შემოსვლა, ბავშვებმა გააგრძელეს მათი სახელისა და გვარების დასახელება, ვგრძნობდი მწველ მზერას, რომელიც მეგონა რენდგნერში მატარებდა, მთელი ძალით ვცდილობდი მისკენ არ გამეხედა, მაგრამ როდესაც მისი ჯერი დადგა, შავ თვალებში ჩავაშტერდი
-დიმა ვიბლიანი - ღიმილით მიმზერდა, მე კი მკაცრი სახით შევცქეროდი.
როცა ლექცია დასრულდა, სტუდენტებს გავხედე
-მოხარული ვიქნები თუ თქვენს მეგობარს - დიმას გავხედე - წესებს გააცნობთ, მადლობა,კარგად - ოდნავ გავიღიმე, და აუდიტორიიდან გამოვედი. შენობიდან გამოსულმა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, და მანქანისკენ დავიძარი, როდესაც ჩემს უკან ხმამ შემაჩერა
-გილოცავთ პირველ დღეს - უკან მივბრუნდი, დიმა იდგა მაცდური ღიმილით
-ლექციაზე თუ ისევ დააგვიანებ, დასწრება არ ჩაგეთვლება, გაითვალისწინე - ნიშნისმოგებით ვუთხარი, და მანქანასკენ გავიკვლიე გზა.
მანქანაში ჩაჯდომის ტანავე ანდროს დავრეკე
-ლექციაზე არ იყავი
-ერთი დღე არაუშავს
-ანდრო,ყველაფერი ხო კარგად არის?
-კი…დღეს ღამე დავბრუნდები
-კარგი,მიყვარხარ - ვუთხარი და დავუკიდე.
(ანდრო)
მანქანას ჩქარა ვატარებდი, ვფიქრობდი მის კანზე,თმებზე ტუცებზე, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა, ის იყო ქალი იდეალი ცემთვის,თავი გავქნიე მისი გახსენებისას, როგორც კი მის სადარბაზოსთან მივედი,მანქანიდან გადმოვედი. კიბეები სწრაფად ავირბინე, და კარზე სისტემატურად ვაკაკუნე, და აი ისიც. ჟღალი თმები მხრებზე დაჰყროდა, მოკლე პენუარი ძვლისს უფარავდა ტრუსს, ფეხებიდან ავათვალიერე, ჯანდაბა! მე ის მჭირდებოდა
-ანდრო? - თვალებში ჩამხედა, ისეთი ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა,თავბრუს დაგხვევდა მისი სილამაზე, გამოხედვა, თუნდაც ერთი გამოხედვა. სახლში შევედი, და ტუჩებზე დავეტაკე, ვკოცნიდი მთელი ვნებით, ცხოველივით, კარი ზურგს უკან მივხურე, კედელზე ავაყუდე
-მოგენატრე პატარავ? - მაცდურად ვკითხე, მან კი მისკკენ მიმწია,და მაკოცა. ტუჩებიდან კისერზე გადავედი, ზურგზე შემომახტა, იქვე მდგარ მაგიდაზე შემოვსვი. - ჯანდაბა ლილ, მაგიჟებ - ამოვიოხრე, პენუარი ლამის შემოვახიე, და საძინებლისკენ წავედი. მის ზემოთ მოქცეული ვიყავი, მკერდიდან მუცელზე ჩავუყევი, მივადექი მის სასირცხვო ადგილს, ტრუსიც გავხადე, ვგრძნობდი მის სიმხურვალეს, ვგრძნობდი რომ მას მთელი არსებით ვუნდოდი
-ანდრო - ამის დედაც…მისი კვნესაც კი სასიამოვნო იყო, ას*ოს ხახუნი დავიწყე მის სასირცხვო ადგილზე - შენ რა …ჯანდაბა ანდრო - წამოიკივლა
-რაღაც უნდა მითხრა პატარავ, გაიმეორე, მე სხვა კაცს აღარ შევხვდები - ხახუნს გავაგრძობდი
-არა!
-ბოდიში?! ვერ გავიგე, რა თქვი
-ჯანდაბას, შენი დედაც ნიჟარაძე…აღარ შევხვდები… სხვა კაცს - ამოიკვნესა, მეც გავიღიმე, მისი და ჩემი სხეული გავაერთიანე,ტუჩებზე დავეტაკე, ზემოდან დამაჯდა, და რიტმულად დაიწყო მოძრაობა, ვუყურებდი მას, სრულყოფილი იყო, თითქოს მისი ჟღალი თმები უფრო აალებულიყო, ბოლოს ზემოდან დამესვენა, გაოფლილს თმები სახეზე დაწეპვოდა, მე კი მათ გასწორებას შევუდექი.მხოლოდ ჩვენი აჩქარებული სუნტქვა არღვევდა ოთახში გამეფებულ სიჩუმეს.

(ვივიენი)
სახლში მისულმა სამზარეულოში გავედი, მაგიდასთან დამჯდარმა სიგარეტს მოვუკიდე, და გავაბოლე,სასიამოოვნო წამები კი ტელეფონის ზარმა შემ აწყვეტინა, “ნუცა” სახელის დანახვაზე გამეღიმა
-ბატონო
-ჩამოვედი - ტელფონში დაიკივლა, გამეცინა მის აჟიტირებულობაზე -ვივიენ, ღამე უნდა გავერთოთ
-ნუცა, ხვალ მეორე დღე მაქვს უნივერსიტეტში - ღიმილით ვუთხარი
-კარგი რა, მე შენ და მირა, ისევ…მიდი რა - მითხრა ბუზღუნით
-კარგი, კარგი
-მე და მირა გამოგივლით - მითხრა და გათიშა.
მირა მე და ნუცა, სამეული რომელიც წლებმაც კი ვერ გატეხეს, ჩვენს შორის გიჟი ყოველთვის ნუცა იყო, მე და მირა კი მის გიჟობას ვიტანდით, სამი განსხვავებული ადამიანი ისევ ერთად, 6 წლის ასაკიდან ერთად ვართ, ზუსტად 20 წელი, ჯანდაბა რამდენი ხანი გასულა, გამეცინა წლებზე. მოწევა დავასრულე, ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩავაჭყლიტე, და სააბაზანოში შევიკეტე.
თმის მშრალებით გამოვედი სააბაზანოდან, სასტუმრო ოთახში გასულ დიმა დამხვდა, შეშინებულმა შევკივლე
-შენ აქ რას აკეთებ?
-ლექტორო,დამშვიდდით - გამიღიმა სარკასტულად
-ვივი, ორი წუთით შემოვედით,რარაც მინდოდა - გვერდიდან ამოუდგა დიმას - ვივიენ, მინდა შეგახსენო რომ ნახევრად შიშველი ხარ…ჩაიცვი მიდი - თავით ჩემს ოთახზე მანიშნა,თვალები გადავატრიალე, და ოთახში შევედი, თხელი ნაზი სარაფანი გადავიცვი, და მათთან გავედი
-ანდრო, შენ რა კარზე დადაკუნება არ გასწავლეს?
-გასაღები არსებობს ვივი, რატომ უნდა გაწვალო? - მითხრა, და ტან რაღაცის მოძებნა დაიწყო
-რას ეძებ?
-არაფერს, ვიპოვე უკვე - მითხრა და დიმას მიუბრუნდა - წავედით, ჩვენ მიყვარხარ - ლოყაზე მაკოცა და წავიდა, ის იყო დიმაც უნდა გასულიყო, როცა შემომიტრიალდა
-ნახვამდის ლექტორო - გამიღიმა თვალი ჩამიკრა, და სტვენით გავიდა სახლიდან.
-ღმერთო… - ამოვიოხრე, და აივანზე გავედი.
(ანდრო)
დილით, სურნელმა გამაღვიძა, სურნელმა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, თვალ გავახილე თუ არა, პირვეელი ჟღალისფერი თმები იყო, რომელიც საწოლზე მიმოფანტულიყო, და თაფლისფერი სურნელით გაეჟღინთა საწოლი. თმებზე ხელი ნაზად შევახე,შიშველ მხარზე ვაკოცე, და ცხვირის წვერო კანზე დავადე.
-დილამშვიდობის - ძილ - ბურანში მყოფმა მითხრა
-დილა მშვიდობის - საწოლიდან წამოვდექი, შარვალი ამოვიცვი, და ვივის დავურეკე.
-მიდიხარ? - მკითხა როცა პერანგი ჩავიცვი
-ხო
-კარგი - ტუჩები გაბუშტა, და გადაბრუნდა მეორე მხარეს
-მებუტები? - სიცილით ვკითხე, საწოლს მოვუარე, და მასთან ჩამოვჯექი
-ხანდახან შეგრძნება მაქვს რომ ჩემთან მხოლოდ სე*სის გამო ხარ - მითხრა თვალებ დახუჭულმა
-ნუ იგონებ! - ვუთხარი მკაცრად და ტუჩის კუთხეში ვაკოცე
-ლექციაზე დაგაგვიანდა - მითხრა და საათზე მანიშნა
-არაუშავს, ერთი დღე მხოლოდ…
-წავედი
-წადი - მითხრა და ძილი განაგრძო, გამეღიმა მის ბავშვობაზე, ღიმილით დავტოვე მისი სახლი.

(ვივიენი)
საღამო იყო, როცა კარზე კაკუნი გაისმა, წამოვდექი, კარი გავაღე, როდესაც უეცრად ნუცა შემახტა
-ფრთხილად ჯუცა, ვივიენი სხვასაც სჭირდება - სიცილით ეუბნებოდა მირა
-მომენატრე! - მითხრა ნუცამ, და მაგრად მომიჭირა მკლავები კისერზე.
-კარგი, კარგი ნუცა მეც მომენატრე - სიცილით ვუთხარი და მირასაც ჩავეხუტე.
ორივე ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ნუცას ქერა, ლამაზი კულულები მხრებზე ჩამოეშალა, ლამაზი ცისფერი მუხლს აცდენილი კაბა ეცვა, ამოღებული ზურგით, მირას კი შავი კოჭებამდე კაბა ეცვა, დეკოლტით, შავი თმები სამაგრით მაღლა აეწია.
-ჩვენ დაგელოდებით, შენ გამოიცვალე - მითხრა ნუცამ, და სამზარეულოში შევიდა მირასთან ერთად. ოთახში შევიკეტე, არჩევანი კრემისფერი, აბრეშუმის კაბა ჩავიცვი, დეკოლტითა,და ამოღებული ზურგით, მუქი წაბლისფერი ტმები გავიშალე, თვალებზე ფანქარი წავისვი. ბოლოს საკუთარ თავს სარკეში ვათვალიერებდი, ცისფერი თვალები უფრო გამოკვეთილი მქონდა, შავი დაბალ, წვრილ ქუსლიანი ფეხსაცემლი ჩავიცვი, ამავე ფერის ჩანთა ავიღე, და ოთახიდან გავედი.
***
სამივენი ბარში შევედით, თავისუფალი მაგიდა დავიკავეთ, შეკვეთა მივეცით და ერთმანეთს ღიმილით გადავხედეთ.
-დადგა დღე, ისევ ერთად ვართ - თქვა ნუცამ, და გადაიკისკისა, მის საქციელზე მეც და მირასაც გაგვეცინა. მესამე ჭიქა კოკტეილს ვსვამდით
-ისე მივაღწიე 26 წლის ასაკს, რომ ვინმე არ გამოჩენილა ვისაც ცხოვრებას მივუძღვნი - გვითხრა,მე და მირამ კი ერთმანეთს გადავხედეთ
-ნუცა, დათვერი? - ვკითხე და თმებზე ხელი დავუსვი
-ცოტა - თითებით მაჩვენა და გაიღიმა
-ცოტა თუ… - რაღაცის თქმას ვაპირებდი, როდესაც კარებში ანდრო დიმა, და მესამე ბიჭი დავლანდე, უფრო სწორად კაცი,ეტყობოდა რომ ანდროზე და დიმაზე უფროსი იყო. სწრაფად გავიხედე მირასკენ და ნუცასკენ
-ვივი, ის ანდრო და დიმა არ არიან, გუშინ შენთან რომ იყო
-კი - ვუთხარი - ანდროს მოვკლავ - ჩავიჩურჩულე
ნახევარი საათის შემდეგ, ისევ ვისხედით მე მირა და ნუცა, და ვიცინოდით, უეცრად ტავზე დიმა რომ დამადგა
-როგორ ხარ დიმა? - მირამ მეგობრულად შეეკითხა
-კარგად მირა შენ როგორ ხარ? - ღიმილით გადაიტანა მზერა მირასკენ
-კარგად
-ვივიენ - ხელი გამომიწოდა - მეცეკვები? - მაცდური ღიმილით შემომყურებდა
-არა! - ვუთხარი, და თვალებში ჩავაშტერდი, უეცრად მკლავზე დამწვდა წამომაყენა, და მოცეკვავე ხალხთან გამიყვანა
-შენ რა, გაგიჟდი? - ვკითხე, და გარემოს მოვავლე მზერა
-შეიძლება! - მისკენ მიმწია, მელოდიას სხეულები ავაყოლეთ, მკაცრად ჩავყურებდი თვალებში, ის კი ისევ ისე მიღიმოდა.
-ყოველთვის ასეთი მკაცრი ხართ ლექტორო?
-ყოველთვის! - კბილებიდან გამოვცერი და მკვლელი მზერით შევხედე, მან კი ცხვირის წვერი თმაზე გამიხახუნა
-რას აკეთებ? - ვკითხე გაღიზიანებულმა
-ვცეკვავ - მითხრა, და უფრო მიმწია მისკენ.


გამარჯობათ,დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ, მოხარული ვიქნები თუ აზრს გამიზიარებთ, შევეცდები კვირაში ორი ტავი ერთად დავდო.



№1  offline წევრი OKI ME

ვააიი, რა საინტერესო ისტორია ჩაანს? :P მომწონს თან ძალიან ❤️❤️

ანდროს და თავისი გოგოს ამბავი საინტერესო ჩანს. ველოდები მათი ისტორიის განვითარებას. ❤️❤️

ოჰ, ბატონი დიმას უყურე ერთი. კაი მაიმუნი ვინმე ჩანს ეგეც :DD გადარევს ახლა ხომ ვიცი ვივიენს :DD

მოკლედ, მოუთმენლად ველი ახალ თავს. მიხარია რომ 2 თავი იქნება ხოლმე. წარმატებები ❤️❤️

 


№2 სტუმარი ეთო

საინტერესო ისტორიის დასაწყისია,წარმატებები❤

 


№3  offline წევრი Marikagogolqdze

დიმა . საინტერესო ვინმე ჩანს

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომწონა განსხვავებული და საინტერესო ჩანს ლექტორი და სტუდენტი კარგი დასაწყისია ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent