შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა, სიცოცხლისა ... (თავი 8)


13-07-2022, 10:55
ავტორი სესილია
ნანახია 1 258

***
- “ you are my sunshine, my only sunshine, you make me happy, when skies are grey”… - ოთო თან მღეროდა და თან მანქანას სადგომზე აყენებდა, როდესაც ემოციური სიმღერა ზარმა გააწყვეტინა. - ვინ რეკავს? - მონიტორს დახედა, - მგონი მაქსიმეა, - სწრაფად დააჭირა მწვანე ღილაკს ხელი. - მაქსიი, ძმაოო, როგორ ხარ?
- ჰმ, ჯერ ხმა არ ამომიღია და მიცანი?
- ვგრძნობ ძმაო, ვგრძნობ. აბა როგორ ხარ?
- როგორც გალიაში გამომწყვდეულ მხეცს შეეფერება. - სევდა ჟღერდა ხმაში.
- ეე, რა ლაპარაკია ახლა ეს? - გულში ისარივით გაჰკრა ბიძაშვილის ნათქვამმა.
- ისეთი, როგორიც ამ ეტაპზე შემეფერება, - გაღიმება სცადა უმცროსმა დევდარიანმა, - აბა თქვენ როგორ ხართ?
- რავი, ახლა აგერ მანქანა გავაჩერე და დემნასთან უნდა ავიდე.
- მომიკითხე.
- მე კი მოგიკითხავ, მაგრამ რატომ არ ურეკავ? იცი როგორ ელოდება შენს ზარს? და როგორ ბუშტავს ცხვირს, როცა გებულობს, რომ მელაპარაკე?
- არ შემიძლია ჯერ... თან ცოტა გაუგებრობაცაა ჩვენს შორის.
- გაუგებრობა? რა ხდება? რა გამოვტოვე? - სავარძელში უხერხულად შეიშმუშნა ოთო.
- ისეთი, არაფერი... უბრალოდ, ახლა რომ ვფიქრობ, რომ ვიაზრებ არასწორი არ უთქვამს ჩემთვის, მე ავყევი ნერვებს და ახლა ცოტა დრო მჭირდება, რომ გადავხარშო და შევძლო მასთან გულწრფელად საუბარი.
- კარგი, კარგი რადგან არ მეუბნები, არაუშავს. როცა დაგჭირდეს საუბარი იცოდე არ მოგერიდოს, დამირეკე. ნოდარიც ძალიან ცდილობს, რომ იქნებ 15 წელიწადზე მეტი არ მოგისაჯონ.
- 15 წელიწადი? - ჩაიბუტბუტა, - ამაზე ფიქრიც არ მინდა, სულს და გულს მიხუთავს... - კისერზე ნერვიულად დაისვა ხელი, - კარგი წავედი, სალაპარაკო დრო მეწურება.
- დროებით ძმა და გამაგრდი.
- დროებით.
ოთომ კიბეები დაფიქრებით აიარა, ვერ ხვდებოდა რა გაუგებრობა იყო ძმებს შორის. კარი ინსტიქტურად გააღო და მისაღებში შეაჭრა.
- დემნაა, where are you?
- Where are you-ს მოგცემ ახლა მე შენ, - დემნა აბაზანიდან პირსახოც შემოფარებული გამოვიდა. - როდის აქეთ საუბრობ ინგლისურად?
- მე კარგა ხანია, მაგრამ შენ როდის აქეთ დატანტალებ ტარზანივით? - მდივანზე მოშვებით ჩაეშვა ოთო.
- ახლა ჩემს სახლშიც არ მაცადო ასე სიარული, - გამოსძახა საძინებლიდან.
- მაქსიმემ დამირეკა.
- მაქსიმემ? მერე როგორ არის? - თმების მშრალებით გამოვიდა.
- რავი, როგორც თვითონ თქვა „როგორც გალიაში გამომწყვდეულ მხეცს შეეფერება!“
- მკაცრად ნათქვამია. - პირსაცოხი ბეჭეებზე მოიგდო. - რაო მე რატომ არ მირეკავს? რატომ მენდურის ხომ არ უთქვამს?
- გენდურის? მოიცა როდის მოასწარით ჩხუბი?
- არ გვიჩხუბია, უბრალოდ წერილი მივწერე და მისი საქციელი არ გავამართლე და ეწყინა.
- ვერ მივხვდი. - წინ წამოიწია.
- უბრალოდ ვუთხარი, რომ მკვლელობა არ იყო გამამართლებელი საქციელი და ცუდი იყო, ის რაც მოხდა, მაგრამ რადგან ის თვლის რომ ეს სწორია და კარგად მოიქცა, ამიტომაც ფიქრობს, რომ ვერ ვუგებ და ამიტომაც იკავებს თავს ჩემთან კონტაქტზე.
- და მერე მე ამას ახლა რატომ ვგებულობ? - წყენა ისმოდა ხმაში.
- ნაბოლარა არ განერვიულეთ, - თვალი ჩაუკრა და ცხელი ყავა წინ დაუდო.
- დიდად ვაფასებ თქვენს კეთილშობილებას. - თავი დაუკრა.
- მორჩი ცანცარს. - გაეცინა ოთოზე და შემდეგ თვალი ვერ მოაშორა ცხელი ყავიდან ამომავალ ორთქლს, - ოთო, - მის ხმაში თითქოს თხოვნა ისმოდა.
- ხო? - ახედა ბიძაშვილს.
- ვინმე ერთი ნახვით შეგყვარებია?
- ერთი ნახვით უფრო „დამიქრაშავს“. - ხელები მდივანზე ამაყად გადაშალა.
- დაგშაქრავ ახლა მე შენ. - თავი გადააქნია დემნამ და ცხვირზე ხელი გაისვა.
- მოიცა, მოიცა, - დაეჭვდა ოთო, - ეს კითხვა რატომ გაგიჩნდა?
- არ ვიცი არის თუ არა ჩემს მდგომარეობაში ამაზე საუბარი ლამაზი და მართებული, მაგრამ მგონი შეყვარებული ვარ.
- რა თქვი? - თვალები გაუფართოვდა ოთოს, - და ვისზე?
- მასეთი შუბლზე აცოცებული თვალებით თუ მიპირებ ყურებას, მაშინ არ გეტყვი. - ხელები გულთან ჩაიხვია და ფანჯარაში ყურება დაიწყო.
- ეე, გგონია, რომ მოგასვენებ? თქვი. - წარბები სასაცილოდ აათამაშა ბურდულმა.
- დეა... - ძლივს გასაგონად ამოღერღა დევდარიანმა.
- ვიინ? - თვალები გაუფართოვდა ბურდულს, - მოიცა, იის? - ქვემოთ ანიშნა თავით.
- ხო და გთხოვ, მასე შუბლზე თვალებაცოცებული ნუ მიყურებ.
- ვააა, მაგარია.
- რა? რა არის მაგარი?
- ის, რომ გიყვარს, მაგრამ როდის მოასწარი? - დაეჭვდა.
- შემთხვევით ყურს ხომ არ დაგაკლდა? ერთი ნახვით შეყვარებათქო.
- თან გაოცებული ვარ, თან გახარებული. მისმინე, იცის? - ერთ ადგილას ბედნიერებისგან ცქმუტავდა ბურდული.
- არა, ჯერ შენ გითხარი. მასე ახლოსაც არ ვარ მასთან, რომ სიყვარულში გამოვუტყდე, თან თინეიჯერებიც არ ვართ ერთმანეთს სოც-ქსელებში ვემესიჯოთ, ცოტა არეული ვარ. მაქვს კი უფლება?
- დაიწყო ახლა ამან. რატომ არ გაქვს? სიყვარულის უფლება ვინმეს არ აქვს? მაქსიმე თავისი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და შენ რატომ უნდა დაისაჯო? შენ უბიძგე? შენ დაუკვეთე თუ რა? მეც ჩემი ცხოვრება მაქვს და შენც, ამიტომ რადგან დილა გვითანდება და ღამე გვიღამდება, უფლება გვაქვს ვიცხოვროთ კიდეც, გვიყვარდეს კიდეც და ა.შ.
- ხანდახან კარგად ლაპარაკობ.
- მარტო ხანდახან?
- კი. - თავი დაუქნია.
- კაი, მაშინ წავედი მე.
- სად?
- საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, ზესტაფონშიც უნდა გავიქცე.
- რატომ?
- ყველი და ლობიო უნდა ჩამოვიტანო, მარაგი გვეწურებაო, ლელამ დამირეკა და საცხობებს ვერ შევაფერხებ.
- კარგი, მიდი მიდი. მარა ასე გვიან რა ზესტაფონი აგიტყდა, 6 საათი ხდება.
- მშვიდად მეგობარო, მშვიდად. წავედიი.
- ნელა იარე, და დამირეკე რომ ჩამოხვალ.
- Okey!
დემნამ ფრთხილად გადაწია ფარდა და თამარ მეფის ქუჩაზე გამეფებულ უჩვეულო სიმშვიდეზე ჩაფიქრდა.

- სასტავი, რას შვრებით?
- ოჰ, ნუცა მოიცალე და გამოხვედი შენი კაბინეტიდან.
- აუუ, დღეს გადავიღალე და ახლა დრო მაქვს, შენ გცალია? შილაქი რომ გამიკეთო?
- მე კი მცალია, შენ თუ გაქვს დრო. - გახედა მაიამ.
- მაშინ დავიწყოთ, - ჩამოუსკუპდა და თითები წინ დაუწყო.
- უკაცრავად, თქვენი შეკვეთა მოვიტანე.
- შეკვეთა? - გაკვირვებულმა ნიაკომ იკითხა.
- ხო, 10 ყავა და ოცი დონატი.
- ერთი წუთით, - მობილურს უპასუხა, - შენ გამოაგზავნე არა?
- კი, მოვიდა უკვე?
- აუუ, რატომ შეწუხდი? - ინაზებოდა ნიაკო.
- ვიფიქრე სამუშაოს მალე დაასრულებს და ყავა და დონატი ესიამოვნებათქო, იმედია რაოდენობაში არ შევცდი.
- ოქრო ბიჭი მყავხარ.
- მიყვარხარ ფისო.
- მეც, იო. - ყურებადე იკრიჭებოდა ბედნიერი ნიაკო. - მადლობა, - შეკვეთა აიღო და სამზარეულოში გაიტანა, - გოგოებო, ბიჭებო, ჩემმა ბიჭმა დონატები და ყავა გამოგვიგზავნა და მიირთვით.
- ამის ბიჭი ვინ არის? - ყველა ნუცას მიუბრუნდა.
- არის ერთი. - ცალყბად ჩაილაპარაკა, ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ეს სიყვარული იყო და არა გართობა.
- იფ, რა გემრიელი დონატებია. - დეა გემრიელად ილუკმებოდა.
- შენ აქ საიდან გაჩნდი?
- სამკერვალოდან, საიდან გავჩნდებოდი?
- სუნზე გამოხვედი?
- კიი, მშიოდა ძალიან, თან დღეს ბევრი სამუშაო მაქვს, კაბის გული უნდა დავაბისერო მთლიანად. ამიტომ ყავა და დონატი მომიყვანს აზრზე.
- როგორი ბიჭი მყავს, ჩემი გულის მალამო. - თვალებს სასაცილოდ ნაბავდა ნია.
- ცოტა ხომ არ აზედმეტებ? ერთი თვეა რაც იცნობ მემგონი. - ნუცამ წარბები მაღლა აქაჩა.
- ერთი თვე? საიდან მოიტანე? - გაეცინა ნიაკოს, - ჯერ ერთი ერთი წელია რაც ვიცნობ და რაც მიმოწერა დავიწყეთ, მგონი ოქტომბერი იყო? თუ სექტემბერი? მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ამას შენთვის? მთავარია კომფორტულად ვართ.
- ნახეთ რაა, როგორ მეტლიკინება. - თვალები მოწკურა, - მოხვალ სახლში და ვისაუბრებთ.
- Okey! - ენა გადმოუტიტა უფროს დას,- აუ, ეხლა სარვამარტოდ არ გავათამაშოთ რამე?
- კი და რას ფიქრობ შენ?
- მე? იქ გავათამაშოთ ქეთის ჯგუფში „womens life - ქუთაისი” –ში.
- ეგ ხო, მაგრამ რა?
- რავი ვაუჩერი? - სხვათაშორის იკითხა.
- მოდით სამი 100 ლარიანი ვაუჩერი გავათამაშოთ, - ჩაერთო საუბარში ნუცა, - ხოდა ამ ვაუჩერებს როგორც უნდა ისე გამოიყენებენ, უნდათ ეპილაციას გაიკეთებენ, უნდა პედიკურ-მანიკურს, უნდა თმას შეიღებავენ და ა.შ.
- ვაა, კარგი იდეაა ეგ. - მოეწონათ გოგოებს, - მაშინ დაურეკე ან მიწერე ქეთის და დღესვე დადოს.
- კაიც.

***
- „როგორ დავიღალე, როგორ დავიქანცე... სიგიჟემდე მწყურია მარტოობა... ჩემი გათელილი სული არ ისვენებს, ვერ უძლებს იმ სტრესს, იმ ფიქრებს, რომლებიც ჩემშია... უსასრულობა, სულის სიგიჟე, თითქოს ყველაფერი დავკარგე, დავცარიელდი... ამდენი სევდა, ამდენი ცრემლი... მე ოცნებები დავკარგე სადღაც, აღარც ფერები, აღარც ფიქრები, მიმოიფანტნენ სადღაც... ჩემი ცხოვრება იქცა ბურუსად, თუ გათენდება ნეტა?“ - ნარზე იწვა მაქსიმე და ჭერს არ აშორებდა თვალს, არა განა უნდოდა ფიქრების ეს შემოსევა? არა, მაგრამ თავისით იბადებოდნენ აზრები და ისედაც არეულ გონებას, სულ მთლად ურევდნენ.
- მაქსიმე, არ მოდიხარ? - ფიქრებიდან მერაბას ხმამ გამოარკვია.
- სად? - გაბრუებულმა უპასუხა.
- სად და ჰავაის კუნძულებზე.
- საად?
- საჭმელად, მივდივართ, წამოდი.
- ა, ხო კაი. - ჯერ კიდევ ფიქრებში გართული უკან გაჰყვა თანასაკნელებს, ინსტიქტურად აიღო საჭმელი და ერთ ადგილს მიშტერებოდა უძრავად.
- უკაცრავად, - მაგიდას მაღალი მამაკაცი მიუახლოვდა.
- დიახ. - გვერდულად გახედა მაქსიმემ.
- შეიძლება აქ რომ დავჯდე?
- კი, კი როგორ არა. დაბრძანდით.
- თქვენ მაქსიმე ხართ ხომ? - მორიდებით იკითხა.
- დიახ. - უგემურად ჩაკბიჩა პური უმცროსმა დევდარიანმა.
- ალბათ აღარ გახსოვართ, თუმცა მე მახსოვხართ. თქვენ ხომ ქუთაისიდან ხართ?
- კი, ქუთაისიდან ვარ.
- მე თქვენთან ვმუშაობდი თამარ მეფეზე, სანტექნიკა გაგიკეთეთ საოფისე ფართში.
- ააჰ, გამახსენდით, ვალერი ხომ? - სახე გაუნათდა, - მაგრამ აქ რა გინდათ? - კითხვებით სავსე თვალები მიანათა.
- დიდი ტრაგედია დავატრიალე ჩემი დაუდევრობით და კი ვარ შესაბამის ადგილას. - ხმა აუთრთოლდა და თავი ჩახარა.
- ჩემზე დიდი? - ტკივილმა გადაურა სახეზე.
- ჰმ... კი... - თავი არ აუწევია ისე უპასუხა, - ერთ საღამოს მთვარალი ვიჯექი საჭესთან, ახალ ნაწვიმარზე მანქანა მომიცურდა და გაჩერებაზე მყოფი ადამიანებს დავეჯახე... სამი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოშია... მიჭირს ამ საკითხზე საუბარი... - სახე ნერვიულობისგან აუჭარხალდა და კისრის ძარღვები დაებერა.
- ღმერთო ჩემო. - გაოგნებისგან დამუნჯებულ მაქსიმეს ძლივს აღმოხდა. - რთულია, აქ ბევრ ისტორიებს ვისმენთ... ეს ისტორიები კი ჩვენზე ძლიერ მოქმედებენ და ხანდახან ვფიქრობთ, რომ ისეთი რაღაცეებიც ხდება, რაც ჩვენსაზე მძიმე და დაუნდობელია... - ნერვიულად აკაკუნებდა თეფშზე კოვზს, - არ ვიცი, გასამხნევებელი სიტყვები ამ დროს რატომ არ ჩნდება, ან რა უნდა უთხრა ადამიანს? ის რომ ყველაფერი კარგად იქნება? როცა იცი, რომ ყველაფერი კარგად ან ძველებურად არასდროს იქნება?!... რთული ჯვარი გვაქვს სატარებელი... ხანდახან იმდენად მძიმეა, იმდენად მაწვება გულზე, რომ უჰაერობა მაღვიძებს, ოფლში ვცურავ და ვფიქრობ, ჯერ რა დრო გავიდა? რამდენი ხანი უნდა მახსოვდეს ეს ყველაფერი? რამდენი წელი უნდა ვიტანჯო? ან ეს განსაცდელი რატომ მერგუნა მე? ან ასეთი განსაცდელები რატომ არსებობენ? - სულ უფრო და უფრო ეტყობოდა შფოთვა და ფორიაქი მაქსიმეს, თვალებში ცრემლებიც მოზღვავებოდა.
- ნამდვილად... რთულ სიტუაციაში ვართ, ისეთში საიდანაც არ ვიცით ოდესმე გამოვალთ თუ არა.
- შეიძლება გამოვიდეთ, მაგრამ რამდენად ცოცხლები ვიქნებით და სიცოცხლით სავსენი ესაა მთავარი. არასოდეს მიფიქრია რაღაც სიტუაციებზე ფილოსოფიურად, ყველაფერი მარტივად მომდიოდა და გამომდიოდა, მაგრამ ამ ცხოვრების სირთულემ იმდენ რამეზე დამაფიქრა, რომ ხანდახან ჭკუიდან გადავყავარ...
- სასოწარკვეთილება ყველაზე საშინელი გრძნობაა, ეს გამოვცადე... - სევდანარევი ღიმილი დასთამაშებდა ვალერის. - რომ ხვდები, რომ ისეთი რაღაც ჩაიდინე, რასაც ვერასოდეს ვერ გამოასწორებ! ადამიანის სიცოცხლე ეს ისეთი რამ არის, რომელსაც ვერასოდეს, ვერასოდეს ვერ აღვადგენთ!!! და მთელი ცხოვრება ისე მძიმე ტვირთად წაგვყვება, რომ მინდოდა, როცა ყველაფერი გავიაზრე, მაგრამ ესეც ვერ შევძელი... - ხმა ჩაუწყდა.
- არ ვიცი რა უნდა გითხრა? უნდა გავძლიერდეთ? მაგრამ რისთვის უნდა გავძლიერდეთ? იმისთვის, რომ დარჩენილი ცხოვრება აქ, - თვალი მოავლო სასადილოს, - აქ გავატაროთ? არ მინდა, რაც მალე დასრულდება მით უკეთესი. ჩემი ცხოვრების აპოკალიფსი კონკრეტულ დღეს კონკრეტულ საათსა და წამს აღსრულდა და ჩამომექცა ყველა ოცნება. წარსულიც, აწყმოც და მომავალიც ერთი არა, ორი გასროლით ნაცრად, არა მტვრად ვაქციე და სადღაც კოსმოში გავგზავნე სამუდამოდ და არასოდეს აღარ აღდგება! რა აზრი აქვს იმის კითხვას თუ როგორ ვარ? როგორ ვიქნები? ხან გაბოროტებული, ხან კიდევ არ ვიცი თითქოს კეთილშობილი ვხდები და ეს მთლად მაგიჟებს! ფიქრებს ჭკუიდან გადავყავარ, იმ ფიქრებს, რომლებიც გულს და სულს სასწაულად მიფორიაქებენ. გონებას მირევენ და მკლავენ! საშინელებაა უსასობაა, საშინელებაა როცა იცი, რომ ჩვეულებრივი ცხოვრება არასოდეს გექნება და ყველაფერი რისთვისაც იწვალე, იშრომე, იღვაწე უცებ აღარაფერია. გული მეკუმშება, აქედან გაქცევა მინდება. გაქცევა, რომელიც არასდორს გამოვა. მხოლოდ ჩემს სხეულს თუ გავექცევი. ხო, ჩემს სხეულს... აჰ, დიახ, სიკვდილი მიხსნის ამ ჯოჯოხეთიდან!!! კი, კი დასრულდება, სამუდამოდ დასრულდება ჩემი ამქვეყნიური ჯოჯოხეთიც!!! - მაქსიმე მის თავს აღარ ჰგავდა ახალი აღმოჩენით, თითქოს გამოსავალი იპოვაო და პირველად რაც ციხეში იყო, თავისუფლად ამოისუნთქა და ჩაეღიმა.
- სინანული თუ გვიხსნის... - ჩაიბუტბუტა ვალერიმ.
- არა რაა, გისმენთ ახლა თქვენ ორს და ციდან ჩამოფრენილი ანგელოზებივით რომ ჭიკჭიკებთ სინანულზე, ეს რა დაგვემართა? და ირტყამთ თავში ხელებს? - ამრეზით ჩაილაპარაკა „ჩორნამ“, - გეცხოვრათ მერე „ანგელოზებივით“ ვინ დაგიშალათ? ჯერ ერთი და, შენ - მიუბრუნდა მაქსიმეს, - მოღალატე ადამიანები მოკალი და რას ნანობ? საინტერესო ისაა იმას ნანობ რომ ადამიანები მოკალი თუ იმას, რომ იმ ადამიანების გამო აქ გამოიკეტე?
- მე... მე... - ენა აება დევდარიანს.
- იძახე ახლა მე, მე თხასავით! თუ ნანობ სინანული სინანულს უნდა გავდეს, თორე ეგ რასაც შენ წუხარ და დეპრესია გაქვს, ეგ ის სინანული არ არის ჩემი ძმა! როცა იმას ინანებ, რომ არ უნდა მოგეკლა ის ვინც სიკვდილს იმსახურებდა, მერე გახდები „უფრთო ანგელოზი“, მაგრამ ახლა სამწუხაროდ, არც ერთი ხართ და არც მეორე. - გამომწვევად გახედა ახალს.
- გეთახმებით... - ვალერიმ მორჩილად დააქნია თავი, თვალებში შეხედვისიც კი შერცხვა.
- კი, დამეთანხმებით რადგან მართალი ვარ! თქვენზე გამოცდილიც ვარ და ჭკუაც მომეკითხება ცოტა! აქ რისთვისაც ვზივარ, არაფერს ვნანობ და თუ სინანული და ფრთები გინდათ ბეჭეებზე, მაშინ იცით სადაც უნდა მიხვიდეთ.
- სად უნდა მივიდეთ? - ერთდროულად დაიძახეს მაქსიმემ და ვალერიმ.
- მისვლაც არ გჭირდებათ, ა, თვითონ მოვიდა. - თავით ანიშნა მათთკენ მომავალ მამაოსკენ.
- გამარჯობათ, შვილნო ჩემნო. - პირჯვარი გარდასახა მათ.
- დაგვლოცეთ მამაო. - თავი დახარეს კურთხევის მისაღებად.
- დალოცვილნი იყავით უფლისგან. როგორ ხართ? - იქვე სკამზე ჩამოჯდა.
- რავიცი მამაო, როგორ ვიქნებით? ძველებურად, ვუმკლავდებით ჩვენს თავს დატეხილ განსაცდელს.
- გახსოვდეთ, რომ განსაცდელები არასოდეს დაცხრებიან, მაგრამ არ უნდა შეშინდეთ, რადგან ისინი კეთილს გვიყოფენ, გვწვრთიან, გავავრჯიშებენ... ამიტომ ნუ შეშინდებით, სულიერ კლდედ იქეცით... არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ ბოროტებას, თუკი იგი შეგეხებათ, დაგარტყამთ ან სულაც „ჯვარს გაცვამთ“ და დაგანაწევრებს - არ დაუთმოთ, ქედი არ მოუხაროთ... უდრეკად, გამართულად უნდა იდგეთ... ჩემო შვილებო, როდესაც დაღმართზე ნიაღვარი მოდის, მას პატარ-პატარა კენჭები მოყვებიან, ხოლო დიდი ქვები, ანუ „კლდეები“ მტკიცედ დგანან და ნიაღვარს ეღობებიან... ამიტომ ეცადეთ იმ სულიერ „კლდედ“ იქცეთ, რომელზეც ღვთის შემწეობით, ყველა დიდი ნიაღვარის შეტევა დაიმსხვრევა! ამრიგად, უნდა გაძლიერდეთ, იქცეთ კლდედ და ნუ შეგეშინდებათ, უფალი გიმზერთ, გაკურთხებთ და გელოდებათ.
„ჩორნა“ თვალებმოწკურლი უცქერდა და ეცინებოდა მამაოს მაღალფარდოვან სიტყვებზე, სხვები კი გაყურსულნი უსმენდნენ.
- ანუ იმის თქმა გინდათ, რომ თუ „კლდეებად“ გადავიქცევით, კანონი გვაპატიებს და გარეთ აღმოვჩნდებით? - დამცინავად იკითხა „ჩორნამ“.
- ეს მხოლოდ უფალმა იცის, რადგან ეს ყველაფერი თქვენს შინაგან სულიერებაზე და რწმენაზეა დამოკიდებული.
- თუ უფალი ყველაფერს ხედავს, მაშინ რატომ გვაძლევს უფლებას, რომ დავეცეთ? მოვკლათ ადამიანები და ა.შ? - არ ჩერდებოდა „ჩორნა“.
- იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თვითონ არჩევს, როგორი ერთგულებით ემსახუროს უფალს. ადამიანები არჩევანში თავისუფლები ვართ... თუმცა უფრო მეტი ღრმად თუ გაინტერსებს ეს საკითხი, მოდი ხოლმე ჩემთან სამლოცველოში და ვისაუბროთ.
- იცით, მამაო ... - ნიკაპი მოიქექა „ჩორნამ“, - მოვიფიქრებ. - და ისეთი მზერით გახედა, რაც იმას ნიშნავდა „მეტი არ მეტკინოს მანამდე არაფერიო“.
- კარგი, იფიქრე. ჩემი კარები მუდამ ღიაა ყველასთვის. ახლა კი ჩემი წასვლის დროა. დროებით.
- დროებით, მამაო.


***
- სად ხარ?
- სახლში ვბრუნდები.
- ანუ მალე მოხვალ ჩემო ფისუ-ნია? - ბოლო სიტყვა საყვარლად დამარცვლა.
- შემთხვევით მთვარლი ხომ არ ხარ? - შეჩერდა ნია.
- კიი, შენი სიყვარულით ვარ მთვრალიიიი ... - წაიღიღინა იომ.
- ოჰ, რა ბანალურია. - გაეცინა უმცროს მხეიძეს, - მოიცა, მერე ნასვამი საჭესთან ზიხარ? - შეშფოთდა.
- ვუამეე, ჩემი მზრუნველი. ძაან გიყვარვარ ხო?
- ჯერ არა... - ეშმაკურად ჩაეცინა.
- მალე მოდი, შენს ბინასთან უკან სკვერში ვიცდი.
ნიამ სიარულს აუჩქარა, რათა საყვარელ ადამიანთან მალე მისულიყო.
- მოვიდა. - გრძელი სკამიდან წამოდგა იო და საყვარელი ქალისკენ ხელგაშლილი გაემართა.
- იო, რას აკეთებ? სირცხვილია... - ნიამ გარემო მოათვალიერა და მორცხვად შეეგება.
- გინდა ყველას გავაგებინო, რომ ძალიან მიყვარხარ? გინდა ვიყვირო?
- სუუ, - ხელი ტუჩებზე ააფარა.
- მოდი აქ, - იომ გოგო თავისკენ მიიზიდა, გაშლილი თმის სურნელი შეისუნთქა და თმაზე აკოცა, - მაგიჟებს ეს სურნელი, გულს ასმაგად მიფორიაქებს, - ოდნავ დაბინდული თვალებით ჩახედა, - კიდევ, იცი რა მინდა? - ნიას კისერში თავი ჩარგო, - აი, ეს სითბო, რომელიც მთელი სხეულის ტემპერატურას მიწევს, - ნიას საყვარელი მამაკაცის შეხებამ თავი სუსტად აგრძნობინა, თითქოს ღრუბლებზე დადიოდა, იონამ ისევ მიიზიდა ათრთოლებული ქალი, ჯერ ლოყაზე აკოცა შემდეგ კი ვნებისგან ანთებულ ტუჩებს მწყურვალივით დაეწაფა. - ჩემო, - სახეზე ხელის ზურგი ჩამოაყოლა, ნიას კი სასიამოვნოდ შეაჟრჟოლა. - როგორ აუფერმკრთალდა ლოყები ჩემს ფისუ-ნიას.
- სუ, მთლად ნუ მაწითლებ. - ლოყებზე ხელები აიფარა დარცხვენილმა. - რატომ დალიე? - უხერხულობის გასაფატად სხვა კითხვა ვერ მოიფიქრა.
- ოო, ძაან მაგარი ამბავი იყო და უნდა დამელია. - საჩვენებელი თითი მაღლა ასწია.
- აბა რა?
- ბიძა ვხდები, ბიძა.
- ვაა, მართლაა? ანუ ადა ორსულადაა? რა მაგარი ამბავია, ალბათ როგორი გახარებულები ხართ?
- კიი, ისეთი ამბავი იყო სახლში, ბაბუაჩემი ძლივს დავაკავეთ თოფი, რომ არ ესროლა. უფრო ადა მეცოდება ახლა.
- რატომ?
- ჩემი ძმა ხო ფეხს ძირს აღარ დაადგმევინებს, დედაჩემი ხომ ექიმებიდან ექიმებში კონტროლზე ატარებს, თან კვებას ისე შეუდგენს რაც მხოლოდ აუცილებელი იქნება, მამაჩემი და ბაბუაჩემიც ანალოგიურად იქნებიან, და მე კი ... - წარბები სასაცილოდ აათამაშა, - მაზლი, რომელიც ყველა იმ სურვილს აუსრულებს, რასაც ინატრებს.
- ვაა, და რატომაა ცოდო ადა? პირიქით, ყველა ქალის ოცნებაა მემგონი ეგ ფუფუნება და სიყვარული.
- შენც ასე გვეყოლები... - სიყვარულით სავსე თვალები მიანათა.
- ღმერთო ჩემო რას ამბობ? - სახეზე ისევ აიფარა ხელები, - წადი ახლა, გვიანია.
- ანუ მაგდებ? - თვალები სასაცილოდ მოწკურა.
- არა, უბრალოდ, გვიანია, სახლში უნდა ავიდე და რომ მიხვალ სახლში, იცოდე დამირეკე. ტაქსით წადი იცოდე, გამოგიძახო?
- ტაქსი მელოდება, მაგრამ გულს მითბობ ასე, რომ ზრუნავ ჩემზე. - გულზე ხელი მიიდო. - მინდა, რომ ეს გრძნობა უსასრულოდ გაგრძელდეს.
- წადი, ახლა. გიყურებ.
- არა, ჯერ შენ შედი და მერე მე.
- კარგი, აბა დროებით.
- დროებით. - თვალი მანამდე არ მოაშორა, სანამ სადარბაზოში არ მიიმალა ნიას სილუეტი.
რა დროს სიყვარულია? ალბათ ბევრჯერ გავიგონია, მაგრამ სიყვარულმა დრო როდის იცის? სიყვარულს არც დრო და არც სხვა რამ სჭირდება განსაკუთრებული, ის ისე უცნაურად შემოიჭრება ჩვენში, ვერც კი ვგებულობთ და ვიაზრებთ ხშირ შემთხვევაში. დიახაც, სიყვარულის დრო მუდამ არის, სიყვარული ხომ ის ძალაა, რომლის სიძლიერეზეა დამოკიდებული ბოლო ჟამის მოსვლა, ქვეყნიერების დასასრული თუ აღსასრული... ამიტომ სიყვარულის დრო მუდამ არის, სიყვარული სხვა ძალას და სხვა ემოციას გაძლევს, როცა თავს მარტოსულად და ელულად გრძნობ.

დემნა აივანზე იდგა და ცივ ჰაერს ხარბად ისრუტავდა. ჯერ კიდევ თოვლის სურნელი ტრიალებდა და ადრეული გაზაფხულის არაფერი ეტყობოდა დედაბუნებას.
- ცხრა საათი დაწყებულა, - საათს დახედა, - ნეტა დეა სამკერვალოშია? - ქუჩას გადახედა, სადაც დეა მანქანას აყენებდა. - აჰა, მანქანა ადგილზე, მაშინ წავალ, არა, არა, - შეჩერდა, - უხერხულია, რას იფიქრებს? არადა ძალიან მინდა მისი ნახვაც... ღმერთო ჩემო, - თვალები მაღლა ააპყრო, - რა მემართება? რატომ ვიქცევი თინეიჯერი ბიჭივით? გადაწყდა, არ მივდივარ. - დივანზე დაჯდა და ტელევიზორი ჩართო, არხიდან არხზე დახტოდა, ვერცერთ გადაცემას თუ ფილმს გული ვერ დაუდო . - არაა, უნდა წავიდე. - გიჟივით წამოხტა, ქურთუკს ხელი დაავლო და ბინის უკანა მხრიდან მიადგა სამკერვალოს კარებს. - ახლა როგორ მოვიქცე? - უხერხულად მოიქექა თავი, ამ ფიქრებში გართულს კი კარებიდან სიგარეტის მოსაწევად გამოსულმა დეამ მოკრა თვალი.
- დემნა?
- ვაა, დეა? - მისალმების ნიშნად ხელი დაუქნია და მიუახლოვდა, - როგორ ხარ?
- მე კარგად და შენ? ეზოში სეირნობდი?
- ხო, ბინაში რაღაც მოუსვენრად ვიყავი და ჰაერზე ჩამოსვლა ვამჯობინე. შენ კიდევ მუშაობ?
- ხო, შეკვეთა მაქვს, თან დედოფალს ასე გვიან სცალია, რომ დავურეკო და ესკიზები ვაჩვენო.
- მოიცა აქ არ მოდის?
- აჰ, ბათუმშია და მესენჯერით ვეკონტაქტები.
- ვაა, ძაან მაგარი ხარ. ვივი როგორ არის? რა ხანია არ მინახავს.
- კარგად, დადის ბაღში, დღის ცენტრში და სასკოლოდაც ემზადება.
- ეე, მაგარია ძაან. იცოდე, როცა აქ მოვა დამირეკე და ვნახავ, ძალიან თბილი ბავშვია და მომწონს მასთან ურთიერთობა.
- ოჰ, შენ გაგიმართლა. ჩემმა უკარება გოგომ, რომ მიგიღო. ერთი წუთით, - ხელით ანიშნა და მობილურს უპასუხა, - ხო, მარო... კი დავამუშავე წინა გული... აჰ, დღეს არ გცალია? არაუშავს, ხვალ გაჩვენებ... არა რისი ბოდიში, კარგი დროებით.
- როგორც მივხვდი „დისტანციური შეხვედრა“ გადაგედო.
- კი, და ცოტა დრო გამომითავისუფლდა და ყავაზე დაგპატიჟებ.
- დიდი სიამოვნებით, თუმცა ახლა მე გეპატიჟები ჩემთან, რადგან ადრე ბარში ვმუშაობდი, გემრიელი ყავის მომზადება ვიცი.
- ოო, არ არის ცუდი იდეა, მაგრამ უხერხული ხომ არ იქნება?
- უხერხული? ვისთან? ჩემთან თუ მეზობლებთან? არ მითხრა, რომ სხვების აზრებით ცხოვრობ, არ ხარ ეგ ტიპაჟი.
- არაა, ვცდილობ ხალხის აზრზე დამოკიდებული არ ვიყო, რადგან ისინი მაინც იმას იტყვიან რაც მათ სურთ და არა იმას რაც სიმართლეა, ამიტომ მათ გამო ნერვებს არ ვიტოკებ, ისედაც ბევრი პირადი დარდი და საფიქარლი მაქვს. - გაუღიმა, - კარგი, მაშინ დამელოდე. დავკეტავ სამკერვალოს და გამოვალ ახლავე.
- კარგი, გელოდები. - დემნა უცნაურად აჟიტირებული იყო.
- მოვედი.
- წავედით, - კიბეებს ნელი ნაბიჯებით აუყვნენ.
- ძალიან მომწონს ეს ბინა, აქ ბინა ვერ ვიყიდე, თუმცა მიხარია ფართის ნაწილის შეძენა, რომ მოვახერხე.
- ხო, მაქსიმე იმ დროს არ აპირებდა მაგ ფართის გაყიდვას, თუმცა რაღაც ფინანსური პრობლემის გამო დაგვჭირდა.
- ხო, ვიცი. თუმცა თქვენც კარგი ფართი გაქვთ.
- კი, რომელშიც ძალიან კარგი ადამიანების გუნდი მუშაობს ხომ?
- კი, მაგაში დაგეთანხმები, ვიქნები სუბიექტური.
- აი, მოვედით. - კარებზე კოდი აკრიფა და წინ შეუძღვა სტუმარს.
- კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს სახლში, ეს ტკბილეული მცირედია, მაგრამ ისე ვერ მოვიდოდი.
- აუ, რა ტიპი ხარ, სად გააჩინე ახლა ეს შოკოლადები? - იქვე დაალაგა ტკბილეულის შეკვრა. - როგორც შენს სახლში ისე მოეწყვე, მე კი მანამდე ყავას გავამზადებ.
- კარგი. - სავარძელში მოკალათდა დეა. - როგორი სიმყუდროვეა, ნათელი და თბილი ფერები. დემნა, სახლი ვინ დაგიპროექტა? ძალიან მომწონს.
- აუ, არ ვიცი იმ საპროექტოს სახელი, მაქსიმემ და ნან... - სიტყვა გაუწყდა, - ნანუმ მიპოვეს და იზრუნეს... - ძლივს ამოთქვა ბოლოს.
- ნანუს მართლაც ფანტასტიკური გემოვნება ჰქონდა, მომწონდა მასთან მუშაობა, ყოველთვის იცოდა რა უნდოდა და ზუსტად ვემთხვეოდით გემოვნებაში... გული მწყდება, რაც მოხდა, მაგრამ ალბათ ასე უნდა მომხდარიყო... არ ვიცი... ასეთ დროს ვერასოდეს ვგებულობ ასეთ რამეს უფალი რატომ უშვებს...
- მართალი ხარ, ვერც მე ვგებულობ, მაგრამ ასეა... - პატარა მაგიდაზე ყველა სახის ყველი, ჩირი და შავი ღვინო დადო დემნამ.
- ეე, ეს რა არის? აბა ყავაო?
- ყავაც იქნება, თუმცა ჯერ ეს მივირთვათ, ერთი წითელი ბოკალი ღვინო საღამოს საუკეთესოა მშვიდი ძილისთვის.
- მაშინ დამისხი, - ჭიქა გაუწოდა.
- გაგვიმარჯოს, - ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს და ტკბილი სითხე ნება ნება მოწრუპეს.
- როგორია არა ეს ცხოვრება? - დეამ გვერდულად გახედა დემნას.
- აბა როგორი?
- ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მაქსიმეს ძმას გავინცობდი და ერთად ღვინოსაც კი დავლევდით.
- რატომ? ასეთი მიუწვდომელის სახელი მქონდა და მაქვს? - ჩაეცინა.
- არაა, უბრალოდ ბავშვობაში არც არასოდეს მამჩნევდი და მერე საერთოდ წადი აქედან.
- ბავშვობაში? რა შენ მე გიცნობდი?
- აი, ხომ ვამბობდი. - გულიანად გაეცინა დეას, - არა არ მიცნობდი, მაგრამ მე გიცნობდი, რადგან მაქსიმეს ხშირად აკითხავდი.
- აა, გასაგებია. მეთქი გიცნობდი და დამავიწყდითქო.
- არა, მასე არ ყოფილა. ისე აქ ამდენი წლის შემდეგ, რომ დაბრუნდი არ გიჭირს?
- რომ გითხრა არათქო, ტყუილი გამომივა, რადგან ჩემი თაობის ვინც ვიყავით მეგობრები, თითქმის ყველა საზღვარგარეთაა ან ისე არიან ოჯახში და სამსახურში ჩაფლული დროც კი არ ააქვთ. თუმცა ბევრი მეგობრებით არასოდეს გამოვირჩეოდი, ცოტა უჟმური ხასიათის გამო.
- მეგობრები... ეს რაღაცნაირი თემაა... შეიძლება ერთ დროს ბევრი მეგობარი გყავდეს, მეორე დროს კი ისეთი მარტოსული იყო, რომ იფიქრო რა ხდება ჩემს თავს? იყო დრო, როდესაც ბევრი მეგობარი მყავდა, თუმცა რა აღმოვაჩინე? ხშირ შემთხვევაში ისინი ჩემს გარეშე უფრო კომფორტულად იყვნენ და ბევრჯერ მაქილიკებდნენ კიდეც... მაშინ ძალიან მეტკინა, თითქოს ზეციდან ძირს დავენარცხე და დავილეწე, თუმცა ვცდილობდი არ შემემჩნია და მათთვის ვინც თოკი გადამიჭრა, არ დაენახათ, რომ მათი მიზანი შესრულებულია. მიუხედავად დიდი ტკივილისა ვცდილობდი მყარად ვმდგარიყავი და ამპარტავნულად მევლო.
- ამიტომაც დადიხარ ისე თითქოს „დედა დედოფალი“ ხარ?
- რატომაც არა? რა არ ვარ? - ყველის ნაჭერი გემრიელად ჩაკბიჩა და ჩაიღიმა. - თუმცა არც შენ დადიხარ უბრალოდ, მეფესავით თუ არა პრინცივით ხომ მაინც ცდილობ?
- კი, სულ ცოტა მიკლია მეფობამდე, გვირგვინი მაქვს ცოტა დიდი და მხოლოდ პრინცობას ვთანხმდები. - ღვინო მოსვა და სხვათაშორის იკითხა, - ახლა სად არის ვივიენის მამა? ხომ არ გამოჩენილია მას შემდეგ?
- ჯერ ჯერობით იმალება, როგორც ჩვევია, - ოდანვ გაუცივდა ხმა.
- შეიძლება ძალიან პირადულს ვსვამ, მაგრამ რატომ გაშორდით? მიკვირს ასეთ ქალს როგორ მოგწყდა, თან შვილი გყავთ...
- ჰმ, - ირონიულად ჩაეღიმა დეას, - ასეთი ქალი მოვწყდი მოთამშე და არაფრის მაქნის ქმარს! ფორმულირება ასე უფრო სწორია! მართალია, პირველი ის წავიდა, მაგრამ მაინც.
- ჰმ, მიკვირს... ასეთი სად გადაგეყარა?
- ხომ გაგიგია სიყვარული ბრმააო? ხოდა მეც დავბრმავდი ან შეიძლება ძალითაც კი დავიმბრმავე თავი. იმ დროს თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი, ოჯახში მე როგორც „სხვისი ნივთი“ ისე ვითვლებოდი.
- „სხვისი ნივთი“?
- ხო, ანუ გოგო რომელიც უნდა გათხოვდეს და მორჩა! ოჯახში მთავარი ბიჭი იყო, არის და იქნება. დედა მუდამ ასე ეფერებოდა ჩემს ძმას „ჩემი დედისერთა ბიჭი“, „ჩემი მომავალი“ და ა.შ. - ოდნავ შესამჩნევი ღიმილით ჩაილაპარაკა, - როცა თავს ზედმეტად გრძნობ, გამოუცდელი ხარ და ცხოვრებაში ვიღაც შენს მიმართ სითბოს და ზრუნვას ავლენს, რაც არ უნდა ლოგიკურად აზროვნებდე, გონება გიბნელდება და იმ იმედის ძაფს ებღაუჭები, რომელიც გგონია, რომ გადაგარჩენს და ამ მარტოსულობის ჭაობიდან გიხსნის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა არასწორ ძაფს ჩავეჭიდე და უკეთესობის ნაცვლად უარესს მდგომარეობაში ჩავარდი!
- ეგრეა! ხანდახან თვალთგვიბნელდება და არასწორ არჩევანს ვაკეთებთ. როცა ძილი გამიკრთება, ვზივარ და ვფიქრობ, ჩემს ძმას ემოციები, რომ ეკონტროლებინა, ახლა ციხეში არ იქნებოდა და ასეთი დიდი ტვირთით არ მოუწევდა ცხოვრება, არც მას და არც ჩვენ!
- სამწუხაროდ, ცხოვრება უფრო ტრაგედიებისგან შედგება, ვიდრე ბედნიერი მომენტებისგან! უბრალოდ, ძალა უნდა ვიპოვოთ ტრაგედიის კლანჭებს დავეხსნათ და ასე თუ ისე განვაგრძოთ გზა, რომელიც ცხოვრების დასრულებამდე უნდა გავლიოთ.
- შენმა მეუღლემ ვივიენის მდგომარეობა იცის?
- კი და ზუსტად მაშინ უფრო შემძულდა. - ზიზღი გაისმა დეას ხმაში.
- რატომ?
- როგორც კი გაიგო, რომ ბავშვს აუტისტური სპექტრი დაუდგინდა, იმ დღესვე ჩემოდნები ჩაალაგა, ბინა დამიტოვა და სადღაც გადაიკარგა. ვერ შევძლებო, შენ კი მომთმენი ხარ და გამოგივაო! ბოლომდე მომთმენ და კარგ ადამიანად უნდა დარჩეო. ჰმ, ენა ამება, რა უნდა მეთქვა? არადა, საერთოდ არ ვარ მომთმენი ადამიანი, ისევე როგორც სხვებს ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, უბრალოდ შეიძლება სხვებისგან განსხვავებით მე მაქსიმალურად ვცდილობ ყველას გავუგო და არა ერთი, არამედ მეორე მხრიდანაც შევხედო, მაგრამ დავიღალე, მართლა და მართლა, ყველაფერს ხომ აქვს მისი საზღვარი და მეთქი წადი, გადაიკარგე! და მართლაც ლაჩარივით გაიქცა, თუმცა არც გამკვირვებია, ორ წლამდე ბავშვი ისე გავზადე ერთი კაპიკი არ გაუიგია, არც საჭმლის, არც პამპერსის ფული არ მოუცია! აჰ! სულის ყველა სიმით მძულს! - ერთი მოსმით დალია ღვინო, - ნერვები მეშლება, სად მქონდა ჭკუა და გონება? მეგობრებსაც კი რომლებმაც იცოდნენ თუ როგორი იყო, ხელიც არ შემიშალეს მასთან ურთიერთობაში. თითქოს ყველას ჩემი ძირს დანარცხება და გათელვა სურდათ! თუმცა შეცდნენ, მე კატასავით ცხრა სიცოცხლე მაქვს და როცა ვვარდები, ვეცემი არა თავით ან ხელებით, არამედ ფეხებით მყარად ვდგები!
- ძლიერი ქალი ხარ! - დემნამ ბოკალი ღვინით შეუვსო.
- დიახ! - დეას ლოყები საყვარლად ჰქონდა შეფაკლული.
- მე იცი ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ვივიენს ძალიან მოვწონვარ!
- იშვიათად, მოსწონს ვინმე. ხომ იცი აუტისტური სპექტრის ბავშვები ძირითადად ჩაკეტილები არიან. არ უყვართ ბევრ ხალხთან კონტაქტი, მაგრამ თუ ვინმე მოეწონათ, მათთან კავშირს არ წყვეტენ! - დემნას ღიმილიანი სახით თვალს არ აშორებდა, უფროსი დევდარიანი კი საყვარელი ქალის სიახლოვით გამოწვეულ თრთოლვას ვერ იკავებდა, ალკოჰოლმაც თავისი ჰქნა და მოულოდნელად, დეას კისერზე ხელები შემოხვია და ტუჩებში აკოცა. დეა თვალებდაჭყეტილი აკვირდებოდა მის ტუჩებზე მიწებებულ მამაკაცს, თუმცა მისი შეხებით ტანში გამოწვეულ უცნაურ და გაურკვეველ ჟრუანტელს მიენდო და კოცნაში აჰყვა, გულმა კი ორივეს გაორმაგებული სიხშირით დაუწყოთ ცემა, გულმა გული იგრძნო.
- არ ვიცი რა უნდა ვთქვა... - დაბნეულები უცქერდნენ ერთმანთს.
- უნდა წავიდე, ძალიან გვიანია... - წამოხტა დეა და თავით დემნას გულმკერდს მიეჯახა, - უი, უკაცრავად. - თავზე ხელი მოისვა.
- მერე მანქანით წახვალ? - არანაკლებ დაბნეული იყო დემნა.
- ხო, კი. არ ვარ ძალიან ნასვამი. არ გამომყვე, დროებიით. - ფართხა-ფურთხით გავარდა და წამებში ჩაირბინა კიბეები, კიბის ბოლო საფეხურზე შეისვენა, ნაკოცნ ადგილს ნაზად შეეხო, თითქოს ხელის თითებითაც უნდოდა შეეგრძნო ის სითბო და ვნება, რაც დემნას მოულოდნელმა კოცნამ გამოიწვია მასში. - მგონი ვგიჟდები, - ხელი ძლიერად წაიშინა თავში და მანქანისკენ გაიქცა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent