შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელია {სრულად}


21-07-2022, 15:07
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 56 248

„შეუძლებელია“ არის ისტორია,რომელსაც სიმბოლურად დავწერე არა სულ’არეულის, არამედ ძველებურად, sameone crazy girl -ის ჩვეული სტილით . გამოვიდა ზუსტად ისეთი როგორიც მინდოდა , იმ რეალური შტრიხებით რაც მსურდა რომ გამომეყენებინა. დავასრულე იმ ეტაპზე, რომელიც წარმომედგინა დასაწყისიდანვე...სადიპლომოს წინა დღეს ვტვირთავ ისტორიას და ცრუმორწმუნეს მჯერა ,რომ როგორც ყოველთვის ახლაც ჩავაბარებ იმიტომ ,რომ მეცადინეობის დროს მიღებულ სტრესს წერის პროცესი აბათილებდა .
მადლობას გიხდით არა მხოლოდ ბოლო თვეებისთვის ,არამედ წლებისთვის, რომელიც გადამატანინეთ.
პ.ს ელენკა , ვიცი ახლა უბედნიერესი ხარ ისტორიისთვის არ გცხელა, მაგრამ კვლავ რომ მიუბრუნდები ვფიქრობ „გაგისწორდება“ , შენ რომ შთამაგონე ამ ისტორიის შექმნა .
ქეთო, მადლობა ყველა სიტყვისთვის ,რომელიც გულს მიჩუყებდა და წერას მაწყებინებდა.
…………
რაიონში შემავალ სოფლებს არ იცნობდა, მხოლოდ მათი სახელები იცოდა და სხვა არაფერი. ზაფხულში საგვარეულო სახლში გატარებულ დღეებს რომ იხსენებდა მხოლოდ ცენტრალური ქუჩები ახსენდებოდა ახლა კი გზას მიუყვებოდა ურჩი მოსწავლის მდგომარეობის გასარკვევად. პასუხისმგებლობა ,რომელიც მეთორმეტე კლასის ახალბედა დამრიგებელს ჰქონდა ყველაფრის წესისამებრ შესრულებას სთხოვდა და ამიტომაც იპოვნა ამაღლობელის სახლი.
-გამარჯობა ,ბებო მოსე ამაღლობელი სად ცხოვრობს ხომ ვერ მეტყვით? - მანქანა გააჩერა და ქუჩის ბოლოს მდგომ ქალს გაუღიმა
-შენ რომელი ხარ ბებიკო - ქალმა თვალები დააწვრიალა და გოგონა შეათვალიერა - ნაცნობი სახე გაქვს, მაგრამ ვერაფრით გაგიხსენე
-ერთმანეთს არ ვიცნობთ , ბებო ... მე პირველად გხედავთ
-ვითომ? არაა , არა ნამდვილად მეცნობი
-ალბათ ვინმეს მიმამსგავსეთ- იღიმოდა და ქალს ისე უყურებდა - ამაღლობლები წესით აქ უნდა ცხოვრობდნენ, თუ ჩიხი ისევ ავურიე
-აქ ვცხოვრობთ ... ჩემ მოსეს კითხულობ , ხომ? მისი შეყვარებული ხომ არ ხარ შემთხვევით
-შეყვარებული? მე სკოლის მოსწავლე მოსე ამაღლობელი მაინტერესებს...მგონი კიდევ არის ვიღაც
-მეტი არავინაა ბებიკო, ერთია და ისიც ჩემი მოსეა ... სახლში შემოდი . იქ ვილაპარაკოთ , დიდხანს დგომა აღარ შემიძლია - უცნაური მზერა ჰქონდა , ასაკს მისი სილამაზისთვის ვერაფერი დაეკლო . ჭაღარა თმის ღერები შავი თავსაფრიდან მოუჩანდა , ამავე ფერის კაბა ეცვა და ხელში ხის ლამაზთავიანი ჯოხი ეჭირა. სიარული უჭირდა, მაგრამ წელშიგამართული მიაბიჯებდა. წამით უკან ჩამორჩა და სახლის წინ , ეზოს ცენტრში მიმავალს მზერა რომ გაუსწორა გულში აუხსნელი სითბო ჩაეღვარა.
-არ მინდა შეგაწუხოთ... სულ ცოტა დროს წაგართმევთ
-ძალიან ცუდი თუ ცოტა ხნით დარჩები , მე დიდხანს დაგიტოვებდი ჩემი ნება რომ იყოს - მშვიდი დღე იყო, ეზოს მარჯვენა მხარეს ყვავილების ბაღში ქვის მრგვალი მაგიდა და სკამები იდგა , იქ დატოვა გოგონა - აქ დაჯექი, მე მოვალ 5 წუთში და მერე მომიყევი მოსეს გოგო თუ არ ხარ მაშ ვინა ხარ- პასუხს არ დაელოდა ისე წავიდა.
სულ დაავიწყდა იქ რა მიზნითაც იყო. იჯდა და იქაურობას ისე აკვირდებოდა თითქოს ბოლო რამდენიმე კვირა იქვე ახლოს რაიონში არ გაატარა. აქ სულ რამდენიმე კილომეტრით შორს , ტყესთან ახლოს მდგომი სახლიდან სრულიად განსხვავებულ ხედს უცქერდა, სიოსაც სხვაგვარი სურნელი მოჰქონდა. სიჩუმეს ცხოველების ხმები არღვევდა მხოლოდ, იქ არც მანქანა შეუნიშნავს და უახლოესი მეზობელიც საკმაოდ შორს ცხოვრობდა .
-რატომ წუხდებით ...დაგეხმარებით- სახლიდან ლანგრით ხელში გამოსული ქალი ,რომ დაინახა მაშინვე წამოდგა
-შენნაირი დახატული სტუმრისთვის ტკბილეულის მიწოდება თუ ვეღარ შევძელი მოვმკვდარვარ და ესაა
-გმადლობთ - კომპოტის წვენი ლამაზ ჭურჭელში ჩაესხა. სხვადასხვა თეფშზე შოკოლადები,კანფეტები, ხილი და რამდენიმე სახის ნამცხვრის ნაჭერი დაელაგებინა
-მიირთვი, ჩემმა მოსემ წუხელ მოიტანა ესენი ... მიყვარს ტკბილი და იმდენი მოაქვს მარტო ვერც ვერევი - თავად შეუვსო ჭიქა კომპოტით - კი არ მიკითხავს იქნებ სხვა წვენი უფრო გინდოდა ან კიდევ ყავა
-არა ,არა გმადლობთ
-გამახსენდა ვინც ხარ - სანამ ალუბლის კომპოტს შეექცეოდა მანამ თქვა ქალმა და ლამის დაიხრჩო მის დარწმუნებულ სახეს რომ გადააწყდა- სესილია ხარ შენ , ჩემი სესიკოს შვილიშვილი
-თქვენ ბებოს იცნობდით ?
-როგორ ჰგავხარ იერით , გამიცოცხლე მოგონებები-თვალები აუწყლიანდა , სესილიას ხელზე აკოცა და მერე სახეზე მოეფერა- ბებიაშენი ჩემი მეზობელი იყო თბილისში . ერთ ეზოში ვცხოვრობდით , ჯერ მე გავყვი მოსეს ბაბუას და მერე ქორწილში გაიცნეს ერთმანეთი სესილიამ და იოსებმა . ახლაც მახსოვს როგორ კიოდა შენი დიდი ბებია სესილიას გაპარვის ამბავი რომ გაიგო
-ისე მენატრება , იმდენად არ მეყო დრო რომელიც მასთან გავატარე ... არც კი ვიცი რა გითხრათ
-მკითხე და მოგიყვები ყველაფერს რაც მახსოვს- ცრემლები შეიმშრალა და ისევ გაუღიმა გრძნობებარეულ გოგონას . შემდეგ გაჟღერდა უამრავი კითხვა და არცერთი მოსწავლე მოსეს შესახებ, არაფერი რის თქმასაც ბიჭზე აპირებდა .
ისხდნენ ტყესთან ახლოს, ამაღლობელის გაშენებულ ბაღში და იცინოდნენ წლების წინ გადახდენილ ისტორიებზე. ქალს სესილიას ხელი ეჭირა და თავისი თბილი თითებით ეფერებოდა , უდიდესი სევდა ბუდობდა მის ღამისფერ თვალებში , მაგრამ წარსულს მოყოლილ ბედნიერ მომენტებს თან ახლდნენ ვარსკვლავებიც, ახალგაზრდობისას რომ უხვად იკიაფებდნენ მის სფეროებში .
-მოსეს რთული ხასიათი აქვს, ეცადე არ აჰყვე ... თუ მოითმენ მოიგებ ! - დამშვიდობებისას უთხრა და დიდხანს მოეხვია მეგობრის მშვენიერ შთამომავალს - შენ შეძლებ , ყველაფერი გამოგივა , სესილია ! - უკვე მანქანაში მჯდომს უთხრა , ხელი დაუქნიადა მერე დიდხანს იდგა ზუსტად იქ, იმ ადგილას სადაც მისულს დაუხვდა.
……………..
დილაადრიან დატოვა სახლი, დღის უმეტესი ნაწილი ვარჯიშს დაუთმო. სხვა ბევრი წვრილმანი საქმეც ჰქონდა, ტელეფონზე შემოსულ ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობდა, მხოლოდ მათ ვისაც ელოდა და მიმოწერა ჰქონდა, დანარჩენს უბრალოდ აიგნორებდა. არც ის დღე იყო გამონაკლისი, დილიდან ურეკავდნენ უცხო ნომრიდან ის კი მშვიდად აიგნორებდა. საღამოს მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა, დაღლილმა მხოლოდ რამდენიმე ჭიქა ღვინო დალია, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა. გზას ფეხით მიუყვებოდა , ჩაბნელებულ აღმართში ქვები ედებოდა ფეხებში და ტელეფონის ნათება რომ არა შეიძლება დაცემულიყო კიდეც. გზად მხოლოდ მიტოვებული სახლები ხვდებოდა, კილომეტრის დაშორებით მოსჩანდა შუქი და ისიც ერთი წერტილიდან, მძინარე სოფელი ზედმეტ ხარჯს ერიდებოდა. დაუმუშავებელ მიწებზე იმდენი ხე იყო ამოსული სახნავ_სათესი ტერიტორია ტყედ იყო გადაქცეული. შორიდან ისმოდა ძაღლების ყეფა , ერთმანეთთან გაცხარებული ჭორაობა ჰქონდათ გაბმული . ტურების კივილმა რომ გაჰკვეთა ჰაერი წამით ეგონა ვიღაც გასაჭირში იყო, ისე ჰგავდა მათი ხმა ქალისას ყოველ ჯერზე ეჭვი ეპარებოდა . ტელეფონი ისევ განათდდა და ნომრის დანახვისას ისევ ბოლო ორი ციფრი მოხვდა თვალში "11" , რატომღაც პასუხის გაცემა ისევ არ მოუნდა, ლაპარაკის განწყობა არ ჰქონდა, ისევ გათიშვას აპირებდა შეცდომით რომ მოუხვდა თითი მწვანე ყურმილზე და ქალის ხმა გაიგო
_მადლობა ღმერთს მიპასუხე , უკვე ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ცხელ ხაზზე ვრეკავდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მალე გადამამისამართებდნენ სადღაც , რომელიმე ოპერატორთან _წამში თქვა ყველაფერი და იმდენად ეტყობოდა ხმაზე გაბრაზება ბიჭი კიდევ უფრო ცუდად განაწყო
_რომ არ გპასუხობ ზნაჩიტ არ მცალია ხო? რაა გაუგებარი . პრეზიდენტობას კიდე ნაღდად არ ვაპირებ , მაგის უფლებებს რომ ვუყურებ არ მინდა
_უატესტატოდ ნამდვილად ვერ შეძლებ ძალიანაც რომ გინდოდეს. თითქმის ორი თვეა სწავლა დაიწყო და როგორც მითხრეს სულ ორჯერ შემოიარეთ სკოლაში, ისიც სპორტის დარბაზს ეწვიეთ და ისე წახვედით, რომ მე სამწუხაროდ ვერ შეგხვდით. ყოველთვის , როგორღაც აცდა ჩვენი გზები . აქამდეც ვცდილობდი დაკავშირებას, თქვენი ბებოც გავიცანი, ვესაუბრე და დამარწმუნა , რომ უსაფრთხოდ იყავით, რაც ძალიან კარგია , მაგრამ სკოლაში თუ არ ივლით და გაკვეთილებს არ დაესწრებით არების რაოდენობა გადააჭარბებს დასაშვებ რიცხვს . თუ მზად ხართ გამოცდების ჩასაბარებლად უნდა ვიცოდე და თუ არ გინდათ ამ დონემდე მიხვიდეთ
_შენი ხმა საერთოდ არ მეცნობა და ვინ ხარ არ გინდა რომ მითხრა? რა უფლებით მემუქრები საშემოდგომოთი? დირექტორი შეიცვალა სკოლის და არ ვიცი?
-რა თქმა უნდა , ისე მოულოდნელად მიპასუხე სწრაფად დავიწყე საუბარი იმის მოლოდინში , რომ გამითიშავდი . მე ინგლისურის ახალი მასწავლებელი და ქალბატონი ლეილას დროებითი შემცვლელი ვარ. როგორც სჩანს კლასელებთანაც არ საუბრობ, თორემ გეტყოდნენ ახალი დამრიგებლის შესახებ_მაქსიმალურად ცდილობდა პირვანდელი ბრაზი გაექრო და კეთილგანწყობა ეჩვენებინა ბიჭს კი უკვე თავი სტკიოდა მისთვის უინტერესო თემაზე საუბრით მითუმეტეს მას შემდეგ რაც გაიგო რომ პედაგოგი ურეკავდა - როგორც დამრიგებელი ვალდებული ვარ შეგატყობინო , წინასწარ გაგაფრთხოლო და გავიგო რას აპირებ, რომ თანამშრომლობა შევძლოთ
_მოდი რა ვქნათ იცი? შენ დანარჩენებს მიხედე , ერთით ნაკლები გეყოლება დასარიგებელი დამრიგებელო, მე ჩემს საქმეს მივხედავ. არ ინერვიულო არავინ მოგაწვება ჩემ გამო, მე მოგვარებული მაქვს უკვე გაცდენების ამბავი
_არ გათიშო _ ხმას აუწია ისევ , რადგან მიხვდა ისევ უთიშავდა _ შენ როგორც მივხვდი ყველა მასწავლებელი ტყუილად გიწერს ნიშანს , მაგრამ სხვა საგნებში თუ არა ინგლისურში ნამდვილად არ გექნება ნიშანი იმიტომ რომ მე ცარიელ მერხს არ ვაფასებ. დირექტორი არ გასწავლის არცერთ საგანს და მასთან მოგვარებული საქმე ჩემთან ვერ იმოქმედებს. თავად გადაწყვიტე რა გირჩევნია, მოსვლა და ადამიანურად საუბარი თუ ასეთი ტონით. ახლა აღარ მოგაწყენ
-შენ დედას შევ.ცი- ქალთან საუბარში ჯერ ფეხი წამოჰკრა ქვას , მერე ჩიხიდან გამოვარდნილი ძაღლების ყეფაში ისე აეშალა ნერვები უმისამართოდ შეიგინა და ტელეფონის გათიშვა რომ დაავიწყდა ეგ სულ არ დაუფიქსირებია სანამ ქალის გაცოფებული ხმა არ გაიგო
_თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი არა? ეს რა უზრდელობა, რა შეურაცხყოფაა. როგორ მიბედავ საერთოდ. აჰ , შეგაწუხეთ ბატონო მოსე? მე მომიტევეთ როგორ გავბედე მოსწავლის სკოლაში მისვლისკენ მოწოდება , რომელსაც არც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, არც სხვა რაიმე მიზეზი რის გამოც შეიძლება გაცდენა საპატიოდ ჩაითვალოს, ქვეყანაში იმყოფება, მეტიც სკოლასთან გავლა ყოველდღე უწევს . კარგი არ სწავლობთ, არ სწავლობთ . ყველას ვერ ექნება განათლება თუ არ გინდათ კი ბატონო, მე ხომ ვერ დაგაძალებთ , 18 წლის ხართ , თქვენი არჩევანია, მაგრამ კაცობა და ზრდილობა რომ გაგაჩნდეთ ძალიან კარგი იქნებოდა ! _ ისეთი ხმით საუბრობდა ბიჭი გამოაფხიზლა, მაგრამ სანამ სიტყვის ჩაკვეხებას შეძლებდა თავად დაასრულა ზარი .
_ეს რა ჯანდაბაა ... რა ფეხზე ავდექი . ჩემ ბედს რო შევ.ცი მართლა და მართლა . ახლა ამ ვიღაც სწერვა მასწავლებელს როგორ გინდა აუხსნა ვის შეაგინე _ დარეკვა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა , ტელეფონი გაითიშა და საერთოდ შუქიც ჩაქრა . სახლამდე როგორღაც ააღწია, შუქი რომ მოვიდა და ტელეფონის დამუხტვა შეძლო დარეკვისთვის ზედმეტად ცუდი დრო იყო. მეორე დღის გეგმები რომ შეეცვალა ეს ფაქტი იყო, საწოლზე დაეცა და ჭრიალის ხმაც გაისმა.
დილა ისევ ვარჯიშით დაიწყო, რომ მოწესრიგდა და სკოლაში წავიდა უკვე ორი გაკვეთილი დასრულებული იყო და მესამეს დაწყებაც მოესწროთ. პირდაპირ გაიარა გზა კლასამდე და დაუკაკუნებლად შეაღო კარი .
-ახალი დამრიგებელი თუ გვყავდა ვერ მითხარი შე ს.რო ? სისულელეებს რომ მიყვები იმ სწერვაზე რატომ არ მითხარი. _აზუზუნებულ ბავშვებში ერთ _ერთი გამოარჩია და მას შეუტია _ გაკვეთილი არ გაქვთ ? ამჯერად ვინ არის ცუდად. ლეილას რა სჭირს ვაფშე _ მაგიდისკენ გაიხედა ისევ , მერე ოთახს მოავლო მზერა და ფანჯარასთან მდგომ გოგოსთან შეაჩერა, თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა უცნობი , წელში გასწორდა და ბიჭს სიტყვის თქმა არ ადროვა ისე დაიძრა მისკენ _ ახალი კლასელიც გვყოლია. მოვლენებს საგრძნობლად ჩამოვრჩი, არ იციან ამ იდიოტებმა რა უნდა მითხრან და რა არა. _ გოგოს წინ დადგა , ერთი ხელი ჯიბეში ედო მეორე ხელზე შეახო და მთელი მომხიბვლელობით გაუღიმა- მოსე ამაღლობელი . შენ მშვენიეროო
_ მე სესილია , თქვენი ახალი მასწავლებელი _ მტევანი ჯერ კიდევ ბიჭის თითებსშორის ჰქონდა მომწყვდეული და ისე აკვირდებოდა მის წაშლილ სახეს ფონად ბავშვების სიცილი რომ ჰქონდა . გაბრაზებული ჯერ მათკენ შებრუნდა და ისინიც წამსვე ჩაჩუმდნენ ქალმა კი ხელის გამოწევა სცადა , მაგრამ უშედეგოდ. მეორე ხელიც ჩაჰკიდა და უფრო ახლოს მიიწია
_აზრზე არ ვარ ეს გაუგებრობები საიდან მოდის, აქამდე ასე არ მემართებოდა და რაღა შენთან გავჭედე ვერ ვწვავ , მაგრამ ისე არაა როგორც გგონია. დაგებაზრები და გაიგებ რა ... ორი წუთი მინდა ზუსტად
_საგაკვეთილო პროცესის ჩაშლას ცდილობ ? უკვე საკმაოდ მოაცდინე ბავშვები,რომლებიც ტესტს წერენ . რადგან აქ ხარ, დაბრძანდი გთხოვ _ ხელით ანიშნა სკამისაკენ და გაეცალა . ბიჭი შეწუხებული სახით დაჯდა და ბავშვებს გადახედა ისევ . ყველანი ჩუმად იყვნენ და მიუხედავად დიდი ინტერესისა მაინც წერას აგრძელებდნენ _ აი კალამი და ფურცელი
_მეც გინდა რომ დავწერო?
_ მე არ მინდა, შენ გჭირდება რომ დაწერო . არჩევანი ყოველთვის შენზეა მე მაქვს ჩემი შეფასების სისტემა _ ხელები მაღლა ასწია და უკან დაიხია. მაღალწელიანი შარვალი და პიჯაკი ეცვა. გაშლილი თმები ბანტით დაემაგრებინა და უცნაურად იზიდავდა ბიჭის მზერას. ზარის დარეკვამდე ძლივს მოისვენა, ბავშვები წერას ასრულებდნენ და ფურცლებს აგროვებდნენ ის კი იჯდა და ელოდა . აგიჟებდა ფაქტი, რომ ქალი საერთოდ არ იყურებოდა მისკენ.ყველას ყურადღებას აქცევდა, იღიმოდა და მხიარულ კომენტარებს აკეთებდა გადაწერას რომ შეამჩნევდა
_გიგუნა , ვერ ვხედავ ერთხელ და არა შვიდჯერ . მთლად ნუ დამაბრმავებთ ხოო? მაკოო შენი ნაწერის დაცვით დაიწყე იურისტობაა , თორემ შენს ცოდნას ითვისებეენ . რამდენჯერაც გადაიწერთ იმდენ ქულას დაგაკლებთ , რადგან მხოლოდ ეგაა სადარდებელი.
_აუუ მაას ტეხავს ასე ლაპარაკი , ნუ გვიხეთქავ გულებს . ფონს ვართ გასული და ახლა ხო არ ჩაგვტოვებ . მამაჩემი გამომაგდებს სახლიდან და შემიფარებთ მერე?
_შეგიფარებ და ინგლისურსაც გასწავლი რომ გამოცდა ჩააბარო _თვალი ჩაუკრა და მაგიდას მიეყრდნო _ 4 წუთი რჩება თამთა და ეგ კალამი კი ჩაღეჭე ბოლომდე , თუ რაიმე ეფექტი აქ და ტვინის შრეებში ჩამალულ ცოდნას ხსნის ამ დრომდე რით ვერ იმოქმედა
_დავწერე მას , მაგრამ ეს ცოდნაც ძალიან იმალება . თავმდაბალია და არ ჩნდება, არ უნდა სხვები დაჩრდილოს
_ჩრდილში მყოფი იქნება ნიშანიც,.ვნახოთ . იქნებ ბევრად უკეთ დაწერე ვიდრე ვარაუდობდი _ უცნაური გარემო იყო, ბიჭს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა თითქოს სხვა სამყაროში იმყოფებოდა .
_მათემატიკა გაქვთ და გთხოვთ არ გააკეთოთ ის რასაც აპირებდით _ ბავშვებს გადახედა , ფურცლები აიღო და ოთახიდან გავიდა . სხვა არაფერი უთქვამს , დერეფანში მიაბიჯებდა და მოსეც უკან მიჰყვებოდა. გზად იმდენი ვინმე შეხვდა ძლივს წამოეწია ქალს
_ერთი წუთით , ჩვენ უნდა ვისაუბროთ _მკლავზე მოუჭირა თითები რომ შეეჩერებინა _5 წუთი მჭირდება რა გახდა ეს დედა აფეთქებული?
_მოსე, თქვენ ხომ დირექტორთან გაქვთ მოგვარებული . ამიხსნეს, რომ ასე ხდება არ დადიხართ , მაგრამ ყველა საგანში გაქვთ ქულა და უბრალოდ არსებობაში გიწერენ ნიშანს. ზოგს იმდენად მოსწონს თქვენი ყოფნა ამ სკოლის მოსწავლეთა შორის სიაში, რომ 8 ქულაც კი გყავთ არაერთ საგანში მაშინ როცა იმათ ვინც დადიან ნაკლები ჯამური შედეგი გამოუვათ. უცხოა ჩემთვის მსგავსი დანაშაული, სისტემის შეცვლას ნამდვილად ვერ მოვახერხებ ,ასე ერთბაშად ვერ , მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ ჩემ საგანში ნიშანი არ გექნებათ თუ მინიმუმ ცოდნას არ მიჩვენებთ . ახლა ხელი გამიშვით თუ შეიძლება და მადროვეთ კლასში შევიდე , სადაც სხვათაშორის არავინ მაგინებს _ ბოლოს დაამატა და ბიჭს კიდევ უფრო შეეჭმუხნა წარბები
_ქულები , ეგ ყველაფერი საერთოდ. აქ მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ გაუგებრობის გამო მოგიბოდიშოთ. უფრო სწორად საბოდიშო არაფერი ჩამიდენია, ქალებს არ ვაგინებ. არასდროს ! მითუმეტეს სრულიად უცნობს არ შეიძლება თქვენი მიმართულებით მეთქვა ... დამიჯერეთ რა. შუაღამეს ის დედა ნატირები ძაღლები გამოვარდნენ როცა მაწვებოდით , ისედაც ვერ ვიყავი რა და არასწორად გაიგეთ
_აი ახლაც დგახართ და ყოველ მონოლოგში იგინებით ... შესაძლოა განზრახულად არა, მაგრამ ეს ბილწსიტყვაობა იმდენად თქვენშია , რომ ასე გამოხატეთ ჩემს მიმართ არსებული ბრაზი თუ წყენა . არ ვიცი რას გრძნობდით წუხელ როდესაც მთელი ეს დრო ჩემი ზარები გაწუხებდათ
_ჩემი ლაპარაკის მანერა თქვენი გასარჩევი არაა, ასე ვსაუბრობ და მორჩა.ეს იმას არ ნიშნავს , რომ გამოვდგები ვიღაც ნაბიჭვ.რივით და ქალს ვაგინებ . კაროჩეე რაა ... როგორ დაგაჯერო ახლა რომ შენთვის არ
_ამაღლობელიი გაიჩითაა ეეე _ ვიღაც ბიჭი მივარდა, ზურგიდან მოეხვია და ხელი დასცხო _ გაახსენდა ვარსკვლავბიჭუნას რომ მოსწავლეა და გვიკადრა?
_ვლაპარაკობ ხო ? _ ხელი მოიშორა და ისე გახედა ბიჭმაც უკან დაიხია
_არ იცვლები რაა...სულ იღრინები . იზვინი ბრატ
_ბრატ კი არა მასწავლებელს მოუბოდიშე
_ვის ? ამას ?რა ბოდიში გუშინ დაამთავრა სკოლა. ახლა მასწავლებლებთან მაბოდიშე კიდე რა. ამათი მოვალეობა რა არი? რო ბავშვებს ცოდნა მოგვცენ და გაგვისწორონ ჩვენ პონტში. სესიკო მასწი კიდე ისეთ ვიდზეა , რომ მთელი გულით მშურს ყველასი ვისთანაც ის ასწავლის. რა უიღბლობაა მაინც რა ჩვენთან კიდე ძუძუებჩამოწელილი ხათუნა შემოდის და თქვენთან კიდე რა ნაშა . გაკვეთილს არ აცდენენ შენები და დადიან დაყლ.ვებულები _ისე ლაპარაკობდა თითქოს იქვე ახლოს არ იდგა სესილია. მოსე ისედაც გაბრაზებული იყო , ბიჭის საუბარმა კი სულ აურია ტვინი. ისე მოაწვა ყელში ბრაზი თვალებგაფართოებულ ქალს სიტყვის თქმაც არ ადროვა ისე მოუჭირა ხელი მოლაყბეს
_ენა ჩაიგდე თორემ ამოგაცლი, ხომ იცი მერე სადაც გაგირჭობ და ჭკუიდან ნუ გადამიყვან ! სიტყვები აკონტროლე , მაგ დამპალ თავში რა აზრებიც მოგდის ყველაფერს ნუ აყრანტალებ_თქო მილიონჯერ მითქვამს _ თითებს უჭერდა კედელთან მიმწყვდეულს და ირგვლივ შეკრებილ მაყურებლებს ყურადღებას არ აქცევდა სანამ არ მიხვდა , რომ მკლავზე სესილია უჭერდა თითებს და მთელი ამ დროის განმავლობაში სთხოვდა გაჩერებას
_მოსე გაუშვი, მოსეე ასე დაახრჩობ
_რა იყო შე ჩემა შენც დაგევასა? ამის გამო მოხვედი ხომ ? ეს სულელები რომ სველდ.ბიან არ გყოფნის ? ესეც უნდა დაკერო? გამოცდილი ქალი გინდა თუ რა ბაზარია ? _ ბიჭმა თავად მოიშორა ხელი და შეუტია
_ახლა ისეთს დაგმართებ ... სარკეში თავს ვერ იცნობ _მაქსიმალურად ცდილობდა თავი გაეკონტროლებინა. შუაში უკვე ბიჭები იდგნენ. მასწავლებლებიც შეიკრიბდნენ . ხმაურზე ლამის მთელი სკოლა დერეფანში გამოვიდა . თავს ძლივს იკავებდა , ის კი ისე იწვევდა თითქოს განგებ ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას
_ვის აშინებ თითქოს შენს გარდა ჩხუბი არავინ ვიცოდეთ...არავის გაერჭო შენი ჯილდოებიანად
_შემომხედე , მიყურე და უკან გადადგი ნაბიჯები _ აქამდე არასდროს არავის უმოქმედია ასე. არავის გაუბედავს მის წინ აღმართულიყო . მხოლოდ საკუთარი თავი თუ გააჩერებდა ახლა კი ის იდგა მის წინ, თავისი წყლიანი, დამფრთხალი ცისფერი თვალებით და მაინც მტკიცე გამომეტყველებიტ. მთრთოლვარე სხეულით რომელიც ძალას ინარჩუნებდა და არეული სიტუაციის კონტროლს ცდილობდა _ ვიდეოებს იღებენ , შენ თუ ახლა მას შეეხები იმაზე დიდი პრობლემები გვექნება მე და შენ ვიდრე გუშინდელი საუბრისას _ ჩუმად ლაპარაკობდა . ხელი მკერდზე მიადო და აჩქარებული გულისცემაც დაიჭირა თითქოს _ მე აქ ვარ !
_მოდი ერთი რატო აჩერებთ... მოვიდეს ვანახებ როგორ უნდა ამის სახის მინგრევა. დაუმარცხებელოო რატო გაჩერდი?
_რა ხდებაა აქ ? რა შეკრება მოაწყვეთ. ყველას გინდათ სკოლის კედლები გახეხინოთ? გაკვეთილი დაიწყო იცით? დროზე დაიშალეთ ... დროზეე სანამ ყველა ჩემ კაბინეტში დაგაყუდეთ ... დროზეეე _ კაცის ხმამ გაიჟღერა და ყველა მიმოიფანტა. ჭორების გორგალი ტრიალს განაგრძობდა, მხოლოდ მოქმედების ეპიცენტრში ჩაქრა ცეცხლი _ აქედან გაქრი გიგაური თუ არ გინდა მამაშენს მოვახსენო შენ ყოფა_ქცევაზე _ ბიჭს მიმართა და მერე გახედა მოსეს _თქვენ ყმაწვილო , ჩემ კაბინეტში . ახლავე !
არაფერი უთქვამს კაცისთვის წინ წავიდა და კიბეც ჩაირბინა. ქალი ჯერ გახევებულუ იდგა, შემდეგ დირექტორიც გამქრალი რომ დაუხვდა ინსტიქტურად დაიძრა მისი კაბინეტისაკენ. მასწავლებლები თვალს ადევნებდნენ, ყველა ვისაც იმ დროს გაკვეთილი არ ჰქონდა სამასწავლებლოდან იმზირებოდა და პარალელურად ლაპარაკს აგრძელებდნენ.
_ბატონო დემურ , ჩემი მოსწავლის დასჯის საფუძველი არ არის... უფრო სწორად გაქვთ, მაგრამ ის თავხედი ბიჭიც უნდა იყოს აქ და პასუხი აგოს საკუთარ ქცევაზე. რატომ არის აქ მხოლოდ ჩემი მოსწავლე , რომელიც ფაქტობრივად არაფერს ამბობდა და არც დაურტყამს , არც ჩხუბის წამოწყება უცდია. მშვიდად ვსაუბრობდით სანამ ის ... არც კი მახსოვს ვინ არის ის ბიჭი? _ დაკაკუნა თუ არა მაშინვე შევიდა და საუბარი დაიწყო. ვერ გაიაზრა მოსე რამდენად კომფორტულად იჯდა სავარძელში .
_ჯერ ეს ერთი შენი მოსწავლე ყველას არ უნდა ეჩხუბებოდეს და სხვებზე მეტი მოეთხოვება. მერე მეორეც ის ბიჭი გამგებლის შვილია და რა ვქნა ახლა აქ დავიბარო? რით დავსაჯო ხომ ვერ მეტყვი? ისედაც ბიუჯეტი გამინულდა მამამისის კართან უნდა ვიდგე მთელი დღე რომ შევიდე და ველაპარაკო. შენ შვილო მართლა რა გგონიამასწავლებლობა ძალიან მაინტერესებს. ამ ორ თვეში ვერაფერი ისწავლე?
_მაპატიეთ უნივერსიტეტში გაკვეთილის ჩატარებას მასწავლიდნენ , ცოდნის ბავშვებამდე მიტანას და არა უკანონო ქმედებებით , დარღვევებით
_ მე ვმოქმედებ უკანონოდ?
_ბატონო დემურ ახლა აქ სულ სხვა თემის გამო ვართ. ჩემი მოსწავლე _ წამსვე სცადა ჩიხიდან გამოსვლა და მასზე მიშტერებულ ბიჭს თავადაც შეხედა _ ეს ბავშვი
_ ეს ბავშვი ბავშვი არაა და არავის დასჯას ვაპირებ . რა სასამართლო მომიწყვე აქ და დადექი ადვოკატივით. ისე ჩამოვიყვანე რომ დაველაპარაკო , ბრძოლის ამბები მინდა გაკოვკითხო და თუ გინდა გვისმინე შენც . მოდი , მოდი დაჯექი არახარ კარგად აშკარად. გაკვეთილი გადავანაცვლებინე და ქართული ჩაუტარდება მეცხრე კლასს . ამის მერე შეხვალ შენ. დაჯექი მოდი, ეს დალიე ... ბოთლიდან ჭიქაში კომპოტის წვენი ჩაუსხა და თავადაც ჩაჯდა სავარძელში _რას მიყვებოდი იმ დღეს? როდის მოვლენ ჟურნალისტებიო ?
_ჯერ არ მაქვს დრო, ხვალ ბრძოლაა მოვიგებ ბარემ და მერე მოვლენ . დირექტორს და რამდენიმე მასწავლებელს დაველაპარაკებით ორი წინადადება თქვან მეტი არაა საჭიროო. ხო იცი როგორ სიუჟეტს აკეთებენ, ჭკვიანი ბიჭი სოფლიდან . ღარიბი, საწყალი , მაგრამ ნიჭის პატრონი რომელიც არ ნებდება და ბლა ბლა ბლა . შენ რო გინდა სკოლის გამოჩენა თორემ მე სულ ს.რზე კი იცი _ ქალი ისედაც ვერ ხვდებოსა რა ხდებოდა და შემდეგ საერთოდ ყლუპი გადასცდა და ხველა აუტყდა .
_კარგად ხარ? რა გჭირს დღეს რა დღეა კაცო ასეთი. წადით , ერთი წადით. ხო ხარ დღეს შენ სკოლაში, დარჩო ბარემ ბოლომდე
_სად დავრჩე ... გინდა ის მივახრჩო და ისე დავუგდო სახლთან მამამისს?
_ნუ სულელობ ახლა. მაგისთვის გცალია შენ? მაგ ბრაზი ხვალ გადაიტანე ჩხუბში
_მასეთი ნაბ.ზვრები არ იბრძვიან ჩემს წინააღმდეგ იმის გაკეთება რომ მომინდეს რაც მაგას ეკუთვნის და მიიღებს ერთხელაც ხომ იცი.
_სკოლაში ჩხუბი არ დამანახო და სხვაგან რაც გინდა ის ქენი. დაამთავრებ მალე , აიღე ეს ატესტატი და მოშორდი ამათ . რა იყო რაღა დარჩა მაგ მაიმუნის გამო ირევ ცხოვრებას? იაზროვნე ცოტა
_ მაგ აზროვნების გამოა მრთელი ... წავედი. დაგელაპარაკები მერე
_ გამარჯვება ხვალ
-მადლობა
............
_შენ ვინ ხარ საერთოდ _ მის გვერდით იდგა დერეფნის ცარიელ ნაწილში და სრული გულწრფელობით ეკითხებოდა
_მოსე ამაღლობელი, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა და ვწუხვარ ყველა გაუგებრობის გამო რაც ამ დღეებში მოხდა _ ხელი გაუწოდა კვლავ და ამჯერად დაელოდა მის პასუხს
_მე რატომ არაფერს მეუბნება შენი სახელი ამდენი თვეა , უბრალოდ სკოლის პოპულარული ბიჭი მგონიხარ და ეს ლოკალური ნამდვილად არ არის
_ხელს თუ ჩამომართმევთ და დავზავდებით აგიხსნით _ თითები აამოძრავა და ანიშნა, რომ ელოდა
_ძალიან გამაბრაზე, მაგრამ მოსწავლესთან სიჯიუტეს ვერ გამოვიჩენ . ამიტომ გაპატიებ , უფრო სწორად დაგიჯერებ... მჯერა , რომ ყველაფერი ძაღლების გამო მოხდა _ ხელი მის ხელს შეახო და თითები მოუჭირა _ ვინ ხარო რას მიყვებოდი?
_მებრძოლი ვარ
ჯარში ? ისე გაიოცა ბიჭმა სიცილი ვერ შეიკავა _ მოსწავლე რანაირად
_სპორტი
_ჭიდაობ?
_არა , ჭიდაობა სხვაა
_ძიუდო ? კარატე ?
_დამაცდით ? _ წარბი მაღლა აზიდა
_ პედაგოგი აქ მე ვარ
_ პასუხს თუ არასდროს ელოდებით შეფასებას როგორ წერთ?
_შენ ჯერ ჩემს გაკვეთილს უნდა დაესწრო რომ ჩემი კრიტიკის უფლება მოიპოვო
_ორი დღეა ლაპარაკს არ მაცლით , არც მისმენთ ან მისმენთ და ნახევრად . დასკვნისთვის მკმარა
_მეუბნებოდი სად იბრძვი
_შერეული ორთაბრძოლა, არის ასეთი სახეობა .
_კარგია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტული ცხოვრება , მაგრამ ჰობის გამო აცდენ სკოლას?
_ჰობი არ არის, პროფესიაა
_რომ ჩხუბობ ეგ არის პროფესია... ხო ვერასდროს ვუგებდი სპორცმენებს მითუმეტეს ამ ხაზით მიმდინარე
_აშკარაა რომ არ გესმით , სამწუხაროა თქვენი მხედველობის დიაპაზონი ასეთი მოკლე რომ არის და პროფესია მხოლოდ მასწავლებლობა, ექიმობა , იურისტობა და არქიტექტორობა გგონიათ
_ასე არ არის, მაგრამ უბრალოდ ვერ ვერკვევი ამ ყველაფერში. წარმოდგენა არ მაქვს იმდენად შორსაა ჩემგან დილით სირბილიც კი და ამის გამო ნუ გამიბრაზდები თორემ უკვე მაწუხებს ეს ფაქტი. ისედაც უხერხულად ვგრძნობ თავს ჩემს გამო რომ დაიწყე ჩხუბი და მითუმეტეს ახლა როცა ვიცი რატომაც იღებდნენ ამ ყველაფერს . პრობლემები არ შეგექმნება თუ ამდენად პოპულარული ხარ?
_გადავიტან როგორმე , არ მადარდებს . მთავარია დაიჯერე , რომ შენთვის შეურაცხყოფის მოყენება არც კი მიფიქრია .
_ეს უფრო გადარდებს ვიდრე ის რომ შენს კარიერას საფრთხე შეექმნება ? საინტერესოა _ იმ წამს დამშვიდდა მათ შორის არსებული ქაოსი, რაღაც ზღვარი გადაკვეთეს და ყველაფერი საპირისპირო მხარეს შემობრუნდა. _მე და შენ როგორ უნდა მოვიქცეთ , მოსე ?
_ახლა მართლა არ მაქვს დრო , ხვალ მაქვს ბრძოლა მე კი აქ ვარ და ორი საათია სისულელეებს ვაკეთებ. მოდი ასე მოვიქცეთ, თქვენ თუ დათმობაზე არ წახვალთ გამოცდა ჩაიბარეთ , რამდენიმე კვირაში ერთხელ და რასაც მივიღებ დამიწერეთ ის ქულა. თქვენ რომ მშვიდად გქონდეთ სინდისი _გაუღიმა და თვალებდაწვრილებუმა გაუსწორა მზერა _ მოდით და დარწმუნდებით, რომ ფუჭად არ ვხარჯავ დროს
_მესმის , უსაქმურობა არც დამიბრალებია თქვენთვის , მაგრამ როგორღაც უნდა მოახერხოთ შეთავსება . ისევ თქვენთვის ვამბობ
_ისევ თქვენობით რატომ მელაპარაკები რომ მიმახვედრო მეც მოგბაძო ?
_არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ აშკარად არ აპირებ ამიტომ მეც შენობით ფორმაზე გადმოვალ და თუ მომწერ სად იმართება შენი ბრძოლა , ვეცდები მოვიდე
_მოგწერთ მისამართსაც და დროსაც. ახლა კი წავალ ... მომდევნო კვირიდან ვისაუბროთ ჩემს სწავლა_განათლებაზე
_რა გაეწყობა. ნახვამდის
...........
-მოსეს საგულშემატკივროდ მიდიხართ? სკოლის ჭიშკართან მისულ ბიჭებთან შეაჩერა მანქანა
_აუ არ გაჭედოთ რაა ... მართლა მნიშვნელოვანი ბრძოლა აქ და რომ დავესწროთ მეექვსეს მერე ვეღარ ჩავუსწრებთ
_ლევანის მანქანით მიდიხართ ?
_ზოგი ხო , ნაწილი ავტობუსით
_ის ნაწილი ჩემთან დაჯექით ...
_თქვენც მოდიხართ მაას?
_ხომ გითხარით სადაც თქვენ იქაც მე . გავაჩერებ და ჩასხედით, თუ ვინმეს უნდა კიდევ წამოსვლა გააგებინეთ _მანქანა გზაზე გააჩერა და ბავშვებს დაელოდა.

ბიჭები აშკარად არ იყვნენ პირველად. შინაურულად გრძნობდნენ თავს, რამდენიმე გოგოც ჩართული იყო მთელ ამ პროცესში იმდენად, რომ მეტოქესაც აფასებდნენ და სავარაუდო შედეგებზე პროფესიონალურა მსჯელობდნენ თავად კი ყველაფერს აკვირდებოდა და ისე გრძნობდა თავს როგორც პირველკლასელი სკოლის პირველ დღეს.
_მას არ გინდათ დავნიძლავდეთ?
_რა გინდა მითხარი და ნიძლავის გარეშე ვიფიქროთ როგორ მოვგვარდებით, ლევან
_თუ მოიგებს ნიშანი დაუწერეთ ... არ გაურთულოთ საქმე რა . არ იმსახურებს , გეფიცებით
_ჩვენც არ გაგაბრაზებთ, მაქსიმალურად კარგად მოვიქცევით _მეორე მხრიდან მჯდომი საბაც ჩაერთო საუბარში _ თქვენი დამრიგებლობის პერიოდში ვიქნებით სანიმუშო მოსწავლეები
_მე შესაძლოა წლის ბოლომდე მომიხდეს თქვენთან ყოფნა . ამდენხანს შეძლებთ მოითმინოთ მეგობრის გამო?
_თქვენ არ გაუჭედოთ და ჩვენ ჩვენს სიტყვას შევასრულებთ
_ყველას ნაცვლად მესაუბრები ლევან, ხვდები ამას?
_წინააღმდეგი არავინ იქნება ... ამ ბიჭის გამო მაიმუნობებს შევწყვეტთ და დასტოინად მოვიქცევით
_ამ ბიჭს სჭირდება ჩემი საგნის ცოდნა
_ჩვენზე კარგად იცის ... ჭირდება და იცის მართლა ოღონდ . უბრალოდ არ აქვს ამ სკოლის ამბების დრო
_მგონი იწყება ... მოლაპარაკება სხვა დროს გავაგრძელოთ
_შენ ხომ გვითხარი მე სულ თქვენს მხარეს ვიქნებიო, ხოდა იყავი რა მის მხარესაც _ მოსე უკვე ოქტაგონზე იყო საბამ რომ უთხრა და მერე ყველანი ბრძოლაში ჩაერთნენ.
მანამდე მხოლოდ ფოტოები ან ვიდეოს ნაწილი ენახა ორთაბრძოლის შემდეგ მიღებული დაზიანებებით მყოფი ადამიანების, მაგრამ თავიდან ბოლომდე თანაც ლაივში თუ ოდესმე ნახავდა არასდროს წარმოედგინა. იჯდა გაოგნებული, ემოციებს ვერ იმირჩილებდა და ადგილიდან ვერ ტოკდებოდა ბავშვებისგან განსხვავებით , რომლებიც სხვადასხვა შეძახილებით პასუხიბდნენ მოწინააღმდეგის ყველა დარტყმას. ყოველი მოქნეული მუშტის შემდეგ თრთოდა და სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს ცოტაც და გონებას დაკარგავდა. ამ უკიდურესობამდე არ მისულა, თუმცა ბევრიც არ დააკლდებოდა მოსეს საბოლოოდ რომ არ მოეკრიბა ძალა და გამარჯვებით არ დაესრულებინა ბრძოლა. ვერ ხვდებოდა ემოციები როგორ უნდა გაეკონტროლებინა . მის აღქმაში ორი კაცი ერთმანეთს გამეტებით ცემდა და ამდენ ხალხთან ერთად ამ ყველაფერს უყურებდა, მეტიც ერთ კონკრეტულს გულშემატკივრობდა .

სულ მალე შენობის გარეთ გამოსულს ეხვივნენ გარს. დაღლილი იყო,გახეთქილი წარბით,ტუჩით და ვინ იცის კიდევ რამდენი დარტყმით მიღებული ჭრილობით იდგა და ბიჭების ჟრიამულს სიცილით ადევნებდა თვალს
_როგორ დაარტყიი ეე საიდან მოუდექი რანაირად შე ჩემაა
_გეუბნები სულ მალე გაგვიფრინდება ... ამას ვინც ნახავს გვერდს აუვლის? _ ტელეფონში გადაღებულ ვიდეოს უყურებდა და უკვე ჭრიდა კადრებს
_ფან ფეიჯი კი სავსეა გოგოებით , თითქოს ესმოდეთ რამე . შორტს ცოტა დაბლა თუ დაწევ ერთ_ორ ფოტოში იმდენი გამომწერი გეყოლება ინსტაზეც რომ ჩხუბს შეგიძლია შეეშვა
_შენ ხო არ ეჭვიანობ პატარავ? _მოსეს არაფერი უთქვამს სამაგიეროდ საბამ უპასუხა გოგონას და მისკენ დაიხარა _ ხომ იცი მოსე აიგნორებს ყველას მოწერილს , ჩვენც არ გვპასუხობს ნახევრად და ახლა დაპირებულ სახინკლესაც არ იკისრებს ვიცი
_შენ ოღონდ გაჭამოს კაცმა და _ თვალები აატრიალა და ჩუმად მდგომ ქალს გახედა _ არ მეგონა თუ მოხვიდოდი ,მადლობა გულშემატკივრობისთვის , მაგრამ მთლად კარგად ვერ გამოიყურებით _მაქსიმალურად ცდილობდა ისე ესაუბრა სხვებს რომ არ მოესმინათ, მაგრამ მაინც ახლოს იყვნენ
_შენ იქ რინგზე იომე და მე ვარ ცუდად? ახლა მართლა გაქვს სახინკლეში წასვლის ძალა?
_ენერგია რომ დავხარჯე და საჭმელი მჭირდება მაგიტო წავალთ . ბავშვები თქვენ წამოგიყვანიათ, ამიტომ უარს ვერ გვეტყვით და ჩვენთან ერთად
_უარის თქმას არც ვაპირებდი , ბავშვებოო მგონი დღესაა ის დღე რომ გეუბნებოდით ყველას ერთად შეგკრიბავთ და სკოლის გარეთ გავატარებთ დროს _თქო . მე გეპატიჟებით რესტორანში . მოსე ჩემთან წამოვა, ლევან შენ გამოყოლას ხომ შეძლებ? თუ რამე ლოკაციას ჩაგიგდებ, მაგრამ შორს არაა
_ჯიგარი ხართ მაას _ ახმაურდნენ და მანქანებისკენ დაიძრნენ
_მასწავლებელი რესტორანში ქეიფობს მოსწავლეებთან ერთად, სტატიის სათაურად გამოდგება და დაიპყრობს სოც. ქსელებს
_ არ იდარდო , ჩემი ცხოვრება პედაგოგიური მოღვაწეობით არ შემოიფარგლება იმდენად, რომ ამ სტატუსმა შემაშინოს.
_სადაც არ უნდა მივდიოდეთ მე ვიხდი , თქვენ კი მოსწავლეების უკეთ გაცნობას შეძლებთ
_მასწავლებელი იხდის
_თუ გაიხდი მხოლოდ ტანსაცმელს და სიამოვნებით ვნახავდი ამას, მაგრამ მასწვალებლები ამ ქვეყანაში ყოველთვის საჩუქრებს იღებენ, უფასოდ დადიან ყველგან სადაც მოსწავლეები მიჰყვებიან . ნუ არღვევ წესებს რა, საუკუნეებს მოჰყვება _ხუმრობდა, მაგრამ სესილიას აღიზიანებდა
_ ნუ მელაპარაკები ისე თითქოს მე ვგავდე მაგათ
_ასე რომ ბრაზდები და ძლივს იკავებ თავს ნამდვილად არავის ჰგავხარ და სრულიად შორს ხარ შენი პროფესიისგან , უფრო პატარა ბავშვს ემსგავსები _ ჩუმად უთხრა და მანქანის კარი თავად გაუღო _დაბრძანდით

უკვე უკანა სავარძელზე დასკუპებულ ბავშვებს ესმოდათ მათი საუბარი ამიტომ ორივე გაჩუმდა. მძღოლის გვერდით სავარძელში მოთავსდდა მოსე და დინჯად იტანდა გოგონების საუბარს. ყველა ტელეფონში იყო ჩამძვრალი, ბიჭმა კი სულ გაუთიშა ხმა ამ უკანასკნელს. სხვები მისი გამარჯვებით ახლა ხხარობდა მას კი ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა თითქმის აღარ გამოხატავდა გამარჯვებას. იქ , ოქტაგონზე პირველ წამებში ვერ დაიმორვილა ბუნებრივი ემოციები ახლა კი ისევ ისე მოღუშული გახდა.

ქალაქში ცნობილი რესტორნის ეზოში ისხდნენ, შეკვეთის მოლოდინში ფოტოებს იღებდნენ, მიმოფანტულები იყვნენ და ადგილებს ეძებდნენ პოზიორობისთვის. მოსემ ერთი ორი გადაიღო და შემდეგ წარმშეკრულმა განაცხადა შემეშვითო.
_ექიმთან არ მიდიხარ ხოლმე? _ბიჭს რომ უყურებდა სულ ის კადრები ედგა თვალწინ და უფრი მეტად აკვირდებოდა მის სახეს _ იქნებ რაიმე დაგიზიანდა
_გვყავს ექიმი ... სერიოზული არაფერია
_დავიჯერო არ გტკივა?
_მტკივა , მაგრამ შევეჩვიე და აღარ ვრეაგირებ
ბავშვები ხმაურობდნენ, მოსესგან განსხვავებით ენერგიით იყვნენ დამუხტულები და განწყობას არაფერი უფუჭებდათ.
_სესილია , მე შენ სოფელში მგონიხარ და შენ თურმე ქალაქში იმყოფები თანაც ახალგაზრდებთან ერთად _ მოულოდნელად გამოჩენილმა კაცმა გოგონების ყურადღება ტავიდანვე მიიპყრო , მაგრამ მასწავლებელს რომ მიუახლოვდა, ლოყაზე აკოცა და ხელები ნაზად ჩამოატარა მკლავებზე, კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი
თოკო, შენთან შემოვლას საღამოს ვგეგმავდი _ უცებ წამოდგა, სახეგაბადრული მოეხვია თავისზე მაღალს და მანაც კიდევ ერთხელ აკოცა ამჯერად მხარზე . აქ როგორ მოხვდი?
_აქაურობა როგორ იპოვნე დაგავიწყდა? შესვენების დროა და გადმოვედით , ბიჭებიც არიან ... არ მიესალმები ?
_ჯერ ჩემ ბავშვებს გაგაცნობ და მერე _ ხელი ჩაკიდა, უკან შებრუნდა და ზურგით კაცს მიეყრდნო _ გაიცანი ჩემი კლასი , არასრული შემადგენლობით
_შენი ბავშვები უფრო პატარები წარმომედგინა, ბავშვები სულაც არ გამოიყურებიან ბავშვურად _ ამას რომ ამბობდა მოსეს შეშუპებულ თვალს უყურებდა _ მგონი პრობლემები შეგექმნება დირექციასთან შენი "ბავშვი" რინგიდან ახლადჩამოსულს რომ ჰგავს
_ის მართლა რინგიდან , არა ოქტაგონიდან ახალი ჩამოსული ჩემპიონია, თოკოო . გაიცანი , მოსე ამაღლობელი . დღეიდან მეც ვუყურებ ხოლმე შენთან ერთად სპორტულ არხებს
_აი ეს უკვე სხვა საქმეა ... სასიამოვნოა. _ყველას ჩამოართვა ხელი და ბოლოს შეჩერდა მოსესთან
-მე გასაგებია და თქვენ ? ვინ ხართ ?- ინტერესი არ დაუმალავს , ჯერ კაცს შეხედა შემდეგ კი მასზე ნახევარი ტანით მიხუტებულ სესილიას
_მე თქვენი მასწავლებლის მომავალი ქმარი
_თქვენი მასწავლებლის შეყვარებული, თორნიკე _ წამსვე ჩაუსწორა ქალმა და ქვემოდან შეკრული წარბებით ახედა _ არ მახსენდება ხელის თხოვნის ფაქტი , არც ჩემს მიერ გაცხადებულუ თანხმობა _მხიარული იყო, თვალებიც უციმციმებდა მაგრამ კაცი მის მსგავსად ნამდვილად არ აზროვნებდა
_რა დროს შეყვარებულია ამ ასაკში , შენი ბავშვების თაობაში გინდა დავბრუნდეთ ?
_თქვენი არ ვიცი და სესილია ჯერ მხოლოდ 24 წლისაა _ მშვიდად თქვა და არც გაუხედავს ისე დალია წყლის ჭიქა. უხეშობდა, აშკარა იყო და ამას ყველა ამჩნევდა
_დრო გააქვს? ცოტა ხნით რომ ჩამოჯდე _ იცოდა თორნიკეს ხასიათი , ამიტომ სიტუაციის განმუხტვა სცადა და ისევ მისკენ შებრუნდა
_მეჩქარება , ვაგვიანებ კიდეც ბავშვებთან სადილიბის დრო ნამდვილად არ მაქვს _ სერიოზული იყო, განსაკუთრებით მოსეს უყურებდა , მისი იგნორი აღიზინებდა . დანარჩენები კი ინტერესიანი მზერით აკვირდებოდნენ სოლიდურად გამოწყობილს _ ბიჭებთან მაინც არ გამომყევი
_ სხვა დროს იყოს _ მოშორებით მდგომი მაგიდისკენ გაიხედა და მერე თავად აკოცა ლოყაზე _წარმატებულ დღეს გისურვებ . რადგან გნახე საღამოს აღარ ჩამოვალ , ცოტა არ იყოს დავიღალე
_ისეთ რამეებს ნუ აკეთებ რაც არ გსიამოვნებს და გაღიზიანებს_თქო რამდენჯერ უნდა გითხრა , სესილია ? _ თითქოს ჩუმად უთხრა , მაგრამ არც იმდენად რომ სხვებს ვერ გაეგოთ . გოგო სულ ორი ნაბიჯით გვერდით გაიყვანა და არც შეყოვნებულა ისე შეეხო ტუჩებზე _თუ საღამოს ვერ გნახავ , შემდეგამდე _ზუსტად იცოდა გაუბრაზდებოდა ამიტომ მაშინვე გაეცალა . თეთრი პერანგი მკლავებზე ჰქონდა აკეცილი, შარვლიდან გადმოეშვა და იმდენად სიმპათიური ჩანდა შორიდანაც , რომ გოგონებს თვალიც არ დაუხამხამებიათ სანამ ბიჭებმა არ დაიწყეს კომენტარების გაკეთება . მოსე ისევ ჩუმად იყო, თავი არც აუწევია , ხორცის ნაჭერს ჭრიდა და ყბებდაჭიმული დაჰყურებდა საკუთარ თეფშს. მხოლოდ მაშინ ასწია თავი ანგარიში რომ მოითხოვა და უთხრეს გადახდილიაო
-ეს შენ საყვარელს გადაეცი, მისი ფულით არ შევჭამ- ყველანი გასულები იყვნენ უკვე ფული რომ ხელისგულზე დაუდო
_როგორ ლაპარაკობ , მე ვთქვი შეყვარებულია_თქო
_საერთოდ არ უხდება ეგ სტატუსი , ისევე როგორც მთლიანად შენ
_მე ვცდილობ ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს შენ კი ისევ თავხედობ
_აზრის გამოხატვა რომ თავხედობაა იმიტომაა ყალბი ეს ცხოვრება
_აზრის გამოხატვას აქვს თავისი დრო , ადგილი და ფორმა
_მე რასაც ვფიქრობ იქვე ვამბობ და მორჩა. შენ ალბათ მოგწონს ის კაცი ასეთ ყურადღებას რომ იქცევს , ქალებს გიყვართ მსგავსი ქცევები და კარგ ტონად თვლით არადა პირდაპირ თავისი საფულის სისავსეს აჩვენებს , გულისამრევია . ისიც საშინელებაა დამოუკიდებელ, ზრდასრულ ქალს რომ არ გადროვა თითქოდ თავად არ შეგეძლოს შენი სადილის დაფინანსება.
_შენ ახლა ჩემ საყვარელ კაცს შეურაცხყოფას აყენებ
_შენც ბრაზობ , უბრალოდ არ იმჩნევ . მისი მედიდურობა გაბრმავებს ეტყობა , სიყვარული ნაკლებად _ უცებ მიახალა და ზურგი აქცია. ამჯერად მის მანქანაში აღარ ჩამჯდარა, ადგილი გაუცვალა კლასელს.
.......................
_ისე გაგიტაცა სოფელმა და მასწავლებლობამ, რომ მგონი უკან აღარ დაბრუნდები
_სოფელს ნუ ეძახი რაიონს . ჩემი პროფესია ეგ არის და ამაში მხოლოდ ინგლისურის სიტყვების დაზუთხვა არ მოიაზრება
_მათი დაქალი რომ არ ხარ უნდა იცოდნენ და ზღვარი დაიცვან . ასე თუ გააგრძელებ იმ ტუტუცს სხვებიც აჰყვებიან და იტლიკინებენ რაც მოუნდებათ . მათზე უფროსი რომ ხარ ასაკითაც და სტატუსითაც მაღლა დგახარ თავადაც არ უნდა დაივიწყო
_შენც არ უნდა გავიწყდებოდეს მე რომ ვერ ვიტან როცა უგულებელყოფ ჩემს აზრს და მოქმედებ შენი პირადი გადაწყვეტილებების მიხედვით ისე თითქოს მე მთლიანად შენზ ვარ დამოკიდებული და ეს ყველაფერი მხოლოდ გართობაა .
_შენი განათლებით ბევრად პერსპექტიული და უკეთესი შემოსავლის მქონე სამსახური შეგიძლია იპოვნო და მართლა ვერ ვხვდები ასე შორს რატომ გაიქეცი. არ გენატრები მაინც ? მე უკვე ვეღარ ვითმენ , როდემდე უნდა იარო ასე ქალაქსა და სოფელს, უკაცრავად , რაიონს შორის . ესაა განვითარება? ბრძოლაზე რომ გაჰყევი ვიღაც ბავშვს და უყურე როგორ სცემეს ერთმანეთი? ღმერთო რა უგუნური სპორტია, უინტელექტო ხალხისთვის შექმნილი, გამუდმებიტ ჩხუბი რომ უნდათ და თავს იქ ანეიტრალებენ . ყველაფერი რომ იფუთება დღეს, მოძალადეობაც კი .
_ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მიზნები და შესაძლებლობები რომელთა დაცინვაც სულაც არ არის შენგან კარგი ტონი. არ გეკადრება
…………….
პირობის შესრულება სურდა თუ რაიმე სხვა ინტერესი ამოძრავებდა ვერ გეტყვით,მაგრამ ფაქტია ერთ მშვიდ საღამოს თავად განახორციელა ზარი სესილიას ნომერზე
-გისმენთ- მისგან განსხვავებით მასწავლებელმა დიდხანს არ ალოდინა, მალევე უპასუხა
-ჩემი ნომერი უნდა ჩაიწეროთ , პატივცემულო მასწავლებელო
-ვერ მივხვდი ვინ მესაუბრება და იქნებ დამიკონკრეტოთ?
-მოსე ვარ , ამაღლობელი ...თქვენი სადამრიგებლოდან - თვალები აატრიალა და ისე უპასუხა - ვიდეო ქოლით საუბარს თუ შეძლებთ უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ არ დამბლოკავთ ეგეც არ იქნება ურიგო
-მოსე ახლა დაკავებული ვარ, სახლში არ ვიმყოფები ჩვენი შეფასების სისტემაზე შესათანხმებლად თუ მირეკავ შეგიძლია სკოლაში მოხვიდე
-სკოლაში რომ მოვალ უკვე მზად უნდა ვიყო და ზუსტად ვიცოდე რამდენი დრო დამჭირდება- ხმები შეამჩნია, ვიღაც ეძახდა და გაბრაზდა კიდეც. არ მოსწონდა სესილიას წარმოდგენა შეყვარებულის გარემოცვაში
-კარგი ,მაშინ ამ ღამით ვისაუბროთ...თუ პრობლემა არ გექნება, რა თქმა უნდა
-დამირეკეთ, ან მომწერეთ... გელოდებით ! - გაუთიშა და ბრაზმორეულმა მოისროლა მობილური საწოლის მიმართულებით - ნეტავ რა მოიგონე, რა დროს სკოლაა იმდენი საქმეა- თავზე ხელი გადაისვა და თმები აიჩეჩა- უგემოვნო ქალი, იმასთან საერთოდ რა ესაქმება . ნეტა შენ რა გადარდებს , თითქოს პრობლემები არ გქონდეს . არ ქნა მოსე, არ გაბედო ახალი თავისტკივილი არ გჭირდება- საკუთარ თავს ესაუბრებოდა და მოწოლილ ფიქრებთან ბრძოლას ცდილობდა სანამ სესილია მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე არ ატარებდა დროს , შეყვარებულის გარემოცვაში იმყოფებოდა, ყველა იცნობდა თირნიკე გიორგობიანს, საერთო წრე ჰყავდათ და ერთმანეთის ახლობლებთან კონტქტიც არ უჭირდათ. კომფორტის ზონა ჰქონდა წყვილს, მშვიდი , უპრობლემო
-ამ დროს ვინ გირეკავდა? ხო ყველაფერი რიგზეა- დაბრუნებულს მოეხვია და ლოყაზე აკოცა . ნასვამი იყო,მაგრამ იმდენად,რომ მხოლოდ უფრო მიმზიდველად ციმციმებდნენ მისი ცისფერი თვალები
-მოსწავლე იყო, უნდა შევუთანხმდე სწავლის პროგრამასთან დაკავშირებით - ბიჭს ლოყაზე მოეფერა და ცხვირი შეჭმუხნა- ეს ვარცხნილობა არ მომწონს, გაბერებს
-რა გავაკეთო გადაპარსული თავით ვერ ვივლი , ზედმეტად ხულიგნური იერი მაქვს მერე
-მაშინ გაიზარდე, ასე არ გიხდება...არ მესექსუალურები- გაიცინა და წამწამების ფახუნით ახედა
-ჩემი სექსუალურობის ხარისხს ვარცნილობა ამდაბლებს? მე მელოტიც სიმპათიური ვიქნები
-არ გამელოტდდები ...კარგიი რაა, ხო არ გამელოტდდები და ღიპი ხომ არ გექნება?
-ჩემო საყვარელოო, ვგიჟდები რომ დალევ და ასე ბუზღუნებ - ლოყაზე უჩქმიტა და მერე ხმაურით აკოცა- თვითონ ბავშვივით ხარ, რა გინდა ამ სკოლაში
-ისევ იწყებ?
-კარგიი , ჩხუბი არ გვინდა ...გაკოცებ და შემირიგდი- ყელში აკოცა და თითებზე მოეფერება განაგრძო . იდილია მეგობრებმა დაურღვიეს, საცეკვაოდ წაიყვანეს ორივე და შემდეგ დანარჩენებთან ერთად განაგრძეს გართობა.
სახლში თორნიკემ მიიყვანა , ბინაში დარჩენა მოუხდებოდა, სხვა გზა არ ჰქონდა ამიტომაც ნელა აუყვა გზას მეოთხე სართულამდე. რატომ გადაწყვიტა ფეხით ასვლა თავადაც არ იცოდა, გზაში კიდევ უფრო იმოქმედა სასმელმა, დაღლილობამ და ისიც დაავიწყდა ღამის თორმეტს კარგახნის გადაცდნელი რომ იყო და ამ დროს თანაც ამ მდგომარეობაში მოსწავლესთან დარეკვაზე ცუდი აზრი არ არსებობდა. მონდომებული მასწავლებლის როლი მოირგო, ბლოკნოტი აიღო , დივანზე დაეშვა, წელს ქვემოთ სამოსი მოიშორა წელს ზემოთ კი კვლავ ლამაზი პერანგით იჯდა,რომელიც სულ რაღაც ორ ღილზე იყო შეხსნილი . თმაზე ხელი გადაისვა, დარწმუნდა პედაგოგის იერი მაქვსო და დარეკა კიდეც
-უცებ გავიაროთ, დიდი დრო არ მაქვს - ბლოკნოტში ცარიელი ფურცელი იპოვნა და წერა დაიწყო- პირველ რიგში მითხარი რომელ რიცხვებში მოხვალ, რომ მზად დაგახვედრო საკითხები. საერთოდ როგორ გირჩევნიაზეპირად თუ წერით
-მე სიმართლე გითხრათ ღამის ორ საათზე მირჩევნიამთლიანად შიშველს გხედავდეთ ვიდრე მხოლოდ მაგიდაზე შემოწყობილ ფეხებს თანაც ტელეფონს ისე ამოძრავებთ მხოლოდ ფეხები არ ჩანს და ესეც გამოცდის ნაირსახეობაა თუ - ბიჭის ხმა რომ გაიგო და ეკრანს დახედა შემდეგ გაიაზრა კამერა საითაც იყო შებრუნებული ტელეფონი საერთოდ გაუვარდა - აი ახლა მთლიანად ჩანხართ და ხო, ეს ნამდვილად გამოცდას ჰგავს ...ოღონდ ვერ ვხვდები რა გინდათ ზუსტად. მეც გავიხადო?
-ღმერთო ჩემოო... ეს რა სითავხედეა . როგორ , შენ რა მართლა გაიხადე?- ტელეფონი რომ აიღო და ბიჭი წელს ზემოთ შიშველი დაუხვდა სახეზე ნამდვილად ბროწეულისფერი დაედო
-თქვენ წარმოიდგინეთ ამ დროს ვწვები... ჩვენ , სპორცმენებს ძილი გვჭირდება თუ ვინმე , მშვენიერი ქალი არ გამოგვეცხადება ნახევრად შიშველი და არ აგვირევს სულსა და ხორცს
-რა სირცხვილია, ღმერთო ეს რა დამემართა
-კარგით, დამშვიდდით...მე უბრალოდ ვხუმრობ. არ გვინდა ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად დამძიმება, ჩავთვალოთ რომ ახლა დავიწყეთ საუბარი . ნუ ღელავთ , მე არ ვარ ის კაცი მსგავსი გაუგებრბობები თქვენს წინააღმდეგ რომ გამოიყენოს. არაფერს ვიფიქრებ იმაზე მეტს რაც არის- უცნაური იყო ბავშვი რომ ამშვიდებდა, განა ასეთი მარტივი იყო? სულ აერია გონება
-ეს მონაკვეთი გონებიდან უნდა წაშალო! -კატეგორიული ჰქონდა ტონი ბიჭს კი ღიმილს ჰგვრიდა
-ვერ წავშლი,მაგრამ ჩემი გონების მემორის ვერავინ შიფრავს, ვფიცავ ვერავინ დაჰაკავს მთავარია ძილისწინ არ ამომიგდოს და შფოთვები არ დამჩემდეს
-გეყოს უკვე, მე ხომ დავივიწყე გინებასთან დაკავშირებული გაუგებრობა
-ცუდად დაგივიწყებიათ ...საქმეზე გადავიდეთ . ჩაინიშნეთ რიცხვები - დასერიოზულდა, თარიღები უკარნახა ზუსტად არ იცოდა ,მაგრამ მიახლოებითი რიცხვები აარჩიეს და შემდეგ ფორმატზეც ისაუბრეს . ამჯერად ბიჭმა გათიშა,ისე რომ პირვანდელ ინციდენტზე აღარაფერი უთქვამს. ქალი კი გულისცემას ვერ იმშვიდებდა, მთელი ღამე არ დაეძინა, ათასი ფიქრი უტრიალებდა, მოსეს არ ენდობოდა, ფიქრობდა დილით უკვე ყველას ეცოდინებაო, იქნებ ფოტოების გადაღებაც მოასწროო, თავს ილანძღავდა,იდანაშაულებდა და ათასი საშინელი გაგრძელება, მათივე გამოსავლებით მოფიქრებული ჰქონდა სკოლაში წასვლამდე.

....................
მოსემ სიტყვა შეასრულა, მოიქცა ღირსეულად და არათუ სხვებთან გაუვრცელებია ინფორმაცია არამედ თავადაც არაფერი უთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით. დათქმულ დროს მივიდა , დაწერა და დროზე ადრე ჩააბარა ფურცელი
-ასეთი იდიოტის შთაბეჭდილებას თუ ვტოვებდი არ მეგონა, აშკარად გაკლიათ პედაგოგიური გამოცდილება, მასწავლებელო - მხოლოდ ეს უთხრა, საყვედურნარევი ტონით და წავიდა - საღამოს დრო მექნება, მოგწერთ და თუ შეგეძლებათ საუბარი ზეპირად მკითხეთ რაიმე მასალასთან შესაბამისი - ისევ ჩუმად საუბრობდა, არავის აგებინებდა დიალოგის თემას
-გამოცდილებას აშკარად ავიმაღლებ თქვენთან ურთიერთობის შემდეგ, აქ გატარებული ერთი თვე ერთ წელს უდრის
-თქვენ ჯერ კიდევ არ იცით ჩვენთან ურთიერთობის პლიუსები- ორაზროვანი იყო ამჯერად მისი ტონი - წავედი , ჭკვიანად და ის საქმე მოაგვარეთ - ბიჭებს უთხრა , დეას თავზე აკოცა დანანრჩენებს ხელი დაუქნიადა წავიდა შემდეგ ვიზიტამდე ,რომელიც ამჯერად დაუგეგმავი იყო და სკოლებს შორის სპორტულ შეჯიბრს ეხებოდა. ვის გამოიძახებდნენ თუ არა მთავარ ძალას , როგორც აღმოჩნდა ფეხბურთსაც სწყალობდა , ბიჭებთან ერთად ვარჯიშობდა სკოლის მოედანზე ნახევარი გოგონებისა კი ფანჯრის რაფებზე ისხდნენ ბეღურებივით ,მეორე ნახევარი უბრალოდ ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ
-არ გადაცვივდეთ მანდედან
-აუუ მააას, ჩვენ არ ჩავალთ საგულშემატკივროდ?
-ხვალ მეგონა,თარიღი ამერია როგორც სჩანს
-თქვენი გაკვეთილია ბოლო და თუ დავესწრებით მეორე ტაიმს მივუსწრებთ
-წინასწარ გინდათ შემაბათ რო გავაცდინო გაკვეთილი და თქვენთან ერთად ვუყურო ფეხბურთს?
-უგულშემატკივროთ თქვენს მოსწავლეებს, ნახევრი ჩვენები არიან, მეორე ნახევარია ბე კლასი
-ერთ გუნდში როგორ თამაშობენ რა საინტერესოა
-ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია , მაას ...ამ პრინციპით გიგაური და ამაღლობელიც კი ერთიანდებიან. ფეხბურთის ძალა
-ცხვარი და მგელი ერთად ძოვენ ბალახს- დეამ ჩაილაპარაკა და ფანჯარას პირველი მოშორდა.
………………..
გაკვეთილის ჩასატარებლად შესულს ბიჭები არ დახვდა , გოგონები კი მოუსვენრად ცქმუტავდნენ კლასში რომ შევიდა
_ხვალ დარჩებით , ერთი გაკვეთილით ზედმეტს ჩავატარებ ! ახლა კი წავედით, თორემ უკან მოგვიწევს დგომა და ვერაფერს დავინახავთ . იმათ უფრო მეტი ქომაგი ხომ არ უნდა ჰყავდეთ ჩვენს მოედანზე
_აუუ მაააას საუკეთესო ხააართ _ერთხმად წამოიძახეს , წამოცვივდნენ და სესილიას მოეხვივნენ.
_კარგით, კარგით ასე ვეღარ ვისუნთქებ... ჩუმად უნდა ჩახვიდეთ თორემ ხომ იცით საყვედური მომხვდება . ძალიან არ მოვწონვარ ინგლისურის მეორე მასწავლებელს
_თვითონ უნდოდა ყველა გაკვეთილის დატოვება და იმიტომ ... სწერვა , 73 წლისაა და კიდევ არ ეშვება სკოლას _ თვალები აატრიალა ნინამ და კიდევ მოეხვია ქალს _თქვენ ხართ უკარგესი ...
_ეგრე საუბარი არ შეიძლება , უხერხულია. მხოლოდ სალაპარაკოს ნუ მივცემთ , გთხოვთ . ახლა კი წადით და მეც ჩამოვალ 5 წუთში _ბავშვები წავიდნენ, თავად კი ამღერებულ მობილურს უპასუხა _გისმენ ,თო
_ამხელა სახელიდან ერთ მარცვალს რომ ტოვებ ... რას შვები ქალბატონო მასწავლებელო, რომელ საათზე ჩამობრძანდებით ქალაქში ?
_დღეს ვერ წამოვალ , გვიანი იქნება მატჩი რომ დასრულდება და თან ხომ იცი როგორ დავიღლები . აქ დავრჩები , პარასკევს წამოვალ
_მოიცა მთელი კვირა მანდ აპირებ ყოფნას? კარგიი რა განა რა საქმე გაქვს ამდენი, 4 საათზე უკვე თავისუფალი ხარ , ეგეც მაქსიმუმ
_უკაცრავად , რომ ყველანი თქვენსავით დაკავებულები არ ვართ ბატონო პროკურორო
_ნუ მიბრაზდები ... მე მენატრები და შენ კიდევ რაღაც სულელურ ფეხბურთის მატჩზე რჩები მე კიდევ ორი წლის წინ ელ კლასიკოზე მიმყავდი და უარი მითხარი . ამ ერთ თვეში შეგიყვარდა სპორტის ყველა სახეობა?
_ორი წლის წინ შეყვარებულებიც არ გვერქვა სად გამოგყოლოდი, თანაც მიშოს უფრო უნდოდა იქ წამოსვლა ვიდრე მე . გულშემატკივარი ვარ ბავშვების და არა რომელიმე კლუბის, განსხვავებას მართლა ვერ ხედავ?
_ბავშვებს ნუ ეძახი ამხელა კაცებს ... მართლა ასაკიანი პედაგოგი ხომ არ გგონია თავი . ზუსტად ვიცი ნახევარზე მეტს მოსწონხარ და რომ მიუშვა ჩალიჩს დაგიწყებენ
_ საკუთარი გამოცდილებით ნუ საუბრობ
_ღმერთოო რატომ გითხარი საერთოდ , როგორი ქალი ხარ ყველაფერს ჩემს წინააღმდეგ ატრიალებ თანაც ის ქალი კერძოდ მამზადებდა , სკოლაში არ მასწავლიდა და მე ნუ მადარებ ვიღაც ბავშვებს
_ჩემი აქ გადმოსვლა სხვა თუ არაფერი ამის გამო ღირდა , შენი ეს დამალული სახე რომ დამენახა
_რა დამალული სახე, ბრაზობ? შენ რა მართლა ბრაზობ? როდის მერე შეგიყვარდა ასე ეგ ხალხი , თვალები რომ დაგიბრმავდა და სიმართლეს ვერ აღიქვამ
_თამაში უკვე დაიწყო, უნდა წავიდე. თავად დაგირეკავ დრო როცა მექნება
_სესილია, პატარავ კარგი რაა . სესოო _გაუთიშა, მობილური ჯიბეში ჩაიდო და რამდენიმე წუთის შემდეგ არც გახსენებია თორნიკესთან საუბარი. როგორც აღმოჩნდა გუნდის წამყვანი მოთამაშე გიგაური იყო, კაპიტნობა მხოლოდ გამგებლის შვილის სტატუსის გამო არ ჰქონდა, თითქოს ამის დასამტკიცებლად ცდილობდა ყველაზე მეტს და გამოსდიოდა კიდეც. მოსესთან ერთად თამაში ნამდვილად არ უჭირდა. ბავშვებს აკვირდებოდა უეცრად ჩხუბი რომ დაიწყო, ყველაზე გასაკვირი კი მოსე გახლდათ გამშველებლის ამპლუაში. გიგაური კი მეორე გუნდის კაპიტანს აგინებდა და ძლივს აჩერებდნენ, მისი კლასელი ბალახზე ეგდო და ფეხის ტკივილს ითამაშებდა თუ ნამდვილად სტკიოდა ვერ გეტყვით. ყველაფერი წამებში აირია, მოსე თამაშგარე აღმოჩნდა და გიგაურს ხელი მოხვდა. აი იქ კი უკვე ფეხბურთი გადაიზარდა შერეულ ორთაბრძოლაში, რომელშიც მოთამაშეებთან ერთად გულშემატკივარიც ჩაერთო და რამდენიმე წამი შოკისგან ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა. სპორტის მასწავლებლებიც კი თვითონ ჩხუბობდნენ , დირექტორის ხმა კი არავის ესმოდა . არც კი უფიქრია ისე მივარდა ერთ_ერთ ბავშვს სასტვენი გამოართვა , მაღალ ადგილზე დადგა და მთელი ძალითა და ღონით ჩაჰბერა. დახუჭული თვალები რომ გაახილა ყველა მისკენ იყურებოდა, რაღაც უნდა ეთქვა
_1 წუთს გაძლევთ დასამშვიდებლად თორემ შემდეგ ჩავრთავ ლაივს და ყველა ნახავს ამ ცხოველურ ქცევას, ყველას მშობელი, ყველას მეგობარი, პოლიციელები მათ შორის , დაიწყება გამოძიება მაგ ჩალურჯებულუ ცხვირ_პირის საქმეზე და მერე გაარჩიეთ ვინ ვის დაადო ხელი, ვინ ვინ ჩაუშვა და არ ჩაუშვა _ სიტყვები ისე თქვა არც ამოუსუნთქავს _ ნუ მიყურებთ , თამაშის წესები არ ვიცი , მსაჯმა უნდა გადაწყვიტოს გაგრძელება როგორი იქნება _ბეტონის უზარმაზარი კონსტრუქციიდან ჩამოხტა , თმაზე ხელი გადაისვა , სათვალე მოირგო და ყველას მზერა დააიგნორა.
რა თქმა უნდა არავის სურდა პოლიციელების ჩარევა, არც ვინმეს დასმენა და არც მშობლების წნეხის ქვეშ გადასვლა.
_გგონიააქ დაასრულე ეს ამბავი? დაუსვტვინა გოგომ და მორჩა ... ველურები არიან, ოთხმოცდაათიანები გიკვირდათ და ესენი სულ რაზბორკებს არ აწყობენ? ისინი აზრიანად მაინც ჩხუბობდნენ და ამათ ოღონდ ის დაამტკიცებინე რომ მაგარი ბიჭია და კაცს სისხლისგან ისე დაცლის თვალს არ დაახამხამებს. ველურები ესენი, გაკვეთილი ვერ ჩავატარე კაცო,ნახევარი კლასი ფანჯარაში იყო იქედან ყვიროდნენ ,ბავშვებს უნდა აყურებინო როგორ წყვიტავენ ერთმანეთს მასწავლებლებიც? ხისთავიანი ხალხისგან მეტს რას უნდა ელოდე, აწევენ ორ გირას ეს გლუვტვინიანები და მორჩაა , მასწავლებელია ეგეც და მეეც? სირცხვილი და თავის მოჭრა. ადრე ვინ გაბედავდა ამას, ახლა ამის დირექტორობა დირექტორობაა? გუშინ მოსულმა გოგომ გააჩერა ყველა და თვითონ ძლივს გავიდა ეზოში , ეჭვი მაქვს სეირის საყურებლად იყო ისიც უყვარს მაგას მასეთი ჩხუბები. მაგის ბავშვობა მაინც არ ვიცოდე, სულ დალეწილი ჰქონდა თავ_პირი და დირექტორია დღეს. გამგებელი კიდე ციხეში თუ არ წავიდოდა რას ვიფიქრებდი მაგას რომ ვასწავლიდი, რაც მამაა ის შვილი. მეფე ჰგონიათავი , ერთი რო მოვა ახალი მთავრობა და მაგის მამა გააბუნძულებენ მერე ვისი ტრ.კით გამეჭიმება გაკვეთილზე, თვითონ ხო მომშორდა შარშან ახლა მაგის ბიძაშვილი როდის მომცილდება ერთი , ორივე ძმებს ვასწავლიდი ახლა მაგათი შვილები მიშრობენ სისხლს . ვაი ჩემი ცოდვა, მშვიდი სიბერე რო არ მაღირსა ღმერთმა თორემ ამათ უნდა ვუყურებდე? ეს ცინგლიანი უტვინო ბავშვები უნდა მეუფროსებოდნენ? ვერც დაარტყამ, ვერც უყვირებ , იქეთ რო მოგკლას კაცი არაა პატრონი _ ფიზიკის მასწავლებელი არ ცხრებოდა, მთელი კვირა განიხილავდნენ ჩხუბის ამბავს ხან ვის ადანაშაულებდნენ ხანაც ვის . ბევრისგან აღშფოთებაც კი მიიღო, ბავშვებს პოლიციაში დარეკვით დაემუქრეო, მერე სკოლას და დირექტორს რას უპირებდი რომ გაიგებდნენ ასეთი ამბავი ვერ შევაჩერეთო. ბრალდებებიც კი მიიღო, რაც სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა.
სახლში ისეთი დაქანცული დაბრუნდა ტანსაცმლის ჩაცმაც კი დაეზარა. ძველი თეთრი ვანა სურნელივანი ქაფით დაიფარა , დაჭიმული სხეული მოუდუნდა , კეფის ქვეშ დაკეცილი პირსახოცი ამოიდო და თვალები დახუჭა. ჩხუბის კადრები უტრიალებდა გონებაში, შემდეგ საკუთარი მოქმედება და ისევ ვერ ხვდებოდა რა იყო სწორი საქციელი. დირექტორის მადლობა საერთოდ სასაცილოდ ეჩვენებოდა, მთელი ეს ქაოსი, უწესრიგობა და უკანონობა , რომელსაც უნდა შეჩვეოდა. იქნებ ქალაქში დავბრუნდეო გაიფიქრა და წამსვე გაახსენდა ყველაფერი რაც მისი მოსწავლეობის დროს ხდებოდა . ახლა სულ სხვა მხარეს იყო, ამჯერად სამასწავლებლოში გაჟღერებულ აზრებსაც ისმენდა და იქნებ ამიტომ ეჩვენებოდა ამდენად გულისამრევად ყველაფერი . ბავშვებს ვერ ადანაშაულებდა იმდენად რამდენადაც მასწავლებლებს რომლებსაც ჭორაობის გარდა არაფერი აღელვებდათ, ყველაფერზე ფიქრობდნენ და საუბრობდნენ მოსწავლეების განათლების გარდა. არ უნდოდა თავადაც მათ რიგებში მოხვედრილიყო, ამიტომ ერჩივნა ბავშვებთან ემუშავა, მათზე მცირედი დადებითი გავლენა მაინც მოეხდინა და სხვა თუ არაფერი კარგი მოგონებები მაინც დაეგროვებინა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში.
_მასწავლებელოო ... სესილია სად ხართ? _ ლამის დაიხრჩო მოსეს ხმა რომ გაიგო, კართან მოახლოებული ნაბიჯები და ჩამოწეული სახელური _აქა ხართ? _ არ გამოჩენილა, სულ ოდნავ შეაღო კარი თან აკაკუნებდა
_არ შემოხვიდე!
_არ შემოვდივარ, დამშვიდდით . მისაღებში დაგელოდებით , სულ ხუთი წუთის საქმე მაქვს
_ ახლავე გამოვალ , იმედია მშვიდობაა და ისევ არ იჩხუბეთ
_თქვენ რომელი ქურდი ხართ მოსარიგებლად რომ მოვსულიყავით
_თითქოს მე რომ არა დაასრულებდით იმ ჩხუბს _ წყალი უცებ გადაივლო , წამებში გაიმშრალა , თმა სამაგრით შეიკრა , ხალათი მოიცვა და ისე გავიდა _ აბა? რამ მოგიყვანა აქ
_ასეთი სტუმართმოყვარეც ნუ იქნები _ ინსტიქტურად მოავლო მზერა მთელს სხეულზე და თავზე ხელი გადაისვა _რა მინდოდა მეთქვა , რაღაც მინდა რომ შეინახოთ. თქვენთან იყოს, აქ ორშაბათამდე. სხვას ვერავის დავუტოვებ _ქაღალდის პატარა ყუთი ეჭირა , მაგიდაზე დადო და უკან გადადგა ნაბიჯი
_ერთი წუთით, რას მიტოვებ ხომ უნდა ვიცოდე
_კარგიით რაა, არაფერი არალეგალური
_და მაინცადამაინც ჩემთან რატომ ტოვებ
_თქვენ ზედმეტ კითხვებს არ დასვამთ, ვიცი რომ არც ნახავთ და მითუმეტეს არც გაყიდით ჩემს დაბრუნებამდე ... დაიტოვებთ?
_კარგი , მაგრამ შენ სად მიდიხარ. პარასკევს ხომ წერა გვაქვს
_ ხო ეგ უნდა გადავდოთ, მივდივარ რაღაც საქმეები მაქვს და ორშაბათს დავწერ თუ შეიძლება
_კარგი , იყოს ორშაბათს
_ნახვამდის . გმადლობთ . მაპატიეთ რომ ხელი შეგიშალეთ
_რა ჯანდაბაა ... _ ბიჭმა შებრუნებაც ვერ მოასწრო ისე შევიდა თორნიკე და ქალის დანახვისას სულ მთლად შეეცვალა განწყობა- სესილია - მანძილი შემოსასვლელი კარიდან წამში დაფარა და მოსესთვის არც შეუხედავს ისე აესვეტა წინ ქალს- სახლშიც ამეცადინებ ბავშვებს და არ ვიცი ?
-დაძაბვა საჭირო არ არის , რამდენიმე წამიანი საქმე მქონდა და უკვე მივდივარ . ეჭვიანობით თავს ნუ აატკივებთ ქალს
-რა თქვი ? ეჭვიანობით ? ვისზე უნდა ვიეჭვიანო შვილო, შენზე ? - მოსეს ირონიულად გაუღიმა და ბიჭს მშვიდი გამომეტყველება მოენგრა - საქმე დასრულებული გქონიადა შეგიძლია წახვიდე, კარი იქეთაა
-შენს ადგილას ასეთი ამპარტავანი არ ვიქნებოდი, ძიაკაცო ... - თვალი ჩაუკრა და მთელი ტანით სესილიასკენ შებრუნდა- უკაცრავად რომ შეგაწუხეთ, გმადლობთ დახმარებისთვის , ორშაბათამდე შეგეხმიანებით - რატომ მივიდა, მოხვია ხელი და ლოყაზე აკოცა არ იცოდა, მაგრამ ეს რომ გააკეთა და ქალის სურნელი სახლიდან გასულსაც გაჰყვა ფაქტი იყო. მიაბიჯებდა და გულისცემის ხმის გარდა არაფერი ესმოდა, სისხლი უდუღდა ძარღვებში , ეზოსთან გაჩერებულ ძვირადღირებულ მანქანას თვალი შეავლო და ფეხით გაუყვა გზას.
-ეს თავხედი ლაწირაკი . ძიაკაცოო გაიგონე რა მითხრა?
-აქ რას აკეთებ თორნიკე?
-რა ხდება ხელი ხომ არ შეგიშალე მოსწავლის მეცადინეობაში ... რა ფორმაში ხარ იაზრებ ? სახლში შემოსვლა როგორ გაბედა საერთოდ- თმიდან ჩამოსული წყალი ხალათამდე აღწევდა, წინა მხარე სველი ჰქონდა, ძ.ძუსთავები იმდენად მკვეთრად ჩანდა თხელი ნაჭრის მიუხედავად,რომ კაცმა თვალი ძლივს მოაშორა- მე არასდროს მიმართლებს ისე რომ ამ ფორმაში დამხვდე , ალბათ იმიტომ რომ გაუფრთხილებლად იშვიათად მოვდივარ, აქ კიდევ უტაქტო ხალხი ცხოვრობს აშკარად
-აქ იმისთვის ჩამოხვედი ,რომ აქაურები შეურაცხყო?
-აი ისევ იწყებ...ამხელა გზა იმიტომ გამოვიარე, რომ მომენატრე და შენ სტრესის გაქარწ....ბის ნაცვლად მიმატებ - თვალები დააწვრილა, ისეთი მიმზიდველი ხმა ჰქონდა, იმდენად ახლოს მიიზიდა ქალისთვის წესით გონება უნდა აერია,მაგრამ ის მალევე დაუსხლტა
-ზედმეტად შიშველი ვარ
-კოცნისთვის ზედმეტად შიშველი არ არსებობს
-მე და შენ მგონი შევთანხმდით , რომ შენს საყვარლობას არ ვაპირებ
-მართლა სექსუალურ დისფუნქციას დამმართებ რა... შენთან არ შეიძლება, სხვასთან ხომ საერთოდ... ქორწინებამდე არაო, ქორწილიც არაო
-ცოლად მხოლოდ იმიტომ გამოგყვე,რომ შენ ცხოვრებაში ს.ქსის ნაკლებობაა?
-რაც მამაშენი გამაცანი და ოფიციალურად შეყვარებულები გვქვია ნაკლებობა კი არა ს.ქსი საერთოდ აღარაა ჩემს ცხოვრებაში
- რა გავაკეთო გინდა გავიხადო?
-მე მესწერვება და თავის მძ.რეველ მოსწავლეებს არა
-ნუ საუბრობ მათზე ასე აგდებით , როცა არცერთს იცნობ, არაფერი იცი მათ შესახებ
- შენი აზრით დიდხნიანი ნაცნობობა მჭირდება იმათი სიფათების გასაშიფრად? ცოტახანში თვითონ შეგაწუხებს ის აი აქ რო იყო წეხან და მერე თავი აგტკივდება იმაზე ფიქრით,როგორ მოიშორო ისე,რომ შენი რეპუტაცია არ შეილახოს და ვიღაცა სკოლის კაიბიჭმა არ შეგიქმნას პრობლემები-სკამზე დაჯდა და მრგვალ ხის მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო
-შენ ყველაზე მეტად ის გაღელვებს ასაკზე რომ მიგითითა და უკვე ვფიქრობ,რომ კომპლექსი გიჩნდება
-თითქოს მართლა მოხუცი ვიყო...არა შენ კი დამაბერებ ისეთი ტემპით ვავითარებთ ურთიერთობას,მაგრამ ჩემი ასაკი ნამდვილად არ არის ბევრი და თანაც მე შესაშურად გამოვიყურები
-შესაშურად რომ გამოიყურები იმიტომაც ხარ ჩემი შეყვარებული, თორემ
-აჰ ანუ გარეგნობის გამო მხოლოდ ხომ?
-შენი ხასიათი რომ მაგიჟებს იცი
-სიმართლე გწყინს ჩემო პატარავ ,რა ვქნა პატარა ხარ ჯერ კიდევ და არ იცი ადამიანები რა უმსგავსო ქმნილებები არიან
-იმედია კიდევ დიდხანს არ შევიტყობ იმაზე მეტს ვიდრე ვიცი ... შენ კი შენი სამსახურის გამო ხარ ასეთი
-როგორი ასეთი
-ყველასა და ყველაფრის მიმართ ეჭვებით სავსე, ნდობა სულ არ შეგიძლია
- საკუთარ თავსაც ვერ ენდობი ბოლომდე, როდის რა მოხდება არავინ იცის ...
-გამოდის მეც არ მენდობი?
-მე შენ მიყვარხარ - ოთახიდან გამოსულს მოეხვია, ყელზე ხელი შეუცურა და სველ თმაში თითები ახლართა- ჩემი სუსტი წერტილი ხარ და ღმერთმა არ ქნას შენში ეჭვი შევიტანო
-ასე რომ მიყურებ მაშინებ
-მცირე დოზით შიშსაც არაუშავს, ტონუსში გვამყოფებს...მეც მეშინია, რომ გიღალატო მიმატოვებ- ჩაიცინა და ქალის გრილ ტუჩებს წაეტანა .
..............
-ეს რა ყუთია?
-მოსემ დამიტოვა, ორშაბათამდე- მშვიდად უპასუხა და ვახშმის მზადება განაგრძო
-სერიოზულად? ბიჭი მოვიდა ყუთი დაგიტოვა და შენც მიიღე?
-ყუთია, ნაღმი ხომ არა...
-და შენ იმდენად ახლო მეგობარი ხარ,რომ სხვას ვერავის დაუტოვა?
-ბავშვებს ჩემს მიმართ ნდობა აქვთ
-და შენ წამითაც არ დაუშვი,რომ შეიძლება ყუთში რამე არაკანონიერია?
-რა არაკანონიერი თუ ღმერთი გწამს სპორცმენია, ვიღაც ქუჩისბიჭი კი არა
-თუ არ მოიხმარს ვერ გაყიდის ხომ? ღმერთოო ეს გოგო ასეთი მიამიტი როგორაა - შეკვრა ამოიღო და ქაღალდი შემოაცალა
-რას აკეთებ... როგორ შეიძლება
-მადროვე და ვნახოთ რა არის -ისე შებრუნდა რომ ქალი ვეღარ წვდებოდა- ყელსაბამია? - ორშაბათს მომიტანეო თუ საჩუქარი მოგართვა და მე მიმალავ. რა მაგარია ეე , უკვე გაბავს და შენ აქ ახალი ნაბანავები , დაბერილი ძუძ.ებით ხვდები - მაგიდაზე დააგდო შეკვრა და გაკვირვებულ ქალს შეუღრინა- შეიძლება გაგიჟდეს კაცი
-მე შენ გასაგებად გითხარი, ორშაბათს უნდა მივუტანო-თქო, ალბათ ძვირფასია და თან ვერ წაიღებდა. შენ კი შეკვრა გახსენი და ახლა საჩუქარი უნდა მისცეს შეფუთვის გარეშე ... ეჭვიანობის შემოტევები დაიოკე, არ ვაპირებ უნდობლობის ატანას და ჩემი სიტყვების მტკიცებას- გაბრაზდა, თანაც ისე რომ ამჯერად ნამდვილად არ ჰგავდა საყვარელ გოგონას.
-არ ჯდება ლოგიკაში ის რასაც მიყვები ...გუშინ გაცნობილ მასწავლებელთან არ მიაქვთ შეყვარებულების საჩუქრები
-ჩემი საქმე არ არის რა ჯდება და რა არა შენს ლოგიკაში. მე დეტექტივი არ ვარ, მასწავლებელი ვარ და ვცდილობ ბავშვებს დავეხნიაისედაც რთული პერიოდის გადატანაში. შენ არ გესმის, ვინმესთვის ცხოვრების შემსუბუქება რომ შეგძლებოდა პროკურორი არ გახდებოდი
-დიდი ბოდიში ყველა ნაბიჭვარს თავზე ხელს რომ არ ვუსვამ და იმდენი ხნით ვაშვებინებ ციხეში რამდენსაც იმსახურებენ ! სკოლაში რო არ აპრავებდეთ მაგათ დანაშაულებს ამდენი ავადმყოფი არ დაიზრდებოდა, ყველაფერი იქედან მოდის პატარა ჩხუბებს რომ ხელს აფარებენ სკოლებში ... შენი რამდენიმე მოსწავლე დავინახე გზაში, სახეები ისე ჰქონდათ დაშუპებული დავიჯერო ყველა ოქტაგონზე იბრძვის ?
-სად მიდიოდნენ
-არ ვიცი , უნდა მეკითხა?იქნებ მე უნდა წამეყვანა
- ფეხბურთის თამაშის დროს იჩხუბეს და იმედია გაგრძელებას არ აპირებენ - შეწუხებულმა შეჭმუხნა წარბები
-და მერე ჩემზე ბრაზდები... რატომ არ დარეკე 112 -ზე და რატომ არ გააშველა პოლიციამ
-პოლიციამ კი არა ისეთი ამბავი იყო მე ძლივს მოვიფიქრე როგორ გამეჩერებინა
-მომესმა? - წამოიწია და ტელეფონი ააცალა ქალს- გადადე ეს და მომიყევი რა გააკეთე?
-მადროვე მივწერო ბავშვებს მართლა ჩხუბს არ აპირებდნენ , მოსე მიდიოდა და მაგათ ვინ გააშველებს
-ა დაჟე, მოსე აშველებს? ეს რა ცამდის ამაღლებული ტიპი ყოფილა
-შენ წარმოიდგინე არავინ უცემია, მხოლოდ გაჩერებას ცდილობდა...ამდენ გიჟში ერთი იყო ნორმალური და რას გახდებოდა- რამდენიმე შეტყობინება გაგზავნა, გოგონებს მისწერა, იმათ მუდამ ჰქონდათ ინფორმაცია , ბიჭები მართალც არ ჩანდნენ . რამდენიმე წუთის შემდეგ გაირკვა,რომ ნამდვილად აპირებდნენ შეხვედრას
-სად ხვდებიან გაიგონ და გავუშვებ ბიჭებს
-ვინ ბიჭებს , შეიშალე? გინდა ბავშვები ციხეში გაუშვან?
-გოგო რას მეუბნები, აბა იჩხუბონ დანები ატრიალონ და არაფერი? ეე რა მაგარიაა პოლიციაში დარეკვა ბ.ზობაა , სესილი მას?
-გეყოფაა, ჩემი ბავშვები ხულიგნები არ არიან
-რას მეუბნები, სულ შენს ხელში არიან გამოზრდილები, შენ ეგ არ შეგეშლება, მორჩა გენდობი. მაშინ ისინი ყოფილან ცუდი ბიჭები , ტუტუცები ამ ბატკნებს რამე არ დაუშაონ
-ნუ მეცინიკოსები ხედავ რომ ვღელავ?
-რა ვქნა , რა გავაკეთო წაგიყვანო და მე ვთქვა ქურდული სიტყვა?
-შენ არა, ის იტყვის - უცებ გაჩერდა, მოსეს ნომერი იპოვნა და დაურეკა- მოსე , წახვედი სოფლიდან უკვე?
-ხო, ახლა გავედი, რა ხდება ასეთი ანერვიულებული ხმა რატომ გაქვს...იმედია მაგ იდიოტმა არ გაჭედა
-არა, არა სულ სხვა რამეა...გავიგე,რომ ბიჭები იმათთან შესახვედრად მიდიან. ზუსტად არ ვიცი სად, თეკუნას დაქალია იმ სკოლელის და ,ზუსტად არ ვიცი დეტალები,მაგრამ ფაქტია მალე ისევ იჩხუბებენ უკვე თუ არ დაიწყეს . რა გავაკეთო, სად შეიძლება იყვნენ
-ოხ მე მაგათი იდიოტი დედა მ.ვტყან ... სანამ ერთმანეთზე არ გადავაბამ მანამ არ გაჩერდებიან- ამოიოხრა და აშკარად წამოდგა- გააჩერეთ რა ...ჩავდივარ. შენ არ ინერვიულო , მოვაგვარებ ჩემი ხოდებით
-ნუ მანანებინებ,რომ დაგირეკე ... მითხარი სად იქნებიან
-და რას გააკეთებ წამოხვალ და ისევ დაუსტვენ?
-სასაცილოა?
-ნუ ბრაზობ თორემ ისეთი საყვარელი ხარ მართლა წავართმევ შენს თავს მაგ როჟას
-მოსე, თუ არ მეტყვი რას აპირებ პოლიცია უნდა ჩავაყენო საქმის კურსში
-არ გინდა, მესმის საჭირო გეჩვენება, მაგრამ მართლა არ არის. დანაც არ ექნება არავის გეფიცები, კარგი ბიჭები არიან, უბრალოდ შეუგნებლები და არ ღირს ცემა-ტყეპის გამო . დამიჯერე, კარგი? ერთი საათი მომეცი, თუ არ გიპასუხებ ან არ დაგირეკავ მაშინ ლოკაცია გექნება და პოლიცია გამოუშვი
-მომეცი მობილური - ჯერ ითმენდა, მერე ვეღარ გაუძლო- რა თემაა , ვინ რას ითხოვს
-შენთვის აჩოტების ჩაბარების დრო არ მაქვს ... საყვარელ ქალს თუ ცოტას დაამშვიდებ ცუდი არ იქნება, ხომ ხედავ ნევრიულობს და შენი ძაღლური ჩართვები არ სჭირდება ბატონო პროკურორო- იცოდა ვინც იყო, რთული გასაგები არ ყოფილა, გოგონებმა რესტორანში შეხვედრისთანავე გაარკვიეს და იმაზე მეტ ინფორმაციას ფლობდა ვიდრე უნდა ჰქონოდა.
-გამითიშა. ლაწირაკი, ჰგონიაამდენ სისხლადუღებულ, ტვინგათიშულს გააჩერებს და საქმეს მოაგვარებს? ერთმანეთს რომ აჩეხავენ და ცოდვად დააწვება მერე ნახოს სინდისის ქენჯნა - სიგარეტის ღერი ამოძვრინა კოლოფიდან და სწრაფად მოუკიდა -რას ვაკეთებ შენ გამო, დანაშაულს ჩავდივარ ჩვეულებრივად
-ერთ საათში დამირეკავს ვიცი
-ერთი საათი ასეთი გარჩევების დროს იცი რა დიდი დროა? ყველაფრის გაწმენდას ასწრებენ, ერთმანეთსაც აჩეხავენ და ვინ სად გაიქცევა კაცმა არ იცის თან კამერები არსადაა
-შენ ახლა პროკურორის ბუნება გეძალება თუ ის თინეიჯერი ქუჩურ გარჩევებში რომ იღებდა მონაწილეობას
-ავთოს ენას ამოვგლეჯ ერთხელაც იქნება... არა რა ეს ბავშვობის ძმაკაცები შეყვარებულს არ უნდა გააცნო
-ვინმე დაგიფრთხო ჩემამდე?
-ვინც არ მოსწონდა ყველა
-ვერ წარმომიდგენიხარ ბაბულიკა - პერანგის საყელო გაუსწორა და მუდამ კლასიკურ ფორმაში მყოფს მზერა მოავლო- რატომ არასდროს მეუბნები როგორ გადაწყვიტე პროკურორობა
-ოდესმე მოგიყვები... ახლა იმ ბავშვების ამბავს მოვაგვარებ
-იცოდე თუ დაიჭერენ აღარასდროს დაგელაპარაკები !
-მაგარია, ბავშვების გამო ჩემზე უარს ამბობ
-ბავშვების არა, საკუთარი თავის ... ჩემი სიტყვისა და დამოკიდებულების, რომელსაც ვერ გადააბიჯებ
-არავის დაიჭერენ, პირობას გაძლევ უბრალოდ საჭიროების შემთხვევაში ჩაერევიან ... შენი ბავშვების მონაცემები მითხარი - ამოიოხრა და საქმეს შეუდგა. რამდენიმე ადგილას გადარეკა სესილიამ ვერაფერი გაიგო ისე საუბრობდა- ერთს არ მაკოცებ? უკანონო საქმიანობისთვის? - ყავის ფინჯნით დაბრუნებულს ხელი მოხვია და ფეხებსშორის მოიმწყვდია
-რა მოიმოქმედე თუ გამარკვევ
-იპოვეს, მივლენ და შორიდან დააკვირდებიან , თუ რაიმე მაინც მოხდება ყველას დაიჭერენ და დაზარალებულებსაც მიხედავენ ... სხვა ფიზიკურად არაფერი შემიძლია
-გმადლობ , საუკეთესო ხარ - ლოყაზე აკოცა , მაგრამ კაცმა ისე შეკრა წარბები ისევ ტუჩებთან გადაინაცვლა
................
სხვა გზა არ ჰქონდა , არ უყვარდა როდესაც ადამიანებს დახმარებას სთხოვდა,მაგრამ ის დღე გამონაკლისი იყო. თუ იქვე არ დასრულდებოდა ყველაფერი შემდეგი შეხვედრა ნამდვილად მსხვერპლით დასრულდებოდა იმდენად ღრმად შეტოპა ორივე მხარემ. ქუჩაში იდგა მანქანა მის ფეხებთან რომ გაჩერდა და წამიც არ შეყოვნებულა ისე დაიკავა მძღოლის გვერდით ადგილი
-გამგებლის ბავშვიც იქაა?
-ხო, მაგრამ აზრზე არაა . გ.ნდონა ბიძაშვილმა გარია და ახლა პრინციპულად არ გაჩერდება
-არ ჰგავს თ.სლ მამამისს?
-მამა არ ვიცი და თვითონ ნამდვილად არაა ისე წყალწაღებული როგორიც ჩანს...
- ამბობენ სპორი აქვთ ამაღლობელს და გიგაურსო?
-ერთმანეთში გავერკვევით, არასწორ ვინმეს ვერ დავაჩაგვრინებ . ყველაფერი სულ იმის გამოა, რომ ბიძაშვილს იცავს თორემ იცის მე რომ მართალი ვარ
-შენ საიდან გაიგე ?
-გოგოებისგან ... ესენი ჩუმად რას გაკეთებენ, წაიტრაბახეს როგორც სჩანს, ან შიშისგან იფს.ვენ და წინასწარ დატოვეს ინფორმაცია
-პოლიცია ხო არ დაგვადგება, ხომ იცი ახალი გამოსული ვარ და მაგ ლაწირაკების გამო ნუ შემაბრუნებ
-არ მოვა !
-ვნახოთ , ვნახოთ რამდენად სანდოა შენი გოგო- ჩუმად თქვა და მანქანა შეკრებილი ბრბოს ახლოს გააჩერა. როგორც კი გადავიდა მაშინვე ყურადღება მიიქცია , მოსემ კი უცნაური შვება იგრძნო როცა მიხვდა, რომ დროულად მივიდა. არაფრის მოსმენა არ სურდა, უკვე იცოდა, რომ მოაგვარა, სესილიასთან შეტყობინება გაგზავნა და მობილური ჯიბეში დააბრუნა. ქალის აღელვებული ხმა იმ დრომდე არ აძლევდა მოსვენებას, შემდეგ კი თითქოს მხრებიდან ტვირთი მოშორდა.
...................
-მომწერა, ყველაფერი მოაგვარა- შვებით ამოისუნთქა და წამსვე აცნობა თორნიკეს
-მეც მომწერეს ვინ მოაგვარა ... ეგ შენი ბავშვი იმაზე მეტად საშიშია ვიდრე აქამდე ვფიქრობდი და ძალიან გთხოვ თავი შორს დაიჭირე. შენი მოვალეობაა ასწავლო ინგლისური, გამოსასწორებელი კოლონიის დირექტორი არ ხარ ,არც მათი მშობელი
-ამბობ ,რომ მასწავლებელმა ბავშვების სულიერ მდგომარეობაზე არ უნდა იმოქმედოს?
-ზედმეტს ცდილობ, აქ მხოლოდ 4 თვით ხარ, ნახევარი დრო თითქმის გავიდა და გთხოვ ისეთ შარში ნუ გაეხვევი,რომ მერე სანანებელი გაგიხდეს
-წინასწარ ვერაფერს დაგპირდები, როდესაც ვიცი რომ ვჭირდები და დახმარება შემიძლია მხოლოდ ჩემი კომფორტის გამო არ გავჩერდები
-შენი შეცვლა შეუძლებელია ,ხომ?
-არც უნდა ცდილობდე, მაგრამ ოდესმე დანებდები
-ვნახოთ ,მთავარია მიწაზე ისე არ დაგანარცხოს რეალობამ,რომ წამოდგომა გაგიჭირდეს მე კი სულ შენს გვერდით ვიქნები - მოეხვია ,თავზე აკოცა და წავიდა.
სესილიას კი ამ დამღლელი დღის ბოლოს თვალზე რული მაინც არ ეკარებოდა, არადა ენერგია საერთოდ აღარ ჰქონდა . ცხელი ღამე იყო, ჰაერი თითქოს ერთიანად ამოტუმბეს, სიოც არ იძვროდა , სავსე მთვარე ფანჯრიდან ჩანდა და შორიახლოდან ჩიტების ხმა ისმოდა მოულოდნელად მოსულმა შეტყობინებამ რომ გაიჟღერა
-მადლობა გადაეცი ბატონ პროკურორს . იმედია ღირსეულად მოიქცევა და ცოტა ხნის შემდეგ არ ამოქექავს ამ საქმეს.
-თორნიკე კარგი ადამიანია
-მაგრამ საკუთარი საქმის პროფესიონალი ისევე როგორც შენ და თქვენ ორნი ერთნი ვერასდროს გახდებით
-სჯობს ყველამ ჩვენ ჩვენი ადგილი ვიცოდეთ და ზედმეტი არ მოგვივიდეს
-დამელოდეთ, ჩემი ადგილი თქვენს ცხოვრებაში შეუცვლელი იქნება !
.................
მეორე დღეს ყველა გარჩევაზე საუბრობდა, არავინ იცოდა დეტალები, მოგონილი ამბებით ავსებდნენ ისტორიას და ყველგან ისმოდა ჭორები. რამდენიმე დღის შემდეგ ახალი თემა გაჩნდა და აღარავის ახსოვდა ფეხბურთის ჩაშლილი მატჩი .ორშაბათს დაპირებისამებრ გადასცა სასაჩუქრე ყუთი მოსეს
-მოსე, რაღაც უნდა გითხრა
-გახსნა და გითხრათ ნარკოტიკი აქვს დამალულიო? - ჩაიცინა და შეკვრას ჩახედა, ახალი შეფუთვა ჰქონდა - ნუ ღელავთ , ვიცი თქვენ რომ არ გახსნიდით. გმადლობთ დახმარებისთვის - ზურგი აქცია და სწრაფად აირბინა მეორე სართულზე ამავალი კიბე .
სესილიას არ დაუნახავს,როგორ გადასცა ყელსაბამი მოსემ დეას, გოგონას ყელს რომ ამშვენებდა ახალი სამკაული შემდეგ ამოიცნო ნანახი ნივთი . დეას ხშირად ეხებოდა ხელით ფერადი თვლებით პეპელას და ეღიმებოდა . მოსე კი ჩვეულებრივზე დიდხანს დარჩა იმ დღეს. ბიჭებთან ერთად დაჯდა როგორც კი წერა დაასრულა და ამჯერადაც დამაკმაყოფილებელი შედეგი მიიღო.
-მასწავლებელო , ხვალ დაბადების დღე მაქვს სკოლაში არ მოვალ ...ქალაქში მივდივარ ნათესავებთან ერთად შემდეგ რესტორანში დავსხდებით გოგონები და თუ დრო და სურვილი გექნებათ შემოგვიერთდდით, გთხოვთ - ბოლო გაკვეთილის დასრულების შემდეგ უთხრა დეამ და მორცხვად გაუღიმა აშკარად ეუხერხულებოდა
-აუცილებლად მოვალ ცოტა ხნით , გმადლობ ძვირფასო ... სრულწლოვანი ხდები ალბათ ხომ
-არაა, იცით მე პატარა ვიყავი სკოლაში რომ შემიყვანეს და ხვალამდე ისევ თექვსმეტის ვარ
-იმიტომაც ხარ ასეთი საყვარელი - მოსწონდა ეს გოგო . თავისი ბავშვური, წრფელი ხასიათით და ციმციმა ჭრელი თვალებით
-გავიქეცი ,ნახვამდის
-ნახვამდის ,დეა -გოგონას მზერა გააყოლა შემდეგ კი სამასწავლებლოში გადაინაცვლა.
.............
_დეა , დამელოდე ორი წუთი ... _სირბილით წამოეწია ბიჭი სკოლის ეზოში მიმავალ გოგონას _ მანქანა უკან მყავს გაჩერებული , გამოვალ და მე გაგიყვან სახლში
_საჭირო არაა, გმადლობ. დღეს შესანიშნავი ამინდია , ფეხით გავივლი
_კარგი რა , შენ ისევ ღელავ რომ შემაწუხებ? დრო მაქვს , სულ ათი წუთი სჭირდება ... მართვის მოწმობაც ხომ ავიღე , ვეღარ მეტყვი უნებართვოდ ატარებ და დანაშაულს სჩადიხარო
_გილოცავ გამოცდის ჩაბარებას , მაგრამ მართლა ფეხით მირჩევნიაწავიდე _ გოგონა სახეშიც არ უყურებდა, თვალებს აქეთ _იქით აცეცებდა , ვაჩე მალევე მიხვდა რატომ იქცეოდა ასე , ქუჩაში მდგომ მოსეს უყურებდა და მისკენ გაურბოდა აზრები .წამსვე გაუქრა მშვიდი გამომეტყველება, ტვინში მცირე აფეთქებებს გრძნობდა, ბრაზი მთელს სხეულს შხამივით ედებოდა და ხასიათიც ეცვლებოდა .უცებ ჩაავლო მაჯაში ხელი , ისეთ ადგილას აიძულა დგომა სკოლის ფანჯრებიდან მომზირალი ვერცერთი ჭორიკანა , რომ ვერ შენიშნავდათ
_ასე მიუსაფარი ძაღლივით როდემდე უნდა მექცეოდე ! ხან მომყვები, ხან არა, ხან მელაპარაკები _ხან არა , ხან იღებ საჩუქარს ხან არა , ხან გჭირდები და ხანაც ისე ჩამივლი გვერდს გამარჯობასაც არ მეტყვი და თავს ისე მაგრძნობინებ თითქოს უჩინარი ვარ ... რა გინდა მითხარი , რა არ გინდა ეგეც მითხარი
_ვერ ვხვდები რაზე ვსაუბრობთ ... ხელი გამიშვი უხერხულია, იფიქრებენ რომ ვჩხუბობთ
_შენ კონკრეტულად ვისი აზრები გაინტერესებს ... სხვები კი არ იფიქრებენ რომ ვჩხუბობთ იფიქრებენ , რომ ერთად ვართ და აი ის კი ვინც შენ გადარდებს და გაღელვებს სულ ს.რზე რას იფიქრებს , მაგრამ შენ ... შენ რატომ გიყვარს ასე ძალიან . მითხარი ბოლოს და ბოლოს რა აქვს იმ მათხოვარს ისეთი ჩემში რომ ვერ პოულობ, მე რომ ვერ გავიღებ შენთვის
_ხელს მიჭერ და მტკენ, რაღაც არარეალურზე საუბრობ , გაურკვეველ პასუხებს მთხოვ და გეყოფა ნუ მანანებინებ მანქანაში ორჯერ ჩაჯდომას ისედაც დიდხანს ვიფიქრე მიღირდა თუ არა, ვფიქრობდი კიდეც რომ დამაყვედრიდი, რომ რაღაც ნიშნად მიიღებდი იმ ყვავილების გამორთმევასაც და სწორედ ამიტომ ვიკავებდი თავს. თუ ადამიანურად გესაუბრები მიგაჩნიარომ გეფლირტავები ? ღმერთო როგორი უხერხულია ეს საუბარი თანაც აქ , უამრავი ადამიანის წინ ... ასე ნუ მექცევი ხელი გამიშვი და საერთოდ დისტანცია დაიცავი ჩემგან . ნუ ითხოვ რაღაცებს ისე თითქოს შენი საკუთრება ვიყო იმის გამო , რომ ერთხელ გაგიღიმე . ასეთი მდაბიო ნუ იქნები ...
_ის რომ გიღიმის და გეფერება ხომ გიჩნდება იმედები , შესანიშნავად გესმის ჩემი. ეს ყელსაბამიც მან გაჩუქა, ისე ანათებდი ლამის ჩამოდნი, მე რომ მოგიტანე სამაჯური არც კი გინახავს ისე მითხარი უარი ...
-ახლა დაბადების დღე მაქვს და მაშინ არაფერი ხდებოდა, როგორ უნდა ამეღო საჩუქარი . ვერ ხედავ რამხელა განსხვავებაა შენსა და მას შორის? შენ მზღუდავ, შენ თავად არ გინდა ვიმეგობროთ თავადაც არ იცი რა გინდა მე კი მეგობრობის გარდა არაფერი შემიძლია . გეყოფა სულელური დასკვნების გაკეთება
-რა სასაცილოა მე შენზე ვგიჟდები შენ კი მასზე ხარ ჩაციკლული ... კარგად იფიქრო სჯობს თორემ მერე არჩევანის უფლებას არ მოგცემ
_შენ ჩემზე კი არა, ზოგადად გიჟდები და რაღაცები გეჩვენება _წამოწითლდა, დაბნეული იყო, რცხვენოდა და ათასი ემოცია უჩნდებოდა , მაგრამ მაინც ცდილობდა არ დანებებულიყო
_როგორი ხარ , იმენა ყველაფერი სახეზე გაწერია და კიდევ რომ არ ამბობ
_და შენ რას მეუბნები , შენ
_მე რას გეუბნები ? მე რას გეუბნები ამდენი თვეა ვერ მიხვდი ? _ისე აუწია ხმას ყველამ მათკენ გაიხედა , უკვე ჩუმად აღარ აპარებდნენ მზერას _ რა , რა იყოთ საქმე გამოგელიათ ცინგლიანებო? იქეთ წადით , დროზეე _ ბავშვებს შეუღრინა და დეას კიდევ მოუჭირა ხელზე,როგორც კი მანძილს შემაცირებდა მაშინვე უშვებდა,რომ არ ეტკინა _ ნუ მიდიხარ, არ დამისრულებია
_მე კი ვფიქრობ რომ დაასრულე... სანამ მთელი პედ. კოლექტივი დაგინახავთ და დეაზე ჭორაობას დაიწყებს შეწყვიტე _ მოსე მივიდა, ხელი გააშვებინა და გოგო თავისკენ მიიზიდა, მის წინ დადგა და ბიჭს მკერდზე ხელი ჰკრა
_მოხვედი ? რა საყვარელი ხარ ... შენი ნაშა დღეს არ დამინახავს , კარგადაა? თუ ისე აწვალე , რომ ცუდადააა...რა იყო ააცდინე?_სულ სხვა თემაზე გადავიდა, დეა არც კი გახსენებია მოსეს მას მერე . ისე ჰკრა ხელი
_ენას ამოგგლეჯ_თქო ხომ გაგაფრთხილე , შენი ბიძაშვილის ბედს გაიზიარებ ?
_გიღირს იმ შედეგად რასაც მიიღებ? მოდი კიდევ დამარტყი , სულ ეს იყო ? _ გოგოს კივილიც არ შეეძლო, პირზე ხელები აიფარა და აწყლიანებულუ თვალებით უყურებდა ორივეს
_გემუდარებით ... ნუ იქცევით ასე. მოსე წავიდეთ, გთხოვ _ჩქარა ამბობდა სიტყვებს, ბიჭს მკლავზე უჭერდა ორივე ხელს და ამაოდ ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას
_შენ წადი, მასზე აღარ იფიქრო ენას ამოვგლეჯ, ხელებს დავამტვრევ და ვეღარ შეგაწუხებს
_შენა და ეს მუქარები აღარ მოგბეზრდა? შენ კი შეგიძლია წახვიდე , მანქანაში დამელოდო და მერე მე წაგიყვან იქ სადაც მიდიხარ
_სად წაიყვან... გინდა ყველამ მასზე ილაპარაკოს? როგორ დადის გამგებლის შვილის მანქანით ... კიდევ რა გინდა თქვან,შენი გოგო რომ არის და არავინ მიეკაროს? ეგოისტო ,გასართობი გამოგელია?
_მოკეტე _ხელი გააშვებინა , ძალის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა მითუმეტეს როცა გამწარებული იყო . დეას თითების შეხება მოსეს მკლავზე კი ცეცხლისთვისაც საკმარისი იყო, მაშინ როცა თავად არასდროს აძლევდა წამით შეხების უფლებასაც კი მითუმეტეს პირიქით არასდროს უცდია _ შენ არაფერი გესაქმება ჩემი და დეას ცხოვრებაში
_ყველგან მესაქმება სადაც შენნაირ არასწორს დავინახავ ... სხვა ვინმე იპოვნე სათამაშოდ მამიკოს ბიჭო _ დეას ინსტიქტურად ჩაკიდა ხელი და სცადა იქედან წაეყვანა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა სახეში მოხვედრილმა მუშტმა აიძულა, ისეთი ძალით დაარტყა გიგაურმა, რომ წაბარბაცდა . მხერდველობა აერია , დეას წამოკივლების ხმაც ბუნდოვნად ესმოდა, გონებაში ხარშავდა ყველაფერს სანამ ცხვირზე ხელი მიიდო და სისხლიან თითებს შეავლო მზერა. სიგიჟემდე უნდოდა მთელი ძალით შეეტია, ბოლოს და ბოლოს დაესრულებინა ეს სულელური დაპირისპირება , მაგრამ არ შეეძლო.უფლება არ ჰქონდა საკუთარი ძალა ოქტაგონს გარეთ გამოეყენებინა
_გელოდები ... დამარტყი თორემ გეფიცები არ გავჩერდები და სინდისიც არ შემაწუხებს ისე მიგინგრევ სახეს . დამარტყი _მეთქი _მკერდზე ჰკრა ხელები, იწვევდა
_გინდა აქ გცემო და მთელმა სკოლამ დაინახოს როგორ წაგიყვანს სასწრაფო? მოდი ჯერ დავრეკოთ ხომ? არ მინდა ერთადერთი შვილი მოვუკლა ქალს, შენზე ამოსდით მზეცა და მთვარეც
_რას იზამ ყველა შენსავით უპატრონო, დედისგან მიტოვებულიც არ იქნება. ზოგჯერ ჩემნაირებთანაც მოგიწევს ჩხუბი და თუ გაქვს გამბედაობა ამოიღე შენი ბრაზი, შური რომელიც გაქვს . იმიტომ ცდილობ სულ ამაზე მიმითითო, ძალიანაც გინდა მამაჩემის შვილი იყო და შეგიმსუბუქდეს ცხოვრება , მაგრამ მამაშენის თრევა თვითონ გიწევს _ არ ყვიროდნენ,შიგადაშიგ თუ აუწევდნენ ხმას, მაგრამ სიტყვები ისრებივით ხვდებოდნენ ნერვებს და ნაპერწკლების გასაჩენად ნამდვილად საკმარისზე მეტი იყო
_გთხოვთ, ასე ნუ იქცევით ... არ შემიძლია , ჩემზე არცერთი ფიქრობთ? თითქოს ჩემ გამო ჩხუბობთ , ყველა იფიქრებს გოგო ვერ გაიყვესო და სინამდვილეში უბრალოდ ერთმანეთს ვერ იტანთ ორი სულელი ხარივით დაეტაკეთ და მე შუაში მომიმწყვდიეთ უსუსური წიწილასავით. ეგოისტები ხართ, სულელები და განუვითარებლები . შენ საერთოდ არ მინდა რომ მომიახლოვდე შენ კი შეწყვიტე ჩემს ცხოვრებაში უმიზეზოდ ჩარევა, მიზეზი თუ გაგიჩნდება შემდეგ ვისაუბროთ _ ბოლოს მოსეს მიმართა, ღრმად ჩაისუნთქა , ათრთებული თითები სახეზე ჩამოისვა და ამღვრეული მზერა მხოლოდ ამ უკანასკნელის სისხლმდენ ცხვირზე შეაჩერა წამით, გიგაურისკენ არც გაუხედავს , ისე დააიგნირა მისი არსებობა თითქოს იქ არც არავინ იყო. გავიდა თუ არა დაინახა უჩვეულოდ ბევრი მოსწავლე , რომელსაც მაინცადამაინც იმ დროს მოსურვებია ეზოში ყოფნა. მასწავლებლები ფანჯრებთან იდგნენ, გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო. არავინ არაფერს აკეთებდა, ასე გაჩერება კი არ შეეძლო. ჭორიკნების ჯგუფებს გვერდი აუარა, ეცადა ცრემლებიც შეეკავებინა და ყურადღებაც არ მიექცია, მაგრამ ხომ იცოდა განხილვის საგანი თავად იქნებოდა. მაქსიმალურად მშვიდად მიაბიჯებდა, ისე როგორც სჩვეოდა და არაფერს იმჩნევდა სანამ სესილია არ იპოვნა
_გამარჯობა მას , რა კარგია ისევ რომ ხართ სკოლაში ... ვიფიქრე წასული იქნებოდით და არც კი ვიცი სხვა ვინ დამეხმარებოდა თუ არა თქვენ. დირექტორი როცა არ არის ამათ სიტყვის თქმაც კი არ უნდათ, სანახაობით ტკბებიან , ეშინიათ ვაჩე გიგაურის , მეორე ნაწილი მოსეს საქმეშიც არ ერევა .
_რა ხდება, ჟურნალებს ვამოწმებდი არაფერი მესმის დამშვიდდი და ამიხსენი
_ვაჩე და მოსე ჩხუბობენ , შენობის გვერდით ძველი დარბაზის ნანგრევებკსკენ .მე ვერ გავაჩერე , ამიტომ გაცლა ვარჩიე. თქვენს გარდა ვერავინ გაბედავს ჩარევას და გთხოვთ ან ერთი დაარწმუნეთ ან მეორე
_ეს ბავშვები გამაგიჟებენ, ოდესმე ხომ უნდა წამოვიდეს თაობა რომელი სისულელეების გამო არ დაიწყებს ხელჩართულ ომს და ოდესმე ინტელექტუალურ დონეზე გადაწყვეტენ პრობლემებს _ გოგონასგან განსხვავებით მან ვერც კი გაიაზრა მაყურებლები მის მოქმედებასაც რომ მიადევნებდნენ თვალს, სირბილით დაფარა მანძილი და მიწაზე გართხმულ სისაურზე ზემოდან მოქცეულ ამაღლობელს პირდაპირ მკლავში წვდა _რა ჯანდაბას აკეთებთ ... შეიშალეთ? ეს რა ცხოველობაა _როგორც კი დაინახა ორივეს ჭრილობები მაშინ კიდევ უფრო გაბრაზდა, არ ელოდა მდგომარეობის ასე დამძიმებას _თქვენ რა გაგიჟდით? სკოლის ეზოში , გაკვეთილების მსვლელობისას , სცემთ ერთმანეთს ...გაუშვი მოსე _ ბიჭს აშკარად დაბინდული ჰქონდა გონება , ქალის დანახვამაც ვერ იმოქმედა სანამ არ შეუღრინა. ისე უყურებდა თითქოს ჰიპნოზს უკეთებდა
_აი ისევ მოვიდა და გაჩერებს... რა საყვარლები ხართ ერთად, პირდაპირ გული მოჩუყდება . ბავშვივით მის ჭკუაზე დადიხარ ? დედასაც ხომ არ ეძახი ხოლმე ... შენზე უფროსი ქალი ხო იმიტო გევასება, რომ დედობრივი ზრუნვა რას ნიშნავს არ იცი _ გააგიჟა, მანამდე თუ მხოლოდ გაჩერებას ცდილობდა ახლა გაშლილი ხელი ისე გაარტყა სახეში რამდენჯერმე ,რომ გონება დააკარგვინა ბიჭს . უნდოდა კიდევ გაეგრძელებინა , მაგრამ თავს მოერია, ყელში უჭერდა ბრაზი
_შენი დედაც... მაინც მომიგო. დედას შ.ვეცი _ ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, შეშუპებული ცხვირი, აწითლებული ლოყა და მაინც ის აცოფებდა რომ ბიჭს დაარტყა.
-ვაჩე ... ღმერთო -დეა მანამდე თუ კივილით ხვდებოდა ყველა დარტყმას ახლა ხმა სულ მთლად დაეკარგა . ისე დაეშვა ბიჭთან და მისი თავი მუხლებზე გადაიტანა თითქოს აქამდე სულ მასზე ღელავდა _ რა გააკეთე, ხომ გთხოვდი არ გინდა_თქო _ მოსეს ახედა . გაორება ჰქონდა, ვერ ხვდებოდა რა უნდოდა. _ გამოფხიზლდი რა, ვაჩე- გაყინული თითები სახეზე შეახო, მერე საძილე არტერიაზე გადავიდა და ძლიერი ფეთქვა რომ იგრძნო ამოისუნთქა _ვაჩე, ჩემი არ გესმის? ნუ მაშინებ ...- სესილიაც იქვე იყო, რაღაცებს ეუბნებოდა, ბიჭებიც მოვიდნენ, მოსეც ახლოს იდგა არსად წასულა და მაინც ვერაფერს აღიქვამდა, მხოლოდ ვაჩეს დახუჭულ თვალებს უყურებდა და ელოდა როდის გაუსწორებდა კვლავ თავის მხუთავ ღამისფერებს. არც კი იცოდა რატომ ახსოვდა მათი ფერი, ხომ არასდროს უყურებდა სახეში, მზერას არიდებდა , ზედმეტად არ უახლოვდებოდა. ან რატომ ადარდებდა ის და არა მოსე , რომელსაც მეტი დაზიანება ჰქონდა . რატომ გაუღიმა გონს მოსულს, რატომ მოეფერა და რატომ აკოცა ლოყაზე , რა უხაროდა ასე ძალიან . მოსეს ხელის შეხების საშუალება რატომ არ მისცა, უარი რატომ უთხრა გაყოლაზე , რატომ არავის მოუსმინა, რატომ გაიქცა, ვის გაურბოდა მათ თუ საკუთარ უჩვეულო გრძნობებს.
...........
-სად მიგყავთ- მოსეს მკლავში წვდა და შეაჩერა
-კარგადაა ნუ ღელავ
-დამცინი? ვისთან შედარებითაა კარგად, იმათთან ვისაც ბრძოლის მოგებისას ემშვიდობები?
-გიგაურო, გადმოენძ.რიე და უთხარი რომ კარგად ხარ თორემ გაგიბაზრდა ერთ დარტყმაში რომ ეცემი თავწაცლილი ქათამივით- ამოიოხრა და მანქანის მინაზე მიაკაკუნა. იქედან მხოლოდ აწეული ხელი და გაშლილი შუათითი გამოჩნდა- ხომაა ღირსი მოვტეხო და უკან გავთხარო... ყელშია უკვე - ქალისკენ არ იხედებოდა, ჩუმად ჩაილაპარაკა და მერე შეწუხებული სახით მიუბრუნდა- რა გავაკეთოთ? არ წავიდეთ და ჩხუბი განვაგრძოთ?
-თუ წახვალთ და სხვაგან განაგრძობთ
-რატო გგონივარ ვიღაც შენძრ.ული ბავშვი? ასე რო ვჩხუბობდეთ მე და ეს ერთმანეთი დიდი ხნის დახოცილი გვეყოლებოდა
-ძმაკაცებიც ხომ არ ხართ შემთხვევით, რომლებსაც ერთი გოგო უყვართ და ხან ჩხუბობენ და ხან არა
-აზრზე არ ხართ , გეფიცებით ... ამიტომ უბრალოდ დამშვიდდით და დაუბრუნდით გაკვეთილებს. პირობას გაძლევთ პრობლემები არ შეგექმნებათ ჩვენს გამო, არასდროს
-გგონიასტატუსზზე ვფიქრობ და იმაზე ვინმემ არ მისაყვედუროს?
-ვიცი ჩვენზე ღელავთ , ამიტომ გელაპარაკებით ამდენს
-გამოხვალ თუ წავიდეთ ...
-მოვდივარ - ბიჭებს გასძახა და ზემოდან დახედა- მიშვებთ, ხომ მასწავლებელო
-დამცინი?
-ცოტას...სულ , სულ ცოტას
-სკოლა კი არა ჯოჯოხეთია და ერთი კი არა ათობით ეშმაკი ბუდობს - გამწარებულმა თქვა ,ზურგი აქცია და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა სკოლისაკენ. ბიჭის მზერას გრძნობდა და ისიც ზუსტად იცოდა ,რომ იცინოდა,მაგრამ უკან არ მიუხედავს.
............
მთელი დღე გონებაგაფანტული დადიოდა არადა ყველაზე მეტად დაბადების დღის აღნიშვნა უყვარდა და ამ დღეს ბედნიერების ყველა საშუალებას იყენებდა, მუდამ მხიარული, ენერგიული და მოუსვენარი იყო , გიჟდებოდა საჩუქრების მიღებაზე და ერთისული ჰქონდა ხოლმე როდის გახსნიდა ყველა მათგან, ზოგჯერ სახლში მისვლამდე ვერც იცდიდა და ჩუქებისთანავე იჭყიტებოდა. საგანგებოდ ნაყიდი სამოსიც კი დაავიწყდა სახლიდან გასვლისას, ნათესავები ელოდნენ თორემ წასვლის სურვილიც არ ჰქონდა. მთელი ძალით ცდილობდა კარგ განწყობაზე ყოფნას, მაგრამ თამაში არ გამოსდიოდა, თვალთმაქცობას ვერ ახერხებდა. უამრავ კითხვას უსვამდნენ და ისიც თავის ტკივილს იმიზეზებდა , რომელიც მართლაც აწუხებდა მოჭარბებული ფიქრების გამო. ვერაფრით ივიწყებდა როგორ გაითიშა ვაჩე და შემდეგ ყველა შეგრძნება უკან ბრუნდებოდა რაც იმ რამდენინე წამში განიცადა.
საღამოს რაიონის ერთ_ერთი ყველაზე კარგი რესტორნის მაგიდა ჰქონდა დაჯავშნილი მამას , უარს წასვლაზე ვერ იტყოდა რადგან არც იმდენად ცოტა თანხა დასჭირდა და დაპატიჟებულ მეგობრებსაც ვერაფერს ეტყოდა.
_მაკიაჟს გაგიკეთებ ... მსუბუქს _ სარკესთან იჯდა და თმას ივარცხნიდა უფროსი და რომ შევიდა საკუთარი კოსმეტიკის ჩანთით
_არ მინდა ... შენ ყოველთვის ამეტებ _ მის სახეს შეხედა და ჩაცმულობაზეც გაამახვილა ყურადღება _ კლუბში არ მივდივართ ნია , გთხოვ მშვიდად მინდა სახლში დაბრუნება ამჯერადაც ვინმეს ნუ აიკიდებ
_რა საყვარელი ხარ, ბრბოს ნაწილო ... ბიჭები რომ მოძალადეები არიან და არ ესმით ჩემი უარი ეს მოკლე კაბის ბრალია? არ ვაპირებ თავი შევიზღუდო ვიღაც იდიოტების გამო
_სამაგიეროდ მამას გულის გასკდომას აპირებ და ლუკა უკვე რომ ჩხუბობს შენს გამო ამაზე რაღას იტყვი
_ეგეც სხვებივით ყეყეჩია, რა განსხვავებაა აქ მყოფ კაცებს შორის _ მაინც დაიწყო გოგონას სახეზე მუშაობა
_გთხოვ _თავი უკან გასწია და ადგომა სცადა, მაგრამ გოგომ არ დაანება
_მადროვე , დახუჭე თვალები ... ისეთი ლამაზი ხარ ჩემო სიყვარულო _საბოლოოდ მართლაც მშვენიერი შედეგი მიიღო, მაგრამ დეას ზედმეტი სილამაზეც კი აშინებდა
_მეც მოვდივარ... ამდენ გოგოს მარტო ვერ გაგიშვებთ _ ლუკა 15 წლის იყო, მაგრამ როგორც ნია აღნიშნავდა ისიც არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენებისგან .
_შენი სიტყვა კანონია ამ სახლში ლაწირაკო და ველოდი კიდეც , რომ დაბადების დღეზეც არ მოგვასვენებდი
_შენ კაბის ჩაცმა ყოველთვის რატომ გავიწყდება ?
_განუვითარებელო,ახალი მაინც მოიფიქრე რამე
შემდეგ როგორც ყოველთვის ჩხუბი დაიწყეს, დეას კი მათი გაშველების ენერგიაც არ ჰქონდა. ორივეს გვერდი აუარა და ოთახიდან გავიდა. საშინლად უნდოდა ტირილი, მაგრამ მარტო დარჩენას ვერ ახერხებდა , ყველგან ვიღაც იყო ახლა ხომ საერთოდ მაკიაჟი გაუფუჭდებოდა. მობილურზე გადაერთო, მილოცვებს პასუხობდა და მიმოწერაც განაახლა გოგონებთან . ვაჩეს შეტყობინებები თვალში ხვდებოდა, მაგრამ ყველას აიგნორებდა, ზარებსაც არ პასუხობდა მთელი დღეს განმავლობაში ის კი ისევ არ ჩერდებოდა და ამჯერადაც გამოჩნდა ეკრანზე მისი ნომერი. გათიშვას აპირებდა მამა რომ გამოჩნდა
_არ გაუთიშო , უპასუხე მოსალოცად გირეკავს ალბათ ვინმე მე დაგელოდები _ სავარძელში ჩაჯდა და ტელევიზორსაც დაუწია ხმა , ბავშვს საუბარში ხელი არ შევუშალოო
_გისმენთ _ ხმა უკანკაელბდა , ფიქრობდა რამდენად შეძლებდა მამა ბიჭის ხმის გაგონებას
_მიპასუხე რა... მიპასუხე? -გაოცებული ხმა ჰქონდა
_დიახ , გისმენთ
_არ გამითიშო რა , გთხოვ ... მანდ ვინმეა თუ როგორ მელაპარაკები . შენ რა ჩემი ნომერი ისევ წაშალე?
_მგონი ნომერი შეეშალათ, თანაც რას საუბრობს აშკარად ვერ ვიგებ _ სანამ გათიშავდა მანამ თქვა და მამას გახედა _ შენ წაგვიყვან?
_არააა, ლუკა წაგიყვანთ და მერე გოგოებსაც გაიყვანთ სახლში .
_ლუკას ჯერ რომ არ აქვს მართვის მოწმობა , რომ დააჯარიმონ?
_ხომ იცი რამდენი წელია ატარებს სულ რატომ გეშინია მამი? აი გახდება მალე თექვსმეტის და გავა გამოცდაზე. პაატას რძალს აქვს ეგრე მართვის მოწმობა , გამოდო ეგრევე ფეისბუკზე ფოტო ჩავაბარეო , მაგრამ ის უფრო საშიშია გზაში ვიდრე შენი უპრავო ძმა
_უბრალოდ არ მინდა პრობლემები შეექმნას , თანაც ვიცი დალევს
_ვუთხარი და ერთი ჭიქის მეტს არ დალევს . შენ არაფერზე იდარდო, გაერთე მეგობრებთან ერთად . ჩემო ლამაზო , ეს თვალების მოხატვა ქალბატონმა გასწავლა?
_თვითონ გამიკეთა, არ მომეშვა
_კიდევ კარგი მაგას არ დაემსგავსე თორემ ნამდვილად გული გამისკდებოდა და მეორე შუნტს მე ვეღარ გადავიტან ... როდის მიდის თბილისში ჰკითხე ერთი. მგონი გამოაგდეს და არ ამბობს
_არ გამოვუგდივარ . სულ ცოტა დრო მქონდ და ვიფიქრე სახლში გავატარებდი და თუ გაწუხებთ მამავ ბატონო ხვალვე დავბრუნდები უკან. სამსახურში მაინც ძლივს გადავცვალე მორიგეობები
_რა გიყო სამედიცინოზე არ ჩაგებარებინა ვიცი რასაც ვიზამდი, მაგრამ ჩააბარე და შემიკარი ხელ_ფეხი . შენნაირი ექიმი რანაირია მე არ ვიცი თანაც რა განხრა აირჩია ... სიხარული სიმწარით შემიცვალა
ყელში ჰქონდა ყველაფერი ამოსული, იდგა და ხვდებოდა, რომ იქ იმ სახლში მისი არავის ესმოდა. დედა ჯერ კიდევ ეზოს საქმეებს აგვარებდა, სახლშიც არ იყო შესული . დანარჩენებს კი კამათის გარდა არაფერი გამოსდიოდათ. ყველანი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და მას მაინც არცერთი ჰგავდა. დღის უმეტეს ნაწილს მარტო ატარებდა , როდესაც მისი დახმარება არ სჭირდებოდათ, მაგრამ ახლა არ შეეძლო სხვაგვარად მოქცევა . ვერ იტანდა ლუკას საჭესთან , მაგრამ არავის უკვირდა, პროტესტსაც არავინ გამოთქვამდა ყველა ვისაც მანქანა ჰყავდა სახლში თავისუფლად ატარებდა ,სოფელში განსაკუთრებით.
გასვლამდე დედაც მივიდა, დაღლილი იყო , ბანაობა ვერ მოესწრო და გომურიდან გამოყოლილი სუნი ასდიოდა, ვერ იტანდა ამ სუნს, მაგრამ ამ უსიამოვნო შეგრძნებასაც შეჩვეული იყო.
_იცოდე ჭკვიანად მოიქეცი, შენი და როგორმე აკონტროლე . შენი იმედი მაქვს ხომ იცი, ნეტავ მეც წამოვსულიყავი, მაგრამ უხერხულიაო მოიკლა ნიამ თავი . ზედმეტს ნუ იცეკვებ, იქ კიდე იმდენი ვინმე იქნება , გაილეშებიან და ლუკას ნუ აჩხუბებთ . ტელეფონი ახლოს გქონდეს , თუ რამე მოხდება დამირეკე , მე აღარ დაგირეკავ
_მესმის დედა, ყველაფერს მივხედავ
-ლუკას რატომ არ ეუბნები არ დალიოს ან თუ დალევს მე დამსვას საჭესთან
-შენ აკლიხარ იმ მანქანას
-ხოო, მე ზრდასრული ქალი უფრო საშიში ვარ ვიდრე 15 წლის ტვინარეული ბავშვი , რომელსაც ყვ.რები აბია ჩემგან განსხვავებით და უპირატესობა აქვს მამიკოსგან - გასვლამდე კიდევ ერთხელ გააგიჟა კაცი და მერე ღიღინ-ღიღინით მივიდა მანქანამდე.
ყველა სტუმარი ადგილზე იყო, ყველანი ვისთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა თუმცა დეა კონფლიქტური არასდროს ყოფილა . ლუკა აკონტროლებდა სუფრის ამბებს, მაგიდაც ისეთ ადგილას იყო შედარებით წყნარად რომ იქნებოდნენ და თან იქედან ლამაზი ხედიც ჰქონდათ. ორივე და_ძმა უფრო ერთობოდა ვიდრე თავად, საჩუქრებიც მიიღო და გოგონებიც არ უჩიოდნენ განწყობის ნაკლებობას. ყველას სასიამოვნოდ დაამახსოვრდებოდა ის საღამო , თავად კი სესილიას დანახვისას ისევ იქ დაბრუნდა , კონფლიქტის ზონაში. ქალს უყურებდა და ინსტიქტურად ახსენდებოდა ყველა სიტყვა გიგაურმა მასზე და მოსეზე რაც თქვა. ზოგჯერ ისე უკვირდა ბიჭის გაორებული ქცევა , თითქოს ორ ადამიანს იცნობდა ერთს რომელსაც ბრაზისას გაცოცხლებული დემონი მართავდა და მეორე ჭკვიან ბიჭს,რომელსაც კონკურენციას ძლივს უწევდა.
-კიდევ ერთხელ გილოცავ , მშვენიერო- თბილად მოეხვია და საჩუქრის ყუთიც გადასცა _ იმედია მოგეწონება . ბედნიერ და შენსავით ნათელ ცხოვრებას გისურვებ
_გმადლობთ , დაბრძანდით
მასწავლებელი დიდხანს არ დარჩა მიუხედავად იმისა,რომ უცნობ გოგონებთანაც მალევე შევიდა კონტაქტში. ყველას სმენოდა ინგლისურის ახალგაზრდა მასწავლებლის შესახებ. სულ რამდენიმე წუთით შეყოვნდა და მთელი ეს დრო ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული. ერთი საათიც არ იყო გასული ბავშვებს რომ დაემშვიდობა , ქალაქში მივდივარო მოიმიზეზა, მაგრამ აშკარა იყო იდილიის დარღვევა არ სურდა, წარმოდგენა არ ჰქონდა მასწავლებლის გარეშეც, რომ შეზღუდულები იყვნენ.

ლუკა და სალომე ცეკვავდნენ . მართალც შთამბეჭდავი სანახავი იყო , რესტორანში შეკრებილი ყველა სტუმარი მოცეკვავე წყვილს უმზერდა
_ამათ ერთმანეთი უყვართ თუ უბრალოდ შიგადაშიგ ზ.საობენ _ ნიას ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები, რომ გაიგო გაკვირვება აღარ იცოდა როგორ გამოეხატა
_ვისზე ამბობ_მთელი დარბაზი მოათვალიერა , ლუკას და სალომეს გარდა არავინ ცეკვავდა
_ვისზე ვიტყვი გოგო, შენს დაქალს შენს ძმასთან რა ურთიერთობა აქვს ისიც არ იცი?
_ვის , სალოს და ლუკას?
_ღმერთოო რა სულელი გოგო ხაარ...შენი ლამაზი თვალებით მარტო იმას ხედავ რასაც გაჩვენებენ იმის იქეეთ რა გეშველება არ ვიცი. როდის გაარჩევ ნეტა ანგელოზებს და ეშმაკებს ერთმანეთისგან
_ნუ აბრალებ,გთხოვ ... ლუკა უბრალოდ ეფლირტავება და სალომეს არ მოსწონს. ლუკაზე დიდია და რადგან ცეკვის დროს წყვილში არიან მისი ატანა უხდება
_ ჩემი თვალით ვნახე , რაღაც კონცერტი რომ ჰქონდათ ხომ წავედი. ეგ შენი სალო აჭარულის ფორმაში გამოწყობილი , ნაწნავებით და მთელი ატრიბუტიკით შეკაზმული ისე ოსტატურად კოცნიდა ამ ჩვენს პატარა ლაწირაკს ერთხანს მეც შოკი მქონდა
_იციან რომ დაინახე?
_იქ ხომ არ შევუვარდებოდი, ერთობოდნენ ბავშვები . ისე ხომ ხედავ სულ რა კარგ განწყობაზეა, შენც რომ მისცემდე გამგებლის ბიჭს შანსს არ იქნებოდა ცუდი , განიტვირთებოდი ცოტას. ჩემზე ასაკიანი ჩანხარ ზოგჯერ, არადა მთელი საუკუნით დიდი ვარ
_გემუდარები გაჩუმდი და ეგ მეტჯერ არ გაიმეორო, გთხოვ საერთოდ შემეშვი . არავის ამბები მაინტერესებს, ჩემი პრობლემებიც მეყოფა კიდევ სასიყვარულო დრამები არ დავიმატო
_დრამა მოსესთან გელის და არა ვაჩესთან, შენ კიდე რით ვერ გაიგე რომ კარგი ბიჭობა სიყვარულის გარანტია არაა. მოსეს შეყვარებას ნუ ეცდები იმაზე მეტად ვიდრე ახლა გიყვარს, ძმაკაცური სიყვარული არ გადასხვაფერდება , ვნება არ
_გეყოს! _ ტელეფონიც არ აუღია ისე ადგა და ეზოში გავიდა. სუნთქვა ეკვროდა უკვე, ცეკვა დასრულდა, წყვილს ტაშს უკრავდნენ და ისინიც მშვიდად იღიმოდნენ. ყველაფერი შეიძულა წამში, გულისრევის გარდა ვერაფერს გრძნობდა. ვიწრო ბილიკზე მიაბიჯებდა, თან ეშინოდა გზად ვინმე მთვრალს არ გადაჰყროდა, ირგვლივ იყურებოდა და მყუდრო ადგილს ეძებდა უცებ გაყინული ხელი რომ ჩაკიდეს და წამოიკივლა კიდეც
_ჩშშ, ნუ გეშინია , მე ვარ _ ჯერ ტუჩებზე ააფარა ხელი მერე კი ისე დადგა, რომ მისი სახე დაენახა
_გამიშვი, აქ რა გინდა ... როგორ ადექი საერთოდ
_კარგად ვარ , ნუ ღელავ _თვალი ჩაუკრა და ხელზე შეეხო , ქაღალდის შეკვრა მიაწოდა _ გილოცავ დაბადების დღეს, მაპატიე გუშინდელისთვის . ცუდად მოვიქეცი , ეგოისტი ვით , მაგრამ გეფიცები სხვა დროს თავს შევიკავებ და შენს თვალწინ აღარ ვიჩხუბებ
_ თუ დაპირებაა ის მაინც თქვი რომ საერთოდ აღარ იჩხუბებ. ბოდიში კიდევ არაფერს ცვლის. საჩუქარი არ მჭირდება
_გთხოვ , დეა ასე ნუ მექცევი . ცოტა მაინც ეცადე
_რა ვცადო, გუშინდელი შენი საუბრის შემდეგ რა უნდა ვცადო. აქამდე შენი არ მეშინოდა, ახლა უკვე მეშინია კიდეც ისე დაემსგავსე შენს საყვარელ ბიძაშვილს და გთხოვ , გემუდარები თავი დამანებე...გთხოვ შემეშვი , გთხოვ _თვალები აემღვრა , მერე ტირილის ყველა სურვილი ერთად შეგროვდა და გატყდა. ისე აქვითინდა შეჩერება აღარ შეეძლო, სახეზე ხელების აფარებას ცდილობდა , შებრუნება და წასვლა სურდა, სადმე გაქცევა , ყველასგან და ყველაფრისგან დამალვა, მაგრამ არ შეეძლო. ვაჩემ რაღაც მომენტში წელზე რომ მოხვია მკლავი და გულზე მიიკრა კიდევ უფრო მეტად ატირდა. სუნთქვა აღარ შეეძლო , ბიჭი რაც უფრო ახლოს იყო მით უფრო მეტს ტიროდა
_გემუდარები ნუ ტირი რა ... დეა , პატარავ დამშვიდდი . მორჩა გესმის? მორჩა , გეფიცები მორჩა , შეგეშვები , კარგი? დავასრულე , ოღონდ ცუდად არ იყო _ გოგოს ხელისგულები მკერდზე ეკვროდა, მისი თავი მხარზე ედო და კანზე ეცემოდა ცრემლები. მთელი სხეულით გრძნობდა მის მთრთოლვარე სხეულს . ხელს ვერ უშვებდა, დასრულდაო ეუბნებოდა და კიდევ უფრო მეტად უჭერდა მკლავებს . რაღაც მომეტში გაჩუმდა, აღარ ტიროდა და ზედმეტად დამძიმდა გოგოს სხეული, გონება დაკარგა და ვაჩეს წამი დასჭირდა ამის გასააზრებლად . ზემოდან დაჰყურებდა ფერდაკარგულ, ცრემლებისგან სახედაღარულს და არც ფიქრობდა ხელში აყვანილი ისე მიჰყავდა მანქანისკენ. წამითაც არ დაუშვია ვინმე დაგვინახავსო, დეას გარდა არაფერი ადარდებდა.
-სად ვართ?- გონს რომ მოვიდა მანქანაში ისხდნენ და ირგვლივ მხოლოდ ტყე იყო. ეშინოდა? თავადაც არ იცოდა რას გრძნობდა ან რაზე ფიქრობდა
-როგორც იქნა , შემაშინე ... ასე აღარასდროს მოიქცე
-არ შემეხო- ბიჭმა ხელის შეხება როგორც კი დააპირა მაშინვე კარისკენ მიიწია-აქ რა გვინდა
-ცუდად იყავი და ვერ მოვიფიქრე რა გამეკეთებინა... უკანა ეზოში ვართ ნუ ღელავ
-რა მარტივად უყურებ სამყაროს ... სულ ერთი ადამიანი კმარა აქ რომ დამინახოს,მანქანის უკანა სავარძელზე შენთან ერთად და მერე უბრალოდ აღარაფერი იქნება
-სულ გაფითრდი... არ მჯერა ,რომ ჩემი ასე გეშინია
-შეიძლება ,რომ არ მეშინოდეს ? ნებისმიერი შეგიძლია ცემო და წამში შეგიძლია აფეთქდდე , რომ არ ვიცოდე ვინც ხარ ვიფიქრებდი რომ შენი IQ ფსკერზეა
-კანკალებ ... ამის დედაც - უყურებდა და თვალებს ვერ უჯრებდა- აქამდე როგორ მივედით ...ასე როგორ დავეშვი - გოგოს აღარ უყურებდა, სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და სწრაფად მოუკიდა - მორჩა... ესაა უკანასკნელი მომენტი როცა შენ ჩემი გეშინია, როცა მე შენს კომფორტის ზონას ვარღვევ. დასრულდა !
მიდიოდა და ვაჩეს სიტყვები უტრიალებდა გონებაში. არ სჯეროდა, ან იქნებ არ უნდოდა რომ დაეჯერებინა . აღელვებული იყო, ჩვეულებრივზე მეტად არეული და ფიქრებშიც გიგაურის გარდა არავინ ჩნდებოდა, მას ეკავა მთელი სივრცე.
………………….
-რა ხდება? ბიჭები სად არიან ? მარინა შემომივარდა მეხუთე კლასელებთან , ნახევარი კლასი დამხვდა და რა ხდება რეპეტიტორებთან რადგან დადიან ქართული აღარ უნდათ ჩავუტაროო? ბავშვებო ხომ გთხოვეთ არა? - ქალის ისტერიკის შემდეგ აღელვებული იყო- სად გაქრნენ, ისევ კალათბურთს თამაშობენ? თუ ფეხბურთს... იმ სკოლაში ხომ არ წასულან ისევ. ახლავე მითხარით სანამ დირექტორი გაიგებს
-მოსესთან არიან მას
-ამ დროს რა ხდება მოსესთან, აბა ჯერ არ მაქვს ბრძოლაო?
-ბებია გახდა ცუდად, საავადმყოფოში გადაიყვანეს . მასთან არიან ,მას
-რაო, როგორ არისო
-ცუდადო , ინსულტი გაუმეორდა . ადრეც უთხრა ექიმმა მძიმედააო , შარშან გულზე გაუკეთა ოპერაცია და ისიც აწუხებს . მძიმედააო ძალიანო , საბა მწერს
-ახლა სახლში არიან მოსესთან, მეზობლებთან ერთად აწესრიგებენ ყველაფერს
-კარგით ბავშვებო , უთხარით ნუ მოვლენ სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება- დამძიმდა, ქალის სახე დაუდგა თვალწინ, მისი თბილი მზერა და ხმა , ემოციები რომლებიც მასთან შეხვედრისას გაუჩნდა. სულ ერთხელ შეხვდა და ისე ეტკინა თითქოს დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდათ. ტყავში ვერ ეტეოდა, მოსვენება ჰქონდა დაკარგული. გაკვეთილები გადაანაცვლა და წავიდა, საავადმყოფოს ეზოშივე დაინახა ბიჭი . კაცთან ერთად იდგა, სახეზე უამრავი ემოცია ეწერა. შორიდანვე ეტყობოდა,რომ ეჩხუბებოდა , მუშტები შეკრა და წონასწორობადაკარგული კაცის ნაცვლად იქვე აღმართულ ხეს დასცხო ის კი იქვე გრძელ სკამზე მიწვა . მთვრალი იყო . გაუპარსავი, არეული თმით , ჭუჭყიანი ტანსაცმლით, ტალახიანი ფეხსაცმლით იწვა საავადმყოფოს ეზოში და დახმარების ნაცვლად ცხოვრებას ურთულებდა შვილს. თავი უხერხულად იგრძნო, უნდოდა მანძილი გაეზარდა ,მაგრამ მოსემ მალევე შეამჩნიადა წამსვე გამოესახა სახეზე გაკვირვება
-სესილია , აქ რას აკეთებ ? ცუდად ხარ?- წამითაც არ დაუშვია,რომ იქ მის გამო იყო, ისე ათვალიერებდა თითქოს პრობლემას ეძებდა- ექიმთან ხარ ?
-მე კარგად ვარ -სწრაფად უპასუხა, გრძნობდა მღელვარებას მის ხმაში - შენთან ვარ . გირეკავდი, მაგრამ არ მიპასუხე და მოვედი. ბევრ კარგ ექიმს ვიცნობ და თუ რაიმეთი შემიძლია დახმარება ,გთხოვ არ მოგერიდოს
-ნინას გარდა ვერავინ დამეხმარება, კიდევ უნდა მოინდომოს ჩემთვის და არ დამტოვოს- სესილიას მზერას არ აშორებდა , თვალები კი სულ მთლად სითხით ჰქონდა დაფარული
-ჩვენ რომ შევხვდით, მითხრა მოსე მაცოცხლებსო . მისი იმედი შენ ხარ , იცოდა ყველაფერს აკეთებდი და მეც მიმახვედრა რამდენად კარგი ხარ მისთვის. თუ რაიმე რესურსი აქვს, აუცილებლად გამოიყენებს და დაგიბრუნდება
-მადლობა , ბევრს ნიშნავს ჩემთვის შენი აქ მოსვლა
-აღარ შეგაყოვნებ, ჩემი ნომერი იცი თუ იქნება რაიმე რისი გაკეთებაც შემეძლება დაუფიქრებლად დამირეკე - ნაბიჯი უკან გადადგა , ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და შენობისკენ დაიძრა. ვერ წავიდა, ქალის უნახავად იქედან წასვლა არ უნდოდა , ვერ იჯერებდა რომ ეს მასთან უკანასკნელი შეხვედრა იქნებოდა ,მაგრამ მაინც მოსესგან დამოუკიდებლად იპოვნა ნინას პალატა და გონს რომ მოვიდა მის გვერდით იჯდა
-ჩემო გოგო, ჩემი დრო მოვიდა ... რა კარგია აქ რომ ხარ- საუბარი უჭირდა , თითები სულ ოდნავ მოუჭირა გოგონას მტევანზე - რა კარგია
-თავი არ დაიტვირთოთ , ნიღაბი გაიკეთეთ ... აქ იმიტომ შეოვედი რომ გითხრათ არ შეგეშინდეთ. დავრეკე რამდენიმე ექიმთან ახლა ესაუბრებიან თქვენს ექიმს და - ხმა აუთრთოლდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ბებოს მეორედ კარგავდა ამჯერად კი დამშვიდობების შანსს იყენებდა - ყველაფერი გამოგივათ..მოსე გარეთაა, ისე ნერვიულობს მის გამო უნდა შეძლოთ
-აღარ გამოდის ბები... მე ვეღარ ვეყოლები . შეუძლებელი არაფერია-თქო უთხარი ,სულ გაახსენე ჩემი სიტყვები და შენც არ დაგავიწყდეს
-სწორედ ამიტომაც ექიმები დაგეხმარებიან ,შეუძლებელი არაფერია
-სიკვდილთან ბევრი ომი მოვიგე ბები , დროა უკვე . ჩემი მოსე იპოვნე
სესილია ამ დროს პირდაპირი მნიშვნელობით იგებდა ქალის სიტყვებს და კიდევ დიდხანს ვერ ამოხსნა ნინას დანაბარები. დერეფნის ფოლოს ფანჯარასთან იდგა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვით ცდილობდა ემოციების დალაგებას , მოსეს ნახვა არ უნდოდა წასვლას აპირებდა მის მხარეს მიმავალი რომ დაინახა , პალატიდან გამოსულს თავიც არ აუწევია ისე მიაბიჯებდა . მერე კედელს მიეყუდა, წელში მოიხარა და მუხლებზე ხელისგულებით დაყრდნობილი იატაკს დასჩერებოდა მანამ სანამ თეთრხალათიანი ბიჭი არ მიუახლოვდა. მათთან მისვლა ვერ გაბედა, შორიდან უყურებდა , არ ესმოდა ექიმი რას ეუბნებოდა, ხედავდა მხარზე მოჭერილ ხელს და შემდეგ უკან, პალატისკენ გაქცეულ ამაღლობელს სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს.
ნინა აღარ იყო , მოსე სრულიად მარტო დარჩა . ეზოში მდგომი ,დამტვრეული სკამიდან წამომდგარი მთვრალი კაცი ბანცალით დაიძრა შენობისკენ ,მაგრამ გზა ბოლომდეც არ გაიარა, იქვე კიბეზე დაჯდა და საკუთარი ტკივილი თავისებურად მიიღო. მას არ შეეძლო ნუგეშისცემა , ის შვილისთვის მამა არ იყო .
.........................
წუთები ჰქონდა მხოლოდ, როდესაც ირგვლივ არავინ იყო. მარტო დარჩა ქალის სითბოშერჩენილ უსულო სხეულთან, ნელა მიდიოდა, თითქოს ფეხებზე მძიმე გირები დაჰკიდესო , იბრძოდა საყვარელ ადამიანთან მისაღწევად , ძალას იკრებდა აკანკალებული ხელის ჭაღარა თმაზე შესახებად. მერე ზღვარი გადალახა, დაღარულ შუბლზე აკოცა ,ერთხანს ასე თავდახრილი იდგა, არაფერს ამბობდა და აკეთებდა . მოულოდნელად შებრუნდა და ოთახი ისე დატოვა უკან აღარ მიუხედავს. დერეფანში მდგომი ქალის დანახვისას სახე შეეცვალა, ხელის ერთი მოძრაობით მოიშორა ცრემლები და მათკენ მიმავალ ბიჭს გახედა
-ვიზიარებ ძმაო. უფალმა დაუმკვიდროს ცათასასუფეველი- მწვანე ფორმაში გამოწყობილმა მხარზე შეახო ხელი - ბიჭები გზაში იყვნენ უკვე , მოვიდოდნენ კიდეც
-მადლობა ნიკო, ყველაფრისთვის გადამეხადოს. ეს მიეცი რა ექიმს - ჯიბიდან ფული ამოიღო
-არ გრცხვენია, შეინახე ეგ დაგჭირდება შენ
-აუ არ დამაწყებინო ახლა ჭიდაობა რა . ნუ შემომატარებ მთელ კლინიკას მის სანახავად, გამომართვი - ხელში მიაჩეჩა ქაღალდის კუპიურა და მერე ტელეფონი აიღო - მიდი მიხედე საქმეებს შენ
-სად მიშვებ , აქ ვიქნები ბიჭების მოსვლამდე
-აქ არიან უკვე ... საკაცე მოატანინე რა რო წავიყვანოთ - ტელეფონში ნომერს ეძებდა, შუბლს თითებით ისრესდა და თან სესილიას უყურებდა . ბიჭი რომ წავიდა მაშინვე მიუახლოვდა- მასწავლებელო მე თქვენ ხომ დაგემშვიდობეთ? - ბრაზობდა თითქოს
-ისე გამოვიდა რომ დავრჩი... რა
-არაფერი! გმადლობთ, ნახვამდის .
-მაგრამ - აღარ მოუსმინა, ზედმეტად უხეშად დაემშვიდობა, ზურგი აქცია და როგორც კი უპასუხეს მის ზარს მაშინვე საუბარში ჩაება
-შოთა ხარ ,ხო? მე მოსე ვარ ამაღლობლი, აკაკის მეგობარი ... ხო, თაფლის არაყი კიდევ მაქვს . ახლა საქეიფო ვითარება არ მაქვს, ბებია გარდამეცვალა - თქვა თუ არა მაშინვე თავზე მიუჭირა თითები და კედელს მხრით მიეყრდნო - მადლობა. მაცივარი და მერე სასახლე მჭირდება , ხო რომ მოხვალთ მერე ვილაპარკოთ მაგაზე. ერთ საათში , კარგით. მადლობა , მადლობა - გათიშა თუ არა სხვაგან გადარეკა- მოხვედით ხო? მანქანა უკანა კართან მოიყვანეთ რა ძმურად ... არ მინდა ამოსვლა ნუ შემ.ცი ახლა რა . მე კარგად ვარ და არ მინდა ეს მოფერებები შენ მაინც ნუ გაატრაკებ გთხოვ- სკამზე დაჯდა, თავი დახარა და საკუთარ ხელებს გაუსწორა მზერა- ისევ არ მიდიხარ, რატომ? საქმე არაფერი გაქვს?
-მოდიან უკვე... შენ მე წაგიყვან. ყველანი შენთან არიან
-საჭირო არ არის სიკეთის მსგავსი გამოვლინება, მასწავლებელო
-ნუ იჭრები ჩემს უფლებებსა და სენსიტიურ გრძნობებში , უფლებას მიზღუდავ ქალთან გამომშვიდობების, რომელთანაც მე ჩემი პირადი კავშირი მქონდა.
-რა კავშირი
-აუცილებლად გიამბობ , როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა
ქალის ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ სახლში დაასვენეს. ეზოში შეკრებილი სამეზობლო ცრემლების თანხლებით მიჰყვებოდა მეორე სართულზე ამავალ კიბეს. მოსე მთლიანად საქმეების მოგვარებაზე იყო გადართული, სულ ვიღაცას ესაუბრებოდა და გადაწყვეტილებებს იღებდა. ყველანი მის გვერდით იდგნენ, მაგრამ მაინც მთელი ტვირთი მის მხრებს აწვებოდა.
-ჩვენ წავალთ , ყველაფერი ისედაც მოწესრიგებული ჰქონდათ. მხოლოდ ავეჯი გადაადგილეს კაცებმა ზალაში
-არ იცოდე მაინც მოსე როგორია, თეფშს არ ტოვებდა გაურეცხავს სახლიდან გასვლისას
-ჩემთან წამოდით , დედამ დამირეკა დაღლილები ხართო . მას , თქვენც ხომ არ წამოხვალთ? - გოგონები მხოლოდ კეთილ ნებას იჩენდნენ , მათ თავზე ტრაგედია არ ტრიალებდა. ერთი სული ჰქონდათ როდის მოშორდებოდნენ ამ უსიამოვნო გარემოს და იჭორავებდნენ ყავისა და ტკბილეულის თანხლებით
-თქვენ წადით, მე მასწავლებლებს დაველოდები...
-კარგით, ნახვამდის მას
სახლში შევიდა, არავის და არაფერს აქცევდა ყურადღებას, მხოლოდ მოსე აინტერესებდა და ამ შეგრძნების გააზრების დროც არ ჰქონდა, ინსტიქტურად მოქმედებდა. დერეფანში მარტო იყო, ყველანი მიმოფანტულიყვნენ. სკამზე იჯდა და ტელეფონს დაჰყურებდა
-არაფერი მითხრა... სხვა დროს ვისწაუბროთ ან ვიჩხუბოთ
-მოუშორებელი ვინმე ხარ, თავს ვერ გაღწევ
-რამდენიმე თვეც და მერე გათავისუფლდები
-ნეტავ - ქვემოდან ახედა და ის იყო ხელზე უნდა შეხებოდა ქვემოდან კივილის ხმა რომ გაიგეს- დედას შ.ვეცი - ჩუმად თქვა , ფეხზე წამოდგა და ფანჯრიდან გახედა კიბეზე მიმავალ ქალს რომელსაც თან მიჰყვებოდა ხალხის მზერაც - შენი წასვლის დროა , მასწავლებელო
-დედააააა, დედიკო ვეღარ გაგიძლო გულმა . ჩემო ტკბილო დედობილო, შენ ხო დედამთილი არ ყოფილხარ არასდროს. პირველი რძალი მე ვიყავი, ა გიჟდებოდი ისე გიყვარდი . როგორ გაგიმწარეს სიბერე , როგორ ვერ გაიხარე უზნეო ადამიანების გამო - ქალი ისე გაჰკიოდა ყველას ესმოდა, მხოლოდ ცრემლები არ ჰქონდა, მშრალ სახეზე იფარებდა ცხვირსახოცს. უკან მიჰყვებოდნენ ქმარი და ქალიშვილები. გოგონები ნამდვილად ტიროდნენ, მოსეს მოეხვივნენ და ბიჭმაც ორივე ძლიერად ჩაიკრა გულში.
შემდეგ ჭირისუფლებისთვის განკუთვნილ სკამებზე განლაგდნენ შავებში შემოსილი ქალები რომელთაც ერთმანეთთან საუბარი და ახალი ამბების გაცვლა უფრო აღელვებდათ ვიდრე გარდაცვლილთან გამომშვიდობება. ქალს ბევრი ნათესავი ჰყავდა, მაგრამ არავის ტკიოდა უმისობა ისე როგორც მოსეს, სხვა ყველას ჰყავდა ვიღაც გულშემატკივარი ამაღლობელს კი იმ დღიდან სრული მარტოობა ელოდა. სხვები ყალბ ცრემლებს ღვრიდნენ მას კი გრძNობების გამოხატვისთვისაც კი არ ჰქონდა დრო, არც თავისუფლება და ყველა საქმეს აკეთებდა დროის გასაყვანად, წამით არ ჩერდებოდა სანამ მთვრალ მამას არ გადააწყდა
-გეყოფა უკვე- კაცს ჭიქა აართვა ხელიდან
-დედაჩემის გლოვასაც არ მაცლი შე დედამოტყნლო? - ბიჭისგან განსხვავებით ხმამაღლა უპასუხა, ხელი აუქნიადა კვლავ აიღო ჭიქა - ღმერთმა გაანათლოს ,დაისვენა გზა მართალს იყოს- ძლივს იდგა ფეხზე, სიტყვებსაც ისე ამბობდა პირველად თუ უსმენდით შინაარსის გაგებაც გაგიჭირდებოდათ
-დაუჯერე ახლა მაგ ბოვშს , ნუ აწვალებ ცოდვაა - სკამზე მჯდომმა მოხუცი ჯოხს დაეყრდნო და ფრთხილად წამოდგა- წავალ ახლა მე, თუ რამე დაგჭირდეს ბაბუკო დოუძახე ჩემებს და მეიხმარე რაც გინდა და რაფრაც გინდა- მოსეს მიმართა, დანანებით გააქნიათავი მის გვერდით მდგომის დანახვისას - ამას არ უყურო ბაბუკო შენ არ ეიშალო ნერვები
-ნეტა შენ რა იცი გამოსულელებულო ბებერო... ჩემ შვილს ჩემზე უკეთესად მიხედავს ვინმე? ვითომ ძაან შეგტკივათ გული, მთელი ცხოვრება ეჩხუბებოდით შენ და შენი ძროხა ქალი დედაჩემს. მოკვდა და ახლა რა გინდა, მოუცუცქდა მოსეს . ბებერი მელა
-ოხ შე ტუტუცო კაცო , უნამუსო , უსირცხვილო რას მეუბნები თუ გებულობ მაგ გამოშტერებული თავით - მოხუცი ისე განერვიულდა მთელი სხეულით თრთოდა- საწყალმა დედაშენმა კიდე კარგად გაგიძლო ,მამაშენსაც შენ გოუხეთქე გული , შენმა უკუღმართობამ. ახლა ამ ბიჭს გინდა ოურიო ცხოვრება ხო?
-დავაი ახლა აქედან , არ მინდა შენი ბოდიალის მოსმენა ... შენ ბ.ზ გოგოს მიხედო გირჩევნია, ტრაკს რო ვერ აჩერებს . მე ჩემს თავს მივხედავ - ისევ სვამდა და ოდნავადაც არ აღელვებდა ეზოში მყოფების ყურადღებას რომ იქცევდა. მოსე ჯერ ითმენდა, უკვე ისე იყო თავის გაკონტროლება აღარ შეეძლო . ჭიქა ხელიდან ააცალა, ხმაურით დადგა მაგიდაზე და წინ გადაეღობა
-სახლში შედი ახლავე და სანამ არ გამოფხიზლდები გარეთ ფეხ გამოდგმული არ დაგინახო თორემ გეფიცები , ყველაზე წმინდას გეფიცები ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ
-რომელ წმინდას ერთი ,გაფიცებ ეგ მითხარი და წავალ, ბ.ზ დედიკოს ხო არა... შენ მე ვინმეში ხომ არ გეშლები . რას მიბრძანებ ამ ჩემს სახლში შე პატარა ღლაპო ... ვისაც არ ვევასები დამეხიოს ყველა -ხელებს შლიდა, ხმამაღლა ლაპარაკობდა და თან წონასწორობას ძლივს იცავდა მოსეს ოდნავაც რომ ეკრა ხელი მაშინვე წაიქცეოდა
-სახლში შედი ან საერთოდ წადი , გამეცალე სანამ გითმენ . გაფრთხილებ, ახლა ისე ვარ არაფერი შემაკავებს
-რა იყო მმალავ? გრცხვენიაჩემი ? მე გაგაკეთე ხოარ გავიწყდება ...მე რო არ ვიყო სულ არ იქნებოდი და ახლა თავიდან მიშორებ შე უმადურო ბ.ზიშვილო? დედაჩემს ძაან იმედი ქონდა შენი, მარა აგერ ზალაში წევს , რა უქენი ...მაგარი ბიჭი რომ ხარ და ვითომ ძაან მაგარი ნაცნობები გყავს და ჩემზე უკეთესი ხარ . თავი მტკივაო იძახდა და ეგ იყო
-შენ სახლში იყავი დღეს? - უცებ წაეშალა სახე. მანამდე თუ წასვლას აპირებდა მერე გაჩერდა და მანძილის დაფარვა დაიწყო- ამოღერღე, შენ დილას სახლიდან რომ გახვედი მერე დაბრუნდი? სახლში იყავი ცუდად ვარო რომ თქვა და მაინც დატოვე ? - ღრიალებდა, არავინ და აღარაფერი აინტერესებდა. უყურებდა და კითხულობდა , მის წინ მდგომ უსუსურ კაცს უსიტყვოდ ცნობდა- რამდენჯერ გთხოვე, გემუდარე რომ თქვას ცუდად ვარ , მაშინვე დაუძახე ლელა ბიცოლას , წნევას გაუზომავს-თქო , რამდენჯერ გაგაფრთხილე თუ დაინახავ რომ შეუძლოდაა მარტო არ დატოვო-თქო შენ რა გააკეთე, მარტო დატოვე არყით რომ გაგევსო კუჭი?
-მე რა ვიცოდი , მასე იყო ეგ სულ... ამდენი წელი არ მომკვდარა და რა მეგონა დღეს თუ წავიდოდა -მოსეს შეჩერება ვერავინ მოასწრო, ეზოშიც ბევრნი იყვნენ და სახლშიც , მაგრამ არავის ეგონა ყველაფერი ასე თუ დასრულდებოდა .
-მოგკლავ, არ გაცოცხლებ, შენ გამო აღარაა ... შენ გამო დამტოვა - ღრიალებდა და ხელს არ უშვებდა.
-მოსე არ გინდა ...დაახრჩობ ,მოსე მოკლავ და ყველაფერი დასრულდება . გთხოოვ , გემუდარები გონს მოდი- მეორე სართულიდან სირბილით დაფარა მანძლი ქალმა, კაცებს შორის გაიარა და ბიჭს რომ ვერ შეეხო ხმა მიაწვდინა მხოლოდ .მის თვალებს რომ გადააწყდა შვებით ამოისუნთქა.
-თავის ოთახში შეიყვანეთ, რომ დავინახო გეფიცები მოვკლავ - ბიძას უთხრა და სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა ეზოს უკანა ნაწილისკენ. ისე მიჰყვა არაფერზე უფიქრია, რთული იყო დადევნება, ისე სწრაფად მიდიოდა ეზოს დატოვების შემდეგ ,მაღლა აღმართს მიჰყვებოდა ქალისთვის უცნობ ვიწრო ბილიკებს თითქმის სირბილით ფარავდა სანამ სახლებს არ გასცდა და ღრიალი არ დაიწყო. ხეებს შორის იდგა და მუშტებს მანამ ურტყამდა ხის მერქანს სანამ სესილიამ არ დაიჭირა
-ღმერთო ახლა გული გამიჩერდება- ძლივს სუნთქავდა და წელში მოხრილი მკერდზე ხელს იჭერდა მეორეს თითები კი ბიჭის მაჯაზე ჰქონდა შემოხვეული - იღრალე ,მაგრამ ამ ხელებს შეეშვი, რამე რომ დაგიზიანდეს დაემშვიდობე მერე შენს პროფესიას - ხესა და ბიჭს შორის იდგა, ღრმად სუნთქავდა, ორივე ხელით მოსეს მტევანს იჭერდა ,მკერდზე მიიკრო და სისხლმდენ კანს წარბებშეკრულმა დახედა- მესმის ცუდად ხარ,მაგრამ საკუთარ თავს ნუ ვნებ , შენ ხომ არაფერი დაგიშავებია ასე ნუ ექცევი თავს , შეგებრალოს ცოტათი მაინც, დაინდე და მასზეც იზრუნე. ბებო აღარ არის , მაგრამ სულ შენს გულში იქნება . ახლა გგონია,რომ სრულიად მარტო ხარ ამ საშინელ სამყაროში და აღარავის ადარდებ, მაგრამ ასე არ არის. სულ იქნება ადამიანი ვისაც შენი ბედი აღელვებს, ვისაც ატკენს შენი ცუდად ყოფნა და გაახარებს წარმატება . სულ რომ არაფერი შენ საკუთარი თავი გყავს და მე ვისაც ვიცნობ ეს ბიჭი მათ შორის ყველაზე ძლიერია . მესმის რთლია, მაგრამ გთხოვ ეცადე იპოვნო გზა სიცოცხლის გასაგრძელებლად, სწორი მიმართულება ,რომელიც მოგცემს ძალას არდანებების -ლაპარაკობდა, უყურებდა და მის მტევანს თითებს არ უშვებდა სანამ საუბრის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ამაღლობელმა ისე მოულოდნელად მოხვია მკლავები და მოეხვია სუნთქვაც კი შეეკრა. მხოლოდ არეული გულისცემის ხმა ესმოდა, ხმაურიანი და ჩქარი ტემპით რომ ფეთქავდა და ბიჭს ეკუთვნოდა. უცნაური სურნელი ,რომელსაც თავს ვერ აღწევდა, წამები საუკუნოდ გაიწელა სულ ცოტა დრო გავიდა სანამ ყელზე მხურვალე ტუჩების შეხება იგრძნო და მერე დადუმებულმა გულმაც უმატა დარტყმებს
-არ გაბედო! შეუძლებელია !
-პირველად დაგიჯერე - თითები სახეზე შეახო და აწითლებულ ღაწვებზე გადაატარა- შენ მჭირდები სიცოცხლისთვის, შენ ხარ ჩემი სწორი გზა !
-არა, არა და არა. მე ვარ შეუძლებელი ! ღმერთო ჩემო... შენ ჩემი მოსწავლე ხარ , ახლა ვერ აზროვნებ, სისხლი გიდუღს და ხო არაჩვეულებრივია , ამ მეთოდით დამშვიდება, მაგრამ მე არა, სხვა ვინმე უნდა იპოვნო თუ ბრაზის ჩახშობა ასე ,ამ მეთოდით გინდა. მე ახლა , უნდა გამეცალო და წავიდე სანამ შემიძლია გავითვალისწინო შენი მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობა
-პირველად პირისპირ რომ ვისაუბრეთ იმ მომენტიდან მინდოდა კოცნით გამეჩუმებინე და ახლა უბრალოდ ისე ცუდად ვარ, იმდენად გამოფიტული,რომ თავის გაკონტროლება ნამდვილად არ შემიძლია, გეფიცები .... ზღვარს მიღმა ვარ, მორჩა დღეიდან მარტო ვარ და არავის მიმართ გამაჩნია ვალდებულება, საკუთარი თავის გარდა აღარავინ მყავს მე კი მხოლოდ შენ მინდიხარ-ნიკაპქვეშ ამოსდო თითები და ცერი ტუჩებზე შეახო - თავს ებრძოდა, მაგრამ ქალის წინააღმდეგობა ,რომ არა ნამდვილად აკოცებდა
-საერთოდ არ მომწონს ის ფაქტი რომ შენი ნდომის ობიექტი ვარ ... ალბათ არის რაღაც გამომწვევი იმაში რომ მასწავლებელი გიზიდავს , მაგრამ მე არასდროს გიპასუხებ იგივეთი და შენ ახლა თუ არ მომშორდები ეს იქნება ძალადობა
-უსაყვარლესი ხარ როცა ღელავ, სიტყვებს ეძებ რომ ზღვარს არ გადახვიდე და სტაბილურობა შეინარჩუნო. ყველაზე ლამაზი ხარ
-მგონი ემოციური კრიზისგან ბოდვა დაიწყე
-სხვა დროს ვისაუბროთ ახლა არც მე მაქვს ძალა ჩემი გრძნობების ახსნისა და მტკიცების და არც შენ ხარ გააზრებისთვის მზად
-შეუძლებელია !
-რამდენჯერ უნდა გაიმეორო ეგ სიტყვა ? შესაძლებელია სრულიად და მოხდა კიდეც
-არაფერი მომხდარა
-არ მითხრა დავივიწყებო - ჩაიცინა და თავი გვერდით გადახა-ძალიან გთხოვ გაამართლე შენი ასაკი და ნუ მოიქცევი სულელი ბავშვივით
-სულელი ბავშვი რომ არ ვარ ამიტომაც
-ნუ მეწინააღმდეგები თორემ ისევ გაკოცებ ,ამჯერად სხვაგან... ახლა კიდევ უფრო გამიჭირდება თავის კონტროლი
-მარაზმია, წარმოუდგენელი, დაუშვებელი,შეუძლებელი!
-შეუძლებელი არაფერია და ესაა პირველი რაც ბებომ მასწავლა
…………..
სახლში არავინ რჩებოდა, ყველანი მეზობელთან ატარებდნენ ღამეს. ეშინოდათ მიცვალებულთან ერთად ერთ ჭერქვეშ დარჩენა . მხოლოდ მოსე არ ტოვებდა სახლს, მისთვის იყო ღამეები მშვიდად ჩამოჯდებოდა განათებულ ზალაში და ჩუმად კითხულობდა ლოცვებს. რაღაც მომენტში ყველაფერი აირია და ცრემლები თავისთავად წამოვიდნენ. იმ ღამით ბოლოჯერ ხედავდა და ამჯერად ცრემლებს სიტყვებიც მოჰყვა , უკანასკნელი საუბარი რომელსაც პასუხი არ მოჰყვებოდა
_უშენოდ ყველაფერი ცარიელი და ყალბია. არავინაა ვინც გაიხარებს ჩემი წარმატებებით, ვინც იამაყებს და ვისაც ასე უანგაროდ ვეყვარები ... როგორ დამტოვე . სულ არ შეგეცოდე? მთელი ეს დრო დაკარგულივით ვარ , ხვალ აქაც არ იქნები , ეს დღეებიც რა უცებ გავიდა , ბე ... _უყურებდა და შეხებას ვერ ბედავდა, არ უნდოდა სიცივე ეგრძნო , არ უნდოდა ჩახუტებისას ის თბილი სურნელი დაეკარგა , ეშინოდა, რომ თუ გაყინულს აკოცებდა მერე სულ ამ შეგრძნებას გაიხსენებდა პირველს და არა ყველა დანარჩენს. მხოლოდ ვერცხლისფერ თმაზე შეეხო , ისე ეფერებოდა როგორც ადრე , პატარა ბავშვივით _ შენს მოსეს რომ ნახავ ის მოგეფერება თმაზე, ბე ზუსტად ისე როგორც გიყვარდა . გემუდარები არ დამტოვო რა, თუ მართლა არსებობს ყველაფერი ეცადე, რომ გამაძლებინო ამ ხალხისთვის . შენთვის მოცემულ პირობას არ დავივიწყებ , არასდროს დავნებდები ,რამდენჯერად არ უნდა დავეცე _ შემდეგ ნაბიჯების ხმა გაიგო , გარეთ გათენებულიყო , მაგრამ ჯერ კიდევ არავის ელოდა. გაუკვირდა კართან ატუზული მამის დანახვა
_გამოდი , ხომ იცი ვერ შემოვდივარ
_მთვრალი ხარ ისევ? _ თეთრ გარსს მთლაიანად ფარავდა წითელი კაპილარები, არყის სუნი ასდიოდა, ყარდა _იბანავე მაინც , ყარხარ _ გვერდის ავლას აპირებდა კაცი რომ წვდა მკლავში
_ჩემთვის არ უნდა დაგერტყა , ხომ გითხარი მე არ გაპატიებ არასდროს_თქო
_შენ რომ კანის აძრობამდე მცემდი ჯოხით , შეგეშინდა იგივე არ გამიკეთოსო? _ ამ კაცს რომ ხედავდა ვერაფერს გრძნობდა, გარდაცვლილი ქალი უფრო მეტ სითბოს იწვევდა ვიდრე ცოცხალი მამა , რომელიც ხელისგაწვდენაზე ჰყავდა. მისგან არაფერი ახსოდა, არცერთი ბედნიერი მომენტი, წამიერი სიყვარულის გაელვებაც კი . განა უმადური იყო, პირიქით იმაზე მეტს აკეთებდა მისთვის ვიდრე თავად კაცს ჰქონდა შვილისთვის გაკეთებული. თავად უფრო იყო მამა, მზრუნველი და მარჩენალი.
_საშიში ხარ , სწორია ჩემი ძმა ... შენ დედაშენისნაირი უნდობი ხარ. ნებისმიერ დროს მიღალატებ და გამაგდებ , მაგრამ ვერ გამაგდებ _კმაყოფილმა გაიცინა და მიაყენა დარტყმა, რომელმაც ნამდვილად დააკარგვინა წონასწორობა ბიჭს _ეს სახლი ჩემი აღარაა , შენიც არასდროს იქნება და ვერაფერს იზამ
_სახლი ვის მიეცი ...რას მეუბნები _ თვალთ დაუბნელდა, ძლივს უყურებდა
_გუშინ გადავუფორმე ... მორჩა , ყველაფერი ჩემი ძმისაა . აქ ბრუნდებიან და ისინი მომხედავენ. შენსავით არ დამიწყებს უფროსობას და ჭკუისსწავლებას
_თავისი სახლი კაზინოში წააგო თუ ბანკმა გაუყიდა ჩემსას რომ მოადგა. სოფელში დაბრუნება იკადრეს? ქალაქში აღარ დაედგომებოდათ და მოტყდნენ შენ კი სახლი გადაუფორმე? რომელი სახლი გადაუფორმე ბანკს რომ გამოვგლიჯე, ლამის შევაკვდი ისეთი ბრძოლა მოვიგე და მთელი ფულიც არ მეყო ბიჭებმა მასესხეს ეს სახლი რომ შემენარჩუნებინა ეს ნანგრევები, ბოსელი გამოვისყიდე , მთელი წელია ვარემონტებ ... იცი მაინც რამდენი დავხარჯე? ეს კედლები ხო უნდა შევღებო ახლა შენი დამპალი სისხლით შე კაცო, შე ღოროო სახლი წამართვი რომლის ყველა კუთხე მე გავაკეთე? ლოგინზე რომ წევხარ ისიც ჩემი ნაყიდია და შენ ერთადერთი რაც გამაჩნდა ისიც წამართვი? შენს სახელზე როგორ დავტოვე, როგორ დავუჯერე ბებიას , როგორ ვენდე გაახარებ რამე რომ იქნება მის საკუთრებაშიო. სახლსაც არ მიტოვებ, ხომ ?
_ღირსი არ ხარ? რამდენი გაბრაზდები იმდენი მეშინიაარ დამახრჩო ... შენ ბრაზს ვერ ერევი. ერთხელაც გამაგდებდი
_მე გაგაგდებდი? მე გაგაგდებდი და ისინი თავზე ხელს გადაგისვამენ? ის ქალი არაყს დაგიდგამს და სუფრას გაგიშლის შენ ლოთ ძმაკაცებთან ერთად რომ გაქეიფოს? ასე გგონიაშე საწყალო? რა უცებ იმუშავეს, მე გასვენების საქმეებს ვაგვარებ, ერთი თეთრის გაღება კი არა თითიც არ გაუტოკებიათ , სუფრის მენიუც არ აარჩიეს , დაეზარათ და მე მაგდებ
_არ გაგდებ, იყავი აქ... თუ ჭკვიანად იქნები ბიჭი მაინც არ ჰყავს და შენ არ დაგიტოვებს? მაგრამ ჭკვიანად უნდა მოიქცე
_ მე მოვიქცე ჭკვიანად? ჩემი ჭკუა_გონება არ მოგწონს , არა? ფურთხის ღირსიც არ ხარ შენ და ესენი რომ ჩაგკლავენ შენს ლეშს მიწაშიც რომ არ ჩააგდებენ ზედაც თუ დაგაფურთხო კაცი არ ვიყო მაშინ ,ჩემ თვალწინ რომ გკლავდენ შენსკენ თუ გამოვიხედო მე ვიყო არაკაცი. იმ ქალს დაუჩოქე კუბოსთან , მუხლებზე დამდგარმა ილოცე მისი სულისთვის მარტო იმიტო არ გახრჩობ ახლა იმას რომ უყვარდი და პატივს რომ ვცემ თორემ ახლა ისე ვარ, ძვლებიანად დაგრღნიდით შენც და იმ ნ.ბზვრებსაც.

საათები გადიოდა, ეზო ხალხით ივსებოდა მოდიოდა უამრავი ადამიანი და ყველა მოსეს მწუხარების გასაზიარებლად. ყველას ხვდებოდა, ყველას მადლობას უხდიდა მათ კი არც ელაპარაკებოდა, სიტყვა არ უთქვამს , იდგა გაყინული სახით და შიგნიდან იწვოდა. შემდეგ მასწავლებლები და მოსწავლეები გამოჩნდნენ. ბიჭები ისედაც გვერდით ჰყავდა დილიდან. სესილიას დაეძებდა , წამლად სჭირდებოდა მისი დანახვა ის კი პედაგოგებთან ერთად არ მისულა. ლამის იყო დაურეკა, სუნთქვა შეეკრა იმის გაფიქრებისას, რომ რაღაც შეემთხვა. შემდეგ გაახსენდა კოცნის შემდეგ მისი რეაქცია, წასვლა და დამშვიდობება. მას მერე აღარ გამოჩენილა, თუმცა ეს დღეები ამას ვერ ამჩნევდა , არც ელოდა ყოველ დღე მის იქ ყოფნას ახლა კი , ახლა სულ სხვა იყო თუ არ მივიდოდა ეს იმას ნიშნავდა რომ გაბრაზებამ არ გაუარა, არ აპატია .
_მოსე, გინდა წყალს მოგიტან ... იქნებ რამდენიმე წუთით გამომყვე და რამე მაინც ჭამო. თინიამ მითხრა მარხულობსო, მაგრამ _ მკლავზე თბილი ხელების შეხება იგრძნო და მთრთოლვარე ნაზი ხმაც ჩაესმა, ქვემოთ დაიხედა და დეას ჭრელ , მღვრიე თვალებს წააწყდა. ინსტიქტურად მოეხვია, ბავშვობაშიც იქცეოდა ასე , სიყვარულის გამოხატვის ფორმად ჰქონდა ქცეული და ახლაც მადლობის ნიშნად მოეხვია საერთოდ არ უფიქრია იქვე მდგომი გიგაური რომ უყურებდათ.
_მადლობა ანგელოზო_თავზე წამით შეახო ტუჩები და შემდეგ ხალხზე გადაერთო. იმდენი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, იმდენი ვინმე მივიდა , ისეთებიც ვისაც საერთოდ არ ელოდა , მაგრამ ფაქტია გვერდით იყვნენ ფრაზით " თუ რაიმე დაგჭირდება შენთან ვართ" ბევრს ჩამოართვა ხელი, ბევრიც მოეხვია, ბევრისგანაც მიიღო წრფელი მწუხარება, მაგრამ სესილიას გამოჩენას ელოდა მაინც მხოლოდ იმას ვერ წარმოიდგენდა წამლის ნაცვლად საწამლავად თუ იმოქმედებდა. მანქანა არ დაუნახავს, კიბეზე რომ მოაბიჯებდა შემდეგ შენიშნა. წამით გაუნათდდა მზერა და წამშივე ჩაქრა მის გვერდით მდგომი კაცის დანახვისას. ქალის სილუეტი მიუახლოვდა, გვერდი აუარა და თაიგულით ხელში შევიდა ოთახში . კაცმა კი ხელი გაუწოდა, რაღაც უთხრა კიდეც, არც გაუგია , ინსტიქტურად შეაგება თავისი მარჯვენა და მადლობაო ჩუმად უპასუხა.

ისეთ სიცარიელეს გრძნობდა, იმდენად მარტო იყო ამდენ ხალხში, ჰაერის ჩასუნთქვას თუ შეძლებდა არ იცოდა. ქალის ცხედარს სასაფლაოსკენ მიასვენებდნენ , ფეხით მიუყვებოდა გზას, რომელიც საგრძნობლად მოკლე ეჩვენა, დასასრული იყო რეალობის და იწყებოდა წარსული მოგონებების ხარჯზე ცხოვრება. ეს იყო მთელი მისი სიმდიდრე, ქალი რომლისგანაც ახსოვდა ყველა თბილი , ბედნიერი მომენტი.
ესმოდა ქალის ტირილის ხმა, მისი მოჩვენებითი მღელვარება,გათამაშებული სპექტაკლი დედამთილის სიყვარულისა ,დედის რომელიც წლებია არ მოუკითხავს, რომლის მოსანახულებლადაც არ ჩასულა არცერთი ოპერაციის შემდეგ , რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას სატელეფონო ზარითაც არ არკვევდა ახლა იდგა და სახეს იხოკავდა . არადა ყველამ იცოდა რა ჩიტიც იყო, მეზობლებს ასე მარტივად ვერ მოატყუებდა. ნებისმიერ მათგანს უფრო მეტად სტკიოდა ქალთან გამომშვიდობება ვიდრე მას .

ქელეხის სუფრაზე წასვლა ყველაზე რთული იყო, უნდოდა მოშორებიდა ოჯახისწევრებს , მათგან შორს გაქცეულიყო, მაგრამ მათ ვერ დატოვებდა ვინც იქ მის გამო დარჩნენ. ყველაფერს ბიჭები აკონტროლებდნენ, სუფრები რომ გაივსო და თამადამაც ასწია ჭიქა შემდეგ გავიდა ეზოში . თავდახრილი იჯდა და უბრალოდ სუნთქვას ცდილობდა , თავი იმდენად სტკიოდა თითქოს ვიღაც ძლიერად უჭერდა და მანამ არ შეეშვებოდა სანამ ტვინი არ იფეთქებდა.
_შარშან ბებია რომ იყო ცუდად ისე შემეშინდა თითქოს არ ვიცოდე აქაური ცხოვრება დასრულებადი რომაა... ბავშვივით დავფოფინებდი თავზე. მასზე დიდი ამაგი არავისააქვს და მიჯაჭვულობაც აქედან მოდის, მიჩვეული ხარ რომ სულ შენთანაა _ გიგაური რომ მიუჯდა გვერდოთ და ლაპარაკი დაიწყო გაუკვირდა_თქო ვერ გეტყვით , მაგრამ ძალიანაც არ ელოდა
_მომაწევინე რა
_გადაირიე?
_სიგარეტი , ბიჭო სიგარეტი
_ერთი მოწევა მაინც არაფერს გიშველის , რა აზრი აქვს
_აბა შენ რატო ეწევი
_მიხდება ... ის ვისთან ერთად მოვიდა დღეს
_ ვინ ის
_შენი
_ახლა არ გინდა
_ქმარი თუ არაა ე.ი დასრულებული არაფერია. ის თუ არ მოვა შენ მიდი , ყველაჯერ რამდენჯერაც შეძლებ . თუ არაფერი გამოვა იმ დროს მაინც გაატარებ კარგად , როცა ახლოს იქნება თუნდაც ეგონოს რომ შორსაა _სიგარეტის ღერს თავად მოუკიდა და მოწევა დაიწყო. მოსემ რომ გახედა მიხვდა ეზოში მიმავალ დეას უყურებდა
_მე არ ვუყვარვარ
_მასწავლებელია , შე ჩემა . ეგეც რო არა გუშინ მოვიდა დღეს როგორ ეყვარები
_დეას არ ვუყვარვარ! _ სხვა არაფერი უთქვამს , გახევებულს სიგარეტის ღერი აართვა და ისე წავიდა
................
იმაზე მძიმე აღმოჩნდა სახლში დაბრუნება ვიდრე ფიქრობდა. სახლში , რომელშიც არავინ გელოდება ,რომელიც წაგართვეს და ყველაფერი თან წაიღეს რაზეც წლების განმავლობაში ფიქრობდი, ზრუნავდი . რა უნდა გაეკეთებინა, მშვენივრად იცოდა სამართლებრივი უფლება რომ არ ჰქონდა და მათ დონეზე დაშვებას არ აპირებდა, ამ ადამიანებთან საუბარსაც არასდროს ჰქონდა აზრი.
-იმათ არ დაემსგავსოთ - თვალცრემლიან, დარცხვენილ გოგონებს მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა თავზე - ნებისმიერ დროს დამირეკეთ, როგორც კი დაგჭირდებით თქვენთან გავჩნდები- აღარ მოუსმინა მათ თხოვნებს დარჩენაზე, ჩანთა აიღო და უმისამართოდ წავიდა.
წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, ქვეყანა უნდა დაეტოვებინა და იმ ფულსაც ვერ ეხებოდა რომელიც დარჩა. თავშესაფარს ბევრი მისცემდა, მაგრამ მათხოვარივით კარზე არავის მიადგებოდა. ყველაფრის თხოვნა შეეძლო, სხვის დასახმარებლად, საქმის მოსაგვარებლად ყველა რესურსს გამოიყენებდა, მაგრამ მსგავს საქმეში არავის ჩარევდა.
4……………
სკოლაში წავიდა, დროის გაყვანა სურდა და სხვა ალტერნატივა არ გააჩნდა. გაკვეთილზე არ შესულა, დარბაზში ივარჯიშა შემდეგ კი ბიჭებთან ერთად სასადილოში გადაინაცვლა. მალე გოგონებიც შეუერთდნენ, ფოტოებს იღებდნენ, კითხვებს სვამდნენ და შემდეგ გაახსენდა ,რომ ინტერვიუს ჩასაწერად უნდა მისულიყვნენ
-იქნებ გადაატანინო, ახლა მაინც ემოციურად გამოფიტული ხარ- დეა წუხდა და რჩევას მაქსიმალურად კორექტულად აპარებდა
-დღეს რა დღეა?
-ხუთშაბათია, ხვალ მოვლენ ... დაურეკე და მომდევნო კვირაში გადაიტანონ. წასვლამდე გამოვა ეე- საბა ახმაურდა
-რომ ჩაიწერენ ეგრევე კი არ უშვებენ ბიჭო
-რომ მოვლენ ჩვენც ჩაგვწერენ?- სალომე ვერ ისვენებდა
-მხოლოდ რამდენიმეს ... ბიჭებს და დეას
- კი მაგრამ მე რატომ- გაუკვირდა გოგონას
-ყველამ რომ იცოდეს ,როგორი ძმაკაცი გყავს- თავზე აკოცა და ჩაეხუტა- ყველაფერი კარგად იქნება , დალაგდება- ჩუმად უთხრა და ვაჩეს თავადაც გააყოლა მზერა, უსიტყვოდ, ურეაქციოდ რომ ჩაუარა მათ მაგიდას გვერდი - დროებითია , მაინც ვერ დაგთმობს
-რას ამბობ არ მესმის
-კარგი, იყოს ისე როგორც შენ იტყვი...დაე ვერ იგებდე . სალო ნუ იბუტები, შენ გარეშე ინტერვიუ არ იქნება, ჩემი ფან ფეიჯი ვინ შექმნა და ვინ მართავს როგორ არ უნდა გაიგოს მთლიანად ერმა - გაბუტულ გოგოს ლოყაზე უჩქმიტა და მერე ბიჭები რომ ახარხარდნენ მათ გადასწვდა- ნუ ხორხოცებთ თორემ სალოს დავტოვებ მარტო და თქვენ ამოგჭრით, სალო იტყვის როგორი მონდომებული ბავშვი ვიყავი - ცდილობდა ისე დაეჭირა თავი თითქოს კარგად იყო და ინტერვიუს გარდა პრობლემა არ ჰქონდა .

მთელი სკოლა მოიცვა ქაოსმა, ყველამ იცოდა ჟურნალისტებს რომ ელოდნენ და გადაღებების ნახვა სურდათ. ისინი ვინც პატივით სარგებლობდნენ ემზადებოდნენ, მასწავლებლები ტექსტებს წერდნენ, ყველაფერი ყალბი იყო მხოლოდ მეგობრები არ აღიზიანებდნენ. სალომეს ფორიაქი ახალისებდა და შემდეგ კმაყოფილი უყურებდა როგორ გამოცდილი პიარ-მენეჯერივით საუბრობდა , ბიჭების გულწრფელი პასუხების მოსმენა სითბოთი ავსებდა, დეა კი გვირგვინივით იყო, კამერისკენ გაიხედა და ერთადერთი წინადადება თქვა
-მოსე ამაღლობელი , ეს ის ბიჭია მთელი ქვეყანა რომ იამაყებს მისით და სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება მისი სახელი.
დირექტორსა და მასწავლებლებს არ უსმინა, ბავშვებთან ერთად იყო , სალომეს ლაივში ყოფნა მოუხდა ცოტა ხნით შემდეგ კი სესილია დაინახა და გაოცებულმა მთლიანად მასზე გადაიტანა ყურადღება. არ ესმოდა ჟურნალისტს რაზე ესაუბრებოდა სანამ ჩაწერას დაიწყებდნენ, შემდეგ კი გაიგო ხმა და მთელს სხეულში გავრცელდა მუხტი
-ვერაფერს ვიტყვი მის შესაძლებლობებზე სპორტში, ვინაიდან ჩემი ცოდნა იმ ერთი ბრძოლით შემოიფარგლება, რომელსაც მოსეს გულშემატკივრის ამპლუაში ვესწრებოდი, მეტსაც გეტყვით ოქტაგონსაც ტატამს ვეძახი ხოლმე შეცდომით , მაგრამ ვიცი ,რომ ის არის ძლიერი პიროვნება და მიაღწევს ნებისმიერ მიზანს , არა მხოლოდ სპორტულ კარიერაში ნებსიმიერ სხვა სფეროში- დაასრულა თუ არა მაშინვე წავიდა მოსემ კი გაყოლა ვერ შეძლო,მაგრამ ყველაფერი რომ დასრულდა მანქანასთან დახვდა
-შეყვარებულთან ერთად რომ დამადექი და ჭრილობაზე მარილი დამაყარე არ გეყო და ახლა თავს მარიდებ ? ცოტა ძაან ბავშვურად ხომ არ იქცევი?
-პირიქით, ადეკვატურად ვიქცევი რომ მიხვდე მე ვინ ვარ და შენ
-სად მე და სად შენ ,თემას მიჩითავ? სხვა არგუმენტი არასდროს გექნება ხო?
- შენთვისვე აჯობებს დავივიწყო ის ინციდენტი
-ინციდენტს პირველად უწოდებენ ჩემს კოცნას... თანაც მე ჯერ კიდევ არ შევხებივარ შენს ტუჩებს თორემ მიხვდებოდი რას ნიშნავს როცა გრძნობაა და არა მხოლოდ მექანიკური მოქმედება,როგორც
-არც კი გაბედო ჩემი და თორნიკეს ურთიერთობას შეეხო . შენ არ გაქვს უფლება, შენ ჩემი მოსწავლე ხარ თანაც მხოლოდ რამდენიმე თვით
-ამ პატარა სამყაროში სად გინდა დაემალო გრძნობებს
-რომელ გრძნობებს
-სიყვარულს ჯერ ვერ აგიხსნი
-იცი რა? შენ უკვე თავხედობ და მე არ ვარ ის პატარა გოგო ბიჭები რომ იჭორავებთ მისი მოხსნის მერე ... ის წიგნები წაიკითხე მე რომ გირჩიე და გამოცდისთვის მოემზადე. ნიშნებს ისე არ დავწერ თუ ზღვარს არ
-შენ რა გეშინიაა ?
-მე არაფრის მეშინია, მე გაფრთხილებ არაფერი შეგეშალოს და შენი წარმოდგენები სინამდვილეში არ აურიო
-აიი ისევ მიწვევ
-გიწვევ?
-ზუსტად !
-მაინც როგორ
-ასე რომ ლაპარაკობ , მინდები - თავი დახარა და ქალმა იფიქრა ისევ მაკოცებსო, ინსტიქტურად მოუქნიახელი და ხმის გაგებისას გაიაზრა რომ ძლიერად გაარტყა-ჯანდაბა , შენ ბევრ ჩემს მოწინააღმდეგეს მოუგებ ისეთი უდარი გაქ- ხელზე ინსტიქტურად მოუჭირა თითები, თავისკენ მიიზიდა და მერე ხელისგულზე აკოცა- გეტკინება ასე , ძლიერად დამარტყი ...- სახე ქალის მტევნისკენ ჰქონდა დახრილი, ისევ შეახო აწითლებულ კანზე ტუჩები , თითების ბალიშებით გრძნობდა აჩქარებულ პულსაციას - ასე ნუ მეჩხუბები ხოლმე, კოცნა მინდება -მაჯაზეც შეახო ტუჩები და ქვემოდან ახედა- არ მინდა სინდისი მაწუხებდეს სხვისი შეყვარებულის კოცნის გამო,დროულად მიხვდი და დაშორდი
-სასაცილოა ...
-ამდენხანს როგორ ვერ ხვდები,რომ ის კაცი შენთვის არაა ან ის როგორ ვერ ხვდება
- გაიწიე, მივდივარ
-გზა თავისუფალია
…………………
_სესილია , იცი მე კაცი მოვკალი _მალევე მიხვდა ქალი რომ არ უსმენდა, ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა , თავი გვერდით გადახაეა და მშვიდად დაელოდა მის პასუხს
_ხო
_სესილიაა , სად დაფრინავ?
_თავი მტკივა
_რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები, დიდხანს გელოდო თუ ვისაუბრებთ
_ზოგჯერ მიყვარს ყველაფერს რომ ხვდები, ხანაც მაშინებ თითქოს ფიქრებს კითხულობ
_ფიქრებს რომ ვკითხულობდე მეცოდინებოდა რა ხდება ზუსტად , მაგრამ დაახლოებით ვიცი და ვამბობდი კიდეც ნუ დაიწყებ პედაფოგიურ მოღვაწეობას სოფელში , უცხო სოციუმში თანაც უფროსკლასელებთან_თქო , მაგრამ არ შეისმინე ახლა კი სულ დედასავით დაჰფოფინებ თავზე ყველას _ მშვიდად საუბრობდა და თან ხორცის ნაჭერს ჭრიდა
_მე და შენ შევთანხმდით, რომ მეგობრები ვართ და ცივილურად შეგვეძლება ყველაფერზე საუბარი
_შესანიშნავი მეხსიერება მაქვს სესო, პირდაპირ მითხარი რა მოხდა და დაასვენე აფორიაქებული სული . მერე მეც მოგიყვები ჩემს საქმეებზე თორემ ისე არ მისმენ
_პირდაპირ როგორ გითხრა , უხერხულია
_მითხარი , უცეებ
_მოსემ მაკოცა ...ყელზე მაკოცა,მაგრამ მაკოცა . აღელვებული იყო , ბავშვია, მარტოა ...ბებია გარდაეცვალა.ხომ მოგიყევი იმ ქალზე . ახლა ემოციურად დასუსტებულია, ვინმე სჭირდება ვისაც ჩაეჭიდება და ვინც გვერდით ეყოლება. ჰგონია,რომ მე მოვწონვარ ,არც კი ვიცი რა ხდება
_ამდენი დღეა ასე ამართლებ მოსწავლის ლტოლვას შენს მიმართ? სერიოზულად , სესილია დედამიწაზე დაეშვი . ბავშვები არ არიან 17_18 წლის კაცები და შენ არ ხარ 50 წლის ქალი, და საერთოდაც რომ იცოდე სექსუალურ მიზიდულობას, სხვათაშორის არც სიყვარულს დიდად ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს მითუმეტეს ქალი თუ შენნაირი ლამაზი, მიმზიდველი, ჭკვიანი და იმდენად გასაგიჟებელია, რომ ჩემნაირ კაცსაც კი დაახვია თავბრუ ...
_ვერ გავიგე ახლა მეჩხუბებო თუ რას აკეთებ
_ მის მიმართ მიზიდულობას გრძნობ?
_არა , ღმერთო ჩემო მე
_აბა შენ რატომ უნდა გეჩხუბო ? მე მხოლოდ მაცოფებს ის ფაქტი, რომ შენ ვერ იაზრებ რა ხდება შენს თავს ... იქნებ ახლა მაინც დაიცვა რაღაც დისტანცია
_გაბრაზებული ხარ, მაგრამ მაინც ცდილობ არ იყო
_ იქნებ იმიტომ რომ ჩემში არსებული ორი კაცი ებრძვის ერთმანეთს . ერთი ბრაზობს იმიტომ რომ მის ქალს ვიღაც შეეხო და მეორე ხვდება, რომ ჩხუბი ვერაფერს შეცვლის. შენ არცერთ შემთხვევაში ხარ დამნაშავე და იმ ბავშვს საქმეს ნამდვილად ვერ გავურჩევ, მუშტიკრივს ვერ გავმართავ, მითუმეტეს ახლა როცა მგლოვიარეა, მაგრამ არც კი მთხოვო ამ ამბის ასე დატოვება . აუცილებლად ვისაუბრებთ მე და ის, ოღონდ როდის შენ არ გეცოდინება ...
_იცი შენთან რატომ ვარ?
_გასაოცარი კაცი ვარ და იცი ჩემნაირს მეორეს ვერ იპოვნი... იდეალური ვარ -იცინოდა და მუდამ ისე ამბობდა ამ სიტყვებს
_სულაც არა ხარ იდეალური, მაგრამ ხარ ის ვისიც არასდროს შემეშინდება , ვისი ადამიანური, კაცური, ჯანსაღი ქცევის იმედი მექნება და ვისაც სულ დავეყრდნობი
_არ გიყვარვარ შენ მე ჩემო სესილია ისე რომ ჩვენს სიყვარულზე ლეგენდები დარჩეს, მაგრამ ის ვიცი სხვაც რომ არავინ გყვარებია ჩემზე მეტად ... მე კი შენზე საინტერესო და ღირსეული ქალი არ შემხვედრია _ რომ აკოცა და მშვიდად დაიგულა შემდეგ გადავიდა მთავარ თემაზე _ სამი თვით მივდივარ , ინგლისში
_პასუხები მოვიდა უკვე ? როდის გაიგე ... რა კარგიაა
_აი ვამბობ, არახარ შენ ჩემი ჯულიეტა... ვის უხარია საყვარელი კაცის 3 თვით გაშვება. ხომ ხარ ღირსი იქ ვინმე ინგლისელ ქერა ქალთან განვიტვირთო დამღლელი სემინარების შემდეგ _ყელზე შემოხვეულს ასე უპასუხა
_ძალიან თუ დაიღლები და სხვა გამოსავალი არ იქნება , შენი არჩევანია როგორ განიტვირთები
_მიყვარს ჩემს სინდისს რომ აწვები
.....................
თორნიკეს აეროპორტში გაჰყვა, მისი სხვა მეგობრებიც აცილებდნენ . დრამების გარეშე მოეხვია, აკოცა და შემდეგ ბიჭებთან ერთად მოთავსდდა მანქანაში. გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი, გამთენიისას ყველას ეძინებოდა, თავად მძღოლის გვერდით იჯდა და ფხიზლად ადევნებდა თვალს ადამიანებისგან დაცლილ ქუჩებს
-ის შენი მოსწავლე მაგარი უცნაური ვინმეა ხო?
-ვისზე ამბობ?
-აი ის ასათიანი რომ მიიყვანა ბავშვების რაზბორკაზე... ახლა ძველ დარბაზში,რომ გადაცხოვრდა
-უთვალთვალებთ?_ ინფორმაცია ისე მიიღო თითქოს არ გაკვირვებია
-მაგას არა,იქ რაღაც საქმე გვქონდა ისეთი ადგილია წესიერს ვერავის გადაეყრები. თავიდან გვეგონა ბარიგა იყო,მერე მივხვდით იქ ცხოვრობს , სუფთაა და ვერაფრით გავიგე რა უნდოდა . მერე თორნიკემ გამარკვევინა და როგორც სჩანს სახლის თემაა, ბიძამისს გადაუფორმა მამამისმა
- რა ადგილზეა, მის დაჭერას ხომ არ აპირებთ
-თორნიკემ დაგვიბარა სპეცოპერაციამდე იქ თუ იქნება გაიყვანეთ არაფერი დაემართოსო, მაგრამ წესით მანამდე წავა... ბრძოლა აქვს მალე და მიფრინავს
-იქ რა ისეთები ხდება,რომ საფრთხეშია? - ისე შეეშინდა ემოციები ვერ დაფარა- თორნიკემ აქამდე რატომ არ მითხრა
-და ახლა ვინ გეუბნება ? გგონია ასე ვჭორაობ ?- გაიცინა კაცმა და წამით გახედა- მითხრა უთხარიო, ან თვითონ წაიყვანოს იქედან ან შენ წაიყვანეო
-მე მივხედავ- ისე გადაწყვიტა წამიც არ შეყოვნებულა, აფორიქებული ელოდა როდის მივიდოდა საკუთარ მანქანამდე და რაიონში დაბრუნდებოდა.
.................
ყოველთვის ეზიზღებოდა უწესრიგობა, სიბინძურე და არაფერს ებრძოდა ისე როგორც ამ ორს. მისი საცხოვრებელი მდიდრული არასდროს იყო, ნებისმიერ ადგილას შეეძლო კომფორტის შექმნა და დასვენება თუ სისუფთავე იქნებოდა ახლა კი საკუთარ თავს ებრძოდა , სიჯიუტე ამარცხებდა დისკომფორტის შეგრძნებას ,რომელიც ნანგრევებად ქცეულ შენობაში ცხოვრებას მოჰყვა. შუაღამემდე გარეთ იყო, ისე იქცეოდა თითქოს არაფერი შეცვლილა მის ცხოვრებაში, ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა რადგანაც ძველებურად სხვების პრობლემებზე იყო გადართული და არავის ეუბნებოდა უარს დახმარებაზე, პატარა ბავშვისთვისაც შეეძლო დრო დაეთმო. ახლა განსაკუთრებით ეხმარებოდა ხალხთან ურთიერთობა ,საკუთარ თავს ივიწყებდა და შემდეგ როცა იმ ადგილს უბრუნდებოდა სულ რამდენიმე საათს ეძინა ისიც იმიტომ,რომ ძალა სჭირდებოდა . წვიმდა, გარეთ გასვლა და სუფთა ჰაერზე ჯდომაც ვერ მოახერხა . ნაბიჯების ხმას მოჰყვა ძახილი, ნაცნობი ქალი მის სახელს იძახდა და ისიც გაოგნებული მიჰყვა ხმას
-აქ რას აკეთებ , მასწავლებელო?_დანაშაულზე წასწრებულის მზერა ჰქონდა, თითქოს დაპატარავდა _ ბრძოლას აპირებთ? - კუთხეში მიმწყვდეული ელოდა ქალის მომდევნო ნაბიჯს,რომელიც სრულიად მოულოდნელად გამოეცხადა
-ნივთები მოაგროვე , მანქანაში დაგელოდები -კითხვები არ დაუსვამს,სავარჯიშო ლეიბზე დადებულ პლედს შეხედა მხოლოდ და შებრუნდა
_ეს რა ბრძანებაა... მე რა შენი ცუგა ვარ და როგორც იტყვი ისე გავაკეთებ? მასწავლებელო შენი უფროსობის არეალი საკლასო ოთახი რომ არის დაგავიწყდა? მე სწავლაზე ენერგიის ხარჯვას, თავის უარესად ატკიებას აღარ ვაპირებ და საერთოდ ზედმეტად ნუ შემოიჭრები ჩემს ცხოვრებაში_არ იცოდა რა ძალა ალაპარაკებდა ამ მწარე სიტყვებს ასეთი უხეში ტონით, ან ამდენად საზიზღარი როგორ გაუხდა გამომეტყველება , მაგრამ გულს უსიტყვოდ ადევნების გარდა არაფერი სურდა. შიგნიდან რაღაც უხილავი მოუწოდებდა გაყოლოდა, თავშესაფრად გადაექცია ქალი და მიეღო მისი ნებისმიერი შეთავაზება
_ თუ არ გამომყვები ხვალ ყველა გაიგებს, რომ მიტოვებულ დარბაზში, მტვრიან, ნესტიან შენობაში ათენებ ღამეს და მთელი კვირაა სასწაულებრივად ახერხებ არსებობას ამ დანგრევის პირას მყოფ ოთახში. შენთვის ხომ მთავარი შენი რეპუტაციაა, შენ ხო მაგარი ტიპი ხარ, თავმოყვარე იდიოტი,სიამაყისგან გონებადაბნელებული მაიძულებ აქ ვიდგე და შენს ენაზე გელაპარაკო? ყოვლისშემძლე კაცის ნიღაბს ამოფარებულო ღლაპო , დაივიწყე შენი სულელური შეხედულებები და თუ მართლა გინდა გაიმარჯვო ამ დამპალ ცხოვრებასთან ომში დროულად გამომყევი უკან!
_შენ მე იდიოტი, გონებადაბინდული ღლაპი მიწოდე და დამემუქრე?
_დიახ, სწორად გაიგე. გილოცავ, ამ გაყინული ტვინით კიდევ შეგრჩენიაშინაარსის გამოტანის უნარი
_შენ რამდენის უფლებას აძლევ თავს?
_როგორც თქვი კლასში აღარ ვართ, შენ სკოლაში დაბრუნებას არ გეგმავ მე კი ახლა ისე გესაუბრები როგორც ზრდასრული ქალი , რომელიც მალე მოთმინებას დაკარგავს
_მგონი უკვე დაკარგე , ისეთი წამოწითლებული ხარ და ისე გიელავს თვალები. გულიც იმდენად ხმაურიანად გიცემთ აქაც კი მესმის_მიუახლოვდა, თავი დახარა და თითქმის შეეხო ქალის გულ_მკერდს _დუგ , დუგ _პაუზებით თქვა და ქვემოდან ამოხედა _ნეტავ რას ამბობს აქ რა მინდაო, რა ძალამ მომიყვანა ეს ინტელიგენტი ქალი ამ ჯურღმულში გზაარეული ყეყეჩი იდიოტის საპოვნელადო _ უცებ გასწორდა, მკლავებში წვდა და თავისკენ ისე მიიზიდა,რომ ქალი მთელი სხეულით აეკრო. ზემოდან დაჰყურებდა წითელი კაპილარებით დაქსაქსული თეთრი გარსი კი სულ უფრო საშიშად ჩანდა _ სათნოების სახლი გაქვს და მე მისი მობინადრე უნდა გავხდე? სიკეთის გამოჩენა მოგინდა, მასწავლებელო? მე რა ვინმეს დახმარება რომ მჭირდებოდეს გგონიანაცნობები დამელია ? ათობით სახლს ვიპოვნი განუსაზღვრელი დროით ვინმესთან შესახლება რომ მინდოდეს და შენ ვინ ხარ , ვინ ვართ მე და შენ . შეყვარებულთან ერთად რომ დამადექი დაკრძალვაზე , გასაგები იყო შენი პასუხი .... მე ხომ ტუტუცი ბავშვი ვარ რომელსაც მასწავლებლის შებმა და ძმაკაცებთან ქულების დაწერა უნდა .შენ კი დაკავებული ქალი,რომელსაც გვერდით ჰყავს საყვარელი კაცი. სახლში რომ მეპატიჟები ეს რა განაცხადია ? _ხელები მძლავრად შემოხვია , თვალებში ჭინკები გაუჩნდნენ სახეარეულ ქალს მანძილის გაზრდის უფლებას არ აძლევდა _ მითხარი რატომ უნდა გამოგყვე , აქ რატომ ხარ
_ვერ ვიტან უსამართლობას, ვცოფდები როდესაც ვინმეს ისე ექცევიან როგორც შენ და ვერ მოვისვენე. მინდა დაგეხნია, შემიძლია დაგეხნიათან ისე რომ ამას ვერავინ გაიგებს. არავისთან დარეკვა მოგიწევს, არავინ განიხილავს , არავინ დაგისვამს კითხვებს .მე საუკეთესო ვარიანტი ვარ და თუ ტვინი გიმუშავებს გამომყვები
_შენ ნამდვილად საუკეთესო ხარ _ რაღაც შეიცვალა, ვიღაც გაცოცხლდა, ვიღაც ვინც ვერ შეაჩერეს და ვინაც საკუთარი გრძნობები კოცნით გამოხატა. ტუჩთან ახლოს, ხანგრძლივად შეახო მხურვალე ბაგეები და მთელი სხეულით იგრძნო ქალის დამალული თრთოლვა _ მეტჯერ აღარ მიბრძანო . ნუ გავიწყდება ვინ ვარ _მოშორდა, ადგილზე გაქვავებულს ისე აქცია ზურგი თითქოს მისი აწითლებული სახე და გაფართოებულუ თვალები ვერ შეამჩნიადა ვერ წაიკითხა. ზურგჩანთას ხელი წამოავლო , ერთი ტყავის ჩანთა შედარებით მძიმედ წამოსწია და წინ წავიდა _ძალიან მშია, მთელი კვირაა არაფერი მიჭამია და ვინაიდან დამნაშავე ხარ , დღეს შენ იკისრებ_მანქანაში იჯდა უკვე, სავარძელს მიყრდნობილი გადაშლილი ფეხებით ძლივს ეტევაო გეგონებოდათ
_დამნაშავე , რისთვის
_ჩემი მართვის დაუცხრომელი სურვილისთვის, ჩემი ნდომის დაუოკებელი ჟინი, შენი დომინანტობის ფუჭ მცდელობები, ჩხუბის დროს ნათქვამი სიტყვები ალესილი დანებივით რომ გამოუშვი დაუზოგავად ... გავაგრძელო?
_დაუოკებელი ჟინი არ მაქვს
_სწორია , დაოკებადია უბრალოდ უნდა დამაცადო
_თავხედობას თუ არ შეწყვეტ
_საჭესთან ასეთი კაბით ჯდომა საერთოდ არ არის კარგი აზრი ... წინ არავინ დააჯინო ხოლმე _ ნაჭერი გაიშალა , მარჯვენა ფეხი მთლიანად მოუშიშვლდა , ბიჭზე გადართულმა ვერც შეამჩნია სანამ დაძარღვული მტევანი არ მიუახლოვდა. ნაჭერი ისე გაასწორა კანზე ოდნავადაც არ შეხებია . მოლოდინი კი უფრო მწველი აღმოჩნდა _ისუნთქე და წინ იყურე, თორემ ვინმეს შეეჯახები _გასწორდა, ხელები ბარძაყებზე დაიწყო და გზისკენ გაიხედა _ როგორ მიპოვნე
-მთავარია რომ გიპოვნე და იქ აღარ იქნები შენი კომპლექსების გამო
-უსახლკარობა იმის უფლებას მაძლევს,რომ სხვას სახლში შევუვარდე? ცოტა დრო მინდა , წავალ მოვიგებ ,ფულს ავიღებ და ვიქირავებ ბინას ... აი იმათ კი უჩემოდ დედა რომ მოეტყვნ.ბათ თითსაც არ გავატოკებ . ბებია რომ არა ერთ თეთრსაც არ დავხარჯავდი, ახლა საკუთარი ბინა მექნებოდა ,მაგრამ არაუშავს ... სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მარტო ვარ და არაფერი შემიშლის ხელს , ყველას გავკ.რი ვისაც ჩემი სიკეთის დანახვა არ უნდა
_ლაპარაკი ისწავლე
_შენნაირად ვერ ვბრაზდებით ყველა
_გინება მეც ვიცი, როცა საჭიროა მაშინ რომ გამოიყენებ ეგ სხვაა
_საჭირო როდისაა ნეტავ , როდის მომიხდება ისე რომ დაგასველოს
_ღმერთო ჩემოო , როგორი ხისთავიანი ხარ , კატასტროფააა ... არაფერი გეშველება
_აი ისეევ ... ასეთი უფრო მიყვარდები
_უფრო...
_უფრო!
.................
-არ შემოდიხარ? -ბინის კარი გააღო და პირველი შევიდა. შუქი აანთო და ჯერ კიდევ კარში მდგომს გახედა.
-შენ რა თორნიკეს სახლში მომიყვანე?
-საიდან მოიტანე
-აბა ასეთი ბინა პირადად შენი როგორაა... მამაშენი ვინ არის
-ჩვეულებრივი ბინაა, არ მესმის რა პრობლემაა სულ ორი საძინებელია. შენ სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში დაიძინებ, ჩემს ოთახში არ შეხვიდე სხვა ყველაფერი შეგიძლია გამოიყენო. აი გასაღები - კარადის უჯრაში სათადარიგო გასაღები იპოვნა და სასწრაფოდ დაუდო მაგიდაზე
-მიდიხარ?
-შენ როდის მიფრინავ?
-რამდენიმე დღეში ... მთელი ეს დრო აქ ვერ დავრჩები
-დარჩები!
-ეს ბრძანებაა?
-როგორც გინდა ისე მიიღე ... თეთრეული კარადაშია , ახალი პირსახოცებიც მანდ იქნება
-არ შემიძლია, ცუდი იდეა იყო გამოყოლა- თავზე ხელი გადაისვა, სახლს კიდევ ერთხელ მოავლო მზერა და ათასი კითხვა გაუჩნდა-აქ თუ მარტო ცხოვრობდი შენები სადღა არიან
- მთავარი ისაა,რომ აქ არავინაა და თუ ვერ ისვენებ შეგიძლია 1 კვირით იქირაო, თანხა შემდეგ გადამიხადე
-ჩემი სინდისის დამშვიდებას ცდილობ ? რატომ იქცევი ასე
- ხომ გითხარი, უსამართლობას ვერ ვიტან !
-თუ იმდენად გაღელვებ,რომ სახლის კარიც კი გამიღე
-ნებისმიერ შემთხვევაში ასე მოვიქცეოდი
-მაგრამ მე ნებისმიერი არ ვარ და შენ როდის მიხვდები ამას
-დაისვენე ივარჯიშე და მთლიანად ბრძოლაზე გადაერთე
-გამირბიხარ, როგორც ყოველთვის თავს მარიდებ
- კომფორტულად მოეწყვე , სხვა დანარჩენზე ფიქრს კი შეეშვი- ისევ წავიდა, დიდხანს მასთან ყოფნა არ შეეძლო არადა ასე მარტივად არავის გაურბოდა.
……………
სკოლაში არ ელოდა, მაგრამ იქ იყო . მათემატიკის გაკვეთილზე მოუხდა შესვლა და დაფასთან მდგომი რომ დახვდა გაკვირვება ძლივს დაფარა. სანამ მასწავლებელს ესაუბრა მანამ მოსემ მაგალითიც ამოხსნა და დეასაც ჩამოუჯდა მაგიდაზე , რაღაცას უხსნიდა გოგონა მასაც და გვერდით მდჯომ გიგასაც. შემდეგ ეზოში შენიშნა, ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა ძველი შენობებისკენ და ბიჭებიც უკან მიჰყვებოდნენ. რთული მისახვედრი არ იყო კარგი ამბავი,რომ არ ელოდა ,მაგრამ გათიშული ბიჭი რომ დაინახა ემოციებიც შეეცვალა
-აუუ მასწავლებლი დაგვადგა ჯანდაბაა ,დაგვ.ნძრა - ვიღაცები წამში აორთქლდნენ ის კი არც გატოკებულა მიუხედავად იმისა ,რომ არ იცოდა კონკრეტულად ვინ იდგა მის უკან
-შენ , მანდ გაქვავდი თორებ ფეხებს მოგამტვრევ - ერთ-ერთ ბიჭს უღრიალა და წასვლის საშუალება აღარ მისცა- რა დალია
-ბოთლიდან ვეწეოდით... მაგ სულელს მგონი გასინჯული არ ჰქონდა ღრმად ჩაუშვა და მერე მოითიშა . ჩვენ გამოვედით, ეგ კიდე უფრო მოითიშა .
-ხომ გაგაფრთხილეთ შეეშვით სკოლაში მოწევას-თქო, ჯერ იყო და ბავშვებს აწევინებდით ახლა რა ვუყო ამას მე - წყალს ისხამდა ხელზე და ნახევრად გათიშულს სახეზე უსვამდა- იმათ დაურეკე ვაჩე იპოვნონ და მოიყვანონ ...
-სასწრაფო დახმარებას ვურეკავ- ბიჭთან დაიხარა, მისი სახე და რეაქციები რომ დაინახა მაშინვე ტელეფონის ძებნა დაიწყო,მაგრამ ჯიბეში არ ჰქონდა- მომეცი მობილური ან თვითონ დარეკე
-გინდა პოლიციაში იარო დაკითხვებზე, დირექტორი მოხსნან და გ.ბოზდე მთელი სოფლის თვალში? სად ხარ შენ კიდე რით ვეღარ დაამუღამე მასწავლებელო? - ქალსაც უხეშად მიმართა და ბიჭი ერთიანად ასწია, მხარზე ტომარივით გადაიკიდა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და დაეწყო კიდეც ღებინება- შენი დედააც ... - სახე დამანჭა და ბიჭს ზურგზე მიარტყა ხელი- არ დაიხრჩო მაინც შე ჩემა , ოეე გესმის? - დაყუდებული დატოვა , სესილია უჭერდა თავს ის კი ღებინებას განაგრძობდა - წყალი მოიტანე რას დგახარ ...ისინი კიდე აქ მოენ.ძრნენ და დაგვეხმარნონ თორე მე რომ დავადგები ჩამოვატყავებ ყველას - ბიჭი ისევ ძირს დააწვინა, დასვრილი პერანგი გადაიძრო და სუფთა ნაწილით გაიწმინდა ზურგი- დედას შ.ვეცი ვყარვარ
-რა ხდება... ლუკაა? - ვაჩემ რომ მოირბინა წამში შეათვალიერა სიტუაცია. ბიჭს თავი ააწევინა , ყბაზე მოუჭირა თითები და ქუთუთოები ჩამოუწია- კიდე მოწია ამ ჩემისამ? დეა სად არის ...წავიდა თუ სკოლაშია კიდე
-დეა? დეა რა შუაშია ხალხო ნუ გადამრევთ ... მანქანა ხომ გყავს ვაჩე . კლინიკაში გადავიყვანოთ
-მასწავლებელო შენ ყველგან რა პონტში იჩითები? - ქვემოდან ახედა ქალს და მოსემ რომ შეუღინა მერე ამოიოხრა- მოვაგვარებთ ჩვენ... შენ შეგიძლია გაკვეთილებს დაუბრუნდე და თუ დეა სკოლაშია აქეთ არ გამოუშვა
-ეს ბიჭი დეას ნათესავია?
-ძმა არის და მართლა შენგან არფერია საჭირო, შეეშვი გამოქცევას, მიხედე გაკვეთილებს რა გახდა ...ვერ ხედავ არავინ რომ არაა შენს გარდა? იყავი ბრმა და ყრუ
-შესანიშნავია, იყავი ბრმა და ყრუ ...
-მასწავლებელო ახლა შენზე ვიფიქრო თუ ამას მივხედო? - ჩუმად უთხრა და მის წინ დადგა, ნახევრად შიშველი იყო გარეთ კი შემოდგომისთვის დამახასიათებელი გრილი ამინდი იყო
-გაიყინები- ისე მოაფარა შარფი არც დაფიქრებულა სხვები რომ უყურებდნენ , ხმამაღლა რომ გაიცინა ვაჩემ და მოსემაც წარბები შეკრა შემდეგ დაფიქრდა
-მეღადავები ? - მხრებზე მოფარებულ ჭრელ ნაჭერს დახედა, ქალის ხელი ისევ მხარზე ედო ,მორე კი კვანძს კრავდა- გინდა შემშალო ხო? განგებ იქცევი ასე ?
-პატარავ დამეხმარები თუ მარტომ უნდა მივათრიო მანქანამდე ? არა გათბობას თუ ელოდები და მანამდე ვერაფერს გააკეთებ პრობლემა არ არის
-შევიშლები ... აქედან დროულად თუ არ წავალ ნამდვილად გადავირევი - შარფი ბიჭს დაუტოვა , ხელები გაშალა და ისე წავიდა შენობისკენ . ვერ იჯერებდა ამდენ უკანონობას რომ სჩადიოდა , გულმა ვერ მოუთმინა და პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შევიდა
-შეიძლება?
-მოდი , გავდიოდი მომისწარი ...რა ხდება?
-სკოლაში ბავშვები რომ ეწევიან იცით?
- ხომ გაკვამლეს მთელი ტუალეტი...ესენი ვინ არიან მეტ ადგილს ვერ პოულობენ ... კიდე ბავშვებთან ერთად ეწეოდნენ? არა რა გავყრი სკოლიდან და ეგ იქნება, სამხარაძე იყო ისევ? რა ვუყო ერთი მითხარით, მამამისს რა ვუთხრა თვითონააქ პლანტაცია
-პოლიციას რომ შეატყობინოთ არა?
-და მერე? მშობლები ცალკე ჩაგვქოლავენ, საჭორაო გაგვიხადეთო , მშობლებს ვეტყვით და აზრი მაინც არააქ. ჩვენზე გადატყდება ისევ ჯოხი, რატო არ უშლით ხელსო და აბა მითხარი ერთი მე რა ვქნა . მითხარი რა ხდება , ვინ დაინახე , აქ მოვათრევ სუყველას
-უკვე არაფერი ...
-ვაჩე მაგიტო გაიქცა გაკვეთილიდან ? მოსეცაა დღეს ხომ? მიხედავდნენ ბიჭები
-აჰ, ანუ მათ უნდა მიხედონ ... ისინი აგვარებენ
-მთავარია შედეგი და ვინ მოაგვარებს რა აზრი აქ აბა მე ვასვა წყალი ყლუპ-ყლუპად ? შენ მართლა მეშვიდეში რა ნიშნებს წერ?
-ყველას იმის მიხედვით რაც იციან
-ეგრე ახლა აქ მასწავლებელმა არ იცის ბევრმა თავისი საგანი , გამოცდაც ძლივს ჩააბარეს , კრედიტ ქულებით აიმაღლეს სტატუსები და რა ვქნათ. მშობელი მოვიდა , უკმაყოფილოა ნიშანს უფუჭებს ჩემს შვლს ათები ჰყავდა და შვიდიანი დაწერაო , ბავშვი ტირილით მოვიდა სახლშიო, მემუქრება გადავიყვან მეორეშიო... ასე გავუშვათ ბავშვები და დავრჩეთ მასწავლებლები?
-რას მეუბნებით, რომ რადგან ათიანი უნდა ამიტომ უნდა დავწერო? ყველას დავაწერინე ცოდნის შესაფასებელი წერა, ზეპირი გამოკითხვები , შეფასების სქემები ... მე
-გასაგებია შვილო, ვიცი ჯიბრი არ გაქვს და ტყუილად არავის დააკლებ ნიშანს, მაგრამ ამ კუდაბზიკა ქალებს ნუ აალაპარაკებ , აყაყანდებიან დაგაწყვიტავენ ნერვებს შენც და მეც. ყველას სამი ან ოთხი ბავში ჰყავს , რომ მოკიდონ ხელი და წაიყვანონ იქ სადაც ათიანს დაუწერენ მაგათ დებილ ბავშვებს მე რა ვქნა? რისი დირექტორი ვიყო, ან შენ ვისღა ასწავლი? მიეცი ცოდნა ისე, როგორმე ეცადე ბატონო რომ გაუხსნა ის გათიშული ტვინი და ნიშანი კი დაუწერე, გაახარე
-მაგ მშობლებს გადაეცით,რომ პირადად მე შემხვდნენ და მესაუბრონ ... კარგად ბრძანდებოდეთ- შოკირებული ხომ იყო, მაგრამ მოსმენილმა ნანახი ინციდენტიც დაავიწყა. გაბრაზებული მიაბიჯებდა დერეფანში დეა რომ დაინახა, აშკარად დააგვიანა უკვე მოესწროთ მისთვის ამბის მიტანა და ახლა ისე სწრაფად გარბოდა პირველკლასელ ბავშვს გვერდი ძლივს აუარა. გაკვეთილი ჰქონდა, გაყოლა არ შეეძლო კლასში შევიდა და მომდევნო 45 წუთი მათზე გადაერთო.
............
-რა გაუკეთე...ხომ გითხარი შენმა ტუტუცმა ძმაკაცებმა არაფერი გაასინჯონ-თქო . გინდა ასე დაიმეგობრო და ჩემთან მოსასვლელი გზა გაიყვანო?- სახლში შევარდა და პირველი თვალში სწორედ ვაჩე მოხვდა, სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოექცია და წინ ყავით სავსე ფინჯანი ედგა გოგო თავს რომ დააცხრა
-აქ რას აკეთებ , ვერ ვხვდები რა გინდა რაზე საუბრობ - გოგოს ხელები აირიდა , ფრთხილად მოუჭირა რომ გაეჩერებინა და მის უკან მიმავალ ბიჭს გაცოფებულმა გახედა- შენ რას აკეთებ საერთოდ თუ მოზგავ ბიჭო
-ხომ მითხარი რამე რომ დასჭირ...
- აქედან წაიყვანე როგორც ამოიყვანე ისე -სისულელეს სანამ იტყოდა მანამ გააჩუმა
-არსადაც არ წავალ ვიცი ლუკა აქ გყავს...ესაა შენი ბუნაგი აქ აგვარებ ყველა ბინძურ საქმეს
-შენს ლაწირაკ ძმასთან რა მესაქმება საერთოდ... რა იყო შენთან საქმე აღარ მაქვს და უკვე მოჩვენებები დაგეწყო? გაიგეე ,მორჩა შენ გამო არაფერს გავაკეთებ - იმდენად სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა ნებისმიერს დაარწმუნებდა
-ყველაფერი ტყუილია, შენნაირ ფსიქოპატებს არ შეუძლიათ ასე მარტივად დანებება. სადაა ლუკა
-შეგიძლია შეხვიდე ,მაგრამ უხერხულია ისე გამოჩნდება თითქოს ეჭვიანი შეყვარებული ხარ და ნაშასთან წამასწარი
-რა? - სახლის კართან იყო უკვე ბიჭის სიტყვებმა რომ გაიჟღერა და დაინახა კიდეც უცნობი გოგო, ვაჩეს პერანგში გამოწყობილი მეორე სართულისკენ მიაბიჯებდა . თვალები დახუჭა, ისეთი რყევა იგრძნო თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, შებრუნდა და უხერხულად აწურულ ბიჭს გახედა - სკოლაში დამაბრუნე თაზო...უკაცრავად, ხელი შეგიშალეთ - არ შეუხედავს ისე უთხრა გვერდით რომ ჩაუარა და თითქმის სირბილით დატოვა ეზო . უნდოდა გამქრალიყო, სირცხვილისგან იწვოდა, ბიჭი არაფერს ეუბნებოდა უბრალოდ უკან დააბრუნა და მორჩა, დისკომფორტი წამითაც არ უგრძვნია,მაგრამ თავად ხომ იცოდა . ყელში ბურთი აწვებოდა, რეპეტიტორებთან წასვლაც აღარ უნდოდა , ლუკამ რომ მისწერა კარგად ვარ ფეხბურთს ვთამაშობ და გვიან მოვალო დამშვიდდა, მაგრამ ვერასდროს დაივიწყებდა იმ მომენტს, ვერც იმ გოგოს ვაჩეს პერანგით .
-დეა ხომ მოვიდა... - მოსე გაკვირვებული დარჩა ზემოთ მარტო რომ ავიდა- რა უთხარი
-არაფერი... ეს აქ არ ყოფილა და საერთოდ არაფერი დამართნია, ხომ ასეა ლანაჩკა?
-შხაპს თუ არ მივიღებ გავგიჟდები, ჩემი ტანსაცმელი გაირეცხებოდა? ასე უხერხულად ვგრძნობ თავს
-ეს როდის მოსულიერდება
-მალე, მე გამიშვი რა...ნუ ნერვიულობ. თუ რამე ქაფიანი გამოვვარდები- ხმამაღლა გაიცინა და შპრიცი ნაგვის პარკში ჩააგდო
-კაი მიდი , იბანავე და ტანსაცმელს მე მოგცემ. დედაჩემის კაბაა სადღაც -ხუთი წუთით გაჰყვა გოგოს, ყველაფერი მისცა რაც დასჭირდებოდა და შემდეგ დაბრუნდა ოთახში
-დეა როგორ მოიშორე
-რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, რატო შ.მეცი? ამ ს.რი ბავშვის სისულელეებს ვერ გაიგებს, არ ინერვიულებს და მორჩა
-გონია ,რომ ვიღაც ბ.ზთან მყოფს დაგადგა და მაგაზე არ ინერვიულებს? სირცხვილისგან გონება რომ არ დაკარგა მიკვირს შე იდიოტო
-ჩემზე არ იდარდებდა, ვკიდივარ...
-მართლა ს.რი ხარ . საერთოდ რატო დაგიძახე, თვითონ უნდა მომეგვარებინა
-მივდივარ მე, ლანას გავიყვან და შენ მიხედე ამას. გამოფხიზლებულს რამეს დავმართებ ... ეს სახლის გასაღებია, ეს მანქანის
-თუ მკითხავს სიმართლეს ვეტყვი
-არ გკითხავს და შენც არაფერს ეტყვი !
..............
არავინ უნახავს, ისე გააკეთა ყველაფერი რაც საჭირო იყო და ბებოს საფლავზე ისეთ დროს გავიდა იქ სხვა რომ არავინ იქნებოდა. არ გაჰკვირვებია საბას მანქანა რომ დაინახა, სიტყვის უთქმელად რომ მიუსხდნენ გვერდით და ღვინით აავსეს ჭიქები არაფერი უთქვამს ისე აიღო ერთ-ერთი და სულმოუთქმელად დაცალა. არავის მიუცია მითითება, ზღვარს გადასცდა,მაგრამ მაინც თავად უკეთ იცოდა რაც სჭირდებოდა. სხვები ტიროდნენ ისინი კი იხსენებდნენ ამბებს და ხმამაღლა იცინოდნენ, ყველა თბილი მოგონება და არცერთი მწარე , ალბათ ესაა ის რასაც იმქვეყნად წასვლისას უნდა ტოვებდე.
უსახლკარომ თავი კვლავ სესილიას სურნელით გაჟღენთილ სახლს შეაფარა და არც უფიქრია ისე შევიდა ოთახში , რომელსაც მანამდე თავს არიდებდა. მარტოობა სულისშემხუთველად მოქმედებდა...
-გისმენ - ქალის ხმა მობილურშიც ესმოდა და სახლში გავრცელებულ სიჩუმესაც კვეთდდა
-ვიცი გაგაღვიძე, მაპატიე ... არ შეგეშინდეს . შენთან ვარ , სახლში
-რომელ სახლში - ოთახიდან გამოვიდა და სახლის აივანზე სილუეტი რომ დაინახა წამსვე გააღო კარი- მოსე
-რა უცნაურია , ვცდილობ საკუთარი პრობლემები თავს არავის მოვახვიო და მაინცადამაინც შენგან ვიღებ სულ დახმარებას ... პირიქით უნდა იყოს მე კი მართლა ბავშვივით ვიქცევი . რას მმართებ?
-შენ რა ნასვამი ხარ? - ჩუმად ლაპარაკობდა, წარბებშეკრული მიუახლოვდა და ქვემოდან ახედა- იმედია სხვა რამის ზემოქმედების ქვეშ არ ხარ
-დედასავით ნუ მტუქსავ , ცუდად ვხდები - თავი გასწია და მისი თითებიც მოიშორა- ჩემი საქმე მიყვარს, ისეთს არაფერს ვიღებ რაც ხელს შემიშლის
-მაგრამ მთვრალი ხარ!
-სახლში შევიდეთ, თორემ გაიგებენ რომ აქ ვარ - მეზობელი სახლიდან კარის გაღების ხმა გაიგო და მაშინვე ამოქმედდა
-რა მნიშვნელობა აქვს ... ვსაუბრობთ და საერთოდ , აქ როგორ მოხვედი
-ტაქსით ...
-ყავას მოვამზადებ , აქ დამელოდე- ხალათი მოიცვა და სამზარეულოში შევიდა - როდის მიფრინავ, არავისთვის გითქვამს...გაცილებას ვერ იტანსო ბავშვებმა თქვეს. ბრძოლამდე მოსამზადებლად ხომ გჭირდება დრო
-თვითონ გავაკეთებ, შენ უბრალოდ აქ იყავი -სკამზე დასვა და ხელიდან აართვა ფინჯნები- შენც უშაქროდ დალევ ?
-არა , ერთი კოვზი შაქრით -უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. იქ რისთვის მივიდა და რატომ არაფერს ამბობდა . ყავაც მზად იყო, მაგიდასთან ისხდნენ და ისევ არაფერს ამბობდა, უბრალოდ იჯდა და უყურებდა - არაფერს მეტყვი? მგონია,რომ რაღაც გინდა მთხოვო და თავს ებრძვი
-მინდა , მაგრამ ვფიქრობ ღირს თუ არა
-მითხარი და ვნახოთ შემიძლია რაიმეთი დახმარება თუ არა
-შენ უკვე დამეხმარე და აი ახლაც მეხმარები
-მაინც როგორ გეხმარები იქნებ მეც გამარკვიო თორემ ვერ ვხვდები რას ვაკეთებთ
-აშკარად არ დაუმშვიდებიხარ არასდროს ვინმეს გვერდით ყოფნას თორემ მიხვდებოდი
-რას მეუბნები, რომ აქ ყოფნა გამშვიდებს?
-მშველის ... შენი არსებობა
-ოთახს გავამზადებ, მალე გათენდება ...უკან დაბრუნებას აზრი არ აქვს .
-ვერ დავრჩები , ჩათვალე ,რომ აქ საერთოდ არ ვყოფილვარ... შეგიძლია?
-მთვრალი შენ ხარ და მე უნდა დავივიწყო ეს ღამე? - ფეხზე იდგა და უცნაურად დაჭიმული ელოდა მის შემდეგ ნაბიჯს
-არ მომიშორო, მხოლოდ ჩაგეხუტები ...სულ რამდენიმე წუთი და გავქრები - ამჯერად სანამ შეეხებოდა მანამ გააფრთხილა,მაგრამ პასუხს არ დალოდებია ისე მოეხვია , სახე ქალის არეულ თმებში ჩამალა და რამდენიმე წამს ასე უმოძრაოდ იდგა
-მოსე თუ არ მეტყვი რა გაწუხებს ვერ დაგეხმარები ... მე უამრავი რესურსი მაქვს და შემიძლია
-ყველაფერი შეგიძლია სიმშვიდის შენარჩუნებისა და გაჩუმების გარდა , ხომ? - ჩაიცინა და თავი მაღლა ასწია- მაინც როგორი ქალი ხარ , ვერასდროს დამინახავ ?
-ზედმეტად ახლოს ხარ იმისთვის,რომ ვერ გხედავდე და საერთოდაც
-საერთოდ ვერაფერს ხვდები და გრძნობ?
-ვხვდები,რომ მძიმედ ხარ,მაგრამ ვერ ვხვდები რა შემიძლია
-ბრძოლას ნახავ?
-გააჩნია რა დროს იქნება... რომც არ ვნახო, ხომ იცი რომ გგულშემატკივრობ
-არ უყუროთ , ცუდი სანახავი იქნება - მაინც ვერ მოითმინა, ჯერ თავზე გადაუსვა ხელი მერე კი ლოყაზე აკოცა და სანამ ქალი ჩვეულებისამებრ გაბრაზებას გამოხატავდა მანამ მოშორდა- მაპატიეთ სიმშვიდის დარღვევისთვის
-ღმერთო ჩემო , გინდა ამ დროს ამ მდგომარეობაში მყოფი აქედან ასე მშვიდად გაგიშვა თითქოს არც ყოფილხარ?
-უკვე წავედი და არ ვყოფილვარ...შენთვის არ ვყოფილვარ, მე ვიყავი აქ და შენ იყავი ჩემთვის
აფორიაქებულ ქალს მშვიდი მონოტონური ტონით პასუხობდა. წავიდა, მაგრამ არა მხოლოდ სოფლის სახლიდან, მეორე დღეს ქვეყანაც დატოვა და მისი კადრები ვარჯიშიდან მწვრთნელმა გაავრცელა . ბრძოლამდე მოსამზადებლად დიდი დრო ჰქონდათ, რომელსაც ბოლომდე იყენებდა. ამ დღეების განმავლობაში სესილიას ერთხელაც არ დაკავშირებია, მის გარდა ყველამ იცოდა დეტალები, რაც აუხსნელად აბრაზებდა მასწავლებელს.
5.................
დეას ცხოვრებაში დადგა პერიოდი , როდესაც ვაჩე უბრალოდ აღარ არსებობდა. მისალმებაც კი ისეთივე მოკლე და არაფრისმთქმელი გაუხდა როგორიც გოგონას ჰქონდა, სკოლაში უფრო იშვიათად ჩნდებოდა, აღარ ცდილობდა გადარბენაზე ყოფნას და განაგრძობდა აბიტურიენტობას საყვარელი ქალისგან შორს.
ყველაფერი იმ დღეს აირია მისი მათემატიკის მასწავლებელი, რომ ავად გახდა და მოსწავლეების მიღებაზე უარ თქვა . ერთადერთი საუკეთესო ვარიანტი კი ვაჩეს მამიდა გახლდათ , რომელიც ქორწინებაში არ იმყოფებოდა და გიგაურების მთელ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ლექტორი, რომელსაც სულ ერთი ჯგუფი ჰყავდა და ინ ჯგუფში მოხვედრა დასაწყისშივე შეუძლებლად მიაჩნდა ახლა კი სხვა გზა არ ჰქონდა. სასოწარკვეთილს ყელში ცრემლები ებჯინებოდა ვაჩეს სახლის კარს რომ მიუახლოვდა თანაც ბიცოლასთან ერთად , დედაც არ ახლდა ოჯახში ყველაზე წარმატებული კადრი პედაგოგი ბიცოლა აღმოჩნდა , რომელიც ამტკიცებდა, რომ მოაგვარებდა . არ ენდობოდა, იცოდა ქალს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა და წინასწარ რცხვენოდა იმ კრახის რომელსაც განიცდიდა. პირველად იყო ასე ახლოს , პირველად შეაბიჯა შავი მაღალი ღობის მიღმა ეზოში და სახლიც მთლიანად დაინახა. ლამის გონება დაკარგა ეზოში მჯდომი გიგაურის დანახვისას. ლეპტოპი და წიგნები მაგიდაზე გაეშალა, აშკარად შესვენების დრო ჰქონდა , სიგარეტს ეწეოდა და ფეხებთან გაწოლილ ძაღლს ეფერებოდა, რომელმაც უცხო სტუმრები პირველმა შენიშნა და ყეფით წამოიმართა. ვაჩე მასპინძლის ამპლუაში არ შეგებებია, ერთხელ გახედა გოგონას და კვლავ ტუჩებსშორის მოიქცია სიგარეტის ღერი სამაგიეროდ ქალი მიუძღვოდათ წინ, რომელიც დამხმარე იყო , დამხმარე რომელიც ბიცოლას მეზობელი აღმოჩნდა და დეასთვის ნათელი გახდა ქალი ვისი საშუალებით აპირებდა დაკავშირებას.
_ახლახანს მოვიდა, ვახშმამდე რამდენიმე წუთი დარჩათ ...სულ ერთად უყვართ ჭამა და მანამდე მოვასწროთ. დიდი კუდაბზიკა ქალია ხომ იცი ,ყველას თავის ჭკუაზე დაატარებს რაც თავი მახსოვს _ჩუმად და სწრაფ_სწრაფად ლაპარაკობდა ქალი . ჭარბწონიანი იყო და მძიმედ მიაბიჯებდა, უკვ ქოშინებდა, მაგრამ ლაპარაკს მაინც აგრძელებდა , ბევრი რამ თქვა თითქოს უნდოდა ეჩვენებინა რამხელა საქმეს აკეთებდა და მანამ არ გაჩერდა სანამ ქალბატონმა ლიამ არ უთხრა ეს საქმე გამოვიდოდეს და პატივისცემას არ დაგივიწყებთ ხომ იცნობ ჩემს მაზლსო. კი იუარა რას ამბობ რა სალაპარაკოაო , მაგრამ გამომეტყველებაზე ეტყობოდა კმაყოფილება. რაც უფრო მეტ მანძილს გადიოდნენ დეა სულ უფრო მეტად ცუდად ხდებოდა , დროც თითქოს საუკუნოდ გაიწელა. გაქცევა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო, საკუთარი მომავლისთვის სჭირდებოდა ამ ქალთან მოხვედრა და ცდის გარეშე უკან ვერ დაიხევდა .
_ვიცი, ველოდი ...მოვიდნენ _ ოთახიდან სიტყვები მკვეთრად გაისმა და დეას მთელს ტანში დაუარა ტალღამ, რომელსაც ახსნა ვერ უპოვნა რაღაც სიმშვიდის, იმედის, ძალის მანიშნებელი იყო . ვაჩე ეზოში დატოვა, მაგრამ უკვე გრძნობდა მის სიახლოვეს, თითქოს ზურგს უკან ჰყავდა და ძალას აძლევდა. _მობრძანდით, თამილა შეგიძლია დაგვტოვო _დეას უღიმოდა , მაგრამ აშკარად არ იყო ეს მისი ჩვეული გამომეტყველება
_ბოდიშს გიხდით ასეთ დროს რომ გაწუხებთ, მაგრამ ჩემი ძვირფასი გოგონა
_ვიცი ქალბატონო , ჩვენ ვიცნობთ დეას _ და ეს იყო ელექტროშოკზე ძლიერი დარტყმა, რომელიც ერთდროულად გმუხტავდა და თან გასუსტებდა . ბიცოლას გაფართოებულ თვალებს ხედავდა, ქალბატონი ნესტანის მზერა არ შორდებოდა და მისი ეს უცნაური ღიმილიც რომელიც ვერ დაადგინა გულწრფელი იყო თუ არა _ ჩემმა ძვირფასმა ვაჩემ შუამდგომლობა გაგიწია, მესაუბრა შენს მიღწევებზე , თუ ყველაფერი სიმართლე იყო და არა უბრალოდ მოლაპარაკებისთვის საჭირო ყალბი არგუმენტები , ბედნიერიც ვიქნები შენნაირ მოსწავლესთან მუშაობით. ახლა ძალიან ცოტა დრო მაქვს, ვაჩეს დაუკავშირდი დღესვე რომ ხვალამდე მეცადინეობა მოასწრო , ის გეტყვის განრიგის შესახებაც . თამილა გაგაცილებთ _ ლიას სიტყვის თქმაც არ ადროვა, არც კითხვები დაუსვამს , არც პასუხებს დალოდებია ყველაფერი თქვა რაც სურდა რომ გოგონასთვის შეეტყობინებინა და დაასრულა. ლია მაინც არ გაჩერდა, აშკარად ქალთან დაახლოების სურვილი არ ასვენებდა, საკუთარ თავზე უთხრა სად მუშაობდა და ვინ იყო , როგორი მადლიერი გახლდათ , მაგრამ ქალმა ისე გახედა სიტყვა გზაში გაუწყდა .
_ხედავ შეენ? თავხედი, თავი ვინ ჰგონია. აქაოდა ლექტორია , მომჯდარია ამხელა სახლში , შინაბერა დედაკაცი... აბა არ მყოლოდა 4 შვილი გასაზრდელი ამას დამატებული მსხვილფეხი და წვრილფეხი, დედამთილი, მამამთილი , ქმარი , ჭირი და ლხინი თუ არ ვიქნებოდი მეც დაწყებითების კათედრაზე. ტუტუცი, ამპარტავანი , სწერვა _ მიდიოდა , სიტყვებს აყრიდა და ისე ჩუმად ლაპარაკობდა ვერავინ გაიგებდა. დეას კი მისი ხმა მხოლოდ ფონად ესმოდა ახმაურებულუ გულისცემის შემდეგ. ვაჩე ეზოში აღარ დახვდა, არ იცოდა ფას გააკეთებდა იქ რომ დაენახა, მაგრამ მოსვენებ კი დაეკარგა.
სახლში დაბრუნების შემდეგაც ლიას ქოთქოთს ისმენდა. 5 წუთიანი ამბავი ისტორიად აქცია, იჯდა სამზარეულოში მაკასთა ერთად და უყვებოდა ყველაფერს
_ გამოდის საქმე შენ კი არა ვაჩემ გაგვიკეთა _ნია ყავის ფინჯნით ხელში იყო ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი და სიცილით ადევნებდა თვალს მოსაუბრე დედასა და ბიცოლას
_ საქმე ვაჩემ კი არა შენმა დამ გააკეთა... ასეთი ლამაზი, მშვენიერი, ნაზი , კეკლუცი და ჭკვიანი რომაა _ განგებ რომ თქვა ბოლოს ჭკვიანი ეს უკვე დიდი მინიშნება იყო მაკასთვის, მაგრამ არ შეიმჩნია რძლის გესლიანი ქვეტექსტი
_როგორცაა, ჩვენ მადლიერები ვართ ასე საკუთარი შვილებივით რომ გიყვარს ჩემები და ისე ცდილობ ყველაფერს მათ დასახმარებლად
_ოჰ რა სალაოარაკოა ერთი არ ვართ? ისე მიყვარს ყველანი, ჩემებს ვერაფერი ვასწავლე . იმ ვირებს წიგნის გარდა ყველაფერი უნდათ... მაინც ყველა ბიჭი როგორ გავაჩინე შენ კიდე გოგოებით დაიწყე და კიდეც არიან წიგნზე შეყვარებულები
_ლუკაც ოქროს მედალოსანი იქნება , ისე სწავლობს ... რა უცნაურია პედაგოგმა რომ ვერ მიიყვანე წიგნთან ბავშვები და 10 კლასდამთავრებულმა დედაჩემმა ყველანი განათლებულები გაგვზარდა _ნია არ წყვეტდდა ირონიულ ჩართვებს და აგიჟებდა ქალს . მისი საყვარელი ქცევა გახლდათ ეს უკანასკნელი, ყველას თავის ადგილას მოსმა
_ეჰ მაკა ისე კარგად სწავლობდა თურმე სკოალში, მისი ნიშნების ფურცელი მაქვს ნანახი გიჟ მამაშენს რომ არ მოეტაცებინა ვინ იცის დღეს სად იქნებოდა, მაგრამ ასეაა შეუყვარდა და ყველაფერი აირია. ვინ იცის ვის როდის გაუჩნდება თავში ოფოფები და მერე კაცის და წიგნი ერთად ხელში ვის გაუგია
_ხელშიც იღებ ლიაკოო? გასაკვირიც არაა 4 ვაჟი და პლუს ქმარი მუდამ 20 წლის ბიჭივით რომ დააბიჯებს. არ გვეტყვით ქმრის სიგამხდრის საიდუმლოს? სხვა რა ვარჯიშებს უკეთებ, გაგვიზიარე გასათხოვარ გოგონებს _ ეს იყო ბოლო წერტილი როცა მაკაც გაგიჟდა, დეამაც ვეღარ გაუძლო და ოთახი დატოვა. ისევ სუნთქვა ეკვროდა , იქაურობა კლავდა ისე როგორც არასდროს. მობილური რომ აიღო და მესენჯერში ვაჩეს წერილების ძიება დაიწყო ინსტიქტურად წაიკითხა ყველა უპასუხო შეტყობინება , რომელიც ბიჭმა დაუტოვა დ ათავად დააიგნორა, ასეთი იმდენი იყო სქროლვაც კი დიდ დროს წაიღებდა.
_" შენი ნახვა მინდა , გთხოვ "თვალებში უკვე ცრემლების გუბურები ჰქონდა , ტექსტი რომ აკრიბა და გააგზავნა ტირილიც დაიწყო .
_"მადლობა საჭირო არ არის. მამიდას არაფერი უნდა ეთქვა , მაგრამ არ შეუძლია ისე მოქცევა როგორც ვთხოვ ხოლმე _მეცადინეობების შესახებ ინფორმაცია ერთ შეტყობინებად გაუგზავნა და სხვა სიტყვაც არ მიუწერია
დეას ტირილისგან თვალები რომ დაუსივდა, ძალა გამოეცალა და ცრემლიც დაუშრა შემდეგ დაიწყო მეცადინეობა. შუაღამემდე გააგრძელა, ისე მოინდომა როგორც არასდროს , მზად იყო რომ დაიძინა , მათემატიკის გარდა უამრავი საქმე ჰქონდა, მაგრამ მაინც ძილიც გაუტეხა ნესტანთან , ვაჩეს სახლში სიარულის ამბავმა.
გიგაური სკოლაში არ იყო, ასე ფიქრობდა სანამ მისი მანქანა არ დაინახა და შემდეგ ცდილობდა სადმე გადაჰყროდა, არ იცოდა რას ეტყოდა ან გააკეთებდა, მაგრამ ყველგან რომ დაეძებდა ფაქტია მას კი შესანიშნავად გამოსდიოდა თავის არიდება
_ცუდი ამინდია დღეს, ინგლისურის მასწავლებელი იმდენად შორსაა გზაში გაიყინები . მადლობის გადახდა თუ გინდა უბრალოდ გამოგივლი და მათემატიკაზე ჩემთან ერთად წამოხვალ _ მოულოდნელად გაჩნა, იმდენად მოულოდნელად რომ დეამ მისი ნათქვამის გააზრებაც ვერ მოასწრო _თანახმა ხარ თუ არა , რომ ვიცოდე
_თანახმა ვარ, მაგრამ
_კარგი , მეჩქარება , ნახვამდის ... ქოლგა სულ ნუ გავიწყდება _ ხელში მიაჩეჩა სულ ახალი ჭრელი ქოლგა და ამჯერად მართლა წავიდა. დეას კი ისევ ტირილი მოუნდა, თავადაც არ იცოდა რა სჭირდა, მაგრამ ხელები ექავებოდა ისე უნდოდა გაქცეულიყო, დაწეოდა და მაგრად მოეხვია მკლავები,კიდევ მოესმინა ახლიდან მისი რითმდარღვეული გულიაცემა.
ინგლისურის მასწავლებელმა იმდენი დავალება მისცა უკვე გაბრუებული იყო რომ გამოვიდა და აღარც ახსოვდა შეთანხმება სანამ ძლიერ წვიმაში მოყოლილს ფეხებთან არ გაუჩერა გიგაურმა მანქანა. პირველად ჩაჯდა ულაპარაკოდ, წინ დაიკავა ადგილი , გაყინულს სითბო ესიამოვნა და შენდეგ ნაცნობმა სურნელმა დაახვია თავბრუ. ღვედიც არ ჰქონდა შეკრული ისე განაგრძო სვლა ბიჭმა
_ უხახვოა _ ქაღალდის შეფუთვით ჯერ კიდევ თბილი ლობიანი მიაწოდა
_გმადლობ , მაგრამ მე
_პარკში კოლაა და სნიკერსიც _გზას უყურებდა , შემდეგ მობილურზე დაურეკეს და დეამაც დაინახა განათებულ ეკრანზე გოგოს სახელი . რამდენჯერმე გაუთიშა, მაგრამ არ მოისვენა და ბოლოს უპასუხა , სრულიად სხვა კაცი საუბრობდა თითქოს , უხეში და უტაქტო_რომ გითიშავ ზნაჩიტ არ მცლია ხო?
_გნახავო ხო მითხარი და როდიიის _ სიტყვა გამაღიზიანებლად გაწელა და დეამ წარმოიდგინა კიდეც მისი დაბრეცილი ტუჩები. ღებინების შეგრძნება გაუჩნდა. ლობიანი უკან პარკში ჩააგდო და თავი გვერდზე შეაბრუნა. არადა საშინლად უნდოდა, შიოდა და ენერგიაც სჭირდებოდა, მაგრამ მომენტალურად გაღიზიანდა
_ხვალ გნახავ , დაგირეკავ მე თვითონ _ პასუხს არ დალოდებია ისე გაუთიშა და მერე პარკს დახედა _ ხომ გითხარი ლობიოს ხახვი არ აქვს
_სპეციალურად გააკეთებინე, არ დაგეზარა და კაცმა რომ გკითხოს შემეშვი. ახლა საერთოდ შენს სახლში ვივლი, გადასარევი ამბავია ხომ? იდეალურად დაემთხვა _ეჩხუბებოდა, მადლობის მაგიერ უბრაზდებოდა
_ მეტად როგორ დაგანებო, აქედან სექტემბრამდე ვერ წავალ, შემდეგ თავისთავად სტუდენტი გავხდები და გავქრები სამუდამოდ შენი თვალთახედვიდან. რა პრობლემაა ჭამო არ მესმის ? მოწამლული გგონიათუ რა , არ მოგიტაცებ ნუ ღელავ... დასრულდა_თქო გითხარი და მორჩა , დაიჯერე ! ეს უბრალოდ ადამიანური ჟესტია და მეტი არაფერი , ექიმური მაწვება წინასწარ , პიტენციურ გონდაკარგულ პაციენტს გხედავ_ ბოლოს ჩუმად ჩაილაპარაკა და სვლა შეანელა , შემხვედრი მძღოლი გიჟივით ატარებდა, ინსტიქტურად გასწია ხელი გოგოსკენ და ღვედთან ერთად მკლავიც შემოჰხვია _ ცხვირ_პირი გაქვს მისანგრევი , დრო რომ მქონდეს _ უსიგნალებდა და ჩაწეული ფანჯრიდან ემუქრებოდა ნაცნობ ბიჭს, რომელიც აშკარად არ ჩანდა ფხიზელი
_ვაა ვაჩუნაა გაიჩითაა ეეე ... მოსაწევი არ გინდა? დაგპატიჟებთ _ფანჯრიდან ლამის გადმოძვრა უკან მჯდომი .დეამ ვერ დაინახა ვაჩემ რა ანიშნა ან რა უთხრა ტუჩების მოძრაობით ,მაგრამ ბიჭის პასუხი კი გაიგო _იზვინიი ბრატ ... დავაი დაგაზე გავედით _ მძღოლს უკნიდან დაჰკრა ხელი და კიდევ უფრო სწრაფად გაიჭრნენ წინ. ვაჩე ისევ საშუალო სიჩქარით მიდიოდა , არ ავიწყდებოდა ძველი შემთხვევა როდესაც მსგავს ცუდ ამინდში ჩქარა მართავდა დეა საშინლად ეჩხუბა
_მგონი გაფერხებ _ რა არ ასვენებდა ვერ ხვდებოდა
_ რომ არ ვკაიფობ არ იცი? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ... მამიდას არ უყვარს რომ ვაცდენ მის მეცადიობებს და ასმაგ დავალებას მაძლევს ასე რომ შენ გამო არ ვყოვნდები , მხოლოდ ცოდნის ასამაღლებლად
_სამედიცინოზე ჩაბარება როდის გადაწყვიტე აბა კადეტების აკადემიაში თუ რაღაც მსგავსში აპირებდი ?
_სამხედრო ექიმი გავხდები , შენ არ იღელვო ჩემ მიზნებს არ ვუხვევ ... იმათ არა, რომელიც მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული და არა ვინმე სხვაზე _ბოლოს დაამატა და აუხვია კიდეც სახლისკენ მიმავალ ბოლო შესახვევში _ჭამე , თორემ ვერ გაუძლებ 4 საათი არ გაგიშვებს
_რამდენი?
-გაციებულია უკვე... გადმოდი , თორემ დავაგვიანებთ_საათის ნახვაც ვერ მოასწრო დეამ, მანქანიდან გადავიდა და კარი დახურა , თავზე აწვიმდა სანამ ბიჭი ქოლგით არ დაუდგა გვერდით _ ქოლგა ისევ გავიწყდება ...აქეთ წამოდი - წამით შეეხო ზურგზე ხელით, ახლოს იყო და გოგოს წონასწორობას ურღვევდა.
_აბა ეზოში მეორე შენობაა და იქო?
_უბრალოდ გამომყევი, თუ გეშინია და დანარჩენებს დაელოდე, 15 წუთში მოვლენ _ ქოლგა ხელში მიაჩეჩა და წინ წავიდა .
_თავის დანებება მტრად გადაქცევას და ჩხუბს ნიშნავს?
_ასეთი ვარ ჩვეულებრივ მოკვდავებთან და თუ არ გინდა იყო გამორჩეული შეეგუე ჩემს ტონალობას _ მიახალა და გაეღიმა თავისზე დაბალი როგორ ცდილობდა ქოლგის ისე დაჭერას, რომ ბიჭისთვისაც დაეფარებინა _ ციცქნა ხარ
_შენ ხარ უზარმაზარი _ წარბები შეკრა და მერე დაინახა როგორ გადაიხარა ბიჭი საკოცნელად. სხვა დროს აუცილებლად ეცდებოდა გაწევას, ახლა კი კოცნა იმიტომ არ შედგა რომ ბიჭმა თავად დაიხია უკან.
_მანდ დაჯექი და დამელოდე ხუთი წუთი _ სამზარულოში როგორ აღმოჩნდა ვერც გაიაზრა. იჯდა და დამფრთხალი უყურებდა როგორ ამზადებდა ვაჩე რაღაც კერძს უსწრაფესად. მხოლოდ მის ზურგს ხედავდა, არც უცდია სხვა რამეების დანახვა თორემ მიხვდებოდა რასაც ამზადებდა
-მგონი მოვიდნენ სხვებიც ... ჩვენი სკოლიდან ვინმე არის?
-აქაური არავინაა . არ გაგიკვირდეს ყველა ბიჭია და ყველა სხვადასხვა ადგილიდანაა
-ყველა ბიჭი რატომ
-მამიდაჩემი უცნაური ქალია, ვერ იტანს უპასუხისმგებლო ხალხს ... მხოლოდ ცოდნით ვერ გაუქაჩავ რა, ყოფაქცევასაც აქცევს ყურადღებას . სამი მიიღო და გაუშვა , ერთ-ორს მგონი კიდე მოიშორებს - რაღაცებს ჭრიდა და თან ლაპარაკობდა. დეას ყურადღება გაუფანტა, მის ყველა მოქმედებას აკვირდებოდა
-მერე ეგეთი ქალი შენ ქცევებს როგორ ხვდება
-ის მხოლოდ მის სივრცეს აკონტროლებს და მე სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს , დეა ... თუმცა მე ხომ ნიშნებს მამაჩემის გამო მიწერენ- ბიჭის სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ ზუსტად იცოდა როგორი გამომეტყველებაც ექნებოდა- ჩაის რამდენი შაქრით დალევ?- ჩაიდანი უკვე კიოდა და გათიშა, კარადიდან ლამაზი ჭიქა გამოიღო
-მე არასდროს მითქვამს, რომ ნიშნებს
-შესანიშნავად ვიცი რაც გითქვამს და არ მინდა ამაზე საუბარი ...შაქარზე გკითხე
-სამი- საშინლად აფორიაქდა, ვაითუ ტყუილი უთხრესო . თავადაც არ იცოდა რატომ უნდოდა აეხსნა , რატომ აღელვებდა მისი აზრი
-მიირთვი- მხოლოდ ბიჭს უყურებდა და მაგიდაზე არც კი დაუხედავს მხოლოდ შემდეგ გადაიტანა მზერა შევსებულ ოთხკუთხედ სივრცეზე და საშინლად შერცხვა - არაფერი თქვა, უბრალოდ რამე ჭამე 10 წუთი გვაქვს , არ იჩქარო
-შეგიძლია მითხრა საპირფარეშო საით არის - ყელში ბურთი გაჩნდა, უზარმაზარი ბურთი რომელიც მალე გასკდებოდა და ცრემლებად დაიღვრებოდა. ყველაფერი იყო რაც უყვარდა და სულელი უნდა ყოფილიყო ეს რომ დამთხვევად ჩაეთვალა. არც ზედმეტად ლამაზი ფინჯანი გამორჩენია, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს თავად იყიდა და მისი იყო . ბიჭს მიჰყვებოდა ,კართან იდგნენ უკვე მკლავზე რომ შეეხო
-კარგად ხარ ? - ვერაფერი უპასუხა, თავით ანიშნა კიო და სწრაფად შევიდა სააბაზანოში. კარი გადაკეტა, წყალი მოუშვა და ცრემლებმაც იწყეს დენა. მთელი სხეული უთრთოდა, ვერ ჩერდებოდა და არც იცოდა ასე რატომ აღელდა. პიკი იყო ძლივს დამშვიდებული გარეთ რომ გავიდა და არც მეტი არც ნაკლები ბატონი თომა საუბარი მოისმინა
-არ მოსულა? აბა დღეიდან ივლისო? ვერ დაწერა მამიდაშენის გამოცდა ? აუ რანაირი ქალია რა მარტივი ვერ მისცა რამე? ხომ გითხარი მე დაველაპარაკები-თქო
-სამსახურში რატომ არ ხარ, არაფერია გასაკეთებელი?
-ნუ მეიაზვები ბიჭო
-გითხარი ჭორებს ნუ უსმენ-თქო და რატომ არ გესმის არ ვიცი
-ჭორებს და ჭორიკნებს არ გავკარი? მე შენ გიყურებ , ვიცი გიყვარს და რო გავიცნო ვინ უყვარს ჩემს შვილს რა იქნება? გამაგებინე გამოცდა ვერ ჩააბარა და არ მიიღო?
-უგამოცდოდ მიიღო ,გამოცდაზე ვანერვიულებდი ? მოვუყომარე ნესტანს ...
-რა შელოცვას უკეთებ ამ ჩემს დას ასეთს, მე რო რამეს ვთხოვ ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს და შენ გამო გოგო მიიღო უგამოცდოდ თან ამ დროს?
-ნუ გშურს ... აუ მამა წადი რა , მიხედე საქმეებს, სულელი კი არაა რომ დაგინახავს მიხვდება და შერცხვება. გაიგე, არ მოვწონვარ, არ ვუყვარვარ და არაფერი გვაქვს ნუ გააქცევ გთხოვ, ნესტანთან თუ არ ივლის მაღალ ქულას ვერ მიიღებს , იცოდე გამოცდაზე ვაფშე არ გავალ რამე რომ გააკეთოთ რომელიმემ ისეთი, რომ დეას დისკომფორტი შეექმნას. მოვა და წავა ისე როგორც ყველა
-შენ შვილო ნორმალური არ ხარ ხო? წუხელ შუაღამეს გავარდი და ათასი რამე მოიტანე, ჩვეულებრივად თუ ექცევი რა შეფ-პოვარივით ტრიალებ აქ
-წადი უკვე, გამოვა მალე
-მეც მაგარი ვარ შენ ჭკუაზე დავდივარ ამხელა კაცი ...

დაიმალა, ისე დადგა რომ კაცს არ შეუმჩნევია. იდგა და ფიქრობდა რა უნდა გაეკეთებინა , ბოლოს ისევ საკუთარ თავზე იფიქრა, მიზანზე რომელიც ჰქონდა და რომლის მისაღწევადაც იქ ყოფნა სჭირდებოდა . მდუმარედ შევიდა, ჩანთა აიღო და ბიჭისთვის ზედაც არ შეუხედავს ისე გავიდა
-არაფერი ჭამე, ჯერ ადრეა...არ ჩამოსულა ნესტანი
-გმადლობ - მხოლოდ თავი მიაბრუნა მისკენ და მზერა გაუსწორა - მე თხოვნა მაქვს ერთი და თუ შეძლებ
-მითხარი - ისე აენთო თვალები წამსვე ნებისმიერი რამის გასაკეთებლად იყო მზად
-მათემატიკის გარდა არ მინდა რამეზე ვისაუბროთ ...-იცოდა თვალები სულ მთლად ამღვრეული ჰქონდა, ისიც იცოდა ვაჩე რომ გრძნობდა და განგებ არ აშორებდა მზერას , შედეგადაც მიიღო ის რაც სურდა
-გასაგებია ... - უმეტყველო გაუხდა გამომეტყველება, წინ გადაასწრო და პირველი შევიდა კაბინეტში.
ბიჭები ახალ მოსწავლეს ინტერესით ელოდნენ , სულ ათნი იყვნენ, დიდი მრგვალი მაგიდის ირგვლივ ისხდნენ და დეას უყურებდნენ ,მას კი არცერთი აინტერესებდა.
-მე დეა მქვია, დღეიდან თქვენთან ერთად განვაგრძობ მეცადინეობას- ერთადერთი წინადადება თქვა ისიც ისეთი სახითა და ტონალობით ,რომ ყველას ანიშიშნა ზედმეტი ქმედებებისგან თავი შეეკავებინათ. ცარიელი ადგილი დაიკავა , ბიჭების სახელები მოისმინა და ნესტანიც გამოჩნდა
-დეას სილამაზე ყურადღებას ნუ გაგიფანტავთ,თორემ ყველას გაგიშვებთ და მხოლოდ მას დავიტოვებ- შემოსვლისთანავე თქვა ქალმა და გოგონას ანიშნა ჩემს გვერდით გადმოჯექიო, ისიც დაემორჩილა, დაჯდა და მაშინვე ქალის გაოგნება გამოიწვია
-სანამ დავალებებს განიხილავთ მინდა გამოცდა დავწერო... ყველაფერი აქაა რაც გუშინ დამავალეთ- რვეული გაუწოდა და ამაყად ასწია თავი , საკუთარ თავში დარწმუნებული იყო,მაგრამ მაინც გული ისე სწრაფად უცემდა ამხელა გამბედაობის გამო ყოველწამს ეგონა გავითიშებიო
-ახლა ამის დრო არ არის, ვერ მოასწრებ ... საჭირო რომ ყოფილიყო მე
-პრობლემა არ არის, რამდენსაც მოვასწრებ ქულაც იმდენი მექნება - კალამი აიღო, თითი დააჭირა და ანიშნა მზად ვარო
-კარგი, იყოს ისე როგორც ამბობ- ვაჩე რაღაცას ანიშნებდა, აშკარად კანში ვეღარ ეტეოდა, მაგრამ ქალს დეა ისე მოსწონდა გაბრწყინებული დაჰყურებდა და მასზე იყო დანარჩენი დროც გადართული. თავად დეას რვეულიდან კითხულობდა, დანარჩენები კი საუბრობდნენ, ხმაური იყო , ამდენი კაცი ერთად და მათში ვაჩეს ხმა საერთოდ არ ისმოდა, მხოლოდ მზერას გრძნობდა მის ღრმა ჩასუნთქვებსაც კი აღიქვამდა როგორღაც . ზუსტად იცოდა აფეთქების ზღვარზე იყოს, ხელები ექავებოდა ისე უნდოდა მკლავში წვდომოდა და იქედან წაეყვანა ,მაგრამ თავს იკავებდა. იმ დღესაც და შემდეგაც სიტყვა აღარ უთქვამს, მაგრამ მზერა არ ქრებოდა, ყველგან გრძნობდა სადაც მიდიოდა.
..................
ბიჭების დამშვიდება ვერ მოახერხა, ჩურჩულებდნენ და ქაოსს ქმნიდნენ. გოგონებიც მოუსვენრად იყვნენ, ცდილობდა საგაკვეთილო პროცესის გაგრძელებას, მაგრამ მოთმინებამ უმტყუნა , წერა შეწყვიტა , დაფას მოშორდა და სკამი ხმაურით გასწია მაგიდიდან ოთახის ცენტრისაკენ
-რადგან არ უსმენთ მოდი ხმამაღლა ისაუბრეთ , გავარკვიოთ რა ხდება და შემდეგ ყველანი მომისმენთ
-აუ მაას , სორიი
-5 წუთი გაქვთ ...დროულად ჩამოაყალიბეთ პრობლემაა
-შუაღამესაა მოსეს ბრძოლა , სადმე ერთად გვინდა შევიკრიბოთ მე გადავიღებდი და ისედაც ცალ-ცალკე ყორებას მუღამი არ აქვს . ერთხელ ვცადეთ და ნერვები დაგვაწყდა . არც ვიცით სად შევიკრიბოთ... ზოგს მოხუცები ჰყავს სახლში, ზოგი შორსაა ,ზოგთან ტელევიზორის პრობლემაა და ვფიქრობთ რა ვქნათ
-ჩემთან მოდით , მშობლებიც გააფრთხილეთ ოღონდ ... მე გაგიყვანთ გოგონებს სახლებში . ან დარჩით ბარემ , როგორც მოხერხდება - წამიც არ უფიქრია , ბავშვები კი ისე გაახარა ხუთი წუთი მათ შეძახილებს უსმენდა
-იმენნა ჯიგარი ხართ მას
-ზემასწი ხართ მასწ - ბევრი მივარდა და მოეხვია კიდეც , ისეთი ხმაური იყო ცოტაც და მასწავლებლები შეუვარდებოდნენ
-უსასწაულეს კადრებს გადავიღეებთ... ჟურნალისტიკაზე რომც ვერ მოვხვდე პირდაპირ დავიწყებ მუშაობას . ნახევარს მაინც სულ სხვა დიპლომი აქვს - სალომე თავის ფიქრებში იყო - ხომ მოხვალ შენც ... როგორც გამორჩეული გოგო მეგობარი უნდა გადაგიღო
-ლუკას ვეტყვი და წამომიყვანს, მაინც აპირებდა გათენებას
-ჩურჩულიი შეწყვიტეეთ, გოგონებოო ...მორჩა ათამდე ვითვლი , მობილიზდით და ვაგრძელებთ- ისევ აიღო ცარცი ,დაფაზე დააკაკუნა ,თვლა დაიწყო შემდეგ კი ყველანი ჩართო საგაკვეთილო პროცესში.

უალკოჰოლო, გამაგრილებელი სასმელები სასუსნავებთან ერთად თავად დაახვედრა ბავშვებს ,მაგრამ ლუდის ბოთლების შეკვრით მიმავალი ბიჭები რომ დაინახა წარბები შეკრა. რა უნდა ექნა , ნახევარზე მეტი უკვე სრულწლოვანი იყო და თანაც სხვა სასმელი არ ჰქონდათ და ამიტომ გზა გაუთავისუფლა. ბრძოლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დაიწყეს მზადება, სკამები , სავარძლები, დივანი , ყველაფერი აითვისეს . სახლი ერთიანად გაივსო და ახმაურდა. თავად ხის სავარძელში იჯდა , ყავის დიდი ჭიქით და მოსესთან ბოლო შეხვედრას იხსენებდა. ფიქრობდა არ ვუყურებო, მაგრამ არ გამოუვიდა, ინტერესმა სძლია . ეკრანზე რომ გამოჩნდა ყველაფერი ისე დაიმუხტა გულშემატკივარი რომც არ ყოფილიყავი მაინც შეუერთდდებოდი მათ გულწრფელ ერთობას.
ყველამ იცოდა როგორი რთული ბრძოლა ელოდა წინ ამაღლობელს , მაგრამ სესილიას ვერ წარმოედგინა მსგავს კადრებს თუ ნახავდა. პირვლივე რაუნდში შეტევაზე თითქმის არ გადასულა, თავდაცვის პოზიციაში ყოფნა მოუხდა , იგერიებდა , მაგრამ ბევრჯერ მოხვდა და სესილიას სისხლის დანახვისთანავე შეეცვალა ემოციები . გამარჯვებაზე მეტად მის მდგომარეობაზე ღელავდა სხვები კი ისე უყურებდნენ თითქოს ამ დარტყმებს მათი მეგობარი არ იღებდა , ანდაც ტკივილს ვერ განიცდიდა
-საშინელებაა...როგორც არ უნდა ვეცადო მშვიდად ვერ ვუყურებ- დეას ხმა რომ გაიგო და მისკენ გაიხედა, შეწუხებული სახით იჯდა, გეგონებოდათ მალე იტირებსო - მეორე რაუნდში თუ შეტევაზე ვერ გადავა მე გავალ , არ შემიძლია ვერ ვუყურებ როგორ სცემს ვიღაც ცხოველი
-ქუჩაში ხო არ ჩხუბობს დეა? სპორტია ასეთი
-ნახე თვალი როგორ აქვს...მგონი ვეღარც ხედავს, ისე უცებ როგორ შეუშუპდა
-გაიყვანეთ ეს აქედან...ასე მაღონებს სახლშიც . იტირებს ახლაც , მე რო მცემონ გეფიცებით წარბი არ შეუტოკდება. მოსეეე, ბრატ ხედავ როგორ უყვარხარ? - ლუკა კამერისკენ იყურებოდა და თან ეკრანს არ აშორებდა თვალს
-დაიწყო ... - დაიწყო , მაგრამ ისევ ვერ მოახერხა ისეთი დარტყმის განხორციელება უპირატესობა თავისკენ რომ გადაეწია. არ ეცემოდა, მაგრამ სულ კუთხეში იყო მიმწყვდეული და იმდენ დარტყმას იღებდა ბიჭები უკვე თავს ძლივს იკავებდნენ გინება რომ არ დაეწყოთ
-ოოხ შენიი ... როგორ უნდა მოიშოროს , მაგრამ არ გამოგივა ჯიგაროო შენი გამოცდილება თუ არ დაიხიოს აგერ ნახე
სესილია ადგილს იყო მიჯაჭვული, მტელი სხეული დაჭიმული ჰქონდა თითქოს თავად ელოდა ვინმეს თავდასხმას ბიჭები კი უკვე ნერვიულობისგან წრეებს ურტყამდნენ ოთახს. ხან ვინ წამოიყვირდებდა ხან ვინ. ყველაფერი კი სულ ერთ წამში მოხდა, როცა დამარცხების საშიშროება ყველაზე მძაფრად იგრძნეს
-ახრჩოობს - ძლივს ამოთქვა და თვალებგაფართოებულმა შეხედა ეკრანს
-მახრჩობელას აკეთებს ეს ნაბ.ზარიი ...გუდაავს , გუდაავს - კანში ვეღარ ეტეოდნენ ბიჭები , საბამ სავარძელს დასცხო მუშტები, საშინელება იყო უყურებდნენ და ვერაფერს აკეთებდნენ
-ითიშება? - დეას უკვე ნამდვილად ტირილის ნოტები ჰქონდა ხმაში , წამი საუკუნედ იქცა . ყველანი გატყდნენ თითქოს სესილიას ხმამ რომ გაკვეთა ჰაერი და სამუდამოდ აღიბეჭდა კადრებში
-არ დანებდება... გამორიცხულია ! ხელს არ დაარტყამ , არც გონებას დაკარგავ მანდ არ დამარცხდები - თითქოს გააგონებდა ისე მტკიცედ ამბობდა სიტყვებს
-გამოძვრა, მოატყუაა ...მოატყუააა - ბევრმა თვალიც ვერ მიადევნა ისე დაიხსნა კაცის მკლავებიდან თავი და მერე რაუნდიც დასრულდა , ემოციები კი ისეთი იყო გამარჯვების აღნიშვნას ჰგავდა . ყვიროდნენ , დახტოდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ
-ხელი ტკივა... ფეხსაც ვერ დგამდა კარგად , მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს - ჩუმად ეუბნებოდა კესო სალომეს - ცხვირიდან სისხლდენა თუ არ გაუჩერდება გაიყვანენ
-მოიგებს ! - დეა ბიჭს მხოლოდ მაშინ უყურებდა როცა დრო გადიოდა და ისვენებდა
-დაღლილია და ტრამვირებული - სესილიამ უპასუხა და ეცადა გაეგო რა იყო გოგოს დამშვიდების მიზეზი
-მოსეა , როცა გვგონიარომ ჩიხშია ,მაშინ აკეთებს სვლას ... ნახეთ მისი მზერა და დატკბით . ზუსტად ისაა , ამაღლობელი - მეეჭვება ეს დიალოგი კამერას დაეფიქსირებინა, მაგრამ სესილიას გონებაში კი დაილექა დეასა და მოსეს კავშირის მტკიცებულებად.
-დაგლეჯს ... - ისმოდა ეს და მსგავსი შეძახილები როცა რაუნდი მოსეს შეტევით დაიწყო. ამჯერად კუთხეში მეტოქე მოიმწყვდია და თავდაცვის საშუალებაც მალევე წაართვა, შემდეგ იყო გადამწყვეტი დარტყმა და გამარჯვება ,რომელსაც მოჰყვა ხმაური, ამ ხმაურში კი ერთი იჯდა ისევ ისე და ახმაურებული გულისცემის ფონზე უყურებდა ამაღლობელის რეაქციებს. არც სხვებივით ღრიალებდა, არც ყვიროდა, მაღლა აიხედა, ღრმად ჩაისუნთქა ,პირჯვარი გადაიწერა , გულზე მუშტი მიირტყა , გულშემატკვრებს გახედა და შემდეგ დამარცხებულ მოწინააღმდეგეს მოეხვია. ხმა არავის ესმოდა, არავინ იცოდა რა უთხრა, მხოლოდ ჟესტები ჩანდა ,გამარჯვების ნიშნად მაღლა აწეული ხელები და დროშა, რომელიც მწვრთნელმა მოახვია .
კამერამ გადაღება შეწყვიტა, ხმაურიც მინელდა და ემოციებიც ნელ-ნელა დაცხრა. სესილია კი ახლა გრძნობდა ყველაფერს ერთად . მოულოდნელად დაავიწყდა მასწავლებელი რომ იყო და თორნიკეს ნაჩუქარი ღვინის ბოთლი დადგა მაგიდის ცენტრში
-მგონი არაფერი დაშავდება თითო ჭიქით რომ ავღნიშნოთ გამარჯვება
-თქვენ აღარ ხუმროობთ მაას...
-მგონი რაღაც რეალითი შოუს მონაწილეები ვართ , სამყაროს ტოპ მასწავლებელი
-არ უნდა გაგეხსენებინა ჩემი სტატუსი , ძვირფასო საბაა... - ბოთლი აიღო და ბიჭს გაუღიმა
-კაი შე ჩემა რა გინდოდა
-ხუმრობს ბიჭო, ეგეთი თ.სლი იუმორი აქ რა ვერ მოწვი შენ კიდე ვიღაცა კორჩაგინელებს კი არ გავს ,იმენა ძერსკია
-ღმერთოო ,დროულად მოიტანე ჭიქები კესო თორემ გააგიჟებენ ესენი მასწს- სალომემ წამოიყვირა და კარადასთან მდგომ გოგონას თავადაც მიეხმარა
-შევავსოთ - შევავსოთ - საბამ ჭიქები აავსო და ყველამ სესილიას გახედა- სადღეგრძელო თქვენზეა მასწ
-გამარჯვებისთვის დაბადებულ , მოსეს გაუმარჯოს -ჭიქა მაღლა ასწია და სულმოუთქმელად დაცალა
-გაუმარჯოოს მოსეეეს - ყველამ თითო-თითო ჭიქა დალია, სალომემ ტელეფონი გამოიყენა ამჯერად და კადრები ფარულად,მაგრამ მაინც შეინახა.
ყველანი წავიდნენ, დარჩა მარტო სავსე ემოციებით და აჩქარებული გულისცემით. სხვა ვერაფერზე ფიქრობდა, მობილური რომ აიღო ყველგან ვიდეოები იყო, სალომე მუშაობას არ წყვეტდდა. რამდენჯერმე ნახა ბოლო მომენტი და გული ისევ ისე ძლიერ აუძგერდა. ფიქრობდა მიეწერა თუ არა , უამრავი ადამიანი ულოცავდა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ბევრი კითხულობდა . ვერ დაიძინა , საწოლში ტრიალებდა და ერთი სოციალური ქსელიდან მეორეზე გადადიოდა, ვიდეო კი ვირუსულად ვრცელდებოდა , ყველგან იყო ბრძოლის კადრებთან ერთად გულშემატკივრების ემოციებიც. მერე ერთდროულად ორი ზარი დაფიქსირდა, თორნიკე და მოსე ურეკავდნენ , ნახევრად მძინარემ ამაღლობლის სახელი რომ დაინახა წამსვე უპასუხა , ვიდეოქოლი რომ იყო ამაზეც არ უფიქრია, საწოლში იჯდა და ელოდა როდის დაინახავდა მის სახეს
-ხომ გითხარი, არ უყურო-თქო ... შენ კი სახლში მოგიწყვია შეკრება , მასწავლებელო სულ არ უფრთხილდები თავს
-ამას მეუბნები შენ მეე? ექიმებმა სარკე ვერ მოგიტანეს? - მილოცვაც კი დაავიწყდა , საყვედურს თავდასხმით უპასუხა- ღმერთო ჩემო, ახლა კიდევ უფრო ცუდად გამოიყურები
-გმადლობთ, კომპლიმენტად მივიღებ- კლინიკაში იყო აშკარად, მხარი გადახვეული ჰქონდა . თვალი ისე იყო შეშუპებული ვერც ახელდა, წარბზე ნაკერი ედო
-მე შენს ადგილას პროფესიას შევიცვლიდი
-მე შენს ადგილას შეყვარებულს შევიცვლიდი
-არადა იმდენჯერ მოგხვდა ვიფიქრე თავხედობის კოეფიციენტი შეგერყეოდა, მაგრამ მომატებულა
-როგორ თქვი ? არ დავნებდები და არ დავმარცხდები
-სალომე არასდროს ისვენებს? შენი პოპულარობის 50% მისი დამსახურებაა. რომ დაბრუნდები ფრთხილად იყავი გზად პაპარაცები აგეკიდებიან
-ნუ ღელავ, რამდენი გოგოც არ უნდა დაიქრაშოს მე მაინც შენ მევასები
-სულ მინდოდა მოსწავლეს ეთქვა რომ „ვევასები“ , გმადლობ რომ ამ დღესაც მოვესწარი
-კი გაგისწორდება,რომ გითხრა მიყვარხარ-თქო ,მაგრამ ჯერ არ ვაპირებ . სანამ სხვისი ხარ არაფერი გამოვა!
-რა კარგია,რომ აღნიშნე ... სხვისი ვარ
-უნდა აირჩიო რა გინდა , მისი იყო თუ ჩემს მთელ არსებაში - ისე უყურებდა , ამ მდგომარეობაშიც კი სულს უფორიაქებდა. საუბარი ისევე მოულოდნელად დაასრულა როგორც დაიწყო. სესილიას კი ძილი ესტუმრა ისე,რომ თორნიკეს ზარი არც გახსენებია.
....................
-რა უცნაურია მე რომ ვპოულობ დროს შენთან საუბრისთვის და შენ ,პედაგოგი ვერ მპასუხობ ვერც ზარებზე და ვერც შეტყობინებებზე
-აჭარბებ, მხოლოდ ერთხელ ვერ გიპსუხე
-მოსწავლის გამარჯვებას აღნიშნავდი...ფანკლუბი მანდ მოაწყვე და როგორ მიპასუხებდი
-ნახე?
-ყველა ბრძოლას არ ვუყურებ , ბავშვებისთვის დრო არ მაქვს
-შენ რა ეჭვიანობ?
-მიზეზი მაქვს , სესილია?
-მე რომ ღალატი მეზიზღება იმედია გახსოვს
-ეგ როგორ გავიგო... მოგწონს ,მაგრამ რადგან მოღალატე არ ხარ ამიტომ ებრძვი სურვილებს?- თითქოს ქალის დამალული აზრების გაშიფვრაც შეეძლო - მიპასუხებ თუ ჯერ კიდევ არ იცი რა ხდება შენს თავს
-რა უნდა ხდებოდეს...სასაცილოა , მე რა ბავშვი ვარ?
-მე რომ არ ვარ ზუსტად ვიცი და ასევე დარწუნებული ხარ შენც?
-ვკამათობთ თუ მეჩვენება
-გასაოცარი პედაგოგობის სურვილს იმდენად ნუ აყვები ,რომ მეორე უკიდურესობაში გადავარდე
-როგორმე თავად დავაბალანსებ საკუთარ ქმედებებს
-იმედია,თუმცა მეეჭვება...ბოლო თვეებია ზედმეტად მოულოდნელ გადაწყვეტილებებს იღებ . ისედაც არ ჰგავხარ საკუთარ თავს და არც კი ვიცი რა სიურპრიზს მოგვიმზადებ
-მოგიმზადებთ ვის, შენ და ჩემს მშობლებს?
-თუნდაც...ბოლოს როდის ესაუბრე?
-დაკავებულები არიან
-ზედმეტია უკვე, დროა შეწყვიტო ჯიუტი ბავშვივით მოქცევა. საკმარისად არ გააგრძელე აჯანყება? დაბრუნდი ქალაქში და იკმარე ეს ექსტრემალური გამოცდილება
-მე შენ ხომ გაგაფრთხილე მანიპულირებას ნუ ეცდები-თქო. ჩემი ცხოვრებაა და როგორმე თავად გადავწყვეტ რამდენხანს ვიყო გაბრაზებული, ნაწყენი თუ ამბოხებული. საერთოდ იმაზე გიფიქრია ,რომ ეს ამბოხება კი არაა ისაა რაც სულ მინდოდა?
-შენი თავისუფლება სოფელში წასვლით თუ შემოიფარგლებოდა არ მეგონა... როგორი მარტივი ოცნებები გაქვს ამ განვითარებული სამყაროს პირობებში გასაოცარია პირდაპირ
-შენი ირონიაც მუდამ მაოცებს, მიყვარს, მესექსუალურება ,მაგრამ ახლა რატომღაც მაღიზიანებ
-შემიწირავ !
-ახლა უნდა მეუბნებოდე, რომ მოგენატრე ... შენ კი ისეთ ამბებზე მესაუბრები მსტრესავ
-შენ არაფერი გეტყობა ჩემი მონატრების თორემ მე რომ მენატრები ფაქტია... როგორც კი შემოვედი სახლში მაშინვე დაგირეკე
-ვგიჟდები ბავშვივით რომ იბუტები და თან არ აღიარებ
-ვინ არ პასუხობს შეყვარებულს, რომელიც შუაღამეს ურეკავს სხვა ქვეყნიდან
-მე რომ არავის ვგავარ ?
-საკმარისად არ გენატრები და არ გაღელვებ
-თორნიკე
-ყოველ დღე ვრწმუნდები,რომ ეს განშორება ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს
ვინ იცის იქნებ თორნიკე იმაზე მეტს ხვდებოდა ვიდრე თავად სესილია . იმას ხედავდა რისი დანახვაც ქალს არ სურდა, ან უბრალოდ გრძნობდა,რომ საკმარისი არ იყო ის რაც ქალთან აკავშირებდა.
6...............
დაბრუნდა,მაგრამ არსად ჩანდა ვიდეოც მხოლოდ ერთი იყო აეროპორტში ბიჭები დახვდნენ და იქაც ნორმალურად არ ჩანდა. ყველა დუმდა, არავინ არაფერს ამბობდა , ნორმალურად არც დადიოდნენ სკოლაში ყველა რეპეტიტორთან იყო ანდაც პირად საქმეებს აგვარებდნენ , დირექტორიც კარგახანს არ იჩენდა ყურადღებას.
უმცროსკლასელების მომზადება დაიწყო, ჯგუფი გააკეთა და უფასოდ ამეცადინებდა ყველას ვისაც სწავლის სურვილი ჰქონდა . ბევრი ნიჭიერი ბავშვი აღმოაჩინა ,რომელსაც ოჯახური მდგომარეობა არ უწყობდა ხელს. ბიჭები განსაკუთრებით იჩაგრებოდნენ, როგორც კი წამოიზრდებოდნენ უამრავ საქმეს ავალებდნენ . სულ უფრო მეტად შორდებოდნენ წიგნს და უახლოვდებოდნენ ქუჩას. სულ სამ კლასს ასწავლიდა, მაგრამ მეზობლებიც გაიცნო, მოსწავლეების და-ძმებიც და შეიძლება ითქვას რომ მალევე აღმოაჩინა ბევრი არასწორი ჩვეულება, რომელთანაც ბრძოლის სურვილი გაუჩნდა.
-ჯანაშიებზე რას იტყვით ბელა მასწავლებელო? - ერთ დღეს ჰკითხა ქართულის მასწავლებელს ,რომელიც თითქმის ყველა კლასს ასწავლიდა ახლა ან წინა წლებში მაინც
-უნიჭიერესები არიან, მაგათმა მამამ და დედამ არ გაიხაროს მაგ ბავშვების ცოდვით. არა მაინც რანაირად გამოუვიდათ ასეთი ლამაზი და ჭკვიანი ბავშვები ამ ორ იმბეცილს . რას გაუგებ ამ ღმერთსაც, ისეთ ხალხს არ ჰყავს შვილები ხელისგულზე რომ დაისვამდნენ ბავშვს და მაგათ ,მაგ გათახსირებულებს ექვსი ჰყავთ
-ვისზე ლაპარაკობ ასე გაბრაზებული ბელა - კითხვის დასმა რომ საკმარისი იყო მთელი ინფორმაციის მისაღებად უკვე იცოდა და არ გაჰკვირვებია მალე ამ ოჯახის შესახებ ყველაფერი რომ მოისმინა .
-ჯანაშიებზე მკითხა ... შენ უფროსსაც ასწავლიდი ხო?
-ბიჭსაც და გოგოსაც . რა ნიჭიერი იყოო , თუ მისმენდა მიყვებოდა იქვე და ახსოვდა სულ. რომელი ათოსანი შეედრებოდა, დავსვი ერთხელ ვამეცადინე რაღაც კონკურსი იყო ოქროს ხანაზე... წავიდა დანარჩენებთან ერთად და მოიგეს. ამან უპასუხა ყველაზე მეტ კითხვას, რომ დაიჭირეს ისე მეწყინა, ისე მეწყინა მეტი რო არ შეიძლება
-გამოსულა მემგონი ... ბავშვები ლაპარაკობდნენ აღარ მომისმენია. გოგო სადაა?
-მე რა ვიცი , რაც გათხოვდა და გამოთხოვდა იმის მერე აღარ გამიგია არაფერი
-ვის გააყოლა იმ ჩათლახმა ქალმა, ვიღაცა ბებერ კაცს შეტენა ეს ანგელოზივით გოგო იმას ის დააკავებდა? ურტყამსო ამბობდნენ, 18 წლის ბავშვი რომ მოგყავს ცოლად რას ელოდები მისგან. ისიც საქონელი ... ეს პატარა გოგო იმაზე უკეთესია კიდე, მეშინია წინასწარ
-რისი გეშინიათ ? მე ვასწავლი და საოცარი წინსვლა აქვს. კითხვაც იცის უკვე, სიტყვებსაც უცებ სწავლობს და
-ეჰ შვილო, ვინ დააცდის სწავლას. დაეთრევა დედამისი ათას უბედურ ადგილას წაიყვანს ერთხელ მაგასაც და მორჩა მერე.
-ერთი წუთით , ვერ ვხვდები პროსტიტუციაზე ვსაუბრობთ ახლა თუ მე ვაჭარბებ
-ჩვენ იმ უფროსი გოგოს ამბავზე რომ დავწერეთ განცხადება, პოლიციელებს გავაგებინეთ ასეა და ასე მიხედეთ ამ ბავშვებს-თქო ბოლოს არაფერი გამოვიდა მაინც. ვერაფერი დაამტკიცეს, აწივლდნენ აკვლდნენ. სახლში მოგვივარდნენ, ჩემი ქმარი რომ არ ყოფილიყო ის დამპალი კაცი მომკლავდა ალბათ. მე რა უნდა ვქნა, პოლიციამ ვითომ არ იცის ვინ რას აკეთებს ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო და ამ საწყალ ბავშვებსაც უყვართ ეს დედა და მამა რა იცის ბავშვმა . წამოიზრდებიან ახლა ესენიც და რა ვიცი რა ელოდებათ. ციხეში იყო მაშინ სანდრო, თორემ ასე მგონია დედამისს ამდენს არ გააბედინებდა და გადარჩებოდა ის გოგოც,როგორ მწყდება გული ღმერთო
- არ ვიცი თქვენ რას აპირებთ, მაგრამ მე ამ ბავშვების ცხოვრების არევას არავის დავანებებ
-ისე შენი შეყვარებულია თუ ვინცაა , პროკურორიაო გავიგე და იქნება კი გირჩიოს რამე
-რა უნდა ურჩიოს ქალო რა... სად წაიყვანებენ მერე. სადღაც ვიღაც უპატრონო ბავშვებთან, იქ ვისი ვისაშია ვერ გაიგებ, ან მასწვალებელი ვინ ყავთ ან ჭკუის დამრიგებელი. დედ-მამისგან მოშორებულები სულ გადაირევიან. ნიჭიერი და ლამაზი კმარა მარტო? მაგათ სისხლში აქვთ ან უნდა იქურდონ ან იბ.ზონ მორჩა . ყველას კი ვერ გახდი წესიერს
-ეს რა დასკვნებია ქალბატონო იზო
-აგერ ნახავ დედა ჩემი გამოცდილება აჯობებს თუ შენი მეოცნებეობა. დახარჯავ ენერგიას და შენ მოგპარონ შეიძლება სხვას კი არა... მასეთებს მადლიერების გრძნობა კი არააქვთ
-დავიჯერო თქვენ ვინმეს სიკეთე გაუკეთეთ და არ დაგიფასათ?
-ეს რა ტონია ძვირფასო... შენ აქ ახლა მოხვედი, საერთოდ ბავშვი ხარ თვითონ და მე იმდენი მინახავს
-გამოცდილებას ვერ დავეყრდნობი, ერთი ადამიანიც რომ განსხვავებული იყოს შანსი უნდა მისცე და ეცადო სწორ გზაზე დააყენო . მასწავლებლობა ჩემთვის ასე ჩანს და არა მხოლოდ ისტორიისა და მათემატიკის სწავლებაში- როგორ არ ცდილობდა შეჩვეოდა ამ ადამიანებს და მათ ხედვებს,მაგრამ ბოლოს მაინც ეცლებოდა მოთმინების ფიალა .
დერეფანში გასულს ბავშვები შემოეხვივნენ, მათი წრფელი სიყვარული ნამდვილად ყველაფერს ერჩია. იყვნენ ისეთებიც მათ მშობლებს რომ არ მოსწონდათ, მაგრამ ბავშვებს შეაყვარა თავი და არც ადარდებდა სხვა რამ. დაღლასაც ვერ გრძნობდა, არადა იმდენი ენერგია სჭირდებოდა მათ დაინტერესებას, სულ ახალ-ახალ ტამაშებს იგონებდა და ისე ასწავლიდა. საუბრობდნენ ბევრ თემაზე, უსმენდა მათ ბავშვურ პრობლემებს, ბევრს იცინოდა , ერთობოდა და პასუხისმგებლობასაც იღებდა თითოეულ მათგანზე . მუდამ უმასპინძლდებოდა ტკბილეულით, წვენებითა და ორცხობილებით ახალისებდა შესვენების დროს . მაინც როგორი მარტივი იყო პატარების გახარება , მათი კეთილგანწყობის მოპოვება. სახლის დეკორაციებიც კი შეცვალა , ერთი ოთახი მთლიანად გადააკეთა , სულ რაღაც სამზადისში იყო, მუდამ მათზე ფიქრობდა.
-ანასტასია სად არის ბავშვებო? - გოგონა რომ ვერ შენიშნა მაშინვე მოიკითხა , ბოლო დროს სულ მათზე ეფიქრებოდა.
-სკოლაშიც არ დადის... არ ვიცით რატომ. დამრიგებელი იყო მისული და გამოვუშვებო დედამისმა,მაგრამ კიდე არ მოსულა - წამსვე უთხრა ყველაფერი მისმა კლასელმა , ბავშვებსაც კი ატყობდა სიბრალულს, რომელიც არც კი იცოდნენ რას გულისხმობდა,მაგრამ მშობლების გავლენის ქვეშ იყვნენ და იმას იმეორებდნენ რასაც ისინი , ხშირად ზუსტად იგივე სიტყვებით საუბრობდნენ, არაბავშვურად- მისი ძმა ციხიდან გამოვიდა , სულ ჩხუბობენ და სად ეცლებათ ანასტასიასთვის. საჭმელებს აკეთებინებს ალბათ დედამისი ისევ , ადრე კი დაიწვა ... მაკოს დედამ მიუტანა წამალი და არ დააჩნდა
-ხო მასწავლებელო, დედაჩემი აკეთებს წამალს ... ბებიამ ასწავლა და იმან უშველა. ამბობდა მანამდე ძალიან მტკიოდაო, დედიკო თვითონ მიდიოდა ბინტების გამოსაცვლელად მეც მივყვებოდი ხოლმე . დედამ ტანსაცმელებიც მიუტანა ,მაგრამ ის დედამისი არ ურეცხავს და სულ დასვრილი აცვია
-იმიტო ჰყავს ტილები ... მეც გადმომადო , დედაჩემმა ძლივს მომაშორა- მესამე ჩაერთო და ყველა ერთხმად აკისკისდდა - ნუ იცინიხართ , თქვენც ხო გყავდათ და იქექებოდით მაიმუნებივით - გაბრაზდა გოგონა , ვერ მიხვდა ცუდი რა თქვა როცა სიმართლეს ყვებოდა
-კარგით ბავშვებო ახლა მეცადინეობა განვაგრძოთ ხომ?
-აუუ მაას დავიღალეთ... წავალთ რაა
-წადით, გეძინებათ უკვე გატყობთ თამაშიც აღარ გინდათ
-შოკოლადი მას?
-ნუ ხარ ბიჭო ღორმუცელა - გვერდით მჯდომმა გოგომ ხელი მიარტყა- იქნებ არააქ
-მაქვს და მოგიტანთ, გმადლობ გიო რომ შემახსენე- ბიჭს მოეფერა და მერე ყველას დაურიგა თითო -თითო შოკოლადი- დილით და საღამოს ხომ იხეხავთ კბილებს?
-კიიი - ერთხმად შესძახეს და მერე პეპლებივით წაფარფატდდნენ.
ბევრი იფიქრა, ბოლოს კი ჯანაშიების სახლის წინ აღმოჩნდა. სახელმწიფოს მიერ აშენებულ პატარა ხის კოტეჯში ცხოვრობდნენ, სულ ახალი დადგმული იყო ეს სახლი ,მაგრამ მოუვლელობა გარედანვე ეტყობოდა, ჭუჭყიანი ფანჯრების მიღმა ვერაფერს დაინახავდით, ეზოშიც უამრავი ნივთი უადგილოდ ეყარა ვერ იფიქრებდით თუ იქ ცხრა ადამიანი ცხოვრობდა. ყველა ბავშვს არც იცნობდა მიუხედავად იმისა, რომ ყველანი სკოლის მოსწავლეები იყვნენ . მოულოდნელად გამოჩნდნენ ბავშვები, მეზობელი ეზოდან გადმოირბინეს, უკან პატარა ლეკვი მოჰყვებოდათ, ერთ-ერთმა ხელში აიტაცა და ქალის წინ გაცერდნენ
-შენ ინგლისურის ახალგაზრდა მასწავლებელი არ ხარ?- ჭრელი ცისფერი თვალები ჰქონდა ბიჭს , პატარა იყო, მაგრამ დიდ კაცად აქცევდნენ . ქერა თმა მოზრდილი ჰქონდა, აშკარად დიდი ხნის წინ იბანავა, ჭუჭყიანი ხელები და კოჟრები ,რომელიც მუშაობის შედეგზე მიუთითებდა არადა ჯერ ისეთი პატარა იყო- აქ რა გინდა? შენ ანასტასიას არ ასწავლი თუ პეტრეს
-ორივეს ვასწავლი, შენ რომელ კლასში ხარ?
-მე უკვე დიდი ვარ , მერვეში ვარ ...- გვერდით მდგომ პატარას ძაღლი ხელიდან აართვა და ძირს დასვა- დაანებე თავი თორემ კიდე დაგკბენს , არ უნდა ხელში რა ვერ გაიგე - ხელი წამოარტყა და ძაღლიც გააგდო-მისი პეტრეს დაუძახე
-ანასტასია არ არის? სახლში მხოლოდ თქვენ ხართ?
-ხო და კიდე პატარები, იმათ ძინავთ ... ანასტასია აძინებდა . თუ შემოხვალ სახლში ,წამო - ისე ელაპარაკებოდა თითქოს თანატოლები იყვნენ
-წამოვალ ,რატომაც არა
-გაასწორებდა ჩვენ კლასსაც შენ რომ ასწავლიდე... ის ბებრუხანა არ მევასება . შენზე ამბობენ კარგი გოგოაო
-შენ ხომ სკოლაში მაინც არ დადიხარ და რა მნიშვნელობა აქვს ვინ ასწავლის შენს კლასელებს- გადაწყვიტა თავადაც ისე ესაუბრა როგორც მოზრდილთან და არა ბავშვთან
-ეგეც მართალია , ბაზარი არაა - პატარა კიბე აირბინა , აივანზეც არეულობა იყო ძველი სათამაშოები , ჭუჭყიანი ფეხსაცმელები და ბოთლები ეყარა . კარი გააღო და პირველი შევიდა-შემობრძანდი , აქ დაჯექი - ხის სკამი გაათავისუფლა და წინ გამოსწია . ავეჯიც ახალი იყო, აშკარად ყველაფერი აჩუქეს ,მაგრამ ერთხელაც არ ჰქონდათ დალაგებული ,ჭუჭყი და არეულობა სუფევდა ირგვლივ
-ანასტასიააა გამოდიი გოგო შენი მასწავლებელია მოსულიი- ერთ -ერთი კარი გააღო და პირველი პატარა ბავში გამოიქცა, პირში სოსკითა და ხელში სათამაშო დათვით . ზემოთ ნაქსოვი ზედა ეცვა ქვემოთ კი სულ შიშველი იყო
-ვერ ვაძინებ მე და დამანებეთ თავი ... შია , აჭამე რამე
-მე რა ვაჭამო გოგო , მოვა სანდრო და მოიტანს რამეს- ჩუმად ლაპარაკობდნენ ,მაგრამ მაინც ესმოდა სესილიას. იმ წამს მიხვდა, რომ ასე ხელცარიელი არ უნდა მისულიყო ბავშვებთან და თავი დამნაშავედ იგრძნო - გამოდი ახლა ქალი გელოდება ,მიდი დაელაპარაკე და არაფერი თქვა ზედმეტი
-მასწავლებელოო თქვენ ხაართ? მე მანანა დამრიგებელი მეგონეეთ- გოგონამ როგორც კი შეხედა მაშინვე გაიქცა და მოეხვია , სესილია კი მის გადახვეულ ხელს უყურებდა, ბინტი ჭუჭყიანი იყო და რაღაც მალამოც ეცხო
-ხელზე რა გჭირს ტასუნა?
-დამეწვა მასწავლებელო, მტკიოდა და მაგიტო არ მოვდიოდი სკოლაში. თან ძალიან სიცივე იყო, დავსველდებოდი
-როგორ დაიწვი
-წყალი გადამესხა მასწავლებელო... ისე მტკიოდააა , ახლა აღარ მტკივა. სანდრომ კარგი წამალი მომიტანა , იმ ქალს უთქვამს არ დააჩნდება თუ წაუსვამთოო
-დედა სახლში როდის მოდის... ის უვლის ჭრილობას თუ შენი რომელიმე ძმა
-ჩემი უფროსი და მასწავლებელო, შენ არ იცი...სკოლაში აღარ დადის შარშან მეცხრე დაამთავარა. ხო არ გამიბრაზდი მასწავლებელო რომ არ მოვედი? პეტრეც არ წამოვიდა მერე , ზარმაცია ხო იცი
-არაუშავს, მთავარია კარგად იყოთ და მე მერეც აგიხსნი ყველაფერს - სახეზე მოეფერა და გულში ჩაიკრა. თმები დაუვარცხნელად ჰქონდა შეკრული, თხელი შარვალი და დიდი ზედა ეცვა , ფეხზე კი ძველისძველი, ჭუჭყიანი ფეხსაცმელი- რამე ხომ არ გინდა რომ მითხრა- ჩუმად ჩასჩურჩულა და მერე მზერა გაუსწორა
-ყავა მოგიდუღო მასწავლებელო?
-ჩემო პატარაა- გაეცინა და კიდევ ჩაეხუტა- არ მინდა ყავა..შენ მითხარი რა გინდა და მოგიტანთ საღამოს
-არაფერი მასწავლებელო
- სკოლაში იარე, კარგი? პეტრეც წამოიყვანე
-ორშაბათს მოვალთ - თავი მკერდზე მიადო ქალს და უცნაურად ღრმად ჩაისუნთქა, სულ ასე იქცეოდა სესილია რომ ეხუტებოდა . ხელს კი რატომღაც არასდროს ხვევდა , სულ ისე ხელებჩამოშვებული იდგა
-წვიმა თუ იქნება მე გამოგივლით ... რომელიმე შენი ძმის ან დის ნომერი ჩამაწერინე და შენც ზარი შემოუშვი, როცა რამე გენდომება
კიდევ აპირებდა ლაპარაკის გაგრძელებას , პეტრეც გამოჩნდა კიდევ ერთ ბავშვთან ერთად, უკვე ვეღარ არცევდა ნანახი ჰყავდა თუ სხვა იყო, თითქმის თანაყოლები იყვნენ პატარები კი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს . უნდოდა ეკითხა ტყუპები ხომ არ არიანო , კარი რომ გაიღო და მაღალი, გამხდარი სილუეტი გამოჩნდა. გარეთ უკვე წვიმდა, ისიც დასველებულიყო... გადაპარსულ თავზე წამოფარებული კაპიუშონი გადაიძრო, ქურთუკი გინებით მოიშორა და პარკები ბავშვებს მიაჩეჩა,რომლებიც წამსვე მასთან გაჩნდნენ
-ნელა ... ნელაა ბიჭო კვერცხებია არ დაამტვრიოთ. საბა მიხედე - ქალი ჯერ კიდევ არ ჰყავდა შემჩნეული , ერთ-ერთი პატარა ხელში აიყვანა და ლოყაზე ხმაურით აკოცა
-ეს სანდროა, ჩვენი სულ სულ სულ უფროსი ძმა ... სანდროო ეს ჩვენი ინგლისურის მასწავლებელია მე და პეტრეს რომ გვასწავლის ის . სიმღერა რომ გიმღერე გახსოვს? სესილია მასწავლებელმა მასწავლა - ბიჭს სწრაფად უთხრა და უცნაურად დამფრთხალი ეჩვენა ამ დროს, მისი პატარა გული აშკარად სწრაფად ცემდა
-გამარჯობა ... თქვენ ხართ ის მასწავლებელი ვის სახლშიც დადიან ?
-დიახ, გამარჯობა
-სასიამოვნოა. სხვანაირს გელოდით , ასეთი ახალგაზრდაც არ მეგონეთ - ხელი გაუწოდა და სესილიამაც წამსვე შეაგება. სახეზე შრამი ჰქონდა, თავზეც ეტყობოდა ჭრილობის კვალი , უცნაურად გამხდარი იყო ,მაგრამ სუსტიაო მაინც ვერ იტყოდით. ძალა ჰქონდა , რომელიც ვერ გეტყვით საიდან მოდიოდა, თითქოს საშიში ჩანდა,მაგრამ სესილიას შიში ნამდვილად არ უგრძვნია. ვერც მის ასაკს დაადგენდით მარტივად, თითქოს დიდი იყო და თან არა - გმადლობთ ბავშვებს რომ ასწავლით , ორივეს ძალიან უყვარხართ
-მიხარია თუ ნამდვილად ვუყვარვარ ... პეტრეს ალბათ იმდენად არა - ბიჭს გადახედა , რომელიც კარადაზე დადებულ პარკებში იქექებოდა, პურს და სოსისს ჭამდა ისე რომ სულ არ აღელვებდა დანარჩენები
-მასწავლებელოო მეც მიყვარხარ, მართლა...ეს ინგლისური არ მიყვარს და რა ვქნა -სავსე ჰქონდა პირი,მაგრამ მაინც წამსვე გააპროტესტა ქალის ნათქვამი
-რას შვები ბიჭო... მოხარშვა უნდა მაგას
-ოო დედა ასეც გვაჭმევს - პეტრეს პასუხი აშკარად არ მოეწონა სანდროს, სახეზე ხელი ჩამოისვა და წამოსასროლად გამზადებული სიტყვები როგორღაც გააჩერა.
-მე დაგტოვებთ...ვიმედოვნებ ბავშვების ჩემთან მოსვლის წინააღმდეგი არ ხართ
-მოვლენ აუცილებლად, მე გაძლევთ პირობას . მადლობა კიდევ ერთხელ - გააცილა, კიბეზე იდგა და იმ სახლისთვის სრულიად შეუფერებლად გამოიყურებოდა, თითქოს სხვაგან იყო, სხვა იყო თავისი ნაცრისფერი თვალებით ამბობდა ბევრს, მაგრამ მისი წაკითხვა სესილიასთვის შეუძლებელი გახლდათ .
……….
ჯანაშიები შაბათის მეცადინეობაზე გაზრდილი რაოდენობით მივიდნენ და ორშაბათსაც სკოლაში იმაზე მეტნი გამოცხადდნენ ვიდრე ჩვეულებრივ. ბევრი ბავშვი ჰყავდა ირგვლივ, ყველასთვის თანაბარი ყურადღება უნდიდა დაეთმო, ენერგია თითქმის აღარ ჰქონდა ამიტომ სამასწავლებლოში ჩვეულებრივზე დიდხანს დაჯდა, რაც უკვე ნიშნავდა ახალი ჭორების მოსმენას
_მოვიდნენ ეს ველურები და დააყენეს გაკვეთილი თავდაყირა... რა კარგი იყო რომ არ დადიოდნენ ახლა რა ეტაკათ კი, მაგრამ
_ჯანაშიაზე ამბობ? ჩემთანაც მოვიდა ... რა გააჩერებს გაკვეთილზე , აიყოლია სხვებიც
_შენიშვნასაც რომ ვერ მისცემ? თავხედი ლაწირაკი ... რა დრო დადგაა , თავზე დაგვასხდნენ და სიტყვასაც ვერ ვეუბნებით . ჩხუბი ატეხა კაცო შუა გაკვეთილზე,მაგათ გაშველებას მოვანდომე 10 წუთი. ისედაც ვერაფერს ვასწრებ
_სანდროს გამოექცნენ ეტყობა ... გამობრძანდა ციხიდან და მიემატათ კიდე ერთი არანორმალური
_ახალი ტანსაცმელი აცვიათ და დაბანილებიც მოვიდნენ . ჩვენმა ძმამ გვიყიდაო ბავშვებთან ამბობდა პეტრე და ნეტა საიდან მოიტანა ასე უცებ ეგეც ახლა იმ დღესვე არ დაესაქმებინათ
_სახლში გაჩერების უნდა გეშინოდეს აწი... თვითონ ხო არის , მაგრამ ძმაკაცები? გახსოვს სკოლაში რომ იყო რა ხალხი აკითხავდა?
_რა დამავიწყებს ... მე ვიყავი მაგის კლასის დამრიგებელი. ოოხ რა ტვინიი აქვს და რა გზას დაადგაა . ამიტოა წრე მნიშვნელოვანი, გადაეყარა უზნეო ხალხს თორემ ეგ ისეთია რომ ესწავლა ნებისმიერ რამეს გააკეთებდა
_ისეთი ლაპარაკი იცის გეგონება ლოთების და ბ.ზების კი არა ფილოსოფოსების შთამომავალიაო
_გაგაბრუებს , ეჭვი შეგეპარება ეს ცუდ საქმეს როგორ გააკეთებსო . ეშმაკია ნამდვილი ... უჩხუბიათ, დაუხოცავთ ლამის ერთმანეთი . ჩემი მეჯვარე მაგათი კარის მეზობელია , ისე ურტყამდა რომელიღაცა ძმასო გვეგონა მოკლავდაო. ვერც გავეკარეთ ვერავინ , სულელია რა ვიცი რას გვიზამს სადაც ერთხელ იჯდა მეორედ რა ჭკუა დაუშლისო . ბავშვები ტიროდნენ თურმე , იყო ერთი ამბავი იმიტოა დღეს ყველა სკოლაში, გამოქცეულები არიან ალბათ
_დედა გოგო ნეტა ის ანასტასიაც მაგან ხო არ დაწვა ... არ იღებს ხმას , იმდენჯერ ვკითხე და მდუღარე გადამესხაო . რანაირად გადაისხი_თქო რომ ჩავეძიე ჩაის ვიკეთებდი და გამივარდაო , ხან ფეხი ამისრიალდა და დავეციო ყველას სხვადასხვა ამბავს უყვება . ტყუილის მოფიქრება იცოცხლე არ უჭირთ
_კაი ქალო ბავშვს რანაირად დაწვავდა
_რა ვიცი მე იქნებ ჩხუბობდნენ და დაეტაკა იცი? ძალით დაწვა_თქო მაგას კი არ ვამბობ
_ჯანაშიები არ ვიცი და იმ ჭყონიას რას უშვები, კუდაბზიკა დედამისი რომ იკლავს თავს უწერ ათს თუ გადაგყავს რვაზე...
საუბარი კიდევ გაგრძელდა, მაგრამ სესილიას მთელი დღე მხოლოდ ჯანაშიებზე ეფიქრებოდა. სხვა ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა რომ ვაჩეს დალაპარაკებოდა
_ხუთი წუთი დამითმე
_გისმენთ
_სანდრო ჯანაშიაზე რას მეტყვი
_მოსეს ძმაკაცია ეგ , ამაღლობელს კითხეთ და გიპასუხებთ რა კაცია სანდრო ჯანაშია
_ხედავ სადმე მოსეს? მე ვერა ... ამიტომ გეკითხები შენ
_ჭორები მოსმენილი გექნებათ, მე ვერაფერს გეტყვით იმის გარდა , რომ მოსეს ბავშვობის მეგობარია და როგორც ვიცი ციხეშიც არ დაუტოვებია უყურადღებოდ. ჭორაობას ვერ დავიწყებ, თქვენის ნებართვით დაგტოვებთ
არ ელოდა ამაღლობელს თუ ასეთი მეგობარი ეყოლებოდა . ჯანაშიაზე ვერაფერს ჰკითხავდა რადგანაც თავად მისი მდგომარეობა იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ .
-ბიჭები როდის მოვლენ ვინმემ იცით? იქნებ შევთანხმდეთ და კვირაში ორი-სამი დღე მაინც იაროთ . გასაგებია, რომ რეპეტიტორებთან ემზადებით ,მაგრამ სკოლიდან არ მიიღეთ ის ცოდნა რაც გაქვთ?
-მოვლენ მას , ხომ დაგპირდნენ ... ახლა რაღაც საქმეებზე დარბიან
-შენც გარბიხარ გატყობ- ჩანთით ხელში მდგომი აათვალიერა და წარბები მაღლა აზიდა
-აუ ხოო, ქართულზე ვაგვიანებ
-ამ მასწავლებლებს გაკვეთილები არ აქვთ? რომელი საათია - მაჯაზე მორგებულ საათს დახედა და თვალები აატრიალა - მიდი წადი, არ დააგვიანო
-მეც გავდივარ
-როგორც სჩანს შენ რჩები მხოლოდ
-დიახ, ისტორიაში საკონტროლო მაქვს დასაწერი და ჯერ არც მეჩქარება სადმე - ბავშვების გასვლას დაელოდა და შემდეგ შეხედა სესილიას- მას, ერთი კითხვა მაქვს
-გისმენ , დეა რამე პრობლემა ხომ არაა რომელიმე მასწავლებელთან
-არა, ყველაფერი რიგზეა ...მოსეზე მინდოდა მეკითხა. ნახეთ დაბრუნების შემდეგ?
-სკოლაში როგორც ვიცი არ მოსულა , ამიტომ არაფერი ვიცი. შენც არ გაქვს ინფორმაცია?
-ერთხელ მელაპარაკა მხოლოდ, გამოჯანმრთელებამდე მარტო მინდა ყოფნაო, მერე მივხედავ ყველაფერს ჯერ არ მინდა ვინმემ შემაწუხოსო,სალომეც გააფრთხილა არავინ დამაკავშიროო, არადა ინტერვიუ უნდოდათ ისე გავრცელდა ვიდეოები ,წესით შანსს უნდა იყენებდეს ის კი ჩაიკეტა. ისიც არ მითხრა სად ცხოვრობს , მხოლოდ ის ვიცი,რომ სახლის პოვნამდე მეგობართანაა . ასეთთან ვისთან ცხოვრობს მისვლა რომ ამიკრძალა ვერ ვხვდები,თუმცა იმდენ ვინმეს იცნობს არაფერი მიკვირს. ბიჭებსაც არ ხვდება და ვიფიქრე თქვენ დაგიკავშირდებოდათ...
-ჩვენ ერთხელაც არ გვისაუბრია... ვიცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაკვეთილებზე დასწრებას ვერ მოვთხოვდი მითუმეტეს ამ ვითარებაში ,როდესაც სხვებიც არ არიან. იმედია მალე დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რიტმს.
-ვფიქრობ გაუჭირდება...ტრამვები შეაფერხებენ მის გეგმებს და ბრძლის გარეშე ცხოვრება გაურთულდება
დეა მართალი იყო,მაგრამ სესილიას ვერც წარმოედგინა რამდენად რთული გადასატანი იყო მოსესთვის ბრძოლის შემდგომი პერიოდი , მთელი დრო რასაც უმოძრაოდ ატარებდა სხვის სახლში შეხიზნული, პატარა ბავშვივით მეგობრის მზრუნველობის ქვეშ ,სრულიად უმოქმედოდ.
-რა ხდება სოფელში
-ბიძაშენს ყველა მეზობელმა დაადო ... ბიცოლაშენს დაუწყია რაღაცაზე ჩხუბი, ღობეზე თუ რაღაც სისულელეზე და საერთოდ ჩაკეტილები არიან
-სოფო ნახე შენ ისევ?- თავი ოდნავ წამოსწია და ბიჭს ეჭვისთვალით გახედა
-შემთხვევით შემხვდა
-მერამდენე შემთხვევითობაა... თავი დაანებე
-მე კი დანებებული მაქვს, მაგრამ არ დადის მაგ ორზე კარგი ამბები
-რაო სოფელმა, მოკლე კაბიანი გოგოები დაინახეს და ბ.ზები არიანო?
-ჭორაობას ვერ დავიწყებ ახლა...ადგები და თვითონ გაიგებ ყველაფერს რა მართალია და რა არა
-მე კიდე კარგახანს ვერ გავალ აქედან ... მითხარი ბარემ. ვინმე აეკიდა რომელიმეს?
-არც თვითონ აკლებენ ...შენს სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ. ბიჭებიც უფრო დასტოინად იქნებოდნენ
-კარგი , ნამიოკებით ლაპარაკის თავი არ მაქვს. მე ვერავის აღვზრდი, მაგათთან საქმის დაჭერა არ მინდა
-თავად გჯერა რასაც ამბობ?
-გეყოფა-მეთქი...ეგ რა არი, რა მოიტანე
-საჭმელია , შენ რო უნდა ჭამო რატო გავიწყდება
-ბინაზე რა ხდება ...
-ფასზე ვებაზრებით დავაკლებინებთ რა ისე რო ყიდვა შეძლო
-ყიდვას რანაირად შევძლებ... მერე არაფერი დამრჩება და მე როდისღა გავალ ,მოვიგებ თუ არა ეგეც ვინ იცის
-დაყენდი რა, ჩვენ რისთვის ვართ ... მოგცემთ ,მერე მოიგებ და დაგვიბრუნებ ისე ,რომ არც არაფერს გააკეთებ . ახლაც იმდენი ჰქონდა დადებული ჩემ არანორმალურ ძმას, რომ წაგეგო სახლ-კარს მაყიდინებდა ეგ ჩემისა
-ბინის ყიდვა თუ გინდათ იყიდეთ...მე მხოლოდ დაქირავება შემიძლია ამ ეტაპზე
-ატრ.კებ ,მაგრამ არაუშავს...მოხვალ ნელ-ნელა ხოდზე
-სხვა რა ხდება - სუფრას დახედა და ზანტად დაიწყო ჭამა,ისიც იმიტომ რომ ბიჭს არაფერი ეთქვა.
-რავი, სხვა არაფერი ... შენი ბიჭები ფორიაქობენ, ნახვა გვინდაო
-არ უთხარი საქმეებს მიხედეთ-თქო?
-კი ვუთხარი .რაღა დარჩა მოგხსნიან მაგ სახვევებს და წახვალ სკოლაშიც , ნახავ საყვარელ პედაგოგებს
-არ ვაპირებ სანამ სახე ახეული მაქვს
-კომპლექსიანი როჟა ხარ რა, დიდი ამბავი ოქტაგონზე იყავი თუ ქუჩის ხულიგნებმა გცემეს და გიტყდება შე ჩემა
-ტვინს ტყნ.ვ შენი ლექციებით ... მეძინება
-სულ როგორ გეძინება შე ჩემა, მაგდებ ოთახიდან და მერე რას შვები ნეტა . მარტო რო ხარ სულ
-მშვიდად მინდა ვიყო, უამრავი რამ მაქვს მოსაფიქრებელი და ფიქრს დრო სჭირდება,მარტო ყოფნაც და სიმშვიდეც
- მე კი წავალ,ბაზარი არაა ,მაგრამ შენ ასე დიდხანს თუ დარჩები დეპრესიას აიკიდებ
ვინ იცის იქნებ,მართლაც ახდენილიყო ბიჭის სიტყვები,რომ არა სესილიას თავს დამტყდარი ინციდენტი რამაც მოსე აიძულა თავშესაფრად ქცეული სახლიდან გასულიყო.

სახლში დაბრუნებულ სესილიას ფანჯარა ჩამტვრეული დაუხვდა, კარიც ღია იყო და შესვლისთანავე მიხვდა, რომ გაქურდეს. ირგვლი ყველაფერი არეული იყო, რამდენიმე ოთახი გაიარა და შემდეგ გაიგო მეორე სართულიდან მომავალი ხმა, შეეშინდა,იმდენად რომ დაყვირებაც ვერ მოახერხა, დადუმებული იდგა და შემდეგ უყურებდა როგორ გადმოხტა ზემოდან ვიღაც , ეზოში გაქცეულ ქურდს უყურებდა,მაგრამ ვერაფერს აკეთებდა . ტელეფონის ვიბრაცია იგრძნო და ინსტიქტურად უპასუხა
-მასწავლებელო , მოკლე თხოვნა მაქვს ... მინდა ჩემი ბიძაშვილები
-გამქურდეს, მოსე - სიტყვები ძლივს გადააბა ერთმანეთს და მერე ატირდა- ყველაფერი განადგურებულია... ბებიას ნივთები ,ღმერთოო
-არაფერი გაკეთო,დამშვიდდი ...მოვდივარ ,მისმენ?- საუბრის თავიც არ ჰქონდა ახლა კი საწოლიდან სასწრაფოდ წამოდგა, ჩაიცვა და ეზოში დატოვებული მანქანის გასაღებიც პირველად აიღო. არაფერზე ფიქრობდა სესილიას გარდა- მელაპარაკე , აქ ვარ ... რა წაიღეს
-სამკაულები ... -საძინებელში იდგა და გადმონგრეულ კარადას უყურებდა. არსად იყო ზარდახშა რომელშიც საყვარელ ნივთებს ინახავდა- ბებოს დატოვებული სამკაულებიც აქ მქონდა... გავგიჟდები .
-სესილია ... სად ხარ - მოსე ეძახდა. იმაზე მალე მივიდა ვიდრე ელოდა. მაქსიმალური სიჩქარით ფარავდა მანძილს სანამ ქალი არ დაინახა მანამ ვერც ამოისუნთქა. ტიროდა, ასეთ სუსტს და დაუცველს პირველად ხედავდა და მის მდგომარეობას სანამ შეაფასებდა მანამ ვერაფერს აღიქვამდა ,მხოლოდ სესილიას ცრემლიან თვალებს, მთრთოლვარე სხეულს და გულწრფელ , ნამდვილ ემოციებს
_ღრმად ისუნთქე , წყალი დალიე და მითხარი ზუსტად რა დაკარგე- არ შეხებია ისე გავიდა ოთახიდან. ტირილის საშუალება მისცა, ქვემოთ ჩავიდა, ყველაფერს გადახედა და უკან წყლით სავსე ჭიქით დაბრუნდა . სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია, მის წინ ჩაიმუხლა და ჭიქა მიაწოდა
_დავკარგე რას ნიშნავს ? ქურდობა როდის გახდა დაუდევრობა... მე რა ქუჩაში დამივარდა სამკაულები ?
_რატომ არასდროს მისმენ ... კონკრეტულ კითხვას გისვამ მითხარი რა დაკარგე. ბეჭედი , საყურე , სამაჯური , ყელსაბამი თუ რა
_ყველაფერი ... ზუსტად არ მახსოვს აქ რა მქონდა და როგორ გითხრა. მთავარი ისაა რომ ბებიას გულსაბნევი არ არის . პოლიციაში წავალ და განცხადებას დავწერ ... იქნებ იპოვნონ სადმე ... რომელიმე ლომბარდში წაიღებს . ფოტო უნდა ვიპოვო ,სადღაც მქონდა _ხელები უკანკალებდა,ჯერ კიდევ ჰქონდა სახეზე ცრემლების კვალი,მაგრამ გონს მოსვლას იწყებდა_ თორნიკეს მეგობრებს დავურეკავ და იპოვნიან. ამათთან უბრალოდ განცხადებას დავწერ
_არაფერი გააკეთო... მე დაგიბრუნებ ყველაფერს . ახლა დამშვიდდი , როგორ კანკალებ _ ტელეფონი ხელიდან აართვა და მისი მტევნები თითებსშორის მოიქცია _რომ მოხვედი აქ იყვნენ?
-კი არ იყვნენ , ერთი იყო ... ფანჯრიდან გადახტა. ეტყობა არ ელოდა დღეს თუ დავბრუნდებოდი. ფანჯარა გაუტეხავს,ასეთები არც ვიცი იყიდება კიდევ სადმე? როგორ მიყვარდა _ ისე მოექუფრა სახე, ისე საყვარლად წუწუნებდა სულ სხვანაირი იყო . თვალები დახუჭა და ღრმად სუნთქავდა, თან ითვლიდა როგორმე რომ დამშვიდებულიყო ამ დროს კი გონება გაუნათდდა- ის ქურთუკი ... ის ბიჭი იყო . აქამდე როგორ ვერ მივხვდი. საზიზღარი, ბავშვები რომ სცემა არ ეყო ?
_ვინ ბიჭი
_სანდრო ჯანაშია
_გმორიცხულია!
_რატომ , არ იკადრებდა?
_რადგან ერთხელ იჯდა ყველა დანაშაული მისი ჩადენილია?- გაბრაზებულმა გაუსწორა მზერა , ყველა ემოცია შეეცვალა
_სხვაზე ვერაფერს ვიტყვი, მე რაც დავინახე მხოლოდ ის ვიცი
_ჯანაშია არ იქნებოდა და მორჩა ! სამკაულები კი დაგიბრუნდება დღესვე
_პოლიციაში წავალ და დამიბრუნებენ მე სამკაულებს და ჯანაშიას ციხეს-გაცოფებული იყო და სულ აღარ ეტყობოდა წუთის წინ რომ ტიროდა
_მაგას არ გააკეთებ !
_უკაცრავად ?- მაჯაზე მოჭერილ თითებს დახედა და მერე მაღლა ახედა
_ჯანაშიას თუ უჩივლებ მივალ და ვიტყვი, რომ მე მოვიპარე ყველაფერი
_ასე როგორ იცავ ყაჩაღ , არაკაც ბიჭს ... მაინც რა წრე გყავს ასეთი. შენც ხომ არ ერთობოდი ხოლმე ასე -ხელი გამოგლიჯა და დაუფიქრებლად უთხრა ყველა სიტყვა
_მასწავლებელო ახლა აღელვებული ხარ და არ იცი რას ამბობ-ერთიანად ჩაქრა, უკან გადადგა ნაბიჯი
_მაჩვენე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო
_რა სამწუხაროა ჩემზე ასეთი წარმოდგენა რომ გაქვს. შენგან მეტს ველოდი , სამწუხაროა
_როგორ შეგიძლია ამ ყველაფრის შემდეგ მე დამადანაშაულო
_საღამომდე დაგიბრუნებთ ნივთებს,მასწავლებელო
_თითქოს მართლა შენ გქონდეს
_ჩავთვალოთ რომ მათხოვეთ და გიბრუნებთ
_სხვის სახლშიც შეძვრება და ვინ იცის რას დაუშავებს
_სანდრო არავის სახლში შეძვრება !
_ტყუილად დააპატიმრეს ? აჰ,თუ სხვა საქმეებზე მუშაობს, შეიცვალა ალბათ სფერო
_მე მეტს ვერაფერს ვიტყვი , თავად გადაწყვიტეთ როგორ მოიქცევით
_წახვალ და სცემ თუ როგორ დაიბრუნებ
_მე არავის ვცემ საქმის მოსაგვარებლად ... თქვენ ისევ შეცდომა დაუშვით ,მასწავლებელო
-თითქოს ჯერ არ გაგიკეთებია
-ხო, აქამდე ასე არავისში შევმცდარვარ,თქვენ პირველი ხართ ... თუ კიდევ აღმოაჩენთ რაიმეს რაც არ არის ,მომწერეთ . სახლიდან არ გახვიდეთ, მალე დავბრუნდები .

თავდახრილმა , ნელი ნაბიჯებით მიმავალმა გადაიარა ეზო და სესილიამაც ახლა აღიქვა ჯერ კიდევ რომ არ ჰქონდა ხელიდან სახვევი მოხსნილი. ქალი უყურებდა როგორ ჩაჯდა ძვირადღირებულ ახალთახალ მანქანაში და რა სიჩქარით დატოვა ქუჩა . ყველაფერი ერთმანეთს დაეწყო, გონებამ ყველა განვლილი ამბავი ამოუგდო რაზეც თვალი დახუჭა და როცა საკუთარ პრინციპებზე უარი თქვა . იმდენად იყო სავსე ამდენი არასწორი უკანონო ქმედებით ამჯერად დანაშაულის დაფარვას არ აპირებდა.
პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე ცდილობდა თორნიკესთან დაკავშირებას,მაგრამ არ გამოუვიდა მისი მეგობრების შეწუხება ჯერ არ სურდა. განცხადება დაწერა, ერთ-ერთ პოლიციელს ესაუბრა ,ყველაფერი დეტალურად უამბო მხოლოდ ჯანაშია არ უხსენებია ,თავი რატომ შეიკავა თავადაც არ იცოდა.
ღობესთან უცხო მანქანა დახვდა, არც დაუშვია, რომ მოსეს თან ექნებოდა მოპარული ნივთები ის კი აივანზე დახვდებოდა . შესასვლელში იდგა უმეტყველო სახით , ხელში ზარდახშითა და მზერით,რომელიც რენტგენივით აღიქვა სესილიამ. უახლოვდებოდა და ძალა ერთმეოდა
-ვინ იყო
-მე !
-მოსე
- ნახე ხომ ყველაფერია - სახლში შეჰყვა, ზარდახშა გახსნა და მაგიდაზე გადმოაპირქვავა
-უნდა მითხრა ვინ იყო ... მე პოლიციის განყოფილებაში ვიყავი , მაინც იპოვნიან
-მასწავლებელო , ნახეთ ხომ ყველაფერია და წავალ . დანარჩენს თავად გაარკვევთ
-ეს ქურთუკი , რატომ გაცვია ... -ახლაღა შეამჩნია მისი სამოსი
-ხომ აღუწერეთ ზუსტად, ქურთუკზე რა გამოსახულებაცაა ... დაველოდები ,როდის მომაკითხავენ
-შეიშალე? -ისედაც ხომ წუხდა,მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა კონტროლი
-მე თქვენ გითხარით რისი თქმაც მსურდა, მაგრამ არ დაიჯერეთ. მე ტყუილად არაფერს ვამბობ ! თუ ვინმეს დაიჭერენ ეს ვინმე მე ვიქნები - ისე უყურებდა როგორც არასდროს
-ასე გინდა განცხადება უკან წავიღო? შენი მანიპულატორი ბუნება ჩემზე არ გავრცელდება- ცდილობდა თავი დაეცვა, მაგრამ თავადაც არ სჯეროდა იმის რასაც ამბობდა
-ვხედავ, როგორი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით ხართ ... ძლიერი და პრინციპული ქალი -ჩაიცინა და მზერა გაუსწორა
-რამდენი დანაშაული უნდა დავფარო , ჩხუბი, ხულიგნობა, ქურდობაც? უკვე მგონია,რომ კაციც რომ მოკლან ჩემს წინ რაღაც არგუმენტი გექნება ჩემს შესაჩერებლად... ეს რა ადგილია საერთოდ
-ვნახოთ როგორ მალე იმოქმედებს პოლიცია, დაელოდეთ ...არ მგონია აქ სხვისი ნივთები იყოს ამიტომ წავალ. ეს უკანასკნელია, სხვა დროს აქ არავინ შემოვა. ფანჯარას რაც შეეხება, მოვლენ და გააკეთებენ
-ქურთუკი გაიხადე ამით არ გაგიშვებ ! - ამჯერად თავად გადაეღობა წინ, კარი მიხურა და მიეყრდნო - გელოდები
-მასწავლებელო , საკუთარ ჩარჩოებს ხომ არ გასცდით ? მოსწავლეს გახდას სთხოვთ?
-მოსე , გაიხადე . ჭკუიდან ნუ გადამიყვან არ ვარ ადეკვატური
-ფოტოს გადავიღებ და ავტვირთავ , გაწყობს ?
-გინდა გამაგიჟო, ხომ? -ისტერიკა ეწყებოდა . სესილიას კი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა მარტივად შეეძლო
-ნუ ყვირით, თავი გეტკინებათ
-უკვე მტკივა ,თანაც ძალიან და საერთოდ რატომ გელაპარაკები?- უცებ მიუახლოვდა, ქურთუკს თითები ჩაავლო, ერთი ხელი შიგნით შეაცურა და ბიჭის სხეულიდან მოშორება ნახევრად მოახერხა კიდეც - შენ რა ნეკნებიც გტკივა? - მისი რეაქცია რომ დაინახა ლამის ტირილიც დაიწყო. გული ყელში რომ ებჯინებოდა თითქოს საკმარისი არ იყო, ვერ აზროვნებდა თორემ საკუთარ თავს შორიდან თუ დაინახავდა იქ ვიღაც უცნობი ქალ იქნებოდა
-გაბზარული მქონდა და თუ ნელა არ იმოქმედებ კიდევ უფრო მეტად მატკენ -ზემოდან უყურებდა, ახლოს მყოფს მთლიანად გრძნობდა და მაინც ბრაზს ვერაფერს უხერხებდა
-როდის გამოჯანმრთელდები - წარბები შეჭმუხნა - მაისურით როგორ წამოხვედი, გარეთ ისე ცივა
-ქურთუკს მაშორებთ,რა გავაკეთო- თითებზე თითები შეახო და მთლიანად მოშორების ნება არ მისცა
-რომ მოხვედი მანტო გეცვა , მანქანაში გაქვს ალბათ და ჩაიცვამ . ხელი გამიშვი
-რას იფიქრებენ ასე რომ დაგინახონ, მოსწავლეს აშიშვლებსო- საუბრობდა ქალს სუნთქვა შეუკრა. უკვე მზერას არიდებდა და სიწითლე სულ უფრო მეტად ემატებოდა - გონს მოდით და განაგრძეთ თქვენი საქმე, სწორი გზა
-სხვისი დანაშაულის გამო პრობლემებში არ გაეხვევი!
-მეც ამას გეუბნებოდით, სხვის გამო სანდრო არ დაისჯება !
-კიდევ მას იცავ? მაშინ მითხარი ვინ იყო და რატომ ეცვა მაინცადამაინც ეს ქურთუკი - მოშორდა და თავზე მოიჭირა თითები- გავგიჟდები!
-მარტო დაგტოვებთ. აქაურობა დაალაგეთ და თქვენც დამშვიდდებით- უცებ აჩქარდა, ქალმა თავიდან მიზეზი ვერ გაიგო ასე სწრაფად რატომ მიდიოდა, როცა აშკარად ტკივილები ჰქონდა. შემდეგ დაინახა ეზოში შესული ორი ფიგურა, მოსეს ხმაც გაიგო, რაღაცას უყვიროდა ერთ-ერთს, მესამე ამ დროს გაქცევას ცდილობდა, როცა ახალმისულმა ხელი ჩაავლო და ამაღლობელის წინააღმდეგობის მიუხედავად სახლისკენ წაათრია
-მასწავლებელო... მასწავლებელო აქ ხართ? გამოდით
-რა ჯანდაბას აკეთებ... შენ ხომ არ გაგიჟდი. აქედან მოშორდი დროზე და ესეც წაათრიე-მოსე ცდილობდა გაეჩერებინა,მაგრამ სუსტად იყო ჯანაშია კი არც ძალის ნაკლებობას განიცდიდა და არც ბრაზის
-შენ ეგ გაიხადე , აქ დააგდე და წადი !
-სანდრო , იცოდე დაგკარგავ
-ამისთვის? ამ ნაბ.ზარი ბიჭის გამო ახლა შენ უნდა დაისაჯო? მოვკვდები და ამის გამო შენ არ გაგსვრი
-ხო დავუბრუნეთ ყველაფერი, გამიშვი შენი ძმა არ ვარ? მეტჯერ აღარ ვიზამ, გეფიცები
-მოკეტე თორემ ენას ამოგთხრი შე არაკაცო! - ხელი ისე ჰკრა ზურგზე რამდენიმე ნაბიჯი ინერციით გადადგა და გაშეშებული სესილიას წინ აღმოჩნდა სრულიად უცნობი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც საოცრად ჰგავდა სანდროს - ფეხი არ მოიცვალო მანდედან და ბოდიში მოუხადე ახლავე , დროზეე ! - ისე უღრიალა ქალიც კი შეკრთა, ბიჭი კი მაშინვე მუხლებზე დადგა, თავი ლამის იატაკზე ჰქონდა დატანილი
-სანდრო , ოოხ სანდროო შენი სიჯიუტე- მოსეს ხმა ესმოდა, მაგრამ წინ დამხობილ ბიჭს უყურებდა , მასაც ისეთივე აღნაგობა ჰქონდა როგორც სანდროს . ტყუპებივით იყვნენ ,მხოლოდ სიმაღლით იქნებოდა მცირედით ნაკლები და წონით მეტი ისიც უმნიშნელოდ
-მაპატიე , მე ვიყავი სახლში ... ბოდიში რა , ხომ დაგიბრუნეთ ყველაფერი . არ გამიშვათ რა ციხეში , მოვკვდები იქ არ შემიძლია. რასაც გინდა იმას გავაკეთებ ,რაც გინდათ ის დამავალეთ ოღონდ ციხეში არ გამიშვათ - ის იყო ფეხებზე უნდა შემოხვეოდა სანდრო რომ წვდა და უკან დაქაჩა
-არ შეეხო ! მისი გადასაწყვეტი არაფერია, აქ უბრალოდ მოხვედი ახლა თვითონ წაგათრევ განყოფილებაში და თუ არ აღიარებ გეფიცები იქვე გადაგიმტვრევ მუხლზე და მერე ნაღდად დავბრუნდები უკან, იმენა ჩემი დანაშაულისთვის ჩავჯდები . იქ სჯობდა თქვენთან დაბრუნებას
-გეყოფაა არ მინდოდა-თქო ხომ გითხარი ... იმან ფული წააგო და ისე ურტყეს ვერც ჭამს, ვერ ნახე როგორ მ.ენრძრა სახლში სანამ წავიდოდნენ?შენ რა იცი მეორედ რომ მოდიან რას აკეთებენ...იცი? არ იცი ! სულ ძმაკაცებთან ერთად იყავი და მერე ციხეში წახვედი. ვითომ მაგარი საქმე გააკეთე ჩვენს მაგივრად ჩაჯექი. აჰაა წამიყვანე , მოვშორდე მაგათ,მოვკვდე იქნებ და დავისვენო თქვენგან ,ყველასგან
-პატარა მანიპულატორო...გგონია ახლა იტირებ და დამაბოლებ? ვჭამე ეგ მე უკვე ერთხელ იმ ნაბიჭვარ კაცთან ერთად რომ მოიპარე და მევედრებოდი მამა არ დააჭერინოო
-სანდრო , გეყოფა... აქედან წავიდეთ
-ბოდიშს გიხდით , კიდევ ერთხელ მაპატიეთ ამ ყველაფრის ნახვა რომ მოგიხდათ დამატებით - ღრმად ჩაისუნთქა, წამით თვალები დახუჭა თავი რომ გაეკონტროლებინა და შემდეგ მაქსიმალურად ადამიანური ტონით მიმართა ქალს.
-მოსე - აღარ იცოდა რა ეფიქრა, რა გაეკეთებინა ... ბიჭს უყურებდა და პასუხს ელოდა
-მანქანაში დამელოდეთ სანდრო, გთხოვ .უბრალოდ მანქანაში დაჯექით , კიტა - მეორე ძმასაც გადახედა და რომ გავიდნენ მერე მიუახლოვდა ქალს - ახლა კარგად გრძნობ თავს? როდესაც ყველაფერს არკვევ და სწორად აკეთებ , მშვიდად ხარ? წავიყვანო ეს ორი განყოფილებაში და დაველოდოთ რა მოხდება?
-მოიპარა
-დაგიბრუნე ის რაც მოიპარა ... შენ აქაურობას ვერასდროს გაიცნობ, მე კი ვიცი და მხოლოდ სულ ცოტა დრო გთხოვე . ასეთი რთული იყო?
-საჩივარი გამოვიტანო?
-მე შენ არასდროს გთხოვ მაგას ... შენ ჩემი უმარტივესი თხოვნა არ შეასრულე, ვერ შეასრულე და ახლა აღარაფერია შენზე. პოლიციელები დაგიკავშირდებიან და მათთან ითანამშრომლე , მე შენი საქმიდან გასული ვარ
-გასაგებია სანდროს რატომაც იცავდი,მაგრამ კიტას რატომ არ აჭერინებდი
-ბავშვია,რომელსაც ციხის გარდა ყველაფერი სჭირდება ,მასწავლებელო ... იქ ნამდვილად არ გავაშვებინებ. ამჯერად არა. სანდროს რომ სვამდნენ არავინ ვიყავი და არაფერი შემეძლო. არაადამიანების შვილი რომ ხარ ეგ უკვე სასჯელია, მთელი ცხოვრება მიგყვება
-მე მოვაგვარებ... არ წაიყვანოთ განყოფილებაში. სანდროს დაელაპარაკე
-დაგაგვიანდა - უმეტყველო სახე ჰქონდა, მისი მზერაც აღარაფერს ამბობდა. შებრუნდა და წავიდა. სესილია უყურებდა და იმ რამდენიმე წუთში იღებდა გადაწყვეტილებას სანამ მანქანა ადგილიდან დაიძვრებოდა. თავი უსკდებოდა, აირია და ამ ქაოსიდან გამოსავალს ვერ ხედავდა მერე უბრალოდ ინსტიქტს მიჰყვა და გაკეთა ის რაც არასდროს უნანია.
_მოიცადე... _სირბილის გამო გულისცემა აჩქარებული ჰქონდა , მანქანის წინ გაჩერდა და მერე კარი გააღო
_მასწავლებელო _მოსე ნამდვილად ვერ ხვდებოდა რა აზრები ტრიალებდა ქალის თავში
_ასე ვერ წახვალთ ... კიტას უნდა ველაპარაკო . მოლაპარაკებას ვითხოვ !_სანდროს შეხედა და მერე თავდახრილ ბიჭს
_რა მოლაპარაკება , ვერ ვხვდები ... ზარდახშა დაგიბრუნეთ, ყველაფერი იქ არის ... ხომ ყველაფერია ბიჭო _ უცებ წამოიწია და წელში მოხრილს თავიც ააწევინა _ შემომხედე , ამოღერღე
_გეფიცები ... ყველაფერია
_ეგ ცრემლები პოლიციისთვის შეინახე_თქო ,ტყუილად ზლუქუნებ
_პოლიციის განყოფილებაში არ წავა...თავად მოვუფიქრებ სასჯელს . იმედია მაძლევთ უფლებას , თვითონ გადავწყვიტო
_რა სასჯელი , მასწავლებელო
-შენთან არ ვსაუბრობ , მოსე და გთხოვ დამაცადე ! მოკლედ სანდრო , მე არ მაინტერესებს თქვენ ორს რა ანგარიშები გაქვთ , დაზარალებული აქ მხოლოდ მე ვარ შესაბამისად მე გადავწყვეტ მის ბედს ! შენ აირჩიე ციხეში გირჩევნია თუ განუსაზღვრელი დროით ჩემი სასჯელის მიღება და შესრულება _ ბიჭს მზერა გაუსწორა და პასუხს დაელოდა- ბევრი დრო არ მაქვს , ხუთამდე ვითვლი
_სულ მთლად შეიშალა _მოსეს ხმა გაიგო, მაგრამ ისევ დააიგნორა
_მე მასზე პასუხს აღარ ვაგებ ... თუ რამე ისე არ წავა მე
_საერთოდ ყველა ჩვენ დანაშაულზე რომ ვაგებდეთ პასუხს ეს სამყარო უკეთესი იქნებოდა . კიტა , გისმენ
_თქვენი სასჯელი რა იქნება
_თანახმა ხარ თუ არა
_ მე რა ვიცი შენ რას მოითხოვ ... იქნებ უარესს მიკეთებ რამეს
_კიტა! _ მოსემ ისე გახედა ბიჭი წამსვე გაჩუმდა
_ კარგი ... კარგი თანახმა ვარ
_ხვალ დილის 8 _ზე გელოდები
_მოიცა ასე მიჯერებ და მორჩა ?
_ხო, ასე გიჯერებ და კი არ მორჩა ხვალიდან ვიწყებთ _ კარი მიხურა , მოსეს შეკრული წარბებო დააიგნორა და უკან დაიხია _შეგიძლიათ წახვიდეთ _არ წასულა, მანქანიდან გადავიდა და წინ აესვეტა _რა?
_შეიშალე?
_როგორ მელაპარაკები ?
_მე როგორ გელაპარაკები თუ შენ რას აკეთებ ... ტიპმა გაგქურდა, ისტერიკა გქონდა, მე არ მენდე , არ დამიჯერე გავარდი და უჩივლე . ახლა კიდე რაღაც გამოსასწორებელ თამაშს იგონებ? იცი ვაფშე ვინ არის და რა შეუძლია გააკეთოს?ქურდიაო არ გაიძახდი?
_ვიცი,რომ მისი ციხეში გაშვება არ გინდოდა ... მის დასაცავად აქ ამით დამადექი და მაშანტაჟებდი -ქურთუკზე მიუთითა და თვალებანთებულმა გაუსწორა მზერა- შესაბამისად არის მასში რაღაც ნათელი
_არ ჩავერევი ხომ იაზრებ ამას
_ისე ამბობ თითქოს ჩვენს შორის ბავშვი მე ვარ
_კარგი იქნებოდა მართლაც ბავშვი ვიყო ...ვიცოდე მაინც რა ჯანდაბას ნიშნავს ეგ_ ჩუმად თქვა და ისე წავიდა ზედაც აღარ შეუხედავს. სწრაფად მიდიოდა, მანქანა ჩიხიდან რომ გავიდა ხმა შემდეგაც ისმოდა სესილიას კი შინაგანი კმაყოფილების შეგრძნება დარჩა,მაგრამ ტვინში სრული ქაოსი იყო.
................
ჯერ კიდევ არ იყო რვა საათი ჭიშკარი ,რომ გაიღო და ეზოში კიტა გამოჩნდა. ბნელოდა, მაგრამ სოფელს ეღვიძა , რამდენიმე მეზობელი პირუტყვს ტყისკენ მიერეკებოდა და მასწავლებლის სტუმარიც შენიშნეს.
_შემოდი _სახლის კარი გააღო და დაელოდა როდის შევიდოდა
_იყოს ... აქ ვიქნები
_მე მცივა და გარეთ ლაპარაკი არ მინდა _უყურებდა და ვერ ხვდებოდა რატომ ითრევდა ფეხს _შენ რა ჩემი გეშინია?
_მე? რისი უნდა მეშინოდეს ... რადგან არ იშლით შემოვალ _ მაშინვე დაიძრა ზღურბლი გადაკვეთა , მაგრამ იქვე გაჩერდა _ აქ ვიქნები
_რა თამაშია... სახლში შემოიჭერი ყველაფერი გადაქექე და ახლა რომ გპატიჟებ არ შემოდიხარ? არ მითხრა იატაკის დასვრას ვერიდებიო
_ხო ,ეგეც არის
_ხოდა გაიხადე და ისე შემოდი
_რა ვქნა?
_ღმერთო მიშველე ... შვილო , გაიხადე ფეხსაცმელი და შემოდი_თქო. გაყინული ხარ, ფეხით გამოიარე ალბათ ამხელა გზა_სავარძელში ჩაჯდა და ჩაის დიდი ფინჯანი აიღო
_რა უნდა გავაკეთო... რას მიპირებთ მაინც ვერ ვხვდები
_შენ რისი გაკეთება შეგიძლია
_მეე?
_დიახ , შენ ... კიტა ჯანაშიას . რამდენი წლის ხარ?
_17
_ხო აი 17 წლის ბიჭი რას აკეთებ ... სკოლიდან გასული ხარ, ცხრა კლასის ატესტატი გაქვს მხოლოდ. რა გეგმა გაქვს არ იცი? რა გინდა გააკეთო
_არ ვიცი ...
_რისი გაკეთება შეგიძლია... როგორ ცხოვრობ. რამეს ხომ აკეთებ , არა?
_ვმუშაობ ხოლმე, მუშად.
_და ასე გინდა გაატარო დარჩენილი ცხოვრება? როცა ფული დაგჭირდება ვიღაცის სახლში შეძვრები თან ასე უნიჭოდ იქურდებ და მერე ციხეში იქნები? არ გინდა მშვიდი ცხოვრება, ოჯახი , ცოლი, შვილები ...თუმცა მამაშენიც არაფერს აკეთებს , მაგრამ აი რამდენი შვილი ჰყავს . ალბათ იგივეს გეგმავ
_არა ! -წამსვე იუარა ,თანაც მტკიცედ სესილია კი მიხვდა,რომ სწორ გზას ადგა
_აბა? რას ფიქრობ
_არაფერს! ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ?
_კითხვას რომ გისვამ მიპასუხე... რა შეგიძლია რომ გააკეთო , რა გინდა რომ გააკეთო . აი საშუალება რომ გქონდეს რას გააკეთებდი თუ მხოლოდ ფული გინდა გქონდეს
_ფსიქოლოგთან ვარ თუ მასწავლებელთან სასჯელის მისაღებად
_ამბობდი მუშა ვარო ... შესაბამისად მიწის დამუშავებას და ნივთების გადაზიდვასაც შეძლებ ხომ?
_თავისთავად ... მიწების გამოყენებას აპირებთ ? მარტოს დრო დამჭირდება და თან უნდა მითხრათ რის დარგვას აპირებთ მიწა შესაბამისად რომ მოვამზადო
_მე არ ვიცი ეგ შენ უნდა მოიფიქრო რისი გაკეთება გაწყობს საკუთარი შემოსავლისთვის ... პირადად შენ რასთან მუშაობა შეგიძლია
_ვერაფერი გავიგე , მე რა უნდა გავაკეთო მაგის ფული რომ მქონდეს სათბურები გავაკეთო რაღაცები დავრგო და ბიზნესი მქონდეს ჩემ და ძმებს ასე ვაცხოვრებდი? ჩემ სახლში ყოფილხართ, ტასომ მომიყვა ... იქ რაც ნახეთ
_ყველაფერს მიალაგებ , მეორედ რომ მოვალ ბავშვებს მოწესრიგებული , სუფთა გარემო ექნებათ. ეზოში სათამაშო სივრცე , სახლში წესრიგი და ამ ყველაფერს მაქსიმუმ 2 დღეში გააკეთებ და მერეც შეინარჩუნებ
_ეგ რომ შემძლებოდა
_სცადე ოდესმე? მეეჭვება იქაურობის დალაგება ვინმეს ეცადა და მერე ამის შენარჩუნება. შენი პირველი დავალება ეგაა !
_რა, დალაგება?
_ბავშვებისთვის ადამიანური გარემოს შექმნა და იმ ყველაფრის ადეკვატურად გამოყენება რაც გაგაჩნიათ ... ისწავლი და ასწავლი როგორ დაალაგო არეული
_შეიძლება გავგიჟდე _ ძირს დაჯდა და კედელს მიეყრდნო _ რომ მოვდიოდი მეგონა აქ , თქვენთან გამაკეთებინებდით რამეს და თქვენ მეუბნებით სახლი დაალაგეო
_არა მხოლოდ ... ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში სულ გავაკონტროლებ რამდენად შეინარჩუნებ მაგ წესრიგს
_დედაჩემი ვერ აკეთებს მაგას და მე ამდენი ბავშვი როგორ გადავიყვანო სხვა რელსებზე
_ეგ ჩემი პრობლემა არ არის... თავად უნდა მოიფიქრო. შენი მასწავლებლები ამბობდნენ საუკეთესო იყო კლასში თუ მოგვისმენდაო , აზროვნების ნაკლებობას არ უნდა განიცდიდე .
_ ორი დღე ცოტაა... იმდენი რამეა ეზოში ისინი სად უნდა წავიღო რა ვიცი. ან ამდენი ჭუჭყიანი ნივთი სად გადავიტანო
_სუფთა ტანსაცმელი გაცვია ... ტანსაცმლის სარეცხი მანქანა თუ არ გაქვს ასე როგორ გამოიყურები
_ძმაკაცთან ვრეცხავ და რაღაცებს თვითონ... რეებს მალაპარაკებ , ე
_ტონი შეარჩიე, როგორმე
_ბოდიში ...
_ შენი მშობლები სინამდვილეში სად არიან
_წასულები არიან ქალაქიდან... ფერმაში მუშაობენ ახლა და ბავშვები ჩემს დასთან არიან
_ანასტასია როგორ დაიწვა
_წყალს აცხელებდა პატარა ძმა რომ დაებანა და გადაესხა . სახლში მარტო იყვნენ
_სანდრომ შენ გცემა თუ სხვებსაც სცემს
_მამა , დედას ურტყამდა რომ მოვიდა იმ დღეს და ის სცემა. სასტიკია, ველური , საშიშიც , მაგრამ ბავშვებს არასდროს შეხებია და საერთოდ სწორ ხალხს არ სცემს. გიჟი არაა , უბრალოდ ყელში აქვს ყველაფერი ამოსული და აღარავისთან ლაპარაკით არ აგვარებს , როგორც ადრე აკეთებდა . მიხვდა ზოგთან აზრი რომ არ აქვს _ ჩაიცინა ბოლოს და არეული მზერა იატაკს გაუსწორა _ კიდევ რას გავაკეთებ?
_საქმე მოიფიქრე რისი სწავლაც გინდა რაც შეიძლება მალე და უშუალოდ საქმის გეგმასაც თუ მომიტან დროულად კარგი იქნება
_ხომ გითხარით , მაგ ყველაფერს ბევრი ფული სჭირდება
_როგორმე ვიცი , რადგან გლეხი არ ვარ იმას არ ნიშნავს , რომ ციდან ჩამოვვარდი ! გააკეთე რასაც გეუბნები , ჩათვალე ბიზნეს წინადადებით მოდიხარ და მოგაქვს არგუმენტები , რომ ნამდვილად შეძლებ იმ პროდუქტის ამ ნიადაგზე მოვლას და ფულის გამომუშავებას ან რა ვიცი რაღაც ობიექტის გახსნას და ამუშავებას.
_პრეზენტაციაც ხო არ გავჩითო
_როგორც გინდა
_მეღადავები?
_სულაც არა... მობილური ხომ გაქვს . მომიტანე ზუსტი ინფორმაცია ,ყველაფერი დაწერე და ისე მოდი
_უკვე წავიდე ?
_ხო, საკმარისი არ გგონია ?
_ორ დღეში კიდე ახალ დავალებას მომცემთ?
_ჩვენ ხომ დროზე არ შევთანხმებულვართ, არც სასჯელის რაოდენობაზე
_კარგი , ჯანდაბაა ... შენგან ყველაფერს უნდა ველოდე
_მე არ მომიცია უფლება და ასე ნუ მესაუბრები, თქვენობითი ფორმა გამოიყენე. თანატოლები არ ვართ მე და შენ ,არც მეგობრები
_ახლა რომ გავიდე , ჯერ 15 წუთი გავიდა სანდრო იქვე გამგლეჯს და სახე ჯერაც დასიებული მაქ ხომ ხედავთ
_სანდრო აქაა?
_აბა გეგონათ მარტო გამომიშვებდა? ჩუმად მომყვებოდა თავისი ჭკუით. მამოწმებს, აინტერესებდა მოვიდოდი თუ არა . არ დამიჯერებს ესენი რომ მოვუყვე რაც დამავალეთ
_ისე მოიქეცი რომ დაგიჯეროს და აღარასდროს შეეპაროს შენში ეჭვი
_ეგ მარტივი გგონიათ?
_მარტივია იყო ცუდი , რთულია იყო ნორმალური და კიდევ უფრო რთულია იყო კარგი ადამიანი
_თქვენ ეტყობა ცუდი არასდროს არაფერი გაგიკეთებიათ , თორემ არ იტყოდით მარტივიაო . მაგაზე მძიმე და დამპალი არაფერია
_მე საქმეებზე როდის ვსაუბრობ... მე სულს ვგულისხმობდი , შენ არც ისეთი ცუდი ხარ როგორც გგონია და როგორც აჩვენებ ადამიანებს შენი ქმედებებით . ამიტომ უნდა იპოვნო ცხოვრების ის გზა რომელის გავლისას გააკეთებ ისეთ საქმეს რომელიც შენს სულთან იქნება ჰარმონიაში
_ასეთ რთულ რამეებს ნუ მეტყვით , მხოლოდ 9 კლასის განათლება მაქვს
_ვითომ ვერ გაიგე რა გითხარი?
_სანდროს ვერ დავაჯერებ!
_სიტყვა "ვერ "აკრძალული გაქვს დღეიდან !
_დროა წავიდე სანამ კიდევ რამე ისეთს მთხოვთ ტვინი რომ ამიდუღდეს _უცებ წამოდგა და კარი გააღო _ მადლობა . ორ დღეში ვეცდები ყველაფერი მოვაწესრიგო
_თვითონ დაგიკავშირდები

თავადაც არ იცოდა რას აკეთებდა, მაგრამ უცნაურად კმაყოფილი კი იყო. შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ სწორი მიმართულება აირჩია , შედეგის მოლოდინიც ჰქონდა , მაგრამ არგუმენტები არ გააჩნდა . დრო სჭირდებოდა ყველაფრის გასარკვევად და დასალაგებლად მანამდე კი აივანზე გავიდა , მთელ ქუჩას უყურებდა მათ შორის ძმებ ჯანაშიებსაც. სანდრო მართლაც მთელი ეს დრო იქვე ახლოს მდგარა , ახლა ბიჭს უყურებდა ,ის კი სწრაფად უხსნიდა რაღაცას. მერე სანდრომ ვიღაცას დაურეკა, ბიჭი წინ გაუშვა თავად კი ნელა გაუყვა ატალახებულ გზას. თითქოს არც კი სციოდა, წვიმასაც ვერ გრძნობდა ისე ზანტად მიაბიჯებდა. ვინ იცის,იქნებ მონატრებულიც ჰქონდა ბუნებასთან კონტაქტი და ყველაფერს თავიდან აღიქვამდა.

მოსე სკოლაში დაბრუნდა. კლასში შესვლამდე მიაღწია სესილიამდე ამ ამბავმა , სალომემ დახვედრა მოუწყო. წინასწარ ჰქონდა ყველაფერი მომზადებული . ჟრიამული ისმოდა პირველი სართულიდან სამასწავლებლოში კი უკმაყოფილო ზუზუნით პასუხობდნენ ყოველგვარ მხიარულებას
_ისე დახვდნენ ეს სულელი ბავშვები თითქოს ხისთავიანი მოჩხუბარი კი არა ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ჩამოვიდა
_მანანა მასწავლებელო , ჟურნალისტებთან კარგად ისაუბრეთ . აქეთ და ადიდეთ , ისე ემზადებოდით _ სანამ თავად იტყოდა რამეს ქიმიის მასწაებელი მიუბრუნდა _ როგორ პოლიტიკური პარტიებივით ყველა და ყველაფერი ხან მოგწონს ხან არა , ხან ერთის მხარეს ხარ ხან მეორეს. გააჩნიაროცა გაწყობს ... შენი შვილიშვილი სიკვდილს რომ გადაარჩინა მაშინ კარგი ბიჭი იყო და ახლა გახდა ხისთავიანი? მასეთი ხისთავიანი ნეტავ ყველა სახლში იყოს. მასეთ კაცებს გაყვებოდნენ ჩემი გოგოები რომ გაიზრდებიან _ აშკარად ძალიან უყვარდა ამ უკანასკნელს მოსე ისე დაიცვა და გააჩუმა მანანა სესილიას სათქმელი აღარ დაუტოვა.
_საით ლელა მას?
_მეც ვნახავ ჩვენს ბიჭს, ვერ მივულოცე გამარჯვება
_მოსე თქვენი მეზობელია ხომ?
_მე ქუჩის ბოლოს ვცხოვრობ, მაგრამ მეზობლად ითვლება დიახ. ბოლო ათი წელია რაც ვუყურებ და ვინმეს სალაპარაკო ნამდვილად არ არის, მითუმეტეს მანანასი , თავის გატუტუცებულ შვილიშვილებს მიხედოს. ყველაფერი რომ აქვთ და მაინც მოსეს ფრჩხილად არ ღირს არცერთი, კაცების გარდა ყველაფერი არიან . არაკაცი ბიძამისი ხომ მოსაკლავი კაცია , ბიცოლამისი ხომ საერთოდ ქალი არაა . უპატრონო ბავშვს თავისი ნაშრომ _ნაწვალები წაართვეს და მიითვისეს , მაგრამ ბიძაშვილებს ამ მდგომარეობაშიც აქცევს ყუეადღებას. სხვა სკოლაში ჰყავდათ და იმდენი მოახერხა აქ გადმოიყვანა.
_ახალ მოსწავლეებზე რომ ამბობდა დირექტორი ისინი არიან?
_დიახ, იმ სკოლაში ისეთები ხდება კი გამიკვირდა თავიდანვე როგორ მისცა უფლება_თქო . ეტყობა შვილო ისე იყო გადაღლილი მაგაზე ვეღარ იფიქრა და აი ახლა , დალეწილია მთლად , მაგრამ გოგოებზე ზრუნავს. იქ კარგს არაფერს უზამდნენ, დედამისის შვილები მაინცადამაინც დიდი ღირსებით არ გამოირჩევიან , მაგრამ რას იზამ . მიხედავს მოსე მაგათ _ქალი ისე იყო ბიჭზე შეყვარებული ბავშვები მიმოფანტა და გულში ჩაიკრა ბიჭი, ისიც აშკარა პატივისცემას გრძნობდა , ხელზე აკოცა ქალს , კარგახანს ესაუბრებოდა მერე კი უკან მდგომი ბიძაშვილები გადააბარა. ლალის იყო მათი კლასის დამრიგებელი .

სალომე ფოტოებს იღებდა ის კი აშკარად მის გამო პოზიორობდა. შემდეგ ანიშნა დავასრულეთო და გოგონაც შეეშვა. სესილია მალევე მიხვდა, რომ სკოლაში მხოლოდ ბიძაშვილების გამო მივიდა. ყველას გააცნო, გააგებინა მათ შესახებ , შეუქმნა ფარი , რომელიც ყველასგან და ყველაფრისგან დაიცავდათ და შემდეგ ისე წავიდა სესილიას არც მისალმებია. მომღიმარი სახით ისედაც არ დადიოდა, მაგრამ ამჯერად სულ სხვაგვარი გამომეტყველება ჰქონდა. წარბზე შრამი დარჩა, ხელის მოძრაობა ისევ შეზღუდული ჰქონდა , მაგრამ სულის იარები გამოიყურებოდნენ ყველაზე მძიმედ.
იმ დღის შემდეგ სკოლაში დადიოდა, არა ყოველ დღე,მაგრამ ხშირად. გაკვეთილებს ძირითადად არ ესწრებოდა, დარბაზში იყო და ვინ იცის რას აკეთებდა მაშინ როცა თავად ვერ თამაშობდა. ინგლისურში წერა ისე დაიწყო და დაასდულა ზედმეტი სიტყვაც არ უთქვამს. სესილიას აშკარად აიგნორებდა, ისე ექცეოდა როგორც სხვა , რიგით პედაგოგს რაც ქალს დიდ დანაკლისს უჩედა, მაგრამ დიდხანს არ აღიარებდა.
……………………
გიგაურმა თამაშის დროს ფეხი მოიტეხაო ხმა გავარდა და დეასთანაც მიაღწია ამბავმა, რომლის დეტალები არავინ იცოდა . ყველა სხვადასხვა დიაგნოზს ამბობდა მყესის გაწყვეტიდან მოტეხილობამდე საბოლოოდ კი მხოლოდ ის იცოდა ზუსტად, რომ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და ეს უკვე მდგომარეობის სიმძიმეზე მიუთითებდა
-იცი რა სჭირს? -სხვას ვერავის ჰკითხავდა მოსეს გარდა
_მოტეხილი აქვს ... გაგიჟებულია. თამაშს დიდხანს ვერ გააგრძელებს , რეპეტიტორებთანაც ვერ ივლის
_დიდხანს დატოვებენ კლინიკაში?
_ზუსტად არ ვიცი , მაგრამ არამგონია
_ძალიან ეტკინება?
_გამაყუჩებლებს მისცემენ
-რა გავაკეთო -ტირილი მოუნდა, ისე ძალიან რომ მოსეს ჩაეხუტა სახის დასამალად
_ბავშვები წავალთ , მოვინახულებთ და შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ
_ვერა... ვერ ვნახავ . ცუდად როცაა ხომ იცი რა მემართება
_მე კი ვიცი, მაგრამ მან რომ იცოდეს იდეალური იქნებოდა _თავზე ეფერებოდა , ნაზად აკოცა და ზემოდან დახდა _როდის გათავისუფლდები ჩემო ჩიტო გალიიდან
_არასდროს... ჩემი ცხოვრება ჩემი არ არის . მალე წადი გთხოვ, ნახე და მითხარი როგორაა
_არც დაურეკავ ?
_არა და არც მივწერ !

გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაუძლო. მას მერე რაც მოსემ მდგომარეობა დაამძიმა სულ აირია. ნესტანთან მეცადინეობაზდ მისულმა ზღვარი დაკარგა , დასასრულს ოთახში დარჩა და ქალს მორიდებით ჰკითხა ბიჭის შესახებ
_საავადმყოფოდან როდის გამოწერენ?
_უკვე სახლშია ...
_და როგორაა ?
_ოპერაცია არ სჭირდება, მადლობა ღმერთს , თუმცა მეეჭვება თამაში განაგრძოს. ძალიანაა დათრგუნული, ჩაიკეტა და დიდხანს ოთახშიც არ გვიშვებს . შენ თუ მოინახულებდი ცუდი არ იქნებოდა
_მე ...იცით მე სხვა დროს _ უკვე სახლის წინ იდგნენ , საშინელი ამინდი იყო წარმოიდგინა როგკრ იქნებოდა და წამში შეცვალა გეგმები _ შემიძლია ვნახო?
_წამომყევი, ოთახს გაჩვენებ _ სახეზე ეტყობოდა კმაყოფილება სხვა კი არაფერი უთქვამს. ოთახამდე მიაცილა და კართან დატოვა .
გაუბედავად დააკაკუნა და სახელურიც ჩამოსწია _შეიძლება ? _ოთახში ბნელოდა , მაგრამ ვაჩეს სახის პოვნა არ გასჭირვებია. საწოლის თავს იყო მიყრდნობილი ხელში რაღაც წიგნი ეჭირა და კითხულობდა
_დეა ... რა თქმა უნდა . შემოდი , იქ დაჯექი _მაგიდასთან მდგომ სავარძელზე მიუთითა
_არა მე უბრალოდ შემოვიარე, მაინტერესებდა როგორ ხარ
_სკოლის დამთავრებამდე ყველა და ყველაფერი დაისვენებს ჩემგან ... ჰობს შევეწირე თან ისე , რომ თამაშსაც ვეღარ შევძლებ და სწავლაც სახლში მომიხდება . შეგიძლია მშვიდად იყო , ახლა უკვე ნამდვილად არსად გადაიკვეთება ჩვენი გზები _ ჩაიცინა და ფერმკრთალ სახეზე ხელები ჩამოისვა .
_იმედია მართლა არ ფიქრობ, რომ შენი ჯანმრთელობის შერყევა მე ოდესმე გამახარებს... მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ _გული უსკდებოდა, ნანობდა კიდეც მის ნახვას, ცუდად იყო , იქედან გაქცევის და ტირილის გარდა არაფერი უნდოდა. აგიჟებდა ვაჩეს ფიქრები მისი ჩამქრალი მზერა და სიცივე რომელიც სულს უყინავდა .
_ჩვენების რესტორნიდან მოგიტანე ყველაფერი ... ამასაც თუ არ შეჭამ დედაშენი გადამერევა და ჩემი ქალი რომ ცუდადაა იცი მერე რაც მემართება თუ ღმერთი გწამს ორი წლის ბავშვივით ნუ იქცევი _ კაცმა კარი ისე გააღო ოთახში მყოფუ სტუმარ არ ან ვერ შეამჩნიადა ბიჭის რეაქციაც დააიგნორა , თვალების ბრიალით რომ ანიშნებდა გაჩუმებულიყო
_დეა მიდის უკვე ... გააცილონ. გმადლობ მონახულებისთვის , საჭირო არ იყო და სხვებსაც გადაეცი თუ არ შემაწუხებენ მადლობელი ვიქნები . საავადმყოფო რომ აიკლეს ეგეც კმარა
_სტუმარი გყოლია, ისიც დაგეწვევა ... გამარჯობა
_გამარჯობა ... უკაცრავად მე მართლაც უნდა წავიდე უკვე _ ბიჭს თვალს არ აშორებდა კაცს წამით გახედა და მერე ისევ ვაჩეს გადახედა, წიგნის ფურცვლა რომ დაეწყო უკვე და აშკარად არ აპირებდა ვახშმობას.
ეგონა თუ ნახავდა დამშვიდდებოდა,მაგრამ პირიქით მოხდა ახლა კიდევ უფრო ღელავდა მის მდგომარეობაზე და არარაფერი აფიქრებდა გიგაურის ჯანმრთელობის გარდა.
..............
სამასწავლებლოში იჯდა სალომემ რომ დაუძახა . მაშინვე შეწყდა საუბრი და ყურადღების ცენტრიც შეიცვალა
_რა ხდება სალო?
_მას, ეზოში უნდა გამომყვეთ ...
_ისევ ჩხუბობენ? ამჯერად ვინ _ჩუმად უთხრა და სწრაფად მიჰყვა გოგონას
_არავინ ჩხუბობს მშვიდად იყავით
_აბა რა ხდება , მასწავლებელთან აქვს ვინმეს პრობლემა?
_არც ეგ ... ვიღაც მოვიდა და გელოდებათ
_ჟურნალისტები? მოსეს ვერ პოულობენ და დაგვარბიეს? როდის აპირებს საუბარს ?
_ დიდი ალბათობით იანვარში ჩავწერთ ერთ კარგ რეპორტაჟს ... მოვიფიქრებ როგორ დავიყოლიო და იქნებ რამე ისეთი გავაკეთებინო რომელიმე გადაცემაშიც მიიწვიონ
_დარწმუნებული ვარ შეძლებ ... იქნებ მენეჯერი გახდე და არა ჟურნალისტი. შენ და მოსე ერთად კარგი გუნდი ხართ
_ცუდი აზრი არ არის, მაგრამ მირჩევნია ვიმოგზაურო და სხვადასხვა სპორტის სახეობებს გავეცნო სპორცმენებითურთ
_მაინც ვერ გავიგე სად მივდივართ ... _ეზოში იყვნენ უკვე , გოგონა კი გასასვლელისაკენ მიდიოდა მანამ სანამ სესილიამაც არ შენიშნა ნაცნობი ფიგურა და წამში არ მოსწყდა ადგილს
_დაბრუნდიიი ... ღმერთოოო რა კარგიაა _ თორნიკეს ყელზე შემოჰხვია ხელები, მთელი ძალით მოეხვია და რამდენჯერმე ლოყაზე აკოცა სანამ ეს უკანასკნელი გაბადრული სახით იდგა
_სიურპრიზი , პატარავ
_ვგიჟდები შენში რომანტიკოსი რომ იღვიძებს და მაბედნიერებს...
_აი ეს ერთი გადავიტანოთ და დიდი ხნით უშენოდ არსად წავალ, გპირდები _ ქალის სახე თითებსშორის მოიქცია და ტუჩებზე შეეხო
_მომნატრებიხარ _ ქალმა ჩურჩულით უთხრა და მანქანის სავარძელზე მოთავსებულ უდიდეს თაიგულს მზერა გაუსწორა_ეს უკვე რომანტიზმის ზედოზირებაა , ძვირფასო
_სახლში არ წავიდეთ ? მითხარი , რომ კარგ დროს მოვედი და გაკვეთილები აღარ გაქვს
-წამოვალ, თორემ მთელი სკოლის მდედრობითი ნაწილი ჩვენ გვიყურებს და ვინმემ არ მომტაცოს შენი თავი
-არავის დავნებდები, ხომ გჯერა
-მოტაცებულს ვეღარ დაგიბრუნებ ასე რომ სჯობს დაგიცვა ...
-რა ზარმაცი ქალი ხარ ჩემ დასაცავად თითსაც არ გაატოკებ - მანქანის კარი გაუღო , თაიგული გადასცა და კოცნაც დაიმსახურა .
_როდის ჩამოფრინდი
-დილით ... სახლში მივედი , ცოტა დავისვენე და წამოვედი _ ქალისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა - ჩემთან მინდა იყო , სულ
_როდის ბრუნდები უკან? ქალაქში დავბრუნდები , იქედან ვივლი ...
-სესილია მხოლოდ ეს კვირა არ მიგულისხმია _ქალი ყვავილებს დაჰყურებდა , სურნელით ტკბებოდა და არც უფიქრია მსგავს სერიოზულ თემას თუ შეეხებოდა კაცი ისე გაიოცე, მგონი აზრი არ აქვს საუბრის გაგრძელებას მე კი ისე დამაკლდა შენი გარემოცვა მივხვდი, რომ შეყვარებულობის სტატუსის შეცვლა მჭირდებოდა
_ქორწინებისთვის მზად არ ვარ ... ყველაფერი ისედაც აირია ჩემს ცხოვრებაში და მსგავს გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ თუ დარწმუნებული არ ვიქნები
_თითქოს მე ვიღებდე მარტივად გადაწყვეტილებებს ...
_გგონია ჩვენი სიყვარული და ურთიერთგაგება საკმარისი იქნება?
_მე ვიცი რომ მჭირდები, მინდიხარ, მიყვარხარ და შენამდე არავინ მყოლია ისეთი ვინც სულიერ კომფორტს შემიქმნის
_მე რომ კარგი გოგო ვარ და შენ რომ კარგი ბიჭი ხარ ეგ ვიცით
_სესილია , მაგ ღიმილით და თვალების ციმციმით მეუბნები უარს , ხომ?
_საკუთარ თავში გარკვევა მჭირდება... აქ ჩამოსვლის შემდეგ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სამყაროს არ ვიცნობ და არაფრისთვის ვარ მზად
_შენ თუ აპირებ ადამიანის ყველა სახე შეიცნო ვერასდროს დავქორწინდებით და მხოლოდ ამ სოფლის შესწავლა არ დაგაკმაყოფილებს. ხალხს ვერ შეცვლი, შენს ჩარჩოებში ვერ გადაიყვან და ყველანი სწორი გზით ვერ ივლიან
_ შენ ოდესმე გიცდია ბრალდებულისთვის გაგეგო? მის ადგილას წარმოგედგინა თავი და მიგეცა მეორე შანსი? არა ! იმიტომ რომ დანაშაულის იქეთ ვერაფერს ხედავ
_შენ არ იცი მე რა გამიკეთებია და რა არა ... ამიტომ არ გვინდა ამაზე საუბარი. დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი შენ კი დროულად უნდა დაბრუნდე სახლში , დამიბრუნდე მე
_შენგან არ წავსულვარ , იცი შენ ეს
_დარწმუნებული ხარ?
_რას გულისხმობ
_აქ ჩამოსვლამდე მუხლებზე მდგომს რომ მეთხოვა ცოლობა ხომ დამთანხმდებოდი
_ახლა არ დგახარ მუხლებზე, ბეჭედსაც ვერ ვხედავ
_იმიტომ რომ ვიცოდი არ დამთანხმდებოდი ან მხოლოდ უხერხულობის გამო იტყოდი თანხმობას
_გამოდის მაშინაც არ ვიქნებოდი დარწმუნებული და შეცდომა აგარიდე თავიდან
_საკუთარ თავს შეცდომას უწოდებ , ეს შენ არ ხარ!
_ყველა შეცდომაა ვინც შენი ცხოვრების ქალი არ არის... აი მე კი უნიკალირი მოვლენა ვარ _ფართოდ გაუღიმა, მისკენ გადაიხარა და ლოყაზწ აკოცა _ მშვიდად ვარ
_ფარი ვარ თუ სიყვარული ვეღარ გავიგე
_შენ ხარ შენ
-ყოველთვის იცი რა უნდა მიპასუხო,რომ არც გამაბრაზო და არც თავი დაიწვა
-იურისტის შეყვარებულობის პლიუსები, ძვირფასო- გადაიხარა ,მოეხვია და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა- ნუ გავართულებთ, გთხოოვ

სკოლაში ჭორების ქარიშხალი დატრიალდა, ყველა სხვადასხვა ამბავს ყვებოდა მათ წყვილზე, შეხვედრაზე,თორნიკეს ვინაობაზე და სტატუსზეც. ამაღლობელი კვლავ დისტანციის დაცვას ცდილობდა, ბრაზს ვერ ივიწყებდა ,ყველა არგუმენტს ებღაუჭებოდა ქალი გონებიდან რომ გაექრო,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ერთხელ დაინახავდა ,უბრალოდ თვალს მოჰკრავდა ან ხმას გაიგებდა ,უბრალოდ მის სახელს მოისმენდა და თავიდან ჩნდებოდა ყველა შეგრძნება.

..............
მორიგი მატჩი ტარდებოდა ამჯერად სკოლის დარბაზში , როგორც ფინალისტ გუნდს ფინალის ჩატარების უფლება მისცეს და რამდენიმე სკოლიდან იყვნენ ბავშვები. მონაწილეები, გულშემატკივრები ყველანი ერთმანეთში ირეოდნენ და ნამდვილი ქაოსი სუფევდა. მასწავლებლებიც ჩვეულებისამებრ დაუსრულებლად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, განიხილავდნენ უამრავ ახალ სახეს და არავინ დატოვეს ისეთი ვის ოჯახსაც არ იცნობდნენ
_ასე ყველა წყალწაღებულები როგორ არიან... მაგარი გოგოები ვართო თუ რა ჰგონიათ ნეტა. გაკვამლული იყო მთელი ტუალეტი . იტყვი რამეს და ძველმოდური ხარო
_სიგარეტს ვინ დაეძებს...ვინ ვისთანაა, ვინ ვის აბავს და კერავს, ვინ ვის ელაპარაკება ახლა ვერ გაიგებ
_სიმართლე თუ გინდა მაგ გოგოები აქ იმ ჩვენი ჩემპიონის გამო მოვიდნენ ... ან კიდე გამგებლის ბიჭი მოსწონთ თორემ როდის იყო თავს იკლავდნენ სხვა სკოლებში 10 ბავშვი არ ესწრებოდა თამაშს და ახლა გაგიჟდნენ ერთიანად?
_ამაღლობელი მგონია სტურუების გოგოსთანაა ძალიან ახლოს ... _ჩაიქირქილა ვითომ ჩუმად ისე კი მაგიდის მეორე ბოლოში მჯდომ სესილიასაც ესმოდა
_ეგ რომელია?
_მაღალი, ლამაზი გოგო ... ტვინი არააქ თავში თორემ კაცს ასე ხელში როგორ ჩავუვარდები თავმოყვარე ქალი.
_ისე ლაპარაკობთ თითქოს ძველ დროს არავინ არავისთან იყო
_იყო კი ბატონო, დაორსულდებოდნენ მერე და ნახევარ სოფელს მასე ყავდა ქალი მოყვანილი. ბ.ზობით იწყებდნენ და ამთავრებდნენ... 10 რომ გავიხსენო ახლა 8 გავარდნილი იქნება სახლიდან და ის ორი კიდე სახლშია მარა დებილი ქმარი ყავს და არ იკლებს კაცებს ისედაც. ახლა თავისუფლებააო დედა, ვისაც რა უნდა იმას შვება ... ხოდა ახლა მოსე ფიზიკურად მშვენიერი კაი ბიჭია რაღა სხვას მიაფერებიებს . დამენებე ერთი თავი , მეშინია ვინმე უბედური არ მომიყვანოს ჩემმა შვილმა და არ დავეძებ მეტს არაფერს . ყველამ თავისი საქმე იცის , ღმერთმა უშველოს _მოსეს ბევრი მეგობარი ჰყავს და იქნებ ის გოგოც ნაცნობია და თქვენ აქ განიკითხავთ
_გაჩერდი ერთი... მეგობრები ჰყავს კლასელები მაგას , მართლა მეგობარი რასაც ქვია და დანარჩდნები მეგობრობისგან ძალიან შორს არიან ყველანი ... წავედი გაკვეთილზე მაგვიანდება, ამაღლობელის გოგოები ვერ ჩაატარებენ ჩემს ნაცვლად გაკვეთილს
ჭორი ამჯერად სიმართლე აღმოჩნდა და სულ მალე საკუთარი თვალით ნახა დამადასტურებელი კადრები ოთახის კარი შემთხვევით ,რომ შეაღო და იქ მოსე დაუხვდა უცნობ გოგონასთან ერთად . ნახევრად შიშველი მერხზე მიყრდნობილი სიამოვნებისგან შეცვლილი სახით დაჰყურებდა გოგონას, რომლის თმებშიც ჰქონდა თითები შეცურებული ის კი მეტად დელიკატური საქმით იყო დაკავებული
_რა ჯანდაბაა _ წამსვე მიბრუნდა და კარი მიხურა . დერეფანში მაინცადამაინც მაშინ გამოჩნდა ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლები , რომელთაც რაიონის ვერცერთ ჭორს გამოაპარებდით.
_გაკვეთილი არ გაქვს სესილიკო?
_არა, მატჩის დაწყებამდე დრო მაქვს... თქვენ არ დაესწრებით ალბათ ხომ
_ვაიმე მაგ ველურების ჯგროში დავჯდები ? ორი წიგნი არ აქვთ წაკითხული და ბურთის გაგორება უხარიათ
_ამ ჩვენს დირექტორსაც რომ მეტი არაფერი უნდა... ბიბლიოთეკაში წიგნები არაა და ფული დარბაზზე მიახარჯა
_მოსეს გამო გაარემონტეს ეს სკოლა. იმიტო ეგება ფეხქვეშ თორე ვინ აძლევს რაიონის სკოლას ფულს და ვინ აკეთებს ერთად ამდენ რამეს
_შენ მანდ რას აკეთებ ... ეგ ოთახი ცარიელია . ორი ძველი მერხია სულ მგონი... ვეუბნები გაიტანეთთქო და არა
_ვინ შედის და ვინ გამოდის ვერ გაიგებ . დაკეტეთქო ვამბობ არავის ესმის
_ხო მე მშვიდ ადგილს ვეძებდი, გარეთ ხმაურია და ვერ ვსაუბრობ _კარის სახელურს ხელს არ უშვებდა , წარმოდგენა არ უნდოდა მათ რომ გაეღოთ რა მოხდებოდა
_მიდი, მიდი ელაპარაკე შეყვარებულს ... მონატრებული გეყოლება _ ორივემ გაიცინა და გზა განაგრძო. მანამ იდგა კართან სანამ ორივე სხვადასხვა კლასში არ შევიდა და კარიც არ დაიხურა. მერე დააკაკუნა, სახელური ჩამოსწია და სულ ოდნავ გააღო _ამაღლობელი შიგნიდან ჩაკეტე ხოლმე კარი და სკოლას ნუ გადააქცევ სასტუმროს ნომრად - იმდენი რამე უნდოდა მიეხალებინა,მაგრამ მაქსიმალურად ეცადა თავის კონტროლს.
_საჭირო აღარაა ... _ უკვე ჩაცმული იყო კარი ფართოდ გააღო და წინ გოგო გაუშვა
-სენქ იუ _ სესილიას გაუღიმა და მოსეს ისე მოეხვია თითქოს იქ არავინ იყო სხვა- საღამოს მოგწერ და გამომიარე
_დღეს არა, ხვალ ...დაიწყებოდა თამაში, წადი _გოგოს აშკარად უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა _მასწავლებელო
_შეყვარებული ბევრს ჰყავს , მაგრამ სკოლის კედლებში , გაკვეთილების პროცესში , როცა უამრავი ბავშვი დარბის აქ
_ცარიელი ოთახის კარები უფრო ფრთხილად გააღეთ ხოლმე და მსგავსი ინციდენტები აღარ შეგემთხვევათ
_სანამ მე ვარ პასუხისმგებელი შენზე როგორც მოსწავლეზე -თითქოს იპოვნა გამოსავალი საკუთარი მღელვარების ასახსნელად, მაგრამ არ გამოუვიდა
_თქვენ ჩემს ქმედებებზე პასუხისმგებელი არასდროს იქნებით ! არ იღელვოთ საკუთარ სტატუსზე
_რა საინტერესო იქნებოდა მარინას რომ გაეღო კარი ჩემს ნაცვლად
_მეტს იყვირებდა იმიტომ რომ მ.ნეტი არასდროს გაუკეთებია და ცოდვად თვლის კაცისთვის სიამოვნების მინიჭებას. მადლობა თქვენს შეყვარებულს არაფერი რომ არ გაკვირვებთ და ისტერიკა არ გაქვთ
_როგორ? _ გაოგნებული იყო , მოსეს კი ისევ ურეაქციო გამომეტყველება ჰქონდა
_ხვალ გაკვეთილს ვერ დავესწრები...მომდევნოზე დავწერ.
..................
დეას თამაში არ უნდოდა ენახა , კაფეტერიას შეაფარა თავი და იქაც ვაჩეს კლასელებს გადააწყდა. ვიდეო ქოლით საუბრობდნენ , მაგიდა ისე აარჩია მათ სიახლოვეს რომ მოხვედრილიყო და საუბარი მოესმინა. ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა ბიჭებთან მისი დიალოგი
_როგორმე თვითონ გადავწყვეტ რა ვჭამო და რამდენი , რა ვაკეთო გაშეშებულმა და რა არა ნუ შ.მეცით ყველამ ერთად. რა იყოთ გამგებელმა დაგამუშავათ და მისი ტექსტებით მელაპარაკებით? ჩემთან ლაპარაკს სჯობს წესიერად ითამაშოთ , ამაღლობელი რომ დაილეწა და ვერ თამაშობდა არ იყო ვითომ საკმარისი... დედას შ.ვეცი რა დროს დამტვრევა იყო
_რა ს.რივით იქცევი შე ჩემა ვის უბრაზდები ნეტა... პროფესიონალები იმტვრევიან და ყველა დეპრესიაში რო ჩავარდეს ფეხბურთი ვეღარ გვიყურებია . რას ატრ.კებ მართლა და მართლა
_არ გესმით და ვერც გაგაგებინებთ რა მინდა ამიტომ უბრალოდ შემეშვით ყველა ერთად . რას ვითხოვ ასეთ განსაკუთრებულს, დამანებეთ თავი და მადროვეთ ჩემთვის მარტო ყოფნა. თუ წააგეთ არც დამირეკოთ, თუ მოიგებთ მხოლოდ მაშინ დამიკავშირდით
_კაი გადროვებთ და მასწავლებლებზე რა გადაწყვიტე
_რომელთან დადის სახლში მასწავლებლები შუაღამეს ... ყველას ათასი მოსწავლე ჰყავს. შვილები ,ქმრები და მე რადგან მამაჩემის შვილი ვარ ყველაფერი უნდა დაიკიდონ და აქ მამეცადინონ უფლისწულივით? არ მიცნობთ თქვენ თუ რა ჯანდაბა გემართებათ . ჩემი ძმაკაცები ხართ თუ მამაჩემის ვერ გავიგე
_რა შუაშია მამაშენი მარტო როგორ ისწავლი ამდენ რამეს
_ როგორც აქამდე ისე. ვზივარ და ვკითხულობ . თემებს დავწერ ელ ვერსიას ჩავუგდებ და გაასწორებს რა პრობლემაა ... ნუ მაგიჟებთ, მეზარება ლაპარაკი
_კი არ გეზარება ისე ხარ გამოფიტული ვერც ლაპარაკობ შე საწყალო . ისევ თუ ვერ იძინებ რამე წამალი მაინც დალიე , დაებაზრე ექიმს
_ ვთიშავ და არ დამირეკოთ. ვინც აპირებდა ხვალ მოსვლას უთხარით დამანებონ თავი , მამაჩემის ნახვა თუ უნდათ კაბინეტში დაადგნენ. მე ისედაც ვიცი ვის როგორ ვაღელვებ
_აუ ვაფშე გაუბერა ამან რა
-კიდე კარგადაა ტო , სულ დვიჟენიობს და ახლა რა გააჩერებს დაწოლილს თან ფინალის დროს. ყველაფერზე ერთად ნერვიულობს და აჭრილია _ ერთიანად წამოიშალნენ და გავიდნენ დეა კი ამ ახალი ინფორმაცით დამძიმებული დადიოდა სანამ ამაღლობელთან საუბრის საშუალება არ მიეცა
_ვაჩეს ჰყავს ისეთი მეგობარი მისი მეცადინეობა რომ შეძლოს ?
_რისი სწავლება , არ იცი როგორი მეგობრები ჰყავს? ან ამ სკოლაში ვინაა შენს გარდა ისეთი ვაჩეს რამე რომ ასწავლოს, ან გაუბედოს ვაფშე იმის თქმა მე გამეცადინებო
_მე რა შუაში ვარ ... მე როგორ
_შუაში თუ არ ხარ საერთოდ გაეშვი ფიქრსაც და დაიკიდე რაა
_მოსეე...სესილია ვერ დაგვეხმარება?
_გგონიასესილია მაგასთან სახლში წავა და რამეს ასწავლის იმის მერე რაც ილაპარაკა? ან რომც წავიდეს მე უფლებას მივცემ?
_შენ აკონტროლებ როდის ,სად და ვისთან ივლის?თქვენთან საერთოდ რა ხდება
_პატარავ, ჩემო ლამაზო და მშვენიერო შენ თავს ჩვენზე ფიქრით ნუ გადაიღლი. გადაწყვიტე ვაჩეს დახმარება გინდა თუ არა
_არაფერი მინდა, როგორც იქნა არსადაა და მშვიდად ვარ
_ვხედავ როგორი მშვიდიც ხარ
_უკვე შენც მაბრაზებ
_ისე ვერ როგორც ის და ლომკა გაქვს
_მაზოხისტს ვგავარ? იდიოტს? სულელს ? პრობლემების მოყვარულს?
_მე ვიცი ვისაც ჰგავხარ, მაგრამ რომ გითხრა გამიგიჟდები ამიტომ ჩუმად ვარ . მითხარი რა შემიძლია და გავაკეთებ , შემიძლია რამე ვაჩესთან? ვინმეს შეუძლია ? გიპასუხო? არავის შეუძლია შენს გარდა
....................
თორნიკესთან ერთად ატარებდა მთელ თავისუფალ დროს, ძირითადად მეგობრების გარემოცვაში. გიორგობიანი ყველას მონატრებული ჰყავდა და სამსახურში დაბრუნებამდე აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობდა. სად აღმოჩნდებოდა დღის ბოლოს არც იცოდა, თითქოს განგებ აჭიანურებდა საუბარს შემდეგ კი ყველაფერი ერთბაშად უამბო
-ისე რატომ მიყურებ თითქოს ყველაფერი იცოდი
-არაფერი ვიცოდი . შოკი მაქვს ... კვლავ არ ჰგავხარ საკუთარ თავს . მგონია ,რომ ერთბაშად გაიზარდე და ნებისმიერი რამ შეგიძლია გაბედო
-შენ არ ამბობდი უნდა გარისკოო?
-ვამბობდი და ახლაც ვიტყვი
-არ მოგწონვარ ასეთი? არც კი ვიცი ,შევიცვალე?
-მე შენ სულ მომწონდი, სანამ შემიყვარდებოდი მანამ მომწონდა უბრალოდ სესილია და ახლა ის ძალა გაქვს ,რომელიც აქამდე არ გამოგიხატავს
-აჭარბებ...მე ძალიან შემეშინდა, ვიტირე კიდეც სახლი თავდაყირა რომ დამხვდა . გაქცევა მინდოდა
-მაგრამ შენი არჩევანი გააკეთე და 17 წლის სულელი ბავშვი ციხიდან დაიხსენი
-მოსე ისე იცავდა
-მოსეს ნუ აბრალებ, შენ ხარ ასეთი . ადამიანების დახმარების სურვილით სავსე ...ახლა რას უპირებ იმ ბიჭს , მოგიტანა გეგმა? რაო რა მინდაო
-რაღაცები უნდა გავარკვიოო, სახლი მოაწესრიგა, ბავშვებიც სულ სხვაგვარად გამოიყურებიან თუმცა ეგ სანდროს დამსახურება უფრო მგონია
-შეყვარებულთან ერთად ვზივარ და მშობლების მსხვერპლ ბავშვებზე ვსაუბრობ...
-შენ არ ამბობ თავიდანვე სწორად რომ აღეზარდათ, ვინმეს ესწავლებინა, აზრზე მოეყვანა ეს ხალხი ამდენი ავადმყოფი არ მოხვდებოდა სასამართლოშიო?
-ხოდა მეც დაგეხმარები, მეტი რა გავაკეთო ... სანდროსაც დავეხმარები სამსახურის ამბავზე თუ სადმე მივა და უარს ეტყვიან ისე ,რომ ვერც გაიგებს . სხვა რამე თუ შემეძლება და მიიღებენ ჩემგან ხომ იცი უკან არ დავიხევ . გითხრას რა უნდა ისწავლოს და კურსების ამბავსაც მოვაგვარებ. მშობლებს მეურვეობა თუ უნდათ რომ ჩამოერთვათ გავარკვევ ყველაფერს, დავრეკავ ყველგან სადაც საჭიროა . შენ უბრალოდ გაარკვიე რა სჭირდებათ ბავშვებს
-ამიტომ გიყვები ყველაფერს, ვგიჟდები უჟმური სახით რომ აკეთებ სიკეთეს ... მე ისიც ვიცი ბევრს რომ ეხმარები ჩუმ -ჩუმად და არაფერს ამბობ - კაცს ჩაეხუტა და თავი მკერდზე მიადო . არაფერი ესმოდა, გიორგობიანს მშვიდი გულისცემა ჰქონდა და სესილიაც ასე მოდუნებული ეუბნებოდა ყველაფერს რასაც გეგმავდა. მხოლოდ მოსეზე არ ამბობდა ბევრს არაფერს, დეტალებს არ ახსენებდა ,მაგრამ გახსენებისას ყველაფერს ორმაგად განიცდიდა.
............
ცხოვრებაში პირველად არ ფიქრობდა "რას იტყვის ხალხი" უბრალოდ გაიარა მანძილი, დააიგნორა გიგაურების გაკვირვებული გამომეტყველება და პირდაპირ საძინებელში შეიჭრა .
_ხომ მეუბნებოდი შენთვის ყველაფერს გავაკეთებო
_ახლა რა უნდა გავაკეთო , აქამდე სად გქონდა თხოვნები
_თქვი და სიტყვას არ ასრულებ? სულ ესაა შენი სიყვარული ? რომეო , ერთი ფეხი გაქვს მოტეხილი ორივე ხომ არა
_რა გინდა ,დეა
_მეცადინეობა ... ფიზიკაში _ სკამი საწოლთან დადგა, ჩანთიდან ფიზიკის წიგნი და რვეული ამოიღო, ბიჭს მუცელზე დაადო . ქურთუკი გაიხადა , ზედა გაისწორა და წარბები მაღლა აზიდა_დავიწყოთ
_რა გესიზმრა , შენ არ იყავი კრუნჩხვები რომ დაგეწყო მე რომ უფრო მაღალი ქულა ავიღე ? ჩაწყობილი გქონდაო არ მითხარი?
_მე მსგავსი არაფერი მითქვამს
_მითხარი თანაც პირში მომახალე ჩხუბის დროს და ახლა მეუბნები შენ მამეცადინეო? მასწავლებელი სად გყავს
_რამდენ კითხვას მისვამ , ვერ გავიგე უარს მეუბნები?
_შენ კომუნისტ მასწავლებელს ჩა ვხდი_თქო როდის გეუბნებოდი ... ახლა გაჩვენებ რომ არაფერი იცი
_ვნახოთ ვინ რა იცის...მშია და გამგებელს ოჯახში რამე მოეპოვება ? _ ისეთი სახით უყურებდა ვაჩეს აზროვნება არ შეეძლო თორემ მარტივად გაშიფრავდა ყველაფერს . ისეთი საყვარელი იყო ტელეფონი რომ აიღო და ქვემოთ მყოფებს დაურეკა. ყველაფერი უთხრა რაც კი დეას უყვარდა . ისე იყო დაღლილი ერთი ამოცანა შეცდომით ამოხსნა და ლამის გაგიჟდა
_რა ჯანდაბაა ... წყალი მომაწოდე რა _ წერდა და თან შლიდა. არეულ თმაზე ისვამდა ხელს, ფეხიც სტკიოდა, მაგრამ საქმეზე გადართული ვერ აღიქვამდა . სანამ დეა წყალს ასხამდა მისი რვეული აიღო, წინა გვერდებზე გადაშალა და წამსვე გაუნათდდა გონება
_ კიდე რამე ხომ არ გინდა _ჭიქა მიაწოდა და ზემოდან დახედა _ბარემ ვდგავარ
_ყოჩაღ , შესანიშნავად გცოდნია თამაში . არ ველოდი , გამაკვირვე
_რატომ იღრინები
_შენ მე სულელი გგონივარ?
_ძირითადად კი , ზოგჯერ გამოანათებ ხოლმე
_დეა ნუ მაცოფებ
_რა გინდაა ? ამოცანა ვერ ამოხსენი და მიხვდი მე რომ უფრო ჭკვიანი ვარ ვიდრე შენ? შეილახა შენი კაცური თავმოყვარეობა , ნეარდერტალელო ? ქალებსაც შეგვიძლია აზროვნება და კაცურო საგნების ფლობა ?
_აქ რატომ ხარ უნდა ისწავლო თუ უნდა მასწავლო ... მე საცოდავს, რომელიც პროგრამას ჩამოვრჩები იმიტომ რომ ფეხბურთის სულელურ მატჩს შევწირე ფეხი
_რა წუწუნა ვინმე ხარ, თითქოს ფეხი მოგჭრეს... ნეტა ვისაც უფრო დიდი პრობლემები აქვთ იმათ რა უნდა თქვან. პატარა ნებიერა ვაჩიკო დისკომფორტს განიცდის, ცოტა ხნით ოთახში ყოფნა მოუხდება და დვიჟეიებს ვერ განაგრძობს, მანქანით ვერ ივლის აღმა_დაღმა, თავის იდიოტ გოგოებს ვერ წაათრევს სადღაც ჯანდაბაში, ფეხბურთს ვერ ითამაშებს განუვითარებელ პრიმატებთან და უბანს მოაკლდება . გავლენა არ შეგისუსტდდეს , როგორ მებრალები
_აქ რატომ ხარ _მეთქი, დეა _ არ წამოეგო გოგოს ანკესზე , ამჯერად პასუხი სჭირდებოდა
_ნუ მიყვირი _თქო რამდენჯერ უნდა გითხრა? _სკამზე დაბრუნდა და სარკეში ჩაიხედა _ თმა ამეჩეჩა ისევ _ თვალები აატრიალა, კოსა დაშალა და თავის დამასაჟება დაიწყო _ თავი ამატკიე , მასწავლებლადაც არ გამოდგები
-შენ გამოდგები და გავცვალოთ როლები?- უყურებდა მის მკლავებს, თეთრ მაჯებს და თითებს თმაში რომ დააცურებდა. ალისფერი თმები მხრებზე ეფინებოდა , სურნელი შორიდან მოდიოდა და აღარაფერი უნდოდა მისი ახლოს შეგრძნების გარდა .ყველაფერზე თანახმა იყო , თავის გასულელებაზეც კი , თამაშში ჩაერთო , როცა მაგიდაზე ვახშამი გაჩნდა და დეამ ისე დაიწყო ჭამა თითქოს თვითონაც შიმშილობდა. მერე დააკვირდა და გამხდარი ეჩვენა, ფერმკრთალი იყო _შენ რა შიმშილობდი?
_უგემრიელესია , ნახე _ ჩანგლით ლუკმა პირთან რომ მიუტანა და საწოლზე ჩამოჯდა ვაჩეს წინააღმდეგობის სურვილი საბოლოოდ გაუქრა. არც კითხვებზე პასუხები სჭირდებოდა, არც აღიარების მოსმენა _ ხელები გაქვს მოტეხილი თუ ფეხი ვერ გავიგე მე რატომ გაჭმევ _ რომ შეიტყუა მერე მიახალა და თეფში მიაჩეჩა _უცებ ჭამე, ამდენი დრო არ მაქვს . სახლში უნდა დავბრუნდე და ვიმეცადინო
_ჯერ ადრეა , თქვი რომ მათემატიკა გაორმაგებულად გამეცადინებთ იმიტომ რომ პროგრამა გაართულეს _ დაგვიანების მიზეზი შეაპარა და პასუხს დაელოდა
_ქალბატონი ნესტანი ყოველ დღე გვიბარებს , არ იცოდი? _ისე განაცხადა თითქოს მართალს ამბობდა
_ხოო? გამოდის მათემატიკაც უნდა გამეცადინო , თანაც ყოველ დღე _ ისე უნდოდა ჩახუტებოდა, სული ეხუთებოდა, თან ეღიმებოდა თეფშებს რომ უცვლიდა და სხვადასხვა კერძს აწოდებდა , ცოტაც და გული გაუსკდებოდა სურვილისგან . აზრებარეულს ათასი კითხვა ჰქონდა ლოგიკური პასუხებით, მაგრამ მაინც დანამდვილებით არაფერი იცოდა და ეს კიდევ უფრო ართულებდა ყველაფერს. გოგონამ მოულოდნელად რომ განაცხადა წასვლის დროაო, ყველაფერი ელვის სისწრაფით ჩაალაგა, დაიხარა და ლოყაზე აკოცა ეს წამი საუკუნოდ დაღცა. მთელი ღამე ცდილობდა გაეხსენებინა როდის აკოცა მანამდე დეამ, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა
…………..
_სანდრო , გამარჯობა ... დიდი ხანია მელოდები?
_გამარჯობა. დიდ დროს არ წაგართმევთ . ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ
_სახლში შევიდეთ
_ეს ფული ნამდვილად თქვენ მიეცით ჩემს ძმას? _მაგიდაზე დადო ფული და ქალს მზერა გაუსწორა
_კიტამ არ გითხრათ , რომ საქმის წამოწყებას აპირებს?
_მითხრა , მაგრამ ფული როგორ მიეცით ... რა გითხრათ , როგორ დაგარწმუნათ
_მე დავარწმუნე რომ უნდა მოეფიქრებინა რაიმე ბიზნესი რაც გაუჩენდა საკუთარ შემოსავალს... წარნიდგინა გეგმა და მეც ვასესხე ცოტაოდენი ფული
_ეს არ არის ცოტა და რომ დახარჯავს მერე უკან ვეღარ დაგიბრუნებთ . იმაზე თუ გიფიქრიათ მამაჩვენი რას იზამს ამ ფულზე რომ გაიგებს , ან შემოსავალი რომ ექნება
_შენთვის ოდესმე ფული წაურთმევია მამას? ამის ნებას აძლევდი?
_არასდროს !
_და რატომ არ აძლევ კიტას საკუთარი ქონების დაცვის საშუალებას? ეს უბრალოდ შანსია , გამოწვევაა რომელსაც ან გადალახავს და დაიჯერებს საკუთარ შესაძლებლობებს ან
_ან თქვენთან ვალში იქნება
_არა , თუ ახლა არ გამოუვა სხვა გზას იპოვნის . ჩვენ გვიყვარს როცა ვიბრძვით, თუ დაიწყებ მერრ გაჩერება და ისევ დამორჩილება გიჭირს
_თქვენ რატომ გჯერათ ასე ჩემი ძმის
_შენ რატომ არ გჯერა ამზე იფიქრე... საკუთარ ძალებში თუ ხარ დარწმუნებული ის რატომ ვერ შეძლებს
_იმიტომ რომ პრინციპები არ აქვს და უპრინციპო კაცი , რომელიც არაკაცობას აწვება ვერასდროს იქნება ძლიერი
_შენ მას განაჩენი მარტივად გამოუტანე, ისე ექცევი როგორც ბრბო თქვენ , ყველას ერთად
_და თქვენ, მოსემ გთხოვათ ?ის ლაპარაკობს სულ მსგავსად , კიტას ყოველთვის იცავდა. ეგაა მაგის სტილი, ყველაში ეძებს რაღაც კარგს და სანამ ბოლომდე არ ამოწურავს მანამდე სჯერა , რომ რაღაც გამოუვა
_მოსეს არაფერი უთქვამს, იმ დღის შემდეგ ნორმალურად არც გვისაუბრია
_და მაინც ერთ აზრზე ხართ ... უცნაურია, როგორ განსხვავდებით და მაინც ერთ აზრზე ხართ
_ეს უბრალოდ დამთხვევაა
_დამთხვევების არ მჯერა. რახან თქვენი გეგმა ეს არის, მე ხელს არ შეგიშლით . ვნახოთ რა გამოვა
_დაეხმარე , მარტოს ნუ დატოვებ !
_თქვენც იგივეს გეტყვით
_მე? სხვა რა შემიძლია კიტასთვის ან ბავშვებისთვის მითხარი და
_მე მოსე ვიგულისხმე... მისთვის შეგიძლიათ ღმერთი გახდეთ თუ უბრალოდ დაინახავთ
.............
მეორე დღეს ოთახში შესვლისას პირველი თვალში რაც მოხვდა სავარძელი იყო. სპეციალურად მისი კომფორტისთვის რომ დაედგათ გიგაურებს . არც ვაჩეს ნათელი სახე გამოჰპარვია ,მაგრამ ამაზეც არაფერი უთქვამს
_დღეს რა გაქვს სამეცადინო ?
_ყველაფერი ...
_მაშინ ჯერ ვისადილოთ , გელოდებოდი ... უფრო სწორად ვიცოდი ისევ მშიერი მოხვიდოდი და ბარემ თბილ კერძებს მოიტანენ _კარისკენ იყურებოდა რომელიც ღია დაეტოვებინა დეას
_ყველა მასწავლებელი რომ ასე მხვდებოდეს
_ვაშლის პეროგიც გვაქვს დღეს
_ისეთი რა გაქვთ შენ რომ გინდა
_ შენ აქ ხარ...
მზერა რომ გაუსწორა წამსვე დააჩქარა მოვლენები. წიგნებზე გადაერთო და დავალებების უმრავლესობა იქვე დაწერა. იმაზე მეტად მოსწონდა ვაჩესთან ერთად მეცადინეობა ვიდრე წარმოედგინა , დღეები კი დაუკითხავად იწურებოდნენ, დრო გადიოდა და გიგაურებთან ვიზიტებიც რუტინად გადაექცა. მოკლე დღის გამო , შემოაღამდა კიდეც , დრო გაექცა დაღლილს და ბოლოს საერთოდ სავარძელში ჩაეძინა .
_დეა _ სახეზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადაუწია,სულ ოდნავ შეახო თითები მისი გაღვიძება ყველაზე ნაკლებად უნდოდა
_გთხოოვ რაა ... დავიღალე_ნახევრად მძინარე მკლავზე მოეხვია და მის ხელს ჩაეხუტა
_თუ არ გაიღვიძებ აღარ გაგიშვებ,დეა _ მისკენ იყო გადახრილი , ლოყაზე კოცნას აპირებდა კარში მოსე რომ გამოჩნდა
_ვაჩე _ისეთი ხმა ამოუშვა დეაც შეშინებული წამოვარდა. ვერ მიხვდა რა ხდებოდა _ დეა აიღე წიგნები, გავდივართ ...
_რომელი საათია , ადრე არ არის
_გვიანია... გირეკავდი და მერე ამოვედი რომ არ მიპასუხე
_ფრთხილად, მგონი ტემპერატურა გაქვს ... აშკარად რაღაც
_გავარკვევთ სახლში რომ მივიყვან ... იგვიანებს უკვე
_შენ მისი მძღოლი როდის გახდი, გაიყვანდნენ ჩემები
_ვინ შენები , მამაშენი , მისი ხალხი თუ შენი ძმაკაცები და მერე რას იტყოდა იმათ რატო მომიყვანესო
_წავედით... უკვე ცხრა საათია . ბოლოს მახსოვს შვიდზე ვნახე დრო , რა მჭირს_ჩუმად თქვა და შუბლზე მოისვა ხელი ,მართლაც ცხელი იყო
_ეს აქ შენ დაიბარე ? _ვერ გაიგო ამ დროში რა ილაპარაკეს მაგრამ ვაჩე რომ გაბრაზებული იყო ხედავდა
_დიახ, რამე პრობლემაა?
_ამან თუ უნდა წაგიყვანოს სჯობს აქ მხოლოდ ნესტანთან სამეცადინოდ მოხვიდე და შენი სიკეთის დემონსტრირება შეწყვიტო
_დეა ქვემოთ დამელოდე და ჩამოვალ 5 წუთში _ ვერ მოიფიქრა ვაჩესთვის რა ეთქვა თავი საშინლად სტკიოდა და თვალებიც ეწვოდა, გადაწყვიტა მოსესთვის დაეჯერებინა , მაგრამ შორს არ წასულა
_რა გინდა , ყოველთვის რატო ჩნდები და მიმწარებ ცხოვრებას
_ რომ არ მოვსულიყავი რას აპირებდი
_რას ვაპირებდი
_თავს ნუ ისულელებ ... ასეთი ხარ , ეგოისტი და მარტო შენს თავზე ფიქრობ. მისთვის რომ გეკოცნა რა იქნებოდა, შენსას გაისწორებდი და მერე? ისედაც აქ დადის მთელი თვეა მამამისმა რომ გაიგოს შენთან ზის ოთახში საათობით ალბათ ჭკუიდან გადავა . დეა ? დეას რა მოუვა გგონიაესიამოვნება , დადნება და დაიღვენთება შენს ხელებში? არის მაგისთვის მზაად რომ გათიშოს ყველაფერი და იმენნა შენზე კონცენტრირდეს , რაც მოუნდება ის აკეთოს?
_ჭკუას ნუ მასწავლი და რაც არ იცი იმაზე ნუ მელაპარაკდბი
_მშვენივრად იცი სიმართლეს რომ გეუბნები... როგორ მივქარე აქ მოსვლისკენ რომ ვუბიძგე. არაფრის ღირსი შენ არ ხარ
_რა გააკეთე... შენ რა შუაში ხარ საერთოდ _ისედაც ხომ ეტყობოდა დაძაბულობა და ახლა უკვე ისე ღრიალებდა ყველა გაიგებდა მის ხმას _შენ უთხარი აქ მოსულიყო? შენ საერთოდ ვინ ხარ, შენ უყვარხარ და ჩემთან უშვებ , თავიდან იშორებ, თან არ იშორებ ?
_ნამდვილად იდიოტი ხარ, დეას შენ ასი წელი ვერ გაუქაჩავ და მე მიყვარდეს მართლა სჯობს . როგორც მოვიდა ისე აღარ მოვა, მორჩა !
_ მაინცადამაინც თავი უნდა მომაკვლევინო? შენ საერთოდ რატომ ერევი
_შენს იმედად გოგოს დატოვება აშკარად არ შეიძლება , ნებისმიერ მომენტში
_არ გაბედო და არაფერი თქვა, აქედან წადი ახლავე ! მოვიშორებ ამ წყეულ თაბაშირს და მერე ვილაპარაკებთ . შენ შენს საქმეებს მიხედე , ჰყავს ძმა და ის მიაკითხავს სადაც საჭიროა
_ლუკას რა უთხარი ასეთი იმ დღეს ეგეც საინტერესოა ... რა გარიგება დაუდე რომ იცის მისი და აქაა და არაფერს ამბობს . რას გართმევს ფულს? მოსაწევს? თუ ჯერ არ დაუშანტაჟებიხარ
_ცინგლიან ბავშვს როგორმე თვითონ მივხედავ ისე რომ დეას პრობლემა არ შეექმნას
_მაგის სიძე შენ ვერასდროს გახდები და ტყუილად უსვამ თავზე ხელს . სჯობს მე მივხედო თორემ გავიდა თავს , ჩერეზ შენით ბლატაობს უკვე
_მკ.დია ვის რას უშვება მთავარია დეა და მიდიოდი შენ , გაიყინება ამდენხანს გელოდება
წავიდა, სწრაფად ჩაიარა კიბე , მაგრამ სახელურს ხელს არ უშვებდა . თვალებზე ბინდი გადაეკრა, მოსმენილს იაზრებდა და აღარ იცოდა რომელ ნაწილზე ეფიქრა.
_დეა, შვილო ვახშამზე დარჩი და შემდეგ თომა გაგიყვანს _ ქალის ხმა გაიგო და მიხვდა ისე აღიქვამდნენ როგორც ოჯახის წევრს, მსგავსი დამოკიდებულება ამ ქალებს არავის მიმართ ჰქონდათ ის კი პრინცესასავით მიიღეს. თავად ბატონი თომაც ისე ესალმებოდა ხოლმე თითქოს ის კი არა თავად იყო სახელმწიფო მოხელე. _დეა , შვილო ხომ კარგად ხარ
_დიახ , დიახ გმადლობთ ყველაფრისთვის. შეგაწუხეთ ჩემი სტუმრობებით , ნახვამდის _ მოსე დაინახა და მის ხელს ჩაებღაუჭა _ წავედით , გვიანიაუკვე _ ბიჭმა ინსტიქტურად მოხვია ხელი, იგრძნო ძალა რომ არ ჰქონდა და ასე მიხუტებული გაიყვანა სახლიდა _არაფერი მითხრა , თორემ ვიჩხუბებთ და შენთან კამათი არ შემიძლია
_გიყვარვარ და გეშინია არ დამკარგო?
_მშვენივრად იცი როგორც მიყვარხარ
_მაგრამ სხვებმა არ იციან
_დაე გაიგონ ისე როგორც სურთ
_წლებია სხვების მოსაშორებლად მიყენებ და აღარაა საკმარისი?
_შენზეც ხომ არ ეჭვიანობს ვინმე,მოსე
_ნეტავ , მაგრამ არა
_მაშინ პრობლემაც არ ყოფილა _ მანქანაში ჩაჯდა და მერე სიტყვაც აღარ უთქვამს .
....................
ნათესავების გახსენებაც არ უნდოდა, საბოლოოდ გადახაზა ყველანი საკუთარი ცხოვრებიდან, მაგრამ ბიძაშვილებს მაინც ვერ ტოვებდა უყურადღებოდ. ჯერ სკოლა შეაცვლევინა, შემდეგ კი ყველა მათ ნაბიჯს აკონტროლებდა , არ მოსწონდა როგორც იქცეოდნენ და ხშირად ბრაზდებოდა კიდეც . _სოფოო, აქ მოდი _ ეზოში ბიჭის გვერდით მდგომს დაუძახა და ისიც წამსვე დაიძრა _რას აკეთებ?
_ვსაუბრობდი , რა ხდება?
_შენი ქულები ვნახე, სკოლის დამთავრებას არ აპირებ?
_შენ რომ სთხოვო არ დამიწერენ ნიშნებს? დედაჩემმა რომ გაიგოს გაგიჟდება
_და წიგნის ნაცვლად ტელეფონი რომ გიჭირავს და დავალებების ნაცვლად ფლირტის ხელოვნებას ეუფლები ეგ არ იცის ?
_ახლა გრუზინული უნდა ჩართო ? რა გავაკეთო მუდო ვერ ვიქნები, ბიჭის მოწონება დანაშაულია?
_გააჩნია ვის დონემდე ეცემი და მოწონების იქეთ რას აკეთებ . გაიხსენე სად ხარ და გაიაზრე შენ ქმედებებს როგორ აღიქვამენ ეგ ბიჭები
_უბრალოდ ვერთობი...ზედმეტი არაფერი მოხდება
_ თუ არ გაავლებ მკაფიო ზღვარს ჩემ გამო თავს არავინ შეიკავებს . შენს გამო უნდა ჩერდებოდნენ და არა შიშის . შენ კი არაფერს აკეთებ მათთან თამაშის გარდა
_ბიჭებს თუ შეგიძლიათ ჩვენ რატომ არა
_რა შეგვიძლია,ბ.ზობა ბ.ზობაა და სქესი არააქ. თუ ლტოლვა გაქვს მიხვდი ვის მიმართ გაქვს და ყველასთან ნუ წ.იკუზები! ახლა გასაგებია თუ ყველაფერი ვთქვა რაც მიგიქარავს და დაგისაბუთო რატომ იყო მიქარვა
_ნუ მიყვირი , შენ მამაჩემი არ ხარ
_მამაშენი ს.რი რომაა იმიტომ უნდა დაიღუპო გოგო თავი? შენი დის რეპუტაციასაც ლახავ მაგით იცი? რა დისკომფორტს განიცდის ვერ ხვდები?
_შენ ის წმინდანი გგონია?
_მე არაფერი მგონია. გაფრთხილებ, სჯობს გონს მოეგო
_თვითონ მოდი აზრზე , მასწავლებელს რომ ეჩალიჩენი
_სერიოზულად ? მაინც როგორ მოქმედებს შენზე გენეტიკა
_არც შენ აკლებ და დედაჩემის ირიბი წაკბენა არ გინდა
_არ ახსენო ისინი ჩემთან !
_რა ხდება ჩხუბობთ? _ თათა გამოჩნდა , დამფრთხალი უყურებდა ორივეს _შორიდან დაგინახეთ და მივხვდი რომ ცეცხლი გეკიდათ
_არაფერია პატარავ... შენი და მაბრაზებს
_მე კი არ გაბრაზებ შენ ატრ.კებ
_არ მინდა სატირლად გაგიხდეს საქმე და გაფრთხილებ თორემ ასი წელი არ ჩავერევი შენნაირი შეუგნებელი გოგოს ცხოვრებაში.
_რა ხდება ...
_ან ერთს შეხვდი ან მეორეს ... თორემ ერთმანეთს კი არ დასცხებენ შენ გიხმარს ორივე !
_ნუ მეუბნები ისეთ რაღაცებს თითქოს ვინმეს ნაშა ვიყო და დამათრევდნენ ხელიდან ხელში
_რომ არ ხარ ხო უნდა გეტყობოდეს გოგო როგორღაც
_როგორ გრძელი კაბა ჩავიცვა, უკარებას როჟა დავკერო და ჩაბნელებულმა ვიარო ისედაც ამ სტრესულ გარემოში? იცი რა რთულია როცა ყველაფერს გაშორებენ და სადღაც ტრ.კში გადაჰყავხარ საცხოვრებლად?
_მაგ სახლს შევალიე ყველაფერი რაც ბოლო წლებში გამოვიმუშავე და თუ არ გაკმაყოფილებთ უკან დამიბრუნონ
_დაგიბრუნებენ მალე _ თათამ ჩაილაპარაკა და სოფოს მინიშნების მიუხედავად განაგრძო _ გუშინ ომი ჰქონდათ. ისევ წააგო დედა გაგიჟდა სესხს ისედაც ვერ ფარავენ, გასაყიდი აღარაფერი დარჩა
_ჩემი საყურეც დაიკარგა ... იდიოტი კაცი , ლომბარდში კაპიკებად ჩააბარა
_გიყიდდი ახალს, მაგრამ ნერვებს მაგლეჯ, ამიტო დაბადების დღეზე მხოლოდ თათა მიიღებს საჩუქარს
ვალებთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამს ისე წავიდა. სახლის გახსენებაც ცუდად მოქმედებდა, ზედმეტად დიდი წნეხის ქვეშ იყო და მაქსიმალურად ცდილობდა თავი დაეზოგა. ხვდებოდა ,რომ თავს ვეღარ აკონტროლებდა და არ მოსწონდა ის რაც ემართებოდა. ბოლო დროს განვითარებულმა ყველა მოვლენამ ერთად შეუტია, ზოგჯერ ისე უნდოდა სახლში დარჩენილიყო და ოთახიდან ნაბიჯიც არ გაედგა საკუთა თავს ებრძოდა ყოველ დღე,როდესაც სკოლაში მოდიოდა და ხალხთან კონტაქტს აგრძელებდა.
..............
ნესტანთან კაბინეტში შესულს ბიჭებს შორის მჯდომი ვაჩე რომ დაუხვდა უკვე იცოდა იქ რატომაც იყო. რამდენიმე საათის განმავლობაში აფორიაქებული ცდილობდა მზერის არიდებას, რამდენჯერად გამოძრავდებოდა იმდენჯერ იძაბებოდა ,ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ტკივილისგან მალე გონებას დაკარგავდა და მაინც ბოლომდე ითმენდა. ყველა ალაგებდა ნივთებს, ქალმა პირველმა დატოვა ოთახი ვაჩე კი დეას უყურებდა
-დარჩი
-ჩვენი გაკვეთილები რომ არ გაგრძელდება ალბათ ხვდები
-ამაღლობელის გამო როგორ მოხვედი ჩემთან... შევეცოდე და შენც წამოდი?
-ახლა რა შენ ხარ გაბრაზებული ? ჩემი ადამიანური ჟესტი ზედმეტად დიდ ამბად მიიჩნიე...ბავშვივით გაიხარე ,არადა სულ ორჯერ მოვედი და მგონი გავასწორეთ ანგარიში . მოსე არაფერ შუაშია აქ
- არ ვიცი შენს თავში რა ხდება, საერთოდ რა ჯანდაბა გინდა ამაღლობლისგან. დავიღალე, მართლა უზომოდ დავიღალე შორს ვარ და ახლოს მოდიხარ ,მგონია გეზიზღები, გაშინებ და მერე უცებ მეხმარები... წასვლამდე მკოცნი ,მერე მოდიხარ და მოსეს იბარებ რომ წაგიყვანოს.
-და შენ რას აპირებდი მოსე რომ არ მოსულიყო
-ვიძალადებდი დეა, აი ასე ამ მდგომარეობაში მყოფს ჩემს საკუთარ სახლში სადაც ყველა კეთილგანწყობილი დაგხვდა ... მე ხო ეგეთი ტიპი ვარ, უმართავი
-მე არ მითქვამს ,რომ
-გეყოფა უკვე, მართლა ... ქვის არ ვარ და არ შეგიძლია ყველაფერი დამაბრალო, ყველაფერი იფიქრო . არც კი გაბედო , არაფერი მითხრა . მორჩა !
უნდოდა ეთქვა თავს მიხედეო, მალე გამოჯანმრთელდი და დაუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებასო. იმდენი სიტყვა ტრიალებდა გონებაში გიგაურის ჩამქრალი მზერის გაცოცხლება რომ შეეძლო და მაინც არაფერს ამბობდა. ჩანთას თითებს უჭერდა და ცდილობდა დროულად გასულიყო ეზოდან. ჭიშკრიდან გადიოდა თომა მანქანით რომ მივიდა , წვიმის წვეთებმა უშველა , ცრემლები დაფარა. კაცს მისალმების ნიშნად თავი დაუკრა და სანამ რამეს ჰკითხავდა მანამ გაიქცა. ავტობუსის გაჩერებამდე არ შეჩერებულა, უნდოდა ძალა სულ მთლად გამოსცლოდა, ეტირა და ვერავის დაენახა.
მთელი ღამე მაღალი სიცხე ჰქონდა , დედას გაათენებინა და ისე იყო გამოფიტული მეორე დღეს სახლიდან არც გასულა. ნახევარი დღე ეძინა, ძლივს ჭამა და მერე ისე დაიძინა ტელეფონისთვის ხელიც არ უხლია. ღამე გაეღვიძებულს ლუკა დაადგა მალევე თავზე, მუყაოს ყუთიდან ტკბილეულით სავსე ლამაზი კალათი ამოიღო , აშკარად ამ ფარული გზით შეაპარა სახლში
_ეს შენთვისაა ქალბატონო , სამი დღეა სახლში შემოტანა მავიწყდება. რრაღაცები ვჭამე, გემრიელი იყო . ისე გემოვნებას თუ შეიცვლი და ბურგერების სიყვარულზეც ისაუბრებ კარგი იქნება
_კარი მიხურე და აქ მოდი
_აუუ ისე მიყურებ უნდა იჩხუბო, ავად ხარ, ვირუსი გაქვს შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. კომპოტს მოგიტან , საჭმელს და ეს შოკოლადები მერე დააყოლე დესერტად
_მოდი_მეთქი ნუ გარბიხარ თორემ მამას ვეტყვი რომ ეწევი
_იცის , მაგის ძმაკაცებთან ერთად დავბოლდი ერთი კვირის წინ ასე რომ ვერ დამაშანტაჟებ ... აი მე კი თუ გამაბრაზებთ შენს კერპს დავანგრევ და მერე მამა ისე ამოგიგდებს გულიდან როგორც ნიას გაუკეთა . მორჩება შენი დიდების ხანა ამ ოჯახში , შეირგე რაა მამას პრინცესობაც , ოჯახში მთავარი ქალობა და მილიონერი ბიჭის შეყვარებულობა _შოკოლადის რამდენიმე ფილა ამოაძვრინა და ჯიბეში ჩაიტენა- რა აუხსენი ასეთი იმ დღეს ამდენი რამე რომ გამოგზავნა, ხომ ვერ დავცალე
_მე არავის შეყვარებული არ- კივილით დაიწყო, ისე გრძნობდა თავს სუნთქვა აღარ შეეძლო კალათმა სულ გააგიჟა
_ჩშშ, გაჩუმდიი საჭირო არაა ახსნა - პირზე ხელი მიაფარა რომ გაეჩუმებინა- მე პრობლემა არ მაქვს, ცოლად თუ გაჰყვები უფრო მაწყობს . ყველაფრის უფლებას გაძლევ
_ არც კი გრცხვენია, ხომ? თავი მაგარ ბიჭად მოგაქვს და ფულზე მყიდი- ხელზე უკბინა და მერე ბალიში დაარტყა
_ამ ცხოვრებას უნდა მოერგო ჩემო ძვირფასო . ქალებს რა გენაღვლებათ ლიჟბი ლამაზები იყოთ და აიი თითიც არ გაგიტოკებია ისე გეგება ფეხქვეშ ის ბიჭი . შენ რომ წახვალ აქედან მერე კიდე უკეთესებს ააგდებ და მე რა ვქნა? მადროვე სარგებელი ვნახო
_აქედან გადი ესეც წაიღე და საერთოდ ახლოს არ გამეკარო . რაც გინდათ თქვენ ორმა ის გააკეთეთ. თვითონ დაკერე არ გინდა? ბ.ზობა მეტი რა გგონია
_რას მეუბნები გოგო , შეიშალე?
_სიმართლე არ მოგწონს? მოშორდი_მეთქი! ჩემთან შანტაჟის ტონით საუბარი არ გაბედო, მე არაფერს ვაკეთებ ისეთს რისი ხმამაღლა აღიარებაც შემრცხვება
_მაშინ რატომ უთხარი მათემატიკას ვმეცადინეობდიო
_ვმეცადინეობდი და ნესტანიც იქ იყო, რა მნიშვნელობა აქვს 8 ბიჭთან ერთად ვიქნებოდი თუ ერთთან
_მნიშვნელიბა თუ არ აქვს მიდი და მამას უთხარი გამგებლის ბიჭთან დავდიოდი მთელი ოთახში მარტო ვიყავით , მის საძინებელში , საწოლთან ვიჯექი და ვამეცადინებდიო
_ვეტყვი , ახლავე ვეტყვი და შენ სამუდამოდ შეეშვები ვაჩეს . აღარასდროს არაფერს სთხოვ და დაივიწყებ საერთოდ რომ იცნობ მასაც და ყველა დანარჩენს ვინც ჩემთან რაიმე კავშირშია მათ შორის მოსესაც . თუ მაგარი ხარ შენი ტ.რაკით იყავი _ მსგავსი სიტყვები არასდროს უთქვამს ასეთი გაგიჟებული მანამდე არასდროს ყოფილა. არც დაფიქრებულა ისე შევიდა მისაღებ ოთახში სადაც მშობლები ტელევიზორს უყურებდნენ და მათ წინ დადგა
_მამა, რაღაც უნდა გითხრა
_არაფერი მაა, კარგადაა უკვე სკოლაში წასვლა უნდა ვერ ისვენებს. გააგებინე რო დაისვენოს ცოტა, მე და დედას არ გვისმენს _ ბიჭი უცებ მივიდა მოეხვია და ხელი მოუჭიდა _იაზროვნე გოგო , ეგ რო ამან გაიგოს მოგკლავს
-შენი შანტაჟის გაძლებას ახლა მომკლას სჯობს - ჩუმად უთხრა და მერე მამას გახედა
_რა სკოლა , ორმოცი გაქვს სიცხე... რა ჯანდაბა ვირუსია , მიშიკოს ბავშვებსაც აქვთ . ორშაბათამდე დაისვენე სახლში იმეცადინე და მერე წადი მა, შენ თუ ცუდად იქნები რად გვინდა რამე. ჩემო ერთადერთო , მოდი მა ჩემთან დაჯექი , ადიელას დაგაფარებ და ერთად ვუყუროთ
_არაფერს ვეტყვი, მე არაფერს ვეტყვი და შენც გაჩუმდი
_რატომ , ვაჩე მოგკლავს და გეშინია?
_ეგეცაა ხო, მაგრამ შენ მიყვარხარ და არ მინდა ცუდად იყო
_რას ბუტბუტებთ მანდ ... დაჯექით და მაყურებინეთ რომ ჩამოეფარეთ ეკრანს
_მშია დეე , რამე გვაჭამე რაა
_სულ როგორ გშია , წეხან არ ავალაგე სუფრა? მიდი და თვითონ გაიკეთე მოვკვდი მთელი დღეა არ დავმჯდარვარ
-მამას გოგო, შენ არ გინდა რამე? სახეზე გეტყობა ცუდად რომ ხარ ... არაფერს შეჭამ? მითხარი და ლუკას გავგზავნი - კაცს გვერდით რომ მიუჯდა მაშინვე მოხვია ხელი, ჩაეხუტა და თავზე მოეფერა - ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო , ჩემო საამაყო გოგო ... შენ რომ წახვალ ქალაქში მერე რა მეშველება
-ხშირად ჩამოვალ ხომ იცი, უშენოდ ვერ გავძლებ- თვალები ეხუჭებოდა, ჩუმად უთხრა, წვერიან ლოყაზე აკოცა და მერე თავი ისევ მკერდზე დაადო
-მჯერა მა, შენი იმედი მაქვს ხომ იცი ... - მამას გვერდით , მასთან ჩახუტებულს ,პლედში გაეხვიეულს ჩაეძინა. თავში ათასი ფიქრით და ძილის წინ მამის სიტყვებით,რომელიც მილიონჯერ მაინც ჰქონდა მოსმენილი . ბავშვობაში ახარებდა ასაკის მატებასთან ერთად კი ამძიმებდა.
....................
_მიშველე მოსე _ იყო შუაღამეს გაჟღერებული ხმა და ამაღლობელმა უკვე იცოდა კარგი არაფერი ელოდა
_სად ხარ...რა ხდება . ამ დროს სად მირბიხარ გოგო_აშკარად ღრმად სუნთქავდა , გარბოდა ან ჩქარა მიდიოდა
_არ ვიცი....რაიონში ვარ. წვეულებააო , არ იყო მარტო იყო ჯანდაბაა ორივე ერთად იყვნენ . გეფიცები არ ვიცოდი ...თურმე სცოდნიათ მოსე მეშინია. არ ვიცი სად ვარ
_იარეე , არ გაჩერდე სანამ ნაცნობ ადგილს არ დაინახავ . გესმის? ნუ გეშინია ! ვერაფერს დაგიშავებენ , ოღონდ ტელეფონს ხელი არ გაუშვა და როგორმე მითხარი სად ხარ
_ჯანდაბაა ყველა მე როგორ უნდა გადამეყაროს
_გაჩუმდი და მითხარი სად ხარ...რამე მაღაზია, ადგილი რაღაც არ არის?
_სესილიას სახლია იმ ჩიხში ... ხო , კი მანდ ვარ
_ სესილიასთან მიდი, გესმის?
_ამ დროს?
_სოფიკო , თუ არ გინდა რომ გავგიჟდე დროზე გადაადგი ნაბიჯები და პირდაპირ შედი მასწავლებელთან. კართან რომ მიხვალ მითხარი _ მოდუნდა, ამოისუნთქა და სიჩქარეც შეანელა. თვალები ებინდებოდა ბრაზისგან
_მივედი ... ეზოში ვარ
_ვინმე მოგყვებოდა ?
_არ ვიცი
_კარგი სახლისკენ დაიძარი ,მანქანა ეზოში თუ არის უბრალოდ კარი გააღე და მიგიღებს- წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი სესილიაში
-კი , შუქიც ანთია ...სახლშია
-ნუ ტირი, დამშვიდდი და სესილიასთან დარჩი ჩემს მოსვლამდე-მალე მასწავლებლის ხმაც გაიგო. სოფო აშკარად იმაზე ცუდად გამოიყურებოდა ვიდრე მობილურს მიღმა წარმოიდგინა. უკვე ესმოდა ქალის დამამშვიდებელი სიტყვები და შემდეგ კიდევ უფრო ახლოს გაიგო ამჯერად მისი მიმართულებით ნათქვამი
-მოსე , არ ინერვიულო . ჩემთან არის , უსაფრთხოდაა და არაფერი სჭირს. შეშინებულია ...მისმენ ამაღლობელო?
-მადლობა, მასწავლებელო . შენი იმედი მაქვს
-მოსე არ გაბედო და - უნდოდა ეთქვა მათთან არ წახვიდეო, მაგრამ ბიჭმა წინადადების დასრულება არ ადროვა
_დედას შ.ვეცი ! _ მიმართულება შეიცვალა , სოფო რადგან უსაფრთხოდ დაიგულა პირდაპირ იმ მხარეს წავიდა სადაც მათი ბუდე ეგულებდა. მათთან ადრე კვეთა არ ჰქონია, გიგაურს ჰქონდა მუდამ უთანხმოება და გამშველებელ რგოლს წარმოადგენდა ახლა კი თავს კონტროლს ვერ უწევდა. ისედაც არ ჰგავდა საკუთარ თავს და გაცეცხლებულს ვერაფერი შეაჩერებდა. სახლში შესულს ორივე ძმაკაცი დაბოლილი დაუხვდა, დივანზე მიგდებულები სიმღერას უსმენდნენ
_ვა მოსეე ?
_შენი ბიძაშვილი გაგვექცა და შენ მოხვედი ? _ახარხარდა მეორე და ფეხზე წამოდგა _ სად წავიდა? ორივეს რო გვეჩალიჩებოდა თავისი პატარა ჭკუით რა ეგონა გაგვწურავდა და დაქალებთან იღადავებდა? ეს ქალაქელი გოგოები ვერ გვაფასებენ
_ტეხავს ძმაო, შენი ნათესავი ეგეთი არ უნდა იყოს
_როგორი ეგეთი აბა მითხარი? გამოფხიზლდით კარგად და მერე მომიყევით აქ რა უნდოდა -მაინც ცდილობდა ჯერ ყველაფერი გაეგო და შემდეგ გადაეწყვიტა რას გააკეთებდა
_მე გამომყვა ... ფილმის საყურებლად _ახარხარდა მეორეც _ ლამის გზაშივე ჩამხადა . ისე რა დროს ძმაკაცობა იყო ეე გოგო გაძლევს მიიღე რას ეუარები
_მე ხვალ შემითანხმდა და შენს მერე უნდა ვყოფილიყავი შე ს.რო?
ტვინის ნათელი მხარე მათი საუბრის მოსმენის შემდეგ დანებდა , მთლიანად დაებინდა გონება. რამდენიმე წუთს საერთოდ არაფერზე უფიქრია , საკუთარი ტრამვებიც კი არ გახსენებია, ვერაფერს აღიქვამდა და იმ ცხოველს ასიამოვნებდა რომელიც იშვიათად იღვიძებდა, მაგრამ მარტივად არ კმაყოფილდებოდა. ორივე რომ სცემა შემდეგ დაბალ ხის მაგიდაზე დაჯდა და ზემოდან დახედა ნახევრად გათიშულებს
_ორივეს კი არა მთელს თქვენს ჯიშ_ჯილაგს გადაგწვავთ სოფოს რომელიმე ახლოს რომ მიეკაროთ ან მისი სახელი ახსენოთ ვინმესთან და რამე ამბავი გაავრცელოთ,თქვენ კი არა თქვენმა ხროვამაც უნდა წაშალოს მეხსიერებიდან . ხომ კარგად მიცნობთ, გიგაურისგან განსხვავებით დასაკარგი არაფერი მაქვს და ცოცხლად შემიძლია გაგატყაოთ თუ ენას კბილს არ დააჭერთ!

ზუსტად იცოდა რომ არ გაჩერდებოდნენ, მეგობრები რომ ნახავდნენ თავმოყვარეობის აღსადგენად ყველაფერს ამაღლობელს გადააბრალებდნენ და დაიწყებოდა პრობლემების უდიდესი სერია, მაგრამ არ ანაღვლებდა. სისხლი უდუღდა, ვერაფერს გრძნობდა და ბრაზიც არ ჰქონდა განელებული მასწავლებლის სახლში რომ შევიდა. ოთახი მოათვალიერა და სავარძელში მჯდომ, პლედში გახვეულ გოგოს მივარდა
_ მე ხომ გაგაფრთხილე ტრ.კი თამაშს შეეშვი_თქო! ყურადღება ცოტახანს ვერ მოგაქციე და ეგრევე დედა მოტყ.ნი ? სად მიყვებოდი , მითხარი სად მიდიოდი გოგო ! ასეთი უთავმოყვარეო რანაირად გაიზარდე ! მოგწონს? მითხარიიი მომწონს და მიყვარს და იმიტო მინდოდა მესიამოვნებინა და მისი ყლ. პირში ჩამეთხარაო... მითხარი თორე ახლა ისე ვარ შემიძლია დაგახრჩო! ამოიღე ხმა და მელაპარაკე კიდე ნოტებზე, როგორც იცი ხოლმე... ახლაც კაბის სიგრძეა საქმეში თუ შენი ნაბ.ზ.რი სული და აზროვნება. რა არ გასვენებს , რა ჯანდაბა გინდა
_რა ჯანდაბას აკეთებ _ სესილია რომ წვდა მკლავზე და გოგოს მოაშორა თვალები ისე ჰქონდა ჩაწითლებული მონსტრს გავდა _ ვინ ჯანდაბა ხარ საერთოდ. ეს ხარ? შეშინებულ გოგოს ეჩხუბები და შეურაცხყოფას აყენებ? ზემოდან უმატებ და იმათზე უარესად ექცევი?
_ქალებს ყველაფერი შეგიძლიათ თემაა? კაცებს თუ უნდა შეედაროთ წესიერი კაცი ორ გოგოს პარალელურად არ ხვდება ... ჯგუფური გინდოდა? ცალ-ცალკე რას ეთამაშებოდი რა გეგონა ერთმანეთს არ ეტყვიან, არ იტრაბახებენო? არიფი სოფლელები ეგონა ისინი, ეს ხო მაგარ ტიპებს ხვდებოდა აქამდე ატყუებდა ეტყობა ორივესგან საჩუქრებს ელოდა, ორივეს ვათამაშებო ფიქრობდა და ერთობოდა გოგოო... ვხალისობო მეუბნებოდა. ორივე ერთად რო გაგიდებდა მერე იხალისებდი? თუ გინდა სამში მიგაბრუნებ უკან , ჯერ ვერაფრის თავი ექნებათ მარა ბოლოს და ბოლოს აუდგ.ბათ , მოეხმარები შენ ეგეთები არ შეგეშლება და ისიამოვნე ვინ გიშლის . მე ნუ მაჯერებ რო არ გინდა! ნუ მარწმუნებ რომ ვცდები და შენი იერი არაფერს ნიშნავს, ნუ მაბოლებ გოგო! რაც გინდა ის აკეთე შენი თავია, დედა მოიტყ.ნი თუ გინდა და მერე პასუხიც აგე. მე ნუ მიყენებ დამხმარე რგოლად და პასუხისმგებელი იყავი საკუთარ სურვილებზე , მერე მიქარულზე და მიღებულ შედეგებზე
_ყოჩაღ შენ ... ბრავო . შერჩევითი სამართალი გაქვს , ზოგი დამნაშავეა ზოგიც არა. აიი შენ რომ გყავს ენ რაოდენობის გოგო ყველა სხვადასხვა კუთხეში ხან ერთი და ხან მეორე . იმათ რას ეუბნები ბ.ზები ხართო ? დანაშაულია ვინმესთან იყოს , სურვილი ჰქონდეს და თუ ის ვიღაც მოძალადე , დეგრადიული აღმოჩნდება სიყვარულზე სამუდამოდ თქვას უარი? რას სთხოვ 16 წლის ბავშვს,რომ ამოიცნოს ნაბიჭვრები? ეგ ვინმეს შეუძლია საერთოდ?
_შეყვარებული გოგოა, ბიჭით გატაცებული და გულაჩქარებული კოცნიდა ხან ერთს ხან მეორეს . არ გესმის ორივეს ერთად ხვდებოდა-მეთქი რომ გეუბნები? თუ შენთვის მოსული პონტია ერთიც გყავდეს და მეორეც ერთად. არამგონია ასე იყოს, კი არ მგონია ზუსტად ვიცი არ ხარ ეგ კატეგორია ქალი ! მე ვინ ,სად და რამდენი მყავს შენ არ იცი ... მათი შედარება ამ სულელთან არც კი შეიძლება. ისინი არ თამაშობენ , ანგელოზის ნიღაბს არ იკერებენ და ეს იმენნა ბ.ზურად იქცევა ყველა გაგებით! მე უნდა თან მათოხლოს რო ცუდი ტიპი ვარ, სტერეოტიპული აზროვნებით და მისი ჩაცმულობის სტილიდან გამომდინარე ვმსჯელობ თურმე . რატო თათას არ ვეუბნები რამეს , ის დადის მონაზონივით თუ რა თემაა. თქვი რა, თქვიი რომ ჰორმონები გაწვება, გინდა და აკეთებ ! სიამოვნების მიღება გინდა? გაამოძრავე ეგ ერთიციდა ტვინი და ისეთი ვინმე იპოვნე რომ დაგაკმაყოფილოს, გასიამოვნოს, გაგაბედნიეროს ,გაგიხალისოს ცხოვრება ქალბატონო და არა უარსად ჩაგისვაროს ისედაც აგრიეს შენმა სულელმა მშობლებმა და გინდა უგრძნობ , დებილ ქალად ჩამოყალიბდე? ადამიანური ურთიერთობა შენ არ გინდა და თუ არ გინდა შეეგუე რომ დაგამცირებენ, იძალადებენ იმიტო რო კაცები ღორები არიან და რადაც დაანახებ შენს თავს, რა სიმაღლეზეც დადგები , როგორც გაუყადრებ თავს ისე მოგექცევიან. ეთამაშე? იმათაც ხო გაგიკეთეს სიურპრიზი, ხო შეგისრულეს. ისინი ნაბიჭვრები არიან და შენ ? შენ სულელი ხარ და თავს დაიღუპავ თუ ტვინს არ აამუშავებ ! არა მაინც რას ელოდები , შენ რას ელოდები ორი გ.ნდონისგან ! შეიძლება გავგიჟდე ... იქედან რისთვის წამოგიყვანე თავი რომ მოგეჭრა ?
_ეგაა შენი პრობლემა ხომ? ძლივს აღიარა ... თავის რეპუტაციაზე დარდობს . არ უნდა მის ბიძაშვილებზე იჭორაონ , დასცინებენ ბიჭები და ვერ გადაიტანს -აქამდე ჩუმად იყო, სახესაც კი მალავდა, თითქმის არ უყურებდა სანამ სესილია გააფთრებული ეღობებოდა წინ მერე გასწორდა და მოსემაც ყველაფერი უკეთ აღიქვა
-კაიფში ხარ გოგო? იმიტო არ მიყურებდი და სლუკუნებდი ჩუმად? აი ახლა კი თავდაცვაზე გადახვედი ... აი ეგახარ რასაც ახლა გიყურებ . მართლა არაფერი გამოვა შენთან ,მორჩა . უკვე იმდენად გათიშული გაქვს აზრონების უნარი მეცოდები. ვნებდები ! ნინას სულს გეფიცები ისე გშლი ჩემი ცხოვრებიდან როგორც დანარჩენებს. რაც გინდა ის იფიქრე, როგორც გინდა ისე მოიტყუე თავი. კიდევ იფიქრე რომ შენ ხარ მართალი და დანარჩენი სამყაროა უსამართლო, რომ შენ ჭკვიანი და სწორი გოგო ხარ, რომ შენ არაფერი მიგიქარავს და სამყაროა შენს მიმართ უსამართლო, რომ სწორად რისკავ და სწორ თამაშს თამაშობ _მომენტალურად გაჩერდა, ცეცხლიც ჩაქრა, განელდა და ოთახიდან გასვლამდე ჩაეცინა კიდეც
-სად მიდიხარ ... აქეთ წამოდი - სესილია ერთხანს გაბრაზებული იყო, მერე ბიჭის მზერა რომ დაინახა კვლავ გაუნელდა პირველი შეგრძნება. უსმენდა და ნელ-ნელა მშვიდდებოდა, ცივი გონებით უნდა ემოქმედა
_მასწავლებელო, ბოდიშს გიხდით რომ შეგაწუხეთ. თქვენს ბრაზსაც აქვს მიზეზი და მესმის,მართლა. ბუნებრივია, როგორც ყოველთვის ახლაც ვერ მხედავთ ! ვწუხვარ ჩემი რომ არ გესმით , მაპატიე მეტჯერ ნამდვილად არ განმეორდება _უკან ადევნებულ ქალს უთხრა და ხელზე აკოცა _ შენი და ჩემი სიმართლე სულ სხვადასხვაა, მიკვირს ამდენხანს როგორ ვერ წაგშალე ჩემი გონებიდან _ გაიცინა და მერე საერთოდ ყველაფერი დაავიწყდა სესილიამ მანძილი რომ შეამცირა და ნიკაპზე მოუჭირა თითები
_ვერასდროს ჩხუბობ ისე შენ რომ არ მოგხვდეს,არა ? სისხლი რომ მოგდის იაზრებ? ტრამვები რომ გაქვს და ასე გაგიჟება არ გარგებდა ,იცი? რასაც ვფიქრობდი გითხარი და ნუ აჭარბებ ჩემს ხედვებს შენს მიმართ !
-ეგ როგორ გავიგო
-როგორ უნდა გაიგო, სისხლი გდის და მოგწმენდ- თავი გაისულელა, მხრებზე ისე დააწვა დაჯდომის გარდა სხვა გამოსავალი არ დაუტოვა და მოსემაც აღარ განაგრძო ზედმეტი კითხვების დასმა. სოფოს არსებობას ითვალისწინებდა
_მაინც სიმპათიური ვარ, არა? _ ქვემოდან უყურებდა და მის სურნელს გრძნობდა . ახლაღა აღიქვა ხალათით რომ იდგა , ქამარი მოშვებული იყო და ნაჭერიც ვერ ეკვროდა მჭიდროდ, მკერდის კონტური მკვეთრად მოუჩანდა , შიშველი ბარძაყები მოძრაობის დროს ჩნდებოდა
_არ გტკივა? წესით უნდა გტკიოდეს...ხო სპირტია _ ჯერ წარწერას დააკვირდა მერე ბოთლი ცხვირთან მიიტანა და სახე შეჭმუხნა _დავიჯერო აღქმის უნარი სულ არ გაქვს?
_აღვიქვამ ყველაფერს და ვფიქრობ რომ ზედმეტად დიდი მაცდუნებელი ხართ , ვერ ვერევი თავს... მითუმეტეს ახლა , ჩხუბის შემდეგ ისედაც სულ არეული ვარ _ ქალი მის ფეხებსშორის იდგა, ხალათის დაშორებულ კიდეებს შორის მუხლები და ბარძაყის ნაწილი მოუჩანდა, გული ისე ჩქარა უცემდა ამაღლობელს ყველა დარტყმის დათვლა შეეძლო. ქვემოდან რომ ახედა ღაწვები უკვე წითელი ჰქონდა და შინაგანი თრთოლვა მის მტევნებსაც ეტყობოდა . მოსეს ტუჩზე რომ მიადო ბამბის პატარა ნაგლეჯი იმ წამს ენისწვერით შეეხო საკუთარ ქვედა ტუჩს . თავად ამ ყველაფერს ვერ იაზრებდა, მოსე კი ხედავდა , გრძნობდა და თავის გაკონტროლებას მაქსიმალურად ცდილობდა .
_არასწორად რომ აზროვნებ ხვდები?
_შენსას აგრძელებ? მე დავასრულე ჩხუბი ! სახლში წავიყვან და ისე დავემშვიდობები ვითომ არაფერი მომხდარა. ბოდიშს გიხდი კიდევ ერთხელ _თვალები დახუჭა და თავი კედელს მიაყრდნო . სესილიას თითების შეხებას ისევ გრძნობდა, ბოლოს ყბაზე მოუჭირა და აიძულა კვლავ შეეხედა
_ნუ ცდილობ ყველაფრის კონტროლს და სხვების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებას . თუნდაც მართალი იყო, ყველას აქვს უფლება საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს ცხოვრება . შენ ყველგან ვერ იქნები და შენზე დამოკიდებულს ნუ გახდი , თორემ მერე დამოუკიდებლად სუნთქვაც გაუჭირდებათ
_სუნთქვა მეც მიჭირს _ ხელისგულზე აკოცა და წამსვე წამოდგა , არ უნდოდა ზედმეტი ყურადღება მიექცია _ შენ მმართებ რაღაც ისეთს _ ჩუმად თქვა ,ოთახიდან გავიდა და სავარძელში მოკეცილ გოგონას გახედა _გამომყევი, სახლში წაგიყვან
_დედამ იცის რომ თიკოსთან ვრჩები და ვერ დავბრუნდები
_რა საცოდაობაა ... ჩემთან წამოხვალ მაშინ
_ჩემთან დარჩი თუ გინდა
_რატომ,გეშინია არ დავახრჩო?
_მოსე ეგ არც მე მგონია და დარწმუნებული ვარ არც სოფოს
_აქ ვერ დავტოვებ
_და შენ რა შუაში ხარ? მასპინძელი მე ვარ , სტუმარი ის და თავად გადაწყვიტოს შენთან მოდის თუ ჩემთან რჩება
_ყოველთვის საწინააღმდეგო მხარეს ყოფნას როგორ ახერხებ , მასწავლებელო?
_ჩემ გამო ნუ იჩხუბებთ ... გმადლობ ,სესილია საუკეთესო ხარ - ქალს მოეხვია და მერე მოსესთვის არც გაუხედავს ისე წავიდა კარისკენ.
-გმადლობ . არ დაგივიწყებ , მორიგ დახმარებას ... - არ დაეზარა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და გოგოს მიჰყვა. სესილიას გაეღიმა ბიჭმა ქურთუკი ინსტიქტურად რომ გაიხადა და წინ წასულ მობუზულ გოგოს მხრებზე მოახურა. წარბები წამითაც არ გაუხსნია, სიტყვასაც აღარ ეტყოდა, შესაძლოა წლების განმავლობაში არ შერიგებულიყვნენ რადგან სიჯიუტე ერთი დოზით ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერასდროს შეწყვეტდდა მასზე ზრუნვას , ეს მის ხასიათში გაუცნობიერებლად იდო და ვერაფერი შეცვლიდა.

-სად გავარდი შე ჩემა ... ან ტელეფონი სად ჯანდაბაში გაქვს ,ავაფეთქე - სახლში შესვლისთანავე გამოჩნდა ბექა და მოსეს უკან მდგომი გოგო რომ დაინახა მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება- რა ჯანდაბაა
-ქალბატონი ამ ღამით ჩვენი სტუმარია...
-კარგი ...
-ასე ნუ მიყურებ ბექა , არავის ვუცემივარ ... არც გავუუპატიურებივარ . არ მჭირდება ეს სიბრალულის გამომხატველი რეპლიკები . ოთახზეც ნუ შეწუხდებით, მაინც ვერ დავიძინებ- ფეხსაცმელი იქვე გაიხადა , ქურთუკი საკიდზე დატოვა და მისაღებში დივანზე დაჯდა
-რა სჭირს
-ქრონიკული უტვინობაო შენ არ ამბობ?
-დალშე? ვინ სცემე უჩემოდ
-გოგონას ორი ბიჭი
-რა ქნეს - პირი ისე გაუშრა ძლივს თქვა ორი სიტყვა
-შენ ეს მართლა ანგელოზი ხო არ გგონია, თამაშობს ფეხების გაშლამდე მერე აღარ
-გეყოფა !
-მეყო უკვე და სჯობს შენც მომბაძო - ბიჭს გვერდი აუარა და სოფოსთვისაც აღარ შეუხედავს ,მხოლოდ ოთახზე უთხრა სადაც უნდა შესულიყო .
ყველა სიტყვა ახრჩობდა რაც თქვა, ყველა ნაბიჯი რაც იმ დღეს გადადგა და უკვე საკუთარ თავს სისუსტეს ვეღარ პატიობდა. ასე არ უნდა დაცემულიყო, სხვა გზა უნდა ეპოვნა და ყველაზე მარტივი საშუალება აირჩია ,რომელიც იქ და იმ დღეს არ დასრულდებოდა არც ერთ მხარესთან და არც მეორესთან. ყველა სიკეთესთან ერთად სესილიასთან კიდევ უფრო მეტად გაართულა ურთიერთობა , მორიგი ბნელი მხარე უჩვენა ,მაგრამ მის რეაქციას და პასუხებს ბოლომდე ვერ ხსნიდა. აირია...
...............
ახალ წელს პირველად ხვდებოდა საკუთარ ბინაში, სრულიად მარტო, ნინას გარეშე და ბედნიერების გაუფერულებული შეგრძნებით. ამ დროს მუდამ არცევდა საჩუქარს ,რომელიც ბებოს გაახარებდა ბავშვობიდან ცდილობდა გაეკეთებინა დანაზოგი,რომ ქალისთვის სულ მცირე სიხარული მაინც მიენიჭებინა . იჯდა მოგონებებისგან ცარიელ კედლებში და სახლიდან წამოღებულ ძველისძველ ალბომს ათვალიერებდა. ნინას ახალგაზრდობის ფოტოები ცალკე გადააწყო და მხოლოდ მათ აკვირდებოდა ნაცნობი სახე რომ დაინახა , სურათის უკანა მხარეს წარწერაც წაიკითხა შემდეგ კი ბევრი ფიქრის გარეშე მისწერა სესილიას
-ეს ქალი ბებიაშენია? - პასუხად თანხმობა ,რომ მიიღო მაშინვე ვიდეოქოლით დაურეკა და მალე ქალის სახეც დაინახა -გამოდის ნინა ბებიაშენ სესილიას იცნობდა?
-მოსე, ნუთუ არსებობს ინფორმაცია რომელიც არ იცით და ჩემგან უნდა გაიგოთ
-ნუ მესწერვები ... ბიძაშვილებმა ალბომი მომიტანეს და იქ ვიპოვნე. ადრე რატომ ვერ შევნიშნე არ ვიცი. უკან სახელები ეწერა
-გილოცავ ,გავიგე ბინა იყიდე - ისეთ ადგილას იჯდა უკან ოთახის დიდი ნაწილი ჩანდა
-გმადლობ ... კიდევ ვიპოვე რამდენიმე სურათი . შენს სახლში არაა ალბომები?
-არის, მაგრამ არ მინახავს
-მე ვიჩითები სენტიმენტალური როჟა?
-ნინა გენატრება და ყველგან დაეძებ . მე კი სულ პატარა ვიყავი ბებია,რომ გარდაიცვალა ...
-ბებია ,რომ ნახე რამე გითხრა? თუ მხოლოდ ის უთხარი მოსე სკოლაში მოვიდესო და იმან ჩემი ქება დაიწყო
-მიცნო და ბევრი ამბავი მომიყვა ...
-მერე ეგ აქამდე არ უნდა გეთქვა?
-ადამიანურად საუბარი დამაცადე ოდესმე? სულ რაღაც ხდება
-კარგი ხო ნუ მეჩხუბები ...
-მე კი არ გეჩხუბები შენ მეროჟები ამდენი ხანია
-რა სიტყვებია მასწავლებელო?
-რასაც აკეთებ ზუსტად იმის შესაფერისი , მოსე- წარბები მაღლა აზიდა და ისე მიახალა
-არ დამიჯერე და საქმე გაირთულე . მერე შენი სიკეთის კორიანტელი დააყარე ჯანაშიებს და კი გამოიღო მგონი შედეგი. მერე სოფიკოს გამო მეჩხუბე, გამიბრაზდი და ისე მიყურებ თითქოს ქალებზე მოძალადე მასტი ვიყო ... გაბრაზებული ვარ, მაგრამ მაინც არ ვივიწყებ კიტასთვის რაც გააკეთე
-რაღა მიჭირს, აწი შემიძლია მოვკვდე შენი კეთილგანწყობა თუ დავიმსახურე
-ირონიაა არ გვინდა, მაღიზიანებს !
-როგორც შენ იტყვი, პატარავ -თვალი ჩაუკრა და მერე ისევ წარბები შეკრა - ნუ მასწავლი ვინ ვინ არის და ჩხუბის დროს ყველაფერი გითხარი ,მეტი არ მიკადრებია და ნუ გელანდება რაღაცები
-კიდევ გაიმეორე მიდი და შეგირიგდები
-რა გავიმეორო
-პატარა დამიძახე იგივე ტონით და თავიდან დამკერავ
-ღმერთოო , ეს ბიჭი ნორმალური არ არის
-კარგი , შეგირიგდები... მინუსები ყველას გვაქვს, შენგან ზედმეტს ვითხოვ
-ნახვამდის მოსე... მიხარია,რომ დავზავდით - უცებ მოეგო გონს და სერიოზული გახდა
-თქვენს შეყვარებულს ჯანაშიებისგან მადლობა გადაეცით , შეიძლება ესმის კიდეც- სარკიდან არეკლილი კაცის გამოსახულება დაინახა და შეცვლილი განწყობით დაასრულა საუბარი- ეს ქვეყანა პატარაა და უანგაროდ ჩადენილი სიკეთეები არ იკარგება . მეტის გაკეთება საჭირო არ არის, კიტასთვის გაწეული დახმარებაც საკმარისზე მეტია... დამდეგ ახალ წელს გილოცავთ , მასწავლებელო . ბედნიერი მინდა იყო.
-მეც გილოცავ ,მოსე

ქუჩებში საახალწლო განწყობა რომ გაჩნდა სესილიამ შემდეგ გაიაზრა,რომ დრო იმაზე ჩქარა გავიდა ვიდრე რაიონში გადაცხოვრებისას წარმოიდგენდა . წარსულში დარჩენილი თვეები იმდენ ამბავს იტევდა, იცოდა რომ მთელი ცხოვრება გაიხსენებდა. სიახლის ძიებაში, საკუთარი თავის პოვნის პროცესში ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღო და ალბათ მიზანსაც მიაღწია. გონებაში გაჩენილ არეულობას ჯერ კიდევ არ უშინდებოდა, ბუნებრივად თვლიდა და მასთან გამკლავებას ცდილობდა. გამოწვევები არასდროს აშინებდა, მაგრამ იქ სულ სხვა სამყარო დაუხვდა. ახალი ადამიანები , გამოცდილება და პედაგოგობის ბოლო თვე ელოდა წინ. მშობლებთან უთანხმოების მიუხედავად ახალ წელს მათთან შეხვდა, შემდეგ კი მეგობრების გარემოცვაში გაატარა დასვენების დღეები. თორნიკეს წასვლამდე არაფერს გეგმავდა
-გონიერი ბიჭია ჯანაშია , ამაღლობლისგან განსხვავებით მხოლოდ შინაგანი კულტურა არ აწვება. დროზე ადრე გამოუშვეს ხომ გითხარი, მთელი ბიბლიოთეკა გადაუკითხავს ... კარგი შენ ის მითხარი როგორ ჩაიარა შენებთან შეხვედრამ-თემა შეცვალა, ბოლო დროს სულ ზედმეტად სერიოზული იყო
-ავუკრძალე ჩემს ცხოვრებაზე საუბარი და გაჩერდნენ
-თუ დაემუქრე წავალო და აიძულე
-მიყვარს,რომ მიცნობ
-ნეტავ რა გველის ამ წელს სესილია, პედაგოგობის შემდეგ რა გამოწვევას მოუწყობ საკუთარ თავს
-გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია ...
-რაიონში დარჩენას არ გამორიცხავ ხომ?
-მოვიფიქრებ რა შემიძლია ვისწავლო იქ ყოფნის განმავლობაში და თუ გამიჩნდება საინტერესო იდეა შესაძლოა დავრჩე
-ნებისმიერ კურსებზე მეტს გასწავლის იქაურობა . გამოცდაა შენთვის იქ ცხოვრება და ჯერ კიდევ ვერ ხვდები
-კატეგორიულად მეწინააღმდეგებოდი
-მე შენთან კატეგორიული არასდროს ვყოფილვარ
-ამ წელს გაუმარჯოს ,როგორიც არ უნდა იყოს მაინც
-ნებისმიერ შემთხვევაში ახალია , შესაბამისად აუცილებლად მოგვიტანს რაღაც ღირებულს მთავარია მივხვდეთ ,დავინახოთ და დავაფასოთ
..............
_გამარჯობა, მოსე _ დაუპატიჟებელ სტუმრად ყველას ელოდა გიორგობიანის გარდა _შეიძლება?
_შემოდი _ გვერდზე გადგა და დაელოდა როდის შევიდოდა
_პირველი წასვლის დროს არ მოვედი . ახლა უკვე დროა ვისაუბროთ _ ფანჯარა გააღო, სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და მშვიდად მოუკიდა _ ალბათ ხვდები ვისზეც
_ბატონო პროკურორო თქვენგან არ ველოდი მსგავს შეხვედრას , თორემ თავად გესტუმრებოდი, თუმცა უხერხულად აშკარად არ გრძნობთ თავს- მართლაც ისე იყო ფანჯრის რაფას მიყრდნობილი თითქოს თავად იყო მასპინძელი
_ტყუილია, დიდი ხნის წინ მელოდი და მერე გეგონა,რომ არაფერი უთქვამს სესილიას ან კიდევ კონკურენტად არ მიგიჩნიე . შენც შესანიშნავად იცოდი არასწორი , რომ იყავი იმ კოცნის მომენტშიც და ნებისმიერ წამს ,როცა იმაზე მეტს აკეთებდი ვიდრე მოსწავლე. საკმარისზე მეტი დრო გქონდა დასაოკებლად , სესილიას ხასიათის გასაგებად და იმის მისახვედრად რომ ის ვიღაც გოგო არ არის ვის მართვასაც შეძლებ , ვისაც გავლენის ქვეშ მოაქცევ. დრო იმისთვისაც გეყოფოდა რომ გაგერკვია რას გრძნობდი ,თუმცა ეგ ნაკლებად მაღელვებს . მთავარი სესილიაა , რომელიც იმაზე რთულია ვიდრე შენ წარმოგიდგენია
_როგორც სჩანს ძალიან გაგიჭირდა მასთან დაწყება და ახლაც არ გამოგდის მისი მართვა. მე საერთოდ არაფერი გამიკეთებია იმ ერთი თავშეუკავებელი ქცევის გარდა ,რომელსაც არასდროს ვინანებ,მაგრამ მაინც იმ დროს და იქ უადგილო იყო. შენ კი, მართლა არ მესმის აქ რისთვის ხარ თუ არ გეშინია მისი დაკარგვის
_ნუ მელაპარაკები ამ ტონით, არ გინდა ეს თავხედობით თავის დაცვა . საქმის გარჩევა არ მჭირდება , მაღელვებს მხოლოდ ერთი რამ
_არ მკითხო მიყვარს თუ არა და რა მინდა მისგან
_კითხვის დასმას არ ვაპირებ , არც ის მაღელვებს შენ რა გინდა ან რა გაღელვებს. აქ არ ვიქნები , მაგრამ ყველგან შემიძლია ვიყო და თუ ისეთ რამეს ჩაიდენ სესილია რომ შენს გამო წავიდეს სკოლიდან , დისკომფორტი შეექმნეს, თავი ასტკივდეს და ცხოვრება გაურთულდეს თუნდაც უმნიშვნელოდ, პასუხს აგებ! თითოეული სიტყვისთვის მოგთხოვ ... არ მინდა რამე დაგიშავო იმიტომ რომ ვაფასებ შენს ადამიანობას, მაგრამ ქალთან დაშვებულ შეცდომას მთელი ცხოვრება ვერ ჩამორეცხავ შენს სინდისს და კაცურად გირჩევ ჯერ საკუთარ თავში გაერკვიე
_აქ გასაფრთხილებლად მოხვედი , გგონია სესილიას ნების საწინააღმდეგოდ გავაკეთებ რამეს? მე თუ მაგ დონის კაცი ვარ გგონია შენი არსებობა შემაშინებს? გინდ აქ და გინდ ლონდონში, სულ რომ ლანდად გადაექცე მაინც ამ საუბრით აპირებ გულის დამშვიდებას? სერიოზულად, ასეთი მეამიტი ხარ?
_შენ კარგად ვერ იაზრებ ვის ესაუბრები , მაგრამ მე ვიცი ვინც ხარ და შენგან რას უნდა ველოდე. არც ვუშვებ, რომ ფიზიკურად რამეს დაუშავებ , მაგრამ ჩემთვის მხოლოდ მისი სხეული არაა პრიორიტეტული, არც ვიღაც ხისთავიანი ტიპი ვარ ქალთან დაშორება სირცხვილი რომ ჰქონია და ბრძოლას იწყებს . ჩემთვის მთავარი მისი სიმშვიდეა მე შევუშლი ხელს ,შენ თუ სხვა მნიშვნელობა არ აქვს
_შენი სტატუსის შესახსენებლად თუ მოხვედი არც მე ვივიწყებ და მითუმეტეს სესილია . იმედია ამ დაყენებული ტონის მიღმა პათოლოგი ეჭვიანი არ ხარ და იზმენები არ გაქვს წასვლის წინ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ მე არაფერს ვაიძულებ ... შენ ვერ დაგამშვიდებ , მხარზე ხელს ვერ დაგარტყამ და ვერ გეტყვი შენი კონკურენტი არ ვიქნები და არ ვიბრძოლებ მისი სიყვარულისთვის -თქო . შენ რას გააკეთებ არ ვიცი ,მაგრამ
- გგონია ბრძოლაა საჭირო ვინმეს შესანარჩუნებლად ან თავის შესაყვარებლად? მე და სესილიამ ერთმანეთი ვიცით , დასამტკიცებელი აღარაფერი მაქვს შენ კი სულ რომ არაფერი გააკეთო მას თუ მოუნდები, არაფერი შეაჩერებს შენს გარდა. ტყავიდან რომ ამოძვრე , ახლოდან არ მოშორდე არ ენდომება და გაგაცამტვერებს. სიყვარულის თხოვნა არ შეიძლება , არც იძულებით მოდის ... სისულელეებს ნუ გააკეთებ ! შენს წარუმატებლობას კი ჩემს არსებობას და მასზე გავლენას ნუ გადააბრალებ. სესილია თუ მიხვდება რომ მისი ღირსი ხარ , მოუნდები და შენთან ერთად ბრძოლას გადაწყვეტს ჩათვალე იმ წამსვე თავისუფლდება ჩემგან, შენ კი უკანდასახევი გზა აღარ გექნება. თუ არ დაელოდები, შეავიწროებ, მის გადაწყვეტილებას არ გაითვალისწინებ და პრობლემად გადაექცევი ნებისმიერ შემთხვევაში ბოლოს ჩემთან გექნება საქმე მიუხედავად იმისა მის გვერდით ვიქნები თუ არა
წავიდა. იმაზე მეტი თქვა და ილაპარაკა ვიდრე ოდესმე ვინმესთან . მაქსიმუმი იყო რაც შეეძლო გაეკეთებინა ისიც იმიტომ რომ ინტუიცია ასე ჰკარნახობდა, ის კი არასდროს სცდებოდა. ყველაფერი ზედმეტად კარგად შეაფასა, დიდხანს აკვირდებოდა და იმდენი დეტალი აწონ-დაწონა ამ საუბრის გარეშე წასვლა წარმოუდგენელი იყო.
ამაღლობელი კი ბოლო დროს სულ სხვა კუთხიდან ხედავდა გიორგობიანს, პირველი შთაბეჭდილება სრულიად შეცვლილი ჰქონდა,მაგრამ მაინც მისი არსებობა აღიზიანებდა. სესილიას ცხოვრებაში რომ არ ყოფილიყო შესაძლოა მეგობრობაც კი სდომოდა ,მაგრამ ახლა ეჭვიანობით გამოწვეული ბრაზი უბინდავდა გონებას.
..................
ახალ წელს მუდამ ხალხმრავლობა იყო დეასთან. მთავარ სახლში მამა იღებდა დებს, ძმებს თავიანთი შვილებითა და შვილიშვილებით მათი მასპინძლობა კი ძირითადად მაკასა და დეას უხდებოდათ, ნია სულ რამდენიმე დღით ჩავიდა ,მაგრამ დიდად არ იწუხებდა თავს სხვების არეულის დასალაგებლად, მხოლოდ ნერვებს უშლიდა ყველას , მწარე სიმართლეს ახლიდა და შედეგ არეულობით ტკბებოდა. ახალ წელს კონცერტების დადგმა განსაკუთრებით უყვარდა, შეღებილი თმა, პირსინგი, ტატუ, სიგარეტი, შეყვარებული და ბოლოს უროლოგიის რეზიდენტურაში ვაბარებო რომ თქვა მას მერე აღარაფერი გაუკეთებია სანათესაოს ყბაში ოჯახის ჩასაგდებად. იმ წელს რატომღაც სიტყვაც არ უთქვამს, 30 დეკემბერს ჩავიდა და სამამდე აპირებდა დარჩენას . ყველაფერი სტაბილურად იყო სანამ სრულიად მოულოდნელად რომ არ დატყდომოდა თავს ახალი უბედურება
-დეაა ჩემო გოგო, როგორი კარგი ხარ ... ყველაფერი ისეთი გემრიელი გამოგსვლია, მზად ხარ შენ უკვე გათხოვებისთვის. მეეჭვება რამე გაგაკეთებინონ გიგაურებმა,მაგრამ მაინც
-რა ხდება მამიდა? რაზე ლაპარაკობს ლია? - სამზარეულოში შეკრებილ ქალებს შორის აღმოჩნდა სრულიად მარტო და იმ წამს მიხვდა,რომ ნია სჭირდებოდა გვერდით
-მეც არ ვიცი რა ხდება ლია? - მაკამ წარბები შეკრა და დეამ უკვე იცოდა კარგი დღე რომ არ ელოდა წინ
-რა იყო შე ქალო რა გაგიკვირდა, დედა ხარ არ იცი შენი გოგო ვის ხვდება? მაშინაც კი გითხარი , იმ შინაბერა ნესტანს სიტყვის თქმა არ დასჭირდა-თქო. რათ უნდოდა თურმე გოგო რძლად ყავთ არჩეული და ევლებიან თავს, მათემატიკას არ ასწავლიდა?- დეამ უკვე იცოდა წინ რაც ელოდა და ერთადერთი რაც გააკეთა ნიასთვის შეტყობინების გაგზავნა იყო. არავის იმედი ჰქონდა მის გარდა, უკვე გონებაც ეთიშებოდა. გარეთ იყურებოდა და ლოცულობდა კაცები არ დაბრუნდნენო
-სად იყო ხალხო რა სარძლო...ვინ გიგაურებზე ამბობთ გამგებელზე თუ მეორე ძმაზე
-მეორე ძმა ვის რათ უნდა ქალო , გამგებლის ბიჭმა დაადგა თვალი ჩვენს დეას და ჩვენი გოგო რომ არა თურმე ბიჭი დეპრესიაში ყოფილა...თამილა მიყვებოდა სანამ დეა არ ავიდაო მანამდე არც ჭამდაო . ისე უყვართ თურმე ჩვენი გოგოო, ამის მისვლამდე ერთი ალიაქოთი იყო სულ ზეპირად ვიცი შენს დეას რა უყვარსო თამილა მეუბნებოდა
-რას მეუბნება მაკა ეს ქალი...დეა იქ დადის სახლში იმ ბიჭთან? - მამიდა წამსვე აღშფოთდდა და თან ისე,რომ გეგონებოდათ მალე გონებას დაკარგავდა მიღებული შოკისგან- შენ ცოცხალი ხარ ჩემო რძალო ამ დროს?
-ლიას არასწორი ინფორმაცია აქვს... დეა ნესტანთან დადის მათემატიკაზე და შესაბამისად იმ სახლშიც არის. ჭორიკანა ხალხის მოყოლილი ამბები კი არ უნდა გაავრცელო ჩემო ლია ასე უნდა უთხრა სისულელეების ლაპარაკს მოეშვი-თქო, მაგრამ შენ უსმენ და აგიჟებ აქ შენს საყვარელ მულსაც
-მარტო ჩემი მულია კაცო? რა ვთქვი ისეთი... შენ თუ არ იცი ახლა შენი გოგო სად დადის და გატყუებს მე რა შუაში ვარ
-ვინ სად დადის ბიცო? ჩემო ფუნთუშა , ტკბილო ქალოო ამჯერად რა ცხელ-ცხელი შხამი ამოანთხიე და აიყოლიე მამიდაჩემი? - ნია შევიდა, ქალს ლოყაზე უჩქმიტა და მერე დეას გვერდით დადგა- ვინ ვისთან დადის? შენი შაკო,რომ ბ.ზად შერაცხულ თინიკოს ტყნ.ავს შიგადაშიგ მაგ ამბავი გასკდა უკვე თუ ჯერ არ გაუხეთქავს თავი მის პათოლოგ ყოფილ ქმარს ? რამეს თუ არ იზაამ შენ ბიჭს ისე ამოსცხებენ ჩემთან მკურნალობა მოუწევს ,მოგიყვანს მერე რძლად და ორი ბავშვი კი ჰყავს იმ გოგოოს ,ბავშვების გაკეთება აღარ დასჭირდება თუ ვერ ვუშველით - წამიც არ უფიქრია ისე ააფეთქა ნაღმი და სანამ აყირავებულ ლიას ასულიერებდნენ დეა იქაურობას გააცალა .
- მამა გაიგებს და შეიშლება. ექიმმა ისედაც აუკრძალა ნერვიულობა, დალევაც და ყველაფერი საერთოდ . რა უნდა გავაკეთო ,ღმერთო გონება გამინათე
-რას გაიგებს -საწოლზე გაგორდა და მანდარინის გაფრცქვნა დაიწყო - რამე მოხდა და არ ვიცი?
- არაფერი მომხდარა !
-მერე? მე რომ მეჩხუბები ეგრე თქვი თუ აკაკანდებიან ქათმები თუ არადა დაიკიდეე
-მამას უნდა ვუთხრა...სანამ სხვები გაიგებენ, იჭორავებენ და ისე ეტყვიან რომ შერცხვება ჩემს გამო მანამ უნდა ვუთხრა . მოვუყვები ყველაფერს და ეგ იქნება
-რა ყველაფერს უყვები 3 დღეა სვამს, ტვინის უჯრედები აქვს ჩამკვდარი ახლა რას გააგებინებ. ჩაატარე ეს ორკვირიანი ახალი წელი და მერე უთხარი ვამეცადინებდი ნესტანის თხოვნით-თქო, ვალში ვიყავი-თქო , არაფერი მომხდარა-თქო. კვლავ თითდაუკარებელი, უბიწო და უმწიკლო ვარ და ნუ იღელვებ არავინ იჭორავებს შენზე . ჩვენს ოჯახს შავ ლაქად ისევ მხოლოდ ნია ჰყავს-თქოო
-შავი ლაქა არ ხარ და ნუ ამბობ ასე !
-მე კი ვიცი ,რომ არ ვარ,მაგრამ ოჯახის სიწმინდის წიგნის მიხედვით უცოდვილესი ვარ . ხატზე გადასაცემი, ზნედაცემული ექიმი - აკისკისდა და დეაც აიყოლია- ჩემო პატარაა, როგორ ხარ თან ჭკვიანი და თან ასეთი სულელი ჰაა? როდემდე გასტანს შენი მონური სულისკვეთება, როდის გაწყვეტ ამ ჯაჭვებს
-როგორ არ გესმის... ყველა მათზე ილაპარაკებს. ყველა ჰკითხავს როდის ქორწინდებიანო, ყველა იფიქრებს რომ მდიდარ ბიჭს ვეტენები, დაუსრულებლად ილაპარაკებენ, არ გაჩერდებიან და ორივეს გააგიჟებენ. მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მოგვცემენ. გავგიჟდები, მზად არ ვარ, არ მინდა , არ შემიძლია ... მაინც არაფერი გამოვა და მერე მთელი ცხოვრება გაიხსენებენ რომ ერთად ვიყავით, უამრავ ამბავს მოიგონებენ დაშორების მიზეზად
-ბიჭს არც ელაპარაკება ნორმალურად და დაშორების მერე რა მოხდება იმაზეც ნაფიქრი აქ... პესიმიზმი კი არაა ეს , ეს უკვე სერიოზული დეპრესიაა. როგორ უძლებ პატარავ ამ ფიქრებით? თავში კიდე რა ბნელი , შავ-შავი აზრები გაქვს? ამათ უნდა შეეწირო? ამ ბრბოს დამყაყებულ აზრებს?
-ცუდად ვარ... დავიღალე. არ მინდა, არაფერი მინდა რატომ არ გესმის მხოლოდ მარტო მშვიდად ყოფნა მინდა,რომ ჩემი თავით ვიყო კმაყოფილი, ჩემი მიღწეული მიზნებით . არ მინდა შენსავით ჯიბრის გამო ვაკეთო რაღაცები,მინდა ჩრდილში ვიყო გიგაურთან ერთად კი ჩრდილში ვერასდროს დარჩები. სადაც არ უნდა წავიდეს მაინც ყველგან ყურადღების ცენტრში ექცევა. არ შემიძლია, შეუძლებელია! შეუძლებელია და ვერ ავირევ ცხოვრებას იმის გამო რაც შეუძლებელია. ვერ ვანერვიულებ მშობლებს იმიტომ რომ ვიღაც მომწონს, ვიღაც ვინც ყველას მოსწონს
-და მას მხოლოდ შენ
-არ გინდა , გთხოვ. გაუვლის , უბრალოდ გარემოს შეცვლა სჭირდება. აი მომავალ წელს ჩემი სახელიც არ ემახსოვრება. სკოლა დასრულდება, ქალაქში გადაცხოვრდება, სრულიად სხვა ცხოვრებას დაიწყებს და მე აღარ გავახსენდები
-ასე ამბობდი შენ მოსე თუ მეყვარება დამივიწყებსო,მაგრამ გადაკიდე ერთმანეთს
-ხომ გამოჩნდა როგორი ველურიცაა
-ეჭვიანობისგან გადაირია, 16 წლის ბავშვი იყო ჯერ კიდევ და რას ელოდი . თავისი გაჭირვება აქვს მის ადგილას გავგიჟდებოდი ყველა მამაჩემს რომ იცნობდეს და ჩემ ნებისმიერ მიღწევას მას აწერდეს და სახელის ნაცვლად გამგებლის გოგოს მეძახდნენ ... მეტი აგრესიაც მექნებოდა და
-შენ ახლაც არ აკლებ... ზუსტად შენნაირი სჭირდება
-მე არ მოვწონვარ,თორემ მე უარს არ ვეტყოდი ასაკსაც დავიკიდებდი
-ეს წელი ყველაზე რთული იქნებაა, ვგრძნობ
-ხვალ წავალთ ყველანი და მორჩება
-შობას ისევ მოვლენ... მამიდა არ მოისვენებს სანამ ყველაფერს არ გაიგებს
-დაე ვერ მოისვენოს და თვალი ვერ მოხუჭოს ... თუ რამე შეახსენე შვილიშვილი ქორწილიდან 7 თვეში რომ გაჩნდა და დღენაკლულის არაფერი ეტყობოდა, 3,9 კგ-ს იწონიდა რა დღენაკლული . წამსვე დააჭერს ენას კბილს
-ნუ ხარ ცუდი
-ცუდი კი არ ვარ მართალი ვარ, ყველამ მიხედოს თავის პრობლემებს და ენა ჩაიკმინდოს! მანდარინი გინდა?
-მინდა
-ვაჩეს დაურეკე და გამოგიგზავნის პლანტაციიდან ყუთებით - უთხრა და მანამ გაიქცა სანამ დეა ბალიშს ესროდა- მიყვარხააარ ჩემო პატარაა და ეს წელიი იქნება ყველაზე კარგიი ...
ძალიან უნდოდა ღიმილი გაჰყოლოდა,მაგრამ განწყობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა. ახალი წელი უჩვეულო პრობლემით დაიწყო, დარდით, რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხოდა და რომლის თავიდან არიდება ვერ შეძლო. იცოდა ნაღმზე იდგა და ნებისმიერ წამს ელოდა აფეთქებას,რომელიც აუცილებლად დააზარალებდა .
ახალ წელს ვაჩესგან საჩუქარს რა თქმა უნდა არ ელოდა, საერთოდ არ წარმოედგინა თუ ოდესმე დაუბრუნდებოდა მისი კეთილგანწყობა . ძლივს ჩაიარა სტუმრიანობამ და სწავლის დაწყებამდე დასვენებაც შეეძლო . საძინებელში ნივთებს ახარისხებდა კარადაში უცნობი ყუთი რომ შენიშნა . ეუცნაურა,ნიას ნივთები ეგონა, მაგრამ მასში ახალი წიგნები აღმოჩნდა . ყველაფერი რაც კი ბოლო დროს განხილვადი გახლდათ ერთ ყუთში ჩაელაგებინათ ყოველგვარი წერილისა და მისალოცი ტექსტის გარეშე . ერთხანს მხოლოდ სიხარულს გრძნობდა , წიგნები ამოალაგა, გაბადრული დაჰყურებდა და შემდეგ მიხვდა ვისგანაც იყო, მიხვდა და კიდევ უფრო მეტად აუჩქარდა გულისცემა. გიგაურს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გრძნობები გამქრალი , ეს ამბავი კი მანამ ახარებდა სანამ რეალობას დაუბრუნდებოდა შემდეგ კი ძმის საძინებელში შეიჭრა
_რატომ არ ეშვები ვაჩესთან კონტაქტს ?- ლუკას შეუტია, მანამ ანჯღრევდა სანამ თვალები არ გაახილა
_თავი მისკდება წუხელ დავლიე და დილიდან რატომ დამჩხავი?
_რა მაჩუქე ჩამომითვალე , მიდი
_აუ საჩუქარი თუ არ მოგეწონა დამიბრუნე ყუთი და ვინმე გოგოს მივცემ_ბალიშის ქვეშ შეყო თავი და ბუზღუნი განაგრძო
_ რომელი შენი შეყვარებული კითხულობს წიგნები რომ აჩუქო
_წიგნები? აუ კაროჩე რა ისიც მაგარია , ვინ ჩუქნის წიგნს გოგოს, რომელიც გევასება... აჩუქე ვარდები, სამკაული, ტკბილეული, ფუმფულა სათამაშო . ბანძია, მაგიტო ვერ დაგკერა შენ თორე . თეკლა კი მოხსნა წუხელ 10 წუთში _ ბოლოს წამოსროლილ სიტყვებს თავად ნანობდა _ ანუ შენ კი არ გადარებ ... შენ სხვა თემა ხარ მისთვის იასნია, მაგრამ საჩუქარი
_უკან მიუტანე ეს წიგნები და უთხარი თავის ბ.ზებზე დახარჯოს დრო
_ატრ.კებ ... დაიტოვე რა, ვითომ ვერ მიხვდი რომ მისგანაა. თან მგონი ბოლო საჩუქარია, ისეთი სახით მითხრა ფეხის მოტეხვამდე ვიყიდეო რა აწყენინე ასეთი . ეგ მე ასე აშკარად ვინმეს გვერდით არასდროს მინახავს ,ის გოგო კიდე გვერდიდან არ შორდებოდა და ესეც მშვენივრად ერთობოდა
-მე აქ საჭორაოდ მოვედი? მაღელვებს გიგაურის ნაშ.ბი?
_ აი ნერვებს რო მოგიშლის დაჯდები და მაგათ წაიკითხავ... ახლავე დაიწყე რომელიმე აშკარად გაცოფდი
_მე და ის არ ვკონტაქტობთ და ნერვებსაც არ მომიშლის
_ტიპი რა დონეზე იკავებს თავს და შენ კიდე უმადური ხარ. აგახევს ის თეკლა და მერე გული გეტკინება . ისე უძვრება, ისე ჭკვიანურად გააბრუებს , შენს დატოვებულ ჭრილობებზე მალამოდ მოედებაა
_არ მაინტერესებს ვინ რას გაუკეთებს ...
_მჯერა, კი . აი ნახავ იმ გოგოსთან და მიხვდები , რომ საშიშია
_შენ უფრო დარდობ ვიდრე მე _არ იმჩნევდა , მაგრამ ამ ამბავმა ძველი განწყობა დაუბრუნა და ის წუთიერი სიხარულიც უკვალოდ გააქრო.
.................
ტრაგიკომიკური იყო დღე , როდესაც მოსეს ცხოვრებაში ოჯახისწევრებმა დაბრუნება გადაწყვიტეს. ერთ მშვენიერ დილას კორპუსთან მდგომი ქალი რომ დაინახა მაშინვე მიხვდა,რომ საინტერესო საუბარი ელოდა წინ
-მოსე შვილო ... როგორახარ დედი. გოგონებს სულ ვეკითხები შენს ამბებს. სადაც არ უნდა წავიდე ყველგან შენზე ლაპარაკობენ , ვინ ჰყავს აქაურობას შენზე სასახელო მოეხვია და სიტყვის თქმა არ ადროვა ისე დაიწყო საუბარი. ჩვეული დაყენებული სავხით, თითქოს სიყვარულს რომ გამოხატავდა და მოსემ წლების წინ გაშიფრა
_თქვენ რომ კარგად არ იქნებით უკვე ვხვდები , მაგრამ მე თქვენი ოჯახის ნაწილი არ ვარ და ჩასვრილი საქმეებიც აღარ მეხება _წამითაც არ უფიქრია თავის მოჩვენება.
_რას ამბობ შვილო... მე სულ არ ვიცოდი ძმებმა რა ქნეს. შენი არაა ყველაფერი? ვინ გვყავს სხვა პატრონი, გოგოებს მალე დავათხოვებ და ვინ სად წავა რა ვიცი ვის ეცლება ჩვენთვის. შენ უნდა დარჩე ოჯახის ფუძეზე , შენ გააგრძელო გვარი და ჯიში ,დედი
_ბოზ.ს გაგდებულიაო ჩემზე ამბობდით და ახლა გახდით დედაჩემი? მე არავის პატრონობას არ ვაპირებ, ერთადერთი ვინც ჩემზე ზრუნავდა და ამაგი ჰქონდა ახლა მიწის სქელი ფენის ქვეშაა , მასზე ახლაც ვზრუნავ ისე როგორც შეგვიძლია ადამიანებს მიცვალებულებზე ვიზრუნოთ და ცოცხლებს შორის არავინაა ვისთანაც ვალში ვარ . ილოცეთ არ მოვინდომო იმ ყველაფრის უკან დაბრუნება მე რაც მაქვს გაკეთებული,თორემ მერე ნამდვილად ცუდად წავა თქვენი საქმეები, ხათუნა
_როგორ მელაპარაკები...ვის ემადლები ნეტავ.
_ასე უცებ არ ველოდი , რა ხდება კონტროლი დაკარგე? რამდენი წააგო . სახლს გართმევენ და წასასვლელი აღარ გაქვთ? მეც არ გამაჩნდა არაფერი , მაგრამ შენთვის არაფერი მითხოვია ხოდა თავმოყვარეობა გამოიჩინეთ შენ და შენს უკან მდგომმა საცოდავმა კაცმა , თვითონ მოსვლაც ვერ გაბედა ხომ? შეეშინდა და ქალი გამოუშვა . ჩემი ცხოვრებიდან წაშლილები ხართ , ნებისმიერს დავეხმარები და თქვენ აღარ! მთელი ცხოვრებაა შანსი გქონდათ ერთხელ მაინც გამოგეჩინათ ადამიანობა, მაგრამ არასდროს , ერთხელაც არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა მე კი ყელში მაქვს სიკეთის კეთება. ანგელოზი ხომ არ ვარ, ერთი , ბ.ზის და ლოთის ნაკეთები , ხისთავიანი ,უწიგნური ბიჭი ვარ რომელიც ხალხს ურტყამს და ასე იღებს ფულს _ქალს საკუთარ სიტყვებს ახსენებდა და უღიმოდა
_შენ რომ თავი კაცად მოგაქვს... ფული იშოვე და აღარ გინდა არავინ ხომ? რა ვქნათ გაჭირვებულები ვართ არ გვაქვს შემოსავალი, სახლიც ისე გააკეთე დახმარებას არ გვაძლევენ,ბავშვები მშივრები დამეხოცება მალე და შენ რას აკეთებ. აქ კარგი ბიჭი ჰგონიხარ ყველას და თუ იციან ერთი რაც ხარ _ უკვე სრულად მოიშორა ნიღაბი იქამდწ თუ ჩუმად ლაპარაკობდა ახლა ყველას გასაგონად ყვიროდა, ისეთი დრო იყო ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა .
_ არცერთი მოხვიდეთ ახლოს თორემ საკუთარ ქცევებზე პასუხის არ ვაგებ _ამჯერად თავი შეიკავა, როგორღაც მოახერხა და ისე წავიდა ტონიც არ შეუცვლია მაგრამ შინაგან ტკივილს ვერაფერს უხერხებდა. ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ შიგნიდან ღრღნიდა ტკივილი.
თითქოს ბიცოლასთან ბედნიერი შეხვედრა არ ჰყოფნიდა პირველსკოლელებიც გამოჩნდნენ ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარებითა და ბოღმით რომლის გადმონთხევაც სურდათ,უბრალოდ მოსეს შესაძლებლობები ვერ გაითვალისწინეს, ვერც ის რომ ბძროლისგან მოშორებულს მონატრებული ჰქონდა ხალხის ნოკაუტში ჩაგდება.
...................
_ისევ მიდიხარ... ასე უარესია . რამდენჯერ უნდა გაგაცილო - წუწუნებდა და ბავშვების მოლოდინში მობილურით ესაუბრებოდა გიორგობიანს რომელიც უკვე ბარგს ალაგებდა
_ნებისმიერ დროს შეგიძლია წამოხვიდე
-შემიძლია ,კი
-მაგრამ არ გინდა ,თორემ ჩამოხვიდოდი
-თორნიკეეე ნუ იქცევი ხოლმე შეყვარებული პატარა ბიჭივით
- პირიქით, ბოლო დროს ვფიქრობ რომ მე და შენ სულ არ გვიყვარს
-უკაცრავად?
-ვერ უნდა ვიტანდე შენს ამ ქცევას მე კი ვითმენ მიუხედავად იმისა,რომ ვიცი რაც იქნება ბოლოს
-და რა იქნება ბოლოს?
-შენი მოსწავლეები მოვიდნენ - ბავშვების ხმა გაიგო ,როგორ ეძახდნენ სესილიას -ისე უნდა მოვიქცეთ როგორც გვინდა, როგორც ჩვენთვის იქნება უკეთესო ...ამაზე თავიდანვე შევთანხმდით
_ რატომ მახსენებ მაგ სიტყვებს ასე ხშირად ? ქერა ინგლისელი გელოდება და გინდა გითხრა შენც ისე მოიქეცი როგორც გადაწყვეტ_თქო?
_ეჭვიანობის გათამაშება არ გამოგდის, ხუმრობა კი ... მიხედე ბავშვებს - სესილიას სიტყვის თქმა აღარ ადროვა ისე გათიშა და ქალს კვლავ აურია ფიქრები. ჩამოსვლის შემდეგ ისედაც ყოველდღე რაღაც ხდებოდა, ვერც საკუთარ ტავს ცნობდა და ვეღარც თორნიკეს. ბავშვებთან დიდი დრო გაატარა, მაგრამ ხშირად ეფანტებოდა ყურადღება
-შენი შეყვარებული რომ მიფრინავს მოწყენილი იმიტომ ხარ მასწავლებელო?
-ანასტასია ჭორაობის საათი ჯერ არ გვაქვს
-უუფ , მე რომ მინდა შენს სიმპათიურ თორნიკეზე ლაპარაკი? იმ დღეს რომ იყო ისე ლამაზად იცინოდაა- გაბრწყინებული სახით ლაპარაკობდა გოგონა მის გვერდით მჯდომი ბიჭი კი მოქუფრული უყურებდა
-მასწავლებელო მე არ ვარ სიმპათიური? ახალი კბილები ამომივა და სიცილიც ლამაზი მექნება,ხო?მეც ხომ მოვეწონები? -ჩურჩულით უთხრა ცოტა ხნის შემდეგ ტასოს კლასელმა ნიკამ ,მაგრამ პეტრემ ყველაფერი გაიგო და შეუღრინა კიდეც
-ტასოს არ უთხრა რომ მოგწონს თორემ სანამ მოეწონები სახეს მიგინგრევ - დის გამო მუქარა გადაწყვიტა,მაგრამ მასწავლებელი რომ უსმენდა ვერ გაითვალისწინა
-რა ვთქვით ჩხუბზე პეტრე?
-ოო შენ და სანდრო სულ მეუბნებით არ იჩხუბოო, ცუდიაო მაგათმა კიდე ისე იჩხუბეს პირველსკოლელებთან დალეწილები მოვიდნენ წუხელ. ამაღლობელი კიდე დაჭრილი ყოფილა და როდის დაბრუნდება ბრძლაში ვინღა იცის ... არა ისე მართლა ცუდია რო ვაკვირდები ,მარა ღირსები იქნებოდნენ და იმიტო დაერივნენ იმათ. არასწორები დანა როგორ დაარტყეს მოსეს - პეტრე წარბებშეკრული ლაპარაკობდა, თავისი დარდი ჰქონდა სესილიამ კი მოსმენილი რომ გაიაზრა ფეხქვეშ ძალა გამოეცალა. ერთხანს ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა,მსგავსი რამ არასდროს დამართნია. ბავშვებს თუ დაემშვიდობა ისიც არ ახსოვდა, მანქანამდე როგორ მივიდა და სად წავიდა არც ეს იცოდა . მხოლოდ ბიჭის ხმის გაგებას ელოდა გულიც გაუჩერდა მერე კი პასუხის გაგებისას ისევ ამუშავდა
-მასწავლებელო
-სად ხარ
-რა ხმა გაქვს?
-მოსე ,მიპასუხე სად ხარ
-მასწავლებელო დღეს კვირაა, გაკვეთილზე არ ვაგვიანებ მგონი ხომ?
-უნდა გნახო
-ბოლოს რომ ვისაუბრეთ არ მეგონა მართლა ასე მარტივად თუ შემირიგდებოდი
-სად ხარ-მეთქი
-როგორ იცი ხოლმე გადარევა... არადა რა გაწონასწორებული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ. სულ ბრძანებებით მოძრაობ
-სოფოს გამო ,რომ სცემე იმათთან იჩხუბეთ ხომ?
-ეჩვევი ნელ-ნელა სოფელს, იმენნა ცხელ-ცხელ ჭორებს ისრუტავ...საღოლ ,შენ აღარ ხუმრობ
- ვატყობ შესანიშნავად ხარ,
-რავი, ისეთი არაფერი ... შენ რა გითხრეს ცუდადააო? ასე ნერვიულობა არ შეიძლება, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო? შეინარჩუნე სიმშვიდე ... თავს არავის მოვაკვლევინებ , უჩემოდ ნახევარი იქნები
მობილური გათიშა . სანამ მეტს ეტყოდა მანამ დაასრულა ეს სიგიჟე. ერთბაშად მოვიდა გონს და გაიაზრა რაც დაემართა ამ რამდენიმე წუთში . ყველაფერი ერთად დალაგდა, გამაფრთხილებელ სიგნალად უგზავნიდა გონება იმ საგანგაშო შეგრძნებებს რასაც ამაღლობელი ქმნიდა და ერთიანად ამოიფრქვა
-შეუძლებელია! შეიშალე სესილია? სულ გადახვედი ჭკუიდან ხომ? ის არ გყოფნის რასაც მთელი ცხოვრებაა აკეთებ და ახლა პირადი ცხოვრებაც გინდა ისეთი არანორმალური გქონდეს როგორიც თვითონ ხარ? გეყოფა, გეყოფა უკვე , შეუძლებელია სესილია ,შეუძლებელი ! - საჭეს ხელებს ურტყამდა და ხმამაღლა, ყვირილამდე მისული საკუთარ თავს ელაპარაკებოდა - უნდა დაასრულო. აქ არ დარჩები, არც კი იფიქრო რომ დარჩე !
სახლში დაბრუნებულს ბავშვები არა,მაგრამ თორნიკე დახვდა უჩვეულოდ სერიოზული , ცარიელი მზერითა და უმეტყველო გამომეტყველებით. ასეთი მხოლოდ სასამართლოში ჰყავდა ნანახი , მაშინ როდესაც ცივი გონებით მოქმედებდა და გრძნობებს კარს უხურავდა. სავარძელში ჩაჯდა და სახე ხელებში ჩამალა
-როდის მოხვედი , თორნიკე?
-მანქანა რომ გაიყვანე იმ წამს ,მაგრამ ვერ დამინახე
-არ გითქვამს ,რომ მოსვლას აპირებდი
-შენც არაფერი გითქვამს ამაღლობელზე
-არაფერია- თქვა,მაგრამ იცოდა აზრი არ ჰქონდა
-მე არ მატყუებ, მჯერა . საკუთარ თავს რას ერჩი? არ გიტყდება თვალებს რომ იბრმავებ?
-შეუძლებელია და შენ ეს იცი !
-მე მხოლოდ ის ვიცი, რომ რამდენიმე საათში ფრენა მაქვს და აეროპორტში თავისუფალი კაცის სტატუსით შევალ !
-მშორდები? რისთვის ... არაფერი მომხდარა
-დაველოდო როდის გადაკვეთ ზღვარს ? ვეღარ მოითმენ და ფიზიკურად მიღალატებ? დაგავიწყდა ვინ ვარ? ყველაფერი ვიცი შენს თავში რაც ხდება ,სესილია
-არ მინდა
-არც მე მინდა ,მაგრამ დროის კარგვა მეზიზღება, თავის მოტყუება საერთოდ არ შემიძლია და ორ წლიანმა ურთიერთობამ რაც ვერ მოიტანა ახლა სულ რომ ყირაზე დავდგე არაფერი შეიცვლება. არ ვიცი ამაღლობელი შეუძლებელია თუ არა, ეგ უკვე თქვენზეა მე კი ჩვენს ამბავს ვასრულებ და მივდივარ
-თორნიკე , დრო მჭირდება
-მე დრო ისე მოგეცი შენ საერთოდ არ გიგრძვნია ჩემს ტვინში რა ხდებოდა...შენ მე არ გიყვარვარ, აღიარე ეს არაა საკმარისი - უღიმოდა, ტირილის ზღვარზე მყოფ ქალს ჩაეხუტა და თავზე აკოცა-ზოგჯერ ნამდვილი ბავშვი ხდები . არ იტირო , თორემ მერე მეტყვი გული მატკინეო
-მტკივა
-მეც ,თან უკვე დიდი ხანია და დროა დასრულდეს სანამ ტოქსიკური გავხდებით ერთმანეთისთვის ...
-და რას ამბობ რატომ დავშორდითო
-ჩემო პატარა, ს.რზე არ ვინ რას იფიქრებს? თუ გინდა ვთქვათ რომ მანძილმა დაგვაშორა - ჯერ კიდევ გულზე ჰყავდა მიკრული და მის თრთოლვას გრძნობდა, ამაღლობლის გამო დაწყებული ნერვიულობის შედეგი სრულად დასრულებულიც არ იყო - ყველაზე მთავარი დაგავიწყდა მგონი აქ ჩამოსვლა შენთვის რთული გადასატანი აღმოჩნდა , დაგავიწყდა ვინ ხარ
-არაფერი დამვიწყნია... შენ დაგავიწყდა, რომ მითხარი შენთან ვიქნებიო და როგორც გინდა ისე მოიქეციო
_ახლაც და ყოველთვის შენ სრულიად თავისუფალი ხარ და მხოლოდ საკუთარ თავთან ხარ ვალდებული. ყველა გადაწყვეტილება შენს სასიკეთოდ უნდა იყოს, შენს სასარგებლოდ, შენთვის და შენი ბედნიერებისთვის. მე სულ ვარ , ვიქნები და მიყვარხარ ისე , როგორც მიყვარხარ ... ვიცი შენც გიყვარვარ - როგორ უჭირდა ამ სიტყვების თქმა და ამდენხიანი ურთიერთობის დასრულება მხოლოდ თავად იცოდა, მაგრამ სხვაგვარად მოქცევაც არ შეეძლო . საკუთარ თავზე უნდა აეღო ეს პასუხისმგებლობა და დროულად შეეწყვიტა ყველაფერი.
-ჩემზე უკეთეს ქალს თუ არ იპოვნი არ გაპატიებ ! იმაზე მეტად თუ არ შეიყვარებ ვიდრე მე გიყვარვარ და უზომოდ ბედნიერი არ იქნები
-მეყო ურთიერთობაში ყოფნა, ტრამვირებული ვარ და მჭირდება თავისუფლებით ტკბობა რაც შეიძლება დიდხანს . ბავშვობას გავიხსენებ , ზუსტად ვიცი - ერთხანს ჩახუტებული ჰყავდა, მერე რამდენჯერმე ლოყაზე აკოცა, მზერა გაუსწორა და უკანმოუხედავად წავიდა.

გიორგობიანი კი სიტყვის კაცი იყო, არ ჩვეოდა დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება, თავისუფლებით ტკბობასაც ნამდვილად აპირებდა, მაგრამ ცხოვრების მიერ მოვლენილ სასწაულებსაც კარგად აღიქვამდა მისი ნათელი გონება. დამთხვევების არ სჯეროდა , ბედისწერას აღიარებდა და თვითმფრინავში მეზობელ სავარძელში მჯდომი ქალის დანახვისას წამსვე ღიმილი შეეპარა მის სახეს
-აბაშიძე , შენ რა მოუშორებელი ჭირი ხარ ? ქვეყნიდან გაგექეცი და იქაც მომყვები?
-სასამართლოს დარბაზიდან გაქცევის გარდა ზოგადად სირბილის მოყვარულიც ხარ? ასე შეგაშინე ბოლო განაჩენით , საბრალოვ?- ირონიული გამომეტყველებით გადახედა ქალმა და წიგნი ისე გადაფურცლა თითქოს გვერდით არავინ ჰყავდა
-რომანებს კითხულობ , ზღაპრების გჯერა და იმიტომ ხარ ამ დრომდე მარტო? ჩემო სათუთო პრინცს ელოდები ?
-გეუბნებოდი უტაქტო ქუჩის ბიჭი ხარ და ასეთად მოკვდები-თქო ... ყვავის ასაკშიც კი არ იცი საუბარი
-გულს მტკენთ , ქალბატონო მოსამართლევ ასეთი უმოწყალო ნუ ხართ
-გაჩუმდი !
-ჩაქუჩი სად გაქვს? უფს, სასამართლოში არ ვყოფილვართ - მაჯაზე თითები შემოჰხვია, ხელისგულზე დახედა თითქოს რამეს ეძებდა .
ქალის გრძნობებზე თამაში დაიწყო და არ დაუსრულებია თვითმფრინავის დაფრენამდე. მერე კი არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით ჩვენი მხედველობის არეალიდან გაქრა პროკურორი გიორგობიანი .
........................
ცხოვრებაში ხშირად უწევდა ისეთი ქმედებების ჩადენა რომლისგანაც არათუ სიამოვნებას ვერ იღებდა , არამედ მის სულს ამძიმებდა და საკუთარ თავს აზიზღებდა. არ გამოსდიოდა იმ კაცზე დამორჩილება, რომელიც კარგ ადამიანად ჩამოაყალიბებდა ის უბრალოდ ვერ გაუძლებდა, გადარჩენისთვის ბრძოლაში დაიღუპებოდა ამიტომაც ყველასთვის იყო ის ვინც თავად მთელი არსებით სძულდა .
_გეფიცები სანდრო ... ბავშვს გეფიცები არ გავეკარები არ წაიყვანო _ კაცს სახიდან სისხლი სდიოდა , სუნთქვა უჭირდა და ნახევრად დამდნად , მოყინულ თოვლს წითლად ღებავდა
_შენ მე ბოლოს მაშინ გელაპარაკე სანამ ჩამსვამდნენ და გაგაფრთხილე ... რომ გამოვედი გოგო არც კი გამოუშვი ჩემს სანახავად. თითებს დაგამტვრევ_თქო გითხარი, გითხარიი და არ დამიჯერე . შენნაირი გგონია ვარ? სიტყვას რომ ამბობ და არ ასრულე. გითხარი არ მიეკარო_თქო , გითხარი თითი არ დააკარო_თქო , გითხარი ბავშვია და ცოლი ვერ გახდება, არ უნდა_თქო . ციხეში ჩავჯექი , შენ მიეცი იმათ არასწორი ნაკოლი შე თ.სლო გგონია ვერ გავიგებდი? გგონია არ ვიცი პოლიციაშიც შენ რომ დაარეკინე და შენი ცარიელი თავით ფიქრობდი ჯანაშიას ვაჭ.ევო? გამოგიციდა, მაგრამ ისეც არ შეგრჩება რომ გეგონა _ძირს დავარდნილს ფეხი ჰკრა და ისე დააწვა თავზე გატეხილი ცხვირის კამო ღრიალი დაიწყო. უშედეგოდ ფართხალებდა და ლაპარაკიც აღარ შეეძლო _ გაპატიებდი, რომ გყვარებოდა და კაცურად მოქცეულიყავი , თავი შეგეყვარებინა მინიმუმ ბედნიერი მაინც ყოფილიყო ... დავივიწყებდი შენს პრ.ჭულ ბ.ზობას , მაგრამ ახლა , ახლა რამდენჯერად მიგიქარავს ორჯერ მეტს მიიღებ და ილოცე ცოცხალი გადამირჩე . ისე დაგმარხავ შუა ტყეში , ისე ღრმად ჩაგფლავ ღორიც ვერ ამოგთხრის რომ დაგჯიჯგნოს _ხელი ჩაავლო და ტყის სიღრმისკენ ისე გაათრია თითქოს წონა სულ არ ჰქონდა . კაცს მხოლოდ საღამურები ეცვა, თხელი შარვალი სულ სველი იყო და ზედა კი თითქმის ბოლომდე შემოხეული. ხელი როგორც კი გაუშვა მაშინვე წამოდგა , დარტყმას და გაქცევას ეცადა , ერთხელ მოუქნია მაგრამ ბიჭმა აიცილა და უფრო მეტად გახელებულმა დაარტყა საპასუხო დარტყმა
_გამიშვი...გამიშვი არ მომტეხო . არ გინდა არ გინდაა
_კარგი , არ მოგტეხავ, მოვჭრი და ტურებს ვაჭმევ , ცოდოები არიან შენნაირი ქათმები , ისე ჰყავს ყველას დაცული ვერაგეფერს ჭამენ _ ხელს უჭერდა , ჯიბიდან დანა ამოიღო და როგორც კი გაშალა და კაცმა ღრიალი დაიწყო ამ ხმაში კივილის ხმაც შეერია . სულ ერთი წამით, მაგრამ მაინც ჯანაშიას გონებისთვის საკმარისი აღმოჩნდა მიმხვდარიყო, რომ მარტო არ იყო . კაცს ყელზე მოუჭირა თითები, წამში გონება დააკარგვინა და მერე მშვიდად მოშორდა . ისე მიაბიჯებდა თითქოს წასვლას აპირებდა, უკვე იცოდა სადაც იდგა დაუპატიჟებელი სტუმარი , როგორც კი მოტრიალდა მაშინვე დატოვა სამალავი . გრძელი ნაცრისფერი მანტო ეცვა , თავზე შემოხვეული თავსაბურავი მალევე მოშორდა და თოვლზე დავარდა . ღამესავით შავი თმა ჰქონდა , სირბილის დროს ხრებზე ჩამოეშალა , ხედვაში უშლიდა დაეცა და სანდრომაც აღარ მისცა გაქცევის საშუალება თორემ ჯერ კიდევ არ უნდოდა დაეჭირა.
_გამიშვი ... არ შემეხო. გთხოვ , გთხოვ _ისეთი ხმა ჰქონდა ჯანაშიამ ახლოდან რომ გაიგო ისედაც აღგზნებული გონება სულ მთლად აერია. გამძაფრებული ჰქონდა ყველა შეგრძნება და წამის მეასედში ტვინმა უკვე იცოდა ქალის თმის სურნელი, მისი სხეულიდან წამოსული მუხტი და ისე ხვევდა მუცელზე ხელს მოძრაობის საშუალებას აღარ აძლევდა. ორივე ხელი გვერდებზე ჰქონდა მიბჯენილი და ისე იჭერდა
_ჩშშ... დამშვიდდი , ნუ ფართხალებ არ მინდა რამე გატკინო , კარგი ? _ გოგონას ყურთან საუბრობდა . ხმის ასე მარტოვად დალაგება ვერ შეძლო, მაგრამ მაქსიმალურად მშვიდად ცდილობდა ლაპარაკს
_გამიშვებ ? _ტირილის ნოტები რომ გაჩნდნენ ხმაში , გოგოს გულისცემას უკვე გრძნობდა და უდიდესი ჭრილობა უჩნდებოდა იმის გამო, რომ მისი შიშის მიზეზი გახდა _ გთხოვ _ გაჩერდა, თითქოს უჯერებდა ბიჭმა ხელები მოადუნა თუ არა მაშინვე შემობრუნდა და მზერა გაუსწორა, წყლიანი შავი ირისებით შეისწავლა ჯანაშიას სახე . ამ მუქი თმისა და თვალების ფონზე იმდენად თეთრი კანი ჰქონდა სანდროს გონებაში ფიფქია ამიტივტივდა . ლამის გააცურა მისმა მოქმედებამ, ისევ კანკალებდა შეშინებული უყურებდა, კიდევ უფრო მეტად დაიძაბა როცა სახე დაინახა , მაგრამ ჯიუტად არ აშორებდა დამფრთხალ მზერას _გთხოვ , არაფერი დამიშაო _იმ წამს შრამს უყურებდა და იმდენად კარგი წასაკითხი იყო მისი ფიქრები , ჯანაშიას სული გაეყინა. ერთ ხელს უკვე ზურგზე ხვევდა , მეორე ჯიბეში ჩაუცურა და როგორც კი მობილური ამოიღო გოგოს მაშინვე დაეკარგა ფერები, თამაშიც გაიფაქტა და სისუსტემ სძლია _არა გთხოვ ... გემუდარები არ გინდა
_ყველაფერი გადაგიღია ... არც ისეთი მშიშარა და სუსტი ყოფილხარ _ტელეფონს ბლოკიც კიარ ედო , ყველაფერი წაშალა და გოგოს სურათებსაც გადაჰყვა, მანამ სანამ ოჯახთან გადაღებული ფოტო არ ნახა და ნაცნობი სახე არ ამოიცნო. მერე ზემოდან დახედა და სუნთქვა შეეკრა.
_უნდა მომკლა?! _ იმდენად ჩუმად თქვა მხოლოდ ტუჩების მოძრაობით მიხვდა სანდრო. გაფართოებული თვალები სითხით გავსებულიყო, ერთხელ შეახო ქუთუთოები ერთმანეთს და ცრემლებმაც იწყეს, თოვლივით თეთრ კანზე ,დენა . ვერ ხვდებოდა ჯანაშია, რომ მოკლა და ბიჭს სიტყვის თქმაც არ ადროვა ისე დაკარგა გონება .
აღარ ახსოვდა მიზანი რისთვისაც იქ იყო, არც საკუთარი თავი ადარდებდა მხოლოდ მკლავებში მოქცეულ სიფრიფანა სხეულს დაჰყურებდა და სუნთქვა ეკვროდა.
_რა უნდა გიყო ახლა შენ მე , მარიამ ? _ ხელი ასწია სახეზე რომ შეხებოდა, მაგრამ იმდენად ჭუჭყიანი ჰქონდა ჰაერში გაუშეშდა . თავი დახარა, ცხვირის წვერი სულ ოდნავ შეახო ლოყაზე ჩამოყრილ თმაზე და სურნელი ღრმად ჩაისუნთქა _ შენ უფრო საშიში ხარ ჩემთვის , თუ მე შენთვის .
..........
_გამოასახლეს... _ ბიჭმა უთხრა და სიგარეტის თითებსშორის ტრიალი განაგრძო_ქუჩაში დარჩნენ. სახლი და მიწები, ყველაფერი ბანკმა წაიღო. აუქციონზე გაიტანენ ალბათ
_არ მაინტერესებს
_გოგოები?
_შენ რა გწვავს გულს , ჩემი სახლი რომ დაიკარგა თუ სოფო,რომ ქუჩაშია
_არაფერი მაქვს_თქო რამდენჯერ უნდა გითხრა ცოფიანი ძაღლივით რომ მკბენ სულ
_მკ.დია რა გექნება და რა არა
_სისულელეა , რომლისაც არ გჯერა. ნა პრინციპ არ ეხმარები
_არასწორი ვარ? თავზე დამ.ჯვეს , სახლი თავიდან ავაშენე , დედა მოვიტყ.ნი რაღაცას რომ დამსგავსებოდა . ეზო ? ეზოში ყელამდე ბალახი იყო , სანამ ის უბედურება გადავაშენე და მინდვრად ვაქციე არ იცოდე მაინც რამდენი ენერგია მაქვს ჩატოვებული . ახლა წყალს მიაქვს და მეუბნები რო არასწორი ვარ და დებილივით სულ მიხმრონ? როდემდე ?
_გოგოები ? თათამ მაინც რა დაგიშავა ,სოფო კიდე ბავშვია , სულელია და შენ არ ამბობ შეცვლა შეიძლება სანამ პატარააო?
_მაგის შეცვლა უკვე აღარ შეიძლება,დაუნახავი,უმადური , ეგოისტი ადამიანები არასდროს იცვლებიან. სხვა ყველას უშველი მაგათ ვერ ! თათა კიდე სოფოს გარეშე არსად წავა, არ ტოვებს სანამ არ დაღუპავს ის სულელი მანამ არ იცხოვრებს დამოუკიდებლად

მეგობართან საუბრისას სულ სხვა აზრზე იყო , მაგრამ გოგონები ბინის კართან რომ დაინახა სიტყვა არ უთქვამს ისე გაუთავისუფლა შესასვლელი გზა.
_ბებიასთან წავიდნენ , სკოლიდან კიდე ვეღარ გადავალ აღარ შემიძლია უკვე . თათასაც აერია სწავლის ამბები...დამთავრებამდე დავრჩებით
-და მერე რას აპირებთ- ისე ზერელედ ჰკითხა თითქოს არ ანაღვლებდა
_მე ვიმუშავებ , თათა უნივერსიტეტისთვის მოემზადება
_სად იმუშავებ
_ივნისში თვრამეტის ვხდები და მიმტანად მუშაობას შევძლებ , ან მაღაზიაში კონსულტანტად . შენ არ იღელვო ჩემი რეპუტაციის მქონე გოგოს დიდხანს სახლში დატოვება არ მოგიწევს
_სოფო ! _თათა აქამდე თუ ჩუმად იყო ახლა თვალები დაუბრიალა
_ადროვე ანთხიოს ბრაზი... ეგ ხო ყველასთან მართალია . შენ დაგადანაშაულებს მერე უნივერსიტეტში რომ არ ჩააბარებს და უვიცი იქნება . კითხე ერთი რას აპირებს , თუ გაბედავს და გეტყვის ვინმეს უნდა შევეტენო , მდიდარს და ჭკვიანს მთელი ცხოვრება ფეხი ფეხზე რომ მქონდეს გადადებულიო. ერთი ისიც კითხე ბექასთან რა უნდა , რა გონია
_რა შუაშია ბექა
_არ გიცნობდე მაინც ...
_რა იყო შენი ძმაკაცია და რომ მიყვარდეს არ შეიძლება?
_სიყვარულს ნუ ახსენებ თორემ
_მხოლოდ შენ გიყვარს სესილია წრფელად და არავითარი ტრამვის გამო არ ეკედლები ხომ ? შენ ხარ მარტო ნამდვილი და შენ იცი რა გინდა ცხოვრებისგან . შეცდომის უფლებაც მხოლოდ შენ გაქვს , სხვას არავის
_სესილიას ნუ ახსენებ ! შენგან განსხვავებით ყველასთან არაა ვინც მოეწონება და ვის მიმართაც სიმპათია გაუჩნდება, ახსოვს ვინაა , სადაა და როგორ უნდა მოიქცეს. შენ კი მეეჭვება ბექას იცნობდე და წარმოდგენა გქონდეს რას დაგმართებს თუ მოუნდა რომ მასთან იყო ამიტო თამაში შეწყვიტე. ბექა არაა ის ვისთანაც თამაშს მოიგენ მე კი ასი წელი არ ჩავერევი შენს საქმეში _სათადარიგო გასაღები მაგიდაზე დატოვა და ბინას გაეცალა. ყველაზე მეტად სახლი ენანებოდა, თითოეული გოჯი მიწა რომელიც დაკარგა და საკუთარი უმწეობა აგიჟებდა . ბრძოლა რომ შეძლებოდა გავიდოდა , მოიგებდა და სახლს გამოისყიდდა ახლა კი ბიჭების ვალი ჰქონდა და მათი დაბრუნება უახლოეს მომავალში რომ არ შეეძლო ეგ ამბავი აწუხებდა დამატებით კიდევ ვერ ისესხებდა.
ფეხით დადიოდა ჯერ კიდევ უცნობ ქუჩებში , რომელთაც ადრე უბრალოდ გადიოდა და ახლაც თავს უცხოდ გრძნობდა. მანამ იარა სანამ სესილიას უბანს არ მიუახლოვდა. მისი კორპუსი ახლოს იყო თავად კი ვინ იცის სად იმყოფებოდა იმ დროს. კორპუსებს შორის ,სკვერში ჩამოჯდა . ირგვლივ თითქმის არავინ იყო , იჯდა და მის ფანჯრებს ეძებდა. საკუთარი უსაქმურობა უკვე სასაცილოდაც არ მიაჩნდა, თავი დახარა და ისე იყო ერთხანს მერე სწრაფი , მსუბუქი ნაბიჯების ხმა გაიგო , ნაცნობი სხეული უახლოვდებოდა და ამას დანახვის გარეშეც გრძნობდა
_მოსე _ ქალის თითები თავზე რომ შეეხო სუნთქვაც გაუადვილდა _აქ რას აკეთებ, ჩემთან ხარ? _ ზემოდან დაჰყურებდა , სახლის ფორმაში იყო , თბილი ჩუსტები ეცვა , ელასტიკი, დიდი ნაქსოვი ზედა და დუტის ქურთუკი რომლის კაპიუშონიც ქარმა მოაშორა და დაუდევრად შეკრული თმაც გამოაჩინა _ მოსე
_შენთან არ ვარ _ უთხრა და დაინახა კიდეც მისი რეაქცია. უკვე ხედავდა , იქამდე თუ დარწმუნებული არ იყო ახლა მიხვდა, რომ ნამდვილად კითხულობდა მასში მომხდარ ცვლილებებს
-მე კიდევ რა არ ვიფიქრე რომ დაგინახე
-ეს ადგილი მხოლოდ შენს კორპუსს არ უყურებს - რა უნდოდა თავადაც არ იცოდა,მაგრამ რომ ერთობოდა ქალის მიმიკების ცვლილებით აშკარა იყო. დაინახა და სიბნელეც გაიფანტა
-მე მაპატიეთ , ხშირად არ მყავს ტრამვირებული მოსწავლეები ,რომლებსაც კიდევ დამატებით ჩხუბი უწევს და დანით ჭრილობას აყენებენ
-რა საყვარელი ხარ ნეტავ თუ ხვდები - ქვემოდან უყურებდა და უკვე ღიმილი ეპარებოდა სახეზე - ხომ გითხარი არ ინერვიულო -თქო . ყველაფერი გააზვიადეს, პეტრეს დავტუქსავ მაგის გამო- განგებ ახსენა ბავშვი რომ მიენიშნებინა ვიცი როგორც გამოიქეციო და კიდეც მიიღო შედეგად სესილიას არეული მზერა
-ხოდა ძალიანაც კარგი. რადგან სხვასთან ბრძანდებით , მე დაგტოვებთ. არადა უარზე იყავი შენს ბინაში არ დავრჩებიო , ერთი კვირაც არ ყოფილა სახლში და მეზობლის გოგონების შესათვალიერებლად კი გამოუყენებია დრო. ვეტერანი სპორცმენი რომ იქნები ფლირტის სკოლა ცალკე გახსენი, ათასი თინეიჯერი მოვა გასაწრთვნელად- ჩხუბისთვის სხვა მიზეზი ვერ იპოვნა, წარბებაზიდულმა ამოუსუნთქვაად მიაყარა სიტყვები
-გმადლობ, შესანიშნავი რჩევაა. ახლავე ხომ არ დავიწყო , საქმე მაინც არ მაქვს - წამოდგა და ერთი ნაბიჯი დასჭირდა მის წინ რომ აღმოჩენილიყო . ქურთუკის საყელოს თითები შეახო, ქუდი გაუსწორა და ქალის სახე კიდევ უფრო ახლოს დაინახა- შენც დაიწყე დამატებითი გაკვეთილები“ როგორ გავაფრენინოთ კაცს „
-ბევრს მოვწონდი საკმაოდ,მაგრამ გაგიჟებული არავინ მინახავს . თავიდანვე ნორმალურები იყვნენ და თუ ვინმე ისედაც გიჟია მე ნუ დამაბრალებს ,ყველაფერი მცირე ასაკს, ჰორმონებს და მოწარბებულ ტესტოსტერონს დააბრალოს - ხელები მოაშორებინა კაპიუშონზე და სულ მთლად გადაირია მოსემ სიცილი რომ დაიწყო- სასაცილო რა ვთქვი, თუ რთული სიტყვებით ვსაუბრობ და ვერ მიხვდი რა ვთქვი. ალბათ ბიოლოგიის გაკვეთილებსაც იმ სიხშირით ესწრებოდი როგორც ინგლისურს. საერთოდაც ახალი წლის არდადეგები რომ დასრულდა იცი? როდის ინებებთ ჩემს გაკვეთილზე დასწრებას?- ქარმა ისევ მოაშორა ქუდი , ლაპარაკობდა და არ ჩერდებოდა მოსე კი ისევ სულისშემხუთველად იცინოდა
-ორშაბათს მოვალ , თავს არ მოგანატრებ -ქუდი კვლავ დააფარა, თავი დასწია, თითები ყელზე შეუცურა და ლოყაზე აკოცა- სახლში ადი, არ გაცივდე - ჯერ კიდევ ახლოს იყო მერე ერთიანად მოშორდა გასუსულ ქალს და წავიდა.
.....................
რეპეტიტორთან წასვლამდე კაფეში შეიარა გოგონებთან ერთად . შეკვეთას ელოდნენ , ყველა სხვადასხვა სკოლიდან იყვნენ მასწავლებელთან გაიცნო ოთხივე , მაგრამ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა , საერთო ენის გამონახვა მოახერხა და ამჯერადაც მშვიდად საუბრობდა მოულოდნელად მისი ყურადღება ქუჩაში გამოჩენილმა მანქამამ რომ მიიქცია. თითქმის მთელი კვირა არ ჰყავდა ნანახი, იქნებ მეტიც ახალი წლის დღეების შემდეგაც არ გამოჩენილა ახლა კი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გააჩერა . ისევ ხელჯოხს იყენებდა, მაგრამ საჭესთან იჯდა ამ ამბავმა ისე ააღელვა უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ ყურადღება წამსვე გაეფანტა მანქანის კარი რომ გაუღო უცნობ გოგონას მერე ჩანთაც გამოართვა , გზაზე გადმოსვლისას ზურგზე ხელიც შეახო და ისე გააღო კაფის კარი დეამ თვალის მოშორება ძლივს მოახერხა . რაიონში ბევრი კარგი ადგილი არ იყო , თანაც იმ არეალში მაგრამ ასეთი დამთხვევის ალბათობაც დიდი იყო , ვერსად დაიმალებოდა . ეცადა,მაგრამ გოგოს ვინაობა ვერ გაიხსენა , ნათესავი ნამდვილად არ იყო . თვალებში შესციცინებდა გიგაურს , გაუჩერებლად ლაპარაკობდა და სანამ გზას გაივლიდნენ ბიჭმაც რამდენჯერმე გაუღიმა
_ის შენი კლასელი არ არის? თეკლა , ხომ? როდის ჩამოვიდა სადღაც ხომ წავიდა
_ერთი თვის წინ დაბრუნდა და უკვე შეყვარებულია. დედამისთან დადის ვაჩე ინგლისურზე, მანამდე თითქოს არ მოსწონდა ისე ყვებოდა რომ დავინახე ხელჯოხით მოაბიჯებდა გული გამიჩერდა იმდენად სიმპათიური იყოო. ისე აღწერდა ლამის მეც თავიდან დავიქრაშე
_ეჰ ვაჩე ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველას მოგვწონდა , თვითონ არ წყალობს არავის და დავიჯერო ახლა ამ ქალბატონმა მოხიბლა თავისი ინტელექტით?
_ინტელექტით და სამი ზომა მკერდით, რომელიც მუდამ ესალმება მნახველებს _ მესამემ ჩაიქირქილა , ყოველთვის უყვარდა მწარე კომენტარები, მაგრამ სიმართლისგან აცდენილი არასდროს .
_დეაკო შენ არაფერს იტყვი? ჩვენზე უკეთ იცნობ ვაჩეს, შენი სკოლელია , მათემატიკაზე ერთად ხართ ... შანსი აქვთ ამ ორს?
_მე ვფიქრობ, რომ არა -სანამ დეა რამეს იტყოდა სხვამ გააჟღერა მისი მალული აზრი
_მე მგონია რომ კი. თეკლა ისეთია ეშმაკს აცდუნებს თუ მოინდომა და ახლა მართლა აღფრთოვანებულია
_მეც ვფიქრობ რომ მშვენიერი წყვილია ... შეეფერებიან კიდეც . ზაფხულამდე ვნახავთ მაგათ რომანს
_მეც მგონია ,რომ აქ უბრალოდ არ არიან, ვაჩე ტყუილად არაფერს აკეთებს თუ მოსწონს მხოლოდ მაშინ
_ვაჩელოლოგია ეს... ორი წლის წინ დაქრაშული იყო ლამის ჩაგვაკვდა სადაქალოს ხელში _ აკისკისდა გოგონა და მერე ყველამ დეას გაუსწორა მზერა _ აბაა შენ რას იტყვი
_ამ გოგოს არ ვიცნობ , ამიტომ ვერ გეტყვით ვაჩესთან შანსი აქვს თუ არა... ყველაფერს დრო გვიჩვენებს _ წამით გააპარა მზერა, სულ ელოდა როდის იგრძნობდა , რომ უყურებდა . უნდოდა მის თვალებს გადაყროდა, მაგრამ ამაოდ, ბიჭი მთლიანად წინ მჯდომ გოგონაზე იყო გადართული , მის მოთხრობილ ამბავს უსმენდა და არცთუ ისე მოწყენილი გამომეტყველება ჰქონდა_ვინ არისო რას ამბობდით? მომიყევით რამე და ჩემს აზრს გეტყვით
_თამარ აბულაძე , ინგლისურის მასწავლებელი ხომ იცი უმაგრესი ქალია , მისი შვილია ოღონდ უმდიდრესი პირველი ქმარი რომ ჰყავს მისგან . მაგ ქალის სიყვარულის ისტორია კიდე ცალკე ამბავია, მისი შვილი ცეცხლში ჩადგება და ზღვას გადაცურავს სიყვარულისთვის... არა რაა ეს ბიჭი ყველამ დავკარგეთ, თეკლამ მოგვიხსნა ... ხომ არ მიყვარს, მაგრამ ისე მიყვარს მაინც გული მტკივა, მომწონდა მარტო რომ იყო
_იაკო, თეკლაზე გკითხა შენი დრამები სხვა დროს
_ხოო თეკლა გარეგნულად როგორი ეშხიანიცაა ვხედავთ, ისე სულ სხვა ლეველზე იყო . ძალიან თავისუფალი, ბრბოსგან შორს მდგომი , ნერვს არ იტოკებს არაფერზე . რაც უნდა, უნდა და მორჩა, უეჭველად აკეთებს. ამერიკაში წავალო ამბობდა და წავიდა კიდეც, არ ვიცი მამამისმა ჩაუწყო თუ თვითონ ... ისე თვითონ მარტო ინგლისური კი არა რუსული, გერმანული და ფრანგულიც იცის, მგონი იტალიურიც. მოკლედ შენსავით მათემატიკაში ვერ ერკვევა, შეიძლება გამრავლებაც არ იცოდეს , მაგრამ ლიტერატურა, ხელოვნება, ისტორია იმდენი რამე იცის და ისეთი მოსაუბრეა. ხო კიდე სულ წერს, ქართულის ტურებში სულ ფინალში გადიოდა , წასვლამდე მოიგო კიდეც ... ახლა მგონი წიგნს წერს რა ჟანრის არ ვიცი . ჯერ არ აქვეყნებს თორემ რაღაც მოთხრობებს და ჩანაწერებს სულ წერდა. ხასიათზე სხვა რა ვთქვა , კი ჩანს ძალიან ამაყი და ამპარტავანი, მაგრამ ერთხელ მახსოვს ახალთახალი უძვირესი ქურთუკი მისცა ჩვენს სკოლელ ბავშვს . არც დაფიქრებულა ისე გაიხადა , მოახურა და მადლობასაც არ დალოდებია. დიდხანს ფიქრი არ უყვარს , აკეთებს რაც უნდა და ვაჩე აშკარად ძალიან უნდა ამიტომ რამდენადაც მე თეკლას ვიცნობ ეგ ბიჭი ჩათვალე დანოკაუტებულია
_ნოკაუტზე გამახსენდა, შენ მოსესაც ხომ იცნობ ? იმ ბრძოლის შემდეგ ტრამვა აქვსო ბიჭები ამბობდნენ და მართლა დიდხანს ვერ დაბრუნდება ?
_ვაიმეე ქეთრინ არ თქვა რო შენ ჩხუბსაც უყურებ
_ჩხუბი კი აა ბრძოლა წესების გარეშე ჰქვია და დიახ , ქართველებს ვგულშემატკივრობ მითუმეტეს როცა ერთი რაიონიდან ვართ
_დეაკოო აბა გაახარე რამით ეს გულანთებული ფანი
_ჯერ მკურნალობს , ნეკნი ჰქონდა გაბზარული და კიდე რაღაც ტრამვები . ვარჯიში დაწყო, მაგრამ ბრძოლას ვერ გამართავს _მექანიკურად უპასუხა თორემ გონებაში მხოლოდ გოგონაზე მოსმენილი ინფორმაცია უტრიალებდა, იმდენად გაითიშა , რომ ვაჩეს უყურებდა და მაშინაც არ მოაშორა მზერა როცა ბიჭმაც გამოხედა. ამჯერად თითქოს როლები გაცვალეს, მან მალევე გადაიტანა ყურადღება თეკლაზე ის კი ისევ უყურებდა .
..................
სალომე სრულწლოვანი ხდებოდა და საკუთარ დაბადების დღეს გრანდიოზულად აღნიშნავდა. მოსაწვევებიც კი დაარიგა, თავად იზრუნა ყველა დეტალზე . სტუმრების სიაში მხოლოდ ის ადამიანები მოხვდნენ ვინც განსაკუთრებით უყვარდა, ასეთები კი ბევრნი იყვნენ . ნაცნობების ნაკლებობას არ განიცდიდა და რესტორანში ნაირფერი სტუმრები შეკრიბა. სესილია წინასწარ გააფრთხილა, მოხვალთ და დაივიწყებთ მასწავლებელი რომ ხართო, ქალს კი წინააღმდეგობა არ გაუწევია. თავის მოსწავლეებთან ერთად იჯდა მაგიდასთან , დალია, იცეკვა, გაერთო და შესანიშნავი დროც გაატარა. ამაღლობელი მოშორებით იყო, ხშირად ვერც ხედავდა , მაგრამ რესტორნიდან გასვლისას მის გვერდით აღმოჩნდა
_მთვრალი ხარ !
_არ ვიცოდი, გამაკვირვეთ მასწავლებელო ...
_გალეშილი
_სწორი დასკვნაა , ყოჩაღ ! ზოგჯერ როგორ მაკვირვეებ , არადა ისეთი მიუხვედრელი ხარ გეფიცები არც კი ვიცი რა გავაკეთო ... თვითშეფასებას მინადგურებ ისე მაკვირვებ ხოლმე
_წამოდი სახლში გაგიყვან
_ჩემი ბინის მისამართი იცით? არ იცით ! არავინ იცის , ვიყიდე და არც მიხარია . არადა სულ ჩემია , თან არ არის ... ვერ შევძელი , მაინც სხვა დამეხმარა. მეზიზღება, ვერ ვიტან როცა მარტო ვერ ვქაჩავ
_18 წლის ხარ მოსე,მხოლოდ თვრამეტის _ ბიჭის წინ დადგა და მზერა გაუსწორა _ ვინ ყიდულობს სახლს შენს ასაკში . მე რომ არაფერი გამაჩნია?
_თქვენ ყველაფერი გაქვთ , ჯერ ბავშვი იყავით მერე თინეიჯერი და ახლა ქალი ხართ ... მე სულ მარტო ვიყავი , სულ დიდი ვიყავი ... მე უკვე 18 წელია ვაშენებ და მაინც არ გამოდის. ეს ტრამვა- ხელზე ანიშნა ,მოძრაობა რაღაც დოზით უჭირდა -წარმოდგენა გაქვს რა დამპალი შეგრძნებაა როცა უმაქნისი ხდები? ექიმთან ვიყავი , მთელი თვე მძიმე დატვირთვაც ამიკრძალა და ეს რამხელა დროა იცი? მთელი თვე რა უნდა ვაკეთო ...
_საქმეები დაილია ? მოიფიქრე რამე , გეგმა ბე არ გაქვს?
_თავს შეგაყვარებ. რას იტყვი? ხომ შესანიშნავი საქმეა ,მართლა საქმე რომ იყოს. ჩვენი ამბავი მაღლა გადაწყდა _ დარწმუნებულმა განაცხადა და ქალის სიცილის ხმა რომ გაიგო თვალები დახუჭა _ სისხლი მიდუღდება რომ იცინი და გეყოფა, თორემ გაკოცებ და მერე სიმთვრალეს დავაბრალებ !
_მთვრალი ისეთი საყვარელი ხარ , ძლივს ბავშვს გავხარ- იცინოდა, იმიტომ რომ მოსე წარმოუდგენლად მიმზიდველი ეჩვენებოდა ამ მდგომარეობაში მყოფი .
_ნუ მეუბნები ასეთ რაღაცებს თორემ რამე თავხედურს გეტყვი მერე ისევ გაგიფართოვდება თვალები , გაწითლდები და მე იმენნა არ მაქ ახლა საკუთარ დემონთან ბრძოლის ტრ.კი
-ამიტომაც სახლში უნდა წახვიდე, გამოიძინო
_არ მინდა იმ სახლში ... ცარიელია . გაჩუმებულია , რაღაცნაირად აუტანელია. ბინაში საერთოდ როგორ ცხოვრობთ
_რომელ 18 წლის ბიჭს არ უნდა ბინაში მარტო ცხოვრება ... თუმცა ახლა სოფო და თათა ცხოვრობენ შენთან
_ქალების პონტში თუ მინამიოკებ ეგეც ყელშია უკვე...გული მერევა და სულ შენი ბრალია ! საშინელი ქალი ხარ , პროკურორთან ხარ და მე თავს ვიკავებ არადა ვაფშე არავინ მინდა , სულ არავინ შენს გარდა. შენ კიდე არ შორდები პროკურორს . გიყვარს? გესიზმრება, გელანდება, გენატრება ... რომ ხედავ სული მიგდის სანამ არ მოგიახლოვდება? გათიშვები გაქვს რომ გელაპარაკება , ახლოს რომ არის... _ისე მიუახლოვდა, ცხვირის წვერით კანზე შეეხო და მანძილის გაზრდის საშუალება არ მისცა
_მოსე , ზედმეტი მოგდის -უნდა ეთქვა თორნიკე დამშორდაო? მორჩა ერთად აღარ ვართ და ჩიტივით თავისუფალი ვარო? ვერ ეტყოდა იმიტომ, რომ თავისუფლებას ვერ გრძნობდა
_რომ გეხება ასე ჩქარა გიცემს გული? _მკერდზე მიაბჯინა ხელისგული და იმ წამს აკოცა კიდეც , ლოყაზე _რომ გეხება , კანი გეწვის და მთელი სხეულით გინდება ახლოს გყავდეს, იმდენად ახლოს რომ მანძილი საერთოდ არ გაშორებდეს? ერთი სული და ერთი ხორცი ხართ
_მოსე -რა უნდა ეთქვა ამ ყველაფერს შენს გვერდით, ამ წამს ვგრძნობო? იქ და იმ დროს არ შეეძლო
_ეს ყველაფერი გემართება თუ არა . მხოლოდ კი ან არა მჭირდება
_ეგ ყველაფერი ზღაპარია,რომანტიკული წიგნების ფურცლებზე ამოკითხული , მხატვრულად გაფორმებული, შეფუთული გრძნობები - იწვევდა, მისი მოსმენა სჭირდებოდა, მისი გამოწვევა რომ გაეგო რამდენად შეეძლო გაბრაზება უარყოფის შემთხვევაში და ეს მოლოდინიც ჭკუიდან შლიდა
_პროკურორს ვერ გრძნობ იმიტომ რომ შენი არ არის _ თვალებში უყურებდა და იღიმოდა _ შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორია როცა სიყვარულისგან გიჟდები და არც აღიქვამ იმ ყველაფერს რაც უკვე დაგმართა შენს ცხოვრებაში ჩემმა არსებობამ!
_სად მიდიხარ - გაოგნებული დატოვა. მოსე რომელიც მასთან იყო არ ჰგავდა იმ ბიჭს მონსტრი რომ უსახლდებოდა და გამუდმებით შარში ეხვეოდა.
_იმ კედლებში , წამომყვები და აქცევ სახლად? - სესილიას უნდა ეთამაშა ის კი თავად იწვევდა
_მანქანა იქეთაა
_ასე არ მინდა ფეხით წავიდეთ _გასაღები გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო _ გთხოვ , უკანასკნელად ვილაპარაკებ ამდენს . მერე მორჩა, დავხურავ ყველა კარს
_შორია? - რა თქმა უნდა არ გაუშვებდა , ვერ გაუშვებდა
_"შენიდან ჩემამდე არც ისე "
_ლექსებსაც კითხულობ?
_უფრო ვუსმენ ვიდრე ვკითხულობ _გაეღიმა ქალი რომ გაჰყვა . ყოველთვის სადღაც ეჩქარებოდა და სიარულის ტემპიც შესაბამისად სწრაფი ჰქონდა, ამჯერად კი ნელა მიაბიჯებდა, დროს მაქსიმალურად ზრდიდა . ქალაქის ხმაურიან ღამეში ემოციას მხოლოდ სესილიას გარემოცვა უქმნიდა.
_შენი ბინა სხვა უბანშია, მაგრამ მაინც ახლოს და არ მინდა იფიქრო, რომ განგებ მოვიქეცი ასე და გასაქცევ გზას არ გიტოვებ. ცხოვრებაში ერთადერთი რამ რასაც არასდროს გავაკეთებ ქალისთვის რაიმე სახით დისკომფორტის შექმნაა... შეიძლება ზედმეტი მომდის , ვთავხედობ როგორც შენ ამბობ , მაგრამ როგორც კი ვიგრძნობ რომ გაღიზიანებ, გაწუხებ და გაშინებ ... ამის დაშვება არ მინდა _ გაჩუმდა და თავზე ხელი გადაისვა. ნელ_ნელა ფხიზლდებოდა- იმ დღეს გითხარი შენთან არ ვარ-თქო , განზრახ არ მოვსულვარ და იმიტომ ... არ მინდა გეგონოს, რომ გითვალთვალებ და დაგდევ
_ყოველთვის გავიწყდება, რომ პატარა გოგონა არ ვარ . შესანიშნაავდ ვიცი ვისგან რა საფრთხეს უნდა ველოდე
_შენ უბრალოდ ძალიან ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული , თორემ ადამიანების ბოლომდე გაცნობა არავის შეუძლია , მითუმეტეს კაცების
_და მაინც სტალკერობას არასდროს დაგწამებ , შეგიძლია მშვიდად იყო
_შენც დალიე და საერთოდ რატომ არ გემჩნევა -წარბები შეჭმუხნა და ქალს დააკვირდა
_იმიტომ რომ პირველად არ დავლიე და ორი ჭიქა არ მათრობს
_ ორი ჭიქა მეც არ მათრობს
_და მერამდენედ დალიე ორ ჭიქაზე მეტი?
_ალბათ მესამედ და ამ სამიდან ორჯერ მიხილე... ყველაზე არეულ პერიოდში რატომ ჩნდები ჩემს გვერდით? სულ ყველაზე ცუდს მხედავ
-შენ რომ ხედავდე ჩემს ბნელ მხარეს არ გექნებოდა ის მიზიდულობა ჩემს მიმართ რაც ახლა გაქვს?
-ბნელი მხარეებიც გაქვს ,მასწავლებელო? მეჩვენება თუ ცდილობთ კიდევ უფრო დამაინტერესოთ , დამიმონოთ ჩემივე სიყვარულით
-აი ხომ ხედავ, მნიშვნელობა არ აქვს კარგი და ცუდი თვისებების ბალანსს ... სიყვარულისთვის არც სიმპათია კმარა, არც სურვილი , ვნება თუ მიზიდულობა . რაღაც სხვაა საჭირო, იმაზე მეტი ვიდრე პლიუსები და მინუსებია
-ეგ სხვა რაღაც რომ ვიგრძენი იმიტომ მაქვს შენთან ყოფნის დაუძლეველი სურვილი თორემ სხვა ნებისმიერის გვერდით შეიძლება ვყოფილიყავი, მეწოდებინა ჩემი გოგო და ვყოფილიყავით ერთად რაღაც დროით მაინც... მერე რა იქნებოდა? არაფერი ! შენთან კი არაფერია, სულ არაფერი და მაინც ყველაფერი მაქვს ! - ამ დროს ისე უყურებდა, ისეთი ნამდვილი იყო სესილიამ ძლივს მოახერხა საუბრის გაგრძელება
-ამ სივრცეში სადაც შენ გაიზარდე ურთიერთობა ტაბუდადებულია ... თუ ხმა გავრცელდა,რომ ვინმეს შეყვარებული ხარ მერე საზოგადოება ელის ქორწილს სხვა დასასრული უბრალოდ არ განიხილება. დარწმუნებული ვარ შეყვარებული არასდროს გყოლია, არც დაგიშვია ვინმე გოგოსთან მსუბუქი ,რომანტიკული ურთიერთობის წამოწყება იმიტომ რომ იცოდი გართულდებოდა და ვერც წარმოიდგენ რამდენი ემოცია დაკარგე ამით. არც კი ვიცი რა უნდა გამეხსენებინა ჩემი თინეიჯერობის წლებიდან შეყვარებულები რომ არ მყოლოდა, ბიჭები რომლებიც მომწონდა და ისინიც ვისაც მოვწონდი,მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. ამ გარემოში რომ მეცხოვრა ალბათ მეც თავს შევიკავებდი და ვიქნებოდი დასტრესილი თინეიჯერი, რომელსაც რცხვენია ,რომ ვიღაც მოსწონს . აქ დაშორებაც კატასტროფაა, მუდმივად ბულინგის მსხვერპლი შეიძლება გახდე, სულ ვიღაც ისაუბრებს შენზე თუ უჩინარი არ ხარ შენ კი უჩინარი არასდროს ყოფილხარ და ურთიერთობაც მხოლოდ მათთან გაქვს ვისაც შეყვარებულს არასდროს უწოდებ იმიტომ რომ არცერთი მოგწონს . ტრაგედიაა, პირველი კოცნა სიყვარულისგან გულაჩქარებულს არ გქონია , არც ს.ქსი და საერთოდ შენს ტვინში ბევრი ტაბუა ,როცა საქმე გოგონებს ეხება
-შეყვარებულები რომ გყავდა, მოგწონდა , ერთობოდი, გაბედნიერებდა და მერე შორდებოდით ეგ სულაც არ მომწონს. ერთ თორნიკეს ვერ ვიტანდი შენს ცხოვრებაში შენ კი თურმე კიდევ გყოლია საყვარელი ბიჭები რომელთანაც უთბილესი ურთიერთობა გქონდა და ასე გაბადრული იხსენებ ყველას. ჩემთვის ტრაგედია ეგაა , რომ იცი შენი პირველი და უკანასკნელი არაა , მაგრამ მაინც დრო გაგყავს. ხო მე არ მქონდა ასე გართობის არც დრო და არც რესურსი, სათამაშო დათვებით და ვარდებით ხელში სერენადებს ვერ ვიმღერებდი ვიღაცის სახლის წინ მხოლოდ იმიტომ ,რომ მერე მეკოცნა . ახლა არ მითხრა რომ რამე სხვა იყო მიზანი, სურვილი და იდეა ... მე ეგოისტი ვერ ვიქნებოდი, ვერავის დავკერავდი რამდენიმეთვიანი გართობის გამო. ხო, აქ ყველა პირველ შეყვარებულს მიჰყვებოდა ცოლად და თუ ასე არ ხდებოდა მერე ძალიან დიდხანს ჭორიკნების ყბაში ვარდებოდნენ. დამიჯერე სადაც არ უნდა დავბადებულიყავი მაინც ,შენგან განსხვავებით ურთიერთობას არავისთან წამოვიწყებდი ასე მარტივად მოწონების გამო - გაბრაზებული ჩანდა, ან იმდენად გაღიზიანებული რომ ნაბიჯებიც კი სხვაგვარად მძიმე გაუხდა - რამდენჯერ უთქვამთ შენთვის მიყვარხარო, შენც ბევრჯერ გითქვამს ალბათ მე კიდევ მანამ არ ვიტყვი სანამ ზუსტად არ მეცოდინება,რომ მისგან ყველაფერი მინდა და მისთვის ყველაფერი შემიძლია
-ამიტომაც განვსხვავდებით მე და შენ ერთმანეთისგან , ჩვენი წარსული არაფრით ჰგავს . აზრებსა და შეხედულებებს კი გარემო აყალიბებს , სივრცე რომელშიც გამოვხატავთ ჩვენი ხასიათის ნაწილს ... მე სულ ფერებს ვეძებდი, არასდროს შემეძლო ერთ კონკრეტულ გზაზე სიარული . არასდროს არაფერს ვნანობ იმიტომ ,რომ შეცდომები არ დამიშვია. ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში ჩემი არჩევანის შემდეგ მოხდა იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი და რაც მოხდება ესეც მხოლოდ საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე. მე ეგოისტი ვარ, შენ კი საკუთარი ცხოვრების გარდა ყველას ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა გინდა. შენი შეცდომების კი არა სხვებისაც გეშინია, მათი დაცემა და ტკივილი უფრო გაღევებს ვიდრე საკუთარი.
-როგორ უნდა იყო კარგად როცა სხვები ხრამში იჩეხებიან... ახლა სოფოზე საუბარი არ დავიწყოთ,გთხოვ... მისი ქცევები ყველა ზღვარს სცდება, არცერთ ჩარჩოში არ ეტევა, მითუმეტეს თავისუფლებას არ გამოხატავს . თავისუფალი გოგო ვისაც ვიცნობ სალომეა მხოლოდ და დამიჯერე უბედნიერესია პლანით კაიფს , უაზრო ბიჭებთან უაზრო რომანებისა და ვიღაცაზე ცოლად გაყოლის სურვილის გარეშეც. არც შკოლნიცაა, არც უწიგნური ... არ ვადარებ, რა თქმა უნდა ყველა ინდივიდია, მაგრამ თავისუფლება იმის აღმოჩენა და კეთებაა რაც გიყვარს და არა ის რასაც სხვებში ინტერესის გასაღვივებლად აკეთებ. არ მინდა მერე ვიღაც ს.რიმა დააფეხმძიმოს და სამუდამოდ უბედური იყოს
-და შენ აუცილებლად იზრუნებ იმაზე,რომ ორსული დააქორწინო. სამი ამბავი გავიგე უკვე , ქალიშვილობადაკარგული გოგონები როგორ თხოვდებიან სრულიად უზნეო ბიჭებზე, რომლებიც აიძულეს ჟინის დაკმაყოფილება ქორწინებად გადაქცეოდათ და ჩამოყალიბებულიყო მორიგი გაუკუღმართებული ოჯახი.
-მე ვერავის ვერაფერს ვაიძულებ, მაგრამ დარწმუნებული იყავი სოფიოს მსგავსი განვითარება თუ ექნება თავად მოითხოვს ჩემგან რომ ვაიძულო ბავშვის მამა პასუხისმგებლობა აიღოს . აი ზუსტად ეგეთი საქმეებისთვის ვჭირდები, ჩემი რომ ეშინოდეთ და ვისაც არ შეეშინდება მერე მე ვიმოქმედო მათზე. ყველაზე მეტად მეზიზღება ვიღაც ჩემ გამოყენებას ,რომმ ცდილობს !
-და შენ?
-რა მე
-შენ შეირთავ ცოლად გოგოს ,რომელიც შენგან ბავშვს ელოდება, მაგრამ არ გიყვარს?
-არასწორი კითხვაა და პასუხს არ გაგცემ
-რატომ, შენ სპეციალური კურსები გაქვს გავლილი 100%-ით დაცვის? - აგიჟებდა, ხომ იცოდა ,რომ აგიჟებდა ,მაგრამ მაინც არ ისვენებდა . შემთხვევას იყენებდა, განა მსგავსად ენაწყლიანი ოდესმე იქნებოდა ამაღლობელი? -დავუშვათ მოხდა სასწაული და ჩაისახა პატარაა, ციცქნა ამალობელი...
-ამ შემთხვევაში ვქორწინდები, ვხდები მამა და ყველაფერს ვაკეთებ რაც მისი ბავშვობისთვის იქნება საჭირო ...
_ბავშვობისთვის თუ აღზრდისთვის - როგორ ეგონა, რომ მოსესთან მსუბუქი საუბარი გაუგრძელდებოდა, რომ ის ბავშვი სიმთვრალისას რომ გამოჩნდა დიდხანს დარჩებოდა და ამ თემაზე ხუმრობას შეძლებდა. პასუხის მოსმენისთანავე ინანა, ამაღლობელმა თავი რომ დახარა და მზერა მოარიდა უკვე იცოდა,რომ ჩამოჯდომითაც ვერ გაახანგრძლივებდა საუბარს
_მე გავიზარდე, აღზრდილიც ვარ , მაგრამ ბავშვობა არ მქონია. თავი არასდროს მიგრძვნია ბავშვად, რომელმაც იცის რომ მარტო არაა , რომელსაც ყველაფერი აქვს და რომელსაც უდარდელად შეუძლია ათასი სისულელით გაერთოს . არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი ხარ თუ ღარიბი , ადამიანს უნდა ჰქონდეს ბავშვობიდან დარჩენილი შეგრძნება სიბერეში რომ გაიხსენებს და ის უდარდელი ადამიანი მოუნდება გახდეს... ეგ იცი რამხელა ფუფუნებაა ,რაღაცას წარსულიდანაც რომ ნატრობ? მე სულ გეგმა უნდა მქონდეს, სულ მომავლის მიზანი , სულ რაღაც რაც უნდა გავაკეთო ... სხვებზე ვერფერს ვიტყვი და ჩემი შვილი თუ შვილები ჯერ ნამდვილად არ გაჩნდებიან და ქორწინებამდე მითუმეტეს, არც იმ ქალისგან ვინც თავდავიწყებით არ მეყვარება , ვისი იმედიც არ მექნება და რაც მთავარია ვისაც ჩვენი ბავშვები სამყაროზე მეტად არ ეყვარება _მთვრალი აღარ იყო, ტკივილის გახსენებამ მასზე საუბარმა გონება გამოუფხიზლა
-მე კი ველოდი მეტყოდი თუ არ მეყვარება ს.ქსი არ მექნებაო შენ კი თურმე მხოლოდ შეყვარებულ გოგონებს უფრთხი - ვერ დაუშვებდა ამაღლობელი საუბრის დასასრულს რომ არ გაემხიარულებინა და გაიგო კიდეც ნანატრი სიცილის ხმა. ქვემოდან უყურებდა მოცინარს და თავადაც იღიმოდა
-მაპატიე. ძალიან , ძალიან ვწუხვარ რომ ხელშეუხებელი ვერ გბარდები . ზედმეტად რთული იყო ჩემი ცხოვრება კიდევ უს.ქსობა დამატებოდა . უნდა გამიგო ,მასწავლებელო
_თავადვე მახსენებ ჩემს სტატუსს... შენ უკვე გამოფხიზლდი , ჩემი ბინა აქვეა და დროა დაგემშვიდობო.
_ასე ვერ დაასრულებ ჩვენს საუბარს _ მიმავალ ქალს უყურებდა , ის უღიმოდა და ხელს უქნევდა დამშვიდობების ნიშნად _კარგი რაა , მასწავლებელო
მიდიოდა , უკან ტოვებდა ბავშვივით აბუზღუნებულს , ღვინის გავლენით ალაპარაკებულ კაცს ,რომლის უჩვეულო მუხტს ძლივს გაუმკლავდა. სადარბაზოში რომ შევიდა და კედელს მიეყრდნო შემდეგ მიხვდა , გარბოდა . საკუთარი თავის ეშინოდა , ეშინოდა იმის რომ ძალა არ ეყოფოდა მიბრუნდებოდა მოეხვეოდა და და მერე აღარ უნდოდა ფიქრი თუ რას გააკეთებდა . თავს ვერ მოერია , უნდოდა დიდხანს მოესმინა, დიალოგი ჰქონოდა ამ მოსესთან , რომელსაც კიდევ უამრავი რამ შეეძლო ეთქვა , მაგრამ მისი გულწრფელობაც კი კონტროლს აკარგვინებდა. ისე უჭირდა საკუთარი თავის შენარჩუნება,აზრების, ხედვების და გზის . კივილი უნდოდა , დიდხანს ღრიალი რომლის შემდეგაც თავისუფლებას იგრძნობდა. რაიმე სახით განახლება, გადატვირთვა სურდა მის ტვინს რომ ვირუსივით ყველა კუთხეს მოდებული ამაღლობელი მოეშორებინა.
_გული გამიხეთქე_ტელეფონის ვიბრაციის ხმამაც კი შეაშინა , სწრაფად უპასუხა და თვალები დახუჭა
_ჩემ თავს გაფიცებ მაგ ქუსლებით ასე სირბილი თუ შეგეძლო წეხან რატო ჩამოჯექი მოხუცი ქალივით ?
_ოღონდ არ მითხრა რომ გამომყევი _ უცებ შებრუნდა , ხმაზე არ ეტყობოდა მაგრამ შიგნიდან სიხარულის ცეცხლი წვავდა , რომ შესძლებოდა სიხარულისგან იხტუნებდა შორიახლოს მდგომი რომ დაინახა.
_ეგეთი მთვრალიც არ ვარ შენი მისაცილებელი რომ გავმხდარიყავი , მასწავლებელო
_გამოდის თავიდანვე მე მაცილებდი? _ ელოდა როდის გააგრძელებდა სვლას ის კი ისევ იქ იდგა , უყურებდა და ტელეფონით ესაუბურებოდა . იწვევდა, ელოდა და სესილიაც შუაზე იხლიჩებოდა მის ერთ ნაწილს ისე უნდოდა თინეიჯერი ბავშვი გამხდარიყო, დაუფიქრებლად გაქცეულიყო , ყველაფერი დაევიწყებინა და მოხვეოდა ... მოხვეოდა და მერე , მერე?
-მზე ამოდის ... _ შებრუნდა და ხედის დანახვას ცდილობდა, მაგრამ შენობების გამო არაფერი გამოსდიოდა ჩემი სახლიდან საოცარი ხედია... ნეტავ იქ დაბრუნება შემეძლოს , გაჩვენებდი ღმერთმა როგორ დიდებული სამყარო შექმნა ჩვენთვის და მიხვდებოდი როგორ არ ღირს არაფრის გამო სურვილზე უარის თქმა
_სახურავზე ავიდეთ , მივუსწროთ სანამ ყველაფერს გაანათებს _ ისევ ძველებურად იქცეოდა, არც ახლოს უშვებდა და არც წასვლის საშუალებას აძლევდა. კვლავ ინარჩუნებდა პოზიციას, მაგრამ როდემდე არ იცოდა
_შენ ქალაქს მაჩვენებ?
_ჩემი ადგილი მე ჯერ არ მიპოვნია ... _ელოდა, ღმერთო როგორ ელოდა როდის გადმოდგამდა ნაბიჯს, ის კი ისევ ურყევად იდგა . გული მისდიოდა, ყურებში საკუთარი ხმა ესმოდა "გთხოოვ", განუწყვეტლივ ჩაესმოდა , მაგრამ ერთხელაც არ დასცდენია. კბილებს მანამ აჭერდა ერთმანეთს სანამ ამაღლობელმა მისკენ სვლა არ დაიწყო, გაეღიმა , მერე ისე ფართოდ გაეღიმა სიცილში გადაეზარდა შებრუნდა , ზურგით გრძნობდა გრილ სიოსთან ერთად როგორ უახლოვდებოდა . პირველი დაიძრა ლიფტისკენ , სწრაფად მიაბიჯებდა თითქოს აისის ნახვა ეჩქარებოდა . აჩქარებულ გულისცემას ამით ახსნიდა, მაგრამ ლიფტში , ამ ვიწრო სივრცეში ამაღლობელის სურნელით რომ გაიჟღინთა ჰაერი ? მისი სიმხურვალე შეხების გარეშეც რომ ათბობდა? შიგნიდან გიჟი იყო გარედან კი ისევ კარს უყურებდა , ელოდა როდის გაიღებოდა და გავიდოდა . ბოლო სართულზე მოხვედრილმა მიხვდა რომ იქ პირველად იყო , აზრადაც არ მოსვლია ოდესმე სახურავზე ასვლა . მოსემ წელზე ხელი რომ შეახო და მეორე ხელი კიბისკენ აიშვირა ისე ღრმად ჩაისუნთქა თითქოს ვაკუუმიდან იმ წამს გავიდა
_ხო, ეს ნამდვილად არ არის თქვენი სახლი _და იყო ყველაზე სწორი დასკვნა. უყურებდა დაუფარავად, ეღიმებოდა და თავს სულ ოდნავადაც არ იზღუდავდა _ისუნთქე , მიწა ფეხქვეშ არ გამოგეცლება _ზურგზე ხელი დაუსვა, თითქოს ამშვიდებდა სინამდვილეში კი სულ უფრო მეტად ურევდა სურვილებს
_ეს ბინა ბებიას ეკუთვნოდა, ბაბუას გაუთხოვარ დას და მე , როცა მარტო ცხოვრება გადავწყვიტე ეს ადგილი ავირჩიე
_მაგრამ იქ არაფერია ძველი , სული დაუკარგე სახლს
_მაშინებენ წარსულის მოგონებები, ვერ ვიტან როდესაც არაფერს ცვლი და მეტიც, სხვა ადამიანის წარსულის ნაწილს ითვისებ. თავისუფლებას ვერ მოიპოვებ სხვისი მოგონებებით გაჟღენთილ კედლებში_კიდეს უახლოვდებოდა, იქედან სულ სხვანაირი ჩანდა ყველაფერი
_ნოლიდან უნდა დაიწყო შენება თუ გინდა , რომ წინაპრების ცხოვრებას გაექცე . აქ ხშირად უნდა ამოხვიდე ...
_სიმაღლის შიში მაქვს
-რა? _წამსვე გამოფხიზლდა, გაბრუებულ ქალს ხელი ჩაკიდა და ისე დააყენა ხედვის არეალი შეამცირა - სერიოზულად თუ მეღადავები
-ნახე რამხელა სივრცეა, უსუსურებას მაგრძმობინებს...ერთი პატარა ქალაქია მეგაპოლისებს თუ შევადარებ. იმდენი ადგილი მინახავს და მერე დაბრუნებულს აქაურობა სულისშემხუთველად მომჩვენებია , მაგრამ მაღლიდან დანახული ყველაფერი აუტანლად პატარა, გაურკვეველი და თან დიდია ... -ლაპარაკობდა, მაგრამ არ იცოდა მოსეს გაგება შეეძლო თუ არა _ ფობია არ მაქვს , ნუ ღელავ
_ამიტომ ლამაზ, მდიდრულ,პოპულარულ ადგილს კი არ უნდა ეძებდე უბრალოდ შენი ადგილი უნდა იპოვნო თუნდაც სადღაც ყველასგან მიტოვებულ მხარეში ... მაღლიდან დაინახავ და აღარ შეგეშინდება , უცნობი არ იქნება იმიტომ რომ შენი იქნება თუნდაც მილიარდიანი ქალაქის ერთოთახიან ბინაში გქონდეს საცხოვრებელი , განა მნიშვნელობა აქვს სად იძინებ ? მთავარია რას და ვისთან ერთად აკეთებ სანამ იმ დიდი ან პატარა ოთახის კარს მიხურავ
_ხვდები ... შენ იცი რასაც ვგულისხმობ_თვალებში უყურებდა და სულ არ აღელვებდა ულამაზესი ხედი მათ მიღმა რომ ჩანდა. ბიჭი უკვე სრულიად ფხიზელი იყო, ორივემ იცოდა მეტ ნაბიჯს რომ აღარ გადადგამდა თუ სესილია არ იმოქმედებდა _შეუძლებელია! _საკუთარ თავს უთხრა , წამსვე როგორც კი ნაბიჯით მიუახლოვდა და მერე მაღლა აიხედა, განათებულ სივრცეს შეხედა მისთვის მზერის მოსაშორებლად . მოშიშვლებულ ყელზე ცხელი ტუჩების შეხება რომ იგრძნო პირველი კოცნისგან განსხვავებით ყველა ემოცია შეიგრძნო და აღიქვა . მოსემ მარტო დატოვა , უსტყვოდ დაასრულა ის გრძელი ღამე .
................
11
ამაღლობელთან ბინაში იყვნენ ბიჭები. ერთი შეხედვით ყველა მშვიდი ჩანდა,მაგრამ უმრავლესობას პრობლემები ახრჩობდა და ასე ცდილობდა განტვირთვას. მალევე მიმოიფანტნენ ბოლოს კი მხოლოდ სანდრო დარჩა ,მისი თანდასწრებით საუბარი კი მოსეს ნებისმიერ თემაზე შეეძლო და ბექას ოთახში დაბრუნებისთანავე დაუსვა შეკითხვა
_სახლი იყიდე?
_რომელი სახლი
_ბექა !
_ვინ გითხრა
_სოფომ ... რა გავიგო ახლა მისთვის იყიდე თუ ჩემთვის .
_სახლი ჩემს სახელზეა , თქვენ საერთოდ რა შუაში ხართ. გასაყიდად რომ იქნება მზად მერე ვინც იყიდის იმისი გახდება
_როდის დაიწყე არასაკურორტე ზონებში სახლების ყიდვა_გაყიდვა
-მოვუფიქრებ რამეს რა პრობლემაა ...
-რატომ იქცევი ასე ... რატომ არ მკითხე
_ჩემია და მორჩა !
-სად მიდიხარ
-მეჩქარება ... გაერთეთ სანამ დრო გაქვთ. შენ მერე შემოიარე , საქმე მაქვს - სანდროს მხარზე ხელი დაჰკრა და სწრაფად წავიდა.
-რა უნდა ვუყო ახლა ამას ... თითქოს რასაც აკეთებს საკმარისი არაა
-ბექაა რა , ხომ იცი არასდროს დაგაყვედრებს. ჩათვალე რომ არ უყიდია და მერე როცა ფული გექნება იყიდი
-და როდის დადგება ეგ დღე
-ისწავლე მოთმინება. ნუ ართულებ ცხოვრებას ,როცა სტაბილურობისკენ მიდის და ნუ ხარ უკმაყოფილო საკუთარი თავით
-შენ რა გჭირს - მთელი დრო აკვირდებოდა . თითქმის არაფერი უთქვამს ,სვამდა და ხელებს დაჰყურებდა . ფიქრობდა, მაგრამ რაზე მოსემ ნამდვილად არ იცოდა- ახალი პრობლემა გაჩნდა? ლიზა როგორაა? ბავშვს ხომ არ სჭირს რამე ...ის კიდე ხო არ გამოჩენილა
-დირექტორის შვილები როდის დაბრუნდენ- სრულიად მოულოდნელი კითხვა გააჟღერა და მოსე ცოტა არ იყოს გააკვირვა
_რამდენიმე თვეა
_ერთი გოგო ჰყავს მგონი ,ხომ ? მე მხოლოდ სახელი ვიცი და შენ იცნობ ?
_ როგორ არა, დეას მეგობარია. ჯერ მარი გავიცანი მერე ბიჭები ... რა ხდება აღარ იტყვი?
_ხომ იცი ჩემ საქმეებში შენი გარევა უკანასკნელი რამეა რაც მინდა , მაგრამ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე . შენ გარდა შანსი არ მაქ - წვერზე ისვამდა თითებს და ძლივს ამბობდა სათქმელს. ცხოვრებაში პირველად ჰქონდა დანაშაულის შეგრძნება, უნდა დარწმუნებულიყო,რომ არ ავნო . იმის წარმოდგენაც კი აშინებდა ,რომ გოგონას იმ დღის შემდეგ მარიამს ფსიქოლოგიური ტრამვა დარჩებოდა და ამის მიზეზი თავად იქნებოდა
_მარიამთან რა ხდება სანდრო? _ წამსვე შეკრა წარბები
-ჩემ ბედს რო შ.ვეცი - არყით სავსე ჭიქა ბოლომდე ჩაცალა და მერე მოუყვა ყველაფერი _უნდა გაიგო როგორაა იმ ამბის მერე... მე ვერსად ვნახე. არსად დადის თუ რა ხდება არ ვიცი. იქნებ ისე შეეშინდა ვერავის დაელაპარაკა და ცუდადაა. ისე მიყურებდა ფსიქოლოგიც, რომ დასჭირდეს შიშის მოსაშორებლად არ გამიკვირდება. სახლში სანამ დავაბრუნებდი გამოფხიზლდა, მაგრამ გონს აშკარად ვერ მოდიოდა. არ ვიცი რა იფიქრა უცებ დივანზე რომ აღმოჩნდა
_იქნებ გიჩივლა უკვე და დაგიჭირონ ხვალ თუ ზეგ...აქამდე როგორ არ მომიყევი ეგ ამბავი. ის რამდენჯერ გავაფრთხილეთ, ბექამ სცემა სანამ ცოლად მოიყვანდა ლიზას. მერე სულ ვეკითხებოდი რამდენჯერაც დავურეკე არაფერს ამბობდა, კარგად ვარო. ნაცემი არ მინახავს , რას ვიფიქრებდი ასე თუ აფრენდა
_ამაღლობელო, შენ ყველა ცოდვილის ნაცვლად რატომ გაწუხებს სინდისი? რა უნდა გაგეკეთებინა, ვის რა შეეძლო... შენ პასუხისმგებლობას ვერ აიღებ ყველა ჩაგრულ ადამიანზე და დაეშვი მიწაზე ბოლოს და ბოლოს
_ნუ სვამ ამდენს!
_ცუდად ვარ , რომ ვუყურებ და წარმოვიდგენ რა გამოიარა მინდა მივიდე და მოვკლა ის . მერე გონება მერთვება და მახვედრებს, რომ კაცის მოკვლას ჩემი თავი არ მაპატიებს, სულ რომ დავივიწყო საკუთარი ადამიანობა სისულელე იქნება . უჩემოდ ვერ დავტოვებ ამათ , როცა ახლა ყველას ჩემი იმედი აქვს . ბავშვები როგორ მიყურებენ ნეტავ იცოდე . კიტა ისეა მოხოდილი, იმდენ რამეს აკეთებს სესილიასთან საუბრის მერე _თავზე ხელები მოიჭირა და მოიხარა _ისე დავიღალე ხანდახან მინდა უკან დავბრუნდე , დავჯდე ჩემთვის და წიგნები ვიკითხო .
_რას აპირებ ... ბრძოლაზე რატომ არ მთანხმდები
_მოგიგებ და მერე გამებუტები , ბავშვობაშიც ძლივს მირიგდებოდი
_ხო ხარ ღირსი გაგიფინო ... ვერ მიგიტყუე ოქტაგონამდე
_გეუბნები წააგებ და დაუმარცხებლის რეპუტაცია შეგელახება სამუდამოდ. გოგოები სად არიან
_დაქალთან მივდივართო და სოფო ვინმეს რომ ხვდებოდეს არ გამიკვირდება
_ბექა რას შვება
_როგორც ამბობს არაფერს და ვის გვატყუებს არ ვიცი
_არ ჩაერიო თუ ძმა ხარ ... ბექას გადარევა რომ ვიცი
_შენ სოფიკო არ იცი ვინ არის და დამიჯერე ძმაკაცს უფრო ვიცავ ვიდრე იმ გაურკვეველ გოგოს
_სანამ სისულელეს ჩაიდენს მანამ უშველე , გამოიყენე ჩემი დის მაგალითი . შენ ჩემგან განსხვავებით ახლოს ხარ და ყველაფერი შეგიძლია გააკეთო
_კარგი შევეშვათ სოფოს , შესანიშნავად მუშაობს საკუთარ თავზე . მარიამთან მე ვერ მივალ , უხერხული იქნება თან ბიჭები წავიდნენ და სანამ დაბრუნდებიან მანამ დეას მოვაგვარებინებ
_ნახვა მინდა , მოსე _პაუზის შემდეგ თქვა და ფეხზე წამოდგა. ფანჯარა გააღო, სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და სწრაფად მოუკიდა_შეიძლება გავგიჟდე...
_მარიამი ჭკვიანი გოგოა... მიხვდება რომ არაფერს დაუშავებ . არ მგონია, რომ ფობია ჩამოუყალიბდეს ,ასეთი სუსტი არ არის
_და იმდენად ძლიერი არის რომ შევუყვარდე? _ფანჯრის რაფას იყო მიყრდნობილი, ეწეოდა და მოსეს ნაცვლად ერთ წერტილს უყურებდა
_სანდრო
_პასუხი არ მჭირდება ... გაივლის . ერთით მეტი პრობლემა არ მჭირდება. 6 მყავს პასუხისმგებლობის ქვეშ და უამრავი წინააღმდეგობა . არაფერი მითხრა უბრალოდ გაარკვიე როგორ არის და მორჩა. სინდისი მაწუხებს, მეტი არაფერია
-დამშვიდდი . მარიამი კარგად იქნება...- ამაღლობელს სხვა არაფერი უთქვამს. კარგად იცნობდა და იცოდა თავად შეძლებდა მისი გონება ყველაფერთან გამკლავებას.
ჯანაშია ჩიხში აღმოჩნდა, მარიამზე ფიქრებმა არ გაიარა. პრობლემები ისევ იყო, სიყვარულისთვის დრო არ , მაგრამ გოგოს სახე არ გაუფერულდა, არც მისი სურნელი გამქრალა მეხსიერებიდან მაშინაც კი როდესაც მის თავსაბურავს აღარ შერჩა . ტყიდან წამოღებულ ნაჭერს მარტო დარჩენისას დაჰყურებდა და მთელი სამყარო ქრებოდა მარიამის აჩრდილის გარდა...
.....................
დეას ახლად შექმნილი წყვილის ერთად დანახვა ყველაზე ნაკლებ სურდა,მაგრამ ზედმეტად პატარა იყო რაიონი დასამალად მითუმეტეს თეკლას მსგავსი გოგონა ყველგან შეიძლება გადაგყროდათ. სახლში აშკარად არ ატარებდა დროს. ჯერ მოსეს დაჰყავდა , ფეხით დადიოდა და დღე ისე არ გავიდოდა ერთხელ მაინც არ გადაჰყროდა, მალევე მანქანით გამოჩნდა, ვაჩე მართვას ასწავლისო ხმა გავრცელდა . ექართულის რეპეტიტორთან მისვლამდე სხდებოდნენ კაფეში. ყოველთვის მხოლოდ ორნი იყვნენ და არავინ სხვა . ემოციები ვერ გააკონტროლა ნესტანთან მეცადინეობის დროს რომ შეუვარდათ ქალბატონი, სიჩუმეში ქარიშხალივით შეიჭრა და პირდაპირ ვაჩეს მოეხვია . ზურგიდან ეკვროდა, ხელები ბიჭის მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და ისე უყურებდა წარბებაზიდულ ნესტანს
_ბოდიშს გიხდით რომ შემოგეჭერით, მგონი დროზე ადრე მოვედი ...
_მეცადინეობა გაგვიგრძელდა , შენ დროულად მოხვედი . ეზოში დამელოდე და გამოვალ- გოგონა გაუშვა და მერე მიუბრუნდა ნესტანს- მე წავალ , დავასრულე უკვე _ წიგნი დახურა , წამოდგა და ნაწერი მიუტანა . ამ დროს მასსა და დეას შორის იდგა , გოგოს ყელში ბრაზი უჭერდა, აღიზიანებდა ეს მოკაშკაშე, პირმომცინარი თეკლა , რომელმაც იქაც იპოვნა ნაცნობი და ამ დროში ბიჭებს ელაპარაკებოდა თანაც ისე ხმაურიანად, რომ თავს აგატკიებდათ.
_სად მიდიხართ? _ქალმა რომ ჰკითხა ლამის მადლობა გადაუხადა - ისევ დილამდე დაგაგვიანდება?-ჩუმად საუბრობდნენ,მაგრამ ყველაფერი ესმოდა
_როდის მერე მისვამთ მსგავს კითხვებს ქალბატონო ნესტან?
-მას შემდეგ რაც საკუთარ თავს არ ჰგავხარ ,იმას აკეთებ რასაც ვერ იტან და სიმშვიდეს გვირღვევ ჩვენც
_შენს სიმშვიდეს ვერავინ არღვევს და მე ვინ ვარ მამიდა? ერთი უბრალო მოკვდავი,რომელიც ძლივს ცხოვრებით ტკბება _ ქალს თავზე აკოცა და წავიდა.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს უჩინარი იყო, უყურებდა როგორ მიდიოდნენ, გოგო ყოველწამს ეხუტებოდა, კი არ მიაბიჯებდა დახტოდა და ისევ გაუჩერებლად ლაპარაკობდა. ისე აღიზიანებდა დეას, ისე აღიზიანებდა ცოტაც და გაგიჟდებოდა.
_დეა ეს მაგალითი არასწორია ... მგონი გადაიღალეთ , კარგით წადით დღეს და მომდევნო მეცადინეობისთვის მოემზადეთ _შეცდომა დაუშვა, თანაც როგორი სულელური. წარმოუდგენელი იყო , ყურადღება იმდენად გაეფანტა, რომ მაგალითზეც კი ვერ კონცენტრირდა.
ბოლო წვეთი იყო ლუკა, რომელიც სახლში გვიან დაბრუნდა და ისედაც არეულს კიდევ უფრო მეტად აურია გონება.
_შენ კიდე მეცადინეობ? _საძინებლის კართან შეჩერდა და მერე ოთახში შეაბიჯა
_ასე გალოთდდები
_ვაფშე არ დამილევია ბევრი ... მთელი საღამო შენ ვაჩეს და მის გოგოს ვაკვირდებოდი
_არ მაინტერესებს ... ვსწავლობ და დამაცადე
_მიკვირს აქამდე როგორ არ დაიღალა ის ბიჭი... ახლა ნახავს როგორია გოგოს რომ ევასები და იმენა ყველაფერს გააკეთებს ლიჟბი გასიამოვნოს. სულ ცოტახანს კიდე და მერე ვაფშე აღარ ემახსოვრები , რომ გაახსენდები მხოლოდ სინანული ექნება. რაც შენს დევნაში გაატარა იმ დაკარგულ დროს ვერ მოინელებს . ეგეთ გასწორებულში, ასეთი მოდუნებული და ხალისიანი ეგ მე ჯერ არ მინახავს. ის გოგო ცეცხლივითაა , მის ადგილას რომ ვიყო ამ ღამეს არ გავმაზავდი, მაგრამ მაგისას რას გაიგებ . მგონი შენთვის ინახავდა თავს და ახლა ვინ იცის , მინიმუმ თეკლას დეკოლტეს დალაშქრავს
_აქედან გაეთრიე შენ შენი დასკვნებით, ბინძური აზრებით და ფიქრებით საერთოდ ! ხედავ მე რა პრობლემა მაქვს? _ წიგნები ესროლა და მერე რვეულებიც მიაყოლა _ უნდა ვისწავლო , რომ როგორმე დამოუკიდებლად ცხოვრება შევძლო ვინმე შენნაირ ვიგინდარას რომ არ დავუკავშირო ცხოვრება და საერთოდ ყველა კაცისგან შორს ვიყო . გგონია მადარდებს გიგაურს ვინ ეკიდება ყელზე? ან ვისთან რას აკეთებს? ასე ძალიან თუ მოგწონს ის გოგო მიდი და ეჩალიჩე, არც შენ გეტყვის უარს . ვაჩეზე სიმპათიური ხარ ტვინს, რომ ამუშავებდე დორბლი არ გექნებოდა იქეთ შეგაბავდნენ შენც , მაგრამ იდიოტი ხარ და რაც გინდა იმასაც ვერ იღებ ...
_გიყურებ და თითქოს შენი ციხესიმაგრე დაინგრა და ეს ურეაქციო, გაწონასწორებული გოგო ალქაჯად გადაიქეცი ... იქნებ ემოციების გამოხატვამ გიშველოს რამე თორემ მერე გვიან იქნება
_მოშორდი!
_დაიძინე, თორემ დილას ცუდ ხასიათზე გაიღვიძებ_როგორც ყოველთვის ახლაც გააგიჟა და ისე წავიდა ღიღინ_ღიღინით. დეამ კი მთელი ღამე ვერ დაიძინა , თავი უსკდებოდა და კივილის გარდა არაფერი უნდოდა. ბოლოს ისევ ცრემლებმა უშველა, იმდენი იტირა ენერგია გამოეცალა და გამთენიისას ჩაეძინა .
_საერთოდ არ გიძინია? _ მოსე მიუჯდა გვეედით, თავზე აკოცა და წიგნი გამოართვა _ დაისვენე, თორემ გამოცდებამდე ცუდად გახდები
_ყველაფერს მინდა მოვშორდე , დროზე გავიდეს დარჩენილი დრო და გავეცალო აქაურობას . მკლავს უკვე ეს ხალხი , ვგიჟდები
_ეს ხალხი თუ თეკლა
_მაგ გოგოს შენც იცნობ?
_მე წასვლამდეც ვიცნობდი ... ვაჩესაც იცნობდა შორიდან ,სულ მოსწონდა ახლა უფრო გალამაზებული და მოხოდილია . არანორმალურია , ვაჩეს გააგიჟებს
_ყველა მაგათზე რატომ მელაპარაკება, რამე კონკურსია და წლის საუკეთესო წყვილს ვასახელებთ თუ რა ხდება
_ძალიან ხარ გაღიზიანებული
_შენ კი ზედმეტად მშვიდი ხარ, არ გინდა ვარჯიში მასთან ჩხუბით დაიწყო? ერთი მაგრად შემოარტყა და გამოაფხიზლო?
_და გამოსაფხიზლებელი რა სჭირს? მშვენიერ ხასიათზეა , ქარიშხალივით ატრიალებს თეკლა
_მაგ სახელს ნუ ახსენებ ... რა მოგწონთ საერთოდ . გაუწონასწორებელი, უპასუხისმგებლო, ქაჯია
_ტეხავს , არ შეიძლება ეჭვიანობის გამო გოგოზე ასე ისაუბრო
_არ შეიძლება ... ასე არ შეიძლება . ყველგანაა
_წარმოიდგინე ვაჩე რას გრძნობდა მე და შენ ერთად რომ გვხედავდა
_შენ მე არ გიყვარვარ და ჩემს საცვალში ჩაძრომას არ ეცდებოდი არცერთ შემთხვევაში
_და იქ ვინ ცდილობს?
_ვერ ხედავ ვინ ? ყოველწამს ეხუტება რა ჯანდაბაა , ყელზე თუ არ ჩამოეკიდა ისე ვერ დადის? როგორ კოცნის და ისიც როგორ არ იშორებს _ჩუმად და ჩქარა ლაპარაკობდა, სახეზე სულ მთლად წითელი იყო და თვალებს ისე სასაცილოდ ატრიალებდა მოსე სიცილს ძლივს იკავებდა
_ყველა შენნაირი თავშეკავებული ხომ არაა, უნდა გოგოს ჩახუტება , მოფერება და თავს ვერ ერევა
_შენც ბევრი გეკიდება ყელზე, მაგრამ იშორებ და იმას რომ უტკბება ? ბარემ შუა ქუჩაში იკოცნაონ
_ნათელა ბებია რატომ გახდი უცებ?
_ალბათ იმიტომ რომ ასეთი ვარ, წინა საუკუნეში ჩავრჩი ... მე მაპატიეთ ამდენად ღია და გახსნილი რომ არ ვარ . ღმერთო ჩემო , რით გვაკვირვებს ნეტა ... ჩემზე მაღალი IQ ამ რაიონში არავის აქვს , თავად მაგ ბატონსაც კი . ჭკუიდან ნუ გადამიყვანენ თორემ
_თორემ აჩვენებ როგორ უნდა კაცის დამონება?
_შენ ახლა ერთობი, ხომ? ყოჩაღ !
_ნეტა შენსავით მარტივი წასაკითხი იყოს ჩემი ქალიც , რა ბედნიერი ვიქნებოდი ...
_მე მარტივი ვარ?
_მისთვის აშკარა არ ხარ და დაიღალა კიდეც . ზედმეტად მიუწვდომელი ხარ , აღარ შეუძლია
_მარტივად მისაღწევი ჰყავს გვერდით და ღმერთმა სიამოვნებით მოახნიას ...
_უნდა დამშვიდდე, თორემ ასე თავს ვნებ . მობილიზდი როგორმე ან დააიგნორე ან კიდევ დაიბრუნე ის რაც შენია და მოიშორე ის ვინც გაღიზიანებს
_არ მჭირდება !
_იმაზე მეტად გჭირდება ვიდრე მეგონა ... სულ ეგ ყოფილა შენი სიმშვიდის და სტაბილურობის საფუძველი
_მოსე ისე ნუ იზამ შენთანაც რომ აღარ ვილაპარაკო... საერთოდაც ყველაფერი შენი ბრალია _ამოიოხრა და თავი მხარზე დაადო
_ჩემი?
_შენ რომ მიყვარდე უფრო მარტივი იქნებოდა ...
_მე და შენ საშინელი წყვილი ვიქნებოდით , პატარავ
_მასწავლებელი გიყვარს?
_სიყვარულზე არ ვისაუბრებ,ჯერ
_ხომ მეტყვი რამე მნიშვნელოვანი თუ იქნება შენს ცხოვრებაში
_გეტყვი , ოღონდ მანამდე თავი ასწიე თორემ ვაჩესთან ჩხუბის ენერგია არ მაქვს
_სად არის... მოვიდა ? _ მაშინვე გასწორდა და მთელი ეზო მოათვალიერა
_გენატრება კიდეც... შარში ხარ , პატარავ
_ტირილი მინდა
_ახლა არა გთხოვ... ის მართლა მოვიდა, ოღონდ თეკლამ მოიყვანა თავისი მანქანით
_გავანადგურებ !
-რომელს?
-მოსე შენით დავიწყებ!
-კარგი, კარგი ...მოდი მარიამზე მომიყევი
-თუ არ მეტყვი ასე მოულოდნელად რატომ დაგაინტერესა არაფერს გეტყვი
-ვერ გეტყვი ,მაგრამ ისეთი არაფერი მოხდება საფრთხე რომ დაემუქროს და შენი ქმედება ღალატად ჩაითვალოს
-ხშირი კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ ზოგადად კარგად ვართ. აი ყოველ დღე რომ არ ელაპარაკები,მაგრამ იცი ნებისმიერ დროს შეგიძლია ესაუბრო, ნებისმიერ თემაზე და დარწმუნებული იყო,რომ რჩევას მიიღებ ისეთი გოგოა. სულ ვერ შეაწუხებ რა, არ უყვარს მაინცადამაინც ხალხთან კონტაქტი , თავისი სამყარო აქვს და ყველაზე ადეკვატური ვინმეა ვისაც კი ამ მიწაზე გაუვლია.
-რამე რომ აწუხებდეს მოგიყვება ?
-რომ ვნახავ მივხვდები, მაგრამ გააჩნია რა უნდა აწუხებდეს. არ მახსენდება ოდესმე ვინმესთვის ან რამესთვის უფლება მიეცა მისი კომფორტის ზონის დარღვევის. მისი გონება წარმოუდგენლად მუშაობს და მთელი გარემოცვაც ისეთი ჰყავს.
-პრინცესაა ?
-ბუნებით და არა ქცევებით პრინცესული პრინცესა
-გასაგებია , ანუ საქმე იმაზე საინტერესოა ვიდრე მეგონა.
-მომიყვები ,რომ გაერკვევი?
-ვნახოთ
-ცუდი ხარ. მე ყველაფერს გიყვები და შენ არაფერს
-შენ წარმოდგენა არ გაქვს რამდენს გეუბნები ... არავინ იცის იმდენი ჩემზე რამდენიც შენ და რაც არ იცი ისიც შენთვის საკეთილდღეოდ- თავზე აკოცა და წავიდა.
.......................
იმ დღეს გიგაურზე ფიქრები ვერ მოიშორა. წყვილს აკვირდებოდა და საკუთარ დასკვნებს აკეთებდა. თეკლა ვაჩეს მიმართ იმდენ ყურადღებას იჩენდა რთული იყო თავისუფალ კაცს არ მიეღო ის ყველაფერი რაც ხელთ ჰქონდა. დეასგან ათასგზის უარყოფილმა თეკლას სიყვარულზე უარი არ თქვა , მალევე გავრცელდა ამბები . არ იჯერებდა მათ ერთად ყოფნას სანამ საკუთარი თვალით არ ნახა გოგოს ინსტაგრამ გვერდზე ატვირთულ უამრავ ფოტოს შორის ერთ_ერთი , ვნებიანი კოცნის ამსახველი. ინფლუენსერ თეკლას ინსტაგრამზე და ტიკტოკზე თუ მიჰყვებოდი მისი ცხოვრების ყველა მომენტს ადევნებდი თვალს . დეაც მაზოხისტურად არ წყვეტდდა სქროლვას და მთავარ ფიგურანტ გიგაურსაც ყოველწამს აწყდებოდა . ისეთი ბედნიერი და ხალისიანი ჩანდა თითქოს სხვა ადამიანს უყურებდა, ყელში გაჩხერილ გორგალს ვერ ერეოდა იმის გააზრებისას , რომ წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდა მის მთავარ თავისტკივილს ახლა კი გათავისუფლებული მშვიდად აგრძელებდა ცხოვრებით ტკბობას.
_ვერ ვიჯერებ ერთად რომ ვხედავ- მასწავლებელთან მისვლამდე განხილვის საგანი კვლავ ვაჩე აღმოჩნდა
_რა ვეღარ დაიჯერე შენ კიდე, რამდენი კვირა უნდა გავიდეს
_უბრალოდ ერთობა, გიგაურია ... ის კიდე მარტივი ნადავლი
_მარტივი, ტკბილი , მხიარული და არც თუ ისე უტვინო . კაცი რომ ვიყო მეც არ ვიტყოდი უარს ასეთ ნაშაზე
_ნუ ხართ ბოღმიანები. იქნებ შეუყვარდა
_ნინო გიგაურს იცნობთ თქვეენ? გგონიათ ამ არსებას მიიღებს ოდესმე რძლაად? ქალის ერთი შეხედვით ჩააქვესკნელებს მაგასაც და დედამისსაც. ნესტანი ? ოოჰ თეკლა შე საწყალო ილოცე სერიოზულად არ გიყურებდეს ვაჩიკო თორემ მალე გაგაქცევენ უკან ამერიკაში
_გიგიგაური ის ბიჭი არაა საყვარელ ქალს რომ ვერ დაიცავს და თავის ურთიერთობაში ოჯახს ჩარევს
_ეგ ყველაფერი ზღაპარია... მუდმივი ომი და დაძაბულობა მაინც ანგრევს ყველაფერს . რომეო და ჯულიეტა დაიხოცნენ და თეკლა გაუძლებს სტრეესს? შანსი არაა . მე იმას ვფიქრობ ვინ უფრო ერთობა და ვინ მეტადაა ნასიამოვნები . მე თუ მკითხავთ თეკლა , ყველა ვარიანტში ... სულ რო ხვალვე დაიშალნონ მაინც
_შე საწყალო , მოგიკვდი ... ისე აბოდებ გიგაურზე გგონიაორი დღეც საკმარისი იქნება ხო?
_თეკლა რომ ვიყო კი და მე დროებით გასართობად ვერავის ვექცევი
_უნდოდე მაგასაც ვნახავდით , მაგრაამ რას იზამ შენ დიდი დიდი დემურიკოს უყვარდე
_რატო არასდროს გავიწყდებაა გამაგებინე მაგის მერე რამდენს მოვწონდი
_ერთმანეთზე უარესებს _არ ცხრებოდნენ გოგონები და დეას სულში დანთებულ ხანძარს ჩაქრობის საშუალებას არ აძლევდნენ.
_როგორ გგონიათ უკვე იმასასქნეს თუ მხოლოდ კოცნებით შემოიფარგლება გიგაური
_თეკლას ვერ უყურებ? გიგაურს სულ რო არ სდომოდა ეს შემოიხევდა ტანსაცმელს... ბოლო დროს მაინც ისე გაბრწყინებული და გამოშტერებული დადის. გაკვეთილზე თუ დარჩა სადღაც ასტრალში გადის .
_ცოტა დააცადეთ დაფრქვავს ყველაფერ, სად როგორ და რანაირად... ჩემო საბრალო იაკო ეგრე მაინც გაიგებ რა იმალება სამოსის მიღმა წელს ქვემოთ
_იქნებ სხვა თემაზეც ისაუბროთ უკვე ყელშია თეკლა
_თეკლა თუ გიგაური
_ორივე ერთად და ცალ _ცალკე _ისეთი სახე ჰქონდათ ვერ გაიგებდით რა ემოციას გამოხატავდა _ შენს დაქალზე მოგვიყევი, მეჯვარე რომ ხარ მალე
_უიმეე ეგ სულ გადამავიწყდა. შემიწირა ამ გოგოს ლაივებმა. ს.ქსსაც არ გამოგვაპარებენ ვიცი, რომელიმეს დროს ჩართავს კამერას და მე რომ ყველაფერი ერთად მაქვს მოსაგვარებელი რა მეშველებააა _ ნამდვილად შეძლო თემის შეცვლა . დარჩენილი დრო სულ ქორწილზე და მის სამზადისზე საუბრობდნენ, შემდეგი თემა უკვე ბანკეტი იყო .
................
სახლში დაბრუნებულს სიმშვიდე რომ უნდა ეპოვნა და ძლივს მეცადინეობისთვის გონების მოკრება შეძლო ყველა სიკეთესთან ერთად დედამაც მოიცალა მისთვის და უკანასკნელი დარტყმა განახორციელა დეას ნერვულ სისტემაზე
_მე და შენ სალაპარაკო გვაქვს ქალბატონო დეა _მაკა საძინებელში შევიდა, კარი მიხურა და საწოლზე დაჯდა
_გისმენ და თან წერას გავაგრძელებ
_მათემატიკაზე აღარ ივლი!
_რატომ
_რას ქვია რატომ...იმ დღეებში ვერაფერი გითხარი არ მეცალა შენთან სალაპარაკოდ სტუმრებისგან ვერ დავცალე სახლი და გგონია ყველას ვალაპრაკებ გამგებლის ბიჭი დაათრევდა და მერე მიაგდოო? მამაშენი ნამდვილად მომკლავს , ნიას ამ სულელურ ხასიათსაც მე მაბრალებს . მოკლედ მორჩა, სხვა მასწავლებელს იპოვი ან სახლში იმეცადინებ . მაინც ჩააბარებ , ის ფული დაზოგე და რამე იყიდე
_არ წამოვალ !_ყელში ბურთი ჰქონდა გაჩხერილი. ხმამაღლა თქვა, მაგრამ ცრემლებიც წამოუვიდა _ მარტო ვერ ვიმეცადინებ, გრანტისთვის არ მეყოფა ქულა
_თუ შენც მოგწონს ის ბიჭი, გაგასულელა და გინდა ყოველდღე თვალწინ ჰყავდე. მოშორდი ამ დაწყევლილ ადგილს_თქო მთელი ბავშვობაა მარტო მაგას გეუბნები და შენც აქ გინდა გათხოვდე და ჩალპე? სამყაროში კაცები დაილია? მაინცადამაინც აქ უნდა ცხოვრობდნენ , სხვა მიწა , სხვა კჯთხე არ არის?
_გგონია სხვაგან განსხვავებულები ცხოვრობენ? აქედან თუ წახვიდოდი რას გააკეთებდი , ბინაში იქნებოდი გამოკეტილი და ისევ ისე იცხოვრებდი როგორც ახლა. არავის დააბრალო შენი უმუშევრობა , დაგეზარა არ გინდოდა უფროსი გყოლოდა და სახლში დაჯექი . მე არ ვაპირებ ამდენი შრომა მხოლოდ იმიტომ ჩავყარო წყალში რომ ჭორების გეშინიათ-ცრემლებს იმშრალებდა და ისე ამბობდა სიტყვებს
_როგორ მელაპარაკები . გეუბნები იმ სახლში აღარ მიხვალ, იმ ბიჭს საერთოდ ახლოს არ გაეკარები თორემ შენზე ვიყრი ყველას ჯავრს
_ყოჩაღ დედა, ისევ მოწოდების სიმაღლეზე ხარ. გაიქეცი საჭმელი არ დაიწვას, მიდი უგემური არ გამოვიდეს თავი არ მოგეჭრას ... ჩემთვის არ გეცალა , იმიტომ რომ სულელურ საქმეებს უთმობ დროს მუდამ. ამ დროში საერთოდ რომ გავყოლოდი გიგაურს ვერც გაიგებდი! მოდი შენ შენი ცხოვრება განაგრძე და მე მომეცი საშუალება ვიცხოვრო . ერთხელ მაინც გააკეთე რამე ჩემს სასარგებლოდ
-აბა ვის სასარგებლოდ ვმოქმედებ დეა...ვისთვის ვშრომოდ. თუ არაფერს გავაკეთებ რით ვიარსებებთ . იმედია შენ არ გგონია,რომ მდიდარ ბიჭზე გაყოლით აიშორებ ამ ცხოვრებას თავიდან
-სხვისგან რას უნდა ველოდე როცა შენ თავად აკეთებ მსგავს კომენტარებს...არავის მივყვები დედა, საერთოდ არ დავქორწინდები! გემუდარები არაფერი გააკეთო, დამივიწყე და მადროვე ეროვნულებმდე მივაღწიო
-ნამდვილად არაფერი ხდება? ბიცოლაშენის და მამიდაშენის ყბაში ნუ ჩამაგდებ ხელმეორედ!
-წადი ცოტა ხნით, გაისეირნე მეზობლებთან და გეტყვიან ,რომ ვაჩე ინგლისურის მასწავლებლის შვილს ხვდება ...
-კარგი , მაგრამ იცოდე ყურადღებით იყავი . შეცდომას ნუ დაუშვებ, ახლა სიყვარულის დრო არ არის !
-თითქოს ჩემთვის ოდესმე იქნება სიყვარულის დრო- ჩუმად თქვა და ქალის გასვლისთანავე ემოციების ტალღამ გადაუარა, ტირილს დიდხანს ვერ წყვეტდდა .

..............
იმ ღამის შემდეგ გაკვეთილზე პირველად შევიდა. განგებ არ ხვდებოდა, აინტერესებდა მასაც ისევე ენატრებოდა როგორც თავად თუ რეაქციაც არ ექნებოდა დანახვისას. კმაყოფილება ცამდე იგრძნო კლასში შემოსულმა ქალმა,რომ შენიშნა და მთელი 45 წუთის განმავლობაში მზერის არიდებას ცდილობდა. არაფერი უთქვამს, ჩუმად იჯდა და ტელეფონზე მოსულ შეტყობინებებს პასუხობდა.
-ამაღლობელი გაკვეთილზე ხარ თუ ინტერნეტ კაფეში? თუმცა თქვენ არც გექნებოდათ მსგავსი სიამოვნება , თქვენი ასაკის ბავშვებს არ მოუხდათ ამ ეპოქის გავლა - მშვიდი იყო, ირონიული გამომეტყველება ჰქონდა, ბავშვებმა ჩვეულ ხუმრობად ჩათვალეს მისი ეს ქცევა მოსემ კი მალევე დაიჭირა ეჭვიანობის ნაპერწკალი მის თვალებში
-მას , თქვენი ყოფილი შეყვარებული თავისუფალია თუ გიღალატათ და იმ ახალთანაა - აი ამ ინფორმაციას თუ მიიღებდა ნამდვილად არ ელოდა . კესოს გაჟრერებულმა კითხვამ ნამდვილად შეაცვლევინა პოზიცია . ერთბაშად გასწორდა და სესილიას პასუხს დაჭიმული დაელოდა
-კესო , ძვირფასო მოღალატე კაცების ამოცნობის ხელოვნებას დამატებით გაკვეთილებზე გასწავლი. ჩემთან სახლში შეგიძლია მოხვიდე ...
-მაას , ანუ მართალია? მე არ მეჯერა , ისეთი იდეალური წყვილი იყავით როგორ დაშორდიით - ლამის ტირილი დაიწყო კლასის რომანტიკოსმა ანამ
-ანიკო, ძვირფასო იდეალური ცალად დარჩენილი არ ვარ?
-მეც არავთქვი ასეთი მშვიდი რატომაა ჩვენი სესილი მასწი-თქო? თურმე მშვიდი კი არა გულნატკენი ყოფილხართ. რატომ დაშორდით არ გვეტყვით?
-ინფორმაციის წყარომ დაშორების რა სავარაუდო მიზეზები გითხრათ ... ჩამოთვალეთ სავარაუდო პასუხები და რომელიმე ახლოს თუ იქნება გეტყვით - მოსეს მზერას გრძნობდა,მაგრამ მისკენ ერთხელაც არ გაუხედავს. მაგიდასთან ჩამოჯდა, იღიმოდა და ბავშვებს ელაპარაკებოდა
-პირველი ვარიანტია- ლონდონში გიღალატათ და არ აპატიეთ. მეორე ვარიანტია- დიდი ხნით დარჩენა უწევს და თქვენ არ მიჰყვებით, გაბრაზდა რის გამოც დაშორდით. მესამე ვარიანტია რომ თქვენი აქ ყოფნა არ მოსწონს, იჩხუბეთ და ამიტომ დაშორდით . მეოთხე ვარიანტია,რომ თქვენ შეგიყვარდათ ვიღაც სხვა, ან მას ჰქონდა ეს ეჭვი და ეჭვიანობა გახდა დაშორების მიზეზი... კიდევ არის რაღაც ვარაუდები,მაგრამ მოდი ამათგან აირჩიეთ ერთ-ერთი- ამჯერად სალომემ თქვა ყველაფერი და მერე ღრმად ჩაისუნთქა
-პასუხებში არ ეწერა ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს და სხვის პირადში ცხვირის ჩაყოფას შეეშვასო?
-არაა, მსგავსი არაფერია
-სამწუხაროა...კითხვა ბათილდება. სხვა შეკითხვები თუ არ გაქვთ განვაგრძოთ
-10 წლით პატარა ძმა ხომ არ ჰყავს შემთხვევით ? - კესომ ჰკითხა თვალების ციმციმით და კვლავ სიცილის ტალღამ გადაუარა ოთახს
-ძმა არა, მაგრამ ბიძაშვილი ჰყავს 20 წლის... დაინტერესებული ხართ , კესუნა?
-მეორე ბიძაშვილი არ ჰყავს,მას?
-არა რაა ბიძაშვილი არ მინდა, თვითონ არ მოსწონს 18 წლის გოგონები?
-არაა, სისხლის სამართლის დანაშაულად თვლის თავისი პირადი კოდექსის მიხედვით- გაეღიმა თორნიკეს დამოკიდებულების გახსენებისას- ხუთი წუთი გავიდა. განიტვირთეთ, საკმარისია
არავის უნდოდა მეცადინეობის გაგრძელება, მაგრამ სესილიამ კვლავ მოახერხა ყველას გონების მობილიზება . მხოლოდ ამაღლობელი იყო არეული და მასწავლებელიც უჩვეულოდ შორს, ოთახის განაპირა ფანჯარასთან მდგომი აგრძელებდა საუბარს.
............
მარიამთან შეხვედრას მოსესთან საუბრამდეც გეგმავდა უბრალოდ მოვლენები დააჩქარა. მუდამ მზის სხივივით ანათებდა და ამჯერადაც სახეგაბრწყინებული უახლოვდებოდა . უცნაური იყო მათი წყვილი , თავად ჰქონდა მზისფერი თმა, მაგრამ ღამისფერი მარიამი ასხივებდა ბედნიერებას
-როგორც ყოველთვის შენი განწყობა შენს გარეგმობაზე აისახება- დეას დაკვირვებით უყურებდა და თვალების ციმციმით იღიმოდა _დანამდვილებით შემიძლია გითხრა , რომ პრობლემა გაქვს რომელსაც ვერ აგვარებ
_მე კი შემიძლია ვთქვა , რომ იმაზე მეტად მომენატრე ვიდრე ვფიქრობდი_ორივეს გაეღიმა. ერთმანეთთან ყოფნის დროს მუდამ სიმშვიდეს პოულობდნენ
_არ მომიყვები რა ხდებოდა სანამ აქ არ ვიყავი?
_ახალი არაფერია , ძველი პრობლემები გამწვავების ფაზაში გადავიდა
_ თუ დაგამშვიდებ არ ვიცი, მაგრამ ვაჩეს ის გოგო არასდროს შეუყვარდება .
_გამორიცხული არაფერია
_არის და თუ ცივი გონებით შეხედავ მიხვდები
_ცივი გონება განა მოქმედებს? მე ხომ უბრალოდ სხვების გაწერილ ცხოვრებას უნდა მოვერგო და ეგ აღარ გამომდის . დავიღალე, სტრესული წელია და გათავისუფლებამდე დრო ზანტად გადის
_როგორ ახერხებ შენი გონებით იყო ასეთი შეზღუდული... ამასაც მოხერხება უნდა
_აღარ ვიცი რა უნდა გიპასუხო ... მოახლოებული ქარიშხლის მოლოდინში ვარ და როდის გადამივლის არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს თავს როგორ დავიხსნი . მშვიდი ძილიც კი მომენატრა იცი? სულ რაღაც კოშმარი მაღვიძებს
_ სიზმარს როგორც ცხოვრებას სწორი კუთხე სჭირდება , რომ არასაშიში ჩანდეს და შეიძლება გზაც კი გიჩვენოს
_შენს სიზმრებშიც გამოჩნდა ვინმე?
_სულ იყო რაღაც და ეს მახვედრებდა რას ვერ ერეოდა ჩემი გონება, რის მიმართ მაქვს იმხელა ინტერესი ან მოლოდინი, რომ რეალობა სიზმარშიც გადმოდის და ჩემ გაგრძელებას ვხედავ.
_ასეთი ოპტიმისტი როგორ ხარ ... ყველგან ფერებს რომ ხედავ და ვერც ვისწავლე შენგან ეგ სიმშვიდე
_სულ არ ცდილობ საკუთარი თავისთვის მე კი პასუხისმგებლობა არავისთან მაქვს . სრულიად თავისფალი ინდივიდი ვარ , რომელმაც მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს მე კი შესანიშნავად ვუგებ ჩემს შინაგან ქალღმერთს _თმა კეკლუცას გაისწორა, ფართოდ გაიღიმა და მერე გაიცინა კიდეც
_ძალიან, რომ მიყვარხარ მითქვამს?
_ნეტავ როდემდე უნდა იყო ერთადერთი ვინც სიყვარულში მიტყდება? _კვლავ გაიცინა და ნამცხვრის დაგემოვნებას შეუდგა
_ღმერთო ჩემო მე ერთ ვაჩეს მოვწონვარ და შენ ? არც კი გრცხვენია , ბიჭების რომანტიკულ ფანტაზიაზე წიგნი შეგიძლია გამოსცე , იმდენჯერ გამოგიტყდნენ გრძნობებში
_სისულელეა ! ადამიამებთან ნორმალურად არც მისაურბია, არ მიცნობენ და საჩუქრებს მიგზავნიან, მეფლირტავებიან უგუნურად . მაგათ ყველას ერთად შენი ვაჩეს მზერა გადაწონის. შენს სახელს რომ ვახსენებ ისეთი ხდება , ღმერთო რა ბედნიერებას იკლებ ცხოვრებისგან . სულ არ გიყვარს საკუთარი თავი და არ შეგიძლია ცხოვრებით ტკბობა
_ბოლო დროს შეხვდი? რომ ნახავ ესაუბრე ჩემზე და მიხვდები როგორ გამოავლენს ყველა გრძნობას სიყვარულის გარდა . დასრულდა ჩემი და მისი არდაწყებული ამბავი , მაგრამ ჭორები ახლა დამეწევა
_ტრაგი_კომედიაა ... ელი ჭორებს და თავშეკავების გამო იტანჯები. ამიტომ სჯობს გააკეთო ის რაც გულით გსურს... ჭორები მაინც სულ იქნება
_როგორ გეტყობა რომ აქ დიდხანს არ გიცხოვრია
_მადლობა მამას , აქაურობის მხოლოდ დადებით მხარეს ვიცნობ და სიბნელესთან შეხება არ მაქვს . თბილისში კიდევ სხვა პრობლემებით მოძრავი ხალხია , რომელი უარესია ვერ გეტყვი . სულ ტყუილად გაქვს იმედი , რომ აქედან წახვალ და იქ უჩინარი იქნები.
_შენზე მომიყევი ... როგორ ხარ კომფორტის ზონიდან წამოსვლის შემდეგ
_იმდენი გეგმები მაქვს... იდეები და საიდან დავიწყო არც კი ვიცი . სკოლის დასრულებამდე მინდა მოვასწრო , მერე კვლავ ქალაქს დავუბრუნდები ბიჭებთან ერთად და აქაურობა სრულად უნდა ამოვწურო - მარიამი საუბრობდა და დეა უსმენდა . ერთი სიტყვაც არ გამორჩენია, ეშინოდა იქნებ რამე მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში და ჩემი დახმარება დასჭირდესო, მაგრამ აშკარად არ არსებობდა პრობლემა რომელსაც გადაულახავ დაბრკოლებად დაინახავდა მისი გონება.
.................
თითქოს განგებ უთხრა ამაღლობელმა სად შეხვდებოდნენ დეა და მარიამი . სუსტი აღმოჩნდა , კაფეში რომ შევიდა და კუთხის მაგიდასთან დაჯდა მერე მიხვდა რომ ნებისყოფა არ აღმოაჩნდა. იჯდა და ცხოვრებაში პირველად ფიქრობდა გარეგნობაზე და იმაზე თუ როგორ გამოიყურებოდა. საკუთარ ფიქრებზე გაეცინა , რა მნიშვნელობა ჰქონდა მის გარეგნობას, გოგო თუ დაინახავდა აუცილებლად შეშინდებოდა მიუხედავად იმისა მისი თვალები მოსწონდა თუ არა,ან პერანგი უხდებოდა თუ არა . შორიდან აკვირდებოდა, მხიარული ჩანდა, ხშირად იღიმოდა , რამდენჯერე გაიცინა და ჯანაშიასთვის სამყარომაც შეწყვიტა ბრუნვა. მსგავსი უმწობა არასდროს უგრძვნია .
_დეას ვესაუბრე ... კარგადააო . არაფერი უთქვამს და რამე რომ ყოფილიყო ისეთები მოვუყევი აუცილებლად მეტყოდაო -მოსემ რომ დაურეკა არ უთქვამს იქ ვიჯექი და ვუყურებდიო
_აშკარად არ უამბო
_არ უამბო შენ დანაშაულზე თორემ ცუდად რომ იყოს დეა მიხვდებოდა , დამიჯერე
_მჯერა . შენ და გიგაურს ერთი გოგო არ გეყვარებოდათ ჭკვიანი რომ არ იყოს
_ამ შაბათს გიგა ბავშვს ნათლავს ... გეპატიჟება . წამოხვალ?
_ ვნახოთ , დიდი ალბათობით კი
ვერაფერზე ფიქრობდა , ჯერ კიდევ გოგოს მიჰყვებოდა უკან და მაქსიმალურად ცდილობდა არ დაჰკარგვოდა. რაიონის ცენტრიდან სახლში ფეხით ბრუნდებოდა, სიცივე აშკარად არ აბრკოლებდა. გზად რამდენიმე ადგილას შეჩერდა, რაღაცები შეიძინა და საკმაოდ მოზრდილი პარკით , დამძიმებული მიაბიჯებდა. თავს ძლივს იკავებდა რომ არ მისულიყო და დახმარებოდა. ნეტავ შესძლებოდა უბრალოდ მოეშორებინა მისთვის ეს დისკომფორტის შემქმნელი სიმძიმე , თითებზე უყურებდა, აშკარად წუხდა უკვე. ცენტრს რომ გასცდა მოკლე გზით წავიდა, სახლებს შორის მიმავალ ასფალტს მიჰყვებოდა და უკვე მეორე ხელში გადაიტანა ტვირთი. ერთხელ გაჩერდა კიდეც, მობილურზე დაურეკეს და სანამ საუბრობდა თითებს ასვენებდა, ისეთი საყვარელი იყო ჯანაშია ძლივს აზროვნებდა. მიდიოდა უკვე, აღარ ანაღვლებდა რა იქნებოდა, ვერ დაუშვებდა ეყურებინა როგორ ტკიოდა ხელი . შორს იყო , რომ არ შეემჩნია განგებ იცავდა დისტანციას , რომლის დაფარვამდეც სხვა ბიჭი გამოჩნდა. ისე იყო შეხვეული ვერც ხედავდა მისი ვინაობა რომ დაედგინა. გოგონას ჭრელ შარფს , შეეხო რაღაც მომენტში და ჯანაშია მიხვდა რა იყო ეჭვიანობა. ყველაფერი ტკიოდა და თან არ იცოდა რა . მუშტები მანამ ჰქონდა შეკრული სანამ ბიჭმა გოგო ჭიშკართან არ დატოვა და არ მობრუნდა. ისეთი შვება იგრძნო გიგაურის დანახვისას თითქოს გულიდან და გონებიდან ლოდები მოაშორეს.
_სანდრო ... როგორ ხარ?
_კარგად , ვაჩე _მოეხვია , ზურგზე გაშლილი ხელი მსუბუქად მიარტყა და მერე სახის დალაგებაც შეძლო
_ არ მეგონა აქ თუ შეგხვდებოდი...
_ხო რაც გამოვედი ვერსად გადავიკვეთეთ
_მარისთან რა ხდება ? _ არ ელოდა, გაუკვირდა , მაგრამ ბიჭის გამომეტყველებას რომ დააკვირდა გაეღიმა _ არ უარყო, შორიდან გიყურებდით სანამ მივიდოდი და მიყვებოდი, ახლაც აქ ხარ
_აბა დეა უყვარსო ? ცრუ ინფორმაცია მაქვს თუ დაქალებს ეჩალიჩები _წვიმა გაძლიერდა, გარეთ დგომა უკვე აღარ შეიძლებოდა
_ჩემი მანქანაა აქვე, წამო
არ შეწინააღმდეგებია. გიგაურის მანქანაში ჩაჯდა და ბიჭმა ძრავიც აამუშავა. თანვე დაურეკეს სტუმრები არიანო და სასწრაფოდ გასვლა უწევდა_არ მეტყვი მარის სად გადაეყარე?
_შენ არ მეტყვი რატომ გაინტერესებს ?
_ჩვენ მეგობრები ვართ ,მხოლოდ მაგრამ შენ ისე მიყურებ ეჭვიანი კაცის სახე გაქვს . რა ჯანდაბაა?
_შეყვარებულ კაცებს ყველგან შეყვარებულები გელანდებათ? სად მე და სად ის გოგო. რაღაც გაუგებრობა მოხდა და ვცდილობდი გამერკვია
_რა გაუგებრობა . დახმარება შემიძლია?
- გმადლობ, რომ მომიყვანე _ უკვე სახლთან იყო მანქანა გაჩერებული, კარი გააღო და გიგაური პასუხების გარეშე დატოვა .
……….
თეკლას გაცნობა სურდა თუ არა არ იცოდა. ერთდროულად ჰქონდა დიდი ინტერესი და თან მის დაიგნორებას ცდილობდა საბოლოოდ კი იას დაბადების დღეზე გადაიკვეთა მათი გზები. რესტორანში სხვა გოგონებთან ერთად ისიც იყო . იუბილარმა თავად წარუდგინა დეა და გვერდი_გვერდ დასვა კიდეც. კომუნიკაბელური და ხალხთმოყვარე თეკლა მთელი საღამო საუბარს ცდილობდა, ყველას ეკონტაქტებოდა , მაგრამ დეას ურეაქციობა ისე იწვევდა ლამის ტყავიდან ამოძვრა მის სახეზე რომ ემოცია დაენახა. რა აღარ მოუყვა, ლამის ყველაფერი გაიხსენა რაც კი ცხოვრებაში გადახდენია, მაგრამ არ გამოუვიდა.
_შენ თუ მეორეში სწავლობ გამოდის ჩემი ვაჩე შენი კლასელია? _ აღფრთოვანებულმა თქვა და დეა კიდევ უფრო ცუდად გახდა " ჩემი" ბლაგვი საგანივით ხვდებოდა ტვინს
_არა , მხოლოდ სკოლელები ვართ. არასდროს ვყოფილვართ ერთ კლასში , ყოველთვის ისე ვაკეთებდი, რომ პარალელში მოვხვედრილიყავი
_რატოომ? ცუდი ურთიერთობ გაქვთ ? ალბათ რაღაც გაუგებრობაა თორემ ჩემი ვაჩე ისეთი არაკონფლიქტურია
_როგორ კარგად იცნობ შენს ვაჩეს, გაოცებული ვარ _ჩაიცინა და თავი ძლივს შეიკავა ქრონოლოგიურად რომ არ ჩამოეთვალა ყველა ჩხუბი რაც კი გიგაურს გაუმართავს _ ისე კი ნამდვილად, ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობას ერთადერთი დამნაშავე ჰყავს და ეს მე ვარ. უკაცრავად _ ყელში ჰქონდა უკვე მისი საუბარი, შენობიდან გავიდა სუფთა ჰაერი რომ ჩაესუნთქა . გვიანი იყო , მარტო ვერ წავიდოდა გოგონებთან ერთად გეგმავდა იქაურობის დატოვებას ისინი კი ისე ერთობოდნენ აშკარად არ აპირებდნენ სახლში დაბრუნებას. ციოდა, მაგრამ პიჯაკი ეცვა და ყელზე მოხვეული აბრეშუმის შარფიც თავზე წამოიფარა ქარს თმები რომ არ აერია . შადრევანს უყურებდა , განათებების ფონზე კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენა , სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და არეულ ფიქრებთან გამკლავებას ეცადა. რას წარმოიდგენდა მორიგ გაუგებრობაში თუ გაეხვეოდა.
_უკაცრავად გოგონა ... საღამო მშვიდობისა _ უცნობი ბიჭი მიუახლოვდა, მანამდე არასდროს ჰყავდა ნანახი, შორიდანაც კი არ იცნობდა რაც იმას მიანიშნებდა რომ იქაური არ უნდა ყოფილიყო. ერთი შეხედვით ფხიზელს ჰგავდა, კარგად გამოიყურებოდა და მომხიბვლელი ღიმილიც ჰქონდა
_საღამო მშვიდობის ... რამით შემიძლია დაგეხმაროთ ? _ ტყუილად არ მოვიდოდაო იფიქრა და არც კი დაუშვია იქ მის გასაცნობად თუ იყო მისული
_ ტელეფონი გამეთიშა და ტაქსის გამოძახებაში ვერ დამეხმარებით?
_აქ ტაქსს ვერ გამოიძახებთ... ისე თუ გააჩერებთ ან ნომერი უნდა იცოდეთ მე კი სამწუხაროდ არ მაქვს
_კაიი რას იძახიი ტოო... რაიონში აპლიკაციები და თემები არ გაჩითულა ჯეერ? როგორ ტეხავს ეე, ასეთი ლამაზმანები იჩითებით და განვითარება არ მოსულა ?
_ასე ვერ ვიტყოდი, ყველაფერი ხალხის რაოდენობისა და მოთხოვნილებების მიხედვითაა. უკაცრავად
_აუ მგონი გაგაბრაზე ... სორი რა _ წინ გადაეღობა, ხელები მაღლა ასწია და ისევ გაიცინა _ შენ საყვარელ სოფელს ჩემდაუნებურად შეურაწყოფა მივაყენე ხო? ვჭედავ პატრიოტ ქალებზე ... ეგეთი ხარ ხოო
_ თქვენი დახმარება არ შემიძლია , უნდა წავიდე
_დამეხმარები თუ მეტყვი რა გქვია ასეთ მშვენიერს და ამდენად საინტერესოს... მე თქვენი მონა მორჩილი გიგა ვარ _დეას მტევანი ორივე ხელში მოიქცია, მოულოდნელად ეამბორა და რევერანსის მსგავსი მოქმედება გააკეთა ისე რომ ხელს არ უშვებდა
_არ მგონია ჩემი სახელი დაგეხმაროთ შინ დაბრუნებაში... უმჯობესია თუ მეგობრებს იპოვნით
_მადლობა მეგობრებს ამ გადაკარგულში რომ ამომათრიეს და შენნაირ ბრილიანტს გადავეყარე . ერთ_ერთს დავურეკავ , მომაკითხავს ... აუ ტელეფონიი სულ დამავიწყდა . მათხოვე და გპირდები გაგიშვებ , ნუ გეშინია ქურდი არ ვარ , არ გავიქცევი _ისევ იღიმოდა, ისეთი სიმპათიური იყო არ მოგინდებოდა ეჭვის შეტანა .თავისი გათიშული მობილურიც ამოიღო ჯიბიდან და ხელისგულზე დაუდო დეას _ აი ჩემსას გადმოგცემ , ნახე მართლა გათიშულია , არ გატყუებ
_ნომერი ნამდვილად გახსოვთ? _ რატომღაც ბევრი არ უფიქრია , ზედმეტად დაღლილი იყო , ბიჭს ისე დაუბრუნა მობილური არც შეხებია ზედმეტად. ჩანთიდან თავისი ტელეფონი ამოიღო, ბლოკი მოხსნა და მიაწოდა . არ უყურებდა ეკრანს, უბრალოდ იდგა და ელოდა. ხმა არ გაუგია, მაგრამ ჯიბეში რომ განათდდა მისი მობილურის ეკრანი წამსვე მიხვდა ყველაფერს _სერიოზულად? ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩემი ნომერი გაგეგოთ ? სოფელშიც აღარ მიმართავენ მსგავს ბანალურ მეთოდებს და ნუთუ თქვენ გაგისწროთ განვითარებით პროვინციელმა კაცებმა _ როგორღაც ისე მოხდა დაგროვილი ბრაზის მასზე გადმონთხევა მოუნდა
_ამ ტყეში უმანქანოდ ამოვეხეტებოდი? დახმარებისთვის მადლობას გადაგიხდი და სახლში წაგიყვან , არ გინდა? აიი რა ახლოსაა ჩემი მანქანა _მკლავზე შეეხო და ავტომობილისკენ ანიშნა
_არც მე ვარ მარტო და გმადლობთ, თავად დავბრუნდები _რატომ ეგონა , რომ ასე მარტივად წავიდოდა ვერ გეტყვით , მაგრამ სანამ ბიჭი კიდევ ერთხელ არ გადაეღობა წინ და ამჯერად უხეშად არ მოხვია ხელი მანამ არც აღელვებულა.
_ვერ გაგიშვებ ... არ შემიძლია შენნაირების ხელიდან გაშვება
_ხელი მომაშორე ! _შეეშინდა , თანაც ისე დაეტაკა ეს ტალღა , რომ მისი გამოფიტული, გადაღლილი სხეულიც კი გამოაფხიზლა
_შენ რა ველური ყოფილხარ
_გამეცალე !
_მომწონს , კარგად გავერთობით
_შენ არამგონია, აი მე კი ნამდვილად გავერთობი _ ვაჩეს ხმა რომ გაიგო წამში გაიფანტა უარყოფითი მუხტი . შვებით ამოისუნთქა ,მაგრამ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო ისე მოუქნია მუშტი გიგაურმა ბიჭს. საუბარიც არ უცდია, ერთი სიტყვაც არ ათქმევინა ისე მივარდა _რომ გეუბნება მივდივარო უნდა გაუშვა, ასეთი რთულია ბიჭო? გითხრა გაუშვიი ... ხელის შეხებას და წინ გადადგომას როგორ უბედავ შე ს.რო _ ურტყამდა და ისე უჭერდა ხმაურსაც არ ტეხდა .
_გეყოფა ... ვაჩე ,გთხოვ
_აქედან წადი , ახლავე ! _პირველი შემთხვევა იყო რომ არ მოუსმინა, ზედაც არ შეხედა თითქოს სხვის გამო სცემდა. დეას ყურადღება გაეფანტა რესტორნიდან თეკლა რომ გამოვიდა, გოგონებთან ერთად იყო და ისე ხმამაღლა იცინოდა შორიდანვე შეამჩნია. გიგაური უკვე შორს იყო, ბიჭი თავისივე მანქანაზე მიაყუდა ,პერანგი გაისწორა დეას გვერდი აუარა და გოგონებისკენ დაიძრა.
_ვაჩეეე მოხვედიი , რა საყვარელიი ხააარ _ გოგო ყელზე ჩამოეკიდა, რამდენჯერმე მხურვალედ აკოცა და ლოყიდან ტუჩებზე რომ გადავიდა დეას ღებინების შეგრძნება ისე მძაფრად გაუჩნდა ეგონა გონებასაც დაკარგავდა თუ არ გათავისუფლდებოდა. თვალები ძლიერად დახუჭა, ჩანთას უჭერდა თითებს და დაბერილი ნესტოებით ცდილობდა ჟანგბადის საჭირო მარაგის მიღებას.
_ვაჩე წაგვიყვანს ბარემ... აღარ ამოვიყვან ჩემს ძმას _ხმა ესმოდა და მიჰყვებოდა ნაკადს, რომელმაც მანქანის უკანა სავარძლისკენ უბიძგა. ოთხ გოგოსთან ერთად უნდა მოთავსებულიყო მაშინ როცა თეკლა უკვე ვაჩეს გვერდით იჯდა, კომფორტულად მოკალათებული და ბიჭის ხელებიც კი არ ჰქონდა შემჩნეული ისე იწყებდა ლაივ ჩართვას .
_ლუკა მომაკითხავს , უკვე გზაშია. თქვენ წადით , ჩემი ადგილი არ არის მანდ _ გოგოს ხელი გააშვებინა და კარი მიხურა _ ნახვამდიის _ მოკვდებოდა და იქ არ ჩაჯდებოდა . სულ რომ ფეხით ჩასულიყო სახლამდე , სულ რომ პირველივე უცნობს გაჰყოლოდა მაინც არ დაიმცირებდა ამდენად თავს. საკუთარ თავთან ასე ვერ დაეცემოდა. დაინახა როგორ უყურებდა ვაჩე, განგებ გაუსწორა მზერა და უკან გადადგა ნაბიჯები. გოგონებს ხელი დაუქნია, მანქანა ხმაურით მოსწყდა ადგილს და წამის შემდეგ ეზოში აღარც იყო.

საპირფარეშოში შევიდა, გვერდით გახედვაც არ უნდოდა ეშინოდა რომ ისევ იმ ბიჭს გადაეყრებოდა ვერც კი გაიგო იქედან წასული რომ იყო . სარკის წინ იდგა და საკუთარ თავს უყურებდა, ცდილობდა ცრემლები შეეჩერებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. ბოლოს პირზე ხელებაფარებული გაუგებარ ბგერებს გამოსცემდა და ცრემლებიც გაუჩერებლად მოდიოდნენ გაყინულ ლოყებზე. რამდენიმე წუთი გავიდა სანამ თავი მოიწესრიგა, საუბრისთვის ხმა დაალაგა და ლუკას დაურეკა
_უნდა მომაკითხო, არ მაინტერესებს სად ხარ და რას აკეთებ. ამოდი და ხვალ რაც გინდა მთხოვე
_ეზოში ვარ , გამოდი
მანქანასთან იდგა, აშკარად მანამდეც ეძებდა და რომ დაინახა უსიტყვოდ დაიკავა ადგილი საჭესთან, დეაც სწრაფად დაჯდა . ერთხანს სიტყვა არ უთქვამს , თვალებდახუჭული იჯდა და ცდილობდა ცრემლების მეორე ნაკადი საძინებელში შესვლამდე არ გადმოეფრქვია,მაგრამ გონებაში გაჩენილმა კითხვამ არ მოასვენა
_აქ როგორ მოხვდი ... ხომ გითხარი თვითონ დავბრუნდები_თქო
_ვხედავ როგორც ბრუნდები
_ლუკა ,მითხარი
_სახეზე გეტყობა როგორც იქეიფე და დაისვენე სჯობს .
ეჭვი არ ასვენებდა. შუაღამეს შევიდა ლუკას ოთახში , ბიჭს ისე ეძინა არაფერი გაუგია , მისი მობილურის პაროლის გამოცნობაც არ გასჭირვებია ზარები შეამოწმა, არაფერი იყო , შეტყობინებებში კი მალევე იპოვნა ვაჩეს მინაწერი
" ხუთ წუთში გაჩნდი დეასთან რესტორანში. არაფერი უთხრა და არაფერი კითხო !!!"
"არ დააგვიანო !"
" მომწერე შენთან რომ იქნება" _ და მხოლოდ შემდეგ იყო ლუკას პასუხი
"სახლში მიმყავს , დამშვიდდი და იფიქრე ხვალ რას შემომთავაზებ რომ არ ვუთხრა როგორი ყურადღებიანიც ხარ "
"შენი სიჩუმის ღირებულება ვიცი უკვე და ნუ ატრკებ ლაწირაკო! "
"კითხვებს მაყრის , შემიძლია ვუთხრა შენ რომ ზრუნავ მუდამ ... ყველგან და ყოველთვის"
"ეტყვი და ტელეფონს მიიღებს ის ვინც ენას კბილს აჭერს"
ლუკას პასუხად მხოლოდ სმაილი ჰქონდა გაგზავნილი დუმილის ნიშნად.
დეა საძინებელში ძლივს დაბრუნდა აღარ იცოდა რას გრძნობდა, რა სურდა გიგაურისგან და რა ხდებოდა საერთოდ მის თავს . ტკიოდა, კვდებოდა და მაინც თავს ერეოდა, იქედან უნდა წასულიყო , როგორმე თავისუფლება მოეპოვებინა შემდეგ კი შემდეგ თუ ისევ გადააწყდებოდა ვაჩეს და ისევ იგივე გრძნობა ექნებოდა არ გაუშვებდა, უარს აღარ ეტყოდა საკუთარ სურვილებს.
................
გიგა სანდროს შორეულ მეზობლად ითვლებოდა,მაგრამ მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასაც და მოსესაც. პირველი შვილის ნათლობის ცერემონიაზე ორივე მიიპატიჟა და ჯანაშიამაც უარი ვერ თქვა . ანასტასია და პეტრე იცნობდნენ პატარა გოგონას, ეკლესიაში წასვლაც მოისურვეს და უფროს ძმას გვერდს უმშვენებდნენ .
- ეკლესიაში,რომ შევალთ ჩემს გვერდით დადგებით და ჩუმად იქნებით.
-გავიგეთ, ხომ გვითხარი ეკლესიაში ხმაური არ შეიძლებაო
-სად გაიქეცით წეხან
-თინათეს ნათლიები გავიცანით ... ერთი გოგოა , ერთი ბიჭი - ანასტასია ვერ ისვენებდა და პეტრე უკან დაჰყვებოდა
-ჩვენ მონათლულები ვართ?
-არა , მაგრამ როგორც კი დავლაგდებით სამივეს ერთად მოგნათლავთ ... მანამდე მოიფიქრეთ ვინ გინდათ რომ თქვენი ნათლია იყოს
-მე მოსე მინდა ...
-შენ კი არა მე მინდა
-ნუ იჩხუბებთ მე მაინც ორივე მიყვარხართ - ბავშვებს მოეხვია ამაღლობელი და ორივეს აკოცა - მანქანაში თქვენთვის რაღაც მაქვს და რომ გამოვალთ ჩემთან ჩასხედით
-რესტორანში არ მომყავს
-ბავშვის ნათლობაა ისინი უნდა წამოვიდნენ აბა მე და შენ უნდა ვეთამაშოთ 4 წლის ბავშვს?
-კიდევ კარგი საბაც არ წამოვიდა ...ესენი მგონი ნახევრად გიგასთან არიან. ბოდიში მაქვს იმ გოგოსთვის მოსახდელი ერთი კი არა ამდენი ბავშვი ყოფილა მის ეზოში
-ნუ იცი ხოლმე სისულელეები. შენ კარგად არ იცნობ თეონას , ისეთი მაგარი გოგოა
-ყველაფერს აქვს ზღვარი და მასპინძლობასაც მათ შორის
-ღმერთო ამ ბიჭს უშველე რამე ... გამოკეტავს მალე ბავშვებს სახლში და წიგნების გროვაზე შემოსვამს
ეკლესიაში რომ შევიდნენ ბავშვები წამსვე გაირინდნენ. ორივე სანდროს გვერდით იდგნენ და ცერემონიას ადევნებდნენ თვალს. ჯანაშია თავდახრილი იდგა სანამ გვერდით გოგონამ არ ჩაუარა და გულისცემა არ აუჩქარდა. მის წინ იდგა , ტაძრის ცენტრალურ ნაწილში ლამაზი კაბით, თავსაბურავითა და ხელში ბავშვით ,რომელსაც მის მხარზე ედო თავი , თმებზე ეთამაშებოდა და მოთმინებით აკვირდებოდა განვითარებულ მოვლენებს.
ლოცვა ზეპირად წარმოთქვა , მისი ხმა ისე ჟღერდა ყველა გარინდული უსმენდა , ანგელოზს ჰგავდა და სანდროს სულში დაბუდებულ დემონს არსებობის სურვილს უკარგავდა. გული საზღვრებში აღარ ეტეოდა, სამყაროს ცენტრი მარიამი იყო . ერთადერთი, უნიკალური , საოცარი ქმნილება შემობრუნებისას თვალი თვალში რომ გაუყარა და არეული გრძნობები აფეთქდნენ მის ღამისფერ სფეროებში.
თავს ისე გრძნობდა თითქოს ნაღმზე იდგა და ნებისმიერ წამს აფეთქდებოდა. მარიამი ისე შეხედავდა ხოლმე,რომ გონებას ურევდა . ძმასთან ერთად იყო ძირითადად, მასთან იცეკვა რამდენჯერმე ისე კი აშკარად არავის სწყალობდა ბავშვების გარდა. ნათლულს ხშირად ეფერებოდა, ანასტასიასთან მოსაუბრეც შენიშნა და ინტერესისგან ლამის მოკვდა ისე უნდოდა გაეგო რაზე საუბრობდნენ. ყველა სვამდა, დათრობა ნამდვილად არ უნდოდა, მაგრამ ალკოჰოლის გარეშეც არ გამოვიდოდა.
-სანდროო ... სახლში წაგვიყვანე - ტასომ მიირბინა და მოეხვია - ბავშვები მივდივართ უკვე
-კარგი გოგო ხარ - ლოყაზე აკოცა და მერე პეტრეს ანიშნა მისულიყო
-მიდიხართ უკვე? კაი რა ბავშვები გავუშვით და ჩვენ პონტში ვიქეიფოთ ახლა
-გავიყვან და დავბრუნდები
-აჰა გასაღები , უცებ გახვალ და გამოხვალ - მოსემ უთხრა და ბავშვებს დაემშვიდობა.
უკვე ღამე იყო უკან რომ დაბრუნდა, ზამთრისთვის დამახასიათებელი სუსხიანი ამინდის მიუხედავად ბიჭები ეზოში იდგნენ. შორიდანვე მიხვდა ,რომ მოსაწევის გამო გავიდოდნენ და გვერდის ავლა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა . გიგა ეძახდა, მივიდა და სიგარეტს მოუკიდა, შენობაში მარიამი ეგულებოდა და ნამდვილად ვერ დაბოლდებოდა ისედაც არ უყვარდა მსგავს ადგილებში მსგავსი ქმედებით დაკავება. ირგვლივ ისეთი ადამიანები იყვნენ არცერთი მოსწონდა, მაგრამ არ იმჩნევდა სანამ ზღვარი არ გადაკვეთეს
-ლიზიკო დაგიბრუნებია ... ძაან გამიხარდა მაგრად მეწყინა რომ გათხოვდა და დაგვტოვა ბიჭები
-ბაზარი არაა...ორი დღის წინ შემხვდა და კიდევ უფრო მეტად გალამაზებულა
-გოგო ეგეთი უნდა იყოს ძმაო . არავის აწყვეტინებდეს გულს
-მოკეტე მიშო - გიგამ გაჩერება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა
-კაი რა იყო რას ვამბობ ისეთს...სანდრო რო ჩაჯდა იმის მერე ისეთები ხდებოდა მაგათთან მე კიდე ისიც გამიკვირდა ვაფშე როგორ წაიყვანა იმ კაცმა ან ამდენხანს როგორ არ გამოაგდო - სიგარეტის ღერი მუჭში ჩაიწვა ისე უნდოდა თავი შეეკავებინა და ყურადღება გადაეტანა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ვერ მოითმენდა - ღმერთმა დამიფაროს ჩემი ცოლი ვინმესთან გამოვიჭირო, ვცემ კი არა მოვკლავ ალბათ
-ბ.ზობით შენ ვინ გაგაკვირვებს მიშიკო ... - მზერა გაუსწორა და ირონიულად ჩაიცინა . მოკვდებოდა იქვე თუ არ დაადუმებდა- რა ხდება? რამე გამოვტოვე? სანამ მე ვიჯექი წაკუზვას შეეშვი? სოსიკოს ყლ. პირიდან გამოაგდე და ქალებზეც გ.დგება უკვე? საღოლ, მოსალოცი ამბავია... - ორივე ერთად ააგდო და დაიწყო ის რაც ასე ძალიან სურდა მის დემონს,რომელსაც უკვე აღარავინ ახსოვდა.
ჩხუბი რომ დაიწყო , ძირითადად დარტყმებს იგერიებდა, ერთობოდა სანამ გამშველებლის ამპლუაში მოსეს ნაცვლად მარიამის ძმა არ დაინახა . გაგიჟებულ ბრბოს თავად გაუმკლავდებოდა,მაგრამ მათე სრულ გაურკვევლობაში მყოფი ცალად დარჩენილ ჯანაშიას იცავდა და ეს უკვე პრობლემას ქმნიდა. არ გასჭირვებია მოსალოდნელი უბედურების გათვლა, თამაშიდან ჩხუბზე გადავიდა, მიშოს ცხვირი გაუტეხა და მათესკენ მოქნეულ დანას მთელი სხეულით გადაეფარა. დარტყმისგან მიღებულ ნაცნობ ტკივილთან ერთად შვება იგრძნო, ბიჭი საღ-სალამათი იდგა მის წინ თავად კი სისხლის სუნს ვერ გაურბოდა. სიცივე ერთბაშად მოედო მთელს სხეულს, ხმები ესმოდა, ჩვეული ამბავი ხდებოდა, არაფერი განსაკუთრებული სანამ მარიამის სახე არ დაინახა შენობიდან გამოქცეულ მოსეს წინ რომ გადაუსწრო და თავისი თეთრი თავსაფარი ჭრილობაზე მიადო. დაჰყურებდა ნაჭერს, რომელიც წითლად იღებებოდა, საკუთარ თითებს და მის მტევანს , სითბოს ,რომ უგზავნიდა .
-არაფერია ... არ იტირო . არაფერია- როგორ აეხსნა შენი სიახლოვის გამო ვარ გათიშული და არა ტკივილის გამოო. ხელი ლოყაზე ,რომ შეეხო სისხლით დასვრიდა
-შენთან სულ სისხლია ! - ტიროდა, გაფითრებული იყო და მაინც წარბებშეჭმუხნული უყურებდა
-მარიამ ! - ძმა ეძახდა , იქვე იდგა სანდროს კი დედამიწაზე დაბრუნება მოუხდა . გოგონას ხელი მოიშორა, საკუთარ პერანგზე შეამშრალებინა თითები ,ისე ფრთხილად ეხებოდა ისევ მასზე ფიქრობდა და სხვა ვერაფერზე . სასაცილო იყო, ჭრილობიდან სისხლი სდიოდა და მარიამის დასვრილი მტევანი აღელვებდა
-გზა გამითავისუფლე , გოგონა ! - უხეშად მიმართა, არ იცოდა რატომ ,მაგრამ ასე გამოვიდა - მოსე შეეშვი , გავედით !
-შევეშვა? რას მეუბნები ამ ნაბ.ჭვრებს
-მოსე , წავედით ... შენ კი , მათე სხვა დროს ნუ შეითვისებ გამშველებლის როლს მითუმეტეს უცნობის დასახმარებლად ,როცა არ იცი მართალია თუ არა
-მარტო იყავი და რა უნდა გამეკეთებინა , მშვიდად მეყურებინა სანამ მოსე გაიგებდა და მოგეშველებოდა? ვინ თქვა,რომ უცნობი ხარ? მე შენ გიცნობ , ჯანაშია !
-ძალიან ცუდი თუ მიცნობ ... ლამის გაგიფინეს შენი დის თვალწინ მაგ ნაცნობობის გამო ! - მარიამის აღელვების მიზეზი გახდა, ახლაც გრძნობდა მის აჩქარებულ გულისცემას და მათეს მიმართ მადლიერების ნაცვლად ბრაზს გამოხატავდა
-წლების წინ სრულიად უცნობს რომ არ დამხმარებოდი მაშინ ნამდვილად გამიფენდნენ, შეიძლება მოვეკალი კიდეც . შენ დაგვიწყნია მე კი არ ვივიწყებ ასეთ ამბებს, თუმცა ახლაც ჩემ გამო დაგჭრეს...
- მე ყველაფერი მახსოვს ოდესმე რაც ჩამიდენია და მათ შორის ისიც ,რომ გითხარი დაივიწყე , ვალში არ ხარ-თქო . სჯობს ჩემნაირების საქმეში აღარ ჩაერიო ,მითუმეტეს როცა მარტო არ ხარ -მარიამის მზერას მთელი ეს დრო გრძნობდა , თავს იკავებდა და მანამ არ გაუხედავს სანამ არ წავიდა.
-შეიშალე ,ხომ? - მოსემ ხელის შეხება რომ სცადა გააშვებინა, საყრდენად არ გამოიყენა და ლამის სირბილით დაიძრა მანქანისკენ- დაჭრილი ხარ შე ს.რო
-დროზე თუ არ მოვშორდები გავაფრენ !- უთხრა და მანქანაში ჩაჯდომისთანავე გოგონასკენ გაიხედა. იდგა და უყურებდა , თავისი შავი მრგვალი თვალებით რენტგენის ქვეშ ატარებდა და გაქცევას აიძულებდა- ღმერთო ეს რა გამოცდა გამომიგზავნე
-გაკერვა დაგჭირდება ვითომ? ჩემ ექიმთან წაგიყვან ... იმათ მოვუტყ.ავ დედებს.
-თავის დროზე რომ არ ვთქვი ვინც იყო, შემეცოდა და გავჩერდი ახლა შიში აყვირებს... საცოდავი ცოლს მოაყვანინებს მალე მამამისი და იმის ტრ.კი არააქ თქვას კაცები მევასებაო. რომ ვიცოდი რასაც უზამდნენ გავჩუმდი და ახლა რა დღეშია ხედავ? ლიზას რომ ახსენებს კიდევ, მაგარი ბიჭის როლს თამაშობს გ.ნდონი - ყელში ჰქონდა უკვე ამოსული , ყველა ნაბიჯს ნანობდა რაც კი უკან გადადგა - არ მინდა ეს ექიმი
-თმა გავჩითო და იმით გაკერავ აბა? რემბო ხარ თუ რას აწვები... მარიამის მზერისგან დაშოკილი ხარ ახლა შენ და სჯობს მადროვო
- უკანასკნელიი იყო, მეტჯერ მისი სახელის გაგებაც არ მინდა. კიდევ რომ ვნახო ვიცი დამთავრდება მისი პრინცესული ცხოვრება- ჭრილობაზე დადებულ ნაჭერს დახედა . ამაღლობელის ჩაცინება დააიგნორა, კამათის ძალაც არ ჰქონდა ,თვალები დახუჭა და ყველაფრის დავიწყებისთვის საფუძვლის მზადება დაიწყო ,მაგრამ შეუძლებელი იყო ის კადრები გონებიდან გაექრო.
......................
...........................
-საით ? - მანქანის ფანჯარა ჩამოსწია და გაჩერებაზე მდგომ ქალს ქვემოდან ახედა
-ქალაქში
-დაბრძანდით,გთხოვთ - გადაიწია და კარი შიგნიდან გაუღო.
-გმადლობ ...ავტობუსი მგონი მოსვლას არ აპირებს ან არასწორი დრო ვიცი- დაჯდა და გაეღიმა ქალების მზერა რომ გაჰყვა- ყველა არ მიცნობს თურმე
-რაო ,რა გითხრეს
-ვისთან ხარ სტუმრადო... რა ლამაზი გოგო ხარო
-შვილიშილი მყავს უცოლო ბიჭიო?
-არაა, შვილიო ... სულ რაღაც 43 წლისააო. მასწავლებელი ძალიან კარგი პროფესია აღმოჩნდა, ქალური და ოჯახისთვის შესაფერისი - სიცილს ვერ წყვეტდდა - აღარ ვიცი უკვე ამათზე რა რეაქცია უნდა მქონდეს
-როგორც სჩანს ბევრი მოვიდა გარიგებებით
-იყო რამდენიმე შემთხვევა , მაგრამ ბოლო დროს მეზობლებს აღარ მოვწონვარ
-იციან შეყვარებული რომ გყავს
-თან სახლში მაკითხავდა , ამდენი ვინმე დადის ჩემთან და აღარავარ სასურველი სარძლო
-ჩემზე გეტყოდნენ რამეს
-ნეტავ კიდევ დიდხანს იქნება ასეთი ამინდები?- თემა შეცვალა და წამოსულ ფიფქებს შეხედა -ჩემი მანქანაც ახლა გაფუჭდა , ხელოსნები ყველანი ერთნაირები არიან . გამოვიყვანე გუშინ და ისევ გაფუჭდა ამ დილით ვერ დავძარი , გაჯორდა
-მე მყავს ნაცნობი ხელოსანი თუ მანდობ მანქანას დღესვე წავიყვან ... დიდი რიგი თუ არ ექნება მალე გააკეთებს, მაგრამ ისეთი პრინციპული ტიპია ჩემ გამო შანსი არაა სხვებზე ადრე არ დაიწყებს
-მითხარი სად წავიყვანო, ვინ არის და მივხედავ შენ არ შეგაწუხებ
-დახმარების მიღების კომპლექსით რო იჩითები ხვდები?
-კომპლექსებზე ნუ ვისაუბრებთ
-ჩემგან რა გინდა ,რო? მე რა კომპლექსი მაქვს
-დახმარების მიღების
-შენგან სულ დახმარებას ვიღებ , სახლშიც კი შეგეკედლე ... მასწავლებელო , ამინდი ისეთია მეეჭვება სადმე გეჩქარებოდეთ და სკოლის კაფეტერიასაც თუ გავიხსენებ გემრიელ სადილზე უარს არ მეტყვით . პირობას ვდებ საუკეთესო კერძები აქვთ - რესტორანთან სვლა შეანელა და ქალს გადახედა
-მშია , თანაც ძალიან და ავტობუსსაც ნახევარ საათზე მეტხანს ველოდე...
-ე.ი ვაჩერებ
-ხო, ოღონდ ანგარიშს ვიყობთ
-რადგან არ მითხარი ბავშვი ხარ და მე დაგპატიჟებო უკვე კარგი შემოთავაზებაა- გაიცინა და პირველი გადავიდა , ქალს კარი გაუღო და დაელოდა
-გმადლობ- აშკარად უყვარდა თოვლი . ბავშვივით თვალებგაბრწყინებული უშვერდა ხელისგულს ფიფქებს .
ეზოში პატარა შენობები იდგა, რამდენიმე მათგანში ისხდნენ ,მაგრამ უმრავლესობა ცარიელი იყო იმ დროს ბევრი სტუმარი არ ჰყავდათ, მთავარ დარბაზში რამდენიმე ოჯახი საუზმობდა ბავშვები აშკარად ჭარბობდნენ . თოვლით გახარებულები მაგიდებთან ვერ ჩერდებოდნენ. კერძების მოლოდინში სესილია ხედით ტკბებოდა, მოსეს კი დაურეკეს და იქვე შორიახლოს მობილურზე საუბრობდა.
-ბოდიში, აუცილებლად უნდა მეპასუხებინა
-სოფოს შეურიგდი თუ მხოლოდ სახლის კარი გაუღე
-არ ვსაუბრობთ უბრალოდ ჩემთან ცხოვრობს და ისიც თათას გამო
-პატიების უნარი არ გაქვს?
-თუ შეცდომაა ვპატიობ და თუ უკვე დანაშაულია, განზრახული, გააზრებული ,რომელსაც მონანიება კი არა სინანულის ნატამალიც არ ახლავს რა ვაპატიო . საკუთარ თავს ვერ აპატიებს წლები რომ გავა, თორემ მე რას გავაკეთებ მნიშვნელობაც არ აქვს
-ზედმეტად მკაცრი ხარ და არ ითვალისწინებ გარემოებებს
-რომელ გარემოებას სესილია? ბ.ზის და ლოთის შვილი ვარ, არავინ და არაფერი გამაჩნია შემიძლია ყველანაირი სისულელე გავაკეთო და ამით გავაპრავო რომ გარემომ ხელი არ შემიწყო. ბავშვი არ არის , იცის რაც უნდა და ღმერთმაც ქნას გამოუვიდეს . ვერაფრით მივიღებ ქალს ,რომელიც პარაზიტივით სხვის ხარჯზე აპირებს ცხოვრებას, ვისაც არ აქვს იმის ამბიცია რომ საკუთარი დამოუკიდებელი პიროვნება შექმნას. მისი მიზანია იყოს მდიდარი , სულელი კაცის ცოლი და იმის იქეთ არაფერი !
-აჭარბებ ... არ მგონია ასე რთულად იყოს საქმე . მას ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკი აქვს და ცდილობს თავისი ადგილი იპოვნოს. იქნებ უყვარს კიდეც და ვერ აღიარებს, არ ვიცი მე
-მასზე საუბარი არ მინდა, გთხოვ ... საკმარისად ვიკამათეთ იმ ღამეს. შენ რომ მიმტევებელი ხარ გავიგე , მე არ შემიძლია
-ცდები, მე არასდროს მიპატიებია უახლოესი ადამიანებისთვისაც კი ...კომპრომისზე წასვლა არ შემიძლია და რაც უფრო ახლოსაა მით უფრო მკაცრი ვარ .
-ბიჭმა შენი სახლი გაქურდა და რა აღარ გააკეთე მისთვის
-ეს სულ სხვაა...მე მას არ ვიცნობდი, ემოციური კავშირი არ მქონდა მატერიალური ზარალი აღდგენილი იყო სრულად და რჩებოდა მხოლოდ ჩემი სწორი ქმედება ,რომელსაც არასდროს ვინანებ
-და რას არ პატიობ საყვარელ ადამიანს?- გაეცინა მილიარდჯერ გაჟღერებული კითხვა რომ გაიმეორა- ღალატს? გიორგობიანს რატომ დაშორდი- მზერა გაუსწორა და პასუხს დაელოდა
-ვჭორაობთ ,პატარავ?
-სესილია, თამაშს ნუ იწყებ ...მიწვევ
-სულ მაშინებ და მაინც არაფერი ხდება ისეთი რასაც ვერ მოვერევი
-ბრძოლაში რომ ხარ ეს უკვე არიარებაა... მითხარი რა მოხდა , უნდა ვიცოდე დაბრუნების შანსი აქვს თუ არა
-დასრულდა ნიშნავს დასრულდას! თავად მიიღო გადაწყვეტილება, დამშორდა და წავიდა
-ღმერთო ჩემო ...გენატრება- ქალის სახეზე სევდის ელფერები დაინახა და ღრმად ჩაისუნთქა- რატომ გაუში თუ გიყვარდა
-როგორც გითხარი ყველა ჩემი ყოფილი მიყვარს 15 წლის ასაკში რომ მყავდა ისიც კი და როგორ შეიძლება გიორგობიანი არ მომენატროს ... რას ითხოვ ჩემგან . კაცთან ორი წელი მქონდა ურთიერთობა
-ტვინში სისხლი მექცევა შენს კაცებზე რომ ლაპარაკობ!_ ღრმად ჩაისუნთქა და წყლით სავსე ჭიქა ბოლომდე დაცალა.
-ეჭვიანობ მათზე ვინც აღარ არის და თან იმ ქალზე ვინც შენი არ არის ...საინტერესო ფენომენი ხარ, ამაღლობელო
-არავინ ვარ და მაინც ყველაზე მეტი ვარ , კი არ ვეჭვიანობ ვწუხვარ ,რომ ადრე არ გაგიცანი და
- სჯობს მითხრა რეაბილიტაცია როგორ მიდის - თემა შეცვალა ,როგორც კი მიხვდა,რომ მოსე თამაშს იგებდა
-არც ისე კარგად , დრო მჭირდება-აშკარად არ უნდოდა საუბარი . ყურადღების გადატანა კერძებზე გადაწყვიტა, სესილიაც დაემორჩილა,მაგრამ მისი მდგომარეობა არ მოსწონდა
-ბოლო დროს საშინლად მოვდუნდი, ვარჯიშის დაწყება მინდა თუმცა ჩემი ძველი ტრენერი ქვეყანაში აღარ არის და დროებით სამსახურზე რას იტყვი?
-გინდა გავარჯიშო და მწვრთნელის სტატუსი მომაკერო ?
-კარგიი, ისე მიყურებ ხელფასს აშკარად ვერ შემოგთავაზებ მაშინ მე ინგლისურს გასწავლი ან რომელიმე სხვა ენას- ისე წამოსცდა არც დაფიქრებულა, მშიერი იყო კერძები კი ზედმეტად გემრიელი და გაერთო
-სხვა ენა რას ნიშნავს...ყველა იცი?
-შენ რომელი გაინტერესებს
-ესპანური , იცი?
-საუბარი რომ გასწავლო გაწყობს?
-სერიოზულად?
-ამ ადგილზე რატომ არ ვიცოდი, უგემრიელესია...ხშირად მოვალ და წონაც მომემატება. რა რთულია იყო ფორმაში და თან ჭამო ყველაფერი რაც გიყვარს
-მე მოგიტან ყოველ დღე ამათ ნებისმიერ კერძს შენ ოღონდ მითხარი რამდენი ენა იცი
-შენ ასე თუ ფლანგავ ფულს ვერასდროს დააგროვებ კაპიტალს...ერთი კითხვის პასუხი ზედმეტად ძვირი გიჯდება
-შენ თუ თანახმა ხარ ,ჩემთან ივახშმო ყოველ საღამოს მე პრობლემა არ მაქვს...უკეთეს შეფსაც ვიცნობ
-ვახშმობა სხვაა და გემრიელობებით მომარაგება სხვა...
-აჰ, ანუ მოგიტანო და უკან წავიდე?
-თუ თანახმა არ ხარ , რას ვიზამთ
-კარგი პირველ შეთანხმებას დავუბრუნდეთ... მე გავარჯიშებ შენ ფრანგული მასწავლე
-პატარავ, გგონია ასე გამაცურებ?- იღიმოდა და თვალებში უყურებდა
-ასე ნუ მეძახი თორემ ერთხელაც იქნება გავჭედავ და
-და?
-დავივიწყებ ყველაფერს
-რომ ჭედავ სკლეროზი გინვითარდება თუ რა თემაა ?
-თურმე რა კარგად მოქმედებს შენზე ქართული სამზარეულო...სკოლაში სულ მშიერი ხარ ხოლმე? სახლშიც ვერაფერს ამზადებ და ახლა როგორ აგიმაღლდა განწყობა
-ვინ თქვა რომ ვერ ვამზადებ ? ვისაც გვიყვარს ჭამა მზადებასაც ვსწავლობთ ... ცხოვრების ორი წელი სამზარეულოს დავუთმე და - მოსეს ახალი ინფორმაცია მიაწოდა,მის რეაქციას ელოდა ეზოდან შემოსულმა ხმაურმა მათთან რომ მიაღწია. ყველა წამოიშალა, გარეთ იყურებოდნენ და აშკარა იყო კუპეებიდან ერთ-ერთში ჩხუბი დაიწყო. მოსე არც ფიქრობდა ადგილიდან გამოძრავებას ნაცნობი ხმა რომ არ გაეგო
-გამიშვით...ხელი გამიშვით თქვე ბ.ზებო . თქვენ იცით მე ვინ ვარ ? კოტე ვარ , ამაღლობელი დედას მოგ.ტყნავთ ყველას
-მოსე- ბიჭს უყურებდა, მის თვალწინ ერთიანად რომ ჩაქრა. თითქოს დაპატარავდა , უცნაურად მოიხარა , მაგიდას უყურებდა და ღრმად სუნთქავდა. ხმა შემოდიოდა, იგინებოდნენ ჩხუბობდნენ. ესმოდა მაყურებელთა კომენტარები რომელთა შორის უმრავლესობა იყო „მოკლავენ“ . გაიყინა, მოსესთან ერთად გაქვავდა იმ მცირე დროში
-მაპატიე , გთხოვ - მხოლოდ ეს თქვა, ისიც თითქმის ჩურჩულით ქალისთვის თვალიც აღარ გაუსწორებია ისე გაიარა ხალხს შორის და ეზოში მოჩხუბრებს შორის ძირს დავარდნილი მამადწოდებული იპოვნა . სესილიაც ავტომატურად მიჰყვა,მაგრამ ჩამორჩებოდა დაინახა როგორ მოხვდა კოტეს მიმართულებით მოქნეული ბოთლი მოსეს მკლავზე და როგორ იხეთქა სისხლმა. თვალთ დაუბნელდა, ხედავდა როგორ იდგა მიწაზე დავარდნილი, მოკეცილი კაცის თავზე ფარად აღმართული და მოძალადე ბრბოსკენ ხელის მოქნევასაც კი არ ცდილობდა. რა სიტყვებით მოახერხა ამდენი გაგიჟებული კაცის გაჩერება სესილიას არ ესმოდა, ჩუმად ლაპარაკობდა და სხვების ყვირილის ფონზე ვერაფერი გაიგო . მხოლოდ ის დაინახა როგორ დაიშალა ხალხი , დარჩა მხოლოდ მოსე და მამა. ბიჭი კვლავ მისკენ ზურგით იდგა, ის კი ახველებდა და სისხლს აფურთხებდა. ძლივს წამოიწია, ხელის შეხება სცადა,მოსემ მხოლოდ ერთი წინადადება უთხრა, მერე სესილიასკენ გაიხედა, მისკენ დაიძრა . ხელიდან წამოსული სისხლი კვალს ტოვებდა. თვალები სულ წითელი და ამღვრეული ჰქონდა, დემონი და ბავშვი ერთად უყურებდა ქალს.
-არაფერია, არტერია არ გაჭრილა- როგორ ამოძრავდა ან რა ძალა მართავდა ვერ გეტყვით. ბიჭს თავისივე შარვლიდან გამოაძრო ქამარი და სისხლმდენ მკლავზე გადაუჭირა. ჩანთიდან კალამი ამოიღო და დრო ხელზევე წააწერა. წამის მეასედში აიღო ნივთები , ანგარიში გაასწორა და მანქანისკენ სირბილით დაიძრა.-გემუდარები, ახლა უბრალოდ კარგად იყავი და მერე , გეფიცები სადაც გინდა იქ დამპატიჟე ,გამოგყვები - იცოდა, ამ ვითარებაშიც რომ წინააღმდეგობის გაწევას ეცდებოდა იმიტომ რომ ჯერ კიდევ ემოციურ შოკში იყო და ვერ ხვდებოდა მის თავს რა კატასტროფა ხდებოდა.
-დამშვიდდი , ასე ნუ ნერვიულობ
-საჭესთან მე დავჯდები - წინ კაცი რომ გადაეღობა უკვე კარი ღია ჰქონდა და გასაღებიც ამოაცალა ჯიბიდან
-მოსე დაიცადე...მომხედე აქეთ . არ დამტოვო , ამ ერთხელ არ დამტოვო ქუჩაში მიმაგდეს. დამღუპეს იმ ნაბოზვრებმა - მობანცალებდა, მთელი სახე სისხლიანი ჰქონდა, სველი იყო , ჭუჭყიანი და ყარდა
-მე შენ არ გადამირჩენიხარ უბრალოდ ადამიანს დავეხმარე რომელსაც კლავდნენ. შენთან საერთო არაფერი მაქვს, შენ მამა არასდროს ყოფილხარ და ახლა საერთოდ მკვდარი ხარ! ჩემი სახელის გამოყენებას გიკრძალავ, სადმე არ გადამეყარო თორემ ყელს გამოგჭრი გეფიცები! -ცხოველს ჰგავდა, მანქანაში ჩაჯდა, კარი ხმაურით დახურა და სესილიამ სწრაფად რომ წაიყვანა მისკენ გაიხედა- არ დამამტვრიო ... მაგდენი სისხლი არ დამიკარგავს . პანიკა ნუ გაქვს
-ხელი არ გაამოძრაო, გემუდარები . სავარძელს მიეყრდენი და რაც შეიძლება მშვიდად იყავი- ქარბუქს ნამდვილად არ შეშინებია, არც მანქანების რაოდენობას შეუფერხებია ისე ატარებდა და თან ამაღლობელს ხელს ამოწმებდა, პულსსაც უზომავდა და ბიჭის ემოციურ მდგომარეობასთან ერთად ფიზიკურსაც აფასებდა.
-მაპატიე...
-ღმერთო ჩემო , აღარასდროს მომიბოდიში იმისთვის რაშიც დამნაშავე არ ხარ ! - მობილური ძლივს იპოვნა და სადღაც დარეკა- კლინიკაში მოვდივარ...შოთა საიდანაც გინდა მოიყვანე და მზად დამხვდეს. მე არა დედა, მაგრამ ჩათვალე რომ მე ვარ - სხვა არაფერი უთქვამს, არც ერთი სიტყვა ისე გათიშა . ამაღლობელი ნელ-ნელა ცუდად ხდებოდა, ემოციური ფონი იფანტებოდა და ტვინი ტკივილის აღქმას იწყებდა.
-ხელი თეთრდება , სესილია - ხმა გაებზარა და თან სახელით მიმართა . არ გაუხედავს, მოხრილი იჯდა და ხელს დაჰყურებდა
-თვალები დახუჭე და უბრალოდ მენდე, კარგი ?
-არ შემიძლია ...
-შეგიძლია ... ნინამ მითხრა მოსეს შეუძლებლის შეძლება უყვარსო ! მომიყვა როგორც გადარჩი , მითხრა დაბადებისას ყველას გარდაცვლილი , რომ ეგონე და ტირილი დაიწყე . საკუთარ თავს აჯობე, ყველას და ყველაფერს მოუგოო
-ნინამ კიდე რა გითხრა- თვალები დახუჭლი ჰქონდა, თავით სავარძელს ეყრდნობოდა . ხმა გაუტყდა, თვალიდან ცრემლი ჩამოგორდა და წვერში ჩაიკარგა
-არ არსებობს მიზანი, რომელსაც ვერ მიაღწევსო ... მამაჩემს ჰგავს გარეგნულად და ხასიათით ჩემს მოსესო. მერე სულ ბებიას და თავის ამბებს მიყვებოდა-მანქანა საავადმყოფოს ეზოში შეიყვანა და თითები სახეზე შეახო - არაფერი მკითხო , უბრალოდ ცხოვრებაში პირველად მოდუნდი , მენდე და გპირდები ყველაფერი იქნება კარგად .
-ოდესმე გავიგებ ვინ ხარ ?
-მხოლოდ შენ უნდა გაიგო, სხვამ ვერავინ შეძლო !
ეტლით დახვდნენ, ახალგაზრდა ბიჭები მწვანე ფორმებით და კლინიკაში ასე შეიყვანეს. დერეფანში ქალი იდგა , თეთრი ხალათი სამოსზე ეცვა , მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით თავაწეული დააბიჯებდა და სესილიასკენ მანამ არ გაუხედავს სანამ მოსე არ შეისწავლა
-შოთა სად არის?
-გელოდება ბრიგადით და აქ რა არის ასეთი საგანგაშო შოთა რომ გამომაძახებინე?
-მისი ხელია მნიშვნელოვანი და სხვას ვერავის ვანდობდი ... ვინმე თუ არ კვდება და ცოლთან ჟ.მაობის დრო შევუმცირე შენს საუკეთესო ექიმს , გადაიტანს როგორმე ორივე - მიახალა და უკან მიჰყვა ამაღლობელს რომელიც უკვე კაცის ზედამხედველობის ქვეშ იყო
-ვა სესილიკო ... სკოლკა ლეტ ,მაია დარაგაია
-სასაცილოდ გვაქვს საქმე შოთა?
-მე ისეთს ვერაფერს ვხედავ ... დროულად დაგიდია ლახტი. სისხლის გადასხმაც არ დაგვჭირდება . გავკერავ და ეგაა რა
-მებრძოლია, მუშტში ძალა სჭირდება
-ხოო , ეტა დრუგოი ძელა
-გემუდარები შეწყვიტე რუსულად საუბარი ისე თითქოს მეტი ენა არ იცოდე და გამაგებინე გააკეთებ ისე რომ თავისი საქმე განაგრძოს თუ დავურეკო კაკაურიძეს
-კაკაურიძე აქ არ მოვა!
-ანუ ვერ აკეთებ? ექსპერიმენტები არ მჭირდება ... ვურეკავ კაკაურიძეს და მისი ასისტენტი იქნები
-ვინაა ეს ბავშვი ასეთი... მაგის იმედზე დგას ქვეყანა?
-მე და ჩემი ცხოვრება საკმარისი ვართ? - უკვე ზარს ახორციელებდა , ქალმა მალევე უპასუხა
-სესილ , ძვირფასო
-მჭირდები , თინანო ...ისე როგორც არასდროს. აქ და ახლავე. ხელი , გვჭირდება ძალიან . შოთამ სიამოვნებით ვიქნები დამხმარეო. კარგი, მიყვარხარ თინ - ამოისუნთქა და მერე ისევ ამაღლობელს გახედა. უკვე ამზადებდნენ , მალე გაიყვანდნენ
-იმედია საოპერაციოშიც არ შემოხვალ
-ისევ გონებას ვკარგავ
-ეგ ტყუილი კიდევ ძალაშია?
-საჭორაო განწყობა არ მაქვს - ყველას გაეცალა, ყველაფერს დაემალა და ცარიელ ოთახში ჩაიკეტა. ბავშვობაში ყველა კლინიკაში ჰქონდა მსგავსი ადგილი სადაც ჩაიკეტებოდა და ემოციებისგან დაიცლებოდა. კანკალებდა, ტიროდა და რამდენიმე წამს გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა. ბოლოს სიმშვიდის წერტილი იპოვნა, ძალა მოიკრიბა და საღი გონებით დაბრუნდა მოლოდინის რეჟიმში .
...............
13
……………
-ეს ვინ მოიყვანე...რა ხალხით გაივსო კლინიკა. გინდა კლინიკაშიც პრობლემები შემიქმნა? შენ რა სოფლის საცოდავი პედაგოგი ხარ თუ წითელი ჯვრის ფილიალი ჩამოაყალიბე
-ესაა ლექციები შენს დიდებულ პროფესიაზე? ასე ეხმარები ადამიანებს და აკეთებ უდიდეს საქმეს?
-თავხედო გოგო ,რით ვერ შეეშვი ამ ამბოხს. არ გინდა ექიმობა და ვინღა გაძალებს, არც გამოგივიდოდა არასდროს. მთელ ორ შტოში შენ ხარ ერთადერთი სისხლის დანახვაზე რომ გონს კარგავდა და ვერაფრით შეგაცვლევინე ზნე. თავი მომჭერი რაღაც უბედურებებზე ისწავლე, მათხოვარივით დადიოდი კურსიდან კურსზე, კოლეჯიდან კოლეჯში , ქვეყნიდან ქვეყანაში და რით ვეღარ გეყო
-ვგიჟდები შენზე დეე... მამა სად არის? აქამდე რატომ არ გამოჩნდა?
-კონფერენციაზეა ბარსელონაში ... ეგეც არ იცი
-და რა საჭირო იყო გამეგო? კონფერენციაზეა თუ თავის მეორე უკანონო ცოლთან ერთად სასტუმროს ნომერში ნებივრობს
-გეყოს უკვე !
-მეცოდები და ნეტავ ოდესმე თუ გამივლის ეს შეგრძნება
-შენ ხომ პოულობ საოცარ კაცებს...რამდენი შეყვარებული გყავდა და ერთს როგორ ვერ გაყევი ცოლად რომ მაჩვენო ერთი როგორ არ გიღალატებს ქმარი. გიორგობიანს რატომ დაშორდი , ვეჩვეოდი ნელ-ნელა იმ ფაქტს ,რომ ეგ იყო ბოლო გაჩერება.. არა მაინც ეს ამაღლობელი ვინღაა, რა ადგილას ასწავლი . ვინ აღარ შემომიღო ოთახის კარი ამ ერთ საათში...გაიღვიძებს მალე და შესვლაზე უკვე ჩაწერილია ხალხი
-ამაღლობელია ჩემი ბოლო გაჩერება , თავშესაფარი , სახლიც და ოჯახიც ! თქვენ არაფერზე იღელვოთ,მიხედეთ თქვენს კეთილშობილურ ბიზნესს... მოსეს მდგომარეობის შესახებ მე მივაწოდებ ყველას ინფორმაციას, ნახვამდის ქალბატონო ქეთევან
ეს იყო აღიარება საკუთარ თავთან ,რომელმაც შვება მოჰგვარა. ქალი გააგიჟა თავად კი თავისუფალმა განაგრძო გზა ამაღლობელის პალატამდე. ერთადერთი რაც აღელვებდა მოსეს განწყობა იყო. იცოდა შეუძლებელს შეძლებდა თუ კვლავ მტკიცე ნებისყოფითა და მოთმინებით შეხვდებოდა ამ რთულ გამოწვევას.
-კითხვები ისევ არ უნდა დაგისვა ? - პალატაში შესულს მზერა გაუსწორა და ჩვეულებისამებრ საქმეზე გადავიდა ეს კი უკვე კარგის ნიშანი იყო
-ავადმყოფს რატომ არასდროს ჰგავხარ? მინდოდა გული ამჩუყებოდა და ცოტახანს დომინანტად მეგრძნო თავი
-მთელი დღე საკმარისი არ იყო?
-აშკარად კარგად ხარ, მაშინ მეც წავალ თორემ აქაურობა ცუდად მხდის
-მეღადავები? შემოხვედი და ვიღაცები ისე აფრინე ვიფიქრე ჯანდაცვის მინისტრი მომყვებოდა უკან. არ გგონია,რომ უნდა ამიხსნა რა ხდება?
-ექიმი ხომ იყო შემოსული
-ოპერაცია სულ სხვამ გამიკეთა და ის ბიჭი საერთოდ სხვა ვინმეა
-მკურნალი ექიმი ეგ იქნება... ხომ გითხრა ყველაფერი მაქსიმალურად კარგადაა და დრო დაგჭირდება
-დრო ისედაც მჭირდებოდა , ჩემი ძვლების გამო და ახლა მყესები, სისხლძარღვები ,კუნთები რა აღარ დამემატა
-ორ ენას გასწავლი
-ამდენხანს ვერ ვივარჯიშებ?
-რატომ პესიმისტობ? იქნებ მგონია,რომ ნიჭიერი ხარ და მალე აითვისებ
-სესილია უსაქმოდ ყოფნა ჩემთვის არის ჯოჯოხეთი... ხელის გარეშე
-ხელის გარეშე არ ხარ და გეყოფა !
-რომ მგონია ამოგხსენი მერე რატომ მიჩითავ ახალ თვისებებს, დამალულ გვერდებს და
-და რა გეგონა, რომ თუ ამომხსნიდი მერე მარტივად გადაგწონდებოდი?
-ვიფიქრე, მაგრამ არ გამოვიდა ...
-დროა მცდელობები შეწყვიტო, რაც უფრო მეტს გაიგებ მით უფრო მეტად შეგიყვარდები
-ნარკოზის ბრალია თუ წინააღმდეგი რატომ არ მეჩვენები? -თავი ქალისკენ ჰქონდა შებრუნებული. წელს ზემოთ შიშველი, შეხვეული ხელით ,სრულიად მოდუნებული იწვა და წამითაც არ დაუშვია,რომ ქალი თავისივე დაწესებულ ზღვარს გადაკვეთდდა. ჯერ კიდევ არ იცნობდა სესილიას, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მის ხასიათზე და სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა ,როდესაც ეს უკანასკნელი დაიხარა ჯერ ლოყაზე ხოლო შემდეგ ყელზე დაუტოვა კოცნის კვალი
-სესილია ...
-გთხოვ, იფიქრე მხოლოდ საკუთარ თავზე და სხვა არაფერზე. შენ მარტო არ ხარ , არასდროს იქნები და შენს უკან უამრავი ადამიანია
-არ წახვიდე, არ გაბედო და ახლა არ გახვიდე
-დაისვენე, დამშვიდდი , დაიძინე
-დამცინი... არა, ნამდვილად მეთამაშები - ეცინებოდა და თან საშინელ დისკომფორტს განიცდიდა იმდენად არ მოსწონდა სიტუაციაზე კონტროლს რომ კარგავდა. ეს იყო სრულიად უცხო შეგრძნება, რაღაც ახალის დასაწყისი , კიდევ ერთი გამოწვევა, რომელსაც ცხოვრება უგზავნიდა და რომლისგანაც მხოლოდ ბედნიერებას ელოდა.
................
_როგორ იქნა დაბრუნდი...არ იფიქრო შენ გელოდი , უბრალოდ თათას პრეზენტაციას ვაწყობდი. თავი სტკიოდა , არ იხმაურო , სძინავს _ კარის ხმა გაიგო და მაშინვე დერეფნისკენ დაიძრა , მაგრამ იქ მოსეს ნაცვლად ბექა დახვდა და წამსვე შეეცვალა გამომეტყველება _ მოსე სად არის? _ გვერდი აუარა, კარი გააღო და გარეთ გაიხედა _რა მოგაქვს? შუაღამეს მაჭმევ და კარგი მე გავსუქდები, მაინც ლამაზი ვარ , მაგრამ შენ ღიპით გახვალ ოქტაგონზე? _ კიბისკენ გავიდა, ჩუმად ლაპარაკობდა ,უკვე ხმა ეკარგებოდა იქაც რომ ვერ დაინახა სახლში დარჩენილ ბიჭს მიუბრუნდა _ ბექა
_საავადმყოფოშია ... არაფერი მკითხო. გამაფრთხილა აქ არავინ დავინახოო - გოგონას ამღვრეულ თვალებს უყურებდა და მაინც ცივად პასუხობდა .
_რა დაემართა... კლინიკაში რომ რჩება ასეთი რა სჭირს
_სახლში არ შემოხვალ? _ ნახევრად შიშველს თვალს არიდებდა, კარი ფართოდ გააღო და ანიშნა უკან დაბრუნებულიყო
_მისი გაფრთხილებები არ მადარდებს... მოვდივარ და თავად გავიგებ რა სჭირს _ ტიროდა , მაგრამ თავს ისე იჭერდა თითქოს ცრემლები სულაც არ სდიოდა _ დეგენერატია . არ იცის ვისზე უნდა დახარჯოს ენერგია... ალბათ ისევ ვიღაცის გამოა ცუდად. ესროლეს? დაჭრეს? ავარიაში მოყვა? მთელი დღეა თოვს... რა დაემართა აღარ იტყვი? თითქოს დუმილის ფიცი გაქვს დადებული _ბექას ეჩხუბებოდა, ხმას ისედაც არ უწევდა თათას გამო , მაგრამ ნერვიულობისგან სიტყვები უწყდებოდა
_რამდენიმე დღე არ იქნება...ფულს დაგიტოვებთ და თუ რამე დაგჭირდებათ მე დამირეკეთ _ მისაღებში იდგა . საფულედან ქაღალდის კუპიურებს იღებდა და ისე ლაპარაკობდა გოგოს ზედაც არ უყურებდა _გილოცავ, როგორც იქნა მშვიდად , ბედნიერად და კომფორტულად იგრძნობ თავს . არც იფიქრო იმ ს.რთან ერთად სისულელეების კეთება , მოსეს გარდა ბევრი გაკვირდება და მალულად ვერაფერს გააკეთებ
_ არ მჭირდება შენი ფული ... დარწმუნებული ვარ ახლაც შენ გამო გაეხვა შარში. მაკვირდებით? ბევრნი მადევნებთ თვალს მის გამო ხომ? მასთან ყველანი ვალში ხართ და იმიტომ ეხმარებით . შენ იქნები მასთან და მე არა? შენ უფრო მეტი ხარ მისთვის ვიდრე მე? ჩემზე მეტად არავის უყვარს და აღელვებს . ამ სამყაროში ერთადერთი კაცია ვინც არ მეზიზღება და შენ ვერ გადამიწყვიტავ რა გავაკეთო და რა არა. არ აქვს უფლება მარტო იყოს ! -ცრემლები ახრჩობდა, ამღვრეული თვალებით უყურებდა ბიჭს და თან კამათს აგრძელებდა
_სიტყვები აკონტროლე , მე შენი კლასელი ან სულელი ბოიფრენდი არ ვარ ! - გვერდი ისე აუარა წარბიც არ შეუხრია ,თითქოს გოგონას მღელვარებას ვერც ამჩნევდა. მოსეს საძინებელში შევიდა და კარადიდან ტანსაცმლის გამოლაგება დაიწყო
-იმდენად ცუდად არის,რომ დიდი ხნით დარჩენა სჭირდება? შეიშლება, ნამდვილად ვეღარ გაუძლებს, დაინგრევა მალე თუ არ დაუბრუნდება ბრძოლას. მითხარი რა დაემართა , გთხოვ - წინ რომ გადაეღობა , მკლავზე თითები შემოჰხვია და ცრემლები წამოუვიდა ბექას გაყინულმა გამომეტყველებამაც იწყო ლღობა - ჯანდაბა! ასე ნუ მექცევი , მითხარი რა ხდება ... არ შეიძლება ცუდად იყოს, არ უნდა იყოს არავის გამო ... ღმერთო ისევ ჩემ გამო ხომ არ იჩხუბა - ეს აზრი გაუჩნდა თუ არა მაშინვე ისტერიკაში გადაიზარდა მისი მღელვარება. უკვე ცრემლები ნიაღვარივით მოსდიოდა და ისე თრთოდა ,იმდენად სუსტი ჩანდა ბიჭს მთლიანად ჩამოენგრა ბარიერად შექმნილი გალავანი- გეფიცები ჭყონიასთან მიმოწერაც არ მქონია, ყველგან დავბლოკე ისიც და ყველა ვინც ურთიერთობის დაწყებას ცდილობდა. გაბრაზდა და ახლა თავს არ მანებებს, ვეჩხუბე ... ბიჭებთან დავამცირე . იტყუებოდა, სისაძაგლეებს ამბობდა . მოსესაც რამე უთხრა? გავგიჟდები , ღმერთო შევიშლები - ხმას ისევ არ უწევდა, თათას ძილს არ უფრთხოვდა არადა ყვირილი ყველაზე მეტად უნდოდა. ვეღარ სუნთქავდა, ტიროდა და სიტყვებს ჩქარ-ჩქარა ამბობდა
-დამშვიდდი ... გეყოფა უკვე . ისუნთქე , გაჩერდი და ყველაფერს გეტყვი _ გოგოს სახე ხელებსშორის ჰქონდა მოქცეული მერე თითები თმაში შეუცურა და ახლოს მიიზიდა . შეუძლებელი იყო არ დამორჩილებოდი ისე უყურებდა , ისეთი ხმა ჰქონდა და ისეთი დოზით ასხივებდა სიმშვიდეს. ზურგზე უსვამდა ერთ ხელს, თითქოს პატარა ბავშვს აწყნარებდა , მეორეთი ცრემლებს უმშრალებდა _ რა სულელი გოგო ხარ ...როგორ მოახერხე იმ ადამიანთან ჩხუბი ვინც ასე ძალიან გიყვარს . ორივე იმპულსურები ხართ , აფეთქდებით და მერე უკან აღარ იხევთ . რა გაუკეთე შენს ცხოვრებას, როგორი სულელი ხარ
_თვითონ ვერ მიტანს ... ცუდად ვარ და ცუდად ყოფნას არ მპატიობს . ყველა მასავით სწორი უნდა იყოს და კრიზისის დროს სისულელეების ჩადენის უფლება არავის აქვს. ვერ გადაიტანს კიდევ უქმად თუ მოუწევს ყოფნა , ამდენხანს ცუდად არასდროს ყოფილა . არ მაპატიებს, შევზიზღდები ჭყონიებთან თუ იჩხუბა და ჩემ გამო აერევა გეგმები_ თვალებს არ ახელდა, შუბლით მიეყრდნო მკერდზე ბიჭს და ისე განაგრძო ლაპარაკი
-შეცდომების დაშვებამდე, რომ ამდენს ფიქრობდე ასეთ მდგომარეობაში არ გექნებოდა ნერვები და საერთოდ ცხოვრებაც - რატომ არ უთხრა შენი ბრალი არ არისო ვერ ხვდებოდა, უბრალოდ მოსეს ამბავი გადაავიწყა ჭყონიას ხსენებამ
- რამდენჯერ უნდა ვთქვა , რომ არაფერი მაქვს იმ იდიოტთან . არც იმათთან მქონდა, არც მანამდე ვინც იბრალებდა ჩემს შეყვარებულობას . რა ჩემი ბრალია თუ კაცები აუტანელი , პრიმიტიული, საზიზღარი არსებები ხართ . ვისაც დაველაპარაკე ყველას რატომ ჰგონია , რომ მოხსნილი ვყავარ და მორჩა. მერე უარს ვეტყვი და ათას ტყუილს იგონებენ ... ჩემი ქცევა წყეული გამოცდაა, რომელშიც ყველანი იჭრებით. ჩვენ,ქალებმა ყველაფერი უნდა ავიტანოთ მატყუარა, მოჩხუბარი, მთვრალი, კაიფში მყოფი , ყოფილი და მოქმედი საყვარლებით და თქვენ არაფრის მიღება შეგიძლიათ , ერთ შეცდომას, ერთ სისუსტესაც არ პატიობთ, ერთ უარსაც არ იღებთ, თქვენი თავმოყვარეობა, სახელი და პრინციპებია მთავარი. თქვენ შეგიძლიათ ცუდად ყოფნის დროს დალიოთ, მოწიოთ, იჩხუბოთ და იჟ.მაოთ ...ყველაფერი გააკეთოთ ოღონდ შვება იგრძნოთ და ჩვენ არაფერი შეგვიძლია, ჩვენ ცუდად ყოფნის უფლებაც კი არ გვაქვს. დაუნახავი, შეუგნებელი, უტვინო არსებები ხართ და ვერ გიტანთ !
-მე შენი ფსიქოლოგი არ ვარ და არც მაღელვებს რას გააკეთებ
-არ გაღელვებს , არ გაღელვებს - ცრემლები შეიმშრალა და სიცილი დაიწყო- თუ არ ტყუი მაშინ რატომ იცი ყველა ჩემი ნაბიჯი ,რატომ ხარ ყველგან და რატომ სცემე შარშან ნიკო
-მასთან ჩემი ანგარიშები მქონდა გასასწორებელი და შენ არაფერ შუაში ხარ!
_იცი როგორ მეზიზღება ეს შენი გამოქანდაკებული სახე? მაცოფებ ასე რომ მიყურებ და ისე მელაპარაკები თითქოს სულერთი ვიყო . რობოტი ხარ, უსულო და უგრძნობი . მშიშარაც ხარ , არც კი ვიცი რამდენხანს ინანებ ამ ერთ ჩახუტებას და ადამიანურ მოქცევას . საკუთარ თავს არ აპატიებ რომ შემეხე და ჩემს ცრემლებს წამოეგე ... მე ხომ მანიპულატორი ვარ და ნამდვილი ემოციები არ გამაჩნია. საკუთარი თავის გარდა არავინ მაღელვებს და შენ ... შენ
_რა მე _ ისე ახლოს იყო უკვე გასაქცევიც აღარ ჰქონდა. ერთიანად ამოფრქვეულმა აზრებმა ენერგია გამოაცალა, კიდევ ვინ იცის რამდენს იტყოდა ან რამდენჯერ შეეცვლებოდა განწყობა ბარიერად ბექა რომ არ დახვედროდა _ განაგრძე ბარემ სანამ გისმენ
_მერე რას გააკეთებ... მიბრძანებ, რომ გავჩუმდე ?
_აშკარად არ გაგაჩნია გაჩერების და თავშეკავების უნარი ...
_ კაცმა რომ გკითხოს ყველაფერს ხვდებით და ისიც არ იცი რა ენერგიის ფასად ვიკავებ თავს
_ვინ შეენ? მოდი აჰაა ბარემ აქ ვარ და დაასრულე , დავისვენებ მეც _ჩანთა დააგდო და ხელები გაშალა _ გისმენ, რა პრობლემა გაქვს კიდევ , რა შევცოდეთ მე ,მოსემ და მთელმა კაცმა მოდგმამ
_დარწმუნებული ხარ რომ გინდა გაიგო? გაქვს გამბედაობა მოისმინო, მიიღო და გადაიტანო? თვალი გაუსწორო რეალობას და გადალახო შენი ბარიერები ?
_რაღაც ისეთს იტყვი თავს მომაკვლევინებ და თანაც ასეთ კრიზისულ დროს _ღრმად ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა და ხელები თავზე შემოიჭდო _ მაინც რა მოურჯულებელი ვინმე ხარ ... შენი დასაოკებელი ხომ ვერაფერი მოვიფიქრეთ ცალკე იმან და ცალკე მე
_მიყვარხარ ! ვერ გიტან ,იმიტომ რომ ვიცი გამანადგურებ . ვერაფერს მოგიხერხებ და მაინც ვერ გერევი . შეუძლებელი ხარ ! შეუძლებელი ! მე მჭირდება კაცი ვისაც ვმართავ , ვისთანაც მშვიდად ვიქნები და არა შენ , ლუციფერო ... ჯოჯოხეთის ცეცხლი გინთია სულ თვალებში , უნდა მეშინოდეს შენი, ყველაზე მეტად შენ უნდა გაგირბოდე მე კი გონს ვკარგავ რომ გიყურებ . თავშეკავებაა ყველა წუთი როცა შორს მივდივარ, როცა გშორდები და ვებრძვი ამ წყეულ , დამპალ მიზიდულობას- ისევ ტიროდა, დაგროვილ ემოციებს მოჰყვებოდა ცრემლებიც- მაღიზიანებ, მაცოფებ, ალერგია მაქვს შენზე და შენს ამ აუტანელ სიმშვიდეზე . შეუძლებელია ახლა ამ ყველაფერს ვამბობდე ,მაგრამ დავიღალე. წარმოუდგენლად დავიღალე, ყველამ დამღალეთ მთელმა კაცთა მოდგმამ გამანადგურეთ. სულ შენი ბრალია, მთელი წელია ჩემს უბედურებას დაემატა შენთან ბრძოლა და უკვე სუნთქვა აღარ შემიძლია ... თავშეკავებაზე მეუბნებოდი ხომ? _ წამები დასჭირდა ყველა სიტყვა რომ ეთქვა და ამ დროში უამრავჯერ შეეცვალა გამომეტყველება, ბოლოს გაქვავებულს უღიმოდა, თითები ყელზე მოუჭირა და ტუჩებზე ვნებიანად წაეტანა. არც გაუაზრებია ბიჭიც რომ აჰყვა, ვერც მისი მკლავები იგრძნო წელზე მარუხებივით შემოხვეული, ჯერ კიდევ ადრენალინი მართავდა- შენი დახრჩობისა და მოფერების სურვილი ერთდროულად მკლავს და მაგიჟებს ! -უკვე აღარაფერი ადარდებდა. ღრმად შეტოპა, ტალღებთან ბრძოლისთვისაც მზად იყო და დანებებაზეც თანხმდებოდა _ შენ მე ვერასდროს მიმიღებ, ვერასდროს დამინახავ, ვერასდროს შემიყვარებ და მენდობი ...შენ მე რომ გამიცანი იმ დღესვე დავკარგე ყველა შანსი . უფლება არ გაქვს ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო, არავის აქვს უფლება მხოლოდ მოსეს და მასაც არ იმიტომ რომ უბედურების მომტანი ვარ მისთვის! - შვება იგრძნო, მაგრამ ამაღლობელზე ფიქრი არ შორდებოდა- 5 წუთი მომეცი, მასთან უნდა წამოვიდე, ვნახავ როგორაა და უკან დამაბრუნე თითქოს არც ვყოფილვარ. იმედია შეძლებ ერთხელ ჩემი თხოვნითაც გაჩუმდე ... -წელზე მოხვეულ ხელს ახლაღა დახედა და კიდევ უფრო ახლოს რომ მიიზიდა ბიჭმა ,ემოციების მორიგი ტალღა გაჩნდა -ხელი უნდა გამიშვა - არეულმა გაუსწორა მზერა და სუნთქვა შეეკრა თითები ცრემლებით დანამულ ლოყაზე ,რომ შეეხო- ბექა
-რომ ხვდებოდე როგორ მიყვარხარ შენს გრძნობას სიყვარულს არც უწოდებდი ! შენს ცხოვრებაში ჩარევა ჯერ ფაქტობრივად არც მიცდია . სჯობდა ჩემი შიში გქონოდა ვიდრე სიყვარული, მაგრამ შანსი აღარ გაქვს ... დღეიდან გაგიჟებით გეყვარები , ხელს არ გამიშვებ, გვერდით იქნები - ეფერებოდა, ცისფერი თვალების ციმციმით გონებას ურევდა, დამტკბარი ხმით ესაუბრებოდა და ბოლოს ტუჩებს უკოცნიდა - ისუნთქე - გაეღიმა , მთელი სახე დაუკოცნა და გულში ჩაიკრა დადუმებული - მოსე კარგადაა , შენ არაფერ შუაში ხარ და თავს ნუ დაიდანაშაულებ. მალე დაბრუნდება და აუცილებლად გაიგებს,როგორ ძალიან გიყვარს - თავზე ეფერებოდა, ლოყაზე კოცნიდა და მშვიდად ესაუბრებოდა
-გული გამიჩერდება , მოვკვდები!
-ფეთქავს,ჩემთვის - თითები მკერდზე შეახო და აჩქარებული გულისცემა ახლოდან შეიგრძნო.
-მოსე ჩემ სიყვარულს არ გაპატიებს და უშენობას ვერ გადაიტანს ... მარტო შენ გენდობა
-სულ არ იცნობ ამაღლობელს ...
-ნამდვილად კარგად იქნება?
-სესილიაა მასთან, უკვე კარგადაა!
.....................
სესილიას გასვლის შემდეგ ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ იყო. იმ დროს ნამდვილად პატარა ბიჭს ჰგავდა , საყვარელი გოგო პირველი კოცნის შემდეგ გულაჩქარებულს რომ დატოვებს და მას მთელი დღე ჰქონდა გასააზრებლად. ყველა წამი დილიდან იმ დრომდე , როცა ქალმა ცხადად შეცვალა პოზიცია და ბარიერის დანგრევა კი არ მოუხდა თავად დარჩა ზღვარს იქეთ , მასთან ერთად. იმდენად მეტი იყო სესილია ყველა დანარჩენ ფიქრს გადააჭარბა, ცხოვრებაში პირველად პრობლემაზე კონცენტრირებას ვერ ახერხებდა , იცოდა რაღაც იმაზე ცუდი ეგონა ვიდრე იაზრებდა, მაგრამ მაინც თავს ბედნიერების შეგრძნების უფლება მისცა. წამლების გამო მოდუნებული იყო , მაგრამ კარი რომ გაიღო და იქ უცნობი სახე დაინახა გამოფხიზლება დაიწყო
_ვინ ხარ შენ , რას წარმოადგენ საერთოდ _ სკამი დადგა , ჩამოჯდა და ბიჭს ანთებული მზერა გაუსწორა
_უკაცრავად, მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით ? _ იმ დღეს იმდენი თეთრხალათიანი დაინახა ყველას სახე ნამდვილად არ ახსოვდა
_მე სესილიას დედა ვარ და იმედია შენს სტატუსსაც ამიხნი ჩემმა შვილმა ამხელა პატივი, რომ დაგდო. ათი წელია ჩემთან თხოვნით არ დაურეკავს და თავისი ნაცნობები ცხოვრებაში არასდროს გამოუყენებია , პაციენტის უდროო დროს სანახავადაც კი არ დაურეკავს არცერთ ნათესავთან და შენ გამო ნათლია აიძულა ყოფილ ქმართან ერთად ემუშავა შენი ხელის გადასარჩენად ... გადარჩენა ხმამაღალი ნათქვამია , ისედაც არ იყო ამპუტაციის რისკი ისიც იმიტომ რომ როგორღაც მოახერხა და პირველადი დახმარება იდეალურად განახორციელა _ მაქსიმალურად ცდილობდა მწყობრიდან გამოსული სახე არ ეჩვენებინა , აშკარად არ იყო მისი სტილი მსგავსი გარჩევები , მაგრამ ისე იყო შეშფოთებული ყველაფერი დაავიწყდა საკუთარი სტატუსიდან დაწყებული პიროვნებით დასრულებული _ ვინ ხარ , რომ მისი ბოლო გაჩერება , სახლი და ოჯახი გიწოდოს ! _ მოსეს მზერა ისე შეეცვალა რთული მისახვედრი არ იყო რასაც გრძნობდა და ქალიც გამოფხიზლდა
_მე მოსე ამაღლობელი ვარ . მხოლოდ ეს შემიძლიათ გითხრათ , სხვა დანარჩენს სესილია გადაწყვეტს შეგატყობინოთ თუ არა. ვფიქრობ უკვე გესაუბრათ და სათქმელიც გითხრათ .
_რომელი სათქმელი , ის რომ სოფელში წამოხეტებულმა რაღაც დროებითი გაკვეთილების ჩატარების დროს საკუთარ მოსწავლესთან რომანი გააბა? არანორმალურია, ყოველთვის ასეთი იყო და ჩარჩოში მყოფი არასდროს გაჩერებულა , ბაღშიც კი საოცრებებს სჩადიოდა, მაგრამ ვიღაც სოფლელ ლაწირაკთან რომანი ? თქვენ აშკარად არ იცით სესილია ვინ არის ... ახლა რატომ ამოგიჩემა და რატომ ჰგონია, რომ შენ სჭირდები , დააკმაყოფილებ და შენ საყრდენად გამოადგები . წარმოდგენა არ მაქვს მის შეშლილ თავში რა ხდება, მაგრამ იცოდე ნამდვილად ვერ იქნები ის ვინც მის შიშებს გააქრობს ! იმედია აღარასდროს მომიხდება შენი ნახვა და იმაზე მეტის თქმა ვიდრე ახლა ვთქვი მაქსიმალური თავშეკავებით იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი ხარ და შენთან აქტიური დიალოგი არ გამოვა...თუმცა , მეეჭვება ამის რესურსი ჯანმრთელ მდგომარებაშიც გაგაჩნდეს _თავადაც ვერ ხვდებოდა მოსეს გაბრაზება ან შეშინება კი არა პირიქით გაბედნიერება რომ გამოუვიდა.
_ვწუხვარ თქვენს გამო . მიკვირს როგორ მოახერხეთ თქვენი საკუთარი შვილის ამდენად არასწორი კუთხით შეფასება
_ღმერთო ჩემო, რა კატასტროფაა ... სიყვარულისგან დაბრმავებული ბავშვი , რომელიც აღფრთოვანებულია საკუთარი მასწავლებლით და ჰგონია,რომ ისაა ვინც უზრუნველს გახდის მის ცხოვრებას , უფლისწულად გადააქცევს მომენტალურად . ძალიან ცდები სესილიას რესურსების ათვისება ასეთი მარტოვი თუ გგონია , ყველაფერია სულელი ნამდვილად არა მითუმეტეს ისეთი სულელი ბავშვს რომ თავი მოატყუებინოს. რას თამაშობს , როგორ ერთობა არ ვიცი, მაგრამ გულნატკენი ბოლოს შენ დარჩები . რამდენადაც ღრმად შეტოპავ იმდენად უარესი იქნება ... _ გაკვირვებული იყო მისი პასუხით . ხვდებოდა საუბარი დროულად უნდა გაეწყვიტა თორემ ექიმის ყველა ჩარჩოს დაარღვევდა. წავიდა , მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა მოსე როგორ გააბედნიერა საკუთარი სიტყვებით. არ იცნობდა ამაღლობელს, წარმოდგენა არ ჰქონდა მის ტვინს რისი აღქმა შეეძლო და როგორ მუშაობდა.
................
ერთ_ერთი მეცადინეობის დროს ვაჩემ ტელეფონი რომ აღარ გადადო და მიმოწერა არ შეწყვიტა დეას ემოციები კვლავ ნესტანმა გამოხატა , მაგრამ ამჯერად ის ქალი გააცოცხლა რომელზეც ამბები დადიოდა
_თქვენს გოგონებთან მიმოწერა თუ უფრო მნიშვნელოვანი ,საინტერესო და პროდიქტულია თქვენთვის ოთახი დატოვეთ ბატონო ვაჩე ! დაიოკეთ აშლილი ვნებები და დაუბრუნდით მეცადინეობის პროცესს... საგამოცდო საკითხებში არ წერია ფლირტის ხელოვნების შესახებ
_დავალება შესრულებული მაქვს და სანამ გაასწორებთ რა მნიშვნელობა აქბს მე რით ვიქნები დაკავებული _გიგაური იყო, დანაშაულს არ აღიარებდა
_მე აქ გონებაგაფანტული მოსწავლე არ მჭირდება !
_და თქვენ რა იცით, რომ განვლილი თვეების განმავლობაში მეტად გონებაგაფანტული არ ვიყავი ვიდრე ახლა ვარ
_ახლა რა გავაკეთო ნუდების ცქერის პროცესი შევადარო საყვარელ ქალზე ფიქრის პროცესს? _იმდენად მშვიდად უთხრა , თანაც ისეთი ტონით რომ ემოციები ვერავინ დაფარა. დეას უკვე გული ყელში ებჯინებოდა, სუნთქვა გაუჭირდა ამ წინადადების საფუძველი რომ გაიაზრა _ ამდენი დრო არ მაქვს, სწავლისთვის მოსული მოსწავლეები მელიან ,რომლებიც ჩემს წესებს მიჰყვებიან არ იგვიანებენ, არც დროზე ადრე მიდიან, არც მობილური უჭირავთ მეცადინეობის პროცესში და მითუმეტეს სრულიად უპასუხისმგებლო, უკულტურო შეყვარებული არ უვარდებათ აქ , არ ეკიდება ყელზე და ხვევნა კოცნას არ მართავს _ერთ_ერთი მომენტი გაიხსენა როცა თეკლა მსგავსად მოიქცა და დეა კიდევ უფრო ცუდად გახდა_უკანასკნელად ვსაუბრობ ამ თემაზე, ბოლო შანსია ისიც შენს გამო თორემ სხვა ნებისმიერი უკვე გაგდებული მეყოლებოდა და
_მე ,ამ სუვრცეში , ნებისმიერისგან არაფრით განვსხვავდები და თუ ამდენად გადავაჭარბე საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ჩვენი მეცადინეობები დასრლებულია, გმადლობთ ! _ შეაწყვეტინა, ნივთები წამში აიღო და წავიდა. ორივე გაქვავებული იჯდა და უყურებდა ეზოში მიმავალს.

მთელი კვირის განმავლობაში აცდენდა მეცადინეობებს, დეა ფიქრობდა , რომ ნესტანი მოაგვარებდა,მაგრამ ქალბატონი გიგაური აშკარად უფრო ჯიუტი იყო ვიდრე ვაჩე და დიდი ეჭვი იყო თავად არც დალაპარაკებოდა ამ თემაზე. დეას აზრები გამართლდა ნესტანმა დარჩენა ,რომ სთხოვა
_ვიცი საშინელი ამინდია და ბოდიშს გიხდი ,რომ გაყოვნებ ,მაგრამ მნიშვნელოვანია . როგორც ხედავ ვაჩე დაბრუნებას არ აპირებს,უკან არ იხევს მხოლოდ იმიტომ , რომ ვუთხარი სხვებისგან განსხვავებით შანს გაძლევ_თქო. იცი როგორი ჩაციკლულია ამ საკითხზე , მე თხოვნას არ ვაპირებ. სხვა მასწავლებელთან არ მივა , მარტო აგრძელებს მეცადინეობას, მაგრამ არ ვიცი როგორ ... მინდა დაელაპარაკო ან უბრალოდ მასალები მისცე ხოლმე . არ ვიცი , უხერხულად ვგრძნობ თავს რომ გაწუხებ , მაგრამ მჯერა გაღელვებს მისი მდგომარეობა
_მეეჭვება გავლენა მქონდეს მის გადაწყვეტილებებზე, არც ის ვიცი რამდენად მიიღებს ჩემს დახმარებას , მაგრამ ვეცდები
_ახლა სახლშია . გაციებულია და დილიდან თავის ოთახშია
_მაშინ ახლავე ვნახავ
_გმადლობ , დეა
_მთავარია შედეგი მივიღოთ

სახლისკენ მიდიოდა და სიცივეზე მეტად გრძნობები უყინავდა სხეულს. კანკალებდა, სანამ ბიჭის საძინებლამდე მიაღწია რამდენჯერმე შეჩერდა, ირგვლივ არავინ იყო , სრულ სიჩუმეში მიაბიჯებდა . ოთახის კარი ღია დაუხვდა, ვაჩეს მაგიდაზე წიგნები და რვეულები ელაგა. კალამი მათემატიკის რვეულზე ედო , ბოლო მაგალითი ახალი თემიდან ჰქონდა დაწერილი. სკამზე ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო, ყველაფერი სწორად ეწერა ერთის გარდა
-დეა, აქ რას აკეთებ? - ნაბიჯების ხმა ვერ გაიგო ისე დაადგა თავზე ჯინსის შარვალს ამარა . სააბაზანოდან ახალი გასული იყო , თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა - არ მიპასუხო...ნესტანმა გამოგგზავნა . ამჯერად მისი თხოვნით აპირებ რეპეტიტორობას? თავს ნუ შეიწუხებ!
-რას აპირებ ...
-მე და შენ მეგობრები არ ვართ , შესაბამისად რჩევებს არ მივიღებ
-არ გვინდა არგუმენტების გამოყენება იმის საჩვენებლად თუ ვინ ვართ და რამდენად კეთილგანწყობილები ვართ ერთმანეთის მიმართ... უგუნურებაა საკუთარი მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენება სულელური მიზეზის გამო. წინა მეცადინეობებზე შესრულებულ დავალებებს დაგიტოვებ, გადახედე - სკამიდან წამოდგა , მის წინ იდგა და მაქსიმალურად მშვიდი, თავდაჯერებული ტონით ესაუბრებოდა
-უცნაურია ამ მეასეხარისხოვან პრობლემას განიხილავდე მაშინ როცა მოსე კლინიკაშია ... - თვალებში უყურებდა და მარტივად მიხვდა,რომ შეცდომა დაუშვა- შენც არ იცოდი ?
-რა დაემართა
-ხელი აქვს გაჭრილი, ოპერაცია დასჭირდა ... კლინიკაშია . მე მივდივარ და თუ გინდა გამომყევი
-არ უყვარს ამდენი მნახველი ...
-შენ უკეთ იცნობ და იცი, როგორც გინდა ისე მოიქეცი
-გაციებული ხარ , მაღალი ტემპერატურა გქონდა და სველი თავით გადიხარ ? - ჯერ შუბლზე შეახო თითები შემდეგ თმაში შეუცურა -ახლაც სიცხე გაქვს? შეყვარებულთან ერთად თოვლში სეირნობა რომანტიკულია,მაგრამ
-შენი წასვლის დროა, ზედმეტად დიდხანს დარჩი ჩემს ოთახში და თემიდან სრულიად აცდენილია ჩვენი დიალოგი. მოსესთან თუ არ მოდიხარ ,ნესტანი დაამშვიდე და სახლში მანამ დაბრუნდი სანამ ასვლა გაგიჭირდება - სრულიად სხვას ამბობდნენ მისი თვალები, მაგრამ უხეში ჰქონდა ტონი. დერეფანში გასვლისას დაინახა თამილა , გამორთულ მტვერსასრუტს რომ მიაგორებდა ხალიჩაზე და სინამდვილეში იქ მათ მოსასმენად იდგა.
წასვლას აპირებდა, მაგრამ ქალის დანახვამ ისე გააღიზიანა მიმართულება შეიცვალა. ქვემოთ ჩავიდა, სიცხის დამწევი წამლითა და წყლით სავსე ჭიქით დაბრუნდა გიგაურის საძინებელში. კარი ზურგს უკან დახურა და ჩაცმის პროცესში მყოფს მზერა გაუსწორა
_დეა _ ყელიანი შავი ზედა გადაიცვა და შარვალიც გაისწორა _ რა ხდება?
_მოსე უნდა ვნახო, ლუკას ნერვები არ მაქვს ამიტომ მოგყვები . ეს დალიე _ ჭიქა ხელში მიაჩეჩა, ფირფიტიდან აბი გამოიღო და ტუჩებთან მიუტანა _ პირს გააღებ თუ ბავშვივით ვერ იტან წამლებს _წარბი მაღლა აზიდა . გული ისე სწრაფად უცემდა საუბარს როგორ ახერხებდა არ იცოდა, მაგრამ აშკარად გამოსდიოდა _დაგვიანება არ მინდა, დროულად უნდა მოვინახულო და უკან დავბრუნდე . თმას მე გაგიშრობ
_ვერ გავიგე
_შენ წარმოიდგინე არ ვიცი თმის საშრობი "ფენი" სად გაქვთ . უხერხულია ძიება რომ დავიწყო . სწრაფად ვაჩე , დაღამდა _ კარგი გააღო და ანიშნა გადიო . სიცილი ვერ შეიკავა ბიჭი რომ გავიდა ასეთი დაბნეული მანამდე არ ენახა. შოკში იყო , იმდენად რომ ბოლოს საწოლზე იჯდა და დეა მის თმებში დაატარებდა თითებს. სარკეში უყურებდა გოგოს სახეს , მის ხელებს და სიტყვას ვერ ამბობდა _არ შეიჭრა, ასე ძალიან კარგი ხარ _ როგორც კი თქვა მაშინვე შებრუნდა და წავიდა _ქუდი დაიფარე _კიბეზე მიდიოდა და ემოციებისგან თავბრუსხვევას გრძნობდა. სუნთქვა ეკვროდა, ვაჩეს სურნელს გრძნობდა ისევ. სულ უნდოდა თმაზე შეხებოდა, მოფერებოდა და შეჭრა აეკრძალა . გიგაური უსიტყვოდ მიჰყვებოდა უკან , ეს იმხელა სასწაული იყო მხოლოდ თავად რომ შეეძლო მოეხდინა. დაინახა ნესტანი როგორ უყურებდათ , მისი ღიმილიც შენიშნა და სახე წამსვე გაუცხელდა, იცოდა სულ მთლად წითელი იქნებოდა. მანქანაში მშვიდად ისხდნენ, საუბრის გარეშეც საკმარისი იყო გიგაურთან ახლოს ყოფნა. მოდუნებული გაჰყურებდა თოვლიან გზას სანამ მთელი იდილია თეკლას ზარმა დაურღვია .
_გისმენ ... _გაბრაზდა მაშინვე, რომ უპასუხა , როგორ ელოდა გაუთიშავსო _ დღეს არ მაქვს დრო. საღამოს არ ვიცი... ღამით _ ბატონს ყურსასმენები ეკეთა და შეუძლებელი იყო გოგოს ხმა გაგეგო, ინტერესი კლავდა . ვაჩეს ნათქვამი "ღამით " თავში ბლაგვი საგანივით ხვდებოდა.

_ჯერ შენ შედი _პალატის კართან იყვნენ ვაჩე რომ შეჩერდა
_ერთად შევიდეთ..._უნდოდა ეჩვენებინა დასამალი არაფერი მაქვსო და გამოუვიდა კიდეც.
_შენც მოხვედი დეაკო? კარგი რაა ... ყველამ გაიგო ჩხუბის ამბავი ? _ სანამ დეა მოეხვია მანამ ჰკითხა გიგაურს
_არავინ იცის ...
_მხოლოდ ის ფლობს ექსკლუზიურ ინფორმაციებს _ დეამ ჩუმად თქვა და ხელზე დააკვირდა _ რა მდგომარეობაა
_ჯერ არ ვიცით...დიდი ჭრილობაა. შენ არ იდარდო, აი შენ კი ამ ამინდში სად წამოიყვანე ეს გოგო
_მაინც წამოვიდოდა და სჯობდა მე გამომყოლოდა ვიდრე ლუკას
_მეეჭვება , სხვასთან
_ჩვენ აღარ შეგაწუხებთ ... მალე გამოჯანმრთელდი _ საუბარი შეაწყვეტინა და ლოყაზე კიდევ ერთხელ აკოცა.
_ფრთხილად იარეთ და რომ მიხვალ სახლში მომწერე_დეას მიმართა ვაჩე კი ოთახში შეყოვნდა _ რა ?
_ნინომ გაარკვია და ისეთ ექიმებს გაუკეთებიათ ოპერაცია სადმე გადასვლის შეთავაზება უაზრო იქნება. არ ვიცი რამე თუ დაგჭირდება , აქ ვარ
_დეას ნუ მინერვიულებ და თვალები ფართოდ გაახილე .
_მე უკვე დავასრულე . ახლა თვითონ გადაწყვიტოს რა უნდა ... თავს მიხედე, ეგეც გაივლის , არ დაგავიწყდეს .

უკან დაბრუნებულებს შემოაღამდათ, დეას მაკამ , რომ დაურეკა არ იცოდა რა ეპასუხა, მაგრამ გათიშვაზე ვერც იფიქრებდა ამიტომ ღრმად ჩაისუნთქა საუბრის დაწყებამდე
_გისმენ დედა
_როგორაა მოსე?
_კარგად... _გაოცება ძლივს დამალა
_კარგია, ვინერვიულე შენმა ძმამ რომ დამირეკა . ღმერთმა დაიფაროს და მალე გამოაჯანმრთელოს. ლუკას უთხარი ნელა იაროს
_ნელა დადის _ ლუკა არა , მაგრამ გიგაური ნამდვილად არ ჩქარობდა. ზარი რომ დაასრულა ერთხანს გზას უყურებდა, ღამე იყო მიუხედავად იმისა, რომ საათი შვიდს უჩვენებდა. ქუჩები ხალხისგან ცარიელი იყო . მანქანებს ამინდის გამო მოძრაობა უჭირდათ, თოვდა და ყინავდა. მანქანაში სიმღერის ხმა ისმოდა მხოლოდ, ვაჩემ ქუდთან ერთად ქურთუკიც მოიშორა და ახლა სახეზეც ისეთი ფერი ჰქონდა აშკარად ტემპერატურა კვლავ იმატებდა
_გამიჩერე რა ... _აფთიაქის დანახვისთანავე წამოიძახა და ვაჩეც დაემორჩილა _ხუთ წუთში მოვალ
-არ იჩქარო მე პრობლემა არ მაქვს _ მზერაც კი შეცვლილი ჰქონდა, მაგრამ არ იმჩნევდა. სამაგიეროდ დეა რომ დაბრუნდა და წყლის ბოთლთან ერთად წამლებიც გაუწოდა შემდეგ ვერ დამალა ემოციები_არაფერი მითხრა, არც იფიქრო უბრალოდ დალიე და მერე გზა განაგრძე . ესენი სახლში რომ მიხვალ მერე დალიე , თორემ ხომ ხედავ ისე ვერ გამოჯანმრთელდი _ აბუზღუნდა , თითები შუბლზე მიადო და შემდეგ დანამულ ყელზე გადავიდა დაიწვები ასე _ საყელო გადაკეცა და მერე ლოყაზე გადავიდა ისევ
_ხელებს თუ არ მომაშორებ ტემპერატურას წამალი არ უშველის , უფრო მეტად ამიწევს _ თვალები წამით დახუჭა შემდეგ გაახილა და დაწითლებული სფეროები გაუსწორა გრძნობაარეულს
_სახლში დამაბრუნე..._გასწორდა, წინ გაიხედა და ხელები ჩანთაზე დააწყო. დაინახა როგორ წაიღო ხელი მისკენ გიგაურმა, ცოტაც და თავზე შეეხებოდა, მაგრამ გაჩერდა . დუმილს კვლავ მომღერლის ხმა არღვევდა
„შენნაირად ვეღარავინ შევიყვარე,
შენნაირად ვეღარავინ მათბობს
მოდი სანამ დაგიბრუნო შემიძლია,
მოდი სანამ გულს უყვარხარ კარგო...“

ფანჯრიდან უყურებდა თოვლიან გზას და მაქსიმალურად ცდილობდა მზერა ბიჭზე არ გადაეტანა თორემ იცოდა შემდეგ თვალს ვეღარ მოაშორებდა. მისი სიახლოვეც საკმარისი იყო ამ პატარა სივრცის დასამუხტად.
_მობილურს ტყუილად აჩუქებ მე მაინც ყველაფერი ვიცი, ვხედავ და ვგრძნობ ! - ლუკას მანქანა რომ დაინახა მიხვდა გიგაური სახლამდე არ მიიყვანდა და კიდევ ერთხელ შეიყვარა მისი მზრუნველობა. მოკვდებოდა თუ არ შეეხებოდა და თავს უფლება მისცა კოცნით დამშვიდობებოდა- თავს გაუფრთხილდი, გთხოვ - ღვედის შეხსნის პარალელურად გადაიხარა, ლოყაზე ტუჩები შეახო და შემდეგ არეულ გრძნობებთან მარტო დატოვა .
.....................
_ლიზა , ჩემს ოთახს თავად მივხედავ_თქო რამდენჯერ უნდა გავიმეორო თუ ყველას სათითაოდ უნდა გითხრათ , რომ ნივთებს არ შეეხოთ _ ოთახიდან ნახევრად შიშველი გავიდა, სახეზე ხელებს ისვამდა და ფეხშიშველი მიაბიჯებდა . ბავშვებს შორის მორბენალ გიგას გოგონას რომ გადააწყდა და მერე მაგიდასთან ყავის ფინჯნით ხელში მჯდომ მარიამს. დიახ, ნამდვილად ის იყო და თავისი ღამისფერი სფეროებით უმზრედა
_ შავი ყველაფერი ერთად გავრეცხე და სხვა რამე ჩაიცვი _ ლიზა ახლოს იყო , მაგრამ მისკენ არ გაუხედავს . ისევ მარიამს უყურებდა და ყვირილის დაწყება ყველაზე მეტად სურდა
იქ არ უნდა ყოფილიყო , ის იქ არ უნდა მისულიყო და ყველაფერი შიგნიდან არ უნდა ენახა. გარედანაც საკმარისად კარგად ჩანდა ის რაც გააჩნდათ. რაზე ფიქრობდა, ნუთუ რცხვენოდა , კი ასე იყო და ეს სრულიად ლოგიკური ეჩვენებოდა . მათხოვრად მიაჩნდა თავი , ჭრილობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბოლომდე შეხორცებული მუშაობა რომ განაგრძო თანაც რამდენიმე ადგილას და ყველგან ფიზიკურად უწევდა გარჯა.
_სისხლიანია ... უნდა გამოიცვალო თორემ დაინფიცირდება _ ოთახშიც მისი ხმის გაგებას არ ელოდა. უკან მიხედვაც არ სურდა ის კი უახლოვდებოდა და ბოლოს მის წინ აღმოჩნდა . ხელი ჭრილობაზე გადაკრულ საფენს შეახო, წამში მოაშორა და წარბები შეჭმუხნა _საერთოდ არ უვლი?
_აქ რას აკეთებ ! _მანძილი გაზარდა და ხელიც უხეშად მოიშორა
_ბავშვები გარეთ გაიქცნენ ... თოვს ისევ
_და შენ მათთან ერთად რატომ არ თამაშობ ... ჩემს ოთახში რა დაგრჩენია
_არ ვიცი რას ცდილობ, რატომ იღრინები ასე უსაფუძვლოდ , მაგრამ მინდა გითხრა , შენი არ მეშინია !
_ნუთუ ,მართლა _ ჩაიცინა და ამჯერად პირიქით ,უკან დახევის ნაცვლად მისკენ დაიწყო სვლა . პატარა ოთახში დიდი სივრცე ვერ იქნებოდა გასაქცევად , გოგონა ინსტიქტურად დგამდა ნაბიჯებს უკან სანამ ზურგით კედელს არ აეკრო . სანდრო არ ეხებოდა, მაგრამ ისე ახლოს იყო ეს დისტანცია მარიამს უფრო მეტად ურევდა თავგზას _ საერთოდ არ გეშინია , თუ იმდენად არა რომ გონება დაკარგო _ხელები ზურგს უკან წაიღო, ისე ძლიერად უჭერდა საკუთარ თითებს ერთმანეთს მას ნამდვილად არ შეეხებოდა, მაგრამ თავშეკავება ძვირად უჯდებოდა
_ შენს ადგილას ასე მშვიდად არ ვიქნებოდი ... წაშლილი ვიდეოები ურნაში ინახება და აღდგენა შესაძლებელია. დაბინდული გონებით სულ არ ჰგავხარ იმ ჭკვიან ბიჭს ვისზეც მსმენია
_პატარა მარიამს ჩემზე ისტორიები სმენია და ახლა ბედნიერია , რომ ჭკუით აჯობა , მაგრამ იმას ვერ ხვდება, რომ საკუთარ თავს საფრთხეში აგდებს ? _ისე უნდოდა შეხებოდა , მის თითოეულ ჩასუნთქვას გრძნობდა, თეთრი კანი ისე მალე გაუწითლდა სახეზე ცეცხლი ეკიდა ,შეუძლებელი იყო კოცნის სურვილი არ გაგჩენოდათ მისი ტუჩების დანახვისას. თრთოდა და არ იმჩნევდა
_შენი არ მეშინია !
_იმიტომ თრთი, პატარა ბეღურასავით ? არწივობის სურვილს თუ არ მოიშლი შარში გაეხვევი , ზედმეტს იღებ საკუთარ თავზე. დეტექტივების ყურებას შეეშვი და მელოდრამებსაც ნუ მიეძალები , კომედია სცადე . ცხოვრებას ნუ ირთულებ!
_შენ მე არ მიცნობ და
_სამაგიეროდ შენ ნახე ჩემი ვიდეო იმდენჯერ რომ კარგად მიცნობ ? საშიში აღარ გეჩვენები ? რაღაცები გაარკვიე ,ჩემზე ამბები მოისმინე და გგონია მიცნობ ? საინტერესო ტიპაჟი ვარ , გიზიდავ ... გაინტერესებ . გინდა მშვიდი ცხოვრება აირიო , ყოჩაღი გოგო გგონია თავი _ თვალებში უყურებდა და იღიმოდა , მერე ხელი გაუაზრებლად წაიღო მისი სხეულისკენ . ტანზე მომდგარი ზედა ეცვა , ოთხკუთხედი გულით და სანდრომაც შიშველ სივრცეს გაუსწორა მზერა _ გეშინია , მაგრამ ადრენალინი არ გასვენებს ... მთაზე ცოცვა ისწავლე, მანქანა ცარიელ გზებხე სწრაფად ატარე ან რამე ექსტრემალური სპორტით დაკავდი _საჩვენებელი და შუათითების ზურგები შეახო კანზე , ყელიდან დაბლა დაუყვა და გულთან შეჩერდა _ჯერ პულსს გრძნობდა მერე კი გულისცემას , რომელიც სულ უფრო მეტად ჩქარდებოდა სუნთქვის შეკვრის ფონზე _ ისუნთქე , ეგ ვერ შეანელებს ამას _ მკერდზე უკვე გაშლილი ხელით ეხებოდა და გოგოს სახეს არ აშორებდა მზერას _ შიშისგან გონებას ნუ დაკარგავ ...
_შენ რატომ გეშინია _ როგორ შეძლო არ იცოდა, მაგრამ გამოუვიდა . ყველა ემოციის მიუხედავად რასაც გამოხატავდა ძალა იპოვნა , ხელისგული მკერდზე მიადო ჯანაშიას და მისი გულისცემაც იგრძნო _ ხმაური აქამდეც აღწევს , რისი გეშინია ასე ძალიან ალექსანდრე
_წადი სანამ დრო გაქვს ! _ხმას იმდენად მოულოდნელად აუწია მარიამი ადგილზე შეხტა და წამოიკივლა კიდეც
_სანდრო ... რა ხდება _ ლიზას ხმა გაიგო მაგრამ უკან არ მიუხედავს ისე მარიას უყურებდა რომელიც უკვე საკუთარ გულზე ხელებმიბჯენილი იდგა და ასე ცდილობდა დამშვიდებას
_სტუმარს გზა აერია ... გააცილე !
_თეოც მოვიდა , ნინიას სიცხე აქვს და წამალი მომიტანა
_მე რატო არ მითხარი ... მაღალი აქვს ? _ ოთახიდან თვითონ გავიდა, ზედა გზაში გადაიცვა და მერე პატარა ეტლიდან ხელში აიყვანა . ჩაეხუტა და თითები შუბლზე მიადო _ ბავშვი იწვის და შენ თეონას ელოდი ? _ გაბრაზებული შებრუნდა . კარი ღია იყო , ბავშვები დარბოდნენ და გუნდებს სახლშიც ისროდნენ . გოგონა ისე იყო ძალაგამოცლილი რომ აღარც ტიროდა__ჩემო პატარა შენ კი , მაგრამ დედაშენს ვინ გაზრდის ნეტავ _ჩუმად თქვა და თავად დაიწყო ბავშვზე ზრუნვა. პარალელურად ისე დაამშვიდა სახლის ქაოსის შემქმნელები , რომ მათთან ჩხუბიც არ დაუწყია _ბავშვებისთვის , რომლებიც ეზოში იგუნდავებენ შოკოლადები მაქვს . ხელები რომ გაგეყინებათ სახლში შემოდით . საბა სად წავიდა ?
_კიტას ეხმარება
_პეტრე ქაჯობაში ნუ გადადიხარ ... გოგოებს ეთამაშები _ ფანჯრიდან უყურებდა ყველაფერს უცებ რომ დაიძახა და ბიჭმაც შეცვალა ტაქტიკა .
_მგონი სჯობს ექიმთან წაიყვანოთ... ხუთი დღეა უკვე სიცხე აქვს . სუსტად იყო მანამდეც , ლიზას ვუთხარი და არაფერიაო , მაგრამ მე სულ ვნერვიულობ ხოლმე _ თეო მიუახლოვდა , თან ბავშვს მოეფერა
_ხუთი დღეა ? ელიზა ... ამდენი დღეა ბავშვი იწვის და მე რატომ არ ვიცი?
_დაღლილი იყავი და აღარ გითხარი ... ყველას ჰქონდა ამათ გრიპი და გადაიტანეს უკვე
-როგორი საყვარელი ხარ, როგორ ზრუნავ ჩემზე ... _ ძლივს იკავებდა თავს რომ არ ეღრიალა. მოამზადე ბავშვი ექიმთან წაგიყვანთ _ ტელეფონი აიღო , სახლიდან აივანზე გავიდა . მეგობარს ურეკავდა მანქანა რომ ეშოვა და თან ეზოში მიმავალ მარიამს უყურებდა. ყველაფერი ნახა,უსმინა და მდუმარედ აკვირდებოდა. თავი უსკდებოდა ერთბაშად ფიქრობდა კლინიკაში მყოფ მოსეზე,რომელთან მისვლასაც ვერ ახერხებდა, ბავშვის ჯანმრთელობაზე, საქმეზე და პლიუს მარიამი,რომელიც მის სახლადწოდებულ შენობაში იყო წუთების წინ.
_მიბრაზდები? ასე იცის ხოლმე, არ მეგონა თუ გაუგრძელდებოდა
_ჩხუბის თავიც არ მაქვს . ბავშვი დაგტოვე , ისევ ის ხარ , იმ განვითარების , ზუსტად იმ დონეზე , იმ დედობრივი ინსტიქტებით უბრალოდ იმშობიარე და ამჯერად ბავშვი , რომელსაც ეფერები შენი და კი არა შვილია ... რა უნდა გავაკეთო? დედობა გასწავლო? აზროვნება დაგიბრუნო? რა ვუშველო შენს თავდაყირა მდგომ ცხოვრებას? ვის შეხვდი გუშინ და ბავშვი ამ დროს ვისთან დატოვე ჯერ ეგ მითხარი _როგორ არ უნდოდა ჩხუბი, მაგრამ გაჩერებაც შეუძლებელი იყო _მე გეტყვი . შენს ნაბ.ჭვარ საყვარელს, რომელსაც კი არ უყვარხარ უბრალოდ შენი გ.ჟიმვის ჟინი ჰქონდა და აუხდინე კიდეც. დაქორწინებულმა ქალმა, ბავშვი სახლში დატოვე და იმ საცოდავთან შეხვედრები დაიწყე . გკლავდა შენი ნაბ.ჭვარი ქმარი, ხომ წამოგიყვანე და ახლა რა გგონია , რომ იმის საყვარელი იქნები , შენსას გაისწორებ , ასიამოვნებ და სწორი გოგო იქნები? სიცხიანი ბავშვი ანასტასიას დაუტოვე და ისე წახვედი იმ ს.რთან შესახვედრად რომელსაც ოდნავადაც არ აღელვებ. ერთხელ რატომ არ გამოიჩინა კაცობა , რომ იცოდა გკლავდნენ რატომ არაფერი გააკეთა. საერთოდ სხვის ცოლს რომ კაცი ჩალიჩს დაუწყებს მისგან რას უნდა ელოდე, მაგრამ სულელი ხარ. ახლა რა გგონია გითხრა? რომ უყვარხარ, რომ ყველაფერი დედაჩვენის ბრალია, დამნაშავე ისაა რომ გაგათხოვა თორემ ახლა ერთად იქნებოდით, ტკბილად და ბედნიერად. შენ რა გგონია ის ოდესმე ცოლად შეგირთავდა? მითუმეტეს ახლა წაგიყვანს ბავშვიანს? ეგ კაცია? მაგის ტ.კი აქვს რომ თავისი ოჯახის წინააღმდეგ წავიდეს და ცოლად შეგირთოს? სურვილი მაინც თუ აქვს ეგეც საკითხავია. რაო რას გეუბნება გ.თავების მერე ... სულ შენთან ვიქნებიო? მორჩა აწი ვერავინ დაგვაშორებსო? რატომ არფერს მპასუხობ...ყველაფერი რაც ვთქვი სიმართლეა ხომ ?
_ვუყვარვარ და მიყვარს ... მე
_მაშინ რატომ დათანხმდი დედაშენს, რატომ არ გაიქეცი , რატომ ჩემს ბიჭებთან არ მიხვედი. მოსე რატომ არ იპოვე და არ უთხარი რაც ხდებოდა. გითხრა ? წინააღმდეგი არ იყავი, მოგწონდა მდიდარი კაცის ცოლობა, იმ სულელთან იჩხუბე , იცოდი ცოლად არ მოგიყვანდა, კაცი მოგინდა , მოგეწონა , მერე ის გამოჩნდა ისევ გაგიჟდი, აზროვნების უნარი გაგეთიშა და გაიჭედე. ისე ვარ , იმდენად მიჭირს ახლა ყველაფერთან ერთდროულად გამკლავება გეფიცები ცემას სანატრელს გაგიხდით ორივეს ისეთს დაგმართებთ გონს თუ არ მოხვალ და ბავშვს თუ არ მიხედავ. ნინია რომ ყველა გაგებით კარგად, მშვიდად და ბედნიერად იქნება მე სულ ს.რზე დავიკიდებ შენ ვინ გ.გჟიმავს. ქმარმა ვერ დაგაკავა, სინდისმა ოდნავადაც არ შეგაწუხა და მე რა უნდა გითხრა რომ დაოკდე. უბრალოდ სულელი ხარ თუ გგონია ის ოდესმე სერიოზულად შემოგხედავს და საერთოდ სიყვარულთან ახლოს იქნება მისი გრძნობა. კიდევ ცოტახანს გაერთობა და მერე ისე მიგაგდებს თითქოს არაფერი ყოფილა... თავმოყვარეობა არ გაქვს_თქო გკითხავდი, მაგრამ აშკარად წარმოდგენაც არ გაგაჩნია ამ გრძნობაზე . არაფერს გთხოვ , დედა იყავი ბავშვს ნუ გაუმწარებ ცხოვრებას თორემ მე მაქვს ჩემი ლიმიტი , რომლის იქეთაც აღარ გაპატიებ ,საერთოდ წაგშლი ცხოვრებიდან . დედაშენს ნუ დაემსგავსები , სანამ დრო გაქვს გონს მოდი თორემ ნაგავში ხარ ჩაფლული მთლაიანად და თხრას თუ გააგრძელებ მე ვეღარაფერს გავაკეთებ ! _მანქანა უკვე ჭიშკართან იყო, ბავშვს თავად დააფარა ქუდი, ქურთუკის ელვა შეუკრა, ხელში აიყვანა და წინ წავიდა.
................
-ხომ გითხარი აქ ნუ მოიყვან -თქო? - კარი რომ გაიღო და ბექას უკან გოგონები გამოჩნდნენ მაშინვე უკმაყოფილება გამოთქვა. თათა ისეთი თვალებით უყურებდა ცოტაც და იტირებდა, ჩაეხუტა თუ არა მაშინვე ასლუკუნდა - რა გატირებს გოგო რაა ... ხელია , არ მომკლავს
-ხომ გტკივაა... ცოდო ხაარ, სულ რაღაც გტკივაა
-ჩემო პატარაა - გაეცინა და რამდენჯერმე აკოცა- გეყოფა ახლა თორემ გაგიბრაზდები
-როდის გამოგწერენ - ცრემლები შეიმშრალა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა - დიდხანს ხომ არ დაგტოვებენ
-ხვალ სახლში ვიქნები . მკურნალობა მერეც დამჭირდება
-ჩვეულებრივად გამოიყენებს ხელსო ექიმმა - ბექა სოფოსთან ახლოს იდგა, მისკენ იყურებოდა და ხელზეც შეეხო ,რაც მოსეს დაკვირვებულ მზერას არ გამორჩენია - ვარჯიშის დაწყების შემდეგ ძალაც დაგიბრუნდება...
-ხო, სპეციალისტთან უნდა მივიდე...რაღაც ვარჯიშებს გამაკეთებინებს და მერე ვნახოთ. სხვა რა ხდება? ესენი ხომ არ გაბრაზებენ - ელოდა სოფო როდის ეტყოდა რამე მწარეს, მაგრამ არ წამოეგო , მდუმარედ იდგა და ისე უყურებდა
-მშვიდობაა . ჭკვიანად იქცევიან
-აქამდე სად იყავი , თურმე შენ სჭირდებოდი - ორაზროვნად ჟღერდა მისი წინადადება და სოფოც დაიძაბა
-ჭკუა-გონებაზე ჩვენ გველაპარაკება და თვითონ ნახეთ რა დღეშია. სულ რაღაც შარში ეხვევა- დაილაპარაკა თუ არა მაშინვე აშკარა გახდა იქამდე რატომაც არ საუბრობდა. ტირილის ზღვარზე იყო , ახლაც მზერა მოარიდა და ფანჯრისკენ გაიხედა- მადლობა სესილიას, ასეთი კარგი ექიმები რომ იპოვნა თორემ ბევრად რთულად იქნებოდა შენი ხელის საქმე . არა მაინც როგორ დაიზიანე თავი იმ კაცის გამო...
-ამას ამბობს გოგო რომელიც დედამისს და მამამისს კბილებით იცავს
-შენთან ყველანი დამნაშავეები არიან ... მე სხვა ვარ,თუმცა ჩემი ზღვარი მეც გადავკვეთე. მაგათთან საერთო აღარაფერი მექნება. შენ მივარდი და გადაეფარე. ეგრე სცემენ სულ მამაჩემსაც და როცა ჩავერიე კი უნდა გხსომებოდა რაც დამემართა
-არ გვინდა დრამა ... მნახეთ, კარგად ვარ წადით სახლში და მიხედეთ თავს . დავბრუნდები ხვალ და გაგრძელდება ყველაფერი ძველებურად - ასეთ სოფოს ვერ ეგუებოდა, ისეთი ძალაგამოცლილი ეჩვენა გული დაუმძიმდა
-კარგი, წავალთ ... გვიყვარხარ_თათა ისევ მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა. ოთახიდანაც პირველი გავიდა. სოფოც უკან მიჰყვებოდა, მაგრამ მოსეს ხმამ შეაჩერა
-სოფიკო წასვლამდე არ ჩამეხუტები? - თქვა თუ არა მაშინვე ატირდა გოგო. თვალებდაბინდული მივიდა და მოეხვია - ჩემო არანორმალურო - ეფერებოდა სხეულზე მიკრულს და თან ბექას არ აშორებდა თვალს
-გიკრძალავ ცუდად ყოფნას ! შენი ტკივილი აღარ შეიძლება , მეტი აღარ შეიძლება
-ეს რა დაგმართნია პატარა სოფიკო
-აუტანელო , სოფიკო არ ვარ მე - გასწორდა, ცრემლები შეიმშრალა და წარბები შეკრა
-მეც მიყვარხარ ... წადით ახლა და თქვენს ამბავზე მერე დავილაპარაკებთ . ჭკვიანად იყავით - გაეღიმა გოგოს ხელი რომ ჩაჰკიდა ბექამ და წარბიც არ შეუხრია ისე აკოცა ცრემლიან ლოყაზე
-თვითონ იყავი ჭკვიანად ! - თვალი ჩაუკრა ,კარი ფართოდ გააღო და სესილიაც გამოჩნდა- გამარჯობა მასწავლებელო
-სალამი ... შეგიძლიათ დარჩეთ , პრობლემა არ არის ხალხმრავლობა . მე ისედაც ბავშვებთან ერთად ვარ
-ჩვენ წავალთ, თქვენ გაუმკლავდით მის უხასიათობას - ჩაიცინა და დერეფანში მიმავალ მთელ კლასს გადაავლო თვალი, ბახილებს ისწორებდნენ და წყვილ-წყვილად , მაქსიმალურად ჩუმად ფარავდნენ მანძილს პალატამდე.
-შანსი არ არის !- სალომეს დანახვისას უკვე იცოდა ყველანი იქ რომ იყვნენ. ამოიოხრა და კარის მიხურვისთანავე ახმაურებულებს დაბღვერილი შეხვდა . ბოლოს მაინც მოახერხეს ამაღლობელის განწყობის შექმნა. სესილია ყველასგან მოშორებით იჯდა და სალომეს ენაცვლებოდა სამახსოვრო კადრების დაფიქსირებაში.
-რატომ მაბრაზებ, მასწავლებელო?
-ვერ გავიგე შენ რატომ არ შეგიძლია მათთან ერთად იყო , როცა მშვენივრად ხარ
-კარაოკე კლინიკაში?
-ხმადაბლა მღერიან
-გავლენას იყენებ ... ორმაგი სტანდარტები გაქვს
-მაშინ როცა არავინ ზარალდება
-ადექი ადამიანო, წვეთოვანი შეერთებული არ არის, ფეხები არ გტკივა ... ასე წამოსკუპებული უნდა იყო? - სალომემ არ მოასვენა
-ექიმმა თქვა იმოძრაოს ოპერაციის შემდეგო ... - სესილიამაც დაამატა და ხელი გაუწოდა - ცეკვა იცი ამაღლობელო?
-გინდა აქ ვიცეკვოთ პირველად?
-შენ რა რომანტიკოსი ყოფილხარ, პატარავ- ჩუმად უთხრა და ხელი მხარზე დაადო - ნელა იმოძრავეთ , თორემ მიწისძვრა ეგონებათ პაციენტებს ...უხერხული სანახავი იქნება განგაშს რომ გამოაცხადებენ- ბავშვებს გადახედა და მელოდიას ააყოლა სხეული . მოსეს მზერას არ აშორებდა, გრძნობდა მის ემოციებს , უყვარდა მისი სუფთა , წრფელი გრძნობები
-ცეცხლს ეთამაშებით, მასწავლებელო
-სიმღერა გვჭირდება „play with fire “
- “ I’ve always liked to play with fire “ - ჩუმად გაიმეორა სიმღერის ტექსტი, ყურთან აკოცა , დაატრიალა და მზერაარეულს გაეცალა.

საწოლზე იჯდა და თვალს არ აშორებდა,როგორ ცეკვავდა ბიჭებთან . არ იმჩნევდა ამაღლობლის დაჟინებული მზერა სულს რომ უხუთავდა და მთელს სხეულში დამუხტულ ზონას ქმნიდა. ცეკვა-სიმღერას დიდხანს ვერ გააგრძელებდნენ ამიტომ ყველა სხვადასხვა კუთხეში მოთავსდდა და თამაში დაიწყეს. მოსეს არ გამორჩენია პალატაში შესულ ახალგაზრდა ექიმს როგორ მოეხვია სესილია. დანარჩენებთან ერთად რომ დაიძრა მანდ უკვე ნამდვილად გაბრაზდა
-მასწავლებელო
-გისმენ
-თქვენც მიდიხართ?
-დიახ, კლინიკები ცუდად მოქმედებს ჩემზე. შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ და მე რომ აქ დავრჩე შენ იტყვი ბავშვივით მექცევიო , გაბრაზდები და ისევ შენს თვითშეფასებაზე ვზრუნავ
- იმდენი ნაცნობი გყავს , არ მოიწყენდი ღამით კლინიკაში
-ეჭვიანობა ადრე ხომ არ არის,პატარავ?
-ვინ თქვა,რომ ვეჭვიანობ? მინდა დარჩე
-ბავშვები მელოდებიან ... ხვალ დილით მოვალ . დერეფანში უცხო სახეები შევნიშნე, არ მგონია მარტო დარჩენის საშუალება გვქონდეს - ლოყაზე აკოცა და კარისკენ წავიდა.

კლინიკიდან მეორე დღეს გაწერეს. ჯერ კიდევ დაკვირვების ქვეშ იყო და ეს მოლოდნი აგიჟებდა. სესილიას მზრუნველობაც ბოჭავდა, მიჩვეული არ იყო მსგავს ფუფუნებას . აფასებდა, როგორ იცავდა ზღვარს, რამდენად არ გადადიოდა გიჟურ, სულისშემხუთველ დომინანტობაში. ექიმთან ყოფნის დროს ფაქტობრივად არაფერი უთქვამს, მოსეს აძლევდა დროს საუბრისთვის და მინიმალურად ზღუდავდა , პატივს სცემდა ამაღლობელის ხასიათს. სახლში ბექამ წაიყვანა , ბიჭები ელოდნენ და მარტო ისევ ვერ დარჩა. მეორე დღიდან კი სესილია სკოლაში ელოდა და უარიც არ უთქვამს, გოგონებიც უნდა წაეყვანა ამიტომ იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა.
-ბავშვი როგორაა
-კარგად...
-როდის მიდიხარ
-ჯერ კიდევ არ ვიცი წავალ თუ არა. შენ რას გააკეთებდი ჩემს ადგილას
-ხომ ვისაუბრეთ სანდრო? რატომ ატრ.კებ? სხვა ადგილის აღება შეგეძლო და იქ გაიქეცი...შორს მინდა წასვლაო თორემ მე ბევრი არჩევანი შემოგთავაზე
-ბექა , შენ ყველა ჩემნაირს თუ დაურიგე სასტუმროები
-რას მებაზრები ახლა ,რომ მე არ ვიცი რას ვაკეთებ? შენნაირი რას ნიშნავს, ვინაა შენნაირი კიდე ერთი დამისახელე . მე არ მყავს არავინ სხვა და ხო არ გჩუქნი ეს დედა ნატირები? ორ წელში გაასწორებს ანგარიშს ეგ სასტუმრო, თუ მეტად მოხოდავ უფრო მალეც ... ავიღებ მე ჩემს ფულს და მორჩა.
-ასე ყიდის ჩემს სახლსაც და არ ვიცი, ვნახოთ რას იზამს
-შენ სახლი სად გაქვს, ის სახლი ჩემია და იმდენს იზამ მოვხოდავ ამ ადგილს . ტურისტი გოგოებით ავავსებ იქაურობას
-აქ მგონი ვიღაცას ამნეზია აქვს და ავიწყდება გოგონები,რომ უნდა ამოიღოს მენიუდან და სხვა ტკბილეულებით დანაყრდეს - სოფომ წარბები მაღლა აზიდა და ტელეფონს მზერა მოაშორა
-თქვენ გვისმენთ ქალბატონო სოფიო? მე მეგონა მაიგნორებდი და სულელურ ტიკ-ტოკ ტრენდებს უყურებდი . შემოგვადე ბარემ ფეხები თავზე
-კი ძალიან გინდა, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ - ენა გამოუყო და ფეხები ისევ დივნის სახელურზე შემოაწყო
-ტვინს ტყნ.ვენ და უხარიათ - მოსემ სანდროს მზერას უპასუხა და თვალები აატრიალა- თათა თუ მეცადინეობს შენ რას ჩამოჯექი აქ?
-თათა იზუთხავს და მე უკვე ვისწავლე ... ჩაიბარებ?
-ამდენ შხამს სად იგროვებ გოგო , თათასაც რო არ ინდობს
-რა გავაკეთო საუკუნეს ანდომებს მეცადინეობას და ისე ისტრესება მერე დაბალ ქულას იღებს - ტელეფონზე ზარი შევიდა და წამსვე გათიშა, მაგრამ ბექას კარგი მხედველობა ჰქონდა . ხელიდან ააცალა მობილური და ფეხზე წამომდგარს უკან დაბრუნების საშუალება აღარ მისცა - დამიბრუნე... ბექა !
-ჭკუიდან ნუ გადამიყვან-თქო მე შენ გაგაფრთხილე
-მეც გაგაფრთხილე შენი მონა არ გავხდები-თქო
-გოგოო , ნუ მიკივი თორემ მოსე რომ არ გადამეღობება წინ ,ხომ იცი
-მოსე რა ჯანდაბად მჭირდება . მე და შენ გვაქვს ურთიერთობა თუ მე შენ ,მოსეს და მთელს შენს საძმოს?
-მაცოფებ და კაიფობ ხომ?
-აი ზუსტად, გეუბნები მხოლოდ შენით ვკაიფობ-თქო და არ იჯერებ
-არ ხარ ჯერ იმ მდგომარეობაში შენი ყველა სიტყვა ,რომ მჯეროდეს და შემდეგ ვნახოთ ... გავდივარ მე. სანდრო მოაწერ ხელს თუ გავიტანო აუქციონზე ის ადგილი - ზურგი აქცია გოგოს , მისი მობილური ჯიბეში ჩაიდო და ბიჭს დახედა- გაიგე,რომ ეს მოწყალება არაა და იმაზე ძვირს დამიბრუნებ ვიდრე ახლანდელი გასაყიდი ფასია. თუ გგონია, რომ ვერ შეძლებ ან უკეთესი ვარიანტი გაქვს შენი გეგმის შესასრულებლად მე პრობლემა არ მაქვს. აქ ვარ ნებისმიერ შემთხვევაში
-მოვაწერ , დღესვე და საღამოს წავალ ... პირობა პირობაა . ორი წლის შემდეგ ანგარიშს გავასწორებთ
-აი ეგრე რა ... მოკლედ თქვენი დაკერვა უფრო მიძნელდება ვიდრე ნებისმიერი ბიზნესმენის . რა ხართ ეს ძმაკაცები - ბიჭს ხელი ჩამოართვა და მერე მოსესაც მისწვდა - წავედი . საქმეები არ იცდიან . მოსეს ნემსს გაუკეთებ თუ მე გამოვიდე - სოფოს დახედა და გაბრაზებულს ლოყაზე აკოცა
-მობილური დამიბრუნე
-ნწ, გიგიშას უნდა გადავაყლაპო - თვალი ჩაუკრა და კიდევ აკოცა
-მოსეე უთხარი რამე , ნუ სულელობს... ბავშვივით იქცევა
-მე ბექაზე გავლენა არ მაქვს . საძინებელში არ შემოხვიდეთ სანამ კარს არ გავაღებ - წამოდგა და ურეაქციოდ ჩაუარა გვერდი წყვილს- ხო და კიდევ, ყველას გიკრძალავთ კითხვის დასმას ... ვარ კარგად ! მეზიზღება დრამები, მიხედეთ საკუთარ ცხოვრებას . ძმები ხართ , მაგრამ უფრო მისწორდება თქვენ-თქვენს საქმეებს რომ მოაგვარებთ და ჩემ გამო გადარბენებზე არ იქნებით.
-დამღალა...შენც ხო?
-სულ ასეთი იყო ,არის და იქნება...თავისებურად უბერავს რას იზამ , გვიყვარს უნდა ავიტანოთ- სანდრომ ბექას უპასუხა , მერე სოფოს დაემშვიდობა და პირველმა დატოვა სახლი. ბექა კი ისევ სოფოს ტყვეობაში იყო
-რატო მაკარგვინებ დროს,რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს ?
-მობილური დამიბრუნე და ვინც გინდა ის სცემე
-რა გაქვს ამ მობილურში ასეთი ? ახლა უკვე დავინტერესდდი... ჩავუჯდები დროს როგორც კი გამოვნახავ
-კარგი, მაშინ შენი ყველა სოც.ქსელის პაროლი მითხარი და მე შენს მიმოწერებს ჩავუჯდები
-შენ თუ ფსიქიკა გაგიქაჩავს მე პრობლემა არ მაქვს...
-საზიზღარო
-სოფია !
-ნუ ღრიალებ კი არ მეშინია ვსველდები და ისევ შენ ჩავარდები ცუდ სიტუაციაში- ლოყაზე აკოცა მერე კი ტუჩთან ახლოს. თითები ჯიბეში ჩაუცურა და ის იყო ტელეფონი უნდა ამოეძვრინა ბიჭმა რომ ჩაავლო მაჯაში
-სერიოზულად? რამხელა ამბიცია გაქვს ,რომ გგონია ტელეფონს მომპარავ და ასე მარტივად ამაგდებ - თვითონ აურია აზრები ისე უყურებდა და იმდენად ახლოს იყო . ყელისკენ ,რომ დაიხარა გოგომ კოცნის მოლოდინში მინაბა თვალები და თავი უკან გადასწია - სისველეზე რაღაცას ამბობდი - სპორტული შარვლის ბარიერის გადალახვა რთული არ იყო - მობილური მიმაქვს თუ იტოვებ - უცებ მოშორდა და სოფოც მიწაზე დაეშვა
-ჯანდაბა . ვერ გიტან !
-ნებას გრთავ ასე მხოლოდ მე ვერ მიტანდე - მაინც არ წავიდა მხურვალე კოცნის გარეშე და მერე სრულიად დეზორიენტირებული გოგონა მარტო დატოვა სასტუმრო ოთახში.
................
ექიმთან ბოლო ვიზიტის დროს თითებს ამოძრავებდა , მაგრამ მუშტის შეკვრისას ძალას ვერ გრძნობდა . ეს იყო განგაშის სიგნალი, რომელმაც დედაიწაზე დააბრუნა , ფერადი სხივები ერთიანად დააბნელა და იმდენად მძიმე დარტყმად იქცა , რომ ერთიანად ჩამოენგრა ნაშენები სიმშვიდე
_ძალას ვერ ვგრძნობ... ასე ვერ ვიბრძოლებ!
_მოსალოდნელი შედეგი იყო , როგორც გაფრთხილებდით დრო დასჭირდება , ვარჯიშები,მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს გავივლით . მთავარია, რომ ოპერაცია ჩატარდა მაქსიმალური შედეგით და სხვა უკეთესი გამოსავალი მხოლოდ ქირურგიული მკურნალობით შეუძლებელი იყო. დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული , ჩვენ ზუსტად არ შეგვიძლია ვთქვათ თქვენი ორგანიზმი როგორ აღდგება , მაგრამ შანსები ნამდვილად დიდია_ექიმი კი საუბრობდა, ისე როგორც მისი პროფესია მოითხოვდა , მაგრამ მოსეს დამშვიდებას ასე ვერ შეძლებდა. იმ დროს ყველაფერი ერთად დააწვა მხრებზე რაც მანამდე არ აწუხებდა.
კაბინეტიდან ისე გავიდა სესილიასთვისაც კი არ მოუსმენია. მიდიოდა და ხელს დაჰყურებდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა , რომ საერთოდ ვეღარ გრძნობდა მის არსებობას . ყვირილი უნდოდა, სუნთქვა შეეკრა და ირგვლივ ყველაფერი ისე დაპატარავდა თითქოს სივრცე ჩაყლაპავდა დაიკარგებოდა, დასრულდებოდა
_მოსე , შემომხედე ... მე მიყურე _ ქალმა თავი ააწევინა და მზერა გაუსწორა , მაგრამ ისევ არეული იყო _ მისმინე , გთხოვ მოსე ჩემთან იყავი და არ მისცე უფლება ამ პრობლემას
_ეს პრობლემა აღარაა , ეს დასასრულია და თან იმ მიზეზით გამოწვეული რამაც ისედაც მთელი ცხოვრება დამინგრია. ყველაფერი დასრულდა, ეს ჩემი ომის ბოლოა _ ხელი ასწია და მერე ამღვრეული თვალები მოარიდა ქალს _ წყეული კაცი, მაინც ვერ გავექეცი თავი ვერ დავაღწიე. აზრი არ ჰქონდა წაგებული ომის დაწყებას , აზრი არ ჰქონდა გესმის? შეუძლებელი იყო , შეუძლებელი და მე არ ვარ ყოვლისშემძლე _ცრემლები ახრჩობდა, ეს იყო კრიზისი რომლის მსგავსიც მანამ არ განუცდია . ყველა დარტყმას იგერიებდა, ახლა კი დავარდა და თუ დროულად არ გამოფხიზლდებოდა დამარცხება გარანტირებული ჰქონდა .
_ეს დასასრული არ არის !
_გეყოფა ,მორჩი უკვე ამ გამამხნევებელი სიტყვებით ლაპარაკს... მითხარი სიმართლე, თქვი რომ დამ.ნძრა და დედა მ.ეტყნ. ჩემს ცხოვრებას რომელიც მთლიანად ბრძოლა იყო და არა ცხოვრება ახლა კი ოქტაგონის გარეშე რესურსი არ მაქვს გესმის? არაფერი შემიძლია მეტი , სხვა არაფერი გამომდის და რა ვქნა შენზე დამოკიდებული გავხდე ?
_მე ვფიქრობდი რომ უკვე ვიყავით ერთმანეთზე დამოკიდებულები _ გააჩერა, თითები სახეზე შეახო, ერთი ხელი ყელზე გადაიტანა მეორე კი თავზე _ მანამ არ ვიქნები შენი სანამ არ მოიშორებ ამ კომპლექსს და არ გააქრობ ზღვარს ჩვენს შორის _ტუჩებს ისე მიუახლოვდა თითქოს კოცნას უპირებდა, მაგრამ ისევ არ შეეხო და კვლავ ყელში აკოცა _ გეყოფა პანიკაში ყოფნა , ხელს ისევ გამოიყენებ და ბრძოლის გარდა შენ უამრავი რამ შეგიძლია ისწავლო , გააკეთო და შეიყვარო პარალელურადაც, შემდეგაც , ახლაც და სულ , მთელი ცხოვრება _ ისევ თვალებში უყურებდა, კვლავ ძველებურად ახლოს იყო და გონებას იმდენად ურევდა შეუძლებელი იყო წინააღმდეგობა გაგეწია
_რატომ მგონია, რომ გინდა პროფესია შემიცვალო
_არასდროს ვეცდები შენი არჩევანის შეცვლას ! ყველაზე მეტად მეზიზღება როცა წვეთ_წვეთად მაწვდიან თავიანთ აზრს და ცდილობენ გზა შემიცვალონ . ამას არასდროს მივიღებ და არც გავაკეთებ . შენ აუცილებლად დაბრუნდები ოქტაგონზე , გამარჯვებით დაბრუნდები და ამ ხელს ბოლომდე თუ ვერ დაუბრუნებ ძალას , გაქვს მეორე ხელიც და ყველაფერი შესაძლებელია ... ერთად ვივარჯიშებთ !
_როგორ ხარ ასეთი არაამქვეყნიური ... ბოლოს მომიღებ ოდესმე რომ დამტოვო და იცოდე მე სხვებივით ვერ დაგთმობ ! _ მოეხვია, ლოყაზე აკოცა და თვალები დახუჭა _ სულ უნდა გიყვარდე , სხვა გზა არ გაქვს !
_რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? რა მუქარებია? მე მიყვარხარ ? უკაცრავად სიტყვა სიყვარული თავადაც კი არ გიხსენებიათ , დნებით ჩემი დანახვისას და მე რეებს მაბრალებ? ტკბილი სიზმარი ნახე , პატარავ ? სიყვარულს გიხსნიდი და გეფერებოდი?
_როგორ ცანცარებ ხოლმე , მასწავლებელო
_სკოლაში ვაგვიანებ და დროულად უნდა დავბრუნდეთ !
_მე ტაქსს გამოვიძახებ და ბინაში გავალ
_ოთახის კარი ხომ არ გამოგიკეტო , მარტო დარჩენა და დეპრესიაში თავით გადაშვება რომ უკეთ გამოგივიდეს ?
_დეპრესია მაისამდე დამემართება თუ არ გაკოცებ
_ყოველ წამს მკოცნი და მეხვევი , რაღა გინდა ... საერთოდაც ამ ხელს სანამ არ მივხედავთ არაფერი იქნება . მაისამდე განიკურნე , დაიბრუნე ძალა, ნატიფი მოქმედებები და შემდეგ ვნახოთ როგორ განწყობას შემიქმნი -ხუმრობდა, მაგრამ მოსე რომ განწყობას ასე ვერ აიმაღლებდა კარგად იცოდა
_მაისამდე ვერ გამოვჯანმრთელდები და შენ ეს იცი
_მე ვიცი რომ თუ ყველაფერს გეგმის მიხედვით გააკეთებ და დაიჯერებ , გამოვა !
_ვნახოთ...
_თქვი , რომ გამოგივა
_წინასწარ საუბარი არ მინდა... ვინ იცის კიდევ რა შემემთხვევა
_მოსე დამიბრუნეთ ! ეს ბიჭი ვიღაც სხვაა, ჩემმა სიყვარულმა დაასუსტა დავიჯერო?
-ასეთებს ნუ ამბობ ... სიზმარი მგონია ისე შეიცვალე . მალე წახვალ სკოლიდან და
-არ წავალ ... მანანა მასწავლებელს შევუთანხმდი და თქვენს კლასთან ვრჩები
-ამას ახლა მეუბნები?
-ექსკლუზიურ ინფორმაციას გაწვდი და უკმაყოფილო ხარ ?
-მსგავსი ამბები დროულად უნდა მითხრა ხოლმე... ახლა კიდევ უფრო რთულად იქნება ჩვენი ამბავი .
-გინდა წავიდე ?
-ფაქტია კვლავ ჩემი მასწავლებელი ხარ და ჩვენს შორის ზღვარია ! - მანქანის კარი გაუღო , მაგრამ აშკარა იყო თავად არ მიჰყვებოდა
-არ მოდიხარ ,ხომ?
-ხვალაც არ ვიქნები - ლოყაზე აკოცა და ნაბიჯი უკან გადადგა. აშკარა იყო მარტო დარჩენა სურდა და სესილია მის სურვილს პატივს სცემდა მიუხედავად იმისა,რომ მისი დატოვება არ უნდოდა მაინც დაემორჩილა.
....................
-რა სამარცხვინო შვილი ხარ... როგორ შევცდი მეორე ბავშვი, რომ არ გავაჩინე. რატომ ვიფიქრე რომ მამაშენის ასლი იქნებოდი და თან ნორმალური . ეს ვის გადაეკიდე , უპატრონო, უსახლკარო სოფლელი და თან ჩხუბობს? რა კატასტროფაა, რა უბედურებაა , ვიდეო ვნახე როგორ სცემს ვიღაც და ამაში იღებს ფულს. ამდენად უაზრო საქმე შეიძლება ადამიანს ჰქონდეს? იმდენად დიდი ბრაზი, სიძულვილი, დაგროვილი უარყოფითი ენერგია აქვს ეგ მანდ ჩხუბს რომ ვეღარ შეძლებს მერე გარშემომყოფებს დაერევა. ყველანი მოძალადეები არიან, ეგღა გაკლდა და ისიც იპოვნე. რა სირცხვილია, როგორი თავის მოჭრა, ყველა ჩვენზე ილაპარაკებს. ისედაც ხო სიბრალულით მიყურებენ რომ გახსენებენ და უკვე ყველამ იცის როგორ ასწავლი ტურტლიან ბავშვებს უფასოდ ... იმ სოფლის ქოხში გამოიკეტე და ფოტოებსაც რომ აქვეყნებ იმის ნაცვლად დაიმალო. ყველას ყველაფერს აგებინებ. მასწავლებლადაც არ გამოდექი, პირველივე მცდელობისას მოსწავლესთან გააბი რომანი. სკოლიდან რომ გამოგაგდებენ აი მერე რას გააკეთებ ნეტავ თუ გგონია სოფელში ამბავი დაიმალება. მისგან საფრთხე მოდის , შეიძლება შემოაკვდე რომ გაბრაზდება და ვინ იცის რა გააბრაზებს. ხელი როგორ დაიზიანა, იმ რინგზე მჭრელ საგნებს არ აატანინებდნენ . საწყალო გოგო ხულიგანი , უწიგნური შეგიყვარდა და ამაზე მეუბნები ესაა ჩემი ბოლო გაჩერებაო? _კიოდა ბოლოს. სესილია კი მშვიდად განაგრძობდა ნივთების ძიებას მორჩა! გიკრძალავ იქ დაბრუნებას , რაც გინდა ის გააკეთე , სადაც გინდა იქ წადი ... მიმტანი და დამლაგებელი იყავი, მზარეულის დამხმარე გახდი , ჭურჭლის მრეცხავი თუ გინდა ბავშვები აიყვანე და ამეცადინე. რაც გინდა ის გააკეთე , მაგრამ ქალაქში და არავითარ შემთხვევაში ,იქ . მამაშენის ჩამოსვლამდე მოვაგვაროთ , თორემ
_დედა , ძვირფასო და განსაკუთრებულო ჩვენ როდის შევთანხმდით , რომ თუ გინდოდა კონტაქტი გვქონოდა ჩემს ცხოვრებაში არ უნდა ჩარეულიყავით . მე თქვენს ყოფას არ განვიკითხავ , თქვენ ჩემსას და ვცხოვრობთ ასე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად როგორც ზრდასრულ ადამიანებს შეეფერებათ. კიდევ გავიმეორებ ჩემი ცხოვრება არის მხოლოდ ჩემი და თქვენ მხოლოდ უპირობო სიყვარული გევალებათ ესეც მხოლოდ ჩემი და არა ჩემ გვერდით მყოფი ადამიანის. არ მოგწონს? პრობლემა არ არის , მე მომწონს, მე მინდა მასთან, მე მჭირდება და შესაბამისად თქვენ არ გეხებათ . თავად ვაგებ პასუხს საკუთარ ცხოვრებაზე ბედნიერებაზე თუ უბედურებაზე . რაც შეეხება მოსეს, გიკრძალავ მასზე საუბარს. არც კარგი მჭირდება რომ მითხრა არც ცუდი , საერთოდ ნუ შეეხებით შენ და მამა . მიხედეთ თქვენს დალაგებულ, ლამაზ ცხოვრებას ტყუილში გახვეულებმა . იყავი უბედური და წარმოიდგინე, რომ ესაა ბედნიერება რისი მიღწევაც შეგეძლო . სულ რაღაც 45 წლის ხარ და ისე დაიბერე თავი, იმდენი ზღვარი დაიწესე , ისეთ სტრესში ცხოვრობ ბოლო 10 წელია ... მაპატიე , მაგრამ შენგან ქალურ ბედნიერებაზე რჩევებს ვერ მივიღებ. იყავი შენს იდეალურად შეფუთულ , ყველასთვის სანატრელ ქმართან და ნუ ჩაერევი ჩემს ცხოვრებაში. გემუდარები, არ მაიძულო შენზე უარი ვთქვა , ნუ დამკარგავ და ნუ დარჩები სულ მარტო შენი სტატუსის ამარა , საზოგადოებისთვის მისაბაძი და უნაკლო ქალის ტიტულსაც არავინ წაგართმევს , მაგრამ მე აღარ გეყოლები
_სესილია გულს ნუ მიხეთქავ ... არ შემიძლია ამდენის ატანა. ის ბიჭი , მასთან საერთოდ როგორ იქნები . უინტელექტო ადამიანებთან ყოფნა არ შემიძლიაო ხომ ამბობდი, განა მისი ხედვები სამყაროზე შენსას ემთხვევა? იცი ღალატზე რა აზრი აქვს? ქალის როლზე სამყაროში ან
_დედა , გთხოვ ნუ საუბრობ ადამიანზე რომელთანაც არ გისაუბრია
_ვესაუბრე იმ ღამით და შესანიშნავად ჩანდა შენნაირი თავხედი რომაა
_რა უთხარი _აქამდე თუ მშვიდად იყო უცებ აერია აზრები . თავად გაუმკლავდებოდა , მაგრამ ამაღლობელი ასეთ რთული ემოციური ფონით _ ქეთევან რა გააკეთე
_ვკითხე ვინ იყო იმიტომ რომ მაშინ არ ვიცოდი და მითხრა სესილია გადაწყვეტს რისი თქმაც სურსო ... ვწუხვარ თქვენს შვილს რომ არ იცნობთო . იმედია მიხვდება , რომ თავი დაგანებოს ჯერ სულ ბავშვია რა გაეგება მაგას საერთოდ სიყვარულის გნახა ახალგაზრდა , ჭკვიანი, ლამაზი და მდიდარი რატომ არ მოეწონებოდი
_ძველებურად მიხედე შენს კლინიკას , პაციენტებს, მეგობრებს, ნათესავებს ყველას და ყველაფერს ჩემს გარდა ! _ საუბრის გაგრძელება აღარ უცდია, ჩემოდანი ხმაურით გააგორა იატაკზე და სწრაფად დატოვა სახლი.

სკოლაში იმ დღეს არ გამოჩენილა, არც ბექასთან იყო და ტელეფონსაც მთელი დღე არ პასუხობდა, ახლა უკვე ყველაზე ცუდს ფიქრობდა. ქეთევანთან საუბარი მძიმე იქნებოდა ნებისმიერისთვის, საკუთარ თავს იდანაშაულებდა დროულად რომ არ მოახდინა რეაგირება. ბინამდე მისასვლელი გზა გულაჩქარებულმა გაიარა, კარზე ჯერ ზარს რეკავდა , შემდეგ აკაკუნებდა . ზუსტად იცოდა იქ იყო , წამებს ითვლიდა , ნაბიჯების ხმას ელოდა , მაგრამ მანამ არ ჩანდა სანამ კაკუნს ძახილიც არ მიაყოლა
_მოსე ჩემი თუ გესმის გააღე, გთხოვ ... ამაღლობელო იცოდე თუ არ გამოჩნდები _გაშლილ ხელისგულებს ურტყამდა კარს და ყელში გაჩხერილ გორგალს ვეღარ ერეოდა. ცრემლები წამოუვიდა, ძალა ერთიანად გამოეცალა თვალების გახელისას რკინის მასიური კარის ნაცვლად ამაღლობელი რომ დაინახა
_მასწავლებელო, რა დაგემართა _ბიჭსაც გაფითრებული სახე ჰქონდა. ქალი რომ მოეხვია მანაც ძლიერად შემიჰხვია მკლავები წელზე. სახლში შეიყვანა და ჩახუტებულს ზემოდან დახედა _ მითხარი რა მოხდა , სესილია
_გაჩუმდი... უბრალოდ ჩამეხუტე და არაფერი მითხრა _ თავი ბიჭის ყელში ჩამალა და ხელები ყელიდან ზურგზე გადაიტანა . რამდენჯერმე იქვე აკოცა და მერე ასწია თავი- ხომ კარგად ხარ ? - ბიჭის სახე ხელებსშორის მოიქცია და ისე აკვირდებოდა
-ნუ მაშინებ ...
-მე გაშინებ? რატომ არ მითხარი ქეთევანი თუ გესაუბრა
_ეგ ვინ არის ? - მისაღებში შევიდა და დივანზე დაჯდა , სესილიასთვის ხელი არ გაუშვია ისიც გვერდით მიისვა
_დედაჩემი
_სახელი ნამდვილად არ უთქვამს , მხოლოდ აღშფოთება გამოხატა . აშკარად გაღიზიანებული იყო
_დარწმუნებული ვარ შეურაცხყოფა მოგაყენა და მისი სიტყვები
_არ მაღელვებს ქალის სიტყვები ვინც შენ არ გაფასებს , ვისაც შენ არ მოსწონხარ და არ ამაყობს იმით რომ ამ ქვეყნად მოგავლინა... რამდენჯერაც არ უნდა შემხვდეს და რაც არ უნდა თქვას ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს _ გრძნობდა როგორ წუხდა ქალი . სევდიანი გაუხდა მზერა, სახე მოეღრუბლა და მოსესაც გული შეეკუმშა . თვალთან ახლოს აკოცა , იმდენად ნაზად შეეხო , ისე ფრთხილად ეფერებოდა და ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა წინაადეგობას ვერ გაუწევდა _ საშინელებაა მშობლებში რომ არ გაგვიმართლა, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცით ,რომ საკუთარი ცხოვრება მთლიანად ჩვენ შევქმენით _ ქალმა თავი მხარზე ჩამოსდო, ხელები წელზე შემოჰხვია და გაირინდა
_ისე შემეშინდა , რომ მითხრა ისიც შენნაირი თავხედიაო ... ვიფიქრე შენი ხასიათის ცვლილება მისი დამსახურებაც იყო . გემუდარები არ იყო ცუდად , ხასიათის გაფუჭების უფლება არაფერს მისცე. მაშინ კვდები როცა ცოცხალი ხარ და სიცოცხლით არ ტკბები ... ამაზე უარესი არაფერია და ნუ გაუკეთებ საკუთარ თავს ამას
_ერთი დღე დავრჩი სახლში სესილია ... ტრამვის შემდეგ რამდენხანს ვიკეტებოდი , მაგრამ ცხოვრება არ შემიწყვიტავს ხომ? სხვაგვარად არ შემიძლია ეს ჩემი დეპრესია კი არა ბრძოლის საშუალებაა. ყველას და ყველაფერს ცოტა ხნით უნდა მოვშორდე და მოვდუნდე
-ტელეფონი რომ გათიშე და არ მპასუხობდი შემეშინდა . მე რა ვიცოდი შენი პრობლემებთან ბრძოლის მეთოდები - წარბები შეჭმუხნა და ისეთი საყვარელი იყო ამაღლობელს გაეცინა _ სასაცილოა ? რა აღარ ვიფიქრე თანაც გუშინ ისე გამიშვი , მეგონა გამიბრაზდი , ხელის ამბავი,დედაჩემი
_რა გეგონა მოსემ გაჭედა , უხელობას ვერ გადაიტანს და თავს დაიბრიდავსო ? როგორი სულელი ხარ ხოლმე ... სამყარო რომ ჩამოიქცეს, სულ რომ გავჩერდე და გავშეშდე საკუთარ თავს არაფერს დავუშავებ . ეგეთი სუსტი რომ ვყოფილიყავი დიდი ხნის წინ მოვიკლავდი თავს . ერთ დღიანი ჩაკეტვები უნდა მაპატიო და ცუდზე არაფერზე იფიქრო ... _ ისევ კოცნიდა , ლოყაზე ნაზად ახებდა ტუჩებს და თითებით ზურგზე ეფერებოდა _ კი ასწორებს ასე რომ ნერვიულობ . საოცრად მომეწონა კარის გაღებისას შენი სახის დანახვა , მაგრაამ ერთწამიანი ეგოისტობა იყო ეგ
_საკუთარი თავის შესახებ გადაჭრით ვერასდროს ვერაფერს ვიტყვით , მოსე_თვალები დახუჭული ჰქონდა,მაგრამ ხმაში აშკარად შეერია ტირილის ნოტები _არავინ იცის როდის გადაიწვება ჩვენი გონება ისე , რომ ყველაფერი დასრულებულად მივიჩნიოთ და ბრძოლა შევწყვიტოთ სამუდამოდ
_ვის ვერ უშველე სესილია _ რატომღაც იფიქრა, რომ მისთვის მნიშვნელოვანმა ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება და მერე პასუხის მოსმენისას სუნთქვა შეეკრა
_საკუთარ თავს , როცა 15 წლის ვიყავი. ერთხელ მოვკვდი და თავიდან დავიბადე ის ვინც ვარ ... რამდენიმე წუთიანი მომენტი იყო მხოლოდ. სრულიად არადეპრესიული მე შემთხვევით ავდივარ აგარაკზე , ცეკვის ფორმა დამრჩა და რეპეტიციაზე ვაგვიანებდი . შევდივარ , ვხედავ მამა როგორ ჟ.მავს ერთ_ერთ თავის კოლეგას ,მეგობრადწოდებულ ქალს ... ვერც მამჩნევენ ისე ვტოვებ იქაურობას. სახლში მივდივარ , სრულიად ცარიელ უზარმაზარ სივრცეში ვიკარგები, ვპოულობ წამლებს და ერთიანად ვსვამ _ პოზა არ შეუცვლია, ისევ ისე ბიჭთან ჩახუტებული იჯდა , თვალები არ გაუხელია ისე სდიოდა ცრემლები და ამბავს ყვებოდა რომელიც , მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა _ მეგობარმა მიშველა ... მისი მეწყვილე ვიყავი და რომ დავაგვიანე წამოვიდა. ბოლომდე გათიშული არ ვყოფილვარ , როგორც მომიყვა . მე მხოლოდ სინანული მახსოვს, რომელიც მოვიდა და რომელსაც მარტო ვერ მოვერეოდი . არასდროს უნდა იყო იმდენად მარტო, რომ უფსკრულში ჩავარდნილს ხელი არავინ გამოგიწოდოს. საკუთარ თავს ვაპატიე ეს სისუსტე, ცხოვრება სრულიად შევცვალე და მას შემდეგ არასდროს ვაკეთებ ისეთ რამეს რაც სტრესის ქვეშ მამყოფებს, არავის აზრი მაღელვებს იმიტომ რომ ჩემია უმნიშვნელოვანესი და არ მჯერა , რომ ეს ამბავი მოვყევი... ღმერთო ჩემო _ თავი შეაბრუნა, სახეს იწმენდდა და ბუზღუნებდა _ უკვე სერიოზულად მგონია, რომ ჰიპნოზს მიკეთებ... ჩამეხუტები,მომეფერები და მალაპარაკებ . რა მუხტი გაქვს ამ თითებში ასეთი ... ასე ნუ მიყურებ. სუიციდისკენ მიდრეკილი არ ვარ. ეს ამბავი იმ დღეს დაიმარხა ჩემსა და ჩემს მეგობარს შორის და
_რომ ვერ მოესწრო რა მეშველებოდა უშენოდ ამ ჯოჯოხეთში _ ჯერ გაქვავებული უყურებდა , მერე ქალის სახე ხელებსშორის მოიქცია და ისე უყურებდა სესილიას გული გაუჩერა _ ღმერთო , უშენობას ნამდვილად ვერ გადავიტან და სულ უნდა გინდოდე თორემ ერთადერთი ვიქნები ვინც გაიძულებს იმას რაც არ გენდომება ... მე ვერ გაგიშვებ , ვერასდროს !
_ახლა მემუქრები , მაგრამ ისეთი საყვარელი ხარ გავატარებ ... _ იცინოდა და კვლავ ძველებურად უნათებდა სახე _ მთავარია გავარკვიეთ , რომ ჩემი მშობლებიც არ მშობლობენ და მათი აზრი ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს .
-ვცდებოდი,როცა მეგონა ,რომ საერთო ჩვენს წარსულში არაფერი იყო. თურმე ორივეს გვქონია მშობლების შექმნილი წყვდიადიდან თავის დაღწევის ეპიზოდი ... შენ ხარ ნათელი მაგალითი იმის თუ როგორ შეიძლება შექმნა საკუთარი ბედნიერება, თავისუფლება და
-და ასეთ იდეალურსაც ნუ მხედავ თორემ მერე შოკირებული დარჩები
-სულ უფრო მეტად ვრწმუნდები,რომ არ ვცდებოდი შენში და ნამდვილად ის ხარ ვინც მჭირდება, მაგრამ არ ვიცი ჩემში რა დაინახე ,როცა სულ რაღაც უბედურება მემართება იმის ნაცვლად რომ ადამიანურად ვიურთიერთოთ
-წნეხის ქვეშ მყოფი იმდენჯერ გნახე ვერაფერს მეტყოდი საკუთარ თავზე ისეთს რაც უკეთ მიჩვენებდა შენს სახეს ვიდრე ის ქმედებები რასაც ყოველდღე აკეთებ
-ვარჯიშს ხვალიდან ვიწყებ...თუ ძველებურად ვერ გავაგრძელებ მაქვს მეორე ხელიც, შეუძლებელი არაფერია.
.................
_გარემო მომეწონება თუ არა არ ვიცი , მაგრამ მენეჯერმა რომ უკვე მომხიბლა ეგ ფაქტია... თან არ ჩანს დიდი . თქვენ გაგიშვებთ და მე დავრჩები,აქედან ისე ვერ წავალ ეს ბიჭი თუ არ დავკერე
_თან ისე უნდა დაკეროს რომ ის ფიქრობდეს ვეჩალიჩებიო... ანუ ტიპშა სულ ასე იქცევი . შეიძლება გავგიჟდე , როგორ ახერხებს ყველას დაბოლებას
_ნუ ხარ ბოღმა . შენ ერთ ბიჭს შეაკვდი და დაგყავს ყველგან კუდივით სხვა ვინ გამოჩნდება რომ გაგიხალისოს ცხოვრება . მე კი ვტკბები ჩემი ქალურობის დემონსტრირებით _ სავარძელში მიწვა და ხედს გაუსწორა მზერა _ არა გარემოც კარგია უნდა ვაღიაროთ სასტუმრო მშვენიერია , მაგრაამ ბიჭი მაინც ყველაზე დიდი პლიუსია . რა თვალები აქვს ღმერთოო და ის შრამიც როგორ სექსუალურს ხდიდა _ როგორც კი აღწერაზე გადავიდა მაშინვე სანდრო გაახსენდა და წამსვე უკუაგდო ფიქრები. იქ მეგობრებთან ერთად განსატვირთად იყო , სტრესის მოსაშორებლად და არა გონების დასამძიმებლად, მაგრამ თავს ვერ ერეოდა
_ოუუ ბეიბიი შენამდე ჩვენ აქ მარის ლავ სთორით დავტკბებით... ეს ბიჭი უკვე აღარ ხუმრობს . აქაც მოვიდა _წვენს სვამდა და ჩუმად ლაპარაკიბდა
_ვინ მოვიდა ... რომელმა მოაკითხა ამჯერად . მაინც რას აკეთებ ასეთს , რა შელიცვა გაქვს ასეთ ბიჭებს რომ პოულიბ _ უცებ მივიდა აივნის კიდესთან და ეზოში გადაიხედა _ ამხელა თაიგულს დაბადების დღეებზე არ მჩუქნიან ჩემები . მშურს
_ბოღმის ბუკეტი ნუ ხარ...მარის და შენ სულ სხვადასხვა გემოვნების ბიჭებს მოსწონხართ . სრულიად განსხვავებული ტიპაჟები ხართ
_ვინ მოდის მეტყვით თუ უნდა ველოდო როდის გამოჩნდება _ წამოდგომაც დაეზარა , მაგრამ სხვაგვარად არ გამოვიდოდა. მობილურზე გამოჩნდა ბიჭის ფოტო და უკვე ნათელი იყო ყველაფერი
_გიორგი, როგორ ხარ
_რომელ ნომერში ხარ არ ვიცი და აივანზე თუ გამოხვალ გამახარებ
_მე და შენ ხომ შევთანხმდით , რომ სუნთქვის საშუალებას მომცემდი _ზანტად წამოდგა და აივნის კიდეს მიეყრდნო
_არ ჩამოხვალ ?
_რესტორანში ჩამოვალთ ყველანი 10 წუთში და იქ შევხვდეთ _ არ აპირებდა შეყვარებული გოგოსავით ბედნიერი ღიმილით ჩასვლას და თაიგულის ჩახუტებას
_ვაფრეენ ამის სწერვობაზე. ტიპშა არ იმჩნევს ისე ართმევს საჩუქრებს ტიპებს და ძაან ჩვეულებრივად ახვევინებს მერე . კოლექცოა ჰყავს უკვე
_არავის ვაიძულებ მოვწონდე ან არ მოვწონდე. მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება მათ თავიანთი გრძნობები და ვერ ვხვდები რატომ უნდა ჩავვარდე პანიკაში . სასიამოვნო ჟესტია , ნებისმიერს შეუძლია მსგავსი რამ გააკეთოს
_უკაცრავად რაა ნებისმიერს არ შეუძლია სადღაც დასაკარგავში , სასტუმროში დაგადგეს . დაეყუდოს , გელოდოს, ამდენი დრო და რესურსი დახარჯოს
_აქვს და ხარჯავს ვისაც არ აქვს ის სხვაგვარად გამოხატავს გრძნობებს ... რატომ ღელავ ნატატო ასე ძალიან? _ თვალები დახუჭა , ჯერ ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი მერე კი თოვლით დაფარულ მთებს გახედა _ აქ სიამოვნებით ვიცხოვრებდი რამდენიმე კვირით ... იქნებ დავრჩე კიდეც.
_აი გიოს უთხარი და დაგიჯავშნის
_ნატა , როგორმე შემიძლია თავად გადავიხადო ჩემი დასვენების ფული
_უიჰ სულ დამავიწყდა , რომ საკუთარი შემოსავალი გაქვს და ამ ბავშვური , ნაზი გოგონას მიღმა უკვე დგას დამოუკიდებელი,ძლიერი ქალი
_გამაგებინეთ ამ გოგოს დღეს რა სჭირს? რომელიმე მის შეყვარებულს მოვეწონე და ეჭვიანობს ? _ ერთხანს მშვიდად უსმენდა მერე იმ წამს მისულ ბიჭებს გადახედა და აკისკისდა
_უიმე ღმერთმა დამიფაროს ,.მთელი კაცთა მოდგმა გაქრეს დედამიწიდან მე შენ ვერ დაგთმობ ჩემო სიყვარულო
_ვაბობ მე ეს ტყუილად ირგებს მეკაცთანეს იმიჯს სინამდვილეში ამასაც მარიამი უყვარს_თქო და არ იჯერებთ
_დააოკე შენი შეყვარებული ქერისტინა თორემ მოვკლავ და გათავისუფლდები შენც , მეც და მთელი სამყაროც
_ამ დაგრძელებული ფრჩხილებით გამომჭირს ალბათ ყელს...ხელებს რომ იქნევს უკვე მაშინებს. გოგო ცივი იარაღით მოძრაობს
_გაიტანეთ ეს ვიგინდარა აქედან რა
_კრისტი , ქრისტინა გიწოდა და არაფერს ეტყვი?
_მე დაშვება მაქვს და ჩვეულებრივმა მოკვდავებმა ხმა ჩაიკმინდეთ
_წავიდეთ თორემ მშია და სანამ რომელიმე ჩაგკბიჩეთ გამიყვანეთ რესტორანში ტო...
_წარმოგიდგენთ მისტერ მუცლის მონა , გაბრიელი . ოღონდაც ღიპი როგორ არ აქვს გამაგებინეთ , ლუციფერი რომელიც ხორცით იკვებება _ ბიჭს წაკბინა , ლოყაზე ფრჩხილები ჩამოუსვა და მერე სწრაფად გაიქცა დერეფნისკენ .
_როდის შეეშვები დანარჩენებს და აღიარებ , რომ გაბრიელზე გიჟდები _ მარიამმა რომ უთხრა წამსვე გაბრაზდა
_გაჩუმდი თორემ გიღალატებ... გაჩვენებ ჩემს ახალ სიყვარულს და მიხვდები , რომ ის არის ჩემი მომავალი
_თვალების ცეცებას შეეშვი , მიხვდება ის ბიჭი რომ მოგწონდ . მერე შექმნი პრობლემას, გაბრიელი იჩხუბებს , შენ გაბრიელს გაამწარებ და საბოლოოდ დროზე ადრე მოგვიხდება წასვლა
_გაბრიელი ვერ მოუგებს...
_ყოველთვის ასე ამბობ
_აი დავინახე ... ღმერთოო ყველა ხედიდან ასეთი სიმპათიური როგორაა. ვგიჟდები
_დაივიწყე ! _ როგორც კი ნაცნობი სახე დაინახა მაშინვე ხელი მოუჭირა მაჯაზე მეგობარს და ღრმად ჩაისუნთქა _ სანდრო ჯანაშიაა , შეუძლებელია გავრბოდე და აქაც მხვდებოდე !
_რა ხდება ... რას ბუტბუტებ . რატომ გაქვავდი , რა დაგემართა . ისაა? ღმერთო ის არის
_ნატაა, ეს ბიჭი დაივიწყე ! შეუძლებელია შენთვის , ჩემთვის არ ვიცი
_ქრისტინააა ... სად მიდიხარ ქალოო აქ მოდი _ შეყვარებულთან ჩახუტებულ გოგოს ხელი დაავლო და უკან დასწია _ წამოდი
_გეყოთ . უბრალოდ დაივიწყე ! _ ბიჭებს მიჰყვა , მაგიდასთან მივიდა , მაგრამ გიორგი გამოჩნდა უზარმაზარი თაიგულით და შეჩერება მოუხდა _გმადლობ , მაგრამ
_ხომ შევთანხმდით რომ ერთმანეთს არ შევზღუდავდით ....
_მოდი ძმაო , აქეთ დაჯექი _ მარიამის გვერდით დაუთმეს ადგილი ის კი უკვე გრძნობდა სანდროს მზერას.
ვერ ხედავდა , მაგრამ იცოდა უყურებდა . ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ღალატობდა და მსგავსი რამ არასდროს განუცდია. ბიჭი ესაუბრებოდა , მაგრამ ვერც უსმენდა. ხელზე რომ შეეხო და აკოცა შემდეგ ეცადა ყურადღება მასზე გადაეტანა , მაგრამ არ გამოუვიდა . ჯანაშია ახლოს იყო, სტუმრებს ესაუბრებოდა და სულისშემხუთველად სიმპათიურად გამოიყურებოდა.
_არ მჯერა რომ ერთი ბიჭი მოგვწონს
_შენ გაბრიელი გიყვარს და ნუ ამბობ სანდროზე , რომ მოგწონს
_შენ სერიოზულად საიდან იცნობ
_ჩემი ბედისწერაა
_ვაიმეე
შეუძლებელია , მაგრამ უნდა შევძლო ჩუმად თქვა , ვახშმობა განაგრძო და საღამოც ისე გაატარა როგორც გეგმავდა. ზედმეტი ყურადღების მიქცევაც არ უცდია, ეჭვიც არ შეუტანია იმაში რომ სანდრო ისედაც თვალს ადევნებდა .
_გაბრიელი მეორედ არ მიხსენო , დღეს გაპატიებ კარგ ხასიათზე ვარ ძლივს ვიღაც მოგწონს და დავრწმუნდი რომ ჰეტერო ხარ
_ღმერთო ნატალია რა აზრები გაწუხებს
_წამო ვიცეკვოთ მარიამო ... _ გაბრიელმა ჩაკიდა ხელი და მუსიკის ჰანგებს აუწყო სხეული _რას ამბობს ის კუდიანი . გაბრაზებულია ?
_ვისზე ამბობ?
_მითხარი რა გავაკეთო ... ახლა თუ არ გავარკვიე ჩვენი ამბავი მერე
_მერე უნივერსიტეტში ბევრი გოგონები გელიან?
_შენი და მათეს ბრალია, თქვენ გამაცანით
_უნდა დაელაპარაკო , ჩხუბის გარეშე
_თვითონ იწყებს
_არ უნდა აყვე და სიტუაცია შენ უნდა მართო
_რა მარტივად ამბობ
_როგორ ბუზღუნებ ამხელა კაცი
_ვიღაც მოეწონაო ... მგონი მენეჯერი და რა ვქნა წინასწარ გავიფინო?
_არ გაბედო ... არ მოსწონს არც იმ ბიჭს . დამიჯერე
_ნამდვილად?
_გეფიცები.

გაბრიელი შენობიდან გასულ ნატალიას უკან გაჰყვა . მარიამისკენ გიორგი დაიძრა და მაშინვე შეიცვალა მიმართულება . სანდროსთან მივიდა, ხელი ჩაკიდა და ასე მისი ნებართვის გარეშე დაიწყო ცეკვა
_შესაძლოა ცეკვა არ იცი, მაგრამ უნდა იცეკვო
_მე აქ დასასვენებლად არ ვარ , თქვენგან განსხვავებით ქალბატონო მარიამ_ხელი წელზე შემოჰხვია, სხეულზე მიიკრა და თავად გახდა წამყვანი მოცეკვავე_ცეკვას რითმის გრძნობა სჭირდება და არა დაზუთხული ილეთები
_წამოსვლამდე ანასტასია და პეტრე შემხვდნენ . მითხრეს სანდროს ქალაქში გადავყავართ საცხოცრებლად და იქაც ხშირად შევხვდეთო
_ქალაქი პატარა ჰგონიათ
_ტასო ყველას გაიცნობს თუ მოინდომებს ... ჩემს მისამართს კი აუცილებლად გავუმხელ
_ბიჭი ყვავილებიტ გელოდებათ , მარიამ
_ბევრი მელოდება , მაგრამ მე აქამდე არავის _თვალებში უყურებდა ბიჭმა მოულოდნელად დაატრიალა, ზურგიდან აეკრო და ისე განაგრძო მოძრაობა ქალთან ერთად, ერთ რიტმში
_ნუ მიწვევ, დაიწვები !
_ტყუილად მაფრთხილებ , უკვე აზრი არ აქვს_გაირინდა, თავი მკერდზე მიადო, თითები მტევანზე შეახო და რიტმში ჩაიკარგა
_არც კი იცი რას ამბობ
ცოდნა არ მჭირდება , უბრალოდ მას ვუსმენ _ მისი მტევანი მკერდთან მიიტანა და შემდეგ წელზე გადაიტანა არსად გვეჩქარება ...
_წარმოდგენაც არ გაქვს რას ამბობ
_იმას რასაც ვგრძნობ
_და გრძნობები სულ ერთია? _ ცდილობდა ემოციები არ გამოეხატა, მაქსიმალურად ირონიული ჰქონდა ტონი , მაგრამ ამ გოგოს მოტყუება ისეთი მარტივიც არ იყო
_მთელი სხეულით ვგრძნობ შენს გულისცემას _ჯერ კიდევ ზურგით იყო მიყრდნობილი მის გულ_მკერდს ჯანაშიამ ისევ თავისკენ რომ შეაბრუნა, მკლავები წწელზე შემოჰხვია და ერთი ხელი კიდევ უფრო დაბლა ჩააცურა
_და თუ გულისცემის აჩქარებას სიყვარული კი არა გრძნობა სახელად ლტოლვა იწვევს? რამდენად ღრმად შეტოპავ _თვალებში ვერ უყურებდა, თავი მის ყელთან დახარა, ყურთან ესაუბრებოდა და მუსიკის სწრაფ რიტმს ისე ჰყვებოდა მარიამი დისკომფორტს წამითაც კი არ გრძნობდა
_ჩემი ოთახის ნომერი იცი _ ამ პასუხს არ ელოდა , არც იმ კოცნას მარიამმა ლოყაზე რომ დაუტოვა .
.....................
ეძინა დედის კივილის ხმა რომ გაიგო და მერე ბევრი არაფერი ახსოვდა. პანიკაში ჩავარდნილ მშობლებს ამშვიდებდა ისე რომ ისიც კი არ იცოდა რა ხდებოდა. ირგვლივ რომ მიმოიხედა და ლუკა არ ჩანდა ძალა ერთიანად გამოეცალა
_ავარიაში მოხვდაო... კლინიკაშიაო ,გესმის? ცოცხალი თუ არაა გეფიცები , ჩემ სამ შვილს გეფიცები შენც ზედ მიგაყოლებ _ თვალებს ვერ უჯერებდა მაკა თემურს რომ მიუბრუნდა , ცხოვრებაში არ ენახა დედა მსგავს მდგომარეობაში. მამა რომ ჩხუბობდა კი, მაგრამ მაკა? არასდროს _შენ გაათავხედე და ჩემს ერთ სიტყვასაც არ ისმენდა... მამას კაციო, ბავშვობიდან ეძახდი. ჯერ კიდევ ბავშია და ვინ იცის ახლაც რით იყო გათიშული. ახლა გადავრჩე, ღმერთო ახლა მიშველე და მე ქალი არ ვიყო ორივე მამა შვილი თუ გონს არ მოვიყვანო... ღმერთო ოღონდ ახლა ნუ გამწირავ , ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს და არც ვინმე ჰყავდეს შეწირული . გემუდარები ღმერთო _ მთელი გზა ლოცულობდა, თემურს სიტყვის თქმის საშუალებაც არ მისცა და ისიც არ ჰყვებოდა ჭკუიდან გადასულ დედა
_მამა , მა _ საჭესთან მჯდომს ხელზე შეეხო , გრძნობდა როგორ უჭირდა და აღარ იცოდა რომელი დაემშვიდებინა _ კარგად იქნება, ყველაფერი გაივლის ... ჩემი ხომ გჯერა _უკნიდან მოეხვია, ლოყაზე აკოცა და მისი ხელის შეხებაც იგრძნო მტევანზე
_დედაშენს მიხედე , მამი _თითქოს გული უგრძნობდა რომ კარგი ამბავი არ დახვდებოდათ. რაიონულ საავადმყოფოში ბევრი სერვისი არც ჰქონდათ, მაგრამ პირველადი დახმარების გაწევა მოესწროთ. მორიგე ექიმი ვაჩეს დედა იყო. ნინო დერეფანში , რომ გამოჩნდა უცნაური ძალა იგრძნო
_დეა ... ჩემო კარგო. უნდა დამშვიდდეთ, ძალა მოიკრიბოთ . მე უკვე გამოვიძახე რეანომობილი ... მდგომარეობა კრიტიკული არ არის, მაგრამ აქ მაინც ვერ დავტოვებთ მესამე დონის საავადმყოფოა საჭირო . კლინიკაშიც დავრეკე, ექიმები გელოდებიან ... მე აქედან გავყვები , ყველაფერი არის სტაბილურად. ქალბატონო მაკა , ხომ? ბატონო თემურ, არის პოლიტრამვა , მაგრამ ვიმეორებ სიცოცხლესთან შეუთავსებელი არაფერია, სტაბილურად მძიმეა . მეტიც, შემიძლია მოგილოცოთ რომ ასეთი ავარიის შემდეგ ეს შედეგი...ღვედი ეკეთა , ბალიშიც გაიხსნა და ამან დაიცვა
_დიდი მადლობა ექიმო... ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ?
_თქვენ ვერ შეგიშვებთ , ახლაც მუშაობენ ექთნები , რეანომობილი მოვა წუთი - წუთზე , თქვენ მანქანით თუ არ ხართ ახლავე დავრეკავ ... დეა , ძვირფასო _ ქალი ყინულივით იყო მუდამ და ირგვლივ ყველა გაკვირვებული უყურებდა ამდენი ყურადღება რომ გამოიჩინა, ასე ვრცლად ისაუბრა და საერთოდ თვითონ რომ შეიწუხა თავი ახლა კი გოგონას ხელზე ეფერებოდა და ძალას აძლევდა
_ჩვენი მანქანით ვართ და გავყვებით ... უღრმესი მადლობა _არ ტიროდა, როგორ ახერხებდა ვერ გეტყვით , მაგრამ მისი ტვინი მხოლოდ ოჯახისწევრებზე იყო გადართული. ნია სჭირდებოდა გვერდით, ის რომ ყოფილიყო ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ არ იყო და მთელი ტვირთი თავად უნდა ეზიდა.
_ყველაფერი იქნება კარგად... საუკეთესო ექიმები დაგვხვდებიან, ადგილი კლინიკაში არის და ყველა საჭირო პროცედურას ჩაუტარებენ
_გაიხარეთ ექიმო , ღემრთმა დაგლოცოთ _კაცს წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ იჩენდა ამხელა ყურადღებას ეს უბრალოდ მის მოვალეობად ჩათვალა და ცოლს ხელი მოხვია , მანამ სანამ ქალი მოიშორებდა.

შემდეგ ეზოში ელოდნენ მანქანას, დაინახეს როგორ გამოიყვანეს ლუკა და მაკამ ერთი წამოკივლება მოასწრო გონების დაკარგვამდე. პირდაპირ დეას წინ ჩაიკეცა, დაჭერა ვერ შეძლო და თან მიჰყვა . გონზე იყო, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა , თემურს ეჩხუბებოდა ისევ ,ისტერიკა დაეწყო და ყველგან მისი ხმა ისმოდა.
_გეყოფა უკვე , ბავშვი მიჰყავთ გავყვეთ ... მივხედავთ და მერე იჩხუბე
_არ დამელაპარაკო ... დამღუპე , შენ შენი ხისთავიანობით ბოლო მოგვიღე
_გაჩუმდი უკვე და მანქანაში ჩაჯექი ჭკუიდან ნუ გადამიყვან თორემ აქ დაგტოვებ გეფიცები
_საკმარისია უკვე , ერთმანეთის დადანაშაულებაზე ფიქრობთ თუ ლუკას მდგომარეობაზე... დანაშაულს თუ ეხება საქმე ყველას მიგიძღვით ბრალი და რაიმეს ცვლით ახლა ამით? უკან დააბრუნებთ დროს და ბავშვს ბავშვივით მოქცევას აიძულებთ თუ რას აკეთბთ . ორივე მოიქეცით ზრდასრული ადამიანებივით და მობილიზდით რომ რამე არ გამოგვრჩეს _ თავი ვეღარ შეიკავა ორივე გააჩუმა და მერე მთელი გზა ჯოჯოხეთივით გრძელი ეჩვენა. ყველაფერს ემატებოდა შემზარავი ხმა, რომელსაც წინ მიმავალი მანქანა გამოსცემდა . რეანომობილის დანახვისას ადრე სულ ლოცულობდა ახლა კი მხოლოდ იქ ყოფნას ნატრობდა, ლუკას გვერდით.
..........
უკვე თენდებოდა ეზოში რომ გავიდა . ციოდა, იყინებოდა და ნაგროვები ემოციები ერთბაშად იწყებდნენ მთელს არსებაზე იერიშს. თვალები ეწვოდა, მზერა უკვე დაბინდული ჰქონდა გიგაური ,რომ დაინახა და ერთიანად იგრძნო სითბო, ნაცნობი სურნელი და საოცარი ძალა . თითქოს ფარი გაჩნდა , დამცავი სივრცე , რომელიც ყველაფრისგან დაიცავდა
_დედამ დამირეკა , ყველაფერი გარკვეული აქვს ... ექიმები სულ დაგეკონტაქტებიან . კარგად იქნება , აუცილებლად
_მარტო ყოფნას ვერ იტანს, საავადმყოფოების ეშინია. ნემსების , ექიმების და ექთნების... ყველაფრის ეშინია . ბავშვობაში ავად რომ იყო მეც მის გვერდით ვიყავი , ორივეს ვირუსი გვქონდა და ხელს არ მიშვებდა. უჩემოდ რა უნდა ქნას . ისინი ჩხუბობენ , მგონია რომ ერთმანეთს დახოცავენ . მამა ჯერ ითმენს, მაგრამ ნაღმივითაა... დედა კი არ ჩერდება . რა უნდა ვქნა, ნიას ვერ დავურეკე არ ვიცი რა ვუთხრა _ კანკალებდა, ტიროდა და სიტყვებს უსწრაფესად ამბობდა მერე თავად მოეხვია ვაჩეს . მის გულ_მკერდს ისე აეკრო თითქოს იქ ჰქონდა თავშესაფარი სადაც ვერავინ იპოვნიდა, დაიმალებოდა, ძალებს აღიდგენდა და მერე განაგრძობდა ბრძოლას _ლუკა კარგად თუ არ იქნება ... ლუკას გარეშე ვერ ვიცხოვრებთ . მე არ შემიძლია
_ჩშშ, არ იფიქრო ... არც კი დაუშვა ! ჭკუას ისწავლის და და მერე აღარ განერვიულებს. გეფიცები , დრო გაივლის და ყველაფერი ძველებურად იქნება. მხოლოდ ახლა გაუძელი, შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ
_არა , არ ვარ ... _ ქვითინებდა ისევ, თავს მაღლა არ სწევდა ვაჩე კი არა და არ ეხებოდა . გაშეშებული იდგა და მხოლოდ სიტყვებს უშვებდა დამამშვიდებლად _ მცივა, ჩამეხუტე თორემ გავიყინები .
_დეა _ სუნთქვაშეკრული მოეფერა გოგოს სახელს და მერე ისე შემოჰხვია მკლავები გაზაფხულის სიცივისგან კი არა ნებისმიერი კატასტროფისგან რომ დაიცავდა
_ხელი არ გამიშვა, უშენოდ ნუ დამტოვებ, არაფერი მითხრა , უბრალოდ აქ იყავი , ასე _შუბლით ეყრდნობოდა ბიჭის მკერდს შემდეგ თავი შეაბრუნა , მკლავებიც წელზე გადაიტანა და მთელი სხეულით მიეყრდნო. ისევ ტიროდა , მაგრამ ისე აღარ ცახცახებდა და გულისცემაც ნელ_ნელა დაუმშვიდდა. ვაჩე კი ვეღარაფერზე ფიქრობდა მისი სიახლოვის გარდა, ჯერ გაშეშებული იდგა მერე ძლივს გაბედა და ფრთხილად მოაშორა სახიდან ცრემლები
_მე სულ შენთან ვიქნები _ლოყაზე წამით შეახო ტუჩები და შემდეგ მანამ იდგა მის საყრდენად სანამ სიმშვიდის წერტილი არ დაიბრუნა.


დერეფანში ნია რომ გამოჩნდა და პირველად მამას მოეხვია კიდევ ერთხელ დარწმუნდა , რომ მათი ომის მიუხედავად ერთმანეთი ყველაზე მეტად უყვარდათ და ადარდებდათ . ნია მივიდა და ყველაფერი უფრო გასაგები გახდა, ნაცნობი ექიმები იპოვნა, ზემოთაც შეაღწია და ლუკაც პირველი მან ნახა . როგორც ნინომ თქვა, მდგომარეობა მძიმე იყო ბევრი დრო დასჭირდებოდა განკურნებას , მაგრამ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. სჭირდებოდათ დრო, ფული , ენერგია და გამძლეობა . არასრულწლოვანი საჭესთან, მომხდარი ავარია , განადგურებული ახალი მანქანა , პოლიცია , ექიმები და უამრავი პრობლემა რომლის მოგვარებაც ერთდროულად მოუხდებოდათ.

ჯერ კიდევ დილა იყო მოსე რომ მივიდა სალომესთან ერთად. მაკა და თემური კაფეტერიაში იყვნენ, ნიაც მათ შეუერთდდათ
-მანქანაში გელოდება , წადი - მოსემ ჩუმად უთხრა და მანაც მიმართულება შეიცვალა
-დეა სად მიდიხარ, არაფერს შეჭამ?-მაკამ დაუძახა
-ეზოში გავალ, ჰაერს ჩავისუნთქავ

ჰაერი ჩაისუნთქა, გიგაურის სურნელით გაჯერებული ჰაერი მის მანქანაში რომ იყო გავრცელებული. ბიჭს საჭესთან ჩასძინებოდა, თავი დახრილი ჰქონდა და მისი დანახვისას აღარ იცოდა სიხარული გამოეხატა თუ სიბრალული ასე რომ გააწვალა.
_ ვაჩე , ასე კისერი გეტკინება _ ზედმეტად ახლოს იყო , ჩუმად ლაპარაკობდა და თითებს თავზე უსვამდა _ვაჩეე, გაიღვიძეე
_ღმერთო _ ისე უცებ წამოიწია გამორკვეულიც არ იყო რა ხდებოდა . ირგვლივ მიმოიხედა , სახეზე ჩამოისვა ხელები და მერე შეხედა დეას
_ვისაუზმოთ ... _ყუთიდან ყველაფერი ამოალაგა და ისევ გაეღიმა . ყველა სხვადასხვა ადგილას ჰქონდა ნაყიდი
_ყავა რომ არაა? იქ რატომ არ ისაუზმე ... კაფეტერიაში გემრიელი
_იქაც იყავი?
_ხო , ექიმიც ვნახე ... დედას კურსელია . ამ კლინიკის დირექტორი ნათლიაჩემის ქმარია . არ მინდოდა უცნაურად ადრე შესულიყავით ყველა , ქალბატონო დეა მიბრძანდითო რომ ეთქვა კითხვები გაჩნდებოდა. მალე ჩამოვა ექიმი და თითო_თითოს შეგიშვებენ. შენ თუ დიდხანს გინდა დარჩენა ცალკე პალატაში გადავაყვანინებ, ხვალ ან ზეგ . ჯერ ვერ მოხერხდებაო იქ აქვთ ყველაფერი და უკვე სტაბილური რომ იქნება _დაღლილი იყო , ემოციურად უფრო ვიდრე ფიზიკურად , დეას უყურებდა და ყველა სიტყვას ისე ფრთხილად ამბობდა გოგოს შინაარსიც აღარ აინტერესებდა, თავი მიაყრდნო სავარძელს და ასე უყურებდა
_ვჭამოთ, თორემ გაცივდება _ მოულოდნელად გადაიხარა, ლოყაზე აკოცა და შემდეგ მშვიდად დაიწყო საუზმობა .

ასე ისხდნენ სანამ უკანა კარი მოსემ არ გააღო და დაუკითხავად არ ჩაუხტა მანქანაში.
_მაქანის ამბავი უნდა მოვაგვარო
_პოლიციამ წაიყვანა წუხელ... სანამ გამოგვატანენ ათასი ბიუროკრატიული ამბავია , ჭკვიანო .
_მამაშენმა ჯარიმაზე ხო ელაპარაკა
_ხო , მოგვარებულია ეგ და გამეშვები ? მიხედე შენს საქმეებს
_ჯარიმაზე რა მოაგვარა მამაშენმა ? იმედია ფული არ გადაიხადა ხო?-დეა მაშინვე ჩაერთო საუბარში
_არა. აპირებდა ,მაგრამ გავაჩერე ... დამშვიდდი და ნუ ემზადები ჩხუბისთვის. ისეთი არაფერი გამიკეთებია შენი და შენი ოჯახის თავმოყვარეობას რომ შევეხოთ
_სწავლობს ნელ_ნელა ხომ ხედავ
_მოსე იქნებ გაქრე
_არ წაგვიყვან მე და სალომეს?
_არ მოვდივარ ჯერ... მანქანა სად გყავს. ტაქსით რატო ხარ ვაფშე, ხელზეა ისევ პრობლემა?
_მანქანა არაა დღეს , გაფუჭდა და კეთდდება
_მე ვრჩები, ტაქსის გამოგიძახებ თუ გინდა
_აქ რას აკეთებ ვერ მეტყვი?
_რატომ გიყვარს შენი გატეხილი ცხვირის იქ ჩაყოფა სადაც მისი ადგილი არაა
_მოსე სალომე გელოდება ... 2 წუთი დამელოდეთ და მოვალ მეც _ გოგონაზე ანიშნა და მიახვედრა ვაჩესთან მარტო დარჩენა რომ უნდოდა. ამაღლობელი წამით გაშეშდა, შემდეგ მიხვდა რაც ხდებოდა , ჩაიცინა და სწრაფად გადავიდა
_არ მითხრა რომ წავიდე...
_რამდენიმე დღე აქ უნდა ვიყო , ორივე თუ ჩამოვრჩებით პროგრამას ვინ გვამეცადინებს. თან შენ დღეს საკონტროლო გაქვს და სკოლაში უნდა მიხვიდე ?
_შენ რა იცი ...
_წადი, ესენიც წაიყვანე. მიხედე საქმეებს და შუალედებში მომწერე ან დამირეკე _ეს რომ უთხრა თითქოს ჩვეულებრივი ტემბრი ჰქონდა, მაგრამ ღაწვები აუფერადდა _ საუკეთესო ხარ,რაც კი რამ გამაჩნია _ ბიჭს პასუხის გაცემა არ ადროვა ისევ ისე სწრაფად აკოცა ლოყაზე და მანქანიდან გადავიდა. არეული მივიდა მეგობრებთან , შესანიშნავად იცოდა ორივე რომ უყურებდა , მაგრამ კითხვების დასმის საშუალება არცერთს მისცა _ ბრილიანტები ხართ, მიყვარხართ
_ჩვენ თუ უფრო ის _სალომემ მაინც მოასწრო , მაგრამ არ გააგრძელებინა
_მანქანაში ჩასხედით სანამ გადაიფიქრა და მოგიხდა ისევ ტაქსით მგზავრობა
_დავილაპარაკებთ მე და შენ ,პატარავ _ თითქოს განგებ, ვაჩეს გასაღიზიანებლად ჩაეხუტა დიდხანს , თავზე აკოცა და სიგნალის ხმაზე ბუზღუნით დაიძრა მანქანისკენ
..........................
_სად არის ქალბატონი
_ვისზე ამბობ მარინაჩკა
_ის , ახალი
_გაკვეთილზეა ალბათ . რა იყო
_ეგ აკლდა ჩვენს სკოლას და მოუყვანია ბატონ დირექტორს ... ტუტუცი გოგო. მასწავლებლობა რომ დავიწყე 19 წლის ვიყავი , დამთავრებულიც არ მქონდა სწავლა , მაგრამ მოსწავლეებთან კი არ დამიჭერია საქმე. იმხელა კაცი ყავდა გვერდით , აქეც აკითხავდა სახლში და არ დააკლებდა არაფერს , მაგრაამ არ ყოფნით ამ ახალგაზრდა გოგოებს ერთი კაცი , მეტი უნდათ და კაი ქერის ორმოში კი მოხვდა. პატარა ბიჭები ყავს გვერდით სულ . არა ყველა რო გიჟდება დედა რა მასწავლებელიაო, მასწავლებელი მასეთი უნდა იყოსოო ... როგორი ნეტა სახლში მივიღოთ მოსწავლეები და ვეკურკუროთ ? სირცხვილი რო არ გექნება ქალს_წამში თქვა ყველაფერი და ჩანთა ლამის დაუვარდა ხელიდან სესილიას. კედელს მიეყრდნო ,თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი
_რას ლაპარაკობ მარინა .... ვერაფერი გავიგე გოგო
_რას ვერ გაიგე ქალო შენ კიდე ... ეს უპატრონო ამაღლობელი ნახევრად მაგასთანაა. ისე უყურებს ბიჭი გიპნოზი გაუკეთა მემგონი , მარა რათ უნდა ლამაზი კია და ახალგაზრდა ბიჭს მეტი რა აინტერესებს . გამოცდილი ქალი არ ჯობია პატარა გოგოებს? დედა და დამრიგებელი იმას არ ყავს, მე რა ვიცი იქნებიან ასე ალბათ ვინ შეუშლის ხელს. არა იმ კაცმა თუაქ გაიგოო მერე კარგი ამბავი არ დატრიალდება , მაგრაამ იქნება მანამდე კი გამოვიდეს მანანა სკოლაში და წავიდეს ეს ქალიც. ჯერ ხო მოგვეჭრა თავი რა არ გამიგია ჩვენს სკოლებში მარა ქალი და მოსწავლე? არა შენი ჭირიმე... ნამდვილად ყველას გვჯობია კი, მასეთი სწავლების მეთოდები ჩვენ სად გვაქ . ეტყობა ერთი კოცნა ერთი ახალი სიტყვა ასე მიყავს სწავლება
_რა კარგ განწყობაზე ხართ , ქალბატონებოო მეც მომიყევით რა გაცინებთ ასე გულიანად? _როგორ დაიძრა ადგილიდან არ ახსოვდა, წამში რომ გაჩნდა მაგიდის თავში ანთებული თვალებითა და აჩქარებული გულისცემით იცოდა. ხელებით დაეყრდნო ხის მასიურ მაგიდას და ქალს გადახედა _ მარინე , როგორ უცებ გაჩუმდით ... განაგრძეთ ხუმრობა, მიდით. არ აპირებთ? რატომ ხომ არ შეგრცხვათ ამ ნაბოდვარის გაგრძელება.
_მე რა უნდა შემრცხვეს ... სამარცვინო ცხოვრებაში არაფერი ჩამიდენია და ნეტავ რა ტონით მელაპარაკები აქ . ჩამოდგა პატიოსანი ქალივით და ამაყად დაგვყურებს
_თქვენ რადგან არავინ არასდროს გყვარებიათ, უბრალოდ აწყობდათ თქვენს მშობლებს ვიღაც უცხო კაცზე მიეთხოვებინეთ და ახლა ცხოვრებაზე დაბიღმილი ყველა შეყვარებულ წყვილს გარყვნად რომ თვლით, ყველას განიხილავთ ვისაც ბედნიერს შენიშნავთ, ათიათასი პრობლემის მიუხედავად ჯდებით და ჭორავთ ნებისმიერს. ნახევარს იგონებთ, ამწვავებთ და ამით იმშვიდებთ თავს... გეზიზღებათ ქმარიც, შვილებიც, რძალი და შვილიშვილებიც ყველანი თქვენი 800 ლარიანი ხელფასის იმედად რომ არიან . ეს მოსწავლეებიც გეზიზღებათ , გინდათ მოშორდეთ აქაურობას , მაგრამ აბა როგორ მერე ხომ ულუკმაპუროდ დაგრჩებათ უსაქმურების ხროვა . ასე არ ეძახით ყველას როცა ვინმე სხვა მასწავლებლის უმუშევარ შვილზე საუბრობთ? მებრალებით, მთელი გულით მეცოდებით ისე გაატარეთ 70 წელი ალბათ ერთხელაც არ გაგიკეთებიათ ის რაც გსურდათ, ერთხელ არ მიგიციათ თავისთვის სიამოვნების მიღების უფლება და გაკლიათ ყველა ადამიანური გრძნობა .
_შენ რას მიბედავ საერთოდ...ნახეთ? იმის მაგივრად ის თქვას რას მაბრალებთო აქეთ გადმოვიდა ბრალდებაზე . დანაშაული ვერაფერი მიპოვნა და მოიგონა სისულელეები
_თქვენთან თავი გავიმართლო? ღმერთმა დამიფაროს ასე დავეცე. სიმართლეს მტკიცება არ სჭირდება ! თქვენ კი გრცხვენოდეთ შვილიშვილის ასაკის გოგოს ასე რომ მსვრით ტალახში ... ვიცი მაინც არ შეგრცხვებათ და ახლა ასმაგი ტემპით გაავრცელებთ ამ გაუგონარ ჭორს , მაგრამ არ მანაღვლებს . მე ვიცი, რომ სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია და ეს სრულიად საკმარისია
წავიდა, მაგრამ ფონად ესმოდა ქალის ყვირილი. რას ამბობდა არც უსმენდა, მიდიოდა და შიგნიდან ინგრეოდა. გაცეცხლებულს ამაღლობელი რომ შეეფეთა პირველ სართულზე არც კი იცოდა რა გაეკეთებია
_სესილია, შენი ნახვა მინდოდა
_სხვა დროს მოსე, ახლა არა _ ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ყველა მათ უყურებდა. ამბავი ვირუსივით გავრცელდა და სანამ კიბის საფეხურები გაიარა მანამ უკვე ჩამოაღწია პირველ სართულზე .
_მოიცადე , სად გარბიხარ. რამე მოხდა? სესილია _ მიჰყვებოდა და მანამ არ გაჩერდა სანამ წინ არ გადაეღობა _ფერი არ გაქვს სად მიდიხარ ასე
_მოსე მარტო მინდა დავრჩე , მომცემ უფლებას?
_რა მოხდა
_აქაურობა და ეს ხალხი . ისეთი საცოდავები არიან , შეუძლებელია ამათთან კონტაქტი და სამწუხაროა თაობებს რომ უნერგავენ თავიანთ შხამს .
_ვინმეს ეკამათე? ამჯერად რა უსამართლობას გადააწყდი
_სკოლაში დაბრუნდი და 5 წუთში გაიგებ _ მანქანის კარი გააღო , სწრაფად დაჯდა და წავიდა.
მანქნაში იჯდა და უბრალოდ მიდიოდა. რამდენიმე წამში ხმამაღლა იცინოდა , მოხდა ის რასაც ელოდა და იზე როგორც წარმოედგინა, მაგრამ რას გააკეთებდა ჯერ კიდევ არ იცოდა. უკან დაბრუნდა და კლასამდე ისე მიაღწია თითქოს დანაღმულ ველზე არ დადიოდა.
_შემოდით და დავიწყოთ ... _ბავშვები არაფერს ამბობდნენ, მათი მზერის წაკითხვა კი არ უნდოდა. საუბრობდა სანამ გარედან ხმაური არ შევიდა, ნაცნობი ქალის კივილის ხმა მეორე სართულიდან ადიოდა, აშკარად დერეფანში იდგა და ყველას აგებინებდა საკუთარ პრობლემას. ქვემოთ რომ ჩავიდა ყველანი გარეთ იყვნენ, ქალი შეწუხების ზღვარზე ეჭირათ სხვა მასწავლებლებს და მაინც აგრძელებდა საუბარს. მოსე კი იქვე იდგა , ჩაწითლებული თვალებით დაჰყურებდა ქალს, არავინ მიჰკარებია ახლოს
_ამას რას მოვესწარი... ამას რას მოვესწარი ესენი ვინ არიაან. ეს გათახსირებულები, ჩემი დაშინება გინდა? შენ მე ვინ გგონივარ, ასე მომიშორებ სკოლიდან და ამას დაუტოვებ ყველა გაკვეთილს? მაფიოზები ხართ თუ ვინ ხართ. ხალხოო , გაგიგიათ ასეთი რამე? ისაა გასაგდები სკოლიდან ამის მასწავლებლობა არ გაიშვეს და მე მემუქრებიან. მე მაფრთხილებს ეს ლაწირაკი . ყველაფერი შენი ბრალია , შენ რომ გადაყევი ბატონო დირექტორო ...აიი მობრძანდა ქალბატონი_სესილიას დანახვამდე მისვენებული იყო და მასწავლებლებს ეჭირათ მერე უცებ წამოფრინდა და ქალისკენ დაიძრა _ შე გარყვნილო ქალო ... შენი კურო მომიგზავნე დასაშინებლად? შენ თავი ვინ გგონია, შენ ვინ ხარ საერთოდ შე ტუტუცო გომბიო . ორი შენხელა სტაჟი მაქვს მუშაობის და მე მაფრთხილებთ ? ენას კბილი დავაჭირო და ნამუსი შეგინახოთ? თითქოს ყველამ არ იცოდეს რასაც აკეთებთ ... მოსწავლე და მასწავლებელი . სანიმუშოო მასწავლებელი , ეტალონი მასწავლებლის ... აჰაა მიბაძეთ თუ ვინმეს გინდათ პედაგოგობა და მოსწავლე მოგეწონათ რა პრობლემაა ,ჩაუგორდით და მერე კმაყოფილმა იარეთ . სხვაც ხო არ მოგწონს ვინმე , ერთი ამაღლობელი გეყოფა? ის სადაა ... ის მეორე სკოლის თავი გიგაური . ეს არ გერჩივნა? პირდაპირ გამაგდებდა მამამისი სკოლიდან _ხელებს შლიდა, კიოდა და ვერავინ აჩერებდა . ამაღლობელი დერეფნის მეორე ბოლოს იდგა. მის წინ ვაჩე როდის გაჩნდა არ დაუნახავს სესილიას , მაგრამ აშკარად ის აჩერებდა .
_დაასრულეთ ეს მასკარადი ქალბატონო მარინა თუ ვაგრძელებთ ისევ? ბავშვებო გაიქეცით სკამები მოიტანეთ , პოპკორნი არ გვაქვს? ჩამოვსხდეთ და მოვუსმინოთ ამ გასართობ წარმოდგენას. ერთი მსახიობის თეატრი, რა ფანტაზია, რა შესაძლებლობები...რა ცუდია უცხო ენების ფაკულტეტზე თქვენ რა გინდოდათ ქალბატონო მარინა, თქვენ სახალხო არტისტობა შეგშვენით მხოლოდ. ისეთი ფანტაზია გაქვთ, ისეთი მხატვრული გაფორმების უნარი რეჟისორიც შესანიშნავი იქნებოდით . რა დასანანია , რა დასანანია ჩემო ძვირფასო მარინა მასწავლებელო _ სესილიას პასუხს არავინ ელოდა, ის კი იდგა სრულიად მშვიდი გამომეტყველებით ტაშს უკრავდა და იღიმოდა _ გავიგეთ მგონი რომ ნიჭიერი პედაგოგი გვყავს, ახლა რა ვქნათ საგაკვეთილო პროცესი ჩავშალოთ? მე აბიტურიებტებს ვასწავლი თემა როგორ დაწერონ და ეს უფრპ პრიორიტეტული მგონია ვიდრე მეზღაპრე ქალის შეთხზული ამბავი , თუნდაც ნამდვილი. ბატონი დირექტორი გაარკვევს როგორმე ჩემი რომელიმე ქმედება მასწავლებლისთვის შეუფერებელი თუ არის . ბატონო დირექტორო? როგორ მოვიქცეთ?
_მაგას არ ვამბობ ამდენი ხანია? დაუბრუნდით ყველანი გაკვეთილებს . სკოლაა აქ თუ ბაზარი ვერ გავიგე. როგორმე თავად მოვაგვარებ ყველაფერს და გავარკვევ ქალბატონო მარინა ... დაიშალეთ დროზე.
_უკაცრავად, გამატარეთ ... გაკვეთილს ვუბრუნდები და თუ გამომყვებით დამავალებთ _ ხალხს შორის გაიარა, კიბეზე მდგომ მეთორმეტეკლასელებს მიმართა და ასე განაგრძო გზა სანამ ქალის ხმა ისევ არ დაეწია
_შენ რას შვები ახლა მამასხარავებ? ასე გინდა ხალხს თვალი აუხვიო? თქვენ არაფერს იტყვით? მოგწონთ ეს ამბავი? თქვენი შვილი რომ იყოს მის ადგილას რას იზამთ. ეს კი წავა ხვალ სკოლიდან და კაციშვილი არ მოთხოვს პასუხის , მაგრამ დანარჩენები? ბავშვებთან უშვებთ ასეთ გარყვნილ ქალს?
_ქალბატონო მარინა თქვენ მე ახლა პედოფილიას მდებთ ბრალად და შემიძლია ცილისწანებისთვის სასამართლოს მივმართო . დამიჯერეთ გავაკეთებ კიდეც და თუ არ გაჩუმდებით ვინ გახდება თქვენი საყვარელი , მრავალგზის გაჭორილი ხალხის ჭორაობის ობიექტი მაგასაც ვნახავთ _ მოსე რომ დაიძრა ხმას აუწია , როგორმე უნდა გაეჩერებინა ისეთი წაშლილი სახე ჰქონდა აშკარად ყველა ზღვარს იყო გადასული, არაადეკვატური გახდა და გიგაური ვერ შეაჩერებდა _ გაჩუმდით , შეგრცხვეთ !
_მე უნდა შემრცხვეს , ქალო? მე უნდა შემრცხვეს თუ შენ
_თქვენ,იმიტომ რომ პედაგოგი სწავლების ნაცვლად სკოლაში მართავთ ისტერიკას . იმცირებთ თავს და სასაცილო ხართ უკვე . თუ უკანონო ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება არ გაგაჩნიათ,რაც არასრულწლოვანთან მისი ნების საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს... პატივი დამდეთ და შეწყვიტეთ ორღობიდან მოტანილი ჭორების გავრცელება . დაასრულეთ ეს პროვოკაცია სანამ სერიოზულად აღვიქვამ და თქვენი დაპირისპირებული მხარე გავხდები !

ამჯერად ნამდვილად გაიარა მთელი დერეფანი, კიბე სწრაფად აიარა და მესამე სართულზე ასულმა ყველასგან შორს მდგომ სალომეს მიმართა
_მოსესთან ჩადი და გაიყვანე , გთხოვ
_თქვენ კარგად ხართ?
_უკეთესადაც ვყოფილვარ _კლასში შევიდა, მასწავლებლის მაგიდასთან დაჯდა და ღია კარს უყურებდა სანამ ბავშვები შევიდოდნენ. ზედმეტად დააგვიანდათ ან უბრალოდ სესილიას ეჩვენა ასე. მერე ჯერ გოგონები გამოჩნდნენ, შემდეგ ბიჭები და ყველანი თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ . მხოლოდ იმ წამს მოუნდა ტირილი , ეს არ იყო უბრალოდ რიგითი გაკვეთილი , ისინი მის გვერდით იყვნენ ,ნდობას და თანადგომას უცხადებდნენ.
....................
_არაფერი მითქვამს ... რა მოიგონე_თქო ვკითხე და კივილი დაიწყო _დირექტორის კაბინეტისკენ მიმავალს გვერდით მიჰყვებოდა და აღარ იცოდა ამ მძიმე ემოციურ ფონს როგორ გამკლავებოდა _გეფიცები არ დავმუქრებივარ. ქალია, თან ასაკიანი და თავი მაქსიმალურად შევიკავე , მაგრამ ვნანობ
_რას ნანობ მის დონეზე რომ არ ეშვები? თავშეკავება მსგავსი დონის ადამიანებთან არასდროს ინანო და საერთოდ რასაც არ აკეთებ იმიტომ რომ იცი შენში არსებული კაცი ამას არ გკარნახობს მერე ბრბოს შექმნილ პაწაწინა კაცუნას ნურაფერს ანანებინებ! შენ ხარ შენ და გეყოს უკვე რაღაცების ახსნა , იმაზე ნერვიულობა , რომ მე არ დაგიჯერებ ან ვერ გხედავ ! _პირველად ეუბნებოდა მსგავს რამეს ალბათ კიდევ დიდხანს არ გაიმეორებდა , იქნებ სიტყვიერად უკანასკნელადაც გამოხატა საკუთარი ნდობა
_სესილია
-ასე ნუ მიყურებ თორემ მართლა შევბილწავ სკოლის წმინდა კედლებს- ბიჭს უყურებდა და მთელი ამ დაძაბული პერიოდის განმავლობაში პირველად ხუმრობდა თავისი დამახასიათებელი ღიმილითურთ
_ღმერთო , ყველაფერს ვუძლებ და შენ ოდესმე ისე ვერ დაგიტევ გულიც გამისკდება
_თუ დამაცდი თავი დავიცვა უსაზღვროდ მადლიერი ვიქნები და თუ ვერ შეძლებ , არც ეგ გამაბრაზებს , მაგრამ მაინც რომ მოგაწვება შენი "ჩაგრულის დამცველი , უსამართლობასთან მებრძოლი მოსე" გაიხსენე , რომ მე ვარ დაზარალებული პირი და არა ვიღაც უსუსური ქმნილება _ კართან გაჩერდა წამით დახარა თავი, ღრმად ჩაისუნთქა, დააკაკუნა და ხმის გაგებისთანავე შევიდა.
_მოხვედით? ზუსტად თქვენზე ვფიქრობდი ახლა ...შემოდით , შემოდით . დასხედით და გამაგებინეთ რა ხდება , სესილია?
_სერიოზულად მეკითხებით ? შეხედეთ ამაღლობელს, მე რა მაგია უნდა ჩამეტარებინა მის საცდუნებლად ისეთი სკოლის შინაგანაწესს რომ ვარღვევდე . ალბათ წინა საუკუნეში პედაგოგიურ ინსტიტუტში ასწავლიდნენ საგანს სახელწოდებით" სულში და გონებაში გაჩენილი აზრებისა და გრძნობების კითხვის ნატიფი ხელოვნება " , რომელიც ქალბატონმა მარინემ გაიარა ცუდი ქულებით და ახლა შედეგს გვიჩვენებს . არც კი გაბედოთ და მკითხოთ , მოსწავლესთან რა კავშირი გაქვსო
-შვილო ამდენი თვეა უკვე აქ ხარ , ყველა უბედური გაიცანი და მე ისე ცოტაჯერ შემხვდი ვერ ხვდები რომ ამ ჯოგის მწყემსი მე არ ვარ და ყველა თავისთვის მიერეკება? ნამდვილად ვერ ვიტყვი ვის გულში რა ხდება , არაფრის გამორიცხვა შეიძლება , მაგრამ იმ ქალმა რაც ილაპარაკა და როგორც ვიცი არც ერთი დაუშვებდით , არც მეორე . მაპატიე ამას რომ გეუბნები, მაგრამ შენ მაინც არ გიცნობ და სულ რომ გადარეულიყავით სიყვარულით მოსე ქალს თან საყვარელ ქალს ჟინის დაკმაყოფილების გამო რომ არ ჩააგდებდა გამოუვალ მდგომარეობაში , შეიძლება ითქვას მიუღებელშიც , ვიცი ისე ვიცი როგორც მე და ნათელა მასწავლებელს არ გვქონია არაფერი _ ფიზიკის 80_ს მიღწეული მასწავლებელი თვალების ტრიალით გაიხსენა და მერე წყალი დალია - თქვენი არ ვიცი და მე თქვენს ადგილას მშვიდად გავაგრძელებდი ცხოვრებას ეს რამდენიმე თვეც ,ისევ ისე როგორც აპირებდით . მერე ერთიც წახვალთ, მეორეც და თქვენ კი გეშველებათ ცალ_ცალკეც და ერთადაც მარა მე ? მე ხო უნდა შევეწირო ამ ქალებს , არადა სად გინდა გაექცე _ დეჟავუ ჰქონდა, ამაღლობელის დასაცავად მომართულს ისევ დარჩა არგუმენტები ფუჭად. მოსე თავისი ქმედებებით, უსიტყვოდ იცავდა საკუთარ თავსაც და მასაც , ყველგან და ყველასთან ვინც ადეკვატურად აზროვნებდა
_იმ ქალის სკოლაში დატოვებას აპირებ? უკვე მერამდენედ აკეთებს მსგავს რამეს , ყველა ინგლისურის მასწავლებელს ერჩის და მანანა ხომ შეიწირა , იცი ქალს ჯანმრთელობა რა მდგომარეობაშიც აქვს . ჩემთან რა პრობლემაც აქვს , რა მოუშორებელი საგვარეულო ბოღმაა ეგეც ვიცით და მთელ სკოლას როდემდე მოაშხამინებ .
_თქვენ შვილო, შენ და შენს ძმაკაც გიგაურს ზედმეტი ხომ არ მოგდით? შენამდე იყო შემობრძანებული წინადადებით... დაარწმუნე განათლების სამინისტროს შეთავაზება მიიღოსო , დააწერე მეტი გაკვეთილები ერთად აიღებს ფულს , დაუბრმავდება თვალები და წავაო
_გიგაურის აზრს მსგავს საკითხებში მე არასდროს ვუარვყოფ , რადგან მოვიდა ხომ იცი დაჯერებად ღირს
_ყველაფერი , ყველაფერი , მაგრამ ეს ორი საერთოდ რა ურთიერთობაში არიან შენ თუ გაიგო მეც მითხარი. ერთი წლის წინ ისე დაასისხლიანა იმან ეს , ვიფიქრე დახოცავენ ერთმანეთს_თქო, შევცდი და ჩავატარე დამღლელი ლექციები , დავხარჯე დრო და ავიტკიე თავი . ერთს გაუჭირდება რამე? მეორე გარბის . მეორეს ჩაგრავენ? პირველი გარბის და მგონი მარინა არასწორ ადამიანს უმიზნებს , შენთან კი არა გიგაურთან აქვს ამას რომანი გაჩაღებული
_ ღმერთო ჩემო _სესილია ორ წამს გაშეშდა ისედაც შოკში იყო და მერე სიცილი წასკდა . ამაღლობელის შეკრულ წარბებზე ხომ საერთოდ ჩაბჟირდა _ მოსესთან არ ვიცი და თქვენ რომ ცოლი არ გყავდეთ და 20 წლით პატარა იყოთ აუცილებლად გვექნებოდა სასკოლო რომანი, რომელსაც ქორწინებით დავასრულებთით, თუმცა რას ვიზამთ დღეის მონაცემებით, ჩვენი, ორივეს გული დაკავებულია _ უკვე ფეხზე იდგა , მთელი სახე უბრწყინავდა , ისევ იცინოდა და გასასვლელად ემზადებოდა სანამ ამაღლობელი გაშეშებული უყურებდა
_არა შენი ჭირიმე , 20 წლით პატარაც რომ ვიყო შენნაირი ქალის გაძლების თავი სადამაქ . მე ჩემი პატარა, სიფრიფანა ქალი მინდა ყველა შემთხვევაში
_ახლა ზუსტად ვიცი რატომ გყავთ ასეთი მნათობი შვილები ,ბატონო დირექტორო . ვწუხვარ აქამდე მხოლოდ მათი გონიერების დამსახურება რომ მეგონა და იმის რომ უმეტესად აქაურებისგან შორს იზრდებოდნენ .
_აქედან ისევ უნდა გავუშვა და მეც გავყვე, თორემ დავიღალე უკვე
_მერამდენედ ამბობ , არ გბეზრდებათ ბატონო დირექტორო? _მოსემ ჩაიცინა ამჯერად _ როგორც ამბობთ ახალ თაობაში არის ბევრი ნათელი სხივი და თქვენი 3 სხივიც უნდა იყოს მათ შორის . გმადლობ , ნახვამდის
_მოიცა კაცო სად მიდიხარ. გავიგე ვარჯიში დაიწყოო და როგორ გაქვს ხელი...მითხარი როდის იქნება ბრძოლა
_კონტრაქტს მარღვევინებ ყოველთვის , მაგრამ ამჯერად არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ ვრჩები ოქტაგონზე და სხვა პროფესიის ძიება არ მჭირდება
_ბიჭებს ვეტყვი და ნუ დაიკარგები ხოლმე . შემოგვიარე სანამ წასულან ისევ თორემ მაინცადამაინც რომ არ სწყალობენ ზოგ_ზოგიერთ შენს თანატოლს კი იცი
_ამ დღეებში შემოვივლი. გმადლობ
_ნუ იცი ხოლმე ეს მადლობები შე კაცო ... წადით ახლა და ჭკუით იყავით არ აყვეთ პროვოკატორებს , მიხედეთ ნერვებს სანამ შეგრჩენიათ თორე მე კი გამითეთრეს თავი _ უჯრა გააღო და წიგნი გამოიღო . გაკვეთილზე აგვიანებდა უკვე , თუმც არ გაუკვირდებოდათ მის მოსწვლეებს.
...........
-როგორც ყოველთვის იქ ხარ სადაც არ უნდა იყო ! _ ფხიზელი არ იყო , ჯერ მთვრალი ეგონა , მაგრამ სასმელი ვერ დაინახა ფანჯარა კი ღია იყო და მოსაწევის სუნს მარტივად გაფანტავდა. წელს ზემოთ შიშველი იჯდა სავარძელში , თავი გვერდით ჰქონდა გადახრილი და ამჯერად სიგარეტის ეწეოდა . საფერფლეში ჩააგდო და სახეზე ხელები ჩამოისვა _ რა არ გასვენებს , მარიამ. მაინცადამაინც ჩემი ყველაზე საშინელი მხარე უნდა დაინახო ? უბრალოდ რომ გაჩერდე და გაქრე ჩემი ცხოვრებიდან რას იტყვი ?
_თანახმა არ ვარ _ფანჯარა დახურა , პლედი აიღო და ბიჭს გაყინულ სხეულზე მიაფარა. მსუბუქად წამოიკივლა ამ უკანასკნელმა ხელი რომ მოხვია და ინერციით აღმოჩნდა მის მუხლებზე მოთავსებული _ალექსანდრე
_ლაპარაკი გინდა ? _ თითები ისეთი ცივი ჰქონდა სახეზე რომ შეეხო მთელს სხეულში დაუარა ჟრუანტელმა _ არ მოგწონს ხომ? უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებს , არა ? ზუსტად ასეთი გაყინულია ჩემი ცხოვრება, გული და გონებაც ქალების მიმართ _ ფერებას არ წყვეტდდა , მაგრამ სახეს არ შორდებოდა . გრძნობდა როგორი დაჭიმული იყო გოგონას სხეული, მაგრამ პლედი მაინც მოიშორა და შიშველი კანით ეხებოდა
_მხოლოდ მე ვიქნები და ქალების მიმართ ეგ დამოკიდებულება შეგიძლია სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნო
_გგონია შენი გონება მაჯობებს ? გამიმკლავდები და სულ ოდნავ მაინც იაზრებ რა შარში ეხვევი? _ თმაზე ჩამოუსვა თითები , მერე სიღრმეში შეაცურა და კეფამდე მიაღწია _ არ შეიძლება გეშინოდეს და თან მიგწონდეს. ეს უკვე შეცდომაა , განაჩენია _ ცერი ქვედა ტუჩზე შეახო და შემდეგ ორივეზე ერთად მოეფერა _ სულ წითელია ხოლმე და ნახე რა უცებ გაფითრდა. კანკალებ, ისეთი დაჭიმული ხარ იატაკზე რომ დაგსვა კუნთები არ დაგემორჩილება და წაიქცევი _იმდენად ახლოს იყო გოგონას სახესთან და ისე საუბრობდა ძნელი იყო რამე ეთქვა _ გაიყინე, რამდენიმე წუთი დაგჭირდა ჩემს ტემპერატურაზე გადმოსასვლელად. შენი ცხოვრებაც ზამთარს დაემსგავსება , ეს გაზაფხულები ჩაქრება და შეგზიზღდები, ვერ მაპატიებ _ცხვირის წვერი ყვრიმალზე შეახო და თვალები დახუჭა _ შეუძლებელი ხარ , გაიგე ! _თითები ყბაზე მოუჭირა, არ ტკენდა , მაგრამ მოულოდნელი იყო და კიდევ უფრო მეტად დაიძაბა გოგონა _ შეუძლებელი! _ხელი მკერდზე მიაბჯინა და სახე გოგონას გიშრისფერ თმაში ჩამალა _ ზღვარს გადმოკვეთავ , კიდევ ერთხელ მომიახლოვდები და თავის შეკავებას არ ვეცდები ! ჯოჯოხეთში ჩაგითრევ ჩემთან ერთად და ვეღარაფერი დაგიხსნის ჩემგან _ისევ სავარძელს მიეყრდნო, თვალებში უყურებდა და გაფრთხილებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. მარიამმა მოულოდნელად იცვალა პოზა, მოდუნდა და თავი შიშველ გულ_მკერდზე მიადო
_და რომ გაგათბო , მერე? თუ არ მეშინია და უბრალოდ გოგო ვარ ,რომელიც ბიჭთან ასე ახლოს პირველადაა ? ალბათ არ გჯერა, ბრაზობ გარეთ თაყვანისმცემელი მელოდება და მე აქ ვარ . მე კი არ მეშინია , მრცხვენია და დაბნეულობის გამო ვარ დაძაბული
_ხედავ როგორი ბავშვი ხარ? არ იცი, რომ მე ვიღაც იდიოტი არ ვარ და დასკვნებს ასე არ ვაკეთებ. შესანიშნავად ვიცი ვინც ხარ და ამიტომ გეუბნები , რომ უნდა გამეცალო თორემ მოთამაშე რომ იყო მეც ვითამაშებდი . თამაში სრულდება და მე თუ შენთან დავიწყებ არასდროს დავასრულებ !
_გვერდი ისე ამიარე მეგონა გიორგის გამო სამუდამოდ წამშალე და მე
_მეუბნები გაგათბობო და ნახე როგორი გულჩვილი, ნაზი და დაუცველი ხარ_ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ცერით შეუმშრალა და თითები ისევ თმაში შეუცურა
_გაუგებრობაა და ბუნებრივიცაა... ჩვენი ნაცნობობიდან გამომდინარე
_თავად ამბობ, ერთმანეთს არ ვიცნობთ ... თუ რომეო და ჯულიეტასი გჯერა, ერთი ნახვით რომ გამიჯნურდნენ _ გაიცინა და ზემოდან დახედა კომფორტულად მოკალათებულს
_გათბი _ თითები მკერდზე შეახო და გაიგო როგორ ახმაურდა გული _ ცხოვრება ზუსტად ასეთია , ერთად გავიყინებით და გავთბებით .
_მრავლობითში ნუ საუბრობ . ნებისმიერ შემთხვევაში გავთბებოდი და
_ლუქსში გეძებდი შენ კი ყველაზე იაფფასიან ნომერში აღმოჩნდი
_ნანგრევებში გავჩნდი, გავიაზრდე და მერე ციხის საკანში გადავინაცვლე, რამდენიმე დღის წინ ხის ქოხში მნახე . ბუნებრივია იქ ვიყო რაც შემეფერება და უბრალოდ გავაკეთო ჩემი საქმე . მივყვე გეგმას , რომელშიც შენ ვერ მოგახვედრებ . ამდენი არ შემიძლია , რესურსი არ მაქვს . შეუძლებელია !
__შენ უნდა შემოხვიდე ჩემს ცხოვრებაში და არა პირიქით
_რა გინდა ჩემგან ... ახლა აქ რომ ხარ რას ფიქრობ
_არაფერს...უბრალოდ აქ ვარ და მორჩა
_ასე ცხოვრობ? გინდა და მორჩა ?
_საკმარისი არ არის?
_არ ვიცი . არ მახსოვს ბოლოს რა გავაკეთე მხოლოდ საკუთარი სურვილის გამო _მოდუნდა , თითებს გოგონას ზურგზე დაატარებდა და მთელი გულწრფელობით ესაუბრებოდა _ ახლა აქ რომ ხარ, ასე ახლოს და არაფერს ვაკეთებ შენს მოსაშორებლად ამას თუ არ ჩავთვლით
_ვიყო ერთადერთი ... ნუ გაართულებ. უბრალოდ იყავი ის ვინც ხარ, და გააკეთე ის რაც ნამდვილად გინდა . მონსტრის ნიღბის გარეშე
_იმ დაშვებას არ აკეთებ, რომ ნიღაბი არ არის და ეგეთი ვარ?
_გამორიცხული არაფერია . არასდროს ვამბობ მე ამას არასდროს გავაკეთებ_თქო და როგორ ვისაუბრო სხვა ადამიანის ქცევებზე , მაგრამ ამ მომენტში ასე ვგრძნობ და ვფიქრობ,შენ კი ჩემს ფიქრებს ამყარებ საკუთარი ქმედებით
_ამ ღამეზე ნუ ააგებ ოცნების კოშკებს
_მეოცნებე რომ ვიყო ახლა აქ არ ვიქნებოდი, ღამეს გავათენებდი შენზე ფიქრში და დაველოდებოდი შენს ნაბიჯს . მე არ ვარ მეოცნებე გოგონა , რეალისტი ვარ
_ამ შენს რეალობაში ოთახში რომ შემოხვედი და ხედავ ფხიზელი არ ვარ , სულ არ შეგეშინდა, რომ რამეს დაგიშავებდი _ზემოდან დახედა და ისევ ლოყაზე მოეფერა _ როცა ასეთი ლამაზი ხარ ყველა კაცს უნდა უფრთხოდე . მე კი არა , საერთოდ ყველას იმიტომ რომ როდის გადაგვეკეტება არ ვიცით და ის გიორგი , რომელიღაც ოთახში რომ შესახლდა თუ გგონია, რომ დიდხანს მოიქცევა სწორად ,ძალიან ცდები. უბრალოდ თამაშობს დემოკრატი ბიჭის როლს
_ხვალ მის გვერდით რომ მნახო რას გააკეთებ
_საშინლად მეტკინება , ვინმეს გვერდით რომ გნახავ და თუ ამ ვინმეს ისე შეხედავ როგორც ახლა მე მიყურებ , გული გამიჩერდება . ჩემ ცხოვრებას მხოლოდ ეგ იარა აკლია
_ ჩვენ შორის შიში მხოლოდ შენ გაქვს ... შენთვის სულერთი არ ვარ
_ღმერთო ეს სხივები შენს თვალებში ... შემშლი _ ტუჩები შუბლზე შეახო, მერე ცხვირის წვერით ცხვირზე ეხებოდა და ის იყო უნდა ეკოცნა თავი კცლავ უკან გადასწია _ არ შეიძლება ... ასე მარტივად არ გამოვა ! შენ უნაკლო ხარ , ვერ იქნები ჩემთან. ვერ ვიგებ რატომ ხარ აქ, ჩემთან და არა მასთან ან სხვასთან
-პასუხი არ მაქვს, რომ მქონდეს ყველაფერი ყალბი იქნებოდა შენ კი ყველაზე ნამდვილი ხარ
-ჩემი დანახვისას გონება დაკარგე
-ემოციები ვეღარ დავიტიე ... ავირიე , სხვა გამოსავალი ვერ ნახა ჩემმა გონებამ
-ეგ რას ნიშნავს - თავი ააწევინა ,თვალებში უყურებდა და გოგონამ მზერა რომ მოარიდა წამსვე გაუნათდდა გონება- მომატყუე!
-მე უბრალოდ ვაპირებდი დრო მომეგო და მერე ,მერე
-როგორ ვერ მივხვდი,რომ გონზე იყავი
-არაპროფესიონალი მსახიობი ვარ... ბავშვობიდან სცენაზე ვარ . ნიჭი მაქვს , ვერავინ მიხვდებოდა - თითქოს ამშვიდებდა , სანდრო კი უკვე ხმამაღლა იცინოდა
-მე კიდე მეგონა ისე შეგეშინდა ფსიქოლოგიური ტრამვა დაგიტოვე და ფსიქიკა დაგიმახინჯე ...
-ისეთი დაუცველი არ ვარ, შენ რომ წარმოგიდგენია. ძალას ფიზიკური აღნაგობა არ განსაზღვრავს, გონებაა მთავარი
-და გადაწყვიტე რადგან ერთხელ გამაცურე ჩემთან გამკლავებას სულ შეძლებ?
-პირიქით, შენ ის ხარ ვისაც ვერ ვუმკლავდები და არც მინდა ,რომ გაგიმკლავდე
-შეუძლებელია!
-დრო გაივლის და გავიგებთ შეუძლებელია თუ შესაძლებელი
-მარიამ
-დღეისთვის კმარა, გავჩუმდეთ ... აზრის შესაცვლელად არგუმენტებს ცხოვრება მოგვაწვდის- წვერიან ლოყაზე თითები შეახო, მეორე მხარეს თვალთან ახლოს აკოცა და მერე ისევ მკერდზე მიადო თავი. სიჩუმეს მხოლოდ ჯანაშიას აჩქარებული გულისცემა არღვევდა , მელოდიასავით ჩაესმოდა ემოციებით სავსეს და მასთან განშორების სურვილს სრულიად უქრობდა.
......................
დილით თავის ნომერში გაეღვიძა. მეხსიერებაში ჩარჩენილ კადრებს იხსენებდა ,მაგრამ იქ დაბრუნების მომენტი ამოჭრილი იყო. არადა ზუსტად ახსოვდა თვალები რომ ეხუჭებოდა ჯერ კიდევ სანდროსთან ჩახუტებულს მისი ხმა ჩაესმოდა, მისი თითების შეხებას გრძნობდა და ბოლოს ტუჩთან ახოლოს კოცნაც ახსოვდა. ჯანაშიას ქმედების კვალს ბევრი დეტალი ადასტურებდა , საწოლზე ტანსაცმლით იწვა, მხოლოდ ფეხსაცმელი აღარ ეცვა , პლედი ეფარა და ბოლოს მზერის არეალში საყვარელი საუზმის მენიუ მოხვდა,შემდეგ წერილი დაინახა რამაც ყველაფერი გადაავიწყა
„მაპატიე, თუ წუხელ გადავაჭარბე ...“ - გასაკვირად ლამაზი ხელწერა ჰქონდა ჯანაშიას.
გოგონები წერდნენ, რესტორანში ელოდნენ და სწრაფად მოემზადა. ღიმილიანი სახით გაიარა მანძილი, ყველგან ელოდა სანდროს გამოჩენას, მაგრამ არსად იყო. შემდეგ გიორგი გადაეღობა წინ და ამჯერად განსაკუთრებული დისკომფორტი იგრძნო. ძალიან უჭირდა მისი საუბრის მცდელობების გაძლება იმდენად არ აინტერესებდა არცერთი თემა რასაც იგონებდა.
-არ არის, ტყუილად დაეძებ. სადღაც წასულა დილიდან- ნატამ ჩასჩურჩულა როგორც კი მარტო დარჩნენ
-შენ უთხარი მთელი ზამთარი კივითა და მანდარინით იკვებებაო?
-ისეთი მოწიწებით მკითხა ნეტავ გენახა , ასეთი დახვეწილი საუბარი როგორ შეუძლია ნეტავ?
-გიკრძალავ სანდროს მოწონებას, ნატალია!
-გავიგე, ღმერთო ჩემო ეს რა დესპოტი აღმოჩნდა .
-მანდარინის მურაბაზე არაფერი მითქვამს, თვითონ მკითხა მასაც უყვარსო? თან ისე საყვარლად ჩაეცინა ვფიცავ თვითონაც უყვარს ... ისიც არ გამიკვირდება სამზარეულოდან შეფი გამოეგდო და თავისი უგრძესი თითებით გაეკეთებინა

მთელი დღე სანდროს მოლოდინში გაატარა, მეგობრების გვერდით იყო ,მაგრამ აზრებით სულ მასთან რჩებოდა. მეორე დილით უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ და არ უნდოდა მასთან შეხვედრის გარეშე წასვლა. ისიც კი იფიქრა განგებ ხომ არ იცავს დისტანციასო, მაგრამ ნამდვილად არ იმყოფებოდა სასტუმროს ტერიტორიაზე.
-ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის მარიკუნა? ს.რივით დაგდევ და შენ მაიგნორებ ...
-შენს ადგილას საკუთარ თავს ასე არ შევამკობდი,გიორგი
-არ გვინდა ახლა ეს ფრთიან-ფრთიანი სიტყვები
-თავად გადავწყვეტ როგორ ,როდის და ვისთან ვისაუბრო ან ვიკონტაქტო. შენ კი აშკარად ვერ აკონტროლებ თავს, იქ ხარ სადაც სასურველ შედეგს ვერ მიიღებ და კიდევ ერთხელ გირჩევ, დროს ფუჭად ნუ დაკარგავ
-საჩუქრების მიღება გისწორდება და ლაპარაკზეც არ იწუხებ თავს?
-თავად აღიარებ, რომ შენთან საუბარი ჩემთვის შემაწუხებელია ... ლოგიკურად უნდა ხვდებოდე, რომ არ გამოვა ჩვენგან წყვილი . საჩუქრების დაყვედრება უსაშინლესი ტონია და ჩემს შემდეგ ვისთანაც ცდი ურთიერთობას მასთან თუ არ გამოიყენებ კარგი იქნება
-შენ გოგო ხო არავისში გეშლები ... გგონია ასე მომიშორებ?
-არაფერი მგონია, თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი რომ არაფერი გამოვიდოდა და გითხარი კიდეც,მაგრამ შენ არასერიოზულად მიიღე ჩემი სიტყვები ახლა კი იმ ეტაპზე გადავდივართ,როდესაც საბოლოოდ ვსვამ წერტილს.
-რა მაგარი ხარ ეე... მიხმარე და ახლა მაგდებ?
-როგორ მოიხსენიებ საკუთარ თავს...ნუთუ ასე დამცირებულად გრძნობდი თავს როდესაც ყვავილებით მოდიოდი და სხვებს ეჯიბრებოდი . მე ვფიქრობდი ეკონომიკური სიძლიერის დემონსტირებას ახდენდი ...
-ნუ მეირონიულები გოგო
-გიორგი, მე ამ ტონით საუბარს არავის ვპატიობ და ისე ნუ მოიქცევი, რომ როდესაც მომავალში ჩვენი გზები გადაიკვეთება გამარჯობის თქმა შეგრცხვეს
-მე რა უნდა შემრცხვეს გოგო
-დავასრულოთ საუბარი. მორჩა, დაგემშვიდობები ცივილურად
-შენ ცივილურობასაც გავკარი და შენც
-არ შემეხო, არც კი გაიფიქრო - მისკენ რომ გადადგა ნაბიჯი მაშინვე შეცვალა ტონი-გონს მოდი რას სჩადიხარ . ნუ მოიქცევი უკანასკნელი, შეუგნებელი ადამიანივით
- როგორ შემაშინეე- არ გაჩერდა სანამ ბიჭები არ გამოჩნდნენ.
-შენი ძასვლის დროა ძმაო... მშვიდობიანად გაგვეცალე და დასვენებას ნუ ჩაგვიშლი , არ გვინდა ჩხუბი- გაბრიელმა დაიწყო ,მარიამი კი ისევ მშვიდად იდგა
-დამშვიდდი , გაბრო . გიორგი უკვე მიდის, იმიტომ რომ არ უნდა მისმა მამიკომ დასაჯოს ჩხუბისა და აურზაურის მოწყობის გამო რომლის შესახებაც პირადად შევატყობინებ. ასევე არ სურს რეპუტაცია შეელახოს და მოძალადე კაცად გადაიქცეს. გიორგი ჭკვიანია , იცის როდის უნდა შეეშვას ქალს,რომელსაც მასთან გრძნობები არ აკავშირებს

რამ იმოქმედა ვერ გეტყვით, იქნებ ბიჭებმა დააფრთხეს, მარიამის მუქარამ დააფიქრა თუ გონება გაუნათდდა და სწორი არჩევანი გააკეთა, მაგრამ წავიდა მანამ სანამ ყველაფერი გართულდებოდა.
-კარგად ხარ?
-სიყვარული არ გამოიხატება საჩუქრებითა და ყალბი ყურადღებით ... აღარასდროს მითხრათ,რომ რომელიმეს ვუყვარვარ ან ვუყვარდი. თუ მე მნახავთ ვინმეს გვერდით შემდეგ მიხვდებით რას ნიშნავს,როდესაც წყვილს შორის სიყვარულია - შინაგანი დაძაბულობა სახეზეც გამოესახა. ყველას გვერდი აუარა და მაშინ შენიშნა ჯანაშია. როდის მივიდა არ იცოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მისი დავალებით დაახვედრეს ჩემოდნები გიორგის კართან,მანამ სანამ შენობაში შეაბიჯებდა . იქ იყო , გიორგი ხედავდა და მანქანისკენ მიმავალსაც რაღაც ანიშნა შემდეგ კი ისე წავიდა,თითქოს მათ საერთოდ არ იცნობდა, არაფერი გაუგია და დაუნახავს.
.................
კამათს არ წყვეტდდნენ, ერთმანეთს ადანაშაულებდნენ და პრობლემების მოგვარებაზე ფიქრის ნაცვლად ენერგიას ჩხუბზე ხარჯავდნენ. ნია იყო ყველაზე მხნედ , პროფესია ეხმარებოდა და ყველაფერს ცივი გონებით აღიქვამდა. დეას კი ყველაფერი ერთდროულად ამძიმებდა, ახლა როცა გაჩერდა და სიტუაცია თითქოს დასტაბილურდა ისეთ რაღაცებს აღიქვამდა რაც მანამდე დააიგნორა.
მორიგ კამათს უსმენდა , უკვე სახლში იყვნენ და ფულის გამო ჩხუბობდნენ , ერთად არ ჰქონდათ ამდენი და უნდა აერჩიათ ბანკიდან სესხის გამოტანასა და ძმაკაცებიდან სესხებას შორის. თემურს არ უყვარდა ვინმეს რომ აწუხებდა , მაკა კი სამკაულებს არ თმობდა და თან არგუმენტებიც ჰქონდა.
_ჩემი ძმა მოგვცემს ფულს არ მჭირდება შენი ძმაკაცები ... შენ იქეთ გიხმარონ და შენ რო გჭირდება არ შეაწუხო
_შენი ძმის ფული რა ჩემ ს.რად მინდა. მთელი ცხოვრება დამაყვედრის მერე... ბიჭები მასესხებენ და მორჩა . შეწყვიტე ახლა მაგაზე ლაპარაკი, საჭმელი გააკეთე რამე , მშიერი ვარ მთელი დღეა , თავი მისკდება და თუ მოვკვდი მერე აგეწყობა საქმე
_თავს ძალით იკლავთ და მე ნუ დამაბრალებ ... დალიე კიდე ორი სამი ჭიქა და გაგივლის. შენს ბიჭს სადღაც ბალახიც ექნება დამალული , გესიამოვნება
_გაჩუმდები თუ წავიდე
_ნეტა სად მიდიხარ ... ვისთან
_რა ტყუილად ვეჩხუბები ლადოს? ჭკუა აქვს იმას . ამოუვა ერთი ყელში? ადგება მეორესთან წავა . მე შენ გაგათეთრებინე თმა და რატო მეტის ღირსი არ ვარ
-ჩემი საწყალი , გესმის შვილო? თავის ბოზ ძმაკაცებს რომ არ ჰგავს ნანობს, საწყალიი... ეს ამბები რო ჩაივლის ვუპოვოთ ერთი მშვიდი,წყნარი ქალი . აქვე ხო არ მოვიყვანო . მეორე სართულზე დაგასახლებთ , რაც ჩემი არ მოგწონს იმას უნდა ჰქონდეს . ერთი ბიჭი მაინც არ გყოფნის და კიდე გააკეთე ორი სამი
_არაა, შენთან როგორ მოვიყვან გადაიყვან შენს ჭკუაზე
_არანორმალურო ... სასაცილოდ თუ გაქვს ნეტა საქმე . მეთერთმეტე კლასელმა ბავშვმა აგკიდა ვალები და გაგხადა სოფლის სალაპარაკო. სულს ამომხდიან ახლა , ყველაფერს დააბრალებენ რაც იყო და რაც არ გაუკეთებია არასდროს
_მთავარია გადარჩა და არ დახეიბრდა , ფულს ვიშოვი კიდე . მანქანასაც ვუყიდი და
_რას გააკეთებ? _ მანამდე თუ ჩუმად ეხმარებოდა დედას ახლა პირში წყლის დაგუბება აღარ გამოუვიდა, ხმაც ვერ გააკონტროლა ისე წამოიყვირა _ შენ აპირებ კიდე უყიდო მანქანა და ისევ ისე განაგრძოს როგორც აქამდე ცხოვრობდა?
_ერთადერთი ბიჭი მყავს , ფეხით ვატარო თუ რა ვქნა. ისწავლა ჭკუა, აწი ასე სულელივით არ მოიქცევა
_და შენ რა ასაკში დასერიოზულდი , რომ ვიცოდეთ მაინც ... ის ხომ შენი ასლია
_რა იყო შენ , რა ლაპარაკია
_მივდივარ მე , ხვალიდან სკოლაში და რეპეტიტორებთან ვივლი ჩბეულებრივად. ჩემი იქ ჯდომა არაფერს აკეთებს , ნიასაც თუ არ დააკარგვინებთ სამუშაოს კარგი იქნება
_იქნება გამოაგდონ და დავისვენო . მრცხვენია რო ცნობენ და იციან რასაც აკეთებ
_ისე ამბობ თითქოს ექიმი კი არა მეძავია
_რაც მაგას ჩახდილი კაცი ყავს უკვე ნანახი და იმის იქეთ კიდე რას უშვება ფიქრიც არ მინდა
_არ გრცხვენია მამა? მართლა მისი კი არა საკუთარი აზრების როგორ არ გრცხვენია _ პირველად ეუბნებოდა მსგავს რამეს , მაგრამ წუხილს ვერ გრძნობდა, პირიქით შვებაც კი იგრძნო . ბევრი ჰქონდა სათქმელი, მაგრამ ამის დრო არ იყო და მასთან ჩხუბზე ენერგიის ხარჯვაც უშედეგოდ მიაჩნდა.
_სად მიდიხარ ...სად მიდის ამ დროს
_რატომ თვითონ არ ეკითხები, შენი გოგო ხომაა . ნია კიდე მე გავზარდე და იმიტომაა უროლოგი
_ნამდვილად გინდათ რომ მომკლათ... ყველა ერთად მაგიჟებთ

სახლიდან რომ გავიდა ლაპარაკის ხმა ისევ ესმოდა. საღამო იყო, მზე ჩადიოდა და სოფლისთვის დამახასიათებელი ქაოსი სუფევდა ქუჩაში. ყველა თავის ცხოველსა თუ ფრინველს აბინავებდა, შეძახილები ისმოდა, ჩიხი სავსე იყო მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვით. გზის ნახევარიც ვერ გაიარა მშვიდად , მეზობლის ქალებმა შეაყოვნეს . ერთად იყვნენ შეკრებილები და ვინ იცის იქნებ მათზე საუბრობდნენ გოგონას დანახვისას წამსვე ყველამ მასზე გადაიტანა ყურადღება
_დეა ,შვილო როგორაა შენი ძმა ...
_უკეთ , გმადლობთ
_კი დავურეკე დილას დედაშენს, გადაიყვანეს პალატაშიო . არა მაინც რანაირი ბიჭია ისე დაატარებდა იმ მანქანას სულ ვლოცულობდი რამდენი შევხედავდი ჩავლილს ან ვინმეს არ დაეჯახოს ან ვინმე არ დაეჯახოსთქვა მარა არ უშველა ამ ჩემმა ლოცვამ ... ეშმაკს რო ეთამაშები ასე იცის
_აბა გოგოო, კი გადარია ყველა... იმდენი ვიტირე რო მითხრეს ასე და ასე ავარია მოუვიდაო
_მანქანა მაინც არ მენახა, იქეთ მიწევდა გავლა სანამ წაიყვანდნენ ... არა მაინც პოლიციამ როგორ ვერ გაიგო ვერაფერი. ვისთან გადარეკეთ ასეთთან, ბიძაშენმა ჩარია ხალხი?
_რა ვერ გაიგო გოგო, სასწრაფოზე ადრე მაგენი არ მიდიან? ამასწინათ ჩემი ბიჭი წააწყდა ავარიას რო დაურეკია 112_ში სანამ სასწრაფომ მოაღწია პატრულის მთელი ეკიპაჟი მოვიდა შემოავლენ ის ლენტი და იდგნენ ასე გალენჩებულებიო...რანაირი წესია ისე გადარევას ვარ ქალი_ლაპარაკს არ აცლიდნენ, საუბარს განაგრძობდნენ და არც ჩერდებოდნენ
_მაგას არ გეუბნები მერე მეეც? საავადმყოფოში ვინ დარეკა არ ვიცი მარა , სასწრაფო იყოო იქო მარტო. მანქანაც ციმციმ გააქრეს სანამ გათენდა აღარც იყოო ჩემმა გოგლამ თქვა . ასეა პატრონი გინდა ყველგან თორე ჩემ ვაჟიკოს რომ მოუვიდა ავარია მანქანა ძლივს გამოატანეს
_კაია ჯართში მაინც ჩააბარებენ რაღაცა ორ კაპიკს მოგცემენ თორემ ახლა ამ დროში ავადმყოფის ყოლას მეხუმრები?
_მთავარია ბიჭი იყოს კარგათ და თემურის ფული არ უჭირს ... უფულო და უქონელი რო ყოფილიყო იმ გაპრიალებულ მანქანაზე კი ვერ მოსვამდა. გლახაკის შვილები კი დადიან ავტობუსებით
_თქვენ საუბარი განაგრძეთ, ყველაფერი ჩემზე კარგად იცით მე მეჩქარება
_სად გეჩქარება კი, მაგრამ ამ შუაღამეს რა საქმე გამოუჩნდა... _მიდიოდა და ხმები მიჰყვებოდა
_ ის ხო კაცების ექიმი გახდა, მეტი ნაწილი ვერ იპოვა ამხელა ტანში რო ემკურნალა და ამას რა უნდა ნეტა ... რაზე სწავლობს ამდენს
_გაჩერდი გოგო რა კაი ექიმია იცი? რა მნიშვნელობა აქ
_გაჩერდი თუ ქალი ხარ მაგი დარჩენილია გაუთხოვარი...რომელი კაცი ითხოვს მილიონი რო აქ ქალს ნანახი . ეს კიდე არ ვთქვი თუარა , გამგებელმა მოაწყო ყველაფერი, მაგის ბიჭს ყვარებია თურმე . ბედი უნდა ყველაფერს ... _ ჩქარა მიდიოდა, უნდოდა ხმებს გაქცეოდა , მაგრამ ბოლოს ნათქვამმა ადგილზე გააქვავა. არ ეგონა ჭორები იქამდეც თუ იყო მისული . ვერ ხვდებოდა რა სჭირდა, არც ის იცოდა სად მიდიოდა, სუნთქვა რომ გაუჭირდა ვაჩეს ნომერი იპოვნა და წამის შემდეგ მისი ხმა ესმოდა
-როოგრ ხარ ... დედა ამ წამს ესუბრა მორიგე ექიმს . კარგად არისო , პალატაშიც გადაიყვანეს და მნახველებსაც მიიღებს უკვე ჩვეულებრივადო
-შენი ნახვა მინდა. შეგიძლია ჩემთან მოხვიდე ?
-რამე მოხდა? სად ხარ ...
-ტაძართან ... მოხვალ?
-უკვე მოვდივარ, დეა
-კარგად ვარ , დამშვიდდი - გაეღიმა , მისი მღელვარება, რომ იგრძნო - უბრალოდ მინდა გნახო , მომენატრე არ შეიძლება?
-საჭესთან ვარ , მოვფრინავ ლამის და რას მეუბნები დეა? - აშკარად დაამუხრუჭა და გოგომ რომ გაიცინა ღრმად ჩაისუნთქა -დეა, სულ არ გეცოდები ხომ?
-გეუბნები მომენატრე-თქო და რა რეაქცია გაქვს?
-ნაღმს მესვრი და რეაქცია გიკვირს?
-კარგი , მაშინ არაფერს ვიტყვი - იღიმოდა და უკვე ქუჩაში გამოჩენილ მანქანაში მჯდომ ბიჭს უყურებდა
- ასე არ გამოვა
-აბა როგორ გამოვა? ასე შეიძლება? თუ გული ცუდად გიხდება - გვერდით მიუჯდა, ლოყაზე აკოცა და თან იღიმოდა
-მგონია,რომ მოვკვდი ...უეჭველად ჯოჯოხეთში ვარ და სადღაც გაქრები , ან რაღაც უბედურება მოხდება
-რა პესიზმისმია გიგაურო,არ შეგეფერება
-და რა გგონია ,რა შემეფერება
-მე
-შენ
-დიახ, მე შეგეფერები მხოლოდ და ჩემი სიყვარული. არავინ სხვა
-დარწმუნებული ხარ ?
-სრულიად
-სად მივდივართ ვიცით?
-სადმე , ამ ხალხისგან შორს სუნთქვა რომ შევძლო
-დრო რამდენი გვაქვს ? - მაჯაზე მორგებულ საათს შეხედა და სიჩქარეს უმატა
-ვაჩე , უბრალოდ წავიდეთ ... ყველაფრის გათვლას შეეშვი
-რაღაც მოხდა, ცუდად ხარ და არ მეუბნები ... მოსე უნდა ვიყო ყველაფერი რომ მითხრა?
-არ მოგბეზრდა მოსეზე ეჭვიანობა მაშინ ,როცა მე შენს შეყვარებულსაც კი არ ვახსენებ იმდენად დარწმუნებული ვარ შენს გრძNობებში, საკუთარ თავში
-მოსესთან შენი ემოციური კავშირი შეიძლება ნებისმიერ დროს გადაზრდილიყო სიყვარულში... გიყვართ კიდეც ერთმანეთი და თეკლა
-თეკლასთან ბედნიერი ჩანდი, თავისუფალი და მასთან არ გექნებოდა ის ბარიერები რაც ჩემთან, მასთან არ იქნებოდა ისეთი რთული როგორიც ჩემთან იყო და მას ნამდვილად მოსწონხარ როგორც კაცი და არა როგორც მეგობარი . არ მინდა თქვენი ურთიერთობის გახსენება საკმარისად აუტანელი, სტრესული და შემაწუხებელი იყო ჩემთვის. მხოლოდ იმას ვიტყვი,რომ აღარ მინდა ოდესმე ვინმე შენთან ასე ახლოს იყოს ,როგორც ის ... არაფერი მითხრა, არაფერი ამიხსნა და ნურაფერს დამპირდები . ვიცი ,ყველაფერს გააკეთებ სწორად ,ისე როგორც საჭიროა , მჯერა , გენდობი და მე ჩემის მხრივ უკანასკნელად ვამბობ, რომ ამაღლობლის მიმართ ქალური გრძნობები არასდროს მქონია , მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია.
-ფიქრობდი,რომ შემიყვარდებოდა რადგან კარგი გოგონაა და მასთან ბედნიერად ყოფნა შემეძლო? შენ ჩემ გამო ცუდად იყავი ?
-ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ დაბინდული გონება გამეწმინდა და მივხვდი, რომ ჩემს მიმართ არსებული გრძნობები ასე ერთბაშად არ გაქრებოდა... მოდი წარსულზე ფიქრი არ გვინდა,თორემ ბევრ რამეს ვინანებ და არ მინდა კიდევ უარყოფითი ემოციების მიღება.
-იყოს ისე როგორც გინდა, მაგრამ უნდა ვიცოდე როგორმე გავიგო ხოლმე რას ფიქრობ... რომ გხედავ დიდად აზროვნების უნარს ვერ ვინარჩუნებ, შედეგები გვახსოვს ორივეს და სანამ მოგშორდები, დავფიქრდები, გაგშიფრავ ,ვიმოქმედებ
-დამშვიდდი, მოდუნდი, გათავისუფლდი და გაიაზრე,რომ აქ ვარ შენთან საკუთარი ნებითა და სურვილით ,მხოლოდ შენთვის - მისკენ იყო შებრუნებული, უყურებდა და ისე საუბრობდა იმას რასაც ფიქრობდა და გრძნობდა. გაეღიმა გიგაურმა რომ გამოხედა და კეფაზე მოისვა ხელი- ხო ნამდვილად ვარ , ნახე ? - მაჯაზე თითები შეახო , თვალებში უყურებდა და იღიმოდა . გიგაურმა მის თითებში თითები რომ ახლართა და მტევანზე აკოცა ღაწვები აუფერადდა, მაგრამ ხელი არ გაუთავისუფლებია. დანიშნულების ადგილამდე ასე ისხდნენ , საუბრობდნენ და ცხოვრებაში პირველად დეა ზღვარს არ აწესებდა.
.......................
ვარჯიში დაიწყო . მკურნალობის კურსთან ერთად ოქტაგონზეც დაბრუნდა, მაგრამ ძალების დაზოგვა უჭირდა. არ იყო შეჩვეული მსუბუქ დატვირთვას და მეტის გაკეთება სურდა. პირველი კვირა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. საკუთარ თავთან ბრძოლაში ჩაება და დაივიწყა დისკომფორტი ,რომელიც ყველა ნაბიჯზე ექმნებოდა.

დაღლილი იჯდა გასახდელში და ხელზე დარჩენილ ნაიარევს დაჰყურებდა . ძალა ისევ ეცოტავებოდა, ტკივილებიც ჰქონდა , ვეღარც ხვდებოდა რომელი ტრამვა აწუხებდა . ჩიხში მოექცა
_კვირა საღამოს თავისუფალი ვარ ... თუ გაბედავ და მავარჯიშებ _გვერდით მიუჯდა, წყლის ბოთლი მიაწოდა და პასუხს დაელოდა
_ აქ რას აკეთებ -ისე უპასუხა გაბრაზებულს უფრო ჰგავდა ვიდრე საყვარელი ქალის მოულოდნელი გამოჩენით გახარებულს
-არ ვერევი შენი გამოჯანმრთელების პროცესში ... მე არც ექიმი ვარ და არც შენი მწვრთნელი , მაგრამ გოგო ვარ , რომელსაც უნდა შენთან გაატაროს დრო ... შენ კი იმდენად გინდა მარტო გაუმკლავდე ყველაფერს, რომ მე აშკარად გავიწყდები . სკოლაშიც არ დადიხარ, მთელი კვირაა მხოლოდ მობილურით ვსაუბრობთ და იმდენად დაღლილი ხარ ნორმალურად ესეც არ გამოდის ან სხვა მიზეზია და ჩემთან დისტანცირება გადაწყვიტე - ბიჭი ისევ ისე იჯდა, ფეხებზე იდაყვებით დაყრდნობილი, წელში მოხრილი ხელებს დაჰყურებდა და თავს მაღლა არ სწევდა. სესილიამ თითები თავზე შეახო , მხარზე აკოცა და ნიკაპით დაეყრდნო _ შენს ცხოვრებაში თუ არ შემომიშვებ ჩვენ ვერ ვიქნებით , მოსე
_დრო მჭირდება , ხომ გითხარი ახლა მე მე არ ვარ . დავუბრუნდები რიტმს და
_ცხოვრებას არასდროს აქვს ერთი და იგივე რიტმი... თუ გინდა იცხოვრო როგორც ადამიანმა და არა რობიტმა. ესეც ხომ შენი ყოველდღიურობაა რა მნიშვნელობა აქვს სასიამოვნოდ მიდის თუ არა ... ეს შენ ხარ
_შენ მე უკვე დამეხმარე ... ამ შედეგს ვერ მივიღებდი
_ერთმანეთს დახმარებებს ვუთვლით? არ შემომხედავ? _ ყბაზე მოუჭირა თითები და თავი შეაბრუნებინა _ რა გაუკეთე საკუთარ თავს _ ფერმკრთალი იყო, ჩაცვენილი თვალები, შავი წრეები თვალებს ირგვლივ და უძილობის ყველა მაჩვენებლით სახეზე
_დრო ჩემს საქმეში უმნიშვნელოვანესია, ყველას თუ დავავიწყდი არაფერი გამოვა. უკვე კარგად ვარ , უნდა ვივარჯიშო რომ დავბრუნდე და გამარჯვება შევძლო. ისე ვერ ავალ ოქტაგონზე თუ არ მეცოდინება რომ შემიძლია
_ძალების აღდგენას რატომ გავიწყდება . უნდა დაიძინო, ჭამო , დაისვენო და ენერგია დაიბრუნო . გტკივა ხომ ? გტკივა და გამაყუჩებელს არ სვამ რომ სუფთა იყო ... შემოწმების დროს პრობლემა არ შეგექმნას . გეჩქარება და გავიწყდება, რომ მხოლოდ ვარჯიში არ გიშველის
_როგორ გიყვარს დომინანტობა ... მასწავლებელო
_ნუ ახსენებ ჩემს სტატუსს . მოსწავლე და მასწავლებელი აქ არაფერ შუაშია. ურთიერთობაში ყოფნა გინდა? მოგესალმები , ესაა როცა ქალი გყავს რომელსაც უყვარხარ , აღელვებ და უნდა შენი მაქსიმუმი გააკეთო იმიტომ რომ ცხოვრებას გიკავშირებს და პირდაპირპროპორციულად ბედნიერდება ან უბედურდება შენთან ერთად
_მე არ ვარ იმ მდგომარეობაში რომ შენ შენი ცხოვრება დაუკავშირო. ჩემთან ერთად იყო ცუდად და მე უფლება არ მაქვს ჩემი გაძლება გაიძულო
_შენ ნამდვილად ვერ ხვდები , ცნებას ჭირსა და ლხინში თუ იმდენად არასერიოზულად უყურებ ჩვენს წყვილს , რომ გგონია ურეაქციო ვიქნები ...ან იქნებ მხოლოდ ცოლ-ქმრის სტატუსის ქვეშ ხედავ ამგვარ კავშირს და სხვა დონეზე არა
_საუბარს თუ გავაგრძელებთ კონფლიქტამდე მივალთ ... ტოქსიკური ვხდები უკვე ხომ ხედავ. ამიტომ არ ვაჩქარებდი მოვლენებს, ვიცოდი რომ მზად არ ვიყავი . დრო მჭირდება ამ წყეული ცხოვრების დასალაგებლად , რომ ვიყო ის ვინც მინდა რომ ვიყო შენს გვერდით მყოფი
_შენ ის ხარ ვინც უნდა იყო და შეიყვარე თავი ყველა სიტუაციაში!
_მე ვიცი რა შემიძლია, ვიცი როგორ ვმართო საკუთარი თავი, მაგრამ შენი სიყვარული ჩემთვის იმხელა ამბიციაა , ზოგჯერ მგონია რომ წამში გაქრები. უცებ დაგკარგავ და დავინგრევი
_შენ მე პრობლემად არ უნდა აღმიქვამდე, ისე არ უნდა მიყურებდე როგორც დავალებას, გეგმას ან მიზანს . მე უკვე აქ ვარ, შენთან და თუ არ მომცემ საშუალებას რომ გვერდით ვიყო , თუ ზღვარს გაავლებ და არ გათავისუფლდები , არ მენდობი თუ დაითვლი რა როდის გავაკეთე შენთვის , ვალის დაბრუნების კლასიკური აღრიცხვა თუ უნდა აწარმოო მე ნამდვილად მასწავლებელი ვიქნები და არა შენი საყვარელი ქალი
_გენდობი , გეფიცები საქმე შენში არ არის არც ჩემს გრძნობებშია ...
_კარგი , მოკლედ ამდენი სტრესი არ შემიძლია . დროს ფუჭად ვკარგავთ აქ საუბრით ამიტომ ჩემთან უნდა წამოხვიდე -ფეხზე წამოდგა და თვალების ციმციმით დახედა
_რა ხდება შენთან
_ნუ გეშინია, არ ვიძალადებ
_10 წლის პეტრემ შეყვარებულს აკოცა და მე ნორმალურად ვერც ვეხუტები . ხუმრობაც კი როგორი აქვს
_პეტრემ სილა მიიღო მაგ კოცნის გამო ... გამიბრაზდაო
_უნდა ჩავიცვა _წელზე შემოხვეულ პირსახოცზე ანიშნა , როცა წამოდგა
_რა კომპლექსია რა არის
_კომპლექსი კი არა უსამართლობაა შენ ისედაც ზედმეტს ხედავ და მე ვერც გეხები . ვიყოთ სამართლიანები
_მეც გავიხადო?
_შენ ზედმეტად დარწმუნებული ხარ ჩემი თავშეკავების ამბავში თუ რადგან ზღვარს არ ვკვეთ გგონია ვნებას არ აღძრავ ან მე ვარ ასეთი არატემპერამენტიანი _ მშვიდად საუბრობდა, კარადასთან იდგა მოულოდნელად პირსახოცი ჰაერში რომ ააფრიალა და შედეგად ნამდვილად ის მიიღო რასაც არ ელოდა
_ღმერთო ჩემო ... შენ რა ჯანდაბას აკეთებ ! არანორმალურო , მოკვდება რომ ვიხუმრო და მე დავრჩე გამარჯვებული . ბოლო სიტყვა აუცილებლად თვითონ უნდა თქვას_წამოიკივლა და თვალებზე ხელებაფარებული უსწრაფესად ამბობდა სიტყვებს
_არაფერი მითქვამს ... უბრალოდ ვიცვამ , რომ გამოგყვე
_როდის ვამბობდი, რომ თავხედი ხარ
_რაღაც ისე ვერ არის _ ახლოს რომ გაიგო ხმა და ბიჭის შეხებაც იგრძნო კიდევ უფრო მეტად აუჩქარდა გულისცემა
_თითები მომაშორე , ჩაიცვი და გამოდი _ყელზე ეხებოდა ორი თითის ზურგით , თითქოს პულსის გაზომვა სურდა მერე კი მკერდისკენ გადაინაცვლა და ზედის ჭრილშიც შეაღწია
_რატომ გაქვს პატარა ბავშვის რეაქცია , მასწავლებელო?
_მანძილი გაზარდე ამაღლობელო თორემ
_თვალებს აღარ გაახელ? _ ხელები სახიდან მოაშორა და აწითლებულ ლოყაზე მოეფერა _ ჩემ გაოცებას არ წყვეტ ... _ლოყაზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები .გაეღიმა , ქალმა ღრმად რომ ჩაისუნთქა ჰაერი და ერთმანეთზე დაშორებული ბაგეები დაისველა _ შეგვიძლია წავიდეთ _ ხელი ჩაკიდა, მტევანზეც აკოცა და ისევ გაეღიმა ქალმა თვალები რომ გაახილა _თუ დარჩები და დაპირებული ვარჯიში დღესვე დავიწყოთ
_სარკეში ჩაიხედე , ფეხზე ძლივს დგახარ კიდევ ვარჯიშზე საუბრობ?
_შენ რა გგონია აქამდე როგორ მოვედი ... სად გარბიხარ _ უკან მიჰყვა და თან იცინოდა
_უჰაერობაა მანდ , გარეთ კიდევ სასიამოვნოდ გრილა
_ღრმად ისუნთქე და იქნებ გაიაროს
_გაიაროს რამ ... მშვენივრად ვსუნთქავ
_ვიცი გცხელა , მაგრამ გარეთ ყინავს და ნუ გაცივდები . დამშვიდდი , მოდუნდი და მითხარი რას მიპირებ _ქურთუკი შეუკრა, ქუდი დააფარა და შემდეგ გაუღო კარი
_თუ არ დავმშვიდდი ნამდვილად დაგახრჩობ _ისევ ღრმად ჩაისუნთქა და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა .
...............
_მადა არ მაქვს , პროდუქტის დეფიციტი კი არა _სუპერმარკეტთან რომ გააჩერა წამსვე მიუხვდა გეგმას
_ბინაში არაფერი მაქვს და თუ შოპინგის წინააღმდეგი ხარ მაშინ სოფელში უნდა გამომყვე
_სადაც იტყვი იქ გამოგყვები, მაგრამ ჩემ გამო მზარეულობას თუ აპირებ არ გინდა. ისედაც გადაღლილი ხარ...რესტორანში წავიდეთ , შევჭამ რამეს და დამშვიდდები
_რესტორანში წასვლა , რომ მდომოდა წავიდოდით ... თავს კი არ გაწონებ , რაღაცების მომზადების სურვილი მაქვს და თუ არ გინდა დეგუსტატორებს ვიპოვნი
_ასეთი ბრაზიანი ხარ სულ როცა აღგზნებას გათავბის გარეშე ასრულებ ?
_ნუ მიწვევ , გეყოფა !
_კერძის მომზადება გიშველის ვითომ?
_არ აყვე პროვოკაციას სესილია. ამის დრო არ არის
უზარმაზარი კალათა გაავსო პროდუქტებით . სალაროსთან მიახლოებისას მოსემ ჯიბიდან საფულე რომ ამოიღო წამსვე გაჩერდა
_რას აპირებ
_რას აპირებენ ხოლმე პროდუქტის გატანამდე, თანხას იხდიან
_ერთი წუთით, ჩემს სახლში მიმაქვს პროდუქტი და შენ რატომ ყიდულობ
_ჩემთვის უნდა მოამზადო თორემ კარგახანს არ გაგახსენდებოდა მზარეულობაც რომ შეგიძლია
_ბავშვებს ჰკითხე მახსოვს თუ არა ... სულ ვამზადებ , ოღონდ ძირითადად საკუთარი თავისთვის და შენ ისე იქცევი ვატყობ შენ არაფერს გაგასინჯებ . საფულე შეინახე ნუ შემშლი
_ჩემთან წავიდეთ მაშინ
_სხვის სამზარეულოში ვერ ვამზადებ , გარკვეული ნივთები მჭირდება
_იმედია ისე არ იზამ რომ ტიპიურ კაცად გადავიქცე და შენი სამზარეულოში დატოვება მომინდეს
_აი თურმე რა გაფრთხობს ...
_იმედია ასისტენტად ამიყვან
_ისე გამოიყურები მგონია მალე გაითიშები და შეგიძლია ასისტენტობა?
_უბრალოდ ვერ ვიძინებ როცა რაღაც მაწუხებს . ნუ აჭარბებ სესილია
_არ გძინავს, არ ჭამ, არ ისვენებ და მხოლოდ ენერგიისგან იცლები
_პირიქით, ენერგიას ვიბრუნებ ამდენხნიანი მოდუნების შემდეგ

პროდუქტის უმეტესი ნაწილი ამაღლობელს მიჰქონდა. სამზარეულოს მაგიდაზე დააწყვეს ყველაფერი და შემდეგ სესილიამ მარტო დატოვა .სანამ მოსე პროდუქტებს ალაგებდა მანამ გამოიცვალა. თმა მაღლა ჰქონდა შეკრული, ერთიანი კაბა ეცვა და ხელნაწერებს შორის საჭიროს რეცეპტებს არჩევდა
_ამდენი რამე გისწავლიათ მასწავლებელო და რეცეპტები ზეპირად არ იცით?
_ასე უფრო მშვიდად ვამზადებ ... კერძის თავიდან მომზადებაც არ მჭირდება
_აშკარად გქონდათ მსგავსი შემთხვევები
_უთვალავი
_რატომ მგონია, რომ სანამ კურსებს გაივიდით მანამ სრულიად უნიჭო იყავი და ბევრი სასაცილო მოგონება გაქვს
_ვისთვის სასაცილო და ვისთვის სატირალი... იმდენი ქვაბი და ტაფა დამიწვავს. გაფუჭებულ პროდუქტზე და გადაყრილ საჭმელზე არაფერს ვამბობ. ერთხელ ცეცხლიც გამიჩნდა, აი ტაფაზე რომ ცეცხლი ადის და შეფები ატრიალებენ ოსტატურად ეგ მინდოდა გამეკეთებინა. ვიდეო ჩავრთე , დავიწყე და ყველა თითი დავიწვი ბოლოს, კარადაც გავაფუჭე. რას ვიზამდი ჩემები სახლში არასდროს იყვნენ და ან გარეთ უნდა მეჭამა ან სახლში მომემზადებინა სულ ერთი და იგივე . თინეიჯერობისას სულ დიდი წონა მქონდა და ამასთან ერთად ჯანმრთელობაც შემერყა . აუცილებლად მჭირდებოდა ჯანსაღი კვება , შესაბამისად მზადების სწავლა უბრალოდ გატაცება კი არ იყო საჭიროება მოითხოვდა.
_სწორ კვებას არაფერი შეედრება , მაგრამ ყველაფერი გემრიელი არაჯანსაღია
_გასაგებია შენი მინიშნება... უგემური , მაგრამ სასარგებლო არ გჭირდება
_ზოგადად ვამბობ თორემ ჩემთვის სულერთია, ყველაფერი შემიძლია ვჭამო ...
_ყველაფერი როგორ შეგიძლია , საკვების სიყვარული და მერე მისი მირთმევით განცდილი სიამოვნება ბედნიერების ერთ_ერთი წყაროა
_ნინას არაფრისგან შეეძლო გემრიელი საჭმლის გაკეთება...
_ აი ჩემს ოჯახში კი გემრიელად მზადება არავის შეეძლო , მეც მეჯერა რომ ვერასდროს ვერაფერს გავაკეთებდი. ჩემს მეგობრებთან რომ დავდიოდი სტუმრად მათი ბებიები მაინც ამზადებდნენ თუ დედები არა და ბებია თამარა კი გინეკოლოგი იყო და თან ისეთი ტიპის ქალს წარმოადგენდა სულ რომ ვიღაც ემსახურებოდა. დედაჩემიც მას ჰგავს უფრო სწორად მისი გავლენის ქვეშაა და მამაჩემს რომ გაჰყვა ცოლად თამარას მომავალი ექიმი სიძე კი მოსწონებია, მაგრამ სოფელში გაიზარდაო რომ გაუგია ლამის ქორწილი ჩაუშლია. ახლა ცოცხალი აღარ არის, ვერ გაიგო ექიმი რომ არ გავხდი, თორემ ნამდვილად ქეთევანზე ცუდი რეაქცია ექნებოდა. მეტიც, რომ გაეგო კულინარიის კურსებზე დავდიოდი და ჩემი ხელით ვაკეთებდი საჭელებს ეგეც გააგიჟებდა. მე კი ჭამა ძალიან მიყვარს, მზადებაც განტვირთვის საშუალებაა და სხვებს რომ მოსწონთ ეგ კიდევ უფრო დიდი.
_ საჭმლისგან სიამოვნების მიღებაზე ნამდვილად არასდროს მიფიქრია, უბრალოდ ვჭამ და მორჩა _ სესილიას ისტორია კი ყურადღებით მოისმინა და ყველაფერი გაიაზრა, მაგრამ ყურადღება განგებ არ გაამახვილა. თავადაც ვერ იტანდა იმაზე მეტ რომ ეკიტხებოდნენ ვიდრე ამბობა და სჯერდებოდა იმ ინფორმაციას რისი გაზიარებაც თავად სესილიას სურდა
_საყვარელი კერძი ან პროდუქტიც არ გაქვს?
_ შენ რაც გიყვარს ის მოამზადე
_ასე არ შეიძლება _წარბები შეკრა და უკმაყოფილო გაუხდა გამომეტყველება
_მართლა არ შეიძლება , ასე ნამდვილად არ გამოვა ... ამდენად საყვარელი ნუ ხარ _ ლოყაზე მოეფერა და აკოცა კიდეც
_საყვარელი სულაც არ ვარ... როგორც არ უნდა ვეცადო მზადების დროს მუდამ ყველაფერს ვსვრი, ვურევ, ვანგრევ და შედეგად გემრიელ კერძთან ერთად თავდაყირა მდგომ სამზარეულოს ვიღებ
_აი ამიტომ უნდა გყავდეს ჩემნაირი დამხმარე ... რომელიც თანვე დაალაგებს
_შენი სამზარეულო ვიცი როგორც გამოიყურებოდა... შენ რომ პედანტს ჰგავხარ ,რაც იმედია მეჩვენება თორემ ჩემს მუდმივ ქაოსს ვერ შეეჩვევი
_ნინამ ბავშვობიდან მასწავლა რომ ყველაფერი მოწესრიგებული უნდა მქონოდა . ზუსტად ვიცი ხოლმე სად რა დევს და წესრიგის მთავარი დეტალი ისაა, რომ არევის პარალელურად უნდა ალაგებდე
-ამდენი ხელი მააქვს ? თან ვამზადო თან ვალაგო . ხომ მოვკვდი და ჭამის სურვილიც დავკარგე_უცებ გაჩერდა მიმოიხედა და არეული არაფერი რომ არ დახვდა მერე გაიაზრა, მოსე ყველაფერს ზედმიწევნით სწორად აკეთებდა - შენთვის აშკარად არ აქვს უცხო გარემოს მნიშნელობა. ყველაფერი თავის ადგილზეა
_სამზარეულოში რა უნდა შეცვალო... ჭიქები ჩანს სადაცაა. თეფშებიც, დაფებიც და ტაფებიც. ნაგვის ურნაში ეგრევე ჩაყრი ნარჩენებს , გამოყენებულ ჭურჭელს ნიჟარაში ჩადებ და ეგაა რა
_საერთოდ დამიკარგე მზადების სურვილი... არ უნდა შემომეშვი სამზარეულოში. აქაურობაც აითვისე , დისკომფორტს არაფერი გიქმნის და ყველაფრის გაკეთება შეგიძლია . ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება ასე იყო დასტრესილი რომ ძილს და ჭამას ვერ ახერხებდე
_აქ რას უნდა შეექმნა დისკომფორტი ... ყველაფერია. ჩემი სამზარეულოდან თაგვები ძლივს მოვაშორე და შარშან ვიყიდე კარადები, ახალი გაზქურაც და მაცივარიც. მანამდე უნდა გენახა სად ცდილობდა ნინა წესრიგის შენარჩუნებას და სად მასწავლიდა როგორ უნდა მეზრუნა საკუთარ თავზე როცა თვითონ ცუდად გახდებოდა . მე ყველგან შემიძლია გავაკეთო საჭმელი, ყველაფერი ვჭამო და დავნაყრდე თუ მინდა . ისიც შემიძლია საერთოდ არ ვჭამო და ბრძოლა მოვიგო. თავიდან რომ დავიწყე ფული საერთოდ არ გვქონდა, ეზოში მოყვანილი პროდუქტი რომ არა შიმშილით მოვკვდებოდით. ვალები მქონდა უამრავი ნინას წამლების გამო , მამაჩემმა ვიღაც სცემა და ციხიდან გამოსაყვანი გახდა. გირაოს ფული ბებოს პენსიით შევიტანეთ, ერთბაშად აიღო რამდენიმე თვის და ბექამ მწვრთნელი რომ გამაცნო და ბრძოლა დავიწყე ნახევრად მშიერი ვიყავი. აქედან ერთხელ ნახევარი გზა ფეხით გავიარე , რომელ ძილზეა საერთოდ საუბარი ... ბოლო ორი წელია ვცდილობ დავიძინო იმიტომ რომ მწვრთნელი და ექიმი ლექციებს მიკითხავდნენ. ნუ გეშინია რა , არაფერი დამემართება ... ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობაა
_ჩემთვის არაა ბუნებრივი მდგომარეობა ასე რომ მაღელვებს ვინმე ... _ გვერდით მდგომ ბიჭს მკლავები შემოჰხვია და ჩაეხუტა _ რაც უფრო ახლოს მოვდივარ მით უფრო მეტს ვგძნობ და ეს ძალიან არაბუნებრივია. ამდენი ემოცია ყველასგან ერთად არ მიმიღია და ვერ ვიგებ როგორ შეიძლება ბავშვივით ვგრძნობდე თავს... სულ შენი ბრალია ასეთი რომ ხარ , გონებას მირევ _ ეფერებოდა , ყელში რამდენჯერმე აკოცა და მერე ბიჭმაც რომ მოხვია ხელები წელზე გაახსენდა, რომ ქვაბი იწვოდა _ ამდენი ლაპარაკი არ უხდება მზარეულს... ყველაფერს დავწვავ და შევრცხვები .
_ისევ უსამართლობას აქვს ადგილი! როცა გაგიხარდება მაშინ მკოცნი და მე როგორც კი შეგეხები გარბიხარ
_შენ თავშეკავების უნარი გაქვს და მე არ მიყვარს , არც მჩვევია ჩემს სურვილებთან ჭიდილი . რა არის აქ გაუგებარი , ამაღლობელო? დისტანცია დაიცავი თორემ მარინას ღაღადებას სიმართლედ ვაქცევ
_მაგ ქალის ხსენება იქნებოდა ახლა ? კარგი რაა
_იმ დღის შემდეგ არ გვისაუბრია... სკოლიდან წახვედი და აღარც გამოჩენილხარ. გგონია არ ვიცი,რომ ამ დისტანციის მიზეზი ჭორები არ არის? ასე რეაგირებ ბრბოს იერიშზე?
_ მხოლოდ ჭორებია?ბავშვების ნაწილი რომ არ მოვიდა მეცადინეობაზე გგონია არ ვიცი?
_მანანა დაბრუნდა... მე მხოლოდ თქვენთან ჩავატარებ გაკვეთილებს დაბალ კლასებში აღარ შევდივარ
_ და რომ შედიოდე როგორი იქნებოდა ნახევარი კლასი, რომ არ დაგხვდებოდა. რამდენიმე თვე არაფერს შეცვლის ჩვენს ურთიერთობაში
_სკოლა და სოფლის ბნელი მოსახლეობის აზრი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიდრე შენთან განშორება ? რამდენიმე თვეში მოხდა ყველაფერი და ახლა შორს ყოფნის შემთხვევაშია ცოტა? შეგიძლია ასე უბრალოდ დისტანცირდე მხოლოდ იმიტომ რომ აღარ იჭორაონ? სერიოზულად გჯერა , რომ გაჩერდებიან ? ჩემთვის სულ ერთია, ეს დრო გამოცდილებად მჭირდებოდა . ის მივიღე რაც მსურდა,ბავშვები რომელთაც სწავლა შევაყვარე, ბევრი რამ ვასწავლე , მივიღე დადებითი ემოციები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ექიმის გარდაც არსებობს კეთილშობილური პროფესიები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს ცვლიან. შევძელი და ბევრს დავეხმარე, რომ წავალ შემდეგაც არ გავწყვეტ მათთან კონტაქტს. ჩემი სახით მეგობარი ეყოლებათ, შენი კლასელების გამო ვრჩები მინდა ამ რთულ დროს გვერდით ვყავდე და დავეხმარო. სწავლის დასრულებისთანავე ქალაქში დავბრუნდები და საერთოდ არ გამახსენდება რას ამბობდა ხალხი . მათგან ჩემი დაცვის მცდელობისას უშენობით დამსტრესე
-ცხოვრებაში კიდე ერთი გაკვეთილი გამომიჩნდა ასათვისებელი, „როგორი უნდა ვიყოთ ურთერთობაში ყოფნისას“
-ის უნდა იყო ვინც ხარ იმ განსხვავებით, რომ მე ზრუნვის ობიექტი კი არ ვარ არამედ შენი თანასწორი ქალი, რომელსაც ოქტაგონის გარეთ შეუძლია ნებისმიერ საკითხში შენს გვერდით ყოფნა . რა თქმა უნდა ყველაფერი ორმხრივია და ჩემს ცხოვრებაში მომხდარ ამბებს უშენოდ არ გავივლი.
-გასაგებია ,მასწავლებელო...ვეცდები დავიმახსოვრო - ხელი წელზე მოხვია, თვალებში უყურებდა და უახლოვდებოდა ,შემდეგ დაიხარა და ყელში აკოცა - ჩემი დახმარება აღარ გჭირდება, ჩამოვჯდები და გიყურებ
-აჰაამ , რას ვაკეთებდი ?- თვალი გააყოლა , ყელზე ხელი მოისვა, ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგ შუბლი მოისრისა თითქოს რამის გახსენებას ცდილობდა ...
.................
-შენც თუ უნდა დამაყარო გაფრთხილებ დღეს მეტის მოსმენის თავი არ მაქ და ნუ დამაბრუნებთ რეამინაციაში
_რეანიმაციაა სწორი სულელო _ არეულ თავზე გადაუსვა ხელი, თმები გაუსწორა, მერე ლოყაზე აკოცა და ფრთხილად ჩაეხუტა _ გიკრძალავ საკუთარი თავისთვის საფრთხის შექმნას! დღეიდან იცოდე, რომ თუ რამეს დაიშავებ მეც დამიშავებ და ნიასაც
_ნიას არაფერი ეტყობოდა...ისე მელაპარაკებოდა ვიფიქრე თქვენიბით ხო არ დავებაზრო უცნობი ექიმივით_თქო
_ხომ იცი როგორია,მოვიდა და საკუთარ თავზე აიღო ყველაფერი. სანამ გნახავდა და ექიმებს დაელაპარაკებოდა ცოცხალ_მკვდარი იყო. ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩვენთვის ისე წამოვიდა შენს სანახავად
_მე ნახევრად მეძინა , ისეთ გამაყუჩებლებს მიკეთებენ კაიფში ვიყავი მგონი ... სიზმარივით მახსოვს რომ ტიროდა და დავიჯერო ნაღდად ეგ იყო?
_ნუ ხვანცალებ ... თავიდან მოიტეხავ რამეს _ თმაზე ეფერებოდა და ისევ ისე მის ბალიშზე ედო თავი _ ჩემო პატარა სულელო ბავშვო
_დების წინ მორბენალ კვიცს ასე დამემართა...დავიმტვრიე თავ_ყბა და ჩემი საყვარელი მანქანაც . ეჰ მომიწევს ფეხით ბოდიალი არადა მომავალ წელს მინდოდა ყველაზე მეტად . აუუ რაა , ბიჭებმა სურათები ჩამიყარეს ჯართში ჩაუბარებიათ ... იმენნა დედა მოვ.ტყანი მანქანას რა
_გადაეჩვიე გინებას
_შენმა ბიჭმაც მომინახულა სხვათაშორის ... თქვენ წასულები იყავით . ვიღაც კაცმა შემოიყვანა , ისე საკაიფო ვიდზე იყო ხალათში ძაან კაი სამედიცინოზე რომ აბარებს . იმენა ძერსკი ექიმი იქნება
_რაო რა გითხრა
_ცუდი ბიჭი ხარო დეა რომ ანერვიულეო , მაგრამოო რას ვიზამო ისე ხარ ვერც შემოგცხებო
_სერიოზულად , ლუკა
_ზუსტად ეგ მითხრა ... მაგას შენს გარდა ცვეტში არაფერი ადარდებს . იმენნა არაფერი და დანარჩენ დეტალებს რა აზრი აქვს რომ მოგიყვე. თან ექიმმა თქვა ბევრი ენერგია არ დახარჯოო
_გოგოებს ძაან ელაპარაკები , ტელეფონი არ გაგიგდია ხელიდან
_აუ ისე საღოლ რას გადარჩაა ... დუტის ჯიბეში მედო და მე დავილეწე უფრო ვიდრე ეგ
_ღმერთო რა ფიქრები გაქვს
_რა ვქნა ყველას გამგებლის შვილივით მშვენიერი ფიქრების ობიექტი არ გვყავს
_გთხოვ გაჩუმდე და არ მაიძულო ფიზიკურად ძალადობა
_დედამ და მამამ ფსიქოლოგიურად იძალადეს ... ცემა მაკლია მარტო
_რაო
_არაფრის ღირსი არ ხარო ... გადარჩენას ვინანებ მალე
_თუ აზროვნებ უნდა მიხვდე , რომ ეს ნიშანიადა სისულელეებს შეეშვა , როცა შეგიძლია ნებისმიერი რამ გააკეთო ...
_რა ნებისმიერი გოგო ნია10 წელია სწავლობს , ექიმია წამყვან კლინიკაში . თეთრი არ დაუხარჯავთ ისე ჩააბარა , ისწავლა , დაამთავრა და იმას ეჩხუბება . მე რომ ვუთხრა ჟურნალისტობა მინდა გავხდე_თქო არ შეიშლება ? მოკვდება
_და იმიტომ იწამლავ თავს , რომ მის წინააღმდეგ წასვლის ტრ.კი არ გაქ ? როგორი ნაცნობი სიტუაციაა
_რა მოულოდნელად იცი ხოლმე ცუდი სიტყვების თქმა მეშინია რომ სხვა ხარ
_ცუდად ყოფნის საშაუალებას არ მოგცემ, კიდეც დახატავ , სცენაზეც დადგები , იმღერებ და იცეკვებ კიდეც... სულ ცოტა დრო მჭირდება მეც რომ წავალ ჩემთან წამოხვალ და ახლავე დაიწყებ იმის კეთებას რაც გიყვარს. საწამლავების გარეშე ... ისეთი როგორიც მაგათ უნდათ მეც საკმარისი ვარ _ისევ ეფერებოდა, შუშებისგან დაზიანებულ სახეზე ფრთხილად ეხებოდა თითებით, შიგადაშიგ კოცნიდა და იმ ძალას უზიარებდა რომლის არსებობის შესახებაც თავადაც არ იცოდა
................

" არასდროს მომიბოდიშო ქმედებებისთვის,რომლებიც სულიდან მოდის .
ვერასდროს გადააჭარბებ იმიტომ რომ არასდროს მყოფნი !
გთხოვ , საკუთარი ზღვარი გადალახე , მხოლოდ ჩემთან და ჩემთვის .
სცადე ისწავლო როგორია მიჰყვე საკუთარ სურვილს .
მე შენ გგრძნობ , მაგრამ დანახვის საშუალება მომეცი , გთხოვ . "

წერილი დაუტოვა და ისე წავიდა სანდროს დაწესებული ზღვარი აღარ გადაულახავს. მისკენ ხილული ნაბიჯი არ გადაუდგამს, მანძილი არ შეუმცირებია . ზუსტად იცოდა საიდან უყურებდა , მანქანასთან მისვლამდე გაჩერდა, შებრუნდა და მისი მიმართულებით გაიხედა . მხოლოდ სილუეტს ხედავდა, მაგრამ იცოდა როგორც უყურებდა.

_ბოლომდე მეგონა , რომ დაგვპატიჟებდა და თანხის გადახდა არ დაგვჭირდებიდა. ამხელა სასტუმრო აქვს , რა ჟმოტობაა
_გაბრიელს რომ არ მოსწონდე არ ვიცი რა გეშველებოდა ისეთი იაფფასიანი , დამამცირებელი სარჩულის მქონე ქმედებებით აფასებ კაცებს
_რას მეუბნები გოგო, რას აღარ გჩუქნიან სხვები და დამამცირებლად იღებ? კაცი რომ ყურადღებას იჩენს
_ვნახეთ გულუხვი თაყვანისმცებლის მოძალადე სახე , ხომ? ჯანაშიასთან ყველაფერი დასრულდებოდა იქ რომ მოსულიყო, ჩარეულიყო , ჩხუბი დაეწყო და მერე ჩვენი დასვენება დაეფინანსებინა. არ ვიცი იცის, რომ ეს არ მჭირდებოდა თუ შინაგანადაა ასეთი სწორი , მაგრამ ფაქტია არასდროს ეშლება ჩემთან. მხოლოდ საკუთარ თავთან უშვებს შეცდომებს _ბოლოს ჩუმად თქვა და მერე სხვა თემისკენ მიმართა საუბარი. არავისთან სურდა სანდროს განხილვა , იცოდა ვერავინ მიუხვდებოდა იმას თუ რას გრძნობდა სინამდვილეში ამიტომ სიტყვებით ვერ გააუფასურებდა მასთან აუხსნელ კავშირს.
........................
თეატრში ატარებდა დიდ დროს , ახალ სპექტაკლს დგამდნენ და უნდოდა მაქსიმალურად კარგად შეესრულებინა როლი . ბავშვები განსაკუთრებით გულწრფელები იყვნენ, მათი კრიტიკის ეშინოდა კიდეც და შესაბამისად როცა აუდიტორიას ისინი წარმოადგენდნენ გაორმაგებული პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. საგრიმიოროში გაბაბთული ყუთი , რომ დაინახა იფიქრა შოკოლადები იქნებაო და არც გაუხსნია . სცენაზე გასვლის წინ რამდენიმე წამს მუდამ ათავისუფლებდა გონებას და ირგვლივ ყველაფერს აქრობდა . მანამ ცდილობდა დაეიგნორებინა წამოსული ხმები სანამ მაყურებლისკენ არ შებრუნდებოდა და მერე ერთიანად იღებდა ყველა ემოციას , უყურებდა ყველას ვისი დანახვაც შეეძლო , მაგრამ ამჯერად ნაცნობი სახეები შეამჩნია და გულისცემა აუჩქარდა. ყველგან ელოდა, ყველა ნაბიჯზე თეატრის გარდა . ის კი იქ იყო ბავშვებთან ერთად , პეტრეს ხელში იების თაიგული ეჭირა და გაბადრული სახით მიიწევდა მისკენ. ანასტასია და თინათე კი ისევ ტაშს უკრავდნენ
_ეს შენ , პირადად ჩემგან და არა მისგან. ის ცოტა ვერ არის არ იცის გოგოს ყვავილები რომ უნდა აჩუქროს და რაღაც მურაბები დაგიტოვა იმ ოთახში. არ გაუბრაზდე, წარმოდგენა არ აქვს შენნაირ გოგოს როგორ უნდა ეკონტაქტოს _ჩუმად ელაპარაკებოდა და დიდი კაცივით მხრებში გამართული იდგა.
_დიდი მადლობა _ დაიხარა და ლოყაზე აკოცა _ ყვავილების საუკეთესო არჩევანი გაგიკეთებია
_ასეც ვიცოდი
_ჩვენც გვინდა მანდ _ ნათლული ხელში აიყვანა, ანასტასიას გულაჩქარებულმა აკოცა და ხალხის გამო სანდრო რომ ვერ დაინახა ლამის იფიქრა მომეჩვენა და გიგას ჰყავს წამოყვანილიო . შემდეგ დაინახა , დახრილი იყო და ატირებულ უცნობ ბავშვს ეხმარებოდა წამოდგომაში. აშკარად მეგობრებმა წააქციეს და სანდროს უყვებოდა თავის ამბავს სანამ გვერდით თავისივე ასაკის ბიჭი არ დაუდგა . ჯანაშია ორივეს უყურებდა და ისე თბილად უღიმოდა სრულიად უცნობებს მარიამს ყველაფერი გადაავიწყა. ბავშვს ხელზე აკოცა , სავარაუდო დედას გადააბარა და შემდეგ მიაღწია მარიამთან .
_არ ვიცი რა საქმე გიყვარს ამაზე მეტად , მსახიობობა მეორად პროფესია თუ ჰობად რომ გაქვს წარმოდგენილი , მაგრამ წარმომიდგენია რამდენად კარგად გამოგივა _არც მისალმებია, არც შეხებია . ქვემოდან უყურებდა და თვალები უნათებდა
_დიდი დრო დაგჭირდება ? ჩვენ გარეთ დაგელოდებით ... _პერტე ვერ ისვენებდა
_არ შეიძლება მე და თინათე იქ შემოგყვეთ? რა ქვია? აი სადაც იცვამთ და გრიმს იკეთებთ
_საგრიმიორო გოგო
_შენ გაჩუმდი ... გოგოები ვლაპარაკობთ
_ტასოო, ჩვენ რაზე შევთანხმდით?
_როდის მიეჩვევი , რომ მე შეთანხმებებს ყოველთვის ვარღვევ ჩემს სასიკეთოდ ? _ ძმას ქვემოდან ახედა და მხრებზე ჩამოშლილი თმა ხელის მარტივი მოძრაობით ზურგზე გადაიყარა_შეიძლება?
_ალექსანდრეს თუ არ ეჩქარება და დაგველოდება , ყველაფერი შეიძლება
_არ ეჩქარება , სამუდამოდ დაგელოდება, შეხედე როგორ გიყურებს _ ისე აიქნია ხელი მარიამმა სიცილი ვერ შეიკავა სანდროს კი მომენტალურად შეეცვალა გამომეტყველებაც
_ანასტასია, სჯობს დროულად გაჰყვეთ . ხელი არ შეუშალო , თინის ყურადღება მიაქციე _ჩუმად, მოზომილი ტონით არიგებდა . გოგონას კი აშკარად ინტერესი კლავდა , ახალი სივრცის ათვისება სურდა და სულ არ აღელვებდა სხვა დანარჩენი _მგონი თინის უნდა ვეუბნებოდე ტასოს აკონტროლე_თქო
_დიდხანს არ გალოდინებთ
_პრობლემა არ არის ... მთელი დღე ჩვენთვის აქვს . წიგნებით გამომიტენა კარადა , კითხვებს მისვამს მერე და თუ ვერ ვპასუხობ ხვდება , რომ არ წავიკითხე _ გოგონას გვერდით მიაბიჯებდა , ყველაფერს აკვირდებოდა და თან ლაპარაკობდა .

ანასტასიას 10 წუთში შეეძლო უამრავი ინფორმაციის მიღება და გაცემა ამიტომაც მარიამმაც ისარგებლა მასთან განმარტოებით და თავადაც კმაყოფილი იყო ამ ჯადოსნური სივრცის ნახვით.
ყუთი რომ გახსნა და პატარა ლამაზ ქილებში მანდარინის მურაბა დაინახა სიცილი ვერ შეიკავა . საჩუქრებს სულ იღებდა, ბავშვობიდან ანებივრებდნენ ძმები , მეგობრები, თაყვანისმცებლები , მაგრამ ასე ძალიან არაფერი მოქმედებდა.

წარმოდგენა არ ჰქონდა რა ელოდა ისე დატოვა შენობა ბავშვებთან ერთად. მერე მოხდა ის რაც ყველაზე ნაკლებად სურდა. სანდრო სანამ ქოლგით ხელში მიუახლოვდებოდა მანამ გამოჩნდა უდიდესი ვარდების თაიგულით ყოფილი სკოლელი და მის წინ აღმოჩნდა
_მაარ , მშვენიერო ... რა კარგია დროულად მოვსულვარ ეე . მე კიდე მეგონა დავაგვიანებდი , საცობში გავიჭედე
_ნიკო
_ დააგვიანე , ნიკო _ სანდრომ ტასოს თავისი ჭრელი ქოლგა მიაწოდა თვითონ კი მარიამის გვერდით დადგა, თავისუფალი ხელი წელზე შემოჰხვია და ბიჭს ისე გაუსწორა მზერა
_ანუ ? ეს ბიჭი ვინ არის , მარ ?
_სიცივეა , გოგო იყინება და თუ ვერ იაზრებ განგიმარტავ , მარიამი დაკავებულია , მის ცხოვრებაში მხოლოდ მეგობრების ადგილი იქნება რისი კანდიდატიც არ ჩანხარ
_მართალს იძახის თუ თავის წარმოდგენებშია
_ალექსანდრეე _ გული გაუჩერდა, ბიჭის თითებიდან წამოსული სითბო, მისი სიახლოვე, სიტყვები , ყველა ქმედება და ყუთი , მანდარინის მურაბით სავსე , რომელიც გამოართვა, მის ნაცვლად ქოლგა მიაწოდა. მშვიდად უყურებდა, თვალს არ აშორებდა _ის არის ვისზეც ვამბობდი, რომ გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში შემდეგ ყველანი შეწყვეტთ მცდელობებს _თქო
_ კარგიი , ბედნიერი მინდა იყო ხომ იცი , მარ ... ეს ყვავილები სპექტაკლის პონტში მოვუტანე და იმედია პრობლემა არ იქნება რო გამომართვას ხო?
_მისთვისაა , მე რატომ მეკითხები _ გაიცინა და ბავშვებს გახედა _ ფრთხილად , ტასო _ მარიამი მარტო დატოვა ბიჭთან საუბრის საშუალება მისცა. ბავშვები მანქანაში ჩასვა და მერე შებრუნდა. ამჯერად გოგონამ თავად დააფარა ქოლგა, ზედმეტად ახლოს იდგა, ხელში მხოლოდ პეტრეს ნაჩუქარი იების თაიგული ეჭირა _ გეგმა გაქვს თუ ჩვენ შემოგვიერთდდები , მარიამ
_გეგმა არ მაქვს , სრულიად შენ მოგენდობი
_დარწმუნებული ხარ ?
_ბავშვები გვიყურებენ _სანდრო რომ მიუახლოვდა სიცივემაც ვერ შეაჩერა ისე გაუწითლდა ღაწვები
_გვიყურონ , მათი თანდასწრებით არაფერს ვაკეთებ რისი განმეორებაც არ შეუძლიათ _ გაიღიმა და გაყინულ ლოყაზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები _ წავედით , გამიცივდები _ მანქანის კარი გაუღო,დაელოდა როდის ჩაჯდებოდა და მერე გვერდით მოთავსდდა _პეტრე ღვედი _სარკიდან გახედა ურჩ ძმას და მერე გზას დაადგა.
ეს იყო მომენტი,როდესაც მნიშვნელობა არ ჰქონდა მიმართულებას, დანიშნულების ადგილსა და გარემოცვას . ჯანაშიას თან დაჰყვებოდა რომანტიკული აურა,რომელსაც ხოლოდ მარიამი გრძნობდა და რომელსაც აღმერთებდა.
.................
_ვინმემ არ იცის ჩემი ბიჭი რომ ხარ და ყველას აგებინებ? _სკოლის წინ რომ დაინახა სიცილი დაიწყო. ჩაეხუტა, ლოყაზე აკოცა და შემდეგ გადმოაფრქვია ირონია
_მე ვარ შენი , არა? რა მისწერე კესოს
_საქმის გასარჩევად მოხვედი? მე კი მეგონა მარიაჟობდი ასეთი გოგო რომ გყავს გვერდით და არა ვიღაც სულით ბ.ზი , საზოგადოების ხედვით პატიოსანი
_ გზაში ვილაპარაკებთ_მანქანის კარი გაუღო და დაელოდა როდის დაჯდებოდა _ საქმე ხომ არ გაქვს აქ რამე სანამ კესოსთან მივალთ და ეტყვი, რომ შეგეშალა
_მეუბნები,რომ მოვუბოდიშო? შენ რომ გაიფინე ჩემი ყველა თაყვანისმცემელი სიტყვა არ მითქვამს და შენს ნაშ.ს თუ თავისი ადგილი ვაჩვენე გინდა მოვუბოდიშო?
_იმ ს.რებს კესოს ნუ ადარებ ... მაგათი თაყვანისმცემლობის დედას შ.ვეცი . ბოდიშებით დაადექი _თქო არ მითქვამს, გაგაცნობ და საუბარში ეტყვი , რომ შეგეშალა , მეგობარი არის და შენ ნაშა გეგონა
_არ ვაპირებ მის გაცნობას, მასთან ერთად დროის გატარებას და იმის ყურებას თუ როგორ გეკიდება კისერზე! მითუმეტეს არ ვიტყვი იმას რაც ტყუილია . გკერავს და არაფერი შემშლია . მეგობარი არ არის, არც იქნება და არც უნდა რომ იყოს ! არაფერი მითხრა, არ გაბედო და სიტყვა არ დაძრა იცოდე თორემ გეფიცები აქვე დავასრულებ ჩვენს ამბავს. შენ თუ გგონია მე გაპატიებ მსგავს ქმედებებს, თუ გგონია თავს დავიმცირებ და უკან დავიხევ . დანაშაული არ მაქვს შესაბამისად არავის შევეტენები იმის გამო რომ შენ გინდა ასე ! საერთოდ , შენ ხომ უამრავი რამ არ მოგწონს ჩემს ცხოვრებაში , მე ეგ გოგო არ მინდა იყოს და გიკრძალავ მასთან კონტაქტს !
_შენ მე ვერ ამიკრძალავ ისეთ რამეს რაც ცალსახად საზიანო არ არის და მე რაც არ მომწონს ის ყველაფერი შენ გაზარალებდა. კესოსთან მიმართებაში აჭარბებ , ცდები და უბრალოდ გინდა ვინმეზე ჯავრი იყარო
_მე არ მომწონს, არ მინდა და არ შევეგუები შენს გვერდით მის არსებობას
_რომ გეუბნები არაფერი მქონია _თქო არ მიჯერებ თუ რა თემაა
_მე ხომ არ მითქვამს მატყუებ_თქო ,შენგან განსხვავებით ვხვდები როდის მატყუებ და როდის არა . რა შეიძლება მიქარო და რა არა
_რაღაცაზე ხარ ავარდნილი ...
_თემას ნუ მიცვლი, ბოლოჯერ ვამბობ კესოსთან კონტაქტს შეწყვეტ!
_რა თამაშია...ანგარიშს ასწორებ ? მაჩვენებ როგორ ცუდი ტიპი ვარ, რომ გიკრძალავ ს.რებთან ურთიერთობას? რომელიმესთან განშორება ძალიან გაწუხებს ?
_მე არა, მაგრამ შენ აშკარად გაწუხებს კესოს დათმობაზე ფიქრიც კი ... მე არავისთან ვარ ახლოს, არც გოგოსთან და არც ბიჭთან . ვერავის ვენდობი და ცხოვრებამ ბევრჯერ მაჩვენა, რომ სწორადაც ვიქცევი , მაგრამ შენთვის ის გოგოა მნიშვნელოვანი და არა ფაქტი, რომ მე გიკრძალავ
_ჭედავ , სულ ტყუილად
_ჩემთან ს.ქსი გექნება ? ნუ გამომხედავ , გზას უყურე მე ვუპასუხებ საკუთარ კითხვას. არ გექნება, მე მოგინდები და ვიღაც სხვას გ.ჟიმავ ,სიამოვნებას იმას მიანიჭებ და მე არა იმიტომ რომ ...არ ვიცი რატომ. მოსეს ბიძაშვილს საყვარლად ვერ აქცევ ? ს.ქსი თუ გვექნება ან უბრალოდ ზედმეტად შემეხები არასერიოზული გახდება ჩვენი ურთიერთობა? მერე თავს ვალდებულად იგრძნობ და ამ ვალდებულებას გაურბიხარ იმიტომ რომ დარწმუნებული არ ხარ როდემდე გამიძლებ თუ რა მიზეზია... უამრავი ერთად და ცალ_ცალკე . საბოლოოდ კი შედეგად რას ვიღებთ? სულ მეტყვი რომ არ მღალატობ, მაგრამ ყოველთვის იქნება ვიღაც ვისაც სადღაც ჯანდაბაში ძველებურად თავისუფლად , უდარდელად , დიდი სიამოვნებით შეუდებ ... ნუ მე ახლა არც გავბედავ და არ შეგედრები. შენ ხომ კაცი ხარ, ზრდასრული კაცი ,რომელსაც აქვს საკუთარი ცხოვრება და მე ბავშვი , რომელიც ჯერ კიდევ იზრდება და არაფერი დააკლდება თუ შენს გარდა მთელ კაცთა მოდგმას შეიძულებს
_რა გინდა რომ გითხრა , არავის გ.ვჟიმავ _თქო თუ მოდი ვ.ჟიმაოთ უფრო გინდა და მაგას უმიზნებ
_რა საცოდაობაა... ისეთი ტონით ამბობ თითქოს ან ერთი რომ მინდოდეს ან მეორე დანაშაულია და უნდა მაწუხებდეს ეს სურვილი . გულისამრევია , არ მეთანხმები?
_ვერაფერს დაგპირდები, მაგრამ რაც მახსოვს ჩვენი ამბის შემდეგ არავისთან ვყოფილვარ
_იმის დაშვებას აკეთებ, რომ შეიძლება არ გახსოვდეს ... ასეთ დროს საჭესთან ბრუნდები და ისიც არ გახსოვს ვისთან ერთად ხარ, სად ხარ , რა გინდა , მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ეს შენ ხარ, კაცი , მაშასადამე დაბადებიდან დამოუკიდებელი პიროვნება, ერთპიროვნული მმართველი
_სოფია , რაზე ვბაზრობთ ახლა
_მხოლოდ ჩემს მავნე ქცევებს რატომ ხედავს სამყარო... შენ რომ ამდენს ეწევი, სვამ, ჩხუბობ, ჩქარა ატარებ , საზიზღარ ადამიანებთან კონტაქტობ ნორმალურია?
_გინდა კარგი ბიჭი გავხდე ? როგორიც გინდოდა , ვერ იპოვნე, მე შეგიყვარდი და ახლა გეგმა ბე _ზე გადადიხარ?
_არც მე ვარ ის ვინც მოგწონს, მაგრამ გიყვარვარ და ჩემი ცხოვრების ამოყირავებას აქტიურად ცდილობ. მე ვიცი რაც აღარ უნდა გავაკეთო, ყოველთვის ვიცოდი , მაგრამ ეგ იყო ჩემი გაქცევა ... ახლა შენს გარდა არაფერი მჭირდება , მაგრამ შენ არ იღებ ცვლილებებს, არ ცდილობ თავს გაუფრთხილდე . იცი რა დამემართა ეზოში მდგომი შენი მანქანა სულ მთლად დამტვრეული რომ დავინახე? სახლამდე როგორ მოვედი არ მახსოვს და შენ ამ დროს ბიჭებთან და არა მხოლოდ ბიჭებთან ერთად აღნიშნავდი გადარჩენას
_საუკუნის წინ მომხდარ ამბავს იხსენებ
_ახლა რა შეიცვალა
_შენთან ვარ და ეს შეიცვალა
_ჩემთან ხარ, დამიცავ ვიღაცების ცემით , იმით რომ აღარავინ ისაუბრებს ჩემზე, ეცოდინებათ რომ დაკავებული ვარ და შეიქმნება გადაულახავი ბარიერი ჩემსა და კაცებს შორის. გმადლობ, მაგრამ მე მჭირდება მენდობიდე, მხედავდე და იცოდე რაა ჩემგან მოსალოდნელი . შენ კი მოდიხარ, მიბრაზდები იმისთვის რომ სიმართლე მივახალე იმ შენს ვაიმეგობარს და მაიძულებ თავი დავიმცირო , უკან წავიღო სიტყვები და მეტიც, თავი მოვაჩვენო თითქოს მეც დავუმეგობრდი გოგოს , რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია შარვალში ჩაგიძვრეს
_შენ ჩემი მეგობრების უმეტესობა არ გევასება და რა გავაკეთო
_უამრავს იცნობ და ყველა მეგობარს გიწოდებს , ყველას ეხმარები და არავის იშორებ თავიდან . სულ არ მომწონს ეგ ფაქტი , მაგრამ არასდროს ჩავერევი სხვა შემთხვევაში თუ როგორც ქალს არ შემეხება
_ყველა ჩემს ქალ მეგობარს უნდა ჩამოყვე ? აბაროტია აბა რა არის
_ყველას არა , მხოლოდ იმათ ვინც ნებისმიერ დროს წაიკუზება... სახლში მიმიყვანე თუ არ გინდა , რომ იქ უარესი ვუთხრა
_ანუ უკან არ დაიხევ და ბოლომდე შენსას მიაწვები
_მერყევი ხასიათი არ მაქვს , როდესაც ვიღაცის არმოწონებას ეხება საქმე
_კიდევ რა გეგმები გაქვს , რომ ვიცოდე და მზად ვიყო
_მინდა მიყვარდე და გენდობოდე . ვიცოდე, რომ ჩემი გჯერა ... მშვიდად მიყვარდე , შენს გვერდით ვიყო და არა შორს . სხვა გეგმა არ მაქვს
_შენი მიმოწერები არ წამიკითხავს. ტელეფონი ისე დაგიბრუნე როგორც წავიღე , მხოლოდ მისთვის უნდა მეჩვენებინა მტკიცებულებად , რომ ენა ჩაეგდო . შენი მჯეროდა თორემ ასე თვალდახუჭული არ გავხსნიდი მასთან შენს საუბარს . ნუ გგონია,რომ არ გენდობი . უბრალოდ ემოციებს ხშირად ყვები, ჯერ ვერ აკონტროლებ თავს და იმიტომ აკეთებდი სისულელეებს ... არ მოგწონს კესო? შენ ნუ დაიმცირებ თავს მასთან ან ვინმე სხვასთან საუბრით . მითხარი მე და მორჩება ! მე იმიტომ დავუნგრიე თავ_ყბა ზოგ_ზოგიერთს, რომ იმათ არ ესმოდათ შენი არა , რომ გაეგოთ არაფერი დაემართებოდათ _ მანქანა გზიდან გადაიყვანა , აღელვებულ გოგოს თავზე მოეფერა შემდეგ სახე თავისკენ შეაბრუნებინა და რამდენჯერმე აკოცა _ შენ ვერ იჯერებ რომ მე გხედავ ... გინდა უცებ გავფემინისტდდე და მთელი აზროვნება კი არა ცხოვრება შევიცვალო . არ გამოვა ეგ, როგორც შენ ვერ შეიცვლი ხასიათს და არც მინდა შეიცვალო ისე ვერ გადავკეთდდები წესიერ ბიჭად. მე არ ვარ თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი , ჩემი ცხოვრების წესი მაქვს , ჩემი გზა და რაღაცებს უნდა შეეგუო
_ტირილი მინდება ასე რომ მიყურებ და მელაპარაკები ... ვერ ვიგებ რა გავაკეთო ამდენი ემოცია რომ გამოვუშვა და არ დავიხრჩო . სულ შენთან მინდა და რომ ვარ მაშინაც არ მყოფნი . დავიღალე, ვერ ვეჩვევი ... სულ მგონია , რომ უცებ მოგბეზრდები და საერთოდ წახვალ . სადმე გადაიკარგები
_ჩემო პატარა , გინდა ჩემთან გადმოხვიდე? _ჯერ ჩახუტებულს ეფერებოდა, ლოყაზე კოცნიდა და იღიმოდა მერე კი წინადადება გააჟღერა რომელმაც სულ მთლად დაუკარგა წონასწორობა სოფოს
_შენ ახლა ერთად ცხოვრებას მთავაზობ?
_არა მხოლოდ შენ... თათაც რა თქმა უნდა იქ იქნება სადაც შენ და მასთან დაშორება არ მოგიწევს
_არა, ასე არ შეიძლება... ჯერ შეყვარებულობას ვერ შევეჩვიე და ნორმალურად კიდე ვერ გაგიცანი . თათასთან ერთად ვერ შემოგისახლდები თანაც მოსე გადაირევა. არა , არ ვიცი წინადადებას ვადა თუ არ გაუვა შემდეგ ვნახოთ . ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მინდა ან
_დამშვიდდი, მე უბრალოდ შემოგთავაზე და შენ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია. ასე ნუ ნერვიულობ ყოველთვის, სულ მგონია რომ ცუდად ხდები ისე გიცემს გული
_შენ როგორ შეგიძლია ჩხუბის დროსაც მშვიდი იყო
_სულ ასეთი ვიყავი , არ ვიცი რა გითხრა თორემ გასწავლიდი როგორ მოუფრთხილდე თავს _ ლოყიდან ტუჩებზე გადავიდა და მერე ისევ ლოყას დაუბრუნდა _ პარასკევია... დავიკიდებ საქმეებს . მითხარი სად წავიდეთ , მარტო მე და შენ
_ჯერ სადმე სადაც გემრიელობებს შევჭამთ და მერე რომ დავნაყრდები მოვიფიქრებ
_როგორც შენ იტყვი
-მიყვარს ეს ჯადოსნური სიტყვები
.............
-დავიღალე _ მძიმედ მიაბიჯებდა და ვოისს უგზავნიდა ვაჩეს ერთი კვირაც არ გამიცდენია და ასე მგონია არასდროს ვყოფილვარ ამ რეჟიმში
_ როგორმე გასწავლი როგორ უნდა გააკეთო ყველაფერი ისე რომ ენერგიაც გქონდეს და განწყობაც
_ცხოვრების გაკვეთილები ვაჩესგან ...
_სადილზე დავიწყოთ პირველი გაკვეთილი, გელოდები
_გოგონებს უნდა შევხვდე , შევუთანხმდი
_მერე მე? არ მიმიღებენ შენი დაქალები?
_ოთხიდან სამს რომ მოსწონხარ უხერხული არ იქნება ?
_მე არ ვმალავ შენდამი გრძნობებს, შენ მმალავ თორემ მე სულ მზად ვარ ვთქვა , რომ მიყვარხარ _ჯერ ტექსტს უგზავნიდა ბოლო სიტყვა კი ვოისი იყო
_ერთ კაფეში თუ ვიქნებით შორიდან ხომ არ მიყურებ , ერთად დავსხდეთ
_დისკომფორტს თუ შეგიქმნი სხვაგან ვისადილებ
_უკვე ვხედავ გოგონებს , მალე მოვალთ _ გადაწყვეტილება მიიღო და ვაჩესთან შეხვედრის შანსი არ დაკარგა.

ფეხით განაგრძობდნენ გზას, გოგონები როგორც ყოველთვის ახლაც ჭორაობდნენ , სწრაფ _სწრაფად გადადიოდნენ თემიდან თემაზე და ვაჩემდეც მივიდნენ
_აუ შენ არ იცი ამ კვირაში რა მოხდა ... ბომბა ამბავი გამოტოვე
_მოსალოდნელი ამბავი იყო, ხომ ვამბობდი ვაჩე სხვა ლეველია ეგ გოგო ვერ გახსნის მის გულის კარს_თქო
_მადროვე მოვუყვე როგორ მოიშორა ... მისმენ თუ არა დეაკო
_გისმენ ყურადღებით _ ამჯერად მართლა აინტერესებდა რა მოხდა
_ მოკლედ შენ რომ არ იყავი იმ დღეებში თეკუნამ კიდევ ერთი შეკრება მოაწყოო. რატომღაც აქ ამერიკა ჰგონია და ააწიოკა მეზობლები იქ სადღაც მთის წვერზე აყარა ამდენი გიჟი_გადარეული . შენი ძმაც იქნებოდა იქ სხვათაშორის და არ მოგიყვა ... აუ უეჭველად იქედან მოდიოდა _როგორც ყოველთვის თემიდან გადაუხვია არადა უკვე ახლოს იყვნენ დანიშნულების ადგილთან
_გთხოვ მთავარს დაუბრუნდე თორემ მეც არ გეტყვით შოკისმომგვრელ ამბავს
_რა ამბავს? აუუ კაი ხო მოკლეედ იქ ვაჩეც იყოო რა თქმა უნდაა საერთოდ ეჭვი მაქ ყველა შეკრება მისთვის ჰქონდა მოწყობილი აბა ისე ვერ დაუახლოვდა საკმარისად და ლა ექნა პატალაც . დალია ქალბატონმაო, ზომაზე მეტიო და შესაბამისად ნორმაზე მეტად ეკიდებოდა ვაჩესაცოო მერე ამ თხას კოცნა დაუპირებია, ჩახტომია კალთაში და გაჰკიოდა შენზე ვგიჟდები , შენ რატო არაფერს გრძნობოო .... დეგენერატკა , ვაჩეს რო არ გაეჩუმებინა რეებს წამოაყრანტალებდა კიდე ვინ იცის . ბიჭი რო ჯელტმენია და უკიდეგანოდ მამაკაცური. გაუყვანია იქედან საერთოდ
_როგორ , სად გაუყვანია _ ისედაც ბრაზობდა რომ წარმოიდგენდა სიტუაციას და ბოლოს საერთოდ დაკარგა კონტროლი
_ჩემმა წყარომ მითხრა მე ისეთ ადგილას ვიყავი ყველაფერს ვხედავდი და მესმოდაო. ეზოში გაუყვანია , სადღაც დაუსვამს და მოკლედ როგორც იცის ისე მიუსვია თავის ადგილას. ახლა ოღონდ ის გამაგებინა ვაჩეს ვინ უყვარს ასე თავგამოდებით თეკლას კი არა ნაშასაც რომ არ იკარებს ...
_აი ღმერთოოო ამდენი დღეა მოსვენება დავკარგეთ ყველამ . მე მაინც მგონია ამის შიკრიკმა სწორად ვერ გაიგო და არავინაც არ უყვარს უბრალოდ იმას უთხრა მე და შენ მეტი არაფერი გვექნება და ამის იქეთ შანსი არ გვაქვსო
_ხო მერე დაურეკავთ და სადღაც გაქცეულა სულ არ გახსენებია თეკლუნა ...
_ჩემი საბრალოო თქვენ უნდა ნახოთ რა დეპრესია აქვს ... მე ეგ ამბავი რა თქმა უნდა კლასში არ გამივრცელებია. ზოგს ჰგონია ვაჩემ რო გაიყვანა იქ ამბები მოხდა და ესეც არ უარყოფს დიდად, მარა მე ხო ვიცი სიმართლე
_რა დროს თეკლაა ქალო , ვაჩეს გული ვისია ეგ გამაგებინეეთ თორემ შევიშალეე
_მე გაჩვენებთ, ოღონდ მთელს სამყაროს ნუ გააგებინებთ _უკვე კართან იყვნენ დეა რომ გაიბადრა, თვალი ჩაუკრა გაოგნებულებს და პირველი შევიდა _იცოდეთ არაფერს გეტყვით და ინფორმაციულ ვაკუუმში დაგტოვებთ თქვენ თუ გაავრცელებთ ამ ამბავს მანამ სანამ ჩვენ გავერკვევით _მიდიოდა და თან ლაპარაკობდა, შემდეგ მაგიდებს გადაავლო თვალი , ვაჩე როგორც კი იპოვნა ხელი დაუქნიაა და მისკენ სულ ფრენა _ფრენით წავიდა. ბიჭი რომ წამოდგა და მოეხვია იას გაუგებარი ბგერები წასკდა გაოცებისგან დანარჩენები კი ისე უბრალოდ დადუმებულები მიაბიჯებდნენ.
_დასხედით თქვენც , მოდით _ჯერ კიდევ დეას სკამზე ჰქონდა ხელები დალაგებული სხვებსაც რომ გადახედა
_ბევრი დრო არ გვაქვს გოგონებო, დასხედით გონს მოდით და წავიდეთ...
_წყალი მინდა ... კაპლით ან უმჯობესია კაპლი ცოტა წყლით _ დეას გვერდით მჯდომ ვაჩეს უყურებდა ხან თავად დეას და გაღიმებული ჩურჩულებდა სიტყვებს
_რა უთხარი ასეთი დეა ? მგონი მართლა არ არის კარგად
_შესანიშნავადაა, ამოცანის ამოხსნაში დავეხმარე და იმდენად შორს იყო პასუხისგან , რომ ვერ იჯერებს _ ბიჭს თვალებში შესციცინებდა და ისე იღიმოდა ვაჩეს საერთოდ უთიშავდა გონებას
_მაგ პასუხს მეც თუ მეტყვი ერთხელ ... არა? კარგიი მაშინ გოგონები გამაცანი თორემ მე ყველას არ ვიცნობ . ხშირად გადაიკვეთება ჩვენი გზები ამ რამდენიმე თვის განნავლობაში _ახლაღა შებრუნდა მათკენ და რომ გაუღიმა იამ ისევ ამოუშვა გაუგებარი ბგერები . დანარჩენებმა კი თავიანთი სახელები უთხრეს. დეამ ზუსტად იცოდა ვაჩე ყველა მათგანს,რომ იცნობდა ,მაგრამ არაფერი უთქვამს.
_ალუბლის ნამცხვარი გვინდა , სულ ახლახანს რომ დაამატეთ მენიუში _ მიმტან გოგონას გაუღიმა და შემდეგ ბიჭს გახედა_შენ რომ გიყვარს ზუსტად ისეთია ... დავტესტე დილით
_ეს ნამცხვარი საიდან გაჩნდა... აქ არ ჰქონდათ
_შენს დეასაც ჰყავს ერთი _ორი კონდიტერი ნაცნობი და შეუძლია საქმეების ჩაწყობა _ ზუსტად იცოდა რა უნდა ეთქვა , როგორ უნდა გაეხარებინა ბიჭი და მიიღო კიდეც ის შედეგი რაც სურდა . სულ არაფერი უთქვამს, ისევ არ გამოუხატავს დეტალებისგან მიღებული ემოციები სიტყვიერად. ხელზე აკოცა და გოგოს გაოცებულ წამოძახილზე გაეცინა
_მიისი დეა? _ ვაჩეს ნაცვლად გააჟღერეს კითხვა
_მივირთვათ , თორემ ვაგვიანებთ ჩვენც და ვაჩეც - გოგონების ქაოსიც კი ჩაახშო და მშვიდად ისადილა . წასვლამდე ჩვეულებად გადაქცეული კოცნა დაუტოვა ბიჭს და უჩვეულოდ თავისუფალმა განაგრძო გზა მეორე დანიშნულების ადგილამდე.
"მგონი მივხვდი როგორ მივიღო ენერგია . ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა მიყვარდე !"
.....................
_ასე მოვკვდები _ძლივს სუნთქავდა , ხელთათმანები მოიშორა და მოსეს მიმართულებით ისროლა _ სულ გავიწყდება , რომ მე სპორცმენი კი არ ვარ და შეჯიბრისთვის კი არ ვემზადები უბრალოდ მინდა სხეული ტონუსში მქონდეს
-კარგი რა, მართლა ასე მალე დაიღალე?- იცინოდა და სესილიასაც აბრაზებდა
_იცოდე 5 ქულას გამოგაყოლებ
_საქმეებს ერთმანეთში ნუ ავურევთ თორემ გაგწურავ იცოდე
_მაგ თითს მოგამტვრევ
_რა მუქარებია, რა სიველურეა ღმერთო ჩემო
_მოსეეე
_მოდი , მოდი დავასრულოთ დღეისთვის კმარა . დილით ვირბინოთ , საღამოსაც და მერე სხვა ვარჯიშებსაც დავამატებ
_და ბოლოს რომელიმე სპორტულ შეჯიბრზე გავალ ... ქალთა MMA ხომ არ ვცადო
_არ შეიძლება, გცემენ და ცოდო ხარ _ ისეთ კარგ განწყობაზე იყო იმ დღეს თითქოს მართლა სესილიას მწვრთნელობა აკლდა მის ცხოვრებას და ესეც მიიღო _ წელზე ხელი მოხვია, თავისკენ მიიზიდა და ყელში აკოცა _მაინც ვერ ვიგებ რა გინდა , ყველაფერი მკვრივია ... პრესზე ვიმუშაოთ ? _ თითებით შიშველ კანზე ეხებოდა , წელიდან მუცლისაკენ გადმოინაცვლა მეორე ხელი კი საჯდომისკენ ჩააცურა _ სულ მალე დავდებთ შედეგს თუ ჭკვიანად მოიქცევი და ჩემს მითითებებს მიჰყვები
_სანიმუშო მოსწავლე ვიქნები, გპირდები _ ყურთან , ყბის კუთხეში აკოცა მერე ფეხი ისე გამოსდო ამაღლობელთან ერთად დაეშვა ძირს _ იმდენს ნუ იზამ მორიგი ტრამვა აგკიდო , პატარავ _თითები ყბაზე მოუჭირა ახარხარებულს და მერე ყელში აკოცა, კოცნას არ დასჯერდა და უკბინა კიდეც
_ვამპირად გადაქცევა არაა კარგი აზრი
_უნდა მოგნიშნო, თორემ ისე არ გასვენებენ და ფანებს დაგიფრთხობ , სალომე ამიჯანყდება ... რა გავაკეთო? ჩიხში ვართ მე და ჩემი მესაკუთრე ხასიათი
_მასწავლებელო, სულ უფრო მეტად მაშინებთ _ გასახდელისკენ დაძრულ ქალს მიაძახა და თავადაც უკან მიჰყვა -რჩები თუ უკან ბრუნდები
-უნდა დავბრუნდე, წერები მაქვს გასასწორებელი...

გასახდელიდან გამოსვლა მოსემ დაასწრო. კართან იდგა და ტელეფონს დაჰყურებდა, ვიღაცას წერდა შემდეგ კი მიღებული ვოისი ჩართო
-საცვლები საერთოდ არ მაცვია და შენ თუ მოხვალ
-შენ თუ მიხვალ სესილია საშინელებას დაგმართებს - ლამის ტელეფონი დაუვარდა ბიჭს ყურთან რომ ჩასჩურჩულა ქალმა ვოისი კი გრძელდებოდა და მეტად საინტერესო დაპირებების ჩამონათვალიც არ სრულდებოდა
-იმედია არ გგონია,რომ
-მე არაფერი მგონია, მხოლოდ დარწმუნებული ვარ ხოლმე და შემდეგ ყველაფერი სრულდება
-რა გავაკეთო , ყველას ხომ არ დავბლოკავ . როგორ გავფილტრო ვინ გულშემატკივარია და ვინ დაქრაშული
-დაქრაშული? ხოო , რაღაც სხვა უნდა იყოს- ტელეფონის ეკრანზე უკვე შეტყობინებად მოსული ფოტო გამოჩნდა , სესილია წარბისაწევით შეხვდა მოსემ კი თვალები აატრიალა- რა ასაკში ასრულებენ ეს ბავშვები ზრდა-განვითარებას?
-გეყოფა, უკვე- ეკრანი გათიშა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო
-მე კი მეყოფა , შენ რა გეშველება თორემ
-ინტერვიუ მაქვს მალე და ვიტყვი,რომ შეყვარებული მყავს
-შეყვარებული გყავს? მორჩა ყველა გულგატეხილი გოგო ნუდებს სხვაგან გადაამისამართებს
-სერიოზულად ბრაზობ ,ხომ?
-ამდენი ბიჭი რომ მწერდეს და თან ასე მწერდეს არ მგონია ხუმრობის განწყობა გქონდეს
-კაცები ასე არ იქცევიან ხოლმე
-უკაცრავად? ქალები ვართ მხოლოდ უთავმოყვარეო არსებები , ძ.ძუებს ვუფრიალებთ ყველას
-არაადეკვატური ხდები,რომ ეჭვიანობ
-არ ვეჭვიანობ , მშურს
-რა გშურს , ნუ გადამრევ
-მე არ შემიძლია ჩემი ფოტოების გამოგზავნა , არადა სულ მინდოდა და არცერთ შეყვარებულთან გამიკეთებია... ახლაც არ გამოვა, პედაგოგისთვის შეუფერებელი ქცევაა ნუდების გადაღება და გამოყენება მოსწავლის ფსიქოემოციური არასტაბილურობის მაპროვოცირებელი იქნება- დამწუხრებული გამომეტყველებით უყურებდა, მერე გაიცინა , თვალი ჩაუკრა და საჭესთან მოთავსდდა - სკოლაში თუ არ შემოივლი მე ამ კვირაში თავისუფალი დრო აღარ მექნება, ფოტოსესიებს დავგეგმავ და მაისიდან ეტაპობრივად გამოვუშვებ
-არანორმალურია - ავტოსადგომზე იდგა დეზორიენტირებული, საკუთარი მანქანა აღარც ახსოვდა . სიმწრის სიცილი ჰქონდა - ღმერთო ცოტა გამაძლებინე , დავუბრუნდე ჩემს რიტმს და მე ვაჩვენებ როგორ უნდა გრძნობებზე თამაში. ნუდებიო , ღმერთო
………………
_დეა სად არის ? _ ხმა რომ გაიგო კაცის მძიმე ნაბიჯები უკვე უახლოვდებოდა საძინებელს. იცოდა რაც ელოდა, გულისცემა ისე აუჩქარდა წამით გაითიშა შემდეგ კი სულ სხვა ადამიანმა გაიღვიძა _გაიღვიძე, ახლავე _ჩაბნელებული ოთახის კარი ხმაურით გააღო, შუქი აანთო და სანამ გოგონა თვალებს გაახელდა მანამ დაიწყო ომი _ შენთან საქმე არ მაქვს , ამას უნდა ველაპარაკო და მერე მოგხედავ შენც და იმ ვაჟბატონსაც თავი კაცად რომ მოაქვს და ისიც არ იცის მისი და სად დაძვრება !_მაკას კარი ცხვირწინ რომ მიუხურა ღრიალებდა უკვე .
_მამა , მეგონა საქეიფოდ იყავი და გაბრუებული მოხვიდოდი , კარგ ხასიათზე , ცეკვა_თამაშის გუნებაზე თუ დაგაკლდა შენს ბიჭთან ერთად დაამატებდი მოსაწევს. რა დაგმართნია, მამიკო ასე ვინ გაგაბრაზა
_მეღადავები გოგო? მოსაწევზე და დალევაზე მართავ ლექციებს შენს ძმასთან და თვითონ რა ჯანდაბას აკეთებ ! შენც დანარჩენებივით გამოთაყვანდი და დაჟე უარესი დაიმართე? ვიღაც ღლაპს დააკერინე თავი და საკუთარი სიტყვების წინააღმდეგ წახვედი ახლავე ? აბა ჯერ უნდა ვიცხოვრო , ჩემი მიზნები მაქვს და მერე შევიყვარებ , დავქორწინდები , ცხოვრებას მივიწყობო? მაგათ საჭირაო თემად არ ვიქცევი და დედას არ მ.გიტყნავო ? რომ დაგიჯერე ისე არავისთვის რომ არ დამიჯერებია ესააა ახლა? ვიღაც გ.ნდონა მამამისის ტრ.კით გაჩითულ ტიპზე ავარდი და მის გამო მომატყუე? ყველამ ყველაფერი იცის რაც იყო და არ იყო უკვე ვეღარაფერი გააჩუმებს მაგათ , მორჩა იმაზე უარესი გააკეთე ვიდრე ნიამ გამიკეთა
_თუ დაასრულე დაჯექი , გთხოვ ისედაც არ ხარ ფხიზელი გულს ისე ნუ დაიტვირთავ რამე რომ დაგემართოს და თავი დაიღუპო . შენი , საკუთარი ცხოვრება არ უნდა გააჩერო მამა , თავი არ უნდა მოიკლა ინფარქტით იმის გამო, რომ შენი ძმაკაცები სრულიად უვიცები , პრიმიტიული ქმნილებები თავიანთი ჭორიკანა ცოლებით და შეუმდგარი შვილებით შენზე იჭორავებენ . იცი რატომ განგიხილავენ შენ ყველაზე მეტად? მაგათზე აღმატებული ხარ, უკეთესი ხარ იმიტომ რომ არ გყავს მათსავით ქარაფშუტა ცოლი , საკუთარ თავზე მზრუნველი და მფლანგველი კი არაა შენი მონაა თავიდან ბოლომდე და მორჩილი ბოჩოლასავით მოგყვება იქეთ საითაც წაიყვან, ეტყვი და აკეთებს ... ყველაფერს რაც შეუძლია და არ შეუძლია რომ ზურგი გაგიმაგროს. სანამ ისინი ვალებში იხრჩობიან შენი ცოლი ახალ კაბას ისე არ ყიდულობს თუ არ შეგითანხმდა ბიუჯეტზე , რომლის სრული ნახევარი მისი შრომის შედეგიცაა . საერთოდ ეს შენი მამის დატოვებული სახლ_კარი , ბაღჩა_ვენახები , ყველაფერი ფეხზე რომ დგას დედაჩემის დამსახურებაა და არა შენი . სტუმართმოყვარე კაცის სახელით რომ ამაყობ და ყველა ასე გიცნობს ეგეც დედაჩემის დამსახურებაა , როგორი გათიშულიც არ უნდა იყოს , რომელ საათზეც არ უბდა მოვიდეს სტუმარი ღიმილიანი სახით რომ ხვდება ყველას და წუთებში აწყობს სუფრას. შენ სულ უკმაყოფილო ხარ მაინც. გეშინია რამე კარგი არ უთხრა და არ გაახსენდეს შენზე უკეთესი რომ იყო და არის. ამის კომოლექსი გახრჩობს , დღემდე გგონია , რომ შენ მისი შესაფერისი არ ხარ და უბრალოდ შეაბი ! ეს წყეული სიტყვააა ახლა ვაჩე კი არ გაშინებს, საკუთარი თავი გახრჩობს. ვერ ხვდები , მაგრამ ზუსტად იმის გეშინია , რომ მე შენთვის სათაყვანებელ, იდეალურ გოგოს ჩემთვის შეუფერებელი, რაიმეთი ნაკლები შემიყვარდება და მერე ის ისე დამამონებს როგორც შენ მაკა. მაგას ვერ გადაიტან ხომ ასეა. ჩემზე გონს კარგავ , ზუსტად იცი რეალურად იმას ვფიქრობ რაც სწორია , ყველა დანარჩენისგან განსხვავებით მოთმინების უნარი მაქვს და იცი შენ ამით საერთოდ არ გგავარ. დედაჩემს ვგავარ , ხო იმ ქალს ვგავარ ყველანაირად შენ რომ ჭკუა გეკეტება ის გიყვარს, მაგრამ ცოცხალი თავით არ ეუბნები სანამ ძალიან, ძალიან არ დათვრები და უბრალოდ არ ჩაკვდება ის ბნელი კაცი რომელსაც ჰგონია, რომ ქალს სისუსტეს თუ აჩვენებს ის აუცილებლად მიატოვებს , გაექცევა ან არც კი ვიცი რას გააკეთებს. არ ვიცი, ბოლომდე კიდევ ვერ ამოვხსენი შენი კომოლექსების წარმოშობის და გავრცელების დიაპაზონი . ზედმეტად ღრმაა და ძალიან მალავს შენს ნამდვილ სახეს. თვითონაც აღარ იცი ვინ ხარ, ის იქცევი როგორც იმ ეარუმატებელი ,.ხელმოცარული ხალხის მიერ შექმნილ ჭორებით აშებებულ,ბოღმიან სოციუმს აწყობს. ყველაფერს აკეთებ და გვაკეთებინებ , ოღონდ მაგათ ყბაში არ მოხვდე... არაფერი მითხრა , არ შემაწყვეტინო. დავასრულებ და მერე რაც გინდა ის გააკეთე , თუ გინდა სახლიდან გამაგდე და საერთოდ ამომშალე ოჯახიდან . ოღონდ ჯერ მომისმინე , ეგ გაბრუებული ტვინი ბოლომდე ჩართე და ცხოვრებაში ერთხელ პირადად შენ გადაწყვიტე რას გააკეთებ , ბრბოსგან შორს მდგომმა _ იცოდა ასეთ საუბარს რომ არ ელოდა კაცი და შოკის ეფექტით სარგებლობდა. მთელი სხეული უთრთოდა, ხმა დაუსუსტდდა როდის დაეკარგებოდა არ იცოდა,ან ცრემლები როდის დაახრჩობდა , მაგრამ ზღვარი უკვე გადალახული ჰქონდა და უკან დახევას არ აპირებდა. სხვა შანსი აღარ ექნებოდა ყველაფერი იქ უნდა ეთქვა და დაენგრია კედელი ,რომელსაც წლები აშენებდა კაცი . სიგარეტის ღერი რომ ამოიღო , მოუკიდა და სკამზე დაჯდა უკვე იცოდა ბოლომდე მოუსმენდა , ვერ იმეტებდა პირდაპირ ჩასაქოლად და ეს ისე ანდომებდა ტირილს თავს ძლივს მოერია _ წარმოდგენა არ მინდა რა გითხრეს ჩემზე და ვაჩეზე . რა მოიგონეს ბიჭზე , რომელსაც არცერთი იცნობს . ისევე არ იცნობენ როგორც მთელს მის ოჯახს იმიტომ, რომ ახლოს არავის მიუშვებენ ისე თუ არ აფასებენ და გიგაურები იშვითად სწყალობენ ვინმეს. საბედნიეროდ ისინი შვილს ენდობიან , მის არჩევანსაც და იქამდე მიმიღეს სანამ მე მივიღებდი საკუთარ გრძნობებს . უბრალოდ კი არ დავიკერე , შემაბა, თავი მომაწონა და გამაბრუა _ შემიყვარდა ! გონი მაინც არ დამიკარგავს , ასეთი ნათელი აზროვნება არასდროს მქონია ახლა რომ მაქვს, ასეთი ძალაც არსდროს მიგრძვნია და მსგავსად მოტივირებულიც არ ვყოფილვარ როგორც ახლა ვარ , გრძნობების გამოხატვის შემდეგ . დიდი ხანია ვუყვარვარ , ყველაფერი გააკეთა ღიად და დაფარულად რაც კი შეეძლო და არ შეეძლო. წლები ვიტყუებდი თავს, ვაიგნორებდი და ახლოს არ ვუშვებდი იმიტომ, რომ ვიცოდი რაც მოხდებოდა. ბოღმიანი ხალხი შურისგან გასკდებოდა , ცუდიც რომ იყო ისიც შურთ შენ რომ შეგიძლია რაღაც საშინელება გააკეთო და იმათ დემონებიც სუსტი ჰყავთ. გიგაურთან ჩემი ყოფნა მხოლოდ იმიტომ შეშურდებათ მატერიალურად უზრუნველყოფილი რომ არის ... ამ სასაცილო ხალხს ხომ ფული ჰგონჯა შაკუთარი პრობლემა არადა მილიონი რომ დაურიგო ყველას ხვალვე მაინც არაფერი შეიცვლება მაგათთვის. ვაჩეს უკანასკნელი , რიგით მემილიონე პლიუსია მისი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა . გამგებლის შვილის სტატუსი საერთოდ ახრჩობს ვიდრე თავისუფლებას აძლევს. არავის და არაფრის გავლენით მოვხიბლულვარ , მარტო მისი სიყვარული მიყვარს და ჩემი თავი მის მთელ არსებაში. გემუდარები რაც გინდა ის თქვი ოღონდ მის სალანძღავად ნუ გამოიყენებ იმ სიტყვებს რაც წეღან თქვი . ვაჩემ უკვე იმდენი გააკეთა ჩემთვის ბევრ ქმარს არ დაუმტკიცებია საკუთარი სიყვარული ასე საქმით ... სიტყვით მხოლოდ მაშინ გამოხატავდა გრძნობებს ჭკუიდან რომ გადავიყვანდი და ისიც უკიდურეს შემთხვევაში ხდებოდა , როცა უსაშინლესად ვიქცეოდი და ისე ვაიგნორებდი გული უსკდებოდა. ახლა შენს წინ ვდგავარ , ზუსტად ის ვისაც მიცნობ , ერთ სიტყვასაც არ ვფუთავ , არ გატყუებ და არ ვალამაზებ იმისთვის რომ ჩემი სიყვარული გავამართლო. შენ ვერ გაატარებ იმ წნეხში რაც თვითონ მე გავაკეთე ამ წლების განმავლობაში , უბრალოდ ვერ შეძლებ ისე შეაფასო, ისე დააკვირდე როგორც ამას მე ვაკეთებდი . უკვე მიყვარდა და მაინც არ ვენდობოდი. ახლა საკუთარ თავზე მეტად ვენდობი, იმაზე მეტად ვუყვარვარ ვიდრე მე მიყვარს საკუთარი თავი , მაგრამ მე მაინც სულ და ახლაც , როცა ასე მიყურებ , შენ მიყვარხარ ყველა კაცზე მეტად. უბრალოდ ჩვენი სიყვარული ტოქსიკურია მამა , ჩემი და მისი არა. ის თავს მოიკლავს და მე არ მატკენს . შეუძლებელს შეძლებს და მე არ დამაზარალებს . ახლა რომ იცოდეს ჭორები დადის , რომ იცოდეს მე ცუდად ვარ მართლა არ ვიცი რას მოიფიქრებდა , მაგრამ დამიცავდა . ყველაფერს ვინანებ მისი სიყვარულის გარდა და გემუდარები არ დაუჯერო არავის სიტყვებს ...
_ამიტომ არ ჰგავხარ არავის არც ნიას და მითუმეტეს ლუკას. შეგიძლია მანამ მოითმინო სანამ საჭიროა და მერე ისე აფეთქდე , რომ ყველა ისარი სწორ წერტილს მოარტყა. შეიძლება მართლა ასეთი კარგი ბიჭია , გიმსახურებს და სწორი არჩევანია, მაგრამ ჩემთან მაინც შეცდომა დაუშვი. არ მითხარი , მომატყუე და არც მეტყოდი თუ ქორწინებამდე არ მივიდოდა თქვენი საქმე . ჩემი გეშინია და არ იცი რამდენად მიყვარხარ
_ვიცი , შენი სიყვარული რასაც ნიშნავს ესეც ვიცი და იმიტომ ვერ გითხარი ახლა. რამდენიმე დღე გავიდა მამა , ჯერ მეც არ ვიცი რა ხდება. ლუკაა პრიორიტეტი და მე ვერ მოვიდოდი ვერ გეტყოდი გიგაურზე იფიქრე როგორი სიძე იქნება _თქო. ყველაზე ნაკლებად ის მინდოდა, რომ ასე გაგეგო . ვაჩე არაა ის ბიჭი ვინც მამას უნდა დაუმალო ... უბრალოდ ჭორებს ვერ დავასწარი
"მამაშენი მოვიდა ? " ვაჩეს შეტყობინება რომ წაიკითხა გაეღიმა . ცრემლები შეიმშრალა და მობილური კაცისკენ შეატრიალა
_იცის სულ გელოდები . მეშინია მთვრალი საჭესთან რომ დაჯდები და გაურკვეველი ადგილიდან სახლამდე მოხვალ არაფერი შეგემთხვეს ... შენ კი ამბობ ფეხით რომ მოვდიოდე მაშინ ვიქნებოდი საშიშიო, ხუმრობ და გგონია სიფრთხილის გამოჩენაც არ გჭირდება რადგანაც გამოცდილ მძღოლად ითვლები, მაგრამ მე სულ მეშინია. შენ იცოდი , რომ გელოდებოდი? მისთვისაც არ მითქვამს,თვითონ მიხვდა და როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს სანამ შენ სახლში არ შემოაბიჯებ ისიც არ იძინებს _ კანკალებდა, ხელები სულ გაყინული ჰქონდა ემოციებისგან. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ ყველაფრის თქმა შეეძლო ... _ ნებისმიერი თემა შეგიძლია წამოჭრა , რამაც შეიძლება ამაღელვოს და მე გეტყვი ვაჩე როგორ იქცევა ამ დროს . ყველა მაგალითი იქამდე იქნება სანამ მისკენ ნაბიჯს გადავდგამდი . აღარ ვიცი რა უნდა გითხრა , ბევრი რამ მინდა , მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი ... მის დაკარგვას ვერ გადავიტან და არ მთხოვო არჩევანი გავაკეთო. განა იმიტომ რომ მას ავირჩევ და შენ ზურგს გაქცევ , რაც არ უნდა მოხდეს რამდენადაც ტოქსიკური არ უნდა იყო ჩემთვის, ახლაც ხარ , სულ იყავი და მაინც შენთან ვიყავი, ვარ და ვიქნები , მამა ... სულ რომ ნიას მსგავსად , ან უარესად მომექცე მაინც არ შემიძლია სხვაგვარად, შენზე მეტად არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს , ლუკაც კი არ მიყვარს ისე ძალიან როგორც შენ . არ მითხრა ,გთხოვ ... გემუდარები ნუ მაიძულებ ცოცხლად დავიმარხო . ეს არაა პატარა გოგოს და ბიჭის უბრალო სიყვარულის ისტორია , მასზე მეტად უბრალოდ ვერავის შევიყვარებ და შენ იცი მე რამდენად იშვიათად მიყვარდება ვინმე , რამდენად ცოტა ადამიანზე ვარ დამოკიდებული ... მე შეიძლება როგორღაც გავუძლო , წლებია თავს ვიკავებდი და ის , ის დაინგრევა ახლა რომ ხელი ვკრა . ახლა როცა ვაჩვენე როგორი ბედნიერი შეუძლია იყოს როცა უბრალოდ ვუღიმი , ახლოს ვარ , ველაპარაკები ... მამაა
_უნდა გეთქვა , რომ მიხვდი მოგწონდა მაშინვე უნდა მოსულიყავი და გეთქვა . უნდა გცოდნოდა, რომ არ აგიკრძალავდი ... მომატყუე , დამიმალე და სხვებივით დაიწყე ჩემს ზურგს უკან თამაში . მიღალატე , გესმის ? _ უკვე ატირებულს ეხუტებოდა, თავზე კოცნიდა და თვითონაც ემღვრეოდა ხმა _ ტვინში სისხლი ჩამექცა, რომ მივხვდი ასეთი მნიშვნელოვანი რამე დამიმალე . საშინლად ვბრაზობ , საკუთარ თავზეც და შენზეც . ასე უცებ არ გამივლის, ვერ გამივლის ხომ იცი . ყველას დედას მოვუტყნ.ვ შენ გამოვ. შენ არაფერზე უნდა ინერვიულო , შენ ვაფშე არაფერზე უნდა იტირო შენ ხარ ჩემი საუკეთესო , მზის სხივი გოგო . მოვკლავ იმ ჩემისას შენი ასეთი სიყვარული ოდესმე რომ ვერ დააფასოს და რამე მიქაროს . სულ ს.რზე ვინაა
_არ მაინტერესებს ... შემოვდივარ და შენ გამოდიხარ . გამოფხიზლდი ჯერ , გონს მოდი და მერე აუშალე ბავშვს ნერვები _ მაკა სანამ კარს გააღებდა მანამდე ლაპარაკობდა . მერე ჩახუტებულები რომ დაინახა გაიცინა _ ამათ შეხედე, მე ლამის გული გამისკდა დახოცავენ ერთმანეთს_თქო ეს ისეთია რომ ჩავრეულიყავი მერე მეტყოდა მამაჩემთან ლაპარაკი არ მაცადე ყველაფერი აურიეო და აჰაა , მაკა ინერვიულე, მაკა გული გაიხეთქე ესენი ჭუკჭუკებენ თურმე აქ . მეც მეტყვით რა ხდება თუ ჩემთვის გასანდობი ინფორმაცია არა გაქვთ მამა_შვილს
_ მოდი, მოდი შენც ჩაგეხუტები და წავიდეთ მერე . არ შევრიგებივარ ჯერ , გამოვფხიზლდები ხვალ კარგად და მერე ვნახოთ როდის გადამივლის წყენა _ ხელი გაშალა და ქალიც ჩაიხუტა _ შენ იცოდი შეყვარებული რომ ყავს ?
_რა შეყვარებული , გოგო აბა არაო ? მომატყუე?
_კარგი არ უნდა ახლა ამდენი ჩხუბი ბავშვს , შენ უთხარი დედაშენს რომ მომყვებოდი?
_სად მიყვება...რას ქვია მიყვება
_გაჭედა ახლა ,წამოდი ,წამო ერთმანეთი დავაწყნაროთ _ დეასთვის აღარაფერი უთქვამს, თავზე აკოცა სანამ ქალს მოხვევდა ორივე ხელს და მორჩა.
_რა დაგაწყნარო ... ნორმალური თუ ხარ. ბავშვი რა დღეშია , რა უთხარი ,რა ჯანდაბა ხდება. რა მოგიყვეს შენმა ჭორიკანა ძმაკაცებმა . მიწაში ამოვდებ ყველას ტყუილები თუ გითხრეს_დერეფნიდან ესმოდა მაკას ხმა , მაგრამ მერე აღარაფერი გაუგია,თავიანთი საძინებლის მიღმა აღმოჩნდნენ .
სახლში კვლავ სიჩუმე გამეფდა,მაგრამ სიმშვიდე არ ...

ყველა ემოცია ერთბაშად დაატყდა თავს, კანკალებდა და აჩქარებული გულისცემის გამო სუნთქვაც უჭირდა. ტიროდა , დაბინდული მზერით უყურებდა ვაჩეს შეტყობინებებს ,მაგრამ ვერ კითხულობდა . მასთან საუბრის ენერგიაც არ ჰქონდა,სიტყვას თუ იტყოდა ესეც არ იცოდა, მაგრამ ვერაფერი დაამშვიდებდა მის ხმას თუ არ გაიგებდა და თუ არ იგრძნობდა, რომ მარტო არ იყო
_მეგონა დაიძინე , ისევ არ მოსულა? თუ იცი სად არის გავარკვევ
_ვაჩეე _ საწოლზე იწვა და ტიროდა , თავიც ვერ გააკონტროლა , რომ არ შეეშინებია
_რა მოხდა, დეა ...
_მიყვარხარ ...
_რატო მკლავ დეა? ისევ შენთვის არ იქნება კარგი ჯანმრთელი რომ გეყოლები? ჩემი სიყვარული ტირილის მიზეზი რატომაა, რა დავაშავე ... რა ხდება ჩვენს თავს
_ მამამ იცის
_ ანუ მოვიდა , სახლშია და არაფერი შეემთხვა. რა იცის , მოდი გამოვიცნობ ... ჩვენზე გაიგო ? _ხმა შეეცვალა, მაგრამ არ იმჩნევდა _ საშინლად გაბრაზდა? იმდენად ძალიან ,რომ ბოლოჯერ მელაპარაკები ? _ სანამ დეა სახეს იმშრალებდა მანამ სუნთქვა შეეკრა _ დეა , გთხოვ აღარ იტირო ... ყველაფერი კარგად იქნება , მოვაგვარებ . გეფიცები მე
_ ბევრი ვილაპარაკე ... არც კი ვიცი რას ვამბობდი . ისე მიყურებდა მეგონა აღარასდროს დამელაპარაკებოდა , ისეთი ნაწყენია
_ მოვიფიქრებ რამეს , კარგი ? ხვალვე ვნახავ და ვეტყვი , რომ მხოლოდ მე მიყვარხარ შენ არაფერი დაგიშავებია და მხოლოდ იმის გამო არ გაგიბრაზდეს, რომ ასეთი საოცარი ხარ _ გული ყელში ებჯინებოდა, მაქსიმალურად ცდილობდა უემოციო სახე შეენარჩუნებინა და გოგო დაემშვიდებინა. რამდენჯერმე ჩაახველა ხმის გასაწმენდად, საუბარი რომ გაეგრძელებინა _ დეა, მე
_ შენ გგონია მიყვარხარ გითხარი და მანამდე მამაჩემს მოვატყუე ვაჩე ამეკიდა_თქო? ზოგჯერ როგორი დეგენერატი ხარ , ღმერთოო ... მართლა რა გემართება ჩემთან ? რით ვერ დაგაჯერე, რომ რეალური ვარ, მიყვარხარ და აღარასდროს დავმალავ ამ გრძნობას ... მისმენ თუ გაქვავდი , დედამიწაზე ხარ გიგაურო?
_მამაშენს უთხარი , რომ გიყვარვარ ?
_დიახ _ ცხვირი სულ წითელი ჰქონდა, თვალები შეშუპებული და ხმაა შეცვლილი, ისევ მოკეცილი იწვა, მაგრამ აღარ ტიროდა და შინაგან სიმშვიდემდეც მიიწევდა _ შენ რომ გადაეყრები , მხოლოდ სიმართლე უთხარი და სხვა არაფერი . მამაჩემთან ჩემს გარდა ვერავინ ვერაფერს გახდება , როგორი საოცარი ტექსტიც არ უნდა უთხრა
_შენ უთხარი ვაჩე მიყვარსო ... ვაჩეს როგორ უყვარხარ არ უნდა გაიგოს?
_ჩემი სახელი რამდენჯერმე ახსენე საუბრისას და დაიჯერებს ყველაფერს რაც შენს სიყვარულზე ვუთხარი _ უკვე იღიმოდა, ბიჭის ემოციებს გრძნობდა და მთელს არსებას უბრუნდებოდა დაკარგული ტემპერატურა _ ისუნთქე , ეს ყველაფერი უკვე მოხდა , რეალობაა _უკანასკნელ სიტყვებს გიგაურსაც ეუბნებოდა და საკუთარ თავსაც .
.....................
_გისმენთ
_სახლის წინ ვარ , ჩამოხვალ? _სანდროს ხმა რომ გაიგო წამსვე ფანჯარასთან მივარდა. ქუჩაში მდგომი ბიჭი დაინახა თუ არა მაშინვე გაეღიმა
_ვინ ელოდება გოგოს ასე პირდაპირ ფანჯრების წინ მაშინ როცა სახლში ჰყავს ორი ძმა და მამა
_აივნიდან გადმომძრომი და მერე საწოლის ქვეშ დამმალავი ტიპი თუ გინდოდა სხვაგან მოხვდი
_ წვიმს , შენ კი გარეთ დგახარ
_მე მიყვარს წვიმა , მაგრამ შენ ქუდის დაფარება არ დაგავიწყდეს
_მოვდივარ
_აქ ვარ და გელოდები

ქუჩის პატარა მონაკვეთზე სხვადასხვა მიმართულებით დადიოდა სანამ მარიამი დაინახა ,მერე გაჩერდა და მისკენ დაიძრა
_მიდიხარ და იმიტომ მოხვედი ,ხომ?_მოეხვია და მაშინვე იგრძნო წვიმას შერეული სანდროს სურნელი
_იმდენად ადრე უნდა გავიდე , რომ სჯობდა ახლა მოვსულიყავი ვიდრე გამთენიისას
_კიდევ როდის ჩამოხვალ ...
_ბავშვებს უკან , რომ წამოვიყვან მაშინ
_უკვე , რომ მენატრები? არ მყოფნის შენთან გატარებული დრო , მინდა დიდხანს ვისაუბროთ, უბრალოდ გიყური და მეტი გავიგო
_ეს მანძილი ერთ_ერთი დისკომფორტის შემქმნელი ბარიერი იქნება , რომლის გაქრობას უბრალოდ ვერ შევძლებ
_ხშირად უნდა მომწერო, დამირეკო და მესაუბრო
_მთელს შენს დროს მე ნუ დამითმობ , მოითმინე და ყველაფერს გაიგებ
_იმედია არ ფიქრობ , რომ ინტერესის დაკმაყოფილების გამო ვარ შენთან _ შიში გაუკრთა თვალებში , თავი მაღლა ასწია და მზერა გაუსწორა
_ დამშვიდდი, ნუ გგონია , რომ მე ოდესმე ვერ გაგიგებ და თუ იქნება მსგავსი რთული შემთხვევა აუცილებლად ვისაუბრებთ . გაურკვეველს არაფერს დავტოვებ_ თვალთან ახლოს, ყვრიმალზე აკოცა და მერე გოგოს გაყინული თითები მოიქცია მტევნებს შორის _ დროა წავიდე . მარტო ერთი რამე გახსოვდეს , კარგი ? შენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება , მე კი ყველაფერი შეიძლება გავიგო , ყველგან გავჩნდე ან იყოს ვინმე ვინც შენ გამო ყველაფერს გააკეთებს , მაგრამ შენ ხარ ისევ ისეთი სრულიად თავისუფალი და ეს არ შეიცვლება არასდროს . არ უნდა შეგეშინდეს იმის, რომ მე უმიზეზოდ გავცოფდები და ვინმეს რამეს დავუშავებ _ ისეთი ხმა ჰქონდა, მშვიდი ღამისა და წვიმის ფონზე , ისე უყურებდა , ისე ეხებოდა საუბრის დროს გოგოს თითებს შეუძლებელი იყო სუნთქვა არ შეგკროდა _ მოვკვდები კიდევ რომ დავინახო შენს თვალებში ის შიში მაშინ,ტყეში დაჭერისას რომ გქონდა _ისევ თავისკენ მიიზიდა, მოეხვია და ლოყაზე აკოცა . მიდიოდა , წავიდოდა , მარიამს კი გაშვება არ შეეძლო
-არ წახვიდე- ხელი მაჯაზე ჩაკიდა და მანამ გააჩერა სანამ მოშორდებოდა _წვიმა ხომ გიყვარს , გავისეირნოთ
_არ გამოვა
_ არ გავცივდები, ნუ ღელავ
_დღეს სახლში უნდა დაბრუნდე , გელოდებიან
_ვინ ... _ინსტიქტურად გაიხედა სახლისკენ და ფანჯარასთან მდგომ სილუეტში უფროსი ძმა, ილია ამოიცნო _ პრობლემა არ არის
_ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი , რომლის თავხედურად ერთბაშად გადაკვეთა არ შეიძლება
_მე თავისუფლებას მაძლევ და თვითონ
_მოდი დღეს სასიამოვნო ნოტით დავასრულოთ და გპირდები, მეორე შეხვედრისას აუცილებლად გავისეირნებთ _ხელის გულზე აკოცა , მერე ლოყაზე მიიდო მისი მტევანი და წამით თვალები დახუჭა
_ეცადე მონატრების სიმძიმემ არ შეგვაწუხოს _ ამჯერად თავად აკოცა , სადღაც იქ სადაც შრამი ეგულებოდა და მერე სწრაფად წავიდა სახლისაკენ.


_ როდის დაიწყე მსგავსი შეხვედრები ? - ილია დერეფანში შეეგება
_სულ ახლახანს
_ვინ არის, ვიცნობ ?
_სანდრო ჯანაშია
_შეუძლებელია _ ყველას ელოდა მის გარდა _როდის გამოვიდა ,შენ სად გადაეყარე
_ჩემი ლავ სთორის წერა ახლა დაიწყო და ჯერ მოყოლას არ ვაპირებ... ბავშვებს რომ ვუამბობ იქვე თუ იქნები გაიგებ
_ჯანაშია შენი მანიპულატორული მარწუხების ქვეშ არასდროს მოექცევა
_რატომ მიწოდებ მანიპულატორს, არ გრცხვენია?
_თამაში არ გეგონოს მარიამ, სანდროს სასიყვარულო დრამები არ სჭირდება და ისე ნუ იზამ მონსტრად გადაიქცეს.
_მის გამო გეშინია თუ ჩემ გამო
_შენ გამო ვერ შემეშინდება , სანდრო ყველაფრისგან დაგიცავს და ჩვენ ისევ შენთან ვართ , შეჩვეული ხარ ვიღაცას რომ მოსწონხარ , მერე იშორებ ... ჯანაშია ვერ გაგიმკლავდება , მასთან ვერ იპოვნი იმ კომფორტს და დაშორებას ის მეტად მტკივნეულად შეხვდება ვიდრე შენ . გითხრა რატომ? მის ცხოვრებაში არაფერია შენზე ნათელი , თუ მიგიღო , გარისკა და უყვარხარ მერე წყვდიადში ჩატოვებ. მის მსგავს კაცებს საყვარელ ქალთან მიჯაჭვულობა განუზომელი ძალით უყალიბდებათ . ცეცხლთან თამაშობ, მას დაწვავ , მაგრამ ის რას იზამს ღმერთმა იცის მხოლოდ
_შენ მხოლოდ შორიდან იცნობ , მასზე მოსმენილი ამბებით ვერ მიხვდები და თუნდაც გეთანხმებოდე, უარს ვერ ვიტყვი მასთან ყოფნაზე ... თუ არ ვცდი თავს ვერასდროს ვაპატიებ, მსგავსი შეგრძნება არასდროს მქონია და მასთან განშორებაზე ფიქრი უკანასკნელია რაც მინდა.
_მის ცოლად წარმოიდგენ თავს? ამხელა ძალა გაქვს, რომ ნულიდან დაიწყო შენება
_ცოლ_ქმარი ისედაც ნულიდან იწყებს და ვინც სხვის შექმნილზე სახლობს ისინი ყოველთვის მარცხდებიან ... ასე რომ თუ აქამდე მივალთ მე წინააღმდეგი არ ვიქნები. ამაზე ფიქრი ზედმეტად ადრეა, ნუ გაართულებ
_ ჩანასახშივე რთულია და შემდეგ არც კი ვიცი რა იქნება... შენ ზედმეტად მსუბუქად უყურებ სანდროს. მესმის კარგი ბიჭია, მაგრამ ადამიანი მარტო არ არის ეს უნდა გაიგო , რეალობაა ის , რომ გვინდა თუ არა ჩვენი ოჯახი, საზოგადოება, წარსული , აწმყო ყველაფერი მოქმედებს და ეს კაცი რამდენადაც გასაოცარი არ უნდა მოგეჩვენოს , მის ირგვლივ ყველაფერი ტოქსიკურია
_ მომწონს, მაინტერესებს, მიზიდავს და ის შეგრძნებები მაქვს რასაც ველოდი სულ ... ჯერ ძალიან ადრეა ქორწინებაზე კი არა სიყვარულზე საუბარიც. ისიც ასე თვლის, ეს მცდელობაა უკეთ გაცნობა და დრო გვიჩვენებს
_ჯანაშიას შუაღამეს ჩვენი სახლიდან გაჰყავხარ , გეხვევა , გეფერება ... ისე უყვარხარ გონდაკარგულია უკვე
_ღმერთო სახლთან მოსვლა და ჩახუტება ამ დასკვნამდე როგორ გგზავნის _იცოდა, განა არ იცოდა ილია სიმართლეს რომ ეუბნებოდა,მაგრამ არ უნდოდა მასთან ეღიარებინა . სიყვარულზე პირველად სანდროსთან უნდა ესაუბრა , მოვლენებს ვერ გაუსწრებდა და ილუზიებს ვერ შეიქმნიდა .
_ჩვენებმა იციან?
_ჯერ არაფერია რასაც მოვყვები ... შენ სულ სხვა ვინმე გიყვარდა წლების წინ, მერე კიდევ რამდენს ხვდებოდი და ახლა მას სთხოვე ხელი ვისაც ყველაზე ნაკლებად ველოდით. ვინ , ვინ და შენ ნამდვილად უნდა იცოდე რამდენად დაუგეგმავი გრძნობაა სიყვარული და მთლიანად ქალისა და კაცის ურთოერთობა
_მაგ ურთიერთობის კიბეს საფეხურებით არ გადის ყველა ზოგი პირველიდან პირდაპირ ბოლოზე ხტება და მერე უკან დაბრუნება შეუძლებელი ხდება
_მე არ გამოვტოვებ არცერთ საფეხურს
_როგორი ვინმე ხარ , ხომ ვიცი მაინც ისე გააკეთებ როგორც გადაწყვეტ . აქ ვართ ჩვენ და სულ აქ ვიქნებით , იმედია ისეთი რთული არ იქნება თქვენი ცხოვრება სიყვარული რომ დაგავიწყოს ,სხვა ყველაფერი გაივლის
............
_გამარჯობა
_გაგიმარჯოს ...
_მე ვაჩე ვარ , გიგაური
_შენ ხარ გამგებლის ბიჭი? _ განზრახ ეკითხებოდა, თორემ ზუსტად ახსოვა დეას სიტყვები
_ბევრი ვინმე ვარ, მათ შორის შვილიც , მაგრამ თქვენთან საუბარი მინდა ისე როგორც ბიჭს, რომელსაც დეა უყვარს _ისეთი პირდაპირი იყო, სერიოზული და უშიშარი , რომ კაცი გააკვირვა _თუ შეგიძლიათ აქვე დავსხდეთ და ვისაუბროთ
_ხინკალზე მეპატიჟები?
_ლუდზეც , არაყიც შეიძლება ... თუ მწვადსაც შევუკვეთავთ ღვინოც წავა
_დეა დიდხანს გამუშავებდა? _ წარბი მაღლა აზიდა და ისე შეხედა ბიჭს
_არაფერი უთქვამს, ეჭვი მაქვს გამირაზდება რომ გაიგებს შემთხვევითობას არ დაველოდე და ჩემი ინიციატივით შეგხვდით
_ხო , ტყუილებს ვერ იტანს და ძალიან თუ არ მოინდომებ დიდხანს ვერც მოატყუებ , განგებ თუ არ გაისულელებს თავს
_რამდენჯერაც მეგონა, მოვატყუე აღმოჩნდა , რომ ყველაფერი თავიდანვე იცოდა
_რა იცოდა ჩემი გამოთაყვანებული ბიჭის ხელით რომ უგზავნიდი სახლში ათას რამეს?
_როგორც სჩანს ლუკას ესაუბრეთ
_არა , მაგის ტყუილ_მართალს ვერ გაიგებს კაცი . სანდო არაა , დეამ მითხრა რაღაც_რაღაცები
_მანქანით გავიდეთ? _გარეთ იყვნენ უკვე ბიჭმა რომ ჰკითხა
_ფეხით გავიარით და იქამდე ვნახავთ არაყს დავლვთ ლუდს თუ რამე სხვას
_ერთი წუთით , მანქანიდან ავიღებ ჩემ ღვინოს ... თქვენი ღვინის დაგემოვნების უფლებას სანამ მოვიპოვებ _ კარი გააღო და ქაღალდის შეკვრა აიღო. შიგნით ერთი ბოთლი იდო მხოლოდ
_დაგენანა თუ ცოტა გაქვთ .გაუჭირდა მამაშენს ყურძნის ყიდვა?
_ჩვენი ვენახები გვაქვს ... პაპას აქვს , დედაჩემის მამას და მასწავლის მოვლას. ბიჭი არ ჰყავს ამიტომ , მე მხედავს მომავალ მევენახედ
_ყველგან ერთი ხარ და ყველას შენი იმედი აქვს?
_ასე გამოვიდა , დედა დედისერთაა , მამიდას შვილი არ ჰყავს და მე ვარ ერთადერთი შვილიშვილი
_ჩემ დეას ჰყავს სამაგიეროდ და არასდროს იქნება მარტო, ის კი გადაიბირე , მაგრამ ნიას ვერაფერს მოუხერხებ თუ რამე ისე არ წავა მე რომ აღარ ვიყო , სანამ ლუკა მოწვავს მანამ ცოცხლად გაგატყავებს ... მაგდენხანს გაქაჩავთ ვითომ? როდემდე აპირებ ჩემი გოგოს სიყვარულს
_ მესმის თქვენი, არასერიოზულად მიგაჩნიათ ჩემი გრძნობები ... სიყვარულის აღქმა გაუფერულდა ბოლო დროს, ყველას ყველა უყვარს, მაგრამ მე დანამდვილებით შემიძლია გითხრთ, რომ დეას ცხოვრებაში სულ ვიქნები სანამ ვინმე ჩემზე მეტა არ შეუყვარდება , მერეც როცა რაიმე დასჭირდება ნებისმიერ დროს მასთან ვიქნები , მაგრამ ამ გაგრძელების დაშვება არ მინდა . რამდენადაც დეას ვიცნობ ისევე ვარ დარწმუნებული მის გრძნობებში როგორც სკუთარ თავში . არასდროს გადმოდგამდა ნაბიჯს , რომ არ სჯეროდეს ჩვენი
_რას მეუბნები , რომ სიძეობას მიპირებ ?
_ მხოლოდ მაშინ, როდესაც დეა იქნება მზად ამ ეტაპისთვის და ის არასდროს დამთანხმდება თუ თქვენ არ გენდომებათ ჩვენი ერთად ყოფნა
_მე სულ არ ვიცოდი შენზე, მაგრამ შეყვარებულები მშვენივრად გახდით ... ყველაფერიც გაგირკვევიათ და დაგილაგებიათ . ხომ არ დაგაგვიანდათ ჩემი აზრის გაგება . შენ არა , ჩემს შვილს ... შენ მე პასუხს ვერ მოგთხოვ მანამ სანამ რამეს არ დააშავებ დეასთან მიმართებაში
_ყველაფერი ცუდად აეწყო, ლუკას მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა თქვენთან საუბარი და მე ჯერ კიდევ არ მჯერა , რომ აქ ვარ იმ რეალობით , რომელშიც დეას ვუყვარვარ_სრულიად გულწრფელი იყო , ზოგჯერ დაბნეული, ხან მორცხვი და ხანაც სრულიად თავდაჯერებული _ ოდესმე თუ გოგონა მეყოლება , ვისურვებდი ისე ვუყვარდე როგორც თქვენ დეას
_გოგო , აუცილებლად უნდა გყავდეს ... სამყარო სხვანაირია გოგოს მამა რომ ხარ და ორი თუ გყავს ხომ საერთოდ. თან ყველა ცოდვისთვის ისჯები და თან ყვლა სიკეთისთვის გაჯილდოვებს ღმერთი . ნია პირველი შვილია და მამობის განცდა მთლიანად მასთანაა დაკავშირებული, მაგრამ დეაზე მითხრეს ბიჭიაო , დაბადებამდე ველოდით ბიჭს და დაიბადა დეა . ჩვეულებრივი არასდროს იყო , არც იქნება და შენ გამო თუ მე მომატყუა ე.ი მისთვის ღირდა...
_ლუკა უსაზღვროდ უყვარს ... მე არ ვიცი როგორია და_ძმის კავშირი, მაგრამ თქვენს შვილებს ნამდვილად აქვთ სამაგალითო კავშირი. მისმა მგომარეობამ , შექმნილმა სიტუაციამ იმდენად დაანგრია ჩემი იქ გამოჩენა შვება იყო მხოლოდ. ისე იყო არეული დამიჯერეთ თავადაც ვერ გაიაზრა როგორ აღიარა ჩემი სიყვარული და ვერ გაუბრაზდებით იმ ურთიერთობის გამო რაც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. არ შეიძლება მასზე ნაწყენი იყოთ , ვერ გადატანს თუ მალე არ მიხვდება რომ აპატიეთ და ნუ ანანებინებთ ბედნიერად ყოფნას
_შენ დეას გაბედნიერება ასე მარტივი გგონია ? საერთოდ ქალის გაბედნიერება მარტო ყურადღებით და საჩუქრებით შეიძლება? ცხოვრება იმდენ დაბრკოლებას ქმნის სიყვარულს სულ გადაგავიწყებს , მერე რა იქნება დეამ თავისი პირადი ცხოვრება უნდა აიწყოს ჯერ , უამრავი მიზანი აქვს და ამ მიზნების განხორციელებაში ხელის შეშლის უფლებას არავის მივცემ. შენ რას აპირებ , სად უნდა ისწავლო რა უნდა გააკეთო _დანიშნულების ადგილს ხედავდნენ უკვე, რომ გაჩერდა
_სამედიცინოზე ვაბარებ , გავითვალისწინე ერთი რომ ვარ და ზედმეტად ბევრი ადამიანია ჩემზე დამოკიდებული
_და მარტო შენ რომ იყო აბა სად წახვიდოდი
_ჯარისკაცობა მინდოდა , მაგრამ ამ მონაცემებით ფორმას და იარაღს ჯარის შემდეგ მხოლოდ მაშინ გამოვიყენებ თუ ჩვენ ქვეყანაში დაიწყება ომი.
_დეამ იცის ეეგ?
_კი , რა თქმა უნდა
_სამხედრო ექიმი იქნები , არა ?
_მაქამდე შორია
_ეგ გინდა , ვერ მოისვენებ და უცებ რომ გაგაგორონ მერე ?
_შეიძლება სოფლიდან ქალაქში მიმავალ გზაზე დამემართოს რამე და აღარ ვიყო . წინასწარ ვინ იცის როდის დასრულდება ჩვენი ცხოვრება, ეგ მხოლოდ ღმერთმა იცის და მე შემიძლია ვთქვა , რომ დეას განზრახ არ შევუქმნი სადარდებელს .თქვენ ხომ იყავით აფხაზეთში და
_და ვიცი რა უბედურებაა როცა იარაღი გიჭირავს და ადამიანის მოსაკლავად ხარ მზად. ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი და რამდენად მართალიც არ უნდა იყო იარაღს რომ იღებ ცოდვებით ივსები ამიტომ სჯობს ექიმი იყო და საქართველო ომის ზღვარზე აღარასდროს მივიდეს. იარაღი თუ გინდა სანადიროდ წავიდეთ ერთ დღეს . მე, შენ და ლუკა ... მაგრამ ეგ ისეთი დალეწილია მომავალ წლამდე მეეჭვება საერთოდ ნორმალურად გავლა შეძლოს _ გზა განაგრძო , კართან იდგა უკვე ბიჭს რომ გახედა _ არ მოდიხარ ? თუ გეშინია დათვრები და ეს დალაგებული საუბარო წყალში ჩაიყრება
_ერთი ბოთლი არ გვეყოფა, მეტი უნდა წამომეღო , აშკარად არ ვყოფილვარ თავდაჯერებული _ მოეშვა, უკვე ზუსტად იცოდა , რომ ყველაფერი წარმოდგენილზე კარგად მიდიოდა. მართალია კაცმა კიდევ უამრავი კითხვადაუსვა , მაგრამ არ ეშინოდა არაფერი ჰქონდა ისეთი რის გამოც ტყუილის თქმა დასჭირდებოდა. იმ დღეს მხოლოდ თემურმა გააკვირვა, სულ სხვანაირ ადამიანად წარმოედგინა და სულაც არ აღმოჩნდა ამდენად მძიმე მისი აზროვნება .

..................
_ქალბატონო დეა , შეიძლება თქვენს გვერდით დავჯდე? _ მისაღებში დაუხვდა მთელი ოჯახი , ნიას ელაპარაკებოდნენ და ტელეფონის ეკრანს დაუქნია თითები _ჩემს არანორმალურ გოგოს სალამი
_რა ხდება თეიმურაზ? უჩვეულოდ თვალებციმციმა ხარ ჩვენი პრობლემების ფონზე
_შენ კაცების აზრების კითხვა დაიწყე რაც მაგათ მთავარ წერტილს მკურნალობ?
_აი ხო აღიარებ რომ ტვინი კი არა ზუსტად ეგაა შუა ნაწილიც თქვენი თავიც და ბოლოც
გაჩერდი ახლა ნუ გადამრევ ,კარგ ხასიათზე ვარ და შემარგეთ . ჩემი ქალი სად წავიდა? რომ მიმოიხედა და მაკა ვერ დაინახა _ მაკრინე
_აი ხო გგონიათ ახლა რო მოსაფერებლად ეძახის , არაა უეჭველი კომპოტი უნდა , ფეიხო
_აიი ვამბობ რა ეს არის კუდიანი, კაცების ტვინში ძვრება და ხელებს აფათურებს თუმცაა მოფერებაზეც არ ვიტყვი უარს . მაკრინეე, გინდა მეოთხეს კეთება გავაგრძელოთ?
_როდის დავიწყეთ ?
_მე წავედი, მორიგეობა მიხმობს... გკოცნიით _ ნიას საქმეები ელოდა და დროზე ადრე დაემშვიდობა ყველას.
_ მესამეს რომ შევატყვეთ ვერ გამოვიდა მთლად ისეთი როგორიც გვინდოდა მაშინ ... ძაან გაგვიგრძელდა, სირცხვილი მე . დეას უნდა მოეყვანა ამ სახლში ნორმალური კაცი? არ შეიძლება ასე, ვიბოღმები მაკრინე... ბიჭი მინდა მეორე _ ქალს უკვე ჭიქებში ჰქონდა ჩამოსხმული კონპოტი და მაგიდასთან იდგა ხელზე რომ აკოცა
_მამა , რა თქვი ?
_რა ვთქვი, წინააღმდეგი ხართ? არ მაინტერესებს მთავარი მე და მაკრინე ვართ, ნუ იასნია ბავშვის ამბავში მაკრინეა
_რამდენი წლის ხარ გავიწყდება?
_სამაგიეროდ შენ ხარ პატარა და ქორფა _ ჩუმად ელაპარაკებოდა, თვალები უციმციმებდა და თითებზე ეფერებოდა
_რა დალიე ასეთი
_მამა ვაჩე ნახე? თუ ვისთან ილაპარაკე ვაჩეზე, ხომ გთხოვე არ გინდა არაფრის გარკვევა სანამ თვითონ არ ნახავ_თქო. არავინ იცნობს და ვერავინ გეტყვის როგორია _დეას ისე მოეღუშა სახე ცოტაც და იტირებდა
_რა გინდა შვილო? ისე ორმაგი სტანდარტები რატომ გაქვთ? ჩემი სიმთვრალე არ მოგწონთ და მაგ შენმა ვაჩემ ლამის დამაგდო. არა გამოცდილება მაინც თავისას შვება , მაგრამ დავბერდი მაგის ასაკში მეტს ვსვამდი
_ვაჩესთან ერთად დალიე?
_არ იცოდი ლოთობის პოტენციალი რომ აქვს? წყვილს შორის განხეთქილების მიზეზი გავხდი მაკუნა ?
_ნუ მაიმუნობ ნორმალურად თქვი რა მოხდა , რა გააკეთე
_ მე ვაფშე არაფერი გამიკეთებია... ბიჭი მოვიდა, ყველაფერი გააიასნა , დამკერა და წავიდა . ცოლად თუ არ გაჰყვება სულ არ გავათხოვებ , მორჩა მე გიგაურის მეტს სიძედ არ მივიღებ არავის , ოღონდ ჯერ არა ... ჯერ ადრეა
_გამარჯობა, ვყოფილვარ მართალი? რომ დამაყარე საავადმყოფოში და დამახურე თავზე ყველაფერი. მოღალატე კი არ ვარ ვიცოდი რა ჯიგარია და იმიტომ ვეხმარებოდი . ესაა ჯიუტი და დაუნახავი . აი მე რო არ ვყოფილიყავი გადაეყრებოდა ვიღაცა გალსტუკიან პეპელას ... _ ლუკა შესაფერის მომენტს ელოდა საუბარში ჩასართავად
_შენ საერთოდ ხმა არ გამაგონო . უნახავს დებს საიდუმლოებს ბიჭი ... ვაჩეს აგვარებიებს პრბლემებს და ტრიპაჩობს მერე
_ეგ თვითონ გითხრა?
_არა , თვითონ მითხრა ლუკა მაგარი ბავშვია, ოღონდ დრო სჭირდება რომ გაჩვენოთო და მე ყველაფერი გავიგე და გავარკვიე შენ რაც მიქარე . მანქანას ვერ ეღირსები სკოლის დამთავრებამდე და მერე ვნახოთ სად ჩააბარებ, რამხელა გრანტით , როგორ დახურავ პირველ სემესტრს
_კაი რაა ... მანამდე მანქანას არ იყიდი?
_ვიყიდი , მაგრამ დეასთვის ... პრავას როგორც კი აიღებს ეგრევე
_არაფერი მინდა მე ... ვაჩესთან რა მოხდა ნორმალურად მითხარი.
_კითხე და მოგიყვება , წავედი მე დავიძინებ ხვალ კონტეინერი ჩამოდის ბათუმში ვარ წასასვლელი ... ხოა ღირსი ახლა ავაგდო დილას და ვუთხრა დავაი სიძე დავაწვეთ ბათუმში_თქო _თავისთვის ლაპარაკობდა და მეორე სართულისკენ მიდიოდა _ მაკრინეე მიხედავენ ბავშვები თავს, ჩემთან მალე ამოდი
_მე ავალაგებ წადი და ჰკითხე შემირიგდა თუ არა
_ვერ ხედავ რო შეგირიგდა? შენ კი არა ვაჩეს სიძეს ეძახის
_ვაჩე რომ მოეწონებოდა ვიცოდი ისედაც , მე თუ მაპატია ეგ გამაგებინეთ
_ რა ყველაფრის გართულება გიყვარს დეა დღეს გადაუვლის თუ ხვალ რა აზრი აქ. თამაშობს ახლა უბრალოდ
_აქვს და შენ არ გესმის
_სად მიდიხარ, მოდი დამეხმარე საძინებელში გავიდე... ჩემ ბედს შევეცი ამ ზაფხულს გულავს ვაპირებდი უმანქანოდ დარჩენა იქნებოდა? _ იქვე იყო საძინებელი, მაგრამ იქამდე მისვლაც უჭირდა მარტოს.

ვაჩესთან თუ არ ისაუბრებდა და მისგან არ მიიღებდა ინფორმაციას ისე ვერ დამშვიდდებოდა. ჯერ მიწერა, გაიგო ,რომ ჯერ კიდევ არ ეძინა და შემდეგ ვიდეო ზარი განახორციელა
_კამერა ჩართე
_ნწ , არ გვინდა კამერა
_ვიცი მთვრალი რომ ხარ
_ხვალ ვილაპარაკოთ , გთხოვ
_ცუდი რაღაცები გითხრა ?
_ვაფშე არა ... ჯიგარია , შენ თავს ვფიცავარ
_შენ ხარ იმდენად კარგი , რომ ფიზიკურად ვერ მოახერხებდა ცუდად მოქცევას თორემ ჯიგარი კი არა , მიწასთან გაგასწორებდა
_მთავარია ყველაფერი დალაგდა და რომ არ მენახა ხომ ვიქნებოდი გაურკვევლობაში?
_კამერა ჩართე , ასე ნუ მალაპარაკებ
_აჰაა _ საწოლზე პირქვე იწვა, წელს ზემოთ შიშველი იყო , ბალიშზე ჰქონდა ერთი ხელი შემოხვეული და თავი მარცხნივ , ტელეფონისკენ ჰქონდა შებრუნებული უყურებდა _ ძალიან , ძალიან მთვრალი ვარ და ვიცი ვერ იტან
_მე შენს შემთხვევაში იმ შეგრძნებას ვერ ვიტან მთვრალიც საყვარელი, რომ ხარ და გაორებას მმართებ. აი სიგარეტით ხელში მდგომს რომ გიყურებ და მომწონხარ ეგ საერთოდაც მეზიზღება , მაგრამ რა უნდა გავაკეთო უძლური ვარ შენს უკიდეგანოდ სიმპათიურ ანატომიურ_ფიზიოლოგიურ_სულიერ ხილულ და უხილავ სამყაროსთან
_მოწევას მინდოდა გავშვებოდი, მაგრამ ასე თუ მოგწონს ერთ_ორ ღერამდე დავიყვან _ ტელეფონი აიღო , წოლის პოზა შეიცვალა და ზურგზე გადმობრუნდა
_ნამდვილად არაფერი მომხდარა ისეთი რაც გულს გატკენდა ან ძალიან გაგაბრაზებდა ? არ მინდა ჩემ გამო რაღაც ისეთს შეეგუო რასაც სხვა დროს არ დაუშვებდი. უნდა ვიცოდე და დაველაპარაკო , ვერ დავუშვებ გაურკვეველი დარჩეს და შენ უკან დაიხიო , დამძიმდე , დისკომფორტი შეგექმნას ან მის გარემოცვაში ყოფნისას როგორმე შეიზღუდო ... საერთოდაც ახლა რამდენჯერაც ნახავ იმდენჯერ ნუ დალევ , ეგ სულ სუფრაზეა და ყველა ჯერზე შენც ნუ შეუერთდდები მხოლოდ იმიტომ , რომ ღრეობაში ჩართცა ჰგონია კარგი ტიპობა
_დამშვიდდი, მისთვის თავის მოსაწონებლად არ დამილევია. დაძაბული ვიყავი სანამ მივხვდებოდი, რომ კეთილგანწყობილი დამხვდა. გეფიცები არაფერი მომხდარა ისეთი რაც ცუდად დამამახსოვრდებოდა, პირიქით, აი ნახავ თუ არ ვიმეგობრებთ
_ზედმეტსაც ნუ მოინდომებ , თორემ ის როდის შეიცვლის განწყობას არავინ იცის . ნინო სახლშია?
_ სულ ტყუილად გგონია მამაშენი შეუგნებელი ტიპი, თუ ჭედავს ასე უნდა ალბათ , მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის. შენზე და ნიაზე საუბარში ისეთი რაღაცები თქვა ორივეთი ამაყობს და ორივეში დარქმუნებულია, მაგრამ არ გამოხატავს ისე როგორც ნორმაა. ნინო მორიგეა
_ნესტანმა იცის მთვრალი , რომ ხარ?
_ნწ, თავის კაბინეტში იყო რომ მოვედი , მაგრამ არ ჭედავს ეგეთებზე. იცის იშვიათად ვსვამ და უზომოდ ბევრს არასდროს
_ცუდად რომ გახდე მერე ?
_ჩემო სიცოცხლეე, ნერვიულობ ? ვაფშე არაფერი მემართება, დავიძინებ , გავიღვიძებ , დილას მინერალურს დავლევ და ეგაა ჩემი დეტოქსი
_ნამდვილად?
_შენ ნამდვილად ნამდვილი ხარ?
_ ლამისაა მამაჩემს დაუძმაკაცდე და რით ვერ დაიჯერე ,რომ მიყვარხარ?
_სულ მწარე დარჩები რა ...
_ვაჩე, ჩემო სიყვარულო ახლა დაიძინე , ხვალ შევხვდებით _ ხმა დაიტკბო, გამომეტყველებაც შეიცვალა და ბოლოს კოცნაც გაუგზავნა . მანამ გათიშა სანამ ვაჩე რამეს ეტყოდა , სამაგიეროდ შეტყობინება მიიღო მალევე
_ მანამ არ მოისვენებ სანამ ბოლოს არ მომიღებ , ხომ ?
_ტკბილი , მშვიდი და უშფოთველი ძილი შენ , გიგაურო
_ ჩემი სიზმრების სიმშვიდე გადმოსდებოდეს შენს სიზმრებს
_ხვალ მომიყევი, არ დაგავიწყდეს
_დეაა !!!!
_ნუ ყვირი , დაიძინე _ სიცილს ვერ იკავებდა. ბოლოს როგორც იქნა მობილური გადადო , ბალიშს შემოჰხვია მკლავები და თვალები დახუჭა. ასე მშვიდი ძილის წინ არასდროს ყოფილა , სიზმრებზე კი ვაჩეს სურვილები გავრცელდა და ნამდვილად არ ყოფილა ისეთი მოსათხრობად რომ გამოიყენებდა.

...............
_რატომ არ მეუბნები როდის იქნება ბრძოლა _ ღვინო მოსვა და მზერა გაუსწორა _ მოსე , ვიცი მწვრთნელთან ისაუბრე , ექიმთანაც იყავი , ვგრძნობ როგორი დაძაბული ხარ
_მეშინია, რომ დავმარცხდები და არ ვიცი წაგება მაფრთხობს თუ უფრო ის რაც მერე შეიძლება მოხდეს. არ ვიცი რა რეაქცია მექნება დამარცხებული რომ ჩამოვალ ოქტაგონიდან
_და რომ მოიგებ შემდეგ რა იქნება ამაზე ფიქრობ?
_მწვრთნელს ესაუბრე?
_თავად მესუბრა... მითხრა დიდი მომავალი აქვს, კიდევ რამდენიმე ბრძოლას მოიგებს აკვირდებიან და ქვეყნიდან წასვლის შანსი ექნებაო
_ჯერ არ გადამიწყვიტავს წავალ თუ არა
_რა უფრი გაშინებს წაგება თუ მოგების უწყვეტი სერიები და ქვეყნის დატოვება
_სულში ნუ მიძვრები ხოლმე, მაგ ფიქრებს ვბლოკავ ჯერ _ჯერობით
_როდემდე აპირებ, გამძიმებს ხომ ხედავ ... უნდა იცოდე მოგება რისთვის გინდა . საკუთარ თავს, რომ დააჯერო შენი ძალების აღდგენა თუ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დიდი ნაბიჯისთვის გჭირდება . გაურკვევლობაში მყოფი არ უნდა დაბრუნდე
_ადრე წასვლას ვგეგმავდი, ოცნებად მქონდა
_ ახლა რა გაფერხებს ...
_სერიოზულად მეკითხები ? რამდენიმე თვეზე კი არ არის საუბარი, იქ უნდა გადავცხოვრდე , ვაჭრობა წავა და ვინც უკეთეს ვარიანს შემომთავაზებს იმ ქვეყანაში გავფრინდები . უკან დაბრუნებას წელიწადში რამდენჯერმე შევძლებ . ამისთვის მზად ხარ?
_შენ ჩემ გამო იკავებ თავს ? _ გაეცინა , ისე უყურებდა გეგონებოდათ მოეხვევა და აკოცებსო _ ჩემთან გინდა ყოფნა და იმიტომ ფიქრობ დარჩენაზე?
_მეკითხები , სესილია? _წარბები შეკრა, წყენა და გაბრაზება ერთდროულად იკითხებოდა მის სახეზე
_მე სულ შენთან ვიქნები სანამ ჩვენს შორის სიყვარული იქნება_თქო , მითქვამს მსგავსი წინადადება ხომ?
_აქ ვარ და შენი ცხოვრების ტემპს ძლივს ვუმკლავდები ... ათასობით კილომეტრი რომ დაგვაშორებს
_როდის გაქვს ბრძოლა მოსე ? _კვლავ პირველ კითხვას დაუბრუნდა
_ოცში მივფრინავ - იცოდა გააბრაზებდა, მაგრამ დამალვას აზრი აღარ ჰქონდა
_სამი დღით , იქნებ მეტითაც დაიკარგებოდი და მე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული პოსტებით გავიგებდი ბრძოლის ამბავს ? ყოჩაღ !
_სესილია, სულ გეუბნები არ მინდა , რომ უყურებდე იმ სანახაობას რაც არასდროს მოგწონდა და მითუმეტეს ახლა არ უნდა უყურო როგორ მირტყამს მუშტებს ვიღაც
_არ ვნახავ, შეგიძლია მშვიდად იყო და ამ გაურკვეველი აზრებით ახვიდე ოქტაგონზე - მაშინვე წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა
_სად მიდიხარ... სესილია
_ხელს არ შეგიშლი, იფიქრე ,ბარგი ჩააბარე და როგორც გჩვევია მარტომ მიიღე გადაწყვეტილებები. მე არ მოგაქცევ მარწუხებში
_ახლა მეჩხუბები და მტოვებ
_არა, გათავისუფლებ... მოიქეცი ისე როგორც გინდა
_არ გინდა, გთხოვ
_ასე აპირებდი წასვლას, რა პრობლემაა...დამოუკიდებელი პერსონა ხარ, მე ვინ ვარ მწვრთნელი თუ ექიმი . დაგელოდები და რომ ჩამოხვალ მოგებული, თავდაჯერებული, რიტმში დაბრუნებული შემდეგ უბრალოდ მოგილოცავ
_სესილია , გეყოფა ეს ირონია
- შენს ცხოვრებაში არ მიშვებ , ზღვარს ავლებ და მეც გემორჩილები , დისტანციას ვიცავ . ხომ მოგწონს ასე, ხოდა არ გეწინააღმდეგები ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა. სხვა რა გავაკეთო, რომ მშვიდად და კომფორტულად იგრძნო თავი
-ვერ ვიქნები მშვიდად და კომფრტულად სანამ არ გაირკვევა რა ჯანდაბა ელის ჩემს ცხოვრებას
- გაარკვიე , მე გელოდები .... უბრალოდ ნუ მთხოვ თან შენთან ყოფნას და თან არ ყოფნას . ორივე ერთად არ შემიძლია , ვერ დაგელაპარაკები რაღაც სისულელეებზე როდესაც შენ სულ სხვა პრობლემა გაქვს ამ დროს. ვარდისფერი სათვალის მორგება არ შემიძლია ამიტომ მივდივარ , სკოლაში დიდი ალბათობით აღარ მოხვალ ამიტომ უკან დაბრუნების შემდეგ შევხვდეთ - ლოყაზე აკოცა იმის ნიშნად, რომ ეს საუბარი ჩხუბი არ იყო , მაგრამ დიდი ვერაფერი შეცვალა. ამაღლობელმა შესანიშნავად იცოდა რა რთულად იყო ყველაფერი და რამდენად დიდი იყო მისი წვლილი ,მაგრამ მაინც განაგრძო ის გზა რომელიც არჩეული ჰქონდა. ბრძოლამდე მხოლოდ ვარჯიშზე იყო გადართული სანამ გონს არ მოიყვანა მოულოდნელმა სტუმარმა
-შენ ხარ მოსე ამაღლობელი? _ ვარჯიში გვიან დაასრულა, ღამე იყო უკვე ავტოსადგომზე რომ გავიდა . შუახნის კაცი იმდენად კარგად გამოიყურებოდა ასაკს რომ არ ემორჩილებოდა ფაქტი იყო, სუნამოს სურნელი ორი მეტრის რადიუსში მაინც იგრძნობოდა , მაჯაზე ძვირადღირებული საათი ეკეთა და ისე უყურებდა მისი ფანებს შორის საპატიო ადგილს რომ არ იკავებდა , რთული მისახვედრი არ იყო _შენთან საუბარი მინდა , სესილიასთან დაკავშირებით _ იქ უკვე ნათელი გახლდათ მისი ვინაობა- ბევრი დრო არ მაქვს , ჩემს შვილს გარდატეხის პერიოდი გაუგრძელდა და აჯანყებებს ვერ მოეშვა , შენთან ფიზიკურად არ გამოუვა ყოფნა . ვიცი , მესმის ასწორებს უფროს ქალთან ურთიერთობა, მაგრამ სჯობს დროულად შეეშვა სანამ თავად მობეზრდები მერე თავს გაიგიჟებ და მე შეგიქმნი პრობლემებს
_ავტოსადგომზე გინდათ თქვენს ერთადერთ ქალიშვილზე მესაუბროთ თანაც ამ ტონით? მე არ ვაპირებ აქ დავეყუდო და გავარჩიო ის საქმე რაც მხოლოდ ორს გვეხება . საუბარი თუ გსურთ მინიმუმ დრო უნდა გამოყოთ ისიც საკუთარი შვილისთვის და არა ჩემთვის . მე რჩევებს დიდი ხანია აღარ ვიღებ, მითუმეტეს უცნობებისგან და თუ ეს უცნობი ჩემთვის არაფრს წარმოადგენს ხომ საერთოდ - მაქსიმალურად ეცადა დროულად გაცლოდა, მაგრამ კაცი მკლავში წვდა და წასვლის საშუალება არ მისცა
_აქ მოდი შე მათხვარო ... იცი საერთოდ ვინ ვარ? რაღაცა საცოდავ ბრძოლებში იღებ მონაწილეობას და გგონია კაცი გახდი ორჯერ რადგან 3 ნოლიანი მოგება გაინაღდე? ერთი საწყალი, ტყიდან ჩამოხეტებული , ხეპრე ხარ. შენ რა იცი ჩემს შვილზე საერთოდ , მოგწონს და გგონია რამე უფლება გაქ? ვისზეც გ.დგებათ ყველა ქალთან რომ აბამთ რომანს და მიყვარსო გაიძახით მერე ამის რომანტიზებას ახდენთ , მაგარი თაობა ხართ? ან იმას მოსწონხარ გგონია? უბრალოდ ეგეთი ტიპია სიბრალულის გრძნობა აქვს ცამდე აყვანილი და ყველა შენნაირი ჰყავდა, ეგონა უყვარდა , მაგრამ ბოლოს უმიზეზოდ დაგიმთავრებს . ტყუილად გგონია დიდხანს იქნება შენთან, ფიზიკურად ვერ გაუქაჩავ მის ინტელექტს და სურვილებს . დიდი დიდი გ.ჟიმო , მერე ? თუ რამის მიღება შეუძლია შენგან ბოლომდე გამოგწურავს , ემოციურ დონეზე თორემ ისე შენნაირისგან რას უნდა ელოდეს სხვას.... მაგით კაიფობს , შენნაირების მართვის დიდოსტატია _ ახლოს იდგა , თითქმის ყვიროდა და ისე ანთხევდა შხამს . მოსეს არასდროს არავისთვის მოუთმენია ამდენი , ახლა კი იდგა მთლიანად დაჭიმული, სისხლისფერი თვალებით და სულში გაცოცხლებულ დემონს ებრძოდა კაცი სიკვდილის ზღვართან რომ არ მიეყვანა
_სესილია ნამდვილად შენი შვილია? შენნაირმა არასწორმა ასეთი ქალი თუ შექმენი კიდევ ერთხელ დავრწმუნდები, რომ რაც ვართ ადამიანები მხოლოდ საკუთარი თავის გამო ვართ და გენეტიკა არაფერ შუაშია. შენნაირისგან სისხლიც რომ აქვს ეგეც უტყდება დარწმუნებული ვარ ... საერთოდ არ გიცნობდი, შეიძლება ოდესმე ისე მოვსულიყავი შენამდე როგორც პაციენტი კარგ ექიმთან და მართლა სირცხვილით როგორ არ კვდები ექიმი კაცი ასეთი რომ ხარ . საცოდავი გგონივარ? მირჩევნია შენნაირისთვის ვიყო , ღმერთმა დამიფაროს ოდესმე შენ მე მოგეწონო . საკუთარ შვილზე ასე რომ ილაპარაკებ მერე თავი კაცად არ უნდა მოგქონდეს , ჯერ ხომ სიმართლისგან შორს ხარ და ახლოს რომ იყო მაინც . მე თუ არავინ ვარ , არარაობასთან სადღაც დ.დისტყვნ.ში მდგომი როგორ ლაპარაკობ გოგოზე რომლის ერთი ნებისმიერი დღე უფრო ღირებულია ვიდრე შენნაირის მთელი ცხოვრება. ისე მეცოდები , ახლა ისე მებრალები სესილიას რომ არ იცნობ , წარმოდგენა რომ არ გაქვს საკუთარი შვილის ხასიათზე და ღირებულებებზე ბრაზიც გამინელდა იმის გამო, რომ ყველა კომპლექსი რაც აქვს შენ გამოა. გიკვირს ხომ? გეცინება ... გგონია ჭკვიანი ხარ და ყველაფერს ხვდები რას რის გამო აკეთებს . შენი მოღალატე, ბ.ზური ცხოვრების , კაცობის და ქმრობის გამო რომ შორდება ყველას ვისთანაც სიახლოვეს გრძნობს, ვინც ოდესმე მოსწონებია ან ყვარებია , ეგ იცი? მოუშორებელი კომპლექსი , რომ დაუტოვე და ნულიდან დაწყების მიუხედავად მაინც მიჰყვება შენი დასმული დაღი ეგ იცი ? ხვდები და არ გიტყდება თუ აზრე არ ხარ , თავს იტყუებ ხომ? ცოლი გიტარებს , დაამონე , მისი სუსტი წერტილები იცი და ცხოვრებით ტკბები ხომ? შენს ნებაზე ხარ და თავი კაცად მოგაქვს . საწყალი მათხოვარი გგონივარ? უდიდესი მადლობა , შენნაირად რომ არ მთვლი კომპლიმენტად მივიღებ. სესილიას სურვილებს და გადაწყვეტილებებს, რომ არ ვცემდე პატივს ისე ვიზამდი მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ წამეშალე , მაგრამ არაფერს გავაკეთებ. ამ დიდებულ საუბარს ვასრულებ და მადლობა უთხარი სესილიას, მამად რომ გთვლის ისევ თორემ სხვა რომ იყო აქედან შენს კლინიკაში დაინვალიდებულს გადაგიყვანდნენ _არ ადროვა გაეგრძელებინა, თორემ იცოდა უკან რომ არ დაიხევდა. მსგავსი ადამიანები უკვე ფსკერზე მდგომები წარმოედგინა და მათ მიმართ არსებული ბრაზის კონტროლი თითქმის ყოველთვის გამოსდიოდა. უკან იხევდა იმდენად რამდენადაც შეეძლო, აზრი არ ჰქონდა არცერთ სწორ სიტყვას. მათი გონება დახშული იყო იმ აზრებითა და წარმოდგენებით რასაც წლების განმავლობაში საკუთარი ცოდვების დასაფარად ქმნიდნენ. როგორ არ უნდოდა სესილიას მამა დედაზე უარესი აღმოჩენილიყო და მისი ეჭვები გამართლებულიყო, მაგრამ კაცმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მანქანას სწრაფად მართავდა, დაძაბულსა და ბრაზმორეულს არც უფიქრია ისე აღმოჩნდა სოფელში, სესილიასთან
_სახლის კარი დაკეტე_თქო რომ ვამბობ, ხმა ერთ ყურში შედის და მეორედან გამოდის ხომ? _ შეუფერხებლად შევიდა მისაღებში. სესილია პლედში გახვეული იჯდა , ხელში წიგნი ეჭირა და ამ სამყაროდან გასული იყო
-მოსეეე _ უცებ წამოდგა , სავარძელშივე მდგომი მოეხვია ბიჭს და იმ წამს იგრძნო მასაც როგორ სჭირდებოდა- რა კარგია , რომ მოხვედი ისე ძალიან მომენატრე
_საოცრება ხარ იცი? შენ ხომ დარწმუნებული ხარ, რომ საუკეთესო ხარ და რომ არ გაღმერთებდე შანსი არ მაქვს ... _ ქალის სახე ხელებსშორის მოიქცი, შემდეგ თითები თმებში შეუცურა, რამდენჯერმე ლოყაზე აკოცა და ისევ მოეხვია
_შენც ძალიან , ძალიან მოგნატრებივარ ჩემო _თავი მხარზე დაადო და მსუბუქად სიცილნარევი ხმით წამოიკივლა ჰაერში რომ აღმოჩნდა . კიდევ უფრო მეტად მიეკრო აწ უკვე სავარძელში მჯდომს და მანამ ისხდნენ ასე სანამ მთლიანად არ აღიქვა _ პირდაპირ ვარჯიშიდან მოდიხარ?
_სახლში გასვლის დრო აღარ მქონდა
_დარჩები ? დარჩი გთხოვ ... გვიანია და ვინერვიულებ. საშინელი ამინდია, გაზაფხულია ,მაგრამ ვერ გაზაფხულობს
_დავრჩები , შენთან სამუდამოდ


ერთი სიტყვაც არ უთქვამს წასვლასთან დაკავშირებით რაც კვლავ არწმუნებდა მოსეს, იმაში ,რომ ქალი მის არჩევანს პატივს სცემდა. მასთან გატარებულმა რამდენიმე საათმა ყველაფერი გადაავიწყა, საოცარი ნიჭი ჰქონდა ადამიანის გაბედნიერების. მის გვერდით დისკომფორტს ვერ იგრძნობდი და მოსეც ისე მოემზადა დასაძინებლად თითქოს ყოველ ღამეს იმ სახლში, მასთან ატარებდა.

სესილიას გვერდით იწვა, ქალს უშფოთველად ეძინა ის კი თვალს ვერ ხუჭავდა. კაცის სიტყვები ჩაესმოდა დილამდე და მისგან წამოსულ სიბნელეს ებრძოდა. სულ გაუნათდდა ქალმა ძილშიც რომ იპოვნა მისი სახე , მოეფერა და კიდევ უფრო ახლოს აღმოჩნდა. ჩვილი ბავშვივით მშვიდი ძილი ჰქონდა, სულდამძიმებულ ადამიანებს კი მსგავსი ნთელი სახით არასდროს სძინავთ. ამაღლობელმა იმ დღის შემდეგ ზუსტად იცოდა, რომ სესილია იყო ყველაზე სუფთა , მართალი და ნამდვილი გოგო, რომელმაც წლების წინ, სრულიად მარტომ შექმნა გასაოცარი ქალი , ქალი რომელსაც ვერასდროს დათმობდა.
...................
_თქვენ იყავით ერთადერთი ვის ნახვასაც ციხეში ყოფნისას არ ველოდი ... ვიცოდი ჩემს მიმართ თქვენი დამოკიდებულება, მაგრამ სულ რამდენიმე ადამიანი იყო დარწმუნებული , რომ მე არასდროს არაფერს მოვიპარავდი . საშინელი პერიოდი მქონდა , თქვენთან საუბრის შემდეგ ძალა დავიბრუნე , რწმენა იმის , რომ იქ ყოფნა დასასრული არ იყო
_რომ მოვდიოდი მინდოდა მეთხოვა ჩვენება შეცვალე_თქო , მერე დაგინახე , ვისაუბრეთ და ვერ გავბედე მეთქვა ოჯახისწევრები დაასმინე_თქო. სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ ცხოცრებაში ეგ სამართალია ზუსტად შერჩევითი . ახლა შენ ნასამართლები ხარ , ციხეში გატარებული წლებით რომელსაც ვერავინ დაგიბრუნებს, დაკარგული სწავლის უფლებით, დაკარგული ბავშვობით , სანდრო ჯანაშია , რომელიც სულ სხვა კაცია
_იმ რეალობას უნდა მოერგო, რომელშიც აღმოჩნდები ... ვცდილობ შევცვალო მათი მომავალი ვისაც შანსი აქვს
_კიტა ვნახე , შორიდან ვაკვირდებოდი და მივხვდი , მაშინ სწორად მოვიქეცი შენ გადაწყვეტილებას რომ ვენდე . შენ არ გატყდი, ის კი იქ ცხოვრებას დაინგრევდა
_ჯერ კიდევ არ იცის ვინ არის და სამყაროსგან რა უნდა , მაგრამ არაუშავს ბევრი დრო აქვს . სჯობს თინეიჯერული გაურკვევლობები აწუხებდეს ვიდრე სხვა პრობლემები ...
_იცის , რომ თავიდანვე აპატიე?
_არა , თუ ეცოდინება რომ შევურიგდი მოდუნდება . სჭირდება, მიმტკიცებდეს , რომ შეიცვალა და ტონუსში იყოს მუდმივად მანამ სანამ არ იპოვნის საკუთარ გზას , რომელსაც წნეხის გარეშე გაჰყვება
_ლიზა სახლში დააბრუნე , ახლა კოლეჯში დადის და პროფესია ექნება , კიტას საკუთარი საქმე აქვს, ბავშვები ისეთი მოწესრიგებულები მოდიან სკოლაში ყველა მასწავლებელი აღნიშნავს ... გეგმას მიჰყვები , მათ ცხოვრებას ცვლი
_აქაურობის დატოვებას ვაპირებ ... მომავალი წლიდან ქალაქში გადავცხოვრდებით . აქ ვერასდროს იცხოვრებენ მშვიდად , მათი წარსულის გაქრობას არ მინდა, სულ უნდა ახსოვდეთ ყველაფერი შეცდომებზე რომ ისწავლონ, მაგრამ ახალი ფურცლიდან დაწყება გვჭორდება , იქ ცხოვრება სადაც არავინ გვიცნობს
_შენ უკეთ იცი , რა აჯობებს მათთვის
_შეხვედრა, რომ ციხეში მონახულების და ნდობის გამო არ გთხოვეთ , დარწმუნებული ვარ ხვდებით _მთავარ თემაზე გადასვლის დრო დადგა . ყველა მოსალოდნელი გაგრძელებისთვის მზად იყო , მაგრამ მაინც უჩვეულოდ ღელავდა
_სახლიდან გამოსვლამდე მარიამს ვუყურებდი, ბოლო დროს მასში რაღაც შეიცვალა . უხასიათობას არასდროს უჩიოდა , მაგრამ სხვანაირად გაბრწყინებული დადის . მე თუ რამე გამეგება ამ ცხოვრების, ვიცი თვალებში ასეთ სხივებს მხოლოდ სიყვარული აჩენს , რომლის ავტორიც შენ უნდა იყო , ხომ ასეა _ სიგარეტის ღერს მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა _ ჩემი ქალი ცოლად რომ შევირთე მას მერე მთხოვს მოწევას შევეშვა ... ღმერთია მოწამე ვცდილობ , მაგრამ ხომ ხედავ არ გამოდის . იმიტო კი არა, რომ მის სურვილს არ ვასრულებ, ან არ ვიცი ჩემთვის რამდენად მავნეა... არ გამოდის რა, რაღაცა უკუღმართს რომ მიეჩვევი მერე რთულია გადააგდო . ცხოვრებაში ჩვენგან დამოუკიდებლად იქმნება წრე , რომელიც ნელ_ნელა გშხამავს და შენს ნამდვილ სახეს გართმევს . სამწუხარო ის არის, რომ შენთან ზედმეტად ბევრმა ტვირთმა მოიყარა ერთად თავი ... ვიცი რას ნიშნავს როცა ცდილობ შენი გზა გქონდეს, მოწყდე მშობლების საძირკველს და საკუთარი თავი შექმნა , მაგრამ ჩემი 45 წლიანი ცხოვრება ისეთი რთული არ ყოფილა როგორიც შენია ამ ასაკში ...
_ხომ მიცნობთ, მარიამს არ შეეხება ჩემი ოჯახის სიბინძურე არასდროს... მხოლოდ მე უნდა მიმიღოს , ასეთი არაიდეალური , მაგრამ მთლიანად მისთვის
_შეუძლებელია ქალს უყვარდე , შენ ვიღაც გადარდებდეს და მას ეს არ ეხებოდეს. თუ მხოლოდ შენ აინტერესებ მაშინ არც უყვარხარ ... წარმოიდგინე ჩვენ , მისი ოჯახის რომელიმე წევრს რამე პრობლემა რომ შეექმნეს შენ შორიდან უყურებ ? პასუხი არ მინდა, ვიცი ყველაფერს დატოვებ და მარიამის გვერდით იქნები, შეუძლებელს გააკეთებ ოღონდ მისი პრობლემა გააქრო . ჩემ შვილს რას ეტყვი , თვალებზე ხელს ააფარებ როცა რაღაც მოხდება ? მარიამი არასდროს ყოფილა ფაიფურის თოჯინა, პრობლემებთან გამკლავების თავისი მეთოდები აქვს, სრულიად დამოუკიდებელი იყო ყოველთვის ჩვენ კი მის უკან მდგომები ნებისმიერ წამს მზად ვიყავით დავხმარებოდით თუ უკან დახევას მოინდომებდა ... შენ მას ვერ განარიდებ , ბროლის კოშკი რომ აუშენო და დედოფალივით დასვა არ დაგთანხმდება. ძალიან ცოტა ადამიანს იღებს , შენ კი ისე აღელვებ როგორც არავინ ... არ ვიცი რა ეტაპზე ხართ, არ ვიცი რა გქვიათ ერთად , ჯერ საერთოდ გამოუტყდით გრძნობებში თუ არა . არაფერს ვარკვევ , მე შენ როგორც კაცს გენდობი , ჩემი შვილის გადაწყვეტილებას უსიტყვოდ მივიღებ , მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მარტოვი არ იქნება არცერთი თქვენგანისთვის . მარიამი გადაწყვეტს როდის დაიწყოს და დაასრულოს , ჩვენ მასთან ვიქნებით სულ და შენ თუ გაუძლებ ამ გამოცდას სახელად სიყვარული , ყველანი გვერდით გეყოლებით . მამობაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ მარიამი რომ დაიბადა იქედან დავიწყრ მზადება მესამე ვაჟის მისაღებად და შენ თუ უნდა იყო ის მესამე ნამდვილად მოხარული ვიქნები
_აღარ ვიცი რა უნდა გითხრათ... იმდენი რამე მქონდა გონებაში და ახლა მხოლოდ იმას გეტყვით , რომ მარიამის გადაწყვეტილებებს ყოველთვის პატივს ვცემ და არასდროს , არაფერს ვაიძულებ . მე _ ისე ააღელვა კაცის სიტყვებმა ასე მაშინ არ იმოქმედებდა უარი რომ ეთქვა და უარყოფითად განწყობილი დახვედროდა . ახლა კიდევ უფრო მეტად იმძლავრა ემოციებმა, ის სანდრო გააცოცხლა დირექტორი რომ იცნობდა გულწრფელი და ნამდვილი, ყოველგვარი ნიღბის გარეშე. ისეთი დაღლილი იყო საკუთარი ძალის დემონსტრირებით , ახლა ერთიანად გათავისუფლდა , როცა იგრძნო ისეთს ხედავდნენ და ენდობოდნენ როგორიც იყო . არაფრის მტკიცება სჭირდებოდა უბრალოდ უნდა ყოფილიყო ის ვინც იყო და ყვარებოდა ისე როგორც უყვარდა
_ჩემ სასიმამროს მაშინ შევხვდი ხელის თხოვნას რომ ვაპირებდი უკვე და ისე მელაპარაკა 25 წელია ვერ ვივიწყებ . დავიფიცე ჩემი შვილის საყვარელ კაცს ასე არ დაველაპარაკები_თქო და შენთან ხისთავიანი მამასავით არცერთ შემთხვევაში მოვიქცეოდი _ მოეხვია, თითქოს ზუსტად იცოდა სანდროს რა სჭირდებოდა. მხრებზე ხელი მოხვია და მერე იხუმრა კიდეც _ მარიამმა რომ გაიგოს შემხვდი , სიცილით მოკვდება. ძველმოდური ხარო გეტყვის
_მართლა საუკეთესო ხართ . სამაგალითო მამა იყავით სულ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს უფროსი მეგობარი ჰყავდა გვერდით ვისი ნდობაც შეეძლო ვინც უპირობოდ გაუმაგრებდა ზურგს.
...................
_სამსახურიდან წამოხვედი თუ ამ დროს აქ რას აკეთებ , შვილო ? - ვახშმობდნენ ნია მოულოდნელად რომ დაბრუნდა და მას შემდეგ მოსვენება დაკარგა კაცმა
_მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და იმიტომ ჩამოვედი
_გამოცდები ჩააბარე და სადმე სხვაგან აპირებ სწავლის გაგრძელებას ?
_არა ... ჯერ _ჯერობით საქართველოში ვრჩები
_გულს ნუ მიხეთქავ შვილო , თქვი ხო მშვიდობაა
_მშვიდობაა , უბრალოდ მე ვიღაც მიყვარს - ღრმად ჩაისუნთქა, გაიღიმა და პირდაპირ თქვა სათქმელი
_თუ გიყვარს კარგია... ვინ გიყვარს ბიჭი თუ გოგო _ კაცმა ჯდომის პოზა შეიცვალა და აშკარად გამოუსწორდა ხასიათი
_კაცია მამა - თვალები აატრიალა და ახსნა განაგრძო- ექიმია ... ჩვენთან კლინიკაში მუშაობს . ვუყვარვარ , მეგონა მე არ მაღელვებდა და როგორც ვამბობდი კაცთა მოდგმისთვის არ მცხელოდა, მაგრამ
_მაგრამ რაღაც სასწაული შენთვისაც გამოიმეტა ღმერთმა, გვეშველა მგონი ... ის ოც ლიტრიანი უნდა გავხსნა შარშანდელი ღვინოდან რომ შემომრჩა_უცებ წამოდგა, მაგრამ მერე ისევ დაჯდა _არა ასე მალე ვერ გავიხარებ, ჯერ მანახე ვინაა. ცოლ_შვილიანია? ქართველი არაა ხო? ასაკი აქვს?ქრისტიანი არაა? კაი ჯანდაბას არაფერს დავეძებ, მთავარია ახლა ხომ არ ჰყავს ცოლი
_ მამაა , არ ვხუმრობ
_კარგია მე რო სერიოზულად ვლაპარაკობ და შენ მეირონიულები და მაგიჟებ? გაასწორა ?
_შენ მამა ხარ და ასე არ უნდა იქცეოდე ... დედააა თქვი რამე
-თავიდანვე ვამბობდი გიყვარს შენ ეგ კაცი_თქო და მოიკალი თავი არაო და აჰაა ასე აგიხდეს ყველაფერი კარგი. მე ძალიან კმაყოფილი, მოხარული და ბედნიერი ვარ ცოლად თუ გაჰყვები ღმერთს მადლობას ვეტყვი
_შენ იცოდი ? ჭორაობენ ჩუმ _ჩუმად და მე ახლა მეუბნება. მოიცა ახლა რატომ მეუბნები რა მოხდა? ერთად ცხოვრობთ ? უკვე გადაბარგდი თუ ახლა აპირებ ,როგორც ჭეშმარიტ ევროპელს შეგეფერება ... შეყვარებულს როგორ მაცნობ, წარმოუდგენელია მამას ვინ აცნობს შეყვარებულს? რა ხდება ორსულად ხარ?
-რა ლაპარაკია? გინდა გამაგიჟო? რას ეუბნები ბავშვს თუ ხვდები საერთოდ
-რა იყო მაკა? რას ვეუბნები ისეთს? თვითონ არ ამბობს ურთიერთობამდე რომ დაქორწინდით იმიტომ ხოცავთ ერთმანეთსო? გავიგოთ ახლა შეეწყო ბიჭს თუ ვერ
-დეგენერატი ვიყავი შენ რომ შემიყვარდი თორემ , არ ვიცოდი რა არანორმალურიც იყავი? ბავშვს ნუ მიგიჟებ, ისე ნუ იზამ უკან რომ გაბრუნდეს და არაფერი გითხრას
-რა არ უნდა მითხრას კაცო, მე უკვე ყველაფრისთვის მზად ვარ. აბა? ბაბუა ვხდები და იმიტომ მაცნობ იმ ბიჭს? რა სჭირს, შემამზადე მიდი ჰე
_მამა რატომ გაქვს ისტერიკა? სერიოზული, ჩამოყალიბებული კაცია. ჭკვიანი , განათლებული, საკუთარი საქმის პროფესიონალი, უკეთილშობილესი, უსიმპატიურესი... ცოლი არ ჰყოლია , არც შვილი , ყოველ შემთხვევაში თავად არ ფლობს ინფორმაციას და მომავალში თუ რომელიმე ყოფილი საყვარელი დაადგება ბავშვით ეგ არ ვიცი, გამორიცხული არაფერია . ნამდვილი ქართველია,დედით, მამით და ყველა წინაპრით ქართველია . მოხუციც არ არის, 32 წლისაა ,ხასიათში ისეთი მინუსებიც აქვს ზოგჯერ შენ თავს მახსენებს და იმიტომ ვაიგნორებდი, მაგრამ რას ვიზამთ პლიუსებმა გადაწონეს მინუსები . მიყვარს, ვუყვარვარ, გავერკვიეთ საკუთარ გრძნობებში ბავშვებიც აღარ ვართ , მის მეგობრებსაც ვიცნობ, უჯახისწევრების უმრავლესობაც გამაცნო ეტაპობრივად და მგონი ნორმალურია, რომ თქვენთან შეხვედრის სურვილი აქვს. თუ ჭკუიდან არ გადაიყვანთ დავპატიჟებ , მაგრამ გაითვალისწინეთ,რომ ხელის სათხოვნელად არ მოდის. უბრალოდ გაცნობა უნდა
-დაპატიჟე დე, ამის ამბავი ხომ იცი ჭკუაზე არაა ისე უხარია , მაგრამ უნდა გაგამწაროს. არ გავაქცევთ იმ ბიჭს, თან მე ძალიან მომწონს
-მე რომ ავილეწე ახლა მოუნდა ორივეს შეყვარებულების გაცნობა და ქეიფები ... - ლუკამ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა
-მამა ,სერიოზულად მიპასუხე ...მორიგეობები უნდა გადაცვალოს და ზუსტი რიცხვი მჭირდება შენც, რომ დახვდე სახლში
_კვირას მობრძანდეს, მაინც შენი მანქანა ჩამოდის და უნდა ავღნიშნოთ. თუ მომეწონება ხომ კარგი და თუ არადა როდის იყო მე მიჯერებდი , ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
_რა მანქანა ... რომელი მანქანა _ისე ნერვიულობდა ვერაფერი გაიგო კაცი კიდევ მიმიკას არ იცვლიდა _ მამაა , მანქანა მიყიდე?
_7 თვის წინ ვიყიდე და ვეღარ ჩამოაღწია , უკუღმართი ბედი რო გაქ კიდე კაი გემი არ ჩაიძირა . ბატონის მანქანასთან ერთად ვიყიდე, ამან გაანადგურა უკვე და კი ივლის ავტობუსით . შენი ჩამოსულია, საბუთების ამბებს ვაგვარებთ ... საქორწილოდ თუ უნდა მომამზადო მასეთი კარგი მანქანაც არაა მზვითში რო გაგატანო
_მააა _ თვალებამღვრეული მოეხვია , რამდენჯერმე აკოცა და მერე მის მუხლებზე მოკალათდდა. ბავშობის ნოსტალგიამ ერთბაშად იფეთქა -მადლობაა
_რა სჭირს ამას... დავიღუპეთ მემგონი მაკა , ვერაა კაი ამბავი . რაღაცა ეჭირვება იმ კაცს ისეთი გული გამისკდება და იმიტომ არი ასე გასასუთებული
_არაფერი სჭირს, მთვრალიც კი არ აფრენს
_სვაამს? მაგით ვერ დაიწყე გოგო? მე მეგონა ვიღაცა ყავაწრუპია შეგიყვარდებოდა და ესაა? აბა არ მომწონს მსმელი და მწეველი კაცებიო?
_რა ვქნათ, ტიპიური კახელია და როცა კარგი სიტუაციაა სვამს . სიგარეტს ეწევა , ზოგჯერ და ეგეც უნდა გადავაგდებინო
_დაუთვლია რამდენჯერ სვამს ხედავ? საწყალი კაცი, ვაი შვილოო რა დღეში იგდებს თაავს... რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ ღმერთთან მართალი რომ ვიყო, ჩვენ ხო არ გავაფრთხილოთ სულს ამოგხდის ეს ჩვენი გოგო და თუ სხვა ვარიანტი გაქვს იმას მიეძალე_თქო? მოიცა სად მუშაობ იცის?
_მამააა
_ეჰ , რა ვქნა რა გიყოო . რადგან გაუთხოვარი არ რჩები და გიყვარს ვინმე , ჯანდაბას ... შვილიშვილს ხო გამიჩენ? თუ მაგაზეც უნდა ვიხვერწო
_რა უცნაურია ჩემ შეყვარებულზე ცუდად გახდა და შენი უხარია_დეამ ჩაიცინა და სავარძლის სახელურზე ისე ჩამოჯდა მამას რომ მოხვეოდა _ ჩემი ვაჩე ხომ მაინც ყველაზე მეტად გიყვარს?
_ ნუ ხარ გოგო ეგოისტი ! შენ რომ უყვარხარ და აბოდებს შენზე , არ კმარა? შენი ლაწირაკი ვაჩე გყავდეს შენ , ჩამოვა დემნა და ვნახავთ როგორი აღმატებული გემოვნება მაქვს . ყველა სიტყვას უკან წაიღებთ ორივე ცოლ_ქმარი რაც კი ოდესმე რამე გითქვამთ ჩემზე და ჩემს ქალურ ცხოცრებაზე
_ღმერთმა მაგ დღეს მომასწროს შენი არჩეული რამე მომეწონოს და თუ რამე ვთქვა მაგის მერე მე ვიყო არაკაცი
_როდის ჩამოვიდეს ? რა თქვი ჩემი მანქანა როდის ჩამოვა? რა მანქანაა? არ მაჩვენებთ? ფოტო მაინც მაჩვენეთ
_საერთოდ არ უნდა ეთქვა და სიურპრიზის არსი არ ესმის , ამდენხნიანი დუმილის მერე მაინც წამოსცდა და ახლა ფოტოები მოუნდა გოგოს. მამაა თუ არ მოგვეწონება ის ბიჭი მანქანა მე რომ დავიტოვო არა? _ლუკამ ჯერ დააცადა და მერე ისევ საკუთარ სარგებელზე გადაერთო
_შენ ივლი ფეხით მანამ სანამ არ დაიმსახურებ ... ჯერ ის ვალი გავასწორო რაც ამკიდე . შენ დას ვუყიდე მე მანქანა სიძეს კი არა. მოკლედ მოვიდეს კვირას ... ვახშამს მოვამზადებთ
_არ შემიკრიბო ახლა ათასი კაცი გემუდარები _მაშინვე გააწყვეტინა როგორც კი მიხვდა საითაც მიჰყავდა საუბარი
_ მხოლოდ ოჯახი ვიქნებით , ვაჩეს ეტყვის დეა და მორჩა
_უკაცრავად? ვაჩე უკვე მიღებულია ოჯახის წევრად? არა რა დეამ როგორ მოაგვარა თუ მჯეროდეს. მე მეგონა უბრალოდ ისაუბრეს და ის უკვე სიძედ გვევლინება
_ჩემი ვაჩეს არ შეყვარება რთულია
_ამის ვაჩეეე ... სად შეგვიძლია. ორი წელი სისხლი გაუშრო კაცს. ოხ ეს ქალებიი , ნამდვილი კუდიანები ხართ . გადაიყვანა ბიჭი ჭკუიდან და ახლა კიდე დაატარებს თავის ჭკუაზე . ღმერთო ასე არავინ შემაყვარო , მაგულავე ცოტახანს
_ შენ ამათნაირი იპოვნე ჯერ რა და მერე იწუწუნე . არა ისაა კაი ზოგ _ზოგიერთები როგორც კი მიუჯდები ეგრევე რომ ზედ გაჯდებიან და გიხარია
_რაღაც უცნაურად უბერავს ქარი ლუკას მიმართულებით... რა გასაოცარი შეგრძნებაა, მგონი ვკვდები და არ ვიცი _ ისევ კაცის მუხლებზე იჯდა, თავი მხარზე მიადო და ბიჭს გახედა . ცდილობდა არ შეემჩნია მამის ქმედებები , მაგრამ არ გამოსდიოდა გული ისე უცემდა
_ერთ მიქარულს გამახსენებს მთელი ცხოვრება, არ იცნობ?
-მიცნობს , ეს კი მიცნობს შენ რა გეშველება თორემ... - გოგოს თავზე ეფერებოდა, შუბლზე აკოცა და მერე კიდევ დიდხანს ისხდნენ ასე ერთად
-იგრეკ ქრომოსომა აღარ ჭრის ამ ოჯახში?
-ეს სამედიცინო იუმორი სად შეგვიძლია...მადროვეთ დაბრუნდება ჩემი ბატონობის ხანა
-ყველამ საკუთარ თავს მიხედოს რა, ბატონმაც და ქალბატონმაც მაინც უკმაყოფილოები ხართ ხოდა გვადროვეთ მე და ჩემ ქალს
-აუუ მაჩვენე რა ფოტოებიი...რა ფერია მანქანა? წითელია?
-წითელზე გამახსენდა, იცოდე ნელა ატარებ , დაკვირვებულად და პომადის წასმა არ დაიწყო იქ ... მე მეტს ვერ გადავიტან , ამის ალეწვა მეყოფა მთელი დარჩენილი ცხოვრება
-არაფერი მოხდება, დამშვიდდი - ლოყაზე აკოცა და მერე უჩქმიტა- დიეტას როდის იწყებ?
-არასდროს ! თქვენი რა საქმეა ნეტა, ჩემი ქალი უძლებს ჩემს წონას
-რა ლაპარაკია? უზრდელი კაცი, ტუტუცი
- ა ვამბობ, დედაშენს გავხარ-თქო და არ მიჯერებთ. რა ფანტაზია აქ ხედავ?
-გეყოს უკვე !
-მაკუნაა ,თვალებს ბოლოს ამ სიხშირით რომ მიბრიალებდი ლუკა გაჩნდა 9 თვეში და რას მინამიოკებ?
-ამხელა კაცს ჭკუა სულ აღარ გაქვს... ხომ ხედავ შვილიშვილები გეყოლება მალე
-პირველი ბიჭი თუ იქნება სიძეს ვუყიდი მანქანას
-არ სჭირდება სიძეს შენი მანქანა ... პირველი იქნება გოგო
-არ შეუძლია რა, რო არ შემეწინააღმდეგოს მოკვდება
იმ საღამოს არ უკამათიათ, მაგრამ ნებისმიერ დროს შეეძლოთ დაწყება. სამუდამო ზავის იმედი არავის ჰქონდა...
………….
_კირთაძე გიყვარს?
_გამარჯობა , ლუკა . არ ვიცოდი ყაარჯნით სიარული თუ დაიწყე, გილოცავ , როგორც ვხედავ კარგად მიდის შენი გამოჯანმრთელების პროცესი. მეც კარგად ვარ, გმადლობ _ უკანსვლით მიდიოდა და მხიარული ტონით საუბრობდა
_გაჩერდი , გთხოვ ... სერიოზული საქმე მაქვს
_სერიოზული, შენ? ნუ მაცინებ საკუთარ თავზე შეყვარებულო ბიჭო
_პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ საკუთარი თავი მიყვარს , მეტადაც ვაპირებ ვიზრუნო საკუთარ სურვილებზე და სიამოვნებაზე
_ახლა იმ კოცნაზე თუ უნდა მითხრა , ძალიან გთხოვ , სასაცილოა... თამაშ_თამაშში მივედით იქამდე ეგ იყო და ეგ, არ მითხრა გულში ჩამივარდიო
_სალომე, კირთაძე გიყვარს თუ არა _თქო , მხოლოდ ეგ გკითხე ხომ? უბრალოდ მითხარი კი ან არა
_რა თქმა უნდა , არა ... საერთოდ რა მინდა კირთაძეს მსგავს ტუტუც ტიპთან. როგორ მაღიზიანებს ღმერთო
_ასეც ვიცოდი , _ ჩუმად თქვა და ყავარჯენის ძირი მიწას ძლიერად დაჰკრა
_მოიცა სად მიდხარ, სპოილერს მიტოვებ და ქრები? იცი რამდენი საქმე მაქვს? შენზე და მითუმერეს კირთაძეზე ფიქრის დრო არ გამაჩნია
_არც იფიქრო, მასზე არ და ჩემზე შეგიძლია
_ჩემი იუთუბ გადაცემის თანაწამყვანობაზე არაფერს მეუბნები და უარია თუ ფეხის გამო ჩერდები
_არა , არ ვიცი ... როდის იწყებ
_მოსეს ახალი ბრძოლის შემდეგ
_მე რომ ვერ გეხმადები
_უბრალოდ მჭირდება სახე , რომელსაც თან საუბარი შეუძლია და სპორტშიც ერკვევა . მარტო ბიჭებმა რომ არ მიყურონ და გოგონები დავაინტერესო შენი ვიზუალით
_შენ დარწმუნებული ხარ , რომ ყველაზე მეტად მევასები თუ იმდენად ფეხებზე გკდივარ შეგიძლია ასე გამომიყენო
_კი არ გიყენებ სამოთხეში გაგდებ , სხვა რა გინდა?
_კირთაძე რომ არ გიყვარს გავიგე და ჩემზეც უნდა გავიმეორო კითხვა რომელიც დამიიგნორე?
_კირთაძე განუვითარებელი პრიმატია შენ კი ბავშვი, რომელმაც არ იცის რა უნდა და არ იყენებს საკუთარ რესურსს სწორად. სიყვარულობანას დრო არ მაქვს შენ კი მეეჭვება მონოგამური ურთიერთობა გინდოდეს , პატარავ. უბრალოდ დატკბი ცხოვრებით სანამ დრო გაქვს მერე ვინ იცის რას გვიმზადებს ცხოვრება
_მთელი დღეები სახლში ვარ, ჩამიგდე ფოტოები , ვიდეოები და მე დავამუშავებ. კიდევ თუ რამე გინდა
_მგონი ავარიის დროს ისე დაარტყი თავი, რომ უმაქნისობის კოეფიციენტი დაგივარდა და კაცური საწყისები ამაღლდნენ _ ლოყაზე აკოცა და თვალი ჩაუკრა _ კირთაძე რასაც ლაპარაკობს ყველაფერი ვიცი , ისიც ვიცი შენ რა გააკეთე , როგორ სწორად დაიცავი ჩემი ღირსება და ისიც ვიცი ჩემზე რომ გიჟდები, მაგრამ ამ ეტაპზე , მხოლოდ თანაწამყვანობა შემიძლია შემოგთავაზო . ერთ დღეს კოლეგები , რომ გავხდებით და შენ იქნები ქვეყნის ყველაზე სიმპათიური ტელეწამყვანი მე კი სპორტული ჟურნალისტი , ყველა ინტერვიუში გაიხსენებ საიდან დაიწყე
_და ამ დროს შენ ჩემი ქალი იქნები
_ოცნება ოცნებად რჩება თუ მიზნად არ აქცევ, პატარავ . ჯერ აჩვენე სამყაროს როგორი სწორი გზა გაქვს ცხოვრებაში არჩეული და შემდეგ იფიქრე ჩემთან რომანზე _ თამაშობდა თუ არა ვერ გაიგებდით, ზედმეტად ნიჭიერი იყო იმისთვის რომ მისით შეპყრობილ ლუკას გაეგო როდის ამბობდა სიმართლეს. მეორედ მეორე ლოყაზე აკოცა და ამჯერად ნამვილად ემშვიდობებოდა
_თანახმა ვარ
_ რომელ ნაწილზე ? _ უკანსვლით მიდიოდა
_ყველა , მაგრამ ამ ეტაპზე თანაწამყვანის პოზიციას ვიღებ !
_მიხარია. დარწმუნებული ვარ ჩვენგან საინტერესო დუეტი შედგება _ თვალი ჩაუკრა , შემდეგ ზურგი აქცია და მეგობრებისკენ დაიძრა.
...............
_სახლში ხარ ?
_გიგაურს ჩემი მოკრძალებული სალამი ... მშვიდობაა ? სახლში ვარ , მაგრამ სადაც საჭიროა იქ გავჩნდები
_დეაა ქალაქში, მე ვერ ჩამოვდივარ და შენ წამოიყვან? ავტობუსით დაიტანჯება , მერე ცუდადაა მთელი დღე და ცოდოა
_გოგო რო ვიყოო შენ სიყვარულს ვინატრებდი იმენნა რაა ... ტიპი რეებზე ფიქრობს _ იცინოდა და აგიჟებდა
_ნუ არ.კებ რა ... გახვალ თუ ვერ ეგ თქვი
_გავდივარ უკვე . გავიგებ სადაა ზუსტად
_არ უთხრა მე რომ დაგირეკე, ხო იცი როგორია დაიწყებს ფაიფურის თოჯინა არ ვარ თემებს
_ამ დამალობანას აღარ გაეშვი შენ კიდე?
_ყველამ ჩვენ ჩვენს სისუსტეებზე ვიფიქროთ... როდის მიფრინავ , სალომეც არ ამბობს
_ჩემი პირველი გულშემატკივარი რომ ხარ ვიცი შე ჩემა ... არ იტირო თუ წავაგებ , დეას არ უყვარს მტირალა ბიჭები
_დავაი რა , არც ვნახავ , სადამაქ იმის საცოდაობის ნახვის ნერვები . ექიმი კაცი ვიჩითები და მეცოდებიან, რომ შედგები
_ან მე შემდგება , შენ რომ ვერ მცემე ვერასდროს
_ხო ხარ ღირსი ერთხელ მართლა
_რა მართლა ბიჭო , ერთი შემოგარტყი და ისე დავარდი დეა ლამის ხელში ჩამაკვდა
_ხოდა ეგრე შემოარტყი , დააგდე და მოშორდი მერე აქაურობას
_შიში გკლავს ისევ ,ხომ ? გგონია დეას შენზე მეტად ვუყვარვარ და ლოცულობ მოვიგო , რომ წავიდე ქვეყნიდან
_დეას ჩემზე მეტად არავინ უყვარს და შენ იმიტომ უნდა წახვიდე ,რომ აქაურობა ვერასდროს დაგიტევთ შენ და შენს სესილიას _ ამჯერად სეროზული იყო . საუბრის დასასრულს სხვაგვარად არ შეეძლო
_შენი გოგო ნაყინზე , რომ დავპატიჟო და ცოტა ველაპარაკო არ გაჭედავ ხო?
_ხუთი ჭიქის ჭამის უფლება არ მისცე , ყელი ტკიოდა რამდენიმე დღის წინ
_აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს ვაჩე ექიმო, გაიხარეთ . იმრავლეთ და იბედნიერეთ . დაგლოცოთ უფალმა _იცინოდა , ვაჩემ კი ერთი ამოიოხრა და მერე გათიშა . მოსემ კი დეას მისწერა და ისე გაიგო მისი ადგილსამყოფელი გიგაური , რომ არ ეხსენებინა , თუმცა გოგონას არც სჭირდებოდა ზედმეტი ინფორმაციის მიწოდება . მანქანაში როგორც კი მოთავსდდა მაშინვე ამით დაიწყო
_ლუკას მანქანა აღარ ჰყავს, თავად დრო არ აქვს და შენ დაგირეკა ხომ ?
_დროა ვისაუბროთ მე და შენ პიროვნებაზე, რომელიც ასე გონდაკარგული გყვარობს
_დრო მაქვს, ვისაუბროთ ვაჩეზეც და სესილიასთან რა ხდება ამაზეც
_ექსკლუზიური ინფორმაცია უნდა გამომძალო?
_წინააღმდეგი ხარ, მეგობარო? გყავს ჩემზე კარგი მსმენელი?
_ვფიქრობ იმდენი გვაქვს სათქმელი გიგაური მცემს ოქტაგონზე გასვლამდე და ამკიდებს ახალ ტრამვას_მანქანა გააჩერა და პირველი გადავიდა. დეაც გვერდით მიჰყვებოდა და ჩვეული მშვიდი , ნაზი ხმით საუბრობდა
_ჩემი ვაჩე საკუთარ თავთან ჰარმონიაშია , ვინაიდან და რადგანაც მხოლოდ მე ვჭირდებოდი სიმშვიდისთვის
_გიგაურის ჰარმონია ვის ადარდებს , შენ რომ ვარსკვლავები გაქვს თვალებში ეგ მითბობს გულს მე _ გოგოს მოეხვია, შუბლზე აკოცა
_გულს მე კი გითბობ, მაგრამ ვინს გიჩქარებს მასზე რას მეტყვი?
_ყველაფერი ავურიე, ხომ მიცნობ ყველაზე მეტად მეშინია, როცა ვიცი , რომ ვიღაც ჩემზე ღელავს და ჩემს გამო შეიძლება ცუდად იყოს . მინდოდა დამეცვა სანამ ამ პერიოდს გადავლახავდი, მაგრამ არ გამოვიდა. ყველაფერი სხვაგვარადაა , სესილიასთან არაფერია ისე როგორც სხვა დანარჩენ სამყაროსთან და არ ვიცი ძალა მეყოფა თუ არა. ეს სიყვარული , რომელიც ჩვენთანაა ჩემს დამპალ ცხოვრებასაც მოერევა?
_როცა ეს გრძნობა თქვენნაირ ძლიერ ადამიანებს აქვთ მეეჭვება რაიმე არსებობდეს ისეთი რასაც ერთად ვერ გადალახავთ . ორივე ერთად მოსე და არა მხოლოდ შენ . უყვარხარ ნიშნავს ადარდებდე, აღელვებდე , აინტერესებდე , ტკიოდე .... სხვაგვარად ვერ იქნება, განა შეიძლება ვაჩე ცუდად იყოს და მე კარგად ? სხვა რაა სიყვარული , მხოლოდ ბედნიერება, კომფორტი , ვნება ან თავისუფლება ხომ არაა... ყველაფერი ერთადაა რასაც ცხოვრება გვთავაზობს . შენ კი დიდი განძი ხარ ნებისმიერი ადამიანისთვის ვის გვერდითაც დგახარ, მაგრამ ის სესილიაა, შენი ნახევარია, შენნაირია !
_ხომ იცი როგორ მიჭირს სიახლეების მიღება და დადებით ემოციებთან შეჩვევა ... სესილია კი ერთბაშად თავსდატეხილი ბედნიერების ცუნამია. ჯოჯოხეთის კარი შემოანგრია მისმა გამოჩენამ და შემდეგ იმ ფაქტმა , რომ ვუყვარვარ. სიგიჟეა, შეუძლებელი რამეა , რომ ამ საოცარ ქალს ნამდვილად ვუყვარვარ , უბრალოდ კი არ ვუყვარვარ ჩემთან უნდა იყოს . არ ებრძვის ამ თავის გრძნობას , რომელიც გაუგებრად მოვიდა და დარჩა ორივესთან
_შენ იმ ფაქტს ვერ იღებ, რომ მას აქვს ძალა შენთან ყოფნის ?
_აქვს კიი? ვინ იცის რა მოხდება ... მისი ცხოვრება ჩემსას რომ დაუკავშირდება ეს ყველაფერი უბრალოდ გრძნობების თამაში აღარ იქნება, ხომ იცი რომ გადავწყვეტ, ნაბიჯს გადავდგამ და ყველაფერი სერიოზული გახდება მერე უკან აღარასდროს დავიხევ , ჩემს ნაწილად იქცევა და რა... რა ელოდება ჩემთან ერთად ქალს , რომელსაც აქვს სრული შინაგანი თავისუფლება , რომელსაც შეუძლია ჰქონდეს სურვილი და ეს სურვილი განახორციელოს. მე რომ ჩემდაუნებურად შევზღუდავ, ჩემი ცხოვრების სტილით , იმით რომ ცვლილებებს ვერ მივიღებ , იმით რომ წლების განმავლობაში უნდა ვიბრძოლო , მცემონ და ვცემო . გამარჯვებაზე ვიფიქრო , მოვემზადო და ისიც ჩემთან უნდა იყოს ...
_ნებისმიერ ურთიერთობაში ყოფნა ითხოვს დათმობას, შენგან შორს ყოფნა არ მოუნდება, შენთან ექნება ყველაფერი ბედნიერებისთვის. აქამდე უამრავი რამ სცადა, რომ ეპოვნა თავისი ადგილი და გიპოვნა შენ
_და მე საკმარისი ვარ? იქნებ რა იყო მის გზაზე მე რომ არ შემეჩერებინა ჩემთან
_არაფერი ხდება უბრალოდ, ყველაფერს აქვს მიზეზი და შენთან ერთად ამ ქვეყნიდან შორს სესილია სრულიად სხვა სამყაროს აღმოაჩენს, კიდევ უფრო მეტი საქმე გამოჩნდება , მეტი ინტერესის სფერო და დარწმუნებული ვარ შენი სიყვარული კიდევ უფრო მეტის სურვილს გაუჩენს. შენ გამო ის თავს კი არ შეიზღუდავს პირიქით , მეტს ეცდება. ჭკვიანი , გონიერი ქალები, ვისაც გვიყვარს საკუთარი თავი და ის კაცი ვინც გვერდით გვყავს , როცა მისგან ვიღებთ ძალას ვხდებით უძლეველი, ყოვლისშემძლე სუპერგმირები
_არ ვიცი მე როგორ მოვერევი ჩემს ტვინში დატრიალებულ ჯოჯოხეთს, მაგრამ შენ რომ ზუსტად ის დეა ხარ ვინც მხოლოდ მე ვიცოდი , რომ არსებობდა , ფაქტია.
_და რატომ ხედავ ახლა ამ ქალს ასე ნათლად? იმიტომ რომ ჩემს გრძნობებს მივყევი , გავთავისუფლდი მასთან , გავაქრე მის წინ ყველა ნიღაბი , ვარ ისეთი როგორიც ვარ და შეუძლებელი არაფერია ! _უღიმოდა, თავის დადებით გრძნობებს აფრქვევდა
_არაფერი მინდა იმაზე მეტად , რომ სესილიას თვალებში ვარსკვლავებს ვხედავდე და ის შინაგანი შიშები გავუქრო რაც აქვს. ნეტავ ჩემს მსგავსად არ ჰქონოდა მასაც იარები , ნეტავ საერთო არაფერი გვქონდეს და ყოფილიყო მშობლების მიერ განებივრებული, ბედნიერი ბავშვი , რომელსაც გააკვირვებდა ჩემი ბრძოლა საკუთარი თავის შექმნის პროცესში _ დეასთან საუბარი ყოველთვის ეხმარებოდა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ დაგროვილი აზრების ხმამაღლა გაჟღერება შეძლო. კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ წინ ჰქონდა მოულოდნელი, გარდამტეხი მომენტი , რომელიც ყველაფერს შეცვლიდა , მაგრამ ვის საკეთილდღეოდ ჯერ არ იცოდა.
-შენ არასდროს გაკმაყოფილებს საკუთარი მიღწევები და ესაა მთავარი პრობლემა . უბრალოდ უნდა დაიჯერო, რომ შეგიძლია დაიბრუნე თავდაჯერებულობა ამაღლობელო ... ახლა კი წავიდეთ, თორემ კიდევ ერთ ნაყინს თუ შევჭამ ყელი ამტკივდება და ვაჩეს ნერვიულობა მკლავს
-შენ და ის , ერთად სხვა გალაქტიკაში ხართ !
..............
მოსე წავიდა
აეროპორტში მეგობრები კვლავ არ აცილებდნენ, მაგრამ ამჯერად გუნდთან ერთად სალომეც გაჰყვა. ამაღლობელი სოციალურ ქსელებში აქტიური იყო, მის ვიდეოებს ათიათასობით ნახვა ჰქონდა, სალომეს საკუთარი საქმე შესანიშნავად გამოსდიოდა. ყველა ძალდატანებით გადაღებული ფოტოს გამოყენება შეეძლო, ტიკ_ტოკიც კი დაიპყრო . სესილია ამ ყველაფრის ფონზეც ხედავდა მოსეს რეალურ მდგომარეობას. ორი დღე გაუძლო , არც დაურეკავს , არც შეტყობინება მიუწერია ისიც დუმდა და უფრო მეტად აგიჟებდა .
_მას , შეიძლება ბრძოლას ისევ თქვენთან ვუყუროთ?
_სალომე იქედანაც გვახსენებს, რომ ვიდეო და ფოტოები სჭირდება
_ეს თუ მოიგო და შემდეგიც მალევე იქნება ... უეჭველი წავა
_სკოლის დამთავრებამდეც რაღა დარჩა . ზაფხულზე გადაცხოვრდება და ეგაა რა
_აუ ტოო მოსეს გარეშე მაგრად ტეხავს
_თორე ჩვენ ხო ვრჩებით ვინ სად მიდიხართ ვერ გაიგებ
_კაი შე ჩემა ჩვენ აქ მაინც შევხვდებით და ეგ რო წავა . წავა და წავა რა
_ჩემო საბუნაა ჩვენს ძმააცობას მანძილი ვერ შეეხება
_ჩავაკითხოთ ხანდახან
_გოჭებს გაყიდის და ბილეთებს გვიყიდის _ერთხმად ახარხარდნენ
_გ.აჯვი შე ს.რო _ ქუდი ესროლა და მოარტყა კიდეც
_რა სიტყვებია შე ჩემა... არ გრცხვენია?
_გამომიყვანე მდგომარეობიდან და ...აი ემ სორიი თიჩერ _ წამოდგა , გულზე ხელი მიიდო და თავი დაურა
_ზარი დაირეკა , დასხედით , მოწესრიგდით და თემების კითხვა დავიწყოთ. ერთი წაიკითხავს, დანარჩენები შევასწორებთ . მაინტერესებს რამდენ შეცდომას იპოვნით _საგაკვეთილო პროცესში ჩაერთო , ბავშვებთან ყოფნა მდგომარეობას უმსუბუქებდა, მაგრამ დიდი ხნით ვერ.
სახლში იყო და პატარა მოსწავლეებს ელოდა , მათთვის გამზადებულ ორცხობილებს ლამაზად ალაგებდა და ჭიშკრისკენ იხედებოდა , რომელიმეს გამოჩენა რომ არ გამოჰპარვოდა. ბავშვები არ, მაგრამ მშობლები კი დაინახა, დაინახა და თვალებს ვერ უჯერედა. ეს კადრები ბოლოს როდის ნახა არც ახსოვა, ალბათ მაშინ ბებია სესილია , რომ გარდაიცვალა და სხვა გზა არ ჰქონდათ . იქ უნდა ყოფლიყვნენ ხალხის თვალში საიმუშო ოჯახის საჩვენებლად.
_რა უბედურებაა , აქ როგორ ცხოვრობს
_ნუ წუწუნებ , ათი წუთი გაუძელი _ ხმა ესმოდა და უკვე სიმწრის სიცილი ეწყებოდა
_მოგესალმებით ჩემს მოკრძალებულ სამყოფელში. დაე კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა
_რა კარგია , რომ სახლში ხარ დედაშენი ამბობდა გვიან გავიდეთო _მოეხვია, აკოცა და შემდეგ ქალს დაუთმო გზა
_დე, ჩემო მშვენიერო როდისღა ბრუნდები ქალაქში? _ როგორც კი მოეხვია მაშინვე ჰკითხა და ხის ძველებურ სკამს ეჭვისთვალით დახედა
_დაჯექი, მრთელია და არ წაიქცევი
_ მომენატრა აქაურობა, ერთი ორი დღით შეიძლება მეც ჩამოვიდე_კაცმა ოთახები მოიარა , უბრალოდ კარს აღებდა და იხედებოდა
სოფლელი მუდამ სოფლელად რჩება სადაც არ უნდა გადააცხოვრო და რა პირობებშიც არ უნდა ამყოფოო ამბობდა დედა და მართალიც იყო. როგორ შეიძლება აქაურბა ადამიანს მოგენატროს, თუ აქაც გყავს ვინმე ძველი სიყვარული , მორიგი მდაბიო გრძელი თითები მუხლისთავზე ეწყო, ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული , მხრებში გამართული ამაყად იმზირეოდა , სიამაყეშელახული
_ჩემო ძვირფასო ნუ გავიწყდება აქ რისთვის ვართ , თორემ დაგაბრუნებ ჩვენს საძინებელში და შეგახსენებ რომ აქაური ძველისძველი საწოლიც ძალიან გეკომფორტულებოდა , ჩემი დამსახურებით
_მდაბიო, თავხედი კაცი ხარ
_როგორც ყოველთვის ვიყავი და როგორზეც გაგიჟდი სიყვარულისგან ... შენი შვილიც შენ გგავს და მოდი რამე იღონე შენი ბედი რომ არ გაიზიაროს
_ჩემზე უარესიც ელის, ინტელექტუალურად ფსკერზე მყოფ ბოგანოს უყადრებს თავს , გაუნათლებელ , უწიგნურ, მოჩხუბარს.
_ეჭვიც არ შემპარვია იმაში, რომ აქ ჩემი მონატრების გამო არ ჩამოხვიდოდით და აი ისიც , წლის განხილვის თემა , ჩემი სიყვარული რომელმაც ერთ გუნდად გაგაერთიანათ _ უკანასკნელ ძალებს იკრებდა. იცოდა ემოციურად დასუსტებულს მათთან გამკლავება გაუჭირდებოდა
_შენ შვილო მგონი ვერ იაზრებ რას სჩადიხარ ხომ? მასწავლებლობა მინდაო , გამოცდები ჩააბარე , გასაუბრებებზე იარე მერე აქ წამოხვედი და ახლა რას აკეთებ ესაა შენი პროფესიონალიზმი ? მოსწავლესთან რომანის გაბმა? სულ ესაა შენი სერიოზულობა? თინეიჯერი ჰორმონებარეული გოგოსავით იქცევი , რომელიც ახალ გამოცდილებას ეძებს. ან ეს რა სათნოების სახლია, რაში ხარჯავ ფულს, ენერგიას და საერთოდ დროს. სიბრალული სიყვარულში ნუ გერევა , ის მათხოვარი ბიჭი გასაგებია ცოდოა , ლოთი მამა ჰყავს , გამზრდელი ბებია გარდაეცვალა , დედა სადღაც წავიდა , ციხეში იჯდა და ახლა ვიღაცის ცოლია. ეს კი მარტო ცდილობს ყველაფერი გააკეთოს , გავიგეთ ცუდი ბიჭი არ არის , მაგრამ სად შენ , ჩვენი ოჯახი და სად ეს გზაარეული
_მოსეს დედაზეც მოიძიეთ ინფორმაცია? შენი საყვარელი მეგობრები ჩარიე ალბათ, მამა _ სიბრაზისგან თავი ასტკივდა, შიგნიდან იწვოდა ისე უნდოდა ეყვირა , მაგრამ კონტროლს ჯერ კიდევ არ კარგავდა
_დავუკავშირდით კიდეც , რა ვიცოდი შვილი მიგდებული თუ ჰყავდა , მეგონა გავესაუბრებოდი და გავარკვევდით ჩვენს მდგომარეობას . აღმოჩნდა, რომ წლებია არ უნახავს . როგორი უგულო უნდა იყო შვილი ერთხელაც არ ნახო , აუტანელი ქალი, ღმერთო როგორი ფსკერია ვერც გადმოვცემ, შოკიდან ვერ გამოვედი. ამ ქალის გენეტიკა ჩემს შვილიშვილებს უნდა გამოჰყვეთ? მამა ხომ საერთოდ , ლოთი , ბომჟი .... სრული ფსკერი ! ეს ბიჭი სულ რომ ანგელოზი იყოს, შენზე გონს კარგავდეს მაინც არ შეიძლება ასეთი უმსგავსო კავშირი. წარმოუდგენელია, გენეტიკას სად გაექცევი
_ანგელოზი? ეგ ანგელოზი იყო თავზე რომ დამამხო ყველაფერი, რომელი ანგელოზი ტიპიური ქუჩის ბიჭია . უზრდელი და თავხედი . იქეთ დამადანაშაულა , როგორ შევიკავე თავი არც კი ვიცი. გამორიცხულია, ყველაფერს დაასრულებ. შეყვარებულიც კი არ უნდა გერქვათ. სამარცხვინოა უბრალოდ. ამდენი წელია გითმენთ, შევთანხმდით და შენს ნებაზე ცხოვრობ , არ გაკლია არაფერი , მაგრამ მორჩა. ეს უკვე ზედმეტზე ზედმეტია, დაუშვებელია. გიკრძალავთ !
_დღესვე ჩაალაგე ყველაფერი, დირექტორს შევხვდეთ, განცხადებას დაწერ და წავალთ. პედაგოგობა თუ გსურს განაგრძე, პრობლემა არ არის . სულ უფასოდ ასწავლე რა საგანიც გინდა, როგორც გადაწყვეტ ისე მოიქეცი , იპოვნე ვინმე სხვა , ნებისმიერი ოღონდ ეგ ბიჭი გონებიდან ამოიგდე !_ერთმანეთს ენაცვლებოდნენ , საუბრობდნენ და სესილიას იმ ინფორმაციას აწვდიდნენ რაც არ იცოდა
_შენ მოსეს დედას ესაუბრე, დედას რომლის ხსენებაც ცუდად ხდის . შენ პირადად შეხვდი, ეჭვი მაქვს ათას სისულელეს ეტყოდი, გონებას აურევდი, წნეხში მოაქცევდი და დარწმუნებული ვარ იმას გეტყოდა რასაც იმსახურებ , მაგრამ მაინც თქვენ ორნი არ აპირებთ გაჩერდეთ . სხვების ცხოვრებას განიხილავთ და საკუთარი იდეალური გგონიათ, მე თქვენი შვილი სხვებზე აღმატებული, უნაკლო და იდეალური. თქვენ სანიმუშო მშობლები , სხვების კი სამარცხვინო. საკუთარი ტყუილი გჯერათ უკვე ხომ? რომელ უზრუნველყოფაზე მესაუბრებით, მატერიალურზე არა? გგონიათ ამით შემაშინებთ?
_სანამ რამეს ჩვენზე იტყვი მანამ დაფიქრდი ამდენ სისულელეს რაც კი ოდესმე მოგინდება ყველაფერს რომ წამსვე აკეთებ ვისი დამსახურებით ხდება, ხან აქ რომ ცხოვრობ და ხან იქ, ყველას რომ ეხმარები რომელი სამსახურის შემოსავლით ახერხებ, რომელი შენი კეთილშობილური საქმეა ამდენად შემოსავლიანი შენი კომფორტული ცხოვრების დასაფინანსებლად
_თქვენ ჩემთვის არაფერი მოგიციათ , მშობლები არასდროს ყოფილხართ და სირცხვილის გარდა განცდა არ მქონია როდესაც თვალთმაქცობდით ყველას დასანახად, როცა იდეალური წყვილის როლს თამაშობდით მამას საყვარლების წინ, როცა იმ სახლში ჟ.მავდა შენს დაქალს სადაც შენც იყავი. ამის ს.ქსუალური დაუკმაყოფილებლობის მიღმა კაცურ სულს რომ ხედავთ და ბუნებრივ ყოფად აფასებთ მე ამ დროს ვნადგურდებოდი და არ მჭირდება თქვენნაირი ოჯახი. მირჩევნია ნულიდან დავიწყო შენება... თქვენი ფულის გამოყენებას კი არასდროს ვინანებ, ეგაა ერთადერთი რაც გაგაჩნიათ და მეც ვიყენებ, მომავალშიც გამოვიყენებ ისე , რომ დანაშაულის შეგრძნება ოდნავადაც არ შემაწუხებს. არ ვაპირებ ყველაფერთან ერთად მატერიალური სიდუხჭირეც გავიარო , ეს სახლი თქვენი არაა, არც ბინა და არც ის ქონება რაც მემკვიდრეობით მიიღეთ. ყველაფერი ჩემია და დანარჩენზე მადლობა მითხარით, რომ სრულად არ ვიყენებ თქვენი სამედიცინო ბიზნესიდან მიღებულ ქონებას. განა რაში გჭირდებათ , სიამოვნების მიღება შეგიძლიათ ? მამაზე ვერაფერს ვიტყვი, უყვარს თავისი ქალების განებივრება, მაგრამ შენ დედა? კლინიკიდან გამოსული ძილის გარდა რამეს აკეთებ? ეგაა სულ შენი ცხოვრება და ასე აპირებ გაგრძელებას. არავის დედობაზე საუბრის უფლება არ გაქვს, არ მოსეს შებრალება შეგიძლიათ რომელიმეს. მან ყოველთვის იცოდა მარტო, რომ იყო და არც მოუტყუებია თავი, სულ იბრძვის , შეუძლებელს აკეთებს . მათხოვარი კი არა თქვენზე მდიდარია საკუთარი თავი რომ ჰყავს და ახლა უკვე მეც ! _ ღრმად ჩაისუნთქა, გაიღიმა ... ცრემლიანი სახე შეიმშრალა და აკანკალებული თითები ერთმანეთში ახლართა _ აქედან წავალ, მაგრამ არა დღეს და არა თქვენი სურვილის გამო. წავალ და დავბრუნდები როცა მოვისურვებ მაშინ , იმიტომ რომ აქაურობა მიყვარს. შენგან განსხვავებით მამა, სიყვარულის განცდა შემიძლია შენ კი დღემდე კომპლექსი გჭამს, თამარას და დედაჩემის შექმნილი კომპლექსი რომელიც ამდენი წელია გმართავს, რომლის გამოც გაანადგურე შენი ცოლი, სიყვარული და ყველაფერი რაც ადამიანური გაგაჩნდა. მთლიანად მიწასთან გაასწორეთ ერთმანეთი , იმის მტკიცებაში ხართ ვინ უფრო მაგარია და საბოლოოდ არცერთს გაგაჩნიათ ნამდვილი ბედნიერება. წარმოდგენა არ გაქვთ როგორია ,როცა გიყვარს და ყველაფერს აკეთებ მისი ბედნიერებისთვის , კი არ ებრძვი და შენს ძალას კი არ უმტკიცებ , პირიქით შეგიძლია ყველაფერი დათმო . თავი ორივეს ძლიერ პიროვნებებად მიგაჩნიათ სინამდვილეში კი სუსტი, საცოდავი, შესაბრალებელი ადამიანები ხართ , ამ ნიღბის მიღმა
_როგორ გველაპარაკები, სულ გადახვედი ჭკუიდან ხომ? იმ მათხოვრის გამო გაიგიჟე თავი ასე?
_მათხოვარს ნუ უწოდებ და მე თუ გავგიჟდი მხოლოდ თქვენი დამსახურებაა , შენი და შენი არა ცალ- ცალკე , არამედ ერთად , ერთნაირი დოზით . მახრჩობთ ამდენი წელია, ვუძლებ, ვითმენ მაინც არ გიშორებთ ცხოვრებიდან იმიტომ რომ მიყვარხართ და უჩემოდ ნიღბებდაკარგულები, საკუთარი გასაცოდავებული ცხოვრებით დარჩებით ერთმანეთის პირისპირ . დავიღალე, მორჩა , დასრულდა , თქვენი თამაშით თამაშს აღარ ვაპირებ . თვალს არ დავხუჭავ, ღიმილით არ შევხვდები თქვენს მოთხოვნებს , თავს არ მოგაჩვენებთ თითქოს არ მტკენთ , როცა ჩემ ცხოვრებას აკრიტიკებთ და როცა უფუნქციო ადამიანს მიწოდებთ , შეუმდგარს და უსაქმურს. მოსე არის და იქნება ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ ! გვეყოლება შვილები და ვიქნებით ისეთი მშობლები როგორიც არცერთს გვყოლია. ჩვენი შვილები დარწმუნებულები იქნებიან , რომ ყოველთვის , ყველა შემთხვევაში მათ გვერდით ვიქნებით და არასდროს ვიქცევით მათ ცხოვრებაში ბარიერად.
_რა კარგად დაალაგა ყველაფერი, ჩვენი გოგოს ფერადი ოცნებები ... მამა ამ ყველაფერს შენი ბიჭიც ასე ფიქრობს? რა დარწმუნებული ხარ რომ ჩემნაირი არ ჩემზე უარესი არ იქნება, რომ კომპლექსი არ შეაწუხებს საკუთარი მდგომარეობის გამო. შენ ყოველთვის მასზე მაღლა იქნები და დედასაც რომ გიტირებს მაშინაც კი ზუსტად ასე, ამ სახით იქნები _ ღრიალებდა და ქალის მიმართულებით იშვერდა ხელს _ რა იცი მითხარი, რატომ ხარ დარწმუნებული , რომ დედაშენზე უარესი არ დაგემართება
_წამოდი , მივდივართ ! გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თავით გადაეშვა უკვე და მორჩა. რომ დაენარცხება მიწაზე შემდეგ მოვიფიქროთ როგორ დავეხმარებით და თუ ისე იქნება როგორც თავად წარმოუდგენია , მაშინ ბედნიერი ვიქნები . მე მეტი არაფერი მინდა , შენ უნდა იყო ჩემზე ბევრად აღმატებული ... სულ ეს მინდოდა
_ მაგრამ შენნაირი არ არის, თან არის და თან არა უბრალოდ ვერ ხვდება რამდენად გგავს . შენ სამყაროც გეცოტავება , როგორ მიბრძანებს წავედითო ხედავ? ღმერთო ჩემო კიდევ 18 წლის ბავშვი მგონია თავი , დღემდე ასე აკეთებ. გადაწყვეტ და მორჩა არც უშვებ, რომ მე შეიძლება არ ვასრულებდე
_აქ აპირებ ჩხუბს? შენს მიწა_წყალზე ხარ და გულადი გახდი? _ ფეხზე იდგა უკვე, სათვალე შეისწორა და მისკენ გაიხედა _ შეგიძლია გადმოცხოვრდე შენს უმარტივეს ქმნილებებთან ერთად
_ერთხელაც არ იტყვის , რომ არ შემიძლია ... ერთხელაც არ გითქვამს რომ გეტკინა, ცუდად ხარ და ვერ მიტან. პირველი რაც მითხარი ის იყო ვინმემ რომ გაიგოს გაგანადგურებო ... გადმოვცხოვრდები , მაგრამ აქ ყველა ყველაფერს გაიგებს . შენი შვილის და იმ ბიჭის ამბავიც ამიტომ გავრცელდა , აქ არაფერი იმალება ამიტომ ვერ იტან აქაურობას და ვერც მე
_ნეტავ მართლა შემეძლოს შეგიზიზღო ... რომ დაგირეკავ, გთხოვ უბრალოდ მიპასუხე და მითხარი, რომ კარგად ხარ . თუ რაიმე შეიცვლება, არ ვიცი რაღაც ისე არ იქნება მითხარი ,რომ კარგად არ ხარ და ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, კარგი დე ? _ კაცი ისევ დააიგნორა, უცნაური მზერა ჰქონდა . სესილიას მოეხვია , ხელი თავზე გადაუსვა და მერე კიდევ ერთხელ გაუსწორა მზერა _ მაპატიე , ყველაფრისთვის _იმდენად ჩუმად თქვა მხოლოდ სესილიამ გაიგო . პასუხს არ დალოდებია ისე დაიძრა კარისაკენ , ჩვეული მოძრაობის სტილით , კვლავ მხრებში გამართული , თავაწეული , მაგრამ სუნთქვაშეკრული, ტირილის ზღვარზე მყოფი .
_სად მიდიხარ _ კაცი რომ დაეწია ეზოში იდგნენ, მკლავში წვდა და წინ გადაეღობა _ შენ არ ამბობდი იქედან აუცილებლად უნდა წამოვიყვანოო? ისტერიკა არ გქონდა და მიწასთან არ გამასწორე? ასე ნებდები?
_გშურს , ჩემო საბრალოვ ? გინდა შენც დაგნებდე და განვქორწინდეთ? კარგი , თუ დასასრულის დღეა იყოს დასასრული. აქ , ამ ეზოში მნახა დედაშენმა პირველად და იმ დღესვე მითხრა შენ ჩემს შვილს ვერ გაუძლებო და მაშინ ვერ მივუხვდი. მერე დავრწმუნდი , დამარწმუნე , რომ მართალი იყო. დედაჩემის ნაცვლად მისთვის რომ დამეჯერებინა დიდი ხნის წინ გაგიშვებდი. გილოცავ , შეგიძლია თავისუფლებით დატკბე. ჯერ კიდევ საოცრად გამოიყურები , დაიწყე ახალი ცხოვრება ... შენთან გამკლავების 10 წელი საუკუნედ გადაიქცა _ხელი გაითავისუფლა, მარცხენა ხელზე მორგებული ნიშნობისა და ქორწინების ბეჭდები ერთდროულად მოიშორა _ გილოცავ-ზურგი აქცია , მანქანისკენ დაიძრა და სანამ დაჯდებოდა ტელეფონზეც დაურეკეს- დღეს არ ვმუშაობ, ხვალაც არ ვიქნები ... ყველაფერი რიგზეა, გმადლობ . დასვენების დღეს მეც ვიყენებ ხოლმე. ვერ მოვახერხებ , მაპატიე . სხვა დროს შეიძლება დავფიქრდე - მობილური ისე გათიშა გამომეტყველება არ შესცვლია სამაგიეროდ მის უკან მდგომს საერთოდ შეეშალა სახე
-მეც არ ვთქვი ამხელა ნაბიჯს როგორ დგამს-თქო? აქამდე არ გაღელვებდა რას გავაკეთებდი და ახლა ხომ საერთოდ...სამაგიეროდ იდეალური ქმრის კანდიდატურა იპოვნე , ღალატის უფლებას შენი პრინციპები არ გაძლევენ , მოვლენებს აჩქარებ, თავიდან მიშორებ. გგონია ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გსურს?
-ვინ გითხრა,რომ არ გიღალატებ და რაიმე შემაჩერებს თუ ვინმესთან ყოფნა მომინდება. შენ დიდი ხანია ჩემი კაცი აღარ გქვია , შესაბამისად მეც არაფერი შემაჩერებდა .
-იმ ს.რთან იყავი?
-სოფლის ჰავამ საუბრის მანერაზეც იმოქმედა ... რა საინტერესოა. ჩვენი შვილისგანაც არაფერი მიკვირს, აქაურობას მაგიური ძალა აქვს . დარწმუნებული ვიყავი აქ თუ გამოვუშვებდი რაღაც საოცრება მოხდებოდა და არც შევცდი, რას ვიზამთ უკვე დაგვიანებულია ყველა ქმედება
-სესილიას შეეშვი, ხომ აძლევ უფლებას დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ...
-ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება გქონდა, საკუთარი თავის გარდა არაფერი განაღვლებდა
-მხოლოდ შენ მაღელვებდი ყოველთვის, შენ მირევდი გონებას და ჩამიყვანე ფსკერზე ახლა კი მეუბნები ,რომ მშორდები. მათავისუფლებ , ისე მიშორებ ერთხელაც არ მოიქეცი ისე როგორც ნორმალური ქალები იქცევიან ქმრის ღალატზე რომ იგებენ
-მე ნორმალური, ჩვეულებრივი და სტანდარტული არასდროს ვყოფილვარ . ამ ასაკში ვერაფერს შევცვლით ,ტყუილად საუბრობ , გადაწყვეტილებას არ შევიცვლი
-მე არ გაგიშვებ, არასდროს !
-აქედან წავიდეთ სანამ სესილიას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და რამე საშინელებას არ ჩავიდენ . შენთან კამათს არ ვაპირებ, საქმით გამოვხატავთ ჩვენს შესაძლებლობებს და ვნახავთ როგორ გადაწყდება ჩვენი ყალბი ქორწინების ბედი
-ოდესმე ემოციას გამოხატავ? რაიმე წყობიდან გამოგიყვანს?
-ჩემი ერთადერთი სისუსტე თავად გავაჩინე და დანარჩენმა მოკვდავები შეეგუეთ იმ ფაქტს,რომ ისტერიკაში მყოფს ვერ მიხილავთ. შენს დონეზე არასდროს დავეშვები
-ჩემი ცოლი ხარ და იქნები სანამ ცოცხლი ვარ!
-მაშ იქნებ დრო დადგა, ამქვეყნიური ცხოვრება შეწყვიტო- აგიჟებდა , თავად კი მიმიკაც არ ეცვლებოდა. საბოლოოდ რა მოხდებოდა არავინ იცოდა .
...............
_ბექა , სახლში ხარ? _ყელში გაჩხერილ ბურთს ძლივს ერეოდა. ქუჩაში სწრაფად მიაბიჯებდა, თითქმის გარბოდა და თან უკან იხედებოდა
_არა ,შეხვედრა მაქვს ... რა ხდება?
_მალე დაბრუნდები ?
_საღამომდე ვერ , მერეც თუ ვიყიდე და მოვაგვარე დღესვე რესტორანში უნდა წავიყვანო ესენი. მოგენატრე ,პატარავ?
_არაფერია, ძალიან მიყვარხარ...
-რა ხდება სოფიო?- მიხვდა , რომ რაღაც რიგზე ვერ იყო_მიდი აბა პირდაპირ მითხარი
_მოსეს წასვლით ისარგებლეს იმ წურბელებმა და თათა უნახავთ. როგორც იციან ისე აურიეს ბავშვს ტვინი და თან წაიყვანეს. სადღაც ბინა უქირავებიათ, ჯანდაბაში გადადიან ჩემი წაყვანაც უნდათ , ხომ იცი სახელმწიფოს უნდა გამოგლიჯონ ფული ორი არასრულწლოვნის რჩენისთვის თითქოს სულ ჩვენ გვახარჯებენ . თათა გაჰყვა, მე ვარ მხოლოდ ბოროტი, საზიზღარი გოგო რომელსაც მშობლები არ უყვარს, უმადურია და ურჩევნია სხვის კისერზე იცხოვროს, სხვას დააწვეს მხრებზე ტვირთად ოღონდ კომფორტულად იყოს_ლაპარაკი რომ დაიწყო თვალებიც დაუბინდა სითხემ , სპაზმი ჰქონდა , ვეღარ სუნთქავდა და მერე ცრემლებიც შეუჩერებლად მოდიოდა _ მეზიზღებიან ისინიც და ყველაფერი. საერთოდ რატომ გიყვარვარ , მე ... მე არაფერი მეშველება . თათაც ვერ დავარწმუნე, რომ არ გაჰყოლოდა იმიტომ რომ არ ვიცი შევძლებ თუ არა მასზე პასუხისმგებლობის აღებას და მისთვის მომავლის შექმნას მე ... როგორი სულელი ვარ ღმერთო .
_ჩემო სიცოცხლე, ჩემო პატარავ , დამშვიდდი, გაჩერდი , ისუნთქე და მისმინე , კარგი? მოვდივარ უკვე ... ჩემთან მიდიხარ თუ სად ხარ . სადაც არ უნდა იყო დამელოდე, ახლოს ვარ და მოვალ , კარგი ?
_შენს სახლთან ვარ ... როგორ მოხვალ , მერე საქმე ?
_ეზოში შედი , კარის გასაღები მანდ იქნება მაგიდის ქვემოდანაა მიმაგრებული, შეიხედე და დაინახავ . ყველაფერი კარგად იქნება, 10 წუთი დამელოდე და
_ასე ჩქარა ნუ დადიხარ, რამე რომ მოგივიდეს მოვკვდები - ერთხანს ჩუმად იყო, მანქანის ხმა ესმოდა თავადაც ქუჩაში იყო შემდეგ კი ბექას ეზოში შევიდა
_კარგი, მაშინ აღარ იტირო თქვი რომ საუკეთესო ხარ და არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან შენი მშობლები. მითხარი, რომ გიყვარვარ და 4 შვილი გვეყოლება , ცოლად რომ შეგირთავ მერე
_რა იყო დედისერთობის სტრესი გაქვს და გინდა ყველგან შენი შვილები იყვნენ?
_ უარს მეუბნები? კარგი იყოს მაშინ სამი
_კოცნით ბავშვები არ გამოდის , იცოდი? _ ცრემლებს იმშრალებდა და სახლისკენ მიდიოდა , აჩქარებული გულისცემაც ნელ_ნელა უმშვიდდებოდა
_ბავშვებს არ უნდა ჰყავდეთ ბავშვები ,თორემ მე და შენ , რომ დავიწყებთ ეჭვი მაქვს, გვერდიდან აღარ მომიშორებ . მეშინია ეჭვიანობისგან არ გადაფსიხდე , ყველა ყოფილზე და ყველა შემდეგზე
_შემდეგზე? უკაცრავად ეს შემდეგი მომესმა ალბათ ხომ ?
_აქ ჩემზე ცალმხრივად შეთხლეშილი ქალი ვიგულისხმე , არაფერი ორმხრივი ... ღრმად ისუნთქე
_ ვსუნთქავ , მხოლოდ იმიტომ , რომ შენ ხარ
_არა , მე კი ძალიან ძალიან მისწორდება ასე უკიდეგანოდ რომ გიყვარვარ, ჩემო ჭირვეულო, მაგრამ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს ჯერ და მერე დანარჩენი სამყარო, ანუ მე
_ამ სახლში ბოლოს როდის იყავი? _მძიმე სუნი იდგა, აშკარად ეტყობოდა კარი რომ დიდი ხნის წინ გააღეს _სად რჩები , რომ ამბობ სახლში მივდივარო, ვიძინებო და დაიძინეო ?
_ხან სად და ხან სად. სახლში თუ ვინმე დამელოდება მერე დავბრუნდები ერთ კონკრეტულ მისამართზე, მაგრამ ერთ გოგონას ეშინია , ჰგონია პირდაპირ საწოლში შევიტყუებ და გამბედაობა არ ჰყოფნის ჩემთან გადმოცხოვრებისთვის . კომპლექსები აქვს უამრავი, კი იხტიბარს არ იტეხს, არ აღიარებს , ყველაზე უკომპლექსო ტიპშა მე ვარო ამბობს, მაგრამ პირიქითაა
_ამ გოგონას შემთხვევით თქვენი გაჭედვების ხომ არ ეშინია და ჯერ სანამ გადმოცხოვრდება თქვენი შესწავლა ხომ არ სურს, როგორც ნორმალურ ადამიანს შეჰფერის
_ნორმალურობის დედას შ.ვეცი , პატარავ ... მე და შენ ნორმალურები უკვე არ ვართ და მაგრად ტეხავს თუ ჩემი გეშინია
_იქნებ საკუთარი თავის მეშინია _ დივანზე დაწვა, მოიკეცა და თვალები დახუჭა. მხოლოდ ბექას ხმის გაგება სურდა, მისი დანახვა და სიახლოვის შეგრძნება
_ არ უნდა გეშინოდეს , არც საკუთარი თავის , არც ობობების, არც კლოუნების და არც იმის , რომ მარტო დარჩები
_შენ იცი ობობების და კლოუნების რომ მეშინია _ცრემლების მეორე ნაკადი წასკდა ბიჭის ნათქვამის გააზრებისას
_ბავშვობაში მე იმ თოჯინების მეშინოდა საშინელებათა ფილმებში რომაა , რა საზიზღრობაა ახლაც ვერ ვიტან
_კიდევ რა იცი რაც მე არ ვიცი
_შენ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იცი და ყველაფერი ჩამოვთვალო?
_ბექა , დარწმუნებული ვარ მე შენზე კარგი ქულები მყავს და ბევრი რამ ვიცი, მაგრამ მე სხვა რამეს გეკითხები და თემას ნუ მიცვლი
_ბაზარი არაა, სკოლაში ძალიან ცუდი ბავშვი ვიყავი , სწავლის გარდა ყველაფერს ვაკეთებდი და მაგარი დებილი ვიქნებოდი წიგნების კითხვაც რომ არ მევასებოდეს... ბოლო დროს ეგეც დავიკიდე და ახლა მაგრად მიტყდება, ბიბლიოთეკას განვაახლებ უეჭველად, დრო რომ მექნება
_ბექა შენი გეოგრაფიის ნიშანი არ მაინტერესებს ... მე გკითხე კიდევ რა იცი _თქო
_ბევრი ცუდი, ბევრი კარგი, ბევრიც სასიამოვნო რამ ... შენ რომელი გაინტერესებს
_ჩემზე რა იცი ისეთი რაც არასდროს მითქვამს
_არასდროს გითქვამს გაზაფხულზეც საბანი რა პონტში გაფარია და მართლა ძალიან მაინტერესებს მთელი ზამთარი ტოპებით დადიოდი და მცივანა ვერ იქნები , რა თემაა ჩემ თავს გაფიცებ
_ მოსეს მოვკლავ , ღამე შემოდიხარ ოთახში ?
_მოსე რა შუაშია... ჩვენში დარჩეს და ისე ითიშება ბოლო დროს ,საწოლიანად რომ გაიტანონ ვერ გაიგებს
_წუხელაც იყავი ?
_ნახევრად შიშველს რომ გძინავს და საბანი გაფარია მანდაც გეტყობა რამდენი გაკლია
_ტუტუცო !
_ჩემთან რომ გადმოხვალ თუ გინდა სულ ისე იარე როგორც გძინავს, მთელი გულით მივესალმები ძ.ძუების თავისუფლებას
_გაჩუმდი !
_თემა არ შეცვალოო და ახლა გაჩუმდიო, რატომ მჩაგრავ სოფიკო?
_ბექარიონ,სოფიკოს ნუ მეძახი
_კარგი, ჩემო ერთადერთო , შენ როგორც იტყვი
_ერთადერთი როგორ ვარ
_აბა ვინ ხარ , დაფიქრდი?
_ფიქრი არ მინდა მე, შენთან მინდა
_ჩემთან ხარ ... სულ ორი წამი მჭირდება _ უკვე ფეხით მიდიოდა, ჩქარა მიაბიჯებდა სანამ დივანთან არ მივიდა და თვალებდასიებული გოგო მთელი ძალით არ მოეხვია
_მოხვედიი _ტიროდა და სახეს მის ყელში მალავდა . ნაწნავი დაშლილი ჰქონდა, თმა გაწეწილი, მხოლოდ ტოპი ეცვა და მკლავებზე თითების კვალი ეტყობოდა. ეხვეოდა და თან იაზრებდა, რომ მხოლოდ სიტყვიერი შეკამათება არ ჰქონია _თათას შეეშინდა, თუ არ ვიცი რატომ წავიდა ... იმათ წაჰყვა, გავბრაზდი, საშინლად მეტკინა, მეწყინა და მასაც ვეჩხუბე . ცუდი რაღაცები ვუთხარი, არასდროს შემირიგდება.
_დამშვიდდი, შეგირიგდება . მიხვდება, რომ ყველაზე მეტად გიყვარს _ თავი ააწევინა , სახეზე მიკრულ თმას აშორებდა და მერე სუნთქვაშეკრული უყურებდა გაწითლებულ, შესიებულ ლოყაზე . გახეთქილ ტუჩის კუთხეს, რომ გაუსწორა მზერა გონება ისე დაებინდა ამის ჩამდენი იქ რომ ჰყოლოდა დაუფიქრებლად მოკლავდა _ დაგარტყა?
_სულ ასე იქცევა საცოდავი კაცი, როცა სათქმელი არაფერი აქვს და იცის რა ნაგავიცაა მერე ცემაზე გადადის . არაკაცია და თათა მას გაჰყვა _ისე საუბრობდა თითქოს ცემის კვალს ვერც აღიქვამდა
-პირველად არ დაურტყამს? კოცნიდა და ხმაჩავარდნილი სიტყვებს ძლივს ამბობდა _ ხელები თუ არ დავამტვრიო კაცი არ ვიყო. ნაბ.ზარი დედას შ.ვეცი _ თვალებამღვრეული, მთლიანად დაძაბული ეფერებოდა მერე ისევ დივანზე დასვა და სზარეულოსკენ წავიდა, ტილო ცივი წყლით დაასველა და ფრთხილად მიადო ლოყაზე . სიტყვას არ ამბობდა, მთლიანად დაჭიმული აკვირდებოდა , ეფერებოდა და ახლოდან არ იშორებდა სანამ ტელეფონის ხმამ არ შეაწუხა- მოსე მირეკავს, შენ რამე უთხარი?
_არაფერი , რა უნდა მეთქვა. ორ დღეში აქვს ბრძოლა. გაგიჟდება . უპასუხე და არაფერი შეიმჩნიო
_მერე გადავურეკავ
_არა , მე დამირეკავს მერე და მეც რომ არ ვუპასუხებ ინერვიულებს- ცრემლები შეიმშრალა, დივანს მიეყრდნო და ბიჭს მოშორდა
_რა იყო შე ჩემა , ვარჯიშობ თუ მე მეჭორავები-სავარძელში გადაჯდა და ეცადა ჩვეულებრივ გასაუბრებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა
_თათა იმ ნაბ.ზარ კაცთან რომაა იცი? სოფოს ვერ ვურეკავ და სადაა , იმათ არ გაჰყვებოდა იასნია , დროზე მოძებნე თორემ ხვალვე ჩამოვალ და რაც დავაკელი ორივე ძმებს ერთად შევუსრულებ . ფიფიების ვალი ჰქონია , ცოცხლად გაატყავებენ და თათა როგორ წაყვა, სულელი ბავშვი ... როგორი მეამიტია მაინც ვგიჟდები სულ არ ჰგავს სოფოს. ისინი რა საქმესაც დაავალებენ და რა სამუშაოც ექნება იცი ხომ? მალე დაიჭერენ ეგაა მაგის ბოლო, ორივე ცოლ-ქმარის , სოფო გამოარიდე _ ორ წამში თქვა ყველაფერი და მერე გაჩუმდა _ რა სახით ზიხარ ... იცოდი ხომ?
_მე შენ წასვლამდე ხო გითხარი , დაიკიდე ყველაფერი მოიგე და მერე იფიქრე შენს გარდა სხვებზე_თქო. როგორმე მოვაყომარებ გ.ნდონა ბიძაშენის ამბებს , ფიფიებს ვიცნობ და ნუ მალაპარაკებ ახლა აქ , რადგან ბოლო დროს კარგი ბიჭივით ვიქცევი სოფო, რომ არ გადაფსიხდეს შენც დაგავიწყდა ვინ ვარ?
_ სოფიკო , მანდ თუ ხარ დამენახე თორემ გეფიცები ბილეთს ვყიდულობ და მოვდივარ -ერთხანს ჩუმად იყო , სახეზე ხელი ჩამოისვა და მერე გაუნათდდა გონება- მიდი გთხოვ, ნუ მანერვიულებ . ვერ მოვისვენებ სანამ არ დაგინახავ
-არ გაგიჟდე, გთხოვ...როგორც ყოველთვის ამჯერადაც ვეჩხუბე, გავლანძღე და დამარტყა- როგორც კი შეხედა მაშინვე თქვა და მაქსიმალურად ეცადა მშვიდი გამომეტყველება ჰქონოდა
_ოხ მე მაგის ... ხელები როგორ არ დავამტვრიე _ რაღაც ააყირავა გოგოს სახე რომ დაინახა - რამდენჯერ გითხარი ახლოს არ მოუშვა საერთოდ-თქო? თავი ხომ არ დაგირტყავს, გონება ხომ არ დაგიკარგავს ან რა ვიცი რამე ისეთი ხომ არ გტკივა
-არაფერი, გეფიცები
-ჩემს დაბრუნებამდე ბექასთან დარჩი, საერთოდ ნუ გახვალ სახლიდან ... გთხოვ , კარგი?
-მის სახლში გამოკეტვას არ ვაპირებ . ვიღაც ს.რების გამო დისკომფორტს არ შევუქმნი. აქ გადმოსვლას რაც შეეხება , შენს ჩამოსვლამდეც და მერეც , სულ თუ გადმოვა
-შენ ძაან ხო არ გაუტიე?
-მე არა, მაგრამ შენ ნამდვილად არ ხარ კარგად. დროა უკვე როგორმე მობილიზდე. მიხედე საქმეს , მე ყველაფერს დღესვე მოვაგვარებ და მერე ვილაპარაკოთ.
-რამე ისე თუ არ წავა ... მე ბრძოლის დასრულებისთანავე გამოვფრინდები ... სოფ, ყველაზე მაგარი ხარ , ხომ იცი?
-რომ მოიგებ ინტერვიუში თქვი,რომ მე მიძღვნი
-წაგებულს არ მიმიღებ?
-მოიგებ ! მიყვარხარ,ხო?
-მე უფრო. ვთიშავ და დაველოდები შენს ზარს, ბექა
-მიდი - ტელეფონი გადადო და გოგო მუხლებზე დაისვა- ჩემო პატარა - ფრთხილად კოცნიდა და ხელს არ უშვებდა - არაფერზე ინერვიულო, თათას მოვიყვან და ვეღარავინ შეგეხებათ
-მეშინია, რამე რომ დაგიშაონ იმათ? თათას თვითონ დაველაპარაკები, არ გინდა ჩარევა ,გთხოვ
-მოსე არ იცნობს მაგათ და იმიტომ იყო აჭრილი, ისედაც რთულადაა ახლა და გადააჭარაბა. სანერვიულო არაფერია, გეფიცები
-მატყუებ, ხომ? არ მინდა ჩემ გამო პრობლემები შეგექმნას
-შენ გამო აღარ არსებობს , შენი პრობლემა ავტომატურად ჩემი ხდება და მე თავს არავის ავატკიებინებ . აღარასდროს მითხრა ჩემი და შენი... დაიმახსოვრე , შენ გამო შეუძლებელს შევძლებ . გული მისკდება ასეთს ,რომ გხედავ , ჩემთან უნდა იყო - ლოყაზე ეფერებოდა, მერე თვალებს უკოცნიდა და მანამ არ წასულა სანამ გოგოს არ ჩაეძინა.
სოფომ არ იცოდა რა მოხდა, ბექა ვის შეხვდა ან რა გააკეთა, მაგრამ შუაღამეს შეშინებულს რომ გაეღვიძა ბიჭი მის გვერდით იყო
-ყველაფერი კარგადაა, ჩშშ- საწოლის თავზე იყო მიყრდნობილი, გოგონას მკლავები მოხვია და ჩაეხუტა
-ჩამეძინა, მეგონა წახვედი და რამე დაგიშავდა
-აქ ვარ მეც და თათაც , აღარ გაგაღვიძეთ...სძინავს უკვე ,მაგრამ თუ გინდა ნახე
-მოიყვანე? წახვედი და მოიყვანე? - საწოლზე იდგა, სახე უბრწყინავდა და ადგილზე დახტოდა ,მერე ისევ ბიჭს მოეხვია ,რამდენჯერმე აკოცა სანამ კვლავ შეეშინდებოდა- ხომ არ გიჩხუბია? ისინიც ნახე? ილაპარაკეთ? ხომ კარგად ხარ- ხელებზე აკვირდებოდა, სახეზე ეფერებოდა, მაისურიც კი აუკეცა და ყველაფერი სულ ერთ წამში გააკეთა
-დამშვიდდი, არაფერი მომხდარა...ვისაუბრეთ, გავარკვიეთ და მორჩა. დაივიწყე - გოგოს ჯერ ლოყზე აკოცა მერე კი ახლოს მიიზიდა და ტუჩები დაუკოცნა-მოდუნდი, ისწავლე მშვიდად ყოფნა - აზრები ნამდვილად გაუფანტა, რამდენიმე წამს ბექას გარდა აღარაფერი ახსოვდა,მაგრამ შემდეგ თათას სანახავად წავიდა.
-მაჩვენე სად არის და მერე გაკოცებ, ბევრს- ჩუმად ლაპარაკობდა, ბიჭს ხელი ჩაკიდა და თან წაიყვანა. თათა ნამდვილად რომ დაინახა წამსვე შეეცვალა მზერაც , ერთხანს კარის ჩარჩოზე თავით მიყრდნობილი იდგა და ისე უყურებდა - რა უთხარი
-რომ ჩემზე მეტად მხოლოდ ის გიყვარს
-მე შენ , წარმოუდგენლად მიყვარხარ- კარი დახურა, ბიჭს მოეხვია და ამჯერად თავად აკოცა - სხვა ოთახში დაძინება არ მინდა, შენთან მინდა
-როგორც შენ გინდა, პატარავ - მომღიმარს ზემოდან დაჰყურებდა, შემდეგ ხელში აიყვანა და ისე დაუბრუნდა საძინებელს ,რომელიც დიდხანს ელოდა სოფიას .
...................
მშობლებთან საუბრის შემდეგ თავს ისე გრძნობდა ბავშვების მეცადინეობას ვერ შეძლებდა , სრულიად მარტო დარჩა საკუთარ ფიქრებთან ერთად და ისე დაათენდა თავზე გონსაც ვერ მოვიდა. საწოლზე იწვა და ერთ წერტილს უყურებდა მოსემ რომ დაურეკა
_ჩემთან ერთად წამოსვლისთვის დროის მენეჯმენტი მოგიხდება სესილია თორემ მე მეტჯერ უშენოდ გავგიჟდები... შენს მონატრებაზე გაუსაძლისი თითქოს არაფერი გადამიტანია და არ მესმის , მაგრამ ყველაზე მეტად მჭამს უშენობა. მართალი იყავი, მარტო ყოფნა სიმშვიდეს ვეღარასდროს მომიტანს იმიტომ , რომ შენ უკვე ჩემი სულის ნაწილი ხარ და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შუაზე გამხლიჩეს _ ყველაფერი ერთბაშად თქვა და შემდეგ იპოვნა ქალის მზერა იპოვნა _ იმიტომ არ მითქვამს რომ ტირილი დაგეწყო, პირიქით უნდა გიხაროდეს სიჯიუტეს რომ ვივიწყებ მხოლოდ შენთვის. სესილია _ გოგოს სახეს აკვირდებოდა , საკუთარი თავი მალევე გადაავიწყდა და მთლიანად ქალზე გადაერთო _ რაღაც მოხდა , ხომ ?
_მოხდა, მაგრამ ცუდი არა . უბრალოდ ძალიან დავიღალე და ჰაერივით მჭირდებოდა შენი დანახვა , სუნთქვა დავიწყე რომ გავიგე შენი ხმა . ასე ძალიან როგორ ან როდის შემიყვარდი ვერ ვხვდები და ალბათ ამიტომ ხარ განსაკუთრებული , თითქოს სულ ჩემი ნაწილი იყავი, წინა ცხოვრებაში გიცნობდი , გიპოვნე, დაგიბრუნე და სულში არსებული უფსკრული მთლიანად შეავსე . ღმერთო ჩემო, შენი არსებობაც კი მყოფნის , დაგინახავ და ვიმუხტები _ტიროდა და თან იცინოდა
_ასწორებს
_ვინ პასუხობს ქალს ასე _ ამაღლობელის განათებულ თვალებს უყურებდა და სახეზე ღიმილი სჭარბობდა ცრემლებს
_ მე და მხოლოდ შენ ... ზუსტად ეგ შეგრძნებაა , როცა ხვდები , რომ მხოლოდ შენ არ შეიშალე და ისიც ზუსტად იგივეს განიცდის . ახლა არ გვინდა, მაგრამ რომ ჩამოვალ აუცილებლად მომიყვები ჩემგან შორს ყოფნის გარდა რამ ან ვინ გატკინა... დღეს ზედმეტად მძიმე დღე იყო, აქაც კი არ მასვენებს ნათესავების უმსგავსო, არაადამიანური ქცევა. ვიცი შენთანაც მშობლების ამბავია, ამჯერად ჩემ გამო შეგექმნა პრობლემა და წარმომიდგენია როგორ ხარ , მაპატიე შენს გვერდით რომ ვერ ვარ , ისიც მაპატიე მე რომ გაიძულე დისტანციის დაცვა . უკანასკნელია,როცა ერთმანეთისგან შორს ვართ, ს.რულ სიჯიუტეს ღრმად დავმარხავ
-ხვალ ბრძოლის დღეა ... ამაზე ვისაუბროთ, სხვა ყველაფერი უკვე წარსულია და გავუმკლავდით
_ვნახოთ რა გამოვა ... მთავარია ისე არ გავჭედო , რომ გონს ვერ მოვიდე
_ხვალ გამარჯვების დღე იქნება და შენ კიდევ ერთხელ დაამტკიცებ საკუთარ ძალებს
-მთავარია დავბრუნდე და გადავლახო ის შეგრძნება, რომ სხეული არ გამომყვება . ასე პირველი ბრძოლის დროს ვიყავი, მეგონა ბრძოლის ინსტიქტი არ მქონდა და ოქტაგონზე ავირეოდი, ახლა კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობ ამ არეულობას , სრული ქაოსია ჩემს გონებაში. თითქოს ტვინი და სხეული ცალ-ცალკეა, ერთდროულად არ იმოქმედებენ , კონტროლი დავკარგე
-წლების წინ მქონდა პერიოდი ,როდესაც სრულ ქაოსში ჩავიკარგე. საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნას მეგონა ვერასდროს შევძლებდი , საერთოდ არ ვიცოდი რა მინდოდა , რისი გაკეთება შემეძლო ან რა მომანიჭებდა სიამოვნებას, სულ მცირე სიხარულს მაინც შენ კი ზუსტად იცი რასაც ეძებ , რაც გინდა,რომ დაიბრუნო . მართლა ძალიან მაინტერესებს რას გრძნობ ,როდესაც შენს სახელს აცხადებენ, იმ მანძილს გადიხარ ,მეტოქეს პირისპირ ხედავ ,ოქტაგონზე ხარ და ირგვლი უამრავი ადამიანია
-თავიდან იმდენად რთული პერიოდი მქონდა ჩხუბის დროს ენერგიისგან ვიცლებოდი, მომწონდა ეს პროცესი ,როცა არაფერზე ფიქრობ და მხოლოდ ძალაა მთავარი, იმაზე ხარ კონცენტრირებული როგორ მოიგერიო დარტყმა, იპოვნო სუსტი წერტილი დაარტყა და გაიმარჯვო. მერე მივხვდი,რომ ოქტაგონს გარეთაც ასეა, უნდა დაელოდო, ჯერ თავი დაიცვა შემდეგ კი შეუტიო ისეთ დროსა და ისეთ მომენტში ,როცა უპირატესობის მიღება შეგიძლია. იმ მცირე დროში ისე სწრაფად მუშაობს გონება მხოლოდ მუშტის ძალა ვერაფერს გხდება. როგორც კი შევალ ოქტაგონზე მაშინვე ქრება ყველა,მაგრამ შენში რჩება ყველაფერი , ყველა ემოცია, გრძნობა, ტკივილი, პრობლემა ერთად დალექილი ათასი უბედურება იქ იფანტება, იქ იშორებ, თავისუფლდები. რომ იმარჯვებ გიჩნდება შეგრძნება, რომ იქედან გასვლის შემდეგაც ყველაფერს გააკეთებ. მაშინ,როცა შეტევას იგერიებ, ძირს ეცემი და გირტყამენ მგონია,რომ ამოსუნთქვას ვეღარ შევძლებ თუ ფეხზე არ დავდგები...ფიზიკურ ტკივილს ვერ ვგრძნობ, ვერც წინა ბრძოლის დროს გავიაზრე რა მჭირდა, მხოლოდ ის მაწუხებდა, რომ თავდაცვა ვერ შევძელი და გონებით მაჯობა, უკეთ გათვალა, უფრო სწრაფი აღმოჩნდა ვიდრე მე
-და ბოლოს მაინც შენ გაიმარჯვე, მოითმინე, გაუძელი და შედეგიც მიიღე. იქ რომ შეხვალ ყველაფერს ერთ წერტილში მოაქცევ. იბრძოლებ და ნებისმიერ შემთხვევაში გათავისუფლდები უარყოფითი მუხტისგან, იქ იპოვნი სიმშვიდის წერტილს და დაიბრუნებ საკუთარ თავზე კონტროლს...
-შენი ხმა საოცრად მოქმედებს... რომ გისმენ ვმშვიდდები , რაღაც მემართება - ნამდვილად სხვაგვარად გამოიყურებოდა საუბრის დასასრულს. თვალები დახუჭა და გადაღლილ გონებას მოსვენების საშუალება მისცა - უშენოდ ყველაფერი უფერული იყო
-ჩემი ფერთა პალიტრის სულ მცირე ნაწილს ხედავ ... ყველაფერი წინაა- უყურებდა და ეღიმებოდა. ზუსტად იცოდა რასაც გააკეთებდა საუბრის დასრულების შემდეგ , ისიც ეჭვგარეშე იყო,რომ არასდროს ინანებდა ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.
-შეუძლებელი ხარ , მაგრამ შევძლებთ მე და შენ
...................
ბევრი იფიქრა , ბოლოს საკუთარი სიმორცხვის კოეფიციენტიც გააქრო და გიგაურების სასადილო ოთახში აღმოჩნდა . ოჯახი ჩვეულებისამებრ ერთად ვახშმობდა , ვაჩე ტელეფონს დაჰყურებდა და აშკარად მის შეტყობინებას ელოდა ის კი იქ იდგა ,მის წინ, გაბრწყინებული სახით
_ დილა მშვიდობისა ... ბოდიშს გიხდით დაუპატიჟებლად შემოჭრისთვის . როგორ ბრძანდებით _ მაშინვე მოეხსნა დაძაბულობა როგორც კი მათი დადებითი განწყობა დაინახა . ისე შეხვდნენ როგორც ოჯახის წევრს
_დეა, ძვირფასო რა სიურპრიზია ...
_არავითარი ბოდიშები ... ვაჩე არ უთხარი გოგოს რომ მისთვის ჩვენი სახლის კარი ნებისმიერ დროს ღიაა?
_შემოგვიერთდდები ხომ? _ ნესტანი წამოდგა
_ შეგაწუხეთ, როგორი უხერხულია . გმადლობთ _ვაჩეს გვერდით დაიკავა ადგილი და ჯერ კიდევ ჩუმად მჯდომ, გაკვირვებულ ბიჭს გაუღიმა _უმადობა გაწუხებს გიგაურო? _ სუფთა თეფშზე ანიშნა და წარბებაზიდული დაელოდა პასუხს
_რა ხდება ?
_შენთან გადმოვდივარ , თანახმა ხარ? _თვალებში უყურებდა , უღიმოდა და გონებას ურევდა
_ მამაშენს ეჩხუბე ? რამე ახალი მოიგონეს? დეაა , რა დროს ვახშამია
_რა წესია , საუბარი ჭამის დროს . სწრაფად ივახშმე და შენს ოთახში ავიდეთ _ მკლავზე ხელი დააადო და მერე ჩანგალი მიაწოდა . აბნევდა , გაურკვევლობაში ამყოფებდა და ეს მდგომარეობა საოცრად ახალისებდა. რამდენიმე წუთი დანარჩენებთან საუბარში გაატარა, ვაჩეს ღრმა ჩასუნთქვებს აიგნორებდა და შიგადაშიგ მტევანზე შეხებით ამშვიდებდა სანამ ბიჭმა ხელი არ ჩაკიდა
_ჩვენ ზემოთ ვიქნებით
_უკაცრავად, გემრიელად მიირთვით, გმადლობთ გამასპინძლებისთვის _ ისე არ გაჰყვა სანამ სათქმელი არ თქვა შემდეგ კი კიბეს აუყვა _ასე ნუ გარბიხარ, სად გეჩქარება
_მთელი დღეა არ მცალიაო მწერ, მერე ერთ_ორ სიტყვას მპასუხობდი , ახლა აქ მოხვედი
_არ მეგონა შენთან სტუმრობა თუ პრობლემა იყო
_ნუ მეთამაშები დეა , ახლა არ არის მაგის დრო
_ აბა რისი დროა? _კიდევ უფრო მიუახლოვდა და თითები მკერდზე შეახო , შემდეგ ყელისაკენ გადაინაცვლა
_დეა _ხმა მომენტალურად შეეცვალა, მზერაც და სუნთქვაც აერია გოგო ფეხისწვერებზე რომ აიწია და თვალთან ახლოს აკოცა
_მინდა სადღაც წამიყვანო , ძალიან სასწრაფოა , დღესვე უნდა ვნახო ვიღაც და ხომ წამიყვან?
_ხო , კი , აბა რა _ თვალები დახუჭული ჰქონდა , რომ გაახილა და არეულად დაიწყო ლაპარაკი _ გამოვიცვლი და გავიდეთ
_თეთრი მაისური ჩაიცვი რა , გთხოვ _თითებით მკლავებზე ეფერებოდა, იღიმოდა და ბოლოს ყელში რომ აკოცა სულ დაუბინდა გონება _ეზოში დაგელოდები
_უნდა, რომ მომკლას ... _ბიჭის ხრინწიანი ხმა გაიგო კარის დახურვამდე და მერე სწრაფად გაეცალა იქაურობას.
მანქანასთან ელოდა და თან ამოწმებდა რამდენად მუშაობდა მისი გეგმა. ღელავდა, აფორიაქებული იყო და ვერ გადაიტანდა თუ ყველაფერი ისე არ მოხდებოდა როგორც წარმოედგინა.
_სად მივდივართ? _ იმაზე მალე გამოჩნდა ვიდრე ელოდა და მართლაც თეთრი მაისური ეცვა
_ქალაქში ... ზუსტ მისამართს მერე გეტყვი
_კარგი , გავედით
_შეგიძლია შედარებით სწრაფად იარო...ასე ნუ მიყურებ
_კარგი გამოვიჩენ მოთმინებას და ვნახოთ რას მიმზადებ
_რას უნდა გიმზადებდე
_ვიცი არ მოგეწონა იმ დღეს შენთან რომ ვიყავი და ქორწინებაზე ვთქვი. მართლა არ მესმის რატომ გაბრაზდი, არ იცი შენი თანხმობის გარეშე რომ არაფერს გავაკეთებ ? უბრალოდ ხომ არ ვეტყოდი ცოლად არ შევირთავ და ქორწინების წინააღმდეგი ვარ_თქო ,ეგ რომ მეთქვა ტყუილი იქნებოდა
_თავად არ გინდა ქორწინება თორემ მე თუ მთხოვ ხვალვე გამოგყვები ...
_რაა? გაიმეორე
_წინ იყურე
_დეა
_ვხუმრობ , ვაჩე ... ვხუმროობ . 18 წლის ასაკში დაქორწინებას არ ვაპირებ მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ან შენი ცოლი ვიქნები ან არავისი , მაინც არც შენ და არც მე ჯერ არ ვართ მზად . მანამდე უნდა შეეჩვიო, რომ მიყვარხარ, რომ არაფერს გიმალავ, რომ ვგიჟდები შენზე და აღარასდროს დაგტოვებ , შენს სიყვარულზე უარს არასდროს ვიტყვი
_და თუ ვგრძნობ, რომ დიდხანს ვერ გავძლებ შენგან შორს ? ეს ადამიანის დაუკმაყოფილებელი ბუნება მერთვება, ახლოს სულ არ იყავი , ნორმალურად არც მელაპარაკებოდი და მაშინ მონატრება სულ არ მქონდა მგონი. ახლა ჩემთან ხარ და მენატრები, რომ მიდიხარ ასე მგონია საუკუნე გადის მეორე დღემდე . ჩემი გონების მოაზროვნე ნაწილმა იცის, რომ სულ შენთან მაშინაც ვერ ვიქნები ცოლად რომ შეგირთავ, მაგრამ მეორე ნაწილი თანახმაა შენთან ერთად სამუდამოდ გამოიკეტოს
_მე მჯერა შენი მოაზროვნე ნაწილის ... იმ მეორეს არც ვაღიარებ
_გამოდის გაბრაზებული არ ხარ და აბა რატომ მწერდი ორ_ორ სიტყვას?
_დრო არ მქონდა , თითქმის ყველაფერი მოსამზადებელია. სკოლა სრულდება, გამოცდები კარს მოგვადგა . ყველანი შენნაირი გაწონასწორებული, საკუთარ თავში დარწმუნებული გენიოსები არ ვართ , მოგვეცი დრო სამეცადინოდ ჩვეულებრივ მოკვდავებს
_გამოდის მეცადინეობაში გიშლი ხელს? არ გწერ როცა ვიცი სწავლობ ან მასწვალებელთან ხარ და ისედაც ნახევარი დღე მასწავლებლებთან ვართ ... კიდევ კარგი ნესტანთან მაინც ვხვდებით და სკოლაში ერთი და იგივე დღეებში დავდივართ
_სხვადასხვა უნივერსიტეტებში რომ ვისწავლით და სრულიად განსხვავებული გრაფიკი გვექნება აქედანვე უნდა მოვემზადოთ მაგ ამბავთან გასამკლავებლად
_იმდენ ახალ გამოწვევას უნდა შევეჩვიოთ ერთბაშად , შენი ჩემს ცხოვრებაში ყოფნა ყველაზე დიდი შვება და ბედნიერება იქნება . თორემ ხომ იცი სახლის დატოვებაც შემშლის ... ცალკე ამათთან უნდა ვიარო, იქეთ ნინოს მშობლებთან . ექიმი კი არა ბოლოს მინიმუმ 5 პროფესია მექნება
_ყველაფერი იდეალურად გამოგდის ...ჩვენ_ჩვენს პასუხისმგებლობებს უნდა გავუმკლავდეთ. სხვა გზა არ არის _ ისე მიიყვანა დანიშნულების ადგილამდე , რომ თემიდან თემაზე გადასვლა არ გასჭირვებია.
_ აქ მოვდიოდით? სტადიონზე რა საქმე გაქვს დეა
_იცოდე , რომ ფეხბურთს შენთან ერთად მაინც ვერ ვუყურებ , ვერც გულშემატკივარი გავხდები, ვერც ვისწავლი ვინ ვინ არის და საერთოდ რა ხდება . ისევ მხოლოდ შენ თამაშებს ვნახავ , შენ გიყურებ და მოედანზე სხვა რა მოხდება წარმოდგენა არ მექნება. მჯერა რომ შეძლებ დაბრუნებას და შენი ჰობით კვლავ გაბედნიერდები.
-მე და შენ უნდა ვითამაშოთ? სიურპრიზს დაბადების დღისთვის ველოდი ...ჯერ ადრე არ არის? -უკვე მანქანიდან გადასულები იყვნენ. ჯერ კიდევ მშვიდად იყო, იღიმოდა და დეას გვერდით მიჰყვებოდა
_სიურპრიზებისთვის თარიღები არ გჭირდებოდა, მე რატომ უნდა ვიყო ბანალური? ნებისმიერ წამს შეიძლება რაღაც განსაკუთრებული ჩავიდინო _ შებრუნდა, მის წინ დადგა და ხელები ჩაჰკიდა . უკანსვლით მიდიოდა, იცოდა ბიჭი სხვა მხარესაც კი არ გაიხედავდა და მისთვის თვალების ახვევაც კი არ იყო საჭირო _ დღეიდან ყველა ჩვენს ტკივილს ერთად მოვერევით ... ნახავ, რომ თამაში კვლავ შეგიძლია და იმ ტრამვას არაფერი შეუცვლია
_ფეხბურთის დრო , რომ აღარ მექნება ხომ იცი ... არ გვინდა ოცნებებში გადავარდნა
_შენ ვაჩე ხო, ძმა _ ნაცნობი ხმა იყო, უცებ გამოჩნდა ერთი და მას მოჰყვა რამდენიმე. დეა წინ აღარ იყო, მაგრამ იყვნენ ფეხბურთელები ვისი გულშემატკივრობაც არასდროს შეუწყვეტია და ვის გამოც თითქმის ყველა თამაშზე დადიოდა რაც კი საქართველოში იმართებოდა
_შენმა სილამაზე გოგომ გვითხრა მაგრად თამაშობს და ექიმობა , რომ არ უნდოდეს ნაკრებშიც მოხვდებოდაო
_ჩვენ არ გვჯერა , ბრატ ... შეყვარებული ქალის ამბავია რა . ყველაზე მაგარი შენ ჰგონიხარ
_შანსი არაა, შეუძლებელია _ ბურთი მისკენ რომ გაგორდა და ფეხით დაიჭირა ძლივს თქვა ორი სიტყვა
_შესაძლებელია , შესაძლებელიი აიი ეგ გოგოო მომლაპარაკარებლადაა დაბადებული . მთელი გუნდი დაგვკერა ტო , ახლა თუ თამაშს ისე არ წაიყვან რო ვარჯიშიც გამოგვივიდეს და მაგრად დავიღალოთ ცვეტში გატეხავს
_შენი გოგო არ უნდა შეარცხვინო _ ბურთი აართვეს , თამაში დაიწყო . ისე ჩაერთო და გახურდა ჯერ კიდევ ინსტიქტს მიჰყვებოდა. ბურთს მიჰყვებოდა, როგორც ყოველთვის ახლაც მასზე გადაერთო და ისიც არ ავიწყდებოდა ვინ ჰყავდა ირგვლივ. რამდენი წუთი გავიდა არ იცოდა, არც შოკიდან გამოსულა , არც ბიჭების კომენტარები ესმოდა . ბურთი თავის საყვარელ ფეხბურთელს გადააწოდა, მან კარის მიმართულებით გაუშვა და გოლიც გავიდა. შეძახილები ესმოდა, კომენტარები , რომლებიც მას ეხებოდა ის კი დეას უყურებდა. მოშორებით მდგომი,თვალებგაბრწყინებული მხოლოდ მას რომ უყურებდა და სხვა ყველა უმნიშვნელო ფიგურები იყვნენ მისთვის, გოგოს ხედავდა რომელმაც ზუსტად იცოდა ვაჩე როგორ გაეხარებინა, იცოდა საკუთარი ადგილი მის ცხოვრებაში და იქ იყო, მასთან, მისთვის , სამუდამოდ.
_შენ ხარ ყველა' ფერი , მხოლოდ შენ და არა'ფერი სხვა ! _ სუნთქვა უჭირდა, გულისცემა აჩქარებული ჰქონდა, ადრენალინის ჭარბი დოზა მოძრაობდა ძარღვებში და ყველა ემოციას ერთად აქსოვდა კოცნაში , რომელმაც გადალახა ზღვარი , რომელიც გასცდა სიტყვებით შექმნილ სივრცეს და გადავიდა სხვა სამყაროში.
_ჩაგეთვალაა ძმაა , საღოოლ _ შეძახილები შორიდან ესმოდა . ჯერ კიდევ დეას ჟღალ თმაში ჰქონდა თითები , მისი ტუჩემის სიმხურვალეს გრძნობდა და უყურებდა თვალებდამრგვალებულ, ღაწვებშეფარკლულ გოგოს, რომელსაც შეუძლებლის შეძლება შეეძლო და ბავშვურად მორცხვი რჩებოდა ბოლომდე
_ჩემო სიყვარულო _ რამდენიმე წამს მკლავებში ჰყავდა მოქცეული და მანძილს არ ზრდიდა. შემდეგ ბიჭებს დაემშვიდობა, რამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადაიღეს ერთად, დეას განსაკუთრებულად გამოემშვიდობნენ და მარტო დატოვეს წყვილი მოედანზე.
-ვაჩეე - ისეთი საყვარელი იყო, ისე უყურებდა ბიჭს გონებას ურევდა
-მაბედნიერებ - არეული თმა გაუსწორა და ისევ შეეხო ტუჩებზე - ვგიჟდები შენს რეაქციაზე- წამსვე გაიცინა და ახურებულ ლოყაზე მოეფერა- სულ შენ ,რომ მკოცნიდი ახლა მიხვდები რას მმართებდი
-მე ლოყაზე გკოცნიდი - პატარა ბავშვივით გააპროტესტა
-და შენ გგონია ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა? ამ თითებით რომ მეხები გულს მიჩერებ - ამჯერად ხელზე აკოცა და ისევ გაიცინა- როგორ მოიფიქრე იმათთან დაკონტაქტება
-დემნა გამოვიყენე ... ვფიქრობდი როგორ გამეხარებინე და ფეხბურთის გარდა ვერაფერი გავიხსენე . თამაშზე ბილეთებს ისედაც იყიდდი
-რაღაცების მოფიქრება საჭირო არაა, შენთან ყოფნა უკვე დიდი ბედნიერებაა და ახლაც ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ შენ ჩემ გასახარებლად ამდენი რამ გააკეთე
-ძალიან მომწონხარ ასე გაოცებულ-გაოგნებულ-გახარებული
-მოდი შევთანხმდეთ,რომ შენ მე სულ მოგწონვარ
-ღმერთო, გმადლოობ გონება გაუნათდდა- აკისკიდდა და ამჯერად თავად აკოცა- შოკის მომენტებს მაინც ვერ წამართმევ - თვალი ჩაუკრა და უკანსვლით წავიდა
-ვნებიანი თამაშები არ გვინდა , თორემ დაგწვავ იცოდე- იცინოდა და თან მიჰყვებოდა
-ნუ დაივიწყებ, რომ შენთან და შენთვის ჩემში სხვა ქალი ცოცხლობს, რომელიც შენს გაოცება- გაოგნება-გაგიჟებას არ შეწყვეტს , არასდროს!
...................
_"გავისეირნოთ?" _ შეტყობინება რომ მიიღო მაშინვე ირგვლივ მიმოიხედა, სანამ უკან შებრუნდებოდა მანამ მოეხვია მკლავები და ლოყაზე იგრძნო ტუჩების შეხება _ მგონი იდეალური ამინდია , არა?
_აქამდე არ მომწონდა, ზედმეტად მოღუშული დღეა , მაგრამ ახლა ჩემი ამინდიც შეიცვალა _ სახეგაბრწყინებულმა გახედა , ჯერ სულ ოდნავ აიწია რომ ეკოცნა და შემდეგ ჩაეხუტა _ სულ ასე მოულოდნელად უნდა გამოჩნდე?
_დროის გათავისუფლებას თუ დაველოდები ვერასდროს შევხვდებით
_დრო თუ არ გაქვს აქ როგორ ხარ? _ ქვემოდან ახედა და მოიღუშა
_მომენატრე, შენზე ფიქრებს ვეღარ ვუძლებდი და წამოვედი _ გოგონას თითებს ეფერებოდა, მერე ხელისგულზე აკოცა და ისევ მოეხვია _ ეს მჭირდებოდა , ჰაერივით
_ისე ცოტას მელაპარაკები უკვე ვფიქრობდი , რომ დაღლილს კიდევ ენერგიას გაცლიდი ჩემი ამბებით . ისე ცოტას ლაპარაკობ მართლა რთულია რამე გავიგო, სანდრო. მერე რაღაც ასეთს მეტყვი და ძალა მეცლება _ისეთი საყვარელი იყო , ისე უყურებდა ბიჭმა ღიმილი ვერ შეიკავა
_ძალიან ცოტა იყო ჩემს ირგვლივ ადამიანი ვისაც დაველაპარაკებოდი და გაიგებდა , არათუ ჩემს გრძნობებს ზოგადად ნათქვამის აღქმის პრობლემა აქვს ბევრს . შესაბამისად ასეთად ჩამოვყალიბდი , მაგრამ დამიჯერე შენი მოსმენა ისეთი დამამშვიდებელია ჩემთვის , ის რომ დღის ემოციებს მიზიარებ და უამრავ თემაზე ერთი აზრი გვაქვს ... იცი როგორი განძი ხარ ? მხოლოდ ჩემთვის არა , ასე მარტივად ვერ მიგისაკუთრებ . მთელი სამყაროსთვის ადამიანის დიდებულების მაგალითი ხარ ამ ბნელი, უფსკრულში ჩარჩენილი ხალხით ფონად
-საოცარი ნამდვილად ვარ , მიყვარს ჩემი თავი და ფიქრებიც , მაგრამ შენ რომ რაღაც მსგავსს მეუბნები ყველა კომპლიმენს მირჩევნია _ იცინოდა და ბიჭის მტევანზე დაატარებდა თითებს. _დროა დაპირებული გასეირნება მივიღო - ხელი ჩაკიდა და გვერდიდან მიეკრო_ გაზაფხულზეც არ მოგვაკლდა წვიმები , რატომ გიყვარს არ მეტყვი?
_ბევრნაირია , ხასიათივითაა შეიძლება მზესთან ერთადაც იყოს , სუფთა წვეთები მოდიოდეს და საოცარი სუნი მოჰქონდეს ან იმდენად ძლიერი იყოს , რომ ყველაფერი წალეკოს . ბევრს არ უყვარს და ვერც იმას იგებს რამხელა მნიშვნელობა აქვს სამყაროში მის არსებობას ... ეს ის პასუხია რაც არავისთვის მითქვამს და მარტო ჩემთვის მქონდა გაიასნებული გონებაში და ისე უმარტივეს პასუხს რაც შეეხება შეგრძნებაც მიყვარს , ბავშვობაში სულ დავხტოდი გუბურებში ,მაგრამ პრობლემას უფრო მიქმნიდა სახლში სულ ჩამოდიოდა წყალი, გვციოდა და არ იყო სასიამოვნო , მაგრამ მე მაინც ტკბილად მეძინებოდა ხმა რომ მესმოდა. ბოლო დროს ბევრს დავდივარ ფეხით , საკმარისზე მეტხანს ვიჯექი _ გაიცინა და გარინდულ გოგოს თავზე აკოცა _ გაზაფხულის წვიმები ყველაზე მეტად მიყვარს და მომენატრა იქ ყოფნისას . აი რომ დაიწყება არა ზამთრული , მაისის თბილი წვიმები ჩამოვალ და გავისეირნოთ თუ შენ საპირისპირო დამოკიდებულება არ გაქვს
_არა, მე მართალია უღრუბლო ცაზე ვგიჟდები და არ მიყვარს უცებ რომ შავდება , ღრუბლებს უფრო ვერჩი ვიდრე წვიმას , მაგრამ ზოგადად ყველა ამინდს ვეჩვევი კონფლიქტი არცერთთან მაქვს. ყველაფერი გვჭირდება და მართალი ხარ , ხასიათივით ნამდვილად არის , არა მხოლოდ წვიმა , ზოამგადად ... თითქოს იქ მაღლა ვიღაცის ემოციები იცვლება .აი ახლაც მთელი დღეა ჭირვეულობს, ღრუბლები თამაშობენ _ მაღლა იყურებოდა წარბებშეკრული სანდრომ ხმაურით რომ აკოცა ლოყაზე და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა, ისევ მოეხვია
_ შენზე დამოკიდებულ_მოჯაჭვული, რომ გავხდები , ჩემი საქმე ცუდად იქნება თუ უფრო შენი , გვაქვს ამაზე პასუხი ჩემო გონიერო ?
_მე ძალიანაც მაწყობს, გულის სიღრმეში იმდენად მესაკუთრე და ეგოისტი ვარ , უფრო სწორად ასე აღმოჩნდა , აქამდე არ ვიცოდი , არც არავინ მაღელვებდა და მადარდებდა _ხელები წელზე შემოხვია , ჯინსის ქურთუკის ქვეშ შეძვრა და თავი მკერდზე მიადო _ ჩემ გარდა სხვამ, რომ დაგაინტერესოს ვფიქრობ ჩემში ახალი ქალი გაიღვიძებს, რომელიც შენს დემონს დაემსგავსება
_ შენი დემონიც დამაყლ. უფრო სწორად შენი დემონიც გასაგიჟებელი იქნება, მაგრამ ქალურ პონტში საეჭვიანოს და გასაბრაზებელს არაფერს გავაკეთებ , ეგ ზუსტად ვიცი, იმიტომ , რომ ჩემზეა დამოკიდებული
_მოდი პირდაპირ მითხარი, რომ იქ ამოსულ შენზე გაგიჟებულ ქალებს თავიდან მოიშორებ და არც თითს დააკარებ და არც სხვა რამეს
_სულ არ შეგიმცირებია ახლა შენ ჩემი ზღვარი... თანამშრომლებს და მომხმარებლებს ისედაც წითელი ხაზით ვნიშნავდი . ეგ შენგან დამოუკიდებლადაც ეგრე იქნებოდა
_რა გავაკეთო , ძახილის ნიშნით გითხრა ქალები დაივიწყე_თქო ? რა მდაბიური ქცევაა ღმერთო რა მჭირს _ შუბლით მიეყრდნო მკერდზე და სახე დამალა _ მსგავს რამეებს არ უნდა ვამბობდე, ვერ ვიტან ასეთ საუბრებს იმიტომ , რომ
_იმიტომ , რომ ზუსტად იცი ქალმა თუ კაცმა რაც არ უნდა აუკრძალოს პარტნიორს ის მაინც იმას გააკეთებს რაც უნდა და სიტყვები სიტყვებად დარჩება .მჯერა ისიც იცი , რომ მე მე ვარ და შენი ერთი კოცნა მაძლევს იმ მუხტს, განწყობას,ენერგიას , სიმშვიდეს და სიამოვნებას , რაც არავისთან არანაირად არ იყო და აღარც იქნება. შენს ეჭვიან დემონს ერთს ვაკოცებ კიდევ იმის საჩვენებლად , რომ შეუძლია მშვიდად იყოს თავისთვის მიძინებული _ ჩახუტებულს ყბაზე აკოცა და მერე ყელზე გადავიდა
_მიყვარს
_რა
_ეს-თავადაც აკოცა ყელში და მერე ქვემოდან ახედა- უნდა წამალივით დავნიშნოთ, განა რამე ... დემონის დასამშვიდებლად და მოსაქრთამად _ თვალებში ჭინკები უხტოდნენ . ერთდროულად იყო ყველაზე გულწრფელი, ბავშვური და თან უზომოდ მიმზიდველი. რაღაც ჰქონდა, რაც უკვე ყველა ქალისგან განასხვავებდა მის მიმართ არსებულ ყველა სურვილს ერთად
_ ვნახოთ რა გამოვა _ხელი ჩაკიდა და ისე განაგრძო სიარული
_ვნახოთ? მოიცა დაფიქრებას საჭიროებ?
_ისევ შენთვის, პატარავ
_პერედოზა მექნება?
_რაც უფრო მეტს გაკოცებ მით უფრო მეტი გენდომება და არ შეიძლება , მერე ლომკა იცის
_აჰაა, ანუ იცი რასაც ნიშნავს და რა გრძნობაცაა
_არ ვიცოდი და ამკიდე მას შემდეგ რაც შეგხვდი ... პირდაპირი მნიშვნელობით თუ გაინტერესებს _ დასერიოზულდა და ისევ მისკენ გაიხედა _ მხოლოდ ვეწევი , იმდენად იშვიათად , რომ ლომკა ნამდვილა არ მქონია. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს შენ ცხოვრება ჩემს არსებობაში ყველაფერს ჩაანაცვლებს , მეტადონი მიმიქარავს ისე _ იღიმოდა და თან შინაგანი ფორიაქი ჰქონდა, სჯეროდა მარიამს მისი სიტყვები თუ შეიძლებოდა, რომ შიში გასჩენოდა
_მე მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით ვგულისხმობდი, არც დამიშვია, რომ იმდენად სუსტი იყო რაიმე მავნებელზე დამოკიდებული გამხდარიყავი, შენი გონება ამას არ დაუშვებდა . აი მე რაც შემეხება , მგონი ორივემ ვიცით , რომ შეგიძლია სამუდამო მიჯაჭვულობა გქონდეს _ხელზე ეფერებოდა , უღიმოდა , მზერით ამშვიდებდა და ისე მიაბიჯებდა გაურკვეველი მიმართულებით _ კარგად ვერ გავიგე ერთი რამ და შენ უნდა მითხრა , ეჭვიანი ხარ თუ არა
_მაგაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, ეჭვები შენს მიმართ არასდროს მექნება და ვინმე სხვა თუ ტრ.კის თამაშს დაიწყებს მისაღებს ისე მიიღებს, რომ ეჭვებში გადავარდნილი თავს არ ავიტკიებ . შენ ისეთი მოყომარება გცოდნია მე თუ ჩარევა დამჭირდა ის ნამდვილად ფსკერზე მყოფი იქნება , შეუგნებელი და რა ვიცი ეგ ეჭვიანობა კი არ გამოვა ძალისმიერი მეთოდებით გონების გაწმენდა
_იქ იყავი , გიორგიმ რომ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე და არ ჩაერიე თუ მე ვერ ვნახე ისე ჩაერიე
_გამოჩენის წამიდან მინდოდა იქედან გამეგდო, მაგრამ არც მიზეზი არსებობდა და არც უფლება მქონდა . მერე მივხვდი შენთვის არაფერს ნიშნავდა და დავიკიდე , მაგრამ დაბრუნებული შენს ძიებაში მყოფი , რომ გადაგაწყდით მივხვდი რელსები არეული ჰქონდა . მე კი დემონს ძლივს ვაჩერებდი, მაგრამ შენ აშკარად მართავდი სიტუაციას და არ საჭიროებდი დაცვას
_და მაინც, გიორგის რაღაც ანიშნე რის გამოც წავიდა ... მიმალავ, ვგრძნობ
_დილით გადავეყარე , რაღაცები დამიწყო და ვუთხარი რა დაემართებოდა თუ შენ მოიშორებდი და არ დაგემორჩილებოდა, ეტყობა გაახსენდა
_გამოდის მაინც დაემუქრე და ჩემმა სიტყვებმა კი არა შენმა იქ დგომამ და საშიშმა გამომეტყველებამ იმოქმედა
_იმ ს.რის ტვინში ვერ ჩავძვრები რომ გავიგო რატომ დაახვია ... ფაქტი ერთია , შენ ხარ დამოუკიდებელი პიროვნება და მე შენს ნაცვლად არაფერ ისეთს გავაკეთებ რაც უჩემოდაც შესანიშნავად გამოგივა. თუ ასე შეხედავ ვინმეს, ასე მოეფერები , ჩაეხუტები და აგაღელვებს იქ უკვე ჩემ ეჭვიანობას რა აზრი ექნება? აღარ ვიქნები შენს გულსა და გონებაში და ცხოვრებიდანაც ავტომატურად გავქრები . არასდროს დაუშვა , რომ ვიღაც გ.ნდონივით გავჭედავ და ოდესმე ვეცდები ძალდატანებით გაიძულო რამე , მითუმეტეს სიყვარული...
_ასე ნუ გავართულებთ. პოტენციურ ქალზე მოძალადეს ,რომ ვხედავდე შენში არასდროს მოგიახლოვდებოდი
-და ვის ხედავ ჩემი დანახვისას?
-ჰმ, გგონიათ ,რომ ასე მარტივად აგავსებთ კომპლიმენტებით და გეტყვით ჩემ გონებაში დამალულ აზრებს?
-სიმპათიური და მიმზიდველი,რომ ვარ ისედაც აშკარაა ,მარიამ
-ნუთუ - იცინოდა და სულ უფრო მეტად ბედნიერდებოდა. სანდრო თავისუფალი იყო, დაძაბულობის გარეშე, უნიღბოდ,თავისებურად მხიარული და ხალისიანი ხდებოდა სანამ რეალობაში დააბრუნებდნენ
-გისმენ კიტა- ჯერ კიდევ მარიამის თითებს ეფერებოდა ძმამ რომ დაურეკა.
_სანდრო ... სანდრო მოდი გთხოვ , ვეღარ ვუძლებ
_რა ხდება _ გოგოს ხელი გაუშვა , მანძილი გაზარდა და მოქუფრულმა განაგრძო საუბარი _ ვინმეს ეჩხუბე ? ნაცემი ხარ? ვინმეს რამე დაუშავე თუ რა ხდება _ ჩუმად ლაპარაკობდა, მაგრამ მარიამს ყველაფერი ესმოდა. ხედავდა როგორ შეეცვალა გამომეტყველება , როგორ წაეშალა სახე და შეეკრა სუნთქვა
_ლიზამ რაღაც წამლები დალია არ ვიცი რა ხდება ... საავადმყოფოში ვართ . მოდი გთხოვ
-დამშვიდდი კარგი? კიტა მე მოვდივარ ... მოვდივარ გესმის? ათი წუთი დამჭირდება - თითქოს არაფერს გრძნობდა, ისე საუბრობდა ,მაგრამ მობილური, რომ გათიშა ჩასუნთქვაც გაუჭირდა. შებრუნდა, სახეზე ხელი ჩამოისვა , წამით დახუჭა თვალები და მერე მარიამს გახედა . არ იცოდა რა უნდა ეთქვა, იქ დაეტოვებინა თუ თან წაეყვანა, თავის ჯოჯოხეთში.
_არაფერი მითხრა, უბრალოდ წავიდეთ , კარგი? _ხელი გაუწოდა გოგომ, მანაც ჩაკიდა და ცხოვრებაში პირველად იგრძნო , რომ მარტო არ იყო.

კიტა ელოდა საავადმყოფოს ეზოში იჯდა, სანდრო რომ დაინახა მაშინვე მისკენ დაიძრა. ბიჭი სრულიად ჩამოშლილი იყო , სახეარეული, დაწითლებული ცრემლიანი თვალებით
_ როგორაა
_არ ვიცი ... სასწრაფომ გადმოიყვანა და ახლა არავინ არაფერს მეუბნება .
_რა სისხლია ეს... აბა წამლები დალიაო? ვენები გადაიჭრა ? _ ბიჭი რომ შეათვალიერა და ტანსაცმელზე ლაქები შეანჩნია სულ აირია _ რა ჯანდაბა ხდება გამაგებინე...
_მაპატიე რა... მართლა ვერ მივხვდი რა დაემართა. ვერაფერი გავიგე , იდიოტი ვარ . გვიან მივდიოდი სახლში ეს დღეები ,დედა ჩამოვიდა, მასთან ლაპარაკი არ მინდოდა. ლიზამ ფული მთხოვა და მივეცი, შენთვის არაფერი მითქვამს . მეგონა ბავშვისთვის უნდოდა რამის ყიდვა...სულ ჩემი ბრალია , რა სულელი ვარ. ყველაფერს ვურევ , ყველაფერს ვაფუჭებ _ პატარა ბავშვად გადაიქცა სანდროს დანახვისას. ხმადაკარგული ძლივს საუბრობდა , თვალები ამღვრეული ჰქონდა
_დამშვიდდი, შენი ბრალი არაფერია ! - ჩახუტებული ჰყავდა და ისე ამშვიდებდა
_როგორ არაა, მე დამიტოვე და ვერაფერს მივხედე
_ მე შენ რა გითხარი , მიხედე ჯერ საკუთარ თავს და მერე მათ ვინც გთხოვს დახმარებას_თქო . შენ არ ხარ დამნაშავე და აღარ გაბედო თავის დადანაშაულება იმაში რაშიც ბრალი არ გაქვს ! _უცნაური დამშვიდების გზა ჰქონდა, ბრაზიანი ტონით ესუბრებოდა , გეგონებოდათ ეჩხუბებაო შედეგს კი საპირისპიროდ იღებდა.
-სულ თეთრი იყო , არაფერზე რეაგირებდა... რომ ვერ გადაარჩინონ?
-გაჩუმდი, არ გაბედო და არ იფიქრო ცუდზე !

ექიმთან საუბრის შემდეგ გაირკვა ,რომ გოგონას ნაყოფის მოშორების მიზნით თვითნებურად ჰქონდა მედიკამენტები მიღებული და განვითარებული სისხლდენის ფონზე მისი მდგომარეობის დასტაბილურებას ცდილობდნენ. ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო მისი ნახვა, ექიმებს დრო სჭირდებოდათ და ეს დრო ყველაზე მძიმე გადასატანი იყო ბიჭებისთვის. სანდრო გაყინული სახით იდგა , მთელი ძალებით კიტას დამშვიდებას ცდილობდა სანამ დედა არ დაინახა და შემდეგ მისი საუბარი არ გაიგო
_მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა სისულელეები... ტუტუცი გოგო. ვის აეკიდა ამასს რა კაცი დაკადვა, რის გამო, რომ იმ მათხოვარს ჩაგორებოდა? სად არის ახლა , რომ უკვდება ქალი თვითონ სად არის. დებილი გოგო, როგორ ვაფრთხილებდი ჩემ სისულელეებს ნუ გაიმეორებ_თქო მომინდომა სიყვარულობანა
- წამალი შენ ურჩიე ხომ ? _ ორი წუთი უყურებდა, მერე ისე დაებინდა გონება კონტროლი დაკარგა_ აქედან გაეთრიე თუ არ გინდა ისე ვქნა რომ ბავშვებთან მოკარების უფლება სამუდამოდ ჩამოგართვან . აქედან მოშორდი, უკან დაბრუნდი შენ ქმართან ერთმანეთის გარდა მაინც არაფერი გადარდებთ . გიკრძალავ ლიზას ცხოვრებაში ჩარევას!
_შენ შვილო თავი ვინ გგონია... დედაშენი რომ ვარ დაგავიწყდა ? ციხეში ნაყურყუტებს ვინ მოგცემს ჩემ გაჩენილ ბავშვებს ... გგონია აჭამე ასვი და ესენი შენთან გამოიქცევიან? ჩემი შვილები არიან ,ჩემი და მამაშენის ისე რომ ლაპარაკობ თითქოს შენ სხვისგან მყავდე გაჩენილი. ერთი შენ გამოხვედი უგულო არც დედა იცი და არც მამა . რა საქმეს მირჩევ, თავი ციხეში გგონია ისევ?
_რა გულისამრევი ქალი ხარ ... ჩემი და შენ გამო კვდება და შენ სანდროს რეებს ელაპარაკები. სულ არ გრცხვენია? შენ რომ შენი ქმარი არ მოგშორებოდა გვერდიდან და გაგეგრძელებინათ დღეგამოშვებით ტყნ.ურ იმიტომ არ იჯდა ციხეში? თქვენ ჭამა _სმას და უსაქმურობას , ვალებს, ქურდობას, რომ შევეწირეთ ყველა , მართლა ვერ ხვდები ? არა როგორ ვერ ხვდები უბრალოდ სულით ხარ ასეთი დამპალი და რა გგონია სანდროსთან იმიტომ წავალთ რომ ფული შეუძლია მოგვცეს , გვასვას და გვაჭამოს? სულ რომ იქეთ გვარჩენინოს თავი მაინც ყველას მასთან გვირჩევნია იმიტომ რომ სულ ის იყო ჩვენთვის მამაც, დედაც და ყველაფერი. საკუთარ თავზე არ უფიქრია არასდროს ისე როგორც შენს გაჩენილ და მიგდებულ ბავშვებზე ფიქრობდა . აღარ გაბედოთ შენ და შენმა ქმარმა ჩვენთან მოახლოება... ოღონდ ახლა ლიზა გადარჩეს . სახლში რომ მოხვედი არაფერი მითქვამს, გაგეცალე, ვიფიქრე ბავშვები მოგენატრა შენ კიდე იჯექი და ორი დღე ჭამდი , გეძინა და ბრძანებებს გასცემდი _ სანდროს გამომეტყველება უნდა გენახათ კიტა ,რომ დადგა მის წინ ფარივით. მზერა აერია, ემოციებით სავსემ დაიხია უკან . მარიამს ხელი ჩაკიდა და მანამ მიდიოდა სანამ ყველაფერს არ გაეცალა. შემდეგ გოგოს მოეხვია, ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელით სავსე ჰაერი და სიმშვიდის წერტილი იპოვნა. მარიამი არაფერს ამბობდა, მხოლოდ თავზე ეფერებოდა და საყრდენად გადაქცეული ყველა მის მტკივნეულ ემოციას ამ გზით აშორებდა. პირველად ხედავდა ასეთს, ალბათ თავადაც პირველად იგრძნო მსგავსი რამ , კიტამ დაიცვა და ეს არ იყო ჩვეულებრივი მდგომარეობა .
-მაპატიე ამ სიმძიმისთვის - გოგოსთან ახლოს იდგა, თავი დახრილი ჰქონდა და ხელის ზურგზე კოცნიდა.
-არაფერზე იფიქრო, გთხოვ ... ისუნთქე მშვიდად - ლოყაზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები , მერე მზერა გაუსწორა
-რა კარგია ,რომ ხარ - ისევ მოეხვია და მანამ იდგა ასე სანამ ლიზასთან შესვლის საშუალება არ მიეცა.
მარიამიც თან მიჰყვებოდა , დერეფანში იმდენად ჩქარა მიაბიჯებდა გოგონას შიში გაუკრთა გონებაში. ფიქრობდა, რომ ლიზასთან მისი შესვლა ცუდად დასრულდებოდა. მზად იყო შეეჩერებინა, სანამ ოთახის კართან არ გაქვავდა. კიტა უკვე პალატაში იყო, ლიზას თავისი გრძელი მკლავები რომ შემოხვია და განიერ გულმკერდზე მიიკრო ფერმკრთალი, ღონემიხდილი გოგო
-სანდროო მაპატიე რა ... გემუდარები , ამ ერთხელაც სანდრო. მორჩა , ეს უკანასკნელი იყო ყველს სახე ვნახე და დავრწმუნდი , მართალი იყავი. ყოველთვის _ ტიროდა და სიტყვების თქმა უჭირდა . დანაშაულის შეგრძნებით გატანჯული , სრულიად განადგურებული უფროსი ძმის მხარზე ტიროდა
_არ გინდა, ენერგიას ნუ ხარჯავ . მე სულ შენთან ვიქნები , მარტო მე არა ... ჩვენ , ყველანი _ ერთი ხელით კიტასაც მისწვდა და მასაც ჩაეხუტა _ ყველაფერი გაივლის , შენ თუ მოინდომებ ყველაფერი საუცხოოდ იქნება . ჩემო პატარა, სულელო გოგო _ატირებულს გულში იკრავდა , თვალები დახუჭული ჰქონდა და ვინ იცის როგორ უჭირდა ცრემლების შეკავება - რა გაუკეთე საკუთარ თავს
_მე არ მინდოდა ... გუგას ვუთხარი და მეჩხუბა. გადაირია, საშინელებები მითხრა. მერე დედამ მაიძულა, ბავშვს არ გააჩენო , უნდა ისევ უკან დამაბრუნოს. მაგისთვის ჩამოვიდა . რაღაც დამალევინა, გეფიცები არ ვიცოდი . მითხრა სანდრომ რომ გაიგოს ახლოს აღარ მიგიკარებსო. ერთი ბავშვით ხომ წამოგიყვანა და ახლა კიდე მეორე რად უნდაო ... ძალიან მტკივა ,მე ბავშვი მოვკალი სანდროო
_ჩშშ, მშვიდად , მშვიდად ჩემო პატარა ... წარსულია უკვე, ვეღარაფერს შეცვლი, ყველაფერი გაივლის და დარჩება მომავალი, რომელიც შენ უნდა შექმნა . დედა ხარ, სახლში ბავშვი გელოდება ,რომელსაც უნდა დაუბრუნდე ყველაზე ძლიერი და თქვენ ორზე იფიქრო მხოლოდ, მის გამო უნდა იპოვნო სწორი გზა, უნდა შეძლო ყველა მოიშორო ვინც ცხოვრებას გინგრევს. მე შენთან ვარ, სულ შენთან ვიქნები _ თავზე კოცნიდა , ჩუმი მონოტორული ტონით ესაუბრებოდა და ირგვლივ ავრცელებდა ძალას , რომელიც მხოლოდ მას შეეძლო ჰქონოდა
-საშინელი დედა ვარ ... დედაჩვენზე უარესი
-მთავარი რა არის ამ ცხოვრებაში სურვილის გარდა, თუ ეს სურვილი სწორ მხარეს იქნება მიმართული უეჭველად რომ შესრულდება ამაში დარწმუნებული უნდა იყო. კიტასაც ეგონა დამოკიდებელი ვერასდროს ვიქნებიო, მაგრამ ამ რამდენიმე თვეში სრულიად შეიცვალა და ნელ-ნელა ხდება ის ვინც თავად მოსწონს ,რომ არის. როცა რაღაც ისეთს აკეთებ რაც მთელი გულით გინდა და იცი,რომ ამით არავის აზარალებ გაქვს ძალა ,რომელსაც ვერავინ წაგართმევს. შენ კი უკვე იმდენი გადაიტანე, ნამდვილად გაქვს იმის ძალა,რომ იყო კარგი დედა და ქალი , რომელთან ყოფნის სურვილიც ექნება ყველა ნორმალურ კაცს - ხელს არ უშვებდა, კიტასაც უყურებდა მასთან კონტაქტს არ კარგავდა და თან საუბრობდა . მხოლოდ მარიამი ხედავდა რა ძალა სჭირდებოდა სანდროს საუბრისთვის, ამდენი სიტყვის ერთდროულად თქმა მისთვის უკვე იყო ნერვიულობის გამომხატველი, შიშის,რომ რაღაც დააკლდება, რაღაც მსმენელთან სწორად არ მივა და მერე ინანებს ,რომ არ თქვა.
დერეფანში, კედელს მიყრდნობილი იდგა და ნანობდა წამით გაელვებულ უნდობლობას თუ შიშს ,რომელიც სანდრო ჯანაშიას ქცევის მიმართ ჰქონდა. ათასი გრძნობით სავსე ყელში გაჩხერილი ბურთით იჯდა ეზოში და ცდილობდა როგორმე თავი გაეკონტროლებინა, სულ ცოტა მაინც მოეთმინა, მაგრამ არ გამოუვიდა. სანდრო ,რომ მივიდა გვერდით მიუჯდა და მხარზე აკოცა ერთად იფეთქა ყველა ფიქრმა თუ გრძნობამ
-სახლში დაბრუნების დროა, მარიამ - ხელი ჩაკიდა და წამოდგა, გოგონაც მიჰყვა ,მაგრამ მზერა როგორც კი გაუსწორა მაშინვე სიტყვებმა შეუჩერებლად იწყეს გავრცელება
_მიყვარხარ ! წარმოდგენა არ მაქვს ერთად რამდენ ხანს ვიქნებით , შენში მყოფ ამ დიდებულ კაცს საერთოდ შევეფერები თუ არა , მის დონეზე ვიქნები თუ ვერ ... ახლა, ამ მომენტში არაფერი ვიცი , მხოლოდ ის ,რომ მიყვარხარ ! აი ეს მიყვარს , შენში ნამდვილი შენ . შენი გრძნობები მიყვარს, შენი აზრები მიყვარს, შენი გული ... ღმერთო , როგორ შეგიძლია ასეთი სუფთა სული გქონდეს ასე ძალიან გიყვარდეს , ასეთი იყო და იმ ცხოვრებას უმკლავდებოდე, რომელიც გაქვს და რომელიც გაიარე . მე არაფერი მჭირდება შენგან, სულ არაფერი , მხოლოდ შენ ! ზუსტად ისეთი როგორიც ხარ , ყველა შენში მცხოვრები კაცით ... შენი სიყვარული მინდა, სხვა არაფერი დამჭირდება უსასრულო ბედნიერებისთვის . უბრალოდ გიყვარდე და ყველაზე ბრალიანი შენი სიყვარული იქნება, მხოლოდ ჩემი და ჩემთვის... როგორ მიყურებ, გულს მიჩერებ ,მხოლოდ ამ მზერითაც კი . ქალი მარიამი საერთოდ ვერ იარსებებს შენ თუ არ გეყვარები, სხვა არავინ მინდა, სულ არავინ ,მხოლოდ შენ - არ ტიროდა, მაგრამ თვალები მთლიანად დაებინდა. შინაგანი თრთოლვა კანკალში გადაეზარდა , სულ მთლად გაიყინა სანამ სანდრო გონს მოვიდა და თავის მკლავებსშორის მოიქცია მისი სიფრიფანა სხეული.
-მარიამ, შენ მე შეუძლებელი შემაძლებინე . უპირობოდ მიყვარხარ, მჯერა, გენდობი, გეყრდნობი, ვთავისუფლდები ... შენმა სიყვარულმა ცხოვრება მომანდომა, ცხოვრება ჩვენთვის, შენთან და შენთვის - მეტი უნდოდა ეთქვა, იმდენ რამეს გრძნობდა და იმდენი სიტყვა გაჩნდა გონებაში,მაგრამ არ შეეძლო, თავს ვეღარ მოერია, გოგონას ტუჩებს ფრთხილად შეეხო - შენ მზე ხარ, ჩემს ბნელ არსებობაში - რამდენიმე წამს ისევ ჩახუტებული ჰყავდა, მისი გულისცემა ესმოდა და მთლიანად გრძნობდა.
-სახლში ბავშვები მარტო არიან , გელოდებიან
-წავიდეთ - ხელი ჩაკიდა და თან წაიყვანა , თავის ქოხში სადაც ელოდნენ ბრილიანტები.
..................
_შენთვის შეუძლებელი არაფერია ! _ სესილიას ხმა რომ გაიგო და მისი მკლავების შეხება იგრძნო სხეული ერთიანად დაეჭიმა. ღრმად ჩაისუნთქა და თვალები ძლიერად დახუჭა , არ უნდოდა რეალობას დაბრუნებოდა _ აქ გამარჯვებისთვის ხარ ! შენ დაბრუნდები და ისტორიას დაწერ _ ჩუმი, მშვიდი, დარწმუნებული ტონი ჰქონდა. გული სწრაფად უცემდა, მაგრამ მოსეს სწორ ემოციებს უგზავნიდა. რამდენჯერმე ყელში აკოცა, შემდეგ ყბაზე , ყურთან ახლოს და ბოლოს ხმაც გაიგეს . ბრძოლის დაწყებამდე წამები რჩებოდა , ამაღლობელს მაყურებლით სავსე დარბაზი ელოდა . უცხო მიწაზე უნდა დაემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობები. ქალისკენ შებრუნდა , დროში იწვოდა , ადრენალინი მთელს ორგანიზმზე ბატონობდა . მზერა გაუსწორა, მისი სახე ხელებსშორის მოიქცია და ვნებიანი კოცნით გამოხატა ყველა ემოცია. ერთი სიტყვაც არ უთქვამს ისე დატოვა როგორც მოჩვენება, გზა ოქტაგონამდე შეძახილების ფონზე გაიარა. მის გამარჯვებას ძალიან ცოტა ელოდა, დამარცხების სანახავად კი ბევრი იყო შეკრებილი. უარყოფითი მუხტი მუდამ ძალას მატებდა, კიდევ უფრო მეტად შემტევი ხდებოდა. ოქტაგონზე შესვლისთანავე განიცდიდა სრულ მეტამორფოზას , უშვებდა დემონს, რომელსაც ნებისმიერის განადგურება შეეძლო. უხეში იყო, შეტევებს ისე სწრაფად ახორციელებდა, რომ მეტოქე თავდაცვითი პოზიციიდან ვერ გამოდიოდა. კუთხეში მიიმწყვდია, ყურადღება მარჯვენა ხელზე გადაატანინა მომენტით ისარგებლა და მარცხენათო დაარტყა. პირველ დარტყმას აქტიური შეტევები მიჰყვა, ძირს დავარდნილს ურტყამდა სანამ მსაჯმა არ შეაჩერა. მეტოქე წამოდგა, მარტივად დამარცხება არ სურდა, მაგრამ მისი დღე არ იყო, ამაღლობელი დამარცხებას არ აპირებდა. მოსემ თამაში განაახლა , უკვე ზუსტად იცოდა, რომ წამყვანი თავად იყო , ერთი დარტყმა მიიღო, თითქოს ღია გახდა შემდეგ კი მთელი ძალით დაარტყა , ამჯერად მარჯვენა ხელით დაასრულა ბრძოლა . საკუთარი გამარჯვებით გახარებული ,შეძახილების ფონზე ,ემოციებს დაუფარავად გამოხატავდა. ახმაურებული ათასობით ადამიანი , რომელსაც საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცა , სრულიად უცნობ მაყურებელს შორის მდგომი მისი სესილია , მხრებზე მოხვეული საქართველოში დროშითა და ამაყი მზერით . გამარჯვება ჩვეული ჟესტით აღნიშნა, დამარცხებულ მეტოქდს მოეხვია და ოქტაგონიდან ჩასვლისთანავე აირჩია სწორი მიმართულება . არავინ ადარდებდა, არაფერი ესმოდა მხოლოდ სესილიასკენ მიიწევდა.
_ფსონების დადება უნდა დავიწყო , მუდმივი შემოსავალი მექნება შენი გამარჯვებების ხარჯზე _ იცინოდა, ეხვეოდა და ეუბნებოდა იმას რასაც სხვა არავინ ეტყოდა
ესპანურად ვსაუბრობო , ხომ მითხარი- ყელში აკოცა და თან ელაპარაკებოდა. ყურადთების ცენტრში იყვნენ ,გული ჯერ კიდევ ისე ჰქონდა აჩქარებული ადრენალინის დონე კვლავ პიკზე რჩებოდა. სესილიასთან ჩახუტებული სხეულიც მოდუნებას იწყებდა , მშვიდდებოდა და რეალობას უბრუნდებოდა
_თარჯიმანი გჭირდება?
- ერთად გადავწყვეტთ რა იქნება შემდეგ, სად გავაგრძელებთ ბრძოლას ბედნიერებისთვის _ ხელზე ეფერებოდა სალომე რომ მიუახლოვდათ . მალე ისედაც გაართვევდნენ დისტანციას და ვინ იცის ირგვლივ ვინ გაჩნდებოდა._ხელი არ გამიშვა, ახლოს იყავი და გამომყევი- წინ ინტერვიუ ჰქონდა, მაყურებელთან შეხვედრა და ფოტოების გადაღებაც მოუწევდა, იმდენი რამ იყო რაც დროს წაართმევდა და სესილიასთან მარტო დარჩენის საშუალება აღარ ექნებოდა_ ხელი რომ ჩაკიდა შემდეგ გაუსწორა მზერა, თვალებგაბრწყინებილს სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა
_მგონი იმით უნდა დავიწყოთ, რომ მარტო არ ხარ და მხოლოდ ჩემი ხარ , ჩემთვის _ მკლავები ყელზე შემოხვია და ვნებიან კოცნაში აიყოლია ამაღლობელიც.
მალე მათი ერთად ყოფნა შეუძლებელი გახდა. სესილია უკან მიჰყვებოდა ნაკადს. გუნდთან ერთად მიაბიჯებდა და თან კომენტარებს უსმენდა. გული ისე სწრაფად უცემდა ხმაურსაც კი ფარავდა, ამაღლობელის ზურგს უყურებდა , როგორ მშვიდად მიაბიჯებდა და ამ რაკურსიდანაც კი ამჩნევდა როგორ დაუბრუნდა საკუთარი თავის კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ვერსიას. თავდაჯერებული, გაწონასწორებული, ადეკვატურად მოაზროვნე მოსე ამაღლობელი , რომელსაც შეეძლო ყველაფერი სწორად დაელაგებინა . ინტერვიუს ჩაწერის დროს ინგლისურად საუბრობდა , სესილიას უყურებდა და ორივეს ეღიმებოდა . შემდეგ ფოტოებს იღებდნენ , რამდენიმე გოგო ისე მოეხვია აშკარად არ ადარდებდათ დაკავებული რომ გახლდათ ამაღლობელის გული.
_ექსკლუზიური კადრები მჭირდება გასახდელში შესვლამდე _ სალომე ისევ საკუთარი საქმით იყო გართული , რამდენიმე ფოტო გადაუღო შემდეგ რამდენიმე ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს ესაუბრა . თავის სტიქიაში იყო სანამ ხალხს არ განერიდნენ , შემდეგ კი მოსეს მთელი ძალით მოეხვია _ ჩემოო საოცრებააავ , ვიცოდი , ვიცოდიი , ვიცოდი რომ აქ შენი მარცხის კადრების გადასაღებად არ მოვდიოდი. არა მე მაგ შემთხვევაშიც ყველას ავალაპრაკებდი ისეთ მომენტებს დავდევდი, მაგრააამ. ჩემოო არანორმალუროო ეს რა ჩაატარე... არავარ კარგად. ძალა მეცლება , ფეხებს ვეღარ ვგრძნოვ, ვარაუდად დავდივარ . ლაივში ვიყავი ... ღმერთო მგონი რაღაც წამოვიყვირე შოკირებულმა . ეს რა იყო , უფალოო . თქვენზე ოფიციალურად ვგიჟდებიი, მიყვარხააართ _ სესილიასაც მოეხვია და მერე ორივეს ერთად შეხედა _ ახლავე გაფრთხილებთ ინტერვიუ მჭირდება ჩემ იუთუბ არხზე ,პირველ გადაცემაში ექსკლუზიურად
_ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც შენ მეტყვი ჩემო განუმეორებელო ... ოღონდ ახლა ყველა და ყველაფერი მომაშორე , კარგი? _ შუბლზე აკოცა აფორიაქებულს და გულში ჩაკრულს თხოვნა შეაპარა
_მე რომ არ ვარსებობდე ეს შენი გუნდი ვერაფერს გააკეთებდა... ტელეფონი გქონდეს რამე რომ იყოს მოგწერ _ყველაფერი წამში გააკეთა, წავიდა და სხვებიც განარიდა

-გაიმარჯვე- იღიმოდა , მთელი არსებით ანათებდა
_შენ აქ ხარ , ჩემთან _ ხელი კეფაზე შეუცურა და ქალის ტუჩებს თავისი შეახო
_მითხარი მომენატრეო , შენთან ერთად ვიქნები და მარტო აღარო , ამიტომ თავს უფლება მივეცი დამერღვია შენი ზღვარი
_ყველა ზღვარს გავკარი ჩემსა და შენს შორის ... მხოლოდ ჩვენ ვართ , ჩვენი ცხოვრება და სურვილები , სხვა არავინ და არაფერი ! _ ეფერებოდა, კოცნიდა , გრძნობები ერთმანეთში ირეოდა, დამშვიდებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა
_ექიმმა უნდა გნახოს ... ექვსჯერ მოგხვდა _ სახეზე თითები შეახო და მერე სხეულზე გადაიტანა მზერა
_აღარასდროს დაითვალო, თორემ ცუდად გახდები _გაიცინა და მერე თითები დაუკოცნა _ მეეჭვება ექიმმა შენზე უკეთ იმოქმედოს, მაგრამ ვნახავ. შხაპი მჭირდება , 10 წუთი ექიმთან და მერე მთლიანად შენი იქნება ჩემი დროცა და მეც
………..
-სად მივდივართ?- შენობიდან გასვლის შემდეგ ჰკითხა და ტაქსიში მის გვერდით დაიკავა ადგილი
_გამარჯვება აღვნიშნოთ, მშვიდად ვივახშმოთ და თან ვისაუბროთ .
_დასვენება არ გჭირდება? _თავი მხარზე დაადო, თითები მის თითებში ჰქნდა ახლართული და მტევანზე ეფერებოდა
_შენთან ერთად ყოფნა უკვე რელაქსია, მასწავლებელო
_და აი ისევ მასწავლებელო _ თვალები აატრიალა, მაგრამ კოცნაზე უარი არ უთქვამს
_დღეები დარჩა
_ბოლო ზარისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია
_ვიცი, ჩატში შენს ტოპ ფრაზებს წერდნენ
_ვინ განმასახიერებს?
_არ გეტყვი
_იმედია შენ არ
_გგონია არ გამომივა?
_ქართული ინგლისურით მე არ ვსაუბრობ
_უნდა მავარჯიშო და გამოვასწორებ ყველა ხარვეზს _ ისე უყურებდა გონებას ურევდა . ხელს წამითაც არ უშვებდა, შიგადაშიგ მტევანზე კოცნიდა
მანქანიდან გადასულებმა მცირე მანძილი ფეხით გაიარეს და სულ სკოლაში დარჩენილ საქმეებზე საუბრობდნენ. იმ თემებზე რაშიც მოსე აქტიურად იყო ჩართული.
_ცეკვა, სიმღერა და კლიპი შენ რომ დაბრუნდები შემდეგ მომზადდება ხომ?
_უნდათ , რომ შენც იმღერო , იცეკვო ჩვენთან ერთად და ფიქრობენ როგორ შემოგაპარონ
_და შენ არ ამბობ მე დავითანხმებო?
_მე მეცინება, ჯერ კიდევ რომ ვერ გაგიცნეს და ვერ ხვდებიან რა ჯიგარიც ხარ
_უღრმესი მადლობა, საოცარი კომპლიმენტია
_მასწავლებლურ პონტში , მასწავლებელო
-ბიჭი ისე შევიყვარე ნორმალური კომპლიმენტიც არ უთქვამს
_კომპლიმენტები საკმარისად გექნება მიღებული ყველა ყოფილისგან და მოქმედი მე , სიტყვებს მოქმედებას ვარჩევ _ მაგიდასთან მისულს სკამი თავად გამოუწია, როგორც კი დაჯდა მაშინვე ლოყაზე აკოცა და გვერდით მიუჯდა
_ბრძოლის შემდეგ ყოველთვის ასეთი ენერგიული როგორ ხარ ... მე ვარჯიშიც კი ისე მადუნებს ძილის გარდა აღარაფერი მინდება
_აი მე კი ძილის გარდა ყველაფერი მინდა შენ რომ ხარ ახლოს _ თვალებში უყურებდა, ქალის გრძნობრბით თამაშობდა და ეს ნამდვილად დასაწყისი იყო, ის დასაწყისი სესილიას , რომ სადავეებს დაათმობინებდა
_სასტუმროში ვართ _ თითქოს ახლა მიხვდა სად იმყოფებოდა
_შენი ბარგი სად არის?
_არ მაქვს _ ხელები გაშალა და გაიცინა_ასე, ერთი ჩანთითაც შემიძლია ვიმოგზაურო
_შესანიშნავია, შეგვიძლია დავრჩეთ და ჩვენი პირველი დასვენება საინტერესო გავხადოთ
_და შენ შეგიძლია ასეთი დაუგეგმავი გადაწყვეტილებების მიღება?
_შენი ცხოვრების რიტმს ფეხი უნდა ავუწყო და ზოგიერთი საინტერესო, სწორო თვისება გავიზიარო . დავიწყებ იმ გადაწყვეტილებებით , რომლებიც სურვილებს მიჰყვება თუ რა თქმა უნდა შენ შეგიძლია დარჩე , მასწავლებელო
_არსებობს მიზეზი რაც შემაფერხებს? მგონი არა და პირველ რიგში შენი ტრიუმფით დაბრუნება , ტრამვების წარსულში დატოვება და მომავლის გეგმების სადღეგრძელო გვჭირდება , რომ შევსვათ _ შეკვეთა მოჰქონდათ, ღვინო უკვე ადგილზე იყო და სესილია საქმეზეც გადავიდა
_ყველაფერი ერთად? წარსულში დარჩენილი წარსული, ახალი გამარჯვება და მომავლის გეგმებიც? ასე არ შეიძლება , მასწავლებელო
_მე კი შემიძლია ცალ_ცალკე დავლიო, შენი უტკბილესი სიმთვრალეც მიყვარს, მაგრამ
_მაგრამ იმდენად მიმზიდველი ვარ , რომ თავს ვერ აკონტროლებ
_მაგრამ ვეჭვობ მთვრალს ძილი უდროო დროს მოგერევა და ხვალ სულ სხვა განწყობა მექნება, მასწავლებლური , კდევამოსილი _ ჭიქა მის ჭიქას შეახო და შემდეგ სასმელი დალია. თვალებში ვარსკვლავები უკრთოდნენ, იმდენად ლამაზი იყო , ისეთი მიმზიდველი ამაღლობელს ნამდვილად აიძულებდა გეგმების თავდაყირა დაყენებას
_არაფერს ვიტყვი საპასუხოდ, ვივახშმოთ , დავისვნოთ და ამ რამდნიმე დღეში ვნახოთ ძილის სურვილი ვის არ გაუჩდება _ მშვიდად დაცალა პირველი ჭიქა და ერთ_ერთი კერძის დაგემოვნებას შეუდგა. ემოციების ფონზე დაღლილობასაც ვერ გრძნობდა , მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ტვინი დეტალების აღქმას იწყებდა . ღვინის თანხლებით აგრძელებდნენ ვახშამსა და საუბარს მოსე მოულოდნელად, რომ წამოდგა და სესილიას ხელი გაუწოდა
_საით?
_განმარტოების და დასვენების დროა
_როგორი სახეც მაქვს ეგეთი დაღლილი არ ვარ
_ვგრძნობ, იმაზე მეტად დაღლილი ხარ ვიდრე ჩანს ...
_ნომერი არ დამიჯავშნია, დრო არ მქონდა- ხელი ჩაკიდა და თან მიჰყვებოდა წამით რომ შეჩერდა
_და იმედია ახლა არ აპირებ ხომ ?
_შენთან მიმიღებ, მოსწავლევ?- ყურთან ახლოს აკოცა ,თავი მხარზე დაადო და ქვემოდან ახედა
_გულში,ტვინში და სულში მთლიანად შენ ხარ , როგორმე ოთახსაც გავინაწილებთ, მოვიფიქრებ რაიმე საინტერესოს
_ვნახოთ, რამდენად მიმზიდველი იდეა გექნება -ლიფტში შეაბიჯა და მითითებულ სართულზე ასვლამდე მდუმარება არჩია
_მასწავლებელო თქვენი გულსცემის ხმას თუ მოვუსმენ და გავითვალისწინებთ მგონი დროა სტატუსები შევიცვალოთ- ოთახში შესვლისას თქვა , ქალი ახლოს მიიზიდა და ხელისგული მკერდზე მიაბჯინა -რას იტყვი, თანახმა ხარ აითვისო მეტად საინტერესო , საჭირო და დროული რამ?
_ვფიცავ , ოთხიანს გამოგაყოლებ თუ ჩემს შინაგან ქალღმერთთან თამაშს არ შეწყვეტ- ბიჭის ტუჩებთან საუბრობდა , იღიმოდა და მზერას არ აშორებდა
-ოთხიანი არ მაწყობს, თამაშიდან გადავიდეთ მოქმედებაზე- სესილიას გონს მოსვლა არ ადროვა ისე აიყოლია ვნებიან კოცნაში და გააქრო ყველა ზრვარი რაც კი აფერხებდა მათ შორის არსებულ მიზიდულობას
-ვგონებ ათიანისკენ მიილტვი - ცდილობდა სადავეები არ დაეკარგა, მაგრამ არ გამოსდიოდა. მოსე უპირობოდ დომინანტობდა მის მთელს არსებაზე
-მე და შენ ციფრები ვერ დაგვიტევს ...- ტანსაცმლისგან ათავისუფლებდა და კოცნის ბილიკით მიუყვებოდა გაშიშვლებულ სხეულს -შეუძლებელია ოდესმე მეყო , ამოგწურო და შენი ნდობა საზღვარში მოვაქციო - ქალის ლიბრგადაკრულ თვალებს უყურებდა უკანასკნელ სიტყვებს,რომ ამბობდა შემდეგ კი სესილიამ გაჩუმება აიძულა
-შენი არსებობა ჩემს ცხორებაში არსებულ ყველა შიშს, კომპლექსს და ზღვარს აქრობს -ორივემ იცოდა რომელ შიშებზეც საუბრობდა . თითები წელიდან მხრებისკენ ააცურა და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა ზემოდან მოქცეული ბიჭის სხეული . თავდავიწყებამდე მისული ეალერსებოდა და მის მისი სხეულის ენას კითხულობდა, გულისცემაც კი ერთი სიხშის გაუხდათ , საერთო რიტმით მიიწევდნენ სიამოვნების მწვერვალისკენ .
_ჩემთან ერთად წამოხვალ ?! - თვალებდახუჭულს, აწ უკვე სიმშვიდეში ჩააძირულ, მოდუნებულ ქალს ჰკითხა და პასუხის მოსმენამდე გაირინდა , იცოდა ამ კითხვას მეტჯერ არც გაიმეორებდა პასუხი მუდამ ექნებოდა.
_ისე, რომ არც გკითხავ სად - ქალი საკუთარ მკლავებში მოქცეული ჰყავდა , გულთან ახლოს , მთლიანად მისით მოცული , ჯერ კიდევ უცნობი მრავალი ფერით და მაინც ის ვისაც მთელი არსებით გრძნობდა,ვისი გრძნობების წაკითხვაც შეეძლო, მხოლოდ ის, მისი ადამიანი .
..........
სულის დაკარგული ნაწილის პოვნაა ის ძალა შეუძლებელს რომ შეგაძლებინებს .
..........



№1 სტუმარი One

Saocrad kargi iyo, visimovne , vgijdebi yvela personajze, mariam madloba am emociistvis
Male dzgvibrundi ❤️

 


№2  offline წევრი Tamara tamara

იმდენჯერ მაქვს უკვე ნათქვამი, მაგრამ განვმეორდები, საოცრება ხაარ და შენ და ყველა შენ ისტორიას გყვარობთ...

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

One
Saocrad kargi iyo, visimovne , vgijdebi yvela personajze, mariam madloba am emociistvis
Male dzgvibrundi ❤️

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ <3
ვეცდები მალე დავბრუნდე
heart_eyes

Tamara tamara
იმდენჯერ მაქვს უკვე ნათქვამი, მაგრამ განვმეორდები, საოცრება ხაარ და შენ და ყველა შენ ისტორიას გყვარობთ...

heart_eyes flushed flushed
მადლობა დიდი

 


№4 სტუმარი Maria

ამდენი წელია თვალს გადევნებ და ყველა ახალ ნაწარმოებში ჩანს შენი ზრდა. ძალიან სასიამოვნო,ძველებური იერის მქონე ნაწარმოები გამოგივიდა. ყველა დეტალი დახვეწილი და ლამაზი რომ აქვს. თითქოს ძველი მარიამია მაგრამ მაინც ჩანს ცვლილებები,ვინც წლებია მოგყვებით ყველა შევამჩნევთ ამას. სიყვარულის საოცარი უნარი აქვთ შენს ბიჭებს იშვიათობა რომ გახდა დღეს ისეთი. წარმატებებს გისურვებ მე კი დამტოვე მარტოხელა შენი ნაწარმოებების გადამკიდე აღარავინ მომწონს ????

 


№5  offline წევრი ფარვანა

საოცარი იყო! ახლა მივხვდი რას გულისხმობდი როცა ამბობდი, რომ თუ ცოტა დაცდა მოგვიწევდა და ბოლო თავს "ყველა ნაწილით" დატვირთულს შემოგვთავაზებდი უფრო ეფექტური იქნებოდა და მართლაც!
ემოციების სზღვა განვიცადე, არ ვიცი... უმაგრესი იყო! რაღაცნაირად კი მწყინს, რომ "შეუძლებელია" უკვე შენ მიერ შექმნილ დასრულებულ, ჩემთვის საყვარელ შენს ისტორიებს შეემატა, მაგრამ რეალურად ის კითხვის დაწყების წამიდან უკვე იყო ჩემთვის ის ამბავი, რომელიც არასდროს დამავიწყდება და რომელმაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ დამანახა, რომ შეუძლებელი არაფერია.

ყველანაირად, ყველა ასპექტში უმაგრესი, უსაყვარლესი, და მართლაც დაუვიწყარია...
ჩამოშლილმა ზღუდეებმა და გარღვეულმა ჩარჩოებმა ხო საერთოდ გამაგიჟეეეეს!! აი შენ არ იციი როგორ ველოდებოდი როდის დაადგებოდათ ვაჩეკოს და დეაკოს საშველიი :დ ისეთი საყვარლები იყვნენ კინაღამ შევწუხდი. ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, ლაღი, წრფელი წყვილია ჩემთვის და აწი ვიღას ამბებს დაველოდო ხოლეე?? სულ მეყვარებიან ადრეც გითხარი, თუმცა ისევ განვმეორდები, რომ ამ ისტორიაში ერთგვარი ბადე იყვნენ დანარჩენ წყვილებსა და მათ სირთულეებით მოცულ აწმყოსა თუ წარსულს შორის მიუხედავად იმისა, რომ ყელაფერი საოცრად არც მათთვის ყოფილა რაღაც ასპექტებში.

მარიამი და სანდროოო?? ჯანაშია სიყვარულია! საოცარი, გასაგიჟებელი კაცი ვაფრენ!! და მის უნარნარეს მარიამზე აღარ ვსაუბრობ, იმდენად "შორს" იყო ხოლმე სანდროსგან თითქოს ისევ და ისევ იმ ერთგვარი ბარიკადის გამო, რომელიც მას სანდრომ დაუწესა, და რომელიც მაგიჟებს იმიტომ, რომ თავიდან მახსენდება მართლაც როგორი უკიდეგანოდ ღირსეული, მზრუნველი, სიყვარული ადამიანია ბატონი სანდრო ჯანაშია იმდენად, რომ მზად იყო თავისივე ნებით გაეშვა მარიამი ოღონდ ცოდნოდა, რომ მისთვის ტკენის აღარანაირი საშიშროება აღარ იარსებებდა მაგრამ ჩვენი გოგო შეუდრეკელი და მართლაც ის არის, ვინც ნამდვილად იგივე სიმაღლეზეა, როგორზეც სანდრო და ბოლო დიალოგმა სითბოს ტალღად დამიარა ღმერთო როგორები არიააან?!

მოსე და სესილია ხო საერთოდ? მასწავლებელი იმდენად ღრმაა, იმდენად მრავლისმთქმელი, რომ მარტო მისი ცხოვრებოსეული ტრამვები, მიღებული გამოცდილება, ძლიერებაც კმარა იმისთვის, რომ მკითხველისთვის ის სარკე გახდეს რომელიც ბევრ რამეს გასწავლის, ბევრზეც გაფიქრებს და გულში გათქმევინებს მარიამის "შეუძლებდლიას" სესილია რომაა, აი ისეთი უნდა გამოვიდეო.
მოსეც ასევე, საოცარი ადამიანია და მასზეც იგივეს თქმა შემიძლია იმდენჯერ აღმაფრთოვანა ვერ აღგიწერ და ერთ-ერთი უძლიერესი, და გამორჩეულია სიტყვებიც რომ უძლურია აღსაწერად ის გახლავთ ჩვენი საოცარი ბიჭი. სუუულ მეყვარება!

ერთი-ორი სიტყვა ასევე მინდოდა მეთქვა სოფიოსა და ბექაზეც იმიტომ, რომ ისტორიის განვითარების პროცესთან ერთად ისინიც ნელ-ნელა ხდებოდნენ ერთ-ერთი საინტერესო და საყვარელი, კარგი, ძლიერი წყვილის და ასევე კარგი ადამიანების ნათელი სახე რომლებიც სოფიოსთან მიმართებაში განვითარებული მოვლენების, სახეში შემორტყმული სილის შემდეგ თუმცა მაინც გახდა ის, ვინც ასევე იმსახურებს ხაზგასმას,პატივისცემას და ვინც ბექას სახით იპოვა კიდეც "უცნაური" თუმცა უსაყვარლესი მეწყვილე რომელიც როგორც სოფიოსთან, ისე დანარჩენ გმირებთან ერთად ნამდვილად ერთ-ერთი ღირსეული და გამორჩეული ვინმეა მთელ ამ ამბავში.

ნიაკოსთან ჩემი დამოკიდებულება კი იცი. ალბათ, გახსოვს როგორ მიყვარს მიუხედავად ეპიზოდურობისა ჩემი ძერსკიი, საოცარი გოგოა!! დამოუკიდებელი, ძლიერი, და გამორჩეული მახასიათებლების მქონე ყველა მიმართულებით!

მომენატრებიან რა, ყველა ერთადაც და ცალ-ცალკეც! მადლობა ამ ემოციებისთვის! ♡
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

Maria
ამდენი წელია თვალს გადევნებ და ყველა ახალ ნაწარმოებში ჩანს შენი ზრდა. ძალიან სასიამოვნო,ძველებური იერის მქონე ნაწარმოები გამოგივიდა. ყველა დეტალი დახვეწილი და ლამაზი რომ აქვს. თითქოს ძველი მარიამია მაგრამ მაინც ჩანს ცვლილებები,ვინც წლებია მოგყვებით ყველა შევამჩნევთ ამას. სიყვარულის საოცარი უნარი აქვთ შენს ბიჭებს იშვიათობა რომ გახდა დღეს ისეთი. წარმატებებს გისურვებ მე კი დამტოვე მარტოხელა შენი ნაწარმოებების გადამკიდე აღარავინ მომწონს ????


მადლობა რომ მომყვებით და მოგწონთ ჩემი ნაწერები ♡♡♡

ფარვანა
საოცარი იყო! ახლა მივხვდი რას გულისხმობდი როცა ამბობდი, რომ თუ ცოტა დაცდა მოგვიწევდა და ბოლო თავს "ყველა ნაწილით" დატვირთულს შემოგვთავაზებდი უფრო ეფექტური იქნებოდა და მართლაც!
ემოციების სზღვა განვიცადე, არ ვიცი... უმაგრესი იყო! რაღაცნაირად კი მწყინს, რომ "შეუძლებელია" უკვე შენ მიერ შექმნილ დასრულებულ, ჩემთვის საყვარელ შენს ისტორიებს შეემატა, მაგრამ რეალურად ის კითხვის დაწყების წამიდან უკვე იყო ჩემთვის ის ამბავი, რომელიც არასდროს დამავიწყდება და რომელმაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ დამანახა, რომ შეუძლებელი არაფერია.

ყველანაირად, ყველა ასპექტში უმაგრესი, უსაყვარლესი, და მართლაც დაუვიწყარია...
ჩამოშლილმა ზღუდეებმა და გარღვეულმა ჩარჩოებმა ხო საერთოდ გამაგიჟეეეეს!! აი შენ არ იციი როგორ ველოდებოდი როდის დაადგებოდათ ვაჩეკოს და დეაკოს საშველიი :დ ისეთი საყვარლები იყვნენ კინაღამ შევწუხდი. ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, ლაღი, წრფელი წყვილია ჩემთვის და აწი ვიღას ამბებს დაველოდო ხოლეე?? სულ მეყვარებიან ადრეც გითხარი, თუმცა ისევ განვმეორდები, რომ ამ ისტორიაში ერთგვარი ბადე იყვნენ დანარჩენ წყვილებსა და მათ სირთულეებით მოცულ აწმყოსა თუ წარსულს შორის მიუხედავად იმისა, რომ ყელაფერი საოცრად არც მათთვის ყოფილა რაღაც ასპექტებში.

მარიამი და სანდროოო?? ჯანაშია სიყვარულია! საოცარი, გასაგიჟებელი კაცი ვაფრენ!! და მის უნარნარეს მარიამზე აღარ ვსაუბრობ, იმდენად "შორს" იყო ხოლმე სანდროსგან თითქოს ისევ და ისევ იმ ერთგვარი ბარიკადის გამო, რომელიც მას სანდრომ დაუწესა, და რომელიც მაგიჟებს იმიტომ, რომ თავიდან მახსენდება მართლაც როგორი უკიდეგანოდ ღირსეული, მზრუნველი, სიყვარული ადამიანია ბატონი სანდრო ჯანაშია იმდენად, რომ მზად იყო თავისივე ნებით გაეშვა მარიამი ოღონდ ცოდნოდა, რომ მისთვის ტკენის აღარანაირი საშიშროება აღარ იარსებებდა მაგრამ ჩვენი გოგო შეუდრეკელი და მართლაც ის არის, ვინც ნამდვილად იგივე სიმაღლეზეა, როგორზეც სანდრო და ბოლო დიალოგმა სითბოს ტალღად დამიარა ღმერთო როგორები არიააან?!

მოსე და სესილია ხო საერთოდ? მასწავლებელი იმდენად ღრმაა, იმდენად მრავლისმთქმელი, რომ მარტო მისი ცხოვრებოსეული ტრამვები, მიღებული გამოცდილება, ძლიერებაც კმარა იმისთვის, რომ მკითხველისთვის ის სარკე გახდეს რომელიც ბევრ რამეს გასწავლის, ბევრზეც გაფიქრებს და გულში გათქმევინებს მარიამის "შეუძლებდლიას" სესილია რომაა, აი ისეთი უნდა გამოვიდეო.
მოსეც ასევე, საოცარი ადამიანია და მასზეც იგივეს თქმა შემიძლია იმდენჯერ აღმაფრთოვანა ვერ აღგიწერ და ერთ-ერთი უძლიერესი, და გამორჩეულია სიტყვებიც რომ უძლურია აღსაწერად ის გახლავთ ჩვენი საოცარი ბიჭი. სუუულ მეყვარება!

ერთი-ორი სიტყვა ასევე მინდოდა მეთქვა სოფიოსა და ბექაზეც იმიტომ, რომ ისტორიის განვითარების პროცესთან ერთად ისინიც ნელ-ნელა ხდებოდნენ ერთ-ერთი საინტერესო და საყვარელი, კარგი, ძლიერი წყვილის და ასევე კარგი ადამიანების ნათელი სახე რომლებიც სოფიოსთან მიმართებაში განვითარებული მოვლენების, სახეში შემორტყმული სილის შემდეგ თუმცა მაინც გახდა ის, ვინც ასევე იმსახურებს ხაზგასმას,პატივისცემას და ვინც ბექას სახით იპოვა კიდეც "უცნაური" თუმცა უსაყვარლესი მეწყვილე რომელიც როგორც სოფიოსთან, ისე დანარჩენ გმირებთან ერთად ნამდვილად ერთ-ერთი ღირსეული და გამორჩეული ვინმეა მთელ ამ ამბავში.

ნიაკოსთან ჩემი დამოკიდებულება კი იცი. ალბათ, გახსოვს როგორ მიყვარს მიუხედავად ეპიზოდურობისა ჩემი ძერსკიი, საოცარი გოგოა!! დამოუკიდებელი, ძლიერი, და გამორჩეული მახასიათებლების მქონე ყველა მიმართულებით!

მომენატრებიან რა, ყველა ერთადაც და ცალ-ცალკეც! მადლობა ამ ემოციებისთვის! ♡


როგორ ძალიან მიხარია ასე ემოციებით დატვირთულმა რომ დაასრულეთ კითხვა . მადლობას გიხდით მოთმინებისთვის , რომელსაც იჩენდით და ყველა სიტყვისთვის რომლითაც მახარებდით♡♡♡♡
ვეცდები შემდეგი ისტორიაც საინტერესო იყოს და მოლოდინი გაგიმართლოთ ♡♡

 


№7 სტუმარი სტუმარი Liza

საოცარი გოგო ხარ მარიამ ????

 


№8  offline წევრი აბაშიძე

მარიამ.

მივედიᲗ იმ ისტორიის დადასრულამდეც სადაც ᲨეუᲫლებელი არაფერია

იმ ისტორიის დასასრულამდე რომლის დასაწყისᲨი Ჩემი სახელიც წერია

რომელᲨიც ყველაზე მეტად ვიყავი Ჩამბმული

რომლიᲗაც ვიცი რაᲦაც ეტაპი დასრულდა ᲨენᲗვის

რომლის წერის დროსაც Შენი ქეᲗო ყველაზე მეტად ქეᲗო იყო და ვიცი ყველაზე მეტად გიყვარდა

სადაც ყველაზე დახვეწილი someone crazy girl იყავი და არა სულ'არეული

ბოლო ნაწილᲨი განსაკუᲗრებიᲗ Შემოგიტია და ცოტა გავᲭედე იმდენად გაიᲭერი Ძველ მარიამის წერის სტილᲨი(არა ხარისხᲨი)

უკვე სამი წელია Შენი ისტორიები არის ის რაც რეალობიდან მოწყვეტის საᲨუალებას მაᲫლევს

ბოლო დროს კი ამ ყველაფერს პირადად ᲨენᲗან განხილვის სიამოვნება და პრივილეგია დაემატა
რაც ზუსტად ვიცი უზომოდ გიყვარს და იცი ეგ ფაქტი რამდენადაც ბუსტავს Ჩემს ეგოს

Თუ აქ ᲨეუᲫლებელი არაფერია მინდა ᲨენᲗვისაც ეგრე იყოს ყველგან,ყოველᲗვის და ყველაფერᲨი

ვიცი ამის მე იმაზე მეტად მჯერა ვიდრე Შენ მაგრამ სადᲦაც Შენც მოუსმენ ამ ᲨესაᲫლებლობას და მერე Ძალიან ვიამაყებ

ვიცი
ვიცი

ბევრი რამე ვიცი.

ისიც ვიცი ახლა ᲨენᲗადმი გრᲫნობები რომ ვაფრქვიო დამამიწებ მაგრამ გაფრᲗხილებული მყავხარ

მაგრამ ისიც ვიცი რომ ამ წამს არ მინდა ამიᲗ დისკომფორტი Შეგიქმნა ამიტომ გავᲩუმდები

უბრალოდ იცოდე რომ Ძალიან მიყვარს მარიამი რომელსაც ვიცნობ
რომელიც ნერვებს მიᲨლის და იმაზე მეტი ᲨეუᲫლია ვიდრე ხედავს

ვფიქრობ ამ ისტორიაზე უკვე იმდენი ვისაუბრე ახალს ვერაფერს გეტყვი მაგრამ მაინც

როგორც წყვილი სანდრო და მარიამი ყველაზე კარგი გამოგივიდა

ალბაᲗ სიმბოლურია რადგან Თავად აᲦნიᲨნავ ეს ისტორია Შენმა რომელმა ნაწილმაც წერა

ვაᲩე უპირობოდ Ჩემი ფავორიტი ბიᲭია

ვაᲩეს მსგავს ვისურვებდი ამ წამს Ჩემს გვერდიᲗ

მაგრამ არის?

არა

ვაᲩე და დეა გამოვიდნენ უსაყვარლესები და უტკბილესები

დეამ რომ Თავის ყველა კომპლექსს სᲫლია
ბევრი ისაუბრა და გააკეᲗა ის რაც სურდა ყველაზე მეტად მიყვარს მᲗელ ისტორიაᲨი

იცი რატოც

ბექა და სოფიო ისევ ის არიან რა

ისტორია რომ არ იყოს პეტიციას Შევქმნიდი მაᲗი დაᲨორების მოᲗხოვნიᲗ

ცუდად მხდის მსგავსი ტოქსიკურობა

ბოლოს ლამაზად ᲨეფუᲗე მაგრამ მაინც ვერ უᲨველა

ყველა კლიᲨე აქვᲗ რაც ტიპიურია წინა წლების ისტორიების რაზეც აფეტიᲨებდნენ და მე უბრალოდ ცუდად მხდის

მოსე და სესილია

უტკბილესები

ბოლოს განსაკუᲗრებიᲗ

მიხარია რომ ტოქსიკური ᲛᲨობლებისგან გაიქცნენ და ᲨეᲫლეს ერᲗამნეᲗის პოვნა და ᲨენარᲩუნება

მოსეს კომპლექსები დაᲫლეულია
Თუ კი რამე სესილიასᲗან ბარიერს ქმნიდა აᲦარ არის

აწი მისი ხასიაᲗიდან გამომდინარე ყველაფერი იქნება იდეალურად ვიცი

მინდა დეტალებზე საუბარი უბრალოდ ფიზიკურად ვერ

მიხარია ეს ორი და მიყვარს

მიხარია ეს ისტორია რადგან ტოქსიკური ოჯახის
ტოქსიკური მᲨობლების მრავალი სახე გვაᲩვენე

ვნახეᲗ რამდენად უარყოფიᲗი გავლენა აქვᲗ Შვილებზე
რამდენ კომპლეწს უქმნიან
როგორ ტკენენ

კარგი იყო ამ რეალობის წაკიᲗხვა
მაგრამ მტკივნეული

იმედია ვინმეს მაინც გამოაფხიზლებს
მჯერა ვიᲦაც მაინც ამოიცნობდა საკუᲗარ Თავს

მადლობა ამ ისტორიისᲗვის რადგან სხვანაირად დამაახლოვა ᲨენᲗან

არ ვიცი რამდენად მოვუბრუნდები ოდესმე მაგრამ არ მგონია დამავიწყდეს იმდენად ვიყავი ᲩარᲗული

უყვარხარ Შენს ქეᲗოს

Შემდეგამდე

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

აბაშიძე
მარიამ.

მივედიᲗ იმ ისტორიის დადასრულამდეც სადაც ᲨეუᲫლებელი არაფერია

იმ ისტორიის დასასრულამდე რომლის დასაწყისᲨი Ჩემი სახელიც წერია

რომელᲨიც ყველაზე მეტად ვიყავი Ჩამბმული

რომლიᲗაც ვიცი რაᲦაც ეტაპი დასრულდა ᲨენᲗვის

რომლის წერის დროსაც Შენი ქეᲗო ყველაზე მეტად ქეᲗო იყო და ვიცი ყველაზე მეტად გიყვარდა

სადაც ყველაზე დახვეწილი someone crazy girl იყავი და არა სულ'არეული

ბოლო ნაწილᲨი განსაკუᲗრებიᲗ Შემოგიტია და ცოტა გავᲭედე იმდენად გაიᲭერი Ძველ მარიამის წერის სტილᲨი(არა ხარისხᲨი)

უკვე სამი წელია Შენი ისტორიები არის ის რაც რეალობიდან მოწყვეტის საᲨუალებას მაᲫლევს

ბოლო დროს კი ამ ყველაფერს პირადად ᲨენᲗან განხილვის სიამოვნება და პრივილეგია დაემატა
რაც ზუსტად ვიცი უზომოდ გიყვარს და იცი ეგ ფაქტი რამდენადაც ბუსტავს Ჩემს ეგოს

Თუ აქ ᲨეუᲫლებელი არაფერია მინდა ᲨენᲗვისაც ეგრე იყოს ყველგან,ყოველᲗვის და ყველაფერᲨი

ვიცი ამის მე იმაზე მეტად მჯერა ვიდრე Შენ მაგრამ სადᲦაც Შენც მოუსმენ ამ ᲨესაᲫლებლობას და მერე Ძალიან ვიამაყებ

ვიცი
ვიცი

ბევრი რამე ვიცი.

ისიც ვიცი ახლა ᲨენᲗადმი გრᲫნობები რომ ვაფრქვიო დამამიწებ მაგრამ გაფრᲗხილებული მყავხარ

მაგრამ ისიც ვიცი რომ ამ წამს არ მინდა ამიᲗ დისკომფორტი Შეგიქმნა ამიტომ გავᲩუმდები

უბრალოდ იცოდე რომ Ძალიან მიყვარს მარიამი რომელსაც ვიცნობ
რომელიც ნერვებს მიᲨლის და იმაზე მეტი ᲨეუᲫლია ვიდრე ხედავს

ვფიქრობ ამ ისტორიაზე უკვე იმდენი ვისაუბრე ახალს ვერაფერს გეტყვი მაგრამ მაინც

როგორც წყვილი სანდრო და მარიამი ყველაზე კარგი გამოგივიდა

ალბაᲗ სიმბოლურია რადგან Თავად აᲦნიᲨნავ ეს ისტორია Შენმა რომელმა ნაწილმაც წერა

ვაᲩე უპირობოდ Ჩემი ფავორიტი ბიᲭია

ვაᲩეს მსგავს ვისურვებდი ამ წამს Ჩემს გვერდიᲗ

მაგრამ არის?

არა

ვაᲩე და დეა გამოვიდნენ უსაყვარლესები და უტკბილესები

დეამ რომ Თავის ყველა კომპლექსს სᲫლია
ბევრი ისაუბრა და გააკეᲗა ის რაც სურდა ყველაზე მეტად მიყვარს მᲗელ ისტორიაᲨი

იცი რატოც

ბექა და სოფიო ისევ ის არიან რა

ისტორია რომ არ იყოს პეტიციას Შევქმნიდი მაᲗი დაᲨორების მოᲗხოვნიᲗ

ცუდად მხდის მსგავსი ტოქსიკურობა

ბოლოს ლამაზად ᲨეფუᲗე მაგრამ მაინც ვერ უᲨველა

ყველა კლიᲨე აქვᲗ რაც ტიპიურია წინა წლების ისტორიების რაზეც აფეტიᲨებდნენ და მე უბრალოდ ცუდად მხდის

მოსე და სესილია

უტკბილესები

ბოლოს განსაკუᲗრებიᲗ

მიხარია რომ ტოქსიკური ᲛᲨობლებისგან გაიქცნენ და ᲨეᲫლეს ერᲗამნეᲗის პოვნა და ᲨენარᲩუნება

მოსეს კომპლექსები დაᲫლეულია
Თუ კი რამე სესილიასᲗან ბარიერს ქმნიდა აᲦარ არის

აწი მისი ხასიაᲗიდან გამომდინარე ყველაფერი იქნება იდეალურად ვიცი

მინდა დეტალებზე საუბარი უბრალოდ ფიზიკურად ვერ

მიხარია ეს ორი და მიყვარს

მიხარია ეს ისტორია რადგან ტოქსიკური ოჯახის
ტოქსიკური მᲨობლების მრავალი სახე გვაᲩვენე

ვნახეᲗ რამდენად უარყოფიᲗი გავლენა აქვᲗ Შვილებზე
რამდენ კომპლეწს უქმნიან
როგორ ტკენენ

კარგი იყო ამ რეალობის წაკიᲗხვა
მაგრამ მტკივნეული

იმედია ვინმეს მაინც გამოაფხიზლებს
მჯერა ვიᲦაც მაინც ამოიცნობდა საკუᲗარ Თავს

მადლობა ამ ისტორიისᲗვის რადგან სხვანაირად დამაახლოვა ᲨენᲗან

არ ვიცი რამდენად მოვუბრუნდები ოდესმე მაგრამ არ მგონია დამავიწყდეს იმდენად ვიყავი ᲩარᲗული

უყვარხარ Შენს ქეᲗოს

Შემდეგამდე



ვერ ვაზროვნებ ახლა , მხოლოდ ვგრძნობ როგორ მსიამოვნებს ამ ისტორიაზე ბოლო კომენტარის კითხვა ...
ზუსტარ ვიცი ეს არ იქნება ბოლო ისტორია
ხვალ რომ მოვიშორებ ერთ დიდ ლოდს შევუდგები ახლის წერას
არ ვიცი სულ'არეული დაწერს თუ ქრაზი გირლ ჩამერთვება , მაგრამ ყველა შემთხვევაში მაინც ჩემებური გამოვა

ვგრძნობ ყველა სიტყვას ♡
შემდეგამდე ♡

 


№10  offline წევრი ana tuki

ღმერთო, დღეს ისეთი ემოციური დღე მქონდა,ნამდვილად არ მოველოდი,ეს სიუპრიზი თუ დამხვდებოდა,მართლა მოულოდნელად შემოვედი და შევამოწმე, ვეძებდი რამეს გადავიკითხავ თავიდანთქო. თვალებს ძლივს დავუჯერე ორჯერ წავიკითხე,შენი სახელი ნამდვილად ჰომ დევს სრულადთქო.როგორ გამაბედნიერე ჯერ ის ემოცია,რომ გავხენი და მთლიანი სრული მოთხრობა დავინახე,როცა ვკითხულობდი ვიცინოდი,ვტიროდი და ვმოგზაურობდი შენს ყველაზე მააგარ პერსონაჟების ცხოვრებაში.

მოსე ამაღლობელის და სესილიას სიყვარული ამსხვრევს სტერეოტიპებს.ორმა მარტოდმარტო დარჩენილმა ადამიანმა იპოვა ერთმანეთი და გახდნენ სიძლიერე ერთმანეთის.სესილის მზრუნველობა,სიკეთე და გაბედულება ისევე როგორც მოსესი.წინააღმდეგობების მიუხედავად გადალახეს იპოვეს ძალა საკუთარ თავში და უკვე ერთმანეთის ძალა გახდნენ ორივენი.აფორიაქებულ მოსესთან სესილია,როგორ მიდის ბრძოლის წინ.საყვარელი ადამიანი ყოველთვის ყველაფერს შეგაძლებინებს.

სოფო და ბექა,თავიდან ვამბობდი ამ გოგოსა და ბექას შორის არანორმალური სიყვარული იქნებათქო.უბრალოდ გიჟდებიან ერთმანეთზე განსაკუთრებით იმაზე ვტიროდი ბექა რომ ელაპარაკებოდა სოფოს და გასისხლიანებული სახე ნახა,უბრალოდ არ მესმის ეგეთი მშობლების და ვერც ვერასოდეს გავუგებ.ბექა და მოსე ტყუილად არ არიან ძმაკაცები,გვანან.

მარიამიი და სანდრო
სანდროს ჭირდებოდა ადმაიანი,უბრალოდ მთელი ისტორიის განმავლობაში ამ ბიჭის თავს უსამართლობები ხდებოდა და მახრჩობდა. ეს გოგო მის ცხოვრებაში სინათლეა სიბნელეში და ყოველთვის იქნება მარიამი სანდროსთვის ის ვისთანაც არ მოუწევს ნიღბის ტარება ვისთნააც იქნება მხოლოდ სანდრო თავისი სიყვარულით.

ჩემი ყველაზე საუკეთესო და ფავორიტი წყვილი ამ ისტორიაში ამათი სიყვარულზე უსასრულოდ შემიძლია ლაპარაკი კითხვის პროცესში ყოველთვის ვაჩეს სიყვარულით სავსე თვალებს წარმოვიდგენდი და ვფიქრობ მართლა თუ ვინმეს შევუყვარდები ეგეთი სიყვარულით შევუყვარდე.
ამ პატარა ბავშვებს ასეთი სიყვარული როგორ შეუძლია.დეა თავისი დიდი ემოციებით.უბრალოდ ყველაზე საუკეთესო ამათ ისტორიაში დეას ემოციების ერთიანად გადმოფქვევა იყო.

ყველა ოჯახის სახე და ის პერსონაჟები სალომე,ლუკა,ლიზა და სხვა თუნდაც მასწავლებელბი, ყველას გააჩნდა რაღაც ის რაც მართლა გასწავლის როგორი უნდა იყო, ან არ უნდა.ყველას მხარე იყო წარმოჩენილი,ზოგს ვუძებნიდი გამართლებას ზოგს ვერ.
ყველა ის უაზრო სტერეოტიპები და ყველაფერი რაც ხდება ჩვენს ირგვლივ პრობლემო სკოლის შიგნით და საზოგადოებაში წარმოაჩინე.ეს მხოლოდ სასიყვარულო ისტორია არაა აქ იყო ისეთი მომენტები რაც მეც გადამხდენია და ყოველდღე ხდება ჩვენს ირგვლივ.უსაფუძვლო ჭორები და საზოგაოდების უაზრო აზრები.

და ბოლოსს მარიამ გისურვებ წარმატებებს.იმედი მაქვს შენი ავტორობით აუცილებლად ვიხილავ წიგნს ძალიან მალე და ჩემს ბიბლიოთეკას შევმატებ.
და ბოლოს ჩემგან თხოვნა მალე დაგვიბრუნდი რა.

 


№11  offline წევრი თ. ა.

ისეთი ლამაზი და სასიამოვნო ისტორია იყო. ადრეც აღვნიშნე წინა თავებში და ახლაც დავწერ, ამ ისტორიამ ის ძველი შთაბეჭდილებები განმიახლა, როცა პირველად ვეცნობოდი შენს ნაწერებს და არ გიცნობდი, როცა ყოველი ახალი თავი მეტად მითრევდა და მაჯაჭვებდა მობილურს რომ ახალი და ახალი წამეკითხა შენი რამე. ყველაფერი ისეა როგორც მარიამს და მარიამისეულ ისტორიებს სჩვევია. სულ გკითხულობდე მინდა. მადლობა ამ ისტორიისთვის.

 


№12  offline წევრი natuwi21

]რომ ვგიჟდები შენ ისტორიებზეე და ყველა მინიმუ 4 ჯერ მაქვს წაკითხული ზოგი ბევრად მეტჯერაც ფაქტია და ჩემი საყვარელი ისტორიების სიას შეემატა კიდევ ერთი, საოცარი ხარრრ აიი საოცარიიიი ისეთი დასასრული იყო როგორიც ძალიააან მაგარ ისტორიას შეეფერებოდაა ემოციებით , აზრებით , სიყვარულით დატვირთული ♡♡♡♡♡♡

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Liza
საოცარი გოგო ხარ მარიამ ????

♡♡♡♡

natuwi21
]რომ ვგიჟდები შენ ისტორიებზეე და ყველა მინიმუ 4 ჯერ მაქვს წაკითხული ზოგი ბევრად მეტჯერაც ფაქტია და ჩემი საყვარელი ისტორიების სიას შეემატა კიდევ ერთი, საოცარი ხარრრ აიი საოცარიიიი ისეთი დასასრული იყო როგორიც ძალიააან მაგარ ისტორიას შეეფერებოდაა ემოციებით , აზრებით , სიყვარულით დატვირთული ♡♡♡♡♡♡

პირველ რიგში ის მახარებს რომ იმდენად დადებითად მო1მედებს ჩემი ნაწერები ასე ხშირად უბრუნდებით ♡♡♡
უღრმესი მადლობა რომ მიზიარებთ აზრს ♡

თ. ა.
ისეთი ლამაზი და სასიამოვნო ისტორია იყო. ადრეც აღვნიშნე წინა თავებში და ახლაც დავწერ, ამ ისტორიამ ის ძველი შთაბეჭდილებები განმიახლა, როცა პირველად ვეცნობოდი შენს ნაწერებს და არ გიცნობდი, როცა ყოველი ახალი თავი მეტად მითრევდა და მაჯაჭვებდა მობილურს რომ ახალი და ახალი წამეკითხა შენი რამე. ყველაფერი ისეა როგორც მარიამს და მარიამისეულ ისტორიებს სჩვევია. სულ გკითხულობდე მინდა. მადლობა ამ ისტორიისთვის.

საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ დავწერე კვლავ ძველებური სტილის ისტორია და ძალიან მიხარია, რომ მცდელობა შედგა ♡♡♡♡
დიდი მადლობა თითოეული სიტყცისთვის რაც კი ჩემი მკითხველობის განმავლობაში ჩემთვის გაგიზიარებია ♡

ana tuki
ღმერთო, დღეს ისეთი ემოციური დღე მქონდა,ნამდვილად არ მოველოდი,ეს სიუპრიზი თუ დამხვდებოდა,მართლა მოულოდნელად შემოვედი და შევამოწმე, ვეძებდი რამეს გადავიკითხავ თავიდანთქო. თვალებს ძლივს დავუჯერე ორჯერ წავიკითხე,შენი სახელი ნამდვილად ჰომ დევს სრულადთქო.როგორ გამაბედნიერე ჯერ ის ემოცია,რომ გავხენი და მთლიანი სრული მოთხრობა დავინახე,როცა ვკითხულობდი ვიცინოდი,ვტიროდი და ვმოგზაურობდი შენს ყველაზე მააგარ პერსონაჟების ცხოვრებაში.

მოსე ამაღლობელის და სესილიას სიყვარული ამსხვრევს სტერეოტიპებს.ორმა მარტოდმარტო დარჩენილმა ადამიანმა იპოვა ერთმანეთი და გახდნენ სიძლიერე ერთმანეთის.სესილის მზრუნველობა,სიკეთე და გაბედულება ისევე როგორც მოსესი.წინააღმდეგობების მიუხედავად გადალახეს იპოვეს ძალა საკუთარ თავში და უკვე ერთმანეთის ძალა გახდნენ ორივენი.აფორიაქებულ მოსესთან სესილია,როგორ მიდის ბრძოლის წინ.საყვარელი ადამიანი ყოველთვის ყველაფერს შეგაძლებინებს.

სოფო და ბექა,თავიდან ვამბობდი ამ გოგოსა და ბექას შორის არანორმალური სიყვარული იქნებათქო.უბრალოდ გიჟდებიან ერთმანეთზე განსაკუთრებით იმაზე ვტიროდი ბექა რომ ელაპარაკებოდა სოფოს და გასისხლიანებული სახე ნახა,უბრალოდ არ მესმის ეგეთი მშობლების და ვერც ვერასოდეს გავუგებ.ბექა და მოსე ტყუილად არ არიან ძმაკაცები,გვანან.

მარიამიი და სანდრო
სანდროს ჭირდებოდა ადმაიანი,უბრალოდ მთელი ისტორიის განმავლობაში ამ ბიჭის თავს უსამართლობები ხდებოდა და მახრჩობდა. ეს გოგო მის ცხოვრებაში სინათლეა სიბნელეში და ყოველთვის იქნება მარიამი სანდროსთვის ის ვისთანაც არ მოუწევს ნიღბის ტარება ვისთნააც იქნება მხოლოდ სანდრო თავისი სიყვარულით.

ჩემი ყველაზე საუკეთესო და ფავორიტი წყვილი ამ ისტორიაში ამათი სიყვარულზე უსასრულოდ შემიძლია ლაპარაკი კითხვის პროცესში ყოველთვის ვაჩეს სიყვარულით სავსე თვალებს წარმოვიდგენდი და ვფიქრობ მართლა თუ ვინმეს შევუყვარდები ეგეთი სიყვარულით შევუყვარდე.
ამ პატარა ბავშვებს ასეთი სიყვარული როგორ შეუძლია.დეა თავისი დიდი ემოციებით.უბრალოდ ყველაზე საუკეთესო ამათ ისტორიაში დეას ემოციების ერთიანად გადმოფქვევა იყო.

ყველა ოჯახის სახე და ის პერსონაჟები სალომე,ლუკა,ლიზა და სხვა თუნდაც მასწავლებელბი, ყველას გააჩნდა რაღაც ის რაც მართლა გასწავლის როგორი უნდა იყო, ან არ უნდა.ყველას მხარე იყო წარმოჩენილი,ზოგს ვუძებნიდი გამართლებას ზოგს ვერ.
ყველა ის უაზრო სტერეოტიპები და ყველაფერი რაც ხდება ჩვენს ირგვლივ პრობლემო სკოლის შიგნით და საზოგადოებაში წარმოაჩინე.ეს მხოლოდ სასიყვარულო ისტორია არაა აქ იყო ისეთი მომენტები რაც მეც გადამხდენია და ყოველდღე ხდება ჩვენს ირგვლივ.უსაფუძვლო ჭორები და საზოგაოდების უაზრო აზრები.

და ბოლოსს მარიამ გისურვებ წარმატებებს.იმედი მაქვს შენი ავტორობით აუცილებლად ვიხილავ წიგნს ძალიან მალე და ჩემს ბიბლიოთეკას შევმატებ.
და ბოლოს ჩემგან თხოვნა მალე დაგვიბრუნდი რა.


ასეთი მოცულობის კომენტარებს რომ ვხედავ უცვლელად, წლებია პირველი შეგრძნება დაძაბულობაა სულ მგონია აიი ახლა ჩემს გმირებს ქარცეცხლში გაატარებენ _თქო და სანამ დავიწყებ კითხვას სულ ვამზადებ თავს . მერე ორმაგად გავბედნიერდი იმით , რომ თითოეული წყვილი განიხილეთ . მიყვარს როცა ამდენს წერენ ისტორიაზე და არა ჩემზე ♡♡♡♡♡♡ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის იმის გააზრება, რომ კითხვის პროცესი სასიამოვნო , ემოციური და განტვირთვისთვის გამოსადეგია ♡♡♡♡

 


№14 სტუმარი ნი-კე

გასაოცარ ისტორიებს ქმნით❤️იმდენად სასიამოვნოდ იკითხება და თან არასდროს გბეზრდება❤️❤️წარმატებებიი

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

ნი-კე
გასაოცარ ისტორიებს ქმნით❤️იმდენად სასიამოვნოდ იკითხება და თან არასდროს გბეზრდება❤️❤️წარმატებებიი

მადლობა♡♡♡
ძალიან მიხარია რომ არ გბეზრდებათ

 


№16 სტუმარი სტუმარი ლინდა

ვერ ვიჯერებ დასასრულამდე რომ მივედიᲗ... ეჰ როგორ არ მინდოდა... მაგრამ იმდენად კარგი გამოგივიდა სიტყვებიც კი არ მყოფნის და რატომᲦაც მგონია ვერხ ამ კომენტარᲨი Ჩავატევ საᲗქმელს... მოკლედ ისტორიის დასაწყისიდან აქ ვარ და აი დასასრულᲨიც გავედიᲗ.

... მოკლედ მიხარია რომ მოსესა და სესილიაზე ᲨᲗაბეᲭდილებები არ Შემცვლია... ბოლომდე საოცარ პერსონაᲟებად დარᲩნენ დაᲓებიᲗი ემოციები რომ მოდის მაᲗგან... ზე წყვილია... ორივე რაᲦაცნაირად დაკავᲨირებულია ერᲗმანეᲗᲗან ჰგვანან ერᲗმანეᲗს... არცერᲗს გაუმარᲗლა მᲨობლებᲨი მაგრამ ბებიწბი ყავდაᲗ გადასარევი პიროვნებები.. მოკლედ გამიხარდა ამაᲗი happy and.

....სანდრო და მარიამი... ამ წყვილისგან ისეᲗი ქიმია მოდიოდა რომ ᲨეუᲫლებელი იყო ერᲗად არ დარᲩენილიყვნენ.. ეჰ სანდრო რამდენს გაუᲫლო , რამდენს იᲗმენს, ნამდვილად იმსახურედა ბედნიერებას სახელად "მარიამს"....

.... სოფო ერᲗი გატუტუცებული გოგო მენონა მაგრამ Შევცდი... მიხარია და Თან მწყინს ბექა რომ ჰყავს გვერდიᲗ :დ

... ნია რომ მარტო არ დამიტოვე და დემნაზეც გაგვაგებინე ეგეც მახარებს.

... იმ ლაწირაკ ლუკას ᲨეხედეᲗ სალომესᲗვის დაუდგამს Თვალი .... ჰაიმეე ....

... მᲨობელᲗა გამოსასწორებელი კოლონიაა Შესაქმნელი... ლოზუნგიᲗ.. არ ვერევიᲗ Შვილების ცხოვრებაᲨი სანამ არ გვᲗხოვენ.

... და დამ... ვაᲩე და დეა .. ეს წყვილი დასაწყისიდანვე ამოვიᲩემე.... როგორ მიყვარ ეს ორი გვრიტი. მიხარია ვაᲩე ისეᲗი რომ არ აᲦმოᲩნდა როგორიც ვიფიქრე... ანუ მარტო სოფლის გამგებლის Შვილი. დეაც Შეიცვლა საკᲣტარ Თავს აჯობა ᲨიᲨებს გადააბიჯა და პირველად ბედნიერებისᲗვის ყველაფერს აკეᲗებს... ეს ორი ერᲗმანეᲗს აბედნიერებს..

..Თორნიკეზე და იმ მოსამარᲗლეზე რა ხდება ნეტა...

.. მოკლედ მარიამო საოცარი ხარ... ეს ემოციები ახალი ისტორიის დადებამდე გამყვება... ვიმყოფინებ... ამაᲗი ბედნიერი დასასრული კი მახარებს მაგრამ ამ დასასრულიᲗ ისტორიაც რომ სრულდება ეგ არა....
ველოდები Შენს გიᲟურ, Თავბრუდამხვევ და მრავალი ემოციიᲗ დატვირᲗულ ისტორიებს....

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლინდა
ვერ ვიჯერებ დასასრულამდე რომ მივედიᲗ... ეჰ როგორ არ მინდოდა... მაგრამ იმდენად კარგი გამოგივიდა სიტყვებიც კი არ მყოფნის და რატომᲦაც მგონია ვერხ ამ კომენტარᲨი Ჩავატევ საᲗქმელს... მოკლედ ისტორიის დასაწყისიდან აქ ვარ და აი დასასრულᲨიც გავედიᲗ.

... მოკლედ მიხარია რომ მოსესა და სესილიაზე ᲨᲗაბეᲭდილებები არ Შემცვლია... ბოლომდე საოცარ პერსონაᲟებად დარᲩნენ დაᲓებიᲗი ემოციები რომ მოდის მაᲗგან... ზე წყვილია... ორივე რაᲦაცნაირად დაკავᲨირებულია ერᲗმანეᲗᲗან ჰგვანან ერᲗმანეᲗს... არცერᲗს გაუმარᲗლა მᲨობლებᲨი მაგრამ ბებიწბი ყავდაᲗ გადასარევი პიროვნებები.. მოკლედ გამიხარდა ამაᲗი happy and.

....სანდრო და მარიამი... ამ წყვილისგან ისეᲗი ქიმია მოდიოდა რომ ᲨეუᲫლებელი იყო ერᲗად არ დარᲩენილიყვნენ.. ეჰ სანდრო რამდენს გაუᲫლო , რამდენს იᲗმენს, ნამდვილად იმსახურედა ბედნიერებას სახელად "მარიამს"....

.... სოფო ერᲗი გატუტუცებული გოგო მენონა მაგრამ Შევცდი... მიხარია და Თან მწყინს ბექა რომ ჰყავს გვერდიᲗ :დ

... ნია რომ მარტო არ დამიტოვე და დემნაზეც გაგვაგებინე ეგეც მახარებს.

... იმ ლაწირაკ ლუკას ᲨეხედეᲗ სალომესᲗვის დაუდგამს Თვალი .... ჰაიმეე ....

... მᲨობელᲗა გამოსასწორებელი კოლონიაა Შესაქმნელი... ლოზუნგიᲗ.. არ ვერევიᲗ Შვილების ცხოვრებაᲨი სანამ არ გვᲗხოვენ.

... და დამ... ვაᲩე და დეა .. ეს წყვილი დასაწყისიდანვე ამოვიᲩემე.... როგორ მიყვარ ეს ორი გვრიტი. მიხარია ვაᲩე ისეᲗი რომ არ აᲦმოᲩნდა როგორიც ვიფიქრე... ანუ მარტო სოფლის გამგებლის Შვილი. დეაც Შეიცვლა საკᲣტარ Თავს აჯობა ᲨიᲨებს გადააბიჯა და პირველად ბედნიერებისᲗვის ყველაფერს აკეᲗებს... ეს ორი ერᲗმანეᲗს აბედნიერებს..

..Თორნიკეზე და იმ მოსამარᲗლეზე რა ხდება ნეტა...

.. მოკლედ მარიამო საოცარი ხარ... ეს ემოციები ახალი ისტორიის დადებამდე გამყვება... ვიმყოფინებ... ამაᲗი ბედნიერი დასასრული კი მახარებს მაგრამ ამ დასასრულიᲗ ისტორიაც რომ სრულდება ეგ არა....
ველოდები Შენს გიᲟურ, Თავბრუდამხვევ და მრავალი ემოციიᲗ დატვირᲗულ ისტორიებს....


ლინდაკოოო
მიხარია რომ მოგეწონა
ვგიჟდები იმ ფაქტზე თორნიკე რომ არ დაივიწყე და ასე დაგამახსოვრდა ჩემი ბიჭიი
მონატრებული მქონდა ასეთი ისტორიების წერა და იქნებ ამ უცნაურ ცივ ზაფხულს კიდევ ერთი ისტორიის დაწერა შევძლო მსგავსი მუხტით
მადლობა რომ ელოდი, მომყვებოდი, არ მეუბნებოდი ასე დაწერე ან ასე არ დაწეროო და მიზიარებდი ემოციებს რომლებიც გრჩებოდა
მადლობა , მადლობა და მადლობა
heart_eyes

 


№18  offline წევრი Veronika

მიყვარს
ვგიჟდები
მაფანატებს ამ ისტორიაზე, შენზე!
ვისიამოვნე და გავბედნიერდი ამ ისტორიით.
სასწაულად იდეალური ხარ შენი ისტორიებით. არასდროს შეწყვიტო წერა! სულ უნდა წერო!

ერთადერთი ხარ ვისი ისტორიების კითხვა მსიამოვნებს და მაბედნიერებს. უკვე ერთადერთი, მყავდა აქ ერთი უუუნიჭიერესი, იდეალური, უმაგრესი გოგო, რომსლის ისტორიები მართლა იდეალური და საოცრება იყო. წერის სტილი ქონდა სასწაული. დამეკარგა) აღარ შემოდის. და შენ დარჩი მარტო ვის გამოც აქ შემოვდივარ და ვისი ისტორიებიც სიამოვნებას მანიჭებს და მილიონჯერ ვკითხულობ :დ ერთი მონაკვეთიც თუ მომეწონა ათასჯერ გადავიკითხარ სახე გაბადრული :დდ
ნუ მოკლედ, რისი თქმა მინდა, არასდროს შეწყვიტო წერა, გამოგდის სასწაულად!
გვაბედნიერებ და გვახარებ შენი გამოჩენით
❤️

 


№19  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამო, ამ საიტზე ისტორიების კითხვა "მხოლოდ ერთი ღამით" დავიწყე და იმ დღიდან მოგყვები და ვხედავ როგორ გაიზარდე და დაიხვეწე❤️ ამ წლების მანძილზე სულ'არეული მარიამოც ბევრჯერ ვნახე და ის "გიჟი" გოგოც რომელმაც პირველივე ისტორიიდან თავი შემაყვარა❤️
საოცარი გოგო ხარ, რომელსაც ბევრი პერსონაჟი ისტორიაში ისე შეუძლია შემოიყვანოს რომ არცერთი ზედმეტი არ იყოს და "ერთჯერადი" პერსონაჟიც ყოველთვის თავის კვალს ტოვებს გმირებზე და ისტორიაში❤️
ეს ისტორიაც შენი მორიგი შედევრია❤️ ბევრი კომპლექსების, დაწესებული და დარღვეული ზღვრის, ტკივილის გადალახვის, თვითრწმენის, საოცარი მეგობრობის და დიდი სიყვარულის საოცარი მაგალითია❤️ სტერეოტიპები რომლებიც ჩვენს გარშემოა, რეალური მაგალითები იმისა რაც სკოლაში და ყოველდთიურობაში ხდება სოფელში, სადაც ყველა ყველას იცნობს და ისიც კი იცის რამდენი თეფში და ჭიქა აქვს მეზობელს სახლში confused

წყვილები, ოხ ეს საოცრება ადამიანები❤️ მაინც რამხელა სიყვარული შეუძლია თითოეულს და როგორი ძლიერები არიან ამ სიყვარულით❤️ შეუძლებელი შეძლეს ❤️
ფავორიტი მაინც სანდრო და მარიამია❤️ ხომ გითხარი შენი სანდრო და მარიამი ყოველთვის ყველაზე განსხვავებულები და საოცრებები არიან❤️ უსიტყვო თანადგომა, რწმენა და უსაზღვრო სიყვარული აქვს ამ ორს ერთმანეთის❤️
ვაჩე და დეა ცალკე სამყაროა, რომელსაც ფონად ვაჩეს სიყვარულით და სითბოთი სავსე მზერა გასდევს❤️ როგორ მიწვალა ეს ბიჭი დეამ, მაგრამ სწორ დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა გოგომ და კი არიან ახლა ბედნიერად❤️
მოსემ და სესილიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია გამოიყენო შანსი რომელსაც ცხოვრება გაძლევს, არ დანებდე კომპლექსებს და გადალახო ყველა აკრძალული ზღვარი❤️
ბექა და სოფიო, სალომე, ლუკა, კიტა,ნიაკო და ყველა დანარჩენმა, ყველამ თავისი სიტყვა თქვა და გააკეთა, მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცამ იწამა მათი, დაიჯერეს და ამათაც დააჯერეს რომ შეძლებდნენ❤️

ოჯახი და მშობლები ამ ისტორიის ტკბილ-მწარე ხაზია. მშობლები, რომლებსაც ყველაფერი ჰქონდათ საიმისოთ, რომ შვილებით ეამაყათ და მშობლები, რომლებსაც არ მოსწონდათ, მაგრამ შვილებით უზომოდ ამაყები იყვნენ. ლირველებმ სადღაც რაღაც ვერ გათვალეს, შეცდნენ და მწარე შედეგი იწვნიეს pensive მეორეებმა კი უბრალოდ სიყვარული უჩვენეს❤️

რთული წლის ნამდვილად შესანიშნავი დასასრულია❤️ იმედი მაქვს შემდეგი ისტორიაც ასეთივე ტკბილი და მხიარული იქნება❤️
პ.ს. იმედი მაქვს სადიპლომოს დაცვამ წარმატებით ჩაიარა და ახლა ორმაგად ბედნიერი ხარ❤️
შემდეგამდე, მარიამო❤️

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

Veronika
მიყვარს
ვგიჟდები
მაფანატებს ამ ისტორიაზე, შენზე!
ვისიამოვნე და გავბედნიერდი ამ ისტორიით.
სასწაულად იდეალური ხარ შენი ისტორიებით. არასდროს შეწყვიტო წერა! სულ უნდა წერო!

ერთადერთი ხარ ვისი ისტორიების კითხვა მსიამოვნებს და მაბედნიერებს. უკვე ერთადერთი, მყავდა აქ ერთი უუუნიჭიერესი, იდეალური, უმაგრესი გოგო, რომსლის ისტორიები მართლა იდეალური და საოცრება იყო. წერის სტილი ქონდა სასწაული. დამეკარგა) აღარ შემოდის. და შენ დარჩი მარტო ვის გამოც აქ შემოვდივარ და ვისი ისტორიებიც სიამოვნებას მანიჭებს და მილიონჯერ ვკითხულობ :დ ერთი მონაკვეთიც თუ მომეწონა ათასჯერ გადავიკითხარ სახე გაბადრული :დდ
ნუ მოკლედ, რისი თქმა მინდა, არასდროს შეწყვიტო წერა, გამოგდის სასწაულად!
გვაბედნიერებ და გვახარებ შენი გამოჩენით
❤️

წერას მაგრძელებინებს ის ფაქტი რომ ამდენს მოგწონთ კითხვა და სულ ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი ნაწერები ♡♡♡♡
უღრმესი მადლობა ამდენი სითბოს და დადებითი ემოციებისთვის

რუსკიმარუსია
მარიამო, ამ საიტზე ისტორიების კითხვა "მხოლოდ ერთი ღამით" დავიწყე და იმ დღიდან მოგყვები და ვხედავ როგორ გაიზარდე და დაიხვეწე❤️ ამ წლების მანძილზე სულ'არეული მარიამოც ბევრჯერ ვნახე და ის "გიჟი" გოგოც რომელმაც პირველივე ისტორიიდან თავი შემაყვარა❤️
საოცარი გოგო ხარ, რომელსაც ბევრი პერსონაჟი ისტორიაში ისე შეუძლია შემოიყვანოს რომ არცერთი ზედმეტი არ იყოს და "ერთჯერადი" პერსონაჟიც ყოველთვის თავის კვალს ტოვებს გმირებზე და ისტორიაში❤️
ეს ისტორიაც შენი მორიგი შედევრია❤️ ბევრი კომპლექსების, დაწესებული და დარღვეული ზღვრის, ტკივილის გადალახვის, თვითრწმენის, საოცარი მეგობრობის და დიდი სიყვარულის საოცარი მაგალითია❤️ სტერეოტიპები რომლებიც ჩვენს გარშემოა, რეალური მაგალითები იმისა რაც სკოლაში და ყოველდთიურობაში ხდება სოფელში, სადაც ყველა ყველას იცნობს და ისიც კი იცის რამდენი თეფში და ჭიქა აქვს მეზობელს სახლში confused

წყვილები, ოხ ეს საოცრება ადამიანები❤️ მაინც რამხელა სიყვარული შეუძლია თითოეულს და როგორი ძლიერები არიან ამ სიყვარულით❤️ შეუძლებელი შეძლეს ❤️
ფავორიტი მაინც სანდრო და მარიამია❤️ ხომ გითხარი შენი სანდრო და მარიამი ყოველთვის ყველაზე განსხვავებულები და საოცრებები არიან❤️ უსიტყვო თანადგომა, რწმენა და უსაზღვრო სიყვარული აქვს ამ ორს ერთმანეთის❤️
ვაჩე და დეა ცალკე სამყაროა, რომელსაც ფონად ვაჩეს სიყვარულით და სითბოთი სავსე მზერა გასდევს❤️ როგორ მიწვალა ეს ბიჭი დეამ, მაგრამ სწორ დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა გოგომ და კი არიან ახლა ბედნიერად❤️
მოსემ და სესილიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია გამოიყენო შანსი რომელსაც ცხოვრება გაძლევს, არ დანებდე კომპლექსებს და გადალახო ყველა აკრძალული ზღვარი❤️
ბექა და სოფიო, სალომე, ლუკა, კიტა,ნიაკო და ყველა დანარჩენმა, ყველამ თავისი სიტყვა თქვა და გააკეთა, მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცამ იწამა მათი, დაიჯერეს და ამათაც დააჯერეს რომ შეძლებდნენ❤️

ოჯახი და მშობლები ამ ისტორიის ტკბილ-მწარე ხაზია. მშობლები, რომლებსაც ყველაფერი ჰქონდათ საიმისოთ, რომ შვილებით ეამაყათ და მშობლები, რომლებსაც არ მოსწონდათ, მაგრამ შვილებით უზომოდ ამაყები იყვნენ. ლირველებმ სადღაც რაღაც ვერ გათვალეს, შეცდნენ და მწარე შედეგი იწვნიეს pensive მეორეებმა კი უბრალოდ სიყვარული უჩვენეს❤️

რთული წლის ნამდვილად შესანიშნავი დასასრულია❤️ იმედი მაქვს შემდეგი ისტორიაც ასეთივე ტკბილი და მხიარული იქნება❤️
პ.ს. იმედი მაქვს სადიპლომოს დაცვამ წარმატებით ჩაიარა და ახლა ორმაგად ბედნიერი ხარ❤️
შემდეგამდე, მარიამო❤️

უღრმესი მადლობა მთელი იმ დროისთვის რაც ჩემთან და ჩემ ისტორიის გმირებთან ერთად გაგივლია ამდენი ხნის განმავლობაშიი ♡♡♡ მადლობა რომ მანებივრებდი შენი მოსაზრებებით ვრცელი კომენტარებით და მახვედრებდი რამდენად სწორად გადმოვეცი სათქმელი.
ჯერ ვფიქრობ შემდეგი რა იქნება და განხორციელებასაც იმედია მალე შევუდგები ♡♡♡♡

 


№21 სტუმარი ეთო

როგორც ყოველთვის ეხლაც მოლოდინს გადააჭარბე. უკვე მერამდენჯერ გაგვახარე და გვასიამოვნე შენი მკითხველები ამას ვინ მოსთვლის ❤. ძალიან მალე გელოდებით ისეეევ ❤❤❤

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

ეთო
როგორც ყოველთვის ეხლაც მოლოდინს გადააჭარბე. უკვე მერამდენჯერ გაგვახარე და გვასიამოვნე შენი მკითხველები ამას ვინ მოსთვლის ❤. ძალიან მალე გელოდებით ისეეევ ❤❤❤

მიხარია ძალიან ♡♡♡♡
ვეცდები მალე დავბრუნდე
ვნახოთ რა გამოვა

 


№23 სტუმარი ელიქარი

crazy girl როგორც ყოველთვის საუკეთესო, crazy girl როგორც ადრე, crazy girl-ის ალექსანდრე და მარიამი. სადაც ეს წყვილია ყველა ის ისტორია განსაკუთრებული გამოგდის. მადლობა მარიამ ♡♡♡♡

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

ელიქარი
crazy girl როგორც ყოველთვის საუკეთესო, crazy girl როგორც ადრე, crazy girl-ის ალექსანდრე და მარიამი. სადაც ეს წყვილია ყველა ის ისტორია განსაკუთრებული გამოგდის. მადლობა მარიამ ♡♡♡♡

როგორ მიხარია თქვენი ეს დამოკიდებულება ამ სახელების მიმართ ♡♡♡♡ უღრმესი მადლობა

 


№25  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე ეს იყოო შიკი პიკი პანიკააა <3 ვისიამოვნეეე ზენიტში ვარ <33 ასეთი ამოუხსნელები მიყვარს მე ესენიიი <3 მაგრამ მაინც უნდა ვაღიარო ვაჩე და დეა ჩემი ფავორიტია ამ ისტორიაშიიი <332 წარმატებებიი და ველიი ახალ ისტორიაას <3 ვგიჟდებიიი შენზე ისეთი მაგარი გოგო ხაარ

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

uchveulo
ვაიმე ეს იყოო შიკი პიკი პანიკააა <3 ვისიამოვნეეე ზენიტში ვარ <33 ასეთი ამოუხსნელები მიყვარს მე ესენიიი <3 მაგრამ მაინც უნდა ვაღიარო ვაჩე და დეა ჩემი ფავორიტია ამ ისტორიაშიიი <332 წარმატებებიი და ველიი ახალ ისტორიაას <3 ვგიჟდებიიი შენზე ისეთი მაგარი გოგო ხაარ


ჩემი დეა და ვაჩე მგონი ერთხმად შეიყვარეთ ♡♡♡♡
უღრმესი მადლობა რომ მომყვებოდით და თქვენს აზრს მიზიარებდით ♡
ვეცდები მალე დავბრუნდე , მაგრამ შემოდგომამდე მეეჭვება რამე გამოვიდეს

 


№27  offline წევრი ირო

ე.ი რამდენჯერ დავწერე კომენტარი რომ მგონია დაემატა გამაგდო საიტიდან,ბოდიშს გიხდი შენც და შენც გმირებსაც კომენტარი რომ არ მაქვს ამდენი ხანია დადებული.არ ვიცი რა ვთქვა ამ ისტორიაზე რომ მგონია ახალი ისტორიით ვეღარ გავვოცდები,ვეღარ აღფრთოვანებით,აბა შენც არ მომიკვდე გაოგნებული ვკითხულობ და არცერთ თავში მუხტი და ემოცია არ ნელდება.ყველა შენს ისტორიაში არ არსებობს ერთი მოქმედი გმირი აქ ყველა თავისებური და საოცარია,იმდენად განსხვავებულები ასეთი მეგობრები მართლა რომ არსებობდნენ დედამიწა ვერ დაიტევდათ.რადგან აქ ამ ისტორიაში ყველაფერი საოცარია,ნოე რომელიც ცხოვრებამ 10 წლით უფროსად აქცია თავის ასაკთან,სესილიას მებრძოლი ხასიათი სიყვარულისთვის,დეა და ვაჩე თავის უცნაური ხასიათებით და ერთმანეთზე ზრუნვით სანდრო და მარიამი.სოფო და ბექა აქ მგონი კიდევ სიამოვნებით წავიკითხავ გაგრძელებას.იმდენად ბევრი რამ მინდა დავწერო მადლობა კიდევ ერთხელ შენეულის ჩვენამდე ასე საოცრად მიტანისთვის.

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

ირო
ე.ი რამდენჯერ დავწერე კომენტარი რომ მგონია დაემატა გამაგდო საიტიდან,ბოდიშს გიხდი შენც და შენც გმირებსაც კომენტარი რომ არ მაქვს ამდენი ხანია დადებული.არ ვიცი რა ვთქვა ამ ისტორიაზე რომ მგონია ახალი ისტორიით ვეღარ გავვოცდები,ვეღარ აღფრთოვანებით,აბა შენც არ მომიკვდე გაოგნებული ვკითხულობ და არცერთ თავში მუხტი და ემოცია არ ნელდება.ყველა შენს ისტორიაში არ არსებობს ერთი მოქმედი გმირი აქ ყველა თავისებური და საოცარია,იმდენად განსხვავებულები ასეთი მეგობრები მართლა რომ არსებობდნენ დედამიწა ვერ დაიტევდათ.რადგან აქ ამ ისტორიაში ყველაფერი საოცარია,ნოე რომელიც ცხოვრებამ 10 წლით უფროსად აქცია თავის ასაკთან,სესილიას მებრძოლი ხასიათი სიყვარულისთვის,დეა და ვაჩე თავის უცნაური ხასიათებით და ერთმანეთზე ზრუნვით სანდრო და მარიამი.სოფო და ბექა აქ მგონი კიდევ სიამოვნებით წავიკითხავ გაგრძელებას.იმდენად ბევრი რამ მინდა დავწერო მადლობა კიდევ ერთხელ შენეულის ჩვენამდე ასე საოცრად მიტანისთვის.

როგორ მიხარია ერთგული მკითხველი რომ ახალი ისტორიის დასრულების შემდეგ ასეთ განწყობას მიზიარებს ♡♡♡♡ უღრმესი მადლობა თითოეული წუთისთვის რომელიც დაგვითმე მე და ჩემს პერსონაჟებს ♡♡

 


№29 სტუმარი სტუმარი თამო

ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო ძლივს მოვედი ისტორის წასაკითხად და მიხარია რომ აქ ვარ ეხლა და წავიკითხე სრულად.ისტორია რომელიც ერთერთი საყვარელი გახდა უკვე ჩემთვის ვგრძნობ ბევრეჯერ მივუნრუნდები წასაკითხად ისევ.თავისი გმირებჯთ ისეთი საინტერესო იყო და იმდენი სიყვარული ჩანდა თითოეულ წყვილში რომ არ ვიცი რომელი გამოვარჩიო.ყველას გრძნობებჯ იყო ემოციური აფეთქება ვაჩე და დეა ,სოფო და ბექა ,მოსე და სესილი ,სანდრო და მარიამი.ემოციიის გარეშე ვერ ვკითხულობდი მათ განცდებს და გრძნობებს რომელსაც შენ ასე კარგად გადმოცემ მარიამ.მიხარია რომ მაქვს ის ბედნიერება წავიკითხო შენი ისტორიები და სიამოვნებიტ ვუხილავდი შენს გმირება წიგნის ფურცელზე

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო ძლივს მოვედი ისტორის წასაკითხად და მიხარია რომ აქ ვარ ეხლა და წავიკითხე სრულად.ისტორია რომელიც ერთერთი საყვარელი გახდა უკვე ჩემთვის ვგრძნობ ბევრეჯერ მივუნრუნდები წასაკითხად ისევ.თავისი გმირებჯთ ისეთი საინტერესო იყო და იმდენი სიყვარული ჩანდა თითოეულ წყვილში რომ არ ვიცი რომელი გამოვარჩიო.ყველას გრძნობებჯ იყო ემოციური აფეთქება ვაჩე და დეა ,სოფო და ბექა ,მოსე და სესილი ,სანდრო და მარიამი.ემოციიის გარეშე ვერ ვკითხულობდი მათ განცდებს და გრძნობებს რომელსაც შენ ასე კარგად გადმოცემ მარიამ.მიხარია რომ მაქვს ის ბედნიერება წავიკითხო შენი ისტორიები და სიამოვნებიტ ვუხილავდი შენს გმირება წიგნის ფურცელზე

მიხარია რომ დროის გამოყოფას ისტორიის წასაკითხად არ ნანობთ და მოლოდინი გაამართლა ♡♡♡
უღრმესი მადლობა ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent