სიცრუე,რომელიც არ ვიცოდი 22
წამლებისა და დროული დახმარებისწყალობით,რომელიც დარლა რომ არა სულაც არ იქნებოდა დროული, მალევე გამოვკეთდი.თავზე ისე დამფოფინებდა უცხოთვალი იფიქრებდა რომ მტრები,ან საყვარლები კი არა წყვილ ვიყავით. მეოთხე დღე ხდებოდა მას შემდეგ,რაც მცხეთაში,ანის სახლში,სიცხიანიდა ლამის, მკვდარი მიპოვნა.იმის შემდეგ ,რაც გრძნობები ორივეს აგვერივნენ.მას შემდეგ,რაც ჩემი გოდება მოისმინა და "რთული ცხოვრების" ჩემეული ვერსია გაიგო.სულაც არ დავიწყებია ის საუბარი,როცა ვთხოვე საჭმლის კეთება ესწავლებინა ჩემთვის.დამცინოდა,მაგრამ იმდენად უბრლაოდ მასზე ვერ კი ვბრაზობდი.სამზარეულოში ტრიალებდა.დახლთან იდგა და საჭმლისთვის პომიდორსჭრიდა.ასეთი უბრალო რამის კეთებისასაც კი ისეთი მიმზიდველი და სექსუალური იყო,წუთით ჩუმად ვუმზერდი კარს უკან ამოფარებული და დარწმუნებული ვარ სახეზე ნათლად მეწერა,როგორ მომენატრა მისი სხეულის ჩემსაზე შეგრძნება და ყველა ის განცდა,რომელიც მას მოჰყვებოდა.მერე კარებს მოვშორდი,მეორე მხარეს,მის წინ,სკამზე ჩამოვჯექი და სახე ხელის გულს დავაყრდენი. -რას შვები? დებილი ბავშვივით მეღიმებოდა და გაბრწყინებული სახით ვუმზერდი მზადებაში გართული,მაღალი,გამხდარი კაცის სხეულს. -კაცს ვკლავ ნეა და ვერ ხედავ.აი შეხედე, როგორი სისხლიანი და მადისაღმრძვრელია არა?!მოგინდება კიდე ვინმე მოკლა. ბოროტმა ღიმილმა მოიცვა მისი სახე,თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ და დანა თვალწინ ამითამაშა. -მოაშორე თუ კაცი ხარ რამე არ დამმართო. ხელი გავაწევინე და ,როგორც შემეძლო, უკან დავიხიე. -დაგეხმარო? -არაფრის კეთება არ იცი და რაში დამეხმარები? -კაი ვირო. დავეტლატე და წყალი მოვსვი. -ნუ იბუტები,უბრალოდ რამე რო დაიშავო ფიზიკურად არ მაწყობს.ისევ ჩემი მოსავლელი იქნები,ისედაც 4 დღით დავაგვიანე თბილისში ჩასვლა.აკაკი და ბექა მომკლავენ,უბფრო ბექა.დავპირდი,რომ დავბრუნდები ცოტახანს ჩემთან გაცხოვრებ-თქო. არც მიკითხავს ისე დაიწყო ახსნა.თავს დამნაშავედ გრძნობდა.განიცდიდა ,რომ მაწყენინა.მე კი იგივეს ვერ გამოვხატავდი.გრძნობების გამოხატვა მაინც და მაინც ჩემი ძლიერი მხარე არ იყო.თითქოს ყველა გრძნობას ერთ დიდი ,სქელ საფარს ვაფარებდი და საგულდაგულოდ ვმალავდი ხალხისგან.ალბათ ჩემს ქვეცნობიერს ეგონა,რომ ასე დამიცავდა. -ეეე პარაზიტი დათო გეყოლება ჩემს მსგავსად? რა თქმა უნდა ,დათოსთან არანაირი პრეტენზია არ მქონდა,კარგი მეზობელი იყო, მუდამ მოწესრიგებული.უბრალოდ მისი ჩემთან ცხოვრება აგდებული თემასავით გვქონდა ,თავად დათოსაც კი.ფაქტობრივად ერთ ოჯახად ვიქეცით.ისედაც ახლო მეგობრები ამ ფაქტმა უფრო დაგვაახლოვა,თანაც გოგაც ვეღარსად გაურბოდა.ეს ამ ყოველივეში ყველაზე დიდი პლიუსი იყო. -ხო,აი ნახე,მაგაშიც ვგავართ.თანაც ბექამაც ოჯახთან იჩხუბა.რატომ მყავს ასეთი სასწაული სამეგობრო მართლა არ ვიცი.აკაკის ჩათვლით არავის გვაქვს ოჯახთან კარგი,ან ნორმალური ურთიერთობა. გაიღიმა და დანა მაგიდაზე დადო. -იცი რა? მოდი დამეხმარე და თან გასწავლი. პატარა ბავშვივით,ცანცარით,ავდექი და დახლს მოვუარე.მის წინ ავისვეტე და ქვემოდან ავანათე მწვანე თვალები. -რა გავაკეთო? -აი ეს დაჭერი.იმედია დანის ცნობა იცი ხო? ჩაიფხუკუნა და გატრიალდა.პომიდორს ვჭრიდი ,დარლა უკნიდან შემომეხვია. კისრიდან თმა გადამიწია და ლამის თავი ჩამომადო.ძალიან ახლოს იყო,მისი ცხელი სუნთქვა კისერზე მეცემოდა. -განახებ როგორ ქნა, მერე შენ მიხედე. თავი გაჭირვებით დავუქნიე და ერთიანად ტაომ დამიარა,როცა მუცლიდან ხელები ფრთხილად და ნელა აასრიალა ჯერ მხრებისკენ,მერე მკლავებისკენ და ბოლოს მისი მტევანი ჩემსას მოსწვდა.მისგან მომავალი სითბო და უცნაური შეგრძნება მაბრუებდა.გონებას მიბინდავდა და დარლას გარდა ვეღარაფერზე ვეღარ ვფირობდ.ზუსტად იმ დროს მომშორდა,როცა მეგონა მის გარეშე ჩემი გული ვეღარ იფეთქებდა. -კარგად გამოგდის,გააგრძელე.მე მივხედავ იმას თორემ გადმოვა. ხელით გაზისკენ მანიშნა,რომელზეც მაღალი ქვაბი იდგა. გავუღიმე და საქმეს მივუბრუნდი.თავს წარმოუდგენლად კარგად ვგრძნობდი.თითქოსბედნიერება ხელში მეჭირა. დარლა გაზთან იდგა და საჭმელს ურევდა.თვალი ჩემსკენ გამოექცა და ისე გაშტერდამ,როგორც ცოტახნის წინ მე.მიყურებდა და ეჩვენებოდა რომ ჩემს შავ თმებში სხივები იკარგებოდნენ.ყველა ჩემი ქცევა ხიბლავდა.ყურებაში ისე გაერთო სულ გადაავიწყდა მის წინ მდგარი სადილი.მიყურებდა და იღიმოდა.ხელს მექანიკურად ამოძრავებდა,მერე ესეც შეწყვიტა.იმდენად დიდხანს მიმზერდა ცხელისითხე ქვაბიდან გადმოვიდა და ხელი დაეწვა.სხეულში საშინელი მწველი ტალღები დაურბოდნენ,ხელი ისე უხურდა ცოტაც და გაგიჟდებოდა.ტკივილისგან ბოლო ხმაზე ყვიროდა,თვალებიდან ბავშვვივით სდიოდა ცრემლები,ასეთს პირველად ვხედავდი.გიჟიით მვარდი და მისი მტევანი ჩემსაში მოვიქციე. არ ვიცი რას უშველიდა,მაგრამ სულს ვუბერავდი. -კარგად ხარ?მითხარი რომ არაფერი მოგივა. ღმერთო რანაირად ხარ ასეთი მოუქნელი? თან ვლაარაკობდი,თან სულს ვუბერავდი.ის კი ისევ ყვირლს განაგრძნობდა, ბოლოს სხეული სიმხუვალეს მიეჩვია და ისიც შედარებით დაწყნარდა. -ძალიან მეწვის.გავგიჟდები ახლა ოთახიდან გავიქეცი და ჩანთაში მალამო მოვძებნე.დიახ პარანოიკი ვიყავი, როემლიც ყველაგან წამლებს და მსგავს ნივთებს დაათრევდა.ვიცოდი დამწვრობა რომ შემეხვაი უარესი იქნებოდა.შედარებით დამშვიდებული დარლა დახლთან ,სკამზე ჩამოვსვი და მალამო ფრთხილად წავუსვი.თავლს არ მაშორებდა.თითოს ჩემით მონუსხულიყო და სხვა გზა,გარდა ჩემი ყურებისა,აღარ დარჩენოდა. -რატომ ხარ ასეთი მიმზიდველი და რატომ ცდილობ მუდამ სექსით დავასრულოთ? -ასეთ დროსაც მაგის გარდა არაფერზე ფიქრობ? თავი გადავაქნიე ,მაგრამ ჩემი საქმე არ შემიწყვიტავს.დარლა ოდნავ მოხრილი თავით,ქვემოდსნ მიყურებდა.მისი ლურჯი თვალები...ღმერთო ... ამის გახსენებაზე ახლაც მბურძგლავს. ჯამთელი ხელი კისერზეამისრიალა,მერე სახეზე და ღაწვზე ცერით გამეთამაშა. -როგორ უნდა ვიფირო სხვა რამეზე ,როცა ჩემს წინ შენი მსგავსი არსება დგას.ის ვინც ჭკვიანი,გენიალური ,სექსუალური და სამყაროში ერთადრთია?! -სულ გაგაფრენინა ამ დამწვრობამ ხო? დავცინე და თვალებში შევხედე.მისი მოელვარე თვალები გამუდმებით მატყვევებდნენ და ცდილობდნენ მათი მფლობელი შემყვარებოდა.დარლა მართალი იყო ,მუდამ სექსით ვასრულებდით.როგორ ძალიანც არ უნდა შემძულებოდა მის მომნუსხველ გარეგნობას ვერ გავურბოდი.ჭრილობა თუუ დამწვრობა....რაც იყო.იმდენად აღარ ეწვოდა.ეს ის პირველი შემთხვევა იყო,როცა მე ვიყაცი დარლას გერდით და არა დარლა ჩემ გვერდით.ის დროც დადგა, როცა მას ვჭირდებოდი,როცა მას სტკიოდა და მე ვეხმარებოდი.სახეზე მომნუსხველმა,მაცდუმრმა,ეშმაკურმა და სექსუალურმა ღიმილმა გადაურბინა. თვალებში ის ჭინკები გაუჩნდა მე რომ მნუსხვდნენ.დაივიწყა ის მტკივანი ხელი დაგამოფიტული ორგანიზმი,სახე ყურთან ახლოს მომიტანა და ისეთი ხმით მიჩურჩულა,ლამის დავდნი. -იცი?მომენატრა ეგ სხეული,დიდი დრო გავიდა არა რაც შენი სხეული ჩემსაზე არ მიგრძვნია?!მთელი თვე. ბათუმის შემდეგ შენთან სექსი აღარ მქონია. -ხელს რა გიშლის ეს აქვე რომ არ გააკეთო? თავი მის ხელს მივსაყრდნე და ერთიანად მოვდუნდი. -მგონი ეგ აზრი მომწონს,კიდევ როდის გვექნება შანსი ჩემი და შენი სახლის გარდა კიდევ ვცადოთ სხვაგან... -გიჟ ხარ და მაგით მხიბლავ...მგონი მაგ სიგიჟის გამო უფრო აღმაგზნებ ვიდრე სხეულის. -შეშლილო ტუჩებზე ვნებიანად დამაცხრა და თმაში ისე ჩამაფრინდა მის ბაგეებზე დავიკვნეს. -უკვე? -მოკეტე და განაგრძე. ტუჩზე გამეტებით ვუკბინე და თვალები მიმელულა მის სუსტ კრუსუნზე.დარლას კალთაში ჩავჯექი.ჩემს ფეხებსშორს მყავდა გამომწყვდეული,ახლა ვეღარსად გაიქცეოდა.უკან დახლს ზურგით ეყრდნობოდა და ხელებს ჩემს სხეულზე დაასრიალებდა.წამით მოშორდა ჩემს ტუჩებს,ისიც იმიტომ,რომ ჩემთვის ზედა გაეხადა.კოცნთ ჩაუყვა ყელს და მკერდს.კვნესა ვერ შევიკავ,როდესაც მკერდი ხელში მოიქცია და კისერზე მიკბინა. -ფრ...თხილად,სიკლრჯე დამრჩება. -დაიკიდე. -კაკი.... -ახლა არა.ამ დროს არ ახსენო...ახლა ისეთი აღზნებული ვარ... ისე მინდა ნეა შენთან ყოფნა,კაკითი ნუ გააფუჭებ ყველაფერს. -მმმ ახლა მე ვიყავი ის ვინც მის მკერდს და ყელს ეწაფებოდა,ის ვინც სილურჯეებს შიშის გარეშე უტოვებდა.ის ვინც მისი კანის გემოს ბოლომდე შეიგრძნობდა.ახლა მე ვიყავი ის ვინც მის პრესს თითის ბალიშებით ეხებოუდა. ერთმანეთს წამდაუწუმ ვართმევდით პირველობას და ვნებამორეულები,გაშმაგებით ვუკოცნდით მთელს სხეულს.ხმას უკვე ვეღარცერთი ვაკონტროლებდით.ფეხზე წამოდგა,ხელში ამიტაცა და ბარძაყებზე ხელები შემომხვია.ორივე ფეხი ძლიერად შემვხივე და თავი უკან გადავაგდე ჩემს ყელს უკეთ რომ დასაკუთრებოდა.მის თმებში თითებს გაუებარი მიმართულებით დავასრიალებდი და დროდადრო ვქაჩავდი კიდეც.მისი კოცნით ვერ ვძღებოდი.არ მყოფნიდა.ცოტახნით მოვშორდი,მისი წელიდან ჩამოვხტი და მაისურიგადავაძრე.ხელი თმაში შემისრიალა,ძლიერად მომიჭირა და კედელს მთელი ძალითმიმანარცხა.ვიგრძენი როგორ ჩასრიალდა მისი ხელი ჩემი ზურგიდან წელისკენ და შარვლის ღილს დასწვდა.უხმოდ,მზერამოუშორებლად გამხადა შარვალი. საწოლზე დამაგდ და ზემოდან ხარბად დამაკირდა.ისე ვუმზრდი მიხვდა,ვეღარ ვითმენდი. -ვიღაცას მოვნატრებივარ. ცალყბად გაიღიმა და საწოლს ხელებით დაეყრდნო. -შენ გარდა დიდიხანია საყვარელი არ მყოლია. მაცდურად შევხედე და ტუჩზე ვიკბინე. -ესეიგი მხოლოდ ჩემი და ჩემი ს*** ძმის ხარ? -მგონი უფრო შენი. ხელი კისერზე შემოვხვიე და ჩემსკენ დავქაჩე. -ასეც ვიცოდი. კმაყოფილმა ჩაილაპარაკა სანამ ტუჩებზე დამაცხრებოდა და მის ხელებს ყველგან ვიგრძნობდი... •••••☆☆☆••••• თბილისში მეორე საღამოს დავბრუნდით,გოგამ ლამის დამახრჩო.არა არ უჩხუბია მონატრებული გადამეხვია და სწორედ ამიტომ ვამბობ დამახრჩო-თქო.დათო დიდხანს ეჯაჯგურებოდა მხარზე. -გოგა მოკლავ ეგრე ბავშვს. -არა გადი...ააა..გამიშვი დათო.ესაა ბავშვი?გადი,აუ არა-თქო.-მხარს ამოძრავებდა და კისერზე ხელებს უფრო ძლიერად მიჭერდა.ტკივილისგან წამომაკივლა ,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. -მიმიშვი მაინც,მხოლოდ შენი მეგობარი ხომ არ არის ბოლოს და ბოლოს. წუწუნი დაიწყო და ისევ მხარზე წაეტანა,გოგამ კი კიდევ ერთხელ აუქნია მხარი. -დიახაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემია,არც შენ გიყოფ მის თავს და არც კაკის,კაკის მითუმეტეს. -აუ ნეა რამე უთხრაი ამ საზიზღარს,ნეტა მანახა ვინ იქნება შენნაირი უთაურის შეყვარებული,ვინ გაგიძებს... -გეყოთ ორივეს-სიცილით გადავაქნიე თავი და როგორღაც გოგას მკლავებს დავუძვერი. დათოსაც დიდხანს მოუვიდა ხვევნა-კოცნა,დივანზე მოწყვეტით დავეშვი და ამოვიგმინე ,როცა გოგაც ასევე მოწყვეტით დაეცა და თავით ჩემი კალთა თითქმის ჩალეწა.გაბუტული მელაპარაკებოდა. -როგორ შეგეძლო ასე მიგეტოვებინე და გამქრალიყავი.ჩემზე რატომ არასდროს ფიქრობ?ეგოისტი ადამიანი ხარ...ვერ წარმოიდგენ მე და დათოს რად გვიჯდებოდა უშენოდ ყოფნა,თანაც ყოველგვარი ახსნების გარეშე,სულ რომ ერთი სიტყვა მოგეგდო და ისე წასულიყავი არ შეგეძლო ნეა?ხომ იცი რომ გაღმერთებ და არ შემიძლია ასე უსიტყვოდ შენი გაქრობის ატანა,მირჩევნია ვიცოდე რომ მკვდარი ხარ და სადღაც მარხიხარ ვიდრე საერთოდ არაფერი. მის ლამაზ სახის კონტურებს თითები გადვატარე,სევდიან თვალებში ახლა მეტი სევდა ედგა ვიდრე ოდესმე.ჩემი მიზეზი თავის გასამართლებლად აფსურდული მეჩვენებოდა,მაგრამ არაფრს ისევ ეს სჯობდა.თვალები დახუჭა,კი დამიმალა თაფლისერი სევდანარევი სფეროები.ეგონა თუ დახუჭავდა გაექცეოდა იმ ფაქტს,რომ მეშევამჩნევდი.ვკითხავდი რა მოხდა,რადგან ყოველითვის ,როგორც არ უნდა ეცადა მაინც ვიგებდი მომხდარზე. -მაპატი,ცუდად ვიყავი თავიდან მორალურად,შემდეგ ფიზიკურად.ვიცი,ეგოისტი ვარ.არავიზე ვიქრობ,მაგრამ ასეთი ვარ.არ გთხოვ რომ გამიგო,რადგან ამის გარეშეც ვიცი ეცდები ჩემი სამყარო კიდევე რთხელ დაინახო.შეიძლება სხვებს უარესი ცხოვრებააქვთ,მაგრამ ჩემი ტრავმები და პრობლემები ჩემთვის იმაზე მტკივნეული და დამანგრეველია ვიდრე ვიღაცისთვის. გოგა წამოიწია,სახეზე ჩამოგორებულ ობოლ ცრემლსა და ღაწვზე ცხელი ტუჩები მომაკრო და ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა.დათომ, რომელიც გვერდით მეჯდა შუბლზე მაკოცა და თქვა. -დალევა არავი გინდათ? -შენ გუშინწინდელის მერე კიდე დალევის თავი გაქვს? -ბოდიში მოიხადე ნახევარჭიქიანო,შენ გეძინა გათიშულს და არა მე. -დილას შენ მოკვდი თავის ტკივილით და არა მე. ჯიბრში ჩაუდგა გოგაც და თვალი თავლში გაუყარა.უნებურად გამეღიმა.მათი კინკლაობა ყოველთვის მიყვარდა,მუდამ ბავშვებივით იყვნენ,არასოდეს იღლებოდნენ. -კარგით,იცით რა ვქნათ?-ორივემ მე შემომანათა თაფლისფერი და ჭროღა თვალები.-ზევით,ჩემს ოთახში ავიდეთ,ვინც ბოლო გაითიშება იმას შეუსრულებენ დანარჩენი ორი სურვილს გინდათ? -ეს გამოწვევაა? -არ ვიცი,გოგა გამოწვევაა? -რაც უნდა იყოს დავეშვათ. -სასმელს მე ამოვიტან,რა დავლიოთ ნეა? -ღვინო,თუ შეიძლება,ლადოსაც ხომ არ გადავურეკოთ?ის გვრიტები ჯერ ისევ არ ჩამობრძანდნენ? -არა,კიდევ ერთ კუნძულს ლაშქრავენ ბავშვთან ერთად-გოგამ დასცინა და მუცელზე გადაისვა ხელი.-მეც ხო არ მეფიქრა? -რაზე?ბავშვზე? ჩაიფხუკუნა დათომ და მეგოაბრს გადახედა. -ხო,აი აქ რო მეყოლება. მუცელზე ანიშნა. -გოგა ბიჭი ხარ. -მერე რა ნეა?პატარა მეყოლება. -კი კი მაგ სიმართლით იარე ძმაო,რო შენს ღიპში პატარა სათუთი არსება გეყოლება. -ჯერ ეს ერთი ღიპი არ მაქ.მეორეც ხომიდი დამცინე დათო...დამცინე,მე კაცს ვიშოვი და მერე რო გავაკეთებ ბავშვს სასწაულებს დაგჯერებ. თვალი ჩაუკრა და ვიგრძეი რომ ეს მის ორიენტაციაზე ნამიოკივით ჟღერდა.გოგას გამომცდელად შევხედე,მერე დათოს რომელიც წამით მომეჩვენა,რომ ეჭვიანობდა. -არა მეც კაი შეშლილი ვარ,რას ვყვები ამ სულელს.გოგა ვიმოერებ ვერ დაორსულდები. -ეეე ბიოლოგია შენზე კარგად ვიცი ნუ გავიწყდება,არ მაცადო აქ ადამიან ხუმრობა და პატარა ბავშვის გაცინება. ყელზე მომიღიტინა და მეც გამეცინა. -მეგონა ბავშვიი არ იყო. დათომ ცალი წარბი ასწია და ხელებგადაჯვარედინებულმა შეხედა. -წადი მიდი ღვინო მოიტანე,მე და ნეაჩკა ზევით დაგიცდით ლამასო. -მარტო ხოარ დამიცდი ერთადერთო?მე მხოლოდ შენთან ერთად მინდა,რად გვინდა ეს მესამეები? დათოც გამოეფლირტავა და მეტი ეფექტურობისთვის სახეზე ხელი შეუსრიალა. -არა მაგას ქორწილამდე ვერ ვიკადრებ... შეურაცხყოფილის იერით მისი ხელი მოიშორა და წამწამები სათნოდ აუფახუნა. -კარგი მაშინ წამო ხვალვე დავქორწინდეთ. სიცილი ამივარდა იმის წარმოდგენისას რა რეაქცია ექნებოდათ ლევანის და ლადოს ეს რომ ენახათ,ალბათ ორივეს გაბდღვნიდნენ. -აღარ შემიძლიხართ,წახვალ მაისურაძე ახლა აქედან და მოიტან სარდაფიდან ორ ბოთლ წითელ ღვინოს თუ მე წავიდე. -დიახ დიახ ახლავე თქვენო ბრწყინავლებავ. დათომ რევერანსი გამიკეთა და წავიდა..მეტრეველმა ხელში ისე ამიტაცა თითქოს ბუმბული ვყოფილიყავი.ჩემი წივილისა და კისკისისთვის(როემლიც უფრო ყროყინს ჰგავდა)ყურადღება არ მიუქცევია.საწოლთან ჩამომსვა.იატაკზე ფეხები გავშალე და მანაც თავისი თავი ჩემს მუხლებზე მოათავსა ,ტრადიციულად.დათო ოთახში ცეკვითა და ღვინის ბოთლებით შემოვარდა.ერთი ბოთლისთვის საცობის მოხსნა უკვ მოესწრო,მე და გოგას გამოგვიწოდა.მერე ტუმბოსთან მივიდა და დინამიკში მუსიკა ჩართო.ნუთუ ამდენი მოგონების შენახვა მართლა ძალუძდა ამ ციცქნა ოთახს,იმ ოთახს ყველა ნაღველსა და დარდს რომ იტევდა?მაისურაძე ჩემს საწოლზე მუცლით გადაწვდა,კიდეზე.თავი ჩემს თავთან ,ოდნავ მოშორებით ედო.ისე რომ შეეძლო მეც დავენახე და გოგაც.საწოლიდან გადმოშვერილ ფეხებს ჰაერში ათამაშებდა,მერე მოხარა და უფრო მეტად აათამაშა.ღვინის ბოთლი ხელიდან ხელში გადადიოდა, ძველ დროზე ვსაუბრობდით.მომხდარს არ ვახსენებდით ,რადგან ამ წუთების დეპრესიად ქცევა არ გვინდოდა.დარლამ დარეკა და ვუპასუხე,ზოგადად იშვიათი იყო მათთან ყოფნისა და მითუმეტეს დალევისას ვინმეს დავლაპრაკებოდი. -ხო? -როგორ ხარ? -თავად? -ნასვამი ხარ? -კი,უშენოდ ვსვავ ჩვენს ძმაკაცებთან ერთად,ლადომ მიგვაგდო იმ ვიღაც ნინას გამო. -კაიიი?არც ლადო ვიცი არც ნინა-ჩაიფხუკუნა-როდის გნახავ? -როცა აივნიდან კარლსონივით ან პიტერ პენივით მოხვალ,ახლა კარგად. გაუთიშე და დათოს,როემლიც საწოლ,ე ,ზურგით სიგანეზე გაწოლილიყო,ჩემი საწოლიდან თავი გადმოეგდო და მიღიმოდა ბოთლი გამოვართვი. -მგონი დარლა უფრო გიყვარს ვიდრე ჩვენ ხო? -ხო ძმაო,ნახე მის ზარსაც კი უპასუხა. გოგას მხარი დათომაც აუბა და უკვე ორ ხმაში წუწუნებდნენ.ალბათ ამის გამო უფრო მიყავრდნენ,მუდამ ეჭვიანობდნენ და მაგიჟებდნენ ,მათნარ შეშლილს ალბათიშვიათად თუ შეხვდებოდით .მიკვირდა როგორ არ უნდა ყვარებოდა დათოს გოგა,ისინი ხომ მართლაც სულისმოზიარე ქმნილებები იყვნენ,ერთმანეთს ყველა სიგიჟეში მხარს უბავდნენ.მახსოვს, როგორ ბავშვებივით იცოდნენ კინკლაობა და შერიგებაც მსგავსად,არ გაგიკვირდეთ როცა ვიტყვი ‘ნეკი-ნეკისაოთი’ რიგდებოდნენ-თქო,ეს მათი საყვარელი მომენტი იყო. -ნუ ხართ სულელი ეჭვიანები.არ მიყვარს მე ეგ ზვიადაურის ბატონი. -აქ იყოს გაგაზვიადაურებდა. გაიცინა მეტრეველმა ,მერე ადგა,ჩემს ფეხებშორის მოკალათდა,ზურგით მომეყრდნო და თავი დათოს ფერდს მიაყრდნო. -მომეფერე რა. დათომ თლილი თითები თამში შეუცურა და გოგასაც თვალები მიეხუჭა,მაგრამ ღვინის მოსმა მაინც მოახერხა. -ბასტეტივით ხართ,სულ მოფერება გინდათ .არანორმალურებო. -უი ისე ბასტეტი არ მოგეატრა?იცი რამხელაა? -ძალიან დიდი? -მაინც ცქნაფაა მარა კი. -ხვალ დილას ვნახავ. დათომ კიდევ ერთი ბოთლი ამოიტანა,მერე ჯერ დათო გაითიშა,შემდეგ გოგა და ბოლოს საწოლის კიდეს მიყრდნობილსა და გოგაზე შემოხვეულს ჩამეძინა.დათოს რა ენაღვლებოდა საწოლზე იწვა და ერთად-ერთი რასაც შეიძლება დაემძიმებინა ჩემი და გოგას თავი იყო. დილით რომ გავიღვიძეტ,ნუ რაღა დილით,მეც და გოგასაც(ვფიქრობ მე უფრო)კისრები გვტკიოდა,დათოს მის თმაში აეხლართა ხელები და ასე ჩასძინებოდა.მთელი სხეული დაბუჟებული მონდა ,ლანამ საჭმელი და ლიმონიანი წყალი გაგვიკეთა. -კიდევ როდის დავლიოთ? -დათო შესვენება არ გვაწყენდა,გოგას შეხედე. -ეი ეი პირველი დათო გაითიშა. -ორჭიქიანები ხართ ორივე რა-ხელი ავიქნიე და ჩემს ბოსტნეულს დავუბრუნდი. -ო კაი რა პატარავ-კატის თვალებით შემომხედა ხუჭუჭამ(გოგამ) -ვუმე,მოდი აქ. ლოყები გავუწელე და თვალი დათოსკენ გავაპარე ,რომელიც ყურადღებას აღარ გვაქცევდა.ვიღაცამ ზარი დარეკა,გოგა აწუწუნდა ვინ მოვიდაო.კარი ლანამ გაუღო და მაშინევ უთხრა სამზარეულოში რომ ვიყავი. -სად დაიკარგე ქალბატონო ? თბილი ხმით მკითხა,მუცელზე ხელები შემომხვია და ლოყაზე მაკოცა.თვალის ფოკუსით დავინახე ჩემს გვერდზე მჯდომნა გოგამ როგორ აატრიალა თვალები -ხომ გითხარით ბათუმში იყო საქმეზე. დათო წამოდგა და ხელი ჩამოართვა.მასთან ახლოს არცერთი იყო .არც სურვილი ჰქონიათ,თავის მხრივ არც კაკი ცდილობდა მათთან დაახლოვებას. ტუჩებში მოწყვეტით მაკოცა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.მკერდზე ბავშვიით ავეკარი,თითქოს წინა ღამით მის ძმასთან არ ვწოლილიყავი. თითქოს მისი ძმა ნელ-ნელა მასზე დიდ ადგილს არ იკავებდა ჩემს ცხოვრებაში.ისე უნამუსოდ ვეხვეოდი, ისე პირფერულად ვუღიმოდი რამდენიმე წამით თავიც შემზიზღდა.ბიჭები მალევე წავიდნენ,ის დღე მთლიანად კაკისთან გავატარე და ღამითაც ჩემთან დარჩა. -რატო გაქრი ადმენხანს?ტელეფონი მაინც ჩაგერთო. -გამორთული არ მქონია ,სამსახურის საქმეზე რომ მივდივარ მხოლოდ სამსახურის ნომერი მიმაქვს.ბოდიში. -არაუშავს ახლა ხომ აქ ხარ. იმ დღეს მის თვალებში კიდევ ერთხელ დავიანხე სიყვარულის დიდი და ნათელი ნაპერწკალი,კიდევ დავიჯერე რომ ამ ყველაფრს,თავის შორს დაჭერას და ასე შემდეგ ისევ ჩემთვის აკეთებდა.თითქოს ამით მიმტკიცებდა როგრო ძალიან ვუყვარდი.ჩემ გვერდით იწვა,სახეში მიყურებდა და მიღიმოდა.მისი ღიმილი მიყვარდა და მინდებოდა სამუდამოდ ჩავრჩენილყვაი ტუჩსა და ლოყას შორის გაჩენილ მის პატარ ნაპრალში.მინდოდა მხოლოდ კარგი მხარე ენახა,რადგან მწამდა რომ თუ მთლიანად გამიცნობდა შემიძულებდა,ამას კი ვერასოდეს ავიტანდი.მჯეროდა ,რომ თუ ჩემში მიტოვებულ ბავშვს დაინახავდა ისიც სხვა მეგობრებივით გამრიყავდა,მათსავით ვინც გოგა და დათომდე მყავდა.იმ ბავშვებივით მოიქცეოდა სკოლაში რომ დამცინოდნენ. -მომენატრე. -მეც. ხელები წელზე შემიცურა და გულში ჩამიკრა.ვნება ისე მომაწვა,ისე ამიდუღდა ძარღვებში სისხლი,ცოტაც და გავგიჟდებოდი.მის ტუჩებს წავეტანე და ისე რომ არაფრის თქმა არ დავაცადე,ზედა გადავაძრე.სიტყვა არ ვათქმევინე.უფრო და უფრო მეტი მინდოდა და რაც უფრო მივიწევდი სასურველისკენ მითუფრო მეტ სინდისის ქენჯნასა და ტკივილს ვიღებდი.რაღაც მომენტში გავაცნობიერე რომ ეს ტკივილი არა მორალური არამედ ფიზიკური იყო.კაკი ვნებამორეული მიკოცნიდა მთელს სხეულს და ხელებს მტკივნეულად დაასრიალებდა,ვგრძნობდი როგორ მეწვოდა მწარე ტკივილისგან მაჯა,მაჯა რომელზეც მისი ხელი მარწუხებივით მეხვია.გავიბრძოლე,მაგრამ არ გამიშვა.წელსაც ისე უხეშად ეტანებოდა ,თითქოს დამორჩილებას ცდილობდა,მაგრამ მე აქ ვიყავი ...მის ქვეშ მოქცეული,ჩემივე ნებით. -კაკი...აჰ..კაკი მტკენ. ხელი მოადუნა და მეც მეტად მოვდუნდი,ვიფიქრე მორჩა ,აღარ განმეორდება თქო,მაგრამ ყველა მისი შეხება ტკივილით სრულდებოდა,ტუჩებით ხელებით ყველაფრით მტკენდა,მაშინაც არ მცილდებოდა მტკივნეული შეგრძნები,როცა უკვე ათასჯერ ნანატრ მომენტს მივაღწიე,როცა ალკოჰოლის ზემოქმედების გარეშე ავიხდინე ოცნება.ვერ ვიტყვი რომ საერთოდ არ მსიამოვნებდა,მაგრამ ტკივილზე უფრო მეტად ვფოკუსირდებოდი ვიდრე დანარჩენზე,ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა თითქოს 100 წლის ცოლ-ქმარი ვიყავით,რომელთაც ერთმანეთი შესზიზღებოდათ და აღარ იცოდნენ „ცოლ-ქმრული მოვალეობა“ როგორ ექციათ რუტინულიდან სასიამოვნოდ და რაც არ უნდა ეცადათ მაინც არ გამოსდიოდათ.ის მტკენდა.ოთახში სიამოვნებისგან გამოწვეული ხმების ნაცვლად ჩემი კივილი გაეფებულიყო, ყოველწამს შენელებას ვთხოვდი.ბოლოს ენერგია გამოცლილი დაეცა ჩემს გვერდით და ნაზად მაკოცა შუბლზე.ვერავინ დაიჯერებდა რომ ცოტახნის წინ ის მხეცივით იქცეოდა,დამშეული მხეცივით ,რომელსაც საჭმელი დიდიხანია არ ეჭამა. -ძალიან გატკინე? -საკმაოდ-ამოვიხვნეშე და მას შევხედე,თვალებში ის ნაპერწკლები მე რომ მიყვარდა ,ნელ ნელა ქრებოდნენ. -მაპატიე. საწყლად შემომხედა. -არაუშავს,ძალით ხომ არ გინდოდა არა.-გავიცინე და მწვანე ტვალები მის ნაცრისფერ სფეროებს მივანათე.-თუ გინდოდა რო მოგეკალი ა? გაეცინა.მალევე ჩაგვეძინა.გვიან ღამით ესემესის ხმამ გამაღვიძა,ტელეფონს რომ ყურადღება არ მივაქციე მერე აივნის კარზე კაკუნიც გავიგე,თავიდან ვიფიქრე კაკის გავაღვიძებ-თქო,რადგან შემეშინდა,თუმცა მალევე მივხვდი ვინ იქნებოდა,ასე რომ ეს აზრი უკუვაგდე.საწოლიდან ფრთხილად წამოვდექი,ძირს დაყრილ ტანსაცმელში გაჭირვებით ვიპოვნე ჩემი მაისური.აივნის კარი ფრთხილად გავაღე,თან საწოლს გავხედე გადასამოწმებლად კაკის ისევ ეძინა თუ არა. -სად ხარ ამდენ ხანს. -ჩუ. თითი ტუჩებთან მივიტანე გაჩუმების ნიშნად.კარი მივხურე და მკლავში ვტაცე ხელი.ორი ოთახის მოშორებით ,სტუმრების ოთახის კარი გავაღედა შიგნით შევედი.დარლა შემოვიდა თუ არა მაშინვე დავკეტე კარი და ნორმალურზე ოდნავ მაღალი და მკაცრი ხმის ტემბრით ვუთხარი. -ნუ დაწოწიალებ ჩემს აივანზე ჯიშკარიანო. -არ მითხარი კარლსონივით მოდიო? -მთვრალმა...ნეტა ყველა სურვილს ეგრე მისურულებდნენ,რა გინდა ახლა. სავარძელზე ისე ჩამოჯდა თითქოს სინჯავდა ,სასიამოვნო იყო თუ არა.მერე მე შემომხედა ,ბავშვური თვალებით და ბავშვურუ ხმით. -მურაბები,კარლსონი მურაბის გარდა სხვა რამისთვის მოვიდოდა შენი აზრით?ვწუხვარ ისეთი ბუნჩულა ,ფუნთუშა და საყვარელი რომ არ ვარ ,როგორიც ბავშვობაში წარმოგედგინე-ისე საუბრობდა ლამის დამაჯერა,რომ მართლა ის იყო მურაბების ქურდი ,პატარა,საყავრეი მფრინავი ბიჭუნა.-მაგრამ აქ ვარ,მურაბას მომცემ? -რა გეშველება ?ჯერ ის არ გეყო ოჯახმა რომ გაგწირა და დარლა დაგარქვა? -ისე აღიარე ლამაზი სახელია. -კარგი ვაღიარებ. ხელები დანებების ნიშნად ავწიე და თვალებში მივაშტერდი,ისე თითქოს მის სულს დავინახავდი.წამით მომეჩვენა კიდეც რომ შევძელი,ისეთი ცივი იყო,გულგაყინული და სულმოკლული.არა ბოლომდეც არა,შერჩენოდა რაღაც სითბოს მსგავსი. -ეგრე რომ მიყურებ ხოლმე,მგონია რომ ჩემს სულში შემოღწევას ლამობ. -რა იცი?იქნებ ვცდილობ კიდეც? -მზერით?შეუძლებელია,თუ მე თავად არ გაგიღებ კარს ჩემს სულამდე მისასვლელად შენ ვერ შეძლებ ის დაინახო,მე კი შემიძლია ნეა...შემიძლია არასწორი კარი ,სწორ დროს გაგიღო .დაგანახო რომ ეგოისტი,მოღალატე,დამპალი ქმნილების ნაცვლად მშვენიერი ადმიანი ვარ.თუ მე მომინდება დაგაჯერებ რომ ჩემზე უკეთესს ვერასდროს შეხვდები. მზერით ჩემს სულს ვერასდროს მისწვდები,მე თუ არ განახე ჭეშმარიტი გზა ვერასდროს გაიგებ ვინ ვარ რეალურად. -და რატომ უნდა მანახო შენი ის სული,რომელიც ყალბია? -განა ყველა ასე არ იქცევა?ისინი არასწორ ხიდზე მიგითითებენ,და შენც ბეწვის ხიდზე თავლახვეული გადიხარ,არ იცი როდის გიმტყუნებს ნდობის ფიცარი.არ იცი რომ არასწორ გზას ადგახარ. ყველლ ასეა ნეა,არავინ გაჩვენებს მის ნამდვილ,ბნელ სახეს.-წამით შეყოვნდა,მერე წამოდგა და ხელები წელზე შემიცურა.-განა შენც ასე არ იქცევი?მე მაჩვენებ ,მაგრამ არა კაკის,რატო?გეშინია სიკვდილზე მეტად გეშინია,რომ ვიღაცას ვისაც უყვარდი,უყვარხარ,აღარ ეყვარები.-თვალები ამიცრემლიანდა,ვიფიქრე ისევ ვიჩხუბებდით,მაგრამ ცრემლები მომწმინდა და სანამ რამე საშინელებას ვეტყოდი განაგრძო-მესმის შენი,ეს უბრალოდ ადამიანობაა.მეც ასე ვარ. -არ ხარ,შენ მუდამ შენს ამაზრზენ და საშინელ მხარეს მაჩვენებ. -იქნებ ესეც ჩემი შექმნილი ილუზიაა.იქნებ თვალს გიხვევ ,ყველას ვუხვევ ,რომ არ შემიყვარონ?მაგრამ თუ ამის არ გჯერა გეტყვი რომ მაშინ ვიყავ ,მანამ სანამ ასეთი ვიქნებოდი.თუ ჩემში ეს ბოროტი მხარე არ იმალებოდა,ასეთი ვერასოდეს გავხდებოდი.უბრალოდ სწორ დროს სწორ ადამაინთან ვიყავი და სანამ ის სინათლეს მანახებდა ჩემი თავი არ მადარდებდა.ახლა სინათლის იმ ნაპერწკალს ვეღარ ვაგნებ.მჯერა თუ ვინმე მისკენ მიმიყვანს ხელს არ გავუშვებ,არც ასეთი ვიქნები,ეგოისტი,ძმისმოძულე,ადმაიანი რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს. -რამ შეგცვალა? -სიყვარულმა,სიყვარულმა რომელიც გაქრა. მის თვალებში ზღვა გაქრა.გული მომილბა,სული გამილღვა.მთელი ძალით შემოვეხვიე,თითქოს ეს დაამშვიდებდა. -ვწუხვარ,დარლა ახლა არ შემიძლაი არც საუბარი ,არც სხვა რამ,იქ ორი ოთახის მოშორებით... -დავინახე-წყრომით ამოთქვა.-უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა და ჩვენი ბავშვის. -რა ბავშვის-გამეცინა. -ბას...რაღაცის.ჯანდაბა სულ მავიწყდება. გაიცინა და ხელი ჰაერში აიქნია. -ხვალ გამოგივლი და გამოვიყვან -ისე ვუთხარი,თითქოს მართლა შვილზე ვამბობდი. -კარგი.აი ეს.-ხელში მეტალის ნივთი ვიგრძენი.-თუ ორ დაკაკუნებაზე არ გაგიღე. -შენი ძმაკაცი? -არ ინერვულო წესით ხვალ სამსახური აქ,თუ იქიდანაც არ მოისროლეს. ორივეს გაგვეღიმა.ლოყაზე მაკოცა,აივნიდნა გავაცილე.სულ ასე იყო იქიდან მიდიდოა,საიდანაც მოდიოდა,კარი მხოლოდ ფორმალობა იყო.საწოლში მძიმე სინდისით დავბრუნდი.კაკი შემომეხვაი და მკითხა სად იყავიო.ისევ ურცხვად მოვატყუე...მძულდა ჩემი ეს მხარე,მაგრამ ვერც კაკის ვუშვებდი ჩემი ცხოვრებიდან.ალბათ ეს არის მიტოვების შიშის ყევალზე დიდი მინუსი,ადამიანებს ეჯაჭვები და მათი ცხოვრებიდან გაშვება იმაზე მეტად გიჭირს ვიდრე სხვებს. გიჭირს გაუშვა ,რადგან არ გწამს რომ მის ადგილს ვინმე შეავსებს,რომ ის ადამიანი ვინც დაკარგე მორიგი გაკევთილი იყო შენს ცხოვრებაში,გაკვეთილ რომელსც უბრალოდ თავის გზაზე უნდა გაევლო. დიახ კაკის ვერ ვუშვებდი,ვერ ვუშვებდი ,რადგან ვიცოდი მართლა ვუყავრდი,და სანამ ვიცოდი რომ ვინმეს ვადარდებდი მე მისი მიტოვება არ შემეძლო, არ შემეძლო რადგან მუდამ ვეძებდი ვიღაცას ვისაც ვეყვარებოდი.არ შემეძლო ჯიშკარიანის მიტოვება, რადგან მასზე მისივე გრძნობით ვიყავი გადაჯაწვული.მისი სიყვარული ყელში მიჭერდა იმის მცირე შანსსაც აღარ მიტოვებდა,რომ წარმოსახვაში მაინც მეცხოვრა ამ სიყვარულისგან თავისუფლად.იმ დღეს მატკინა,ყველაფერი,სულიც, სხეულიც,მაგრამ მაიცნ ჯიუტად მასთან ვრჩებოდი.იმად ვიქეცი,რასაც მთელი ჩემი ცხოვრება გავურბოდი,ქალად რომელის საყვარელ კაცს ღალატობდა,ქალად რომელზეც ლამსი ძალადობდნენ და ითმებდა,ის ვისი სხულიც სულის მსგავსად ჭრილობებით იფარებოდა.იმ დღეს პირველად მომივიდა აზრად თავი მომეკლა.ეს ხომ ყოველთვის მინდოდა,სიკვდილი რომელსაც ადრე თუ გვიან უნდა მოეკითხა და თავის მკალევბში მოვექციე,არა არაფერი გამიკეთებია.ვერ ვბედავდი.თვალწინ დამიდგა ჩემს სასვენებელთან ოთხადმოკეცილი გოგა ,რომელიც ტიროდა და მეჩხუბებოდა.ჩემს საფლავზე გეორგინებით მოსული ატირებული,როგორ ყვებოდა დათოზე მორიგ ამბავს.ამ ფიქრებში ატირებულს ჩამეძინა.სიზმრად არაფერი მიანხავს,რაც იშვიათი და სახიფათო გამონაკლისი იყო.დილით რომ გამეღვიძა კაკი უკვე წასული იყო მხოლოდ წერილი დამხვდა სულელური მიყვარხარითა და სამსახურში მაგვიანდებათი.განსაკუთრებული არაფერი.ლოგინში ბასტეტი შემომიძვრა და თავის შავი დრუნჩით კისერზე გამელამუნა.თითქოს ჩემს დაძაბულობას გრძნობდა და ცდილობდა დავემშვიდებინე. -ნეტავ ყველაფერი უფრო იოლი იყოს პატარავ. პასუხად დაიხავლა,კნავილი ჯერაც არ გამოსდიოდა. -დღეს მამიკოსთან წაგიყვან,მოენატრე.ახლაც მახსოვს რა პატარა ჩანდი ,ისედაც ციცქნა მისდიდ მკლავებში.ნეტავ შენი თავი რომ არ ეჩუქნა იმ დღეს ჩემთვის რა მეშველებოდა. გამეცინა,მართლა ვცდილობდი მისთვის ყურადღება არ მომეკლო,მაგრამ ორჯერ მივატოვე .ერთხელ მთელი კვირა,ერთხელ რამდენიმე დღე,მას კი ისევ ვიყვარდი,ისევ ისე.ნუთუ ამდენად სულელი იყო რომ შეეძლო ის ჰყვარებოდა ვისგანაც მიტოვება უბრალო,არაფრისმომცემი ჩვეულებრივობა შესაძლოა ყოფილიყო.არა და სწორედ ასეთი მიტოვებების გამო ერთდროულად მეზიზრებოდნენ ჩემი მშობლები და რაღაცნაირად მაინც მიყვარდნენ,ისინია არა ხან სტრაზბურგში ,ხან მარსელში,ხან ბერლინში რომ იყვენენ.ის მშობლები მიყვარდა სახლში რომ იყვნენ და მესაუბრებოდნენ,ისინი მათთან ერთად სადმე წასვლას რომ მთავაზობდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.