შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაშაული{7}


18-08-2022, 03:15
ავტორი dara
ნანახია 10 116

სახლში გამთენიისას შევიდა. პირველად გაუხარდა, კონსტანტინემ გასაღების აღება რომ დააძალა. ახლა საკუთარ ბინაში ყოფნა ყველაზე ნაკლებად უნდოდა, ამიტომ მუდმივ თავშესაფარს მიაშურა. არ გაჰკვირვებია, გელოვანი ჯერ კიდევ ფხიზელი რომ დახვდა.
-გილოცავ!-კაცმა ფართოდ გაუღიმა და მჭიდროდ მოეხვია-ხომ გეუბნებოდი?!
-ახლა მთავარია ძალები მოიკრიბოს! თუ აზრზე ვერ მოვა და ჩვეულ სტილში გააგრძელებს, არაფერი გამოვა!-მასზე მიყრდნობილი მშვიდად საუბრობდა.
-დარწმუნებული ვარ ყველაფერს გაიაზრებს! ცხოვრების ხალისის დაბრუნებაში დაეხმარებით და სიტუაცია გამოსწორდება!-თმაზე ეფერებოდა და ცდილობდა მისი დარდი შეემსუბუქებინა.
-არ გესმის კოსტა! ზურა უკვე მთელი წელია ცდილობს აზრზე მოიყვანოს, მაგრამ არ უსმენს! მასაც კი გაუუცხოვდა და სხვებთან რა მოუვიდოდა ხომ წარმოგიდგენია?
-მაშინ გამოსავალი რა იქნება ნენე? ადამიანს თუ ცხოვრება არ უნდა, თუ არავის უსმენს თქვენ რა შეგიძლიათ გააკეთოთ? იქნებ სჯობს წამლების მიღება დაიწყოს?
-არ ვიცი!
-ხომ უნდა იყოს რაღაც რაც ეძვირფასება? ან ვინმე ვინც უყვარს...
-არის! ორადორი ქალია ვისთვისაც სიცოცხლეს დათმობს!ლილიანი და ელენე! წარმოიდგინე რა საშინელებაა, ბიძაშვილის საცოლე რომ გიყვარს!
-რა?
-ნუ მიყურებ ასე! ზურას და ელენეს ერთმანეთი რა უყვართ! ელენე დათაზეა შეყვარებული...მათი ნიშნობა ოჯახების გარიგებაა!
-ოცდამეერთე საუკუნეში მსგავსი რამ ისევ თუ ხდებოდა, ნამდვილად არ მეგონა!-უხერხულად ჩაიცინა გელოვანმა.
-ხოო, დავითი უცნაური კაცია, უცნაური შეხედულებებით! იცი? რეალურად მგონია, რომ დათას და ელენეს გრძნობებზე პირველივე წამიდან იცის?
-რომ იცოდეს ასე რატომ მოიქცეოდა? ვინ მოექცევა ასე შვილიშვილს?!-უარყოფის ნიშნნად თავი გააქნია.
- საქმეც მაგაშია! დავითი ყოველთვის ყველაზე დიდი მოწიწებით შვილიშვილებს ექცეოდა და ყველა სურვილს უსრულებდა! სრულიად წარმოუდგენლად ჟღერს, იცოდეს დათას გრძნობები და არაფერს აკეთებდეს მისი ბედნიერებისთვის! მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე მის მზერას ვხედავ! დათას და ელენეს ისე უყურებს თითქოს მათგან ნაბიჯს ელის! ამ მე მინდა დავინახო ეს?!
-შესაძლოა მათგან მოქმედებას მართლაც ელის! იქნებ ფიქრობს, რომ დროა დათამ ბედნიერებისთვის თავად იბრძოლოს...იქნებ დროა ამ განებივრებულმა ბიჭმა რაღაც თავისით მოიპოვოს?
-დათა განებივრებული არაა! ასე ნუ ამბობ!-განაწყენებული თვალები მიანათა.
-მაპატიე!-მის ბავშვურ სახეზე გაეცინა და ტუჩები დაუკოცნა-მაპატიე მე ხომ მას არ ვიცნობ! წინასწარი დასკვნა არ უნდა გამეკეთებინა.. ეს ჩემს ქცევას არ ჰგავს!
-ნამდვილად! მე იმიტომ შემიყვარდი, რომ არავის განიკითხავ!
-შეგიყვარდი?-ჩაეღიმა და მისი სახე ხელებში მოიქცია-ნუთუ მართლა შეგიყვარდი ნენეკო?
-მგონი მართლა კოტიკო!
-ნუ მეძახი კოტიკოს, თორემ ეს სიხარულიც ვერ გიშველის!-ლოყაზე უჩქმიტა და მერე იქვე აკოცა-ნეტა იცოდე, მე როგორ მიყვარხარ!
-დამიჯერე მინდა დარწმუნებით გითხრა ყველაფერი, მაგრამ ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი სიყვარული შენსას ვერც კი შეედრება!
-დაველოდოთ! იმედი მომეცა და ახლა მზად ვარ მთელი ცხოვრება დაგელოდო!
-რა კარგია!
-რა არის კარგი? საერთოდ არ გეცოდები ხო?-ხმამაღალი სიცილი ატეხა.
-ნუ ხარხარებ! მაცადე დამთავრება...მინდოდა მეთქვა რა კარგია ბანალური რომ არ ხარ მეთქი!
-ბანალურობას რას ეძახი?-უჩურჩულა და თან ყელში აკოცა- მომენატრე ნენ!- ხელი ძლიერად მოხვია და სახე მის მხარს ჩამოაყრდნო- ვიყოთ ასე რა?!
-ვიყოთ!
-კითხვაზე არ გიპასუხია!
-აი ის,რომ არ მითხარი, თითქოს მხოლოდ შენი სიყვარულიც საკმარისი იყო და რომც არ შეგიყვარო მხოლოდ ჩემი შენთან ყოფნითაც ბედნიერი იქნები! ეს შეუძლებელია!
-შეუძლებელია! მე მჭირდება შენი სიყვარული! ჰაერივით მჭირდება...მის გარეშე მოვკვდები!
-როცა გაგიცანი, ერთი ჩვეულებრივი ცივი ბიზნესმენი მეგონე იცი?
-მართლა?
-ხო! ისე უხეშად ესაუბრე იმ გოგოს!
-ვინ გოგოს? არ მახსოვს?
-ჯინა ერქვა არა?ულამაზესი გოგო იყო!
-ის გოგო ზღვარს გადავიდა...არც კი ვიცნობდი?!
-კარგი რა?! ოცი წლის ნაცნობივით მაინც იქეოდა!
-მართლა! იმ დღეს გამეცნო!-ნენეს სიცილი აუტყდა... ტავად იჯდა და უყურებდა, ტკბებოდა მისი სილამაზით, მისი ქცევები უყვარდა,მისი ხმამაღალი სიცილოი სხვებს შესაძლოა გამაღიზიანებლად მოსჩვენებოდათ, მაგრამ გელოვანს პირველი სწორედ ეს შეუყვარდა მასში....ვინაიდან მხოლოდ მასში დაინახა წრფელი გრძნობები!
-წარმოუდგენელი ხარ!
-ნუ მესაუბრები ამ ამერიკიდან ჩამოტანილი ფრაზეოლოგიით!
0რა მოიგონე ახლა?!
-აბა რომელი ქართველი ეტყვის მეორეს წარმოუდგენელი ხარო?!
-სვანური არ ვიცი თორემ აუცილებლად მაგ ენაზე დაგელაპარაკებოდი!
-არ დამღუპო!- ისე შეიცხადა, ნენემ სიცილის მეორე პარტია წამოიწყო- დაყრუვდა სამეზობლო ნენეე!-თამავად სიცილით მიუგო, თუმცა მისი კისკისის გასახანგძლივებლად მთელი სახე დაუკოცნა.საუბარს ალბათ მშვიდად გააგრძელებდნენ ნენეს ტელეფონს რომ არ დაერეკა0ნეტავ ვინ არის ამ დროს?
-ალბათ დათას ამბავზე რეკავენ...ღმერთო ნეტავ კიდევ არაფერი მოხდეს!-სანამ ტელეფონს იპოვიდა კინაღამ მოკვდა...მერე თითქოს შვებით ამოისუნთქ , თუმცა მაინც არეული სახით უყურებდა ტელეფონს.
-ვინ არის?
-ანაბელია! ამ დროს რატომ რეკავს?-შეშინებული თვალებით უყურებდა კონსტანტინეს.
-თუ არ უპასუხებ ვერ გავიგებთ!...დაიმახსოვრე შენ ისეთი არაფერი ჩაგიდენია, როსოც უნდა გრცხვენოდეს!
-კარგი!-ერტ ღრმად ჩაისუნთქა და მობილურს უპასუხა-გისმენ!
-ნენე! ანაბელი ვარ!
-ვიცი ბელს! გისმენ!
-შენთან საუბარი მინდა, თუ გცალია ხვალ უმჯობესია!
-მცალია, მეც ვფიქრობ, რომ უნდა ვისაუბროთ!
-ძალიან კარგი...
-სად შეგხვდე?
-ჩემთან მოდი ვახშამზე! კონსტანტინესთან ერთად!
-მასზე ვინ გითხრა?
-რომ მოხვალ გეტყვი! დროებით!
-ნახვამდის?!-გაოცებული სახით გათიშა და დაახლოებით ნახევარი წუთი არაფერი უთქვამს.
-უნდა ვიკითხო რა ხდება?
-უნდა იკითხო! ხვალ ვახშამზე ვართ დაპატიჟებული! გთხოვ ყველა საქმე გადადე, შეხვედრები გააუქმე, თუ საჭიროა გაკოტრდი და მე გარჩენ, ოღონდ წამომყევი!
-ამდენი თხოვნა ოდესმე დაგჭირვებია? ცხადია წამოგყვები!
-შენზე როგორ უნდა გაეგო? ქეთამ უთხრა?მაგრამ მან არ იცის რა გქვია!
-დაწყნარდი პატარავ! ხვალ გავიგებთ!
***
დილიდან აღელვებული იყო, კლინიკაში შეირბინა, დათა მოინახულა. მერე ისევ სახლში დაბრუნდა და მორალური მზადება დაიწყო. მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ წლების განმავლობაში მართალი იყო! რეალურად არც არასდრის ყვარებია რატი, მაგრამ ახლაც არ ჰქონდა გადალახული ის რასაც დანაშაულის გრძნობა ერქვა. ახლა, როც აანაბელმა ყველაფერი იცოდა კიდევ უფრო გართულდა სიტუაცია. მხოლოდ ის ამშვიდებდა, რომ გელოვანიც მის გვერდით იქნებოდა და გაამხნევებდა. მისი მხარდაჭერა ნამდვილად ბევრს ნიშნავდა.მხოლოდ მას შემდეგ დამშვიდდა, რაც კონსტანტინე მოვიდა.
-რა კარგია აქ რომ ხარ!-შუბლი მკერდზე მიაყრდნო და ღრმად ამოისუნთქა.
-შეიძლება გავიგო, რატომ ხარ პანიკაში?
-წლების წინ მეგონა, რომ ჩემი მეგობრის ქმარი მიყვარდა....საქართველოდან გავიქეცი, მერე დავბრუნდი და ამ მეგობარმა გაიგო....ხო იმავე მეგობარმა ვახშამზე დამპატიჟა და შენ მეკითხები პანიკა რატომ მაქვს?...ძალიან მშვიდი ვარ კონსტანტინე...სიმშვიდის ზენიტში.....ტაში მეგობრებო ფსიქოლოგიის დოქტორი კონსტანტინე გელოვანი!-ხელებს აქეთ-იქით აქნევდა და ოტახში უგზოუკვლოდ დადიოდა.
-ორი წუთით თუ დაისვენებ, გეტყვი, რომ ერთ საათში ვახშამზე უნდა იყო...შენკი მიკიმაუსებიანი პიჟამატი დარბიხარ! თუ ასე მოდიხარ?
-ასე რომ წამოვიდე? იქნებ ანაბელს გაეცინოს და თუ რამე ცუდს გეგმავს გაუაროს?
-საინტერესოა, ხვდები თუ არა, რომ ბოდვა დაიწყე ნენე?
-და თუ ხვდები, რომ საერთოდ ვერ მეხმარები?
-გინდა კაბა აგირჩიო?
-დამცინი?-გაბრაზებული მიუბრუნდა.
-კი!-ისე გაეკრიჭა ლამის ყველა კბილი გამოუჩნდა.მაგრამ სახე მაშინვე შეეცვალა, როგორც კი ნენეს მიერ ნასროლი ბალიში მოხვდა-მადლობა!
-კომპანიაში უნდა დარჩენილიყავი!
-კარგი! უკვე ხედმეტად პანიკაში ხარ!-მიუახლოვდა და მკრთალად გაუღიმა.
-და შენ არც კი ცდილობ, გამამხნევო!-ქვედა ტუჩი გადმოწია.
-ნუ იქცევი პატარა ბავშვივით! ჩაიცვი და წავიდეთ...კარგად იცი, რომ შენ გვერდით ვარ და თუ რამე მოხდება აუცილებლად დაგიჭერ მხარს, დაგიცავ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გჭირდება, და ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით კარგი?
-კარგი!-თითქოს წამიერად დაწყნარდა და სიტუაციის გააზრება დაიწყო-წითელი თუ მწვანე?-ორი კაბა ანახა.
-შენი ყოფილი სიყვარულის სახლში მივდივართ ხო?-ფიქრის იმიტაცია გააკეთა-წითელი! მწვანე მერე ჩაიცვი სახლში რომ მოვალთ და მე და შენ ვივახშმოთ!-წარბები სიცილით აუთამაშა.
-ნუ ჯამბაჯობ!...ანუ მწვანე?-დაეჭვებით გახედა.
-მწვანე!-სიცილით დაუქნია თავი.
***
კარზე ზარის დარეკვისას ისევ იგრძნო დაძაბულობა, თუმცა გელოვანის ხელმა მისაზე ყველაფერი გაანეიტრალა და მშვიდი სახით დახვდა ანაბელს, რომელიც ასევე რატისთან ერთად გამოჩნდა.
-მობრძანდით!-ფართოდ გაუღიმა ანაბელმა. მისმა ღიმილმა ცოტა გააკვირვა, თუმცა ჩათვალა, რომ მოპატიჟების შემდეგ ესეც ნორმალური იყო.
-საღამომშვიდობისა!-გაიღიმა გელოვანმა და ახლა ისეთი მომხიბვლელი ეჩვენა ნენეს, როგორიც არასდროს.
-ხო მართლა, ეს კონსტანტინეა...ანაბელი და მისი მეუღლე რატი! და აქვე იქნება მათი ვაჟი დუდა!
-დუდა დედაჩემთან რჩება, ასე, რომ ვფიქრობ, სხვა დროს გაინობთ!....სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა კონსტანტინე!- ხელი გაუწოდა რატიმ- და მომენატრე ნენე!
-მეც მომენატრეთ, ყველანი!
-სუფრასთან მობრძანდით!
-ყველაფერი ძალიან გემრიელად გამოიყურება!
-როგორი დახვეწილი ხართ?!
-გმადლობთ!
-უცნაურია, ახლა ჩვენ ოთხნი აქ რომ ვვახშმობთ!-ღიმილით წარმოთქვა ანაბელმა.
-მე კი ვფიქრობ რომ ძალიან სასიამოვნოა!-რატიმ აშკარად რაღაც ანიშნა მზერით.
საღამო მშვიდად მიმდინარეობდა, სანამ ანაბელმა მორიგი კითხვა არ გააჟღერა.
-კონსტანტინეს სტატუსი მაინტერესებს?!
-მე ნენეს შეყვარებული ვარ, თუ შეიძლება ასე ითქვას!-თავდაჯერებით უპასუხა კაცმა და საყვარელ ქალს ხელზე ხელი მოუჭირა.
-ნუთუ?! მე კიდევ მეგონა ის ისევ ჩემი ქმრით იყო შეპყრობილი!
-ანაბელ!-რატიმ მაშინვე სცადა მეუღლის შეჩერება-მგონი შევთანხმდით, რომ ეს თემა დიდი ხნის წინს დაიხურა!
-არა ძვირფასო..ეს მე აღმოვაჩინე, რომ თქვენ ორმა დსახურეთ თემა წლების წინ...ჯერ კიდევ მაშინ, როცა მე არაფერი ვიცოდი!...არ გაგიკვირდეს კონსტანტინე, ეს სივრცე ბევრ ტყუილს იტევს...თურმე!
-იმედია არ ფიქრობთ, რომ ამ ისტორიის სესახებ არაფერი ვიცოდი!თქვენ წარმოიდგინეტ, ჩემი საყვარელი ქალის წარსული კარგად ვიცი და ვირებ მას! სრულიად არ მიმაჩნია ეს თემა მსგავსი განგაშის ღიურსად ვინაიდან ნენეს ან რატის ბრალს ვერ ვხედავ და შესაბამისად არ ვბრაზობ რომელიმე მათგანზე!
-იქნებ თქვენც სხვებივით მე მადანაშაულებთ იმაში, რომ რატი შემიყვარდა!
-ანაბელ! გთხოვ გეყოს! უხერხულ სიტუაციას ქმნი! მე და შენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ და გითხარი, რომ ამის მეორედ განხილვა არც მინდოდა და არც ვაპირებდი!-აშკარა ბრაზი იგრძნობოდა რატის ხმაში.
-დამნაშავე არავინაა და ვიანიდან არც წარსულის შეცვლა შეიძლება მინდა გირჩიოთ, იცხოვრეთ ტქვენი ცხოვრებით, ქმართან და შვილთან ერთად...მითუმეტეს, რომ რატის აშკარად უყვარხართ!
-როგორ შეეგუეთ?
-რას? წარსულს? მარტივად! უბრალოდ არ მაინტერესებს!-მშვიდად გაუღიმა, დამუნჯებულ ნენეს ხელი ჩაჰკიდა და სახლი უსიტყვოდ დატოვა.
***
ჭურჭელს ალაგებდა. ძალიან უნდოდა რატისთვის რამე ეთქვა, თუმცა ვერ ბედავდა. კაცს ,კი თითქოს დუმილის აღთქმა დაედო, უსიტყვოდ ეხმარებოდა.
-არაფერს მეტყვი?-როგორც იქნა გაბედა ხმის ამოღება, თუმცა პასუხად მხოლოდ დუმილი მიიღო-რატი!-მკლავში სწვდა და აიძულა მისკენ მიეხედა-მითხარი რამე!
-ძალიან გაბრაზებული ვარ და არ მინდა რამე ისე გითხრა, მერე სანანებელი რომ გამიხდეს,უბრალოდ დამაცადე გადავხარშო შენი საქციელი კარგი?
-მირჩევნია ცხელ გულზე მითხრა ის, რასაც ფიქრობ, გთხოვ!
-შენთვითონაც ხომ ხვდები რომ საშინლად, ეგოისტურად მოიქეცი?-სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
-ამას იმსახურებდა!
-არა ბელ! არ მისახურებდა!-ტონს მოუმატა და ბარს დაეყრდნო- არ იმსახურებდა!
-მის დაცვას ცდილობ?
-დასაცავი არაფერი სჭირს! უკვე გითხარი და გიმეორებ, რომ ოდნავი ინტერესიც კი აღარ გამოუმჟღავნებია....იმ დღიდან რაც ვუთხარი, რომ მომწონხარ ნორმალურად არც გვისაუბრია, მაგრამ შენ ამის გაგება არ გინდა! დამნაშავე გჭირდება? მაშინ სარკეში ჩავიხედოთ ბელს! იმიტომ, რომ ვიცოდი მისი გრძნობების შესახებ და მაინც გავაგრძელე მისი მეშვეობით შენთან კონტაქტი! შენ კი მეგობარს უღალატე!...ჩვენ ორივემ ვუღალატეთ!
-მე მისთვის...
-გაჩუმდი გთხოვ! უბრალოდ ცხოვრებაში ერთხელ აღიარე დანაშაული! მე თუ შევძელი შენც შეძლებ!...უნდა დაივიწყო წარსული...მთავარი ისაა, რომ ახლა სამივე ბედნიერები ვართ! მიყვარხარ! საკუთარ თავზე მეტად და არასდროს, არავითარი შეცდომის ფონზე არ ვაპირებ შენს მიტოვებას! მოესვი უაზრო ეჭვიანობას და მართლა შეეცადე ისევ ისეთივე მეგობრები გახდეთ, როგორებიც იყავით!... მე და შენ კი ჩვენი ჩვეული, ბედნიერეი ცხოვრება გავაგრძელოთ დუდასთან ერთად!
-დღევანდელსაც მაპატიებ?
-მე შენ ყველა დანაშაულს გაპატიებ!-ხელები ძლიერად მოხვია და შუბლზე აკოცა.
............................................
დათას რეაბილიტაციამ დაახლოებით ერთ თვეში მშვენიერი შედეგი გამოიღო და მართალია სრულიად დამოულკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, თუმცა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას ახერხებდა. ყველა ბედნიერი იყო მისი გამოჯანმრთელების საწყისი ეტაპით. განსაკუთრებით ლილიანი გულშემატკივრობდა და დათაც პატარა ბავშვივით ცდილობდა რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა მასთან ერთად. თითქოს ყველაფერი დალაგდა, თუმცა ელენეს სიახლოვე კვლავ ძაბავდა.
-აბა?! დათას მოგტაცებთ!-დილიდან გამოჩნდა ლილიანი და მისაღებში ღიმილიანი სახით შეაბიჯა- ელენიკო შენც აქ ხარ?-ბედნიერი გადაეხვია გოგონას.
-ამ ბოლო დროს სარძლო ხშირად გვახარებს!-უცნაური მზერით წარმნოთქვა დავითმა და შვილიშვილებს თვალი მოავლო.
-მაგას რა ჯობია! დათი თუ მორჩი გავისეირნოთ!
-ჯოხი მომაწოდე და ქვეყნის დასალიერში გამოგყვები!
-ვაიმეე! როგორ მიყვარს ეს ბიჭი საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად რომ აფასებს!-მოხუცი ქალივით წარმოთქვა ზურამ და დათას ჯოხიტ ხელში წამოადგა თავზე- დათა დედი!ბაღის გარშემო მაქსიმუმ ხუთი წრე! ცოტა წაივარჯიშე და დაუბრუნდი სავარძელს! მომინდომა აქ ქვეყნის დასალიერი! არა მეც რას ვიღლი თავს გეგონება პირველივე წრეზე არ დაიღლება!...
-აუ გაა...
-ოპ ოპ...სიტყვები ბატონო დავით!სიტყვები! არ დაგავიწყდეთ საყვარელი ოჯახი გისმენთ!
-მასხარა ხარ ამხელა კაცი!
-რამხელა? შენ ხარ პატარა თორე მე რა?!მშვენიერი ასაკი მაქ...ზოგი ამ ასაკში იწყებს ცხოვრებას!
-და შენ რატომ ცდილობ ნაადრებად დაასრულო კი არ ვიცი!
-ოღონდ შენ სირბილი დაიწყე და საკუთარი ხელით მივიგუდავ თავს!-თვალი ჩაუკრა დაბღვერილ ბიძაშვილს- რა გინდა? ვერ ხედავ რამხელა საქმე მოგაშორე უკვე? შენ კიდევ არ მიფასებ!თქვენ კიდევ ქალბატონო ლილიან, ნუ სარგებლობთ მეზობლის პრივილეგიებით და შეეცადეთ ჩემთვისაც გამონახოთ დრო, თორემ ვეჭვიანობ მე!
-სხვათაშორის შემოგივლი ამ დღეებში!-თვალი ჩაუკრა და გაუცინა.
-ხდება რამე?-მაშინვე ჩაერთო დათა-რა გინდა საავადმყოფოში!
-ისე არ შეიძლება? ყოველწლიური გამოკვლევები!
-ხო დათიკო, ხოო! არ იცი შენ? ადამიანი ასაკში რომ შედის მერე უნდა ასე წელიწადში ერთხელ გამოკვლევა! რა იცი რა ხდება?!
-სულ გააფრინე ხო ?! რა ტონით გამოდიხარ!
-„ამხელა’ კაცივით!-თითი ჰაერში აღმართა-აბაა! წავედი მე არ მოიწყინოოტ! ლილიკოო! ელენიკო წამოიყოლე, რომ წამოხვალ! საქმე გვაქ ხომ იცი!
-წადი, თორემ აღარ გექმენა არაფერი!-უჩურჩულა ლილიანმა და ხელით უბიძგა კარისკენ.
-იეჭვიანოს არაფერი უჭირს! აბა ის კარგი იყო, რომ მიტანჯავდა ამ გოგოს? სულელი ეგ!
-ვაიმე ზურა! უკვე სერიოზულად დამღალე! წადი რაა! და მოვალთ მე და ელენე დღეს!
-ისეთი გეგმა მაქ შეიძლება მოკვდეს ის საცოდავი!-კიდევ ერტხელ გაიცინა და კარში გავიდა.
..........
ველი შეფასებებს!



№1  offline წევრი OKI ME

ოო, ზურა დიდი ცუღლუტი ვინმე ჩანს smile smile smile

ეს ანაბელი ძალიან მიშლის ნერვებს. რატი ბევრად უფრო საღად მოაზროვნე ადამიანია. ნუ ჩემს კონსტანტინეზე აღარაფერს ვამბობ. ნეტა რა ეგონა ანაბელს? ან რა მიზნით მოაწყო ეს ყველაფერი? მოკლედ დიდათ ნერვების მომშლელი გოგოა რა. ჰოდა მიიღო კიდეც კოტესგან საკადრისი პასუხიც. laughing laughing heart_eyes კაი გაძლება მისცა რატის მაგის ხელში

ძალიან ველი შემდეგ თავს. რა მოხდება, რა დაგეგმეს ლილიანმა და ზურამ? რა დამაძინებს ამაზე ფიქრით.


საოცრად კარგი თავი იყო. წარმატებებიიი heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი Maia G.

ახლა წავიკითხე ყველა თავი,ძალიან მომწონს და იმდენი აზრი მიტრიალებს თავში,რომელზე გავამახვილო ყურადღება აღარ ვიცი.

ვფიქრობ დიდი დავითი ყველაფერს ხვდება, იცის და მართლაც ელოდება დათას "გამოფხიზლებას"

ერთი კითხვა მაქვს: მაქსიმე ნამდვილად გარდაიცვალა? რატომ ველოდები მის გამოჩენას ყოველ თავში არ ვიცი????

შეეშვას რა ეს ანაბელი ამ გოგოს და შეირგოს მისი რატი????

ნენე ძალიან საყვარელია თავის კოსტასთან და აქაც ყველაფერი კარგადაა❤️

ნუ ზურა და ნუცა გასაგებია,უყვართ ერთმანეთი და ვფიქრობ დიდხანს და ბედნიერად იქნებიან ერთად????

ვნახოთ აბა რას გეგმავენ ლილიანი და ზურა? დაგელოდები სულმოუთქმელად❤️

 


№3  offline წევრი dara

OKI ME
ოო, ზურა დიდი ცუღლუტი ვინმე ჩანს smile smile smile

ეს ანაბელი ძალიან მიშლის ნერვებს. რატი ბევრად უფრო საღად მოაზროვნე ადამიანია. ნუ ჩემს კონსტანტინეზე აღარაფერს ვამბობ. ნეტა რა ეგონა ანაბელს? ან რა მიზნით მოაწყო ეს ყველაფერი? მოკლედ დიდათ ნერვების მომშლელი გოგოა რა. ჰოდა მიიღო კიდეც კოტესგან საკადრისი პასუხიც. laughing laughing heart_eyes კაი გაძლება მისცა რატის მაგის ხელში

ძალიან ველი შემდეგ თავს. რა მოხდება, რა დაგეგმეს ლილიანმა და ზურამ? რა დამაძინებს ამაზე ფიქრით.


საოცრად კარგი თავი იყო. წარმატებებიიი heart_eyes heart_eyes heart_eyes

როგორ მიხარია რომ მოგწოონს❤ზურა მყავს ტვინიიი...იმედია დათა მართლა გულისშეტევით არ მოკვდება...წინასწარ არ გავამხელ მაინც ????ანაბელს რაც შეეხება მიხედავს რატი ყველაფერს❤

Maia G.
ახლა წავიკითხე ყველა თავი,ძალიან მომწონს და იმდენი აზრი მიტრიალებს თავში,რომელზე გავამახვილო ყურადღება აღარ ვიცი.

ვფიქრობ დიდი დავითი ყველაფერს ხვდება, იცის და მართლაც ელოდება დათას "გამოფხიზლებას"

ერთი კითხვა მაქვს: მაქსიმე ნამდვილად გარდაიცვალა? რატომ ველოდები მის გამოჩენას ყოველ თავში არ ვიცი????

შეეშვას რა ეს ანაბელი ამ გოგოს და შეირგოს მისი რატი????

ნენე ძალიან საყვარელია თავის კოსტასთან და აქაც ყველაფერი კარგადაა❤️

ნუ ზურა და ნუცა გასაგებია,უყვართ ერთმანეთი და ვფიქრობ დიდხანს და ბედნიერად იქნებიან ერთად????

ვნახოთ აბა რას გეგმავენ ლილიანი და ზურა? დაგელოდები სულმოუთქმელად❤️

მიხარია, რომ მოგეწონათ❤იმედია მომავალშიც გაგიმართლებთ იმედს???? წინასწარ, რა თქმა უნდა, ვერაფერს გეტყვით შინაარსთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ მაქსიმე ნამდვილად გარდაიცვალა❤

 


№4  offline წევრი Maia G.

მალე დაგვიბრუნდები? ყოველ დღე ვამოწმებ ახალ თავს.მთავარია კარგად იყოს ყველაფერი და კიდევ დაგელოდებით❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent