შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაშაული{8}


30-08-2022, 03:00
ავტორი dara
ნანახია 8 690

-აბა? მომიყვები რა ხდება შენს თავს?-ბაღში მაგიდასთან ისხდენენ, ლილიანმა რომ წამოიწყო.
-რა გინდა რომ მოგიყვე?...კარგი რაა! ნუ მიყურებ ეგეთი სახით!...ლილიან, ხომ იცი ვერ ვიტან ამ მზერას!-თვალები გადაატრიალა და ქარს სახე შეუშვირა.
-დათა, ამდენი ხნის შემდეგ მართლა გგონია, რომ შენი საქციელების ამოხსნა არ შეგვიძლია? იცი ზურა რა დღეში იყო?..ელენე? მარიტა? არავინ გეცოდება? ამდენად ეგოისტი არ დამიტოვებიხარ!
-მე ასეთი პირობა მქონდა საკუთარ თავთან და.. მაქსიმესთანაც!
-გუშინ მესიზმრა იცი? პირველად მთელი წლის განმავლობაში!...ისევ ჩვენთან იყო,შენ ფეხზე იდექი...ხელში კნუტი ეჭირა, „ჯინჯერი“ სახეს ულოკავდა...რაღაცას თავგამოდებისთ გიხსნიდა და მთელი გულით იცინოდით...თავი ისევ იმ დროში მეგონა ყველაფერი კარგად რომ იყო...მაქსიმე ბედნიერი არ იქნებოდა ასე რომ ენახე და ნუ მაიძულებ ამ ბანალურ საუბარში ჩავერთო!-მხარზე ხელი მიკრა, მერე კი მიეხუტა.
-კარგი მაშინ უფრო საინტერესო თემა! შენი კლასელი რომ იყო,დიმიტრი, ჩამოვიდა!
-დიმა?-მაშინვე გაიღიმა.
-ის დიმაჩკა შენ რომ მოწონდი!-წამში წარბები აუთამაშა.
--ნუ ბოდავ! შენ საიდან გაიგე?
-ლევანის პარტნიორია, ვახშამზე დაპატიჟა დღეს!...გადმოხვალ ხო?
-გაგიჟდი? არა!-მაშინვე უარყო.
-რა იყო გოგო კი არ გირიგებ...არ მოგენატრა?
-არც იმდენად, განზრახ შეხვედრა და დახვედრა მოვუწყო!
-ნუ ხარ უჟმური, გავერთობოდით!
-დათა ძალიან გთხოვ!
-კარგი პატარავ დაწყნარდი!
-სერიოზულად გეუბნები!
-ვიციი....-კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ თავისი სახელი გაიგონა და დაინახა კიდეც მისკენ გაქცეული ხუთიოდე წლის ბიჭი-ნიკუშა...საიდან გაჩნდი აქ?!
-მამიკო მოვიდა!-მუხლებზე აუცოცდა და ლოყაზე აკოცა.
-დიდი სეკრება გვქონია?-ლილიანს მობეზრებულად გადახედა და იმ წამს გამოჩენილ ელენეს გაიუღიმა.
-ნიკუშა სად გამომექეცი?-სულს ძლივს ითქვამდა-ცუდი ბიჭი ხარ!
-არ ვარ!...დათუჩა უთხარი რომ არ ვარ!..მომენატრა და გამოვიქეცი!
-მოვენატრე ჩემ ბიჭს, რა გინდა ელენე?-მოჩვენებითად გაუბრაზდა.
-კალათბურთს როდის მეთამაშები?
-აი ფეხები რომ მომირჩება მერე ვითამაშოთ ხო?
-მპირდები?
-როდისმე სიტყვა გამიტეხავს?
-ჯიგარი ხარ!- სასაცილოდ გაიკრიჭა და ყველას სიცილი გამოიწვია.
-ნიკუშა მე რომ წავიდე გეწყინება?-ლილიანმა ლოყები დაუკოცნა და თან წასასვლელად მოემზადა.
-ნწუ! მიყვარხარ ლილიკო!რომ გავიზრდები ცოლად მოგიყვან!
-იცოდე ბრილიანტის ბეჭედი მინდა!-თვალი ჩაუკრა, კიდევ ერთხელ აკოცა და წავიდა.
-ლილიანი გინდა ცოლად? მე რომ არ ვიცოდი?
-შენ რა პრობლემა გაქ?-ხელებს სასაცილოდ შლიდა.
-ეს ბავშვი ბევრ დროს ატარებს „შავ ხალხთან“!-ელენეს გაუცინა.
-სად სწავლობ ასეთ რაღაცეებს ნიკა?
-არ გეტყვი! შენ რომ არ მეუბნებოდი რატომ ტიროდი?!
-ნიკა!
-ტიროდა?რატომ ტიროდი?
-მე არ მეუბნებოდა, მაგრამ მაინც ვიცი! შენ გამო ტიროდა!
-ენაჭარტალა ბავშვი ხარ! რეებს იგონებ?-წამსვე წამოწითლდა.
-არ ვიგონებ! გავიგონე ტირილისას დათაო რომ ამბობდა!
-მართლა?-ღიმილით უსმენდა ამირეჯიბი. აშკარად სიამოვნებდა, მის გამო რომ ნერვიულობდა და პარალელურად მისი სახითაც ერთობოდა-შეგიშინებია ბავშვი!
-არა, ხვა დროსაც ტიროდა შენ გამო!...ვერ გავიგე, ახლა ცუდად იყავი, მაგრამ სხვა დროს რა ატირებდა დათა?
-არ ვიცი ნიკუშა! უბრალოდ ტირილი უყვარს!-ახლა უკვე სახემოღუშულმა უპასუხა.
-დედა გეძახდა ნიკა!-გაბრაზებულმა ანიშნა.ბავშვიც დათას მუხლებიდან ჩამოცცდა და გაიქცა-იმედია არ დაიჯერე!
-დავიჯერე! ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია! მარტივი არ არის ვიცი!
-მაშინ რატომ არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ სიტუაცია შეამსუბუქო?
-ეს ნამდვილად გინდა?-თვალებგაფართოებულმა შეხედა- ჩემნაირის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა შენ წინაშე დასვებული დანასაული იქნება!
-დანაშაული ისაა, რასაც ახლა აკეთებ! და ამა ს ვერ იაზრებ დათა! ეს მაცოფებს, მაგიჟებს და მინდა გაგანადგურო, მაგრამ არ შემიძლია!
-შენ არ გესმის, შენ არ იცი!
-რა არ ვიცი! კარგი რაა! უბრალოდ საკმარისად ვერ გრძნობ იმას, რასაც მე!
-ეს ტყუილია! შენ იცი, რომ თვრამეტი წლიდან ასე ვარ!
-მაშინ რატომ არ უშლი ხელს ამ აფიორას? რა გინდა დათა? მაინცდამაინც შენი რძალი უნდა გავხდე და გაგამწარო?-თვალები ცრემლებით აევსო.
-ნუ ტირი! გთზოვ! ამის ატანა არ შემიძლია!
-მაშინ რამე გააკეთე! ქორწილზე საუბარი დაიწყეს! დათა ყველაფერზე თანახმა ვარ!
-ვიცი ელენე! გპირდები რამეს მოვიფიქრებ! ცოტა დრო და კარგი გეგმა გვჭირდება!...მიყვარხარ,დროა მართლა გამოვფხიზლდე, სანამ დაგკარგავ!-ელენეს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ეზოში ავთო გამოჩნდა და ისიც წამსვე დადუმდა.
.............................
დილით გვიან გაეღვიძა. ჯერ კიდევ გრძნობდა გელოვანის ხელებს საკუთარ სხეულზე. კაცი მჭიდროს ეხვეოდა, ისე, თითქოს ვინმე წართმევას უპირებდა, ის კი თავგამოდებით იცავდა. ამის გაფიქრებისას გაეცინა.თვალი გაუსწორა კონსტანტინეს პროფილს და თითით კონტურების შემოხაზვა დაიწყო.
-რატომ მაიმუნობ ნენე?-ძილისგამ დამობეხული ხმით ამოიჩურჩულა.
-სიმპატიური ხარ!- პატარა ბავშვივით ამოიბუტბუტა და გააცინა კიდეც კაცი-რა გაცინებს?
-მე მეგონა, ეგ ხუთი წლის წინ შეამჩნიე და ამიტომ შემიტყუე საწოლში!
-თავდაჯერებული იდიოტი ხარ!
-შენ კი მშიერი ქალი! ვიცი ამიტომ შემომიტიე დილიდან ! ამიტომ ახლა შხაპს მივიღებ და რამეს მოგიმზადებ!-წამიერად შეეხო ტუჩებზე და სააბაზანოს მიაშურა. ნენემ დრო სატავისოდ გამოიყენა და ლილიანთან დარეკა.
-გისმენ ნენეკო!-მხიარული ხმა მოესმა.
-სად ხარ ლილი?
-მანქანაში, დათასგან გამოვედი და კომპანიაში მივდივარ! მოხდა რამე?
-კოსტა მინდა გაგაცნოთ..
-დადგა ჟამი?-გაიცინა ქალმა.
-დიახაც! დღეს საღამოს თუ გცალიათ ბიძაშვილებსაც უთხარი და შევიკრიბოთ რა?!
-დათა მგონი ლევანის ვახშამზე აპირებდა დასწრებას მაგრამ პრობლემა არაა მოვიტაცებ! იცი რას გეტყვი?! ჩემთან მოდით...დათასაც შორს არ მოუწევს წასვლა, ზურაც დაღლილი იქნება!
-კარგო ოღონდ გთხოვ, ოფიციალურობა, ვახშმები და რაღაც ეგეთები არ გვინდა! ჩვენ სტილში შევიკრიბოთ, როგორც ადრე, რომ დაზაბულობა არ იყოს კარგი?
-მეჩვენება თუ ნერვიულობ?!
-ცოტას?
-კარგი რა ნენე?! ხომ იცი, რომ შენს არჩევანს უდიდეს პატივს ვცემთ და თან კონსტანტინე კარგი ბიჭია!
-მიხარია, ასე რომ ფიქრობთ, ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია.
-ხოდა ალიან კარგი, უშუალო გარემო შეიქმნება, ამაზე არ იდარდო კარგი?
-მიყვარხარ, გავიქეცი!
-მიდი!
მობილური გათიშა და ისევ ბალიშს მიესვენა.ამასობაში კონსტანტინეც გამოვიდა აბაზანიდან,
-ისევ წევხარ?
-მმმ
-ნელ-ნელა ავლენს საკუთარ თავს...როგორ მოვტყუვდი, როგორი ზარმაცი ყოფილხარ!-პირსახოცშემოხვეული იდგა კარადასთან და პარალელურად ნენეს დასცინოდა,
-თუ არ მოგწონს მიბრძანდი!
-ადექი ვისაუზმოთ რაა!
-რატომ ცხოვრობ ასე ჯანსაღად ამიხსენიი! არ შეიძლება გვიანობამდე ვიძინოთ?
-უნდა შეეჩვიო, თავიდან მეც გამიჭირდა!...საერთოდ ექიმი შენ ხარ და წესით კარგად უნდა გესმოდეს, რომ ზედმეტად არაჯანსაღი ხარ!
-საუზმის მომზადება არ მიყვარს, საერთოდ საუზმეც არ მიყვარს და იმის გათვალისწინებით, რომ დასვენების დღე წელიწადშო ორჯერ მაქვს, დიახ, ძილიც მინდა, რასაც სხვათაშორის ერთი საზიზღარი და ამავდროულად საშინლად სიმპატიური კაცი არ მაცლის!
-იმდენი ისაუბრე გამოფხიზლდი აშკარად! აბრძანდი და დამეხმარე!....შვებულების აღებაზე არ გიფიქრია? ამ ბოლო დროს ზედმეტად გადაღლილი და უენერგიო ხარ!
-კონსტანტინე!
-ივარჯიშე ხოლმე ჩემთან ერთად!-შუბლზე აკოცა და თანდათან წამოაყენა-რას იტყვი?
-არ მინდა ვარჯიში!-მის ყელში ჰქონდა სახე ჩარგული და კოცნებს უტოვებდა-საკმარისად ბევრ ენერგიას ვხარჯავ!...რაღაც უნდა გტხოვო!
-გისმენ!
-ჩემი მეგობრები მინდა გაგაცნო!...დღეს საღამოს!
-ლილიანი რომ გავიცანი მეგონა მომკლავდა...სხვებიც ასეთები გყავს?-თვალები მოუჭუტა.
-უარესები!-თვალები აატრიალა და ქვემოდან ახედა-სერიოზულად გესაუბრები.
-კარგი ჰო, დაპატიჟე!
-არა, დღეს ჩვენთვითონ მივალთ...კალათბურთი ხომ გიყვარს?
-კარგად იცი რომ ყოველ კვირას ვთამაშობ!
-ხოდა ძალიან კარგი,დათასაც უყვარს...ეს ისე, რომ იცოდე!-აბაზანაში შესვლამდე მიაძახა და გაუჩინარდა.
..................
საავადმყოფოში იყო და გადატვირთული დღეს უმკლავდებოდა.როგორც იქნა დასასვენებლად მოიცალა თავზე ნუცა რომ წამოადგა.
-შენი დახმარება მჭირდება!
-მძიმე პაციენტია?
-მოკლედ, წლების წინ კატამ სახე დაუსახიჩრა და ოპერაცია დასჭირდა, თუმცა მერე ყველაფერი ცუდად წავიდა და უარესი შრამი დარჩა...
-ხომ იცი, რომ პლასტიკური ქირურგი აღარ ვარ?!
-ხო, მაგრამ შენ ეს შემთხვევა არ გინახავს და არ იცი რამდენად დაუმძიმდა ცხოვრება ამ ადამიანს!
-ნუცა ეს ორი წლის წინ უკვე გადავწყვიტე და ვთქვი, მაგრამ კიდევ გაგიმეორებ! მე, როგორც პლასტიკურმა ქირურგმა არსებობა შევწყვიტე და ვერაფერი მაიძულებს ამ სკალპერს კიდევ ერთხელ შევეხო!
-ხურა?-დამრგვალებული თვალებით შეხედა, თუმცა კაცზე ვერაფრით იმოქმედა, მეტიც კიდევ უფრო გაღიზიანდა.
-ნუ მაიძულებ ერთი და იმავეს მილიონჯერ გამეორებას!-მაგიდას ხელი დაჰკრა და გაბრაზებული მზერა მიაპყრო.
-მას უბრალოდ იმედი სჭირდება და ერთადერთი იმედი შენ ხარ!
-ნუცა! წადი!-გოგონას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ მამაკაცის თვალებს რომ დააკვირდა გადაიფიქრა და უკანმოუხედავად გაქრა.
კარაგხანს უყურებდა ცარიელ სივრცეს, ნუცა მოულოდნელად შეეხო იმ ტკივილს, რომელსაც აქამდე საკუთარ თავსაც უმალავდა.რამდენიმე წელი საოპერაციოში არც კი შესულა და ცდილობდა რაც შეიძლება ნაკლებად ეფიქრა ამ საკითხზე. ახლა კი თავს ისე გრძნობდა თითქოს კანს უსერავდნენ. სამსახურში ვეღარ გაძლო და ლილიანთან წავიდა.
-ზურა? ახლა საავადმყოფოში არ უნდა იყო?-თვზე წიტელი ბენდენა ეკეთა, ფართო კომბინიზონი ეცვა და იმდენად საყვარლად გამოიყურებოდა ზურამ ლოყები დაუკოცნა.
-ცოტა მოპუტკუნდი ხო?
-ვცდილობ ვიკვებო!
-ჩემი გოგო!....ნუ მიყურებ ასე, ვერ გავძელი იქ!
-ისევ ნუცა?-კაცმა უარის ნიშნად თავი გაიქნია.
-საოპერაციო მომენატრა!
-არ ვიცი ჯერ კიდევ ასე რატომ ხარ...ოდესმე გაიაზრე, რომ იმ ბავშვის სიკვდილი შენი ბრალი არ ყოფილა! ყველამ დაადასტურა, რომ ის ბავშვი გაჭრამდე მკვდარი იყო!....ანესთეზიოლოგის შეცდომის გამო!
-ბავშვს არ უნდა მივკარებოდი! ჯერ კიდევ არ მქონდა კარგად გათვიცნობიერებული ცოდნა!-სახეზე ხელი ნერვიულად ჩამოისვა.
-მისმინე, თუ საოპერაციოს არ დაუბრუნდები თავს კვლავ უსარგებლოდ იგრძნობ! შენ ამის გარეშე ვერ ცოცოხლობ და ამდენი ხნის განმავლობაში შორიდანაც კი შესამჩნევი იყო, ფიტულიცით რომ დადიოდი!...საერთოდ მგონი დროა შენ და შენმა ბიძაშვილმა გონება მოიკრიბოთ და საქმეს მიხედოთ! ნუცა დიდი ხნით არ დაგელოდება!
-შენ თუ შეგიძლია მკვდარი მაქსიმე გიყვარდეს...
-ზურა!-თვალები დაუბრიალა .
-არ მენდობა!
-ძალიან რთულია გენდოს, მის ადგილას წარმოიდგინე თავი! როგორია, აღმოაჩინო, რომ საყვარელ ადამიანს საცოლე ყავს?
-უნდა მოესმინა!
-ზურა გეყოს!
-უბრალოდ მინდა, რომ საყვარელი ადამიანი მენდობოდეს! მისგან ზედმეტი მოვინდომე, ვივ, მაგრამ სხვა არჩევანი არ მაქვს! სანამ ყველაფერს არ მოვაგვარებ ელენესა და დათას შორის ვერაფერს გავაკეთებ, ვერ ვეტყვი! ვერ გაიგებს!
-ვფიქრობ, დათა უკვე გამოფხიზლდა და თავადაც იწყებს მოქმედებას!
-შევამჩნიე მათი დაახლოება!...შენ როგორ ხარ? შენი სულელი თაყვანისმცემელი დავინახე გუშინ კართან!
-ვიცი ყვავილები დამხვდა!...ნაგვის ურნაშია შეგიძლია ნახო!
-სულ გამო**ევდა ეგ ხო? უნდა მაცემინოს თავი მაინცდამაინც?
-ნუ ხარ ველური რაა! ამდენი წელია ვმეგობრობთ და ვერ შეგაგნებინეთ, რომ თაყვანისმცემლები სულ იქნებიან...მთავარია მე არ მაქვს მათ მიმართ გრძნობები და ისეთსაც არაფერს აკეთებენ, რაც აუტანელი იქნება... მაგრამ თქვენ მაინც სულ ძალადობრივ მეთოდებს ირჩევთ!
-რამდენჯერ გვიჩხუბია მე და მაქსიმეს!
-ძალიან ვბრაზობდი ამაზე!
-აბა რა ეგონათ, გათხოვილ ქალს სახლში რომ გიგზავნიდნენ საჩუქრებს?!
-ცოფდებოდა!-გაეცინა-მაგრამ არასდროს დავუდანაშაულებივარ!
-მან ყოველთვის იცოდა, რამდენად საოცნებო ქალი ერგო ცოლად, თუმცა ყოველთვის აბრაზებდა შენკენ მომართული მზერები!...მისთვის ხელშეუხებელი იყავი!
-ხოგჯერ მგონია, რომ სიზმარში ვარ და როც აგავიღვიძებ ისევ ჩემ გვერდით იქნება! მინდა ჩემ გვერდით იყოს!
-უზომოდ გვაკლია, აქ რომ ყოფილიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა!
-ყოველთვის ამისთვის იბრძოდა, ამისთვის დგამდა ყველა ნაბიჯს, მაგრამ შენც ხომ იცი...მასში არსებული ჯარისკაცი ყვეოლაზე ძლიერი აღმოჩნდა! ყველაფერი დათმო და მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ბრძოლის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში საწოლშიც კი არ წვებოდა იმის შიშით, რომ საკუთარი კოშმარებით არ შევეშინებინე, მაინც წავიდა!
-ასეთი იყო, მისი შეცვლა შენც კი ვერ შეძელი!
-სასაცილოა, რომ ეს არასდროს მიცდია?
................................
საღამოხანს ყველა ერთად შეიკრიბა. აღმოჩნდა, რომ ზურა უკვე იცნობდა კონსტანტინეს და კონტაქტი უფრო მარტივი აღმოჩნდა. კარგად გაერთნენ, დალიეს, ისაუბრეს,თუმცა კონსტანტინეს დაძაბულობას ამჩნევდა და თავადაც ნერვიულობდა. სახლში დაბრუნებისას როგორც იქნა საუბარი წამოიწყო.
-რამე მოხდა?-სახე მისკენ შეაბრუნა და დაძაბულ ბიჭს დააკვირდა.
-რატომ მეკითხები?
-კარგად გიცნობ, რაღაც ხდება და მიმალავ! ზურასთან პრობლემები გაქვს?
-საიდან მოიტანე?! არა!
-მიპასუხე, მაშინ რა დაგემართა!-უკვე სახლში შედიოდნენ.
-ნენე, ძალიან გთხოვ! ახლა ამაზე საუბარი არ მინდა!-ზურგი აქცია და საძინებლისკენ წავიდა.
-კონსტანტინე! შეგამჩნიე! ვიცი, რომ რაღაცაზე ნერვიულობ! რაღაცას მალავ!
-მე დაზურას კარგი ურთიერთობა გვაქვს ნენე, ამაზე არ იდარდო! უბრალოდ შესაძლოა მე არ მაქვს ისეთი სუფთა წარსული, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს!
-რას გულისხმობ?
-გთხოვ დღეს ნუ მაიძულებ ამაზე ვისაუბრო! ხვალ ყველაფერს მოგიყვები! გპირდები!
-იცოდე ხვალ თავს ვერ ამარიდებ!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და გამოცვლა დაიწყო.თავიდან ვერ იგდებდა კოსტას სიტყვებს. მისთვის ის ყველაზე სამართლიანი და სუფთა ადამიანი იყო და ახლა ძალიან უჭირდა იმის წარმოდგენა, რომ შესაძლოა რაღაც საზარელს მალავდა.
.....
სრულად ვაპირებდი ატვირთვას,თუმცა აშკარად ძალიან დამიგვიანდა. სავარაუდოდ შემდეგში უკვე სრულ ვერსიას შემოგთავაზებთ.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

იცოდე ველოდებით და ეცადე მალე დადო

 


№2  offline წევრი Soraya

რატომ მგონია რომ შეიძლება ის ბავშვი, რომლის სიკვდილსაც ზურა იბრალებს კონსტატინეს ვინმე იყო?
ველი შემდეგ თავს
წარმატებები!

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რატომ არ მინდა მინდა ნენეს და კონსტანტინეს შორის სიტუაცია დაიძაბოს,იქნებ დათა და ელენესაც ეშველის მერე ზურას და ნუცას სიყვარულსაც ეშველება ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ♥️

 


№4 სტუმარი ბუ ♡

დამაწყდა თვალები მალე დადე ეა ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent