ელფერის სასახლის ქურდი (თავი 17)
ფერიმ ფერდინანდის სახლში რამდენიმე საათი დაყო. ქალს ცუდად ეძინა, აფორიაქებული ტრიალებდა ლოგინში... ბოლოს კაცმა გააღვიძა და პორტს მიაშურეს. ღამე არავის დაუძინია სასახლეში... ყველა ფიქრს მისცემოდა... ფაბიმ ვეღარ მოითმინა და ელაიანს ხელი ჩასჭიდა: _ ბატონო, იმ ქალების გამო ვერ გაგიმხილეთ... მაპატიეთ... ფერი ფერდინანდთან გავაპარე... _ უთხრა. _ ეს როგორ! _ გაგიჟდა ელაიანი. ამის გაგონებაზე ანხელი წამოხტა. _ მამა! დამშვიდდი! ზუსტად იცი, რომ ფერდინანდთანაა?! აკი მოკვლა დავავალეო იმ ქალმა?! _ ბატონო... ფერი მე ვნახე... მკვლელმა გაუშვა... ერთი ჩვენი მეზობელი იყო, რომელსაც დაემუქრნენ და აიძულეს ფერის მოტაცება... საიდუმლო ოთახიდან გავაპარე და მე ჩავუყვანე ფერდინანდს... პორტში წავიდოდნენ. ფერდინანდმა მითხრა, რომ დამშვიდდება, ზღვაში გავალთ, მერე კი სადმე დავისვენებთ. როგორც კი სიტუაცია ჩაწყნარდება, ჩამოვიყვან უკანო... ფერი კარგადაა. მხოლოდ ზურგი აქვს ნატკენი, მეტი არაფერი... წერილი და თავისი ნივთები თვითონ შეიტანა ოთახში. მითხრა, მე არ მისვრია, მეც მკვლელი დამდევდაო... კარგად არის, ნუ ინერვიულებთ... მხოლოდ ელიანზე ფიქრობდა, არ მოკვდესო... მალე მთელმა სასახლემ გაიგო ფერის ამბავი და გაიხარეს. _ ცოცხალიააა... ცოცხალიააა... _ იმეორებდა სიცხიანი ელი და ცრემლები მოსდიოდა. _ ცოცხალია, შვილო... ფაბიმ მითხრა, კარგად არისო. ღამეს უკვე გადაევლო... მზეც ამოსულიყო. მთელ სასახლეს ისევ მოსდებოდა მოწყენილობისა და ტკივილის ფერი. მხოლოდ ელფერი არ იყო სასახლეში და ყველაფერი თითქოს დუმდა და ქრებოდა... ყველამ იცოდა, რომ ფერი ჯერ არ დაბრუნდებოდა. მხოლოდ ელიანი იწვა და კარს მისჩერებოდა. ფერის დაბრუნებას და მის გამოჩენას ელოდა... ქალი კი არ ჩანდა... ელიანს მისი ბალიში ჩაეხუტებინა და ტიროდა. ტიროდა, რომ ფერი მის უნახავად წავიდა... ცოტა რომ დაწყნარდა, ელიანმა დედას დამიანის მოყვანა სთხოვა. ქალმა უთხრა, ნათესავთან დატოვეს და აუცილებლად ჩამოიყვანენო. ქალი შვილს საჭმელს დიდი მზრუნველობით აჭმევდა და უხაროდა, რომ გადარჩა. ფერის გამო მის ტკივილსაც გრძნობდა და განიცდიდა... ფერი კი ფერდინანდთან იჯდა გემზე და სიბნელეში ზღვას გასცქეროდა. მისი სიგრილე თმას უფრიალებდა. _ რა ლამაზია ზღვა მთვარიან ღამეს! ულამაზესია! აი, თურმე სულ რატომ ხარ ზღვაში! _ ლამაზი ხანდახან საშიშიცაა, ფერი... აი შენ! ლამაზი ხარ და საშიშიც! ქალს გაეცინა, ადგა და სიარული დაიწყო გემბანზე. _ როდის მივალთ?! _ დილით უკვე იქ ვიქნებით... _ ზღვა მშვიდია ხოლმე?! _ დღეს მშვიდი იქნება... ქარიშხლით სავსე შენი გულიც კმარა! _ ცდები! აქ ძალიან მომწონს. ჩემი 20 წლის შურისძიების გეგმა იდეალურად ახდა! ელის ჰგონია, რომ თავს მე დავესხი! ახლა თვითონ სტკივა გული და იყოს ასე მარტო თავის მოპარულ სასახლეში! ახლა აქ ძალიან კარგად ვარ, ულამაზესი მთვარე ანათებს ზღვის ტალღებს, ამ დიდ გემს. _ ისევ ელიანზე ჩაფიქრდა. მასზე გაბრაზებული იყო და მხოლოდ გულს გარეთ საუბრობდა ასე. _ როდის მივალთ ახალ სახლში?! _ ჯერ არ გათენებულა, ფერი. დაიძინე ცოტა ხანი, დილას იქ ვიქნებით... _ თქვა კაცმა და ფერის გადახედა. ქალი იქვე ჩამოჯდა და კაცს მიეხუტა. ელიზე ჩაფიქრებული ზღვას გასცქეროდა. ტალღების ხმაური მის ყურამდე აღწევდა. უცებ ცრემლები წამოუვიდა და მაშინვე მოიწმინდა: არააა! არააა! მე მას ვერაფერს დავუშავებდი! მე ხომ ის შე.......! შემ.....! _ გაწყვიტა ფიქრები და შეეცადა ეს სიტყვა გონებაშიც კი არ წარმოეთქვა... აქაფებული ტალღების შხეფები სახეში ეცემოდნენ და უფრო ეკვროდა ბიძაშვილის სხეულს... ფერდინანდმაც მოხვია ხელი, ქალის სახე ხელისგულებში მოიქცია და მის თვალებს სიბნელეში დააკვირდა. _ ფერი, დამშვიდდი, კარგად იქნება... მხოლოდ სულელი თუ მოკვდება შენი სიყვარულის გარეშე... ის კარგად იქნება... _ მაგრამ რა ძნელი ყოფილა 20 წლის ტკივილის დავიწყება... _ სლუკუნით მიუგო ფერიმ. დამიანის დანახვაზე ელიანს მაშინვე დაავიწყდა ჭრილობისგან მიყენებული ყველა ტკივილი და ბავშვი მიიხუტა. _ აბა სად იყავი მომიყევი?! _ ჩაეკითხა ბავშვს და სახეში შეხედა. ბავშვმა მოუყვა და ბოლოს დასძინა: _ აქ ყველაზე კარგია... ფერი როდის უნდა ვნახო? მომენატრა... ელიანმა თავზე აკოცა: _ დაბრუნდება... ოდესღაც მაინც დაბრუნდება... _ კაცს ისევ გაახსენდა ფერი და გულის გადასაყოლებლად წიგნის წაკითხვა შესთავაზა. მთელი დღეები ლოგინში იწვა ელიანი და ცდილობდა დაევიწყებინა კლარას ჩადენილი საქციელი, მძიმედ სუნთქავდა მის გახსენებაზე. ბავშვი კი გვერდიდან არ შორდებოდა. _ ფაბიმ გაგასეირნებო და შეიძლებაა?! _ ჰკითხა კაცს და როგორც კი თანხმობა მიიღო, მაშინვე აკოცა გავარდა. კაცი ნელა წამოიწია, აივანზე მოისურვა გასვლა და უცბად ვიღაცამ ხელი მოჰკიდა. ანხელი აღმოჩნდა. _ ისევ გტკივა ჭრილობა?! _ ცოტათი... _ ამოიხვნეშა ელიანმა და დივანზე გასწორდა. _ ფერის გაგდებაზე საუბრობდა ის ქალი... რამე მოხდა თქვენ შორის? ფერიმ გაწყენინა?! _ არაფერი ისეთი... ისე ვუთხარი, გაგაგდებ-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში არ ვაპირებდი... თუმცა ამის თქმა ვეღარ მოვასწარი... ვერც მისი ნახვა მოვასწარი... _ არ ინერვიულო... დაბრუნდება... აქ ვართ ყველა, ვისთანაც დაბრუნება მოუნდება... ცოტა ხანს თუ დაგვტოვებ შენთან სასახლეში... _ გაეღიმა ანხელს. _ როგორც კი დაბრუნდება, არცერთი არ დაგინახოთ ამ სასახლეში... _ გაიხუმრა ელიმ, გაეცინა და ისე ეტკინა, მაშინვე მიიდო ხელი ჭრილობაზე. ანხელს ჩაეღიმა: _ ანუ საბოლოოდ ფერისაც აგდებ?! _ ყველას, მის გარდა..._ თქვა და გარემოს გადახედა. *** ერთი კვირა იწვა ელიანი, ცოტა მოკეთდა, წოლაც მობეზრდა და ადგა... თავის კაბინეტში შესულს ფეხდაფეხ ელაიანი შეჰყვა. მალე მათ რაფაელი და ფერნანდაც შეუერთდნენ. მათ ძმებიც შეუერთდნენ. _ ბატონო რაფაელ... ქალბატონო ფერნანდა..._ დაიწყო ფერის მამამ. _ მინდა ყველაფერი მოგიყვეთ... ეს ჩემი ვალია... ელი კედელს მიყრდნობოდა. ღრმად და მძიმედ სუნთქავდა, თან ელაიანს უსმენდა: _ ეს სასახლე მე მეკუთვნოდაა... 21 წლის წინ... ელფერის სასახლე დავარქვი, ჩემი შვილის გამო. 5 წლის იყო, ეს სასახლე რომ დავტოვეთ... მის მერე ამ სასახლეში ან ამ ტერიტორიაზე არავინ გამოჩენილა ჩვენი ოჯახიდან... მხოლოდ იმიტომ, რომ ელფერის მოკვლით დამემუქრნენ... ამიტომაც მას მხოლოდ ფერის ვეძახდით 5 წლიდან... 20 წელი ამ სასახლეზე ფიქრობდა და მის ნახვაზე ოცნებობდა... _ ბატონო ელაიან, მეე..._ თქვა რაფაელმა და მისკენ დაიძრა. _ არა... არა, ბატონო რაფაელ... არც მე და არც არავინ ამაში არც თქვენ გადანაშაულებთ და არცერთ ოჯახის წევრს, მითუმეტეს ახლა, როცა ყველამ ვიცით იმ ქალების შეცდომები... მე არაფერში გადანაშაულებთ... მაგრამ ფერი... ფერის ყოველთვის მიაჩნდა, რომ ეს სასახლე მისი იყო... ეს ცხოველებიც მისი იყო, რომელიც მე ვაჩუქე... აქ ყველაფერი მისი საკუთრება იყო და არ ეთმობოდა... 20 წლის მერეც არ ეთმობოდა და ენატრებოდა... მხოლოდ ფერი იზრდებოდა იმ ფიქრებით, რომ ეს სასახლე წაართვეს და უნდოდა შური ეძია... თავისებური ახირებების გამო... როგორც კი გავიგე, ვინ იყო ელიანი, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ერთადერთი გზა იყო, გაეგო ფერის, ის მისი მტერი იქნებოდა მომავალში თუ მოყვარე... თქვენ მიმართ ცუდი ზრახვები არასდროს გვქონია... არც ფერის სდომებია რომელიმეს მოკვლა ან დასჯა... თუმცა ვიცი, ელიანს ცუდად ექცეოდა... ცუდად და მკაცრად... ამიტომაც სძულდა ის... მაგრამ თქვენ, მისი მშობლები მოეწონეთ... ელიანი კი იმიტომ აითვალწუნა თავიდანვე, რომ მასზე მისი ნების გარეშე დავაქორწინე. გარდა ამისა, ეგონა, რომ გათხოვილი სასახლეს ვეღარ ნახავდა...ამიტომაც თავისუფლება უნდოდა ისევ, მაგრამ მე თქვენთან გამოვუშვი, რათა თავის სასახლეში ყოფილიყო... ის კი ჩემს თხოვნას ყოველთვის ემორჩილებოდა... ეს სასახლე მისი ბავშვობის სიყვარულია! ის, რაც მისია, უყვარს, მითუმეტეს თუ ეს ბავშვობას ეხება! ჯერ კიდევ მახსოვს, როგორ ტიროდა, როცა 5 წლის ამ სასახლიდან მიდიოდა და მას მერე დღემდე მასზე ოცნებობდა! `ჩვენ წავართვით ბავშვობის სახლი! და ამიტომ უნდა ამ სასახლის დაბრუნება! ამიტომ გაიძახოდა, აქ ყველაფერი ჩემიაო~... _ გაიფიქრა ელიანმა და კედელს მიეყრდნო მძიმედ. _ 20 წელიწადი! 20 წელიწადი ჩხუბობდა და ხანჯალს იქნევდა, _ გააგრძელა ელაიანმა, _ იმიტომ, რომ ამ სასახლის მეპატრონეს შებრძოლებოდა, დაემარცხებინა და სასახლე დაებრუნებინა! ჩვენ კი ყველას გვეგონა, რომ ის ხუმრობდა! მაგრამ ახლა მივხვდი, კლარასგან ამდენს რატომ ითმენდა! მხოლოდ ამ სასახლის გამო ითმენდა ყველაფერს ჩვენი ფერი... ელიმ ხელები შემოიწყო თავზე და თვალები ახლაღა აეხილა: აი თურმე რატომ ამბობდა მძულხარ და ჩემი მტერი ხარო! თურმე ამ სასახლის გამო... _ მხოლოდ ის არ ვიცით, რა ხდება ელფერთან! ელფერის მხოლოდ ეს სასახლე უნდა თუ სხვა რამეც?! _ თქვა ანხელმა და მამას გადახედა._ ქალი, რომელიც ყვავილებს ვერ წყვეტს, მალე არ დაჭკნესო, ადამიანს მოსაკლავად ვერ გაიმეტებს. მას მხოლოდ ის შეუძლია, გული ატკინოს ელის და ასე გადაუხადოს სამაგიერო! ეს კარგად ვიცი! ის ელის გულს ატკენს და ამით გადაუხდის სამაგიეროს! რაც უკვე მოახერხა... _ მაგრამ ელი კარგი ადამიანია! ფერიმ ეს თუ დაინახა, მასზე აზრს შეიცვლის... _ თქვა ელაიანმა და რაფაელს გადახედა. _ ელის ფერი შეუყვარდა. ეს მის ეჭვიანობაშიც ჩანს! მაგრამ ვერ გავიგე, რას ფიქრობს თვითონ ელფერი! _ შენიშნა ანხელმა და მამამისს მიუბრუნდა. _ ელიანიი 10 წლის იყო... ქალაქში თავს ცუდად გრძნობდა... გადავწყვიტეთ სადმე სხვაგან გვეყიდა სახლი... კამილამ გვირჩია ეს სახლი და ჩვენც მას მივენდეთ... არც გვიფიქრია ამ სასახლეს თუ ვინმეს ვართმევდით... არც ის გვიფიქრია, ფულს თუ არ მოგცემდნენ... არც ის ვიცოდით, ამ სასახლის მეპატრონეები თუ აქაურ მცხოვრებლებზე აგებდნენ პასუხს... ელეონორასთან კარგად ვიყავი, მაგრამ მასაც არ დასცდენია არაფერი... არავის უთქვამს, ფულს ჩვენგან რატომ იღებთო... _ ბატონო რაფაელ... თქვენგან არაფრის ახსნა არ არის საჭირო, მე გიხდით პირიქით ბოდიშს, რომ ასე გამოვიდა ყველაფერი და ადრევე არ გაგაფრთხილეთ... ორივე მხარემ ბოდიში მოუხადა ერთმანეთს გაუგებრობისთვის და დაიშალნენ. ელიანი კი მძიმედ იდგა ფანჯარასთან კვლავ ფერის მოლოდინში. დედის საუბარს კვლავაც რამოდენიმე დღე არ აქცევდა ყურადღებას, მისი ფიქრები ფერის გრძნობებს დასტრიალებდა მისდამი. როგორც კი ფეხზე დადგა, ელიანმა ფაბის დახმარებით რამდენიმე მოსახლე დაიბარა, რათა ყველანი ერთად დახმარებოდნენ მოსახლეობას. ზოგჯერ სახლის საქმეებში ეხმარებოდნენ მოხუცებს, ზოგჯერ ბაღ-ბოსტანში... რძეც და ყველიც ბლომად წაიღეს ქალაქში გასაყიდად. ელიანი ფაბისთან ერთად ნელი ნაბიჯებით კალისტოს სახლში მივიდა. ცოლ-ქმარს თავიდან გაუკვირდა, მერე გახარებულები გადაეხვივნენ ორივეს და დიდხანს ილაპარაკეს... ახლა თითქოს ყველა ბედნიერი იყო... სიმშვიდეც დაბრუნდა სასახლის გარშემო, რომ ფულის გადახდა არ უწევდათ. კმაყოფილები იყვნენ, რომ სასახლის მეპატრონე არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც წარმოედგინათ... ერთი თვე ელიანი ბავშვთანაც ატარებდა დროს, ცხენზე ვერ ჯდებოდა. ამიტომაც ვერც ჩანჩქერისკენ და ვერც მინდვრისკენ ვერ მიდიოდნენ. ამიტომ დამიანესთან ერთად ხან ოთახში, ხან ეზოში იყო და მის მხიარულებას უცქერდა... როგორც კი ელიანი ფეხზე დადგა, მაშინვე მამამისს მოეთათბირა რაღაც საბუთების შესახებ... ელიანი კარში იდგა. მან ელაიანს საბუთები მიაწოდა, ბოდიში მოუხადა ყველაფრის გამო და დასამშვიდობებლად მოემზადა, როცა ანხელის ხმა მოესმა ყველას. _ შენ ვერსად წახვალ! სიძევ!!! _ ანხელ... სასახლე ახლა თქვენია, მშვიდად შეგიძლიათ აქ იცხოვროთ... ჩვენ ის ისევ თქვენ გადმოგეცით. ყველას დიდ ბოდიშს გიხდით ყველაფრის გამო... ანხელს გაეცინა და ელიანს მხარზე ხელი დაარტყა: _ სასახლე?! დიდი ხანია შენი აღარააა! სრულიად აღარ გახსოვს?! ფერის გადაეცი! ელფერის! ახლა შენ მისი მოსამსახურე ხარ, მისი ცხოველების! ყველაფერი აქ წერია, _ და ფერის დამალული ქაღალდები აუფრიალა თვალწინ: _ მშობლები... ხო მშობლებზეც წერია... მოსამსახურეებიც სასახლეში რჩებიან და სადაც უნდათ, იქ გაისეირნონო... _ სიცილით ჩაათავა ანხელმა. _ რა წერია ჩემს მშობლებზე?! _ გაუკვირდა კაცს და ანხელს შეხედა. _ მშობლებს შევიწყალებო, _ გაუღიმა ცოლის ძმამ: _ დააბრუნე ეს ჩემოდნები სიძევ, ოთახში და მშობლებიც დააბრუნე უკან! _ რა წერია ჩემს მშობლებზე?! _ აქ იცხოვრებენ! ნუ დარდობ... შენ კი ცხოველებს უნდა მიხედო! _ მანახე ეგ საბუთები... _ არააა..._ თქვა კაცმა და საბუთები ხელში დაიჭირა: _ მართლა არ გახსოვს ხელი რას მოაწერე?! ელიანი დაფიქრდა და გაახსენდა: _ ხელი მოვაწერე რაღაცას, მაგრამ რას, არ წამაკითხა ფერიმ... _ თქვა და ანხელს გახედა. _ არა უშავს, ცუდი არაფერი წერია მანდ. ახლა აჯობებს საქმეს მივხედოთ. ანხელმა ხელი წაავლო და კიბეზე აიყვანა. ელიანი გაკვირვებული მიჰყვებოდა და მის სახეს აკვირდებოდა, კაცმა გადახედა სიძეს და მერე მშობლებს მიუტრიალდა, რომელიც ისევ კართან იდგნენ: _ დედა, ჩემი საყვარელი გოგო ჩამოდის! _ თქვა და უცბად ყველა გაშეშდა. ბიჭმა გადაიხარხარა და ელიანს მიუბრუნდა: _ ჩემი სიყვარული ფრანკა ჩამოდის! _ მერე ბატონ რაფაელზე გააჩერა მზერა: _ ბატონო რაფაელ, დროა ჩემოდნები ამოალაგოთ! არცერთი თქვენგანი აქედან არ წავა, აქ უნდა იცხოვროთ ფერის მოსვლამდე. _ თქვა, ელიანს ხელი გადახვია და ფერის ოთახამდე მიაცილა. ელიანი ოთახში შევიდა და გახარებულმა ხელებში ჩარგო თავი. რამდენიმე ხანში გაემზადა და საჯინიბოსკენ დაიძრა. ფაბი დაინახა თუ არა, მაშინვე გაუშვა სახლში დასასვენებლად და კარში გასვლისას მიუტრიალდა: _ ფაბი... ანხელთან ერთად შეგიძლია გაისეირნო... ჩემი ცხენით... _ უთხრა და გაღიმებული მუშაობას შეუდგა... ფრანკა იმ დღესვე ჩამოვიდა. ფელისიას მიეხუტა, აკოცა და თან დაამშვიდა, ფერი კარგად იქნებაო. ყველაზე ბოლოს ანხელს მოხვია ხელები. კაცმაც ბედნიერმა მიაცილა ოთახამდე და დასვენებაც აცალა. მერე კი საჯინიბოში წაიყვანა ცხოველების სანახავად. ელიანი ცხენებთან იყო, დემიანს ეფერებოდა და ფერი ახსენდებოდა... ცხენს ხელებს ხვევდა და თითქოს ქალის სიახლოვეს გრძნობდა და მშვიდდებოდა. ანხელმა და ფრანკამ დაინახეს თუ არა, გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს. ელიანმა მაშინვე იკითხა, ფერიც ხომ არ დაბრუნდაო. შეყვარებულებს გაეცინათ და დაამშვიდეს, შენი ფერი მალე მოვაო, მერე კი ცხენით ერთად გაჭენდნენ მინდვრებისკენ. თან სასახლის ამბებზე საუბრობდნენ. საღამოობით ელიანი ბავშვთან ერთად იჯდა და წიგნს კითხულობდნენ. როცა ეცალა, დამიანს ხელს მოჰკიდებდა და მინდორში მისეირნობდნენ ერთად. დამიანმა უკვე იცოდა სპილოს და ცხენებს რა სჭირდებოდათ და რა არა... მათი დანახვით და მათთან გატარებული დღეებით ხალისდებოდა და ისე ევლებოდნენ თავზე სასახლეშიც, რომ ფერი გაახსენდებოდა თუ არა, არც კი აცლიდნენ მასზე ლაპარაკს და ამხიარულებდნენ. ელიანი ბავშვს თავისი ხელით აბანავებდა, მერე ეზოში სათამაშოდ ან ცხოველებთან უშვებდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.