დანაშაული I ნაწილი {სრულად}
ფანჯრის რაფაზე მოსეირნე წვიმის წვეთებს უყურებდა.თაფლიანი ჩაის თანხლებით მშვიდ მუსიკას უსმენდა და არემარეს გამალებით აკვირდებოდა.წითელში შემოსილი ქალაქი სასეირნოდ იხმობდა,მაგრამ,როგორც ყოველთვის ახლაც საკუთარ თავს აიძულებდა ყურადღება არ მიექცია.ჭიქას გრძელი თითები მოხვია და ამჯერად მზერა მოპირდაპირე მაგიდას გაუსწორა.პატარა გოგონა მამასთან ერთად იჯდა და მიუხედავად გარეთ არსებული ამინდისა ნაყინს ითხოვდა.კაციც მთელი ძალით ცდილობდა აეხსნა, თუ რაოდენ საშიში იყო ოქტომბერში ნაყინის ჭამა მისი პატარ ყელისთვის,პარალელურად ლოყებს უკოცნიდა და პატარა საოცრების სიცილიც კაფეს ბედნიერებით ავსებდა. როცა ჩაი დაასრულა, წასვლაც ინება,თბილად გაეხვია ნაქსოვ მოსაცმელში და გზას მაინც ფეხით დაადგა.ცდილობდა სახე წვეთებისთვის ისე შეეშვირა, სხვებს რომ არ დაენახათ.წვიმის წვეთებიც თითქოს განგებ არ წგვეტდნენ გულს და მის სახეზე ნაზად დასრიალებდნენ. ნაცნობი შენობის დანახვისას ტანში უსიამოვნოდ დაუარა.ისევ ის სახლი,ისევ მდიდრული, მაგრამ უღიმღამო ოთახები და ერთი "სიმშვიდის კაბინეტი", რომელიც წიგნებით იყო სავსე.გასაღები კარს მოარგო და მალევე აღმოჩნდა სრულიად ცარიელ სახლში,რომლის კედლებიც მას სულს უხუთავდნენ,მიუხედავად იმისა რომ უამრავი ბედნიერი მოგონებით იყვნენ სავსე. ისევ საკუთარ სამფლიბელოს კართან აღმოჩნდა.ყოველდღე თავს პირობას აძლევდა რომ იქ არ შევიდოდა მაგრამ მაინც გული იქით უწევდა.სახელურს კარგახანს ებღაუჭებოდა,ბოლოს მაინც ვერ გაუძლო და ძალაგამოცლილი შევიდა "სიმშვიდის კაბინეტში".ვიწრო,ბნელი ოთახი იყო.ყოველგვარი ელექტრომოწყობილობების გარეშე.კედელზე საღებავებით მოხატული ფიგურები,ხილი და ცხოველები იყო.ერთ ადგილას ხელის ანაბეჭდებიც ჩანდა.მაგიდასა და თაროებზე წიგნებთან ერთად სანთლები ეწყო."მე და შენ...მხოლოდ მე,შენ,რომანტიკა და წიგნები...როგორც მეჩვიდმეტე საუკუნის ადამიანები,თანამედროვეობა არ გვჭირდება...ეს ოთახი შენია,შენ კი ჩემი!" ფრაზის ამოტივტივებისთანავე ცრემლები მოაწვა,მარგამ თავი აიძულა ეს მლაშე სითხე ისე გაექრო მის ღაწვებზე რომ არ გაეკვლია გზა. -ამას შეძლებ!-თავს შეუძახა და კარი ისე გამოიხურა თითქოს სამუდამოდ დაკეტა. მისაღებიდან ტელეფონის ხმა მოესმა.არ აჩქარებულა,მეტიც ისეთი შეგრძნება დაგრჩებოდათ თითქოს განზრახ აგვიანებდა მობილურამდე მისვლას,მოწყობილობაც მის ჯიბრზე არ ჩერდებოდა.დახედა თუ არა მაშინვე უფრო მოეღუშა სახე. -გისმენ! -ლილიან,შვილო!-ისევ ნამტირალები ხმა. -გისმენ! -როგირ ხარ? -ყოველდღე ამის კითხვა უკეთ ვერ გამხდის ნინო! -ვიცი,ვიცი მაპატიე!...იქნებ ჩვენთან მოხვიდე?! -საღამოს მოვალ,გპირდები...ისედაც ვაპირებდი მოსვლას დღეს!...მომენატრე! -მეც ჩემო ლამაზო მეც! -ახლა გავთიშავ კარგი? -კარგი შვილო!-მასთან საუბარი უარესად ხდიდა,არ იცოდა რა უნდა ეთქვა...და მაინც რას ეტყოდა ერთმანეთს ის ორი ქალი, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად ტკიოდა. როგორც კი შეძლო მაშინვე მანქანის საჭესთან დაიკავა ადგილი და ნინოსთან წავიდა.ეზოში შევიდა თუ არა გული აუჩქარდა.უფროსი თოლორდავა ეზოში იჯდა,ძველი დროისგან განსხვავებით არაფერს აკეთებდა,იარაღები გვერდით გადაედო და მთებს გაჰყურებდა...თითქოს მათში იმას ეძებდა, რაც დაკარგა. -ლადო!-მკრთალად გაუღიმა. -ლილი!-ფეხზე წამოდგა კაცი და მის შესახვედრად მოემზადა,გოგონაც მალევე გაიქცა და მთელი ძალით მოეხვია-მოხვედი!....ჩემი ძლიერი გოგო! -გეფიცები ფეხზე დავდგებით...მის გამო,ნინოსაც ვაიძულებთ, გაუძლოს! -სახლშია! -შევიდეთ კარგი? -წავიდეთ შვილო,წავიდეთ! -ნინო!-დაიჩურჩულა გოგომ, როგორც კი მილეული ქალი დაინახა -მომენატრე!-მაშინვე მოეხვია.მათთან არ იტირებდა,არასდროს არ იტირებდა და მათ გულს არ დაამძიმებდა. -ჩემი გოგო!ჩემი ლამაზი...ღმერთო შენ გვიშველე...ისიც გასწირე არა?! -ნინო!-ქმარმა მაშინვე ანიშნა, გაჩერდიო, მაგრამ აბა რა გააჩერებდა ადამიანს, რომლისთვისაც ყველაფერი სულერთია-ღმერთო, როგორ დაგვტანჯე! -ნინო დამშვიდდი,წნევა აგიწევს და ასე თუ უნდა გენერვიულა სულ არ ამოვიდოდი! -შენც არ დამტოვო ჩემო გოგოვ! გემუდარები შენც არ დამტოვო! -სუუუ!არასდროს,არც იფიქრო...თქვენც ჩემი მშობლები ხართ! -ვაი ჩემო საწყალო შვილო!ეს რა დაგვმართე...ეს გოგი მაინც როგორ გაიმეტე! -ასეთს ვერ გიყურებ ნინო!გთხოვ მეც შემიბრალე...ხომ მეუბნებოდი შენც ჩემი შვილი ხარო,ხოდა ჩემი ხათრით გააგრძელე ცხოვრება...ჩემი თუ არა მაქსიმეს სულის ხათრით...ხომ იცი ასეთს ვერ აგიტანდა! -ამას მეუბნები და შენც შავები გაცვია! -ეს სიმბოლური ფერი არაა ნინო...ეს უბრალოდ ჩემი განწყობაა...ეს არ ნიშნავს რომ მე ვერ ჩავიცვამ თეთრს ან წითელს...ახლა წითელი რომ მეცვას უფრ სწორია მაგრამ არ ვარ ფერად განწყობაზე! -როგორ დაგვეტანჯე,.....ყველა ვამაყობთ მისით მაგარამ....-სიტყვა გაუწყდა ქალს. -ჰო....ალბათ უნდა ვამაყობდე,მაგრამ ვბრაზობ ნინო! მასზე ისე ვბრაზობ საკუტარი თავის მრცხვენია!-ცრემლებმა მხედველობა დაუბინდა-იმდენჯერ ვთხოვე არ წასულიყო...იმდენჯერ შევევედრე....კარგად იცი, მუხლებშიც ჩავუვარდი! -შენც ხომ იცი მასში იმდენად დიდი დოზით იყო ეს ყველაფერი, ვერ მოერეოდა ლილი! -ნეტავ დაეჯერებინა....ლაჩარივით მოქცეულიყო და არ მივეტოვებინე! -საფლავზე ისევ არ ყოფილხარ არა?!-ლადოს დამძიმებული ხმა გაისმა. -არ შემიძლია!....არ მჯნდა მისი ასე დანახვა! -თავს ძლიერად გვაჩვენებ,მაგრამ მე ხომ ვიცი როგორი გატეხილი ხარ?!იქნებ სჯობს ეს ნაბიჯი გადადგა,სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო....როდემდე დააჯერებ თავს,რომ ისევ იქაა და რამდენიმე თვეში დაბრუნდება? -მე არ... -ნუ მატყუებ!-ბრაზი იგრძნობოდა უფროსი თოლორფავას ხმაში-ვიცი,რომ კარს ისევ ღიას ტოვებ!ასე მხოლოდ მაშინ იქცეოდი, როცა მაქსიმეს დაბრუნებას ელოდი! ამიტომაც გაქვს ეს მოჩვენებითი სიმშვიდე!-მერე თავზე ხელი გადაუსვა და ხმა შეარბილა-ლილიან, ჩვენ შენ შვილად მიგიღეთ...კარგად იცი, მასზე ნაკლებად არასდროს მყვარებიხარ....უნდა გაიგო,ის აღარ დაბრუნდება! -ჩვენ მისი დამწვარი სხეული ვნახეთ...შესაძლოა აერიათ! -შენი ნაჩუქარი სამაჯური ეკეთა!კარგად იცი,რომ მომკვდარიყო არც დაკარგავდა და არც დათმობდა...გარდა ამისა,ანალიზებმაც აჩვენეს...ის იყო!-ბოლო სიტყვებმა თავადაც წაართვეს ძალა-მის საფლავთან მიდი და რეალობას თვალი გაუსწორე...მერე კი ახალი ცხოვრება დაიწყე! -მის გარეშე ეს როგორ უნდა შევძლო?!-სასოწარკვეთილი სახე არანაკლებ განადგურებული მამისკენ შეაბრუნა და ამჯერად თავს საშუალება მისცა მის მხარზე ეტირა. -შენ ძლიერი გოგო ხარ!აუცილებლად შეძლებ,ჩვენ შენ გვერდით ვართ!....მხოლოდ შენთვის ვცოცხლობთ,თორემ მაქსიმეს შემდეგ კი უნდა მკმეკლა თავი!-საუბარში ნინოც ჩაერთო. .......... სახლში დაბრუნებამდე მანქანა სასაფლაოსკენ წაიყვანა.შესასვლელში გაჩერდა და წინ გადაშლილ ხედს თვალი გაუსწორა.რამდენჯერმე სცადა გადასვლა,უნდოდა მასთან მისულიყო და ისევ გულიანად ეტირა,მაგრამ არ გამოსდიოდა.საჭეს შუბლი მიაბჯინა და თვალები ძლიერად დახუჭა.ასე დაახლოებით ნახევარი საათი იყო,ბოლოს მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავიდა. -სად იყავი?-კარს აღებდა, ქალის ხმა რომ გაიგო. -კარგად დედა შენ?-უკან არც მიუხედავს. -სახლში შევიდეთ სერიოზულად უნდა გესაუბრო!-როგორც კი მისაღებში შევიდნენ, მაშინვე საქმეზე გადავიდა-ლილიან, უკვე ერთი წელი გავიდა.... -ისევ იგივე დასაწყისი! ვიცი რაზეც გინდა საუბარი და სჯობს ახლავე შეწყვიტო ირინა! -ერთხელ და სამუდამოდ მორჩი გლოვას! -არ ვგლოვობ! -ქვრივი ხარ,ვიცი ძნელია,თავს იმდენად მარტო გრძნობ, რომ გგონია ჩვენ ყველას გვიხარია რაც მოხდა! -ასე არაა! -შენ ქმარი აღარ გყავს და ვიცი, როგორც ხარ!ეს მეც გამომიცდია! -ჩემ და შენ სიტუაციას ერთმანეთს ნუ ადარებ!...შენ ქმარი იმ წამიდან აღარ გყავდა, რაც მამაჩემი გარდაიცვალა,მე კი ახლაც მყავს და სიცოცხლის ბოლომდე მეყოლება,თუნდაც მკვდარი! -როდის განაგრძობ ისეთ ცხოვრებას, როგორიც მაქსიმემდე გქონდა! -არასდროს!მაქსიმემდე ჩემთვის არაფერი არსებობს! -და არც მას შემდეგ? -შემდეგ?დედა, გგინია, მისი სიკვდილი დაასრულებს ჩემში არსებულ თოლორდავას?! -უნდა გესმოდეს, რომ ცხოვრებაში სიყვარული მხოლოდ ერთხელ არ მოდის!აუცილებლად შეგიყვარდება ვინმე სხვა! -მე?-სიცილი დაიწყო-მართლა გჯერა, რომ მე შევძლებ, ვინმე შევიყვარო?როგორ?როგორ უნდა შემიყვარდეს ვინმე, როცა უკვე სიგიჟემდე მიყვარს! -უნდა დაივიწყო!წავიდა,აღარ დაბრუნდება....ცხოვრება უნდა გააგრძელო! -ცხოვრებას ვაგრძელებ!ვმუშაობ,მეგობრებს ვხვდები...მეტი რა გავაკეთო?.... -ფსიქოლოგთან მიდი! -რატომ? -დაგეხმარება!დეპრესია გაქვს! -რადგან შენ მსგავსად მეორე წელსვე ახალი არავინ მოვძებნე და უბრალოდ აღარ ვაპირებ შევიყვარო დეპრესია მაქვს? -გაქვს! -დედა მორჩი ან წადი აქედან! -მაგდებ? -ხო!...გაგდებ! -არ მჯერა! -არც მე!ჩემთან ამ თემაზე საუბარი აღარ გაბედო! -აზრიც არ აქვს!-უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ჩანთას დასწვდა-ნახვამდის! პასუხი არ გაუცია,ფეხები სავარძელზე აწია და ლოყა მუხლებზე ჩამოდო...დაფიქრდა,ვერ ხვდებოდა,რატომ ხედავდნენ მის მარტოობაში ამხელა პრობლემას, მხოლოდ ერთი წელი იყო, რაც საყვარელი ადამიანი დაკარგა და უკვე ყველა ელოდა, რომ ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო....თავად მხოლოდ ერთი რამ სურდა,წარსულში დაბრუნება და მაქსიმეს გვერდით ყოფნა.მისი სურნელი მოენატრა,მისი ღიმილი,ხმა,მასთან ჩახუტება ჰაერივით ესაჭიროებოდა...თავადაც იცოდა,აღარასდროს დაბრუნდებოდა,ამიტომ ილუზიაში არ ცხოვრობდა,უბრალოდ ძველ ჩვევებს არ ივიწყებდა,ქვრივის სტატუსს არ ირგებდა, ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდა, ისე თითქოს სახლში დაბრუნებულს კვლავ დახვდებოდა საყვარელი ქმარი,დამწვარი ტოსტით ხელში,მერე მაგრად დასცინებდა და "გააბრაზებდა". ერთადერთი განსხვავება მის ცხოვრებაში ადამიანის გაქრობა იყო, ისევ ისეთივე მონდომებითა და სიყვარულით ასრულებდა საკუთარ საქმეს.მისი დღე კი ოთახის ცენტრში მდგარი როიალის წინ სრულდებოდა "მისი" საყვარელი მუსიკის ფონზე....ახლაც როიალთან მითავსდა,თითები კლავიშებს შეახო, ჟრუანტელმა დაუარა, თითქის ისევ იგრძნო თოლორდავას თითებს საკუთარ სხეულზე.თვალები დახუჭა. დაინახა. გაახსენდა,მისი კაცი,იქ,როიალთან როგორ დაასრიალებდა თითებს კლავიშებზე. მერე საკუთარი თავი დაინახა,ხელები მაქსიმეს ზურგზე,კოცნა ყელში. თითქოს ისევ გაიგონა: "-მეტიც არ მინდა ვინმე სხვისთვის წერდე! -უსამართლო ბრალდებაა!...მე მხოლოდ ერთი მუზა მყავს!" მერე თვალები გაახილა,ფეხზე სრაფად წამოდგა და კარისკენ გაიქცა.სირბილით მივიდა მანქანამდე.ისე ატარებდა თითქოს ვიღაცასთან მიიჩქაროდა. ან იწნებ...მიიჩქაროდა კიდეც. საფლავებს შორის გზა ჩქარა გაიკვლია.როგორც კი მიუახლივდა მამაკაცის ზურგი დაინახა.გაუკვირდა, იცოდა ამ დროს ლადო არ იქნებოდა.ბევრი აღარ უფიქრია,მამაკაცისკენ დაიძრა,ისე მიუახლოვდა უცნობს არც კი უგრძვნია.მხარზე ხელი დაადო და თითქოს სიზმრებიდან გამიაფხიზლა კაცო.დენდარტყმულივით შემობრუნდა და ლილიანი რომ დაინახა თითქოს დაპატარავდა. -ლილიან! -შენ..აქ რას აკეთებ!-სჯმშვიდეს ძლივსძლივობით ინარჩუნებდა ჯაყელი-როგორ გაბედე! -ლილიან გთხოვ! -რას მთხოვ დათაა! -მაპატიეთ! -რა უნდა გაპატიო!მკვლელი ხარ...შენ გამო წამოვიდა! ფეხიც შენ გამი დადგა!-ყვიროდა და მხარზე ხელს ურტყამდა კაცს. -უბედური შემთხვევა იყო!ასე არ უნდა მომხდარიყო....ის არ უნდა გამომკიდებოდა!-მშვიდად საუბრობდა კაცი,თუმცა აშკარა იყო, შინაგანად კვდებოდა-არ ვიცოდი ნაღმი თუ იქნებოდა! -მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს!...წადი!არ მინდა შენი დანახვა ამირეჯიბო! -შემიძულეთ...ვიცი, ამის ღირსი ვარ,მაგრამ დაიმახსოვრეთ, მე იქ მასთან ერთად უკვე მოვკვდი!-ლილანმა ისე აქცია ზურგი თითქოს მისი სიტყვები არ გაუგონია,თიქთოს მისი აცრემლებული თვალები არ დაუნახავს.არც ამირეჯიბს შეეძლო მისგან გაგება მოეთხოვა,კარგად იცოდა თავადაც ასე მოიქცეოდა მის ადგილას რომ ყოფილიყო,არც თვითონ მოუნდებოდა ვინმეს თავისმართლების მოსმენა-მაპატიე მაქსიმე!-გრანიტის ქვასთან დაიხარა და იმ ადამიანის სახეს გაუსწორა თვალი, რომელიც არასდროს კიცხავდა, რომელსაც ესმოდა მისი ყველა ტკივილი,სევდა.მხოლოდ თოლორდავამ იცოდა მისი საიდუმლო-გეფიცები...გეფიცები დავსჯი და მერე მეც....მეც.....ამის უფლება არ მაქვს მაქს...არ მაქვს,მაგრამ ცუდად ვარ!ძალიან ცუდად! და ის, რომ იმის შემდეგ, რაც გაგიკეტე ისევ საკუთარ თავზე ვფიქრობ უფრო ცუდად მხდის!....რა მოხდება აქ რომ იყო!მჭირდები! სახლში ისეთი გაბრაზებული დაბრუნდა, ლამის ყველაფერი დალეწა, რაც ხელში მოყვა. ვერ პატიობდა ამირეჯიბს და სიმართლე იქნება. ვთქვათ, ამის არც სურვილი ჰქონდა. ასეც ხდება ხოლმე, როცა დამნაშავეს ვერ პოულობ, სურვილი გიჩნდება ვინმე იპოვო, ვისზეც საკუთარ ბრაზს გადმოიტან. ამ შემთხვევაში დათა საუკეთესო ვარიანტი იყო. მაქსიმე მისი ზარის შემდეგ წავიდა და როგორც ჩანს, გარდაცვალებისას მის გვერდით იმყოფებოდა. იცოდა, არასწორად იქცეოდა, მაგრამ არანაირი სურვილი არ ჰქონდა სხვაზე ეფიქრა მაშინ, როცა ყველაზე დიდ დაზარალებულად თავად თვლიდა თავს. მაქსიმე მისთვის ნამდვილი მეგობარი იყო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს მის გამოჩენამდე გვერდით არავინ ჰყოლია და მსგავსი იმედის გაქრობას ვერავის აპატიებდა. -წყეულიმც იყავ ამირეჯიბო!- სასოწარკვეთილს აღმოხდა და საწოლთან, იატაკზე ჩამოჯდა...თავი ისევ მუხლებს ჩამოსდო და სიჩუმით ტკბობა დაიწყო. არაფერზე ფიქრობდა, სინამდვილეში თავადაც უნდოდა, დეპრესიულის სახე მოეშორებინა, ადამიანს დამგვანებოდა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ მისი ამოვარდნილი ძვლები უკვე იმდენად თვალშისაცემი იყო, აღარ მოწონდა.ჩაშავებული უპეები თითქოს ახლა შენიშნა,აშკარაა, მაქსიმეს როიალთან გატარებული ღამეების შედეგი იყო, არც მხოლოდ ყავა აძლევდა იმდენ ენერგიას, რომ ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა. წამოდგა და სამზარეულოსკენ დაიძრა...მაცივარი გააღო, მაგრამ ვერაფერი იპოვა...მერე გაახსენდა, უკვე კარგახანია პროდუქტები აღარ შეუძენია...თითქოს თავში რაღაც ბლაგვი მოხვდა..იგრძნო რამდენად საცოდავი ჩანდა სხვების თვალში და მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ მისი ჩვეულებრივი ცხოვრება სულაც აღარ იყო ჩვეულებრივი. მანქანის გასაღები აიღო და სუპერმარკეტისკენ დაიძრა...იმდენი ვერ გათვალა, რომ უკვე ღამის ოთხი სრულდებოდა და არც ერთი მაღაზია ღია აღარ იყო. კიდევ ერთი მაღაზიის კარი რომ დახვდა დაკეტილი დანებდა და მანქანაში ბრუნდებოდა, გზის გადაკვეთის დროს მის ფეხებთან მანქანამ რომ დაამუხრუჭა. შოკისგან ადგილზე გაშეშდა. -ნორმალური ხაართ? გზაზე არ იყურებით?- გიჟივით გამოვარდა მამაკაცი-ყურადღებით უნდა იყოთ! -მაპატიეთ...- ამოიჩურჩულა, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ძალა აღარ ეყო და მამაკაცის მკლავებში ამოყო თავი. **** როცა გაიღვიძა აღმოაჩინა, რომ სრულიად სხვა ოთახში იყო. პანიკა არ მოუწყვია, მშვიდად წამოდგა და გარემოს თვალი მოავლო. სტუდიოს ტიპის ბინა იყო საწოლი პირდაპირ სამზარეულოს გაჰყურებდა და მანაც მალევე შეამჩნია სამზარეულოს სკამზე მოთავსებული კაცი, მშვიდად რომ მიირთმევდა ყავას. -აქ რას ვაკეთებ?-უძლური ხმით ძლივსძლოივობით წარმოთქვა სიტყვები. -მშვენიერი კითხვაა!....დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემს მანქანას შეუვარდი! -მახსოვს, როგორ დამარტყი კინაღამ მანქანით!-მკაცრად გამოსცრა. -მერე კი მკლავებშიც ჩამივარდი! -ვერ გავიგე?! -რა არის გაუგებარი…გული წაგივიდა! ალბათ შიმშილისა და სიცივიდგან!....სახლი არ გაქვს?ტანსაცმელი? ამ სიცივეში ასე სიარული ნამდვილად მოგკლავს…სად ცხოვრობ…ჩემს მეგობარს თავშესაფარი აქვს! -სახლი მაქვს! ტანსაცმელიც და საკვებიც!-თვალები გადაატრიალა. -გეტყობა კი! -თუ არ გჯერა შენი პრობლემაა…ჩემს მანქანასთან მიმიყვანე ზუსტად ისე, როგორც წამომიყვანე! -მოიცა?!-გაოცებულმა შეხედა. -რა გქვია? -კოსტა! -კოსტა მე ლილიან თოლორდავა ვარ და არც უსახლკარო გახლავართ….ახლა კი გმადლობ დახმარებისთვის, მაგრამ სახლში უნდა დამაბრუნო! საქმე მაქვს…საქმიანი შეხვედრა ერთ საათში და ვერაფერს მოვასწრებ! -კარგი, მაგრამ გესაუზმა მაინც?! -არ ვსაუზმობ! -ეჭვი მაქვს საერთოდ არ იკვებები! -დიდხანს განაგრძნობ ჩემს გარეგნობაზე საუბარს?...უკულტურობაა სხვათაშორის! -ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს? -კოსტანტინე!ზედმეტი მოგდით….რაც უნდა იყოს ეს თქვენი საქმე არაა!... როგორც ჩანს, თქვენთან საერთო ენას ვერ გამოვნახავ!უკან ჩემით დავბრუნდები!-ისე გაიხურა კარი კოსტას სიტყვები აღარ გაუგონია. ტაქსი გააჩერა და მანქანამდე მივიდა…მიუხედავად იმისა, რომ უკვე აშკარად აგვიანებდა, მარკეტში შეიარა და პროდუქტები იყიდა. მერე უცებ გაიქცა ოფისში და მუშაობას შეუდგა.თავით გადაერთო საქმეში…გვერდი ისევ მისმა საყვარელმა ყავამ დაუმშვენა. შეხვედრის დრო რომ მოვიდა, მდივანმა შეატყობინა, რომ მომავალი პარტნიორები უკვე საკონფერენციოში ელოდნენ.თავადაც მაშინვე წამოდგა…ვერ იტანდა როცა აგვიანებდ მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ დღეს თავად ალოდინეს და ამის მოთმენა ნამდვილად არ სურდა. კარი შეაღო თუ არა თავისი ადგილისკენ დაიძრა ისე, რომ საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება ვინ ისხდა სკამებზე. როცა ეკრანის წინ დაიკავა ადგილი კი მზერა პრეზენტატორს გაუსწორა და ბრაზით აივსო.უხმოდ უყურებდა, თუ როგორი ენთუზიაზმით აკეთებდა პრეზენტაციას, მაგრამ თავად ყველანაირი ემოციისგან თავს იკავებდა. როგორც კი მორჩა მაშინვე შეტევაზე გადავიდა. -შენი თავი ვინ გგონია? -დილით რომ გავიგე შენ იყავი, თავად წამოვედი ხელშეკრულების გასაფორმებლად!-ირონიულად გაუღიმა კაცმა. -გიმეორებ!შენი თავი ვინ გგონია?! -ბევრი ვინმე…მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში კონსტანტინე გელოვანი, შენი გადამრჩენელი და კომპანიის მომავალი პარტნიორი! -იმედები უნდა გაგიცრუო! შენ რომ ყურადღებიანი მძღოლი იყო, გადამრჩენელი არ დამჭირდებოდა და მეორეც შენთან ხელშეკრულებას არ გავაფორმებ! -პირადი აგრესიის გამო უარს ვერ იტყვი!-თვალები აატრიალა გელოვანმა. -არა! ზედმეტად უპასუხისმგებლო ჩანხართ ბატონო კონსტანტინე! -ძალიან ცდებით ქალბატონო ლილიან…თანაც ეს გარიგება თქვენთვისაც სასარგებლოა! -ვითომ რატომ?-მისი მოსმენა აღარ სურდა -თქვენი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბევრი მტერი გამოგიჩნდათ! ცდილობენ დარტყმა მოგაყენონ და აქციების ფასები დაგიგდონ…თქვენ მე გჭირდებთ!-კმაყოფილი ჩანდა კაცი. -არც კი გაბედო ჩემი შეწუხება, საქმეებზე მხოლოდ ჩემს თანაშემწეს დაუკავშირდი! - როგორც ინებებთ!-თავი დაუკრა და ოთახი დატოვა. მარტო დარჩენილმა ისევ იმ საკითხზე დაიწყო ფიქრი.კარგად გაიაზრა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ამიტომ თანაშემწეს ინსტრუქტორის აყვანა უბრძანა თავად კი ერთკვირიანი შვებულებით ტკბობა გადაწყვიტა.სახლში შესვლისთაბავე გამოიცვალა, ტანზე საყვარელი სპორტულები მოირგო და მზადება დაიწყო. საკვებს უყურებდა და საერთოდ არ სურდა მისი გასინჯვა, მადა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გადაყლაპა….რამდენიმე ლუკმა ჰქონდა ნაჭამი გულისრევა რომ იგრძნო და მაშინვე სააბაზანოსკენ გაიქცა.რამდენიმე წუთიანი “პროცედურის” შემდეგ ისევ ზიზღით გაუსწორა თვალი სარკეს…თავი ეზიზღებოდა ამ სიტუაციაში რომ აღმოჩნდა.უკვე ენერგიაც დაკარგა და ისევ ძილი გადაწყვიტა.ფარდები საგულდაგულოდ ჩამოაფარა და საწოლში კომფორტულად მოთავსდა, რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ მიხვდა, უკვე ესეც აღარ შეეძლო…უკვე ერთი წელია წამლების გარეშე ვერ იძინებდა. გარშემო ყველა მართალი იყო! ....... სახლში გამთენიისას შევიდა. შხაპის პარალელურად მომხდარზე ფიქრობდა. ლილიანის სახე თვალებიდან არ ამოსდიოდა, ვერ ივიწყებდა მის ცრემლებს, ბრალდებას ვერ ივიწყებდა. ძალიან უნდოდა, თავის მართლება შეძლებოდა, მაგრამ თავს თავადაც დამნაშავედ გრძნობდა.ოჯახს ამხედრებული, პატარა ბიჭივით მოიქცა. ბაბუასთნ კამათის შემდეგ, მას მერე, რაც შემთხვევით გაიგო უფროსი ამირეჯიბის საუბარი და საბოლოოდ გაიაზრა მისი სურვილების აბსურდულობა, ცხელ გულზე სასწრაფოდ მოაგროვა საჭირო ნივთები და, ვინაიდან ბიძაშვილზე საშინლად გაბრაზებული იყო, მხოლოდ მაქსიმეს შეატყობინა, ერთადერთ ადამიანს, რომელსაც მაშინ ენდობოდა. ბრძოლაში მიდიოდა, მარტოდმარტო, თითქოს თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული.წავიდა...ცხოვრებაში ყველაზე დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო მოხდა ის, რაც მოხდა. მის ახირებას გაჰყვა თოლორდავა და მის დასაცავად გაქცეულმა დაადგა ფეხი ნაღმს. დაორთქლილილი სარკე გაწმინდა და საკუთარ გამოსახულებას თვალი გაუსწორა. ტყვიების კვალი ჯერ კიდევ აჩნდა მის სხეულს, თუმცა ფიზიკურ ტკივილს ვეღარ გრძნობდა....ერთადერთი რაც ახლა აწუხებდა სულის სიმძიმე იყო. წარსულის ლანდი, მაქსიმეს სიკვდილს რომ ახსენებდა, არასდროს გაქრებოდა. სააბაზანოდან გამოსული უკვე გამზადებულ ტანსაცმელს დასწვდა და ის იყო პირსახოცი უნდა მოეშორებინა, კარის ხმა რომ გაიგო, -ელენე?!- გაკვირვებული მზერა მიაპყრო გოგონას. -დათაა!...ჯანდაბა!- ნახევრად შიშველი კაცის დანახვისთანავე თვალებზე ხელები აიფარა და ისევ კარისკენ შებრუნდა-აქ რა გინდა?! -ჩემს ოთახში?....აქ რა გინდა ელე..ნე?!-აწითლებულ გოგოს თავზე წამოადგა- ჩემს სახლში ამ დილაადრიან....ესეც არ იკმარე.... -შეწყვიტე!...ვიმალები! მეგონა უკვე უნივერსიტეტში იყავი! -დღეს შაბათია! არ ვმუშაობ! ვის ემალები? -ყველას!- ცდილობდა დაბნეული მზერა მოეშორებინა მამაკაცისთვის-ბაბუაშენმა დაგვპატიჟა...მათ კი დილიდან დალევა დაიწყეს...შენ ხომ იცი?! ვერ ვიტან ნასვამ კაცებს! კარგი?!-თვალებში დაჟინებით ჩააცქერდა-ჩემს ოთახში რატომ შემოდი? შენს საქმროსთან რატომ არ გაიქეცი? -ზურა... -ხო ელენე! გეკითხები ზურასთან რატომ არ წადი? -დათუჩაა!-კარში მაღალი ბიჭი გამოჩნდა და მოსაუბრეებს მზერა გაუსწორა- ელენიკო შენც აქ ხარ? რა ხდება? - აი შენი საქმროც მოვიდა ბავშვო!გაჰყევი და ნება დამრთეთ ჩავიცვა!- გოგონამ სასწრაფოდ აუარა გვერდი ორივე მათგანს და გიჟივით გავარდა, -ამოხსნი რა ხდება თუ...- მშვიდი მზერა ჰქონდა უფროს ამირეჯიბს. -არაფრის ახსნას ვაპირებ ზურა! თუ რამის მოსმენა გინდა, ელენეს ჰკითხე! -აუცილებლად...როცა გაიზრდებით ორივეს გკითხავთ!-ბოლო სიტყვები უფრო თავის გასაგონად ჩაიბუტბუტა და კარი გაიხურა. როგორც შეძლო ჩუმად გაიპარა სახლიდან და საღამომდე ისეირნა. * სახლში დაბრუნებისას ისევ ხალხის ჟრიამული რომ გაიგონა არ გაჰკვირვებია, თუმცა თავბედი იწყევლა ასე ადრე რომ მოინდომა ოთახში გამოკეტვა. -დათა?! მოხვედი დე? -გამარჯობა!-შეკრებილ საზოგადოებას გაუღიმა და დედას ლოყაზე აკოცა. -როგორი სასიამოვნოა შენი ისევ დანახვა!-ფეხზე წამოდგა უფროსი ბერიძე და ხელი გაუწოდა ამირეჯიბს.როგორ სძულდა ეს გამოხედვა!მისი მლიქვნელი ღიმილი და ყოველ სიტყვაში სარგებლის სურვილი-სახლში არასდროს ხარ დათა!...კარგია ახალგაზრდები უნდა გაერთოთ, აბა ჩვენ აღარაფერი აღარ გვინდა!...ასე არაა ლევან? -ასეა ავთო რას ვიზამთ!-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და შვილს თანაგრძნობით სავსე მზერით გახედა-დაჯექი დათა! -დაღლილი ვარ მომიტევეთ! -უხერხულია სტუმრებთან!-ბაბუამისი ხმა რომ მოესმა,ძარღვები კიდევ უფრო დაებერა-დათა! -კარგი დავით!-სკამი გამოსწია და ამჯერად თავად ქალბატონ ელენეს გაუსწორა მზერა...ეტკინა მისი თვალები, ბრაზს გრძნობდა, სევდას და ვერსად გაურბოდა მის ტკიბილით სავსე მწვანეებს. -როგორ მიდის შენი საქმეები დათა?...ზურა გვიყვებოდა უნივერსიტეტში დაგიწყია მუშაობა!-ქეთევანის სითბოთი სავსე მზერა იგრძნო..ყოველთვის მოსწონდა ეს ქალი,დარწმუნებული იყო, რომ არაფრით გავდა თავის ქმარს. -კარგად ქალბატონო ქეთევან!გმადლობთ! -ომის შემდეგ უნივერსიტეტში რა გინდა ბიჭო?!-ჩაიროხროხა კაცმა. -ახალგაზრდების განათლება მეტად მნიშვნელოვანია ბატონო ავთო! რას ვიზამთ, მათაც სჭირდებათ ვინმე ვინც დაეხმარებათ!....უნდათ თუ არა ეს!-ბოლო სიტყვების წარმოთქმისას წარბ აწია და მის პირდაპირ მჯდომს გაუსწორა. -ხო მაგრამ ბიზნესი? ჩვენმა სასიძომაც უღალატა საოჯახო ტრადიციას და მედიცინას გაჰყვა! -სამაგიეროდ მარიტა ემზადება მართვისთვის!-ბიძაშვილს თვალი ჩაუკრა და ფართოდ გაუღიმა თავის გაზაფხულს-მანამდე კი ჰყავს მმართველები! -არ ვიცი! არ ვიცი! -დამშვიდდი ავთო!-მკაცრად განაცხადა უფროსმა დავითმა-ჩვენ ვართ ბოლომდე დარწმუნებულები მარიტაში! -ეს მეომარი კაცი სახლში დამიჯინეთ და ქალს ბრძოლის წინა ხაზზე უშვებთ ფაქტობრივად!-უკბილო ხუმრობის მოსმენისას იგრძნო რა სისწრაფით მოძრაობდა სისხლი მის ძარღვებში და მტრულად გახედა ბერიძეს,თუმცა უეცრად მამის გამო დარცხვენილი ელენე მოხვდა თვალში და წამით შეჩერდა. იგრძნო გოგოსაც ისევე ეზიზღებოდა მამამისის შეხედულებები ფულზე, გენდერულ თანასწორობასა და საერთოდ ყველაფერზე, როგორც თავად-მართლა ომზე გამახსენდა! გავიგე ჯილდო მოუციათ!არ უნდა აღნიშნო ბატონო დავით?!--ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა, მაგიდას მთელი ძალით დაკრა ხელი და ფეხზე წამოხტა. -ვფიქრობ, ამაში აღსანიშნავი არაფერია!....არ გირჩევთ საკუთარ თავზე გამოსცადოთ, როგორია, როცა შენ გამო ათობით ადამიანი კვდება, როცა შენი მეგობარი ნაღმზე ფეთქდება,როცა თანამებრძოლების სისხში ბანაობ!...არ ვიცი ავთო თუ ფიქრობთ, რომ ამაში რამე გასახარია შეკრიბეთ თქვენნაირები, დარწმუნებული ვარ ჩემი ოჯახის წევრებიც არ გამოგაკლდებოან და აღნიშნეთ!....მეტი რა შეგიძლიათ?! იძულება და ქეიფი მანამ სანამ ათასობით ახალგაზრდა ომში კვდება!-თეფში ააყირავა და მთელი სისწრაფით გავარდა ოთახიდან. -აპატიეთ ამ გამოხტომისთვის...ჯერ კიდევ ცუდადაა! -ცუდად ყოფნას სიმართლეს ეძახი დედა?....დიდი ბოდიში მაგრამ ათასჯერ გაგაფრთხილეთ! ყველა! ჩემი ბიძაშვილისთვის ომზე საუბარი არ გაგებათ!ასეთი რთულია ეს დედამო@#$?-არც უფროს ამირეჯიბს დაუკლია ღრიალი. -ზურა! -ახლა არა დავით!-ამოიღრინა-არ შეგეშინდეს პატარავ!-აცრემლებულ დას თავზე აკოცა და თავადაც დათას გზას მიჰყვა. ................ ორმაგად სტკიოდა დათას ტკივილი.იცოდა, რაც გამოსცადა და თავს ვერ პატიობდა, მარტო რომ დატოვა,მაგრამ ამერიკაში იყო, კვალიფიკაციას იმაღლებდა და ოჯახის წევრებიდან არავინ ინება მისი გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რას აპირებდა დათა, თორემ როგორ დაუშვებდა,ბიძაშვილი, რომელსაც თავგამოდებით იცავდა მუდამ, 23 წლსს ასაკში ომში მარტო გაეშვა?!უნივერსიტეტს მიატოვებდა და წაჰყვებოდა!მისთვის სიცოცხლეს გაწირავდა...იმ ტყიებს გადაეფარებოდა, რომელმაც კვალი დატოვეს უმცროსი ამირეჯიბის სხეულზე!...მაგრამ არ გააგებინეს,არ მისცეს ნება დაეცვა, და ახლაც იმას აკეთებდნენ, რითაც სამუდამოდ შეაძულებდნენ მის თავს დათას! მანქანა რომ გააჩერა, მხოლოდ მერე გაიაზრა სად იყო.ფანჯრებში სინათლე ისევ ენთო,თუმცა ფარდები საშუალებას არ აძლევდნენ დაენახა რას აკეთებდა.რადგან იქ იყო ჩათვალა, არ ღრდა მის უნახავად წასვლა...ისევ საქმეს მოიმიზეზებდა,ისევ მორიგეობას დააბრალებდა, ისევ ეტყოდა, პაციენტის მდგომარეობა მაინტერესებსო...რეალურად კი მისი ერთხელ დანახვისთვის სულს გაყიდდა!...ერთი თვის უნახავს სული ეწვოდა, ისე უნდოდა მისი შავი სფეროების დანახვა...ისევ უნდოდა მისი თმის სურნელი შეეგრძნო! კარამდე მანძილი წამებში დაფარა და ზღურბლს უხმაუროდ გადააბიჯა.მაშინვე გაიგონა ხმამაღალი მუსიკის ხმა და გაეღიმა.მისაღების ჩარჩოს მიეყრდნო, თავი გადახარა და მოცეკვავე ქალის ყურება დაიწყო. სპორტულები ეცვა, ხუჭუჭა თმა მხრებზე დაეფინა,ხელში ბოთლი ეჭირა და ცეკვავდა...მთელი გულით, მტელი არსებით ცეკვავდა. უცხო სხეულს რომ მოკრა თვალი, უეცრად გაშეშდა...მასში ზურა რომ ამოიცნო, გახევდა...გამშრალ ყელში ნერწყვი ფრთხილად გაადორა და აცრემლებული თვალები გაუსწორა მამაკაცს. მისკენ დაძრულის დანახვისას გულმა რამდენიმე დარტყმა გამოუტოვა...არ უნდოდა მისი დანახვა,კლინიკაში მენტორიც ამიტომ შეიცვალა, ბრაზობდა მასზე, ვერ იტანდა, მისი მოკვლა უნდოდა, რომ შეძლებოდა მოკლავდა...მოკლავდა ტყუილისთვის, მის თვალებში დანახული ტკივილისთვის...თავი რომ შეაყვარა, იმისთვის! ფიქრებში ისე გაერთო, გვიან გაიაზრა, თუ როგორ ეხვეოდა მამაკაცი. ცხვირი მის ყელში ჩაერგო,თმაზე ხელს უსვამდა და ცდილობდა ბოლო უჯრედამდე შეეგრძნო...თავადაც უნდოდა ხელები მოეხვია, მისი სურნელი ცხვირში უღიტინებდა...ახლა უფრო მძაფრად იგრძნო მონატრება, უნდოდა ეყვირა მიყვარხარო! მაგრამ ამის ნაცვლად ხელი ჰკრა კაცს! -არ მომეკარო! -ნუცა?!-სასოწარკვეთილი ჩანდა ამირეჯიბი. -აქ რა გინდათ ექიმო?-ცრემლებს ვერ უმკლავდებოდა-გადაწყვიტე ერთადერთი მშვიდი დღეც ჩამაშხამო? -მომენატრე!-ვეღარ ტყუოდა!ამის ძალა არ ქონდა, ერთადერთი რაც სჭირდებოდა ეს პატარა გოგო იყო! -ტყუი!...ისევე, როგორც ადრე ახლაც ტყუი ზურა! გინდა დაგიჯერო,მაგრამ თავს აღარ გავიბრიყვებ! -ნეტავ შემეძლოს ასე არ გძულდე! -არ შეგიძლია!...გამორიცხულია არ მძულდე!ამას ვერასდროს შეძლებ!გპირდები სიცოცხლის ბოლომდე ზუსტად ის გრძნიბა მექნება რაც დღეს! -არასდროს მაპატიებ არა?! -რომც გაპატიო რა აზრი აქვს? საცოლე გყავს, არასდროს შეგეძლება ჩემთან იყო!....თუ სინდისის დამშვიდება გინდა, გეტყვი, ჩემთვის სულ ერთია ზურა!სულ ერთია იქნები თუ არა ჩემთან, გიყვარდი თუ არა!სულ ერთია როგორ მატყუებდი! სულ ერთი, როგორ მძულხარ! სულ ერთია, როგორ მტკივა!სულ ერთია,როგორ მახრჩობს ეს ტკივილი! სულ ერთი ხარ! -ასე არაა....ნუცა! -რა ნუცა რაა?ნუცა, ნუცა...ერთხელ სხვა რამე მითხარი...წინადადება დაასრულე!თავი იმართლე!არ ვიცი რამე გააკეთე!-ხელი მთელი ძალით ჰკრა და კედელს მიანარცხა-რამე თქვი! -ვერ გაიგებ!ვერ მიხვდები...რომ ვიცოდე....გეტყოდი!გეტყოდი,მაგრამ არ შემიძლია...დანაშაული უნდა გამოვისყიდო!....შენგან ერთადერთი რაც მჭირდება ისაა, რომ გჯეროდეს ჩემი! -მჯეროდეს? რა მჯეროდეს ზურა?...ამდენი ტყუილის შემდეგ რა გინდა დაგიჯერო?! -ხომ ხედავ!არ შეგიძლია უბრალოდ დრო მომცე ნუცა...სიმართლე რომ გითხრა...არ დამიჯერებ და ისევ ზურგს მაქცევ!-კბილებს შორის გამოსცრა კაცმა. -პრობლემა იცი რა არის? საკუთარ თავს არ უსმენ!...არაფერს აკეთებ და ჩემგან...მოტყუებული ქალისგან ითხოვ გენდო!....არა ზურა!ცხოვრებას არ დავინგრევ...მოვძებნი ადამიანს რომელსაც ვეყვარები და მეც შევიყვარებ...არ დაგელოდები! არ დაველოდები როდის მიხვდები,რომ შენი საცოლე უცებ შენი ცოლია, არ დაველოდები შენნაირ გაიძვერას, რომელსაც სურს ორი ქალი გამოიყენოს! -ჩემზე მართლა ასეთი წარმოდგენა გაქვს?-გაავებული დააცქერდა ზევიდან. -სიმართლე მწარეა?! -ჩემი არ გესმის! -არც მინდა გაგიგო!მეცოდები!-ხელი გამოგლიჯა და ზურგი აქცია-აქ აღარ დაბრუნდე! ............ მისი მეგობარი ჩამოდიოდა, ამიტომ საკუთარი პრობლემები გვერდით გადადო და ხუთი წლის უნახავი ნენესთვის მზადება დაიწო.რა თქმა უნდა, საუკეთესო მეგობრების საღამო იქნებოდა. მოენატრა მათთან გატარებული დრო...საუბრები, რომლებიც ყოველთვის ახალისებდა. ზარის ხმაზე სწრაფად დაიძრა კარისკენ...ამდენი წლის შემდეგ რომ დაინახა, თითქოს გული გაუჩერდა.ისეთი შეცვლილი იყო, ისეთი გაზრდილი თითქოს სრულიად სხვა ადამიანი...გაახსენდა რატომ წავიდა და წამიერად ისევ დასევდიანდა, თუმცა წამში ყველა ფიქრი გაფანტა და ძლიერად მოეხვია მეგობარს. -ღმერთო როგორ მომენატრე!-ამოთქვა ქალმა და კიდევ უფრო ძლიერად მიეკრა ლილიანს. -ნენე!ჩემი ნენე!-ცრემლებს ვერ იკავებდა-შემოდი!-ჩქარა შეიყვანა სახლში და დივანზე ჩამოსვა.თან ყოველმხრივ ათვალიერებდა...უნდოდა რამე მსგავსება ენახა ხუთი წლის წინ გაქცეულ, განადგურებულ გოგოსთან. -მაპატიე ლილ...მაპატიე რომ შენთან არ ვიყავი!-ტირილით ამოთქვა გოგომ-მაქსიმე ჩემთვის ძმა იყო...საკუთარ ძმაზე ძვირფასიც კი! -დაივიწყე ნენე!შენ უფრო ჩემთან იყავი ვიდრე ვინმე სხვა! -ვერ ვიჯერებ, რომ აღარ დაბრუნდება ღიმილით და არ მეტყვის, რომ ვერასდროს გავიზრდები!...თავს ბავშვად მხოლოდ მის გვერდით ვგრძნობდი! -მისთვის განსაკუთრებული იყავი...შენი ტკივილებით!-ბოლო სიტყვის გაგონებისას დაიძაბა გიგანი და გარემოს თვალი შიშით მოავლო. -დანარჩენები არ მოვლენ? -ნუ გეშინია, მალე მოვლენ!-მხარზე ხელი მზრუნველად დაუსვა. -როგორ გახდი ლილ...საერთოდ არ ჭამ? -ცოტახნით დამივიწყე და შენზე მომიყევი...როგორ შეიცვალე?! სულ სხვანაირო ხარ! -ვისწავლე, როგორი უნდა ვიყო! -ისევ გიყვარს? -რატი წარსულია....აღარ მიყვარს!სამუდამოდ დავივიწყე, ის უბრალოდ ჩემი საუკეთესო მეგობრის ქმარია...ისევე, როგორც ყოველთვის! -ჩემი ქმარი გიყვარდა?-ცრემლები ჩაუდგა თვალებში ოთახში იმ წამს შესულ გოგოს...წამიერად სუნთქვა შეეკრა...თითქოს უეცრად გამკრთალი სიძულვილი იმ წამსვე შეიგრძნო და ისევ დანაშაულით აღივსო....ამის ყურება აღარ შეეძლო, არ შეეძლო მისი ზიზღი აეტანა არ უნდოდა. ჩანთას ხელი დაავლო და გასვლას აპირებდა,ისევ რომ გაიგონა ხმა-გაჩერდი! არ წახვიდე მანამ, სანამ კითხვაზე არ მიწასუხებ!-ბოლო ხმაზე ყვიროდა გოგონა-ჩემი მეგობარი ხარ! ეს როგორ გამიკეთე?მე შენ ასე არასდროს მოგექცეოდი! -არასდროს მომექცეოდი?რა გავაკეთე ანაბელ?მითხარი რა გავაკეთე? რატის ყელზე ჩამოვეკიდე? ვუთხარი მიყვარხარ მეთქი? ვაგრძნობინე?...ზედმეტი მზერა მაინც დაგიჭერია ოდესმე?იცი რატომ? იმიტომ, რომ მე რაც შემეძლო შორს წავედი მისგან...უარი ვთქვი ყველაფერზე,ქვეყნიდან გავიქეცი, იმის გამო, რომ არ მინდოდა რაიმე შეცდომით თქვენ შორის ჩავმდგარიყავი.....იცი პრობლემა რა არის? ის რაზეც მეუბნებოდი არასდროს გაგიკეტებდიო უკვე გამიკეთე ბელს....რატი მიყვარდა....იმ საღამოს გითხარით-ცრემლები მოიწმინდა-გითხარით რატი მიყვარს მეთქი...ჩემს სიამაყეს პირველად გადავაბიჯე და ვაღიარე,მაგრამ თქვენ რა ქენით?!არ გაგიგონიათ! იცით რატომ? ანაბელის ტელეფონში იყავით ჩამძვრალი....და ვიღაცას წერდით....არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის ასეა! როცა მე მიჭირს სხვისი სულ მცირე პრობლემაც კი უფრო მნიშვნელოვანია...გავიწყდებოდით, ჩრდილად ვიქცეოდი და მაშინაც ასე მოხდა...ცხოვრებაში პირველად წარმოთქმული "მიყვარს", რომლის თქვენთვის გაზიარებაც მინდოდა, უბრალოდ ჰაერში გაიფანტა....ერთი კვირის შემდეგ მეგობრებისთვის გასაცნობად მოყვანილს შევნიშნე მოეწონე....შენც მოგეწონა და იმ წამიდან დავივიწყე რომ მიყვარდა...ან ვეცადე ამას...მასთან მეგობრობა შევწყვიტე და ჩვეულებრივ სიძედ ვაქციე, რათა ჩემი თავის კონტროლი შემძლებოდა....და შენ მეუბნები რომ გიღალატე? დაფიქრდი ბელს...იქნებ თქვენ ყველამ მიღალატეთ!....დაგავიწყდათ ჩემი არსებობა, არვინ მომისმინეთ, ვერავინ დაინახეთ რას ვგრძნობდი...არ ვიცი მე ვარ ასეთი კარგი მსახიობი თუ თქვენ არ გაინტერესებთ!...მე ყოველთვის ვიყავი ადამიანი, რომელიც გისმენდათ, მაგრამ როგორც კი ჩემს პრობლემაზე დავიწყებდი საუბარს როგორღაც უფრო მნიშვნელოვან საკითხად იქცეოდა ნებისმიერი მოვლენა თქვენ ირგვლივ!....იქნებ მე ვარ ის ერთადერთი ვისაც უღალატეს ანაბელ! -ნუთუ ისევ აპირებ მსხვერპლი იყო?-ზიზღით აათვალიერა. -ანაბელ გეყოს!-დაიძაბა ქეთაც. -მსხვერპლი? ხო ანაბელ, ვაპირებ მსხვერპლი ვიყო...ცხოვრებაში ერთხელ მაინც მივიღო დამსახურებული მხარდაჭერა, მაგრამ შენ ისევ აქ ხარ და არ დაუშვებ სიმართლეს თვალი გაუსწორონ...არ მისცემ უფლებას მხარი დამიჭირონ! -ლილიან?!შენ ეს იცოდი არა? ამიტომაც ამართლებდი მის წასვლას. -ლილიანს...-რაღაცის თქმა ცადა ნენემ,მაგრამ არ დააცადა. -ვიცოდი! თავიდანვე ყველაფერი ვიცოდი და არასდროს ვფიქრობდი, რომ ნენემ დააშავა!....ის ვერ გააკონტროლებდა საკუთარ გრძნობებს, ვერ გადაწყვეტდა ვინ ჰყვარებოდა, მაგრამ გააკეთა ის, რაც შეეძლო, რატისგან რაც შეიძლება შორს დაიჭირა თავი...მას შემდეგ, რაც გაიგო თქვენო სიყვარულის შესახებ,იცი მაინც როგორ იტანჯებოდა? მაგრამ არასდროს უგრძნობინებია შენთვის, რომ უბედური იყო...ყველაფერი თავად შექმნა შენი ბედნიერებისთვის და მერე უკანასკნელად გაწირა თავი....წავიდა!წავიდა ყველასგან შორს,იმისთვის, რომ ბედნიერი ყოფილიყავი....არა ბელს!ის არ იმსახურებს ამ თვალებით უყურო! -ამის მოსმენა აღარ მინდა!-გაცოფებულმა გოგომ ჩანთას ხელი დაავლო და უკანმოუხედავად გაიქცა. -სანამ დაძაბული გარემოა!-ღვინის ჭიქა მაღლა აწია ლილიანმა-ფსიქოლოგთან სიარული დავიწყე!-ღვინო ბოლომდე დალია და სავარძელს თავით მიეყრდნო. -ცხადია! -რა არის ცხადი ნენე?-თვალები მოჭუტა. -ცხადია!ეს გჭირდებოდა ლილიან...მიკვირს აქამდე რატომ არ გადადგი ეს ნაბიჯი?! -თავს არ ვიტყდებოდი, მაგრამ როცა გონს მოვეგე და შევმჩნიე, რომ უბრალოდ ანორექსიით დაავადებულ ქალად ვიქეცი,გადავწყვიტე! დროა ლილიან თოლორდავა დაბრუნდეს და ყველა ადგილზე მოსვას! -დროული გადაწყვეტილებაა! -არა ქეთ, დაგვიანებულია!-თავი უსუსურების ნიშნად გააქნია ნენემ-რადგან საიდუმლოებებს ფარდა ავხადეთ...ერთი კაცია... -კაცი?უფროსი კაცი? -შენი ასაკის ლილიან!რეებს მახსნევინებ....მასთან ვწევარ! -რა?-ორივემ ერთხმად შეიცხადა. -რა მოხდა? -გიყვარს? -არ ვიცი....უბრალოდ მასთან თავს კარგად ვგრძნობ... -ამერიკელია? -ქართველია....რამდენიმე თვეა დაბრუნდა!-ღვინო მოსვა და მეგობრების რეაქციას დაელოდა-მინდა ანაბელს გადასცეთ, რომ მე მისთვის საფრთხე არ ვარ! მყავს ადამიანი, რომელიც საკმარისად მავსებს იმისთვის, რომ მშვიდად იგრძნოს თავი.გარდა ამისა, მივხვდი, რატი რეალურად არც არასდროს მყვარებია და მითუმეტეს ახლა არ ვაპირებ ვინმეს ურთიერთობები ვანგრიო.ისიც გადაეცი, ეს რომ მდომოდა, მაშინვე გავაკეთებდი! -ასეთი როდის გახდი? -როგორი ქეთა? -ცუვსისხლიანივით საუბრობ! -ვერ წარმოიდგენ როგორ მტკივა, თუმცა თავის დამცირებას და მის ხვეწნას არ ვაპირებ...რეალურად წარსულში თავად დაუშვა შეცდომა...თავად მიღალატა, მაგრამ ისევ უნდა მე ვეხვეწო პატიებაზე....არ ვაპირებ!ყოველთვის მეყვარება, როგორც მეგობარი....ყოველთვის მხარს დავუჭერ შორიდან, მაგრამ არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რაც მე არ გამიკეთებია! -ძლიერი ქალი გახდი! -გავხდი ლილ!....ახლა კი უნდა დაგტოვოთ! -მასთან მიდიხარ? -არ იცის რომ დავბრუნდი...მგონი დროა მეც გავერთო!-თვალი ჩაუკრა და მალევე გაქრა სახლიდან. ............. კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა, თუმცა არავინ ჩანდა.თხუტმეტი წუთის შემდეგ მობეზრებული აპირებდა უკან გაბრუნებას როცა კარი გაიღო და მამაკაცი გამოჩნდა.ძილისგან დასიებულ თვალები მხოლოდ მას შემდეგ გაუსწორა, რაც ქალმა ხმამაღლა ჩაახველა. -მეჩვენები ნენე?-ეშმაკურად გაიღიმა და გადაპარსულ თავზე ხელი გადაისვა-კარგი სიზმარია! არ გელოდი! -არ მითხრა,რომ ჩემ არყოფნაში ვინმე იპოვე და ახლა შენს საწოლს მისი სხეული ამშვენებს!-უნებართვოდ შეაბიჯა, გარემოს თვალი კმაყოფილმა მოავლო და დივანზე ჩამოჯდა. -თავად გჯერა მაგის? -არ შეგეძლო სახლში სიახლე შეგეტანა?-ოსტატურად დააიგნორა-ზუსტად ისეთია, როგორიც ამერიკაში! -რას ვიზამთ ერთფეროვნება მიყვარს! -ჰო ეს შენს ქალებსაც ეტყობათ! -რომელ ქალებში ნენე?! რეებს იგონებ....რამე დაგესიზმრა? -მჰმმ....ხშირად მესიზმრები! -არ გინდა პალტო გაიხადო? ავასრულოთ შენი სიზმრები! ვფიქრობ, დღეს არსად აპირებ წასვლას!-თვალი ჩაუკრა და ვნებიანი მზერა ჩააყოლა.. -როგორც ყოველთვის მართალი ხარ! -მაშინ რას უცდი? -ვფიქრობ, რომელი დავტესტო....მგონი საწოლი უფრო კომფორტული უნდა იყოს! -მოდი ამას მე გადავწყვეტ!-ხელის ერთი მოძრაობუთ წამოაყენა ქალი და სხეულზე მიიკრა-ამის შიგნით არაფერი გაცვია!....ხერხი მაინც შეცვალე!-ყელს ჩააყოლა ტუჩები და ხელი პალტოს ქამრისკენ გააცურა. -ერთფეროვნება გხიბლავს!-გაბრუებულმა ძლივს ამიჩურჩულა. -მართალი ხარ!-ერთი ხელით მოაშორა საფარველი და სიშიშვლე გაამეფა-რას ამბობდი?საწოლი გირჩევნია?!-მუცელზე შეისვა -მჰმ! -მე ვფიქრობ აქ სჯობს!-სამუშაო მაგიდაზე შემოსვა და ბოლომდე დაეუფლა ქალის სხეულს. -კონ სტან ტინე! *** დილით გაღვიძებულს ქალი საწოლში არ დახვდა. იფიქრა, როგორც ყოველთვის დამტოვა და წავიდაო, დიდად არ უდარდია, მიჩვეული იყო ნენესგან ასეთ ქცევას, ამიტომ მშვიდად წამოდგა იბანავა და საუზმის მზადება დაიწყო. უკვე საუზმობდა მის მაისურსა და შორტებში გამოწყობილი გიგანი რომ გამოჩნდა. -უჩემოდ დაიწყე?-მოწყვეტით აკოცა და წ ლის ჭიქა ააცალა. -სად იყავი?-წარბები შეკრა და ისე დააკვირდა-გაგაეღვიძებინე! დაიკარგები ნენე! -შენ მე სადაური გგონივარ, საინტერესოა?! -წლებია აქ არ ყოფილხარ და რატომ ჯიუტობ ვერ ვხვდები?!-თავად დაუდო საუზმე და დაელოდა, როდის დაიწყებდა ჭამას-ნენე ხომ შევთანხმდით, საუზმე აუცილებელია შენთვის! -მიყვარს, ჩემზე რომ ზრუნავ!-გაეკრიჭა და ომლეტს უღიმღამოდ დაუწყო ჭამა. -მგონია, რომ უგემურია! თავად რომ არ მომემზადებინა,ალბათ დავიჯერებდი კიდეც!-ჩანგალი წაართვა და თვითონ დაუწყო ლუკმების მიწოდება. -ბავშვი ვარ? -ბავშვივით იქცევი!-წარბის აწევით მიანიშნა, რომ უნდა დამორჩილებოდა და გიგანმაც აღარ გაუწია წინააღმდეგობა- გუშინ არ გითქვამს, რატომ დაბრუნდი, როდის ჩამოხვედი ან მე რატომ არ ვიცოდი შენი გეგმები? -ჩემი გეგმები როდის იცი ხოლმე კონსტანტინე? -ნენე ნუ მეთამაშები, მშვიდად გესაუბრები და თუ შეიძლება, თანმიმდევრულად მიპასუხე კითხვებზე, სანამ მდგომარეობას ვინარჩუნებ და ბოლომდე არ ვიაზრებ, როგორც მექცევი! -უკვე ბრაზობ და ვერ ვხვდები რატომ? -ნენე! -კარგი ხო! მეგობარი დამიკავშირდა, ექიმია, აღმოჩნდა, რომ კლინიკაში გინეკოლოგი სჭირდებათ და მეც გადავწყვიტე,საყვარელი ადამიანები მომენატრნენ და მათ გვერდით მინდა ყოფნა. -ერთ კითხვას დაგისვამ კარგი? -არ კმარა კითხვები კოსტა? -მე რომ ამერიკაში ვყოფილიყავი, წამოხვიდოდი? -ამ კითხვას მისვამ, როცა თავად გადადგი ეს ნაბიჯი?-სევდანარევი ირონიით გაუღიმა, მორიგი გაწვდილი ლუკმა დააიგნორა და წამოდგა. -აი თურმე რა?! გაბრაზებული ხარ! ამიტომ არ მპასუობდი ზარებსა და შეტყობინებებზე, ამის გამო არ მითხარი, რომ მოდიოდი. იქნებ ნახვასაც არ აპირებდი?....როდის ჩამოფრინდი? -ახსნას არ ვაპირებ! -მიპასუხე! -გუშინ! დაკმაყოფილდი პასუხით? -რომელ საათზე? -რამდენიმე საათით ადრე, სანამ გნახავდი! მეგობრებს შევხვდი!-უყურებდა გაცოფებულ კაცს და მოსწონდა მისი ამ მდგომარეობაში ნახვა, სადისტურად სიამოვნებდა, რომ აბრაზებდა მას შემდეგ, რაც ამერიკაში დატოვა. -რატი ნახე.....რატი ნახე და მხოლოდ ამიტომ მოხვედი ჩემთან!-ფეხზე ნერვიულად წამოდგა-ის რომ არ გენახა, არც გაგახსენდებოდი! არ მოხვიდოდი და შესაძლოა ვერც გამეგო, რომ აქ იყავი.....როდის დამთავრდება ჩემთვის მაგ კაცის ჩრდილის როლი?! ან ოდესმე აპირებ, დაივიწყო?ოდესმე პატივს დამდებ და ადამიანად აღმიქვამ? -შენ თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, რომ მე რატი მადარდებს, მასზე ვფიქრობ ან გადარებ მაინც, ძალიან ცდები! რაც გინდა ის იფიქრე, დიდი ხანია ის ადამიანი აღარ ვარ, რომელიც ვინმესთვის რამის ახსნას დაიწყებს! და არ დაგავიწყდეს შენ მაქციე ასეთად, თავდაჯერებულად, ძლიერად, შენ მარწუნე რომ მეც მაქვს ფასი! -მაგრამ ის კაცი ვერ დაგავიწყე არა?! -უსაფუძვლო ბრალდებებს არ მოუსმინოო, თავად მითხარი ხუთი წლის წინ...ხომ იცი, ძალიან დამჯერი გოგო ვარ! - უბრალოდ საუბარიც აღარ მინდა! -კონსტანტინე კარგი რა?!- კარი უსიტყვოდ გაიხურა, ისე რომ უკან არც მოუხედავს.მიხვდა გაბრაზებული იყო და არ გაკვირვებია, ალბათ თავადაც გაბრაზდებოდა, მსგავსი რამ რომ ეფიქრა, თუმცა არ უნდოდა ახსნა, არ შეეძლო აეხსნა რამე კაცისთვის, რომელსაც ყოველთვის უსიტყვოდ ესმოდა მისი.სჯეროდა, რომ მალე ყველაფერს თვითონ მიხვდებოდა, იმიტომ რომ, ეს კონსტანტინე ყიფიანი იყო, კაცი, რომელმაც გონს მოიყვანა, კაცი, რომელმაც მიახვედრა, რომ რატის მიმართ არაფერს გრძნობდა და კაცი, რომელიც მისი ცხოვრების მამოძრავებელი ელემენტი გახდა. ............. საავადმყოფოში იყო, გადატვირთული ღამე ჰქონდა, ორდინატორიდან ორდინატორში დარბოდა და ერთი წამით ვერ მოახერხა შესვენება.დილით უკვე გამოფიტული იჯდა ყავის ჭიქით ხელში და სივრცეს გაჰყურებდა. კიდევ ერთი მორიგეობა გადაცვალა, კიდევ ერთ ღამეს გაატარებდა საავადმყოფოში, კიდევ ერთხელ დახარჯავდა მთელს ენერგიას, რათა ფიქრები არ მიჰკარებოდნენ.ზურას მთელი დღე თავს არიდებდა, ცდილობდა, რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ჰქონოდა, თუმცა იმასაც ხვდებოდა, ამით მისი პროფესიული ზრდა რომ ფერხდებოდა. სხვა თუ არაფერი, ზურა ნამდვილად კარგი პროფესიონალი იყო, რომელსაც იდეალრად გამოსდიოდა სწავლება.ფიქრებით გართულს წამოადგა თავზე. -სახლში წადი!-მკაცრად გაიჟღერა ხმამ. -ვერ მიბრძანებთ რა გავაკეთო!-ფეხზე წამოდგა და გვერდის ავლა სცადა. -გიბრძანებ! შენი უფროსი ვარ...ადამიანად თუ აღარ მთვლი ეგ ცალკე თემაა, მაგრამ მე ისევ შენი უფროსი ვარ, არ დაივიწყო!-აშკარად ბრაზობდა კაცი. -მორიგეობა მაქვს, ვერ წავალ! -სამი დღეა აქ ხარ ნუცა....ასე ვერაფერს ისწავლი, გამოფიტული ხარ, ფერი არ გადევს, საერთოდ ჭამე რამე? -ეგ არ გეხებათ, მთავარია პაციენტებისთვის არაფერი დამიშავებია! - და გიყურო, როგორ ინადგურებ თავს მანამ, სანამ თავადაც პაციენტი არ გახდები? -გამიშვით!-თვალებით მოჭერილ ხელზე ანიშნა. - არა! სანამ არ დამპირდები, რომ სახლში წახვალ, შხაპს მიიღებ, შეჭამ და დაისვენებ! -მე თქვენ არაფერს დაგპირდებით!-ოდნავ ხმამაღლა მიმართა და მიიქცია კიდეც ირგვლივ მყოფების ყურადღება. -გაჩუმდი და წამომყევი სულელო ბავშვო!- მაშინვე კაფეტერიისკენ წაიყვანა, მიუხედავად ნუცას წინააღმდეგობებისა, არ ჩერდებოდა და ძალით მიჰყავდა ქალი-აქ დაჯექი და ეს შეჭამე!-წინ სენდვიჩი და წვენი დაუდო და სკამზე ძალით დასვა. -არ შევჭამ! თავი დანამებეთ უკვე ათასჯერ გითხარით! -ახლავე თუ არ შეჭამ, მე გაჭმევ! კარგად იცი არ გამიჭირდება,თანაც მთელი საავადმყოფო აჭორავდება! შენი პერფორმანსის მერე ისედაც ყველა გვაკვირდება!-თვალით გარშემომყოფებისკენ მიანიშნა. ნუცასაც სხვა გზა აღარ ჰქონდა, უღიმღამოდ შეუდგა ჭამას-ძალიან კარგი, ანუ მეც შემიძლია დავჯდე....სხვათაშორის მეც ადამიანი ვარ და ძალიან მღლით თქვენ. ყველა! - არ მითხოვია ჩემზე გეზრუნათ, დარწმუნებული ვარ, ისედაც ძალიან დაკავებული ხართ საცოლეზე ზრუნვით! - ნეტავ ოდესმე სიმართლის მოსმენას თუ ისწავლი ნუციკო?-დანანებით გაიქნია თავი და გვერდზე მაგიდას დაუწყო დაკვირვება. - ამაზე საუბარი არ მინდა! -კარგი მაშინ იმაზე ვისაუბროთ, რომ თუ ოდესმე კიდევ შეგამჩნევ, მორიგეობებს ცვლი და გადაბმულად 36 საათზე მეტს მუშაობ, გაგათავისუფლებ ყოველგვარი შანსის გარეშე! და დამიჯერე, როგორც ადამიანს შენი, ხოლო როგორც ექიმს შენნაირი ექიმის დაკარგვა არ მინდა ნუცა! -როგორც ადამიანმა დიდი ხანია დამკარგეთ... როგორც ექიმს კი ჯერ ვერ შეგპირდებით!....წესებს დავიცავ!-წამოდგა და უსიტყვოდ დატოვა. რამდენიმე წამი აკვირდებოდა, მერე გაყოლაც დააპირა, მაგრამ ქალის ხმამ გააჩერა. -გავიგე ამ კლინიკის ყველაზე სიმპატიური ექიმი კაფეში იყო და ვიფიქრე დავიწყებული მეგობარი მოენატრებოდა!- მაშინვე იცნო ნენეს ხმა და გაღიმებული მიბრუნდა ჩასახუტებლად მომართული ქალისკენ. წამებში დაფარა მანძილი და ძლერად მოეხვია წლების უნახავს- როგორ მომენატრე ზუურ!- ხმამაღლა წამოიძახა, როცა კაცმა ხელში აიტაცა და დაატრიალა. კარგად დაინახა მათკენ მიმართული გაბრაზებული თვალები, თუმცა ჩათვალა, რომ ახლა არაფერი უნდა ეკითხა. -როგორ მიხარია, აქ რომ ხარ, ფერია!-ჩვეული, მზრუნველი ტანოთ მიმართა და თავზე აკოცა-როგორი შეცვლილი ხარ! გაიზარდე!-ცდილობდა მთლიანად შეესწავლა. აშკარა იყო , აღარ გახლდათ ისეთი პატარა, როგორიც ამერიკაში წასვლამდე-რამდენი წელი გავიდა ნენეე! -ჩვენი ბოლო შეხვედრიდან სამი!-გაუღიმა. -რა უცნაურია! არადა წლები ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდით! - არავისთან შეხვედრა არ მინდოდა ზუზუ! შენ ხომ იცი, საკუთარ თავთან ყოფნა მჭირდებოდა! -იმ ბიჭს ისევ ხვდები? -მგონი!- სახე დამანჭა. -მგონი? ნენე! -ამაზე საუბარი არ მინდა ზუზუ! -ნუ მეძახი მეთქი ამ ზუზუს რამდენჯერ გითხარი! -შენ სულ ჩემი ზუზუ იქნები...მაქსიკოს ნაწილი ზუზუ! - მაქსიკოს ნაწილი...-თავი დახარა და ღრმად ამოისუნთქა- მაქვს უფლება მაქსიმეს ნაწილი მეწოდოს? -რაც უნდა იფიქროს ლილიანმა, არც შენ და არც დათა დამნაშავეები არ ხართ! ამას ისიც მალე გაიაზრებს!...ნუ მოიწყინეე! -მენატრება! - ყველას გვენატრება!....კარგი! წამიყვანე ახლა და მანახე სად უნდა ვიმუშავოო! -წამოდი!....დღეს ჩემთან მოდი! ყველას მოენატრე ფერია! -დათა გავახაროთ!-უცებ გაიკრიჭა და ბიჭს მხარზე ჩამოეკიდა. -გავახაროთ! -იცი როგორ მომენატრა? უი დათაზე გამახსენდა ელენიკო როგორაა?-ეშმაკურად გაუღიმა ამირეჯიბს. -ჩემი საცოლე დათაზე რატომ გაგახსენდა?-წარბები მოჩვენებითად შეკრა. -ეხ ზურიკელა, ზურიკელა! არ გიცნობდე მაინც!ზუსტად ვიცი რაღაცას ხლართავ და ან შენით მეტყვი ან ჩემით გავარკვევ და კარგად იცი არ გამიჭირდება! -დაწყნარდი ნენეკო! როცა ყველაფერს მოვაგვარებ, ყველა გაიგებთ და მეც მშვიდ ცხოვრებას განვაგრძობ! არავის აფორიაქება არაა საჭირო... ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება დამიჯერე!-ხელი მოხვია და თავზე აკოცა. -კარგი რა ზურაა! -არ უნდა მაგას კარგი! წავედი ახლა მე...ნახევარ საათში ოპერაცია მაქვს...დღეს გელოდები იცოდე! -კარგი, მეც ლევანს ვნახავ, რაღაც დეტალებია გასარკვევი....საღამოს მოვალ..დათას არ უთხრა!-თვალი ჩაუკრა და მთავარი ექიმის კაბინეტისკენ გაემართა. ........................................ ფსიქოლოგის კაბინეტში იჯდა. მესამე ვიზიტი იყო და უკვე ელოდა, რომ მხოლოდ საკუთარ თავსა და მაქსიმეზე ვეღარ ისაუბრებდა. ქალს აშკარად სრულიად სხვა მიმართულებით მიჰყავდ ასაუბარი. -მაქსიმესა და მეგობრების ურთიერთობა როგორი იყო? -ის, რომ დათას დასაცავად გაქცეული გარდაიცვალა, ამაზე ნათელ წარმოდგენებს ვერ გიქმნით?-თავი ფანჯრისკენ შეატრიალა და უღიმღამოდ დაუბრუნა პასუხი. -დათას ხსენებაზე ღიზიანდები?! -იმედია ეს კითხვა არ იყო! -მომიყევი მასზე! -ეს აუცილებელია?-კვილებს შორის გამოსცრა. -ლილიან, ხომ შევთანხმდით, თუ მოყვები, თავს უკეთ იგრძნობ! -დათა და ზურა მაქსიმესთან ერთად გავიცანი! ბიძაშვილები მაქსიმეს მეზობლად ცხოვრობდნენ და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები იყვნენ....მატ გარეშე არაფერს აკეთებდა. მაშინ თვრამეტი წლის ვიყავი, მაქსიმე და ზურა ცხრამეტის, დათა კი თხუთმეტის. ყველაზე ტკბილი თინეიჯერი, ვინც კი ოდესმე მინახავს...ტკბილეული,კითხვა და კალათბურთი უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა იყო, ყოველთვის ზრდასრულივით აზროვნებდა, ალბათ ამიტომ იყო, რომ მაქსიმე განსაკუთრებულად აფასებდა და ასაკის გამო ზურასგან არაფრით განუსხვავებია...იყო შემთხვევები ორივე მათგანი დათას ეკითხებოდა რჩევას.....თავიდანვე განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა...ყველა საიდუმლო შემეძლო გამემხილა და ისიც არასდროს მიმალავდა საკუთარ რეალურ, გულწრფელ გრძნობებს, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო ზურასა და მაქსს ვერ უმხელდა!-ღრმად ამოისუნთქა. -რას გულისხმობ? -თვრამეტი წლის იყო, პირველად რომ შეუყვარდა. მახსოვს საშინლად წვიმდა, მაქსიმე სახლში არ იყო...კატის კნავილი გავიგე და გამახსენდა, რომ ბაღში შემოჩვეული კნუტი თავსხმა წვიმაში იყო. მის მოსაყვანად უნდა გავსულიყავი, კარი გავაღე და გაწუწული დათა პირდაპირ ჩემს იატაკზე აღმოჩნდა....იმ დღეს დიდხანს ვისაუბრეთ, კარგად მახსოვს, როგორი აღტაცებით მიყვებოდა ელენეზე, რომელიც სკოლაში დაინახა...ამბობდა აქამდე არ დამინახვას, თორემ აუცილებლად დამამახსოვრდებოდაო.....ვცდილობდი დამემშვიდებინა და დავარწმუნე კიდეც, რომ სჯობდა დროზე გაეცნო.....მერე ბაბუამისის მეგობარი გამოჩნდა, საშინელი კაცი...თვითონ დავითიც უცნაური კაცია, ძველებური ტრადიციების მოყვარული.....მისი მეგობარი ელენეს ბაბუა აღმოჩნდა და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ დავითმა ზურა ელენეზე დანიშნა...მამამისმა კი ჩვიდმეტი წლის გოგოზე კი არ იფიქრა, პირიქით გაუხარდა.....ზურას სიყვარული არასდროს ანაღვლებდა, ამიტომ მისთვის სულ ერთი იყო, თუმცა მაინც შეეცადა ყველაფერი ჩაეშალა...არაფერი გამოუვიდა და სწორედ ამიტომ წავიდა ამერიკაში სასწავლებლად....დათა განადგურებული იყო...თავს ვერ ერეოდა და პარალელურად რცხვენოდა იმის, რომ ბიძაშვილს ღალატობდა......ყველაფერი ამიტომ მოხდა... -დათა თქვენთვის ძვირფასი ადამიანია ლილიან! -მან ქმარი მომიკლა ნინა! ჩემვის არაფერს წარმოადგენს! მგონი სეანსი დასრულდა, ნახვამდის! ................... საღამოხანს ამირეჯიბების ოჯახი მშვიდად იჯდა მისაღებ ოთახში.უფროსი დავითის მოთხოვნა იყო, ყოველი დღის დასასრული ერთად გაეტარებინათ და რამდენადაც შესაძლებელი იყო გამოსდიოდათ კიდეც. ზურა ოჯახურ ტრადიციას იშვიათად უერთდებოდა, თუმცა ახლა მათ გვერდით იყო და ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა. -ერთ საღამოს ატარებ ჩვენთან და მაშინაც ტელეფონისთვის თვალი არ მოგიშორებია!-საყვედურით მიმართა ბაბუამ. -მე ისიც მიკვირს, ჩვენთვის დრო რომ გამონახა! -დიდი მადლობა რეზო! შენი მამური სოლიდარობის ყოველთვის მჯეროდა!-ირონიული ღიმილით ამოხედა მამას- თუ ვერ იაზრებთ ვმშაობ და დრო არ მაქვს საჭორაოდ ჩამოჯიგდეთ ხოლმე! -ჩვენი ბიზნესისთვის რომ მიგეხედა, დრო ყველაფრისთვის დაგრჩებოდა....მათ შორის საცოლისთვისაც! -ელენე რა შუაშია? რამე მოუვიდა? -აუცილებელია რამე მოუვიდეს იმისთვის, რომ გაგახსენდეს? -გადატვირთული რეჟიმი მაქვს! -ეგ გამართლება გგონია? არ იცი, რომ ქალს ყურადღება სჭირდება? არ იცი, რომ შენი ქალი გასაჭირში თუ ლხინში შენთან უნდა იყოს? მარტო პაციენტები გაინტერესებს? -ჩემი ქალი? რა ჩემი ქალი?! თქვენ ელენე მართლა ნივთი გგონიათ? ელენე დამოუკიდებელი ქალია, რომელსაც ჩემი კონტროლი არ სჭირდება და თუ იმდენად გაუჭირდება, რომ ვინმეს დახმარება დასჭირდება, არ მგონია ეს მე ვიყო! რადგან ის არასდროს მომმართავას!-ცოფებს ყრიდა ზურა. -რას ნიშნავს არასდროს მოგმართავს?-ხმას აუწია რეზომაც- აბა ვის უნდა მიმართოს, თუ არა საკუთარ საქმროს? -საქმროს? მისი საქმრო არ ვიქნებოდი არასდროს, რომ არა თქვენი და მისი ოჯახის სულელური აზროვნება! არ მიყვარს და არ ვუყვარვარ, მაგრამ ვემორჩილებით თქვენს ნებას და უმჯობესია სხვა არაფერში ჩაერიოთ კარგი?!-ბოლოჯერ იღრიალა, შემდეგ კი მშვიდად დაამატა- მაცადეთ მშვიდი საღამო გავატარო ჩემს დასთან ერთად ან წავალ და ისევ საავადმყოფოში დავიძინებ!-სწორედ ამ დროს კარის ჩარჩოზე მიყრდნობილ დათას გაუსწორა მზერა-მანდ რას დამდგარხარ შენ კიდე?! მე თუ ვზივარ და ვიტან მოხვალ და შენც აიიტან!-მზერით სავარძელზე ანიშნა და დის გვერდით მიესვენა. -როგორ მიყვარს ოჯახური იდილია!-ირონიული ღიმილი აიკრა, ჩამოჯდა და მზერა მოავლო გაცხარებულ ოჯახს-ერთი მშვიდი საღამო მეღირსება? -რა იყო ბაბუ სტუდენტებმა გაგაბრაზეს?- არც უფროსმა დავითმა დააკლო-მომინდომა მშვიდი საღამო კაცმა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი პროფესია აირჩია...ჩვენ მაინც გაგიხალისებთ ცხოვრებას! -გმადლობთ ეს უკვე მოახერხეთ!...- კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა თვალებზე ხელი რომ ააფარეს. -აბა გამოიცანი ვინ ვარ?!- რაც შეეძლო დაბოხებული ხმით მიმართა.ამირეჯიბმა ჯერ წარბები შეჭმუხნა მერე კი ხელზე შეეხო ქალს. -ნენე?-ჩუმად ამოიჩურჩულა ხელი მოიშორა და მონატრებულ სახეს გაუსწორა მზერა-ნენეე!-ძლიერად მოეხვია და ჰაერში დაატრიალა. -მე ვარ დათი!-ხმამაღლა გაიცინა და ლოყაზე ტუჩები მიაკრო-ჩემი გიჟი! -როდის ჩამოხვედი? -გუშინ! -შენ რა იცოდი და არ მითხარი? -რა გგონია ვისი დაგეგმილია მისი ჩამოსვლა?-ეშმაკურად გაუცინა ზურამ. -მოგკლავ! ეს როგორ დამიმალე!-სანამ დათა ბიძაშვილთან კამათით იყო დაკავებული ნენემ ყველა ინახულა-და თქვენ ქალბატონო? არ უნდა გეთქვა თუ მოდიოდი? -სიურპრიზია პატარავ!-იცოდა, როგორ ვერ იტანდა ასე რომ მიმართავდა და მისი გაღიზიანების ექსტაზის თავიდან განცდა მოუნდა. -ნენე! -ნუ მიყურებ ეგრე! რაც ჩამოვედი ყველა ეჩხუბებით და წავალ საერთოდ!...ისე გირჩევნიათ ყველაზე სიმპატიური ბიძაშვილების დუეტი შეკრათ და კლუბში წამიყვანოთ! -არ გეზარება? -რა მეზარება ზურა? დაბერდი აშკარად! -დავიღალე ნენეკო! -ადექი რაა! ნახე დათას სახე პირდაპი ითხოვს რომ ალკოჰოლი მიეწოდოს!...მარიტ ახტი ჩაიცვი! -მოიცა, მოიცა! -ნუ გერთვება ძმურიი! მე ვთქვი რომ მოდის!ვინმემ ელენიკოს დაურეკეთ მომენატრა! ……………………………….. კლუბში ხუთივე ერთად გამოჩნდნენ. ელენე თავს უხერხულად გრძნობდა თუმცა შეეცადა არაფერი შეემჩნია. -სასმელს მოვიტან!-შეეცადა დროებით მაინც მიეცა ამოსუნთქვის საშუალება. -ვიცეკვოთ ნენე!-დათამ ხელი ჩაავლო ქალს და პასუხს არც კი მოუსმინა ისე წავიდა. -მარტო ჩვენ დავრჩით! მოვა ის და მარტო უნდა ვიყო! აბა ეგენი არავისთან ცეკვას მაცდიან!-მარიტამ ამოიოხრა. -ცეკვა არ მიყვარს ასე რომ მე ვიქნები შენი პარტნიორი!-თაზე ხელი გადაუსვა. -და ჩემი ძმა? -რა შენი ძმა? -ჩემი ძმა უფრო გიყვარს თუ ჩემი... -აბა ხომ არ მოიწყინეთ გოგონებო? -არა! საინტერესო საუბარი ჩაგვიშალე!-უკმაყოფილოდ გაიქნია თავი მარიტამ, ელენემ კი აშკარად შვებით ამოისუნთქა-ცეკვა მინდა! გარემოცვა მაღიზიანებს მგონი...მეცეკვე! -რა გჭირს ამიხსენი? -არ შეიძლება ცეკვა მინდოდეს? -ტონი აკონტროლე მარიტა!....საკუთარ თავს არ გავხარ! -მეცეკვები თუ არა? - არა!-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ტელეფონმა დაურეკა და გარეთ გავიდა. - საუბარი ხომ არ გაგვეგრძელებინა! -რაღაც უცნაურად იქცევი მარიტა! მოხდა რამე ჩემო საყვარელო?- ელენე მიუახლოვდა და შეეცადა მასთან ჩვეული საუბარი წამოეწყო, მაგრამ ამირეჯიბი აშკარად მტრულად იყო განწყობილი მის მიმართ. -მოხდა ელენე! მაგალითად ის მოხდა რომ ჩემი ძმა არ გიყვარს...ცოლად მაინც მიყვები! -მაგრამ... -არ უარყო! ეს ორივემ ვიცით! -მაშინ ისიც გეცოდინება რომ არჩევანს არავინ მიტოვებს! -კი ესეც ვიცი და აქამდე ამიტომაც არ გადანაშაულებდი რაიმეში, მაგრამ ამ ბოლო დროს შევამჩნიე რამდენად ხშირად გერევა სააბაზანოს კარი იმ სახლში, რომელშიც გაიზარდე...უცნაურია, რომ ყოველთვის დათას ოთახში ამოყოფ ხოლმე თავს...მერე უცებ აღმოვაჩინე, როგორ გეჭირა მისი მაისური....როგორ ათვალიერებდი მის ნივთებს , როცა ოთახში არ იყო და დავფიქრდი იქნებ ეს ქორწინება შენთვისაც ხელსაყრელია.... -რას ბოდავ? -მაგალითად იმიტომაა ხელსაყრელი, რომ ჩემს ბიძაშვილთან ახლოს იყო! -ხვდები რას მეუბნები? -დამიჯერე კარგად რომ არ დავკვირვებოდი საკუთარ ეჭვს, ამას არ გკითხავდი! -სჯობდა ყველაფერს კარგად დაკვირვებოდი!-წამოდგა და უკანმოუხედავად დატოვა. -გოგონებო...ელენე სადაა?-უკან დაბრუნებულმა იკითხა და თან საკუთარ ნივთებს დასწვდა. -ბართან წავიდა! -კარგი! მე უნდა წავიდე სასწრაფო საქმე მაქვს სახლში დათა წაგიყვანთ!რომ მოვალ დავილაპარაკოთ ხო? -დავილაპარაკოთ! *** ბართან ჩამოჯდა და სასმელი შეუკვეთა.ცდილობდა სიამოვნება მიეღო ალკოჰოლთან ურთიერთობით, თუმცა რამდენიმე წუთის წინანდელი საუბარი ამის საშუალებას არ აძლევდა. თავადაც იცოდა რომ გრძნობების დაფარვა უჭირდა, თუმცა მაინც ვერ წარმოედგინა, რომ ეს სხვებისთვისაც შესამჩნევი გახდებოდა. თუ ამას ვინმე გაიგებდა დაიღუპებოდა..არავინ დაინდობდა, საკუტარი მამა გადაუვლიდა პირველი და დათასაც დაღუპავდა.არ შეეძლო საკუთარი გრძნობების გამო მისთვის ზიანი მიეყენებინა. ამიტომ უნდა შეეჩერებინა მარიტა სანამ არარსებული რომანის შესახებ ვინმეს ეტყოდა. უცხო მამაკაცი მიუახლოვდა და გასაუბრება სცადა. შეეცადა მოეშორებინა მაგრამ უცნობი აშკარად არ აპირებდ ადანებებას. -მგონი უკვე გითხრეს, რომ უნდა წახვიდე!-ამირეჯიბი მოულოდნელად გამოჩნდა და თვალები დაუბრიალა კაცს. ისიც უკანმოუხედავად წავიდა. -გმადლობ! -აქ მარტო რატომ ზიხარ?-ჩათვალა რომ ეს მისი ერთადერთი შანსი იყო სულ ცოტახნით მაინც ესაუბრა საყვარელ ქალთან ისე, რომ არავის შეეშალა ხელი. -ვფიქრობ! -შეიძლება ვიკითხო რაზე? -ყველაფერზე რაც ჩემს გარშემო ხდება! დავიღალე დათა! შენ იცი...იცი რამდენი თამაში გვიწევს ცხოვრებაში! ყოველთვის გესმოდა რას ვგრძნობდი! -შეშინებული ჩანხარ! რამე მოხდა? -მომწყინდა, ყველას ბრძანებების შესრულება მღლის! - მაშინ ნუ შეასრულებ! მარტივია! -მარტივი არ არის!ჩემს ოჯახს იცნობ! იქ მარტივი არაფერია....ბაბუაჩემს ვძულდი, ახლა მამაჩემს ვძულვარ, თუმცა მაინც კარგი ინვესტიცია ვარ! -ინვესტიცია არ ხარ! შენ ნიჭიერი, ლამაზი, ემოციებით სავსე, პერსპექტიული ქალი ხარ, რომელსაც ამ სამყაროში მაღალი მწვერვალების დაპყრობა შეუძლია. -ნეტავს ყველა შენსავით მხედავდეს!... -შეუძლებელია ეს არ შეამჩნიო! -შენ ძალიან ძვირფასი ადმიანი ხარ დათა! ............... მანქანას მთელი სისწრაფით მართავდა, იმდენად სწრაფად, რომ ნახევარი საათის გზა თხუთმეტ წუთში გაიარა. -რა დაემართა! -ცუდად გახდა, მგონი მოიწამლა! -არ გაგაფრთხილე სახლში წადი მეთქი?-კარი შეაღო თუ არა შეტევაზე გადავიდა მაგრამ მობუზული ნუცას დანახვისას თითქოს მოლბა. -შენი ნახვა არ მინდოდა!-ძლივსძლივობით ამოიკრუტუნა და გამშრალი ტუჩები ენით დაისველა-აქ რატომ ხარ! -სახლში წაგიყვან, ამაზე მერე ვისაუბროთ!-მისკენ დაიხარა, თუმცა ქალმა შეაჩერა-ნუ ჯიუტობ ნუცა. -არ შემეხო რა! ამის ატანა არ შემიძლია!მართლა! -მაპატიე!ამ ერთხელაც!-ხელში აიტაცა და გასაგვლელისკენ დაიძრა. სახლში მიყვანის შემდეგ მაშინვე საწოლში დააწვინა და თავადაც მის გვერდით ჩამოჯდა.შუბლზე ხელი მიადო და როცა მიხვდა რომ ზედმეტად ცხელი იყო თერმომეტრს დაუწყო ძებნა. -კარგი ნუცა!უნდა გაიღვიძო...ნუცა!-ფრთხილად შეაღვიძა- წამალს დაგალევინებ და მერე ისევ დაიძინე კარგი?-აბი საკუთარი ხელით გადააყლაპა და შემდეგ ისევ ძილის უფლება მისცა. სანამ გაიღვიძებდა სამზარეულოს მიაშურა და წვნიანის მზადება დაიწყო. აშკარა იყო გოგონა სახლში იშვიათად იკვებებოდა, ვინაიდან მაცივარი თითქმის ცარიელი იყო. რამდენიმე საათში წვნიანით ხელში შევიდა საძინებელში და უკვე გაღვიძებულს მიუახლოვდა. -აქ არ უნდა იყო! -წავალ, როცა კარგად გახდები! -არ მინდა ზურა! შენი მზრუნველობა მაშინებს....შენ საცოლე გყავს და მე მეშინია, რომ შენზე დამოკიდებული გავხდები! -მე უკვე ვარ შენზე დამოკიდებული ასე რომ თავი მარტო არ იგრძნო!....წვნიანი უნდა შეჭამო!-ნუცა უხმოდ დაემორჩილა-ყველაფერს გამოვასწორებ! -რას გამოასწორებ ზურა? გამოსწორება რომ შეძლო რაღაც უნდა იყოს დარჩენილი...ჩვენ შორის კი უკვე ყველაფერი დაინგრა! -მიყვარხარ, ეს არაფერია? -და ჩემგან რას ითხოვ? ვუყურო როგორ მოიყვან ცოლს, შვილები როგორ გეყოლება თუ შენი საყვარელი გავხდე! -უბრალოდ დრო მომეცი! -მეშინია! -ვიცი, მაგრამ რაღაც უნდა გავაკეთო ნუცა...მერე ყველაფერი კარგად იქნება! -ეს არ მამშვიდებს...-უეცრად წამოხტა და სააბაზანოსკენ წავიდა.რა თქმა უნდა ამირეჯიბიც უკან გაჰყვა და უნიტაზტან ჩახუტებულს მიუახლოვდა-არ გინდა! -დაწყნარდი ნუცა!-მისი თმა ეჭირა და ზურგზე ხელს უსვამდა-გაივლის! ***** -უბრალოდ სასაცილოა შენი საქციელი, როდის მერე ეჭვიანობ მსგავსს სისულელეებზე და გარბიხარ? ვეღარ გცნობ აქაური ჰავა უარყოფითად მოქმედებს შენზე თუ რა ხდება?-გიჟივით შევარდა გელოვანის კაბინეტში და თავზე წამოადგა კაცს-კონსტანტინე! -ნენე!-კბილებს შორის გამოსცრა და თვალები დაუქაჩა. -რა ნენე? რა? რაღაც სისულელის გამო თითქმის ერთი კვირაა გაქრი! -დანშვიდდი თუ შეიძლება და მერე ვილაპარ.... -მერე აღარ იარსებებს...გპირდები თუ ახლავე არ მორჩები ამ სისულელეს ვეღარასოდეს მნახავ! -დამიჯერე სიტყვას შეასრულებს, ასე რომ სჯობს დაემორჩილო კონსტანტინე!-ზურგს უკან ქალის ხმა გაიგონა და სწრაფად შეტრიალდა. -ლილიან?-სავარძელში მჯდომ ქალს გაუსწორა მზერა. -გამარჯობა ნენე!-ფართოდ გაუღიმა ქალმა. -თქვენ ერთმანეთს იცნობთ? -ბავშვობიდან!-ჩაიცინა თოლორდავამ-გამიმართლა, რომ პირდაპირ სამოსის გახდა არ დაიწყე!-ისევ ნენეს შეხედა. -ლილ, გეყოს გთხოვ! -როგორც იქნა გავიცანი კაცი,რომელსაც ხვდები და მთხოვ, გავჩერდე? -მივდივარ!ამის მოსმენა არ მინდა!-კარისკენ შებრუნდა, თუმცა კონსტანტინემ შეაჩერა-გამიშვი! -მე მივდიოდი ნენე, შეგიძლიათ მშვიდად ისაუბროთ! შენზე არ გავბრაზებულვარ! -ვიცი!-გაუღიმა და მზერით გააცილა. -აბა? -რა აბა?! -რას მივაწერო შენი სტუმრობა? -შენ რა დამცინი?-კიდევ უფრო გაცხარდა ქალი. -კარგი ყოფილა, როცა ქრებიან? -სამაგიეროს მიხდი გელოვანო? -არა ნენე! ვბრაზობ! შენზე საშინლად ვბრაზობ იმის გამო, რაც გამიკეთე! -არაფერი გამიკეთებია!ჩემი ნდობა როდის დაკარგე> -მას შემდეგ, რაც ტყუილი მითხარი! -მე შენთვის ტყუილი არ მითქვამს! -ნუთუ? -რატომ მაიძულებ აგიხსნა? ეს არ მინდა, მეგონა, არ გვჭირდებოდა! იქნებ ზედმეტად დიდი იმედები დავამყარე? -ზედმეტად დიდი იმედები? ნენე უკვე ამდენი წელია გელოდები...ველოდები მომენტს, როცა მართლა ვიგრძნობ, რომ ისევე არმიქვამ საკუთარ ნაწილად, როგორც მე! მაგრამ არ მოხდა! ოთხი წელი გავიდა და მე ისევ რატის ჩრდილში ვცხოვრობ! ხანდახან მგონია, რომ გინდა ჩემში მისი სახე დაინახო! -შენ მართლა ასე ფიქრობ? ამდენი წლის შენდეგაც? -აბა რა ვიფიქრო! მიდი, მითხარი, რა შემიძლია ვიფიქრო? საქართველოში წამოსვლა შემოგთავაზე და უარი მითხარი! ცოტახანში კი თავად ჩამოხვედი! იმ დღეს ვიფიქრე, ჩემ გამო დაბრუნდა მეთქი, მაგრამ არა! შენ ჩემ გამო არაფერს აკეთებ! არასდროს! -ანუ ერთი ეგოისტი, სულელი გოგო ვარ? -მე ეს ვთქვი?-მაგიდაზე ხელი დაარტყა და საკმაოდ ხმამაღლა მიმართა-ჩემი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას მორჩი! -იცი პრობლემა რა არის? ყოველთვის მასწავლიდი საკუთარი თავის მერწმუნა, დამეჯერებინა, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც შეძლებს მწვერვალები დაიპყროს, რომ მე ყველასათვის სასურველი ქალი ვარ! მაგრამ საკუთარ თავს ასე არ აღიქვამ! არ გინდა დაიჯერო, რომ მე შევძელი წარსულს გავქცეოდი და ჩემი ამჟამინდელი რეალობა შენ ხარ! -ამის თავად გჯერა?-უკვე დაღლილი სახით შეხედა და სავარელში ჩაესვენა. ნენემ მისი სახე ხელებში მოქცია და მკრთალად გაუღიმა. -დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამის მტკიცება არ უნდა მჭირდებოდეს!თუ მთელი ცხოვრება მომიწევს დაგაჯერო, რომ შენ ხარ ერთადერთი, ამას როგორ გავუძლებ? თუ მთელი ცხოვრება მომიწევს პასუხი ვაგო იმ დანაშაულისთვის, რომელიც ანაბელის წინაშე ჩავიდინე, მაშინ ბედნიერება როგორ უნდა შევძლო კონსტანტინე?....მე შენი ნდობა მჭირდება! -მე შენ გენდობი ნენე! უბრალოდ ხანდახან მეც ვარ სუსტი! -მაშინ ერთმანეთს სისუსტეების გადატანაში დავეხმაროთ?! შენ ეს უკვე გააკეთე! დავძლიოთ შენი სისუსტე კარგი?-მის მუხლებზე ჩამოჯდა და სახე ყელში ჩაურგო. ........................... სახლში კვლავ გვიან დაბრუნდა, მთელი კვირის გადაღლილს მხოლოდ დასვენება სურდა. ძველმა ჭრილობებმაც თავი შეახსენა და ახლა სულიერ ტკივილთან ერთად ახლა ფიზიკურიც ტანჯავდა.კარი ძლიერად მიაჯახუნა და მისაღებში შევიდა. -მოხვედი? -ვერ მხედავ?-ერთ დროს უახლოესი ადამიანის ხმა, რომ გაიგონა თითქოს უფრო დამძიმდა....ისევ საკუთარი თავით, ისევ საკუთარი შეცდომებით. -ცოტახნით ვისაუბროთ რა!გადავიწვი !-ამოიხვნეშა ბიჭმა და სავარძელზე დაეცა. -რა იყო ისევ რეზოს გამო? -რატომ უნდა შევწირო საკუთარი გრძნობები ამ ოჯახის სულელურ სახელს? -რატომ წუწუნებ ვერ გავიგე?!-იმდენად ბრაზობდა თითოეული სიტყვის მოსმენისას, უნდოდა ყველა ნეკნი ჩაემტვრია ბიძაშვილისთვის-მშვენიერი გოგონაა! -არ მიყვარს დათა!-კბილებს შორის გამოსცრა უფროსმა ამირეჯიბმა-არც მას ვუყვარვარ! -სულელი ხარ და იმიტომ არ გიყვარს!--ღრმად ჩაისუნთქა. -ჩემთვის ზედმეტად ნაზია!არ მინდა გული ვატკინო! -ზურა მისმინე!ან შეირგე ეგ საოცარი ქალი ან ერთი ადგილი გაანძრიე და იბრძოლე იმისთვის ვინც გიყვარს! -შენ მეუბნები ამას? -რას გულისხმობ? -დათა!-თვალები დაუბრიალა...უმცროსმა ამირეჯიბმა კი მის თვალებში თითქოს წყენა დაინახა...ან თავად ეგონა ასე-დათა! -რას ვიზამთ, არასდროს მიმართლებდა! -ასე ვერ მოექცევი შენს თავს! -ვისი ბიძაშვილი ვარ...-თავისთვის ჩაიბუტბუტა და ისე გავიდა ოთახიდან ყურადღებაც არ მიუქცევია,თუმცა ზურა რისი ზურა იყო უკან არ გაჰყოლოდა. -მოიცადე! -რა ხდება ზურა?რისი გაგონება გინდა? -იმის, რომ ჩემი საცოლე გიყვარს!-ამის თქმა და მის ყელზე ამირეჯიბის თითების გაჩენა ერთი იყო-ამას საკუთარ თავასაც ვერ უმხელ არა?! ამიტომ გადაწყვიტე იმ წყეულ დღეს წასვლა, ამის გამო ხარ ახლა ასე, ამის გამო გგონია, რომ შენ ხარ დამნაშავე მაქსიმეს სიკვდილში! -გაჩუმდი!-კბილებს შორის გამოსცრა. -აღიარე! -გაჩუმდი მეთქი ზურა, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! -როდემდე აპირებ ჩუმად ყოფნას? როდემდე მიყურებ ასე ჩუმად...ასე დაუხრი თავს ამ იდიოტურ აფიორას? -ზურა! -ყველაზე ცუდი იცი რა არის? იმ პატარა, საყვარელ და ნაზ გოგოსაც გული მისდის შენ დანახვაზე და ამ დროს იძულებულია მე მომიჯდეს გვერდით იმიტომ, რომ შენ ხელის განძრევაც არ გინდა მის გამო! -რას ბოდავ?! -ელენეს უყვარხარ! სიგიჟემდე დათა, ისე უყვარხარ შენი დანახვისას ნერვიულობისგან აკანკალებს, იმიტომ, რომ უნდა ჩაგეხუტოს, მაგრამ ამ დროს იძულებულია ჩემი ხელი ეჭიროს! -გინდა, მისთვის ვიბრძოლო, რომ შენ ნუცასთან გაიქცე არა?! -მე ნუცა უკვე დავკარგე!არ მინდა შენც დაკარგო ელენე! -შეუძლებელია! -დათა! გონს მოეგე! -ამას არ დაუშვებენ!შენ გგონია, რომ სდომოდათ პირველი მე არ მომადგებოდნენ? არ დაუშვებენ და რომც დაუშვან შეუძლებელია ზურა! -რატომ?გამაგებინე რატომ? -იმიტომ, რომ მე ომში ვიყავი, მეგობარი თვალწინ მომიკვდა, ჩემ გამო მოკვდა, რა მნიშვნელობა აქვს ძალით გავაკეთე თუ არა!ხელები სისხლში მაქვს და არ ვაპირებ ელენე გავსვარო! -ახლა შენ ბოდავ!სერიოზულად აპირებ ამის გამო მის დათმობას? ამას მართლა მეუბნები და თვალებში მიყურებ? -არა! არ გესმის,რასაც გეუბნები! ჩემი სულიც ზუსტად ისეა დამახინჯებული, როგორც სხეული!ღამით კოშმარები მაწუხებს, მერე ვდგები და ყველაფერს ვლეწავ....როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ურთუერთობა...რამე რომ დავუშავო? -ვიცი დათა! მე ყველაფერი ვიცი! მე იქ ვარ! ყოველ ღამე, როცა ეს გემართება მე იქ ვარ და ვცდილობ, რომ დაგამშვიდოს!შენ ამას ვერ ხედავ! ეს იმიტომ, რომ აგონიაში ხარ და საკუთარ თავს არ ეკუთვნი! ეს კოშმარები განაჩენი არაა! ამის გადაჭრა შეიძლება! უბრალოდ თავი არ უნდა დაიდანაშაულო იმაში, რაშიც ოდნავი წვლილიც კი არ გაქვს! -....მე არ მინდა მისი გასვრა, ის ისეთი წმინდაა ჩემთვის, ჩემნაირი ცხოველისთვის! -გაგიჟდი? გირჩევნია მიყურო როგორ შევირთავ ცოლად შენ საყვარელ ქალს? და კარგად იცი სხვა გამოსავალი არ მექნება! იცი მაინც როგორ იტანჯება?....ცოტა ხნის წინ შენი სახელით მომმართა იცი?.....კარგად დაფიქრდი დათა! იცოდე ცხოვრებას ინგრევ....საყვარელ ქალთან განშორება ყველაზე დიდი ომის დასაწყისია საკუთარ თავთან! მე ამ ომში უკვე ვარ! არ გირჩევ ამის გამოცდას! -არ მინდა ვატკინო! -ახლა ჩვენ ყველა ერთად და აუტანლად ვტკენთ! ხვდები ამას? -არ შემიძლია! -როგორ არა?! შეგიძლია! ყველაფერს გადავლახავთ და მასთან იქნები! -ამაზე საუბარი არ მინდა!-ზურგი აქცია და კვლავ წასასვლელად მოემზადა. -სულ ვერ გაიქცევი! -გავიქცევი! .................................. უკევ თენდებოდა...ისევ საკუთარი სახლის აივანზე იჯდა ყურსასმენებით და ცდილობდა ყურადღება ნებისმიერ რამეზე გადაეტანა ოღონდ არსებულ რეალობაზე არ ეფიქრა.თავზე ხელი რომ გადაუსვეს, მხოლოდ მაშინ ისურვა გონს მოსვლა. -რომელი საათია ელე?! -ხუთი სრულდება დე!-მიხვდა ეს რიტორიკული შეკითხვა რომ იყო და გაეცინა-დავიძინებ! -უნდა დაიძინო, მაგრამ მანამდე იქნებ გინდა მესაუბრო?! -მინდა, მაგრამ ამ სახლში არა! ამ საზოგადოების ფონზე არა! -ელენე! -შენც ხომ იცი არა?! აქაურობა სულს მიხუთავს! მათი აზროვნება მკლავს დედა! ცხოვრება თავზე მენგრევა, მაგრამ ეს ვინმეს ადარდებს? -მე მადარდებს! როგორ წარმოგიდგენია არ გადარდებდეს? -მაშინ რამე გააკეთე ქეთევან! უფლება არ მისცე ასე მომექცნენ! -ზურა კარგი ბიჭია! საუკეთესო შესაძლებლობებს მოგცემს! ამ ჯოჯოხეთს მოშორდები!-სევდიანი თვალები მიანათა ქალმა. -მაგრამ მე მასთან ცხოვრება არ მინდა! -ეს ერთადერთი გამოსავალია! -ჩემი დანაშაული რა არის დედა? გოგოდ რომ დავიბადე? -რას ამბობ!-მიეხუტა და თავზე აკოცა. ტკიოდა ის, რომ მისი შვილი ასე ფიქრობდა. -მაშინ რატომ ვერ შემიყვარეს! -მათ უყვარხარ! თავისებურად!... -ქეთევან!...ქეთი!-კაცის ყვირილი გაიგონეს და მაშინვე გამოჩნდა კიდეც კარის ზღურბლთან-ქეთევან იჩქარე! -რამე მოხდა!-მაშინვე წამოცივდნენ. -ამირეჯიბები!....ავარიაში მოყვა! -ვინ?-მაშინვე მისკენ გაიქცა ელენე-ვინ მოყვა ავარიაში?....მამა მითხარი! -უმცროსი! დათა!....ქეთევან ჩაიცვი უნდა წავიდეთ! შენ სახლში რჩები!-თითი დაუქნია ქალიშვილს და ოთახი დატოვა. მანქანაში რომ მოთავსდა ელენე უკვე იქ დახვდა- ახლავე გადადი! გითხარი რჩები მეთქი!- მიუხედავად ბრძანებისა, ელენეს სახეც კი არ შეცვლია- ელენეე! -ფეხს არ მოვიცვლი! თუ გინდა მომკალი! ამ მანქანიდან არ გადავალ! მე იქ უნდა ვიყო!-სხვა რა გზა ჰქონდა, ძალიან ეჩქარებოდა, ამიტომ მანქანა დაძრა და საავადმყოფოში წავიდა. თეთრი კედლების დანახვისას უსიამოვნო მოგონებებმა იჩინეს თავი. სხეულის კანკალი შეიგრძნო, თუმცა თავს უფლება არ მისცა სისუსტე გამოეჩინა. თავს აიძულებდა არ ეტირა, ხალხისთვის მისი გრძნობები არ ეჩვენებინა, მაგრამ ახლა ესეც არ შეეძლო, თავს ვერაფრით უმკლავდებოდა და ერთადერთი რაც რეალურად სურდა ამირეჯიბის მხარზე ტირილი, მისი სურნელის შეგრძნება, მისი მწვანეების ცქერა იყო. უნდოდა მისი ბაგეები შეეგრძნო და საბოლოო სიმშვიდე მოეპოვებინა. დათას ოჯახს რომ შეხედა, უარესად გახდა. უფროსი ამირეჯიბი იქვე, მოსაცდელ სავარძელზე იჯდა, ხელებით ხის ჯოხს, თავით კი ხელებს ეყრდნობოდა. მართა მეუღლის მხარზე ქვითინებდა. ლევანი უსიცოცხლო მზერით გაჰყურებდა სივრცეს და მის თვალებში არსებული სასოწარკვეთა მარტივად იკიტხებოდა. რეზო აქეთ-იქით ნერვიულად დააბიჯებდა. მარიტა გარშემო ვერავის აღიქვამდა, საოპერაციოს კარს უყურებდა და ცრემლებად იღვრებოდა. ერთადერთი, ვინც არ ჩანდა, ზურა იყო. ავთო რეზოსთან მივიდა და საუბარი დაუწყო, ცდილობდა, გაეგო რატომ მოხდა ავარია. თავადაც უნდოდა მოესმინა თუმცა ვერაფრით შეძლო. ერთადერთ იმედად მარიტა დარჩა. ახლა ისიც არ აინტერესებდა რას იფიქრებდა გოგონა.მის წინ დადგა და მუხლებზე დაეშვა. -მარ...მარიტა შემომხედე!- მისი სახე ხელებში მოიქცია და მხოლოდ ასე აიძულა შეეხედა- რა მოხდა? -მომშორდი! -მარიტა! გადაწყვიტე ან ახლავე მომიყვები ყველაფერს ან თავს მოვიკლავ! დამიჯერე მე დასაკარგი საერთოდ არაფერი მაქვს! -რაც გინდა ის ქენი კარგი?...-მერე გაიაზრა რაც უთხრა და ცოტათი ინანა კიდეც. წამოდგა ხელი ჩაავლო და ცარიელ ოთახში შეიყვანა-ზურა და დათა საუბრობდნენ....ზურა ეუბნებოდა, რომ შენთვის რამე უნდა გაეკეთებინა! ის კი უარზე იყო, ამ საუბრის შემდეგ ისევ წავიდა...მე... არ ვიცი! ცხოვრებაში მაღალი სიჩქარით არ უმოძრავია...ახლა კი ამბობენ, რომ გიჟივით მიქროდა და გზიდან გადაიჩეხა!-ტირილით ძლივსძლივობით ამოთქვა და სახე ხელებში ჩამალა. -ექიმმა რა თქვა? -სასიცოცხლო ნიშნები დაბალია! არავინ იცის გადარჩება თუ არა! ხერხემალი დაუზიანდა! -გაივლის? -ზუსტად არ ვიცით! -რომ მოკვდეს-სასოწარკვეთილს აღმოხდა- მე ისიც არ მითქვამს რომ მიყვარს მარიტა! რომ მოკვდეს საკუთარ თავს როგორ უნდა ვაპატიო?! -არ მოკვდება!...ამაზე არ უნდა იფიქრო!..ყურადღებას ვიქცევთ, გავიდეთ!-გარეთ გასულებს იქ უკვე ზურა დახვდათ, რომელიც მშვიდად უხსნიდა ოჯახისწევრებს თუ რა უთხრა ექიმმა. -ზუსტ პასუხებს როდის გვეტყვიან? -ზუსტა პასუხებს ჯერჯერობით ვერავინ გეტყვით, დათამ უნდა გაიღვიძოს, რომ ყველაფერი დავაზუსტოთ! -ზურა რამე გააკეთეთ...ლოდინი რას უშველის?! -ნუ გეშინია მართა!-ბიცოლას მოეხვია- ვაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია, ახლა ერთადერთი გამოსავალი ლოდინია და მოთმინებით დაველოდებით მოვლენების განვითარებას...ხომ იცი რამის გაკეთება რომ შემეძლოს, მთებს შევძრავდი! -გააკეთე რაც შეგიძლია, გთხოვ! -გავაკეთებ!-ღრმად ამოისუნთქა და ქალს ხელი შეუშვა. უკვე თავადაც ვეღარ უმკლავდებოდა ემოციებს, არ შეეძლო ამ ქვის სახით დიდხანს მდგარიყო საკუთარი ოჯახის წინ და მოესმინა მათი თხოვნა თითქოს პალატაში მართლა რიგითი პაციენტი იწვა და არა მისი ბიძაშვილი. საკუთარ თავს ადანაშაულებდა ყველაფერში რაც დათას თავს ხდებოდა. თავის კაბინეტში შევიდა და თავი ხელებში ჩარგო. ყველა ემოცია ერთად აწვებოდა და სადაც იყო გადაიწვებოდა, მაგრამ თავს იმაგრებდა, ცდილობდა სისუსტე არავისთვის ეჩვენებინა. ამას ისიც ემატებოდა, რომ კარგად ხვდებოდა რამ გამოიწვია ავარია. დათა ყოველთვის იდეალურად მართავდა მანქანას და საჭესაც ისე ფლობდა გამორიცხული იყო ვერ დაემორჩილებინა. მანქანა სრულ წესრიგში იყო, რაც, თავის მხრივ, იმაზე მეტყველებდა, რომ მძღოლმა ყველაფერი განზრახ გააკეტა. დათას უნდოდა ყველაფერი უბედურ შემთხვევას დამსგავსებოდა და შეძლო კიდეც ეს. ამას რომ უფიქრდებოდა, ორმაგად ცუდად ხდებოდა, პარალელურად ბრაზობდა უმცროს ამირეჯიბზე, ასეთი ეგოიზმის გამო, ვერ პატიობდა ყველა რომ გაიმეტა. -მოვედი!-ოთახში ქარიშხალივით შემოვარდნილ ნუცას გაუსწორა მზერა-მოვედი ზურა!- ქალი ძლიერად მოეხვია. -შეიძლება მოკვდეს!-ამოიხრიალა და მის მხარზე ატირდა-ვერ გავუძლებ! -არ მოკვდება ზურა! შენ არ მიყვებოდი, ყველაზე ძლიერი ადამიანია ვისაც კი ვიცნობო? არ მოკვდება! ომს გაუძლო, ტყვიების კორიანტეკს გადაურჩა! ამასაც გაუძლებს! -და თუ არ უნდა, რომ გადარჩეს? -ეს რას ნიშნავს? -ვფიქრობ, ყველაფერი განზრახ გააკეთა! -ზურა! -ასე ნუ მიყურებ!...საჭეს ყველა სიტუაციაში იმორჩილებდა, გზები იდეალურად იცოდა...ავარია ისეთ ადგილას მოხდა, ბავშვიც კი სწორად გაატარებდა! -სიკვდილი რატომ უნდა სდომოდა? -უნდოდა! ჩვენი ოჯახის გამო უნდოდა! ელენეს გამო უნდოდა! მაქსიმეს სიკვდილი ვერ მოინელა! კოშმარები სტანჯავდა! ცუდად იყო და მე ვერაფერი გავაკეთე, ხვდები? -თავი არ უნდა დაიდანაშაულო! -ფაქტობრივად მე გავზარდე! არასდროს ყურადღება არ დამიკლია, მაგრამ მაშინ, როცა ყვეელაზე მეტად დავჭირდი ისეთი უყურადღებო გავხდი, რომ მერე ჩემი დანაშაულის გამოსწორება ვერ შევძელი. -შენი ცხოვრება გაქვს! და ამ ცხოვრებაში უშეცდომო არავინაა! მუდმივად სხვაზე ვერ იფიქრებ! -ვალდებული ვიყავი! -არ იყავი! მითხარი ამ წლების მანძილზე ვინ იზრუნა შენზე? ვინ მოგიწონა არჩევანი, ვინ დაგიდგა გვერდით! -დათა! ის ყოველთვის ჩემს გვედით იყო! -მაგრამ ამბობდი, რომ ურთიერთობა გაგიცივდათ! -მე მასთან უნდა ვყოფილიყავი...დამეცვა! თავიდანვე მივმხვდარიყავი, რა აწუხებდა და ყველაფერი დამენგრია! მაგრამ არა! ყველას გრძნობები, ჩემიც კი, ფეხებზე დავიკიდე და ეგოისტურად მოვიქეცი! -ვერაფერს მივხვდი! -არცაა საჭირო! უბრალოდ ჩამეხუტე!-ალბატ ნახევარი საათი იდგნენ ჩახუტებულები. ასეც გააგრძელებდნენ ოთახში ელენე რომ არ შემოსულიყო. ნუცა მაშინვე უხერხულად გაიწია უკან-მოდი ელენე! -უკაცრავად, მე დაგტოვებტ!-ნუცა აცრემლებული თვალებით გავარდა ოთახიდან,თუმცა მისი გამოდევნების ან დამშვიდების თავიც არავის ჰქონდა. -ზურა, სიმართლე მითხარი! გადარჩება? -არაფერი ვიცი!-თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა- მართლა! უბრალოდ უნდა დაველოდოთ! -და მაინც რას ფიქრობ? -ვფიქრობ, რომ შანსი მოგვეცემა ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალოთ! მე და შენ შევძლებთ ყველაფერი გამოვასწოროთ, შეძლებთ ერთად იყოთ! -გეფიცები, ყველაფერს შევცვლი! შიშებს გავაქრობ!...აღარ დავთმობ! უბრალოდ უნდა გადარჩეს! -ნუ ღელავ! იბრძოლებს! თქვენთვის! და ჩემთვისაც!...უნდა მაპატიოს!-გოგოს ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. -ყველაფერი მამაჩემის ბრალია! -აქ ერთი კონკრეტული პიროვნება არაა დამნაშავე! -თავს ვერ ვაპატიებ, რამე რომ მოუვიდეს! ................................. რამდენიმე დღე ისე გავიდა საერთოდ არაფერი შეცვლილა. საათი დილის ხუთს აჩვენებდა საავადმყოფოს დერეფანში ქალი რომ გამოჩნდა. ამირეჯიბების ჩაძინებულ ოჯახს გვერდი აუარა და პალატაში შევიდა. უგონოდ მყოფ დათას აკვირდებოდა. მხოლოდ ახლა გაიაზრა, როგორ მოენატრა ძველი მეგობარი. მის თავთან დაიხარა და მოზრდილ თმაზე ხელი გადაუსვა. -თურმე დიდი ხნის წინ გაპატიე დათა!-ამოიჩურჩულა თოლორდავამ-ვცდილობდი ყველაფერი შენთვის დამებრალებინა, მაგრამ მაინც ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს მაქსიმეს სურვილი იყო...ჩემიც! არასდროს ვაღიარებდი, მაგრამ ვამართლებდი გამოყოლისთვის! ის თუ არა ალბათ მე გამოგყვებოდი!...ასე რომ მოეშვი ამირეჯიბო!...ადექი და დაგვიბრუნდი შენი სიდინჯით, მომხიბვლელობით, ისევ დაადნე გოგონები და იბრძოლე ელენიკოსთვის!....ვიცი ახლა რა სახითაც შემომხედავდი, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით?! ის და ზურა ერთად ბედნიერები ვერ იქნებიან!...არ დაემსგავსო საცოდავ კაცებს და იმოქმედე!....შენ უბრალოდ გაიღვიძე, მე აქ ვარ! ლილიანი აქაა...ისევ ერთად ვიმოქმედებთ! ყველაფერს შევძლებთ ჯარისკაცო! -მიხარია, რომ მოხვედი!-ზუსრგს უკან ზურას ხმა გაიგონა. -ის ჩემი ბავშვია! მე გადაგატანინეთ მისი მოზარდობა! მე ვაძლევდი რჩევებს და ის იყო ადამიანი რომელთანაც ისე ვიოხებდი გულს, როგორც საკუთარ თავთან!...რაც არ უნდა ვთქვა ის ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია! -იმედია ესმის. ძალიან გაუხარდებოდა! -მაპატიებ ამ წელს?-კაცს მოეხვია და ქვემოდან ახედა! -მთავარია შენ გვაპატიო ლილ! -ძალიან სულელი ვიყავი! თავიდან გიშორებდით იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად წყალივით მჭირდებოდა! -საბოლოოდ მაინც აქ ვართ! ჩვენ სამი! მაქსიმე იამაყებდა! -ეს როგორ მოხდა! ვერ დამაჯერებ, რომ საჭე ვერ დაიმორჩილა! -არ ვიცი. ვფიქრობ რომ სიკვდილი უნდოდა! -ჩვენი დათა ამას არ გააკეთებდა! -ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა ლილიან! თავს ვერაფერს პატიობს...მაქსიმე, ელენე, ჩემ წინაშეც კი დამნაშავედ გრძნობს თავს... ფიზიკური ტკივილი სტანჯავს და ამას სიზმრებიც ემატება! ომის კვალია! -ყველაფერს შევცვლით! -მთელი წელია ამას ვცდილობ იცი? -ვიცი!...ყველაფერი ვიცი! -კი მაგრამ... -ინფირმატორები მყავს! მაქსიმეს წყალობით!....ნუცაზეც ვიცი! -ნუცა წარსულია! -მე ვიტყოდი ნუცა მომავალია!...სხვათაშორის ძალიან მომწონს ეგ გოგო! -თანდათანობით ყველაფერი შეუძლებელი ხდება!და თუ დათა არ გაიღვიძებს...ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენლად ამოყირავდება! -დათა გაიღვიძებს! ელენიკოსთან ვალი აქვს! და ერთი კარგი შემოლაწუნება გჭირდებათ საერთოდ ყველას.... ცოტახნით მოვდუნდი და ეს რა ქენით! -მთავარია ახლა დაბრუნდი!-შუბლზე აკოცა და გაუღიმა. -დავეხმარებით!...შენი იმედი მაქვს, ხომ იცი ერთადერთი ხარ, რომელიც ყოველთვის საღ აზრს ინარჩუნებს! -ცხადია! -ნენე ნახე? -ყოველდღე აქ ზის!ესაუბრება და ცდილობს დაარწმუნოს, რომთუ გაიღვიძებს სამყარო უკეტეს ფერებში დახვდება!...ღმერთო რეებს ვბოდავ! -საერთოდ გძინავს? -მძინავს! ყოველთვის, როცა საშუალებას ვპოულობ! სხვაგვარად სტრესს ვერ მოვერევი! -წადი, დაიძინე! ცოტახნით კიდევ დავრჩები და მეც წავალ! -ისევ გნახავთ ხომ? -ამიერიდან ყოველდღე! -მიყვარხარ ლილ და საოცრად მომენატრე!-ისევ გადაეხვია და შემდეგ ოთახი დატოვა. *** ერთი კვირა ისე გავიდა სიახლე არ ყოფილა. ყველა ერთად ელოდა დათას გამოფხიზლებას, თუმცა ახალი ამბავი ძალიან იგვიანებდა. ოჯახმა ლამის გარდაცვლილად გამოაცხადა და გლოვა დაიწყო. ზურა ცდილობდა ოპტიმისტურად ეფიქრა, ამაში ლილიანი და ნენეც ეხმარებოდნენ, თუმცა იმედი თანდათან მასაც ეწურებოდა.უფრო და უფრო კარგავდა ფერს, აღარ ჭამდა, სხვებთანაც იშვიათად კონტაქტობდა და მაშინაც უხეში იყო. რაც შეეძლო მეტი ეძინა იმისთვის, რომ არსებულ რეალობაზე არ ეფიქრა. -იმედი უნდა გქონდეთ დათო ბაბუ!- ნენეს თავი კაცის მხარზე ედო და ისე ესაუბრებოდა. -ნენე, გთხოვ, აცადე დაისვენოს!-ლილიანი მიუახლოვდათ- არ გინდატ სახლში წაგიყვანოთ? -არა ლილიან! მირჩევნია აქ ვიყო! -კარგით!როგორც გნებავთ! -ზურა სად არის? -აქ ვარ დედა! მოხდა რამე? -ექიმი გეძახდა!- ეს გაიგო თუ არა მაშინვე მისკენ გაიქცა და უკან სასიხარულო ამბით დაბრუნდა.უმცროსი ამირეჯიბის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაში მოდიოდა და მალე გაიღვიძებდა კიდეც. იმდენად გაბედნიერდნენ სხვა ყველა დეტალი დაივიწყეს და რეალობას მხოლოდ მაშინ დაუბრუნდნენ, როცა გონსმოსულმა დათამ ფეხები ვერ იგრძნო. …………………… სახლში გამთენიისას შევიდა. პირველად გაუხარდა, კონსტანტინემ გასაღების აღება რომ დააძალა. ახლა საკუთარ ბინაში ყოფნა ყველაზე ნაკლებად უნდოდა, ამიტომ მუდმივ თავშესაფარს მიაშურა. არ გაჰკვირვებია, გელოვანი ჯერ კიდევ ფხიზელი რომ დახვდა. -გილოცავ!-კაცმა ფართოდ გაუღიმა და მჭიდროდ მოეხვია-ხომ გეუბნებოდი?! -ახლა მთავარია ძალები მოიკრიბოს! თუ აზრზე ვერ მოვა და ჩვეულ სტილში გააგრძელებს, არაფერი გამოვა!-მასზე მიყრდნობილი მშვიდად საუბრობდა. -დარწმუნებული ვარ ყველაფერს გაიაზრებს! ცხოვრების ხალისის დაბრუნებაში დაეხმარებით და სიტუაცია გამოსწორდება!-თმაზე ეფერებოდა და ცდილობდა მისი დარდი შეემსუბუქებინა. -არ გესმის კოსტა! ზურა უკვე მთელი წელია ცდილობს აზრზე მოიყვანოს, მაგრამ არ უსმენს! მასაც კი გაუუცხოვდა და სხვებთან რა მოუვიდოდა ხომ წარმოგიდგენია? -მაშინ გამოსავალი რა იქნება ნენე? ადამიანს თუ ცხოვრება არ უნდა, თუ არავის უსმენს თქვენ რა შეგიძლიათ გააკეთოთ? იქნებ სჯობს წამლების მიღება დაიწყოს? -არ ვიცი! -ხომ უნდა იყოს რაღაც რაც ეძვირფასება? ან ვინმე ვინც უყვარს... -არის! ორადორი ქალია ვისთვისაც სიცოცხლეს დათმობს!ლილიანი და ელენე! წარმოიდგინე რა საშინელებაა, ბიძაშვილის საცოლე რომ გიყვარს! -რა? -ნუ მიყურებ ასე! ზურას და ელენეს ერთმანეთი რა უყვართ! ელენე დათაზეა შეყვარებული...მათი ნიშნობა ოჯახების გარიგებაა! -ოცდამეერთე საუკუნეში მსგავსი რამ ისევ თუ ხდებოდა, ნამდვილად არ მეგონა!-უხერხულად ჩაიცინა გელოვანმა. -ხოო, დავითი უცნაური კაცია, უცნაური შეხედულებებით! იცი? რეალურად მგონია, რომ დათას და ელენეს გრძნობებზე პირველივე წამიდან იცის? -რომ იცოდეს ასე რატომ მოიქცეოდა? ვინ მოექცევა ასე შვილიშვილს?!-უარყოფის ნიშნნად თავი გააქნია. - საქმეც მაგაშია! დავითი ყოველთვის ყველაზე დიდი მოწიწებით შვილიშვილებს ექცეოდა და ყველა სურვილს უსრულებდა! სრულიად წარმოუდგენლად ჟღერს, იცოდეს დათას გრძნობები და არაფერს აკეთებდეს მისი ბედნიერებისთვის! მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე მის მზერას ვხედავ! დათას და ელენეს ისე უყურებს თითქოს მათგან ნაბიჯს ელის! ამ მე მინდა დავინახო ეს?! -შესაძლოა მათგან მოქმედებას მართლაც ელის! იქნებ ფიქრობს, რომ დროა დათამ ბედნიერებისთვის თავად იბრძოლოს...იქნებ დროა ამ განებივრებულმა ბიჭმა რაღაც თავისით მოიპოვოს? -დათა განებივრებული არაა! ასე ნუ ამბობ!-განაწყენებული თვალები მიანათა. -მაპატიე!-მის ბავშვურ სახეზე გაეცინა და ტუჩები დაუკოცნა-მაპატიე მე ხომ მას არ ვიცნობ! წინასწარი დასკვნა არ უნდა გამეკეთებინა.. ეს ჩემს ქცევას არ ჰგავს! -ნამდვილად! მე იმიტომ შემიყვარდი, რომ არავის განიკითხავ! -შეგიყვარდი?-ჩაეღიმა და მისი სახე ხელებში მოიქცია-ნუთუ მართლა შეგიყვარდი ნენეკო? -მგონი მართლა კოტიკო! -ნუ მეძახი კოტიკოს, თორემ ეს სიხარულიც ვერ გიშველის!-ლოყაზე უჩქმიტა და მერე იქვე აკოცა-ნეტა იცოდე, მე როგორ მიყვარხარ! -დამიჯერე მინდა დარწმუნებით გითხრა ყველაფერი, მაგრამ ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი სიყვარული შენსას ვერც კი შეედრება! -დაველოდოთ! იმედი მომეცა და ახლა მზად ვარ მთელი ცხოვრება დაგელოდო! -რა კარგია! -რა არის კარგი? საერთოდ არ გეცოდები ხო?-ხმამაღალი სიცილი ატეხა. -ნუ ხარხარებ! მაცადე დამთავრება...მინდოდა მეთქვა რა კარგია ბანალური რომ არ ხარ მეთქი! -ბანალურობას რას ეძახი?-უჩურჩულა და თან ყელში აკოცა- მომენატრე ნენ!- ხელი ძლიერად მოხვია და სახე მის მხარს ჩამოაყრდნო- ვიყოთ ასე რა?! -ვიყოთ! -კითხვაზე არ გიპასუხია! -აი ის,რომ არ მითხარი, თითქოს მხოლოდ შენი სიყვარულიც საკმარისი იყო და რომც არ შეგიყვარო მხოლოდ ჩემი შენთან ყოფნითაც ბედნიერი იქნები! ეს შეუძლებელია! -შეუძლებელია! მე მჭირდება შენი სიყვარული! ჰაერივით მჭირდება...მის გარეშე მოვკვდები! -როცა გაგიცანი, ერთი ჩვეულებრივი ცივი ბიზნესმენი მეგონე იცი? -მართლა? -ხო! ისე უხეშად ესაუბრე იმ გოგოს! -ვინ გოგოს? არ მახსოვს? -ჯინა ერქვა არა?ულამაზესი გოგო იყო! -ის გოგო ზღვარს გადავიდა...არც კი ვიცნობდი?! -კარგი რა?! ოცი წლის ნაცნობივით მაინც იქეოდა! -მართლა! იმ დღეს გამეცნო!-ნენეს სიცილი აუტყდა... ტავად იჯდა და უყურებდა, ტკბებოდა მისი სილამაზით, მისი ქცევები უყვარდა,მისი ხმამაღალი სიცილოი სხვებს შესაძლოა გამაღიზიანებლად მოსჩვენებოდათ, მაგრამ გელოვანს პირველი სწორედ ეს შეუყვარდა მასში....ვინაიდან მხოლოდ მასში დაინახა წრფელი გრძნობები! -წარმოუდგენელი ხარ! -ნუ მესაუბრები ამ ამერიკიდან ჩამოტანილი ფრაზეოლოგიით! -რა მოიგონე ახლა?! -აბა რომელი ქართველი ეტყვის მეორეს წარმოუდგენელი ხარო?! -სვანური არ ვიცი თორემ აუცილებლად მაგ ენაზე დაგელაპარაკებოდი! -არ დამღუპო!- ისე შეიცხადა, ნენემ სიცილის მეორე პარტია წამოიწყო- დაყრუვდა სამეზობლო ნენეე!-თამავად სიცილით მიუგო, თუმცა მისი კისკისის გასახანგძლივებლად მთელი სახე დაუკოცნა.საუბარს ალბათ მშვიდად გააგრძელებდნენ ნენეს ტელეფონს რომ არ დაერეკა-ნეტავ ვინ არის ამ დროს? -ალბათ დათას ამბავზე რეკავენ...ღმერთო ნეტავ კიდევ არაფერი მოხდეს!-სანამ ტელეფონს იპოვიდა კინაღამ მოკვდა...მერე თითქოს შვებით ამოისუნთქ , თუმცა მაინც არეული სახით უყურებდა ტელეფონს. -ვინ არის? -ანაბელია! ამ დროს რატომ რეკავს?-შეშინებული თვალებით უყურებდა კონსტანტინეს. -თუ არ უპასუხებ ვერ გავიგებთ!...დაიმახსოვრე შენ ისეთი არაფერი ჩაგიდენია, როსოც უნდა გრცხვენოდეს! -კარგი!-ერტ ღრმად ჩაისუნთქა და მობილურს უპასუხა-გისმენ! -ნენე! ანაბელი ვარ! -ვიცი ბელს! გისმენ! -შენთან საუბარი მინდა, თუ გცალია ხვალ უმჯობესია! -მცალია, მეც ვფიქრობ, რომ უნდა ვისაუბროთ! -ძალიან კარგი... -სად შეგხვდე? -ჩემთან მოდი ვახშამზე! კონსტანტინესთან ერთად! -მასზე ვინ გითხრა? -რომ მოხვალ გეტყვი! დროებით! -ნახვამდის?!-გაოცებული სახით გათიშა და დაახლოებით ნახევარი წუთი არაფერი უთქვამს. -უნდა ვიკითხო რა ხდება? -უნდა იკითხო! ხვალ ვახშამზე ვართ დაპატიჟებული! გთხოვ ყველა საქმე გადადე, შეხვედრები გააუქმე, თუ საჭიროა გაკოტრდი და მე გარჩენ, ოღონდ წამომყევი! -ამდენი თხოვნა ოდესმე დაგჭირვებია? ცხადია წამოგყვები! -შენზე როგორ უნდა გაეგო? ქეთამ უთხრა?მაგრამ მან არ იცის რა გქვია! -დაწყნარდი პატარავ! ხვალ გავიგებთ! *** დილიდან აღელვებული იყო, კლინიკაში შეირბინა, დათა მოინახულა. მერე ისევ სახლში დაბრუნდა და მორალური მზადება დაიწყო. მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ წლების განმავლობაში მართალი იყო! რეალურად არც არასდრის ყვარებია რატი, მაგრამ ახლაც არ ჰქონდა გადალახული ის რასაც დანაშაულის გრძნობა ერქვა. ახლა, როც აანაბელმა ყველაფერი იცოდა კიდევ უფრო გართულდა სიტუაცია. მხოლოდ ის ამშვიდებდა, რომ გელოვანიც მის გვერდით იქნებოდა და გაამხნევებდა. მისი მხარდაჭერა ნამდვილად ბევრს ნიშნავდა.მხოლოდ მას შემდეგ დამშვიდდა, რაც კონსტანტინე მოვიდა. -რა კარგია აქ რომ ხარ!-შუბლი მკერდზე მიაყრდნო და ღრმად ამოისუნთქა. -შეიძლება გავიგო, რატომ ხარ პანიკაში? -წლების წინ მეგონა, რომ ჩემი მეგობრის ქმარი მიყვარდა....საქართველოდან გავიქეცი, მერე დავბრუნდი და ამ მეგობარმა გაიგო....ხო იმავე მეგობარმა ვახშამზე დამპატიჟა და შენ მეკითხები პანიკა რატომ მაქვს?...ძალიან მშვიდი ვარ კონსტანტინე...სიმშვიდის ზენიტში.....ტაში მეგობრებო ფსიქოლოგიის დოქტორი კონსტანტინე გელოვანი!-ხელებს აქეთ-იქით აქნევდა და ოტახში უგზოუკვლოდ დადიოდა. -ორი წუთით თუ დაისვენებ, გეტყვი, რომ ერთ საათში ვახშამზე უნდა იყო...შენკი მიკიმაუსებიანი პიჟამატი დარბიხარ! თუ ასე მოდიხარ? -ასე რომ წამოვიდე? იქნებ ანაბელს გაეცინოს და თუ რამე ცუდს გეგმავს გაუაროს? -საინტერესოა, ხვდები თუ არა, რომ ბოდვა დაიწყე ნენე? -და თუ ხვდები, რომ საერთოდ ვერ მეხმარები? -გინდა კაბა აგირჩიო? -დამცინი?-გაბრაზებული მიუბრუნდა. -კი!-ისე გაეკრიჭა ლამის ყველა კბილი გამოუჩნდა.მაგრამ სახე მაშინვე შეეცვალა, როგორც კი ნენეს მიერ ნასროლი ბალიში მოხვდა-მადლობა! -კომპანიაში უნდა დარჩენილიყავი! -კარგი! უკვე ხედმეტად პანიკაში ხარ!-მიუახლოვდა და მკრთალად გაუღიმა. -და შენ არც კი ცდილობ, გამამხნევო!-ქვედა ტუჩი გადმოწია. -ნუ იქცევი პატარა ბავშვივით! ჩაიცვი და წავიდეთ...კარგად იცი, რომ შენ გვერდით ვარ და თუ რამე მოხდება აუცილებლად დაგიჭერ მხარს, დაგიცავ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გჭირდება, და ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით კარგი? -კარგი!-თითქოს წამიერად დაწყნარდა და სიტუაციის გააზრება დაიწყო-წითელი თუ მწვანე?-ორი კაბა ანახა. -შენი ყოფილი სიყვარულის სახლში მივდივართ ხო?-ფიქრის იმიტაცია გააკეთა-წითელი! მწვანე მერე ჩაიცვი სახლში რომ მოვალთ და მე და შენ ვივახშმოთ!-წარბები სიცილით აუთამაშა. -ნუ ჯამბაჯობ!...ანუ მწვანე?-დაეჭვებით გახედა. -მწვანე!-სიცილით დაუქნია თავი. *** კარზე ზარის დარეკვისას ისევ იგრძნო დაძაბულობა, თუმცა გელოვანის ხელმა მისაზე ყველაფერი გაანეიტრალა და მშვიდი სახით დახვდა ანაბელს, რომელიც ასევე რატისთან ერთად გამოჩნდა. -მობრძანდით!-ფართოდ გაუღიმა ანაბელმა. მისმა ღიმილმა ცოტა გააკვირვა, თუმცა ჩათვალა, რომ მოპატიჟების შემდეგ ესეც ნორმალური იყო. -საღამომშვიდობისა!-გაიღიმა გელოვანმა და ახლა ისეთი მომხიბვლელი ეჩვენა ნენეს, როგორიც არასდროს. -ხო მართლა, ეს კონსტანტინეა...ანაბელი და მისი მეუღლე რატი! და აქვე იქნება მათი ვაჟი დუდა! -დუდა დედაჩემთან რჩება, ასე, რომ ვფიქრობ, სხვა დროს გაინობთ!....სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა კონსტანტინე!- ხელი გაუწოდა რატიმ- და მომენატრე ნენე! -მეც მომენატრეთ, ყველანი! -სუფრასთან მობრძანდით! -ყველაფერი ძალიან გემრიელად გამოიყურება! -როგორი დახვეწილი ხართ?! -გმადლობთ! -უცნაურია, ახლა ჩვენ ოთხნი აქ რომ ვვახშმობთ!-ღიმილით წარმოთქვა ანაბელმა. -მე კი ვფიქრობ რომ ძალიან სასიამოვნოა!-რატიმ აშკარად რაღაც ანიშნა მზერით. საღამო მშვიდად მიმდინარეობდა, სანამ ანაბელმა მორიგი კითხვა არ გააჟღერა. -კონსტანტინეს სტატუსი მაინტერესებს?! -მე ნენეს შეყვარებული ვარ, თუ შეიძლება ასე ითქვას!-თავდაჯერებით უპასუხა კაცმა და საყვარელ ქალს ხელზე ხელი მოუჭირა. -ნუთუ?! მე კიდევ მეგონა ის ისევ ჩემი ქმრით იყო შეპყრობილი! -ანაბელ!-რატიმ მაშინვე სცადა მეუღლის შეჩერება-მგონი შევთანხმდით, რომ ეს თემა დიდი ხნის წინს დაიხურა! -არა ძვირფასო..ეს მე აღმოვაჩინე, რომ თქვენ ორმა დახურეთ თემა წლების წინ...ჯერ კიდევ მაშინ, როცა მე არაფერი ვიცოდი!...არ გაგიკვირდეს კონსტანტინე, ეს სივრცე ბევრ ტყუილს იტევს...თურმე! -იმედია არ ფიქრობთ, რომ ამ ისტორიის შესახებ არაფერი ვიცოდი!თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი საყვარელი ქალის წარსული კარგად ვიცი და ვიღებ მას! სრულიად არ მიმაჩნია ეს თემა მსგავსი განგაშის ღირსად ვინაიდან ნენეს ან რატის ბრალს ვერ ვხედავ და შესაბამისად არ ვბრაზობ რომელიმე მათგანზე! -იქნებ თქვენც სხვებივით მე მადანაშაულებთ იმაში, რომ რატი შემიყვარდა! -ანაბელ! გთხოვ გეყოს! უხერხულ სიტუაციას ქმნი! მე და შენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ და გითხარი, რომ ამის მეორედ განხილვა არც მინდოდა და არც ვაპირებდი!-აშკარა ბრაზი იგრძნობოდა რატის ხმაში. -დამნაშავე არავინაა და ვიანიდან არც წარსულის შეცვლა შეიძლება მინდა გირჩიოთ, იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით, ქმართან და შვილთან ერთად...მითუმეტეს, რომ რატის აშკარად უყვარხართ! -როგორ შეეგუეთ? -რას? წარსულს? მარტივად! უბრალოდ არ მაინტერესებს!-მშვიდად გაუღიმა, დამუნჯებულ ნენეს ხელი ჩაჰკიდა და სახლი უსიტყვოდ დატოვა. *** ჭურჭელს ალაგებდა. ძალიან უნდოდა რატისთვის რამე ეთქვა, თუმცა ვერ ბედავდა. კაცს ,კი თითქოს დუმილის აღთქმა დაედო, უსიტყვოდ ეხმარებოდა. -არაფერს მეტყვი?-როგორც იქნა გაბედა ხმის ამოღება, თუმცა პასუხად მხოლოდ დუმილი მიიღო-რატი!-მკლავში სწვდა და აიძულა მისკენ მიეხედა-მითხარი რამე! -ძალიან გაბრაზებული ვარ და არ მინდა რამე ისე გითხრა, მერე სანანებელი რომ გამიხდეს,უბრალოდ დამაცადე გადავხარშო შენი საქციელი კარგი? -მირჩევნია ცხელ გულზე მითხრა ის, რასაც ფიქრობ, გთხოვ! -შენთვითონაც ხომ ხვდები რომ საშინლად, ეგოისტურად მოიქეცი?-სიმშვიდეს ინარჩუნებდა. -ამას იმსახურებდა! -არა ბელ! არ მისახურებდა!-ტონს მოუმატა და ბარს დაეყრდნო- არ იმსახურებდა! -მის დაცვას ცდილობ? -დასაცავი არაფერი სჭირს! უკვე გითხარი და გიმეორებ, რომ ოდნავი ინტერესიც კი აღარ გამოუმჟღავნებია....იმ დღიდან რაც ვუთხარი, რომ მომწონხარ ნორმალურად არც გვისაუბრია, მაგრამ შენ ამის გაგება არ გინდა! დამნაშავე გჭირდება? მაშინ სარკეში ჩავიხედოთ ბელს! იმიტომ, რომ ვიცოდი მისი გრძნობების შესახებ და მაინც გავაგრძელე მისი მეშვეობით შენთან კონტაქტი! შენ კი მეგობარს უღალატე!...ჩვენ ორივემ ვუღალატეთ! -მე მისთვის... -გაჩუმდი გთხოვ! უბრალოდ ცხოვრებაში ერთხელ აღიარე დანაშაული! მე თუ შევძელი შენც შეძლებ!...უნდა დაივიწყო წარსული...მთავარი ისაა, რომ ახლა სამივე ბედნიერები ვართ! მიყვარხარ! საკუთარ თავზე მეტად და არასდროს, არავითარი შეცდომის ფონზე არ ვაპირებ შენს მიტოვებას! მოესვი უაზრო ეჭვიანობას და მართლა შეეცადე ისევ ისეთივე მეგობრები გახდეთ, როგორებიც იყავით!... მე და შენ კი ჩვენი ჩვეული, ბედნიერეი ცხოვრება გავაგრძელოთ დუდასთან ერთად! -დღევანდელსაც მაპატიებ? -მე შენ ყველა დანაშაულს გაპატიებ!-ხელები ძლიერად მოხვია და შუბლზე აკოცა. ............................................ დათას რეაბილიტაციამ დაახლოებით ერთ თვეში მშვენიერი შედეგი გამოიღო და მართალია სრულიად დამოულკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა, თუმცა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას ახერხებდა. ყველა ბედნიერი იყო მისი გამოჯანმრთელების საწყისი ეტაპით. განსაკუთრებით ლილიანი გულშემატკივრობდა და დათაც პატარა ბავშვივით ცდილობდა რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა მასთან ერთად. თითქოს ყველაფერი დალაგდა, თუმცა ელენეს სიახლოვე კვლავ ძაბავდა. -აბა?! დათას მოგტაცებთ!-დილიდან გამოჩნდა ლილიანი და მისაღებში ღიმილიანი სახით შეაბიჯა- ელენიკო შენც აქ ხარ?-ბედნიერი გადაეხვია გოგონას. -ამ ბოლო დროს სარძლო ხშირად გვახარებს!-უცნაური მზერით წარმნოთქვა დავითმა და შვილიშვილებს თვალი მოავლო. -მაგას რა ჯობია! დათი თუ მორჩი გავისეირნოთ! -ჯოხი მომაწოდე და ქვეყნის დასალიერში გამოგყვები! -ვაიმეე! როგორ მიყვარს ეს ბიჭი საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად რომ აფასებს!-მოხუცი ქალივით წარმოთქვა ზურამ და დათას ჯოხიტ ხელში წამოადგა თავზე- დათა დედი!ბაღის გარშემო მაქსიმუმ ხუთი წრე! ცოტა წაივარჯიშე და დაუბრუნდი სავარძელს! მომინდომა აქ ქვეყნის დასალიერი! არა მეც რას ვიღლი თავს გეგონება პირველივე წრეზე არ დაიღლება!... -აუ გაა... -ოპ ოპ...სიტყვები ბატონო დავით!სიტყვები! არ დაგავიწყდეთ საყვარელი ოჯახი გისმენთ! -მასხარა ხარ ამხელა კაცი! -რამხელა? შენ ხარ პატარა თორე მე რა?!მშვენიერი ასაკი მაქ...ზოგი ამ ასაკში იწყებს ცხოვრებას! -და შენ რატომ ცდილობ ნაადრებად დაასრულო კი არ ვიცი! -ოღონდ შენ სირბილი დაიწყე და საკუთარი ხელით მივიგუდავ თავს!-თვალი ჩაუკრა დაბღვერილ ბიძაშვილს- რა გინდა? ვერ ხედავ რამხელა საქმე მოგაშორე უკვე? შენ კიდევ არ მიფასებ!თქვენ კიდევ ქალბატონო ლილიან, ნუ სარგებლობთ მეზობლის პრივილეგიებით და შეეცადეთ ჩემთვისაც გამონახოთ დრო, თორემ ვეჭვიანობ მე! -სხვათაშორის შემოგივლი ამ დღეებში!-თვალი ჩაუკრა და გაუცინა. -ხდება რამე?-მაშინვე ჩაერთო დათა-რა გინდა საავადმყოფოში! -ისე არ შეიძლება? ყოველწლიური გამოკვლევები! -ხო დათიკო, ხოო! არ იცი შენ? ადამიანი ასაკში რომ შედის მერე უნდა ასე წელიწადში ერთხელ გამოკვლევა! რა იცი რა ხდება?! -სულ გააფრინე ხო ?! რა ტონით გამოდიხარ! -„ამხელა’ კაცივით!-თითი ჰაერში აღმართა-აბაა! წავედი მე არ მოიწყინოოტ! ლილიკოო! ელენიკო წამოიყოლე, რომ წამოხვალ! საქმე გვაქ ხომ იცი! -წადი, თორემ აღარ გექმენა არაფერი!-უჩურჩულა ლილიანმა და ხელით უბიძგა კარისკენ. -იეჭვიანოს არაფერი უჭირს! აბა ის კარგი იყო, რომ მიტანჯავდა ამ გოგოს? სულელი ეგ! -ვაიმე ზურა! უკვე სერიოზულად დამღალე! წადი რაა! და მოვალთ მე და ელენე დღეს! -ისეთი გეგმა მაქ შეიძლება მოკვდეს ის საცოდავი!-კიდევ ერტხელ გაიცინა და კარში გავიდა. *** -აბა? მომიყვები რა ხდება შენს თავს?-ბაღში მაგიდასთან ისხდენენ, ლილიანმა რომ წამოიწყო. -რა გინდა რომ მოგიყვე?...კარგი რაა! ნუ მიყურებ ეგეთი სახით!...ლილიან, ხომ იცი ვერ ვიტან ამ მზერას!-თვალები გადაატრიალა და ქარს სახე შეუშვირა. -დათა, ამდენი ხნის შემდეგ მართლა გგონია, რომ შენი საქციელების ამოხსნა არ შეგვიძლია? იცი ზურა რა დღეში იყო?..ელენე? მარიტა? არავინ გეცოდება? ამდენად ეგოისტი არ დამიტოვებიხარ! -მე ასეთი პირობა მქონდა საკუთარ თავთან და.. მაქსიმესთანაც! -გუშინ მესიზმრა იცი? პირველად მთელი წლის განმავლობაში!...ისევ ჩვენთან იყო,შენ ფეხზე იდექი...ხელში კნუტი ეჭირა, „ჯინჯერი“ სახეს ულოკავდა...რაღაცას თავგამოდებისთ გიხსნიდა და მთელი გულით იცინოდით...თავი ისევ იმ დროში მეგონა ყველაფერი კარგად რომ იყო...მაქსიმე ბედნიერი არ იქნებოდა ასე რომ ენახე და ნუ მაიძულებ ამ ბანალურ საუბარში ჩავერთო!-მხარზე ხელი მიკრა, მერე კი მიეხუტა. -კარგი მაშინ უფრო საინტერესო თემა! შენი კლასელი რომ იყო,დიმიტრი, ჩამოვიდა! -დიმა?-მაშინვე გაიღიმა. -ის დიმაჩკა შენ რომ მოწონდი!-წამში წარბები აუთამაშა. --ნუ ბოდავ! შენ საიდან გაიგე? -ლევანის პარტნიორია, ვახშამზე დაპატიჟა დღეს!...გადმოხვალ ხო? -გაგიჟდი? არა!-მაშინვე უარყო. -რა იყო გოგო კი არ გირიგებ...არ მოგენატრა? -არც იმდენად, განზრახ შეხვედრა და დახვედრა მოვუწყო! -ნუ ხარ უჟმური, გავერთობოდით! -დათა ძალიან გთხოვ! -კარგი პატარავ დაწყნარდი! -სერიოზულად გეუბნები! -ვიციი....-კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ თავისი სახელი გაიგონა და დაინახა კიდეც მისკენ გაქცეული ხუთიოდე წლის ბიჭი-ნიკუშა...საიდან გაჩნდი აქ?! -მამიკო მოვიდა!-მუხლებზე აუცოცდა და ლოყაზე აკოცა. -დიდი სეკრება გვქონია?-ლილიანს მობეზრებულად გადახედა და იმ წამს გამოჩენილ ელენეს გაიუღიმა. -ნიკუშა სად გამომექეცი?-სულს ძლივს ითქვამდა-ცუდი ბიჭი ხარ! -არ ვარ!...დათუჩა უთხარი რომ არ ვარ!..მომენატრა და გამოვიქეცი! -მოვენატრე ჩემ ბიჭს, რა გინდა ელენე?-მოჩვენებითად გაუბრაზდა. -კალათბურთს როდის მეთამაშები? -აი ფეხები რომ მომირჩება მერე ვითამაშოთ ხო? -მპირდები? -როდისმე სიტყვა გამიტეხავს? -ჯიგარი ხარ!- სასაცილოდ გაიკრიჭა და ყველას სიცილი გამოიწვია. -ნიკუშა მე რომ წავიდე გეწყინება?-ლილიანმა ლოყები დაუკოცნა და თან წასასვლელად მოემზადა. -ნწუ! მიყვარხარ ლილიკო!რომ გავიზრდები ცოლად მოგიყვან! -იცოდე ბრილიანტის ბეჭედი მინდა!-თვალი ჩაუკრა, კიდევ ერთხელ აკოცა და წავიდა. -ლილიანი გინდა ცოლად? მე რომ არ ვიცოდი? -შენ რა პრობლემა გაქ?-ხელებს სასაცილოდ შლიდა. -ეს ბავშვი ბევრ დროს ატარებს „შავ ხალხთან“!-ელენეს გაუცინა. -სად სწავლობ ასეთ რაღაცეებს ნიკა? -არ გეტყვი! შენ რომ არ მეუბნებოდი რატომ ტიროდი?! -ნიკა! -ტიროდა?რატომ ტიროდი? -მე არ მეუბნებოდა, მაგრამ მაინც ვიცი! შენ გამო ტიროდა! -ენაჭარტალა ბავშვი ხარ! რეებს იგონებ?-წამსვე წამოწითლდა. -არ ვიგონებ! გავიგონე ტირილისას დათაო რომ ამბობდა! -მართლა?-ღიმილით უსმენდა ამირეჯიბი. აშკარად სიამოვნებდა, მის გამო რომ ნერვიულობდა და პარალელურად მისი სახითაც ერთობოდა-შეგიშინებია ბავშვი! -არა, ხვა დროსაც ტიროდა შენ გამო!...ვერ გავიგე, ახლა ცუდად იყავი, მაგრამ სხვა დროს რა ატირებდა დათა? -არ ვიცი ნიკუშა! უბრალოდ ტირილი უყვარს!-ახლა უკვე სახემოღუშულმა უპასუხა. -დედა გეძახდა ნიკა!-გაბრაზებულმა ანიშნა.ბავშვიც დათას მუხლებიდან ჩამოცცდა და გაიქცა-იმედია არ დაიჯერე! -დავიჯერე! ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია! მარტივი არ არის ვიცი! -მაშინ რატომ არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ სიტუაცია შეამსუბუქო? -ეს ნამდვილად გინდა?-თვალებგაფართოებულმა შეხედა- ჩემნაირის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა შენ წინაშე დასვებული დანასაული იქნება! -დანაშაული ისაა, რასაც ახლა აკეთებ! და ამა ს ვერ იაზრებ დათა! ეს მაცოფებს, მაგიჟებს და მინდა გაგანადგურო, მაგრამ არ შემიძლია! -შენ არ გესმის, შენ არ იცი! -რა არ ვიცი! კარგი რაა! უბრალოდ საკმარისად ვერ გრძნობ იმას, რასაც მე! -ეს ტყუილია! შენ იცი, რომ თვრამეტი წლიდან ასე ვარ! -მაშინ რატომ არ უშლი ხელს ამ აფიორას? რა გინდა დათა? მაინცდამაინც შენი რძალი უნდა გავხდე და გაგამწარო?-თვალები ცრემლებით აევსო. -ნუ ტირი! გთზოვ! ამის ატანა არ შემიძლია! -მაშინ რამე გააკეთე! ქორწილზე საუბარი დაიწყეს! დათა ყველაფერზე თანახმა ვარ! -ვიცი ელენე! გპირდები რამეს მოვიფიქრებ! ცოტა დრო და კარგი გეგმა გვჭირდება!...მიყვარხარ,დროა მართლა გამოვფხიზლდე, სანამ დაგკარგავ!-ელენეს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ეზოში ავთო გამოჩნდა და ისიც წამსვე დადუმდა. ............................. დილით გვიან გაეღვიძა. ჯერ კიდევ გრძნობდა გელოვანის ხელებს საკუთარ სხეულზე. კაცი მჭიდროს ეხვეოდა, ისე, თითქოს ვინმე წართმევას უპირებდა, ის კი თავგამოდებით იცავდა. ამის გაფიქრებისას გაეცინა.თვალი გაუსწორა კონსტანტინეს პროფილს და თითით კონტურების შემოხაზვა დაიწყო. -რატომ მაიმუნობ ნენე?-ძილისგამ დამობეხული ხმით ამოიჩურჩულა. -სიმპატიური ხარ!- პატარა ბავშვივით ამოიბუტბუტა და გააცინა კიდეც კაცი-რა გაცინებს? -მე მეგონა, ეგ ხუთი წლის წინ შეამჩნიე და ამიტომ შემიტყუე საწოლში! -თავდაჯერებული იდიოტი ხარ! -შენ კი მშიერი ქალი! ვიცი ამიტომ შემომიტიე დილიდან ! ამიტომ ახლა შხაპს მივიღებ და რამეს მოგიმზადებ!-წამიერად შეეხო ტუჩებზე და სააბაზანოს მიაშურა. ნენემ დრო სატავისოდ გამოიყენა და ლილიანთან დარეკა. -გისმენ ნენეკო!-მხიარული ხმა მოესმა. -სად ხარ ლილი? -მანქანაში, დათასგან გამოვედი და კომპანიაში მივდივარ! მოხდა რამე? -კოსტა მინდა გაგაცნოთ.. -დადგა ჟამი?-გაიცინა ქალმა. -დიახაც! დღეს საღამოს თუ გცალიათ ბიძაშვილებსაც უთხარი და შევიკრიბოთ რა?! -დათა მგონი ლევანის ვახშამზე აპირებდა დასწრებას მაგრამ პრობლემა არაა მოვიტაცებ! იცი რას გეტყვი?! ჩემთან მოდით...დათასაც შორს არ მოუწევს წასვლა, ზურაც დაღლილი იქნება! -კარგო ოღონდ გთხოვ, ოფიციალურობა, ვახშმები და რაღაც ეგეთები არ გვინდა! ჩვენ სტილში შევიკრიბოთ, როგორც ადრე, რომ დაზაბულობა არ იყოს კარგი? -მეჩვენება თუ ნერვიულობ?! -ცოტას? -კარგი რა ნენე?! ხომ იცი, რომ შენს არჩევანს უდიდეს პატივს ვცემთ და თან კონსტანტინე კარგი ბიჭია! -მიხარია, ასე რომ ფიქრობთ, ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია. -ხოდა ალიან კარგი, უშუალო გარემო შეიქმნება, ამაზე არ იდარდო კარგი? -მიყვარხარ, გავიქეცი! -მიდი! მობილური გათიშა და ისევ ბალიშს მიესვენა.ამასობაში კონსტანტინეც გამოვიდა აბაზანიდან, -ისევ წევხარ? -მმმ -ნელ-ნელა ავლენს საკუთარ თავს...როგორ მოვტყუვდი, როგორი ზარმაცი ყოფილხარ!-პირსახოცშემოხვეული იდგა კარადასთან და პარალელურად ნენეს დასცინოდა, -თუ არ მოგწონს მიბრძანდი! -ადექი ვისაუზმოთ რაა! -რატომ ცხოვრობ ასე ჯანსაღად ამიხსენიი! არ შეიძლება გვიანობამდე ვიძინოთ? -უნდა შეეჩვიო, თავიდან მეც გამიჭირდა!...საერთოდ ექიმი შენ ხარ და წესით კარგად უნდა გესმოდეს, რომ ზედმეტად არაჯანსაღი ხარ! -საუზმის მომზადება არ მიყვარს, საერთოდ საუზმეც არ მიყვარს და იმის გათვალისწინებით, რომ დასვენების დღე წელიწადშო ორჯერ მაქვს, დიახ, ძილიც მინდა, რასაც სხვათაშორის ერთი საზიზღარი და ამავდროულად საშინლად სიმპატიური კაცი არ მაცლის! -იმდენი ისაუბრე გამოფხიზლდი აშკარად! აბრძანდი და დამეხმარე!....შვებულების აღებაზე არ გიფიქრია? ამ ბოლო დროს ზედმეტად გადაღლილი და უენერგიო ხარ! -კონსტანტინე! -ივარჯიშე ხოლმე ჩემთან ერთად!-შუბლზე აკოცა და თანდათან წამოაყენა-რას იტყვი? -არ მინდა ვარჯიში!-მის ყელში ჰქონდა სახე ჩარგული და კოცნებს უტოვებდა-საკმარისად ბევრ ენერგიას ვხარჯავ!...რაღაც უნდა გტხოვო! -გისმენ! -ჩემი მეგობრები მინდა გაგაცნო!...დღეს საღამოს! -ლილიანი რომ გავიცანი მეგონა მომკლავდა...სხვებიც ასეთები გყავს?-თვალები მოუჭუტა. -უარესები!-თვალები აატრიალა და ქვემოდან ახედა-სერიოზულად გესაუბრები. -კარგი ჰო, დაპატიჟე! -არა, დღეს ჩვენთვითონ მივალთ...კალათბურთი ხომ გიყვარს? -კარგად იცი რომ ყოველ კვირას ვთამაშობ! -ხოდა ძალიან კარგი,დათასაც უყვარს...ეს ისე, რომ იცოდე!-აბაზანაში შესვლამდე მიაძახა და გაუჩინარდა. .................. საავადმყოფოში იყო და გადატვირთული დღეს უმკლავდებოდა.როგორც იქნა დასასვენებლად მოიცალა თავზე ნუცა რომ წამოადგა. -შენი დახმარება მჭირდება! -მძიმე პაციენტია? -მოკლედ, წლების წინ კატამ სახე დაუსახიჩრა და ოპერაცია დასჭირდა, თუმცა მერე ყველაფერი ცუდად წავიდა და უარესი შრამი დარჩა... -ხომ იცი, რომ პლასტიკური ქირურგი აღარ ვარ?! -ხო, მაგრამ შენ ეს შემთხვევა არ გინახავს და არ იცი რამდენად დაუმძიმდა ცხოვრება ამ ადამიანს! -ნუცა ეს ორი წლის წინ უკვე გადავწყვიტე და ვთქვი, მაგრამ კიდევ გაგიმეორებ! მე, როგორც პლასტიკურმა ქირურგმა არსებობა შევწყვიტე და ვერაფერი მაიძულებს ამ სკალპერს კიდევ ერთხელ შევეხო! -ხურა?-დამრგვალებული თვალებით შეხედა, თუმცა კაცზე ვერაფრით იმოქმედა, მეტიც კიდევ უფრო გაღიზიანდა. -ნუ მაიძულებ ერთი და იმავეს მილიონჯერ გამეორებას!-მაგიდას ხელი დაჰკრა და გაბრაზებული მზერა მიაპყრო. -მას უბრალოდ იმედი სჭირდება და ერთადერთი იმედი შენ ხარ! -ნუცა! წადი!-გოგონას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ მამაკაცის თვალებს რომ დააკვირდა გადაიფიქრა და უკანმოუხედავად გაქრა. კარაგხანს უყურებდა ცარიელ სივრცეს, ნუცა მოულოდნელად შეეხო იმ ტკივილს, რომელსაც აქამდე საკუთარ თავსაც უმალავდა.რამდენიმე წელი საოპერაციოში არც კი შესულა და ცდილობდა რაც შეიძლება ნაკლებად ეფიქრა ამ საკითხზე. ახლა კი თავს ისე გრძნობდა თითქოს კანს უსერავდნენ. სამსახურში ვეღარ გაძლო და ლილიანთან წავიდა. -ზურა? ახლა საავადმყოფოში არ უნდა იყო?-თვზე წიტელი ბენდენა ეკეთა, ფართო კომბინიზონი ეცვა და იმდენად საყვარლად გამოიყურებოდა ზურამ ლოყები დაუკოცნა. -ცოტა მოპუტკუნდი ხო? -ვცდილობ ვიკვებო! -ჩემი გოგო!....ნუ მიყურებ ასე, ვერ გავძელი იქ! -ისევ ნუცა?-კაცმა უარის ნიშნად თავი გაიქნია. -საოპერაციო მომენატრა! -არ ვიცი ჯერ კიდევ ასე რატომ ხარ...ოდესმე გაიაზრე, რომ იმ ბავშვის სიკვდილი შენი ბრალი არ ყოფილა! ყველამ დაადასტურა, რომ ის ბავშვი გაჭრამდე მკვდარი იყო!....ანესთეზიოლოგის შეცდომის გამო! -ბავშვს არ უნდა მივკარებოდი! ჯერ კიდევ არ მქონდა კარგად გათვიცნობიერებული ცოდნა!-სახეზე ხელი ნერვიულად ჩამოისვა. -მისმინე, თუ საოპერაციოს არ დაუბრუნდები თავს კვლავ უსარგებლოდ იგრძნობ! შენ ამის გარეშე ვერ ცოცოხლობ და ამდენი ხნის განმავლობაში შორიდანაც კი შესამჩნევი იყო, ფიტულიცით რომ დადიოდი!...საერთოდ მგონი დროა შენ და შენმა ბიძაშვილმა გონება მოიკრიბოთ და საქმეს მიხედოთ! ნუცა დიდი ხნით არ დაგელოდება! -შენ თუ შეგიძლია მკვდარი მაქსიმე გიყვარდეს... -ზურა!-თვალები დაუბრიალა . -არ მენდობა! -ძალიან რთულია გენდოს, მის ადგილას წარმოიდგინე თავი! როგორია, აღმოაჩინო, რომ საყვარელ ადამიანს საცოლე ყავს? -უნდა მოესმინა! -ზურა გეყოს! -უბრალოდ მინდა, რომ საყვარელი ადამიანი მენდობოდეს! მისგან ზედმეტი მოვინდომე, ვივ, მაგრამ სხვა არჩევანი არ მაქვს! სანამ ყველაფერს არ მოვაგვარებ ელენესა და დათას შორის ვერაფერს გავაკეთებ, ვერ ვეტყვი! ვერ გაიგებს! -ვფიქრობ, დათა უკვე გამოფხიზლდა და თავადაც იწყებს მოქმედებას! -შევამჩნიე მათი დაახლოება!...შენ როგორ ხარ? შენი სულელი თაყვანისმცემელი დავინახე გუშინ კართან! -ვიცი ყვავილები დამხვდა!...ნაგვის ურნაშია შეგიძლია ნახო! -სულ გამო**ევდა ეგ ხო? უნდა მაცემინოს თავი მაინცდამაინც? -ნუ ხარ ველური რაა! ამდენი წელია ვმეგობრობთ და ვერ შეგაგნებინეთ, რომ თაყვანისმცემლები სულ იქნებიან...მთავარია მე არ მაქვს მათ მიმართ გრძნობები და ისეთსაც არაფერს აკეთებენ, რაც აუტანელი იქნება... მაგრამ თქვენ მაინც სულ ძალადობრივ მეთოდებს ირჩევთ! -რამდენჯერ გვიჩხუბია მე და მაქსიმეს! -ძალიან ვბრაზობდი ამაზე! -აბა რა ეგონათ, გათხოვილ ქალს სახლში რომ გიგზავნიდნენ საჩუქრებს?! -ცოფდებოდა!-გაეცინა-მაგრამ არასდროს დავუდანაშაულებივარ! -მან ყოველთვის იცოდა, რამდენად საოცნებო ქალი ერგო ცოლად, თუმცა ყოველთვის აბრაზებდა შენკენ მომართული მზერები!...მისთვის ხელშეუხებელი იყავი! -ხოგჯერ მგონია, რომ სიზმარში ვარ და როც აგავიღვიძებ ისევ ჩემ გვერდით იქნება! მინდა ჩემ გვერდით იყოს! -უზომოდ გვაკლია, აქ რომ ყოფილიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა! -ყოველთვის ამისთვის იბრძოდა, ამისთვის დგამდა ყველა ნაბიჯს, მაგრამ შენც ხომ იცი...მასში არსებული ჯარისკაცი ყვეოლაზე ძლიერი აღმოჩნდა! ყველაფერი დათმო და მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ბრძოლის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში საწოლშიც კი არ წვებოდა იმის შიშით, რომ საკუთარი კოშმარებით არ შევეშინებინე, მაინც წავიდა! -ასეთი იყო, მისი შეცვლა შენც კი ვერ შეძელი! -სასაცილოა, რომ ეს არასდროს მიცდია? ................................ საღამოხანს ყველა ერთად შეიკრიბა. აღმოჩნდა, რომ ზურა უკვე იცნობდა კონსტანტინეს და კონტაქტი უფრო მარტივი აღმოჩნდა. კარგად გაერთნენ, დალიეს, ისაუბრეს,თუმცა კონსტანტინეს დაძაბულობას ამჩნევდა და თავადაც ნერვიულობდა. სახლში დაბრუნებისას როგორც იქნა საუბარი წამოიწყო. -რამე მოხდა?-სახე მისკენ შეაბრუნა და დაძაბულ ბიჭს დააკვირდა. -რატომ მეკითხები? -კარგად გიცნობ, რაღაც ხდება და მიმალავ! ზურასთან პრობლემები გაქვს? -საიდან მოიტანე?! არა! -მიპასუხე, მაშინ რა დაგემართა!-უკვე სახლში შედიოდნენ. -ნენე, ძალიან გთხოვ! ახლა ამაზე საუბარი არ მინდა!-ზურგი აქცია და საძინებლისკენ წავიდა. -კონსტანტინე! შეგამჩნიე! ვიცი, რომ რაღაცაზე ნერვიულობ! რაღაცას მალავ! -მე დაზურას კარგი ურთიერთობა გვაქვს ნენე, ამაზე არ იდარდო! უბრალოდ შესაძლოა მე არ მაქვს ისეთი სუფთა წარსული, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს! -რას გულისხმობ? -გთხოვ დღეს ნუ მაიძულებ ამაზე ვისაუბრო! ხვალ ყველაფერს მოგიყვები! გპირდები! -იცოდე ხვალ თავს ვერ ამარიდებ!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და გამოცვლა დაიწყო.თავიდან ვერ იგდებდა კოსტას სიტყვებს. მისთვის ის ყველაზე სამართლიანი და სუფთა ადამიანი იყო და ახლა ძალიან უჭირდა იმის წარმოდგენა, რომ შესაძლოა რაღაც საზარელს მალავდა. ................. -როგორ ხარ? -შესანიშნავად, სხვის პრობლემებში ჩართვამ საკუთარის სამუდამოდ დავიწყება მასწავლა!...დათას ვაპატიე, ზურას ვეკონტაქტები, ნენე აზრზე მომყავს!....გარშემო ყველა სიყვარულის ალშია გახვეული, თუმცა ცუდი ისაა, რომ ამას ან ვერ იაზრებენ, ან საკუთარ გრძნობებს არ გამოხატავენ...ზოგი დათმობაზე არ მიდის და საკუთარი სიჯიუტით ყველაფერს აფუჭებს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვერ იაზრებენ რა ცოტა დრო აქვთ და არ ცდილობენ მის ბოლომდე გამოყენებას... -შენ ეს გაშფოთებს? -რა თქმა უნდა,მაშფოთებს! არაფერია იმაზე დიდი უსამართლობა, საყვარელი ადამიანი გვერდით გყავდეს და საკუთარ ეგოიზმს შესწირო მასთან გასატარებელი თითოეული წუთი...ამ ადამიანებს უჭირთ საკუთარი პრინციპების დათმობა და მე ვერ ვიგებ რა შუაშია პრინციპები სიყვარულთან! -ისევ მთავარს მივადექით!-ამის გაგონებაზე თოლორდავამ თვალები აატრიალა-ლილიან ვერ დაგეხმარები თუ შენს გრძნობებზე არ დამელაპარაკები...და ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, რომ ეს მაქსიმეს ეხება! -მენატრება!...ის ჩემი ადამიანი იყო, ყოველთვის ესმოდა რა მჭირდებოდა და დაუფიქრებლად მედგა გვერდით! როცა შევხვდი მასში უბრალოდ ის ადამიანი დავინახე ვის გვერდითაც შემეძლო მთელი ცხოვრება გამეტარებინდა და ერთ წუთსაც კი არ ვინანებდი! სამყარო ჩემთვის მისი თვალებით იწყებოდა და სრულდებოდა...მისი შეხება ჩემში სრულ შტორმს წარმოქმნიდა, ემოციების შტორმს, რომელიც არასდროს დასრულებულა....მის გამოჩენამდე ისეთი წყნარი ცხოვრებით ვცხოვრობდი, რომ დედჩემი სკოლაშიც კი არასდროს დაუბარებიათ!...მისი გამოჩენის შემდეგ კი ყველა სიგიჟის ჩადენა შევძელი...ცხოვრებაში პირველად შევძელი თავისუფლად მესუნთქა, იმ ჰაერით, რომელსაც ის სუნთქავდა..ის იყო ადამიანი, რომლისთვისაც ყველაფრის განდობა შემეძლო, ის იყო ჩემ გვერდით მაშინ, როცა თანადგომა მჭირდებოდა-ცრემლები ძლივსძლივობით მოიწმინდა- ყველას წასვლის შესაძლებლობას ვიყავი შეგუებული...ნებისმიერის დაკარგვა წარმომედგინა, მაგრამ მისი არა! ნენე წავიდა, ანაბელი გაუცხოვდა, დათა გაუფერულდა, ზურაც ამერიკაში წავიდა...მე ამას შევეგუე, მაგრამ მის წასვლას ვერ გადავიტანდი, მისგან შორს ყოფნა არასდროს შემეძლო, მაგრამ არ გამიმართლა....ხანდახან ისევ მეჩვენება მისი მზერა, მგონია, რომ სადღაც დგას და მიყურებს, არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე იმის გააზრება, რომ ეს უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაწილია. თვალებს რომ ვხუჭავ, მის სახეს ვხედავ...ხანდახან მეჩვენება, რომ ჩემი თითები ისევ ეხევა მის ნაკვთებს და მერე ჩემს თავზე ვბრაზობ!....იმიტომ, რომ მე იქ ვიდექი, იმ კართან, და გავიგონე რა თქვა გენერალმა, მის სახეს ვუყურებდი, ფერმკრთალ სახეს და მესმოდა მის მიერ მოტანილი მაქსიმეს სიკვიდლის ამბავი...მე მისი ნივთები ვნახე, ანალიზები ვნახე, რომელმაც დაადასტურა, რომ ის იყო და ამის სემდეგ მაინც თავს ვაჯერებ, რომ ყველაფერი კარგადაა. -შენი შფოთვა სრულიად ლოგიკური და გასაგებია! ადვილი არაა ის რაც შენ გადაიტანე, მაგრამ გარშემომყოფთა მიმართ მსგავსი გაღიზიანებადობა გადაჭარბებულია, ამიტომაა, რომ ყველა ნერვიულობს შენზე! -მათ არ ესმით! ვერ იგებენ! მე ქმარი დავკარგე, ჩემი ცხოვრების სიყვარული წელიწად-ნახევრის წინ იქ სადღაც, ჩემგან შორს ნაღმზე აფეთქდა...მე ერთი თვე ოთახიდან არ გამოვსულვარ...ძლივსძლივობით გადავრჩი და აზრზე მოსვლისთანავე მაქსიმეს....ყოველდღე ვცდილობ მისი ნაწილი ვიპოვო, ამიტომ მივატოვე ჩემი საქმე და მისი ბიზნესის მართვა დავიწყე, ყველაში მისი მზერის დანახვას ვცდილობ, მაგრამ არა! არ არის! არსად არის და ეს მკლავს...ხანდახან მართლა მინდა ვიღაცას ისევ ვუყვარდე ისე, როგორც მას ვუყვარდი...ის ერთადერთი იყო! -სრულიად შესაძლებელია ოდესმე კიდევ შეხვდე ადამიანს, რომელიც ისე შეგიყვარებს, როგორც მას უყვარდი და შენც შეგიყვარდება! -შეუძლებელია, მაქსიმე იყო ადამიანი, რომელსაც ჩემი სული ბოლოდე ვანდე! ისიც მასთან ერთად მოკვდა! ...................... ნუცა ყველანაირად ცდილობდა ზურასთვის თავი აერიდებინა. ბოლო ინციდენტის შემდეგ კი საერთოდ აღარ ეკონტაქტებოდა, თუმცა ეს ნაკლებად გამოსდიოდა. მშვიდად დააბიჯებდა კლინიკაში, ვინაიდან იცოდა, ამირეჯიბი ისვენებდა. საბუტებს ჩაჰკირკიტებდა და ის იყო მომდევნო პაციენტი უნდა მიეღო ანალიზებზე ზურას ხმა, რომ მოესმა. კაცი ზურგით იდგა და პაციენტს ელაპარაკებოდა. ქალს სახე არ უჩანდა, თუმცა აშკარად ასაკოვანი იყო. -დიახ ქალბატონო, ახლავე მოვა ჩემი დამხმარე და ანალიზებს აგიღებთ! -ეს ჩემი პაციენტია!-პატარა ბავშვივით გამოუვიდა ნათქვამი. -აი ისიც მოვიდა! არ შეგეშინდეთ ქალბატონო ნუნუ, პატარა ბავშვიცით კი იქცევა, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაფერი მე ვასწავლე და პროფესიონალია! -ზურა ექიმო, ერთი წუთით თუ შეიძლება!-ზურგი გაბრაზებულმა აქცია და კართან დაელოდა- რას ცდილობ? -ტონი აკონტროლე!-თვალები დაუბრიალა და მოხუცისკენ მიანიშნა რომელიც გაფაციცებით აკვირდებოდათ.ნუცამაც მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ ზემოთხსენებული პაციენტი ბებიამისი იყო და ზედმეტად ახლოს მდგარი ზურა ხელით უკან დაწია. -მისმინე! გზიდან ჩამომეცალე და მუშაობაში ხელს ნუ მიშლი! -დღეს ჩემთან მუშაობ! -მერაბთან ვმუშაობ! -ისვენებს დღეს და რამდენს მახსნევინებ ნუციკო? -ჩშშ გაიგონებს! -ხოდა მიხედე საქმეს!-ნუცა უკმაყოფილო სახით შებრუნდა. -აბა ბებო, რა გაწუხებს?ან ეჭვი მაქვს, სულ სხვა მისიით ხარ აქ!-ხელები გუმთან გადაიჯვარედინა და აწეული წარბით დააკვირდა ქალს. -რას მოელოდი აბა ნუცი ბებო? ბიძაშვილის ქორწილია, სულ რომ ძალით დამჭირდეს შენი წაყვანა, ყურით წაგათრევ ხომ იცი? -რამ გადაგრია ნუნუ? შენ არ იყავი მთელი ცხოვრება მანერებზე რომ მელაპარაკებოდი? სად გაქრა შენი დახვეწილობა, შემომივარდი აქ ქაჯი გოგოსავით! -ქაჯი შვილო არ უკადრებია ჩემთვის არავის! რამდენს ბედავ შენ?-სახე გაატრიალა ქალმა. -ოოო ბებო კაი რაა! მაბრაზებ და კიდე შენ მებუსები! რა წესია?!-ლოყაზე მოწყვეტით აკოცა და მოულბო კიდეც გული ნუნუს-წადი რა ბაბსთან და მოვალ დღეს ღქვენთან, იქ ვისაუბროთ! -არსადაც არ წავალ! დამპირდი,რომ დღესვე აიღებ შვებულებას და ხვალ ჩევნთან ერთად წამოხვალ...იცოდე ვეტყვი ლაშას და... -ნუნუ მორჩი მუქარას რა! ითხარი მერე! ხომ ვთქვი უკვე არ მაქ ერთკვირიანი შვებულების დრო! უნდა ვისწავლო ხალხო, ჩამოვალ ქორწილის დღეს, რომელი ევროპელები თქვენ მყავხართ ახლა ერთი კვირა რაღაც რიტუალები არ ატაროთ და წვეულებები არ მართოთ! ან რა მოიფიქრეს ეს ყაზბეგში ქორწილი?! -უკაცრავად ჩარევისთვის, მაგრამ მგონი მე შევძლებ თქვენი პრობლემის მოგვარებას ქალბატონო ნუნუ!- სიტუაციით გამხიარულებულმა ზურამაც ამოიღო ხმა-მე დავეხმარები ნუციკოს შვებულების აღებაში და გპირდებით ყველა იმ წვრილმანის ათვისებაში დავეხმარები, რასაც გამოტოვებს! -შენ გენაცვალე ბებო!როგორი კარგი ბიჭი ხარ, კუმტურული, კარგად აღზრდილი... -მე კი არ მგავს!-წინასწარ გაზეპირებული ტექსტი გაიმეორა და თვალები აატრიალა.ზურამ ნუნუს გაუღიმა და ხელები ერთმანეთს გაუსვა. -ასე რომ ნუციკო, თავისუფალი ხარ შეგიძლია ახლავე გაყვე ბებოს!-თვალი ჩაუკრა. -ამას განანებ, ხომ ხვდები?-სახესთან ახლოს დაუსისინა. -ახლავე ნუციკო, მე თვითონ შემოგიტან საბუთებს! დამელოდეთ ქალბატონო ნუნუ!-ხელზე ეამბორა ქალს და პალატიდან გაქრა. -თავხედი! -დედა რა კარგი ბიჭია, ზრდილობიანი, დახვეწილი, რა თვალები აქვს?! ზღვასავით ლურჯი! რა ურთიერთობა გაქვთ ნუცა ბებო?-თვალები აუციმციმდა ქალს. -ნუნუ! ნუ აწყობ ოცნების კოშკებს...უკანასკნელი კაცია, რომელთანაც საერთოდ რაიმე ურთიერთობა მექნება! -უგემოვნო ხარ შვილო თუ დებილი? ასეთი კარგი ბიჭი ბევრი გხვდება? -უამრავი ეგეთი დაიარება ნუნუ და მოგიყვან რომელიმეს სიძედ და დამშვიდდე იქნებ! - ეს რა მესმის!- წამსვე შეიცხადა ქალმა-სიძედ მოგიყვანო! გესმის შენ? ეგეთები მოწონთ ახლანდელ გოგონებს და ამ გასაოცარ ბიჭზე ამბობს თავხედიაო! არც ხარ ამის ღირსი! -რატო მეუბნები ასეთ რაღაცეებს ბებო? გული გინდა მატკინო? -და შენ რომ მტკენ კარგია? -აუ ბებოოო! მართლა აღარ შემიძლია რაა!- გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე ჩამოადო-კარგია, რომ მიგყავარ, დავისვენებ მაინც! -აბა წამოსვლა რომ არ გინდოდა? -სამუშაოს გულს ვაყოლებ! -გაორება გაქ ბებო?-ისე წამოიყვირა, მაშინვე გამოიწვია ნუცას ღიმილი. -აუ ნუნუ კარგი რაა! -აი მეც მოვედი!-ზურა ღიმილით შეიჭრა ოთახში- შენი შვებულება ქალბატონო! ხელი მოაწერე და ერთი კვირა მიბრძანდი სადაც გნებავს! -როგორი კარგი ბიჭი ხარ!-სახეზე მოეფერა ნუნუ-ხვალ შენც დაპატიჟებული ხარ! ერთად წამოდით შენ და ნუცა! -მე.. -არ ცალია ზურა ექიმს ბებო, პაციენტები ყავს! -სიმართლე რომ ვთქვა, მცალია, ისედაც უნდა დამესვენა! მადლობა შემოთავაზებისთვის ქალბატონო ნუნუ, თქვენი კამპანია ძალიან სასიამოვნო იქნება! გავუვლი ხვალ ნუციკოს და უვნებელს ჩამოგიყვანთ ყაზბეგში! -ძალიან კარგი ბებო! მადლობა! წავალ ახლა მე და ხვალ დაგელოდებით!-ნუცა გადაკოცნა და დაემშვიდობა ახალგაზრდებს. -ამას განზრახ აკეთებ? -სალაპარაკო გვაქვს ნუ ცი კო! -რაზე? -რაღაც ხდება და დროა იცოდე! -ზურა რაღცას ნუ ბოდავ! -მეე? როგორ გეკადრება! განაგრძე ახლა პაციენტების მიღება და ხვალ დროულად დამხვდი მზად!-თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა. ტელეფონში ნაცნობი ნომერი აკრიბა და დაელოდა სანამ კაცის ხმას გაიონებდა. -მოველოდი შენს ზარს ზურა! -ძალიან კარგი, ნახევარ საათში ჩვენს კლუბში გელოდები, სალაპარაკო გვაქვს! -იქვე ვარ, დაგელოდები! ****** -როგორ ხარ კონსტანტინე? -კარგად შენ? -გმადლობ, ალბათ იცი აქ რატომაც ვართ?! ცხადია, ველოდი, რომ ჩემი წარსული აუცილებლად მაგებინებდა პასუხს! -კარგად მიცნობ და ალბატ უკვე ისიც იცი, რომ ნენესთვის ძმასავით ვარ! -ნენემ არაფერი იცის...მინდა ვუთხრა, მაგრამ არ გამომდის! -რას ელოდები? ნენე თვითონ როდის აღმჯოაჩენს ამ ყველაფერს და დაგშორდება? -ისედაც დამშორდება! და ეჭვი მაქვს ამას შენც შეუწყობ ხელს! -როგორც ჩანს მთელი ამ ხნის მანძილზე მე უკეთ გაგიცანი ვიდრე შენ! -დამიჯერე ჩემს მდგომარეობაში შენო პიროვნების შეცნობა ძალიან რთული იყო! -ხოდა, მაშინ გეტყვი, რომ მე შენ გენდობი...ვიცი ყველაფერს თავი დაანებე, ამაში თავად მივიღე მონაწილეობა და ვეღარავინ დამაჯერებს, რომ როდესმე წარსულს დაუბრუნდები...გიცნობ კოსტა, გიცნობ და გაფასებ...ისიც ვიცოდი, ახლა ნერვიულობას რომ დაიწყებდი და სწორედ ამიტომ დაგიბარე!...მე პრობლემ არ ვარ! უბრალოდ ნენეს ნუ მოატყუებ! ნდობის პრობლემები აქვს და ამ შემთხვევაში უმჯობესია თავად უამბო! -შესაფერის დროს ველოდები! -და თუ აქამდე არ გამოჩნდა, რატო გგონია, რომ როდესმე გამოჩნდება? -ზურა მაწვები! -გჭირდება! დღესვე უთხარი ყველაფერი! მე ქალაქიდან გავდივარ, თუ დაგჭირდები დამირეკე! -მადლობა დათა!-ამირეჯიბა მხარზე ხელი დაარტყა და ბარი დატოვა. თავად კი ერთი ჭიქა შეუკვეთა.დრო ისე გაეპარა ვერ გაიაზრა. სახლში არავის ელოდა, ნენესთან შეხვედრა არ ჰქონდა შეთანხმებული, ამიტომ იფიქრა დრო ექნებოდა ეფიქრა, როგორ წარემართა საუბარი, თუმცა გეგმები მისაღების სავარძელში მჯდომმა ნენემ ჩაუშალა. -შემაშინე ნენე! -მე კიდევ შენი საიდუმლოებები მაშინებენ კონსტანტინე!-მზერა გაუსწორა-მთვრალი ხარ? -ნასვამი! -მეგონა დრო არ გქონდა შემხვედროდი!-წარბი მაღლა აზიდა-ზედმეტად ბევრი ტყუილი ხომ არ დაგიგროვდა? -ნენე! -აირჩიე, ან ახლავე მომიყვები ან სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან! -მანამდე ერთ კითხვას დაგისვამ ნენე! ჩვენი წარსული ჩვენს ურთიერთობაზე იმოქმედებს? -რა კითხვაა? -მიპასუხე! შეუძლია თუ არა ჩვენს წარსულს ჩვენი ურთიერთობის ცვლილება?! -მაშინებ იცი? რა უნდა მითხრა ასეთი, რომ წინასწარ მამზადებ? -დუმილს პასუხად ჩავთვლი! მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, წინასწარ უნდა ვიცოდე,რას მოველი! რეალურად ჩემი ქონება მე არ დამიგროვებია! -რა? მოიცა ვინმეს მოპარე?-თვალები დაქაჩა ნენემ. -დამაცადე კარგი?!....მამაჩემმა გადმომცა!მთელი ცხოვრება ჯერ ბაბუა ედგა სათავეში, მერე მამა, არასდროს გვიჭირდა, კერძო სკოლაში დავდიოდი, მძღოლი მემსახურებოდა! ყველაფერი მქონდა რაც კი შეიძლება ბავშვმა ინატროს...იდეალური ბავშვი არ ვყოფილვარ, თინეიჯერი ხომ საერთოდ! ვერავის ვიტანდი, ვჩხუბობდი, მასწავლებელს სკამი ვესროლე და ამით არ ვამაყობ!-საკუთარ თავზე თვალები აატრიალა-მოკლედ ამ პერიოდში რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე...თავიდან მამაჩემის გავლენა ჭრიდა, მაგრამ მერე ყველას ყელში ამოსდიოდა ჩემი სითავხედე და მრიცხავდნენ...ეროვნულები რომ ვწერე, იმ ზაფხულს დასასვენებლად წავედით მამაჩემის პარტნიორთან ერთად, ერთი წლით უფროსი ბიჭი ყავდა, დიდად არ მევასებოდა, მაგრამ რადგან ერთად ვისვენებდით ძალაუნებურად დიდ დროს ვატარებდი მასთან...პირველად პლიაჟზე გავიკეთე-სახე ხელებში ჩარგო და ღრმად ამოიოხრა- თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ დამარწმუნა, მაგარი „კაიფიაო“ და მართალი აღმოჩნდა იცი? კვირის ყოველ დღე სახედაკარგული ვიყავი....სამი წელი, არც ერთი დღე ჯანმრთელად არ გამოვიყურებოდი, მანამ, სანამ საავადმყოფოში არ მოვხვდი ზედოზით! -ნარკომანი ხარ?-აკანკალებული ხმა ძლივსძლივობით დაიმორჩილა. -ვიყავი...ამერიკაში ამიტომ გამგზავნეს...ჩვეულებრივ სარეაბილიტაციოს როგორ იკადრებდა ჩემი ოჯახი, თან ხმა გავრცელდებოდა, ამიტომ ამერიკაში იმ საავადმყოფოში ვმუკრნალობდი სადაც ზურა მუშაობდა...იქ გავიცანი! -მე რომ გაგიცანი? -სუფთა ვიყავი, ექვსი წელია სუფთა ვარ!...ახლა თუ მეტყვი უბრალოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან!-ცრემლები საკუთარი ხელით მოსწმინდა და მისი სახე ხელებში მოიქცია. -მე...მართლა არ ვიცი ახლა რა უნდა გითხრა!...მაპატიე კარგი? დრო მჭირდება კონსტანტინე! -გელოდები ნენე...ცხოვრების ბოლომდე! ..................... სახლის წინ ელოდებოდა. მანქანას მიყრდნობილი სიგარეტს ეწეოდა და თვალს არ აშორებდა კარს.გამოვიდა თუ არა მასთან გაჩნდა და ბარგი გამოართვა. -დილამშვიდობის! -ამასაც თუ მშვიდობიანი ჰქვია! -მეც მიხარია შენი ნახვა ნუციკო!გხა დიდია და საუბარსაც მოვასწრებთ! -რაზე უნდა ვისაუბროთ?- მანქანის კაი ხმაურიადან დახურა და ღვედი გაიკეთა. -ვიცი გუშინ არ გიძინია ამაზე ფიქრით!-ირონიულად გადახედა ამირეჯიბმა. -სულ არ გაწყობს ეს სარკაზმი, თუ მომინდა საერთოდ არ მოგისმენ! -არ მეგონა ყაზბეგშიც თუ გქონდათ სახლი! -ჟორდანიების მემკვიდრეობაა! ყველა მთის კურორტზე სახლი...უმეტესად თუშეთში გვიყვარს დასვენება, მაგრამ ნებისმიერ წამს შეიძლება ამინდის ცვლილებამ გეგმები ჩაშალოს და ლაშამ ამიტომ გადაწყვიტა ყაზბეგი! -ბატონი ნიკოლოზი მე დედისერთა მეგონა! -ლაშას მამა, ლუკა, და მისი ძმა ალექსანდრე მამას ბიძაშვილები არიან! -ვიცი უხერხულია ოჯახის გარემოში შეჭრა, მაგრამ კარგად იცი სხვა გზა არ დამიტოვე!ხვალვე უკან დავბრუნდები!ახლა მთავარია მომისმინო! -უკან ვერ დაბრუნდები, რადგან წამოხვედი ყველა ისედაც ოჯახის წევრივით მიგიღებს და უკან არავინ გამოგიშვებს!გარდა ამისა მე შენი იქ ყოფნის წინააღმდეგი არ ვარ! -ყველაფერი იცვლება, არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა ამას რომ გიყვები, მაგრამ მინდა იცოდე, მე ელენე არასდროს მყვარებია!-წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა და მაშინვე თვალი გააპარა ნუცასკენ, რომელიც ფანჯარაში იყურებოდა- მისმენ? -გისმენ, მაგრამ ამის მოსმენა არ მინდა! დამამცირებელია, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეგიძლია ეს საკუთარ საცოლეზე თქვა?! -ელენეს დათა უყვარს! -რა თქვი? რეებს იგონებ ზურა? შენს ბიძაშვილს რაღატომ სვრი? -ელენეს და დათას ერთმანეთი ბავშვობიდან უყვართ...მე და ელენე ბაბუებმა დაგვნიშნეს! მე კი ვცდილობ ჩემს ბიძაშვილს გამოფხიზლებასა და საყვარელი ქალისთვის ბრძოლაში დავეხმარო!...მორჩა! ესაა სიმართლე!გინდ დაიჯერე გინდა რა! -აქამდე რატომ არ მომიყევი? -ახლაც არ გჯერა ჩემი. წარმოიდგინა მაშინვე რომ მეთქვა, რას იზამდი? საერთოდ აღარ დამეკონტაქტებოდი!...გარდა ამისა ამ ორ ბავშვს გააზრებული არ ჰქონდა, რომ ერთამანეთისთვის უნდა ებრძოლათ...ახლა როგორც იქნა მოქმედება დაიწყეს და მეც მომეცა საშუალოება საკუთარ თავზე ვიფიქრო! -და ახლა? რა იქნება? -რაც გენდომება ის იქნება ნუცა, უბრალოდ შენგან იმის გაგონება მჭირდება, რომ მენდობი და დაიჯერე ის რაც გითხარი!-გზას თვალი წამიერად მოაშორა. -მჯერა!-უფრო თავისთვის ჩაიბუტბუტა ჟორდანიამ. -მაშინ, ახლა რა იქნება ნუ ცი კო?-ფართოდ გაღიმებული სახით შეხედა ქალს. -მოვიფიქროთ!- წარბი აწია და მუსიკას აუწია. ყაზბეგამდე ისე იმგზავრეს ხმა აღარ ამოუღიათ, ორივე მათგანი სიტუაციის გააზრებას, ზურა გახარებული იყო, ახლა კიდევ უფრო დიდი იმედი მიეცა იმისა, რომ ნუცას საბოლოოდ დაბრუნებას შეძლებდა. *** სახლში მისულებს პირველი ახალგაზრდა ბიჭი შემოეგებათ.ნუცა მაშინვე მისკენ გაიქცა და ძლიერად მოეხვია. -ანდროო! არ ვიცოდი თუ უკვე ჩამოხვედი?! -არ ვაპირებდი მაგრამ ხო იცნობ იმ შენს ბიძაშვილს? დამემუქრა!...არა მაინც რატომ მივეცი ამდენი კომპრომატის შეგროვების საშუალება?.... -რა პონტია რო მოეხვიე და აღარ უშვებ ჩემამდე!-მეორე ბიჭმა ხელი მიკრა და ახლა თავად მოეხვია ბიძაშვილს-ჩემი ტკბილი პრინცესა! -მომენატრე დემე!..უი გაიცანით ეს ზურაა, ჩემი კოლეგა....და მეგობარი!-ჟორდანიებმა მაშინვე მტრული მზერა სტყორცნეს ამირეჯიბს-ნუ უყურებთ ეგრე! ..დემეტრეე! -კარგი ხო!-ამოიხვნეშა უმცროსმა ჟორდანიამ და ხელი გაუწოდა ზურას-სასიამოვნოა! -ჩემთვისაც! -კარგია რომ ჩამოხვედი!-ამჯერად ანდრო მიესალმა. -შემიყვანეთ ახლა სახლში!-ბარგი მათ დაუტოვა და მისაღები ოთახისკენ გაიქცა-მამიკოო!-მაშინვე მოეხვია სავარძელში კომფორტულად მოკალათებულ კაცს. -ჩემი გოგო!მანაც პატარა ბავშვივით დაუკოცნა ლოყები-ჩემი ერთადერთი! -ნიკუშას გოგო ვარ მარტო!-გაიკრიჭა და კიდევ ერთხელ აკოცა მამას. -მეტიჩარა ექიმი ჩამოსულა! -ლუკა ბიძიაა!...რაღაც მომტყდარი მეჩვენები ბიძი?! მამამთილი რომ უნდა გახდე შეგეტყო უკვე! -მაიმუნი გოგო ხარ!...დამცინე დამცინე-მოხითხითე ნიკას შეუღრინა- აი მე რძალი მომყავს,ვნახოთ რას იზამ რო გაგიფრინდება ეს გოგო!-თავზე აკოცა ნუცას. -რა არის ეს ლუკიტო? რატომ დასცინი ბიძაშვილს? მამაჩემის გაბრაზებას არავის ვაპატიებ ხომ იცი?...არსად არ გავფრინდები მა!-თვალი ჩაუკრა აღრენილ კაცს-სიძე-პატარძალი სად არიან? -სასეირნოდ! -წავალ მე ჩემ გოგოებს ვნახავ!...უი მანამდე სად გააქრეს იმათმა ზურა? -ზურა ვინაა მამი? -ნუნუმ არ გითხრათ? -ნუნუმ რა გვითხრა სხვა თემაა! მე შენგან მაინტერესებს, ვინ არის ზურა? -მეგობარია მამა! -ნამდვილად? -კარგად იცი, რომ თუ რამე მოხდება ამას პირველი შენ გაოგებ!...წავალ მე დედასთან. -მოიცა ვენც მოვდივართ! ღვინოზე შემოვედი! -გალოთდით ხალხო?-სიცილით განაგრძო გზა ბაღისკენ. ანდროს და დემეტრეს უკვე მოესწროთ ნუნუსთან ერთად ზურას წარდგენა საზოგადოებისთვის. ქალბატონები აშკარად მოხიბლულოები ჩანდნენ. ნუცაც მათთან მივიდა და ყველას გადაეხვია. მერე ანდროს ჩაეხუტა და ისე განაგრძო საუბარი. -გავიგე ჩამოსვლას არ ჩქარობდი ნუციკო! -აუ მიაკო არ გეწყონოს რაა!-თვალები დაამრგვალა-ხომ იცი ლაშიკოს ქორწილს არ გამოვტოვენდო, უბრალოდ ძალიან ბევრი საქმე მაქვს!...ხომ არ გეწყინა ლუკიტო? -ამას რომ სწყენოდა, ცოცხალი არ დაგხვდებოდა მამა!-„დაამშვიდა“ ნიკამ-ვერ უყურებ? გულის წამლებით დასდევს მია! -დიდი ხანია სათვალის გარეშე წამლის ეტიკეტების კითხვა შეგიძლია?-არც ლუკამ დააკლო. -ხანდახან მგონია, ესენი არიან ჩვენს ასაკში!-დემეტრემმ ამოიხვნეშა-ჰა დედა ახლა შენ უნდა წაეკინკლავო ნიკას და ალექსამდრე გაგაშველებთ! ესეც თქვენი ახალგაზრდობის ფრაგმენტი! -ახალგაზრდად აღარ მთვლი შვილო? მე და ბიძაშენი დიდი ხანია აღარ ვკინკლაობთ! დაჭკვიანდა! -ოხ ანანო ანანოო! -ანანიკო სად გაქრა შენი ქმარი?-მაშინვე მოიკითხა საყვარელი ბიძა ნუცამ. -ცხენებთანაა ელიზაბეტთან ერთად! -წავალ ვნახავ, მომენატრა!-წამოდგა და თავლისკენ წავიდა. მალევე დაინახა მაღალი კაცი თექვსმეტი წლის გოგონასთან ერთად-ალექსი ბიძია! გაღიმებული გაემართა კაცისკენ და ხანგძლივად მოეხვია! -ნუცი!-თავზე აკოცა და თავადაც მოეხვია-ჩამოხვედი, როგორც იქნა! -აუ შენც არ მისაყვედურო რაა! -როდის მისაყვედურია? -შენ ყოველთვის გესმის!-გაუღიმა და ამჯერად ბიძაშვილისკენ წავიდა-რას შვები პაწაწო? -მამამ ჯირითი უნდა მასწავლოს!-ფარტოდ გაიღიმა ყველაზე უმცროსმა ჟორდანიამ. -მე თუ მკითხავ აქამდეც უნდა გესწავლებინა!-ხელი გადახვია ელ.ოზაბეტს და „გაბრაზებული“ სახით გახედა ალექსანდრეს. -ექვსი წლის ასაკში რომ ასწავლიდა ანდრო და გადმოვარდა, იმის შემდეგ მადლობა თქვას საერთოდ რომ ვაკარებ! -საწყალი ანდროო! რა დღეში იყო ამ მაიმუნი ბავშვის გამო, არადა არ დაელოდა! -ეს კი არა იმის შემდეგ თვითონაც არ ჯდებოდა! -თავს ისჯიდაა! -არ მახსოვს! -ოჰ რაც არ უნდა არ ახსოვს!-უცებ გამოჩნდა ანდრო და და მხარზე მოიგდო! წამოდით ეე უხერხულია იმ კაცთან! გამიმართეს აქ ნოსტალგიური დიალოგები! -არ დაგივარდეს!-ალექსანდრემ შვილს მიაძახა, ნუციკოს ხელი გადახვია და ბაღისკენ გაემართა-ვინ კაცთან? -ჩემი მეგობარია! -ნუნუ რომ გვიყვებოდა ის „მეგობარი“? -ბებო აბუქებს, უბრალოდ კოლეგაა! საერთოდ თვითონ დაპატიჟა! -თავს იმართლებ ნუცა? რამის თქმა ხომ არ გინდა? -ყველა ამას რატომ მეკითხებით? საპირისპირო სქესის მეგობრები თქვენ რომ გყავდათ, იმდენი უნდა! ჩემი მხრიდან რატომაა ასეთი მიუღებელი? -მიუღებელი არაა, უბრალოდ მე და მამაშენი ვხედავთ იმას, რასაც სხვა ვერა! -სანდროო! -კარგი, მოგვიანებით ვისაუბროთ!-თვალი ჩაუკრა და მის წინ მდგარ ზურას ხელი ძლიერად ჩამოართვა-სასიამოვნოა! -ჩემთვისაც ბატონო ალექსანდრე!-ჟორდანიამ ხელი მაგრად მოუჭირა და თვალებით აშკარად შეუბღვირა. -რა დახვედრაა სანი? შეეშვი ბავშვს!-ანანო მიუახლობდათ და ქმარს მხარზე ხელი მოუჭირა-ზურა სუფრასთან წამოდი!.....რა წესია ალექსანდრე? -აქ ჩამოსვლა არ უნდა გაებედა! -ნუცამ რომ გაიგოს, გაგიჟდება! -მე უკვე საკმარისად გავგიჟდი!-თვალები დააბრიალა და ტავადაც ოჯახისკენ გაემართა. -თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ ასე რომ შემოგეჭერით! -რას ამბობ ბებო? მე დაგპატიჟე! შენნაირი სტუმარი სანატრელია საყვარელო! -რას ფიქრობ ამ ჩვენს მეტიჩარა ექიმზე? -ბიძიაა!-ნუცამ თვალები დაუბრიალა, ზურას კი გულიანად გაეცინა ჯორდანიასთვის ზედგამოჭრილ მეტსახელზე. -ნუცა ზედმეტად ნიჭიერი და მონდომებულია, გარდა ამისა, როგორც ვიცი არაჩვეულებრივი მიმართულებით აპირებს კარიერულ განვითარებას! ნეიროქირურგია ზედმეტად საინტერესოა!-საუბრობდა და ნუცას უყურებდა. ნიკამ მისი მზერა რომ სეამჩნია ძარღვები დაეჭიმა, -შენზე რას გვეტყვი?-ელიზაბეტი ნიკაპით ხელს დაეყრდნო. -ოჰ დამიანეს ხომ არ დავურეკოთ ქალბატონო?-დემეტრემ ლოყაზე უჩქმიტა და გააბრაზა კიდეც და. -ნუ მიხსენებ მეთქი არ გითხარი?! -ნუ გადარევთ ამ ბიჭს!-ნუცამაც გაიცინა-ზურა პლასტიკური ქირურგია! -ცხვირს არ გამიკეთებ? -ჯერ ეს ერთიც დიდი ხანია ამ სფეროში აღარ ვმუშაობ ლიზა, მეორეც როგორც პროფესიონალი გეტყვი, რომ შენს ცხვირს საოპერაციო არაფერი სჭირს! -გესმის ლიზაჩკა? ნუ იცი სისულელეების ამოჩემება!-ცხვირზე ხელი მოუჭირა ანდრიამ. -ოოფ შემეშვი!-ზურა გაღიმებული უყურებდა და-ძმის „კამათს“ და თავისი ოჯახი ახსენდებოდა იმ ათას სისულელემდე რაც მოხდა. მერე უცებ გამოფხიზლდა. -გავიგე ცხენები გყავთ! -არ ვიცოდი ცხენები თუ გიყვარდა?!-ნუცამ გაურკვეველი მზერით გახედა. -ჩემი განტვირთვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. -ძალიან კარგი ბებო! ნუციკო დაგათვალიერებინებს გარემოს! -ლალიკო! აცადე დასვენება ხალხს!-მოჭუტული თვალებით გახედა ნიკამ. რა თქმა უნდა, იმ დღეს არსად წასულან. ლაშა და ნინიც დაბრუნდნენ და ყველამ ერთად გაატარა საღამო.ღვინის თანხლებით, ძველი მოგონებებით და ბევრი ხუმრობით მათთვის ზურას მიღება გაცილებით მარტივი გახდა, ვიდრე წარმოიდგენდნენ. მიუხედავად ამისა, ნიკოლოზი და ალექსანდრე მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ ამირეჯიბს. ნუცა უკვე დაძინებას აპირებდა კარზე რომ დაუკაკუნეს. ნებართვის შემდეგ ალექსანდრეც გამოჩნდა. -მოხდა რამე? -სალაპარაკო გვაქვს! მეგონა ამ ოჯახში ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით! -რას გულისხმობ სანდრო ბიძია? -ექვსი თვე...ექვსი თვე ნუცა, ოჯახს ახლოს არ ეკარებოდი და ფიქრობ, მე და მამაშენი უსაქმოდ ვიჯექით? -რა გააკეთეთ!-მაშინვე წარბები აწია უმცროსმა ჟორდანიამ-გთხოვ მითხარი, რომ არაფერი გააკეთეთ! -არაფერი თუ შენი დეპრესიის მიზეზის გარკვევა არ ითვლება!....მისმინე ნუცა! ჩვენ შენს გადაწყვეტილებას პატივი ვეცით...ამ კაცს ხვდებოდი, გატყუებდა და დაშორდი! ავიტანეტ ის, რომ არ გვითხარი და არაფერი ვთქვით, მარგრამ არ გეჩვენება, რომ შენი საქციელი უკვე ზღვარს სცდება? -აქ მამაჩემმა გამოგგზავნა? -მაგას რა მნიშვნელობა აქვს? უფლება არ მაქვს შენს ცხოვრებაში ჩავერიო? -ეს არ მითქვამს, უბრალოდ შენ თუ დაგავალა საუბარი ანუ ძალიან გაბრაზებულია! თუ თვითონ არ მოვიდა ჩემთან, ეს ამის ნიშანია! -აქ არ უნდა ჩამოსულიყავი კაცთან ერთად, რომელსაც საცოლე ჰყავს! -არ ჰყავს! -რას ნიშნავს არ ჰყავს? -ვერ გეტყვი, მეც ახლა გავიგე, შენგან უბრალოდ ნდობა მჭირდება...მამა დაარწმუნე მენდოს! -ჩვენ გენდობით ნუცა! ამიტომ არის ახლა ეგ კაცი აქ! კარგად იცი, ამას არ მოვითმენდით, რომ არა შენს მიმართ არსებული პატივისცემა და ნდობა!-ნუცა მაშინვე მოეხვია. -მადლობა! გეფიცები არასდროს შეგარცხვენთ! ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შეგრცხვეთ! -ჩვენ ახლა სირცხვილზე ვსაუბრობთ ნუცა? არავის ადარდებს რას იფიქრებს ხალხი...კარგად იცი მე და მამაშენი ამას ყურადღებას არასდროს ვაქცევდით! სხვისი აზრი სიმართლეს ვერ შეცვლის...აქ მთავარი შენი გრძნობებია, მთავარია შენ არ გეტკინოს...მან კი უკვე გატკინა! ეს უნდა ვაპატიოთ? -მე ვპატიობ! შეიძლება ჯერ ბოლომდე არ გამქრალა ის წყენა, მაგრამ დამიჯერე მე შემიძლია ყველაფერი ვაპატიო! -გიყვარს? -მგონი!-თვალები ცრემლებით აევსო. -მგონი არ არსებობს ნუცა!ან გიყვარს ან არა! -მასზე მიჯაჭვული ვარ! რამდენად შორსაც არ უნდა დავიჭირო თავი, ბოლოს მაინც მის გვერდით ვარ!-ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა. -ჩემთვის ჯერ კიდევ რთული წარმოსადგენია, რომ შენი თავი ვიღაც კაცს უნდა გავუყოთ! ყოველთვის ჩვენი თოჯინა იქნები ხომ იცი?! შენთვის ტკივილის მოყენებას აღარასდროს ვაპატიებთ!...გეფიცები, კიდევ ერთხელ აღმოვაჩენ, რომ მის გამო იტირე და ძველ სისასტიკეს დავიბრუნებ! -ბიძია! -მე წერტილი დავსვი ნუცა! დავიფიცე და იცი, რომ სიტყვას არ გავტეხავ! -მიუხედავად იმისა, მე გთხოვ თუ არა?!...თუ გეტყვი, რომ რომც მატკინოს მისი ცოცხალი დანახვა მენდომება?! -მიუხედავად ყველაფრისა!-თავზე აკოცა უმცროს ჟორდანიას და ოთახიდან გავიდა. აცრემლებული ნუცა აივანზე გავიდა და დაინახა კიდეც ანდრეასთან მოსაუბრე ზურა.ბიჭმა წამიერად ამოხედა და თითქმის შეუმჩნევლად გაუღიმა. *** არასდროს უპოვია ისეთი სილამაზე ვინმეში ან რამეში, როგორსაც ახლა ნუცაში ხედავდა. მისი შავი სფეროები კომფორტის ზონად ისე ექცა, ვერც კი გაიგო, მისი ღიმილი სიმშვიდის მომგვრელი გახდა, მხოლოდ მის გვერდით შეეძლო ღრმად ესუნთქა და ყველა ტკივილი დაევიწყებინა. ფიქრი ანდრიას ხმამ შეაწყვეტინა. -შენ ჩემს ბიძაშვილს უკვე ძალიან ატკინე!....ასე ნუ მიყურებ! გგონია მოვიდა და რამე თქვა? -ნუცას არ უნდა ვიცნობდე ეს რომ ვთქვა! მხოლოდ ერთხელ გეტყვი და არ გამამეორებინო!...ნუცა ჩემთვის პირველი დაა! არ აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, რომ დემეტრეს მსგავსად სისხლით არ ვარ მასთან დაკავშირებული! ჩვენ ერთმანეში მივიღეთ! ამ ოჯახის თითოეული წევრისთვის სიცოცხლე არ დამენანება და ნუცა ამას ყველაზე მეტად იმსახურებს! მამაჩემი და ნიკა ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ თვალი ადევნონ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას, მაგრამ არა! ვიცი რაც გააკეთე! დამიჯერე ახლა მკვდარი იქნებოდი, რომ არ ვიცოდე, როგორ უყვარხარ!....გამბედაობა გეყო და აქ მოხვედი! ნუცას გეფიცები, თუ ისევ ატკენ... -არ ვატკენ! და აქ არც მუქარების მოსასმენად ვარ ანდრეა! არ ვატკენ! მისთვის ტკივილის მიყენება არასდროს მდომებია, მაგრამ ასე მოხდა! ეს დაწყევლილი სამყარო ისე არაა შექმნილი, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯი სწორად გადავდგათ! ცხოვრებაში არაფერში ვყოფილვარ ისე დარწმუნებული, როგორც ნუცას მიმართ ჩემს სიყვარულში!-თვალე4ბში უყურებდა გაღიზიანებულ ბიჭს და ოდნავადაც არ იმაღლებდა ხმას-ამ ქალის გამო შემიძლია მოვკვდე, მაგრამ... -არსებობს მაგრამ? მაგრამ არ უნდა არსებობდეს ზურა! -ხომ თქვი ამ ოჯახის გამო თავს გავწირავო....ხოდა ოჯახი მეც მყავს და მათ დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ! შენ დემეტრეს გამო თავს გაწირავ, ჰოდა მეც გავწირე თავი! -რის თქმას ცდილოობ?!-თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. -შენთვის ამის ახსნას არ ვაპირებ! ნუცა ერთადერთია, ვისაც ამის ცოდნის უფლება ჰქონდა პირველივე წამიდან, მაგრამ შევცდი და დავმალე...უკვე ყველაფერი იცის და მეც ყველაფერზე ვარ წამსვლელი, რომ ბოლომდე მაპატიოს! გასაგებია?-სიმშვიდეს არ კარგავდა, ჯორდანიასგან განსხვავებით. -არაფერია გასაგები! უნდა თქვა რატომ გააკეთე ეს! ისე შენი ნდობა შეუძლებელია! -ნუცას ენდე! მის გადაწყვეტილებას პატივი ეცი ისე, როგორც ამას მე ვაკეთებ! თუ მეტყვის, რომ წავიდე, წამით არ დავყოვნდები! მივცემ უფლებას, ჩემს გარეშე იცხოვროს, მაგრამ თუ მეტყვის, რომ მაპატია....თუ ამას მეტყვის,ვეღარაფერი შემაჩერებს! -უნდა გენდო? -თავად გადაწყვიტე! უბრალოდ იცოდე, რომ მიყვარს! არასდროს ისე არავინ მყვარებია, როგორც ნუცა! მეშინია, რომ ეს გრძნობა ამიხეთქავს და მაშინ....ჟორდანიების მთელი ოჯახიც რომ შემებრძოლოს,ვერავინ შეძლებს მასთან დამაშოროს! -არ ატკინო!-უკვე მშვიდი იუო ანდრეა. -არასდროს! -ჩემი ოჯახი ადამიანში ყველაზე მეტად ერთგულებას აფასებს, ის, რომ აქ ხარ,ნიშნავს, რომ გენდობით!...ან ნდობას არ უღალატო! ....................... ბაღში იჯდა, სუფთა ჰაერს ისუნთქავდა. არაფერზე ფიქრობდა, საკუთარ თავს აიძულებდა უბრალოდ განტვირთულიყო. იმდენად დაღლილი იყო, ძალა აღარ ჰქონდა ისევ ეზრუნა რამეზე. პირობა უნდა შეესრულებინა და ამას გააკეთებდა და უკვე იცოდა, როგორ! -გაცივდები!-ქალის ხმა გაიგონა და იგრზნო კიდეც პლედი მხრებზე. -ელენე!-თვალებგაფართოებულმა ახედა გოგონას-აქ რა გინდა! -მარიტამ დამპატიჟა! -და ავთო ამას დათანხმდა? -როგორ მინდა, გითხრა, მისი აზრი არც მიკითხავს მეთქი, მაგრამ ჰო! დათანხმდა!-ღრმად ამოიხვნეშა. -მის საქციელს არ ჰგავს! -იცის, რომ ზურა სახლში არაა და ჩათვალა, არაფერს „დავაშავებდი“! -მაპატიე, მაგრამ მამაშენის ღირებულებები გულს მირევს!-ეტლიდან ახედა აშკარად დაღლილ გოგონას. -ვერ წარმოიდგენ, რამდენი წელია ამ შეგრძნებით ვცხოვრობ! -ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანის ცხოვრებაში გარდატეხები ხდება!მაგრამ ავთო არ იცვლება! -ძალიან მინდა, რამე ისეთი გავაკეთო, რაც გააცოფებს, მაგრამ მეშინია! მძულს ჩემი სიმხდალე! -მხდალი არ ხარ! მან ცანერგა ყველა ეს კომპლექსი! შენ არ უნდა იმალებოდე, შენ არ უნდა გრცხვენოდეს! არასდროს ისეთი არაფერი გაგიკეთებია, რაც მის ღირსებას შელახავს!...ნამდვილი ოჯახი მხოლოდ საკუთარი შვულის ბედნიერებაზე უნდა ფიქრობდეს...უბრალოდ მამაშენი სოციუმის სტანდარტების და ცხოველური კანონების მონაა და ცდილობს მის გარშემო არსებული ხალხიც თავისნაირად აქციოს! -ხომ ხედავ?! გამოსდის!-თავი სასოწარკვეთით გააქნია. -შენ მათ არ ჰაგვხარ! ყველასგან განსხვავებული ხარ! ამიტომაც შემიყვარდი! შენი პატარა სამყაროთი! -ძალიან მინდა ჩემი გრძნობების ხმამაღლა წარმოთქმა შემეძლოს, ყოველგვარი შიშის გარეშე!...შენთან ასე ახლოს და შორს ყოფნა ბოლოს მიღებს დათა!....ნეტავ ზურას ბიძაშვილი არ იყო! -ეს ქორწინება ბევრი ადამიანის ცხოვრებას დაანგრევს! -გამოსავალი არ არსებობს! მე შენს გვერდით ცხოვრება მომიწევს, მაგრამ ვერასდროს შევძლებ შენთან ყოფნას!-ამირეჯიბის წინ ბალახზე ჩამოჯდა და ცრემლებს გასაქანი მისცა. -ერთადერთი გამოსავალი ავთოს ღირებულებების მსხვრევაა! -ეგ შეუძლებელია! -თუ მის აზროვნებას ვერ შევცვლით შეგვიძლია დავანახოთ, რომ ჩვენ სრულიად სხვა სამყარო გვაქვს!...ძალიან დავაგვიანე, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა! დროა ჩემი მოვალეობა შევასრულო!-მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები მოსწმინდა-ყველას დავუპირისპირდები! ამისთვის ერთი გამოსავალია! თუ მათ ზურგში უკვე ჩაგვცეს დანა, ჩენ რატომ არ გავაკეთებთ ამას? -რას აპირებ? -ზურა ერთ კვირაში დაბრუნდება...ქორწილი ერთ თვეშია დანიშნული! მე და ზურას გეგმა გვაქვს,აფეთქებას მოვაწყობთ! -რას გულისხმობ? -შოკის ეფექტი ელკენიკო!-თვალი ჩაუკრა და გაუღიმა. ................ საკმაოდ თბილი ამინდი იყო, თუმცა აკანკალებდა, სციოდა ისე, როგორც არასდროს.პლედში გახვეული იჯდა, მუხლები მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი და ცრემლები სდიოდა. წარმოუდგენლად მიაჩნდა ის რაც კონსტანტინემ უთხრა. ოთახში ბნელოდა,თუმცა კარგად გაარჩია სახლში შემოსული ლანდის ვინაობა. -ნენე!-გელოვანმა შუქი აანთო და თავისი საყვარელი ქალი ამ მდგომარეობაში რომ დაინახა ფერი დაკარგა-ნენე!...ხმა გამეცი გთხოვ! მაშინებ! -აქ რატომ ხარ?-ამოიჩურჩულა. -ლილიანმა დამირეკა, რამდენიმე დღეა ვერ გიკავშირდება, სახლშიც ყოფილა, სად იყავი ნენე?!-თმაზე ეფერებოდა. -არსად წავსულვარ კოსტანტინე! აქ ვიყავი... -გთხოვ მითხარი, რომ ასე ჩემ გამო არ ხარ! გთხოვ ნენე! -ფერი არ გაქვს კოსტა!-სახეზე ხელი ჩამოუსვა-ასე განიცდი? -რა გემართება? შენს თავს არ გავხარ! -მიყვარხარ კონსტანტინე, ამ ცხოვრებაში ყველაზე და ყველაფერზე მეტად...შენ ხარ ადამიანი რომლის მხარზე ტირილიც მინდა, შენ ხარ ერთადერთი, ვისი დანაცვისასაც გული ორმაგად მიცემს...ერთადერთი ხარ, რომელსაც ვენდობი! -მე მოგაყტუე! -მნიშნელობა არ აქვს, წარსული ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს! შენი წარსული მაშინებს, მაგრამ მზად არ ვარ დაგკარგო...არაფრის დიდებით არ მინდა შენი დაკარგვა! მე შენ გეკუთვნი! წინა ცხოვრებაშიც შენი ვიიყავი და მეყვარები იმდენჯერ რამდენჯერაც დავიბადები!-ლოყაზე ხელი მოუსვა და ცრემლი რომ იგრძნო ჩაიცინა-ტირი? -ამ სიტყვების გაგონება იმდენი ხანია მინდა, არც კი ვიცი რა უნდა ვქნა ნენე! -არაფერი ვქნათ, უბრალოდ აღარასდროს გავქრეთ კარგი? უბრალოდ ჩემ გვერდით იყავი, მაშინაც კი, როცა ხელს გკრავ კარგი? -აპირებ ხელი მკრა?-ნენეს ტუჩებთან იმდენაც ახლოს ამოიჩურჩულა, რომ შეეხო. -არასდროს!-უპასუხა და კოცნაც არ დააყოვნა. -მაშინ ეს თარიღი ახალი ცხოვრების დასაწყისად ვაღიაროთ კარგი? -ჩვენი წარსული ახალი ცხოვრების დაწყების უფლებას მოგვცემს? -ჩვენი წარსული ისაა, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია, ამიტომ მის წინააღმდეგ ცალ-ცალკე კი არა ერთად ვიბრძოლებთ!...არ მივცემთ უფლებას გაგვტეზოს!....მე შემძლია შენი დასაყრდენი ვიყო ნენე...შენ გაუძლებ? -შენს გვერდით იმაზე ძლიერი ვარ ვიდრე წარმოგიდგენია, ამიტომ ეჭვიც არ მეპარება ამაში! .................. დილაადრიან ადგა და მოემზადა. უნდოდა ამირეჯიბი სასეირნოდ წარყვანა და თან დაწვრილებით გამოეკითხა ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში უმალაბდა.გვერდით ოთახში დაბინავებულს რამდენჯერმე დაუკაკუნა, თუმცა როცა არავინ უპასუხა. გარეშემო მიმოიხედა და მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ არავინ იყო ოთახში დაუკითხავად შევიდა. ამირეჯიბი საწოლში არ დახვდა, არც ოთახში იყო თუმცა აბაზანიდან წყლის ხმა გამოდიოდა.კართან მივიდა და ფრთხილად დააკაკუნა. -ზურა!-კარი გაიღო და გამოჩნდა კიდეც სარკის წინ მდგარი ამირეჯიბი.სპორტული შორტი ეცვა და წელს ზემოთ შიშველი იყო. -ჩემს ოთახში რას აკეთებ ნუციკო?-ეშმაკურად გაიცინა და წვერის პარსვა განაგრძო. -სალაპარაკო გვაქვს!-შეეცადა მისი შიშველლი ტორსისთვის თვალი აერიდებინა.რა თქმა უნდა ეს ზურამაც შენიშნა და ჩაიცინა. -გაწითლდი! -რა? -ჩემი დანახვისას გაწითლდი!-თავისკენ მოქაჩა და ნიჟარსათან მოიქცია-ამაზე სამუშაო გვექნება ნუცა!,აგრამ არაუშავს შეეჩვევი!-თვალი ჩაუკრა -არაფერთან შეჩვევას არ ვაპირებ!...იაზრებ სად ხარ?თუ აუცილებელია შეგახსენო!-თვალით ანიშნა, რომ მანძილი გაეზარდა. -ჩემთან სიახლობე გაბნევს?-მასთან დაიხარა და სურნელი ღრმად შეისუნთქა. -საშინლად!-ძლივს ამოიჩურჩულა ჟორდანიამ. -კარგია, რომ გრძნობების დამალვას არ ცდილობ!-ვნებიანად გაიღიმა -ეს ყველაფერს გაამარტივებს! -კარგი იქნებოდა თავადაც ისეთივე გულწრფელი იყო ჩემთან, როგორიც მე შენთან ვარ! -მე ბოლომდე გავიხსენი ნუცა! ჩვენი ერთადერთი სიმართლე ისაა, რომ მიყვარხარ! ამას არაფერი შეცვლის!-ტუჩებზე თითი გადაუსვა. -ჩემი პასუხი დიდი ხანია იცი!-ამირეჯივის თვალეში სიხარულის ცეცხლი აბრიალდა. -ძალიან მინდა გაკოცო! -რას უცდი?-ეშმაკურად გაუღიმა ჟორდანიამ და ამირეჯიბმაც არ დააყოვნა.ნუცამ ხელები შემოხვია და კოცნაში აყვა.როგორ მოენატრა ზურას შეხევა?! მხოლოდ ახლა იგრძნო, როფორ აკლდა ამირეჯიბი.ზურა რომ მოშორდა გააპროტესტა,თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო-რას აკეთებ?-წარბები შეკრა. -მეტი არ შეიძლება! ამ სახლში არა! -რა... -ნუციკო!-წარბი აწია იმის შესახსენებლად, თუ სად იყვნენ. -მართალია!...მაშინ მითხარი, როგორ აპირებ იყო ჩემთან,როცა ერთ თვეში ქორწილი გაქვს?!-მწარე რეალობაზე გაამახვილა ყურადღება. *** ერთი თვის შემდეგ. -მზად ხარ?-ოთახში ჩაფიქრებულმა დათამ შემოაბიჯა. -ბაბთას ვერ ვიკეთებ...რა სი***** ტო?! -მოიცა დაგეხმარები!-ბიძაშვილს მიუახლოვდა და თავად დაუწყო შესწორება. -რას შვება ყველაზე სიმპატიური ბიძაშვილების დუეტი?-კარში სიცილით შემოვიდნენ ლილიანი და ნენე. -რა ლამაზები ხართ?ნენეკო შენ სულ გადარევ იმ ბიჭს! -ნუ მეჭორავები მეზობელი ლეილასავით!...სიძე ხარ ეე! -არ იტირო იცოდე!-ხარხარი ატეხა უფროსმა ამირეჯიბმა. -ჩვენები არ გინახავთ? დილიდან გაქრნენ!-თათან ბაბთის შეკვრა დაასრულა და გოგონებს მიუბრუნდა. -ელენიკოსთან დავტოვეთ! ეხმარებიან! -მოეხმარონ, მოეხმარონ!რთული ღამე აქვს გადასატანი!-თავის კატუნით თქვა და გახედა განრისხებულ დათას-თქვენ რას აპირებთ? დაესწრებით წვეულებას? -დავესწრებით! რა უნდა იყოს შენს ქორწილზე სასიამოვნო სანახაობა!-ღიმილით ჩაუკრა თვალი ლილიანმა. -გინდათ ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ორი ოცნება გაგანდოთ? -ბრძანე!-თვალები აატრიალა დათამ. -პირველი, დათას საცოლის მოტაცება! -რა სისულელე ოცნებები აქვს ხედავთ?-ხელი აიქნია უმცროსმა ამირეჯიბმა. -მეორე?-სიცილით გახედა ნენემ. -გრანდიოზული ქორწილის ჩაშლა. იმ დღით დანიშნულები სტუმრებთან არ გამოჩენილან. იმ დღეს სიძე და პატარძალი ერთი მანქანით გაქრა. ზურა საჭესთან! ელენე უკანა სავარძელზე! დათასთან ჩახუტებული! იმ დღეს ქორწილი შედგა. მეორე დღეს კი ყველა გაზეთი წერდა: „წლის ყველაზე გრანდიოზული ქორწილი სკანდალურად გადაიქცა!დათა ამირეჯიბმა ცოლად საკუთარი ბიძაშვილის საცოლე შეირთო!“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.