შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი თავი (2)

24-10-2022, 09:45
ავტორი Nostalgia
ნანახია 10 271

ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ ველი თქვენს კომენტარებს

ნაწილი 2

_ იქნებ, როგორმე დაითანხმო?- უთხრა მეგობარმა
_ არ ვიცი, ვნახოთ..რა გამოვა თანაც ხო იცი დიდად არც მე მიყვარს ხალხ მრავალი ადგილები რაღაცნაირად თავს ცუდად ვგრძნობ.
როცა ჩემი კომფორტის ზონიდან გამოვდივარ  ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს მაგრამ ბექას ვერ ვაწყენინებ  .-  თქვა მიამ ამის შემდეგ კი ლექციებზე შევიდნენ.
მაქსიმე კი გარეთ დარჩა და ქუჩას  აკონტროლებდა  ბოლოს კი გადაწყვიტა შენობაში შესულიყო , და იქ დაეცადა  ჰოლში შევიდა და იქვე დაუწყო მოცდა,  გარკვეული დროის შემდეგ, მიაც გამოჩნდა რომელიც გასასვლელისკენ მიდიოდა, გზად კი ბიჭმა გააჩერა.
_მია, მოიცადე!- დაუძახა პაატამ მია კი მის დაძახილზე ჩერდება და მისკენ ბრუნდება
_ რა გინდა ?! პაატა.- უთხრა მკვახედ.
_ მია, იქნებ ერთი შანსი მომცე გთხოვ დავილაპარაკოთ.
_ რატომ, არ გინდა რომ შემეშვა ჩვენს შორის არაფრი გამოვა მე შენ არ მიყვარხარ. გაიგე ერთხელ და სამუდამოდ! - წამოიძახა მიამ
_ იქნებ, გვეცადა მე შენ ძალიან მომწონხარ, გთხოვ შანსი მომეცი დაგიმტკიცო ეს.- უთხრა და ხელი მოკიდა მკლავზე  ეს ყველაფერი კი მაქსიმემ  რომ დაინახა  მაშინვე მათკენ წავიდა
_ რა ხდება აქ ?!- იკითხა მაქსიმემ
_ ეს , ვინღაა?- იკითხა ბიჭმა.- აა მივხვდი აი თურმე რატომ მეუბნები უყვარს რადგან შენ უკვე გყავს შეყვარებული და ეს ახმახია  არა ?- თავი ვეღარ შეიკავა და მკლავზე მოუჭირა ხელი.
_ ჯერ ერთი ეგ შენი საქმე არ არის!- უთხრა მკაცრად - და მერე ახლავე გაუშვი გოგოს ხელი!- გააფრხილა მაქსიმემ.
_ რომ ,არა რას იზამ?-  უთხრა ირონიულად
_ გირჩევ, არ იცოდე!- თვალებში უკვე სიბრაზე ჩაუდგა მაქსიმეს. და მოთმინებას კარგავდა.
_ სამამდე, ვითვლი და თუ თავს არ დანებებ მიას მერე შენს თავს დააბრალე რაც მოგივა  იცოდე ბოლოჯერ გაფრთხილებ!- უთხრა მაქსიმემ მაგრამ პაატამ ყურიც არ უგდო.
_ მია, გთხოვ ერთი შანსი მომეცი..- კლავ თავისი გააგრძელა. მან.

_ კარგი, რადგან შენსას  არ იშლი მაშინ მე ვიცი რასაც ვიზავ - უთხრა და ძალით გააშვებინა ხელი გოგოს მკლავებიდან.
_ ახლა კი აქედან დაიკარგე ! სანამ ძვალ რბილი არ  გაგიერთიანე .- გააფრხილა მაქსიმემ
_ ამას ,ასე არ დავტოვებ,მია მე ისევ დავბრუნდები.- დაუყვირა და წავიდა.
_ კარგად, ხარ? ხო არაფერი დაგიშავა?- ჰკითხა მაქსიმემ.
_ კარგად, ვარ მაგრამ შენი ჩარევა არ იყო საჭირო ჩემითაც გავუმკავდებოდი .- უთხრა მიამ
_ ვნახე , როგორც გაუმკალვდი.- უთხრა  ცინიკურად
_   მორჩი,ამ ცინიზმს და წავიდეთ ძალიან დავიღალე უკვე .- დაღლილი ხმით ამოილაპარაკა მიამ
ამის , შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და გზას გაუდგნენ.მიამ თვალები დახუჭა და თავი მინას მიადო .

_ ყველაფერი რიგზეა? - ჰკითხა ბიჭმა
_ ღმერთო! რას  ჩამაცივდი კარგად ვარ, უბრალოდ დაღლილი ვარ სულ ესაა - მიახალა მკვახედ.
_ მისმინე, თუ კიდევ შეგავიწროვა იმ ტიპმა მითხარი და ჭკუას ვასწავლი.- უთხრა მაქსიმემ
_ მისმინე, აუცილებელი არ არის , ყველაფერში ჩაერიო მას მე მივხედავ .- უთხრა მიამ
_ ჩემი ვალია ვიზრუნო შენს უსაფრთხოებაზე ,  ამიტომ გინდა არ გინდა ყველაფერი რაც შენს გარშემო.ხდება მეც მეხება გაიგე ? და თუ განმეორდება მსგავსი რამ აუცილებლად მეტყვი.- უთხრა ბრძანებლური ტონით .
_ ოფ, კარგი მხოლოდ ერთი პირობით დაგიჯერებ..! - უთხრა მიამ
_ რა პირობა ?- იკითხა მაქსიმემ
_ თუ გინდა, რომ დაგიჯერო მაშინ ერთ რამეში უნდა დამეხმარო. ხვალ საღამოს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და კლუბში იხდის ხო და იქ უნდა წავიდეთ, ოღონდ თუ მამაჩემი გეტვის სად ვიყავი ეტყვი რომ მეგობართან სახლში.ვიყავი - აუხსნა გოგომ.
_ რაა? ანუ გინდა რომ მამაშენი მოვატყო და ვუთხრა რომ მეგობართან სახლში იყავი
_ აბა რა ვქნა ისე არ გამიშვებს და.- დაიწუწუნა მიამ
_ პირველ, რიგში წესიერ გოგოს რა უნდა ღამის კლუბში, და მერე რატომ გგონია რომ მე დაგეხმარები..?!- ჰკითხა მკაცრად.
_ ჯერ ერთი შენი საქმე არარის სად ვივლი მე და მერე , რადგან კლუბში მივდივარ ეს არ ნიშნავს რომ უწესო ვარ. ღამის ბლინები არც მე არ მიყვარს, ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს, უბრალოდ იძულებული ვარ წავიდე რადგან მეგობარმა ძალიან მთხოვა და უვარი ვერ ვუთხარი გასაგებია ?- გაბრაზებული ხმით უთხრა
_ მაპატიე, მაგრამ მე ვერ დაგეხმარები პირველი იმიტომ რომ ეს ღამის კლუბის იდეა არ მომწონს და მერე იმიტომ რომ ცხოვრებაში ტყუილს ვერ ვიტან ვერ ვიტან როცა იტყუებიან და ახლა შენ გინდა რომ მე ბატონი ნოდარი მოვატყუო არა ეს შეუძლებელია! - უთხრა მკაცრად
_ გთხოვ,რაა მხოლოდ ამ ერთხელ დიდხანს მაინც არ ვაპირებ იქ გაჩერებას უბრალოდ ერთი ორი საათით მივალ და მერე სახლში წავალთ რომ არ მივიდე გული დასწყდება. გთხოვ.- უთხრა და ლეკვის თვალებით შეხედა  მაქსიმემ ვერ, გაუძლო მის მზერას და უთხრა.
_ კაი, ჯანდაბას იყოს ისე როგორც შენ გინდა მაგრამ იცოდე ეს ბოლოჯერ არის რომ გეხმარები, და კიდევ მეტი ღამის კლუბში აღარ წახვალ!- გააფრთხილა მია
_ მაგას ,მე გადავწყვეტ და მადლობა დახმარებისთვის.- უთხრა მიამ - ხვალ შეგიძლია საღამოს. შვიდზე მოხვიდე.
_ რატომ?
_ ხვალ, ლექციები არ მაქვს და ამიტომ პირდაპირ საღამოს მოდი.
_ კარგი, როგორც იტყვი. - უთხრა მიას ამის შემდეგ არცერთს აღარ ამოუღია ხმა მალე უკვე სახლთან იყვენენ.
_ მოვედით,მია!- უთხრა მაქსიმემ შემდეგ კი   მას გახედა და ნახა რომ ჩაეძინა მანქანაში. შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა გვერდი მოუარა კარებთან მივიდა, გააღო და მისი გაღვიძება დაიწყო.
_მია , გაიღვიძე! უკვე მოვედით.- უთხრა გოგოს თუმცა მას ისე ღრმად ეძინა. რომ.  მისი გაღვიძება ვერ შეძლო.  შემდეგ სხვა გზა რომ არ დარჩა ხელში ფრთხილად აიყვანა როცა ხელში აიყვანა მაქსიმეს უცნაური გრძნობა დაეუფლა შემდეგ კი გოგონას დახედა, რომელსაც მის მკერდზე მოეკალათებინა თავი და მშვიდად ეძინა ერთი ხელი კისერზე ჰქონდათ მოხვეული და მეორე კი მის საყელოზე ჰქონდა ჩაბღაუჭებული.  ამის შემდეგ მაქსიმე ეზოში შევიდა და კარზე ზარი დარეკა და მალევე კი კარები ძიძამ გაუღო

_ რა სჭირს?- იკითხა შეშინებულმა.
_ ნუ ნერვიულობთ , უბრლაოდ გზაში ჩაეძინა და ვერ გავაღვიძე, თუ ნებას მომცემთ თავის ოთახში ავიყვან. - უთხრა მშვიდად ბიჭმა
_ რათქმაუნდა,შემოდი .- უთხრა და გზა დაუთმო მაქსიმე შიგნით შევიდა და შემდეგ მიას ოთახში ავიდა კარები გააღო და შიგნით შევიდა მერე კი საწოლზე ფრთხილად დააწვინა  პლედი გადააფარა. და სახიდან თმები გადაუწია და ოთახში დატოვა
_  მაქსიმე! როდის მოხვედი?- კითხვა ნორადმა.
_ ახლახანს,მოვედი მია თავის ოთახში ავიყვანე, გზაში დაეძინა და ვერაფრით გავაღვიძე ამიტომ მისი ხელში აყვანა მომიხდა რომ, სახლში შემეყვანა.
_ კარგად, მოიქეცი.- შეაქო კაცმა
_  კარგი, ახლა წავალ ღამე მშვიდობისა!-  დაემშვიდობა და წავიდა  შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და თავის ბინაში, წავიდა  ერთი საათის მერე მანქანას ბინის წინ აჩერდებს მაქსიმე იქიდან გადმოდის და ბინაში ადის კარს აღებს შიგნით შედის, შემდეგ გასაღებს თაროზე დებს და პირადპირ სააბაზანოში შედის წყალს ივლებს და  მალევე  ხალათით.   გამოდის სამზარეულოში შედის წყალს დგავს გაზქურაზე შემდეგ  ჩაის და ბუტერბროდს იმზასებს  მომზადების შემდეგ კი ვახშმობს ამის შემდეგ კი მაგიდას ალაგებს და ოთახში შედის   საწოლზე წვება  თუმცა  ვერ ისვენებს საწოლიდან დგება. სიგარეტს იღებს  შემდეგ აივანზე გადის ასანთს უკიდებს და იქვე სავარძელში ეშვება. ბოლოს უშვებს და რაღაცაზე ღრმად ფიქრს იწყებს როცა მარტო რჩება იგი სულ ასეთია. თითქოს გარეგნულად არაფერი ეტყობა მაგრამ  ცდილობს თავისი შინაგანი გრძნობები საგულდაგულოდ დამალოს მაგრამ როცა თავის თავთან მარტო რჩება  მისი თვალები მუდამ სევდიანია როცა მარტო რჩება,  ყოველთვის მოუსვენრად არის და ადგილს ვერ პოულობს მისთვის რომ ახლა შეგეხედათ, იფიქრებდით რომ მას რაღაც აწუხებს და მოსვენებას უკარკგავს  რაღაც შინაგანად ბორგავს მას როცა მოწევას ამთავრებს შიგნით შედის საწოლზე წვება და იძინებს იმედი აქვს რომ ისევ იგივე კოშმარი არ დაესიზმრება რომელიც უკვე ბოლო წლებია არ ასვენებს და ძილს უფრთხობს  ამ ბოლო ხანებში მას  კოშმარი აღარ უნახავს, მაგრამ ყოველ ღამე იმის , შიშით იძინებს რომ ისევ იმ საშინელებას ნახავს ,   ახლაც საწოლზე წვება  საბანს იფარებს თავს ბალიშზე დებს და იძინებს  გვიან ღამით კი მას ისევ იგივე სიზმარი ესიზმრება   და მაშინვე იღვიძებს
_ ისევ,ეს სიზმარი??- წამოიძახა მან - მეგონა უკვე თავი დავაღწიე მაგრამ ისევ თავი შემახსენა იმ საშინელმა დღეებმა, ჯანდაბა!-  ნირ წამხტარმა წამოიძახა და ფეხზე ადგა შემდეგ კი სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდა.
_ ნუთუ ვერასდროს ვერ დავივიწყებ იმ საშინელებას ვფიქრობ, ვერც ვერასდროს დავივიწყებ ამას რადგან  ეს ჩემს გონებაში ჩაილექა სამუდამოდ-   ჩაილაპარაკა შემდეგ კი ოთახში შევიდა და ძილი გააგრძელა.

***

შემდეგ დილას მიას ადრე გაეღვიძა და როცა ნახა როგორც ეძინა ძალიან გაუკვირდა ვერ მიხვდა როგორ მოხვდა მის ოთახში და დაიძინა ტანსაცმლიდან. ცოტახანში ოთახში ძიძა შევიდა.
_ დილამშვიდობისა! შვილო - უთხრა ქალმა
_ დილამშვიდობისა! ძიძა აქ როგორ მოვხვდი არაფერი მახსოვს?- ჰკითხა გაკვირვებულმა
_ არ გახსოვს, აქ როგორ მოხვდი? გუშინ. საღამოს მაქსიმემ მოგიყვანა აქ .
_ რაა? - შეიცხადა მიამ
_ კი, გუშინ გზაში ჩაგძინებია ხო და რომ ვერ გაგაღვიძა ხელში აყვანილმა, მიგიყვანა ოთახამდე.- გაეღიმა ქალს
_ ღმერთო!- წამოიძახა გაოგნებულმა.
_ შვილო, მისმინე ის ბიჭი ძალიან მომწონს ძალიან ზრდილობიანი და კარგად აღზრდილი ჩანს, ამიტომ გთხოვ წესიერად მოიქეცი და არ გააბრაზო.- უთხრა ძიძამ.
_ კარგი, რა ძიძა...- ჩაილაპარაკა მიამ და ფეხზე ადგა. - არ მითხრა რომ უკვე შეძლო შენი გადაბირება .- ჰკითხა მიამ
_ სულაც, არ გადამიბირა  ,უბრალოდ იმას ვამბობ რასაც ვხედავ.- გაუჯავრდა ძიძა მიას
_ კაი ,ხო ნუ ბრაზობ მე შევალ.წყალს  გადავივლებ და ჩამოვალ.- უთხრა მიამ და აბაზანაში შევიდა ვანა წყლით აავსო და შემდეგ შიგ ჩაწვა 

***

მაქსიმე, დილით ადრე ადგა სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა და სარბენად , წავიდა დილაობით ყოველთვის უყვარდა სირბილი და განტვირთვა ერთი საათი ირბინა შემდეგ ბინაში დაბრუნება და თავი მოიწესრიგა გაემზადა და წავიდა ქალაქგარეთ მშობლებთან. დიდი ხანია უკვე მათ სანახავად აღარ წასულა დროის უქონლობის გამო  ორი საათის შემდეგ მანქანას  დიდ კარებთან აჩერებს და ეზოში შედის შემდეგ კი კარების ხმაზე ძაღლი ყეფით გამორბის და მას ეგებება.

_ეი, ბრუნო როგორ ხარ მეგობარო?- უთხრა და წაეთამაშა ხმაურზე სახლიდან საშუალო ასაკის ქალი გამოდის და როცა მაქსიმეს ხედავს გახარებული მისკენ მიემართება.
_ ღმერთო,თუ მჯეროდეს შვილო რამდენი ხანია აქეთ არ ამოსულხარ.- უთხრა შვილს ბიჭმა კი თბილად ჩაიკრა გულში.
_ მაპატიე,დედა ხო.იცი როგორი გრაფიკიც მქონდა ახლა დრო გამოვნახე და ამოვედი თქვენთან.-  გაუღიმა დედას - ჩემი და სად არის?- კითხვა მაქსიმემ
_ მეგობართან, გავიდა და მალე მოვა  .
_ ხოო.
_ კარგი, წამოდი შიგნით შევიდეთ  გარეთ უკვე ძალიან ცივა.- უთხრა და შიგნით შევიდნენ
_ შენ აქ იყავი მე წავალ და რამეს მოგიმზადებ .- უთხრა დედამისმა
_ არ მშია დედა ,სანამ წამოვიდოდი ვისაუზმე.- უთხრა  დედას
_ კარგი, მაშინ.
ცოტახანში, სახლში ნინი შემოდის და როცა ძმას ხედავს კივის შემდეგ კი მირბის და ეხუტება მაქსიმეც, ძლიერ ხვევს თავის დიდ ხელებს და გულში იკრავს
_ როგორ, ხარ გიჟო?- ეუბნება უმცროს დას და ლოყაზე ჩქვნეტს.
_ შენგან, მივიწყებული როგორ ვიქნები!- საყვედურით უთხრა.
_  მაგრამ, ახლა ხო აქ ვარ.- უთხრა ღიმილით.   ერთადერთი ვისთანაც მაქსიმე ბუნებრივია, ეს დედა და და იყვნენ როდესაც მამა გარდაეცვალა მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და მის მერე მათზე ზრუნავს .
_ ხო დარჩები ჩვენთან?- კითხვა ნინიმ
_ არ შემიძლია, საღამოსკენ უკან უნდა დავბრუნდე.- უთხრა მაქსიმემ
_ აუუ,კაი რაა, მე მეგონა აქ დასარჩენად ხარ მოსული.
_ გპირდები, შემდეგ ჯერზე აუცილებლად დავრჩები მაგრამ ახლა არ შემიმჩნევია..- უთხრა მაქსიმემ.
_ შემდეგ,ჯერზე აქ მარტო მოსული აღარ დაგინახო ! - გააფრთხილა დედამისმა.
_ კარგი,რა დედა ისევ შენსას იწყებ ხო იცი არა რომ მე დაოჯახებას არ ვაპირებ.
_ უკვე დროა ცოლი მოიყვანა პატარა აღარ ხარ უკვე 31 წლის ხარ და შენ ხელებს უკვე ცოლ შვილი ჰყავთ შენ კი დაბორიალობ მარტოდ მარტო.. თანაც მინდა შვილიშვილებს მოვესწრო , და ისინი ხელში ავიყვანო.- წყრომით უთხრა ლიამ.
_ კარგი,დედა ნუ ბრაზობ რავქნა აქამდე ამისთვის დრო არ მქონდა, და თან არც მინდოდა დაოჯახება დიდად რადგან სიყვარულის არ მჯერა და ოჯახის შექმნის.- უთხრა მაქსიმემ
_ ახლა ,არა მაგრამ მოვა დრო და დაიჯერებ მის არსებობას ძამიკო..- უთხრა ნინიმ.
_ კაი, ერთი ..- უთხრა მაქსიმემ
ერთი,ორი საათი დაჰყო იქ შემდეგ კი წამოვიდა, რადგან საღამოსთვის უნდა მომზადებულიყო.
_ კარგი, აბა ჩემი წასვლის დროა. - უთხრა მათ და ფეხზე წამოდგა.
_ იცოდე ისევ არ გადაიკარგო !- უთხრა ლიამ
_ როგორც კი დროს გამოვნახავ ამოვალ ისევ .- უთხრა შემდეგ ორივეს მოეხვია და წავიდა

საღამოს,მიამ მომზადება დაიწყო, წყალი გადაივლო და კაბის არჩევა დაიწყო ბევრი ფიქრის შემდეგ კარადიდან წითელი მუხლამდე მომჯადარი კაბა ამოიღო რომელიც წვრილი ბრეტელებით, იყო თმები ტალღოვნად დაიხვია ნაწილი ზევით აიწია ნაწილი,კი გაშლილი დაიტოვა სადა მაკიაჟი გაიკეთა შემდეგ აქსესუარები მოირგო ოდნავ სუნამო შეისხა პატარა ხელ ჩანთა აიღო და ქვევით ჩავიდა.

_ უკვე, მიდიხარ შვილო?- ჰკითხა მამამისმა
_ ხო, მამა.
_ ჭკვიანად იყავი და იცოდე ძალიან არ დაიგვიანო.- გააფრხილა ნოდარმა მია და გულში ჩაიკრა.
_ კარგი,მამა , აი მაქსიმეც მოვიდა - უთხრა როცა სიგნალის ხმა გაიგონა.- წავედი უთხრა მოსასხამი აიღო და გარეთ გავიდა
მაქსიმე გარეთ მანქანაზე იყო მიყრდნობილი და მიას, ელოდა მია გარეთ გავიდა და მისი მიმართულებით წავიდა, როდესაც მაქსიმემ გოგონა დაინახა გოგონას სილამაზემ იგი დაატყვევა მია ისე ლამაზად და სექსუალურად გამოიყურებოდა ამ წითელ კაბაში რომ ბიჭი თვალს ვერ წყვეტდა, გოგონა მას ნელი და დახვეწილი მოძრაობით მიუახლოვდა.
_ ეი, აქ ხარ?- უთხრა და ხელი დაუქნია როდესაც მასთან მივიდა და ბიჭიც გონს მოვიდა.
_ მაპატიე, უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი,.. შეიძლება რაღაც გითხრა?- უთხრა მაქსიმემ
_ გისმენ!- ინტერესით უთხრა
_ მინდა, გითხრა რომ დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები.- უთხრა ბიჭმა
_ მადლობა,შენც კარგად გამოიყურები, ახლა კი წავიდეთ თორემ დავაგვინებთ.- უთხრა მიამ შემდეგ მაქსიმემ კარები გაუღო მიას რომ ჩამჯდარიყო როცა მია ჩაჯდა კარები ნელა მიხურა მანქანას გვერდი მოუარა საჭესთან დაჯდა, ძრავი ჩართო და კლუბში წავიდნენ.

№1  offline წევრი Nostalgia

მეგობრებო,თუ სადმე შეცდომით ეწერა წინადადება ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ვეცადე შემესწორებინა მაგრამ ახლა როცა ავტვირთე თავი და გადავიკითხე შევნიშნე შეცვლილი სიტყვები ზოგ ადგილებში ეს ტელეფონი ჭკუიდან მშლის რამდენიც არ უნდა ვეცადო შესწორება მაინც ცვლის ავტომატურად, და ამახინჯებს გთხოვთ მომიტევეთ!❣️

№2 სტუმარი Lizunia

მაქსიმე ნახეე რაა უკვე შეუყვარდა

№3  offline წევრი Nostalgia

Lizunia
მაქსიმე ნახეე რაა უკვე შეუყვარდა

ნელნელა გაუჩნდება გრძნობები კი ..(◠‿◕)

№4 სტუმარი Ani

ახალს მალე დადებ ? ❤ ????

Nostalgia
მეგობრებო,თუ სადმე შეცდომით ეწერა წინადადება ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ვეცადე შემესწორებინა მაგრამ ახლა როცა ავტვირთე თავი და გადავიკითხე შევნიშნე შეცვლილი სიტყვები ზოგ ადგილებში ეს ტელეფონი ჭკუიდან მშლის რამდენიც არ უნდა ვეცადო შესწორება მაინც ცვლის ავტომატურად, და ამახინჯებს გთხოვთ მომიტევეთ!❣️

არაუშავს მაგრამ ცადე ეს თუგინდა პარამეტრები მიკროფონის გვერდითა კლავიატურის მაღლა დააჭირე და ტექსტის კარნახი წერია გადაწიე ანუ გამორთე და აღარიქნება მეც მასე ვიყავი დამღალა :დ თუ იგივე მენიუ გაქვს

№5  offline წევრი Nostalgia

Ani

მადლობა , აუცილებლად ვცდი თორემ მართლა დამღალა უკვე ❣️ ამ კლავიატურამ..და ვეცდები მალე დავდო ახალი თავი

№6 სტუმარი Ani

წერილებს რო ვწერ მასე იგზავნებოდა და მაგან დამღალა , მეროცა ვკითხულობ პირდაპირ ვკითხულობ ვინც კითხვასა მიჩვეული რომც არასწორად ეწეროს მაინც სწორად კითხულობს ჩემი ნათქვამი არარის სადღაცგავიგე მაგრამ როდავაკვირდი მეც მასევარ ყველა არარის მარა უმეტესობა კი ,

№7  offline წევრი Soraya

ძალიან ცუდად მომხვდა თვალში მაქსიმეს ნათქვამი "წესიერ გოგოს რა უნდა ღამის კლუბში" კლუბში ან ბარში გასართობად დადიან, ამაში წესიერება და არა წესიერება არ გამოიხატება. გავიგეთ რომ მამამისი მასზე ნერვიულობს მაგრამ, რაც არ უნდა იყოს უნივერსიტეტში ადამიანები სრულწლოვნები არიან, ამიტომ მგონი უნდა იწყებდნენ საკუთარი ინიციატივითა დდა სხისთვის თქმის გაარეშე გადაადგილებას.ასევე ზალიან გამეცინა მაქსიმეს მორცხვობაზე იმას ვამბობ რომ მისგან არ ველოდი ამ კითხვას "შეიძლება რაღაც გითხრა?" და შემდეგ კომპლიმენტი თუ ეუბნები უთხარი.უნდა ვაღიარო ნელ-ნელა იხვეწები, მარტალია ძალიან კარგი არ არის, მაგრამ დამიჯერე შედარებით უკეთესია.
წარმატებები!

№8  offline წევრი Nostalgia

Ani
ვალში

Ani
წერილებს რო ვწერ მასე იგზავნებოდა და მაგან დამღალა , მეროცა ვკითხულობ პირდაპირ ვკითხულობ ვინც კითხვასა მიჩვეული რომც არასწორად ეწეროს მაინც სწორად კითხულობს ჩემი ნათქვამი არარის სადღაცგავიგე მაგრამ როდავაკვირდი მეც მასევარ ყველა არარის მარა უმეტესობა კი ,

❣️❣️

Soraya
ძალიან ცუდად მომხვდა თვალში მაქსიმეს ნათქვამი "წესიერ გოგოს რა უნდა ღამის კლუბში" კლუბში ან ბარში გასართობად დადიან, ამაში წესიერება და არა წესიერება არ გამოიხატება. გავიგეთ რომ მამამისი მასზე ნერვიულობს მაგრამ, რაც არ უნდა იყოს უნივერსიტეტში ადამიანები სრულწლოვნები არიან, ამიტომ მგონი უნდა იწყებდნენ საკუთარი ინიციატივითა დდა სხისთვის თქმის გაარეშე გადაადგილებას.ასევე ზალიან გამეცინა მაქსიმეს მორცხვობაზე იმას ვამბობ რომ მისგან არ ველოდი ამ კითხვას "შეიძლება რაღაც გითხრა?" და შემდეგ კომპლიმენტი თუ ეუბნები უთხარი.უნდა ვაღიარო ნელ-ნელა იხვეწები, მარტალია ძალიან კარგი არ არის, მაგრამ დამიჯერე შედარებით უკეთესია.
წარმატებები!

მაქსიმე ძალიან უცნაური ადამიანია :დდ

№9 სტუმარი Ani

მაქსიმესი არვიცი მაგრამ ლეონარდომ ტიტანიკში მთავარ როლში როა მაგანაც ეგ თქვა რამდენ ბიჭსაც ვიცნობ ყველა მაგას ამბობს მე პირადად არასდროს ვყოფილვარ მაგრამ როცა შემომთავაზეს უარი ვთქვი ყველამ ცუდათ დაახასიათა ეგ ადგილი ვერვხვდები რატო

ლეონარდოზე რაღაცნაერად გამოვიდა მაგრამ ისე მოვიყვანე მაგალითი იმის თქმა მინდოდა უმეტესობა მაგას ამბობს მიზეზი ალბათ აქვთ

მძიმე დამავიწყდა და ისე გამოვიდა თითქოს ლეონარდოც ითვლებოდა მათში ვისაც ვიცნობ რამხელა მნიშვნელობაქვს სასვენ ნიშანს :დდდ ორივე მაგალითი მოვიყვანე უცნობები ნაცნობები

№10  offline წევრი Nostalgia

ღამის კლუბს გულისხმობ? ზოგადად არც მე არ ვარ იქ ნამყოფი არასდროს არ ვყოფილვარ იქ მაგრამ გამიგია და ისე ფილმებიდან ვიცი რომ ცუდი ადგილია.. ვგულისხმობ იმას რომ იქ ნარკოტიკს მოიხმარენ და მსგავსი რაღაცეები მაქსიმე კი ცოტა სხვანაირი აზროვნებისაა ამიტომაც ჰქონდა ასეთი რეაქცია აქ არ იგულისხმება რომ მაინც და მაინც გიგო უწსოა უბრალოდ მისი გადმოსახედიდან კარგი აღზრდილი გოგო იქ არ უნდა დადიოდესო მისი გადმოსახედიდან ასე ჩანს და ვფიქრობ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ბიჭი ასე იტყვის ჩემი აზრით.❣️

№11 სტუმარი Ani

კი ალბათ ასეა ❤

ჰო მეც შენაერად ზუსტად

№12  offline წევრი Nostalgia

Ani
კი ალბათ ასეა ❤

რათქმაუნდა ❣️

Ani
კი ალბათ ასეა ❤

ჰო მეც შენაერად ზუსტად

ერთნაირი აზროვნება გვაქვს გამოდის ,მეც ასეთი წარმოდგენა მაქვს ამ კლუბებზე ❣️

№13 სტუმარი Ani

Nostalgia
Ani
კი ალბათ ასეა ❤

რათქმაუნდა ❣️

Ani
კი ალბათ ასეა ❤

ჰო მეც შენაერად ზუსტად

ერთნაირი აზროვნება გვაქვს გამოდის ,მეც ასეთი წარმოდგენა მაქვს ამ კლუბებზე ❣️

❤ ❤ ❤

№14 სტუმარი სტუმარი ლიზუ

Soraya
ძალიან ცუდად მომხვდა თვალში მაქსიმეს ნათქვამი "წესიერ გოგოს რა უნდა ღამის კლუბში" კლუბში ან ბარში გასართობად დადიან, ამაში წესიერება და არა წესიერება არ გამოიხატება. გავიგეთ რომ მამამისი მასზე ნერვიულობს მაგრამ, რაც არ უნდა იყოს უნივერსიტეტში ადამიანები სრულწლოვნები არიან, ამიტომ მგონი უნდა იწყებდნენ საკუთარი ინიციატივითა დდა სხისთვის თქმის გაარეშე გადაადგილებას.ასევე ზალიან გამეცინა მაქსიმეს მორცხვობაზე იმას ვამბობ რომ მისგან არ ველოდი ამ კითხვას "შეიძლება რაღაც გითხრა?" და შემდეგ კომპლიმენტი თუ ეუბნები უთხარი.უნდა ვაღიარო ნელ-ნელა იხვეწები, მარტალია ძალიან კარგი არ არის, მაგრამ დამიჯერე შედარებით უკეთესია.
წარმატებები!

კიი მეც ძაან გამეცინა ჯარისკაცი თუა ეგეთი მორცხვი და ნაზი რატოა მაქსიმე? დდ

№15  offline წევრი Nostalgia

სტუმარი ლიზუ

უცნაური ადამიანია ხო ვამბობ ანუ გარეგნულად უხეში ჩანს მაგრამ შინაგანად ასეთი არარის თანაც პირადპირ თქმა მოერიდა :დდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent