შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი თავი (8)


6-11-2022, 17:26
ავტორი Nostalgia
ნანახია 1 748

ესეც ახალი თავი, ვნახოთ ეს თავი როგორ მოგეწონებათ, საინტერესოა ძალიან გთხოვთ იაქტიურეთ!

ნაწილი 8

შენ, ამაზე ნუ დარდობ სანამ მამაშენი დაბრუნდება ჩვენ ,უკვე ქალაქში ვიქნებით..- დაამშვიდა გოგონა.- კარგი, წავალ რამეს მოვამზადებ, ალბათ ძალიან მოგშივდა არა ?დილითაც არაფერი გიჭამია. - მაიამ მხოლოდ, თავი დაუქნია შემდეგ კი წამოდგა- მეც მოგეხმარები!- უთხრა მია-მ
_ არ ,არის, საჭირო შენ აქ იყავი და გათბი მე კი წავალ და საჭმელს მოვამზადებ. - უთხრა და, სამზარეულოში შევიდა.
მია, ცეცხლის წინ ჯდება და ისევ ჩაფიქრებული ცეცხლის ყურებას იწყებს, იმდენად მშვიდი გარემო იყო, ირგვლივ არანაირი ხმაური მყუდროდ იჯდა ბუხრის წინ ბუხრის სითბომ კი გოგონა მოთენთა მია, ტახტზე კომფორტულად წვება და, სულ მალე ისე ჩაეძინა ვერც კი გაიგო.
_ მია, ვახშამი მზად არის!- დაუძახა მაქსიმემ თუმცა ხმა რომ არ, გასცა ოთახში გავიდა შესამოწმებლად. და როცა ბუხართან მიდის, ხედავს რომ... მია-ს ჩასძინებოდა. - დაეძინა - გაიფიქრა მან, და შემდეგ გოგონას დააკვირდა ისე მშვიდად და, საყვარლად ეძინა რომ.. იმ მომენტში ანგელოზს ჰგავდა იგი. მაქსიმეს კი ეღიმება მის შემყურე, შემდეგ ფრთხილად იყვანს ხელში და ,ოთახში შეჰყავს ფრთხილად აწვენს საწოლზე.. და ზემოდან პლედს აფარებს, მისკენ იხრება და სახიდან თმებს აშორებს ცოტახანს ასე დაჰყურებს გოგონას მერე კი ძალიან ფრთხილად იხრება გოგონას სახისკენ და, შუბლზე კოცნის - რომ.. იცოდე თუ როგორ ძლიერ მიყვარხარ!...არ ვიცი როგორ მოახერხე ეს და ,ამ მოკლე დროში როგორ შემაყვარე თავი ..- ჩურჩულით ლაპარაკობს. - შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ შენ იყო კარგად.- გაიფიქრა და ოთახიდან გავიდა, ბუხართან მიდის, და იქვე ჯდება - ახლა როცა მარტონი დარჩნენ ერთ ჭერქვეშ მის გულს ბაგა-ბუკი გაუდის, და, ძალიან ღელავს არ, იცის თუ რა იქნება ხვალ ან თუნდაც ორო, წუთის შემდეგ მაგრამ, ახლა ამ წუთას მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მიაა , და ყველაფერს გააკეთებს მისი ბედნიერებისთვის.
კარგა ხანი გავიდა იმის შემდეგ რაც მია, ოთახში დატოვა მაგრამ, ოთახში შესვლას არ, ჩქარობდა უეცრად გარეთ თავსხმა წვიმა წამოვიდა და, ჭექა- ქუხილი დაიწყო, ამ ხმაურზე კი მია-ს კივილით ეღვიძება მაქსიმე, კი მაშინვე ოთახში შედის,
_ რა მოხდა? - კითხულობს აღელვებული.
_მე... ჭექა-ქუხილის მეშინია ..- ამოისლუკუნა მია-მ.
_ ღმერთო! მე კი რა ,აღარ ვიფიქრე..- ამოისუნთქა ბიჭმა. - კარგი , დამშვიდდი ყველაფერი კარგად არის საშიში არაფერია ნუ ,გეშინია..- უთხრა და გვერდით ჩამოუჯდა ამ დროს ისევ გაისმა ქუხილის ხმა და, მია დაუფიქრებლად მიეკრა ბიჭს
_ გთხოვ, არ წახვიდე რაა.. ძალიან ,მეშინია.. - ამოილაპარაკა მია-მ მაქსიმეს კი გაეღიმა.
_ კარგი,ნუ ,გეშინია არსად ვაპირებ წასვლას აქ ვიქნები იქამდე სანამ არ, ჩაგეძინება.
_ შეგიძლია ჩემ, გვერდით დაწვე ..?
_ რაა?
_ უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ ჩემ, გვერდით ვიღაც წევს იმისთვის რომ, არ , შემეშინდეს.- აუხსნა მია-მ
_ კარგი..- უთხრა და გვერდით მიუწვა მია მისკენ ბრუნდება და, ბიჭს ყურებას იწყებს.
მაქსიმე მას აკვირდება და ,თვალს არ, აშორებს შემდეგ ყოყმანით ხელს იღებს და ,თავზე ფერებას უწყებს.
_ ახლა შეგიძლია მშვიდად დაიძინო ..- უთხრა მშვიდი ხმით მია-ც თვალებს ხუჭავს და , ცოტახნის შემდეგ ითიშება. მასთან ერთად კი მაქსიმესაც დაეძინა.

***

დილით , როცა მაქსიმე იღვიძებს მია, საწოლში აღარ ხვდება, სწრაფად დგება და ,ოთახიდან გადის როცა ბუხრის ოთახში შევიდა ნახა რომ მია, ცეცხლთან იჯდა და ჩაის სვამდა

_ აი, თურმე სად ყოფილხარ!- გაიფიქრა და, მას მიუახლოვდა - ასე ადრე რამ აგაყენა?- ჰკითხა მას შემდეგ რაც მიუახლოვდა და, იქვე ჩამოჯდა
_ დილა მშვიდობისა!- უპასუხა გოგონამ - უბრალოდ ვეღარ მოვისვენე უცხო საწოლში დიდხანს ვერ ვიძინებ სანამ არ, მივეჩვევი.- აუხსნა
_ გასაგებია..
_ და, ჰო ბოდიში წუხანდლის გამო, თავს უხერხულად ვგრძნობ..- მორცხვად ჩაილაპარაკა და, თავი დახარა.
_ კარგი, რა.. ბოდიშს რისთვის მიხდი?!- მასთან მივიდა ცერა თითი ნიკაპზე მოკიდა და, თავი ზევით ააწევინა. - ბოდიშს ნუ, მიხდი საბოდიშო არაფერი გაქვს.. - მტკიცე ხმით უთხრა. - მია ,მისმინე თავს შებოჭილად ნუ ,იგრძნობ ჩემთან კარგი?
_ კარგი..
_ მაშინ, ახლა ავდგეთ ვისაუზმოთ და, შემდეგ კი სასეირნოდ წავიდეთ შენ, ის ,მითხარი მოტოზე ჯდომის ხომ, არ გეშინია?
_ არა არ, მეშინია ყოველთვის მიზიდავდა მათზე ჯდომა თუმცა, არასდროს არ, მქონია მათზე ჯდომის შანსი.
_ მაშინ, თუ ასეა ჩათვალე რომ... დღეს ,ეს ოცნება აგისრულდება.- ნიშნის მოგებით უთხრა
_ რაა?! რას გულისხმობ?
_ ამას , მოგვიანებით გაიგებ, ახლა კი წამოდი ვისაუზმოთ.- ამის შემდეგ ორივე ,სამზარეულოში შევიდნენ
მაქსიმემ ,ჩაი აადუღა და, კვერცხიანი პურები შეწვა შემდეგ კი გემრიელად მიირთმევს და სამზარეულო მიალაგეს.
_ კარგი , ახლა წადი თბილად ჩაიცვი და, მერე წავიდეთ.
ორივე მოემზადა და ,გარეთ, გავიდნენ.
მაქსიმე გარაჟთან მივიდა და, კარი გააღო შიგნით კი მოტოციკლი იყო.
_ არ, არსებობს!- წამოიძახა გაოცებულმა გოგომ - ეს შენია ?
_ კი,ჩემია... სევდიანი ხმით უთხრა - ეს მამაჩემის სახსოვარია , როცა 18 წლის გავხდი მამამ მოტოციკლეტი მაჩუქა.. მაგრამ დიდი ხანია მასზე აღარ ვმჯდარვარ. - აუხსნა ბიჭმა
_ გასაგებია.. მამაშენის გამო ძალიან ვწუხვარ..
_ მადლობა..
_ მაგრამ , მინდა გითხრა რომ... ნამდვილად არ ,მეგონა შენ ,თუ ექსტრემალი გიზიდავდა ..- გაოგნებულმა უთხრა.
_ შენ,ჩემ შესახებ ბევრი რამ არ, იცი.. - უთხრა და ,შემდეგ გარაჟიდან მოტო გამოიყვანა. - კარგი მზად ხარ შეიგრძნო ეს სამყარო ?
_ კი, მზად ვარ!- უთხრა აღტაცებულმა
_ კარგი მაშინ მოდი წინ დაჯექი მე კი უკან მოგიჯდები.
_ რაა?!- შეიცხადა მია-მ
_ უბრალოდ,ასე უსაფრთხოდ იქნები. - აუხსნა
_ კარგი..- ჩაილაპარაკა და ,წინ ,დაჯდა მაქსიმე კი უკან მიუჯდა ხელები რულს მოკიდა მოტორი აამუშავა და ,მალე მოტო დიდი სიჩქარით მოსწყდა ადგილს მია-მ. ოდნავ წამოიკივლა შემდეგ კი ისე მიეჩვია აღარც ეშინოდა დიდი სისწრაფის მაქსიმე მის უკან იყო მოქცეული და მის სურნელს შეიგრძნობდა ცოტახნის შემდეგ მოტოს აჩერებს, ერთ ადგილას.და მოტოდან გადმოდის.
_ აბა როგორ მოგეწონა გასეირნება?-
_ სიტყვები არ ,მყოფნის რომ აღვწერო თუ რამხელა სიამოვნებაა მივიღე..- აღფრთოვანებული ეუბნება
_ ძალიან, კარგი
_ იცი, დღეს შენ სულ სხვანაირი ხარ..
_ მაინც, როგორი?
_ არ, გავხარ იმ მაქსიმეს რომელსაც მე, ვიცნობ.- მაქსიმეს ჩაეღიმა და შემდეგ მტკიცე ნაბიჯებით მას მიუახლოვდა.
_ იმიტომ, რომ ძველი მაქსიმე ქალაქში დავტოვე მია, მინდა იცოდე რომ, დღეს ჩვენ ვართ მხოლოდ მია და მაქსიმე არც მე, ვარ შენი, მცველი და, არც შენ, ხარ ჩემი უფროსის ქალიშვილი ვარსებობთ მხოლოდ ჩვენ, და ,არავინ მეტი ჩვენს გარდა .
_ ეს, უკვე მომწონს.. და გთხოვ სულ ასეთი იყავი კარგი? ძალიან მომწონს ასეთი მაქსიმე.- გაუღიმა.
- ვეცდები..! კარგი წამოდი აქვე ახლოს ბაღია და ,იქ ,ავიდეთ.

ბაღში, ავიდნენ და ,იქვე ხის სკამებზე დასხდნენ.
_ მართლა უცნაური ადამიანი ხარ სიურპრიზებით აღსავსე.- გაეცინა მია-ს
_ შენ, ხომ, ამბობ რომ შენ ჩემი ნამდვილი სახე დაინახე ?- ჰკითხა გოგოს.
_კი..
_ ჰო, და შენი აზრით ის მიმალული მაქსიმე როგორია ?
_ რა ,ვიცი ჩემი გადმოსახედიდან სწორედ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი მაქსიმე ...- ჩაფიქრებულმა უთხრა
_ სწორედ ასეა შენ წინ, ახლა ის მაქსიმე დგას .
_ რაა?
_ ჰო, მია.. შენ წინ, ძველი მაქსიმე, დგას და არა ის ვისაც შენ იცნობ
_ კი მაგრამ,ასე უცბად როგორ შეიცვალე?
_ ეს ერთ, დღეში არ მომხდარა მია.. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს მხოლოდ ერთი, ადამიანის; დამსახურებაა, სწორედ მისი დამსახურებით შევიცვალე..
_ ანუ, გინდა თქვა რომ შენ ცხოვრებაში არის ადამიანი; ვისი წყალობითაც შეიცვალე?
_ რა თქმა უნდა!
_ რადგან,ასეა ესე იგი ის ადამიანი ძალიან გიყვარს..
_ სწორია მე ,ის ძალიან მიყვარს, შეიძლება ითქვას სიცოცხლეზე მეტადაც კი.. - დაუდასტურა მაქსიმემ მია-მ კი რატომღაც იეჭვიანა როცა გაიგო რომ მაქსიმეს ვიღაც უყვარს.
_ და ვინ არის ის ბედნიერი?
_ ჰმ, რატომ მეკითხები?
_ უბრალოდ, დამაინტერესა არ შეიძლება - გაუჯავრდა მია
_ კარგი, დამშვიდდი ნუ ბრაზობ.- ბიჭს
_ ამას , ჯერჯერობით საიდუმლოდ დავიტოვებ, როცა დრო მოვა ყველაფერს გაიგებ.
_ კარგი, როგორც გინდა ახლა კი უკან დავბრუნდეთ გთხოვ..- უხასიათოდ უთხრა. მაქსიმე მიხვდა რომ ზუსტად მიზანში გაარტყა და, შედეგით კმაყოფილი დარჩა,
შემდეგ, მოტოზე სხდებიან და უკან ბრუნდებიან ამ ჯერად მია უკან ჯდება
და იმისთვის რომ არ გადავარდეს ხელებს ძლიერ ხვევს, მას
სულ მალე სახლის წინ ჩერდებიან და მოტოდან გადმოდიან. მია არაფერს ამბობს და პირდაპირ სახლში შედის მაქსიმე კი უკან მიყვება.
_ კარგი, მია მე წავალ მაღაზიაში პროდუქტს ვიყიდი და ,მოვალ.
_ კარგი.- მიაძახა ოთახში შესულმა და კარგი მიხურა მაქსიმე კი მანქანაში ჩაჯდა და მაღაზიაში წავიდა.

_ ეს , რა იყო? თუ ვიღაც უყვარს მე, რაღას წამომიყვანა აქ! თურმე ის, მისთვის ძალიან ძვირფასი ყოფილა..?- ამბობდა და ,ოთახში აქეთ -იქით ნერვიულად მიმოდიოდა. - მაგრამ,მე რატომ მაქვს ასეთი რეაქცია?! რატომ მაღელვებს მისი ცხოვრება რა, ჩემი საქმეა მას ვინ უყვარს მერე მე ,რაა! მაგრამ ,რატომ მალავს მის ვინაობას..?
მას შემდეგ რაც მაქსიმე წავიდა ,საკმაო დრო გავიდა მაგრამ იგი ჯერაც არ გამოჩენილა გარეთ ამინდი გაუარესდა და ქარი ამოვარდა მია-მ, კი მოიწყინა მარტომ და გადაწყვიტა წიგნი წამეკითხა , ოთახიდან თავისი საყვარელი წიგნი გამოაქვს , შემდეგ ჩაის, იკეთებს და ოთახში გადის, იატაკზე ბალიშებს აწყობს და კომფორტულად თავსდება წიგნს იღებს და, კითხვას იწყებს ეს , წიგნი უკვე ბევრჯერ აქვს წაკითხული, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხოს ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს პირველად კითხულობს, კითხვამ იმდენად გაიტაცა რომ სულ გადაავიწყდა ირგვლივ ყველაფერი, და მთლიანად წიგნის სამყაროში გადაეშვა.. რაღაც დროის შემდეგ, მაქსიმე შინ ბრუნდება მანქანას, სახლის წინ, აჩერებს და შიგნით შედის. სამზარეულოში შედის და პროდუქტს აწყობს შემდეგ კი ბუხრის ოთახი გადის და ხედავს რომ.. მია, ბუხართან კომფორტულად მოთავსებულა და დიდი გატაცებით კითხულობს წიგნს. იმდენად ლამაზი სანახავი იყო,გოგონა იმ , მომენტში მაქსიმე მას ნელი ნაბიჯით უახლოვდება და ძალიან ჩუმად ჯდება იქვე და, მის ცქერას იწყებს. მია თავს ზევით წევს და გვერდით იხრება რომ.. ფინჯანი აიღოს თუმცა, როდესაც მაქსიმეს ხედავს შინდება და კივილის იწყებს.
_ ვაიმე , მაქსიმე კარგი რაა.. გული გამისკდა ვის გაუგია ასე ჩუმად მოპარვა აა?- აწუწუნდა გოგონა და, ფეხზე წამოდგა.
_ მაპატიე,შენი შეშინება არ ,მინდოდა..
_ კარგი არა უშავს. მაგრამ სხვა დროს ასე აღარ მოიქცე!
_ კარგი.
_ ასე, რატომ დაგაგვიანდა?!
_ მაღაზია აქედან შორს არის.
_ გასაგებია.
_ კარგი,წამოდი სამზარეულოში პროდუქტი მივიტანე,და პასტას მოვამზადებ და ვჭამოთ.
_ კარგი.- თანხმდება და სამზარეულოში გადიან მაქსიმემ მაკარონი ამოიღო და პასტის მომზადება დაიწყო, მია უყურებდა მას, და თვალს ვერ წყვეტდა მაქსიმეს იმდენად უხდებოდა სამზარეულოში ტრიალი, მალე მაკარონი იხარშება შემდეგ ორივე მაგიდას შლის ვახშმობას და იწყებენ.
_ ძალიან,გემრიელია ..- შეაქო მია-მ
_ ჰოო, მაშინ გემრიელად მიირთვი.
_ მაქსიმე, შეიძლება რაღაც გკითხო?-. მაინც ვეღარ მოითმინა და ჰკითხა ის რაც ასე ძალიან აწუხებდა მას.
_ გისმენ.
_ ანუ.. შენმა შეყვარებულმა, თუ იცის რომ აქ ერთად ვართ?- დაუსვა კითხვა მაქსიმემ. ცალი წარბი გაკვირვების ნიშნად აზიდა და გოგონას გახედა.
_ რატომ, მეკითხები?
_ უბრალოდ, დამაინტერესა ალბათ როგორ ეჭვიანობს შენზე?
_ მია, ახლა ეს საიდან გაგახსენდა?- ჰკითხა გაკვირვებულმა
_ შენ, ხომ თქვი რომ შეყვარებული გყავს ჰოო, და ვიფიქრე რომ..- სიტყვა ვეღარ დაასრულა რადგან მაქსიმემ გააწყვეტინა.
_ შეყვარებული, არ მყავს მია..
_ აბა , რომ მითხარი რომ ვიღაც გიყვარს?
_ ღმერთო ჩემო! კი გითხარი მაგრამ ჩემი გრძნობების შესახებ ჯერჯერობით მან არ იცის.. ეს მხოლოდ ორმა ,ადამიანმა იცის შენ, და ჩემმა მეგობარმა მეტმა არავინ იცის.
_ გასაგებია..და რატომ არ, ეუბნები მას რომ გიყვარს?
_ იმიტომ, რომ ჯერ ამისთვის ადრეა, და ამის დრო არ მოსულა როცა ვნახავ რომ მასაც აქვს ჩემ მიმართ გრძნობები მაშინ ავუხსენი სიყვარულს.გაიგე?
_ კი.. ისე რა უცნაურია, არ მეგონა თუ შენ სიყვარული შეგეძლო..- გაეცინა მია-ს.
_ რაა? ასე რატომ ფიქრობ?
_ რა ,ვიცი შენ ცოტა სხვა ტიპის ადამიანი ხარ შეიძლება ითქვას რომ სიყვარულის არ გჯერა..და, უცნაურია რომ ახლა ვიღაც შეგვიყვარდა.- მაქსიმეზე მისმა სიტყვებმა ძალიან იმოქმედა და გული ეტკინა. იმდენად გამწარდა რომ ახლად წამომდგარ გოგონას მხრებში ავლებს ხელს და კუთხეში მიიმწყვდია.
_ შენ, ფიქრობ რომ მე იმდენად, გულ ცივი და უემოციო ვარ რომ არავის შეყვარება, არ შემიძლია?! მართალია არ მჯეროდა აქამდე სიყვარულის მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ, მე არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს,მიმყავდეს იგი პაემანზე და ვყიდულობდე , საჩუქრებს .- გაბრაზებული უყურებდა და თვალები სიბრაზისგან უელავდა.
მია-ს , თვალები აუცრემლიანდა მიხვდა რომ მას გული ატკინა.
_ მაქსიმე,მე.. შენი წყენინება არ, მინდოდა ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. გთხოვ მაპატიე.- დამწუხრებული ხმით უთხრა
_ ჰო, და იცოდე რომ შემდეგში ასე აღარ იხუმრო რადგან, სრულიად უადგილო ხუმრობა იყო.- მკაცრი ხმით უთხრა შემდეგ მისი მხრებიდან ხელს უშვებს და სწრაფი ნაბიჯით შორდება მას.
_ ღმერთო, რატომ არ ,დავაჭირე ენას კბილი, რა მალაპარაკებდა უჰ, ძლივს შევძელი მასთან დაახლოება და ახლა რა გავაკეთო? ოჰ,მია რა!- თავის თავზე თვითონვე მოეშალა ნერვები შემდეგ კი გარეთ გადის მაქსიმეს მოსაძებნად გარეთ კი საშინელი ამინდია , ქარი ძლიერ ქრის, და უამინდობის გამო მალე ჩამოღამდა .. იმდენად ძლიერი ქარი იყო რომ.. მია ფეხზე ძლივს იდგა რომ არ წაქცეული იყო. სიბნელეში კი ქარმა ისე გაიტაცა რომ ვერც კი მიხვდა ისე შეასკდა თავით ბიჭის მკვრივ მკერდს. და სურნელით იცნო რომ მაქსიმე იყო.
ცოტახნით,ასე იყვნენ მიკრული ერთმანეთზე მია-ს, მის მკერდზე ედო თავი და ბიჭის გულის ცემას უსმენდა რომელიც გაუჩერებლად ძგერდა მაქსიმეს კი მის მხრებზე მოეხვია ხელი. შემდეგ მია-მ, თავი ზევით აწია და მას შეხედა.
_ როგორც,იქნა გიპოვე!- გახარებულმა წამოიძახა.
_ მია ,ამ ამინდში აქ რას აკეთებ?! სერიოზული სახით უთხრა
_ შენ, მოსაძებნად გამოვედი.
_ ჩემს მოსაძებნად?
_ ჰოო, შენ მოსაძებნად . მინდოდა გამეგო ისევ მიბრაზდები თუ არა..?
_ ოჰ,მია.. კარგი წამოდი შევიდეთ თორემ წვიმას აპირებს მგონი..- უთხრა და შიგნით შევიდნენ.
_ აბა ახლა გისმენ?
_ მე , მინდოდა გამეგო როგორ იყავი, იმის შემდეგ რაც გითხარი ძალიან ვწუხვარ არ ,მინდოდა შენი წყენინება.. მართლა ეს დაუფიქრებლად ვთქვი ხომ მაპატიებ?
_ მე, შენზე გაბრაზებული არ ვყოფილვარ მია.. დამშვიდდი კარგი?
_ მართლა?
_ ჰოო.



****

ეს , ორი, ერთმანეთის პირისპირ მოხვდნენ სრულიად, მარტონი არცერთის თვის, არ იყო ადგილი ერთად ცხოვრება, ერთ , ოთახში რაც უფრო, გადიოდა დრო მით უფრო იზიდავდნენ ერთმანეთს და, ეჩვეოდნენ , მაქსიმეს, უფრო და უფრო უძლიერდებოდა გოგოს, მიმართ გრძნობები და ლტოლვა, არც მია იყო უკვე მის მიმართ გულ- გრილი ხვდებოდა რომ.. ეს ბიჭი მას უფრო და, უფრო იზიდავდა უყვარდებოდა უკვე რამდენიმე დღეა,რაც ერთად არიან ამ პატარა სახლში და თავს ძალიან კარგად გრძნობენ.
საღამო ხანი, იყო როცა მათ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და მია მხიარულად წავიდა კარის გასაღებად რადგან მაქსიმე ეგონა რომელიც გარეთ შეშის მოსატანად გასულიყო. თუმცა როცა კარებს აღებს შიშისგან იყინება მის წინ , შავებში ჩაცმული კაცი იდგა რომელსაც სახე შენიღბული ჰქონდა, და გააზრებაც ვერ მოასწრო ისე მოულოდნელად იღებს დანას კაცი და მუცელში უყრის. მია კი ტკივილისგან შეშდება და დაჭრილ ადგილას იდებს ხელს და აცრემლებული თვალებით უყურებს სისხლიან ხელს. შემდეგ კი ძალა გამოცლილი ეცემა ძირს. ნიღბიანი კაცი სწრაფად ეცლება ადგილს , თუმცა ამ დროს მაქსიმე ხედავს თუ როგორ გამოდის სახლიდან ნიღბიანი და მაშინვე გონებაში მია ამოუტივტივდა .
_ მიაა! - ყვირის და ნიღბიანს მისდევს მაგრამ ისევ ასწრებენ თუმცა ნომრის დამახსოვრება მოასწრო,ამის შემდეგ მაშინვე სახლში გიჟივით შერბის და ადგილზე იყინება როცა გოგონას ხედავს უგუნებოდ მყოფს .
_ მია! გესმის ჩემი გთხოვ გაუძელი შენ კარგად იქნები!- აცრემლებული თვალებით ეუბნება. მია ძალიან სუსტად ახელს თვალებს.
_ მაქსიმე!.. შენ მოხვედი..?
_ ჰოო, აქ ვარ და მეტი მარტო აღარ დაგტოვებ, შენ კარგად იქნები აი ნახავ.
_ სწორედ ამის, მეშინოდა მეშინოდა რომ ჩემი მშვიდი ცხოვრება ხან მოკლე აღმოჩნდებოდა..და ასეც მოხდა..
_ ყველაფერი, კარგად იქნება.
_ მინდა, რაღაც გითხრა..
_ ახლა , ამის დრო არ, არის თავს ნუ გადაღლილი კარგი? - უთხრა და ხელში აიტაცა შემდეგ მანქანის, უკანა სავარძელზე აწვენს მანქანაში ჯდება და დიდი სისწრაფით წყდება ადგილს
_მია! გაუძელი გთხოვ. - ქალაქში ვერ მოასწრებდ ჩასვლას რადგან, ძალიან გრძელი გზა ჰქონდა გასასვლელი და ამით დროს დაკარგავდა.


ნიღბიანი,კაცი კმაყოფილი სახით მართავდა მანქანას, რადგან როგორც იქნა მან შეძლო და გოგონას სიცოცხლე მოუსწრაფა, ტელეფონს იღებს თავის ბოსს , ურეკავს და ხმამაღალ რეჟიმზე რთავს.
_ გისმენ! იმედია კარგი ამბავი გაქვს ჩემთვის..- გაისმა კაცის ამაზრზენი ხმა
_ დიახ, ბატონო რეზო ,კარგი ამბავი მაქვს ცოტახნის წინ, ბატონი ნოდარის ქალიშვილი სასიკვდილოდ დავჭერი.- ახარა ახალი ამბავი.
_ მართლა?!- გაუხარდა კაცს - როგორც იქნა იმედია ვერ გადარჩება. - ახარხარდა კაცი.


**
მაქსიმეს, დიდი სისწრაფით მიჰყავდა მანქანა, რომ მოესწრო მკურნალის სახლამდე. მალევე აჩერებს შემდეგ იქიდან გიჟივით გადმოდის და კარზე მთელი ძალით ურტყამს მუშტს,
_ელიკო, დეიდა !- დაუძახა მაქსიმემ მალევე კი ასაკოვანი ქალიც გამოდის.
_ მაქსიმე! შვილო აქ რამ მოგიყვანა?!- გაოგნდა ქალი
_ გთხოვთ , დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მისი დახმარება!- ჩახლეჩილი ხმით ეუბნება და შემდეგ მანქანიდან, უგონოდ მყოფი მია გამოჰყავს .
_ ღმერთო, ჩემო! რა მოუვიდა?
_ დანით არის, დაჭრილი გთხოვთ დამეხმარეთ!
_ რა თქმა უნდა , შვილო შემოიყვანე სახლში უთხრა და კარები ფართოდ გაუღო რომ შესულიყო. - მოდი, აი აქ, დააწვინე !- უთხრა და საწოლზე ანიშნა მაქსიმე, გოგონას , ფრთხილად აწვენს საწოლზე .
_ კარგი, შვილო! ახლა შენი დახმარება დამჭირდება წადი წყალი გაათბე სასწრაფოდ და მომიტანე!- დაავალა ქალმა მაქსიმე მაშინვე მიდის და წყალს აცხელებს შემდეგ, კი ოთახში შეაქვს ყველა საჭირო ნივთთან ერთად.
_ ახლა კი, ცოტახნით გარეთ მოიცადე.- უთხრა მაქსიმეს და ისიც მისაღებ ოთახში გავიდა.
ქალმა, გოგონას სვიტრი ნახევრად აუწია შემდეგ, თბილისი წყლით მობანა.. ჭრილობა და სპირტიანი ბამბით დაუმუშავა ჭრილობა და მის გაკერვას შეუდგა, ერთი საათის შემდეგ როგორც იქნა რჩება გაკერვას და მაქსიმეს უძახის.
_მაქსიმე!
_ დიახ, ყველაფერი რიგზეა?
_ ჭრილობა,დავუმუშავე და გავუკერე , მაგრამ ახლა ყურადღებით უნდა ვიყოთ რადგან ექიმის გარეშე, გავუკეთე ოპერაცია ამიტომ შესაძლოა სიცხემ აუწიოს ღამით და ,ფხიზლად იყავი, თუ რამეა დამიძახე მე, გარეთ ვიქნები.- გააფრთხილა ელიკომ მაქსიმემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
უყურებდა, გოგონას თუ როგორ იწვა უგონოდ სახეზე ფერი არ ედო და ტუჩები გამომშრალი ჰქონდა.
_ შენ, კარგად იქნები აი ნახავ! - ჩუმი ხმით თქვა.



№1 სტუმარი Shenshigxoargaq

Magariaaa zalian, momtons

 


№2 სტუმარი Shenshigxoargaq

Filmia xo? Filmi mgonia

 


№3  offline წევრი ლილა ნესი

ჩემი კეთილი რჩევა იქნება რომ ერთ სტილში წერო ან სცენარივით ან მოთხრობასავით, თუ არ აურევ უკეთესი იქნება, შიგადაშიგ ისე გამოერევა ხოლმე ასე მგონია ფილმის სცენარს ვკითხულობ.

 


№4  offline წევრი Soraya

მინდა გთხოვო რომ სასვენ ნიშნებს მიაქციო ყურადღება,მაგალითად : მიამ მხოლოდ,თავი დაუქნია შემდეგ კი... აქ მძიმე მხოლოდ-ის შემდეგ არ უნდა, დაუქნია-ს შემდეგ უნდა. ასევე ძალიან გთხოვ ამოირჩიო რომელ დროში წერ წარსულში თუ აწმყოში, ძალიან ცუდად იკითხება შემდეგ(ცოტა გამაღიზიანებელიც კი არის) რაც შეეხება თავს კარგი იყო, საინტერესოდ ანავითარებ ისტორიას, უბრალოდ გრამატიკული და წერის პრობლემები გაქვს, მჯერა რომ ამასაც უზამ რამეს.
წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent