გაჩუქებული სიცოცხლე(თავი1-2)
ისტორია ჩვენია, მაგრამ არა იმდენად შენი რამდენადაც ჩემი, რადგან ვფიქრობ ამ ისტორიას მე უფრო მეტად ვიმსახურებ ვიდრე შენ. როცა წერას ვიწყებდი,ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი იყო ის,რომ რაცშეიძლება საინტერესოდ მიმეტანა მკითხველამდე ამბავი,რომელიც ორ ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ ადამიანს გადახდა. როცა წერა დავიწყე ჩემი მიზანი სწორედ ის იყო, რომ მკითხველს უემოციობის განცდა არ დარჩენოდა, მინდოდა ჩემი რომანი ისეთი გამოსულიყო მისი წაკითხვა სულ მცირე სამჯერ მაინც, რომ ყოფილიყო საჭირო ბოლომდე არსის გასაგებად და გასაანალიზებლად.ხოდა მეც დავიწყე. პროლოგი ჩვენ, ადამიანებს, თუ რაიმე გულით გვსურს ეს სურვილი გვიპყრობს, ჩვენში ბოლომდე, ღრმად, იდგამს ფესვებს, თუმცა რაოდენ აფსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს სურვილი რომლითაც ასეთი გატაცებულები ვხდებით არ გვიხდება. გულით მსურდა წლების მანძილზე კარგი რომანის დაწერა თუმცა არგამოდიდოდა, ახლა ვგრძნობ, რომ სწორ ადგილას ვარ, ახლა ვგრძნობ, რომ ძალა მაქვს ჩემი სურვილის ბოლომდე მისაყვანად თუმცა არა ისტორია. საბოლოოდ რაზე იქნება ეს რომანი, ეს ჯერ მე თავადაც არ ვიცი. თავი1 საათზე მეტია ჩემივე კომპიუტერის ეკრანს მივშტერებივარ, კლავიატურაზე ხელები მაქვს მოთავსებული და ველოდები შთაგონებას, მუზას სიტყვებს, ახალი ისტორიის საუკეთესო დასაწყისს. ჯერ ერთ სიტყვას ვწერ, მერე მეორეს საბოლოოდ წინადადება იკვრება. ვჩერდები, ვკითხულობ,ისევ არაფერი გამოდის. ხანდახან გინდა წერო უსასრულოდ, მაგრამ როგორც სასაუბრო ისე დასაწერ სიტყვებს ვერ პოულობ. ან უბრალოდ გრძნობ, რომ ვერც შენს დაწერილს გაიგებენ სწორად, ვერც მაშინ შეძლებენ შენს გაგებას, იმედგაცრუელუბი რჩები მაშინ, როცა ხვდები არშეგიძლია შენსავე დამოკიდებულებებზე, ფიქრებსა თუ ტკივილზე უამბო ადამიანებს. რაღაც წამს გადაწყვეტ, რომ იპოვე სწორი ადამიანები საამისოდ, იწყებ ლაპარაკ რაღაც მომენტში ჩერდები და ხვდები,რომ აზრი არაქვს ისინი შენც არც გისმენენ და ვერც გიგებენ. ბოლოს ფიქრდები და იწყებ იმის გარკვევას პრობლემა შენშია თუ მათში.მერე იმაზეც დაუსრულებლად ფიქრობ ისეთ ადამიანს, რომ შეხვდე ვისთანაც ყველაფერზე შეძლებ საუბარს და დარწმუნებული იქნები,რომ ირონიული სახით არ შემოგხედავს,რამდენ რამეს მოუყვებოდი.წლების მანძილზე დაგროვილ უამრავ უაზრო ,მაგრამ შენთვის ყველაზე აზრიან ფიქრებს გაუზიარებდი.არც თუ ისე დიდ ასაკში მივხვდი რას ნიშნავს გყავდეს გარშემო უმრავი მეგობარი მაგრამ არ შეგეძლოს მათთან გულწრფელი საუბარი,არ შეგეძლოს შენ თავად ყოფნა. ბოლო წინადადება დავწერე, წერტილი დავსვი, მხოლოდ მაშინღა მივხვდი,რომ ისევ ამ სამყაროს ვეკუთვნოდი, როცა ფიქრებიდან გამოვერკვიე. ტელეფონზე ხმა გაისმა, ელი იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი, მამოწმებდა ხომ კარგად ვიყავი.ელის ვუპასუხე, საათს დავხედე ღამის ხუთი იყო,ცოტა ხანში გათენდებოდა,არც კი ვიცი საერთოდ ქონდა დაძინებას აზრი?დიდი ხანია მწვავე ინსომნია მაწუხებს,ძილი ეს ის არის, რაც ყველაზე ნაკლებად შემიძლია,ალბათ რთულია ჩემნაირი ადამიანისთვის ამ მდგომარეობაში ყოფნა მაშინ, როცა დღის ამ მონაკვეთში,ღამით, ყველაზე მეტი ფიქრი მაწვება თავში.უნდა დამეძინა,ეს ვიცოდი, თუმცა ის არვიცოდი ამას რამდენად მოვახერხებდი.ერთი საძილე აბი უკვე დალეული მქონდა, როცა მივხვდი,რომ ერთი საკმარისი არიყო მეორეც დავლიე.ძილის მორევამდე ისევ წერა გადავწყვიტე,მაგრამ ამჯერად გადავწყვიტე წერა ბლოკნოტში და არა ლეპტოპში,როგორც ამას ჩვეულებისამებს ვაკეთებ .მაგიდაზე წიგნაკი შევნიშნე,შუქი ავანთე და მეც წერას შევუდექი,ახალი ისტორიის საუკეტესო დასაწყისს... ალბათ ჩემი თავის გაცნობით უნდა დავიწყო.19 წელია ამ გაუფერულებულ,ემოციებისგან დაცლილ,უსიყვარულო,და გაველურებულ სამყაროში მიწევს ცხოვრება.სახელი მამაჩემმა დამარქვა. დიდი ხანი ელოდნენ ჩემი მშობლები ჩემს დაბადებას. ტესა მქვია,ცოტა უცნაური სახელია,თან რაღაცნაირად არც მე მომწონს, ვფიქრობ, რომ არმიხდება.ხშირად მიფიქრია გადაკეთებაზე,მაგრამ არც ის ვიცი სხვა რა სახელი მინდა ან მომიხდება, თანაც უკვე 19 წელია ყველა მიცნობს ტესად ამიტომაც აზრი არაქვს. იმაზეც ხშირად ვფიქრობდი,რომ სახელის შეცვლა ჩემივე პიროვნების შეცვლაშიც დამეხმარებოდა,ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე,რომ სახელიც და ჩემი პიროვნებაც უცვლელი დავტოვო.მყავს ორი უახლოესი მეგობარი:ელი,რომელთან ერთადაც დაბადებიდან ვიზრდები,მეგობარს ვეძახი,თუმცა უფრო სწორი იქნება არაბიოლოგიურ დათ თუ მოვიხსენიებ.მეორე არის სალი,სამი წელია ვიცნობ,თუმცა ისეთი შეგრძება მაქვს თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ.მათი არსებობა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია, გეიმედება როცა იცი გვერდით ის ადამიანები გყავს ვისაც მთელი გულით აინტერესებ,ვინც მთელი გულით გისმენს და შეიძლება ხშირად ვერ,მაგრამ მთავარია,რომ მთელი ძალებით ცდილობენ გაგიგონ.ცოტას ბავშვობაზეც გიამბობთ.საყვარელი, ბუთხუჩა და ყოველთვის ყველასგან განსხვავებული ბავშვი ვიყავი.როცა დავიბადე,სიმსუქნის გამო ბევრი პრობლემები,მქონდა.ჩემს მშობლებს სულ ეუბნებოდნენ ვერასდროს გაივლისო,ეს ალბათ იმიტომ,რომ სიმსუგნისგან ჩემი ფეხები დეფორმირებული იყო,ცოტა წარმოუდგენელია თუმცა,ამის დამამოწმებელი ფოტოც კი მაქვს.წლისაც არ ვიყავი ფეხზე, რომ დავდექი და სიარული დავიწყე,ეს იყო ჩემი ცხოვრების პირველი გამოწვევა.ოთხი წლიდან აქტიური სპორტით ვიყავი დაკავებული,ჯერ მხატრული ტანვარჯიში,შემდეგ სამეჯლისო ცეკვები,შიგადაშიგ ქართულ ცეკვებსაც ვსწავლობდი და მივედი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გატაცებამდე კალთბურთი.ბავშვობიდან მიყვარდა ეს სპორტი თუმცა თამაში არასდროს გამომდიოდა,ახლაც მხოლოდ მაყურებლის პოზიციას ვიკავებ.რთული არა,მაგრამ ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი,არც ამ ჩაკეტილობით ვაწუხებდი ვინმეს,ჩემს თავში ყოველთვის დიდი ქაოსი,დარდი იყო ამას თვალებშიც მარტივად ამოიკითხავდით, ამ ყოველივეს თავს არასდროს არავის ვახვევდი.მახსოვს ერთხელ ჩემი ბაღის ბოლო ზეიმზე,მაშინ როდესაც წესით ყველაზე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი,ფოტოგრაფმა დედაჩემს უთხრა ძალიან სევდიანი თვალები აქვსო, მას შემდეგ დიდი ხანი სარკეში საკუთარ თვალებს ვუყურებდი და ვცდილობდი ეს სევდა არ დამტყობოდა, მაგრამ არგამომდიოდა ,რაც დრო გადის ეს მგონი კიდევ უფრო მეტად შესამჩნევი ხდება.ყოველთვის მიჯაჭვული ვიყავი დედაზე,მის გარეშე საჭმელსაც კი არ ვჭამდი,ესეც, რა თქმა უნდა, გარკვეულ ასაკამდე. თუ არასდროს წაგიკითხავთ,გინახავთ თუ გსმენიათ,ისეთ ბავშვზე,რომელიც თავის ასაკთან შედარებით ყველაფერს სერიოზულად უდგება,მაშინ გეტყვით ეს რომანი ზუსტად ასეთ ადამინზეა. მიუხედევად იმისა,რომ მთელი 19 წელია,ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი ყველაფრისადმი სერიოზული დამოკიდებულება მაზიანებდა,ერთი მნიშვნელოვანი რამ მასწავლა გარესამყაროთი ტკბობა,წვრილმანებით ბედნიერების შეგრძნება.როცა მუდმივად რაღაც გაწუხებს,გტკივა,მუდმივად არასასურველად,ან თუნდაც არასაკმარისად გრძნობ თავს,თითქმის ყველაფრის ინტერესს კარგავ,თუმცა სწავლობ ბედნიერებას წვრილმანებით,როგორიცაა ტყეში სეირნობისას უეცრად დანახული ყვავილი,წვიმა,ხის ქვეშ ჯდომა და საათობით ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა.ასეთი ვარ მე მეოცნებე.ცოტა რამ სიყვარულზეც უნდა მოგიყვეთ, იქიდან გამომდინარე,რომ ეს ჩემი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა,ეს არის გრძნობა,რომელიც არასდროს მყოფნის.ჩემთვის სიყვარული ორ კატეგორიად იყოფა,სიყვარული საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მიმართ და დანარჩენი სხვა.ალბათ შეხვედრიხართ ადამიანების იმ კატეგორიას,რომელთაც სიყვარულის,ამ საშინლად წმინდა და გულრწფელი გრძნობის, გარეშე ცხოვრება არშეუძლია,ასეთი ვარ მეც. რა არის სიყვარული?პირველად ეს კითხვა 7 წლის ასაკში დამისვეს,მაშინ ვუპასუხე,რომ სიყვარული ღიმილს ნიშნავდა,რადგან თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ ისინი უღიმიან კიდეც ერთიმეორეთურთ.ახლა ვიცი,რომ სიყვარული ღიმილზე მეტია,ის ყველაფერშია და თავად ყველაფერია.სიყვარული მომღიმარიცაა და მოტირალიც,მასში ხალისიანი ფერებიც ზუსტად იმდენივეა რამდენიც ნაცრისფერი და ცივი.ახლა ჩემთვის ეს უფრო მეტია ვიდრე ღიმილი.ყოველთვის ვოცნებობდი უანგარო სიყვარულზე,გრძნობაზე,რომელიც ჩემგან არაფერს მოითხოვდა ბედნიერების სანაცვლოდ,ისეთ სიყვარულზე საათობით,რომ შემეძლებოდა ხმისამოუღებლად ჯდომა და მისი ყურება,ღიმილის რომლის დროსაც ყველაფერი ნათდებოდა,შემეძლებოდა მისი თითოეული მოძრაობის ყურება და მათთვის ჩემი ქმედებების დამთხვევა,ისეთი სიყვარული როდესაც ორის გული ერთ რითმში ძგერს,ორ სხეულში ერთი სული არსებობს და სალაპარაკოდ თვალებიც საკმარისია.განა არსებობს,რომ ასეთი სიყვარული,განა შეიძლება ეს ზედმეტად ადამიანური გრძნობა ჩვენნაირი არაადამიანების ფიქრებში იყოს.სიყვარული დილის მზის სხივს გავს ,ის მიწიდან ახლად ამოსულ ყვავილს გავს,რომელიც თავის შესაძლებლობებში ერკვევა და ემზადება იმისთვის,რომ გვაზიაროს არაამქვეყნიურ და ენითაუღწერელ სილამაზეს. ხოდა ეს რომანი ზუსტად ასეთ სიყვარულზეა. თავი2 ყველაზე სუსხიანი დილა,ჩვეულებისამებრ დაიწყო.ოთახში გამეფებული სიჩუმე მაღვიძარის ხმამ დაარღვია,ისევ რეალობას დავუბრუნდი,თვალისგახელისთანავე საშინელი სიმძიმე ვიგრძენი და ისევ დაბრუნდა ქაოსი ჩემში,რომელიც მხოლოდ მაშინ ქრება ,როცა ჩემი გონება ძილს ეძლევა,ან როცა ვხატავ, ალბათ ამიტომაა სულ ფუნჯი, რომ მიჭირავს ხელში.საათს დავხედე შვიდი სრულდებოდა.უნდა ავმდგარიყავი, მოვწესრიგებულიყავი და უნივერსიტეტში წავსულიყავი მიუხედავად იმისა,რომ არც ვინმეს ნახვის და დიდად, არც საუბრის სურვილი მქონდა.საწოლიდან ამდგარი სითბოს დავემშვიდობე,წამიერად ტანში ჟრუანტელმა დამიარა,ეს ნამდვილად სიცივე იყო,ოთახში მეტი სინათლისთვის ღამით ჩამოფარებული ფარდები გადავწიე.ფანჯრებზე წვიმის წვთები ლიცლიცებდნენ, გაღება გადავწყვიტე,წვიმის სურნელის შესაგრძნობად,ეს არის სუნი,რომელიც ყველაფერს მირჩევნია,ერთი ორი წვიმის წვეთიც მომხვდა, ლოყიდან ნელ-ნელა ტუჩისკენ ჩაგორდა,მალევე შემაშრა. ყველაზე მძიმე დღეს,ყველაზე მძიმე ფიქრებით,ყველაზე გრძელ ქუჩას მივუყვებოდი,ფიქრებიდან ელის ხმამ გამომარკვია. -ტესა,ტესა-შორიდან გაურკვევლად მესმოდა მისი განწირული ყვირილი.-ტესა!არ გესმის, დამელოდეე! წამით შევჩერდი,თვალებზე მომდგარი ცრემლი შევიშრე და ღიმილიანი სახით ავხედე. -ელიი,მომენატრე.-მეგობარს მთელი ძალით ჩავეხუტე,ისე თითქოს ჯერ კიდევ გუშინ მის მხარზე არ მეტიროს.-ბოდიში მუსიკებს ვუსმენდი და შენი ხმა არმესმოდა. -ტეს,რაღაც უნდა გითხრა. ელი ასეთი პირველად ვნახე.თვალებში შემომხედა,რაღაც უცნაური ჩანდა მის მიღმა,დანაშაულის გრძნობას გავდა,ალბათ იმიტომ ამოვიკითხე ასე მარტივად,რომ ამ გრძნობას ყველაზე კარგად ვიცნობ,მთელი ჩემი ცხოვრება ხომ დანაშაულია. -რახდება ელი?-ღიმილით ვკითხე. -ტეს,ბექა ხომ გახსოვს,შენი კურსელი,დღეს დილით ვნახე,ორი დღეა გკითხულობს, შენი ნომერი მთხოვა... -იმედია არ მიგიცია ხო?-ელის თვალები ცრემლებით აევსო. -ძაან მთხოვდა ტეს,შემეცოდა,ბოდიში. ელი ვერც აცნობიერებდა რამხელა პრობლემა გამიჩინა, თუმცა ეს ნამდვილად მეორე ხარისხოვანი იყო,როცა მას შევხედე თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე,ის ხომ ასეთი იყო ზედმეტად კეთილი,ამის გამო ვერასდროს ვუჯავრდებოდი ხოლმე. -კარგი ელ არიტირო,მე მივხედავ მაგ ამბავს,შენ ლექციებზე წადი. მეგობარს გადავეხვიე და გზა განვაგრძე,სანამ ლექციაზე შევალ ცოტას ბექაზეც გიამბობთ. ბექა,ბიჭია,რომელიც უნივერსიტეტში გავიცანი თითქმის კურსელებად ვითვლებით,რამდენიმე საგანს გავდივართ ერთად.ბექა იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება,რომელთან ურთიერთობაც საკმაოზე მეტად საინტერესოა.კარგი მოსაუბრე და კიდევ უფრო კარგი მსმენელია.ერთხელ მოგვიწია ერთად მგზავრობა მაშინ ახლოს გავიცანი და მოვეწონე,მე მომწონს თუ არა? რა თქმა უნდა, არა .ვცდილობ ადამიანურად ავუხსნა თუმცა არესმის და გამუდმებით ჯიუტად მარწმუნებს იმაში,რომ თავს შემაყვარებს განა ეს შესაძლებელია?აიძულო ვინმეს უყვარდე? უნივერიტეტის მეექვე კორპუსამდეც მივედი. პირველი ლექცია აქ მქონდა.დიდი ხის კარები ნახევრად ღია იყო,კიბეებზე ავედი შესასვლელთან ორიოდე წუთი გავჩერდი,ვფიქრობდი იქნებ ჯობდა უკან გავბრუნებულიყავი,ზუსტად ამ დროს ვიღაცის თბილი ხელი ვიგრძენი,ჩემს ხელს ჩაბღაუჭებოდა,უკან ნაზად შევბრუნდი,არვიცი ვის ველოდებოდი,თუმცა ის ნამდვილად არ დამხვდა ვინც მინდოდა. -ერთად შევიდეთ.-ნაცნობი,ხმა და ღიმილი ბექა იყო.ხელს ძლიერად მიჭერდა და მონდომებით მიღიმოდა. -ბექა,შემაშინე.-მაშინვე ხელი გამოვწიე და ორი ნაბიჯით უკან დავიხიე,ეს ბიჭი უკვე საკმაოდ მაღიზიანებდა.ბექას სულაც არ გაკვირვებია ჩემი ასეთი რეაქცია,ისე გააგრძელა ლაპარაკი თითქოს არც არაფერი მომხდარა. -ტეს,რატო არ დადიოდი,მომენატრე.-ჩახუტება სცადა თუმცა მალევე მივუხვდი ჩანაფიქრს და თავიდან ავირიდე. -ბექა!მილიონჯერ გითხარი და ახლაც გიმეორებ,აღარასდროს გაბედო ჩემი შეხება,ასე მხოლოდ თავს მაზიზღებ. - ჩემს ხმაში აღელვება,ბრაზი და არც თუ ისე სახარბიელო სულიერი მდგომარეობა მკაფიოდ იკევეთებოდა. ბექას ნახვის შემდეგ ნამდვილად აღარ მქონდა ლექციაზე შესვლის სურვილი.მაშინვე უკეან გამოვბრუნდი, ზურგი ვაქციე და სახლში დაბრუნება გადავწყვიტე.დიდი ხანი მესმოდა ბექას ყვირილი,რომელიც ჩემს სახელს განწირული იმეორებდა. სახლში მისვლისთანავე ლეპტოპი ჩავრთე. ბევრი რამ მქონდა დასაწერი და მოსაყოლი,ფინჯანი კაკაო გავიკეთე, აივანზე პლედში გახვეული პატარა მაგიდასთან მოვკალათდი,წყნარი მუსიკის ფონზე,ჩემი ფიქრების კორიანტელში დავიკარგე,ხან ერთი მითრევდა თავისკენ ხან მეორე,ვხვდებოდი უფრო და უფრო ვკარგავდი საკუთარ თავს, ეს მომწონდა კიდეც უმართავი ვხდებოდი,ვხდებოდი ტყვე ჩემივე ფიქრებისა,რომლებიც მონდომებით ცდილობდნენ მწარედ ეტკინათ ჩემთვის.ზუსტად მაში,როცა უჩვეულო სიგრილემ რეალობაში დამაბრუნა ერთი სახელი დამრჩა ,სახელი და ფიქრები,რომელიც ამ სახელს უკავშირდებოდა, შეთე.გრილი ჰაერი ჩავისუნთქე ჯერ კიდევ ცხელი კაკაოს ჭიქა ხელებში მოვითავსე,ნაზად მოვსვი პატარა ყლუპი,გემო და სუნი ბოლომდე შევიგრძენი,ყველა ზედმეტი ფიქრი გავუშვი,ჩემში მხოლოდ შეთე და ყველა ის გრძნობა დავტოვე,რომელიც მას უკავშირდება,მიუხედავად იმისა,რომ საშინლად მეშინოდა მისი გახსენება,მაინც მსურდა მასზე წერა.ზუსტად ვიცოდი ამას კარგი არაფერი მოყვებოდა,მაგრამ იმდენად დავიღალე ამ ყველაფრის არშემჩნევით და თავის არიდებით უბრალოდ მინდოდა გამომეშვა.შეთეზე ლაპარაკისას,წერისას თუ ფიქრისას თავს ყველაზე სუსტ, უსუსურ,საცოდავ ადამიანად ვგრძნობ ,თუმცა ეს უნდა გამეკეთებინა. 2020 წლიდან დაიწყო ის რამაც შემცვალა მეც,და მთლიანად თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრებაც,მასწავლა ბევრი,აღმომაჩენინა აქამდე ჩემთის სრულიად უცნობი და გამოუცდელი გრძნობები,მანახა სიყვარული,მიჩვევა,ტკივილი,სიამოვნება,სევდა,მოგონებები. 2020 და მომდევნო ერთი წელი მთელი მსოფლიოსთვის იყო უდიდესი გამოწვევა,ახალმა ვირუსმა საქართველომდეც მოაღწია.ზუსტად მახსოვს თებერვალში დაფიქსირებული იმფიცირების შემთხვევა,პანიკა ხალხში.მარტში უკვე ჩაგვკეტეს ,ეგრედ წოდებული, ლოქდაუნი გამოაცხადეს და აი ასე დავრჩით ყველანი სახლში.მახსოვს ჩვენც ისე გვეშინოდა ჩემს მეგობარს ორი მეტრის დაშორებით ვესაუბრებოდი მხოლოდ,რა აფსურდია.დაწესდა პირბადის ტარების ვალდებულება, დისტანცია,მუდმივი სპირტის სუნი,რომელიც ახლა ლოთების გარდა ყველა სხვა გამვლელსაც ასდიოდა,უფრო მეტიც უკვე მათი ნაწილი იყო.მალე ყველაფერს ჩაწყნარდა,ვირუსის არსებობაც დაგვავიწყდა, პანდემიაც,მივეჩვიეთ,ისე,როგორც სხვა დანარჩენს. ის ზაფხული ჩემთვისაც გამორჩეული იყო.ზუსტად იმ „საშიშ“ ზაფხულს დაიწყო ყველაფერი.შეთეს გამოჩენამდე თუ მკითხავდით,გიპასუხებდით არ არსებობს ადამიანი,რომელიც შემცვლისთქო.ნეტა შეთეს მხოლოდ შევეცვალე. ... შეთე,ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი სევდა.მე და შეთე თითქმის ერთ უბანში ვიზრდებოდით,თუმცა არვიცნობდი, მხოლოდ ვიცოდი ჭორები მასზე და მის სამეგობროზე,რომელიც არცისე კარგი იყო.მაშინ კოჯორში არ ვცხოვრობდი,მხოლოდ ზაფხულობით,როგორც კი სკოლა დამთავრდებოდა,ჩავდიოდი ბებიასთან.დაახლოებით 14 წლის ვიყავი როცა შეთე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.მაშინ მხოლოდ ერთი რამ მახსოვს,შიში,რომელიც მის მიმართ მქონდა.მახსოვს მიყვებოდნენ ძალიან ბოროტი და ყველაფერზე წამსვლელი ბიჭიაო,ასეთ ადამიანებთან ერთად დადიოდა და მეგობრობდა,მაშინ მხოლოდ 14-ს ვიყავი.თავის ძმაკაცებთან ერთად მუდმივად მითვალთვალებდა,სულ ჩემს წინ ტრიალებდა და მაკვირდებოდა.ცუდი შეგრძნება იყო,მით უმეტეს მაშინ როცა ამას ყველა ამჩნევდა.მახსოვს მისთვის, რომ მეგრძნობინებინა არმომწონდა,როცა წინ გამივლიდა თვალებს ვხუჭავდი ხოლმე,ვემალებოდი.დროის გასვლასთან ერთად გავიზარდე, შიში გაქრა,მხოლოდ დარჩა სიამოვნების განცდა,როცა ვიცოდი სიგიჟემდე მოვწონდი და ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი რაც არ უნდა მომხდარიყო ეს სულ ასე იქნებოდა,რა თქმა უნდა შევცდი.შეთე ძალია ნ საინტერესო ადამიანია, ძალიან ღრმა ,დიდი დარდის და განცდების მატარებელი.ზუსტად ისეთი როგორ ადამიანებსაც სულ ვეძებ.როცა შენი ცხოვრება მთლიანად დარდი,ტკივილი და ტანჯვაა,გინდა ისეთი ადამიანი იპოვო ვინც ზუსტად იგივეს განიცდის,რადგან მასზე უკეთ ვერავინ გაგიგებს.ერთი შეხედვით ვცნობ ასეთ ადამიანებს.დაუჯერებელია თუმცა,შეთე ორი წელი ისე მიყვარდა არც კი ვიცნობდი,ახლაც არვიცნობ.მიუხედავად იმისა,რომ ცდილობდა გავეცანი შიშები,რომლებიც ჩემში იყო არმაძლევდა მასთან ურთიერთობის საშუალებას.მან შემაყვარა ჩემი თავი,იმ პერიოდში როცა ვგრძნობდი მისგან ინტერესს, ცხოვრებაში პირველად ვიყავი ჩემი თავით კმაყოფილი,არასდროს დამავიწყდება მისი პირველი კომპლიმენტი ჩემს გარეგნობაზე,რომლითაც თითქოსდა ყველაფერი უნდა დაწყებულიყო,თუმცა ჩემმა შიშებმა ჩემზე გაიმარჯვა და ის დამაკარგვინა.იცით რაიყო ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა,ჩემს თავში შევქმენი მისი იდეალური ვარიანტი ისეთი,როგორიც მინდოდა ყოფილიყო, იმდენად მომეწონა შემეშინდა რეალურად რომ გამეცნო ჩემი წარმოსახვა არ დამსხვრეულიყო.ამან განაპირობა ყველაფერი რაც შემდეგ მოხდა,19 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი ორი წელი მქონდა,მთლიანად ტკივილით,მონატრებით ვიყავი სავსე ეს გრძნობები თავიდან ისე მტკიოდა მეგონა რაღაც მომენტში ბოლოს მომიღებდა უკვალოდ გამაქრობდა,შემდეგ სიამოვნებაში გადაიზარდა,დროთა განმავლობაში მათთან ერთად ცხოვრებას მივეჩვიე.შეთე არ მყავდა თუმცა მქონდა ოცნებები,რომლებიც მასთან კიდევ უფრო მაახლოვებდა.მან დამაწყებინა წერა,ჩემში ეს ნაწილი მან გააღვიძა,მანვე აღმომაჩენინა საკუთარ თავში ხატვის ნიჭი,მისი დამსახურებით ვისწავლე მიმეღო სიამოვნება იმ ტკივილით,რომელიც ჩემში იყო.ზუსტად ასე გაიარმა ორმა წელმა,რომლის არცერთი დღე არგასულა შეთეს გარეშე,მასზე ფიქრის,ოცნების,მისი სიყვარულის გარეშე.წარმოუდგენელია ვიღაც ამდენად გიყვარდეს გაუცნობლად,თუმცა ბედნიერება რომელსაც მისი დანახვა დღემდე მანიჭებს,სიამოვნება,რომელიც მისი ღიმილისას დღემდე მეუფლება,ჯერ სხვასთან არავისთან დამუფლებია.ყოველ ჯერზე ვამბობ,მორჩა დამთავრდა შეთეც და ისტორიაც თუმცა,ყოველ ჯერზე როცა მას ვხედავ გული არარსებულ რითმში იწყებს ცემას,წამიერად მთელი ჩემი სხეული ბედნიერებით ივსება,ყველა გრძობა თავიდან ჩნდება ჩემში, ჩემი თვალები ჩემგან დამოუკიდებლად იწყებენ ტირილს,ალბათ იმიტომ,რომ ვხვდები ისევ თავიდან მომიწევს საკუთარ თავს ვებრძოლო და დავავიწყო მისი არსებობა.ერთადერთი რაც ასეთ მომენტებშიი მინდა,მინდა ვიჯდე მის წინ და თვალებში ვუყურებდე უსასრულოდ,მინდა მისი შეხება შემეძლოს,მისი სურნელის შეგრძნება,მინდა შემეძლოს ვეუბნებოდე ზოგჯერ როგორ ძალიან მენატრება.ყველაზე უარესი კი ის არის,რომ ის ამას არიმსახურებს,არც ამ გრძნობას და არც იმ სიტყვებს რაც ზემოთ ვთქვი,არც მე მიმსახურებს და მგონი ყველაზე მეტად მე არ ვიმსახურებ მას.მისი ნაწილი დღემდე ჩემშია, მთლიანად მე დღემდე მას ვეკუთვნი. პ.ს დამიწერეთ მოგეწონებათ თუ არა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.