შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაჩუქებული სიცოცხლე( თავი3-4)


22-11-2022, 17:01
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 1 301

თავი3
მშვიდი მელოდიის ხმა ტელეფონის ზარმა ჩაანაცვლა,სალი იყო,დავპირდი ყავის დასალევად უნდა წავსულიყავით,თუმცა მივხვდი ამის განწყობაზე სულაც არ ვიყავი.ორწამიანი პაუზის შემდეგ ვუპასუხე.
-სალი.
-ტეს,სადხარ?შენ უნივერსიტეტთან ვარ,ელიც აქაა.
-უნივერსიტეტში არვარ სალ.-ცოტა დაბნეული,სევდანარევი ხმით ვუპასუხე.
-მოხდა რამე?შენი ხმა არმომწონს.
რა თქმა უნდა, ელი და სალი წლებია მიცნობენ ამიტომ ყოველთვის ხვდებიან როცა რაღაც მჭირს,როგორ ძაანაც არ უნდა მინდოდეს ამის დამალვა.
-არა,არაფერი უბრალოდ ბექას ვეჩხუბე,თავი ამტკივდა,განწყობა არმქონდა და სახლში წამოვედი.
მოვატყუე ნამდვილ მიზეზს ვერვეტყოდი,ვერვეტყოდი იმას,რომ ისევ შეთეს გამო ვგრძნობდი თავს ასე ცუდად.სწორად მოვიქეცი თუ არა?ალბათ კი არასაჭირო საცოდაობის განცდა ავარიდე ჩემს თავს.
-ბექას?ტეს თბილისში ხარ თუ კოჯორში?
-კოჯორში,თუ გინდათ ამოდით დღეს ჩემთან დარჩით.
-კარგი, ერთ საათში მანდ ვიქნებით ტეს.-ბედნიერი ხმით მიპასუხა სალიმ და გათიშა.
არვიცი რა უფრო ცუდი იყო,გოგოები რომ უნდა ამოსულიყვნენ და საკუთარი თავი ისევ უნდა შემენიღბა,თუ ის, რომ ასე საშინლად ვგრძნობდი თავს,ალბათ მეორე.ლეპტოპი დავხურე,თითქმის სავსე ფინჯანს,რომელშიც ცივი კაკაო იყო ხელი მოვკიდე და ოთახში შევედი,შედარებით თბილოდა.კოჯორში შემოდგომა საკმაოდ ცივია,თუმცა მე ეს პრობლემას არ მიქმნის,მიყვარს სიცივეც და ცივი ამინდებიც,ნისლიანი, წვიმიანი,შემოდგომისნაირი.რამდენიმე კერძი მოვამზადე გოგონებისთვის, მოვწესრიგდი ამასობაში მოვიდნენ კიდეც,კარზე ზარის ხმა გაისმა,სარკეში ჩავიხედე,სახეზე ღიმილი დავიყენე, ზუსტად,ორ წამში ჩემს წინ იდგნენ.
-ტეს,არგინდა ეს უაზრო ღიმილი,ჩვენვართ,ჩვენ! ვიცით,რომ რაღაც გაწუხებს.-ნაწყენი ხმით მითხრა სალიმ და გადამეხვია.
-შემოდით დიდხანს უნდა იდგეთ კარში?-ისე ვუპასუხე თითქოს სალიმ ორი წუთის წინ არ გამომიჭირა,მაშინ როცა მონდომებით ვცდილობდი გაღიმებას.
-იმედია რამე საჭმელი გაქვს, დილიდან უნივერსიტეტში ვარ,ჭამაც ვერ მოვახერხე.- ელიმ გვერდზე გამწია და მაშინვე სამზარეულოს მიაშურა.
-კი ელი მაქვს,ყველაფერი მზად არის.
კარგი კულინარი არვარ,მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამზადებ კარგად თუ გულით მინდა,ამჯერად გოგოებს თავის საყვარელი ალადები გავუკეთე,ცხელ შოკოლადს ყველაზე მეტად უხდება.მაგიდას შემოვუჯექით ზუსტად ვიცოდი დაკითხვას მომიწყობდნენ, ჩემი ერთადერთი ვალი კი ის იყო, რომ მათთან რაცშეიძლება დიდხანს მეთამაშა.
-აბა,გისმენთ მოყევი რამოხდა ბექასთან!-ელის გავხედე,ისევ ცრემლებით აევსო თვალები,თუმცა მისი ბრალი არაფერი ყოფილა.
-ისეთი არაფერი,როგორც ყოველთვის,უაზრო გამოხტომები და გამაღიზიანებელი ყურადღება მისგან.-სალიმ ერთი ამოიოხრა ზუსტად ვიცოდი ახლა დედასავით დამარიგებდა,ხელზე შემეხებოდა,თვალებში ჩამხედავდა და თბილი ხმით დაიწყებდა მოძღვრებას.არც შევმცდარვარ.
-ტეს,რატომ არგინდა შენს ცხოვრებაში ის ადამიანები შემოუშვა ვისაც უყვარხარ,ვინც ფიქრობს შენზე,ვისაც აინტერესებ შენც და შენი ცხოვრებაც,ადამიანებს შანსს უნდა აძლევდე.ჩვენც გვრიყავ ნელ-ნელა, არაფერს აღარ გვიყვები,ჩვენ შენი მტრები არვართ,არაა საჭირო ჩვენთან დამალო შენი დარდი.იქნებ მიგეცა ბექასთვის შანსი.-სალის მსოფლიოში ყველაზე თბილი თვალები ქონდა,რომელიც ნელ-ნელა ცრემლებით ევსებოდა,ამან ჩემზეც იმოქმედა და სულ მალე ჩვეულ მდგომარეობას დავუბრუნდი.
-მე უბრალოდ,არვიცი...
-ტეს,შენ გგონია ვერ ვხვდებით,რომ საქმე ისევ შეთეშია,ყველაფერზე გეტყობა,გეყოფა უკვე შენი თავის დადანაშაულება ასე არშეიძლება.მიეცი ბექას შანსი დამპირდი რომ ამაზე იფიქრებ!-ბრძანებითი,ოდნავ მუდარანარევი ტონით მითხრა სალიმ და ხელი გამიშვა.
-გპირდები.-მივუგე სალის და თან თბილი ღიმილიც ვაჩუქე.ელის გავხედე მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ალადები საშინელება გამოვიდა მაინც გემრიელად შეექცეოდა.
-ელი,შენ რას იტყვი?-ამჯერად სალი მასაც მიწვდა.
-მეე? გემრიელი ალადებია.-სამივემ ერთმანეთს გადავხედეთ,სიცილი აგვიტყდა.
-ალადებზე არა ბექაზე გეკითხები,სულელო.
-ბექა? მგონი ცუდი ბიჭი არაა,შანსი მისცე ჯობია.დღეს რომ ეჩხუბე ძალიან განიცადა,ახლაც მწერს როგორ არისო,ტეს მგონი ჯობია მასზე სერიოზულად დაფიქრდე.
-კარგით,კარგით აღარ გვინდა ბექაზე და შეთეზე საუბარი,კარგი ღვინო მაქვს და დავლიოთ,ცოტა ხასიათზე მოვალთ.
-მე თანახმა ვარ,ორი ხელით.-ღიმილით მომიგო სალიმ შემდეგ ისევ ელის მიუბრუნდა.-ელი შენ თუ გინდა ჩაის გაგიკეთებს.-ისევ გაგვეცინა.ელის სასმელი არუყვარს,ამიტომ არასდროს სვამს ხოლმე თუმცა ჩაიში ცოტას მაინც ვუსხამთ .
საღამო მშვიდად დასრულდა,გოგონებმა საკმაოზე მეტი დალიეს,ელიმაც კი.ჩემს ლოგინზე უგონოდ გაითიშნენ.ისევ მარტო დავრჩი საკუთარ თავთან,ეს მახარებდა კიდეც,სასმელმა ჩემში ჯერ კიდევ მიძინებული გრძნობები გააღვიძა,საუკეთესო მომენტი იყო წერისთვის.ოთახიდან ლეპტოპი გამოვიტანე,კარები ფრთხილად დავკეტე,გოგოებს რომ არ გაღვიძებოდათ,საკუთარ თავს შანსი მივეცი ჩემზე უფრო მეტი გამეგო.სამზარეულოს მივაშურე საშინლად მტკიოდა თავი,მწვავე შაკიკით ვიტანჯები,თუმცა ამჯერად ეს სასმელის ბრალი იყო, გამაყუჩებელი დავლიე,კიდევ ერთი ჭიქა წითელი ღვინო დავისხი,ლეპტოპი გავხსენი,საყვარელი მუსიკები ჩავრთე და დავიწყე საკუთარ განცდებში ღრმად მოგზაურობა.ერთი ყლუპი ღვინო მოვსვი,ცოტა ხნით პირის ღრუში გავიჩერე მისი გემო უკეთ, რომ შემეგრძნო ნაზად გადავუშვი ყელში,მალევე მთელ ჩემს ორგანიზმს მოედო,კიდევ უფრო მგრძნობიარე გამხადა,კიდევ უფრო მეტად გადამიშვა საკუთარი თავის სიღრმეში.
ოდესმე საკუთარ თავისთვის შეგიხედავთ გვერდიდან?ზუსტად არმახსოვს ვინ,მაგრამ ძალიან პატარა ასაკში მითხრეს ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭი საკუთარი თავის გვერდიდან დანახვააო.ჩათვალე თუ ამას შეძლებ,ყველა შენს პრობლემას მარტივად მოაგვარებო.წლები გავიდა მას შემდეგ,რაღაც პერიოდის მერე ცდას შევეშვი,შედეგამდე მაინც მივედი და ახლა როცა საკუთარ თავს გვერდიდან ვუყურებ ეს არც პრობლემების მოგვარებაში მეხმარება და არც მათ დანახვაში.წარმოიდგინეთ საკუთარ თავს უყურებთ,სადღაც პატარა კუთხეში მოკუნტული როგორ ზის, გარშემო შავი ბურუსითმოცული კვამლი ახვევია,რაც უფრო მეტად ვუახლოვდები უფრო მეტად მტკივა ყველაფერი რაც ჩემს შიგნითაა,კიდევ უფრო უარესი ისაა ვხედავ როგორ ვაზიანებ იმ ადამიანებს რომელთაც ჩემი დახმარება სურთ,ვხედავ მათაც როგორ ვითრევ ამ საშინელებაში.ამ დროს ყველაზე უკეთესი რა არის?გაჩუმება,თუ საუბარი,საუბარი რომელიც სხვებსაც შენსავით აზიანებს.მე პირველს ვირჩევ.ჩემთვის ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ, ჩუმად ყოფნას და ფიქრს იმაზე ამ საშინელებას მე უფრო მალე მოვუღებ ბოლოს თუ თავად ის.მარტივი არ არის ყველაფერს მარტომ საკუთარი ძალებით ებრძოლო,ის ადამიანები კი ვისაც ეს არ აქვს გამოვლილი ვერ გაგიგებენ.ხშირად ეს უფრო გვაზიანებს ვიდრე გვშველის.ძალიან რთული,და მტკინვეულია ადამიანმა ილაპარაკო საკუტარ სულიერ მდგომარეობაზე,რადგან ისიც შენი ნაწილია ხშირად საკუთარი დარდის გარეშე ყოფნა უფრო გტკენს ვიდრე თავად ეს უკანასკნელი,განსაკუთრებით მაშინ,როცა მას ეჩვევი.ამიტომ არასდროს მიეჩვიოთ დარდს ტკივილს,სიმძიმეს,თორემ შემდეგ მათი გაშვება უფრო გეტკინებათ ვიდრე მათთან ერთად ცხოვრება.
კიდევ ერთი ჭიქა ღვინო ჩავცალე,თავიდან შევსება დავაპირე თუმცა მივხვდი საკმაოდ მომეკიდა.საათს დავხედე თორმეტი სრულდებოდა, ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა ბექასგან,მწერდა ხომ კარგად ვიყავი.კარგად ყოფნა როგორი უცხო რამ არის ჩემთვის,ბოლოს კარგად 10 წლის ასაკში ვიყავი,თუმცა ვერც ამას ვეტყოდი ამიტომ ყველასთვის ნაცნობი და ბანალური პასუხი დავუბრუნე.კი კარგად ვარ.გამეცინა კიდეც თუმცა რამდენად სასაცილოა ის, რომ კარგად არასდროს არ ხარ არვიცი.ეს თქვენ განსაჯეთ.ტელეფონს ხმა გავუთიშე მუსიკებს კიდევ უფრო ხმამაღალზე ავუწინე, გადავწყვიტე კიდევ ერთი ჭიქა ღვინო დამელია,სასმისი შევავსე ფეხზე ავდექი და ნაზ მელოდიას მოძრაობები ავაყოლე.რაღაც მომენტში გავიაზრე ადეკვატური არ ვიყავი,გავჩერდი ძირს დავჯექი და ქვითინი დავიწყე,რაზე ვტიროდი?ზუსტად არც მე ვიცი, ალბათ, ყველაფერზე და თან არაფერზე,რამაწუხებდა? არც ეს ვიცი, ალბათ ყველაფერი, ან არაფერი.თავი ძირს დავდე, ტანით ცივ იატაკს მივეკარი,ჩამეძინა.
თავი4

უკუნით სიბნელეში ყველაფერი კიდევ უფრო იდუმალი ხდება, ზუსტად ისეთივე როგორიც წყვდიადი.შუა ქუჩაში ვიდექი, შორიდან მომავალი ადამიანის ფეხის ხმა ისმოდა, სილუეტს ვხედავდი თუმცა ვერ ვარკვევდი ვინ იყო. დაძაბულობა მატულობდა, ჩემი ტანი ნელ-ნელა კანკალს იწყებდა.მხოლოდ მაშინ ამოვიცანი ადამიანის სილუეტი, როცა ჩვენს შორის მანძილი მინიმუმამდე შემცირდა.შეთე იყო. ახლოს მოვიდა, თავისი თბილი თვალებით საოცრად მზრუნველი მზერა მომაპყრო, თმის კულული, რომელიც მხარზე გადმომვარდნოდა, ნაზი მოძრაობით უკან გადამიწია. ნაზად შეეხო ჩემს ყელს. ისე იქცეოდა თითქოს ერთმანეთს კარგად ვიცნობდით. ის იყო უნდა მეკითხა რას აკეთებდა სიზმრიდან სალის ხმამ გამომაღვიძა.
-ტესა... ტესა, გესმის? ადექი სულ გაყინული ხარ! -თვალები ნაზად გავახილე, სალის ბუნდოვანი სილუეტი დავინახე, გვერდით ელი ედგა, შეშინებული თვალებით შემომცქეროდა. -ტესა, კიმაგრამ რამდენი დალიე?
-იმდენი რამდენიც შევძელი. -მძიმედ ვუპასუხე, ფეხზე ადგომა ვცადე თუმცა ვერშევძელი, საშინლად მეხვეოდა თავბრუ.
-წყალი დალიე ტეს, ასე როგორ შეიძლება სულ კანკალებ. -საშინლად შეციებული ვიყავი, ალბათ იმიტომ, რომ მთელი ღამე გათიშულმა ცივ იატაკს ჩახუტებულმა გავატარე. წყალი დავლიე თავის ტკივილის წამალთან ერთად.
-უკეთ ხარ? -აკანკალებული ხმით მკითხა ელიმ. -მეც არ დავაყოვნე მაშინვე ჩავეხუტე და დავამშვიდე.
-ელი ისეთი არაფერია უბრალოდ გუშინ აქ ჩამძინებია, ახლა წავალ მოვწესრიგდები და ერთად ვისაუზმოთ. - ოთახისკენ გავეშურე. დრო ცოტა მქონდა უნივერსიტეტშიც უნდა წავსულიყავი, სურვილი არმქონდა თუმცა სალი არდაუშვებდა ისევ გამეცდინა, თანაც გუშინ ღამით ბექასთვის მითქვამს უნივერსიტეტში ერთად მივსულიყავით. არვიცი ზუსტად რამდენი დავლიე, მაგრამ აშკარად საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი სისულელე გამეკეთებინა. შხაპი მივიღე, ყველაზე სადა და კომფორტული ტანისსამოსი ჩავიცვი, ჯინსი და ჰუდი, ბევრი ლექციები მქონდა, თანაც დიდად არ მიყვარს უნივერსიტეტში ზედმეტად „გამოპრანჭული“ სიარული. ცოტა დრო მქონდა მაშინვე ლეპტოპს მივუჯექი, აუცილებლად უნდა დამეწერა.
...
რას აკეთებთ მაშინ, როცა საკუთარი თავისგან გაქცევით იღლებით, საკმაოდ შორს მყოფები უკან როცა იხედებით და ხედავთ მთელი თქვენი წარსულიც, აწყმოც და მომავალიც ბურუსით მოცულია. რას აკეთებთ მაშინ, როცა საკუთარი თავის სიძულვილი კიდევ უფრო მეტად იზრდება და საბოლოოდ თქვენც გშთანთქავთ, ან მაშინ როცა თავდაჯერებულობას კარგავთ, მაშინ როცა მუდმივი ბრძოლის მერე, იყოთ საუკეთესოები უკან იხედებით და ხედავთ სინამდვილეში არაფერი გაგიკეთებიათ. საბოლოოდ ვერც სხვას ეხმარებით და ვერც საკუთარ თავს. რა გრძნობა გეუფლებათ ამ დროს, ან რისი გაკეთების სურვილი გიჩნდებათ.19 წელია ამით ვცხოვრობ, თუმცა ამ უკანასკნელს არასდროს ვებრძვი, ალბათ იმიტომ, რომ საკმაოდ პატარა ვარ მასთან გასამკლავებლად აზრი არაქვს, ძალები არმეყოფა. მოუხედავად ყველაფრისა, როგორი ძლიერიც არ უნდა იყო, ცხოვრებაში ყველაფერთან მარტო ბრძოლა რთულია, მუდმივად გჭირდება ცხოვრებაში ვიღაც ერთი ისეთი ადამიანი, ვის თანადგომასაც ყველა ნაბიჯზე იგრძნობ, ვინც ყველა შენს ბუნდოვან აზრს გაფანტავს, ვინც დაგეხმარება შეიყვარო საკუთარი თავი. ბოლო სამი წელი დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ასეთი ადამიანი შეთე იყო, ის შეძლებდა ჩემს დახმარებას. ახლა ამაში დარწმუნებული აღარ ვარ, თუმცა არც იმის მჯერა, რომ ვინმე ასეთი მართლა გამოჩნდება. ვინც დამეხმარება ჩემი ფიქრების ზიდვაში, ვისაც დავეხმარები მისი ფიქრების ზიდვაში. ვინც გახდება ჩემი გზა, ვისი გზაც გავხდები მე.
ლეპტოპი დავხურე, სუნამო მივისხი, ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი. დრო არ იყო ამიტომ გოგოებს გავძახე.
-ელი, სალი გამოდით, ჭამის დრო არაა ვაგვიანებთ.
-ტესა ცოტა მაინც უნდა ჭამო! -როგორც ყოველთვის დედასავით მზრუნველი სალი.
-ახლა არა სალი, ვაგვიანებთ, გპირდები უნივერსიტეტში შევჭამ. -სალის გადავეხვიე, დღესაც ჩემთან რჩებოდა, ელის ხელი ჩავკიდე და გარესამყაროსთან თამაშისთვის მოვემზადე. უეცრად ტელეფონზე ზარი გაისმა ბექა იყო, მანქანით მომაკითხა მიუხედავად იმისა, რომ დილით ვუთხარი საჭირო არიყო. გარეთ გასულს გადამეხვია, არმესიამოვნა თუმცა ვერშევიმჩნევდი. სულ მალე მანქანაში ვიჯექით. ელი უნივერსიტეტში დავტოვეთ. ბექამ ბევრი მეხვეწა შენთან სალაპარაკო მაქვს პირველი ლექცია გავაცდინოთო. სხვა გზა არ მქონდა უნდა გავყოლოდი. ერთ ძალიან ლამაზ, მშვიდ და მყუდრო ადგილას წამიყვანა. მთელი გზა სალისთვის მიცემულ პირობაზე ვფიქრობდი, თუმცა იმასაც ვგეგმავდი ბექა თავიდან როგორ მომეშორებინა. ლამაზ კაფეში, მყუდრო კუთხეში დავჯექით, ფინჯანი ყავა შევუკვეთე, ჭამის განწყობა არ მქონდა. დაახლოებით ხუთი წუთი იდეალურ სიჩუმეში ვიჯექით, მხოლოდ ბექას ნერვიულობას ვგრძნობდი, რომელიც ჩემს წინ იჯდა და ცქმუტავდა.
-აბა გისმენ, რაზე გინდოდა საუბარი? -სიჩუმე ისევ მე დავარღვიე და ბექას შევუტიე.
-ტეს ჩვენზე უნდა ვილაპარაკოთ. -ჩვენზე, ამ სიტყვის მოსმენისას გამეცინა, ჩვენ.
-უკაცრავად ბექა მაგრამ რომელ ჩვენზე?
-ხო მიხვდი რასაც გეუბნები, დავიწყებ და არ გამაწყვეტინო, ბოლომდე მომისმინე და მერე თუ გინდა წადი. -სხვა გზა არ მქონდა მისი მოსმენა მომიწევდა. -ტეს არვიცი რატო თუმცა შენამდე არმიშვებ,მიუხედავად იმისა,რომ ვგრძნობ ეს გჭირდება, თუ არ ვცდით ვერ გავიგებთ გამოგვივა თუ არა რამე, იქნებ ამაზე დაფიქრდე მიეცი ჩვენს ურთიერთობას შანსი.
ბექას წინ ვიჯექი, რომელსაც ჩემს ხელზე ედო ხელი. ნაზი, მშვიდი და საკმაოდ დამაჯერებელი ხმით მარწმუნებდა იმაში, რომ მისთვის შანსი უნდა მიმეცა. არვიცოდი რა უნდა მექნა სალის პირობაც მახსენდებოდა, თუმცა ახლა ამაზე ფიქრი ყველაზე ნაკლებად მინდოდა. ბექას ვუთხარი აუცილებლად დავფიქრდები მეთქი, ანგარიში გავასწორეთ, უნივერსიტეტშიც მალევე მივედი. ერთადერთი კარგი რაც იყო დღეს ბექას ნახვა აღარ მომიწევდა, ამიტომ სხვა ლექციებს თავისუფლად დავესწარი.
იცით უნივერსიტეტში ყველაზე მეტად რა მიყვარს? გზა უნივერსიტეტიდან მეტრომდე. ჩემი სასწავლებელი ჭავჭავაძეზეა საკმაოდ ახლოს მეტროსთან ამიტომ ყოველთვის ფეხით დავდივარ ხოლმე, ცოტა დამღლელია თუმცა საუკეთესო დრო ფიქრისთვის. უნოვერსიტეტიდან გამოვედი, კურსელებს დავემშვიდობე, ელის აღარ დაველოდე დიდი ხნის წასული იყო. მშვიდი მუსიკა ჩავრთე, ჟინჟღლავდა რაც გზას კიდევ უფრო საინტერესოდ გასავლელს ხდიდა, კიდევ უფრო მეტ რამეზე მაფიქრებდა, გადაწყვეტილებების მიღებისკენ მიბიძგებდა. ყველაზე ნატიფი ფიქრები და ჩემი სულის ყველაზე ღრმად მიძინებული გრძნობები ზუსტად ამ პერიოდში იღვიძებდნენ. ვხედავდი ქუჩაში უამრავი ადამიანი ირეოდა, წვიმას გაურბოდნენ, ზოგი შენობას აფარებდა თავს. მეკი თავაწეული მივუყვებოდი ქუჩას თითოეული წვიმის წვეთს, რომელიც მეცემოდა სიამაყით ვხვდებოდი ,ვუყურებდი როგორ ეცემოდა წვეთები ხის ფოთლებს, რომელიც გარემოს კიდევ უფრო ხალას ფერს მატებდა. მაშინ ჩემი გონება ნიადაგად გამოვიყენე, წვიმა კი ფიქრებად, რომელიც ჩემს გონებას რწყავდა, მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული ეს ფიქრები ჩემს გონებას გაახალისებდა თუ პირიქით. ჟინჟღვლა თავსხმა წვიმაში გადავიდა, თუმცა ამან ტემპის აჩქარება ვერ მაიძულა, ჩვეული სიდინჯით მივაბიჯებდი ქუჩაში, ვსველდებოდა, მაინც არ ვიცოდი ახლა ჩემი ცხოვრების რა სტადიაზე ვიყავი, ან რა მსურად მისგან.
მას შემდეგ რაც, გზა ჭავჭავაძიდან რუსთაველამდე თავსხმა წვიმაში ვიარე და სულ სველმა კოჯრამდეც ავაღწიე მივხვდი აუცილებლად სიცხეს მომცემდა. სახლში მისულმა სალის გასალანძღი ტექსტი მოვისმინე, დამსახურებულად გავილანძღე. გავმშრალდი და ოთახში მოვკალათდი, აივანზე მინდოდა თუმცა სალიმ არმომცა გასვლის უფლება. უამრავი სასწავლი მქონდა მაგრამ ხასიათზე არვიყავი. ახლა ჩემი გონება მხოლოდ ბექას სიტყვებზე და სიზმარზე ფიქრობდა,მაგრამ ალბათ მაინც უფრო სიზმარზე,სიზმარზე და შეთეზე.შეიძლება უცნაურად ჟღერს თუმცა შეთეს სანამ ვნახავდი წინასწარ აუცილებლად ვგრძნობდი ხოლმე. ახლაც სახლში ვერაფრით მოვისვენე გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა. გარეთ საშინელი ნისლი იყო, ყველაფერი საოცრად სველი და ცივი, თუმცა ამას ჩემთვის ხელი არშეუშლია ტყეში საათობით მებოდიალა, მართალია სალი ძლივს დავითანხე, რომ გავეშვი თუმცა ბოლოს ჩემი მაინც გავიტანე.
...
ტყეში შესული ნაცნობ ბილიკს გავუყევი, პერიოდულად მათრთოლებდა, ხელები სულ გალურჯებული მქონდა, საშინლად მციოდა თუმცა ზუსტად ვიცოდი სწორ ადგილას და სწორ დროს ვიყავი. ტყის ცენტრში წამით შევჩერდი, თვალები დავხუჭე,ღრმად შევისუნთქე ჰაერი,რომელსაც გრილი ნისლის და ტყის სუნი ასდიოდა. ხმა გავიგე, ნაბიჯების ხმა,ზუსტად ვიცოდი ვინც იყო, რთული გამოსაცნობი არიქნებოდა, შეთე. წლები ზუსტად ასეთ მომენტზე ვოცნებობდი მეგონა იდეალური შანსი იქნებოდა საუბრისთვის, თუმცა ეს ახლა რამდენად მინდოდა არვიცოდი. ჩემს წინ გაჩერდა მალევე მისი ყველაზე თბილი ხმა გავიგე.
-ტესა? -გაკვირვებული, შიშნარევი ხმით მითხრა.
-ჩემი სახელი გცოდნია, არვიცოდი. -მიუხედავად იმისა, რომ წლები ვოცნებობდი მასთან საუბარზე, მაინც შევუტიე.
-მოდი არგვინდა თავის მოკატუნება, ორივემ ერთმანეთზე ყველაფერი კარგად ვიცით. -არდაიბნა უმალ ეშმაკურად მომიგო, როგორც სჩვევია.
-ორივემ? მოდი იცი რა ვქნათ შეთე შენ შენს თავზე ილაპარაკე, მე კი ჩემსაზე.
-ანუ გინდა მითხრა, რომ ჩემზე არაფერი არ იცი?-ეშმაკური ღიმილი შეეპარა ტუჩთან
-დიახ არვიცი! -დარწმუნებით მივუგე
-და თუ არაფერი არიცი მაშინ საიდან იცი რამქვია? -გაეცინა, მივხვდი საკუთარი თავი თავად გავფაქტე აზრი აღარაფერს ქონდა.
-გისმენ რამე გინდოდა? -ისე გავაგრძელე საუბარი თითქოს არაფერი იყო.
-პირველ რიგში ჯობია ტყიდან გავიდეთ, სულ კანკალებ.-მესიამოვნა რომ შენიშნა, თუმცა დათმობას არ ვაპირებდი.
-და მერე შენ რა? შეგიძლია შენ გახვიდე ტყიდან, მე აქ მინდა.
-ტესა ბავშვივით ჯიუტობ.
-დიახ მე ასეთი ვარ ბავშვური, არმინდა და არგამოვალ. -ჩემსას არვიშლიდი. ჯიუტი ყოველთვის ვიყავი და დათმობას არც ახლა ვაპირებდი.
-კარგი, არ დაგაძალებ, ვიდგეთ მაშინ აქ ოღონდ ერთი პირობით ჩემს ჟაკეტს ჩაიცვამ.
-არა , არმცივა.-საოცრად მციოდა ეს მეტყობოდა კიდეც. შეთე ჩემსავით საოცრად ჯიუტი იყო, ამიტომ საკუთარი ჟაკეთი მაინთ შემომახურა. წინააღმდეგობა აღარ გავუწიე
-გაცივდები. -ისე მინდოდა ყველაფერი მეკითხა ყველაფერი რისი კითხვაც წლები მინდოდა თუმცა არშემეძლო ამისთვის საკმაოდ მხდალი ვიყავი. 10 წუთზე მეტი ორივენი გარინდებულები ჰორიზონტს გავცქეროდით, მე ისიც მყოფნიდა ჩემს გვერდით რომ იდგა, თუმცა სიჩუმე მაინც დაარღვია.
-რაზე ფიქრობ? -ისვე მისი საოცრად თბილი ხმა.
-სახლში უნდა წავიდე! -კითხვის პასუხი ვერმიიღო, მეორედ არც გაუმეორებია.
-გაგაცილებ.
-აქამდე მარტო მოვედი, აქედანაც მარტო წავალ, არმინდა შენი გაცილება და არც შენი ჟაკეტი. -მოსაცმელი უხეშად მივაჩეჩე ხელებში.
-ტესა, რატო ბრაზობ ასე ჩემზე.-ისე შემეკითხა თითქოს მე ვიცოდი. პასუხად მხრები ავიჩეჩე და ადგილს მოვწყდი.
უკან გამოყოლა არც უცდია ალბათ მიხვდა აზრი არქონდა,ზედმეტად გაღიზიანებული ვიყავი საიმისოდ,რომ მასთან მელაპარაკა.მთელი გზა ვფიქრობდი ეს ამბავი გოგოებისთვის უნდა მომეყოლა თუ არა,გაჩუმება გადავწყვიტე.ჩუმად შევედი სახლში ფინჯანი ჩაი გავიკეთე,ისევ ლეპტოპს მივუჯექი და მუზას დაველოდე.
...
ოდესმე გიფიქროათ სიყვარულის როლზე თქვენს ცხოვრებაში? მე ამაზე ყველაზე ხშირად ვფიქრობ, მაშინაც კი როცა ზუსტად ვარ იმაში დარწმუნებული, რომ ნამდვილი სიყვარული დიდი ხანია აღარ არსებობს. ხანდახან ვფიქრობ ყველაფერი რაც კი ჩემს ცხოვრებაში ხდება, ჩემში არსებული უზომოდ დიდი სიყვარულის ბრალია. იმის, რომ მუდმივად არა ჩემს თავზე არამედ გარშემო მყოფებზე ვფიქრობ. ეს არის ჩემი სხეული თუმცა ცხოვრება სხვისი და არა ჩემი. მე ყველა იმ ადამიანით ვცოცხლობ ვისაც ვჭირდები, თუმცა ყოველთვის მავიწყდება,რომ საკუთარი ცხოვრებაც მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანდახან ეგოისტიც უნდა ვიყო, მაგრამ არგამომდის.თქვენი აზრით უსამართლობა არ არის ამდენი ადამიანის წინაშე, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდე?



№1  offline წევრი duchi_duchi

კარგად წერ მაგრამ ეს გოგო რატო
იტანჯავს თავს ვერ ვხვდები ჯერ.ბიჭი უყვარს, არ იცნობს, ესაუბრება და თან ეუხეშება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent