შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაჩუქებული სიცოცხლე(თავი4-5)


25-11-2022, 20:32
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 969

თავი5
ასეთი ამინდები მიყვარს:ქარიანი,წვიმიანი,ცივი.ხედავ წვიმის წვეთები როგორ ეცემა შენი ოთახის ფანჯარას,ყველაფერი სველდება,უკუნით სიბნელეში გარედან შემომავალი ელვის შუქი წამიერად თვალს გჭრის,ფანჯრის კუთხიდან სიოს,წვიმის ხმა ისმის,რომელსაც თან ახლავს ჩვეული სიცივე,სიგრილე რომელიც სახეზე გხვდება,მოგონებებს გიღვიძებს და შენში ჩვეული სევდაც ბრუნდება.იმ წამიდან ყველა შენი ფიქრი თავში ირევა, ისე თითქოს ფანჯრის კუთხიდან შემომავალმა ქარმა შენს გონებამდეც მიაღწია.არეულ ფიქრებში ერთ-ერთ ჩემთვის ყველაზე სათუთს ძლიერად ჩავებღაუჭე,რომ არ დამკარგვოდა,ჩავებღაუჭე რადგან ისევ იგივე არეულობას არ მივცემოდი.ფიქრი ზოგადად ისეთი რამაა ადამინის თავში მისივე ნების საწინააღმდეგოდ ჩნდება, მისი გაქრობა კი ურთულესია, ეს მდგომარეობაა, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ აკონტროლებს.ხოდა მეც ასეთ ამინდებში ეს უკანასკნელი ყველა მხრიდან მიტევს, ბოლოს ვნებდები და ვუშვებ ჩემში, იქნებ ეს კარგიცაა,კარგია იქამდე სანამ უსაზღვროდ არ ვიღლები და ვხვდები რაღაც მომენტში თუ არ გავჩერდი თავს დავკარგავ.გარეთ ისევ საშინლად წვიმს, ამჯერად ოთახის ფანჯარა გამოვაღე იქვე კუთხეში დავდექი,ღრმად ამოვისუნთქე და ყველაფერი გავუშვი,დიდ ულუფად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი,შევიგრძენი წვიმის შეუცვლელი, მოგონებებით, სავსე სურნელი,და ისევ ახალი ფურცლიდან დავიწყე რაღაც ახლის წერა,იმ იმედით რომ ეს უკანასკნელი მაინც მომეწონებოდა, ან ამ უკანასკნელში მაინც ვიპოვიდი საკუთარ თავს და რეალურ მიზეზს თუ რატომ არ შემიძლია ახლა იმ ადამინის წინ დგომა და საუბარი,რომელიც საშინლად მაბნევს,იქნებ ახლა მაინც მეპოვა მიზეზი იმისა თუ რატომ არ მოვდივარ შენთან.

ბოლო მონაკვეთი სამჯერ შევცვალე, თუმცა იდეალური დასასრული მაინც ვერ დავწერე. ლოგინში მოკალათებულს სახეზე ლეპტოპის შუქი მანათებდა, გარეთ საშინელი სიცივე იყო, მუსიკების ნელი, მელოდიური ხმა ყურში მელანქოლიურად ჩამესმოდა, მომენტებში ვხვდებოდი ვითიშებოდი, ეს მომწონდა კიდეც. ამ ლოგინში მწოლიარეს ღამეები უამრავჯერ გამითენებია, მძიმე განცდებით და ბედნიერი ოცნებებით სავსეს. იმდენ ფიქრს ინახავს ჩემი ოთახი, ხან მგონია ალაპარაკდება და ჩემს საქმეს ჩემს მაგივრად გააკეთებს. ხშირად იმაზეც მიფიქრია, მე თუ მოვკვდები ეს ოთახი ხო მაინც იცოცხლებს ჩემი სახით, ამ ოთახში იმაზე მეტი მევარ, ვიდრე მე საკუთარ თავში. ცოტა უცნაურად გამოვიდა 19 წლის გოგონასგან სიკვდილზე საუბარი, კი ეს ჩემგან არაა გასაკვირი, თუმცა მე ის გოგონა ნამდვილად არვარ ვისაც სიკვდილი უნდა, პირიქით, მე ისვარ ვისაც ყველაზე მეტად სიცოცხლე სურს, თუნდაც ასეთი უბადრუკი ცხოვრებით მაგრამ მაინც სიცოცხლე.

ლეპტოპი გავთიშე, მივხვდი დღეს ვერ დავწერდი ჩემი ისტორიის საუკეთესო დასასრულს, ამიტომ ჯობდა რაიმე უფრო რეალური გამეკეთებინა. ჭიქა წყლისთვის ავდექი, ქვემოთ მდივანზე სალის ეძინა, მაქსიმალურად ნელა გავიარე არმინდოდა გამეღვიძებინა. მუსიკები ისევ ნელა, თავისთვის და მელანქოლიურად უკრავდა, წყალი ავავსე ერთი ყლუპი მოვსვი და აი ისევ გავითიშე, ისევ დავტოვე საკუთარი სხეული და სადღაც შორს წავედი. ასეთ მომენტებში გონს რომ მოვდვირავ ვიაზრებ რამდენად სევდიანი შემიძლია ვიყო. მე ჩიტი ვარ, ჩემი სევდა კი ქვა, რომელსაც ჩიტს ესვრიან პატარა ბავშვები ლაგატკის დახმარებით. მაშინ როცა ამ სამყაროდან შორს მივფრინავ ,ოცნებებში, ჩემი სევდა ფრთებს მტკინვეულად მატეხავს, სადღაც შუა გზიდან მწარედ მანარცხებს ძირს, ისე მწარედ, რომ ძალიან დიდი ხანი ვანდომებ მოტეხილი ფრთების აღდგენას იმისთვის, რომ ისევ შევძლო გაფრენა. ოთახში დავბრუნდი,თბილი ლოგინი, რომელშიც 15 წუთის წინ მე ვიწექი, უკვე გაციებულიყო თავიდან გათბობა მომიწია. მთელი ღამე არაფრით დამეძინა წინ საშინლად ქაოტური კვირა მელოდა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ არაფერს ვგეგმავ მაინც დავალაგე, რომელ დღეს რა უნდა გამეკეთებინა. კვირის ბოლო ორი დღე ყველაზე დატვირთული გამოდიოდა შაბაც უნივერსიტეტის ფართი იყო, კვირას კი ლომისაზე უნდა წავსულიყავი. ლომისა სიგიჟემდე მიყვარს გზაც და ბუნებაც თუმცა როგორ შეიძლება ასეთი ბუნება ვინმეს არ უყვარდეს. ამ ფიქრებში დამათენდა კიდეც, ამას ბოლომდე მაშინ მივხვდი სალიმ ოთახის კარი რო შემომიღო. მაშინვე მიხვდა მთელი ღამე არ მძინებია, მიბრძანა 15 წუთში სასაუზმოდ ჩავსულიყავი, სხვა გზა არ მქონდა, საკუთარი სამყარო უნდა დამეტოვებინა და ისევ დავბრუნებოდი ცხოვრების სირთულეებს. ოთახში ფარდები გადავწიე, ფანჯრიდან გავიხედე თუმცა ვერაფერი დავინახე საშინელი ნისლი იყო. წამიერად სიჩუმემ ჩემში რაღაც ახალი გრძნობა შემოიტანა, გარშემო მიმოვიხედა და მივხვდი, გუშინდელზე ცოტა უკეთ ვიყავი. კომპიუტერი გავთიშე ყველაზე ლამაზი ტანისსამოსი შევარჩიე ჩავიცვი და ქვევით ჩავედი.სამზარეულოში სალი ტრიალებდა, ფილმს უყურებდა პარალელურად ჩემთვის საუზმეს ამზადებდა, მისი საყვარელი პროცესია ყველაზე ზრუნვა, განსაკუთრებით ჩემზე. ის ასეთია ყურადღებიანი.
-ქალბატონო დედიკო დღეს რა მომიმზადე? -სალი გაზთან იდგა კვერცხს წვავდა, ყურადღება არც კი მომაქცია ისე განაგრძო თავის საქმე.
-კვერცხი მზადაა, ჩაისაც დავასხამ. -ისევ მზრუნველი ხმით სალი და საოცრად მადისაღმძვრელი კვერცხი.
-ჩაის მე დავასხავ შენ დაჯექი.
-აბა მომიყევი, ამჯერად მთელი ღამე რის გამო გაათენე. -ალბათ ჩემს ჩაცვენილ და ჩაშავებულ თვალებზე შემატყო უძილობა.
-მეძინა სალი, საიდან მოიტანე რო გავათენე. -ფაქტი უარვყავი, თუმცა ვიცოდი აზრი არქონდა სალის მოტყუება მარტივი არაა.
-კარგი ერთი მთელი ღამე მესმოდა როგორ დაბოდიალობდი.
-არადა ვეცადე მაქსიმალურად ჩუმად ვყოფილიყავი.
-კი ტეს ძალინა ჩუმად დადიოდი. -სალის გაეცინა, ხმაურიანი ყოველთვის ვიყავი.
-მიდიხარ დღეს უნივერსიტეტში?
-კი კი აუცილებლად. ორი საათის საქმე მაქ. -დღეს შედარებით პოზიტიურ განწყობაზე ავდექი. ალბათ იმიტომ,რომ ბექას არ მოუწერია და შეთეს გამოც.
-მშვენიერი, როგორც იქნა დაგიბრუნდა ხალისი. -გაბრწყინებული თვალები შემომანათა სალიმ, მივხვდი როგორ უხაროდა ასეთს, რომ მხედავდა. სწრაფად ვისაუზმე და უნივერსიტეტში გავიქეცი დილის ორ ლექციას დავესწარი გზაში სხვაზე არაფერე ვფიქრობდი გარდა იმისა თავისუფალ დროს რისი კეთება მსურდა. ლექციებიდან სახლში მოსულმა ცოტა დავიძინე, შემდეგ დავხატე და აი ისევ მოვიდა წერის დროც. ჩემი განუყრელი მეგობარი ლეპტოპი, ფინჯანი ცხელი ჩაი, სამი წერტილი და ახალი ისტორია.


...
დღეს მინდა, რომ კოჯორზე ვწერო, კოჯორზე და ყველაფერზე რაც მას უკავშირდება. ქალაქური ცხოვრება ჩემთვის არასდროს იყო, ყოველთვის თავისუფლებისკენ ვილტვოდი ამ თავისუფლებას ბებია დავარქვი.ბებიაჩემი, ვისთანაც მთელი ბავშვობა გავატარე, კოჯორში ცხოვრობდა.დიდი ეზო, ლამაზი ბაღი, ტყე, უსასრულო ჰორიზონტი, დაუსრულებელი სივრცე.მეც ვიდექი ჩვენს დიდ ეზოში და ვტკბებოდი თავისუფლებით.კოჯორში ყოფნა ყველაზე მეტად მიყვარდა, აქ თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი, ვუსმენდი ხეების ლაპარაკს, შემეძლო ლამაზი ყვავილების ცქერით დავმტკბარიყავი,ტყეში დაკარგვამდე მესეირნა, ჩიტებთან ერთად მემღერა, ბალახზე ფეხის დაბიჯებისას მეგრძნო დედამიწის სუნთქვა,წვიმის დროს აივანზე ვმჯდარიყავი, პლედში გახვეული და დედამიწის ტირილის ხმით საათობით დავმტკბარიყავი,ხიდან ახლამოწყვეტილი ვაშლი მეჭამა, თვალდახუჭულს რადგან მისი გემო ასე უკეთესათ მამახსოვრდებოდა.პატარა უბანში გავიზარდე ბევრი ბავში არვიყავით თუმცა მაინც კარგად კი არა საუკეთესოდ ვატარებდით დროს. ვიგონებდით ისტორიებს,რომლებსაც ერთმანეთს ვუყვებოდით სხვადასხვა თამაშობებს, ასე გაგვყავდა დღეები. ყველაზე თბილი ბებია და ბაბუა მე მყავდა. მთელი ზაფხული ათასგვარ ახირებას მისრულებდნენ. ერთად ვთესდით ყვავილებს, ვუვლიდით ჩვენს ბაღს. ყოველ დილით რიტუალად მქონდა ახალგაღვიძებული კაკლის ხის ქვეშ ვკალათდებოდი წიგნთან ერთად და საათობით ვკითხულობდი. მერე ბაღში ჩავდიოდი, დიდი ლამაზი ვაშლის ხის ქვეშ ვწვებოდი და იმდენ ვაშლს ვჭამდი რამდენიც შემეძლო. აი ასეთი ბედნიერი და ლაღი ბავშვობა მქონდა. მოკლედ რომ ვთქვა მე და კოჯორი ერთად გავიზარდეთ. ყოველ წელს ერთი სული მქონდა ზაფხულის არდადეგები მოსულიყო და მაშინვე კოჯორში ავსულიყავი. ახლა კი აქ ვცხოვრობ, მხოლოდ აქ ვგრძნობ ნამდვილ თავისუფლებასაც და ხელოვნურად შექმნილ ბედნიერებასაც, ასე მგონია მხოლოდ აქ შემიძლია ვიყო ბოლომდე უბედური ამის გამო ჩემი კოჯორი ზუსტად ვიცი არ მომიძულებს, პირიქით თავის კალთებს ჩამახუტებს და კიდევ უფრო მეტად დამასევდიანებს.

გვიან გამახსენდა ფინჯანი ჩაის არსებობა, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოვამზადე, დალევა როგორც ყოველთვის ვერ შევძელი. ვორდის ფაილი ჩავკეცე, ახალი ფინჯანი ჩაის გასაკეთებლად ჩასვლა დავაპირე, სამზარეულოში მიმავალი სალიმ დამინახა ცივ ჩაის როგორ ვღვრიდი, დამცინა ისევ დაულევად გააციეო. ეს ტრადიციად მქონდა წერის დროს ვერასდროს ვახერხებდი რაიმეს დალევას, რადგან პროცესში იმდენად ვერთვებოდი მავიწყდებოდა ყველა დანარჩენის არსებობა. ახალი ჩაის მზადება დავიწყე ისე ვამზადებდი თითქოს მასში ჩემს ტკივილს ვაქსოვდი, მეგონა ეს უკანასკნელი მაინც დამეხმარებოდა სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. რა თქმა უნდა, ეს სრული აბსურდია ტკივილები რომელსაც ჩაის ვატანდი მისი სახით ისევ უკან მიბრუნდებოდა.წყალი ადუღდა თუმცა ჩაის დალევის გუნებაზე აღარ ვიყავი ფინჯანი გვერდით გავწიე,ჭიკა წყალი ავავსე და ოთახში დავბრუნდი, სადაც მელოდა ლეპტოპი,მშვიდი მუსიკების მელანქოლიური ხმა და საკუთარი მე.

...

როცა ადამიანს სულიერი მდგომარეობა კრიტიკული აქ მაშინ ის მოსიარულე ბომბს ემსგავსება, არავინ იცის როდის აფეთქდება და რამხელა იქნება მსხვერპლი. ეს მასზეა დამოკიდებული. შეიძლება არც აფეთქდეს და შეძლონ მისი განეიტრალება მაგრამ,მსხვერპლი მაინც იქნება თანაც არც ისე პატარა.როცა წიგნს კითხულობ ახალ სამყაროს უღებ კარს და ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით, შენ სხეულს ტოვებ და იქ იმ წიგნში განაგრძობ არსებობას, თითოეულ წაკითხულ სიტყვას ისისხლხორცებ,ყველა იმ ემოციასა და განცდას ემონები,რომელიც პერსონაჟს ეუფლება. კითხულობ და გიკვირს როგორ შეიძლება ადამიანებმა ამხელა ტკივილს გაუძლონ. თეორიულად იცი როგორ გაუმკლავდე რადგან ეს უკანასკნელი კითხვის პროცესში შეიმეცნე, მაგრამ რეალობა განსხვავდება იმ ცხოვრებისგან რომელიც წიგნებში შელამაზებულადაა მოთხრობილი.პირველად როდესაც წავიკითხე გურამ დოჩანაშვილის „კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა“ პატარა ვიყავი მაშინ ვერც კი ვიაზრებდი მთავარი პერსონაჟის სიტყვებს, მაგრამ ცხოვრების ყველა ეტაპზე მისი სიტყვები თავისებურად მახსენდება.ყოველი წაკითხული წიგნი გარდაგვქმნის უკეთესობისკენ, გვაფიქრებს ბევრ რამეზე გვაყალიბებს ახალ და უფრო მეტად ძლიერ პიროვნებებად, მაგრამ ლიტერატურა ვერ გვასწავლის როგორ ვიცხოვროდ უკეთესობისკენ შეცვლილმა ჩვენი თავის ახალ ვერსიებად ჩამოყალიბებულებმა.კი წიგნი თეორიულად გვამზადებს იმისთვის, რაც ცხოვრებაში გველოდება მაგრამ პრაქტიკაში რთულია მოირგო პერსონაჟის როლი. ადამიანებს როგორადაც თავს მოაჩვენებ ზუსტად ისეთსას დაგინახავენ, არც ეცდებიან შენი სამყაროს შეცნობას, არც დააინტერესებთ იქ რახდება. საკმარისია ერთი წამით მაინც გახდე ის ვინც რეალურად ხარ მაშინვე მარტო დარჩები სრულიად მარტო.ამ დამპალ დედმიწაზე კი მარტო ცხოვრება სიკვდილის ტოლფასია.ხშირად რეალური სახის ძებნაში გადის მთელი ცხოვრება,სახედაკარგულმა არც კი იცი რა გზას უნდა დაადგე რომ შენი რეალური თავი დაიბრუნო.


ისევ ოთახის კარი გაიღო, მკაცრი ხმით სალიმ სასაუბროდ დამიბარა, ფაილი ისევ ჩავკეცე, თუმცა არვიცოდი სალი ახლა მაინც რას მერჩოდა. სხვა გზა არ მქონდა უნდა ჩავსულიყავი.



თავი6
ქვემოთ ჩასულს განსხვავებული სურათი დამხვდა.იდეალურ სიჩუმეში ადამიანების ჩურჩულის ხმა მესმოდა, კიბის ბოლო საფეხურზე ჩავედი სალის წინ აღმოვჩნდი, რომელიც შეთეს ელაპარაკებოდა. სახის გამომეტყველება მაშინვე შემეცვალა. ერთიანად ავწითლდი თვალები გავაფართოვე. სალიმ შემომხედა ერთი შემომიბღვირა და მითხრა:
-შენთან სტუმარია. -უკმაყოფილო სახე ქონდა,უკვე ვხვდებოდი რაზე უნდოდა საუბარი. -მე ოთახში ავალ თქვენ ილაპარაკეთ. -მიბრძანა და მეორე სართულზე ავიდა. შეთესკენ შევბრუნდი, არვიცოდი რა მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა მეთქვა.
-გამარჯობა, შეთე.
-იმედია არ ბრაზობ დაუკითხავად,რომ მოვედი.
-მიზეზი გექნებოდა.-მაცდურად ვუპასუხე,გამომცდელი მზერა მივაპყარი, პასუხს სულმოუთქმელად ველოდი.
-ყავაზე არ დამპატიჟებ? -ისევ იგივე ღიმილი და გაბრწყინებული თვალები.
-იმსახურებ?
-არა? -კითხვა შემომიბრუნა,პასუხი არც მე ვიცოდი.
-კარგი ყავაზე დაგპატიჟებ. -სამზარეულოსკენ წავედით, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რამდენად უცნაური იყო ის, რომ ახლა შეთე ჩემს სამზარეულოში იყო და ისიც როგორ გამოვიყურებოდი. სახლში გამოპრანჭული არასდროს დავდიოდი, დიდ ხალათში ვიყავი გახვეული, რომელიც მშობლება მაჩუქეს ახალ წელს. ჩემს ხასიათსა და ბავშვურობას უსვამდა ხაზს, ალბათ იმიტომ, რომ ბავშვური იყო.
-შაქარი რამდენი გინდა?
-იმდენი რამდენსაც შენ იყრი. -ისევ გამიღიმა,ვერვიტან ასე რომ შვრება,საშინლად მაბნევს.
-აბა გისმენ, მიზეზი მაინტერესებს აქ რატომ ხარ.
-ტესა, სასაცილო გოგო ხარ. -ვერმივხვდი ეს კომპლიმენტი იყო თუ შეურაცხყოფა.
-ამის სათქმელად მოხვედი?
-არა, რა თქმა უნდა, მაინტერესებდა როგორ იყავი ბოლოს რომ გნახე ცოტა გაციებული იყავი.
-ამისთვის მოხვედი? შეგეძლო მოგეწერა.
-თუ ასე ძაან გინდა შემიძლია წავიდე. -შეთე ფეხზე წამოდგა, კარისკენ წასვლა დააპირა, ხელი ჩავკიდე და გავაჩერე.
-მე ეგ არ მითქვამს, თანაც შენ ყავა გამაკეთებინე, ამიტომ სანამ არ დალევ ვერსადაც ვერ წახვალ. -მბრძანებლური ტონით ვუთხარი, ფინჯანში ცხელი წყალი დავასხი და გავუწოდე.
-მადლობთ ტესა.
-არაფრის, შეთე.-არვიცოდი იმ მომენტში რას ვგრძნობდი, ან რამდენად მინდოდა შეთეს ჩემთან ასეთი სიახლოვე. ბევრი ვილაპარაკეთ საათზე მეტი იყო ჩემთან, რაღაც სისულელეებს მიყვებოდა თავის თავზე, მე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი. ამასობაში ჩემი ჩაიც გაცივდა მეორე ფინჯანიც მოვადუღე. ზუსტად ვიცოდი მალე სალი შემოვიდოდა სამზარეულოში, საუბარი საეჭვოდ დიდხანს გაგვიგრძელდა, თავის ცნობისმოყვარეობას ვერ მოერეოდა. არც შევმცდარვარ.
-გაგიგრძელდათ საუბარი.
-სალი, შეთე უკვე მიდის. -მაშინვე ქურთუკს მოკიდა ხელი და გასასვლელისკენ წავიდა.
-გაგაცილებ. -კართან გავჩერდით შეთეს რაღაცის თქმა სურდა, თვალებში ეწერა.
-ტესა,მადლობა ყავისთვის.
-არაფრის.
-ცოტა გვიან მოგწერ.
-კაი. - კარებში გაუჩნარდა,კარს მიყრდნობილმა ხუთი წუთი გავატარე ვიცოდი სალი მეჩხუბებოდა მომხდარზე არაფერი რომ არ მოვუყევი. რკინის კარმა ზურგი გამიცია რამაც გონზე მომიყვანა, თვალები გავახილე ჩემს წინ სალი იდგა, რომელიც ქურთუკს იცვამდა, ხელში დიდი ჩანთა ეჭირა, რომელშიც მისი ტანსაცმელი ელაგა, დავიბენი ვერმივხვდი რახდებოდა.
-სალი, სად მიდიხარ.
-დიდი ხანია აქ ვარ, მეტს აღარ შეგაწუხებ. -ნაწყენი,ბრაზნარევი ხმით მომაძახა.
-კაი რა სალი, რაზე ბრაზდები ვაპირებდი მოყოლას მართლა. -ხელი მოვკიდე თუმცა მაშინვე უხეშად გამაშვებინა.
-კარგად ტესა. -ბოლო სიტყვები მესროლა, რკინის კარი მაგრად გაიჯახუნა და გავიდა. დავრჩი მარტო უამრავი ფიქრით სავსე, ისევ. ახლა სალისთან საუბარს აზრი არ ქონდა გვიან დარეკვა გადავწყვიტე. სამზარეულოში დავბრუნდი იმ ადგილს შევხედე სადაც შეთე იჯდა თვალზე ცრემლი მომადგა, თუმცა არვიცოდი ბედნიერების ცრემლი იყო თუ ტკივილის, ალბათ უფრო დაბნეულობის. უცნაური სიჩუმე იყო: შემაწუხებელი, ხმაურიანი, ჩუმი სიჩუმე. საშინელი მარტოობა ვიგრძენი, გარშემო არაფერი იყო უსულო ნივთების გარდა. ოთახში ერთადერთი სულიერე მე ვიყავი თუმცა ეგეც საეჭვო იყო. ჩავიმუხლე ზურგით სამზარეულოს მივეყრდენი, არვიცოდი უეცრად ასეთი სიცივე საიდან გაჩნდა ჩემში. გამეფებულ სიჩუმეს ყური დავუგდე, საუბრის ხმა გავიგე, კედლები, ნივთები მესაუბრებოდნენ მიყვებოდნენ ყველაფერს რაც საჭირო არ იყო,რომ მცოდნოდა. ხმები ვერაფრით გავაჩუმე იმას რასაც აქამდე ასე საგულდაგულოდ ვმალავდი ჩემი თავისგან, ახლა ხმამაღლა ვისმენდი. ყურებზე ხელი მივიდე, უმალ კიბე ავირბინე, ოთახში შევედი და კარი მაგრად მივხურე. ხმები გაჩუმდნენ.

...
ალბათ რამდენად კარგი გრძნობაა, როცა შენს დაწერილ წიგნს მთელი მსოფლიო კუთხულობს. წიგნს რომლის ყრდასაც შენი სახელი აწერია, წიგნს რომელშიც მთლიანად შენ წერიხარ, შენ და შენი პიროვნება. რამდენად კარგია,როცა ხვდები შენი წიგნი შეიძლება იმ ადამინების ერთადერთ მეგობრებად იქცეს, რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ. ზოგს მოეწონება, შენს თავში თავის ნაწილს ამოიცნობს, ზოგს არ მოეწონება და გაგკიცხავს კიდეც. ზუსტად ამაზე ფიქრით დავიწყე რომანის წერა, დავიწყე იმ იმედით, რომ ამ წიგნს ერთ დღეს აუცილებლად გამოვცემდი. წერის პროცესში ძალიან ბევრს რამეს მივხვდი, კიდევ უფრო მეტი გავიგე ჩემს ცხოვრებაზეც და თავზეც. ნათქვამია თუ მწერალმა შენზე წერა გადაწყვიტა ჩათვალე არასდროს მოკვდებიო. ჩემი რომანის ყველა პერსონაჟი და თავად მეც იქამდე ვიცოცხლებთ სანამ ეს უკანასკნელი. ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ჩემს რომანს მხოლოდ ერთ ადამიანს ვაკითხებდი, ალბათ იმიტომ, რომ მეგონა ზუსტად ესმოდა რაზეც ვწერდი, მაგრამ საკითხავია თქვენ თუ გამიგებთ, მკითხველი, თუმცა ალბათ მაინც რთული იქნება, არც ისე მარტივია იკითხო სხვისი ცხოვრება, იკითხო და თან ბოლომდე გესმოდეს .არვიცი შეიძლება ეს რომანი არც არასდროს დაიბეჭდოს და მისი ერთადერთი მკითხველი ის ერთი ადამიანი იყოს, ვისაც ალბათ ცოტა უფრო მეტად ესმის ჩემი, ვიდრე სხვა დანარჩენებს. წერის პროცესში მივხვდი მხოლოდ ერთი ადამიანის მხარდაჭერაც საკმარისია იმისთვის , რომ ადამიანმა მთები გადადგას, მხოლოდ ერთი ადამიანიც საკმარისია იმისთვის, რომ ირწმუნო ცხოვრებაში რაღაცას ნამდვილად წარმოადგენ. ზოგჯერ ის პიროვნება ვერც კი ხვდება ისე გიკვალავს გზას, რომელიც ცხოვრების გავლაში გეხმარება. თქვენ გყავთ ასეთი ადამიანი ან ადამიანები ცხოვრებაში?

თვალები გავახილე,გარშემო ,შემაწუხებელი სიბნელე იყო, საშინელი სიცივე ვიგრძენი, ლოგინის გვერდით პატარა სანათი ავანთე, ჩამძინებია, ალბათ იმის ბრალია მთელი ღამე რომ გავათენე, ან უბრალოდ იმიტომ გავითიშე, რომ საშინლად ვგრძნობდი თავს. საათს დავხედე ,თერთმეტი სრულდებოდა, როგორც ჩანს დღესაც ღამის გათენება მომიწევდა. ტელეფონზე უამრავი შეტყობინება დამხვდა. მათ შორის სალის გამოტოვებული ზარები და შეთეს მესიჯი. მაშინვე სალის გადავურეკე, ნაწყენი ხმა ისევ ქონდა, თუმცა უფრო თბილად დამელაპარაკა. მალევე გავუთიშე საუბრის თავი არმქონდა, საშინლად გაბრუებული ვიყავი, შეთესთვისაც არგამიცია პასუხი. კიბე უსიცოცხლოდ, ხალათში გახვეულმა ჩავიარე. სამზარეულოში შევედი დილის მერე არაფერი მქონდა ნაჭამი, დიდად არც მშიოდა ამიტომ უბრალოდ წვენი დავისხი. იქვე მდივანზე ჩამოვჯექი, ტელევიზორი ჩავრთე ვიფიქრე ყურადღებას გადავიტან მეთქი, საინტერესო არაფერი გადიოდა ისევ გავთიშე. შუქები ჩავაქრე და ოთახში ავედი. ჩემს ოთახში განსხვავებულად ციოდა, კარი მძიმედ მივხურე ოთახს კიდევ ერხელ გულდასმით მოვავლე თვალი, გარედან ძაღლების ყეფა ისმოდა, ქუჩაში ვიღაც კაცმა გაიარა, ალბათ მან გამოიწვია უსახლკარო ძაღლების გაღიზიანება. ლოგინზე ჩამოვჯექი ლეპტოპი დავიდე, ჩემს რომანს თვალი გადავავლე, არმომეწონა, წაშლა დავაპირე მაგრამ დამენანა მართალია არმომწონდა, მაგრამ დასაწერად ბევრი ვიწვალე ამიტომ დავტოვე. ახალი ვორდის ფაილი გავხსენი, მუსიკები ჩავრთე, თვალები დავხუჭე. სამი წერთილი დავსვი თეთრ ფურცელზე ,რომელზეც მალე ისევ ახალ ისტორიას დავწერდი.

...
თქვენც ხშირად ფიქრობთ ხოლმე თქვენს ბავშვობაზე? მაშინ როცა ჩემში არსებული სევდა სუნთქვის საშუალებას აღარ მაძლევს, თვალებს ძლიერად ვხუჭავ და ბოლომდე ჩემს მოგონებებში ვიკარგები, მონდომებით ვქექ ჩემს წარსულს იქნებ შევძლო და ისეთი დღეებიც ვიპოვო, როცა ჩემში ეს საშინელი სევდა ჯერ კიდევ არ არსებობდა. სამწუხაროდ ასეთს ვერაფერს ვიხსენებ. ეს უკანასკნელი დაბადებიდან პარაზიტივით მომეწება და ზუსტად ვიცი ცხოვრების ბოლომდე არ შემეშვება. დღეს ზუტად ასე ამომიტივტივდა ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილ-მწარე მოგონება. როგორც უკვე აღვნიშნე საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, მუდამ ჩემს ფიქრებსა და განცდებში. დედაზე ბავშვობიდან ზედმეტად მიჯაჭვულიც ,მთლიანად მასზე ვიყავი დამოკიდებული. მეოთხე კლასში ვიყავი, დედაჩემი არმუშაობდა, ყოველთვის იმედიანად ვიყავი სახლში მისულს დამხვდებოდა და თბილად მომეფერებოდა, მკითხავდა, როგორი დღე მქონდა ჩამიხუტებდა.ა სეც იყო, თუმცა შემდეგ მუშაობა დაიწყო, მას მერე რაც მიხვდა მე და ჩემს ძმას დამოუკიდებლად შეგვეძლო სკოლაში სიარულიც და სწავლაც. ზუსტად იმ დღიდან დაიწყო ჩემი კიდევ უფრო ჩაკეტილობაც და სევდამოზღვავებაც. ბებია-ბაბუასთან ერთად ვცხოვრობდით,მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მას შემდეგ რაც დედაჩემმა მუშაობა დაიწყო ხმას აღარავის ვცემდი. სკოლიდან სახლში მოსული მაშინვე ოთახში ვიკეტებოდი, დედაჩემის ლოგინზე ვწვებოდი, საათობით ერთ წერტილს მივშტერებოდი, არც საჭმელს ვჭამდი, ხმასაც არავის ვცემდი იქამდე სანამ დედაჩემი სახლში არმოვიდოდა. რაზე ვფიქრობდი ნამდვილად არმახსოვს, მაგრამ კარგზე ალბათ არაფერზე. მომხდარით შეწუხებულმა ჩემმა მშობლებმა, ჩემი ფსიქოლოგთან მიყვანა გადაწყვიტეს, ორი სიანსის მერე შემეშვნენ, რადგან ფსიქოლოგთანაც არ ვსაუბრობდი. ის ქალი არმომწონდა, თანაც ყველას იმას ვერ მოუყვები რას ფიქრობ, ან რაზე, ყველას შენს ტკივილს ნამდვილად ვერ გაუზიარებ. დროთა განმავლობაში თავად გამოვედი ამ საშინელი მდგომარეობიდან, მაშინ როცა მივეჩვიე დედაჩემის ყურადღების ნაკლებობას ჩემს მიმართ, ფიზიკურად დრო აღარ რჩებოდა. თუმცა ამის მერე მეორე უკიდურესობაში გადავვარდი, ბებიაზე გავხდი დამოკიდებული, რადგან ყველაზე დიდ დროს მასთან ვატარებდი. როცა საცხოვრებლად კოჯორში გადმოვედი მასთანაც გამიჭირდა განშორება, მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით ვჩხუბობდით, მუდმივად არასაკმარისად მაგრძნობინებდა თავს და სხვებს მადარებდა, ის მაინც ბებიაჩემია. ზუსტად იმ დღიდან მივხვდი ადამინებზე მარტივად დამოკიდებული ვხდებოდი, მათთან განშორება კი ძალიან მიძნელდებოდა, ამიტომ მუდმივად ვერიდებოდი ადამიანებთან ახლო კონტაქტს, განსაკუთრებით მათთან ვისაც ვგრძნობდი ჩემი ესმოდა ,მათთან საუბარსაც ვერიდებოდი რადგან ვიცოდი თუ მივეჩვეოდი, მათი წასვლა საშინლად მეტკინებოდა. ალბათ ხვდებით ჩემნაირი ადამიანისთვის სიყვარული რამდენად საშიში გრძნობაა, ალბათ ეს შიშია მიზეზი იმისა,რომ აქამდე შეყვარებული არასდროს მყოლია მიუხედავად იმისა,რომ მიგრძვნია ინტერესი იმ ბიჭისგან, რომელიც მომწონებია. ალბათ მათ საკმარისად არ ვენდობოდი, ან საკმარისად არ მიყვარდა, საკმარისად ვერ მიგებდნენ და დიდად არც მისმენდნე. თუმცა ახლა ის ადამინები უფრო მაშინებენ, რომლებიც მისმენენ და მიგებენ, რომლებიც ისე შემოდიან ჩემს ცხოვრებაში თავადაც ვერ ხვდებიან, და ზუსტად ვიცი ისე წავლენ არც დაფიქრდებიან ამან შეიძლება, საბოლოოდ დამასრულოს. გადაშლილი წიგნივით მკითხულობენ, იღებენ საჭირო ინფორმაციას და ისე მტოვებენ არც კი ფიქრობენ ეს ჩემთვის რამდენად მტკინვეული შეიძლება იყოს .სულის ნაწილს მაგლეჯენ თუმცა ვერც ამას ხვდებიან. ახლა, როცა ვფიქრობ შეიძლება ჩემი, რომანი მილიონობით ადამიანმა წაიკითხოს, მგონი არც ღირს მთელმა მსოფლიომ იცოდეს რამდენად ყარს ჩემი სული და ცხოვრება, დამპალი იმედების, ტკივილის და დამსხვრეული ოცნებების სუნად. მგონი ჯობია ეს საშინელი ტვირთი ისევ იმ ერთ ადამიანს ავკიდო მხრებზე, რომელიც ამას კითხულობს, რომელსაც ბოლომდე სჯერა, რომ კარგი ადამიანი ვარ, რომელსაც გონია, რომ ჩემგან შეიძლება კარგი მწერალი დადგეს. იქნებ მხოლოდ იმ ერთი ადამიანის ხათრით ღირს ამ საშინელი რომანის გაგრძელება. თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას?...

ლეპტოპი დავხურე,ოთახიდან გავედი,კიბეზე ჩამომჯდარმა თავი ცივ კედელს მივადე,ისევ მძიმე ფიქრებს მივეცი.არვიცოდი იქ მჯდომი რას ველოდებოდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent