გაჩუქებული სიცოცხლე (თავი7-8)
თავი7 კიბეზე ჩამომჯდარი,კედელზე თავმიყრდნობილი,დიდი ხანი ველოდი რაღაც რასწაულს,ისეთ რაღაცას,რაც მოქმედების სურვილს დამიბრუნებდა.რაღაცას ან ვიღაცას.უეცრად ტელეფონის ხმა გავიგე,ოთახიდან სუსტად თუმცა მაინც ისმოდა.უხალისოდ ავდექი,სახელურს შევეხე კარის გასაღებად,არმესიამოვნა,ცივი იყო.მომენტალურად რეალობაში დავბრუნდი,კიდევ უფრო ცუდად ვიგრძენი თავი.შეთე რეკავდა,არვუპასუხე,მასთან არც საუბარი მსურდა და არც მისი ხმის მოსმენა მინდოდა.როგორი აფსურდია,სამი წელი ამ ადამიანზე ვგიჟდებოდი,მის იქით ჩემს ცხოვრებას ვერ ვხედავდი,ახლა კი მასთან საუბარიც არ მსურდა.შეიძლება იმიტომ,რომ ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა ადამიანი იყო,ან იმიტომ,რომ აღარ ვენდობოდი.სამსიტყვიანი პასუხი მივწერე,“ლაპარაკი არ მინდა“,ტელეფონი გავთიშე,ვიცოდი სალის ან ელის,რომ დაერეკათ საშინლად ინერვიულებდნენ, თუმცა ახლა იდეალური მარტოობა მჭირდებოდა,იდეალური მარტოობა იმისთვის,რომ ამ სამყაროს კარები მაგრად გამეხურა და ილუზიებში დავკარგულიყავი. ... ოთახში ლამფის შუქი ისე ბჟუტავს თითქოს სულს ღაფავსო.ახლა მხოლოდ დროზეა დამოკიდებული როდის ჩაქვრება და შეწყვეტს პატარა ოთახისთვის სინათლის მოფენას.ოთახში პატარა მაგიდასთან გოგონა ზის,ხელში კალამი უჭირავს და თვალცრემლიანი ფურცელს დაშტერებია,ხელები უკანკალებს,ცივა,ტუჩები სულ გალურჯებია.ვუყურებ და ვხედავ მასში საოცარ იმედგაცრუებას,ვხედავ როგორ ეფლობა ჭაობში,როგორ ითრევს თავისი წარსული შეცდომები და ტრავმები ამ მორევში,ახლა მხოლოდ მისი მუდარით აღსავსე თვალებიღა მოჩანს,რომლებიც დახმარებას მთხოვენ,მაგრამ მას არც სურს გადარჩენა.ნებას აძლევს წარსულს მთლიანად შთანთქოს,ალბათ იმიტომ,რომ მომავალს ვერ ხედავს, წარსულის ტრავმები არ ტოვებენ ზუსტად ამან აიძულა გოგონას უარი ეთქვა ადამიანების სიყვარულზე,მისმა შიშებმა ათქმევინა გოგონას უარი მომავალზე:იმედგაცრუებამ,ტკივილმა,სიამაყემ.ახლა კი სულ მარტო დარჩა უფრო სწორად თავისი თავისთვის მიცემული ფიცი გატეხა ისევ ენდო,ისევ დაუჯერა.მაგრამ ამჯერად თავის თავში ძალა ვეღარ იპოვა ფეხზე დადგომისთვის,ცხოვრების გაგრძელებისთვის.ამჯერად დანებდა წარსულს და მისცა მას იმის უფლება,რომ ჭაობში ჩაეთრია.მოკვდა,მასში მოკვდა ყველაფერი ადამიანური,ყველაფერი სულიერი,ახლა მხოლოდ მისი სხეულიღა დარჩა,ცარიელი სხეული,სულის გარეშე.ალბათ არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა ეს გოგონა ვინ იყო.ახლა ერთი კითხვა უნდა დაგისვათ,რომელზეც მინდა,რომ კარგად დაფიქრდეთ,კითხვის პროცესში ცოტა ხნით წიგნი დახუროთ და იფიქროთ იქამდე სანამ პასუხს არ იპოვით.ოდესმე მოგინდებოდათ ჩემნაირი ცხოვრებით გეცხოვრათ?თუ ეს ასეა ჩათვალეთ უკვე ცხოვრობთ.თითოეული ფურცელი,რომელზეც მთლიანად მე ვწერივარ და რომელსაც თქვენ,ინტერესით ან უინტერესოდ კითხულობთ,რაღაც მხრივ თქვენიც ხდება.თუმცა არ გეგონოთ,რომ შეგიძლიათ იმის გაგება რასაც ვფიქრობ, ან ვგრძნობ.არა ამ ყველაფერს მხოლოდ ის ადამიანები გაიგებენ ვინც ისედაც ჩემნაირია,ეს წიგნიც მათზეა გათვლილი,დანარჩენები უბრალოდ წაიკითხავთ,გაიგებთ ქვეცნობიერულ დონეზე თუმცა რეალურ არსს ვერასდოს ჩაწვდებით.ალბათ ახლა გაინტერესებთ მაშინ ჩემი დაუმთავრებელი ცხოვრების ერთადერთ მკითხველს როგორ ესმის ეს ყველაფერი.არა არც მას ესმის,ბოლომდე ვერც ვერასდროს გაიგებს. ლეპტოპის კუთხეში საათს შევხედე,ღამის ოთხი იყო, ძილი არსაით ჩანდა.ჩემს თვალებს ტირილის კვალი მკაფიოდ დამჩნეოდათ.ლოგინში მწოლიარეს კიდევ ერთი ღამე მათენდებოდა თავზე.დამსხვრეული იმედების სამეფოში თავჩაღუნული დავაბიჯებდი,ისეთ იმედს ვეძებდი,რომელიც ჯერ კიდევ მთელი იქნებოდა.ჩემი წარსულის კორიანტელში გზააბნეული დავეხეტებოდი,იქაც ვერაფერი ვიპოვე სასოწარკვეთის გარდა.კიდევ ერთი ტკივილით გაჟღენთილი ღამე მათენდებოდა თავზე,მთელი ძალით ვებრძოდი ყველაფერს,შემდეგ დავიღალე,არაფერი გამომივიდა.დიდ ტკივილად ვიქეცი.ვგრძნობდი,ვგრძნობდი არეულობა შიგნიდან,როგორ ნელა და მტკინვეულად მჭამდა.ცრემლების დახმარებით ვცდილობდი ამ უკანასკნელის მოშუშებას.დამეხმარა თუ არა,ალბათ იმაზე მეტად ვიდრე ამას თავად მე ვაკეთებ ხოლმე.ვერც დამსხვრეული იმედების სამეფოში ვიპოვე მთელი იმედი,ვერც წარსულში ბედნიერი მოგონებები.ტკივილი ისევ ჩემში იყო,ძალიან ნელა და მტკინვეულად მიღებდა ბოლოს.ჩამეძინა ,ძილმა ჩემკენ მომავალი გზა გვიან თუმცა მაინც იპოვა. დილით,უცნაურმა ხმამ გამაღვიძა.ვიღაცა სახლის კარებზე გამეტებით აბრახუნებდა,შემოსვლას ლამობდა.ლოგინიდან ავდექი დიდი ჰუდი გადავიცვი,კიბეები სწრაფად ჩავირბინე,ცოტა შემეშინდა.კართან მისულმა ვიკითხე ვინ იყო,დიდი, უსიცოცხლო კარების მიღმა ელის ხმა გავიგე.დავმშვიდდი,მაშინვე კარი გავუღე თუმცა მხოლოდ ელი არყოფილა.კარებთან შეთე და სალიც იყვნენ. -ტესა საბოლოოდ გაგიჟდი? ნახევარი საათია კარზე ვაკაკუნებთ,ტელეფონი რატომ გაქვს გათიშული?-საშინლად გაცხარებული სალი სახლში შემოვარდა,მის თვალებში გაბრაზების მიღმა დიდ შიშს ვკითხულობდი. -უბრალოდ არმინდოდა არავისთან ლაპარაკი. -მაგარი გამოსავალი გიპოვია,მოვკვდით ნერვიულობით.-ისევ საშინლად ბრაზობდა სალი. -და რაგეგონა სალი? ასე რაზე ანერვიულდი.-სალი არმენდობოდა,ეს ისედაც ვიცოდი, ისიც ზუსტად ვიცოდი მარტო მხოლოდ იმიტომ არ მტოვებდა ეშინოდა,საკუთარი თავისთვის რაიმე არ დამეშავებინა.თუმცა ის არ იცოდა იმდენად მშიშარა ვიყავი და იმდენად მიყვარდა ჩემი დამპალი ცხოვრება ზე უბრალოდ არც კი გავიფიქრებდი. -არვიცი ვიფიქრე...-გაჩუმდა,შეთეს შეხედა თავი აქეთ იქით გააქნია,ელის ხელი მოკიდა და სამზარეულოში შევიდა.შეთე ისევ ჩემს წინ იდგა.უკმაყოფილო სახით, ნაწყენი თვალებით შემომცქეროდა.დუმილი ისევ მე დავარღვიე. -შენც გაბრაზებული ხარ?-ზუსტად ვიცოდი გაბრაზებული იყო, თუმცა მაინც ვკითხე ალბათ იმიტომ ,რომ განსხვავებული პასუხის მოსმენა მინდოდა. -მართლა ვინერვიულე.-ნაწყენი,საყვედურნარევი ხმით მითხრა, ზურგი მაქცია და წავიდა.საკმაოდ დიდი ხანი გაღებულ კარში ვიდექი,ვიდექი და ვფიქრობდი ნუთუ მართლა ვგავდი იმ ადამიანს ვისაც საკუთარი შეეძლო? ან თუ ამდენი ადამიანი მყავდა ცხოვრებაში,რომლებიც ჩემზე ასე ნერვიულობდნენ მაშინ მაინც მარტო რატომ ვიყავი? ფიქრებიდან მალევე გამოვერკვიე,შეთეც თვალს მიეფარა.გარეთ საშინელი სუსხი იყო,მთლიანად გავიყინე.სახლში შესულმა უსიცოცხლო რკინის კარი მივხურე და გოგოებთან წავედი,სალის უკვე დაწყებული ქონდა საუზმის მომზადება. -გუშინ არაფერი გიჭამია ხო? -არ მშიოდა.-უმადური ტონით ვუპასუხე და ელის მივუჯექი. -რა თქმა უნდა,ეტყობა საკუთარი თავის შეჭმა გყოფნის.-მკვახედ მიპასუხა და სამზარეულოდან გავიდა.ელის გაეცინა. -არ გეწყინოს ტეს,ხო იცი შენზე ნერვიულობს.-ჩამეხუტა. -ვიცი,უბრალოდ ხანდახან საშინლად ვღიზიანდები.წავალ მოვწესრიგდები და უნივერსიტეტში წავიდეთ.-ელის ჩაკიდებული ხელი გავაშვებინე,ოთახში ავედი. უნივერსიტეტში წასვლა არმინდოდა,საშინლად მეზარებოდა ბედნიერი გოგოს იმიჯის მორგება,თუმცა ვალდებული ვიყავი წავსულიყავი. ... ხშირად ჩვენს ცხოვრებაში არსებულ გაურკვევლობას,რომელიც მოსვენებას არ გვაძლევს ადამიანებს ვაბრალებთ,იმ ადამიანებს,რომლებსაც თავად ვაძლევთ იმის საშუალებას,რომ გვამყოფონ გაურკვევლობაში.თქვენი აზრით ასეთ დროს საუბარი ყველაზე კარგი გამოსავალია?რა თქმა უნდა,საუბარი ყოველთვის არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მარტივი გამოსავალი.ჩვენივე გაურკვევლობის მიზეზი,კითხვებია,რომელსაც არასდროს არ ვსვამთ,და პასუხები დაუსმელ კითხვებზე,რომლებსაც ვერასდროს მივიღებთ.და მერე რას ვაკეთებთ,კითხვებს,რომლებსაც წესით ადამიანებს უნდა ვუსვამდეთ თავადვე ვცემთ პასუხებს,ვიქმნით ილუზიებს,ბოლოს ერთ დიდ ტყუილში ამოვყოფთ თავს,რომელიც ჩვენივე მოფიქრებულია. როგორც მჩვევია ხოლმე,სადად გამოვეწყე უნივერსიტეტისთვის.ქვევით ჩავედი სალის მკვახედ დავემშვიდობე.ავტობუსი მალევე მოვიდა,რომელმაც ჯერ თბილისში ჩამიყვანა იქიდან კი უნივერსიტეტამდეც მალე მივედი.წიგნი მქონდა წაღებული ვიფიქრე დროს მის კითხვაში მაინც გავიყვანდი,თუმცა გზად კურსელები შემხვდნენ ამიტომ გეგმა ჩამეშალა.ლექციიდან ლექციაზე გადავდიოდი,დრო საშინლად იწელებოდა.ვიფიქრე სახლში წავიდოდი თუმცა იქაც არ მინდოდა.ჩემს უნივერსიტეტთან ახლოს ერთი ულამაზესი პარკია,არვიცი შეიძლება იცოდეთ კიდეც, მზიურის პარკი.სულ ორჯერ ვარ ნამყოფი თუმცა,პირველივე ჯერზე დაიმსახურა ჩემი დიდი სიყვარული.ლექციიდან გამოვედი,კურსელები კაფეში აპირებდნენ დაჯდომას, მთხოვეს მათთან ერთად წავსულიყავი,დიდად არ მქონდა სურვილი ამიტომ ზრდილობიანად მოვიშორე და პარკისკენ მიმავალ გზას დავუყევი. ... რაზე ფიქრობს ადამიანი ყველაზე ხშირად?ან რამდენად არის ეს ფიქრები თავისუფალი?ბოლო პერიოდში საფიქრალიც აღარაფერი დამრჩა, იმ ცაარიელ ყუთს დავემსგავსე ,რომელიც ნივთებისგან დააცარიელეს და ნაგავსაყრელზე მოისროლეს,მეც ზუსტად ასე ამომაცალეს სული და გამოუსადეგარი ნივთივით მომისროლეს,ყუთისგან განსხვავებით მე სულიერივარ და სული, რომელიც აღარ გამაჩნია მაინც მტკივა ადამიანებს ერთი კარგი თვისება გვაქვს საკუთარი თავის ფეხზე დაყენება შეგვიძლია.პატარაობიდანვე არ არსებობდა ისეთი ძალა, ტკივილი თუ განცდა, რომელიც დამაჩოქებდა და გამანადგურებდა, ყოველთვის ყველაფერს შიგნით ვინახავდი და არასოდეს ვაძლევდი ჩემსავე დარდს ჩემი განადგურების უფლებას, მხოლოდ ერთი რამ ვერ გავთვალე,დარდმა ჩემში ფესვები გაიდგა და ჩემი შიგნიდან შეჭმა დაიწყო როცა ამას მივხვდი გვიანი იყო, მას უკვე დასრულებუი ვყავდი საბოლოოდ დამაგდო ძირს ბოლო იმედიც წამართვა და ისე წავიდა ჩემგან, უკანაც არ მოუხედავს.შემდეგ გაფუჭებული,გამოუსადეგარი სათამაშოსავით მომისროლეს, რადგან იფიქრეს ჩემი გამოყენება აღარაფერში შეიძლებოდა,ვეღარც ადამიანურ გრძნობებს ვგრძნობდი და ,ვეღარც ტკივილს. ასე ფეხქვეშ გამომაცალეს ყველაფერი,ან საკუთარ თავს თავად გამოვეცალე. ჩემსავე ფიქრებში დაკარგული პარკის შესასვლელს მივუახლოვდი,შორიდან ბავშვების მხიარული ყიჟინა ისმოდა,უამრავი ადამიანი მიმოდიოდა,ყველას საგულდაგულოდ ვაკვირდებოდი,იქნებ ვინმე ჩემნაირი სასოწარკვეთილებისგან დაღლილი მეპოვა,ვინმე ვინც შეძლებდა ჩემი გაურკვევლობის გაგებას.ადამიანებზე დაკვირვება ყოველთვის მიყვარდა,ყველას გამომეტყველებაში განსხვავებულ ემოციას ვკითხულობდი:ტკივილს,დაღლას,მწუხარებას,იმედგაცრუებას,წყენას,სიყვარულს,სითბოს,სიკეთეს,სიბოროტეს.ხშირად მომდომებია უცხო ადამიანებთან გამოლაპარაკება,განსაკუთრებით მათთან ვისაც იმედი საბოლოოდ ქონდათ დაკარგული,იქნებ მე ვყოფილიყავი ის ადამიანი,რომელიც მათში ნაწერწკალს ისევ გააღვივებდა,სილაღეს დაუბრუნება,მაგრამ ჩემთვის ვინ იქნებოდა ასეთი ადამიანი?რომელიც ამ ყველაფრისგან მიხსნიდა,რომელიც თავზე გადამეფარებოდა,დამიცავდა,იზრუნებდა,ვეყვარებოდი.სულ და ყოველთვის მეგონა, რომ ძლიერი ადამიანი ვიყავი,თუმცა ყველაზე ძლიერ ადამიანსაც კი სჭირდება ვიღაც,ვინმე ისეთი ვის ძალასაც იგრძნობს ,ვინმე ისეთი ვის გვერდითაც შეეძლება იყოს სუსტი.ყველაზე მეტად ძლიერ ადამიანებს ჭირდებათ ისეთი ადამიანი,ვინც დაეხმარებათ ყველაფრის კონტროლში,ვის ყურადღებასაც ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნობენ,ვისთანაც უბრალოდ მოდუნდებიან, ვინმე სანდო,რეალური,მუდმივი.სიმართლე გითხრათ ასეთი ადამიანის პოვნის იმედი დიდი ხანია აღარ მაქვს,ზუსტად ვიცი ვერავინ შეძლებს ჩემთან ერთად ჩემი საშინელი ცხოვრების ზიდვას. ბილიკს მივუყვებოდი,მალევე პარკის შუაგულში აღმოვჩნდი,გარშემო მიმოვიხედე უამრავი ადამიანი იყო,მეკი მარტოობა მსურდა,ამიტომ ბილიკს ბოლომდე ჩავუყევი.ერთ პატარა ადგილას ორ ხეს შუა მდგარი პატარა სკამი დავინახე,საოცრად მარტოსულად,სხვა სკამებისგან გარიყული, იდგა.ალბათ ისიც განსხვავებულობის გამო მოიშორეს,ინტერიერს არ უხდებოდა.ის სკამიც ჩემსავით მარტოსული და განსხვავებული იყო,ამიტომ ზუსტად მასზე დაჯდომა მოვისურვე.ქარი სასიამოვნოდ ქროდა,კიდევ უფრო სასიამოვნო სიცივე და სურნელი მოჰქონა.სურნელი,თავისუფლების,სიყვარულის,იმედის,რომელიც მე ასე ძალიან მჭირდებოდა.საკმაოდ დიდი ხანი ვიჯექი სკამზე თვალდახუჭული,ხან მე ვუამბობდი სკამს ჩემს ცხოვრებაზე ხან ის,სახელიც კი დავარქვი,ჭრელა,უხდებოდა.იქამდე ვიჯექი სანამ არ შებინდდა,ხალხი აღარსაით ჩანდა,აღარც ბავშვების ხმა ისმოდა,მივხვდი წასვლის დრო იყო.ტელეფონს დავხედე,მხოლოდ შეთეს მესიჯი დამხვდა,ჩემთან საუბარი უნდოდა.არვიცი იქნებ არც იყო სწორი ახლა მასთან ლაპარაკი,ან რაზე უნდა მელაპარაკა.ჩვენგან აღარაფერი იყო დარჩენილი,აღარაფერი ისეთი რაზე ლაპარაკიც საჭირო იქნებოდა. თავი8 ... მეტრო გადაადგილების ყველაზე საინტერესო საშუალებაა,სადაც თავს უამრავი ადამიანი ერთად იყრის.ყველას თავისებური სუნი ასდის:მარტოობის,სიყვარულის,უიმედობის ზოგს ტკივილის,ზოგსაც სასოწარკვეთის.ადამინების სუნების გრძნობას ბევრი არაფერი სჭირდება, საკმარისიაა ზუსტად იცოდე რა გრძნობას რა სუნი ასდის.ერთი გაჩერებიდან მეორეს ბოხხმიანი ქალი აცხადებს,კარები მძიმედ,ხმაურიანად იკეტება.შორიდან პატარა ბავშვის ხმა ისმის დახმარებას ითხოვს,ცრემლნარევი თვალებით გიყურებს,შენც ცრემლებით გევსება თვალები.ქურთუკის ჯიბიდან მორჩენილ ხურდებს კრეფ და პატარა გამოწვდილ ხელში უყრი,მადლიერად გიღიმის,ბედნიერია.შენც ბედნიერდები, თან გტკივა იმ პატარა უმწეო ბავშვის ტკივილი გტკივა.ბევრ რაღაცაზე ერთად გეფიქრება. ისევ იგივე ხმა,ქალის ბოხი ხმა,რომელიც შემდეგ გაჩერებას აცხადებს,აქ უნდა ჩახვიდე.ემზადები უხალისოდ დგები სკამიდან.ყველა შენ გიყურებს,მატარებელი წინ ინერციით,ხმაურიანად მიიწევს. რკინის სახელურს ძლიერად ეჭიდები,თუმცა ვერგეხმარება მაინც იქცევი.მალევე მძიმედ გაჩერებული კუპიდან გადიხარ,რომელიც მთლიანად შენი ფიქრებითაა სავსე.ისევ იგივე ხმა ისევ აცრემლიანებული თვალები, თუმცა ამჯერად მოხუცი ქალის.სირცხვილისგან სახეს მალავს,მხოლოდ თვალები მოუჩანს,რომელიც მუდარითაა სავსე.ქურთუკის ჯიბეში ხელს ყოფ იმ იმედით,რომ შეძლებ დღეს ეს ქალიც გააღიმო, არგამოდის .თვალები ისევ ცრემლებით გევსება ამჯერად თავს ვეღარ იკავებ და ტირილს იწყებ.ექსკალატორზე მდგომი ყველაფერზე ერთად ფიქრობ,ყველას სატკივარი გტკივა,ყველას ფიქრებს გრძნობ. და მაინც როგორი მძიმეა ყოველ დღე უყურებდე ამდენი ადამიანის დარდით,მწუხარებით,მუდარით სავსე თვალებს. მეტროდან ამოსულმა შეთესთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების წერა დავიწყე.შეხვედრის დრო და ადგილი დავუთქვი, ათი საათისთვის კოჯორში ჩემი სახლის წინ უნდა მენახა, სახლში არმინდოდა ზედმეტად დავიღალე უსიცოცხლო კედლებში გამოკეტილობით,თანაც იქ სალია.შინ მისვლა და გამოცვლაც მოვასწარი,უფრო თბილად ჩავიცვი,როგორც უკვე არა ერთხელ ვთქვი შემოდგომა კოჯორში საკმაოდ ცივია.სახლში მისულს სალიმ მთხოვა მასთან ერთად ჩაი დამელია,ნაწყენი ვიყავი,თუმცა ეს მეც ძალიან მინდოდა.ჩაი გავაკეთეთ და მისაღებში პატარა მაგიდას მივუჯექით. -ტეს,დღეს ზედმეტი მომივიდა.-სალი უხერხულად შეიშმუშნა,თვალები ძირს დახარა. -კი,თუმცა არც მე მოვიქეცი კარგად,ბოდიში, შეთეზე უნდა მომეყოლა.- ნაღვლიანად ამოვილუღლუღე,ხელზე ხელი დავადე და თბილად გავუღიმე,სალის თვალები ცრემლებით აევსო.უცბად გონს მოვიდა,ქუთუთოსთან მომდგარი ცრემლები უკუაგდო,გამიღიმა. -არაუშავს,ახლა შეგიძლია მომიყვე.-ერთი ყლუპი ჩაი მოსვა თავი მუხლებს ჩამოაყრდო,ინტერესიანი მზერა მომაპყრო. -ისეთი არაფერია,მართლა, მოყოლად არც ღირს.-ცოტა ხნით გავჩუმდი არვიცოდი უნდა მეთქვა თუ არა დღეს, რომ უნდა მენახა.სალის მოტყუებისთვის ერთხელ უკვე დავისაჯე მგონი მეორედ არც ღირდა,მაინც გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა. -დღეს უნდა ვნახო.-უხერხულად აღმომხდა,მაშინვე სახე ამიწითლდა. -უნდა ნახო?-სალის გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა,ჩაეცინა. -კარგი რა ნუ დამცინი,ისედაც ვნერვიულობ.-კიდევ უფრო მეტად ავღელდი. -კარგი რა ტეს,ყველაფერს რატო ართულებ ამაზე ხო წლები ოცნებობდი. -არვიცი,უბრალოდ არვიცი.-დაბნეულმა, საკუთარ თავში დაურწმუნებელმა,ხმადაბლა ვუპასუხე,იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული საერთოდ გაიგო თუ არა სალიმ პასუხი.ფინჯნიდან ჩაის პატარა ყლუპი მოვსვი,ანთებულ ბუხარს გავუსწორე თვალი,ცეცხლის ალმა ჩემი თვალებიც ააბრიალა,რამაც კიდევ უფრო ნათელი გახადა იმ ცრემლების არსებობა,რომელიც ჩემს თვალებს არასდროს შორდებოდა,მიწეპებული ტკიპასავით სულ თან სდევდა. ... დიდი ხანი ვცდილობდი ლამაზი სიტყვების მოძებნას,იმისთვის,რომ ჩემს შიგნით არსებული სიმახინჯე აღმეწერა.პარადოქსულად ჟღერს,თუმცა არა შეუძლებლად.ჩემი რომანის ერთადერთ მკითხველზე უნდა მოგიყვეთ სულ ცოტა,ხშირად ვახსენებ ამიტომ ვფიქრობ უნდა აღვწერო კიდეც.ორი წელია ვიცნობ,რომ იცოდეთ რამდენად საინტერესო ადამიანია დამიჯერეთ თქვენც ჩემსავით აღფრთოვანდებოდით მისით.ბავშვური,მაგრამ საოცრად ჭკვიანი,ერთი შეხედვით ლაღი,თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.უბრალოდ ზუსტად ისე უნდა ხედავდეთ როგორც მე. ძალიან დიდი ხანი საკუთარ თავთან პროტესტი მქონდა,უზომო სურვილი იმასა,ვინმეს მაინც ვცოდნოდი,დავინტერესებოდი ზუსტად ისეთი,როგორიც ნამდვილად ვარ.ჩემი ყველანაირი სიგიჟით,არალოგიკური ქცევებით,აზრებით,უაზრო ცრურწმენებით,გატაცებებით,ოცნებებით,შემაწუხებლობით.ჩემი რომანის ერთადერთი მკითხველი ზუსტად ასეთს მიცნობს,იმიტომ,რომ მასთან დაუსრულებლად ვსაუბრობ იმაზე რაც ჩემშია.აინტერესებს თუ არა?არვიცი მისთვის არასდროს მიკითხავს,არვიცი რატომ,იქნებ სულაც არ უნდა ამ ყველაფრის მოსმენა.ჩემი რომანის ერთადერთი მკითხველი არის ადამიანი ვისთვისაც ეს რომანი იწერება,თუმცა ეს რომანი მასზე არაა. ტელეფონის ზარმა გონს მომიყვანა,დახუჭული თვალები გავახილე,სალი აღარ იყო,ვერც კი გავიგე ოთახიდან როდის გავიდა.საათს დავხედე ათი სრულდებოდა,შეთე რეკავდა მაშინვე ფეხზე წამოვდექი,ქურთუკი მოვიცვი,სახლის კარი ნაზად გავხურე, სალის გაღვიძება არ მინიდოდა.ათრთოლებულმა გავაღე ჭიშკარი,ჩემს გულისცემას ალბათ შეთეც გრძნობდა,ვკანკალედი მაგრამ არა იმიტომ,რომ მციოდა,შეთე მანერვიულებდა. როგორც კი დამინახა მაშინვე ჩამეხუტა,მთელი სხეულით მომეკრო,უცნაური შეგრძნება იყო. -ტესა დამშვიდდი სულ კანკალებ.-თვალი თვალში გამიყარა,ჩემი სახე საკუთარ ხელებში მოიქცია,კიდევ უფრო ავთრთოლდი. -მე უბრალოდ...-პასუხი ვერ დავასრულე,არვიცოდი რისი თქმა მინდოდა.გამიღიმა,ისეთი ღიმილით სამყაროს რომ მინათებდა ხოლმე. -საოცრად ლამაზი თვალები გაქ.-გამეღიმა,ყურებამდე გამეღიმა. -შეთე,მე...-წინადადება არ დამამთავრებინა, ჩამიხუტა. -უბრალოდ ცოტა ხანი ასე ვიყოთ,კარგი? -კარგი. ნახევარ საათზე მეტი გულზე მიკრული ვყავდი,ყველა მისი ამოსუნთქვა მესმოდა,მისი გულის ცემაც,ხან ჩქარდებოდა,ხან ნელდებოდა.სასიამოვნო იყო.მისი სხეულის სითბოს ვგრძნობდი, ხელებს, რომელიც ჩემსას ძლიერად ებღაუჭებოდა,არმიშვებდა.კარგი გრძნობა იყო,როცა ვხვდებოდი ვიღაცას არა მარტო ჩემი აზრები არამედ თავად მეც ვჭირდებოდი.ბევრზე არაფერზე ვფიქრობდი უბრალოდ მინდოდა ასე დიდხანს ვყოფილიყავით:ხელჩაკიდებულები,თავმიყრდნობილები. მომენტალური სიცივე ვიგრძენი,თვალები გავახილე,შეთემ ხელი გამიშვა,მეუცნაურა. -მგონი დროა გესაუბრო იმაზე რისი თქმაც მინდოდა,მაგრამ ალბათ უკვე მიხვდი.-სიმართლე გითხრათ ზუსტად ვიცოდი რის თქმას აპირებდა,მაგრამ მე მისგან მინდოდა მოსმენა. -არვიცი შეთე უბრალოდ,მგონი ჯერ ადრეა.-უხერხულად შეიშმუშნა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია მივხვდი ეწყინა. -ადრე?და რაარის ადრე?-ნაწყენი,იმედგაცრუებული ხმით მკითხა. -მოდი ჯერ ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც ახლა არის კარგი?-ამჯერად მე გადავდგი წინ ნაბიჯი,მივუახლოვდი,მისი ხელები ჩემსაში მოვათავსე,ყველაზე თბილი მზერით შევხედე.ისიც მაშინვე მოლბა,ნაზად გამიღიმა. -კარგი,როგორც შენ გინდა. ისევ ჩამეხუტა,ამ გრძნობას ნამდვილად ვერცერთს შევადარებ,თითქოს ყველა დარდს ერთიანად მხსნიდა მხრებიდან,საკუთარ კალთაში მიქცევდა,მასუსტებდა.იდეალურს სიჩუმეში მხოლოდ ჩვენი გულის ფეთქვა ისმოდა,გამეფებულ სიბნელეს გარე განათების შუქი,ოდნავ ახალისებდა.შორიდან მომავალი მანქანის ხმა გავიგე,ჩვენ წინ გაჩერდა,შეთემ მაშინვე მომიშორა,მანქანის ფანჯრიდან გადმოყოფილ,თოფს მოვკარი თვალი,მხოლოდ სახელის თქმა მოვასწარი,გამეფებული სიჩუმე გასროლის ხმამ დაარღვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.