სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ ( 9 )
- შენობაში შეგვიყვანეს და სხვადასხვა ოთახებში გაგვანაწილეს, მე და იკა ერთ ოთახში მოვხვდით ორმოცდაექვსი წლის ფრანგ ჟურნალისტ ქალბატონთან ჯანეტთან და ცხრამეტი წლის უნივერსიტეტის მოსწავლე კორეელ გოგონასთან იონასთან ერთად, არ ვიცი როგორ და რის მიხედვით დაგვაწყვილეს ასე მაგრამ არც უფიქრიათ იმაზე რომ ქალბატონებისთვის ცალკე გამოეყოთ ადგილი, ალბათ ესეც მათი ექსპერიმენტის ნაწილი იყო, ოციოდე კვადრატულ მეტრ ოთახში, ოთხი ვიწრო საწოლი იდგა და ერთ კედელთან კუთხეში საშხაპე იყო მოწყობილი რომელსაც ალბათ გაგიკვირდება თუ გეტყვი რომ გამჭვირვალე კედლები ჰქონდა, გვქონდა ერთი კარადა რომელიც თეთრეულით პირსახოცებით და სამუშაო ფორმის მაგვარი კომბინიზონებით იყო სავსე, ოთახებში გაგვანაწილეს თუ არა გვიბრძანეს გაგვეხადა და ტანსაცმელი მათთვის გადაგვეცა, რამდენიმემ წინააღმდეგობა გაუწიათ და უსიტყვოდ გამოასალმეს სიცოცხლეს, დერეფანში კედელთან მიახვრიტეს და ფეხებში ხელჩავლებული გაათრიეს გარეთ უსულო სხეულები, ამ ყველაფრის შემდეგ გასაკვირი არც იყო რომ მათთვის სიტყვის შებრუნების სურვილი აღარავის გასჩენია, გვიბრძანეს შხაპი მიგვეღო და ფორმა ჩაგვეცვა, პირველები იონა და ჟანეტი შევიდნენ წყლის გადასავლებად, მე და იკა საშხაპესთან ზურგშექცევით ვიდექით, ველოდით როდის მიიღებდნენ შხაპს და ვფიქრობდით როგორ უნდა დაგვეღწია თავი აქაურობისთვის. - ხვდები აქ რა ხდება? -მომუშტულ ხელს ნერვიულად კბენდა და მარჯვენა ფეხს იატაკზე აბაკუნებდა იკა, -ხვდები რომ დამონებას და დაზომბებას გვიპირებენ? - დაზომბებას? კარგი რა, -იმ ყველაფრის მიუხედავად რაც ხდებოდა მაინც მოახერხა ჩემი გამხიარულება, -შენ ყველგან ზომბები და ვამპირები როგორ უნდა გელანდებოდეს? - ცოტა ლოგიკურად და რეალურად იაზროვნე, ათობით ფილმი გვაქვს ამ თემაზე ნანახი, იწყებენ ასე გადატრიალებას, გადარჩენილებს იმონებენ, აღარ არსებობს თავისუფლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, უბრალოდ რჩება მონების ურდო და... - ჰო, ჰო, ვიცი, წიგნებს წვავენ, ხალხს რაღაც ინექციების გაკეთებას აიძულებენ რომ მათი ადვილად გაკონტროლება შეძლონ, დღე და ღამე ვირებივით ამუშავებენ, ტვინს ურეცხავენ, აღარ არსებობს სიყვარული, ოჯახი, მეგობრობა და ნათესაობა. - იცინე იცინე და აი ნახავ თუ ასე არ იქნება, -ჯიუტი ბავშვივით გადაიჯვარედინა გულზე ხელები და წარბები შეკრა, ნამდვილად სჯეროდა რასაც ამბობდა, ისე კაცმა რომ თქვას იყო მის აზრებში რაღაც ლოგიკური, ვუსმენდი მის თეორიებს და მაშინ ვერ წარმომედგინა რომ მისთვის როდისმე ბოდიშის მოხდა და იმის თქმა მომიწევდა რომ მართალი იყო, მაში მეძნელებოდა ამ ყველაფრის წარმოდგენა, ანდა როგორ უნდა წარმომედგინა რომ მსოფლიო ორიოდე შეშლილი მანიაკის ხელში იყო დარჩენილი... - ანუ იკა მართალი აღმოჩნდა? -სუნთქვაშეკრული ვუსმენდი და ერთი სული მქონდა გამეგო როგორ განვითარდა ყველაფერი ისე რომ აქამდე მოვიდნენ. - ნაწილობრივ მართალი აღმოჩნდა სინამდვილეში ყველაფერი უფრო სერიოზულად და ცუდად იყო ვიდრე იკას ამის წარმოდგენა შეეძლო. - მე კი მშვიდად და კომფორტულად ვცხოვრობდი იმ წყეულ ბუნკერში, ყველაფერი თავზესაყრელად მქონდა, მუსიკას ვუსმედი, ტორტებს ვაცხობდი და ფუმფულა საწოლში მეძინა, -უსიამოვნოდ შევჭმუხნე წარბები და თავი ჩავღუნე, დანაშაულის შეგრძნება არ მასვენებდა, ნიკაპში ნაზად ჩამავლო თითები რატიმ და თავი ამაწევინა, ღიმილით ჩამხედა თვალებში - დაივიწყე ბოლოს და ბოლოს, ასე მოხდა და ახლა ვერაფერს შევცვლით, შენ არაფერში ხარ დამნაშავე, არაფერი შეიცვლება იმით თუ თავს დაიდანაშაულებ და დაიტანჯავ. - ჰო მაგრამ შეიძლებოდა უფრო ადრე მომეძებნა იქაურობის დატოვების გზა, უბრალოდ მშიშარა ვარ, ვერ გავბედე სანამ... - მოდი ჩემთან, -ახლოს მიმიზიდა და ნაზად შემეხო ტუჩებზე, მერე კი თბილი ხმით გააგრძელა საუბარი, -შენ ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი გოგო ხარ მათ შორის ვისაც ვიცნობ, მიუხედავად იმისა რომ მიწისქვეშ არაფერი გაკლდა დარწმუნებული ვარ იქ ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. - ადვილი არც ყოფილა, ელი რომ არა ალბათ შევიშლებოდი, მარტოობისგან, უიმედობისგან, მონატრებისგან... - გენატრებოდი? -თვალებში მხიარული ნაპერწკლები აუკიაფდა. - შენ რა შუაში ხარ? -წარბი მაღლა ავწიე და რაც შემეძლო სერიოზული სახე მივიღე, გულში რაღაც ჩამწყდა როცა დავინახე როგორ ჩაუქრა თვალები და როგორ მოიღუშა. - გეხუმრე რა გჭირს? -მისი სახე ხელებში მოვიქციე და თბილად გავუღიმე, -ბუტია ბავშვივით იქცევი, უბრალოდ ვიხუმრე, რათქმაუნდა მენატრებოდი სულელო თანაც ძალიან. - მეც ვიხუმრე, -გულიანად გაიცინა და ძლიერი მკლავებით შემბოჭა. - პრობლემა გვაქვს რატი, -თავზე გაუფრთხილებლად და უბოდიშოდ წამომდგარმა სიჯეიმ შეგვაწყვეტინა სიცილი, მოღუშული გვიყურებდა, სიბრაზისგან თვალები უელავდა და მაგრად მომუშტულ ხელებს ზურგს უკან მალავდა, სიტყვის უთქმელად წამოდგა რატი ფეხზე, მეც წამომაყენა და ხელი წელზე დემონსტრაციულად მომხვია, დავინახე როგორ გააყოლა მის ხელს მზერა სიჯეიმ... - რა ხდება, რა პრობლემაა ასეთი რომ ცოტა ხანს ვერ მოიცდიდა? -ცივად ჟღერდა რატის ხმა, საქმიანად, სიჯეიმ მე გადმომხედა, მერე ისევ რატის გაუსწორა მზერა. - ფიქრობ რომ... - მირა ჩვენიანია და მასთან დასამალი არაფერი გვაქვს, ასე რომ თქვი რა ხდება. - დარწმუნებული ხარ რომ მისი ნდობა შეიძლება? -კიდევ ერთხელ დამგესლა მაგრამ რატის გამომეტყველებას რომ შეხედა აშკარა გახდა რომ დანებება არჩია, მხრები აიჩეჩა და ცხვირი აიბზუა. - სამხრეთით მდებარე ბანაკს რომელსაც ლესი ხელმძღვანელობდა მომთაბარეები დაესხნენ თავს, ქალები გაიტაცეს, ზარალი დიდია... ვიგრძენი როგორ დაიძაბა რატი, სუნთქვა აუჩქარდა, სხეული დაეჭიმა, ერთხანს ჩუმად იდგა თითქოს რაღაცის გააზრებას და მოფიქრებას ცდილობდა. - რაზმი შეკრიბე, ჩვენთან ერთად კრისი, თეო და პონიო წამოვლენ, ლაილას უთხარი უსაფრთხო მარშრუტი მოგვიძებნოს, წადი რამდენიმე წუთში შემოგიერთდებით, -ბრძანება გასცა და სიჯეისაც ერთი წამითაც არ უფიქრია შეწინააღმდეგება, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ბანაკისკენ, მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე და წინ დავუდექი. - მიდიხარ? -საკუთარი შეცვლილი ხმის ცნობა თვითონაც კი გამიჭირდა. - ორიოდე დღით წასვლა მომიწევს, თუმცა შენ არ შეგეშინდეს უსაფრთხოდ იქნები. - გგონია ძალიან მადარდებს როგორ ვიქნები? -გაბრაზებულმა შევაქციე ზურგი, -შენ როგორ იქნები, რამე რომ დაგემართოს? სად მიდიხარ? ზურგიდან ჩამეხუტა, მკლავები მაგრად მომხვია და მხარზე დამეყრდნო ნიკაპით, ამოიოხრა და მერე ღიმილნარევი ხმით მითხრა. - ეგოისტურად მსიამოვნებს რომ ჩემზე ნერვიულობ, არ შეგეშინდეს, ეს სახიფათო ოპერაცია არ იქნება, უბრალოდ ტყვეებს გავათავისუფლებთ და... - ტყვეებს? - ჰო, იმ ქალებს რომლებიც მომთაბარეებმა გაიტაცეს. - რატომ იტაცებენ? - ახლა ამის დრო არ არის მირა, იკა აქ რჩება, შეგიძლია კითხო და ყველაფერს მოგიყვება. - არ შეიძლება რომ მეც წამოვიდე შენთან ერთად? - ახლა არა, მაგრამ გპირდები როცა დავბრუნდები პირადად ვიზრუნებ შენს წვრთნაზე რომ შემდეგში ოპერაციებში მონაწილეობის მიღება შეძლო, -გამომშვიდობებისას მხურვალე კოცნა დამიტოვა, ვიდექი გაუნძრევლად, გავყურებდი ბანაკიდან გამავალ შეჯავშნულ ავტომობილებს და უსიამოვნო წინათგრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი. - არ მეგონა ამ ასაკში და ასეთ სიტუაციაში ძიძად მუშაობა თუ მომიწევდა, -საწოლზე ჩამომჯდარი იკა ღიმილით დაჰყურებდა მის მუხლებზე მიძინებულ ელის და ნაზად ეფერებოდა თმებზე. - ისე წუწუნებ თითქოს არ გსიამოვნებდეს შენთან ჩახუტებულს რომ სძინავს, -გამეცინა და საშინლად მესიამოვნა როცა დავინახე ამხელა კაცს როგორ აუწითლდა პატარა ბავშვივით ლოყები. - ცუდად არ გაიგო, უბრალოდ ეზოში ჩაეძინა და იძულებული გავხდი ასე მძინარე შემომეყვანა კოტეჯში, -დამნაშავესავით იმართლებდა თავს და საცოდავად ლუღლუღებდა. - შენი აზრით ვგავარ ისეთ ადამიანს ვინც რამეს ასე უბრალოდ ცუდად გაიგებს? როგორ ფიქრობ ასეთი დაუკვირვებელი ვარ? -ღიმილით ვუთხარი, ელის პლედი მივაფარე, საწოლის წინ სავარძელში ჩავეშვი და რამდენიმე წამით თვალები დავხუჭე რომ როგორმე მთელი დღის ამბები გონებაში ასე თუ ისე დამელაგებინა. - ნუ ნერვიულობ არაფერი მოუვა, მალე დაგიბრუნდება, -ჩემს ფიქრებს ხმამაღლა უპასუხა, ჭკვიანი იყო ად მშვენივრად ხვდებოდა რა დღეშიც ვიყავი. - შენ რატომ არ წახვედი მასთან ერთად? -თაფლისფერ თვალებში შევხედე რომლებიც სევდით და უზომო დაღლილობით ჰქონდა სავსე. - საჭირო არ ვიყავი, რატი ყველაფერს მოაგვარებს და დაბრუნდება, -ისეთმა დარწმუნებულმა მითხრა მაშინვე მომეხსნა დაძაბულობა. - რაღაც მინდა გკითხო. - მიდი დაიწყე, -ღიმილით შემაგულიანა. - რატიმ მომთაბარეები ახსენა... - ის ნაბიჭვრები? -იკას ზიზღით დაემანჭა ტუჩები, -ისინიც მათი ერთ-ერთი დაჯგუფებიდან იყვნენ, ვინც შენ და ელის თავს დაგესხნენ მდინარის პირას. - ვინ არიან და რას აკეთებენ? - ახალი ხელისუფლების ფინიები არიან, მათ ბინძურ საქმეებს ასრულებენ, არსებობს ისეთი საქმეები რასაც მთავრობის ჯარისკაცები ვერ უმკლავდებიან, ამისთვის კი მომთაბარეებს ხმარობენ, ერთგვარი დაქირავებულთა ბანდებია რომელთაც იყენებენ და მერე თავიდან იშორებენ. - ისეთი რა საქმეებია რასაც შეიარაღებული ჯარისკაცები ვერ უმკლავდებიან და სხვებს ავალებენ? - ბევრი რამ არ იცი მირა, ეტყობა შენ და რატიმ საუბარი ვერ დაასრულეთ. - ჰო მაგრამ მითხრა რომ შენ მომიყვებოდი ყველაფერს. - მართლა? -გაკვირვებულმა აზიდა წარბი. - გეფიცები, -გულზე ხელი მივიდე, გაეღიმა, ელის დახედა, ფრთხილად მოეფერა ლოყაზე, საუბრის დაწყებას წელავდა, თითქოს უჭირდა იმ ყველაფრის გახსენება რაც თავს გადახდათ. - თუ არ გინდა... - არა, მოგიყვები, რათქმაუნდა ყველაფერს მოგიყვები, არც თუ ისე სასიამოვნო ისტორიაა მაგრამ ვერაფერს ვიზავთ, თუმცა ვისურვებდი შემეძლოს იმ საშინელი დროის ამოჭრა ჩემი მეხსიერებიდან... საიდან გავაგრძელო? - ბანაკში რომ მოხვდით იქიდან. - ჰოო, დაახლოებით ერთი თვე ოთხმა ადამიანმა ერთ ოთახში პატიმრებივით ვიცხოვრეთ, დღისით მხოლოდ ერთი საათი გავყავდით ეზოში ჰაერზე და სხვა ადამიანებთან კონტაქტი გვეკრძალებოდა, საკანშიც კი ვერიდებოდით ერთმანეთთან საუბარს, თითოეულს სპეციალურად ჩვენთვის შედგენილი პროგრამით გვაძლევდნენ საკვებს, გვაიძულებდნენ რაღაც გაუგებარ და აბსურდულ ლექციებს დავსწრებოდით, გვიყვებოდნენ იმაზე თუ როგორ განაგდურდა მთელი სამყარო რომ ჩვენ გადარჩენილთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ვიყავით, რომ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ასეთი ჯგუფი იყო დარჩენილი, ცდილობდნენ ჩვენთვის დაეჯერებინათ რომ ჩვენივე სიკეთისთვის ვყავდით გამოკეტილები, თუმცა არავინ გვიხსნიდა რატომ რისთვის და ვის ან რის გამო მოხდა ეს ყველაფერი, გვაჩვენებდნენ განადგურებულ ქვეყნებს, მიწასთან გასწორებულ ქალაქებს... - საქართველო? -ხმის კანკალით შევეკითხე და პასუხის მოლოდინში ნერვიულად დამებრიცა ტუჩები. - საქართველოც ისეთ დღეშია როგორშიც ამერიკა, ქვა ქვაზე აღარ არის დარჩენილი, თუმცა როგორც ამბობენ საკმაოდ ბევრი გადარჩენილი ჰყავთ. - თქვენები? ოჯახის წევრები, მეგობრები... - არ ვიცი მირა, წარმოდგენა არ მაქვს, -სხეული დაეჭიმა, ნათლად ვხედავდი როგორ უფეთქავდა ყელზე არტერია, ალბათ მისთვისაც როგორი ძნელი იყო, რათქმაუნდა ძნელი იქნებოდა, მეც ხომ მაინტერესებდა როგორ იყვნენ ჩემი მეგობრები, უბრალოდ იმდენად მეშინოდა ცუდი ამბის, კითხვას კი არადა ფიქრსაც კი ვერიდებოდი მათზე, ნეტავ როგორ არიან? - საქართველოსთან კონტაქტი არ გვაქვს, -თითქოს ჩემს ფიქრებს უპასუხა იკამ, ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ, თუმცა ჩვენამდე ამბავმა მოაღწია რომ ხელისუფლებას სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ, მრავალრიცხოვანი პარტიზანული დაჯგუფებები ჰყავთ და მუდმივი თავის ტკივილი აქვთ ახალი თაობის დიქტატორებს მათ გამო. - რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ არა? -გამეცინა და რაღაცნაირად სადღაც შიგნით სიამაყე ვიგრძენი მათ გამო, სხვანაირად ვერც იქნებოდა. - ჰო, ქართველებს გვიყვარს თავისუფლება, წესები და კანონები ჩვენთვის ნამდვილად არ არის მოგონილი, ოღონდ გასაპროტესტებელი რამე ვნახოთ და... -ირონიამ გაიჟღერა იკას ხმაში თუმცა ჩემს აწეულ წარბს რომ მოჰკრა თვალი გაეცინა. - კარგი, კარგი ვხუმრობ, ნუ ბრაზობ, ახლა ზუსტადაც რომ გამოგვადგა ქართველების ასეთი ხასიათი, რაც უფრო მეტნი ვიქნებით ნორმალურად და ადამიანურად მოაზროვნე მოწინააღმდეგები მით მეტია შანსი რომ ხელისუფლება დავამხოთ, ყველაფერს დრო სჭირდება და მოთმინება, ამ დღეებში იმედია მოვახერხებთ მათთან კონტაქტის დამყარებას და ყველაფერი უფრო დაწვრილებით გვეცოდინება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქმნება მოწინააღმდეგეთა ქსელები, ერთმანეთს ვუკავშირდებით, ინფორმაციას გადავცემთ... - ალბათ ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდნენ. - მეც ასე ვფიქრობ. - იმ ბანაკიდან როგორ გამოაღწიეთ? -ისევ შეწყვეტილ თემას დავუბრუნდი. - გაქცევაზე ვფიქრობდით მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, თუ საკნის გარეთ ვიყავით შეიარაღებული დაცვა მუდამ თან გვახლდა, არ გვქონდა არანაირი ტექნიკა, კომპიუტერი, ტელეფონი, ტელევიზორი, გარესამყაროსგან მთლიანად მოწყვეტილი ვიყავით, იმ ერთი თვის განმავლობაში რამდენიმეჯერ შევესწარით როგორ გაუხვრიტეს შუბლი ვიღაცას მხოლოდ იმიტომ რომ უმნიშვნელო რამ გააპროტესტა, ახლა რომ ვუფიქრდები ვხვდები რომ ის ყველაფერი რასაც იმ ერთი თვის განმავლობაში აკეთებდნენ მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდი იყო... - მოსამზადებელი რისთვის? რისთვის გამზადებდნენ? - მონობისთვის, -მწარედ ჩაიცინა თავი უკან გადახარა და თვალები დახუჭა, -მორჩილებას გვაჩვევდნენ, აკვირდებოდნენ, იკვლევდნენ, გეგმავდნენ... ერთი თვის შემდეგ ჩვენზე ცდების ჩატარება დაიწყეს თუმცა ვფიქრობ რომ სხვა ადამიანებზე დიდი ხნით ადრე ჰქონდათ ჩატარებული ეს ცდები. - რას გულისხმობ? - იმას ვგულისხმობ რომ ის ათეულობით ჯარისკაცი ვინც ჩვენ გვმეთვალყურეობდა ნამდვილი რობოტები იყვნენ, უსულგულოები, გრძნობებისა და განცდებისგან დაცლილები, გამორეცხილი თვალებით და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით, არ ფიქრობდნენ, ვერ აზროვნებდნენ, მხოლოდ ბრძანებებს ასრულებდნენ... - უბრალოდ წარმოუდგენელია რასაც ყვები, ძნელია დაიჯერო... - მე და რატისაც დიდხანს გვიჭირდა დაჯერება, თუმცა იმ ერთი თვის შემდეგ ყველაფერი ისე სწრაფად შეიცვალა მოგვიწია ვარდისფერი სათვალე მოგვეხსნა და სიტუაციის სიმახინჯე მთელი სიგრძე სიგანით გაგვეთავისებინა, ჩვენზე რაღაც წამალს ცდიდნენ, ყოველ დღე სათითაოდ გავყავდით საკნიდან, პირველ დღეებში უამრავი გამოკვლევა ჩაგვიტარეს, მერე კი რეგულარულად დღეში ორჯერ გვიკეთებდნენ ინექციას, ეს ინექცია ყველაზე სხვადასახვაგვარად მოქმედებდა, ზოგის სხეულს უჭირდა შეგუება, ერთი თვის თავზე ჟანეტი გაგიჟდა, ჯერ მოჩვენებები დაეწყო, მერე თავს დაგვესხა... - მერე რა მოხდა? -ხმაგაპარულმა ვკითხე როცა შევატყვე რომ საუბრის გაგრძელება უჭირდა. - უბრალოდ გაიყვანეს ეზოში და მოკლეს, ორი კვირის თავზე კი იონა ჩამაკვდა ხელებში, სუნთქვა შეეკრა, სასუნთქი გზები ჩაეკეტა... ჯანდაბა მირა, ისეთი სუსტი და უმწეო იყო, -თმებში შეიცურა ხელები იკამ ღრმად ამოისუნთქა და შეეცადა დამშვიდებულიყო, -ეზოში ვიყავით რომ დაეცა, ცდილობდა ჩემთვის რაღაც ეთქვა, თავის ენაზე მელაპარაკებოდა, არ მახსოვს რა თქვა, ვერ გავიგე... ჯარისკაცებმა ხელებიდან ამაცალეს მისი უსულო სხეული, დავინახე როგორ შეაგდეს მავთულხლართს იქით გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე სხვა ცხედრებთან ერთად... - ღმერთო ჩემო, -სახეზე ხელები ავიფარე. - მე იქ ღმერთი არ მინახავს მირა, -უემოციოდ, უგემურად ჩაილაპარაკა იკამ და შეეცადა გაეღიმა თუმცა ვერ მოახერხა, სახე უსიამოვნოდ დაემანჭა, -გავაგრძელო? გინდა მოსმენა? -თავი დავუქნიე. - ვგრძნობდი როგორ ვიცვლებოდი და როგორ ხდებოდა ყველაფერი სულ ერთი, ასე მოქმედებდა ინექცია, არანაირი სურვილი არ მქონდა რომ მათთვის წინააღმდეგობა გამეწია, ვერ ვხვდებოდი ეს რატომ უნდა გამეკეთებინა, იქ ყოფნიდან სამი თვის თავზე უსულგულო რობოტად ვიქეცი, იმდენად უსულგულოდ რომ რატი მათთან დავაბეზღე. - ეგ როგორ? -გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა. - აი ასე უბრალოდ მივედი მათთან და ვუთხარი რომ მისი ქცევები მათ დაწესებულ ნორმებს არ შეესაბამებოდა, ცუდი ის არის რომ ის ყველაფერი რაც იქ ხდებოდა და რაც გავაკეთე დეტალურად მახსოვს, მახსოვს როგორი თვალებით მიყურებდა რატი როცა საკანში მის წასაყვანად შემოვიდნენ, მახსოვს, თუმცა ისიც მახსოვს რომ მაშინ საერთოდ ვერაფერი ვერ ვიგრძენი რადგან მიმაჩნდა რომ ყველაფერი ზუსტად ისე უნდა ყოფილიყო როგორც იყო... - ვერ ვხვდები, შენ თუ ასე იქცეოდი რატის რა სჭირდა? - ხომ გითხარი ინექცია ყველაზე სხვადასახვანაირად მოქმედებდა, გაგვიმართლა რომ რატის იმუნიტეტი აღმოაჩნდა, მასზე საერთოდ არ უმოქმედია, იმ უიშვიათეს ადამიანთა შორის მოხვდა რომელთა დამორჩილებაც ვერანაირად ვერ მოახერხეს, მისი იმუნიტეტის შესახებ რომ გაარკვიეს შესთავაზეს მათთვის ემუშავა და მომთაბარეთა ერთ-ერთ რაზმს ჩასდგომოდა სათავეში. - მე მეგონა მომთაბარეებიც რაღაც მხრივ მათი მოწინააღმდეგეები იყვნენ. - სულაც არა, ისინი თვითონ შექმნეს, ეს ყველაფერი რაც ხდება ერთბაშად არ დაწყებულა მირა, ათეულობით წლის განმავლობაში იგეგმებოდა და მიუხედავად თითქმის სრულყოფილი გეგმისა თავიდანვე იცოდნენ რომ ყველა გადარჩენილს ერთბაშად ვერ მიაკვლევდნენ, იცოდნენ რომ ეყოლებოდათ მოწინააღმდეგეები, მათზე სანადიროდ და მათ მოსაძებნად კი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ საჭირო და არა უტვინო რობოტები რომელთაც მხოლოდ ბრძანებების შესრულება შეეძლოთ, ამიტომაც შექმნეს მომთაბარეთა რაზმები, ბანდიტებით და დამნაშავეებით დააკომპლექტეს, ისეთი ადამიანებით რომლებიც ფულის და მცირეოდენი ძალაუფლების გულისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები. - და ახლა ისინი პარტიზანებზე ნადირობენ? - ჰო ასეა, მოწინააღმდეგეებზე ჯილდოა დაწესებული. - გავიგე რომ ერთ-ერთი ბანაკიდან მხოლოდ ქალები გაუტაცებიათ, რატომ მხოლოდ ქალები? - ეს კიდევ ცალკე ისტორიაა, კარგად მოემზადე მირა, ჯერ მთავარი რამ არ მოგისმენია... - მაპატიეთ რომ ასე ძალიან დავაგვიანე, საერთოდ არ მეცალა წერისთვის, ვეცდები ახალი თავი მალე ავტვირთო, რაც შეეხება ''ჩემი აზრაელი'' -ს ამ ეტაპზე წერას ვწყვეტ, უნდა ავიღო საერთოდ საიტიდან, რაღაც-რაღაცეები უნდა შევცვალო და გადავაკეთო, იმედია არ მიწყენთ ამის გამო :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.