შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სალიმას ამბავი


3-02-2023, 13:03
ავტორი ვე რა
ნანახია 5 425

ამბავი1
რაც არ უნდა ხმამაღლა ვიძახოთ, რომ ჩვენ არავის განვსჯით და არავის ცხოვრება არ გვაინტერესებს, სინამდვილეში ასე არაა. სხვების ცხოვრება ჩვენთვის უბრალოდ მორიგი ამბავია. ამბავი, რომელმაც ცოტა ხანს მიიპყრო ჩვენი ყურადღება , აღგვაშფოთა ან ცრემლი მოგგვგვარა, იქნებ გაგვაცინა კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ წამიერად და გულსგარეთ.
აი ახლა ამ წამს მოვდივარ გზაზე, წვიმს, მაკანკალებს. ცალკე სიცივით, ცალკე ნერვიულობით. ხელები ოდნავ გაბერილ მუცელზე მაქვს მოხვეული და ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი ისაა, რომ ამ ბავშვს სიცოცხლეს ვაჩუქებ.
რა იქნება მერე? არ ვიცი რა იქნება მერე! მე ის ვიცი, რომ სახლიდან გამომაგდეს! დედაჩემმა , ქალმა, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა, სახლში დარჩენის სანაცვლოდ, მომთხოვა ჩემი საკუთარი შვილის მკვლელობა!
ვიცი ვტყუივარ, არ ვამართლებ ჩემს თავს! ალბათ მეც მომიკვდებოდა გული ჩემს შვილს ასეთი რამ რომ შემთხვეოდა, რაც მე, მაგრამ ....
ახლაც ყურებში მიწუის მისი სიტყვები.
_ რას იტყვი, თანახმა ხარ? მამაშენი ვერც გაიგებს, სანამ დროა მოვაგვაროთ!_ ვუყურებ და თითქოს უცხო ადამიანია._ვერც ბესო გაიგებს, ვერც შენი ბიძაშვილები გაიგებენ რამეს, მერე საზღვარგარეთ წახვალ და იცხოვრებ მშვიდად.
_ დედა, რას მეუბნები ხვდები? გული უცემს, ცოცხალია!_ ვცდილობ გული მოვულბო. ვცდილობ ოდნავ მაინც გაუჩნდეს სიბრალულის გრძნობა.
_ კარგად მისმინე უტვინო გოგო! თავს ხომ იღუპავ და მეც თან გინდა გადამიყოლო? მომკლას გინდა მამაშენმა და მოისვენებ მერე? კმაყოფილი იქნები?_ მოგუდულად ხავის უკვე დედაჩემი. მაგრამ არ ვიცი, არის კი ეს ქალი დედაჩემი?
დედები ხომ სულ შვილების მხარეს უნდა იყვნენ? გინდაც ისეთი არარაობა ჰყავდეთ შვილად, როგორიც მე ვარ.
_ ამას არ ვიზამ! არ ვიზამ ამას ! _ მტკიცედ ვამბობ მე.
უცებ დედაჩემი მხრებში ხელს მავლებს და მაჯანჯღარებს.
_კიდევ დიდ გულზე ხარ? მოგკლავ! თმას გაგაცლი! _ ახლა თმაში მავლებს ხელს და იატაკზე მათრევს.
_ დედა, დედიკოო! გთხოვ დედა! გთხოვ !_ ვტირი და ვგრძნობ სადაცაა გონებას დავკარგავ.
_ წაეთრიე აქიდან შე უვარგისო! უნამუსო ქალო! შენნაირი უღირსი ვერ იქნება ჩემი შვილი! _ თვალები უელავს დედაჩემს.
_ სახლი დატოვე სანამ მამაშენი მოვა ,თუ გინდა ცოცხალი გადარჩე! წაეთრიე ვისთანაც ეგდე! დაივიწყე ეს სახლიც და დედაშენიც!
_ დედა გთხოვ , მაპატიე დედა!_ ვეხვეწები მე და ბოლო ძალებს ვიკრებ, ფეხებზე ვეხვევი ძირს დაგდებული.
ის კი ფეხს იქნევს და წიხლი მუცელში მხვდება. ტკივილისგან ვკვნესი, წამით თითქოს სახე ეცვლება. ოდნავ იხრება ჩემსკენ, მაგრამ როგორც კი ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება ისევ ავიწყდება, რომ მისი შვილი ვარ. ან იქნებ ზუსტად ესაა მთავარი პრობლემა, რომ სწორედ მისი შვილი ვარ.
_ შენ ოჯახი აღარ გყავს! წადი ამ სახლიდან!_ მეუბნება ხმაჩამწყდარი და ოთახიდან სამზარეულოში გადის.
ცოტა ხანს ვზივარ იატაკზე, ვცდილობ გონზე მოვიდე.
შემდეგ პატარა ჩემოდანში რამდენიმე ნივთს ვიწყობ და ოთახიდან ფეხათრევით გამოვდივარ. სამზარეულოსკენ ვიხედები, დედა მაგიდასთან ზის, თავი ხელებზე აქვს ჩამოყრდნობილი და დახურულ სარკმელს გასცქერის.
_ დედა!,_ ლამის ჩურჩულით ვეძახი მე.
_წაეთრიე!_ცივი ხმით ამბობს დედა.
თვალები ცრემლებით მევსება, სახლის კარს ვაღებ და გამოვდივარ. ფრთხილად ვხურავ და სახელურს ვეფერები ხელით.
ვინ იცის იქნებ მართლა უკანასკნელად ვარ აქ?
გზაზე მოვდივარ და ვფიქრობ, რა უნდა ვქნა? როგორ ვიცხოვრო? ოცდასამი წლის ვარ, პატარა აღარ მქვია, მაგრამ ნებიერად გაზრდილს არასდროს მიმუშავია. ჩემს ძმას ოფიციანტობის და კონსულტანტობის გაგონებაც არ სურდა.
_ გაკლია რამე? რატომ აიკვიატე მუშაობა? დაეტიე რა სახლში, შენს გამო ვიცი ვიღაც შემომაკვდება._ ასე მიხსნიდა ჩემი ძმა, თუ რატომ არ ღირდა მუშაობა.
_ მაგისთვის სწავლობ ამდენს? მაგისთვის დადიხარ უნივერსიტეტში, რომ მაღაზიის გამყიდველი იყო?_ თვალებს მიბრიალებდა მამაჩემი და ავიწყდებოდა, რომ ყველაფერი რაღაცით იწყება.
_ მე მოგცემ გოგო მაგ საცოდავ სამას ლარს!_ ამატებდა ჩემი ძმა და მართლაც მაძლევდა.
ფული არასდროს იყო პრობლემა ჩვენს სახლში.
პრობლემა მხოლოდ ადამიანური ურთიერთობები იყო.
მეგობრებსაც თავად მირჩევდნენ. სტატუსის და ქონების მიხედვით.
მან კი ვისთან მეგობრობაც მე მინდოდა , ეტყობა მათი "ფეის კონტროლი " ვერ გაიარა. ბავშვობაში, როცა ჯერ კიდევ სოფელში ვცხოვრობდით და ქალაქში ცხოვრება შორეულ ოცნებებშიც კი ვერ წარმოგვედგინა, მეზობლად ერთი სიხარულიძეების ოჯახი ცხოვრობდა, შედარებით შეძლებული და შრომისმოყვარე ხალხი.
იმ დროს დედა ხშირად მეუბნებოდა, ნახე რა კარგი გოგონაა ნინუცა, ნინუცა მათი ჩემი ასაკის გოგონა იყო, ზრდილობიანი, მშვიდი, რატომ არ მეგობრობ მასთან? ხან რა მიზეზით და ხან რით, ხშირად მაგზავნიდა მეზობლებთან, მიზეზები არ ელეოდა.
მეც მივდიოდი და მიხაროდა, მათთან ყოფნა , სიმშვიდე იყო, მათთან არავინ ჩხუბობდა, მათთან ეგრეთ წოდებული " დვიჟოკი " გუგუნებდა და სინათლე იყო. კიდევ ნუნუ დეიდას გამომცხვარი ტკბილეულობის სურნელი და გემო.
ასე თან და თან მე და ნინუცა დავმეგობრდით, სკოლაში ერთად დავდიოდით. ერთ მერხზე ვისხედით. ერთმანეთის მესაიდუმლეები ვიყავით.
სანამ ერთ დღეს ,როცა მეცხრე კლასი დავამთავრეთ, რაღაც არ შეიცვალა.
ბაღიდან მომავალს ჩვენი სახლის კარიდან გამოქცეული თვალცრემლიანი ნინუცა შემხვდა.
_ რა მოხდა ნუცი? რატომ ტირი?_ ვკითხე და მისკენ წავედი. თუმცა ნინუცამ თავი დახარა და სირბილით წავიდა თავისი სახლისკენ.
საღამოს კი დედაჩემმა მომიხმო და მკაცრად გამაფრთხილა,მეზობლების სახლს აღარ გავკარებოდი. თავად ნინუცაც თავს მარიდებდა, გამირბოდა. რამდენჯერაც დედაჩემმა თვალი მომკრა მათი სახლისკენ ქურდულად მიმავალს, იმდენჯერ სასტიკად დამტუქსა.
ეს ის დრო იყო, როცა მამაჩემი სამუშაოდ რუსეთში წავიდა და ფულის გემო გავიგეთ.
რა უცნაური ყოფილა ქაღალდის წონა?
ნელ_ ნელა დედაჩემის და მით უფრო ჩემი ძმის ცხვირებმა თითქოს ფორმა შეიცვალეს. უფრო ცისკენ აღიმართნენ. ბოლოს კი სულაც თბილისში ვიყიდეთ სახლი და სოფელი სამუდამოდ მივატოვეთ.
გული, სული და ერთადერთი მეგობარი კი იქ , მთებს შეხიზნულ სოფელში, დამრჩა.
სწორედ იქით ავიღე გეზი ახლა. ჩვენს მიერ მიტოვებულ სახლში მივდიოდი. ჩემთვის ნაჩუქარი ოქროულობა ლომბარდში ჩავაბარე, ძვირფასი ნოუთბუკიც ზედ მივაყოლე. ის თანხა, რაც ავიღე ცოტა ხანს მეყოფოდა. შემდეგ კი რაღაც გამოჩნდებოდა. ასე ვფიქრობდი მე და თან და თან გაბმბედაობა მემატებოდა.
სადგურზე მივედი, ბილეთი ავიღე და ჩვენი სოფლისკენ მიმავალ ავტობუსში ჩავჯექი.
_ ნუ გეშინია პატარა! დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება! მე აუცილებლად მოგცემ სიცოცხლის უფლებას! მერე კი ... _ ნერეყვი გადავყლაპე_ მერეც ყველაფერი კარგად იქნება! აი ნახავ ჩვენი სოფელი შენც მოგეწონება.
ავტობუსი დაიძრა და გზას გავუდექით. ვგრძნობდი ჩემი დარდი,ტკივილი და წყენა ქალაქის დატოვებასთან ერთად ,როგორ პატარავდებოდა და ბოლოს სულაც გაქრა. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
_ არ მეშინია!_ ვუთხარი საკუთარ თავს.
არადა მეშინოდა, ძალიან მეშინოდა.

ამბავი 2
თვალები დავხუჭე, ტირილით და ნერვიულობით დაღლილს ჩამეძინა. რამდენ ხანს მეძინა არც გამიგია, ისიც გამომრჩა, თუ როგორ გადაუხვია ავტობუსმა ჩვენი სოფლისკენ მიმავალ მოხრეშილ გზაზე. მხოლოდ მაშინ გამეღვიძა ,როცა უსწორ_მასწორო გზაზე ჯაყჯაყი დაიწყო.
ფანჯრიდან ნისლიანი მთები მოჩანდა, მთები ახლაც, როგორც ბავშვობაში მძინარე დრაკონებს გავდნენ. გამეღიმა. ფანჯარა იმდენზე შევაღე, რამდენადაც ამის საშუალება თავად ძველმა ავტობუსმა მომცა. სუფთა, ნესტიანი და გრილი ჰაერი ფილტვებში ჩავუშვი.
_ აბა რას იტყვი მოგწონს ეს ჰაერი? ხომ სჯობია ქალაქის მტვერიან და მყრალ ჰაერს?_ მუცელზე ხელი ოდნავ დავიტყაპუნე.
მიმოვიხედე. ავტობუსში მხოლოდ თითო_ ოროლა მგზავრიღა დარჩენილიყო. სახეზე დავაკვირდი მათ და არც ერთი მეცნო.არც იყო გასაკვირი, ლამის ათი წელი გავიდა.
ისევ ფანჯრიდან გავიხედე. პირველად მიხაროდა ,რომ "ოჯახურმა საბჭომ* ქონების განაწილებისას ბესოს, ჩემს ძმას, გვარის ერთადერთ გამგრძელებელს და ტახტის მემკვიდრეს, თბილისის ოთხ ოთახიანი გაკრიალებული სახლი გადაულოცა, ხოლო მე კი,გოგონას, მხოლოდ სოფლის ათი წლის წინ მიტოვებული სახლი მარგუნა. თუმცა მთავარი ის იყო, რომ სოფელი ოფიციალურად გადმომიფორმეს, როგორც არაფრის მაქნისი გამოუსადეგარი ობიექტი, ყველა კანონის დაცვით მომმადლეს და სწორედ ამიტომ გვრძნობდი თავს ახლა ასე დაცულად, სხვა თუ არაფერი ჭერი მქონდა , საიდანაც ვერც მამა ,ვერც ძმა ვერ გამომაგდებდა. სიმწრით გამეცინა. აი ასე უცნაურად, ერთ დღეში შესაძლოა ცხოვრება თავდაყირა დადგეს. მაგრამ ,როცა სადმე მყუდრო ჭერი გეგულება , ადამიანს შიში ვერ მოგერევა და იმედიც არ მიგატოვებს.
გადასახვევში ავტობუსიდან ჩამოვედი. ჩემი პარიზული ვოიაჟებისთვის შეძენილი სალათისფერი მყვირალა ჩემოდანი ჩამოვიღე , ყური ამოვუწიე და რიხინით გავუდექი გზას სახლისკენ.
თუმცა სიმშვიდე ნაადრევი აღმოჩნდა. ქუჩას ლამის ბოლომდე ავყევი ,მერე უკან ჩამოვყევი. სოფელი ისეთი აღარ იყო, როგორიც ბავშვობაში მახსოვდა. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, ჩემი სახლი ვერ მივაგენი.
მივხვდი ასე აღმა_დაღმა სიარული არაფერს მომცემდა, ამიტომ იქვე ერთ პატარა, სახლში გახსნილ,. მაღაზიას მივადექი.
ისეთი მაღაზია არ გეგონოთ თქვენ რომ მიჩვეული ხართ, არა! აქ მხოლოდ აუცილებელი პროდუქტი იყიდებოდა, პური , შაქარი, მარილი, ფხვნილი , ყავა და მაკარონი.
ეს ის რასაც თვალი მოვკარი.მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა ,ჩემი მშიერი მუცლისთვის.
_ მოგშივდა არა?_ მეტი არავინ მყავდა ხმის გამცემი და ჩემს მუცლადმყოფ შვილს ვესაუბრებოდი.
მაღაზიაში შესულს გამყიდველი გამომეგება.
ამათვალიერ_ ჩამათვალიერა. მოჭუტული თვალებით გამომხედა, მერე ყურებმომტვრეული სათვალე მოირგო ყურებზე ეგრეთწოდებული "ტრუსიკის' რეზინით რომ დაემაგრებინა.
_ რაღაც ვერ გიცანი შვილო? რომელი ხარ შენა?_ მკითხა , როცა აგენტური დაზვერვით ვერ ამომიცნო.
_ გამარჯობა!_ რაც შეიძლება ჯეთილმოსურნე ღიმილი ავიტყეპე სახეზე._უკაცრავად ამ ქუჩაზე ილია ბერიძის სახლს ხომ ვერ მიმასწავლით.
_ ილია.. ილიააა? ააა ილიკო ბერიძეს მეკითხები ნენაა?_ გაუნათდა უცებ თვალები ქალს._ სახელიც თავისებურად შეუცვალა, თითქოს ასე უფრო ეადვილებოდა გახსენება.
_ და შვილო შენი ვინაა ილიკო?_ ოსტატურად მცინცლავდა ინფორმაციას , ეტყობა უბნის ჯაშუშის პოსტი მას ჰქონდა ნებაყოფლობით ჩაბარებული.
გონებაში მატა ჰარი შევარქვი, თუმცა სახეზე არაფერი დამტყობია.
_ შვილი ვარ მისი!_ ვუპასუხე მოთმინებით .
ერთხელ კიდევ შემათვალიერა გულდასმით, ფეხის თითებიდან თავამდე და ცალი წარბი მაღლა აწკიპა.
_ თუ თვალი არ მატყუებს ბაღანეს უნდა ელოდებოდე ? _ უცნაური პირდაპირობა იყო,არც უარს ჰქონდა აზრი და არც თანხმობა მოსჩანდა სასიკეთოდ.
_ დიახ! _ ისე სწრაფად მივაყარე დაფიქრება არ ვაცადე_და სწორედ ამიტომ ამოვედი, დასვენება მსურს ქალაქის ხმაურისგან, ასეთ ჰაერს, ასეთ ბუნებას , ასეთ სიმშვიდეს განა შეხვდები სადმე ქალაქში?_ რაც შეძლო საამოდ აღვწერე სოფლის მართლაც სანაქებო თვისებები.
სხვა რა უნდა რატომღაც, ყოველთვის ქალაქზე დაბოღმილი, გლეხის გულის მოგებას? თუ არა მისივე საყვარელი სოფლის ქება_დიდება.
ნელ_ ნელა სახე გაებადრა. თავიც ერთი ორჯერ დამიქიცინა.
_ აგერ შვილო, აყევი ამ ქუჩას აქედან, ხუთი, არა ექვსი სახლის შამდეგ, დაჟანგულ ჭიშკარს წააწყდები, ეგაა სწორედ. ნუ გეშინია, იპოვი სხვა მისფერი გუუბედურებული ჭიშკარი არაა მაგ გზობაზე.
არ გეგონოთ დამცინა ან გულისტკენა სურდა ჩემთვის. არა! სიმართლე მითხრა, თანაც ისეთი სევდით , როგორიც მხოლოდ მაღალმთიან სოფლებში იციან მორიგი მიტოვებული სახლის გახსენებისას.
_ აპა რა გეგონათ, რომ გამოიკეტეთ სახლის კარი? გელოდათ სახლი და ეზო_ ბაკე, გელოდათ და რომ იფიქრა ამგენი აღარ მოვლენო, იმედი რომ მთლად გადაიწურა ქე ჩამოჟანგდა და მოიქუფრა. აპა!_ თითქოს მიტოვებული სახლის გავერნება გაამართლა თავისი სიტყვით.
თითქოს ჩემსავე სახლს ნამუსი მოსწმინდა .
_ მადლობა!_ ისევ იმ დაშაქრული ღიმილით ვუპასუხე ქალს,შემდეგ სოფლის კვერცხი, მაკარონი შაქარი,მარილი და ნალექიანი( რადგან უნალექო არ ჰქონდა) ყავა ვიყიდე და სახლისკენ წავრახრახდი.
ჭიშკარის წინ გავჩერდი, და ფეხის წვერებზე დამდგარმა მის მღმაა გადავიჭყიტე, თითქოს მასპინძელს ვაფასებდი . ეზოს ბალახი მოსდებოდა. აქა იქ ხეებიც გამხმარიყო. მაგრამ სახლი ძველებურად მყარად იდგა, თუმცა წარბშეკრულ ,პირქუშად გამომცქეროდა .
ჭიშკარს დაგეჯაჯგურე. გაიჭრიალა, მაგრამ არ გაიღო, კიდე მოვსინჯე და ვერც ამ ცდაზე მოვერიე.
_ ჯანდაბა ! _ წამოვიყვირე გამწარებულმა . ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ არც მას სურდა ჩემი მიღება.
თითქოს ისიც მაგდებდა. ჩემს სალათისფერ ჩემოდანზე ჩამოვჯექი დაღლილი და ავტირდი. ბავშვივით ვსლუკუნებდი და მხრები მიცახცახებდა. ამდენ ხანს შეკავებული ემოცია თავის გზას ნახულობდა.
_ გამარჯობა მეზობელო!_ მომესმა ზურგს უკან მშვიდი და სასიამოვნო ხმა. ტირილი წამიერად შევწყვირე და მოუბრუნებლად თმებს მიღმა გავხედე. ხმაზე არანაკლებ სასიამოვნო ბიჭი იდგა და მიღიმოდა , წინ თოხი დაეყრდნო, თავად თოხის ტარზე ეყრდნობოდა .
ინსტიქტურად ,როგორც ყველა ქალს სჩვევია საპირისპირო სქესის ადამიანის მოახლოებისას, შევეცადე შეძლებისდაგვარად მოვწესრიგებულიყავი.მუჭით ცრემლები მოვიწმინდე, თმა გავისწორე, ხოლო ცხვირიდან ჩამოსული სისველე ,რადგან ცხვირსახოცისმაგვარი თან არაფერი მქონდა , უბრალოდ უკან ცხვირში შევახვრიპინე.
_ შემიძლია დაგეხმაროთ?_ მკითხა უცნობმა და შეკავებული სიცილი ტუჩის კუთხეში გაეპარა, ლოყაზე სასაცილო ფოსო გაუჩნდა .
საკუთარ თავზე გაბრაზებულმა მას შევუღრინე.
_ შენ რით უნდა დამეხმარო? მაგით? _ და თვალით თოხზე ვანიშნე.
ეტყობა დიდად არ განუცდია ჩემი ნათქვამი,უბრალოდ მხრები აიჩეჩა და ირონიულად მითხრა.
_ როგორც ინებებ ქალბატონო!_ ზურგი შემაქცია და თავის გზას გაუდგა .
რომ მივხვდი მართლა მიდიოდა კინაღამ გული შემიწუხდა. რადგან ვერაფრით ვახერხებდი სახლში შესვლას და მისი დახმარებაც მართლა მჭირდებოდა .
_ მოიცადე, მოიცა! _ დავუძახე და ფეხზე წამოვდექი.
დაძახილზე გაჩერდა და მობრუნდა. დავინახე, როგორ შეცბა ჩემი მუცლის დანახვისას. წამით გაჩერდა და მერე მომიახლოვდა.
_ მაპატიე უბრალოდ დავიღალე და მშია, ვერც სახლში ვახერხებ შესვლას , ჯავრი კი შენზე ვიყარე. _ ვუთხარი გულწრფელი სინანულით .
_ არაუშავს! _ მიპასუხა მან და მიუხედავად იმისა ,რომ ცდილობდა არაფერი შეემჩნია, ვხედავდი თუ როგორ გაურბოდა თვალი ჩემი მოზრდილი მუცლისკენ.
_ ჩამოჯექი, ახლავე გავაღებ._ მართლაც თითქოს გაჯიუტებული კარი მის ძლიერ ხელს დაჰყვა და გაიღო.
_ მოგეხმარები!_ მითხრა და ჩემს ჩემოდან ხელი დაავლო, თამამად წავიდა სახლისკენ. საფეხურები აიარა და გამომხედა.
ნელა და ფრთხილად შევედი აბალახებულ ეზოში. ისევ ცრემლები მომერია,ეტყობა მომატებული ჰორმონებიც თავის როლს თამაშობდა .
იმ მსხლის ხესთან რომ მივედი სადაც ბავშვობაში ჩემი საქანელა ეკიდა, თავი ვეღარ შევიკავე და ისევ ბავშვივით ავღრიალდი.
უცნობმა წამით მიყურა გაოცებულმა და უცებ ჩამოირბინა კიბეები.
_ მგონი ჯობია ამაღამ ჩვენთან დარჩე,მოვაწესრიგებ აქაურობას და დილით დაბრუნდები!_ მითხრა მან, როცა მიხვდა გაჩუმებას არ ვაპირებდი. ალბათ ეგონა მოუვლელი სახლის გამო ვტიროდი.
_ არა, არაა საჭირო! მხოლოდ დამეხმარე ცეცხლი დავანთო._ ვთხოვე მე.რადგან ვერაფრით გავყვებოდი უცნობს სახლში, თუნდაც ყველაზე უწყინარი ადამიანი ყოფილიყო ამ სამყაროში.
არაფერი უთქვამს. ისევ სახლისკენ აბრუნდა, კარი ჩემი გასაღებით გააღო და ჩემოდანი სახლში შეიტანა.
შემდეგ უკან გამობრუნდა ,რამდენიმე წვრილი გამხმარი ტოტი პირდაპირ მუხლზე გადაიმტვრია და წლების მიტოვებულ სახლში მალევე აგიზგიზდა ბუხარი.თითქოს სახლმა ამოისუნთქა, გაცოცხლდა,აჭრიალდა და გათბა.
ათი წლის უკან ისე წავედით კოვზიც კი არ წაგვიღია. სოფლის სუნიანი და სულიანი არაფერი იკადრა დედაჩემმა. ახლა კი მიკვირდა ყველაფერი ხელუხლებლად რომ დამხვდა. დავდიოდი ოთახებში და ვათვალიერებდი.
_ ყველაფერი აქაა, რა უცნაურია_ ვუთხარი ჩემს პირველ სტუმარს .
_ რაა საოცარი? მეზობლის სახლს ყველა უფრთხილდებოდა.რა გეგონა გაძარცვული დაგხვდებოდა?_ ცოტაოდენი წყენა გამოერია ხმაში. გამეღიმა. მის წინ დავდექი და ხელი გავუწოდე.
_სალიმა, სასიამოვნო იყოს ჩვენი გაცნობა!
უცნაურად გაეცინა.
_ თენგო სიხარულიძე!_ მიპასუხა .
თითქოს გავიყინე. სიხარულიძე? თენგო? როგორ ვერ ვიცანი, ეს ხომ თენგოა,ნინუცას უფროსი ძმა. ჩემი ნინუცას ძმა.უეცარი სიხარულისგან ემოციები ისევ მომეძალა , ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, ხელები წელზე მოვხვიე და გულში ჩავეკარი. თითქოს ისევ ბავშვობის მეგობარი ყოფილიყო . შეკრთა, ჩაახველა, გავიგონე ნერწყვი როგორ გადაყლაპა. მაშინვე მივხვდი ზედმეტი მომივიდა. სწრაფად გავუშვი ხელი და გავიწიე .
_ ბოდიში ,უბრალოდ ისე გამიხარდა. დავიბენი. სიხარულით მომივიდა._ ამოვიბლუკუნე საცოდავად.
_ არაუშავს,_ ისევ ისე აიჩეჩა მხრები. დამემშვიდობა და კარისკენ წავიდა.
დავრჩი ჩემს სახლში მარტო, მაგრამ მოსაწყენად სად მეცალა, საჭმელი დავადგი, საჭმელი რა მაკარონი და ჩაიდნით წყალი. ერთი ხელი ლოგინი აივანზე გამოვამზეურე. სახლიც შეძლებისდაგვარად მივალაგე. როგორც ეს უცოცხოდ შევძელი.
ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც, დაღლილი მაგიდას მივუჯექი ყავა დავისხი საჭმელი გადმოვიღე ,მოვემზადე ჩემს ახალ სახღში პირველი ვახშმისთვის, რომ უცაბედად სახლის კარი გაიღო და ზღურბლზე არც მეტი არც ნაკლები ნინუცა დავინახე, ხელში დიდი ტილოგადაფარებული სინით. ნინუცა ისევ ისეთი იყო, როგორც ბავშვობაში . წამში ვიცანი. ვიცანი და მაშინვე დავმშვიდდი. მე ახლა მარტო აღარ ვიყავი!
V@



ამბავი 3
_ ნინუცი შეენ?_ სწრაფად წამოვხტი ფეხზე და შევეგებე.
_ სულ არ შეცვლილხარ! როგორ მომენატრე!_ მართლა გულწრფელად მიხაროდა მისი დანახვა.
_ გამარჯობა, ჩემმა ძმამ მითხრა ჩამოსულხარ._ არცთუ სიხარულით მომიგო ნინუცამ. ოდნავ მეხამუშა მისი გულგრილობა, მაგრამ ამას რას ვჩიოდი? მთავარი იყო, რომ ვიღაც ახლობელი მეგულებოდა ახლომახლო.
სინი მაგიდაზე დადგა ისე, რომ ჩემი ჩასახუტებლად გაშლილი ხელები თითქოს არც შეუმჩნევია და საკამზე ჩამოჯდა.
_ახლავე ყავას დაგისხავ!_ ვუთხარი მე და წყენა უსიტყვოდ გადავყლაპე.
_ უკვე გვიანია ყავისთვის, ისე შენც არ უნდა სვავდე წესით!_ და თვალით მუცელზე მანიშნა.
_ ხოო, ჯერ კიდევ ვერ გავითავისე ჩემი მდგომარეობა._ ხმადაბლა ვთქვი მე და თითები გასათბობად ყავის ცხელ ფინჯანს მოვხვიე.
_ აქ რატომ ხარ?_ თითქოს კიდევ რაღაცის კითხვა სურდა.
_აწუ სულ აქ ვიქნები!_ ვუპასუხე მე.
_ მარტო ?_ მკითხა და პასუხის მოლოდინში იატაკს დახედა.
_ მარტო ნინუცა! მე აღარავინ მყავს!_ჩემს პასუხზე, მომეჩვენა, რომ შვებით ამოისუნთქა. გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
_ ბავშვის მამა სადაა?_ მკითხა გამოცოცხლებულმა,მერე მომიბოდიშა_ არა , ნუ მიპასუხებ თუ არ გინდა.
ცალყბად ჩამეცინა, დასამალი რა მქონდა? მალე ისედაც ყველა მიხვდებოდა, რომ "ბავშვის მამა " არ მყავდა.
_ ალბათ არ დამიჯერებ,მაგრამ არც კი ვიცი._ ჩემმა სიტყვებმა შეაშფოთა.
_ მე შენ კარგად გიცნობდი, ადრე ბავშვობაში, მაგრამ მგონია დიდად არც ახლა შეიცვლებოდი!_ მიპასუხა და მის ხმაში ისეთი თანაგრძნობა დავიჭირე თითები ამიკანკალდა._ ძალადობის ნაყოფია არა?
მისმა პირდაპირ დასმულმა კითხვამ უცნაური ემოცია გამოიწვია ჩემში. მე მადლობელი ვიყავი, უზომოდ მადლობელი,რომ მიმიხვდა, რომ ამომიცნო, რომ დედაჩემივით და მთელი დანარჩენი საზოგადოებასავით "ს" იარლიყი არ მომაკერა.
თავი დავუქნიე და თვალი ავარიდე.
_ მსხვერპლი არასდროს არაა დამნაშავე სალიმა!_ მთელი ათი წლის შემდეგ ნინუცამ პირველად დამიძახა სახელი და თითქოს სხეულში გაყინული სისიხლი გამილღვა.
_ მე მესმის შენი! იქნებ იმაზე კარგადაც ვიდრე მინდა, რომ მესმოდეს!_ თავი სევდიანად ჩაქინდრა.
იმ წამს ვერ მივხვდი, ისე ვიყავი საკუთარი დარდით და სიბრალულით მოცული, ვერ ჩავწვდი მის სიტყვებს.
_ შენ როგორ ხარ ნუცი? მახსოვს სწავლობდი და ჩაბარებაზე ოცნებობდი, ქალაქში გინდოდა წასვლა._ ვკითხე და შევათვალიერე. თან გავდა უწინდელ ნინუცას,თან არა. უცნაური სევდა დაბუდებულიყო მის ლამაზ თაფლისფერ თვალებში. ეტყობოდა დიდად თავსაც არ უვლიდა. სახლის ხალათი ეცვა ახლაც ,შავი თმა დაუდევრად აეკოსა, ხელები კი მიწაზე შრომისგან გაუხეშებოდა. მხოლოდ სხეული ჰქონდა შემორჩენილი ძველებური, შველივით გოგოაო მასზე იყო ნათქვამი.
_ ხდება ხოლმე ზოგჯერ რაღაც
არ გამოდის ისე,
როგორც გულით გინდოდა და
როგორც ჩაიფიქრე!_ ბავშვობაში დაწერილი ჩემი ლექსის ნაწყვეტი წაიღიღინა.
_ ეგ კიდევ გახსოვს?_ გამეცინა მე
_ რა დამავიწყებს!_ ჩაეცინა ირონიულად.
მის მიერ მოტანილ სინს ტილო გადახადა. ზედ ოქროსფრად დაბრაწული კარტოფილის ღვეზლები ეწყო. სწორედ ისეთი პატარაობისას დედამისი რომ გვიცხობდა.
_ ნუნუ დეიდა როგორაა? რამდენჯერ მომნატრებია მისი გამომცხვარი ნუგნარი.
ვკითხე და ერთი მოდიდო ღვეზელი თეფშზე გადმოვიხოხე.
_ დედა აღარაა, მამაც!_კი არ თქვა სუნთქვას ამოაყოლა.
მოკბეჩილი ღვეზელი ხელში გამიშეშდა. ლუკმა გადამცდა და კინაღამ დავიხრჩვე.
წყალი დამისხა , ბეჭებზე ხელი დამარტყა.
_ მართლა გხსომებია მისი გამომცხვარი ღვეზლების გემო!_ მითხრა სიცილით, როცა მომასულიერა.
_ ნუცა რას მეუბნები? როდის? როგორ?_ ძალიან მეწყინა,თვალები ცრემლებით ამევსო. გამახსენდა სახლიდან მშობლების მორიგ კამათს გამორიდებულს ,როგორ მიკრავდა გულში ნუნუ დეიდა , თავზე ხელს მისვამდა და მამშვიდებდა. რამდენჯერ მინატრია მეც მათი შვილი ვყოფილიყავი.
_ ხუთი წელია დედა და ორ წელიწადში მამაც._ მითხრა ნუცამ და ღვეზლებიანი სინი ახლოს მომიწია.
_ არაფერი გამიგია, არაფერი ვიცოდი!_ ვთქვი და თავი დამნაშავესავით დავხარე.
_ როგორ გაიგებდი? ინეზა დეიდამ სოფელთან ყველა კავშირი სამუდამოდ გაწყვიტა._ სიმწრით ჩაეცინა.
_ როგორ არიან შენები?_ მკითხა თუმცა გულსგარეთ.
_ ჩემები? ჩემები აღარ მყავს ნუცი! ჩემებმა სახლიდან გამომაგდეს!_ ხელი მუცელს გადავუსვი._ თუ დარჩენა მსურდა აბორტი უნდა გამეკეთებინა, მე კი მისი სიცოცხლე ვარჩიე. _რა უფრო მტკივნეული იყო ნეტა? ჩემი ცოცხალი მაგრამ შვილისმოძულე მშობლები, თუ ნუცას გარდაცვლილი ,მაგრამ შვილების მოყვარული დედ_ მამა?!
ცოტა ხანს მიყურა, მერე თბილად გაეღიმა. წამოდგა ხელები გაშალა და გულში ჩამიკრა.
_ შენ ვერ შეგცვალეს! ისევ ის სალიმა ხარ! კეთილი იყოს შენი დაბრუნება!_ არ ვიცი რამ გაახარა, ან ახლა რატომ მომესალმა, როცა ერთი საათის უკან არც კი შეიმჩნია ჩემი ჩასახუტებლად გაშლილი ხელები. მაგრამ ამას არც ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა. მე უბრალოდ იმითაც კმაყოფილი ვიყავი,რომ მეგობარი დამიბრუნდა.
უცებ ეზოდან შეშის ჩეხვის ხმა მოგვესმა. გაოცებულმა ფანჯარასთან მივირბინე. თენგოს ნაჯახი მოეტანა და რომელიღაც გამხმარ ხეს ჩეხავდა.
_ თენგოა არა?_ ღიმილით მკითხა ნუცამ.
_ კიი, საიდან მიხვდი?_ ვკითხე გაოცებულმა. გაეცინა.
_ ხვალ ეზოს მიხედავს, მე სახლის მოწესრიგებაში დაგეხმარები. მერე თუ რამე დაგჭირდება რაიონში გადავალთ და ყველაფერს ვიყიდით. არ შეგეშინდეს დღეიდან შენზე მე ვიზრუნებ! _ცალი ხელი მომხვია და მეორე ეზოში მომუშავე ძმას დაუქნია.
თავი ისე დაცულად და მყუდროდ ვიგრძენი, დაბადებიდან რომ არ მიგრძვნია. თითქოს ოჯახში დავბრუნდი. თითქოს სწორედ აქ იყო ჩემი ადგილი და ამას აქამდე ვერ ვაცნობიერებდი.
V@


ამბავი 4
ერთია , როცა რაიმეს ცხელ გულზე გაბედავ და სანამ ადრენალინი მოგყვება არც გეშინია, მეორე კი როცა მამაცობა გადაგივლის , დაღამდება და საკუთარ თავთან მარტო დარჩები. მერე შიშები წინა ფლანგზე მოდიან და იწყება ომი საკუთარ თავთან.
ასე მოხდა, როცა ნინუცა და თენგო სახლში წავიდნენ და მე მარტო დავრჩი. დავდიოდი მოჩვენებასავით , ჩემი ბავშვობის მტვრიან სახლში და მოგონებებს მტვერს საკუთარი ხელით ვწმენდდი.
განა მარტო ცუდი მოგონებები მქონდა წარსულიდან?
კარის დირეზე სიმაღლის კალმით გაკეთებულ ნიშნულებს წავაწყდი, ლურჯი ბესოსი იყო, წითელი ჩემი.
მახსოვს მამა რომ დაგვაყენებდა და ყოველი სკოლის დაწყების წინ ჩვენს სიმაღლეს ინიშნავდა.
_ნახეთ იქით წლამდე როგორ გაიზრდებითო!_
ბესო ყოველთვის ჩემზე ბევრად მაღალი იყო. ბესო ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე ბავშვობაში. ბესოს ბავშვობაში ვუყვარდი.
შუბლით მისი სიმაღლის უკანასკნელ ნიშნულს ვეყრდნობი და ცრემლები ღაპაღუპით მომდის.
რა მოხდა იმ ზაფხულს? რა შეიცვალა?რატომ გამიუცხოვდნენ დედა და ძმა?
თითქოს რაღაც საიდუმლო აერთიანებდათ. ნამდვილად იყო რაღაც , რაზეც მე წარმოდგენაც არ მქონდა.
საძინებელში გავედი, სახლის ყოველი კუთხე ინახავდა ტკბილ_ მწარე მოგონებებს.
მახსოვს ერთხელ დედ_ მამა ჩხუბობდნენ, მიზეზი? მიზეზი მუდმივი გაჭირვება და არ ქონება იყო.
კარადაში დედობანას ვთამაშობდით, მე და ჩემი თოჯინა . მშობლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ იქ ვიყავი.
მათ ჩხუბს კარების ჭუჭრუტანიდან ვუყურებდი. უცებ მამამ დედას გამეტებით გაარტყა, დედა კარადას მოეხალა და ჩაიკეცა. შიშისგან გაშეშებული ვიჯექი, განძრევას ვერ ვბედავდი, მერე ვიგრძენი , როგორ გამითბა შარვლის უბე. აი ასე ექვსი წლის ბავშვმა შიშისგან ჩავიფსი.
გამაკანკალა, არ მინდა ოდესმე ჩემმა შვილმა მსგავსი სცენები ნახოს. ამას არ დავუშვებ!
გადაღლილმა, პლედი ავიღე. პატარა ძველი დივანი ბუხართან მივაჩოჩე და ზედ მოვიკუნტე. ცეცხლის ყურებამ დამამშვიდა, ნელ_ნელა ძილის სამყაროში გადავინაცვლე.
შუაღამისას უცებ გემეღვიძა, ქარი ამოვარდნილიყო,წვიმდა, უცნაური ხმები ისმოდა. თითქოს აივანზე ვიღაც დადიოდა. შიშმა ამიტანა, საკუთარ თავს შემოვუძახე.
_ სალიმა ! მორჩი სისულელეებს! ნუ გელანდება! _ მამაცობა მოვიკრიბე და კარისკენ ცახცახით წავედი.
აივნის კარი გამოვაღე და უცებ გამოვვარდი გარეთ. რა თქმა უნდა არავინ იყო და მხოლოდ ჩემი ფანტაზია მეთამაშებოდა.
მოაჯირს დავეყრდენი და ღამის სიბნელეში მუქად აზიდულ მთების კონტურებს გავხედე.
ბავშვობაში , როცა ქარის და გრუხუნის მეშინოდა ძმის ლოგინში მივძვრებოდი.
ის კი სადღაც წაკითხულ ზღაპარს მიყვებოდა, ორ დიდ დრაკონზე : გრუხუნაზე და ბრუხუნაზე, თუ როგორ ებრძოდნენ ისინი ქარიშხალს ჩვენს დასაცავად, და რომ ეს საშიში ხმები სწორედ მათი ხმები იყო. დილით კი გამარჯვებულები კუდებს თავქვეშ ამოიდებდნენ და ღრმა ძილით იძინებდნენ. და ეს მთები, ჩვენს სოფელს გარს რომ ერტყა სწორედ ჩვენი მცველი დრაკონები იყვნენ.
ხოდა გავყურებდი მთებს და უცებ ჩემი ძმა საშინლად მომენატრა, სულწასულად მომინდა ამ წამს მოსულიყო, გულში ჩავეკარი და ეთქვა, რომ იმ დრაკონებივით დამიცავდა ახლაც!
მთელი ძალა მოვიკრიბე და ხმამაღლა დავუძახე:
_ ბესოო! ბესოო! _ჩემი ხმა ქარის ღმუილში ჩაიკარგა.
_ არ მეშინია! არ დავნებდები!_ ვუთხარი საკუთარ თავს და სახლში შევბრუნდი. ცეცხლი მინავლულიყო. თენგოს მომარაგებული ხმელი შეშა ავიღე და ნაკვერჩხალი გავაღვივე. ადიელაში გავეხვიე და დავიძინე. თან ძილის წინ, გადავწყვიტე ძაღლი მომეყვანა. რომ თავი მარტო აღარ მეგრძნო. იმისათვის რომ არ გავგიჟებულიყავი სახლში სულიერი არსება მჭირდებოდა.
თქვენ თუ გიგრძვნიათ ,როგორ სხვაფერად თენდება სოფელში? ჯერ ჩიტების ნაადრევი ჟივჟივი, მერე მამლების გადაძახილი ისმის, ამას ნახირის ბღავილის ხმა ერთვის, მერე გლეხების მოძახილი, ნელ_ ნელა იღვიძებს სოფელი, მზეს ასწრებს ადგომას. დილის უცნაური სიგრილე გაფხიზლებს, ნაწვიმი ნახნავენის, ბალახის, მოტკბო სურნელი ნესტოებში გიძვრება.
მთებზე ნისლები წვანან. ფოთლებზე ღამინდელი წვიმის წვეთები ბზინავენ.
აივნის კიბეზე ჩამოვჯექი.
ჩაის ფინჯანი გვერდზე მოვიდგი და სოფელს დავუწყე თვალთვალი.
_ სალიმა, ჰაი სალიმა!_ უცებ ჩემს ჭიშკარს ვიღაც
მოადგა.
_ ბატონო!_ გავეპასუხე და თან გამიკვირდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ დილაუთენია.
მე ჯერ ისევ ქალაქის ცხოვრების წესით ვსაზღვრავდი დილას. ჭიშკართან მივედი და გამოვაღე. "მატა ჰარი" შემრჩა ხელთ.
_ დილამშვიდობისა სალიმა!_ მომესალმა .
_ უკაცრავად ,რომ ვერავის გცნობთ, იმდენი დრო გავიდა!_ ვუბოდიშებ მე და სახლისკენ მივუძღვი.
ისიც მომყვება და ინტერესიათ ათვალიერებს ეზოს.
_ არ ვიცოდით შვილო რომ ჩამოსვალას აპირებდით, თვარა ასე დაგახვედრებდით ეზოს? მომიკვდეს თავი! ძაან კი ვართ შერცხვენილი!_ გაოცებულმა შევხედე.
_ რას ამბობთ ქალბატონო...
_ რაის ქალბატონო? _დოინჯი შემოირტყა და გამაწყვეტინა მან_ ლამარე ბიცოლე ვარ მე! შენ რომ არ გახსოვს მაი ბევრს არაფელს ნიშნავს! მაინც ასეა ეს! დღეს ჩემს კაცს ვეტყვი და ბიჭებთან ერთად გამოვაგზავნი. არ მოგერიდოს! გესმის შენა? რაც გინდოდეს ყოლიფერი დაავალე.
_ ლამარა ბიცოლა, ჩაიზე დამეწვიეთ და კვერცხიან პურებზე. ბიდიშით მეტი რომ ვერაფრით გიმასპინძლდებით._ ვუღიმი, მისი სიტყვები მომავლის ჩაბჟუტულ იმედებს მიცოცხლებენ.
_ არ მიყვარს მარტო საუზმობა.
_ დაგეწვევი აპა, მარა კაი კოფე მირჩევნია მე! კოფეს გარეშე სამუშაოდ ვერ წავალ! _ ვუღიმი, ოღონდაც მოვიდეს ხოლმე და მზად ვარ ყოველ დილა ვუდუღო ყავა.
მაგიდაზე მოზრდილ ჩანთას დებს.
_ რომ მცოდნოდა ჩამოხვიდოდი , მარა არ ვიცოდი.ეს უცებ , რაც მოვასწარი._ მეუბნება და ჩანთიდან ჭყინტ ყველს, კეცის, ნეშოიან მჭადებს, ქილით კომბოსტოს მჟავეს, მაწონს და პავიდლოს იღებს. გული მიჩუყდება მის მზრუნველობაზე. იმაზე, რომ ეს უზარმაზარი სიკეთე, თავად ეცოტავება კიდეც. ვერც კი ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ახლა ეს მჭადი და ყველი. და რომ მსოფლიოს ყველა დელიკატესს მირჩევნია მისი ხელით გამომცხვარი უბრალო მჭადი.
_ მადლობა ლამარა ბიცოლა!_ ვეუბნები და ვეხუტები.
_ კაი ახლა ნუ გამაწითლებ, ისეთიც არაფერია! ისე გაგვიხარდა შენი ჩამოსვლა! დიდხანს დარჩები?_ მეკითხება ინტერესით.
_ კიი, აწი სულ აქ ვიცხოვრებ._ ვპასუხობ მე.
_ კარგია , ძალიან კარგი. ყველა რომ ქალაქში გარბის, რაა ვითომ? სოფელში ცხოვრებას რომ უკადრისობენ? ეს სოფელი ცოცხალია შვილო, გულია, ოდნავ თუ ხელს მიაშველებ , აქეთ მოგეშველება! ასეა ეს , აპა!_ მოდი და შეეკამათე!
" მატა ჰარის" წასვლის შემდეგ, ისევ ასე ვეძახი გულში, რადგან ასეთი ძლიერი ქალი იშვიათად მინახავს ცხოვრებაში.
სახლის დალაგებას ვიწყებ, ნელ_ ნელა ოთახიდან ოთახში, ყველაფერს ვწმენდ და თავის ადგილს ვუჩენ. მართალია , ფიზიკური მუშაობა სულს კურნავს. აღარაფერზე ვფიქრობ. ყოველი მილაგებული კუნჭული ბედნიერებას მანიჭებს. სარეცხი მოვაგროვე, ძველი ფარდები, ადიელები, პირველი, რაც მჭირდება, ვფიქრობ ჩემთვის , სარეცხი მანქანაა!
სამუშაოზეც უნდა ვიფიქრო, ჩემი დანაზოგი დიდხანს არ გამყვება.
ნინუცას უნდა დაველაპარაკო, რა სამსახურის პოვნა შეიძლება აქ,მას უკეთ ეცოდინება.
ეზოდან უცნაური ბღუილი მესმის, გამოვდივარ და ვხედავ თენგოს ბალახის ელექტრო საკრეჭი მოუტანია და ბალახს კრეჭს. ხელი დავუქნიე. სანამ თენგო საქმეს მორჩებოდა, ლამარა ბიცოლას "კაცი" და შვილებიც მოდიან. ყველა ისე მესალმება, თითქოს მთელი ცხოვრება აქ ვყოფილიყავი. თითქოს არსად არ წავსულვარ.
საღამოსკენ ეზოს კრიალი გაუდის, მე და ნინუცა კი პატარა სუფრას ვშლით ეზოშივე. მე თუ მკითხავთ სწორედ ესაა ნამდვილი ოჯახი. ხალხი ,რომელიც უანგაროდ ზრუნავს შენზე და ამ ზრუნვას თავის უცილობელ მოვალეობად მიიჩნევს. ესაა სოფელი, და ამით განსხვავდება ის ქალაქისგან.


ამბავი 4 მეორე ნაწილი
_ ხალხო, არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ!_ ვეუბნები სუფრასთან შეკრებილებს.
_ რაის მადლობა ჩემო დაია? ერთ სკოლაში გვივლია ,ერთ მდინარეში გვიჭყუმპალია, ვინ თუ არა ჩვენ? ვინ უნდა მოგეხმაროს? ჩვენს შრომას გაუმარჯოს! _ ილოცება ბონდო და თენგოს მოტანილი ღვინით სავსე ჭიქას ერთი მოყუდებით ცლის._ ასე მტერი დაგეცალოს!_ მეუბნება და ჭიქას თავდაყირა აბრუნებს.
_ რაღაც მინდა გთხოვოთ, _ ვამბობ მე,
_ შენი ხმალი, ჩვენი კისერი!_ იკრიჭება ბონდოს უმცროსი ძმა ბექა.
_ იქნებ სადმე კნუტი , ან ქოფაკის ლეკვი გეგულებოდეთ?_ ვამბობ მე.
_კნუტიო? რავა არა, ჩემ საბძელში დაყარა ციცამ ორი ცინდალი, თეთრი და შავი, რომელი გინდა შენ ა მო ირ ჩი ე! _ გათვლასავით ამბობს ბექა.
_ შავი მაგრამ, თეთრს რას უპირებთ მერე? _ ვეკითხები მე , გამიგონია , რომ არასასურველ კნუტებს უბრალოდ ყრიან ხოლმე.
_ წაიყვანს ვინცხა!_ მხრებს იჩეჩავს ბექა.
_ იცი რაა? _ ვიღებ გადაწყვეტილებას მე_ ორივე მომიყვანე! რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი!
აი ასე, ორი კატა და მე!
ჩემი პირველი შინაური ცხოველები. ცხოველის ყოლა სოფელში იცით როგორი რამაა? ფუძეზე მიგაბავს, ვალდებულებას გაგიჩენს. ასე უბრალოდ ვეღარ ადგები და ვეღარ მიატოვებ. გადავწყვიტე ,რახან სოფელში ცხოვრება ავირჩიე, ყველაფერს მოვიშენებდი. არაფერს ვითაკილებდი, რაც ჩემს ძალებს არ აღემატებოდა.
იმ ღამეს თავს მარტოდ აღარ ვგრძნობდი. ორი პატარა კნუტი ,კალათით ამომიყვანა ბექამ და ახალ მოწველილი რძეც მოაყოლა ქილით.
_ ეს დედამ გამომატანა, თავადაც დალიოს და კნუტებსაც დაალევინოსო!_ გამეკრიჭა და კალათა გადმომაწოდა ღობეზე.
მადლობის მეტი რა მეთქმოდა?
კალათა სახლში შევიტანე.
კნუტები ამოვსვი და დივანზე დავსვი. ჯერ მიუცხოვეს, ამეფხორენ.
პატარა კუდები გაებუჩქათ. მერე მალევე მომიცუცქდნენ, კალთაზე ამომახოხდნენ და ტკბილად მოიკალათეს.
ვიფიქრე რას დავარქმევდი და წამში მოვიფიქრე. შავს თეთრა დავარქვი, თეთრს შავი.
თავი დეინერის ტარგარიანი მეგონა, უბრალოდ დრაკონების ნაცვლად მე კნუტების დედა გავხდი.
უცნაური იყო რომ, ოჯახზე არავინ არაფერს მეკითხებოდა, არც ორსულობაზე,თითქოს ამ საკითხს ყველა თავს არიდება, რათა ჩემთვის უტაქტო კითხვებით გული არ ეტკინათ. ელოდებოდნენ, როცა მზად ვიქნებოდი და ამის დრო მოვიდოდა ჩემს ამბვს თავად მოვუყვებოდი.
ასე ნელ_ნელა წამლობდა სოფელი ჩემი გულის იარებს. დარდის დავიწყებაში მეხმარებოდა. მისი სიმშვიდე და სილამაზე ჩემს შიშებს და უიმედობას სადღაც დასალიერში მიერეკებოდნენ. მეც თითქოს თავიდან ვიბადებოდი. და ფეხზე მყარად სიარულს ახლიდან ვსწავლობდი.
V@


ამბავი 5
რაც სახლიდან წამოვედი ტელეფონი არ ჩამირთავს, ან რისთვის უნდა ჩამერთო? არავის ზარს მე არ ველოდი.
ისიც კი ვინანე, რატომ ნოუთბუქთან ერთად არ ჩავაბარემეთქი.
მაგრამ რატომღაც ვიფიქრე ადრე თუ გვიან დამჭირდებოდა. ნომერი ამოვიღე და დაუნანებლად ღუმელში შევაგდე. თითქოს უკანასკნელი სიმიც გავწყვიტე ,რაც ოჯახთან დამაკავშირებდა.
შემდეგ კი ნინუცას ვთხოვე რაიონში გადასვლაში დამხმარებოდა,რათა ყველა ის მნიშვნელოვანი ნივთი მეყიდა, რაც აუცილებლად დამჭირდებოდა.
სია შევადგინე,რომლის სათავეშიც , რა თქმა უნდა, სარეცხი მანქანა ჩავწერე, შემდეგ მივყევი და ყველაფერი ჩამოვწერე , რაც გამახსენდა.
ნინუცამ სიას რომ გადახედა, ჯერ ჩაეცინა, შემდეგ კი გულიანი ხარხარი აუტყდა.
_ რა გაცინებს გოგო?_ ვკითხე გაბრაზებულმა.
_ სასწაული ხარ სალიმა! მოდი ჯერ ის ვიყიდოთ ,რაც მართლა მნიშვნელოვანია და შენს მოჟამულ ხასიათსაც გამოგიკეთებს._ მიპასუხა ნინუცამ.
_ ხერხს და ნაჯახს_ სიას თითი დაუკაკუნა.
_ დროებით თენგო გათხოვებს!
_ რას გულისხმობ? რა გამომიკეთებს ხასიათს?_ ვკითხე ინტერესით.
_ წამიდი, წამოდი! მაგას იქ ვნახავთ!_ გაურკვევლად მიპასუხა ნინუცამ.
ეზოდან მამამისის ძველი ოპელი გამოაყენა. გამახსენდა ბავშვობაში როგორ ვოცნებობდით,რომ ერთ დღეს სწორედ ამ მანქანაზე ვისწავლიდით მართვას. გამეცინა, სახვა თუ არაფერი, ეს ოცნება მაინც აუხდენია ნინუცას.
გამომხედა ,ჩემი ღიმილი დაინახა და მანქანას ხელი დასცხო,
_ რაო, იცანი ჩემი ლურჯა არა? მიდი, მიდი დაჯექი! ბავშვობის ოცნებების არულება ამით დავიწყოთ მეგობარო!_ დაფიქრებით დაასრულა სიტყვა.
მოვრახრახებდით სოფლის მიხრეშილ გზაზე და თავი ბავშვობის სიზმარში მეგონა.
ამ გვიან შემოდგომით, ფოთლების ოქროსფერ _ ყვითელ სამოსელში გახვეული სოფლის ტყე_ ველები სულს მალამოდ ედებოდა. ფანჯარა ჩამოვწიე, ნიკაპი მკლავზე ჩამოვდე და ნესტიანი ჰაერი ჩავისუნთე.
_ ნეტავ არც არასდროს წავსულიყავი აქიდან!_ ვინატრე ჩურჩულით.
დანიშნულების ადგილს მალე მივაღწიეთ. ტექნიკის მაღაზიაში სარეცხის მანქანა შევუკვეთეთ, მერე სხვა მაღაზიებიც შემოვიარეთ, ტანსაცმელი, ნივთები, პროდუქტი, თითქმის ყველაფერი შევიძინეთ. მანქანა დავტვირთეთ და სიმართლე გითხრათ, მოსალოდნელზე მეტად დავიღალეთ.
_ ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დაგვრჩა!_ მხიარულად გამოაცხადა ნინუცამ და ერთი პატარა შენობის კარი შეაღო.
შემატარა და თავადაც შემოვიდა.
ავეჯის ცეხი იყო. პატარა და მტვრიანი ოთახი.
_ აქ რა გვინდა?_ ვკითხე ნინუცას მართლაც გაოცებულმა.
_ შენ აქაურობის იერი ნუ დაგაფრთხობს!_ მიპასუხა ნუცამ._ აქ პროფესიონალი მუშაობს! ხომ გახსოვს სანდრო, ჩვენი კლასელი?
_" ჩხირკედელა" სანდრო?_ ღიმილით გავიხსენე კლასელის ზედმეტსახელი.
_ ხოო სწორედ ეგა! სანდროო!_ გასძახა მან და ოთახში ცეხის მეპატრონემ შემოყო აჩეჩილთმიანი თავი.
_სალამი კლასელო!_ მიესალმა ნუცა.
გაზრდილიყო სანდრო, დაკაცებულიყო.იმ დიდყურა გამხდარ ბავშვს აღარ გავდა,თავის საიდუმლოს რომ მანდობდა ხოლმე. ისეთი კაცი დამდგარიყო აშკარად თაყვანისმცემლების სიმცირის არ უნდა შინებოდა.
_ ვაა ნუცას გაუმარჯოს! აქ საიდან გაჩნდი?_უცნაურად გაუხარდა მისი დანახვა მასპინძელს.
ნუცამ თითქოს კითხვა ვერც გაიგონა.
_ ამას ვერ ცნობ ?_ მის წინ დამატრიალა.
სანდრომ გულდასმით შემათვალიერა, მერე დაბნეულად და მორცხვად აიჩეჩა მხრები.
_ ახლა ვერა ცნობ არა? რა ვიცი კლასში ყველა მასზე გიჟდებოდით დაა!_ მრავალმნიშვნელოვნად თქვა ნუცამ.
_ კლასში?_ თითქოს მეხსიერებაში ჩემი სახე კარგად მოქექა სანდრომ.უცებ მიცნო და გაუხარდა._ სალიმა? სალი შენ ხარ? მართლა შენა ხარ გოგო?
გადამეხვია, თავისი უზარმაზარი ხელები მაგრად მომხვია.
_ არ დაუჯერო ამ სულელს, სხვების არ ვიცი , მაგრამ მე სულ სხვა ვინმე მომწონდა ყოველთვის!_ თავისმართლებასთან ერთად ნინუცას გახედა სევდიანად.
რა უცნაურია, რომ ზოგჯერ გრძნობები წლების მიუხედავად, ისევ ძველებურად ძლიერი და გაუხუნარი რჩება, კარგად მახსოვდა, ბავშვობაშიც სწორედ ასე უყურებდა ხოლმე მშვენიერ ნუცას " ჩხირკედელა" სანდრო.
უყურებდა და მიახლოებას კი ვერ უბედავდა. იმ დღეს, ჩვენი ბაღის ბოლოზე სწორედ ნუცაზე სალაპარაკოდ დამიბარა სანდრომ. სწორედ მისგან მოვდიოდი ,როცა სახლის წინ თვალცრემლიანი ნუცა შემეფეთა. იმდენი ხანი გავიდა, ეს ამბავი სულ გადამავიწყდა.მხოლოდ ახლა მისი სევდიანი თვალების დანახვისას გამახსენდა ასე მოულოდნელად. მტკიცედ გადავწყვიტე ნუცასთვის ყველაფერი გამომეკითხა.
_ მისმინე გოგო, ოქროს ხელები აქვს ამ ბიჭს! როგორსაც ინატრებ, სწორედ ისეთ ბავშვის საწოლს გაგიკეთებს!_ ძლივს მივხვდი თუ რატომ მომიყვანა ავეჯის ცეხში.
გული გამითბა, ბავშვის საწოლი! თითქოს ნუცამ პირველმა აღიარა ამ ბავშვის არსებობა, ლამის ჩემზე პირველმაც კი! საწოლის შეკვეთით მან დედაჩემის საშინელ სურვილს,რომ ბავშვი დაუბადებლად გამქრალიყო,სამუდამო წერტილი დაუსვა.
_ ახლა ზედმეტი ხმა არ გავიგონო! ეს დეიდას პირველი საჩუქარი იქნება!_ ეს კიდევ ახალი სიურპრიზი იყო ამ თბილი გოგოსგან. გული ამიჩუყდა, ცრემლები თავისით გადმოგორდნენ თვალებიდან.
არის ხოლმე პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებები, რომლებიც მუხლებზე დაჩოქილ და ღირსება გათელილ ხალხს, კვლავ მყარად დააყენებს ფეხზე, ღირსებას აღუდგენს და საკუთარ თავს თავიდან შეაყვარებს.
ნუცას ჩავეხუტე.მან კი ხელი მუცელზე დამადო.
_ აღარ იტირო მეგობარო, ხომ გითხარი აწი ყველაფეი კარგად იქნება!
სანდრო ინტერესით გვიყურებდა,აშკარად ვერაფერს მიხვდა,
_ სალიმა გამიხარდა შენი ნახვა! თუ რამეში დაგჭირდე, აქ მიპოვნი!_მე კი მეუბნებოდა,მაგრამ მაინც ნუცას უყურებდა.
უკვე ბინდდებოდა სოფლისკენ რომ წამოვედით. გზად ერთ ადგილას პატარა გადმოსახედია, საიდანაც ჩვენი სოფელი ხელისგულივით მოსჩანს. სწორედ იქ ვთხოვე ნინუცას მანქანის გაჩერება.
გადმოვედი, უსუტყვოდ მივუახლოვდი მოაჯირს და სოფელს გადმოვხედე. ნინუცა გვერდით მომიდგა. ისიც მიხვდა , რომ ჩვენი გულახდილი საუბრის დრო მოვიდა.
_ მკითხე!_ ვუთხარი მას.
_ რა შეგემთხვა მეგობარო?_ მკითხა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
_ ალბათ არ დამიჯერებ,თუ გეტყვი, რომ არ ვიცი , არა?_ გავხედე ნუცას და მის გაოცებულ თვალებს წავაწყდი.
_ იმ საღამოს ჩემმა მეგობრებმა, უფრო სწორედ დედაჩემის რჩეულმა ,დაქალის შვილებმა , კლუბში დამპატიჟეს. არ მიყვარს ღამის კლუბები, მაგრამ იძულებული გავხდი მათი მოწვევა მიმეღო. ჩვენი დედები დაქალობენ. უარის თქმა უპატივცემულობააო!_ დედაჩემაა ასე მითხრა. წავედი...იქ მათი ნაცნობი ბიჭები მოვიდნენ, ერთ _ერთს მოვეწონე. ხან დალევა შემომთავაზა ,ხან ცეკვა, ხან რა და ხან რა. ვცდილობდი თავაზიანი ვყოფილიყავი. მხოლოდ წვენზე დავთანხმდი. სიხარულით მომიტანა. მერე? მერე უბრალოდ არაფერი მახსოვს!_ ვჩუმდები, მეათასედ ვატან თავს ძალას, რომ იმ ღამით მომხდარი გავიხსენო, მაგრამ გონებაში მხოლოდ წყვდიადია.
_ არ გინდა! ნუ გააგრძელებ!_ მეუბნება ხმადაკარგული ნუცა და ხელზე ხელს მკიდებს.
_ არა მაცალე! უნდა ვთქვა, პირველად და უკანასკნელად! უნდა მოვყვე თორემ შეიძლება გული გამისკდეს. _ ღრმად ვსუნთქავ და მოყოლას ვაგრძელებ.
_ რომ გამოვფხიზლდი, კლუბის საპირფარეშოში ვეგდე, კაბაშემოხეული, აღარც ჩემი " მეგობრები" იყვნენ, აღარც ის ბიჭები.სახლში როგორ დავბრუნდი არ მახსოვს. არავისთვის არაფერი მითქვამს, ვიცოდი იქით გამამტყუნებდნენ. არავინ დამიცავდა. ვიფიქრე ყველაფერი ამით დამთავრდებოდა,მაგრამ სასტიკად შევცდი. სამი თვის მერე მივხვდი, რომ იმ საღამომ საჩუქარი დამიტოვა. _ გამეცინა, _ წარმოგიდგენია? ისიც კი არ ვიცი ბავშვის მამა ვინაა! არაფერი ვიცი!
_ ინეზამ რა გითხრა? არ დაგიჯერა?_ მკითხა ნუცამ.
_ დამიჯერა თუ არ დამიჯერა , მაგას აზრი არ ჰქონდა ნუცა! ერთადერთი რაც დედაჩემს სურდა აბორტი იყო! სულ არ დაინტერესებულა , მე რას ვგრძნობდი! რას განვიცდიდი! რა მტკიოდა! მერე კი, მერე მცემა და უბრალოდ სახლიდან გამომაგდო!_ იმდენად მტკიოდა გული დედაჩემის გახსენებისას , ვეღარც კი ვტიროდი. აი ისე , ძალიან ძვირფასი ადამიანი რომ მოგიკვდება, და დარდი ცრემლებს რომ გაგიშრობს. აი ისე დედები ცრემლით რომ ვეღარ ტირიან გარდაცვლილ შვილებს. მეც ეს გრძნობა მქონდა, თითქოს მთელი ოჯახი ერთ დღეს და ერთად გარდამეცვალა.
აღარც ტირილი შემეძლო და აღარც გლოვა.
ნუცას არაფერი უთქვამს. . მხოლოდ ჩემს გვერდით იდგა და შორს ცის ჩაბნელებულ ჰორიზონტს ჩუმად გასცქეროდა.
_ ჩემი ჯერი მოვიდა მგონი არა?_ ირონიულად თქვა._ გაგიკვირდება თუ გეტყვი რომ შენი მშურს?_ მეკითხა და ახლა ჩემი გაოცების ჯერი დადგა.
_ მშურს , რომ არაფერი გახსოვს! აი მე კი არაფერი მავიწყდება! ათი წელი გავიდა და დღემდე ყოველი წამი მთელი სიცხადით მახსოვს.
მახსოვს, როგორ ამაფარეს პირზე ხელი და სპორტდარბაზის ჩაბნელებულ გასახდელში შემათრიეს. მახსოვს, როგორ მაკავებდა ჯერ ერთი , სანამ მეორე თავის მხეცურ ჟინს მოიკლავდა, და შემდეგ იგივეს ის პირველი არ გაიმეორებდა. მახსოვს შენი ძმის თვალები, როცა ყვირილზე გასახდელში შემოიხედა, როგორ დაიხია უკან_უკან და ,როგორ გაიქცა უკან მოუხედავად, მახსოვს ჩემი სასოწარკვეთილი ხმა, როგორ მოვუხმობდი მას საშველად.
_ რას ამბობ ნუცა!_ ყელში ბოღმა მიჭერს, ლამისაა გავიხრჩო.
_ მახსოვს დედაშენის სიტყვები, რომ ეს ჩემი ბრალი იყო და ის მხეცები თავად გამოვიწვიე. რომ ეს დავიმსახურე და თქვენს სახლში ფეხი აღარ უნდა დამედგა.ეს ყველაფერი მაშინ ,როცა დედაჩემი მის შვილს გულის ტკივილებს ალერსით უამებდა!_ გააგრძელა მოყოლა ნუცამ და გვრძნობდი ჰაერი აღარ მყოფნიდა.
_ მაპატიე ნუცა! მაპატიე!_ ვეჩურჩულებიდი და მზად ვიყავი მუცლებზე დაჩოქილს მეთხოვა პატიება ჩემი ძმისა და დედაჩემის უგულობის გამო.
_ შენ რა გაპატიო? შენ რა შუაში ხარ?_ ცრემლებს მოიწმინდა მან_ მე ვინ ვიყავი , რომ სიბრალული გამოეჩინათ, საკუთარი სისხლი და ხორცი გამოგაგდეს გარეთ. მაგრამ არაუშავს მეგობარო, რაც არ გვკლავა ,მხოლოდ გვაძლიერებს! _ ჩემსკენ მობრუნდა, ბეჭებში ხელი ჩამავლო, შემანჯღრია.
_ ნუ ტირი გესმის! _ მითხრა ლამის ყვირილით და ჩამეხუტა.
მეც მოვეხვიე. უცებ სოფლისკენ შებრუნდა და ხმამაღლა დაყვირა.
_ ამ ცხოვრების დედაც!
მივხვდი, რომ ამას პირველად არ აკეთებდა. ცრემლიანს გამეცინა.. მეც ხელები მოაჯირს მოვკიდე, ნახევრად ჰაერში ავიწიე და ხმამაღლა ვყვირე.
_ ამ ცხოვრების დედაც!
ყველა გზა, აბსოლუტურად ყველა გზა გამართლებულია ცხოვრებასთან ომში! რათა ცოტათი მაინც შეიმსუბუქო დარდი, იმისათვის, რათა უფსკრულის პირას მდგარმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, უფსკრულში უნდა გადაიხედო და დაინახო, რომ იქიდან წყვდიადი ხარბად და მოუთმენლად მოგჩერებია! ამ წყვდიადის უნდა შეგეშინდეს და უფსკრულის ნაპირს სასწრაფოდ მოშორდე!
V@

ამბავი 6
ვერ მოგატყუებთ, რომ ოჯახზე არ ვფიქრობდი. მაინტერესებდა უჩემოდ როგორ ცხოვრობდნენ. თუ ვენატრებოდი და თუ მეძებდნენ. რაღაცნაირად გული მეკუმშებოდა იმის წარმიდგენაზე, რომ მათ არც კი ვადარდებდი . სწორედაც, არ ვადარდები,თორემ ასე როგორ მომიძულებდნენ? ასე როგორ გამწირავდნენ? ნუთუ დედას არ აღელვებდა, ღამეს სად ვათევდი? ნუთუ მამას არ ადარდებდა, მისი გოგონა რას ჭამდა? ნუთუ ძმა სულ არ ფიქრობდა ,იქნებ მის დას სციოდა, ან რამე სტკიოდა? ყველაფრის მიუხედავად, ვერაფრით ვიჯერებდი,რომ მათ ასე შეეძლოთ საკუთარი სისხლის და ხორცის გამეტება .
დივანზე ვიჯექი და კალთაში ჩემი ორი კნუტი მეჯდა, ორი ჩემსავით განწირული და უპატრონო სული. ახლა მხოლოდ ეს იყო ჩემი ოჯახი. უცებ უცნაური რამ ვიგრძენი, ისეთი ,როგორიც ვერც კი წარმომედგინა, გული ამიჩქარდა და გავიტრუნე. მგონი კნუტებმაც იგრძნეს ისე ამომხედეს, ცოტა ხანს ველოდე და ბიძგი განმეორდა.
ეს იყო სიცოცხლის პირველი დასტური. ეს სასწაული იყო. ჩემი შვილი გაინძრა. ეს უხმო ,სულ ერთწამიანი ორი ბიძგი მისი პირველი უხმო ყვირილი იყო სამყაროში.
ხელი ზუსტად იმ ადგილას დავიდე სადაც ბიძგი ვიგრძენი.
_ გამარჯობა!_ მივესალმე შვილს._ სწორედაც ახლა ჩვენ ვართ ოჯახი და მალე გავბევრდებით, გავიზრდებით და გავძლიერდებით!
თითქოს პასუხად კიდევ მიბიძგა.
_ შენ მაძლევ ძალას, შენ მაძლიერებ. ნახავ დედიკო არ გიღალატებს!_ ემოციები მომეძალა, ხან ტირილი მინდოდა ,ხან სიცილი. გაოცებული ვფიქრობდი, როგორ უნდა მეცხოვრა ამ გრძნობის გარეშე, ამ სიხარულის გარეშე, რასაც ჩემში ჩემი შვილის არსებობა იწვევდა.
იმ კვირის ბოლოს თენგომ მე და ნინუცა რაიონის ბაზარში წაგვიყვანა.
_ რას უზიხართ სახლში გამოისეირნეთო_. სხვა დროს მის სიტყვებზე გამეცინებოდა. რა სასეირნო ადგილი ბაზარი იყო? მტვრიანი,ხმაურიანი და ტალახიანი. მაგრამ კვირაობით სოფელში გამოკეტილ ადამიანს ახლა მართლაც სახალისოდ მეჩვენებოდა ჭრელა ჭრულა დახლებს შორის ბოდიალი.
ასე სიარულ სიარულით იმ მხარეს გადავუხვიეთ , საითაც ცხოველები იყიდებოდა.
ქათმების გალიასთან გავჩერდი.
_ რას უყურებ?_ მკითხა ნუცამ და ისიც გვერდში ამომიდგა.
_ მგონი დროა ფერმერობა ვცადო!_ ვუთხარი ნუცას და კვლავ წითელ და ჟრუნ ქათმებს მივაჩერდი მუშტრის თვალით.
_ ფერმერობას ქათმებით იწყებ?_ მკითხა მან და გაეცინა.
_ რატო მარტო ქათმებით, ნახე იქით კურდღლებიც იყიდება. კიდევ იხვები მომხვდა თვალში._ დოინჯი შემოვირტყი კიდევ მეტი დამაჯერებლობისთვის.
_ მართალია სალიმა, რაღაცით უნდა დაიწყო!_ უჩუმრად მოგვიახლოვდა თენგო და როგორც სჩანს ჩვენს საუბარს ყური მოჰკრა.
_დამეხმარეთ რა ბავშვებო! ამარჩევინეთ ! _ გავიკრიჭე საცოდავად.
თენგომ გალია საქმიანად შეათვალიერა.
სახლში ბედნიერი დავბრუნდი.
ოცი ფრთა ქათამი, რამდენიმე კურდღელი და დედალ_ მამალი იხვი ვიყიდე.
ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს სამყაროს განძი მიმქონდა სახლში.
თენგომ და ბექამ ძველი საქათმე შეაკეთეს, კურდღლებისთვის გალიაც შემიკრეს. მათი რჩევით საკვებიც მოვიმარაგე და ერთი სიტყვით თავი დიდი სახლის პატარა დიასახლისად წარმოვიდგინე.
გადავწყვიტე გაზაფხულზე მეც მომეხნა და დამეთესა ის მიწები, რაც სოფლის სახლთან ერთად ჩემს საკუთრებაში იყო. ჩემდა გასაკვირად მიწის საკმაოდ მოზრდილი ორი ნაკვეთი შემრჩა ხელთ. მართალია აბალახებული და მოუვლელი, მაგრამ თენგოს თქმით ძალიან ნაყოფიერი, რადგან ამ ათი წლის მანძილზე კარგად დასვენებული მიწა გახლდათ.
ვიდექი ჩემს საკუთარ მინდორზე და ის კადრი მახსენდებოდა ფილმიდან "ქარწაღებულნი", როცა სკარლეტ ო'ჰარა ტარას მიწაზე დგას და საკუთარ თავს ფიცს აძლევს, რომ აღარასოდეს მოშივდება.
მეც ასე საკუთარ თავს დავპირდი, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ძლიერი და ჩემი შვილის გულისთვის ცხოვრებას ცარიელი ფურცლიდან დავიწყებდი.
_ რაზე ფიქრობ?_მომიახლოვდა თენგო.
_ მომავალზე!_ მართლაც მომავალზე ვფიქრობდი.
უფრო სწორედ ვოცნებობდი იმ მომავალზე,რომელიც მსურდა ჩემი შვილისთვის მიმეცა. ჩემი მუცლადმყოფი
ბავშვი კვლავ მოულოდნელად გაინძრა. შევკრთი და მუცელზე ხელისგულები მივიდე.
_ რა მოხდა,ცუდად ხომ არ ხარ?_ მკითხა შეშფოთებულმა თენგომ.
_ მოძრაობს გესმის? უკვე მოძრაობს. ნახე!_ ხელზე ხელი ჩავავლე და მუცელზე მივიდე.
თენგო შემკრთალი მიყურებდა. ხელის გაწევა არ უცდია,უბრალოდ ვგრძნობდი, როგორი დაძაბული იდგა. ბავშვი კვლავ გაინძრა და თანაც საკმაოდ მკვეთრად . თენგომ გაოცებული მზერა ჩწმი სახიდან წამოზრდილ მუცელზე გადაიტანა.
_ იგრძენი არა?_ვკითხე აღტაცებით.
_ ვიგრძენი, პირველად ვიგრძენი ასეთი რამ,_ გამიცინა მან_ ძლიერი მუშტი ჰქონია, ალბათ ბიჭია.
_ იქნებ ფეხი იყო? ან გოგოა ბალერინა!_ ვუთხარი თენგოს მას ხელი კვლავ ჩემს მუცელზე ედო. თუმცა ბავშვი განძრევას აღარ აპირებდა.
თენგოს თვალებში შევხედე და პირველად აღვიქვი რა ლამაზი თვალები ჰქონდა, შავი, თბილი თვალები. სწორი ცხვირი, მაღალი ნათელი შუბლი და საოცრად უხდებოდა მოკლედ შეჭრილი შავი თმები. ვუყურებდი და უცებ გავიფიქრე, რა იქნებოდა სწორედ ის ყოფილიყო ჩემი შვილის მამა. არ ვიცი თვითონ რას ფიქრობდა იმ წამს ,მაგრამ ვიგრძენი ისიც, რაღაც მოულოდნელს და სასიამოვნოს ფიქრობდა.
თვალები სწრაფად დავხარე და უკან დავიხიე,შემდეგ სწრაფად შევაქციე ზურგი და სოფლისკენ მიმავალ ბილიკზე გადავუხვიე.
საკუთარ თავზე გავბრაზდი,
_რა აზრები მოგდის თავში გოგო! განა ასეთი უმადური ხარ? ანდა ასეთი ხარბი? ისიც საკმარისია რა სიყვარულსაც მათგან იღებ! ნუ მოგინდება იმაზე მეტი ვიდრე გეკუთვნის ,თორემ იმასაც დაჰკარგავ რაც გაქვს!_ ასე მკაცრად გავკიცხე საკუთარი თავი და, წამიერად თავწამოყოფილი გრძნობა, გულში საიმედოდ ჩავფალი და ჩავიმარხე.
გზის ბოლოში მისულმა უკან მოვიხედე, თენგო ისევ იმ ადგილას იდგა, სადაც დავტოვე და ჩემკენ იხედებოდა.
სახლში უხასიათოდ დავბრუნდი, ქათმები მოვიხმე ვაჭამე, თან დავითვალე. გამახსენდა ბავშვობაში ბებიაჩემი რომ ითვლიდა ყოველ საღამოს ქათმებს და მიკვირდა, რათ უნდათ ამდენი თვლათქო, ახლა მივხვდი, თუ რა ძვირფასი იყო ახლა ჩემთვის ყოველი მათგანი. შემდეგ ქათმები და ორი იხვუკაც დავაბინავე. კურდღლებსაც დავხედე, მოვეფერე და სადგომი გავუსუფთავე, ახალი საკვები ჩავუყარე და სახლში ავედი.
უცნაურ მოწყენილობას დაედო ჩემს გულში ბინა. ვერც კი ვხვდებოდი რატომ, სანამ ღუმელში შეშის შესადებად არ დავიხარე,რომელითაც თენგო მამარაგებდა. ხის ხმელი ნაჭერი ხელში ავიღე და ისე დავაჩერდი, როგორც განძს .
_ არა ასე ვეღარ გაგრძელდება!_ ვუთხარი ჩემს თავს მკაცრად და გადავწყვიტე მთელი ზამთრის სამყოფი შეშა ერთდროულად მომემარაგებინა და თენგო შეძლებისდაგვარად აღარ შემეწუხებინა.
დრო იყო საკუთარ თავზე ზრუნვა თავად მესწავლა.
იმ დღის შემდეგ, ვცდილობდი მისთვის თავი ამერიდებინა, რამდენადაც შემეძლო გავურბოდი და რაც უფრო მეტად ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა, უფრო და უფრო მეძალებოდა ეს ფიქრები. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა ,რომ სიზმარშიც კი მესიზმრებოდა.
სულ ფანჯრიდან ან აივნიდან ვუთვალთვალებდი და მიუწვდომელ სურვილზე მეოცნებე ჩემი თავი თავად მბრალებოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ ყველაფერი ჩემს არეულ ჰორმონებს დავაბრალე. შეუძლებელი იყო ! წარმოუდგენელი იყო! დაუჯერებელი იყო! რომ მე თენგო შემყვარებოდა.


ამბავი 7
დილით " მატა ჰარიმ" შემომირბინა.
_ სალიმა, ჰაი სალიმაა!_ აახმიანა მთელი ეზო.
_ რავა გძინავს თუ?_ გაიოცა ,როცა გაწეწილი თმით და ხალათით გამოვედი აივანზე.
_ დილამშვიდობისა ლამარა დეიდა!_ მივესალმე ,მისი ნახვა ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებდა.
_ მიდი შენებური კოფე დამიდგი, _ ქოთქოთით შემოვიდა სახლში და მაგიდასთან ჩამოჯდა.ცოტა ხანს მიყურა და ბოლოს მკითხა.
_ როდის ველოდებით ბაღანეს?_ დავიბენი, ოთხი თვის ვიყავი, ბავშვს მარტის ბოლოსკენ ველოდი.მაგრამ ასე პირდაპირ დასმულმა კითხვამ ფიქრები ამირია.
ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა.რადგან მარტოობა მაშინებდა. ვფიქრობდი ვაითუ მშობიარობა ღამით დამწყებოდა და ხმა ვერავისთვის მიმეწვდინა, ვაითუ დასახმარებლად არავინ მოსულიყო. ასეთ აზრს მოკლებულ ფიქრებს ვყავდი ატანილი.
ამიტომ ამ საკითხზე ფიქრს უბრალოდ თავს ვარიდებდი.
_ სალიმა , დედა, იცი ძალიან ვნერვიულობ შენზე. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, იქნებ ბოლო თვეში ჩვენკენ გადმოსულიყავი?_ ყველაფერს ველოდი ამის გარდა.გამიკვირდა, გავოცდი, მერე საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. შემრცხვა კიდეც საკუთარი ფიქრების. როგორ შეიძლებოდა, ამ ხალხის გვერდით რამის შემშინებოდა?!
_ ხვალემ იფიქროს ხვალისა, ლამარა ბიცოლაა, _ ყავა მოვადუღე და გვერდით მივუჯექი. ათას რამეზე მეჭორავა, ხან ამ მთისა თქვა ,ხან იმ ბარისა.
მაგრამ ვხვდებოდი ეს მხოლოდ შესავალი იყო. ხან თვალს მარიდებდა, ხან უცებ ჩაფიქრდებოდა და პასუხს მიგვიანებდა.
_ ასე მგონია ,რაღაც გაწუხებს._ ვუთხარი ,როცა მივხვდი საუბრის დაწყება უჭირდა.
_ სალიმა გოგო, არ ვიცი როგორ გკითხო, მაგრამ შენებს არ შეხმიანებიხარ? არაფერი ისმის მათგან?_ ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე.
_ შენ ხომ იცი ჩემი ამბავი არა? ლამარა ბიცოლა, მე არავინ აღარ მყავს! დედამ გამომაგდო, სწორედ დედამ!_ დედის გახსენებაზე თვალები ისევ მწარე ცრემლებმა ამივსო.
_ დედა ბნედა დედაშენს!_ მიაწყევლა ჩემი ცრემლების დანახვისას._ ბოდიში..._თან მომიბოდიშა და თვალი ამარიდა.
_ამ ხანობაზე კაკო იყო თბილისში, ხოდა..._ სათქმელს თავს უყრის. საჭირო სიტყვებს ეძებს._ ტრაქტორის ნაწილის საყიდლად ელიავაზე იყო, ბესოს გადაეყარა შემთხვევით. ხოდა მოუკითხავთ ერთმანეთი. ბესოს გაკვრით უხსენებია სახლ_ კარი სულ გავერანდაო ალბათო? კაკოს ჭკუა უხმარია და მეზობლები ვუვლითო შეძლებისდაგვარადო უთქვამს. მივხვდიო, რომ სალიმა არ უნდა მეხსენებინაო , ჩემმა კაცმა. მაგრამ ვფიქრობ სწორედ შენ გეძებდა შენი ძმა. სახლიც ამიტომ მოიკითხა. _ სწრაფად მომაყარა სათქმელი და თვალებში მომაჩერდა.
მწარედ გამეცინა, ალბათ მხოლოდ დროის ამბავი იყო ჩემი მოგნება.მაგრამ მე არც დამალვით ვემალებიდი ვინმეს, და არც შიში მქონდა. ჩემს კუთვნილ სახლში, ჩემს კუთვნილ მიწაზე სიტყვას არავის გავაბედინებდი. მხოლოდ ტყუილ ნერვების მოშლას ვერიდებოდი. მაინც მესიამოვნა კაკო ძიას საქციელი. ჩემზე რომ იფიქრა, ჩემს სიმშვიდეზე.
_ მადლობა ჩემო კეთილო, და კაკო ძიასაც მადლობა ზრუნვისთვის. თქვენს გვერდით არაფრის მეშინია. ახლა კი ერთი რამ მინდა გთხოვო._ სერიოზული სახით შევეკითხე მას_ ხომ არ იცი ვინმეს ინგლისურის მასწავლებელი სჭირდებოდეს. ნებისმიერი ასაკს მსურველს მოვამზადებ. დამჯერეთ ვინც მენდობა ,ჩემით უკმაყოფილო არ დარჩება._ რამდენი ხანია ვფიქრობდი , თუ რის გაკეთება შემეძლო და ბოლოს გადავწყვიტე უცხო ენის რეპეტიტორობა მეცადა. თანაც მაღალმთიან სოფლებში არც თუ ისე მარტივი იყო ენების სპეციალისტის პოვნა . ხშირად ამის გამო რაიონშიც კი უწევდათ სიარული,რაც კიდევ ცალკე ხარჯებთან იყო დაკავშირებული. და ყველას არც შეეძლო.
_ ინგლისურიის? აქამდე სად იყავი? ჩვენთან სკოლაში ყოფილა სამუშაო ,მასწავლებელს ეძებენო, ნათელას შვილიშვილმა მართამ გვითხრა,დარდობდა ბავშვი, ნეტავ ახალი მასწავლებელი მალე მოვაო? ისეთი ყოჩაღი ბავშვია, ქალაქში რომ ცხოვრობდეს ბევრს მიაღწევდა._ სევდიანად ამოიოხრა ლამარამ.
_ ყველაფერს გავარკვევ და შეგატყობინებ. თან ისეთი იდეა მამომივიდაააა!_ გახარებული წამოხტა ფეხზე და სწრაფად გაემართა კარისკენ.
ნეტა რა იდეა მოუვიდა ასე სასწრაფოდ? გამეცინა და მის მოტანილ ქადას ნაპირი ჩამოვატეხე.
ორი კვირის თავზე ჩემივე მოგროვილი კვერცხები ნინუცას გადავუტანე, თენგოს საკუთარი ნობათი ბაზარში მიჰქონდა და ჩემი კვერცხებიც თან გაიყოლა და საღამოს ჩემი პირველი ხელფასი, 60 ლარი მომიტანა.
ისე მიხაროდა თითქოს ერთბაშად ლატარია მოვიგე.
ჩემი პირველი ხელაფასი, ჩემი შრომის შედეგი. მერე რა რომ მხოლოდ 60 ლარი, სამაგიეროდ ჩენი ნაშოვნი და ნაწვალები.
_ სალიმა, როგორ ხარ?_ მკითხა მოულოდნელად თენგომ.
_ რავი კარგად _ თვალი ავარიდე მე .
_ იმ დღის მერე არ მინახიხარ!
_ უსიტყვოდ მივხვდი რასაც გულიხმობდა.
_. ხოო უბრალოდ, ასე გამოვიდა ._ ჩავილაპარაკე მე.
_ახლა გვიანია მოდი გაგაცილებ!_ მითხრა და პასუხს არც დალოდებია ისე გავიდა გარეთ.
მეც გამოვყევი.გასავლელი არც თუ ისე ბევრი იყო, მაგრამ სათქმელი უამრავი რამ. თუმცა სიტყვას ვერ ვძრავდი.ჩემს თავს აქამდე თუ არ ვუტყდებოდი, ახლა დანამდვილებით ვიცოდი_ მე ეს კაცი მიყვარდა .
მაგრამ იმდენად რომ საკუთარი თავისთვისაც არ მემეტებოდა..
ქარმა დაუბერა, სიცივისგან თუ მასთან სიახლოვისგან კანკალმა ამიტანა. თენგომ მაშინვე შეამჩნია ,ქურთუკი გაიხადა და ფრთხილად მომახვია ბეჭებზე.
_ შენი გაციება არ შეიძლება!_ თითქოს თავი იმართლა. ავხედე ჩემზე ლამის ორი თავით მაღალს, ხელებით ჯერ ისევ ქურთუკის საყელო ეჭირა,მიყურებდა და მის თვალებში სითბოს და სიყვარულს ვხედავდი .
მის თვალებში საკუთარ თავს ვხედავდი და გულში ვნატრობდი, სულ იქ დამედო ბინა. ჩემკენ ნელა დაიხარა, ტუჩებზე მისი სუნთქვა ვიგრძენი.
და უცებ გამივფხიზლდი. მე არ მქონდა უფლება მასზე მეოცნება.
ჩვენს შორის უფსკრულად იდგა ჩემი საკმაოდ წამოზრდილი მუცელი .ხელი ვკარი და მოვიშორე.
დავინახე მის თვალებში როგორ ჩადგა ტკივილი .
მე კი უკვე მეორედ შევაქციე მას ზურგი და სახლისკენ გავიქეცი.

ამბავი 8
(პირველი ნაწილი, რადგან ისევ ვერ ვდებ მთლიან თავს ვყოფ ორად)
კვირა დილა გათენდა. უცნაურად კარგ ხასიათზე გამეღვიძა ამ ბოლოს ვამჩნევ, ხასიათი ხშირად მეცვლება. დღეს მზის სხივებს მოვკარი ფანჯრიდან თვალი და ხასიათიც მზიანი ამყვა. აივანზე გამოვედი , მთებში ამომავალ ნარჯისფერ მზეს გავხედე. ეზოში ჩამოვირბინე და მსხლის ხეზე დამაგრებულ ცისფერ, ხელნაკეთ ნიჟარაში დავიბანე ხელ_ პირი. ალბათ ყველას გინახავთ ,პატარა ფოლადის ნიჟარა ქვემოდან, გახვრეტილ ძირში გაყრილი რკინისავე ჯოხით, ხელით მაღლა ასწევ ამ ჯოხს და წყალი მორაკრაკებს. მეგრილა ღამენათევი წყალი და სველი სახე დილის ნიავმა მომისუსხა.
სასიამოვნო შეგრძნებაა სოფელში გაღვიძება. ღობეზე ჩემი დიდი წითელი მამალი ზის, ეზოში ჟრუნი დედლები კრიახობენ. აივნის მოაჯირზე ჩემი ორი ფისუნია ერთმანეთს ეხუტება. ყოველ კუთხე_ კუნჭულში სიცოცხლე და სიმშვიდე სუფევს. დილის ჯერ კიდევ გაუფანტავ ნისლში მეზობელი სახლების საკვამურებიდან ბოლი ცისკენ მიიკლაკნება. ჰაერი კი ისეთი წკრიალაა, თითქოს ჟანგბადი ათას ნაწილად გშლის და ისევ თავიდან გამთელებს.
აქ არის ჩემი ადგილი, აქ არის ჩემი სახლი.
ქალაქში ყოფნისას ყავას აივანზე ვსვამდი ხოლმე და ასეთ მთებს წარმოვიდგენდი. ასეთ პეიზაჟს, ასეთ სიმშვიდეს. უკვე კარგა ხანია ყავის ნაცვლად ჩაის ვსვამ. მხოლოდ ახლა რეალურად ვუყურებ აივნიდან გველეშაპივით გაწოლილ მთებს. და ახალ მომავალზე ვოცნებობ.
ჩემს ოცნებაში ხანდახან იელვებს ხოლმე შავი თვალები, მაგრამ ვცდილობ მათზე ნაკლებად ვიფიქრო.
ჯერ კიდევ დილა იყო , აივნიდან ჩემი სახლისკენ მომავალი ნუცა რომ შევნიშნე.
_ გოგოოო, იცი რომელი საუკუნეა გარეთ?_ წარბშეკრულმა ამომძახა ეზოდან.
_ რა ხდება ამ დილაუთენია? რამ გაგაბრაზა?_ ვკითხე სიცილით.
_ აი ეს შენი ახალი ნომერია!_ მაგიდაზე აშკარად ნახმარი სიმ კარტა დამიდო.
_ გოგოო, რამე რომ დამჭირდება ასე ვირბინო ცხენივით წინ და უკან? _ ის ბრაზობდა მე კი მეცინებოდა.
_ კიდეც რომ იცინის ქალბატონო!_უკვე თავადაც იცინის.
_ მიდი მოიტანე შენი ტელეფონი! დავრწმუნდე, რომ ჩადე!_ წამოვდექი,უჯრაში შენახული ტელეფონი მოვნახე და ნინუცას გამოვუტანე.
_ ვაა, ეს რა მაგარი რამე გქონიაა?_ გაოცდა ნუცა.
_ ხოო, ბესომ მაჩუქა დაბადების დღეზე. _ ისევ მომენატრა ჩემი ძმა.მაგრამ ამაზე ნუცასთან საუბარი ვერც კი გავბედე.
_ გენატრება არა?_ თავად მიმიხვდა ფიქრებს.
_ გავიგე გეძებს,ლამარამ მითხრა. _ ცოტახანს ფიქრობს და მერე მეკითხება._ძმასთან არც გილაპარაკია არა? რა იცი, რომ ... რა დარწმუნებული ხარ, რომ საჩხუბრად გეძებს?
ნუცამ ის კითხვა დამისვა ,რასაც გულში ვიმედოვნებდი. მიუხედავად ყველაფრისა, ბესოს რთული ხასიათისა და ამპარტავნობისა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვუყვარდი, თავისებურად, მაგრამ მაინც! ჩემთვის არასდროს არაფერი ენანებოდა, თუ რამეს ვისურვებდი მაშინვე მისრულებდა. გულში არ მიხუტებდა და ზღაპრებს აღარ მიყვებოდა მაგრამ ვიცოდი ჩემზე ნამდვილად ფიქრობდა. გულში იმედის ჩიტი ამიფართხალდა. იქნებ იმიტომ მეძებს,რომ ვადარდებ? იქნებ დედაჩემისგან განსხვავებით ნერვიულობს ჩემზე? ვინ იცის?
თავი გავაქნიე ,ფიქრების გამოსაბერტყად. არ მსურდა იმედი მიმეცა საკუთარი თავისთვის და შემდეგ მორიგი იმედგაცრუება ბეჭებზე მათრახივით მომხვედროდა.
_ ეს რა ნომერია?_ ვკითხე ნუცას, რომელიც სიმს ტელეფონში დებდა.
_ თენგოს ძველი ნომერია, აბა ახლა აქ სად ვიყიდიდი ახალ ნომერს. პრობლემა ხომ არაა?_ მკითხა და ქვემოდან ამომხედა.
თენგოს ნომერი? გავიფიქრე და ღიმილი ძლივს შევიკავე. რაღაცნაირად გამიხარდა, რომ მისი რაიმე მაინც მექნებოდა. თუნდაც ძველი ტელეფონის ნომერი!



ამბავი 8
( მეორე ნაწილი)
_ ხოდა რაზე ამოვირბინე, სანდრომ დარეკა საწოლი მზადაა, დღეს ამოვიტან და ავაწყობო!_ მომახარა ნინუცამ.
სიხარულით თვალები ამენთო.
_ აუუ, მართლა გოგოო?_ მუცელს თითი მივუკაკუნე.
_ საწოლი დეე,შენი საწოლი!
_ ხოდა თენგომ თქვა , თუ დახმარება დასჭირდეთ, მთელი დღე მცალიაო._ მითხრა და ინტერესით შემომხედა, აშკარად ელოდა, რა რეაქცია მექნებოდა.
თვალი ავარიდე, მხრები ავიჩეჩე და ვთქვი.
_ ხოო ჯერ მოვიდეს სანდრო და.._ ნინუცამ თავი უკმაყოფილების ნიშნად გადააქნია.
_ რატომღაც ყოველთვის გაბედულ და ძლიერ გოგოდ მიგიჩნევდი!
_ რახ გულისხმობ?_ ვკითხე და თვალებში შევხედე.
_ რას ვგულისხმობ და .... არაფერს! ისე გეუბნები უბრალოდ! ერთხელ ცხოვრობ ადამიანი, მოკვდები ჩაგაგდებენ მიწაში და დამთავრდა! რატომ არ შეიძლება , რომ ბოლომდე იცხოვრო? ბედნიერი იყო? სულ ვიღაცისთვის ცხოვრება გამიგონია? ოჯახისთვის, დედისთვის, ძმისთვის , მეზობლებისთვის, შვილისთვის! და საკუთარი თავისთვის როდისღა მოვიცლით? საკუთარი ბედნიერებისთვის როდისღა ვიცხოვრებთ?_ ნუცას არ სჩვეოდა ბევრი საუბარი, არც გრძნობების გამხელა იყო მისი სტილი, მით უფრო საკუთარ უბედურებაზე ჩივილი. მაგრამ მივხვდი, რომ ამაზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი.
_ იცი, რაღაც მინდა გკითხო!_ მის წინ ჩამოვჯექი.
_ იცოდი სანდროს რომ უყვარდი?_ ვკითხე და ხელზე ხელი მოვკიდე .
ჩაეცინა.
_ ვიცოდი, როგორ არ ვიცოდი! მაგრამ გაჩხინკული და ჩემზე დაბალი " ჩხირკედელა" გულთან არ მომდიოდა, იფიქრებდი,რომ ოდესმე ასეთი ბიჭი დადგებოდა?_ სანდროს წარმოდგენისას თვალები აუციმციმდა.
_ მე უფროსი ბიჭი მომწონდა, თავი მაგარი გოგო მეგონა. სანდროს თავს როგორ გავუყადრებდი? ხოდა ის მივიღე რისი ღირსიც ვიყავი!_ სიმწრის ცრემლი გადაყლაპა. _ ახლა რა უფლება მაქვს ,ამ ანგელოზივით კაცს სიყვარულზე ველაპარაკო? როცა გარშემო ამდენი.... ამდენი უნაკლო გოგო დადის?!_ მივხვდი რასაც ამბობდა, მეც ხომ თითქმის იგივეს ვფიქრობდი საკუთარ თავზე. საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსები გვტანჯავდა ორივეს. რამდენი საერთო გაგვიჩინა ცხოვრებამ და სამწუხაროდ არც თუ სასიამოვნო ისტორიებით დაგვაკავშირა.
_ ამ წამს სხვანაირად ჭიკჭიკებდი!_ გავბრაზდი, როცა საკუთარი აზრი მისი პირიდან მოვისმინე._ აკი ერთხელ ცხოვრობო და ბედნიერებაზე უარი არ უნდა თქვაო? !
_სხვისი ცოდვების მიტევება ბევრად ადვილია მეგობარო! _ ჩაეცინა სევდიანად_ აი საკუთარ სინდისთან ბრძოლა ყოფილა რთული!
საღამომდე უამრავი რამე მოვასწარი, სანამ სანდრო ლოგინს ამოიტანდა ყველაფერი მზად მქონდა. ლამარას ბიჭებს დავურეკე, ვუთხარი საღამოს თენგოსთვის გამოევლოთ და ორივე და_ძმა წამოეყვანათ. თავად მაინც ვერ გავბედე მისთვის დარეკვა.
ამასობაში სანდროც მოვიდა , დაშლილი საწოლი მოიტანა და მის გადმოზიდვას შეუდგა.
_ მოგეხმარო?_ შევთავაზე დახმარება.
_ მოიცა , მძიმეა,შენთვის მძიმეს აწევა როგორ შეიძლება!_ ხელით განზე გამწია სანდრომ.
_ ვაა სანდროო! სანდროს გაუმარჯოოს!_ შორიდანვე მიესალმა სანდროს ბონდო.
_ რამდენი ხანია არ მინახიხარ, როგორ ხარ რას შვები?_ ახლა ბექა ჩაეხუტა მონატრებულ მეგობარს.
_ ჩხირკედელობა არ მოგიშლია, მოგიშლია კი არადა ბიზნესად გიქცევია._ სიცილით მიესალმა თენგოც.
_ ეს რა ხალხი შეკრებილა!_ გაოცდა მათი მოსვლით სანდრო. _ასე თუ შემეგებებით ყოველ დღე ვივლი თქვენთან სტუმრად!
ბიჭებმა სწრაფად გადმოიღეს დაშლილი ლოგინი და სწრაფადვე ააწყვეს.
საოცრად ლამაზი გამოვიდა, თეთრ ლოგინს ლამაზად მოჭუქურთმებული ფერადი თავი ჰქონდა. ერთმანეთში გადახლართული ვარდის ტოტები და ზედ ჩიტუნები ამოეტვიფრა სანდროს.
_ რა სილამაზეა!_ წამოვიძახე აღტაცებულმა. ჩუქურთმას თითი გადავუსვი.
_ აი ეს კი სიურპრიზია ჩემგან!_ გაიკრიჭა სანდრო.
_ ულამაზესია მეგობარო! მართლა ოქროს ხელები გქონია!_ მართლა გულით შევუქე ნამუშევარი.
_ სალიმაა!_ მომესმა ნუცას ხმა ეზოდან.
გამეღიმა, ნუცამ მოსვლა გადაწყვიტა. ესეიგი მზად იყო ცხოვრება კიდევ ერთხელ გამოეწვია ბრძოლაში.
კარი გავაღე და გავხედე.
გავხედე და გავოცდი.
მოდიოდა ნუცა და სულ სხვა ქალი იყო. გრძელი შავი თმა ჩამოეშალა, შემოდგომისფერი ნაქსოვი კაბა მოეხდინა, არა მართლაც შველივით გოგო იყო. არ ვიცი როგორ და სად მალავდა ამ სილამაზეს.
შემოვიდა და გაოცებისგან ყველა გაჩუმდა.
ასეთი ნუცა, მათ ნანახი არც ყავდათ. სანდროს შევხედე მალულად. დავინახე როგორი თვალებით უყურებდა, მისი მზერა ყველაფერს ამბობდა.
მაგიდა გავშალეთ და ბავშვობის მეგობრები შემოვუსხედით. ვიგონებდით სკოლას, მასწავლებლებს, ბავშვობის ანცობებს, უამრავ ისტორიას, რომელიც გვეგონა,რომ გადავივიწყეთ.
ვიცინოდით და ვმხიარულობდით. ეს იყო ცხოვრება! იმ ხალხთან, ვისათანაც საერთო მქონდა ბავშვობის სახით. ვისთანაც ტკბილი და იქნებ მტკივნეული ისტორიები მაკავშირებდა. ვისთან ერთად ყოფნაც მიხაროდა. ეს იყო მეგობრობა,და არა ის რასაც მთელი ცხოვრება დედაჩემი მახვევდა თავს.
_ ჩემი წასვლის დროა, უნდა დაგემშვიდობოთ! _ უკვე შუაღამეს იყო გადამცდარი სანდრო რომ ფეხზე წამოდგა.
_ ასე ნასვამი აპირებ საჭესთან დაჯდომას?_ ჰკითხა თენგომ.
._ არ არსებობს ! ამაღამ ვერსად გაგიშვებთ! ჩვენთან რჩები!_ გამოუცხადა მოულოდნელად.
სანდრომ ნინუცას გახედა, სახე აუწითლდა, აწრიალდა
_ არა! არ გამოვა ეგ ამბავი!_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა.
აშკარად ნუცასი მოერიდა.
_ რატომ ვითომ? _ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი._ ნუცა დამპირდა, რომ ამაღამ ჩემთან დარჩებოდა. _ ვიცრუე სახელდახელიდ და გაოცებულ ნუცას თვალები დავუბრიალე.
_ შენ და თენგოს კი ალბათ ბევრი გექნებათ სასაუბრო და გასახსენებელი! _ ისე ვუთხარი უარი ვეღარ მითხრა სანდრომ.
მხრები აიჩეჩა დარცხვენით და თენგოს მორჩილად გაჰყვა.
ბიჭებიც სიმღერ _ სიმღერით წავიდნენ. მე და ნუცა აივანზე ვიდექით და მიმავალ მეგობრებს გავყურებდით.
_ რა ხმა აქვთ არა?' მკითხა ნუცამ ხელგადახვეულ სიმღერით მიმავალ ძმებზე.
"მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს,
იფარავდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
გიკითხავდე ლექსებს,
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე მშვიდი,
თბილი წვიმით წვიმდეს
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს... "
(შ.ნიშნიანიძე)
მართლაც ტკბილად მღეროდნენ სახლისკენ მიმავალი ბიჭები.
_ ამათ რომ პატრონი ჰყოლოდათ ახლა სცენაზე უნდა იდგნენ! ეეჰ რაა ცხოვრება, რამდენი ნიჭი იკარგება ასე . _ მართალი იყო ნუცა, საოცრად მართალი.
ამოვიოხრე, ყველას ჰქონდა თავისი წილი სევდა, ყველას ჰქონდა თავისი სატარებელი დარდი.
მაგრამ ყველას არ ჰყავდა ასეთი მეგობრები გვერდით , რომ ეს საწუხარი მათთვის გაეზიარებინა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ახლა ,
ბევრთან შედარებით, თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევდი.

ამბავი 9 ( პირველი ნაწილი)
დილით მატა ჰარის გავუარე მაღაზიაში, სახლში მძინარე ნინუცა დავტოვე და გამოვეპარე.
მინდოდა ყავისთვის რამე სასუსნავი მეყიდა. მაღაზიაში შესულს კედელზე მოზრდილი განცხადება დამხვდა, რომ თურმე მოვამზადებ ყველას ვისაც სურს ინგლისურ ენაში, რომ ვარ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე , ჭკვიანი და უაღრესად კარგი გოგონა და მსურველები დამიკავშირდნენ ჩემს ნომერზე. ნომერი კი წითელი კალმით მსხვილად მიეწერათ.
_ ეს რაა ლამარა ბიცოლა?_ ვკითხე გაოცებულმა.
_ ეს გენაცვალე განცხადებაა!_ გამომიცხადა ჩემმა არაოფიციელურმა მენეჯერმა.
_ რომ იცოდე, დღეს დავიბარე შოთიკო ბერიძე, მუა მალე და სკოლის ამბავსაც გამოვაწყობთ !_ ისე დარწმუნებული იყო "სკოლის ამბის გამოწყობაში". ვერც კი შევეკამათე. მხოლოდ ის ვკითხე, თუ ვინ იყო შოთიკო ბერიძე.
_ აგი დირექტორია სკოლის, რავა არ გახსოვს თუ? _ დავფიქრდი და ვერაფრით გავიხსენე .
_ გოგოო, კოლიე გახსოვს , ხისფეხა კოლიე? _ ჩამეკითხა ჩემი გულმავიწყობით გაოცებულ_ გაბრაზებული ლამარა.
_ მეკობრე კოლია? _ გამიხარდა მისი გახსენება ._ მაგი როგორ არ მახსოვს!
_ ხოდა ,მაგას ყავდა შვილიშვილი შოთიკო. ზუსტად იმ წალს ჩამევიდა ქალაქიდან, თქვენ რომ კუდაბზიკა ინეზამ წაგასხათ ქალაქს. ალბათ ამიტომ არ გახსოვს!_ კიდევ დავფიქრდი, მაგრამ შოთიკო ვერაფრით გავიხსენე.
_ იყო დრო,როცა კოლიემ და მისმა ცოლმა მე და ჩემი ბაღნები შიმშილს გადაგვარჩინეს. დიდი ამაგი აქვს მაგათ ჩვენზა!_ მოიწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლი ლამარამ._ ხოდა მეც ამიზა მიყვარს შოთიკო და განა მარტვა ამიზა? ივარგა ობოლმა ბაღანამ! ა! სკოლის დირექტორობასაც კი მიაღწია.
_ მერიდება ლამარა ბიცოლა, ჩემს გამო აწუხებ ადამიანს! ნურაფერს ეტყვი.თავად მივალ და თუ მოვეწონე კი მიმიღებს , თუ არადა მოვიფიქრებ რამეს!_ ვთხოვე, თუმცა იმედი არ მქონდა, რომ დამიჯერებდა .
_ მაინც ქე უნდა მევიდეს და რავა არ ვუთხრა?_ გაიოცა ლამარამ.
_ შენ არ იცი მარა , ჩემთვის შვილივითაა მაი ბაღანე! _ იმის ნიშნად, რომ ამაზე საუბარი დაასრულა, ორივე წარბი მაღლა აქაჩა მატა ჰარიმ.
უკან გამოვბრუნდი დარცხვენილი, ისიც დამავიწყდა რაზეც ვიყავი მისული.
" რას იტყვის ის კაცი ჩემზე? ამ დროში შეიძლება ვინმეს ათხოვნინო სამსახური?"_ ვფიქრობდი ჩემთვის სახლისკენ მიმავალი.
_ სად გამეპარე გოგო ამ დილაუთენია?_ აივანზე დამხვდა ადიელამოფარებული ნუცა .
_ წამო ჩაი დავლიოთ!_ ხელკავი გამომდო და სახლში შემიყვანა.
_ რაღაც დაფიქრებილი მეჩვენები!_ მის დაკვირვებულ თვალს ხომ არაფერი არ გამოეპარება.
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
_ ხოო, უთხრას არაფერი დაშავდება. _ დაფიქრებით მითხრა ნინუცამ.
_ შოთიკო კარგი კაცია. ნიჭიერი, პატიოსანი, პრინციპული, მაგრამ თავს ძალიან დავალებულად მიიჩნევს ლამარას წინაშე. მისი სიტყვა კანონია შოთიკოსთვის.
_ რატომ კი მაგრამ?_ ვკითხე ინტერესით.
_ რატომ და, იმ ბნელ ოთხმოცდაათიანებში. თავისი შვილების ლუკმას შუაზე ყოფდა და ობოლ ბიჭს არაფერს აკლებდა . შოთიკოს დედ _მამა ავარიით დაეღუპა, დაობლდა და კოლია ბაბუასთან ჩამოვიდა. მოხუცებს თავად უჭირდათ თავის რჩენა, გეხსომება კოლია ხეიბარი იყო. მის ცოლსაც თვალს აკლდა. რომ არა ლამარა ბიცოლა, არც კი ვიცი შოთიკოს ამბავი როგორ იქნებოდა. _ გაოცებული ვუსმენ ,ამაზე ლამარას სიტყვაც არ დასცდენია.
_ მე კი მომიყვა, რომ ადრე, როცა უჭირდა, კოლია დახმარებია ძალიან და ამიტომ თავს მოვალედ თვლიდა მათ წინაშე!_ ნუცას გაეცინა.
_ ოქრო ქალია ლამარა ბიცოლა! ერთი შეხედვით ვერ მიხვდები, მაგრამ სასწაული ქალია. ასეა დაიკო ხელი ხელს ბანს და ორივე კი პირს! ამიტომ უთხრას, თავისი საქმე თითონ იციან ლამარამაც და შოთამაც._ უდარდელად მითხრა ნუცამ.
საღამოს ტელეფონმა დარეკა.
_ გამარჯობა ქალბატონ სალიმას ვესაუბრები?_ მკითხა სასიამოვნო ხმამ.
_ დიახ გისმენთ? _ ვუპასუხე მე.
_ მე შოთა ბერიძე ვარ, სოფელ
ა.....ს სკოლის დირექტორი.
თუ არ შეწუხდებით ამ კვირაში გასაუბრებაზე გელოდებით._ მითხრა და გული კინაღამ გამიჩერდა სიხარულით.
_ აუცილებლად მოვალ,_ სიხარულის დაფარვა არც მიცდია. დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე.
მთელი საღამო მიხაროდა ეს ამბავი. ვგრძნობდი ,რაღაც ახალი დაიწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. რაღაც ისეთი, რაც ჩემი თავის და მომავლის რწმენას უფრო განმიმტკიცებდა.
იმ საღამოს თენგო მესტუმრა გაუფრთხილებლად. ისედაც სიხარულით ვიყავი აფრიალებული და მისმა მოსვლამ კიდევ უფრო გამახარა. ახალი ამბავი მაშინვე ვახარე.
_ მართლა სალიმა? ძალიან კარგი. შოთა ძალიან სასიამოვნო ადამიანია. გილოცავ!_ მომილოცა და მე გამეცინა.
_ ჯერ მოუნადირებელ დათვს ნუ გავხდით ტყავს თენგო, ჯერ მოიცა, იქნება არც მოვეწონო,იქნებ არც მიმიღოს._ ვუთხარი ის , რაზეც თავადაც ბევრს ვფიქრობდი.
_მე შენი მჯერა სალიმა! _ ისე მითხრა ,რომ სულში სიმშვიდე და თავდაჯერება ჩამეღვარა.
_ მოდი მსხლის ქვეშ დავჯდეთ ,_ შევთავაზე ისევ ფეხზე მდგომს. ხის ქვეშ დადგმული სკამზე პირველი დავჯექი და ვკითხე.
_ რა ხდება? შენ ტყუილა არ მოხვიდოდი!_ ჩემმა ნათქვამმა თითქოს დააბნია. ცოტა ხანს იფიქრა და ბოლოს მკითხა.
_ ხვალ რაიონში მივდივარ, რამე ხომ არ გინდა? _ თვალებში შევატყვე, ეს აშკარად არ იყო ის,,რისი თქმაც ჩემთვის სურდა.
_ არაფერი მინდა, მადლობა და იმაზეც მადლობა შენი ნომერი რომ დამითმე._ არც მე მსურდა ამაზე საუბარი მაგრამ, რას ვიზავდი?
ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ , არც ისე მნიშვნელოვან ამბებზე. მერე წამოდგა დამემშვიდობა და წავიდა.
ამოვიოხრე და ცას ავხედე. თითქოს იქ ვეძებდი ჩემს გადაკარგულ გამბედაობას.
რა იქნებოდა ,მართლა რა იქნებოდა ,რომ მის გვერდით ყოფნის უფლება მქონოდა? მაგრამ ახლა ისიც საკმარისი იყო ,რომ ხანდახან მაინც ვხედავდი.ამითაც ბედნიერად ვგრძნობდი თავს.

ამბავი 9 ( მეორე ნაწილი)
კვირის ბოლოს მოვახერხე სკოლაში მისვლა, შოთას ვესაუბრე ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გავაცანით და ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა. ასე რომ ჩემი მატა ჰარის წყალობით კიდევ ერთი ოცნება ამიხდა და მასწავლებელი გავხდი.
მივხვდი, ხან და ხან აუცილებელია ცხოვრებამ ძირს დაგცეს ,რომ ფეხზე წამოდგე და ამ წამოდგომის ფასი ისწავლო. რომ დააფასო ის, რაც მოგეცემა და ცხოვრების გზა გააგრძელო.
რა იქნებოდა ის რომ არ დამმართნოდა, რაც დამემართა?
რა მოხდებოდა, აქ რომ არ ჩამოვსულიყავი?
რომ სახლი მაშინვე მეპოვა და მატა ჰარის არ შევხვედროდი?
რომ ნინუცა და თენგო კვლავ არ გადამყროდნენ ცხოვრების გზაზე?
ბევრს ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ ყველაფერზე და ვხვდები ,რომ დედაჩემის მადლობელი ვარ!
მგონი ნამდვილ ცხოვრებას მხოლოდ ახლა ვიწყებ!
იმისთვის, რომ ხასიათი საბოლოოდ გამომკეთებოდა ლურჯი და თეთრი საღებავი ვიყიდე და ბიჭების დახმარებით სახლის ფასადი სულ შევათეთრე, მერე ფანჯრები და კარები, ასევე აივანი და ჭიშკარი ლურჯად შევაღებინე.
წავედი ხეხილის ახალი ნერგები შევიძინე, ბაღში და ეზოში დავრგე. ასევე ვარდები და სხვა უამრავი ყვავილებიც მოვაყოლე. მინდოდა გაზაფხულზე ბუნებას და ჩემს ეზოს ერთად გაეღვიძათ. ფანჯრის რაფებზე ოთახის ყვავილები , გერანები შემოვასკუპე. ჩიტებით მოხატული ფარდები შევაკერინე და აივანზე წკრიალა ვერცხლისფერი ქარის საკრავი ჩამოვკიდე. ნიავის ყველა წამოქროლვაზე საამურად რომ ეწკრიალა და სიმშვიდე შემოეტანა სახლშიც და თავად ჩემს აფორიაქებულ სულშიც .
ერთ საღამოს ნუცა და ლამარა ერთად მოვიდნენ, გარეთ დავსხედით, სასიამოვნო საღამო იყო. ვსაუბრობდით, რომ ჩემი ბაღის ბოლოდან თოფის გასროლის ხმა მოისმა. შეშინებული ფეხზე წამოვხტი.
_ რა ხდება?_ შევკივლე შიშით.
_ ეგა კობა იქნება სალიმა,_ მითხრა ლამარამ.
_ რა ჯანდაბას აკეთებს? _ ჰკითხა ნინუცამ გაბრაზებით._ სხვის ბაღში რა ნადირობა გაუმართავს?
_ მაწანწალა ძაღლი შემოსჩვევია მის ეზოს. კვერცხებს მიჭამსო დედამისი ჩიოდა. ეტყობა იმას დასდევს მოსაკლავად._ აგვიხსნა მან.
_ საწყალი ძაღლი! _ გული დამეწვა ცხოველის ცოდვით.
_ აი შენს კვერცხებს რომ შეგიჭამს, თან ყოველღამე და ქათმებს ზედ დააყოლებს ლეკვები რომ გაუჩნდება. მერე მასე აღარ იტყვი ბიცოლა გენაცვალოს!_ მითხრა ლამარამ, მაგრამ მე მხოლოდ ერთი რამ გავიგონე მისი ნათქვამიდან. ის რომ ძაღლი უპატრონო იყო , გამოგდებული და თანაც ლეკვებს ელოდებოდა.
საკუთარი თავი მომაგონა მისმა საცოდაობამ. ცოტა ხნის წინ მეც მასავით მიუსაფარი და სასოწარკვეთილი ვეძებდი თავის გადასარჩენ გზას.
თქმით არაფერი მითქვამს თუმცა ხასიათი სულ წამიხდა.
იმ საღამოს მერე იმ ძაღლზე ფიქრი ამეკვიატა.
გავიდოდი ხოლმე ბაღში და საკუთარ თავს იმაში ვიჭერდი, რომ სწორედ მას ვეძებდი.
თითქოს მისი გადარჩენით საკუთარ თავსაც კიდევ ერთხელ გადავარჩენდი.
ერთ დღეს ასე ვსეირნობდი ჩემს ახალ ნარგავებში რომ თოფის ხმა მომესმა, რომელსაც საცოდავი წკავწკავი მოჰყვა. თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი ხმის მიმართულებით. აღარც ის მახსოვდა, რომ ორსულად ვიყავი, აღარც ის, რომ შეიძლებოდა რამე დამშავებოდა. გავრბოდი და მთელი ხმით მოვუხმობდი ძაღლს.
_ ცუგა ,ცუგა ჩემთან!_ თითქოს შევიშალე , თითქოს გავგიჟდი.
_ გაჩერდი!_ ვყვიროდი მთელ ხმაზე_ არ მოკლა!
მაყვლის ბუჩქებიდან კუდამოძუებული, უზარმაზარი, შავი ქოფაკი გამოძვრა, წელში მოკაკვული ჩემსკენ გამოიქცა. რამდენიმე ნაბიჯზე შედგა და თვალებში მომაჩერდა. თითქოს ამოწმებდა ჩემი ნდობა შეიძლებოდა თუ არა.
არ შემშინებია. თვალებში ვუყურებდი და ნათლად ვხედავდი, მხოლოდ ერთ რამეს მთხოვდა: " მიშველე ადამიანო!"
_ მოდი ჩემთან ვუთხარი და ხელის გული გავუწოდე.
მიმიახლოვდა ,ჯერ დრუნჩი შემახო ხელზე, შემდეგ ხელი ამილოკა და კუდი გააქიცინა.
უცებ ბუჩქებიდან თოფმომარჯვებული კაცი გამოვიდა.
ძაღლი მისკენ მიტრიალდა , ჩემსა და მას შორის ჩადგა და ავად დაიღრინა.
_ გაიწიე ქალო, უნდა მოვკლა!_ მითხრა მეზობლის კაცმა.
_ გაბედავ ჩემს ეზოში გაისვრი და ნახავ თუ არ გიჩივლებ!_ დავემუქრე და მუქარამ გაჭრა. თოფის ლულა დაუშვა.
_ ძაღლი დღეიდან ჩემია! არ გაბედო და რამე არ დაუშავო!_ ასე მკაცრად ცხოვრებაში არავისთან მესაუბრა და არ მეგონა ამის გამბედაობა თუ მექნებოდა ოდესმე, მით უფრო შეიარაღებულ ადამიანს თუ გავუბედავდი ამას . კობამ იარაღი დაუშვა.
ნელ_ ნელა უკან დაიხია. ძაღლს ყალყზე დამდგარი ბალანი დაულაგდა და ღრენა შეწყვიტა.
მაგრამ პოზა არ შეუცვლია. ისევ ჩვენს შორის იდგა და ახლა გავაცნობიერე, რომ მე მიცავდა მისგან. აღარც კუდი ჰქონდა ფეხებს შორის დამალული. საკუთარი თავის დასაცავად ძალა არ შესწევდა, მაგრამ ,რატომღაც ჩემი დაცვა არ გასძნელებია.
ისევ საკუთარ თავთან მსგავსება დავინახე მასში და ამან გამაოცა.
_ იციდე, ერთხელ კიდევ გადმოვა ჩემს ეზოში და ნუ გეწყინება მერე!_ მომაძახა კობამ და ღობეზე გადაძვრა.
ძალის და სითამამის უეცარმა მოზღვავებამ გამიარა და ნერვიული სპაზმი დამეწყო. მუცელი ამტკივდა და მიწაზე დავიჩოქე, ხელებით ნესტიან მიწას დავეყრდენი . ძაღლი მომიახლოვდა, სახე ამილოკა და დაიწკმუტუნა.
კისერზე მოვეფერე, რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. ნელა წამოვდექი.
_ წამოდი! _ ვუბრძანე ქოფაკს ზურგი შევაქციე და სახლისკენ წავედი.
უკან არ მიმიხედია ,მაგრამ ნაბიჯების ხმაზე მივხვდი, რომ მორჩილად მომყვებოდა.
მსხლის ხეს გრძელი ბაწარი შევაბი. შემდეგ ,ძველ ნივთებში მამაჩემის ქამარი ვიპოვნე, ძაღლს კისერზე გავუკეთე და ხის ქვეშ დავაბი. ჯამით წყალი და პური გამოვუტანე.
_ დღეიდან აქ იცხოვრებ და სახელად დუდუ გერქმევა!_ ვუთხარი ძაღლს. მას თითქოს ჩემი ესმოდა, ისე დაწვა , წინა თათები გადაიჯვარედინა და ზედ თავი მშვიდად ჩამოდო.
სოფლის შენებას რა უნდა ხომ იცით? ხოდა მესამე ხმაც მოვიდა.ახლა ფაზლის ბოლო ნაწილი თითქოს საკუთარ ადილზე ჩაჯდა და სურათიც აეწყო: მე, ჩემი წითელი მამალი და შავი ქოფაკი დუდუ საკუთარი სოფლის შენებას ვიწყებდით.
ამბავი 10
დაკარგული სიმშვიდე დაბრუნდა. მაქვს მყუდრო სახლი, სამსახური, მალე ბავშვს ველოდები და მყავს მეგობრები. ამაზე მეტი რაღაა საჭირო არ ვიცი?
საქონლის ძველ სადგომში სქლად დაყრილ თივაზე დუდუს გვერდით ვზივარ. მისი თავი კალთაში მიდევს. მალე პატარა ლეკვები გვეყოლება. სუფთა და ლამაზ ბეწვზე ვეფერები.
_ ნუ გეშინია დუდუ, მალე ყველაფერი დამთავრდება.
ველაპარაკები, რადგან ვგრძნობ ჩემი ხმა ამშვიდებს.
მალე პირველი ლეკვი იბადება, შემდეგ მეორე და ცოტა ხნის შემდეგ მესამე. მაგრამ ვხვდები, რომ რაღაც რიგზე არაა, დუდუ წკმუტუნს იწყებს და დრუნჩით ნაბოლარა პაწაწა სხეულს ეხება. ლეკვი ხელში ამყავს. ის არ სუნთქავს . სადღაც იუთუბში ნანახი ვიდეოდან მახსოვს და ორი თითით მასაჟს ვუკეთებ , იქნებ ამოისუნთქოს.
_ მიდი პატარა მიდი!_ რაღაც უცნაური მემართება. იმის შეგრძნება, რომ ხელში სიცოცხლე მიკავია , რომელიც მტოვებს გონებას მიბინდავს. კაბით პაწაწა ვარდისფერ დრუნჩს ვუწმინდავ და შიგ სულს ვუბერავ. მაგრამ ყველაფერი ამაოა. სიცოცხლე ისეთი მყიფე და მსხვრევადია. თითების უბრალო მოჭერით ჩაიმსხვრევ ხელში. მაგრამ ამავდროულად როგორი დიდებულია თავისი არსებით.
მუხლებზე ვდგავარ და გამწარებული ვაგრძელებ ლეკვის გაღვიძებას. უბრალოდ არ შემიძლია სიცოცხლის თუნდაც სულ პაწაწა ნაპერწკლის ასე უბრალოდ დაკარგვა. მაგრამ ზოგჯერ ჩვენ არაფერი შეგვიძლია.
_ სალიმაა! _ მესმის რომ ვიღაც მეძახის, მაგრამ პასუხის თავიც არ მაქვს. ამ წამს სიკვდილმა ასე უბრალოდ, ასე მარტივად დამამარცხა. შიში მთელ სხეულს ედება და ტკივილი მუცელს მისერავს. ნერვიული სპაზმები მეწყება და ასე დაჩოქილს, გულში ჩაკრული მკვდარი ლეკვით, გული მერევა.
_ სალიმა სად ხარ?_ მესმის ძახილი და სადგომში თენგო შემოდის. სიბნელეს თვალს აჩვევს და წამით ჩერდება.
_ რა გჭირს სალი ? რას აკეთებ? _ მერე დუდუს ხედავს და ყველაფერს ხვდება.
_ რა გიჭირავს? აქ მომეცი!_ მართმევს ლეკვს. ამოწმებს, არ ვიცი რას აკეთებს, მაგრამ უცებ მეუბნება.
_ ნახე ცოცხალია,აი ნახე!_ ლეკვს მიწვდის. მართლაც ლეკვი პატარა თათს ხრის.
_ ვაჯობე , ვაჯობე გესმის? სიკვდილს ვაჯობე!_ სიხარულისგან სუნთქვა მეკვრის.
_ აჯობე ხოო! იმიტომ რომ მაგარი გოგო მყავხარ!_ ხელებს მხვევს თენგო. მისი მკლავები დაცულობის და სიმყუდროვის უზარმაზარ შეგრძნებაში მხვევენ და მე საკუთარ თავს ტირილის უფლებას ვაძლევ.
თენგო მაცდის დამშვიდებას. მერე ლეკვს დუდუს უსვავს, რომელიც მზრუნველად ტლაკავს შვილს. თან ჩვენ გვიყურებს ბედნიერი თვალებით და კუდს გვიქიცინებს.
დღეები გარბიან. დღეს მე და ნინუცა რაიონის ქალთა კონსულტაციაში ჩემი ექიმის კაბინეტში ვართ. ეხოს დღეა. ჩემს პატარას ვნახავ. აღტაცებული ვარ. ნინუცაც არანაკლებ ცქმუტავს. მალე ბავშვის გულისცემის ხმის ფონზე ვუყურებთ პატარა უცხოპლანეტელს ჩემს მუცელში. ექიმი ნელ_ ნელა თვლის მის ორგანოებს, ითვლის მის თითებს, ზომავს თავს. ბოლოს გვეკითხება:
_ სქესი უკვე იცით ალბათ ხომ?_ მე უარის ნიშნად თავს ვიქნევ.
_ არ ვიცი და ერთი წამითაც არ მაინტერესებს!_ ვეუბნები ექიმს.
_ მთავარია რომ ჯანმრთელია და ჩემია! მეტი არაფერი არ მაინტერესებს!_ ექიმი იღიმის.
_ იცით რა იშვიათია, რომ სქესი პრობლემა არაა? მიხარია თქვენსავით პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის ნახვა. თავად სამი გოგო მყავს და ვერ წარმომიდგენია რომელს ჩავანაცვლებდი ბიჭით! ჩემი გოგოები სამყაროს მირჩევნია._ გული მითბება. მაგრამ იმდენი ტკივილიანი წუთი გამოვიარე იმის გამო რომ გოგო ვარ , არაერთხელ მიფიქრია, რა იქნებოდა მეც ბიჭად დავბადებულიყავიმეთქი. რატომღაც მგონია , ბიჭი რომ ვიყო მშობლებს მეც ვეყვარებოდი.
სახლში ბედნიერი ვბრუნდები.
_იცი სანამ შენ ანალიზებზე იყავი, სანდრო მოვიდა._ მეუბნება ნუცა და ლოყები უწითლდება.
_ ოჰოო, შენი ნახვა უნდოდა არა?_ ვეკითხები მე.
_ არა ! _უარობს სწრაფად , თუმცა ეცინება._ საჩუქარი მოგიტანა. ასე თქვა სალიმას დაბრუნებამ იღბალი მომიტანაო._ ორივე ვიცინით.
ლამაზად შეფუთულ საჩუქარს მიწვდის. ვხსნი და კიდევ ერთხელ მაოცებს სანდროს ნიჭიერება.
ხის პატარა გულებია, ერთმანეთზე ჩამოკიდული, სურათის ჩარჩოებია.
ზემოთა ყველაზე დიდ გულზე კი ამოტვიფრულია სიტყვები: " სალიმას ბედნიერება!".
მიმაქვს და სანდროს გაკეთებული ბავშვის საწოლის თავზე ვკიდებ.
ვიცი რომ თან და თან შევავსებ ამ ჩარჩოებს იმ ბედნიერი მომენტებით, რაც წინ მელოდება. და ყოველთვის როცა ამ ფოტოებს შევხედავ გამახსენდება ,რომ ბედნიერებამდე ერთი ხელის გაწვდენაა მხოლოდ.
ახალი წელი მოდის. ბავშვობიდან ვგიჟდები ახალწელზე. ერთი თვით ადრე მეწყება ეიფორია. ხელფასიდან სპეციალურად გადავდე ფულის ნაწილი , რათა ისეთი ახალი წელი მომეწყო, როგორზეც ბავშვიბაში ხშირად ვოცნებიბდით მე და ჩემი ძმა, როცა ახალი წლის დღეებში ჩვენს აუცილებელ რიტუალს ვასრულებდით, თუ რა თქმა უნდა შუქი გვქონდა. ვიჯექით ჩვენი ძველი ტელევიზორის წინ და " მარტო სახლშის" ვუყურებდით. ჩვენც , მსოფლიოს მილიონობით ბავშვის მსგავსად ვმეგობრობდით კელვინ მაკკალისტერთან. ვოცნებობდით ჩვენ სახლიც ისე ყოფილიყო მორთული როგორც მაკალისტერების ნათელი და ჩახჩახა სახლი.
ბავშვობის ოცნებებს ,როგორც წესი ,ხშირად ახდენა არ უწერიათ! ერთადერთი რაც იმ ოცნებიდან ამიხდა ის იყო, რომ მე ჩემს სახლში მართლაც მარტო ვიყავი.
უამრავი ფერადი ნათურა ვიყიდე, ჯერ ეზოში ახალ დარგული ნაძვი მოვრთე, შემდეგ მივყევი და მთელი აივანი და ფანჯრები ამ მოციმციმე ნათურებით ავაბრჭყვიალე.
დიდი ნაძვის ხეც შევიძინე და სულ ფერად _ფერადი გირლიანდებით და ბურთულებით მოვრთე, ბუხართან მივიტანე და კმაყოფილმა ამოვისუნთქე. მერე ოქროსფერი სანთლის განათების მსგავსი ნათურები ბუხრის თავზე დავკიდე. ბუხარზე სანტას წითელი წინდები დავკიდე. ბუხრის წინ ძველი დივანი მოვახოხე. ლიმნიან_ თაფლიანი ჩაი გავიკეთე და ბედნიერად მოვკალათდი. რადგან ტელევიზორი არ მქონდა მობილურში ჩავრთე ფილმი და სიმყუდროვით ავსილი მთლიანად და კაცმა არ იცის მერამდენედ გადავეშვი მაკალისტერების მხიარულ თავგადასავალში.
ვერც კი გავიგე კარი როდის გაიღო და როდის შემოვიდა ისე ვიყავი გართული კინოს ყურებაში.
_ სალიმა!_ მომესმა გაოცებული და მოულოდნელი ხმა.
შევკრთი, სანამ მივხედავდი გული წამით ლამის გამიჩერდა , მერე კი გაასმაგებული ძალით ამიბაგუნდა. ნელა მოვიხედე. ჩემი ძმა იყო , ბესო. იდგა და გაოცებული მათვალიერებდა, თითქოს პირველად მხედავდა.
_ სალიმა!_ ისევ გაიმეორა ჩემი სახელი. ნელა გონს მოვეგე. წინასწარ თავის დასაცავად მოვემზადე. გამახსენდა, რომ მე საკუთარ სახლში ვიყავი და აქ არავის მივცემდი ჩემი დამცირების უფლებას.
მუცელზე ხელი დავიდე და ნელა ავდექი. სწრაფი მოძრაობა უკვე აღარც კი შემეძლო.
_ გამარჯობა ბესო!_ მივესალმე ძმას.
თვალი ჩემს მუცელზე გაუშეშდა. არ ვიცი ალბათ არ ელოდა ჩემს ამ მდგომარეობაში ნახვას. ტუჩები მოკუმა, დავინახე როგორ დააჭირა კბილები სიმწრით ქვედა ტუჩს.
_ გეძებდი სალიმა!_ ამოთქვა ძლივს.
_ რისთვის? დაგრჩათ რამე სათქმელი?_ ვკითხე ავად.
_ აქ არ მეგონე კაკომ მითხრა...
_ ვიცი რაც გითხრა კაკომ! და ძალიანაც კარგი ქნა!_ ვუღრენ ისევ ავად.
_ სალიმა, მე ... _ ისევ არ ვამთავრებინებ სიტყვას.
_ ეს ჩემი სახლია და არ მოგცემ უფლებას შეურაცყოფა მომაყენო! გგონია უფლებას მოგცემ დედასავით შენც მცემო!_ ვუყვირი და სიბრაზე მავსებს.
_ გცემო? _ მართლა უკვირს._ დედამ გცემა? _ ორივე ხელს თავზე იჭერს.
_ მე გეძებდი სალიმა! იმისთვის არა ..._ ხმა უწყდება_ მე არ ვიცოდი! თავიდან გავბრაზდი შენზე ,რომ სახლი მიატოვე და ვიღაც საყვარელთან გაიქეცი. ასე თქვა დედამ. მეც დავიჯერე სალიმა. მაგრამ მერე ნიცა შემხვდა და ყველაფერი მომიყვა,რაც მისმა ძმამ დაგმართა. იმ არაკაცს მოსაკლავად ვეძებდი და თურქეთში გამექცა. მივხვდი, რომ დედა ტყუოდა. მას მერე გეძებ დაიკო ... მაპატიე , ვერ დაგიცავი! _ ჩემს წინ მუხლებზე ეშვება. ჩემი ამაყი , ჯიუტი და ამპარტავანი ძმა.
_ ალბათ ეს ჩემი სასჯელია სალიმა! მაგრამ შენ რა დააშავე არ ვიცი! მაპატიე დაიკო!_ ჩურჩულებს ბესო.
_ მე ნინუცაზე ყველაფერი ვიცი! პატიება ჯერ მას უნდა სთხოვო!_ ვეუბნები და მეცოდება. ამპარტავანი და უგულო დედის გაზულუქებული პრინცი იყო. მიკვირს ,როგორ შესძლო სწორი გზის პოვნა.
ვუახლოვდები და აცახცახებულ მხარზე ხელს ვადებ.
_ ცივა გარეთ, ცხელ ჩაის დალევ?_ ვეკითხები. ის თანხმობის ნიშნათ თავს მიქნევს და ხელებს მხვევს, ლოყით მუცელზე მეხუტება და ხმადაბლა ამბობს:
_ გამარჯობა დისშვილო!

ამბავი 11
დიდხანს ვსაუბრობდით მე და ბესო. ყველაფერი დეტალურად მომაყოლა, იმ საშინელი წვეულებიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე.
_ არ მესმის!_ ვერ მშვიდდებოდა ჩემი ძმა._ რაში დასჭირდა დედაჩვემს ჩვენი მოტყუება? ვერაფრით ვხსნი მის საქციელს!
_ მაგას რაღა აზრი აქვს ძმაო?_ ვეუბნები მე.
_ მისმინე! რა მოხდა მაშინ? რატომ არ დაეხმარე ნინუცას?_ მისი პასუხი მაინტერესებს. არ მინდა დავუშვა, რომ უბრალოდ ფეხებზე ეკიდა.
_ იმ წელს სკოლას ვამთავრებდი. იმ ამბავს რომ შევესწარი ... მე შემეშინდა გესმის? უკან მოუხედავად გამოვიქეცი. ის ბიჭები, ჩემზე უფროსები იყვნენ. ხშირად მოდიოდნენ ხოლმე სკოლის ეზოში სიგარეტის მოსაწევად, გოგოებთან საღლაბუცოდ. ერთი მათგანი პოლიციის მაშინდელი უფროსის შვილი იყო. სიტყვას ვერავინ უბედავდა. დედას ყველაფერი მოვუყევი..._ ჩუმდება.
_ ისე მაშინვე უნდა შემემჩნია დედის უცნაური საქციელი, მაგრამ ბავშვი ვიყავი და ვერ გავიაზრე. მან კი ისე დამაშინა. ასე მითხრა შენი უმოქმედობა მათ თანამზრახველიბას ნიშნავსო! გინდა ციხეში ამოყო თავი? მას მამამისი უშველის, შენ კი მშველელი ვინ გეყოლებაო!
_ ბესო, შენ იცი რისი გადატანა მოუხდა ნუცას? ოდნავ მაინც გესმის? აი მე კი მესმის. თან იმაზე კარგად, ვიდრე მინდა, რომ მესმოდეს!_ ვბრაზობ მის უნიათობაზე, მის სიმხდალეზე, მის უგულობაზე.
_ ვიცი დაიკო, ყველაფერი ვიცი. აი ღმერთმა ასე დამსაჯა, შენ მოგივლინა განსაცდელი, რომ კარგად გამეგო თუ რისთვის გავწირე ნუცა იმ დღეს ჩემი სიმხდალით. _ თავს ხრის ჩემი ძმა.
_ ნუცასთან საუბარს ვერ აცდები იცოდე!_ მკაცრად ვეუბნები მე.
_ ისე მეშინია მაგ დღის, არც კი ვიცი თავი რით ვიმართლო. ჩემი არაკაცობა რით გამოვასწორო ? არ ვიცი სალიმა.მაგრამ დღეიდან შენთან ვიქნები. არ მიგატოვებ , მინდა ჩემი იმედი გქონდეს!_ მეუბნება და თვალს პირველად მისწორებს.
_ იცოდე, აქიდან არსად წასვლას არ ვაპირებ! ქალაქი არც კი მიხსენო!_ სიმკაცრე მეპარება ხმაში.
_ არც კი მიფიქრია ჩემო გოგო. სახლი რომ დავინახე მაშინვე მივხვდი შენ აქაურობას ეკუთვნი.
მეორე დღეს, ნუცასთან წავედი. მინდოდა მეთქვა,რომ ჩემი ძმა დაბრუნდა. ჭიშკრიდან დავუძახე.
_ნუცაა, ნუცაააა!_ თენგომ გამომხედა.
_ ხომ მშვიდობაა სალიმა?_ კიბეები სწრაფად ჩამოიარა. კარი გამიღო და ეხოში შევედი.
_ მშვიდობაა კი! _ მასზე კი არ მიფიქრია, ნეტავ როგორ მიიღებდა ჩემს ძმას. ნეტავ თუ აპატიებდა იმას, რაც ნუცას დამართეს. ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათ შორის უთანხმოება არ ყოფილიყო.
_ დილამშვიდობისა თენგო._ მივესალმე. გულში მათთვის სათქმელ სიტყვებს ვალაგებდი, რომ უცებ ჩემს ზურგს უკან ჭიშკარი ჭრიალით გაიღო და
_ გამარჯობა თენგო!_ მომესმა ბესოს ხმა. კარგად დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები თენგოს გაოცებისგან. რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობამ ერთმანეთის მონაცვლეობით გაუდაურბინა სახეზე. მუჭები შეკრა და ნაბიჯი გაუცნობიერებლად წინ წადგა.
_ თენგო!_ ხმადაბლა მუდარით ვთქვი მე. შემომხედა, ტუჩი მოიკვნიტა სიმწრით. მივხვდი რად უჯდებოდა თავის შეკავება.
_ აქ რას აკეთებ!_ ცივად ამოთქვა უცხო ხმით და ბესოს პირდაპირ შეხედა.
_ რა უცნაური კითხვაა ძმაო?_ მომესმა მოულოდნელად ნინუცას მშვიდი ხმა.
_ სტუმარი ღვთისაა!_ ისევ იმ უცნაურად მშვიდი ხმით თქვა , სახლუდან გამოსულმა ნუცამ. მშვიდად ჩაუარა ძმას გვერდით და სახტად დარჩენილი და გაქვავებული ბესო გადაკოცნა.
_ რამდენი ხანია არ მინახიხარ! გაზრდილხარ, შეცვლილხარ!_ ბოლო სიტყვის თქმისას თვალი გაუსწორა ჩემს ძმას.
_ რახან შენს დას მოაკითხე, მართლაც შეცვლილხარ!_ თქვა უკვე დარწმუნებით.
_ მაპატიე ნუცა!_ გაბზარული ხმით ამოთქვა ბესომ. ალბათ ნუცას ამ საოცარი დიდსულოვნების გარდა ყველაფრისთვის მზად იყო.
_ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს , არა მეგობარო?_ ჰკითხა ნუცამ.
_ ნუცა!_ ერთდროულად გაოცებასაც და ბრაზსაც გამოხატავდა თენგოს ხმა.
_ რა ნუცა? _ მოუბრუნდა ძმას გააფრებით_ რა ნუცა? რას ელოდით? _ ახლა მე მომიბრუნდა ნინუცა.
_ საერთოდ არ მიცნობთ არა? როგორ ბედავთ და წარსულის გახსენებას როგორ ცდილობთ ჩემთვის? _ ფოლადივით ხმა ჰქონდა ნუცას. ნერვიულობისგან პირში ჟანგის გემო ვიგრძენი.
_ რაც მოხდა მოხდა! ვერაფერს შევცვლით! მაგრამ მომავალი ხომ ჩვენს ხელთაა არა? მეყო ! ძალიან დავიღალე ტკივილში და სიბნელეში ცხოვრებით! მე მინდა ბედნიერი ვიყო! მინდა გული შემიმსუბუქდეს! ჩემგან საპატიებელიც კი არაფერია! მთავარია საკუთარმა სინდისმა აპატიოს!_ უკვე მშვიდად თქვა ნუცამ.
მღელვარებისგან თავბრუ დამეხვა. წავბარბაცდი და რომ არა თენგო ალბათ იქვე გულწასული დავეცემოდი.
_ სალიმა!_ წამში ჩემს გვერდით გაჩნდა ბესოც.
_ რა დაემართა ? რა მოუვიდა? _ ისე შეაჩერდა თენგოს თითქოს ხსნას და შველას მისგან მოელოდა.
_ კარგად ვარ! კარგად ვარ, არაფერია!_ ვცადე მათი დამშვიდება. მაგრამ თენგომ ყური არ მათხოვა, არც ბესოსი მორიდებია. ხელში ამიყვანა და სახლის მისაღებში შემიყვანა. დივანზე დამაწვინა.
_ არაფერია,. კარგადაა. _ დაამშვიდა ნუცამ ორივე. _ აბა რა გგონიათ ამ საწყალს ნერვიულობა არ აკლია და სტრესი! მოფრთხილება უნდა, სიმშვიდე! თქვენ კი...ეჰ! კაცები ხართ, არაფერი თქვენ არ გესმით!_ ამოიოხრა და წყალი დიდი უზარმაზარი ჭიქით მომიტანა.
საღამოს მატა ჰარი და მისი ბიჭებიც ამოვიდნენ. ბესოს ნახვა ყველას გაუკვირდა , გაუკვირდა და გაუხარდა.
_ დაბრუნდი ბიჭო?_ ჰკითხა კაკომ.
_ აკი სალიმა სოფელში არააო?_ ჰკითხა სიცილით ბესომ.
_ რა ვქნა შვილო? ისეთ დღეში იყო საწყალი გოგო. ვიფიქრე საჩხუბრად ეძებდი. რომც მდომოდა და მეთქვა სახლში დაბრუნებული უეჭველ სიკვდილს ვერ გადავურჩებოდი!_ უპასუხა კაკომ და წარბებაქაჩულ ცოლს გახედა.
ქეიფი დაწყებული არ გვქონდა ,რომ ნუცამ გამოაცხადა.
_ ახლა სანდრო მოვა და თქვენთვის ახალი ამბავი გვაქვს!_ შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
_ მართლა?_ კითხე გახარებულმა.
_ მართლა !_ თავი დამიქნია ნუცამ.
სანდრო მალევე მოვიდა. დიდი ვარდების თაიგულით ხელში. ნუცა თამამად შეეგება. ყვავილები ჩამოართვა და გაოცებულ თენგოს გამოხედა. თითქოს მისი რეაქციის შემოწმება უნდოდა. სანდრომ ბოდიში მოიხადა. ხელში სავსე ღვინის ჭიქა აიღო და დაილოცა. შემდეგ კი თენგოს მიუბრუნდა.
_ ღმერთია მოწმე, ნუცა მიყვარს! მიყვარს სკოლიდან! მხოლოდ ის მიყვარდა, ის მიყვარს და ის მეყვარება სიცოცხლის ბოლომდე. ცივ ნიავს არ მივაკარებ! აქ ღმერთისა და მეგობრების წინაშე მინდა შენი მშვენიერი დის ხელი გთხოვო! _ დაასრულა და ანერვიულებულმა პასუხის მოლოდინში ღვინით სავსე ჭიქა ბოლომდე დაცალა.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.
_ თუ ჩემი და თანახმაა, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს!_ ხმამაღლა უპასუხა თენგომ.
_ თანახმა ვარ! _ ჯერ ძმას უთხრა ნუცამ, მერე სანდროს მიუბრუნდა_სანდრო თანახმა ვარ! _ სიხარულით სახე გაებადრე სანდროს. ნუცა ხელში აიტაცა და ოთახDი დააბზრიალა.
მხიარულმა შეძახილებმა და ყიჟინამ გადაუარა ჩვენს პატარა სუფრას. წყვილს ლოცავდნენ და ულოცავდნენ .
უცებ თვალი მოვკარი თუ როგორ მიყურებდა თენგო და ჟრუანტელმა დამიარა, შეუძლებელი იყო მომჩვენებოდა. ნუთუ მართალი იყო? ნუთუ შესაძლებელი იყო? მაგრამ სამწუხაროდ მე ნუცასავით გაბედული არ ვიყავი. თენგოს მწველ მზერას კვლავ თვალი ავარიდე და საკუთარ მუცელს დავხედე, როგორც შეახსენებას, რომ მე თენგოს არ ვიმსახურებდი.


ამბავი 12
ბესომაც მოისურვა მეგობრები ჩვენთან დაგვეპატიჟა, როგორც ჩანს მასაც მონატრებიდა ჩვენს სახლში ქეიფი და მხიარულება. ერთ საღამოს მეგობრები ჩვენთან შევკრიბეთ. მხიარულებაში ისე ჩამოღამდა ვერაფერი გავიგეთ.
_ სალიმა, შენთან საუბარი მსურს!_ მომიახლოვდა და ლამის ჩურჩულით მითხრა თენგომ . გული ამიჩქარდა, ისეთ ხმაზე აბაგუნდა მკერდში, მეგონა მასაც უეჭველად ესმოდა.
_ კარგი, როგორც იტყვი._ ვუთხარი, დასამშვიდებლად წყალი მოვსვი, მაგრამ გულისცემა ვერაფრით დავიმშვიდე. " ნუ სულელობ! " შემოვუძახე საკუთარ თავს.
" ალბათ სხვა რამეზე სურს ლაპარაკი! და რაზე? მისი თვალები...ისე მიყურებს არ შეიძლება მეჩვენებოდეს! და გინდაც არ მეჩვენებოდეს, სულელო თავო! მერე რა? თავადაც იცი, მისი ღირსი რომ არ ხარ!" ასე ვებრძოდი საკუთარ გრძნობებს ფიქრებში და მიუხედავად იმისა, რომ თავს მის შესაფერისად არ მივიჩნევდი, მაინც ძალიან მაინტერესებდა, რა ჰქონდა ჩემთვის სათქმელი.
სუფრიდან ადგა და გარეთ გავიდა. ვიცოდი მელოდა, მაგრამ გასვლას ვერ ვბედავდი. მუხლები მიკანკალებდა. სუფრა მოვათვალიერე, ბიჭები გიტარაზე მღეროდნენ. ჩემთვის არავის ეცალა. მხოლოდ სანდროზე მიხუტებული ნუცა შემომცქეროდა მოლოდინით და როცა ჩემმა თვალებმა მისი თვალები იპოვეს, თავის გაქნევით გარეთ გადიო მიმანიშნა და გამიღიმა. ჩუმად წამოვდექი და გარეთ გავიპარე, რომ ჩემი გასვლა ბესოს არ შეემჩნია.
არც კი ვიცი, რა აზრის იქნებოდა ამ ყველაფერზე. მე კი ძლივს შერიგებული ძმის განაწყენება აღარ მსურდა.
თენგო მსხლის ქვეშ იდგა და დუდუს თავზე ეფერებოდა.
მივუახლოვდი და ისევ ავნერვიულდი.
_ სალიმა! _ ვხედავდი, რომ საკმაოდ ნასვამი იყო. თვალები უცნაურად უელავდა.
_ გისმენ თენგო!_ ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა და შებარბაცდა. ხელი შევაშველე, ის კი მომეხვია. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ვინატრე ნეტავ ეს წამი არ დასრულდებოდესმეთქი.
_ სალიმა! _ ისევ ჩემს სახელს იმეორებდა ჩურჩულით.
_ დაჯექი თენგო!_ ვუთხარი მე და სკამისკენ გავიწიე.
მან უფრო მეტად მომხვია ხელები.
_ შენ გგონია მთვრალი ვარ?_ მკითხა და თვალებში ჩამხედა.
_ არა კი არ მგონია, ნამდვილად მთვრალი ხარ!_ ვუთხარი ღიმილით.
_ ხოო, მხოლოდ იმიტომ რომ შენთვის ამის თქმა გამებედა!_ ისრვ ჩურჩულებს და მის ჩურჩულზე უფრო მიკანკალებს მუხლები.
_ მიყვარხარ სალიმა!_ამოთქვა ბოლოს და ბოლოს. მანამდე კიდევ მქონდა თავის გასამართლებრლი მიზეზი, თუ რატომ ვეხვეოდი მთვრალ კაცს საკუთარ ეზოში. რომ ნასვამი იყო, რომ ფეხი ერეოდა, რომ არ წაქცეულიყო. მაგრამ როგორც კი ეს სიტყვები მითხრა, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. შევეცადე მისი მკლავებიდან თავი დამეხსნა. ჯერ გაჯიუტდა, მაგრამ გაბრაზებით რომ შევხედე ხელები გამიშვა.
_ შემომხედე თენგო!_ ვუთხარი და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე._ რას ხედავ? ვკითხე თან ხელი მოზრდილ მუცელზე დავიდე. თვალები მოჭუტა, ცოტა ხანს მიყურა და ეშმაკური ღიმილით მითხრა:
_ ჩემს სანატრელ ქალს!
ეს მოღალატე ღიმილი ტუჩის კუთხეში გამეპარა. ისეთი საყვარელი იყო, მართლაც ისეთი სანატრელი, რომ ეს კითხვა თავისთავად დამებადა.
_ რატომ მაინცა და მაინც მე? რა მოგეწონა ჩემში?_ჯერ
გაოცდა, მერე გაბრაზდა.
_ ყოველთვის ასეთი სულელი იყავი! განა ახლა მომეწონე? ყოველთვის მომწონდი. რატომ ვერასდროს მამჩნევდი სულელო გოგო?_ მითხრა მან გაბრაზებით.
_ რა? გინდა თქვა, რომ.._არც კი ვიცოდი, როგორ მეკითხა. თენგო ფიქრებს მიმიხვდა.
_ ზუსტადაც, ბავშვობიდან, რაც თავი მახსოვს ყოველთვის. მაგრამ რა? ვერც კი მამჩნევდი, მეგონა დრო მქონდა და არსად მეჩქარებოდა მაგრამ ერთ დღესაც გაუჩინარდი. _ მიყვება იმას რაზეც აქამდე არასდოს მიფიქრია._ მერე კი როცა იმედიც აღარ მქონდა აღარაფრის, როცა ყველაფერს შევეგუე და ხელი ჩავიქნიე ისევ შენი ფეხით გამომეცხადე. იჯექი იმ უცნაური ფერის ჩემოდანზე და გულამოსკვნილი ქვითინებდი. ვიფიქრე მუდმივი ფიქრისგან მეჩვენებოდი. შენ დაბრუნდი და ყველა გრძნობა დაბრუნდა, რაც შენს მიმართ მქონდა. _ცოტა ხანს ჩუმდება, ფიქრობს.
_ ვიცი, რასაც გრძნობ და რაც გაბრკოლებს, მაგრამ მე არ ვაპირებ შენი შიშების გამო საკუთარ ბედნიერებაზე უარი ვთქვა! ისედაც საკმაოდ დიდხანს გელოდე!_ მიახლოვდება და წელზე ხელს მხვევს.
_ თავი ასწიე სალიმა! თვალებში შემომხედე!_ მეუბნება და აღარ ვიცი თავი როგორ დავაღწიო. ან მინდა კიი ეს? თვალებში ვუყურებ და ის მიღიმის.
_ გაბედე სალიმა! მიეცი საკუათარ თავს მეორე შანსი!_ ჩემს ფიქრებს ხმამაღლა აჟღერებს.
_ შენ მთვრალი ხარ! არც კი იცი, რას ლაპარაკობ! ხვალ რომ გათენდება შეიძლება ინანო ეს საქციელი!_ ხელისკანკალით ვიშორებ თენგოს.
_ წადი სახლში თენგო! _ვეუბნები მკაცრად. ნაწყენი მიყურებს.
_ კარგი, შენი ნებაა!_ აშკარად ბრაზობს, მაგრამ მიჯერებს და სახლში მიდის.ჭიშკარს აღებს და გადის. ქუჩიდან მისი სიმღერა მესმის.
" უმიზეზოდ გამირბიხარ,
უმიზეზოდ მაწვალებ.
მაინც ვეღარ შეგელიე
სხვაზე ვეღარ გაგცვალე.
ჩემგან სად არ წაგიყვანეს.
მაინც ვერსად დაგმალეს.
სიყვარული სიბნელეშიც
ხედავს თავის ნაკვალევს!"
(მხ.ფ მხიარული რომანი)
მესმის მისი სიმღერა და ამ სიმღერითაც მესაუბრება. გული სიხარულით მევსება, საოცარი სიმშვიდე მეუფლება. რაც არ უნდა ვარწმუნო საკუთარი თავი, რომ მე და თენგოს არაფერი გამოგვივა, მაინც უზომო სიხარულით მავსებს იმის ცოდნა, რომ მას ვუყვარვარ.
_ მაინც გააგდე არა!_ მესმის ნუცას მკაცრი ხმა. შემცბარი აივანს ავყურებ.
_ კარგი რაა ნუცა! შენ ხომ მაინც ხვდები, რას განვიცდი?_ ვიმართლებ თავს.
_ ხოო?! ვხვდები, თან ყველაზე კარგად! და იმასაც ყველაზე კარგად ვიაზრებ, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის ბედნიერება ეს შენ ხარ და მე ვარ და ყველა ის ქალი, ვისაც ძალით წაართვეს ბედნიერების უფლება! რა გინდა? გინდა მითხრა, რომ მე სანდროს არ ვიმსახურებ?_ მეკითხება გაბრაზებული.
_ რას ამბობ ნუცა?_ ლამისაა ტირილი დავიწყო.
_ აბა რა განსხვავებაა ჩემსა და შენს შორის?_ ასეთი გაცოფებული ნუცა არ მინახავს.
_ მე ... ვერ ხედავთ არა? შენც დაბრმავდი და ისიც! მე კაცმა არ იცის ვისგან, ბავშვს ველოდები! ვერ ხედავ სხვაობას არა? ვერც ამ უზარმაზარ მუცელს ხედავ?_ თავს ვეღარ ვიკავებ. ცრემლები თავისით მომდის.
ნუცა აივნიდან ჩემთან ჩამოდის.
_ აქამდე მეგონა ეს ბავშვი ჩემი დისშვილი იყო!_ ხელით მუცელზე მეფერება.
_ გამოდის შევცდი! დიშვილი კი არა ძმიშვილი ყოფილა! სალი შენ არ გაქვს უფლება მარტომ გადაწყვიტო რა და როგორ იქნება. თენგოსაც აქვს უფლება თავად აირჩიოს, ვისთან ერთად სურს ცხოვრების გაგრძელება. თენგო სულელი არაა! ამაზე საკმაოდ ბევრი იფიქრა, მიეცი უფლება თქვენზე იზრუნოს!_ ნუცა მეხუტება და მამშვიდებს.
_ერთი გაბედოს და ვინმემ სიტყვა დასძრას ამაზე, ენას ამოვგლიჯავ!_ ემუქრება მძინარე სოფელს და მუჭს უღერებს. არა სოფელს კი არა მთელ სამყაროს ემუქრება ჩემი მეგობარი.
სახლიდან ბიჭები გამოდიან.
_ სალიი, რა მაგარი ლეკვები გყოლია?_ იოცებს სანდრო, ფეხებში გახლართულ ბურთებს რომ ხედავს.
_ ერთი მომეცი რაა! აუ რამხელა ხარ! _ ეჯაჯგურება შარვლის ტოტზე ერთ_ ერთი._ როგორ მინდა ასეთი ლეკვი!
_ სანდრო ერთს კი არა, თუ გინდა სამივეს მოგაშვილებ! _ მიხარია ერთს რომ მაინც მოვუნახე საიმედო პატრონი.
სტუმრების წასვლის შემდეგ მაგიდის ალაგებას ვიწყებ.
_ მოიცა მე მივხედავ, _ მეუბნება ბესო.
_ დაჯექი შენ და დაისვენე, ისედაც მთელი დღეა ფეხზე დგახარ!_ ჭურჭელს დიდ თასში ალაგებს. თან შიგა და შიგ უცნაურად მიყურებს.
_ რამე მოხდა ძმაო?_ ვეკითხები, რადგან ვხვდები საუბრის დაწყება უჭირს.
_ რა ხდება შენსა და თენგოს შორის?_ მეკითხება უეცრად პრდაპირ. მე ჩუმად ვარ და ვფიქრობ რა ვუპასუხო.
_ იცი რაა? თენგო კარგი ბიჭია! თუ მას უყვარხარ და შენც არ ხარ გულგრილი, ვფიქრობ უნდა სცადოთ!_ მისი სიტყვები მაოცებს. არ ველოდი თუ გაიგებდა და მით უფრო თუ მხარს დაგვიჭერდა.
_ რატომ მიყურებ მასე? გეგონა ხელს შეგიშლიდი? მისმინე დაიკო! ისედაც ბევრი შემეშალა შენთან! ახლა კი სულ რომ მთელი სამყარო დაგიპირისპირდეს, მე , მე ვიქნები შენ მხარეს!_ ვდგები და ვეხუტები. გეფიცებით ყველა დარდი და ტკივილი მიღირს ამ წამს იმად , რომ ჩემი ძმა ასე შეიცვალა.
მგონი ჩემი სურვილები ახდენას იწყებენ!
ვ.გ

ამბავი 13.
ახალი წელი მეგობრებთან და საყვარელ ხალხთან ერთად. რამდენჯერ მიოცნებია ამაზე. განა კლუბში ან სადმე საახალწლო კონცერტზე , არა! სახლში ბუხართნ , საჩუქრების გაცვლა, წითელი ღვინო, გემრიელი საჭმელი. სიცილი, სიმღერა და სიმყუდროვე. ფერადი შუშხუნები. აციმციმებული საახალწლო განათება. რა შეიძლება იყოს ამაზე სასიამოვნო? სიმყუდროვე სახლში, სულში და გულში. ზუსტად ასეთი დილა გათენდა,ნანატრი და ბედნიერი. მაგრამ მაინც რაღაც მაკლდა.თითქოს იყო კიდევ რაღაც, რასაც ველოდი, თუმცა ვერ ვხვდებოდი რას.
მატა ჰარიმ ხაჭაპური და ლობიანი საკუთარ თავზე აიღო და იმდენი გაამზადა ერთ ქორწილს გაისტუმრებდა კაცი .
_ მე რა გავაკეთო ლამარა ბიცოლა?_ ვეკითხები მე.
_ დაისვენე გოგო, დაისვენე! და აი გამისინჯე ერთი როგორია?_ მეუბნება ლამარა და სიფრიფანა ხაჭაპურს ნაჭრებად მიჭრის.
_ აბა რას მეტყვი? როის ველოდოთ ქორწილს? ისე, ბარემ ორი გადაგვეხადა ერთად?_ ეშმაკურად თვალს მიპაჭუნებს.
_ ქორწილს არც აპირებენ, მხოლოდ პატარა სუფრას გაშლიან და მერე სამოგზაუროდ წავლენ. ნუცას არ უნდა დიდი ქორწილი, თორემ სანდროს ნება რომ იყოს, მგონი ერთი კვირა იქეიფოს_ ვიცინი მე.
_ თქვენზე რას მეტყვი?_ არ ნებდება ლამარა, აბა რის მატა ჰარია თუ რაიმე ინფორმაცია არ დამსტყუა?
_ ვინ ჩვენზე?_ ვითომ ვერ ვხვდები მე და განზე ვიხედები._ უფ, რა გემრიელია ლამარა ბიცოლა! _ ვუქებ ნახელავს.
_ შენ ლაპარაკი სხვაგან ნუ მიგყავს ქალბატონო! _ ფქვილიან ხელებს წინსაფარზე ისუფთავებს და წინ მიჯდება.
_ რაო, წუნობ სოფლელ ბიჭს თუ?!_ხმალივით იქნევს კითხვას.
_ რა აქვს ჩემი დასაწუნი!_ ვუღიმი მე.
_ ხოდა, რომ არა აქვს, ამიტომაც! კარგი ბიჭია თენგო!ვიცი მე რასაც ვამბობ!_ თავს მიქნევს საკუთარი სიტყვის დასტურად.
მალე ღამდება. ჯერ საკუთარ ჭერქვეშ ვხვდებით ახალ წელს. მერე კი თენგო და ნუცა მოდიან. ლამარას ბიჭებიც და ცოტა ხანში სანდროს მანქანის სიგნალიც ისმის. მაგიდას ვუსხედვართ, ზუსტად ის წამია, ის მრავალჯერ ნანატრი წამი.
ვდგები და შალმოფარებული აივანზე გავდივარ.
უცებ ზუსტად ისე, როგორც ზღაპარში თოვა იწყება,ჯერ კანტი_კუნტად ცვივა მსხვილ_მსხვილი ფანტელები.
მერე კი უმატებს და უმატებს.
_ ბესოო! ნუცაა!_ ვიძახი და ჩემს ხმაზე ორივე გარეთ გამორბის.
_ თოოოვს! _ ბავშვივით მიხარია. ლამის უკვე დადო. ეზოში ჩავდივარ და ხელებგშლილი ვტრიალებ ფანტელები ჩემს გარშემო ცეკვავენ. ყველა ვინც მიყვარს ჩემს აივანზე დგას და მე ბედნიერი ვარ.
_ მადლობა ღმერთო!_ ვჩურჩულებ გულში.
_ სალიმა!_ მეძახის მოულოდნელად თენგო. ვჩერდები და აივნისკენ ვიხედები.
_ ცოლად გამომყევი სალიმა!_ მეძახის თენგო. გაოცებული ვუყურებ, ნელ_ ნელა სახეზე ღიმილი მეფინება. არ ვიცი ამ ჯადოსნური ღამის ბრალია, თუ იმის , რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ , მაგრამ გამბედაობა მემატება. რატომაც არა? ვფიქრობ გულში! თუ კი მას ვუყვარვარ, რატომაც არა? ვამხნევებ საკუთარ თავს.
_ კიი, გამოგყვები ცოლად!_ ვყვირი ხმამაღლა. ნუცა და სანდრო ერთმანეთს ეხვევიან, ბიჭები ხმამაღლა სტვენენ, ბესო უბრალოდ მიღიმის, თენგო კი წამით შეშდება, თითქოს არ სჯერა ჩემი თანხმობა. მერე კი აივნის მოაჯირს პირდაპირ ახტება და ხელებგაშლილი ჩემსკენ მორბის.
მეც ხელებგაშლილი ვდგავარ, უკვე მზად ვარ სამყაროს ვაპატიო ის, რაც მატკინა. უკვე მზად ვარ ბედნიერი ვიყო.

ამბავი 14
ახალი წლების შემდეგ, იანვრის ბოლოს, ნუცამ და სანდრომ ხელი მოაწერეს, ბარგი ჩაალაგეს და სამოგზაუროდ წავიდნენ. განა ერთი ან ორი კვირით,
მართლა თაფლობის თვე მოიწყვეს. დარეკვითაც იშვიათად რეკავდნენ. სად ეცალათ ჩვენთვის.
ბესო თბილისში დაბრუნდა, თუმცა შაბათ_ კვირა ისე არ გავა, რომ არ ჩამომირბინოს.დღეს ველოდები.
მართლა დავმშვიდდი. აღარაფერზე ვნერვიულობ. სკოლაში დავდივარ, საოცარი ბავშვები მყვანან. ვიცი თანამშრომლები ზურგს უკან ჩემზე ჭორაობენ, მაგრამ ხმამაღლა არავინ არაფერს იმჩნევს. დირექტორის ხათრი და რიდი აქვთ. მე და შოთიკოც დავმეგობრდით. ხშირად ვზივართ სკოლის ეზოში , ჩაის ვსვამთ, ვსაუბრობთ. საერთოდ, ვფიქრობ, დიდ გაჭირვებაგამოვლილი ადამიანები სულიერად უფრო ფაქიზები ხდებიან. მას ესმის ჩემი, არ განმსჯის, არც უადგილო კითხვებს მისვავს სხვებივით. ვზივართ და ბავშვობას ვიხსენებთ,
_ რა უცნაურია, რატომ არ მახსოვხარ შოთიკო?_ დავინტერესდი ერთხელ.
_ რა გიკვირს, მეც ვერ გიხსენებ!_ იცინის .
_ კოლია ბაბუა მახსოვს, ბებიაშენიც. რა დამავიწყებს. იცი ბავშვობაში რას ვეძახდით ბაბუაშენს?_ ვუღიმი ეშმაკურად. მხრებს იჩეჩავს.
_ მეკობრე კოლიას! ხის ფეხის გამო. მასეთი პროთეზი არც მანამდე და არც მას მერე არსად მინახავს. ჩემს ფიქრებში სწირედ მასეთი ფეხი უნდა ჰქონოდა მეკიბრეს. ხოდა ბავშვობაში მეგონა ყოფილი მეკობრე ჩვენს სოფელს შემოეკედლამეთქი. ერთხელ მე და ნუცა ჩუმად გადმოვძვერით თქვენს ეზოში და სარდაფში მეკობრის გადამალულ განძს ვეძებდით. უცებ კიბეზე კაკუნის ხმა ისმის. მივხვდით კოლია ჩამოდიოდა. შეგვეშინდა და კასრებს უკან დავიმალეთ . კოლია სარდაფში ჩამოვიდა. მიმოიხდა და თქვა. კიდევ კარგი ჩემს განძს სახლში ვინახავ, თორემ ეს პატარა თაგუნები სულ გამიზიდავდნენო. გაეცინა.
_ გამოდით ბავშვებო, წამომყევით ნამდვილი განძის ნახვა თუ გინდათო._ თქვა ჩვენს გასაგონად.
დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, აწურულები გამოვძვერით სამალავიდან და ბაბუაშენს სახლში ამოვყევით.
_ ქალო, მიდი ამ თაგვებს გემრიელი სახრავი გამოუტანე!_ გასძახა ბებიაშენს და დიდ სკამზე დაჯდა.
_ ნუცა არ ხარ შენ? შენ კი სალიმა!_ ორივეს კარგად გვიცნობდა. უფრო ავიწურეთ.
_ აი ის სკივრი მომიტანეთ!_ გვიბრძანა თვალმოჭუტულმა. სკივრის ხსენებაზე თვალები აგვიელვარდა, არ ვიცი რას ველოდით , იმ სკივრში. ალბათ უამრავ ოქროს ბრჭყვიალა მონეტას. კოლიამ სკივრს ხელი გადაუსვა, ჩვენ ლამის კანკალმა დაგვაწყებინა, სულწასულად გვაინტერესებდა რას მალავდა მეკობრე.
_ აი ბავშვებო, ესაა ნამდვილი სიმდიდრე, რომელსაც თუ დაუმეგობრდებით სინათლით და სიბრძნით აგავსებთ. ამ სიმდიდრეს ვერც ვერავინ წაგართმევთ და თავადაც რამდენიც არ უნდა არიგოთ არ დაიცლება და არ გათავდება.
გაოცებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. კოლიამ სკივრს თავი ახადა და აღმოჩნდა , რომ სკივრი სავსე იყო წიგნებით. სახეზე იმედგაცრუება შეგვამჩნია.
გაეცინა.
_ რას ელოდით თაგვებო?_ შეგვეკითხა ღიმილით. ბებიაშენის მოტანილი მურაბის ჩაი და ჩირ_ ჩურჩხელა ახლოს მოგვიწია.
_ ახლა მისმინეთ!_ გვითხრა მკაცრი ხმით._ თუ არ გინდათ მშობლებთან დაგასმინოთ, რომ ქურდობისას წაგასწარით,დღეიდან ორივე თქვენგანი კვირაში ერთ წიგნს ჩააბულბულებს. შემდეგ კი შევიკრიბებით მეკობრეთა საბჭოზე და განვიხილავთ რა განძი დაიტია თქვენმა გონებამ!
რა დამავიწყებს, მე ტომ სოიერი შემხვდა, ნუცას განძთა კუნძული. ის დღე იყო და ის დღე, ჩვენ თავფეხიანად გადავეშვით საოცარ თავგადასავლებში. ამ მოგზაურობაში , გზადაგზა სხვა ბავშვებიც შემოვიკრიბეთ და მალე გემის მთელი ეკიპაჟი გავხდით.ჩვენი გემის კაპიტანი კი, რა თქმა უნდა მეკობრე კოლია გახლდათ.
მოყოლა დავამთავრე და გავჩუმდი, ჯერ ისევ წარსულში ვიყავი გონებით. შოთიკო. დუმდა. გავხედე. მიხვდა მისმა დუმილმა დამაბნია.
_ შენ არ იცი სალიმა,სწორედ მაგ სკივრმა დამაბრუნა ცხოვრებაში მშობლების გარდაცვალების შემდეგ. სწორედ მაგ წიგნებმა მასწავლეს ოცნება თავიდან. კარგი იქნებოდა იმ ბავშვობაში გამეცანი. მჯერა როგორც დღეს, მაშინაც საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით.
აქამდე ვამბობდი , რომ ჯობდა სოფელში მეცხოვრა და ის ყველაფერი არ დამმართნოდა, რაც დამემართა, მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ყველაფერი სწორედ ისე მოხდა , როგორც უნდა მომხდარიყო. ცხოვრება ხომ გამოცდილებაა და ერთი დიდი თავგადასავალი. ყველაფერი ცუდიც და კარგიც აუცილებლად უნდა შეგვემთხვეს, რომ ის დავაფასოთ, რაც მართლა მნიშვნელოვანია.
ბესოს ლობიანებს ვუცხობ, ვიცი რომ ძალიან უყვარს. დილიდან ველოდები. სადაცაა მოვა.
დუდუს ყეფა მესმის, მაგრამ ბრაზიანი არა. ისეთი ნაცნობის დანახვით გახარებული ძაღლები რომ იყეფებიან ხოლმე. აივანზე გამოვდივარ და ჩემს ძმას ვხედავ. მანქანიდან ჩანთებს იღებს. მთელი კვირის სამყოფი პროდუქტები მოაქვს.
_ კარგი რა ბესო! რამდენჯერ გთხოვე, ამდენი რამე არ წამოიღო ხოლმე._ ვუბრაზდები ხუმრობით.
_ დაიკო, ამას თავი დაანებე და შენთან სალაპარაკო მაქვს._ მეუბნება სერიოზულად. დივანზე ჯდება და მეც გვერდით მისვავს.
_ კარგად მომისმინე და არ ინერვიულო. ის მათხოვარი დაბრუნდა, ნიცასგან გავიგე. ისე რომ იცოდე, ნიცა ძალიან განიცდის, რაც შენ მისმა ძმამ გაგიკეთა. არ უნდოდა იმ ღამეს კლუბში შენი მიტოვება, მაგრამ იმ აფთარმა ძალით წაიყვანა. ხოდა ახლა დაბრუნდა ის გარეწარი. მე ვერ მოვისვენებ. ჩემი დის გამამწარებელს ასე თავისუფლად ბოგინის უფლებას ვერ მივცემ. უნდა უჩივლო სალიმა! მე შენს გვერდით ვარ! ნიცაც მოწმედ დაგიდგება! უნდა დაისაჯოს ,რომ სხვას ვეღარ გაუკეთოს მასეთი ამაზრზენი რამ!_ხელზე ხელს მკიდებს.
_ მარტო არა ხარ გესმის! თენგოს ველაპარაკე და ისიც ჩემს აზრზეა. თუ არ უჩივლებ, იცოდე მე და თენგო მოვუვლით ჩვენებურად._ მკაცრი ხმა აქვს ბესოს, თვალები უელავს.
_ ცოტა დრო მომეცი!_ ვეუბნები და ოთახში გავდივარ. ვერ დავუშვებ ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა ჩემს გამო რაიმე შარში გაყონ თავი. თანაც ბესო მართალია, ყველამ უნდა მიიღოს კუთვნილი სასჯელი.
ოთახიდან მტკიცე ნაბიჯით გამოვედი.
_ მზად ვარ!_ ვუთხარი ჩემს ძმას.
ადვოკატის აყვანას და სარჩელის აღძვრას ბევრი დრო არ დასჭირვებია. თენგო და ბესო მხოლოდ მაშინ მრევდნენ, როცა ეს აუცილებელი იყო.
თუმცა სტრესს ვერ ავერიდე. მინდოდა თუ არ მინდოდა დაკითხვები და ჩვენებები ჩემზე ცუდად მოქმედებდა. მალევე ვიდეო_ მტკიცებულებც მოვიპოვეთ იმ ბარიდან, თუ როგორ შევყავდი ლამის გულწასული იმ არამზადას ბარის საპირფარეშოში და ყველაფერი კიდევ უფრო გაადვილდა. მას დაემატა მისი დის მისსავე წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები და სასამართლოს თარიღიც დაინიშნა.
ნუცა არ აღფრთოვანებულა ამ ყველაფრით. მიაჩნდა, რომ სიმშვიდე უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, თუმცა ცდებიდა. სწორედ ეს ეკალი არ მაძლევდა მოსვენებას, რომ ის ნაძირალა მშვიდად დაიარებოდა დაუსჯელი და მე კი ამხელა ტკივილების გადატანა მიწევდა. ვინ იცის არც პირველი ვიყავი, ვინც ასე გაიმეტა და არც უკანასკნელი.
მისმა ადვოკატმა გირაო მოითხოვა , მაგრამ მისი თავდაპირველი თურქეთში გაქცევით ჩვენ შევძელით მოსამართლის დარწმუნება, რომ ის ახლაც შეეცდებოდა სასჯელისაგან თავის არიდების მიზნით მიმალვას. ამიტომ მოსამართლემ გადამწყვეტ სასამართლომდე მისი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
საბოლოო სასამართლო აპრილის ბოლოს გაიმართა, მიუხედავად უზარმაზარი მუცლისა, მაინც ვისურვე ამ პროცესს დავსწრებოდი. ისე ვნერვიულობდი სპაზმები დამეწყო ნერვიულობისგან. თუმცა განაჩენი ჩვენს სასიკეთოდ მიიღეს და ის არაკაცი წლებით დაემშვიდობა თავისუფლებას.
სასამართლოს დარბაზიდან გამოსულს ნიცა მომიახლოვდა, თავდახრილი და სევდიანი.
_ ბოდიში მინდა მოგიხადო სალიმა! არ უნდა დამეშვა ჩემი ძმა ასე მოგგცეოდა. მაგრამ ..._ მივედი და ჩავეხუტე. გაოცებულმა შემომხედა.
_ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!_ ვუთხარი მე._ ჩემი სახლის კარი შენთვის მუდამ ღიაა. გავიგე ,რომ მშობლებთან უთანხმოება გაქვს , ჩემს გამო. ამიტომ იცოდე, წასასვლელი ყოველთვის გექნება . _ ვუთხარი გულწრფელად. ძალიან ვწუხდი მის გამო. ბესომ მომიყვა, როგორი ჩხუბი მოუვდა მამამისთან, იმის გამო რომ ძმის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.
_ არ იდარდო სალიმა! მე სასწავლებლად გერმანიაში მივდივარ, ალბათ არც დავბრუნდები საქართველოში. შენ კი ბედნიერებას გისურვებ მეგობარო!_ ნიცა გადამეხვია და დამემშვიდობა.
სასამართლოს შენობიდან გამოსულმა მაშინვე დავინახე ჩემი მშობლები. მათი დანახვისას მივხვდი, რომ მათ მიმართ აღარაფერს ვგრძნობდი, აღარც სიყვარულს, აღარც წყენას , აღარც ბრაზსს. იმედგაცრუებაც კი სადღაც გამქრალიყო. დედაჩემმა ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ. მე ზურგი შევაქციე და მანქანისკენ წავედი. უცებ მუცელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ტკივილმა თითქოს ორად გამსერა. მანქანასთან მისული ჩავიკეცე.
_ სალიმაა!_ დაიყვირა თენგომ და ჩემკენ გამოიქცა.
_ სალიმა რა გჭირს! _ მშობლებთან მდგარი ბესოც ჩემკენ გამოქანდა .
კარგად გავიგონე, როგორ მიაძახა მშობლებს.
_ გამოყოლა არც კი იფიქროთო!_ მანქანაში ჩამსვეს და ბესომ მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
მიმღებში ხელში აყვანილი შემარბენინა ბესომ.
_ დროზე ექიმი ! _ ყვიროდა გაფითრებული.
_ მარტო არ დამტოვოთ ! _ ვთხოვე მათ. ისე ვიყავი შეშინებული, ვერ ვაზროვნებდი.
_ ბავშვის მამა რომელია?_ იკითხა მორიგე ექიმმა, ჩემი გასინჯვის შემდეგ_ მამას შეუძლია შემოჰყვეს საოოპერაციოში. გადაუდებელი საკეისრო გვჭირდება.
ყველა გავჩუმდით, მოულოდნელად თენგოს მტკიცე ხმა გაისმა.
_მე ვარ ბავშვის მამა!
ყველა შიში და ნერვიულობა სადღაც აორთქლდა. ვიცოდი ,ამის შემდეგ ვეღარაფერი შემაშინებდა. ვიცოდი, ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნებოდა. რადგან თენგო ჩემთან იყო, ამ სამყაროში მარტო აღარასოდეს ვიქნებოდით მე და ჩემი პატარა.

ამბავი 15
როდესაც ჩემი პატარა პირველად დავინახე, მივხვდი, ნამდვილი მზე სწორედ იმ წამს ამოვიდა ჩემთვის.
ამიტომ ლილე დავარქვი, ლილე ანუ მზე. უზომოდ ლამაზი ბავშვი იყო, მაგრამ უცნაურად ჭირვეული. დღისით ჩვეულებრივად იქცეოდა, მაგრამ, როგორც კი მზე გადავიდოდა შფოთვას იწყებდა. წუხდა და მთელი ღამე წრიალებდა. რადგან სულ გამოუძინებელი და თვალებჩაშავებული ვიყავი, თენგოს ძალიან ვევოდებოდი და როგორც შეეძლო ისე მშველოდა. რამდენჯერ გამღვიძებია და ძილ_ ბურანში დამინახავს ის გულზემიკრულ ლილეს რომ დაატარებდა ოთახში და უნანავებდა.
ერთ დღეს მატა ჰარი მოიჭრა ჩვენთან ჩვეული ქოთქოთით.
_ აღარ ნათლავთ ლილეს? რა ხართ ეს ახალგაზრდები, რომ აღარაფრის გწამთ და გჯერათ?_ ისე მოგვაყარა, არც კი ამოუსუნთქია.
_ რას ამბობ ლამარა ბიცოლა, ახლა ნათლობისთვის მზადების თავი მაქვს? ცოტა მოიზარდოს, ცოტა დამშვიდდეს, ჩვენც ამოვისუნთქავთ ცოტას და მოვნათლავთ აბა რას ვიზამთ._ ვუთხარი მე. დაღლილობისგან ისე ვიყავი ძალაგამოლეული, სტუმრების და სუფრის წარმოდგენაზე გამაკანკალა.
_ მისმინე გენაცვალე!_ დაფიქრებით მიპასუხა ლამარამ, ლილე ჩამომართვა და გაარწია._ ნათლობა, ახლა რომ იციან ას კაციანი, მასეთი სულაც არ უნდა იყოს. ნათლობა წმინდა საიდუმლოა და არც შეშვენის ღრიანცელა სუფრები. პატარა სუფრას კი მე და ნუცაც გაგიმზადებთ. მოუნათლავი რომაა, იმიტომაა ასეთი ჭირვეული, აი ნახავ ნათლობის მადლი რომ მოეფინება, როგორ დამშვიდდება!
დავფიქრდი. ისეთი ილაჯგაწყვეტილი ვიყავი, ვიფიქრე:"რატომაც არა! ეგება მართლაც შეეცვალოს ხასიათიმეთქი!"
ნათლობა კვირის ბოლოს გადავწყვიტეთ, ბესოს დავურეკე. ძალიან გაუხარდა. დამპირდა სამსახურიდან გაენთავისუფლებოდა და რამდენიმე დღით გვესტუმრებოდა.
_ ნათლიებად ვის ვირჩევთ?_ მკითხა საღამოს თენგომ. დავფიქრდი, თავში შოთიკო მომივიდა.
_ კარგი ! მაშინ შოთიკო და ბონდო! _ უცებ მივხვდი, რომ უზომოდ მიხაროდა ჩვენი ერთად ყოფნა. თენგოს ზურგზე მივეხუტე და ხელები მოვხვიე. მას შემდეგ, რაც ერთად ვიყავით ვგრძნობდი, რომ აღარაფერზე ვდარდობდი. ის კლდესავით იდგა და მე მის ჩრდილს შეფარებული მყუდროდ და დაცულად ვგრძნობდი თავს.
_ სალიმა, რაღაც მინდა გითხრა._ თენგო ჩემკენ მობრუნდა და თვალებში ჩამხედა.
_ ვიცი არაფერს ამბობ, მაგრამ ძალიან განიცდი. იქნებ გეცადა ჩემო პატარა?_ ვიცი რასაც მეუბნება. მაგრამ წყენა იმდენად დიდია თავს ვერაფერს ვუხერხებ. ბესოც მელაპარაკა, ლამარამაც კი გადამიკრა ერთი სიტყვა ამაზე. რომ დრო იყო მშობლებისთვის მეპატიებინა.
სასამართლოს შემდეგ დედაჩემი და მამაჩემი აღარ მინახავს. თავად სამშობიაროშიც იყვნენ მოსულები და სოფელშიც ჩამომაკითხეს , მაგრამ მოსვლა ვერ გაბედეს. მე კი მათი ნახვა არ მსურდა. თუმცა უცნაური გრძნობა არ მასვენებდა ,თითქოს რაღაცას ვაშავებდი. თავად მე ხომ მომცა სამყარომ მეორე შანსი? და მე რატომ არ შემეძლო ჩემი მშობლებისთვის პატიება? მაგრამ რომ მახსენდებოდა მუცელში მორტყმული დედაჩემის წიხლი თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ნუთუ მხოლოდ სასამართლოს შემდეგ დაიჯერეს ჩემი უდანაშაულობა? ნუთუ ჩემი სიტყვები საკმარისი არ იყო? ვერანაირ გამართლებას ვერ ვუძებნიდი მათ საქციელს. მით უფრო მაშინ, როცა ჩემი გოგონას სახეს დავყურებდი და წარმოვიდგენდი , რომ ვინმე ისე მოქცეოდა, როგორც მე მომექცნენ. კბილებით დავიცავდი ჩემს პატარას. ისე ვერასდროს გავიმეტებდი, როგორც მე გამიმეტეს ჩემმა მშობლებმა.
_ მისმინე!_ მითხრა თენგომ და ლოყაზე მომეფერა_ იმიტომ კი არ უნდა აპატიო, რომ ამას იმსახურებენ! არა! მხოლოდ იმიტომ რომ შენ ასეთი ხარ, კეთილი, დიდსულოვანი! იმიტომ რომ ეს შენი ბუნებაა! მხოლდ შენი სიმშვიდისთვის.
მოვეხვიე და დავფიქრდი , თენგო მართალი იყო.
ლილე სოფლის პატარა, მყუდრო ეკლესიაში მოვნათლეთ. ნათლობაც მოკრძალებული გადავიხადეთ, მეგობრების წრეში. დედა და მამაც ჩამოჰყვნენ ბესოს. მათი დანახვისას იმაზე ვფიქრობდი, რომ გულში რაღაც მქონდა ჩამსხვრეული და მეეჭვება ოდესმე გამთლიანებულიყო. თუმცა არ ვნანობდი მათ რომ ვაპატიე.
დედაჩემი ლილესთან მივიდა და სანამ ხელში აიყვანდა სევდიანი თვალებით გამომხედა, თითქოს თანხმობას მთხოვდა. მე თავი დავუქნიე. ლილე ხელში აიყვანა და ღიმილით დახედა, მოეფერა და შუბლზე აკოცა.
ყელში ბურთივით გამეჩხირა ცრემლები. მისთვის რომ დამეჯერებინა ლილე ვერც კი მოევლინებოდა ამ ქვეყანას. სიბრაზე მომაწვა და გულზე მარწუხივით მომიჭირა. ის იყო მათკენ ნაბიჯი გადავდგი, რომ თენგომ შემაჩერა.
_ არ გინდა სალიმა, ნუ მისცემ სიბრაზეს უფლებას გმართოს! ცხოვრება გრძელდება! შენს თავს ნუ დაჰკარგავ!
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და შევეცადე დავმშვიდებულიყავი. არა ყველაფერი სწორედ ასე უნდა მომხდარიყო, რათა მე ისეთი ბედნიერი ვყოფილიყავი , როგორიც ახლა ვიყავი.
ნელ_ ნელა გაზაფხული ძალას იკრებს. რამდენიმე წელი გავიდა ლილეს ნათლობიდან. ყველაფერი ცუდი , რაც მოხდა სიზმარივით მახსოვს. მხოლოდ კარგ მოგონებებს ვინახავ გულში. ისეთი დილაა, მე რომ მიყვარს, ნათელი , ამომავალი მზის სხივებში გახვეული. ჩემი ეზო სულ გაკვირტულია და მალე ყვავილების დიდ აფეთქებას ველოდები. ერთ დროს მოუვლელ და მიტოვებულ კარ _ მიდამოს მშრომელი და მზრუნველი ხელი დასტყობია. აივანზე გამოვდივარ ყავის ჭიქით ხელში. თვალით ვეფერები ყველაფერს, რაც ასე მიყვარს. აქეთ იქიდან ჩემი კატები მიზიან, როგორც ჯადოსნური დარაჯები. ეზოში მსხალთან დუდუ ზის და ჭკვიანი თვალებით მიყურებს. მახსენდება, რომ უამრავი საქმე მაქვს, დღეს ხომ ნუცას ბიჭის ნათლობაა! ის ისაა სახლში შებრუნებას ვაპირებ, რომ საოცარ სურათს ვხედავ და ადგილზე ვშეშდები.
ვხედავ გზაზე კაცი მოდის კისერზე ოთხი წლის გრძელ თმიანი და გაწეწილი ყაჩაღანა გოგო შემოუსვავს.
_ გააჭენე ცხენო ! გააჭენე! _ ჭყლოპინებს გოგონა და მამის ზურგზე მოუსვენრად ცქმუტავს.
_ ვი ჰი ჰი ჰი! _ ცხენს აჯავრებს ხმამაღლა გოგონას მამიკო.
მათ ზურგს უკან ზღაპრულ დრაკონებივით სძინავთ დათოვლილ მთებს !
მათ ზურგს უკან უზარმაზარი ოქროსფერი მზე ამოდის!
მათ ზურგს უკან მთელი სამყაროა!
მაგრამ მე არ მაინტერესებს რა არის მათ ზურგს უკან , რადგან ჩემთვის ისინი არიან მთელი სამყაროს წინ!
ვერა გურული
დასასრული



№1 სტუმარი One

Rogor visiamovne, uamravi emocia ganvicade kitxvisas, yochagh, unichieresi khart, khshirad unda gagvanebivrot❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

მადლობა, ???? ვეცდები რა თქმა უნდა????

 


№3 სტუმარი ეთო

ძალიან ვისიამოვნე, ემოციურად დატვირთული ისტორიაა, სასიამოვნო წასაკითხი . წარმატებები ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი სალი

ძაან კარგი იყოოოოო heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი რუსკა

ძალიან კარგი იყო მომეწონა,მიყ რს ბედნიერი დასასრულები.ბევრი წერეთ,გთხოვთ????

 


№6 სტუმარი სტუმარი ნატალია

როგორ მომწონს ეს ისტორია.
მიხარია აქაც რომ დაიწყეთ წერა :)

 


№7  offline ახალბედა მწერალი ვე რა

მადლობა ????????????

 


№8  offline წევრი Daldoni Daldoni

პირველი ისტორია ბოლოს წავიკითხე.... საიტის და ჩემი ახალი აღმოჩენა ხარ გურულოოო.. იმდენად კარგად წერ, იმდენ ემოციას გვიზიარებ,საოცრებებს ქმნი,სულ უნდა წერო ,წარმატებები და მადლობა ამ ზღვა ემოციებისთვის..საკმაოდ ტკივილიანი და რეალობასთან მიახლოებული ამბავი მოგვიყევი, იშვიათი მეგობრობა და სიყვარული, ღალატი,იმედგაცრუება და ტკივილი,მაგრამ არნახული თანადგომა და სიკეთე, კარგია,რომ ნუცამ და სალიმ მათი წილი ბედნიერება იპოვეს..ძალიან კარგია ძალიანნ.♥️♥️♥️♥️♥️

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Daldoni Daldoni
პირველი ისტორია ბოლოს წავიკითხე.... საიტის და ჩემი ახალი აღმოჩენა ხარ გურულოოო.. იმდენად კარგად წერ, იმდენ ემოციას გვიზიარებ,საოცრებებს ქმნი,სულ უნდა წერო ,წარმატებები და მადლობა ამ ზღვა ემოციებისთვის..საკმაოდ ტკივილიანი და რეალობასთან მიახლოებული ამბავი მოგვიყევი, იშვიათი მეგობრობა და სიყვარული, ღალატი,იმედგაცრუება და ტკივილი,მაგრამ არნახული თანადგომა და სიკეთე, კარგია,რომ ნუცამ და სალიმ მათი წილი ბედნიერება იპოვეს..ძალიან კარგია ძალიანნ.♥️♥️♥️♥️♥️


ძალიან დიდი მადლობა, ეს პოზიტიური შეფასებები დიდი სტიმულია,))))

 


№10 სტუმარი სტუმარი ლია

შესანიშნავია,მადლობა????????

 


№11 სტუმარი სტუმარი ლია

[quote=სტუმარი ლია]შესანიშნავია,მადლობა

 


№12 სტუმარი Nino

Saocrebaa.❤titqmis yvela tqveni istoria erti meoreze uketesia. Madloba rom arsebobt da manebivrebt.❤????

 


№13  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Nino
Saocrebaa.❤titqmis yvela tqveni istoria erti meoreze uketesia. Madloba rom arsebobt da manebivrebt.❤????

მადლობაა))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent