გაჩუქებული სიცოცხლე(თავი11-12)
თავი11 ... როცა რაღაც ახლის წერას იწყებ, დოკუმენტს ხსნი, ან თუნდაც ცარიელ ფურცელზე იწყებ საკუთარ თავზე თხრობას, პირველ სიტყვას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. არვიცი დღეს რა მინდა იყოს ჩემი პირველი სიტყვა, ან რაზე მინდა წერა. საკმაოდ ბედნიერი ვარ იმისთვის, ჩემზე ვწერო. ჩემს მეორე მეზე, რომელიც ყოველთვის გამოძებნის უბედურებისთვის რაღაც მიზეზს. დღეს ზუსტად ეს ჩემი მეორე მე გავაჩუმე, იქნებ უკვე დროც იყო. სანამ ეს საშინელება შემემთხვეოდა, ვგულისხმობ ტყვიას, რომელმაც კინაღამ დამასრულა, ხშირად ვფიქრობდი იმაზე თუ რა აკლდა ჩემს რომანს. პერსონაჯები საკმაოდ იყო, მეგობრები, ჩემი რომანის ერთადერთი მკითხველი, შეთე, თავად მეც დიდი თავის ტკივილი, ისტორიაც. მაშინ რაღა იყო საჭირო, არვიცი ვერაფრით მივხვდი ვკითხულობ, ყველა ნაწილს თავიდან ბოლომდე ვკითხულობ, რაღაც აშკარად აკლია მაგრამ რა არვიცი. იქნებ თქვენ იცით? ღამე ყოველთვის ყველაზე მეტად თან მძულდა და თან მიყვარდა.დღის ამ პერიოდში საერთოდ სხვანაირი ვიყავი: მეტად გამბედავი, ემოციურიც, უფრო მეტსაც ვფიქრობდი, ტირილიც ამ პერიოდში მიყვარდა ყველაზე მეტად.საათობით ვუსმენდი მუსიკებს და ვფიქრობდი ყველაფერზე რაზეც უნდა მეფიქრა, ან არ უნდა მეფიქრა. დღის ამ მონაკვეთში თითქოს და საკუთარ თავს ვათავისუფლებდი და ბოლომდე ვაძლევდი ტანჯვის საშუალებას. იმ ღამით შეთეს მკლავებში განსხვავებულად ბედნიერს დამეძინა, კიდევ უფრო განსხვავებულად სასიამოვსო სითბოთი და იმედით, რომელსაც ჩემს რომანში ძალიან ხშირად ვახსენებ. მთვარეც სულ სხვანაირად ანათებდა. იმ ღამეს ჩემი გულიც სხვანაირად ფეთქავდა.ვხვდებოდი ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყებოდა, თუმცა იმის უფრო მეშინოდა როგორ დამთავრდებოდა. მომდევნო ორი კვირა ისევ სახლში გამოკეტილმა გავატარე. ყველაზე მეტად მარტოობა მენატრებოდა, წერაც მენატრებოდა, ჩემს გვერდით მუდმივად შეთე იყო ამიტომ ვერ ვწერდი. ორი კვირის გასვლის შემდეგ კონტროლზე მიმიყვანეს ვალერი ექიმთან, ნაკერებიც მომხსნეს. იმაზე კარგად ვიყავი და იმაზე მალე გამოვჯანმრთელდი ვიდრე ამას ექიმები პროგნოზირებდნენ, როგორც იქნა თავისუფლება დავიბრუნე. გოგონები წავიდნენ შეთეც მხოლოდ საღამოობით ახერხებდა მოსვლას, დღის პირველ ნახევარში ან მუშაობდა, ან იმ საბედისწერო ამბის დეტალებს არკვევდა, რაც საკმაოდ მაშინებდა კიდეც. როგორც იქნა ისევ დამრჩა საკუთარი თავის მოსმენისთვის დრო. ხანდახან ვფიქრდები და ვხვდები საკუთარი თავის მოსმენაზე ისე ვსაუბრობ თითქოს მართლა მესმოდეს, ყოველ ჯერზე როცა ვიწყებ რაღაცის გარკვევას შუაში ვჩერდები, ქაოსი ჩემს ჩვეულ მდგომარეობად გადაიქცა, როგორც დარდის, ტკივილის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება ახლა ვეღარც ქაოსის გარეშე ვძლებ. დიდი ხანი მინდოდა საკუთარი თავისთვის წერილი დამეწერა. ჩემმა ფსიქოლოგმა მითხრა იქნებ ეს მაინც დაგეხმაროს აზრების დალაგებაშიო. კი თქმა დამავიწყდა ფსიქოლოგთანაც დავიწყე სიარული, უფრო სწორად მაიძულეს. ხოდა მეც გავხსენი ჩემი საყვარელი ლეპტოპი, ახალი ჩანართი, ისევ სამი წერტილი დავსვი, ისევ რაღაც ახლის აღმოჩენის იმედი მქონდა. წერილი საკუთარ თავს გამარჯობა საკუთარო თავო. თურმე შიგნიდან კიდევ უფრო ლამაზი ყოფილხარ. როგორ ხართქო გკითხავდი, მაგრამ ისედაც ვიცი, მე ის უფრო მაინტერესებს შენ თუ იცი. შენ თუ იცი ის რასაც არასდროს ებრძვი, ნელ-ნელა როგორ გისაკუთრებს, ის ყველაფერი რასაც წინააღმდეგობას არასოდეს არ უწევ. 19 წელია შენთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ შენგან ერთხელაც არ მინახავს ქმედითუნარიანობა. იქნებ დროა საკუთარი თავი თავადვე დაალაგო და სხვას აღარ ელოდო. დროა სხვისი ინტერესები გვერდით გადადო და საკუთარით იცხოვრო. იქნებ დროა ისწავლო როგორ იყო ეგოისტი, როგორ არ გიყვარდეს. იქნებ ოდესმე იმასაც მიხვდე, რომ საკუთარ თავს მხოლოდ შენ აზარალებ, სხვებსაც შენ აძლევ იმის უფლებას, რომ გატკინონ. სუსტი ხარ, ზედმეტად სუსტი და იცი რა არის შენი სისუსტე? საკუთარი თავის სიძულვილი, იქნებ ოდესმე იმასაც მიხვდე საკუთარ თავს რასერჩი და დაკმაყოფილდე იმით ვინც ხარ. როცა მიხვდები გვერდით არავინ გჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი თავის გჯეროდეს, იქნებ მაშინ მაინც იპოვო გზა, რომელიც ნანატრ ბედნიერებამდე მიგიყვანს, თუმცა მეც რასგეუბნები შენთვის ხომ ყველაზე დიდი უბედურება ბედნიერებაა. კარზე კაკუნის ხმამ ისევ რეალობაში დაბრუნება მაიძულა, გავბრაზდი კიდეც, ბოლო სიტყვა დავწერე და კარებისკენ უხალისოდ წავედი. ჯერ კოლიდორი გავიარე მალევე გასასვლელთან აღმოვჩნდი. არც მიკითხავს ვინ იყო, ბევრი არავინ მოდიოდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დღის სამი საათი იყო, შეთე ვერ იქნებოდა. სალი ან ელი იქნებოდნენ. მალევე ცივ სახელურს შევეხე ჩემს წინ ის ადამიანი იდგა ვისი ნახვაც ყველაზე მეტად მინდოდა. ჩემი რომანის ერთადერთი მკითხველი. -ნიკა? -გაოცებისგან ვერაფერი ვთქვი გარდა სახელისა. როგორც წესი ნიკა არ მსტუმრობს ხოლმე მით უმეტეს გაუფრთხილებლად, არველოდი თუმცა გამიხარდა, მასთან საუბარი ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. -არ შემომიშვებ? -კი კი შემოდი, უბრალოდ გამიკვირდა, რომ მოხვედი. -აქამდე არმოვედი ვიცოდი შენთან ბევრი ხალხი იქნებოდა, მე აღარ შეგაწუხე. -შენ არმაწუხებ არასდროს. -გადავეხვიე, დიდი ხანი არმყავდა ნანახი. -ოხ კაი ერთი. -გინდა რაღაც ძაან მაგარი განახო, დამიჯერე მოგეწონება. -სახეზე ეშმაკური სიცილი დამთამაშებდა, მაიკა ავიწიე და ჩემი ჭრილობა ვანახე. -ნახე როგორ მომიხდა. -ღმერთო ტესა ხან როგორი სულელი ხარ. -სულელობების ლაპარაკი ჩემი ნიჭი იყო, ყველაზე კარგად ეს ნიკამ იცოდა. -მერე ეგ ცუდია? -მაცდურად ვკითხე. -არა, ნამდვილად არა. -გამიღიმა. იმავე კოლიდორის გავლით სამზარეულოში დავბრუნდით, ნიკამ მაშინვე შენიშნა გახსნილი ლეპტოპი. -შენ რა წერდი? და მე ხელი შეგიშალე. -არა უფრო რაღაცებს ვბოდიალობდი, ღვინოს ხო დალევ? -ნიკა არ სვამდა არც მე, მაგრამ ეს ნამდვილად გამონაკლისი შემთხვევა იყო, ჩვენც და ამ სიტუაციასაც ღვინო მოუხდებოდა. -შენთვის შეიძლება? -კაი რა ეგეთ რაღაცებზე ,როდის მერე ფიქრობ, ერთი ჭიქა არაფერს მიზავს. -კაი მხოლოდ ერთი. -ჭიქები გადმოვიღე, ვუყურებდი ნელ-ნელა სისხლისფერი ღვინით როგორ ივსებოდა, მალე მთელი არომატი სახლშიც გავრცელდა. -აბა მოყევი, როგორ ხარ კიდე გტკივა ნაოპერაციები? -არა, მაგრამ ამას ვერც ჩემებს და ვერც შეთეს ვაგებინებ. -თვალები უკმაყოფილოდ ავატრიალე. -შეთესთვის განსაკუთრებით გაგიჭირდება გაგებინება. -ზოგჯერ ზედმეტად შემაწუხებელია. -თავი უკმაყოფილოდ ჩავქინდრე. - კარგი შეთე და დანარჩენები მერე, ახლა ჩვენ გაგვიმარჯოს ჩემი რომანის ერთადერთო მკითხველო. -ვგიჯდები ასე რომ მომმართავ, ჩვენ გაგვიმარჯოს. -ღვინო ორივემ ერთდროულად მოვსვით, რეაქციამაც არ დაიგვიანა. -ღმერთო საშინელებაა. -ძლივს გადაყლაპული ყლუპის შემდეგ ამოვილუღლუღე. -იქნებ ჩაი ჯობს? -თუ კაკაო? -ნიკას არც ჩაი უყვარდა დიდად და არც ყავა. -ზეფირებიც გაქვს? -რა თქმა უნდა. -მაშინ კაკაო. -როგორც მიბრძანებთ სერ. -ხელი უცნაური მოძრაობით შუბლთან მივიტანე. -ეს ნამდვილად მენატრებოდა, შენი სიგიჟეები. -გაეცინა -ხო დიდად ვერც გულთან ახლოს მოხვედრილმა ტყვიამ შემცვალა. -ამჯერად ორივეს გაგვეცინა. იმ დღეს მივხვდი ნიკასთან საუბარი როგორ მომნატრებია, უფრო სწორად ის ჩუმად იყო მარტო მე ვლაპარაკობდი, ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც არბეზრდებოდა იმ სისულელეების მოსმენა რაზეც მემილიონედ ველაპარაკებოდი, მემილიონედვე იგივე ემოციებითა და გაბრწყინებული თვალებით. არც მე მბეზრდებოდა იმის ყურება როგორ გულდასმით მისმენდა, ყველა ჩემს მიმიკას როგორ აკვირდებოდა. წასვლისას ვთხოვე უფრო ხშირად მოსულიყო ხოლმე ჩემთან. დამპირდა როცა დამირეკავ მაშინვე შენთან გავჩნდებიო, დანაპირებს ყოველთვის ასრულებდა. ნიკა საკმაოდ უცნაური ბიჭია, თან ემოციურია, სულ ცოტათი ყურადღებიანიც, მაგრამ ძალიან ცივი, უხეში, ეგოისტიც. ახლოს რთულად გიშვებს და კიდევ უფრო რთულად იხსნება. საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა იმისთვის, რომ ჩემს მიმართ ნდობა გასჩენოდა, თუმცა მიხარია რომ საბოლოოდ მიხვდა ის ვიყავი ვინც გაუგებდა, ვისთვისაც ნებისმიერი რამის მოყოლას შეძლებდა. გახსოვთ გეუბნებოდით ადამიანებს რომლებსაც მარტივი ცხოვრება არაქვთ მარტივად ვცნობთქო, ნიკაც ზუსტად ერთი დანახვით ამოვიცანი, თუმცა გვიან გავიგე რაში მდგომარეობდა მისი ცხოვრების სირთულე. სიმართლე გითხრათ ჯერ ძალიან ცოტა ხანია რაც მისი ახლოდან გაცნობა დავიწყე. იმ ბიჭების კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა, როგორებიც მომწონდა თუმცა თითქოს არც ვემეგობრებოდი. თავს მასთან უბრალოდ კარგად ვგრძნობდი, ნამდვილად, თავისუფლად. ყველანაირ სისულელეზე ველაპარაკებოდი არბრაზდებოდა არც დამცინოდა. სხვაზე არც არაფერზე მინდოდა ფიქრი, განსაკუთრებით ჩვენი ურთიერთობის გაფუჭება, ამიტომ ამ ყველაფერზე ლაპარაკსაც ვერიდებოდი, ვიცოდი არც მას უნდოდა და დიდად არც მე. მე ისიც მაკმაყოფილებდა კარგ მეგობრად რომ მთვლიდა, დანარჩენი სულერთი იყო. ბევრი ვერაფრის დაწერა მოვასწარი, შეთე მოვიდა. არიცოდა რომანს რომ ვწერდი და არც ვეუბნებოდი. ლეპტოპი მაშინვე დავხურე. -როგორ ხარ ლამაზო? - ლოყაზე მაკოცა და გვერდით მომიჯდა. -კარგად, შენ? -უხალისოდ ვუპასუხე, ხასიათი წამიხდა წერის პროცესის შეწყვეტა, რომ მომიწია. -როგორც ჩანს სტუმარი გყავდა. -ღვინის ჭიქას მოკიდა ხელი. -ნიკა იყო. -ვინ ნიკა, შენი მეგობარი როა? -შევატყე წარბები შეეკრა, არესიამოვნა. -კი შეთე, რამე პრობლემაა? -ამჯერად დათმობას აღარ ვაპირებდი, ისედაც ბევრი მოვუთმინე. - არა, არანაირი. თან ღვინოც დაგილევიათ. -უხეშად ჩაეცინა.- კარგათ გაერთეთ? -შეთე აზვიადებ. -ტესა ჩემთან, რომ მოსულიყავი და მეთქვა ვიღაც გოგო იყო მოსული და ღვინო დავლიეთთქო რა რეაქცია გექნებოდა? -სიბრაზისგან ღვინის ჭიქას ხელს გამეტებით უჭერდა. -შეთე ნიკა ვიღაც არ არის. -და მაშინ მე ვინვარ? იქნებ უკვე გაერკვე შენ თავში. -გაცხარებული გავარდა სახლიდან. ... ადრე ჩემი გაურკვევლობა მხოლოდ ჩემზე ახდენდა გავლენას, თუმცა ახლა ვხვდებოდი ეს ჩემთან ერთად შეთესაც აზიანებდა. რაში ვერვერკვეოდი არვიცი, ალბათ უფრო მეშინოდა, მაგრამ რისი ზუსტად არც ეს ვიცი. შეთე კარგი ადამიანი იყო თუმცა მასთან ისე კარგად არვგრძნობდი თავს როგორც ნიკასთან, თუმცა ნიკა ისე არმომწონდა როგორც შეთე. ახლა ვხვდები ყველაფერი როგორი ჩახლართულია. არაფერს თავისი სახელი არქონდა, მათ შორის არც მე. შეთე ბიჭი იყო, რომელსაც ვუყვარდი, ნიკა ის ადამიანი იყო რომელსაც ჩემთან მეგობრობა უნდოდა . და მე, მე ვინ ვიყავი ამ ისტორიაში? იქნებ ნიკას მეგობარი და შეთეს შეყვარებული, თუმცა ჩემთვის ვინ იყო შეთე? ან ნიკა? ამაზე პასუხი არმაქვს. თავი12 ... რას ნიშნავს იყო მწერალი? ან წერდე რომანს. მწერლობა ძალიან ბევრ კარგ რამესთან ასოცირდება, თუმცა მწერალს ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა, იყოს რაც შეიძლება გახსნილი თავის მკითხველთან. მწერლები ბევრ რამეს საერთოდ სხვანაირად უყურებენ. ქუჩაში მოსიარულენი, თუ რაიმეზე მიშტერებული შეამჩნიეთ ჩათვალეთ მას რაღაც ახლის წერის სურვილი გაუჩნდა, მუზა მოუვიდა. მწერლები ყველაფერში ხედავენ ისტორიებს, სიტყვებს, რომელსაც რაც შეიძლება სიღრმიდან იღებენ. იყო მწერალი ნიშნავს იყო თავისუფალი ტყვეობაში, იყო მწერალი ნიშნავს იყო საკუთარი სულის პატრონი თავად შენვე. მწერლებს შეუძლიათ შექმნან უამრავი ადამიანი და ისტორია, რომელიც ამ ადამიანებს დაუკავშირდებათ, ზუსტად მათ შეუძლიათ დაგანახოთ ისეთი, რამ რაზეც წარმოდგენაც კი არ გაქვთ. სამყაროს ყველაზე იდუმალ წერტილებში გამოგზაუროთ, გაგხადოთ სხვისი ცხოვრების თანამონაწილე. ამ რომანის კითხვისას ზუსტად ასე ხდებით ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ადამიანები. ღამდებოდა შეთე ისევ არსად ჩანდა, შემოდგომის ბოლო დღე იყო, მალე კარს დეკემბერი შემოაღებდა და თან ახალ წელსაც მოგვიტანდა. ბოლო რამდენიმე დღე საგრძნობლად ყინავდა, გარშემო ყველაფერს სიცივის ელფერი დაჰკრავდა, ზუსტად ვიცოდი მალე მოთოვდა თუმცა ასე ადრეც არველოდი. შეთეს ლოდინში ფანჯარაში მოცქირალმა ციდან ჩამოცვენილ ფიფქებს მოვკარი თვალი, ყველა ძველი გრძნობა ერთიანად გამიღვიძა. ფანჯრის წინ მდივანზე თბილად მოვკალათდი, გემრიელ ცხელ ჩაისთან ერთად. გარეთ თოვლს მიწის საფარი უკვე დაეფარა არც გამკვირვებია. პირველი თოვლი ყოველთვის განსაკუთრებულია, სულ სხვანაირი ბედნიერებაც შემოაქ. იმ მოგონებებს მიღვიძებს ხოლმე რომელზეც ხშირად არ ვფიქრობ. დღეს კიდევ ერთი ბავშვობის მწარე მოგონება გამახსენდა, თუმცა ეს მოგონება თოვლს სულაც არ უკავშირდება, მაინც მოგიყვებით. ბავშვობაში, ბებია-ბაბუასთან ცხოვრების პერიოდში, სახლში ადგილის სიმცირის გამო მე და ჩემს ძმას მისაღებში გვეძინა. დიდი ორსართულიანი საწოლი გვქონდა, მეორე სართულზე ძილი მიყვარდა, მაგრამ არ რისკავდნენ ჩემს იქ დაწვენას ძილში დავდიოდი და საშიში იყო. ბავშვობაში, ახლაც, ვგიჯდებოდი ფუმფულა სათამაშოებზე. ძალიან ბევრი მქონდა სხვადასხვა სახელები ერქვათ: ვარდისფერა, ლურჯა, ტუნა და ა.შ. ყველა ეს სათამაშო ჩემს ლოგინზე ელაგა, ერთადერთი რამ იყო რაც იმ დროს ყველაფრის იმედს მაძლევდა, სიგიჯემდე მიყვარდა თითოეული მათგანი. თუ რამე ცუდი მოხდებოდა ხოლმე ჩემს ცხოვრებაში მაშინვე მახსენდებოდა ჩემი სათამაშოები, სულ მეგონა ყველაფერი ცუდის მიზეზი ზუსტად ეს უკანასკნელი იყო. ხატებთან მივდიოდი ვიჩოქებდი და ღმერთს გულამოსკვნილი ტირილით ვევედრებოდი, მარტო იმიტომ ნუ მსჯი, რომ ის მაქვს რაც ასე ძალიან მიყვარს მეთქი. ალბათ დაგაინტერესებთ იმ სათამაშოებს რა ბედი ეწია. ბოლო წერტილი დედაჩემის დეიდის სიკვდილი იყო, დედაჩემის დეიდა ნუნუ ბებო ჩემი გამზრდელი ბებია იყო. ყველაზე თბილი, კეთილი, მოსიყვარულე. როცა ის მოკვდა გავბრაზდი თანაც ძალიან, მეგონა ესეც იმის ბრალი იყო, რომ ასე ეგოისტურად მსურდა მქონოდა ცხოვრებაში ის რაც ასე ძალიან მიყვარდა ბედნიერი ვყოფილიყავი, ამიტომ ავდექი და ყველა სათამაშო გადავყარე. იმ დღის შემდეგ არც ჩემს ლოგინზე და არც ჩემს ოთახში არცერთი ფუმფულა სათამაშო აღარაა. დღემდე მჯერა იმის, რომ ღმერთი ზუსტად იმ სათამაშოებისა და ბედნიერების გამო მსჯიდა. ახლაც მსჯის იმის გამო, რომ შეთე მყავს, თუმცა შეთე ადამიანია და არა სათამაშო ამიტომ მასაც ვერ გადავაგდებ. ფეხის ხმა შემომესმა, დროებით წერა შევწყვიტე და ყური მივუგდე შეთე მეგონა, მომეჩვენა. საათს დავხედე პირველი ხდებოდა. ოთახში ავირბინე პატარა წიგნაკი და კალამი ჩამოვიტანე, რატომღაც ფურცელზე წერა მომინდა, ამას იშვიათად ვააკეთებ ხოლმე. გადავშალე ლამაზი ფურცლები, რომლის მხოლოდ სამი გვერდი მქონდა შევსებული, თვალი გადავავლე, საინტერესო არაფერი მეწერა. ახალ ფურცელზე თარიღი დავწერე და წერაც დავიწყე. ... დღეს ნამდვილი კალმით, ნამდვილ ფურცელზე, ნამდვილი ისტორიის წერა გადავწყვიტე დამვიწყებია კიდეც რამდენად სასიამოვნო შეგრძნებაა.1 დეკემბერია 2022 წლის ბოლო თვე, ბოლო შესაძლებლობა. მე ისევ ბნელ ოთახში ვზივარ განათებული ფანჯრის წინ. ისევ ცარიელ ჰორიზონტს გავცქერი თუმცა არვიცი რასველოდები, შეიძლება იმედებს, შესაძლებლობებს, ადამიანს. გარეთ თოვს: ნაზად, უხმაუროდ ცვივა ფიფქები ციდან. ჩემგან განსხვავებით ფიფქებმა თავიანთი მოვალეობებიც და პასუხისმგებლობებიც ზუსტად იციან. ნელა, ფრთხილად მოზომილად ეფინებიან გარშემო ყველაფერს, ეფინებიან და ლამაზად აფერადებენ კიდეც, ბნელზე იმარჯვებენ, ყველაფერს იმსგავსებენ. შეიძლება მალე მეც დამიმსგავსონ, გამათეთრონ წასვლისას კი თან გამიყოლონ, უარს არვიტყოდი. ოთახის ფანჯარა გამოვაღე, ცივი ჰაერის დიდი ულუფა ჩავისუნთე, არსაიდან საშინელი სიჩუმე, წყვდიადი ვიგრძენი ჩემში. ზუსტად ვიცოდი რაღაც ცუდი აუცილებლად მოხდებოდა თუმცა რა ეს ჯერ არ ვიცოდი. კიდევ დიდი ხანი ველოდი შეთეს, მერე ჩამეძინა. დილით ყვირილმა გამაღვიძა წიგნით ხელში მდივანზე მიმძინებია. სახლის კარებზე გამეტებით აბრახუნებდნენ ტესა სწრაფად გამოდიო. ჩემი პატარა ბიძაშვილები იყვნენ ჩემს გვერდით ცხოვრობენ ბებიაჩემთან ერთად. მაშინვე გაუცნობიერებლად წამოვდექი ფეხზე და კარისკნე გავიქეცი. -რახდება ბავშვებო? რატო ჩამოიღეთ კარი? -ნახევრად მოჭუტული თვალები კიდევ უფრო მეტად მოვჭუტე, თოვლის სიქათქათემ მომჭრა. გვიან შევამჩნიე თინას და ალექსის თვალებში საზარელი შიში. -ტესა, ბებო. -ადგილიდან მოწყდნენ, სახლისკენ თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ. ყველაფერს ვფიქრობდი გზაზე მიმავალი, თან თოვლზე ჩემი ფეხის კვალს ვტოვებდი. იმ ადამიანებისთვის ვისაც ჩემი პოვნა მოუნდებოდათ. კართან მისულმა თვალცრემლიანი ბიძაჩემი დავინახე. მაშინ მივხვდი რაც ხდებოდა. -ტესა, შემოდი. -ბიცოლაჩემი შემეგება ისიც ტიროდა, მაჯაზე მომკიდა ხელი ჩემი სახლში შეყვანა სცადა. -არა, არა, გამორიცხულია. -ბიცოლაჩემს ხელი უხეშად გავაშვებინე, ზურგი ვაქციე და მუხლებზე დავემხე. თურმე ასეთი დილებიც თენდებოდა, სიკვდილის. ახლა უკვე ვხვდებოდი გუშინდელი სიჩუმე რისი ბრალიც იყო.თუმცა იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს სიჩუმე ამდენად მტკინვეული იქნებოდა. -ტესა ადექი. - ისევ ბიცოლაჩემის ხელი. -ავდგე, დამცინი? და სად მეპატიჯები მკვდარი ბებიაჩემის სანახავად?! -იმხელა ხმაზე ვყვიროდი რამხელაზეც შემეძლო, ბიცოლაჩემი არაფერ შუაში იყო სული იმდენად მტკიოდა ყელში მომდგარ ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, ვერც ვერავინ დამადანაშაულებდა მე ხომ ახლახანს გავიგე მთელი ჩემი ბავშვობა მოკვდა. ის ადამიანი ვინც მთელი ჩემი იმედი და მომავალი იყო. ზუსტად ვიცოდი სახლში შესვლა მომიწევდა მაგრამ არმინდოდა მკვდარი ბებიაჩემის ნახვა. მაინც შევედი. ლოგინზე იწვა, აქეთ იქიდან ჩემი ბიძაშვილები იჯდნენ. ბიცოლაჩემს ვუყვირე ბავშვებს ამას რატო აყურებინებ მეთქი, მაშინვე გაიყვანა. ჩემი ბებია, მთელი ჩემი ბავშვობა, უსიცოცხლოდ თვალებდახუჭული იწვა ლოგინზე, ტუჩები გალურჯებოდა. სახეზე მოვუსვი ხელი, ვეძახდი. მეგონა მოეჩვენათ იმედი მქონდა გაიღვიძებდა ასე შუაგზაში არდამტოვებდა. არგაიღვიძა. -რატო არაფერი აფარია ბებო მცივანაა შესცივდება. -ცრემლები მოვიწმინდე და გადასაფარებელს დავუწყე ძებნა. -ტესა ის უკვე ვეღარაფერს გრძნობს. -თავჩაქინდრული მომიახლოვდა ბიძაჩემი. -იგრძნობს, იგრძნობს ჩემს სითბოს იგრძნობს. -ისევ ხელზე ვებღაუჭებოდი, ვუყვიროდი ჩემგან არწასულიყო, მერე ოთახიდან გამიყვანეს. მალევე ჭიშკართან ორი მანქანა გაჩერდა დედაჩემი და მამაჩემიც ამოვიდნენ. ოთახის კუთხეში ვიდექი ბებიაჩემის ხალათს ვიხუტებდი, რაც დრო გადიოდა მისი უსულო სხეულისკენ გახედვა კიდევ უფრო მაშინებდა. დედაჩემმა სახლში გამიყვანა სახეზე ფერი არმედო მიხვდა ცუდად ვიყავი ლოგინზე დამაწვინა, ოთახიდან გავიდა. ისევ ის საშინელი სიჩუმე, ადიელაში გავეხვიე ცრემლები წამსკდა, არვიცოდი რას ვგრძნობდი რადგან ის რაც ჩემში ბებიაჩემის ცხედრის ნახვამ გააჩინა ტკივილზე მეტი იყო. ცოტა ხნიანი წოლის შემდეგ ფეხზე ავდექი, შავ ტანსაცმელში გამოვეწყე, მეც წავედი. სახლში საშინელება ხდებოდა. უამრავი მოტირალი ადამიანი, ხალხი შედიოდა და გადიოდა. ბებიაჩემი ოთკუთხედ ყუთში იწვა, მაცივარს ეძახდნენ, ამ მაცივარში მწოლიარე იმდენი გარდაცვლილი სხეული მინახავს თუმცა ეს, ეს დაუჯერებელი იყო. ბებიაჩემზე ჩემთვის აქამდე უცნობ ათასობით ისტორიას ყვებოდნენ. ზევიდან დავხედე თავისი ჩვეული სიდინჯით იწვა იმ დიდ საშინელებაში. მახსენდებოდა ბავშვობაში პატარა ტაშტში მჯდომს როგორ მაბანავებდა, თავთან რო მეჯდა ყოველ ჯერზე როცა ავად ვხდებოდი, ისიც მახსოვ მისი გაკეთებული საჭმელები როგორ მიყვარდა, განსაკუთრებით პიურე, ყოველ ზაფხულს ერთნაირი სიხარულით მელოდა როდის ავიდოდი, ყოველ დილით როგორ რწყავდა ბაღ-ბოსტანს. დილით ჩაის როგორ მიმზადებდა, ბევრს მარიგებდა ხოლმე, კარგი მსმენელიც იყო. ყველაფერს ვუყვებოდი და ახლა, ახლა ვისთვის უნდა მომეყოლა რამაწუხებდა. ახლა მხოლოდ მის სურათს თუ დაველაპარაკებოდი, ახლა მხოლოდ სიზმარშიღა თუ ვნახავდი ჩემს ბებიკოს. წელს ალბათ ყვავილებიც აღარ იყვავილებდნენ ზუსტად ვიცი აუცილებლად გაუჯავრდებოდნენ პატროს უდროო დროს წასვლისთვის და მათი შუა გზაში დატოვებისთვის, მეც ვბრაზობდი, მაგრამ თან მტკიოდა მთელი ჩემი ბავშვობა კიდევ უფრო მტკიოდა. -ტესა ცოტა ხნით ხომ არ გახვიდოდი? -დედაჩემმა ხელზე ხელი ნაზად მომკიდა. -ელის და სალის დაურეკე? -კი მოდიან. -თავი უკმაყოფილოდ დავუქნიე და ისევ ბებიაჩემის თავთან დავჯექი. მინდოდა კიდევ დიდი ხანი მეგრძნო მისი ჩემთან ყოფნა. სახლის კარებში სალი და ელი შემოვიდნენ, მათი დანახვა ყველაზე მეტად მესიამოვნა. -ტესა, საშინლად გამოიყურები გავიდეთ ცოტა ხნით -ელი მაშინვე ჩემთან მოვიდა. არც შევეწინააღმდეგე გავყევი. სახლში გამიყვანეს, გონს ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი. სახლის კარი ძლივს ძლივობით გავაღე. -მე... მე ყავას გაგიკეთებთ. -მაშინვე ცრემლები მოვიწმინე და ნაძალადევად გავიღიმე. -არგვინდა ყავა, დაჯექი შენ. -არმახსოვს ეს რომელმა მითხრა. მდივანზე დამაჯინეს და თვითონაც დასხდნენ. იმ მდივანზე ვიჯექი სადაც რამდენიმე საათის წინათ ტკბილად და უდარდელად მეძინა. რამოხდებოდა იმ დილით რომ არ გამღვიძებოდა. იქნებ ბებიაჩემის მაგივრად მე მოვმკვდარიყავი იქნებ ასე აღარ მტკენოდა. -ორი წუთით ოთახში ავალ. -ისევ დავმალე თვალთან მომდგარი ცრემლები, არავის გავუჩერებივარ ახლა იქ ჯდომა უფრო მტკენდა, ამის თავი ნამდვილად არმქონდა ისევ ძლიერი ტესა ვყოფილიყავი. ოთახში შესულმა კარი მაგრად მივხურე, ორი წუთით ყველაფერს თვალი მოვავლე, გარშემო ყველგან ბებიაჩემი იყო, ყველა კუთხეში, ჩემში, ოღონდ ჩემში ცოცხალი იმაზე ცოცხალი ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩავიმუხლე სახე ხელებში მოვიქციე და იმხელა ხმაზე ვიყვირე სადამდეც შემეძლო იქამდე სანამ ხმა საბოლოოდ არ წამერთვა, გარშემო ყველაფრის დალეწვა მინდოდა მაგრამ საამისო ძალა არმქონდა, ერთადერთი რაც შემეძლო ყვირილი იყო, ხოდა მეც ვყვიროდი, ტკივილისგან, მონატრებისგან, უიმედობისგან ვყვიროდი. ოთახის კარი მალევე გაიღო, ნიკა იდგა. შემოვიდეო მკითხა, თვალებით დავეთანხმე და ღონემიხდილი საწოლის კუთხეს ზურგით მივეყრდენი. გვერდით მომიჯდა ცოტა ხანი არაფერს მეკითხებოდა, თითქოს საჭირო სიტყვას ეძებდა დასაწყებად, ყველაზე კარგად მე ვიცი სწორი სიტყვის პოვნა რამდენად რთულია. -კარგად ხარ? -ბოლოს მაინც მკითხა. მისი მხრიდან ჩემი დარდით სავსე თავი ავწიე, თვალებში შევხედე, არაფერი მითქვამს მხრები ავიჩეჩე არვიცი მეთქი, და ისევ თავი დავადე. -გაივლის. -მითხრა და გაჩუმდა. მის სიტყვაზე დიდი ხანი ვფიქრობდი, სიტყვაზე რომელიც ცოტა მეტად იმედიანად ჩანდა ჩემზე იმედიანად მაინც. დიდი ხანი ვიჯექით ძირს მის მხარზე მედო თავი, ვტიროდი გაუჩერებლად ვტიროდი, პერიოდულად სუნთქვა მავიწყდებიდა ხოლმე, ნიკას მხრის გამოძრავებით მოვყავდი გონზე, ისევ ჩავისუნთქავდი და ტირილს ვაგრძელებდი. ლოგინში გამეღვიძა, თვალები ტირილისგან სამმაგად დამსიებოდა ძლივსღა გავახილე, ჭრილობა ისევ მტკიოდა. სახლში ჩემ გარდა არავინ იყო, ვერც იმას ვიგებდი ლოგინში როგორ აღმოვჩნდი, ტელეფონს დავუწყე ძებნა ნიკასთვის დარეკვას ვაპირებდი მაგრამ გადავიფიქრე ბოლო ორი დღე საკმარისად შევაწუხე არღირდა. ნიკას მაგივრად შეთესთან დავრეკე. ცოტა ხნიანი ლოდინის შემდეგ მიპასუხა. -შეთე სად ხარ? -ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით ვკითხე. -შენთან ვარ. -სად ჩემთან? -დაბნეული წამოვჯექი ლოგინზე. -ქვემოთ სართულზე ჩამოდი და ნახავ. -გამითიშა. მაშინვე კიბეები ჩავირბინე, შეთე სამზარეულოში იყო საჭმელს მიმზადებდა. - შეთე. -გაკვირვებული ხმით დავუძახე და მისკენ წავედი იმდენად მაგრად ჩავეხუტე რამდენადაც შემეძლო. -ბებიაჩემი აღარაა. -ბოლო სიტყვის დასრულება ვერც შევძელი ისევ ტირილი ამიტყდა. -ვიცი. -დამწუხრებულმა მიპასუხა და იმაზე ძლიერად ჩამეხუტა ვიდრე იქამდე მეხუტებოდა. იქამდე ვიდექით ასე სანამ შეთეს ტელეფონმა არ დარეკე, დახედვა მოვასწარი დადვანი ეწერა. მაშინვე მეცნო გვარი შეთეს შეხვედრა დაუთქვა. მანაც მაშინვე მომიშორა ქურთუკს დასწვდა მაკოცა და გავიდა, თან მითხრა არ დამელოდო გვიან მოვალო. ისე წავიდა ვერაფრის კითხვა ვერ მოვასწარი, ისევ ოთახში ავბრუნდი და დარეკვა ვცადე არმპასუხობდა. იმ დღეს შეთესაც ვერ დავკარგავდი ბებიაჩემთან ერთად ამიტომ უკან გავყევი. პ.ს დამწყები ვარ ჩემთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია. დავდო გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.