შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაჩუქებული სიცოცხლე( თავი17)


4-03-2023, 17:25
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 965

...
ადამიანებს გვგონია საკუთარი წარსულის უკან მოტოვება შეგვიძლია. ხშირად მსმენია ერთიდა იმავე გადაცვეთილი ფრაზები, სანამ წარსულს არ გაუშვებ მომავალს ვერ დაინახავო. ტყუილია. შეუძლებელია წარსულის გაშვება, ეს კიბოსავითაა გინდა არ გინდა შენშია, ზოგჯერ სუნთქვის საშუალებასაც არ გაძლევს, მთლიანად გეკვრის. ებრძვი, მაგრამ ვერ იკურნები. როცა შვეიცარიაში წავედი ზუსტად ვიყავი დარწმნებული იმაში ყველაფერი უკან მოვიტოვე, გარდა ადამიანებისა. თქვენ გგონიათ ჩემს წარსულს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვეიცარიაში წავედი, უკან არ ვუბრუნდებოდი? ცდებით. ყველაფერი სიკვდილამდე მტკიოდა, განსაკუთრებით ადამიანები. და ახლა როცა უკან ვბრუნდებოდი, ზუსტად ვიცოდი მათი ისევ თავიდან დანახვა ძველ ცხოვრებაში დამაბრუნებდა, ახლანდელ ტესას ძველ ტესასთან საერთო არაფერი ჰქონდა, ორი ცხოვრებით ვცხოვრობდი.
თვითმფრინავისკენ მიმავალ ბაქანს თვალცრემლიანი მივუყვებოდი, ხელში ადრიანის საჩუქარი მეჭირა, ბრძანება მომცა გაფრენამდე არ გახსნაო. ნელი ნაბიჯებით მივიწევდი წინ. ის ტესა მახსენდებოდა, რომელიც აქ 4 წლის წინ პირველად ჩამოვიდა, შეშინებული, უიმედო, მონატრებით სავსე. ახლა შემდგარი ტესა ბრუნდებოდა უკან, რედაქტორი, ძლიერი, იმედიანი, თანაც ისეთი იმედიანი ეს იმედი გარშემო ყველას ეყოფოდა. კიბეებს ავუყევი, ჩემს ქალაქს ბოლოჯერ მოვავლე თვალი.
ფანჯარასთან ვიჯექი, ბორტგამცილებელმა რამდენჯერმე მკითხა რამეს ხომ არ ინებებთო, ბოლოს მისი კითხვისგან დაღლილმა ვუპასუხე ყავა მომიტანეთ მეთქი, მხოლოდ ასე შევძელი მისი მოშორება. ადრიანის საჩუქარი გავხენი, ლამაზი ვარდისფერი წიგნაკი იყო, თავისი კალმით, რომელსაც თავზე მისივე მინიატურული ფიგურა ემაგრა, გამეცინა. პირველივე გვერდზე ადრიანის ხელწერა შევნიშნე.
„Vertrauen Sie auf Ihr eigenes Leben, finden Sie Glück in Widrigkeiten, lernen Sie, besser zu werden.“1
Adrian in Liebe2
კლასიკური ადრიანი, გიჟდებოდა ჭკუის დარიგებაზე რაზეც ხშირად ვეჩხუბებოდი. მაინც საუკეთესო იყო, მზრუნველი, თბილი, უღალატო, ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში მასში გამიმართლა, ყოველთვის მიმეორებდა შენ რომ არ იყო ალბათ აქამდე გავგიჟდებოდიო, მეც სიცილით ვპასუხობდი მაგას მე კი არა ელიას უნდა ეუბნებოდე მეთქი, წყინდა.
თვითფრინავმა ნელ-ნელა ჰაერში აფრენა დაიწყო, სულ მალე შვეიცარიის მთებს ზემოდან დავყურებდი,ღრუბლებში გავუჩინარდით. ბორტგამცილებელმა ამიხსნა, ყურსასმენები როგორ უნდა გამომეყენებინა, მუსიკაც ჩაირთო, წიგნაკის ცარიელ ფურცელზე სახელი დავწერე.
ადრიანი
ქვეყანაზე ადამიანის სახით სიკეთე, რომ დადიოდეს ის აუცილებლად ადრიანი იქნებოდა, მეკი მსოფლიოში უბედნიერესი ტესა, რადგან მან მე ამირჩა საკუთარ იმედად. ჩვენი ურთიერთობა მიყვარდა, რომელიც ყველა სტერეოტიპს ანგრევდა, ჩვენი გვერდში დგომა მიყვარდა, რომელიც გარშემო ყველას გაოცებას ახერხებდა, ადრიანის მზრუნველობა მიყვარდა, რომელიც მარტო არასდროს მაგრძნობინებდა თავს, მისი სითბო, რომელიც ყველაზე სუსხიან ამინდებშიც კი მათბობდა. ალბათ ის, რომ არა დიდი ხნის დაბრუნებული ვიქნებოდი საქართველოში, ადრიანი, რომ არა ახლა მე ის არ ვიქნებოდი ვინც ვარ. ჩემი საყრდენი გახდა, გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავალი, უიმედობიდან იმედი, სიცივიდან სითბო, მეგობრობიდან საუკეთესო მეგობარი... სამყარო, რომლის გარშემოც ბრუნავდა ტესა.

ნიკა
ჩემი რომანის ერთადერთი მკითხველი, ისევ ერთადერთ მკითხველად დარჩა. იმდენი ხანია არ მინახავს ხანდახან მგონია რეალური არ არის, მე გამოვიგონე იმისთვის, რომ ვიღაცასთან მაინც შემძლებოდა იმის გაზიარება, რასაც ძველ ტესაში ვერ ვიტანდი. მერე მახსენდება ყოველი გაღიმებისას მის ლოყებს შორის გაჩენილი ორმოები, ბავშვები რომლებზეც გიჟდებოდა, ნიკას პატარა მეგობრები. მათთან ერთად თუ იყო გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდა, იქნებ ეს კარგიც იყო, შეეძლო საკუთარი დაკარგული თავი დროებით მაინც დაებრუნებინა. სულ იმას ამბობდა თავისუფლებას მიზღუდავენო, თქვენ რომ მას იცნობდეთ ამაზე ჩემსავით გაგეცინებოდათ, ნიკა ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ადამიანი იყო ვინც კი ოდესმე მინახავს, სულ ვეუბნებოდი შენ თავისუფლებას ვერავინ დაგიშლის მეთქი. ნეტა ახლა როგორაა, სადაა. ბოლოს მახსოვს იმაზე მელაპარაკებოდა, რომ ქვეყნიდან წასვლა სურდა, იქნებ წავიდა კიდეც, ასე უკეთესიც იქნებოდა. იმედი მაქვს ნანატრ თავისუფლებას მიაგნო, ის სიყვარულიც იპოვა, რომლის ყოლასაც უშლიდნენ, თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ ახლა კარგადაა ის ხომ ნიკაა. ყოველთვის პოულობს გამოსავალს და ყველაფრის მიუხედავად მყარად დგას ფეხზე.
სალი და ელი

მთელი ჩემი ბავშვობა, აწყმო, მომავალი, ჩემი ადამიანები. ბედნიერება, უბედურება, სიკეთე, დარდი, სითბო, სიმყუდროვე, ყველაფერი მათშია, მხოლოდ მათი მიტოვება ვერ შევძელი, ან რატომ უნდა მიმეტოვებინა, ჩემს ცხოვრებაში მზის მოკაშკაშე სხივებივით იყვნენ, ყოველთვის ფეხზე მაყენებდნენ არასდროს მივიწყებდნენ. ყველაზე მეტად ისინი მენატრებოდნენ, ყველაზე მეტად მათთან ჩახუტება მინდოდა, ყველაზე მეტად მათთან განშორება გამიჭირდა.
შეთე
აუხდენელი სიყვარული, უკან მოტოვებული ჩემივე დატანჯული სული, შიში, მონატრება, სურვილი, სიტყვები, შეხება, თრთოლვა, ტკივილი, შეთე. შეთე ყველაფერი ის არის რაც ჩემს იდეალურ შვეიცარიულ ცხოვრებას აკლდა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ზუსტად მის გამო წავედი საქართველოდან. მოგონებაა, წარსულია, ტკივილია, რომელიც მინდა, რომ უკან დამიბრუნდეს, რადგან ვიგრძნო ისევ ცოცხალი ვარ. იქნებ ზუსტად ამიტომ მიმეჩქარებოდა საქართველოში, იქნებ შეთე იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ მსურდა ძველ ცხოვრებას მივბრუნებოდი, თუნდაც დროებით. და თუ ეს დაბრუნება ტესას მესამე სიცოცხლესაც წაართმევდა წინააღმდეგი არ ვიყავი, მე ხომ სიყვარულისთვის მოვკვდებოდი, ყველაზე წრფელი, ლამაზი, ზღაპრული სიყვარულისთვის.
დიდხნიანი ფრენის შემდეგ საქართველოში ვიყავი, აეროპორტში გოგონები დამხვდნენ. საოცარი გრძნობა იყო მათთან ერთად ყოფნა. საშინლად მომნატრებიან. ჯერ კიდევ ექსკალატორზე ვიდექი ხტუნვა, რომ დაიწყეს ჩემი დანახვისას. მაშინვე გვერდით მივყარე ჩემოდნები და მათკენ გავიქეცი, ყველა ჩვენ გვიყურებდა თუმცა ეს ნაკლებად მადარდებდა.
-ღმერთო ტესა შენი თმაა. -აღტაცებული მათვალიერებდა ელი.
- როგორ მენატრებოდით. -მათზე მიკრობილი ვტიროდი, ბედნიერების ცრემლებით.
-ნამდვილ შვეიცარიელ ქალს გავხარ. -დაასკვნა სალიმ, ჩემოდნებს დასტაცა ხელი და გასასვლელისკენ გამაქროლა, ერთი სული ქონდა შვეიცარიის ამბებს როდის მოისმენდა.
კოჯორში სალის მანქანით ავედი. ყველაფერი ზუსტად იგივე იყო არაფერი შეცვლილა, რაღაც მომენტში ისიც მეგონა სახლის კარებში ბებიაჩემი შემოვიდოდა, რამ გამომაშტერა ის ხომ დიდი ხანია ცოცხალი აღაა არადა რამდენი რამის მოყოლა მინდოდა. კარი ფრთხილად გავაღე, შუქი ავანთე მაშინვე გამოცოცხლდა ყველა ის მოგონება, რომელზე ფიქრსაც ოთხი წელი თავს ვარიდებდი, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, ნაცნობი სიმარტოვიდან დაწყებული, უცნობი მონატრებით დამთავრებული. მაშინვე ჩემს ოთახში ავედი ფრენისგან დაღილი უგონოდ გავითიშე.
დილით სახეზე მოხვედრილმა მზის სხივებმა გათენება მახარა, საათს დავხედე რვა ხდებოდა. გოგოებს ისევ ეძინათ, ტყეში გასეირნება გადავწყვიტე, იმ ტყეში წლების წინ რომ დავდიოდი, ვგრძნობდი კოჯორი როგორ მომნატრებია. ამოულაგებელი ჩემოდნებიდან ჯინსის კომბინიზონი და ჰუდი ამოვაძვრინე, საკმაოდ ციოდა გარეთ. თმა შევიკარი ზედმეტად მიშლიდა ხელს, სახლიდან გავედი. ქუჩას ნელ-ნელა მივუყვებოდა, გარშემო ყვველაფერი ძველ ისტორიებს მიღვიძებდნენ სასიამოვნო იყო. გზა აუღელვებლად გადავკვეთე, მალევე სტადიონთან აღმოვჩნდი. შორიდანვე დავინახე ვიღაც ბიჭი კალათს ბურთს ესვროდა, ყურადღება არც მივაქციე ისე გავაგრძელე სვლა, მოულუდნელად ვიღაცის ძახილი შემომესმა, ხმით ვიცანი ნიკა იყო.
-ტესა?? -გაოცებული სახით მიყურებდა, ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო მე ხომ მისი შორეული წარსული ვიყავი.
-როგორც ვხედავ კალათბურთისთვის თავი არ დაგინებებია. -გაღიმებულმა ვუპასუხე.
-როდის ჩამოხვედი?
-გუშინ ღამით. -ერთმანეთის წინ მდგომები რამდენიმე წუთი უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს, თითქოს ძველ მოგონებებს ვიბრუნებდით.
-არ ჩამეხუტები? -მაშინვე ხელები გაშალა, მეც გავუღიმე. წლები გავიდა თუმცა არაფერი შეუცვლია, მაშინ როცა გგონია ყველაფერი გავიწყდება, მათ შორის ადამაინებიც ისევ მათი დანახვა, შეხება, ხმა უკან გაბრუნებს. ჩემს წინ მდგარი ნიკა მიხაროდა, ნიკა რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც თავის კარგ მეგობრად მთვლიდა, ყველაზე მეტად კი ის მიხაროდა, რომ არ დავვიწყებივარ.
-ტყეში მივდივარ ხო არ წამოხვალ?
-მაგას კითხვა უნდა. -სიცილით მიპასუხა ბურთი ბოლოჯერ ესროლა კალათს.
გზად ხმა არცერთს არ ამოგვიღია, ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგომებს არ ვიცოდით რა უნდა გვეთქვა, ან საიდან უნდა დაგვეწყო ლაპარაკი. ახლა მთავარი სიტყვა ჩვენზე იყო, საკითხავი ისაა ვინ გაბედავდა საუბრის დაწყებას.
-ღმერთო საოცრად მენატრებოდა აქაურობა. -ტყის შესასვლელთან მდგომმა გაოცებისგან წამოვიძახე.
-ასე, რომ მოგნატრებოდა 4 წლით არ წახვიდოდი. -ოდნავ ნაწყენი ტონით მითხრა ნიკამ და ისე გააგრძელა სვლა თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს.
-საჭირო იყო. -ჩუმად ჩავილაპარაკე და უკან გავყევი.
-აბა მოყევი რახდებოდა შვეიცარიაში? -პატარა სკამზე ჩამოჯდა და ხელით მანიშნა შენც მოდიო.
-ბევრი არაფერი...
-შენ იქ რა ლაპარაკს გადაგაჩვიეს? -გაიცინა
-არა უბრალოდ მოსაყოლი მართლა არაფერია, პატარა ქალაქში ვცხოვრობ, საკუთარი რედაქცია მაქვს, ერთი მეგობარი მყავს ადრიანი. -პაუზა ავიღე ისე თითქოს სალაპარაკო სიტყვები გამომელია.
-ანუ მიიღე ის რისთვისაც წახვედი.
-კი.
-შეყვარებული? -ნიკასგან სიმართლე გითრათ ამ კითხვას არ ველოდი, ადამიანების პირადი ცხოვრება დიდად არ აინტერესებდა.
-შეყვარებული არმყავს.
-არც გყოლია? - მაშინვე ფეხზე წამოვდექი და სკამის წინ მდგარ ერთ-ერთ ხეს მივეყრდენი.
-გვეყოს ჩემზე შენზეც მომიყევი. -მაშინვე სალაპარაკო თემა შევცვალე, იმედი მქონდა ნიკას კითხვებისგან თავს დავიძვრენდი.
-მე ესპანეთში ვცხოვრობ, მაგრამ შენსავით აქაურობას წლობით არ ვივიწყებ.
-ესპანეთი? ესეიგი ტყუილად არ დაგიწყია ესპანურის სწავლა. -სიცილით ვუპასუხე, ჯერ კიდევ ჩემს წასვლამდე მეუბნებოდა ესპანურს ვსწავლობ ჩემითო, მიზეზიც გავიგე რატომ იყო ასეთი მოწადინებული.
-ძალიან ცუდად მოიქეცი, არც კი მითხარი, რომ მიდიოდი.
-ვიცი მაგრამ მართლა მჭირდებოდა საკუთარი თავისგან წასვლა. -თვალცრემლიანმა ავხედე.
-შეგეძლო მესიჯებზე მაინც გეპასუხა...
-ბოდიში. -მუდარით სავსე თვალებით შევხედე, იმედი მქონდა მაპატიებდა. გაეცინა.
-ბოდიშს არვიღებ, ეგრე მარტივი არაა. -ფეხზე ადგა და სვლა გააგრძელა. მალევე ტელეფონის ხმა გაისმა სალი რეკავდა. ნიკას უკან ჩამოვრჩი.
-გისმენ სალი.
-ორი წუთი სახლში ვერ გაჩერდი ხო? -ისევ გაბრაზებული ხმა.
-სასეირნოდ გამოვედი.
-ხოდა გეყოს სეირნობა სახლში მოდი ვისაუზმოთ. -მაშინვე გამითიშა, ნიკას შევხედე ჩემზე ბევრად წინ წასულიყო, სირბილით ძლივს დავეწიე.
-ნიკა, ორი წამით დამელოდე, სად გარბიხარ? -მუხლებზე ხელებდაყრდნობილი ძლივს ვლუღლუღებდი. -სალიმ დამირეკა საუზმეზე მოდიო, შენც ხო წამოხვალ?
-მეე?- გაკვირვებულმა წამოიძახა. -არ შეგაწუხებთ?
-ახლა ჩაგარტყამ და მერე ნახავ შეწუხებას, ნერვებს ნუ მიშლი.
-ადამიანი წლების მანძილზე სულ ცოტათი მაინც იცვლება, შენ სულ იგივე რატო ხარ? -სიცილით მკითხა.
-რაც საჭირო იყო მხოლოდ ის შევცვალე. -კმაყოფილმა ვუპასუხე, ისევ ორივე გავჩუმდით.
გზაში ნიკამ იმდენი მელაპარაკა ვეხუმრებოდი რაიყო ესპანეთში ლაპარაკი გასწავლეს მეთქი, ბრაზდებოდა. სახლში მისულებს მაგიდა ვერანდაზე გაშლილი დაგვხვდა, სალი მაშინვე ნიკას მიახტა შემოიპატიჟა საუკეთესო ადგილას დასვა, თან მიმეორებდა სტუმრის პატივისცემა პირველ რიგშიო, მეცინებოდა, მეგონა ჩემს წინ 80 წლის ქალი იდგა და არა 22 წლის გოგონა. ოთხივე მაგიდას შემოვუსხედით. შუა ჭამის დროს ისევ ტელეფონმა დარეკა ამჯერად ადრიანი იყო გამიკვირდა აქამდე, რომ არ დარეკა. მაშივე ვუპასუხე.
-ადრიან.
-ტესა ჩაფრინდი უკვე?
-კი სახლში ვარ ახლა, მანდ რა ხდება?
-არაფერი შენი ყვავილები მოვრწყი და ვისვენებ. -ნამტირალები ხმა ქონდა, თვალებზეც ეტყობოდა.
-Adrian was geht?3
- მე და ელიამ ვიჩხუბეთ. -თვალებიდან ცრემლები წასკდა, დიდხანს ცდილობდა არშეემჩნია თუმცა არგამოუვიდა.
-ისევ? ამჯერად რაზე?
-სულელობაზე... ტესა შეიძლება დღეს ღამით შენს სახლში დავრჩე? -სალი, ელი და ნიკა გაოცებულები მიყურებდნენ ვერ ხვდებოდნენ საშინელი გერმანული აქცენტით რას ვსაუბრობდი.
-კი არაა პრობლემა. ოღონდ შენ და ელია თუ რამის გაკეთებას დააპირებთ საკუთარ სახლში გადაინაცვლეთ! -ადრიანს გაეცინა, მისია შევასრულე მაინც მოვახერხე მისი გაცინება.
-ტეს მომენატრე უზომოდ.
-მეც. -ტელეფონო გავუთიშე. სამი ცნობისმოყვარე სახე მიმზერდა, ზუსტად ვიცოდი კითხვებს დამაყრიდნენ.
-ქალბატონო ეს ვინიყო? -პირველი კიტხვის დასმა სალიმ ითავა.
-ადრიანი. -ვუპასუხე და ჭამა განვაგრძე.
-აა ეს ის ადრიანი ხო სულ ერთად, რომ ხართ. -ელისგან არველოდი ასეთ ცნობისმოყვარეობას
-მოყევი ვინაა. -მათ ნიკაც დაემატა, არადა მისი იმედი მქონდა, მეგონა ამ პირანიების კითხვებისგან მიხსნიდა.
-ნიკა შეენც ? -იმედგაცრუებულმა ვკითხე.
-გვაინტერესებს მოყევი რა. -ჩანგალი თეფშზე დავდე, ჭიქიდან წყალი მოვსვი აზრები დავალაგე.
-ადრიანი ჩემი საუკეთესო მეგობარია. პირველად როცა შვეიცარიაში ჩავედი საშინლად მიჭირდა, დიდი წვალების შემდეგ ადრიანის მეზობლად ვიყიდე ბინა, მაშინ გავიცანი. დიდი და რთული გზის გამოვლა მოუწია მასაც ჩემსავით, როცა ოჯახს უთხრა, რომ გეი იყო, სახლიდან გამოაგდეს მარტო მოუწია ყველაფრის თავიდან დაწყება, საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფეხზე მყარად დამდგარიყო. ახლა ის და ელია ერთად არიან. ჩვენ კი უახლოესი მეგობრები ვართ.
-დაჟე გეი მეგობრებიც გყავს? -გაკვირვება ვერ დამალა სალიმ.
-ლესბოსელებიც, შემიძლია გაგაცნოთ. -სიცილით ვუპასუხე.
-ტესა საოცრად შეცვლილი ხარ. -ელის იმედგაცრუებული ხმა შემომესმა.
-რატო ელი იმიტომ, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი გეია? -არაფერი მიპასუხა, ნიკას შევხედე ეღიმებოდა, ეს ნაცნობი ღიმილი იყო. უცებ კარზე ზარი გაისმა, ვიფიქრე ჩემი პატარა ბიძაშვილები იქნებოდნენ, სკამიდან უმალ წამოვდექი კარებისკენ გავწიე, არც მიკითხავს ვინ იყო ისე გავაღე, ჯობდა მეკითხა...
„Vertrauen Sie auf Ihr eigenes Leben, finden Sie Glück in Widrigkeiten, lernen Sie, besser zu werden.“1 – „ენდე საკუთარ ცხოვრებას, იპოვე ბედნიერება უბედურებაში, ისწავლე იყო უკეთესი“
Adrian in Liebe2 - სიყვარულით ადრიანი.
-Adrian was geht?3 - ადრიან რა მოხდა?



№1 სტუმარი Nia

შემდეგ თავს როდის დადებთ ♥️♥️♥️

 


№2 სტუმარი Ana-maria

იმედია ახალი თავი მალე იქნება. საინტერესოა ვინ მოვიდა.....წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent