შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაჩუქებული სიცოცხლე თავი18


7-03-2023, 15:44
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 923

...
მივიწყებული გრძნობების თავიდან გრძნობა მძულს, მიტოვებული სიყვარულის თავიდან ხილვა, მზერა რომელიც მთლიანად ჩემში აღწევს, მთლიანად მათრთოლებს, ჩემში უეცარი, უცხო აფორიაქება, მღელვარება შემოაქვს. წლების ნაწვალებს წყალში მიყრის, ისევ მტკენს, გულში მილიონ წვრილ ნემსად მერჭობა, მალე გავსკდები. მეორე მხრივ უბედნიერესი ვარ, ისევ ვგრძნობ, ისევ ვეხები, ვუყურებ და ვხედავ იმას რის გამოც მიღირს მთელი ჩემი სიცოცხლე.
კარი გავაღე, ნაცნობი ზურგი დავინახე, ძირს დახრილი უზარმაზარ ყუთებს ხელში იღებდა.
-სალი, შენი მანქანა დავინახე კარებ... -შემოტრიალდა, თავისი ლამაზი თვალებით, თბილი მზერით, ჩვეული ღიმილით, ბედნიერებით, რომელსაც ამდენი ხანი მხოლოდ მასში ვხედავდი. ისევ შემეძლო მის თვალებში დაკარგვა, მის ხმაში გაუჩინარება. კარებთან მდგარი მონდომებით ვიღიმოდი, უკონტროლოდ იწელებოდა ჩემი ტუჩები, თვალებში ცრემლები თავისით ჩნდებოდა, მე ისევ ძველი ტესა ვიყავი, იქ შეთეს წინ, უგონოდ, ყურებამდე შეყვარებული ტესა იდგა.
-ტესა? შენ... შენ აქ... -წინადადებას ვერ ასრულებდა, ხელში უზარმაზარი ყუთებით ყვავილები ეჭირა, გაოცებისგან ვერც იმას ხვდებოდა ყუთები სად უნდა დაედო. უეცრად გონს მოსულმა, მაშინ როცა მისი მზერისგან თავის დაღწევა შევძელი, ყვავილების ნაწილი ხელიდან გამოვართვი, შემოსასვლელში კედელთან დავგი, შეთეც უკან მომყვა.
-ამდენი ყვავილები ვისთვისაა? -აივნიდან ოთახში სალი, ნიკა და ელი შემოვიდნენ.
-სალი, შეთემ მოიტანა. -მის ნახვას, როგორც შემდეგ მივხვდი მხოლოდ მე არ გავუკვირვებივარ, სალის ჭიქა ხელიდან გაუვარდა ძირს ხმაურით დაეცა, ნაწილებად დაიფშვნა. ნიკას შევხედე ეღიმებოდა.
-მე წავალ ტესა, ბევრი სალაპარაკო გექნებათ. -ნიკა გადამეხვია თავის ჟაკეტს მოკიდა ხელი, კარისკენ წავიდა, დაბნეულობისგან ვერაფერი ვუთხარი, მას სალი და ელიც უკან გაყვნენ. იქნებ ეკითხათ, იქნებ არც მინდოდა შეთესთან მარტო დარჩენა, ყოველ ჯერზე ასე ქრებოდნენ, იქნებ სულაც არ იყო უკეთესი ჩემთვის ძველ გრძნობებზე საუბარი. შეთემ ხელი მაჯაზე ძლიერად მომიჭირა ეზოში გამიყვანა, ისეთი ძალით მიჭერდა დამილურჯდა კიდეც.
- შეთე რას აკეთებ, მტკივა -შეწუხებული ხმით ხელის გაშვებას ვთხოვდი. ეზოს ცენტრში დამაყენა ხელი უხეშად გამიშვა, მის მზერაში წყენას ვკითხულობდი.
-კმაყოფილი ხარ იმით რაც გამიკეთე?
-შეთე მე... -სიტყვის დასრულება არ მაცადა ბოლო ხმაზე მიყვიროდა.
-რატო? ტესა ამიხსენი რატო? რატო მიმატოვეე? -ნელ-ნელა ტონს კიდევ უფრო მეტად უწევდა. -ჯანდაბა ტესა რა დაგიშავე? ასე რატო მოიქეცი? -მაშინვე მხრებში მწვდა, ჩვენს შორის ადგილი თითქმის აღარ იყო, თავისუფლად მესმოდა, შეთეს გულისცემა, მისი სუნთქვაც, ბრაზიც. გაღიზიანებულმა ხელი შუშის ბოთლს ძლიერად ჩაარტყა. მიწაზე მუხლებით დაეცა, ოთხად მოკეცილი ვსლუკუნებდი, ხმის ამოსაღებად ძალა არ მქონდა. შეთეს ხელიდან სისხლი სდიოდა, რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ისევ ხელი დამტაცა, ამჯერად სახლში შემიყვანა. მეორე სართულის კიბეებზე მიმათრევდა. აივანზე გავედით, სადაც ულამაზესი ყვავილების ტკბილი სურნელი იდგა, პატარა ორანჟერია მოუწყვია, შიგნით შემიყვანა, გაშმაგებული მზერით ათვალიერებდა ყველაფერს.
-იცი შენმა წასვლა რა მიქნაა... -თავი ძირს მქონდა დახრილი, მაშინებდა. -ტესა! ტესა შემომხედე, თვალს ნუ მარიდებ! -ყვირილით გარშემო ყველაფრის მიწიდან ამოგლეჯვა დაიწყო, ქოთნებს ერთი მეორის მიყოლებით გამეტებით ახეთქებდა ძირს.
-ტესა უყურე... უყურე რამიქენი, ამ ყვავილებივით დამასრულე, გესმიის! -არ ჩერდებოდა, გიჟივით ლეწავდა, ანადგურებდა ყველაფერს.
-კარგად უყურე რაგამიკეთე, ტესაა... რატოო? რატო? -როცა ოთახში დასალეწი აღარაფერი დარჩა კარები გაიჯახუნა, განადგურებულ, სიცოცხლეგამოცლილ, დაგლეჯილ ყვავილებში სრულიად მარტო დამტოვა, მხოლოდ მაშინ მივხვდი ჩემი წასვლით, შეთეს სული როგორ დავასახიჩრე. მხოლოდ მაშინ მივხვდი მე კი არ მიმატოვა შეთემ, მე მივატოვე ის, მე ვკარი ხელი, პირველივე შესაძლებლობაზე. ოთხი წლის წინანდელი ნაირევი ამტკივდა, ოთხი წლის შემდეგ ჩემმა ძველმა ჭრილობამ პირველად შემაწუხა, ძირს უგონოდ დავეცი.
ვიღაცა ჩემს სახელს ყვიროდა, სახეში ძლიერად მირტყავდა, თვალები ბევრი მცდელობის შემდეგ უღონოდ გავახილე. შავი მიწით დაფარულ იატაკზე ვიწექი, თავთით ელი მეჯდა, სალი კი გამეტებით მიყვიროდა გონს მოდიო, გვერდით ნიკაც შევნიშნე ხელში წყლის ჭიქა ეჭირა, მაჩეჩებდა დალიეო. ფეხზე წამოვდექი, სამივე უხეშად მოვიშორე, ოთახის კარები შიგნიდან ჩავკეტე, სალი გამეტებით აბრახუნებდა შემომიშვიო, ელი კედელთან ატუზული ტიროდა, ბოლო რაც გავიგე ნიკამ სალი დაარწმუნა ცოტა ხნით მარტო იყოსო, ქვემოთ ჩაიყვანა. თავი საშინლად მტკიოდა, აბაზანა ცხელი წყლით ავავსე, მტვრიანი, მიწიანი ტანსაცმელი გავიხადე, წყალში ჩავიკარგე, მეგონა ასე მაინც არ გამოჩნდებოდა ჩემი ცრემლები.
...
ჩემ წამოსვლადმე რამდენიმე კვირით ადრე ელიამ და ადრიანმა იჩხუბეს. ღამის 11-ზე ადრიანი ჩემთან ატირებული მოვიდა, არგამკვირვებია ხშირად ხდებოდა ასე ამიტომ მიჩვეული ვიყავი.
-ტესა შემომიშვებ? -აზლუქუნებული ადრიანი კარებში საწყალი თვალებით იდგა.
-შემოდი. -მაშინვე მეგობარს გადავეხვიე, მდივანზე ღონემიხდილი დაესვენა. გვერდით მივუჯექი. თავი კალთაში ჩამიდო მთხოვა შენ, რომ იცი თმაზე ისე მომეფერეო. საათზე მეტი ასე იჯდა. როცა უკვე მეგონა ჩაეძინა ისევ მისი ხმა შემომესმა:
-ტესა, შენ და შეთე ხშირად ჩხუბობდით? -მდივანზე წამოჯდა, დასიებულ თვალებზე წირპლებად შემხმარი ცრემლები მოიშორა.
-კი, თანაც ძალიან ხშირად. -ჩაფიქრებულმა ვუპასუხე.
-არ იღლებოდი?
-რომ ვიღლებოდი ზუსტად ამიტომ წამოვედი. -სიცილით მივუგე.
-ანუ სხვა გზა არმაქვს მეც უნდა მივატოვო ელია? -ისევ აუწყლიანდა თვალები.
-ღმერთო ადრიან რა სულელი ხარ, დამიჯერე არც კი ღირს მაგაზე ფიქრი.
-ნანობ? - ორწუთიანი პაუზის შემდეგ, ძლივს ამოვილიღლუღე.
-შეიძლება... -ამჯერად მე ვთხოვრე თმაზე მოფერება.
-ისე გიფიქრია ამდენი წლის მერე, რომ ნახო რას გეტყვის.
-არაფერს, ალბათ ჩამეხუტება, ისე ჩამიკრავს გულში, როგორც სჩვევია. (ახლა ამ სიტყვებზე მეცინება, კი ნამდვილად გულში ჩამიკრა)
-შენც დაგასევდიანე... -ფრუტუნით წამოიძახა. -წითელი თუ თეთრი?
-რა? რაზე მეუბნები?
-ღვინოზე ტესა რომელი გინდა?
-წითელი. -იმ ღამით ორი ბოთლი ღვინო გამოვცალეთ, ერთმანეთზე თავმიყრდნობილები ჩვენი ცხოვრების ამაოებაზე ვტიროდით, სევდაში ვიხრჩობოდით, კარზე ზარმა ადრიანს ფეხზე ადგომა აიძულა ელია იყო. ცოტა ხნით კართან ლაპარაკობდნენ, თავი ავწიე დავინახე ერთმანეთს აკოცეს.
-ტესა მე მივდივარ. -ხალისიანად გამომძახა ადრიანმა.
-დამათვრე და მტოვებ ხო?
-თუ ცუდად ხარ დავრჩები. -ადრიანი და მისი ყურადღება.
-არმინდა წადი. -დარმწუნებით მივუგე.
-ტესა ოღონდ დამპირდი, რომ სახლიდან არ გახვალ. -სახლში იშვიათად მეძინა ეს ადრიანმა ძალიან კარგად იცოდა. არაფერი ვუპასუხე. მეორე დილით დიდი ძებნის მერე ნავსადგურზე მიპოვეს, მდინარეში გაჭრილ ხის ხიდზე ტკბილად ჩამძინებოდა.
ახლა, რომ ადრიანს ვენახე ნეტა რას მეტყოდა მეთქი ვფიქრობდი, ალბათ ბევრს დამცინებდა ასეთი გიჟი ადამიანი რამშეგაყვარაო, ჩემი თავი უსუსურ მდგომარეობამდე, ხომ თავად მივიყვანე. ადრიანი მჭირდებოდა, იქნებ მის ჩახუტებას მაინც ეშველა რამე.
წყლიდან ამოვედი, აბაზანის ცენტრში იქამდე ვიდექი გაშეშებული სანამ წყლის წვეთები ჩემს სხეულს არ შეაშრა, გაფითრებული გონს მოვედი. ჩემოდნიდან ჩემი საყვარელი საღამურები ამოვიღე ადრიანის ნაჩუქარი იყო. თბილ პლედში გავეხვიე, აივანზე დავჯექი. ყველაფერზე ერთად ვფიქრობდი, ყველაფერი ერთიანად მტკიოდა, იქნებ არც უნდა ჩამოვსულიყავი, იქნებ ჯობდა შეთე საერთოდ რა მენახა. აივნის კართან ნიკა შევნიშნე, ხელში ფინჯანი ეჭირა, ცხელი ორთქლი ასდიოდა.
-ჩაი მოგიტანე. -გამიღიმა
-მადლობა, საშინლად მინდოდა. -მეც გავუღიმე.
-მომიყვები რამოხდა? -ჩემს წინ ჩამოჯდა.
-შეთე საშინლადაა გაბრაზებული. -იმედგაცრუებულმა ვუპასუხე.
-ლოგიკურია, ისე წახვედი სიტყვაც არ გითქვამს.
-შემაშინა. -ისევ ქვითინი დავიწყე. -მგონი ჯობდა აქ საერთოდ არ ჩამოვსულიყავი.
-მაშივე ნუ დრამობ ხოლმე, გადაუვლის და მოვა.
-არამგონია, ან თუ მოვა ისევ ყველაფრის დასალეწად. -ფინჯნიდა ცხელი ჩაის დიდი ყლუპი მოვსვი.
-გინდა, რომ მოვიდეს?
-არვიცი, ახლა მხოლოდ ძილი მინდა. -საშინლად დაღლილმა, ფიქრით სავსე თავი მუხლებს დავაყრდენი.
-მერე აქ რატო ზიხარ, არიცი ლოგინი სადაა? -ისევ გაიცინა
-ვერვიძინებ, აქ ჯობია.
მეორე დღეს აივანზე გამეღვიძა, ჩემს გვერდით ნიკა იჯდა. თავისი უგრძელესი ფეხები მოაჯირზე ჰქონდა შემოლაგებული, ძილისას იმაზე მშვიდად გამოიყურებოდა ვიდრე სიფხიზლისას სჩვეოდა ხოლმე, მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო, მივხვდი ჯერ ძალიან ადრე იქნებოდა. ნიკა შევაფხიზლე ვუთხარი ლოგინხე გადაწოლილიყო, ძლივს მიბანცალდა საწოლამდე, როგორც მივხვდი დილით ადრე გაღვიძება უჭირდა, ოთახის კარი გამოვუკეტე. ქვედა სართულზე სალის და ელის ეძინათ, კედელთან შეთეს მოტანილი ყვავილები ხელუხლებლად ელაგა. ამ სახლის ერთადერთი ფხიზელი ბინადარი ისევ და ისევ მე ვიყავი. ნიავი სასიამოვნოდ ხვდებოდა ჩემს შეციებულ სხეულს, სახლის კარები ფრთხილად გავიხურე.
ისევ ტყის შიაგულში მდგომი სიჩუმეს ჩემს ფიქრებზე ველაპარაკებოდი, არსაიდან გაჩენილ იმედებს ვებღაუჭებოდი, შიგადაშიგ ტუჩის კუთხესთან ღიმილი მეპარებოდა, გული საშინლად სწრაფად მიცემდა, რაღაცას წინასწარ გრძნობდა, და თუ ეს რაღაც ისევ გაგიჟებული და ჭკუიდან გადასული შეთე იქნებოდა მე მეტს ვეღარ გავუძლებდი. თვალებდახუჭულს თვალწინ მედგა შეთეს გააფთრებული, გაშმაგებული მზერა, ყვირილისგან დაჭიმული ნახევრად ჩახლეჩილი ხმა ყურებში ჩამესმოდა, ვგრძნობდი ჩემი წასვლით მისი სულის ნაწილები ნაკუწ-ნაკუწ როგორ დავანაწევრე. იქნებ მაშინ სხვა გამოსავალიც მქონდა მეთქი ვფიქრობდი, იქნებ არიყო საჭირო შეთეს მიტოვება. უკან წარსულში დავბრუნდი, მთელი ჩვენი ურთიერთობა თვალწინ დამიდგა. გამუდმებული ჩხუბი, ალერსიანი შეხება, ბევრი იმედგაცრუებაა, ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ შეთეს ყოველთვის მე ვიშორებდი, ის მუდმივად მიზეზებს ეძებდა დასარჩენად მე კი პირიქით, წასასვლელად. და თუ მაინც უნდა მიმეტოვებინა, ვფიქრობდი რაღატო ვიყავი მასთან მეთქი, აქამდე თუ ის იყო ჩემი ტკივილი, შიში, ახლა მე ვიყავი მისი იმედგაცრუება, წუხილი, გატეხილი გული. საინტერესოა შევძლებდით თუ არა ისევ ერთმანეთის სულის ხმის მოსმენას, საინტერესოა ისევ თუ აძგერდებოდა ჩვენი გულები ერთ რითმში, იყო კი კიდევ რამე ჩვენს შორის დარჩენილი. მოულოდნელად მხარზე შეხება ვიგრძენი, გულის ცემა შენელდა.



№1 სტუმარი სტუმარი სტუმარი

შემდეგ თავს როდის დადებთ?♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent