შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის შვილი 1თავი


7-03-2023, 19:35
ავტორი venuslover
ნანახია 1 942

კოშკთან იდგა და ელოდა, როდის შეძლებდა იქ აცოცებას. უკან დადევნებული მხედარი მალე დაეწეოდა. ან უნდა ჩაბარებოდა, თავისი ნებითა და სურვილით, ან დამალულიყო იქ, სადაც თვით ღმერთიც კი ვერ მიაგნებდა.
— აგათა, ხომ იცი, რომ ვერსად დაიმალები ძვირფასო? ხომიცი, რომ ამ ქორწილს ვერ ჩაშლი! გამოდი, გამოდი სანამ საერთოდ გაგაქრე ამ სამყაროდან! — გაჰყვიროდა დიმიტრი. უსურვაზის ფოთლებს შორის დამალულ აგათას თავისი საქმროს სუნი უკვე ცხვირში უღიტინებდა. აწვებოდა კედელს და გაქრობას ნატრობდა. უეცრად ზურგს უკან კედელი გამოეცალა და ინერცია დაკარგული წაიქცა. ჩაეფლო მტვერში და ობობის ქსელებში გაიხლართა.
— აგათა, აქ ხარ?! — უკვე შორიდან ესმოდა ხმა, არსების, რომელიც ორგანულად სძულდა.
გარშემო მიმოიხედა, კედელი, რომელიც თურმე კარის მოვალეობას ასრულებდა მიხურა. ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა. როცა თვალი სიბნელეს შეეჩვია დაინახა დახვეული, უსასრულო კიბეები. გამოიყენებდა ძალას, თუმცა არ შეეძლო, ვერ შეძლებდა, უმალ მიაგნებდნენ დიმიტრის ქვეშემრდომები. ნელ-ნელა მიბობღდა კედელთან და კიბეზე ასვლა დაიწყო.
საფეხურების რაოდენობის თვლა დიდიხნის არეული ჰქონდა, რაღაცას რომ შეასკდა.
— აუჩ! — წამოიყვირა, ხელით გასინჯა რას დაეჯახა და სახელურსაც მიაგნო. საუკუნეების დაჟანგული საკეტი ექნებოდა. კარს ძვრა ვერ უყო. ჩექმაში მომარჯვებულ დანას დასწვდა და ჩამკეტს წვალება დაუწყო, თუმცა უშედეგოდ. კართან ჩასრიალდა და დაჯდა, უკვე დანებებას აპირებდა, როცა ქვაზე ხელი ჩამოკრა. გაეცინა. ხელში აიღო და საკეტს დაარტყა. ჟანგიანი ხარახურა ხმაურით გატყდა და ჭრიჭინით გაიღო კარი. სინათლემ თვალი მოსჭრა. ოთახში შეაბიჯა. სახელოსნო იყო. სუფთა. გეგონებოდა მეპატრონე ხუთი წუთით გასულოყო და მალე დაბრუნდებაო. თვალი მოავლო საღებავებს, საკვებსა და ნახატებს. ტილოზე თვალი გაეყინა. უყურებდა, როგორ შესცქეროდა საკუთარი თავი ნახატიდან. შემდეგ მეორე ფოტოს გახედა, მესამეს, მეოთხეს… მიხვდა, რომ შარში იყო. მიხვდა, რომ თავი მახეში გაყო. კარისკენ გაიქცა თუმცა ვერ მიასწრო. შენიშნა გაელვება. წინ დიმიტრი აღუდგა, მკლავებში ხელი ჩაავლო და ძლიერად უჭერდა. თვალები ოქროსფრად უელავდა, ბრაზისაგან სახე გასწითლებოდა და ჯიქურ აშტერდებოდა აგათას.
— გაგაფრთხილე, გითხარი, რომ არუნდა გამოქცეულიყავი! გითხარი… — თვალები აუცრემლიანდა — გითხარი, რომ უნდა დამლოდებოდი, თუმცა შენ რა გააკეთე?! გაიქეცი! სულ ასე იქცევი, როდესაც რამე ხდება? ყველაფერს გაურბიხარ?! — განრისხებული, გაბოროტებული დიმიტრი ხელებს უფრო მეტად უჭერდა ალდენს, საცოლეს, რომელსაც არც კი იცნობდა, არც კი მოსწონდა, სძულდა, თუმცა სამეფოსთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. სიყვარულიც კი უნდა დაევიწყებინა. ივიწყებდა იმ ფაქტსაც, როგორ მოკლა ამ სახელოსნოს მეპატრონე. აგათა ალდენის ერთადერთი სიყვარული. იმ ადგილზე სადაც ახლა იდგნენ.
— მტკივა! — ამოიკვნესა მსხვერპლმა. შიშისგან ცახცახებდა, თავბრუსხვევაც იგრძნო, უცებ ფეხებში ძალა დაკარგა, თვალს დაუბნელდა.




დიმიტრი ბურტონი, სამეფო გვარის წარმომადგენელი და მემკვიდრე, ელფური ყურებითა და მუქი ყავისფერი თვალებით, ქვეყნის მანდილოსნებს თავს აყვარებდა. იგი იყო სასურველი საქმრო. ყველა ოჯახი ცდილობდა მასთან დანათესავებასა და ქალიშვილების გაცნობას. თუმცა ცოტამ თუ იცოდა, რომ ბურტონების შთამომავალს უკვე ჰყავდა რჩეული. ქალი, რომელსაც დიდი ცისფერი თვალები და ქერა სწორი თმები ჰქონდა.
კამილა — შთამომავალი მორტონების საგვარეულოსი. თუ ბურტონების შთამომავლობა ოდესმე გაქრება, მორტონებს შეუძლიათ ტახტზე ასვლა და ქვეყნის მართვა. ეს ორი საგვარეულო სისხლით დაკავშირებულია. საუკუნების წინათ, ტყუპებმა, ბურტონმა და მორტონმა სხვადასხვა გზა აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ მორტონმა მიატოვა ტახტი, მისი შთამომავლები მაინც კანონიერ მემკვიდრეებათ ითვლებიან დღეს. ერთ დღესაც კი სინათლისა და წყვდიადის ჯადოქარმა, კოტილდამ, მოახერხა დაეპყრო ყოვლისშემძლე ყმაწვილის გული.

გამოღვიძებულ აგათას ცხვირში ბალახების სუნი უღიტინებდა. თავს სუსტად გრძნობდა. თვალების გახელისთანავე დაინახა ედგარის სახე, დიმიტრის ერთგული ქვეშევრდომის და ნახევარძმის შრამიანი სახე, რომელიც საზარლად გამოიყურებოდა. მარცხენა თვალი სახვევით დაემალა, შრამები კი ამობურცვოდა.
— გაიღვიძა! — უეცრად დაიყვირა და წამოდგა. აგათამ თვალი მოავლო გარემოს. დამბალ მიწაზე იწვა, ტალახში ამოგარგლულიყო. გარშემო წიწვოვანი ხეების გარდა არაფერი ჩანდა.
— ჰეი, შენ! — ედგარს დაუძახა და ადგომას შეეცადა
— სჯობს იწვე სანამ ის მოვა, თუ რათქმაუნდა გინდა სიცოცხლე! — ცინიკურად, საზარლად ჩაიცინა და ტყეში სვლა განაგრძო. შეამჩნია, რომ ხელფეხი შეკრული ჰქონდა, ვერცხლის ჯაჭვით იყო მიმბული ერთ-ერთ ხეზე, ამიტომაც მაგიას ვერ გამოიყენებდა, ვერ ტელეპორტირდებოდა სადმე შორს, ვერც გაუჩინარდებოდა და ვერც იბრძოლებდა.
მალევე შენიშნა ხეებს შორის მომავალი დიმიტრი, რომელსაც გლეხის ტანსაცმელი გადაეცვა და სტვენით მიუყვებოდა გაუკვალავ გზას.
— ძვირფასო როგორ ხარ? შენი კივილ-წივილი რატომ არ მესმის? მებრძოლი ხასიათის ჩანდი... სამწუხაროა. — ჩაიცინა და ტყვისკენ დაიხარა.
— ემილი, ნიკოლი, ედუარდიც კი დატყვევებულები არიან მკივანა კოშკში, ხედავ შენმა წინდაუხედავმა გადაწყვეტილებამ რა შედეგი გამოიღო? შენი და, დედა, მამა ყველანი ტყვეები არიან, ახლა კი ალბათ აწამებენ. ფჩხილებს აცლიან, ან იქნებ თითებს აწყვეტენ? — თვალებში აშტერდებოდა და ცდილობდა საზიზღარი სურათი დაეხატა, აგათას გასამწარებლად.
—- რა გინდა? — ცრემლიანი თვალებით ახედა ადრესატორს — თავს რატო არ მანებებ? ხომ გყავს შენი კოტილდა, ჩემგან რა გსურს, რა თამაშ თამაშობ?! — სასოწარკვეთილი ეკითხებოდა და თვალებიდან ცრემლი სცვიოდა.
დიმიტრიმ შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. წამოდგა და გარშემო მიიხედა.
— მოდი შევთანხმდეთ. ახლა უკან დაგაბრუნებ, მოირგებ იმ წყეულ კაბას და ცერემონია მშვიდად ჩაივლის. თუარადა იცოდე, რომ მთელი ცხოვრება შავი ტანსაცმლის ტარება მოგიწევს. — აგათამ ქუთუთოები ერთმანეთს ძლიერ დააჭირა. რათქმაუნდა არ სურდა თავისი ოჯახის ღველფად ქცევა და გაქრობა, თუმცა არც ის სურდა ტირანის ცოლი გამხდარიყო. არჩევნის წინაშე იდგა, თუმცა არჩევანი არც ჰქონდა.
— კარგი, დაე იყოს ისე, როგორც შენ გინდა, თუმცა სისხლის ფიცი უნდა დადო და პირობა შემისრულო! — ახედა ფეხზე მდგომს
— ბრძანე! — ცინიკურად გადახედა მწოლიარ, უსუსურ არსებას, რომლის გაქრობაც ერთი ხელის გატკაცუნებით შეეძლო.
— მინდა, რომ კოტილდა ისევე გააქრო შენი ცხოვრებიდან, როგორც ჩემიდან გააქრე გრეგორი. — დიმიტრის სახე მოეღრიცა — ასევე მინდა ჩემი მშობლები გაათავისუფლო, სანაცვლოდ კი ჩემს თავს გიძღვნი. — დაასრულა თუ არა სიტყვა, დიმიტრი დაიხარა.
— შეგახსენებ, ჩემი სიცოცხლეც, რომ იყოს სასწორზე, კოტილდას სიყვარულს ვერასდროს გავაქრობ გულიდან.
ხელი მოკიდა და შელოცვის წარმოთქმა დაიწყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent