შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაჩუქებული სიცოცხლე(თავი19-20)


18-03-2023, 15:00
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 1 079

თავი19
...
ყოველთვის ვფიქრობდი გადატვირთვის ღილაკს რეალურ ცხოვრებაშიც უნდა ეარსება, მაშინ როცა ადამიანი საკუთარი მდარე ცხოვრებით გადაიწვებოდა, უბრალოდ უნდა შესძლებოდა ყველაფრის ახლიდან, ნულიდან დაწყება. უნდა შესძლებოდა საკუთარი თავის ახალი, უკეთესი ვერსიის შექმნა, ძველი შეცდომების გამოსწორება, ან უბრალოდ წინა ცხოვრების დავიწყება. სიმართლე გითხრათ 4 წლის წინ ძველმა ტესამ წასვლით თავისი თავი ზუსტად ასე დაარესტარტა, მაგრამ დღეს იმ ტყეში მდგომი მიხვდა აზრი არაფერს ქონდა, ხანდახან რაღაცები უბრალოდ არ ქრება, ყველაფრის წაშლა, დავიწყება შეიძლება მაგრამ სიყვარული? უბრალოდ ამაზე ფიქრიც კი სასაცილოა.

ჯერ კიდევ ვგრძნობდი ვიღაცის ხელს ჩემს მხარზე, შებრუნებას არ ვჩქარობდი, ისევ შეთე მეგონა. უეცრად ნაცნობი ხმა შემომესმა, რომელიც გერმანულად მეტყველებდა.
-Ma'am, wollen Sie sich nicht umdrehen?1 -ყველაზე ტკბილი ხმა, ყველაზე ახლო, მშვიდი. მაშინვე შევბრუნდი.
-Adrian? du hier... wie?2 -გაოცებისგან ერთ ადგილას გავიყინე.
-უნამუსო ჩამეხუტე მაინც. -მაშინვე ტკიპასავით მივეკარი, ტირილი ამიტყდა. მომნატრებია, მისი სურნელიც კი.
-აქ საიდან გაჩნდი? -ადრიანის მკერდზე მიკრული თავი გამოვწიე, თვალებში შევხედე.
-ნიკამ დამირეკა, მითხრა ტესას სჭირდებიო. -მხოლოდ მაშინ შევამჩნიე მოშორებით, ხესთან მდგარი ნიკა, ეღიმებოდა.
-და ელია?
-ელია დარჩა, ისევ ნაჩხუბრები ვართ. -პასუხი იმედგაცრუებულმა მომიგდო ძირს დაჯდა, სანამ ადრიანი ტყის თვალიერებაში იყო გართული ნიკასთან მივედი. ხეს მარჯვენა მხრით მიყრდნობოდა, გრძელი ქერა თმა წინ ჩამოშლოდა, სახე ერთიანად აწითლებული ჰქონდა, მზერაც განსხვავდებოდა.
-ხანდახან ძაან მიყვარხარ... -მის წინ ვიდექი, გეტყოდით თვალებში ვუყურებდითქო მაგრამ, ზედმეტად მაღალი იყო იმისთვის, რომ ეს შემძლებოდა.
-მხოლოდ ხანდახა? -ოდნავ ნაწყენმა თან ღიმილით მკითხა.
-კაი შეიძლება სულ. -ადრიანის ძახილი შემომესმა, რაღაც უცხო სოკო იპოვა გვეძახდა იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ რა სოკოაო, მე და ნიკამ ერთმანეთს შევხედეთ, სიცილი აგვიტყდა.
-მართლა ისეთი კაი ტიპი ყოფილხარ როგორც ტესა ამბობდა. -ადრიანის წინ მდგარმა ნიკამ უეცრად, თან ჩუმად, მაგრამ მაინც გარკვევით ამოიჩურჩულა. გამეცინა.
-არც შენ ჩანხარ ცუდი ადამიანი. -არდააყოვნა ადრიანმა.
-იცოდეთ ჩემზე მეტად ერთმანეთი არ შეგიყვარდეთ, თორე ვიეჭვიანებ. -ცალი წარბი ავწიე და ორივეს მკაცრი მზერით შევხედე.
-შენზე მეტად არავის შევიყვარებ ტეს. -ადრიანმა ორივე ხელით ჩამიხუტა.
- ასე დავიხრჩობი. - უჰაერობისქან ხმაჩამწყდარმა ამოვიბლუყუნე,მაშინვე გამიშვა. ერთი ხელი ადრიანს ჩავკიდე მეორე ნიკას, ჩემი ცხოვრების ორ ყველაზე მნიშვნელოვან, ორ ყველაზე საოცარ ბიჭთან ერთად მივიწევდი წინ. იმ დღეს ყველაზე უშიშარი ტესა ვიყავი, ან რისი უნდა შემშინებოდა ჩემს გვერდით ორი ადამიანად ქცეული იმედი იდგა.
სახლში შევედით თუ არა ადრიანმა ყველაფერს საგულდაგულოდ დაუწყო თვალიერება, თან ინიშნავდა რა არ მოსწონდა, რა იყო შესაცვლელი. ადრიანი ნიკასთან დავტოვე გამოსაცვლელად ოთახში ავედი, გრილმა შხაპმა გონს მალევე მომიყვანა, თხელი კოჭამდე სიგრძის კაბა ჩავიცვი, კიბეზე ნაზად დავეშვი. აივანზე ნიკა და ადრიანი გვერდი გვერდ ისხდნენ თან ყავაც მოედგათ, ნიკასგან ყავა გამიკვირდა. კარებთან დავდექი, საუბარში ხელი არ შევუშალე.
-ნიკა შენც აქ ცხოვრობ? -ინტერესით ჰკითხა ადრიანმა, ყავა ჯერ დაყნოსა შემდეგ კი დიდი ყლუპი მოსვა.
-არა ესპანეთში, მაგრამ აქაც ხშირად ვარ ხოლმე.
-ესპანეთი ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ შვეიცარიას ვერ შეედრება. -ადრიანს ჩაეცინა.
-ტესა ყვება ხოლმე...
-ერთხელ ესტუმრე ტესას, დამიჯერე ძაან მოგეწონება იქაურობა.
-აუცილებლად, ოღონდ ჯერ ცოტა გონს მოვიდეს. -თავისთვის ქართულად ჩაილაპარაკა ნიკამ.
-სიმართლე გითხრა ტესას აქ გამოშვება არმინდოდა, ოთხი წელი ვაკავებდი, მაგრამ... -ადრიანმა თავი ძირს ჩაქინდრა, თითქოს მზერით ცდილობდა სამყაროს ქერქისგან გაღწევას.
-როგორც ჩანს ტესა შენთვის ძალიან ახლოა. -თვალებში შეხედეს ერთმანეთს.
-და შენთვის არა? -კითხვა შეუბრუნა ადრიანმა. ნიკამ პასუხი არგასცა. -დამიჯერე ვერასდროს ნახავ მასსავით სუფთა, ნამდვილ ადამიანს, არავინ ისე არ გაგიგებს როგორც ის, თუნდაც საკუთარი თავის განადგურება დასჭირდეს საამისოდ, ყველაზე წმინდაა, ყველაზე ნათელი.
ადრიანის საუბრის მოსმენისას თვალებზე ცრემლები მომადგა, ჩემი სიკეთე, მთელი ჩემი ბედნიერება, უზომოდ მიყვარდა.
-ვერასდროს ვინატრებდი შენზე უკეთეს მეგობარს. -მაშინვე საუბარში ჩავიჭერი ადრიანს ლოყაზე ვაკოცე, გვერდით მივუჯექი.
- ვერც მე, ჩემო პირადო ფერია.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ? -სასხვათაშორისოდ ვიკითხე, მაშინვე ადრიანის ყავის ჭიქას დავწვდი.
-ბოდიშით ორი წამით უნდა გავიდე. -ტელეფონს დახედა ადრიანმა სახე შეეცვალა.
-მოხდა რამე? -იტერესიანი მზერით შეხედა ნიკამ. არაფერიო ხელის გაქნევით გვითხრა , გვერდით ოთახში გავიდა.
-აბა მოგეწონა ადრიანი? -დრო ვიხელთე ნიკას დაკითხვისთვის.
-კი ნამდვილად კარგი ადამიანია და როგორც ჩანს ძაან უყვარხარ. -ღიმილით მიპასუხა.
-მიხარია თუ მოგეწონა.
-მხიარულია, ჭკვიანი, საინტერესო, მიმზიდველი. -ნიკას შევხედე თვალი ჰორიზონტისთვის გაეშტერებინა, მექანიკურად საუბრობდა.
-მიმზიდველი? -გამეცინა.
-მე უნდა წავიდე. -ფეხზე წამოიჭრა, დაუმშვიდობებლად გავარდა. სიმართლე გითხრათ დავეჭვდი რამე ხომ არ ეწყინა მეთქი, დარეკვას ვაპირებდი, მაგრამ ადრიანი შემოვიდა და ვეღარ მოვახერხე. გვერდით მომიჯდა ხელი გადამხვია:
-ჩემო პატარა, რახდება აბა მოყევი. -თავი თავზე დამადო, ყველაზე თბილი ხმა ჰქონდა.
-შეთე...
-გეჩხუბა?
-ყველაფერი დალეწა და გავარდა. -ტირილით ვუპასუხე. ადრიანმა თვალებიდან ცრემლები მომწმინდა, შუბლზე მაკოცა და მითხრა:
-გახოვს რას ვამბობდით, შენ მხოლოდ შენ თავთან ხარ ვალდებული, მხოლოდ საკუთარ თავთან, ბევრი არ იფიქრო პატარავ ამაზე, კარგი? -თვალებში ჩამხედა.
-მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ.
-კარგი არ ამატირო, ჯერ კიდევ მჭირდება ცრემლები. -გამეცინა. საათზე მეტი აივანზე ჩახუტებულები ვიჯექით იქამდე სანამ, ჩვენიდან ერთ-ერთს საუბრის სურვილი არ დაუბრუნდა.

...
იმ დღეს ადრიანმა აიჩემა წვეულება მოვაწყოთო. მაღაზიაში წამიყვანა, უამრავი სასმელი იყიდა სასუსნავებთან ერთად, ნიკასთან დამარეკინა მის გარეშე არ შეიძლებაო. სალი და ელიც ამოვიდნენ. ადრიანს იდეალურად ეხერხებოდა წვეულებების მოწყობა, თუნდაც ხუთ კაცში, გართობის ადამიანი იყო. ბოლო ხმაზე გერმანულ ტექნო მუსიკას აღრიალებდა, უკონტროლოდ სვავდა, მაგრამ მე ვიზე რას ვამბობ არც მე დამილევია ნაკლები. ორი ჭიქის მერე სალი და ელი დივანზე გაითიშნენ, როგორც ჩანს სასმელმა ჩემზეც იმოქმედა, კედელს მივეყრდენი თავბრუ საშინლად მეხვეოდა, ნიკა და ადრიანი არ ჩერდებოდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ დალევაში. რაღაც მომენტში მივხვდი ჰაერი აღარ მყოფნიდა, იქვე დივანზე ადრიანის ჰუდი იდო მაშინვე გადავიცვი ეზოში გავედი. ქვაზე ჩამოვჯექი, სასმელმა ყველა გრძნობა ერთმანეთში ამირია, ვეებერთელა მთვარის სილამაზეს შურით ვუყურებდი, ვარსკვლავების დათვლას ვცდილობდი. ჯიბიდან სიგარეტის ღერი ამოვიღე, დიდი გაჭირვებით მოვუკიდე, მხოლოდ მაშინ ვეწეოდი, როცა ვსვამდი. ხარბათ ვისუნთქავდი ნიკოტინს, ველოდებოდი, როდის გავიდოდა ალკოჰოლი ჩემი ორგანიზმიდან და საშინელი ტკივილი ისევ როდის გაჩნდებოდა ჩემში. თვალები დავხუჭე, კედელს მივეყრდენი. ღამემ ჩემში შემოაღწია.
-სიგარეტის მოწევა დაგიწყია... -სიჩუმიდან ნაცნობი ხმა შემომესმა, თვალები გავახილე, შეთე.
-თუ ისევ ყველაფრის დასალეწად მოხვედი შეგიძლია შეხვიდე. -კარისკენ ვანიშნე, თავი კედელს მივაყრდენი.
-პასუხები მჭირდება. -ხელიდან სიგარეტი გამომართვა, დიდი ნაპასი დაარტყა.
-პასუხები... -გამეცინა. -საინტერესოა ყველა რაღაცას როგორ მთხოვთ. -უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი.
-შენ წახვედი, შენ დამტოვე და აბა ვის მოვთხოვო? -მთვარის შუქი თვალებზე ანათებდა, მუქი ყავისფერი თვალებით ჩემს შიგნით აღწევდა, საშინლად მიმზიდველი იყო.
-უბრალოდ ასე იყო საჭირო. -ფეხზე წამოვდექი მის წინ დავდექი.
-შენი ტუჩები. -კიდევ უფრო მომიახლოვდა, ზუსტად ვიცოდი რაღაც აუცილებლად მოხდებოდა.
-რაჭირს ჩემს ტუჩებს? -ხელი მოვიკიდე.
-საშინლად მინდა შენი კოცნა.
-მართლა ასე ძალიან, რომ გინოდეს ლაპარაკის მაგივრად იმოქმედებდი. -ტუჩზე გამაღიზიანებლად ვიკბინე, ზუსტად ვიცოდი შეთე ამაზე ჭკუიდან გადადიოდა.
-ნუმიწვევ პატარა ქალბატონო, კარგად არდამთვარდება. -ხელი შიშველ ზურგზე შემომხვია, თავის სხეულში მომიქცია, ვგრძნობდი მღელვარებისგან გაყინული მისი ხელები ჩემს შიშველ ზურგზე, როგორ დასრიალებდნენ.
-მე არ მეშინია. -თვალებში ვუყურებდი, მხოლოდ მზერაც საკმარისი იყო. როცა რაღაცას იწყებ შემდეგ გაჩერება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გრძნობებს ეხება, იცი, რომ ეს შეიძლება ყველაზე დიდი შეცდომაა, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებ, მთლიანად ვნებას ეძლევი, იქ მთავრება შენი თავმოყვარეობაცა და სიამაყეც.
-Ma'am, wollen Sie sich nicht umdrehen?1 -ქალბატონო, არ შემობრუნდები?
-Adrian? du hier... wie?2 -ადრიან, აქ საიდან?

თავი20
უცნაურს სითბოს ვგრძნობდი, სხეულის სითბოს. თვალების გახელა ვცადე, ცას სისხამი დილის სილურჯე შეჰპარვოდა, ნიავი სასიამოვნოდ არხევდა ფარდებს, ჩემამდეც აღწევდა, აწითლებულ ლოყებზე სასიამოვნოდ მეფინებოდა. ვიღაცის მკერდზე მედო თავი, თავიდან ადრიანი მეგონა იქამდე სანამ სასმლისგან გაბრუებული თავი მძიბედ არ ავწიე და ის სახე არ დავინახე, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. კი ნამდვილად შეთე იყო, უფრო უარესსაც გეტყვით მხოლოდ მისი მაისურის ამარა ვიწექი ლოგინში, გუშინდელი ღამიდან კი არაფერი მახსოვდა, საერთოდ არაფერი. იქნებ ის მოხდა რაც თან მინდოდა და თან არა, სამარცხვინო ვიყავი იმ დღეს იქ შეთესთან ერთად ტესა კი არა სირცხვილი იწვა.
-შეთე... გაიღვიძე. -ხელით შევაჯანჯღარე, უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და გვერდი იცვალა, მისი ბეჭები დავინახე უამრავი ხალითა და ნაიარევებით. -შეთეე... -ამჯერად ჩავარტყი, მაშინვე დაფეთებული თვალებით წამოჯდა ლოგინზე, მომენტალურად გონს მოვიდა, სიცილი დაიწყო.
-რაგაცინებს?! -ინტერესი, ბრაზი, სირცხვილი... ჩემს ხმაში ყველაფერი ერთად იგრძნობოდა.
-შენ სახეზე მეცინება, რატო ხარ ასეთი შეშფოთებული? -ბალიში გაასწორა და კომფორტულად მოკალათდა.
-გუშინ...
-მოიცა შენ რა არაფერი გახსოვს? -არ დამასრულებინა საუბარი.
-შენი მაისური რატომ მაცვია? ან ვინ ჩამაცვა... შეთე ჩვენ შორის... -წინადადება ვერ დავასრულე, მაშინვე საბანში ჩავრგე თავი, ვიფიქრე ასე ნაკლებად შემრცხვებოდა.
-ღმერთო რა სასაცილო ხარ... -საბანი თავიდან გადამხადა. -გუშინ არაფერი მომხდარა, გაკოცე მერე გაითიშე, ადრიანის გაღვიძებას ვეცადე, მაგრამ ეგ და ნიკა უგონოდ იყვნენ სხვა გზა არ მქონდა მე უნდა მომეარა.
-ღმერთო რა სირცხვილია... და მაიკა?
-ლოგინში, რომ გაწვენდი შენთვითონ მთხოვე ჩამაცვიო. -ისევ ჩაიცინა.
-არაა... მეე?
-დიახ ქალბატონო შენ, მთელი ღამე მეხვეწებოდი არ წახვიდეო. -საშინლად მინდოდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე, ან საერთოდ არ გამღვიძებოდა.
-ბოდიში. -უხერულად ამოვიფრუტუნე, თვალებში ვერ ვუყურებდი. ნიკაპზე ხელი მომკიდა თავი ზევით ამაწევინა.
-ნუ გრცხვენია, ცუდი არაფერი გაგიკეთებია. -კიდევ უფრო მომიახლოვდა, ღმერთო ასეთ მომენტებში თავის შეკავება საშინლად რთული იყო.
-შეთე გთხოვ ასე ნუ შვრები. -უკან გავიწინე, მაშინვე ფეხზე წამოდგა, ჟაკეთი შემოიცვა რომელიც ლოგინის კუთხეზე იდო.
-ახლა უნდა გავიდე, საღამოს არაფერი დაგეგმო გამოგივლი. -თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გაუჩინარდა.
საათზე მეტი ლოგინში საბან ქვეშ ვიწექი. ყველაფერზე ერთად მეფიქრებოდა, პერიოდულად მომენტები მიტივტივდებოდა თავში კადრებად. შეხება, გრძნობა, სხეულის სითბო, კიდევ უფრო უხერხულად ვიშმუშნებოდი. ოთხი წლის მერე პირველად ვგრძნობდი რომ ვცხოვრობდი და არა ვარსებობდი. შეთეს სიყვარული იყო ცხოვრება, ზუსტად იმ დღეს იმ საბნის ქვეშ მივხვდი შეთე ჩემთვის იყო მე კი შეთესთვის.

კიბეები სწრაფად ჩავირბინე, დივანზე გვერდიგვერდ მწოლიარე ნიკა და ადრიანი შევნიშნე, წყლით გავავსე ჭიქა და ორივეს ზედ დავასხი.
-ლოთებოო, გაიღვიძეთ!!! -ორივენი ისტერიულად წამოხტნენ.
-ტესა გაგიჟდი ასე ვინ აღვიძებს ადამიანს. -ადრიანმა უსიცოცხლოდ დადო თავი ბალიშზე.
-გუშინ ხო კარგად გამოთვერით. -უკმაყოფილო სახით დავჯექი დივნის კუთხეზე. -ადრიან მეორე სართულის საშხაპე გაგიმზადე პირსახოცი შიგნითაა.
უხალისოდ წამოდგა, თავზე მაკოცა სიმღერ სიმღერით აირბინა კიბეები. ჩაიდნით წყალი დავადგი და ნიკას მივუბრუნდი.
-ყავას დალევ?
-ხო იცი რო არმიყვარს. -უკმაყოფილოდ მომიგო სკამზე ჩამოჯდა.
-მეც ადრიანი უნდა ვიყო ჩემთან ერტად ყავა რომ დალიო? -სიცილით ვკითხე.
- საზიზღარი ხარ. -ფინჯანში წყალი დავასხი გვერდით მივუჯექი.
-გინდა მომიყვე? -ხელი ხელზე მოვკიდე.
-დღეს არა.
-კარგი, როგორც გინდა. -ღიმილით ვუპასუხე, ფინჯნიდან ცხელი ყავა მოვსვი. ყოველთვის გეუბნებოდით ნიკა ბევრ რამეს არ მიყვება მეთქი, ესეც დასტური, არაფერს ვაძალებდი შეიძლება არ უნდოდა, ან უბრალოდ საჭიროდ არ თვლიდა. თავიდან მწყინდა, ვფიქრობდი თუ მეგობრად მთვლის ასეთ რამეებს არ უნდა მიმალავდეს მეთქი, მაგრამ ეს მისი ნება იყო, ამიტომ შევწყვიტე იმის ცდა მცოდნოდა მასზე ყველაფერი.
ის დღე სახლში მარტომ გავატარე, ადრიანი და ნიკა კოჯრის დასათვალიერებლად წავიდნენ, მეც დამპატიჟეს მაგრამ ვიცოდი ზედმეტი ვიქნებოდი ამიტომ ჯობდა სახლში დავრჩენილიყავი, საკუთარ სირცხვილთან და შეთესადმი სიყვარულთან ერთად, მარტო არ ვიყავი. მაგიდის უჯრიდან თეთრი ფურცელი ამოვიღე, გვერდით კალამი მივუდე, მუსიკა ჩავრთე „არა- მიყვარხარ“ ჩემი და შეთეს სიმღერა იყო, ბოლოს 4 წლის წინ მოვუსმინე, საშინლად მენატრებოდა, მაგრამ ვიცოდი თუ ისევ მოვუსმენდი შეთესთან დამაბრუნებდა. მუსიკა დაიწყო, გრძნობები აიშალა...

„ წერილი ადამიანს, რომელიც ჩემში იმაზე მეტია ვიდრე ცაში ვარსკვლავები...
ამბობენ სიყვარულს სიტყვებით ვერ გადმოსცემო, დიდხან ვფიქრობსი რა იქნებოდა ჩემი შენდამი სიყვარულის გამოსახატავად სწორი სიტყვები, მერე მივხვდი მთავარი ისაა თავად ჩემი გრძნობა რამდენადაა სწორი. სიტყვა სიყვარული შენ გგავს, გაგონებისას ჩემში უეცარი ღელვა, ბედნიერება შემოაქვს, უცნაურს გრძნობებს მიჩენს, მერე ჩემში შემოდის მთლიანად მიპყრობს, მეც ვიძირები ბოლომდე ვენდობი. შენი ტუჩები მიყვარს, ყოველი შეხებისას ჩემს ტუჩებს კვალს, რომ ამჩნევენ და დაუვიწყარ მოგონებებად აქცევენ, შენი სუნთქვა მიყვარს მძინარეს სახეზე, რომ ნაზად მეფინება, შენი სურნელი მიყვარს ყოველთვის, რომ ჩემსას ერწყმის. შენი სული ყოველთვის ერთნაირად, რომ ვუყვარვარ და არასდროს იცვლება, შენი შეხება ჩემში ჩახშობილ ვნებას წამის მეასედში, რომ აღძრავს, საკუთარ თავს მაკარგვინებს. შენი სიტყვები მიყვარს, რომლის გაგებაც მხოლოდ მე შემიძლია, შენი თვალები, რომლებიც ყოველთვის ბრწყინავენ ჩემი დანახვისას. მიყვარს ძილის დროს შენი სახის თვალიერება, მიყვარს ყოველ დილით როგორ მიმზადებ ყავას, როგორ მისმენ ხელზე სახეჩამოყრდნობილი, იმახსოვრებ ყველა უაზრო დეტალს რასაც გეუბნები, მიყვარს შენი ზრუნვა, შენი სიკეთე. შენ ჩემი ხარ მე კი შენი, შენ ჩემში ხარ მე კი შენში, შენ ჩემი სიყვარული ხარ, ბოლო ამოსუნთქვამდე. ტესა მთლიანად შენია იქამდე სანამ არსებობას არ შეწყვეტს. არ დამივიწყო... ”
როცა რაღაცას იწყებ წერტილის დასმა რთულია, რადგან იცი წერტილი ყველაფერს ამთავრებს, წყვეტს შენს აშლილ გრძნობებს უკან აბრუნებს. ხანდახან უბრალოდ გინდა უწერტილოდ წერო, დაუსრულებელი ისტორიები მოყვე, არგამოდის. სადღაც ოდესღაც ისტორია აუცილებლად დამთავრდება, წერტილის დასმაც აუცილებლად იქნება საჭირო. ასეთია ჩემი და შეთეს სიყვარულიც, ცეცხლოვანი, ბობოქარი, ვნებიანი, მაგრამ მოკლე.
ჩანთიდად ლურჯი შლაქსის შარვალი, ვარდისფერ ჰუდთან ერთად ამოვაძვრინე. საშხაპეში ცხელი წყლის ქვეშ ორ საათზე მეტი ვიდექი, ყველა წყლის წვეთს ვიმახოვრებდი რომელიც მეხებოდა, მსიამოვნებდა, მათბობდა, მაფიქრებდა, მატირებდა კიდეც. საკუთარ შიშველ სხეულს ვეკვროდი. სარკის წინ ვიდექი საკუთარ თავს მივჩერებოდი, ვფიქრობდი ნეტა მართლა ვიმსახურებ შეთეს სიყვარულს მეთქი, ან ადრიანის ნაირ მეგობარს, იქნებ საკუთარ უსუსურ თავსაც არ ვიმსახურებდი, ვინ იცის. სუნამო მივისხი, თმა გავიშალე. მზად ვიყავი ისევ შეთეს ტესა გავმხდარიყავი, კიბეზე ნელა ჩავედი, თითქოს ფეხს ვითრევდი.
-ამ შუაღამით სად მიიპარები? -ადრიანის ხმა შემომესმა მისაღებიდან, მაშინვე მასთან მივედი. გვერდით ნიკა ეჯდა.
-შეთესთან...
-ოხხ ასე უცებ აპატიე? -ეწყინა.
-უნდა ვისაუბროთ. -ამჯერად ჩავეხუტე, იმ თბილი ჩახუტებით ყველაფერს, რომ ავიწყებდა.
-იმედია მხოლოდ ისაუბრებთ... -ეშმაკურად ჩაიცინა და ნიკას გადახედა.
-საზიზღარი ხარ... -სიცილით ვუპასუხე ლოყაზე ვაკოცე. -იცოდე უჩემოდ არ დაიძინო სალაპარაკო გვაქ.
-რაზე?
-რაზე არა ადრიან ვიზე... -მაშინვე ნიკას შევხედე, უხერხულად დახარა თვალები.
-ვეცდები. -მკვახედ მიპასუხა და ფილმის ყურება განაგრძნო. სახლიდან გავედი, ისევ ვგრძნობდი სასიამოვნო ყვავილების სურნელს, გრილ ჰაერსა და თავისუფლებას.
ამჯერად ქოროღლზე ავედით, თბილისის ულამაზეს ხედებს ვუყურებდით. მის გულზე მედო თავი, ისევ შემეძლო მისი შეხება მეგრძნო, ისევ იმედი მეძელოდა...
-შეთე მეშინია. -თავის აუწევლად ამოვილაპარაკე.
-რისი?
-იმედის... -ხმა ჩამიწყდა.
-მეც მეშინია... -ნიკაპი თავზე ჩამომაყრდნო.
-შენ რისი? -ამჯერად თავი ავწიე, თვალებში შევხედე.
-იმის, რომ ისევ წახვალ. -უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, მაშინვე ფეხზე წამოდგა თვალი ჰორიზონტს გაუსწორა.
-არმინდოდა ასე გამოსულიყო.
-აბა როგორ გინდოდა, არიცოდი, რომ ასე მეტკინებოდა შენი წასვლით? - ჩემკენ შემობრუნდა, თვალები ცრემლებით ქონდა სავსე.
-მეგონა მალევე დამივიწყებდი...
-ღმერთო ტესა შენ მართლა ძაან სულელი ხარ. -თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
-ისევ გინდა ჩემთან? -იმედიანი თვალებით შევხედე.
-ისევ რო დამტოვო?
-არასდროს... -ხელი ჩავკიდე.
-მპირდები?
-გპირდები. -ჯიბიდან მისთვის დაწერილი წერილი ამოვიღე, ამჯერად მე მივუახლოვდი, ამჯერად მე ვაკოცე, მე მოვიმწყვდიე შეთე ჩემივე გრძნობების მარწუხებში.



№1 სტუმარი Nia

შემდეგი თავი როდის იქნება? ❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი სტუმარი

შემდეგ თავს როდის დადებთ? ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent