შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაკუთრებული შეცდომა (ნაწილი 2)


26-03-2023, 23:02
ავტორი HASNONAME
ნანახია 1 711

- ტიროდი?
მკითხა დათიმ და გამიღიმა.ამ კითხვაზე უფრო ამეტირა.დათის გაეცინა, ადგა და მომიახლოვდა.
- რაგატირებს ნუციკო
მკითხა და ჩამეხუტა. მე ვიტირე მის მკლავებში და ამაზე დაცულად თავი, არასდრის მიგრძვნია. დათიმ ხელები არ გამიშვა სანამ ტირილს არ მოვრჩი. როდესაც დავმშვიდდი ხელები გამიშვა და ღიმილით შემომხედა.
- აქ რა გინდოდა?
მე ღრმად ჩავისუნთე.
- შენს სახლში თუ გულისხმობ…
ლაპარაკი არ დამაცადა დათიმ.
- არა სახლში ვიცი რატომაც ხარ,ჩემს ოთახში რა გინდა.
მითხრა და ღიმილს არ იშორებდა სახიდან.
- ტელეფონი დამიჯდა და დამტენს ვეძებდი.
ტელეფონის ჩართვის ღილაკს დავაჭირე და ვაჩვენე, რომ ტელეფონი მართლაც დამჯდარი მქონდა.
- ნუციკო არ გაგიგონია არაფერი.
მითხრა და ცრემლები მომწმინდა სახიდან.
- მაგრამ მე ყველაფერი გავიგონე.
- შშშშშშ
დათი საწოლზე ჩამოჯდა.
- მოდი ჩამომიჯექი.
მე გავიცინე.
- გინდა რომ იმ საწოლზე ჩამოვჯდე სადაც ათასი გოგო იწვა? არა მადლობა.
ვუთხარი და დავრჩი იქ სადაც ვიდექი.
დათიმ ჩაიცინა როდესაც პირველი სართულიდან ხმა მოგვესმა.
- მოვიდნენ
ვუთხარი დათის და კარებისკენ წავედი.
- ნუციკო
დამიძახა დათიმ.
- გისმენ
- ეცადე დაივიწყო რაც გაიგონე.
მითხრა და საყვარლად თვალი ჩამიკრა.
დათის გავუღიმე და ოთახიდან გავედი.პორველ სართულზე ჩავედი თუ არა სოფიკო და გიორგი შემხვდნენ.
- მაგარჯობა
მივესალმე მათ და გავუღიმე.
- ნუცა როგორ ხარ?
მკითხა სოფიკომ და გაკვირვებული სახით შემომხედა.
- კარგად თქვენ? თუ იმის კითხვა გინდათ ზევით რას ვაკეთებდი, ტელეფონი დამიჯდა და დათიმ დამტენი მათხოვა.
ვუთხარი და ნერვიულად გავუღიმე მათ კი გაეცინათ.
- მოდი ჩამოჯექი ნუცა.
მითხრა გიროგიმ და დივანს გახედა.
მეც მივედი და დივანზე ჩამოვჯექი.
- ჩვენ რაღაცაზე გვინდოდა ლაპარაკი.
დაიწყო სოფიკომ.მეც გავუღიმე და კარგად მოვკალათდი დივანზე.
- გისმენთ.
- მოკლედ მალე დათის დაბადების დღე აქვს.
თქვა სოფიკომ და გახარებული სახით შემომხედა.
- ძალიან კარგი და როდის?
- სამ აპრილს
თქვა გიროგიმ და ყავა მოსვა.
- ანუ ხუთ დღეში.
ვუთხარი მაგრამ ამ ყველაფერმა დამაფიქრა, თუ რატომ მეუბნებოდნენ ამ ყველაფერს ისინი მე.
- კი ხუთ დღეში.
- ძალიან კარგი
ვუთხარი და გავუღიმე.
- ორ აპრილს, ღამის თორმეტ საათს რომ გადასცდება, გვინდა რომ დათი სახლში მოვიდეს და მისი საყვარელი ადამიანები დახვდნენ .
მითხრა სოფიკომ გაბრწყინებული თვალებით.
- ანუ პატარა მისალოცი წვეულება გინდათ რომ გაუკეთოთ?
- კი კი ზუსტად.
- ძალიან კარგი და მე რით შემიძლია თქვენი დახმარება?
ვკითხე სოფიკოს და გიორგის.
- შენ გვინდა რომ დათისთან იყო ორ აპრილს და საღამოს, თორმეტს რომ გადაცდება სახლში ერთად მოხვიდეთ.
ეს რომ მითხრა სოფიკომ მომეშვა.დიდად არმიყვარდა ესეთი რაღაცეები მაგრამ მათი ერთადერთი თხოვნა ეს იყო.
- კარგით არარის პრობლემა.
ღიმილით დავთანხმდი სოფიკოს და გიორგის. ჩემი თანხმობა რომ მიიღეს სახეები გაუნათდათ.
- ძალიან დიდი მადლობა ნუცა.
მითხრა გიორგიმ როდესაც კიბეების ხმა გაისმა.
- მგონი დათი მოდის და აღარ გავაგრძელოთ.
ვუთხარი მათ და გავუღიმე, მათ თავი დამიქნიეს.დათიც შემოვიდა მისაღებ ოთახში, მისი ლამაზი შავი თვალებით შემომხედა და გამიღიმა.
- მე წავედი საქმე მაქვს, წამოდი ნუციკო წაგიყვან.
მითხრა და მშობლებს გახედა.
- არმინდა იყოს საბა წამიყვანს.
ვუთხარი და გავუღიმე.
- მანქანაში დაგელოდები.
მითხრა თითქოს ვერც გაიგო ჩემი სიტყვები. მინდოდა შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ მისი მშობლების თვალწინ ვერ გავეცი საკადრისი პასუხი. დათი გავიდა სახლიდან.
- ნუცა წაყევი დათის მიგიყვანს სახლში. მაკა და ლაშა მომიკითხე.
მითხრა სოფიკომ განათებული სახით.მეც თავი დავუქნიე და წამოვდექი.
- ნახვამდის.
მათ გამიღიმეს და მეც გამოვედი სახლიდან. ეზოს წინ შავი მანქანა იდგა. დათი კი მანქანაში იჯდა და ვიღაცას ელაპარაკებოდა. მანქანას მივუახლოვდი და კარებთან დავდექი. დათიმ შემამჩნია, მანქანიდან გადმოვიდა, მომიახლოვდა კარები გამიღო და თან ტელეფონზე ლაპარაკობდა.მე მანქანაში ჩავჯექი და დათიმ კარები დახურა. დათის ცივი სუნამოს სუნი იდგა.იმდენად გამიტაცა მანქანის თვალიერებამ და სუნამოს სუნმა, რომ ვერ შევამჩნიე დათი როგორ ჩაჯდა მანქანაში.
- რა რაუნდა გააკეთო ლუკა მეღადავები?
უთხრა დათიმ ვიღაცას ტელეფონში. გამიკვირდა ვის უნდა ელაპარაკებოდეს ან რა თემაზე.
- ხოდა არუნდა დაწოლილიყავი ანისთან.
გამეცინა. ეს ბიჭები გოგოებთან წოლის მეტს არაფერს აკეთებდნენ? დათიმ მანქანა დაძრა და გზას გაუდგა.
- ლუკა ეხა ნუციკოს დავტოვებ სახლში და მოვალ.
უთხრა და გაუთიშა ტელეფონი. ჩემი სახელი ახსენა იმ ბიჭთან, ანუ დათის ძმაკაცებმა იცოდნენ მე ვინ ვიყავი? ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს მიჩენდა ეს ბიჭი თავში.
- გოგოებთან წოლის მეტს რამეს აკეთებთ ბიჭები?
ვკითხე და გავიცინე. დათიმ შემომხედა.
- ნუციკო შენ ძაან პატარა ხოარხარ ეგეთი კითხვებისთვის?
მკითხა სერიოზული სახით.
- დათი 5 წლის არვარ.
ვუთხარი და მივაშტერდი.
- პატარა ხარ ნუციკო პატარა.
მითხრა და გაეღიმა.როგორ ნერვებს მიშლიდა ეს ბიჭი.როგორც პატარა ბავშვს ისე მექცეოდა.
- დათი რამდენი წლის ხარ?
- ოცის
მითხრა და ღრმად ჩაისუნთქა.
- სად მიგყავარ?
ვკითხე და ფანჯარაში გავიხედე. გული ამიჩქარდა როდესაც დავინახე, რომ პირველად ცხოვრებაში ამდენიხანი ფანჯარა აწეული მქონდა მანქანაში. სწრაფად დავაჭირე ფანჯრის ჩაწევის ღილაკს თითი და ფანჯარა ჩავწიე. თავი გადავყავი ფანჯარაში და ღრმად სუნთქვა დავიწყე.დათიმ შემომხედა და დაფიქრდა.
- სახლში სად უნდა მიმყავდე.
არმინდოდა სახლში, თან ვგრძნობდი რომ ბევრი სალაპარაკო მქონდა არა ცხოვრებაზე არამედ დათიზე.
- შეგიძლია აქ წამიყვანო?
ვაჩვენე ტელეფინი სადაც ჩემი ფსიქოლოგის მისამართი მეწერა.
- მანდ რაგინდა?
მკითხა და შემომხედა.არმინდოდა სიმართლე მეთქვა დათისთვის. არმინდოდა სხვანაირად მომქცეოდა ან სხვანაირად ეფიქრა ჩემზე.
- მეგობარი მინდა ვნახო.
ვუთხარი და გავუღიმე.დათიმ თავი დამიქნია და ჩაწეულ ფანჯარას შეხედა, მის მხარეს არსებულ ღილაკს დააჭირა და ჩემი ფანჯარა აწია. პანიკაში ჩავვარდი. ფანჯრის ჩაწევის ღილაკს ვაჭერდი მაგრამ უშედეგოდ.
- დათი ფანჯარა ჩაწიე.
ვუთხარი და სუნთქვა უფრო მიჭირდა. დათიმ შემომხედა და ნელ-ნელა ჩემს ხელს შეეხო ბოლოს კი ხელი ჩამკიდა. არვიცი რა მომივიდა იმ მომენტში. გულის ფეთქვა შემინელდა. მოვდუნდი და ჩვეულებრივად სუნთქვა დავიწყე. და მე მივხვდი რომ ეს ბიჭი, ჩემი სიმშვიდის მიზეზი იქნებოდა. მან შემომხედა თავისი შავი ლამაზი თვალებით, რომელშიც იმდენჯერ ვიკარგებოდი რამდენჯერაც შევხედავდი.
- დათი
ძლივს ამოვღერღე მისი სახელი.
- გისმენ ნუციკო
მითხრა და ხელს არ მიშვებდა.
- გენდობი.
ვუთხარი და გავუღიმე. დათის უკან არაფერი უთქვამს მაგრამ ესიამოვნა ჩემი ნათქვამი. მანქანა გააჩერა.
- ერთ საათში გამოგივლი
მე თავი დავუქნიე.
- ჭკვიანად
მითხრა და სერიოზული სახით გამომხედა.
მანქანიდან გადავედი და ლიზას სახლში შევედი. ლიზა სკამზე იჯდა და წიგნს კითხულობდა.შევედი თუ არა ეგრევე ამოიხედა წიგნიდან და მომაშტერდა.
- ნუცა როგორ ხარ?
გამიღიმა წიგნში სანიშნი ჩადო, დახურა და გვერდით გადადო.
- კარგად შენ?
მივუახლოვდი და მის წინ სკამზე ჩამოვჯექი.
- კარგად
მითხრა თავისი მწვანე რვეული აიღო გადაშალა, პასტა მოამზადა და შემომხედა.
- აბა დღეს რაზე ვაპირებთ საუბარს?
მკითხა და დაინტერესებულმა შემომხედა.
- რაზე არა ვისზე
შევუსწორე და გავუღიმე.



№1 სტუმარი სტუმარი მარია

იმედია მალე დადებ ძალიან მომეწონა????☺️

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

ცოტაალ მალე დადე თორე ვეღარ ვითმენ ინტერესი მკლავს ????

 


№3  offline წევრი HASNONAME

სტუმარი ანი
ცოტაალ მალე დადე თორე ვეღარ ვითმენ ინტერესი მკლავს ????

დღეს საღამოს დაიდება 3 ნაწილი მიხარია რომ მოგწონთ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ბარბარე

HASNONAME
სტუმარი ანი
ცოტაალ მალე დადე თორე ვეღარ ვითმენ ინტერესი მკლავს ????

დღეს საღამოს დაიდება 3 ნაწილი მიხარია რომ მოგწონთ❤️

დადეთ და მე ვერ ვნახულობ?!

 


№5  offline წევრი HASNONAME

სტუმარი ბარბარე
HASNONAME
სტუმარი ანი
ცოტაალ მალე დადე თორე ვეღარ ვითმენ ინტერესი მკლავს ????

დღეს საღამოს დაიდება 3 ნაწილი მიხარია რომ მოგწონთ❤️

დადეთ და მე ვერ ვნახულობ?!

სამწუხაროდ ვერ მოვახერხე უფრი ადრე დადება მაგრამ ხვალ წაიკითხავთ და იმედია მოგეწონებათ 3 ნაწილი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent