შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაკუთრებული შეცდომა (ნაწილი 3)


31-03-2023, 03:02
ავტორი HASNONAME
ნანახია 1 515

- ანუ შენ იძახი, რომ მასთან დაცულად გრძნობ თავს?
მკითხა ლიზამ და გაკვირვებული სახით შემომხედა.
- არამარტო დაცულად, ყველაზე მშვიდად ვარ, არ მაინტერესებს სხვა არაფერი როდესაც მის გვერდით ვარ.
ვუთხარი და ჩვენი პატარა მოგონებები გავიხსენე.
- რაჰქვია შემახსენე?
- დათი
ვთქვი და ისე გავიღიმე ვერც შევამჩნიე.
- როდის უნდა ნახო დათი კიდევ?
მკითხა ლიზამ და რვეულში რაღაც ჩაიწერა.
- დრო რამდენი დარჩა?
ვკითხე და მის გაფუჭებულ საათს შევხედე.
ლიზამ მის მაჯის საათს დახედა და ამომხედა.
- ხუთი წუთი.
მითხრა და შეწუხებული სახე მიიღო.
- ხოდა ზუსტად ხუთ წუთში, აქედან რომ გავალ დათი მანქანით დამხვდება.
ვუთხარი და გავუღიმე.
- ამ ბიჭით მართლაც ძალიან დაინტერესდი.პირველად გხედავ ესეთს ნუცა.
მითხრა, რვეულში რაღაც ჩაიწერა და გაეღიმა.
- და თქვენი აზრით ეს კარგია?
ვკითხე და დამაფიქრა იმ ფაქტმა, რომ შეიძლება დათი ერთადერთი ადამიანი იყოს, რომელთანაც მართლა ჩემი თავი ვარ.
- ჯერ ვერ ვიტყვით ეს კარგია თუ ცუდი ნუცა, მაგრამ დრო გვიჩვენებს.
მე ლიზას თავი დავუქნიე და წამოვდექი.
- ჯერ კიდევ დაგვრჩა ერთი წუთი
მითხრა გაოცებული სახით.
- კი ვიცი უბრალოდ წამოვდექი რომ მერე დრო არ დამეკარგოს.
- ნუცა ადრე ჩემთან სიარულზე მეტად არაფერი გახარებდა
მითხრა და ჩაიღიმა.
- არც ეხლა მახარებს უბრალოდ მინდა ისევ ვიგრძნო მშვიდად თავი.
ლიზამ თავი დამიქნია და მივხვდი, რომ შემეძლო წასვლა და დათის ნახვა.
- კარგად.
დავემშვიდობე და კარებისკენ წავედი.
- ნუცა
შემაჩერა ლიზას ხმამ.
- გისმენ.
მივტრიალდი ლიზასკენ და მივაშტერდი.
- არ გახდე დამოკიდებული.
მითხრა და სევდიანი სახით შემომხედა.
ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა ლიზა, რადგან ზედმეტად გადართული ვიყავი დათიზე. თავი დავუქნიე ისე თითქოს ყველაფერი გავიზარე რაც მითხრა და ოთახიდან გავედი. გარეთ გასვლისთანავე შევამჭნიე დათის შავი მანქანა, რომელიც ჩემგან მარჯვნივ იდგა მაგრამ გასაკვირი ის იყო რომ, მანქანაში დათი არა ვიღაც უცხო ბიჭები იჯდნენ. ვიფიქრე ალბათ დათისნაირი მანქანა ჰყავთთქო, მაგრამ ნომრები ზუსტად იგივე იყო. სანამ შავ მანქანას ვაშტერდებოდი, ბიჭმა რომელიც მანქანაში იჯდა ხელი დამიქნია და მანიშნა მოდიო. გამიკვირდა და ჩემს უკან გავიხედე , მაგრამ უკან კარების მეტი არაფერი იყო. ბიჭს თითით ჩემზე ვანიშნე და მან თავი დამიქნია. ამ ბიჭს ვინ ვეგონე რომელიმე ქუჩის გოგო? ალბათ ეგონა მივიდოდი და მანქანაშიც ჩავუჯდებოდი. ამ ყველაფრის ფიქრში ჩავიცინე. ბიჭს რომ გავხედე მანქანას ქოქავდა და თან მიყურებდა ამან კი შემაშინა.ბიჭმა მანქანა დაძრა და მიახლოვდებოდა. ძალიან მეშინოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი.მანქანა ჩემს წინ გააჩერა და ფანჯარა ჩაწია.
- გამარჯობა
მომესალმა და ნაზად გამიღიმა. ბიჭს ღიმილის დროს ოთხი ლამაზი ხაზი უჩნდებოდა.
- გამარჯობა?
ვკითხე გაკვირვრბულმა და შუბლი შევკარი.
- დათიმ გამოგვიშვა შენს წასაყვანად.
მითხრა თითქოს საბავშვო ბაღში ბავშვს მშობლის მეგობრებმა მიაკითხეს, რადგან მშობელს საქმეები ჰქონდა.
- არმჭირდება მადლობა.
ვუთხარი და ძალით გავუღიმე.
- შენი სახელი?
მკითხა და მანქანიდან გადმოვიდა.
- ნუცა
ვუთხარი და მყარად ვიდექი ჩემს ადგილას.
- ნუცა ეხლა თუ არ წამოხვალ დათი ყელს გამოგვჭრის.
მითხრა და სიმწრით გაიცინა
მე კი მართლაც გამეცინა მის ნათქვამზე.
- საინტერესოა, მაგრამ მე მაინც არ მოვდივარ.
ვუთხარი და მის ლურჯ თვალებს დავაკვირდი.
- კარგი შენი ნებით ნუ წამოხვალ.
მითხრა ჩაიცინა და მანქანაში ჩაჯდა როდესაც იმავე მანქანიდან, ორი ბიჭი გადმოვიდა.
- ჩემი ნებით?
ვკითხე და ორ ბიჭს ვაკვირდებოდი რომლებიც უსიტყვოდ მიახლოვდებოდნენ. მე უკან დავიხიე, როდესაც ორი ბიჭიდან ერთ-ერთმა ისე გადამიკიდა მხარზე ვერც მივხვდი. პანიკაში ჩავვარდი ბიჭს ხელები ზურგზე ვურტყი, მაგრამ მაინც არ მსვავდა მიწაზე. მეორე ბიჭმა გააღო მანქანის კარი და ორივემ ერთად მანქანაში ჩამსვეს.
- თავი ვინ გგონიათ?!
ვუყვირე რიდესაც მათ კარები მომიკეტეს.კარების გაღება ვცადე მაგრამ ჩაკეტილი იყო. საჭესთან მჯდარი ბიჭი სიგარას ეწეოდა და წინა სარკიდან მაკვირდებოდა.
- ვერ გააღებ კარებს.
მითხრა და სიგარა მოწია.
- გამიშვით სასწრაფოდ!
დავუყვირე ბიჭს რომელიც იცინოდა.
მანქანის კარები გაიღო და ის ორი ბიჭი, რომლებმაც მანქანაში ჩემდაუნებურად ჩამსვეს, მანქანაში ჩაჯდნენ ჩემს გვერდით.
კარები ჩაიკეტა და მანქანა დაძრეს. მე ჩუმად ამოვიღე ტელეფინი და ლაშასთან დარეკვის ღილაკს უნდა დამეჭირა, როდესაც ერთ-ერთმა ბიჭმა ტელეფონი წამაეთვა.
- ტელეფონი დამიბუნე!
ვუყვირე და ვგრძნობდი როგორ მეხლიჩებოდა ხმა ამიტომ გადავწყვიტე აღარ მეყვირა.ბიჭებს პასუხი არ გაუციათ.
ბოლოს გადავწყვიტე შევგუებოდი იმ ფაქტს , რომ უცნობ ბიჭებს მივყავდი მანქანით სადღაც და ფანჯარაში გამეხედა. ფანჯარას შევხედე და მივხვდი რომ აწეული იყო. პანიკური შეტევა დამეწყო და სწრაფად ვურტყამდი ფანჯარის ჩაწევის ღილაკს თითს მაგრამ უშედეგოდ, ფანჯარა არ იწეოდა.
- ტყუილად აჭერ თითს არ ჩაიწევა ფანჯარა.
მითხრა საჭესთან მჯდარმა ბიჭმა და ჩაეცინა.
- ფანჯარა ჩა-ჩაწიე
ძლივს ვუთხარი და ხელების კანკალი დამეწყო.
- აბარა ეხლავე ჩავწევ და შენ იყვირე მიშველეთო.
თქვა ბიჭმა და სიგარა მოწია მანქანის ტარების დროს.
- პა-პანიკური შეტევა მაქვს დათ…
ვთქვი და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყელში დიდი ქვა გამეჭედა.
- მგონი მართლა რაღაც სჭირს.
თქვა ჩემს გვერდით მჯდარმა ერთ-ერთმა ბიჭმა.ვგრძნობდი როგორ ვითიშებოდი როდესაც ფანჯარა ჩაიწია. შევამჩნიე თუ არა თავი ეგრევე ფანჯრიდან გადავყავი და ღრმად ამოვისუნთქე. ვსუნთქავდი ჰაერს და თავი ფანჯარაში მქონდა გადაყოფილი.ვბრაზობდი ძალიან, ვბრაზობდი რომ დათიმ თვითინ მოსვლაც არ იკადრა, ვბრაზობდი იმაზე რომ ეს
ბიჭები გამოუშვა მის მაგივრად.
ფიქრში მანქანა დიდ სარდაფთან გაჩერდა. ქვევით ჩასასვლელი კიბეები თეთრი იყო და კარები შავი.
- გადმოდით.
თქვა ბიჭმა რომელიც საჭესთან იჯდა. ვეცადე კარების გაღება მაგრამ არ იღებოდა. ის ორი ბიჭი ჩვეულებროვად გადავიდნენ მეორე კარებიდან. მათ მანქანას მოუარეს და მანქანის მეორე მხარეს, ანუ ჩემს მხარეს მოვიდნენ, კარები გამიღეს და დამელოდნენ რომ გადმოვსულიყავი. მანქანიდან გადავედი და ბიჭებმა ხელები მაჯაზე მომკიდეს.
- არსად არ წავალ უბრალოდ გამიშვით.
ვუთხარი წყნარად ბიჭებს. მათ თავი დამიქნიეს და ხელები გამიშვეს. ბიჭებთან ერთად ჩავედით სარდაფში. შევედით თუ არა იგრძნობოდა სიგარას სუნი, შერეული ალკოჰოლის სუნთან და ეს კიდევ შერეული მამაკაცის ძვირიან სუნამოებთან. მივიხედ-მოვიხედე და დავინახე ბევრი ბილიარდის მაგიდა და ბილიარდის მაგიდებთან ადამიანები. როგორც მივხვდი საბილიარდოში წამომიყვანეს, მაგრამ ვერ ვხვდებოდუ აქ რა მინდოდა. ბიჭებმა მარჯვნივ, დიდი ოთახის ბოლოში მანიშნეს და დავინახე დათი. ის ორ ბიჭთან და სამ გოგოსთან ერთად იყო. გოგოები სკამებზე იჯდნენ ბიჭები ბილიარდის მაგიდასთან იდგნენ და თამაშობდნენ. ნერვები მეშლებოდა, როგორ შეეძლო ესე უნამუსოდ ეთამაშა როდესაც მე მისმა მინიონებმა დღე გამიფიჭეს, მაყვირეს, ლამის გამთიშეს და შემაშინეს. ბიჭებმა მანიშნეს, რომ დათის მაგიდისკენ უნდა წავყოლოდი და ესეც მოვიქეცი. მივუახლოვდით დათის მაგიდას. გოგოებმა ეგრევე შეგვამჩნიეს და უხეში, დამცინავი სახეებით გვიყურებდნენ. ბოლოს იმდენად მივუახლოვდით მაგიდას რომ თამაშში გართულმა დათიმაც შეგვამჩნია.
- ნუციკო მოვიდაა
თქვა გახარებულმა და ჩემსკენ წამოვიდა.
მომიახლოვდა და ჩახუტებას აპირებდა. მე ნერვები მეშლებოდა ყველაფერზე, იმაზეც ნერვები მეშლებოდა რომ ესე უბრალოდ, ჩასახუტენლად წამოიწია და დათის სახეში სილა გავარტყი.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

წარმატებები...მოუთმენლად ველი შემდეგს

 


№2  offline წევრი HASNONAME

სტუმარი ნათია
წარმატებები...მოუთმენლად ველი შემდეგს

❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent