შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაკუთრებული შეცდომა (ნაწილი 4)


1-04-2023, 23:49
ავტორი HASNONAME
ნანახია 1 452

დათის გამომეტყველებაზე მივხვდი, რომ მას თან გაუკვირდა და თან გაბრაზდა ჩემს ქმედებაზე. ვინანე ჩემი საქციელი იმ წამსვე, მაგრამ ისევ ისე თავდაჯერებულად ვიდექი დათის წინ, როგორც აქამდე. არ მინდოდა ამ ბიჭს ოდესმე ესე მოვქცეოდი, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე.
- ერთი წუთით შენ ვინ ხარ?
ვერც კი შევამჩნიე ერთ-ერთი გოგო, როგორ მოგვიახლოვდა და დათის გვერდით დადგა. გოგოს ლამაზი, მუქი თმა ჰქონდა. მისი ცისფერი თვაკები კი მზეზე მეტად კაშკაშებდა. ამ გოგოს გვერდით ნებისმიერი გოგო თავს მახინჯად იგრძნობდა, მაგრამ მე ესე თავი არ მიგრძვნია. ის ლამაზი იყო მაგრამ სხვანაირი ლამაზი.
- იმას არანაირი მნიშვნელობა არააქვს თუ მე ვინ ვარ, მაგრამ შენ უნდა იცოდე, რომ ჩვენს ლაპარაკში შენ არ უნდა ჩაერიო.
გოგოს იმდენად წყნარად გავეცი პასუხი, რომ მე თვითონ გამიკვირდა ჩემი თავის.
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ჩემს შეყვარებულს უცნობი გოგო ეხება.
როგორც კი სიტყვა „შეყვარებული” გავიგე მაშინვე თავი ისე ვიგრძენი თითქოს მუცელს, დიდი წონის ნივთი დასცემოდა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. თითქოს სამყარო შეჩერდა და მასში მხოლოდ მე და სიტყვა შეყვარებული ვიყავით. იმდენად გაბრაზებული ვიყავი არ ვიცოდი რა მექნა, არ ვიცოდი სად წავსულიყავი ან რაზე მეფიქრა. ცრემლები მომადგა და არ მინდოდა ესეთი არამარტო დათის, არამედ ვინმეს ვენახე. დათის ბოლოჯერ ჩავხედე თვალებში სანამ საბილიარდოდან წამოვიდოდი და მის თვალებში არა სინანული, არა წყენა მაგრამ სიხარული დავინახე. რამდენადაც არუნდა გამკვირვებოდა დათის მხიარული თვალები ან მწყენოდა მაინც, ვერ ვფიქრობდი ვერაფერზე გარდა იმ ადგილიდან გაუჩინარების. დათის ზურგი ვაქციე და სწრაფად მოვშორდი იმ ადგილს. იმდენად სწრაფად და მოულოდნელად წავედი, რომ იმ ორმა ბიჭმაც ვერ მოახდინეს რეაგირება სწრაფად, რომ დავეჭირე. ბიჭებს გავცდი, როდესაც მიხვდნენ რომ გავრბოდი და გამომეკიდნენ. სწრაფად გავიქცი იმ ადგილიდან. საბილიარდოს კარები გავაღე, გავედი და დაკეტვის დროს კარებში ჯოხი გავუჩხირე რომ ბიჭები შეენელებინა.
სწრაფად გავიქეცი და ქუჩაში ტაქსი გავაჩერე. ტაქსში ჩავჯექი როდესაც მძღოლმა უნცაურად შემომხედა.
- სწრაფად წამიყვანეთ აქედან!
დავუყვირე ტაქსის მძღოლს და მანქანა შევათვალიერე, რომელიც ძალიან ძვირიანი იყო ტაქსისთვის, მაგრამ იმდენად ვნერვიულობდი, რომ ამაზე ფიქრი აღარ გამიგრძელებია, უბრალოდ სახიდან ცრემლები მოვიწმინდე და დავფიქრდი. გამახსენდა დათის ხელები ჩემს სახეზე, როდესაც ცრემლებს მწმენდდა.გავიხსენე მისი ცივი ხელები, როგორ მსიამოვნებდა სახეზე. როგორ მინდოდა ხმამაღლა, ბევრი მეტირა და შემდეგ დათის ცივი ხელებით ჩემი თბილი სახე მოეწმინდა.მანქანის ფანჯარა ჩავწიე და დამშვიდებულზე ფიქრი დავიწყე.
ნუთუ მე ვიფიქრე არასწორად? იქნებ დათის საერთოდაც არ მოვწონდი როგორც გოგო? იქნებ მხოლოდ როგორც ოჯახის მეგობარს ისე მხედავდა? იქნებ მისი კეთილად და კარგად მოქცევა ჩემს მიმართ არასწორად გავიგე? თავი მისკდებოდა იმდენი კითხვა მიტრიალებდა თავში.
მანქანის ფანჯრიდან სუფთა ჰაერს თვლაში ამოვისუნთქვადი, ჩავისუნთქავდი.
ერთი… ამოისუნთქე ორი… ჩაისუნთქე სამი… ამოისუნთქე ოთხი… ჩაისუ…
- რა მოგივიდათ?
გავიგე უცნაური მამაკაცის ხმა. თავი მძღოლისკენ შევატრიალე და დავინახე დაახლოებით 20 წლის ბიჭი, რომელიც მანქანის წინა სარკიდან მაკვირდებოდა. ბიჭს ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა და გადაპარსული თმა, რომელიც თეთრად ჰქონდა შეღებილი. დიდი ზომის ტუჩები ჰქონდა და პატარა ცხვირი რომელსაც ზოგჯერ ათამაშებდა.
- თქვენი საქმე ის არის, რომ სახლში მიმიყვანოთ და არა მელაპარაკოთ.
ვუთხარი მკაცრად და ტელეფონის ამოღება დავაპირე, როდესაც მივხვდი რომ ის იმ ორ ბიჭს ჰქონდათ, რომლებმაც ძალით მანქანაში ჩამსვეს და დათისთან მიმიყვანეს. გავბრაზდი მაგრამ თავი ხელში ავიყვანე.
- კი ეს ჩემი საქმე იქნებოდა, ტაქსის მძღოლი რომ ვიყო.
თქვა ბიჭმა და ჩაიცინა. მე თუ ეხლა მანიაკის მანქანაში ჩავჯექი, შეიძლება მართლაც გული წამივიდეს- გავიფიქრე ჩემთვის და პანიკაში ჩავვარდი.
- ნუ გეშინია, არ ვარ მანიაკი, უბრალოდ იმდენად ცუდად იყავი რომ გამაჩერე არ შემეძლო უარი მეთქვა შენთვის.
მითხრა ბიჭმა და მისი წინა სარკიდან ისევ შემათვალიერა. მე ღრმად ამოვისუნთქე და დავმშვიდდი. ბიჭს სახლის მისამართი ვუთხარი და ფანჯარაში თავი გავყავი. მსიამოვნებდა როგორ სწრაფად ატარებდა ბიჭი მანქანას და როგორ ვგრძნობდი ცივ ჰაერს სახეზე. ალბათ მართლაც მე ვფიქრობდი არასწორად და უბარლოდ უნდა დამევიწყევინა დათი.ფიქრში გამახსენდა რომ მეორე დღეს წვეულებაზე ვიყავი დაოატიჟებული. ეს ჩემთვის ძალიან კარგი შანსი იყო, გამეცნო ახალი ხალხი და დათი უბრალოდ დამევიწყებინა, მე კი ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი.ბიჭმა მანქანა გააჩერა ჩემი სახლის ეზოსთან და ჩემსკენ მოტრიალდა.
- უბრალოდ ეცადე არ იტირო ამდენი თორემ შენს ლამაზ თვალებს დაისიებ.
მითხრა ბიჭმა ღიმილით და თვალი ჩამიკრა. მე გავუღიმე, ფული მივაწოდე და მანქანის კარები გავაღე.
- გამაცინე, ეს ფული არ მჭირდება.
მითხრა და ფული დამიბრუნა.
- არა არა, მე ვერ დავიბრუნებ ამ ფულს, მადლობა სახლში მოყვანისთვის.
ვუთხარი, ფული უკან მაქანაში დავდე და სწრაფად გადმოვედი მანქნიდან. ბიჭს ხელი დავუქნიე და ეზოში შევედი. ღრმად ამოვისუნთქე და ჩაუსუნთქე სახლში შესვლამდე, ყველაფერი დავივიწყე რაც მოხდა და ღიმილოთ შევედი სახლში. პირველ სართულზე არავინ დამხვდა, ამიტომ სწრაფად ავედი მეორე სართულზე. ჩემს ოთახს მივუახლოვდი და კარები შევაღე.
- ნუცი უკვე მოხვედი?
მკითხა მაკამ და გაკვირვებული სახით შემომხედა.
- კი
ვუთხარი და გავუღიმე.
- არადა ზუსტად 10 წუთის წინ დათი იყო აქ, ტელეფონი მოიტანა და რომ ვუთხარი სახლში არ იყავი შენს საძებნელად წამოვიდა.
მითხრა მაკამ და ტელეფონი საწოლზე დამიდო.
- ხოდა დათის მოვასწარი.
ვუთხარი და ძალით გავუცინე.
- კარგი წავედი მე საქმეზე.
მითხრა და ოთახიდან გავიდა. როდესაც მივხვდი რომ მაკა პირველ სართულზე ჩავიდა, კარები ჩავკეტე და ავტირდი.არვიცოდი რა მატირებდა, ან საერთოდ რა მინდოდა. უბრალოდ საწოლზე დავეცი და ყველაფერი ჩაბნელდა.
თვალები რომ გავახილე ჩიტების ხმა არ ისმოდა და გამიკვირდა, რადგან სულ ჩიტების ხმა მაღვიძებდა ხოლმე. ტელეფონი ავიღე და ვნახე რიმ დაცლილი იყო, ამიტომ კედლის საათს შევხედე და გავვოცდი როდესაც დავინახე რომ ექვსი საათი ხდებოდა. არც მჯეროდა რომ ესე გვიან გავიღვიძე. ტელეფონი დამტენზე შავაერთე, ნელა წამოვდექი საწოლიდან და მივხვდი რომ გუშინ ტანსაცმელი არ გამომიცვლია, არც სახე დამიბანია, ამიტომ ყველაფერი გავიხადე და შხაპი მივიღე.როდესაც შხაპიდან გამოვედი მუსიკების ხმა მესმოდა პირველი სართულიდან. თმა გავიშრე და გავისწორე.ბევრი ფიქრის შემდეგ ლამაზი შავი კაბის ჩავცმა გადავწყიტე მერიჯეინებთან ერთად. ჩემი სუნამო შევისხი, თეთრი ლამაზი ჩანთა ავიღე, ტელეფონი დამტენიდან გამოვაერთე და ჩავედი პირველ სართულზე. მისაღებ ოთახში შევედი თუ არა მაკა შევამჩნიე, რომელიც თავის საყვარელ მუსიკას უსმენდა, წითელ ღვინოს სვამდა და ფიქრობდა.
- მე წავედი თაკოს დაბადების დღეზე
ვუთხარი და კარებს მივუახლოვდი.
- დათის ხომ არ მოუწერია შენთვის?
მკითხა და გამიღიმა. მე თავი დავუქნიე და გავუღიმე. სახლიდან გავედი თუ არა ლაშა შემხვდა.
- სად მიდიხარ ნუცი?
მკითხა და შემათვალიერა.
- თაკოს დაბადების დღეზე
ვუთხარი და გავუღიმე.
- ფული გინდა საჩუქრისთვის?
მკითხა და საფულე ამოიღო.
- არა არა მაქვს
ვუთხარი ლოყაზე ვაკოცე და ეზოდა გავედი. გარეთ საბა მელოდებოდა. მანქანაში ჩავჯექი და საბას შევხედე რომელიც ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა.
- გამარჯობა
ვუთხარი რომ ტელეფონიდან თავი ამოეყო.
- ეხლავე, უბრალოდ თქვენ ჩაგდებულ ლოკაციას ვუყურებ.
მითხრა და ტელეფონი დადო.
- ხომ იცი სადაც მივდივართ?
ვკითხე და ფანჯარა ჩავწიე. საბამ თავი დამიქნია და მანქანა დაძრა. ერთი სული მქონდა გამეცნო ახალი ადამიანები და დამევიწყებინა დათი. ვფიქრობდი იმ ყველა ჩვენ მოგონებაზეც, რომელსაც მალე გონებაში ცეცხლს წავუკიდებდი და დავწვამდი მაგრამ მენანებოდა, მე ხომ ბიჭთან ესეთი არასდრის ვყოფილვარ. დათიმ მაგრძნობინა სიმშვიდე და თავისუფლება. ის რაც ადმენიხანი თითქოს მოპარული იყო და მან ეს დამიბრუნა. მანქანა შეჩერდა ლამაზი სახლის წინ, რომლის ეზოშიც ხალხი იდგა. ზოგს ჭიქა ეჭირა და სავარაუდოდ სასმელს სვავდა, ზოგი უბრალოდ ლაპარაკობდა, ზოგიც აღებინებდა. მანქანიდან გადავედი და ეზოში ნელი ნაბიჯებით შევედი. ვაკვირდებოდი ხალხს და მიხაროდა რომ არავინ მეცნობოდა. არმეგონა ესე ოდესმე თუ გამიხარდებოდა ახალი სახეების დანახვა. სახლის კარები ღია იყო და შიგნით უამრავი ადამიანი ერთმანეთში ირეოდა. სასმლის და მოსაწევის სუნი ერთდროულად ტრიალებდა ჰაერში. ნელ-ნელა შევდიოდი სახლში და თვალებით თაკოს ვეძებდი.
- ნუცა
მომესმა ნაცნობი ხმა და უკან შევტრიალდი.
- თაკო
გავუღიმე და გავაგრძელე.
- გილოცავ დაბადების დღეს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.
ვუთხარი და კონვერტი გადავეცი რომელშიც ფული იდო, რადგან ნამდვილად არ ვაპორებდი დრო დამეხარჯა ამ ადამიანის საჩუქრის ასარჩევად.
- მადლობაა, არიყი საჩუქარი საჭირო.
მითხრა და გამიღიმა.
- წამოდი იქით ოთახში არიან ჩემი ახლო და კარგი სამეგობრო წრე გაგაცნობ.
მითხრა, ხელი მომკიდა და ოთახისკენ წამიყვანა. ოთახის კარები ნელა შეაღო, შიგნით კი მაგიდა იდგა რომლის გარშემოც მთლიანად წრეზე სკამები იდგა, სკამებზე კი ხალხი იჯდა. ოთხში ოთხი გოგო და ექვსი ბიჭი იყო. მაგიდანსთან ყველას სახეს ვხედავდი ერთი ბიჭის გარდა, რომელიც ზურგით იჯდა და ეს ზურგი ძალიან მეცნობოდა. თმები ქერა, დახვეწილი სტილი, არმინდოდა ეს სიმართლე ყოფილიყო.
- ბავშვებო ნუცაც მოვიდა
თქვა თაკომ და მაგიდასთან ახლოს მიმიყვანა, როდესაც ბიჭის სახე დავინახე.
გულისცემა ამიჩქარდა დავიბენი და დათის თვალი ავარიდე.
- გამარჯობა.
მივესალმე დანარჩენებს და ყველა მომესალმა უკან.
- აი აქ დაჯექი.
მანიშნა თაკომ დათის გვერდით. არმინდოდა, ძალიან არმინდოდა მის გვერდით დაჯდომა, მაგრამ ამავდროულად მინდოდა ეგრძნო, რომ ის ჩემთვის არაფერს ნიშნავდა, ამიტომ დავჯექი დათის გვერდით.
- ნუციკო ხო?
მკითხა ერთ-ერთმა ბიჭმა.
- ნუცა
შევუსწორე და ძალით გავუღიმე. ბიჭს ჩაეღმა და თავი დამიქნია დასტურის ნიშნად.
- დავლიოთ?
იკითხა თაკომ და ჭიქები დადგა მაგიდაზე.ყველა დავეთანხმეთ და ჭიქებში ჯეკ დენიელსის დასხმა დაიწყო.
- შენ არ დალევ
ჩუმად მითხრა დათიმ, როდესაც სხვები ლაპარაკში იყვნენ გართული. დათის გავხედე, გავიცინე მაგიდიდან ჭიქა ავიღე და სწრაფად გადავკარი. სხვებმაც მომბაძეს და დალიეს, მაგრამ დათის ჭიქისთვის ხელი არ დაუკარებია. მთელი ნახევარი საათი ლოცავდნენ ერთმანეთს ბიჭები და გოგოები, მე უბრალოდ ვსვამდი მათთან ერთად.
- წამოდით ხალხს შევუერთდეთ და ვიცეკვოთ.
თქვა თაკომ კიდევ ერთი ჭიქის გადაკვრის შემდეგ. ძალიან მთვრალი ვიყავი, თავბრუ მეხვეოდა და თავს ვერ ვაკონტროლებდი.მეც წამოვდექი ვითომ გასვლას ვაპირებდი, რომ დათი ჩემთან არ დარჩენილიყო. როდესაც ყველა გადიოდა თავი მოვაჩვენე დათის, რომ მეც გავდიოდი და მან ეს მართლაც დაიჯერა. როდესაც ყველა გავიდა სკამზე დაჯდომა ვერ მოვახერხე და ძირს გავწექი. ძალიან მესიამოვნა დაწოლა და მოდუნება, მაგრამ ძალიანაც რომ მეცადა ვერ ვამოძრავებდი ტანს.თითქოს პარალიზებული ვიყავი, ვერ ვგრძნივდი ვერაფერს, როდესაც ოთახში ვიღაც შემოვიდა. შორიდან დათის გავდა, მაგრამ დათისნაირი ლამაზი ქერა თმა არ ჰქონდა. ამ ბიჭს თეთრი, მოკლე თმები ჰქონდა.
- მე შენ გიცნობ
ვუთხარი და გავიცინე. ბიჭს ხმა არ ამოუღია, მე კი მარტო ხმის ამოღება შემეძლო.
- რატომ არ მელაპარაკები?
ვკითხე და ვცდილობდი ხელი ამეწია მაგრამ უშედეგოდ. ბიჭი ძალიან ახლოს მოვიდა და თვალებში ჩამხედა.
- ულამაზესი რომ ხარ იცი?
მკითხა და გამიღიმა. ეს ხომ ის ბიჭი იყო გუშინ სახლში რომ მიმაცილა. მიხაროდა რომ ვინმე სხვა არ იყო.
- მადლ…
მადლობის თქმა დავაპირე, როდესაც კაბა ქვევიდან ნელა ამიწია და თან მიყურებდა.
- რას აკეთებ ხო არ გაგიჟდი?!
ვუყვიროდი მაგრამ ვერ ვმოძრაობდი. ვცდილობდი ხელი ამეწია და სილა გამერტყა მისთვის, მაგრამ ვერ ვახერხებდი წინააღმდეგობის გაწევას. ბიჭი შიშველ სხეულზე მეფერებოდა, მე კი ცრემლები ჩამომდიოდა ლოყებზე.
- დათი მიშველე!
ვყვიროდი შიშ-შერეული ხმით. ბიჭი კი არ ჩერდებოდა და ეხკა უკვე კისერზე მკოცნიდა. გული სწრაფად მიცემდა, მეშინოდა და ცრემლები ზღვასავით ჩამომდიოდა ლოყებზე.
- დათი ვინ არის?
მკითხა ბიჭმა და შეჩერდა.
- დათი! დათი! დათიი!
ვყვიროდი გაუჩერებლად და ვცდილობდი სხეულის რომელიმე ნაწილი გამემოძრავებინა. ბიჭი შეშინდა, იმის მიუხედავად რომ მუსიკა ძალიან ხმამაღლა იყო ჩართული და სწრაფად გამხადა კაბა.
მე ვტიროდი და ვცდილობდი ცუდზე არ მეფიქრა, როდესაც კარების ხმა გაისმა. ბიჭი შეტრიალდა და შეშინდა.არვიცოდი ვინ იყო ან რა ხდებოდა. ჩემი სხეული ერთი დიდი ლოდი იყო, რომლის აწვისთვის ძალა არ მყოფნიდა.
- აქ რა ხდება!
გაისმა ნაცნობი ხმა. ეს დათი იყო, ჩემი დათი.
- დათი მიშველე ვერ ვმოძრაობ.
ვუთხარი შეშინებული ხმით და ცრემლებს ვერ ვაჩერებდი.
- მაპატიე ძმაო, უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე, მთვრალი ვარ ხომ გესმის.
იმართლა ბიჭმა თავი ნამდვილად უშედეგოდ, რადგან მე ვუსმენდი თუ როგორ სცემდა დათი ბიჭს, რომელიც ცოტა ხნის წინ მეხებოდა. მესმოდა როგორ სცემდა დათი და თან აგინებდა ბიჭს.თვალები დავხუჭე და თავს უფლება მივეცი სხეული ბოლომდე გათიშულიყო, რადგან არაფრის აღარ მეშინოდა. დათი ხომ ჩემთან იყო.



№1 სტუმარი სტუმარი მარია

ძაან მომწონს იმედია შემდეგს მალე დადებ????????

 


№2 სტუმარი Sheni gf

Dzaann magariaa droozee 5 mawili gogo!!!????????

 


№3  offline წევრი HASNONAME

სტუმარი მარია
ძაან მომწონს იმედია შემდეგს მალე დადებ????????

ვეცდები მალე დავდო❤️მიხარია რომ მოგეწონათ

Sheni gf
Dzaann magariaa droozee 5 mawili gogo!!!????????

????❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი მარია

აუ შემდეგს როდის დადებ????? ძალიან მომეწონა წარმატებები

 


№5  offline წევრი choko-milk

როდის დადებ?

 


№6 სტუმარი სტუმარი Marie

ახალი თავის დადებას არ აპირებთ? კარგი მოთხრობაა იმედი მაქვს შემდეგ თავს დადებთ:)????

 


№7 სტუმარი სტუმარი ნატო

ძალიან კარგი ჩანს იმედია მალე დაიდება გაგრძელება????

 


№8 სტუმარი სტუმარი ნატო

ძალიან კარგია მაგრამ გაგრძელება რომ არ აქვს ან მე ვერ ვნახულობ, ცუდია დავრჩი დაინტერესებული????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent