ბოლო მსხვერპლი(თავი 2)
ყველაფერი დაგეგმეს, როდესაც ვივიენი კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდა საზოგადოებაში 30 მაისი იყო, დღე როდესაც კალათბურთის ქართული ნაკრების მწვრთნელი წვეულებას აწყობდა, ამ წვეულებაზე კი ვივიენი ფოტოგრაფი უნდა ყოფილიყო. ღია იისფერი კაბა მოირგო ჭვრილ ბრეტელებზე, რომელსაც ზურგი ამოღებული ჰქონდა, დეკოლტე კი სამკუთხედად ამოჭრილიყო, ფეხზე შავი დაბალი, წვრილ ძირიანი ქუსლიანი მოირგო, და ფოტო აპარატთან ერთად სახლიდან გავიდა. დათქმეულ ადგილას ჟურნალისტს შეხვდა, რომლის ფოტოგრაფიც თავად უნდა ყოფილიყო. მანქანიდან გადმოსულმა გარემოს თვალი მოავლო, წვეულება ღია სივრცეში ტარდებოდა, მაგრამ პირველი რასაც შეამჩნევდით შენობა იყო, რომლის კედელები შუშით ჩაენაცვლებინათ, რამოდენიმე წუთი უყურებდა ადგილს, და თან ფოტოებს იღებდა. მართლაც ლამაზი იყო იქაურობა, სხვადასხვა ადგილას ტიტები იყო დარგული, უკანა ეზოს შესასვლელი კი ბილიკიდან იწყებოდა. ბილიკი გაიარეს თუ არა საზოგადეობაში გაერივნენ კიდეც -მე რამოდენიმე ადამიანთან უნდა ჩავწერო ინტერვიუ, შენ კი შეგიძლია აქაურობას გადაუღო ფოტოები, როცა დაგიძახებ მოდი და იმ ადამიანებსაც გადაუღე ფოტო - უთხრა ნენემ და ხალხში გაერია ისევ მზერა მოავლო გარემოს, გარედან დაინახავდით დახვეულ კიბეს რომელიც აივნამდე ადიდოდა, აქეთ-იქით გაიხედა, და შიგნით შევიდა. კიბეებს აუყვა, და ის იყო აივანზე უნდა გასულიყო სკამზე მჯდომი შერვაშიძე რომ დაინახა, რომელიც სკამზე იჯდა, ფეხები ფართოდ ჰქონდა გაშლილი, სკამიდან საზურგეს მიყრდნობილს თვალები დახუჭული ჰქონდა, მომენტალურად ამოიღო ფოტო აპარატი, და ბიჭს გადაუღო, თუმცა სულ დაავიწყდა რომ მოწყობილობა ხმას გამოსცემდა, ამიტომ სწრაფად შებრუნდა, და უნდა გასულიყი ზურგს უკან დუდას ხმა რომ გაიგო -ჩუმად უღებთ ხოლმე ადამიანებს ფოტოებს?...ქალბატონო ვივიენ - ოდნავი ირონიაც შეჰპარვოდა მის ხმას ღრმად ჩაისუნთქა და ბიჭისკენ მიტრიალდა -ჩემს საქმეს ვასრულებ მეტი არაფერი - მხრები აიჩეჩა, ვითომ მართლაც ფოტოგრაფი ყოფილიყო, რომელიც თავის საქმეს ასრულებდა -რა თქმა უნდა, უნდა შეასრულო - მისკენ მიიწევდა - დარწმუნებული ვარ ჩემს ფოტოებს ხვალინდელ “ნიუსებში” ვიხილავ - თვალი ჩაუკრა, და გვერდი აუარა. რამოდენიმე წუთი ისე იდგა როგორც შერვაშიძემ დატოვა, შემდეგ კი ქვევით ცავიდა რადგან ნენემ მიწერა “ჩამოდი” - ო. სხვადასხვა ადამიანებთან მიდიოდნენ, ნენეს და მათი საუბრისას ფოტოებს იღებდა, მომენტებში კი გარემოს მზერას ავლებდა არ აღიარებდა თუმცა შერვაშიძეს ეძებდა თვალებით. -დღეისთვის ბოლო ინტერვიუა და ყველაზე მთავარი - უთხრა ჩურჩულით ვივიენს - დუდუ შერვაშიძესთან, დიმას არაფერი უთქვამს ჩემთის მაგრამ ვიცი რომ ის მტავარი პერსონაა თქვენს საქმეში - უთხრა და გაუღიმა, ისეთი ღიმილით საიდუმლოდ. დუდუს თანდათანობით უახლოვდებოდნენ, ვივიენს კი ხელები ნერვიულობისგან უფრო უცივდებოდა რატომ ნერვიულობდა თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ ამ საქმეს დააბრალა თუმცა თვითონაც იცოდა რომ საქმის გამო ის არასოდეს ნერვიულობდა არა იმიტომ რომ დიდ რისკს არ იღებდა საკუთარ თავზე არამედ იმიტომ რომ იცოდა რომ ნერვიულობა უფრო გააფუჭებდა ყველაფერს. მისალმების ნიშნად დუდუმ ნენეს თავი დაუკრა, ვივიენს კის თვალებში ჩააშტერდა დიდხანს უყურებდა თუმცა ვივიენმა სხვაგან გაიხედა, ვერ გაუძლო…პირველად… -დუდუ თქვენი ჩამოსვ…- ჟურნალისტმა საუბარი დაიწყო, როდესაც შერვაშიძემ შეაწყვვეტინა -შენი - ვივიენს ჩაეღიმა მის ნათქვამზე -უკაცრავად? - ნენეს ვერ გაეგო რაზე მიანიშნა ბიჭმა -შენობით თუ მომმართავ კარგი იქნება - ოდნავ გაუღიმა ბიჭმა, და ისევ ვივიენს შეხედა, რომელიც ამჯერად ფოტოაპარატში იხედებოდა, ეს უკანასკნელიც იმიტომ რომ არ უნდოდა შერვაშიძეშტვის შეეხედა -დუდუ შენი ჩამოსვლის ამბავს ძალიან ბევრი აზრი, ჭორი, “ნიუსები” მოჰყვა, ალბათ იცი რა შეკითხვაც უნდა დაგისვა თუმცა, მაინც მინდა მითხრა, რატომ ჩამოხვედი ხუთი წლის შემდეგ საქართველოში? -საქართველოს ნაკრებში მინდა ისევ ვითამაშო…ჩემი ქვეყნისთის - ბოლოს დაამატა, ეტყობოდა რომ ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა ამ ადგილიდან, რომელიც ასე ძალიან არ მოსწონდა, უფრო მეტი, ახრჩობდა! კიდევ ბევრი რეგულარული კითხვა, დასვა თუმცა შერვაშიძე მოკლე-მოკლე პასუხებს იძლეობდა, შიგადაშიგ ვივიენი ფოტოებს უღებდა, მხოლოდ მაშინ როდესაც დუდუ მისკენ არ იხედებოდა, ყოველთვის ეგონა რომ ასე უფრო ბუნებრივი ჩანდა ფოტოები -კარგი ამით დავასრულეთ ინტერვიუ, მადლობა რომ დრო დამითმე - ნენემ გაუღიმა და ხელი ჩამოართვა -არ არის საჭირო მადლობა… - უთხრა და ფეხზე წამოდგა ის იყო ზურგი შეაქცია და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა, ისევ ნენეს და ვივიენს მიუბრუნდა -ფოტოს ველოდები - ვივიენს შეხედა და ისევ თვალი ჩაუკრა. შერვაშიძე თვალს მიეფარა, ნენეც სადღაც იყო გამქრალი, ამიტომ ისევ ტერასაზე ავიდა სადაც რატომღაც არავინ ადიოდა. აივანს იდაყვებით დაეყრდნო, და პირში ჩდებულ მომწამლავ ნივთიერებას მოუკიდა, ღრმა ნაპასი დაარტყა და მთელი დღის დაღლილობა ამ ერთ ამოსუნტქვას ამოაყოლა. როგორც ერთ - ერთი მწეველი თავს ხანდახან იმით იმართლებდა რომ სიგარეტი ამშვიდებდა, სინამდვილეში კი ასე არ იყო, სამყაროში არავისზე და არაფერზე არ იყო დამოკიდებული თუ არა ამ სიგარეტზე, რომლის სუნიც კი გულს ურევდა…უკნიდან ნაბიჯები რომ იგრძნო, გაიხედა და აღარც გაჰკვირვებია რომ შერვაშიძე იდგა რომელიც ისევე დაეყრდნო აივანს როგორც ვივიენი, და თვალი იქ მყოფეფს გაუსწორა რომლებსაც მყრალი, ყალბი ღიმილი აეკროთ -საოცდაობაა არა? - სიჩუმე მისმა ბოხმა ხმამ დაარღვია -რაზე ამბობ? აქ მყოფებზე თუ მთლიანად ამ გულის ამრევ სანახაობაზე? -ორივეზე - ოდნავ გაეცინა - არ მეგონა თუ ისევ იგივე სიტუაცია დამხვდებოდა როგორიც მაშინ ხუთი წლის წინ იყო -არც არის იგივე სიტუაცია, უფრო უარესია - ნიშნის მოგებით უთხრა, და ისევ დაარტყა ნაპასი, მისი პირიდაან გამოშვებულ ბოლზე შერვაშიძემ სახე ოდნავ დამანჭა, გოგოს თითებიდან სიგარეტი აართვა, და იქვე მდგარ საფერფლეში ჩააგდო -ჰეი! - შეჰყვირა -იცი ადამიანების უკიდურესობა რა არის? - უცბად დაიწყო საუბარი დუდამ, ისე რომ არც ვივიენის გაბრაზებულ სახეს მიაქცია ყურადღება -მშვენიერია სიგარეტის ღერი წამართვი, რომელიც უკანასკნელი ღერი იყო ახლა კი ადამიანთა მოდმის უკიდურესობაზე მესაუბრები? - შერვაშიძის გასაგებად ბურტყუნებდა და თან ჩანთაში იქექებოდა -იმას ვუღიმით და კარს ვუღებთ რაც გვანადგურებს - ხმა ჩამწყდარმა თქვა და მზერა ვივიენს გაუსწორა, ისევ დააკვირდა ბიჭს, რომელიც თვალს არ აშორებდა - ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ჩვენ ამ განადგურებაზე თვალს ვხუჭავთ -შენ რა განადგურებს? - მოულოდნელად ჰკითხა, კითხვის შემდეგ კი ტუჩზე იკბინა შერვაშიძემ უპასუხოდ დატოვა ეს კითხვა, მისკენ მიიწია, ისე რომ ჩხეიძეს სუნთქვა შეეკრა, ისე რომ ვივიენს ისევ გაუცივდა ხელები, ისე რომ ის დღე ინანა როდესაც ამ საქმეს დათანხმდა… ყურთან ცხელი სუნთქვა იგრძნო, შემდეგ კი ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები გაიგო -ფოტო შეინახე - სწრაფად დაშორდა ვივიენის სხეულს, და უკან მოუხედავად წავიდა. ვიცი პატარაა, ვიცი დავაგვიანე, მაპატიეთ ამისთის, მაგრამ უფრო ხშირად დავდებ გპირდებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.