შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო მსხვერპლი(თავი 4)


5-04-2023, 01:59
ავტორი Margueritte
ნანახია 996

-მიხარია რომ მოხვედი - პატარა ბავშვივით აცქმუტუნდა, ლურჯი თვალები უფრო “ბრჭყვიალა” გაუხდა, თავი ვერ შეიკავა და ვივიენს ჩაეხუტა. ჩხეიძე გაშეშებული იდგა, ხელებს არ ხვევდა, რომ არა აზას მზერა, ვერც თვითონ გაიგო რამ გააკეთებინა ეს ყველაფერი თუმცა ლალიტას ჩაეხუტა, სულ რამოდენიმე წუთი დაივიწყა ყველაფერი, 6 წლის გულ დაწყვეტილი, გაბრაზებული ვივიენი, დედას ცრემლები, მამა და სხვა ქალი. თუმცა მალევე დაშორდა ლალიტას სხეულს
-მე…ბოდიში, თავი ვერ შევიკავე - ლალიტამ დასჯილი ბავშვივით თავი დახარა
-საბოდიშო არაფერია…უბრალოდ, მე…ცოტახნით აივანზე გავალ - უჰაერობამ მომენტალურად შეაღწია მის სხეულში, ამიტომ აზა და ლალიტა დატოვა და აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა აივნისკენ
სარამოს ჰაერი ჩაისუნთქა, და თვალები ქუჩაში მოძრავ მანქანებს გაუსწორა
-და აი ფოტოაპარატის გარეშეც დაგინახე - შერვაშიძე რომ დაინახა ისევ გაკვირვება გამოესახა სახეზე. დუდა სკამზე იჯდა, იდაყვებით მუხლებს დაყრდნობოდა ღიმილით უყურებდა ჩხეიძეს. პირველად შენიშნა ვივიენმა მასზე ასეთი ღიმილი, რომელიც სასტიკად უხდებოდა, ვივიენი კი საკუთარ თავს წყევლიდა რომ ყურადღება მის ღიმილზე ზედმეტად გაამახვილა. “ჯანდაბა ძალიან სიმპათიურია” გაიფიქრა, თუმცა ეს ფიქრი მალევე გაიქრო თავიდან, და მზერა ისევ აარიდა ბიჭს
-რა დარწმუნებული ხარ რომ ფოტოაპარატი არ მაქვს? - რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ მას მიუბრუნდა, და ჩანთიდან პატარა ფოტოაპარატი ამოიღო, რომელი შემთხვევისთის თან ჰქონდა, ნიშნის მოგებით გაუღიმა და აპარატი თავის ადგილად ჩააბრუნა.
შერვაშიძემ ხმამაღლა გაიცინა, სკამიდან წამოდგა და აივნის მოაჯირს დაეყრდნო
-ჟურნალისტი ნენე აქ არ შემიმჩნევია - თავით გამოენისკენ ანიშნა
-იმიტომ რომ არც არის აქ - თვალები აატრიალა - შენ რა გინდა აქ? - ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო, და უფრო მოშორებით დადგა, შეეშინა ისევ არ წამართვასო. მის ამ ქცევაზე დუდას ჩაეცინა
-ჩემთვის ახლო ადამიანის გამოფენაა - ეს სიტყვები ვივიენს ექოსავით ჩაესმა, სიგარეტიანი ხელი გაუშეშდა და შერვაშიძეს შეხედა “ალბათ შეყვარებულია” “რა შენი საქმეა” ფიქრებმა ერთიანად მოიყარეს მის თავში
“ახლო ადამიანი არ ნიშნავს იმას რომ აუცილებელია შეყვარებული იყოს” გაიფიქრა, და ოდნავ გაიღიმა
-ლალიტას იცნობ?
-ისევე როგორც შენ - უთხრა, და მისკენ ისევ მიიწია
-მართალი ხარ - უთხრა და ბოლი სახეში შეაფრქვია, თითქოს ამით გააღიზიანებდა, ღერი აივნის მოაჯირის დახმარებით ჩააქრო, და იქვე მდგარ პატარა ურნაში მოისროლა
შიგნით შევიდა, იგრძნო როგორ შეჰყვა დუდაც, მეტიც გვერდით ამოუდგა, მის სახეს დაწვრილებული თვალებით შეხედა, და ახლა მზერა მათკენ წამოსულ ლალიტაზე, აზაზე და უცნობ გოგონაზე გადაიტანა
უნდოდა მათთვის გვერდი აეარა, თუმცა ლალიტას ხმა რომ გაიგო ადგილზე დარჩა
-დუდა? დუდა! - ხმამაღლა შეჰყვირა, და მისკენ სირბილით გაიქცა, წვრილი მკლავები მასზე ორი თავით მაღალ ბიჭს მოჰხვია - არ მეგონა თუ მოხვიდოდი
-როგორ ფიქრობ შენს გამოფენას გამოვტოვებდი? - გაუცინა, და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა
-ვივიენ…ხო ეს დუდაა ჩემი მეგობარი, ეს კი ელიზაა, აზა კი უკვე გაიცანი - მეგობრები გააცნო, ყველა შეამჩნევდა იმ მომენტში თუ როგორ უხაროდა ლალიტას რომ ვივიენს მის მეგობრებს აცნობდა
-არა მარტო აზა - ელიზას თავი დაუკრა და თვალი ისევ დუდას გაუსწორა, რომელიც ჩხეიძის სახეს აკვირდებოდა და შიგა და შიგ იღიმოდა - მე დაგტოვებთ - ოდნავ გაიღიმა
-უკვე მიდიხარ? - მოწყენილი სახით ჰკითხა ლალიტამ
-არა, უბრალოდ საპირფარეშოში გავალ - გაუღიმა, და ხალხში გზა გაიკვლია.
ნიჟარის წინ სარკეში იყურებოდა და თან ღრმად სუნთქავდა. ვერ იტანდა ასეთ სიყალბეს, ამ საქმეში ჩაყოლილ ამდენ უდანაშაულო ადამიანს, მათ მოტყუებას. ცივი წყალი სახეზე შეისხა და საკუთარ თავს დააკვირდა, არაფერი შეცვლილა ისევ ზიზღნარევი სახით უყურებდა მის თავს, ხელი შეიმშრალა და საპირფარეშო დატოვა.
გამოფენაზე მიბრუნებული ადგილზე გაშეშდა, როდესაც ლალიტასთან მოსაუბრე “მამა” შენიშნა, ასე უბრალოდ იდგა და უყურებდა კაცს რომელიც თითქმის 20 წელი არ ენახა. ისევ ისეთი იყო, წლებს მხოლოდ თმაში ჭაღარა შეერია. ისევ ის სცენა დაუდგა თვალწინ, მამა და სხვა ქალი. გულის რევის შეგრძნება დაეუფლა. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს როდესაც კაცმა ვივიენი დაინახა, და ვივიენისფერი თვალებით შეხედა შვილს, რომელსაც მასში დიდი მონატრება გამოეწვია. შერვაშიძემ ვივიენის მზერას თვალი გააყოლა და კახაზე შეჩერდა, რომელიც სევდიანი თვალებით შეჰყურებდა გოგოს.
კახა ვივიენისკენ რომ დაიძრა, ჩხეიძემ ზურგი აქცია ყველას, და შენობიდან გამოვიდა, კაცი მას დაეწია
-ვივიენ, გთხოვ გაჩერდი - შეეხვეწა კაცი, და ოდნავ დანაოჭებული ხელი გოგონას შეახო
-არც გაბედო და არ შემეხო - თავს ძლიერ იკავებდა არ ეტირა, ისევ არ აძლევდა საკუთარ თავს ნებას ემოციებისგან დაცლილიყო
-შვილო - თითქოს დიდი ხანი არ ეთქვა ეს სიტყვა კაცს, ამ სიტყვას მონატრებაც ამოაყოლა
-შენ მხოლოდ ერთი შვილი გყავს კახა ჩხეიძე და ისიც იქ არის - თითი შენობისკენ გაიშვირა, უკან შებრუნებას აპირებდა და კახასტის ზურგის შექცევას თუმცა, ვერ შეძლო - როგორ ბედავ და შვილს მიწოდებ? ჯანდაბა რანაირად შეგიძლია 19 დაწყევლილი წლის შემდეგ შვილი დამიძახო? როგორ შეგიძლია ჩემს წინ იდგე და რამეს ეცადო როდესაც ამ წლების მანძილზე არ გაგხსენებივარ? ჯანდაბა ამოიღე ხმა - ქუჩაში ყვიროდა, კაცი კი თითქოს თანდათან პატარავდებოდა, თითქოს ვივიენის წინაშე ამ
რამოდენიმე წამში დაჩაჩანაკდა, თავ ჩახრილი იდგა, და შვილის ყვირილს უსმენდა
-ჩემი ბავშვობის წლები შენთან ერთად წაიღე, ის წლები რომელიც სინამდვილეში ბედნიერი მოგონებები უნდა ყოფილიყო ჩემთვის ჯანდაბაში მოისროლე, 6 წლის ასაკში გამაგებინე ზიზღი რა გრძნობა იყო და ამის შემდეგ მოდიხარ და შვილს მეძახი? წადი შენი - ბოლო სიტყვები უდიდესი ზიზღით ამოტქვა, და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა კაცი.
ახლა ყველაზე მეტად დალევა უნდოდა, ტაქსში მჯდომმა იგრძნო ცრემლები სახეზე, თუმცა მალევე მოიშორა ისინი
-ჯანდაბა - თავისთვის ჩაიჩურჩულა, და ფანჯარაში გაიხედა
-კარგად ხარ შვილო? - მძღოლმა სარკედან გახედა - წყალი ხომ არ გინდა? - წყლით სავსე ბოთლი მიაწოდა
-არა გმადლობთ - ოდნავ გაიღიმა
ბარის წინ გაჩერებულ ტაქსს ფული გადაუხადა, და ბარში შეაბიჯა.
ამდენი წლის შემდეგ პირველად იყო ასეთი განადგურებული, ჭიქას ჭიქაზე ცლიდა
-კიდევ - დაცლილი ტეკილას ჭიქა ბარის დახლზე ხმაურიანად დადო, და ბარმენს ჭიქაზე ანიშნა
-მგონი დროა ვინმეს დაურეკო - ბარმენი თან ჭიქებს ამშრალებდა
-მე რჩევა არ მითხოვია, მე ვთქვი რომ კიდევ ერთი დაგესხა - უთხრა და თვალებით დაცარიელებულ ჭიქაზე ანიშნა, გვერდზე შერვაშიძე რომ მოუჯდა, გადაიკისკისა და თავი უკან გადააგდო, მის ამ ქცევაზე ბიჭს გაეცინა და ბარმენს მიუბრუნდა
-კიდევ ერთი - ბარმენმა ჭიქა დახლზე დადო, ვივიენმა სწრაფად სტაცა ხელი ჭიქას, და გადაკრა - ხომ დალიე კიდევ ერთი? ახლა კი წავედით
-მთვრალი ვარ თუმცა არც იმდენად მთვრალი რომ დამვიწყებოდა რაიმე რაც აქ გითხარი
-ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ, არა და არ ლაპარაკობდი ამდენს
-ეს ყველაფერი ყალბია - თავისთვის ჩაიჩურჩულა - საერთოდ აქ საიდან მოხვდი? შენ რა მე გამომყევი? - ეჭვნარევი მზერით შეხედა, თანდათანობით თვალებს ხუჭავდა, მეტიც დახლზე დაიძინებდა კიდეც
-კი - უთხრა, და მკაცრი სახე მიიღო - ვივიენ ადექი, სახლში წაგიყვან
-არ მინდა სახლში - დახლზე ხელები დადო მასზე კი თავი, და თვალები დახუჭა
-ისევ ფოტოგრაფი ვივიენი ჯობია, მთვრალ ვივიენს - თავის თავს უთხრა, და გოგონა მასზე დაიყრდნო, ბარზე თანხა დატოვა, და ბარიდან ვივიენით გავიდა. მანქანაში ცასვა თვითონაც მძღოლის ადგილი დაიკავა, და მანქანა ადგილს მოაშორა
-მცხელა - ვივიენმა ფანჯარას ჩაუწია, და მასში თავი გაყო, თუმცა მალევე შემოყო - და მეძინება
-მალე მივალთ - უთხრა, და თვალდახუჭულ ჩხეიძეს გახედა, რომელსაც სასმლისგან ოდნავ გავარდისფროდა ლოყები
სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა, ვივიენი მანქანიდან გადმოიყვანა და სადარბაზოში შევიდა
-ვივიენ - ლოყაზე ოდნავ შეეხო - ვივიენ
-რა?
-რომელ სართულზე ცხოვრობ?
-მესამე…და ლიფტი არ მუშაობს
-არც ისე ცუდია - ტავისთვის ჩაიქირქლა
ვივიენს დაეხმარა ასვლაში, რკინის კარებს რომ მიადგნენ, ჩანთიდან გსაღები ამოიღო საკეტი გადაატრიალა და სახლში შევიდა. ბინას ერთიანად მოავლო მზერა, საძინებლის კარები მალევე შეამჩნია, და შიგნით შევიდა, საწოლზე დააწვინა, და მძინარე ვივიენს დახედა, გაეცინა მასზე, ოთახს მზერა მოავლო, შემდეგ კი გაიაზრა რომ ასე მარტო ვერ დატოვებდა, ტელეფონში ლალიტა მოძებნა და დაურეკა
-ლალიტა, მჭირდები…ვივიენი… - ვივიენს ყრუდ ჩაესმოდა მისი ხმა თუმცა ყურადღებას არც აქცევდა იმდენად დაღლილი იყო - …არაფერი მოსვლია, უბრალოდ ნასვამია…კარგი, მისამართს ჩაგიგდებ - ის იყო უნდა წასულიყო, ვივიენი საწოლიდან წამოიწია, ფეხზე გაიძრო, და კაბა ერთიანად გადაიძრო
შერვაშიძე გაიყინა, უმზერსა სრულიად შიშველს, საწოლს მიუახლოვდა, ფრთხილად გადააფარა მძინარეს
-ამის დედაც ვივიენ - სწრაფად დატოვა ოთახი, და ამავდროულად ბინაც.


ისევ მოგესალმებით, იმედი მაქვს მოგეწონებათ, მოხარული ვიქნები თუ აზრსაც გამიზიარებთ. მადლობა რომ კითხულობთ.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

კარგია ვივიენი რომ
დაიცალა და რაც სათქმელი ჰწონდ აუთხრა მამამის, ბატყობ კიდევ ბევრი ქარცეცხლის გავლა მოუწევს ამ
გოგოს, იმედია ბოლო კარგი დასასრულით ქინება :) ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესო ისტორიაა ასე გააგრძელეთ

 


№3  offline წევრი Margueritte

ablabudaa
კარგია ვივიენი რომ
დაიცალა და რაც სათქმელი ჰწონდ აუთხრა მამამის, ბატყობ კიდევ ბევრი ქარცეცხლის გავლა მოუწევს ამ
გოგოს, იმედია ბოლო კარგი დასასრულით ქინება :) ❤️

მადლობა აზრის გაზიარებისთვის, დასასრულზე კი ჯერ ვერაფერს ვიტყვი

სტუმარი ნანა
საინტერესო ისტორიაა ასე გააგრძელეთ

იმედი მაქვს ბოლომდე საინტერესო იქნება, ამდლობა რომ კითხულობთ

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიზა

ვივიენის და საყვარელი გოგო ჩანს , კარგი და საინტერესოა ვივიენიც.

 


№5  offline წევრი Margueritte

სტუმარი ლიზა
ვივიენის და საყვარელი გოგო ჩანს , კარგი და საინტერესოა ვივიენიც.

მიხარია რომ ვივიენის პერსონაჟმა დაგაინტერესათ. მადლობა რომ კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent