ბოლო მსხვერპლი(თავი 5)
დილით თავის ტკივილმა და ფანჯრიდან შემოსულმა მზემ ერთდროულად გამოაღვიძა, საწოლიდან წამოიწია, და მაშინვე გაახსენდა თავისი თავი შერვაშიძის მანქანაში, დუდას სიცილი, შემდეგ კი აღარაფერი, თითქოს ამ მოგონებებიდან სიცარიელე დაუტოვეს. თავის თავს სარკეში რომ დააკვირდა, მხოლოდ მაშინ შეამჩნია თავისი სიშიშვლე, ამიტომ მაისური გადაიცვა, და ოთახიდან გავიდა, სასტუმრო ოთახში დივანზე მძინარე ლალიტა რომ დაინახა, თვალები კიდევ ერთხელ დახუჭა და გაახილა, მას მიუახლოვდა და ზემოდან დააჩერდა -ოღონდ ეს არა - თავისთვის თქვა, და აივანზე ფეხშიშველი გავიდა არ გააღვიძა, უბრალოდ მშვიდად ეწეოდა და მის გაღვიძებას ელოდა, კითხვებს ერთიანად ჰქონდათ თავი მოყრილი მის გონებაში. ლალიტას ლოდინში საფერფლე მთლიანად გაავსო, ის იყო ღერის მოწევა დაასრულა, აივანზე ლალიტა რომ გამოვიდა -ბოდიში ჩამეძინა - თქვა, და მის გვერდით ჩამოჯდა -აქ რა ჯანდაბას აკეთებ? -მე…ნასვამი იყავი, ამიტომ აქ ამოვედი რადგან შენზე ვღელავდი -ლალიტა რატომ არ გესმის? შენ ჩემზე არ უნდა ღელავდე, მე შენთვის არავინ ვარ ისევე როგორც შენ ჩემთვის - ხმას თანდათან უწევდა, სკამიდან წამოდგა და სახლში შევიდა ლალიტაც უკან გაჰყვა -რატომ? - შეჰყვირა ლალიტამ -რა რატომ? - უცბად დაიბნა -რატომ მიგაჩნია რომ შენთვის არავინ ვარ? ჩემი ბრალი არ არის რომ დედაჩემი ქალია რომელიც ასე ძალიან გძულს, ჩემი ბრალი არ არის ის რომ ბავშვობაში ამდენი რამის გადატანა მოგიწია, ჯანდაბა ვივიენ, რატომ არ შეგიძლია უბრალოდ მიმიღო, მე ხომ არაფერს ვითხოვ…მე ხომ შენ გაუცნობლად შეგიყვარე, მე და შევიყვარე გაუცნობლად, შენ კი…შენ კი - დაინახა როგორ გაწითლდა სახეზე, როგორ იჭერდა გულზე ხელებს, როგორ აუტყდა ხველა -ლალიტა, დამშვიდდი - მასთან მივიდა, და ხელებზე ხელი მოუჭირა -ინჰალატორი, ინჰალატორი - სწრაფად იმეორებდა - ჩემი ჩანთა სწრაფად მოიტანა ჩანთა და ინჰალატორს ძებნა დაუწყო, პირველად ნერვიულობდა ასე, ჩანთიდან ნივთი ამოაძვრინა, და ლალიტას მიაწოდა -ისუნთქე ლალიტა - გოგო თანდათან მშვიდდებოდა, ღრმად სუნთქავდა, ლალიტა ვივიენის თითებს იყო ჩაფრენილი, თითქოს მასთან ერთად ეძებდა საშველს -აქ დაჯექი - სავარძელში ჩააჯინა, და წყალი მოუტანა - ეს დალიე ლალიტამ წყალი სულმოუთქმელად დალია -მადლობა - ხრინწიანი ხმით უთხრა ოთახში სიჩუმე იყო, ლალიტას წინ იჯდა ვივიენი, და გოგოს უყურებდა, ესმოდა ლალიტას სუნთქვა, თვითონ კი ხმას არ იღებდა, იცოდა ლალიტა მართალი იყო. რა დაუშავა ლალიტამ? ყოველთვის იცოდა რომ არც იმ “სხვა ქალის” ბრალიც არ იყო ეს ყველაფერი, თუმცა ბრაზს რომელიც ასე ძალიან ახრჩობდა, ბრაზს რომელიც მხოლოდ კახაზე უნდა ყოფილიყო მიმართული ამ ამბის გარშემომყოფებზე ანთხევდა, ეს ყველაფერი იცოდა თუმცა მასში მრისხანება იმდენად დიდი იყო, ამ მრისხანებას თანდათანობით სხვებსაც დებდა. -წადი - ვეღარ უძლებდა ამ ყველაფერს, ამიტომ ლალიტას გასაგონად ამოიჩურჩულა, და მუქი ყავისფერი თითქმის შავი თვალები ლალიტას აწყლიანებულ თვალებს გაუსწორა -ვივიენ… -გთხოვ ლალიტა, წადი - სიმშვიდეს ინარჩუნებდა, თუმცა გრძნობდა სურვილს მასში, ყვირილის სურვილს, რომელიც თანდათანობით ედებოდა მთელ სხეულს. სკამიდან წამოდგა და საძინებელში შეიკეტა, გაიგო ნაბიჯების და კარის ხმა, რომელიც გონებაში ექოდ ჩაესმა, და ცუდი შეგრძნება დაუტოვა. მარტოობა მისთვის ნაცნობი ხილი იყო, თუმცა იმ წამს იმდენად ცუდად იგრძნო თავი, თითქოს ეს გამაყრუებული სიჩუმე სახლში ეუცხოვა. ჩაბნელებულ ოთახში იჯდა, სურათებით მოცულ კედლებს უყურებდა, თითქოს მისი მთელი ცხოვრება ზუსტად იქ იყო, თეთრ კედლებზე…გარედან ტელეფონის ხმა რომ მოესმა ოთახიდან გავიდა, და იქვე მიგდებულ ტელეფონს დასწვდა -ხო -ვივიენ, როგორ ხარ - დიმას ხმა გაიგო -არ ვიცი დიმა…რა გინდა -ხვალ ნაკრების თამაშია, შენც მიდიხარ ნენესთან ერთად -კარგი - ამოიოხრა რამოდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ დიმამ ჰკითხა -რამე მოხდა? -არაფერი, უბრალოდ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ ამბიდან არაფერი გამოვა - უთხრა და სავარძელზე ჩამოჯდა, არ აღიარებდა საკუთარ თავთანაც კი მაგრამ იქ სადღაც იცოდა რომ შერვაშიძე თანდათან ხიბლავდა თუნდაც იმ ღიმილით, რომელიც ერთიანად ირონიას, სარკაზმს და უბრალო ღიმილს იტევდა, თუნდაც იმ თვალის ჩაკვრით რომელიც ასე ძალიან აღიზიანებდა, არ აღიარებდა, ალბათ იმიტომ რომ ეშინოდა, ეს ხომ ვივიენია ერთიანად მამაცი მაგრამ მშიშარა. -დარწმუნებული ვარ ამას შეძლებ - უთხრა დიმამ და გაუთიშა -ნამდვილად შევძლებ მაგრამ… - თავის თავს უთხრა მაგრამ სათქმელი არ დაასრულა, აბაზანაში შევიდა და თავს უფლება მისცა მოდუნებულიყო. საკალათბურთო მატჩზე ხალხს ერთიანად მოეყარათ თავი, და ადგილები დაეკავებინათ. უყურებდა ხალხს, ბავშვებს, ქალებს მამაკაცებს, რომლებიც თავდაჯერებულები ელოდნენ თამაშის დაწყებას, მოთამაშეების პიროვნულად გაუცნობლად სჯეროდათ მათი, აი ასე უბრალოდ მათზე იმედს ამყარებდნენ, მათი წარმატება უხაროდათ, რასაც ვივიენი არ ან ვერ შვრებოდა. -გამომყევი - ხალხის ხმის დასაფარად ყურში ჩაჰყვირა ნენემ, და თავით ერთ-ერთი კარისკენ ანიშნა - მოთამაშები აქ იკრიბებიან ხოლმე თამაშის წინ -კარგი წადი და მოვალ - უთხრა, და საპირისპირო მხარეს წავიდა -სად მიდიხარ? -უბრალოდ ცოტას დავათვალიერებ და თან ფოტოებს გადავიღებ - თქვა, და გზა გააგრძელა მუქ ყავისფერ კარს რომ მიადგა, ცნობისმოყვარეობამ სძლია, კარი გააღო, და შიგნით შევიდა, როგორც ჩანს “იდუმალი” ოთახი გასახდელი ყოფილა, რომელიც უკვე მოთამაშეებისგან დაცლილიყო -ჯობია ნენეს გავყვე - ჩაიჩურჩულა თავისთვის, ის იყო კარი უნდა გაეღო, ვიღაცამ ნაზად რომ მოხვია თბილი თითები მკლავზე, და მსიკენ შეაბრუნა სერიოზული, მაგრამ თან დაბნეული სახით შეხედა ბიჭს რომელსაც სახეზე ღიმილი დასთამაშებდა -რას აკეთებ? -ნწ - გაიცინა - მგონი არასწორი ადამიანი სხვამს ამ კითხვას… -თუ გამიშვებ წავალ - ხელზე ანიშნა, და ნიშნის მოგებით გაუღიმა -რა თქმა უნდა - გაუღიმა, და თითები შეუშვა კარის გაღება დააპირა ისევ რომ შეაჩერა -რაღაც დამავიწყდა - გაუცინა, და ყელზე შემოხვეული წვრილი თხელი ნაჭრის შარფი გამოაძრო - ეს ჩემთან რჩება…ფოტოს გამო - თვალი ჩაუკრა, კარს ხელი უშვა, და ზურგი აქცია ჩხეიძეს ნენეს ძებნას შეუდგა. თამაში დაწყებამდე, ვივიენიც მობილიზებული იყო,თითქოს აზარტს გრძნობდა. შეამჩნია მის ქვემოთ მჯდომი აზა, ლალიტა და ელიზა, იმის მიუხედავად ლალიტას სახეს კარგად ვერ ხედავდა, თუმცა მაინც იცოდა როგორი სახე ექნებოდა. პირველი მოწინააღმდეგე გუნდი გამოვიდა, შემდეგ კი საქართველოს ნაკრები, რომელთაც ეტყობოდათ რომ მზად იყვნენ ყველაფერი გაეკეთებინათ გამარჯვებისთის. ჰიმნის მელოდია რომ გაისმა, დაინახა როგორ მიიდო ყველამ გულზე ხელი, და როგორ პატრიოტულად მღეროდნენ საქართველოს ჰიმნს რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მაგრამ მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი რამ იყო ადამიანებისთვის. დაინახა დუდას მარჯვენა ხელზე შემოხვეული შარფი რომელიც სინამდვილეში მას უნდა კეთებოდა. გაოგნდა, ტვინში ფიქრები ბრინჯის მარცვლებივით დაეფანტა, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როდესაც მოედანზე ბურთით ხელში შერვაშიძე შენიშნა. ყოველი ბურთის ჩაგდებაზე ხალხი უსტვენდა, ტაშს უკრავდა, უხაროდათ, უსმენდა ადამიანების საუბარს, რომლებსაც უყვარდათ თითოეული წევრი, და მათ აქებდნენ. ფოტოებს უღებდა თამაშს, მორბენალ კალათბურთელებს, იღიმოდა როდესაც კამერაში შერვაშიძე ჩნდებოდა…ის იყო გაფრინდაშვილს უნდა ჩაეგდო, როდესაც ბურთი მოწინააღმდეგებ წაართვა, სისხარტე გამოიჩინა და 2 ქულა მათ სასარგებლოდ ჩააგდო. ხალხი დაძაბული უყუტრებდა სანახაობას, თუ როგორ დაეტყო გაფრინდაშვილს სინანული, შერვაშიძე რომელმაც სახე დაუჭირა რაღაც მაყურებლისთვის გაურჩეველი სიტყვები უთხრა, და მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი. გაფრინდაშვილმა თითქოს ძალა მოიკრიბა და მოედანს დაუბრუნდა. ეს სცენა კი ვივიენმა ერთ მოგონებად აქცია, რომელიც მის “მოგონებების კედელს” მიემატებოდა. მოიგეს…ხალხი იმ წამიდანვე ზეიმობდა, ჩხეიძე კი იღიმოდა, შემდეგ კი უეცრად მოიბუზა, თითქოს მხოლოდ ახლა გაახსენდა რა ხდებოდა რეალობაში, თითქოს ახლა გაახსენდა რამდენად ცუდი იქნებოდა მ ყველაფრის ბოლო, რომელიც ასე საშინლად აშინებდა. ვიცი ძალიან პატარაა, თუმცა როდესაც ვწერ, მაშინვე მინდა გაგიზიაროთ. იმედი მაქვს მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.