შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 42 თავი

8-05-2023, 20:22
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 638

პალატაში შესვლისთანავე თვალები ცრემლებით აევსო თათიას და უკან მიბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ვერ შეძლო. კარგა ხანს იდგა ერთ ადგილზე მიყინულივით და თვალის მოუშორებლად უყურებდა ანდრიას გაფერმკრთალებულ და ნატანჯ სახეს. ბოლოს ვეღარ მოერია საკუთარ მძიმე ემოციებს და ნელა მიუხლოვდა მძინარე ბიჭს. გაუხეშებულ თმებში ნაზად შეუცურა თლილი თითები და მისკენ დაიხარა. ამ დროს, ძილ გამკრთალმა ანდრიამ, მოულოდნელად თვალები გაახილა და მომღიმარი სახით მიაჩერდა სახეში თვალებაწყლიანებულ გოგონას, რომელიც ისე დააბნია მისმა გამომწვევმა და დაჟინებულმა მზერამ რომ წამიერად ადგილზე გაიყინა.
-მე უბრალოდ...-კარგა ხნის სიჩუმის მერე ძლივს გასაგონად, უმისამართოდ დაიჩურჩულა დაბნეულმა გოგონამ და მაშინვე მიტრიალდა რადგან მოწოლილმა მძიმე ემოციებმა ხმა დაუხშო. პალატიდან გასვლა დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ანდრიამ მოულოდნელად ხელი დაუჭირა და წასვლის უფლება არ მისცა-ანდრია-დაიძაბა თათია.
-ცოტა ხანს დარჩი ვილაპარაკოთ-მკაცრი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა დაბნეულ გოგონას და სევდიანად გაუღიმა
-არ ღირს-ცივად უთხრა თათიამ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა
-გთხოვ-უემოციო ტონით უთხრა ანდრიამ და სრულიად გაუაზრებლად ოდნავ მტკივნეულად მოუჭირა ყინულივით ცივი თითებულ სუსტ მაჯაზე
-მე და შენ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს!
-თუ ასეა რატომ მოხვედი?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ანდრიამ და ხელი გაუთავისუფლა
-უბრალოდ მინდოდა მენახე-მხრები აიჩეჩა დაძაბულმა გოგონა და თავი დახარა რადგან ძალა აღარ ეყო გამკლავებოდა მის დაჟინებულ და გამომწვევ მზერას
-თათია!-გაბრაზდა ანდრია
-არაფერში გადანაშაულებ-ჩამწყდარი ხმით უთხრა ხმა აკანკალებულმა გოგონამ დაძაბულ ბიჭს და იმის მიუხედავად რომ მთელი ძალით ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია მოწოლილი სიმწრის ცრემლებისთვის, ბოლოს მაინც ვერ შეიკავა თავი და ატირდა
-თათია... მე...-დაიძაბა ანდრია- არ მინდოდა რომ შენთვის გული მეტკინა
-უნდა წავიდე- ნაჩქარევად თქვა დაბნეულმა გოგონამ და მიტრიალდა მაგრამ ამჯერადაც არ მისცა წასვლის უფლება დაძაბულმა ბიჭმა რომელმაც მოულოდნელად ხელი დაუჭორა და თავისკენ უხეშად მიიზიდა
-საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია!- მკაცრი ტონით უთხრა გაღიზიანებულ გოგონას და სახე კიდევ უფრო მეტად მეუახლოვა
-რას... აკეთებ- ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჰკითხა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ დაძაბულ ბიჭს და უნებურად ცივი მზერა მის ფერმკრთალ ტუჩებს მიყინა. ამ დროს ანდრიამ მისი წაშლილი სახე ხელებშორის მოიქცია და სრულიად გააზრებულად ტუჩებში აკოცა
-მაპატიე-ძლივს გასაგონად ზედ ტუჩებზე დაუჩურჩულა როცა თათიას სიმ წერის ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე-შენს ცრემლებს არ ვიმსახურებ
-ვიცი-ცივად უთხრა მისი შეხებით და შეგრძებით გაღიზიანებულმა გოგონამ და სწრედ მაშინ როცა დაძაბულმა ბიჭმა ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს უცრემონიოდ შეაღო მიამ პალატის კარი.
-მე... წავალ-უეცრად ფეხზე წამოვარდა დაბნეული თათია და გასასვლელი კარისკენ წავიდა, მაგრამ მიამ გარეთ გასვლის უფლება არ მისცა, მაშინვე წინ აესვეტა და ძლივს შეკავებული აგრსიით ჰკითხა
-აქ რა აკეთებ?
-ჩემს სანახავად მოვიდა-თათიას მაგივრად უპასუხა ანდრიამ, რის გამოც ინსტიქტურამ ორივე დამ მას გახედა.
-აზრი?-ცინიკური ტონით, უმისამართოდ იკითხა მიამ და ცივი მზერა ანდრიას ამღვრეული თვალებიდან თათიას გაფითრებულ სახეზე გადაიტანა
-მე...უნდა წავიდე-ძლივს გასაგონად უმისამართოდ დაიჩურჩულა თათიამ და გაჩუმდა რადგან ძალა აღარ ეყო კიდევ რამის სათქმელად
-კიდევ როდის გნახავ?-ინტერესით ჰკითხა ანდრიამ დაბნეულ გოგონას და სევდიანად გაუღიმა
-არ ვიცი-გულწრფელად უთხრა თათიამ და ძლივს შეკავებული ცრემლების ფონზე პალატიდან უხმოდ გავიდა. მომაბეზრებელი სიჩუმე ჩამოწვა წამლების უსიამოვნო სუნით გაჟღენთილ, ქათქათა თერთ ოთახში რომელიც მოულოდნელად მიას ხმა დაარღვია
-აღარ მოვა!-დარწმუნებით თქვა და პალატის კარი ხმაურით დაკეტა
-რატომ მოხვედი?-კარგა ხნის სიჩუმის მერე უინტერესოდ ჰკითხა გაღიზიანებულმა ბიჭმა დაძაბულ გოგონას და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა
-არ ვიცი-გულწრფელად უთხრა მიამ და ნელა მიუახლოვდა
-მინდა რომ წახვიდე-ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა ანდრიამ თავზე წამომდგარ გოგონას თან ისე რომ მისკენ არ მიუხედია
-დარწმუნებული ხარ?-ჩაეკითხა მია და სრულიად გაუაზრებლად, ოდნავ, სულ ოდნავ შეახო აკანკალებული თლილი თითიები მის გაყინულ ხელს რომელზეც გადასხმის სისტემა ჰქონდა დამაგრებული
-მია-გამოსცრა კბილებში მისი შეხებით და შეგრძნებით გაღიზიანებულმა ბიჭმა და სწორედ მაშინ როცა ურექციოდ მდგომო გოგონა მიტრიალდა მაჯაში უხეშად წაავლო ხელი და თავისკენ მიიზიდა. ამ დროს მათი მაღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა. წამიერად ისე დააბნია, ააღელვა და გააღიზიანა
-ანდრია-ძლივს გასაგონად, ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ ვნება მორეულ ბიჭს და გამიმწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში. ამ დროს ანდრიამ საბოლოოდ დაკარგა თავზე კონტროლი და სრულიად გაუაზრებლად ტუჩებზე დააცხრა. თუმცა ეს მხოლოდ წამიერი თავის დაკარგვა იყო და მალევე მოვიდა აზრზე, ამიტომ კიდევ უფრო უხეშად და მეტად მიიზიდა თავისკენ ირონიულად მომღიმარი გოგონა და აგრესიული ტონით უთხრა
-წადი
-ანდრია?!
-წადი-მეთქი!- დაუღრინა გაღიზიანებულმა ბიჭმა და ოდნავ მტკივნეულად მოუჭირა ყინულივით ცივი თითები წვრილ მაჯაზე, მერე კი მოულოდნელად ხელი გაუშვა და კარისკენ მიუთითა.
-რა მოხდა შე ჩ*მა ისევ იჩხუბეთ?-მიას გასვლისთანავე პალატაში დაბნეული თორნიკე შევიდა
-ვუთხარი რომ მისი ნახვა აღარ მინდა
-მერე რა გითხრა?!
-არაფერი, რა უნდა ეთქვა-მხრები აიჩეჩა ანდრიამ
-თათია რატომ იყო მოსული?
-ისე უბრალოდ...
-გითხრა რამე?
-არა
-ისევ აპირებ მასთან ურთიერთობის გარძელებას?
-აზრზე არ ვარ-თავი უკან გადასწია გაღიზიანებულმა ბიჭმა და თვალები დახუჭა
-ხომ იცი რომ გულს ატკენ?!-მოიღუშა თორნიკე
-ვიცი-უმისამართოდ დაიჩურჩულა ანდრიამ და ზურგი აქცია მეგობარს.
-შენ აქ რას აკეთებ?
-ჩემს სანახავად მოვიდა-თათიას მაგივრად უპასუხა ანდრიამ, რის გამოც ინსტიქტურამ ორივე დამ მას გახედა.
-აზრი?-ცინიკური ტონით, უმისამართოდ იკითხა მიამ და ცივი მზერა ანდრიას ამღვრეული თვალებიდან თათიას გაფითრებულ სახეზე გადაიტანა
-მე...უნდა წავიდე-ძლივს გასაგონად უმისამართოდ დაიჩურჩულა თათიამ და გაჩუმდა რადგან ძალა აღარ ეყო კიდევ რამის სათქმელად
-კიდევ როდის გნახავ?-ინტერესით ჰკითხა ანდრიამ დაბნეულ გოგონას და სევდიანად გაუღიმა
-არ ვიცი-გულწრფელად უთხრა თათიამ და ძლივს შეკავებული ცრემლების ფონზე პალატიდან უხმოდ გავიდა. მომაბეზრებელი სიჩუმე ჩამოწვა წამლების უსიამოვნო სუნით გაჟღენთილ, ქათქათა თერთ ოთახში რომელიც მოულოდნელად მიას ხმა დაარღვია
-აღარ მოვა!-დარწმუნებით თქვა და პალატის კარი ხმაურით დაკეტა
-რატომ მოხვედი?-კარგა ხნის სიჩუმის მერე უინტერესოდ ჰკითხა გაღიზიანებულმა ბიჭმა დაძაბულ გოგონას და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა
-არ ვიცი-გულწრფელად უთხრა მიამ და ნელა მიუახლოვდა
-მინდა რომ წახვიდე-ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა ანდრიამ თავზე წამომდგარ გოგონას თან ისე რომ მისკენ არ მიუხედია
-დარწმუნებული ხარ?-ჩაეკითხა მია და სრულიად გაუაზრებლად, ოდნავ, სულ ოდნავ შეახო აკანკალებული თლილი თითიები მის გაყინულ ხელს რომელზეც გადასხმის სისტემა ჰქონდა დამაგრებული
-მია-გამოსცრა კბილებში მისი შეხებით და შეგრძნებით გაღიზიანებულმა ბიჭმა და სწორედ მაშინ როცა ურექციოდ მდგომო გოგონა მიტრიალდა მაჯაში უხეშად წაავლო ხელი და თავისკენ მიიზიდა. ამ დროს მათი მაღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა.
..........
მიღებული ჭარბი აკლოჰოლის დოზისგან თვალებჩაწითლებული კახა მუღუშული სახით იჯდა სავარძელში და სიბნელეს მიჩვეული თვალით ერთ წერტილს მიშტერებოდა. ფიქრობდა ბევრს ძალიან ბევრს და მაინც ვერ იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალზე... თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ იყო ასეთი დაბნეული. ალბათ იმიტომ რომ გულს ერთთან ყოფნა უნდოდა გონებას კი მეორესთან.. როგორც კი თვალებს ხუჭავდა მაშინვე თამუნა უდგებოდა თვალწინ მის უკან კი... სადღაც ბნელ სიღრმეში მიას მომღიმარი სახე... რომელიც დროდადრო ქრებოდა და მერე ისევ კრთებოდა. იმის მიუხედავად რომ ერთ ქალს მისგან გაქცევა უნდოდა, მეორე კი მისკენ მიისწრაფვოდა მაინც უჭირდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და მათ შორის არჩევანის გაკეთება, რადგან ზუსტად იცოდა რომ რეალურად თამუნას მისგან წასვლა არ უნდოდა, მიას კი მასთან ყოფნა, შესაბამისად თვითონაც ისეთივე დაბნეული და არეული იყო როგორც ისინი. თუმცა რეალურად რასწორი არჩევანის გაკეთებაზე მეტად მარტოობის ეშინოდა, აი ამ სიჩუმის და სიბნელის რომელიც ნელ-ნელა მის დამძიმებულ სხეულსაც ითრევდა ის სასოწარკვეთაში, მწუხარებაში და სევდაში რომელიც მუდამ თან ახლავს ამ ორ საზარელ მდგომარეობას. თამუნაზე და მიაზე ფიქრით თავატკიებულმა კაცმა თავი საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახაჭა, სცადა, ფიქრებში მაინც გაჰქცეოდა საკუთარ თავს, მაგრამ ვერ შეძლო, ამიტომ მოულოდნელად ვისკის თითქმის ბოლომდე დაცლილ ბოთლს ხელი წამოავლო და სწორედ მაშინ როცა ტუჩებთან მიიტანა მის დაძაბულ სმენას კარზე ფრთხილი კაკუნის და გაბმული ზარის ხმა მიწვდა. უხალისოდ წამოდგა ფეხზე და ბოთლით ხელში წავიდა კარის გასაღებად. გაოცება ვერ დამალა როცა ზურასთან საჩხუბრად გამზადებულს თამუნა შერჩა ხელში რომელიც სიტყვის უთქმელად, ყოველგვარი მისალმების და მოკითხვის გარეშე ძალიან მშვიდად, თავდაჯერებულად და გრაციოზულად შევიდა სახლში
-დიდი ხანია რაც საქარველოში დაბრუნდი?-უკან მიჰყვა დაბნეული კახა ცოლს
-რა მნიშვნელობა აქვს?-უემოციო ტონით ჰკითხა თამუნამ და მისკენ მიტრიალდა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა.
-ჩემთვის ააქვს-წამოენთო კახა
-განქორწინების საბუთები მოგიტანე-კარგა ხნის სიჩუმის მერე მკაცრი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ქალმა დაძაბულ კაცს და საბუთები გაუწოდა. ამ დროს კახას სახეზე წამიერად ირონიული ღიმილი გაკრთა, თუმცა მალევე შეეცვალა სახის გამომეტყველება და სახე წაეშალა
-საქარველოში იმიტომ დაბრუნდი რომ ჩემთვის ეს საბუთები მოგეტანა?- ძლივს შეკავებული აგრესიით ჰკითხა სუნთქვა აჩქარებულ ქალს და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა
-უბრალოდ ხელი მოაწერე-მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა თამუნამ თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი ამღვრეული მწვანე სფეროებისთვის და საბუთები მაგიდაზე უწესრიგოდ დაყარა
-განქორწინება არ მინდა-დაუფიქრებლად უთხრა კახამ უნებურად ცივი მზერა მის წოთელ ვნებიან ტუჩებს მიაყინა
-კახა გთხოვ არ გინდა ყველაფერს უარესად ნუ გაართულებ... უბრალოდ ხელი მოაწერე
-ვიცი რომ ეს არც შენ არ გინდა-გამომწვევი ტონით განაგრძო საუბარი აღელვებულმა კაცმა და აკანკალებული ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს
-კახა!
-ჩშშ-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა ირონიულად მომღიმარმა კაცმა და სწორედ მაშინ როცა მისი კოცნა სცადა თამუნამ მზერა აარიდა მის მონგრეულ სახეს და მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა
-კალამი თუ არ გაქვს ჩემსას გათხოვებ- და ხელებში საწერკალამი შეაჩეჩა. საშინლად არ ესიამოვნა კახა როცა შეამჩნია რომ თამუნას ქორწინების ბეჭედი აღარ ეკეთა
-რატომ მოიხსენი?
-საჭიროდ აღარ ვთვლი რომ ვატარო
-თამუნა!
-კახა აქ შენთან სალაპარაკოდ არ მოვსულვარ
-მინდა რომ ბეჭედი გაიკეთო და ისევ ატარო
-რააა?!-ირონია გაერია ხმაში მომღიმარ ქალს
-შენ ჩემი ცოლი ხარ!
-კახა მორჩი სისულელეების ლაპარაკს... და საბუთებს ხელი მოაწერე
-არ მოვაწერ გასაგებია?-ბოლო ხმაზე იღრიალა გაცოფებულმა კაცმა და საბუთები ნაკუწებად აქცია. თამუნას მის ქცევაზე ცინიკურად გაეღიმა, საბუთებს გრაციოზულად გადააბიჯა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა ზედმეტად ახლოს მდგომ კაცს
-ჩვენი ოჯახის გადარჩენას ცდილობ?!-და ისე რომ მის პასუხს არ დალოდებია გასასვლელი კარისკენ წავიდა. თამუნას მოულოდნელმა და უეცარმა ვიზიტმა კახა ისე გააგიჟა რომ თუკი რამე მსხვრევადი ვითი ჰქონდათ სახლში ყველაფერი დალეწა
-ისევ დაიწყე შენებურები?-სახლში შესვლისთანავე ცინიკური ტონით ჰკითხა ზურამ ძმას და ფეხმორყეულ სკამზე ჩამოჯდა
-შენ აქ რას აკეთებ?-დაუღრინა კახამ ძმას და ახლადგახსნილი ვისკის ბოთლი მოიყუდა
-თამუნამ დამირეკა, მთხოვა მოვსულიყავი და მენახე
-საქარველოში როდის დაბრუნდა?
-რამდენიმე დღის წინ... ბინა იქირავა... ანა მასთან გადავიდა
-რატომ არფერი მითხარი?
-აზრი?
-თამუნა ჯერ კიდევ ჩემი ცოლია-თვალები აემღვრა კახას
-რომელიც აღარ გიყვარს და რომელთან ყოფნაც აღარ გინდა
-ასე არაა
-ასეა-გაეცინა ზურას და ვისკის ბოთლი ხელიდან უხეშად წაგლიჯა ძმას და მოიყუდა
-განქორწინება არ მინდა
-შენი მესმის-გაუღიმა ზურამ და ცოტაოდენი ვისკის კიდევ მოსვა
-გესმის?-გაოცდა კახა
-ცოლიც გინდა და საყვარელიც-უდარდელად უთხრა ზურამ და გაეცინა
-ჩემსა და მიას შორის არაფერი არ ხდება
-ეგ უკვე მოსმენილი მაქვს რამე ახალი მითხარი
-თამუნას დაკარგვა არ მინდა
-რას აპირებ?
-ჯერ არ ვიცი
-მტკიცედ აქვს განქორწინება გადაწყვეტილი
-ვიცი
-და მია?
-მია?-უმისამართოდ იკითხა კახამ და გაირინდა, გონს ზურას ხმამ მოიყვანა
-იმ გოგოს მიმართ რამეს გრძნოობ?
-დამალევინე-ხელი გაუწოდა კახამ და ამით საუბრის დასრულებაზე მიანიშნა.
...............
მთელი კვირა უხასიათოდ იყო მია, რადგან წინა ღამეს, მის გარეშე აღნიშნეს რესტორანში ანდრიას გადარჩენის, მეორედ დაბადების და გამოჯანმრთელების ამბავი მისმა მეგობრებმა . მოხდა ის რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა... თათიამ ჩაანაცვლა ანდრიას ცხოვრებაში და საბოლოოდ დაიკავა მისი ადგილი მის სამეგობრო და სანაცნობი წრეში. თუმცა ყველაზე მეტად მაინც კახამ ატკინა გული, რომელიც თამუნას დაბრუნების მერე თითქმის აღარ ეკონტაქტებოდა. ამ ყველფერს ისიც დაემატა რომ ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას თამუნამ ისე ჩაუარა გვერდით რომ მისი არსებობა არც კი შეიმჩნია, რამაც კიდევ ერთხელ აიძულა მია რომ თავი ამქცეყნად ყველაზე მარტოსულ და უსარგებლო ადამიანად ეგრძნო. საბოლოოდ ყველაფერი მაიას ზარმა დააგვირგვინა ბათუმიდან რომელმაც შვილი სხვისი ოჯახის დანგრევის მცდელობაში დაადანაშაულა. გვიან ღამარტოობით დატანჯულმა რამდენიმე ჭიქა ღვინო ზედიზედ დალია. უნდოდა დაევიწყებინა ანდრია, თორნიკე, დავითი, თათია, მაია ყველა, ვინც ოდესღაც გული ატკინა, ვინც გარიყა, ვინც თავი ამ ქვეყნად ყველაზე უსუსურ, უმწეო, არასაჭირო და ზედმეტ დამიანად აგრძნობინა. რაღაც მომენტში ცრემლებიც კი მოეძალა მაგრამ თავს უფლება არ მისცა რომ ეტირა, თუმცა რამდენიმე ჭიქა ღვინის და სოც ქსელში ნანახი ფოტოების მერე თავისთავად გადმოუცირდა მოწოლილი სიმწრის ცრემლები გაფითრებულ ღაწვებზე. შეკრთა როცა უხმო რეჟიმზე დაყენებული ტელეფონი განათდა, ეკრანისთვის არ დაუხედია ისე უპასუხა, რადგან მისთვის სულ ერთი იყო ვინ და რატომ ურეკავდა. ლაპარაკში, კახა მალევე მიხვდა რომ მია მთვრალი იყო ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე მასთან მისვლა და დალაპარაკება გადაწყვიტა. მიას ცრემლიანი თვალების დანახვამ კახა დააბნია, თუმცა არაფერი შეიმჩნია სახეზე და ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე მისი დამშვიდება სცადა,მაგრამ ვერ შეძლო, რადგან იმ ღამეს მია უჩვეულოდ დაძაბული და გაღიზიანებული იყო.
-რატომ მოხვედი?
-ისე უბრალოდ
-დალევ?
-საჭესთან ვარ
-ცოლს შეურიგდი?
-არა
-სიგარეტი გააქვს?-კახამ თამხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სიტყვის უთქმელად გაუწოდა, მიამ ერთი ღერი ამოიღო და უკან გაუწოდა
-დაიტოვე
-მადლობა-ცივად უთხრა მიამ და აკანკალებული თითებით ნერვიულად მოუკიდა-გიყვარს?-კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა დაძაბულ კაცს და გამომწვევი მზერით მიაჩერდა სახეში
-მია...
-კითხვაზე რატომ არ მპასუხობ?-უეცრად წყობრიდან გამოვიდა გაღიზიანებული გოგონა და აკანკალებული ხელით ღვინის ბოთლს წაეტანა
-მეტი აღარ დალიო!-მკაცრი ტონით უთხრა კახამ და ბოთლი ძალდატანებით გამოართვა
-იმ ღამეს? რატომ მაკოცე?-კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ ზედმეტად ახლოს მდგომ კაცს და ყინულივით ცივი მზერა მის დანისლულ ჭაობისფერ სფეროებს გაუშტერა
-იცი რატომაც
-მინდა რომ ეს შენგან მოვისმინო
-მია-დაიძაბა კახა როცა ხელებაკანკალებულმა გოგონა ყელზე შემოხვია თლილი თითები
-შენთან ყოფნა მინდა-დაუფარავად და გულწრფელად უთხრა ვნება მორეულმა გოგონამ ერთ ადგილზე მიყინულ კაცს და ტუჩებში აკოცა

№1 სტუმარი Keira.კირა

Vaimee shokshi varrr neakoooo
Wavedi wavikitxooo

№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ვაიმე თათია და ანდრია ისეთი საყვარლები არიან რო აი არ ვიცი ძაან მომწონს ეს წყვილი .. რათქმაუნდა ბოღმა მიამ ყველაფერი გააფუჭა მაინც მარა არაუშავს .

როგორც იქნა გაიღვიძა ანდრიამ და მიხვდა ვინ უფრო დასაფასებელია

მათზე ისტორიას წავიკითხავდი მიას და ზედმეტების გარეშე

№3 სტუმარი სტუმარი ელენე

"-ჩემს სანახავად მოვიდა.
-აზრი?!"
joy smiling_imp

ეს კაი, ისტორიაა, მაგრამ რეალობაში თათიას მართლა ვერ ავიტანდი.
და ახლა უბრალოდ ინტრიგა მკლავს, რამდენი ლიტრი ცრემლი უნდა ღვაროს კიდევ, რომ მიხვდეს და გაერიდოს ამ წყვილს? ორივე ტოქსიკურია თათიასთან, მიაც და ანდრიაც და რა ძალა ადგას ვერ ვიგებ.

დე, ბევრი თავი დარჩა?

№4 სტუმარი ნია

ასე იშვიათად რატომ დებთ იზოგაავთ

№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
"-ჩემს სანახავად მოვიდა.
-აზრი?!"
joy smiling_imp

ეს კაი, ისტორიაა, მაგრამ რეალობაში თათიას მართლა ვერ ავიტანდი.
და ახლა უბრალოდ ინტრიგა მკლავს, რამდენი ლიტრი ცრემლი უნდა ღვაროს კიდევ, რომ მიხვდეს და გაერიდოს ამ წყვილს? ორივე ტოქსიკურია თათიასთან, მიაც და ანდრიაც და რა ძალა ადგას ვერ ვიგებ.

დე, ბევრი თავი დარჩა?

არვიცი დეიდას სიხარული, სავარაუდოდ რამდენიმე თავში შევძლებ რომ ყველა დავაშოშმინო დავაწყნარო და დავაწყვილო joy მაგრამ ზუსტად რამდენი თავი დამჭირდება ამ ყველაფრისთვის აზრზე არ ვარ. იმედია 50-ე თავის დაწერა აღარ მომიწევს და როგორღაც მივახერხებ მოვლენების დაჩქარებას ისე რომ მიფუჩეჩებული შთაბეჭდილება არ დაგიტოვოთ და რაღაცნაირად ლოგიკური დასასრულიც ჰქონდეს.

არ მითხრა რომ ნენესავით შენც ირაკლი მოგენატრა joy

ნია
ასე იშვიათად რატომ დებთ იზოგაავთ

ძირითადად ისტორიის შინაარს წერის დროს ვავითარებ ხოლმე შესაბამისად წინასწარ არ მაქვს გათვლილი რა და როგორ იქნება, ამიტომ წერის დროს ბევრი ფიქრი მიწევს იმაზე თუ როგორ გავავითარო მოვლენები.
ახლაც არ მქონდა გადაწყვეტილი ვინ ვისთან დამეტოვებინა ამიტომ დროებით წერა შევწყვიტე. ახლა როგორღაც ჩამოვყალიბდი და ასე აღარ დავაგვიანებ გპირდებით

№6 სტუმარი სტუმარი ელენე

ნეაკო
სტუმარი ელენე
"-ჩემს სანახავად მოვიდა.
-აზრი?!"
joy smiling_imp

ეს კაი, ისტორიაა, მაგრამ რეალობაში თათიას მართლა ვერ ავიტანდი.
და ახლა უბრალოდ ინტრიგა მკლავს, რამდენი ლიტრი ცრემლი უნდა ღვაროს კიდევ, რომ მიხვდეს და გაერიდოს ამ წყვილს? ორივე ტოქსიკურია თათიასთან, მიაც და ანდრიაც და რა ძალა ადგას ვერ ვიგებ.

დე, ბევრი თავი დარჩა?

არვიცი დეიდას სიხარული, სავარაუდოდ რამდენიმე თავში შევძლებ რომ ყველა დავაშოშმინო დავაწყნარო და დავაწყვილო joy მაგრამ ზუსტად რამდენი თავი დამჭირდება ამ ყველაფრისთვის აზრზე არ ვარ. იმედია 50-ე თავის დაწერა აღარ მომიწევს და როგორღაც მივახერხებ მოვლენების დაჩქარებას ისე რომ მიფუჩეჩებული შთაბეჭდილება არ დაგიტოვოთ და რაღაცნაირად ლოგიკური დასასრულიც ჰქონდეს.

არ მითხრა რომ ნენესავით შენც ირაკლი მოგენატრა joy

ირაკლი არა, მაგრამ ირაკლის ჰაერში აბურთავება მომენატრა. joy
ნუ ისე გკითხე უბრალოდ, ინტერესისთვის, თორემ წერე კაცო, მე პირიქით მომწონს რასაც ვკითხულობ. მიფუჩეჩებისთვის არც ერთ ჩვენგანს არ ემეტება ეს ისტორია.
პ.ს. და მია არ გამიმწარო იცოდე! flushed

№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

ანდრია მიასთან უფრო არის რადგან უნდოდა სამაგიერო გადაეხადა მიასთვის, კი თათიასთან დააშავა თუმცა მიასთან უფრო . და ჯობია მია გაერიდოს , თუ პრობლემა არაა მიასთან იყოს თათიასთან საერთოდ არ არის მაშინ , ამიტომ მიას პერსონაჟმა გააცნობიერიოს ჯობია ეგ . თათიაზე მეტად მია გაანადგურა მაგ ლოგიკით ეს ჩემი აზრია , მეც მომწონს ეს წყვილი და თუ ანდრია კარგად მოქცევას გააგრძელებს თათიასთან და მოუბოდიშებს საქციელით პრობლემა არა მათი ერთად ყოფნა.

ანდრია მიასთან უფრო არის ცუდი და ასევე ტოქსიკურიც

№8 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი მარიამი

თუ სწორად მივხვდი ჩემს კომენტარს გამოეხმაურეთ ხომ?
არ ვთვლი, რომ ანდრია მიასთან უფრო ტოქსიკურია, არა იმიტომ, რომ ნაკლებად დააშავა მის წინაშე დით და წარსულის ტრავმებით თამაში რომ დაიწყო, უბრალოდ იმდენაც ცალსახაა ამ ისტორიაში ანდრიას მიასადმი სიყვარული და იმდენად მარტივი დასანახია თათია რომ სულ ფეხებზე კი*ია, ჭკვიან და გონებამახვილ მიას არ უჭირს ამ ელემენტარულის დანახვა და ვერ ისტრესება ისე, როგორც თავის დროზე ანდრიას ჰქონდა ჩაფიქრებული (თუმცა არც სასიამოვნო საყურებელი არაა მისთვის და ესეც ჩანს მისსავე კომენტარებში).

თათიას რაც შეეხება, ყოველთვის იმ აზრზე ვიქნები, რომ ძალით იჩალიჩებს და კაი ჩიტსაც დაიჭერს თუ დროზე არ ჩამოცილდა ამ ერთმანეთთან არაჯანსაღ ურთიერთობაში მყოფ წყვილს. ნუ თუ რა თქმა უნდა ლოგიკურად განავითარა ავტორმა ისტორია და არა ისე, როგორც ვინმეს ან თავად მას შეიძლება აწყობდეს. ანუ ცხოვრებაში, იმ როლში მყოფი ქალები, რომელშიც ახლა თათიაა, აცილებლად კისერს იტეხენ, თუ სხვა გზას არ დაადგნენ.
ნუ იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, როგორი უხერხულია ცხოვრების მთავარი სიყავრულის ღვიძლ დასთან რომანი.

პ.ს. იმიტომ გავუსვი ხაზი იმ დიალოგს, სადაც "აზრი?" იკითხა, რომ აი მაგ ერთი კითხვით აიხსნება თათიას ანდრიასთან კომუნიკაცია.

№9 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
საყვარელი ქალის დასთან რომ რომანი დაიწყოს ეს ნამდვილად არ იქნება ლამაზი და როგორც თქვი დიდი უხერხულობაც იქნება, მაგრამ ეს კიდე იმდენად დიდი მიზეზი არაა, რამდენადაც თვითონ ის ფაქტი, რომ მართლა არ უყვარს თათია და მართლა ძალიან უყვარს მია.
თათია ისეთი საყვარელი, პატარა, თბილი ბავშვია, ანდრიას სითბო აქვს მის მიმართ და აღარ მოსწონს თავისივე გეგმა, რომელიც ასეთ ბავშვს საბოლოოდ გულს ატკენდა. უკვე ატკინა კიდეც.
მაგრამ არაჯანსაღი რატომ უწოდე მიას და ანდრის ურთიერთობას?

ჯანსაღია? smiley
არ მეჯანსაღება ანდრიას საქციელი და თათიას გამოყენება მიას წინააღმდეგ. ვხედავ რომ ამართლებს ეგ გეგმა, მაგრამ მიზანი არ ამართლებს საშუალებას (ჩემთის). მომწონს თუ არ მომწონს თათია, არასდროს მივემხრობი მის იარაღად გამოყენებას იმიტომ, რომ ადამიანია და არა ვინჩესტერი, გადატენო და ვინმეს მიუშვირო. გრძნობები აქვს, ღირსება და არ შეიძლება ამაზე თამაში.
მიას საქციელებშიც არის რაღაც დეტალები რაც არ მომწონს კონკრეტულად ანდრიასთან და თათიასთან მიმართებაში, უფრო სწორედ, არ მომწონს კი არა, უბრალოდ მე სხვანაირად ვიმოქმედებდი და ვილაპარაკებდი. მაგრამ ნუღარ ამახსნევინებ ახლა, იცი ისედაც რასაც ვფიქრობ.
ერთს დავაკონკრეტებ, არასდროს დავაბრალებ ქალს კაცების ჯინიანობას. ანუ ანდრია რომ ქვას აგდებს და თავმიშვერილი ელოდება ამ ქვის ჩამოვარდნას, ეს მიას ბრალია-მეთქი არ ვიტყვი. მია ისეთია როგორიც არის, არანაირი "იმედს აძლევს", "ებღაუჭება" და "თუ არ უყავრს რაღას აკითხავს საავადმყოფოში" ან მსგავს ისრების გადამტან კომენტარებს არ მივიღებ.
ყველა საკუთარ საქციელზე თავადვე აგებს პასუხს და ვერც ანდრია იქნება გამონაკლისი.

№10 სტუმარი სტუმარი მარიამი

ავტორის მიმართულებით უფრო დავწერე თუ ასე ფიქრობს არ იფიქროს მაშინ თუ ამის გამო არ არიან ერთად რა მიზეზიც კომენტარებში იყო , ანუ რადგან უყვარს ამის გამო ნაკლებად დააშავა? პირიქით ვინც გიყვარს ასე არ უნდა მოექცე და არ გეპატიება , მიას საშინელებები უთხრა შენი და გჯობიაო იცის არადა ამის გამო რო ისედაც ბოღმა აქ გულში და მაინც მიაწვა , პლიუს გამწარება უნდოდა და კიდევ ბევრი მიზეზია თათიას ცუდად არ მოქცევია იყენებდა თითქოს მაგრამ არ იყო დაკონკრეტებული ასე თქვა თათიაც კარგი გოგოაო და მის მიმართ სიმპათიას გამოხატავდა ანდრია , არ ვიცი რა ჩაიფიქრა ავტორმა მაგრამ არც ერთხელ ზიზღი არ დამინახავს ანდრიას მხრიდან თათიას მიმართ , რაც შეეხება მია თავს არ გაისულელებს ამაზე , ამას გიპასუხებთ თუ ერთად იქნებიან ანდრია და მია გამოდის გაისულელებს და მია არანაკლებ ისულელებს თავს კახასთან ძაან ბევრ მიზეზს მოვიყვან მაგრამ მეზარება. თუნდაც ძლიერი ქალის იმიჯი მოირგო არ ნიშნავს არ გასულელდები დარწმუნებულივარ თათიაც ჭკვიანი იქნება თუ ანდრია ასე გააგრძელებს. დას შეყვარებული არ წაართვა არაფერ შუაშია აქ ამ დას არ უყვარს და პლიუს თათია არა ვალდებული დასთან და არ ნიშნავს მარტო ბიოლოგიას არანაერი სულიერი კავშირი არა და არანაერი ვალდებულება თან ეს და ისე საშინლად ექცევა თათიას მითუმეტეს .

№11 სტუმარი სტუმარი ელენე

"არ ვთვლი, რომ ანდრია მიასთან უფრო ტოქსიკურია, არა იმიტომ, რომ ნაკლებად დააშავა მის წინაშე დით და წარსულის ტრავმებით თამაში რომ დაიწყო..."

ასე დავწერე, ნაკლებად ტოქსიკურია-მეთქი, თორემ ნაკლებად დააშავა-მეთქი არ მითქვამს. კი, მიას საშინელებები უთხრა და იმ მომენტში მაგრადაც გაამწარა, თუმცა გავიდა ერთი დღე, ჩაცხრა სიტუაცია და ყველაფერში ჩანს, რომ მია გაერკვა სიტუაციაში და დიდად ეს ამბავი აღარ მოქმედებს მასზე. ნუ გასაგებია რატომაც, თვითონ ანდრიას დამსახურებით. ზედმეტად ემჩნევა რატომ ეფლირტავება თათიას და რა გრძნობები აქვს მიასადმი.

ვალდებულებებს რაც შეეხება, ვალდებულების ქონამდე თუ დავა ჩვენი ურთიერთობები კარგად არც ჩვენი საქმე წავა. მხოლოდ ვარლდებულებებით არ ვცხოვრობთ და ვურთიერთობთ ახლობელი ადამიანები, საბედნიეროდ.
მაგრამ საბოლოო ჯამში, კი, დამოკიდებულების საკითხია ვინ როგორ შეაფაასებს. მე მაგალითად, რეალობაში ნოლი პატივისცემა მექნებოდა ასეთი ადამიანის მიმართ.
თავის გასულელებაზე არანაირად არ გეთანხმებით. თათია თუ დაიჯერებს ანდრიას სიყვარულს აი ეგ იქნება საუკუნის თავის მოტყუება, თორემ მია რომ ანდრიას მისადმი გრძნობებშია დარწმუნებული, ამას მე რეალობას დავარქმევდი. ფაქტია, რომ არის და იმიტომ.

რავიცი, ცოტა ისეთი თემა მგონია, რაღაცეები მართლა ფაქტად არის მოცემული ისტორიაში, ანუ სამსჯელო თემა არაა. მაგალითად, ანდრიას დამოკიდებულება ამ ორი დის მიმართ, არ მგონია რომ აღქმების და ინტერპრეტაციების საშუალებას იძლეოდეს. შავით თეთრზე ჩანს ვინ უყვარს და ვის იყენებდა (და ვის გამოყენებასაც ახლა აშკარად ნანობს).

№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვალდებულება ვახსენე ერთი მიზეზით , სხვა ვერაფერს ვხვდები რატომა საჭირო და რატო ფიქრობ რო საჭიროა თათიამ გაითვალისწინოს მია ? ანუ მარტო ბიოლოგიის გამო, აბა სიყვარულის გამო ნამდვილად ვერ იქნება. საერთოდ არაა დამნაშავე თათია ვიღაცა ბავშობაში შეყვარებული იყოს ამხელა ასაკში რაღა გასარკვევია, ესეიგი აქვს გრძნობა და თუ არაქვს პრობლემა არაა. ერთს გეტყვი პატივს არც მე ვცემდი ქალს რომელიც სხვას ქმარს თვალ წინ ააცლის და სხვისი გრძნობები სულ არ დააინტერესდება, რა მნიშვნელობაქვს და არის თუ არა , ქალი ქალს რო ამას უკეთებს ესეც არაა ნაკლებად საშინელება. მითუმეტეს როცა საუკეთესო ოჯახი აქვთ თანაც მეგობრობს ანასთან, რას ვიზავთ ყველა ვერ გაიგებს ჩვენს საქციელს ეს იმას არ ნიშნავს რო საჭიროა სიყვარული დავთმოთ იმის გამო ვიღაცას ჩვენი საქციელი არ ესმის. როცა მია თათიას ასე საშინლად ექცევა როცა გოგოს სითბოს მეტი მისთვის არაფერი უჩვენებებია თუნდაც არასწორი საქციელი იყოს მაინც ეპატიება, თან არანაირად არაა არასწორი , ჯერ საკადრისი დობა გაუწიოს მიამ და მერე მოითხოვოს პასუხი .

№13 სტუმარი სტუმარი ელენე

საერთოდ არ ვთვლი, რომ მიას თათიასგან პასუხის მოთხოვნის და მოსმენის სურვილი გაუჩნდება. მგონი ამ საკითხშიც სრული იგნორი შესთავაზა.
მეორეც, არც იმას ვთვლი, რომ თუ მია რამეს არასწორად აკეთებს, თუნდაც თამუნასთან მიმართებაში, ამით აიწონება და გადაიწონება თათიას ქცევები ან სამომავლო გადაწყვეტილებები. როგორც ვთქვი, ყველა საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი.

ამ დის შეყვარებულთან ურთიერთობის თემაზე კამათის სურვილი აღარ მაქვს, ბოდიში. ეს არის თემა, რომელმაც შოკში ჩამაგდო ამ საიტზე სრული ამ სიტყვის მნიშნვნელობით. მესმის, რომ ზოგადად ყველა საკითხზე რამდენი ადამიანიც არის იმდენი განსხვავებული აზრი შეიძლება არსებობდეს და თუ კითხულობთ კომენტარებს კი იცით, რომ პატივს ვცემ ყველას აზრს. უბრალოდ არ მეგონა, რომ ამ თემაზე საერთოდ კამათი იქნებოდა. ჩემთვის წითელი ხაზია ანდრიას და თათიას ურთიერთობა და იმედი მაქვს ამ ხაზებს არ გადავლენ ისტორიაში.
ცხოვრებაში კიდევ უფრო მკაცრი და მძაფრი რეაქცია მექნებოდა მსგავს სიტუაციაში.

დანარჩენი რა ვიცი, დაველოდოთ. მაინც ნეაკო წყვეტს ყველაფერს.

№14 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძაან სუბიექტური ხარ და მიას მილიონ შეცდომაზე თვალს ხუჭავ და თათიას ერთ შეცდომას ხედავ, თანაც სულაც არა შეცდომა , საერთოდ არ გესმის და ვერც ხსნი რატო არ უნდა ქონდეს ანდრიას და თათიას ურთიერთობა , ანუ მარტო ბიოლოგიის გამო რო დები არიან? და რის და ჯერ ეს არის დობა ? არიან ბიოლოგიურად დები . თათიას მოქმედება არაფერ შუაშია პატივს არ ვცემდიო ასეთ ადამიანსო და მიას არც მე ვცემდი პატივს და მეც ნული პატივი სცემა მექნებოდა ასეთ გოგოს მიმართ ნულიც არა , ამაზე იყო ის პასუხი რაც კახას და მიას შესახებ ვთქვი. შენ თათია არ მოგწონს და მიზეზებს ეძებ თუნდაც თვითონაც დაინახო და ჩაუღრმავდე რო არაფერ შუაშია მაინც ვერ იტან და გენდომება დამნაშავე იყოს, ამიტომ როგორ კარგადაც არ უნდა აგიხსნა აზრი არ აქვს. ეგ მია არ გაითვალისწინებდა თათიას საერთოდ , ისე მოგდის ერთმა რო მთლიანი სახლი დალეწოს და მეორეს შემთხვევით ჭიქა დაუვარდეს და არც გაებზაროს მაინც მეორეს ადანაშაულებდა, მორალს თვითონ მიხვდი ან მე გეტყვი, მიას იმდენად ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული ისეთი ხასიათები აქვს და ისეა მოქცეული თათიასთან ეგ დავაიგნოროდ და თათიას რო რაღაც შემთხვევით გამოუვიდა მაგაზე მთელი ამბავი ავტეხოთ თუ შეგვიძლია იმაზე თვალის დახუჭვა, ასე მოვიქცეთ ამ შემთხვევაშიც . და როცა ვამბობთ ანდრიას მია უყვარსო არ მგონია საყვარელი ქალის გამწარება გინდოდეს . მეც პატივს ვცემ სხვის აზრს მაგრამ დიდი უსამართლობაა ერთ გოგოს ვპატიობდეთ ბევრს და მეორეს არა და ასევე უსამართლობაა ვიღაცამ გვიყვიროს, გვეიაზვოს, გვლანძღოს , და იმასთან ცუდათ გამოვაო ამის გამო სიყვარულზე ვთქვათ უარი დავიცვათ მორალი თან ვისთან რომელსაც თვითონ არ გააჩნია , უფლება აქვს მიას სხვის ქმარს შეხედოს წაართვაას და თვითონ არ გაითვალისწინოს სხვა და ის უნდა გაითვალისწინოს სხვამ? დის ცრემლები იცინოდეს და ამ დამ ყველაფერი დათმოს მის გამო ანუ რა ლოგიკაა ახალ ამბებში შემთხვევით მაინც არ მოგისმენით ქალი რო დაიჭირეს დას რო აიძულებდა ცუდ რაღაცას ფულისთვის დიდი ბოდიში ამ მაგალითისთვის ყველას მაგრამ და სახელი რო გქვია და ბიოლოგიურად რო და ხარ ეგ იმას არ ნიშნავს რო საზიზღარი და თუ იქნები მაინც უნდა მიყვარდე . ამ ყველაფრის მერე თუ ვერ გაიგე რას ვამბობ აზრი არაქვს არაფერს

ძაან დიდი გამომივიდა და უბრალოდ დაფიქრდი თუ თათიას მიამრთ სიძულვილი მოგცემს ამის საშუალებას არ ვიცი ამრა ეცადა აბა მიხვდე რა ვიგულსიხმე

№15 სტუმარი სტუმარი მარიამი

ორთან ურთიერთობა ქონდეს მაგაზე არ არის საუბარი მარტო თათიასთან რო ქონდეს მაგაზეა.

№16 სტუმარი სტუმარი მარიამი

მიას რამდენი საქციელი არ არის მოსაწონი რომ დავიწყო ეხლა ხვალამდე ვერ მოვრჩები, და მერე? გავუგეთ მიას ხო ასევე გავუგოთ თათიასაც , მის ერთ პატარა საქციელზე ამხელა ამბავი ნამდვილი არ არის ასატეხი თუნდაც შეყვარებულები იყვნენ, თუნდაც არასწორი იყოს მოუხედავად იმისა რომ ასე სულაც არ არის , რადგან რასაც ამბობთ დის შეყვარებული არის სხვა სიტუაცია ესენი შეყვარებულებიც კი არ არიან და არც ყოფილან, მაშინ თორნიკე უყვარდა მიას ანდრია სულ არ , ახლაც არ აინტერესებს და რა პრობლემა . მიასაც რო უყვარდეს სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა მიუხედავად მაგისა მაინც რასაც უნდა იმას იზავს თათია, როცა შენ ვითომ დას შეუძლია შენს ცრემლებბზე სიცილი, და ამით სიხარული მითუმეტეს მისთვის სიყვარულის მეტი არაფერი გიჩვენებია ყველაფრის ღირსია . არადა რასაც ვამბობ თუ დაფიქრდები შეიძლება მიხვდეთ

№17 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი მარიამი
ძაან სუბიექტური ხარ და მიას მილიონ შეცდომაზე თვალს ხუჭავ და თათიას ერთ შეცდომას ხედავ, თანაც სულაც არა შეცდომა , საერთოდ არ გესმის და ვერც ხსნი რატო არ უნდა ქონდეს ანდრიას და თათიას ურთიერთობა , ანუ მარტო ბიოლოგიის გამო რო დები არიან? და რის და ჯერ ეს არის დობა ? არიან ბიოლოგიურად დები . თათიას მოქმედება არაფერ შუაშია პატივს არ ვცემდიო ასეთ ადამიანსო და მიას არც მე ვცემდი პატივს და მეც ნული პატივი სცემა მექნებოდა ასეთ გოგოს მიმართ ნულიც არა , ამაზე იყო ის პასუხი რაც კახას და მიას შესახებ ვთქვი. შენ თათია არ მოგწონს და მიზეზებს ეძებ თუნდაც თვითონაც დაინახო და ჩაუღრმავდე რო არაფერ შუაშია მაინც ვერ იტან და გენდომება დამნაშავე იყოს, ამიტომ როგორ კარგადაც არ უნდა აგიხსნა აზრი არ აქვს. ეგ მია არ გაითვალისწინებდა თათიას საერთოდ , ისე მოგდის ერთმა რო მთლიანი სახლი დალეწოს და მეორეს შემთხვევით ჭიქა დაუვარდეს და არც გაებზაროს მაინც მეორეს ადანაშაულებდა, მორალს თვითონ მიხვდი ან მე გეტყვი, მიას იმდენად ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული ისეთი ხასიათები აქვს და ისეა მოქცეული თათიასთან ეგ დავაიგნოროდ და თათიას რო რაღაც შემთხვევით გამოუვიდა მაგაზე მთელი ამბავი ავტეხოთ თუ შეგვიძლია იმაზე თვალის დახუჭვა, ასე მოვიქცეთ ამ შემთხვევაშიც . და როცა ვამბობთ ანდრიას მია უყვარსო არ მგონია საყვარელი ქალის გამწარება გინდოდეს . მეც პატივს ვცემ სხვის აზრს მაგრამ დიდი უსამართლობაა ერთ გოგოს ვპატიობდეთ ბევრს და მეორეს არა და ასევე უსამართლობაა ვიღაცამ გვიყვიროს, გვეიაზვოს, გვლანძღოს , და იმასთან ცუდათ გამოვაო ამის გამო სიყვარულზე ვთქვათ უარი დავიცვათ მორალი თან ვისთან რომელსაც თვითონ არ გააჩნია , უფლება აქვს მიას სხვის ქმარს შეხედოს წაართვაას და თვითონ არ გაითვალისწინოს სხვა და ის უნდა გაითვალისწინოს სხვამ? დის ცრემლები იცინოდეს და ამ დამ ყველაფერი დათმოს მის გამო ანუ რა ლოგიკაა ახალ ამბებში შემთხვევით მაინც არ მოგისმენით ქალი რო დაიჭირეს დას რო აიძულებდა ცუდ რაღაცას ფულისთვის დიდი ბოდიში ამ მაგალითისთვის ყველას მაგრამ და სახელი რო გქვია და ბიოლოგიურად რო და ხარ ეგ იმას არ ნიშნავს რო საზიზღარი და თუ იქნები მაინც უნდა მიყვარდე . ამ ყველაფრის მერე თუ ვერ გაიგე რას ვამბობ აზრი არაქვს არაფერს

ძაან დიდი გამომივიდა და უბრალოდ დაფიქრდი თუ თათიას მიამრთ სიძულვილი მოგცემს ამის საშუალებას არ ვიცი ამრა ეცადა აბა მიხვდე რა ვიგულსიხმე

რატომ მეჩხუბებით? smiley
ხომ გითხარით უკვე ჩემი დამოკიდებულება მიას და თათიას საქციელების შედარებაზე - არ ვადარებ და არ ვწონი ამის მიხედვით მათ საქციელებს.
მია თუ არასწორია, ამით თათიას არასწორი საქციელები არ სწორდება.
მით უმეტეს, რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც თათია ანდრიასთან თავის გადაგდებით, მიას კი არა, რეალურად, მისივე თავს დაიზიანებს ყველაზე მეტად. მიას გამწარება რა მოსატანია იმასთან, რაც თათიას დაემართება ამ ურთიერთობით. აი წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორი დამამცირებელი და ტრავმული შეიძლება იყოს იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ვინმეს გასამწარებლად, დასაბოღმად, ან საეჭვიანებლად გიყენებს, ან იმიტომ, რომ უბრალოდ მას ჰგავხარ და მის პატარა ვარიანტს წარმოადგენ.

თათიას "ზიზღი" რომ მაქვს და ამ ყველაფერს რომ მის ჯინაზე ვლაპარაკობ, ასეთივე ნარატივი წინის წინა ისტორიაში მაქვს მოსმენილი. smiley ავტორი მსაყვედურობდა, იმიტომ გინდა ირაკლის(ძველი ისტორიის პერსონაჟია) მარტო დატოვება, რომ ირაკლი გეზიზღებაო. ვუხსნიდი მოთმინებით, რომ მიუხედავად ჩემი ირაკლისადმი დამოკიდებულების, მისივე იმიჯის გადასარჩენ ვარიანტს ვთვაზობდი და ის რის დაწერასაც თავდ გეგმავდა, ყველა იმ ხიბლს დაუკარგავდა პერსონაჟს, რის გამოც სხვა დანარჩენ მკითხველს უყვარდა.
საბოლოოდ, თვითონ ავტორისგან მოვისმინე, რომ თურმე სწორს ვამბობდი.
ახლაც იგივე მეორდება. მე ვარ ბოღმა და გამოგონილი პერსონაჟი ისე მძულს, მზად ვარ ყველას ნერვები გიშალოთ და ამით გული ვიფხანო. smiley

ნუ ახლა, ამაზე რა უნდა ვთქვა... იყოს ისე როგორც გადაწყვეტს ავტორი, მაგრამ რეალობა მაინც ესაა, რომ არაა სწორი და ლოგიკური თათიას და ანდრიას ერთად ყოფნა, თუნდაც თათიას ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ასე იქნებოდა ცხოვრებაშიც და თუ ზღაპრის დაწერა არ უნდა ავტორს, ასე იქნება ამ ისტორიაშიც.

nene gelovani
სტუმარი ელენე
nene gelovani
საყვარელი ქალის დასთან რომ რომანი დაიწყოს ეს ნამდვილად არ იქნება ლამაზი და როგორც თქვი დიდი უხერხულობაც იქნება, მაგრამ ეს კიდე იმდენად დიდი მიზეზი არაა, რამდენადაც თვითონ ის ფაქტი, რომ მართლა არ უყვარს თათია და მართლა ძალიან უყვარს მია.
თათია ისეთი საყვარელი, პატარა, თბილი ბავშვია, ანდრიას სითბო აქვს მის მიმართ და აღარ მოსწონს თავისივე გეგმა, რომელიც ასეთ ბავშვს საბოლოოდ გულს ატკენდა. უკვე ატკინა კიდეც.
მაგრამ არაჯანსაღი რატომ უწოდე მიას და ანდრის ურთიერთობას?

ჯანსაღია? smiley
არ მეჯანსაღება ანდრიას საქციელი და თათიას გამოყენება მიას წინააღმდეგ. ვხედავ რომ ამართლებს ეგ გეგმა, მაგრამ მიზანი არ ამართლებს საშუალებას (ჩემთის). მომწონს თუ არ მომწონს თათია, არასდროს მივემხრობი მის იარაღად გამოყენებას იმიტომ, რომ ადამიანია და არა ვინჩესტერი, გადატენო და ვინმეს მიუშვირო. გრძნობები აქვს, ღირსება და არ შეიძლება ამაზე თამაში.
მიას საქციელებშიც არის რაღაც დეტალები რაც არ მომწონს კონკრეტულად ანდრიასთან და თათიასთან მიმართებაში, უფრო სწორედ, არ მომწონს კი არა, უბრალოდ მე სხვანაირად ვიმოქმედებდი და ვილაპარაკებდი. მაგრამ ნუღარ ამახსნევინებ ახლა, იცი ისედაც რასაც ვფიქრობ.
ერთს დავაკონკრეტებ, არასდროს დავაბრალებ ქალს კაცების ჯინიანობას. ანუ ანდრია რომ ქვას აგდებს და თავმიშვერილი ელოდება ამ ქვის ჩამოვარდნას, ეს მიას ბრალია-მეთქი არ ვიტყვი. მია ისეთია როგორიც არის, არანაირი "იმედს აძლევს", "ებღაუჭება" და "თუ არ უყავრს რაღას აკითხავს საავადმყოფოში" ან მსგავს ისრების გადამტან კომენტარებს არ მივიღებ.
ყველა საკუთარ საქციელზე თავადვე აგებს პასუხს და ვერც ანდრია იქნება გამონაკლისი.

ეგ კი. უბრალოდ სულ ვიბნევი, ბოლობოლო გინდა მია და ანდრია ერთად თუ არა სულ ეჭვი მეპარება, ისე აკრიტიკებ ხოლმე ზოგჯერ. joy სანდრო და ნათია, გეგა და ქეთი არ გაგიკრიტიკებია ასე მწარედ.

გამომრჩა ეს კომენტარი.
ვაკრიტიკებ იმიტომ რომ არც მათ აქვთ ამ ეტაპზე მისაბაძი ურთიერთობა. joy ისე მინდა კი, რომ ერთად უყვნენ. ვინმესთან ხომ ტოვებს ნეაკო მიას და კახას ისევ ანდრია მირჩევნია.

№18 სტუმარი სტუმარი მარიამი

არ ვჩხუბობ საერთოდ ვხსნი რისი თქმაც დიდი ხანია მინდა და არ მომწონს ის უსამართლობა რაც ცხოვრებაშიც ხდება როცა ადამიანს შეუძლია ათასი საშინელება გაგიკეთოს ვერ გიტანდეს და ბოლოს შენ იმაზე უნდა იზრუნო თურმე ვისაც შენი უბედურება უხარია შენ იმის ბედნიერებაზე უნდა იფიქრო და ათასი ცუდი რო გაიკეთა შენ თუ ერთი გააკეთე შოკი ეწყებათ ეს როგორ ჩაიდინეო თავისი ავიწყდებათ მართლა მიკვირს ასეთების,ეს თემა გამოდის და ამ შემთხვევაში თათიას თავს იწირავს და მსხვერპლი გამოვა ვის გამო გოგოს გამო ვინც დასცინის თუნდაც და იყოს , და ბოლოს რაც შენ თქვი სუ სხვა საკითხია რათქმაუნდა თუ გააგრძელა ანდრიამ სისულელები და მართლა გაამართლა რო ეგ მიზანი აქ უნდა ჩამოშორდეს მაგრამ ანდრიას არ უთქვამს მე ვიყენებო ჩვენ ყველამ ალბათ პერსონაჟებიან მკითხველებიანად ვიფიქრეთ ასე და ლოგიკურიცაა მაგრამ ერთ ნაწილში როცა ეს კითხვა დაუსვეს მან თავი იმართლა ასე ვთქვათ და თქვა რო მოსწონდა თათია რო საყვარელიყო და კავშირი არ ქონდა მიას სიტუაციასთან

№19 სტუმარი სტუმარი მარიამი

ბოღმა თქვენთვის არ მითქვამს და არც ვჩხუბობ უბრალოდ აზრების გაცვლა ასე ვუწოდოთ ცუდი არაფერი იფიქრო თუ ასე ჩანს არასწორად ჩანს

№20 სტუმარი სტუმარი ელენე

თათიას რომ ანდრია მიას წინააღმდეგ იყენებს, ეგ პირდაპირაც ეწერა ისტორიაში და ირიბად კიდევ უფრო ხშირად. ამის გარდა კიდევ, თვითონ ავტორი კომენტარებშიც ადასტურებდა. ერთადერთი, მერე მე რომ საშინლად გავბრაზდი ამ ფაქტზე (ნუ უფრო ორ დასთან ჩალიჩზე), იმის მერე აკრძალა კონკრეტული პასუხების გაცემა და მგონი ნენე მართალია, აშკარად ვამხიარულებ ჩემი ქოთქოთით. joy
მოკლედ, ჩანს რა რომ ეგ ეგრეა და მე მართლა არ ვიგონებ ამას.
უბრალოდ თავის გაწირვა მე პირიქით მესმის ამ შემთხვევაში. გაიწირება თუ ანდრიასთან ურთიერთობას დათანხმდება. მყავს ეგეთი ხალხი ნანახი, გეფიცებით. მინახავს, როგორც სრულდება ასეთი ისტორიები, გამონაკლისების გარეშე.

ან საერთოდ ვინ ეხვეწება რო ამ ურთიერთობას? დიდი ბიძიები რომ თავზე ხელის გადასმით ელაპარაკებიან მათზე შეყვარებულ თინეიჯერებს, აი ეგეთი დამოკიდებულება აქვს ანდრის. smiley სად მიასთან დიალოგები და სად თათიასთან. ძალიან ცალსახაა რა ამათი ამბავი ჩემთვის.

№21 სტუმარი სტუმარი მარიამი

ანდრიას მხრიდან თათიას ვიყენებო ასე პირდაპირ არიყო ალბათ კომენტარში დადასტურდა. ბოდიში საქციელის გამო მოუხადა თუმცა ეს არ ნიშნავს რო უყვარს .თორნიკემ კითხა რო მიას გამოვო და ამან უარყო თქვა რო საყვარელი გოგო არისო და ამიტომო. ამ ნაწილში კიდე გამოჩნდა რო ანდრიამ გადაწყვეტილება მიიღო თათია ურჩევნია და მია პირდაპირ გაუშვა . რაც წავიკითხე იმას ვწერ იმედია ავტორი აღარ გადაასწორებს .

თათიას მიმართ სიყვარული პირდაპირ ვერ ექნება , თუმცა შანსი ძალიან დიდია შეუყვარდეს ერთი ნახვით ყველას არ უყვარდება ისედაც .რაც შეეხება მიას ჯიბრი უფროა საყვარელი კაცი ასე არ გასამყარებლად და არ იტყვის შენი გამწარება მინდაო

№22 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდესაც თათიამაც უთხრა რომ მიას წინააღმდეგ ჩემს გამოყენებას ნუ ცდილობო
გგონია ნაბ... არაკაცი ვარო ანდრიამ უპასუხა ანუ ეს პასუხი ნიშნავშ რომ ასე თუ მოვიქცეოდი ეს ვიქნებოდიო და თვითონვე ადასტურებს რომ ეს არ იყო მიზანი მეცხრამეტე ნაწილის პატარა დიალოგია . არ იყენებს ანდრია ეს ჩვენ დავასკვენით და მესმის ლოგიკურია და ასე ჩანს.

№23 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
შენ ეგა თქვი, ვინ ეხვეწება თორემ კი joy
არა, მაგას არც უნდა ლაპარაკი, რომ მიას ყურადღების მისაქცევად დაუახლოვდა თათიას. ის ტექსტი, მეც მამაშენივით შენს დას ვირჩევო, აბა სხვა რა იყო. მაგას რათ უნდა მსჯელობა. გულწრფელი გრძნობები რომ ჰქონოდა თათიასთან, არც აკადრებდა მაგ სიტყვებს მიას. მაგრამ გამწარება და წამოკიდება უნდოდა და იმ მომენტში მართლა გამოუვიდა.
მერე კი დასდევდა წვიმაში ბოდიშებით. joy
ძალიან ცუდად მოიქცა, აი ძალიან. მარტო იმიოტომ კი არა რომ მიას გული ატკინა და თათიას გამოყენება სცადა, პლიუს ეს ორი ერთმანეთთან უსიამოვნო ურთიერთობაში მყოფი და, კიდევ უფრო გადაკიდა ერთმანეთს და უფრო მეტი წყენა გაუჩინა.
ასეთი იდიოტური საქციელები მართლდება ნეტა უზომოდ დიდი სიყვარულით? joy

ახსნა და გამართლდება სხვადასხვა რამეა. ახსნით შეიძლება აიხსნას იმიტომ რომ მიზეზი ყველაფერს აქვს, მაგრამ გამართლებად ნამდვილად ვერ გამოდგება.

სტუმარი მარიამი
როდესაც თათიამაც უთხრა რომ მიას წინააღმდეგ ჩემს გამოყენებას ნუ ცდილობო
გგონია ნაბ... არაკაცი ვარო ანდრიამ უპასუხა ანუ ეს პასუხი ნიშნავშ რომ ასე თუ მოვიქცეოდი ეს ვიქნებოდიო და თვითონვე ადასტურებს რომ ეს არ იყო მიზანი მეცხრამეტე ნაწილის პატარა დიალოგია . არ იყენებს ანდრია ეს ჩვენ დავასკვენით და მესმის ლოგიკურია და ასე ჩანს.

27-ე თავის დიალოგი წაიკითხეთ. საყვარელი ყვავილების გაგზავნაზე, კითხვა "ეჭვიანობ?"-ზე, თორნიკეს სიტყვებზე "არ ვიცი რა გითხრა მაგრამ ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს რომ დღემდე გაგჟებით უყვარხარ" - ამ ყველაფერზე გაამახვილეთ ყურადღება.
მერე 30-ე თავზე გადადით და ანდრიას და თორნიკეს დიალოგი წაიკითხეთ:
"-გრძნობებს არ აჰყვე, ცივი გონებით უნდა იმოქმედო, თორემ ხომ იცი რაც იქნება?
-ვიცი,-დანანებით თქვა ანდრიამ -მიას სამუდამოდ დავკარგავ."
მერე 34-ე თავს გადახედეთ ანდრიას და მიას დილოგს:
"-არ გაგიშვებ...მიყვარხარ!...უშენოდა არ შემიძლია!"- ეს ანდრის სიტყვებია.

და ასე შემდეგ...
ამას დაუმატეთ თვითონ ავტორის დასტური, რომ ანდრიას მიას ყურადღებისთვის სჭირდება თათია და დაუმატეთ ანდრიას მართლა ბავშვური კომუნიკაცია თათიასთან.

ჯამში ვიღებთ დებილივით შეყვარებულ კაცს, კაპრიზულ-ხუშტურებიან ქალს და ტანჯულ თინეიჯერს.
მაგარი threesome აქვთ შეკრული... smirk

№24 სტუმარი სტუმარი მარიამი

აშკარა რომ ანალოგიურად დასაწყისში ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია 19 ნაწილიც ნახეთ ანდრია რას უწოდებს თავის თავს თუ მაგის გამო იყენებს და როგორ უარყოფს . კომენტარებში იმდენად დაიჯერა ალბათ თვითონ ავტორმა ეგ ფაქტი რო ამ კუთხით წაიყვანა სიტუაცია, არადა სულ არ იყო მისი მიზანი იმიტომ თუ ანდრია საკუთარ თავს უწოდეს იმ სიტყვაც რაც უწოდა და მართლა გგონია მაგას გავაკეთებდი ეუბნევა და არაო როგორ მაკადრო ასე გამოვიდა, არაკაცი ნაბ... ხოარ გგონივარო პირდაპირ უთხრა არ გიყენებო და თორნიკეს ეჩხუბება რო საყვარელი გოგოა და მიას არ ეხება რატომაც მომწონსო . ესეიგი ავტორს მაგრად აბნევთ ყველა. და ახლა უკვე მეც ალბათ , კომენტარებში და გთხოვთ როგორც იწყებთ ისტორიას ისევ გაგრელეთ საკუთარი აზრით და ეს კარგის მხრივ გირჩევთ იმედია არგამოვა უცნაურად
პირდაპირ ანდრია ამბობს რომ არაო და არ ვიცი შოკშივარ აშკარად დიდი არეულობა ანდრიას ვიღა უსმენს მთავარია ჩვენ როგორ ვფიქრობთ ასე გამოდის მოდი როდესაც ჩამოყალიბდება ანდრია ერთხელ და სამუდამოდ გამოგვიცხადეთ თათია უნდა თუ არა და ამოვისუნთქებ. :D ტრიო კი და მთელი დარბაზი შეიკრა პლიუს კახა და დანარჩენები ყველა აირია არადა მარტივია გადაწყვეტილება და ვსო არავის გვეწყინება რაც გსურთ ის გააკეთეთ ნეაკო ❤ ვაცნობიერებთ რო ყველაფერი შენზეა შენი ისტორიაა .

№25 სტუმარი სტუმარი მარიამი

თუნდაც მიასთან დატოვო ყველაფერს მივიღებ მე როგორც მკითხველს მეტი პატივისცემა მოეთხოვება, დიდი დიდი გთხოვთ რომ მე ასე მომწონს და ჩენი აზრი დააფიქსიროს მაგრამ არასდროს დასარწმუნებლად გინდა თუ არა ასე და ასე დაწერე მეთქი . ამიტომ ყველაფერს მივიღებ ოღონდ გაარკვიეს რას აპირებს: D

№26 სტუმარი სტუმარი ელენე

დაიბნა? smiley კი არ დაიბნა, თავიდანვე მაგ მიზნით დაწერა და ყველა სიტყვას ემჩნეოდა ეს. ისე იმედია, მოვა და ხუმრობის გარეშე დაწერს, რომ მართლა ასე იყო,თორემ უკვე აღარ მომწონს მის მაგივრად რომ მიწევს მტკიცება.
და ანდრია აბა რას იტყოდა თათიასთან? smiley კი, გიყენებო? რა თქმა უნდა, უარყოფდა, აბა ვინ აღიარებს ასეთ რამეს იმასთან ვის გამოყენებასაც აპირებს?
ყველა დიალოგი რომელიც ჩამოგითვალეთ სხვა არაფერია თუ არა ამის მტკიცებულება. მუდმივად აღიარებს და მათ შორის საუკეთესო მეგობართანაც, რომ მია უყვარს.
ის მიას საყვარელი ყვავილების გაგზავნა საერთოდ ცალკე სახარხარო ამბავი იყო. სხვა ყვავილები გაქრა მაღაზიიდან?
ნუ მოკლედ...

№27 სტუმარი სტუმარი მარიამი

მოატყუა და თქვა არაო ერთია და მეორე როცა ამბობს შენ რა ნაბ... არაკაცი გგონივარო ამხელა მტკიცება და თავის შეურაწყოფა რაღათ უნდა იტყოდა არა ან არიდებდა პასუხს პირველად გააკეთებდა თუ რა რასაც უნდა არ სცემს პასუხს. ანდრია თავიდან სხვანაერი იყო და არ იყო თავიდანვე ეგ რო ყოფილიყო მაშინაც დაფიქსირებდა იგივეს, ნაბ... კაცი ვიყო თუ გიყენებდეო და ასე დებილი ქალი ვიყო თუ გიყენებდე ასეთ სერიოზულ ვითარებაში მითუმეტეს იმ ნაწილში როგორი სერიოზული სიტუაცია იყო, არავინ დააყოლებს მასე თავს არ გაიმართლებდა.

ერთ ერთ მაგალითს რაც შეეხება თორნიკეს ვარაუდით არ განისაზღვრება ვის ვინ უყვარს, კი 34 თავში შეიძლება იმიტომ რო კომენტარებში იქონია თავისი როლი, როდესაც ნეაკოს აქვს სხვა მიზანი და პერსონაჟს ასეთ რამეს ათქმევინეს ცხრამეტი თავში და 34 მეთოთხმეტე აზრს იცვლის იმიტომ რომ ინ პერიოდში კომენტარებში მაგათზეა საუბარი ვფიქრობ რომ ზუსტად ეგ არის აშკარაა მიზანი შეუცვლია

№28 სტუმარი სტუმარი ელენე

მთელი ისტორია, დასაწყისიდან- 42 თავამდე მია-ანდრიას კონტექსტში ერთი მიმართულებით ვითარდება. არანაირი ზეგავლენა არ მოგვიხდენია მკითხველს ანდრიას მიასთან დამოკიდებულებაში. ერთადერთი რაშიც უნებლიე ზეგავლენა მოვახდინე იყო თათიას როლის გამძაფრება, რასაც ვნანობ! ძალიან ვნანობ, რომ ამ გოგოს ამხელა მნიშვნელობა მივანიჭე სხვების თვალში. რომ არა ჩემი ხმაური კომენტარებში, შემდეგ სხვა მკითხველებთან აზრების გაცვლა-გამოცვლა და რაც მთავარია, ამის ნეაკოს, ნენეს და კიდევ რამოდენიმე ადამინისთვის საღადაო თემად ქცევა, მაქსიმუმ სამ-ოთხ თავში დასრულდებოდა თათიას დრამა ანდრიასთან.
უნებლიედ გამოვიწვიე იმ კომენტარებით ავტორი და თუ გადახედავთ როგორ ხუმრობდნენ და როგორ ძალით ინტრიგას ტოვებდა მერე ნეაკო ისტორიაში რომ კიდევ მენერვიულო, მართლა თათიასთან ხომ არ ტოვებს-მეთქი, მიხვდებით რომ არა თუ გვერდზე ჩავაჩოჩე, პირიქით რეკლამა გავუკეთე თათიას.
თუ ზეგავლენაზეა ლაპარაკი აი ეს იყო ზეგვლენა, თათიას როლის გაბუქება და არა მიასი.
მია ისედაც ანდრიას სიყვარული იყო და არავინ აპირებდა ამის გადაკეთებას.
და ის სიტყვები " კი არა ვარ", თუ რაღაც მსგავსი, ჩვეულებრივი აფერისტული დილოგი იყო და ასე ხავსივით ნუ მოეჭიდებით.
თორნიკე არაფერს ამბობს ანდრიასგან დამოუკიდებლად. ანდრიასგანვე აქვს იგივე მოსმენილი. ყველაფერი რაც წერია მხოლოდ იმაზე მიანიშნებს რომ არ უყვარს თათია და უყვარს მია.
კიდევ ვიმეორებ, თუ ლოგიკა გაინტერესებთ, ასეა და თუ საასურველის რეალობად წარმოდგენა, ეგ უკევე სხვა საკითხია.
ის უფრო ლოგიკური იქნება აი ამ მომენტიდან გადაიყვაროს მია და შეიყვაროს თათია, ვიდრე ის, რომ თავიდანვე მოწონდა და არაფერ შუაში იყო მისი გამოყენება მიას "წამოსაკიდებლად".

№29 სტუმარი სტუმარი მარიამი

არანაირად თათია და ანდრია მომწონს და თქვენს კომენტარებს თუ რამე გავლენა უნდა ჰქონოდა ვინმეზე პირიქით უარყოფითი რომ მათი წყვილი აღარ მოსწონდებოდათ , როგორც ეს ორი მომწონს ასევე თორნიკე და ანაც მომწონს . თქვენ არ წამოგიწევიათ თათია ჩემს თვალში ისტორიაში წერია და მიიქცია ყურადღება მიმიზიდა მისმა ხასიათმა მომეწონა ჩემთვის არის კარგი .და რატო ფიქრობ რო შენ წამოწიე აბსოლუტურად არა ახსნა მიწევს რო თათია არა დამნაშავე და ასე შემდეგ ეგ კი მაგრამ მე როდესაც ვკითხულობდი ყოველთვის მახსოვს მათი დიალოგები ისიც კი მახაოვდა ანდრიამ რო უარყო თათიასთან და შემდეგ გადავამოწმე ანუ მომწონს და სხვა ვერც აიწევს ამ წყვილს და ვერც დამიწევს , ეგ გავლენა ჩემზე ვერა მაგრამ ავტორზე შეილება იქონიეთ არა მხოლოდ შენ . თვითონ ანდრიას პერსონაჟი ამბობს არაო და კიდევ ბევრ რამეს , თვითონ ანდრიას პერსონაჟი ეუბნევა თორნიკეს მია არაფერ შუაშიაო საყვარელი გოგოაო და ამიტომ. არ იჯერებთ ამ ანდრიას სიტყვებს არ გინდათ დაიჯეროთ არც შენ და არც ამ პერსონაჟმა თორნიკემ და რავქნა არაში კი იგულისხმებოდეს პირველად მესმის . ასე ძალიან ნუ გადავყვებით დილას ნუ დავიწყებთ რაღაცის მტკიცებით რაც არის არის ბოლოს მაინც ავტორი წყვეტს როგორც უნდა ისე დაწეროს თვითონ იცის რას რატო აკეთებს და რა სურს

№30  offline მოდერი ნეაკო

თათიას და ანდრიას ერთად ყოფნა ისეთივე დაუშვებლად არ მეჩვენება მე როგორც ელენეს, რადგან ანდრია და მია არასდროს ყოფილან შეყვარრბულები და მეტიც, არ ჰქონიათ არანაირი ახლო ურთიერთიბა. შესაბამისად მეც, როგორც სხვა დანარჩენ მკითხველს დასაშვებად მიმაჩნია მათი ერთად ყოფნა, მაგრამ... არსებობს ერთი მაგრამ, რომელიც ყველაფერს ცვლის. ანდრიას ბავშვობიდან დღემდე თავდავიწყებით უყვარს მია და ეს თათიამაც კარგად იცის. ვფიქრობ სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე ეწინააღმდეგება ელენე მათ ერთად ყოფნას ( გარდა იმისა რომ მას როგორც პიროვნებას დაუშვებლად მიაჩნია დის ,,ყოფილთან" ფლირტი).

ამ შემთხვევაში ელენეს ვეთანხმები, არა იმიტომ რომ მე დაუშვებლად მიმაჩნია მასავით დის ყოფილთან ურთიერთობა (იმიტომ რომ ანდრია მიას ყოფილი არააა) უბრალოდ ანდრიას გაგიჟებით უყვარს მია და მასთან უბრალოდ დაიტანჯება თათია. ის ამ შემთხვევაში ანდრიასთვის სათადარიგო ვარიანტია, ურთიერთობას თუ გაარღმავებენ, ყოველთვის მეორე ადგილზე იქნება ანდრიას ცხოვრებაში და ვფიქრობ არცერთი ქალი არ იმსახურებს ამას.

ამ ისტორიის შინაარსიდან გამომდინარე არ მგონია სწორი იყოს ანდრიას და თათიას ერთად ყოფნა, თორემ თავიდანვე ცოტა სხვა მიამრთულება რომ მიმეცა ანდრია მიას ურთიერთიბისთვის, რატომაც არა? სავსებით შესაძლებელი იქნებოდა თათიას და ანდრიას ერთად ყოფნა.

თუმცა ისე ზოგადად, რეალობაში არც მგონია მასეთი რამ მოხდეს, ამიტომ ვფიქრობ არ ღირს ამაზე კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ მეც, როგორც ელენეს, არ მომწონება და არ ვცემ პატივს იმ ადამიანს ვინც ერთ დას სიყვარულს ეფიცება და მეორეს ეფლირტავება. მაგრამ ამ სიტორიის შინაარსიდან გამომდინარე დასაშვებად მიმაჩნია ამ თემაზე მსჯელობა.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent