შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ზღვარზე (3)


14-05-2023, 22:24
ავტორი ავრორა
ნანახია 1 382

***
იცოდა ვახშმის შენდეგ ნაკანების ოჯახში აშკარად დაძაბულობა სუფევდა, ერეკლემ თიკა სახლში მიაცილა და გრძნობდა სახლში მამა ვისკით ხელში დედა კი შავი ჩაით ელოდა ორივე თავის დამშვიდების ხერხს მიმართავდა.მიუხედავად ქეთის მცდელობებისა ლიზამ მოახერხა მათთან ერთად მგზავრობის აცილება და მძღოლს დაურეკა. საათს დახედა ,11 საათი ხდებოდა მშვენიერი დროა გაიფიქრა და მისაღებში შეაბიჯა,
-ერეკლე შეიძლება გავიგოთ შენი მშობლები ვახშამზე რატომ ვიგებთ იმ ფაქტს რომ თურმე ჩვენს შვილს სწავლის გაგრძელება არ სურს-მკაცრი იყო მამამისი
-მემგონი ეგ არც გაგიგიათ რომ სწავლის გაგრძელება არ მსურს არაა,
-მართალია,გავიგეთ რომ გერმანია გადაიფიქრე და არც კი თვლი საჭიროდ რომ ოჯახთან ამ საკითხზე ისაუბრო?
-ვიცოდი რა რეაქციაც გექნებოდათ
-ერეკლე უმადური ნუ იქნები, ასეთი შანსი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმეს ეძლევა,საუკეთესო უნივერსიტეტში ისწავლი, -არადა ახსოვდა ერეკლეს ის პერიოდი მამამისი გმირი ეგონა ,როგორც სპაიდერმენი ან სხვა ნებისმიერი კომიქსის პერსონაჟი,
-თქვენ უბრალოდ ,,გიტყდებათ",გიყურებ მამა და ვხვდები რო გრცხვენია,იმის რო შენ ვერ იტყვი ,,ჩემი შვილი ჩემს გზას აგრძელებს,სამართალზე სწავლობს"
არ გინდა რომ ის ტრადიცია ყველა ჩვენი ოჯახის წევრი სამართალშია დაირღვეს მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ რომ არ მინდა მოსამართლე ვიყო? არ მინდა გერმანიაში ვიჯდე ღამეები და კონსტიტუცია თუ სისხლის სამართლის მუხლები ვისწავლო,არ მინდა იმიტო რო არ მაინტერესებს, არ მადარდებს ჩემი ვერდიქტის რამდენს შეეშინდება , როგორი გულისყურით დაელოდებიან ჩემი ჩაქუჩის დარტყმას-ის თქვა რასაც ფიქრობდა ,მაგრამ იცოდა არც ბოდიში არც დათმობა არ იქნებოდა მისი მშობლებისგან.
-ჩემს ოთახში ვიქნები- კიბეებზე ადიოდა მშობლების ხმა რომ გაიგო
-ელენა სადაა ?
-მეგობრებს ხვდება
-სულ მათთან არ არის ისედაც?
-ახალგაზრდაა
-ამ ბოლო დროს სახლში საერთოდ არ არის ,
ქეთიმ დაუმალა ქმარს რომ რამდენიმე კვირის წინ ელენას მასწავლებლებმა დაურეკეს საკმაოდ ბევრი გაცდენილი მომზადების გამო, რამოდენიმე დღის წინ მისმა მეგობარმა დაურეკა ქეთის და იკითხა სად იყო ელენა რადგან ტელეფონის ზარს არ პასუხობდა ,ეს ის მეგობარი იყო რომელთან ერთადაც წესით ფართიზე მიდიოდა თუმცა შემდეგ გაირკვა რომ არანაირი ფართზე წასვლოს შესახებ ელენას მასთან ან სხვა დაქალებისთვის არ უთქვია. შემდეგში ბევრჯერ ინანებს ქეთის ამ ფაქტების დამალვას.

***
1 კვირის შემდეგ
-რამდენი კილო ხარ ?
-დედაა ...
-არა სერიოზულად ელიზაბედ ,ვერ ხედავ რომ ოთხი კილო მაინც გაქვს მაქსიმუმ მომატებული და ეს შენს გადაღებებზე ცუდად იმოქმედებს. არანაირი ტკბილეული და ზედმეტი კალორია ,საერთოდ ბოლოს როდის ივარჯიშე ?
გასაგებია რომ მასზე ზრუნავდა თუმცა ლიზას ნერვებს უშლიდა ის რომ დედამისი მას მხოლოდ მის წონაზე ,ტანსაცმელზე, უსვამდა ხაზს. ის იდეალი უნდა ყოფილიყო ყველაფრის (ლიზას და ერეკლეს მშობლები ამით ნამდვილად ჰგვანდნენ ერთმანეთს)არანაირი მოდელობა და გადაღებები არ სურდა ,თუმცა როგორც ერთადერთ ქალიშვილს იძულებული იყო დედამისის ყველა მოთხოვნა შეესრულებინა
-არა ,წარმოიდგინე უბრალოდ წარმოიდგინე დიზაინერმა რომ დაგიწუნოს და გადაღებიდან ჩაგხსნას ამ რამდენიმე კილოგრამის გამო ,ღმერთო როგორ შევრცხვებით
-მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ისედაც არ ვაპირებ მოდელობას ,ამ რამოდენიმე გადაღებას შენს გამო ვთანხმედები-დედამისის ესმოდა რადგან თავად დიზაინერი იყო და გასაგებია სურდა თავის შვილი მოდელობას გაჰყოლოდა ...ზოგადად მშობლები ხშირად აძალებენ ბავშვებს თავიანთი გზა გაიარონ როგორც მაგალითად ერეკლეს გაიფიქრა ლიზამ
- ელიზაბედ ნუ იქცევი შტერი გოგოსავით . არანაირი საკვები არ ჭამო გარეთ ,ბინძური და მაღალკალორიულია და ნორმალურად ჩაიცვი,მდაბიო გოგოს ჰგავხარ გთხოვ ეს ოვერსაიზი ჰუდები გადააგდე, ხო იცი რომ შენთვის ვამბობ არცერთი ბიჭი არ შემოხედავს შენნაირი სტილის მქონე გოგოს ,რატომ არ შეიძლება რომ ცოტათი მაინც მგავდეე.. არ არსებობს არ მითხრა რო კოფეინი უნდა მიიღო
-დედა რა ვქნაა?გადაღლილი ვარ,მეძინება მაგრამ ვერ დავიძინებ რადგან ჯერ მომზადება მაქვს შემდეგ რაღაც სულელური გადაღება და ბოლოს რომ მოვალ სასწავლი.
თუ გინდა გაგიკეთებ?
-ერთ-ერთი კვლევის თანახმად სხეულის ფორმაზე არც ისე კარგად მოქმედებს ჩემს ასაკში.
-გასაგებია ,ესეიგი მტკიცე უარია.
ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ჯგუფის ჩატში ესემესები ნახა :
ლილე : !sos! არ დაიჯერებთ რა მოხდა...პრინციპში ერეკლემ ისედაც იცის უკვე მაგრამ....
იოანე: რა ხდება ?
ლილე:აუ ქეთი და გაგა გაგიჟებული არიან,არც გამტყუნდებიან , ერეკლეც ერთ ამბებშია...ძაან გამიკვრიდა აი არ ველოდი
ლიზა :ლილე მოდი ჯერ თქვი და ანალიზი მერე მოაყოლე
ლილე:ელენა გათხოვდა....ვიღაცაზე ,მგონი 7 წლით დიდია
ლიზა:ღადაობ
ლილე:არა რას ვღადაობ გოგო, ალბათ ცოტახანში ერეკლეც დაწერს ,თოკო სადაა?
ჯგუფის ჩათში იმ დღისით თორნიკეს არაფერი დაუწერია ,თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს რომ საღამოთი საშინლად მთვრალი ლიზას კარებთან იპოვა დამხმარემ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent