დრო! თავი 23
ყველაზე სასიამოვნო იყო მაშოსთვის მომენტი როცა დილას თვალები გაახილა, მართალია ვერ ხედავდა, თუმცა საყვარელი ადამიანის ხელებს გრძნობდა წელზე, უკან კი მის მშვიდ სუნთქვას უსმენდა რომელიც კისერზე სასიამოვნოდ ეფრქვეოდა, საათს ფრთხილად დახედა და ნელ-ნელა სცადა რატის მკლავებიდან გამოძრომა წინ გაჩოჩდა თითქმის მოიშორა კიდეც რატის მკლავი, წამოიწია თუ არა სწრაფად ძლიერად ჩაავლო რატიმ ისევ ხელი მუცელზე და სხეულზე აიკრა, უცებ ქცევისგან წამოიკნავლა მაშომ და რატის ახედა რომელმაც სულ ახლა გამოიღვიძა ღრმად შესუნთქვით წამოყოფილი თავით ჭუტავდა თვალებს ისე მოავლო ოთახს თვალი და შემდეგ დახედა მაშოს, როცა მისი ხელიდან მაშო ძვრებოდა ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ვიღაც ართმევდა, რის გამოც ძილშივე დაიბრუნა წართმეული მაშო, დღის შუქზე ცალი თვალი მოჭუტა ისე დახედა გვერდზე მწოლიარე ქალს - რაიყოო?! საყვედურივით უთხრა მაშომ და რატიმაც თავი ისევ დააბრუნა ბალიშზე კრუსუნით და მოხერხებულად გადატრიალდა მაშოსკენ, - რომელი საათია? დაბოხებული ხმით იკითხა თვალ გაუხელავად - რვის ნახევარია ჯერ გაცა მაშომაც პასუხი ჯერ ისევ მძინარე ხმით და პირზე ხელ აფარებულმა დაამთქნარა, - ხოდა დაიძინე ნახევარი საათი, ბალიშში ჩაგუდული ხმით თქვა და მაშოს წელზე ისევ ხელი მოხვია, - კაი რა გავემზადებიი, გაკოჭილმა ამოთქვა თუმცა საპასუხოდ რატიმ სხეულზე აიკრო და მკლავებში მოიქცია, მაშომაც თავი გააქნია რატის საქციელზე და მის მკლავებში გაიტრუნა,დაძინებას აღარ აპირებდა უბრალოდ გასუსული იწვა რომ რატის შეძლებოდა ეს ნახევარი საათი დაესვენა, ჩუმად ათვალიერებდა თვალებით ოთახს მაშო, რატის სუნთქვას სიამოვნებით უსმენდა და ხშირად შეათვალიერებდა ხოლმე ღიმილით, დროს ფიქრებით წელავდა და მისი აზრით რატის არ აღვიძებდა, თუმცა გაღვიძებიდანვე გამოფხიზლდა რატი და ახლა მაშოს სიახლოვით ტკბებოდა, სიამოვნებდა ის ფაქტი რომ ახლა მის გვერდით იღვიძებდა და სხეულზეც ის გოგო ეკრობოდა რომელზეც უკვე მრავალი წელია სუნთქვა ეკვროდა, დრო რომ ძალიან გაიწელა და რატისაც ზედმეტად დიდხანს გაუგრძლედა მსახიობობა, მაშომ მისკენ გადაატრიალა თავი და ჯერ ისე შეხედა, სხეულში უცებ აუფრიალდა პეპლები და მის საოცრად სიმპათიურობაზე აიბნა, მისკენ ოდნავ აიწია და ტუჩების გვერდით ნაზად მოწყვეტით აკოცა, რატი მიხვდა კიდეც რას აპირებდა მაშო და ამისთვის მოემზადა კიდეც, კოცნისას გამოწვეული გრძნობობისას, '''მოთმინება დაკარგა და მანამ მაშო საწოლზე თავს დააბრუნებდა უცებ წვდა მის ბაგეებს''' თუმცა ეს უბრალოდ რატის ფიქრები იყო, თვალები ამ ფიქრების არ ასრულებაზე ისე გაბრაზებულმა გაახილა მაშო შეხტომით დაიწა უკან, იფიქრა რომ კოცნაზე გაბრაზდა რატი და ტუჩის კუთხე უსიამოვნებისგან ჩატეხა, - დაგაგვიანდება, დაბალხმაზე ამოილაპარაკა მაშომ და მზერა თვალებიდან მოაშორა თან ეცადა მისი ხელისგან განთავისუფლებულიყო, რატიმ თავად უშვა ხელი, წამომდგარმა მაშომ უცებ გამონახა ჩასაცმელი და აბაზანისკენ წავიდა უკვე რომ მოწესრიგდა მაშინ დაბრუნდა ოთახში და რატის მოავლო თვალი რომელიც წამომჯდარი მაიკას ხელში კუჭავდა და ამრგვალებდა, უცებ ახედა რატიმაც შემოსულს, თუმცა მაშო ისევ გაბრუნდა სამზარეულოში ჩავიდა და რაც შეეძლო ყველაზე სწრაფად მოამზადა დილისთვის მაგიდა, რატიც მაშოს მაგიდის მზადების დროში ჩაეტია და ჩამოსულმა ნამდვილად მოშიებულმა მოავლო მაგიდას მზერა, - არ გშია? ნიჟარის წმენდასთან ერთად გახედა მაშომ რატის და რადგან მეორე საინი მაგიდაზე არ იდო რატიმაც ალმაცერად გახედა მაშოს - არ მინდა დილით არ ვჭამ, - არ გინდა ნუ გინდა მე მეტი შემხვდება მხრები აიჩეჩა ხელები გაიწმინდა და მაგიდას მიუჯდა, რატი ისევ გავიდა ოთახიდან საროჩკა გაიხადა და ისევ დაბრუნდა სამზარეულოში წელს ზემოთ შიშველი ხელში მაისურით, კარებში გამოჩნდა თუ არა ლუკმა უცებ გადაცდა მაშოს და ხველება აუტყდა, რატის რეაქცია არ ჰქონია უცებ შეხედა და მაშომაც გამჭვირვალე ჭიქაში ჩამოსხმულ წყალს დაავლო ხელი, - ამიტო უნდა იცოდე ჭამის დროს რას უნდა უყურო, უდარდელად თქვა რატიმ რომელიც არ იმჩნევდა იმ ფაქტს რომ ძალიანაც კმაყოფილი იყო მაშოს რეაქციით და უცებ გადაიცვა მაისური, ჭიქა რომ გამოცალა წესიერად არც კი დაწყნარებულა, უცებ წაავლო ჩუსტს ხელი და პირდაპირ რატის სახის მიმართულებით გააქანა, მხარი უცებ მიატრიალა რატიმ და გაკვირვებულმა დახედა უკვე თავის ხელში დაჭერილ შეძლებისდაგვარად ძლიერად გაქანებულ ჩუსტს, - იცი რა? უნდა იცოდე სად როგორ უნდა იარო, თავი აიქნია, კიდევ ერთხელ დახედა უკვე დამალულ პრესებზე და წყალი ისევ მოსვა, ღიმილით მიუახლოვდა რატი და მის სკამს დაეყრდნო, ცალ ლოყა გამოტენილმა ახედა და თავი გაუქნია კითხვა 'რა გინდა' ს ნიშნად - მაშაა რატო იძაბები სიხარულოო? კითხა და მის წინ დაიჩოქა მაშომ უცებ დახედა და მის უცნაურ და არაშესაფერის სიტყვებზე რატისთან ერთად აუტყდა სიცილი, ჩუსტი ძირს დაუგდო რატიმ და სიცილითვე წამოდგა, - დებილი ხარ რა, გაიცინა მაშომ და რატის საქციელს დააკვირდა, მის გვერდით ჩამოჯდა რატი და მალე ისე გემრიელად დაიწყო ჭამა ლამის უკვე თითქმის გახეთქილმა მაშომაც მიბაძა, - რო კითხოთ არ შიოდა, გასვლისას მხარი აიქნია მაშომ და ის ერთადერთი ბრეტელი რომელიც მაიკას იჭერდა გვერდზე ღრმად გადაიწია და უცებ სრულად გაწყდა, სწრაფად აიფარა წინ მაშომ ხელები, ლოყებ დაბერილმა გაუშტერა თვალი მაშოს მოშიშვლებულ ზურგს რატიმ, სხეულში მჩხვლეტავი არსებები წამშივე იგრძნო და მაშო რომ სწრაფად გავარდა წარბებ აქაჩული უყურებდა იმ ადგილს სადაც მაშოს მაიკა გაძვრა, - ეს რა იყო, ამოილაპარაკა და დიდი ლუკმა გადაყლაპა.... ორივე რომ ძალიან აგვიანებდა, თუმცა არცერთი იმჩნევდა, მეტი ერთად გატარებული დრო უფრო სასიამოვნო იყო რომელსაც ორივე ხვდებოდა, ვიდრე დაუსრულებელი საქმეები, - რა მოუვიდა შენ მაიკას? სამზარეულოში შესულს კითხა რატიმ და ახალ ტანსაცმელში შეათვალიერა, თავადაც გასული პირველივე სართულზე მოწესრიგდა და ისევ სამზარეულოში დაელოდა ასევე მოწესრიგებულ მაშოს - დაიშალა მარტივ მამრავლებად პასუხი გაცა და ნიჟარასთან მივიდა სწრაფად ამორეცხა დასვრილი ჭურჭელი და გრძნობაზე რომ რატი მიუახლოვდა ონკანის დაკეტვისას ნელა მოტრიალდა, იქით-აქეთ დაეყრდნო რატი ნიჟარას და მაშო ხელებს შორის მოაქცია, მოტრიალებისას დახრილ რატის პირდაპირ უსწორებდა სახეს და მაშინვე ტუჩებზე გადაიტანა მზერა, წინ მდგარი, ამავდროულად ახლოს როცა უყურებდა რატის ბაგეებს და საერთოდ მას, თავად ვერ ცნობდა საკუთარ თავს იმის მერე რაც მისი ტუჩების შეხებისას გრძნობების სიამოვნება იცოდა, რატი კი რაც უფრო უახლოვდებოდა მით უფრო ვერ გრძნობდა სხეულს და გონებას მხოლოდ სურვილები ამოძრავებდა, რომელიც გულთან ზედმეტად აკავშირებდა, მაშოს ტეკოლტესთვის არც კი დაუხედავს უბრალოდ თვალებში ყურებითვე ასწრებდა მთლიანად მაშოს დანახვას მისივე თვალებში, - ამით მართლა აპირებ წასვლას? დაბალხმაზე ამოილაპარაკა რატიმ და დახშული ვნებიანი ხმა ვერ დამალა - რატომაც არა, - გინდა ვინმე მომაკვლევინო? უფრო მიიწია მისკენ და მაშოც ჯიუტად არ იწეოდა უკან, თითქოს ელოდებოდა როდის შეიგრძნობდა ისევ იმ საოცარ გრძნობას, რომელიც ძალას უკარგავს თუმცა ათასნაირი საოცარი სასიამოვნო გრძნობა დაძვრება მასში, - გამკეთებელი ხაარ? კითხვაზე რატიმ თავი ჩახარა თუმცა ჩაცინება მაინც ვერ შეიკავა - ნეტა არა, ისევ ახედა სერიოზული სახით და მაშომაც ისევ ტუჩებზე დახედა, - მიწვევ.... - შეიცვალე ისევ, უცებ გადაიტანა მზერა თვალებზე და რატის წეღანდელ სიტყვებზე გული აუჩქარდა - არ შევცვლილვარ, რეალურ სახეს ვუბრუნდები.... ახლა თავად რატიმ დახედა მაშოს ბაგეებზე და ყოველ სიტყვებზე ამცირებდა მისკენ მანძილს, მუცელში წამით დაუვლიდა უცნაურად სასიამოვნო გრძნობა და ძალების მომატებისთვის მზად იყო, იცოდა რომ ეს არასწორი იყო თუმცა მაინც ყველაზე სწორად თვლიდა, რადგან მაშო სულაც არ იყო წინააღმდეგი, რომელიც საქციელზე ეტყობოდა, რატი კი შეწინააღმდეგების გარეშე ვნებებს აყოლილი დაცქეროდა სასურველ ბაგეებს, - რატიი... ამოიკნავლა თითქმის უკვე მის ტუჩებთან და საერთოდ აღარ შეეძლო ამდენი ცდა, დრო და მანძილიც ისე გაიწელა ერთმანეთის ტუჩებამდე, რომ მოუთმენლობისგან ნერვიულობისგანვე ღრმად სუნთქავდნენ, - ჯანდაბა შემეწინააღმდეგე, ისევ ამოიგმინა ჩაღიმებით და არაფრის თქმა აღარ აცადა მაშოს როცა ბაგეებზე გაეხახუნა მოუთმენლადვე დააცხრა ტუჩებს, მაშინვე გახშირებულად იგრძნო მის მუცელში ყველაზე სასიამოვნო და უცნაური გრძნობა, იმ მომენტში ყველაზე ძლიერად გრძნობდა თავს მთელ სამყაროში, ვნებები უფრო და უფრო გაღრმავდა სხეული თავისებურად თრთოდა როცა მაშო კოცნაში მალევე აყვა მის თავს ცეცხლი მოეკიდა, კოცნაშივე წამოიწია და კისერში ხელი შეუცურა და კიდევ უფრო მიიზიდა მაშო თავისკენ, გაშვების საშუალებას არ აძლევდა, მაშოსაც პირდაპირ ფეხებში ეცემოდა სისუსტე, ერთიანად დაუარა უძალობამ ეგონა ჩაიკეცებოდა თუმცა ეს მხოლოდ გრნობა იყო რატიც მოწყურებული უკოცნიდა ბაგეებს, გული გამალებით უცემდა მაშოს თანდათან ხელებში უტრიალებდა გრძნობები და ამავდროულად მუცელში მთელი ფლორა და ფაუნა გაეშვა, რატის მაიკას ჩაავლო ხელი და რატიმაც ნელა შეაცურა თავისუფალი ხელი წელზე, წითელი ფერები აინთო ირგვლივ, თვალების გახელაც კი ყველაზე რთული იყო და მოშორებაც იმ მომენტში, მაშოს აქამდე კოცნა არასდროს გამოეცადა მიუხედავად შეყვარებულისა, პირველად შეიგრძნო კოცნის და გრძნობის არსი, რატის კი თავიდანვე მხოლოდ ერთი რამ ახსენდებოდა მხოლოდ ის დანახული როცა ლაშას და მაშო დამშვიდობების კოცნას წააწყდა და რომელიც ყველაზე მეტად აბოროტებდა, - ! ოთახიდან ხმამაღალმა ყვირილმა დააბრუნა სამყაროზე ორი საოცარ გრძნობაში გადასული წყვილი და ნერვიულობის ფონზე კიდევ უფრო მოუჭირა მაშომ მაიკას ხელი, ნელ-ნელა უშვა რატიმ ხელი მაშოს და მისკენ გადაწეულმა ორივე ხელში ნაზად მოიქცია მაშოს სახე და უბრალოდ ბაგეებიდან სულ ოდნავ მოაშორა ტუჩები, მოშორების დროს კიდევ უარესი გრძნობებით დაიჩხვლიტა ორივე და რატის ძალების მომატებისგან გამომდინარე სურვილი ჰქონდა ბედნიერებისგან ეყვირა, მოშორებისთანავე დააშორეს ბაგეები ერთმანეთს და არცერთს დაუყოვნებია ღრმად სუნთქვა, მაშო მას ვერ უყურებდა დაბლა დაეხარა თვალები და ღრმად სუნთქვისგან მკერდი მაღლა მკაფიოდ ადი ჩაუდიოდა, არცერთს არ შეუმჩნევია კიდევ ერთი დემეტრეს დაძახება, რატი კმაყოფილი დაყურებდა მაშოს და დასვენების მიზნით მიადო შუბლი შუბლზე თავი ააწევინა თუ არა ისევ დახედა ღრმად სუნთქვითვე ბაგეებს და ცერა თითი ღიმილით გადაატარა ბაგეებზე, ვერ მოეშორებინა მუცელში ის სასიამოვნო გრძნობა რომელიც იმდენად უცხო იყო, არც პეპლებს გავდა და არც დინოზავრს, იმდენად სასიამოვნო იყო ყოველ წუთას თანახმა იყო მისი გრძნობისთვის, კმაყოფილი დაწვდა ისევ მის ტუჩებს და წუთით ჯერ არ გადასული გრძნობა ძლიერად, გასამმაგებულად დაუბრუნდა ორივეს, მაშომ ხელები ქვასავით გამაგრებულ ვენებ დაბერილ მკლავებზე წაავლო რომ არ ჩაკეცილიყო და რატიც ისევ მოშორდა, კიდევ ერთი და უხეში დაძახება დემეტრესგან რომელიც რატის ყურთასმენამდე ისევ არ მისულა, - კოცნა ამას ქვია პატარავ, დახშული დაბალი და ამავდროულად ვნებიანი ხმით ამოაყოლა და მაშომაც გაფართოებული თვალებით ახედა რატის რომელმაც თავის სიტყვებით მიახვედრა ისიც რომ მაშინდელი ლაშას კოცნა არამარტო ახსოვდა არამედ სიტყვებთან ერთადვე ბოღმა ახრჩობდა, ერთიანად გააცია მაშოს როცა მიხვდა რას გაუსვა ხაზი რატიმ და სწრაფადვე ამოუტივტივდა მომენტი " როცა თეოდორესთან და ვაჟასთან ერთად იყო რატი სწორედ იმ დროს მანამ რატი კაფეში შევიდოდა ბიჭების სანახავად, მაშოს აკიდებული ლაშა არ უშვებდა მაშოს, შეტრიალებულს ღიმილით შეხედა და კიდევ უფრო გაუღიმა - დამშვიდობების წინ მაკოცე პატარავ, თქვა თუ არა მაშოსკენ თავად გადაწეული შეეხო მაშოს ტუჩებს, თვალ დაუხამხამებლად დაჭიმული კისერით უყურებდა რატი და კბილებს ერთმანეთს ისე აჭერდა მალე დაემტვრეოდა....." ახლა კი დაბნეული უყურებდა მაშო რატის ხან ერთ ხან მეორე თვალში, რატი კი კმაყოფილებას ვერ მალავდა, კიდევ ერთხელ დაიხარა მოწყვეტით აკოცა და ისე უცებ გაქრა მაშოს ერთ ადგილას გაშტერებული თვალიდან რომ ეს მაშომ ვერც კი შეამჩნია... - ყელი ჩამენგრა ა, გასული რატის შორიდან დანახვისთანავე ხელების გაშლით შეიცხადა დემეტრემ და ახლოს მისულ რატის წარბებ შეხრილი დააკვირდა - რა გჭირს ეე? საოცრად ცვალება შეატყო და გაკვირვებულმა აათვალიერა, უცებ ფეხებს შორის რომ დახედა თვალებ გაფართოებულმა ახედა და რატისთან ერთად დაიწყო სიარული - რაშვებოდი ძმობას გაფიცეებ? - დიდი გაქ? ღიმილით და ალმაცერად გახედა რატიმ დემეტრეს და საჯდომზე თვალით ანიშნა - ანძრევდი ? ისევ გაკვირცებულმა დაუსვა კითხვა, - .... ხო არ ხარ? გაკვირვებულმა გახედა ძმაკაცს უკვე თავადაც და სამზარეულოს კარებისკენ გაიხედა, - ოოო ბროო ცუდ დროს მოვედიი ხოოო უცებ გაუნათდა გონება დემეტრეს და მუშტი პირზე აიფარა, - არა კარგ დროს მოხვედი, ხელის მირტყმით ჩაუკრა თვალი დემეტრემ მის საქციელზე სახე გაოცების ნიშნად დამანჭა, თუმცა რაც კი ნახა მას მერე ეგონა რომ რატი გაგიჟდა, - მაშაა მანქანაში გელოდებით ხმამაღლა იყვირა რომ გარეთ გასულიყო და მაშოს ყურამდე მისულმა ხმამ მასზე სწრაფადვე იმოქმედა, მკლავები უცებ დაეხორკლა და უკვე იმდენად ძლიერად რომ წიწკვნასაც კი გრძნობდა, ახლა ოღონ სახლში დარჩენილიყო მეტი არაფერი უნდოდა, რადგან იცოდა რომ მთელი მისი დღე რატიმ წაართვა მასზე ფიქრი მოუღებდა ბოლოს, წყალი მოსვა ბლესკი ხელახლა გადაისვა და ეცადა სახე დაელაგებინა, ათი წუთი უაზროდ ელოდა რატი მანქანაში თუმცა საერთოდ არ ანაღვლებდა დაგვიანება, პირიქით მზად იყო კიდევ მეტი დროც მიეცა მაშოსთვის გამოსაფხიზლებლად, თავად კი ნახევარზე მეტი ვერაფერი გაიგო რეები ელაპარაკა დემეტრემ, თავჩახრილი მაშო გამოჩნდა თუ არა სახე გაუნათდა რატის თუმცა ამ დროს დემეტრე თავის სერიოზულ პრობლემებზე საუბრობდა - და რა ვქნა ძმაა? ბოლოს ამოიწუწუნა და რატისგან რჩევას დაელოდა თუმცა, რატი მომავალ მაშოს ენა ჩაწყვეტილი უყურებდა, დემეტრემაც უცებ მაშოს გახედა გულშივე შეაქო მაშო და ისევ ძმაკაცს შეხედა - გამოგა....ვა შენ ძმობას ვფიცავარ, წინ გადაწეულმა შეხედა გაკვირვებული სახით და რატიმაც სწრაფად შეხედა - აუუუუ და რა მააგრაადდ ხმამაღლა დაუდასტურა და მაშომ რომ უკანასავარძლის კარები გააღო, რატიმ მანქანას ძრავა ჩაურთო - ლამაზობას გაუმარჯოს დემეტრემ უცებ გახედა და მაშომაც დაბალ ხმაზე გასცა პასუხი, რატიმ სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს კარები დაიკეტა თუ არა და მანქანის უკანა ხედვის სარკეშივე ჩახედა გამოჩენილ ულამაზეს თვალებს, - წინ იყურე თუ ძმახარ სარკეებს მე გიკონტროლებ, დაბალხმაზე გახედა რატის სიცილით და მიმხვდარი დაახლოებით თუ რაშიც იყო საქმე გასწორებულმა გახედა გზას, - დღეს ბევრი საქმეაა, სიტყვა გაწელა დემეტრემ სიჩუმის დასარღვევად და წინ გადაწეულმა მუსიკები დაბალხმაზე ჩართო, - ისე თქვენ რამდენი წელი იცნობდით ერთმანეთს? ისევ დასვა კითხვა რომ სალაპარაკო გაგრძელებულიყო - თითქმის ოთხი წელი ვიყავით განუყრელად რატიმ გაცა პასუხი და ისევ გახედა მაშოს თვალებს სარკეში, რომელიც ისედაც აკვირდებოდა რატის საოცარ თვალებს, - ვაა საღოლ კაი დრო ყოფილა, ზნაჩიტ მე რო ჩამოვედი დაჟე დაგაშორეთ რა, ბიჭო მოყევით ხოლმე რა ურთიერთობა გქონდათ რაიყო, უცებ წამოენთო და მაშოს გახედა, - მართლა გაინტერესებს? უცებ დაჯდა შუაში მაშო და წინ წაიწია, - კი რატო არ მაინტერესებს შეიცხადა დემეტრემ და თვალებში შეხედა წამით, - იმდენად მისი ცხოვრებით ვცხოვრობდი რომ მთელი ცხოვრება ძმად მიმაჩნდა, - ძმას გაყევი ცოლად გოგო? გაიცინა დემეტრემ და რატის უცებ აუბრჭყვიალდა თვალები, უცებ დაიგრუზა და უკვე კოპებ შეკრულმა გახედა სარკეში, - ეს გოგო გიჟია, ამოიჩურჩულა და ჩაწეულ ფანჯარაზე იდაყვი ჩამოდო, დემეტრე გაკრეჭილი ყელ დაჭიმული უყურებდა რატის და მისი რეაქციით ღადაობდა, მთელი ცხოვრება რომ იმ გოგოზე ლაპარაკობდა, რომელიც უკვე აღარც იცოდა როგორი იყო და ჩამოსვლის დღიდან რომ იმ გოგოზე გიჟივით შეყვარებული ლაპარაკობდა, ამდენი ხნის მერე ცხელი დილის მერე, იმის შემდეგ რაც სახლი ცეცხლ მოკიდებული დატოვეს, პირდაპირ ეუბნება რომ ძმად გიყურებო, გამოშტერებული მიყავდა მანქანა და თავს მობეზრებულად აქნევდა, - მაშო გადადი! უცებ გააჩერა უხეში ტორმუზით რატიმ და უცებ მბრძანებლობაზე მაშო გაოგნებული გასწორდა, ეგონა გაბრაზების ფონზე უნდა დაეტოვებინა შუა გზაში თუმცა ვერც კი შეამჩნია რომ უკვე იქ იყვნენ, ხვდებოდა რომ გაბრაზებული უნდა დაეტოვებინა ამიტომ არც ისე ღრმა დეკოლტე უფრო დაბლა დაწია, - მაშო! უცებ გამოუცრა რატიმ კბილებში სარკეშივე მკვლელი მზერით და მაშოც უცებ შეხტა, არ შეიმჩნია რომ ეცინებოდა მხრების აჩეჩვით გადავიდა მანქანიდან და სიარულშივე კიდევ უფრო დაიწია დეკოლტე, ჯერ ისევ იქ მდგომმა რატიმ ხელ გაუშვებლად დააჭირა სიგნალს და გამაყრუებელი ხმით აიძულა მაიკა სრულად გაესწორებინა, - კაააიი ოუუუ, გაღიზიანებს ხო ხედავ, გაიცინა დემეტრემ და მაშოც რომ დაეჭყნა გარედან, მანქანა წამშივე მოწყვიტა ადგილს, კმაყოფილი გაუყვა მაშო გზას და დილის გახსენებისას ტუჩებზე ღიმილით მოისვა თითები.... - რა ძმაა, აიი რა ძმააა?! გიჟია ეს გოგო, გაცოფებული ვერ ისვენებდა საჭესთან რატი, ხან როგორ დაჯდებოდა ხან როგორ, გაღიზიანებული ლაპარაკობდა და დემეტრეც სიცილით უსმენდა ადუღებულ მამაკაცს - კაროჩე თუ ძმა ვარ ძმა ვიყო, ბოლოს ამოილაპარაკა და დემეტრეს გახედა თუ არა დაძაბულმა გამოხედა დემეტრემაც, - არააა, უცებ გაუქნია თავი მიმხვდარმა რასაც აპირებდა რატი და გაფრთხილებები დაიწყო.... .... რათქმაუნდა თავისუფალი დრო თავის ახალ კაბას დაუთმო მაშომ დანარჩენებთან ერთად თავშივე იჯდა და ნაჭერს ჭრიდა, დაძაბული ჭრიდა ნაკეცებს შიშით რომ რამე არ გაეფუჭებინა, შემოსული სტუმარი რომ სიცილით დაადგა თავზე გაოგნებულმა ახედა სტუმარ სელენას და მალევე წამოდგა, - აქაც შენ ხარ იქაც შენხარ იმიტომ რომ რატია ჩეემთააან, წაიმღერა მაშომ და გაუღიმა, - მეგონა რამე წარმატებას მიაღწევდი, ხომ გითხარი ვერასდროს გამითანასწორდები-მეთქი უბრალოდ მიაძახა და ლიფტისკენ დაიძრა წესით დირექტორთან შესახვედრად, უცებ ჩაიცვა მაღალქუსლიანები და სელენას გაყვა ის რომ ავიდა შემდეგ ავიდა მაშოც და უკვე ოთახში შესული სელენა მანამ გამოვიდოდა მანამ შეუსწრო, - მართალია გათანასწორებაც არ დამჭირდა ისე უცებ გადაგასწარი, გაზეთის პირველივე გვერდზე გამოჭუმული თავისა და რატის ქორწილის ფოტო დაუხეთქა მაგიდაზე მეორე გვერდზე კი მაშოს ფოტო მოდელზე მონიშნული კაბით, სავარძელში ჩაეშვა და უკვე გაფითრებულმა შეხედა სელენამ კაბინეტში მჯომ დირექტორს მაშოს სახით - რაც შეეხება შენს აქ მოსვლის მიზეზს, გისმენ რა გნებავს... სკამით იქით-აქეთ გაირწა და სელენას მზერა გაუსწორა - შენთან არაფერი, ხმადაბლა თქვა და რაც შეეძლო სწრაფად გაბრუნდა უკან, მაშომ თავი გააქნია და საათს დახედა, რადგან იქვე იყო მოახერხა ნენეს ნახვა, იმდენად გააბედნიერა ქალი მისმა დანახვამ რომ თითქოს კიდევ და კიდევ ემატებოდა სიცოცხლე, მხიარულად დაასეირნებდა მაშო, ყველანაირად ანებივრებდა თავისი ხელით აჭმევდა და უკვე რომ დრო მოდიოდა ნენეს ბოდიშის მოხდით დაემშვიდობა და გიჟივით გავარდა კომპანიაში, დარჩენილ დროში ჩაეტია და ცხრამდე სრულად მოასწრო ნაჭრის გამოჭრა, თუმცა გასაფორმებელი ნაჭრების თარგები ჯერ ისევ გასაკეთებელი ჰქონდა, ეგონა რატი მოაკითხავდა თუმცა მესიჯი გვიან ნახა 'დღეს დავაგვიანებ ძმისგულ, შენით წადი რამენაირად ' მესიჯად ყველაზე არასასიამოვნო სიტყვები დახვდა რატისგან გაბრაზდა მის განსაკუთრებით ერთ სიტყვაზე და ტელეფონი უნდა მოესროლა უცებ გონება გაუნათდა, ' ოქეი დარიო გამიყვანს' მესიჯი გაგზავნა და დარიოს ნომერი მოძებნა, რამდენიმე მოსაბეზრებელი ხმის შემდეგ გასცა პასუხი დარიომ, თუმცა სიტყვა ბოლომდე არ ჰქონია დასრულებული, ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯეს, - არ სცალია! მკაცრი ხმა და უცებ გათიშვისგან გამოწვეული ყურმილის წუილი - აააა ეს იდიოტიიი, შეყვირა და გაბრაზებული შევარდა ლიფტში, ტელეფონი გახსნა თუ არა დარიოსგან მესიჯი მიუვიდა, ' ბოდიში სადღაც წასვლა დამავალა' მაშომ თავი აიქნია ნერვიულობის ფონზე გადაიწია ყურსუკან თმა და ტელეფონში ასოების ასაკრეფად მოემზადა, ' არაუშავს უბრალოდ თხოვნა მაქვს, გთხოვ ჩვენი სახლის ზუსტი მისამართი მომწერე და რატის ადგილ სამყოფელისიც გთხოვ რა' გაუმეორა რომ არ დაეწყო ზედმეტები მამაკაცს თუმცა არაფერი არ დაუწყია მალევე მიუვიდა მაშოს განმარტებებით მესიჯი, სწრაფად გადაუხადა მადლობა და გარეთ გასულმა ტაქსი მოძებნა, მისამართი აჩვენა მძღოლს და ტაქსისტმაც თავი დაუქნია, ყველაზე მეტად აინტერესებდა ახლა რას აკეთებდა რატი, გზაში თითებს აწვალებდა ისე გაყურებდა გზას, როცა მივიდა სწრაფად გადაუხადა მძღოლს და მანქანიდან გადმოვიდა, ნელა აათვალიერა უზარმაზარი შუშის შენობა, ზუსტად არ იცოდა აქ იქნებოდა რატი თუ არა, თუმცა დახვეწილი ნაბიჯებით ავიდა კიბეებზე და მოლარეს მიუახლოვდა, - გამარჯობა, ამაყად წარმოთქვა სიტყვები და მცირედ გაუღიმა გოგონას, - გამარჯობა, რა გნებავთ? წამოდგა გოგო და ნაცნონი სახის ქალი შეათვალიერა, თუმცა ვერაფრით იხსენებდა საიდან ახსოვდა, - რატი პირველი, როგორც ვიცი ახლა აქ არის, მოლარე რატის ხსენებაზე დაიძაბა და თავი დაუქნია მაშოს - დიახ, რა გნებავთ? - მისი ნახვა მინდა და რომელ კაბინეტშია? - ამ თქვენ ვინ ხართ ქალბატონო? ცოტა მორიდებით დასვა კითხვა გოგომ და უკან პატარა კარებიდან კიდევ ერთი გოგონა რომ გამოვიდა მაშოს დანახვისთანავე შებრუნდა უკან, მაშოს გაეცინა კითხვაზე - მისი ცოლი ვარ, პასუხზე უარესად დაიჭიმა გოგო და როცა ისევ სხარტად გამოვიდა კარებიდან გოგონა ხელში გაზეთით, სწრაფად დაუხეთქა წინ მდგომ დაძაბულ გოგონას, უცებ დახედა გაზეთს და სწრაფად გაახსენდა საიდან ეცნობოდა მაშო, - დიდი ბოდიში ქალბატონო, ახლავე შევატყობინებ, თქვა თუ არა თავის დახრით უცებ წვდა ტელეფონს, - არა, არა, არ გინდა მინდა სიურპრიზი გავუკეთო, გაუღიმა მაშომ და გოგონამაც უცებ გაუღიმა, ისევ მოუხადა ბოდიში რატის სართული და კაბინეტი უთხრა და მაშოც თვალის ჩაკვრით დაემშვიდობა გოგონებს, რომლებმაც დაძაბულებმა გადახედეს ერთმანეთს და მაშოს სითბოზე გაიღიმეს, ლიფტში ნერვიულობით შევიდა არც კი იცოდა რატომ ნერვიულობდა ასე, სწრაფად წარმოუდგენოდა დილას მომხდარი თვალწინ და ისევდაისევ ჟრჟოლავდა, შემდეგ ახსენდებოდა სიტყვები რომელიც რატის ეხებოდა, ლიფტიდან გავიდა და ხალხის მოთვალიერების შემდეგ, მიყუდროებული ადგილისკენ დაიძრა, იქვე ახლოს კი გამორჩეული კარები დაინახა რომელიც ბოლომდე დაკეტილი არ ყოფილა, ნელი ნაბიჯებით წავიდა მისკენ და ქალის ხმა რომ გაიგო სწრაფად გაშეშდა , ეგონა რომ სხვა კაბინეტში შედიოდა თუმცა ოდნავ წინ მიწევისას ჯერ არ დაკეტილი კარებიდან გარკვევით ჩანდა რატი და გოგონა რომელიც მასთან ახლოს მიიწევდა, უნდა გამობრუნებულიყო ქალის ინგლისურად წარმოთქმულმა სიტყვებმა ისევ გააშეშა - რატო არ გიყვარვარ რატი? უკვე მერამდენედ უსვამდა ქალი ამ კითხვას რატი კი ისევ ჩუმად იყო, ნელ-ნელა მისულმა რატისკენ სახეზე წაავლო თითები მართალია გოგო არ ჩანდა თუმცა რატი გარკვევით ჩანდა კარებიდან, დაძაბულმა დაიწყო ყურება მაშომ, - მართლა მაინტერესებდა რატომ არასდროს გიყვარდი, მაშინაც კი როცა ერთად ვატარებდი ღამეს, ჩემზე არასდროს გიფიქრია ხომ ასეა? ტირილით გადაატარა გოგომ თითები ტუჩებზე და მაშოს გული სწრაფად აუჩქარდა, - ის გოგო გიყვაარს? საერთოდ იცნობ მას? ხომ შეიძლებოდა მე მოგეყვანე ცოლად არა? ყოველ ღამეს თუ დილას შენ სურვილებს ავასრულებდი თუმცა არ გინდოდა, ტირილით ხაოდა ქალი და მაშოც თავს იკავებდა რომ არ მისულიყო და არ შემოეგლიჯა თუნდაც იმიტომ რომ ახლა ამდენს ბედავდა, - კაი ჩუმად, ხო იცი შენ ტირილს აზრი არ აქვს, ცოლად იმიტო მიყვები ვინმეს რო ყოველ ღამე ჟი*აობდეთ? გაიცინა რატიმ და ტაში დაუკრა ქალს რომელმაც თავი ჩახარა და უფრო ატირდა, - მისმინე, კაი დაწყნარდი ორი წუთი მხრებში ჩაავლო ხელები და შემდეგ წყნარად ააწევინა რატიმ თავი, - იცი რომ სიყვარული მეგობრობით იწყება? ერთი ნახვის მერე ს*ქსი მესმის და ერთი ნახვით სიყვარულის არა, მოგეწონება მეგობრობა გრძელდება შემდეგ სიყვარულს გრძნობ, მეგობრობით იცი რატო იწყება? ეკედლები, ეჩვევი, ბედნიერი ხარ, შემდეგ ნელ-ნელა იზრდება სიყვარულში, მეგობრის დაკარგვა გეწყინება ცუდად გაგხდის თუმცა დროთა განმავლობაში თვლი რომ ეს საჭირო იყო, როცა სიყვარულს კარგავ გულს გგლეჯს და ის შრამად გრჩება, არ შუშდება მანამ სანამ იმავე გრძნობას არ იგრძნობ, რასაც სხვა ადამიანზე შანსი არ არი იგრძნო, მე და შენ მეგობრობით არ დაგვიწყია, ისეც კი არ დაგიწყია რომ შენზე თავიდანვე სხვანაირად მეფიქრა, თავიდანვე ისე გიყურებდი როგორც სხვა ნებისმიერი, მე შენთან არ მოვსულვარ, მისი ხელები მოიქცია ხელში და ოდნავი ღიმილით ჩახედა თვალებში, - შენ მოხვედი ჩემთან შენი სურვილი ავასრულე, იმ ღამეს შენი ვნება დავაცხრე და არა ჩემი, მაშო ადგილს მოწყდა სრულად კანკალებდა სწრაფად შევიდა ლიფტში და თვალებ გადიდებული უშტერებდა ციფრებს თვალს, - რატომ საუბრობდნენ ინგლისურად რატო?! ხმამაღლა წამოიძახა და ისე დატოვა კომპანია არავისთვის არ შეუხედავს, სირბილით დაიწყო სიარული თუმცა მაღალ ქუსლიანებით რთული იყო, ტაქსი როცა დაინახა მაშინვე გააჩერა და ისევ ერთ ფიქრში მყოფმა ინსტიქტურად აჩვენა მამაკაცს სახლის მისამართი, ისევ რატის სიტყვები უტრიალებდა თავში, " როცა სიყვარულს კარგავ გულს გგლეჯს და ის შრამად გრჩება" ისე მიიდო გულზე ხელი, ვერ ხვდებოდა ის შრამი ისევ დარჩენილ იყო თუ ისიც გამქრალიყო, სახლში ავიდა თუ არა საწოლისკენ აიღო გეზი, ფიქრები არ უქრებოდა, მხოლოდ რატის სიტყვებზე ფიქრობდა, "ყველაფერი მეგობრობით იწყება" საწოლშივე ტრიალებდა და სულ აღარ ახსოვდა იმ გოგოს ხრიალი მხოლოდ და მხოლოდ რატის სიყვარულის ახსნაზე ეფიქრებოდა და მთლიანად მაშოს ჭამდა თითქოს რაღაცის მინიშნება და აღირებას ცდილიბდა სხეული, მთელი საღამო ფიქრში გაატარა, მანამ სანამ ჯგუფში არ დარეკავდნენ, პასუხი გაცა თუ არა კამერაში ჩახედა უკვე სამ გამოჩენილ ადამიანს, - ხალხოო როგორ მომენატრეთთ, ამოწუწუნებით თქვა და როცა მეოთხე ადამიანიც გამოჩნდა ნაზის სახით კისერი დაჭიმა, - უი ბებია, რავა ხარ - არც დარეკვა არც მოკითხვა, რაას აკეთებ ჩემზე უკეთესს მანდ?! პირდაპირ ბრაზით დაიწყო ნაზიმ და მაშოც გაეკრიჭა, - ეე ვმუშაობ, ის, ეს, შენ გათხოვება მარტივი ხომ არ გგონია ბეე, ცალი წარბი აუწია და ნაზიმაც ხელი ჩაუქნია 'ჩაქრი შეენო' - რა ხდება აბა ოჯახში ჩამოსვლას როდის აპირებთ? - არ ვიცი ჯერ ბევრი საქმეებიაა, ნელ ნელა მივახჩობთ და ჩამოვალთ - მთავარია ერთმანეთი არ დაახრჩოთ კაცო, ამოილაპარაკა ქალმა და მაშომაც კარებს ბოროტულად გახედა - მოუწევს დღეს დაბალხმაზე ამოილაპარაკა - ხო მშვიდობით ხართ? ხო არ აბრაზებთ ერთმანეთს, ისევ ნაზი საუბრობდა და ცოტახნით ყველა გატრუნული უსმენდა ბებია შვილიშვილის საუბარს, - კი კაცოო, ვცდილობ გავაბრაზო მარა არც ისე არ გამომდის, - რატო შვილო გადასახლება გინდა? სწრაფი ტონით კითხა და ანანოსაც იქვე ჩაეცინა, - არა ისე, მიყვარს რო ვაბრაზებ, - არ ჩანს რაღაც, - მუშაობს ჯერ, ისევ გახედა კარებს და თავის სიტყვებზე მოეშალა ნერვები, 'კი მუშაობს იკლავს თავს' გაიფიქრა და თვალები მოჭუტა - ჭკვიანად იყავი და კარები ჩაკეტე შენი ჭირიმე, - უი ბებია იმხელა სახლში ვარ თუ მოაგნო ვინმემ აქამდე ჩაეთვალა, გულწრფელად თქვა და ნაზისაც გაეცინა დანარჩენებთან ერთად - მართლა დაბლა რუკა გვაქ გამოკრული შესასვლელთან, - რა გეშველება მაშოო რააააა? იკითხა ქალმა და ტელეფონი თეოდორეს მიცა, რადგან თავიდანვე მას უნდოდა მონატრებულ მაშოსთან საუბარი, მათთან საუბრით გაწელა დრო, ასე თუ ისე ყვებოდა მათ ურთიერთობას და ნენეც გააცნო ბავშვებს სიტყვიერად, მათთან ერთადვე მოიშორა მაიკიაჟი და წყნარად დასაძინებლად თითქმის მზად მყოფი დაუბრუნდა ოთახს - დემეტრე რო გავიცანი არა? სალაპარაკო თითქმის რომ გამოლიეს ჩაჩუმებულები გამოაფხიზლა ბარბარემ - ეს დემეტრეე? რანაირად მართლა გაუკვირდა მაშოს და ბარბარეც რომ მოყვა, ღიმილს ვერ აკავებდა მაშო - აუ ძაან მაგარი ტიპია არ ინანებ სიცილით უთხრა და თავის ქნევა ააყოლა - აუ დაიწყეს ბიჭებზე გავედი მე მაშინ ამოიწუწუნა თეოდორემ და მაშომაც უცებ დაცქვიტა ყურები დიდ ბრახუნზე, - მოვიდა, წავედი მეც და შეგეხმიანებით კიდევ, - ოჰ, ჰო ჰო ჰო ჰო ჰო. მიშველე მიდი სწრაფად, უთხრა ანანომ და მაშოც ყველას ერთდროულად დაეჭყანა, ზარი დაასრულა და ბუდე საქანელიდან გადმოხტა, ფეხშიშველი გავარდა ოთახიდან და კიბის თავში შემდგარი გაშრა, შემოგლეჯილ კარებში კედელზე აკრულ გამომწვევად ჩაცმულ ქალს მოქცეოდა რატი, კედლისთვის ხელი მიეჭირა და ინსტიქტურად ახედა კიბეებს, მის მზერაზე გაიხედა ქალმა მაშოს მიმართულებით, რომელსაც მხრიდან ბიუსჰალტერის ბრეტელი გადავარდნოდა და ცალი მხარე მოშიშვლებული ჰქონდა, - ეს ვინაა? დაბალხმაზე გახედა რატის და დაძაბული დაჭიმული მაშო აათვალიერა - ჩემი დაა დაიკიდე, წყნარად გაცა პასუხი და ისევ ქალს დახედა, ლამის იქვე ჩაიკეცა მაშო, იმდენად მტკინვეულად მოხვდა სიტყვები, ბაყაყივით გაიბერა და როცა რატი ქალისკენ ნელა დაიხარა საკოცნელად, მაშომაც ღრმად სუნთქვით დახედა ფეხებს, თუმცა ჩუსტები რადგან არ ეცვა ვერაფერს ესროდა, ლარნაკი გადმოაგდო და დიდ ხმაზე მთლიანად დაიფშვნა ულამაზესი ლარნაკი, ხმაზე ორივეს ყურადღებამ მაღლა გადაინაცვლა და მაშოც სუნთქვა შეკრული უყურებდა რატის, ცრემლები ყელში გაეჩერებინა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, - არაუშავს, ოთახში შევიდეთ, იქვე აჩვენა თვალებით რატიმ უკვე ტუჩებ დაპრუწულ მორიგ 'ნაშას' და სიარულშივე მაიკის გადაწევით წვდა ქალის ტუჩებს, ცრემლებ გადმოცვენილი დაიწა მაშო უკან უკან და ლარნაკის ნამტვრევებზე ფეხი რომ დაადგა უცებ წამოიკივლა, ისევ მოახერხა კივილით რატის და უცნობი ქალის დაშორება, თუმცა ეს განზრახ გაკეთებული აღარ ყოფილა, წვაზე კისერი დაჭიმა და თვალებ ძლიერად დახუჭულს შეკავებული ცრემლებიც უცებ გადმოუცვივდა, იქავე დაეყრდნო მოაჯირს და ფეხ ამოტრილებულმა სამივე ლარნაკის კანში შესული ნამტვრევი სწრაფად მოიშორა, აღარ გაჩერებულა ნერვიულობითვე დაიწყო კიბეებზე ავარდნა რატიმ სამ სამი კიბის გამოტოვებით და როგორც კი რატი დაიძრა მაშინვე სისხლიანი ფეხის დადგმითვე გავარდა მაშო, ოთახში შევარდნისას სწრაფად გადაკეტა კარები და ზუსტად მაშინ ეცა რატიც მის კარებს - გააღე მაშო, სწრაფად დაარტყა ხელი კარებზე და მაშოს გამოვლილ ადგილს გახედა სადაც ყველა ნაბიჯის კვალი მაშოს სისხლით დაეტოვებინა, სინანულის გრძნობით დამანჭულმა დახედა მაშოს კვალს რატიმ და ისევ კარებზე დააარტყა ხელი - გააღე მაშო, - სტუმარს მიხედე! ნამტირალები ხმითვე ამოიტირა კარებში ჩამჯდარმა მაშომ, სისხლიან ფეხს დაყურებდა თუმცა სულ სხვა რამეზე ტიროდა, ფეხის ძლიერი წვა უარესად მოქმედებდა მასზე და გულ ამომჯდარს ხმამაღლა ატირებდა - კაი გთხოვ გააღე რა, ისევ მიარტყა ხელი და მაშოსაც არაფერი უთქვამს ცალი ფეხის ხტუნვით მივიდა საწოლთან და ზედ გაწვა ისე რომ ფეხები ძირს გადმოეწია, რადგან ფეხიდან მომდინარი სისხლით საწოლი არ დაესვარა, ამის გამო კი სისხლი რომელიც შეუჩერებლად სდიოდა სამი ჭრილობიდან იატაკზე იღვრებოდა, რატის ხმა რომ აღარ ესმოდა პირზე ხელ აფარებულმა დაიწყო გულიანად ტირილი, - და თუ მოშუშებულ შრამს, ახალს უმატებს? კითხვა რატის დღევანდელ სიტყვებს ტირილითვე დაუსვა " როცა სიყვარულს კარგავ გულს გგლეჯს და ის შრამად გრჩება" და ბალიშში თავის ჩაყოფით გააგრძელა ტირილი, გასვლას არ აპირებდა მიუხედავად იმისა რომ ფეხი ეწვოდა, შუქი ჩააქრო თუმცა სანათ ანთებულ ოთახში ისევ შეუჩერებლად ტიროდა, მხოლოდ დღეს მიხვდა და აღიარა კიდეც ის რომ რატი არა მხოლოდ ახლა, ბავშვობიდან მისი სიყვარული იყო, ბავშვობიდანვე გიჟივით იყო მასზე შეყვარებული და ყველაფერი მხოლოდ მასთან უხაროდა, ეს აღიარება კი უფრო აღიზიანებდა. დიდი დრო არ გასულა რატიმ ყველგან ჩააქრო შუქი და სველი ტილო კიბეებზე ამოსვილთანავე დააგდო, შუშები უკვე აღებული ჰქონდა ამიტომ ხელში მოთავსებული საჭირო სამედიცინო ნივთებითვე მიასრიალებდა ცალ სველ ტილოზე დამდგარ ფეხს და სიარულშივე წმენდდა სისხლს, გასაღები ნელა მოარგო კარებს რომელიც სახლს მეორე სათადარიგო რათქმაუნდა ჰქონდა და ისევ ჩუმად და ნელა გააღო კარები, თავი ქურდი ეგონა, კარების შეღებისთანავე კინაღამ სისხლის გუბეში ჩაყო ფეხი, რომელიც უკვე შედედებულიც კი იყო და სველი ტილო მას გადააფინა, იმით ნამდვილად ვეღარ მოწმენდდა ვერაფერს, რადგან მთლიანად სისხლიანი იყო ტილოც და მითუმეტეს საწოლზე დაწოლილს რომელსაც ცალი ფეხი გადმოყოფილი ჰქონდა, მანამ სანამ სისხლი შეუწყდებოდა ნახევარ იატაკზე სისხლის გუბე დაეყენებინა, თხელი სისხლი რომლის შეჩერებაც მაშოს საერთოდ არ უცდია, ნივთები ტუმბოზე დააწყო კარები მიკეტა და უხმოდ დააკვირდა მაშოს რომელსაც ტირილი საოცრად ემჩნეოდა მართალია ახლად ჩაწყნარებული იყო თუმცა სრუტუნი მაინც არ ეშვებოდა, ხმას არ იღებდა რატის იქ ყოფნაზე, თუმცა ძალიან კარგად ხვდებოდა რატის იქ ყოფნას, საწოლის მეორე მხრიდან გადაიწია რატი მაშოს ზურგიდან მიუწვა და წამოწეულმა მოშიშვლებულ მხარზე ნაზად აკოცა, - ნუ მეხები და გაეთრიე, ბოროტული ხმით თქვა და ისევ აუჩუყდა გული, თუმცა ცრემლების შეკავება მარტივად შეძლო, - არ შემიძლია, დაბალხმაზე თქვა და ხელი მოხვია, - მინდოდა გენახა რა მკვლელი გრძნობაა დაგიძახოს ძმა, მან ვიზეც უკვე რვა წელია გეჭედება, რომლის ბაგეებსაც წყალივით ითხოვს ორგანიზმი და მაშო ჟანგბადივით ჭირდება, დაბალხაზე ჩაჩურჩულა რატიმ და ყოველ ჩურჩულზე სასიამოვნოდ ჟრჟოლავდა მაშოსაც, ტირილისგან ძლიერად დაღლილი თვალები წამით მინაბა და სიტყვებზე რომელიც ახლა გაიგო კიდევ უფრო მოუნდა ტირილი და კიდევ უფრო გაუგო რატის თუ რა იგრძნო დღეს თავის სიტყვებზე, - მაინც ცუდად მოიქეცი, ისევ ტირილით გადატრიალდა მისკენ, - ვიცი ჩემო პატარა, მაპატიე გადატრიელებული მაშო რომელიც მისკენ აიწია ძლიერად ჩაიხუტა მამაკაცმა და თავზე ნაზად აკოცა, ჩუმად ეხვეოდა მაშო და ჩუმად იკრავდა გულში რატიც, რატის გულზე თავდადებული მაშო წყნარად უსმენდა რატის გულისცემას და ეს ხმაც სავსებით ამშვიდებდა, - ფეხი არ შევიხვიოთ მაშა? - ნწ უცებ გაცა პასუხი თუმცა რატი მაინც წამოდგა და მაშოც იძულებული იყო გადაწეულიყო, - დარწმუნებული ხარ რომ ნამტვრევი ფეხში არ გაქვს? კითხვა დასვა და მისი ფეხი თბილ ხელებში მოიქცია, - კი, თავის დაქნევით უთხრა და რატიმაც თავი დაუქნია, შუქის აუნთებლად დაუმუშავა ფეხი და შეხვევის შემდეგ ნაზად აკოცა ხელში მოთავსებულ კოჭზე, ნელა აიწია წვივებზე და მაშომდეც მიაღწია, შუბლზე ნაზად მიაკრო ტუჩები და გადაწოლილმა მკლავი გაშალა მაშოსკენ, მაშოც უცებ მიმხვდარმა მოათავსა თავი მკლავშივე და მისკენ მიტრიალებული რატიც მთლიანად მოეხვია მაშოს - არ შეგცივდება? - მთელი ღამე ასე თუ აპირებ არა, სწრაფად გაცა პასუხი და ხელი მოხვია მაშომაც, რატის გაეცინა და კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე ნაზად.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.