შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ზღვარზე (10)


9-06-2023, 22:04
ავტორი ავრორა
ნანახია 1 404

****
-შენ თქვი რო ეს ნამუშევრები გადაყარე, არცერთი ჩემი ნახატი არ გქონდა ხო თქვი, ნახატი კი არა საერთოდ ეს ბროლის ბურთი მე გაჩუქე.
-გადი ამ ოთახიდან,იქ სადაც შენი ადგილი აღარაა არ უნდა იყო.
-სასაცილოა ამის მოსმენა როცა -წინადადების დასრულება ვერ მოასწრო რადგან თოკომ თაროდან საღებავები იატაკზე გადმოყარა.
მოულოდნელობისგან ცოტა შოკი მიიღო ელენამ თუმცა მაინც ჯიუტად
გაიმეორა
-არ გავალ-ახლოს მდგარი ლარნაკი აიღო და პირდაპი ბიჭის მიმართულებით ისროლა.
ეგ ლარნაკი ძვირფასია....
-ხო არაა?რამდენი მიეცი,უი ბოდიში ხელიდან გამივარდააა..-სულ გაგიჟდა ამას ბიჭის სიცილი რო მოყვა ამიტომ გვერდით მდგარ სანათს ესროლა
-სხვათაშორის ეს დედაჩემის ნაყიდი იყოო...უიი ვეღარ მოვასწარი ადრე თქმა, უკვე გატყდაა-თქვა ტყუილი სინანულით ბიჭმა-მაგრამ სიმართლე რომ გითხრა მართლაც ცუდი განათება ქონდა.
-მეზიზღებიიი....მეზიზღები
-რატო იმიტო რო ჩემთან თავს ვერ მალავ?იმიტო რო ნამდვილი ელენა ხარ? იცი რო ჩემ გარდა მაინც არავინ არ გეყოლება.ყველასთან უემოციო,ცივი ,უგრძნლბის როლი მოგწონს ,მაგრამ გიჟდები ამას ჩემთან რო ვერ ახერხებ. -ბიჭი უკვე ყვიროდა, ელენა ჩაიმუხლა და კედელთან დაჯდა , ფეხები მოკეცა მისი სიტყვები მეორდებოდა.
თორნიკე მკაცრი გამომეტყველებუთ უყურებდა,თითქოს ვერც იტანდა ან პირიქით. შემდეგ ახლოს მივიდა
-რამეს გაიჭრი,გესმის ჩემი?
-რაში გადარდებს?
-ჯანდაბა ელე,შენ იცი რომ ამ ქვეყნად ყველამ შეიძლება მიგატოვოს ,ერეკლემაც კი მაგრამ მე.ვერადროს ვერ წავალ შენგან.
-მატყუარა ხარ,იტყუები,გინდა რო გამაგიჟო ეხლა ამ ყველაფრით თავგზა ამიბნიო და მერე საფრანგეთში წახვალ სადაც ის.გელოდება.
-ვინ ის?ეიფელის კოშკი?
-არაა,ის ვინც შენი გული დაისაკუთრა.რას მიყურებ.
-და შენ ეხლა იმას ქალურ სოლიდარობას უცხადებ?
- რა ქვია? ლამაზია? არა რა თქმა უნდა ლამაზი იქნება ...ხო აბა, შენი კურსელი იყო არაა?-ვერ ხვდებოდა როდის მაგრამ სიბრაზე ცრემლები გადაუვიდა,ცრემლები ახრჩობდაა...ვერ იკავებდა თავს-ღმერთო რა სისულელეებს ვკითხულობ ალბათ საოცარია, ჩემზე ბევრად უკეთესი , სამაგალითო სარძლო და არა ჩემნაირი...ანუ მატილდას მოსწონს ,არ ინერვიულო თუ ჯერ არ გაგიცნია მოეწონება ,წარმომიდგენია....-ვერ გაიგო როდის დაიწყო თუმცა თოკო სველ კოცნებს უტოვებდა ყელზე ,
-ეჭვიანობ ,თან საშინლად - შემდეგ კოცნით გადავიდა ლავიწის ძვალზე.
-თოკო თამაშობ,ვიცი რო შეჩერდები.
-და თუ არ მინდა რო შევჩერდე...გინდა შევწყვიტო?
-ელენამ.იგრძნო,მართლა იგრძნო რომ.სიტყვა შეწყვატაში მხოლოდ ამ მოფერების და კოცნის შეწყვეტა არ იგულისხმებოდა,ეს ნიშნავდა..ბევრი რამის შეწყვეტას ნიშნავდა...
-კიდე რას ფიქრობ,რა წარმოგიდგენია?მეკითხები ლამაზია თუ არა კი ელე ულამაზესია,მგონია რო მის გარდა სხვა არავინ არ არსებობს....მატილდა იცნობს ისე ადრე უფრო მოსწონდა სარძლოდ
-არა არაა,შეცდომა იყო შენთან ამ თემაზე საუბრის დაწყება ,არ მინდა ამის მოსმენა...ნუ იცინი...
-იცი რო შენ თავზე ეჭვიანობ?
-ანუ?
შენ გტკივა , შენ გტკივა არა? და მე იცი რამდენი რამ მტკივაა? საფრანგეთში ყველა გოგოს შენ გადარებდი იციი?მიუხედავად იმისა რომ შენ მე სხვაში გამცვალე, მიუხედავად იმისა რო ვიცოდი მისგან ორსულად იყავი მაინც შენ გადარებდი .... იცი როგორი გრძნობაა უყურებდე მას ვინც გიყვარს თუ როგორ ატარებს მუცლით სხვის ბავშვს,იმ ბავშვს რომელიც გინდა რო თქვენი იყოს ,ხო ელე,ბეჭედზე მძიმე იყო...ვოცნებობდი რო მისი არ ყოფილიყო ბავშვი .მეზიზღებოდა როცა ნუცა ვნახე და ვიცოდი რო ჩვენი სიყვარულის ნაყოფი არ იყო .
როცა დავინახე მხოლოდ ერთი წუთით ან უფრო დიდხანს ვფიქრობდი რომ მეზიზღებოდა,მარა ვიცოდი რომ შენი იყოო. ,რომელიც სიგიჟემდე გიყვარდა.
-შენ ნუცა 5 წლისამ ნახე რამდენიმე თვის უკან,ხომ ესეა-ჰკითხა ელენამ.
-14 აპრილი,დედაენის დღე ,23:35 , 54 სანტიმეტრი ..
-საიდან იცი?
-ნუცა როცა დაიბადა იმ დღისით ვნახე, შეიძლება შენზე წინაც კი ვინაიდან შენ საკეისრო გაიკეთე...ვიცი რო მარტო იყავი... ერეკლემ ბილეთები ვერ გადაცვალა,
-მართლა ნახე?
-მატილდა მაგიტო იყო შეშინებული ლილეს ქორწილის დღეს.რეალურად იქ მატილდამ ჩააწყო რაღაც საქმეები რო შევეშვი და ინკუპადორში მენახა...იცოდა რო ესე უბრალოდ ვერც საფრანგეთი ვერ დამავიწყებდა შენ თავს. მაგ სახით ნუ მიყურებ და ეხლა სულელური შეკითხვა არ დამისვა რომელზე პასუხიც მშვენივრად იცი.
ელენამ საბოლოოდ იგრძნო მათი ბაგეები როგორ შეეხო ერთმანეთს.
უნდოდა რო ეს წამები უსასრულოდ გაგრძელებულიყო.ხელი ბიჭის თმებში შეაცურა.

პ.ს თქვენ რას ფიქრობთ თორნიკეს პერსონაჟზე?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent