შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 25


10-06-2023, 19:05
ავტორი ანკა გგ
ნანახია 1 568

რამე რჩევა როგორ არ გიჩნდებათ? 'შემეშველეთ'...

..........
დიდ საწოლზე კომფორტულად და მაქსიმალურად გადაჭიმული იყო საწოლის თავიდან მის ბოლომდე და უშფოთველად სძინავდა მანამ სანამ, რახარუხმა არ გააღვიძა, კრუსუნით და გინებით ისროლა ბალიში კარებისკენ
- ჰმჰ დედაშევეცი!
ამოტირებით გადატრიალდა და მეორე ბალიშში ჩაყო თავი დემეტრემ, გვიან დაძინებულს ისედაც ცოტა ხნით სძინავს ხოლმე ახლა კი უარესად შეუმოკლდა დასვენების საათები, საშინლად ხმამაღალი და შემაწუხებელი ხმა კი არ ჩერდებოდა, დანერვოზებული წამოხტა საწოლიდან და კარებს ეცა გახედვისთანავე ხმაზე კიბეებისკენ აიხედა სადაც სალომეს დიდი სამგზავრო ბორბლებიან ჩანთას კიბეებზე გორებით ატარებდა,
- ხელში მაინც აიღე ეგ დედამო*ყნული!
იღრიალა თავი შეყო ოთახში ისევ და ძლიერად მიკეტა კარი, სალომე უცებ მის ღრიალზე შეხტა მისი შესვლისას ჩანთას დახედა რომელსაც ნამდვილად ვერ მოერეოდა, თუმცა ცდად ჩათვალა აწევის შემდეგ კი ინანა, რადგან ძლივს მოაშორა იატაკს ისევ უშვა ხელი და დარჩენილ საფეხურებს ჩახედა, ისევ რომ აეხმაურებინა დემეტრე სულ მთლად გაგიჟდებოდა საცვლებიდანაც ამოხტებოდა და თავზე ჰადესის მსგავსად წაეკიდებოდა ცეცხლი, დემეტრეც ღრმად ამოხვნეშით წავიდა ისევ საწოლისკენ და დამთქნარებისას გაახსენდა სანახაობა კიბეებზე, უცებ დახურა პირი, სწრაფად გამოაღო კარები და ისევ თავგაყოფილმა გადიდებული თვალებით დახედა ჯერ ჩანთას შემდეგ ახედა თავის დას,
- რას აკეთებ?
გაკვირვებით დასვა კითხვა და სალომეს დააკვირდა რომელმაც თმა ყურსუკან გადაიწია დემეტრეს ყურებით და წამწამები ააფახურა, დემეტრემ უცებ შეიხედა ოთახში და საათს ინტერესით დახედა,
- გამთენიისეული ხარ? მთვარე მოქმედებიდან გადავიდოდა, ექვსი საათიც არ არი ჯერ, რა ჯანდაბას აკეთებ?
კითხვაშივე გამოვიდა და კიდევ ერთხელ აათვალიერა, და რომელიც ახლა შეამჩნია რომ გამოპრანჭულიყო,
- სალომე რას აკეთებ მეთქი, პასუხისთვის მაგნიტაფონივით ჩავიხვიო?
ხმაში სიმკაცრე შეემჩნა და სალომეც ისევ წავიდა დაბლა ამჯერად გაბედულად აახმაურა ჩანთა ისე ჩავიდა კიბეების ბოლოში და დემეტრეც ხმის ამოუღებლად უყურებდა, უკვე ჩამოსულს და მის წინ მდგარ დას დახედა და პასუხს დაელოდა, სალომეც უკვე მიხვდა რომ პასუხი კითხვაზე უნდა გაეცა რომელიც დემეტრემ თვალებით კიდევ ერთხელ დაუსვა, მას ხომ ყოველთვის გამოსდიოდა თვალებით საუბარი
- მისმინე ვიცი გუშინ გაგაბრაზე, გუშინაც ხომ მოგიხადე ბოდიში, უბრალოდ ეს ვეღარ გითხარი,
საუბარს დემეტრე ისევ თვალებით აგრძელებდა და თვალ დაუხამხამებლად დაყურებდა დაძაბულ სალომეს რომელსაც სიტყვების მარაგი ამოწურვოდა,
- კაი მისმინე დავიღალე აქ, საქართველოში წავალ ცოტახნით,
- დაასრულე?
თქვა თუ არა დემეტრემ სალომეს ჩანთას დაავლო ხელი და მძიმე რომ დახვდა კითხვაც ამოაყოლა,
- ამაში ვინმე გიდევს თუ ნივთებია მძიმე,
კითხვაც ირონიული იყო თუმცა მარტივად დაძრა და კიბეებისკენ წავიდა
- არა მოიცა დემე მომისმინე გეხვეწები,
უცებ ახტა კიბეებზე და წინ ჩამოუდგა,
- სალომე უჩემოდ არსად არ წახვალ!
კბილებში გამოუცრა და სვლა განაგრძო,
- არა რა მომისმინე!
მიზეზი მხოლოდ ერთ რამეს თუ უკავშირდებოდა მისი წასვლის სურვილის, რის გამოც დემეტრეს უარზე გული უჩუყდებოდა, დემეტრე რომ წინ წაიწია მასაც მოუწია მაღლა ასულიყო უკანა სვლით რადგან დემეტრეს წინ იდგა, დემეტრეს გაჩერების გამო ფეხი სწორად ვერ დადგა და უკან გადაწევასთან ერთად წაიქცა, დემეტრემ გვერდი აუარა თუ არა უცებ წამოხტა და ისევ გადაუდგა წინ,
- მომისმინე, ისევ ის პატარა ხომ აღარ ვარ ვა!
წინ ჩამოდგომასთან ერთადვე დაებრიცა ტუჩები, უცებ აუწითლა ცხვირის წვერი და ცრემლები გადმოუცვივდა
- დავიღალე რა აქ, ჩემ ქვეყანაში მინდა, მომენატრა, რამდენი წელია იქ არ ვყოფილვართ, მინდა რომ ირგვლივ ქართული ხმა მესმოდეს ქართული სიტყვები, ჩვენი სახლი მინდა ვნახო, ის პატარა ქოხი სადაც ადრე ვცხოვრობდით მინდა გავიხსენო ყველაფერი,
ტირილით ყვებოდა და თან ცრემლებს იწმენდდა დემეტრეც უკვე გაყინული უსმენდა და უყურებდა ისე დადო კიბეზე ჩანთა და კბილებ ერთმანეთზე დაჭერილმა გადააქნია თავი,
- გთხოვ რა გეხვეწები, მართლა დავიღალე მომბეზრდა აქ, გთხოვ
გულამომჯდარი დაბლა იყურებოდა თვალებში ვეღარ უყურებდა ძმას ისე ცვიოდა ცრემლები,
- რატო არ მიყვები რატო აღარ საუბრობ სალო? რატო არ მეუბნები რა გაწუხებს? რატო შეიცვალე ასე?
- საქართველოში მინდა, აქაურობამ დამღალა, მკვლელობებმა საზიზღობებმა დამღალა დემე, სულ ცოტახნით მაინც წავალ რა,
უკვე თითქოს დაწყნარებულმა მოიწმინდა ცრემლები ისე ახედა ძმას
- არ შემიძლია ასე მარტო როგორ გაგიშვა, არავინ არ გვყავს, მარტო როგორ დაგტოვო?
თავზე წავლებული ხელით დაეყრდნო კიბის ხელის მოსაკიდს და უკვე აღარც შეეძლო უარი ეთქვა დისთვის რომლის ცრემლებმაც ზედმეტად დაასუსტა
- კაი რა,
უცებ გაიცინა, მაჯით მოიწმინდა ცრემლები და მხარზე შეეხო,
- სულ ქუჩაშიც რომ დავრჩე ეს ის გრძნობა იქნება რომ სახლში ვარ და უბრალოდ ჩემს ოთახში არა, ქართველებს არ იცნობ გეუბნები მაგრები ვართ,
ისევ გაიცინა და დემეტრე რომ მოატრიალა მიეხუტა,
- აუ დამღალე სალომე! მართლა დამღალე!
- ხოდა უნდა დაგასვენო ძმაო ეგრე სად არი,
ჩახუტებულმა ახედა სიცილით
- ახლა რო უარესად მომიწევს დაღლა ეგ გკიდია ხო.....
......
მარტივად დაითანხმა ცრემლებით ძმა და თავად დემეტრემ გაიყვანა აეროპორტშიც, უცნაური გრძნობით იყო სალომე, თითქოს ეშინოდა თითქოს რაღაც აწუხებდა და თითქოს უხაროდა კიდეც, ვერ გაეგო რა გრძნობა ჰქონდა, მაგრამ უკვე ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა, თუმცა ადრეც კი იყო აეროპორტში მისული,
- დემე შეგიძლია მაშოს დაურეკო? მას მინდა რომ დაველაპარაკო,
- მაშოს?
უცებ შეიცხადა სალომეს ჩანთაზე მჯდომმა დემეტრემ და და გაკვირვებულმა ახედა დას
- ჰოო და რატო შენი საქმე არ არი გოგოებმა ვიცით ეგ,
მხრის აქნევით უთხრა, ისე თითქოს ზედმეტად 'ჩადაქალებულებმა' სერიოზული საიდუმლო უნდა ახსენონო,
- ძაან ადრეა გაღვიძებისთვის ტეხავს ეე, რატის ავაგდოთ
- არა! რატი არა, მაშოს დაურეკე,
უცებ შეკივლა ხელის გაშლით და ისევ ზედა ტუჩ დაბრეცილმა ახედა დემეტრემაც სალომეს, მისი მითითება შეასრულა და ზარის მერე ზედმეტად დიდხანს ლოდინიც არ მოუწია,
- აუ ბოდიში რაა პროსტა სალოს უნდა საუბარი რა ხოდა...
სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა სალომემ ანიშნა უთხარი რომ მოვიდესო, თავი რომ ვერ მოაბა დემეტრემ სალომემ გამოგლიჯდა ტელეფონი და გვერდზე გავიდა
- მაშო გამარჯობა,
მორიდებითვე დაიწყო, და გულ აჩქარებული დაელოდა მაშოს პასუხს, რომელსაც ელოდებოდა რომ უხეშიც კი იქმებოდა,
- კარგად ხარ? რა მოხდა?
ძილისგან შეცვლილი ხმით ჩაჩურჩულა მაშომ რადგან რატი არ გაეღვიძებინა რომელიც მის ბარძაყს ჩავლებოდა და მის კისერში ჩაერგო ისევ თავი,
- მისმინე აეროპორტში შეგიძლია გამოხვიდე? ძალიან გთხოვ, რაღაც მინდა გითხრა,
- აეროპორტში ხარ? მიდიხარ სადმე?
- რომ გამოხვალ გეტყვი უბრალოდ რატის არ წამოიყვანო, მისამართს მოგწერ,
- ხო მაგრ....
სიტყვაც კი არ დაასრულებინა სალომემ ისე გაუთიშა და მაშოსაც სიტყვები პირზე შეახმა, ტელეფონს გაკვირვებულმა დახედა და ხელის გადაწევითვე დააბრუნა ტუმბოზე, ზარმაცულად ამოიხვნეშა და საათს შეხედა,
- ღმერთო რა ადრეა,
ამოიჩურჩულა და ეცადა ძალიან ნელა და ძალიან ფრთხილად მოეშორებინა რატი და წამომდგარიყო, რაც თავის ჭკუით შეძლო, წამომდგარმა უცებ გამოხსნა კარადა სწრაფად აარჩია ტანსაცმელი და კარადაზევე გადაკიდა, იქვე მოიშორა ტანსაცმელი წყნარად და არჩეულიც გადაიცვა, გაუნძრევლად და წყნარად უყურებდა რატი მაშოს და ეღიმებოდა კიდეც მაშოს 'თამამ' საქციელზე, თმები გაიშალა და იქვე დაიხვია ხელზე კოსად მოიკრა და ქვედაბოლოს კაბის ზმეიკაც უცებ შეიკრა, კარადის კარები მიკეტა თუ არა ტუმბოზე დადებული საყურეების ასღებად წამოსული წააწყდა რატის თვალებს,
- შე ცუდო ადამიანო მიყურებდი?!
- არა
- არც მისმენდი ხო
გაცინებით კითხა და ცალ ყურზე უცებ გაიკეთა საყურე,
- ნწ
ღრმად შესუნთქვით და გაზმორვითვე გადატრიალდა და ზურგზე დაწოლილი კომფორტულად გაიზმორა,
- სად მიდის?
- არ ვიცი,
მეორეც გაიკეთა და თეძოების რხევით წავიდა კარებისკენ, რატიმაც თავქვეშ ხელებ ამოდებულმა გააყოლა მზერა და კარებთან მისულმა მაშომაც მაშინ გახედა,
- აბა გითხოვდები ჯიბო
კოცნა გაუგზავნა და ოთახიდან გავიდა, რატიმაც თავი გააქნია ისე გადატრიალდა მაშოს მხარეს მუცელზე დაწვა თან ცალი ფეხი მოხარა და მაშოს ბალიში მოიქცია მკლავში.....
აბაზანაში სწრაფი მოწესრიგების შემდეგ, ჩავიდა დაბლა რატისთან აღარ შეუხედავს ფეხზე ბოტასები ჩაიცვა და კარებს მანამ გააღებდა რატის შეხებაზე ახედა მის უკან მდგომ რატის,
- შენ სადღა მოდიხარ?
მისკენ შეტრიალდა და ჯერ ისევ სიბნელეში ჩააჩერდა რატის თვალებს რომელიც მაინც საოცრად ჩანდა,
- მოიცა უჩემოდ აპირებ წასვლას?
- დიახ ბატონო,
თამამად ამოილაპარაკა და კისერზე მოხვია ხელები,
- იმის გათვალისწინებით რო ახლა არც ისე ადვილად ნახავ ტაქსს ან საერთოდ მანქანას მოგიწევს მთხოვო კიდეც ლამაზო,
კარებს მიაჭირა ხელი და მაშოც ნელა მიეყრდნო კარებს
- ჰა ჰა ჰა,
ხმამაღლა გაიცინა უცებ დაასერიოზულა სახე და ისე ახედა რატის
- შეგიძლია მომკლა,
სერიოზულმა უთხრა და რატისაც ჩაეღიმა,
- წავიდეთ?
- ოოოხ რატიიი,
ბუზღუნით შეტრიალდა კარებისკენ გაჭირვებით და მანამ კარებს გააღებდა რატი უკნიდან აეკრო,
- რა?
უცებ ახედა ისევ მაშომ
- ჩემს გამო მიდის, და ვიცი რაც უნდა მოგიყვეს
რატიმაც უცებ უშვა ხელი თან პირველი გავიდა კარიდან, გაკვირვებულმა გახედა მაშომ, ვერ მიხვდა უცებ რა დაემართა რატის თუმცა უხმოდ გავიდა სახლიდან კარები ჩაკეტა და დაელოდა მანქანით როდის გამოვიდოდა......
- დარჩი რა გაუტყდება შენ რომ დაგინახოს,
მანამ გადავიდოდა რატიც რომ აპირებდა გადასვლას უცებ შეჩერდა,
- თან ხომ შენ გეხება, თან აშკარად კარგ რამეს არ ეხება,
ბოლოს რატის დაკვირვებითვე თქვა სიტყვები და თითქოს ეშინოდა კიდეც სალომესთან მისვლა, რატის კი არაფერს ეკითხებოდა რადგან უკვე უნდა გაეგო,
- კაააიიიიი
ამოიწუწუნა და საჭეზე დააწყო ხელები
- ნუ ბრაზობ დებილო, შენ არავის გამოუძახებიხარ,
სწრაფ სიტყვებთან ერთად სწრაფად გადაიწია უცებ მიაკრო ლოყაზე ტუჩები და ხმაურიანი კოცნის შემდეგ სწრაფადვე გადავიდა მანქანიდან, ტელეფონი რომ მოიმარჯვა შესასვლელთანვე დალანდა სალომე და უფრო აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა მისკენ გადაკოცნა თუ არა მისულ დემეტრესაც მოეხვია და ისევ სალომეს მიუბრუნდა,
- რა ხდება? სად მიდიხარ ასე უცებ?
გაკვირვებულმა შეხედა და სალომემაც უსიტყვოდ მოიქცია მისი ხელები ხელებში,
- ვილაპარაკოთ რა,
დემეტრეს ანიშნა თვალებით დარჩიო და მაშოსთან ერთად წავიდა უმისამართოდ, რომ მიხვდა რომ კარგად მოშორდა ხალხმრავლობას კედლის პატარა ნაშენებ მოაჯირზე ჩამოსხდნენ და სალომეც დიდ ნერწყვებს ყლაპავდა, ვერ გაეგო საიდან დაეწყო, ის რისი თქმაც სურდა,
- მისმინე, მაშინ რატი რომ ვნახე ახალი ჩამოსული იყო იტალიაში, დემეტრესთან ერთად ჩამოვიდა, მომეწონა თავიდანვე სიმპათიური იყო, მერე გავიგე რომ შენ დაგტოვა, სულ შენზე თუ საუბრობდა, მას ჰქონდა მიზეზი რის გამოც ცადა რომ დაევიწყებინე, თუმცა მან ვერ შეძლო, დღე არ გასულა რომ გაფიქრება კი არა შენი სახელი არ ეხსენებინა...
- ამას რატომ მიყვები?
გაკვირვებულმა იკითხა თუმცა სწრაფად გაააჩუმა
- არა, ჩუ, მაცადე, დრო რომ გავიდა ვხვდებოდი რომ უფრო და უფრო მომწონდა, იმიტომ რომ მამაკაცური იყო, მხიარულიც შიგადაშიგ დასტოინი დინჯი და უბრალოდ ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი იყო მაშინაც, ამას ვყვები იმიტომ რომ გითხრა, როცა შენ ჩამოხვედი, როცა გავიგე რომ ცოლი მოიყვანა, არ ვიცი რა დამემართა ალბათ ყველაზე საშინელი გასაგები რამ იყო, როცა ვუყურებდი როგორ ცვლიდი აი ამ მცირე ხანში ესეც მაცოფებდა, შენი სახელი თავიდან არავის მახსენებდა, გვიან გავიგე რომ შენ ხარ მაშო შენ ხარ ის პატარა რატის მაშო, გუშინ ბარში ძალიან დავთვერი, ვიცი რომ მაშინ რატი შენთან გამორბოდა, დემეტრემ დაურეკა, რომ წავეყვანე, სახლშიც ათასი რამ მოვაწყე,
სიტყვები რომელიც უწყდებოდა არ იმჩნევდა საუბარს აგრძელებდა თავ ჩახრილი თუმცა ცრემლებს ვერ იკავებდა, ყველაზე ცუდად და დამნაშავედ გრძნობდა თავს,
- მე მას ვაკოცე მაშო,
ამოხედა თუმცა თავად მაშოს ვერ ხედავდა რადგან თვალებში ცრემლები გუბედ ჩამდგარიყო და გვიან გადმოცვენილს ხელთავიდან უგუბდებოდა თვალები,
- ის რომ არა, არ ვიცი რა ჯანდაბაზე ვფიქრობდი, კოცნაც კი არ მაცადა
სიტყვებზე ჩაეცინა და ცრემლები მოიწმინდა
- ისევ შენზე დამიწყო საუბარი, შემდეგ კი მე მოვიშორე, მერე მივხვდი დანაშაულს, მრცხვენია, ძალიან მრცხვენია მაშო,
ხმამაღლა დაიწყო ტირილი თავ ჩახრილმა და მაშომაც მიიხუტა,
საერთოდ არ მოხვდა მის გულს სალომეს საუბარი ცუდი კუთხით, პირიქით გაუგო კიდეც მას,
- კარგიი ჩუუუ, რა გატირებს გოგო ისე ვერ მეტყოდი?
ხელით წამოწია და რომ გაასწორა მხრებში ჩაავლო ხელი,
- მისმინე, ეს ჩათვალე რომ სიზმარი იყო, რომელიც არ უნდა დაგსიზმრებოდა, სიზმარი უფრო მარტივი გადასატანია ხო?
გუშინ რატი ჩემთან იყო, შენ უბრალოდ იმდენად ნასვამი იყავი რომ რაღაცეებიც გელანდება ხო ხედავ,
სიცილი დაიწყო მაშომ და თან ცრემლებს ისე წმენდა რომ მაკიაჟი ზედმეტად არ ჩამოეშორებინა,
- მთელი ღამე ჩემს გვერდით იწვა რატი, თუ გინდა მას კითხე, კიი სახლში მიგიყვანა, მაგრამ ეგ შენი სულელური სიზმარი არ უნდა გაგემხილა,
ისევ გაიცინა
- აუ არა მაშო,
- არა კი არა გეუბნები და რა გავაკეთო ახლა, ცრემლები მოიწმინდე და წამოდი რომ არ დააგვიანო და საერთოდ თუ ამ უაზრო სიზმარის გამო მიდიხარ მე ისეთები მესიზმრება ჯობია ახლავე თავი მოვიკლა,
წამომდგარი შედგა მოაჯირზე იქით გადასახტომი იყო თუმცა მკლავში ჩაჭიდული ხელით ჩამოაგდო სალომემ ძირს
- ნუ სულელობბ,
- ხო და ვსო მორჩა წავედით სახლში,
ხელი მოხვია და მასთან ერთად დაიწყო სვლა, სიზმარს მიაწერა ეს ყველაფერი, სიზმრად გადაუკეთა სალომესაც რადგან ის რაც მოხდა სალომეს ყოველთვის არასასიამოვნოდ და ამავდროულად შემარცხვენლად გაახსენდებოდა ხოლო სიზმარი რომელიც, დაესიზმრა მხოლოდ მას ეცოდინებოდა,
- არააა მინდა წასვლა, მომენატრა იქაურობა,
- და მარტო?
- კაი რაა ქართველებს არ იცნობ?
- ხო მარა მარტო მაინც არასასიამოვნოაა, სად რჩები?
- მახსოვს ადრე სადაც ვცხოვრობდით პატარა ქოხი იყო, იქ მივალ ჯერ,
- კაი რა დარჩი ცოტახნით და ერთად წავიდეთ თვის ბოლოს, თან მე და შენ ერთმანეთი წესიერად არ გაგვიცვნია,
ხანდახან გახედავდა ხოლმე გვერდზე
მოსიარულეს და თან გზას სადაც უკვე ჩანდა დემეტრე,
- კიდევ ბოდ....
- სალომე!
ხმამაღლა იყვირა მაშომ ისე გააწყვეტინა სიტყვა რომელიც ისევ წეღანდელ თემას უკავშირდებოდა,
- არსად წამოგცდეს თორე დაგცინებენ, მითუმეტეს რატის არ უთხრა თორე მართლა ახარხარდება, და შემდეგში მასე არ დათვრე გოგო,
ისევ მიარტყა ხელი,
- შენ რომ არა ეგ სიზმარი მეც არ მეცოდინებოდა და მხოლოდ შენ დაგრჩებოდაა თუმცაა კვატი ხარ, ამიტომ მხოლოდ მე და შენს საიდუმლოდ დარჩება,
მხრებში უფრო გაიშალა მაშო და ხელი მის ხელებში ახლართა,
- დაივიწყე არც კი გაიფიქრო,
მაშოს კარგი გამოცდილება ჰქონდა საკუთარ თავთან ფსიქოლოგიურ მიდგომაზე რადგან ბევრი არასასიამოვნო რამ ჰქონდა ამოშლილი ცხოვრებიდან, დარწმუნებული იყო რომ სალომესაც მალე დაავიწყდებოდა უაზრო და გულსატკები 'სიზმარი, დემეტრესთან მისულებმა საათს დახედეს ჯერ ისევ ადრე იყო თუმცა არც ისე რადგან შემოწმებებს ზედმეტად ბევრი დრო მიჰქონდა, შენობაში შესულები ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს,
- ეს ჩანთა თუ დაძრეს ხო კაი, თუ არადა ევაკუატორით თუ აიტანენ თვითმფრინავში,
ჩანთა გამოაცურა დემეტრემ და მაშოსაც სიცილი აუტყდა ისე დაავლო ჩანთას ხელი ვითომ ასეც არ იქნებოდა როგორც დემეტრე ამბობდა,
- უი მართლა ევაკუატორი ჭირდება, ვინმე მიგყავს?
სიცილით იკითხა და თან შეუმჩნევლად გაუშვა რატისთან ზარი, ის ხომ მაშოს თხოვნას ასრულებდა, და სალომე ქვეყანაში ბრუნდებოდა და დამშვიდობება ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა,
- კიი ერთი ბიჭი მომეწონა ავიღე და ჩავდე, მიმაქ ახლა,
თვალების ატრიალებით თქვა და ჩანთას დახედა,
- უი წეღან ზედ ვეჯექი და აბა ჩახედე ხოარ დაკვერცხდა,
საჩვენებელი თითით მიანიშნა და წინ ახლართა ორივე ხელი ერთმანეთში,
- ოო დემეტრე წავედი მე ახლა,
შეტრიალდა და ისევ მოტრიალდა თითქოს წასვლა უნდა და ფეხები არ უშვებსო
- კაი წადი,
რატის ბოხი ხმა ჩაერთო თუ არა სწრაფად მოტრიალდა სალომე, ჯერ დემეტრეს ჩამოართვა დარტყმით, ძმაკაცურად ხელი, შემდეგ დემეტრეს და მაშოს შორის უნდა გასულიყო ამიტომ მაშოს წელსაც სასიამოვნოდ მოუსვა თითები, ღიმილით ახედა მაშომაც და წინ გასულს დააკვირდა,
- მე არ უნდა დამემშვიდობო?
კითხვაზე ჩაეღიმა სალომეს და რატიმ რომ ხელები გაშალა ღიმილით და მორცხვად წავიდა ჩასახუტებლად, ბაგეები გაეპო მაშოსაც ისე უყურებდა მათ
- ვითომ გაიზარდა მარტო რო უშვებ?
კითხვით გახედა დემეტრეს და დემეტრემაც კეფაზე მოისვა ხელი,
- ბიჭო რავიცი ახლა მაგას რა გაზრდის მარა ვცადოთ, ნდობა და სიყვარული უპირველეს ყოვლისა,
საჩვენებელი თითი მაღლა აწია პირველობის გამოსახატავად და წინ წასული კიდევ მოეხვია დას,
- ოპა, გამატარეთ,
რაღაც გაახსენდა თუ არა მაშოს ორივე ბიჭი გადაწია და სალომეს მიუახლოვდა,
- მოკლედდ რომ ჩახვალ, ახლა გამოგიგზავნი ნომრებს და დაურეკე, მოგწერ რომელი რომლის ნომერი იქნება, ერთი ორი საათი ეძინოთ კიდე მერე დავურეკავ მეც მოგასწრებ და ეცოდინებათ, ვინც ხარ, ანანოს და ბარბარეს ვეტყვი, არ ინანებ საუკეთესო გოგონებს გიგზავნი, ბიჭებს გაგაცნობენ მერე,
- ვინ ბიჭებს?
უცებ ჩაერთო დემეტრეს ძმური ეჭვიანობა მათ უკნიდან და მობეზრებულად ამოხდა სამივეს ასევე მობეზრებული სიტყვები
- ოოოოოჰ,
უცებ გახედეს თან დემეტრეს ნიშნად თუ "რა კითხვა იყო ახლა ეგ" და დემეტრემაც პირზე ხელი აიფარა და მერე ვითომ ზმეიკით გადაკეტა, მათ მიანდო საქმე გამოცდილ ხალხს, თუმცა რატიმ მაინც იზრუნა მასზე და მისი ინტერესი დააკმაყოფილა გვერდით ამოუდგა ხელი გადახვია და ჩუმად დაუწყო ახსნა,
- არაა აეროპორტში არ მინდა მერე დავურეკავ ისე გავიცნობ,
- იცოდე მე მაინც ვეტყვი ხოდა შენ არ მოგერიდოს ნებისმიერ დროს დარეკე ნუ მერე ისინიც არ მოგასვნებენ მარა კაი,
გაიცინა და თან ტელეფონში იქექებოდა ისე უგზავნიდა ნომრებს,
- კაი ვსოო წავედი ახლა, თორე გაფრინდა ის,
- კაი ვსო მოგვარებულია მიდი,
ხელი უშვა მაშომ მერე ისევ მოეხვია უცებ და უკან უკან დაიხია,
- ჭკვიანად სალო, ზემდეტების გარეშე,
- ხო ხოო ზედმეტების გარეშე, და ნუ ამაფეთქებ ძაან გთხოვ თვითმფრინავს ნუ მოაბრუნებ, მეთვითონ დაგირეკავ ხოლმე,
- იმდენი ჩამაფარეთ, წიხლი რამდენჯელაც შენ მე დამირეკავ,
ჩურჩულით თქვა თან სიტყვების არ შესამჩნევად გაიხედა უმისამართოდ თუმცა გაგებულ სიტყვებზე სიცილით ახედა გვერდზე მდგომმა მაშომ, თბილი დამშვიდობება გამოვიდა თუმცა დემეტრე ნამდვილად ვერ ისვენებდა, ახლა რა დააძინებდა ან საერთოდ რა მოასვენებდა, წუწუნით მოტრიალდა სალომე რომ აღარ ჩანდა და ბავშვურად ისე ჯუჯღუნებდა თითქოს ახლა ტირილი უნდა დაეწყო, მაშოც რომ ხვდებოდა ისე ესაყვარლებოდა ღიმილს ვერ იკავებდა,
- კაი რაიყო ბავშვი კი აღარ არი,
ხელი მიარტყა ზედმეტად ნერვიულობა რომ შეემჩნა დემეტრეს და რატისაც აღიზიანებდა დემეტრეს ასე ნერვიულობა, რადგან ზედმეტად გადამდებს ხდიდა დემეტრე ნერვიულობას, მითუმეტეს რატისთვის რომელმაც მისი ყველა ქცევა და გრძნობა ზეპირად იცოდა
- 24 წლის გოგო იზავს უშენოდ ბევრ რამეს,
- უი ჩემზე ორი წლით დიდია?
რა გინდა დემე მაშინ? მართლა ბავშვი, ხო არ გგონია, თუ 24 წელს ბავშვს ეძახი აგერ,
რატისკენ გაიშვირა თითი,
- შეგიძლია ხელში აიყვანო და რძეც დაალევინო,
თავის დაქნევით თქვა და რატიმაც სწრაფად მიარტყა საჯდომზე ხელი, პროტესტის ნიშნად
- მეტკინა,
ჭყანვით გახედა და რატიც კმაყოფილი ყურებამდე გაეკრიჭა, სწრაფად დაიშალნენ, დემეტრეც ცდილობდა უაზრო ნერვიულობა მოეშორებინა და მიუხედავად იმისა რომ დიდად არც იგრძნობოდა სახლში სალომეს ყოფნა, ახლა სულ მარტოსულად გრძნობდა თავს, ბუზღუნით ფეხით შეაღო კარი და ფლატა ფლუტით სპორტული ნაჭრის შარვლითვე გადაეშვა საწოლზე, მაიკა მოიშორა და მუცელზე დავარდნილმა დაიწყო ფიქრი.....
.....
- ჯერ ისევ ადრეაა მე ვიძინებ არ იხმაურო რატი!
ყვირილით შევიდა ოთახში უკვე ღამეს დილა შემოპარვოდა და შუქიც მკვეთრად იწყებდა შემონათებას ოთახში, ფარდები ჩამოაფარა მაშომ აივანს, მისი აივანი სახლის უკანა მხარეს იყო, ლამაზი ბილიკის ჩასასვლელში სადაც ხშირი იყო ფეხით მოსიარულე ხალხი რადგან ყველაზე წყნარი გასასვლელი იყო მთავარ გზამდე, უახლოეს გაჩერებამდე აივნიდან კი ყვავილების საოცარი სურნელი მუდამ იჭრებოდა მაშოს ოთახში რადგან მთელო გზა ლამაზი ყვავილრბით და მცენარეებით მორთული იყო, ჯერ ისევ ბინდი იყო ამიტომ ფარდების ჩამოფარებამ ოთახი კარგად ჩააბნელა, ტანსაცმლის ნაცვლად ერთი გრძელი მაიკა გადაიცვა და საწოლის ზევიდანვე მუცელზე გაწვა, თვალებს ძალით ხუჭავდა, საერთოდ არ ეძინებოდა თუმცა თითქოს რატის გამოც უფრო მოიმიზეზა ძილი, ფიქრებით რომ მალე რატი მის გვერდით აღმოჩნდებოდა, თუმცა დიდი ხანი რომ არ შესულა ლოდინისგან დაიღალა კიდეც და ამასობაში ძილიც კი მორეოდა, უნებურად დახუჭულ თვალებს ისევ წამოახელდა ხოლმე შემდეგ კი ისევ თავისით ეხუჭებოდა, გონებაც ნელ-ნელა ეთიშებოდა
- კაი რა რადროს ძილია,
დაბოხებული დაბალი ხმა ჩაესმა ყურში მაშოს და რატის სუნთქვაც მალე იგრძნო კისერში, ძილისგან მინაბული თვალები უცებ ჭყიტა კოცნისგან გამოწვეული გრძნობისგან და კისერში მიკრობილი ბაგეებისგან გამოწვეული ემოცია არ შეიმჩნია,
- აუ ლამის ჩამეძინაა, რა გინდოდა
ამოიკნავლა და ღრმად ამოსუნთქვითვე გადატრიალდა, ზურგზე დაწვა და რატიც მის გვერდით აჩოჩდა, ბალიშზე იდაყვი ჩამოდო თავი მოიქცია ხელში ისე დახედა მაშოს გვერდულად დაწოლილმა და ცალი ხელიც მუცელზე მოხვია,
- რას მიყურეებ, მეძინება რატი
- უნდა დაგაძინო ხოდა რატო ჩხუბობ
- იავნანა უნდა მიმღერო?
სახე გაბრწყინებულმა ახედა მაშომ და რატისაც სახე უცებ შეეცვალა,
- იავნანა არა ყვე*ები
ამოილაპარაკა და მაშოც უცებ წამოხტა რატიმაც მიხვედრილმა აიფარა სახეზე ხელები და შეტრიალებულს უცებ მოხვდა მაშოს გაქანებული ბალიში,
- რატიიიი ძაან გაფუჭდიი,
წუწუნით დაალაგა ბალიშს ხელები ქვედატუჩ გამოწეული უყურებდა რატის და რომ მიხვდა მაშო რომ აღარ ურტყავდა მას გახედა,
- ხოო ვიცი ბოდიში
სიცილით მიწია მაშო თავისკენ და ხელი მოხვია
- ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება
შუბლზე მიაკრო ცხელი ტუჩები და მაშოსთან ერთად გადაწვა, ორივე ხელს ხვევდა მაშოს კი მის მკლავზე დაედო თავი თითებს მის პრესებზე ათამაშებდა და ხანდახან თუ იტყოდა რამეს
- ფეხმა გადაგიარა მგონი არა? ძაან აღარ გოჭლობდი დღეს,
- ხო ბოტასებში მარტივი იყო,
უცებ გააჩერა რატის საუბარზე თითები და მას ახედა, სიჩუმეში ეს ყველა მიხვრა მოხვრის ხმა სასიამოვნოდ ისმოდა, პასუხი გასცა თუ არა რატის სახეს აკვირდებოდა, რატიმაც მას დახედა საყვარლად ხვდებოდა მათი მზერა ერთმანეთს და ჩუმად ხმის ამოუღებლად განაგრძეს საუბარი,
- მიყვარხარ,
ხმადაბლა რატის ყურებაშივე ამოილაპარაკა სიჩუმეში მაშომ და რატისაც შეუმჩნევლად გაეღიმა ზედმეტად სასიამოვნო მოსასმენი სიტყვების გაგონება ზედმეტად ბედნიერების მომნიჭებელიც იყო, ოდნავ წამოწეული თავით ნაზად აკოცა თვალზე და მაშოს ტუჩებსაც მიწვდა, განაბული ელოდა მაშოც რატის ამ საქციელს და თვალებ მინაბული შეიგრძნობდა რატის საოცარ შეხებებს,
- გეძინებოდა ლამაზო?
- მეძინებაა,
ამობუზღუნებით თქვა და რატის მოშორდა, გვერდზე გადაწვა და ჩვეულად მუცელზე დაწვა, რატიმაც წყნარად გადახედა ისიც ნაპირისკენ მიიწია და ზურგზე დაწოლილმა ხელები თავქვეშ ამოიდო, ალბათ რამდენი ხანი დაჰყვეს ასე, ერთმანეთის გვერდზე წოლით არცერთს არ ეძინებოდა, რატი უაზროდ უყურებდა ჭერს მაშოს კი ძალით დაეხუჭა თვალები და რატის სურნელით გაბრუებულიყო, ზედმეტად რომ დაიღალა, მაშოს გადახედა მისკენ გადაიწია, მაშოს ფეხებს შორის მოათავსა ცალი მკლავი ცალი კი წელზე შეუცურა ხელში აყვანილს კი მისამართი საწოლიდან თავის სხეულზე შეუცვალა,
მაშომაც არ შეიმჩნია ახალი კომფორტული ადგილი ხელი მოხვია რატის და თავიც კომფორტულად დაადო ლავიწზე თავი რატის კისრისკენ აეწია და ტუჩებით ოდნავ ეხახუნებოდა რატის კისერს, იმ წამსვე სახე დამანჭა რატიმ გამოწვეული გრძნობის გამო, მაშოც უფრო მკვეთრად გრძნობდა რატის გამაბრუებელ სურნელს და კიდევ უფრო კომფორტულს ხდიდა, ცალი ხელი მეორე ლავიწზე დაადო და რატის კისერზე დაიწყო თამაში,
- მომცემ საშუალებას რო ცოტახნით დავიძინო?
მაშოს დახედა თუ არა მის ბაგეებს წააწყდა და მაშომაც სწრაფად შეანათა უცოდველი მზერა,
- არ გაძლევ?
კითხვაზე უცებ გაეცინა რატის და თავი ბალიშზე გადააგდო,
- მომცემ?
სიცილითვე გადმოხედა მაშოს და მაშოც რომ მიხვდა რას გაუსვა ხაზი უცებ გაცოფთდა,
- გარყვნილო ნაგავო,
ზიზღის მზერით თქვა და მაშოს რეაქციაზე კიდევ უფრო გახალისდა რატი, გაბრაზებული წვდა მაშოც რატის კისერში და წამშივე შეეცვალა რატის სახე, ჰაერით ბლომად აივსო ფილტვები წამშივე და სუნთქვა გაუწყდა,
- ჯანდაბა,
ამოიგმინა გრძნობისგან დახორკლილმა და მაშომაც ნელ-ნელა ჩააჭირა კბილები კისერში, ტკივილს ან ვერ გრძნობდა ან უბრალოდ მაშო არ ტკენდა, რადგან რატის მთავარი არტერია "კბილებით ეკავა"
მაშოს წელს წვდა ემოციებისა და გრძნობების ფონზე და მაშოც მოშორდა, სწრაფად მოისვა რატიმ ხელი და თავი იქით გადაწია რომ კისერი დაემალა, წამომჯდარმა დახედა შემთხვევით რატის მკლავებს და კაკანი აუტყდა, რატის დახორკლილ მკლავებზე
- მგრძნობიარე რატი,
ხელები ერთმანეთს შემოარტყა და სიცილითვე გადაყირავდა საწოლზე, რატი კი ახლა იმის ფიქრებში იყო მიეხვედრებინა მაშო რომ თავად უარესი მოუვიდოდა თუ არა, ბარემ გადაყირავებულს მოექცა ზედ და ჯერ ისევ ახარხარებულის მაჯები დაიკავა, მაშოს თავს მაღლა ააწევინა და ცალ ხელშივე გააკავა, რატის ქცევაზე სწრაფად დაასერიოზულა მაშომ სახე
- კაიიი,
შეცხადებით თქვა და ნერწყვი გადაყლაპა, ახლა რატის გაეცინა მის საქციელზე,
- რა უცებ დასერიოზულდი ბეიბ,
წაეცინიზმა და ცხვირის წვერზე აკოცა,
- რატიი ბავშვები ხომ არ ვართ სამაგიეროები რომ ვუხადოთ ერთმანეთს,
ბავშვურად ამოილაპარაკა და რატის თავისუფალ ხელს დახედა,
- ეე მაშააა სამაგიეროების გამოო დაიცალა იტალია, აზრზე რო არ ხარ,
- ვაა მართლა აბა გამიშვი და მომიყევი,
წამოწევა სცადა რომ გაუშვებდა თუმცა ვინ და სად გაუშვებდა ისევ გაეცინა რატის და მაშოს კისრისკენ რომ დაიძრა მაშომაც ლაპარაკით დაიწყო,
- არა, არა,
და სულ ახლოს რომ დაიწა უკვე ციმციმა ჩაერთო და აკივლდა,
- არა, არა,
მაშოს კივილით გახალისებულმა დახრილმა უბრალოდ თითი დაადო მაშოს კისერზე და ჯერ რომ მაშო აკივლდა და მერეე წამშივე ისე დაეხორკლა კანი, კანის ტკივილს გრძნობდა, არ ეგონა რატის ასე თუ იმოქმედებდა, დახორკლილი მაშოს მკლავების დანახვისას თვალები გაუდიდდა წამში უშვა ხელი და დანებების ნიშნად მაღლა აწია, ისეთი სახე ჰქონდა ხმას ვერ ამოიღებდით, უკან უკან დაიწია და შემდეგ ამოასხა ნაკავები სიცილი, მაშოც უცებ შეუტრიალდა ფეხები მიაჭირა და იატაკზე მოჯენილ რატის გადახედა რომელიც იქაც ხარხარებდა,
- აიი იცი როგორ მძულხაარ?? აუღწერლად ვერ გიტან,
- მადლობა საყვარელო, ჩვენი გრძნობები ცალმხრივია,
სიცილით ამოაყოლა და წამოდგა თან ცდილობდა დაწყნარებულიყო,
- აღარ მეძინება, შენი დახმარებით მაგარი ხარ,
- რას დაგეძინება რვა საათია, სამი საათია რაც მოვედით, არ მაძინებ და შენს გამო გამოუძინებელი მიწევს მუშაობა,
- მეეც სხვათაშორის,
შეცხადებით თქვა და საათს დახედა საერთოდ არ ცდებოდა რატი, ამდენ ღლაბუცში ისე გაქცეულიყო დრო რომ ვერც კი შეემჩნიათ, ბუზღუნით წამოდგა მაშო და ახლა დახედა თავის გრძელ მაიკას,
- რამდენჯელ დახედე ჩემს მაღლა აწეულ მაიკას ცანცარის დროს,
ადგილზე გაყინულმა მხოლოდ თვალებით გახედა წელს ზემოთ შიშველ რატის,
- ვცდილობდი არ დამეხედა,
სერიოზულმა თქვა გამოუხედავად და შარვლის თასმების შეკვრის შემდეგ ღიმილით გახედა,
- თორე ხო იცი ასე არ დასრულდებოდა,
პასუხზე მაშო დაეჭყანა, დიდი ფანჯრებისკენ წავიდა მუქი ფარდები გვერდებზე გადაწია, თეთრი ფერის ფარდა გადააფარა და ოთახშიც სწრაფად შემოიჭრა მკვეთრი შუქი, სიბნელეში მყოფებს კი უცებ შემოვარდნილმა მოჭრა თვალები აივანსაც გადაუწია ფარდა და კარები გააღო, შემდეგ წავიდა კარადისკენ აივანზე მიმავალ რატის გახედა წამით და ტანსაცმელიც სწრაფად შეარჩია კარადას ამოფარებულმა შეიცვალა ტანსაცმელი და ცისფერ გრძელ ქვედაბოლოს დახედა რომელსაც ცალ მხარეს მთლიან ფეხზე ჩაჭრილი ზოლი დაყვებოდა და მაშოს ლამაზი გრძელი ფეხიც მოჩანდა, წვრილი წელი კაბაში სულ რაღაც ' ერთი მტკაველი' მოჩანდა მაგრამ ჯამში, როგორც ყოველთვის ამ სანახაობას არაფერი არ სჯობდა, წელს ზემოთ შიშველი დილის სიგრილეს შეიგრძნობდა, ტუჩებს შორის მოუკიდებელი სიგარეტი მოეთავსებინა და მოაჯირებს ხელებით ჩაჭიდებოდა ჩამვლელებს დახედავდა ხოლმე, დილით ბევრი მოსიარულე იყო, ჩვეულად ჩახედა გოგონებს რომლებიც აშკარად უნივერსიტეტისკენ მიემართებოდნენ და რატის დანახვის მერე ერთმანეთს ღიმილით რომ ელაპარაკებოდნენ და ამ დროს ერთ-ერთი ლაპარაკში და სიარულისთანავე რატის არ აშორებდა თვალს რატიმაც, როგორც ყოველთვის თმის ღერებ წინ ჩამოყრილმა დამატყვევებლად ჩაუკრა თვალი, წამში გაჩნდა მაშო მასთან დაყრდნობილი მკლავის ქვეშ გაძვრა რატის და აივანის მოაჯირს შორის მოექცა და რატის ბაგეებიდან სიგარეტი ააცალა,
- ვიგრძენი რომ თვალი ჩაუკარი,
ტუჩებზე დახედა და შემდეგ გახედა გოგოებს რომლებმაც ერთის მინიშნებაზე ორივემ რატის ამოხედა და შემდეგ მაშომაც, წელზე წავლებული ხელით მიწია მაშო უფრო ახლოს და დახრილმა წაავლო მაშოს ბაგეებს ტუჩები, წამიერი კოცნის გეგმა ისევ ჩაეშალა და უფრო და უფრო მოსწყურდა წინ მდგომი,
- დაგვწყევლიან
სიცილით მოშორდა მაშო როცა გზა არც ისე ცარიელი იყო და ბევრის მზერაშიც ხვდებოდა 'აივნის წყვილი'
- ფურცელზე დაწერონ და ტრ*კში გაიკეთონ,
რეალური ემოციებითვე თქვა გაღიზიანებულმა დაუკმაყოფილებლობისგან და მაშოს ჩაჭრილ კაბაში შეაცურა ხელი ქალის ბარძაყი მჭიდროდ მოითავსა ხელში, მოტრიალებისთანავე შემოისვა მაშო მენჯებზე და ოთახში შესულმა კარები სწრაფად მიკეტა მუქ ფარდას ჩაავლო ხელი წინ წასულმა თან გადაწია და სწრაფად გადააწვინა საწოლზე მაშო
- დღევანდელ დღეს სხვანაირად დაწყება არ ეწერა,
ამოიგმინა და მაშოს ზედ მოქცეული ხელახლა ეცა ქალის სავსე ბაგეებს, ბაგეებიდან კისერზე ინაცვლა სველ სასიამოვნო კოცნის შრამებს უტოვებდა რატი მაშოსც ათას გრძნობას აყოლილი დამუნჯებულიყო, რეზინით გამოყვანილი მაიკა მხრებზე გადაუწია და ტანსაცმილსგან თავისუფალ ადგილებს შეიგრძნობდა, უცებ ინაცვლა დაბლა და კაბა ნელა ჩაასრიალა მენჯებამდე, ლამაზი ფორმის სხეულს ნელა შეახო ცხელი ბაგეები და მაშომაც მხრებში ჩაავლო ხელი როცა რატის ცალი ხელი ნელ ნელა მისრიალებდა ბარძაყიდან მაღლა, კიდევ უფრო დარწმუნდა და კიდევ უფრო მისცა ფიქრებს გასაქანი ინანებდა თუ არა, მაშოს ბაგეებს წვდა ისევ და მაშოსაც ხელახლა დაეხშო ხმა, კოცნაშივე ისე გააცალა ტანსაცმელი ვერც კი გაიაზრა მაშომ,
- გიყვარვარ მაშო?!
წამით მომწყდარმა კითხა ღრმად სუნთქვით ვნებისგან 'შეშლილმა' და პასუხის ვერ მოთმენის გამო ნელა და უხეშად დაუყვა მაშოს მკერდს,
- სულის განადგურებამდე,
დახშული, მომთხოვნი ხმით პასუხში არაერთი რამ ჩააქსოვა მაშომ, არაერთი გრძნობა აუხსნა რატის და რატიმაც პასუხით კმაყოფილმა მის ფეხებს შორის მოთავსებულმა დახედა ლამაზ სახეს მისი სხეულის თრთოლვას ძლიერად გრძნობდა და თავადაც ძლიერად აეტაცებინა გრძნობას, თვალებით ნათქვამ პასუხზე კი მაშოს თითებში ძლიერად გახლართა თითები.......
........
მშვიდობიანი გზა, ის სურნელი, ქართული ხმა, ხალხი, ქართული ჰაერით ავსებული ფილტვებით აციმციმებული იდგა პატარა ხის ჩამონგრეული სახლის, ქოხის წინ გაუნძრევლად და ემოციებით გაბერილი აშტერდებოდა
" - დემეტრე გააჩერე მეთქი!
სულ პატარა ეზოში რომელიც ხის ტოტებით შემოღობილი იყო რკინის პატარა მრგვალი მაგიდა მხოლოდ ერთ ფეხიანი მიწაში ძლიერად ჩამაგრებული იყო, მის წინ იდგა ჯოხებით რვა წლის რატი და რკინის მაგიდას ურტყავდა, ცდილობდა მუსიკა დაეკრა თუმცა ეს ხმები გამაყრუებელ ხმას გამოსცემდა, რის გამოც პატარა სალომე ბრაზდებოდა და რატის უკიოდა, რატიც წაუყრუებდა სალომეს ღრიალს, წამით სალომეც გაჩუმდა ისევ განაგრძო მოკლე კაბით სილაში ჯდომა და ფეხებზე სილის დაყრა, ფეხების სილაში ჩამალვით ერთობოდა, კიდევ რომ ძალიან შეაწუხა გამაყრუებელმა ხმამ ისევ უკივლა დემეტრეს და დემეტრეც რომ დაეჭყანებოდა იმხელა ხმაზე მორთო ტირილით ღრიალი მთელ უბანს გააგებინა, როგორც ყოველთვის მაშინ გამოვარდა დედამისიც ყვირილით
- რა არი რა გაღრიალებთ!
უხეშად თქვა თუ არა შვილები მოათვალიერა და დემეტრეს მკაცრად შეხედა,
- დემეტრემ მესროლააა,
აღნავლდა უფრო ხმამაღლა მატყუარა სალომე და გიგანტ ცრემლებს ყრიდა, დემეტრესაც თავის მართლება არ დაუწყია მაინც იცოდა დასასრული, დედამისიც მიყუდებულ ხის პოლისჯოხს რომ დაწვდა, დემეტრეც უცებ მოწყდა ადგილს ტოტების ღობეებთან ისკუპა გადაახტა თუ არა შემოგლეჯილი შორტით გაიქცა უკვე შორს გაქცეულმა გამოხედა დედამის რომელიც ეზოს გამცდარი გაჩერებულიყო და შორიდან ემუქრებოდა, კეფაზე ხელი მოისვა ქვას გაკრა ფეხი და წყნარად ჩაუხვია ვიწრო ბილიკს რატისკენ მიმავალი გზით".....
- ღმერთო როგორ ცუდად ვექცეოდი,
დაბალხმაზე ამოთქვა და თვალ წინ წარმოდგენილი წარსულის ნახვისას წასკდა ტირილი, ისე მოუნდა ახლა რომ ჩახუტებოდა ძმას როგორც არასდროს არაფერი, ტირილით შევიდა დანგრეულ მოუვლელ პატარა ეზოში და კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავისზე ოდნავ მაღალი სიმაღლის ქოხი, ხის ჩამოგდებული კარი შეაღო, გული ამოვარდნას ჰქონდა არა იმიტომ რომ რამის ეშინოდა ეს ყველაფერი იმდენ რამეს ახსენებდა, იმდენ მტკინვეულსა და ბედნიერ წუთებს რომ სულს ძლივს ითქვამდა, ჩუმად სცვიოდა ცრემლები, და ყოველ ნაბიჯზე ახალ ახალი მოგონება ახსენდებოდა, დედის სურნელი რომელსაც სულ აიძულებდა ეცემა ხოლმე დემეტრე, ტყუილებს იგონებდა დემეტრეც ხმას არ იღებდა გაქცევის დროს დედა რომ თვალებს უბრიალებდა
"მოდი აქო" ვეღარსად მიდოდა, თავდახრილი პატარა ნაბიჯებით ჩამოუდგებოდა ხოლმე წინ და ელოდებოდა როდის მოხვდებოდა, მერე კი სლუტუნით გარბოდა ხოლმე სახლიდან უბნის ბოლოს ჩადიოდა ტბასთან, მაღალ თუთის ხეზე ძვრებოდა სქელ კომფორტულ ტოტებზე კომფორტულად ჩაჯდებოდა და ტუჩებ დაბრეცილს იქ თუ აუტყდებოდა ტირილი, თან ცრემლების ყოველ ახალ ნაკადს იწმენდდა ვინმე რომ არ მისულიყო და დაენახა, ასე იყო მანამ სანამ არ მოუწიათ წასვლა, იტალიაში ქმართან უნდა ჩასულიყო, მაგრამ საკმარისი თანხა არ იყო ყველა რომ წასულიყვნენ, მიდიოდა რადგან ემუშავა ქმართან ერთად და დაეხწიათ თავი ჯურღმულისთვის, სალომე პატარა იყო ვერ გაბედა მარტო დატოვება, ფულს ყველა მხრიდან სესხულობდა აგროვებდა და ძლივს შეაგროვა თანხა მისთვის და სალომესთვის, არ აპირებდა წასვლას დემეტრეს გარეშე თუმცა, დემტრეს უკვე გაეგო რისთვის მიდიოდა დედა და თანახმა იყო მარტო დარჩენაზე აცხადებდა მე უკვე დიდი ბიჭი ვარო, მიუხედავად იმისა რომ წასვლით ნამდვილად დიდი შანსი იყო, ცხოვრება ნელ ნელა აეწყოთ, ვერ ბედავდა შვილის დატოვებას, თუმცა ბატონ პატრონად რატის დედა გამოჩნდა, რატის იცნობდა ამიტომ შეძლო ჩაბარება და დატოვა ქვეყანა, შემდეგ იყო, გართობაც მონატრება, მოწყენა და შემდეგ ამბავი რომ მამა დაიღუპა და არა მხოლოდ მისი, შემდეგ კი საბოლოოდ დატოვეს ქვეყანა, ყველაფერი ერთდროულად ამოუტივტივდა სალომეს პატარა ხის ვირთხებისგან შეჭმულ დივანზე ჩამომჯდარი ხმამაღლა ტიროდა და ის უფრო უჩუყებდა გულს თუ როგორ ცუდად ექცეოდა ძმას რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ არაფერი არ მოუკლებია მისთვის, პირიქით მან მისცა ყველაფერი, სახლიც კარიც ჩასაცმელიც სითბოც და სიყვარულიც არასდროს მოკლებია, არც ზედმეტად შეუზღუდავს რამეში, ცდილობდა შეუზღუდავად ეკონტროლებინა, ხვდებოდა, რომ დემეტრე იყო მისი ანგელოზი, დიდხანს იჯდა სახლში დიდხანს მოთქვამდა, დიდხანს იხსენებდა ყველა განვლილ დღეს ბედნიერს თუ თაღლითურს თავის ძმის მიმართ, გარეთ გამოსვლის დროს თავი რომ არ დაეხარა კარებს აარტყავდა თავს, ქუჩას დაუყვა მონატრებულს და ხვდებოდა როგორ ძლიერად შეცვლილი იყო, ახლა ახალი სახლები დაედგათ, კორპუსები იდგა რამდენიმე თუ იქნებოდა ისევ პატარა სახლი თუმცა ისიც მიტოვებული, ქუჩაც გაელამაზებინათ ახლა ლამაზი ლამპიონები იდგა, "ტროტუარიც" გამოეყოთ, სიცოცხლე იგრძნობოდა უბანში მიუხედავად იმისა რომ დილა იყო, ბავშვები მაინც გამოსულები კატაობდნენ ველოსიპედებით, სწრაფად რომ ჩაუშხუილეს სალომეს მანაც გააყოლა თვალი ღიმილით, ვინმე ნაცნობის ნახვის შანსიც კიარ ჰქონია ან თუ ნახავდა ვერ იცნობდა, არ მობეზრდებოდა მთელი დღე რომ უაზროდ ევლო უხაროდა, ბედნიერი იყო და ახლა უნდდოდა ეს ბედნიერი გრძნობა დემეტრესაც განეცადა ამიტომ უკვე გეგმავდა როგორ ჩაეყვანა დემეტრეც სამშობლოში......
.....
მშვიდად მიწოლის ჩამოედო რატის მკერდზე თავი სხეულზე აფარებული ზეწარი ჩაეკეცა და რატის პრესებზე ათამაშებდა თითებს, უსიტყვოდ კიდევ აგრძელებდნენ ერთმანეთის სიახლოვით სიამოვნებას,
- ეეე მაცადე ერთი რახდება საქართველოში,
გახსენებულზე მოშორდა ცალი ხელით ზეწარი სხეულზე გააკავა და ტუმბოსკენ გადაიწია, მოშიშვლებულ ზურგს ღიმილით დახედა რატიმ და უკვე გასწორებულ მაშოს შეხედა, ღიმილით უყურებდა თვალ მოუშორებლად და კიდევ უფრო კარგად სწავლობდა მაშოს შეუდარებელ სილამაზეს,
დიდხანს რომ იგრძნო მზერა მანაც ღიმილით გახედა უკვე სალომეს ნომერ გამზადებულმა,
- რა?
ასევე ღიმილით კითხა და რატიც ნელა გადაიწია მისკენ ჯელ ლოყაზე მიაკრო ტუჩები შემდეგ ნიკაპზე და ბოლოს ისევ წვდა მათრობელ ბაგეებს,
- იმდენად ლამაზი ხარ ვერ ვკმაყოფილდები,
თვალებში ჩახედა მაშომ რომ ჩვეული ჰოლივუდის ღიმილით გაუცინა რატისაც ისევ გაეღიმა უცებ წვდა მომღიმარ ბაგეებზე და სწრაფადვე მოშორდა რომ ისევ დამტკბარიყო მისი ღიმილით,
- ღორი ხარ,
პასუხი გასცა და გვერდზე რომ გადაწია, მაშინ დაურეკა სალომეს, საუბარი არ აცადა რატიმ მისკისერში კომფორტულად მყოფმა ნაზად დაუწყო კოცნა და ვამპირივით ცდილობდა სისხლის ამოწოვას ქალის კისრიდან, მაშოც დაჭიმული და დახორკლილი იწყებდა საუბარს, როცა სალომემ გააგონა
- ჩახვედი?
მზრუნველად იკითხა და სალომესაც არ დაუგვიანია პასუხი დეტალურად მოუყვა ყველაფერი და მაშოც ცდილობდა მოესმინა მაგრამ ნახევარზე მეტი ვერაფერი გაეგო რატის შეხებების გამო, წამით გამორთო ხმა და რატის მაინც გადაჩურჩულა,
- დამეტყობააა!
მხარი ნელა აიქნია და მამაკაციც ძლივს მოწყდა კისერს,
- ცოტა ხო,
გაცინებით უთხრა და მანამ გაიხედებოდა მის ტუჩებს წვდა, მაშოც მაშინვე აზმუვლდა მოშორდა თუ არა ხმა ჩართო და პასუხი გასცა
- ხოდა ამაღამა მანდ ვერ დარჩებიი ვირთხები შეგჭამენ თან თუ კარები არ აქვს რატომ უნდა დარჩე მანდ, ვერ ხარ შენ, გამოგიგზავნი მისამართს ხოდა მიდი იქ, ბებიაჩემი დაგხვდება მარტო ცხოვრობს სანამ შენ მიხვალ ეცოდინება, არ ინანებ ზემდეტად არ შეგაწუხებს საჭმელებს უგემრიელესს აკეთებს, კითხვა გექნება კითხე მოკლედ ჩემი არ ყოფნა ჩაანაცვლეე,
ხელები გაშალა და რატის შეხედა რომელიც წამოდგა დიდი ნერწყვი გადაყლაპა უცებ და თვალები აარიდა ისე დაუგდო სალომეს ლაპარაკს ყური
- ოო ახლა ის შევაწუხო კიდე, რას ამბობბ პროსტა კარგი იყო აქ გავიხსენე ბავშვობა და სასტუმროში ავალ,
- ეგოგოოო, რა სასტუმროო ადი ბებიასთაან გეუბნები ძააან შეგიყვარდება ხოდა ჩემ ოთახში შედი მოწესრიგებული იქნება ეგ ისე არ დატოვებდა,
- კაი შევაწუხოოოო
- არ შეწუხდება გოგოო, მიდი რო ახვალ ბებიას უკვე ეცოდინება
- აუ მაშოო მადლობააა რააა,
ამოიწუწუნა ბოლოს და ისევ თავისი საქციელის სინანული ჩაერთო
- რისი მადლობა მიდი მე ბებიას დავურეკავ....
მართლა იმდენად ღრმად ჩაერთო საქმეში მაშო რომ არ აპირებდა ასე უყურადღებოდ დაეტოვებინა, ნაზის რომ დაურეკა, გაოგნება ვერ დამალა ქალმა როგორ მოხდა დამირეკეო, მერე იმდენი კითხვა დაუსვა წამით გადაავიწყდა კიდეც რაზე დარეკა მანამ გათიშავდა მაშინ წამოახსენდა ისევ და კივილით გააჩერა ბებია ისე თითქოს იმ წამს უნდა გაეთიშა
- ბებია ცოტახანში მოვა გოგო სალომე ქვია ხოდაა ეგ არი ჩემი მეგობარი ძაან კარგი გოგოა გაიცნობ შენც და ჩამოვიდააა, მოკლედ საქართველოში წლებია არ ყოფილაა და ჩემ ოთახში დარჩებაა რაა, ვითომ მე ვაარრ,
- დარჩეს მერე რა ჯობია შე ქალო მარტო არ ამომხდება სული, მოლაპარაკე მეყოლება მაგ შენ ვაჟკაცსაც კვირაში სამჯელ თუ შემოვახსენდები,
უკვე აბუზღუნდა ნაზი მარტოობით მობეზრებული და თეოდორეს იშვიათ სტუმრობასაც გაუსვა ხაზი,
- ბებიააა საერთოდ რო მოდის ძაან მაგარი ბიჭია,
- მომწყდი ახლა აქედან თორე საერთოდ მოგიყვან მე შენ, ესეიგი შენ რო წახვედი მე აღარ უნდა მომინახულოოს? ერთად გაზრდილები მყავხართ,
- არა ბებია რას ლაპარაკობბ,
მაშომაც შეიფერა და ფეხები აათამაშა თან რატის გახედა რომელიც ოთახში შევიდა ქამრის ასაღებად, დახრილმა თვალებით ანიშნა მაშოს ვინ არისო და მაშომაც ტუჩების მოძრაობით უთხრა,
- მომიკითხე ხოდა,
უკვე თავისუფლად თქვა და ქამრის გაკეთება დაიწყო, მაშომაც კმაყოფილმა გადასცა ნაზის მოკითხვა და ქალმაც ნასიამოვნებმა დაუბრუნა პასუხი, დიდხანს საუბარი აღარ გაუგრძელებია მალევე გათიშა და საათს ახედა, ორი საათი დაწყებული იყო, ტელეფონი გადადო და წამოჯდა თან ისევ ცალი ხელით იკავებდა ზეწარს,
- მაშა დამირეკეს, უნდა წავიდე
საწოლს საუბარშივე შემოუარა და მაშოს მიუახლოვდა,
- არ ვიცი როდის მოვალ, დარჩი შენ
სიტყვებშივე დაიხარა და შუბლზე მიაკრო ტუჩები,
- თუ რამე დამირეკე,
მოშორებულმა ჩახედა თვალებში ღიმილი ვერ შეიკავა მაშოს სილამაზეზე ისე დახედა ტუჩებზე და მაშოსაც რომ გაეღიმა მოწყვეტით აკოცა მომღიმარ ტუჩებზე,
- გარეთ თუ გახვალ დიდხანს არ იბოდიალო,
საქმიანად წავიდა კარებისკენ მაშომაც რომ თავი დაუქნია, თვალი ჩაუკრა და ისე დატოვა ოთახი......



№1  offline წევრი teko❤️❤️❤️

ძაან კარგი იყო მომეწონაა.. სიმართლე გითხრა თავიდან მეგონა რომ ბარბარეს დათეოდორს შეუყვარდებოდათ ერთმანეთი და გული დამწყდა დემეტრესთან რომ დააკავშირე თუმცა ეხლა მივხვდი ეს რატომაც გააკეთე და მესიამოვნა ((მე წინასწარ არ გავასწრებ მოვლენებს სრულიად გენდობიი ❤️❤️❤️ ისიც მომეწონა რომ ძაან პატარა თავი არ იყო

 


№2  offline წევრი ანკა გგ

teko❤️❤️❤️
ძაან კარგი იყო მომეწონაა.. სიმართლე გითხრა თავიდან მეგონა რომ ბარბარეს დათეოდორს შეუყვარდებოდათ ერთმანეთი და გული დამწყდა დემეტრესთან რომ დააკავშირე თუმცა ეხლა მივხვდი ეს რატომაც გააკეთე და მესიამოვნა ((მე წინასწარ არ გავასწრებ მოვლენებს სრულიად გენდობიი ❤️❤️❤️ ისიც მომეწონა რომ ძაან პატარა თავი არ იყო

როგორრ მინდა რომ არ გავაფუჭოო და საინტერესო იყოსს❤️❤️ მადლობა❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი eni

maleee dadeee shemdegii

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგია სიამოვნებით ვკითხულობ ვისაც კლასიკის წაკითხვა უნდა მოძებნოს სხვა საიტზე მე უკვე ასე გასართობი ისტორიები მირჩევნია მთავარია არ მიგვატოვოთ დაუსრულებელი ისტორიით მადლობა რომ ჩვენთვის წერთ შეცდომებს არაუშავს მკითხველი გაიგებს გონებაში თვითონ შეასწორონ გრამატიკულად

 


№5  offline წევრი ანკა გგ

სტუმარი eni
maleee dadeee shemdegii

აიტვირთება მალე იმედიაა❤️❤️

სტუმარი ანა
ძალიან კარგია სიამოვნებით ვკითხულობ ვისაც კლასიკის წაკითხვა უნდა მოძებნოს სხვა საიტზე მე უკვე ასე გასართობი ისტორიები მირჩევნია მთავარია არ მიგვატოვოთ დაუსრულებელი ისტორიით მადლობა რომ ჩვენთვის წერთ შეცდომებს არაუშავს მკითხველი გაიგებს გონებაში თვითონ შეასწორონ გრამატიკულად

მადლობაა❤️ არა დავასრულებ რადგან მეც როცა რაღაც დაუსრულებელს ვკითხულობ ძალიან არასასიამოვნოა და არ გავიმეორებ❤️ გრამატიკულ შეცდომებს რაც შეეხება დიალოგებში ვცდილობ ჩვეულებრივ დიალოგს გავდეს ანუ ხშირად დიდად რომ არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას ( აქ სიცილის სმაილები....) და ისევ ვეცდები კიდევ უფრო დავხვეწო, რომ სულ სულ ოდნავ წასაკითხი მაინც იყოს ისეთი რომ წაკითხვა შეიძლებოდეს, თორემ ნამდვილად არ გამოირჩევა არც სუფთა გრამატიკით და არც საოცარი მოვლენებით, მემგონი მიმიხვდებით რის თქმას ვცოდვილობ ( აქაც სიცილის ემოჯები) მადლობა რომ კითხულობთ და მიხარია თუ ცოტა მაინც ერთობით და დროის გასაყვანად გადგებათ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent