შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 26


18-06-2023, 20:35
ავტორი ანკა გგ
ნანახია 1 854

თუ რამე ძალიან უხეშად გხვდებათ მითხარით რომ გავითვალისწინო, დიალოგებს ვცდილობ ყოველდღიურ საუბარს დაემსგავსოს და იმასაც ვცდილობ რომ წაკითხვის დროს უბრალოდ დროის გასაყვანი მაინც გამოვიდეს

.......
მთელ ოთხ საათამდე საწოლში იწვა ყველაფერი სტკიოდა კრუსუნით და სიცილით წამოდგა უკვე ხუთის წუთებზე, რატის შემოგლეჯილი ტანსაცმელი ჩაიცვა, ჯერ ოთახი მოაწესრიგა, საწოლს ზეწრები გამოუცვალა, შემდეგ თავი მოიწესრიგა და დაბლა ჩასულს გაახსენდა რომ შიოდა, ჯერ ისევ სველი თმა იატაკს ჩამომდინარი წვეთებით ასველებდა, თუმცა დიდად ამაზე არ ღელავდა, არ დამჯდარა, წესიერადაც არ უჭამია, უბრალოდ ბედნიერად დაიწყო დღე, ყველანაირი ნეგატიური ფიქრებისა და ემოციების გარეშე, ასევე ხალისიანად დატოვა სახლი და პირველი გეზი ნენესაკენ აიღო, ზედმეტად მონატრებოდა ქალი, რომელიც სულ რაღაც სამი დღე არ ენახა, მისთვის მისაღები საჭმელები და დესერტიც იყიდა და საავადმყოფოში ასულმა მხიარულად შეაღო კარი,
- მაშააააა,
ბავშვურად გაუხარდა ქალს ხელები ისე აწია ჰაერში და საკუთარ ქცევაზე გაეცინა, მაგრამ ემოცია, რომელიც წუთის წინ გამოხატა, დაუგეგმავი იყო
- ასეე უნდა მომანატრო თავი?
თვალებ გაბრწყინებულმა კითხა და ღიმილი ვერ შეაკავა
- ოოხხხ იმდენი რამ მოხდაა ვეღარ მოვდიოდი,
- მითხრააა რატიმმ, როგორ ხარ?
მანამ სრულად შევიდოდა, სანამ კარებს მიკეტავდა და საჩუქრად მიტანილ დესერტს მაგიდაზე დააწყობდა ერთმანეთის მოკითხვა მოასწრეს და უკვე ხელებთავისუფალი
რომ მიუახლოვდა მხიარულად მოეხვია ქალს, ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და მის წინ ჩამოჯდა,
- ხომ არ მოიწყინეთ შემთხვევით!
კითხვასთან ერთად თვალი ჩაუკრა, უფრო ახლოს მიიწია და ნენეს ხელი მოითავსა თავის თლილ თითებში
- ოო აბა რა ვქენი, ამბებს ჩამორჩენილი ვარ არაფერი არ ვიცი მთელი დღე წევხარ ზიხარ, წევხარ ზიხარ დავიღალეე,
ამოიწუწუნა და მაშომაც თავგადახრილმა წარბებ შეხრილმა გაუღიმა, მისი გრძნობის ამომცნობმა
- წარმომიდგენია ხოდა შემიძლია ჯერ ყველა ამბავს დაგაწიოთ დააა შემდეგ რატი გამოვიძახოთ,
- შე გენაცვალეე, შენ რო არ მყავდე ვისღა ვახსოვარ,
ხელი აიქნია და მაშოსაც გულიანად გაეცინა, მის სიცილზე კი ნენესაც აუციმციმდა თვალები,
- პირველი ვისით დავ....
- რა თქმა უნდა ჩემი გვრიტების ურთიერთობით,
სიტყვა გააწყვეტინა და მაშოსაც რატის გახსენებაზე უცებ გაუბრწყინდა სახე, ამავდროულად დილას მომხდარ ცოლ-ქმრული ურთიერთობის გახსენებისას ისე შერცხვა და გაწითლდა, თითქოს ნენემაც იცოდა
- დედააა მაშო ცეცხლი გიკიდია,
შეიცხადა ქალმა და ღიმილით მიმოიხედა წყალის მოსაძებნად, მაშოც უცებ ახარხარდა და ხელებით ანიშნა, რომ არ იყო ისე, როგორც ნენე ფიქრობდა
- რეებს მაიმუნობთ მოყევი სასწრაფოდ,
ვითომ სიმკაცრით თქვა და ამავდროულად სიცილს ვერ იკავებდა,
- არა როგორ გეკადრებაათ, უბრალოდ გაუზრდელდა თქვენი შვილი მინდა გითხრათ, კიბატონო მაიმუნობა არ აკლია, თუმცა ჯამში ყველაფერი კარგადააა,
- აბა რა,
- დიახ, სალომემ მიგვატოვა, საქართველოში წავიდა
- მართლააა?
უცებ შეიცხადა, თითქოს რამე ცუდის მოლოდინში და თითქოს ნაკლიც იგრძნო
- დღეს ღამით, გაფრინდა მომენატრაო, უკვე იქ არის დავრეკეთ და ნამდვილად არ ვნანობოო, ერთი დემეტრე დაგვიტოვა ანერვიულებული,
- აბაა რა იქნებაა დეე, მაგის გაზრდილია, თუ რამეე აქვთ მაგათ და საერთოდ სალომეს, ყველაფერი დემეტრეს დამსახურებააა, რას აღარ აკეთებდა ხოლმე, როგორ თბილად ექცეოდა რომ იცოდე, უსაყვარლესები არიან,
თბილად გაიხსენა დემეტრეს მტკინვეული ბავშვობა და სევდანარევი ხმაც ვერ დამალა, ისე თბილად განაგრძეს საუბარი, მაშო უსმენდა ნენეს მოყოლილ ამბავს, ხან რატიზე, ზოგჯერ მასზე და დემეტრეზე ხან კი სამივეზე, მაშოც ღიმილით გასუსული უსმენდა, დიდხანს და მოუწყენლად ისეთ კითხვებს სვამდა ნენე სიცილს ვერ იკავებდა, მოგვიანებით ტკბილეულები მიაწოდა მაშომ ნენეს თავად გარეთ გავიდა და ნენეს ექიმს გამოჰკითხა ნენეს მდგომარეობა, ისე დაძაბული ელოდა ყველა კითხვაზე პასუხს, თუმცა ამაოდ
- ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, ძალიან ცოტა და მალე ბედნიერი დაბრუნდება სახლში მართალია სულ თუ ვერა ძალიან მცირე შრამად დარჩება და სიკვდილის საშიშროება დიდხანს აღარ შეგაწუხებთ, ძლიერი ქალია,
- როგორ გამახარეთ, ძალიან დიდი მადლობა,
ბედნიერად გაუღიმა მაშომ თეთრ ხალათში გახვეულ მამაკაცს და ხელი თბილად შეახო მხარზე
- ჯანმრთელობას გისურვებთ,
კაცმა გაუღიმა და მაშოც ბედნიერი დაბრუნდა ოთახში, ბედნიერებისგან ემოციებს ვერ მალავდა, ისე აკოცა ნენეს ხმაურიანად შუბლზე,
- რახდება?
გაკვირვებულმა ახედა და მაშოს მიტანილი ტკბილი თხილი მოიქცია ლოყებში,
- აი აი ძალიან მაგარი ხართ,
ღიმილით უთხრა და ტელეფონი მოიმარჯვა,
- გადავრჩები?
- ოხხ რა კითხვაა ქალბატონო, საბოლოოდ დაამარცხებთ, მთვარი თქვენი იმედი და შემართება იყო,
ისევ გადაწვდა ქალის ლოყებს და ხმაურიანად დაუკოცნა სათითაოდ
- იცით რისი უფლება მაქვს? რომ სადაც გინდათ იქ წავიდეეთ, დროებით, თუმცა მაინც
გაეკრიჭა და ქალმა თავი ღიმილით გააქნია
- გიჟი ხარ მაშო, არა იცის ჩემმა შვილმა რაა,
ხელები ამაყად გაშალა და მაშოსაც გაეცინა, თან ყურზე მიედო ტელეფონი და ელოდებოდა რატი როდის უპასუხებდა,
- ჰო მაშა,
პასუხი შორიდან გასცა, თან ისმოდა მანქანების ხმა, რის გამოც მარტივი მისახვედრი იყო, რომ მანქანაში იჯდა,
- სად ხარ?
- გრძნოობ, რომ მოვდივარ ჩემო პატარა?
თბილ სიტყვებზე ჩაეღიმა მაშოს და ნენეს, რომელსაც ასევე ესმოდა უცებ შეწყვიტა ჭამა და მოსასმენად უცებ დაცქვიტა ყურები
- რა თქმა უნდაა,
შეიფერა უცებ მაშომ და იატაკს მიშტერებული, ღიმილით აწვალებდა ქვედა ტუჩს,
- სახლში არ ვარ,
- სად ხარ?
- ამმმ
- ეე გოგოო,
სწრაფად ამოთქვა და მაშოსთან ერთად აფხუკუნდა ნენე, რომელიც შვილის გარდაქმით თან ერთობოდა და თან მოსწონდა
- მე და დარიო ვართ გასულები, ხოდა ჩამოვალ მალე,
- მაშო ატრაკებ,
ნენემ სწრაფად შეხედა, გაფართოებული თვალებით, მაშოს ხელში მოთავსებულ ტელეფონს და ისევ გაეცინა,
- მართლა არ ვარ სახლში,
შეიცხადა და რატიც წამით გაჩუმდა,
- რატი,
ხმა რომ აღარ ამოუღია მაშომ დაძახებით შეახსენა თავი,
- ააა დედასთან ხარ ბეიბ?
ხმამაღლა 'გასწორებული' ხმით იყვირა და მაშომაც სიცილი დაიწყო, როცა რატის ხმა შეეცვალა მაშინ, როცა მიხვდა მაშოს ადგილსამყოფელს
- შტეროო, ხოდა გამოდი და თან ადგილი მოიფიქრე სად უნდა წავიდეთ ნუ ჯერ თავისი სურვილისამებრ,
- ოპააა, დამელოდეთ გოგონებო,
ყვირილით თქვა და მაშომაც გათიშა,
- ეგ ჩემი შვილი იყო?
გაკვირვებულმა იკითხა ნენემ და ტაში შემოკრა,
- ცვალება ასეთი? ხო ჩემი შვილია მარა მსგავსი ტონით საუბარი, მსგავსი სიტყვები მე ჯერ არ მომისმენია,
მხრების აჩეჩვით თქვა ხელები დანებების ნიშნად მაღლა აწია და ხმამაღლა გაიცინა,
- ოხ შენ რა ხააარ,
უცებ წაავლო მაშოს ხელი მოეხვია და თმები აუჩეჩა,
- ჩემი გოგო ხარ
გაუცინა და ნაზად მოეფერა სახეზე......
......
მორცხვად შეყვა ნაზის ოთახში სალომე მას შემდეგ, რაც ერთმანეთი გაიცნეს, ნაზის სითბოზე ეცადა გახსნილიყო და დაძაბულობა მოეშორებინა, თუმცა არც ისე მარტივი იყო, თავს ძალიან უცხოდ გრძნობდა, რასაც ქალი მარტივად ამჩნევდა,
- აი გენაცვალე მაშოს ოთახი სუფთა და გაკრიალებული, გელოდებოდი და ყველაფერი შეცვლილია, შენ გემოზე მოეწყე მოგშივდება გამოდი გამოაღე მაცივარი თუ რამეს ნახავ მოსაწონს მიირთვი
სიცილით უხსნიდა ყველაფერს და თან ნაზად ეხებოდა ხოლმე სალომეს,
- როცა გინდა გადი როცა გინდა მოდი ბე,
- დიდი მადლობა, ვატყობ აქედან აღარც არასდროს წავალ თქვენთან მიჩვევის გამო,
- ახლა ნუ გამალახვიებ თავს, მასე იყო ოთხი ბავშვი რო დარბოდა აგერ და სულ შენთან ვიქნებიო კი იძახოდა ყველა მარა გახედე აბა, ვინ შემომრჩა
მხრები აიჩეჩა ბოლოს და გულისწყრომა შეემჩნა ჩატეხილ ტუჩის კუთხეებში, მაშო, თეოდორე, ვაჟა და კიდევ მათი ერთი მეგობარი იგულისხმა ქალმა და შინაგანადაც ძალიან სტკიოდა გული ასე უცებ რომ შეიცვალა ყველაფერი
- სულ ცოტახანი ბებო და მერე ისევ ირბენენ, მომრავლებულები იქნებიან კიდეც,
- ეჰ ნეტა ისე იქნებოდეს, რომ ამბობ,
ხელი ჩაიქნია და დოინჯები შემოირტყა ისე დააკვირდა სალომეს თბილი მზერით
- გავალ თუ რამეა აქ ვარ ბებიკო დამიძახე,
- კიბატონო დიდი მადლობა, მივაწყობ ნივთებს და გამოვალ,
გაუღიმა ქალს და ნაზიც რომ გავიდა წყნარად მოათვალიერა მყუდრო და ლამაზი ოთახი, ძლივს შეაგორა ჩანთა და ამოლაგება დაიწყო, თუმცა დასვენება გამოუცხადა კიდევ ხანგრძლივად დემეტრემ და სალომეს ტელეფონიც რომ ამღერდა ისევ ჩამოჯდა რბილ საწოლზე, ძმის ნომერს დახედა და ღიმილით უპასუხა
- ალო
- აუ რა ხშირად მკითხულობ შე გენაცვალეე, არ მაწუხებ წამში ექვსჯეეელლლ,
ბოლოს სიტყვები ჩხუბითვე გაწელა და სალომესაც გაეცინა, ესიამოვნა კიდეც ძმის ყურადღება
- ბიჭო მოვწესრიგდი დავათვალიერე გავიარ გამოვიარეეე რა გჭირს ჩანთაც კი არ ამომილაგებია,
- სად ხარ?
სწაფად დაუსვა კითხვა და თან ცალიხელით მუშაობა გააგრძელა
- მაშოს ბებიის სახლში,
- მაშოს?
შეცხადებით თქვა და არ მოწონებული იარაღი სახე დამანჭულმა მოისროლა
- ხოო დამირეკა, სასტუმროში უნდა ავსულიყავი მარა ბებიასთან მიდიო ჩემ ოთახში შედიოო და მართლა ძაან საყვარელი ბებო ყავს, საყვარელი ოთახი და ხედია და ძაან კომფორტულიც არი,
დააიმედა ძმა და მართლაც, რომ ღელვამ გადაუარა, მეტად დაიმედებული იყო, რადგან ყურადღება აუცილებლად მიექცეოდა,
- აუუ ვენაცვალე მაგ გოგოს, ძაან კაი, ბევრი არ იბოდიალო და არ შეაწუხო ბებო თორე დაგხვრიტავ,
- ოჰ, როგორ შემაშინე გამკეთებელი ხარ აი,
- შევცდი ასე არ უნდა გამეთამამებინე,
თავის გაქნევით თქვა და ახალ იარაღს დაავლო ხელი, თან მისი დაშლა დაიწყო
- მართალი ხარ, ხანდახან უნდა მოგეკლო რამე რომ მისი ფასი გამეგო,
- ნეტავ მეტი შემძლებოდა სალო,
თითქოს იმედგაცრუებული ხმა ამოაყოლა
- იმაზე მეტი შეძელი ვიდრე შეგეძლო! ჯერ ისევ მახსოვს, დახეული შარვლით, გამურული კოჭებით ბიჭი და მახსოვს მშობლების დაკარგვის შემდეგ ბიჭი, რომელსაც დიდი ბლოკები ედო წელზე, რომ რამე ეშოვა, ჯერ ისევ მახსოვს გამურული ბიჭი და რომ გიყურებ საოცრებას ვხედავ, არასდროს ვამბობდი, ყოველთვის განებივრებული გყავდი და მეტყობა კიდეც, ძამიკოს ფულებით მობლატავე გოგოს, სახლში კი ისეთებს ვაკეთებდი და ისე გექცეოდი, მე შენს ადგილას უბრალოდ რამეს დავახლიდი საკუთარ თავს, ერთხელაც კი არ მითქვამს, რომ მიყვარხარ და რეალურად შენ დემე, შენ ხარ ჩემი ანგელოზი და ახლა იმასაც ვხვდები რომ ძალიან რთულია უშენობა და მალე ჩამო გთხოვ,
გატრუნული და სახე გაბრწყინებული უსმენდა დემეტრე სალომეს, ყველაფერს ხელ გაშვებული უბრალოდ თვალ გაშტერებული უსმენდა დას და უხაროდა, რომ მისგან ამას ისმენდა და არა უკმაყოფილებას, თითოეულმა დის სიტყვამ გააბედნიერა და ბედნიერი ღიმილისგან აწვალებდა ქვედა ტუჩს,
- ჩემი პატარა ხარ, ჩამოვალ აბა რას ვიზამ თან მადაც მაქ ერთი პატარა საქმე რო იცოდე,
- ოუუუ ძამიკოოო რახდებაა
დემეტრეს შეცვლილ ხმაზე, მიხვდა კიდეც რას დაუკავშირა სიტყვები და უცებ დაიწვრილა ხმა,
- წესით უნდა გაიცნო,
- ვაიმე როგორ მაინტერესეეებსს,
- საინტერესო კი არა გადი გავაფუჭეე ბლიად, შენი ბრალია!
- ძმაო გოგოზე ფიქრი გაშტერებს?
ისევ დაიწვრილა ხმა და თან ეცინებოდა
- რა გოგო, შენ ლაპარაკში კისერ გადახრილი მიკავია ტელეფონი და გვერდულად ვეღარ ჩავსვი,
- ოოოო დებილო,
- წადი ჰვილო!
- ჰვილოო,
ჭყანვით გააჯავრა სალომემ და უხეშად გათიშა
- დებილია ეს ბავშვი,
სიცილით დახედა დემეტრემ ტელეფონს და მალევე მოისროლა......
.....
- ესეეეცც თქვენიი ლამაზობებიი,
ნენეს სავარძელი მიაგორა ყვავილების 'სათბურში' და ნენემაც პირზე ხელ აფარებულმა მოავლო თვალი თითოეულ ყვავილს
- არ მჯერაააა, რააა მოვლილები არიან ჩემი პაწუკებიი, ვაიმე როგორ ვნერვიულობდიი არადაა,
ღიმილით წარბებ შეხრილი აკვირდებოდა და ნაზად ეხებოდა თითოეულს, მაშოც ღიმილით დაცქეროდა ნენეს და მათ კი კარებიდან ღიმილით უყურებდა რატი,
- ეს თითქოს ჭკნებოდაა მარა ადგილი შევუცვალე უფრო მზეს შევუშვირეე დაა ბევრი წყალი რომ დავასხი მოტრიალდა ნელ-ნელა სულ აღარ დამჭკნარა, ცოტა შეიხმო,
ერთ-ერთი ყვავილი გადმოაწოდა, რომელსაც ჭკნობის არაფერი ეტყობოდა იასამნისფერი ფურცლებით გაყვავებულიყო და გარე ნაწილში თეთრი ზოლი დაყვებოდა,
- მეხუმრებიიი ეს ვერა და ვერ გავახარეე და ნახე რა საოცარი ყვავილი აააქქ,
ისევ პირზე აიფარა ხელი ისე დაყურებდა ყვავილს, ძალიან ნაზად ეხებოდა ყვავილის ფოთლებს, მაშომ ისევ გამოართვა და ახალი ქოთანი მიაწოდა,
- ვაიმე როგორი მადლობელი ვარ მაშოო, აი ძალიან მაგარი ხარ,
- რას ამბოობთ ამ სილამაზეებს როგორ დავაჭკნობდიი,
თავადაც გადახედა ყვავილებს კმაყოფილმა,
- აუ ეს პელარგონია ნახეე რაააა არ ბრდღვიალეებს,
ბედნიერმა გახედა წინ ყვავილს და მაშომაც მაღლა ჩამოკიდებულ ყვავილებს დაუწყო თვალიერება
- უი ის ნახეთ, ორქიდეა ფალენოპსისი მაღლა თეთრი ძააან ლამაზად გაყვავდა,
მაშოს მითითებაზე უცებ ახედა მაღლა
- უიიიიიი, რა საოცრებააა,
- მაშო ეს როდიდან?
რატის ხმაზე ორივემ მას გახედა და რატიც ერთ-ერთ საოცარი ფერების ყვავილს აკვირდებოდა ნაპირზე, რომელიც აშკარად არ ეცნო,
- უი ეეეგ, მე დავამატე აი მაშინ მარტო რომ გამომიშვი,
დამანჭულმა უთხრა ბოლო სიტყვები და ნენეც გაკვირვებული მიგორდა ყვავილისკენ ქოთანი აიღო და უკეთ დააკვირდა
- ცვილის სურო? ეს ნანახი რეალურად არ მქონდა, რა საოცარი ყვავილი აქ,
ღიმილით დააბრუნა ისევ ყვავილი და ჯერ რატის შემდეგ მაშოს გახედა
- სხვათაშორის არსებობს მოსაზრება, რომ ცვილის სურო გავლენას ახდენს ბინის მესაკუთრეთა ცხოვრების ინტიმურ სფეროზე და დაჟე გამოცადეს კიდეც ერთ გოგოზე მარა კი აღარ მახოვს რა მოხდა,
რატის ჩაეცინა ისე გახედა მაშოს და მაშომაც გაუნძრევლად მხოლოდ თვალებით გახედა,
- არ ვიცოდი,
გაეკრიჭა ნენეს და მისკენ წავიდა
- დედა კიდე რამე მსგავსი შესაძლებლობის ყვავილი ხო არ იცი,
კითხვა დასვა რატიმ და ნენემაც ღიმილით ახედა,
- რატო მეკითხები ნეტა,
ისე ვერ იპყრობ ცოლის გულს?
სიცილით გახედა მაშოს და მაშომაც თავი დაუქნია, თავად რატის კი უცებ დაუსერიოზულდა სახე
- ეგ რა შუაშია?
- მართალი ხარ თავშია შუაში არა,
თავის დაქნევით თქვა და თან გარეთ გაგორდა,
- მაშო ძაალიან გამაბედნიერე მემგონი შენ მმატებ სიცოცხლეს,
ოთახში გასვლის დროს დააყოლა და მაშოც რომ კარებში უნდა გასულიყო, კარებში მოაჯირს მხრით მიყუდებული რატისთვის, გვერდი რომ უნდა აეარა, უცებ ჩაავლო რატიმ მაშოს მკლავში ხელი და მაშომაც ჯერ მის ხელს და შემდეგ მას ახედა,
- მიყვარხარ,
დაბალხმაზე უთხრა რატიმ და მაშომაც ღიმილით ააცალა ხელი, გვერდი რომ ჩაუარა უფრო გაეპო ბაგეები და რომ იგრძნო რატის მზერა საჯდომზე გაწმენდის მიზნით მოისვა ხელები,
- შემდეგი რეისიც თქვენი არჩევნით
ხელი მოხვია დახრილმა ქალს და საფეთქელზე მიაკრო ტუჩები, რატიც ღიმილით უყურებდა ორ სუსტ წერტილს და მაშო კიდევ და კიდევ ბევრად უყვარდებოდა.....
......
- აბა რაში მოგეხმაროთ? დიდხანს კი ვალაგებდი კარგი დრო გასულა,
ღიმილით შევიდა სალომე სამზარეულოში და წაქცეულ სკამზე მჯდარ ქალს დახედა, რომელსაც დიდ გობზე მწვანე ტყემალი დაეყარა და არჩევდა,
- რაის მოხმარება გენაცვალე, გაიარე გამოიარე,
თქვა თან წამით შეისვენა გასწორდა და კალთაზე დააყრდნო მკლავები,
- აქ ჩვენ უბანში გასული იყავი?
კითხვაზე კრეჭვით გააქნია სალომემ თავი და მისკენ წავიდა,
- ხოდა ჩადი ნახე რალამაზი უბანი გვაქვს გაიარე გამოიარე თან კარგს გაიცნობ ვინმეს, გზაზე კარგი ნაყინები იყიდება, უკვე ქუჩაში კაფეებია ჩადი, ჩადი ნახე,
საქმიანად მჯდარმა გაარკვია და დახრილმა ისევ განაგრძო საქმე,
- რომ მოვდიოდი შევამჩნიე ნამდვილად ლამაზი უბანია, მაგრამ სხვა დროს გავალ, აი საღამოს
თქვა სკამი აიღო და წინ ჩამოუჯდა, წინ რომ დაიხარა მოსახმარებლად სწრაფად გაწია ნაზიმ
- კაი ხელებს ნუ გაისვრი ახლა, ვიზამ მე,
- არა რატო, თან გეტყვით რომ ჩვენ არასდროს არ გაგვიკეთებია ტყემალი, დედა აკეთებდა ხოლმე მაგრამ აღარ მახსოვს, იტალიაში არც გვქონია ხოლმე, სახლში თუ გამოვაცხობდი ხაჭაპურს ეგეც იშვიათად ისეთი ცუდი ყველია იტალიაში,
- უჰ, დიდი ხანია არ ყოფილხარ საქართველოში?
უცებ შეიცხადა ნაზიმ ისე ახედა სალომეს და უფლებაც მისცა დახმარებოდა
- ოთხი წლიდან იტალიაში ვარ ახლა 24 ის ვარ 20 წელია არ გამისინჯავს ქართული არაფერი, ჩემი ძმა ცდილობდა ხოლმე რამის გაკეთებას მაგრამ დიდი შვილი კულინარი არ მყავს ამიტომ ვერ ვსინჯავდი ვერაფერს,
- ანუ ძმა დიდი გყავს,
- კიი კაცოო, მისი წყალობით მაქვს ყველაფერი, საოცარ ძმობას მიწევდა სულ,
- გენაცვალეთ,
ჩაიღიმა ქალმა და უკვე ძალიან აინტერესებდა მისი ძმა, ცნობის მოყვერეობის გამო კიდევ ბევრი კითხვა დაუსვა სალომეს, ისიც ყველა კითხვაზე დაუზარებლად სცემდა პასუხს და მის ძმაზე ისტორიებს ყვებოდა, ამასობაში თან კარგად ხალისობდნენ, ტყემალი დიდი ქვაბით უნდა შემოედგათ გაზზე ვერცერთმა დაძრა რაზეც ორივეს ეცინებოდა
- მოდი ორივემ კიდევ ერთხელ
თავი აიქნია ნაზიმ და ღიმილით წაავლო დიდი ქვაბის ყურს თავი
- კიბატონო,
ასევე ღიმილით ჩაეჭიდა მეორე მხარეს სალომე ერთმანეთს რომ ანიშნეს კარგად მოვკიდე ხელიო ნაზიმაც თვლა დაიწყო
- ერთიი....ორიი დაააა....ოოოოპპპპააააა
აწევისგან გამოწვეული ხმა ამოაყოლა ძლივს მოაშორეს ქვაბი იატაკს და ისევ უძალოდ დაახეთქეს ძირს,
- რააა ჩავყარეთ ამისთანა
თვალიერებით აუყვა ქალი ქვაბს და დოინჯებ შემორტყმულმა გახედა სალომეს, რომელიც მხრების აჩეჩვით აჩვენებდა არ ვიციო, ცოტახანში ორივე კარებთან იდგა და აკვირდებოდა ჩამვლელებს მხოლოდ ერთი მიზნის გამო, ნაზიმაც რომ ნაცნობი მეზობლის ბიჭი შეამჩნია უცებ მიუხმო და ბიჭმაც სიარულისთანავე შეისწორა თმა
- გუგა შვილო, ქვაბი შემოგვადგმევინე გაზზე ვერაფრით ვერ ავწიეთ
სიცილით უთხრა მორცხვად და სალომეც ვერ იკავებდა ღიმილს, ისე ჯადოსნური გახდა ქვაბი, მართალია ქვაბი ისედაც დიდი იყო მაგრამ ორი ადამიანი ნახევრამდე მაინც აწევდა გაზამდე, ხოლო სალომე და ნაზი ძლივს ძრავდნენ ისე რომ იატაკისთვის მოეშორებინათ,
- რა პრობლემაა,
მხრები აათამაშა გუგამ და ნაზის შეყვა ქვაბის დანახვისას მოავლო ორივეს თვალი და ქვაბს დაწვდა, რომ ვერ დაძრა მასაც გაეცინა ისე გასწორდა და ერთხელ კიდევ უფრო ძალებ მოკრებილმა სცადა, თუმცა ამაოდ
- რა გიდევთ ამნაირი ევაკუატორი ხო არ გამოვიძახოთ?
- შენ არ დაწუხდი,
გაიცინა ნაზიმ და გუგამაც უხერხულად მოიქექა თავი ისე გახედა სალომეს,
- კაი დამიცადეთ და ლევანის დავუძახებ იქნებ რამე ვუქნათ მარა თქვენ ეს გაზი გაამყარეთ არ გაანახევროს ქვაბმა,
თითის ჩვენებითვე გავიდა და ნაზიმაც ღიმილით ჩაუქნია ხელი,
- ეე რაღაცაშია საქმე,
ფხუკუნით მოკიდა ცალი ხელი სალომეს ცალი კი პირზე აიფარა ქალმა, სალომესაც უფრო გაეცინა ქალის საყვარელ ქცევაზე და მანამ გუგა მოვიდოდა შეუმჩნევლად შეისწორა თმა,
დიდხანს არ დაუგვიანიათ ბიჭებს მალევე ორივე სამზარეულოში გაჩნდა ლევანის ხელში დომკრატი ეკავა (ამწე) და დანახვისთანავე ახარხარდა ნაზი
- ვაიი შენი ცანცარი რა ვთქვიი,
ახარხარდა ისევ და ლევანისაც გოგო რომ დახვდა სახლში სირცხვილი შეეტყო ისე დადო ძირს მანქანის ამწევი და წინ წავიდა
- გამარჯობა
დაბალხმაზე უთხრა სალომეს და გვერდი ჩაუარა,
- მოდი ბიჯო და საქმე მაქ უნდა გავიდე,
სწრაფად უხმო გუგას და გუგამაც სწრაფად მოკიდა ხელი სახელურს,
ათვლის გარეშე, სწრაფად აწიეს და უცებ შემოდგეს გაზზე,
- ოო დაილოცოს თქვენი ჯანი კარგი ბიჭები ხართ,
მხარზე დაარტყა გუგას ხელი და ბიჭებიც კრეჭვით გავიდნენ,
- შემოგვიარეთ ხოლმე,
კარებთან მიცილებულმა გაძახა და ბიჭებმაც ხელი აუწიეს, ერთხელ მოავლო სალომემ გუგას თვალი და გუგამაც რომ მისი მზერა დაიჭირა მორცხვად გაეხსნა ბაგეები, კარები დაკეტა ნაზიმ და თვალი ჩაუკრა სალომეს,
- ბიჭო,
- ხო
- სულ ანგელოზივით გოგოები რატო ყავს ამას სახლში?
ლევანიმ გადაუჩურჩულა და
გუგაც აფხუკუნდა
- რავიცი ყოველ შემთხვევაში მაგრად დავუახლოვდეთ ნაზის, საცოლე უეჭველი მაგ სახლიდან გვეყოლება
სიცილი ვეღარ შეიკავა თავ ჩახრილმა მოლაპარაკემ და ლევანიმაც მხარი მიარტყა სიცილით
- წატი შენი!........
.......
- კარგი დღე იყო,
ბედნიერმა ამოილაპარაკა მაშომ და თან ცას ღიმილით შეჰყურებდა
- დილა განსაკუთრებით
დააყოლა რატიმ და აჯიმანიების კეთება ღიმილით განაგრძო
- ხო არ გაგვემეორებინა?
ისევ ღიმილით დააყოლა და მაშომაც თვალები აატრიალა
- რა სითავხედეა, ჯობია ჩუმად იყო და შენი საქმე განაგრძო,
ამოიბუზღუნა მის ზურგზე დაწოლილმა და რატის ჩასვლა ამოსვლებზე მის სხეულზე დაკატაობდა
- მერამდენე იყო?
ინტერესით იკითხა და რატიმაც თავი გააქნია
- შენ ითვლიდი მაშო
- ხო ვიცი მარა უცებ ფიქრებში წავედი
ისევ არხეინად საუბრობდა ცას მაყურებელი და რატიმაც უცებ გადმოაგდო ბალახზე დავარდნილს ზევიდან მოექცა და მაშოსაც შეეცვალა ის არხეინი ხმა რომლითაც წეღან საუბრობდა
- რაზე ფიქრობდი ლამაზო?
კითხვასთან ერთად ჩახედა თვალებში და მაშოც უცებ დაიბნა,
- ეე რა შენი საქმეა? რატომ შეწყვიტე ვარჯიში?
უცებ აბუზღუნდა და რატიმაც მის ზევიდან განაგრძო აჯიმანიების კეთება
ყოველ ჩასვლაზე მაშოს კისერს მოინახულებდა ხოლმე და აწევაზე მაშოს ლამაზ ბაგეებს მოავლებდა თვალებს
- რა კარგად ვიწექი მაღლა არადა,
- მე ასე უფრო მომწონს,
აწევისდროს თქვა და ჩასვლაზე მოწყვეტით დაწვდა ბაგეებს
- შე გაფუჭებულო გამიშვი,
უცებ აწრიალდა და გვერდზე სახლს გახედა სადაც მეზობელმა ღიმილით გახედა წყვილს და ისე შევიდა სახლში
- იმედია შენი ერთ-ერთი კახპა არ ვგონივარ,
მაშომაც ინტერესით გააყოლა თვალი მეზობელს და შემდეგ შეხედა რატის ულამაზეს თვალებს,
- არა ნაშები სახლში არ მომყავდა ძესკ ადგილებში ვ.....
სიტყვა არ აცადა ისე ააფარა ტუჩებზე ხელი
- შე საწყალოოოო!
თვალები დაუწვრილა და რატისაც სიცილი წასკდა მაშომ ხელი რომ არ მოაშორა ხმაურიანად აკოცა მაშოს ხელის გულს რატიმ და მაშინ მოაშორა სწრაფად თან მის მაიკაზევე გაიწმინდა ხელი,
- ტუჩებს რატო არ იწმენდ,
- აწი მოვიწმენდ,
ენა გამოუყო და რატიც ისევ წვდა მის ბაგეებს,
მანამ მაშო მოიწმენდდა ტუჩებს რატიმ მოიწმინდა და მაშომაც გაკვირვებულმა შეხედა, ფიქრები რატო მოიწმინდა რატიმ ტუჩები უცებ ჩაერთო
- ეე გაეთრიე
უცებ მიაჭირა ხელი გვერდზე გადააგდო სწრაფად წამოდგა და სირბილით შევარდა სახლში, არ გაჩერებულა სწრაფადვე წამოხტა რატი სახლში შევარდა და მაშოს წინ ჩამოუდგა,
- საით?
თავდახრილმა შეხედა თვალებში და მისკენ წაიწია
- ოო გამატარე,
ხელით უნდა გადაეწია ვერ დაძრა ადგილიდან ამიტომ თავად უნდა ჩაევლო გვერდი, მაჯით დაიჭირა ადგილზე გაშეშებულმა რატიმ და მაშო ადგილზე რომ დაბრუნდა შემდეგ დახედა,
- ტუჩები უნდა მოგეწმინდა,
- ხოდა გაიწიე უნდა ვიბანავო,
- არ დამპატიჟებ?
მისკენ რომ ისევ შეამცირა ადგილი მაშოც უკან უკან წავიდა
- გაეთრიეეე,
- წამო,
- აუ რატიიი,
შეიშმუშნა უკვე კედელს აკრობილი და მას რომ რატი აეკრო დაბღვერილმა ახედა
- "აუუ"
გააჯავრა რატიმ და ცხვირის წვერზე აკოცა,
- შემეშვი,
-ვახ! როგორ არ შემიძლიააა
ხელები კისერში ნაზად შეუცურა და მისკენ დახრილი ტუჩებს მოწყურებული დასცქეროდა, ცალი ხელი ნაზად ჩააცურა მაშოს სხეულზე და კაბის ქვეშ ნაზად აატარა თითები, ისე ძლიერად უცემდა მაშოს გული მკერდით, რომ აკრობოდა მისი გულის ძლიერ ცემას იგრძნობდა რატი, ბარძაყში ძლიერად ჩაავლო ხელი და მაშოც უცებ შეკრთა, რატიმ ტუჩის კუთხე ჩატეხა მაშოს საქციელზე, სულ ორი სანტიმეტრი თუ აშორებდა მათ ტუჩებს ერთმანეთისგან, ხელი კიდევ უფრო მაღლა აასრიალა, ქალის მკერდს მიწვდა და ნაზად დაიწყო შეხებები, მაშოსაც ღრმად სუნთქვის გამო მკერდი ძლიერად ადი ჩაუდიოდა, ასევე ღიმილით დახედა მის მკერდს რატიმ და მაშომაც კედელს, რომ მიაჭირა თავი გამოჩენილ კისერზე ენა მოისვა ტუჩებზე რატიმ, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ნელა შეახო კისერს ტუჩები, მაშოსაც მაშინ ამოხდა დაუკავებელი ხმა და რატის მოთმინებაც უცებ გაქრა, ვამპირივით დააკვდა ქალის კისერს, ამავდროულად ცალ ხელს დაატარებდა მაშოს სხეულზე, ბაგეებზე ინაცვლა და ხელი ისევ ქალის ფეხს ჩაავლო, მაშოს მის ტუჩებთანვე გაეცინა და ოდნავ მოშორდა
- რატი ნუ ღორობ,
გაეღიმა ისევ და მის ხელს ხელი წაავლო,
- შანსი არ არი,
ამოიგმინა და ისევ წაიწია ტუჩებისკენ კარზე ზარის ხმამ რატის სმენამდე გამაყუებლად მიაღწია და მაშოც ღიმილით დაიწია უკან,
- აშკარად ღორობდი,
გაშტერებულ რატის უთხრა ღიმილით, მოშორებული ხელახლა აიწია ფეხისწვერებზე ყელში მოწყვეტით აკოცა და ხტუნაობით გავარდა ოთახისკენ, რატიმ სახე დამანჭა ისე მოისვა ენა ქვედა ტუჩზე და კედელს შუბლით წუწუნით მიეყრდნო
- დედაშევე*იი
ამოიტირა და გვერდით კარებისკენ გასაღებად ინაცვლა,
კარები უხეშად გამოაღო და დემეტრე რო შეხვდა თვალები აატრიალა
- აუუ
ამოიწუწუნა და კარებს ხელი ძლიერად კრა გაღების დროს
- რა გაკვნესებს ?
წარბებ შეხრილმა დაუსვა კითხვა ისე შევიდა სახლში
- ყ*ე ხარ! ეს დედამო*ყნული დამირეკე რო მოდიხარ!
- ახსარებაც ხო არ ჩაგაბარო?
ცინიკურად გახედა რატის ხელში პარკით და მაშოს ხმამაღლა დაუძახა,
- დარიო რო ყოფილიყავი იმის დედაშევე*ი თუ ხელი არ მომეძრო
ისევ ბუზღუნებდა, კარები ისე მიკეტა ლამის ჩამოიღო,
- ძაან სერიოზულ მომენტში მოვსულვარ,
სიცილით თქვა მიხვედრილმა და შესამოწმებლად დახედა გამოწეულ შარვალზე,
- ვაიმეეე ჩემი ბიჭიიი,
დაწვრილებული ხმით შეიცხადა სიცილით და მაშოც რომ კიბეებზე ჩამოვიდა დემეტრემ სავსე პარკი ძირს დადო და ხელები გაშალა
- მოდი ჩემთან სიხარულოო,
ხმამაღლა დაუძახა სიცილით გახედა რატის, დაიხარა რომ მაშო ჩახუტებოდა და რატიმაც წიხლი წელში ჩააჭირა
- გაა*ვი!
დააყოლა და წაქცეული დემეტრეც სწრაფად გასწორდა ისე მოეხვია მაშოც, მანაც ჰაერში აწია ისე დაატრიალა ქალის სხეული,
- შენზეე შეყვარებული ვარ იმენა, შენ რო არაა დღეს თუ არა ხვალ ჩავიდოდი უეჭველი,
- მეტი თავისუფლებააა სიყვარულოო,
გაუცინა დემეტრეს და ლოყები გაუწელა,
მაშოს ღიმილზე გაეცინა დემეტრესაც ისე დაყურებდა თვალებში და რატის ხმაზე გახედა მას,
- ძაან მოლაპარაკე თვალები გაქ შენ,
თითი დაუქნია ისევ მაშომ და გაუღიმა,
- ლაპარაკი მეზარება ხოლმე და ბარემ
გაიცინა დემეტრემ და პარკს დაწვდა
- მშია!
- რამე ტკბილი თუა მეც მშია
გაიცინა მაშომ და დემეტრეს ახედა
- ჩიფსი და ეგეთები გშია?
- უხხ,
მუცელზე მოისვა ხელი მაშომ და წინ წასულ დემეტრეს გაყვა უცებ ჩაავლო რატიმ მუცელზე ხელები და სხეულზე აიკრო
- მოდი აქ გოგო,
დააყოლა თუ არა მაშომაც თავი მიადო მის ლავიწს, ყურთან გრძნობდა რატის შეხებას ამავდროულად სუნთქვას და სხეულ დახორკლილმა ახედა
- რა გინდა?
- ჯერ არ დაგვისრულებია,
თვალები დაუწვრილა ისე დახედა და მაშომაც ენა გამოუყო,
- როდის უნდა შემეშვა?
- რო ჩამაძაღლონ, ჯოჯოხეთიდანაც შენ წვალებას დავიწყებ,
- მაგასაც ვნახავთ ვინ ვის აწვალებს,
კოცნა გაუგზავნა და დემეტრეს დაეწია.....
.....
- აუუ გავსინჯაავვვ,
ამოიწუწუნა სალომემ და ნაზიმაც სიცილი დაიწყო,
- დაიცა ბე ჯერ გემო არ ექნება ბარემ ბოლომდე ჩავხეხოთ და ეგ არი, ყველაფერი მზად გვაქ ჩავყაროთ და სუპერ,
თქვა და რკინის 'საცერზე' მორჩენილი კურკები ნაგავში ჩაყარა
- აბა შემდეგი,
თქვა და სკამზე მდგარმა სალომემაც უცებ ამოუსვა ქვაბს ჯამი თუმცა ისეთი ძლიერი დარტყმის ხმა გაისმა და ამავდროულად იგრძნო სწრაფად ჩახედა ქვაბს, კიდევ ერთხელ მოუსვა ჯამი და თვალებ გაფართოებულმა და პირ დაღებულმა მიიხმო ნაზი
- ნახე ბებია უზარმაზარი ქვა დევს შიგნით,
სიცილით ჩამოხტა სკამიდან და ნაზის მიეხმარა რომ ენახა,
- უიმეეეეე ჯონჯოლის ქვააა,
სიცილი აუტყდა ნაზის ისე ნელა ჩამოვიდა სკამიდან,
- ჯონჯოლი მქონდაა... გაკეთებული ხოდა.... ქვას ადებენ ხოლმე რომ დაიწიოოსსს... გავრეცხე წყალი ჩავასხი და დავტოვე შიგნით
სულს ძლივს ითქვამდა და გუგას წვალება რომ ახსენდებოდა სულ უფრო ეცინებოდა,
- დავტანჯეთ ბიჭებიიი
ხმამაღლა გაიცინა სალომემაც და ბიჭების ხმაზე ფანჯრიდან გადაყო თავი,
სამი ბიჭიდან მხოლოდ გუგა ეცნო და ბარემ ახარხარებულმა რომ დაუძახა სწრაფად მოტრიალდა გუგა, და მასთან ერთად ბიჭებიც, გოგო რომ ნაზად და საყვარლად იცინოდა აციმციმებულმა ახედა გუგამ და სალომემაც სწრაფად მიაძახა
- ვაქებ შენს ძალას ყმაწვილო,
ისევ გადაიკისკისა ისე შეყო თავი და გუგამაც სწრაფად მიიქცია ძმაკაცების ყურადღება
- საღოლ ,
მხარი მიკრა ერთმა და გუგამაც ღიმილით აიჩეჩა მხრები, ისე განაგრძნო სვლა და გზად ორჯელ გაიხედა ისევ უკან....
- უხხხ რამდენი ვიცინეეთ,
დიდი ხის ჯოხი მოურია უკვე ჩამოდგმულ ქვაბს რომელშიც უკვე მზად მყოფი ტყემალი ესხა,
- ცოტა დაამატე კიდევ ქინძი,
მითითებაზე სხარტად ჩააყარა სალომემ ქვაბში გატარებული ქინძი და ნაზიმაც ისევ განაგრძო რევა, მზად მყოფი ჯერ სალომეს ჩამოუსხა ჭიქაში და მანაც იმდენი სვა მაგაზეც ეცინებოდათ,
- ესეც ახალი ტყემალიი დავტოვოთთ ამას ასპირინი და ხელახლაა დადუღებააც უნდა გენაცვალეე,
კმაყოფილმა გადაიტანა კონტეინერში ტყემალი, სალომემაც ხელახლა ჩამოისხმა ჭიქაში თან გაკრეჭილი უყურებდა ნაზის, ნაზიც სიცილს ვერ იკავებდა, საბოლოოდ კიდევ ერთხელ შემოდგეს ამჯერად მარტივად გაზზე დაა დაელოდნენ დადუღებას, ამ ერთი რამის კეთებას მთელი დღე მოუნდნენ და ამავდროულად ისე გაერთნენ და დაახლოვდნენ რომ თავისუფლადაც კი იყო სალომე, დადუღებული ბოთლებში გადაიტანეს და უკვე შესანახად გამზადებულები გაფუთნეს, ნაზიმ დალაგება დაიწყო სალომეც მიეხმარა და ბოლოს ისევ თავისი ტყემლით სავსე ჭიქით გაყვა ზალაში,
- უჰჰ კაი საქმე ვქენიით, მარა გამიმწვანდები შენ,
ახარხარდა და სალომეც გაეკრიჭა,
- ძაან მომწონს,
- ხვალ აღარაფერი გაქვთ გეგმაში?
- ხვაალ რამე გემრიელობები გავაკეთოთ და ის მივირთვათ
- დიდი სიამოვნებით
გაიკრიჭა და ჭიქა გამოცალა, უცებ გაიქცა სამზარეულოში გამორეცხა ადგილზე დააბრუნა,
- აგრილდა გარეთ რომ გავიდე ხომ შეიძლება
- როგორ შეიძლება! საერთოდ მაგ კითხვას რომ მისვამ არ გრცხვენია?
კოპები შეკრა უცებ ქალმა და სალომესაც უცებ გაუკვირდა
- გადი ბებო როცა გინდა რა დროსაც გინდა მარა ფრთხილად იყავი,
- კაი გავემზადები მაშ და გავალ,
გაუღიმა და ოთახში მხიარულად შევიდა, საშუალოდ მოკლე კაბა ჩაიცვა ბრეტელებიანი თეთრი მაიკა და ტელეფონი მოიმარჯვა პატარა ჩანთა მოიკიდა სადაც საფულე ედო და ტელეფონსაც მოათავსებდა ნაზის რომ უთხრა სახლი დატოვა და აუჩქარებლად ჩაყვა უბანს, მობირჟავე ბიჭებში ორი ნაცნობი ამოიცნო და ღიმილით ჩაუარა ბიჭებს,
- საით?
სწრაფად ჩამოუდგა ლევანი წინ და უკან უკან სვლა დაიწყო,
- გასასეირნებლად გამოვედი,
პასუხი რეალური გასცა და ცალ მხარეს თმა ყურსუკან გადაიწია,
- შენნაირი ლამაზი გოგო მარტო არ უნდა დადიოდეს,
- თვლი რომ საშიშია?
კითხვა ღიმილით დაუსვა და ბიჭმაც ხელები გაშალა ნიშნად მიმოიხედეო ამ ნიშანში ბიჭები უთუოდ მოიაზრებოდნენ,
- გასაგებია ანუ სახიფათოები ხართ, არაუშავს თუ რამე შემიძლია თავის დაცვა,
მხრების აჩეჩვით თქვა და ჩანთანს ხელი მოკიდა ნიშნით რომ რაღაც ჰქონდა რეალურად კი საერთოდ არაფერი არ გააჩნდა თანხის და ტელეფონის გარდა,
ტელეფონი რომ აწკრიალდა სწრაფად ამოაცურა ჩანთიდან და სწრაფადვე უპასუხა
- ხო დემე?, აქვე ვარ მეც,
პასუხი გასცა და ლევანიმაც სწრაფადვე უთხრა
- მიდი აღარ მოგაცდენ გნახავ მერე,
სალომემაც გაუღიმა და ლაპარაკი განაგრძო,
- ხო მშვიდობა? საშიშროებას ხომ არ გრძობ
სერიოზულად კითხა ტელეფონში მაშომ და უკვე მზად იყო ხალხის აწიოკებისთვის,
- არა რიგზეა ყველაფერი,
- სად ხარ?
ინტერესით დასვა კითხვა და დემეტრეს მოტანილი ჩიფსის ფირფიტა შეჭამა,
- ახლა გამოვედი გარეთ
- ანუ ნაცნობი იყო ხო?
- რავი წესით კი ლევანი ქვია
- ბოლქვაძე? აუ როგორ არ მევასება, ბაბნიკი ტიპია მაგარი ნახევარი ცხოვრება მეჩალიჩა ბოლოს შეყვარებულით რო გავიჩითე აღარ გამოჩენილა
აფხუკუნდა და თან რატის დახედა რომელსაც მის კალთაში ჩაედო თავი და მაშოს მიწოდებულ ჩიფსის ფირფიტას ჭამდა თან გოგონებს უსმენდა,
- ანუ საშიშია?
- საშიში არ ვიცი ჩემთან საშიში არ ყოფილა მარა ფრთხილად
- ის მეორე როა? გუგა?
- ეეეგ ვაიმეე მორცხვი როჟაა, მარა ტიპი ძაან მაგარი "ჩათლახია"
სიტყვაზე რატიმ დაუქაჩა თვალები ისიც გაეკრიჭა და პირზე ხელი ააფარა ისე თითქოს რამე უნდა ეთქვა,
- ტიპს ლოყაზე რო აკოცო გაგიბაზრებს მაგარი გემრიელი ტუჩები აქო ყველას ეცოდინება მარა ის არა ლოყაზე რო აკოცე, ზოგი რას ფიქრობს ზოგი რას, მაგატო დებილია
- შენ ნაკოცნი გაქ,
ჩურჩულით უთხრა რატიმ და მაშომაც ჭყანვით დახედა,
- ლოყაზე არა,
ცინიკურად უთხრა და რატიმაც გადატრიალებული თავით სწრაფად უკბინა ბარძაყზე,
- ცხოველო,
ჩურჩულით უთხრა და სალომესაც თვალები გაუფართოვდა
- რაიო?
- შენთვის არ მითქვამს
გაეცინა მაშოს და ჭამა განაგრძო,
- სად მიდიხარ?
- დაბლა ჩავალ რავი, გავისეირნებ გამოვისეირნებ,
მაშოსაც მეტი რა უნდოდა მათი საყვარელი, კაფე მიასწავლა, და ზეპირად აუხსნა ყველა ადგილი სად თუ რა იყო,
- არქი აწერია ერთს ცისფრად შორს არი მარა ისეც დაინახავ
- ხო უკვე ჩანს,
- აი მანდ ჩასახვევიაა მერე მყუდრო ადგილი იწყება და მანდ არი ბარიი მარა მანდ ისეთებიი მიდიის შენაირ გოგოს მანდ არ ეკადრება, ბიჭები მიდიან ხოლმე დასალევად მარა მერე უეჭველი ვიღაც კახპა უნდა გაიჩითოსსს და რეები აღარ ხდება მაგიტო მანდვეე მესამე სართულზრ პატარა ოთახებია მარტო საძინებლით თან შიგნით რო შეხვალ ხმა არ ისმისს არაფრისს და დახმარება რო გინდოდეს ან რამე ვერ გააგებინებ ვერავის
- რა გამოცდილივით საუბრობ გოგო
სიცილი ვერ შეიკავა სალომემ და რატიმაც ანიშნა ეგ კითხვა უნდა დამესვა ახლაო,
- ეეე მე ისე მაფრთხილებდნენ ყველაფერი ვიცი,
- ძმა არი რა
ამოილაპარაკა რატიმ თავისთვის და მაშოს მუცლისკენ გადატრიალდა, მის წელს დაუწყო თამაში და მაშოც ლაპარაკში გართულს სიამოვნებდა რატის შეხებები,
- ააა ხედავ შენნ,
ამოილაპარაკა ღიმილით და მაშოს აღწერილი კაფის დანახვისას იცნო ის ადგილი,
- ვნახე, აგერ,
ბარემ გააგებინა და მაშომაც გაიცინა
- ხოდა მიდი ჩაუჯექი კაი რამეებია მანდ დააგემოვნე
- არაა ნაყინი უნდა შევჭამო მარტო, ხვალ მე და ბებიამ უნდა გავაკეთოთ ქართული რამე რუმეები დაა უნდა გავსკდეე დღესს ტყემალი გავაკეთეთ აუ რამდენი ვიცინეთ ქვაბი ვერ დავძარით გამოვიძახეთ ბიჭები წეღან რო გითხარი მაგედან ვიცი ჯერ ის გუგაა მოვიდა, აწია მარა ვერ შემოდგა რაა და მერე მაგ ძმაკაცს დაუძახა მერე შემოდგეს ხოდა ბოლოს აღმოვაჩინეთ რო ჯონჯოლის ქვა ედო შიდდ,
მოყოლის დროს ისევ ეცინებოდა სალომეს და თან გზაზე ყურადღებით დაიწყო გადასვლა მწვანედ ანთების შემდეგ,
- აუ გენაცვალეთ რაკარგად შეეწყვეთ თქვენნ
- აიიი მართლაა რამაგარი იყოო ძაან გავერთე,
- ძაან კარგიი ხვალაც გაერთობი და ზეგაც მიდი შედი აღარ მოგაცდენ და ბებია მომიკითხე მერე
გაიცინა მაშომ და თან უხაროდა მარტივად რომ შეეჩვია სალომე,
- კაი მოგწერ მერე,
- კაიიი
სიტყვა გაწელა და თავადვე გათიშა
- აი მესმის შეწყობა,
გაიცინა და ტელეფონი წვენის ბოთლს მიაყრდნო კამერა ჩართო და წინ გადაიწია, ეზოში მაგიდასთან მჯდომ სკამეიკაზე ჯდა მაშო რატიც სკამეიკაზე გადაწოლილიყო და მაშოს კალთაში ჩაედო თავი,
- მაცადე ბიჭო ფოტო უნდა გადავიღო,
- და ვიდეო ჩართე?
ქვევიდან ღიმილით ამოხედა რატიმ ვიდეოს დაწყების ხმის გაგების შემდეგ და მაშომაც ბუზღუნით დახედა,
- შენ ჩამართვევინე, არ ისვენებ
- ამან რომ მე არ გადმომაბროს არ შეიძლება,
სწრაფად წამოიწია და მაშოს გვერდით დაჯდა, ვიდეოში გამოჩენილი საკუთარი თავი შეათვალიერა და კმაყოდილი მიეყრდნო საყრდენს
- აუ რა გყავარრ,
ხელი გადახვია მაშოს და თან ღიმილით დახედა,
- ნუ იტყვი ჩემო ქმარო ღამეშიც კი ანათებ
ცინიკური ღიმილით ახედა და რატიც მის სახეს დაყურებდა თან მზერა ტუჩებზე გადაჰქონდა,
- მაშა ბეიბ, მოგხვდება,
წელზე ხელი მოუჭირა და მაშოც მის ჯინაზე არ აშორებდა თვალს,
- კაი ვსო გვიღებენ და ხო იცი რომ კარგად უნდა მოვიქცეთ,
გასწორდა მაშო თუ არა უცებ შეიცხადა რატიმ
- ჰიიი ხო მაშო, გვიღებენ,
სწრაფად ჩაავლო ნიკაპში ხელი თავი მაღლა ააწევინა და უცებ წვდა ბაგეებზე მეორე ხელით კისერი გაუკავა და მაშოც ღიმილით ურტყავდა ხელს ხელზე,
- აუუუ....რაატი,
ბუზღუნით ძლივს მოიშორა და რატიმაც კრეჭვით და კმაყოფილმა გახედა კამერას,
- სხვა დროს იყოს ნამდვილი კოცნა ამას რომ დავიყოლიებ,
- ვიდეოში კიი აუცილებლად
წაეცინიზმა ისევ და კამერას გადაწვდა უცებ დაიჭირა მისი ხელი რატიმ და მაშოც რომ მიხვდა კიდევ რას აპირებდა სრაფად წამოხტა
- სად გარბიხარ?
გაეღიმა და ისიც წამოდგა სკამეიკას მოუარა და მაშოც რომ გაიქცა სულ წამში ააფრიალა ჰაერში მაშომაც სიცილითვე შეკივლა და რატის მკლავებში მოთავსებულმა მოხვია კისერზე ხელები,
- დამსვი,
- თუ აპირებ ჩემი სურვილი დააკმაყოფილო კიბატონო,
- არა დამსვიი,
- გირჩევნია პირდაპირი რეისით საწოლში ლამაზო?
- ბევრი მოგდის დღეეს,
- ნარკოტიკი ან სიგარეტი გაგისინჯავს? ერთს რომ მიიღებ მერე მეტი გინდა,
- მერე მე ნარკოტიკი არ ვარ,
- უარესი ხარ მაშო!, თავს დავდებ გრძნობისთვის შევეხო სხეულს რომლის სულიც მიყვარს,
სერიოზული ხმა ცერ შეცვალა ისე დასვა მაშო მაგრამ თან ხელი არ გაუშვია, თვალებში ჩახედა თან მისისმ სახე ხელებში მოიქცია, ნაზად უსვამდა თითს ლოყებზე და ამავდროულად ისევ ჯიუტად ელოდებოდა მაშოს ქცევას,
- გამიშვი,
- არა მანამ ჩემი სურვილი არ დაკმაყოფილდება,
- გეყოფაა!
- გელოდები! ვერ იტყვი რომ უკვე გაწაფული არ ხარ,
ცინიკურად გადახარა თავი და მაშომაც კამერას გახედა,
- არ ჩანხარ თუ მაგაზე ღელავ,
ისე უთხრა არც კი გაუხედავს კამერისკენ, მაშოც სიჯიუტის გამო კოპებ შეკრული უყურებდა რატის და რატიც თვალებ დაუხამხაბებლად დაჟინებით უყურებდა, მაშოს მზერაზე ხელები უშვა და კიდევ დაიწია მაშოსკენ რომ თავადაც არ გამოჩენილიყო ტელეფონში მაშო უკან არ დაწეულა, თავი გვერდზე გადახარა და ჯერ მხრებზე შემოაწყო ხელები მერე სიტყვებთან ერთად მოიქცია მისი სახე თითებში, ხან ერთ თვალში ჩახედავდა ხან მეორეში,
- მიყვს შენი ჯინიანობაც კი, ალბათ არც კი შემიყვარდებოდი შენ რომ ჩემ სიტყვებზე მობზრიალე ყოფილიყავი ოდესმე,
რატიმ ტუჩის კუთხე ჩატეხა და დაბალ საფეხურიან კიბეზე შემოსვა მართალია ვერ გაუთანაბრდა თუმცა რატის ბაგეებს მარტივად მიწვდებოდა,
- ისევ გელოდები,
მაშოს ტუჩებს დახედა თან ენა მოისვა ტუჩებზე და მაშოც მისკენ ღიმილით წაიწია ნელა შეეხო რატის ცხელ ტუჩებს და გულიც ისე უცემდა თითქოს პირველად შეეხოო მის ტუჩებს, სირცხვილისგან აწითლდა კიდეც თუმცა არ შეუმჩნევია თვალებ მინაბული უფრო მგრძნობიარედ შეეხო ტუჩებზე და მალევე გაჩერდა არ მოშორებია ტუჩები სულ ოდნავ მოაშორა თვალების გახელაც ვერ შეძლო ღრმად დაიწყო სუნთქვა უბრალოდ ეს გამოწვეული ღელვისგან და იმ ათასი გრძნობისგან იყო რომელსაც ჯერ ისევ ვერ შეჩვეოდა,
- ცოტა წახალისება გჭირდება?
დაბალხმაზე ამოილაპარაკა მის ტუჩებთანვე და სწრაფად წვდა
უარესად აუჭრელდა მაშოს მუცელი და გასველებულ ტუჩებზე ენა მოისვა,
- ჰო?
კიდევ ერთხელ დააყოლა და მაშო წელზე მოკიდებული ხელებით რომ სხეულზეც აიკრო გახშირებულად მიწვდა მის ტუჩებს, სუნთქვის ამოწურვამდე ეცადა დაკმაყოფილებას ტკბილი ტუჩებით და ერთდროულად ღრმად სუნთქვით მოწყდნენ ერთმანეთს ტუჩები გაილოკა რატიმ და ღიმილით ჩამოსვა მაშო დაბლა, უხმოდ ახედა მაშომ უცოდველი მზერით და რატიმაც ღიმილით მიაკრო ტუჩები შუბლზე, წყნარად მიეხუტა მაშო და წელზეც საყვარლად მოხვია ხელები,
- გეძინება ჩემო პატარა?
თბილად მოხვია მანაც ხელები და მაშოს რომ პასუხად "მჰმ" ამოაყოლა მანაც უცებ აიყვანა ხელში მაგიდისკენ წავიდა მაშომაც უცებ გადაყო ხელი და მაგიდაზე დადებული ნივთები ტელეფონის ჩათვლით ხელში მოითავსა და რატიც მისიანად შევიდა სახლში კარები ისევ მაშომ გადაკეტა სამზარეულოში შევიდა და მაშინ მიარტყა ხელი სიცილით რატის დამსვიო,
- ოო აჰა და მოისვენე, ავდივარ რო ამოხვალ დაწექი და მოვალ მეც,
- მაღლა არ ადიხარ?
გაკვირვებულმა იკითხა ისე გაუსვა ხაზი რომ მერე მოვალო
- კაბინეტში უნდა გავიდე,
თვალი ჩაუკრა და სწრაფად გავიდა სამზარეულოდან მაშომ ბარემ ბოლომდე გამოცალა გახსნილი ჩიფსის პარკი და მაღლა აუჩქარებლად ასული აბაზანაშიც მოწესრიგდა, ოთახში თავის მოკლე საღამურებში გამოეწყო და ბალიშ წამოწეული დაწვა, ტელეფონი მოიმარჯვა თუ არა ვიდეოს ყურება ინტერესით დაიწყო, გადახვევით უყურა და ბოლოს მართლაც რომ არ დახვდა მართლა არ ჩანდნენ არცერჶი არ ჩანდა, რატის დაბალი ხმა ისმოდა თუმცა ისიც კი არ ირკვეოდა რა თქვა დახშული ბოხი ბარიტონით, თითქოს გულიც კი დაწყდა თუმცა ვიდეო არ წაუშლია, საყვარელი ვიდეოების სიას მიაწერა და ტელეფონი გადადებული არ ქონდა სწრაფად დაიწკრიალა მესენჯერის ხმამ თუმცა რატი რომ შემოვიდა წელს ზემოთ შიშველი აღარ აუღია ტელეფონი და რატიმაც შუქი რომ ჩააქრო მერეც ღამის სანათის შუქზე გაბრწყინდა რატის კმაყოფილი სახე,
- რაიყო?
- არ იძინებ?
- კი,
- მესიჯი მოგივიდა?
- კი რაიცი შენ
- ნახე,
- ვნახო?
- ხოო მაშო ნახე
გაიცინა და თან საწოლში შეწვა, მაშოც გაკვირვრბული გადაწვდა ტელეფონს და რატის მესიჯად გამოგზავნილი ფაილის ვიდეო გახსნა,
- არაააა როგორ ვერ გიტააან,
ამოიკნავლა მაშომ როცა გაახსენდა რომ რატის ეზოში კამერა დაყენებული აქვს და საკუთარ საქციელზე უცებ დაიძაბა რომ აკოცა ტელეფონი უცებ გამორთო და გვერდზე გადადო
- მე არ ვუყურებ 18+-ს
თქვა თუ არა მისკენ გადაბრუნდა წარბებ შეკრული და რატის ვნებიანი კოცნის გახსენებისას სასიამოვნოდ გააცია,
- მე მომეწონა,
ასევე მისკენ გადატრიალებულმა ჩახედა თვალებში და წელზე დაადო ხელი
- დებილი ხარ,
სწრაფად უთხრა და რატიმაც 'კაიო' დააყოლა ხელი მოაშორა უკან დაიწია და მისგან გადატრიალდა, ზურგი შეაქცია მაშოს და მანაც უცებ წამოყო თავი, შემდეგ ტუჩებ გამოწეულმა უკმაყოფილოდ დააბრუნა თავი ბალიშზე და რატის ზურგს მიაშტერდა, ლოდინის მერე არადა არ გადმოტრიალდა წამით ეგონა რომ ჩაეძინა კიდეც და ღრმად ამოიხვნეშა, მაშინ წამოყო პატარაზე რატიმ თავი თუმცა სწრაფადვე დააბრუნა და მაშოსაც გაეღიმა, კიდევ რომ არ გადმოტრიალებულა ფრჩხილები ჩააჭირა ზურგზე და რატიც სწრაფად დაწვა ზურგზე მაშომ ისევ კოპებ შეკრულმა შეხედა მის საქციელს და კიდევ ორი წუთი მისცა იმისთვის რომ მაშოსკენ გადაბრუნებულიყო, გაჯიუტებული იყო ორივე, თავად წამოიწია მაშო და სწრაფად შეუძვრა მკლავში მისკენ მიწეულმა მკერდზე დაადო თავი და ხელებიც მოხვია მაშინ დახუჭა თვალები და უცებ ისევ გაახილა რატის ხელებს რომ არ გრძნობდა, ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყო, ღრმად ამოისუნთქა რატიმ ისე მოხვია ძლიერად ხელები და გვერდულად დაწოლილმა მაშოს კომფორტზეც იზრუნა,
- დებილი შენ ხარ,
დაბალხმაზე დააყოლა და მოხრილი ფეხი მაშოს ფეხებში გახლართა მსგავსად დაწვა მაშოც და გატრუნულმა დაიწყო თითების წვალება რატის ზურგზე .....
......
' აკრძალულ ადგილას' იჯდა სალომე ყურებში დინამიკებიდან მაღალ ხმაზე 'მოღრიალე' ხმა ჩაჰკიოდა და ისიც ბართან მჯდომი სინჯავდა განსხვავებულ კოქტეილს, იმის მიუხედავად რომ მაშომ ყველაფერი უთხრა სურვილმა სძლია და გართობის მოყვარულმა მსგავსი შანსიც არ გაუშვა ხელიდან, მუსიკას მჯომივე ყვებოდა და ხანდახან თუ გახედავდა მის გასწვრივ შორს მჯდომ მომხიბვლელ მამაკაცს რომელიც ხშირად ისვამდა ახალ წამოსულ წვერზე ხელს, თითქოს მისი მიმართულების შეცვლას შეძლებდა და ამავდროულად იმდენად უხდებოდა, ნებისმიერს დააჯერებდა ერთი ნახვით სიყვარულზე, ხალისკენ მოყრიალებულს უკვე გოგოების ყურადღების ცენტრში მოექცია თავი და ერთის წელი ეკავა ხელში მეორესთვიდ კი მხარი ჩამოედო, რა თქმა უნდა გოგონები არ აძლევდნენ მოსვენებას ცხადი იყო, მისი უკმაყოფილო სახის 'სუნი' ყველგან, იგრძნობოდა სალომეს გაეცინა და ისევ ბარმენს გახედა,
- მარტო ხარ?
ყურთან ჩაძახა უცნობმა მამაკაცმა და მალვე გვერდზე მიუჯდა,
- ამ წუთში კი და ზოგადად არა
წყნარად გასცა პასუხი და წამით ისევ გახედა მის მომხიბვლელ 'კოვბოის'
რომელიც უკვე ვიღაცის ტუჩებს დამწვდარი ვნებიან ფიქრებშიც გადასულიყო, სწრაფად აარიდა თვალი და მზერა მოსაუბრე კაცისკენ ინაცვლა, წყნარად მოსვა ჭიქიდან სითხე ფიქრებში გართული წესიერად არც კი უსმენდა,
- რა გქვია?
ღიმილით შეათვალიერა გოგო და კმაყოფილმა მოსვა სასმელი, ისედაც სასმლით გაბრუებულს დალევის კიდევ დიდი სურვილი ჰქონდა,
- არ მითქვამს რომ თანახმა ვარ გაცნობაზე,
- გაცნობა არც შემომითავაზებია,
ჩაიცინა მამაკაცმა და მისკენ ახლოს მიიწია, მუსიკაზე გეგმები იცვალა და წამომდგარმა სალომეც უხეშად წამოაყენა
- რა თავხედობაა,
- ცოტა გართობა ლამაზო
დატრილებული გასწორდა თუ არა ძლიერად კრა მამაკაცს ხელი და ისიც უკან გადავარდა ნასვამმა თავის გამაგრება ვერ შეძლო და ძლიერად დაეჯახა მოცეკვავეებს, სალომეს თვალებშიც მხოლოდ გადავარდნილი მამაკაცი იყო რომელიც თვალებით ნაპერწკლრბს ყტიდა და ამავდროულად ისიც მდგავსად შურისმაძიებელი მზერით უყურებდა დაძაბულ ქალს, წამოიწია თუ არა მკერდზე მიჭერილ ხელს კოპებშეკრულმა დახედა და შემდეგ ახედა ბოროტი მზერით ხელის პატრონ თეოდორეს,
- შენი მხრიდან ტეხავს,
მის გასაგონად უთხრა სერიოზული ხმით უმისამართოდ მაყურებელმა და შემდეგ შეხედა ჯერ ისევ დაჭიმული ყბით მამაკაცს, არაფერი უთქვამს, მხრების აქნევით მოიშორა თეოდორეს ხელი და გვერდი ჩაუარა, გულ აჩქარებული უყურებდა სალომეც და უცნობი რომ წავიდა ერთხელ მოავლო თეოდორეს თვალი და ადგილს დაუბრუნდა, წყნარად განაგრძო სმა დ სურვილი უკან გხედვის ძალიან ბევრს აკლებდა, რადგსნ იქ მისი "არაჩვეულებრივი ბიჭუნა" იდგა, ძალიან მე ეს სუტვილი დსეხშო და თავად თეოდორე ჩამოჯდა გვერდით მისკენ არ გაუხედავს სასმელი ითხოვა და დაელოდა ბარმენის ყურებაშივე,
- არ გეჩვენება, რომ საშენო ადგილი არ არის?
კითხვაზე ყურები დაცქვიტა სალომემ და გაკვირვებულმა შეხედა ხომ მე მეკითხებაო, მამაკაციც მიხვდა პასუხი რომ დიდხანს არ დაუბრუნდა და მას შეხედა ნიშნად რომ პასუხს ელოდებოდა
- მე რომ გადავწყვიტო სად ვიყო და სად არა ხომ შეიძლება,
ცინიკური სახით გასცა პასუხი და თეოდორემაც სავსე ჭიქას დაავლი ხელი
- კიბატონო, უბრალოდ პრობლემას ნუ ქმნი მაშინ როცა არასწორ ადგილს ირჩევ,
გასვლისთანავე მოასწრო სათქმლელის ბოლომდე თქმა და ხალხში ისე აირია წყნარი ნაბიჯებით რომ მალე საერთოდ აღარ ჩანდა, სალომესაც მაშინვე მის ბოლო სიტყვებმა დაუწყო ტრიალი და მაშინ შეამჩნია რომ როცა თეოდორე მასთან ახლოს იყო ზედმეტად ნერვიულობდა, ზედმეტად არ დამთვრალა თუმცა ნასვამზე კარგად გაერთო კიდეც, ბიჭთან მოცეკვავე რამდენჯელმე წააწყდა 'მის არაჩვეულებრივი ბიჭუნას' მზერას და ისევ ღელვამ შებოჭა მისი სხეული, დიდხანს აღარ გაჩერებულა წამოსვლა ამჯობინა და შუა ღამეს წამოვიდა, დაცარიელებულ ქუჩაში აუჩქარებლად მიდიოდა და იშვიათად გააყოლებდა ხოლმე თვალს გზაზე რამდენიმე ავტომობილს, სახლში ჩქარა ავიდა განხრახ დატივრბულ ღუა კარებში ჩუმად შევიდა დაღლილობა მაშინ იგრძნო და დიდხანს აღარ გაუწელავს მალევე ტკბილად გადაეშვა მორფეოსის სამყაროში....

ბოლოსკენ იმაზე მეტი შეცდომა და გასამართი შეიძლება იყოს ვიდრე მაღლა გადაკითხვას ვერ ვახერხებ სრულად, ვერ შევაჩერებ მერე იშლება ხოლმე.... და კიდევ უფრო მომიტევეთ



№1 სტუმარი ენი

ყოჩაღ, კარგად მიდიხარრრ
ახალი წყვილისს ურთიერთობასაცც ველიით

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგი გოგო ხარ შეცდომებზე ნუ ნერვიულობ მთავარია ისტორია იყოს სასიამოვნო დამძიმებული და დაძაბული ისედაც უამრავი ისტორიები გვესმის დავიღალეᲗ ვისაც არ უნდა ნუ კითხულობს მირჩევნია არა რეალური იყოს მაგრამ კარგ ხასიათზე დაგვანებოს კეთილი ხართ და ესრეთ რაც შეიძლება სახალისო ისტორიები მოუთმენლად გელოდებით ოღონდ არ დაამძიმო მადლობას გიხდი

 


№3  offline წევრი ანკა გგ

ენი
ყოჩაღ, კარგად მიდიხარრრ
ახალი წყვილისს ურთიერთობასაცც ველიით

ძალიან დიდი მადლობაა❤️❤️ ახალ წყვილზე რაღაც ახალი მინდა მაგრამ თან მეშინია იმის რომ სრულად არ გადაუსვას ხაზი მთელ ისტორიას❤️

სტუმარი ანა
ძალიან კარგი გოგო ხარ შეცდომებზე ნუ ნერვიულობ მთავარია ისტორია იყოს სასიამოვნო დამძიმებული და დაძაბული ისედაც უამრავი ისტორიები გვესმის დავიღალეᲗ ვისაც არ უნდა ნუ კითხულობს მირჩევნია არა რეალური იყოს მაგრამ კარგ ხასიათზე დაგვანებოს კეთილი ხართ და ესრეთ რაც შეიძლება სახალისო ისტორიები მოუთმენლად გელოდებით ოღონდ არ დაამძიმო მადლობას გიხდი

ძალიან დიდი მადლობა თქვენ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent