შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგხვდები შემდეგ სეზონზე (10)


9-07-2023, 21:24
ავტორი ავრორა
ნანახია 1 193

***
ბოლოს მაინც ამილახვრების "დიდ" ოჯახში ავიდა ,იქ სადაც ყველა იქნებოდა შეკრებილი. დავითი და გოჩა ნარდს თამაშობდნენ, ნოე და ცოტნე ტელეფონში რას აკეთებდნენ კაცმა არ იცის , თინა და ხათუნა კი როგორც ყოველთვის რაღაც თემას განიხილავდნენ.
-მთვრალი ხარ ?-შეეკითხა ნოე როცა მათ მიუახლოვდათ აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნიკოლოზი.
-იმედია მხოლოდ სასმელი გაქვს მიღებული- მკაცრი ტონით შენიშნა დავითმა და ყველას ყურადღება დაიმსახურა.
- ხო იცით რო აღარ ვიღებ მაგ იდიოტურ ნარკოტიკებს და წამლებს ,მორჩა , მაგრამ არა თქვენ ყოველთვის უნდა გამახსენოთ თანრ აც არ უნდა უცნაური იყოს მარტო მე უნდა გამახსენოთ ეს და არასდროს ცოტნესთან არ უნდა ახსენოთ მისი ასევე იღებდა ნარკოტიკებს.
- რამე მოხდა ?-იკითხა თინამ.
-არაფერი, მაპატიეთ , მე ხომ თქვენს ცოტნე დადიანს შევეხე , თუმცა არ ინერვიულოთ ვითომ არც მითქვია . და კი მარტო ალკოჰოლი მაქვს მიღებული.
- რა დღეში ხარ ვერ გავიგე, ცოტნეს ქონდა მიზეზი , შენნაირიად ბიძაშვილის ქალი კი არ შეყვარებია
-რანაირად იყო თინა ბიძაშვილის ქალი ნუ გამაგიჟებ, ეს ზედაც არ უყურებდა ,არც იცოდა იმ გოგოს არსებობის შესახებ მგონი, მემგონი გამარჯობა ნახვამდის არ ქონიათ ნათქვამი. ჯერ მე გავიცანი , ცოტნეს თათიას გარდა ისედაც არავინ სჭირდებოდა,
-მერე?იმ გოგოს თუ შეუყვარდა ცოტნე ,ცოტნეს რა ბრალია ,რა ქნას ცოტნემ რო გჯობია? დამსგავსებოდი
-და ჩემი რა ბრალია,მთელი ბავშვობა ჩემი რამე ბრალი იყო?!
-მოდი დავმშვიდდეთ ყველა , არ გვინდა ეს საუბრები -ჩაერთო ცოტნე ,თან ნოეს სთხოვდა თვალებით დახმარებას.
-შენ არ იცი რა ბედნიერი ხარ , უბრალოდ არ იცი - სევდიანად უთხრა ნიკოლოზმა - მთელი 27 წლის მანძილზე პირველად ვთქვი სახლში ის რო დავიღალე , რომ მეც დამინახონ , რომ ნოეც დაინახონ რომ შენ ცოტნე ხარ ,მე ნიკოლოზი,ის ნოე , რო სამივე ერთნაირი ვერ ვიქნებით და არ უნდა ვიყოთ და იცი
- და იცი რა დაგაკლდა , ის რომ ჩემსავით ნაშვილები არ ხარ -მშვიდად უთხრა ცოტნემ.
- და რა ბედნიერი ხარ როცა ასეთი ოჯახი გყავს , ეს შენი ოჯახია ცოტნე, ეს ხომ იცი?! ჩვენც შენი ძმები და ბიძაშვილები ვართ , გახსოვს როცა 12 წლისამ გავიგეთ მე შენ და ნოემ დავიფიცეთ რო ძმები ვიყავით და ეს არაფერს არ ცვლიდა , იმიტო რო ასეა ,იმიტო რო ძმა ხარ მაგრამ 12 წლამდეც ასე იყო და 12 წლის შემდეგაც ასეა რომ შენ ...
, არასდროს მნდომებია საუკეთესო ვყოფილიყავი არც ის შენნაირი, ერთადერთი რამე მინდოდა, დედას გეფიცები ერთადერთი სიყვარული მინდოდა თინას შედარებების,შენდამი ტოქსიკური სიყვარულის, დედაჩემის მუდამ ჩემდამი უმაყოფილების გარეშე რადგან შენ არ გგავდი, ამეებს უკვე მიჩვეული ვიყავი მაგრამ ზუსტად ის ვერ მივიღე.
შენი რა ბრალია?არაფერი ცოტნე ,შენი ბრალი არაა , ჩემი ბრალია.
უბრალოდ ამ სახლში დაკარგული სიყვარულის გლოვის უფლება მარტო ცოტნეს ქონდა.
-რა უნდა გეგლოვა ნიკოლოზ, ის სიყვარული შენ რომ არც გეკუთვნოდა ?!
-მართალია, მაგრამ იქნებ ზუსტად ეგ მტკიოდა ?იქნებ მეც მენატრებოდა ,მაგრამ მოდი დღეს მაინც ვიყოთ გულწრფელები თქვ გახსოვთ რა მითხარით ერთხელ რომ თურმე თქვენ გულის სიღრმეში გიხაროდათ გვანცას რომ ცოტნე უყვარდა რადგან თურმე შეუძლებელია ცოტნე არ გიყვარდესო?! კარგი ,მართალია , მაგრამ ჩემი სიყვარული რატომღაა შეუძლებელი? ნეტა მეც გეშვილებინეთ,იქნებ მაშინ მაინც დაგრჩენოდათ ჩემთვის ადგილი, და იქნებ მერე არც გვანცა არ შემყვარებოდა მასე ძალიან.
-კარგი ეხლა , დალიე და ხვალ ბოდიშს მოიხდი , ქალივით ნუ დგამ დრამებს.
- , ხვალ ან ხვალზევით მე დავრეკავ და ბოდიშს მოვიხდი , მერე გავაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას თუმცა თინა უკვე ყელშია შენი საქციელები . - კარისკენ წავიდა, -ერთი სიტყვით ძალიან არ მინდოდა ეს საუბარი, მაგრამ თქვენ არათუ ვერ ხედავთ ახლა ამ საუბარსაც დაივიწყებთ მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ნუ ჩაერევი თინა ,არც მჭირდება ,არც ავიტან და შევეგუები,დანარჩენებსაც გეტყოდით რამეს მარტო დამსწრე საზოგადოებასავით რომ არ იყოთ.
-კარი მიხურა თუმცა აშკარად გაიგონა როგორ აქოთქოდა ხათუნა
-არა აშკარად რაღაცა სჭირს თორე ნიკო ესეთებს ასი წელი არ იტყოდა , ვერაა ბავშვი კარგად გოჩა.
-ნიკო დამელოდე ,საჭესთან მე დავჯდები- კიბეებზე დაეწია ნოე.
-სად დაჯდები ,ჯერ მეც მოვდივარ ,დამელოდეთ - ქურთუკში ცალ-ხელ გაყოფილი ჩარბოდა კიბეებზე ცოტნე .
- ზედ არ გადამახტე ცოტნე აქ ვდგევართ და გელოდებით.
--ვერ ვხედავ,ლიფტით მაინც ჩავსულიყავით.
-ოო ნუ დაიწყეთ თქვენებური ეხლა თქვენ ორმა
-ეყიდა ბიჭო თავის დროზე სათვალეები ,ოფთალმოლოგი ხო საერთოდ მარტო კოშმარებში ყავს ნანახი.
-ჰა ეხლა ჩავდივართ თუ ვიდგეთ სადარბაზოს ზედამხედველებივით?!
-ისე შეჩ*მა ჰყავს ეგ ვიღაცა ამ სადარბაზოს?
-რავი რატო არ ეყოლება არაა ნიკო?
***
-დაღლილი ხარ ?-საძინებელი ოთახიდან გამოვიდა თათია და სავარძელში მჯდომ ცოტნეს შეხედა რომელიც ტელეფონში მესიჯობდა.
- არც ისე ,პროსტა ნიკო ვერაა კარგად.
-ანუ?
-რავი ძველი ამბავია მარა როგორც ჩანს არც ისე. მეც მეხება თან . მე მეგონა გეძინა
-ხო ვერ დავიძინე
-რატო? ცუდად ხარ? ბოლოს ფსიქოლოგთან როდის იყავი?
- როცა ჩანიშნული მქონდა შეხვედრა და არაფერ შუაში არ არის ეგ.
-აბა რა არის?
კითხვა დააიგნორა ,სამზარეულოში შევიდა და ჭიქაში წვენი ჩაასხა ,შემდეგ ისევ მისაღებში დაბრუნდა თუმცა ამჯერად ახლოს დაჯდა ბიჭთან და ხალათს აწვალებდა.
-როგორ მეთქვა არ ვიცოდი , მაგრამ მაინც მოდი პირდაპირ და ჩვეულებრივად გეტყვი .
- კაი მაგრამ რა მოხდა ესეთი?
- წესით ესე არ უნდა გეუბნებოდე , მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გამო
-პირდაპირ მითხარი, რომელი ერთი ვიფიქრო არ ვიცი და თან- შემდეგი ფრაზის მოსმენისგან გამოწვეული ემოციის გამო ვერ მოახერხა წინადადების დასრულება
- ორსულად ვარ
ცოტა გაკვირვებული სახით უყურებდა და თათიამ ისიც კი იფიქრა ვერ გაიგო
-ცოტნე თუ ვერ გაიგე ,ორსულად ვარ თქო ვთქვი
- გავიგე ... - დაპროგრამებულივით უპასუხა -ვაიმეე გავიგე კი არა ეხლა გავიაზრე , სერიოზულად?? -უკვე ყვირილზე გადავიდა ,ვერც კი გაიაზრა თათიამ ცოტნე როგორ ჩაიმუხლა მასთან, მხოლოდ თავის დაქნევა მოახერხა
-არ არსებობს , -უკვე ყელში კოცნიდა და თან გულზე იხუტებდა.
-ბედნიერი ხარ? მართლა
-უბედნიერესი ვარ თათ. შენ მე ეხლა სამყაროს მჩუქნი.არა უფროსწორედ მე რომ შენ სამყარო გაჩუქა ისიც კი არ იქნება შესაფერისი... - შუბლზე აკოცა.
- ხო ,ხომ იცი რომ მარტივი არ იქნება მითუმეტეს ჩემთვის
- შენი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს ხომ?-უკვე სერიოზული ტონით იკითხა და თვალებში ჩახედა.
- არა , ჯანმრთელობისთვის არა და მგონი არც მენტალურად,უბრალოდ მერე როცა უკვე დაიბადება არ ვიცი როგორ შევძლებ საერთოდ დედობას.
- ნუ გეშინია , მე შენთან ვარ , აუცილებლად მოვახერხებთ იმას რომ ჩვენს შვილს ახლა როგორც ამბობენ ქუულ ანუ მაგარი მშობლები ყავდეს.-ღიმილით უთხრა.-ეს ბავშვი ხომ გინდა?
თათიამ თვალები დახუჭა...
- სანამ გეტყოდი ძალიან ვნერვიულობდი ,უფრო იმაზე მე როგორ შევძლებდი მარტივი არაა დედობა მითუმეტეს როცა ემოციური ფონი არამდგრადია მაგრამ ახლა როცა გითხარი მგონია რომ კიი , ნუ ყოველშემთხვევაში მე ყველაფერს გავაკეთებ და ვეცდები რომ კარგი დედა ვიყო.
- აუცილებლად იქნები,მე დარწმუნებული ვარ.-ცხვირზე ცხვირით გაეხახუნა და შემდეგ ნაზად აკოცა ტუჩებში უფრო ეამბორა.
-ნიკოზე რას ამბობდი ?
-ისეთს არაფერს შენ რომ ინერვიულო , თინას ტოქსიკურობად ეხება ,უკვე ზედმეტი მოსდის ,მითუმეტეს ნიკოსთან,
-აუ მომიყევი რაა.არ ვინერვიულებ მაგრამ თუ არ მომიყვები პირიქით, მერე მაგაზე ვნერვიულებ ,ვიფიქრებ და არ დამეძინება
-ზუსტად, ამიერიდან ძილის რეჟიმიც უნდა მოვაწესრიგოთ და რაც მთავარია ექიმთან ვიზიტი როდის არის მითხარი მეც ყოველ მიზეზ გარეშე იქ უნდა ვიყო.მაგ თვალებით ნუ მიყურებ ,ესეიგი როგორც ნიკომ მოგვიყვა არ ვიცით თინა რას ცდილობდა მარა გვანცასთან ასულა აი ნიკოს ყოფილი შეყვარებული როა
-ხო მერე რო აღმოჩნდა რო ნიკო არ აინტერესებდა და პირიქით
-ხოო მასე იყო , ხოდა რავიცი რაღაცეები უთქვია ,მგონი რაღაც ესეთი შეუთავაზებია რო ანუ ვითომ ჩემსა და ნიკოს შორის ჩამდგარიყო
უფროსწორედ გამოჩენილიყო ჩვენს ცხოვრებაში რაა და როგორც ჩანს თინას უნდოდა ჩემთან ახლოს ყოფილიყო და ამას ნიკოსთან ისევ რაღაც სიახლოვის გარეშე ან რამე ვერ გააკეთებდა.
-ძაან სულელური გეგმა კი ჰქონია.
- მარა ეს გვანცა ადგა და ნიკოს მისწერა და არ ვიცი რაა, ეს ეხლა რაც გვანცამ უთხრა ისაა ხოდა არ მგონია ,ეჭვი მეპარება ,
-რატო?
-კაი რა ეს გოგო იმას თუ იტყუებოდა რო ნიკო უყვარდა და რეალურად რა და როგორ იყო ვიცით ეხლა რატო ადგებოდა და მოუყვებოდა რო თინას სტუმრობამ შეაწუხა ? მარა თან სხვა მხრიდან რო შევხედოთ დედაჩემი ისეთია გვანცაც კი შეწუხდებოდა და არ უღირს ნაღდად საქმის დაჭერა , ეტყობა გეგმაც არ მოეწონა რავიცი რაა , მაგრამ ეს ოფისში ნიკოსთან მივარდნა რაღა იყო?თან ამ გვანცას ხასიათსაც ვერ
დავუმუღამე რას ,როდის ,როგორ აკეთებს ,
-ეგ ნიკოს ეცოდინებოდა ,
-რავიცი ნიკოს რო ვკითხე შენ რას ფიქრობ თქო კი თქვა ტონზე და ემოციებზე შევატყვეო მარა მე ა
ნიკოლოზმა რა შეატყო ის ვერ გავიგე.
-და ბოლოს რა იქნება?
-გააჩნია ბოლოს რას ეძახი .
2 თვის შემდეგ
***
-ხო სოფი , რას შვრები?
- ძაან დავიღალე ,რთული ეთერი იყო
- მორჩი
-მორჩი?
-ხო ეხლა გამოვედი
-ანუ მორჩი ? -ერთი წუთი,არა მანდ არა მამიკო , კი მანდ აძრომა შეიძლება, რას მეუბნებოდი?
- გამოვედი და მოვრჩი თქო დღეს მუშაობას. შენ სად ხარ?
-პარკში ვართ.
-შენ და ალისა?
-ხო აბა , მანდ არა მამა იტკენ რამეს , ნელაა ნელა ირბინე არ წაიქცე.
-ნელა სირბილი როგორია ძაან მაინტერესებს, რომელ პარკში ხართ?
-რა არი რო ?
-რავი თუ გინდა მოვალ
- შენ თუ გინდა , ჩაგიგდო ლოკაცია?
-კი .მალე აპირებთ წასვლას?
-არა დაგელოდებით.
დაახლოებით 20 წუთში დაინახა როგორ ითხუპნიდა ნაყინით სახეს პატარა გოგონა და როგორ ცდილობდა ნოე არ შემჩნეოდა და მოეწმინდა პირი. მათკენ წავიდა
-მაგ სახით როცა მიყურებენ ესე მეკითხებიან უკვე მოხვედიო და იმედია მაგას არ მკითხავ.
-მამიკო გაიცანი სოფია ...
-მამიკოს მეგობარი ,- თავად დაასრულა და გოგონას სიმაღლეზე ჩაიმუხლა -სასიამოვნოა შენი გაცნობა , ბევრს საუბრობდა ნოე. -ბიჭის გაკვირვებული მზერა არ შეიმჩნია
-მართლა?
-სულ თქვენს ისტორიებს მიყვება,ასე რომ სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-კიდე ერთი ნაყინი ვიყიდოთ რაა.
- კაი რა მა მერე ყელი გეტკინება და ფუფუ გექნება.
-რავი ნოე თუ მაისურიდან ვიმსჯელებთ რომელსაც სამი სხვადასხვა ნაყინის ლაქა ეტყობა ეგ უფრო ადრე უნდა გეთქვა.-ნოემ ისეთი მზერა ესროლა ,,ვის მხარეს ხარ შენო"
-თან ახლა ზაფხულია და არაფერი არ მოუვა ხო ალისა?
-მეოთხეს ვჭამ უკვე,
- გაციება ზაფხულშიც შეიძლება -მაგრამ მე რომ მწვანე ფერის არ მიჭამია .
- ცუდია მა ეგ , თან დავიღალე იმდენი ვირბინეთ.
-არა მე მინდააა...
-გინდა ვიყიდოთ?-შესთავაზა სოფიმ და ხელი გაუწოდა. ალისამ ერთი კი შეხედა მამას მაგრამ შემდეგ ნაყინის სიყვარულმა დასძლია და გოგონას მოჰკიდა ხელი.
-რა გჭირს შენ დღეს?
-რამე უნდა მჭირდეს?!-გაიკვირვა სოფიმ .-ნაყინს ვიყიდით და მოვალთ
-კაი მანამდე ნიკოლოზს დავურეკავ, თორე რო დაკრა ფეხი და მეორე კვირაა რაც მთაშია გახიზნული
-გახიზნული კი არაა ისვენებს
-დასვენება თუ უნდოდა წასულიყო ზღვაზე, მთა რა დასვენება, დროზე უნდა ჩამოიყვანო.
-წავედით ჩვენ და მომიკითხე ნიკო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent