შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 28


11-07-2023, 23:45
ავტორი ანკა გგ
ნანახია 1 680

გამოცდების გადამკიდე, დიდხან ვერ ვდებდი, სამაგიეროდ დღეს დიდი თავი მოვამზადე, რაც შეეხება სიუჟეტს, ამ ერთი დაძაბულობის მოლოფინი აუცილებლად უნდა ყოფილიყო წესით, ბოლო-ბოლო ოდესღაც ხომ გაიგებდა მაშო რატის შესახებ.....

........

- ნუ მიფათურეებ!
უხეშად ამოიკნავლა მაშომ ტკბილი ძილიდან შეხებებმა, რომ გამოიყვანა და იმდენად ეძინებოდა, ესიკვდილებოდა კიდეც თვალის გახელა, კიდევ სცადა რატიმ შეხებით გაღვიძება და მაშოს ზმუილზე სახე დამანჭა, საწოლზე გადაწვა და საათს წუწუნით შეხედა, წამით გაშტერებული უყურა საათს და კიდევ ახალ გეგმებს სახავდა გონებაში რომ მაშო ცოტა ადრე გაეღვიძებინა, რადგან დილას მასთან ლაპარაკი და ჩახუტრბა მოესწრო, თუმცა გვიან დაძინებულ მაშოს იმდენად ეძინებოდა სამსახურში არ წასვლაც კი გადაწყვეტილი ჰქონდა,
- 11 საათიიაა დაგვაგვიანდაა,
წამოიძახა აფორიაქებული ხმით და საერთოდ რომ არ განძრეულა მაშო თვალები აატრიალა, ბოროტულად უნდოდა მისი გაღვიძება, თუმცა მზად იყო ბოროტებისთვის მისი ჩახუტების მასთან ლაპარაკის და კოცნის სანაცვლოდ, გეგმა ბ-ც მალევე მოიფიქრა და მალე მის განხორციელებას შეუდგა, ტუმბოზე დადებული მაშოს ტელეფონი აიღო და თავის ტელეფონში გაუშვა ზარი, ცოტახნიანი რეკვის შემდეგ ტელეფონი შეცვალა ხელში აიღო თავისი მაშოს ტელეფონიდან გათიშა და არარსებულ ადამიანთან დაიწყო ჩურჩულით ლაპარაკი,
- ნიტა?
გაკვირვებულმა ამოიჩურჩულა თან მაშოს გახედა, რომელიც ისევ არ განძრეულა და თავის გვერდზე გადაგდებით გააგრძელა ლაპარაკი იმედით 'ცდა ბედის მონახევრეაო'
- ხუმრობ? არა რა სახლში...
ჩურჩულით განაგრძო და ეცადა ნელა წამომდგარიყო ჩურჩულითვე, უკვე როლებში იმდენად იჭრებოდა, თითქოს მართლა საყვარელს დაერეკა მისთვის და მაშოს არ უნდა გაეგო, ნელ-ნელა წამოდგა ისევ ლაპარაკით თან მაშოს გახედა შეირხა თუ არა,
- მე თავად გამოვალ...
ჩურჩულით გასცა პასუხი არარსებულ კითხვას და ფეხისწვერებზე მოსიარულე ქურდივით წავიდა კარებისკენ,
- არ გეწყინოს რა ჩემო ლამაზო, ხო იცი დრო არ მაქვს...
უკვე თავის მართლებით გამოაღო კარები და თავისუფლად გავიდა თუ არა მობეზრებული სახით ჩამოწია ტელეფონი სახიდან,
- მეღადავებით?!....მართლა არ აინტერესებს? სერიოზულად ასე ძინაავს?
ბუზღუნს ვერ წყვეტდა, გაოცებისგან ბურდღუნებდა და თან ბრაზობდა კიდეც ასე მარტივად რომ შეეძლო მაშოს მისით თამაში
- აუ ვერ ვიტან რომ მიწვევს და უფლებას არ მაძლევს შევეხოო
ტირილ-წუწუნით აეკრო ცივ კედელს წელს ზემოთ შიშველი და გიფსოკარდონივით გაკრული ურტყავდა გაშლილ ხელს მსუბუქად კედელს,
- რა ვქნააა?
ამოიწუწუნა ისევ და კედელს გაბერილი ლოყებით მოშორდა, იმ წუთში პირველად იქცეოდა ბავშვივით რატი, დაჩვეული ცივი გამოხედვა ზედმეტად შეცვლოდა, წყლიანი მწვანე თვალები ჰქონდა და ბავშვივით რომ ბუზღუნებდა თავად ვერც შეემჩნია, მარტივად დანებდა მაშოს და ოთახში მაიკის ასაღებად შეაღო კარი, მოულოდნელობისგან შეკრთა და ბავშვივით გაბრაზებულს დაბერილი ტუჩებითვე დახედა კარებში მკაცრი მასწავლებელივით მდგომ მაშოს, რომელსაც ცალ წელზე დოინჯი შემოერტყა და ცალით რატისკენ გაშლილი ხელი გაეშალა, ნიშნად ტელეფონი დაიდოსო
- ვინ იყო?
ცალი წარბის აწევით დასვა კითხვა და რატიმაც ხელი ჩაიქნია ისე გასცა პასუხი თან კმაყოფილებისგან გაებადრა გული, რომელიც არ შეუმჩნევია
- ისეთმა არავინ, უმნიშვნელოა,
გვერდი უნდა აეარა უცებ ჩამოუდგა მაშო წინ და ისევ ეჭვნარევი მზერა ესროლა
- დარწმუნებული ხარ?!
- რა თქმა უნდაა
შეცხადებით აუარა გვერდი და ადგილზე გაქვავებულ მაშოს გახედა და მალევე ქვედატუჩ კბილებში მოქცეულმა შეათვალიერა უკნიდანაც და როცა მიხვდა მაშო ტრიალდებოდა სწრაფად გასწორდა, მუშტების შეკვრით გადაასწრო რატის საწოლზე ჩამოჯდა წელში გასწორებული კედელს გაუშტერა თვალი და ფეხი ფეხზე გადაიდო,
- დღეს ერთად მინდა გავატაროთ დღე ამიტომმ...
თავდაჯერებულად ამოილაპარაკა ბოლოს მხრები აიჩეჩა რომ ანიშნა ბოლოს რითი მთავრდებოდა მისი სიტყვა და ეჭვიანობის ფონზე აფახურებდა წამწამებს ამავდროულად მზერა არც კი გაურბოდა რატისკენ,
- ჰო იცი, რატომაც არა, უბრალოდ დღეს არ მცალია ბეიბ
ნაზად აატარა ნიკაპის ქვეშ თითები რატიმ ჩავლასთან ერთად და კმაყოფილი აივანზე გავიდა, სწრაფად აუწყლიანდა მაშოს თვალები, დილიდან უცნაურ ხასიათზე მყოფს ეტყობოდა, როგორ გულჩვილ ხასიათზე იყო, ქვედა ტუჩ გამოწეული გაყვა აივანზე და ჩვეულად ჩადგა რატისა და მოაჯირს შორის,
- გეყოფა ცუდად ვარ დღეს და დარჩენა მინდა,
არ შეიმჩნია უცებადი გულჩვილობა ისე ააცალა ჯერ ხელში მოთავსებული სიგარეტი შუაში გადახია ინსტიქტურად და ძირსვე მიაგდო, რატისაც არ ჰქონდა გეგმაში მოვლენების მსგავსად განვითარება როცა ხედავდა შარის ხასიათზე მყოფ მაშოს, თუმცა დაწყებულის თამაში არ შეწყვიტა გულში ხალისობდა მაშოს რეაქციით და ცდილობდა ზედმეტადაც არ აენერვიულებინა
- რა გჭირს?
მზრუნველად დახედა და მალევე უქრებოდა მისი წვალების სურვილი,
პასუხად ქვედა მუცელზე მიიდო მაშომ ხელი და თავი ოდნავ გადააქნია
- მტკივა უბრალოდ,
- შენ დარჩი თუ რამე მოგინდება დარიოს დავურეკოთ,
მის სახეზე ნაზად მოთამაშე ხელებითვე მოიქცია მისი ნიკაპი ხელში და სიტყვის დასრულებისთანავე მოწყვეტით აკოცა მუქ ვარდისფერ ბაგეებზე, კიდევ უფრო აუჩუყდა მაშოს გული და თან ბრაზიც აწვებოდა, მარტივად, რომ არ დათანხმდა რატი მასთან ერთად დღის გატარებაზე
- რატი! გეყოფაა! ვისთან მიდიხარ?!
ხელი უხეშად კრა და უკან დაწეულს მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა
- ეჭვიანობ?
ცინიკური ჩაცინებით იკითხა ისე დახედა მკერდზე , რაზეც იმდენად გაბრაზდა მაშო რაც პირველი მოადგა აზრად ის წამოიძახა
- მეხუმრები? დილაუთენია გირეკავენ და ადგილს უთქვამთ! 'აქ არა' ' ლამაზად ჩაიცვი' ნაგავი ხარ! და თუ ფიქრობ ვინმეს შებმა არ შემიძლია ან არ შემიძლია ვინმესთან გავიმეორო ის რასაც .....
ზედმეტად მოწოლილი ბრაზის გაკავება აღარც უცდია მაშოს, გაგონილზე დაყრდნობით განაგრძო ლაპარაკი, თავიდან მის ლაპარაკზე ერთობოდა კიდეც რატი, თუმცა წამში იმდენად შეეცვალა თვალები გამოხედვა და თვალის ფერი, უცებ დაუბრუნდა ძველ სახეს, სიტყვის დასრულება არ აცადა ისე მოულოდნელად ჩაავლო ლოყებში უხეშად თითები და სწრაფად მიწია თავისკენ, მის მოულოდნელ საქციელზე ჩავლების დროს გამოწვეული ტკივილის გამო ამოიკნავლა და მოულოდნელ შეცვლაზე სწრაფად გადაურბინა შიშის ფერმა, გული შიშისგან აუძგერდა ისე შეხედა მის სახესთან ახლოს მყოფ მწვანე საშიშ თვალებს,
- მხოლოდ ერთხელ გავატარებ! მეორედ არც კი წამოგცდეს მაშო! შემთხვევითაც კი! უბრალოდ შენს სიახლოვესაც რომ ვინმე ვნახო, დაუფიქრებლად ავჩეხავ! მერე შენ დაგსჯი, რა დროც არ უნდა იყოს! ნუ მაიძულებ გამაკეთებინო ის რაზეც თავს დიდი ხანია ვიკავებ
ხან ერთ ხან მეორე შეშინებულ თვალში ჩახედავდა ხოლმე ახლოს მყოფს, კბილები ძლიერად დაეჭირა ერთმანეთისთვის ისე უცრიდა სიტყვებს და მაშოც ჯერ ისევ მისი საქციელით შოკირებული ხელსაც ვერ წევდა რომ ენიშნებინა ჩავლებული ხელისგან გამოწვეული ტკივილი, ამავდროულად სწრაფად გააზრებაზე რა თქვა მაშომ, სიკვდილიც კი ერჩივნა ვიდრე ვინმესთან ერთად ენახა წინ მდგომი, თავად უშვა ხელი როცა მიხვდა რომ ბრაზისგან ზედმეტები მოუვიდა, საკუთარ თავზე გაბრაზებული დაეყრდნო მოაჯირს თავ ჩახრილი და ღრმად ამოისუნთქა მაშოც რომ ადგილს მოწყდა წამოსულ ცრემლებთან ერთად ისევ სისანულის მზერით გახედა და გაბრაზებულმა გვარიანად შეიგინა,
მაშოც შევიდა თუ არა საწოლზე დაეშვა ბალიშში ჩარგო თავი გულ ამომჯდარი ცდილიბდა მოეთოკა ემოცია და ცრემლები შეეჩერებინა მუცელზე დაწოლილს მოეხვია თავისივე ბალიშისთვის ხელები და ჩაგუდული ხმით ზლუქუნებდა თან რატის ლანძღავდა , საქციელის გამოსწორებისთვის ბევრი არც უფიქრია რატის ოთახში შესულმა ღიმილით დახედა საწოლშერწყმულ მაშოს და მუხლებით ნელა ავიდა საწოლზე, ფეხებზე აატარა თითები და მისი წელის გვერდით მოხვეული ხელით დაეყრდნო საწოლს,
- მაშა
დაბალხმაზე ჩაჩურჩულა თან თმაზე წაეთამაშა, რომ მისი პასუხი თუნდაც უხეში "რა?!" მოესმინა,
- შენ დამირეკე წეღან და სხვას როგორ დაველაპარაკებოდი,
ამ სიტყვებზე ხელის ფათურით მოძებნა მაშომ რატი და ძლიერდ კრა ხელი, მისმა ცალი ხელის ჯანმა ვერაფერი გააკეთა, თუმცა რატი მისი ხელის ძალას დაჰყვა და საწოლზე გადაწვა, წუთიერი დუმილის შემდეგ ისევ უსიტყვოდ გადაიწია მაშოსკენ ფეხებს შორის შეუცურა მკლავი მეორე ხელი წელზე და მალევე უცვალა ადგილი მაშოს საწოლიდან თავის სხეულზე,
- გამიშვი!.....ვირო!
მაშინვე წამოიწია და გაშლილი ხელი მკერდზე დაარტყა, იმდენად ძლიერად მოეხვია რატის მის წელზე ხელები რომ შანსი არ ჰქონდა თავის დახსნის,
- გამიშვი-მეთქი რატი!
ისევ გაბრაზებულმა დახედა წამოწეულმა და თან წელიც სტკიოდა იმდენად ზედმეტად წამოწეული იყო
- მაშო ნუ ბრაზდები! შენი ტელეფონით დავრეკე ჩემსაზე, არ იღვიძებდი და დრო რომ იყო მინდოდა წესიერად ჩამხუტებოდი დილით, გეკოცნა და ვინ იცის კიდე რა, მარა ხო უნდა ჩააბანძო ყველაფერი დებილო ბავშვო!
ხელები რომ არ გააჩერა მაშომ თავადვე გაუშვა ხელი ბოლოს და უხეშად გადააგდო საწოლზე,
- დაიძინე ერთი საათი გააქ კიდევ დრო,
თან დააყოლა და სწრაფად წამოდგა, პატარა ბავშვივით გალანძღა და ბუზღუნ-ბუზღუნით დატოვა ოთახი, გასულს ბალიში მოუქნია მაშომ და გახურულ კარებს ზედ შეახეთქა
- ნაგავო!
მიაძახა და ტუჩებ დაბრეცილმა ჩაყო რატის ბალიშში თავი ვერ გაეგო რატომ იყო მსგავს ხასიათზე, თუმცა რატის მსგავსი მოქცევა და ცუდი დილა ზედმეტად აღელვებდა, აშინებდა და თითქოს ამ ცრემლების ნაკადით ცდილობდა დღის ხიფათიდან ახსნას, ეცადა შეეკავებინა, რადგან ბავშვივით არ გამოსვლოდა, უხმოდ ჩაერგო რატის სურნელით გაჟღენთილ ბალიშში თავი, რომელიც საოცრად სიამოვნებდა და ელოდებოდა ისევ რატის, რომელიც არადა არ შემოდიოდა, გაღიზიანებული შეაცქერდებოდა ხოლმე მაშო საათს, რომ ხვდებოდა რომ რატისთან რაღაც მხრივ დამნაშავე იყო და ამავდროულად მისი ასე წასვლა სრულიად მისი დანაშაული იყო, სხეულის რაღაც მხარე არ ასვენებდა ტანჯავდა, ნამუსზე აგდებდა, რადგან ახლა ზედმეტადაც კი უნდოდა ჩახუტებოდა საყვარელ ადამიანს, რომელიც ჯინაზე არ შედიოდა, უფრო და უფრო უნადგურებდა ეს ნერვებს მაშოს და დილის გულჩვილობას ძლიერ გაღიზიანებას უმატებდა, ზუსტად ბოლო წუთებზე შემოვიდა მზად მყოფი რატი თმები ცალ მხარეს უჩვეულოდ გადაეწია და სხვანაირსაც კი ხდიდა, ახლა სხვანაირად სიმპათიური იყო, რომელიც უფრო თბილ იერს აძლევდა ვიდრე მისი ჩვეულად დაყენებული თმა,
- წესით უკვე უნდა გავდიოდეთ!
მკაცრი ხმა ვერ ჩაახშო წარბებ შეკრულმა ისე თქვა კარებში შემოსვლისთანავე და კარებს გაღება, რომ გაუჭირდა შემდეგ დახედა მისი გაღების ხელის შემშლელს, მაშოს ნასროლ ბალიშს,
- გადი!
თავის ფიქრების შემდეგ, სიჯიუტეს ვერ აჯობა ისევ დაიწყო შარის მოდება
- გეყოფა ბავშვობა, ჩაიცვი
კეფაზე მოისვა ხელი ისე გამოაღო მაშოს კარადა ერთ-ერთ კაბას ბრმად დაავლო ხელი ისე გადაუგდო მაშოს,
- წადი-მეთქი!
მეტად ხმამაღლა და უხეშად თქვა მაშომ და რატის ნასროლი თავზე ჩამოფხატებული კაბა უხეშად მოისროლა ძირს, გაკვირვებულმა შეხედა მაშოს, მისი ასეთი უაზრო ქცევისგან გაკვირვებული ადგილზე გაყინული იყო რატი და ამავდროულად ფიქრებში გლოვობდა საკუთარ თავს რომ ყოველ თვე ექნებოდა ერთი შარის მომდები დღე, ვერ ხვდებოდა ვერც ის თუ რა სჭირდა მაშოს ისეთი რომ ასე მარტივად ნახულობდა საკამათოს და რატომ იქცეოდა ასე, თუმცა ჯინაზე არ ჩამოუვარდა, ხელები 'გაიბერტყა' მხრები გაშლილი ხელებითვე აიჩეჩა და დიდი ნაბიჯებით სვლა დაიწყო,
- როგორც გინდა,
დააყოლა ოთახიდან გავიდა და კარები ხმაურიანად გაიკეტა, იმდენად ხმამაღალ ხმაზე მოუვიდა ძლიერად შეხტა მაშო სხეულში წამიერად დააყარა ხორკლებმა და არასასიამოვნო გრძნობისგან მოისვა ხელები მკლავებზე,
- წავიდა?
საკუთარ თავს დაუსვა კითხვა სახე შეცვლილმა, დაბნეულმა და აწითლებულმა ტირილის შეკავებისგან, 5 წუთი უაზროდ იჯდა საწოლზე არაფერს ამბობდა არც ფიქრობდა გაშტერებული თვალებით იჯდა და საშიშიც კი იყო ისე შეეკრა კოპები თავის გაუაზრებლად, გააზრებისას წასკდა ნიანგის ცრემლები რატის საქციელზე და ნერვები ეშლებოდა თავის სიჯიუტეზე ბავშვივით მოექცია ხელში ზეწარი და ხმამაღლა ატირებულს თავი 'ჩაექინდრა' და მალე ტბას დააყენებდა, რომ არა რატი, რომელმაც ძლიერად შემოაღო კარი და წამით კარებთან დადგა, წასულმა ვერ შეძლო ასე უაზროდ მიეტოვებინა აშკარად დილიდან აშარებული მაშო მისი კუთხით მიუდგა ამ ყოველივეს და დაბრუნებულმა ტირილის ხმაზე შეშინებულმა შეგლიჯა კარები და შემდეგ უკვე მარტივი მისახვედრი იყო, რომ რატის საქციელის გამო ტიროდა, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა
და წინ ფეხებთან ღრმად ამოსუნთქვით ჩამოუჯდა,
- მაშო
დაბალმაზე ამოთქვა გაკვირვებული ხმა და ხელი მისკენ წაიღო ძლიერად დაარტყა მაშომ ხელი
- გაე თრიე!
ტირილისგან გაწყვეტილი ხმით ეცადა გაბრაზებულიყო თან ეცადა ცრემლები შეეკავებინა და ცრემლებისგან გასველებული სახე და წამწამები მაჯით მოიწმინდა, თუმცა მთელი სახე უარესად დაისველა ცრემლებით, რატიმ ჩაიცინა, მაგრამ ეს არ ყოფილა დამცინავი ან ბოროტული სიცილი, მისი სახე მოიქცია ხელებში და ცხელი მშრალი ხელებით ეცადა მოეწმინდა ცრემლები,
- რატო ილპობ ამ ლამაზ სახეს დილიდან?
კითხვასთან ერთად უფრო შესამშრალებლად ხელის ზურგით მოწმინდა და საბოლოოდ შეუშრო ლოყები და ახლად გადმოცვენილ ცრემლებს გააყოლა თვალი, რომელიც სწრაფად მოიწმინდა მაჯით მაშომ
- რა გჭირს აბა მითხარი, რატო ხარ დღეს ასე?
მშვიდი და გაეონასწორებული ხმით ეცადა დაეწყნარებინა მაშო და თან გაეგო შარი საიდან მოდიოდა
- არ ვიცი,
ამოისრუტუნა თავ ჩახრილმა და ისევ ხელახლა ააწევინა რატიმ ნიკაპზე ამოდებული თითებით თვალებ დახრილი მაშო
- მომიყევი აბა ვინ გაგაბრაზა, რა გაგიფუჭდა ან ვაფშე რამ გაგაღიზიანა?
- შენ გამაბრაზე!
სლუტუნისგან ხმა გაწყვეტილმა თქვა ისევ თვალებ დახრილმა და მაჯა ცხირისწვერზე სლუტუნით აისვა, რატისაც გაეცინა ბავშვივით რომ სლუტუნებდა თითქოს 'ასლოკინებსო'
- მე კი არ.... კაი მოდი ჩემთან...ბოდიში
დაწყებული სიტყვა გაწყვიტა, რადგან აღარ აპირებდა მის გაღიზიანებულ ნერვებზე ეთამაშა და მეტად ნერვოზულად და ფსიქოლოგიურად არ გაენერვიულებინა, ხელით მიიხუტა და მაშოსაც ისევ რომ დაებრიცა ტუჩები თითქოს მიხვდაო ისე მოიშორა უცებ,
- კიდე ხო არ აპირებ ტირილს?
კითხვაზე ხელი კრა ისე მოშორდა მაშო და ნამტირალები სახის დასამალად საწოლზე გადაწვა თან ისევ ბალიშში ჩაყო თავი სიტყვის სათქმელად ამოყო წამით
- გეჩქარებოდა შენ
მიაძახა ამოისრუტუნა და ისევ ბალიშში ჩაყო თავი, ისევ ჩაიცინა რატიმ უცებ წამოხტა და მაშოს ზურგიდან აეკრო,
- ჩურჩუტა ბავშვოო,
ჩურჩულით ჩაძახა ყურში და მაშოს ურეაქციობის მერე საჯდომზე მოუჭირა ხელი, მაშინ მოიქნია მაშომ ხელი უმისამართოდ და მას რომ დაარტყა რატის ხმამაღალი გმინვა მოყვა
- ააა
უცებ წამოიძახა თუ არა მაშინვე გახედა შეშინებულმა მაშომ თუ რა დაემართთა რატის, რომელსაც სასქესო ორგანოზე აეფარებინა ორივე ხელი და წამით გაშეშებულიყო, უცებ წამოიწია მაშო შეშინებულმა რომ მისი ბრალი იყო
- უშვილოდ მტოვებ გოგო?
გაბრაზებულმა შეხედა წამომჯდარს,რომელსაც მართლა ეგონა რომ ძალიან მტკინვეულად ჩაარტყა და რატიმაც რომ შეხედა გაეცინა მის შეშინებულ სახეზე და უკვე მაშოც რომ მიხვდა არაფერიც არ ტკენია ხელის კვრით გადააგდო საწოლიდან ისევ თავის პოზაში დაწვა და უკვე რატის ცანცარით ხასიათზე მოსულს ჩაეღიმა კიდეც,
- უშვილო კი არა მაგის ღირსიც არ ხარ,
ამოილაპარაკა და თავი ბალიშზე გვერდულად დადო რატის საპირისპიროდ უკვე წამომდგარმა რატიმ თვალები დაჭყიტა მაშოს სიტყცებზე , ისევ მიუწვა და წელზე მოხვია ხელი,
- ოოო ეს რომ არა მაშოოო....... ეს რომ არააა,
გაწელა სიტყვები ვერ შეკავებული სიცილით და მაშომ რომ ხელი გამოწია ისევ ნიშნად დაგარტყამო სწრაფად აიფარა ხელი ზემოთ ხსენებულზე,
მის მხარეს დაწვა ხელო მოხვია და შიშველ ზურგს გაუსწორა თვალი, რომელსაც მხოლოდ ბიუსჰალტერის შესაკრავი ეკვროდა, რამდენიმე წამით აკვირდებოდა ლამაზ ბზინვარე ნაზ კანს და ნაზად აასრიალა თითები, ნაზად გადაატარა წელზე, ნაზად და სასიამოვნოდ დაასრიალებდა თითებს და მაშოც მისი შეხებით გახურებულს გატრუნულს მიენაბა თვალები, წამით შეაჩერა რატიმ შეხებები და მაშომაც მაშინვე გაახილა თვალები, ისევ წამით იგრძნო შეხება და შემდეგ თავისუფლება, წამში გახსნა ბიუსჰალტერი რატიმ და მისი შესაკრავებიც უკვე თავად მოშორდა ზურგს
- რატიი!
საყვედურით ამოილაპარაკა მაშომ იმდენად დაბალხმაზე ძლივს თუ გაიგებდა რატი, ყურადღება არ მიუქცევია მაშოსთვის თავად სიამოვნებდა თავისუფალი სხეულის ნაწილის ხილვა და თვალ მოუშორებლად აკვირდებოდა ყოველ იმ ადგილს სადაც თითებს ნაზად აასრიალებდა,
- გაგვიანდება
ისევ დაბალხმაზე ამოილაპარაკა მაშომ და რატის ქვევით ჩასრიალებულ ხელზე თვალები უნებურად მინაბა,
- გინდა რომ წავიდე?
ყურთან ახლოს ჩაჩურჩულა და სიტყვებთან ერთად ჩაატარა ხელი მაშოს ფეხებს შორის, ერთიანად დაუარა ტაომ შეიშმუშნა ნაზად და უნებურად დაჰყვა მის თითებს, ფეხები ერთმანეთს დააშორა და ბალიშს კიდევ უფრო ჩაავლო ხელები,
- წავიდე?
ისევ გაიმეორა მის ყურთან ახლოს და ყურის ქვეშ მიაკრო მხურვალე ტუჩები, თითებს ჯერ ისევ ნაზად ატარებდა ფეხებს შორის და მაშოს გულისცემაც თანდათან იზრდებოდა, ნელა გადმოიწია მაშო ზურგით აეკრო რატის ისე გადმოხედა და მოშიშვლებული მხრიდან გახედა რატის, რომელმაც წამოწეულს მაშინვე შეხედა
- კი,
პასუხი გასცა, თუმცა რატის მისთვის ყურადღება ისევ არ მიუქცევია მოშიშვლებულ მხარზე მიაკრო ტუჩები და ნაზად ჩაუყვა შიშველ სხეულს, მაშომ მისი ხელი მოიქცია ხელებში, რომლითაც მაშოს დალღობას ცდილობდა რატუ და მუცელზე მიიხუტა,
- ვერ წავალ
ძლივს მოსწყდა ქალის სხეულს წამოწეულმა დახედა მაშოს ახლოს მყოფ ლამაზ სახეს და საოცარ, ღრმა თვალებს ჩახედა, ცალი ხელის იდაყვით ეყრდნობოდა საწოლს, ცალით კი უკვე თავად დაეჭირა მაშოს თლილი თითები,
უხმოდ უყურებდა თვალებში, უსიტყვოდ სწავლობდა და მეტად იზეპირებდა მის ნაკვთებს და უხმოდ კმაყოფილდებოდა მისი ყურებით,
- ნეტავ შემეძლოს თავისუფლად გეხებოდე....
დაბალხმაზე ამოილაპარაკა და მისი სახე მოიქცია ხელში
- როცა გეხები, რაღაც ზედმეტად მძიმე მაწევს მაშო....., დაუძლეველია, იცი როგორი მძიმეა?!.....
ნაზად უსვამდა სახეზე ხელს ნაზად უწევდა თმას, ყველა მის სიტყვაზე გამოწვეულ საქციელს აკვირდებოდა, მისი შეხებებით თვალდახუჭულს დაჰყურებდა, სულ ოდნავ შეახო ტუჩისკუთხეში ტუჩები თავადაც თვალ დახუჭულმა და ღრმად შეიგრძნობდა მაშოს საოცარ გემოს,
- კიდევ უფრო მშიშარას მხდი,
მის ტუჩებთანვე ამოილაპარაკა და მაშოც უხმოდ გადატრიალდა მისკენ, სხეულზე შიშველი სხეულით აეკრო და ხელები მოხვია, რატიც წამით დაელოდა როდის ჩაეხუტებოდა და უკვე მასზე აკრულს მოხვია ხელი
- ჩემი პატარა ხარ,
ისევ დაბალხმაზე ამოთქვა და შუბლზე მიაკრო ტუჩები, მოხვეულს უკვე ორივე ხელი ძლიერად მოხვია და ძლიერად მიიხუტა სხეულზე უკვე ორივეს სხეულში ორი გული ცემდა, მარჯვენა მხარეს ერთმანეთის გულები სცემდნენ და ორივე სასიამოვნოდ გრძნობდა ახალ გულს სხეულში, დიდი დრო დაუთმეს ერთმანეთს უბრალოდ ჩახუტებითაც კი, პოზა შეცვლილებს, მაშო ზურგით აკრობოდა რატის ისევ ნებიერად დაეხუჭა თვალები, ხოლო რატის ისევ მოეხვია მასზე აკრული მაშოსთვის ხელი და ცალი მკერდი ხელში მოეთავსებინა, მასაც მშვიდად დაეხუჭა თვალები, თითქოს სამყაროზე არაფერი არსებობდა და მოცლილებს წყნარადაც მიეძინათ.... რაღაც დროის შემდეგ რატის ტელეფონი არღვევს ყველანაირ სიმშვიდეს და მალევე აფორიაქებული ემშვიდობება ცოლს ისე ტოვებს სახლს....
.....
- ძალიან გვიან მოვდიოდი სახლში ამიტომ აღარ გამოვდიოდი ხოლმე, ბოდიშით
უკვე დიდი ხანი იჯდა ბარბარე ნაზის წინ დილა უთენია და თავის გასამართლებლად მრავალი არგუმენტი მოჰყავდა, ნაზიც სახე შეუცვლელად იჯდა დივანზე მის წინ და თითქოს არც კი უსმენდა მოქოთქოთე ბარბარეს,
- კარგიიი რა ნაზი ბებო, თან აი ეს მოგიტანეთ
ნაზისთვის დიდი შეფუთვით ლიქიორიანი 'ბამბანერკა' გადააწოდა თან გაეკრიჭა, მიხვდა რომ საბოლოოდ მაინც მოალბობდა და მოიგებდა ნაზის გულს, თუმცა არა ქრთამით, მაგრამ მაინც ცადა მისი შებმა 'ბამბანერკით' რადგან ნაზის სტუმრებისთვის ყოველთვის გადაენახა მსგავსი სასაჩუქრე ან გასამასპინძლებელი ტკბილეულები,
- შენი საჩუქარი რათ მინდა?! რო მოხვიდეთ და გამიღიმოთ და წახვიდეთ საკმარისია
სამი თითითის ქნევით ჩამოაყალიბა აზრი და წამოდგა, რომ მაგიდა გაეწყო,
ბარბარეც მასთან ერთად წამოდგა და ჩქარი ლაპარაკით იმდენი ქნა სანამ თავი არ გაიმართლა, სამზარეულოში რა მხარესაც წავიდოდა ყველა მხარეს დაყვებოდა ხელიდან საინს ართმევდა და ისე მიყვებოდა ოთახში თავად ალაგებდა მაგიდაზე სავსე საინს ინსტიქტურად და ბოლოს საუბარს, რომ მორჩა მაგიდასთან ჩამოჯდა,
- ენა არ გეტკინა?
სიცილით დაუსვა ნაზიმ კითხვა, დოინჯებ შემორტყმულმა და თან ზევიდან დაჰყურებდა ღრმად მხვნეშავ ბარბარეს
- ოო კარგით რააა,
თავი გადაიქნია და კარების ხმაზე უცებ გასწორდა, მაშოს ოთახის კარს გაუშტერა თვალი იქიდან, შავ თმიანი დიდი და ლამაზი თვალებით გამოვიდა ჯერ მისთვის უცნობი გოგო, რომელიც იცოდა ვინ იყო, სწრაფად წამოდგა ღიმილით მისი დანახვისას და მალევე მიუახლოვდა კრეჭვითა და ყურებამდე ღიმილით,
- გამარჯობაა, მე ბარბარე ვარ
სწრაფად გაუწოდა ხელი ღიმილით და სალომემაც უმალ შეაგება თლილ თითებს ხელი,
- რატომ არ დამირეკე, ვიცი რომ ჩემი ნომერი გქონია,.....თუ დაქალები და რამე არ გვინდაოოო,
ბოლოს გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და მაგიდისკენ წასულმა თან გაიყოლა სალომე,
- არა, უბრალოდ უხერხულია,
მხრები აიჩეჩა და ბარბარემ ისეთი გახედა უნებურად გაეკრიჭა სალომე,
- გოგო შენ ახლა ისეთ ოჯახში ხარ, რომ მსგავსი აზრები არ უნდა გაწუხებდეს, ნუ ახლა მაგრად გავფუჭდით სასტავი ბებია არ გვინახია დიდი ხანია მარა ახლა ყველას, რომ გავაცნობ შენ თავს ბებიაც დაიტანჯებაა, მოიცა ჯერ მაშო ჩამოვიდეს,
ისევ სწრაფად დაიწყო ლაპარაკი და ნაზი სიცილს ძლივს იკავებდა ცოტახნის წინ ენა უბუჟდა იმდენი ილაპარაკა და ახლაც დაუღლელად განაგრძო საუბარი, სალომეც ღიმილით უსმენდა ლაღად მოსაუბრეს და რატომღაც სიტყვა 'სასტავზე' კარგი და სასიამოვნო ფიქრები ააწყო,
- მოკლედ ყველაფერს მოგიყვები მერე თუ სადმე არ გადიხარ ჩვენ გავიდეთ ანანოს ვეახლოთ და მასთან ერთად მოგიყვები ყველაფერს რაც კი დაგაინტერესებს,
მაგიდას მიუსკუპდა და თვალებით ანიშნა დაჯექიო, ჭამის დროსაც არ გაჩუმებულა მთლად ახალი სტუმრის ნახვა უხაროდა, რის გამოც ცდილობდა მათი საყვარელი სასტავის შესახებ ყველაფერი გაეგო, რომ ახლიდან არაფერი დაწყებულიყო. დიდხანს არ გაუჩერებია სახლში, მალევე დაავლო ხელი და ანანოს მისამართით წავიდა.....
.......
რატის ღელვა იმდენად გადაედო, მთელ სხეულს მოსდებოდა, ვერ ისვენებდა სახლს ალაგებდა, თუმცა ფიქრები არ ასვენებდა, თუ რა მოხდა რატომ შეიცვალა ასე და რატომ გაიქცა მოულოდნელად, ზარზე ზედა სართულიდანვე გააღო კარი და თან მოაჯირებიდან შემოსულ ნიკოლეტას გადახედა,
- ოლაა ლამაზო,
შორიდანვე დაუქნია ხელი და კიებეებზე სწრაფად ავიდა, მიახლოვებულმა გადაკოცნა მაშო და მოკითხვაც არ დავიწყებია,
- წამო გავისეირნოთ
- აუ არა რაა, დღეს მაგრად მეზარებოდა სამსახურშიც კი არ ვარ,
მორცხვად გადაიქნია თავი უარი რომ თქვა და ჩვარი შეინახა,
- სამსახური დაიკიდე ხომ იცი დირექტორი ყავთ და შენ იმენა უფროსი გახლავთ
მხარი კრა და ხელი ჩაავლო, რომ დაბლა ჩაეყვანა, ზედმეტად აჟიტირებულიც კი იყო, მაშოც მის ქცევას დაყვა დაბლა ჩასულები დივანზე მოთავსდნენ და ნიკოლეტამ რომ საუბარი დაიწყო მაშოც მოსასმენად მოემზადა, ზედმეტად არ აინტერესებდა ახლა მისი უცნაური ოსტორიები, თუმცა ხათრის გამო ჩუმად დაიწყო სმენა, ისეთ უაზრო რაღაცეებს ყვებოდა მოსმენად ნამდვილად არ ღირდა ხან დივნის ფეხს აწვალებდა მაშო ხან რას და ხან რას და ბოლოს უკვე ნელ-ნელა დაიწყო მოახლოვება რატისთან და მაშოც გაკვირვებული შეხედავდა ხოლმე, ისეთ რამეებზე ელაპარაკებოდა უკვე რომ ღიზიანდებოდა კიდეც მაშო
- არ გეშინია?
მოულოდნელად დასმულმა კითხვამ თამაში შეაწყვეტინა მაშოს, გაკვირვებულმა ახედა სერიოზულ ნიკოლეტას და ხვდებოდა კიდეც რომ ეს თვალები ავის მომასწავლებელი იყო და უკვე მისი ისტორიებიდან სხვა რამისკენ მიიწევდა
- რისი უნდა მეშინოდეს?
გაკვირვებისგან გამოწვეული სიცილი ვერ დამალა მაშომ და დივანზე უკეთ მოეწყო,
- რატომღაც მგონია რომ არაფერი არ იცი,
ისევ სერიოზული ხმით განაგრძო საუბარი და საქმე ისე მიჰყავდა რომ მაშოს აუცილებლად თავისი მოთხოვნით აცნობებდა ყველაფერს და აისრულებდა უკვე თავის სურვილს, რომელიც სალომეს მოულოდნელად დაკარგვის გამო ჰქონდა ამოჩემებული
- და რა უნდა ვიცოდე ნიკოლეტა? რანაირად მესაუბრები ან რისი უნდა მეშინოდეს?
გაღიზიანება ვერ დამალა მის სიტყვებზე და ნერვოზულად ისევ შესწორდა, დაიძაბა კიდეც რადგან თავიდანვე აფრთხილებდა და ამზადებდა რატი მსგავსი დღისთვის
- მაფიოზთან ცხოვრობ, მაფიოზთან გძინავს რავი მართლა არ გაშინებს?
ადრეც კი გაეგო მაშოს ეს სიტყვები მაგრამ ბავშვობაში მის ერთ მეგობარსაც მსგავსად მიმართავდნენ და სულ არ უკვირდა მსგავსი წოდება არ მიიჩნევდა ის ამას როგორც რეალურად, იღებდა ისე როგორც გამაბრაზებელი მიმართვა, მას ხომ არასდროს წარმოედგინა მაფიოზობა ვინმე მის ახლობელთან ახლოს,
- ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა
ისევ დაბნეულად თქვა და ნიკოლეტას მომავალი სიტყვების შიში შემოპარვოდა გულმა საგრძნობლად დაუწყო ცემა, წამდაუწუმ ყლაპავდა ნერწყვს ეშინოდა, ახლა მასაც ეშინოდა ნიკოლეტას სიტყვები და ამავდროულად რატის სიტყვები უტრიალებდა თავში " მეშინია მაშო" ისიც მარტივი მისახვედრი იყო რომ ეს ყველაფერი ხუმრობა აღარ იყო, ფიქრობდა რომ გაეგდო სახლიდან ან რომ გაეჩუმებინა ხომ არაფერს გაიგებდა ცუდს, მაგრამ იქნებ ასეთიც არ იყო, უნდა გაეგო, როდემდე უნდა ეცხოვრა ტყუილში, როდემდე უნდა ეცხოვრა თუნდაც რატის შიშში, ალბათ სწორი დროც კი იყო, არაფერი უთქვამს მაშოს ნიკოლეტასთვის დაელოდა რომ თავად იტყოდა,
- მაშო! რას ვერ ხვდები? დავიჯერო არ იცი, რომ მაფიოზ, სასტიკ მკვლელთან ცხოცრობ?! მართლა ახლა იგებ რომ რატი მაფიოზია?! თუ იმდენად შეცვალა ცხოვრება რომ საერთოდ არ ემჩნევა, მართალია ზედმეტად შეცვალე, ცხოვრება ზედმეტად შეიცვალა, მაგრამ ის მაფიოზური სული ხომ ისევ მისია ის მკვლელი და ბოროტი სული,
მაშინვე მთელ ფეხებში უძალობა იგრძნო მაშომ, მთელ ფეხებში ისე დაუარა თითქოს დამაბუჟებელმა შიშმა, ძალა წაერთვა,
კბილებს ერთმანეთს აჭერდა ისე ლაპარაკობდა ნიკოლეტა , ზიზღითა და შურისძიებით სავსე იყო, საიდან ამდენი ბოღმა, მაშომ კი სწრაფად შეწყვიტა სუნთქვა შიშის ფერებმა ჯერ რამდენიმეჯერ უცვალეს ფერი და საბოლოოდ ფერ წართმეული სუნთქვა გაკავებული მკვდრის ფერი ჰქონდა, რატი მკვლელი? ვერც კი აიაზრა წესიერად ისე სიტყვებზე დაუარა სხეულში შიშისგან გამოწვეულმა უძალობამ
- ვიცი ცუდი გასაგებია აშკარად ახლა იგებ მაგრამ, როგორ არ იცოდი? ცოცხლად მარხავდა ხოლმე ადამიანებს და მანამ იჯდა იქ სანამ მისი კივილი არ ჩაიგუდებოდა,
ახალ გაგებულ ფაქტზე თვალები გაუდიდდა მაშოს ვერ წარმოდგენილი რატის საქციელიდან და ღრმად სუნთქვისგან თავბრუს ხვევა დაეწყო -ზოგჯერ აუჩეხავს კიდეც, უყურებდა, როგორ იწიწკნებოდა ადამიანი, როგორ ძვრებოდა ხელები და ფეხები,
თითქოს კონკრეტული ადამიანები თვალწინ გამოესახა ისე აიტანა მხრები კისრამდე სახე დამანჭულმა ტკივილისა და ჩადენილის სისასტიკის გაგონებაზე და წამით ხმაც კი წაერთვა
- კანიც ნაწილ ნაწილ დაუჭრია ცოცხალისთვის და მის თვალწინ უჭმევია ძაღლებისთვის, ღრმერთო ჩემო ვერც კი ჩამოვთვლი იმდენია,
საუბრობდა, თუმცა მაშო იმდენად გადათეთრებული იყო, ყოველ მის სიტყვაზე აჟრჟოლებდა ყოველ მის სიტყვაზე გულის რევის შეგრძნება ჰქონდა, ყურებზე აეფარებინა ბოლოს ხელები და ისე დაეჭიმა კისერი წამით მოადუნა შიშისგან თითქოს მალე რაღაც გაეკვანძებოდა ყელში, ვერ ხვდებოდა რანაირად უნდა დაეჯერებინა, ვერ დაიჯერებდა მსგავს რამეს თან ამას ამ მოყოლილიდან გაგონილ ავადმყოფურ სისასტიკეს რატის ვერასდროს მიაწერდა,
- გაეთრიე!
დაბალხმაზე ამოილაპარაკა მოსმენილისგან გაოცებული ხმით და ნიკოლეტას გაოგნებული სახე არც დაუნახავს ისე იკივლა ისევ
- რატომ მაგდებ?! სიმართლე რომ მოგიყევი?
ტონს აუწია ნიკოლეტამაც, მაშო წამოდგა მხრებში ჩავლებული ხელითვე წამოაგდო და კარებისკენ ხელის კვრით უბიძგა,
- ასეთ არაადამიანობას როგორ ამბობ!
ისევ ძლიერად კრა ხელი და ხვდებოდა რომ ძალა იმდენად წართმეული ჰქონდა უცებ რომ წამოდგა ფეხები უკანკალებდა
- მაშო გამიშვი, ეს უნდა გაგეგო!
- გაჩუმდი და აქედან მოშორდი!
ზედმეტად ცუდადაც იყო იმდენად მარტივად მოხვდა ეს ყველაფერი თუნდაც მხოლოდ სასტიკ და ბოროტი ემოციებით მოყოლილ ამბავზე , ტვინში სისხლის ჩაქცევას გრძნობდა,
- მაფიოზია მაშო ყველაფერს გეფიცები, გამოცდილი ავადმყოფი მკვლელია,
გაორებულად ხედავდა, ფეხები შიშისგან დაბუჟებოდა, ბევრი ეჯაჯგურა ნიკოლეტა რომ ხელი გაეშვა მაშოს მისთვის და ბოლოს ისევ მისი სიტყვებით დასუსტებულს ძლიერად კრა ხელები, მაშოც ძლიერად გადავარდნილი მიეჯახა დივანს და ტკივილი ვერც კი იგრძნო, რომელიც მთელ სხეულს მოედო,
- შეიგნე და დაიჯერე ადამიანო, შენი რატი აკეთებდა ამ ყველაფერს! არ იცი როდის აგჩეხავს არ იცი როდის დაგმარხავს ან შენ ან შენ ახლობლებს იქნებ უნდა კიდეც აგკუწოს, მაფიოზი და სიყვარული სად გაგონილა?!
ზევიდან დაძახოდა ატირებულ მაშოს, რომელიც ცივ იატაკს თავს ადებდა და ძლიერ ემოციებში მყოფი გაურკვევლი შეშინებული ტიროდა,
ნიკოლეტამაც კიდევ მეტად მოინდომა რატის შესახებ ფერადი ამბების მოყოლა, მასთან ჩამოჯდა მის გვერდით დივანზე ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და ყველა რატის საქციელის დეტალურად მოყოლა დაიწყო დეტალურად აღწერდა ჩადენილ მკვლელობას, ყველა გადმოსული სისხლის გუბეს აღწერდა ხმამაღლა საშინელი გაფორმებებით და იმაზე სასტიკად აღწერდა ვიდრე მოხდა,
- წარმოდგინე რას გრძნობდა მაშინ ის პირუტყვი... მაშოს კი გულის რევის შეგრძნება ჰქონდა, რამდენჯერმე შეძლო, მთელი მოკრებილი ენერგიით წამომდგარიყო და ნიკოლეტასთვის პირზე ხელები აეფარებინა, თუმცა შიშს და გაგებულ ამბავს იმდენად დაესუსტებინა, საკმარისი იყო მხოლოდ თითი მიგეკრა მაშინვე უძალოდ ვარდებოდა, ნიკოლეტაც ბოროტულად, იმაზე ბოროტულად იქცეოდა ვიდრე ოდესმე რატი, მოყოლას აგრძელებდა და მაშოც ყურებზე ხელ აფარებული მოკუნტული ეგდო ძირს, ნიკოლეტას დამადასტურებელი საბუთებიც მოჰყავდა რატის მაფიოზობის და მეტად დამაჯერებლად ჟღერდა, თავისთვის ბუტბუტებდა ქართულად მაშო, ტირილი კიდევ უფრო ასუსტებდა და თვალებს მძიმედ ხუჭავდა , რომლითაც მხოლოდ დაბურულად ხედავდა ყოველ წამს ტბა ჩამდგარი თვალებით
- დედა,... მიშველე....გევედრები, ახლა გადამრჩინე..... გემუდარები დედა!
ტირილით ჩურჩულებდა ყურებზე აეფარებინა ხელები ნიკოლეტას არ უსმენდა ცდილობდა საკუთარი თავისთვის ეშველა ახლა, რადგან მალე გული გაუსკდებოდა, ყველაზე ძლიერად დაარტყა ნიკოლეტამ, აქილევსის ქუსლში მოხვედრილმა დარტყმამ მთლიანად ჩამოშალა მაშო, სულ აღარ გახსენებია რატის სიტყვები, არც მისი შიში არც მისი სინანული მასზე დადებითად აღარც კი გაუფიქრებია, მხოლოდ შიში და მისი საქციელის ზიზღი უღრღნიდა გულს, რომელიც ზედმეტად მარტივად მოეკიდა
- დედა ხომ მიმატოვე!..... მთელი ეს დამპალი ცხოვრება ხომ მე დამიტოვე..... ხომ არაფერში დამხმარებიხარ.... რანაირი დედა ხარ?.... გთხოვ, გევედრები ახლა მომეცი ძალა, რამე გააკეთე... გააჩუმე..... მოკალი ..... გევედრები დედა შემიცოდე..... ახლა დამეხმარე დედა.... მჭირდები....
ისტერიულად გააგრძელა ტირილი თმას ძლიერად ჩაბღაუჭებოდა მოკუნტული იქით-აქეთ ქანაობდა და ხმაც კი წასვლოდა, უხმოდ ტიროდა და თითქოს მხოლოდ დედა დაეხმარებოდა ახლა თითქოს მას, რომ გაუნდობდა კიდევ მარტივად შეძლებდა ძალების მოკრებას მოუშორებელი ნიკოლეტას გაგდებისთვის, რომელიც რამდენიმე ცდის შემდეგაც ვერ მოიშორა ჭირივით შემოვარდნილი სახლში
- არ მისმენ?
მოულოდნელად გადმოხედა ნიკოლეტამ და მაშომაც კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა
- გაეთრიე აქედან!
მკაცრად ჩახლეჩილი ხმით კიდევ ერთხელ ამოთქვა და წუთით ტირილი შეწყვიტა დამპალი სახე ცრემლებით ლოყები აწითლებოდა ტირილისგან ნატანჯი თვალები საცრის ოდენა გახდომოდა, ჩაწითლებულს თითქოს თვალებიდან სისხლი ედინა, მარტივად შეძლო დაენახა ნიკოლეტას სიბოროტე იმ წუთში და როცა წინ ჩამოუდგა კიდევ ერთხელ გაუმეორა სიტყვები,
- ნიკოლეტა! გაეთრიე აქედან-მეთქი!
გამოცრა ისევ და წამოდგომაც კი შეძლო, მთლიანად შეცვლილმა
- ჯერ არ დამისრულებია იცი კიდევ რამდენი რამ უნდა მოვყვე,
თვალს თვალში უყრიდა გაკვირვებულიზერით და თან ხედავდა კიდეც უკვე რას გავდა მაშო, თუმცა მისთვის ჩვეულებრივი ემოცია იყო მაშოს საქციელი მსგავსი ამბის მოყოლის შემდეგ, უცებ ძლიერი ბიძგი იგრძნო ლოყაში და თავი გვერდზე გარტყმისგან გადააქნია,
- შენ ყრუ ხარ?!
კიდევ ერთხელ მოუქნია ხელი და თვალებიც სრულად შეცვლოდა მასაც იმდენად გაუცივდა არამარტო თვალები, სხეულიც მასთან ერთად, რომ კანკალებდა, კბილებს ერთმანეთს ძლიერად ურტყამდა და თანდათან მიიწევდა ნიკოლეტასკენ,
- ხომ გითხარი გაეთრიე-მეთქი!
მკაცრად ამოილაპარაკა შემდეგ ნიკოლეტას ერთი ცინიკური სიტყვა საკმარისი იყო, შეშლილივით დაიწყო ღრიალი და შუშის მაგიდას ჯერ წიხლი ჩაარტყა და უკვე ნამსხვრევებად ქცეულს დაუწყო იდაყვების ქვედა მხარის მკლავების რტყმა
- გაეთრიე-მეთქი,....წადი! მოშორდი!
ღრიალებდა, კიოდა ბოლო ხმაზე ხრიალებდა, შუშის ნამსხრევებს მუჭში იგროვებდა და ისტერიულად ისროდა ნიკოლეტასკენ,
ნერვულად დაიწყო შუშის ნიკოლეტას მიმართულებით სროლა და ღრიალს არ წყვეტდა კიოდა, ხმის ბოლო აწევამდე, ემოციებისგან იცლებოდა, თუმცა რომელ დაცლაზე იყო საუბარი, ნიკოლეტაც მალევე მიხვდა, რომ იმდენი ქნა ნერვულ სისტემაზე ზედმეტად იმოქმედა, შეეშინდა კიდეც, შორს წასული, რომ შუშები არ მოხვედრილიყო, შიშისგან სწრაფად წავიდა უკან უკან, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ქალის, შეშლილის დანახვისას და სწრაფად გავარდა სახლიდან, მარტივად დატოვა მაშო, რომელიც ვერანაირ ფიზიკურ ტკივილს ვერ გრძნობდა, იმდენად ძლიერი იყო სულიერი ტკივილი ,ახლო მახლო რაც კი დასალეწს ნახულობდა ყველაფერს ლეწავდა, კიოდა, საგიჟეთიდან გამოქცეულს გავდა, გაორებულადაც ვეღარ ხედავდა, ყველაფერს უყურებდა და რომ ვერ ხედავდა მის დასანახად გვერდით ტრიალდებოდა, მისი ხედვით უყურებდა რაღაცას, თუმცა რეალურად ტრიალებდა რაზეც უარესად ეთიშებოდა გონება, სახლის ცენტრში იდგა და მოტრიალეს ისედაც თავბრუ რომ ეხვეოდა ახლა სულ მთლად არეული ვეღარც ჩერდებოდა, მობრუნავე სახლს რომ ხედავდა ეგონა რომ გაჩერდებოდა წაიქცეოდა ამიტომ მასთან ერთად ბრუნავდა და უკვე ისტერიულადაც კი ეცინებოდა მოტრიალე სახლზე, მისი შეშლა მაშინ დასრულდა როცა გონება საბოლოოდ გადაეკეტა და იატაკზე უძალოდ დაეშვა....
......
- მეღადააავებიიით
სიტყვა ბოლო ხმაზე გაწელა სალომემ და ნამცხვრის მეორე დიდი ლუკმა ჩაიდო, ხელებს აქნევდა პირ გამოტენილი თვალების ხუჭვით, რომ აღფრთოვანებული იყო გასინჯულით და მის წინ მჯდომი ბარბარე და ანანო კმაყოფილები ფხუკუნებდნენ,
- ნელა ქალო,
გააფრთხილა ანანომ და წვენი ჩამოუსხა,
- ტყუილად კი არ ეკეტება ხალხს ამაზე,
ამაყად თქვა ბარბარემ და ხელი მოხვია
- ჩემი გოგოა რა
ამაყად დააქნია თავი და სიცილით გახედა ანანოს, რომელიც " ოჰ ოჰ კაი გაჩერდის" სახით უყურებდა
- რას უკეთებ ამნაირს
- ზომაზე მეტ შაქარს მწიკვი რაოდენობით
მხრების აჩეჩვით გასცა პასუხი სალომეს და სამზარეულოს კარებში ხელს რომ უქნევდნენ უცებ წამოდგა დანახვისთანავე
- ბოდიშიით არ მასვენებენ,
გაიკრიჭა უცებ და ბიჭისკენ გავარდა, რომელიც ხელს უქნევდა ნიშნად რომ საჭირო იყო,
- გეფიცები ამაზე გემრიელი თუ რამე მეჭამოს,
კმაყოფილმა თქვა და თითქმის ცარიელ თეფშს დახედა, გეგმაში კიდევ ბევრი რამ ჰქონდათ, საზაფხულო დასვენებები მალე დაიწყებოდა, რაც იმას ნიშნავდა რომ მათი დასვენება საუკეთესო უნდა ყოფილიყო რაც ჯერ გოგონებს უნდა დაეგეგმათ და მაშოსთან ერთად დაემთხვიათ. მალე ანანოსთან ერთად დაუყვნენ ქუჩებს და ერთი დღეც კი საკმარისი გახდა ერთმანეთისთვის ყველაფერი მოეყოლათ.....
.......
თავად მოვიდა გონს, თვალები გაახილა და წამით უაზროდ მიაშტერდა კედელს, წამში ყველაფერი გაახსენა გონებამ, ტუჩებ დაბრეცილმა ცრემლები ვერ შეიკავა და გონზე მოსვლისთანავე დაიწყო ტირილი, ამავდროულად ახლა გრძნობდა წვას მკლავებზე, ნელა წამოდგა ნელა შეათვალიერა დაკაწრული აქა იქ სისხლიანი მკლავები და ნელა შეტრიალდა ოთახის დასანახად, ყველაფერი დალეწილი იყო, შუშის ნამტვრევებით იყო სავსე ოთახი, ტირილით ათვალიერებდა ამ ყველაფერს ისე მიეყრდნო კედელს და უძალოდ მიაყრდნო თავი, აბაზანაში ჩამოიბანა მკლავები, ჯერ ისევ გადათეთრებულ სახეზე შეისხა წყალი და აბურდული თმა შეიკრა, ტირილის თავიც აღარ ჰქონია, ზედმეტად შეცვლილი იყო, უფერო, უემოციო, არაფრის გამომხატველი მზერა, მკვდარივით დადიოდა, დივანზე გაწვა ხელი ძირს გადაყო და შუშით თამაში დაიწყო, ფიქრების გარეშე, ემოციების გარეშე იწვა და შუშის ნამსხვრევს ატრიალებდა თითებში, დროც უაზროდ იწელებოდა მაშო კი უბრალოდ იწვა,
- უნდა წავიდე,
მშვიდად ამოიხრიალა დაწოლილმა და შუშით შუშის ჩხაპნა დაიწყო, როცა გაახსენდა ვის სახლში იყო ჯერ ისევ მაგრამ მოს გარეშე არ წავიდოდა
- სად წავიდე? მკვლელთან ვცხოვრობდი?.. სისხლით დასვრილი ხელები მეხებოდა?
მშვიდად ლაპარაკობდა ხმამაღლა ხრიალით, საკუთარ თავსაც კი ვერ ელაპარაკებოდა, რადგან პასუხი არსაიდან ჩანდა, ამიტომ სვამდა უბრალოდ რიტორიკულ კითხვებს, ლაპარაკის დროს უცებ წამოვარდა საპირფარეშოში გავარდა და გულზე მოწოლილი გრძნობისგან, გულის რევის შეგრძნებისგან, დიდხანს იყო გადაყუდებული, ყოველ ფიქრზე რომ მორჩა ონკანისკენ ინაცვლებდა ხველებით რომ პირი მოებანა, თუმცა ყოველ ჯერზე ისევ უბრუნდებოდა, საზიზღარ გრძნობას გრძნობდა ყელში რის გამოც კიდევ მეტად ერეოდა გული, უკვე შიშშიც გადასვლოდა ისტერიულად ტიროდა და სახეზე ლურჯი ფერიც გადაკვროდა, მთლიანად გალურჯებული, თვალებს ძლივს ახელდა, როცა სუნთქვის საშუალება მიეცა მაშინ მოაწვა ისევ შიშის ტალღა და ხმამაღლა ატირდა, ყველაზე დიდი დამატებითი ტანჯვა იყო ყელში გამოწვეული საზიზღარი გრძნობისგან, პირი მოიბანა ონკანი არც დაუკეტავს კედელს მიეყუდა და პირითვე ღრმად დაიწყო სუნთქვა, ისე არ დაუტოვებია ყველაფერი მოაწესრიგა შედარებით უკეთ მყოფმა ტირილითა და გლოვითვე და ისევ დივანზე გაწვა
- მხოლოდ ამ ერთი ნაგავის გამო? ეს ყველაფერი?
სიცილი აუტყდა და დივანზე ხან იქით ხან აქეთ ბრუნავდა,
- ფილმებშიც კი არ მქონია მსგავსი რამ ნანახი
ისევ ხმამაღლა აგრძელებდა საუბარს, ფიქრობდა ხმამაღლა, აზროვნებდა, ლოგიკურად მსჯელობა შეეძლო, თუმცა იმდენად დამასუსტებელი იყო მსგავსი რამის გაგება ადამიანზე, რომლის გარეშეც უკვე სუნთქვაც უჭირდა, რომ წამში აგირევდა გონებას, იგებ რომ საყვარელი ადამიანი ბინძური მკვლელია იგებ როგორ საზიზღრად კლავდა და ავადმყოფივით უყურებდა ამ ყველაფერს, ავადმყოფივით? მაგრამ რატის ავადმყოფის არაფერი ეტყობოდა, ეს მარტივი საპატიებელი არ იყო, საერთოდ საპატიებელი იყო? იმდენი კითხვა შეიძლება გაჩნდეს ამ საკითხთან პასუხის გაცემა ძალზედ რთულია,
კარის ტელეფონის დიდმა ხმამ მოიცვა სახლი ზედა სართულზე და ქვედა სართულზეც ერთი ხმით რეკავდა ტელეფონი, კანკალი აუტყდა უცებ, სხეული წამში დაეხორკლა, ისე წავიდა კარისკენ, ნელი ნაბიჯებით,
- ვიცი რომ ნიკოლეტამ ყველაფერი გააფორმა....ვიცი რომ ასეც არ იქნებოდა..... ვიცი რომ ასე რატი არავის გაწირავდა.......მისგან უნდა გავიგო, უნდა მოუსმინო მაშო!
ნელ სიარულს ყოველ სიტყვას დამაჯერებლად აყოლებდა, საკუთარ თავს ეხმარებოდა გადაწყვეტილებაში ისე მიადგა კარებს,
- ააჰჰ ღრმერთო,
წამით აუკანკალდა ყბა სახეზე ხელები ჩამოისვა ისე პატარაზე გააღო კარი, კარებში დარიო იდგა, მისი ნახვისას კიდევ უფრო გააღო კარი, მაშინ დახედა დარიომ ღიმილით, ღიმილი შეახმა სახე უცებ ეცვალა სახე , არც კი დაფიქრებულა ისე ეცა, მისი სახე ხელებში მოიქცია ამავდროულად შეშინებული ეკითხებოდა თუ რა მოხდა, პასუხს არც კი აცდიდა მკლავები უტრიალა, დაშავებულ ადგილებს ნახულობდა , უხეშად რომ გამოგლიჯა ხელები მაშომ,
- არაფერი არ ხდება, კარგად ვარ, გული ამერია და იმოქმედა ფერზეც,
მკლავზე მოისვა ხელები და კარებში თავად გავიდა,
- სერიოზულად? მკვდარს გავხარ მაშო, წამო ექიმთან, გთხოვ რა,
ხელში ხელი ჩაავლო და კიბეებისკენ წავიდა ისევ უხეშად გამოგლიჯა ხელი,
- საქმე გამოგელია? არ მინდა ექიმი კარგად ვარ, უფრო სწორად ასე კარგად არც არასდროს ვყოფილვარ, რამე გინდოდა?
მაშოს მკაცრ მაგრამ ამავდროულად ურეაქციო ლაპარაკზე გაკვირვება ვერ დამალა კაცმა, მისკენ კიდევ რაღაცის სათქმელად წავიდა მის კარგად ყოფნაში დასარწმუნებლად და თავი შეიკავა,
- მინდოდა გავსულიყავით, სულ ორი წუთით,
თავით ანიშნა და მოჭუტული თვალებით შეათვალიერა მაშო, თან გზაზე ლამპიონებს გახედა, რომელიც მალე აინთებოდა, შორს კი უკვე მოჩანდა მანათობელი ლამპიონები
- წამოდი რა, თან უკეთ გახდები ჰაერზე
ხმა არ ამოუღია მაშოს სახლში შევიდა კარები ცხვირწინ მიუკეტა დარიოს და კაციც გაოგნებული იდგა კარებთან,
- რა ჯანდაბა ხდება?
ამოიგმინა დაბალხმაზე და მერე რატის სიტყვები გაახსენდა რომ ახლა მაშო აუცილებლად უნდა გაეყვანა სულ ცოტახნით მაინც, კარებზე უნდა დაეკაკუნებინა თავად მაშომ გააღო კარი ფეხზე ჩაეცვა უბრალოდ, კარებიც კი არ გადაუკეტავს წამოდიო თავით ანიშნა და არც შორს გაყოლას აპირებდა, უბრალოდ არც თავად იცოდა სად, რატომ გაყვა, არც ისე დიდი მანძილი გაიარეს თუმცა უხმოდ, უსიტყვოდ, არცერთს ამოუღია ხმა , დარიო მაშოს ელოდებოდა,რადგან ხვდებოდა რომ ის ის მაშო არ იყო როგორსაც ის იცნობდა ამიტომ თავშეკავებული იყო, მაშო კი თავის ფიქრებში გართულიყო,
- არ გინდა კაფეში დავსხდეთ?
უკვე კარგა მანძილის გავლის შემდეგ, მაღაზიებსა და ბევრ კაფეებს, რომ უვლიდნენ მაშინ ამოიღო ხმა დარიომ
- ყველანაირი საჭმელი და სასმელი მეზიზღება ახლა,
- ჰო მაპატიე,
გაცემულ პასუხზე უცებ გაახსენდა მაშოს მდგომარეობა და თავ ჩახრილმა მოიხადა ბოდიში, წყნარად მიყვებოდა გვერდით, თუმცა მაშოს არ მიესვლებოდა, ძლივს დგავდა ნაბიჯებს და ფიქრობდა თუ სად უნდა წასულიყო ამაღამ, სულ რომ უსახლკაროდ დარჩენილიყო იმ სახლში გაჩერებას არ აპირებდა და სულ ახლა მიხვდა ამას,
- ჩანთაა ჩანთა არ ჩამილაგებია,
ქართულად წამოიძახა და ისე ახედა დარიოს, თითქოს აქამდე დახშული გონებით ვერც კი გაეგო რას აპირებდა, ამავდროულად გული ისე სწრაფად აუძგერდა ხელი ძლიერად მიიჭირა გულზე , ჯერ უხმოდ განაგრძო სიარული, რადგან მივიდოდა თუ არა მაშინ მოასწრებდა ჩალაგებას, ნაბიჯი გადადგა, თუმცა გრძნობა რომელსაც გრძნობდა, არ ასვენებდა აქამდეც ძალით ნადგამი ნაბიჯები უფრო გაძლიერებულიყო და რეზინას გავდა, რომელიც ძალით გაწელეს და ახლა ხელს, რომ გაუშვებდნენ ელვის სისწრაფით მოსწყდებოდა ადგილს,
- უნდა წავიდე, არ მჭირდება გამოყოლა, აქ დარჩი დარიო
თითი მკაცრად დაუქნია და ადგილს მოწყდა, სიარულით განვლო ქუჩა და თავის უბანში გადაუხვია თუ არა სირბილით დაიწყო წყნარი უბნის გავლა, სახლის წინ ქოშინით ჩამოდგა და დაძაბულმა შეათვალიერა სახლი,
- სახლშია!....ის აქაა!
ამოილაპარაკა და ნელი ნაბიჯი გადადგა, ყოველ მიახლოებულ ნაბიჯზე დუნდებოდა სხეული, ძალა ეცლებოდა რაც უფრო უახლოვდებოდა კარებს, კარის სახელურს ჩაავლო ხელი, ღრმად ჩაისუნთქა და სწრაფად შეაღო კარი, სახლში შუქი იყო მხოლოდ ანთებული, დანარჩენი როგორც დატოვა მსგავსად დახვდა ყველაფერი დალეწილი, საკუთარ გულისცემას მთელ სხეულში გრძნობდა, განსაკუთრებით კი თითებში, აბაზანის კარები, რომ გაიღო სწრაფად გახედა გამოსულ რატის და ნერვიულად დაიწყო ღრმად სუნთქვა კანკალთან ერთად, რატისაც უცებ ეცვალა ფერი მაშოს დანახვისას დაძაბულობა ეტყობოდა კიდეც და მაშოს აშკარა ზაქციელზე ვერ გაბედა მასთან მისვლა და მზრუნველად მისი ამბის გაგება
- მაშო?
კითხვის ხმით ამოთქვა სიტყვები ძლივს და მაშოს გადაფითრებულ სახეზე ნერვიულობა კიდევ მეტად შეეტყო,
- კარგად ხარ?
გაუბედავად დაუსვა კითხვა და ნელი ნაბიჯით წავიდა მისკსკენ,
- რა მოხდა?
კითხვით გახედა მაშოს უკან ნახევრად დალეწილ სახლს და ისევ შორიდან შეხედა მაშოს,
- სად იყავი?
აკანკალებული ხმა ვერ დამალა სველ ხელებზე დახედა მაშინვე რატის და ახლა მან გადადგა გაუბედავი ნაბიჯი მისკენ,
- აქედან შორს,
თქვა თუ არა მაშოსკენ ნელი ნაბიჯებით წასული ნელ-ნელა უახლოვდებოდა, მაშო კი ნერვოზულად ღრმად სუნთქვადა თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა, თუმცა ეს მხოლოდ მისი ნერვოზული წიკები იყო,
- რა მოხდა?
- კარგი არაფერი,
გულწრფელი პასუხი გასცა და საკმარისად რომ მიუახლოვდა გაჩერდა, უცნაური და საშიში დისტანცია იყო დაცული მათ შორის, ორივესგან იგრძნობოდა ის რომ მიახლოებაც კი ამაო იქნებოდა,
მაშომ უხმოდ დაიწყო თვალიერება, შიშით ათვალიერებდა, შიშით უყურებდა და არც კი იცოდა რა უნდა გაეკეთებინა მანამ სანამ, რატის საშინელმა ბედმა მის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედა, კისერზე ჯერ კიდევ შერჩენოდა სისხლის პატარა შემხმარი წვეთები, რომელიც ხელების დაბანისას ვერ შეამჩნია სიჩქარეში,
უხმოდ ჩაიქნია მაშომ თავი თითქოს გული, რომელიც მოწყვეტილი ერთი პატარა უმნიშვნელო ძაფით ეკიდა, მის ჩარჩოს ახლა სრულად მოსწყდა მას, შეკავებული ტირილი, წასკდა, სახე სწრაფად დაემანჭა ტირილისგან და ხმმააღლა აკანკალებული ყბებით უკვე ღრიალებდა კიდეც, უხმოდ იდგა რატი უსიტყვოდ იდგა და მარტივი მისახვედრიც კი იყო მისთვის რა ხდებოდა, თუმცა არ იცოდა რა დონეზე საშიში იყო ეს, თავდახრილი ქვევიდან უნებური ბოროტი მზერით უყურებდა მაშოს და ამავდროულად შიში, რომელიც იმ წამს გამოსცადა არასდროს არ ჰქონდა გამოცდილი,
- ვინ?! ახლა ვინ?!
ამოიკანკალა ისტერიულად მოღრიალემ და ნერვულად იხოკავდა სახეს
- კისერზეც მოგებანა ეგ წყეული!
უცებ შეეცვალა სახე, ხმა, თვალები, ბოროტი და სიძულვილით სავსე გაუხდა მზერა, ყველა ნიკოლეტას სიტყვა უეჭვოდ დაიჯერა და კიდევ მეტად, შეშინდა
- ავადმყოფი ხარ!
ტირილი სიცილში გადაეზარდა ნერვოზულ გულიან სიცილში თან ამავდროულად ადგილზე ვერ ჩერდებოდა,
- რატო? რის გამო?
რაც კი შეეძლო, ბოლო ხმაზე უღრიალა და დივანთან ახლოს მყოფი უძალოდ ჩაიცუცქა ფეხებს მოხვია ხელები და ისევ წასკდა ისტერიულად ცრემლები
- მაშო,
თავი გადაიქნია სახე შეცვლილმა წარბებ შეხრილმა სინანულის სახით რატიმ ისე გადადგა მისკენ ნაბიჯი,
- არ მომეკარო!
ღრიალთან ერთად ნამტვრევი შუშა რომ მოხვდა ხელში სწრაფად ესროლა მთელი ძალით, გადარჩა იმ კუთხით რომ შუშა პატარა იყო და რატის მკლავში დიდად არც შეუღწევია, კანის ზედაპირი გადახია ძლიერად ვერ ჩაჭიდებული კანს, ძირს სისხლით მოსვრილი დავარდა და ისედაც გატეხილი კიდევ გადატყდა შუაზე,
- არასდროს გაბედო! არ გაბედო მომიახლოვდე გესმის?! თვალშიც კი არასდროს მომხვდე! ამაზრზენი ხარ!
თითის დაქნევით უთხრა ნელა გამოეცალა და კარებს გიჟივით მივარდა, მისი დაძახება არც გაუგია, არც კი დაფიქრებულა ისე გავარდა სახლიდან,
- ჯანდაბაში წასულხარ!
გარეთვე იკივლა და ქვას ძლიერად კრა ფეხი, ვინ იფიქრებდა თუ ერთ დღეს ასე მარტივად შეუძლია ყველაფრის რადიკალურად შეცვლა, თურმე მარტივია ერთ დღეს მოულოდნელად ჩამოგემხოს ყველაფერი თავზე, როგორც მაშო უაზროდ დახეტიალობდა მისთვის გაურკვეველ ადგილებში არავინ, რომ არ ჭაჭანებდა და თავისუფლად ღრიალებდა, გვიანობამდე ხეტიალობდა დრო უაზროდ გაყავდა, ქუჩაში გასული ქუჩის მომღერლებთან შეკრებილ მოცეკვავე ხალხს შეუერთდა კიდეც, იმ წამს ისე ბედნოერს გავდა, მხოლოდ ადამიანს შეცნობილი ხალხი გაუგებდა იმ წამს, როგორც შორიდან მჯდომი მოხუცი ქალი ღიმილით უყურებდა განადგურებულ მაშოს და ეღიმებოდა იმიტომ, რომ ხვდებოდა ღიმილის უკან, უკვე უგულო ადამიანი სიმყარეს ვერ ინარჩუნებდა, იქიდანაც ისე გაქრა ვერც ვერავინ შეამჩნია და ბოლოს ყველაფრით დაღლილი ქუჩაში სკამეიკაზე უძალოდ იჯდა და თავი საყრდენის უკან გადაეგდო, მკვეთრი მუხრუჭით მის წინ თეთრი მანქანა ტორმუზდება და მაშომაც სწრაფად შეხედა უემოციო მზერით წინ გაჩერებულს, მძღოლმა ფანჯარა ჩამოწია და მაშოსაც უემოციო თვალები უცებ ბოროტად ექცა,
- დაჯექი!..
მძღოლმა თქვა და მაშოს თვალებს თვალი სწრაფად აარიდა.....
......
უკვე მშვიდად განვლო ერთმა დღემ მართალია იტალიაში სულ არ იყო ყველაფერი რიგზე, თუმცა საქართველოში იყო ბედნიერება, ოდნავი დაძაბულობით, დღე ისე ტკბილად დაიწყო მშვიდი გამოძინებით და დილიდანვე წამოხტა სალომე რადგან კაფეში, ახლად, თუმცა თითქმის სრულად გაცნობილ, გოგონებთან ერთად უნდა წასულიყო, ადრევე წამოდგა და ელოდა კიდეც მთელი გულით ყველას ნახვას და ყველას გაცნობას, გემოვნებიანად გამოეწყო მართალია ჯერ დილა იყო და გრილოდა, თუმცა შუადღეზეც იზრუნა და მწველი მზის შესაფერისად გამოეწყო,
გასულს ნაზი ამდგარი დახვდა, საჭმლის მზადება უნდა დაეწყო სტუმრისთვის ზუსტად გამოუსწრო სალომემაც
- მე და გოგოები გავდივართ ბებო და ალბათ მოვალ მალე,
- აჰაა კიბატონო ჭკვიანად იყავით
ნებიერად დაუქნია თავი როცა დილის ერთი საქმე ჩამოშორდა გაუღიმა და კარებამდე გაფრთხილებებით მიაცილა,
- კი გავითვალისწინებ
გაეკრიჭა გასული ხელი დაუქნია და სწრაფი ნაბიჯებით დაუყვა აყვავებულ უბანს, ეზოს კედლებიდან ღობის ვარდები რომ გაფურჩქნულიყო და უკვე გზაზე გადმოსული ლამაზ სანახაობას ქმნიდა, ნაცნობი კაფის წინ იდგა ანანო და სალომე შეამჩნია თუ არა ხელის ქნევით ფართოდ მომღიმარი დახვდა, დიდიხნის უნახავივით მოხვია ხელები და თბილად მოიკითხა, ბარბარეს გარეშე არ შესულან, დრო საუბარით შეამცირეს და ლოდინიც გაუსაძლისი არ გამხდარა, მხიარული ამბის გახსენებაზე უკვე ხასიათ შეცვლილები ღიმილით საუბრობდნენ,
- ძლიივსს ეღირსაა,
თავი გადაიქნია ანანომ და სალომეს უკან მომავალ ბარბარეს გახედა, რომლის უკანაც სპორტულად გამოწყობილი თეოდორე დიდი ნაბიჯებით მოდიოდა შავი სათვალებიი დაეკოსა ცხვირზე გადასასვლელისკენ გაეხედა და შენელებულ "კადრში რომ ბედ ბოი-ები საოცარი გამოსვლით მოდიან" მსგავსს გავდა, სალომემაც სწრაფად გაიხედა უკან ღიმილითვე ბარბარეს სანახავად, თუმცა თვალში პირველივე გახედვაზე თეოდორე მოხვდა, სწრაფად გაუფართოვდა თვალები ისე უცებ მოტრიალდა, დიდი ნერწყვი გადაყლაპა და ტუჩებ მომუწულმა ინსტიქტურად დაიწყო ფიქრებში საკუთარ თავთან ლაპარაკი,
"ღმერთო ის არის! აქეთ მოდის? აუ არა რა! იქნებ კაფეში უნდა შევიდეს, გავიხედო? რომ დამინახოს?..... რა სირცხვილიიააა....."
თვალებით ლაპარაკობდა, ყოველ 'ჩავარდნილ საქმეზე' ძლიერად ხუჭავდა თვალებს და ანანოც გაკვირვებული ღიმილით უყურებდა,
- სალოო,
პირდაღებულმა კითხა და სალომემაც მაშინ დაცქვიტა უცებ ყურები
- ჰო? რა მკითხე?
დაბნეულმა დაიწყო თვალების ცეცება
- არაფერი ჯერ,
გაიცინა ანანომ და თმა გაუსწორა
- რა გჭირს ხოა მშვიდობა,
კითხა მზრუნველად შეცვლილს და ისევ ბარბარეს გახედა,
სალომემაც ისევ სწრაფად გახედა მომავალებს და თეოდორეც რომ ისევ აქეთ მოდიოდა უარესად დაიძაბა,
- ღმერთოო
ამოიწუწუნა დაბალხმაზე და სადაც იყო ბარბარეც მიახტებოდა სწრაფად გახედა ანანოს
- სულლ დამავიწყდააა ნაზიიი ბებოსთვის უნდა მიმეცააა ჩამოტანილიიი, მზეზე მიდევს შეიძლება გაფუჭდეეს, მივცეემ და შემოგიერთდებით მერეე,
ერთმანეთს მიაყარა აფორიაქებული ხმით ნათქვამი სიტყვები და ადგილიდან წამში აორთქლდა,
კითხვაც კი ვერ მოახერხა ნორმალურად ანანომ რა ხდებოდა გაოგნებულმა გახედა და ასევე პირ დაღებული მოუახლოვდა ბარბარე ანანოს
- რა მოხდაა? სად გავარდა,
გაკვირვებულმა გახედა უკვე გზაზე გადასულს, რომელსაც უკან არც კი გამოუხედავს და უკვე მოსული თეოდორეც, გაკვირვებულმა გადაკოცნა ანანომ,
- რას უყურებთ,
სათვალეების მოხსნით გაიხედა მათი მზერისკენ, თუმცა საინტერესო რომ ვერაფერი დაინახა ისევ გოგონებს დახედა,
- აბა ვინ უნდა გავიცნოთ?
ინტერესით იკითხა და ანანომ რომ ხელი ჩაიქნია გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები....
სამივე წყნარად საუბრობდა კაფეში, თუმცა თითქოს რაღაც აკლდა კიდეც,
- სად არისს ამდენხაანს,
ამოიწუწუნა ნახევრად მაგიდაზე დაწოლილმა ანანომ, მკალვები შემოეწყო მაგიდაზე და თავი ზედ დაედო, წუწუნით და ტელეფონს წვალება დაუწყო,
- ხალხოო ნაზი მაგარი გაბრაზებული იყო ჩვენზე წამო თავად ავაკითხოთ,
- ვის უნდა ავაკითხოთ ნაზი უნდა გამაცნოთ?
ხელების ტრიალით იკითხა თეოდორემ და ორივეს სახე დამანჭულმა გადახედა
- ბიჭოოო შენ რა ჩამორჩენილი ხარრრ,
ხელები გადაიქნია ბარბარემ და მაგიდაზე შემოდებულ იდაყვში მოიქცია თავი,
ანანომ აიღო ახსნა საკუთარ თავზე და სრული სიმშვიდით მოუყვა დეტალურად სალომეს შესახებ,
- და ახლა მაშოს ოთახშია?
ყველაფერი რომ დეტალურად მოისმინა გაკვირვებულმა დასვა კითხვა
- ჰო
- და თან ნაზისთან?
- ჰო,
- ეგ გოგო ხოა ჯანმრთელად?
ბოლოს იკითხა და მკლავები ერთმანეთში ახლართა,
- ხო რა მოხდა მერე, ისე არ იქცევა ღორი არც თვითონ ჭამდა და არც სხვას აჭმევდაოო, რატომაც არა თანნ ღიიირს რა იმენა კაი გოგოა,
თავის ქნევით თქვა ბარბარემ, ბოლოს სამ შეკრულ თითს აკოცა და ბედნიერმა გაშალა,
- კაი წამოდი თუ მივდივართ ან ჩამოვიდეს თუ ჩამოდის,
უკმაყოფილოდ ამოთქვა, კისერი გაატკაცუნა და სკამის საყრდენს მიეყრდნო
- კაი როდის ეგ ჩამოვა ჯერ ახალი ასულია ფეხით დიდხანს უნდები ხო იცი, წამო აგვიყვანე შენ,
კრეჭვით გახედა ანანომ და თეოდორეც მაშინვე წამოდგა,
- დროზე დროზეე,
ტაშით შემოუძახა ორივეს და კითხვით გახედა ანანოს ძმაზე რომელიც ორი დღე იყო სახლში არ ენახა
- შენი ბიჭი სად გდია?
- მუშაობს და სხვა დროს გავიცნობო,
ღიმილით გაცა პასუხი ისე მოიკიდა ჩანთა მხარზე
- თავს იკლავს, კაბინეტში წევს და ხვნეშის კეთილძაღლი,
ამოიბურდღუნა ბოლოს სასაცილოდ და წინ წასულს აეკიდა ორივე....
სახლში შევიდა თუ არა გაკვირვებული წამოხტა ნაზი, ასე მალე არ ელოდა სალომეს და კითხვებიც არ დააკლო,
- აუუუ ძაან ცხელა გარეთ,
ამოიწუწუნა ისე შევიდა ოთახში მას შემდეგ რაც ნაზის კითხვებს გასცა პასუხი და შესვლისთანავე საწოლზე დაემხო,
- ესს რა იყოოო,
ამოიწუწუნა და ჭერს გაუშტერა თვალი თეოდორესთან გაქცეული ფიქრებით, ჯერ ისევ კადრებად თვალწინ ედგა მომავალი თეოდორე
- არადააააა,..... არადაააააა
გაწელა სიტყვები და იმაზე რის თქმასაც აპირებდა სიცილი აუტყდა, ისე გადატრიალ გადმოტრიალდა საწოლზე კრეჭვით და სწრაფად წამოხტა ფანჯარასთან მისულმა გაბადრული სახით გადახედა არემარეს სადაც მის ქვევით წითელი სახურავებით მოჩანდა სახლები, ყველა ერთ ფერში ჩამჯდარი ახლო-ახლოს და ბუნებით დაშორებულები ერთმანეთს ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნიდა, რაფაზე შემოდებულ გაყვავებულ მუქ იასამნისფერ ყვავილს დახედა თეთრი ზოლებით და მის მიწას გაუსვა თითი კარები უცებ, რომ შეიღო ნაზის მოლოდინით ღიმილითვე გახედა და კარებში თეოდორეს ნახვისას წამში შეეცვალა სახე და შეკივლებით დენდარტყმულივით ჩამოიფარა ფარდა,
- გაცვია!
მისი საქციელით გაკვირვებულმა შეახსენა რომ კივილი და ფარდის აფარება სახეზეც არაფერ შუაში არ იყო და ანანო და ბარბარე რომ უნდა შესულიყვნენ სწრაფად შეუტრიალდა ორივეს, ტუჩზე მიიდო თითი ნიშნად ჩუმადო გარეთ გაუძღვა და კარები მიუკეტა თან თითით აჩვენა ორი წუთიო, ისინიც მუშტების ჩვენებით მუქარით დაყვნენ მის თხოვნას და მიკეტილ კარებზე მუშტები შეკრეს
- აქ რა გინდა?
ფარდის გადაუწევლად იკითხა და იმდენად დაიძაბა გულისცემას თითებში გრძნობდა, მის კითხვაზე ხმამაღლა და გულიანად გადაიხარხარა თეოდორემ და ცინიკური პასუხიც არ დააყოვნა,
- სანამ შენ შენს წარმომავლობას გაარკვევდი, მე მანამდე მეძინა ხოლმე ამ ოთახში,
- ჰა ჰა ჰა რა სასაცილოა
ცინიზმი არც სალომეს დაუკლია რაფაზე დაყრდნობილი ხელებით ფარდის უკნიდან თავისუფლად საუბრობდა თან ფარდის ქვედა გაფორმებებისთვის გაეშტერებინა თვალები
- და გადაწიე ეს უპატრონო,
ხმამაღლა დაიწყო და სწრაფად რომ გადაწია ფარდა თეოდორემ, დენდარტყმულივით უცებ შეშინებულმა ახედა და ზედმეტად ახლოს მყოფის დანახვისას ხმა უნებურად დაუდაბლდა თეოდორესაც,
- დილის სხივებით უფრო ლამაზი ყოფილხარ,
ნიკაპის ქვეშ მოუსვა თითები, პასუხად უხეშად აიქნია თავი სალომემ და ფანჯრისკენ გადაიწია ისე შეხედა ქვევიდან თეოდორეს ცინიკურ ღიმილს,
- დიდი ხანია არ ყოფილხარ,... რატომ?
მუხლებს დაეყრდნო ხელებით მოხრილი და მას რომ გაუთანასწორდა ღიმილით გაუქნია კითხვასთან ერთად თავი, თან სალომეს მოქუფრულ, კოპებ შეკრულ გაბრაზებულ მზერას არ აშორებდა თვალს,
- ვიღაცა მიხვდა, რომ ჯერ პოლნოებისთვის პატალააო?
ცალი ხელით გაუწელა ლოყა ენა მოჩლეფილი კითხვისას და სალომემაც ძლიერად კრა ხელი,
- თავხედი ხარ!
მკაცრად უთხრა უკან გადავარდნილს, რომელსაც ცინიკური ღიმილი უცებ ეცვალა და ახლა მას შეეკრა წარბები
- მე ვარ თავხედი შენი კოცნის შემდეგ?!
კითხვა ხმამაღლა დასვა და უარს არც კი იტყოდა სალომე იმ წუთში რომ სადმე ჩაეგუდა, ხმამაღლა ძალით ლაპარაკის გამო
- ძუკნასავით ელოდებოდი როდის წამოგარტყამდნენ ხელს,
თითის ჩვენებით თქვა და მის გასაჩუმებლად არც კი უფიქრია მოულოდნელად ისე გაარტყა სალომემ სილა და მის რეაქციაზე ქვედა ტუჩზე იკბინა,
- თავხედობასაც ზღვარი ქონდეს! შეიძლება ამ ოთახში ოდესღაც იყავი და გეძინა, თუმცა ახლა აქ მე ვარ და სრული უფლება მექნება თუ აქედან მოგისვრი ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს!
- რომელსაც აკოცე,
სახე მხრებთან ერთად თავის აქნევის დროს შეცვალა ღიმილით, მორიდებული ბიჭის როლ მორგებულმა ღიმილშივე მოისვა ქვედა ტუჩზე ენა და მისი საუბარი მაინც ცინიკურად დაასრულა,
- დაივიწყე ეგ წყეული,
კბილებში გამოცრა ბრაზისგან აწითლებულმა ისე მიუახლოვდა საჩვენებელი თითის ქნევით და კარებს გახედა კაკუნის ხმაზე,
- შენ ტუჩებს ვხედავ და აბა როგორ?
თვალები აუფახურა და ისევ მორცხვად აქნევდა მხრებს იქით-აქეთ თან ისევ მოემუწა პირი და ხან ენას ისვამდა ზედ,
- გეყოფა!
ხელი კრა ისევ ძლიერად და ხმამაღლა იყვირა თავის დასახსნელი სიტყვები:
- მომაშორეთ ეს გაურკვეველი ჯიშის ცხოველი!
ყვირილზე მაშინვე შემოცვივდნენ გოგონები ნაზის წინამძღოლობით და არც კი მიუქცევია თეოდორეს ყურადღება
- ოპააა
გამაფრთხილებლად ამოიგმინა და კოპებ შეკრულმა რომ გადადგა ნაბიჯი მისკენ სწრაფად ჩაავლო ანანომ ხელი, თითქოს საცემრად მიდიოდა და გადაარჩინა
- შენ თუ მკლავებში არ გაგორაო!
გამოცრა თუ არა ძაან კარგად მიხვდა სალომე რას გაუსვა თეოდორემ ხაზი და გაკავებულ თეოდორესკენ გააფთრებული წაიწია ბარბარე გადაუდგა წინ გასაშველებლად
- ნაგავო, ცხოველო!
უღრიალა და ბარბარეს გამაკავებელ ხელებს იგერიებდა, რომ რამენაირად თეოდორესთან მიეხწია
- გამოუშვი აბა! გამოუშვი რა ვაჟკაცია!
აქედან თეოდორე იწეოდა და სახეზე ღიმილიც კი ეტყობოდა ისე კარგად ერთობოდა ამ ყოველივეთი, ანანოც და ნაზიც სიტყვებითაც და მათი გაკავებითაც ცდილობდნენ ერთმანეთი გაეშველებინათ,
- ტირანო!..... ვერ გიტან....სატანა....
ერთ ოთახში ორმა ადამიანმა სრული ალიაქოთი მოაწყო, ყვირილი ცალკე თეოდორეს გამოწვევა საჩხუბრად გაწეულები ისე შთაბეჭდილებას ტოვებდნენ ხელი რომ გაეშვათ ერთმანეთს გაბრდღვნიდნენ...
......
დასჯილი ბავშვებივით ისხდნენ მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ და ხმას არცერთი იღებდა, თავად ანანო და ბარბარეც კი ჩუმად ისხდა გაწყობილ მაგიდასთან და ნაზის აკვირდებოდნენ, რომელიც კოპებშეკრული აწყობდა მაგიდაზე ახალ-ახალი საჭმელებით სავსე საინებს, ბოლო საინი ჩადგა თუ არა, სუფრის თავში მდგარ თავის სკამს დაეყრდნო ცალი ხელით და მათ მოავლო თვალი, ჯერ ისევ კოპები შეეკრა ისე გახედავდა ხან ერთ და ხან მეორეს, რომლებიც ჯერ ისევ მუქარის მზერით გახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს და მათ სახეებზე მოულოდნელად აუტყდა სიცილი ნაზის, გაკვირვებულებმა გახედეს ბავშვებმა, ნაზიც სიცილით ჩამოჯდა და ეცადა დასერიოზულებულიყო
- იცნობთ მაინც ერთმანეთს?
მაგიდაზე შემოაწყო ხელები ისე გადახედა თეოდორეს და შემდეგ გახედა სალომეს,
- არა
ერთხმად წამოიძახეს და ერთდროულად ნათქვამი სიტყვის გამო ისევ სახის ჭყანვით მეზიზღების ნიშნად ახედეს ერთმანეთს,
- აბა რა გჭირთ?! რატომ შევარდი თეოდორე მის ოთახში?
ახლა მხოლოდ თეოდორეს მიაპყრო გამომძიებლური მზერა და ისიც სკამზე გადაწვა,
- მალე რომ გამოიქცა ამათმა წამომიყვანეს, ფანჯრიდან დავინახე და პირველი პირადი გაცნობა ვამჯობინე,
თავდაჯერებულად თქვა და სალომეს კოპებ შეკრულ თვალებს რომ შეხედა თვალი ჩაუკრა,
- ჩხუბი რას მივაწერო?
ისევ დასვა კითხვა და მოშიებულმა ანანომ ნაზის გადიდებული თვალებით შემყურემ გახედა,
- ცინიკოსი იდიოტია
წამოიძახა და მანამ თეოდორეც მწარედ მოფიქრებულ პასუხს დააბრეხვებდა მანამ მოასწრო ნაზიმ მისი გაჩუმება,
- არანაირი ბრაზი პატარა ბავშვები ნუ გგონიათ თავები ნახეთ რამხელები ხართ , გადაიღეთ ახლა და გაიცანით ერთმანეთი
ჩამომჯდარმა ანანოს თვალი ჩაუკრა და გაუღიმა
- ხოდა ეს თეოდორეა სალო და შენ უკვე იცი ეს ვინც არი,
- გავბედნიერდი
ცინიკურად ამოიბურდღუნა სალომემ და წამოდგა,
- რაღაცნაირად არ მშიიაა, თავი მტკივა და შევალ ცოტახანს,
სიტყვა თქვა თუ არა გულიანად და უკვე მხიარულად დაიწყო ჭამა თეოდორემ
- იმიტო გტკივა, რომ საჭმელი არ გაქვს ნაჭამი დაჯექი დროულად
გაუბრაზდა ნაზი და ისიც უხმოდ დაჯდა ხელიც არ გაუნძრევია, უბრალოდ იჯდა და უსმენდა თეოდორეს ძალით გამოწვეულ ხმებს
- მმმ.... რა გემრიელია,..... უჰჰ....
რომ არაფერი აუღია დიდი ხანი, ნაზიც ჩუმად უყურებდა არც აძალებდა თეოდორეს გახედავდა ხოლმე, რომელიც ცინიკური მზერით გახედავდა ხოლმე სალომეს და უკვირდა კიდეც თეოდორესგან მსგავსი საქციელი, წამით უყურა თეოდორემ სერიოზული მზერით და თავად გადაუღო საჭმელი
- რაშვებიიი!
სწრაფად უნდა გაეჩერებინა, თუმცა რომ ვერ მოახერხა ხელში ჩაავლო ხელი, ლამაზი და ამავდროულად მუშაობისგან გაუხეშებულ ხელებში, რომ უნდა გაეწია ზედმეტი სიძლიერე იგრძნო და ზედმეტად მხულვარე ხელზე სწრაფად მოაშორა ხელი,
- ნუ გრცხვენია, ისე იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში,
ისევ ცინიკურობას დაუბრუნდა და ბარბარეც აფხუკუნდა სალომემ კბილებ ერთმანეთზე დაჭერილმა გახედა და მკლავები ერთმანეთში ახლართა, ისევ ჩუმად იყო ნაზი ისე ეღიმებოდა მათ უაზრო ჩხუბზე, თავად თეოდორეც უაზროდ იჯდა და უყურებდა სალომეს, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე ლუკმა არ გადასვლოდა, არადა როგორ შიოდა, ჟინიანი მზერით არ აშორებდა თვალსაც თეოდორე, დაჟინებულ მზერას ესროდნენ ერთმანეთს თვალს თვალში უყრიდნენ და ზედმეტი ემოცია, რომ აუძლურებდა სალომეს სწრაფად აარიდებდა თვალს უკვე გამარჯვებულ თეოდორეს, ბოლოს თითქოს ადამიანობამ გაიღვიძა მასში ისე წამოდგა ფეხზე, სკამიც მაგიდას მიუდგა და სალომეს შეხედა წამით ნიშნად, წავალ და დაისვენებო
- საქმე მაქ სხვა დროს გნახავთ,
სერიოზული სახე აღარც შეუცვლია ისე მოავლო თვალი ყველას და ნაზის გახედა
- გემრიელი იყო ბეე,
თავი ააყოლა სიტყვებს და სიარულშივე ბოლომზერა აჩუქა სალომეს, თვალი ჩაუკრა და ცინიკური ღიმილიც არ დაუმალავს,
- ნაგავო
ამოილაპარაკა დაბალხმაზე სალომემ და მაგიდას დაეყრდნო, ნაზიც ლაპარკით წამოდგა ისე მიაცილა თეოდორე კარებამდე რის გამოც თეოდორეს მისი ლანძღვა არ გაუგია
- რა გჭიირს?!
მხარი გაკრა ანანომ ჩურჩულით და ჯერ ისევ წარბებ შეხრილს შეხედა, რომელსაც ბრაზი გუდავდა,
- აღარასდროს მოიყვანოთ,
მსგავსად გადაჩურჩულა მანაც და ჩანგალს უხეშად დაავლო ხელი, თავისუფლაფ მომავალმა ნაზიმ შორიდანვე დასვა კითხვა და მოსული სკამს დაეყრდნო
- ყავა გოგონებო დალევთ?
- მე გავაკეთებ დავასრულე
უცებ წამოდგა ანანო მოსახმარებლად, რომ ნაზი არ გადატვირთულიყო, თუმცა ღიმილით დასვა ნაზიმ
- არა ერთი გამირკვიეთ ეს პირველი ნახვა რა იყოო რაა,
თვალი ჩაუკრა სალომეს და რომ გაუცინა მაშინ აარიდა სალომემაც თვალი ყველას მზერა რომ იგრძნო......
......
- მაშო რამე გინდა?
- არ მინდა!
უხეშად გასცა პასუხი და ტელევიზორის ყურება დივანზე ფეხებ აკეცილმა განაგრძო, მას შემდეგ ორი დღე იყო გასული, თუმცა ამ ორ დღეს საერთოდ არაფერი შეუცვლია მაშოში, ფერი ჯერ ისევ არ დაბრუნებოდა, ღამე კოშმარების ნახვისგან არ დაძინებულს უკვე ჩალურჯებული ამოწითლებული თვალები დასვენებას ლამობდნენ, მძიმედ ახელდა დაღლისგან და წვისგან დაპატარავებულ თვალებს, მთელი დღე უაზროდ იჯდა, ყველაზე ცუდი იყო ის რომ ის ნიკოლეტასთან იყო, ნიკოლეტას წამოეყვანა იმ ღამეს და მას მერე სრულიად შეეცვალა ცხოვრება, მისი სახელის გაგებაზეც კი ღრიალს იწყებდა, მოსული დარიო არც კი უნახავს არ მოუსმენია არავისთვის, თავად რატიც არ უნახავს არც დაინტერესებულა თუ როგორ იყო ახლა ის,
- დარწმუნრბული ხარ? როდის უნდა დაიწყო ჭამა?
მობეზრებული თვალებით შეხედა მაშოს, რომელიც კოპებ შეკრული უყურებდა ტელევიზორს, ხმა არ გაუცია მისთვის ამიტომ ისევ თავისი მუცლის სურვილების ასასრულებლად უნდა ჩასულიყო მაღაზიაში კარები გამოაღო თუ არა ბოროტი გამოხედვით ამომავალი დემეტრეს ნახვისას სახე შეეცვალა და უკან შებრუნდა კარები უნდა დაეკეტა ვერ მოასწრო, უხეშად შეაღო დემეტრემ თითქმის მოკეტილი კარები და ყელში ძლიერად ჩავლებული ხელით ააკრო კედელზე,
- როდემდე აპირებ გაგცევას!
გაველურებული ხმით დაკეტა კარები და 'შეშინებული თაგვის ფერის' ნიკოლეტას დახედა, რომელსაც დემეტრეს ხელისთვის წაევლო ხელი და ცდილობდა გაეშვებინა, რადგან იმდენად ძლიერად უჭერდა სუნთქვა თანდათან უჭირდა
- რა ჯანდაბის გამო გააკეთე?!
ხელთან ერთად გამოწია და პატარა მანძილზე, თუმცა ძლიერად მიანარცხა კედელზე
- რა ჯანდაბა არ გასვენებდა?
ხმაზე სწრაფად წამოხტა მაშო და სირბილით ჩადგა გასასვლელის გასასვლელში, შორიდან უყურებდა დემეტრეს საქციელს კედლისთვის დაედო ხელი და დაძაბულიც კი იყო სანახაობით,
- ჯობდა დამარხულიყავი, შეცდა რატი როცა იმ ორმოდან ამოგათრია, შენნაირი ნაგავი ისე ღრმად უნდა დაიმარხოს რომ ვერასდროს ვერავინ მიაგნოს, იმდენად ღრმად რომ შენი აყროლებული სუნი ვერასდროს ვერავინ იგრძნოს,
ნელ-ნელა მოწყდა ნიკოლეტა ადგილს და უკვე ყელით დაკიდებული იყო ჰაერში მაშოც დაძაბული უყურებდა, ნიკოლეტას ყელში ჩავლებულ დემეტრეს ხელს და ნიკოლეტას, რომელიც უკვე ჰაერში ეკრობოდა კედელს და მთლიანად გაწითლებულიყო, პასუხიც კი არ შეეძლო ხრიალებდა და მალე შიშისგან დალევდა სულს, სწრაფად მივარდა მაშოც გამორკვეული, რადგან დემეტრეს ლაპარაკი არ ესმოდა და მის ხელს ჩაავლო ხელი,
- გაუშვი!... გაიგუდება!
მაშოს დანახვისას მოულოდნელმა, გაკვირვებისგან უშვა ხელი ნიკოლეტას და ისიც ძირს დაშვებული ღრმად ისტერიულად სუნთქავდა ხველება აუტყდა და მოხრილი ისვამდა ყელზე ხელს, გაკვირვებული უყურებდა დემეტრეც შეცვლილ გაფითრებულ, თვალებ ჩამქრალ, ჯერ ისევ შიშით სავსე მაშოს და ხმა ჩაუწყდა ასეც არ ელოდებოდა მაშოს დანახვას და თან გაოგნებული იყო ნიკოლეტას სახლში, რომ ხედავდა მას, რომელიც ორი დღე გადაკარგული ეგონა, ბრაზი აწვებოდა რადგან რატის მდგომარეობა იცოდა მხოლოდ, თუმცა მხოლოდ მაშოს დანახვა იყო საჭირო აზრები სრულად რომ შეეცვალა,
- წადი აქედან!
გაიმეორა მკაცრად მაშომ და მაშინ დაიხია დემეტრემ წარბებ აწეულმა უკან გაკვირვებისგან ჯერ მისი ფიზიკური ძლიერი შეცვლოს გაკვირვებისგან და შემდეგ მისი აქ ყოფნისგან
- აქ არა მაშო!.. აქ არა!.. ამასთან არ დარჩე,.... მე მოგიტან შენ ნივთებს და წადი,.... თავს კიდევ ნუ გაინადგურებ ამასთან არ დარჩე მატყუარაა! ახალ ამბებს შეგითხზავს სულ გაგაგიჟებს, დავილაპარაკოთ გთხოვ,
მისკენ გადადგა ბოლოს ნაბიჯი ხელები მაღლა აწია მაშომ და უცებ დაიხია უკან ნიშნად არ მომეკაროვო
- დემეტრე წადი-მეთქი აქედან!
ისევ მკაცრად გაიმეორა, თუმცა დემეტრეს ანერვიულებული სიტყვები არ გაუტარებია თითქოს მისი რაღაც ნაწილი ეთანხმებოდა კიდეც, რადგან სწორედ მისი ავადმყოფური საქციელი იყო მათი ახლანდელი მდგომარეობა, ხვდებოდა კიდეც თავის სასტიკ შეცდომას, თუმცა სხვაგან რომ ვერ წავიდოდა არჩია კიდეც გამოჰყოლოდა,
- კაი წავალ...., წავალ, ოღონ გთხოვ აქედან წადი, ყველაფერს მოგიტან ახლავე გამოგიტან, გთხოვ მაშო, შეხედე რადღეში ხარ, უარესს გიზავს
ანერვიულებული ლაპარაკობდა ჩქარა და თან უკან-უკან მიდიოდა,
- დამიჯერე გთხოვ,
ისევ გაუმეორა მაშოც მისკენ რომ მიიწევდა და უკვე გარეთ გასულს უხეშად მიუკეტა კარები, უემოციოდ დახედა კედელს აკრობილ ძირს მჯდარს, რომელიც ჯერ ისევ ღრმად სუნთქავდა და სიწითლეც არ გადავლოდა, ყელზე ისვამდა ნერვულად ხელებს და ძლიერად ჩავლებულ თითებს ჯერ ისევ გრძნობდა, არაფერი უთქვამს გვერდი აუარა და ცოტახანში ისევ თავზე დაადგა წყლით სავსე გამჭვირვალე ჭიქით, უხმოდ გაუწოდა შეშინებულს და მანაც ჯერ შეხედა და შემდეგ მასსავით უსიტყვოდ გამოართვა ჭიქა....
მართლა იმ საღამოსვე ყველა საჭირო ნივთი მისი ჩანთითვე მოუტანა დემეტრემ და სთხოვა კიდეც რომ თავად წაიყვანდა იქ სადაც ის იტყოდა, სადაც ცხოვრებას ისურვებდა, ერთ-ერთ სასტუმროში დარჩა მაშო და სასტიკად გააფრთხილა რომ არც კი მისულიყო მის სანახავად, ყველაფერი გააკეთა რომ სიტყვაც არ დაეძრა იმ დღეზე და საერთოდ იმ დღესთან დაკავშირებულ თემაზე, არაფრის მოსმენა არ უნდოდა, საერთოდ არაფრის.....
.....
- რაშვები ბაბი?
ისევ ჩვეულად გვიან დაერეკა ბარბარესთან დემეტრეს, თუმცა მის ხმას სულ არ ეტყობოდა სიკეთე, ეტყობოდა რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და დაღლილიც კი იყო
- რა გჭირს?
მაშინვე პირველი დაბადებული კითხვა დაუსვა და მანაც კამერაშივე აიქნია ხელი
- სად ხარ?
უკვე მეორე კითხვაც დასვა სახლში რომ არ იყო და მესამე კითხვაც მზად ჰქონდა
- გარეთ გამოვედი მომბეზრდა სახლში, რაშვები შენ
ხვნეშით გადააგდო თავი სკამეიკის საყრდენზე და ბარბარეს ახალ კითხვაზე სწრაფად დაძაბა გონება
- მისმინე, უკვე მეოთხე დღეა მაშოს ვერ ვუკავშირდებით ისევე, როგორც შენ გაქრი, ბებო ძალიან ნერვიულობს ტირის თავს იკლავს, რავიციი რატისაც გამორთული აქვს ტელეფონი და რა ხდება? ხომ მშვიდობაა დემე? ვნერვიულობთ,
მის ლაპარაკზე არ გასწორებულა ისე უსმენდა და თან გონებაში ადგენდა კიდეც რა უნდა ეთქვა,
- აჰა ჰა ჰა,
გულიანი სიცილით წამოწია თავი სკამიდან და სწრაფად დასერიოზულდა
- სერიოზულად?
სერიოზულმა, თუმცა მობეზრებული მიმიკებით კითხა და ისევ განაგრძო
- არ უთქვამს არცერთს, რომ წასულები არიან? სოფელში ჩაიყვანა რატიმ, რამდენიმე დღეში მგონი ცხენების რბოლა იწყება და მაშომ აიჩემა წასვლა, იქ არ იჭერს ვაფშე არაფერი, მარა ძაან მოხოდილები არიან, გუშინ დარიო იყო,
ყველაფერს ისე ყვებოდა მალე თავადაც დაიჯერებდა თავის მხიარულ ტყუილს, თუმცა ეს სამი დღე, ეიმედებოდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა,
- აჰაამ, ხომ მარა რატო არ თქვეეს,
ეჭვნარევად იკითხა ისევ
- ალბათ იმიტომ რომ მაშოს წარმოდგენა არ ჰქონდა იქ რომ ტელეფონი და მსგავსი მოწყობილობები უსარგებლო იქნებოდა და ბედნიერი რომ ჩავიდა უკვე გვიან აღმოაჩინა ეგ,
ჩაცინებით თქვა და 'გარაჟში' შესული მამაკაცის ხმაზე სწრაფად გახედა კარებს, რომელმაც სასმლით სავსე ჭიქებთან ერთად ხმამაღლა და მხიარულად შემოაღო კარი, იტალიურად იყვირა, ჩვენი გართობის დროაო და უკვე კარგად ნასვამი ბარბაცით მივიდა დემეტრესთან ისე გაუწოდა ჭიქა, კამერაშიც გარკვევით გამოჩნდა ჭიქაც და დემეტრეც ძალით ღიმილით უყურებდა კამერას, დაძალებული ჭიქა ასევე ძალით ღიმილით გამოართვა და მომღიმარ ბარბარეს შეხედა,
- ისეთი არაფერი,
- მიდი მიდი არ გცალია, ბედნიერი გართობა,
გაეკრიჭა ბოლოს და სიტყვა არ აცადა ისე გაუთიშა,
- მომინდომა დალევა,
თვალები აატრიალა ღიმილით და მაშინვე თეოდორეს დაურეკა, რომ ყველაფრის კარგად ყოფნის ამბავი ეხარებინა......
კი ყველაფერს ცდილობდა დემეტრე რომ მისი სამი დღის წინ სვლა აესრულებინა, თუმცა ძალიან შეცდა პირიქით ყველაფერი უარესობისკენ იცვლებოდა, რატიც საკუთარ თავს არ გავდა, დღედადღე უყურებდა დემეტრე როგორ იფერფლებოდა მისი 'ძმა' და მასთან ერთად ეწვოდა სული, ' კარგი რა გოგომ როგორ უნდა ჩაგაძაღლოსო' ეტყოდა ხოლმე და ისეთ მზერას იღებდა ხმას ვერ იღებდა, არსად აღარ გასულა ხოლმე, დემეტრე ძალით თუ გაიყვანდა ნაცნობ კლუბში, გარაჟში ასულები ყველაფრის კარგად ყოფნაზე ესაუბრებოდა, რბოლაზე გადაჰქონდა ყურადღება, თუმცა სულ არ ესმოდა რატის, დედასთანაც კი არ ყოფილა არ უნახავს, ვერ მიდიოდა მისი რცხვენოდა, ეშინოდა კიდეც ასეთი რომ დანახვოდა, ასეთი მოუვლელიც, თითქოს ცხოვრების ყველა დეტალი ეკიდა, დილას აივანზე იღვიძებდა ნასვამი, ნაბახუსევზე და გასწორდებოდა თუ არა ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარეტს წაუკიდებდა ცეცხლს და ღრმა ნაპასს დაარტყავდა, თითქმის ყოველ კუთხეში ჩამოდებულ სასმელს მუდამ ხელში მყოფი ჭიქისთვის, დაცარიელებულს შეავსებდა ხოლმე და გასართობად სვამდა კიდეც, არც კი უცდია თავად გასულიყო მაშოსთან არ უცდია დალაპარაკებოდა, ყველაზე ბინძურ არსებად გრძნობდა თავს, ნელ-ნელა იმდენად ღიზიანდებოდა სმისგან, რომ გულის რევა თუ მოუღებდა ბოლოს...
- შიგ ხო არ გაქ! დედაშენს რა ვუთხრა? ნერვიულობს ბიჭო ქალი დაილია მიდი და ნახე! ვერ გაიგე ექიმმა რა თქვა?! მოკვდები მალე! კიდევ რომ დალიო სულს დალევ!
ხელს ძლიერად კრავდა დემეტრე, ისევ ნასვამ რატის და თვალებიც კი უცრემლიანდებოდა კვირაზე მეტი იყო გასული, მისი დღე არ შეცვლილა წყალსაც კი არ სვამდა წყლის მაგივრად დააკვდებოდა ხოლმე სასმელს და სრულიად ჩვეულად მიაჩნდა კიდეც ეს საქციელი, ისეთი შეგრძნება იყო თითქოს მაშო აღარც ახსოვდა ჩეულებრივ იყო უბრალოდ სვამდა და ეწეოდა ხოლმე, თვალები ამოშავებოდა, "დაშლილი, არეულ დარეული" მაგავსი განადგურებული თვალები ჯერ არასდროს ჰქონია, " ისეთი დაშლილი და გაარარავებული" იყო, სმა საერთოდ არ სიამოვნებდა, ჟინი ჰქონდა რის გამოც უნდა დაელია,
- დედაშენი ნახე შე სირო!
ყვირილშივე მოუქნია მუშტი დემეტრემ და მოწოლილ ცრემლებს ყლაპავდა, ნერვიულობდა კი არა სულს უწიოკებდა რატის ასე დანახვა, მისი ტკივილიც ისე გამჯდარიყო მასში რომ ვეღარ აუდიოდა, ვეღარც ტყუილებს რომ არ ენერვიულათ არავის და ვეღარც რატის მდგომარეობას,
- გუშინ აქ რომ არ ვყოფილიყავი, ოთხით გაგიყვანდნენ აქედან! არ გახსოვს? ზურგზე იწექი გულის რევის გამო არც კი წამოწეულხარ რამის გაიგუდე! გონებას მოუხმე შე დებილო! თორე მე არ ვიყო ადამიანი თუ ეგ შენი მაშო არ გავისტუმრო სამყაროდან!
კბილებს ერთმანეთზე აჭერდა ისე უჭერდა ყბებში ხელს მის წინ ჩაცუცქული და ბოლოს ვერ მოთმინა ისევ ძლიერად მოუქნია მუშტი,
- გააჯვი!
ამოიგმინა გადავარდნილმა და იატაკზე მოკუნტული დარტყმისგან იმანჭებოდა,
- წადი შენი ჩაძაღლდები მარტო! კიდე სვი!.....
.....
მაშო ყოველ დილით გულის რევით იწყებდა, საპირფარეშოში გადაყუდებული იჭერდა მუცელზე ხელს და ყოველ დღე თავი ძლიერად სტკიოდა, მარტო მყოფისთვის მეტად მარტივი იყო ცხოვრება, მხოლოდ ღამე თუ იყო კოშმარი, მიუხედავად ყველაფრისა ის უკვე ძველი დრო სიკვდილამდე ენატრებოდა, უნდოდა რომ ისევ დაბრუნებულიყო ის დრო, გამქრალიყო ყველა და ყველაფერი და მასთან ერთად ისევ ბედნიერი ყოფილიყო, უბრალოდ არ შეეძლო ცუდად ხდიდა ის ფაქტი როცა მოყოლილი ამბებიდან მის ავადმყოფურ საქციელებს იხსენებდა, თუმცა უმიზეზო ავადმყოფურ საქციელებს, მადა ნელ-ნელა ეძლეოდა, თუმცა გულის რევის გამო მთელი დღე უჭმელიც იყო ხოლმე, საკმარისი თანხის გამო არსად არ გასულა მხოლოდ რამდენიმეჯერ ელაპარაკა ნენეს არავიზე ლაპარაკი არ გადაუხვევია მხოლოდ მასზე და საკუთარ თავზე ლაპარაკობდა, დღეებიც კიდევ უფრო იმატებდა საღამოს მაღაზიიდან წამოსულს შესასვლელთან დახვდა დემეტრე და მშვიდი სახეც სწრაფად შეეცვალა, დემეტრეც დაძაბული სულ მთლად გადაღლილი სახით კედელს ეყრდნობოდა და მაშოს დანახვისას ნელი ნაბიჯებით წავიდა მისკენ,
- აქ რა გინდა?
ღელვა არ შეიმჩნია ისე დასვა კითხვა მაშომ და წამოსულს მიუახლოვდა,
- თავი რო მოიკლა, მაინც უნდა გითხრა, მაინც უნდა ვილაპარაკოთ! ვიცი რაც გითხრა ნიკოლეტამ,
ლაპარაკი დაიწყო თუ არა მაშინვე თავი გააქნია მაშომ და უკან დაიხია,
- არა ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ!
თქვა ძირს მაყურებელმა გრძელი წამწამების აფახურებით და გვერდის ავლა სცადა ძლიერად ჩაავლო მხრებში ხელი,
- მაშო მალე ჩაძაღლდება და მომისმინე ბოლო ბოლო ცრემლი მაინც რომ გადმოგივარდეს! ეს დედა მო**ნული მთელი ცხოვრება შენ შეგალია და შენ გამო ძაღლდება ახლაც! ყველამ ვიცოდუთ რომ მხოლოდ შენს გამო დასუსტებოდა! შენს გამო ბევრ რამეს გააკეთებდა მარა კვდებაა! გესმიის კვდება! და მომისმინე!
იმდენად ნერვულად და აღელვებულმა უთხრა, თვალებში წყალიც კი ჩაუდგა, კბილებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთზე და რომ მიხვდა რომ მალე ცრემლებს ბავშვივით გადმოყრიდა შეიგინა და მხრით მოიწმინდა თვალები, მაშოც სწრაფად დაიძაბა მის სიტყვებზე და ჟრუანტელი ერთიანად იგრძნო, სიტყვებზე გააკანკალა და ხელი რომ უშვა დემეტრემ უნებურად წაბორძიკდა,
- მომისმინე გთხოვ,
ისევ გამოხედა და თავისი პროდუქტებიანა მანქნისკენ ანიშნა.......
წყნარ და ბნელ ადგილში ჩამოსხდნენ თუ არა ბევრი აღარც გაუწელავს დემეტრეს, უკვე დარწმუნებული რომ მაშომ ზედმეტად ცუდად იცოდა ყველაფერი თამამად დაიწყო ლაპარაკი,
- ვიცი, რომ იმის ნახევარი იცი რაც რატიმ გააკეთა, თუმცა ის რაც გულს გირევს მართალი არ არი, არანაირი ძაღლები და არანაი ნაწლავების ჭმევა, კი ეგეც გაკეთებულა მაგრამ ეგ რატის არ გაუკეთებია! მისმინე!
უკეთესად დაჯდა და მაშოს ისევ აფორიქებული სახე ცალი ხელით მოიქცია შორიდანვე ხელში და გადმოვარდნილი ცრემლი მოწმინდა ხმა ჩაწყვეტილს
- რატი აქ რომ ჩამოვიდა მამამისი მოკლეს, ბინძურ საქმეებში გარეული იყო, მას შემდეგ დაიწყეს რატის ოჯახის აწიოკება, ამიტომ მოუწია ბევრი რამის გაკეთება, მისი დამსახურებაა დედამისი, ახლა რომ ცოცხალია, პირველად რომ მოუწია კაცის მოკვლა იმ დღიდან შეგეშვა, იმ დღიდან გააუქმა ყველაფერი, იმიტომ რომ ამბობდა მაშო მკვლელთან არ უნდა ურთიერთობდესო, მაგრამ იმის მერე სულ შენთან იყო მთელი არსებით! კი დაუმარხავს ცოცხლად, იმიტომ რომ სწორედ იმ კაცმა დამარხა გაუპატიურების მერე გათიშული გოგო, რატის დასავით უყვარდა ის გოგო, თუმცა რადგან მტრები ბლომად ჰყავდა, თავად რატის რომ ვერაფერს უშავებდნენ მის ახლობლებზე გადადიოდნენ, მის ახლობლებს როცა მართლა ავადმყოფური წამებით კლავდნენ აი სწორედ ისე, როგორც შენ ნიკოლეტა გიყვებოდა, შემდეგ რატი აცლიდა ყველა მის ხალხს თავს, ეს პირდაპირი მნიშვნელობით არა, რატის იმიტომ ემტერებიან, რომ თითქმის ყველანაირი სიძლიერე ამ ახვარშია, რომელიც ახლა ისე მარტივი ჩასაძაღლებელია ლიჟბი წვეთი სასმელი დალიოს ისევ წყლის და საჭმლის გარეშე მაშინვე მოკვდებაო, ექიმმა თქვა რომ ღვიძლს დაიზიანებს თვითმკვლელობა იქნება, ძლიერი იყო ვერაფერს უშავებდნენ, თან ბევრი რამის პატრონია რის გამოც ბრძოლა ღირს, ამიტომ აკეთებდნენ ამას ესეც იძულებული იყო ეპასუხა მათთვის, რაც შენ გნახა საქართველოში ჩამოვიდა თუ არა, ყველანაირად თავს იკავებდა, არავის სისხლით არ გაუსვრია ხელები,
ყვებოდა, ცდილობდა ყველაფერი მოეყოლა, ცდილობდა ყველაფერში გაერკვია, ცდილობდა ყველაფერი სიმართლე ეთქვა იმიტომ რომ სიმართლე მეტად ასატანი იყო, ისმიტომ რომ ყველა ადამიანს შეუძლია მსგავსი რამ როცა გიკლავენ ბოღმა გჭამს და შენც იგივეთი პასუხობ ხშირ შემთხვევაში, უყურებდა გაფითრებულ მაშოს, რომელიც უხმოდ ტიროდა და თან ცრემლებს იწმენდდა, ახალ ამბავზე აზრები არეოდა და დაბნეულობისგანაც ტიროდა
- მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯელ გაიწვიეს, ხელი არ გაუნძრევია, მაქსიმალურად ჩამოშორდა ძველ საქმეს და ისინიც მაქსიმალურად ცდილობენ ჩაითრიონ ხელთავიდან, სამ დღეში რბოლაა, თუ მოიგებს, ისევ ის მდიდარი იქნება და შეეძლება ბედნიერიც იყოს, თუ ჩაბანძდება, დაგვხვრეტენ ვისაც მოგვწვდებიან, ყველა მისიანს ჩაგვაძაღლებენ იმიტომ, რომ მარტივი იქნება მაშინ რატისთვის ყველაფრის წართმევა, რომ არ მივიდეს მაშინ ისევ სისხლის ზღვრა უნდა წავიდეს, ერთმანეთის კუწვა, ვინც მეტს დახოცავს ის გამარჯვებული,
ცინიკურად თქვა ბოლოს სიტყვები და ტაში დაუკრა ხვდებოდა, როგორ ღრმად აღწევდა მაშოს გულში მისი ლაპარაკი და ცდილობდა კიდევ მეტი ეთქვა, რომ უფრო ღრმად გაეგო რატისი მაშოს, რადგან მხოლოდ მას შეეძლო ისევ მოებრუნებინა რატი,
- ახლა არსად გამსვლელი ეს არ არი, ფიზიკურად ვერ შეძლებს იცი რას გაავს? წვერის გათეთრებაღა აკლია და გამხდარ თოვლის ბაბუად ვაქცევთ, თვალებიც ისე შეეცვალა, ჭირდები მაგრად ჭირდები, ოთხი დღის უკან კინაღამ გაიგუდა კიდე კაი იქ ვიყავი, ისევ დალევის გამო სასმელები შეურია მემგონი და შუა ღამე გუდვის ხმა მაღვიძებს ეს არწყევდა და ისევ ეძინა საზიზღარი მოსაყოლია რო მახსენდება მეც გული მერევა მარა გული გამისკდა მეგონა გაიგუდებოდა თავისივე..

ფუ, წამოვაგდე გადავაყუდე და მერე რო მოვიდა აზრზე მეკითხებოდა რა მოხდაო, ცოტა მეკლდა მეთვითონ არ მომეკლა, საჭმელს ვტენი პირში მეთქი დამიჯერებ? ძალით ვაჭმევ ვიცი რო დალევს და არ მინდა რო მოკვდეს, არ მინდა რომ ასე მოკვდეს მაშო არაფრის აღარ აქ, ხო ხედავ იმ დონემდე მიმიყვანა მოვედი, რომ ყველაფერი მეთქვა მოვედი, რომ ყველაფერი მოგიყვე მაგაზე და ვიცი რო შეგეცოდება, ვიცი რო იმის ადგილას მარტივად წარმოიდგენ თავს და ისიც ვიცი რო ის ბრაზი გადაგივლის, მამაშენი რომ მოეკლათ და დედაშენზე რომ ძალა ეხმარათ და დაგენახა ხო ყველაფერს გააკეთებდი რო გადაგერჩინა თუნდაც იქვე მოგეკლა არა? არ ვიცი ორი კვირა გავიდა და ამ ორ კვირაში ერთი კვირაა ბარში სვამს, იქ ვერ ვაქცევ ყურადღებას ბავშვივით სათრევია, მაშოოო....
ბოლოს ამოილაპარაკა ხმამაღლა ატირებულ მაშოზე და წამოდგა, ისტერიულად ტიროდა და საკუთარ თავზე ბრაზდებოდა კიდეც იმის გამო რომ აქამდე, რომ მოესმინა ამ დონემდე არ მიიყვანდა, დემეტრეს ყველა სიტყვას თვალწინ უყურებდა, ხედავდა რატის სულელურ საქციელებს და როცა იგებდა რომ შეიძლებოდა მომკვდარიყო სრულიად ეკეტებოდა გონება, რაც არ უნდა გაეკეთებინა ასე ვერ გაუშვებდა და ამავდროულად კიდევ დაფიქრება სჭირდებოდა, ახლა მოისმინა სრულიად სხვა რამ და იმ დღეს როცა ყველაფერი დაიწყო სრულიად სხვა რამ მოისმინა, ახლა ისე იყო თავისი ხელით მოკლავდა ნიკოლეტას, პირდაპირ ის გაიფიქრა რომ მოკლავდა, ესეც დამაფიქრებელი იყო, თუ მას შეეძლო ნიკოლეტას მოკვლა, რატის გაგება კიდევ მეტადაც შეიძლებოდა,
- არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, რას უნდა დავუჯერო, ვის დავუჯერო?
ისევ გააგრძელა ტირილი და წამომდგარი მიეხუტა დემეტრეს,
- ნიკოლეტამ ის გითხრა როგორ აღმოჩნდა რატისთან?
კითხვაზე თავი გააქნია მაშომ და მანაც კიდევ ვრცლად დაიწყო მოყოლა ნიკოლეტას გადარჩენის შესახებ ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო პატიების, უყვებოდა თან მთელ ემოციებს აქსოვდა სიტყვებში, ზიზღს ,სიყვარულს, ყველანირ დამოკიდებულებას ხმაში გამოსცემდა
- მძულს საკუთარი თავიც და რატიც
ამოიტირა ხმამაღლა მოსმენის შემდეგ
- ნეტავ მომესმინა აქამდე, ან ნეტავ მოსულიყო, მოთრეულიყო! ის ხომ შეძლებდა მარტივად ჩემს დაყოლიებას,
ხმამაღლა მოთქვამდა და სული სტკიოდა, ყველაფრის ტკივილს გრძნობდა თავი ადუღებამდე ჰქონდა და ყოველი რატის წარმოდგენისას მთელ სხეულში ცრიდა, დანაშაულის გრძნობისგან რომ ესეთი რატი სწორედ მისი ბრალი იყო და რატის სიკვდილიც სწორედ მისი ბრალი იქნებოდა, როგორი სუსტია ადამიანის ორგანიზმი ორი კვირა ჯანმრთელმა ორგანიზმა სმის გამო ადამიანი უკვე მოსაკლავად გაიმეტა,
- დამიჯერე კი იმსახურებს ცემასაც და წამებასაც, თუმცა ასე ნუ გაწირავ, უდედოდ გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი იყო დედას რჩევები და დედასთან ლაპარაკი ყოველთვის ბევრს ნიშნავდა, ბევრი ტკივილი გამოიარა,
სიტყვაზე 'უდედოდ გაიზარდა' გაკვირვებული მოშორდა თვალებ დამპალმა ახედა დემეტრეს, რომელის თვალებშიც დიდი იმედი მოჩანდა და რაღაც ახალი სხივიც კი იგრძნობოდა,
- უდედოდ?
- ხო მაშო, 6 წელი დაკარგული იყო ნენე, რომ ჩამოვიდა და მაშინ ძალადობის დროს რომ შემოაკვდა ის კაცი, 8 დღეში 18-ის გახდა თუ არა დედამისი მაგის დაბადებისდღეზე დაიკარგა, 6 წელი ვერსად ვნახეთ, მის მერე ენზოს მიწებში თმაგაჩეჩილი ქალი გზაზე რომ გამოვარდა დარიომ ლამის გაიტანა და უკვე ვიცნობდით დარიოს, ჩვენთან მოდიოდა, მაშინ მოსულს მანქანიდან არ გადმოუყვანია შეშინებული დაღლილი ქალი, თუმცა თავად ნენემ იცნო რატი ისე გიჟივით გაექანა მისკენ შემეშინდა კიდეც მეგონა ვიღაც გიჟი მათხოვარი ეცა დანით და მერე ყველაფერი გაირკვა, მას შემდეგ არცერთხელ აუღნიშნავს კიდეც დაბადებისდღე, ეს არ იცოდი? მაგის მერე იყო უყურებდა, როგორ წიწკნიდა ადამიანსო, მთლად მასეც არ იყო კი ძვლებიდან ამოვარდა მარა კანიდან არ გამოწყვეტილა, ეგ იყო ის კაცი, რომელმაც დედამისი ამდენი ხნის მანძილზე ტანჯა, ძალასაც ხმარობდა და გამოკეტილი ჰყავდა, მექალთანე იყო და ხო იცი რატის დედა კარგი მოვლილი ქალი იყო და თაან ეს რატის მამას, რომ ეხებოდა მისი დანატოვარი ვალი ნენეთი გაისტუმრა. ფაქტიურად ყველაფერი მოგიყევი, თუ რამე არ გამომრჩა ამ ნერვიულობის ფონზე ყველაფერი იცი ახლა რამე გააკეთე უშველე მაგ ძაღლიშვილს,
თავი გადაიქნია და წამით დავიწყებული ღელვა ისევ ორმაგად დაუბრუნდა,
- ასე სწრაფად არ შემიძლია მაგის გამო იცი რა გამოვიარე, ყველაზე საშინელებები და დღემდე გულის რევით ვიღვიძებ, კი ყველაფერი მოყევი და ვერც გაამართლებ, მაინც მკვლელია!
- ხო მაგრამ ისეთი ავადმყოფობები, რომ არ აქვს გაკეთებული ხომ შეიძლება არა ისევ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნა, თან ხომ გაიგე უკვე რომ ყველაფერს სერიოზული მიზეზი ჰქონდა, ისე უაზროდ რატის არავინ მოუკლავს, აიიი არასდროს არავინ! ყოველთვის შველიდა და პატივს სცემდა ქალებსა და ბავშვებს, არასდროს არაფერი დაუშავებია არცერთისთვის და თან ხომ გაიგე რომ რაც გნახა არ გაუსვრია სისხლით ხელი,
ისევ მხრების აჩეჩვით დაიწყო და ნერვიულობამ ისე ძლიერად შემოუტია ადგილზე ვერ ჩერდებოდა, მაშოსაც ხელთავიდან წამოუვიდა ცრემლების ახალი ნაკადი,
- სწორედ ეგ კიდევ მაბრკოლებს,
- რა როომ თავი დაანება ყველაფერ მსგავს საქმეში გარევაას?
სიმკაცრე და სიუხეშე ვერ დამალა მაშოს სიტყვებზე, ბრაზობდა იმას რომ არ აფასებდა მაშო რატის მისდამი პატივისცემას
- ის ყველაფერი რაც ნიკოლეტამ მითხრა შეიძლება არც კი დამეჯერებინა სისხლიანი, რომ არ მოსულიყო იმ დღეს,
გახსენებულზე ისევ მაჯით იწმენდდა ცრემლებს,
- იმ დღეს?
კითხვა დასვა და სწრაფად შეეცვალა სახე,
- ააა არა, არა, მისთვის უნდა მოგესმინა, არავინ მოუკლავს, თუ არ გჯერა რამე მესროლე მომკალი თუ გინდა, იმ დღეს რენცომ დაურეკა, ის მართლა წამებით მოსაკლავია, უთხრა რომ რატის კაცი ჰყავდა და მასაც ელოდებოდა, მაშინ მასთან გავარდა ქალაქ გარეთ და იმდენი სროლების შემდეგ ძლივს გადარჩა შენი უიარაღოდ წათრეული რატი და ხელებშიც ჩააკვდა სწორედ ის ადამიანი ვის გამოც იქ წავიდა, დარიოს სთხოვა, რომ გაეყვანე სადმე, რომ სისხლიანი არ დაგენახა, იცოდა რასაც იფიქრებდი, მარა შენ კიდე უარესები იცოდი უკვე თან საშინლად გაფორმებული და საკმარისიც კი იყო,
- აუუ დემეტრე გეყოფა, ყველაფერს მის სასარგებლოდ ნუ ამბობ,
ამოიტირა თავის გადაქნევით, ერთიანად შეცვლილი ამბოს მოსმენისას
- გეფიცები, თუ რამეს ზედმეტს ვამბობდე ზუსტად ისე იყო როგორც ვამბობ,
შეწუხებული სახით თქვა და მაშომაც ბოლოჯერ რომ ამოიხვნეშა მოულოდნელად დასუსტებულს თავბრუ ძლიერად დაეხვა, წაქანავდა თუ არა სწრაფად წაავლო მაჯაში ხელი დემეტრემ და დაიჭირა, რომ არ წაქცეულიყო
- კარგად ხარ?
- აღარ შემიძლია,
დაბალხმაზე ამოილაპარაკა და შეგრძნებისგან, რომ მალე გონებას დაკარგავდა ყველაფერს აკეთებდა, რომ მართლა არ გათიშულიყო,
- წამო, სახლში აგიყვან, ვიცი დაგღალე და ისიც ვიცი, რომ ახლა ყველაფერს სწორად გაანალიზებ, ვიცი რომ ძველი დრო დაბრუნდება,
ბუტბუტებდა ისე მიიყვანა მანქანამდე, ფრთხილად ჩასვა და სწრაფად გაიყვანა მანქანა, შიშით გადახედავდა ხოლმე სანახავად გაითიშა თუ არა და მშვიდობიანად, რომ მივიდნენ წყანარად აიყვანა ოთახში თავისი პროდუქტები სამზარეულოში დააწყო და წამოწოლილის წინ ჩამოჯდა,
- ასე უცებ ვერაფერს ვიზამ, დაფიქრებაც მჭირდება, მიყვარს, როგორაც არ უნდა ვუარყო, ამას მაინც ვერაფერს მოვუხერხებ,
- დიდი ხანია არა რა, ორი ვარიანტი ან პატიობ ან მითხარი და ბარემ მტრებს მივუქსიანებ, ასე წამებით სიკვდილი ცოდოა,
ამოილაპარაკა და თან ფსიქოლოგიური მიდგომაც კი გამოსდიოდა ხოლმე ორ არჩევანს შორის რა თქმა უნდა მის გადასარჩენად ყველაფერს იზამდა,
- მხოლოდ ერთი დღე, მანამდე კი ნენეთი უშველე.....
.......
სახლში რა გააჩერებდა, დემეტრეს თხოვნის გამო დატოვებული წამალი მანჭვით გადაყლაპა და ძლივს ფხიზელ მდგომარეობაში დატოვა სახლი, კლუბში ასულს გოგონები არ დაუნახავს მაშინვე სასმლის მანათობელ ბოთლს გააყოლა თვალი ლანგარით როგორ მიჰქონდათ და ცოტახნით თავის შეკავებაც სცადა, თუმცა ორი ჭიქის მერე ნამდვილად სცადა თავის შეკავება, ავტოფარეხში ასულმა ნელა მოავლო თვალი ყველაფერს და მანქანისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა, უყურებდა ლამაზ სახეს, რომელიც უღიმოდა მანქანის კაპოტზე ლამაზი კაბით შემომჯდარიყო, მონატრებული წვრილი წელი გამოკვეთოდა წელში გამართული ჯდომის გამო, თვალები ისე ლამაზად უციმციმებდა სულ არგავდა ბოლო ნახვას, ისევ ლამაზი ფერი ჰქონოდა, წითელ ტუჩებს ენით ისველებდა და გამომწვევი ღიმილით უყურებდა რატის, ხმა ჩაწყვეტილი, პირ ღია გაშტერებული თვალით მიიწევდა კაპოტისკენ,
- მაშო?
ნერვიულობისგან გული ისე ძლიერად აუჩქარდა, მთელ სხეულში იგრძნობოდა დარტყმები,
- ხო მეე,
გვერდზე გადახრილი თავით გაიპრანჭა ღიმილით და მანქანის კაპოტს მოუსვა ხელი,
- მაშო...
ისევ დაბნეულად გაიმეორა და მიახლოებულს ეშინოდა რომ შეხებოდა ეშინოდა, რომ მაშო ეთამაშებოდა, მისი ეშინოდა,
- ხოოო მაშოო,
გაეცინა მაშოსაც და რატიმაც გაკვირვებულმა გადახარა თავი გვერდზე , როგორ ძალიან უნდოდა შეხებოდა სიკვდილამდე მონატრებულს, თუმცა რაღაც აბრკოლებდა კიდეც
- აქ რა გინდა ბიჭო? სახლში წადი
საყვარელი კრიალა ხმით ანიშნა თავი წასასვლელად და მანქანიდან ჩამოხტა, გაკვირვებული უყურებდა რატიც მას დაყოლილ მბრწყინავ შუქს თითქოს კონტურად დაჰყვებოდა ყვითელი ბრწყინავი შუქი, როგორც მურთფილმებში ანგელოზებს, უხმოდ უყურებდა ჩამოსულს ვერც კი გაეაზრებინა რაზე ელაპარაკებოდა,
- სულ გამოშტერდი ბიჭო?
ხმამაღლა გადაკისკისა მაშომ და რატისაც ღრმად წარბებ შეკრულს გაეხსნა სახე, თავგადაქნეული მოკისკისე მაშოს ნახვისას გაკვირვებისგან პირი ჯერ კიდევ ვერ დაეხურა, ისე გაეხსნა სახე, ნერვიული ღიმილით და ბედნიერებისგან გული სწრაფად უცემდა,
- სახლში წადი, სხვა დროსაც მოხვალ აქ,
ისევ უთხრა ღიმილით და მასთან ახლოს მივიდა მიუახლოვდა ისე ჩააჩერდა რატის, გაკვირვებულმა დახედა რატიმ, მისი სურნელი სულ თან დაჰყვებოდა, თუმცა ახლა მხოლოდ მას ხედავდა, მის საოცარ სახეს, რომელიც მონატრების გამო, ორმაგად ანგელოზად მიაჩნდა
- მომენატრე მაშა,
დაძაბულმა წაიღო ხელი მისკენ და მაშოც მომლოდინედ, ღიმილით უყურებდა, გადაღრლილ ნატანჯ სახეს, რომელსაც წვერიც ვერ მალავდა, თვალებში ეტყობოდა ყველანაირი ტანჯვა, გადაღლა, ცხოვრების უხალისო განწყობა და განადგურებაც
- სიკვდილამდე მომენატრე,
ისევ გაიმეორა და ნელ-ნელა წაღებული ხელით მისი სახე უნდა მოექცია ხელებში შეეხო თუ არა მაშოც გაქრა, უცებ წაბარბაცდა რატიც, მანქანის კაპოტს გახედა, რომ ისევ იქ იჯდებოდა მაშო, კარებს გახედა, ოთახს სწრაფად მოავლო თვალი მაშოს სანახავად, თუმცა მაშო არსად არ ყოფილა არც მისი მომღიმარი სახე, არც მისი გულიანი სიცილი და არც მისი ღრმა და ლამაზი თაფლისფერი თვალები, ეს უკანასკნელიც განადგურებული სახით აეყრდნო რკნისი თაროს და სახე დაემანჭა
.......
ფლატუნით შეაღო კარი, სახე ჩამოსტიროდა, თავდახრილი შევიდა სახლში და ბარბაცს ძლივს იკავებდა, ცდილობდა სწორად გადაედგა ნაბიჯი, თუმცა არ გამოსდიოდა, წინ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ვეღარ ინარჩუნებდა სწონასწორობას და უკან ვარდებოდა, მის საქცილებზე ქალის გულიანი დაცინვის ხმა გაისმა თუ არა სწრაფად გაიხედა ხმის მიმართულებით მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებთან თავის სავარძელში პატარა მაგიდასთან იჯდა ნენე და ხელების ერთმანეთზე შემორტყმით დასცინოდა შვილს, გვერდით სასმლით სავსე ჭიქა შემოედგა და რატის ბარბაცზე ხარხარებდა, ისევ ბარბაცით წავიდა დედასკენ და ახარხარებულთან ერთად დაიწყო სიცილი, ნელა წამოდგა ნენე და მიახლოებულ შვილს დაეყრდნო ისე იცინოდა, მათი ხარხარი ერთმანეთს ისე ავსებდა ყველანაირი ემოციით იგრძნობოდა რომ ეს სიცილი ბედნიერების არ იყო, ნელ-ნელა დაწყნარდა რატი ისე შეხედა ჯერ ისევ მოცინარ ქალს და გაკვირვებაც ვერ დამალა ნენე, რომ დაწყნარდა
- მთვრალი ხარ?
გაკვირვებულმა დაუსვა დედას კითხვა და მაგიდას დახედა სადაც სასმლით სავსე ჭიქა იყო
- გაგიკვირდა?
თავის დაქნევით უთხრა და მის ხელებში ღიმილით ახლართა თითები,
- შენ ხომ პრობლემების გამო სვამ არა? შენი პრობლემა შენი ტკივილი ჩემი ტკივილია, ამიტომ თავისუფლად შემიძლია მეც დავლიო,
ხელები ააყოლა ლაპარაკს და სიცილიც დააყოლა, სახე შეეცვალა რატის ისე წაბარბაცდა და ისევ გულიანად დაიწყო სიცილი ნენემ,
- აპ აპ აპ, არ დეე შენთვის არ შეიძლება,
სასმლის ბოთლი ხელში აიღო და გულზე მიიხუტა რატიმ ნიშნად შენ არ მოგცემო
- ეჰ! როგორ არა!
გაბრაზებულმა გამოგლიჯა სასმელი ხელიდან და რატიმაც მისი სახე, რომ ბარბაცით, ნაღვლიანი თვალებით ხელებში მოიქცია, ტირილი წასკდა ქალს ისე დადო სასმელი მაგიდაზე და რატის მკერდზე დაარტყა ხელები
- გაიღვიძე რატი! გაიღვიძე! ლოთობით რომ პრობლემები გვარდებოდეს მთელი სამყარო სასმელში ჩაიხრჩობოდა, ასეთი სუსტი როდიდან გახდი შვილო?
თუ სასმელი და მოწევა პრობლემას ჭრის მაშინ მეც გავლოთდები,
- დეე....დედა,
შეძახილებით ცდილობდა რატი მტირალი ქალი გაეჩერებინა, თუმცა ის არ ჩუმდებოდა მკერდთან მისი მაისურისთვის ჩაეკიდა ხელები და ხვეწნა მუდარის თვალებით შესცქეროდა ტირილით შვილის განაფგურებით განადგურებულს
- მეც შენთან ერთად დავლევ, მეც თავისუფალი უფლება მაქვს,
მოდი!
სწრაფად დაავლო ხელი ჭიქას რატის მიაწოდა თავად თავ მოხსნილი ბოთლი დაიჭირა და რატის ჭიქას მსუბუქად მიარტყა,
- აბაა გაგვიმარჯოს შვილო,
ბოთლი მოიყუდა თუ არა წყნარად გამოართვა რატიმ და ძლიერად დააფშვნა იატაკს ისე რომ დედამისისთვის თვალი არ მოუშორებია,
ისევ წყნარად მოითავსა დედის სახე ხელებში მოსიყვარულე სახით სევდიანი, ტკივილის გამომხატველი ღიმილით და ნაზად შეახო ტუჩები შუბლზე, როგორ უნდოდა იმ წუთში დედასთან ერთად ეტირა, თუმცა ტკივილი იმდენად ძლიერი იყო ცრემლებიც კი არ ჰქონდა
- გასაგებია,.....გავიგე დეე, ვიღებ შენს შენიშვნას,
ნელა მოხვია ხელი ისე მიიხუტა ქალი და ჩახუტებულს თავზე დაადო თავი, ატირებულ ქალს იხუტებდა და მის სხეულში ათასი რამ ბრძოლობდა რომ მასაც ბავშვივით არ დაეწყო ტირილი, ალბათ სწორედ ამის გამოც სვამდა ყოველდღე, რომ ემოცები ჩაეკლა მიუხედავად იმისა რომ ვიცით სასმელი გულჩვილს ხდის, თურმე მარტივად შეგიძლია სასმელს გაატანო ყველაფერი ცუდი
- არც მე ვსვამ და არც შეენ,
მოშორებულს დახედა და ხელახლა მიიხუტა ქალიც მის მარწუხებში ტიროდა და მის ხელებს კოცნიდა, სათბურში მჯდომ დემეტრეს კი თავი ქოთნების მაგიდაზე შემოწყობილ მკლავებში ჩაედო და მოწოლილ ცრემლებს რომ ვერ იკავებდა, ხმა ჩაგუდულს სდიოდა ცრემლები, ნელა რომ შეიყვანა ნენემ პირველივე სართულის ოთახში მობუტბუტე რატი, დემეტრეც გასწორდა და საკუთარი თავის საქციელზე შეიგინა, ღრმად შეისუნთქა და ორივე ხელი ჩამოისვა სახეზე, რომ ცრემლები მოეწმინდა და მალევე გამქრალიყო რომ არავის შეემჩნია, ბედნიერი ოყო რომ შეძლო ნენემ მისი შეჩერება... იმ ღამეს დედის კალთაში ამდენი ხნის მერე ნორმალურად ჩაეძინა რატის, დედის სასიამოვნო ხელის ფერებაში მინაბა თვალები და მის სასიამოვნო ლაპარაკში დაასვენა გონება, კარგა ხნის მერე შეიხედა დემეტრემ ოთახში და ნენეს ანიშნა რომ მათი წასვლის დრო იყო, რადგან ნენეს დიდხანს გარეთ ყოფნა არ შეიძლებოდა ისედაც სულ რაღაც ერთი კვირის მკურნალობა ჰქონდა დარჩენილი, იქვე შეუტანა სავარძელი დემეტრემ და საავადმყოფოში რომ გაიყვანა, როცა მიხვდა, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა მაშინ დაემშვიდობა ანერვიულებულ ქალს და იმედი მისცა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა......
....
დადგა დღეც, როდესაც რატის ერთ მოგებას ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა, თუმცა რბოლა საღამოს უნდა გამართულიყო დილა ისევ ძველებური შეგრძნებებით დაიწყო მაშომ და უკვე ვეღარაფერს აბრალებდა მის ყოველდღიურ ცუდად ყოფნას უძალობას და ხშირ გულისწასვლებს, ინება კიდეც რომ ექიმთან წასულიყო რადგან გაუსაძლისი გახდა ყოველ დილას საპირფარეშოში გადაყუდებული დგომა, საავადმყოფოში დაძაბული უყურებდა ირგვლივ ხალხს, ზოგი ტიროდა კიდეც ცუდი ამბის გაგების გამო და მის გვერდით მჯდომი ექიმი ღიმილით აწყნარებდა, ატირებული ბავშვის ხმებზეც დაძაბული გახედავდა ხოლმე პალატებს, მისი დრო რომ მოვიდა დაძაბული შევიდა ოთახში მომღიმარი ქალი, რომ დახვდა და მანაც გაუღიმა გაოგნებული სცემდა პასუხებს ექიმს და რამდენიმე ხნის მერე მთელი სხეულით აბრწყინებული გამოვიდა საავადმყოფოდან, გული ძლიერად უცემდა, გაკვირვებული თვალებით იყურებოდა ირგვლივ და ტუჩებს იჭამდა, ექიმის უნდობლობა ერქვა ამ საქციელს ერთ-ერთ აფთიაქში შევიდა და საჭირო ნივთი იყიდა სახლში გიჟივით ავიდა მაშინვე დაყარა ყველაფერი და ტესტის გაკეთების შემდეგ ტესტი დადებითი, რომ აღმოჩნდა პირზე ხელი აიფარა
- ღმერთო,
ჭერს ახედა და ნერვულად მოისვა სახეზე ხელი,
- ორი კვირაა? ორი კვირაა ხდება?
ძლიერად გადაყლაპა ნერწყვი და მუცელზე მოისვა ხელი,
- დარწმუნებული ვარ რომ ჭამის გამო ვსუქდები, ორ კვირაში მუცელი იზრდება?
მაიკა აიწია და სარკეში უყურებდა მუცელს, რომელიც შეუმჩნევლად წამოზრდოდა, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს არც უნდოდა, თითქოს არც არასდროს უოცნებია და თითქოს არანაირი ემოცია ჰქონდა,
- რანაირად?
ისევ ხმამაღლა დაუსვა თავს კითხვა და მუცელზე დაიდო ხელი, წამით უყურა სარკეში საკუთარ თავს და ორივე ხელი ჩამოისვა სახეზე,
- არ მჯერა,
თქვა და მერე შეეპარა სახეზე ღიმილი ბოლოს რომ გაიაზრა წესიერად თუ რა ხდებოდა, რის გამო ჰქონდა გულისრევრბი და საერთოდ სისუსტე და თითქოს პეპლებიც კი დაფრინავდნენ მის სხეულში წამით ყველაფერი ცუდი გადაავიწყდა ოცნებებში გაფრინდა ცხრა თვის მერე თუ როგორი ბედნიერი ეკავა ხელში პატატა 'არსება'
- ღრმერთო დედობის უფლება მაქვს?
ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებში და ახტუნავდა, ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი პატიებისკენ გადასადგმელი ნაბიჯისკენ...
......
- ნასვამი ხო არ ხარ ?!
ნერვულად ისვამდა სახეზე ხელებს დემეტრე და ხალხის ყიყინით დანერვოზებული ჩამდგარიყო რატის მანქანის ღია კარებში ისე ელაპარაკებოდა რატის და საოცრად ღელავდა,
- მისმინე ცოტახანი დაიკიდე ყველა და ყველაფერი გევედრები, ახლა სერიოზულ გადასავალზე ხარ,
- ხო ვიცი, ვიცი,
უხეშად გადმოვიდა მანქანიდან და მისი მოწინააღმდეგესკენ დაიძრა, დემეტრე ადგილზე ვერ ისვენებდა, მაშოსაც დაურეკა, რომელსაც ხმა გათიშული ჰქონდა და ვერაფერი გაეგო, მეტად ნერვიულობდა, სახე ალეწილი დადიოდა იქით-აქეთ მანამ რბოლა დაიწყებოდა და უკვე აღარც იცოდა რატი სად იყო, ხუთ წუთში იწყებოდა, რბოლა და მთავარი გმირები არსად არ იყვნენ, ყველგან ეძება დემეტრემ იმის შიშით, რომ ხელჩართულ ბრძოლაზე გადაინაცვლეს და ერთ-ერთ ფარეხში წააწყდა ხუთ მამაკაცს მათ შორის რატის და უნებურად შემოესმინა მათი ბოლო ლაპარაკი, რომელზეც საბოლოოდ გაუწოდა რატის მოწინააღმდეგემ ხელი რატის, თუმცა რატიმ მის ხელს ზიზღით აუარა და უშიშრად დათანხმებული გამოვიდა თუ არა, ძლიერად გაკრა დემეტრეს მხარი ისე აუარა გვერდი
- შენ ჯანმრთელი ხო ხარ? ფუ რა კითხვას გისვამ პრინციპში,
უკან აედევნა ნერვულად და გასაჩერებლად მხარზე რამდენიმეჯელ შეეხო
- აილეწები, ნაწილებად დაიშლები ბიჭო გასლოკინებს?! უტორმუზოოდ რანაირად მოუხვევ?! დებილი ხარ?!
- მოკეტე!
კბილების ერთმანეთის დაჭერით ამოიგმინა რატიმ და დიდი ნაბიჯებით უახლოვდებოდა მანქანას ,
- არ გახვიდე რატი! დაეტიე სადაც ხარ! გაწყდება ტორმუზი! ვერ გაუძლებს მოსახვევებს!
უხეშად მოატრიალა დემეტრემ და ძლიერი მუშტი მიიღო პასუხად,
- ნუ ერევი ამ ჩემ წყეულ ცხოვრებაში! არ მჭირდება ჩარევა! გააჯვი! ავილეწები და მერე რა?! გამიტანეთ ოთხით მაგის დედაც ვატირე!
უხეშად კრა დაგდებულს ხელი წამოდგა და სწრაფად სტვენასთან ერთად ჩაჯდა მანქანაში
- მოკვდები შე სირო!
ამოიწუწუნა დემეტრემ და ძირს გადაწვა, მისი სიტყვები არც კი გაუგია, მანქანაში ჩაჯდა და ტელეფონი დამჭერში მოათავსა სტვენა და საყვირის ხმა არ წყდებოდა, ხალხის შეძახილებიც ბლომად და გამაღიზიანებლად ისმოდა, გრძელი ფეხებით კუპალნიკებში გამოწყობილი მაღალ ქუსლებზე შემდგარი გოგონა ღიმილით ჩადგა მანქანების შორის და რატიმაც ადგილზე დაიწყო მანქანის აბღუვლება,
- რაააშვებიიი!! რააას!
ჯერ ისევ ძირს მყოფმა ძლიერად დაარტყა მუშტი ასვალტს და აზუზუნებული ტელეფონი გიჟივით ამოიღო ჯიბიდან,
- ღმერთმა გადმოგვხედა,
ამოილაპარაკა და მერე მიხვდა, რომ მაშომ დააგვიანა კიდეც და ტორმუზებს ის ვერაფერს მოუხერხებდა,
- სად ხარ დემეტრე,
მისი აღელვებული ხმა გაისმა პასუხის შემდეგ, როცა იცოდა, რომ ამ საღამოს რბოლა იქნებოდა და დემეტრემაც წამში უთხრა ყველაფერი და რატის მანქანა რომ ადგილს მოწყდა გიჟივით წამოდგა ფეხზე,
- ამაღამ ვერ გადარჩება!
ამოილაპარაკა და თავზე ცალი ხელი ნერვულად გადაისვა, დემეტრეს ლაპარაკით შეშინებული ატირებული გამოვარდა სახლიდან, მისვლისას ტაქსი მოშორებით გააჩერა და გიჟივით გავარდა დემეტრეს აღწერილი შესასვლელისკენ, შესვლისთანავე, მოჩანდა ხალხი რომელიც გაჩერებული აკვირდებოდა ჯერ ისევ გამოჩენილ მანქანებს და მოსახვევში შესვლისთანავე გადაინაცვლეს ეკრანზე, ზედმეტად არ დაუგვიანებია, თუმცა ტაქსის მძღოლმაც დიდხანს მოანდომა სიარული, გიჟივით გავარდა მაშო წინ რაც შეეძლო წინ და ხალხში ძრომიალის შემდეგ მოპირდაპირე მხარეს წინ მდგომი დაძაბული დემეტრე რომ დაინახა სირბილით მივარდა, ისე მოხვია ხელები მასზე აკრულს და სახეზე ფერები შიშისგან ეცვლებოდა,
- რა ხდება?
- გვერდიგვერდ არიან,
ამოილაპარაკა დემეტრემ და შიშით განაგრძო, ყურება, რატისაც მთელი ბრაზი, ბოღმა და სიბოროტე მაშინ აწვებოდა, ბოლომდე ადგავდა გაზს ფეხს და თავიდან ორ მკვეთრ მოსახვევში ტორმუზის გარეშე შევარდა, ლამის აყირავდა ბოლოს, რომ არ გამოეყენებინა დახმარება, სწრაფად გახედავდა, ხოლმე მის უკან მომავალ მანქნას, რომლის მძღოლიც მეტად დაზღვეული იყო, ორივე ხელით ძლიერად ჩაფრენოდა საჭეს, ყველაზე საშიში იყო გზაც რადგან მხოლოდ ერთი მოსრიალება და ხევიდან იყვნენ გადაცვენილები, ყოველი მოსახვევის დრიფტით გამოვლისას ხმაური ატყდებოდა ხოლმე გულშემატკივრების დახმარებით, ამ ყველაფერს ძაბავდა ისიც, რომ ზედმეტად თაღლითობდა რატის მოწინააღმდეგე, როგორც მოახერხებდა ან უკნიდან ეჯახებოდა, ან გვერდიდან ცდილობდა გადაეგდო და ჩამოეშორებინა, მაშინვე თავზე წაიჭერდა ხოლმე დემეტრე ხელებს და ყველაზე რთული მოსახვევიც გამოსავლელი იყო ყველაზე დიდი და საშიში მოსახვევი იყო, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდა დემეტრეს,
- ვერ გაუძლებს გაწყდება, დიდია!
თმებზე ისე იჭერდა ხელს ლამის თავი დაეწიწკნა დემეტრეს ჩამუხლული იყო მაშოც და ცრემლებს ვერ აკავებდა, მუხლებზე მყოფს შეეკრა ხელები და მთელი არსებით თვალებდახუჭული სთხოვდა ღმერთს დახმარებას ის ის იყო მოსახვევში უნდა შევარდნილიყვნენ ძლიერად დაეტაკა რატის მანქანა და უცებ მოცურდა რატის მანქანაც, უცებ წამოიკივლა მაშომაც და კიდევ უფრო ტირილით განაგრძო ლოცვა,
- ტელეფონი ააქვს?
აძახა მაშომ დაძაბულ დემეტრეს და დემეტრემაც თავი რომ დაუქნია ტელეფონი მოითხოვა, ინსტიქტურად მიაწოდა დემეტრემაც, ძლიერი ტორმუზი დაჭირდა რატის, რომ მანქანა დაემორჩილებინა და ხევიდან არ გადავარდნილიყო, გინებით დაძაბული ატრიალებდა საჭეს, კიდევ ხელახლა გადართო სიჩქარეში და უკვე გასწორებული საჭე მოსახვევისკენ აიღო, დაძაბულმა ღრმად ამოისუნთქა და ვერც კი ხვდებოდა დემეტრე, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სუნთქვა შეკავებული ჰქონდა, მაშომ კი ზარი გაუშვა მასთან,
- ჯააანდაბა! ახლააა ამის დროააა?!
იყვირა რატიმ და ხელახლა ეცა სიჩქარეებს, მოსახვევში შეუხვვია თავისუფლად, როცა ზარი გაითიშა, თუმცა ხელახლად, ტირილით, რომ რეკავდა მაშო სწრაფად გადაუსვა მანქანის დინამიკზე დაკავშირებულ ტელეფონს თითი, უხეშ მოტრიალებაზე ტორმუზის წყვეტის ხმაზე ხმამაღლა შეიგინა და დემეტრეს ხმას დაელოდა თან მთელი ემოციებით გადართული იყო, გზაზე,
- რატი,
გაუბედავად ამოიჩურჩულა მაშომ ნამტირალები ხმით და რატის სახეც უცებ შეიცვალა, თვალები გაუფართოვდა სახე გაკვირვებისგან შეეცვალა, ისე დაუგდო ყური ტელეფონს, რომ ისევ გაიგებდა მონატრებულ ხმას, რომელიც ახლა ნერვიულობით იყო გაჟღენთილი,
- ვიცი, რომ შეძლებ! რაც არ უნდა იყოს, სულ რომ დაიშალოს ეგ მანქანა საკუთარ თავს უნდა უშველო, მშვიდობით უნდა დაასრულო გესმის?!
ტირილით ჩურჩულებდა, თუმცა გარკვევით ესმოდა რატის მისი ხმა, გული ღელვისგან ძლიერად უცემდა და გაანალიზების დროს, რომ მაშო ახლა იქ იყო მეტად მიეცა გამარჯვების სურვილი,
- გვიყვარხარ!.... ორივეს გვიყვარხარ!
მაშომ კი სხვაზე იგულისხმა, თუმცა რატიმ სხვა გაგებით მიიღო მისი გვიყვარხარ, მიუხედავად ამისა გატრუნული, ნელ-ნელა ისე დაეწია მოწინააღმდეგეს ვერც გაიაზრა
- ამიტომ უნდა იყო ფრთხილად! გვჭირდები!
კიდევ ამოიჩურჩულა მაშომ და დემეტრეს ახედა, რომელსაც დიდი იმედებით შეეკრა მუჭები და ცოტაც რომ დარჩენოდა მოსახვევებში კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ტორმუზი გაუძლებდა,
- მიდი, მიდი, მიდი ძმაო!
ყბებ დაჭიმული გაიძახოდა და მხოლოდ ერთი დრიფტიც და საჭე რომ სწრაფად გააასწორა რატიმ და მანქანაც უკვე ტორმუზის გარეშე წავიდა იმხელა ხმაზე იყვირა ყველას ხმას გადაასწრო ადგილიდან შეხტა და ბედნიერებისგან იმხელაზე შეხტა ფრენას დაიწყებდა ახლა იმის იმედიც ჰქონდა, რომ დატორმუზებას გაუძლებდა, ღრმად ამოისუნთქა მაშომ ისე გათიშა ტელეფონი და დემეტრეს მიაწოდა, ნერვულად წამოდგა და უკვე გამოჩენილებს შეხედა,
- გადარჩება, ვიცი რომ გადარჩება ხელები ერთმანეთს ძლიერად ჩაავლო მაშომ, რატიმაც საკმაოდ მკვეთრად გადმოუსწრო მოწინააღმდეგეს და შეძახილებსა და მოხტუნავე ხალხში წინ მდგომი ყველასგან მარტივად გამოარჩია, დანახვაზეც კი მთელი სხეული აუთრთოლდა რატის, სიცოცხლის სურვილი მიეცა იმედი, რომ მაშოს ღიმილს ისევ დაიმსახურებდა, გარკვეული მანძილის ხაზი გადაკვეთა და ძლიერი სტვენა არ შემწყდარა კმაყოფილები რატის გამარჯვებით, მისმა მოწინააღმდეგემ იქვე მოადრიfტავა თუ არა საჭეს ძლიერად დაარტყა ხელი და უკვე იმის იმედით გახედა რატის რომ მალე მის წარმოდგენებში აყირავებულ და აფეთქებულ მანქანასთან ერთად დაიწვებოდა, თუმცა დროულად დაიხმარა რატიმ ტორმუზი, თუმცა უკვე ზედმეტად დატვირთულმა ვეღარ გაუძლო და ამაოც კი გახდა პედლის წვალება, მანქანის შენელება მოასწრო, თუმცა გაჩერება ვერა, ამიტომ მის წინ დიდი კედელი იყო მის გვერდით კი ბოძი,
"გვჭირდები" სიტყვები ამოუტივტივდა უცებ და საჭე სხარტად მოატრიალა გასაჩერებლად ბოძი ამოიღო თვალში და მისკენ აიღო გეზი,
- რაშვება?
ამოიგმინა დემეტრემ და ნერვულად ჩაიცუცქა,
მაშომ ყურებზე აიფარა ხელები და დაძაბულობისა და შიშისგან კანკალს ვერ წყვეტდა, რატიმაც მის გვერდით მხარე დაუმიზნა ბოძს და მალე ხმამაღალ ხმაზე, ყველა ერთდროულად შეხტა და მაშოც უძალოდ მუხლებით დაეშვა მიწაზე,
- გევედრები ღმერთო!..
ამოიგმინა და მიწას დაადო შუბლი კანკალით, დაძაბულს ტირილის დროც არ ჰქონია, თავს არ წევდა, ირგვლივაც დაძაბული სიჩუმე იყო, გულის ამრევი და საშიში სიჩუმე ან უბრალოდ შიშისგან ჰქონდა მაშოს დახშული ხმა, ხალხის წიოკზე წამოწია თავი და გავარდნილი გულშემატკივრებს შორის მოკრა თვალი მანქანიდან გადმოსულ საოცრად შეცლილ რატის, რომელიც თვალებით მხოლოდ მაშოს ძებნაში იყო, ისტერიულად აუტყდა მოკეცილს ტირილი და საკუთარი თავი აიძულა დაწყანრებულიყო, ცრემლები შეკავებულად მოიწმინდა და წამოდგა თუ არა მალევე წააწყდა რატის თვალებსაც, რომელიც ისე ეძებდა ისე შეშინებული იყო, რომ ისევ მოჩვენებასთვის არ მიეწერა მაშოს უცებადი გამოჩენა, რომ დაინახა თვალები გაუბრწყინდა, მკვეთრად შეეცვალა გამოხედვაც და თვალებიც, რომელშიც ახლა სიცოცხლე იგრძნობოდა, მასზე დაკიდებულ გოგოს დახედა მომენტალურად შემდეგ გახედა ისევ იმ ადგილს სადაც მაშო იყო, თუმცა ახლა იქ აღარავინ იდგა, დემეტრეს მოავლო თვალი, რომელიც თავ ჩახრილი გადიოდა გასასვლელისკენ და ემოციებით ძლიერად დაღლილს მხოლოდ ძილი უნდოდა...
სწრაფად დაუსხლტა ყველას რატი ხელიდან და სირბილით ცადა დაწეულიყო გასულ დემეტრეს, რომელსაც რბოლამდე უხეშად ელაპარაკა და ახლაღა აწუხებდა ეს საქციელი, გარეთ გავარდნილს დემეტრეს მანქანა მოხვდა თვალში, რომელმაც სწრაფად ჩაუქროლა და კეფაზე გაურკვევლობისგან მოისვა ხელი....
......
- ნერვიულობა არ შეიძლებაო ექიმმაა!
საკუთარ თავს გაუბრაზდა ისე დაწვა საწოლში და რატი ამოუტივტივდ, რომელიც გრძელ წვერში სრულიად სხვანაირი იყო, შორიდან დანახული იმდენაც შეცლილი და სხვანაირი იყო, რომ ვერ ეცნოო გასაკვირი არ იქნებოდა,
- როგორ შეცვლილაა, როგორ მომნატრებია
ამოიწუნა სახე დამანჭულმა სატირლად და გვერდულად დაწოლილმა ეცადა ფიქრები გადაედო ისე დაურეკა ნაზის......



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

აუ რა მაგარი იყო მომეწონა საინტერესო თავი იყო ნამეტანი ემოციური შემეცოდა მაში.ნინა რატი დემეტრე რა საშინელი ამბავი მოუყვა დემეტრემ მაშოს იმედია აპატიებს ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№2  offline წევრი ანკა გგ

სტუმარი ნესტანი
აუ რა მაგარი იყო მომეწონა საინტერესო თავი იყო ნამეტანი ემოციური შემეცოდა მაში.ნინა რატი დემეტრე რა საშინელი ამბავი მოუყვა დემეტრემ მაშოს იმედია აპატიებს ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ❤️❤️

 


№3  offline წევრი teko❤️❤️❤️

Vaimee ra dazabuli tavi iyo tan sainteresoo zaan kargi iyo momewonaaa.. ❤️ sazizgari nikoleta lamis daungria cxovreba bavshvebs. Velodebit axal taavs ????❤️

 


№4  offline წევრი ანკა გგ

teko❤️❤️❤️
Vaimee ra dazabuli tavi iyo tan sainteresoo zaan kargi iyo momewonaaa.. ❤️ sazizgari nikoleta lamis daungria cxovreba bavshvebs. Velodebit axal taavs ????❤️

უღრმესი მადლობა❤️❤️❤️

 


№5 წევრი ანნა ანუკი

ძაან დიდხანს გავწელე ვიცი, მაგრამ მე, როგორც გამორჩეული ბედის ადამიანს ისევვვ წამეშალა გუგლის მონაცემებიი და პაროლი ვეღარ აღვადგინეე, ბევრი წვალების შემდეგ პაროლი აღდგა მარა ახალი ექაუნთის სახით, ტირილი მინდა მარა ამის გამო როგორ ვიტირო, რადგან აღვადგინე შემდეგ თავს იქ დავდებ თუ აქ

 


№6 სტუმარი სტუმარი ანი

გთხოვთ მალე დადეთ

 


№7 წევრი ანნა ანუკი

სტუმარი ანი
გთხოვთ მალე დადეთ

ვწერ და იქნებ დავდო დილას აბიტურიენტობის ჟამი რთული აღმოჩნდა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent