შეუძლებელი არაფერია(სრულად)
პ.ს. სანამ დაიწებთ რომ მარაზმია, რა უაზრობაა. აუ ეს როგორ დაწერე. დიახ მე დავწერე 2014 წელს. და ახლა თქვენი თხოვნით დავაბრუნე უკან საიტზე. არსებული შეცდომების შესახებ მეც კარგად ვიცი ასე რომ ძალიანაც ნუ დაიღლებით გრამატიკული შეცდომების მითითებით. <3 შეუძლებელი არაფერია...2014.2.09 ცხოვრებაში რომ ყველა ადამიანს ერთნაირად არ უმართლებს ეს ყველაზე მტკივნეული მოვლენაა ამ ცხოვრების და ბედის... ზოგს იმდენი ფული აქვს აღარ იცის სად დახარჯოს, ზოგიერთს კი კაპიკიც არ გააჩნია უბრალო ფუნთუშის საყიდლად.. ისტორიას რომელსაც გიამობობთ, ნამდვილად არ დაწყებულა იყო და არა იყორათი, არც „კონკიაზეა“ და არც სხვა ლამაზ პრინცესაზე რომელსაც ბოროტი დედინაცვალი ჰყავდა.. ეს უბრაოდ ერთი გოგოს ისტორიაა რომელიც დიდი ტკივილით , ტრაგედიით დაიწყო... ბევრჯერ ქუჩაში გავივლი და ყურში მხვდება „ სოფლელია რა, შეხედე რა აცვია“ ანდაც „ ფუ რა სოფლელია ამასთან როგორ იმეგობრებ გოგო“... განა სოფლებებს ვჯობივართ ქალაქში დაბადებულები? განა სოფლად გაზრდილი ადამიანები უკულტუროები და გაუნათლებლები არიან? ცდებით .. და თუ ასე ფიქრობთ მართლაც რომ ცდებით... აიი ჩემი ამბავიც ასე იწყება... ამდენი ვილაპარაკე და არც კი გაგეცანით. მე ნანა ვარ, თქვენ უბრალოდ ნანუკა დამიძახეთ, მამა სულ ასე მეძახდა, თავს პატარად ვგრძნობდი და მიხაროდა...ხო მართალია სოფელში დავიბადე მაგრამ მალე თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. უფრო სწორად რაღა მალეა სკოლას ვამთავრებდი, მაგრამ არ დამცალდა ბედნიერება.. მამა უდროო დროს გამოგვეცალა ხელიდან. ჩემს ზურგს უკან კი ჩემი და დარჩა და დედაჩემი რომელიც ტირილით იკლავდა თავს... ბოლოს გადაწყვეტილება მივიღეთ უკან სოფელში დავბრუნებულიყავით, იქ მიწაზე ვიმუშავბდით, შიმშილით მაინც არ დავიხოცებოდით.. არ ვიცი ბედის ირონია იყო თუ საჩუქარი მაგრამ წასვლამდე რამოდენიმე საათით ადრე მეზობელი შემოვიდა და სამსახური შემომთავაზა.. ქალბატონი ვენერა მუდამ გულცივი ქალი მეგონა, მისი ოჯახი კარგად შეძლებული და სალამსაც კი მოწიწებით ვეუბნებოდი... ახლაც შემოვიდა თუ არა მისმა ბრილიანტებმა თვალი მომჭრა. მზერა ავარიდე და ყავის ფინჯანი დავუდე წინ... – მოკლედ რა ხდება, ვეცდები მოკლედ და გასაგებად გითხრა... ნანუკა– შენ ხომ სამსახურს ეძებ. მოკლედ ჩემს დაქალს ძიძა სჭირდება დედამისასათვის.. კარგად იხდიან, უბრალოდ შინაური უნდათ ხომ გესმის, არავის ენდობიან ასე მარტივად.. თინა დეიდა არც ისე მოხუცია სულ რაღაც 70 წლის არის. პრობლემებს არ შეგიქმნის. – ძიძად უნდა ვიმუშაო? გაოცებულმა დავუბრუნე უკან პასუხი და დედაჩემს ავხედე. – მისმინე შვილო. ეს საძრახისი არაა. საძრახისი ისაა ქუჩებში რომ ყრიან თორე. ძიძად კი არა დამლაგებლად რომ იმუშაო არაფერი ხდება.. მოკლედ მისამართს მოგცემ, დღესვე წადი , დაელაპარაკე, თუ არ მოგეწონება პირობები წამოდი უკან, მაგაზე ადვილი რა არის... – თანახმა ვარ. 300 ლარს ხომ მაინც მომცემენ.. – გეუბნები კარგად იხდიან თქო . 300 ლარი კარგად გადახდაა?.. წადი და დაელაპარაკე.. ვენერა გავაცილე თუ არა , დედაჩემის მუხლებთან მოვკალათდი და თავი ზედ დავადე, მიხვდა რომ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო, გადასარჩენად. მიუხედავად იმისა რომ მიწაზე მუშაობა გვქონდა გადაწყვეტილი, ფულის გარეშე არაფერი გამოვდოდა. თვალებში ჩავხედე და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები მოვწმინდე.. – დე, ნუ ტირი რა, არაფერი ხდება ისეთი. ზოგი ასეთ სამსახურსაც კი ეძებს და ვერ შოულობს, წავალ ვნახავ რა ხდება, თუ არ მომეწონება ხვალვე დავკეტავ სახლს და მეც წამოვლ სოფელში... – იცოდე, იმის გამო რომ ფული გვჭირდება, არ დათანხმდე ყველაფერზე.. – არა, შენ მაგაზე არ იდარდო, ხო იცი ჩემი ხასიათი როგორი ვარ.. ახლა შენ და ნინო სადგურში წადით.როგორც კი ჩახვალთ დამიერეკე, საღამოს მეც დაგირეკავ და გეტყვი რას გადავწყვიტავ.. – ნანუკა, არ მინდა აქ რომ რჩები, მირჩევნია მშიერი ვიყო ვიდრე აქ დაგტოვო მარტო.. – დედა, 26 წლის ვარ.ორის ხო არა. დიდ გოგო ვარ.. დამიჯერე ყველაფერს გადავიტანთ... დედა და ნინო როორც კი გავაცილე, პირზე ხელი ავიფარე და ემოციები მხოლოდ სააბაზანოში ტირილით დავფარე. ეს პირველი შემთხვევა იყო როცა მარტო ვრჩებოდი...გული მტკიოდა, არ ვიცი რატომ მაგრამ ემოციებისაგან გადაღლილი ვიყავი... გრილი შხაპი მესიამოვნა.. პირსახოსი თმაზე დავიხვიე და ტანსაცლის კარადის წინ გავჩერდი.. არჩევანი ჯინსებზე და უბრალო შავ მაისურზე შევაჩერე.. დაბალძირიან ფეხსაცმელში ჩავყავი ფეხები და გაჩერებისაკენ ავიღე გეზი.... ** მითითებულ მისამართზე სახლი კი არა სასახლე იდგა.. თვალები დამრჩა ჯერ მხოლოდ ისეთი გალავარი ერტყა გარშემო.. აცახცახებული ხელი მივაჭირე ზარის ღილაკსდა კარის გაღებას დაველოდე... სასიამოვნო ქალმა ღიმილით შემიპატიჟა სახლში. ორ წუთში ყავის ფინჯანი და ნამცხვარიც მომართვა და გვერდით დამიჯდა.. – ვიცი შენ ნანუკა ხარ.. მე ლეილა ვარ.. ვენერამ ალბად გითხრათ ხო რაც ხდება.. – დიახ, ზოგადად მითხრა რომ დედათქვენისთვის ეძებს მომვლელს... – ასეა, მაგრამ მოდი მე სხვა რაღაცას შემოგთავაზებთ.. მე და ჩემი მეუღლე დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ ვატარებთ... ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე ნანუკა. თუკი სახლის საქმესაც მიხედავ.. მაშინ მე შენ ანაზღაურებას დაგიმატებ... – სახის საქმეში რას გულისხმობთ? – აგიხსნი.. რეცხვა და დალაგება შენ არ გეხება.. მხოლოდ ბებიას მიხედავ და საჭმელს მოამზადებ..~ – ანუ ბებიას მოვუმზადებ? ამას გულისხმობთ? – არა, ვენერამ არ გითხრა როგორც ჩანს, მე შვილი მყავს თაზო 35 წლის არის.. მუშაობს, ანუ ის მუდამ თბილისშია, სადილის მომზადება მხოლოდ ბებიასთვის და თაზოსთვის მოგიწევს.. დედაჩემი უპრობლემო ქალია, ერთადერთი რაც ცუდი ჩვევა აქვს ეს საუბარია. ძალიან ბევრს ლაპარაკობს... ახლა გამოვა, თუკი მოეწონები, მე შენ ყოველ თვე გადაგიხდი საკმარისზე მეტ თანხას, თანახმა ხარ? დედაჩემის გაძლება და ამას კიდევ პლიუს თაზო მარტივი საქმე არაა- სიცილით მითხრა და ყავა მოწრუპა.... კიბეებზე ასაკოვანი მაგრამ სიმპატიური ქალი ჩამოდიოდა, თეთრი პირსახე ქონდა. შავებში გამოწყობილიყო, თეთრი თმები უკან გადაევარცხნა და კუდივით შეეკრა.. მომიახლოვდა თუ არა ფეხზე წამოვდექი და გავუღიმე.. მაშინვე ხელი მომკიდა და ლეილა გვერდით გასწია..ხუთი წუთი მაკვირდებოდა. მერე ლოყაზე ორი თითი მომიჭირა და შაუბლზე მაკოცა.. – ასეთი სუფთა თვალები არ მინახავს ჯერ ... ასეთ გოგოზე უარს როგორ ვიტყვი... – მადლობთ ქაბატონო თინა.. – არავიტარი ქალბატონო. მე შენთვის ბებია ვარ.. საყვარელი და თბილი.. ასე დამიძახე თინა ბებია– უნდა ვიმეგობროთ ხო ასეა.. გპირდები არ გაგაწვალებ... – რას ამბობთ.. როგორ გეკადრებათ. სანთელივით დავიღვენთე და თავი დავხადე... – საუკეთესო ხარ.. თანახმა ვარ . ოღონდაც იცოდე ერთადერთი რაც არ მიყვარს ეს ტყუილია. მე და შენ ერთმანეთს არაფერი არ უნდა დავუმალოთ...შევთანხმდით .. – თანახმა ვარ.. დილით რომელზე მოვიდე ხოლმე?? – ხო რაც შეეხება მაგას– საუბარში ლეილა ჩაგვერთო და გამიღიმა, ათზე მოდი. დედაჩემი გვიან დგება. და წასვლით შეგიძლია ექვსე წახვიდე.. მოკლედ ნანუკა. მე და ჩემი ქმარი დღეს ღამით გერმანიაში მივდივართ... სანამ თქვენ საუბრობდით ეს თანხაც მოვამზდე. მოკლედ ეს აიღე– მშვიდად მითხრა და თეთრი კონვერტი გამომიწოდა. სახეზე სიწითლემ გადამკრა.... და თავდახრილმა ჩავიდე ჩანთაში.. გაჩერებისაკენ ლამის სირბილით წავედი... არ მეგონა ასე თუ გამიმართლებდა. გლი ბედნიერებისაგან მიფართხალლებდა... ტელეფონი ამოვაძრე ჩანთიდან და დედაჩემს გზიდან ვახარე ამბავი. მერე პიველივე შემხვედრ ბანკში შევირბინე და ნაწილი თანხა დედაჩემის სახელზე გადავრიცხე.. ** ემოციებისაგან თავბრუ მეხვეოდა და კუჭი მიხმებოდა. გაზქურაზე ტაფა შემოვდგი და ოკი კვერცხი ჩავახაე.. ის იყო ჭამის დაწყებას ვაპირებდი რომ კარზე ზარმა ადგილზე გამყინა... ლასლასით წავედი , ზღურბლზე გაღრეჭილი ნატუკა იდგა .. მხარი გამკრა და გეზი სამზარეულოსაკენ აიღო.. – აუუ მშია. – განწირულმა წამოიძახა და შემომხედა.. – მერე ჭამე. აგერ კვერცხი. აი ტაფა და მიირთვი. ნატუკა დღეს შენი თავი არ მაქ, რო იცოდე რა მოხდა.. – კაცი იშოვე?– ისე მკითხა რომ კვერცხის ნაჭერი ყელში გამეჩხირა... – რა კაცი გოგო.. დავიხრჩე, ვენერამ სამსახური მიშოვა, აზრობ? თავის დაქალს უნდოდა ძიძა დედამისისათვის და იქ.. იცი რა მაგარი ქალია? აქეთ მომივლის რო მოინდომოს... – არ მჯერა. სვეცკმა ვენერამ??? გოგო არ ყოფილა ბოროტი ეეე... – რა ბოროტი ნატუკა, რო მითხრა თვალები შუბლზე ამივიდა.. რო იცოდე რამდენს მიხდიან.. მხოლოდ საჭმელი უნდა მოვამზადო და ბებოსთან ვიჯდე აზრობ? – მეც მინდა ასეთი ბებო.... – არა ეს ჩემი ბებოა.. ძალიან საყვარელი ქალია, თბილია და მოსიყვარულე.. ** დილით მაღვიძარას დარეკვას არც დავლოდებივარ ისე წამოვხტი ფეხზე და სააბაზანოდან გამოსულმა ყავის ფინჯნით ხელში სავარძელში მოვკალათდი.. საათს გავხედე უკვე ცხრა ხდებოდა.. სწრაფად გადავიცვი ტანზე. სველი თმები უსწორმასწოროდ ჩავიწანი და სახლიდან გავედი.... ჩემი ცხოვრება ერთი დიდი რუტინა იყო... ვიცოდი რომ ახლა ყოველ დღე ასე იქნებოდა, თუმცა სულაც არ ვწუწუნებდი. ისიც კი მაბედნიერებდა რომ შემეძლებოდა ჩემი დისთვის თუნდაც ერთი ახალი მაისური ან ფეხსაცმელი მეყიდა, რომ მშიერი არ მყოლოდა და სხვებისათვის ხელებში არ ეყურებინა.. ფიქრებში გართული მივედი თინა ბებასთან, მაშინვე გამიღო კარი და ეზოში გვერდით დამისვა..გაოცებულმა მიმოვიხედე გარშემო.. თავი ედემში მეგონა, ალბად არ არსბეობდა ამდენი ყვავილი ერთად სადმე, რამდენიც აქ. თინამ მაშინვე შემატყო და გამიღიმა.. – ლამაზია არა? თაზოს უყვარს ძალიან ბუნება, ეს მიდი ნახელავია. გიჟდება ყვავილებზე.. მაღაზიაც კი გახსნა ყვავილების, საიდანაც ნერგებს და თესლს ყიდიან.. ბევრს მოგზაურობს და ასეთი იშვიათი ჯიშის მცენარეებს აგროვებს.. – მართლა? წამოუდგენელია. მამაკცებს დიდად არ უყვარს ხოლმე ყვავილები... – პაპას გავს, ჩემს მეუღლეს უყვარდა ძალიან, ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა.. თაზოსაც გადაედო მერე.. რას ვიზავთ სამსახურიც ასეთი აქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში განყოფლების უფროსია.. იქაც სულ ბუნებასთან აქვს შეხება და... – საოცარია.. ასეთი სილამაზე იშვიათია... ბებო წავალ გამოვიცვლი და ორ წუთში მოვალ კარგით? – კარგი ჩემო გოგონა, მე სამზარეულოში ვიქნები.. თბილი ჩაი დავლიოთ. ჩემს გაყინულ ძვლებს ესიამოვნება... ის იყო ტანზე მაისური ავიძრე და მეორეს დავწვი ჩასაცმელად რო კარის გარება და მძაფრი სუნამოს სურნელი მეძგერა ცხვირში.. მოშიშვლებულ მკერდზე ავიფარე მაისური და კარისკენ შევტრიალდი... უცნობი მამაკაცის წინაშე საცვლების ამარა ვიდექი... – ნანუკა ხარ? – ირონიულად მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა. ინსტიქტურად გადავდგი ერთი ნაბიჯი უკან... – ნანუკა ვარ– გაუბედავად ვუპასუხე და მზერა ავარიდე.. – რავიცი ძიძის კველობაზე ზედმეტად ლამაზი და სექსუალური ხო არ ხარ?? შენნაირი ქალი ლოგინში ვიცი და არა ძიძად.. – ნერწყვი ძლივს გადავყაპე და გაავებული თვალებით შევხედე... რას იზავთ ყველას თქვენნაირად არ უმართლებთ რომ ფულში იცურაონ.. დიდად დამავალებთ თუ გახვალთ და მაცდით რომ ჩავიცვა... – არადა წინააღმდეგი არ ვიყავი რომ მეყურებინა.. – სამაგიეროდ მე არ ვარ თანახმა. ამის მერე კარზე დაკაკუნებაც ისწავლეთ... – მწარე ენა გქონია.. – სამაგიეროდ თქვენ უკულტურო ხართ..– ჯიბრზე შევეპასუხე და ხელით ვანიშნე კარისკენ წასულიყო.... გავიდა თუ არა ელვის სისწრაფით შევიმოსე და საწოლზე ჩამოვჯექი. გული საშინლად მიფართხალებდა... ასე არასოდეს მილაპარაკია უცნობ ადამიანთან მითუმეტეს მამაკაცთან.. ეს პირველი სიტყვები იყო საპირისპირო სქესისაგან ვინც ასე გულღიად მითხრა ის რასაც ფიქრობდა... ** ღრმად ჩავისუნთქე მძიმე ჰაერი და თინასთან სამზარეულოში გავედი... გვერდით ეჯდა საყვარელი შვილიშვილი და ისე თბილად ესაუბრებოდა სურვილი გამიჩნდა მაგიდაზე მდგარი ჩაიდანი ამ კაცისათვის თავში ჩამერტყა... დამინახა თუ არა ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა.. – მე თაზო ვარ... შენ ნანუკა.. მაინც ვიცნობდეთ ერთმანეთს... რა იცი რა ხდება... – წეღარ როცა ოთახშ შემომივადი ნახევრად შიშველს მაშინაც შეგეძლო გამცნობოდი... წარბაწეულმა ვუპასუხე და მხოოდ ახლა გამახსენდა თინას არსებობა.. – დედაა, რატომ ვარ ცოცხალი, იმხელაზე იყვირა ორივე გაოცებულები შევტრიალდით... დედა მომიკვდეს თავი... – ბებო დამშვიდდი რა , არაფერი მომხდარა.. ბებო კარგი– იგონებს... – არაფერს ვიგონებ. კარზე რომ დაგეკაკუნებინა ასე არ მოხდებოდა... – ბებიაჩემი ამ დროს წევს ხოლმე და კარზე არასოდეს ვაკაკუნებ, მე რა ვიცოდი იქ შიშველი ძიძა თუ იქნებოდა ეეე. რა გამიხურეთ საქმე რა...– გაცოფებულმა მომახადა ბოლო სიტყვები და სამზარეულოდან გავარდა.... თინას გავხედე და ორივეს სიცილი აგვიტყდა... – ბებიკო. რამე დაგინახა ამ გაფუჭებულმა?? ოოო, შენ არ იცი ეს რა ქალები ჭიაა. სულ მამამის გავს. ჩემი შვილი მაგას რომ მიყვებოდა გავაფრთხილე. ერთი ჯიბეგაფხეკილი კაცი იყო. აბა ახლა შეხედე, მთასავით დგას. ჩემმა ქმარმა ყველაფერი დაუტოვა ამ უვარგისებს და. ის დღე უნდა დაქცეულიყო ლეილამ ეგ რომ გაიცნო . კაცი კი არა დონდლოა...– ისე გაასავსავა ხელები თინამ გულიანად ამიტყდა სიცილი.... შვილი ხდებოდა და ნელა მივდიოდი გაჩერებისაკენ, ისე როგორც პატარას მჩვეოდა ახლაც ბორდიულის კიდეზე ავხტი, ყურსასმენები გავიკეთე და საყვარელ მელოდიას ავუწიე... ვიგრძენი როგორ მტაცა ვიღაცამ ხელი ზურგიდან და ძირს გადმომაგდო... თვალებიდან ცეცხლს ყრიდა თაზო– ორივე მკლავში მაგრად მომიჭირა და ტუჩის კუთხეში გამიღიმა.. – მაგ ლამაზ სახეს დაგმახინჯებ იცოდე ასე გველობას თუ გააგრძელებ . მომისმინე მაგარი ვინ ხარ და როგორი ხარ.. სიმართლე გინდა პროსტა სექსისთვის მომეწონე, თავში არ აგივარდეს ერთი უბრალო გოგო ხარ. – ზიზღით მომახალა , მერე შავ მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად წავიდა. მე კი ერთ ადგილას ვიდექი გაყინული და ცრემლებს ვერ ვიკავებდი (1) ნაწილი მეორე... გონზე ვერ მოვდიდოდი, როგორ შეეძლო კაცს ასეთი უხეში ყოფილიყო. კაცს რომელსაც სულ რაღაც რამოდენიმე საათია ვიცნობდი , საოცრება მითხრა და გაღიმებული გატრიალდა... ეს პირველი შემთხვევა იყო როცა მამაკაცი ასე მომექცა… ცრემიანი თვალები მოვიწმინდე და ჩემი ავტობუსის ლოდინში გავიტრუნე.. სახლში განადგურებული მივედი, მისი სიტყვები მხოლოდ სექსისთვის მომეწონეო გულს მირევდა. მინდოდა მეტირა და მეყვირა ... ნუთუ ასეთი უხეში მამაკაცაბი არსებობენ ჯერ კიდევ ღმერთო ჩემო– ჩემს თავს ვკითხე და მაშინვე გავეცი პასუხი. რა თქმა უნდა ეს ხომ ასეთია.. არადა როცა ყვაილების ბაღი ვნახე. ვიფიქრე საქმე ვინმე რომანტიულ და თბილ მამაკაცთან მექნებოდა.. ჩანთა და ფეხსაცმელები შუაგულ ოთახში დავტოვე და ცხელ წყლის ქვეშ ნახევარ საათზე მეტი გავატარე... მერე სირბილით გავიქეცი საძინებელში და თბილი საბანს თავი შევაფარე..მთელი ღამე თაზო მელანდებოდა. თითქოს ჩემსკენ მოდიოდა და თავისი გავებული თალებით მიყურებდა.. საგათენებოდ ოფლში გაწუწულს გამომეღვიძა.. საწოლში წამოვჯექი და დაცვარულ შუბლზე ხელი ვიტაცე... საათს გავხედე ჯერ ძალიან ადრე იყო... ძილიც ვერაფრით შევიბრუნე, ახლა მივხვდი ყველაფერი იმ აუტანელი კაცის გამო ხდებოდა. ასე მამაკაცს არასოდეს დავუმცირებივარ და ეს სულ რამოდენიმე წამში მოახერხა თაზომ.. თინასთან მივედი თუ არა მაშინვე მის ოთახში შევძვერი და ელვის სისწრაფით გამოვიცვალე ტანზე.. მხოლოდ ამის მერე მომეშვა გულზე.... კიბეებზე ნელა დავეშვი, უკვე ბოლო საფეხურზე ვიდექი მისი ხმა რომ გავიგონე ჩემს ზურგს უკან. – დილა მშვიდბისა ნანუკა... – დილა მშვიდობისა– არც შევტრიალებულვარ ისე ვუპასუხე... – ჩემზე ნაწყენი ხარ არა?– სირბილით დამეწია და საცვლების ამარა დამიდგა წინ... – ნაწყენი არ ვარ. გამატარე... – რატომ? არ გსიამოვნებს ასე რომ ვდგვარ? – არა, სასიამოვნო რა არის ამაში.. ჩემსგან განსხვავებით სექსუალური ტანი არ გაქვს და არც სექსისასთის მომწონხარ.. – გაღიმებულმა ვუპასუხე და გვერდი ავუქციე.... – იცოდე განანებ ამას – კარში გასვლისას დამაწია სიტყვები და ფეხების ტყაპუნით ავიდა მაღლა.. ** სადილის მოსამზადებლად სამზარეულოში ვფუსფუსებდი თან თინას ვესაუბრებოდი, თავის ახალგაზრდობაზე მიყვებოდა და მაცინებდა.. დიდი ლოდინი არ დამჭირვებია ისე შემოვარდა სამზარეულოში და ყავა გამიკეთეო კი არ მთხოვა მომთხოვა... – ამას ყავის მოდუღება არ ევალება, ადექი და მოიდუღე. აქამდე ასე ხო იქცეოდი– გაბრაზებით უთხრა ბებიამ და თვალები დაუბრიალა.. – რომ ვთხოვო არ შეიძლება?? – შენ კი არ სთხოვე, მოსთხოვე.. ადექი და სთხოვე ეს გოგო შენთან არ მუშაობს.. ჩემთან არის და რამდენადაც შენს პატარა ტვინს ახსოვს ბებიაშენი ყავას არ მიირთმევს.. – ნანუკა, თუ არ შეწუხდები ყავას მომიდუღებ?– გაღიმებული მომიდგა გვერდით და მთელი სითბოთი მკითხა.. – რა თქმა უნდა– რა პრობლემაა... დაჯექით და ახლავე მოგართმევთ.. – აი ასე. ქალს თავაზიანად უნდა მიმართო, არ აქვს მნიშვნელობა უფროსია თუ უმცროსი... – თუნდაც ძიძა იყოს?? – ეს შენი ძიძა არ არის... და მეორეც ნანუკა ჩემი გოგოა, ძიძად არ მომიყვანია აქ.. უტვინო ბიჭო– ხმხმაღლა უყვირა თინამ, ხელი დამავლო და სამზარეულოდან ძალით გამიყვანა.... გაზქურაზე კი ქაფმოდებული ყავა შეატოვა... ** მთელი დღეები ერთმანეთის ჭიდილში და გაბრაზებაში გადიოდა, ხელიდან შანსს არ უშვებდა რომ არ დავემცირებინე, მითუმეტეს მაშინ როცა თინა ოთახში არ იყო.. ბოლოს გამოსავალი ვიპოვე. დილით მაშინ მივდიოდი როცა სამსახურში მიდიოდა და სახლში მაშინ ვბრუნდებოდი სანამ მოვიდოდა, ასე სიმშვიდეს ვინარჩუნებდი და მთელი დღე სასიამოვნო განყობაზე ვრჩებოდი... თორმეტი დეკემბრის დილა იდგა.. გარეთ საოცრად თოვდა. კარგა ხანი იყო თბილისში ამხელა ფანტელები არ მახსოვდა. ყინვასაც გვარიანად მოეყინა მიწა და ფეხი საშინლად მიცურავდა.. გაჩერებამდე საღ–სალამათმა მივაღწიე და მშვიდობიანად მივედი თინა ბებიასთან.. თაზო ეზოში იჯდა და შევატყე რომ მე მელოდებოდა.. შევედი თუ არა ფეხზე წამოდგა და წინ დამიდგა.. – ნანუკა, დღეს დაბადების დღე მაქვს.. – გილოცავ– ღიმილით გავეცი პასუხი და შესვლა დავაპირე რომ შემაჩერა. – დახმარება უნდა გთხოვო.. მეგობრები მომივლენ და შეგძლია მსუბუქი რაღაც საჭმელები გამიმზადო? – ეს მე არ მევალებაა.. – ვიცი.. მაპატიე. მაგრამ მართლა მჭირდება დახმარება..ასე რომ არ იყოს არ გთხოვდი... თუ დაგაგვიანდება გპირდები რომ ტაქსს გამოგიძახებ და თანხასაც დაგიმატებ.. – თანხმა არ მჭირდება. საკმარისს ვიღებ. დაგეხმარები ოღონდ იცოდე მეტჯერ არ მთხოვო. ეს ბოლო იყოს. ესეც მხოლოდ იმიტომ რომ დაბადების დღე გაქვს.. – მადლობა. ვიცი რომ ამას არ ვიმსახურებ მაგრამ მადლობა... ხასიათი ამ დღეს დილიდანვე გამიფუჭდა.. თაზოს ასეთ ქცევა ნერვებზე მოქმედებდა.. და გაღიმების უნარსაც კი მიკარგავდა.სამზარეულოში ფუსფუსი ათ საათზე დავიწყე და საქმეს რომ მოვრჩი უკვე რვა ხდებოდა.ძალა და ენერგია აღარ მქონდა.. კუთხეში მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და ცხელ ჩაის ფინჯანს ხელები შემოვაჭდე.. მისაღებში სუფრის ალაგებას მოვრჩი თუ არა მაშინვე მაღლა ავედი, თინა ბებიას უკვე ეძინა.. გაღიმებულმა დავხედე მის უშფოთველ სახეს და ტანზე გამოვიცვალე.. ფეხაკრეფით ჩამოვიპარე დაბლა, არ მინდოდა მის სახეს კიდევ ერთხელ გადავწყდომოდი სადმე.. ის იყო კარში გასვლას ვაპირებდი რომ მოულოდნელად ამაფარა ვიღაცამ პირზე ხელი და ეზოში მდგარ პატარა ფარდულში შემათრია.. მთელი ძალით მიმახეთქა კედელზე და ვიგრძენი როგორ მეკტინა რაღაცა ზურგში... დაყვირებაც კი ვერ მოვასწარი ისე მომვარდა და კოცნა დამიწყო. ცალ ხელს პირზე მაგრად მიჭერდა მეორეთი კი მაქსიმალურად სწრაფად მიჩეჩავდა ტანსაცმელს.. მოულოდნელად ვიგრძენი მიდი გაყინული ხელები წელზე და მუცელზე , ცრემლები თავისით გადმომცვივდა. .. მივხვდი თაზო იყო....არადა კარგად მახსოვდა რომ მისაღებში დივანზე გაშხლართულს ეძინა.. ოდნავ განათებულ ოთახში კარგად დავლანდე მისი გაავებული თვალები... უკანასკნელი ენერგია მოვიკრიბე და ორივე ხელი მთელი ძალით ვკარი.... მისი სიშორე ვიგრძენი თუ არა მაგიდაზე დადებულ ლარნაკს ხელი დავტაცე და თავში ჩავარტყი... გიჟივით გავვარდი გარეთ .. საოცრად თოვდა, წესიერად ვერაფერს ვხედავდი... ჯერ კიდევ ემოციებისაგან ვიყავი გაბრუებული.... აქედან გაქცევა და თავის დაღწევა მინდოდა.. მობილურის ძიებაში გართულმა, ქუჩაზე ისე გადავირბინე არც კი გამიხედავს... მხოლოდ ის ვიგრძენი რომ ფეხებზე რაღაც მაგარი მომხდა, მერე ამას მანქანის გამაყრუებელი დამუხრუჭების ხმა მოყვა და მოყინულ ასფალტზე მოწყვეტით დავეცი... ** გონს რომ მოვედი მანქანაში ვიჯექი და თავზე უცხო მამაკაცი დამყურებდა.. – როგორ ხართ?– შეშინებულმა მკითხა და სახეზე წყლიანი ხელი მომისვა.. – მე მგონი კარგად, თუ არ ჩავთვლით რომ ფეხი მტკივა ცოტა.. – ეგ არაფერი, გაგივლით. მთავარია რომ სერიოზული არაფერია. თქვენ რა ქუჩაზე ასე გადადიხართ ხოლმე? კიდევ კარგი დაგინახეთ... – ბოდიშს გიხდით.. ვერ დაგინახეთ. ზოგადად ასე არ გადავდივარ..მაგრამ ასე მოხდა ახლა.. – ტიროდით. ალბად პრობლემა გაქვთ. შემიძლია დაგეხმაროთ?.. – ვერ დამეხმარებით. ისედაც შეგაწუხეთ... მადლობა ყველაფრისათვის.. მანქანიდან გადასასვლელად მოვემზადე რომ ხელზე ხელი დამადო.. – ფეხი თუ გტკივათ სახლში როგორ წახვალთ , მე წაგიყვანთ... მითხარით მისამართი... – არაა საჭირო... – დამშვიდდით არაფერს გავნებთ. ვიცი ახლა ფიქრობთ რომ უცხო ვარ და რატომ უნდა გამომყვეთ ნება თქვენია. შეგიძლიათ ფეხით წახვიდეთ თუ თქვენი ნატკენი ფეხი ამის საშუალებას მოგცემთ... – კარგით თანახმა ვარ... მხლოდ იმიტომ რომ ფეხი მართლა ძალიან მტკივა... მთელი გზა სასიამოვნოდ მესაუბრებოდა. თაზოს მერე ასეთი მამაკაცის გაცნობა ჩემთვის ფეიერვერკივით იყო.... თვალებს არ ვუჯერებდი რომ ასეთებიც არსებობდა... ეს უბრალოდ კაცის იდეალი იყო... მისი საოცრად ლამაზი და დახვეწილი პროფილი საშუალებას არ მაძლევდა სხვა რამესთვის მეყურებინა...ეტყობოდა რომ საკმაოდ ნავარჯიშები და კულტურული მამაკაცი იყო... თეთრი პირსახე და თხელი ნაკვთები ერთმანეთს საოცრად ერწყმოდა. კაცი ასეთი იდეალური ფორმებით არასოდეს მენახა.. ნუშის ფორმის მწვანე თვალებს ისე შემომანათებდა ხოლმე გულში სათითაო კაპილარი მიწყდებოდა.. გვერდზე გადავაცხნილი ყავისფერი თმები და მამაკაცის კვალობაზე წიტელი ტუჩები.. საოცარი სანახავი იყო.. რეალურ ადამიანს კი არა ზღაპრებიდან გამოქცეულ პრინცს ჰგავდა, რომელიც ცხენის ნაცვლად შავი უზარმაზარი მანქანით მოძრაობდა.. მანქანა სახლთან გამიჩერა და გამიღია.. – დაგეხმარებით. ისევ შემომანათა მწვანე თვალები და წუთში გაჩნდა ჩემს კართა. ცალი ხელი წელზე შემომხვია და ფრთხილად გამომიყვანა მანქანიდან... როგორც ჩანდა კარგად მქონდა ფეხი გასიებული, ამაოდ ვცდილობდი მიწაზე დადგმას.. მემგონი ძალიან გტკივათ სახეზე გეტყობათ. ორი წუთით დამელოდეთ მანქანას კარგად გავაჩერებ და დაგეხმარებით... – ძალიან გაწვალებთ ძლივს ამოვიკნავლე და თვალები ავაფახუნე.. – ეგ არაფერი.. დამელოდეთ.. კიბის პირველ საფეხურზე ჩამომსვა და მანქანაში ჩაჯდა... მის ძლიერ მკლავებს მაგრად დავეყრდები. გამომდინარე იქიდან რომ ფეხს ვერ ვადგავდი სახლის კარამდე კი არ ამიყვანა ამათრია... კარს მივეყუდე და გავუღიმე. – არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. ჩემი სისულელის გამო ასე გაწვალეთ... – არაუშვს. ხომ გეუბნებით მთავარია რომ კარგად ხართ... – თუ დრო გაქვთ ყავაზე დაგპატიჟებთ... – სიამოვნებით მაგრამ ახლა სახლში უნდა მივიდე, დღეს დედაჩემის დაბადების დღეა და მეოდება... დაბადების დღის ხსენებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თავბრუს ხვევა ვიგრძენი და თვალები მაგრად დავხუჭე....მოულოდნელად გამახსენდა თაზო , ასე მეგონა მის ხელებს ჯერ კიდევ ვგრძნობდი სხეულზე... მგონი ცუდად ხართ გოგონა.. ცუდად ხართ?– მისი ხმა ყრუდ მესმოდა და ხმას ვერ ვცემდი... მისი ხელების შეხება ვიგრძენი სახეზე და თვალები დავაჭყიტე.... – ცუდად არა საშინლად ვარ.. ძლივს ამოვილუღლუღე და კარებში გასაღები გადავატრიალე.. – მგონი ყავის დალევა კარგი აზრი იყო. დედაჩემი მოიცდის.– მშვიდად დამიბრუნა პასუხი ცოტა ხნის წინათ დასმულ შეკითხვაზე და სახლში შემომყვა.. გამეფებულ სიბნელეში ინსტიქტურად მომედო ზედ... შეშინებულმა ვიყვირე და, მარტო ჩემი გული კი არა, უცნობი მამაკაციც შევაშინე.. გიჟივით ვეძგერე შუქის ასანთებს და კედელს ავეტუზე... მე მგონი თქვენ ძალიან ცუდად ხართ.. ან რაღაც ძალიან ცუდი გადაგხდათ თავს ცოტა ხნის წინ... – მაპატიეთ... ახლავე მოვალ, ცივი წყლის შესხმა სახეზე არ მაწყენდა. თქვენ მისაღებში შედით... ქურთუკი და ჩანთა სკიდარზე ჩამოვკიდე და ცალი ფეხით გავლასლასდი სააბაზანომდე. სახეზე ცივი წყლის შესხმამ გონზე მომიყვანა, მხოლოდ ახლა გავაანალიზე რომ ოთახში სულიან უცნობი მამაკაცი მედა. სულ რაღაც ნახევარი საათის წინ ძალადობის მსხვერპლი გავხდი კინაღამ და ვინ იცის რას წარმოადგენდა ეს კაცი... გულს ბაგა–ბუგი გაქონდა.. თავს ძალა დავატანე. სამზარეულოში შევედი და ყავა დავასხი. მერე ლანგრით და ტკბილეულით ხელდმშვენებული გავედი უკან.. – მე დათო ვარ...– დავჯექი თუ არა მაშინვე მითხრა და ფეხზე მანიშნა გტკივა თუ არაო.. – მე კი ნანუკა.. მტკივა.. ეტყობა ცუდად დავეცი... – არა მაგ მხარეს დაგეჯახეთ და ამიტომ, სანამ გათხოვდებით გადაგივლით... – ხო, იმედია დღეს ან ხვალ არ გავთხოვდები... – და აპირებთ? – მის კითხვაზე გამეცინა და ყავის ფინჯანი გავუწოდე.. არა არ ვაპირებ. დედათქვენი გაგინაწყენდებათ. – უკვე დავურეკე. არანაირი პრობლემა არ არის.. თავის მეგობრებთან ერთად არის ასე რომ არ მოიწყენს.. ქალებს საჭორაო არ ელევათ... ნანუკა , რა მოხდა წეღან? ვიცი ჩემი საქმე არაა, მაგრამ ძალიან შეშინებული იყავით.. აქაც კი სახლში.. – არაფერი მომხდარა მართლა.. – ტყუილად ცრუობთ.. ვიცი რომ რაღაც ისეთი მოხდა.. გული გატკინათ ვიღაცამ ხო ასეა... – ასეა.. მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა... – როგორც გინდათ.. მარტო ცხოვრობთ ამხელა სახლში?– ამ კითხვას არ ველოდი და მაშინვე მიხვდა. დამშვიდდით არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ..უბრალოდ ასეთ დროს რომ არავინაა იმიტომ გკითხეთ. ვიცი ფიქრობთ რა ამის საქმეაო, ადგეს და წავიდესო, უბრალოდ ამ დროში მარტო ცხოვრება საშიშია... – საფრთხე სახლში კი არა მის გარეთ არის.. სულ რაღაც ნახევარი საათის წინ კინაღამ ძალა იხმარეს ჩემზე...– ტუჩებთან მიტანილი ყავის ფინჯანი გაუშეშდა და ამღვრეული თვალებით გამომხედა.. – ძალა იხმარეს? ეს რას ნიშნავს, კი მაგრამ ეს როგორ.. – ეს დიდი ამბავია.. თუკი ბედი კიდევ ერთხელ შეგვახვედრებს მე და თქვენ მოგიყვებით.... – ასე იყოს..ახლა , ნამდვილად ჯობია წავიდე.სანამ კიდევ დარეკა ქალბატონმა დედამ და ისე დამსაჯა როგორც ბავშობაში მსჯიდა ხოლმე. – ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი ამ მადლობას როგორ გადაგიხდით დათო... – ძალიან მარტივად, ბედს სთხოვეთ კიდევ ერთხელ შეგახვედროთ ჩემთან.... თვალი ჩამიკრა და კიბებზე დაეშვა.. ნაწილი მესამე.. დახურულ კარს მივეყუდე და მის ბოლო სიტყვებზე გამეღიმა.. საოცრებაა როცა უცნობი მამაკაცი ასე ტოვებს კვალს შენში, მერე კი მიდის, გაუჩინარდება და არ იცი კიდევ შეგხვდება თუ არა...არ იცი რას გიმზადებს, და რას ელი..... კედელ–კედელ წავედი საძინებლისაკენ და ფუმფულა საწოლზე დავემხე... არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. როგორ მოვქცეულიყავი, არჩევანის წინაშე ვიდექი ან უნდა წამოვსულიყავი ან ისევ მასთან მემუშავა.. თვალებზე ცრემლი დამედინა.. ცერა თითებით მოვიწმინდე და უნებურად გამეღიმა...როცა ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება მას კარგიც თან ახლავს.. დათო გამახსენდა და მტკივნეულმა ფეხმაც მაშინვე გამტეხა... დაწოლილმავე გავიძრე ჯინსის შარვალი . მერე მაისური და საწოლში შევწექი.... დილით ადრე დედაჩემის ზარმა გამაღვიძა. თვალები არც კი გამიხელია ისე გადავწიე ხელი და იატაკზე დაგდებული ტელეფონი მოვძებნე.. – ნანუკაა. ნანუკაა... განწირული კიოდა დედაჩემი და ტირილისაგან სულს ვერ იბრუნებდა... შეშფოთებული წამოვჯექი ლოგინში და მისი სიტყვების მოლოდინში გავიტრუნე. შენი და კიბეებიდან დაგორდა. თელავში მიგვყავს საავადმყოფოში.... – როგორ დედა. რა მოხდა ამიხსენი... ახლავე წამოვალ.... ტირილით სულს ვერ ვითქვამდი.. ტანზე გიჟივით ვიცმევდი და ჩანთაში უაზროდ ვყრიდი ნივთებს.... საამი საათის მერე, უკვე საავადმყოფოში ვიყავი და აცრემლებულ დედაჩემს ვერაფრით ვამშვიდებდი.. ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო და მკაცრი მზერა მივაპყარი.. – საკმრისია დედა.. რა გატირებს ასე ამიხსენი. ფეხი მოტყდა მხოლოდ. უფალს მადლობა უთხარი რომ ასე მარტივად გადარჩა... – კი მაგრამ სტკივა... – ფეხი არ სტყდება ადამიანებს მაგრამ მათაც სტკივათ. რას ვიზავთ ცხოვრება ასეთია.. ზოგისათვის ერთი სიტყვა და გამოხედვაც კი საკმაისია რომ საშინად ეტკინოს გული. – ასე რატომ ლაპარაკობ, ვინმემ გული გატკინა??? მინდოდა მისთვის ყველაფერი მეთქვა , მაგრამ მობილურის ზარმა საუბარი შემაწყვეტინა. მხოლოდ ახლა გამახსენდა თინა ბებია .. გვერდით გავედი და დარცხვენილმა ვუპასუხე. – ძალიან მცხვებია, თინა ბებია. ჩემი და კიბიდან დაგორდა საავადმყოფოში ვართ.. რამოდენიმე დღე შეგიძლიათ რომ გამანთავისუფლოთ?? დადებითი პასუხი მივიღე თუ არა ბედნიერება გამომესახა სახეზე , უამრავი მადლობა გადავუხადე და დედაჩემს გვერდით მივუჯექი.... – ნანუკა, კარგია რომ აქ ხარ.. პრობლემები გვაქვს.. მინდოდა მეთქვა რომ სამსახურიდან წამოსულიყავი და ჩვენთან ერთად გეცხოვრა მაგრამ ახლა არ ვიცი როგორ მოვიქცე.. – რა ხდება დედა? მაშინებ... ნინიკოს გარდა კიდევ რამე პრობლემაც არის? – არის.. არ მინდოდა გენერვიულა და არაფერს გეუბნებოდი... ნინო ცუდადაა...დიაბეტი აქვს... რამოდენიმე კვირის წინ ცუდად გახდა და ანალიზებმა დიაბეტი უჩვენა.. – ნინოს დიაბეტი აქვს?–მთელი ძალა მოვიკრიბე და ამოვიკნავლე.. რატომ აქამდე არ მითხარი... დედა ამის დამალვა როგორ შეიძლებოდა... – არ ვიცი. არ მინდოდა შენი დის გამო გემუშავა.. მინდოდა გვერდით მყოლოდი.. მაგრამ ახლა რა გავაკეთო არ ვიცი.. მუდმივად სჭირდება წამლები.. ჩემს ძმას ჩვენი ვენახიდან ღვინო დაუწურია და იმას გაგვიყიდოს.. შემოდგომით უამრავ ჩურჩხელას გავყიდი მაგრამ მანამდე გაზაფხული და ზაფხულია წინ.. – დამშვიდდი.. ყველაფერი კარგადაა.. სამსახურიდან წამოსვლას არ აპირებ.. ნინიკოს არაფერი დააკლდება. დამიჯერე მისი კარგად ყოფნის გამო ყველაფერს გავაკეთებ.. ახლა შევალ და ნინოს ვნახავ როგორაა.... აცრემლებულმა შევხედე დედჩემს და პალატისაკენ წავედი... ** გარეთ ჯერ კიდევ თოვდა... ნინო სახლში თბილად იწვა... ბავშობა გამახსენდა ფანტელების ყურებისას. ქურთუკი შემოვიცვი, კაპიოშუნი თავზე წამოვიფარე და ეზოში გავედი..ფიქრებმა წამიღო.. ახლა იძულებული ვიყავი იქ დავბრუნებულიყავი. ისევ დამენახა მისი სახე და თვალები.. როგორ მინდოდა ვიღაცას მეც ვყვარებოდი გაგიჟებით... ასე მამას მერე აღარავის ვყვარებივარ.. მისი დაკარგვის მერე სითბო არასოდეს მიგრძვნია.. ნინო ბავშობიდან სუსტი ბავშვი იყო. დედა მუდამ მისკენ იყო გადართული..გამეცინა, ახლაც ასე ხდებოდა.. ჩემი და სიგიჟემდე მიყვარდა. მისი კარგად ყოფნის გამო ყველაფერს გავაკეთებდი მაგრამ, დედაჩემს ერთხელაც არ უკითხავს როგორ ვიყავი იქ, როგორ მექცეოდნენ, რას ვგრძნობდი.... საშინლად მომინდა უკან დაბრუნება.. აღარ შემეძლო ამ ყველაფრის ყურება და ატანა... სახლში სირბილით წავედი და ჩანთას დავტაცე ხელი.. – რა ხდება ნანუკა? მიდიხარ?– ძილბურანში მყოფმა მკითხა ნინომ და გამიღიმა.. – უნდა წავიდე. სამსახური მეოლოდება. დიდი ხნით ვერ გავჩერდები... – ერთი დღეც დარჩენილიყავი, რა იყო გუშინ არ მოხვედი?? – მაპატიე, ასე ჯობია. უნდა წავიდე..ნინიკო. იცოდე მიყვარხარ . დამირეკე თუ რაიმე გინდოდეს... ნინოს ლოყაზე ვაკოცე. სამზარეულოში მოფუსფუსე დედას სწრაფად დავემშვიდობე წასაღებად გამზადებულ ჩანთას ვტაცე ხელი და სადგურისაკენ წავედი.... ** უკვე კარგად გვიანი იყო, სახლში რომ მივედი. ტაქსის მძღოლს ფული გავუწოდე და საჭმლით გატენილი ჩანთა ძლივს მივათრიე სადარბაზომდე რომ უეცრად ჩემი სახელის გაგონებამ შემაკრთო.. – ნანუკა... ზურგს უკან გავიგონე, თბილი ხავერდოვანი ხმა და სანთელივით დავიღვენთე.....გაღიმებული შევტრიალდი და ჩემს წინ მდგარ დათოს მივაპყარი მზერა..ორი დღეა დაგეძებ. სად არ გეძებე.. – დათო?– ჩუმად ამოვიჩურჩულე და ჩანთა ადგილზე დავდე.. რატომ მეძებდი?? – მინდოდა მეკითხა ფეხი როგორ გქონდა. მაგრამ კარი არ გამიღე, მეგონა მემალებოდი... – გემალებოდი? არ ვიყავი თბილისში. ჩემმა დამ ფეხი მოიტეხა და სოფელში ვიყავი.... – ვწუხვარ, ახლა კარგადაა? – კარგადაა... – რაღაც მინდა რომ გითხრა და არ ვიცი როგორ გამიგებ ამას...არც კინოში და არც კაფეში არ გეპატიჟები, ასეთ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო არ ვიცი, დავიბენი, მაგრამ ორი დღე იმიტომ მოვდიოდი აქ რომ მეთქვა ჩემთან ერთად თუ გაისეირნებ თოვლში –თქო.. – თოვლში? არ შეგვცივდება?- გაოცებულა ვკიტხე და გავუღიმე. -ოღონდ ამ ჩანთას ავიტან ჯერ... – მოდი ჩანთა მანქანაში ჩავდოთ , და მერე ავიტანოთ კარგი?? – კარგი, მაგრამ სად უნდა გავისეირნოთ? – გზა დიდია, სადაც წაგვიყვანს იქ წავიდეთ.... – იცოდე მცივანა ვარ.. – ჩემს ქურთუკს მოგაცმევ... – და მაინც რომ გავიყინო? – მაშინ ჩაგეხუტები და გაგათბობ.... ოღონდ იცოდე. ბევრი უნდა ვილაპარაკოთ.. – ასე მგონია ზღაპარში ვარ. – ზღაპარში ხარ.. დამიჯერე. მალე მიხვდები ამას. წავიდეთ?– გაღიმებულმა მკითხა და ხელკავი გამომდო.... თავზე საოცრად გვეყრებოდა თოვლის ქათქათა ფიფქები. ორივე ვდუმდით. მიუხედავად იმისა რომ საშინლად მცივანა ადამიანი ვიყავი, მის გვერდით არ მციოდა, სასაცილოა მაგრამ მცხელოდა კიდეც.... – რატომ მენდობი?– მოულოდნელად მკითხა და შედგა... არ გეშინია რომ მეც ცუდი ადამიანი ვიყო? გახსოვს მაშინ მითხარი კინაღამ ძალა იხმარეს ჩემზეო... – მაშინებ.. საით მიგყავს ლაპარაკი დათო? განა ყველა ადამიანი ერთნაირია? ცუდი და კარგი ხო ყველგან არსებობს.. – და რა იცი რომ მე კარგი ვარ? იქნებ იმ ადამიანზე უფრო ბოროტი ვარ, იქნებ გარყვნილი აზრები მაწუხებს და შენს შეთრევას ვცდილობ.... – არ მომწონს ასეთი საუბარი.. არ შეიძლება ვინმეს ნდობა? დავაშავე რამე რომ გენდე?? – არა , არ დააშავე, უბრალოდ მინდა ვიცოდე რატომ მენდე... – ადამიანებს კარგად ვიცნობ, ვთვლი რომ შენ ერთ–ერთი ხარ ვისაც შემიძლია ვენდო... – არ იყო კარგი პასუხი, მითხარი ვინ იყო ის ვინც გული გატკინა? შენი შეყვარებულია? – შეყვარებული არ მყავს... ერთ ოჯახში ვმუშაობს მოხუც ბებიას ვუვლი. ნუ კი არ ვუვლი მასთან ვატარებ დროის უმეტეს ნაწილს და ვაჭმევ.. მას შვილიშვილი ყავს. ეს ბიჭი არ ვიცი საშინლად უხეში და ცივია... იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა.. ბევრი დალია. გონზე არ იყო... არ მინდა ამის გახსენება. ძალიან მტკივა გული რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა... მოდი შენზე მომიყევი რამე.. შენი მანქანით და ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ შენ არც ძიძა ხარ და არც მაღაზიის კონსულტანტი... – გამაცინე.. არც ერთი ვარ და არც მეორე.. მაგრამ არც ის ვარ ვინ გგონია... ასე მაცვია იმიტომ რომ ჩემი სამსახური მოითხოვს ამას. ეს მანქანაც მისია, მე უბრალო მძღოლი ვარ... – მძღოლი ხარ? რთულია ეს საქმე? – არც ისე... – ვინ არსის შენი უფროსი? ბებერი და ჯუჯღუნა ქალია? რომელსაც უნდა ლოგინში შეგითრიოს? – სახალისო გოგო ხარ ნანუკა.. ჩემი უფროსი კაცია. და სულაც არაა ჯუჯღუნა და ბებერი..მაღაზიათა ქსელი ნარცისი გაგიგონია? მისი მეპატრონეა.. – ესეიგი გაგიმართლა. გამიგონია და არაერთხელ ვყოფილვარ იქ.... სიმართლე გითხრა მიუხედავად იმისა რომ მთელი ძალით გეკვრი ზედ, საშინლად გავიყინე... – გინდა სადმე შევიდეთ? – არა. მირჩევნია სახლში ავიდეთ. დედაჩემმა საოცარი საჭმელი გამომატანა და დაგპატიჯებ... ასე ნუ მიყურებ თორემ მართა შემაშინებ და შენგანაც გავიქცევი... – აბა ცადე. ღიმილით დამიბრუნა პასუხი და მწვანე თვალები მომანათა. სირბილით წავედი მისგან რომ მოულოდნელად ამიცურდა ფეხი მოყინულ გზაზე და მის მკლავებში რბილად ჩავესვენე.. – ეს უკვე მეორედ იყო... – მაპატიე...– ვნება მორეულმა ამოვიკნავლე და გავსწორდი.... ** დამშვიდებული სახით მივუჯექით მაგიდას , ხმას არც ერთი ვიღებდით, ასე მეგონა საოცარ დანაშაულს ჩავდიოდი, სულ მთლად უცნობი კაცი მეჯდა სახლში. კაცი რომელიც ისეთივე უბრალო იყო როგორც მე..მოულოდნელმა ზარმა კარზე და ტელეფონზე შემაკრთო და დათოს გაოცებულმა გავხედე. ხელით მანიშნა ტელეფონს უპასუხე კარს მე გავაღებო... ვინ დამირეკავდა თუ არა თინა... ჩვენს შორის როგორც ყოველთვის ახლაც სასიამოვნო დიალოგი შედგა... დავპირდი რომ ხვა დილით გავიდოდი სამსახურში. კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგრამ თვალები გამიფართოვდა როცა ნატა დათოსთან და ტორტთან ერთად შემოვიდა ოთახში.. – შენ არ მითხარი ლამაზი კაცების შებმა არ მეხერხებაო?– გამწარებულმა მომახალა და ტორტი მაგიდაზე კი არ დადო დაახეთქა.. სახე აფაკლულმა გავხედე დათოს რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა და მაქსიმალურად კუმავდა ტუჩებს.. – რა სისულელეს იტყვი ხოლმე ნატა რა.. ჯერ დამაცადე გითხრა და მერე იროხროხე.. ეს ტორტი რისთვის მოათრიე, არ იცი რომ არ მიყვარს? – სულ არ მადარდებს რა გიყვარს. ის მაინც თუ გახსოვს რომ დღეს შენი საყვარელი დაქალის დაბადების დღეა? – მაპატიე, დამნაშავემ ამოვილუღლუღე და აცრემლებული ნატა გულში ჩავიკარი.. მაპატიე მართლა. მიზეზი მაქვს– უცებ გამომიკეთდა ხასიათი და 2 წუთში მოვუყევი ნატას ნინოს ამბავი... – ჩემი წასვლის დროა– თავაზაიანად წამოდგა დათო ფეხზე და კარისაკენ წავიდა რომ ნატა მაშინვე მკლავზე დაეკონწიალა... – რას ქვია დროა.. სახლში ვინ გელოდება ცოლი?? – ცოლი არ მყავს. – ხოდა ძალიანაც კარგი, მაშინ აქ დაჯდები და დალევ ჩვენთან ერთად... ეს ამხელა ტორტი რისთვის ვიყიდე.... – გვიანია ნატა.. მეზობლები რას იტყვიან.... – მისმინე...ამ ქალბატონის პირდაპირ ერთი ბებერი ქალი ცხოვრობს რომელიც რვაზე იძინებს. ამის ქვემოთ მე ვარ. ასე რომ მეზობლების ნუ გცხვენია... – საოცარი დაქალი გყავს– გაღიმებულმა მითხრა და სკამზე დაჯდა უკან... ხვალ სამსახურში ბრუნდები? არ გიფიქრია იქიდან წამოსვლაზე? – სიმშვიდე გაურია ხმაში და გამომხედა.. – სხვა გზა არ მაქვს. ყველაფერთან ერთად ჩემს დას დიაბეტი აქვს.. უნდა ვიზრუნო მასზე. თუ სამსახურიდან წამოვალ მერე წამლებს როგორ ვუყიდით? მაქსიმალურად ვეცდები თავი ავარიდო და ადრე წამოვიდე სახლში ... – ვერაფერი გავიგე, საერთოდ ვერაფერი– ბუზღუნით დაიწყო საუბარი ნატამ და მკლავში მიჩქმიტა... აი რატომ იცის ამ სიმპატიურმა ყველაფერი და მე არა? – იმიტომ რომ ეს სიმპატიურ საჭირო ადგილას საჭირო დროს აღმოჩნდა, შენ რომ დამჯახებოდი შენც გეცოდინებოდა.. – ვაიმე რა რომანტიულიააა. დაეჯახე და რამე? – ნატა საკმარისია.. მგონი ბევრი დალიე... ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ვერ ხდები რომ ადამიანს უხერხულობაში აგდებ? – მაგას კი არა შენ ვარდები უხერხულობაში. ასე დაბერდები ქალიშვილად და ვერ მიიღებ სიყვარულით და სექსით გამოვეულ სიამოვნებას.. აბა მე მეორე ქმარს ვეძებ და... – ნატა საკმარისია.. ზედმეტი მოგდის თქო... არაა საჭირო ყველას დაანახო რა ცანცარა ხარ... – ცანცარობა სად დაინახე, იმაში რომ სექსი ვახსენე? აი მოდი მე თუ ცანცარა ვარ ამას ვკითხოთ რას გვეტყვის... ნახევრად დახუჭული თვალებით შეხედა დათოს, რომელიც საწყალი სახით მიყურებდა.. ის იყო რაღაცის თქმას აპირებდა რომ მობილურზე მოკლე ტექსტური შეტყობინა მოვიდა და მაშინვე ფეხზე წამოდგა.... რამოდენიმე წამში ოთახში სახე შეცვლილი დაბრუნდა და გვერდით გამიყვანა.. – მაპატიე, უნდა წავიდე. ძალიან სერიოზული საქმე მაქვს.. შეგიძია შენი ნომერი მომცე? მინდა კიდევ გნახო.... – ნომერს მოგცემ, მაგრამ ბედს სთხოვე რომ კიდევ ერთხელ შეგვახვედროს- სიცილით გავეპასუხე და რკინის მძიმე კარები ნელა მივკეტე. ..... ** სამსახურში მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა.. ფრთხილად შევაღე ეზოს კარი და ოთახში ფეხაკრეფით შევედი. აგიზგიზებული ბუხრის წინ იჯდა თინა ბებია და მელოდა.. დამინახა თუ არა გამიღიმა და ჩემთან მოდიო მანიშნა... ქურთუკი და ჩანთა დინავზე გდავკიდე და მის ფეხებთან იატაკზე დავჯექი... თბილი ხელები გადამისვა თვლიან თმებზე და თავი ამაწევინა.. – თუკი ერთ დღეს აქედან წასვლას მოინდომებ მითხარი...მე მაშინვე გაგიშვებ ნანუკა. – თინა ბებია ეს საიდან მოიგონეთ ახლა? – ვიცი რომ ერთ დღეს შეგიყვარდება კაცი რომელიც აქაურობის დატოვებას მოგთხოვს, და მე მზად ვიქნები.. – არასოდეს მიგატოვებთ გესმით? რომც წავიდე, სულ მოვალ და გნახავთ ხოლმე, ტელეფონზეც სულ დაგირეკავთ... ასე მოწყენილი ამიტომ ხართ?? – ალბად ჩემი დრო მოვიდა, ამღვრეული თვალებით შემომხედა და ჩემი ხელი ხელებში მოიქცია... მერე ნელა გამაშლევინა თითები და ხელისგულზე პაწაწინა ბეჭედი დამიდო... – ეს რა არის? გაოცებულმა ავხედე და პასუხის მოლოდინშ გავიტრუნე.. – ეს შენხელა რომ ვიყავი მაშინ ვიყიდე. ახლა მინდა შენი იყოს.. – რას ბრძანებთ , ამას როგორ ავიღებ.. – მისმინე ნანუკა. რო არ ვიცოდე თაზო როგორი გარყვნილია, მოვინდომებდი მისი მეორე ნახევარი ყოფილიყავი და ეს ბეჭედიც მაშინ მომეცა, მაგრამ ძალიანაც რომ გინდოდეს ამას არ დავუშვებ. მინდა ბედნიერი იყო.. ისე ძალიან გიყვარდეს შენი ქმარი როგორც მე მიყვარდა.. სასწაული კაცი იყო.. მინდა ასეთი ბედნიეება გარგუნოს უფალმა შვილო... შენ საუკეთესო ხარ. შენ ამას იმსახურებ.... – ისე ლაპარაკობთ ასე მგონია მემშვიდობებით... ასე ნუ მელაპარაკებით თორემ მაშინებთ... – ცხოვრება ასეთია შვილო. პატარა ხომ აღარ ვარ.. უკვე დავბერდი. ჩემი დრო მოვჭამე, ახლა შენნაირი ლამაზების დრო მოვიდა. არ მინდა სულ აქ დარჩე და შენი ცხოვრების ლამაზი წლები ჩემს გვერდით გაატარო. მინდა საუკეთესო სამსახური იშოვო ... ისეთი მე რომ ვოცნებობდი.. – თქვენ არ მუშაობდით? – არა, ჩემი ქმარი ეჭვიანი კაცი იყო. გამომიცხდა ჩემი ცოლი ქალბატონივით სახლში უნდა იჯდესო, ხოდა ვიჯიქი.. არაფერი მაკლდა. ამას როგორ ვიტყვი, მაგრამ ქალისათვის მუშაობა კარგია.. – მოდით ეს ცუდი ფიქრები შორს გადავყაროთ.. ახლა წავალ ცხელ ჩაიას და თბილ ფუნთუშას მოგიტანთ და გემრიელად ვისაუზმოთ.– ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები მოვიწმინდე, ბეჭედი არათითზე წამოვიცვი და სამზარეულოში ღიღინით შევედი... ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გავიგონე თუ არა, მაგრად ჩავჭიდე ხელი მაგიდაზე დადებულ საშაქრეს და მისკენ შევტრიალდი... თავდახრილი იდგა ჩემს წინაშე , მერე მთელ სახეზე ღიმილი მოედო ორი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ დამაშინვე უკან დავიხიე.. – წინაზე . იქ ზედმეტი მომივიდა.. – ამას შენ ეძახი რომ ზედმეტი მოგივიდა??? შენ ჩემზე ძალადობას აპირებდი.. – არ ვაპირებდი, მინდოდა და ახლაც მინდა... – არ მომიახლოვდე თორე ამ საშაქრეს ჩაგარტყავ გეფიცები... – წინაზე ის ვაზაც მძიმე იყო... – ეტყობა კარგად მძიმე არ იყო.. ცხოველო მანიაკო.... – მანიაკი ვარ იმიტომ რომ მინდიხარ?? ხო არ ვმალავ, არ გეუბნები რომ მიყვარხარ, რომ ცოლად მინდიხარ, უბრალოდ შენთან სექსი მინდა... – თაზო წესიერად მელაპარაკე, და არც ერთი ნაბიჯი არ გადმოდგა ჩემსკენ , გაფრთხილებ... – ასე რო მექცევი უფრო მინდები, რაც მიძალიანდები უფრო მეტად მიჩნდება შენი კოცნის სურვილი... ნანუკა, ნუ ხარ ხეპრე, დამთანხმდი მიდი... რა გინდა ამაზე მეტს გადაგიხდი.... – რა?- შენ მე საყვარლობას მთავაზობ?? ახვ***რო, არაკაცო. გაეთრიე აქედან და აღარასოდეს მომიახლოვდე- კბილებში გამოვცერი და ჩასარტყვემად გავიწიე.... – ერთ დღეს მაინც შეგითრევ.. ერთ დღეს მაინც გაგიხდი საყვარად და შენი სხეულის თითოეული ნაკვთით დავტკბები.. რო იცოდე როგორ მაგიჟებ... მოულოდნელად როცა არ ველოდი მომიახლოვდა და ხელიდან საშაქრე გამომგლიჯა... თმებზე დამყნოსა და გამიღიმა.... იცოდე. ეს ყველაფერი ჩემი იქნება.... – მანიაკი ხარ . გეფიცები. მანიაკი ხარ.. ბებიაშენს ვეტყვი და წავალ... ვეტყვი რომ ავადმყოფი შვილიშვილი ყავს.... – უთხარი... ცუდი რა არის იმაში რომ მინდიხარ... ქალი კი არა შენ მინდიხარ. ზუსტად შენ... შენი კანი , მიზიდავს ეს თმები და ეს ჯერ უკოცნები ტუჩები... ორივე ხელი ვკარი და კედელზე მივახეთქე. სირბილით გავედი მისაღებში და თინა ბებიას წინ ტირილით დავეცი მუხლებზე...(3) ნაწილი მეოთხე.. გაოცებული მიყურებდა თინა და ხმას ვერ იღებდა. ბოლოს მაინც გაბედა და აცახცახებული ხელი თმაზე გადამისვა. სლუკუნით ავხედე და ტირილს ვუმატე... – რა მოხდა ბებია. ნანუკა რატომ ტირი??? – მისი ხმის გაგობენაზე გული ამომიჯდა და სლუკუნი ბღავილში გადამივიდა... – ჩემი ბრალია– ზურგს უკან მისი ხმა მომესმა და უფრო მაგრად ავეკარი თინას... – შენ რა შუაში ხარ?– სიმკაცრე გაერია თინას და თავი ამაწევინა.. ფეხზე წამომაყენა და გვერით მომისვა.. თაზო რა ხდება ამისხენი.. რატომ ტირის ნანუკა.. – გითხარი მე ვატირე თქო. ნუ დამაკონკრეტებინებ თინა რა.. – წესიერად მელაპარაკე ცინგლიანო ლაწირაკო.. შენი თინა ვინაა აქ... თქვი რა მოხდა .. – ისეთი არაფერი რომ ამ დღეშია ახლა...უბრალოდ ვუთხარი რომ მიზიდავდა და ჩემთან დაწოლა შევთავაზე.. – გაოცებულმა გამომხედა თინამ და მაგიდაზე დადგმული უზარმაზარი ბროლის საფერფლე გაუქანა თაზოს.. მომენტალურად გაიწია განზე და კედლს მინარცხებული ნამცეცებად იქცა...არაკაცო.. მამაშენის ასლი ხარ. უზრდელო ვირო. გაგაფრთხილე რომ ჩემს გოგოს არ მიკარებოდი... – არ მივკარებივარ. რა არის ამაში ცუდი ვერ ვხვდები, ახლა ხომ ძველი დრო აღარაა. არ შემიძლია რომ ჩემთან სექსი შევთავაზო? კარგი რა ბებო რა.. გოიმი ხარ? – უტაქტო ვირი ხარ შვილო. გოიმი მე კი არა შენ ხარ. სიტყვები შეარჩიე თორემ ორ წუთში გაოგაცლი მაგ შენს თანამდებობას ხელიდან და დარჩები შენს ფერად ვარდებთან მარტო... ნანუკას არ მიუახლოვდე თორემ ფეხებს დაგალეწევ.. გადი ეხლა აქედან და არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა.... როხროხით დაგვტოვა თაზომ თუ არა. თინამ მაგრად მიმიკრა გულზე და ცრემლები გადმოსცვივა.. ვიცოდი რომ არაკაცი იყო ოღონდ ასეთი გარყვნილი თუ იყო ამას როგორ ვიფიქრებდი.. წასვლა თუ გინდა წადი.. მე არ დაგიჭერ შვილო.... – მინდა, მაგრამ ვერ წავალ.. სხვა სამსახურს ვერ ვიშოვი თინა ბებია.. ჩემს დას დიაბეტი აქვს. ახლა რომ წავიდე რა ეშველება. მაგრამ მისი მეშინია.. რომ მიახლვდება გული მისკდება.. ისე მიყურებს.. ასეთი რამე არავის შემოუთავაზებია ჩემთვის.. – დამშვიდდი, გპირდები რომ თაზო აღარასოდეს მოგიახლოვდება ..იცოდე ასეთი რამ თუ განმეორდება მითხარი... მამამისის ასლია. ქალების მუსუსი და უტაქტო.. როგორ გგონია , ჩემი უტვინო შვილი როგორ შეითრია საწოლში.?! ასე თავგზა აურია და ..მისმინე, ნანუკა, არ მინდა მარტომ იარო. დღეს სახლში წადი დაისვენე... ამას ჭკუა უნდა ვასწავლო და მერ დაგირეკავ ბებია. გყავს ვინმე მეგობარი ვინს წაგიყვანს??? – მყავს.. მოულოდნელად გავეცი პასუხი და მობილურს ვტაცე ხელი... გონებაში მხოლოდ დათო მომდიოდა... მხლოდ მას შეეძლო ჩემი დახსნა აქედან... ენერგია მოვიკრიბე და მასთან დავრეკე... – ბედს ვთხოვე შენი ლამაზი სახე კიდევ ერთხელ მენახა და დამირეკე კიდეც.. კარგად ხარ? – არ ვარ კარგად.. არ ვიცი , როგორ გთხოვო, ვიცი რომ მუშაობ და დაკავებული მაგრამ.. შეგიძლია აქედან წამიყვანო? მარტოს გასვლა მეშინია.... ყურმილში მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა. მივხვდი რომ წამებში გააანალიზა მომხდარი სიტუაცია. – სად ხარ მითხარი, გამოვდივარ...– იმდენად დამაჯერებლად მიპასუხა რომ ენერგია მომემატა და მისამართი ვუკარნახე.... – იცოდე, სანამ არ დაგირეკავ არ გამოხვიდე. ნანუკა მისმენ?– მისი ხმა სულიერ სიმშვიდეს ნერგავდა ჩემში.... ** ნახევარ საათში მისი ზარის გაისმა ჩემს ტელეფონზე და გულმა ფართხალი დამიწყო, ასე მეგონა მეგობარს კი არა საყვარელ ადამიანს ვხვდებოდი რომელსაც ჩემი გულში მარად ჩაკვრა და დამშვიდება შეეძლო..თინას მაგრად ვაკოცე ლოყაზე, მშვიდობიანი ღამე ვუსურვე და ეზოში ლამის სირბილით გავედი... ვარდებს შორის ქანდაკებასავით იდგა. დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა, თავის არიდება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა.. – ის შავი მანქანა შენ გელოდება? – შენი საქმე არაა , მკვახედ ვუპასუხე და მხარი ავუქციე რომ მთელი ძალით მომიჭირა ხელი და გულზე მიმიკრა.. ის მჯობია? ჩემზე კარგია? რითი მჯობია? ნუ მიყურებ გაფითრებული, მითხარი რითი მჯობია ის ტიპი, ჩემზე კარგად იცის კოცნა??? – ავადმყოფი ხარ შენ საცოდაო და ვერ ხვდები.. ფსიქიურად ხარ შერყეული, ჩვენს ჯინაზე საავადმყოფოც აღარ გვაქვს- გაღიზიანებულმა ვუთხარი და გაცლა დავაპირე... – შეშლილი მხლოდ იმიტომ ვარ რომ მინდიხარ? – უზნეო კაცი ხარ. ისიც კი არ იცი ქალს როგორ უნდა ელაპარაკო... – შენ მიწვევ... შენი თმები და თვალები მიწვევენ ნანუკა.. – მომეშვი გაიგე? არ მომეკარო.... მთელი ძალით გავაგლიჯე ხელი და კარებში გიჟივით გავვარდი... მანქანაზე მიყუდებული მელოდა დათო, ჩემი შეშლილი სახის დანახვაზე ფერი ეცვალა, ჩემსკენ წამოვიდა და ჩემი სახე თბილ ხელებში მოიქცია.... – მოხდა რამე? ცუდად ხარ?? – წამოდი ჩაჯექი.. მისმინე ჩემი მეგობარიც აქ ზის და უკან დაჯექი , წინააღმდეგი ხო არ ხარ? – არა, აქედან წამიყვანე და სადაც გინდა იქ დავჯდები.. – მე მგონი სიმშვიდე გჭირდება.... კარი გამიღო და ჩაჯდომაში დამეხმარა, ფეხები ისე მიკანკალებდა .... სწრაფად შემოუარა მანქანას და სარკიდან გამომხედა... ეს ბაჩოა, ნანუკა.. გაიცანი.. ოდნავ გავუღიმე და სახე თბილ კაშენში ჩავმალე, არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახა დათოს.... დაახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ ასე დუმილით... მოულოდნელად გააჩერა მანქანა და ბაჩოს გახედა, მანაც თავი დაუკრა და მანქანიდან გადავიდა.. მერე შემომიბრუნდა და თვალებით მანიშნა წინ გადმოდიო... – ბატონო დავით თუ დაგჭირდეთ სახლში ვიქნები– გუცნობიერებლად თქვა ბაჩომ და დათოს ფერი ეცვალა.. – კარგი ბაჩო, მადლობა.... – მანქანა დაძრა თუ არა მაშინვე მივაშტერდი და გამომცდელი მზერა ვესროლე.. ასე რატომ მოგმართავს?? – უბრალოდ. ნანუკა, მეგობრები ვართ.. რა შავდება ამით? – არ ვიცი არაფერი... – მეტყვი რა მოხდა? – კარგა ხნის დუმილის მერე მანქანა მთაწმინდის პარკთან შეაჩერა და გამომხედა.. ნანუკა. ვიცი ერთმანეთს არ ვიცნობთ მაგრამ რადგან დამირეკე და დახმარება მთხოვე, ესეიგი უნდა ვიცოდე რა ხდება... – რომ შემეძლოს დღესვე წამოვიდოდი მაქედა, მაგრამ გამოსავალი არ მაქვს დათო.. რა გავაკეთო ეგეც რომ მივატოვო, ჩემს დას და დედას ვინ მიხედავს.. დაუფარავად შემომთავაზა საყვარლობა... არ ვიცი რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე... ძალიან მეშინია.. რომ ვხედავ მეშინია.. როცა მიახლოვდება და მეხება... – მოიცადე... შენ საბოლოოდ გადამიყვან ჭკუიდან, გასაგებია გეშინია, მაგრამ რას ნიშნავს გიახლოვდება და გეხება ნანუკა.... იმის გამო რომ ოჯახი არჩინო, საკუთარი თავი უნდა შეწირო? ეს რანაირი ქმედებაა ამიხსენი... – სხვა გზა არ მაქვს დათო, არ გესმის?? შენ არ დგახარ ასეთი არჩევანის წინაშე. ჩემს მეტი არავინ ყავთ.. მამა უდროო დროს გამოგვეცალა ხელიდან. ახლა მე ვარ ვალდებული, როგორ მოვიქცე. კარგად იცი სამსახურის შოვნა რა რთულია.. როგორ მოვიქცე.. – როგორ და დედაშენს დაურეკავ და ეტყვი რომ იქიდან მოდიხარ, რომ სხვა სამსახურს იშოვი და ისე დაეხმარები... იმ ფულს რაც მოგცეს მე მოგცემ ჩემი ხელფასიდან და უკან დაუბრუნებ... – არ ვიცი როგორ მოვიქცე... – ასე მოიქცევი.. აიღე ტელეფონი და დაურეკე.. გინდა რომ შიშისაგან შეიშალო? – მეშინია. ასე უსუსური არასოდეს ვყოფილვარ..ასე იმედგაცრუებული. ძალიან მეშინია მისი....ადამიანი კი არა ცხოველია.. – და მითუმეტეს. დაურეკე დედაშენს .... აცრემლებულმა გავხედე დათოს და ჩანთიდან მობილური ამოვიღე.... ხელის კანკალით დავრეკე დედაჩემტან და მის პასუხს დაველოდე... – დედა როგორ ხარ?– ძლივს გასაგებად ამოვიჩურჩულე და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე.... გასაგებია.. ნინო როგორააა? დედა , სოფელში ვბრუნდები.. მანამდე სანამ ახალ სამსახურს ვიშოვი... აქ ვეღარ ვიმუშავებ დე.... მომისმინე , აგიხსნი, აქ ვერ გავჩერდები დედა.... დედაააა.. გათიშული ტელეფონი ხელიდან გამივარდა და დათოს გავხედე... ხედავ? – ასეთი რაღაცეები მეგონა მარტო ფილმებში ხდებოდა.. მითხრა არ ჩამოხვიდე თუ სამსახურიდან წამოხვალ, ნინოს ვინ მიხედავსო... დათო ყველაფერი რთულადაა... ძალიან რთულად - მისკენ გავიხედე და ცრემლები ლოყებზე ჩამომიგორდა. - მამაჩემის გარდა ჩემთის არავინ ყოფილა. მას მერე რაც მამა გარდაიცვალა მარტო დავრჩი, სრულიად მარტო. ... – ნანუკა წამოდი. მე გიშოვი რამეს, დაგეხმარები, ოღონდ მაქედან წამოდი.... – არ შემიძლია.. – ასკულუნებულმა ამოვიკნავლე და მანქანიდან გადავედი.. ცოტა ხანი მადროვა და გვერდით მომიდგა... – არ ვიცი რა გავაკეთო. რა გითხრა. როგორ მოვიქცე... როგორ მინდა დაგეხმარო. რა გავაკეთო ნანუკა... – არაფერი არ გააკეთო. მხოლოდ ჩამეხუტე. ჩამეხუტე რომ ვიგრძნო რომ ვიღაც მაინც არის ჩემს გვერდით . რომ მამას ნაცვლად სხვა მიდგას მხარში. რომ მარტო არ ვარ დათო.... ოროვე ხელი შემომხვია ხელზე და გულში ჩამიკრა. მკერდზე დავადე თავი და მის სუნთქვაში გართული გავიტრუნე... ცრელები ლოყებზე თავისით მოგორავდა და თოვლზე ეცემოდა.. კვალსაც კი არ ტოვებდა, ისე როგორც ჩემი ცხოვრება.. ვიგრძენი როგორ მაგრად მიკრავდა გულში და სუნთქვაც კი გავაჩერე..... სითბოს მონატრებული გავთამამადი და ჩემი გათოშილი თითები მის შავ ქურთუკზე ავათამაშე... მალულად ავხედე, სახეზე ღიმილი მოედო.... თითქოს ამას დიდი ხანი ელოდა და ოცნება ცხადად აუხდაო, თვალები დაეხუჭა და რაღაცაზე ფიქრობდა..... რამოდენიმე მილიმეტრით მოვშორდი და ოცნებიდან გამოერკვა... თოვლის ფანტელების ფონზე მისი თვალები კიდევ უფრო მწვანე და საოცნებო ჩანდა.. ტუჩის კუთხეში ღიმილი ამითამაშდა, გარშემო გამეფებულმა სისპეტაკემ და თავზე დაყრილმა თოვლის ფიფქებმა გამათამამა. ფეხის წვერებზე ავიწიე და ქვედა ტუჩზე გაუბედავად შევეხე... ვიგრძენი როგორ გაუხშირდა სუნთქვა. როგორ აემღვრა სისხლი ძარღვებში.. თლილი თითები ლოყაზე დამისვა და გამიღიმა.... – ვიცი ეს ყველაფერი გაუაზრებლად გააკეთე.... – მისმა სიტყვებმა გონზე მომიყვანა, რეალობაში დამაბრუნა და სირცხვილისაგან ლოყები წამომიწითლდა.სახეზე ხელები ავიფარე და ზურგი ვაქციე.... ხელები ნელა ჩამომაწევინა და გამიღიმა. – დამიჯერე შენმა ნახვამ ჩემი სამყარო შეცვალა, მაგრამ არ მინდა ყველაფერი დაჩქარებულად მოხდეს, მინდა გამიცნო.. არ მინდა იფიქრო რომ შენით ვსარგებლობ ნანუკა... მე ის ბიჭი არ ვარ.. შენს მიმართ გულგრილი არ ვარ. – მაპატიე. არ ვიცი რას ვაკეთებ..ღმერთო ჩემო რა სირცხვილია, რას იფიქრებდი ჩემზე.. მაპატიე.. – დამშვიდდი, არაფერი მომხდარა... კარგად გამიგე ნანუკა.... – ვიცი. ძალიან მცხვენია... – სასირცხვილო არაფერია... ასე ნუ მიყურებ გთხოვ, თორემ თავს ვერ შევიკავებ და მორიგ სისულელეს მე ჩავიდენ... გავისერნოთ?– ფიქრების გადასაყრელად მკითხა და გამიღიმა.. – გავისეირნოთ..... ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და ქურთუკის ჯიბეში ჩაიყო. მერე ღიმილით გამომხედა და თვალი ჩამიკრა.... მისი გვერდით ყოფნა მათამამებდა.. თავი მხარზე მივადე და ზედ მივეკარი.... კარგა ხანს ვიარეთ დუმილით , მერე მოულოდნელად შევყოვნდი და ისიც გაჩერდა...თვალებით მანიშნა რა მოხდაო, და სახეზე გაოცება აღებეჭდა... – არასოდეს მიმატოვო კარგი?– დამპირდი რომ არასოდეს მიმატოვებ.... – გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა. ცალი წარბი ზემოთ აზიდა და გაყინული ტუჩები შუბლზე შემახო... მუდამ შენს გვერდით ვიქნები... შენ როგორც მოისურვებ ისე, როგორც მეგობარი და როგორც ..მოულოდნელად გაჩუმდა და გზა განაგრძო.. – როგორც რაა?? – ამაზე ფიქრო ჯერ შორია... – დათო, ნუ მაინტრიგებ. როგორც რაა??– ანცი ბავშვივით გავეკიდე და დავიჭირე. როგორც რა–თქო, მიპასუხე... – შენს გვერდით ვიქნები თუ გინდა როგორც მეგობარი, თუ გინდა როგორც შენი მეორე ნახევარი...გაოცებულმა ავხედე.... მორიგი ღიმილი მტყორცნა, თვალები ამიხამხამა და ორ წუთში გავადინე თოვლში მორიგი ვარდნა... ** მანქანაში გათოშილი ჩავჯექი. მთლიანაც ვცახცახებდი. დათოს გავხედე და სიცილს ძლივს იკავებდა... – შეგიძია გაიცინო. ჯერ სად ხარ. ეს მხოლოდ პირველი დაცემა იყო... კიდევ უამრავს ნახავ.. – ხიფათიანო შენ.. ფრთხილად იარე. არ დაიმტვრე. მე ხო ყველგან არ ვიქნები.... – შენ ხომ დამპირდი არ მიგატოვებო.. – არ მიგატოვებ მაგრამ მთელი დღე ერთად არ ვართ ნანუკა. შენ მუშაობ, მეც სხვათაშორის.. – და შენი უფროსი რატომ არ გირეკავს? ასეთი უფროსი არ მინახავს.. როგორი კაცია? – ძალიან კარგი.. – ეს რა პასუხია... ამიღწერე და დამიხასიათე.. – როგორ გითხრა.. კარგი ადამიანია. გამგები, თბილი მეგობრული, არ ვიცი ნანუკა, სხვისი აღწერა არ მეხერხება... – ყველას უყვარს?? – ყველას უყვარს, იმიტომ რომ კეთილია. არავის არჩევს სამსახურში.. ყველასთან ერთნაირად მეგობრობს.... – ოჯახი ყავს??? – ნანუკა,,, შენ ჩემი უფროსი გაინტერესებს თუ მე? სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. რაში გადარდებს ეგ კაცი როგორია.. უნებურად ვიგრძენი თავი დამნაშავედ და მზერა ავარიდე... დათოს მობოლურის ზარმა შემაკრთო და შეშინებულმა შევხედე...ბოდიში მომიხადა და მანქანიდან გადავიდა... მისი საუბარი ყრუდ მესმოდა..მესომდა როგორ ახსენებდა ბავშვს საავადმყოფოს და გადასხმას, სახე წაშლილი ჩაჯდა მანქანაში და აწყიანებული თვალებით გამომხედა... სახლში მიგიყვან კარგი?? საჩქარო საქმე მაქვს... – მოხდა რამე? გავიგე ბავშვს ახსენებდი... ალმაცერად გამომხედა, ღრმად ჩაისუნთქვა და გამომხედა... – ბაჩო იყო, ბავშვი ყავს ცუდად, რადგან დღეს არ ვმუშაობ, საავადმყოფოში გავყვები... გულის მანკი აქვს და ცუდად ხდება ხშირად.. – საწყალი პატარა.... ჩუმად ამოვიჩურჩულე და გზას დავაშტერდი.... – დაგირეკავ კარგი? შენ არაფერზე ინერვიულო, შენ არ იდარდო. გპირდები რომ მაქედან წამოსვლაში დაგეხმარები ნანუკა... მენდე.. – მჯერა შენი.. მე შენი მჯერა– გულწრფელად ვუპასუხე და გავუღიმე... ნაწილი მეხუთე.. ბარში იჯდა დათო მეგობართან ერთად და ვისკის ჭიქას გაღიმებული დაყურებდა.. ფიქრებით შორს იყო. საერთოდ არ უსმენდა ტატოს.. ვისკიში ჩაყრილ ყინულებს ათამაშებდა და უაზროდ იღიმოდა.. – ეეეე. დავით აქ ხარ?– რას ფიქრობ?? რა გჭირს? უკვე რამდენი დღეა ასე ხარ... – არაფერი ტატო. რა უნდა მჭირდეს.. – მოიცადე, შეგიძლია ყველა მოატყუო ოღონდ მე არა. მიდი მოყევი რა გჭირს.. – საოცრება მჭირს... რამოდენიმე დღის წინ გოგო გავიცანი ტატო... საოცრებაა. დიდი დილების წინაშე დგას, არ ვიცი როგორ დავეხმარო.. – მოიცადე. დადე ეგ ოხერი ჭიქა და მითხარი რა დილემაზე ლაპარაკობ? თვალებში გეტყობა რაღაცა ხდება შენს თავს.. – აუ ტატო კარგი რა ძმურად.. – რა კარგი რა, შენს თვალებში თავიდან დაბრუნდა სიცოცხლე ასე მგონია რომ რაღაც გიხარია..მიდი მოყევი შენი სიყვარულის ზღაპარი – მოკლედ, ამ რამოდენიმე დღის წინ,სამსახურიდან სახლში მივდიოდი რომ მოულოდნელად გადამირბინა და დავეჯახე. მანქანა მომიცურდა და ძლივს დავამუხრუჭე ტატო... ჩხუბს ვაპირებდი რომ გადავედი მაგრამ, ისეთი სახე ქონდა გული მეტკინა, ტიროდა. შეშინებული თრთოდა... მოკლედ მერე გავარკვიე რომ ერთ მდიდარ ოჯახში ძიძად მუშაობს, მოხუცებულს უვლის და იმ ქალის შვილიშვილს მისი გაუპატიურება უცდია, იქიდან მორბოდა რომ დავეჯახე..გუშინ შეშინებულმა დამირეკა, წაყვანა მთხოვა, თვალღიად საყვარლობა უთხოვია იმ გარეწარს.... – მოიცადე, მართლა ზღაპარია თუ რა არის დავით? მერე რატო არ მოდის? – და ყავს ცუდად, დედამისმა უთხრა მაქედან თუ წმოხვალ აქ არ ჩამოხვიდეო.. არ მესმის ასეთი მშობლების ტატო, ერთი შვილის გადასარჩენად მეორეს რომ წირავენ.. – მერე, მაგაზე სწუხხარ? წამოიყვანე ჩვენთან.. რამე სამსახურს ვერ მოვუძებნით?? – მასე ადვილი არაა... – ეგ როგორ, ვერ გავიგე რა გადაკვრით მელაპარაკები დავით.. – იცის რომ მძღოლი ვარ.. – ტატოს გაოცებული მზერა შეეჩეხა თვალებში დათოს და სიცილის დასამალად მეგობარმა თავი გვერძე გაატრიალა.. – ეს რაღა ტყუილია ახლა,, რატომ მოატყუე ადამიანო...? – იმიტომ, კარგად იცი მიზეზი... არ მინდა ჩემი თანამდებობა და ფული შეუყვარდეს ვინმეს.. მინდა ჩემი მეობდა და შინაგანი სამყარო გაიცნოს... ყველას მხლოდ იმიტომ უნდა გვერდით მყავდეს რომ მათი სურვიები ავასრულო. დავიღალე.. ბედნიერება მინდა, ფულის ხარჯზე მოპოვებული კი არა, ნამდვილი ბედნიერება და სიყვარული ტატო.. – მესმის.. ვიცი რასაც ამბობ და რასაც გრძნობ..ეს განცდა დიდი ხანია გაწუხებს არა.. – ეს განცდა არ მშორდება ტატო... ახლა როგორ გგონია რომ გაიგებს რომ მძღოლი არ ვარ რას იზავს? ტყუილში დამადანაშაულებს და მეტყვის რომ მეც ისეთივე არარაობა ვარ როგორიც ის ბიჭია.. – მოიცა, მოიცა, ეს სულ სხვა რაღაცაა... ასე არაა... შენ მიზეზი გაქვს... – ვიცი მაგრამ როგორ მოვიქცე? გუშინ რომ დამირეკა ბაჩოც მანქანაში მეჯდა. გადასვლისას მაინც დაახეთქა „ბატონო დავით დამირეკეთ“– ნანუკა არ ვიცი მაგრამ მე მაგრად დავიბენი... რამე უნდა მოვიფიქრო ტატო, დამეხმარე რა... – კარგი, მოდი ასე გავაკეთოთ... ხვალ დაურეკე და უთხარი რომ შენი მეგობრები იკრიბებიან სადმე არ ვიცი, მოიფიქრე. ბაჩოც წავიყვანოთ რომ ეჭვი არ აიღოს.. ხათოს წამოვიყვან და გავაფრთხილებ რომ ზედმეტი არ თქვას მოკლედ ავუხსნი. და კიდე შეეცადე სადად გეცვას.. სულ ესა.. – მარტივი ოცნებები გაქვს... არ იცი შენი ცოლის ამბავი? ერთ ჭიქას დალევს და დაფქვავს,... – დამშვიდდი არ დავალევინებ რა გჭირს. თან ხათო აღარ სვავს.. მალე ბიძა გახდები.. – ვააააა. მომილოცავს ტოო.. ტატო ძმა ხარ.. მაგრად გამახარე... ხოდა ძალიან კარგი.. მაგრამ იცოდე. ამ დღის მერე ტყუილი აღარ იქნება. ნანუკას სიმართლეს ეტყვი, თორემ შორს ვერ წახვალ... – ჯერ ადრეა, ჯერ მინდა მისი გრძნობები დავინახე ჩემს მიმართ.. – ცუდად იქცევი დათო. გრძნობებში გინდა გამოტეხო და ატყუებ რა.. – მეშინია რომ მანამდე დავკარგავ... – როგორც ჩანს ამ გოგომ კვალი დაგიტოვა. დამაინტრიგე როგორია.. – უბრალო, სადა სხვებს არ გავს.. ქერა თმები მხრებზე უწესრიგოდ აყრია. გაცრეცილი სახის კანი აქვს.. როგორ გითხრა ისეთი სუსტია ასე მგონია ხელებში დამემტვრევა... – შენი ნანუკა არ ვიცი როგორია მაგრამ შენ რომ შეყვარებული ხარ ეს ვიცი... – შენ კაცი ვერაფერს გამოგაპარებს ხო ასეა... ** ცხრა ხდებოდა, თინა ბებიას ზარმა რომ გამომაღვიძა, შეშინებულმა დავხედე ტელეფონის ეკრანს ... – ნანუკა, ბებია როგორ ხარ? გუშინ ვეღარ დაგირეკე... – კარგად ვარ თინა ბებია თქვენ როგორ ხართ... – მეც კარგად ვარ ბებია, ჩემზე არ იდარდო... რამოდენიმე დღე თბილისში არ ვიქნები.. ჩემი ძვირფასი ქალიშვილი ჩამოვიდა და სოფელში მივდივართ. ასე რომ შენ მე იქ არ მჭირდები, ეს კვირა თავისუფალი ხარ. ჩემს ზარს დაელოდე.. ისე არ მოხვიდე.. – კარგით.. მადლობა.. თქვენს ზარს დაველოდები... კარგი დრო გაატარეთ.. – მადლობა ჩემო ლააზო გოგო... ტელეფონი გავთიშე თუ არა თბილ საბანს მაგრად ჩავეხუტე და ძილის ფიქრებმა წამიღო რომ კარზე კაკუნი გავიგონე, ვიცოდი ნატა იქნებოდა ამ დილაუთენია. ფეხიშველი გავტანტალდი კარის გასაღებად და მისი გაბადრული სახის დანახვაზე გამეცინა.. – გეძინა პაწუკ? მეგონა სამსახურში მიდიოდი.. – თინამ დამირეკა ეს კვირა არ ვიქნებიო თბილისშიო და.. თავისუფალი ვარ.. წამო რა დავწვეთ.. ადგომა არ მინდა ნატუკა... – მოხდა რამე? – ნატა, არ ვიცი როგორ მოვიქცე, რა კარგია შენ რომ მყავხარ.. თაზომ პირდაპირ შემომთავაზა საყვარობა, მართლა რა გავაკეთო. როგორ მინდა წამოვიდე. დედაჩემმა როგორც ყოველთვის ახლაც ასე ვთქვათ და გამწირა ნინოს გადასარჩენად. შენ ხო იცი ნინო როგორ მიყვარს, მაგრამ მე რა დავაშავე ნატ.. მეშინია მისი. მისი დაჟინებული მზერა მაგიჟებს. ცხოველივით მიყურებს.. თითქოს ჩემზე ტერაქტის განხორციელებას გეგმავს.. – რა სასაცილო ხარ... ტერაქტი კარგი იყო. მომეწონა.... შენი ლამაზი პრინცი აღარ გინახავს? – მინახავს რომელია, გუშინ დავურკე რომ წავეყვანე და რო იცოდე რა გავაკეთე... ვაკოცე,, წარმოიდგინე მე ვაკოცე ვიღაცას.. ხო მაგარია 26 წლის ასაკში პირველად ვაკოცე თითქმის უცნობ კაცს.. არ ვიცი რა დამემართა. ისე მომინდა მისი სითბოს შეგრძნება.. გაუარებლად გავაკეთე ყველაფერი.. – მაგიჟებ.. სასაცილო ხარ მართლა. 26 წლის ისე გახსი მონაზონივით ცხოვრობდი და აბა რა გეგონა. ხო ხედავ შენმა ჰორმონებმა მამაკაცი მოითხოვეს.. – გაჩუმდი. უტაქტო ხარ... სხვათაშორის იმედები უნდა გაგიცრუო, დათო არ ამყვა. მითხრა არ მინდა გეგონოს რომ გაჩქარებო.. ნატა რა გავაკეთო.. გეტყვი რაღაცას და არ დამცინო.. შენ ხო იყავი გათხოვილი, რას გრძნობდი შენი ქმრის მიმართ სადან ცოლად გაყვებოდი... – რა გაინტერესებს მინდოდა თუ არა მასთან სიახლოვე და რას ვგრძნობდი ეს??? – კარგი, ხო ასე მთლად ნუ დააკონკრეტებ ვა... – ნანუკა. ეგ კაცი გიზიდავს ისედაც ხო გეტყობა. მარტო საუბარი და თვალები გყიდის, სხვა არაფერი აღარაა საჭირო.. მასთან გინდა.. გატყობ...როცა ვხედავდი გულში რაღაც იწყებდა ადუღებას. სულს მიფრიაქებდა.. არ ვიცი ნანუკა ამას ყველა სხვადასხვა ნაირად განიცდის... – ნატა , როცა ჩემთან არააა მინდა დამირეკოს. მოვიდეს. მინდა დავინახო... მეშინია რომ შევცდები გესმის? ახლა სულ მარტო ვარ.. არ მინდა გრძნობებში ავირიო. იქნებ მასში მხოლოდ იმეს ვხედავ დასაყრდნობ ძალას, იქნებ მარტო მეგობარია და მე ვაზვიადებ.. – შენ რა გგონია სიყვარული მეგობრობიდან არ იწყება? ვერავინ დამაჯერებს რომ ქალს და მამაკაცს მეგობრობა შეუძლიათ. არ მჯერა , ასეთი გაცრეცილი ფრაზების... მათ შორის ყოველთვის არის ხილული თუ უხილავი ძაფები ნანუკა. მიეცი საშუალება დაგანახოს რისი ჩვენებაც უნდა..მთავარია იცოდე შენ რა გინდა? – მასთან ყოფნა.. გუშინ მითხრა , შემიძლია შენი მეგობარი ვიყო ან შენი მეორე ნახევარიო... როგორ მინდოდა მეთქვა რომ ყოფილიყო. მაგრამ სწორადაც რომ ეგ მაშინებს. მეშინია რომ შეძლებს გული მატკინოს. დამამციროს... – ასე რომ ფიქრობ იმიტომაც ხარ მარტო ამდენი წელი ნანუკა.. 26 წლის ხარ და არანაირი გამოცდილება არ გაგაჩნია.. – ეგ რა შუაშუა ნატა... შენ რომ 21 წლის გათხოვდი რა მოიგე.. – ოოოო, მე ისეთები მოვიგე შენ აზრადაც ვერ მოგივა. კარგად იცი ის დამპალი როგორ მიყვარდა.. ღალატი ვერ ვაპატიე თორემ ახლაც მასთან ერთად ვიქნებოდი... მასთან ერთად გატარებული ღამეები არ დამავიწყდება.. – ზოგადად დღეებს არ ივიწყებენ ხოლმე– სიცილით ვუთხარი და მიჯლუგუნი ვუთავაზე გვერდში.. – ეგ შენნაირი უკარებები თორემ, ჩემნარი ცეცხლოვანები ღამეებს ითვლიან...– ნატას გადამკიდე რაღა დამაძინებდა, უამრავ სისულელეს საუბობდა როგორც ყოველთვის და ჩემს ხასიათზე მოყვანას წამებში ახერხებდა... ნატა გავაცილე და სააბაზანოში შევედი შხაპის მისაღებად რომ კარზე გაბმულმა ზარმა იძულებული გამხადა ნახევრად შიშველი გამოვსულიყავი, ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და კარისაკენ წავედი.. თან ვბობოქრობდი რომ ამ საქციელის გამო მაგრად ვცემდი ნატას.... გაცოფებულმა გამოვაღე კარები და ზღურბლზე მდგარი დათოს გაოცებული სახის დანხვაზე მორიგი სირცხვილი განვიცადე.. – მაპატიე. ცუდ დროს მოვედი...– თავდახრილმა მითხრა და მზერა ამარიდა.. – არა, ნატა გავაცილე ამ წამს და მეგონა ისევ მობრუნდა.. შემოდი დათო, ორ წუთში მოვალ.. დაჯექი და ახლავე.. ძლივს ამოვღერღე სიტყვები და სააბაზანოში შევვარდი.. ელვის სისწრაფით ვიბანავე მდუღარე წყალში... თმაზე პირსახოცი დავიხვიე და საძინებელში შევვარდი. არ ვიცი რამდენი ხანი მოვანდომე ტანსაცმლის არჩევას. ბოლოს არჩევანი უბრალო ჯინსის შარვლზე და შავ სვიტერზე შევაჩერე... მისაღებში შესულს დათო იგივე პოზაში დამხვდა როგორც დავტოვე... სავარძელში იჯდა და გამალებით წერდა ვიღაცას... – მოხვედი? ... – კი, მაპატიე გალოდინე. შენს წინაშე მუდამ უხერხულობაში ვვარდები დათო.. – ეგ არაფერი. ადრიანად მოვედი და იმის ბრალია.. მოკლედ სიმრთლე გითხრა არ ვიცოდი სახლში თუ დამხვდებოდი მაგრამ ვცადე.. დღეს საღამოს მეგობრები ვიკრიბებით და მინდოდა მეკითხა ჩემთან ერთად ხომ არ წამოხვიდოდი.. – მე რომ არავის ვიცნობ? – რატომ? ბაჩო ხო გაგაცანი... სხვებსაც გაგაცნობ. ბევრი არავინ იქნება ტატო თავისი ცოლით და ჩვენ... უბრალოდ ვიფიქრე რომ გულს გადააყოლებდი , ცუდად არ მინდა გამიგო... – არა. ცუდად არ ვიგებ. არ მინდა უხერხულბა შეგიქმნათ... – ნანუკა. შენ უხერხულობას კი არ ქმნი პირიქით ბედნიერება მოგაქვს და სიხალისე ... მეტს აღარ მოგაცდენ. ახლა სამსახურში წავალ და ასე რვა საათისათვის გამოგივლი... ხო მართლა სამსახურში რატომ არ ხარ? – თინამ დამირეკა და ერთი კვირა გამანთავისუფლა..მანამდე ვეცდები რაიმე მოვნახო.. და იქიდან გამოვძვრე... – კარგი. არ ინერვიულო. ეს ერთი კვირა მშვიდად გაატარე და ყველაფერი კარგად იქნება... ** წესით ასეთი შეგრძნება არ უნდა მქონოდა, რაც ახლა მჭირდა, მთელი სხეული მიხურდა.. გარეთ საშინლად ყინავდა მე კი სახლში მოკლე მკლავიანი მაისურით დავდიოდი.. საოლზე მეჯდა ნატა და სიცილს არ წყვეტდაა. მის წისქვილზე ვასხადი წყალს. მასაც ხო ეს უნდოდა, მუდამ იძახდა ერთხელ ისე შეგიყვარდება ცეცხლი მოგედებაო. და მგონი მოდებული კი არა უკვე კარგად დამწვარი ვიყავი.. მარტო მისი თვალების და ტუჩების გახსენებაზე ვხდებოდი ცუდად... მის ხელებსა და სიახლოვეზე სიტყვას არ ვამბობდი.... მთელი ტანსაცმელი საწოლზე მეყარა და თხუნელასავით ვიქექებოდი შიგნით... ვერაფრით ვეწვეყდი რა ჩამეცვა... ბოლოს ნატას მოთმინების ფიალა აევსო და საწოლზე ძალით დამსვა.. – თუ გინდა რომ შენი დათო მიიზიდო მოკლე და ამოღებული ჩაიცვი.. – ნატა.. მორჩი!– ხმაში გაბრაზება შემერია..– მასთან დასაწოლად კი არ მივდივარ.. უბრალოდ არ ვიცი რა ჩავიცვა, არ მინდა ვინმეზე ნაკლებად გამოვჩნდე.. – აუუუ შენც ახლა მინისტრების აპარტამენტში მიდიხარ რა.. გოგო, მძღოლია და ეგეთი ძმაკაცებიც ყავს.. ვაფშე რად გინდა მძღოლი ნანუკა, მაგას რა პერსპექტივა უნდა ქონდეს ცხოვრბაში, ვინმე კაი ფულიანი კაცი მონახე.. აიი თაზოს რომ ჩემთვის.. – არ მიხსენო ეგ არარაობა დღეს, და ნუ ეცდები რომ გამაღიზიანო... არანაირი თაზო. მირჩევნია მათხოვარს გავყვე ვიდრე მაგ ცხოველს, რომელიც ასე ექცევა ქალებს... ვსიო საკმარისია, ამ ჯინსს ჩავიცვავ , და თეთრ სვიტერს, ცხვარიჭამიაში მივდივართო... გასაპრანჭი რა უნდა იყოს იქ.. მიდი მომაწოდე ის სვიტერი ნუ მიყურებ გაოცებული... – ვაააააა. ნანუკას მუზა გაესხნა. ჩემს დაცინას არ წყვეტდა ნატა და მუცელზე ხელებმიჭერილი გორაობდა საწოლზე.. ზუსტად რვა საათზე დამირეკა დათომ... შავი „პალტო“ მოვიცვი და კიბეებზე ნელა ჩავედი... როგორც ყოვეთვის ახლაც მანქანაზე მიყუდებული მელოდა... მაგრამ ამჯერად მისი შავი უზარმაზარი მანქანა პატარა ვერცხლისფერ მანქანას შეეცვალა.. დავინახე თუ არა სურვილი გამიჩნდა ჩავხუტებოდი და სირბილით წავსულიყავი იქამდე მაგრამ მთელი ძალით ვკუმავდი ჯიბეში ჩაწყობილ ხელებს რომ არაფერი გამეკეთებინა ზედმეტი... მის წინ გავჩერდი და გავუღიმე.. – ძალიან ლამაზი ხარ– ჩუმად მიჩურჩულა ყურთან და ვიგრძენი როგორ დამიარა მისმა სითბომ მთელ სხეულში... – მადლობა.. – ძლივს გასაგონად ამოვიკნავლე და მზერა ავარიდე... ვნერვიულობ იცი? – მანქანაში როგორც კი ჩავჯექი მაშინვე ვუთხარი და ჩემს სიტყვებზე გაეცინა.. – ნანუკა, მეგობრებთან უნდა გაერთო .. გასათხოვებლად კი არ მიმყავხარ რა განერვიულებს.. – არ ვიცი.. წარმოიდგინე ახლა ასე ვნერვიულობ და სადედამთილოს გასაცნობად რომ მივდიოდე ალბად მანქანაში მოვკვდებოდი.. – დამშვიდდი. სადედამთილოსაც გაგაცნობ და დამიჯერე არ მოკვდები..– სახე გაბადრულმა მომიბრუნა პასუხი და მანქანა გადაქოქა.. – დამშვიდების ნაცვლად მანერვიულებ რა–– წუწუნა ბავშვივით ვუპასუხე და მხოლოდ ახლა გავაანალიზე მისი სიტყვები... შენი უზარმაზარი მანქანა რა იქნა? – პატრონს დასჭირდა.. ამიტომ ამით მოვედი.. – ეს შენია? არც ესაა ურიგო მანქანა არა? დიდად ვერ ვერკვევი მარკებში, მხოლოდ მერსედესი და ბეემვე ვიცი.. – ნუ დამცინი მართლა, ასე რომ თუ გინდა მომატყუე რომ ამ მანქანაში ძვირი გადაიხადე .. – რა საყვარელი ხარ.. მართალი ხარ. ამ მანქანაში სამოცდაათი ათასია გადახდილი. ახალია, დაახლოებით ერთი წლის წინათ ვიყიდეთ... – არაჩვეულებრივია, ვერასოდეს წარმომდგინა თუ ასეთ ძვირიან მანქანაში ჩავჯდებოდი ოდესმე..... – ასე ნუ მიყურებ.თორემ მიყვარდები – ხავერდოვანი ხმით მითხრა და ხელზე ხელი დამადო... ასე თუ გააგრძელებ ჩემს ყურებას სიგიჟემდე შემიყვარდები და მერე რა მეშველება ... – ასე რომ მელაპრაკები უხერხულად ვგრძნობ თავს და ყველაფრს ვიჯერებ... – ყველაფერი არა მაგრამ ეს დაიჯერე ნანაუკა.. მართლა მიყვარდები.. შენი თვალები ისეთი თბილია რომ... – არ გააგრძელო რა... ახლა არ მინდა, გთხოვ. კარგი? დღეს არა დათო.... ჯერ არ მოსულა ამის დრო... ორ სართულიანი აგურით ნაშენები სახლის წინ გააჩერა მანქანა და ეზოში შევედით.... სახლიდან ჟრიამულის ხმა გამოდიოდა...შიგნით შევედით თუ არა ყველა ფეხზე წამოდგა და მზერა მომაპყრეს... – ეს სილამაზე სად იპოვე?– ხვეულმა თმიანმა გოგომ გამიღიმა და დათოს მაგრად დაკრა მხარზე ხელი.... – ანგელოზებმა მაჩუქეს.. ნუ ხარ შურიანი ხათო... – რას ამბობ.. მე და შური? მომეცი მომეცი ეგ ქუდი და ქურთული, ღიმილით მითხრა და უმალ გამაძრო ტანზე... სათითაოდ გამაცნო ყველა დათომ და ბუხრის წინ საპატიო ადგილას დამსვეს.. ჩემს გვერდიტ ხათუნა მოკალატდა და წუთში ჩამომირაკრაკა თავისი ცხოვრების შესახებ... ფანჯარასთან მდგარ დათოს და ტატოს მალულად ვუმზერდი და თავს მინც შებოჭილად ვგრძნობდი.... მომენტალურად გადაეყარა ჩვენი მზერა ერთმანეთს და გული ამიფართხალდა... გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა... ხათოს ხელის ანიშნა ადექიო და გვერდით მომიჯდა.. – მოგწონს აქ? კარგია? – ძალიან კარგია. არაჩვეულებრივი მეგობრები გყავს.. ძალიან კარგები არიან.... – მე ? მე არ ვარ კარგი?– მის კითხვას არ ველოდი და ლოყები ამიჭარხალდა.. – შენ საუკეთესო ხარ. დარცხვენილმა ვუპასუხე და გავუღიმე... – იცოდე. მუდამ შენს გვერდით მიგულე.. მე ეს მაბედნიერებს– ყურთან გადამიწია თმა და ჩუმად მიჩურჩულა , მისმა ხმის ნოტებმა მთელ სხეულში დამიარა და გონება დამიბინდა.. ნაწილი მეექვსე.. – ასე ნუ მიკეთებ რა– ჩუმად გავეცი პასუხი, რომლის სათქმელადაც მთელი ნახევარი საათი დამჭირაა.. – რატომ?– ისე მკითხა თითქოს არ იცოდა ჩემი პასუხი.. – კარგად იცი რატომაც.. – ამიხსენი ... – დათო მორჩი, ხო ხედავ მაწითლებ.. – შენი ლოყები ისედაც წითელია ამ ბუხრის სიცხისაგან... ნანუკა.. – ისე დამიძახა მივხვდი მალე გონება დამებინდებოდა.. – რა?– ვთქვი თუ არა ვთქვი ეგეც არ მახსოვს, გონებაში იმდენი აზრი მომდიოდა... – გარეთ გავიდეთ? შენ ხო მცივანა ხარ.. ამით ვისარგებლებ. გულში ჩაგიკრავ, ხელებს მაგრად შემოგხვევ და მთვარით განათებულ თოვლიან ეზოში გატარებ... ეზო მართლაც გაენათებინა უზარმაზარ მთვარეს.. მისი სახე ისეთი თეთრი და მიმზიდველი ჩანდა... მოულოდნელად შედგა. როგორც მჩვევია ფეხი ფეხს წამოვკარი და დათოს ხელებში გავადინე ზღართანი, სახეზე ღიმილი აუთამაშდა.. – კმაყოფილი ხარ არა?– ღიმილით ვუთხარი და გავსწორდი.. – მერედა როგორ... შეგიძლია ასეთი ტრიუკები სულ განახორციელო, ოღონდ წინასწარ გამაფრთხილე რომ დაგიჭირო... – ასეთ ტრიუკებს მე ბავშობიდან ვახორციელებ. ამის შედეგად მაქვს უამრავი კვალი ფეხებზე... – ანცი ხარ... მაგრამ მე მაინც მიყვარხარ, ასეთი როგორიც ხარ.. – ვერ გავიგე– დაბნეულმა ჩავხედე თვალებში და მის სიტყვებს ჩავუღრმავდი.... – ყველაფერიც გაიგე, როგორ გიყვართ ეს ქალებს მილიონჯერ გამეორება... გითხარი მიყვარხარ –თქო... – შეუძლებელია... – ვითომ რატომ? შეუძლებელი არაფერია.... მაშინ შემიყვარდი– როცა შიშისაგან აცახცახებული მეჯექი მანქანაში და ცრემლები ჩამოგდიოდა ყინვისაგან გაწითლებულ ლოყებზე.. როცა შენი ტუჩები შემეხო მაშინ მივხვდი რომ ერთ სულელ გოგოს უკვე კარგად ვყავდი გამოჭერილი... – დათო ეს სახუმარო თემა არაა... – მერე ვინ გითხრა რომ გეხუმრები.. მე მართლა მიყვახარ, ვიცი მეტყვი ასე უცებ როგორ მოახერხეო. არ ვიცი, გეფიცები მართლა არ ვიცი. შენ მოახერხე მე კი არა.. არ ვიცი ჯადო გამიკეთე ალბად..ვიცი რომ შენს გაქვს ჩემს მიმართ სიმპატია, ხო ხედავ რა კორექტულად ვსაუბრობ.. – მის სიტყვებზე გამეცინა და მუჯლუგუნი ვუთავაზე გვერდში... აუჩ.. მეტკინა, იცოდე ინვალიდი გეყოლები .. – რა იცი რომ მე მეყოლები? – ვიცი, ვგრძნობ როგორ დნები როცა გიახლოვდები.. გინდა გითხრა რატომ ? – რატომ? აბა შემდეგ ბრძულ აზრებს ველოდები.. – იმიტომ რომ ისევე გიზიდავ როგორც მე შენ... იმიტომ რომ შენ სხვებს არ გავხარ და არ გყოლია უამრავი მამაკაცი გვერდით.. იმიტომ რომ შენ მე მელოდებოდი– მისი სიტყვები გიპნოზს მიკეთებდა და მაბრუებდა.. – აჰააა..– ჩემდა უნებურად დავეთანხმე და მისმა სიცილმა გამომაფხიზლა. – ესეიგი მეთანხმები რომ გიზიდავ? – დათო...– რა უტაქტო ხარ.. ასე როგორ მეუბნები... გაბუტულმა ჩავიყავი ჯიბეებში ხელები და ეზოს ბოლოსაკენ ავიღე გეზი რომ ორ წუთში დამეწია და კუთხეში ეულად მდგარ ვაშლის ხეზე მიმაყუდა... ვიგრძენი რომ მისი ყოველი სიტყვა სიმართლე იყო... – გეშინია თუ რა ხდება?– ირონიულად მკითხა და გამიღიმა.. შენი გახშირებული სუნთქვით თუ ვიმსჯელებთ ან გეშინია ან გინდა რომ გაკოცო.. – დათო...– მორჩა გაგებუტე უკვე, გაგებუტე კი არა გავბრაზდი... ზღვარი დაკარგე? – ზღვარი მაშინ დავკარგე იქ რომ მაკოცე .. – ოჰჰოოო– სიცილით ვუთხარი და მისი მკვავებიდან განვთავისუფლდი... ძალიან არ დაკარგო ეგ ზღვარი ბატონო დავით... ზღვარს იქით არ აღმოჩნდე... – ნანუკა. მოდი ჩემთან – მის სიტყვებზე ადგილზე გავიყინე და გულზე მაგრად მივიჭირე ხელი... მოდი , ნუ მაწვალებ რა.. მე ხო არაფერს გთხოვ.. საერთოდ არაფერს.. მხოლოდ ის მინდა რომ მაგრად შემოგხვიო ხელები და ვიგრძნო რომ არსებობ, რომ ჩემი ხარ, ან შეიძლება იყო ჩემი... მისი ხმა თანდათან მიახლოვდებოდა... მისი გაყინული ცხვირი ვიგრძენი კისერში და ჟრუანტელმა უმალ დამიარა... ხელები ჩემს მუცელზე გადაგრიხა და გაიტრუნა.. – დათო. – ჰმ – ყრუდ მიპასუხა და გამეღიმა.. – დიდი ხანი უნდა ვიყოთ ასე? – სანამ ცოცხალი ვარ.. წინააღმდეგი ხარ?? – არა... მაგრამ ისე ძალიან მიჭერ ხელებს რომ ვერ ვსუნთქავ.. – მაშინ ასე მოდი ჩემთან– გააზრება ვერ მოვასწარი ისე შემატრიალა და გულზე მიმიკრა.. ნანუკა. გკითხო? – მკითხე...– მისი სუნამოს სუნით გაჟღენთილმა გავეცი პასუხი . – რომ გაკოცო გამარტყავ? – ცადე...– ისევ გაუაზრებელი პასუხი წამოვროშე და რამოდენიმე მილიმეტრით მომშორდა.. ცალი ხელი ყურთან შემიცურა და თმებზე გამეთამაშა... თვალები დავხუჭე და მისი ტუჩების თავიდან დაგემოვნების მოლოდინში სუნთქვა შევყვიტე...გათოშლი ტუჩები შემახო ლოყაზე და ყურში მიჩურჩულა.. – სხვაგან ელოდი კოცნას? – აჰაააა..– ჩემი პასუხით გაოცებულმა შევხედე და გამეცინა.. – ვიცი რომ სხვაგან კოცნას ელოდი.. მეშინია რომ დაფრთხები და გამექცევი, თუკი ცოტა სითამამეს გამოვიჩენ.... ორივე ფეხზე დავაბიჯე და ფეხის წვერებზე ავიწიე...მთელი ძალით მოვწიე ჩემსკენ და ალუბლისფერ ტუჩებზე ვაკოცე... ხელები წელზე შემომხვია და ჰაერში ამწია. არ ვიცი რამდენი წამი ვიყავი ასე ვნებებისაგან თავდაკარგული.. მაგრამ მეგონა რომ საუკუნოდ დავრჩი მის სხეულში და ტუჩებზე... ტატოს ხმამ ორივე გამოგვაფხიზლა , წამებში დამსვა მიწაზე და ტატოს გასძახა მოვდივართო.... საშინლად მცხვენოდა.. სისულელეს– სისულელეზე მიყოლებით ვაკეთებდი და ვერ ვაანალიზებდი ჩემს ემოციებს...სახლის კუთხესთან გამაჩერა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.... ოდნავ დაიხარა და კიდევ ერთხელ შეეხო ჩემს ათრთოლებულ ტუჩებს. ცერა თითი გადამისვა ქვედა ტუჩზე და გამიღიმა.. – მარტო ჩემი იყავი რა.. როგორ მინდა მარტო ჩემად გიგულო... – მარტო შენი ვიქნები..ოღონდ ასე ნუ მექცევი, შიგნით შევიდეთ რა გავიყინე.. – მერე მე რისთვის ვარ, გაგათბობ.. სულელო.. – დათო გთხოვ... – კარგი, კარგი, შევიდეთ და ბუხარმა გაგათბოს ჩემს ნაცვლად მაშინ- სიცილით მითხრა და სახლისკენ წამიყვანა. ** სუფრა უკვე გაეშალათ... მე და დათო გვერდიგვერდ დაგვსვეს და პირველივე ჩვენი სადღეგრძელო დალიეს. სახეზე სიწითლემ გადამკრა და დათოს გვერდში ვუჩქმიტე... მიხვდა რომ მის მეგობრებს ზედმეტი მოსდიოდათ.. – არ გვინდა ეს ოფიცილურობა , უხერხულობაში ვაგდებთ ნანუკას.. – სიტუაციის განმუხტვა მაინც სცადა დათომ და დავინახე როგორ ჩაუკრა თვალი ტატოს.. – დათო მართალია. ყველანი მეგობრები ვართ, რა საჭიროა ეს სადრეგრძელოები და რაღაცეები, თანაც ისე მომშივდა რომ ბაჩოს სადღეგრძელოების თავი არ მაქ.. მადლობა თვალებით გადავუხადე ტატოს და შემწვარ კარტოფილს გაუბედავად ჩავურჭე ჩანგალი.. – ხო მართლა.. რა კარგია რომ ყველანი აქ ხართ.. დუმილი ისევ ტატომ დაარღვია და დათოს გახედა.. მაღაზიისათვის მენეჯერს ვეძებთ.. ვინმე კარგი, ლამაზი სანდომიანი გოგო გვჭირდება... – მერე???– თვალები დაუბრიალა დათომ და გამომხედა.. – რა მერე, ვიფიქრე რომ შენი მეგობარი კარგი კანდიდატურა იქნებოდა. თუ ვცები?? – მე?– ჩემზე ამბობ?– გაოცებულმა შევხედე ტატოს და მერე დათოს.. მე არ მაქვს ისეთი გამოცდილება რომ მენეჯერი ვიყო ტატო.. – ეგ არაფერი, ამის კურსები არსებობს, თან ისწავლი თან იმუშავებ, თანაც მე იქ ვარ და ყველაფერს გასწავლი... – შენც იქ მუშაობ?? არ ვიცი რა ვთქვა.. თანაც იქიდან როგორ წამოვიდე.. რა გავაკეთო?? დათოს გაოცებულმა ავხედე და გავუღიმე.. შეიძლება ცალკე დაგელაპარაკო?? – რა თქმა უნდა.. ბუხართან გვერდიგვერდ ვისხედით და თავში უამრავი აზრი მომდიოდა ერთად... ისიც მოთმინებით მელოდა.. ბოლოს ხელი მხარზე შემომხვია და ზედ მიმიყუდა.. – ნერვიულობ რომ იქიდან ვერ წამოხვალ? ამას განიცდი? რაზე ნერვიულობ ნანუკა? – დათო, წამოსვლაზე არ ვნერვიულობ ეს ჩემი საქმეა.. თინასთან მივალ და დაველაპარაკები.. მაგრამ იმ ფულს რა ვუყო,წინასწარ რომ მომცა.. ნახევარი დედაჩემს გავუგზავნე, ნახევარიც არ დამრჩა... რომ წამოვიდე ის თანხა ხომ უნდა დავაბრუნო... – ესაა შენი მიზეზი? ამაზე არ ინერვიულო, ხომ გითხარი რომ დაგეხმარებოდი, და ასეც გავაკეთებ... ამას მოვაგვარებთ. შენ იქიდან წამოსვლაზე დაელაპარაკე ... მოულოდნელად გაჩუმდა და გამიღიმა... ნახე გარეთ როგორ თოვს? რა ლამაზია. მაშინაც ასე თოვდა როცა პირველად დაგინახე. თავზეე ისე ლამაზად გეყარა თოვლის ფანტელები... რომ ჩემი გონებიდან ვერ ამოგიგდე... მე შენ და თოვლი, ერთმანეთთან გვაკავშირებს ხო ასეა?? – ალბად ასეა.. მგონი დროა სახლში წავიდეთ... გვიანია.. – კარგი წავიდეთ...წასასვლელად წამოვდექით რომ ხათო მაშინვე ჩვენთან გაჩნდა და ორივეს ხელი გვტაცა.. – მოდით დღეს ყველანი აქ დავრჩეთ... თან საქმეზე ილაპარაკებთ. ტატო ყველაფერს აგიხსნის... რა ჯობია ამათთან მუშაობას. იცოდე შენზე მაგარი უფროსი არავის ეყოლება... – ხათო, აქ ვერ დავრჩები ხო იცი.. არ შემიძლია... – ვითომ რატომ? არ მითხრა რომ გცხვენია... დამშვიდდი ერთად კი არ დაგაძინებთ. ამხელა სახლია ყველანი მოვთავსდებით... – ნანუკა მართალია, ჩვენი წასვლის დროა, აქ ვერ დავრჩებით ხათუ... – რატომ? უკვე გვიანია, თანაც წეღან საკმაოდ დალიე, არ გეშინია რომ გზაზე მანქანა მოგიცურდეს? – საუბარში ტატო ჩაერთო და გამიღიმა.. ნანუკა, დარჩი რა.. შენებს დაურეკე და უთხარი რომ ჩვენთან ერთად ხარ.. – მე. მარტო ვცხოვრობ ტატო. უბრალოდ აქ პირველად ვარ, თქვენც პირველად გხედავთ და სირცხვილია, პირველივე ჯერზე აქ დავრჩე.. – ჯერ ეგ ერთიც, ეს დათოს სახლია.. ნებართვას თუ გაძლევს უნდა დარჩე აბა რა უნდა ქნა? მეორეც დღეს პირველად გვხედავ და ხვალ მეორედ დაგვინახავ რა პრობლემაა.. დარჩი და ამაღამ კარგად გავერთობით გპირდები... შეგვიძლია ვიგუნდაოთ, თოვლის პაპა გავაკეთოთ , ან რავიცი მოვიფიქროთ რამე. გპირდებით რომ არავინ გატკენს გულს.. – არა ეგ არც მიფიქრია... – მაშინ დავრჩეთ კარგი?– ჩუმად მითხრა დათომ და უმალ ვიგრძენი მისი ხელი ჩემს თეძოზე, ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და ავხედე.. თანხმობის ნიშნად დავუქნიე თავი და ძველ ადგილს დავუბრუნდი... დათომ ბოდიში მომიხადა და ეზოში გავიდა, ვხედავდი როგორ ნერვიულბდა ხათოს გაოცებულმა დავუძახე და გვერდით მოვისვი. დათოსენ გავახედე , გარეთ ნერვიულად რომ სცემდ ბოლთას .. – ალბად სახლში რეკავს და ამბებს არკვევს.. – დაუფიქრებლად მიპასუხა და თვლი ჩამიკრა...საუკეთესო კაცი გყავს გამოჭერილი... – მე? გამოჭერილი? არა რას ამბობ.. მე და დათო მეგობრები ვართ.. ხათო.. სხვა არაფერი ხდება... – ხოო დაგიჯერე როგორ არა... დათოს ბავშობიდან ვიცნობ, ნუ მასწავლი რას გრძნობს. – სიცილით მითხრა და მხარი გამკრა... ** ორი საათი ხდებოდა ვერაფრით დავიძინე, ტანზე ჩავიცვი და ქვედა სართულზე ჩავედი... ბუხარში აქა–იქ კაშკაშებდა მარტოდ დარჩენილი ნაკვერჩხალი. ბავშობა გამახსენდა, ჩემი სახლი სოფელში. ჩემე ბუხარი მამა რომ ჩემთვის ანთებდა.. გამეღიმა ჩემს უმტკივნეულო და უნაკლო ბავშობაზე.... როგორც მაშინ ახლაც ვიმარჯვე.. ბუხარს შეშა შევუმატე და უმალ დაიწყო გიზგიზი.... ჩახველების ხმამ ისე შემაშინდა რომ ადგილზე შევხტი.. მივხვდი რომ დათო იყო.. – შენი კარის ხმა გავიგე და მივხვდი რომ არ გეძინა. ხათო მიაძინე?? – ხო.. ხათო გაითიშა, ალბად ორსულობის ბრალია, რაღაცას საუბრობდა და სანამ პასუხი გავეცი უკვე ეძინა.... ლამაზია არა ცეცხლი?? ბავშობიდან მიყვარდა მისი ყურება. ხშირდ ცეცლის ალს ვუყურებდი და ვოცნებობდი.. – რომანტიული ყოფილხარ.. მიყვარს რომანტიული ადამიანები.. ნახე რა უცებ გადაეკიდა ცეცხლი ამხელა შეშას? თუ უფლებას მომცემ და შენს გულში ადგილს დამითმობ მეც ასე გადავეკიდები შენს გულს და არ მიგატოვებ.. – მაგრამ დამწვარი შეშა დანაცრდება და მერე გადაყრიან დათო.. – ორაზროვნად ნუ მელაპარაკები ნანუკა.. მე არ ვარ ვაპირებ არსად წასვლას. კი შეიძლება შენი სიყვარულით დავიწვა და დავნაცრდე კიდეც მაგრამ მოღალატე არ ვარ... – მჯერა. მაგრამ მაინც, არ თვლი რომ ჯერ ამ ყველაფერზე საუბარი ადრეა? – რამოდენიმე საათის წინ ისეთი კოცნით დამასაჩუქრე რომ ნაადრევი აღარაფერი მეჩვენება.. მინდა რომ ერთად ვიყოთ... – ერთად ვიყოთ?– გაოცებულმა შევუბრუნე კითხვა.. ერთად ყოფნაში რას გულისხმობ? – ყველაფერს ცუდად იგებ? იმას არა რაც შენ გგონია. უბრალოდ ჩემს გვერდით მინდა იყო, როგორც ჩემი ნაწილი... – ლამაზად საუბრობ.. რამდენი წლის ხარ. რა გვარი ხარ. ვინ ხარ. საერთოდ არაფერი ვიცი შენზე დათო ეს არაფრად მიგაჩნია? – შენ ეს არასოდეს გიკითხავს.. იცი რომ მძღოლი ვარ. სადაც ვმუშაობ ეგეც იცი.. სხვა რა გითხრა. ოცდათხუთმეტი წლის ვარ. სხვა რამ არის კიდევ რაც გაინტერესებს?? – არის.. მითხარი ასეთი სევდიანი თვალები ვისი ბრალია? გიყვარდა არა? – ამაზე რატომ უნდა ვილაპარაკოთ ის რაც წარსულში იყო.. წარსულში ყველას გვიყვარდა. – მე არ მყვარებია.. მე ჯერ არ ვიცი რა არის სიყვარული.. – ეს სიყვრულია, რასაც შენ აკეთებ...ასეთი მზერა და ეს კოცნა, შეხება. უკვე სიყვარულია.. ნანუკა– ბევრ ქალს შევხვედრილვარ, ოღონდ შენნაირს არა.. არ მინდა გული გატკინო.. – ხოდა არ მატკინო.. ისედაც საკმარისად მატკინა ყველამ გული... – ვეცდები, რომ არასოდეს გატკინო გული ნანუკა, იმიტომ რომ შენს დაკარგვას ვერ გადავიტან... ვერ გავუძლებ რომ ხელიდან გამომეცალო. ტატოს სამსახურზე დათანხმდი, ჩემი ხათრით. იქ შენი ადგილი არააა. მეშინია რომ ის ცხოველი რაიმეს დაგიშავებს.. – დამშვიდდი, ასე გავაკეთებ.. დილით ადრე უნდა ავდგეთ არა? – არა რატომ? არავინ მელოდება.. – შენი უფროსი? არ დაგირეკავს? – ააა, ხო. მეგონა სხვა რამეს გულისხმობდი... ჩემი თავის უფროსი მე ვარ– სიცილით მითხრა და გულზე მიმიკრა.... – ნეტა ჩემი უფროსიც შენ იყო... – ვიქნები, მაგაზე როგორ განერვიულებ. შენი უფროსი ვიქნები ამ წუთიდან ყველგან... – ჩემს გულშიც? – მანდ უკვე უფროსი ვარ ნანუკა.. რა საყვარელი და ტკბილი ხარ.. როგორ გამიმართლა რომ გიპოვე... დაველოდები იმ დღეს როცა მეტყვი რომ შენსც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ-ჩუმად მიჩურჩულა ყურთან და ცხელი ტუჩები შემახო თმაზე.... ** ერთმა კვირამ ისე უცებ გაირბინა ვერც კი გავაცნობიერე... დათო ყოველ დღეს მოდიოდა და ჩვენი უთიერთობა ძირითადად ფეხით სეირნობით შემოიფარგლებოდა.. ხშირად მის სახეზე გაუსაძლის ტკივილს ვკითხულობდი მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა რაიმე მეკითხა ჩავძიებოდი და გამერკვია... ორშაბათ დილას ადრიანად ავდექი და თინა ბებიასკენ წავედი. ფეხები უკან მრჩბოდა ისე მეშინოდა იქ მისვლა.. ეზოში გაუბედავად შევაბიჯე, გამეფებულმა სიყნარემ სითამამე შემმატა და ოთახში შევედი... ჩართული ტელევიზორის წინ მხოლოდ თაზო იჯდა, დამინახა თუ არა ფეზე წამოდგა და უკან დავიხიე.. – ოოო, ამას ვის ვხედავ. დამშვიდდი არ მოგეკარები.ასე შეშინებული ნუ მიყურებ, ვინმე იფიქრებს რომ შენი შეჭმა მინდა.. – სადაა ბებიაშენი? – მალე მოვა.. – სადაა თქო, მე ეს გკითხე.. – ბანაობს. წადი შეამოწმე ხო არ გატყუებ. დაჯექი და მოვა. რა დამფრთხალი შველივით ცქმუტავ გოგო... ჩემსკენ წამოვიდა და მკლავში ხელი მტაცა. ძალით დამსვა დივანზე და გვერდით მომიჯდა.. სანამ თინა მოვა, მე შენი სიახლოვით დავტკბები.... – არც იოცნებო.. გაიწიე და ცოტა იქით დაჯექი.. მაშინვე მომემატა სითამამე და გაცოფებულმა შევხედე.. – ოოო, რა ბრაზიანი ხარ ნანუკა... – თაზო არ ვხუმრობ, არ მსიამოვნებს შენი გვერდით ჯდომა... წავალ და ოთახში დაველოდები... – წადი... ასე მარტივად რომ გამიშვა შემეშინდა კიდეც. სწრაფად წამოვდექი და კიბეებზე ავედი... თინას ოთახშმუდამ სისადავე იყო. შევედი თუ არა შვებით ამოვისუნთქე, ფანჯარსთან გავჩერდი და მოფარფატე ფანტელებს გავუღიმე... ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული რომ მისი ნაბიჯების ხმა გავიგონე და შევკრთი.. გული გამალებით მიძგერდა... ოთახის კარები ნელა მიკეტა და გადაჯვარედინებული ხელებით დამიდგა წინ.. – იპოვე თინა?– სააბაზანოში არ შეხვედი ? რა სულელი გოგო ხარ.. თინა სახლში რააა შტერო.. – მომატყუე?? რას ქვია არააა. დილით ველაპარაკე... – მერე რა. ბოლომდე უნდა უსმინო , თინამ ხო გითხრა თერთმეტზე მოდიო.. შენ კიდე ადექი და ათზე მოხვედი.... ალბად მე მოგენატრ ხო ასეა.. – თაზო მორჩი სისულელეების როშვას, წავალ და გვიან მოვალ.... – ნწუ, ვერსად ვერ წახვალ.. ამხელა სახლში მხოლოდ მე და შენ ვართ... – იცოდე არ გაბედი, კიდევ ერთ ნაბიჯს თუ გადმოდგავ ვიყვირებ... – იყვირე. ვგიჟდები ვნებიან ქალებზე. გითხარი რომ მარტო მე და შენ ვართ სახლში სულელო გოგო.... ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, ნერვიულობისგან მთელი ყელი გამშრობოდა.. მუხლები მეკვეთებოდა... ჩესკენ წამოვიდა და მაშინვე კედელს ავეკარი. გუნებაში ვაგინებდი ჩემს უტვინო თავს რომ ბოლომდე არ ვუსმენდი არასოდეს ადამიანებს.... ხელები მაგრად შემომხვია წელზე და ისე მაგრად მიმიკრა ზედ რომ სუნთქვაც კი მიჭირდა... ვიგრძენი როგორ შემიცურა ცალი ხელი მაისურის ქვეშ და შიშველ წელზე დამისვა.... ცრემლებს ვერ ვიკავებდი... მაგრამ ეს თაზოს სულაც არ ადარდებდა.. მხოლოდ თავისი ჟინის დასაკმაყოფილებლად იბრძოდა.. გატოკების ძალაც არ მქონდა ისე ძალიან ვყავდი ჩაბღაუჭებული... მისი ცხელი სუნტქვა სახეზე მედებოდა და გულის რევის შეგრძნება მქონდა.. მშიერი ცხოველივით მეძგერა ტუჩებზე და კოცნა დამიწყო... ტირილს ვუმატე... მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა, მის ხელებს ყველგან ვგრძნობდი... ვგრძნობდი როგორ მებინდებოდა თვალებში..... სუნთქვა მეკვროდა... მეტი არაფერი მახსოვს... თვალები რომ გვახილე თავზე და თინა მედგა და მეორე მხრიდან თაზო მეჯდა.. მისი სახის დანახვაზე, თინას ავეკარი და მაშნვე მიხვდა რაც ხდებოდა.. თაზოს ოთახიდან გასვლა უბრძანა და გულში ჩამიკრა.. – ყველაზე მეტად ამის მეშინოდა, და ესეც მოხდა..როცა ჩემმა შვილმა მითხრა რომ ახალგაზრდა გოგო მოყავდა მაშინვე შემეშინდა რომ ეს ცხოველი რაიმეს დაგიშავებდა.. ასეც აკეტებს.. – თინა ბებია. წასვლა მინდა . აქ ვერ ვიმუშავებ,არ შემიძია, აქ მოსვლისაც კი მეშინია.. – ვიცი ბებია ვიცი... ბედზე მოგისწარით ხო ასეა.. რა უნდოდა ამ ავადმყოფს. თაზო ბავშობიდან ასეთი ავადმყოფია შვილო... რაღაცას თუ ამოიჩემებს მერე იმ მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევს... წადი და თავს უშველე... – თქვენი დატოვება არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.. თინა ბებია იმ თანხას უახლოეს დღეებში... – არა ნანუკა.. არავითარი თანხა არ მჭირდება.. მუდამ მინდოდა შენნაირი ლამაზი შვილიშვილი მყოლოდა... იცოდე თუ დახმარება დაგჭირდება მე მუდამ ვიქნები შენს გვერდით ... იცოდე რომ ჩემი სახით გყავს ბებია რომელსაც ძალიან უყვარხარ...(6) ** ნაწილი მეშვიდე... – იცის სიმართლე? იმ გოგომ სიმართლე იცის დათო? ასე როგორ ეთამაშები?– არ ცხრებოდა ქალბატონი დალი და სამზარეულოში ნერვიულად დადიოდა... – სიმართლე მე ვარ დედა.. ჩემი გული და გონებაა სიმართლე. ეს საკმარისი არააა?? – არაააა, შვილო არააა.!!!! ცდები.. სიმართლე იმისაა რომ უნდა ითქვას დათო.. ამით საწადელს ვერ მიაღწევ.. იმ გოგოს სულს ატკენ. დამიჯერე ასე უფრო დაკარგავ.. – არა .. ვერ ვეტყვი. არ შემიძლია, ჯერ მაინც დედა.. ცოტაც მადროვე... – ეს ჯერ მაინც რამდენია??? ერთი წელი? როდის ეტყვი ? როცა გამოგიტყდება რომ უყვარხარ??? ცუდად იქცევი.. – შემეშვი..... – გაბოროტებულმა დაიყვირა დათომ ..მაცადე მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს რა.. ახლა რომ გაიგოს სიმართლე ხელს მკრავს არ გესმის? ახლა ადვილად მოერევა თავის გრძნობას... – ცდები.. ჯობია ახლა გაიგოს და ისეთი შეგიყვაროს როგორიც ხარ. ვიდრე მერე... გაბრაზებული გავიდა დალი სამზარეულოდან და დათო თავის ფიქრებთან მარტო დატოვა... გამწარებულმა დადგა ჩაის ფინჯანი მაგიდაზე დათომ და მობილურს დასტაცა ხელი დასარეკად რომ ოთახში ინვალიდის ეტლი შემოგორდა და მის წინ გაჩერდა.. – ნიაკო. ჩემო ლამაზო.. გაიღვიძე?? – რა ხდება დათო? დედა რატომ ჩხუბობდა? შენ გეჩხუბებოდა არა? – ეგ არაფერი, დედას ხო იცნობ... ვერაფერს გაუგებ...რა უხარია და რა სწყინს.. – არა, ასე არაა. ამჯერად დედა მართალია... უნდა უთხრა სიმართლე იმ გოგოს... უთხარი რომ ინვალიდი და გყავს.. ამის მერე ყველაფერი უთხარი რაც შენს ცხოვრებაშია... ნუ დაუმალავ დათო... თუკი არ მოისურვებს შენთან ურთიერთობას მალევე წავიდეს ჯობია, ასე არც ერთს გეტკინებათ გული.... – ასე ადვილია? მივიდე და ვუთხრა. იცი ნანუკა მე სახლში ინვლიდი და მყავს. რომელსაც არასოდეს გაუვლია.. კიდევ შვილი მყავს 3 წლის მარიამი რომელიც გულის მანკითაა ავად და მყავდა ცოლი რომელმაც მიმატოვა.... მივიდე და ერთი ხელის მოსმით დავუნგრიო ცხოვრება??? არ შემიძლია ნია.. ხო ბოროტი ვარ... ბოროტი ვარ იმიტომ რომ მინდა ბედნიერი ვიყო... მინდა მეც მიყვარდეს და ვუყვარდე ისეთი როგორიც ვარ, არა ისე როგორც თიკას ვუყვარდი, ფულის და ტანსაცმლის გამო.. – ვიცი რასაც გრძნობ, მაგრამ ახლა შენც ისევე იქცევი როგორც თიკა მოიქცა არა??? ნუ დაუმალავ, მას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე... – ვიცი რომ აქვს. მაგრამ ჯერ ვერ ვეტყვი.... დათოს მობილურის ზარმა მათი საუბარი გაწყვიტა.. ახლავე მოვალო მხოლოდ ორი სიტყვა თქვა. დას თავზე აკოცა და სახლიდან გავიდა... ** საწოლზე ემბრიონის პოზაში ვიწექი და ნატა ამაოდ ცდილობდა რაიმე ეთქმევინებინა... არც კარზე ზარს ქონია ჩემზე რეაქცია და არც ტელეფონს.... გაფითრებული სახით შემოვიდა დათო და საწოლზე ჩამომიჯდა... შეუბლზე დაყრილი თმები გვერძე გადამიწია და ლოყაზე მაკოცა.. მიხვდა რომ თაზოს უკვე მოესწრო ჩემთვის დაღის დასმა... – ნანუკა, არ მეტყვი რ მოხდა? – სათქმელი არაფერია..– ყრუდ ჩავილაპარაკე და გვერდი ვიცვალე.... – სათქმელი გაქვს და იცოდე თავს ასე ვერ დაიძვრენ.. გადმობრუნდი... ფრთხილად დამადო წელზე ხელი , ფეთიანივით წამოვხტი საწოლიდან და შეშინებული ავეკარი კედელს.. მისი გაცრეცილი სახე უფრო გაცრეცილიყო და ვერაფერს ხვდებოდა...რა მოხდა არ მეტყვი?? – არ მინდა ლპარაკი... – საკმარისია. მოდი აქ და მომიყევი რა მოხდა იმ წყეულ სახლში... გასაგებია... ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა... ძალა გამოცლილი მიმიკრა გულზე და ხელები შემომხვია.... ისევ ეცადა შენზე ძალადობას ხო ასეა... – ხო.. ოღონდ ამჯერად ვერ დავეხსენი..– ჩემს სიტყვებზე გაოცებულმა გამწია განზე და შემომხედა.. – ვერ გავიგე... – ვერ დავეხსენი დათო.. გიჟივით მკოცნიდა და მეფერებოდა.. ყველგან, სულ ყველგან... მეზიზღება ჩემი თავი... – მოიცადე რას ლაპარაკობ, გინდა ჭკუიდან ამწიო? საბოლოოდ გინდა რომ შემშალო გოგო?? რაიმე გაგიბედა? ნანუკა თქვი– მთელი ძალით შემანჯღრია და გაავებული დამაშტერდა ცრემლიან თვალებში... – ვერ მოასწრო...– ჩემი სიტყვების გაგონებაზე გულზე მოეშვა ნატას დაუძახა და ჩემი თავი ჩააბარა..... – მითხრი სად ცხოვრობს ეგ ტიპი... – არ გეტყვი.. – ნუ მაღიზიანებ ზედმეტად, თქვი სად ცხოვრობს ნანუკა. გცემ და ისე გათქმევინებ.. გეფიცები კაცობას თუ არ გცემო... შეშინებულმა ვუთხარი მისამართი და ელვის სისწრაფით გავარდა დათო სახლიდან.. გზიდან ტატოს და და ბაჩოს დაურეკა... დათქმულ ადგილას სამივე ერთ დრულად მივიდა... სიმწრისაგან ხელები ექავებოდა დათოს, ერთი სული ჰქონდა ის არაკაცი ენახა და ჭკუა ესწავლებინა.... კარი ახალგაზრდა ქალმა გაუღოთ და თავაზიანად იკითხეს თაზო... ჯერ კიდევ გვარიანად თოვდა... სვიტერის ამარა გამოვიდა თაზო ეზოში და უცხო მამაკაცებს წინ გაუჩერდა... – რა ხდება? თქვენ ვინ ხართ?– ინტერესით იკითხა და ყველა მაღალს თვალი თვალში გაუყარა... – ვინ ვარ არა??? ახლა განახებ ვინც ვარ... დათოს მოქნეული მუშტი ყბაში მოხვდა და მოყინულ თოვლზე დაეცა.... დაგდებულს დასტაცა დათომ ხელი სვიტერის ყელში და გაცოფებულმა კიდევ მეორე გაარტყა.. იცოდე ნანუკას კიდევ ერთხელ რომ მიუახლოვდე ღორივით დაგკლავ არაკაცო... ხელებს დაგალეწავ. ნანუკზე ოცნებასაც კი გიკრძალავ.. მიახლოვებას კი არა.. ბო*ი შვილი ვიყო , ძვლებში გადაგმტვრევ გასაგებია?!!.... ხმაურზე ჯოხის კაკუნით გამოვიდა თინა ეზოში და თვლებს არ უჯერებდა მომხდარ სცენას... მაშინვე გაუშვა დათომ ხელი და წამოდგომაში მიეხმარა.... რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ და თავაზიანად გაუწოდა ხელი.. – თქვენ ალბად ქალბატონი თინა ხართ.. – დიახ, და ამიხსენით ახალგაზრდავ რა ხდება აქ...? ჩემს სახლში, ჩემს ეზოში.. – სიამოვნებით.. დარწმუნებული ვარ თქვენი თაზოს გარყვნილობის ამბავი ჩემზე კარგად იცით.. მე დათო ... – ტაბიძე ხარ. ვიცი ვინც ხარ ბატონო დათო. მე ის მაინტერესებს ამ უმაქნისთან რა ვერ გაიყავით... – არაფერი ქალბატონო თინა.. მე ნანუკას შეყვარებული ვარ.. თქვენი შვილიშვილი გავაფრთხილე რომ არ მიეკაროს თორემ მეორეჯერ არ დავინდობ.... – ჩემი ნანუკასი? არ უთქვამს თუ თქვენ ერთმანეთი გიყვრდათ.... – ახლა ხომ იცით. არავის მივცემ უფლებას გული ატკინოს და მასზე ცუდად იფიქროს... ბოდიშით რომ არეულობა გამოვიწვიე მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.. – წინააღმდეგი არ ვარ ბატონო დავით. ამას მოუხდება.. წადი ახლა ბებია და ჩემს გოგოსთან იყავი.. უთხრი არ დამივიწყოს. გულზე დარდი მოეშვა თინას, როცა იგრძნო რომ ნანუკას ყავდა მცველი, რომ თაზო ვერ შეძლებდა მისთვის რაიმე დაეშავებინა... ** სამზარეულოში ჩაის ფინჯნით ხელში ვიჯექი , ჩემს წინ ნერვიულობისაგან გადაღლილი ნანუკა იჯდა და გაშტერებული მიყურებდა.. ბოლოს სკამი ჩემს გვერდით მოაჩოჩა ზედ მიმიყუდა... – ნატ-ყველაფერი მე რატომ მემართება? სულ ცუდი ხდება ჩემს გარშემო.. ბოლოს კარგი როდის მოხდა გახსოვს? ბოლოს როდის ვიყავი ბედნიერი , ეს როდის იყო, მამა რომ ცოცხალი იყო? მის მერე როდის გავიღიმე გულით.... როგორ მინდა ისევ ძველი დრო დაბრუნდეს... – ასე ნუ ამბობ.. შენ ბედნიერი სულ რამოდენიმე დღის წინათ იყავი, არ გახსოვს როგორ მიყვებოდი შენი და დათოს ლამაზად გატარებულ ღამეს??? ასე ნუ მოიწყენ, მთავარია ამ სახლიდან წამოხვედი ნანუკა.. იქ აღარ მიხვალ.. – ხო იქ აღარ მივალ, მაგრამ მითხარი, ახლა დათოს რომ რაიმე დაემართოს რა ვქნა??? მასთან წავიდა, ის ავადმყოფია.. დაიმახსოვრებს ვინაა და ჯავრს იყრის მასზე.. – მისმინე ნანუ.. ასე რომც იყოს არაფერია. დათო გიცავს, ხო ხედავ უყვარხარ, შენი ბედნიერების გამო ყველაფერს აკეთებს.... ვიცი ახლა ამის დრო არაა მაგრამ მაინც გკითხავ... ასეთი უფროსი როგორ ყავს რომ ნებისმიერ დროს მოდის და მიდის, რომ ერთხელაც არ ურეკავს ნანუკა... – ასეთია. ჩვენ ვისაუბრეთ იმ კაცზე.. ამაზე გვიან ვილაპარაკოთ... ახლა ამის თავი არ მაქვს.. მინდა მოვიდეს და დავინახო რომ კარგადაა..რომ არაფერი დამართვნია..ოღნდ ახლა ყველაფერი კარგად დასრულდეს და შარშ თავს აღარ გავყობ მეტად... მთელი საათი მოვთქვავდი და ნატაც მოთმინებით მიყურებდა... კარზე ზარის ხმა გავიგონე თუ არა სირბილით წავედი , ჩემს წინ იდგა უვნებელი და ბედნიერი.... რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი მისკენ და გულში ჩავეხუტე... – ღმერთო როგორ ვინერვიულე– ჩუმად ამოვიჩურჩულე და ცრემლები გადმოვყარე... – დამშვიდდი. სახლში შემოგვიშვებ??? – რა თქმა უნდა... მხოლოდ ახლა დავინახე მის გვერდით მდგარი ტატო და ბაჩო... დათოსთვის ხელი არ გამიშვია.. ნატას გავძახე სტუმრები მისაღებში შეიყვანე თქო და დათო საძინებელში გავიყვანე.. საწოლზე გვერდით დავისვი და ამღვრეულ თვალებში ჩავხედე.. მითხარი რა მოხდა... დათ ნუ ხარ ჩუმად. სცემე? – არა. მხოლოდ ორჯერ მოხვდა, მგონი საკმარისია.. თინამ არ მაცალა.. გამოვიდა თუ არა მიცნო და.. – გიცნო? თინამ როგორ გიცნო?? – როგორ და იცის ვისი მძღოლიც ვარ, რამოდენიმეჯერ გვქონდა მათთან შეხვედრა მაგრამ ეს თუ მისი სახლი იყო არ მეგონა.... – დათო მეშინია, რომ რაიმეს დაგიშავებს.. შენ არ იცი ეგ რა ავადმყოფია... – არ მეშინია.. მთავარია შენ არაფერი დაგიშაოს და... მიყვარხარ ნანუკა, და ვერ ავიტან რომ ვინმემ გული გატკინოს.. მოვკლავ ყველას.. არავის დავინდობ.... – ჩამეხუტე რა.. მაგრად ჩამეხუტე გთხოვ.. ნერვიულობისაგან გათოშილი ხელები კისერზე შემოვხვიე და გავიტრუნე..... ნელა ჩამოვაცურე ცალი ხელი და ოდნავ გაუპარსავ წვერზე დავუსვი.. უმალ იგრძნო ჩემი ქმედებები საითკენაც მიდიოდა და გამიღიმა..... გულს უფლება მივეცი თავი ბედნიერად ეგრძნო. ის გაეკეთებინა რაც სინამდვილეში სურდა.. აქამდე მხოლოდ იმას ვაკეტებდი რაც ჩემს მშობლებს უნდოდა. რომ მამა არ შემერცხვნა. რომ დედას შეძლებოდა ამაყად სიარული.. მაგრამ ახლა ისე მინდოდა მასთან ყოფნა.. მისი სითბო თავს ვერ ვერეოდი..არ ვიცი იმ წუთში რა მაძლევდა გამბედაობას ვნება თუ სიყვარული რომელიც ტვინში და სხეულში მერეოდა. მაგრამ მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა. მისი სიახლოვის...მთელი ძალით ავეკარი ზედ და მისი გახშირებული სუნთქვა ვიგრძენი სახეზე. თვალები დაეხუჭა და ვგრძნობდი რომ ისიც ჩემს დღეში იყო.... ქურთუკის ქვეშ შევუცურე ხელი და დაკუნთულ მკერდზე მოვეფერე.. უმალ ვიგრძენი მისი დიდი ხელები ჩემს წელზე... ნელა გავუხსენი ღილები და ავხედე.. სახეზე სიამოვნების ნოტები ებეჭდებოდა... ოდნავ გახსნილი ტუჩებიდან ვნება მორეულ სუნთქვას ვგრძნობდი... ცერა თითი გადავუსვი ქვედა ტუჩზე და გამიღიმა.. ნელა გაახილა თვალები და საკოცნელად გამოიწია. მის ცხელ ტუჩებს ჩემი გადარეული ტუჩები დავახვედრე და უარესად ჩავიძირე ვნების მორევში... გიჟივით ვკოცნიდით ერთმანეთს , რომ არა კარზე ნატას კაკუნი ალბად ზღვარს დათო კი არა მე გადავიდოდი და მერე იქნება ეს ყოფილიყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი დანაშაული.. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და აჭარხალებული სახით გავეშურე კარისაკენ... – კარგად ხარ? ვიფიქრე ცუდად ხომ არ გახდა თქო... – არა მოვდივარ.. ვსაუბრობდით.... ნატა გატრიალდა თუ არა კარი დავკეტე და ზედ მივეყუდე... – ვსაუბრობდით არა? შენ ძალიან ვნებიანი საუბარი გცოდნია ნანუკა– ირონიულად მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა.. – არ მომიახლოვდე და მანდ იჯექი სადაც ხარ..– მორიგი სისულელე დავაყრანტალე და ჩემს სიტყვებზე თვითონ გამეცინა... – რატომ, გეშინია რომ ვნება დაგძალავს და თავს ვერ მოერევი?? აღიარე რომ შენც იგივეს გიქრობ რასაც მე... – არა, ცდები. მე შენნაირი გარყვნილი აზრები არ მაქწუხებს ... – არა? აბა ეს რ იყო რამოდენიმე წამის წინ, ჩემს ჭკუიდან გადასვლას რომ აპირებდი ქალბატონო?? აღიარე ნანუკა.. რომ ჩენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა.. – არ ემთხვევა.. ეს ისე უბრალოდ გაკოცე.. – ეს ისე უბრალოდ იყო??? საკმაოდ ჯიუტი ხარ, თუმცა მაინც აღიარებ ერთ დღეს რომ ეს გარყვნილი აზრები ჩემს კი არა შენს თავში მოვიდა პირველად... ახლა წამოდი გავიდეთ , თორემ მერე ბიჭების დაკითხვას ვერ გავუძლებ... უჩვენოდაც კარგად ისხდნენ და ნატასთან ერთად წითელ ღვინოს წრუპავდნენ... ტატომ დამინახა თუ არა თვალი ჩამიკრა და გამიღიმა... – აბა ნანუკა. რაო , რა ხდებაო? რა მოიფიქრე სამუშაოზე??? – თანახმა ვარ.. ყვეგლან ვიმუშავებ ოღონდ იქ აღარ მივიდე.. – კარგია რომ ასე მოიფიქრე, აბა დათოსნაირი უფროსი ყველას კი არ ყავს...– დათოს ავხედე და გავუღიმე... – მე , მისი უფროსი სამსახურის გარეთ ვარ ბაჩო... აბა მე იქ ვინ მაუფროსებს... ოდნავ გამკაცრებული სახით გახედა მეგობარს დათომ და ხელი მომხვია... ** სახლში მარტო დავრჩი თუ არა ფიქრში გადავვარდი.... მთელი ბავშობა ისე გავატარე, მხოლოდ მშობლების აზრებით და სურვილებით ვცხვრობდი..სკოლის დამთავრების მერე სწავლის გაგრძელებაზეც კი ჩემს ნაცვლად გააკეთეს არჩევანი. მე როგორც დამჯერმა გოგომ, არც აქ გამოვხატე წინააღმდეგობა და ისე დავამთავრე უნივერსიტეტი ერთხელაც არ დამიწუწუნია. მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემთვის აბსოლუტურად არ იყო საინტერესო.... მთელი ბავშობა დედაჩემის კალთაზე გამოკერებული ვიზრდებოდი, მარტოს წასვლა, მხირულება არასოდეს შემეძლო.. ჩემთვის არ არსებობდა არც მეგობრის დაბადების დღე, არც ექვსკურსია და არც უბრალოდ გართობა.. მერე როცა მამა გვერდიდან გამომეცალა, მივხვდი რომ რაღაცა დიდი დავკარგე. ისეთი დიდი რომ ტკივილმა წამიღო.. დიდი ხანი ვიყავი დეპრესიაში.... ერთ დღეს გამოღვიძებული მივხვდი რომ აზრი არ ქონდა ამაზე ასე გასაჯაროვებულად დარდს,, გულში უნდა მტკიებოდა.. მაშინ უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი რომ ცხოვრებას ავყვებოდი, რომ ფეხს ავუწყობდი და უკან არ ჩამოვრჩებოდი.... ახლა სწორადაც რომ ეს დრო იდგა.. ახლა უნდა გამეკეთებინა ყველაფერი ჩემი ბედნიერებისათის.. ვიცოდი რომ დათოსთან მიმართებაში სისულელეებს ვაკეთებდი მაგრამ არც ამაზე ვიყავი წინააღმდეგი, ახლა ისე მჭირდებოდა სითბო და ვინმეს გვერდით დგომა... ახლა როცა დედაჩემს ერთი წამითაც არ ვახსენდებოდი...ტელეფონი ავიღე და სოფელში დავრეკე.. – ნანუკა.. როგორ ხარ დედა?– მონატრებულმა ხმამ გულში დამიარა და გამეღიმა, ყველა ტკივილი ერთიანად დამავიწყდა თითქოს.. – კარგად ვარ.. მისმინე რაღაცას გეტყვი და არ გადაირიო... – მოხდა რამე? – მოხდა. სამსახურიდან წამოვედი, მაგრამ ამაზე არ იდარდო, ხვალიდან სხვა სამსახურში გავალ... თქვენ არაფერი მოგაკლდებათ.. ნინო როგორააა? ვეცდები რომ ჩამოვიდე რამოდენიმე დღით... – კარგს იზავ, ძალიან მოგვენატრე... ცოტა ფულიც გამოგველია.. ნინოს ახალი ტანსაცმელი უნდოდა და... – არაუშავს დედა, ვეცდები რომ წინასწარ ავიღო და გადმოგიგზავნით, მანამდე როგორმე გაიტანეთ თავი.... ნინოს აკოცე, ძილი ნებისა... ტელეფონი მაგიდაზე დავაგდე და ნერვიულად მოვისრისე შუბლი.. ცემლებს გასაქანი მივეცი, გულს ისე სჭირდებოდა დაცლა ამ ყველაფრისაგან... როგორც ყოველთვის ახლაც არ ახსენდებოდა დედაჩემს ჩემი არსებობა... არც კი არ დაინტერესდა რატომ წამოვედი სამსახურიდან, ან სად ვიწყებდი მუშაობას... ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მწარე და ტკივილიანი სიმართლე იყო. რომელიც ბავშობიდან ხმის ამოუღებლად მტკიოდა. შინაგანად მტეხავდა და მანგრევდა. ხელს მკრავდა, მაგრამ ამავდროულად ახალ ძალას და იმედს მძენდა.. ცხოვრება ჩემს დაჩოქებას ცდილობდა თაზოს სახით...მაგრამ დათოს ძალით ისევ ფეხზე მაყენებდა.. ნაწილი მერვე.. ცხოვრება ხომ ასეთი რაღაცააა, ერთხელ თუ შეგატყო რომ დაგაჩოქა მერე აღარ გინდობს. ან ფეხი უნდა აუწყო ან უნდა დაემორჩილო.... არ ვიყავი მე ის გოგო ცხოვრებისათვის რომ წინააღმდეგობა გამეწია.... საწოლში შევწექი და ბალიშს მაგრად შემოვხვიე ხელები.. დილით იგივე პოზაში გამეღვიძა..ადგომის თავი არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი რომ დათო აუცილებად მომაკითხავდა, დღეს ახალ სამსახურში გავდიოდი და სხვა გზა არ მქონდა... ფეთინივით წამოვხტი ზეზე და სააბაზანოს ვეცი..უკვე ცხრა ხდებოდა, კარზე ზარის ხმა რომ გავიგონე და მთელი სინაზით აღსავსე გავეშურე კარის ასაღებად. გაღებულ კართან სახტად დავრჩი, ჩემს წინ ბაჩო იდგა და მიღიმოდა.. – მზად ხარ, რომ წავიდეთ? – მზად ვარ, სიმართლე რომ ვთქვა დათოს ველოდი... – ხო, მაგრამ დაურეკეს და წავიდა... გეწყინა მე რომ მოვედი? – არა რას ამბობ ბაჩო... უბრალოდ არ გელოდი.. ახლავე, ჩანთას ავიღებ და წავიდეთ.. მანქანაში ჩავჯექით თუ არა მუსიკა ჩართო და გამომხედა. მინდოდა რაიმე თემით დამეწყო საუბარი საიდანაც მარტივად გადავიდოგი დათოსკენ.. – დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ შენ და დათო?? – საკმაოდ.. რაც მაღაზიათა ქსელი დაარსდა მის მერე.. ერთი უბრალოდ ბიჭი ვარ. მშობლები მე არ მყავს და ოჯახი შევეცოდე და თავისთან წამომიყვანა სამუშაოდ.. – თავისთან , სად არის ეს ბაჩო?.. – აქ რა. მეც ამ მაღაზიებში ვარ. როცა ვინმეს რამე დაჭირდება მავალებენ, ძირითადად ტატოს.. – ანუ მეგობრები ხართ სამივე? – მეგობრები ვართ რა თქმა უნდა, მაგრამ ბატონი დავითი მაინც დისტანციას იცავს ჩემთან კი არა ტატოსტანაც კი... – „ბატონი დავითი“– ისევ მომხვდა ყურში ეს სიტყვები და გულმა რეჩხი მიყო... ტატოს დიდი ხანია იცნობ? – კი ბავშობიდან, ერთად გაიზარდნენ...ყველაფერში მხარში უდგას... მაგარი კაცია. – და თქვენი უფროსი როგორი კაცია?? – მოულოდნელად დაიბნა და გამომხედა..– კარგი კაცია. ყურადღებიანი და ყველას გვიყვარს.. – მეჩვენება თუ არც ერთს არ გიყვართ უფროსზე საუბარი?? – ხო რაღაცა ამ სტილში, თვითონ არ უყვარს როცა მასზე ვლაპარაკობთ და. შენც ხო გაიცნობ ხოდა მერე თვითონ იტყვი რომ მართალი ვიყავი.... აი მოვედით კიდეც.. ისე მითხრა გეგონებოდათ გულზე ლოდი ეწვა და მოიშორაო.... ბაჩოს გვერდით გულის ფანცქალით მივდიოდი, ვიღაც ბებერს და არაორდინალურ ადამიანს ველოდი კაბინეტში... ჩემდა გასაოცად შავ ტყავის სავარძელში მოკალათებული ტატო დავინახე თუ არა გავუღიმე.. – ოო, ეს ვინ მოსულა. მოდი მოდი, დაჯექი.. – მოიცადე. შენ რას აკეთებ აქ? – ვმუშაობ... ნანუკა, რატო მიყურებ ასე გაოცებული?? – შენ ხარ უფროსი?? – არა გოგო. რა მე... მოადგილე ვარ.. მეწილეც.. – ვაააა, შენ რა მაგარი ვიღაც ყოფილხარ ტატო... უფროსთან უნდა შემიყვანო? – არააა. დამშვიდდი , მასთან რა გინდა. უკვე ყველაფერი მოვაგვარე. და იცის რომ ახალი მენეჯერი ამყავს... – რა კარგია, ტატო ვნერვიულობდი... რავიცი რო არ მოვწონებოდი ... დათო აქ არ მოდის ხოლმე??? – მოდის მოდის,, გვიან მოვა.. გინდოდა რამე? – არა ისე... სკამიდან წამომაყენა და ხელი მომხვია,, ახლა ყველაზე მეტად ვგრძნობდი რომ ძლიერი ვიყავი... თანამშრომლები სათითაოდ გამაცნო და დერეფნის ბოლოში პატარაა ოთახისაკენ წამიყვანა.. კედელზე დიდი ასოებით ეწერა ჩემი სახელიდ და გვარი.. ქვეშ ჩემი თანამდებობაც მიეთითებინათ. გაოცებულმა გავხედე ტატოს და თვალი ჩამიკრა.. – აბა რა გეგონა.. გეუბნებოდი მაგარ სამსახურს გთავაზობთ თქო.. გოგო მენეჯერი ხარ კონსულტანტი კი არა.. ხო იცი ახლა ბევრი საქმე გექნება ნანუკა და არ მინდა შემარცხვინო მე რა?!– დათო არ შეარცხვინო .. – არა რას ამბობ ტატო, მაქსიმალურად ვეცდები რომ ყველაფერი კარგად გავაკეთო... არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო... – მადლობა დათოს გადაუხადე -ღიმილით მოთხრა და კაბინეტის კარი შეაღო.. ** სახლში გადაღლილი მივედი მაგრამ ემოციებს ვერ ვფარავდი.. ასეთი გარემო ასეთი ხალხი , ალბად ამაზე კარგს ვერაფერს წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებაში...დაწოლას ვაპირებდი რომ მოკლე ტექსტური შეტყობინება აკიაფდა ჩემს ტელეფონზე... გაოცებულმა დავხედე ეკრანს და კარისაკენ წავედი... ჩემს წინ ყვავილებით , და შამპანიურით ხელში იდგა დათო... ვნება მორეულმა გამიღიმა... ისე შემოვიდა შეიგნით არაფერი უთქვამს.. ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და ცერად გამომხედა.. – რა ხდება?– სიცილით ვკითხე და დოინჯი შემოვიყარე... – არაფერი. იმ საქმის დასასრულებლად მოვედი გუშინ რო დავიწყეთ... – და გუშინ რომ არაფერი დაგვიწყია? – არა?? მოიცადე გაგახსენებ, გუშინ მე და შენ საძინებელში .. – დათო . კარგი. ვსიო საკმარისია, ნუ მახსენებ... – რატომ? მე ჯერ არც დამვიწყებია.. არა შენი სიხალოვე არ მაძლევს დავიწყების საშუალებას ნანუკა... ხელები წელზე მაგრად შემომხვია და გულზე მიმიკრა.. ვიცი ახლა ფიქრობ რომ თაზოსგან არაფრით განვსხვავდები, მაგრამ მიყვარხარ.. ჯიბრზე მექცევი მგონი ასე რომ ჭკუიდან გადამიყვანო არა?? ხან მეფერები ხან ხელს მკრავ.. – მოდი სხვა დროისთვის გადავდოთ ეს ყველაფერი.... – კარგი, როგორც გინდა– უმალ გამიშვა ხელები და საკმაო გაოცება აღიბეჭდა ჩემს სახეზე... აივანზე ვიჯექით და ცივ შამანიურს ცივ ამინდში გემრიელად მივირთმევდით... აქამდე არასოეს დამელია. თუ ერთ ჭიქა კახურ ღვინოს არ ჩავთვლით.. ისიც მხოლოდ ახალ წელზე ხდებოდა... თვალები მაგრად დავხუჭე და თავი გვიქნიე.. მხვდა რომ წესრიგში არ ვიყავი.. გავუღიმე და თმები ცალ მხარეს გადმოვიყარე... – გავიყინე.. არ გინდა ჩემსკენ მოხოხდე?? – მოვხოხდე? მერე რის უფლებას მომცემ? – ჩახუტების... მაგრად მაგრად ჩამეხუტე .. მე თავს დაგადებ და გავიტრუნები... – მარტო ჩახუტების?? მოხოხდე იმიტომ რომ ჩაგეხუტო?? ჩემმა ხელებმა რომ უფრო მეტი მოინდომონ? – მეტი რამდენია? – მხოლოდ ჩახუტება და კოცნა..მეტი არაფერი..... – გითხარი ეგ ჩემს ხელებს უთხარი–ტქო... – ვეტყვი ვეტყვი.. არ შემეშინდება.... ჰა მოხოხდები თუ არაა...? – ნანუკა მიწვევ, და მერე როგორ... ჭკუიდან მწევ... სწრაფად წამოდგა და ოთახში შევიდა. ჯიბრზე შევყევი უკან. სასმელი საშინლად მათამამებდა.. ზურგიდან შევუცურე ხელები და მკერდზე ნელა დავუსვი, მივხვდი ესიამოვნა... თვალები დავხუჭე და განიერ მხრებზე ვაკოცე.... ხელზე მაგრად მომიჭირა ხელები და თავისკენ შემატრიალა.... გაცხელებული ტუჩები შემახო ქვედა ტუჩზე და ვიგრძენი როგორ ამემღვრა სისხლი ძარღვებში.. როგორ ავიდა ორასამდე ჩემი არტერიული წნევა...ხელები კისერზე ჩემოვხვიე და კოცნაში ავყევი... არა კი არ ავყევი, ვაიძულე რომ თავი დაეკარგა.. ვაიძულე რომ გიჟივით დაეწყო ჩემთვის კოცნა... პერანგის ღილები ნელა გავუხსენი და ორივე ხელი მტაცა ხელზე... უარის ნიშნად თავი გამიქნია მაგრამ იმდენად მქონდა ვნება მორეული, მთელი ძალით ავუქნიე ხელები და მხრებიდან გადავაძრე.. ჩემს ქცევაზე გაეცინა და ნერვიულად გამიქნია თავი... მაისურის ქვეშ ნელა შემიცურა თბილი ხელები და ჩემს რეაქციას ბოლომდე დაელოდა.... მთელი ძალით ავეკარი მკერდზე.... რამოდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან და კედელს ავეყუდე... ორ წუთში მოახერხა ჩემი სხეულის მოშიშვლება და საძინებლისაკენ კოცნაში გართულები გავედით.... არაფერს ვგრძნობდი და არაფერზე ვფიქრობდი, მასთან ყოფნის გარდა.... მომინდა მისი სხეულის სითბო მეგრძნო.. მინდოდა ის ყოფილიყო ჩემთვის პირველი მამაკაცი... მამაკაცი რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობდი, მაგრამ ისე მწყუროდა მისი სიახლოვე როგორც მწყურვალს.... დახელოვნებულივით ვკოცნიდი და შიშველ ზურგზე ვნებიანად ვუსვავდი ხელებს.... უეცრად მოეგო გონს და ხელები გამიშვა... – იქნებ ადრეა ნანუკა.. შენმა მოხოხებამ ხო ხედავ სადამდე მიგვიყვანა.. – ადრე კი არააა უკვე დავაგვიანეთ...– ჩუმად ვუჩურჩულე და ყურთან ვაკოცე.. სანთელივით დადნა, ეს პიკი იყო მისი ვნებების მოზღვავებისა.. ხელში ამიტაცა და საწოლზე ნელა დამაწვინა.. წამში ვიგრძენი მისი გავარვარებული სხეული ჩემს ზემოდან და თვალები დავხუჭე.... ვნების ქარცეცხლში მოქცეული ხმის ამოღებსასაც ვერ ვახერხებდი. იმდენად მსიამოვნებდა მისი ყოველი ქმედება და ქცევა.... დრო და დრო მკოცნიდა მოშიშვლებულ მკერდზე და დაბერილ ტუჩებზე.... მერე კაგა ხანს ასე უხმოდ ვიწექით ორივე...გაოცებულმა მომაპყრო მზერა, შიშველ მხრებზე პერანგი მოიცვა და აივანზე გახურებული გულის გასაგრილებლად გავიდა... ცოტა ხანი ვადროვე და მეც მასთან გავედი.... ჩემ შეხებას არ შეუშინებია ისედაც მელოდა.... – დათო ხდება რამე? ასე რატომ წამოხტი... – იმიტომ, ეს რაც გავაკეთეთ წამიერი იყო შენთვის არა? სასმელმა გაგათამამა ნანუკა? ვიცი რომ არ გიყვარვარ.. არ ვიცი ამ თამაშში რატომ აგყევი.. სისულელე გავაკეთე,.. – არა, ცდები ასე არაა..... – ასეა.. შენ ჩემში გიზიდავს ყველაფერი. ჩემი სხეულში ვნებას გმატებს აღგაგზნებს მაგრამ გულში რა ხდება? იცი როგორ შემიყვარდა ეს შენი უბრალო გაცრეცილი სახე?? შენი ქერა თმები... შენი დაბერილი ტუჩები.... სისულეე გავაკეთე.. ჩვენმა მოხოხებამ ხო ნახე სად მოგვიყვანა... – მის სიტყვებზე გულიანად გადავიხარხარე და თავი მხარზე დავადე.... ცდები. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ. აქამდე მხოლოდ ჩემი მშობლების სიტყვებზე ვცხოვრობდი, ახლა მინდა ისე ვიცხოვრო როგორც მინდა... – და შენი პირველივე სურვილი ეს იყო?? შენი ქალიშვილობა იმ კაცისთვის დაგეთმო ვინც არ გიყვარს და ვისაც ჯერ არ იცნობ წესიერად არა.... ხელები გამაშვებინა და მისაღებში შევიდა... მიკეტილ კარს მივეყუდე და მის დაკუნთულ სხეულს კიდევ ერთხელ ავაყოლე თვალი.... ნერვიულობისაგან შამპანურის ბოთლს სტაცა ხელი და პირდაპირ აიყუდა.. მოთმინების ფიალა ამივსო მისმა ქცევამ. მისკენ წავედი და ბოთლი ხელიდან გამოვგლიჯე.... – ხო ეს თითქმის უცნობ კაცთან გავაკეთე... ხო კარგად არ გიცნობ.. მართალი ხარ შენი ყველაფერი მიზიდავს და ჭკუიდან გადავყავარ. მაგრამ როგორც შენ თქვი ჩემი ქალიშვილობა იმ კაცს ჩავაბარე ვინც ამად ღირდა.. იმ კაცს რომელიც სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდა... ჯერ კიდევ მაშინ როცა მანქანაში ჩამისვა და აკანკალებულ ხელებზე თავისი თბილი ხელები დამადო.... ნუთუ რთულია იმის მიხვედრა რომ მიყვარხარ.. როგორ გგონია შენამდე არ იყო ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი? მაგრამ მათთან არ დავწოლილვარ... შენთან ვიწექი იმიტომ რომ მინდოდა პირველიც და ბოლოც შენ ყოფილიყავი..... – თავი ზღაპარში მგონია უსინდისო ვიყო.. არ მჯერა ამ ყველაფრის რა...– ნერვიუად მოისრისა შუბლი და გულშ ჩამიკრა... მიყვარხარ , ყველაზე და ყველაფერზე მეტად.... შენს მეტი არავინ მჭირდება ნანუკა... არასოდეს მიმატოვო... – გპირდები.... ** დილით მის მკლავზე თავდადებულს გამომეღვიძა.. ნელა გავახილე თვალები და ავხედე. გაშტერებული მიშტერებოდა თეთრ ჭერს და ხმას არ იღებდა.. ვგრძნობდი რომ ამ ყველაფერს ძალიან ნანობდა.. მაგრამ ჩემდა გასაკვირად მე არ მქონდა სინდიდის ქენჯნის გრძნობა.. მე არ ვგრძნობდი დანაშაულს. არ ვთვლიდი რომ ცუდად მოვიქეცი... მახსოვს მაშინ ჯერ კიდევ მეთეთმეტე კლასში ვიყავი, როგორც წესი გოგოები ამ დროს ბიჭებზე ფიქრობენ და ყველას უნდა ყავდეს შეყვარებული, რაღა დაგიმალოთ და არც მე ვიყავი გამონაკლისი.. მიუხედავად იმისა რომ თვალის მომჭრელი სილამზით არ გამოვირჩეოდი, ნუ მე ასე ვთვლიდი, მეც ვცდილობდი მყოლოდა ვინმე ვინც მეყვარებოდა... მაშინ პირველად წავედი ჩემი მშობლების წინაღმდეგ , მოვიტყუე და მასთან შესახვედრად წავედი.. ახლაც კი მახსოვს ის განცდა რა დრეში ვიყავი როცა სახლშ მივდიოდი, მეგონა დედაჩემს კი არა მთელ სამყაროს მოვატყუე და სინამდვილეში ყველამ იცოდა სიმართლე... ახლა არ ვგრძნობდი არაფერს.. ახლა ისე ვიყავი მისი სიყვარულით გაბრუებული რომ სხვა არაფერი მადარდებდა ..არც ის მადარდებდა რას იტყოდა დედაჩემი, არც ის მადარდბა რა იქნებოდა ერთი დღის მერე... ახლა ამ წამს ამ წუთში ვიყავი ბედნიერი, ახლა ყველაფერი სულ ერთი იყო ჩემთვის... წამოვჯექი და ტუჩებზე ვაკოცე.. – წავალ საუზმეს გავამზადებ და მერე წავიდეთ სამახურში– ღიმილით ვუთხარი რომ მოულოდნელად მტაცა მაჯაში ხელი და საწოლშ შემაბრუნა.. – მისმინე,, სანამ წახვალ მინდა რაღაც გითხრა... ნანუკა, ძალიან სერიოზული საქმე მაქვს ნუ იცინი.. – კარგი აღარ ვიცინი, რა ხდება? – მე .. როგორ გითხრა....მე...– კარზე გაბმულმა ზარმა ორივე შეგვაკრთო.. ვიღაცა ჯინაზე არ აპირებდა წასვლას.. ხალათი შემოვიცვი და ჩემს წინ მდგარ ტატოს გაოცებულმა ავხედე. სახეზე ფერი არ ედო.. მთლიანი ტანით ცახცახებდა.... – დათო აქააა?– – რა მოხდა ტატო, შემოდი... – გაოცებულმა დავუთმე გზა... დაუკითხავად შევარდა საძინებელში და დათოს გამყინავი მზერა მიაპყრო.... ისიც თითქოს უთქმელად მიხვდა ყველაფერს... – რა ხდება არაფერს მეტყვით?– აცრემლებული ჩავერთე საუბარში და დათო განზე გავწიე... – ნანუკა, შენ სამსახურში წადი მე.. მერე მოვალ და გეფიცები ყველაფერს მოგიყვები... – კარგი...– შეშინებულმა ჩავიფრუტუნე და ლოყაზე ვაკოცე... ** მთელი დღე ადგილს ვერ ვპოულობდი. ჩემს ჯინაზე ამ დღეს მოუნდა ყველას ჩემი გაცნობა და უამრავი ადამიანი შემოდიოდა, ყველა ათასგვარ სისულელს მეკითხებოდა და მეც გაღიმებული ვასუხობდი... უკვე ოთხი ხდებოდა ოთახიდან გასვლა რომ მოვახერხე და პირდაპირ ტატოსკენ წავედი.. გული საშინელებას მიგრძნობდა, დილის მერე დათოს გათიშული ტელეფონი კარგზე არაფერზე მეტყველებდა.. შეღებულ კარში ხმამაღლა საუბრობდა ტატო თავის ცოლთან, რომელიც ადგილს ვერ პოულობდა ნერვიულობისაგან... შესვლა დავაპირე ამბის გასაგებად რომ გაგონილმა სიტყვებმა ადგილზე მიმაჯაჭვა.. – ახლა რას ეტყვის ნანუკას?? ტატო ამზე არ ფიქრობთ? ეტყვის რომ მარიამი მისი შვილია? ამ გოგოს ხო აქვს უფლება იცოდეს სიმართლე.. – აქვს და მერე როგორ ხათუ... დილით ნანუკასთან მივაგენი დათოს, ანუ ეს იმაზე მეტყველებს რომ მათი ურთიერთობა უფრო შორსაა წასული ვიდრე მე მეგონა.. ხო იცი დათო რა ტიპია. ქალი თუ არ უყვარს არ გაიკარებს ზედ.. – კარგი ახლა, ისევ დათოს ამართლებ?? ის არ იკმარეთ რომ სიმართლე დაუმალეთ და მძღოლად ასაღებს თავს... ახლა კიდევ მარიამიც დაემატა.ბავშვს როდემდე დამალავს?... – ხათუნა შენ ნუღარ მიშლი ნერვებს რააა... ისედაც ლამისაა ნერვიულობით გამისკდეს გული.. თვითონ მოაგვარებს ყველაფერს.. მე რა უფლება მაქვს რაიმე ვუთხრა.... გაყინული ვიდექი და ვერფერს ვაანალიზებდი. თავი ზღაპარში კი რა სერიალში მეგონა, ბრაზილიურ სერიალში სადაც მოულოდნელად მოვარდნილი ბედნიერება ასე მთვარდება... გამოღებულ კართან ხათუნას ხელში მე შევრჩი და უმალ ეცვალა ფერი სახეზე, ქმარს გახედა ყველაფერი ცუდადააო და ჩემს სანუგეშოდ გამოიწია რომ უკან დავიხიე. ნერვების აუტოკებლად წავედი ჩემს ოთახში, ჩანთას ხელი დავტაცე და შენობიდან გავედი.... რა აზრი ქონდა ახლა რაიმეს კეთებას და გლოვას. გამიგონია არ ღირს ისეთ პრობლემაზე ნერვიულობა რაც მოგვარებადია, და რაც არ მოგვარდება მითუმეტეს რატომ უნდა ინერვიულოო. ახლა მეც ასე ვიყავი.. გარეთ საშინლად ციოდა... ტელეფონი გავთიშე და ხელები ჯიბეებში ჩავიყავი... ერთადერთი სადაც მისვლა მინდოდა ეს თინა ბებია იყო... მაშინვე დავურეკე და სახლთან მდებარე წიგნის სახლში დამინიშნა შეხვედრა... ** გათოშილი შევედი თუ არა თინას დავუწყე თვალებით ძებნა, ბევრი დრო არ დამჭირვებია.. დავინახე თუ არ მისკენ წავედი და მაგრად ჩავეხუტე.... უთქმელად მიხვდა ჩემს ტკივილს სკამი გვერდი მოიდგა და თავზე მაკოცა.. – შენი ტკივილის მიზეზი დათოა?– უმალ მკითხა და გაოცებულმა ავხედე... – რა იცით თქვენ? – ვიცი, შენს დასაცავად რომ მოვიდა მაშინ მითხრა რომ უყვარდი... ნანუკა ბებო, რატომ არ მითხარი რომ დათოს ხვდებოდი.. ჩვენ ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს.... – არც კი ვიცოდი ვინ იყო თინა ბებია, დამიმალა მითხრა რომ მძღოლი იყო. უბრალო ჩემნაირი ადამიანი.. – შენ უბრალო არ ხარ გოგო– გაბრაზებულმა მითხრა და წელში გამასწორა.. შენ ოქროს გოგო ხარ. საუკეთესო.... ასე მეტჯერ აღარ თქვა.. რა გატირებს ახლა, იმაზე ტირი რომ გაიგე მდიდარია?? – არა იმაზე ვტირი რომ შვილი ყოლია... ესეც დამიმალა.. შვილი ყავს თინა ბებია... – რა მოხდა ბებია.. ქალები ოჯახებს ანგრევინებენ კაცებს და მერე თუ დასჭირდათ მათ შვილებსაც იყვარებენ და შენ რა დაგემართა... შენს დასაცვად იყო, განაცხდა აიყვარსო,.. ესეიგი ცოლი არ ყავს ბებია.. – არ მინდა მისი ნახვა. დამაჯერა სიყვარულში დამაჯერა რომ ოცნებები ხდებოდა.. დამაჯერა და ახლა გული მატკინა.. – კი არ დაგაჯერა ეს შენ დაიჯერე. ქალები ასეთები ვართ.. ცალტვინები., ბევრჯერ ჩვენს თავს რაღაცეებში ვაჯერებთ.. ხანდახან ისე გვგონია რაც არ ხდება.. ახლა უნდა იჯდე და ამაზე იტირო? ჯერ მოუსმინე შვილო, აცადე აგიხსნას, თუ ჩათვლი რომ უნდა წავიდეს მაშინ გაუშვი.... მთელი საათი გავატარეთ საუბარშ მე და თინამ.. ჩემი მობილური რეკვას არ წყვეტდა, ბოლოს იძულებული გავხდი ისიც თინას დაჟინებული თხოვნით მეპასუხა.. – ერთ საათში ჩემთან მოდი– ხმამაღლა და გასაგებად ვუთხარი და გავუთიშე..(8) ნაილი მეცხრე... სახლთან მისულს დათო უკვე იქ დამხვდა.. მზერა ავარიდე და კიბეებს ნელა ავუყევი.. ვიგრძენი როგორი მძიმე აბიჯებით მომდევდა უკან.. გასარები ფრთხილად გადავატრიალე და ჩაბნელებულ სახლში შევედი... კარი მიკეტა თუ არა მაშინვე მკლავში მტაცა ხელი, მაგრამ წინააღმდეგობა გავუწიე. განადგურებული შევედი სამზარეულოში და შუქი ავანთე.. ჩემი სახის დანახვაზე თვალები ცრემლით აევსო.. წარმომიდგენია როგორი დასანახი ვიქნებოდი, ტირილისაგან დასიებული... – ნანუკა , აგიხსნი, ყველაფერს აგიხსნი, გთხოვ, მომისმინე... – გისმენ– ჩუმად ამოიკნავლე და ცრემლები გადმომცვივდა... – ნუ ტირი, ოღონდ ნუ ტირი გევედრები.... – მისი ამიხსენი , მოყევი ჩემი დამცირების დამბავი, ჩემი გასულელების და გაშტერების.. ბატონო დავით.. – როგორც ჩანს ესეც გაგიგია... ხო ასეა, არ ვარ მძღოლი, მე ვარ მეპატრონე, იმ მაღაზიათა ქსელის. მაგრამ არ მინდოდა გცოდნოდა. მინდოდა ჩემში ჩემი ბუნება და სულიერება შეგყვარებოდა, და არა ჩემი თანამდებობა, და ჩემი ფულები ნანუკა... – მე ვგავარ ასეთ ქალს? რომელიც ასე ფულზე ნადირობ??? – არც ის გავდა გესმის??? არ გავდა. არც ერთი ქალი არ გავს ისეთს რომ ამას ასე წამებში მიხვდე.... – ვინ ის? ვინააა ის? შენი შვილის დედა?? – ხო, ჩემი შვილის დედა...ახლა ყველაზე მეტად მჭირდები. გევეცდრები ახლა არ მიმატოვო, შენი გვერდით დგომა ისე მჭირდება როგორც ჰაერი... – არა დათო.. არ შემიძლია.. ყველაფერი ეს , არ ვიცი ზღაპარია თუ რა ჯანდაბაა.. ყველაფერი ამომიტრიალდა.... – ახლა არ დამტოვო..– ლამის ხვეწნად გადაიქცა და ჩემს წინ მუხლებზე დავარდა.. თავი კალთაში ჩამიდო და პატარა ბავშვივით აქვითინდა.... -დილით აქედან რომ წავედი, საავადმყოფოში მივედი, ამ წუთას გამოვედი იქიდან, როცა ტატომ მითხრა სიმართლე გაიგოო... არ ვიცი შენ რას გააკეთებ მაგრამ მე ისევ უკან ვბრუნდები ნანუკა.. იქ ჩემი შვილი დავტოვე, სიკვდილს რომ ებრძვის, ახლა მისი ხელი რომ უნდა მეჭიროს და მე შენთან რომ წამოვედი.. ჩემი პატარა მარიამი სულ სამი წლისააა.. გულის მანკით დაიბადა. ძალიან ცუდადაა, არ ვიცი რამდენი ხანი იცოცხლებს.. – ვერ გავიგე?– ძლივს მოვბი სიტყვებს თავი და ფეხზე წამოვდექი... შენი შვილი ცუდადააა??? ღმერთო რა დავაშავე.. დედამისი სადააა? – არ ვიცი, სამი წლის წინათ მიმატოვა. სამშობიაროდან გამოვიყვანე თუ არა მეორე დღესვე მიგვატოვა მეც და მარიამიც... წერილში გასაგებად გვიხსნიდა რომ შვილი მისი სამე არ იყო.. მისი მიზანი კარიერა იყო.. წავიდა და ერთი კვირის ბავშვით ხელში დამტოვა ნანუკა... – არ შემიძლია ამის მოსმენა.. დათო, წადი. წადი ბავშვთან. თუ საჭიროდ ჩავთვლი მე თვითონ მოვალ შენთან.. ახლა არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე და რა გავაკეთო... წადი დათო.. რამოდენიმე წამით იდგა თავდახრილი ჩემს წინაშე, მერე ადგა და უხმოდ წავიდა..კარების დაკეტვის ხმასთან ერთად, ჩემი გულიც დაიკეტა.... კარგა ხანს ვიჯექი ას გახევებული. მერე ტელეფონმა შემაკრთო.....დაახლოებით ათი წუთი ვიჯექით მე და ტატო ერთმანეთის პირისპირ ჩუმად, ბოლოს დუმილი მან დაარღვიაა.. – ყველაფერი 5 წლის წინათ დაიწყო... მაშინ საქმე ახალი დაწყებული გვქონდა.. ოცდაათი წელიწადი ხო არც ისე ბევრია.. გვიქროდა.. გვიხაროდა. აღებულ ათასეს ქალებში ვხარჯავდით... ერთ ასეთ დრეს დათო შემთხვევით გადაეყარა თიკას... ვიგრძენი რომ მის მიმართ გულგრილი არ იყო.. მერე მისი სიმპატია გრძნობაში გადავიდა. ერთი შეხედვით თიკა ძალიან უბრალო და არაფრის მთქმელი გოგო იყო.. ისიც კი მიკვირდა დათოს თავი როგორ შეაყვარა თქო.. – ამას რატომ მიყვები? ეს რაში მჭირდება ამიხსენი რა.. გაბრაზებულმა შევხედე ტატოს და ფეხზე წამოვდექი რომ დივანზე ძალით დამსვა.. – ამას იმიტომ გიყვები რომ იცოდე რას გრძნობს ახლა დათო. როგორააა, და რა სტკიოდა მაშინ , როცა შენ ბედნიერი იყავი... – შენ იცი რას ნიშნავს როცა ერთი კვირის ბავშვით ხელშ მიგატოვებს ცოლი, რომელზეც ჭკუას კარგავდი? გაიგებ რომ უფრო ფულიანში და მაგარ ტიპში გადაგცვალა? შენ თავს ვინ ჩივის ბავშვსაც რომ დაგიგდებს და მიგატოვებს, როცა არ იცი როგორ გაზარდო შვილი, ხელში ჭერაც კი არ იცი.. მთელი ნახევარი წელიწადი სახლში იჯდა და შვილს უვლიდა... მერე ერთ დღეს მარიამი ცუდად გაგვიხდა, მაშინ რვა თვის ხდებოდა, ექიმებმა თანდაყოლილი მანკი დაუდგინეს.. იმის მერე ყოველ თვე, ყოველ დღე , წუთს და წამს ხელებში გვაკვდება ბავში ნანუკა.. სანამ ოთხის არ გახდება პერაციას ვერ ვუკეთებს, საბედნიეროდ მანამდე სულ რამოდენიმე კვირა დარჩა... ამიტომ ამაღამ ოპერაციას უკეთებენ მარიამ.. – დათოს არაფერი უთქვამს.. – და მოუსმინე რომ???? – როცა მითხრა რომ გაგიცნო. რომ მოგატყუა არ მომეწონა მისი აზრი მაგრამ ახლა ვხვდები რომ სწორად იქცეოდა. ჩემი ბრალია უფრო დაკვირვებული უნდა ვყოფილიყავი. ამის ეშინოდა რომ ხელს კრავდი. როგორ გაუგებდი რომ შვილი ყავდა თანაც ავადმყოფი. მეგონა რომ შენ იმ ტიპიურ გოგოებს არ გავდი ჩვენს გარშემო რომ იყვნენ, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით გეტყვი რომ შენ მათზე უარესი ყოფილხარ ნანუკა– გამწარებულმა გამოსცრა კბილებში და შემოსასველის კარები ხმაურით გაკეტა... ** მთელი ღამე ვწრიალებდი ლოგინში ვერაფრით დავიძინე, საათის ისრები ოთხს უჩვენებდა.. დათოს არც ერთი შემოსული ზარი არ იყო.. ტატოს სიტყვები ჯერ კიდევ მიტრიალებდა, ჯერ კიდევ მტკიოდა სული მისი ცრემლების გახსენებაზე... ხალათი შემოვიცვი და აივანზე გავედი.. ჯერ კიდევ საოცრად თოვდა,,ისევ მსხვილ–მსხვილად ბარდნიდა და ბარდნიდა რაღაცნაირად სიჯიუტითა და დაჟინებით...უკვე რამდენი დღე იყო ასე მშვიდად , ბარაქიანად და ტრიალ–ტრიალით ეშვებოდნენ თოვლის ფანტელები და უხმაუროდ ეფინებოდნენ ყველაფერს..ხეებმა, სახურავებმა თოვლით თეთრად მოიცვეს ყველაფერი... აივნის მოაჯირს იდაყვებით დავეყრდები და სახე ხელებში მოვიქციე.. დიდი ხანი იყო ასეთი თივლი არ მახსოვდა თბილისშ, მოძრაობა რომ არ შეფერხებლიყო ქუჩებს დრეში ორჯერ ასუფთავებდნენ თოვლისგან ... ლამაზი დასანახი იყო თოვლის ქათქათა საფარველში გახვეული ქალაქი... განსაკუთრებით ლამაზი კი ღამით იყო , როცა ირგვლივ სამარისებული , ყრუ, დახშული მყუდროება ისადგურებდა და ნაზი მოყვითალო ფერი ედო გარე განათების შუქზე თოვლს.. ტანზე სწრაფად ჩავიცვი და ქუჩაში გავედი... სულის სიღრმეში მეგონა რომ ვგიჟდებოდი, ჩემი ეს სიმშვიდე მოჩვენებითი იყო, აუღევებელი და უშფოთველი გამომეტყველებით მივდიოდი და თოვლში ფეხებს ვურევდი..ჩემს სულ კი უთქმელი და დაიძლეველ–დაუოკებელი სევდა მძიმე ტვირთად ეჭიდებოდა სულში.. ახლა ამ წუთებში, ამ სიჩუმეში ამ დაჟინებულ თოვაში უფრო მძაფრი , უფრო ცხადი ტკივილივით მწვავე იყო გახსენება, მონატრება და ამ მონატრებით გამოწველი უსაშველო სევდა..ახლა თუკი ვინმე მახსოვდა, თუკი ჩემს ტვინში საერთოდ ვინმეს სახე ტრიალებდა ეს დათო იყო–რომელიც მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში.. ჩემს დაულაგებენ სიმშვიდე მოკლებულ აფორიაქებულ ცხოვრებაში.. წამით გაიელვა მეტეორივით და მერე ისევ მოულოდნელად გაქრა და ჩაქრა როგორც მანამდე იყო. გულს ბაგა–ბუგი გაუდიოდა,, ვხვდებოდი რომ დათო ის კაცი იყო რომელიც ასე მიზიდავდა, რომ ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა და არც ამის მერე იქნებოდა სხვა მამაკაცი.... ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე და ბედზე გამოვლილ ტაქსს ხელი დავუქნიე... ნახევარი საათის მერე საავადმყოფოს კიბეებზე ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა შევსულიყავი თუ არა.. ფეხები უკან მრჩებოდა. ცხოვრებაში პირველად გული და გონება ერთ აზრზე იყო... ღრმად ჩავისუნთქე მერე თვალები მაგრად დავხუჭე და გავახილე თუ არა კიბეებზე სირბილით ავედი.. გონებაში არაფერზე ვფიქრობდი, ვიცოდი ერთ უბრალო აზრსაც კი შეეძლო ჩემო გონების უმალ გადაფიქრება... რეგისტრატურაში ამბის გაგების მერე ტავდაღუნული ავუყევი კიბეებზე მეორე სართულამდე.. დერეფანაში ამაყად შევაბიჯე... სკამზე ნერვიულობისაგან დალეული და მისავათებული იჯდა დათო... ხმაურზე ქვემოდან გამოიხედა.. მოულოდნელად ეცვალა სახეზე ფერი.. ყველაფერს ელოდა ოღონდაც მე არა... ფეზე სწრაფად წამოდგა.. ტირილისაგან მთელი სახე დასველებოდა... ნაბიჯს ვუმატე მისკენ წავედი დამთელი ძალით ჩავიხუტე გულში... ჩემი სითბოს შეგრძნებაზე პატარა ბავშვივით ატირდა... – კარგი , მორჩა..მე შენთან ვარ... – არ გელოდი.. ჩუმად მიჩურჩულა და თვალებში ცამხედა.. – მაგრამ მოვედი, აღარასოდეს წავალ შენგან... – მიყვარხარ ნანუკა.. მიყვარხარ რომ ასეთი ხარ.. – მეც მიყვარხარ... სულ შენს გვერდით ვიქნები. მარიამი კაგად იქნება. მერე ერთად ვასეირნოთ და გავზარდოთ... – მართლა? მართლა მიიღებ ჩემს შვილს?? – შენი შვილი ჩემიც იქნება.. შენ თუ გიყვარს მეც შევიყვარებ... ვეცდები რომ საუკეთესო დედა გავხდე მისთვის... – მაინც გამაცინე.. უკვე მომავალზე ალაპარაკდი ხო ხედავ... – მიყვარხარ და მხოლოდ ამიტომ.... სახე გაბადრული მოდიოდა ჩვენსკენ დაბალი ტანის ლამაზი ქალბატონი, დამინახა თუ არა გაოცება აღებეჭდა სახეზე და დათოს წინ შედგა.. – ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.. გადავრჩით. მარიამს საფრთხე არ ემუქრება.. მორჩა შვილო, ყველა ტკივილი ამ საავადმყოფოს კედლებში უნდა დავტოვოთ, ახლა უფრო ძლიერები ვართ, ექიმს თვითონ გაუკვირდა ასე კარგად რომ გადაიტანა.. ახლა ნარკოზიდან როგორც კი გამოვა მასთან შეგიშვებენ....ქალი მის წინ დაიმუხლა და ნერვიულად დაუსვა თავზე ხელი... – ამის გაგონებაზე რამდენი წელი ვოცნებობდი დედა.. ღამე მელანდებოდა რომ მარიამს სიკვდილის ვაგლიჯავდი ხელიდან... ახლა გადავრჩი.. ჩემი შვილი კარგადაა, არ მჯერაა... – ყველაფერი კარგად იქნება , მთავარია ეს გადაიტანეთ– აცრემლებულმა ვუთხარი და დათოს ჩავეხუტე.მთავარია ბავშვი გადარჩა. ახლა სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. ** ნაწილი მეათე ხათოს გვერდით ვიჯექი და ხმას ვერც ერთი ვიღებდით, ხელი ხელზე დამადო და გამიღიმა.. – მაპატიე. ვწუხვარ რომ ყველაფერი ჩემიდან გაიგე დათოს ნაცვლად..მოკლედ ენა მისწრებს წინ რა... უმჯობესი იქნებოდა, ყველაფერი თავად ეთქვა... – ეგ არაფერი..მაგაზე აღარ იდარდო, ყველაფერი ნათელი იქნებოდა ადრე თუ გვიან ხათო. თანაც მივხვდი რომ ამის გამო დათოს ვერ მივტოვებ, ეს ერთადერთი იმედია ჩემი ცხოვრების , მის გვერდით მე ისეთი კარგი ვარ, როგორ გითხრა ისეთი ძლიერი და დაცული .. ეგოისტი ვარ არა? მას კი არა ჩემ თავს ვერ ვიმეტებ ტკივილისათვის..იმდენად კარგია, იმდენად სუთა, თავს სასურველად ვგრძნობ..ჩვენს საუბარში მოულოდნელად ჩაერთო ტატო და ღიმილით მითხრა დათო გელოდება პალატაშიო.... გაოცებულმა ავხედე. ნელა წამოვდექი ფეხზე და გულგახეთქილი წავედი პალატისაკენ.. კარი ფრთხილად შევაღე და ცრემლებმა უმალ დამიმალა თვალთახედვა.. მეგონა ჩემს წინაშე ბავში კი არა პატარა ანგელოზი იწვა... ქერა კულულები მხრებზე ბალიშზე უხვად ეყარა... დიდ მწვანე თვალებს ისე აბრიელებდა რომ სურვილი გამიჩნდა მისი გულში ჩაკვრის..დამინახა თუ არა გამიღიმა და მისკენ წავედი.. საწოლის წინ მუხლებზე დავდექი და მიდი სათუთი ხელი ტუჩებტან მივიტან. ჯერ კიდევ არ ედო სახეზე ფერი.. ვენაზე მიმაგრებული წვეთოვანი გულს მისერავდა.. ცრემლები დავუმალე და თავი დავხარე... – რა საყვარელი ხარ , ჩემო პატარავ– ჩუმად ვუთხარი და ფუშფუშა ლოყაზე შევახე ტუჩები... – მე მარიამი მქვია. –გაოცებულმა მითხრა და ხელი სახეზე დამისვა. მამამ თქვა შენზე ნანუკაო.. – აასეა. მე ნანუკა მქვია.. – ჩემი მეგობარი იქნები? – ვიქნები შენ თუ გინდა ვიქნები ჩემო ლამაზო.... ახლა უმჯობესია დაიძინო კარგი? მე და მამიკო აქ შენს გვერდით ვიქნებით.. შენ დაიძინე, ძალიან მალე კარგად გახდები და მერე ბევრი ვისეირნოთ .. – კარგი– ღონე მიხდილმა ამოიფრუტუნა და ძილმა წაიღო... დივანზე გვერდიგვერ ვიჯექით.. თავი ტავზე მომადო და ხელი წელზე შემომხვია... – მეგონა რომ აღარასოდეს მოხვიდოდი ჩემთან... – შეცდი, უშენოდ ვერ გავძელი ხო ხედავ..ასე ადვილია მიატოვო კაცი რომელიც გიყვარს??? – მეგონა რომ ამას შეძლებდი ნანუკა.. არ ვიცი ასე როგორ შემიყვარდი...მარიამს შენზე მოვუყევი, ვუთხარი რომ მიყვარხარ.. იცი რა ქნა? – გაიცინა.. ისე საყვარლად იცინოდა.. მითხრა მეც მიყვარს ბაღში ერთი ბიჭიო... უკვე დიდი გოგო მყავს.. – გვყავს. დიდი გოგო გყვავს დათო.. მინდა რომ მარიამი ჩემი შვილიც იყოს.. მინდა მივიჩვიო და ჩემად ვიგულო.. – ამისათის იცი რა არის საჭირო? – რა? – რა და ცოლად უნდა გამომყვე.... – გამოგყვები, ოღონდ ცოტა უნდა მაცადო.. ჯერ მინდა მარიამთან ურთიეთობა მოვაგვარო, კარგად გამიგე. არ მინდა მერე გამიუცხოვდეს, თუ ვიმეგობრებთ ასე უფრო ადვილად დავიკავებ მის გულში ადგილს... ** ერთი კვირის შემდეგ მარიამი საავადმყოფოდან გამოწერეს და მისი მონახულება სახლში დავიწყე.. ჩემი დღის რეჟიმი იმაზე უფრო რთული იყო ვიდრე წარმომედგინა, დილიდან საღამომდე სამსახურში ვიყავი. მერე ბავშვთან მივრბოდი და გადაღლილი ვბრუნდებოდი უკან ლამის შუაღამისას.. უკვე რვა ხდებოდა ტელეფონი რომ აწკრიალდა ვიცოდი მარიამი იყო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად თინა ბებია მირეკავდა.. – თინა ბებია როგო ხართ?– გაღიმებულმა ჩავძახე და ადგილზე გავიყინე როცა თინას ნაცვლად თაზოს ხმა გავიგონე.. – ნანუკა ბებია ცუდადაა. შენი ნახვა უნდა.. – არ მჯერა... – გეფიცები,მართლა ცუდადაა.. დაელაპარაკე. მიდი.. – კარგი.. – ნანუკა ბებია როგორ ხარ? შენი ნახვა მინდა.. მინდა რაღაც გაგანდო, იქნება დღეს მოსულიყავი... – კარგით მოვალ, ახლავე გამოვალ, ოღონდ არსად გახვიდეთ რა სახში დამხვდით... – არა ბებია, სახლში ვიქნები.. ნერვიულობამ მაშინვე ამიტანა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებია. აუღელვებლად ჩავალაგე ჩანთაში წასაღები საბუთები და შენობიდან გავედი. უკვე მომლოდინე ტაქსში ცავჯექი და გულზე მაგრად მივიჭირე ხელი რომელიც შიშისაგან და ემოციებისაგან მიფართხალებდა... უზარმაზარი ჭიშკრის წინ ვიდექი და ვერ გამებედა შესვლა. ბოლოს მაინც დავრეკე ზარი და თინას მოლოდინში თაზომ გამიღო კარი.. – ვაააა. ეს ვინ მოსულა. როგორც ყოველთის სექსუალურად გამოიყურები... – ახლა შენი სუსულელეების მოსმენისათვის არ მცალია.. – უყერ ერთი ამას რა– სიცილით დაიძახა და ეზოში შემათრია.. გოგო შენ გაბლატავდი თუ მეჩვენება ? – თაზო, ნუ თმაშობ ჩემს ნერვებზე თორემ... – რა თორემ. შენს კაცს ეტყვი რომ გაწუხებ? მოვა და კიდე საქმეს გამირჩევს.. – მომეშვი რა, მომეშვი..– გაღიზიანებულმა დავუტიე და სახლისაკენ წავედი რომ შემაჩერა და ორივე ხელი მკლავშ მაგრად მომიჭირა.. – ის, ტაბიძე რითი მჯობია? ჩემზე კარგი კოცნა იცის? გახსოვს ჩემი ვნებიანი კოცნა? თავის დასაღწევად გავიფართხალე მაგრამ არ გამომივიდა.. მასთან სექსი მოგეწონა? როგორია?– გაოცებულმა დავაჭყიტე თვალები და ხელები ავუქნიე.. – მანიაკო შენ. ჩემი ცხოვრება შენ არ გეხება და მომეშვი.. შეიგნე... – მითხარი მოგეწონა თქო? – ხოოოო, მომეწონა საკმარისია ?? – ვააა, რა თამამი განცხადებაა ეს. ჩემთან რო არ იცი როგორია სექსი, იმისი როგორ მოგეწონა?? – მეჯავრები ასეთი ავადმყოფი რომ ხარ რა. გაღიზიანებულმა გავეცი პასუხი და გეზი პირდაპირ თინას ოთახისაკენ ავირე... საძინებელში წამლები და საკმევლის სუნი ერთმანეთში ირეოდა... საწოლზე მობუზული იჯდა.. დამინახა თუ არა გამიღიმა და ხელები გამომიწოდა.. მისკენ წავედი და გულში ჩავეხუტე.. – რა საორად თბილი ხარ ბე.. ჩემდა უნებურად ვუთხარი და უფრო მაგრად შემოვაჭდე ხელები წელზე.. საუკეთესო ბებია ხარ .. ყველაზე ყველაზეე კარგი.. – არც ისეთი კარგი შენ რომ გგონივარ ნანუკა... – არა , მაგას ვერავინ და ვერაფერი დამაჯერებს... – მე მინდა დიდი საიდუმლო გაგანდო.. ძალიან ტკივილიანი და სევდიანი, ახლა ასე მგონია სიკვდილი კართან მიდგას და მინდა არსარება ჩაგაბარო.. – მე?? მე ხომ მოძღვარი არ ვარ... – სწორადაც მაგიტომ, მის წინაშე ვერაფერს ვიტყვი, მის წინაშე შემრცხვება... მინდა შენ გაგანდო ის რაც ამდენი წელიწადის განმავლობაში მტკიოდა.... – მაშინ მოვკალათდები– ღიმილით ვუთხარი , ფეხები საწოლზ ავიკეცე და თავი მხაზე დავადე... – როცა გავთხოვდი ძალიან ახლგაზრდა ვიყავი,, ვერ ვიტყვი რომ ჩემი ცხონებული ქმრის მიმართ გრძნობა არ მქონდა, მაგრამ არც სიგიჟემდე მიყვარდა.. ასე იყო თუ ბედს დავყაბულდი და ოჯახურ ცხოვრებაში ჩავერთე.. როცა ჩემი ლეილა სკოლაში შევიყვანე იქ გავიცანი მისი კლასელის მამა, ის ისეთი უცხო შეხედულების , ზრდილი და კულტურული მამაკაცი იყო... გასაოცრია და დავინახე თუ არა ვიგრძენი როგორ ძალიან მგავდა.. ხო იცი ასეთი ადამიანები იშვიათად მოიძებნება ცხოვრებაში შვილო.. მისგან თავის არიდების მცდელობა არაერთხელ მქონდა, მაგრამ რაც უფრო შორს მივდიოდი მისგან უფრ სიახლოვე მინდებოდა.. მივდიოდი და უკან მომყვებოდა მისი თვალები.. მისი აჩრდილი, მისი სული... მერე საერთოდ შევყვიტე სკოლაში სიარული და ჩემს დედამთილს დაყავდა, დილით ადრე ადგომა მოვიმიზეზე.. ერთ დღეს როცა ლეილას დაბადების დღე ქონდა, სკოლაში ტორტის წასარებად მისულს იქ დამხვდა,. თვალებით მანიშნა უკან გავყოლოდი... მაშინ გავაკეთე პირველი სისულელე და სალაპარაკოდ გავყევი... მითხრა რომ ჩემს გარეშე ვეღარ ძლებდა, რომ ვუყვარდი, რომ ყოველ დღე მითვალთვალებდა... რა თქმა უნდა შევიცხადე უარი ვუთხარი.. ეს როგორ მაკადრე თქო.. – მე რატომ მიყვებით ამას?? – თავად მიხვდები, ნანუკა შენ ჭკვიანი გოგო ხარ, ახლა მაცადე სათქმელი ბოლომდე გითხრა.. ბოლოს იქამდე მივედი რომ, ქმარი მივლინებაში გავისტუმრე, ლეილა დედამთილთან ერთად ბაკურიანში და საკუთარ სახლში საკუთარ საძინებელში დავნებდი... ჩვენი რომანი მანამდე გაგრძელდა სანამ ჩემმა შვილმა არ გვნახა ერთად, მაშინ ის უკვე ათი წლის იყო... – ეს როგორ, ხუთი წელი გრძელდებოდა თქვენი სიყვარული? – ხუთი წელი? მე ის ახლაც მიყვარს ნანუკაა.. ის ჩემს გულში მუდამ იქნება.. იცი რამდენი ხანი დამჭირდა იმისათვის რომ ლეილა ამ მდგომრეობიდან გამოსულიყო??? ჩემმა ქმარმა ყველაფერი გაიგოო, მაგრამ მაპატია.. არა იმიტომ რომ ვუყვარდი, იმიტომ რომ მე მასზე შეძლებული ვიყავი... იცოდა რომ სხვა შემთხვევაში განქორწინებაზე უარს ვერ ვეტყოდი..... რამოდენიმე დღის წინათ შენი შეყვარებული იყო მოსული.. მისმა დანახვამ გული ისე ძალიან მატკინა.. მის მერე თვალზე ცრემლი არ შემშრობია, არ გამიცინია.... – დათო რა შუაშია თინა ბებია??? – ეხ შვილო, რო იცოდე ცხოვრება რა მოუთმენელი რაღაცაა.. ასე იცის იმ დროს აფეთქდება როცა არ ელოდები, მაშინ ჩაგირბენს წინ კინოკადრივით როცა ყველაფერი დამშვიდებული და დალაგებული გგონია... დათოს თვალებმა მისმა ლამაზმა სახემ, მისმა სივაჟკაცემ შენი დაცვისას რომ გამოავლინა ის გამახსენა... ჩემი დათო გამახსენა, ჩემი თბილი და დაკარგული სიყვარული... – არა მაინც ვერაფერი გავიგე.. ეს ყველაფერი მესმის რომ გიყვარდათ რომ შვილი არჩიეთ მას, მაგრამ ჩემი დათო, რა შუაშია.. ვერაფერი გავიგე.. – კაცი რომელიც ასე მიყვარდა, ცოცხალი აღარაა ნანუკა.. მახსოვს ყველაფერი მე მათ სახლში ვიყავი... დიდი უზარმაზაი ეზო მწვანეს დაეფარა.. ეზოს შუაში პატარა რკინის მაგიდა იდგა.. ზედ მუდამ იდგა მისი ხელით ნაკეთი მოწნული ვაზა.. სადაც შემოდგომით თვითონ ყრიდა მახმარ ფოთლებს ამბობდა ასე მომწონსო.. გაზაფხულზე ჯერ კიდევ გაუშლელ ვარდის კოკრებს ყრიდა იქ.. წიტელი აგურით ნასენელი სახლი იყო... დახვეული ზის კიბით ადიოდი სართულებზე.. ეს ყველაფერი ისე ლამაზად იყო ნაკეთები რომ როცა პირველად ვნახე იქაურობა თავი ზღაპარში მეგონა.... ყოველ მისვლაზე თითო ვარდ წყვეტდა და თმაში მიკეთებდა..... მისაღებში მუდამ ბუხარი გიზგიზებდა. მის წინ ორი უშველებელი სავარძელი იდგა. წინ დათვის ტყავი ეგო, ამით იწონებდა ხშირად ტავს.. – ერთი წუთით... ეს ყველაფერი ზღაპარია თუ თქვენც ჩემს გაგიჟებას ცდილობთ???? – არა ზუსტად ისეა რაც გაიფიქრე ნანუკა... – ის კაცი დათოს ბაბუა იყო.... მე მისი სახე ახლაც თვალწინ მიდგა.. – თქვენ რა ჯინაზე იგონებთ ამეებს. ასე ყველაფრის სათავეში მე როგორ ვარ???? ამას რატომ მიყვებით?? რას ითხოვთ ჩემგან?? – არაფერს, მხოლოდ ის მინდა რომ დათოს სიმართლე მოაყილინო ბაბუამისის შესახებ.. – დათო რა შუაშია თინა ბებია... – არის. რადგან ვამბობ ესეიგი არის.... ** დილით სამსახურში მივედი თუ არა მაშინვე საქმეს შევუდექი, ვერაფრით ვხვდებოდი რისი გაგება უნდოდა დათოსგან თინას. ანდა როგორ უნდა მეთქვა მისთვის ეს ყველაფერი.. როგორ გამემხილა რას ვითხოვდი და საერთოდ თინა რას ითხოვდა.. დახლებს შორის დავდიოდი და ვცდილობდი შემემოწმებინა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა.. კონსულტანტების კითხვებს გაუაზრებლად ვცემდი პასუხს ... ვერ ვაკავშირებდი ერთად ამ ორ რაღაცას.... – დედა.... მოულოდნელად ვიგრძენი ზურგს უკან ბავშვის ხმა და კაბის კალთაზე პატრა ხელების პოტინი... გაოცებული შევტრიალდი, ჩემს წინ მარიამი იდგა და მიღიმოდა.. დედა...– კიდევ ერთხელ დამიძახა და ფეხებზე შემომეხვია.... – საოცარი ტკივილი ვიგრძენი გულში.. სული მტკიოდა... მუხლებზე დავდექი და გულში ჩავიკარი.... ჩემი ყველა ემოცია ერთმანეთს ერწყმოდა. ჩემი ყველა განცდა ერთიანად იღბეჭდებოდა სახესა თუ გულში... ჩემი სიხარული და ბედნიერება აქ მარიამტან იწყებოდა და მასთან ერთად მტავრდებოდა... მაგრად შემოვხვიე ხელები და ხელში ავიყვანე...ასე რატომ დამიძახე– ბოლოს ძლივს მოვუყარე თავი სიტყვებს როცა თვალებიდან წამოსული ცრემლები პატარა ხელებით მომიწმინდა... – მამას ვკითხე და დაუძახეო .... – მამამ გაიძულა? – არა მე ვაიძულე– სიცილით მითხრა და ხელები კისერზე შემომხვია..ჩემი დედიკო იყავი რა.. – ვიქნები. ჩემო ლამაზო, ჩემო ტკბილო, სადაა შენი მამიკო??? – თავის ოთახშია.... კარზე ფრთხილად დავაკაკუნეთ და შიგნით შევედით.. ბედნიერი თვალები შემომანათა , ფეხზე წამოდგა და ორივე გულშ ცაგვიკრა, მაგრად მაკოცა ტუჩებში და გამიღიმა.. – ჩემი ორი ბედნიერება ხართ თქვენ. დღეს ჩვენი გოგო ოთხი წლის გახდა დედიკო... –ღიმილით მითხრა და თვალი ჩამიკრა... – დღეს? მე რატომ არ ვიცოდი ეს.... – ტორტი უნდა ჩავაქრო იცი?? – ბედნიერმა მომითათნა ხელები თმებზე და ლოყაზე მაკოცა.. შენ ჩაგიქიფრებ დედა... – ჩემო სიხარულო.... როგორ მაბედნიერებს შენი არსებობა რო იცოდე.. ესეიგი დღეს ტორტი გვექნება? – ხო, დიდი და ლამაზი, მამამ თქვა იქნებაო და.. – რადგან მამამ თქვა იქნება ... – ნანუკა. დღეს რვაზე ბერმუხაში ვიკრიბებით. მე და იუბილარი გამოგივლით და მზად იყავი... მინდა ყვეას გავაცნო შენი თავი. ყველამ გაიგოს რომ მიყვარხარ და ჩემი მარიამის დედა ხარ. ასეთი ლამაზი და მოსიყვარულე დედა... (10) ნაწილი მეთერთმეტე.. რვა საათზე ყველანი რესტორანში ვიყავით... მარიამი წუთით არ შორდებოდა გვერდიდან, მისგან იმდენად დიდი სითბო და სიყვარული მოდიოდა მზად ვიყავი ყველაფერზე დამეხუჭა თვალი...... მოულოდნელად გადამიხტა კალთიდან და კარისაკენ გაიქცა... დავინახე როგორ შემოიყვანეს გოგონა ინვალიდის ეტლით და მარიამი გულში აეკრა... გაოცებულმა ავხედე დათოს, მიხვდა რომ იმ წუთს ვერაფერს ვხვდებოდი.. ხელი ჩამკიდა და მისკენ წამიყვანა... აცრემლებული თვალებით ამომხედა და ოდნავ შესამჩვევად გამიღიმა.. – ნანუკა, ეს ჩემი დაა. ნიაკო... – მისი სახის დანახვაზე მეც ცრელი მომერია. მის წინ დავიხარე და მაგრად ვაკოცე ლოყაზე..შენ საუკეთესო ხარ...– ჩუმად ვუჩურჩულე და ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი მოვწმინდე.. – არა საუკეთესო შენ ხარ, რომ ჩვენნაირ გიჟ ოჯახს გაუგე ღიმილით მითხრა და თანაგრძნობის მიზნით ხელი ჩამკიდა...დაჯდები ჩემს გვერდით? – რა თქმა უნდა, სიამოვნებით... მერე მოხდა ის რაც ხშირად ხდება ხოლმე ქართულ ტრადიციულ სუფრაზე, სადღეგრძელოები ლექსად, სიმღერად თუ სევდად, ყველაფერი ითქვა... ათი ხდებოდა მარიამს რომ გავხედე , საწყალი ძლივს ახელდა თვალებს.. მის ქცევაზე გამეღიმა და ჩემი ბავშობა გამახსენდა როცა ახალი წლის ღამეს ჯიუტად ვიმეორდები ხოლმე რომ არ მეძინებოდა და მეც ასე მთვლემდა. დათოს თვალით ვანიშნე წავიყვანოთ თქო... – მისმინე, შენ იყავი აქ. მარიამს მე წავიყვან და მოვალ. ნიაკოც აქაა და ბიჭებიც კარგი?? – კარგი, ოღონდ მალე მოდი.. – გპირდები, მალე– მალე– შუბლზე მაკოცა , მარიამი ხელში აიყვანა და რესტორნიდან გავიდა... მარიამს კი არა მეც სიამოვნებით დავიძინებდი ისე ვიყავი დათიშლი, მეორე მხარეს მჯდომ ხათუნას თავი დავადე და უმალ ვიგრძენი მისი თბილი ხელი ჩემს მუხლზე... ღიმილს ღიმილით ვუპასუხე და ფანჯარაში გავხედე ჯერ კიდევ უხვად მოფარფატე ფიფქებს.... – ვაა, ხატიაც მოვიდა, ხმამაღლა დაიძახა ტატომ და მოულოდნელად შედგა... მის რეაქციით გაოცებულმა გავხედე ხატიას რომელიც ჩვენი ფირმის ბუღალტერი იყო და შამპანიურის ჭიქა კინაღამ ხელიდან გამივარდა.... წამში გაჩნდა ტატო ჩემთან, და ძლიერი ხელები შემომხვია მხარზე... შეშინებულმა ავხედე და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.. ბოკალი ბოლომდე გამოვცალე და ტატოს ზედ ავეკარი.... – ტატო, როგორ ხარ? რამდენიმე დღეა ვეღარ გნახე.. ვაა ხათუ, შენც აქ ხარ?– სანდომიანი ღიმილით წამოვიდა ჩვენსკენ და ხათუნას გადაეხვია..... მერე შემომხედა და გამიღიმა, ნანუკა კი ვნახე, ერთმანეთის მეტს ვერავის ვხედავთ რა...ასე არაა ნანუკა? – ასეა ხატია.. კიდე კაი შენ მაინც გხედავ ხოლმე... – რას მიხუტებიხარ ამ ტატოს, ცოლი უნდა აჭვიანო? – არა, ცოტა შეუძლოდააა და მისი გაყვანა მინდოდა , სანამ დათო მოვა.. – დათო სადააა? რა შუაშია დათო? რამე ხდება და არ ვიცი?? – მე გეტყვით, მის გვერდით მგდომმა დაიძახა თაზომ და გამიღიმა, ჩვენი ნანუკა და თქვენი დათო, როგორც ვთქვა საყვარლები თუ შეყვარებულები თუ ლოგინის მეგობრები არიან.... – რა სისულელეა, და ნანუკას საიდან იცნობ?? – ნანუკა ჩვენთან მუშაობდა.. ბებიაჩემთან ხოდა იქიდან, მინდა გითხრა რომ ძალიან მაგარი გოგოა, სექსუალური და ვნებიანი... – ან გაჩუმდი ან წადი– რაც შეეძლო მშვიდად უთხრა ტატომ და თავის და ხათოს შუაში ჩამსვა... – ავადმყოფია.. აქ საიდან გაჩნდა,ტატო. საიდან იცნობს ხატიას, არააა ასეთ სცენარს ვერც ერთი ბრაზილიელი სცენარისტი ვერ დაწერდა რაც ჩემს თავს ხდება... – დამშვიდდი , დათო მოვა და წახვალთ.. არ მინდა დავურეკო და ავანერვიულო.. აქ იჯექი და არ გატოკდე ნანუკა.. შარს არ ვეძებთ ხო ასეა... ვიგრძენი როგორ შემახო მხარზე ხელი დაშეშინებული ადგილზე შევხტი.. – რა გაშინებს ასე ძალიან არ ვიცი– ირონიულად მითხრა და ადექიო მანიშნა.. – თაზო შეეშვი. პრობლემები არ გვჭირდება, დღეს ბავშვის დაბადების დღეა.. – არანაირი პრობლემა არ იქნება . აი აგერ თქვენს ზურგს უკან ვკითხავ რაღაცას და ორ წუთში გამოვუშვებ... ნანუკა ნუ ბავშბ, ამდენ ხალხში რა უნდა დაგიშაო.. – შენგან არაფერი გაგვიკვირდება... – ასეთი ცხოველიც არ ვარ... – არა? კიდე თავს იზღვევ? – მოდი აქ მოდი, ბევრს ნუ ლაპარაკობ, გაღიზიანებულმა გამოსცრა კბილებში და რამოდენიმე ნაბიჯის იქით გამაჩერა... რა უნდოდა თინას? თავისი ბის შესახებ მოგიყვა? – რა?? რა სისულელეებს ლაპაპაკობ ბიჭო.. – გგონია არ ვიცი? ეგ ამბავი ჯერ კიდევ მაშინ გავიგე არავინ რომ არ იცოდა, ვიცი რომ შენი საყვრლის ბაბუასთან იწვა.... – ჯერ ეგ ერთი თინას ცხოვრება ჩემი საქმე არაა, მეორეც დათო ჩემი საყვარელი კი არა საქმროა.. ან ქმარი როგორც გინდა ისე უწოდე მაგრამ არ შეცდე და საყვარლად არ მომიხსენიო.. – ოოო, რა ბრაზიანი გოგო ხარ ნანუკა... დედაშენმა იცის რომ მაგასთან გორაობ? – ეგ შენი საქმე არაა, ჯერ კიდევ ვერ მიხვდი??? – ვერა... იმიტომ რომ შენთან სულ სხვა სამე მაქვს.. – მაინც??? – მიყვარხარ.. – არ გამაცინო.... ვერ გავიგე?– დაბნეულმა შევუბრუნე კითხვა და ნერვიულობისაგან აკანკალებული ხელები გადავიჯვარედინე.. – რა ვერ გაიგე, მიყვარხარ–თქო.. ამასობაში შემიყვარდი. სანამ შენთან სექსის სურვილით ვიწვოდი შემიყვარდი... არც ისეთი ცუდი ვარ როგორიც გგონივარ.. – მე ჯერ შენი კარგობა არაფერში და არსად არ დამინახავს თაზო. და მეორეც კარგი რომც იყო, მე დათო მიყვარს... – დათო გიყვარს? ეგ რისი მომცემია? მაგას რა შეუძლია, მითხარი მოფერება მაინც თუ იცის წესივრად? – მოკეტე და შემეშვი... ჩემი პირადი ცხოვრების შენთვის განხილვას არ ვაპირებ.. დეგენერატო. გამწარებულმა მივახალე და ხათოს გვერდით დავიკავე ადგილი... ჩემს წინ იჯდა და არც ერთი წამით არ მაშორებდა მზერას. რამოდენიმეჯერ გავხედე ალმაცერად მაგრამ ეს მასზე არ მოქმედებდა.. სანაცვლოდ მხოლოდ ირონიულ მზერას მახვედრებდა... დათო მოვიდა– ტატოს ხმამ გამომაფხიზლა.. სკამიდან სწრაფად წამოვხტი და დათოს მაგრად ჩავეხუტე.. – ნანუკა ეს ახვარი აქ რას აკეთებს, რა უნდა ამას ჩემი შვილის დაბადების დღეზე? – ხატიას შეყვარებული ყოფილა, არ ვიცოდი დათო გეფიცები.. – დამშვიდდი შენ რა შუაში ხარ. რამე ხო არ გითხრა? – არაფერი.. მაგრამ აქ გაჩერება არ მინდა, წავიდეთ რაა.. – წავიდეთ ოღონდ ჯერ ჩვენს შესახებ გამოვაცხადებ ... სუფრასთან ხელჩაკიდებული მიმიყვანა, მთელი ძალით მიკრავდა გულზე. თითქოს ეშინოდა რომ თაზო ჩემს თავს წაართმევდა... ცერემონიულად აიღო ღვინით სავსე ჭიქა და ყურდღება ითხოვა... მოკლედმ ბევრს არ ვილაპარაკებ არც თავს შეგაწყენთ.. მინდა ყველას თვალწინ ქალს რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს ვთხოვო დამთანხმდს და გახდეს ჩემი მეორე ნახევარი.... თავისკენ შემატრიალა და თვალებში ჩამხედა.. ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაძრო და სახეზე ბედნიერი ღიმილლი მოედო... ნანუკა, გამომყვები ცოლად?? – კი.. – ძლივს ამოვიკნავლე და მხურვალე კოცნით დავაჯილდოვე... თაზოს გავხედე, სახეზე ფერი არ ედო, მივხვდი რომ ამას არ ელოდა.. მისი ამღვრეული თვალების ისე მეშინოდა არც კი ვუყურებდი სახეში..... ტატოს რაღაც გადაუჩურჩულა, ნიას გაბარებო გასვლისას მიაძახა ხელი დაავლო და მანქანისაკენ ლამის სირბილით წამიყვანა... მანქანა ჩემს სახლთან შეაჩერა და გამიღიმა... მივხვდი საიტაც უმიზნებდა, თუმცა არც მე ვიყავი წინააღმდეგი... სასმელს უფრო გავეთამამებინე.. მისკენ გადავიხარე, პერანგის საყელოთი ჩემსკენ მოვქაჩე და ტუჩებში ვაკოცე... მერე ყურთან გადავინაცლე და ვნებიაბად ვუჩურჩულე მაღლა ავიდეთ –თქო.. – წყალს დავლევ და მოვალ– სწრაფად მივაძახე და ტანზე გახდილი პალტო სკამზე ვისროლე... – წყალს მეც დავლევ– წამში ამედევნა უკან და კედელზე ამაკრა.... – დათო, აქ არა.. – რატომ? მაინც დამაინც საწოლი გინდა?? – ასეთი ვნებიანი და ფანტაზიორი არ მეგონე,, როცა პირველად გაგიცანი ისეთი მორიდებული იყავი.. – აბა პირველივე ჯერზე მეთქვა რომ შენთან მინდოდა.... კაბის შესაკრავი ნელა ჩამიხსნა და იატაკზე მოწყვეტით დაეცა... – აქ არა თქო– ჯიუტად შევხედე თვალებში და ენა ტუჩებზე გადავისვი... – მაგიჟებ .. აქ და ამ წუთში– თავისას არ იშლიდა... მზერა მაგიდისაკენ გააპარა.. წელზე ხელი მომხვია და ორ წამში მაგიდაზე შემომსვა. მისი ცხელი ტუჩები არ წყვეტდა მოშიშვლებული ყელის კოცნას.... პერანგის ღილებს სწრაფად ვუხსნიდი .. მოშიშვებული მკერდით ზედ ავეწებე და სასიამოვნოდ დავიკრუსუნე.. ჩემი ვნებიანი გოგო– ჩუმად მიჩურჩულა ყურში და მაგიდაზე გადამაწვინა... ** დილით გამოღვიძებს დათო გვერდით არ დამხვდა.. ცარიელ ლოგინს ხელი მოვუსვი და გამეღიმა... ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ასეთი ძლიერი და დიდი სიყვარული შემეძლო.. ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ უფალი ასე დამაჯილდოვებდა.. იატაკზე დაგდებული მობილური მოვიმარჯვე და დათოს მივწერე რომ სოფეში მივდიდოი დედაჩემთან. უმალ დამირეკა და წაყვანა შემომტავაზა მაგრამ უარი ვუთხარი, მინდოდა ყველაფერი გამერვკია დედაჩემთან... შვილი ხდებოდა კახეთში რომ ჩავედი, როგორც ხდება ხოლმე, მეზობლებმა არ მომცეს იმის საშუალება სახლში დროულად მივსულიყავი, ყველას აინტერესებდ ახალი ამბები ჩემზე თუ სხვებზე... დედაჩემი ეზოს ალაგებდა.. დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა და გაყინული ხელები შემომხვია ზურგზე... მაგრად ვაკოცე ლოყაზე და გულში ჩავიკარი.... როგორც ბავშობაში ახლაც აგუზგუზებული ფეჩის გარშემო ვიჯექით და ცეცხლ მოკიდებული შეშის ტკაცუნს ვუსმენდი.... – რა მაგრად თოვს არა?– უცებ წამოიძახა ნინომ და გამიღიმა.. გახსოვს ნანუჩი იმ ზამთარსაც ასე თოვდა ჩვენ რომ ეზოში დიდი თოვლის პაპა გავაკეთეთ.. გახსოვს? – რა თქმა უნდა ჩემო ლამაზო.. სიმართლე რომ ვთქვა რაღაც საქმე მქონდა ტქვენთან და... – შეყვარებული ხარ არა?– ალმაცერად გამომხედა დედაჩემმა და თითზე მანიშნა. გეგონა ამხელა ბრილიანტის ბეჭედს ვერ შეგამჩნევდი? ვინააა?? ფულიანია ხო ასეა? – ეს პრობლემაა დედა?? ხო შეძლებული ოჯახია. დათო ტაბიძე, მაღაზიათა ქსელი ნარცისი მეპატრონეა... – ვაააა. რა მაგარია ნანუჩი, ესეიგი თხოვდები?? – ასე გამოდის, გუშინ შვილის დაბადების დღე ქონდა, ცოლობა მთხოვა და დავტანხმდი.. – როგორ თუ შვილის?– გაბრაზებული ჩამერთო დედაჩემი საუბარში და გამომხედა.. – შვილი ყავს 4 წლის მარიამი.. ისეთი საყვარელია... დედას მეძახის... – შვილიან კაცს მიყვები გოგო ცოლად? 26 წელი იმიტომ ეგდე სახლში რომ შვილიანი კაცის ცოლი დაგერქვას და სხვისი ზარდო??? – ასე ნუ ლაპარაკობ.. მარიამს ასე ნუ უწოდებ. გითხარი რომ დათო მიყვარს და ესეიგი მისი შვილიც მიყვარს.. გასაგებია.. ხო შვილი ყავს მერე რა... – მერე ის რომ, არა ნანუკა ამის უფლებას არ გაძლევ.. – არ მაინტერესებს რის უფლებას მაძლევ, მე უკვე იმაზე მეტი გავაკეთე ვიდრე გგონია.. – მასთან იწექი არაა??? ქუჩის ქალივით მოიქეცი?? – ვიწექი. ჯიბრზე ვუპასუხე და საშინელი ტკვილი ვიგრძენი სახეში... მადლობა რომ გამარტყი... მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა შენი აზრი არ მაინტერესებს... ადრეც ვიწექი, გუშინაც და ხვალაც დავწვები მასთან და ეს ჩემი ცხოვრებაა... – მე შენ ასეთად არ გამიზრდიხარ.. – იქნებ ცოტა მეტი დრო რომ დაგეთმო ჩემთვის, არ გამებედა სხვასთან ასე დაწოლა... – გაბრაზებულმა მივახალე დედაჩემს და დასაძინებლად გავედი.... ** დილით რვა საათზე უკვე ჩემი სახლის წინ იდგა დათოს მანქანა და გადმოსვლას ვერ ბედავდა.. ბოლოს მაინც მოიკრიბა ძალა....როცა კარებში მისი სახე დავლანდე კინაღამ გონება დამებინდა შიშისაგან.... სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ეზოში გავარდი. დავინახე როგორ ესაუბრებოდა დედაჩემი რაღაცაზე. როგორც ჩანდა კმაყოფილი და ბედნიერი სახით შენატროდა დედაჩემი... როგორ მაღიზიანებდა მისი ეს მზერა. მისი ეს ხელების უბრალოდ დასმა ვითომდა სითბოს გამოსახატავად, არავინ იცოდა ეს უბრალო ღიმილი და სითბოს გამოხატვა რამდენჯერ მტკენდა გულს ბავშობაში.. – დათო??– გაოცებულმა დავუძახე და მისკენ წავედი... ფეხის წვერებზე ავიწიე და მის გაბერილ ტუჩეს დავეპატრონე.. – ნანუკა სირცხვილია... – მე არ მცხვენია... ჩემს სიყვარულს ვკოცნი სხვისას ხო არა... – ასეა, მაგრამ მაინც.. მზად ხარ წავიდეთ???? – კი მაგრამ როგორ ასე მალე? შემოდით ერთად ვისაუზმოთ, ნინიკოსაც გავაღვიძებ ახლავე ხომ უნდა გაინცოთ.... – არ მინდა რომ შეგაწუხოთ.. – არ ვწუხდები– თაფლივით დატკბა დედაჩემი და დათოს სულ ხელის კვრით შეაგდო ოთახში... (11) – ნაწილი მეთორმეტე ყოველთვის მაღიზიანებდა დედაჩემის ეს ქცევა. ყოველთვის მიქმნიდა უხერხუობას.. სულ რაღაც წინა ღამით ამის გამო გვქონდა ჩხუბი და ახლა საპირისპიროს აკეტებდა.. დათომ გაოცებულმა გამომხედა და ხელი თამამად შემომხვია წელზე... – ცხვირი გაგყინვია– ღიმილით მიჩურჩულა და თავზე მაკოცა.. – უშენოდ ცხვირი კი არა გული მეყინება დათ... – ჩემი თბილი გოგო. ნანუკა რატომ აქამდე არ შეგხვდი.. რატმ აქამდე არ შეგიყვარე.. თუმცა ბევრი დროც არ დამიკარგავს.. დაგინახე თუ არა შემიყვარდი.... – ხო??? არადა რა მშვიდი ჩანდი.... მეც... – რა შენც...? – დაგინახე თუ არა მომეწონე.. – კარგი ახლა... – მართლა, შენი თვალები ისეთი ლამაზი იყო, თვალი ვერ მოგწყვიტე .. როგორ მინდა მალე– მალე დამერქვას შენი ცოლი.... – რა მოუთმენელი მყავხარ... – აბა ქორწილის მერე რა იქნება? – მოულოდნელად ჩაერთო დედაჩემი საუბარში და ჩვენს წინ მდგარ სკამზე ჩამოჯდა... – როგორ გითხრათ გეგმები დიდია.. მინდა ნანუკასთან და მარიამთან ერთად ცალკე გადავიდე. ალბად იცით რომ შვილი მყავს. მის მიტოვებას არ ვაპირებ... – ძალიან კარგი.. ნანუკა ისე თბილად მიყვებოდა მასზე.. – დედა რა გჭირს? სულ რაღაც გუშინ იყავი წინააღმდეგი შვილიანი კაცის ცოლი გავმხდარიყავი...ამოციებმა წამიერად იფეთქა ჩემში და გაცოფებული წამოვხტი ფეხზე.. – ნანუკა.. ვიცი რომ წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ასეა ყველა დედა... ალბად გამიგებს დათოც , ყველას უნდა მისი შვილისთვის იდეალური... – მე იდეალური არ ვარ. – სწორადაც რომ ხარ. იდეალური ხარ, შენი შვილით და შენი ოჯახით.. იდეალური ხარ და შენზე კარგ ადამიანს ვერსად ვიპოვი.. – საკმარისია, მორჩა. ერთი ნახტომით გაჩნდა დათო ჩემთან და გულზე მიმიკრა... უმჯობესია წავიდეთ რა.. ახლა არ მინდა ცუდად იყო, მინდა მხოლოდ ბედნიერება და სიყვარული მოგიტანო.. – წავიდეთ, მართლა ჯობია.. ჩემს სახლში მივიდეთ იქ ვიყოთ თბილად.. ** ორივენი დივანზე ვიჯექით და ხმას ვერ ვიღებდი, როგორ მეთქვა მისთვის დედაჩემის საქციელის შესახებ, დათოც ჩუმად იყო. ბოლოს ვეღარ მოითმინა თავზე მაკოცა და გამასწორა... – ნანუ, ნუ განიცდი რა, არავის არაფერი არ გვჭირდება.. მე და შენ და მარიამი უკვე ოჯახი ვართ... რო იცოდე როგორ უყვარხარ... – ვიცი დათო, მაგრამ მაინც, დედაჩემის ქცევას ჭკუიდან გადავყავარ. მაგიჟებს რომ შეუძლია ასეთი ცივი იყოს.. უნდა მხოლოდ იმიტომ ვარსებობდე რომ ფული ვუგზავნო... ხო ხედავ როგორ მოიქცა... – დამშვიდდი, მაინც დედაშენია და სხვა გზა არ არის. უნდა უგზავნო კიდეც...მაგრამ არ მესმის ამას შენი და რატომ იტანს? ის ხომ არაა ისეთი როგორიც მანანა? – რავიცი იქნებ ისიც ასეთია.. ჩემი მხსნელი მარტო მამა იყო, მარტო მას ესმოდა ტკივილისა და სიხარულის შესახებ. იცოდა როდის რა მტკიოდა.. – მაგრამ მამა გვერდით აღარ გყავს და მე გყავარ ხო ასეა??? მინდა რომ ჩვენი ერთად ყოფნა მალე დავაგვირგვინოთ ნანუ, აღარ მინდა ლოდინი და ტყუილად გაწელვა, მინდა რომ მალე დაგერქვას ჩემი ოფიციალური ცოლი. ამ სახლიდან წაგიყვანო და ჩვენს ბუდეში ვიყოთ ერთად.. როცა დილით გამაცილებ და საღამოს სახლის კართან ატუზული დამელოდები.... – მიყვარხარ დათო..– კისეზე შემოვხვიე ხელები და მის გულზე გავიტრუნე.. ვიგრძენი როგორ აბედნიერებდა ჩემი სითბო და უფრო გავტამამდი.. ხელები კისრიდან ბეჭებზე ჩამოვაცურე და ავხედე... – ახლა არა.. უნდა წავიდე.. – აღელვებულმა მიჩურჩულა ყურში და ლოყაზე მაკოცა... საღამოს დამელოდე ... – კარგი.... მთელი საღამო დათოს ლოდინში გავატარე... ათი ხდებოდა, როცა კარზე სასურველი ზარის ხმა გავიგონე.. ჩემს წინ დათო და ტატო იდგა.. არც ერთს სახეზე ფერი არ ედო. ხმას ვერ იღებდნენ, ერთმანეთს მშვიდად უყურებდნენ... მისაღებში დივანზეც ერთმანეთის ვერდით ჩამოსხდნენ და ორივემ გაცებულმა შემომხედა.. – რა ხდება აღარ იტყვით?– შეშინებულმა ამოვღერღე და დათოს წინ ჩავიცუცქე... – საშინელება ნანუ.. – რა დათო, რას ეძახი საშინელებას.... – თიკა, დაბრუნდა.. მარიამი წაიყვანა.. სახლში მისვლა ვერ მივასწარი... – კი მაგრამ ეს როგორ? რას ნიშნავს დაბრუნდა და წაიყვანა. მაგან არ მიატოვა ოთხი წლის წინათ?? – ასეა, მაგრამ დედაა დაა... – ასე არაა ძმაო, ცდები... ვუჩივლებთ რომ შენს გარეშე წაიყვანა ბავშვი, ძალიან მარტვად ჩაოვართმევთ დედობის უფლებას– არ ცხრებოდა ტატო.... გასაგებია რომ დედაა. მაგრამ ის დედა მაშინაც იყო როცა მიატოვა ბავშვი... – სასამართლომდე მივა საქმე გული მიგრძნობს მაგრამ მანამდე შვილი უნდა ვიპოვო... ჯერ კიდევ იმედი მაქვს დამირეკავს და მეტყვის სადაცა..... განადგურებული გავედი სამზარეულოშ და ინსტიქტურად შევაერთე ჩაიდანი დენში, ფინჯნები გადმოვიღე და ჩაიას დასხმას შევუდექი რომ დათოს ხელმა შემართო... – არ მიმატოვო რა ამის გამო... – არასოდეს, არც მიფიქრია შენი მიტოვება. ახლა მხოლოდ მარიამზე მეფიქრება.... – დავით ვიღაც რეკავს– ტატოს განადგურებულმა ხმამ ადგილზე მიგვაყინა... მგონი ეგაა ტო. რამოდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ გამომხედა და გამიღიმა... – მარიამთან მივდივარ, ტირის რომ ჩემთან უნდა... – მეც მოვდივარ– ხმამაღლა დავიძახე და ქურთუკს ვტაცე ხელი... – არ ღირს ნანუკა– ტატომ გამაჩერა და თავი გამიქნია.. – ის ჩემი შვილიცააა, და ვერავინ გამაჩერებს... ** კოჯორში უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა დათომ მანქანა და სირბილით შევცვივდით ეზოში. მარიამის ტირილი ჯერ კიდევ გარეთ ისმოდა.... არ ვიცი იმ წუთში რა გრძნობამ გაიღვიძა ჩემში. არ ვიცი რატომ გავითავისე ასე ძალიან რომ ის ჩემი შვილიც იყო... რაღაც ძალა მიბიძგებდა მასთან გავქცეულიყავი და გულში ჩამეკრა, დამეცვა ნამდვილი დედისაგან რომელმაც რამოდენიმე დღის მიატოვა... კიბეები სირბილით ავიარე და ოთახში გიჟივით შევვარდი.. ჩემს დანახვაზე მარიამმა ტირილს უმატავა და სირბილით გამოიქცა ჩემთან.. – დედა – მისმა ხმამ თითქოს გარემო მოიცა, ყურებში გაბმულმა ხმამ გუგუნი დაიწყეს. მუხლებზე დავდექი და მარიამი გულშ ჩავიკარი... – ჩემო პატარა, ჩემო ლამაზო, როგორ ხარ. მარიამ, შემომხედე. როგორ გიტირია ჩემო ლამაზო– მინდოდა ყველა თბილი სიტყვა ერთად მეთქვა მისთის.. – დედიკო, წამიყვანე რა– არ ცხრებოდა და პატარა ხელებს მაგრად მიჭერდა კისერზე... ცხოველივით ეცა დათო მკლავში თიკას და მხოლოდ ახლა შევხედე რაოდენ დიდი იყო მისი სილამაზე... შავი სწორი თმები წელამდ სწვდებოდა.. დიდი სერი თვალები და ქათქათა კანი მის სილამაზეს კიდევ უფრო არაამქვეყნიურს ხდიდა... – როგორ გაბედე ჩემი შვილის ასე წაყვანა.. როგორ გაბედე–თქო.. მტელი ძალით მოიქნია ქალი და დივანზე დააგდო.. – ის ჩემი შვილიცაა დათო– რაც შეეძლო ხმადაბლა და ნერვების მოუშლელეად უპასუხა.. – შენი შვილი მაშინაც იყო როცა მიატოვე. როცა სხვა კაცს გაეკიდე , კარიერის მოსაწყობად.... ფეხებზე რომ შენ გააჩინე.. მარიამს ყავს დედა.. რომელიც უყვარს.. ყავს დედა რომელიც აძლევს სითბოს.. – გასაგებია, ვხედავ, მაგრამ ის ჩემი შვილია მე გავაჩინე... – არ გაბედო გესმის? მეტჯერ შენი შვილი არ უწოდო... შენი შვილია არა? მითხარი მაშინ სად იყავი როცა ხელებში მიკვდებოდა , როცა ოპერაცია გავუკეთე და მის გადარჩენას ღმერთს ვთხოვდი, სად ჯანდაბაში იყავი მაშინ როცა მაღალი სიცხით იწვოდა, როცა მე ღამეებს ვუთებდი. სად იყავი–თქო გოგო... შენ რა დედა გქვია. შენ რა ქალი ხარ. ერთი კვირის შვილი მიაგდე და წახვედი.. იცი შენნაირ ქალს რა ქვია ? ... ზუსტად შენნაირები არიან, თუმცა ერთი განხვავებით. მათ შვილები სახლში ყავთ და ბევრი მათგანი შვილების გამო ბს.... – ასე არაა. აგიხსნი..... დათო– ცემლები ნაკადულად დაედინა სახეზე და გამომხედა... – რა უნდა ამიხსნა რა??!!– ჩხუბიდან ყვირილზე გადავიდა დათო, ნერვიულობისაგან სახე გახურებოდა და ვგრძნობდი რომ ამ წუთში შეეძლო ეს გოგო ადგილზე მოეკლა... – აგიხსნი ეს რატომ გავაკეთე... აგიხსნი რატომ მიგატოვეთ... – ამას ახსნაც აქვს? რა საცოდავი ხარ თიკა, რა ძალიან საცოდავი ხარ. ოთხი წლის წინათ შვილი მიატოვე და ამას მიზეზიც აქვს??? ჩემთან საკმარისად ვერ გაერთე? სხვისი გულიც გატეხე ალბად. შენ ხო თავი მუდამ ყველაზე ლამაზი გეგონა... გარეგნობა კი არა სულიერი სილამაზეა მთავარი , რაც შენ არასოდეს გქონია. მეცოდები რომ ასეთი გულცივი ქალი ხარ. მეცოდები რომ არასოდეს გიგრძვნია შვილის სითბო. რომ არ გინახავს როგორ თქვა პირველი სიტყვა, როგორ გადადგა პირველი ნაბიჯი.... ეს ყველაფერი არ გინახავს, და ეს შენს ცხოვრებაში არასოდეს განმეორდება.... შენ არ იყავი ის ქალი წერილი რომ დამიტოვე, ოჯახი და შვილი ჩემი საქმე არაა და კარიერის მოსაწობად მივდვიარო.. – და შენ არც ერთხელ არ მომძებნე დათო....– ასე გიყვარდი? – უნდა მომეძებნე?? მე ბოზებს უკან არ ვაბრუნებ. ერთხელ მაინც გეთქვა შენი სურვილების შესხებ, იქნებ მე არ გიშლიდი.... ერთხელ გაგენდო,. მაგრამ არა, შენ შვილი დაგიშლიდა, შვილი რომელიც შენს წასვლას გამოეტირებოდა.... – საკმარისია, ეს ჩხუბი და ყვირილი– მორჩა. გამწარებულმა ვიყვირე და მარიმი ხელში ავიყვანე... ჩვენ მანქანაში ვიქნებით.. თქვენ მოაგვარეთ ეს ყვირილის საქმე და მერე გამოდი.. თქვენი თავი თ არა ბავშვი შეიცოდეთ... – ჩემი შვილი აქ დატოვე..– მისმა სიტყვებმა გლის რევის შეგრძნება გააღვივა ჩემში... – მარიამი ჩემი შვილია, და მიმყავს.. მთავარი გაჩენა არაა. მთავარია მისი სიყვარული შეძლო- გაბრაზებულმა მივახადე და ბავშვი გულზე მივიკარი... – მარიამ დარჩი–თქო– მისმა გამყინავმა ტონმა ცრემლი მოადინა მარიამს და უფრო მაგრად მომეკრო ზედ.. – დედიკოსთან მინდა. დედას გავყვები მამა რა– ტირილით ამოისლუკუნა და დათოს თანხმობაზე უფრო მაგრად ჩამეხუტა... – ესეიგი ჩემი შვილი ამ ქალთან იზდება....??? არ გაქვს ამისი უფლება.. მე შენ სასამართლოში გიჩივლებ... – უფლებაზე ნუ მელაპარაკები თორემ მოგკლავ გეფიცები, მაგრად წაუჭურა ხელები ყელში და მოულოდნელად გონს მოსულმა გაუშვა უმალ.. რა უფებაზე მელაპრაკები, შენ უფლება მაშინ ჩამოართი შენს თავს როცა წახვედი. სასამართლოში აუცილებლად შევხვდებიტ ერთმანეთს. და იქ გავარჩევთ გაქვს თუ არა დედობის უფლება.... – დათო შვილს ნუ დამაკარგინებ... – შვილი შენ დიდი ხანია დაკარგე. შენი ერთი ფურათიც კი არ აქვს... არასოდეს უნახიხარ როგორი ხარ. და არც არასოდეს უკითხავს... იცი რატომ? იმიტომ რომ მარიამს არ სჭირდება ასეთი დედა... ცივი და მოღალატე... ქალი რომელიც მხოლოდ იმას ფიქრობს მოდულად გამოიყურებოდეს და არ ცამორჩეს ვინმეს ჩაცვმაში... – ხო? გეტყობა, იმიტომ გყავს გვერდით ასეთ ძონძებში გამოწყობილი გოგო? – მირჩევნია უბრალოდ და სადად ეცვას, და გული ქონდეს სუფთა, ვიდრე შენნაირი იყოს... ნანუკა იმაზე ბევრად კარგია ვიდრე შენ გგონია, და შენ სერთოდ რა იცი რა არის იყო კარგი? შენი ცხოვრების მანძილზე ერთი დღე მაინც თუ ყოფილხარ კარგი და გულახდილი? ერთი დღე მაინც თუ გითქვამს სიტყვა მიყვარხარ გულით .... – მე შენ ამას მუდამ გულით გეუბნებოდი, იმიტომ რომ მიყვარდი, მთელი გულით და ახლაც მიყვარხარ.. შენს გამო დავბრუნდი.... – და სულ ტყუილად.. სულ ტყუილად დაბრუნდი....მალე ნანუკა ჩემი ცოლი გახდება.. – მაგასაც ვნახავთ, ნუ დაგავიწყდება რომ მე და შენ ჯერ კდიევ ოფიციალურად ვართ ქორწინებაში.... – მაგასაც მოევლება..– კბილებში გამწარებულმა გამოსცრა დათომ და სახლის კარები გაიჯახუნა... ** განერვიულებული დადიოსა მისაღებში დათო და ჩემს ნერვებზე უფრო მოქმედებდა... საძინებლიდან ძლივს გამოვაღწიე და სავარძელშ მოწყვეტით ჩავჯექი.. – დაიძინა?– ისე მკითხა მივხვდი ნერვებს ვერ თოკავდა.. – დაიძინა, და დაჯექი რა ასე რო დადიხარ მეც ვღიზიანდები.... – ხო კარგი ვჯდები..– თითქმის გაუგონრად ჩაიბურტუნა და გვერდით მომიჯდა დივანზე.. ასეთი ქალები რატომ იბადებიან? ახლა გაზრდილი შვილი მოუნდა არა? – საკმარიაია– უმალ შეაწყვეტინა ტატომ და გამომხედა.. დათო მოეშვი ამაზე ფიქრს, ჯობია ის იფიქრო მერე რა იქნება.. ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ.. ადვოკატი გვჭირდება. რომელიც შეეცდება განაჩენი ჩვენს სასარგებლოდ მიიღოს.. – და მარიამზე არ ფიქრობთ ხალხნო?– ის სულ 4 წლისაა, ამდენი რამის ატანა მისთვის რთული ფსიქოლოგიური მომენტია.. ჯობია სასამართლოს გარეშე მოაგვაროთ ყველაფერი... – გგონია ის გაფუჭებული ამაზე დაგვთანხმდება? მიზანი აქვს რაღაცა მაგას ნანუ– ისევ განერვიულებული წამოენთო ფეხზე დათო და მუშტი მაგრად დაკრა კარებს.. – ბავშვს სძნავს იქ ბავშვს.. მაშინვე ხელში ვეცი და შემოვატრალე.. გასაგებია რომგანიცდი, ყველა განვიცდით იქნებ შენ ყველაზე მეტადაც კი. მაგრამ ბავშვზე იფიქრე. დაელაპარაკე, აუხსენი რომ მისცემ ნახვის უფლებას კვირაში ორჯერ დათო.. ამ ბავშს ნუ ატარებ სასამართლოში.. მუდამ დარღება მის გონებას ეს დარად.. – ნანუკა მართალია დათო.. არ ღირს. დაელაპარაკე და აუხსენი.. ბავშვმა არც კი იცის რომ დედა. ჯერ ხო უნდა მიეჩვიოს, მაგრამ ვერც იმას გავაკეთებთ რომ მთლად ჩამოვაშოროთ.. – გავაკეთებ .. და ნახავ როორ კარგად.. დედობის უფლება მაშინ დაკარგა როცა წაეთრია და სხვა კაცს გაყვა. მაშინ ტატო.... – მესმის. რომ გტკივა. და საერთოდ ის მაინც თუ კითხე რისთვის დაბრუნდა.. – ფეხებზე .. მაგისი ცხოვრება არ მეხება.. – მაგრამ ის შენი ოფიციალური ცოლია... ინსტიქტურად გავუშვი დათოს ხელი და აივანზე გავედი.. ახლა ცივი ჰაერი გონებაზე მოსასვლელად ნამდვილად მჭირდებოდა.. ესეიგ რა გამოდიოდა.. მიყვარდა ცოლიანი კაცი... სახეზე ავიფარე ხელები და კედელს მივეყუდე... მოყინულ მეთლახზე დავჯექი და თოვლით გადათეთრებულ თბილის გავხედე... გულში საშინელი სიცივე და სიცარიელე მქონდა... საოცრად მტკიოდა ყველაფერი... ვერაფრით ვიჯერებდი რომ ცოლიან კაცს ჩავუწქი ლოგინში... ყურებზე ავიფარე ხელები და გულის გუგუნს არ მივეცი საშუალება მთელი სხეული დაეტბორა..... – ადექი გაცივდები– მისმა ხმამ შემაკრთო .. – არ მცივა.. ცოტა ხანს მარტო დამტოვე.. – აქედი ნანუკა, შიგნით ვილაპარაკოთ რა , გაცივდები.. ტატო წავიდა.. წამოდი.. – დათო გთხოვ. – ვიცი რასაც ფიქრობ, როგორც გინდა ისე გამომლანძღე მაგრამ ადექი.... – მითხარი.. როგორ აპირებდი ჩემს ცოლად მოყვანას თუ თიკასთან ისევ ქორწინებაში იყავი..... ამიხსენი, ამას ვერ ვხვდები... – არ ვიცი. არც გამხსენებლაი ნანუ. გთხოვ... – ესეიგი რა გამოდის?? ცოლიანი კაცის საყვარელი ვარ? ეს ბეჭედი, ეს იმედები ყველაფერი ფუჭია და უაზრო????– აცახცახებულ ხელზე დავიხედე და ცრემლები გადმომცვივდა.... ჩემი ყველა დღე შენთან გატარებული არაფრის მთქმელი იყო , ხო ასეა..? – არა. არაა. ასე არააა. გავშორდები, ხვალვე დაველაპარაკები და გავეყრები,,, კარგად იცი როგორ მიყვარხარ.. შენთან მინდა , მარტო შენ ხარ ჩემი სასურველი ქალი ნანუ.. ფეხზე წამომაყენა და გათოშილი ცხვირი კისერში ჩამიყო...შენ ხარ ჩემი ქალი, ჩემი სასურველი და სექსუალური ქალი.. გონია რომ ოდესმე მიგატოვებ?– არასოდეს ნანუ.. ჩემი გოგო ხარ შენ. ჩემი სიამაყე და ჩემი სიყვარული.... სახეზე ჩამოგორებული ცრემლები კოცნით შემიმშრალა და ტუჩებში მაკოცა... – საითკენ მიგყავს საქმეე?– გაღიმებულმა ავხედე და წარბი გაბრაზების ნიშნად ზემოთ ავზიდე... გავიწყება რომ მარიამს სძინავს ჩვენს ლოგინში?? – ლოგინი რა ჯანდაბად გვინდა გოგო.. ვნება მორეულმა მიჩურჩულა ყურში და ხელში ამიტაცა... ორ წუთში აღმოვჩნდი დივანზე და მის გავარვარებულ ხელებს უფლებამივეცი ჩემი სხეული დაეპყროთ... – დათო ბავშვია იქით– მაინც ამოვიკნავლე უკანასკნელი ძალებით და თვალებში ჩავხედე.. – ბავშვები რომ გვეყოლება სექსით აღარ დავკავდეთ???– სძინავს იმ ბავშვს გოგო.. – ვიცი მაგრამ მაინც.... მინდოდა მეთქვა თავი შევიკავოთ თქო მაგრამ კოცნით გამაჩუმა და მაისური წამებში ამაძრო სხეულიდან... ** ნაწილი მეცამეტე მარიამი სახლში დავტოვეთ თუ არა მე და დათო მაშინვე სამსახურში წავედით. მთელი გზა სიტყვა არ მითქვამს მისთვის. გულის სიღრმეში მეშინოდა რომ თიკა შეძლებდა მის წართმევას, შეძებდა და გაყინული გულით და გინებით დავრჩები როგორც შუა ზღვაშ ჩაძირული გემი.. როგორც ზღვის თავზე მარტოდ მოფარფატე თოლია... აცრემლებული თვალებით გავხედე და მაშივე მიმივხდა გულის ტკივილს.. – ცუდზე ნუ ფიქრობ, აი ნახავ დღეს დაველაპარაკები.ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის რომ მალე გავეყაროთ ერთმანეთს და ჩვენი ლამაზი ქორწილი დავგეგმოთ.. – მარტივად საუბრობ– ჯინაზე გავეცი პასუხი უხეშ ტონით და სახეზე გაბრაზება შევატყე. – და შენ ჯინაზე მოქმედებ ჩემს ნერვებზე ნანუკა?!– ვცდილობ რომ ყველაფერი კარგად იყოს, არ მინდა ინერვიულო, არ მაცდი ყველაფერი მოვაგვარო.. – ეს აქამდე უნდა მოგეგვარებინა დათო... მე ყველას გადავაბიჯე და შენთან ერთად ის ნაბიჯი გადავდგი რასაც ცხოვრებაში არასოდს გავაკეთებდი... შენ კიდევ რითი გინდა დამამშვიდო, იმით რომ ცოლს გაეყრები?? ის შენი ცოლია, და მე საყვარელი.... – გაჩუმდი გაიგე?– ხელი ლოყებში მაგრად მომიჭირა და ტკივილისაგან სახე დამეჭყანა.. ის ჩემი ცოლი რააა. მე მხოლოდ ერთი ცოლი მყავს , შენ, და კიდე თუ შეადარებ შენს თავს საყვარელს მოგკლავ... – მეტკინა, გამიშვი– ძლივს ამოვიკნავლე და გაწითლებულ ლოყებზე ხელი მოვისვი... – მიდი გადადი, მოვედით.. – შენ? – რა მე? მე არ მოვდივარ. კოჯორში ავდივარ რომ საქმე მოვაგვარო...შენ გადადი. და მე დაგირეკავ... – კარგი– გასასვლისას მაგრამ მომქაჩა თავისკენ და ვნებიანი კოცნით დამაჯილდოვა. ** სახლში შესულ დათოს თიკა ჯერ კიდევ ხალათის ამარა დახვდა.. მაშინვე აარიდა მზერა სექსუალურ ქალს და სავარძელში გადაღლილი ჩაეშვა.. – ხო იცოდი რომ მოვდიოდი, ჩაგეცვა მაინც... – რატომ ასე ღიზიანდები? – არა, არ მსიამოვნებს როდესაც ჩემს წინ უცნობი ქალი ნახევრად შიშველ მდგომარეობაში დგას.. – უცნობი ქალი??? ნუ გამაცინე.. უცნობი მაშინ არ ვიყავი ვნებიან ღამეებს რომ გჩუქნიდი? – ეგ ადრე იყო... – მე შემიძლია ეს ახლაც გაჩუქო, ის რომ ის შენი გოგო ვერაფერს გაიგებს... ორიოდე ნაბიჯი გადადგა დათოსკენ და კათაში ჩაუჯდა.. ასადგომად წამოიმართა მაგრამ ქალი გაუძალიანდა და სავარძლიდან ადგომის უფლება არ მისცა... – თიკა საკმარისია. აქ სალაპარაკოდ მოვედი... – თან ვილაპარაკოთ დათ... იცი როგორ მენატრებოდა შენი თვალები? ნატიფი თხელი თითებილი დაუსვა თვალებზე ქალმა.. შენი ტუჩები მითუმეტეს ეს ქვედა ტუჩი, გრძნობით სავსე რომ მიკოცნიდა სხეულს... ჩემია ჯერ კიდევ შერჩენია ჩემი სურვნელი... იცი რა მენატრებოდა ყველაზე მეტად? შენი ხელები.. შენი დიდი და ლამაზი ხელები დათო... ყოველ ღამე თმებზე რომ მეფერებოდა.. – და შენ ეს ყველაფერი გქონდა.. ამის დედა მოვ***ან გქონდა და წახვედი... მიმატოვე ძაღლივით მიგვაგდე მე და მარიამი... – მაგრამ სულ შენზე ვფიქრობდი... როგორ მჭირდებოდი იქ რო იცოდე. ყოველ ღამე ვტიროდი რომ შენს გვერდით არ მეძინა.. – და ახლა რისთვის დაბრუნდი? იქ მოუკალი გული სხვას და ახალი სეანსის ჩასატარებლად მოხვედი??? – გულახდილად გითხრა?– უშენობას ვეღარ მოვერიე, ისე მომენატრე, ისე მინდოდი, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი... ნელა უხსნიდა დათოს პერანგის ღილებს და ვნება მორეული უკოცნიდა სახეს და კისერს... – საკმარისია– გიჟივით წამოხტა ფეხზე დათო და ქალი ფეხებიდან გადმოაგდო.. მე შენთან სექსისათვის არ მოვსულვარ... სალაპარაკოდ მოვედი, შენ არ შეცვლილხარ, მაშინაც ასეთი იყავი, ცივი და უგულო, ახლაც ასეთი ხარ. შენნაირ ქალებს არ აქვს დედობის ინსტიქტები და არც შეგრძნებები..... – ცდები... წამოდი განახო, წამოდი როგორ მოვუწყე მარიამს ოთახი.. – მარიამი ჩემი შვილია და შენი ოთახები არ აინტერესებს.. – წამოდი , გთხოვ..– თიკამ ხელი ჩაკიდა დათოს და მაღლა კიბეებისაკენ წაიყვანა.. კიბეებთან მდებარე პირველივე საძინებლის კარი გააღო და ხელის კვრით შეაგდო დათო შიგნით... გაოცებული მზერა მიაპყრო ქალს, რომელმაც ხმაურით გადაკეტა კარი და აბრეშუმის ხალათი მხრებიდან გადაიძრო.... – მოიცადეე.. შენ რა ჩემს ლოგინში შეთრევას ცდილობ თუ მეჩვენება??? – არც ვცდილობ და არც გეჩვენება.. პირაპირ გეუბნები რომ მინდიხარ... შენ ხომ ასეთი საუბარი მუდამ გაგიჟებდა დათო... ჩემი ხელები როცა შენს დაკუნთულ სხეულს ეხებოდა როგორ თრთოდია სიამოვნებისაგან... – მორჩი.. ეს ძველი დროა.. ჯობია მარიამზე ვისაუბროთ... – რატომ გეშინია რომ ცდუნებას ვერ გაუძლებ და ჩემი მოფერება გაგაგიჟებს?? – თიკა საკმარიაი რა ეს ბავშობა და ცანცარი. კარგად იცი რომ ნანუკა მიყვარს.. – არ გეუბნები არ გიყვარდეს თქო. მე მხოლოდ მონატრებული სხეულის შეგრძნება მინდა... მე ხომ არ გიმალავ, მყავდა მამაკაცი რომელიც გვერდით ისე მეწვა როგორც ბალიში.. შენ სულ სხვა იყავი, ვნებიანი, ცეცხლოვანი.... ხელები კისერზე შემოხვია და მკერდით აეკრო ზედ დათოს... მიხვდა რომ მამაკაცსაც დაწყებოდა სისხლის დუღილი.. ცხელი სუნთქვა დათოს სახეზე ეფინებოდა და ხვდებოდა რომ ან ახლა უნდა გაქცეოდაოდესღაც სასურველი ქალის ხელებს ან არადა ჭაობი ჩაითრევდა.. იქ ყოფნა კი ნამდვილად არ უნდოდა.. ქვედა ტუჩზე ამაყი მზერით მოუჭირა კბილები და მამაკაცის ხელები წელზე შემოიწყო.... ვიცი რომ შენც გინდივარ, რატომ გამირბიხარ.. მხოლოდ ეს ერთხელ.. ვერ დამაჯერებ რომ ის ვნება ასე გაგიქრა, რომ ჩემი შეხება შენში აღარაფერს არ იწვევს დთო. სად გაქრა ის სიყვარული... – შენ გააქრე– ძლივს გასაგონად ამოიჩურჩლა დათომ და გიჟური ფიქრების გასაქარველბად თავი ნერვიულად გააქნია.... – ვიცი რომ შენც ისევე გინდივარ, როგორ მე შენ.. ვიცი, მე ამას სულ ვგრძნობ. ვიცი რომ იწვი ჩემი კოცნის სურვილით.. ერთხელ გაბედე დათო.. ეშმაკივით ეხვეოდა გარს თიკას სიტყვები დათოს გონებას... მოულოდნელად აიტაცა ქალი ხელში და საწოლზე დააგდო. რას აკეტებდა, ამაზე არ ფიქრობდა, მხოლოდ იმ მომენტით იკმაყოფილებდა წყურვილს და ჟინს.. იმ წუთში არ გახსენებია ნანუკა, არც თავისი სიყვარული , მხოლოდ თიკას ვნება და მისი სხეულის ბოლომდე დაპყრობის სურვილი ამოძრვებდა.... ** აბაშიძის 42 ნომერში აცახცახებული ხელით დავრკე ზარი... ტირილისაგან თვალები დამსიებოდა, ცხვირი გამწითლებოდა. და ყველაზე მთავარი გული მტკიოდა სიკვდილამდე... გაოცებულმა გამიღო ხათომ კარები და შიგნით შემიყვანა.. დიდი ფინჯნით ცხელი ჩაი დამიდგა, ხელშ ნამცხრიანი თეფში მომაჩეჩა და მხარზე მაკოცა.. – რა მოხდა ნანუ , რატომ ხარ ასე? მიდი ჩაი მოსვი გაყინული ხარ.. გოგო ნუ მაშინებ.... იცოდე დათოს დავურეკავ... – ყველას დაურეკე მაგის გარდა... – იჩხუბეთ??? – არა.. – აბა რა მოხდა, აღარ მეტყვი??? – ის, რაც ვიცოდი რომ გადაუვალი იყო.. იცი ჩემი ცხოვრება როგორააა??? ერთი დიდი ბრაზილიური სერიალია. აი ყველაფერს რომ მოიცავს, უცებ ბედნიერებას, მერე ტკვილს, შენს საყვარელ კაცს რომ ცოლი და შვილი ყავს.. და მერე ბოლოში ის რომ გიღალატებს , ზუსტად ასეა.. – მოიცადე, დათომ გიღალატა? თიკასთან???– ისტერიულად იკივლა და ფეხზე წამოდგა.. – როგორ გავიგე გაინტერესებს არა?? აი.. ამითი... – ჩანთიდან დისკი ამოვაძრე და ხათოს მაგიდაზე დავუდე... ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ დათო ლოგინში შეეთრია.. და გამოუვიდა კიდეც... – დისკზე ჩაიწერა იმ ამაზრზენმა ქალმა? მახინჯი ეგ... – მახინჯი ხათო? მახინჯი ეძახე და თვალსა და ხელს შუა ამაცალა საყვარელი კაცი... – მაგასაც ეგ უნდოდა გოგო... უნდა დანებდე? – დავნებდე? და ჩემი როდის იყო? როდის ??? ერთი მისვლა დასჭირდა იმისათვის რომ მის მკლავებში გაეტარებინა დრო.. არადა მე მას ვენდობოდი... მე.. – დამშვიდდი. ასე მარტივად ხო არ გადაულოცავ საყვარელ კაცს გოგო... – რომელ საყვარელ კაცს... მაგიდაზე ხმაურით დავდე თეფში და ხათოს ავხედე.. მისი ქმარია,, ჩემი საყვარელი კაცი მისი კანონიერი ქმარია ხათო... შვილი ჰყავთ.. და თიკა გაყრას არ აპირებს.. ვიჯდე და ველოდო როდის მოუნდება გაყრა??? როგორ მოვიქცე აღარ ვიცი.... – არ ვიცი რა გირჩიო.... მისმინე ტატოს დავურეკავ ერთი, იქნება იცოდეს რაიმე... – დაურეკე, მაგრამ ზუსტად ვიცი ტატოსაც არ ეტყოდა მაგას ვიცი რომ ახლა სცხვენია თავისი საქციელის მაგრამ , ვეღარაფერი შეიცვლება... ** კარის გაღების ხმამ შემაკრთო.. თუმცა არაფერი შევიმჩნიე.. სამზარეულოში აკეცილი ფეხებით ვიჯექი სკამზე და გაცხელებულ ჩაის ფინჯანს მაგრად ვუჭერდი ხელებს.. მისკენ არ გამიხედავს... ზურგს უკან ვგრძნობდი მის გახშირებულ სუნთქვას.... დაიხარა და გაყინული ტუჩები თმებზე შემახო.. – ვილაპარაკოთ ნანუ?– მოულოდნელმა კითხვამ წყობიდან გამომიყვანაა. – რაზე? – ჩვენზე. რატო მეკითხები ამას. მინდა რომ რაღაც მოგიყვე. დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი დანაშაული ჩავიდინე.. – რას გულისხმობ, თიკასთან სექსს? – შენ რა იცი?– გაოცებულმა წამომაყენა ფეხზე და თვალებში ჩამხედა... – თანამედროვე ტექნოლოგიები რას არ მოიგონებს არა? წამოხვედი თუ არა დისკით მივიღე შენი საქციელის თვალსაჩინოება.. – მოიცადე , ეს როგორ...რა ვარ.. ამაშიც კი მაჯობა... – რა მნიშვნელობა აქვს ამას დათო. შენ მეტყოდი თუ ასე ვნახავდი... – ვიცი რომ არაკაცივით მოვიქეცი.. ვიცი მაგრამ თავსაც ვერ ვიმართლებ...რა გითხრა, როგორ მოვიქცე ნანუკა.... – თავს ნუ იმართლებ. ის შენი ცოლია... შენი შვილის დედა. ეს კიდევ ერთი ფაქტია იმის რომ მის მიმრათ ბოლომდე არ ხარ გულგრილი დათო.ამას არ უნდა ბევრი ახსნა.. ხო ხედავ არც ისტერიკას გიწყობ, არც ვჩხუბობ. უბრალოდ მინდა რომ წახვიდე.. – სწორადაც რომ ამის მეშინოდა.. ვიცოდი რომ შენი რეაქცია ასეთი იქნებოდა.. – მე რომ შენი ცოლი ვყოფილიავი და გეღალატა ალბად ყველაფერს დაგალეწავდი თავზე.. მაგრამ ახლა ამისი უფლება არმაქვს.. მე თვითონ ჩაგიწექი ლოგინში , ჯერ კიდევ სრულიად უცნობს.. ისე რომ არაფერი ვიცოდი შენზე... ახლა რაც დავთესე იმას ვიმკი..მხოლოდ ის მინდა რომ წახვიდე და ჩემი სახლისაკენ მოსასვლელი გზა დაივიწყო... – გემუდარები ნუ მიმატოვებ.... ეს შეცდომა იყო ნანუ. – შეცდომა, მაგრამ შენ ეს შეცდომა არასოდეს დაგიშვია სხვა ქალთან დათო.. სინამდვილეში შენს გონებას და სხეულს უნდოდა მასთან და ვეღარ მოთოკე ემოციები.. აი ესაა სიმართლე.. გთხოვ წადი და მარტო დამტოვე,... მარტო მინდა ყოფნა... გულში მაგრად ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა.... ვიცოდი რომ ახლა თუ არ შემეწინააღმდეგებოდა და წავიდოდა მერე აღარასოდეს დავაბრუნებდი უკან... ვიცოდი რომ ამის გაკეთებისათვის ძალა არ მეყოფოდა.. მე ხომ ასეთი ვიყავი ცივი და უგულო.. გულის ტკენის გამო შემეძლო ყველა და ყველაფერი მიმეტოვებინა... აცრემლებული თვალებით ჩავხედე თვალებში და ტკივილნარევი ღიმილი მომედო სახეზე... – წავიდე??? ვიცი რომ ახლა თუ წავედი უკან აღარასოდეს მიმიღებ... – არც მინდა რომ უკან მიგიღო და მოხვიდე... წადი დათო.. ასე ჯობია, ყველასთვის... – ჩემთვის არა....ნანუკა მიყვარხარ ხო იცი... ნანუ...გთხოვ. ძივს აბმდა სიტყვებს ერთმანეთს დაგულშ მიკრავდა... – წადი დათო.. ჩემი ბედნიერების გამო წადი.... და არასოდეს დაივიწყო ერთ სულელ გოგოს ყველზე მეტად უყვარდი და სწამდი ამ ქვეყნად.. უყვარდი ისე რომ შენი მტვერიც კი უყვარდა.... ახლა წადი... და აღარასოდეს მოიხედო ჩემსკენ... ** ორი დღე სრულ აგონიაში გავატარე.. ხათო და ნატუკა ამაოდ ცდილობდნენ ჩემი ხასიათის გამოსწორებას.... მთელ დღეებს ლოგინში ვატარებდი.... დამეკარგა ხალისი და განცდა ყველაფრისა..... თინა ბებიას შემოსვლამ ოთახში სახეზე უარესი ტკივილი აღმიბეჭდა .. გვერდით დამიჯდა და ჩემი ხელი თავის დანაოჭებულ ხელებში მოიქცია.. – მე შენ ტყუილად არ მოგყევი ჩემი ისტორია ნანუკა... ცხოვრება ასეთია ბებია.. ვიცოდი რომ ერთ დღეს შენც ასე გეტკინებოდა გული... იცი მე და შენ თითქოს ვგავართ ერთმანეთს მაგრამ შენ უფრო ძლიერი ხარ ბებო.. მე მაინც ვიყავი შვილიანი კაცის საყვარელი, შენ ეს ვერ აიტანე.. შენ მისი შვილის ბედიერება დააყენე პირველ ადგილას და შენი ტკივილი ამჯობინე... – სხვანაირად არ შემეძლო.... სხვანაირად ვერ ამოვიგლეჯდი გულიდან მის სიყვარულს... – მე შენ მიყვარხარ ამის გამო... შენ ძლიერი ხარ ბებო... შენ შეგეძლო სიყვარული დაგემარცხებინა, ის დიდი გრძნობა დაგეჯაბნა და ამაყად წელში მოუხრელად უნდა იარო.... გგონია ასე წოლით რაიმეს შეცვლი?? გგონია ასე თუ იტირებ ტკივილი და სიყვარული გაგიქრება??? – ვიცი თინა ბებია.. მაგრამ ჩემს თავს ვერ ვპატიობ რომ ასე ვენდე, რომ მე მასთან .. – იწექი??? მერე რა მოხდა.. შენ ის გიყვარდა.. შენი საქციელი გაამართლე.. რატომ იწექი მასთან და არა სხვასთან??? იმიტომ რომ ის იყო ის მამაკაცი რომელიც გავსებდა ნანუკა. რომელიც შენმა გულმა და სულმა გაითავიდა ბებია... შენი ტავი არ შეიძულო ამის გამო.... შენ ეს ნაბიჯი სიყვარულმა გადაგადგმევინა... – მე ის ახლაც მიყვარს... ახლა ამ წამს რომ შემოვიდეს ვეტყვი რომ მიყვარს და მზად ვარ მისი საყვარელი ვიყო მთელი ცხოვრება.. მაგრამ ის არ მოვა.. ის იმაზე კარგად მიცნობს ვიდრე გვგონია... ის ჩემს სიტყვას პატივს სცემს .... – შენ საუკეთესო ადამიანი ხარ.. ყველაზე კარგი... ახლა მესმის რატომ შეუყვარდი თაზოსაც, თუკი ეს სიმართლეს შეესაბამება... – თქვენც გითხრათ??? – მითხრა, მაგრამ შენ არ გაივლო ეს გულში.. დათოსთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით თაზოს არ გაეკარო... მისგან განსხვავებით ის ნამდვილი ცხოველია და შენ ეს კარგად იცი... – რა მეშველებოდა თქვენ რომ არ მყავდეთ.. როგორ ვიქნები თქვენს გარეშე.... – მე მუდამ შენთან ვიქნები.. ახლაც და სხვა ცხოვრებაშიც.... ჩანთიდან გატკიცინებული ქარალდები ამოაძრო და ფეხებზე დამიდო.... გაოცებულმა ავხედე და თვალებით ვანიშნე ეს რა არის თქო... ეს შენია... მე შენ ანგარიში გაგიხსენი... მასზე თანხა დევს. შენ გეყოფა.. და კიდევ, ეს ჩემი სახლია , მცხეთაში... მინდა ეს ყველაფერი შენი იყოს... შენ ამას იმსახურებ. შენ ღირსეული ადამიანი ხარ... – რას ამბობთ თინა ბებია... საიდან მერგება თქვენი თანხა და ბინა მე??? – გერგება, იმიტომ რომ ეს მე მინდა... მინდა რომ შენ გქონდეს ჩემგან სამახსოვრო ეს ყველაფერი.. მინდა მოუარო ჩემს სახლს ეზოს და გამიხსენო.. ვიცი როცა წავალ იმ ქვეყნად მხოლოდ შენ გაგახსენდები... არ დაივიწყო რომ გყავდა ბებია.. რომელსაც ძალიაან უყვარდი.... ნაწილი მეთოთხმეტე ვინმეს რომ ეკითხა ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე რთული რა არის თქო, პირდაპირ ვეტყოდი ცხოვრება–თქო.. განა მასზე რთული და გაუგებარი რაიმე არსებობს??? არ არსებობს და ალბად არც არაფერი იარსებებს... ის ერთადერთია რომელიც ჩვენით ერთობა.. სხვა ყველაფერი წარმავალია, სხვა ყველაფერს ეშველება ოღონდ ამას ვერა.. ცხოვრებას ვერ შეცლი, ის ან კარგია ან ცუდი, ან გიმეტებს ტკივილისათვის ან არა... აივანზე ვიჯექი და გაზაფხულის მოსვლით ვტკბებოდი.. გული საოცარი დარდი და ტკივილი მჭამდა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.. უკვე ამდენი დრო იყო გასული.. მე ის არც ერთხელ არ მოვუშვი ჩემამდე. არც ერთხელ არ მივეცი უფლება ჩემი კარის ზღურბლზე გადმოებიჯებინა... აივანზე მდგარ პატარა მაგიდაზე ყავის ფინჯანი დავაბრუნე და კარის გასაღებად გავემზადე.. - შენთან მოვედი არ გამიბრაზდე რაა– ლამის ტილით მითხრა მარიამმა რომელიც ტატოს ზურგს ამოფარებოდა და მხოლოდ პატარა თითები მოუჩანდა...ხო არ გამიბრაზდები??? - არა. არ გაგიბრაზდები, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხვალ და ჩამეხუტები.... პატარა ხელები მაგრად შემომხვია კისეზე და ხელში ავიტაცე.... ასე ჩახუტებული შევიყვანე მისარებამდე და მთელი დარჩენილი დრო გვერდიდან არ მომშორებია... ვიცოდი ტატოს სინამდვილეშ საუბარი უნდოდა და მარიამი მხოლოდ მიზეზი იყო მაგრამ თავს ვერ აბავდა ვერაფერს.. ბოლოს მაინც მოიკრიბა ძალა და გვერდით მომიჯდა. – ნანუ, აპატიე რა.. უკვე საკმარისი დრო გავიდა.. – აქ ამისათვის მოხვედი ტატო?? რო ვაპატიო რაა რო?? – უყვარხარ... – მას ცოლი ყავს. ცოლიანი კაცის საყვარელი არ ვიქნები... ამას ხო უნდა ხვდებოდეთ ორივენი არა.. – ვიცი ამას ვხვდები მაგრამ, შენ რომ გვერით ეყოლები უფრო ძლიერი იქნება და მალე მოაგვარებს ყველაფერს ნანუკა... – ის უჩემოდაც ძლიერია.... თიკა მისცემს ძალას.. – თიკას საერთოდ არ ხვდება.. მას მერე არც უნახავს, დამიჯერე გთხოვ. მართლა სჭირდები. ძალინ ცუდადაა... – მეც ცუდად ვარ. მაპატიე თუ უგულო გეჩვენები მაგრამ ამდენმა ტკივილმა გამაცია ტატო... ყველაფერს დავიჯერებდი მისგან და ამას არა..თვითონ მას რომ ეთქვა თიკასთან გიღალატეო სიცილად არ მეყოფობა.. ხედავ რა მიქნა ჩემმა თავდაჯერებულობამ??? – ასე არააა. ყველა ცდება... – ყველა ცდება ნამდვილად, ოღონდ გააჩნია სად და როდის.. ესეიგი ისე ძალიან არ ვუყვარდი დათოს რომ ასე მარტივად მიღალატა, ხო ასეა? ერთხელ მაინც თუ გავახსენდი როცა მას კოცნიდა ტატო?? – ნანუკა კარგი რა.. ქალებს ყველაფრის გაზვიადება გიყვართ... აპატიე.. და შეურიგდი ცოდოა... ვიცი რომ შენს გენატრება და... – ხო მენატრება მაგრამ ვერ შევურიგდები ტატო. ცოლი ყავს ცოლი.... ოფიციალური ცოლი, ამას რატომ არ იგებ??? – ვიგებ ადამიანო ვიგებ მაგრამ შეურიგდი და ერთად იბრძოლეთ ბედნიერებისათვის... – ბედნიერება არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ჩემთან და სხვაგან არის თუ არა არ ვიცი... ის ჩემგან ისევე მალე წავიდა როგორც მოვიდა, და ჯობდა სულ არ მოსულიყო,... – კარგი რა... სასოწარკვეთილი ქალივით ლაპარაკობ... – იქნება და ვარ კიდეც... მოდი გულახდილად მითხარი რაც დათო გავიცანი ერთი დღე თუ იყო ჩემს წინაშე მართალი? ჯერ დამიმალა ვინ იყო, მერე შვილი დამიმალა და მისი ავადმყოფობა. მერე საკუთარი და და ახლა ცოლი და ღალატი.. – ვიცი და არ გამტყუნებ, თუმცა მინდა რომ ბედნიერები იყოთ ერთად.... – ვერ ვიქნებით ტატო... ** არის ცხოვრებაში რაღაცეები რასაც ვერავის ვპატიობთ.. არს ისეთი ნაბიჯები რომელსაც საკუთარ სავსაც ვერ ვპატიობთ და მისი ჩადენის მერე თვასაც ვერ ვუსწორებთ სხვას.. ახლა ზუსტად ასეთ მდგომარეობაშ იყო დათო, კაბინეტში იჯდა და მის წინ დადებულ ნანუკას სურათთს მზერას ვერ აშორებდა.. ფეხაკრეფით შევიდა ტატო და მის წინ სავარძელშ ჩაეშვა.. – თიკა უარს ამბობს გაყრაზე, როგორ მოვიქცე აღარ ვიცი, მარიამი არ ეკარება, იძახის რომ დედამისი ნანუკაა, ტატო ლამისაა თავი გამისკდეს, როგორ მოვიქცე მართლა აღარ ვიცი.. – არ ვიცი რა გირჩიო.. შენს დაუკითხავად მე და მარიამი სადღაც ვიყავით... – სად იყავით??? საქმეს ნუ გაართულებთ რა.. – ნანუკასთან.. ვილაპარაკეთ. ბავშვი შემეცოდა მივედი და ტიროდა დედა მენატრებაო... წავიყვანე, მთელი დრო გულზე ჰყავდა მიხუტებული. დავით ერთად რომ ვხედავ მართლა დედა–შვილი მგონია.. ორივეს ერთნაირი თმები აქვთ... – მერე რო იყავით რა გაარკვიეთ/?? – უარს ამბობს, იძახის ვერ შევურიგდებიო. ცოლი ყავსო.... ცოლიანი კაცის საყვარელი ვერ გავხდებიო.. – და ღალატზე რას ამბობს ტატო? ჩემს თავს ვერ ვპატიობ, ეს როგორ გავაკეთე.. მდაბიო კაცივით , არ ვიფიქრე არაფერზე, როგორ ამიყოლია არ ვიცი. ქალი კი არა ეშმაკია. – მოეშვი მაგაზე ფიქრს, მაგას მაინც ვეღარ შევცვლით , შენ მთავარია იფიქრე როგორ დავითანხმოთ გაყრაზე... – ერთი პირობით მთანხმდება მხოლოდ, თუ მარიამს გავატან. ამას ვერასოდეს გავაკეთებ ტატო. მთელი ცოვრება რომ დავკარგო ნანუკა, და გვერდით არ გამიკაროს, ამას ვერ გავაკეთებ, მარიამს ვერ დავთმობ.. – მესმის. მითუმეტეს ვიცი როგორც გაიზარდა ეს ბავშვი.. რაიმე გამოსავალი უნდა იყოს... – უნდა იყოს მაგრამ არაა. იცი რა ხდება? სიმართლეს თვალი უნდა გავუსწორო.. ნანუკას დავკარგავ, მაგრამ თიკას თუ გონია მასთან დავბრუნდები ცდება.. მაგას არასოდეს გავეკარები ... – დამშვიდდი... ამ საღამოს ჩემთან მოდი, ხათოს დავარეკინებ ნანუკასთან და ისიც მოვა, იქნება ილაპარაკოთ და რაიმე გამოსავალი მონახოთ ერთად.. – არ ვიცი ტატო, არ ვიცი რა.. ** იმ საღამოსვე ჩავალაგე ჩემოდანი და სოფელში წავედი.. მინდოდა რამოდენიმე დღე გული გადამეყოლებინა მომხდარი ამბებისაგან, ვცდილობდი დათოზე რაც შეიძლებოდა ნაკლები მეფიქრა, ყველაფერში მაინც საკუთარ თავს ვიდანაშაულებდი... ჩემი თავის მიკვრდა როგორ გავბედე ასე უცხო მამაკაცის შეყვარება და მითუმეტეს მასთან დაწოლა.... ისე რომ არაფერი ვკითხე მის პირად ცხოვრებაზე.... სახლში ისე შევედი დედაჩემს არაფერი გაუგია... აგუზგუზებულ ბუხართან იჯდა ნინო და წიგნს კითხულობდა, დამნახა თუ არა მაშინვე ფეხზე წამოხტა და კისერზე ჩამომეკიდა... ახლა ყველაზე ძალიან მინდოდა მის მხარზე თავდადებულს მეტირა მაგრამ ტავი შევიკავე, დედაჩემის ჩხუბს ვეღარ გადავიტანდი... – დათო როგორააა?– ღიმილით გამკრა მხარი ნინომ და ცხელი ჩაის ფინჯანი გამომიწოდა... – ნინო რაღაცას გეტყვი და დედას არ უთხრა.... – რა ხდება ნანუ?? – დათოს დავშორდი. ერთად აღარ ვართ. ამიტომ ჩამოვედი აქ, დასვენება მინდა. ჩხუბის თავი არ მაქვს... – მოიცადე ეს როგორ, მეგონა რომ იდეალური წყვილი იყავით.... – იდეალური არაფერი არსებობს ამ ქვეყნად ნინო, და ჩვენ როგორ ვიქნებოდით... გახსოვს ადრე რომ გყვებოდი დათოს ცოლზე, დაბრუნდა, ბავშვის წაყვანა უნდა. მოკლედ არ ვიცი რა გავაკეთო. ის ჯერ კიდევ ოფიციაური ცოლია დათოსი ნინო.. – გასაგებია მაგრა ამდენი წელი აქ არ იყო. როცა იცი რომ დათოს შენ უყვარხარ როგორ შეგიძია ასე მარტივად დათმო ნანუკა???? ბიჭი შენს გამო აქაც ჩამოვიდა, ყველაფერი გააკეთა შენი ბედნიერებისათი... – იცი, მაგრამ ცოლიანი კაცის საყვარელი ვერ ვიქნები გამიგე... – გიგებ და მარტოს თუ დატოვებ დათოს ეს არ იქნება კარგი საქმე,, იცი ასე რას გააკეთებ? გზას იმ გარყვნილს გაუხდი და დარჩები მშრალზე... თუ გიყვარს იბრძოლე მისთვის.. ასე ნუ იქცევი რა.. გახსოვს მამა მუდამ ამაყობდა შენით რომ ჩვენს ოჯახში ყველაზე გაბედული და აზრიანი იყავი, ახა რა მოხდა ნანუ.. – მხოლოდ ის რომ ცოლი ყავს ნინო... ცოლი რომელიც არ შორდება, რა გავაკეთო საყვარლის სტატუსით მის ცხოვრებაში არ ვიქნები ... – არ ვიცი , მე მხოლოდ იმას გეუბნები რომ სიყვარულისთვის უნდა იბრძოლო და არა ყურები ჩამოყარო... ** თითქმის მთელი კვირა გავატარე სოფელში. მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ საკმაოდ სუსხი იყო, მაინც არ ვთმობდი ბავშობის სიჯიუტეს და ჰამაკში ვნებივრობდი საყვარელი წიგნით ხელში.მანქანის დასიგნალება და არც კართან შეჩერება არ გამიგონია.. ყველაფერი მაშინ გავაანალიზ როცა ჩემს წინ სამი მუშკეტერივით მდგარი დათო, ტატო და ხათუნა დავლანდე... სწრაფად წამოვხტი ფეხზე და გაოცებული მზერა მივაპყარი, კითხვებზე პასუხებს მათ თვალებში ვეძებდი... – ნანუ, მისმინე, ახლა არ იჩხუბო– გვერდით გამიყვანა ხათუნამ და ლამის მუხლებზე დამიჩოქა.. რამდენი დღეა სვავს, ახლაც ნასვამია.. მარტო ვერ გამოვუშვით და ჩვენც აქ ვართ... – ხათო მისმინე, მშვიდად ვარ, იმედია საღამომდე წავალ.. – არა მგონია გოგო, ფეხზე ვერ დგას, მთელი გზა ძიძგილაობდა საჭეთან დამსვიო, მე კიდე ვიმიზეზები ნასვამი ხარ და მეშინია ჩემი ქმარი იჯდეს თქო... – მოკლედ რა, ადამიანს არ დაასვენებთ თქვენ რა... წამოდი შევიდეთ . დედაჩემიც მოვა ახლა, ჩემი და ოთახშია. სახლში შესვლა დავაპირე რომ დათომ მკლავში ხელი მტაცა , თავი ვეღარ შევიმაგრე და ზედ ავეკარი.. მისმა სხულის სითბომ უეცრად დამიარა და გამაბრუა.. მივხვდი როგორ ვჭირდებოდით ერთმანეთს..უმალ შემომხვია ხელები წელზე და მაგრად მიმიკრა გულზე.. ნელა და გაუბედავად ავამოძრავე ხელები მის ბეჭებზე.. მინდოდა მისგან წავსულიყავი მაგრამ გული არ მიშვებდა. თავი მხარზე დავადე და შეუმჩნევად ავსლუკუნდი.. დედაჩემის ხმამ ორივე შეგვაკრთო და მე და დათო ლამის ძალით შეგვტენა სახლში.. როგორც კახეთს სჩვევია, იმ საღამოს დედაჩემა თავი გაიგიჟა და სტუმრები ჩვენთან დატოვა... დასაძინებლად ასულებმა კი გაოცებული მზერა მივაპყარით დედაჩემს.. – თქვენ ერთად გაგიშალეთ ლოგინი– ღიმილით მითხრა და ოთახიდან გავიდა... – ესეიგი მე და შენ ერთად ვიძინებთ?– ირონიულად გამომხედა და ჩემსკენ წამოვიდა... – ჯობდა არ დაგელია, ისედაც ნასვამი იყავი, ფეხზე ვერ დგახარ რა..– ბუზღუნით გავეპასუხე და ლოგინისაკენ წავედი... – მე და შენ ერთად ვიძინებთ თქო–?– ხმას აუწია და თავისკენ შემატრიალა.. – კი , და ეს არაფერს ცვლის. შენ შენს ნახევარში დაეტიე.. – ხო? ხანჯალიც ხო არ ჩავიდო?? – არა სამწუხაროდ ხანჯალი აღარ გვაქვს, სამაგიეროდ მუთაქა გაგვაჩნია ოხრად... – ჩინეთის კედელს ნუ ამომიშენებ რა, მითუმეტეს ახლა როცა საშინლად მინდიხარ... – მისმა სიტყვაბმა და თვალებმა დამაბნია და ზურგი ვაქცია, რომ მოულოდნელად ამეკრა ზურგიდან, თმები ცალ მხარეს გადამიწია და მოშიშვლებულ კისერზე მაკოცა.... დათო არ გინდა– ძლივს ამოვიჩურჩულე და მისკენ შევტრიალდი.. – არ გინდივარ? – მის ასეთ სითამამაეს არ ველოდი და დავიბენი... – ეს რა შუაშია?? მინდიხარ მაგრამ.... – მაშინ არავითარი მაგრამ არ არსებობს ნანუკა.. როგორ მომენატრა შენი თმები, თვალები, ეს ტუჩები როგორ მომენატრე ნანუ.... გთხოვ არასოდეს მიმატოვო რა, აღარასოდეს,,, მიყვარხარ.. შენს მეტი არავინ მინდა ნანუკა.... გიჟივით მკოცნიდა და ტანზე მხდიდა. წინააღმდეგობა არ გამიწევია... მინდოდა მისი სიახლოვე, მისი შეხება მინდოდა ყველაფერი მისი ჩემად მეგრძნო.. ** დილით მის მკერდზე თავდადებულს გამომეღვიძა, მკლავები ისე მაგრად ქონდა შემოხვეული , თავი ძლივს გავინთავისუფლე რომ კარი გამეღო.... ავდექი თუ არა დამიჭირა და ლოგინშ შემატრიალა... – მაცადე, მგონი ხათოა კართან.... – უუუუ კაი რა... თვალები არ გაუხელია ისე დაიზმუვლა და ხელები გამიშვა... – ორ წუთში მოვალ და უკან დაგაბრუნებ მაგ საწოლში არ ადგე, ჩუმად ვუჩურჩულე ყურში და ხალათი შემოვიცვი... კართან ცოლ–ქმარი ერთად იდგა და იღიმოდა. – რა გაცინებთ?– გაოცებულმა ვუთხარი და მეც გავუღიმე... – საწოლი მთელი გაქვთ?– ისე მკითხა ტატომ სიცილს ვერ იკავებდა... – ჰა? ტატო.. ნუ ხარ გაფუჭებული... – რავიცი ისე გკითხეთ.... იმ ლოთს სძინავს??? – ხო, რაღაც მასეა... ჯერ ვერ გაარკვია მგონი რომ გათენდა.. – კაი ჩვენ ჩავალთ თორემ ამას საჭმლის სუნი ეცა ამ ცხვირში და შია უკვე... – ნუ რა ქნა ჩვენ ხო ორნი ვართ დააა.– თავი მაშინვე იმართლა ხათომ და ქმარს მაგრად უთავაზა მუჯლუუნი... – ჩადით და ჩვენც მალე მოვალთ.... კარები მივკეტე თუ არა დათო შეხება ვიგრძენი მუცელზე და ზედ ამეკრა.. – აქ როდის გაჩნდი? ახლა ხო გეძინა.... – შენი სხეულის სურნელი გზას მიკვლევს შენსკენ. ჩემო ერთადერთო.... – დათო... – ნანუ.. მაკოცე რა. დამპირდი რომ მეტი აღარასოდეს მიმატოვებ შურიანების ჯინაზე.. ჩემს გვერდით იქნები და ყველაფერს ერტად მოვაგვარებთ... – გპირდები რომ აღარასოდეს მიგატოვებ, აღარასოდეს დათო.. ოღონდ დამპირდი შენც რომ ყველაფერს გააკეთებ ჩვენი ბედნიერების გამო... ნაწილი მეთხუთმეტე.. მთელი კვირა ერთად გავატარეთ, თბილისში დაბრუნების ყველაზე მეტად მეშინოდა.. მეშინოდა რომ ყველაფერი ეს დამეკარგებოდა და გამიქრებოდა, თუმცაღა რეალობა სულ სხვა იყო..ვიცოდი რომ აუცილებლად წავიდოდით უკან. ვიცოდი რომ ისევ გადაეყრებოდა თიკას თვალებს და მეშინოდა.. მეშინოდა რომ კიდევ წამართმევდა ბედნიერებას.. მიუხედავად მისი ღალატისა მე მეშინოდა მისი დაკარგვის.. დილით ადრიანად გავემგზავრეთ, სამსახური გველოდა ყველას... მთელი კვირის მარაგი ერტად უნდა გადაგვეტანა..სამივენი სამსახურში მივედით, მაშნვე კაბინეტში შევიკეტე და მუშაობის ნაცვლად ფიქრი დავიწყე.. როგორ უნდა მომეგვარებინა ეს საქმე.. როგორ უნდა ამეწყო ცხოვრება დათოსთან ერთად.. თვალები დავხუჭე და ჩვენი ოცნებები დავსახე გონებაში... ყველა ოცნება გავაერთიანე და შედეგად დათოს სახე მივიღე.. მისი თვალები, ტუჩები, ხელები... ფიქრებიდან ხელის შეხებამ გამომაღვიძა, ჩემს წინ დათო და მარიამი იდგა და მიღიმოდა... მაშინვე კალთაში ჩამიხტა და პაწია ხელები კისერზე შემომხვია.. – ჩემო დახატულო, როდის მოხვედი?– მე რომ ვერ გავიგე... – შემოვიპარე– ჩუმად მიჩურჩულა ყურში და ლოყაზე მაკოცა..ზოოპარკში წამიყვან??– იცოდე ვიტირებ.. დათოს ავხედე და თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად... – წაგიყვან.. ერთი პირობით შენ მომიყვები ახალ ამბებს?? – კარგი თანახმა ვარ..... ჩახტი და წავიდეთ... მარიამთან ერთად სეირნობა ყველფერს მერჩივნა.. პატარა ხელს მაგრად მიჭერდა და დრო და დრო მეკიდებოდა ქურთუკის კუთხეზე... – დედა იყო ჩემთან– მოულოდნელად მითხრა და სკამზე ჩამოსკუპდა ბამბის ნაყინის შესაჭმელად... – დედა იყო?– შენი დედიკო? – ხო, თოჯინა მომიტანა, და კიდევ კამფეტები..იცი ნანუ , მინდა დედაც ჩვენთან იყოს...მენატრება ხოლმე.. – ჩვენთან რას ნიშნავს ჩემო საყვარელო? – მინდა რომ მამიკოსთან და ჩემთან ერთად იყოს, ბაღში დედიკოები ყავთ ბავშვებს და მეც მინდა.. შენ კი მიყვარხარ მაგრამ ჩემი დედიკოც ძალიან მიყვარს... – რა თქმა უნდა მარიამ. ის შენი დედიკოა.. და უნდა გიყვარდეს... ეს კვირა დედიკოსთან ერთად გაატარე? – ხო. ბებო მიშვებდა და სულ მასეირნებდა, დიდ კარუსელებზე წამიყვანა და მერე ბევრი მაკოცა... არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ასეთ დროს, ყელში მებჯინებოდა ცრემლები .. მაგრად მივიკარი გულზე ბავშვი და ხელები შემოვხვიე, მთელი დრო ნაძალადევი ღიმილით ვუყურებდი, სინამდვილეში ერთი სული მქონდა სახლში მიმეყვანა მარიამი უკან მამამისთან.. განადგურებულმა მივიყვანე ბავშვი სახლში და ნაძალადევად შევაბიჯე ეზოში... დათო მაშინვე გამომეგება.. ნიაკო კართან მელოდა და ხელს მიქნევდა,, თავი ვაიძულე ნერვები მომეთოკა და დებილის როლი მეთამაშა... ცხელი ყავის ფინჯანი ფიქრებში გართულმა გამოვართვი და ფეხებზე გადავისხი... არაფერი მიგრძვნია, გული იმდელად მტკიოდა... ახლა ამ ტკივილზე დიდი ტკივილი არ იქებობოდა ჩემს ცხოვრებაში.. ამაზე მეტად ვერავინ და ვერაფერი მატკენდა გულს. სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ტირილით გავარდი ეზოში.... გამავალ კართან დამიჭირა დათომ და თავისკენ შემატრიალა... – რა ხდება ნანუ?? – სახლში მინდა..–სლუკუნით ვუთხარი და ზურგი ვაქციე... – მოხდა რამე??? – არა უბრალოდ სახლში წამიყვანე რა...მარტო ყოფნა მინდა.. – ნანუ რა მოხდა, ვინმე ნახე გზაში? რა მოხდა????? – არაფერი, ადამიანო არაფერი, მარტო მინდა ყოფნა, უშენოდ და ყველას გარეშე... – ნანუკა, შემომხედე დამითხარი რა მოხდა თქო, ვინ გაწყენინა ასე??? – ცხოვრებამ, შეგიძია დასაჯო? ეჩხუბო, უსაყვედურო? შეგიძლია ,? გაქვს მაგდენი ძალა??? – რა დაგემართა ადამიანო წესიერად გამაგებინე, სულ ცოტა ხნის წინათ ბედნიერი იყავი.... – აღარ ვარ.. და მინდა რომ წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან, მინდა რომ აღარასოდეს გნახოს ჩემმა თვალებმა. ერთადერთი სურვილი მაქვს. შენი შვილი ბედნიერი ვნახო. ბავშვს დედა სჭირდება დათო... – შენ ხარ დედამისი და მორჩა.. – თავს ისულელებ თუ მე მასულეებ ჰა? შენს შვილს კითხე. კითხე მარიამს მიდი .. დედა უნდა, ნამდვილი დედა... მთხოვა რომ არ მეწყინოს, რომ თიკა უყვარს... მე შენს ცხოვრებაში ზედმეტი ვარ, მილიონჯერ დავაჯერე ჩემი თავი რომ შენი ცხოვრების ნაწილი ვიყავი მაგრამ ასე არააა, ეს შენ ხარ ჩემი ცხოვრების ნაწილი.... შევცდი და ამ შეცდომას ვნანობ.. – მარიამმა გითხრა? ცდები, ის პატარაა ოთხი წლის არის ნანუკა, მასზე როგორ უნდა გაბრაზდე?? – მასზე არ ვბრაზობ ადამიანო, გაგება ხომ გაქვს, საქმეც მაგაშია რომ ის ოთხი წლის არის და დედა უნდა ნამდვილი დედა.. და არა მე.... დედა უყვარს. უნდა რომ ერთად იყოთ სამივე.. – მე არ მინდა, მე არაფერს მეკითხები??? – არ გეკითხები იმიტომ , რომ არ მაინტერესებს შენ რა გინდა.. მე რა მინდა ის ვიცი,,, მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრე... გაქრე ისევე როგორც მოხვედი.... ** სახლთან მისულს გული უარესად ამიჩუყდა, პირზე ხელი ავიფარე და სირბილიტ შევედი სადარბაზოში... საშინლად მტკიოდა გული, ვერ ვიქნებოდი ასეთი ცხოველი, დედას ვერ წავართმევდი, ოჯახს ვერ დავუნგრევდი.... ბევრისათვის ალბად გასაკიცხიც ვიქნები მაგრამ , ვერ გავბედე ბედნიერება მომეპოვებინა ჩემი ტავისათვის.. მუდამ სხვის ბედნიერებაზე ვფიქრობდი ასე იყო.. ახლაც ასე იყო.. ჩემი თავი მუდამ უკანა პლანზე მეყენა... გასაღები გადავატრიალე და სახლში გამეფებულმა სიმშვიდებ გულზე ლოდივით დამაჭირა ხელები.... კარის მიხურვას ვაპირებდი რომ ვიღაცის შეხებამ სიკვდილამდე შემაშინა... – ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ– თაზოს ხმა გავიგონე თუ არა, შეშინებული ავეკარი კედელს.... ნუ გეშნია თქო.. ასე რამ გაგაფითრა გოგო– გაცოფებულმა მომახალა და სახლში დაუპატიჯებად შემოვიდა... – რა გინდა აქ? რისთვის მოხვედი?? – საქმე მაქვს, ნანუკა ნუ ცახცახებ რა.. გადამიარა შენმა სურვილმა.. არც ჩემს გრძნობებეზე სალაპარაკოდ მოვედი... – აბა რა გინდა–თქო? – ბებიაა ცუდად .. საავადმყოფოშია. მთხოვა რომ მიგიყვანო... კიდევ ეს დოკუმენტები გამომატანა შენთან. მითხრა რომ თვითონ მიხვდები... – რა სჭირს ბებოს?– ძლივს ამოვიჩურჩულე და დივანზე ჩამოვჯექი.. – ინფაქტი გადაიტანა, მძიმედაა... შენ რა იტირე? თვალები რა დღეში გაქვს... – შენი საქმე არააა.. – მართალი ხარ... მიყურებ და გიკვირს ასე რამ შემცვალა არა???? სიცივემ.. სიბოროტემ.. უფრო მარტივად შემიძლია გითხრა ასეთად რამ გამხადა... ჩემი მშობლების ფეხებზე დაკიდებამ, არაობად როცა გთვლიან, როცა არავის ადარდებ.. ბოროტდები, იქნებ ზოგისთვის ეს სტიმულიც კი ყოფილიყო მაგრამ მე გავბოროტდი. მერე ფულის გამოყენება დავიწყე ცუდად, ხო ხედავ როგორი გავხდი სინამდვილეშ.. ხო ასეთი არ ვიყავი, მაგრამ ახლა ნაგავი ვარ. ნამდვილი არაკაცი. რომელმაც კინაღამ ცხოვრება დაგინგრია.. მაგრამ მე მართლა მიყვარხარ... – არ გინდა თაზო. ამაზე არ გვინდა... – კარგი არ გვინდა,, მაგრამ მე არაფერს გთხოვ ნანუკა... შენდამი სიყვარული ჩემი სასჯელია.. ვიცი ცხოვრებაშ ბევრს ვატკინე გული... იმ გოგოსაც კი შენს ტანამშრომელს.. მაგრამ ვერ შევძელი ვერც მისი და ვერც სხვისი შეყვარება... შენი სიყვარული მთელი ცხოვრება მეყოფა ტანჯვად. როცა მეცოდინება რომ ჩემი საყვარელი ქალი სხვასთან ბედნიერია... – ვაიმეე, ასეთი რა დავაშავე არ ვიცი, ერთი გიჟი არ მეყოფოდა ახლა კიდევ მეორეც გადავიკიდე.... რომელ საავადმყოფოშია თინა???? – გაგიყვან.. – არა... – გაგიყვან ნანუკა, ვიცი სანდო არ ვარ მაგრამ შერჩენილ კაცობას გეფიცები ხელსა არ გახლებ... – კარგი.. იცოდე სანანებელი არ გამიხადო ის რომ შენში ადამიანი დავინახე თაზო.... ჩანთას ხელი დავავლე კარებისაკენ წავედი.... ** თეთრა შეღებილ პალატაში გაფითრებული სახით იწვა თინა... ჭაღარა თმებზე ხელი ნაზად გადავუსვი და ლოყაზე ვაკოცე.. მაშინვე გაახილა თვალები და გამიღიმა... – ჩემი ლამაზი გოგ მოსულა.... როგორ გაიგე ბებია??? – თაზომ მითხრა.. რატომ მანამე არ დამირეკეთ, მაპატიეთ რომ დიდი ხანი ვერ მოგიკითხეთ.. – შენ რა შუაში ხარ, ჩემო ლამაზო.. მინდოდა შენი ნახვა, ვიფიქრე იქნება გაიგოს და მოვიდეს თქო.. მგონი ჩემი დრო მოვიდა, სანამ წავალ მინდა ბოლომდე გითხრა ჩემი დარდი და სათქმელი ბებია... – ახლა არა თინა ბებია.. ახლა სუსტად ხართ... – არა ხლა, უნდა გაგანდო ყველაფერი, სანამ მარტოები ვართ... გახსოვს ჩემს დიდ სიყვარულზე გიყვებოდი.. ხომ გახსოვს გითხარი დავკარგეთქო... შენ არ დაკარგო ბებია დათო.. ის კარგი ბიჭია , ვიცი რომ გული გატკინა და გიღალატა. მაგრამ კაცები სუსტები არიან, ეს ჩვენ გვინდა რომ ძლიერები იყვნენ, ჩვენ გვინდა რომ ასეთებად დავსახოთ ჩვენს გონებაში მაგრამ ასე არააა, ყოველი კაცი რომელიც ძლიერ მხარეს გვაჩვენებს სუსტი მხარეც გააჩნია... ასეა, უნდა აპატიო, უნდა გაუგო, თუ გიყვარს უნდა დაელოდო კიდეც.. აიძულე ნანუკა, აიძულე რომ შენი იყოს... აიძულე რომ კაცობა გამოიყენოს და შენს გვერდით დარჩეს.... – თინა ბებია, როგორ გითხრათ არც ვიცი... მარიამს დათოს შვილს, დედასთან უნდა ყოფნა.... – ის ბავშვია შვილო, ის პატარაა, ვინც გაახალისებს მასთან გაუწევს გული... – არ ვიცი,,, გული მტკივა.... – მე დავკარგე ჩემი სიყვარული, ცხოვრებაში გავაკეთე არჩევანი თორემ გული ყოველთვის მისი იყო... გული და გონება მისი იყო.. იცი რა არის ყველაზე დიდი დანაშაული?! ღალატი კი არა, როცა წევხარ ქმრის გვერდით და სხვა კაცზე ფიქრობ... აი ესააა ყველაზე დიდი ცოდვა, მარტო ფიზიკურად კი არა სულიერადაც რომ ღალატობ და ცოდვას ცოდვაზე იკიდევ ნანუკა.... – თქვენი სიტყვები მუდამ მამშვიდებდა ,მაგრამ ახლა ვერ მიშველის... მარიამს ვერ დავუნგრევ ცხოვრებას.. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ერთადერთი რაც მინდა აქედან წასვლაა.. ყველასაგან გაქცევა და თავის დაღწევააა... – წასვლა რომ გამოსავალი ყოფილიყო შვილო, მე დიდი წნის წინათ გავიქცეოდი... დიდიხნის წინათ მივატოვებდი ყველას და ყველაფერს.. წახვალ და ფიქრები თან გაგყვება.. შენ იმაზე იფიქრე რომ იმ გოგომ შვილი 4 წლის წინათ მიაგდო, ქმართან ერთად. ბევრი შენს ადგილას საკუთარი ბედნიერებისათვის იბრძოლებდა და ი გოგოს კუას ასწავლიდა, შენ კიდევ ტირილისაგან თვალები დაგსიებია.. ტირი და არაფერს აკეთებ.... უნდა იბრძოლო შვილო.. ჩემს შეცდომებს ნუ გაიმეორებ.... ** თორმეტი ხდებოდა სახლში რომ მივედი, ნერვულობისაგან და ამდენი ფიქრისაგან ფეხზე ძლივს ვიდექი, ხან მარიამის და ხანაც თინას სიტყვები ჩამესმოდა ყურში.. ვერ ვხვდებოდი რომელი იყო სწორი არცევანი.. რომელ მხარეს უნდა წავსულიყავი და როგორ მოვქცეულიყავი.. ფეხსაცმელები ოთახის კუთხეში მივყარე. დენში ჩაიდანი შევაერთე და ნატას დავურეკე. ახლა მისი დამშვიდება წამალით მომედებოდა.. ცოტა ხანში ჩაის ფინჯნებით ხელში ვიჯექით სამზარეულოს მაგიდის გარშემო და სლუკუნით ვუყვებოდი ჩემს ტკივილზე.... – და რა გამოდის,იმ გოგოს დათოს უთმობ?? ასე მარტვივად და აუღელვებლად როგორ უთმობ გოგო, კაცს შენ უყვარხარ.. და მაინც გაიძახი რომ ოჯახს ანგრევ.. რომელ ოჯახს , რომელიც არც არსებულა ნანუკა??? პატარა ბაშვივით მსჯელობ. შენ ტავს იდანაშაულებ ყველაფერში.. – იმიტომ რომ დამნაშავე ვარ.. ნატა... სანამ ვიღაცის ლოგინში ამოვყოფდი თავს ჯერ უნდა გამერკვია ყველაფერი.... დებილი ვარ, ამ გრძნობამ დამაბრმავა... – არა. დებილი არ ხარ, შეყვარებული ხარ და ისე მოიქეცი როგორც შეყვარებულ ქალს შეეფერება... იბრძოლე სასურველი კაცისთვის... იბრძოლე და იმ გოგოს ნუ მიანიჭებ გამარჯვებას ნანუკა .. ნაწილი მეთექვსმეტე... დილით საოცარი ენერგიით აღსავსეს გამომეღვიძა.. ნატას მშვიდად ეძინა ჩემს გვერდით...ფეხაკრეფით გავიპარე აივანზე და ტატოს დავურეკე.. არ ვიცი რა ძალა მიბიძგებდა რომ თიკასთან შესახვედრად წავსულიყავი... დიდი ხვეწნის მერე მისამართი ვათქმევინე... სწრაფად გავემზადე და სახლიდან გავედი.. მისი სადარბაზოს წინ ვიდექი და ვერ ვბედავდი ასვლას, ფეხები ნერვიულობისაგან ისე მიკანკალებდა რომ ნაბიჯს ვერ ვდგავდი.. გამბედაობა მოვიკრიბე, ჩემს თავს შემოვძახე და ლიფტის ღილაკს თითი მივაჭირე... კარები გაიღო თუ არა სწრაფად გავედი და კედელს მივეყუდე... გული საშინლად მიფართხალებდა... ჩემს წინ დიდი თეთრი კარი იყო, ვიცოდი რომ აქ გამიზნულად ვიყავი მოსული და ესეც უნდა გამეკეთებინა... – ეს ვინ მოსულა, სიმართლე გითხრა მე თვითონ მინდოდა შენი ნახვა– კარის გაღებისთანავე მითხრა და სახლში შემიპატიჟა... – ხო?? საინტერესოა რა საქმე გქონდა.. – ის რაც შენ.. ყავას ხო დალევ... ტანზე გადავიცვამ და მოვალ.. სამზარეულოში ყველაფერი მაგიდაზე აწყვია, თუ არ გეზარება დაასხი და ახლავე მოვალ...– ისე მომაძახა როგორც დაქალს და უკანალის ქნევით შევიძა საძინებელში... უკან ჯინსებში და უბრალო მაისურში გამოწყობილი დაბრუნდა... სულ არ იყო ეს ის ლამაზი თიკა მე რომ პირველად ვნახე, ახლა ჩემს წინ უბრალო გოგო იჯდა , რომელსაც ქონდა თავისებული ეშხი და მიმზიდველობა... – მაშ, ასე, მოდი ჯერ მე გეტყვი, მინდოდა შენთან მოსვლა, მაგრამ ნომერი არ ვიცოდი, სამსახურში მოსვლა და დათოს ნახვა არ მინდოდა.. თუმცა მიზეზი დათოა ნანუკა... – მეც ამ მიზეზით ვარ აქ... იქნება ამიხსნა რა ხდება??? – აჰაა. საინტერესო შემთხვევაა არა? ორი ქალი ერთი კაცისათვის იბრძვის... –გამაცინე..– ირონიულად გამომხედა და ცხელი ყავა მოსვა.... – მე არ ვიბრძვი, დათო ისედაც ჩემია.. მაგრამ მე ის ვერ გავიგე შენ რა გინდა თიკა... – ჩემი შვილი და ქმარი.. – რომელი შვილი და ქმარი, რომელიც არ გყავს? ქაღალდზე შვილს და ქმარს გულისხმობ??? – არა რატომ, მე და შენს დათუნას ვნებიანი სექსი გვქონდა.. – არაუშვას,, თუ გგონია ამითი ამაგდებ ცდები... რა მნიშვნელობა აქვს ბო*ებში წავიდოდა თუ შენთან... – ოხ, უყურე ერთი, რა მშვიდი ჩანხარ და სინამდვილეში რა გაქექილი ყოფილხარ. მაგრამ ცდები, მე მართლა მინდა ოჯახის დაბრუნება ნანუკა და შენ უნდა გაქრე.. – მე გავქრე? და გონია რომ ასე დაიბრუნებ დათოს?? დათოს არ უყვარხარ .. – ხო?? ქალი რომელიც არ გიყვარს ასე უცებ ვერ გაცდუნებს არ იცი?? ნახევარი საათიც არ დამჭირდა რომ ჩემი ნება ეგრძნო გოგო.. ის არაა გულგრილი ჩემს მიმართ.. თან მარიამსაც უნდა რომ ჩვენ ერთად ვიყოთ... ვიცი რომ კარგად ექცეოდი, ვიცი რომ უყვარხარ მაგრამ მე დედამისი ვარ.. რაც არ უნდა იყოს, ვერავინ დამიშლის .. – შენ ის ოთხი წლის წინათ მიატოვე... ოპერაციის დროს მე ვიყავი მათთან, როცა ცუდად იყო და სტკიოდა მე ვუვლიდი,,, დედობა მხლოდ გაჩენა არააა... ყველა იზრდება თიკა, მთავარია აღზრდაა... – არ ვცი, იქნებ მართალიც ხარ, მაგრამ ის ჩემი შვილია. მინდა რომ სრულფასოვან ოჯახში გაიზარდოს.. მე მქონდა მიზეზი რისთვისაც მივატოვე ისინი... – ხო გქონდა, კარიერა... – ხო, ასეა.. ვიცოდი რომ დაბრუნების მერე დათო მიმიღებდა, ჩვენ იმდენად დიდი და ლამაზი სიყვარული გვქონდა ისე ვერ შეძლებდა ჩემს ასე მალე დავიწყებას... – და ანგარებიანი არა??? მის ფულზე დახამებული იყავი მთელი ის წლები რაზე მელაპარაკებ, როგორ უნდა დაგიჯერო რომ შენ ის გიყვარდა და გიყვარს.. შენ უბრალოდ სხვა წასასვლელი არ გაქვს.. სხვა გზა არ გაქვს და გინდა რომ დთოსტან დაბრუნდე.. უფრო კარგი თუ გამოჩნდბა ისევ მიატოვებ ქმარს და შვილს და წახვალ.. – არა, ეგ პერიოდი უკვე გადავიტანე.. მე ის მიყვარს. მიყვარდა მთელი ეს დრო.. – საოცარი დასაჯერებელია, არ მესმის ასეთი დედების შვილებს რომ ასე თმობენ.. არ მესმის და რა გავაკეთო.... – შენ არ გყავს შვილი და რა იცი რა ტკივილია როდესაც ტოვებ მას და მიდიხარ.. – და შენ გტკიოდა? ერთი კვირის ბავშვი მიატოვე, რომელ ტკივილზე მელაპარაკები თიკა... შენ საერთოდ იცი რა არის ტკივილი?? შენ ხოლოდ შენი ტავი გიყვარს, ნარცისიზმით დაავადებული ადამიანი ხარ.. – თუნდაც.. ჩემი შვილი ჯანმრთელია, გაიზარდა, დედა უყვარს მიუხედავად იმისა რომ ამდენი ხანი მივატოვე. დამპირდა რომ მამას დაელაპარაკება და ჩემთან დააბრუნებს... – ესეიგი შენი დაბრუნების მიზეზი ესაა რომ დათოს თავიდან ჩაიგდო ხელში ასეა??? – ასეა, და მე ამას არ ვმალავ. ის კაცია რომელიც მიყვარს და მინდა, მჭირდება, მისი ყოველი ნაკვთი მიზიდავს... შენ ასე არ ხარ განწყობილი მის მიმართ ნანუკა, შენ ხო ის წრფელი გულით გიყვარს, მე კიდევ ვნება მაქვს მის მართ, რომელსაც ვერ ვმალავ, ვერ ვთოკავ, მასთან ყოფნა მელანდება... – ავად ხარ გეფიცები.. გიჟი ადამიანივით ლაპარაკობ... ჩანთას ხელი დავავლე და კიბეებზე სწრაფი ნაბიჯით დავეშვი... ** სამსახურში მივედი თუ არა ტატოსთან მივედი და მის წინ დავჯექი.. – რა ხდება?– ემოცია ვერ დაფარა... – თიკასთან ვიყავი, მზადააა მარიამიც და დათოც წამართვას.. – და შენც თმობ?– ესა ხარ სულ ნანუკა? – ეს ვარ თუ ის ვარ, ფაქტი ისაა რომ ბავშვს დედა უნდა.. – ბავშვს ის უნდა ვინც მამას ეყვარება გოგო... – ასე არაააა. ბავშვს მამა და დედა ერთად უნდა.. ერთად გესმის? მე ვარ მათ შორის მურმანის ეკალი , ვეღარ გაიგე??? ჯობია წავიდე.. – სად უნდა წახვიდე??? გადაირიე???? – იცი თიკამ ერთი სწორი რაღაც მითხრა. მე რომ წავიდე მათი ცხოვრებიდან რა იქნება ტატო? იქნებ მართლა მე ვაკავებ დათოს? იქნება მე ვარ მიზეზი? თუ მის მიმართ ასეთი ცივია ასე უცებ როგორ დაახვია თავბრუ ამიხსენი, შენც ხო კაცი ხარ. ალბად ჯერ კიდე აქვს გრძნობა შემორჩენილი... უნდა წავიდე.. ცოტა ხნით მაინც უნდა მივატოვო... უნდა დაფიქრდეს, უნდაგაიგოს რას ფიქრობს რა უნდა.. ასე ჯობია.. – არც კი ვიცი რა უნდა გითხრა ნანუ.. ვიცი რომ დათოს უყვრხარ.. – მაგრამ თიკაც უყვარს, ის გრძნობა ეტყობა ვერ დაივიწყა ჯერ. უნდა მივატოვო .. სლუკუნით ვუთხარი და ოთახიდან გავედი... „ დღეს პირველად ვწერ შენზე.. სინამდვილეში ისიც კი არ ვიცი როგორი ხარ.. ვინ ხარ... მხოლოდ შენი გულის მესმის, მხოლოდ მისი ძგერის და სითბოსი.. როგორ მინდა ვიგრძნო შენი გამოხედვა.. თან წარსული ხარ. უნდა დაგტოვო, თან ამისათვის არ მემეტები.. ვიცი ვინ და მაინც როგორი უცხო მგონიხარ.. არ ვიცი როგორ უნდა გაგანდო ეს დიდი გრძნობა ბოლომდე, არ ვიცი როგორ უნდა აგარიდო თვალი.. საოცრებაა, ყველაფერი ეს წმინდა თამაშია... შენ იმდენად მგავხარ იმდენად ჩემნაირი მეგონე, იმდენად, იმდენად რომ ახლა მენანები,, მაგრამ ჩემი ცხოვრების წინააღმდეგ ვერ წავალ. ერთი ხელის მოსმით ვერ დავინგრევ ყველაფერს.. ასე ნუ მექცევი, ნუ ცდილობ ჩემი გული არაობად აქციო, ნუ ცდილობ რომ ფეხქვეშ გამიგდო და მერე ამ მანძლის სიშორის გამო ვერაფერი შევძლოთ... ნუ მეტყვი რომ ცივი ვარ. ნუ მეტყვი ნუ გამიმეტებ ასეთი ტკივილისათვის... ვიცი რომ ჩემი გრძნობები საშინლად ჰგავს შენსას.. ასე ნუ გამიმეტებ რა, ცოტა მეც დამინდე... ცოტა ჩემზეც იფიქრე.. ასე ერთი ხელის მოსმიტ ნუ გამანადგურებ.. ისე ნუ გამაკეთებინებ რომ უკან დაბრუნება ვერ შევძლო, ვეღარასოდეს მოვიდე შენამდე და ვერ ჩაგხედო თვალებში...ასეთი ძლიერიც არ ვარ.. იმაზე ბევრად სუსტი ვარ ვიდრე ეს შენ გგონია.. ვიდრე ეს სუტყვებიტ შემიძლია გადმოგცე... ვიცი რომ მე და შენ შევიძლია შევქმნათ ერთი „მე“ მაგრამ ამისათვის ალბად დრო გვჭირდება... ამ ნაბიჯს ასე მარტივად ვერ ვდგავთ... მაპატიე რომ სუსტი ვარ... მაატიე რომ იმედი მოგეცი და მერე მიგატოვე.. უბრალოდ მე შენტან ყოფნა იმდენად მინდა რომ უნდა დაგტოვო ახლა უნდა დაგტოვო სანამ ამისი ძალა მაქვს მერე ყველაფერი გვიანი იქნება.. ახლა თუ არ წავედი , მერე ვერარასოდეს ვიტყვი შენზე უარს...“ წერილი მაგიდაზე დავტოვე და შენობიდან ისე გავიპარე რომ არავის დავენახე... სახლში მისულმა ყველაფერი ჩავალაგე რაც მჭირდებოდა.. ნატა დავურეკე და დროებითი თავშესაფარი ვთხოვე... ერთი საათის მერე ბათუმისაკენ მიმავალ მატარებში ვიჯექით და ხმას არც ერთი ვიღებდით.. საშინლად მტკიოდა გული.. მტკოდა რომ ასე ვიქცეოდი, მაგრამ ამასაც ჩემი თავის გამო ვაკეთებდი... უნდა გამეგო საბოლოოდ მისი აზრები როგორო იყო, რას ფიქრობდა და არა ნდოდა ჩემგან, ცხოვრებისაგან, მზად იყო თუ არა თიკას დაშორებოდა.... ყურსასმენები გავიკეთე და წიგნი გადავშალე... მის კითხვაში ჩავიძირე, თითქოს ტვინაც შეყვიტა ტკივილზე ფიქრი .. კოელიოს ზარის ორაზროვანი ფრაზა მაშინვე მომხვდა გულზე „ როცა ადამიანები პრობლემებს ეჯახებიან, მხოლოდ მაშინ ხვდებიან რომ , იმაზე უკეთ შეუძლიათ პრობლემების გადაწყვეტა, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ“– მწარედ გამეცინა და ნატას გავხედე. უშფოთველად ჩაძინებოდა მატარებლის რწევაში... ბათუმში მზე ანარეკლებს ისროდა, ნატა გადაღლილი დავტოვე სახლში და მე ჩემი ონების სანაპიროსაკენ ავიღე გეზი..ჰაერში გამეფებული მლაშე სუნი სიცოცხლის ხალისს მიღვივებდა... ტელეფონი გავთიშე და შარვლის ჯიბეში ჩავიდე... ჩანთიდან პასტა და ბლოკნოტი ამოვაძრე და სანაპიროზე დავჯექი.. ზღვა ჯერ კიდევ რელავდა, ალბად ჩემთან ერთად განიცდიდა სათითაო ცრემლს ... ნიკაპით მუხლებს დავეყრდენი და თვალები დავხუჭე... როგორ მინდოდა ტელეფონი ჩამერთო დამერეკა და მეტქვა როგორ მიყვარდა.. როგორ მინდოდა ეს ყველაფერი უკან მომეტოვებინა და მასტან გავქცეულიყავი...მაგრამ რარაც მაჩერებდა, იქნებ ეჭვიც კი მეპარებოდა მის გრძნობაში.. იქნებ მეშინოდა რომ ბოლოს მაინც მარტო დავრჩებოდი....გულის სიღრმეში მეშინოდა რომ ბავშვის გამო მაინც დამთმობდა და ცოლს დაუბრუნდებოდა.. მეშინოდა რომ თუნდაც ჩემტან ყოფნისას გაიქცეოდა მასტან ისევ.. მინდოდა მის გრძნობაში ჯერ თვითონ დარწმუნებულიყო და მერე მე... ** გაფითრებული იჯდა დათო კაბინეტში და ამაოდ დაყურებდ ნანუკას მიერ დატოვებულ წერილს... ახალი ემოციებით სავსე შევიდა ტატო და წინ საბუთები დაუწყო.. – მაგარი იდეა მაქვს, ახალი რეკლამა გვაკეთეთ და მაგარი პროდუქცია შემოგვაქ დავით ჯერ საქართველოში რომ არავის აქვს.. – კარგი– განადგურებულმა დაუბრუნა პასუხიი ისე რომ არც კი შეუხედავს.. – არ მისმენ? – კარგი–თქო.. თანახმა ვარ ყველაფერზე. – ხდება რამე? – წავიდა.. წერილი დამიტოვა და წავიდა ტატო.. ამჯერად საბოლოოდ მიმატოვა. ჩემი ბრალია, ვერ დავაჯერე როგორ მიყვარს, ვერ დავანახე.. – ასე ბავშვის გამო მოიქცა.. დამიჯერე.. საიდუმლოდ შენახვა მთხოვა მაგრამ მაინც გეტყვი.. – რას მეტყვი ტატო? – დილით თიკასთან იყო. არ ვიცი იქ რა ილაპარაკეს, განადურებული მოვიდა იქიდან, მითხრა რომ შენს თავთან უნდა დაეტოვებინე.. არ სჯერა შენი სიყვარულის...ასე მარტივად შეგაცდინა თიკამ დავით.. – ყველაფერი მე გავაფუჭე–– გამწარებულმა იღრიალა დათომ და ტელეფონი კედელს მიახეთქა.... ჩემი ბრალია ჩემი.. ვერ შევინარჩუნე, ვერ გავაკეთე ისე როგორც საჭირო იყო..არაკაცი ვარ, ცხვირ–პირს დავუმტვრევ იმას რო მივალ იქ.... – ეს კაცობა იქნება??? მაგას ჯობია მიხვიდე და ცივილიზებული ადამიანივით დაელაპარაკო.. აუხსნა რომ ასე არ ხდება როგორც მას ჰგონია. მიდი და უთხარი რომ ბავშვით ნუ მანიპულირებს... – ასეც ვიზავ.. – სწრაფად წამოხტა დათო სკამიდან და კაბინეტიდან გავიდა.. ** კარზე გამეტებით ურტყავდა დათო მანამ სანამ გაოგნებულმა არ გააღო თიკამ და ალმაცერად გახედა.. - რა ხდება მშვიდობააა???? - ჯერ-ჯერობით კი... რა უთხარი ნანუკას? - აი თურმე რისთის მობრძანებულხარ ვაჟბატონო.. - ხო აბა გეგონა რომ მომენატრე? მომისმინე , შენ ხომ ადამიანი არც არასოდეს ყოფილხარ და ახლაც არ ხარ... შენ რომ ნამდვილი დედა იყო, შენს შვილს უფლებას მისცემდი რომ ბედნიერი ყოფილიყო, საერთოდ არ გამოჩნდებოდი ჩვენს ცხოვრებაში როცა, შენი შვილი სულ პატარა მიატოვე, ახლა რა უფლებით მოდიხარ და მას სთხოვ უყვარდე ჩემგან ითხოვ რაიმეს..კი მიყვარდი, ამას არ ვმალავ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდი.. მაგრამ წავიდა ეგ დრო თიკა, დაივიწყე.. შენ ჩემთის აღარ არსებობ, არც იარსებებ. იმიტომ რომ მთელი გულით და გონებით ნანუკასი ვარ.. გგონია ის ერთხელ თუ ლოგინში ჩამიწექი ახლაც შევცდები.!???!!! ცდები ადამიანო... იცი როგორ მოიქეცი? ისე როგორც გახასიათებდა. ისე როგორც თავის დროს შემიტყუე ამით, ისე როგორც იმ კაცს აურიე თავგზა. შენ არ ხარ დედობის ღირსი.. სულ მიკვირს რატომ აძლევს უფალი შენნაირ ქალებს შვილებს და მათ ვისაც მთელი გულით სურთ შვილი რატომ არ ყავს საოცნებო შვილები, რომლებსაც მთელს ცხოვრებას შეალევენ... რა ადამიანი ხარ. რანაირი ქალი ხარ ვერ გავიგე... - რანაირი და აქეთი თავისი შვილისათვის რომ იბრძვის... - შვილისათვის? მე ოდესმე აგიკრძალე შენ ბავშვთან ურთიერთობა? მე და ნანუკას მოგვეშვი თიკა.. მოგვეშვი გასაგებია? არ მანტერესებს არანაირად.. არ ხარ შენ ჩემთვის სასურველი ქალი..... მაგრამ მოუჭირა ხელი მკლავებში და სარკის წინ დააყენა... შეხედე, ქალი რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა შენში აღარააა, ახლა შენ სულ სხვა ხარ ადამიანო. შეუშვი ამ თავში.. გაითავისე რა.... - რას მთხოვ? მარიამი მივატოვო??? - არა, მაგას არ გთხოვ.. ხელი მომიწერე განქორწინებაზე, სხვა არაფერს გთხოვ.. - არა, თქო არააა.. გასაგებია? არაა, არ ვაპირებ დაგთმო ასე მარტივად.. - რომელ დათმობაზე მელაპარაკები ადამიანო? მოგკლავ გაიგე??? გაგანადგურებ და ციხეში წავალ. არ მოგცემ უფლებას ნანუკას გული ატკინო... შვილი მაინც შეიცოდე.. თუმცა რა მიკვირს შენ ხო ქალი არ ხარ. ნამდვილი ბო*ი ხარ... - გამწარებულმა უყვირა და კარი მაგრად გაიჯახუნა.... ** სანაპიროს დაფიქრებული დავყვებოდი... ნატას გადამკიდეს ტვინის ნახევარი მტკიოდა გაუჩერებელი ლაპარაკისაგან.. ბოლოს მიხვდა რომ ამაოდ მელაპარაკებოდა და მუჯლუგუნი მითავაზა.. - ქალნატობო ნანა, არ მისმენთ? - გისმენ- მიკვანებულმა ვუთხარი და გავხეე.. - მისმენ არა კიდე რა მინდა არა?!- არ მისმენ დათოსთან დაფრინავ..... - ცდები.. არსად არ დავფრინავ, ვერ ხედავ აქ ვარ.. შენს გვერდით... - შენ აქ ხარ, გული და ფიქრები თბილისშია.. ნუ მოკალი კაცი ნერვიულობით ის მაინც უთხარი რომ კარგად ხარ...- სწორედ ამ დროს აწკრილდა ნატას ტელეფონი და გამომხედა... დათოა.. უნდა ვუპასუხი... - როგორც გინდა- უღიმღამოდ ჩავილაპარაკე და გვერდზე გავედი.. - გისმენ ბატონო დავით, რით შემიძლია გემსახუროთ?- სიცილით ჩასძახა ნატამ ტელეფონში.. - კარად იცი, რითაც უნდა მემსახურო. მაგას უთხრი რომ ჩემგან გაქცევით თავს ვერ უშველის.... სად არის ის მაინც მითხარი რა. შენს მასთან ერთად ხარ ნატა? ადამიანს აღარა ვგავარ, არ გეცოდები მაინც?? - მეცოდები და მერედა როგორც, მაგრამ ნანუკა უფრო მეცოდება , ვერ ხვდები რომ გამოუვალ მდგომარეობაშია? - ვხვდები, და მინდა გავარკვკიო ყველაფერში, გეხვეწები მითხარი სად ხართ?? მინდა დაველაპარაკო , მინდა ვნახო ნატა... დამელაპარაკოს მაინც, ხმა გამაგონოს რომ კარგადაა... - ვეცდები დაგალაპარაკო , კარგადაა თქო ვერ გეტყვი. დაილია სანთელივით, ისე დადის, მაგრამ შენი ბრალია რომ ასე შეაყვარე თავი... - ვიცი.. უთხარი რომ დამელაპარაკოს, მხოლოდ ორ სიტყვას ვეტყვი გეიცები მარიამის თავს... - დამელოდე- ოხვრით თქმა ნატამ და ყურმილი გამომიწოდა... დალეაპარაკე რა. ნახვას ხო არ გთხოვ დაელაპარაკე , ძალიან ცუდადაა.. შენც ხო ადამიანი ხარ ნანუკა.. - კარგი . დაველაპარაკები.. მაგრამ იცოდე უკანასკნელად... - ასე იყოს. როგორც გინდა, მხოლოდ ახლა შენი ხმა გააგონე.. - გამარჯობა დათო- ძლივს ვუთხარი და ცრემლები გადმომცვივდა... - ნანუკა, ღმერთო ჩემო როგორ მაგიჟებ. სად ხარ გამაგებინე,. როგორ ხარ? ვკვდები ნერვიულობით ადამიანო... როგორ მენატრები... - დამშვიდდი, კარგად ვარ . ნუ ღელავ, ვცდილობ დაგივიწყო... - დამივიწყო? რატომ ნანუკა ? განა აღარ გიყვარვარ??? - მიყვარხარ და მერე როგორ. სწორედ ამიტომ მინდა დაგივიწყო..... მარიამის სიკეთის გამო.. ბავშვს დედა სჭირდება.. თვითნ მითხრა დათო. უნდა რომ სამივე ერთად ცხოვრრობდეთ.. ამას ელოდება.. მე ვერ ავურევ ფიქრებს და აზრებს. არ მინდა დედამისის შემცველი გავხდე... არ მინდა გესმის? არ ვარ მზად, ძალა არ მაქვს ამისი... - მისმინე, ცუდად ფიქრობ, შენ არაფერ შუში ხარ, მარიამს ძალიან უყვარხარ, თიკას ველაპარაკე იმედია ყველაფერზე დაფიქრდება, ტატომ მითხრა რომ მასთან ყოფილხარ,გევედრები მის გამო ნუ მკრავ ხელს ნანუკა. მიყვარხარ ეს არაფერს გეუბნება?? - სანამ ცოლიანი კაცი ხარ, შენს სიახლოვეს ვერ ვიქნები... არ შემიძლია. შენი დანახვა შენი თვალების დანახვა მანგრევს დამიჯერე. ეს ჩემთვის ადვილი არა, ყველაფერი იმის დავიწყება რაც ჩვენს შორის იყო მაგრამ ასე. მომიწევს ჩემი ცხოვრება სხვანაირად დავალაგო.... - ცუდად იქცევი. მე მაინც ვიბრძოლებ. ბოლომდე ვიბრძოლებ ამის გამო.... არ დაგთმობ გესმის.?? მარიამსაც დაველალარაკები და გავარკვევ რითი აგულიანებს დედამისი ასე.... იცოდე არ მიგატოვებ, ვერ დაგთმობ შენ მთელი ჩემი ცხოვრება ხარ.... მიყვარხარ იცოდე... ** უკვე რვა ხდებოდა დათო სახლში რომ მივიდა. სახეზე ფერი არ ედო, ძალა გამოცლილი ჩაესვენა სავარძელში და ნიას გახედა.... ტკივილნარევი ღიმილით დაუბრუნა მზერა დამაც , მის ფეხებთან მოკალათდა დათო და თავი კალთაში ჩაუდო.. - წავიდა გესმის? ნანუკამ მიმატოვა. თიკას უარს ამბობს განქორწინებაზე, მარიამს დედა შეუყვარდა რატომღაც ასე უცებ.. მე კი საშინლად მტკივა ყველაფერი ნიაკო.. შენი ძმა სუსტი აღმოჩნდა საყვარელი ქალიც კი ვერ დაიჭირა რომ გულში ჩაეკრა.. - მოვა აუცილებლად მოვა შენთან , იცოდე ნანუკას უყვარხარ, ასე წრფელი სიყვარულით ჯერ არავის ყვარებიხარ როგორც ამ გოგოს, მისთვის ბოლომდე იბრძოლე.... იბრძოლე და არ დათმო... - არ გამომდის, არ უნდა ჩემი დანახვა, ჩემი გაგონება და მოსმენაც კი არ უნდა ნიაკო, როგორ მოვიქცე... მარიამი სადაა? უნდა დაველაპარაკო... - წეღან თიკამ წაიყვანა , მაღაზიაში და სადაცაა მოვლენ... - გასაგებია როგორც ყიდულობს ბავშვის გულს.. ახლა მესმის.... - აი მოვიდნენ კიდეც....- ღიმილით გაიხედა ნიაკომ კარისკენ და პარკებით ხელდამშვენებული შემოვიდა მარიამი თიკასთან ერთად.. - მამიკო..- მთელი ხნით დაიყვირა და კისერზე ჩამოეკიდა... მამიკო, რა მალე მოსულხარ.. - სად იყავი მარიამ? მამას არაფერი უთხარი და ისე წახვედი?? - თიკამ მითხრა მამას მე ვეტყვიო და.... - მარიამ თიკა კი არა დედა უნდა დამიძახო- გაბრაზება შეეპარა თიკას ხმაში და ბავშს თითი დაუქნია... - ბავშვი დედათაც კი ვერ აღგიქვამს რას სთხოვ... მისთვის თიკა ხარ, რომელიც დღეში მილიონ სათამაშოს ყიდულობს და მეტი არაფერი. ოდესმე დაინახავ და შეიგნებ ამას?? ბავშვმა არ იცის რა არის დედის სიყვარული და არ გაბედო მეორედ ჩემი შვილის დასჯა გასაგეია??? - ის ჩემი შვილიცაა... - არაააა, ამის დედაც მოვ****ან, ის შენი შვილი არაა.. ჩემია მხოლოდ ჩემი..მე გავზარდე... მე ვიყავი მისთის დედაც და მამაც,, დაიმახსოვრე..... - მამიკო, მამიკო, არ იჩხუბო რა.. ტირილით მოეხვია მარიამი ფეხებზე , დათომ ბავშვი ხელში აიტაცა და გულში ჩაიკრა.. დედასთან წავიდეთ.. ნანუკა დედა რატომ აღარ მოდის ჩვენთან??? - ნანუკა თბილისში არაა ჩემო საყვარელო, როგორც კი ჩამოვა მასთან წავალთ... - ის დედაშენი არაა... დედაშენი მე ვარ - დაიმახსოვრე - ისტერიულად იყვირა და ბავშვისაკენ წამოვიდა... - ჩემს შვილს ხელი არ დააკარო თორემ, ხელებს დაგამტვრევმ იცოდე... ახლა ხო დაინახე რომ ამ ბავშვს მხოლოდ ერთი დედა ყავს.. და შენ მისთვის არაფერი ხარ... ნიაკო წავალ მარიამს დავაძინებ .მამიდას აკოცე ლამაზო- ჩუმად უთხრა შვილს ყურში და ბავშვი ნაიაკოსაკენ გადახარაა.. ერთ ხანს ასე შუა ოთახში გახევებული იდგა თიკა, ბოლოს ნიას წინ ჩამოჯდა და გაუღიმა. - შენ არ შეცვლილხარ, ისეთივე თბილი თვალები გაქვს რაც იყავი.. - მაგრამ შენ შეიცვალე თიკა... როგორ გახდი ასეთი? ცივი და უხეში? როდის ? როგორ შეგეძლო ასე მიგეტოვებინა შვილი, სხვა კაცის და კარიერის გამო... - შენც იგივეს ამბობ არა??? - მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ... რომელმაც ჩემი ძმის ცხოვრება ნულამდე დასვა. მხოლოდ ნანუკას გამოჩენით გაშალა ფრთები. ნანუკამ თავიდან გამოაოცოცხლა.. დაანახა რომ ისევ შეიძლება უყვარდეს, რომ მიუხედავად შენ მიერ მიყენებული ტკივლიდა სიყვარული მეორედაც შეიძლება მოვიდეს და რომ შეუძლეელი არაფერია... - ვნაბობ, მართლა ვნანობ რომ ასე გავაკეთე და წავედი.. - მაგრამ ახლა ვერაფერს გამოასწორებ ხო ასეა?? ამიტომ სხვებს მიეცი უფლება ბედნიერები იყვნენ თიკა, ნუ გაბოროტდები ასე რა..კარგი დათო და ნანუკა არ განაღვლებს , თუკი ასე დარდობ შენს შვილზე მაინც იფიქრე.. - ჩემს შვილზე რომ ვფიქრობ იმიტომ ვიბრძვი მასთან ყოფნისათვის. - უფალს ვთხოვ თუ შენნაირი დედა უნდა ვიყო, რომ არასოდეს მეყოლოს შვილი... შენ არ ხარ დედად დაბადებული ქალი.. ნანუკამ სხვისი შვილი საკუთარივით შეიყვარა შენ კი, საკუთარი შვილი მიატოვე და ახლა მის შებმას სათამაშოებით ცდილობ. დათომ ფრთხილად ჩააწვინა შვილი ლოგინშ და გვერდით მიუწვა.. ძალიან რთული იყო ასეთ პატარა ბავშვს საკუთარ განცდებზე დალაპარაკებოდა... ცდილობდა რაიმე ხერხი მოეძებნა საამისოდ.. - მამიკო, ნანუკა დედა რომ წავიდა, აღარ ვუყვარვართ??? - რა სისულელეა მარიამ, ვუყვარვართ.. ნანუკას ძალიან უყვარხარ.. უბრალოდ ვაწყენინე.. - რატომ აწყენინე მამა. ნაყინი არ უყიდე და იტირა? - არა მამა. ნანუკა ხო დიდი გოგოა.. შენი დედიკო რომ დაბრუნდა ნანუკამ წასვლა გადაწყვიტა. იფიქრა რომ თიკასთან უფრო კარგად იქნებოდი.... - მე ნანუკა დედა მენატრება.. თიკა ჩემი მეგობარია.. სათამაშოებს ყიდულობს. მაგრმ თუ ნანუკა დედას აწყენინა მეც არ მინდა მისი თოჯინები... - მარიამ მისმინე.. თიკა შენი ნამდვილი დედა.. შენ შეგიძლია ის ნახო მასთან იარო და ითამაშო, მაგრამ მამას ნანუკა უყვარს , როგორ აგიხსნა, რა პატარა ხარ.. - ვიცი , დაგინახე რომ აკოცე ნანუკას თანაც ტუჩებში და ხელები ავიფარე... - ოხ, შე მაიმუნო შენა... როდის მოახერხე... - ერთხელ დავინახე მამა. ნანუკასთან წავიდეთ რა...ნანუკსთან მინდა... - ვერ წავალთ. ნანუკას თვითონ უნდა მოუნდეს ჩვენთან ყოფნა.. მაგრამ მე შენ და ნანუკამ რომ ერთად ვიცხოვროთ მარიამ. თიკა ჩვენთან ერთად ვერ იქნება იცი ეს? - ვიცი.. თიკამ მთხოვა მამას უთხარი შევრიგდეთ და ერთად ვიცხოვროთო. ვერ გავიგე თქვენ ხომ არ ხართ გაბუტულები და, ვუთხარი მე ნანუკა დედასთან მინდა ცხოვრება თქო და მეჩხუბა... - არაუშავს მამიკო. დაიძინე ახლა.. ნანუკას დავურეკავ და თიკასაც დავეაპრაკები. შენ ტკბილად იძინე ოღონდ- თბილად უთხრა შილს და გულზე მიიკრა მაგრად. ნაწილი მეთვრამეტე.. თითქმის ორი კვირა გავატარე ბათუმში ნატასთან ერთად, ვერ აგიღწერთ რა მძიმე იყო ყოველი დღის გათენება და დაღამება.. ისეთი მტკივნელი და სევდა ნარევი... ხელეი მიცახცახებდა როცა ტელეფონს ვრთვდი და დათოს მინიმუმ ოცი ზარი და ასობით მესიჯი მომდიოდა. მინდოდა დამერეკა და მეთქვა რომ პირობას შევასრულედი და არასოდეს მივატოვებდი... მინდოდა გულშ ცამეკრა და მეტქვა როგორ ძალიან მიყვარდა, რომ მიუხედავად ამ ყველა დიდი ტკივილისა მაინც მზად ვიყავი მისთვის ცოლობა და მარიამისათვის დედობა გამეწია.... ყავის ფინჯნით ხელში ვიჯექი აივანზე როცა ნატას შეხებამ გამომაფხიზლა… - დათო ჩამოდის... - ვერ გავიგე?- გაოცებულმა შევუბრუნე კითხვა და ფეხზე წამოვდექი.. რას ქვია ჩამოდის, და ვინ უთხრა რომ აქ ვართ? - მე... - ნატა, ყოვეთვის პრობლემას რატომ მიქმნი ამიხსენი, აქ რისთვის წამოგიყვანე, იმისთვის რომ დათოსთვის დაგერეკა გოგო? - ნუ მიყვირი გაიგე?? მინდოდა და დავრეკე. ვერ ვუყურებ ყოველ დღე როგორ კვდები გოგო. ადამიანს აღარ გავხარ. შეხედე შენს თავს... თვალები ამოგიღამდა. გული გტკივა. გგონია ვერ ვიგებ ყოველ ღამე როგორ ტირი???? - როდის ჩამოვა? - უკვე აქაა.. - აბა ჩამოდისო????/- გაბრაზებულმა ვუყვირე და სამზარეულოში შევვარდიი... - ნუ მიყვირი ნუ- წყობიდან გამოვიდა და ხელი მტაცა მკლავში... ფეხებზე რომ გაწყენინე.. ახლა შენი ქმარი კიბეებზე ამოდის და კარი თვითონ გაუღე... - ეგ ჩემი ქმარი არაა.. - არის... არის. შენი ქმარია როცა ამდენი გაბედეთ ერთად... კაცმა ცოლობა გთხოვა. ახლა ამ უაზრო გოგოს გულისათვის უნდა მიატოვო? რანაირი ადამიანი ხარ ნანუკა, ხანდახან ვერ გცნობ. მართლა ვერ ვხვდები ხოლმე რა გინდა და რა არა...გინდა იმ გოგოს ხელში გაუგდო კაცი რომელსაც შენ უყვარხარ.. - ბავშვი.. - მოეშვი ამ ბავშვს გოგო... ბავშვს უყვარხარ. შენზე გიჟდება დედას გეძახის, შენ მიატოვე ორივე და წამოხვედი... ჩვენი კამათი ზარმა გაწყვიტა....ზღურბლზე ძალა გამოცილი და სევდისაგან ფერმიხდილი იდგა და მიყურებდა... მელოდა როდის ჩავიკრავდი გულში..... მიყურებდა ისეთი თვალებით რომ ტკივილს ვერ გავუძელი, სირბილით წავედი მისკენ და გულში ჩავიკარი. მაგრამ შემოვხვიე ხელები განიერ მხერბზე და თავი მხარზე დავადე... უმალ ვიგრძენი მისი ძლიერი მკლავები ჩემს წელზე , ფრთხილად შემახო ტუჩები თმებზე და მის სითბოში გავიტრუნე... - მომენატრე- ჩუმად ვთქვი და მის პასუხს დაველოდე... - მეც.. წამოდი რა უკან ჩემთან ერთად ნანუკა... - აქ ამისთვის ჩამოხვედი?? ხომ იცი რომ არ დავბრუნდები დათო.. - უნდა წაგიყვანო. მარიამს ძალიან მოენატრე, გუშინ მთხოვდა ნანუკა დედა მოვიდესო... ნანუკა ასე ნუ გვექცევი რა.. ძალიან გთხოვ, პატარა ბავშვივით იქცევი და დაგსჯი.... - როგორ თიკას შეურიგდები თუ კიდევ ერთელ დაწვები მაგასთან? - ვერ დაივიწყე არა? სულელი ვარ, არა უფრო სწორად არაკაცი ვარ, ასე როგორ მოვიქეცი არ ვიცი, მაგრამ გეფიცები მარიამის სიცოცხლეს გეფცები ძალიან მიყვარხარ, ასე ნუ მომექცევი , საკმარისად მტკიოდა.. - მე არ მტკიოდა???? გაცნობის დღიდან რამდენი რამე მომატყუე, ჯერ მძღოლი ვარ, მერე შვილი მყავსო, ახლა ცოლი მყავსო და თურმე მძღოლი კი არა მეპატრონე ყოფილხარ, აღარ ვიცი რა უნდა დავიჯერო და რა არა.. - შენ ყველაფერი გჯერა იმის გარდა რომ მიყვარხარ... - ასეა. ასეე... და შენს თავს კითხე აბა რატომაა ასე.. ამდენი ტყუილი მითხარი. მერე თიკასთან იწექი ... ახლა კიდე გინდა რაიმე დავიჯერო? სანამ შენი ცოლის გვერდით ხარარ გაგიკარებ დათო.. შენი სიყვარულით რომ მოვკვდე, შენმა მონატრებამ რომ გადამიყოლოს, ცოლიანი კაცის საყვარელი არ გავხდები..... - კარგი არ გამიკარო, მაგრამ დაბრუნდი,, თბილისში დაბრუნდი, არ ვიცი რა გავაკეთო. უშენოდ ვერ ვცოცხლობ ნანუკა... მარიამს ენატრები. ვერ ვუხსნი ვერაფერს.... იმის უფლება მაინც მომეცი დღეში ერთხელ გნახო თუნდაც სულ ხუთი წუთით... - არა ,,, მერე ვეღარ წავა შენგან.. ისევ თავიდან შემიყვარდები... - და რა ახლა აღარ გიყვარვარ? - ვცდილობ გადამიყვარდე, რთული გასაგებია??? ის რომ შვილი გყავდა და ამდენი რაღაც მომატყუე არაფრად ჩავაგდე და მაინც ვიყავი შენთან ერთად.. ახლა კი ცოლიანი ხარ. ის შენი ოფიცილური ცოლია ვერ ხვდები ამდენს????? - ვხვდები გოგო ვხვდები, მაგრამ რა გავაკეთო რომ ვერ ვშორდები ჯერ. სასამართლოში შემაქვს საბუთები, ტატო შეიტანდა უკვე.. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში რომ არ გნახო ვერ მოითმენ ნანუკა მოვკდები... - არ მოკვდები.. არც ასეთი სუსტი ხარ... - უშენოდ ვარ სუსტი, როცა შენ ჩემს გვერდით ხარ ძალიან ძლიერი ვარ ნანუკა, ბედნიერი და ენერგიული... ახლა კი ... გევედრები დაბრუნდი უკან რა... მაგრად მიმიკრა ზედ და შუბლზე შემახო ათრთოლებლი ტუჩები... ნაზად მისვავდა თმებზე ხელს და მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა... მონატრებას ვერ გავუძელი, ხელები ბეჭებზე დავუსვი და თავი მხარზე მივადე, მის ალერსშ გავიტუნე და დაველოდე როდის გადმოდგავდა შემდეგ ნაბიჯს... ორი თითით ამაწევინა სახე და თვალებში ჩამხედა... ოდნავ დაიხარა და ტუჩებზე შემეხო...ფრთხილად ჩამოვუსვი სახეზე ხელი და ვნებამორეული ავყევი კოცნაში... წამიერად მოვექეცი მის მკლავებში.... სწრაფად ამიყვანა ხელში და საძინებლისაკენ ნელი სვლით წავიდა,,, ვგრძნობდი როგორ მიხურდა მთელი სხეული, როგორ მიდუღდებოდა სისხლი ნელ-ნელა. მაგრად ვეკვროდი ზედ.... ფრთხილად გამხადა ტანზე მჭიდროდ შემოკრული მაისური და იატაკზე მოისროლა... - ნანუკა, მიყვარხარ , მართლა მიყვარხარ ამის დედა მო***ან, ახლა ჩაგაბარგებ და თბილისში წაგიყვან, უშენოდ ადამიანს აღარ ვგავარ... - მეც მიყვარხარ , ძლივს გასაგონად ამოვიკნავლე და შიშველი მკერდით ზედ ავეკარი.... ჩვენი სიყვარული უსასრულო და ძლიერი აღმოჩნდა... იმ დღეს დათოს ნებას დავყევი, ნატასთან ერთად თბილისისაკენ მიმავალ გზაზე ვიდექით... გული მტკიოდა, თავში ათასი აზრი მომდიოდა, ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა მოვქეცულიყავი, რა უნდა გამეკეტებინა, რომელი იქნებოდა სწორი და რომელი არასწორი, გზა მხოლოდ ერთი იყო და ეს გზაც მხოლოდ ერთი ხსნისაკენ მიდიოდა... მისი ცოლი მხოლოდ მაშინ დამერქმეოდა როცა ოფიციალურად გაშორდებოდა თიკას.. აქამდე კი ლოდინი იყო საჭირო... ლოდინი რომელიც შინაგანად მანადგურებდა... ღამის პირველი საათი ხდებოდა სახლში რომ მივედი... გადაღლილი დავეგდე საწოლზე და თვალები დავხუჭე... - როგორ მომნატრებია ჩემი სახლი- ღიმილით ჩავილაპარაკე და ჭერს მზერა გავუშტერე.. - მე კიდევ შენ მომენატრე სულელო- ჩუმად მიჩურჩულა დათომ და წამში მოექცა ჩემს გვერდით... - მთელი გზა ვფიქრობდი, მთელი გზა დათო, მეტს აღარ დაგშორდები, უბრაოდ ვერ გავუძლებ, ადამიანს არ ვგავარ.. ძალა აღარ მაქვს , მინდოდა დამევიწყებინე და არ გამომივიდა, მინდოდა გლიდან ამომეგდე და არც ეს გამომივიდა... ახლა შენთან ერთად ვიბრძოლებ. შენს გვერდით ვიდგები... ჩვენი მოფერება და ალერსი დათოს ტელეფონის ზარმა გაწვიტა, გაფართოვებული თვალებით შემომხედა და საწოლზე წამოჯდა.... - რა მოხდა დათო, პატარა ბავშვივით დავქაჩე მკლავზე და გაცებულმა ავხედე.... - მარიამი,თიკას ძალით წაუყვანია... მოვკლავ ამ გოგოს, ჩემი ხელით დავახრჩობ.... - ცდები . ადექი წავიდეთ, წავიდეთ და ჩვენი შვილი წამოვიყვანოთ, - ამას მართლა ამბობ? - რა არ შეიძლება? ის ჩემი შვილია, წამოდი ჩვენი შვილი წამოვიყვანოთ ჩვენს სახლში... არ ვიცი ეს სითამამე საიდან მომემატა, არ ვიცი რა ძალა მაძლევდა ასეთი სისულელის ლაპარაკისათვის. ფეხზე წამოვხტი და კარისაკენ წავედი.... გული გამალებით მიძგერდა.. საგულედან ამოხტომას ლამობდა.... სადარბაზოს კიბეები სწრაფად ავირბინეთ და გაბმული ზარი დავრეკე კარზე.... ხალათში გახვეულმა გამიღო თიკამ კარი და ჩემს დანახვაზე შეკრთა.. - ოხ, ეს ვინ მიკადრა, რა ქარმა გადმოგაგდო ქალბატონო აქეთ??? - წესიერად შენ გოგო, ბავშვი სადააა? რა უფლებით წამოიყვანე ჩემი შვილი- გამწარებულმა უყვირ დათომ და ხელი კრა... - ეეეე, ხელები გააჩერე გაიგე? ეს ბავშვი ჩემი შვილიცაა, ნუ გავიწყდება.. მე გავაჩინე მე... - მერე ვინ გითხრა რომ მხოლოდ გაჩენაა მთავარი....??!!! ბავშვა გაზრდა და აღზრდა უნდა, შენ რომელი ერთი იცი? შენ ხო ფულზე დახამებული კარიერისტი მოდელი ხარ. მოღალატე ცოლი და დედა... - დათო ზედმეტი მოგდის... - არა ეს შენ მოგდის ზედმეტი... - მარიამი გამომიყვანე მალე.. - სძინავს.. - ფეხებზე გოგო,, ჩემი შვილი გამომიყვანე და ფეხებში ნუ მებლანდები.... - მიდი , მიდი დათო, ყოველთვის არკაცი იყავი, და ახლაც ასე მოიქეცი, მიდი , შეაშინე და მძინარე ბავშვი ძალით წაიყვანე. არ მესმის ეს შენი ბო**ი რაღას მომითრიე აქ?? - წესიერად ილაპარაკე გოგო, თორემ ენას ამოგაგლიჯავ, სანამ ვინმეს ბო*ს უწოდებ შენ თავს შეხედე და მერე ილაპარაკე....ადი და მარიამი ჩამომიყვანე თიკა, წყობიდან ნუ გამოგყავარ.... - მე ავალ- არ ვიცი რა ძალამ მათქმევინა, თიკა გვერდზე გავწიე და კიბეებზე სირბილით ავედი.. ოთახის ჩაბნელებულ კუთხეში შეშინებული იჯდა მარიამი, და ხმამაღლა ტიროდა.. დამინახა თუ არა მაშინვე ჩემსკენ გამოიქცია და აცახცახებული სხეულით ჩამეკრა გულში...მაგრად შემოვხვიე ხელები და ცრემლით დასვენებულ ლოყებზე ვაკოცე..... - დედა..- ჩუმად დამიძახა და უფრო მძლავრად მომხვია პაწია ხელები, რატომ მიმატოვე?- მისმა კიტხვამ დამაბნია.... თვალებში ჩავხედე და გავუღიმე... - დედა არასოდეს მიგატოვებს, იმიტომ რომ დედაას უყვარხარ მარიამ, წამოდი დაბლა მამა გველოდება, სახლშ უნდა წავიდეთ. და იცოდე ასე აღარასოდეს მოიქცე მარიამ. მამაშენი ნერვიულობით მოკვდა რომ გაიგო აქ იყავი... - ძალით წამომიყვანა, მე არ მინდოდა დე... - მჯერა ჩემო პაწია.. წამოდი წავიდეთ გვიანია.. საწოლიდან გადმოვსვი და ხელი ჩავკიდე... კარებში გავედით თუ არა თიკა წინ ამესვეტა... - მომისმინე ქალბატონო, თუ გგონია რომ დათოც და მარიამიც შენია და წამართვი ცდები .. ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ... - მართალი ხარ ვილაპარაკეთ და არ ვაპირებ არც ერთის დათმობას.... - ხელი გაშუვი ჩემს შვილს და ჯანდაბაშიც წასულხართ ორივე ერთად- გამწარებულმა მიყვირა თიკამ, მარიამს მთელი ძალით დაეჯაჯგურა მხრებში.... კივილით გამოგლიჯა ბავშვმა ათრთოლებლი ხელი და ინერციით დამეტაკა.... ვიგრძენი რომ წონასწორობას ვკარგავდი.... ბოლოს რაც ვიგრძენი ძლიერი ტკივილი იყო ზურგის მიდამოებში რასაც ძლიერი დაცემა და დათოს ყვირილი მოყვა... ** რეანიმაციის კართან უკვე მეათე დღეს აღამებდა დათო.. განადგრებული სახით იჯდა კუთხეში მიყუჟური და ფიქრები გონებას უბინდავდა.. მეგობრის ხელის შეხებამ შეაკრთო და ამღვრეუი თვალებით ახედა ტატოს. - ყავა დალიე ძმაო, გონებაზე მოხვალ, მეათე დღეა სახლში არ წასულხარ. დროა დათო. მე ვიქნები აქ.. - არა, ვერ მივატოვებ... მარტო ვერ დავტოვებ, ჩემი ბრალია რომ ასეთ მდგომარეობაშია... - ექიმები რას ამბობენ..??? - გემატომა აქვს თავში, გონებაზე როგორც კი მოვა მერე ყველაფერს გაარკვევენ, მძიმედაა ტატო, ჩემი ბრალია.. არ უნდა წამეყვანა, მარტო უნდა წავსულიყავი, რად მინდოდა ნანუკა იქ არ ვიცი, რატომ წავიყვანე, - შენ ბრალი არაა , თავს რატომ იდანაშაულებ არ ვიცი, მოხდა ის რაც ისდაც მოხდებოდა, კარგად იცი თიკას გადარევის ამბები... ხომ ხედავ ჯერ არ გამოსწორებულა... მარიათან ვიყავი, ჯერ კიდევ შოკშია, ზის და ტირის, ნანუკას ნახვას ითხოვს... - მჯერა, მაგრამ რა გავაკეთო მგონი ჩემი ხელით გამოვუტანე განაჩენი ჩემს სიყვარულს, ქალი რომელიც მიყვარს ვინ იცის ოდესმე გაახელს თუ არა თვალს...მინდა მასთან შევიდე და ვუთხრა როგორ მიყვარს მაგრამ ძალა არ მყოფნის, ფეხები არ მომდევს იქამდე ტატო.... არ ვიცი რა ვუთხრა დედამისს, მის დას, რა გავაკეთო. როგორ მოვიქცე.. ძალა აღარ შემომრჩა.... - ახლა ყველაზე ძლიერი უნდა იყოს, როგორც მაშინ როცა მარიამით ხელში მარტო აღმოჩნდი, მაგრამ ჩვენ ეს შეძელით ახლა ამასაც შევძლებთ დავით, იმედი არ დაკარგო.... - უკვე ათი დღეა, იმედი გადამეწურა, იმედი გამიუფერულდა.. იმედი აღარ დამრჩა ტატო. სახლში მისვლის მეშინია, არ ვიცი რა ვუთხრა მარიამს, როგორ მოვიქცე... ნაწილი მეცხრამეტე საავადმყოფოს მოსაცდელში ფერწასული და ნერვიულობისაგან სახე გაცრერილი იჯდა დათო, თვალები დაეხუჭა გაყინულ კედელზე თავი ქონდა მიდებული და სუნთქვას ხანდახან ოხვრას ამოაყოლებდა ხოლმე.... მერე ხელის ნელი მოძრაბით იწმენდდა აქა-იქა წამოსულ ცრემლს და და ეტყობოდა ღრმად ფიქრშ მყოფი სახეზე გამოსახულებას ღბეჭდავდა.... ხელის შეხებამ შეაკრთო და თვალები ნელა გაახილა... - ბატონო დავით თქვენი მეუღლე გონზე მოვიდა, გინდათ ნახოთ?- ექიმის სიტყვები სიმღერასავით ჩაემა ყურებშ... - ნანუკამ გაიღვიძა?? - წამოდით.. განახებთ უკვე მერამდენე დღეა აქ ზიხართ.. წამოდით და განახებთ .... სრფად წამოხტა ფეხზე და ექიმს უკან გაყვა.... ნელა შეაღო რეანიმაციის კარი და დათოს გახედა.. - ბევრი არ ალაპარაკოთ ჯერ სუსტადაა... ეს ხალათი მოიცვით და პირბადე გაიკეთეთ.... - გმადლობ- ლამის მუდარით გადაუხადა მადლობა ექიმს და ზურგს უკან კარი ფრთხილად მიხურა.... ღმერთო როგორ მომენატრე.... ჩემი საყვარელი გოგო- ერთი ამსუნთქვით ჩაილაპარაკა დათომ და გაყინულ ხელზე აკოცა.... - მოხვედი?- მთელი ენერგია მოვიკრიბე და ძლივს ამოვღერღე... - სულ აქ ვიყავი,, წუთით არ მიმიტოვებიხარ ... როგორ მანერვიულე. მოვკვდი გეფიცები და ახლა თავიდან დავიბადე, რა აღარ ვიფიქრე.... - ხო გითხარი არ მიგატოვებ -თქო... - მიყვარხარ, და იცოდე ასე აღარასოდეს მოიქცე, შენ რომ რაიმე დაგმართნოდა მე რა უნდა გამეკეთებინა უშენოდ ნანუკა... ნუ ხარ ასეთი რა, უკვე დიდი გოგო ხარ და არაა საჭირო ყოველ ნაბიჯზე ასეთი ტრიუკების გაკეთება... - როგორც მაშინ სულ პირველად თოვლში რომ წავიქეცი?? გახსოვს დათო... მთაწმინდაზე .. - მახსოვს,მე ყოველი დღე , წუთი და წამი მახსოვს შენთან ერთად გატარებული ჩემო ერთადერთო.... - მარიამი სადააა? მარიამი მომიყვანე რა... მითხარი ხო არგადააა??? - კარგადაა, მთელი დღეები შენზე ლაარაკობს, გელოდება და უნდა რომ მალე გნახოს.... - მითხარი , დედაჩემს უთხარი????? - არა. არ მითქვამს... შემეშინდა და ვერ გავბედე... ახლა დავურეკოთ და ვეტყვი რომ უბრალოდ ცუდად იყავი... არ ვიცოდი რა მეთქვა.. როგორ მეთქვა ჩემი შვილის გამო დაგორდა კიბეებზე თქო.... - ის ჩემი შვილიცააა, შენ ეს გავიწყდება და დედა მუდამ მზადააა შვილი დაიცვას.... შეიძლება რაღაც გთხოვო? - რაც გინდა ჩემო სიყვარულო... - მაშინ მაკოცე რა... სულ სულ ოდნავ მაკოცე.. შენი სიახლივის და სითბოს გარეშე ვიყინები..... ** - მე დედაშენი ვარ და რასაც გეტყვი იმას გააკეთებ გასაგებია?- ხმა მაღლა უყვირა თიკამ მარიამს და გაშლილი ხელი სახეში გაარტყა... - შენ არ ხარ დედაჩემი, ჩემი დედიკო ნანუკააა, არ მიყვარხარ გაიგე? არ მინდა შენი სათამაშოები არც ეს კამფეტები.... დედასთან წამიყვანე.... - დედაშენი მე ვარ- თქო ლაწირაკო შენ. მოგიყვან ჭკუაზე და გასწავლი როგორ უნდა ელაპარაკო დედას... როგორ გაუფუჭებიხარ მამაშენს, ზუსტად მამაშენის ასლი ხარ. ნუ მიყურებ მისი გამოხედვით ნუ.... - მამასთან მინდა, მამა დედასთანააა... ტირილს უმატა მარიამმა და კუთხეში დაჯდა.... - ტირილი ნუ მესმის მარიამ, ტირილი შეწყვიტე რა, გაცოფებულმა უყვირა თიკამ და მტირალი ბავშვი ფეხზე წამოაყენა.. ძალით მიიყვანა დივნამდე და მთელი ძალით დაახეთქა ... ახლა შემომხედე და კარგად გაიაზრე რასაც გეტყვი... მე ვარ დედაშენი, ნანუკა დედაშენი არაა, მამაშენს გვართმევს გესმის? ნანუკა მამაშენის საყვარელია... უთხარი მამას რომ ჩემთან გინდა ცხოვრება და სამივე ერთად ვიცხოვრებთ..... - არ მინდა შენთან არაა, არ მინდა.. მამასთან და ნანუკასთან მინდა, ჩემი დედიკო ნანუკააა- - გაჩუმდი გოგო.. მხრებში ხელი სტაცა და ბავშვი რამდენჯერმე შეანჯღრია... კიდევ ერთხელ რომ მიხსენო მაგ ბო**ის სახელი ენას ამოგაგლიჯავ გაიგე..... ჯერ კიდევ სლუკუნებდა მარიამი თიკამ საწოლში ძალით რომ ჩააწვინა და დაძინება უბრძანა.. განერვიულებული დადიოდა წინ და უკან, გონებაში გეგმას სახავდა როგორ უნდა მოქცეულიყო, როგორ უნდა დაეშორებინა მოსიყვარულე „გვრიტები“ ერთმანეთს.. რადაც არ უნდა დასჯდომოდა მზად იყო ყველაფერზე წასულიყო და დათო ხელში ჩაეგდო.... ** ნანუკას მშვიდად ეძინა, დათოს მის საწოლზე ედო თავი და მშვიდად სუნთქავდა... ტელეფონის ზარმა ოდნავ შეაშინა კიდეც, მთელი ამ დროის განმავლობაში ძლივს მოხუჭა თვალი მშვიდად და ახლაც არ აცდიდნენ... ეკრანზე თიკას სახელი დაეწერა თუ არა ხასიათი წაუხდა, საატს რომ დახედა უკვე კარგად გვიანი იყო... ფეხაკრეფით გავიდა პალატიდა ნდა ზარს უპასუხა.. - ამჯერად რა ხდება??? - დათო მარიამი ცუდადააა.. მოდი . - რა მოუვიდა ბავშვს გოგო...- ნერვებდაწყვეტლმა ჩაყვირა და პასუხის მოლოდინში ცივმა ოფლმა დაასხა შუბლზე.. - სიცხისაგან იწვის, ბოდავს შენ გკითხულობს.... - გასაგებია, გამოვდივარ... უკან შებრუნდა მძინარე ნანუკას შუბლზე აკოცა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მანქანისაენ... მთელი გზა ფიქრობდა რა უნდა მოერერხებინა , როგორ უნდა დაეთანხმებინა თიკა გაშორებაზე.. როგორ უნდა გაებედნიერებინა საყვარელი ქალი... როგორ დაეხსნა შვილი ამ ტერორისაგან. ფიქრებში გართული მივიდა თიკას სახლამდე , ლიფტს არ დალოდებია, კიბეებზე სირბილით ავიდა და გულამოვარდნილმა მიაჭირა ზარის ღილკს თითი...სახლში კი არ შევიდა ლამის შევარდა და თიკას მაგრად მოკიდა ხელები მხრებში - მარიამს რომ რაიმე დაემართოს არაკაცი ვიყო თუ არ მოგკლა გოგო, რამდენჯერ გითხარი ბავში არ წამოიყვანო თქო, რამდენჯერ გაგაფრთხილე რომ ხელი არ გეხლო მისთვის რა უქენი ამიხსენი.. დილით კარგად იყო ახლა რა დაემართა ასე უცებ.. - არ ვიცი დათო, მართლა არ ვიცი გეფიცები...შენ ენატრებოდი ალბად ამიტომ.. - დარწმუნებული ვარ ანერვიულე, რომ მითხრას რომ ანერვიულე აგაორთქლეს იცოდე.... მძინარე მარიამი ხელში აიყვანა და გულზე მიიკრა, სიცხისაგან თრთოდა და კანკალებდა... ოფლში იყო გაწუწული და მხოლოდ ნანუკას სახელს ბუტბუტებდა..ადიელაში შეახვია და კიბეებზე დაეშვა.... გული ვეღარ უძლებდა ცალ მხარეს საყვარელი ქალი, მეორე მხარეს კი ერთადერთი შვილი, რომელიც მხოლოდ მან გაზარდა, მან უთენა ღამეები და მისით იყო გაჟღენთილი.. შვილი რომელიც მთელს ქვეყნიერებას ერჩია. დროდადრო უსინჯავდა პატარა ხელს.... სიცხე არ უკლებდა... ** მზე ანათებდა ოთახს თმებზეხელის შეხება რომ იგრძნო დათომ, ეგონა რომ ესიზმრებოდა, ეგონა რომ ყველაფერი ცუდად იყო და დამტავრდა.... - მე გავიღვიძე- მარიამის ხმა ზარივით გაისმა ოთახში.. მამიკო.. - ჩემო ლამაზო, როგორ შემაშინე წუხელ მარიამ.. - ბოდიში, მეტად აღარ ვიზავ ბოდიში კარგი? - ბოდიშს ნუ მიხდი.. არ გინდა მითხრა რამოხდა თიკასთან?? - არა მეშინია.. - რისი გეშინია.. მითხარი, შენ თიკასთან აღარ წახვალ, მითხარი რა მოხდა მამაა.. - მითხრა რომ ნანუკა ჩემი დედიკო არაა და შენს თავს მართმევს და მერე მცემა.. - გცემა?!- გაავებულმა იყვირა დათომ სკამიდან ფეხზე წამოხტა... რას ნიშნავს გცემა შვილო.... - ლოყაში გამარტყა და მერე დამაჯანჯღარა მამა... - მოეთრევა აქ და დაჯანჯღარებას ვანახებ მე მაგას... - ჩემი ნანუკა როგორა ? მამიკო, ნანუკა რატომ აღარ მოდის ჩვენთან? - დღეს მე და შენ წავიდეთ ნანუკასთან. და განახებ. ალბად გამოიძინებდა უკვე.. ისე წამოვედი ვერც კი ვუთხარი ვერაფერი... ალბად ნერვიულობს... ლამის ტირილით შემოვიდა პლატაში ქალბატონი დალი და მარიამს საწოლზე ჩამოუჯდა, მერე აცრემლებული თვალებით ახედა დათოს და გაუღიმა... - ბებიკოს ლამაზი გოგო როგორააა?? ბები გტკივა რამე?? - კარგად ვარ ბებო... მამიდა რატომ არ მოვიდა... - მამიდასთან შენ წახვალ მერე და ჩეხუტები.. ნახე შენი თოჯინა მოგიტანე ბებიკო მარტო რომ არ იყო... მერე ფეხზე წამოდგა და შვილს წინ დაუდგა, სიტყვის უთქმელად ითხოვდა ახსნას... ამდენი წლის განმავლობაშ მარიამი მათთვის პირველიიყო და ახლა ვერავინ დაუნგრევდათ ამ იდილიას... - დამშვიდდი დედა რაა, შენი ნერვების მოშლაღა მაკლია ახლა.მოვა და დაველაპარაკები... - რა მოხდა ის მაინც მითხარი.. - არ ვიცი , არ ვიცი და რა გითხრა... არ ვიცი რა მოხდა..მხოლოდ ის ვიცი რომ მარიამი სიცხისაგან იწვოდა როცა მოვიყვანე... - ნანუკა როგორაა?? - კარგადააა, მისმიმე დარჩი მარიამთან და გავალ ნანუკას ვნახავ რა. წუხელ ეძინა მარიამთან რომ წავედი და ალბად გიჟს გავს... - მიდი კარგი.. ** პალატაში შემოვიდა თუ არა მაშინვე გაოცებული მზერა მივაპყარი და ხელი გავუწოდე.. თავის თბილ ხელებში უმალ მოიქცია ჩემი ჯერ კიდევ გაყინული ხელი და გამიღიმა... მიხვდა რაც მაინტერესებდა.. - ნანუკა მაპატიე რომ ასე წავედი მარიამი... - დათო.- სიტყვის თქმა არ დავაცადე და საწოლზე წამოვჯექი.. მინდა შენი ცოლი მერქვას.. და რაც შეიძლება მალე... - სახეზე ფერი ეცვალა, მივხვდი გულის ცემაც კი გაუხშირდა...ეგ მეც მინდა.. სუ მინდოდა, შენც ხო კარგად იცი... მაგრამ დრო. - არავითარი დრო.. მინდა ძალიან მალე მერქვას შენი ცოლი. მინდა რომ აღარასოდეს დავშორდეთ , ერთად დავიძინოთ და გაღვიძებული შენს თვალებს გადავეყარო.... კი არ მინდა მოვითხოვ.... - ასე დაჟინებით ნუ მთხოვ ამას გევედრები, დრო მომეცი.. - ერთი თვე გეყოფა?!- მეტს არ მოვიცდი.. ერთი თვე საკმარისია.. დაგეგმე ქორწილი და ყველაფერი რაც მე და შენ გვეხება... - ნანუკა გინდა ჭკუიდან გადამიყვანო თუ რა ხდება? ქორწილი დავგეგმო? დაგავიწყდა რომ თიკა ჯერ კიდევ ჩემი ცოლია? განა შენ არ იყავი რომ უარს მეუბნებოდი ამის გამო ცოლობაზე??? - ხოდა ახლა ოცნება უნდა აგისრულო და ერთ თვეში ან შენი ცოლი ვიქნები ან არადა აღარასოდეს გნახავ გასაგებია?! - მგონი შენმა გემატომამ შედეგი გამოიღო არა? რაც აქამდე სიმშვიდე გქონდა ყველაფერი გაბრაზებაშ გადავიდა?? უნდა მაცადო, დრო მჭირდება.. - მე არ მაქვს მეტი დრო, გითხარი და ასე იქნება.. მოკლედ გეტყვი როგორც მინდა... მინდა ჯვარი სვეტიცხოველში დავიწეროთ ისე როგორც უმეტესობა, მინდა ხელი მოვაწეროთ შენი სახლის ეზოში, მთელ ეზოს ყვავილებით მოვრთავთ. მინდა დიდი ფუმფულა თეთრი კაბა მეცვას და ჩემს წინ წითელი ვარდების თაიგუით მიდიოდეს მარიამი.... - მოიცა მოიცა... გაოცებული წამოხტა დათო და საფეთქლები დაიზილა. უეჭველი მაგიჟებ ხო? თუ რა არის ეს.... გამაგებინე გინდა რომ ბოლომდე ავიწიო ჭკუიდან არა?? - ნწუ, ნწუ ნწუ, განერვიულდა ბიჭი. მოდი აქ მაკოცე ჯობია.. - ვაიმე ნანუკა ასეთი აუტანელი იყავი თუ ახლა გახდი აღარ ვიცი... - მოდი მოდი, ნუ წუწუნებ მაკოცე და დაგასაჩუქრებ... - ნანუკა გულს მიხეთქავ... საწოლზე ნელა ჩამომიჯდა.. პერაგნის საყელოში ვტაცე ხელი და ჩემსკე მოვწიე. მოწყურებული დავეწაფე ტუჩებზე და გულზე მივიკარი. - პირობას გაძლევ ერთ თვეში შენ ჩემი ქმარი გერქმევა... სწრაფად ასწია თავი და თვალებში ჩამხედა. - მაგიჟებ ნანუკა. მკლავ.. - ცდები, გაბედნიერებ დათო.... ხელებში თეთრად მოფარფატე ფურცელი ჩავუდე და გავუღიმე... სანამ შენ მოვიდოდი თიკა იყო მოსული, განქორწუნების ფურცელზე ხელი მოუწერია და მომიტანა. ბოდიში მომიხადა ყველაფრის გამო. მითხრა მარიამის ცხოვრებაში ადგილი არასოდეს მქონია და არც ახლა მექნება, უმჯობესია შენ გაუწიო დედობა და ნამდვილ ადამიანად გაზარდოო. მომიყვა როგორ ტიროდა წუხელ ჩემს გამო. ძალიან ვწუხვარო მითხრა და წავიდა.. - მეკაიფები?- სიხარულით იყვირა დათომ და ფურცელს მიაშტერდა... არ მჯერა ეეე. არ მჯერა... ერთ თვეში ჩემი ცოლი იქნები??? სულ ჩემი და არავისი სხვისი... ჩემი გოგო ჩემი იქნება სიცოცხლის ბოლომდე.... ** ალბად მკითხავთ მერე რა მოხდაო??? - მერე ჩემმა ცხოვრებამ ახალი ათვლსი წერტილი იპოვა... მერე მე დავიბადე ტავიდან ამ ათვლის წერტილთან ერთად.. მე მომეცა უფლება ბედნიერი ცოლი და სამი შვილის დედა ვყოფილიყავი.... ახლა ვხდები და მინდა ყველას ვუთხრა რომ ცხოვრება დიდი მოულოდნელობაა, როცა არ ელი მაშინ მოხდება, როცა არ ელოდები მაშინ მოვა.. როცა გგონია რომ ბედნიერი ხარ მაშინ ეცემი მიწაზე და საშინლად გტკივა.. თუმცა სე ხდება, ყველა ადამიანის ცხოვრება ასეა მოწყობილი და არც მე ვიყავი გამონაკლისი, დიდი უბედურების მიუხედავად მინდა ხმამაღლა ვთქვა რომ შეუძლბელეი არაფერია.. ის რაც შეუძლებელიმეგონა შევძელი. დავძლიე ის რაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა... ჩემი ცხოვრების ერთადერთი დიდი დანაკარგი ეს თინა ბებია იყო.. რომელიც მაშინ გამომაცალა ხელიდან როცა ყველაზე მეტად მინდოდა მისი სითბო.... თუმცა მე ბედნიერი ვარ, ჩემი სიყვარულით ვარ ბედნიერი,,, ახლა ჯერ კიდევ ისევ ისე ვცქუტავ სახლში მომავალი დათოს დანახვაზე, ჯერ კიდევ ისევ ისე მიკრთის გული როცა მის სუნტქვას ვგრძნობ ჩემს თმებზე.. როცა მისი ხელები მეხება და ტუჩები მკოცნის..... შეუძლებელია არაფერია- რასაც გულით მოინდომებთ, რისიც გწამთ და გჯერათ.. შეუძლებელი არაფერია და რომც იყოს, შეუძლებელსაც შეძლებთ თუკი ამის გამბედაობა და მოთმენის უნარი გეყოფათ.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.