გზა შენამდე [თავი მე-11]
რამდენიმე თვის შემდეგ ცოტნეს სასამართლო გაიმართა, ამ სასამართლოს სანდროც ესწრებოდა, ამ ამბავს უამრავი ტელევიზია აშუქებდა, ეს იყო სენსაცია, რადგან ასეთი გავლენიანი ადამიანის დაჭერის ფაქტი იშვიათი იყო ამ ქვეყნისთვის, მდიდრები ხომ ძლიერები არიან, ისინი კანონსაც იყიდიან, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო და სანდროს გამარჯვება უნდა ეზეიმა, მაგრამ წინასასამართლო სხდომის დროს ბრალდებულის მხარემ თქვა, რომ ბრალდებული არ იყო ფსიქიკურად სტაბილური და ყველაფერი რაც მან გააკეთა ეს მხოლოდ მისი არამდგრადი ფსიქიკის ბრალი იყო, რა თქმა უნდა, საბოლოო სასამართლო სხდომაზე კიდევ წამოჭრეს ეს საკითხი და უკვე ფსიქიატრმა, რომლის ყურადღების ქვეშაც იმყოფებოდა ცოტნე, დაადასტურა, რომ ცოტნეს მართლაც აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, კერძოდ, პიროვნების აშლილობის რამდენიმე ფორმა, ასევე შეინიშნება ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, რაც არის გამოსაკვლევი და კარგად უნდა გაირკვეს ყველა მადგანი, ამ ყველაფერს კი ციხეში ვერ უმკურნალებენ ამიტომ საჭიროა მისი ფსიქიატრიულში გადაყვანა. სანდრო ამ დასკვნამ აღაშფოთა, მართალია ცოტნე არანორმალური იყო, მაგრამ მის მუკურნალობას ამ ქვეყნად ვერავინ შეძლებდა, ის ციხის გარდა არსად არ უნდა გაეშვათ. თუმცა საბოლოოდ ცოტნემ მაინც დაამტკიცა ეს ყველაფერი და მოსამართლემაც დაიჯერა, ამიტომ ცოტნე ქალაქის ყველაზე დაცულ და დიდ ფსიქიატრიულში გაამწესეს, იქამდე სანამ ის არ განიკურნებოდა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო პირად არ ჩამოყალიბდებოდა. სანდრო თავს იმით იმშვიდებდა, რომ ცოტნე მაინც მოიშორა თავიდა, მთავარია გარეთ ვეღარ ივლიდა, ახლა მაფიის ბოსი საგიჟეთშია და ქალაქიც შეძლებს მშვიდად ცხოვრებას, დიახ თითქოს ყველაფერი ასეც უნდა იყოს, თუმცა ამ ამბის შემდეგ თვეები გავიდა და არაფერი შეცვლილა, ხალხი ისევ იხოცება, ნარკოტიკებით ისევ ვაჭრობენ, ტრეფიკინგიც არ აღკვეთილა, თუ ცოტნე საგიჟეთშია, მაშინ ვინ აკეთებს ამ ყველაფერს?! სანდრომ მოსვენება დაკარგა, უძილობა და უჭმელობა თავისას შვება, უკვე გაგიჟების ზღვარზე იყო, უამრავი კითხვა ჰქონდა, განა ცოტნე ისეთი ძლიერია რომ საგიჟეთიდანაც მოკლას ხალხი?! არა ეს სისულელეა მას ამდენი ძალა არ აქვს, ასეთი ძლიერი რომ ყოფილიყო საგიჟეთიდანაც გამოაღწევდა. სანდრომ გადაწყვიტა, სანამ სრულიად შეშლიდა ეს ამბავი, ცოტნე ენახა და მისივე პირიდან გაეგო ყველაფერი, მან ხომ თქვა რომ თამაშს აღარ აპირებდა, ასე რომ სიმართლის თქმა არ გაუჭირდებოდა და თუნდაც მოეტყუებინა სანდრო ამას მაინც მიხვდებოდა. ფსიიატრიულში შევიდა, იქაურობა მართლაც კარგად იყო დაცული, ციხეს გავდა, თუმცა ლამაზი ბაღი ჰქონდა ციხისგან განსხვავებით, ეზოში მწვანე გაზონი, უამრავი ხე და სკამი იყო, აქაურობა საუცხოოდ წყნარი იყო, სანდროც კი მოადუნა. მიმღებში მივიდა და გოგონას სთხოვა ცოტნესთან შეხვედრა, თავიდან გოგონამ უარი უთხრა, რადგან მიღების საათი ჯერ არ იყო, თუმცა სანდრომ პოლიციის ჟეტონი აჩვენა და გოგონა მაშინვე გაუძღვა ცოტნეს ოთახისკენ, როგორც გოგონამ უთხრა, ცოტნე ცოტათი ჩაკეტილია, ოთახდან მხოლოდ საღამოს გამოდის რამდენიმე წუთით, თუმცა წამლებს ყოველთვის დროულად იღებს და ექიმები ამბობენ რომ მას გამოჯანმრთელების შესაძლებლობა აქვს, სანდრომ სასხვათაშორისოდ ისიც იკითხა ცოტნეს გარე სამყაროსთან რაიმე კავშირი თუ აქვსო?! მაგრამ გოგონამ უარყო, თქვა რომ აქ ტელეფონები აქვთ და ვინც კარგად იქცევა მათ შეუძლიათ გამოიყენონ, თუმცა ცოტნე უარს ამბობს მათ გამოყენებაზე, არც წერილებს აგზავნის ან იღებს, მან სრულიად გაწყვიტა კავშირი გარე სამყაროსთან. სანდრომ ეს ვერ დაიჯერა, იფიქრა შეიძლება მატყუებსო, თუმცა არაფერი უთხრა გოგონას, მხოლოდ გზა განაგრძო. ცოტნეს ოთახი ჩვეულებრივი იყო, თეთრი კედლები,გისოსებიანი პატარა სარკმელი, ერთი საწოლი, საწერი მაგიდა და წიგნების თარო. ცოტნე სარკმელს მიშტერებოდა, თითქოს ცდილობდა დაენახა რა ხდებოდა გარეთ, თუმცა შეიძლება ამას სულაც არ ცდილობდა და უბრალოდ ცას უყურებდა, კარის ხმა რომ გაიგო შემოტრიალდა, არც გაკვირვებია სანდროს დანახვა, რადგან იცოდა რომ ის ერთ დღეს მასთან მოვიდოდა. სანდრომ გოგონა გარეთ გაუშვა და ოთახში მხოლოდ ის და ცოტნე დაჩნენ, სანდრო მაგიდასთან მივიდა და ცოტნეს ნაჯღაბნებს დახედა, თითქოს საუბრის დასაწყებად ზუსტ სიტყვებს ეძებდა, თუმცა ცოტნემ არ აცადა და თავად გადაწყვიტა საუბრის დაწყება. -ვიცი აქ რატომაც ხარ. -მართლა?! და რატომ ვარ? -რადგან ჩემმა აქ გამოკეტვამ არაფერი შეცვალა და ისევ ყველაფერი გრძელდება. -საიდან იცი? -ეს ხომ უკვე გითხარი, არ გახსოვს?! -რა მითხარი? -მე გითხარი, რომ მე ის არ ვარ ვისაც ეძებ. -და აბა ვინ ხარ? -ერთი მდიდარი იდიოტი, რომელსაც ეგონა რომ ფულით ყველაფერს დაეპატრონებოდა, თუმცა არც ამ ქალაქს და არც ამ ქვეყანას მე არ ვმართავ. -მაშ ვინ მართავს? -შენ რა ეგრეთი მაგარი გგონივარ? რადგან ფული მაქვს ეს იმას არ ნიშნავს რომ მსგავს ხალხთან კონტაქტები მაქვს, ისინი მე არარაობად მთვლიან, მე მათ არაფერში ვჭირდები და რატომ უნდა მემეგობრონ. -კარგი რა, გინდა დამაჯერო რომ მაფიასთან არაფერი გაკავშირებს? !სისულელე. -არა სანდრო მე არ გატყუებ, კი მართალია მე მკვლელი ვარ, ნარკოტიკებიც გამიყიდია და ტრეფიკინგშიც მაქვს ხელი გასვრილი, მაგრამ ნამდვილი მაფიოზები ამას არც აკეთებენ, შენ რა ისინი ფილმის იდიოტი მაფოზები გგონია?! თუ მართლა ასეთები გგონია საიდუმლოდ გეტყვი რომ ძალიან ცდები, ისინი ფულს სულ სხვანაირად ათეთრებენ, ისინი კანონს გვერდს კი არ უვლიან, არამედ კანონებით აკეთებენ ყველაფერს, რათა მათი დაჭერა ვერავინ შეძლოს, ჩემნაირ ფსიქოპატს მათთან არაფერი ესაქმება, ისინი ჭკვიანები არიან და გაწონასწორებულები. -თუ მათთან შეხება არ გაქვს ეს ყველაფერი საიდან იცი? -როცა ფული გაქვს ინფორმაციის მიღებაც მარტივად შეგიძლია. -მაში რატომ არ იცი ის ვინ არის? -ჯერ ერთი ის კი არა ისინი და მეორეც ისინი მაფიოზები არიან საკუთარ თავს კარგად მალავენ. -რამდენნი არიან. -ყველა დიდ ქალაქს თავისი ბოსი ყავს, ქალაქები დათვალე და გაიგებ. -ანუ ჩვენ ქალაქს თავისი ჰყავს? -ყოჩაღ გენიოსო, რა თქმა უნდა, ჰყავს ჩვენი ქალაქი ერთ-ერთი დიდი ქალაქია ქვეყანაში. -იქნებ მატყებ და გინდა რომ შენი ცოდვები სხვებს გადააბრალო. -არადა ჭკვიანი მეგონე, მე რომ მაფიის ბოსი ვიყო შენი აზრით აქედან ვერ გავიდოდი?! თანაც შენი მოტყუება აღარაფერში მჭირდება, მე თამაში შევწყვიტე და ვაღიარე შენი გამარჯვება, აღარ მადარდებს გარეთ რა ხდება მე აქაც მომწონს, დამამშვიდებლებიც მაქვს და საჭმელიც. -ჰო მაგრად მოწყობილხარ საგიჟეთში. -ძალიან სასაცილოა, მაგრამ მე იმაზე უფრო მეცინება ამხელა პოლიციელმა ამდენი ხანი არასწორ დამნაშავეს რომ ზდიე, აბა როგორია, აღარ გეცნება არა?! -კარგი ჰო დაწყნარდი და მითხარი როგორ მოვძებნო ისინი? შენ შენახული კაცი ხარ რაღაც გექნება რაც დამეხმარება. -მე რა შენს დამხამარეს ვგავარ? -დამეხმარე და შენთან ვალში ვიქნები. -კარგი შევთანხმდით. - ცოტნემ ხელი გაუწოდა და სანდრომაც ჩამოართვა. სანდრომ იცოდა რომ ეს ძვირად დაუჯდებოდა, ცოტნესთან ვალში ყოფნა ცუდი იდეა იყო. -აბა ახლა ამოღერღე, როგორ მივაგნო მათ? -ნუ მე პირადად არ ვიცი გზა, მაგრამ ვიცი ის ვისაც ეგ ეცოდინება? -და ვინ არის ეგ. -მამაჩემი. -რა? -ყრუ ხარ? გეუბნები მამაჩემი უნდა ნახო და კითხო? -მამაშენი ცოცხალია? -რა თქმა უნდა ცოცხალია, ეგეთი ბებერიც არაა. -უბრალოდ შენ ის არასდროს გიხსენებია და ვიფიქრე რომ მკვდარი იყო. -ნუ ეგრეცაა, თავი მკვდრად გამოაცხადა და აორთქლდა, ახლა ალბათ სადმე მაგარ ვილაშია და გულაობს ეგ ბებრუხანა. -მაგარი არეული ოჯახი ხართ. -ხო რას ვიზავთ ჩემთან ყველაზე ნორმალური მე ვარ, სიტყვაზე მენდე მამაჩემი უარესია. -კარგი და სად არის ახლა ის. -მე საიდან უნდა ვიცოდე. -მისი შვილი ხარ აბა ვინ უნდა იცოდეს თუ არა შენ?! -საქმეც მაგაშია, მთლად იდეალური მამა ვერ იყო, 14 წლის ვიყავი თავი მკვდრად რო გამოაცხადა და გაქრა, დამიტოვა ქონება და ბიზნესი სამართავად, მაგის მერე არ მინახავს და არც უცდია ჩემი ნახვა, ჩვენ მთლად კარგი ურთიერთობა არ გვქონია, ასე რომ არც მე მიცდია მისი მოძებნა. -კოლორიტი ოჯახი ხართ. -მოდი ყველამ ჩვენ ნაგავ მამას მივხედოთ. -კარგი, კარგი, მითხარი რა ვქნა და ვიზავ. -ის ცოტა გიჟი იყო, თუმცა ჭკვიანი, ასე რომ კარგად დაიმალებოდა, თუმცა სადმე მინიშნებებს მაინც დატოვებდა ან ვინმეს ეტყოდა, რათა საჭიროების შემთხვევაში მისთვის მიეგნოთ. წადი ჩემი სახლიდან დაიწყე, ბოლოს იქ ვნახე, ასე რომ თუ რამეს დამალავდა მანდ იქნება. -კარგი ადექი. -რატომ? -შენც ჩემთან ერთად მოდიხარ. -რაა? შანსი არაა მე მაგ შიზოიდს ახლოსაც არ გავეკარები. -არც თავად ხარ მასზე ნაკლები, თანაც თუ რამე მინიშნება დატოვა ან ვინმეს რამე უთხრა, გამოდის რომ ეს მის ახლობელს დაუტოვა და არა პოლიციელს, ასე რომ მე მას ვერ მივაგნებ, მისი მოძებნა მხოლოდ შენ შეგიძლია, რადგან შენ მისი ერთადერ ახლობელი ხარ. -შენ რა კარგად არ მისმენდი?! მე და ეგ კაცი ერთმანეთს ვერ ვიტანდით, ჩემი დასჯის მეტი არაფერი უკეთებია და რატომ უნდა უნდოდეს ჩემი ნახვა. -რადგან მისი შვილი ხარ, მორჩა ნუ მეკამათები, თანაც თუ გიჟია ახლოსაც არ მიმიშვებს და შენ კიდევ შეიძლება მიგიშვას. -მე შენზე ადრე მომკლავს. -მორჩა განხილვა ადექი და წამოდი. -კარგი მაგრამ საგიჟეთიდან გიჟი რანაირად უნდა გაიყვანო? -მე უფროსი გამომძიებელი ვარ და მგონი რამეს მოვახერხებ არა?! ბევრი აღარ უსაუბრიათ, სანდრომ ცოტნეს ხელბორკილი დაადო და იქიდან წამოიყვანა, პერსონალს უთხრა რომ რაღაც საქმეებია რის გახსნაშიც ცოტნე უნდა დაეხმაროს და ამიტომ დანაშაულის ადგილზე მიყავს რათა ყველაფერი დეტალებში ეჩვენებინა ცოტნეს. სანდროს უჭირდა იმის გააზრება რასაც აკეთებდა, დამნაშავეს ენდო და ახლა მასთან ერთად საქმეს იძიებდა, თუმცა ბოლომდე არც ენდობოდა, ეგრეთი სულელიც არ იყო, იცოდა რომ უმიზეზოდ არ ეხმარებოდა, მასთან ვალში იქნებოდა და ცოტნე ამ ვალის სანაცვლოდ რაღაც საშინელს მოთხოვდა, სანდრო ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა, რადგან უკვე თავი ტკიოდა ამდენი ფიქრით, ყველაფერი თავგზას ურევდა. -აბა ცოტნე, მომიყევი მამაშენზე? -მოსაყოლო არც არაფერია, ის გიჟი იყო, ამბის დასასრული. -როგორც ჩანს ეგ მემკვიდრეობითია. -როგორც ჩანს ლოთობაც მემკვიდრეობითია. - ცოტნემ თავი მანქანაში დაგდებული ცარიელი არყის ბოთლისკენ გაიშვირა. -ჰო ალბათ. -ხალხს ყოველთვის გონია რომ თუ მდიდარიხარ ბედნიერი ხარ, მაგრამ მათ მამაჩემთან არ უცხოვრიათ და არც დედაჩემთან. -დედაშენი? -ხო არც ის იყო მამაჩემზე ნაკლები, მანიპულატორი ძუკნა, კიდევკარგი მოკვდა და მაგან მაინც დამასვენა. -მართლა კოლორიტული ოჯახი ხართ. -ჰო მალე შეხვდები მამაჩემს და თავად ნახავ. -მართლა ეგრეთი გიჟია? -რავი ძალიან გიჟი არ არის, თუმცა ძალიან საშიშია, აბა შენი აზრით ამდენი ხანი რატო არ მიცდია მისი მოძებნა, ბოლოს რო დამემშვიდობა ასე მითხრა ,, შემდეგ ჯერზე როცა გნახავ ტყვიას შუბლში დაგახლიო,,. -რაა? -ჰო გითხარი შიზოიდი გიჟია, მაგრამ ნუ ღელავ ჩვენც მომზადებულები მივალთ. -ძალიან დამამშვიდე. -ბებერია ორს ვერ მოგვერევა. -მგონი შენი წამოყვანა არ იყო კარგი აზრი. -ნუ ღელავ, ვფიქრობ სწორად მოიქეცი, მაგ ბებრუხანას ჩემ მეტი ვერავინ მიაგნებს, რადგან ჩვენ ორივეს ერთნაირი გიჟური აზრები გვაქვს, გიჟს მხოლოდ სხვა გიჟი თუ მიაგნებს. -ასე რატომ ეზიზღებოდი? -ვეზიზღებოდი?! არა მე მას არ ვეზიზღებოდი, ეგრე რომ ყოფილიყო იმ დღესვე მომკლავდა, მას უბრალოდ თავისებური შეხედულებები აქვს ბავშვის აღზრდაზე. -აშკარად არასწორი შეხედულება ჰქონია. -ჰო მაგაში მართალი ხარ, მთლად მაგრად არ გამოუვიდა, ფსიქოპატი მკვლელი აღზარდა, მგონი ემა სწორად მოიქცა ბავშვი ჩემგან შორს რომ წაიყვანა, ალბათ მეც მამაჩემის ნაირი მამა ვიქნებოდი. - ეს თქვა ოდნავ ამოისუნთქა და თავი უკან გადახარა. -მართლა გიყვარდა? -ყველაფერზე მეტად, მაგრამ მე ხო ფსიქოპატი ვარ და განა როგორ შემეძლო ნორმალურად მყვარებოდა, ჩემნაირები სიყვარულს არც იმსახურებენ. -ვფიქრობ სხვანაირი მშობლები, რომ გყოლოდა უკეთესი იქნებოდი, ნუ არ ვამბობ რომ შენ უდანაშაულო ხარ, მაგრამ მეტწილად მათი ბრალია რომ ასეთი ხარ. -მადლობა, მაგრამ არ არის საჭირო ჩემი გულის მოგება ისეც დაგეხმარები. -კარგი კარგი, მაშინ მეგობრებზე რას იტყვი?! თუ მშობლები არა ისინი მაიც ხომ უნდა ყოფილიყვნენ შენთან. -მეგობარი არასდროს მყოლია, მხოლოდ ემა მყავდა. -როგორ მეგობარი არ გყოლია?! ეს შეუძლებელია, ღრმა ბავშვობაში მაინც უნდა გყოლოდა. -არა არასდროს მყოლია, ჩემი მშობლების ყველას ეშინოდა ამიტომ სხვა მშობლები ბავშვებს უკრძალავდნენ ჩემთან თამაშს. ერთხელ ვცადე ვიღაცასთან თამაში და ისე სწრაფად გაიქცა გააზრებაც ვერ მოვასწარი და თან ყვიროდა, აზრზე ხარ ისე ყვიროდა გეგონება ცემას ვუპირებდი. - აქ ცოტნემ ოდნავ ჩაიცინა. - მე ბავშვობაშივე მივხვდი რომ ნორმალური არ ვიყავი და არც ჩემი ცხოვრება იყო ნორმალური, ასე რომ ვიფქრე თუ ყველას ბოროტი ვგონივარ მაშ რა მიშლის ხელს რომ მართლაც გავხდე ბოროტი, თუმცა ყველა ცუდ საქციელს აქვს თავისი საზღაური და აი ახლა საგიჟეთში ვარ. -ნუთუ არ გქონია ერთი დღე მაინც რომელიც კარგად გაგონდება? -დედაჩემის სიკვდილი, ალბთ ეს უცნაურად ჟღერს, რატომ უნდა უხაროდეს 11 წლის ბავშვს დედის სიკვდილი, მაგრამ იცი რა ,ფსიქოპატ მამაზე უარესი მანიპულატორი დედაა, რომელიც ყოველთვის ცდილობს თავისი უნიათობა და ცუდი ცხოვრება ბავშვს დააბრალოს, ისე მაბრალებდა თავის ცუდ ცხოვრებას გეგონება მე ვთხოვე რომ გავეჩინე, მუდამ მაიძულებდა შემცოდებოდა და ჩემი თავი დამესაჯა რადგან ცხოვრებას ვუნგრევდი, მაგრამ მერე გავიაზრე რომ თუ თავად უნიათო იყო და თავის თავის შველა არ შეეძლო ეს ჩემი ბრალი არ იყო, მე არ მითხოვია მამაჩემს გაჰყოლოდა ცოლად, არც ის მითხოვია გავეჩინე და მითუმეტეს არ მითხოვია მამაჩემის ჩხუბი აეტანა, ყოველთვის მეუბნებოდა რომ ამას ჩემ გამო იტანდა, რომ არ უნდოდა მამის გარეშე გავზდილიყავი, მაგრამ სინამდვილეში ის მამაჩემის ქონებას ვერ ტოვებდა, ფული იყო ერთადერთი რაც უყვარდა.ხოდა იმ დღეს როცა დოზის გადამეტებით მოკვდა მე მიხაროდა, რადგან ახლა ის მე ვეღარაფერს დამაბრალებდა. შენზე რას იტყვი, რომელია შენი ბედნიერი დღე? -ნუ ჩემი მთლად ეგრეთი ამბავი არაა, მაგრამ ჩემი ბედნიერი დღე ის დღე იყო როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე. -ნამდვილი წიგნის ჭია ხარ. -ეი, დედის გასვენებას მაინც ჯობია. -ჰო არა უფრო ადამიანური ისტორია გაქვს შენ. უკვე ცოტნეს სახლთან იყვნენ, საუბარი შეწყვიტეს და სახლში შევიდნენ. ყველაფერი მილაგებული იყო, როგორც ჩანს ცოტნეს აღმზრდელი ამ სახლს კვლავ უვლიდა. ცოტნე მამის კაბინეტში შევიდა და ქექვა დაიწყო, ყველაფერი გადმოყარა, თუმცა საინტერესო ვერაფერი ნახა, ყველაფერი ძირს ეყარა, როცა ოთახში ნოკოლოზი შემოვიდა, ნიკოლოზი ცოტნეს აღმზრდელი იყო, ასევე მამის წასვლის შემდეგ მისი მეურვეც გახდა, მაღალი გამხდარი კაცი იყო, თვალებ ჩაცვენილი და ჭაღარა. შესვლისას ოდნავ ჩაახველა და ცოტნეს მიმართა. -ბატონო სანდრო გამიხარდა რომ დაბრუნდით, თავს როგორ გრძნობთ? -მშვენივრად, მაგრამ ახლა დრო არ მაქვს რაღაცას ვეძებ. -კონკრეტულად რას? -რამეს რაც მამის ადგილსამყოფელს მეტყვის. -გასაგებია, ახლავე მოგიტანსთ. ნიკოლოზი ოთახიდან გავიდა და მალევე ხელში წერილით დაბრუნდა. -აი ინებეთ. -ეს საიდან გაქვს. -ეს მამათქვენმა მომცა წასვლისას, მითხრა რომ ერთ დღეს მის მოძებნას გადაწყვეტდით და როცა ეს მოხდებოდა მაშინ მომეცა ეს. თუმცა არ ვიცი შეიძლება სულ სხვა რამ ეწეროს შიგნით და არა ის რაც გინდათ, ხომ იცით მამათქვენი თავისებური კაცი იყო. -კარგი მადლობა ძია ნიკოლოზ. ცოტნემ წერილი გახსნა და კითხვა დაიწყო, მაგრამ იქ მხოლოდ მცირედი ტექტი დახვდა. ,,იქ სადაც იყო შენი პირველი,, ცოტნე ჩაფიქრდა, რა ჯანდაბას ნიშნავდა ეს, პირველში რას გულისხმობდა, არა ნამდვილად მისი შვილი იყო, მასაც უყვარდა თამაში და ახლა ცოტნეს გონებას ეთამაშებოდა -აბა ცოტნე მიდი ტვინი დაძაბე, თქვენ ორივე გიჟები ხართ უნდა მიხვდე. -მაცადე ეს ასეთი მარტივი არაა, რადგან ვერ ვხვდები პირველში რას გულისხმობს, კონკრეტულად რა მოხდა პირველად.. -კარგი რა რაღაც უნდა იყოს, იქებ შენი ბავშვობის რაიმე მოგონებას უკავშირდება. -ნუ არ ვიცი ერთი იდეა კი მაქვს. -რა? მიდი ამოღერღე. -ბავშვობაში ერთ ტბისპირა სახლში მივყავდით ხოლმე და როცა 6 წელი შემისრულდა ისევ წავედით, მაგ დღეს პირველად იქ მასწავლა იარაღის ხმარება, მახსოვს მაიძულა ირემი მომეკლა და გამეტყავებინა. -უკვე აღარ ვიცი შენი ოჯახი როგორ დავახასიათო, მაგრამ მოდი იმ ნაწილს გადავახტეთ სადაც მამაშენმა შენში ფსიქოპატის გამოღვიძება დაიწყო, მხოლოდ იმაზე ვკონცეტრირდეთ რომ რაღაც გვაქს, ამიტომ იქ უნდა წავიდეთ და შევამოწმოთ. -კარგი შემოწმებად ღირს, წავიდეთ. ორივე სახილიდან გამოვიდა და მანქანაში ჩასხდნენ. ეს სახლი ქალაქის გარეთ იყო, ერთ პატარა სოფელის ტყეში, ტბა ესაზღვრებოდა და როგორც აღმოჩნდა, ტბაც და მისი შემოგარენიც ცოტნეს მამას ეკუთვნოდა და იქ არავის ჰქონდა შესვლის უფლება, თუმცა რაც თავი გარდაცვლილად გამოაცხადა, რა თქმა უნდა, ეს სახლიც ცოტნეს საკუთრება გახდა, მაგრამ ცოტნე იქ არც არასდროს ჩასულა, რადგან იქაურობასთან ცუდი მოგონება აკავშირებდა და ეს სანდროსთვის არ მოუყოლია, ამიტომ აწუხებდა ის ფაქტი რომ სანდროს მოატყუა და რაღაცას უმალავდა. -აბა მოემზადე მამის სანახავად პატარა ბიჭო. -მე რა შენ მოემზადე. -რას გულისხმობ? -აკი გითხარი მამაჩემი ვერ არისთქო, თუ მის ტერიტორიაზე ვინმე შევა მაშინვე სროლას დაიწყებს, მაგრამ გაფრთხილებ, თუ მოგარტყა ყვირილი არ დაიწყო, ყვირილზე უფრო მეტს გესვრის, კაცურად აიტანე ტკივილი და შეიძლება მოეწონო. -შეიძლება? ანუ შეიძლება არც მოვეწონო? -ხო ნუ მამაჩემი თავისებურია, ვერავინ გაიგებს რა დროს რას გააკეთებს. -ჰო მაგას უკვე მივხვდი, ისე 6 წლის ბავშვს ეგ როგორ გაგაკეთებინა?! აქ სიჩუმე ჩამოვარდა, ცოტნე ოდნავ შეიშმუშნა, თითქოს რაღაცას მალავსო, სანდრო კი უფრო დაჟინებით აშტერდებოდა, ელოდა ცოტნეს პასუხს, მაგრამ ცოტნე აშკარად არაფრის თქმას არ აპირებდა, ამიტომ ისევ განაგრძო. -რა? რას იშმუშნები? მიდი ამოღერღე, რაღაც გაწუხებს ვხედავ. -შეიძლება ცოტათი მოგატყუე. -კონკრეტულად რა? -ამის მრცხვენია. -მკვლელი ფსიქოპატი ხარ და რის თქმის გრცხვენია. -ნუ.... ის რაც იქ მოვკალი ირემი არ იყო. - სწრაფად თქვა და თავი ხელებში ჩარგო, თითქოს უნდოდა სირცხვილი ასე დაემალა. -რაა? აბა რა ჯანდაბა იყო? არ მითხრა რომ ადამიანი მოგაკვლევინა, თორემ გავგიჟდები. -არა ადამიანი არა. -მაშ რა? -როცა 5 წლის გავხდი მამჩემმა ლეკვი მაჩუქა, როგორც ყველა ბავშვს მეც ძალიან გამახარა ამან და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ავიღე, მისი მოვლა დავიწყე, ვაჭმევდი, ვასეირნებდი, ერთად გვეძინა, ერთად ვთამაშობდით, მოკლედ ის ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მამაჩემმა ჩემს დაბადების დღეზე მაიძულა ეს ძაღლი მომეკლა, ამბობდა რომ ცხოვრებაში ხშირად მომიწევდა საყვარელი ადამიანების დაკარგვა და ამას უნდა შევგუებოდი, ჭკუა უნდა მესწავლა, მაგრამ მე უარი ვუთხრი, რადგან არ შემეძლო ძაღლის მოკვლა, მან კი მითხრა რომ მეც მომკლავდა და იმ ძაღლსაც თუ იმას არ ვიზავდი რაც უნდოდა, მე შემეშინდა და ძაღლი მოვკალი, მე არარაობა ვარ, მე ის უნდა დამეცვა მაგრამ საკუთარი სიცოცხლე ვამჯობინე მის გადარჩენას. -კარგი დამშვიდდი ეს შენი ბრალი არ არის. -როგორ არა ეს ჩემი ბრალია. -არა ცოტნე არ არის, შენ ბავშვი იყავი, უბრალო ბავშვი, რომელმაც ამ ქვეყნად არაფერი იცის, შენ სწორად მოიქეცი, შენ ის გააკეთე რასაც ყველა ბავშვი იზავდა შენ ადგილზე. მამაშენი მართლა ვერ არის, ახლა უკვე მართლა მეშინია იქ მისვლის, მგონი არსენალით დაგვხვდება. -ისე გასაკვირი არ არის ერთი მუხა ან რაკეტა რომ ქონდეს თან. - ამაზე ცოტნება გადაიხარხარა. -რაა? ცოტნე მე ამაზე არ მეცინება. -კარგი მოვრჩი, მე უბრალოდ გაგაფრთხილე. -ღმერთო შენ გვიშველე. ამაზე უკვე ორივეს ჩაეცინა, უკვე ღამდებოდა, თუმცა იმ დღეს სავსე მთვარე იყო და ირგვლივ ყველაფერს ანათებდა. მანქანიდან გადმოვიდნენ და იმ ტყის წინ დადგნენ სადაც წესით ის ტბა და სახლი უნდა ყოფილიყო, ტყეში მანქანით ვერ შევიდოდნენ ამიტომ ფეხით გააგრძელეს გზა. ცოტათი ციოდა ქარი ქროდა, ირგვლივ კი საუცხოო სიჩუმე იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.