შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 30


10-08-2023, 13:23
ავტორი ანნა ანუკი
ნანახია 1 126

......
წინ სვლა მაქვს ძალიან არ დამიგვიანებია

.....
- რაშვები მაშო,
- ვწევარ
გულწრფელად გასცა ჩაბნელებულ ოთახში დივანზე მწოლიარე მაშომ პასუხი
- ანუ გცალია, შენი ქმარი იცი სად არი?
პასუხი არ გაუცია მაშოს დემეტრეს კითხვისთვის, სულმოუთქმელად ელოდებოდა როდის განაგრძობდა დემეტრე საუბარს
- კაი, ანუ მე უნდა ვთქვა, შენი დებილი ქმარი ამ წუთებში ბარში იმყოფება და ის თუ სასმელს დალევს მე ამაზე პასუხისმგებელი არ ვარ,
ძალით გაიღიმა დემეტრემ სიტყვის ბოლოს, რასაც მაშო ვერ დაინახავდა
- აუ
- რა აუ?! როდემდე უნდა ტანჯო, ხო ხედავ რომ დიდად არც ნაწყენი ხარ და არც გაბრაზებული და ის ვაფშე კაცი აღარ არი ზომბად დადის, გეყოფა მაშო, არ ვიცი რა დავარქვა მაგ საქციელს მაგრამ თითქოს იმედს აძლევ და მერე იმედშივე უფურთხებ, რამდენი ხანია ასე გრძელდება, ვფიქრობ ახლა შენ უფრო ბოროტობებს მაიმუნობ ვიდრე ის ოდესმე,
ისევ ანერვიულებულმა დაიწყო ლაპარაკი ძმაკაცზე და თავადაც დაღლილი იყო ამ ყველაფრით, ხვდებოდა რომ უკვე დასასრულში იყო და მხოლოდ ერთი ნაბიჯი აკლდა ყველაფრის დალაგებამდე, რომელსაც უკუღმა დგამდნენ, მაშო ხმას ვერ იღებდა, მართლა ერთულებოდა ნაბიჯის გადადგმა, იმის ეშინოდა რომ ძველ დროს ვეღარ დააბრუნებდა
- ახლავე ადგები ჩაბარგდები და წახვალ ჯერ სახლში შენ ოთახში შეიტან ყველაფერს მოეწყობი მერე შენ იცი,
- ასე არ....
- მაშო! ადექი! ჩაიცვი და წადი! ქვევით გელოდება დარიო მზად რომ იქნები ჩადი და კარებშივე დაგხვდება, მორჩა ბაზარი!
სიტყვა თქვა თუ არა გათიშა, უხეშად მიაგდო მაშომ ტელეფონი და წამომჯდარმა ხელებში ჩარგო თავი,
- ღმერთო როგორ მოვიქცე
ამოიგმინა, სახეზე ხელები ჩამოისვა და ფიქრი განაგრძო, საკუთარ თავს უსვამდა კითხვებს შემდეგ პასუხს თავადვე სცემდა რაც მეტად უადვილებდა გადაწყვეტილების მიღებაში საქმეს,
ბოლოს სწრაფად წამოდგა სულ რაღაც თხუთმეტ წუთში მზად ჰქონდა ყველაფერი, ოთახი მოათვალიერა და კმაყოფილმა მაღალქუსლებზე შემდგარმა დატოვა ოთახი,
არც ისე დიდი დრო წაიღო სასტუმროში ნივთების ჩაბარებისა და მოულოდნელად წასვლის საკითხმა,
- და დაბრუნდება ჩვენი პრინცესა!
ხელების გაშლით შეეგება მისი დანახვით გაბედნიერებული დარიო და მაშოს დანახვაზე მაშოს გადაწყვეტილების მიმხვედრმა, ყველაფერი ბედნიერ დასაარულად აქცია ფიქრებში
- მეგონა არ გამოხვიდოდი,
ბედნიერი ხმა ვერ გააკონტროლა დარიომ და ბედნიერებისგან ხმა შეცვლილი საუბრობდა, ისე გადაკოცნა მაშო
- მემგონი ძალიან არაკომფორტულია მარტო ცხოვრება ხო?
სწერვა ქალივით გულზე მიიდო თითები გაიცინა და კარებ გამოღებულ მანქანაში ჩასკუპდა, თავადაც უხაროდა, ის აბედნიერებდა რომ მისი გადაწყვეტილება ცუდად არ მოქმედებდა მასზე პირიქით დს ეს ყველაფერი ახლავე ეტყობოდა, თუ როგორ ეჩქარებოდა რატის ნახვა,
- საით ჩემო ქალბატონო,
- ჯერ სახლში ნივთები დავაწყოთ დაააა
- დაააა
გაწელა დარიომაც ისე გახედა სარკიდან
- და შემდეგ მოვიფიქრებ
გაიკრიჭა ბოლოს მაშოც და საზურგეს მიეყრდნო.....

- უფრო მაღლა იქნება?
ინტერესით გახედა უკან მდგომ დარიოს და ხალხში წინ წინ მიძვრებოდა,
- არ ვიცი
მხრების აჩეჩვითაც ანიშნა ხმამაღალ ხმაში და რატის ძებნა თვალებით განაგრძო
- მოიცა, აქ დამელოდე
უცებ გაუნათდა მაშოს თვალები და სწრაფად აორთქლდა ადგილიდან მისი ფიქრები გამართლდა ზედა სართულზე ასული სიმშვიდეში აივანზე მდგარი მოაჯირებს დაყრდნობოდა ისე გადაჰყურებდა არემარეს, ადგილზე გაყინული უყურებდა ზურგით მდგარ ახოვან სხეულს მაშო და გული გამალებით უცემდა, ნელა მივიდა მასთან ახლოს და ტუჩებს შორის მოთავსებულ ანთებულ სიგარეტზე სახე ეცვალა სწრაფად ააცალა პირიდან და რატიმაც სწრაფად იცვალა მიმართულება, მაშოს დანახვისას გაოგნდა არ ელოდა ახლა აქ და უხსიტყვოდ დაუწყო ყურება,
- რას ხედავთ ამაში საინტერესოს,
ინტერესით ატრიალებდა სიგარეტს რომ საინტერესო მასში რამე ეპოვა, ტუჩებს შორის მოიქცია, თუმცა ვერ გარისკა მოწევა, ძირს დააგდო ქუსლითვე გაუჩეჩქვა ანთებული მხარე და დოინჯებ შემორტყმულმა ახედა რატის და ფიქრებში უსვამდა ხაზს რატის შეცვლას, წვერი სულ სხვანაირს ხდიდა მეტად აკაცებდა თან ამავდროულად მის დაღლას კვეთდა და თან მისი თანამდებობის მამაკაცს არ შეეფერებოდა შეუსწორებლად მოშვებული წვერი, თუმცა რატი სულ შეცვლილი მხოლოდ გარეგნობით არ ყოფილა მთელი ეს დრო,
- არ მოგენატრე?
ღიმილით გადაწია გვერდულად თავი და დაბნეულიც კი იყო, ვერ ხვდებოდა როგორ წამოეწყო საუბარი, როგორ ჩახუტებოდა მაშინ როცა ეს ძალიან უნდოდა და როცა უყურებდა და ხვდებოდა, როგორ ძლიერად ენატრებოდა მეტად იბნეოდა, რატი ურეაქციო გახდა გაკვირვების შემდეგ უბრალოდ უყურებდა ქალს ვისი ყურებაც მშიერზეც ანაყრებდა, პასუხი არ გაუცია რატის, შეტრიალდა და მოაჯირს დაეყრდნო, ახალი სიგარეტი ამოაცურა კოლოფიდან ტუჩებს შორის მოიქცია და ცეცხლიც მალევე წაუკიდა,
- გეყოფა რატი!
ხელთავინ უნდა მოეშორებინა სიგარეტი მისთვის ხელით გაწია რატიმ
- ეს შენ გეყოფა,
დაბალხმაზე ძლივს ამოიღო ხმა სიგარეტი თითებს შორის მოიქცია და მაშოსკენ ნაბიჯი გადადგა, ვერც კი გაიაზრა მაშომ ისე გადადგა ნაბიჯი უკან, რატის ხმაზე უცნაური გრძნობისგან გაცრა მაშოს და მოულოდნელად აეკრო კედელს,
- თუ ისევ თხოვნით აკეთებ ამას, ჯობია წახვიდე, ისიც ჯობია საერთოდ გაქრე, დავიღალე მაშო, ძალიან დავიღალე, მეიმედება ის დღე როცა დაგინახავ და როცა მხედავ ზიზღს არ გრძნობ, შეიძლება გამიღიმო კიდეც და მერე ქრები, თუ რამეს თამაშობ გამარჯვებული ხარ, დიდი ხანია გაიმარჯვე, შეწყვიტე გთხოვ,
საუბარში ხელის შეხება რამდენჯელ იფიქრა უბრალოდ მაინც რომ შეხებოდა კედელზე აკრულს, თუმცა ეს არ გააკეთა ან უფრო ვერ გააკეთა,
- შეგიძლია დაასრულო, შეგიძლია საქართველოში დაბრუნდე, ან შეგიძლია....
ყველაფერი შეგიძლია მაშო ყველაფერი,
თავზე მოისვა დაბნეულმა ხელი და მაშოს სრულად მოშორდა, მოაჯირს დაეყრდნო ახლა იდაყვებით და თავი ჩახარა, წამით დაძაბული უყურებდა გადაღლილ რატის, თავადაც ხვდებოდა როგორ დაღალა და ახლა გამოსწორების ჟამს ბრინჯივით იბნეოდა
- მომისმინე! შეუგნებელო!
მაჯით ეცადა გადმოეწია, თუმცა უბრალოდ ხელის გაამოძრავება შეძლო, რატი თავისი ნებით წამოიწია და ვითომ გაბრაზებულს დაღლილი თვალებით დახედა,
- ახლა კარგად მომისმინე!
რატისა და მოაჯირს შორის ჩადგა მკაცრი მზერით ისე ახედა რატის და ახლოს მდგომს სიგარეტის საშინელ სუნში რატის თავისებური გამაბრუებლად სასიამოვნო სურნელი რომ დახშულად იგრძნო წამში შეეცვალა სახე, ნაცნობ არომატზე ხელების მოხვევა მოუნდა ისე გაუხარდა, თუმცა ჯერ მისი წინადადება დააყენა წინა პლანზე, რადგან მის გეგმებში მთელი ღამე ამ საოცარ სურნელში უნდა გაეტარებინა,
- პირველი! ამას გააქრობ ცხოვრებიდან,
ხელიდან სიგარეტი აართვა და ისევ ძირს დააგდო,
- იმიტომ რომ, ვიღაც ვერ გაუძლებს, თან არც შეიძლება,
ბოლოს ჩურჩულით უთხრა,
- მეორე არანაირ ალკოჰოლურ სასმელს გაეკარები მანამ სანამ არ იმკურნალებ, ეს იმიტომ რომ მას არ უნდა დააკლდე,
წარბები გაკვირვებისგან შეხარა რატიმ ნიშნად რომ საერთოდ ვერ ხვდებოდა მასში ვინ იგულისხმებოდა და ვინ ეგულისხმა არც ეგ იცოდა,
- და მესამე! ერთად უნდა ვიყოთ, რადგან მე და მას გვჭირდები!
სათქმელი დაასრულა და მაშინ იგრძნო ფეხებში უძალობა, თუ რამდენი ძალის მოკრება დაჭირდა ეს რომ ეთქვა რატისთვის და ის ისევ ურეაქციოდ იდგა,
- ახლა სახლში წავიდეთ მშია,
მისი დაბნეულობის არ შესამჩნევად გვერდი უნდა აევლო, მკლავში ჩავლო რატიმ გვერდზე ამავალს და უკან დააბრუნა,
- მაშო....
- აი სად ყოფილხართ,
ღიმილით გამოჩნდა დარიო აივანზე და რატის სიტყვა პირზე შეახმა,
- სახლში უნდა წაგიყვანოთ, ყველაზე კარგი ადგილი სალაპარაკოდ იქ იქნება ახლა
მხრების აჩეჩვით თქვა და გასვლა დააპირა
- წამოდით უკვე
კიდევ ერთხელ მიუტრიალდა წყვილს და მათი ისევ ერთად დანახვით კმაყოფილი გავიდა,
- სახლში?
დაბალხმაზე ამოილაპარაკა რატიმ გაურკვევლობაში მყოფმა, თუმცა მაშომ არაფერი აუხსნა მკლავში ნელა ჩაავლო ხელი და წინ წასულმა გაიყოლა......
- მოიცა აქ გააჩერე რა,
დიდ მაღაზიასთან გააჩერებინა დარიოს და თან რატის გახედა,
- სახლში არაფერი იქნება და მშია,
ამოწუწუნებით შეხედა დარიოს და მანაც კარგი ადგილი მარტივად მოძებნა გასაჩერებლად,
- გამომყვებით რომელიმე თუ მარტო წავიდე?
ერთხელ იკითხა და რომ არავინ არაფერი თქვა მანქანიდან გადავიდა,
დარიო რა თქმა უმდა რატის ნაბიჯს ელოდებოდა, რომელიც არ ჩანდა
- ოე გამოფხიზლდი, შენი მაშოა ვინმე არ აეკიდოს, დღეს ძალიან ლამაზია,
მთელი სხეულით გადაიწია უკან რატის დასანახადვე, რომელიც სკამს უშტერებდა თვალს, პასუხი რომ არ მიიღო დარიომ გასწორდა ფანჯარაში გახედა მაშოს და ფიქრები ხმამაღალი გახადა,
- ვატყობ მალე თავისუფალი იქნება, და ოხხ დავლეწავ ამ ბიჭს,
მანქანის სახელურს ეცა რომ გადასულიყო დარიო, თუმცა სახელურის ხმა კი არა უკვე კარები ძლიერად მოჯახუნებულიც იყო, სულ მარტო იჯდა დარიო მანქანაში და კმაყოფილი ადევნებდა სარკიდან თვალს მიმავალ რატის, რომელიც მაშოს დაეწია, თუმცა მცველივით უჩინრად მიყვებოდა უკან...
პროდუქტებისთვის მეორე სართულზე ასულმა მარჯვნივ გადაწყვიტა შესვლა, თუმცა მარტივად გადაიფიქრა და მოტრიალებისთანავე შეასკდა რატის, უცებ დაიბნა, ცივ თვალებში მოუწია მისთვის ჩაეხედა და იმდენად ღრმად ჩამთრევი იყო შეეშინდა კიდეც, ნელა მოშორდა და თითების წვალება დაიწყო,
- ვერ მითხარი თუ მომყვებოდიი,
დაბლა ყურებითვე თქვა და ახალი მიმართულებით წავიდა... პროდუქტების არჩევის დროს რატის ათას კითხვას უსვამდა, ეკითხხებოდა ისე თითქოს რამეზე პასუხს იღებდა,
- ამას? ეს გემრიელია? კაი ესეც იყოს,
და რასაც აარჩევდა ყველაფერს რატის ხელში მოთავსებულ დამძიმებულ კალათაში აწყობდა,
კმაყოფილი გამოვიდა შენობიდან, თან რატის გვერდში მიყვებოდა და უკვე ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდნენ სახლში......
დარიომ დააწყობინა მაშოს ნივთები, პროდუქტებიც მან შეიტანა სახლში, მაშომ არ გაუშვა, კიდევ ერთი გეგმის ნაწილი ჰქონდა შესასრულებელი,რომელზეც იცოდა რომ რატი არაფერს იტყოდა, დემეტრეც მოიხმო მასთან, განაცხადა მარტო არ ვარო ამიტომ მეგობართან ერთადვე ელოდა დემეტრეს,
ზმუილით გამოვიდა სამზარეულოდან მაშო და შორიდან შემჩნეულ კიბეებზე ჩამომავალ რატის გადაუხტა წინ,
- დემეტრე მოვა, მომენატრა დაახლოებით ოჯახური სამაგიდო სხდომა, უფრო სწორად მგონი მისი სურვილიც კია,
დაბლა დაიხედა და ამდენი მინიშნებებით მეტად დაღლილიც იყო რატი, ისევ ვერაფეეი გაიგო და ამ ყველაფერზე ფიქრისგან კერძოდ ვინ იყო ის ერთი, თავი მეტად აფეთქებაზე ჰქონდა ამავდროულად კითხვასაც ვერ სვამდა თუ ვინ იყო "ის"
- აბაზანაში უნდა შეხვიდე სასწრაფოდ,
- ახლა გამოვედი მაშო,
ისევ ძლივს ამოიღო ხმა და მაშომაც თვალები აატრიალა,
- დარიო! მიხედე მანდ გთხოვ,
ბოლოხმაზე ყვირილით მიაწვდინა სამზარეულოში მყოფ დარიოს ხმა, რატის დაავლო ხელი და ზედა სართულზე მასთან ერთად შევიდა აბაზანაში,
- ეს, ეს , ეს და ეს,
საჭირო ნივთები გადმოუწყო და ხელშიც მიაჩეჩა,
- რატისთან მინდა და არა უცხო მამაკაცთან, რომელიც ისე მიყურებს თითქოს ვძულვარ, რომელსაც საერთოდ ვერ ვცნობ და რატისიც არაფერი შერჩენია,
სერიოზული ხმით ესაუბრებოდა ისე ჩაყურებდა თვალებში და ისიც ძალიან უნდოდა მალე შეცვლილიყო რატის მწვანე საოცარი თვალები, რომელიც ახლა მხოლოდ ლამაზი და ცივი იყო, რადგან ყველაფერი გასარკვევად ანიშნა გამოსვლა დააპირა ისევ ძლიერმა ხელმა გააჩერა,
- რატო? რის გამო გადაწყვიტე, ისევ აქ, ისევ ჩემთან,
დაბალი ხმითვე დასვა კითხვა და მაშოც ისევ ანერვიულდა უსიტყვოდ შეხედა, მის თვალებს კიდევ მოავლო თვალი, უხმოდ დააკვირდა ისევ
- იმიტომ რომ მიყვარხარ,
პასუხი გასცა თუ არა ხელი მარტივად გაინთავისუფლა, თავადაც ძლიერ უცემდა გული მისი გრძნობების გამხელის შემდეგ ისე გავიდა გარეთ, რატის გრძნობები კი ვერ დაელაგებინა იმდენად ახლართული იყო, ბედნიერება მოჰგვარა მაშოს სიტყვებმა და წამით გაუბრწყინდა კიდეც თვალები......

- ნაყიდი რომ არ იყოს ვიტყოდი ყველაფერი მე გავაკეთე მეთქი,
სიცილით ჩადო ახალი სავსე საინი მაგიდაზე მაშომ და შემდეგ სკამზე ჩამოჯდა, სწრაფად ამოღებული ტელეფონით გადაუღო დემეტრეს ფოტო სადაც მის გვერდით მიცუცქული ძალად მომღიმარი გოგონა იჯდა და ფოტოშიც ჩანდა, ისე გადაუგზავნა ბარბარეს მაშოს წარწერით " ხომ არ იცნობ? ნახე აქ ვინ მყავს"
- მაშო
ქართულ საუბარზე სწრაფად ახედა დემეტრეს მაშომ ინტერესით
- რატი საჭმელად არ ჩამოვა თუ არ ააკითხე,
უკვე გამოცდილმა, გამოცდილებიდან გამომდინარე გააფრთხილა მაშო, თუმცა უკვე პირშიშველი რატი წყნარი ნაბიჯებით რომ ჩამოდიოდა, სიტყვა გაწყვიტა,
- მოვა მოვა,
იმედიანად თქვა მაშომ და შემდეგ რომ გააყოლა დემეტრეს მზერას თვალი ჩაეღიმა, კმაყოფილმა გახედა კიდევ შეცვლილ რატის და მის სხეულში უცნაური არსებები სალტოებს აკეთებდნენ... მშვიდი გარემო იყო, დიდი ხანი რომ არ უგრძვნიათ მსგავს შეგრძნებებს გრძნობდნენ, მაშო ხანდახან ისე გაუშტერებდა ხოლმე თვალს რატის, შეწუხებული გადმოხედავდა ხოლმე ისიც, უხმოდ შეხედავდნენ ერთმანეთს და წყნარი საღამოთი, მშვიდდებოდნენ....
გვიანი, ძალიან გვიანი იყო, მაშო საწოლზე იქით-აქეთ ტრიალებდა, მისი გადაწყვეტილება, რომ რატისთან უნდა დაეძინა ამაღამ და ასე არ იყო ცუდად ხდიდა ერთ დღეშივე უნდოდა გამოსწორებულიყო ყველაფერი და უკვე თავისი დანაშაულიც გამოესწორებინა, რაც რთული იყო, საწოლიდან წამოდგა, ფეხშიშველი გავიდა ოთახიდან და თეთრ, მოკლე საღამურში გამოწყობილმა შეაღო რატის ოთახის კარი, სწრაფად იგრძნო მზერა მაშომ, საწოლზე ჩამომჯდარიყო რატი ხელებში მოექცია თავი და ფიქრისგან მალე გასკდებოდა კიდეც მაშო რომ არა,
- რატო არ გძინავს?
მეტად დაბოხებული ხმით კითხა რატიმ და ნელა წამოდგა,
- არ დამეძინა,
ხმადაბლა გასცა პასუხი და სიბნელეში მაინც გარკვევით მოავლო თვალი,
- ამ საღამოს ამდენი ხნის მერე ძლივს წესიერად ჭამე, მახარებს,
კმაყოფილი მიუახლოვდა ნელა, თუმცა ვერ გაბედა შეხებოდა, წინ ჩამოუდგა ისე დააკვირდა ისევ რატის, რომელიც ხმას არ იღებდა და მეტად უხერხულად გრძნობდა მაშო თავს
- თუ საკუთარ თავზე რამეს ფიქრობ ცდები რატი, მე შენზე ყველაფერი ვიცი, თითოეული დღე კარგად ვიცი, ყველაფერი გადახარშული მაქვს, საკუთარ თავს თუ ახლა შენ ადანაშაულებ ცდები, შენ ყველაფერი ცადე, ძველი ურთიერთობა მინდა, აქ მინდა შენთან და ახლა კიდევ გამარტივებული იქნება, იმიტომ რომ დასამალი არაფერი გაქვს, შეგიძლია შემეხო ისე რომ ხელი არანაირმა მძიმე ლოდმა შეგიშალოს, ის ჩხუბიც მენატრება, უაზრო კამათი, შენი ღიმილიც ცინიკურობაც და კიდევ ბევრი რამ, ვიცი ერთ დღეში არ დაბრუნდება ყველაფერი ასე მარტივი არ არის ეგეც ვიცი, მაგრამ ცდა ხომ შეიძლება არა? ხომ შეიძლება რომ სურვილი, რომელიც ძლიერია შევასრულო, რადგან ამის შესაძლებლობა მაქვს, არ მინდა გიყურებდე ცივ თვალებში, დამეხმარე რა, მჭირდება დახმარება, გვერდში დგომაც ძალიან მჭირდება უბრალოდ მხოლოდ შენი,
ჩაბნელებული ოთახი თითქოს ეხმარებოდა კიდეც ძალების მოკრებაში, რადგან მის სახეს სრულად ვერ ხედავდა ისეც აღარ იბნეოდა, ყველაფერს მოაბა თავი პასუხი რომ არ იყო ისევ რომ დუმდა რატი, ბოლოს ისევ წამოსვლა დააპირა,
- და ისევ გაქცევა,
ხმადაბლა ამოილაპარაკა რატიმ შებრუნებულ მაშოზე და ახლა სიტყვებით მოახერხა მაშოს ადგილზე გაშეშება,
- ახლახანს თქვი რომ გინდა სურვილი აასრულო, რომელიც ძლიერია და გარბიხარ, შანსს ხელიდან უშვებ ისევ და მე რა გავაკეთო მაშო, ჩვენი გრძნობები, ფიქრები ორ მხრივია, ისიც გაინტერესებს, როგორ შეუმჩნევლად მემატება ძალა როცა ამხელა სახლში მხოლოდ შენ ერთს ისევ გხედავ? ვლაპარაკობ, ერთ დღეში შეიძლება ყველაფერი არა, მაგრამ თუნდაც შენმა აქ მოსვლამ თუნდაც შენმა წეღანდელმა სიტყვებმა ბევრი შეცვალა,
დაბალ ხმაზე მთელი გულწრფელობით ლაპარაკობდა რატი, შეცვლილი რატი, რომელიც მორიდებულიც კი იყო თითქოს ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მაშოს მანაც თითქოს იგრძნო მისი მოახლოვება მისკენ ნელა შეტრიალდა და ჩაბნელებულ ოთახში გაბრწყინებულ რატის თვალებს შეაჩერდა
- თუნდაც თვალები, როცა გიყურებდი და ყველაფერს ვიგებდი, ყველაფერი მესმოდა ყველაფერს შენი გამოხედვით ვგრძნობდი, მაჯადოვებდა, ყოველთვის დიდხანს ვფიქრობდი იმაზე თუ რა უცნობი და საოცარი არომატი ჰქონდა შენს ტუჩებს, შენი სხეულის სუნთქვა...... და შენ ხელიდან ამაცალე ყველაფერი, ჩემი ერთადერთი სიმდიდრეც ჩემი ერთადერთი ქონება და ძალაც,
რატი საუბრობდა, მაშო კიდევ მეტად გრძნობდა მის ტკივილს მის წამებას მის გარეშე, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ისე მოხვია ხელები, ხმა გაუწყდა რატის ერთი გულის ნაცვლად ორი გული ცემდა მასში, მარჯვენა მხარეს მაშოს ძლიერად მფეთქავი გული ცემდა რატის სხეულში, ტკივილმა თითქოს შეხორცება დაიწყო იმ წუთასვე და ეს მტკინვეული კი არა პირიქით სასიამოვნოც იყო მისთვის, ხელების მოხვევა ვერ გაბედა, უცნაური იყო ძალიან სხვანაირი იყო,
- რატიი
ამოიტირა ხელები რომ ვერ იგრძნო, თუმცა არ მოშორებია ძლიერად ხვევდა ხელებს და ჩუმად გადმოცვენილ ცრემლებს იწმენდდა,
- კარგი,
სწრაფად მოშორდა თან ცრემლები სწრაფადვე მოიწმინდა
- წამლები დალიე?
- კი
- აჰამ, ძალიან კარგი, ახლა ნუღა აჭიანურებ და დაიძინე
ჩამოშლილი თმა ყურსუკან გადაიწია, წამით მოავლო თვალი რატის და წასასვლელად შეტრიალდა, რატის კიდევ უნდა მიენიშნებინა მისთვის რომ ახლა არ უნდა გასულიყო და მასთან უნდა დარჩენილიყო, თუმცა ხმა აღარ ამოუღია, მაშოც ისე ნელი ნაბიჯებით გადიოდა მისახვედრი იყო როგორ ესიკვდილებოდა წასვლა, ოთახიდან გავიდა თუ არა ცრემლების ხელახალი ნაკადი მოიწმინდა და დაბლა სართულზე სწრაფად ჩავიდა, პირდაპირი რეისით სამზარეულოში შეაჭრა და მაშინვე მაცივარი გამოაღო, ნერვიულობის ფონზე გადაეყვიტა ჭამა, დიდხანს უყურა უზარმაზარ მაცივარს თითქოს დაავიწყდა რა უნდოდა და იქავე ცდილობდა გახსენებას, მისივე ნაყიდი ბანანის და ვანილის იოგურტი გამოიღო ბოლოს თავისი მოყოლილი კოვზით და გასული დივანზე ფეხებ აკეცილი ჩამოჯდა, ტელევიზორი ჩართო და ვიდეოების ძებნისას მაშა და დათვის გამოსახულებაზე თვალები გაუბრწყინდა თან გაეცინა საქციელზე რის გაკეთებასაც აპირებდა და დაუფიქრებლად ჩართო, მურთფილმიც მაშას ჯადოსნური სიცილით რომ დაიწყო ღიმილით უფრო მიჩოჩდა დივნის საყრდენისკენ და კმაყოფილმა გახსნა ერთი პატარა ჭიქა, ყურებაში მალევე მოითენთა ისე მიეძინა ვერც კი გაანალიზა რომ ეძინებოდა...

არც ისე ღრმა ძილში გრძნობდა ნაზ რხევას მკლავებში, ბნელ ოთახში შესვლა და რბილ, სასიამოვნო სუნით გაჟღენთილ საწოლში ნაზად ჩაწვენაც იგრძნო, გრძნობდა მზერასაც, რომელიც საოცრად სიამოვნებდა გრძნობდა მის იქ ყოფნას და აბედნიერებდა, ძილიდან სრულად გამოსვლას კი ვერანაირად ახერხებდა,
- ჩემთან დარჩი
ზმუილით ამოთქვა სიტყვები, რომლის წარმოსათქმელადაც უამრავ ძალებს უხმო, რომ მძინარს შესძლებოდა ხმის ამოღება,
- შეგიძლია შორტი გამხადო? მაწუხებს
ნელა უკვე გამოფხიზლდა კიდეც, თუმცა თვალებს არ ახელდა შიშით რომ მერე ვეღარ დაიძინებდა გვერდი იცვალა და ცოტახნით ელოდა კიდეც როდის შეუსრულებდა თხოვნას, ლოდინში ისევ წავიდა ტვინი ძილისკენ, თუმცა შეხებამ მხოლოდ გონება კი არა გულიც ძლიერად გამოაცოცხლა, შორტის საქამრე ფრთხილად გახნსა თუ არა რატიმ ისევე ფრთხილად ეცადა მოეშორებინა სხეულიდან, ქვევით ჩაცურებულ შორტზე თითები მაშოს სხეულს ნაზად ეხებოდა და ისიც უმცირეს დეტალებამდე შეიგრძნობდა მონატრებულ თითებსა და შეხებებს, მთელ სხეულში დენის გავლას გრძნობდა, რატის ხელები რომ მოშორდა უკმაყოფილოდ გაახილა თვალები, ნარკოტიკივით მოედო, კიდევ მეტად უნდოდა შეხებოდა საყვარელი ხელები,
ნელა გადატრიალდა მის მხარეს და პატარაზე გახელილი თვალებით შეხედა მის გვერდით მჯომიარეს,
- თუ უკვე გადაგიყვარდი შეგიძლია შენ გახვიდე მე არ შემიძლია, მეძინება
თვალები დახუჭა ისე ამოილაპარაკა დაუფიქრებელი სიტყვები, ბალიშზე თავი კომფორტულად დადო და უკვე ელოდებოდა როდის მიუწვებოდა რატიც
ცოტახნიანი ლოდინის შემდეგ ნელი ნაბიჯების ხმა გაისმა და შემდეგ კარების გაკეტვის, მაშინვე წამოყო მაშომ თავი
- არ მჯერა.... ნაგავო!
დაბალხმაზე ამოილაპარაკა და მეორე ბალიშს მიმწვდარმა ძლიერად ესროლა ბალიში კარებს, ყურადღება არ მიუქცევია არც კი დაეჭვებულა
რატის გრძნობებში, ისიც ხომ სწორედ იმიტომ გავიდა რომ მაშოს სიტყვა სისულელედ მიაჩნდა, მის გამო რა აღარ გადაიტანა და ახლა გადაუყვარდა....
დარჩენილი ერთი ბალიში კომფორტულად მოიწყო მუცელზე დაწოლილმა და თვალები მინაბა....
......
ხასიათი სრულად გამოსწორებოდა, თითქოს ფრთები გამოეზარდა ისეთი ბედნიერი იყო უფრთებოდაც იფრენდა, ეს იყო დღე როცა დარწმუნებული იყო ყველანაირი ცუდი წარსულს ჩაბარდა, მართალია ბოლო ერთი კვირა უაზროდ ფიქრით აწვალა მაშომ ორივე ძმაკაცი, გამოჩენა გაქრობის როლის მორგებით, თუმცა დასასრულით კმაყოფილი იყო,
მთელი ათი წუთივე საოცარი კონცერტები მოაწყო აბაზანაში ბოლო ხმაზე და წელს ქვევით პირსახოც შემოხვეული თეძოების ჩატეხვით თავისივე ღიღინზე აყოლილი გამოვიდა აბაზანიდან, სარკესთან დამდგარმა დოინჯები შემოირტყა ღიღინშივე დაჭიმა პრესი კმაყოფილების ნიშნად მიირტყა ხელი და ახლა 'მუსკულები' დაჭიმა სარკისგან ზურგით შეტრიალებული კუნთებს სარკეში ითვალიერებდა, ზურგის კუნთებს, ბიცეფსებს კმაყოფილი აკვირდებოდა და თან ის მოსწონდა რომ ამ სიძლიერის ფონზე 'გაბერილი' არ იყო,
- შე*ემაა ნერვიულობის ფონზეც რა თე"ლი ხარრ...
კმაყოფილმა ესროლა ვითომ საკუთარ თავს იარაღი სარკეში და ტელეფონს დაავლო ხელი სარკისთვის არც კი შეუხედავს მაშინვე კამერით დაიწყო რეკვა და მანამ უპასუხებდნენ ტელეფონის ეკრანზე გამოჩენილ საკუთსრ თავს ეპრანჭებოდა, უპასუხა თუ არა ბარბარემ ჯერ დაელოდა როდის გასწორდებოდა ინტერნეტი
- ბაბი როგორ ხარ ჩემო სიცოცხლეე?
გაწელილ სიტყვებში ისე კარგად იკვეთებოდა მისი ბედნიერება უნდა მოგეჩვენებინა მაინც რომ შენც ბედნიერი იყავი,
- რავი კარგად შენ?
- რა გჭირს გოგო?
მაშინვე დასერიოზულდა დემეტრეც ისე ჩახედა ტელეფონს ბარბარეს უღიმღამო პასუხზე
- გეძინა?
- არა
- ოო ბარბარე თქვი რა გჭირს
თავი გადააქნია და საწოლზე მიაგდო ტელეფონი, სწრაფად გამოიცვალა და ბარემ საწოლზე დამხტარი ბარბარესთვის პასუხის გასაცემად მოემზადა
- თუ არაფერი მაშინ,...რაშვებოდი დღეს ჩემო პატარა?
ისევ კმაყოფილი ხმით ჩახედა ტელეფონს დემეტრემ და კამერაში გაიკრიჭა, ღიმილი ვერ დამალა ბარბარემაც დემეტრეს დანახვისას და ჯერ ისევ ჩქარა უცემდა გული როცა ძილისთვის მზად მყოფს ტელეფონზე ზარი დემეტრეს რომ ეკუთვნოდა,
- დღესს ვმუშაობდი მერე სალომესთან და ანანოსთან ერთად კაფეში ვიყავით, კიკვიძის პარკში გავედით აქედან ჩვენთვისაც იყო ადგილი, ტონა ვიდეოები და ფოტოები ვიღეთ და რავიცი რა ბავშვებიც ჩავრთეთ თამაშში და ძაან სულელებივით აღარ ვჩანდით, შენ ვიცი
- იცი?
ღიმილით უსმენდა ბარბარეს მთელ ამბავს და ძალიან აკმაყოფილებდა ის ფაქტი რომ ბარბარე სალომესთან საერთოს ნახულობდა
- ჰო ვიცი,
- მაშ გისმენ, თვალთვალი საქართველოდან,
ბოლოს გაიცინა და ბალიში უკეთ დაიდო
- არა რა თვალთვალი, ფოტოებიდან გამომდინარე არც ისე ცუდი დრო უნდა გეტარებინა,
შეფერებით თქვა, მალე დაიწყებდა ხაზის გასმას გოგოსთვის, რომელიც მაშოსთან ვახშამზე დემეტრეს გვერდით იჯდა,
- რომელი ფოტოები გოგო?
გაკვირვებული წამოიწია და გონება გადაატრიალა რომ გაეხსენებინა რაზე საუბრობდა,
- ვახშამზე მაშოსთან,
- აააააააა
უცებბ შეიცხადა და რომ გაახსენდა ამოილაპარაკა სერიოზულად, თუმცა ბარბარეს ხაზისგასმა ეჭვიანობაში რომ ჩაწერა ააას ძახილი უცებ გადაეზარდა ბოლოხმაზე ხარხარში,
- რა გაცინებს?
კოპებ შეკრულმა დასვა კითხვა, რადგან მისახვედრი იყო ან მას ან მის სიტყვებს დასცინოდა და თან მის სიცილზე მასაც ეცინებოდა
- ჩემი ასისტენტი, რომელიც ჩემთან ერთად იყო რადგან მშენებარე კომპანიიდან მოვდიოდით და მე რომ დამირეკეს ვერანაირად შევძლებდი გოგოს ჩამოგდებას, რატისგან რომ წამოვიდოდი მის სახლსაც მაშინ გავივლიდი და მაშინ ჩამოვსვამდი,
სიცილს ვერ იკავებდა სიტყვების თქმის დროს და ლოყები ებერებოდა ხოლმე,
- აი და საერთოდ არ მაინტერესებდა ახსნა?
- მაინც ბეიბბბ, მაგაზე ფიქრისგან რომ არ გაათენო ღამე,
თვალის ჩაკვრით უთხრა და ბარბარემაც ისეთი სახე მიიღო თითქოს წიწაკა აჭამეს
- ოჰ აიი უკვეეე ვგრძნობდი რომ ღამის თევა მიწევდა, მადლობა რომ გადამარჩინე, ამას არასდროს დაგივიწყებ,
თეატრალურად და ამავდროულად საოცარი შესრულებით წარმოთქვა სიტყვები დამცინავად და დემეტრემაც მხურვალე ტაშით დააჯილდოვა,
- ბრავო უნიჭიერესი ხარ,
ღიმილს ვერ იკავებდა დემეტრე
- აუ გაეთრიე რა,
სახე დამანჭულმა უთხრა და მანქანის ხმაზე სწრაფად წამოდგა, ფანჯარას მივარდა მაშინვე და სახეზე ფერები ეცვალა,
- დემე უნდა წავიდე რა, ბოდიში,
- რა ხდება? რა ქცევა იყო ეგ ვაფშე რა სახე გაქ?
- მშვიდობააა კაცო სხვა დროს აგიხსნი რა მამა მოვიდა უბრალოდ
ჩქარ ჩქარა სცემდა პასუხებს
- ბარბარე! ოხ! ამ ერთხელ გიშვებ და მეორედ ახსნას ველოდები, არ ჩაწვამ ამ საკითხს,
თითის დაქნებით შეკრა კოპები დემეტრემ და გამაფრთხილებლად დაუქნია თითი
- კაი კაი,
- წავედი
- ტკბილიძილი,
- მივდივარ!
- კარგად
ძაან კარგადაც ხვდებოდა რატო ემშვიდობებოდა ამდენჯერ დემეტრე მას, თუმცა სირცხვილის ფონზე ხმის ამოღება რთული იყო,
- ოო ახლა! წავვეედიი!
- ოოოოოოო წადიი მიყვარხარრ
სიტყვების გაწელვით ამოიჩურჩულა ბარბარემ და დემეტრესაც უცებ გაეხსნა სახე, ყურებამდე გაეკრიჭა ბარბარეს
- მეც მიყვარხარ ბეიბ,
გაეცინა ბოლოს და ბარბარემაც ხელის დაქნევის მერე გაუთიშა სწრაფად შეხტა საწოლზე ტელეფონი მეორე მხარეს ბალიშის ქვეშ შეაცურა და თვალები დახუჭა თუ არა მაშინ შეაღო კარები ბურდღუნით კაცმა, დიდხანს უყურა, თითქოს ელოდა როდის შეირხეოდა, თუმცა ბარბარე დაჭიმული და გაყინული იწვა, თვალები ძლიერად მოეხუჭა და ერთი სული ჰქონდა როდის გავიდოდა, სწრაფად შეაღწია სასმლის მძაფრმა სუნმა ოთახში და ბარბარესაც სწრაფად აუწვა ნესტოები, კარების გაკეტვის შემდეგ ისევ არ განძრეულა ბარბარე შიშისგან, ფიქრობდა რომ არ იყო გასული, დიდი ხნის მერე ნელა გადმოტრიალდა ისე მოავლო ოთახს თვალი და ღრმად ამოსუნთქვით გადაწვა წამოწეული ისევ საწოლზე, საშიშროებაზე ფიქრი რომ გადაუვიდა მაშინ დაუბრუნდა მთელი ფიქრებით დემეტრეს, რომელსაც ასე მალე გაუთიშა, თუმცა კმაყოფილი იყო და ისევე კმაყოფილი გადატრიალდა დასაძინებლად......



№1  offline წევრი teko❤️❤️❤️

ჰოიი რა კარგი იყოო მგონი❤️ ეწყობა ყველაფერი თავ თავის ადგილას????

 


№2  offline წევრი ანნა ანუკი

teko❤️❤️❤️
ჰოიი რა კარგი იყოო მგონი❤️ ეწყობა ყველაფერი თავ თავის ადგილას????

წესიიით კიიი ❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent