შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

GAMA- ბრძოლა შიშველი ხელებით. 4


13-08-2023, 22:20
ავტორი მირცა
ნანახია 1 539

კიბეზე რობოტივით მივაბიჯებდი. რა იყო ეს სიტყვები? ნუთუ ჯაში ჩემზე ფიქრობს და ჰგონია რომ სხვა მყავს. მინდოდა მივბრუნებულიყავი და ამ სიტყვების ახსნა მომეთხოვა ასე ძალიან რომ მოქმედებდა ჩემზე. მისი ხმა, მისი ღიმილი, გამოხედვა ერთიანად მოქმედებდა ჩემზე. თითქოს ჩემ ადამიანად აღვიქვი და ჩემად ჩავთვალე.და თუ ის ჩემზე ამას ფიქრობდა, შემეძლო მეთქვა რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევოდა.
-თა, გთხოვ ჩემთან გამოდი ძალიან აბნეული ვარ.-შევედი თუ არა სახლში თამთას დავურეკე. მართალია ღამის ორი საათი იყო მაგრამ მაინც მოვიდა ჩემთან. ძალიან დასუსტებულად და უძალოდ გამოიყურებოდა. ეს ჩემზე დაბნეულია და არ მიმხელს რატომ
-თა, დარჩი დღეს ჩემთან.-კარებში შემოსულს მოვეხვიე და ყელში ხმაურით ვაკოცე
-თინი ძალიან ცუდად ვარ.- ამოისლუკუნა და უფრო მეტად მომხვია მკლავები
-ჩუ ჩემო გოგო, წამოდი ჩემს ოთახში.- ჩემს ლოგინზე გაწვა და ხმამარლა ქვითინი დაიწყო, არ ვიცოდი რა მექნა ამ სიტუაციაში პირველად ვხედავდი. როგორღაც მოვახერხე მისი დამშვიდება და მანაც გადაწყვიტა მოეყოლა თუ რა სჭირდა
-გახსოვს, მაშინ რომ მითხარი ლექსოს ვიღაც მოსწონს ჩვენთანო.- ამოისლუკუნა და ჰაერიც კანკალით ამოუშვა ფილტვებიდან
-კი მახსოვს.- უკვე მივხვდი რასთანაც მქონდა საქმე და გამეღიმა მის სულელურ თვითგვემაზე.
-თინი ლექსო დიდი ხანია უკვე რაც მიყვარს, მაგრამ ასე ცხადად არასდროს გამისწორებია თვალი სიმართლისთვის. ვიცი არ უნდა დამემალა შენთვის მაგრამ ასე გამოვიდა, ახლა კი არ ვიცი რა ვქნა.- ლოგინზე დაწვა და ემბრიონის ფორმა მიოღო
-ჩემო ლამაზო მისმინე, ყოველთვის გამჩნევდი და ვერასდროს გკითხე, ძალიან გთხოვ, ვიცი რომ ჩემი ძმაა თუმცა არავის გამო არ ღირს შენი ასეთი მდგომარეობა. მე უშენოდ ვერ ვიქნები დამიბრუნე ძველი თამთა.- გვერდით მივუწექი და ჩავეხუტე, ცოტახანს კიდევ უხმოდ ტიროდა. ბოლოს დაწყნარდა ცრემლები მოიწმინდა და მოჩვენებითად გამიღიმა
-აი ასე, თან რომ იცოდე რა მოხდა დღეს.- ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, მისმინა და ბოლოს დასკვნა დადო, ჯაში ჩემი ბემბის თვალებით და პამელა ანდერსონის მკერდით იყო მოხიბლული, რაზეც გულიანად იკისკისა
-ისე ეგ ოხერი ძალიან კარგია.- შექებასაც არ აკლებდა
- მაინც მგონია რომ უბრალოდ ერთობა ან დამცინის
-არაა აკაკი მასეთი, ამდენი გოგო ვართ სტაფში და არავისგან მსგავსი არ გამიგია
-რავიცი, სიმართლე რომ ვთქვა ძალიან მიზიდავს
-მერე "დავაი ზამეკანია" - ამის თქმაზე ორივეს ხარხარი აგვიტყდა, რასაც ჩემი ოთახის კარის შემოგლეჯვა მოჰყვა
-აბა გოგოებო დამაძინებთ თუ დიდი ხნის კისკისია დაგეგმილი.- თამთასკენ გაიხედა და გაუღიმა
-გადი რა ლექსო.- შევუბღვირე
-არა, უკეთესი მოვიფიქრე მეც მაცინეთ
-გადი მეთქი.- ფეხზე წამოვიჭერი და ხელით ვუბიძგე კარისკენ
-თამთა გთხოვ დამტოვოს.- კიდე რაღაცის თქმას აპირებდა კარი მივუხურე და ჩავკეტე.
დილით თვალები რომ გავახილე თამთა აღარ იწვა, მოსაძებნად ავდექი და აივანზე დავინახე ლექსოსთან ერთად, რაღაცაზე ჩუმად მაგრამ შესამჩნევად კამთობდნენ.ზურგი ვაქციე და სამზარეულოში ყავისთვის გავედი, ის იყო ჩამოვჯექი ფინჯანით ხელში თამთამ ელვის სისწრაფით ჩამიქროლა და იდიოტიოო ლექსოს მიაძახა. გულიანად ავხარხარდებოდი ლექსოს წაშლილი სახე რომ არ დამენახა
-რა მოხდა ლექსო?
-გიჟია ეს გოგო მგონი
-რა მოხდა-მეთქი?- წამოვხტი და თამთას გავეკიდე, კიბეზე დავეწიე
-გოგო რა მოხდა? იტყვით ახლა.- სიბრაზისგან ცოტაც და თავზე ბოლი აუვიდოდა
-დებილია ეგ შენი ძმა, ვინ მოგწონს ჩვენთან-თქო ვკითხე და არავინ ვიხუმრეო.- წარმოვიდგინე ეს ალქაჯი რა სახეს მიიღებდა მაგის გაგებისას და გამეცინა
-შენ რაღა გაცინებს გოგო, რამის მოვკვდი დარდით.- მუჯლუგუნის მორტყმით გამაჩუმა
-კაი ხო ბოდიში, მაგრამ სულელეი ბავშვებივით ხართ. წამოდი ახლა გამიცივდა ყავა და ნუ გარბიხარ.- ხელკავი გამოვდე და უკან დავაბრუნე.
ერთმანეთს ისეთი თვალებით უყურებდნენ მეგონა ხელჩართულ ბრძოლოს გააჩაღებენ- მეთქი, ცოტაც მაკლდა და ბესოსთან დავრეკავდი თამთას და ლექსოს ჩხუბის ჩანიშვნის თაობაზე.
თამთას ჯერ ისევ შვებულება ჰქონდა, ამიტომ ისევ მარტო მომიწევდა წასვლა.კიბე ჩავირბინე და ჯაშის მანქანას მოვკარი თვალი სადარბაზოსთან, მხრები ავიჩეჩე და გზას გავუყევი, მალევე გავიგე ძრავის ხმა. თითქმის ფეხებთან გამიჩერა და თავისი მომაჯადოვებელი ღიმილით გამომხედა
-თი ნი გამარჯობა
-გამარჯობა აკ აკ ი.- გამოვაჯავრე მეც
-მაჯავრებ.- ღმერთო ნუ მიცინის ასე თორე მოვკვდები
-არა, უბრალოდ.- მის მარცხენა ხელზე გამიჩერდა თვალი ჩემი თმის სამაგრი ისევ ეკეთა. ალბათ დაავიწყდა თორემ...
-შენთან მოვედი რომ წამეყვანე თუ წინააღმდეგი არ ხარ ?
-არ იყო საჭირო.-უხერხულად შევიშმუშნე და ჩემ ფანჯარას ავხედე ვინმე თუ იყურებოდა, მივხვდი დაინახა ჩემი მზერა და თვალი ააყოლა თვითონაც
- კარგი როგორც გინდა.- ახლა ამას ეს ეწყინა?
-არა წამოვალ, არაა პრობლემა.- უცებ ავხტი მანქანაში რომ არ გააეფიქრა, ისიც კი ვიცოდი ლექსოზე თუ კიდევ იტყოდა რამეს ვეტყოდი რომ ჩემი ძმაა. გზაში ცოტა ვისაუბრეთ როგორც აღმოჩნდა პროფესიის იქით სულ სხვა ინტერესები ჰქონია. რამდენიმე საყვარელ სიმღერაშიც კი დავემთხვიეთ. მანქანა შეაჩერა, სავარძელში გვერდიულად დაჯდა და გამომხედა
-თი ნი, ძალიან ლამაზი ხარ.- მოულოდნელობისაგან ვიგრძენი როგორ ავწითლდი, თუმცა ისეთი სასიამოვნო იყო მისგან ეს ყველაფერი
-მადლობა.- პატარაობის ჩვევა მქონა როცა მრცხვენოდა ორივე ხელს სახეზე ვიფარედი. სულ ცოტახანი ამ მდგომარეობაში ვიჯექი. მერე საიდანღაც გამბედაობა მოვიკრიბე და ამდენი ხნის ნატვრა ავისრულე, სულ ოდნავ მოწყვეტით შევეხე ლოყაზე ტუჩებით და ელვის სისწრაფით დავტოვე მანქანა. ისეთი ნაზი იყო მისი კანი, მამაკაცისთვის ზედმეტად ნაზიც კი. გონებაში რამდენჯერაც ჩავისუნთქე იმდენჯერ გავიმეორე ეს წამი. ერთიანად დამიარა სიამოვნების ტალღამ.
გასახდელში შევირბინე, სკამზე ჩამოვჯექი და ვეცადე პულსი დამეწყნარებინა. თვალს კარისკენ ვაპარებდი მეგონა რომ ყოველ წამს შემოაღებდა. ბოლოს აღელვებამ გადამიარა და გამახსენდა პირველი ბრძოლა მისი იყო და ჩემთვის ვერ მოიცლიდა. რინგთან გავედი, ისევ უამრავი ხალხი იყო. ჩემზე ტანით მაღალ ბიჭს დავუდექი უკან ჯაშის უკეთ დასანახად. ბრძოლა აკაკის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა თვითონაც შელამაზებული ჰქონდა სახე. ბორბლებზე გადმოხტა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. იმ წუთას მინდოდა გავმქრალიყავი, მკლავში ხელი ჩამავლო, მთელი სისწრაფით წამიყვანა ბიჭების გასახდელისკენ. პანიკისგან უკვე სუნთქვაც მიჭირდა აუტკივარი თავი ავიტკიე. ოთახიდან ყველას სთხოვა გასვლა, კარი ჩაკეტა.
-რატომ მაგიჟებ? -ისეთი დაბალი და მკაცრი ხმით მითხრა, ენა მუცელში კი არა მიწის ქვეშ ათი მეტრის სიღრმეში ჩამივარდა.
-გკითხე მგონი?- ჩემკენ სულ უფრო ახლოს იწეოდა
-ბესო საყვედურს მეტყვის.- საიდან ვიგონებ ასეთ სისულელეებს, რა დროს ეს იყო.
-ბესოს კარგივ მო***, მე მიპასუხე რაც გკითხე იმაზე
-არ ვიცი აკაკი არა, უბრალოდ მინდოდა და გავაკეთე.- თითქოს ამ სიტყვებს ელოდებოდა თვალებში ერთიანად აუთამაშდა ათასი ჭინკა
-ე.ი გინდოდა.-ჩემსკენ კიდევ უფრო ახლოს გადმოიწია, ხელები თმაში შემიცურა და ტუჩებზე მთელი ვნებით მაკოცა.



№1 სტუმარი მეტი პოზიტივი✌

გაგვიგრძელე რააა მირ-ცა????????????

 


№2  offline წევრი მირცა

მეტი პოზიტივი✌
გაგვიგრძელე რააა მირ-ცა????????????

ამ წამს ავტვირთე ახალი თავი ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent