შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბრუება II


16-08-2023, 01:14
ავტორი ელი
ნანახია 1 244

ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა .
უკვე შუადღე იყო.
თათას გამოტოვებული ზარებით აეკლო ჩემი ტელეფონი და ფარხმალს არ ყრიდა.
- ხო, თათუ- საწოლში არაბულის ძებნა დავიწყე,რომელიც არა თუ ჩემ გვერდით, საძინებელშიც კი არ იმყოფებოდა.
- ლალო, შენ გინდა გამაგიჟო?- იმხელა ხმაზე ყვიროდა თათა, მომენტალურად სრულებით გამომაფხიზლა.- სად ჯანდაბაში ხარ და რატომ ატყუებ დედაშენს,რომ ერთად ვართ წყნეთში ?
- თათა, დამშვიდდი რა. ისეთი სიტუაცია იყო, სხვას ვერაფერს ვიზავდი.
- რა ხდება მითხარი
- არაბული თათო, პრობლემა ჰქონდა და გაბომ მთხოვა დახმარება, გთხოვ ცოტახანში დაგირეკავ და აგიხსნი ყველაფერს კარგი?
- რით ვერ მოეშვი მაგ ბიჭს ლალო? ზედ უნდა შეაკვდე?
- თათა, ვთიშავ
ცხოვრებში, ყველაზე მეტად ჭკუის სწავლებას ვერ ვიტან. მშვენივრად ვიცი, რომ ყოველთვის გვერდითა ხედიდან სურათი განსხვავებულად ჩანს და ჩემი მხოლოდ ერთი მხრივ მიმართული მზერა, ხშირად ძალიან მნიშვნელოვან რამეებს ვერ ამჩნევდა. თათა ჩემი გვერდითა ხედვით მაყურებელია.ვიცოდი, რომ მართალიც იყო, თუმცა მაინც , ჩემი ხასიათის გამო, ყოველ ჯერზე,როდესაც რაიმეს მეტყოდა, უფრო მეტი ჟინით ვივსებოდი და თავის გვერდით გაბრუნებაც კი არ მსურდა.

საწოლიდან ვდგები და დათას მოსაძებნად საძინებელს ვტოვებ.
კოლიდორში გავდივარ და თვალების ცეცებითა და დაყურადებით ვეძებ მას.
დაბარებულივით, შემოსასვლელი კარი იღება და პიცის ყუთებით ხელში არაბულს ვაწყდები.
- -გაიღვიძე?- კარს ფეხით ხურავს და ჩემკენ მოდის.
- - შენ ნორმალური ხარ? წუხელ, მაგ მხრიდან ტყვია ამოგაცალე ჩემი ხელებით, ხვდები ამას?-მთელი სხეული ამიკანკალდა, სახვევიდან სისხლის ლაქის დანახვაზე.იმ წამს არაბულის ღიმილსაც კი ვერ ვამჩნევდი.
- ჰეი, კაი დამშვიდდი, მართლა ჩემი ძიძა კი არ ხარ- გვერდი ამიარა და სამზარეულოსკენ წავიდა. მისმა ნათქვამმა ჯერ სახტად დამტოვა, შემდეგ კი დენდარტყმულივით მივყევი უკან.
- დათა, მისმინე- სამზარეულოს დახლს ორივე ხელით ვეყრდნობი და თავის დამშვიდებას ღრმა სუნთქვით ვცდილობ-წუხელ, შენს მანქანაში, უგონოდ მყოფი დასისხლიანებული გიპოვე. მანქანის საჭესთან ცხოვრებაში პირველად ვიჯექი,ჩემი კატასტროფული შიშის მიუხედავად, წარმოდგენა არ მაქვს როგორ გადმოგიღე და როგორ შემოგიტანე სახლში, როგორ ამოგაცალე ტყვია და ნაკერი დაგადე. მთელი ღამე სიცხისგან იწვოდი და ბოდავდი, ერთი წუთით არ მძინებია იმის შიშით, რომ რამე არ მოგსვლოდა და არც დილით დავიძინებდი,შენ რომ არ გეთქვა. შენ კი რას აკეთებ? აქეთ-იქეთ დადიხარ, თვალები ისე გაქვს არეული აშკარად სიცხე გაქვს და თანაც, ჭრილობა გაგეხსნა და სისხლი მოგდის-მთელი საუბრის განმავლობაში მისთვის არ შემიხედავს.თავდახრილი მაქსიმალურად ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა და ხმა არ ამკანკალებოდა.
სახტად დავრჩი,როდესაც უეცრად მის სხეულზე აკრული აღმოვჩნდი. მისი ცალი ხელი მრხრებზე მეხვეოდა, მისი სუნთქვა ყურთან მეფრქვეოდა. მთელი სხეული ამიცახცახდა.
რამდენს ვფიქრობ შენზე, თუმცა არცერთ ფიქრში, არცერთ წარმოდგენაში არ და ვერ წარმომედგინა ეს სურათი, შენი ჩახუტება.
- ვსიო, კაი არ იდარდო კარგი?-ხრიწიანი ხმით მამშვიდებდა და მხარზე ძლიერად მიჭერდა თითებს.-ძალიან მომშივდა, თან ვიფიქრე შენც გეშიებოდა. შევჭამოთ და ისევ დავწვები კარგი?
- კარგი.-სადღაც შორიდან ჩამესმა ჩემი ძლივს აწარმოთქმული 5 ბგერა.
სამზარეულოს დახლზე ვიჯექი და მასთან ერთად პიცას ალბათ მთელი ჩემი 21 წლიანი ცხოვრების მანძილზე , ყველაზე გემრიელად შევექცეოდი. მისი თვალები თითქოს უფროდაუფრო იბინდებოდა, აშკარა იყო , ისევ სიცხე უწევდა.
- აშკარად სიცხე გიწევს-უნებართვოდ მივადე შუბლზე ხელი და ჩემი ეჭვებიც გამართლდა.
საძინებელში ნებაყოფლობით წამომყვა და საწოლშიც ჩაწვა. სიცხის დამწევიც დავალევინე.
- დათა, სახვევებსაც გამოგიცვლი და შემდეგ დაიძინე კარგი? ცოტა ხნით უნდა დამეხმარო. მხოლოდ თავის ოდნავი დაქნევით დამთანხმდა და ჩემი თხოვნით წამოიწია.
საშინლად მწვავდა მისი მზერა,სანამ ჭრილობას ვუმუშავებდი და ვუხვევდი, ჩემი ხელების კანკალის დამალვას უაზროდ ვცდილობდი.რამდენჯერაც ჩემი თითები უნებლიედ შეეხებოდა მის კანს, საშინელი ციებ-ცხელება მივლიდა მთელ სხეულში. ვცდილობდი,რაც შეიძლებოდა მალე დამესრულებინა გადახვევა და დისტანცია დამეცვა ჩვენს შორის.
- ეცადე მკვეთრად არ ამოძრაო ხელი, გთხოვ- მისთვის არ შემიხედავს ისე ვუთხარი, სისხლიანი სახვევებისა აკრება დავიწყე საწოლიდან, ის იყო უნდა წამოვმდგარიყავი, მკავზე ძლიერად მომჭიდა ხელი და მისკენ დამქაჩა. სწორედ მისი სახის წინ გამიშეშდა სახე, 1 მილიმეტრიც და მის ცხვირს გავეხახუნებოდი ჩემით, ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა, ისეთი დაჟინებული მზერით მიყურებდა,სუნთქვასაც კი ვერ ვახერხებდი.სახეზე ჩამოყრილი თმა ხელით გადამიწია და კისერთან შემიცურა, მთელი სხეული ლარივით დამეჭიმა. მზერა ჩემს ტუჩებზე გადაიტანა, ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი, ისე გააქრო წამში ჩვენს შორის დარჩენილი მილიმეტრიც და ჩემი პირველი კოცნა მიისაკუთრა. საოცარი სიმხურვალით ვგრძნობდი, როგორ მიკოცნიდა ჯერ ზედა, ხოლო შემდეგ ქვედა ტუჩს,როგორ მატოვებდა ზედ მის ცხელ სუნთქვას და როგორ მექაჩებოდა უფრო მეტად მისკენ. ის იყო მეგონა, ჩემს ტუჩებს მოწყდა, რომელთაც უკვე მისი კოცნის მაგივრად,ოთახში ჩამოწოლილი ვნებით გაჟღენთილი მძიმე ჰაერი აწვებოდათ,წელზე შემოხვეული ხელით მუხლებზე დამისვა. მისი სახე ჩემი მკერდის გასწვრივ იყო, კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა მისკენ,არაბულის სუნთქვა უკვე მთელს გულმკერდზე მეფინებოდა.გულის პირზე მისი ტუჩები ვიგრძენი, როგორ აუყვებოდნენ გზას ლავიწებისკენ, იქედან კისრისკე,გზად კი მწველ კვალს მიტოვებდნენ. ვერც გამეაზრებინა,ისე ვწევდი თავს გვერდით,როგორ მომიღერებია კისერი,არ ნაკოცნი კოცნების დასატოვებლად-დასატევად.კოცნიდან კოცნამდე ხან მიკანკალებდა სხეული,ხანაც მთლიანად მეჭიმებოდა. კოცნიდან კოცნამდე, შენი სუნთქვით გაბრუებული.
იმ მომენტში ალბათ,ბოლო წუთამდე წავყვებოდი, ოღონდ არ შეეწყვიტა ჩემი კოცნა, ჩემი სხეულის დალაშქვრა. ჩემი ყელთან მომჯდარი გულისცემის და მისი ღრმა ამოსუნთქვების გარდა არაფერი მესმოდა, არაფერი მახსოვდა.მხოლოდ ის წამი მინდოდა და მხოლოდ იმ წამით ვიყავი.

კარზე ზარის ხმამ გამოგვაფხიზლა ერთმანეთით გაბრუებულები. ერთად, ძალიან მძიმედ ჩაგვიდ-აგვიდიოდა მკერდი. შუბლი ჩემს შუბლზე ჰქონდა მოდებული.
ვნებით აღვსილი ქარიშხლებიდან,მძლივს გამოვაფხიზლე თავი და ძნელად დავაშორე ქუთუთოები, მასე ჯერ კიდევ დახუჭული ჰქონდა დარაბები, ოქროსფერი ხშირი ყანებით მდიდარი. ალბათ ჩემი დაჟინებული, ვნებამორეული მზერა იგრძნო, საოცრად არეული თვალები მომაპყრო. ისევ ზარი კარზე, ტუჩებზე შეტოვებული კოცნა და ისე როგორც არასდროს, ყველაზე ტკივილიანი იყო შენს სხეულთან განშორება.
აზრზე ვერ მოვედი, ისე გადამსვა მისი სხეულიდან და ფეხზე წამოდგა, მალევე გაქრა სასურველი სილუეტი თვალთახედვიდან.

იმის გააზრებას ვიწყებ რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ, მთელი სხეული მიკრთის და ვგრძნობ,როგორ მაწვება გულზე რაღაც...

სადღაც შორიდან ჩემს ყურთასმენას ნაცნობი ხმა წვდება და დენდარტყმულივით ვვარდები საწოლიდან. საძინებლის კართან თათას ვეჩეხები...
- ნორმალური ხარ?- მისი ყვირილი ერთიანად მაბრუნებს რეალობაში- ჯერ იქედან გაბრიელი გიჟს გავს, არ მპასუხობენო, მერე მე გირეკავ და საერთოდ გამორთულია შენი ტელეფონი, 15 წუთია კარი ჩამოვიღე ბრახუნით და... რა ჯანდაბა გჭირს?- სახეზე მაკვირდება, თითებს ქვედა ყბაზე მაჭერს და თავს აქეთ-იქეთ მაბრუნებუნებს
- თათა, რას სულელობ- ხელს სწრაფად ვაშვებინებ და მზერა კედელს აკრულ დათაზე გადამაქვს, რომელსაც გაურკვევლად შეეჭმუხნა სახე.
- აქ რა ხდებოდა?- ჯერ მე მათვალიერებს თავიდან ფეხებამდე, შემდეგ კი მის ზურგსუკან მდგარი დათასკენ ბრუნდება.
- რა უნდა ხდებოდეს თათა, ჩამძინებია და შენ ყვირილზე შეშინებული წამოვხტი
- აჰამ- საეჭვოდ გვავლებს ორივეს თვალს და მისაღებისკე იღებს გეზს.- ჩართეთ რომელიმემ ტელეფონი და იმ დეგენერატს გადაურეკეთ სანამ ფეხით დაგადგათ აქ, სული ამომიღო სანამ მოვედი.
მისაღებში დივანზე ეშვება და ფიქრის რეჟიმს რთავს- თითების თამაშს იწყებს.
- საძინებელში ვიქნები, გაბოს დავურეკავ თან- ამოილაპარაკა დათამ და გაუჩინარდა. მისაღებში შესულს კვლავ რენდგენულ მზერას მავლებს თათა და სახეზე ამოუცნობი ღიმილი დათამაშებს.
- რა ჯანდაბა ხდებოდა აქ, სანამ კარს ჩამოვიღებდი?
- თათა, ხომ აგიხსენი უკვე? მეძინა და მორჩა- დივანზე ვჯდები, ჩემი „ძილის“ კადრები, თავის შეგრძნებებთან ერთად მიმეორდება...
- კი, როგორ არა. აი დავიჯერე უკვე, ლალო - წარბს მიქაჩავს.
ოთახში დათას სურნელს ვგრძნობ, უკან ვიხედები და ჩაცმულ-დახურულს რომ ვხედავ აშკარად გაურკვევლობა მეკითხება სახეზე.
- გაემზადე ლალო, სახლში დაგტოვებთ- ისე ამბობს ზედ არც კი მიყურებს
- კი, მაგრამ...
- უკეთ ვარ, სახლში დაგტოვებთ და მეც გავალ. გარეთ დაგელოდებით- სახლს ისე ტოვებს არც შემოუხედავს.
რამოდენიმე წამს, აზრზე მოსვლას ვანდომებ. იმის გააზრებას, რომ ყოველივე იმის შემდეგ, რაც ცოტახნის წინ ჩვენს შორის იყო, ყველანაირი ახსნის გარეშე სახლში გაყვანას მთავაზობს და მზერასაც კი არ მისწორებს.
ავდექი, დაჰიპონოზებულივით ავიღე ჩემი ნივთები, კარი ჩავკეტე და თათასთან ერთად მისი მანქანისკენ წავედი.
დათა უკვე საჭესთან იჯდა და სადღაც, შორს, სივრცეში იყურებოდა.
ნუთუ ნანობს, ნუთუ უგულებელყოფს ჩვენს შორის მომხდარს...
ნუთუ არაფერი არ იყო...
მის გვერდით ვჯდები,თათაც იკავებს უკანა სავარძელზე ადგილს.
არაბული მაშინვე ძრავს მანქანას, თითქოს ცეცხლი ეკიდოსო.
საჭეს ჩაფრენილი ვერც კი მამჩნევს მისკენ მთელი ტანით მიბრუნებულს, გაურკვევლობაში მყოფს.
ჩემს თავზე მეცინება. იქვე მიგდებული სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერს ვიღებ და ვუკიდებ.
უკვე ჩამოსულები ვიყავით წყნეთიდან, პირველად რომ ხმა ამოიღო
- თათა, სად დაგტოვო შენ?- გახედა სარკიდან ასვეტილ თათას.
- ყაზბეგზე- ამოილაპარაკა და მზერა ჩემკენ გადმოიტანა.
თათას „აი აქ გამიჩერეზე“ მაშინვე შევიხსენი ღვედი და კარის სახელურს წავატანე ხელი
- გაგიყვან- გამომხედა
- არ მინდა დათა, მადლობა-მისკენ არც ვბრუნდები, მანქანიდან კი არ გადავდივარ ვხტები. კარის მიხურვამდე მისკენ ვიხრები- ხელი არ ამოძრაო, ვინმეს მიახედინე-მთელი ძალით ვაჯახუნებ კარს და იქვე მდგარ თათას მაჯაში ვკიდებ ხელს, მთელი სისწრაფით მივათრევ საწყალს სადარბაზოსკენ. მალევე მესმის არაბულის მანქანის საბურავების ხმა და მეც მაშინვე მერთმევა მუხლებში ძალა და თავს ძლივს ვიმაგრებ.
- ეს რა ჯანდაბა იყო- ხელს მაშველებს თათა და გაოცებული მიყურებს.
- ამ სიტყვის მეტი არაფერი იცი თათა? ავდეთ რა სახლში...
თათას ყველაფერს ვუყვები, რომელიც მოსმენილით ნოკაუტში ჩავარდნილი საძინებელში ბოლთას სცემს.
მე მის ფანჯარაში ვზივარ და ვეწევი.
- და ახლა, ანუ რა გამოდის, რა იქნება- თათასკენ ვბრუნდები, რომელსაც ერთი ხელი თეძოზე, ხოლო მეორე შუბლზე შემოედო.
- აშკარა არაა თათ? არაფერი.
***
ჩემს საძინებელში, საწოლზე ვიყავი წამოწოლილი. ის იყო გაბოსთვის ახსნა- განმარტებების მემილიონედ მიცემას მოვრჩი, დათას „ჰეშთეგით“ ფოტო რომ მხვდება, ვიღაც უცხო გოგონასთან ერთად.
აშკარად ახალი ფოტო იყო, მაისურის საყელოსთან ჯერ კიდევ, სულ ოდნავ მოუჩანდა გადახვეული მხარი.

იმ ღამეს არ მიძინია. თათას სიტყვები მიწუოდა ყურში „ ზედ უნდა შეაკვდე?“

მას შემდეგ არაბული არსად შემხვედრია.
გაბრიელიც ჩუმად იყო, ვხვდებოდი, მამჩნევდა უფრო მეტად რომ ვიყავი ამღვრეული, თუმცა არაფერს ამბობდა.

მართლაც, უფრო მეტად არეული ვიყავი.
ვერ ვხვდებოდი არაბულის საქციელს, ვერც იმ საღამოს და ვერც მის შემდგომ.
ყველგან, ყოველ წამს, თვალებით დავეძებდი.
გამუდმებით ტელეფონს ვამოწმებდი. ვიცოდი რომ არ დამირეკავდა,ვიცოდი არ გამოჩნდებოდა, თუმცა ყოველ წამს მაინც ველოდი.

***
ფინალურებს 1 კვირის მორჩენილი ვიყავი.
მესამე კურსი დავხურე.
2 კვირაში ერთი წელი ხდებოდა არაბულის ინციდენტიდან.
ჩემი კურსელის დაბადების დღეზე ვიყავით მე და თათა.
სწორედ ამ უკანასკნელის აკვიატებით, წითელ,მოკლე სხეულზე შემოკრულ კაბაში ვიყავი გამოწყობილი. თმა გაშლილი და მსუბუქი მაკიაჟით. იმდენად არ მქონდა განწყობა, დაბადების დღეზე თათა და მისი სამართავი თოჯინა ვიყავით.
რამოდენიმე ჭიქის ძალდატანებით დალევის შემდეგ, სხეულში დავლილმა სიმხურვალემ უფრო მეტი მომთხოვა.
თათასთან ერთად ვცეკვავდი საკმაოდ ნასვამი ტატო რომ მოგვიახლოვდა.
- ლალო მეცეკვები?- წელზე ხელს ამაზრზენად მიცურებს და ცდილობს ჩვენ შორის დისტანცია შეამციროს.
უსიამოვნოდ მცრის ტანში და ჩემ წელზე შემოხვეულ ხელს ვიშორებ.
- არა ტატო, შორს დაიჭირე თავი ჩემგან, მგონი გაგაფრთხილეს კიდეც- მისგან რამოდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ.
- ხო, ძალიან შემაშინეს თან- აქამდე მიჩვარული ტატოსთვის აშკარად სითამამე შეემატებინა ალკოჰოლს. ისევ ჩემკენ დგავს ნაბიჯს, როდესაც ნიკუშა ანჯაფარიძე მესვეტება წინ, გალეწილ ტატოს მხარში ავლებს ხელს და გარეთ მიათრევს.
- არაბულმა რომ გაიგოს, ტყავს გაგაცლის- მაინც წვდება ჩემ ყურთასმენას ანჯაფარიძის სიტყვები და სახტად მტოვებს
- ახლა ამან რა თქვა გაიგე?- თათასკენ ვბრუნდები და მისი სახის გამომეტყველება აშკარად მეთანხმება.
სასწრაფოდ ჩემ ტელეფონს ვეძებ და საპირფარეშოში გავდივარ.
რამოდენიმე წამი და ყურმილის მეორე მხრიდან გაბრიელის ხმა მესმის
- რა კავშირშია არაბული, ჯერ ჩემთან და მერე ტატოსთან?- კი არ ვეუბნები ჩავყვირი გაბრიელს.
- მშვიდობა გაქვს? რა გაკივლებს
- რა მაკივლებს? არაფერში არ მჭირდება არაბულის ჩარევები ჩემ ცხოვრებაში და მითუმეტეს მისი მოგვარებული თემები გაბო და სანამ ჩარევდი, ჩემთვის მაინც უნდა გეთქვა თუ არ მკითხავდი.
- ლალო, აი ეხლა დაწყნდარდი და დამშვიდდი, ნუ ურევ შენ
- გაბო,ჩემთან მიმართებაში, არაბული არცერთი წამით არსად ჩარიო იცოდე.- მაშინვე ვუთიშავ და ჩემ წინ, სარკეში დანახულ, აცახცახებულ სხეულს ვუსწორებ თვალს.
გონზე მოსული, უკან ვბრუნდები , თათას ვპოულობ და იქედან მივდივართ.

ჩემს საწოლში ვიწექით ორივე გასუსულები.
- ვაფშე აზრზე ხარ რაები ხდება და ჩვენ კიდე გონში არ ვართ- უცებ ჩურჩულებს თათა
- აღარ მინდა ამაზე საუბარი თათ რა...
- გახსოვს შენ დაბადების დღეზე?უეჭველი არაბულიმა დაგიტოვა ყვავილები- ჩემკენ ბრუნდება
- ყველაფერი მაინც გაბოს პონტშია თათ, რაც თავის სურვილით მოხდა,კი ხედავ რომ აღარც გაგრძელდა. მეტი არაფერია.
ხმამაღლა ვაჟღერებ მწარე რეალობას, რომელიც აქამდე ფიქრად წარმოთქმული, ახლა კი ხმამაღლა, უფრო ტკივილიანად მეჯახება გულზე.

***
- დე...- სამზარეულოში მოფუსფუსე დედას წელზე ხელებს ვხვევდ და კისერ ვუკოცნი.
- როგორც იქნა, დაგვდე პატივი და გაიღვიძე- ცხვირზე მპწკენს ქალბატონი- ააფეთქა თათამ შენი ტელეფონი, მე დამირეკა ბოლოს. ჩაბარგდი მაინც?
საღამოს რეისით მე და თათა ბათუმში მივდიოდით,გადავწყვიტეთ გოგონებმა თვალს წყალი დავალევინოთ და არდადეგები მოვიწყოთ
- ნახევარი ჩავალაგე, ნახევარი კი ვიცი რაც უნდა წავიღო
- მაინც დაგრჩება შენ რაღაცა- მაგიდასთან მჯდომს ჩემ საყვარელ ბლინებს მიდებს და წინვე მიჯდება - აბა რა ხდება შენკე ქალბატონო? რატომ არაფერს მიყვები?
- დედა... კარგი რა, რამე რომ ხდებოდეს გეტყოდი ხო იცი, ნუ იცი ასე რა...- მის დაჭყანულ სახეზე მეცინება
- 22 წლის ხარ ლალო უკვე, ხო შეიძლება ერთხელ მაინც გავიგო რომ ურთიერთობაში ხარ, უკვე სერიოზულად ვნერვიულობ.
- დედა, კარგი რა...
- ისევ დათა ?- წარბშეკრული მიყურებს
არაფერს ვეუბნები და პირს ბოლომდე ვიტენი.
- თათა, შეეშვი მაგ ბიჭზე ფიქრს, აღარ გინდა რა, - ლუკმა გულზე მადგება და ხველა მიტყდება. წყლის ჭიქას ვცლი და ფეხზე ვხტები
- წავედი ჩავბარგდე, შენ მოეშვი ჩემზე ნერვიულობს, ნუ გეშინია, შინაბერა არ დაგრჩები- ლოყაზე ვკოცნი - ისე, ცუდი იქნება სულ მე და შენ?
- ჯვარი გწერია, უტვინო- მაგიდაზე სამჯერ აკაკუნებს და ხელის ქნევით მიშორებს.

განა ასეთი მარტივი იყო არაბულის ფიქრებიდან ამოგდება?!
ჩემი ჩემოდნით ტაქსიში ვჯდები და თათასკენ მივდივარ.
-ლალუცი, მოხვედი შვილო?- საბარგული აეხადა ზურა ძიას მანქანისთვის და როგორც ჩანს, მთელი ძალით ცდილობდა რამენაირად მოეთავსებინა მასში თათას უზარმაზარი ჩემოდანი.სადგუმარმდე ზურა ძიას უნდა მივეყვანეთ- შემიკლავს ეს ბავშვი შვილო, გეფიცები.- ჩემი მოცუცქნული ჩემოდინის დანახვისას ეცინება და საბარგულში დებს.
სადარბაზოდან თათაც გამოდის
- აბა, მივდივართ თავგადასავლებისაკენ- მუშტს ჰაერში წევს და ცხვირზე დაკოსებულ სათვალეს ისწორებს.
- რა ეშველება- ჩაილაპარაკა ზურა ძიამ და თავი უიმედოდ გააქნია.

მატარებელში, საშინელმა სიცვემ გამომაღვიძა, თათას ჩემს მხარზე ჩამოედო თავი და მშვიდად ფშვინავდა.
უკვე საღამოს 10 სრულდებოდა, ჩვენს ბინაში რომ მივედით.
სასწრაფოდ მივყარეთ ჩემოდნები და დაღლილობის მიუხედავად „ღამის ზღვაზე“ გავედით.
- არა რა... მიყვარს ეს ვეებერთელა წყალი- ფეხებს ზღვის ტალღებში ათამაშებდა.
დილით, როგორც კი გავიღვიძეთ ზღვაზე გავვარდით. თათა ბაყაყივით წლიდან არ ამოდიოდა, მე კი მხოლოდ მუხლებამდე ვბედავდი შესვლას.
პატარა ვიყავი, ჩემი აივნის მეზობელი რომ დაიხრჩო, მას შემდეგ ვერ მოვიშორე შიშები. მაშინ სოსო ჩემი ასაკის იყო, დედა მიყვებოდა როგორ მეთამაშებოდა ხოლმე აივნიდან, რაღაც ფრაგმენტები, ჯერ კიდევ არის ჩემს გონებაში შემორჩენილი. ალბათ ამან განაპირობა ჩემი შიშების უფრო გამძაფრება, როგორც კი ვგრძნობ, ფეხს ვერ ვაწვდენ მაშინვე პანიკა მეწყება.

ნაპირზე ვზივარ,მუხლებს მკერდით ვეყრდნობი და წლის მოტანილ ნიჟარებს ვკრეფ, ფერად ქვებთან ერთად. ტრადიციად მქონდა, სულ მიმქონდა ყველა ზაფხულის სამახსოვროდ.

შორს,მზის გასწვრი თათას თავს წერტილად ვხედავ.
„ერთხელაც,ეს გოგო გულს გამიხეთქავს“

უხხო მზერამ ზურგი რომ ამიწვა, თავს უკან ვაბრუნებ და მიბრუნებული არაბულის მზერას ვაწყდები,რომელიც აშკარად მეგობრების გარემოცვიდან ეყოფა და ჩემკენ მოდის.
- როგორ ხარ?
- კარგად თავად?- ვცდილობ მონატრებული ხმის გაგონებისას არ ავღელდე.
- ნორმალურად. როდის ჩამოხვედი?- თითქოს და უკვირდა რომ არ იცოდა ჩემი იქ ყოფნის შესახებ, ალბათ იმიტომ რომ გაბოსთვისაც არ გვითქვამს.
- გუშინ, მნიშვნელობა აქვს?
- არა, ისე...
- დათი...- მაღალი ქერათმიანი გოგო გვიახლოვდება- წავიდეთ რა...
მისი სახე არ მეცნობოდა, აშკარად „ახალი“ იყო.
„დათი“ ისე ცუდად მომხვდა გულში,გაუცნობიერებლად სახე დამეჭყანა.
- იარეთ და დაგეწევით-გოგონასკენ არც გაუხედია ისე გაისტუმრა. სანამ არ ჩამოგვშორდა სიტყვა არ უთქვამს- გაბომ აშკარად არ იცის აქ რომ ხართ.
- ხო, არ იცის,რამე პრობლემაა?
- არ მგონია მოეწონს
- ვის დათი?- ბოლო ხმოვანს მკვეთრად გავუსვი ხაზი.
მიმიხვდა, ჩაეცინა და ქვემოდან ამომხედა.
- ლალო, რაც მაშინ...
- რამე მოხდა? - ვიცოდი რასაც მეტყოდა, თუმცა მისგან ამის გაგება ნამდვილად არ მსურდა და სანამ დაასრულებლად,მანამდე შევაჩერე - გაბომ მთხოვა, დაგეხმარე, მერე დავიშალეთ, სულ ესა...
- დაშლამდე მომხდარს ვგულისხმობ.
- დათა, არ მგონია სულელი იყო,ვიცი რომ იმაზე მეტსაც ხვდები, ვიდრე ამ ეტაპზე მინდა, რომ ხვდებოდე. ყველაფერს საკმაოდ კარგად ვიყავი მიხვედრილი მანამდეც და მომხდარის შემდგომ ერთი წლის განმავლობაში საერთოდ, ასე რომ არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზეა, კაი?- ჯანდაბიდან მოკრებილი ძალით გავიღიმე
რამდენიმე ხანს უთქმელად იჯდა, მე უკვე მზერა ძალდატანებით ზღვის ტალღებისკენ მქონდა გადატანილი, სადაც თათას წერტილ თავს ვეძებდი, რომელიც არსად ჩანდა
- გასაგებია- გაციებულიყო მისი ტონი .ვიგრძენი როგორ ადგა და წვიდა.


***
საღამოს ბარში გასასვლელად ვემზადებოდით მე და თათა, გაბრიელმა რომ ატეხა რეკვა
- ჰოუ
- აი დათასგან, რა პონტში უნდა ვიგებდე,რომ ბათუმში ბრძანდებით?- გაბრაზებული ჩანდა ვაჟბატონი-არა წასვლას რო აპირებდით,არ უნდა გეთქვა?
- რამე დაშავდა გაბო?- უკვე გავბრაზდი
- ლალო, „პროპკა“ ვარ მე თუ რა პონტია?
- ძალიან გთხოვ ნუ სულელობ რა, 2 დღის წინ გადავწყვიტეთ, ჩვენ მაგ დროს არ გვილაპარაკია და დეპეშა ხომ არ გამომეგზავნა?
გაბრაზებულმა ჩაიცინა.
- ბატონო გაბრიელ- საუბარში თათა შემოიჭრი-საგულაოდ გავდივართ და გვაცადე გაპრანჭვა რა, რა თქმა უნდა თუ შეიძლება
- ეს მეორე ბატი-
- ბატონო? ჩაო ბამბინო-უცებ გაუთიშა თათამ და წავედით, წავედით ძახილით ამიკლო.
უამრავი ხალხი ირეოდა იმ საღამოს ბარში. კოკტეილები შევუკვეთეთ და პატარა მაგისადთან ჩამოვსხედით.
- გარუჯული, „შიკოლადი“ ბიჭებიიი- წარებები აათამაშა თათამ და იმ წამს მოტანილ კოკტეილს თითები შემოახვია.
ვითომ ძალიან მოგულავე გოგო იყოსო, ისეთ ფრთიან ფრაზებს წამოისვრის ხოლმე, მის გვერდით ნამდვილად ვერ მოიწყენს ადამიანი.


მთელ დღეებს სანაპიროზე ვატარებდით, ღამეს კი ბარებში.
წამოსვლის წინა საღამო იყო.ბარიდან მომავალი, კოკტეილებით ხელში, უცხო სხეულს რომ შევასკდი. თეთრი პერანგი უცებ ვარდისფერი გახდა
- ვაიჰ... მაპატიეთ - ჩემ წინ მდგარ უცნობს შევხედე.
- რა მეშველება- წარბშეკრულმა ჩაილაპრაკა უცნობმა. სირცხვილისა და უხერხულობისგან ვიწვოდი. - კარგი, ეგ არაფერი, ვიხუმრე, მაინც ძალიან ცხელოდა. ლადო- გამეკრიძა, როგორც გაირკვა ლადო.
- ლალო, ბოდიში კიდევ ერთხელ
- არაფერია, მხოლოდ სასმელზე მოგიწევს ჩემი დაპატიჟება- მხრები აიჩეჩა ლადომ.


თბილისში დაბრუნებიდან 1 კვირაში, ტელეფონზე უცხო ნომრიდან შემოსულ ზარს ვპასუხობ.
- ლალო, ლადო ვარ,როგორ ხარ?-
- ლადო, მადლობა კარგად, თავად?
- კარგად, კარგად. მისმინე, დილით დავბრუნდი თბილისში, თუ გცალია საღამოს სადმე ხომ არ გავსულიყავით?- ტელეფონს აკრული თათა მკლავს მიჩქმეტდა და თავს ისე მიქნევდა -კარგიი- რომ არ მეთქვა ალბათ მოწყდებოდა კიდეც.
- კარგი, 7-ისთვის მზად ვიქნები მაშინ და მომწერე სად შევხვდეთ.
- 7-ისთვის მზად იყავი და გამოგივლი კარგი?
ლადოსთვის იმ საღამოს არც ნომერი მიმიცია და მითუმეტეს არც ჩემი მისამართი.იმ საღამოს ბარში, ლადოსთან და მის მეგობარ გიორგისთან ერთად, საკმაოდ სასიამოვნოდ გავატარეთ დრო, თუმცა ნამდვილად არ ველოდი მისგან არც ზარს და არც შეხვედრის ინიციატივას.
- კარგი, 7ისთვის მზად ვიქნები- დავემშვიდობე და გავუთიშე.
- ვააა, ლადო ნახე, კაი ბიჭია ისე, მომეწონა- ნაყინის „ლოღნით“ კომპლიმენტს უძღვნის ქალბატონი ლადოს.
- ახლა არ დაიწყო კოშკების და პირამიდების შენება, თამარა ძალიან გთხოვ რა...-საათი უკვე 5-ს უჩენებდა.- წყალს გადავივლებ და გამოვალ.

ლადო საკმაოდ სასიამოვნო ადამიანი არმოჩნდა. საკმაოდ თავდაჭერილი,თუმცა ამასთან ერთად ადამიანი, რომელთანაც ვერ მოიწყენ. ბევრი საერთოც აღმოგვაჩნდა. ბევრი ინტერესთა კვეთაც.
მის წინ ვიჯექი, ვიღიმოდი და ვხვდებოდი, ჩემი მზერა არ იყო ისეთი როგორიც არაბულის ხედვისას, არც გული მქონია აჩქარებული,სუნთქვითაც საკმაოდ მშვიდად ვსუნთქავდი.
მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა
- მოვედით- უხერხულად ამოვილაპარაკე
- ხო, როდის გავიდეთ კიდევ ?- ჩემკენ შემობრუნდა მთელი სხეული.
ძალიან ლამაზი ღიმილი ჰქონდა ლადოს, ძალიან გულწრფელი თვალები.
- არ ვიცი, იმ კვირაში უკვე სწავლა მეწყება და ცოტა გრაფიკში ვიჭედები.
- ეშველება, ეგ არაფერია- ისევ მიღიმის
- კარგი, წავალ ახლა.-ღვედს ვიხსნი.ჩემკენ იწევდა ლოყაზე კოცნას მიტოვებს.
ისეთი არ იყო, როგორც არაბულის და არც წვა მიგრძვნია.
მანქანიდან გადმოვდივარ და ჩაბნელებულ სადარბაზოში შევდივარ.
როგორც ჩანს მემილიონედ გაფუჭდა განათება.
ჩანთაში ტელეფონის ძებნას ვიწყებ.
მეუფლება განცდა რომ იქ მარტო არ ვარ.გაფიქრებასაც ვერ ვასწრებ, ისე მაკრავს სადარბაზოს კედელს და ცხელ სუნთქვას სახეზე მაფრქვევს.
არაბულის მძიმე სუნთქვას, მის სითბოს ალბათ მილიონში გამოვარჩევდი.
ორივე ხელით ჩემ უკან კედელს მიყრდნობილს, მის მკლავებს შორის გამოვემწყვდიე და სიბნელეშიც კი, ნათლად ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას.
თითქოს რაღაცას ეძებდა იმ სიბნელეში ჩემს თვალებში.
სუნთქვა კიდევ უფრო უმძიმდება და მოწყვეტით ეტანება ჩემს ტუჩებს.
მონატრებულ სხეულს, კისერზე ვხვევ ხელებს და ჩემკენ ვიზიდავ.
ვნების მორევში ჩაძირული, სურვილს ვეღარ ვმალავ და კოცნაში ვყვები.
უეცრად წყდება ჩემ ტუჩებს. ყურთან ვგრძნობ მის ცხელ სუნთქვას.
- მაგ ლადოს, სანამ ხელში დავაჭერინე თავისი ნაწლავები, შეგეშვას.
ისედაც გონდაკარგული, უარესად ვშტერდები.
- იცი ლალო, რომ გამკეთებელი ვარ და ნუ გამაკეთებინებ.
შუბლზე კოცნას მიტოვებს და ვგრძნობ როგორ დაცარიელდა ატმოსფერო ჩემს ირგვლივ.
სახლში მუხლების კანკალით ავედი.
ვერ ვხვდებოდი ვერც მის სიტყვებს და ვერც მისი საქციელების ახსნას ვპოულობდი.
არაბული ხან ძალიან ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში და ხან საერთოდ არა, ძირითადად კი თქვენც იცით რომ არ იყო. თუმცა მისი თუნდაც ეს იშვიაში „ძალიან ბევრი“ -საკმარისი იყო იმისთვის, რომ თავში მუდმივად ტრიალებდეს, ყველანაირი ახსნის გარეშე, ყველანაირი გააზრების გარეშე,ამომიტრიალებდა ერთ წამში ძლივს ნაგროვებ სიმშვიდეს და მერე გაქრებოდა. წლიდან წლამდე, მონატრებიდან-მონატრებამდე.





№1 სტუმარი სტუმარი Lusi

უმაგრესიააა...მალე დადე რა
.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტერესოა
მალე დადეთ ახალი თავი და მოცულობა გაზარდეთ

დამაინტრიგა. ველით გაგრძელებასსსს

 


№3  offline წევრი GMG

ძალიან,ძალიან კარგია❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

ოხ ეს ცუდი ბიჭები..რატომაა რომ გოგოები ვერ ვაფასებთ კარგ ადამიანებს და მაინც "ცუდი" ბიჭებისკენ მივისწრაფით?? რა გვინდა ცხოვრებაში?? უმედია დათა ბოკომდე უერთგულებს და იქნება დასაყრდენი

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

მალე დადეე გაგრძელება

ძალიან კარგია. ველოდები გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent