GAMA- ბრძოლა შიშველი ხელებით. 7
აეროპორტში აკაკის დედ-მამა, ძმა და რამდენიმე ახლო მეგობარი იყო. მე და თამთაც იქვე ვიყავით მათგან მოშორებით. ასე უბრალოდ მათ თვალწინ გამოჩენა ძალიან მერიდებოდა ამ სიტუაციაში. ჩასხდომამდე ოცი წუთით ადრე დავემშვიდობე აკაკის. ისე ძლიერად მეხუტებოდა თითქოს ჩემი თავის სხეულში გამოკეტვა სურდა. არ მინდოდამეტირა თუმცა ყურში ისე თბილად მებუტბუტებოდა, ცრემლებმა მაინც თავისი გაიტანეს. პატარა ბავშვივით ვსლუკუნები ძლივს დამაწყნარა. ორივე თვალი და ლოყები დამიკოცნა, თმის ბოლოებზე მომეფერა და წავიდა. გულში ყველაფერი ჩამწყდა, უკვე ძალიან მენატრებოდა და არ ვიცოდი მის გარეშე რა უნდა მექნა. თამთამ სახლში გამომყვა და ჩემთან დარჩენა გადაწყვიტა რომ როგორმე გული გადამეყოლებინა -კარგი რა თი, სამი თვე ბევრი გგონია ? ზუსტად ახალ წელს აქ იქნება.-მომიჯდა და ნიკაპი მხარზე ჩამომადო -შენ რა გენაღვლება, გვერდით ოთახში გყავს.- ღიმილით ვუთხარი და ლექსოზე ვანიშნე -რომ მყავს რა, ჯერ არც ვიცით რა ურთიერთობა გვაქვს უბრალოდ ერთად დავსეირნობთ ხანდახან - მხრები საწ*ლად აიჩეჩა. -სამაგიეროდ მე ვიცი რომ ჩამირძალდები.- წარბები ავუთამაშე -ეჰ, რა ვიცი აბა. აკაკის წასვლიდან ერთი კვირა იყო ჯერ გასული, თუმცა ყველგან მის სახეს ვეძებდი. სამსახურშიც უხალისოდ დავაბიჯებდი. ბესო ხუმრობით ცდილობდა ჩემს გამხიარულებას, რადგან მან და თამთამ იცოდნენ მარტო მიზეზი ჩემი მოწყენილობის. აკაკისთან კონტაქტი თითქმის სულ მქონდა, ვიდეო ზარის დროს ვამჩნევდი როგორი დაღლილი იყო, რამდენჯერმე საუბრისასაც კი ჩასძინებია და კარგახანს მის ძილს ვუცქედი. მერე მასზე ფიქრში მეც მეძინებოდა და უკვე სიზმარში ვაგრძელები მასთან ყოფნას. ყველაფერთან ერთად დედამაც შემამჩნია ხასიათის ცვლილება, ბოლოს მივხვდი რომ ამ საკითხს თავს ვეღარ ავარიდებდი და ოჯახისთვის უნდა მეთქვა ყველაფერი. ერთ დღესაც სანამ სამსახურში წავიდოდი ორივეს გამოვუცხადე -დე და ლექსო, რაღაც უნდა გითხრათ- ორივე დაიძაბა უფრო მეტად დედა -რამე მიქარერე ბაჭია?- გამეღრიჭა ლექსო, თუმცა დედამ თვალები დაუქაჩა და გააჩუმა -შეყვარებული ვარ.- მათი რეაქციის მოლოდინში ნერვიულობით თითები დავიტეხე -რა თქვი დედი?- სკამზე ბუმბულივით დაეშვა და უღონოდ ჩამოალაგა ხელები მაგიდას -შეყვარებული ვარ, დედა ვიცი მოულოდნელია მაგრამ, ვერ დაგიმალავდით. ამიტომ მაქვს ხასიათიც შეცვლილი -რატო შენ გიყვარს და მას არა? თუ ცუდად გექცევა? ვინ ჯანდაბაა საერთოდ?- ერთიანად მომაყარა ლექსომ და წინ მყარი კედელივით ამესვეტა -კი მასაც ვუყვარვარ და ძალიან კარგადაც მექცევა -რა ქვია ვინ არის?- ისევ გაიმეორე კითხვა ლექსომ -ლექსო დამშვიდდი, აკაკი ჯაშია. ჩვენი მოთამაშე.- დედას სახეზე ფერი წაუვიდა ლექსო კი დადუმდა, ცოტახანი ორივე ჩუმად იყო, აღარ ვიცოდი რა მექნა -და მიზეზი შენი ამ ხასიათის რამე დაგიშავა?- ბოლოს ისევ დედამ თქვა -არა პირიქით, ძალიან კარგად მექცევა. უბრალოდ ის აქ არ არის და ძალიან განვიცდი, ფედერაციიდან გაუშვეს გერმანიაში -დე, თინი გინდა შენ ასეთი სიყვარული? ისინი იქ ერთმანეთს არ ინდობენ, არ ვიცი მისი დედა როგორ თანხმდება მის ბრძოლებს და საქმიანობას, მაგამ მე ჩემი შვილი არ მემეტება ასეთ მამაკაცთან ურთიერთობისთვის, გთხოვ კარგად დაფიქრდე. -კი მაგრამ დედა.- ამას ნამდვილად არ ველოდი -მე ვერაფერს დაგიშლი, მე რჩევას გაძლევ არ მინდა როგორც მე დავიტანჯე იგივე განიცადო.- ამდენი წლის მერე პირველად ახსენა ჩემი გამქრალი მამა -აკაკი მამას არ გავს.- გავაპროტესტე პატარა ბავშვივით -მაგრამ შეიძლება შენ დამემგვანო მე ბედით შვილო და ამ სიმწარისთვის არ მემეტები.- მთელი ამ დროსი განმავლობაში ლექსო დუმდა დედას აკვირდებოდა. ღმერთმა იცის იმ მომენტში რას ფიქრობდა -თინი, დედა მართალია, შეიძლება გიყვარს მაგრამ გთხოვ კარგად დაფიქრდი, მაგრამ მამას რაც შეეხება, არც ვიცი ვუწოდო თუ არა მამა.- აშკარად ლაპარაკი უძნელდებოდა -მამაზე რამე გაიგე?- სკამოიდან წმაოიწია დედა, მე დიდად არ მადარდებდა ეგ ადამიანი რადგან როგორც უცხოზე ისე მსმენია მასზე, მასთან მხოლოდ რამდენიმე წვეთი სისხლი მაკავშირებდა -კი დიდი ხნის წინ და დღემდე არ მინდა დაჯერება. -თქვი! - ძალიან მტკიცე და მომთხოვნი იყო დედას ხმა -დედა მამა ციხეშია და სამუდამო აქვს მისჯილი.საქართველოში არაა, რუსეთშია. -გაომეორე ლექსო.- ისე ითხოვა თითქოს შეცვლიდა ნათქვამს -დედა ვთქვი უკვე, რაღაც შავ საქმეებში იყო გარეული ბოლოს ვიღაც შემოაკვდა, არ ვიცი შენ ეს იცოდი თუ არა მაგრამ, მამა ნარკოტიკსაც იღებდა და სხვებსაც ფულის სანაცვლოდ სთავაზობდა. მხოლოდ ის ვიცი დანამდვილებით რომ ის იქიდან ვერასდროს დაბრუნდება და მე პირადად მის ნახვას არ ვაპირებ.- ლექსო გაჩუმდა და ჩვენც ახალი ამბისგან გამოწვეული შოკით ხმას ვერ ვიღებდით -საიდან იცი ლექსო ამდენი? -დედა რა მნიშვნელობა აქვს? ის კაცი არ იმსახურებს იმას რომ შენ ან ჩვენ მასზე ვიდარდოთ, ფულის გამო დაგვტოვა ხვდები? ადამიანიც კი მოკლა - ყოველთვის ვგრძნობდი რომ მისი ნაუცბათევი ბიზნესი დიდი შარი იყო, სულ ვაფრთხილებდი.- ამდენი წლის მერე პირველად ვნახე დედას ცრემლი რომელიც "მამას" ეკუთვნოდა, მასთან ერთად მეც ავტირდი. რა უცნაურია ცხოვრება. თითქოს ყველაფერი წყნარად მშვიდად მიედინება და უეცრად ქარბორბალასავით დაატყდება თავს ცუდი ამბავი. ამ გაგების მერე დედა თითქოს მოტყდა და მობერდა, განიცდიდა ქმარს რომელიც ერთ დროს თავზე მეტად უყვარდა. ერთხელ ლექსომ დანანებითაც კი თქვა რომ სიმართლის თქმა დედასთვის კარგი გადაწყვეტილება არ იყო ... *** შუაედური გამოცდების შემდეგ აქტიურად დავუბრუნდი სამსახურს, ნოემრის შუა რიცხვები იყო უკვე. ჩემ არ ყოფნაში რამდენიმე ახალი მოთამაშე შემოგვმატებია, ერთი მათგანი განსაკუთრებულად მძაბავდა და ცუდ აურას ატარებდა. მოთამაშეებთან ერთად თამაშს დაემატა ახალი წესები 1. თამაშებში დაამატეს ისეთი ბრძოლები, რომელიც მხოლოდ ფსონებზე არ იქნებოდა და მოთამაშეებს შეეძლოთ შავი ქამარისთვის ბრძოლა. 2. თამაშში მონაწილეობა შეეძლოთ გოგონებასაც. 3. ტურნირიდან გასვლა რომელიც იმართებოდა შავი ქამარისთვის მხოლოდ იმ მოთამაშეს შეეძლო რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. პირველი რამდენიმე ბრძოლა, მე უნდა წარმემართა. ერთ-ერთი გავლა ახალი მონაწილის გამოსვლის დროს მომიწია. რინგიდან გამოვდიოდი პირდაპირ შემეჩეხა -თამაშების ჯილდოდ შენ უნდა მოგითხოვო ბესოსთან.- ირონიული ღიმილით მითხრა. ხმა ვერ ამოვიღე დავიძაბე და ნერვიულობისგან მუცელი დამეჭიმა. მთელი საღამო ვცდილობდი აღარ შევხვედროდი არსად. ჩემდა სამწუხაროდ რინგზეც ვერ გაალამაზეს კარგად გული მაინც რომ მომეოხა ცოტათი. თამაშის შემდეგ ისევ მე და თამთა წამოვედით ერთად, გზაში მოვუყევი რაც მოხდა და ვთხოვრ რომ არც ბესოსთან და მითუმეტეს არც აკაკისთან არ ეთქვა -გაგიჟდი გოგო, უთხარი და ბესო მოაჯენს.- შეიცხადა - არ მინდ, იქნებ შემეშვას -მანიაკია, უეჭველი. ყველას სძულს მგონია ჩვენთან, უბრალოდ კარგი მებრძოლია და ხალხის დიდი მოთხოვნა იყო მასზე.- მანქანა სადარბაზოსთან შემიჩერა, არ ინერვიულოო დამიბარა ლოყაზე მაკოცა და სადარბაზოსკენ გაიქცა. დავწექი თუ არა აკაკიმ დამირეკა, ცოტატი დალურჯებული ქონდა ლოყა და ტუჩი გახეთქილი -ვაიმე აკაკი ეს რა არის?- შევკივლე და ხელი ავიფარე -დღეს ვარჯიშისას მე და აკომ გავალამაზეთ ერთმანეთი.- გამიცინა ისე მე რომ გულს მიჩერებს -აკაკი ძალიან მენატრები, უშენოდ უკვე ყველაფერიც არაფერია -მეც ჩემო პრინცესა, ნახე დღეს რა გიყიდე.- პატარა სამი თვლით გაწყობილი გვირგვინი დამანახა -რომ დავინახე შენ გამახსენდი მაშინვე.- კიდევ გამიცინა და თვითონ მოირგო თავვზე -ძალიან ლამაზია, დიდი მადლობა.- ცოტახანი კიდევ ვისაუბრეთ, გავიგე რომ ნოემბრის ბოლოს ბრძოლა უწევდა, რაც მის კარიერას ძალიან წაადგებოდა მომავალში, თუ მოიგებდა რა თქმა უნდა. ვარჯიშისგან გადაღლილი იყო საუბარზეც კი ემჩნეოდა. მერე ისევ ეკრანთან ჩაეძინა და მეც მის დალურჯებულს სახეს ვეფერებოდი. მთელი არსებით მინდოდა დამეკოცნა მთელი სახე და ჩავხუტებოდი. სიზმარში ახალი მოთამაშე ვნახე, თითქოს მართლა ითხოვდა ბესოსთან ჯილდოდ ჩემ თავს. მე კიდე ვტიროდი და გასახდლიდან გაქცევას ვცდილობდი. ამ ბრძლოაში ხელის შეხება ვიგრძენი და ლოგინიდან კივილით წამოვხტი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.